შემიყვარე (თავი 7)
ერთი თვე გავიდა.. გაზაფხულდა. ადამიანთათვის ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სასურველი სეზონი დაიწყო. მიუხედავად ‘გიჟი’ მარტის ცვალებადი ამინდებისა, ატმოსფეროში იგრძნობოდა, რომ ბუნებამ გაიღვიძა. საგრძნობლად დათბა და გარეთაც ბევრად მეტი ხალხი ირეოდა. ხეები კვირტების აფერადებას იწყებდნენ. ლიკამ კი პირველად იგრძნო მისთვის ჩვეული, მეტად დადებითი განწყობა და სასიცოცხლო ძალებით აივსო დილიდან. არადა, სულ გასულ დღეს იყო, რომ გაგაზე ფიქრებისგან თავი სტკიოდა და ტელეფონზე ზარებს პრინციპულად უთიშავდა. სახლი მოულედნად ზარის ხმამ აიკლო, ლიკაც უცებ დაეშვა კიბეებზე და კარებისკენ დაიძრა. -ლანა, თეა. როგორ ხართ?-გადაკოცნა რამდენიმე კვირის უნახავი მეგობრები. -ოჰჰ, რა მოხდა აღარ ხარ დეპრესიაში?! დაგვიბრუნდი ლიკუნა?-შესცინა თეამ. -აუ ყავა მინდა, თქვენ?-ლანა იმ წამსვე სამზარეულოში გაიჭრა,-თუმცა რა კითხვა უნდა. -ჰო თან ძაან მაგარი ორცხობილები მოვიტანე, უფავორიტესი ჩემი..-დაურთო თეამ, -შენა და...-ჩაიცინა, -შერიგდით ხო? -არა ჯერ...-ლიკამ ტუჩი მოიკვნიტა, -თუმცა გადავწყვიტე.. შევურიგდები.. ამ ერთხელ ვაპატიებ. იცი რა, 37 წლის ვარ, თეა.. ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება გაგასთან ერთად დავიწყე. ამდენი რამე გადავიტანეთ ერთად.. შვილი გვყავს. მოკლედ, გადავწყვიტე ვაპატიო, ხომ გესმის ჩემი? -კი, შენი ძაან კარგად მესმის, დამიჯერე..-მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა თეამ, -ისედაც ხო იცი, ჩემი და ლეოს ამბები..-თვალები დახარა, დაეტყო რომ არასასიამოვნო მოგონება გაახსენდა, -თუმცა პატიების გარეშე სიყვარული არ არსებობს.. -მოიცა, მოიცა.-შემოუერთდა ლანა და ყავით სავსე ჭიქები მაგიდაზე დააწყო, -ლიკუნა, არ გადამრიო. მართლა აპირებ რო შეურიგდე? -ნუ... ჰო.. -ლიკამ შიშნარევი და მერყევი მზერით გახედა ლანას, რადგან იცოდა რო მათი აზრები ამ საკითხში იყოფოდა. -გოგო, არ გადამრიო, მართლა უნდა აპატიო?-გაბრაზებული დაჯდა დივანზე. -აუ ლანუკ, არ დაიწყო ახლა აქ ლექციების კითხვა რა, შენიჭირიმე. შენ ჯერ ისევ ზედმეტად ახალგაზრდა ხარ, რო მიხვდე. ასეა მისთვის საჭირო და უმჯობესი.-უთხრა თეამ და ყავა კმაყოფილი სახით მოსვა. -რას ამბობთ, ხალხო, გაგიჟდით? ასე ადვილად როგორ უნდა გაუტარო ქმარს ღალატი, არ მესმის.-თავი გააქნია ლანამ. -გაიზრდები, საყვარელო და მიხვდები.. 19 წლის ურთიერთობას ერთი ხელის მოსმით ვერ დაუსვამ წერტილს.. ან ბავშვს რა უნდა უთხრას?-ნიშნისმოგებით შეხედა თეამ. -კარგი რა, თეუშ.. ევა საკმარისად დიდია უკვე და ყველაფერს გაიგებს. რაღაც არ მგონია მამამისი გაამართლოს მანაც..-ფრჩხილებზე დაიხედა ლანამ.-თანაც პარიზში მასაც საკუთარი ცხოვრება აქვს, შესაძლოა შეყვარებულიც ყავს უკვე, რაა?! დიდია სამაგისოდ. -რას ამბობ, ლან..-შეშფოთდა ლიკა,-არ მემეტება ჯერ არანაირი შეყვარებულისთვის ევა. თუ მაინცდამაინც, მე და მამამისი შევურჩევთ მისთვის შესაფერ ქმარს. ნუ, ხო ხვდებით.. ჩვენ წრეში. ლანამ სიცილი ძლივს შეიკავა, თუმცა არ შეიმჩნია და აღარც კამათში აჰყვა მათ. -ისე, იქეთ კვირაში, ხომ იცით, რა თარიღიც ახლოვდება?