ბუნების შემოძახილი-მე გავიღვიძე
ბუნების შემოძახილი ~მე,გავიღვიძე~ თითქოს ჯერ ამ წუთას გაზაფხულდა და სამომავლოდ უხვად მოვა გაზაფხულის სურნელება... ეს ესაა რაც ბუნებამ გაიღვიძა,სახეზე ფერი დაედო,ყვავილები ფრთებს შლიან და აყვავებას ლამობენ... სულის შემოძახილია გაზაფხული...მშვენიერებას,რომ ბადებს ირგვლივ... სულს უხარია არემარე,რომ ფერადია რადგან ამ სამყაროში აღარაფერი დარჩა მშვენიერი. მხოლოდ გაზაფხულს შეუძლია თავი ბედნიერად,ლაღად გაგრძნობინოს. ბუნების შემოძახილს შეძახილითვე უნდა უპასუხო, შენც უნდა მოირგო ჭრელი კაბა და გახდე მისნაირი... თითოეული წამი,წუთი,მომენტი,კადრი,შეგრძნება,ყვავილის ნახევრად მსუბუქი,მოტკბო,გრილი ზოგიც კი ოდნავ გადამეტებული, მომძაფრო სურნელით იწონებს თავს. ამ დროს კი შენც ბედნიერი ხარ. ერთი შეხედვით უბრალო თვალწინ წარმომდგარი კადრი, მეორეს მხრივ კი ფანტაზია რომელსაც ლამაზ თავგადასავლად ქმნი. ეს კი წუთიერად სულიერ,არომტულ,არა ამქვეყნიურ,საოცრად თბილ,მზიან შეგრძნებას იწვევს რომელიც გულს გაივლის ბოლოს კი შინაგანი სამყაროს სიღრმისკენ მიმავალ გზას გაუდგება. გაზაფხული სულის სარკეა,რამდენჯერაც არ უნდა ჩაიხედო მასში ვერ იპოვნი ერთ მცირე მახინჯ დეტალსაც კი რადგან მასში მხოლოდ სიკეთისა და სიყვარულის მარცვალი არის დათესილი. დროა უკვე,დღეს ხვალ თუ ზეგ მზე გამოანათებს ბუნებას კი უნდა მისცე თავისუფლება,რომ ბატონობა დაიწყოს...გამოაღვიძე დიდხნიანი ძილბურანიდან.დრო აღარ ითმენს, ეს დღეს ან ხვალ თუ არ მოხდა მაშინ საეროდ აღარ მოხდება რადგან დრო არ დაგელოდება,ის შენს დევნაში დაიკარგება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.