დაუმორჩილებელი (თავი ) 26
ფიქრებში ადვილია ყველაფერი ადვილია დაიცვა თანმიმდევრობა მაგრამ მოქმედება ? მოქმედებაა რთული , თუ სამყაროს არ უნდა რომ რამე გამოგივიდეს პატარა ფოთოლიც კი შენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს . მოაგვარებს ყველაფერს , ადვილად წარბსაც კი არ შეიხრის , სამყაროს მოხიბვლა , ყიდვა მის წინ მუხლებზე დადგომა რომ დაჭირდეს იზამს , საკუთარი სიმშვიდისთვის , მათი სიყვარულის წარმატებისთვის აიძულებს სამყაროს რომ მის სასარგებლოდ იმუშავოს და შეძლებს , ამაზე რთული პრობლემებიც ჰქონია მაგრამ მაშინ სასწორის მეირე მხარეს მისი ცოლი არ იდგა . მნიშვნელობა არ აქვს კიდევ ერთხელ მტკიცეთ შეუძახა თავს , სასწორი სულ რომ აყირავდეს თავიდან დაიწყებენ , მთავარია რომ ერთმანეთი უყვართ. ამირანის დაუკითხავად მისი ვალის ,უფროსწორედ ივანეს ვალების გადახდა ზაფხულის თოვლის ბაბუუის საქციელს გავს ,ზედმეტად კეთილი გამოჩნდება , ამირანის დაყოლიება რთული არ იქნება ,დასუსტებულია და ახლა უკვე ფიზიკურადაც ვერაა მედგრად ,მაგრამ კარგად უნდა მოემზადოს ,უნდა აგრძნობინოს რომ მხარს უჭერს შემდეგ ცოლმა მტრობა რომ არ დააბრალოს და თან უნდა მიახვედროს მასთან ვალშია,როგორ უნდა მოახერხოს ამირანის ნახვა ,მისაღებში რომ შეკრებილა მთელი ოჯახი და თანაც არ ეჩვენება გულამოსკვნილი რომ ტირის ლიზა. -შეხედე დემნა , ცოცხაალ კაცს ტირიან . რა სიგიჟეა და თანაც დარწმუნებული ვარ არააფერი ჭირს საგანგაშო. -ხო ჭირს თუ არა ოჯახია და განიცდიან , აბა მამაშენს რამე რომ მოუვიდეს.. -მამაჩემს ჭკვიანი შვილის ყავს ,ჩემი პრობლემების გამო გულს შეტევა ნამდვილად არ დაემართება. როგორ აღიზიანებზ ცოლის შესიებული და დაწითლებული თვალები ,ვერ იტან მის ტირილს და მითუმეტეს ამირანის გამო რომ ტირის , ვერაფრით გაიაზრა რომ მამა და პირველი ვის გამოც ლიზა იტირებს მამაა. სწრაფად შეავსო კუთხეში მდგარ წყლის აპარატზე ჭიქა. -დალიე , არ უნდოდა მაგრამ ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა, ყბები მაგრად დაჭიმა და ამოისუნთქა , მოთმინება უნდა გამოიჩინოს .-ნუ ტირი. ამჯერად მშვიდი იყო მისი ხმა , წინ ჩაიმუხლა და გაფითრებულ სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა . -არ მომწონს შენი სახის ფერი, იქნებ ექიმი გვენახა ? -მეც მაგას ვეუბნები ლიზას გვერდით მჯდომმა ნატალიამ თავი ოდნავ გადმოხარა და ხმა წასულმა მხარი აუბა ლევანს . -არა სანამ არ გავიგებთ რომ მამა კარგადაა ფეხს არ მოვიცვლი აქედან . -ფეხის მოცვლა არ მოგიწევს ისედაც აქ ვართ . -არა . ჯიუტად გადაქნია თავი . -კარგი , როგორც გინდა . ბევრ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა კარგად იცოდა და გვერდით მოიჯდა ხელები უდარდელად გადაიჯვარედინა და სივრცეს უმისამართოდ გახედა .”რა მოხდება ამირანი რომ მოკვდეს ? ყველაფერი იდიალურად იქნებოდა ამ შემთხვევაში. არა არ შეუძლია ახლა ასე ვერ აიღებს თავზე ხელს რომ იმქვეყნად გაისტუმროს , მოკვდება მისი ლიზა ნერვიულობით მაგრამ..ჯობია საერთოდ არ იფიქრო ლევან “ სწრაფად გამოერკვა და მხოლოდ თეთრ ხალათიანებს აყოლებდა თვალს .”ნეტავ რას იზამს მე რომ რამე მომივიდეს?” არცვეს ფიქრები მოეწონა ,უფროსწორად იმედგაცრუების შეეშინდა რომ ერთ ცრემლადაც არ ღირდა მიუხედავად იმისა რომ თითქმის ღრმაადა დარწმუნებული რომ უგონოდაა შეყვარებული ლიზაც რომ ყველაფერს იზამს მის გამო ,მაგრამ .. ერთი მაგრამ არ ასვენებს არასდროს ყოველთვისაა ერთი მაგრამ მის სიტყვათა მარაგში . “მაგრამბყველაფერს იზამს თავის ოჯახის გამოც “! აი ივანესაც ჰკიდა თვალი დაბნეული რომ მობლაყუნობს საავადმყოფოს ჰოლში და პირდაღებუული აათვალიერებს ყველაფერს. სახე დასივებული და ჩალურჯებული რომ აშტერდება ჯერ მას და მერე სხვა ყველა დანარჩენს . ერთი შეხედვითაც ნათელია ,ჭკუის სასწავლებლად შეალამაზეს ძმებმა ,მაგრამ თუ სიმართლეა ერთი პრობლემაა. გამოდის მისი სიტყვა არაფრად ჩააგდეს და ივანეს მაინც მიადგნენ. გულს ნამდვილად ფხანს ის აზრი რომ ვიღაცამ მაინც კარგად შეეალამაზა ივანე მაგრამ ვინ არიან ეს ერთიბეწო მევალეები რომ მის სიტყვას ასე გაადაბიჯეს ? უნდა თუ არ უნდა მაინც მოუწევს ჩარევა აქ უკვე მისი პრინციპის ამბავია . დასჯილი ბავშვივით აესვეტა კედელს ივანე , მარტივია გაუძლოს სამი ქალის თვალებს რომლებიც გაურკვეველი მზერით მისჩერებიან და ვერც კი ხვდება რას ეუბნებიან ეს თვალები , არც თავად აქვს მთლად გარკვეული მზერა , ერთადერთი იმედი შეიძლება ხელიდან გამოეცალოს და მერე ნამდვილად მხოლოდ მის ცემას არ დასჯერდებიან ერთი წამით დახმარების თხოვნაც კი გაივლო აზრად ,მაგრამ ვერ გაბედავს მამამის ვერბგაადაბიჯებს და სიამაყის ერთი წვეთი მაინც აქვს დარჩენილი ლევანის წინ თავს არ დაიმცირებს არ მიანიჭებს სიამივნებას ,სიამოვნებისთვის მისი დაც ეყოფა . -ივანე . სასიამოვნოდ ჩაესმა ხმა , რამდენი ხანია ასე წარმოთქმული ივანე არ მოუსმენია? ეუცნაურა ამღვრეული მიაჩერდა დას და ენაც ვერ მოიბრუნა რომ ეპასუხა , საცოდავად მოიხარა მხრებში და სასოწარკვეთილი თვალები გაუსწორა ლიზას სიბრალულით აღსავსე სახეს . ყველაზე მეტად ეჯავრებოდა განებივრებული პატარა და რომ ეპასუხებოდა ,ჭკუას არიგებდა და გამუდმებით ჩხუბობდნენ ,მაგრამ ახლა ერჩივნა დაერტყა ეყვირა და ისევ ისეთი კონცერტი გაემართა ვიდრე ასე თბილად თუ სიბრალულით ეყურებინა . არ იმსახურებს , აღიარებს გულის სიღრმეში რომ საკუთარი დისგან გამარჯობასაც არ იმსახურებს ის კი რას აკეთებს? ცოტაც და მოეხვია ..-კარგად იქნება ყველაფერი . -ჩემი ბრალია , ყველაფერი ჩემი ბრალია . -ვიცი -არ მინდოდა , არ ვიცი რა მემართება მაგრამ არ მინდოდა ცოტაც და პატარა ბავშვივით აზლუქუნდებოდა.-ერთი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ და მეორეს ვმატებ -არაუშავს , ყველაფერს ეშველება პრობლემებსაც , მამასაც და შენც . ნეტავ ცალი თვალით მაინც დაანახა ლიზას ახლა მის ზურგს უკან მდგარი ლევანის თვალები . წამით სულ წამით რომ მოკრას თვალი .. ხედავ დემნა ? ხმა წაუვიდა ლევანს. -მშვიდად . - წრე შეიკრა და მე სად ვარ ? -წრის გარეთ . მოკლედ მოახსენა სასურველი პასუხი დემნამ. -ჰონ,მართალია . ეტკინა , ეწყინა და რიგორ ებრძოლოს ბოღმას გულში რომ იფეთქა ? -წინასწარ ნუ აღელვდები , ბოლოსდაბოლოს ძმაა და ამშვიდებს . -ვნახოთ დემნა , ვნახოთ . ჰჰჰ როგორც იქნა . მოახლოვებულ ექიმს ცივად გახედა და რა სიამოვნებით მოისმენდა რომ ეთქვათ ვერ გადაიტანა ოპერაციაო ,მაგრამ დღეს არ უმართლებს . ამოისუნთქა თითქმის ყველამ ერთ დროულად და ახლაღაა გახსენდა მის ცოლს იქვე მდგარი ლევანი დამშვიდებული სახით რომ მირბინა და გაუღიმა კიდეც . რა უნდა უთხრას გილოცავ მამაშენის გადარჩენასო ? რაიმეს თქმას არაფრისმთქმელი ღიმილი არჩია და ოდნავ გაუღიმა . -მორჩა გავიგეთ რომ კარგადა , ახლა შენი ჯერია შენთვითონ ნახავ ექიმს თუ აქ მოვიყვანო ? -რა ექიმს ? სახე მოეღრიცა ლიზას . - მისმინე წეღან თქვი რომ .. -ჰო მახსოვს რაც ვთქვი ,მაგრამ ჯერ ხომ უნდა ვნახო ? -მამაშენს არაავინ განახებს ხვალამდე და თუ მოვინდომე იქამდე ევრ ნახავ სანამ ექიმთან არ მიხვალ ასე რომ .. -რა გჭირს ? -ვინერვიულე , სრულიად სერიოზულად წარმოთქვა მაგრამ ხმამ ,ხმამ გასცა ირონია რომ ვერ გადაფარა . -კარგი , ანალიზებს გავიკეთებ ,კანის ფერის გამო რომელ ექიმთან მივიდე .. მაგრამ შეგიძლია წახვიდე თუ ასე ძალიან გაღიზიანებს აქ ყოფნა . -წავალ , სულ არ ვაპირებ ვუყურო როგორ ანუგე.. ჰმმ, კარგი ცოტა გაღიზიანებული ვარ დიდად არ მსიამივნებს აქ ყოფნა იმედია გესმის ,მაგრამ იმდენად არა რომ დაგტოვო .ერთად მოვედით და ერთად წავალთ. -როგორც გინდა . მხრები აიჩეჩა. უნდა გაუგოს ასე ერთ დღეში ხომ ვერ შეიყვარებს ყველას და განსაკუთრებით მის ძმას ? ბოლოსდაბოლოს მის გამო დგას აქ ,მის გამო თუ თვითონ მზადაა ყველაფრისთვის ალბათ ლევანიც ასე იზამს . -გელოდები . -კარგი რაა.. ამოიკვნესა იმ იმედით რომ ცოტა დროს გაიყვანდა და მერე თავს დაანებებდა ,მაგრამ სულ არ აპირებს თავის დანებებას . -გელოდები . ამჯერად მკაცრად მოუვიდა -ხო კარგი კარგი . ზლაზვნით წავიდა დედამისისკენ რაღაც უჩურჩულა და კუს ნაბიჯებით მივიდა , თითქოს ნელა სიარული უშველიდა და თავიდაან აცილებდა ვენების დაგლეჯვას. ცოტახანში პატარა ოთახში ისხდნენ და სათვალის ქვემოდან უცნაურად მომღიმარ ქალს სერიოზული სახით შეჰყურებდნენ . -რომელია პაციენტი ? -ეს . თითი ლიზასკენ გაიშვირა ლევანმა . -კინკრეტულად რა გაწუხებთ ? -არაფერი თავს კარგად ვგრძნობ . -იტყუება . ჩაერთო ლევანი . -რა უნდა აწუხებდეს სანთელივით ყვითელია , თეთრი , კარგად დააკვირდა ფერის გარჩევას ცდილობდა თითქოს და ბოლოს მტკიცედ თქვა - ორივე ხან თეთრია ხან ყვითელი . -აჰ ,ხან თეთრი ხან ყვითელი . ახლა სათვალე კარგად შეისწორა ქალმა და დააკვირდა . -ნუ გააჩნია განათებას . ახსნა ფერების ცვალებადობის მიზეზი მამაკაცმა . -თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე , მისი ქმარი ვარ . ამაყად განაცხადა და სასიამოვნოდ გაიღიმა -კარგით ,იქნებ გარეთ დაგველოდოთ . უნდა ეხლა გარეთ გასვლა ? ისე მიაბრძანეს გაპროტესტებაც კი ვერ მოახერხა ექიმის და ლიზას სახის დანახვისას. გავა მაგრამ ვერავინ აიძულებს არ მოისმინოს რას იტყვიან . კართან მძიმე ნაბიჯებით მივიდა და გავიდა მაგრამ არც უფიქრია კარის დახურვა . დიდად არ შეუმჩნევია ლიზას გავიდა თუ არა ზურგით იჯდა კართან თუმცა ფეხის ნაბიჯების ხმა რომ მიწყდა სწრაფად ჩაირთო თავის მართლების რეჟიმში . -იცით ვინერვიულე ფერიც ამის ბრალია და საერთოდ ის ცოტა აზვიადებს ყველაფერს . -როგორ იკვებებით ? -კარგად . -იტყუებაა . -ლევან გეყოფა რა . გადი და მიხურე ეგ კარი . -რა ლევან , აი აქ ვიქნები და ფეხს არ მოვიცვლი , ხომ ხედავთ ? იტყუება საჭირო ვარ . კომფორტულად მოკალათდა . - კარგი მოდი ანალიზებით დავიწყოთ . სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება ექიმმა მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა კითხვარის გაგრძელებას თუ ორ სხვადასხვა პასუხს მოისმენდა და თანც სიცილს ჰგვრიდა მის წინ მჯდომი წყვილოს რეაქციები . -წამომყევი გოგონავ. დააკონკრეტა რადგან ლიზა ზე ადრე ლევანი წამოდგა . -ანალიზები არ იტყუება ბატონო შეგიძლიათ დაგველოდოთ. - შეიძლება გაგეპაროთ . -დავაბამ . ღიმილით დაამშვიდა ექიმმა . -მართლა ? წარბი აწია მამაკაცმა . -რათქმაუნდა . -ყოჩაღ , ყბელგან თავს იჩენ . გამოსცრა კბილებში ლიზამ . -მუყვარს თავის გამოჩენა , თუ გეშინია შემიძლია წამიგყვე . -არ მეშინია და გაჩუმდი . მორჩილად მიჰყვა ექიმს . -სად მოდიხარ? შუაგზაში გაჩერდა და ლევანს რომელსაც დარჩენა სულ არ უფიქრია კლავზე დაეჯაჯგურა რომ გაეჩერებინა -შენთან არ მივდივარ , კითხვა მაქვს ,მზერა პირდაპირ ექიმს მიაპყრო . -პასუხები როდოს იქნება ? შეიძლება მეც ვნახო ? -მე გეტყვი. რანაირად იქცევი ? -მეტყვი არა , მომიტან . -ხო მოგიტან ოღონდ დაწყნარდი და წადი აი იქ დაჯექი . მოსაცდელში დარჩენილ რამოდენიმე თავისუფალ სკამზე ანიშნა . მოუთმენლად იჯდა და უკვე მერამდენედ ათვალიერებდა გამვლელ გამოვლელს , თითქმის ყველას სახეს სწავლობდა და ცდილობდა ამოეკითხა ვის რა უჭირდა ,მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა მხოლოდ გამვლელებზე ფიქრი როცა საფიქრალი თავისიც ბევრი ჰქონდა ? რა უნდა გააკეთოს ? რამე უნდა გააკეთოს , ასეთი მომენტი მეორე არ ექნება ახლა თუ არ გადაჭრა სამუდამოდ ამ ოჯახის პრობლემა მთელი ცხოვრება შიშში ვერ იცხოვრებს . პირველ რიგში უნდა გაარკვიოს რა მოხდა , მერე ივანე მოიშოროს და ამირანს აიძულებს მთელი ცხოვრება მისგან დავალებულმა იცხოვროს . საფიქრელად მარტივია , არც გაკეთება გაუჭირდება , მაგრამ ისე უნდა ქნას რომ მის ცოლს ცუდი რეაქცია არ ჰქონდეს ამ ყველაფერზე . -მოვედი . წინ ჩამოუდგა ლიზა . -რა გითხრეს ? -აარაფერი . სწრაფად და დამაჯერებლად წამოიყვირა . ნეტა რა სახე ექნება მართალი რომ აღმოჩნდეს ექიმის ეჭვი , როგორ უნდა უთხრას თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ორსულად ვარ და ხვალ პასუხებს რომ ნახავ შენც დარწმუნდებიო? სახე მოეღრიცა და ცოტაც და იმის წარმოდგენისას რა რეაქცია ექნებოდა ლევანს ატირდებოდა , მიუხედავად იმისა რომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო არც ლევანისთვის , არა ვერაფერს დააბრალებს, უფლებაც არ აქვს თვითონვე არ მიაქცია ყურადღება მაშინ როცა თავად ლიზა ეუბნებოდა ვიზრონოთ თავდაცვაზეო . -გეტკინა ? -არა , მესიამოვნა . -კარგი ნუ იბუტები , შენზე ვზრუნავ და ცოტა .. -ხო ცოტა , სულ ცოტა.. ცხვირი აბზიკა ზემოთ . -არ წავიდეთ? აზრი არ ჰქონდა შეთავაზებას თუმცა მაინც შესთავაზა .