-თვალები მინაბა და თავი ბედნიერმა გააქნია ლიკამ. -აუ, რაა?-ჩაეკითხა თეა დაბნეული გამომეტყველებით. -მისი და გაგას 19 წლისთავია..-არც ისე აღტაცებულმა თქვა ლანამ და ორცხობილა ჩაკბიჩა. -აუუუუუ..!-გაუხარდა თეას და ტაში შემოჰკრა. -ლიკუ, ხომ იცი ვიცი ეგ ისედაც, უბრალოდ უცებ დავიბენი და გადამავიწყდა. მეხსიერება მღალატობს ხოლმე წუთიერად. -ანუ სერიოზული ივენთი გაეძრობა ხო?-ჰკითხა ლანამ. -რა თქმა უნდა..-თქვა ლიკამ გაბრწყინებული სახით.-იცით ვფიქრობ, ქორწილის სახით ხომ არ დავგეგმოთთქო. მეორე ქორწილი, ჰო მაგრად ჟღერს?-მხარი გაკრა თეას. -კი, აზრზე ხარ? თან შერიგების მერე 19 წლისთავს ქორწილის სახით რომ აღნიშნავთ, ძალიან მაგარი იქნება!-თქვა თეამ აღტაცებით,-რა რომანტიკულია...! -ჰო, დიდ შერიგებას დავარქმევ,-გაიცინა ლიკამ.-რაც ყველაზე მთავარია.. -კაბა!-ერთ ხმაში თქვეს თეამ და ლიკამ. ლანამ კი თვალები გადაატრიალა და ჩაეცინა. -შევარჩიოთ.. მთავარია სისადავე და ელეგანტურობა.. მოდი, ახლავე გავიდეთ მაღაზიაში, რა.-თქვა თეამ მოუთმენლად და ფეხზე წამოფრინდა. -მოიცადე, ჩავიცმევ..-ნაჩქარევად თქვა ლიკამ და კიბეებზე აირბინა. ~~~~~~~~~~~~~ გაგა დილიდან უხასიათოდ იყო, მასზე, როგორც ჩანს არც გაზაფხულის განწყობა მოქმედებდა და არც სხვა დანარჩენი. სამზარეულოში შევიდა, სადაც მისი ერთგული მოსამსახურე და სახლის მამასახლისი, დავითი დახვდა. დაჯდა თუ არა დავითმა წინ ყავით სავსე ჭიქა დაუდგა და გაუღიმა. -დილა მშვიდობისა, ბატონო გაგა. გაგამაც თავი დაუკრა თავაზიანად და იქვე დაჯდა. -დილა კი, მაგრამ მშვიდობის რა მოგახსენო, დავით.. -რა მოხდა, უხასიათოდ ხართ ისევ?-რიდით ჰკითხა კაცმა. -ხო.. შენ ყურადღებას ნუ მომაქცევ.-ხელი აიქნია და ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა. -არ გირიგდებათ, არა?-თანაგრძნობით დაკრა მხარზე ხელი. გაგამ თავი დაუქნია და მძიმედ ამოისუნთქა. -რამდენჯერაც დავურეკე არ მიპასუხა. ჩემი დანახვაც კი არ უნდა. გამირბის..-ბრაზით ამოილაპარაკა და ყავაში ვისკი ააზავა,-არ მპატიობს, დავით.. არ უნდა რომ მაპატიოს..-თქვა და ბოლომდე გადაკრა. -დრო მიეცით, ბატონო გაგა, დამიჯერეთ, ქალია. ამდენი წელია თქვენი ცოლია, ძალიან უყვარხართ. აუცილებლად გაუვლის.-გაამხნევა დავითმა. -რაღაც მეეჭვება. თანაც, თუ ჰგონია რომ მე შევეხვეწვები და მუხლებში ყოველდღე ჩავუვარდები, ცდება. მეც კაცი ვარ და თავმოყვარეობა მაქვს.. ხვეწნას აღარ ვაპირებ.-თქვა და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა. -ნუ ბრაზობთ ასე, ბატონო გაგა. მოთმინება გმართებთ. ის ხომ გაბრაზებულია.. თავს იფასებს, ეს ბუნებრივია.-კვლავ დაუყვავა დავითმა. -საკმარისი დრო გავიდა, დავით. რომ ვყვარებოდი, აქამდე შემირიგდებოდა..-თქვა გაგამ და გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა. გადავწყვიტე მაინც გამეგრძელებინა :3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.