-დაისვენე , გამოიცვალე და მერე მოხვალ . გაახმოვანა ზუსტად ის რაც ახლა საკუთარი თავისთვის სურდა . -ჯერ არა რაა.. შენ წადი და მოვალ მეც ვიცი აზრი არ აქვს ღამე დარჩენას . დამაჯერებწლი ტონით თქვა . -ჰმმ, კარგი , მაგრამ იცოდე თუ არ მოხვალ მერე მე მოვალ და.. -ხო ვიცი რომ მოხვალ . გაუღიმა და გვერდით მოუსკუპდა .-იცი რა კარგი ხარ ? -ვიცი . -ისიც იცი რომ ბევრს აკეთებ ? -მერე კარგია თუ ცუდი ? -არ ვიცი ალბათ ჩემთვის კარგია შენთვის კი ძნელი . -თუ შენთვის კარგია ჩემთვისაც კარგია და რაც ყველაზე მთავარია მიყვარს სიირთულეები. მოდი , გაბედულად გაშალა მკლავი და მოქაჩა , რომ ადვილად მიწვდომოდა შუბლს საკოცნელად .- წავედი, თუ რამე მოხდა დამირეკე . ჭკვიანად და არავითარი ტირილი . მძიმედ წამოდგა , უნდა წავიდეს და ისე უჭირს ნაბიჯების გადადგმა თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება . რა ძნელია წინ წავიდეს როცა იცის რომ მის უკან დგას. -იქნებ დავრჩე და დაგელოდო? -წადი ლევან წადიიიიი . -მალე მოდი. -კარგი. სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელიც დაუქნია . იქამდე უღიმოდა სანამ ბოლომდე არ დაიხურა ლიფტის კარი და ამოიგმინა . ძლივს დაალაგეს ურთიერთობა , მაგრამ ერთი შეხედვითაც კი ემჩნევა რის ფასად უჯდება ლევანს მისი ოჯახის გარემოცვაში ტრიალი , დეტალურად გაიხსენა ყველა შემთხვევა უ სიტყვა რაც მათ შვილს ეხებოდა და ერთი დადებითი წამიც კი ვერ დაიჭირა. მილიონჯერ მაინც გაიმეორა რომ შეიძლება უარყოფითი იყოს პასუხი , მაგრამ რით დააჯეროს თავი ყველა ფაქტი საპირისპიროს უმტკიცებს . თითქოს ყველაფერი აეწყო და ამ ერთმა ახალმა ამბავმა შეიძლება ნაწილებად დაშალოს ძლივს აწყობილი ურთიერთობა . სად უნდა იპოვოს გამბედაობა ? ადვილია ? უნდა უთხრას , გაუძლებს არ ამოისუნთქავს ისე ეტყვის მაგრამ ალბათ გული გაუსკდება სანამ მის რეაქციას გაიაზრებს . - ღმერთო . უმწეოდ მოიხარა სკამზე და ხელები სახეზე აიფარა . ყველა ნორმალურ ოჯახს უხარია შვილის დაბადება , მაგრამ ისინი ნორმალურები არ არიან . გამოსვლისას სავადმყოოს შენობას უცნაურად ახედა , მერე საათს თითქოს დაენანა ის დრო ამირანის გამო რომ გაატარა აქ და მანქანას აყუდებულ დემნას გემრიელად რომ აბოლოებდა სიგარეტის ღერი ხელიდან გამოგლიჯა , ეჭვნარევი მზერით აათვალიერა წარბ აწეული დემნა და ღრმად გადაუშვა კვამლი ყელში. -დემნა , ნახე ივანეს სახე? უნდა გაარკვიო რა მოხდა , მერე იმ ძმებზე ყველაფერი გამიგო და რამენაირად უნდა მოვიშორო ყველა ერთდროულად . -შეგვიძლია ივანე ჩავსვათ . ნარკოტიკები მაგისბსისტუ რომაა ყველამ ვიცით და არც არავის გაუკვირდება . -ჯერ არაა , ჯერ ვალს უნდა მივხედოთ მაგ პრობლემიანად ივანეს ციხეში გაშვებაა იგივეა რომ სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ . ივანეს სიკვდილი ნამდვილად არ მაწყობს ,მაგრამ ამირანს სანამ არ ვნახავ ვალთან დაკავშირებით ვერაფერს ვიზამ . - ამირანი არასდროს დაგთანხმდება ივანეს ციხეში ჩასმაზე . -ვიცი , ამიტომ ის იტყვის რომ სადმე შორს გაუშვებს .მე დავეთანხმები ის კი არა დავეხმარები . -ვერ გავიგე .ვერ მიუხვდა ეშმაკურ ღიმილს -რა ვერ გაიგე ? ხომ არ ვეტყვი ციხეში ვუშვებ შენს შვილსთქო ? სანამ ივანეს სადმე გაუშვებს მანამდე დაიჭერენ. -და გაუშვი რას გიშლის ? -ჩაკეტილი ივანე მირჩევნია , იმიტომ რომ ივანე ივანეა შორსაც და ახლოსაც და არაფერი შეცვლის . -და ის ძმები ? ვალს თუ გადაუხდი გასწორდებით და .. -აი ეგ პრინციპის საკითხია , როცა მეუბნებიან რომ დრო პრობლემაა არაა უნდა შეასრულონ . მათ კი ისე შეალამაზეს ეს შენი მამიკოს ბიჭი თითქოს ჩემს სიტყვას არანაირი ფასი არ ჰქონდა . - და იმათ რა უნდა უქნა ? ხელწამოსაკრავი ტიპები არ არიან ასე მარტივად არ გამოვა. -ხო და იყოს რთულად . პირვწლ რიგში ყველაფერი უნდა გავიგო , ისიც კი რას ჭამენ და სვამენ . -ეგ ადვილია . ხვალ დილით ყველაფერი გეცოდინება . ამაყად აწია თავი თავის თავში დარწმუნებულმა დემნამ . -შეუარე , ცოტა შეაჯანჯღარე და გადაეცი რომ მთლად კმაყოფილი არ ვარ, შენ გადაწყვიტე რავიცი პროფესიონალი შენ ხარ. ოდნავ გაეღიმა დემნას რეაქციაზე ამაყად რომ გაიშალა მხრებში პირი გააღო კიდევ რაღაცის სათქმელად ,მაგრამ სახე მოეღრიცა კარში გამოსული ივანეს ,ლიზას და თინას დანახვისას . არც ლიზა ელოდა ცოტახანს გაშეშდა , ვინ იფიქრებდა რომ ისევ აქ დახვდებოდა მისი აზრით უკვე სახლისკენ მიმავალი ლევანი , არც სახე გამოპარვია და არც მზერა , რა დღე აქვს ? ყველაფერზე ახსნა განმარტება უნდა აბაროს . სწრაფად მოიფიქრა სასურველი ვერსია , თავისთვის სასურველი თორე ლევანს ამ წამს მისი თინასთან მარტო დანახვაც რომ გააღიზიანებდა იცოდა , გამოეყო და-ძმას და დამაჯერებლად მიუახლივდა . -არ წასულხარ ? დემნას ოდნავ გაუღიმა და რატომღაც მზერა აარიდა ლევანს . -არა . კსამაგიეროდ ლევანმაა მიაბჯინა მზერა ზუსტად მის თვალებს და თითქმის ზეპირად შესწავლილი ლიზას მიმიკებმა საშუალება მისცა რომ ეფიქრა ახლა რასაც ეტყოდა სავარაუდოდ ნაწილობრივ სიმართლე იქნებოდა და უბედურება ის იყო რმ მხოლოდ ნაწილობრივ . -ჩვენ ყავის დასალევად მივდივართ აქვე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფეზე მიანიშნა , - თინა თავს ცუდად გრძნობს და .. დემნამ გულუპრყვილოდ გახედა ლიზას თითით მინიშნებულ მიმართულებას , სამაგიეროდ ლევანს არ შეუხრია წარბი . -ივანე , კარგად ერკვევა იმ თემებში ყავის დროს რომ უნდა იჭორაოთ ? ნაცნობი ხმა ჩართო ირონიით და ბოღმით გაჯერებული . - რავიცი წამოგვყვა . გაამართლა ივანეს იქ ყოფნა. აბა ხომ არ ეტყვის ივანემ გვთხოვა წავყოლოდით ,მნიშვნელოვანი საქმე აქვსო . რა რეაქცია ექნება ზუსტად იცის და ერთი სიტყვაც რომ უთხრას სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს თავისებთან ურთიერთობას . როგორ ცუდად გრნობს თავს ? ფაქტიურად ატყუებს , ჯერ არაფერი გაუგია მაგრამ ხომ ატყუებს ? თუ გაუგო ხომ შარშია , ამას დამატებული მისი სავარაუდო ორსულობა . გულზე ისე მოუჭირა რაღაცამ ამოიკვნესა . ეტყვის აი ხვალ ყველაფერს ეტყვის . იმასაც ერყვის რომ ივანეს წაყვა , იმასაც რაზეც ილაპარაკებენ და კიდე სასიხარულო თუ სამწუხარო ამბავსაც . ჯერ არ იცის უხარია თუ არა თვითონაც . დაბნეულია, უფრო გული სტკივა რომ ასეთი განწყობით მოუწევს შეხვდეს შვილის არსებობას ,მაგრამ ვერც გრძნობს ვერაფერს ჯერ სანამ კარგად დარწმუნებული არ იქნება . -კარგი ჩემი წასვლის დროა . ცივად აქცია ზურგი . ყოველგვარი გამომშვიდობების და ცერემონიების გარეშე და მინაც კი არ ჩაწია . კარგახანს უყურა ასე გახევებულმა მიმავალ მანქანას , ვერაფრით უგებს რა უნდა გააკეთოს რომ ასეთი რეაქციები არ ჰქონდეს , კი იცის რაც უნდა გააკეთოს გვარი შეიცვალოს და დაივიწყოს საკუთარი ოჯახი ,მაგრამ არ შეუძლია , არც ესეთ დაძაბულობაში შეუძლია ცხოვრება .. -ლიზ მოდიხარ ? თინამ გამოარკვია . დაღვრემილი მიჰყვა უკან ივანეს და კაფეში მდგარი მაგიდის კუთხეში მიიყუჟა . არც შეუმჩნევია ნერვიულად რომ აწკაპუნებდა ივანე თითებს მაგიდაზე და ვერც ის გაიგო რა შეუკვეთეს მისთვის . მხოლოდ მაშინ გამოერკვა ვალს რომ მოჰკრა ყური და იასამნისფერ ივანეს მიაჩერდა . თანხის რაოდენობის გაგებაზე თინამ შეკივლა მხოლოდ ლიზას არ მოეჩვენა პრობლემად ციბრი და მხრები აიჩეჩა . -გადაიხადეთ მერე და დაასვენე მამაც და შენც . -როგორ ? -რა როგორ ? სრულიად უბრალოდ დასვა კითხვა და მიმტანს ნაზად რომ დაუდგა ფინჯანი წინ გაუღიმა . - ლიზა შენ მართლა სხვა პლანეტაზე ცხოვრობ ? არ ვიცი შენს ქმარს რამდენი აქვს მაგრამ მამას მაგის ნახევარიც არ მოეპოვება ეხლა . აწრიპინდა თინა . -რას ნიშნავს არ აქვს ? -შენს ქმარს კითხე . კარგად იზრუნა რომ არაფერს ემუშავა ჩვენსას . გამოსცრა კბილებში ივანემ და კოვზი ააწკაპუნა . -ქორწილის მერე თავი დაგვანება მაგრამ ვერა და ვერ მოვიხოდეთ . -გავკოტრდით ? - არა . თვალები აატრიალა ივანემ , უბრალოდ არც ისეთი მდგომარეობა გვაქვს რომ მაგხელა თანხა ავიღოთ ერთიანად მივცეთ ვალში . საერთოდ აღარ დაგვრჩება , საქმეს რომ დაჭირდეს მერე რამე . -ღმერთო სულ პრობლემა ხარ ივანე . შუბლზე ნერვიულად გაისვა ხელი ლიზამ . აკანკალებული ხელით წაეპოტინა ფინჯანს . “ნეტავ ყავა კარგია თუ ცუდი “ სიტყუაციისთვის შეუფერებელი ფიქრები დაებადა ,თავი დაიმშვიდა ჰერ არაფერი ვიციო და ხარბად შეისუნთქა ყავის სურნელი. -მამამ ინერვიულა და მაგიტომ ? ასლუკუნდა თინა და სიტყვაც ვერ დაამთავრა . -ჰო , თავი დაუქნია ივანემ . დამნაშავე ვარ ვერა და ვერ ვისწავლე ჭკუა . არ მინდოდა მთელი ცხოვრება მამაზე დამოკიდებულს მეცხოვრა და უკუღმა გამომივიდა ყველაფერი . -რა უნდა ვქნათ ? -მე გავეხვიე შარში , მევე უნდა მოვაგვარო ,მაგრამ არ ვიცი როგორ სხვისგან სესხება იგივე შარია . თავისთავისთვის უჩვეულო დამნაშავე ხმის ტემბრით ლაპარაკობდა ივანე . -მე ვიცი . სერიოზულად ჩაილაპარაკა ლიზამ უფრო თავისთვის და ხმის ტემბრი აწია ოთხი წყვილი თვალი რომ მიაჩერდა .-ბანკიდან უნდა აიღო კრედიტი და .. -მეღადავები ? ჩაეცინა ივანეს .-შენი აზრით ბანკს რომ მოეცა იმ ავადმყოფებისგან ვისესხებდი ? -ჰო ბანკი მაინც არ გცემდა არა? არ დააკლო ირონია ლიზამ მისი იდიის უშედეგობით გაღზიანებულმა . -არ გინდა გეხვეწები . - ლევანს რომ უთხრა ? თინამ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. -არაა. თითქმის ერთდროულად წამოიყვირეს ივანემ და ლიზამ . -მაშინ არ ვიცი . მე ავიღებდი კრედიტს მაგრამ მაგდენს არავინ მომცემს არ ვმუშაობ და თანაც ჩემს ქმარსაც აქვს ერთი სესხი . თითქმის ერთდროულად მიაჩერდნენ ლიზას ივანე და თინა , უთქმელადაც ნათელი იყო რა აზრი მოუვიდათ . -არც იფიქროთ . თავი გაადქანია ლიზამ . -ეგ იგივეა ლევანს რომ ვთხოვოთ ფული . -რატომაა იგივე თუ ვერაფერს გაიგებს ? -გაიგებს . ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ და თუ გაიგო იცით რასაც იზამს და მართლა რომ .. -კარგი , ლიზ შენი საფრთხეში ჩაგდება არ გვინდა . ხელი დაადო ივანემ . რამეს ვიზამ თუ არადა მომკლან და ეგაა. ისედაც საკმარისი მსხვერპლი გაიღე. -სხვა ვინმეს რომ სთხოვო ? გული შეუწუხდა ლიზას .-მართლა რომ მოგკლან ? მართლა იზამენ ? -ჰჰ , არ ვიცი , არაფერი არ ვიცი ნერვიულად მოიქექა კეფა ივანემ . -და რა დარწმუნებულები ხართ რომ მე მომცემენ ? -შენ იმის ცოლი ხარ ის კიდე .. მოკლედ დაივიწყე რამეს ვიზამთ . - არ მინდა მივატყუო . ის ძალინ გულწრფელია და მე ვერ მოვექცევი ისე .. წამით ჩაფიქრდა . რას უზამს ? მოკლავს ? არა არ მოკლავს ვერ გაიმეტებს , მაგრამ სამუდამოდ რომ დასამარდება მათი ერთმანეთთან ახლადგამომცხვარი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ნათელია , ჯოჯოხეთს რომ მოუწყობს ისიც იცის და ვეღარასდროს რომ ვერ იქნებიან ბედნიერები. ისეთი გრძნობა აქვს რომ ერთ ხელში ივანე უჭირავს მეორეში ლევანი და ერთერთს მეორე ხელს თუ არ მიაშველებს გაუვარდება . როგორ , რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი ? ალბათ ივანე უფრო ცუდ დღეშია , ივანეს მამამისი მიჰყვება რომელიც სიკვდილს უყურებდა თვალებში სულ ცოტა ხნის წინ . უღირს საკუთარი პატარაა ბედნიერება ორი ადამიანის სიცოცხლედ ? ნუთუ არ აპატიებს ? იმაზე მნიშვნელივანი იქნება ლევანის სიძულვილი ვიდრე მისდამი სიყვარული რომ ვერ გაუგოს და აპატიოს ? სამუდამოდ დაასვამს მოღალატის ნიშნას ? თვალები ჩაუწითლდა საკუთარ ფიქრებზე . -იქნებ სულაც არ ჰქონდეს ისეთი რეაქცია თუ აუხსნის ? რომც გაუგოს მაინც არასდროს მისცემს უფლებას ბანკში იაროს ,თავად გადაიხდის და უარესია მამამის მის ხელში ვერ ჩააგდებს და არ დაამცირებს ასე . როგორ გაურთულდა ყველაფერი ,მერამდენედ უნდა შეეწიროს თავის ოჯახს , მერამდენედ უნდა დათმოს ბედნიერება და სიმშვიდე და ყველაზე მძიმე მსხვერპლი ეს იქნება და კიდევ ერთხელ ახლა უკვე მტკიცედ დაასკვნა რომ ბავშვი ყველაფერს გაურთულებს, იქნებ გაუხარდეს კიდეც მაგრამ ამ გახარების მერე რომ ახარებს ივანეს გამო ფული ვისესხე და თავიდანვე არ გითხარიო მაინც ერთი დასასრული ექნება ,ჯოჯოხეთი . - მომკლავს . უნებლიედ ამოისლუკუნა და ჩვეული ჟესტით მოიშორა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი . -კარგი დამშვიდდი. არავინ გავალდებულებს . მხარზე ხელი დაადო თინამ . - მომკლავს , მაგრამ არაუშავს მივეჩვიე თავის დადებას ყველა სხვის ნაცვლად . ჯიქურად შეხედა ივანეს , ადანაშაულებს და ვერასდროს გადაიხდის ივანე მის ვალს . -მოდი წავიდეთ იმ ბანკში და გავაკეთოთ . --მერე ლევანი ? თინამ დაბნეულობა ვერ დამალაა . -ლევანს მერე ვეტყვი როცა ივანე ვალს გადაიხდის . წინასწარ რომ ვუთხრა უფლებას არ მომცემს . რაც იქნება იქნება , ბოლოს და ბოლოს ძალიან გაბრაზდება და .. არ უნდა ფიქრი რომ რამეს დაუშავებს . ასეც რომ მოხდეს იმსახურებს ,მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს ეტყვის უბრალოდ ყველაფრის დამთავრების შემდეგ. გული უგრძნობს რომ ყველაფერი იმაზე უარესად იქნება ვიდრე ფიქრობს ,მაგრამ .. მარტო არ დარჩებაა. -მე მემგონი ორსულად ვარ . არც აღფრთოვანება და არც სიხარული , მხოლოდ გაკვირვება და დუმილი. როცა თინას გონებამდე დაავიდა რა თქვა ლიზამ მხოლოდ მერე გაუღიმა და მოეხვია , მაგრამ თანაგრძნობას უფრო გავდა ვიდრე სიხარულს და კიდევ ერთხელ , იმ აზრს რომ ბავშვი პრობლემა იყო დაემატა კიდევ ერთი , არავის , არავის გაახარებდა მისი არსებობა . საკუთარ დას არ გაუხარდა , ივანეს არიდებულ მზერაზე რომ არაფერი ვთქვათ და ლევანს როგორ შეიძლება გახარებოდა . -წავიდეთ ? გაუბედავად მოიშორა თინას ხელები . -სად ? -ბანკში . მოკლედ მოუჭრა. ოღონდ არ ვიცი ისე როგორ უნდა ვქნათ რომ ლევანს არ დაურეკონ . -დამოუკიდებელი ადამიანი ხარ არ მგონია იმას დაურეკონ. ახლაღა შეამჩნია ივანეს დაძაბულობა უკან რომ მისდევდა ჩურჩულით და უკვე მერამდენედ მოიხსენიებდა ლევანს უსახელოდ . -ხო მაგრამ არ ვიცი , დავიჯერო ასე მენდობიან და არ შეამოწმებენ მე ჩემი შემოსავალიც არ მაქვს ,მხოლოდ ბარათი მაქვს ისიც ლევანის მოცემული და ისიც არ ვიცი რამდენი მაქვს ანგარიშზე . - ვცადოთ . ამოიოხრა თინამ და მანქანაში კარგად დაება თითქოს ახლახანს არასანდო მძღილს ჩაუჯდა და ივანეს გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა . კარგადაც არ იყო ჩამჯდარი მანქანას წინ ორი კარგად ჩასხმული ტიპი რომ აესვეტა და ნახევრად დახურული კარი კარგად გამოუღეს . -ქალბატონო ლიზა , ასე ვერ წახვალთ . -უკაცრავად . წარბი აწია . -ბატონმა ლევანმა გვთხოვა რომ . -გთხოვათ თუ გიბრძანათ ? დაისისინა ივანემ . დიდად არავის შეუმჩნევია მისი რეპლიკა . -კარგი , თქვენ წადით მე ამათთან ერთად წამოვალ . სწრაფად დაყაბულდა , თუ გაჯიუტდებოდა პირდაპირ ლევანს დაურეკავდნენ და მოახსენებდნენ რომ მიდიოდა და არც მეტი არც ნაკლები ადგილს და მისამართსაც ეტყოდნენ. ახლა ჯერი გამართლებაზე მიდგა შეიძლება საერთოდ არც იკითხოს დღეს სავადმყოფოს თუ მოშორდა , ყოველ დღე არ შეუმოწმებს სად წავიდა და თითქმის დარწმუნებულია რომ ეს ორი ახმახი გამარჯობასაც რომ ძლივს დააცდევინებ უკითხავად დაიწყონ ლაპარაკი . გარისკვად უღირდა . მისამართი სწრაფად უკარნახა სად უნდა მისულიყო და გზაში უკვე მერამდენედ ენას იჭერდა რომ არ წამოსცდენოდა უკან მიმაბრუნეთო . კარგახანს იდგა ბანკის კართან და აკანკალებულ მუხლებს ვერაფერს უხერხებდა ასე მაშინაც არ შეშინებია ლევანი რომ იარაღს უმიზნებდა . მართალია ეს უარესია რასაც აკეთებდა . მაშინ თავის ნების საწინაღმდეგოდ ხდებოდა ყველაფერი და მართალი იყო რომ აპროტესტებდა . ახლა საკუთარი ხელით ტენის იარაღს და შუბლს უშვერს თანაც ისე რომ ერთი სიტყვის უფლებაც არ აქვს თავის დასაცავად . უძრავად იჯდა და იმანაც ვერ შეახრევინა გაშეშებული თვალი როცა უთხრეს რა თანხა იყო მის ანგარიშზე , ივანეს ვალს ვერ გადაფარავდა მაგრამ არც არაფერი უკლდა თუმცა ამ თანხის მიცემა სისულელე იყო ,მაინც ლევანის ფულად ითვლებოდა . გაკვირვება ვერ დაფარა ბანკის ოპერატორმა რომ უთხრა სესხი მინდაო და არსებული თანხა ხელუხლებელი დატოვა . დიდი პრობლემა არ აღმოჩნდა სესხის დამტკიცება , ისეთი სისწრაფით დაულაგეს წინ საბუთები გააზრებაც ვერ მოასწრო . მისდა საბედნიეროდ არც კი მოუთხოვიათ ვინმე თავდებად , ხო ბოლოს და ბოლოს მის ქმარს ყველა იცნობს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლებოდა კარგად ესმოდა თუ იმას ვერ გაიგებდა ლევანი რომ თანხა მოაკლდა მის ანგარიშს , კარგად რომ მოეძია იმას მაინც ხომ ნახავდა რომ ამხელა სესხი აქვს ? მთავარია იქამდე უთხრას სანამ თვითონ გაიგებს . ივანე გადარჩენილი ეყოლება და ჯერი თავის გადარჩენაზე იქნება ,თიმცა უნდა კი თავის გადარჩენა , რა აზრი აქვს თავი გაისარჯოს თუ ლევანს დაკარგავს ? ზუსტად იგივე გრძნობა აქვს ქორწინების მოწმობას რომ აწერდა ხელს , იგივენაირად უჭერს ეს კედლები და ზუსტად ისე ეხუთება სული როგორც მაშინ , იმ განსხვავებით რომ ლევანი არ მიაწვდის წყალს არ გაიყვანს აივანზე , არ გაუღიმებს. მარტივად მოხდა ივანესთვისაც თანხის გადაცემა , მაგრამ ივანე რომ არამდგრადია ბავშვობიდან იცის . თინას დააკისრა მევალემდე მიყოლის მისია . საკმარისია რაც გაკეთა თვითონ , საკმარისად გაიღო მსხვერპლი და ასეც რომ არა იმდენად ძლიერიც არაა რომ აქედან გასულმა სიარული შეძლოს . როგორ უნდა მივიდეს სახლში ? თვალი გაუსწოროს ? როგორი ყალბი უნდა იყოს და ჩვეულებრივი ვითომც არაფერი მომხდარა სახით შეხვდეს? უნდა უთხრას ! ვერ მოატყუებს , სულ თუ არაფერი ექსპერტია მის გამოცნობაში და ისე მარტივად მიუხვდება ყველაფერს ერთი სიტყვის თქმაც კი არ დაჭირდება . ვერაფრით გადაწყვიტა როგორ უნდა უთხრას , როდის ? იქნებ ჯობია მოიცადოს ? იქნებ ხვალ უთხრას ? ხვალ მაინც მოუწევთ ლაპარაკი და ბარემ თუ თქმა ორ ცუდ ამბავს ეტყვის ერთდროულად და ერთდროულად მოისმენს “ქებას “ არც ის შეუძლია ახლა სახლში დაბრუნდეს . ჭუჭყიანია , ახლახანს ასე სათუთად რომ ასუფთავებდნენ თავიანთ გრძნობას თუ ურთიერთობას ტალახიანი ფეხით შედგა . გვიან მივა , გაქცევა ყოველთვის გამოსდიოდა . მაშინ მივა როცა ეძინება და არ მოუწევს იმ მწვანე თვალების დანახვა პირს რომ მოაღებინებს და ერთ წამში ათქმევინებს ყველაფერს . მერამდენედ ავიდა და ჩავიდა კიბეზე ვერ დათვალა , ბაღსაც კი შემოუარა რო როგორმე დაევიწყებინა სად და ვისთან ერთად დატოვა თავისი ცოლი , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო აქამდე რომ სახელიც არ იცოდა თავისი ბიჭების ყველას გამოელაპარაკაა. უცნაურად დუმდა დემნაც და არც კი ჩანდა . დემნაში ეჭვი არასდროს შეპარვია გასართობად რომ არ წასულა იცის . ხვალ ინფორმაციით დახუნძლული მოვაა . საათის ტიკტიკი რომ ნერვებს უშლიდა აქამდეც ყველამ იცოდა ,მაგრამ დაღამებისას განსაკუთრებით უწვრილებს გულს , ღამეს ვინ ჩივის , ის უფრო ნერვებს უშლის მარტო რომაა სახლში . სოფო გინდა ყოფილა გინდა არა . სამზარეულოს არ მოშორებია . -კარგი ლევან . საკუთარ თავს მიმართა , ახლახანს შეამჩნია რამდენი ხანია საკუთარ თავთან არ ულაპარაკია . არ იცის რატომ აქვს ეს ჩვევა , ხანდახან შველის თავის თავის დაწყნარება ხმამაღლა , ასე მაშინ აკეთებს ძალიან რომ ბრაზდება . ესეიგი ეხლაც გაბრაზებულია . გაბრაზებულია და თან როგორ ? მისი მალე მოდი ხომ არაფრად ჩააგდო და თან იმასაც არ კადრულობს რომ დაურეკოს . აი ეხლა თვითონ დაურეკავს და.. არა არ დაურეკავს პატარა ბავშვი ხომ არა ? მერე რა მოხდა რამოდენიმე საათი განშორება კატასტროფა არაა და თანაც ცოტა სიამაყე შერჩა და არ დაანახებს რომ მის გარეშე წამიც უჭირს გაძლება . -მშვიდად ლევან , მშვი-დ-ად . მამამისია კინაღამ მოკვდამამაშენი რომ ყოფილიყო ხომ დარჩებოდი შენც სავადმყოფოში . ჯანდაბა მე გოგო ხომ არ ვარ ის გოგოა და .. გამაგიჟებს ეს გოგო . საკუთარ თავზე გაეცინა . თავი უკმაყოფილომ აატრიალა . აი ეხლა დაიძინებს და რომ მოვა დაღლილი და მისი ჩახუტება მოუნდება თვალსაც არ გაახელს . სასჯელი მოუფიქრა . არ კოცნა და არ ჩახუტება . ერთ საღამოს გადაიტანს თავადაც . ნაცნობ ბალიშს მიაშურა და ცოტახანში თავი ძილსაც მისცა , თუ დაეძინება ბუნებრივი იქნება ვერც გაიგებს მის მოსვლას და სასჯელსაც შეუსრულებს თორე რომ ეღვიძოს ზუსტად იცის თვალები რომ მიუწებონ მაინც გაახელს და შეხედავს , მერე ნაცნობ ღიმილს მოკრავს თვალს და ვიღას გაახსენდება სასჯელი . ყველაფერი გეგმის მიხედვით იყო , არც საათი გაუგია როდის ჩაეძინა , მაგრამ როდის იყო ლიზასთან გეგმა ჭრიდა ? მის მოსვლას ვერ გავიგებო ? სად შეუძლია უხმაუროდ მოსვლა , აშკარად სცადა ფეხაკრეფით შესულიყო , ისიც კი იფიქრა ქცემოთ დარჩენილიყო კიდევ ცოტახანს ან საერთოდ სავარძელში დაეძინა . ახლა ლევანის ყურებაც თუნდაც რომ სძინავს თავს ყველაზე უარეს გოგოდ აგრძნობინებს ,მაგრამ ვინ იცის იქნებ ბოლო ღამეა როცა მის გვერდით შეუძლია დაძინება ? ფრთხილად შეაღო კარი , სცადა მაინც მაგრამ ამ კარებთან რომ ვერ მოგობრობს დიდი ხნის წინ გაიგო ლევანმაც და თვითონაც და ისეთი ბრაგუნი ატყდა მკვდარსაც გააღვიძებდა . კარში გაშეშდა , გაიყურსა და პირზეც კი აიფარა ხელი თითქოს თვითონ ბრაგუნობდა და არა კარები . ამოისუნთქა ოდნავ რომ გაირხა მამაკაცი , მაგრამ დიდ ხანს არ გასტანა მისმა ამოსუნთქვამ თავი არ წამოუწევია თუმცა ერთი თვალი მაინც გაახილა და კარში მობუზულს კარგად დააკვირდა . -ხვალ კარებს შევცვლით. -მაპატიე. იქნებ ღამე აძლევს მის ხმას უცნაურ ელფერს მაგრამ ყურებში უცნაურად ჩაესმის თავისივე სიმებდაწყვეტილი გიტარასავით წასული ხმა . -მოდი . ხელი ძლიერად დაარტყა ცარიელ ადგილს . -ჯერ წყალს გადავივლებ . სწრაფად იპოვა დროის გასაყვანი მიზეზი და ისე ეცა საბაზონს კარს თითქოს უკან ვინმე მისდევდა . იმდენ ხანს უშვირა ცხელ წყალს სახე სანამ არ მიხვდა რომ აბაზანაში გამეფებული ორთქლისგან შეიძლება გული წასვლოდა , დაორთქლილ სარკესაც კი ვერ გაუსწორა თვალი , ხვალ ასე დაინისლებოდა მისი ცხოვრებაც რას არ გაიღებდა ოღონდ არ გამოლაპარაკებოდა , რომ ძინებოდა და ასე უბრალოდ და უხმოდ გაეტარებინა ეს ღამე ,იქნებ თვალები მაინც დაეხუჭა დაძინება რომ არ ეწერა კარგად მიხვდა . ფრთხილად და შეუმჩნევლად სცადა დაწოლა ხვნეშა რომ მისწვდა მის ყურებს . -სველი ხარ . თვალის გაუხელად და გაუნძრევლად იპოვა ლევანის თითებმა მისი თმა. -ხო ვერ მოვასწარი გაშრობა , მეძინება . იცრუა , ყველაზე უწყინარი ტყუილი რა მოსატანი იყო იმასთან რაც გააკეთა . -როგორა მამაშენი ? ზრდილობისგულისთვის მაინც იკითხა და კარგად გახლართა თითები სველ თმაში . -კარგად . ხვალ პალატაში გადაიყვანენ და ვნახავ . უემოციოდ თქვა , სხვა დროს სიხარულით მოახსენებდა ამ წინადადებას ,მაგრამ ახლა სიხარულის ერთი წვეთიც კი არ იყო მის მთელს არსებობაში. -არ გიხარია ? კარგად წამოიწია ლევანი სააბოლოდ გამოფხიზლებული . -კი. -აბაბრატომ მოგიწყენია ქალბატონო? დაიღალე ? -ცოტა. მოკლე მოკლე პასუხებს იგლეჯდა გამშრალი ყელიდან . გაუბედავად მიუჩოჩდა და კარგად მიადო თავი მკერდზე . -გაბრაზებული ხარ ანალიზების გაკეთება რომ გაიძულე არა ? -არა , შენ გაბრაზებული ხარ ? . “ ახლა თუ არ ხარ ხვალ მაინც იქნები “ უცნაურად მოწიწკნა გულმა . -ისე რა , სანამ მოხვიდოდი ვიყავი , ეხლა დამავიწყდა კიდეც რომ .. რაზე იჭორავეთ ? -სად? ააა ისეთი არაფერი . ახლა არც ძალა ეყოფა და არც გამბედაობა ყბელაფერი უთხრას. -არ გითხრა რა მოხდა ივანემ ? ვინ შეალამაზა შენი სიმპატიურ ძმა ? -გეხვეწები , ამოიკვნესა საცოდავად . არა სასოწარკვეთილს უფრო ჰგავდა ვიდრე დაღლილს . ადვილია გამოიცნოს , ზეპირად შეისწავლა , ყველა მისი წარმოთქმული ბგერა შეუძლია წაიკითხოს ლევანს შესაბამისად არ გაჭირვებია მიხვედრილიყო რომ ყველაფერი გაიგო . -კარგი ,გასაგებია . არაუშავს ყველაფერი მოგვარდება , შენ ნამდვილად არ გაქვს სანერვიულო. -ხომ იცი რომ მიყვარხარ ? თვალები მოჭუტა და ისე გამეტებით ცდილობდა მიკრობოდა როგორც ტკიპი. -ვიცი , გინდა გამჭყლიტო ? გაეღიმა ლევანს . -ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს მაინც მეყვარები . ასი წელი რომ გავიდეეს მაინც. შენ გეყვარები? -რა გჭირს ? როდის იყო ძილის წინ სიყვარულს მიხსნიდი. -მიპასუხე . -ხო მეყვარები. -და რამე რომ დაგიშავო ან გული გატკინო მაინც გეყვარები ? -ლიზა თქვი რა ხდება ? უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა რომ კიდე რაღაც დააშავა მისმა მოუსვენარმა ცოლმა. -იცი მე , მე ძალიან ძალიან მიყვარხარ და მეშინია შენი დაკარგვის . არ მინდა უშენოდ ცხოვრება და .. -რა გატეხე ? ხუმრობაში სცადა გადაეტანა საუბარი თავს უხერხულად გრძნობს ასე გამეტებით რომ უმტკიცებს რომ უყვარს, თვითონ არ შეუძლოა ამდენი თბილი სიტყვის თქმა და არცააა საჭირო ისდაც ხომ ნათელია რომ ერთმანეთი უყვართ, სულაც არ ჭირდება ბევრი მტკიცება და ლაპაარაკი ლევანს . -ხვალ გეტყვი , ამოიკვნესა ლიზამ . -ესეგი აღიარებ რომ რაღაც გატეხე არა ? შე პატარა ველურო . რამოდენიმეჯერ წაუღიტინა და ისევ კარგად მოიქცია მკლავებში აფართხალებული გოგო. - ხვალ პასუხები იქნება არა ? შემპარავი ტონით გადმოხედა . -ჰოო, იქნება დილით უნდა მივიდე. -წამოვიდოდი ,მაგრამ საქმე მაქვს დემნა უნდა ვნახო ,მაგრამდამირეკავ და მომახსენებ . -არა არ დაგირეკავ , მოვალ და .. არა სიტყვის სათქმელად ძალაც არ ყოფნის. სასოწარკვეთილმა ამოიგმინა კიდევვერთხელ თავს ნაცემი ძაღლივით გრძნობს სხეულის ყველა ნაწილი სტკივაა და ქუთუთოებიც ისე დაუმძიმდა თვალებსაც ვეღარ ახელდა . უმწეოდ მილულაა თვალები . ბუტბუტითბუსურვა ღამემშვიდობისა ლევანს რომელიც კარგახანს დაჰყურებდა ზემოდან მის მკერდზე მოთავსებულ ლიზას .უცნურად აეკვიატა ლიზას დღევანდელი უხასიათობა ,მაგრამ პირველად ხომ არ ნახა ? მამამისი რამის მოკვდა დარწმუნებულია ივანემაც დაამძიმა თავის პრობლემით და თავსაც კარგად ვერ გრძნობს ისეთი სუსტია და თეთრი. კარგ ხასიათზე რომ იყოს ამ ყველაფრის მიუხედავად ის უფრო უნდა გააუკვირდეს. მეორე დილით ძლივს გაახილა თვალი ლევანმა . ისიც დემნას ზარის დამსახურებით სერიოზული ხმით რომ ჩასძახა მოვდივარ და ადექიო . ტელეფონი თავისუფლად მოისროლა საწოლის მეორე მხარეს რადგან მარტოს გაეღვიძა . არ მოწონს მარტო გაღვიძება , არც დაძინება ისე მიეჩვია ვერც კი წარმოუდგენია ამ ყელაფრის გარეშე ცხოვრება . არც არაფერიდარჩენია ამ საწოლში მის გარეშე ამიტომ ადგება და დემნა რომ მოვა ყველა საქმეა მოაგვარებს რომ აღარსად იყოს მისი ცოლი დილით გასაქცევი არც მამასთან არც დედის დასაწყნაებლად და არც იდიოტ ძმასთან . მხოლოდ იმიტომ დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას რომ დლით მშვიდად შეძლოს მასთან ერთად გაღვიძება . “ვერაფერს ვიტყვი მშვენიერ მიზეზი მაქვს “ დაბნეულმა მოიფხანა კეფა და ცივ წყალს გაბედულდ შეუშვირა ხელები , შემდეგ სახეზე მიისხა და ცივი წყლის შესხმასთან ერთად სწრაფად გაახსენდა ლიზა გულაჩუყებულ სიყვარულის ახსნა . მაგასაც გაარკვევს თანაც სიყვარული აუხსნა ბევრი სანერვიულო არ უნდა ჰქონდეს , მაქსიმუმ მისთვის საყვარელი ნვთი გაეტეხა . თანახმა ყოველდღე აფუჭებინოს რაღაცა თუ ყოველ საღამოს ასე ტკბილად ნათქვამ მიყვარხარს მოისმენს. ჩვეული ტემპით გამოეწყო , სათითაო ღილს რომ ეფერებოდა და სათუთად კრავდა . ჩვეული ყოყმანით არჩია რომელი საათი უნდაგაეკეთებინა . სახუმარო ხომ არა , დღეს ნამდვილად მოუწევს იმ ძმებთან სტუმრობა და ვერდაუშვებს არასერიოზულად რომ გამოიყურებოდეს . რამოდენმე წუთით დააგვიანა დემნამ . ამიტომ მარტოს მოუწია გემრიელი ყავის დაგემოვნება . არა მაინც რა სწრაფი ყავს ეს დემნა ? ჯერ 12 საათა და მას უკვე ყველაფერი გარკვეული აქვს ? მართლაც დემნა რომ არ ყავდეს რა ეშველებოდა ? დემნაა მისი მოქმედება , ფიქრი და ტვინიც კი როცა თავად ვერაფერზე ფიქრობს . მძიმედ შემოვიდა დემნა , გამარჯობაც ზუსტად ისეთივე სიმძიმით თქვა და ლევანის წინ ჩამოჯდა. ხელში ჩაბღუჯული საქაღალდე მაგიდაზე დადო და ლევანს მიაჩერდა. -ყველაფერი გავარკვიე ლევან . -ყოჩაღ დემნა , აბა გისმენ . -გავარკვიე და არცისეთი ადვილ მოსაშორებლები იქნებოდნენ ეგ ტიპები მაგრამ მაინც მოვიშორებდით , თუმცა აღარ გვჭირდება . ვალი აღარ არსებობს . ხმა წაერთვა დემნას . -ეს როგორ ? სრულიად უემოციოდ შეხვდა ლევანი ახალ ამბავს ,მაგრამ კარგად რომ მიხვდა ყველაფერი წყალში ეყრებოდა ფეხზე წამოხტა , და გამწარებული ჩააფრინდა დივნის საზურგეს . -დამასწრეს ? ვინ ,ვინ გადაიხადა , ამირანმა ? -თინამ და ივანემ . -რა აი ეხლა სულ ნუ გამაგიჟებ . -დაჯექი ლევან ,რასაც ახლა გეტყვი არ მოგეწონება და არც ვიცი როგორ გითხრა . ტუჩი ნერვიულად გაილოკა .კარგა ხანია ასეთ აღელვებული არ უნახავს დემნა , აკვირვებს . დამჯერად ჩამოუჯდა , გული ცუდს უგრძნობს მაგრამ რაც არუნდა იყოს მაინც მედგრად მოისმენს . ბოლოს და ბოლოს ეს შანსი თუ დაკარგა სხვა შანსი მაინც გამოუჩნდება ამირანის დავალებისთვის და ივანეს მოსაშორებლად .-მისმინე არ მინდოდა ტყუილად დამებრალებინა ვინმესთვის რამე , ხომ მიცნობ ყველაფერი კარგად გავარკვიე და .. მოკლედ გუშინ ბიჭები გავგზავნე იმ ძმებთან იმ დროს მივიდნენ თინა და ივანე . ყველაზე მეტად იმან დამაეჭვა რო ყველაფერი მას შემდეგ მოხდა რაც ისინიკაფეში დავტოვეთ . ლიზა არ ყოფილა, არც მიფიქრია , უბრალოდ ცოტახნით ადრე ლიზას მძღოლმა დამირეკა და მითხრა რომ ივანესთან ერთად აპირებდა წასვლას,მაგრამ მალევე შემატყობინეს რომ გადაიფიქრა და თავის მანქანით წავიდა . ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არდავაკავშირებდი სხვადასხვა დღეს რომ მომხდარიყო და ადგილი სადაც შენი ცოლი ივანესთან ერთად მიდიოდა ბანკი არ ყოფილიყო. ეს უნდა ნახო ? საქაღალდე გააცურა . საბანკო ოპერაციების ჩანაწერებია . რაო ? რას ეუბნება ახლა დემნა ? ვერ გადახარშა ვერ გაერკვა ვეც კი წარმოიდგინა ახლახანს მიანიშნებს რომ .. გამწარებული ეცა საქაღალდეს, თითქმის გაბდღვნა . წამში გაადავლო თვალი და დემნას მიაშტერდა . -ფული ლიზამ მისცა და თანაც .. დემნა გესმის მაინც ? დარწმუნებული ხარ ? იქნებ უბრალოდ აიღო ,მაგამ რაშიდაჭირდა კრედიტი ისედაც ხომ ქონდა თანხა და თუ შეცდომაა ასე საეჭვოდ რატომ ემთხვევა ვალის და სესხის ოდენობა ? არა არა და არა არ უნდა დაჯერება .აი ისევ გუშინდელი უცნაური ლიზა გაახსენდა და მოუწევს დაიჯეროს , იმიტომ რომ ფაქტები არ იტყუება . სამაგიეროდ ლიზამ მოიტყუა ,მოატყუა და თან როგორ ? რისიც ეშინოდა ყველაზე მეტად ის აუხდა , არ უნდოდა როდესმე არჩევანის წინაშე დამდგარიყო, როგორ არ უნდოდა რომ ოდესმე არჩევანი მას და მის ოჯახს შორის გაეკეთებინა ლიზას . ხომ შეეძლ მისთვის ეთქვა ეთხოვა , ხომ ენდობოდა ,მაგრამ არაა როგორც ჩანს კარგად ვერდააჯერა რომ ენდობოდა ან იმდენადდააჯერა რ რომ იფიქრა ვრაფერს გაიგებდა ? გაბრაზებულია ? არა არც გაბრაზებულია არც ნაწყენი ჯერ ვერ გადაწყვიტა რას გრძნობს. წამით შეწვიტა ფიქრი და ლიზას ყველა სიტყვა დაუდგა თვალწინ ნდობაზე რომ ეუბნებოდა და ებუტებოდა . იქნებ წინასწარდაგეგმა და მართალი იყო ივანე რომ ჯერ თავს შეაყვარებდა მერე ნდობას მოიპივებდა და .. მოატყუეს , გამოიყენეს და მისი გრძნობები არაფრად ჩააგდეს , ამ სამიდან ყველაზე მეტად ბოლო ეტკინა მხოლოდ იმიტომ რომ უკიდეგანოდ უყვარდა. აი აქ ნამდვილად გაბრაზებულია , რამდენჯერ უფიქრია ამ დღეზე , ხომ ფიქრობდა რომ მოხდებოდა მაგრამ გაგრძელებაზე და დასასრულზე არც უფოქრია , ვერასდროს წარმოედგინა ალბათ რომ მართლა ახდებოდა .მოტყუებულია და კი ნამდვილა ბრაზობს ბრაზობს ისე რომ კბილები ეტკინა ისე მაგრად უჭერს ყბებს. გაბრაზებულია და თან ისე რომ აღიზიანებს ყველაფერი გარშემო . გამწარებულმა მიკრა ხელი ჯერ მაგიდაზე მიგდებულ საქაღალდეს , მერე ყავის ფინჯანს და ბოლოს ფეხწე წამომხტარი მაგიდას ეცა მაგიდას ვარდები რომ ულაგია , ისე ღონივრად ამოაყირავა რომ ცოტა მოეშვა კიდეც, თითქოს შური იმ შუშის მაგიდაზე იძია , სადაც ბოლოს სიყვარული , ერთგულება და ნდობა შესთავაზა . გაყინული სახით მიაჩერდა იატაკზე მიმობნეულ შუშის ნამსხვრევებს და ბოლოს კარში ლანდსაც მოკრა თვალი , სიბრაზისგან დაუბნელდა თვალთ თუ მართლა არ ჩანდა ვერ გაერკვა . სწრაფად ამოისუნთქა თვალები მაგრად დახუჭა და გაახელისას ფოკუსირება შემოსასვლელ კარზე მოახდინა და აი ისიც . კარზე იყო აკრული და არანაკლებ დაბნეული და შეშინებული მზერით მისჩერებოდა იატაკზე მიმოპნეულ შუშებს . -მე გარეთ ვიქნები. გაუბედავად წამოდგა და კართან მისულმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიჩურჩულა.-თუ რამე მოხდა დაიყვირე, აქვე ვიქნები. ლიზას გასაგონად წაიჩურჩულა და ვერც გაიგო გააგონა თუ არა გაშტერებული იდგა , მაგრად უჭერდა ხელში ჩაბღუჯულ ყუთს. -გამარჯობა საყვარელო . თმაზე გადაისვა ხელი , შემდეგ პერანგზე ჩამოისვა და ღრმა ჩაისუნთქა . -მოდი მანდ რას დგახარ ? გაბზარული მაგრამ მაინც ოროონით სავსე იყო მისი ხმა . ხელი დაუქნია ,მოდიო,მაგრამ ადვილია მივიდეს ? ეშინია , იქნებ საერთოდ მას არც ეხება ეს გაბრაზება ხომ მშვიდად მიმართავს მას ,მაგრამ გული უგრძნობს რომ მას ეხება . უნდა მივიდეს , რა უფლება აქვს არ მივიდეს ? განა ღირსი არაა რომ ერთიკარგად სცემოს ? არ დაიმსახურა ? რა უფლება აქვს გააპროტესტოს ? უნდა მივიდეს და მორჩილად შეხვდეს ლევანის რისხვას, მაგრამ ფეხები არ ემორჩილება სცადა გადაედგა ნაბიჯი მაგრამ ჯიუტად აცხადებს მისი ყველა კუნთი მოძრაობაზე უარს . -მოდი . უფრო აუწია ტონს ლევანმა და თვალებიც აენთო . უარის ნიშნად გააქნია თავი ლიზამ და ტუჩები დაბრიცა. სინამდვილეში სულ არ უგულისხმია უარი სცადა მიეხვედრებნა ვერ მოვდივარო მაგრამ გვიანი იქნებოდა სიტყვის თქმა რადგან ვერც მოასწრო პირის გაღება წამში გაჩნდა მასთან ,მკლავში წვდა და ისე მაგრად მოუჭირა , ისეთი სისწრაფით მოისროლა დივანზე ვერც კი გაერკვა, ხელიდან საგულდაგულოდ ჩაბღუჭული ყუთი გაუვარდა და იატაკზე ტყაპუნით დაეცა . სასოწარკვეთილმა თვალი ვერც შეავლო რადგან სახეში რაღაც მოხვდა და შემდეგ მის კალთაში მიმოიფანტა . თვალები დაძაბა და სწრაფად გაარკვია რაც ეწერა . გაიყინა . გაშრა და მოკვდა. თვალებინდახუჭა და ერთადერთი რაც თავში აზრად მოუვიდა საყვედური იყო ღმერთის მიმართ რომ განა არ სეიძლებოდა ეცდია რომ თავად ეთქვა ? განა ახლა დააჯერებს რომ აპირებდა თქმას? -ლევან . ძლივს იპოვა ხმა და ვერც კი მიხვდა ნამდვილად თქვა თუ არა . -ჰო , გისმენ . მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა . ქანდაკებასავით გაყინული შეჰყურებდა ფერწასულ გოგოს. -გეფიცები , მხოლოდ იმიტომ ვქენი რომ სხვა გზა არ იყო , არ მინდოდა მომეტყუებინე დღეს ვაპირებდი თქმას მაგრამ შენ უკვე ..მეტი ვერაფერი თქვა , ან რა უნდა თქვას რა აზრი აქვს ? -არ გინდოდა მოგეტყუებინე .. ყოჩა და მაინც მომატყუე . -შემეშინდა რომ მეთქვა სანამ გავაკეთებდი , თანაც არ მომცემდი უფლებას და არჩევანი არ .. -როგორი საზიზღარი ხარ . გამოსცრა კბილებში . -გეხვეწები გაჩუმდი თორე.. -მე შენ მიყვარხარ , სამყაროზე მეტად მიყვარხარ , დამნაშავე ვარ , ვიცი საზიზღარი ვარ მაგრამ ნუ მეტყვი რომ გეზიზღები გესმის ? თუ გინდა მომკალი ,მაგრამ არ მითხა რომ გეზიზღები , არ მითხრა, არაა . ამჯერად ხმით აბღავლდა და უცნაურად მოიკუნტა . მერე სწრაფად გაიშალა და პირდაპირ ლევანის წინ ჩაიმუხლა . გეფიცები , არ მინდოდა შენი მოტყუება არც მომიტყუებიხარ ნამდვილად ვაპირებდი თქმას და თანაც დანაშაული არაა რომ საკუთარ ოჯახს დავეხმარე , ვიცოდი ასეთირეაქცია გექნებოდა და იმიტომაც არ დავადე ხელი შენს ფულს. საქმე არც ისე ცუდადა გესმის? უძრავ სახეს ტირილით შეჰყურებდა და იგრძნო როგორ დაუსველდა ყელი ცრემლებისგან .-იმის გამო ვერ გამკიცხავ რომ ჩემს ძმას დახმარების ხელი გავუწოდე . შენ არ გამირევი ხარ . შეიძლება დაგიმალე მაგრამ დღეს ვპირებდი თქმას მინდოდა ყველფერი ერთად მეთქვა გეფიცები .. -მეფიცები , რამდენჯერ დამიფიცე რომ მენდობოდი ? სწრაფად სწვდა ყელში .- მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლიბაში მხოლოდ იმაზე მიტ***ვდი ტვინს რომ არ გენდობოდი , რომ შენ მენდობოდი მხოლოდ . ესაა შენი ნდობა ? ან იმსახურებდი ჩემ ნდობას ? ისე უჭერდა ყელში და ანჯღრვდა თვითონვე მიხვდა რომ ვერნგააკონტროლებდა თავს . -მიპასუხე იმსახურებდი ? გიყვარვარ ? ესე გიყვარვარ ? ესააა შენი სიყვარული ? თან გადაგყევი , შენს გამო ყველაფერი ვთმობდი მზად ვიყავი კიდეც თვითონ მომეგვარებინა მამაშენის ყველა პრობლემა , შენ კიდე ვერა და ვერ გაერკვიე და არჩევანიც გააკეთე . სწრაფად შეუშვა ხელი ხრიალი რომ მისწვდა მის ყურებს . - საზიზღარი ხარ ,მატყუარა და აღარასდროს გენდობი . იცი მაინც რად დამიჯდა შენი შეყვარება ? შენი დანახვა არ მინდა . -არა . ამოისლუკუნა.-გთხოვ , არა ლევან . ვიცი ვიცი რომ გიყვარვარ მეც მიყვარხარ და ასე ერთ წამში ვერ შეძლებ .. -ერთ წამში შეგიყვარე , დამიჯერე ახლა წამის მეორედი დამჭირდება ამ შენი საქციელიდან გამომდინარე რომ თავიდან ამოგიგდო . გიყვარვარ? ეგ შენ გგონოა რომ გიყვარვარ რომ გყვარებოდი მენდობოდია მომიყვებოდი რის გაკეთებასაც აპირებდი , რომ გყვარებოდი ლიზა მე ამირჩევდი . მე შენ აგირჩიე ,ჩემს პრინციპებზე ,ზიზღზე და შურზე მაღლა დაგაყენე ,მაგრამ შენ რაქენი ? ვერ დააფასე, ვერ ან არ დამინახე და ახლა არგინდა რომ გითხრა საზიზღარიხართქო ? ჰმ მ ,ჩვეული ჟესტით ჩატეხა ტუჩის კუთხე კარგად გაიშალა წელში და ზურგი აქცია . -შენ ,შენ არ გინდოდა ჩემთან ერთად ბედნერება ? ხო და ნამდვილ ჯოჯოხეთს განახებ .შენც და მთელს შენს ოჯახს . -გეხვეწები , საცოდავად მოიკუნტა იატაკზე . -მეხვეწები ? ერხელ უკვე შეგიბრალე ,ერთი და იგივე შეცდომას არ დავუშვებ . ახლა ადგები . მის წინ ჩაიმუხლა და ყურთან მიუტანა ტუჩები თავჩახრილს თითქოს ისე ვერ გააგებინებდა ახლოს რომ არ მისულიყო , სინამდვილეში ბოლოჯერ , ბოლოჯერ უნდოდა სანატრელი სუნის შეგრძნობა და დამახსოვრება . ხმაზეც კი მოქმედება მისი სუნი , სასიამოვნოდ რომდაუარა ცხვირში და მერე მთელს სხეულში . -ახლა ადგები , მოკრიბავ შენს ნივთებს და ჩემი ცხოვრებიდან და ამ სახლიდან გაქრები . -არა , გთხოვ . პერანგის საყელოზე ჩამოეკიდა , უშედეგოდ ცდილობდა ჩახუტებოდა მამაკაცის მკლავები მაგრად იჭერდა მის სხეულს შორს . -შეუძლებწლია აღარ გიყვარდე , ასე ვერ გამიბრაზდები , მე შენ მჭირდები გესმის ? მოვკვდები უშენოდ , მაპატიე , მე ხომ გაპატიე აღარც კი მახსოვს ძველი ლევანი ისე მიყვარხარ , შენც ხომ შეგიძლია ? ვიცი რომ შეგიძლია . -ხედავ ? ახლა ვალს მადებ რომ თურმე შემიყვარე , რა ლიზა რა ვერ მაპატიე ის ერთი ღამე ? ისიც მხოლოდ იმიტომ რომ სიგიჟემდე მინდოდი ? სპეციალურად ვქენი ? კარგი მაგის საპასუხოდ გეტყვი რომ მეც შევძელი და შევეგუე შენს ოჯახს ,მამაშენს . შენს გამო საკუთარ პრინციპზე ვთქვი უარი , შევეგუე კაცს რომელსაც ჩემი მწვადივით შეწვა უნდოდა ,მხოლოდ იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზ გოგოდ მომეჩვენა მისი ქალიშვილი. -ახლა არა , ასე არა , ასე ვერ მიმატოვებ . -რაზე უფრო დარდობ რომ გშორდები და შენი ოჯახოსთვის ფარი ვერ ხარ ? -ადამიანო მიყვარხარ გესმის ? წამოიკივლა ლიზამ და ფეხზე კატასავით წამოიჭრა , მაგრამ არც შენ გადარდებს ჩემი სიყვარული , არც შენ გინდა ჩემი გაგება და ერთადერთი ვისაც ჩემი გაგდება აწყობს ისევ შენ ხარ,მიდი გამაგდე გამშორდი და აისრულებ დიდი ხნა ოცნებას ხელს მხოლოდ მე გიშლიდი სათითაოდ შეგიძლია ამოგვხოცო . წავალ , ხო წვაალ აბა რა . მხრები აიჩეჩა და ფარფატით გადადგა რამოდენმე ნაბიჯი . შენთან ასე ცხოვრებას , მირჩევნია საერთოდ არ გნახო . ფეხარეული მივიდა კიბესთან , სახელურს კარგად ჩამოეკიდა და ორივე ხელით ეკიდებოა რომ როგორმე ტანი აეტანა მეორე სართულამდე . კარგახანს უყურა და ვერც კი მიხვდა თვალს როდის მიეფარა . როგორ ჩხვლეტს გული , როგორ უჭერს და როგორ არ ემეტება ეს გოგო , როგორ უნდავლ იცხოვროს მის გარეშე , ახლახანს ისე მოისროლა თავის ცხოვრებიდან ის ადამიანი ჰაერს რომ ეძახდა თითქოს სასიცოცხლოდმნიშვნელივანი არ იყოს . მოწყვეტით დაეშვა დივანზე და თვალი იატაკს გაუსწორა, უფრო გაუშტერდა , თავში ერთი აზრი უტრიალებდა რომ , უგონოდა შეყვარებული , მოტყუებული გაბრაზებული მაგრამ ვერა ვერ შეძლებს მის გარეშე ცხოვრებას ,რამ ათქმევინა წადიო ? ურჩევნია სახლში ჰყავდეს გამოკეტილი ,მაგრამ იცოდეს რომ მისია , მაგრამ არა ახლა სიამაყეს ვერ გადააბიჯებს ღარ უნა ,საკმარისად გათელა თავისი სიამაყე ამ გოგოს გამო . რას არ გაიღება მიზეზი რომ ეპოვა მის აქ დასატოვა , აქაც კარგად დასჯის და მოუწყობს ჯოჯოხეთს.მაგრამ არ აპირებს მიზეზის ძებნას , ახლა უნდა ადგეს და ისევე მტკიცედ ადევნოს თვალი როგორ გაუჩინარდება ამ კარიდან როგორ მტკიცედაც უბრძანა გაქრიო . ინტერესით და თითქმის მთელი ძალით ცდილობდა გაყინული სახე შეენარჩუნებინა , ერთიგრძნობის შეტყობა და გამომჟღავნება ახლა მისთვის დამცირების ტლფასია. არა მაინც რა თავხედი ყავს ეს გოგო , როგორ ზლაზვნით ჩამოდის კიბეზე ,პატარა ჩემოდნით ხელში თითქოს იმედი აქვს რომ კიდევ ერთხელ გაეკიდება , ამჯერად ვერ მიართვეს , დაიმსახურა არ გაკიდება და აღარც არასდროს გამოეკიდება , ბლოჯერ ხედავს ალბათ , ან რა აქვს სათქმელი ? რამის უფლება აქვს ? დამნაშავეა , შუბლზე დიდად აწერია ეს სიტყვა და წაშლა შეუძლებელია . გაჭირვებით დადგა ჩემოდანი კიბის ძირში , გაუბედავად ამოწია გრძელი სახელური და ამოსუნთვასთან ერთად სცადა თვალი შეევლო , რადგან შეხედვას ვერ ბედავდა . იგრძნო , წამიერი თვალის მოვლებაც კი დაიჭირა ლევანმა და სწრაფად წამოდგა , იცის რომ უყვარს , ღრმაადა დარწმუნებული , ისიც იცის რომ ეს მისთვის პლიუსია , საკმარისია მისი ერთი თითის დაქნევა რომ თავის მარიონეტა აქცევს ამ გოგოს ახლა ,მაგრამ არა არ უნდა , მასთან ნამდვილი გრძნობები აკავშირებდა , არ უნდა სიყალბე , ის მის ერთადერთ სიყვაულად დარჩება და არ უნდა მისი გახსენებისას რაიმე საერთო ნახოს სხვა მარიონეტ ქალებთან რომელიც მის ცხოვრებაში არსებობდნენ . გაბედულად აქცია ზურგი .სინამდვილეში ყველაფერი ეტკინა ამ შემობრუნებისას , ასე ჰგონია ახლა საკუთარ ცხოვრებას აქცია ზურგი , სული ამოუღეს და სადააცა კარში გაუჩინარდება ის ვიღაც მის სულთან და ყველა გრძნობასთან ერთად . ნაბიჯებიც კი გადათვალა , გულზე ისარივით ერჭობა ჩემოდნის ბორბლების ხმა . არა არ უნდა ზურგით იდგეს , არ წართმევს თავს შანს დაინახოს , უნდა ხედავდეს , როგორ მიდის და როგორ მიაქვს ყველაფერი .შემობრუნდა მძიმედ და უცნაურად მოუწია ფეხის დადგმა , ყუთში აიხლართა და საკუთარ ფეხწბს დააკვირდა , ვერც კი დაინახა ის რისთვისაც შემობრუნდა რადგან საკუთარ ფეხს დაშტერებულს კარის ბრაგუნის ხმაც მისწვდა . სწრაფად გამოერკვა ჯერ კარს ააავლო თვალი მერე იატაკზე მიგდებულ ყუთს . საიდან გაჩნდა იცის ლიზას ეჭირა ხელში , მაგრამ ყბა მოექცა ვერ გაერკვა რა ჯანდაბა უნდა ლიზას ყუთში ორ უცნაური ზომის თეთრ წინდას დათვები რომ აქვს მიმაგრებული თანაც. ისე უცნაურად მოიმწყვდია ხელის გულში თითქოს ზომით მიხვდებოდა რამეს , არა ისედაც ხვდება რომ ბავშვისააა , პატარა თავსატეხმა ცოტახნისწინანდწლი ყველა გრძნობა გადაავიწყა . კარგად ჩაბღუჯა ერთ ხელის გულში წინდები და დათვები სასაცილოდ რომ აწკაპუნდნენ ხელის მოჭერისას იძულებული გახდა გვერდით მოესროლა , ისევ ყუთს ეცა , კარგად დაათვალიერა , ლოგიკურია რამე უნდა ყოფილიყო კიდევ , მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა ვერაფერი იპოვა შიგნით . ერთი ღრმად ამოიგმინა და ყუთიც შუშის მაგიდის ნამტვრევებისკენ მოისოლა , არა ვერაფერს ხვდება და არც აქვს ფიქრის თავი , მბზინავ ნამსხვრევებს მიაშტერდა ,დღის შუქზე ლამაზად ელავდნენ , მზერის დაძაბა მოუწია რადგან ყუთის თავსაც მოჰკრა თვალი და გვერდით მიგდებულ ფურცელსაც . ახლა ფურცელს ეცა გამწარებული და მისი პატარა წინდების საიდუმლოც გახსნა . შეტორტმანდა და მერე როგორ , იძულებული გახდა კედელს მიყრდნობდა , ერთმანეთში აერია მუცელში დავლილი უცნაურიგრძნობა და გულის აჩქარება , ჯერ ძალა გამოეცალა მერე ,მოემატა . მაგრამ იმის გააზებაც ვერ მოახერხა რას განიცდიდა. მეტი სასჯელი უნდა ? ხომ უღალატა , მტრის შვილი ხომააა ? ხომ მოატყუა და ამ ყველა სიკეთის მიუხედავად უყვარს და სიტყვაცია ისეთი მძიმეა ხომ ვერც კი გგაერკვა კარგად რას გრძნობს და ახლა შვილსაც ხომ უჩენს ? უმისამართოდ გახედა სივრცეს .სცხვენია რომ ვერ აანალიზებს რას ნიშნავს ახლა მისთვის მისი შვილი ,მაგრამ სამაგიეროდ იცის ლიზას ოჯახისთვის რასაც ნიშნავს და 10 წუთის წინ საკუთარი ხელით გაუშვა და იარაღი გადაულოცა .არა არ მიანიჭებს ამ ბედნიერებას ამირანს. ძალა მოიკრიბა და კარს ეცა . -დემნა , დემნაააა, ღრიალით მირბოდა დემნასკენ .-სადაა? სად წავიდა რამდენი ხანია წავიდა ? -5 წუთია ალბათ . -დაურეკე ,გაჩერდნენ , დაურეკე იმ ბიჭს დროზე გააჩეროს და უკან მბრუნდეს , კარებებიდაუკეტოს და რაც არ უნდა ქნას აქ მომიყვანოს დროზეეე . -არ იღებს , განერვიულებულს ფრთხილად შეაპარა დემნამ უნდა ეთქვა ჩვენ წავიდეთო მაგრამ ვერც მოასწრო , მანქანას ეცა ლევანი გაოგნებული მიჰყვა დემნა და გვერდით მიუჯდა . -გასაღები , გასაღები სადააააა ? არწყვეტდა ყვირილს. -მე დავჯდები , შენ ცოტა განერვიულებული ხარ . -დემნა ,მაგის დრო არაა გესმის ? მომეცი ეგ გასაღები , არ უნდა წავიდეს , არ უნდა წავიდეს, ვერ წახვა ქალბატონო , ჩემგან ჩემი შვილით ვერ წახვალ . ნერვიულად გაადატრიალა გასაღები და ისეთი სისწრაფით მოწყდა ადგილს დემნა იძულებული გახდა ღვედი გადაეჭირა და დრო და დრო შემპარავად ეუბნებოდა ნელააო . ცოტახანში მისი მანქნააც იცნო და გადატვირთულ მოძრაობაში არც ისე მარტივი აღმოჩნდა იძულებული გახდა , დალოდებოდა როდის გავიდოდნენ შედარებით მშვიდ ქუჩაზე და როგორცვე დრო იხელთა მანქანას ჯერ გაუსწორდა და მერე გაუფრთხილებლად ჩაუდგა წინ და მაგრად დაამუხრუჭა . ლიზას მძღოლი ისე აიბნა ვერაფერი მოახერხა , მუხრუჭს რომ მიაჭირა საკმაოდ დაგვიანებული აღმოჩნდა , ბევრი ვერაფერიგაარკვია ლიზამ რა მოხდა , ცრემლებით ჩაგუბებული თვალებით და ფიქრებით შორს წასულს არც დაუნახავს ლევანი, მხოლოდმაშინ გამოერკვა დამუხრუჭების და მსუბუქად წინ რაღაცას დაჯახების გამო თავი რომ ვერ შეიმაგრა და წინა სავარძლის საზურგეს მიარტყა მერე გვერდით გადაქანდა და შუბლი მანქანის მინას მისცხო და ამ უკანასკნელმაც ლამაზად დაიწყო გაბზარვა . იგრძნო როგორ აეწვაბშუბლი და ცხვირი და პირში რატომღაც სისხლის გემოს გრძნობდა ,ბოლოს კარგად გაერკვა და კაბაზე დაიხედა თავიდან და ცხვირიდან ერთდროულად წამოსულ სისხლს რომ იშრობდა და გაუაზრებლადბგახედა წინ მძღოლს რომელიც აშკარად ღვედმა და ბალიშმა იხსნა და ახლა უკან მჯდომ ლიზას და წინამანქანიდან გადმოსულ ლევანს რიგრიგობით რომ უყურებდა . -ბატონი ლევანი მომკლავს . -რა? ნუ გეშინია ვერ გაიგებს მაგრამ აქედან უნდა გადავიდე , მოდი დამეხმარე ჰაერი არ მყოფნის. ვერ გაიგო ლიზამ რა თქვა და რა შუაში იყო ლევანი , გატეხილ შუბლზე იჭერდა ერთ ხელს და მეორეთი კარის გამღებს გამოკრა ხელი . თითქმის ნახევრამდე გააღო კარი მანქანიდან გადმოხტა და ის ის იყო ჰაერი უნდა შეესუნთქა ლევანი დაინახა . უძრავად იდგა მანქანასთან და როგორც ჩანს ელოდებოდა როდის გადმოვიდოდა , აბა ეგღა აკლია თავად ახლებოდა , მაგრამ ნამდვილად არ ელოდა ასეთ მდგომარეობაში ლიზას დანახვას, მართალია ელოდებოდა ,მაგრამ სწრაფად შეწცვალა გაყინული მზერა , არ უფიქრია რამე დააეშავებინა მითუმეტეს რომც იცოდეს ამით პრობლემა გვარდება მაშინაც კი ვერ დაუშვებს რამე დაუშავოს , თანაც მისი შვილი ნამდვილად პრობლემაა . შვილი , ბავშვის გახსენებაზე სწრაფად დაიძრა მისკენ. უბრალოდ თავი ხომ არ გაუტყდა ხომ შეიძლება საკუთარ შვილსაც დაუშავა რამე ? უხმოდ ამოუდგა გვერდით , არა ერ იმეტებს სიტყვას , მაინც ნაწყენია და გაბრაზებული. კარგად შეათვალიერა ,რომ დარწმუნდა ნამდვილად მთელი იყო და მხოლოდ შუბლი და ცხვირი იყო დამნაშავე მისი სისხლით ამოსვრაში ამოისუნთქა . თითქმის ძალით მიათრია , თავის მანქანამდე და ჩასვა . ისევ თვითონ მიუჯდა საჭეს და მძღოლთან ერთად მდგარ დემნას არც დალოდებია .- სად მიდიოდი? ისეთი ხმა ჰქონდა , ერთიანად შეაცივა ლიზას .-სად მიდიოდი ? -შენ გამაგდე . თავდაცვას თავდასხმა ამჯობინა ლიზამ . -და ისე წახვედი შემთხვევით რომ არ მენახა ის ყუთი ვერც გავიგებდი რომ ორსულად ხარ . აი თურმე რაშია საქმე , რატომ გამოეკიდა ასე გამწარებული , ყველა კარტი გახსნილი აქვს ლიზას , მაგრამ მაინც წაგებულია , ბავშვის გამო არუშვებს ? სიმწრისგან ჩაეცინა და ტუჩი მოიკვნიტა , მაგრამ ბედნიერ მამას ნადვილად არ გავას , რათქმაუნდა კარგად ესმის ახლა გამწარებულია და ორმაგად განრისხებულია ასეთ დროს რომ იგებს იმ ბავშვის შესახებ რომელიც აქამდეც არ მიაჩნდა დიდ ღვთის წყალობად. -გინდოდა რომ რამე მომსვლოდა ? გინდა რომ არ გაჩნდეს ..ხმა აუკანკალდა ლიზას . -გაჩუმდი . ხელი აიქნია ლევანმა , სულ არ იყო საუბრის ხასიათზე და მითუმეტეს სისულელეების მოსმენის . -არ მინდა შენთან , გამიშვი ხომ გამაგდე ხომ არ გინდოდი ახლა რა შეიცვალა ? აფორიაქდა უცბად . -მისმინე ის შეუცვალა რომ მე და შენ შვილი გვეყოლება , სიმართლეს გეტყვი ცუდია , ნამდვილად არ გვჭირდებოდა ამ სიტყუაციაში და საერთოდ არც ვიცი რას ვგრძნობ მაგრამ არსებობს და ჩემი და შენ ურთიერთობაში თუ არა დამიჯერე მამაშენის და ჩემს ურთიერთობაში ცვლის ბევრს . მე კიდე არ ვაპირებ საკუთარი შვილი მივართვა ბაბუას რომელმაც კარგად იცის როგორ გამოიყენოს და სახვეწარი გამიხდეს მისი ნახვა ? არა მადლობთ. -არავინ არაფერს გაგიხდის , არავინ გამოიყენებს , გამიშვი ლევან . თითქმის მუდარაზე გადავიდა.- არ მინდა ვერ ვიცხოვრე ,ვერ ვიქნები ყოველდღე შენთან, არ შემიძლია ასეთ ყინულს გაგიძლო გსმის ? -მოგიწევს . -მეშინია, იქნებ აპირებ რომ რომ რამე დამიშავო , რომ ბავშვი დავკარგო და მერე .. აშკარად თავადაც ვერ ტვინავდა რას ამბობდა , არც კიგაუფიქრია რომ რამე მსგავს უზამდა ,მაგრამ რაც ენაზე მოადგა ის წამოისროლა . -ხო ვაპირებ საკუთარი შვილი მოვკლა მხოლოდ იმიტომ რომ ამირანზე შური ვიძიო . დამიჯერე ერთადერთი ვისაც ცოცხალს დავტოვებ ეს ბავშვია . ასე რომ მასზე ნერვიულობას შენს თავზე უფრო ვინერვიულებდი . -ღმერთო . ამოიკვნესა ლიზამ . რას არ გაიღებდა ოღონდ ახლა აერთოდ გამქრალიყო. დაეძინა და რამოდენიმე ვის შემდეგ გაეღვიძა როცა ასე თუ ისე განელებული ექნებოდა ყველა გრძნობა თუ ტკივილი . როცა გამოუშვა მაშინ ეგონა რომ ცხოვრება დამთავრდა სინამდვილეში ახლა იწყებოდა , ახალი ცხოვრება სადაც საკუთარ შვილთან ერთად იყო და წინ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა . ადვილია გაუძლოს ლევანს ? თანაც ისეთიც კი არ იქნება როგორც ადრე , ადრე სხვა იყო მაშინაც ურჩხულს გავდა მაგრამ ახლაა სიცივის და ზიზღის მეტს ვერაფერს ხედავს მის სახეზე . ნუთუ ასე სწრაფად შესძულდა ,იქნებ არც არასდროს ყვარებია . ნუთუ შეუძლია სძულდეს იმოს გამო რომ მას ასე ძალიან უყვარს თავად ის , ისე რომ ვერც კი გაუბედა დახმარება ეთხოვა , ნუთუ შეუძლია სძულდეს მაშინ როცა იცის მისი შვილის დედა გახდება ? ყველაზე მტკივნეული კითხვა აღმოჩნდა. რამდენჯერ უფიქრია ? რამდენჯერ გაუვლია თავში აზრად რომ ოჯახი არიან და აუცილებლად იარსებებდა მათი შვილი ,მაგრამ იქ მის ფიქრებში ასე ცუდად არ იყო ყველაფერი , ბოლოს ხომ უთხრა რომ მზად იყო შვილიც ყოლოდა ? უთხრა კი ახსოვს , იქნებ ასე მძიმე არ ყოფილიყო ამ ბავშვის ამბავი სხვა სიტყუაციაში რომ გაეგოთ მისი არსებობის შესახებ ? ლევანს რას სთხოვს თავადაც ვერ გაუგია რა უნდა , რას გრძნობს . კი იცის რომ ორსულადაა მაგრამ გააზრებამდე ბევრია და არც დრო დარჩენია ბევრი , რაო რა უთხრა ? რომ მარტო ბავშვს დავტოვებ ცოცხალსო ? ახლახანს მიხვდა , ნუთუ შეუძლია საკუთარ შვილს დედა მოუკლას? არა არა ლევანი ასეთი სასტიკი , ბოლომდე გაიცნო , მან ხომ იცის როგორი თბილი ტკბილი და გემრიელია ? იმის გახსენებაზე რამდენად კარგი იყო მასთან გული უფრო შეეკუმშა , დაკარგა , თითქმის ყველაზე დიდი განძიდაკარგა ცხოვრებაში . დარჩა ისევ ის, მარტო სახლი ,თითზე ბეჭედი და ამჯერად კიდევ ერთი დაემატა სიას შვილი ყავს . ახლა ყველაზე უმწეო და დაუცველია , არავისზე ზრუნვა არ შეუძლია , კატასაც ვერ უვლის თუ გაბრაზებული მოწყენილი ან სევდიანია საერთოდ გათიშულია ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან და შვილზე როგორ უნდა იზრუნოს ? კარგია უკვე გაანალიზა რომ უნდა იზრუნოს რომ მისი პასუხისმგებლობაა ,მაგრამ მაინც ცარელია , ვერასდროს გაიგებს იმ ქალებისას რომ ამბობენ მთავარია შვილი გვყავსო . იქნებ მოვიდეს დრო და მიხვდეს ,მაგრამ არა დღეს. ახლა მხოლოდ იმას ხვდება რომ უმწეოა უსუსურია ,მარტოა და შეშინებული იმ განსაცდელის წინ თავის ქმარი რომ ქვია ,თავისი შვილი რომ ქვია. მანქანა რომ გაჩერდა სახლს გულმოკლულმა გახედა და ბოლოს როორციქნა ლევანს გაუსწოა მზერა ,თითქოს უკანასკნელად ევედრებოდა და გაიბძოლა მზერით რომ არ ეიძულებინა უკანდაბრუნება , მაგრამ ზარივით ჩაესმა ყურებში ლევანის ხმა . -გადმოდი . უნდა გადავიდეს , სხვა გზა აქვს ? ყველა გზა მაშინ მოიჭრა როცა მოატყუა ახლა მორჩილების მეტი არაფერი მართებს და თ ჭკვიანად არ იქნება თავსაც დაკარგავს , თავის ოჯახსაც სასიკვდილოდ განაჩენეს გამოუტანს და შვილის ნახვასაც ვერ ეღირსება . გადასვლაც არის და გადასვვლაც ,მაგრამ ის არგადავიდა ნაწილ ნაწილგადაიტანა სხეულ და მანქანას აეკრო .-წამოდი. ტონი არ შეუცვლია ისე გამოთქვამდა სიტყვებს თითქოს ძაღლს მიმართავდა და არც უფიქრია დალოდება . გაღიზიანდა უკან რომ არ მიჰყვა მორჩილად და ისეთი შემობრუნდა ლიზასკენ წამიც და გრგვინვას ამოუშვებდა როგორც ჩანს ლიზაცმიხვდა კიდევ ერთ გულის გამხეთქვ ყვირილს ვერგაუძლებდა და კლაკვნით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი . -ძალიან გთხოვ , ნუ ახდენ მოვლენების დრამატზებას , უკან იჯექი და არც ძალიან მიგირტყავს რამე . დასცინა საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით , მაგრამ რეალურად ამჩნევს რომ არც ისე ძლიერად დგას ფეხზე ლიზა , არ შეიმჩნევს , ვერშეიმჩნევს . რა სწრაფია ეს სოფო განა რამდენი წუთი იყო წასული პირწმინდად რომ მოასუფთავა ყველაფერი . სავარაუდოდ ყბელაფერი მოისმინა და ახლააა თავის აღრზდილს კბილებით დაიცავს , ზეპირად იცნობს ადამიანებს არც ამჯერად შემცდარა ისე ცივად ჩაუქროლა ხვალიდან რომ იხრჩობოდეს ცივ წყალსაც არ მიაწოდებს . არ დაუნახავს გაიგონა როგორ შემოირტყა სახეში ხელი ლიზას დანახვისას და ზურგიც კი აეწვა ალბათ ისე უყურებს . მშვენიერია , აი ასეთ დროს იყენებს ბარს , რა უშველის ახლა თუ არა თავის ცხოვრებაზე მწარე სასმელი , იმაზე მეტად რომ ჩაუწვავს კუჭს ვიდრე გული ეწვის? ვერ გადაწყვიტა რამდენი უნდოდა , ცოტახანს იწუწავა და გაოცება ვერ დამალა , მეტი სითავხედე უნდა ? იმის მაგივრად გაერიდოს , აქვე ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით თავხედურად გაწვა დივანზე და თან თავზე ხელის გადამსმევი რომ არ აკლია ხედავს . ბალიშიც კი შეუსწორა სოფომ და რაღაცაზე დაისაქმა თავი . გაღიზიანბულია, არა უფრო გაბრაზებული და ვერ ითმენს .. -ზემოთ ქალბატონო . თითი დაატკაცუნა და უმისამართოდ ჭერისკენ აღმართა . - და საერთოდ მინდა უჩინაი გახდე როცა მე აქ ვარ და … მოეჩვენა თუ წარბი აწია და თავი ჯუ მომაბეზრე სახი თვალებიც გაადატრიალა ? სიტყვა სახეზე გაუშრა . - ზემოთთქო. ამჯერად ცოტა მეტალიც გაურია ხმაში თითქოს შეაშინებდა . ავიდოდა რათქმაუნდა არც თავად უნდა ფეხებში მოედოს და საერთოდ არ უნდა ლევანის დანახვა მაგრამ ორო საპატიო მიზეზის ჩამოთვლა შეუძლია , ცუდად გრძნობს თავს და კიბეზე ვერ ავა და მეორე ლევანის ტონია , რომც შეეძლოს მაინც არ ავა . იცის რომ ის დროა თავიდახაროს , მუხლებში ჩაუვარდეს და ბოლოსდაბოლოს სინანული მაინც გამოხატოს , მაგრამ საშუალებას არ აძლევს ეს მკაცრი სახე , იქნებ ცოტა გაბუტულობა რომ ემჩნეოდეს გამოეხატა კიდეც , მაგრამ აი სერიული მკვლელივით რომ გამოიყურება სულ არ უნდა შიში და სინანული ანახოს . - მემგონიქართულად ვლაპარაკიბ თანაც საკმაოდ გამართულად და .. -არა ! არსად არ ავალ თუ არ გსიამოვნებს შეგიძლია შენ გაუჩინარდე . -ხოო ! გაიცინა და თან რა ყალბად . - უნდა მივმხდარიყავი . უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე მის გასაგონად , რათქმაუნდა ახლა უახლოესი პერიოდი ყველა მის დაკრულზე იცეკვებს მხოლოდ იმიტომ რომ ორსულადაა , მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მისთვის სულ ერთია და ჯერ ვერ ხვდება ამ სიტყვის დანიშნულებას კაგად გამოიყენებს დროს და ჭკუას ასწავლის .- მე არგავუჩინარდები , პირიქით ისეთი გამოსაჩენი გავხდები დამიჯრე თვალებს რომ დახუჭავ მაშინაც კი მე დამინახავ და სული შეგეხუთება. -ეგ კარგად გამოგივა. - იცი რა მაინტერესებს გულწრფელად მითხარი რატომ გაქვს ამსიგრძე ენა მაშინ როცა შენ ხარ დამნაშავე ? მამიკომ გასწავლა თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა რომაა ? ახლავე ადგები ახვალ და იმ შენი ოთახის ოთხ კედელს დაუმეგობრდები რადგან დიდხანს , ძალიან დიდხანს მოგიწევს მათი ყურება . -არათქო . უკვე პრინციპის საკითხია არ დათმობა თორემ ახლა სიკვდილივით თავს დამდგარი ლევანი უარესად ცუდად ხდის . - დროზე ხუმრობის ხასიათზე არ ვარდა სანამ მოგკიდე ხელი .. -არა , არა და არააა ახლა მარტო ხმით კი არაა მთელი სხეულით გამოხატავს სიჯიუტეს და რაც უფრო მეტად უწევს ხმას არას თქმისას მით უფროგამწარებული ეკიდება საზურგეს თითქოს მართლა აპირებდეს ძალით აგლეჯვას იმდივანიდან , მართალიცაა რადგან აშკარად დაიძრააა მისკენ ლევანი , უბრალოდ შუაგზაში გაჩერდა .ლიზამ ვერგაიგო რამ გაადარჩინაა , სანამ მზერას არგაყოლა თვალი ამღვრეული რომ შეჰყურებდა ამჯერად ლამაზად დასაჭრელიტორტივით შუაში დადებლ ყუთს სოფოს რომ საგულდაგულოდ დაეკეტა და პროპორციული სიზუსტით ჰქონდა მართლაც რომ ზუსტად შუაში დადებული . -მოდი შევთანხმდეთ , არ ვაპირებ რამე დაგიშავო , უფროსწორად არ მინდა მაგრამ მდგომარეობიდან თუ გამომიყვან , რასაც ახლა ნამდვილად და წარმატებით აკეთებ ვფიქრობ ცუდად დავამთავრებთ . ამჯერად მშვიდი ტონი ჰქონდა , სცადა მაინც . წარმატებული მცდელობა აღმოჩნდა . ჯერ ოდნავ გაირხა , ბოლოს ეჭვნარევი მზერა იგრძნო და ერთ წამში წამოდგა კიდეც . ზლაზვნით მივიდა კიბებმდე და უშველებელ მონსტრს ახედა . როგორ უნდა ავიდედ ? არც ისე ცუდად არაა როგორც გონია და განწყბას იქმნის შეძლებს , ჯანმრთელობა არაფერ შუაშია არც ფიზიკურად აწუხება რამე , მოდუნებულია, შინაგანადააა მოდუნებული თითქოს მიყოლებით უჭრის ყოველ წამში ყველა კუნთს ვიღაც მაკრატლით და ეშინია იქ სადღაც შუაგულ კიბეზე არ გადაუჭრან ბოლო. როდოს აქეთ გახდა ასეთი ფრთხილი ? შეიძლება არცააა , სინამდვილეში თავადაც ვერ ხვდება ისე უნდა არ აუხდინოს ოცნება ლევანს და ჯანმრთელი შვილი ყავდეს საერთოდ დივანზე რომ მოუწიოს დაძინება ვერავინ აიძულებს ავიდეს. არადა საიდან დაასკვნა ვერ იგებს რომ რამე უნდა დაუშავოს ? ან ცუდს უსურვებს ? პირიქით მარტო ეს ბავშვი ადარდებს ახლა მაგრამ თავადაც ხვდება რომ ლევანის 1 % მანც ფიქრობს რომ ყველაფერი მარტივი იქნება ამ ბავშვის გარეშე . -ვერ ავალ . თავი გაადაქნია . -ხელში ხომ არ აგიყვანო ? ყველაფერს გაუძლებს ამ დამცინავი ხმის გარდა . უნდა გადაწყვტოს ან კიბე ან ეს ხმა .. არა არ დაემსგავსება იმ ქალება ბავშვებით რომ მანიპულირებენ თანაც არც ლევანი გავს იმ კაცს რომ ასე ადვილად იმოქმედოს მასზე . გაბედულად აუყვა კიბეს, და თანაც როგორი მხრებში გაშლილი თითქოს კვარცხლბეგზე ადიოდეს და სადააცა მედალს გადასცემენ . ბოლო საფეხურიც აიარაა. რატომ დაუჯერა ვერ გაიგო მაგრამ გულდაწყვეყილმა მაინც გაუღიმა მეგობრულად ოთახის კედლებს . -არც ისეთი ცუდია ეს ოთახი , არც ჯოჯოხეთს გავხარ და არც გისოსებს . შენც მიყვარხარ კარადას გაუღიმა , სარკეს ხელიც კი მოუთათუნა . რამდენხანს გაგრძელდა მისი ოთახთან გასაუბრება ვერ გაერკვა , მაგრამ რეალობაში დაბრუნება მწარე აღმოჩნდა . - არა აღარ მიყვარხარ , სარკეს საყვედურით მიაჩერდა რიმელმაც კარგად დაანახა თავის ანარეკლი რას გავს ? სულ სისხლიანია და მარტო ეგ რომ იყოს რა უჭირს ? კაბას გამოიცვლის თავის ცხოვრება კაბა არაა რომ კარადაში ახალი ეკიდოს . ცოტაც და აქამდე ნაგროვებმა დარდმაც ვეღარ გაძლო მის პატარაა თავში თუ გულში და ამოხეთქა მერე და როგორ ? სარკის წინ იმ საძაგელი სარკის წინ ამოხეთქა დაიცალააა , ტირილი რომ აღარ შეეძლო გულდაღლილს მიხვდა რომ აღარაფერი აღარ დარჩა , მის ორგანიზმს ცრემლიც კი არ ყოფნის რომ ღირსეულად გამოიტიროს . აი ახლა ნამდვილად გადაჭრა ვიღაცამ ბოლო კუნთი ფეხებს რომ უჭერდა მუხლებზე დაეცა და ისე მწარედ ამოიკვნესა საწყალი სოფოც კი აასლუკუნა კარის უკან რომ ატუზულიყო. -რით გიშველო ? მაგრად ჩააფრინდა მხრებში და ღონივრად წამოწია . -ვერ მიშველი სოფო , ამჯერად ვერა , ამჯერად ვერაფერი მიშველის და ღირსი ვარ . გაჭირვებით აბობღდა საწოლზე და თავი კარგად ჩარგო ბალიშებში . -მტკივა სოფო . აი აქ მტკივა გულზე მიიდო ხელი . მძიმედ ამოისუნთქა და ფანჯარას გახედა საგულდაგულოდ რომ ჩაუკეტიათ მის ჯინაზე . -ჰაერი , ჰაერი არ მყოფნის მიჭერს , კაბას დაეჯაჯგურა თითქოს მისი მოშორება გაუნთავისუფლებდა ჰაერს გზას . სწრაფად ეცა ფანჯარას სოფო და ფართეთ გამოაღო , მერე ერთი დაბზრიალდა და თითქმის კარიდან მოაძახა წყალს მოვიტანო . წყალი რას უშველის? ცოტა გულს გაუცივებს , მერე რამდენი წყალი უნდა დალიოს რომ როგორმე გააგრილოს თითქოს ზედმეტი მუშაობისგან გაცხელებული გული ? არც ლევანია კარგ დღეში , არა არც ჰაერი აკლია და არც წყალი უნდა , პირიქით დიდხანს უნდა იყოს ასე გაბრაზებული ასე უფრო კარგად შეასრულებს დანაპირევს ჯოჯოხეთზე და ეზოში ახმაურებული დემნას გარეშე ვერაფერს იზამს . რამდენი ხანია ას დინჯად არ გაუვლია ? ძველი სიარულის მანერა დაუბრუნდა , დამძიმდა . ლიზა ამსუბუქებდა ? არა სიყვარული ამსუბუქებდა მაგრამ ახლა თავად მისი სიყვარული შემსუბუქდა . -დემნა მოდი აქ . კარს ოდნავ გადაცილდა -შენ მოდი . თითიც კი დაუქნია დემნამ . -რა იყო ? დამჯერად მივიდა ისე ჩუმად დაუძახა თითქოს საიდუმლო უნდა გააუმხილოსო და ინტერესით მიაჩერდა დემნას ცას დაბნეული რომ აჰყურებდა . ცოტახანში თავადაც ახედა , მოწმენდილი ცაა , მზეც ანათებს ეს მის ცხოვრებაში წვიმს კოკისპირულად და ის ის იყო უნდა დაეცინა როდის აქეთ გადახვედი ღრუბლების დათვლაზეო რომ კარგად გაერკვა , სულაც არ უყურებდა ცას დემნა . მეორე სართულს შეჰყურებდა - მოვკლავ , გეფიცები მოვკლააავ . ისეთი სისწრაფით შევარდა სახლში კიბეზე გაჭირვებით ასულ სოფოს აასწრო კიდეც . შევიდა ? არა შევარდა და ეს კარები გულს რომ უხეთქავს იცის და ამჯერად ლიზაც კარგად შეხტა და გამეტებით ჩააფრინდა ფარდებს . -ნელა . ხელები აწია ლევანმა . -რას აკეთებ ? რას აკეთებ ლიზ ? გადმოდო , მანდედან გადმოდი . გაოგნებული შეჰყურებს , ერთი სიტყვაც ვერ გაიგო გოგომ, რას ეუბნება ? გონია თავს იკლავს და იმიტოა შემოსკუპებული ამ ფანჯარაში ? ლევანმა რამოდენმე ნაბიჯი ზურგს უკან სოფოს კივილიც მოესმა ახლა მის ხმაზე შეხტა ლიზა და ისევ ფარდებმა უშველა , თუმცა ნახევრად ჩამოწყდა და შეშინებულმა ახედა თვითონაც თავის მხსნელს . -რას აკეთებ ? ჩემო საყვარელო რას აკეთებ ? აქოთქოდა სოფოც . -არაფერს , ჰაერი არ მყოფნიდა , კიდე დიდხანს გააგრძელებდა იმედი რომ ჰქონდეს ფარდა გაუძლება , რა სასიამოვნოა რომ ღელავს მასზე ლევანი . -ჰაერი ? რა ჰაერიი ? ფანჯარაში თავი რომ გაგეყო და არა მთელი ტანი ვერ დაკმაყოფილდებოდი ? ცოტახნისწინანდელი ლევანიც გაქრა და ხმაც აიმაღლა . -ნუ მიყვირი . გადი აქედან . ხელი აუქნია კარისკენ რომ მიენიშნებინა და კიდევ ერთხელ შეიბორძიკა . უკვე საშიშია მისი ახირება და ჰაერის მოთხოვნილება თავდვე შეეშინდა . გადმოსვლის დროა. ადვილია გადმოვიდეს ? რამოდენიმე ხერხი მოსინჯა . როდის გახდა ასეთი მოუხერხებელი ? რომ გადადიოდა ადვილი იყო ან რა ფანჯარა აუტყდა ცოტახნის წინ კიბეზე არ ადიოდა . ბრაზდება და როგორ თავის თავს სცემდა სიამოვნებით . -ჯერ აქედან გადმოვიდე . ხმამაღლა დაიმუქრა . -კარგი , არ ვყვირივარ ოღონდ ფრთხილად , მოდო გადმოდი გაჩერდი , მოგეხმარები . -არ მინდა შენი მოხმარება . მთელი დღე აქ რომ ვიჯდე მაინც არ გთხოვ . ცხვირი აიბზუა და ქვემოთ დემნას დაბნეულმა გაუღიმა . მერამდენწდ უნდა მოიჭრას თავი ამ ხალხის წინ გაურკვეველი სახეებით რომ შეჰყურებენ ? -ხო და იჯექი მთელი დღე მაშინ . ყელში ხარ . -ხო და ვიჯდები . -იჯექითქო . რომელი უფრო ჯიბრით ამბობდა ძნელად გასარკვევი იყო . -ვიჯდები . ბავშვურ კამათი უფრო იყო მათი საქციელი ,ერთი ამოიგმინა და თვალები მოჭუტა . -მოდი აქ , ერთი ხელის მოძრაობით სწვდა და გადმოსვა , უცნაურია იატაკზეფეხის დადგმა არ აკადრა პირდაპირ საწოლზე დასვა და ზემოდან გადმოხედა .- იცოდე გისოსებს დავაყენებინებ და თან ისეთ ვიწროს რომ ცხვირსაც ვერ გაყოფ სულ რომ კვდებოდე უჰაეროდ . ეზო არ არსებობს თუ აივანი? -აივანი ამ ოთახს არ აქვს , ხელები გადაიჯვარედინა და კარგად გასწორდა საწოლში .-შენ კიდე მითხარი არგამოხვიდე ოთახიდანოდა რაც შეეხება ეზოს გინდაც გეთქვა გამოდიო კიბეზე მაინც ვერ ჩამოვიდოდი . გაზეპირებული ლექსივით ჩამოარაკრაკა და გაბუტული ტუჩებით დააგვირგვინა . -ხო აბა რა კიბეზე დაღლას მეორე სართულიდან გადავარდნა ჯობია . გაეცინა , მოეჩვენა თუ გაეცინა ვერ მოასწრო კარგად დაფიქსირება ლიზამ .- მისმინე , თუ ესე უნდა მი**ა ტვინი ამ შენი გამოხტომებით ჯობია ეხლავე თქვა იმიტომ რო არ ვაპირებ ეს მოვითმინო. -და რას იზამ ? -მოგკლავ . -ვერ მომკლაავ .თავი გადაქნია და გვწრდი იცვალა , ბალიშის ქვეშ საყვარლად შეაცურა ხელები და ვალები დახუჭა . -ახლა ვერ მომკლავ . მეძინება , ძალიან მეძინება და დავიღალე .. -ჰჰჰ , ნერვიულად ამოისვა ორი თითი თვალებში . -სოფო შეგიძლია აქ დარჩე ? -რათქმაუნდა . -კარგი . ახლა დაფიქრდა რა დამღლელია ეს კიბე მართლა , ჩამოდის და არ მთავრდება და ასვლა უფრო ძნელია , რაზე ფიქრობდნენ აშენების დროს ? ისე ეფიქრება კიბეზე თითქოს მარტო კიბე უქმნიდეთ პრობლემას. ყველაფერი პრობლემაა რაც ლიზას ეხება . რა უნდა უქნას ? იმასაც კი ვერ იგებს რაზე უბრაზდებქ , ჩვეული ტემპით აგრძელებს ხან გაგიჟებას ,ხან გაბუტვას იმის მოლოდინში რომ ისევ გაეცინება მის სიგიჟეებზე . უკვე ეღიმება , მარტო მის ცოლს თუ მოუვა აზრად ჰაერი არ მყოფნის და გადასახტომად გამზადებული სასოწარკვეთილი ქალივით შემოსკუპება ფანჯარაში . -დაწყნარდით ? თავისუფლად გაწოლილი დემნას დანახვაზეც ეღიმება დღეს ყველა მის დივანს გადაეკიდა . -ცოტა . -მოგილოცო ? -რა უნდა მომილოცო ? ააჰ , არა მადლობთ ნუ დახრჯავ შენი მწირი სიტყვების მარაგს . -კარგი რა ლევან , რა ჯობია ბავშვებს ? პატაები საყვარლები , ნუ შენი შვილი რამდენად იქნება საყვარელი არ ვიცი , იქნებ ვინმე სხვას დაემსგავსოს ხასიათით . -მაგალითად დედას არა ? როგორი საყვარლად ორპირი ხასიათი აქვს . -გაბრაზებული და ნაწყენი ხარ . გაგივლის აინახავ რა ბდნიერი -ცუდი მეზღაპრე ხარ , -ზღაპარი სულაც არაა , რეალობა და მართლა მამა გახდები . - ამ საგიჟეთში ეს ბავშვი . გაურკვეველი მზერა მოავლო სახლს . -ივანე მომაშორე . -როგორ მოვკლა , ნელა თუ .. გაიღრიჭა დემნა -არ უნდა მოკლა , ციხეში გაუშვი . -რა გინდა რატომანერვიულებ ? ოგორ გგონია ივანეს ამბავს რო გაიგებს -გაიგოს ! -ცუდი ხარ შენ ლევან ძალიან ცუდი . ამირანი ჯერ არც გამოსულა იმ სავადმყოფოდან და მემგონი მაგ ამბის მერე კარგა ხანს დატოვებენ . -ამირანსაც მოვუვლი. დიდი ხნის წინ უნდა მომეშორებინა .რას ვკარგავ ? არაფერს .. მხრები აიჩეჩა . -კარგავ ჯერ არ იცი უბრალოდ . -ისე დემნა რამდენი ხანი იყავი დაქორწინებული და შვილი რატომ არ გყავს ? - არ გვეცალა. გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა თავისთვის . -ვითომ მე მცალია ახლა ? -რა საქმე გაქვს ? ზიხარ აქ და ბრძანებებს გასცემ თანაც არასწორს . იქნებ კარგიცა პამპერსების ცვლით დაკავებდი და არ გეცლება ვირაც ვიღაცეების გამწარებისთვის .ჩაფიქრდა , არა ფანტაზიაც არ ყოფნის თავის თავი წარმოიდგინოს ბავშვით ხელში -წარმოუდგენელია . . ხელი აიქნია .- მე .. ის მერე კიდე ვიღაც მესამე -ვიღაცაში შვილს გულისხმობ . -ჰო , სულ ვჩხუბობთ ორ ხმას მესამეც რომ აყვება .. შიძლება თავი გამისკდეს ეხლა . - არ იდარდო , თუ არ გეყვარება არც ბავშვს ეყვარები და თუ წესივრად არ მოიქცევი საშინელებებს მოუყვება შენზე და თანაც ლიზააა , არ გაუჭირდებაა . -დაცინვა არ გამოგდის , კარგი ადექი წავიდეთ . ამირანს ვესტუმროთ , მაინტერესებს რას ფიქრობს მისი შვილების უთავბოლობაზე ? -გზაში , ყვავილები ვიყიდოთ . ზანტად წამოდგა დემნა . -ხო ტკბილეულიც დემნა .. კართან არ იყო მისული მის ყურებს რაღაცის მტვრევის ხმა რომ მისწვდა , კარს მიადო თავი წამით , მერე უკან მდგარ დემნას აღარ შემიძლია მზერა ესროლა . -მივალ მანქანაში დამელოდე. -არ ეჩხუბო . უკმაყოფილო სახე ააყოლა დემნამ ორ ორ კიბეს რომ ახტებოდა და ისე არბოდა ზემოთ . ჩვეული ძალით შეაღო კარები მაგრამ ყურისძირში დაბრაგუნებული კარის ხმაც ვერ გაიგო ისე იყო გათიშული და ოთახის შუაგულში ნაზად ტრიალებდა . -რას აკეთებ ? . ჯერ სოფოს გახედა , რომელმაც სწრაფად აარიდა მზერა და რაც გინდა გიქნიათო ამოიდუდღუნა და გაეპარა ოთახიდან მერე ლიზას ხელგაშლილი რომ გაჩერდა გაშეშებული კადრივით რაღაცის მოლოდინში . -რას აკეთებ ? -რა გინდა ? ლევანის განრისხებულ სახეს სულ ერთია სახე გაუსწორა.. -არ გეძინებოდა ? დამტვრეულ სარკეს თვალი აავლო .- არ გეყო რაც დაანგრიე და მტვრევა ლეწვაზე გადახვედი ?გეძინება თუ არ გეძინება არ მაინტერესებს დაწვები და შენი სუნთქვაც არ გავიგო . -არა . -კი კიი ლიზა . მკლავში სწვდა თითქმის ძალით მოისროლა საწოლზე გვერდით მიჩოჩებლი გადასაფარებელიც დააგდო ზემოდან და ერთი ბალიშიც. -ცხიველო . -ნუ გამაგიჟებ , თორე არც ისეთი მყარი ნერვები მაქვს დღეს ეგეც შენი დამსახურებით . თავსაც ნუ იშტერებ რომ არ გეშინია , უბრალოდ გგონია რომ არ გავბედავ , მაგრამ როცა შეენნაირი თავხედებს მდგომარეობიდან გამოვყავარ იცი რაც ხდება .. -არა არ ვიცი და არც მეშინია . კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ თვალები ყურები და ყველა სასუნთქი გზა დაეხშო , ბალიში რომ მიაფარა კარგად სახეზე , არ განძრეულა გაუძლებს რამდენიმე ხანს უჰაერობას , მაგრამ ბოლოს მაინც აფარრთხალდა და როგორცვე მისმა ცხვირმა თავისუფლება იგრძნო ჰარბად შეისუნთქა ჟანგბადი . -გაგიჟდი ? თითქმის ამოისლუკუნა . -ხო . ასე რომ არ ვხუმრობ . ტუტუცი გაუზრდელი ჩამოუყალიბებელი გოგო ხარ და იქამდე გაწამებ სანამ მორჩილებას არ გასწავლი . ასე რომ თუ არ გინდა უარესად გაირთულო შენი ისედაც გართულებული ცხოვრება სცადე და თავადვე იყავი მორჩილი . შენი უსუსური ჯავშანი რომ ორსულად ხარ ჩემთან არ გაჭრის . უსუსურიო? ყველაფერს აიტანს მაგრამ ვერასდროს შეეგუება ლევანის ამ ცივ დამოკიდებულებას ახლა ყველაზე ბედნიერი წყვილი უნდა იყვნენ თან ჰყვებოდეს ეფერებოდეს მაგრამ სინამდვილეში საცოდავია . თავს საცოდავად გრძნობს . -რა გინდა ? არ შეგიძლია მაპატიო? რატომ მტანჯავ ? საცოდავად მოიბუზა და ატირდა. -არა არ შემიძლია . ამოიხვნეშა ლევანმა , ვერ იტანს როცა ტირის რა გააკეთოს რომ უნდა მოეფეროს , ჩაეხუტოს დაამშვიდოს , მაგრამ არ შეუძლია , გული არ მისდის. -ესე ვერ გავძლებ , გეამის ? საწოლზე წამოჯდა და მკლავებზე დაეჯაჯგურა , მოვკვდები , არ შემიძლია ესეთს გიყურო , ჩემი ლევანი მინდა თბლი მოსიყვარულე , არ მინდა ზიზღს ვხედავდე . არ მინდა არ გიყვარდე . -ხო , ვფიქობ გყავდა ვიღაც მაგის მსგავსი კაცი გვერდით , მაგრამ როგორც დაუნახვმა არ დააფასე . -იცოდე , თუ გამამწარებ . სწრაფად შეუშვა ხელები რომ მიხვდა ვერანაირ სითბოს ვერ გამოსტყუებდა . -თუ გამამწარებ სრუტუნით შეიმშრალა ცრემლები .-მეც იგივეს გიზამ . -იმაზე მეტად ვეღარ ვიდრე შენმა ღალატმა გამამწარა . აი შენთვის ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი . ერთი სიტყვა მინდა რომ უმეორო თავს “ დაგემორჩილები”და როცა კარგად შევა მაგ შენს ტვინში . შუბლზე მიკრა თითი.-მერე შეგვიძლია ცოტა მშვიდადაც ვილაპარაკოთ . რაც შეეხება შენს აქ ცხოვრებას მოგიწევს და ახალი წესები გვაქვს ისეთი იდიალური სიწყნარე უნდა იყოს ფეხის ხმაც რომ ვერ გავიგო . . თუ მართლა კარგის გაკეთება გინდა მაგისთვის მუცლისკენ გაიშვირა თითი . შეგიძლია წიგნები იკითხო ისენი ხმას არ გამოსცემენ და უფრო სასარგებლოცაა. გასაგებია ? პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა , კმაყოფილია ცოტა მაინც ხომ შეაშინა . კი აბა შეაშინა , თითქმის მანქანასთან იყო მისული ამჯერად მუსიკის ხმა ჩაესმა ყურში. -შეიძლება დაყრუვდეს მასე . ჩაიცინა დემნამ ლევანის სახეზე , აშკაარად რომ გაუქრა კმაყოფილება და ტყუილად ვიწვალე სახით ახედა ფანჯარას . -წავიდეთ დემნა , თორე შეიძლება ამირანს მივუწვე გვერდით გულის შეტევის ნიშნებით მეც . არ უნდა ახლა ამირანს ეახლოს ? უნდა მივიდეს და დაელაპარაკოს , ჰმმ ბედის დაცინვაა ამირანთან უნდა ილაპარაკოს და თან რაზე ყველაფერ იმაზე რაც ამ კაცის ბრალია . იცის როგორც დაელაპარაკებოდა მაგრამ არა ჯერ კიდევ შერჩა პატივისცემა ამიტომაც უზის ახლა ამ მთასავით კაცს გაფითრებული რომ წევს წინ და ცდილობს ნერვებისგან ამოყრილი ყველა ძარღვი დაიჭიროს რომ მდგომარეობიდან არ გამოვიდეს . -არ ვიცი რა ვთქვა . ამოიხრიალა ამირანმა . -რა უნდა თქვა ? -არ ვიცი , ლიზა რატო მოიქცა ასე .. -იმიტო რო უყვარხართ და თან ისე რომ.. ვერ დაამთავრა ახლა გაანალიზა რაც თქვა , ისე უყვარს თავის ოჯახი რომ მისი მოტყუება არჩია ანუ რა გამოდის მასზე მეტად უყვარს ? -არა ლევან , შენც უყვარხარ , უბრალოდ იფიქრა რომ არ გაგრევდა ამ აბავში ორივეზე იფიქრა შენზეც და ჩვენზეც . არცერთის დაკარგვა არ უნდა , სულელი ბავშვია . უხერხულად ჩაახველა ამირანმა . - შენი აზრით , მე როგორ უნდა მოვიქცე ? გაგიღიმოთ ,ვაპატიო თავზე ხელი გადავუსვა და ვთქვა აბა რა მე მომატყუე როცა წყალწაღებულ შენს ოჯახს რამე დაჭირდებათქო ? -არა , ეგ არ უნდა ქნა მაგრამ მხოლოდ ლიზას ნუ დასჯი , მითუმეტეს ახლა . -უკაცრავად ? აჰ რათქმაუნდა . ბაბუა საქმის კურსშია და წიხლსაც მიაჭერს ბოლომდე . -არ იცოდა ალბათ რა ექნა , ივანეც შეუჩნდა და .. -ხო ივანე , ივანე იმ გველივითაა ევა რომ აცდუნა , სწორედ ამიტომ არ დავსჯი მარტო ლიზას . შეთქმულების ყველა მონაწილე დაისჯება . -ვერ გავიგე . -გაიგე ამირან გაიგე . ეს ომი იქამდე არ დამთავრდება ვიდრე ერთი მხარე მაინც არ გაიმარჯვებს . სწორედ იმიტომ ვარ აქ . არ ხარ იმ მდგომარეობაში იომო და თანაც გამარჯვებული დარჩე ამიტომ ჯობია , არა არ ჯობია გირჩევ ხელი შემიწყო . -რაში უნდა შეგიწყო ხელი საკუთარი თავის და შვილების განადგურებაშ ? ერთიანად აწითლდა ამირანი . -ზუსტად . აირჩიე ან ისე განადგურებ რომ ნოლიდან მოგიწევს ცხოვრების დაწყება ან გზაზე არ გადამეღობები და მსხვერპლის გაღებაც ნაკლებად მოგიწევს . -შენ სულ გაგიჟდი ? რამ გაგაჩინა ასეთი სასტიკი . ხველა აუტყდა ისევ ამირანს . -მოდი რეალურად შევხედოთ სიტყუაციას , ორივემ ვიცით რომ ივანე შენც გი**ავს ცხოვებას , მეც ლიზასაც და თავის ცხოვრებაზე ხომ საერთოდ არ ფიქრობს . ივანე უნდა წავიდეს ამ წრიდან და შენი გადასაწყვეტია როგორ გავაკეთებთ . მნიშვნელობა არ აქვს შენა პასუხს გულწრფელად გეტყვი მაინც იმას ვიზამ რაც მე მინდა უბრალოდ გაგაფრთხილე . - გავუშვებ , აღარასდროს ჩაერევა შენს და.. -გაუშვი ამირან გაუშვი . რადგან სადაც მე ვუპირებ გაშვებას ძვირადღიებულსასტუმროს არ გავს . რაც შეგეხება შენ , ახლა შენზე ვილაპარაკოთ არც შენ გაქვს დალაგებული ცხოვრება შესაბამისად რა გარანტია მაქვსვრომ ერთ დღეს შენს ვალებს არგაისტუმრებს ის სულელი გოგო ? -ამას არასდროს ვიკადრებ შეგიძლია მშვიდად იყო . -საქმეც ეგაა , მშვიდად ვერ ვიქნები. -რა გინდა ლევან , პირდაპირ თქვი . -ყველაფერი . -რა ? ყელი უარესად ჩაეწვა ამირანს . -ყველაფერი . დამაჯერებელი ტონით გაუმეორა ლევანმა. -შენ მე მომყიდი შენს ბიზნესს მე გავისტუმრებ შენს ვალებს და ვიცხოვრებთ ასე მშვიდად . -გაეთრიე . -არა ამირან , ნუ გაირთულებ საქმეს ნუ მაიძულებ ჩემებურად მივიღო ყველაფერი იმიტომ რო არც თუ ისე კარგი მეთოდები მაქვს . გარიგება ან .. -გაეთრიე. -ა -რ-ა . დაფიქრდი ხელსაყრელ პირობებს გთავაზობ , შეგიძლია მართო , შეიძლება რამდენიმე პროცენტიც კი დაგიტოვო , შემოსავალი გექნება და პატიოსნად გაგარძელებ ცხოვრებას . შვილებსაც დაუტოვებ რაღაცაას , აი ესე იქამდე დაკარგავ ყველაფერს ვიდრე ანდერძს დაწერ . დაფიქრდი , თუ არ გინდა მე მომცე შენს შვილს მიეცი და მე მოვუვლი . -ლიზას გარდა 2 შვილი მყავს . -შეგიძლია აღებული თანხა გაუნაწილო . ფულის მიცემა ჯობია ვიდრე ვალებში ჩამხვრჩალი წილების . - რამ გაგაბოროტა ლევან ? რას ვერ ინელებ იმას რომ საკუთარ შვილს ვუყვარვარ ? საკუთარ ძმას ხელი რომ გაუწოდა თუ იმას ვერ პატიობ მალე საერთო რომ გვეყოლება ბავ.. -აი ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა , რამდენადაც მახსოვს ბავშვები მამის გვარს ატარებენ .ცოტახანს დადუმდა ვერსად გაექცევა რეალობას მართლაც რომ საერთო იქნება ეს ბავშვი და იგივე ბედს გაიზიარებს რასაც ლიზა , ხანნერთ მხარეს გადაიწევა ხან მეორე აი სწორედ ამიტომ არ უნდოდა, ახლახანს გაახსენდა ლიზას შეყვარებამდე რატომ იყო მტკიცე უარზე , კიდევ უფრო მეტად გაიაზრა როგორ მწარედ მოტყუვდა ამ სიყვარულით -ჩემი შვილ ჩემი საქმეა! -რას ეტყვი რომ გაიზრდება ? მოუყვები როგორ მოექეცი მის ოჯახს ? -არა არ გინდა , სინდისის ქეჯნას ვერ მაგრძნობინებ იმ არსებით რომელიც ჯერ არ დაბადებულა . - არსებით ? წარბი აზიდა ამირანმა . -ყველაზე ნაკლებად შენგან მინდა მოვისმინო ჭკუის სასწავლებელი ლექცია თუ როგორ უნდა მოვექცე საკუთარ ცოლს . ასე რომ კარგად დაფიქრდი , ხვალ ასეთი მშვიდი და ასეთი კარგი წინადადებით არ დავბრუნდები . მოასაფიქრებლად დრო გაქვს. მძიმედ წამოდგა , რატომ გრძნობდა თავს ნაცემი ძაღლივით ? ან კი რა იცის რას გრძნობს ნაცემი ძაღლი ? ფიზიკურად სტკიოდა რამე თუ სულიერად აწუხებდა ვერ გარკვია , მაგრამ იცი რომ წინ უარესი ელის.. ჯერ არ გაუაზრებია არ შეუსისხლხორცებია რა მოხდა და უკვე უსულგულოდ გამოფიტულია , მაგრამ წინ , წინა მთვარი ბრძოლა. ბრძოლა საკუთარ თავთან , ბრძოლა ყველასთან და ყველაფერთან.. სავადმყოფოდან გასულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი -იცი დემნა ისე იქცევა თიქოს არც ნანობს , მხოლოდ ის ადარდებს რომ ყველაფერი გუშინდელივით არ იქნება . -ლევან საკუთარი ძმა გადაარჩინა , რათქმაუნდა არ ინანებს და საერთოდ არ ვაცადეთ , იქნება და გეუბნებოდა ? სულაც არ გატყუებდა . -რომ ეთქვა რა? ნაკლებად მეწყინებოდა ? -ანუ იმაზე გაბრაზდი საერთოდ რომ დაეხმარა? მისმინე შენ გინდა რომ საერთოდ არ აღიაროს თავისი ოჯახი ? შენთვის რომ ეთხოვა დედაშენი და მამაშენი დაივიწყე , მხოლოდ ჩემთან იყავი და თუ დახმარება დაჭირდათ არც კი გაიხედო მათკენო რას იზამდი ? დაფიქრდა , ლოგიკურია ოჯახი ოჯახია , რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს სქკუთარ მშობლებს არასდროს დატოვებს გაჭირვებაში , მაგრამ რა ქნას რომ ამით ლიზას ვერ ამართლებს ? რა გააკეთოს რომ ისეთო გამწარებულია მზადაა აწამოს? და თან ჩვეული ფორმით რომ აგრძელებს ჭირვეულობას თითქოს მხოლოდ იკამათეს და სერიოზული რამ არ მომხდარა? ნუთი ასეთი სულელია ნუთუ ასეთი უპრინციპო გოგო შეუყვარდა . სიყვარული , ყოველთვის იცოდა რომ მისთვის არ იყო ,რომ ყოველთვის უბედურებით მთავრდებოდა , სულ ეგონა და იდიოტად თვლის თავს რომ დაიჯერა შეიძლება ბედნიერად დასრულებულიყო მისი სიყვარული თუმცა არც ისაა გამნაკლისი მაგრამ მასთანაც მივიდა ეს გრძნობა და როგორი უძლური აღმოჩნდა . -საით ? მანქანაში უძრავად მჯდომს ძლივს მიაწვდინა დემნამ ხმა. -არ ვიცი დემნა , სადაც გინდა ოღონდ სახლში არა .იქ რომ დავბრუნდე და დავინახო , რამე სისულელეს ვიზამ . -კარგი. ცოტახანში დემნას ბინის კართან იდგნენ და მოთმინებით ელოდებოდა სანამ დემნა თავის გასაღებების კოლექციიდან თავის სახლის გასაღება ამოარჩევდა . -რამდენი კილოა დემნა და გაფიცებ ჯიბით რატო დაგაქვს . უხალისოდ გაიცინა . -მობრძანდი კარი გააღო დემნამ და შეატარა. ინტერესით მოავლო თვალი პატარა მისაღებს და დემნას დამცინავად გახედა .ორსართულიანი სახლი ცოლს დაუტოვე რიმელმაც გითხრა რომ აღარ უყვარხარ და ეს იყიდე? -მეტი არ მინდა .მარტო ვარ . -მერე რატომ ხარ მარტო , იპოვე ვინმე . -არ მინდა , ჯერ არ მინდა ლევან დავისვენო ცოტა . მარტოც კარგად ვგრძნობ თავს . -მარტობას არააფერი ჯობია , თვალები დახუჭა და სავარძლის საზურგეს თავი კომფორტულად მიადო .ერთი თვალი გახილა მაგიდაზე ხმაურით რომ შემოდგა დემნამ არაყი. -არა დემნა , არ მინდა და მითუმეტეს არაყი . -დალიე , ჭიქა უკითხავად შეუვსო და თვითონაც წინ ჩამოჯდა . -ნუ გეშინია არსად გაგიშვებ მთვრალს , ასე რომ .. -ბოლოს რომ დავთვერი… იცი ალბათბსამაგიერო გადამიხადა იმისბგამო რაც გავუკეთე. -დაიმსახურე. -ალბათ ამაზე ნაკლებად არ ეტკინა გული მაშინ რასაც ეხლა ვგრძნობ . მაგიდაზე დადგმულ ჭიქას წვდა და სულმოუთქმელად დაცალა. -სინდისი მაწუხებს , თურმე მქონია . დასცინა საკუთარ თავს . -ესე თუ იფიქრე მალე გაამართლებ კიდეც და პატიებას იქით სთხოვ . -შეიძლება . ჭიქაზე ანიშნა შემივსეო. არა დემნა იმან კი არ გამაგიჟა რომ თავისებს დაეხმარა , რომ არ თქვა , იქნებ ეთქვა მაგრამ მაინც ყელაფერი კარგად დაგეგმა , ჯერ მეტყოდა რომ ორსულადაა მერე კი მაგას და იფიქრა რომ ვერაფერს ვუზამდი . იმან გამამწარა იცოდა რა რეაქცია მექნებოდა და მაინც გააკეთა , იცოდა რომ ეთხოვაა მის გამო ყველაფერს ვიზამდი მაგრამ არა ისეთი ამაყია საკუთარ მამიკოს არ აკადრა ჩემი დახმარების ხელი . -და იმას არ უშვებ რომ იქნებ შენ არ გაკადრა მათი დახმარება? იქნებ შენ არ გაგრია? იქნებ იცოდა რომ შენთვის ზედმეტად დიდი მსხვერპლი იქნებოდა მისი ოჯახის დახმარება ? რაც გაიცანი სულ ის ესმის ამ გოგოს რომ მის გამო სიამაყე და პრინციპები დათმე და ალბათ . -იქნებ , ალბათ , შეიძლება , ეს სიტყვები იგივეა რაც კარტით მკითხაობა. -უყვარხარ ლევან . კაცს რომელსაც იმას პატიობენ რაც შენ ქენი , ესეგი უყვარხარ, შენც გიყვარს და დააფასე , ბოლოსდაბოლოს ბავშვს ელოდებით და რატომ ეძებთ ზედმეტ პრობლემებს ? ის შენ საქმეში არ ჩარეულა არც შენ ჩაერიო მისი ოჯახისაში , გაავლე ზღვარი და მორჩა . შენი ხარჯით გადაიხადა ? არა , არც ეს გაკადრა . თავისთავზე აიღო ყველაფერი . რა შენი საქმეა თავის ფულს ვის მისცემდა ? -და რითი აპირებს გადახდას ? -ეგ ნამდვილად არ ვიცი . -სულელი გოგო და ეს ბავშვიც . სახეზე ხელები მოისვა თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო . -ხო ეგ ნამდვილად დასალოცი ამბავია . ჭიქა მიუჭახუნა დემნამ . -ვერ ვაანალიზებ იცი ? -რაუშავს ერთდღეში ძნელია ყველაფერს მიხვდე . მოიცა ცოტახანი და გაანალიზებ კიდეც და დაინახავ . -აღარ მინდა დემნა თავი მისკდება . ჭიქას ხელი დააფარა . სულ არ იყო დალევის ხასიათზე ახლა ფხიზელი გონება უფრო ჭირდებოდა . კარგად უნდა მოეფიქრებინა ამირანის პსუხის შემდეგ რას მოიმოქმედებდა . დემნამ აწკრიალებულ მობილურს უხალისოდ გახედა . ზლაზვნით წამოდგა სამზარეულოს მაგიდაზე მიგდებულ ტელეფინს დაწვდა და ხმაც არ ამოუღია ისე გათიშა რამოდენიმე წუთში . -შენი სიმამრი ბოლოჯერ აპირებს გაბრძოლებას . -რა ხდება? სრულიად უინტერესოდ იკითხა ამირანს რაც არ უნდა ექნა იმდენი ძალა მაინ არ ექნებოდა რომ ლევანს გაჯიბრებოდა . - თითქმის ყველა შეაწუხა ვისაც კი რამეგავლენა აქვს და.. -და ხვალიდან თავიდან დაიწყება ყველაფერი , რიგი მოვა და წავა ამირანისთვის სიტყვის შესაწევად?ჩაეღიმა , თავი მოწყვეტით გადაწია უკან და სიცილს უმატა . - ნეტა რას აპირებს? მეორედ გამომატაანს თავის შვილს ? -ფრთხილად ლევან , შენს ადგილას ასეთი მშვიდი არ ვიქნებოდი . -კაი რა შე***მა მაშინ არ შემშინებია ამირანის კინაღამ რომ შემწვა . ებერგიულად წამოავლო მაგიდაზე შემოდგმულ არაყს ხელი . -ლევან , მაშინ ლიზა არ გედგათ შუაში და არც ორსულად იყო . -რისი თქმა გინდა დემნა ? საერთოდ ვერ გადახარშა , რას ნიშნავდა ლიზა და მათი შვილი ამ ომში რიმელიც ფაქტიურად უკვე მოგებული ქონდა . -იმის რომ ახლა ამირანი მსხვერპლია , ისევე როგორც ლიზა და მათ საერთო მონსტრი ებრძვით . შეუძლია.. -გამიქეზოს ? და რას იზამს ისედაც ვერ მექნბა ლიზასთან კარგი ურთიერთობა . -მისი შენს სახლში ყოფნა იმას არ ნიშნავს რომ ადვილი იქნება , დაუშვათ და მოინდომა შენგან წასვლა ფეხებსაც ვერ მ***ამ კი იძახი არაფერია ეს ბავშვიო მაგრამ ვერაფერს აუკრძალავ და ვაფშე ფრთხილად იყავი იქით სახვეწარი არ გაგიხადოს ლიზას ნახვა არათუ მერედ გამოგატანოს . -და რა მერე ? რას მოიგებს , ვინმე თუ ფიქრობს რომ ლიზას გავეკიდები ? - ლევან ლიზას არაა საკუთარ შვილსნუნდა გაეკიდო. -არა დემნა , არ ვიზამ . ბავშვის მისაღებად უამრავი გზაა , მაგალითად სასამართლო რომელიც აქაა. ჯიბეზე ხელი დააირტყა, მაგრამ არ მივცემ არც ამირანს და მითუმეტეს ქალს ბავშვით მმართოს. -და როგორ ფიქრობ კიდე შეგეხვეწება პატიებას ლიზა? როცა გაიგებს რომ ყველაფერს ართმევ მის ავადმყოფ და დაუძლურებულ მამას ? -იცი დემნა ? მირჩევნია არ შემეხვეწოს, ნაკლებად ვბრაზდები და მტკივა ტვინი საერთოდ რაც უფრო არ გადამეყრება გზად ნაკლებად ვიფიქრებ და უფრო მსუბუქი იქნება ცხოვრება მისთვისაც და ჩემთვისაც. -უაზრობაზე ბრაზდები . -საკმარისად დავთმე მის გამო , მაგრამ ეს უკვე ზედმეტია და მარტო იმათ ღირდა ლიზას ეს ტყუილი რომ ყველაფერს დავამთავრებ . ერთხელ და სამუდამოდ და მერე გადაწყვიტოს მართლა ისე ვუყვარვარ რომ ჩემთან დარჩება თუ გაეკიდება თავის საცოდავ ოჯახს . რა მარტივი იყო ამ წამს მისთვის ლაპარაკი , მაგრამ ნეტა სად წავა მართლაც რომ გაეკიდოს ამირანს ? რა მაგარი ქნებოდა ადამიანებს ისევე მარტივად რომ შეეძლოთ იმ მოქმედებების შესრულება სიტყვებიტ წამებში რომ არაკრაკებენ . თვალები მოჭუტა და ამოიგმინა იმის გაანალიზებისას რომ არ ემეტება , რომ რა საოცარო შვებაა როცა იცის რომ სახლშია . მერე რა რომ გამწარებულია ? მერე რა რომ ატკინა ? ისიც აკმაყოფილებს რომ მის ტერიტორიაზეა .-როგორ ივიწყებენ საყვარელ ადამიანებს ? ხმამაღლა დასვა კითხვა . -ზოგი ვერ ივიწყებს , ზოგი სხვას იყვარებს და ზოგიც ვერ ივიწყებს მაგრამ სხვით ანაცვლებს. მარტივად უპასუხა დემნამ .ახლახანს გაახსენდა დემნას ცოლთან განშორების ამბავი ლევანს . -შენ რომელი ქენი დემნა ? -ჯერ ვერცერთი ლევან , საინტერესოა შენ რომელს იზავ ?. -მეოთხე ვარიატს გთავაზობ . ჭიქა დემონსტრაციულად აწია ჰაერში . -წეღან მტკიცე უარი თქვი. -თუ არ დავლიე თავი გული და ყველა ძარღვი ერთიანად გამისკდება ალბათ .-ივანე ? ხვალ საღამომდე თუ არ გაქრა აქედან თვითონ მივაკითხავ დიდი ხანია სურვილი მკლავს რომ ცხვირპირი შევულამაზო საკუთარი ხელით .იქამდე დალია სადამდეც ერთი ბოთლი ეყო და უდარდელი ბავშვივით ჩაეძინა , ფიქრიც კი ვერ მოასწრო ვერაფერზე თუმცა დემნას სავარძელი იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა მალევე გამოეღვიძა . გამთენიისას მიხვდა სასმელი როგორ გამოდიოდა ორგანიზმიდან და როგორ აყრიდა ცივი ოფლი. არა დალევა არასდროს იყო მისთვის შვება, თუმცა ხომ გადაგორებინა რამოდენიმე საათი მაინც. მზე უკვე კარგად ამოსული იყო , დემნამაც რომ ინება ადგომა და კარგახნის გაღვიძებულ ლევანს მიაჩერდა : -გეძინა საერთოდ? -ცოტა , მიდი გაემზადე დემნა , ბევრი საქმე მაქვს , მე საბუთებს მივხედავ მინდა ყველა ასო ვიციდე რა წერია ამირანთან დადებულ ყიდვვა გაყიდვის ხელშეკრულებაში . აი შენ საყვარლე ძოლის ძმას მიმიხედე. -რა ვუყოთ ? დემნამ ყავის აპარატს დაუწყო ჯანჯღარი . -რავიცი რაც გინდა თუ გინდა მოკალი მაგის დედაც - ასე ადვილად არ დამთავრდრბა ეს ამბავი ლევან, მერე არ თქვა არ გამაფრთხილეო . -დაე რთულად დამთავრდეს დავიღალე დემნა , ბედნიერად ცხოვრება თუ არ მიწერია მშვიდად მაინც ვიცხოვრებ ამ დამპალი მამა-შვილია გარეშე. -როგორც გინდა . მხრები აიჩეჩა დემნამ და მადიანად მოხვრიპა ყავა . ჯერ სახლში უნდა დაბრუნდეს და გამოიცვალოს კარგად გაიაზრა რომ საკუთარ თავს ვეღარ დაემსგავსება , მოკლე დროში საკმაოდ შეცვალა საყვარელმა ცოლმა მაგრამ ადამიანს მაინც უნდა დაემსგავსოს , ტვინს და გულს თუ ვერა თავს მოიწესრიგებს .მაგრამ უნდა სახლში დაბრუნება ? იცის რომ იქაა , შეიძლება საერთოდ ვერც ნახოს მაგრამ ხომ იცის რომ სახლშია როგორ უნდა მიეჩვიოს მის გარეშე გატარებულ საათებს? ისე იქნება როგორც აქამდე , მტკიცედ გადაწყვიტა კმაყოფილმა გახედა გზას თუმცა რითი უნდა იყოს კმაყოფილი არაფერი არ აქვს, ყველაფერი აქვს მაგრამ მაინც არაფერი აქვს . -დემნა ,ისევ სასტუმროში ხომ არ გადავიდე ? ხმა წასულმა დასვა კითხვა არა პასუხი არ აინტერესებდა ისედაც იცის რომ არ კი არა ვერ წავა , არ ანახებს ამ სულელ გოგოს რომ შეეშინდა რომ მასთან ახლოს და მაინც შორს ყოფნას ვერ უძლებს და გაურბის.-სისულელეა დაივიწყე დემნა . ამდენ ბედნიერებას არ მივანიჭებ. დემნას არც გაუგონია მისი კითხვა -ივანე გაემგზავრა. მოკლედ ისროლა დემნამ და გვერდით მჯდომ მომღიმარ ლევანს გახედა . -რა გაცინებს .გაგვასწრო მაგ ს*** -არა დემნა , ის მაცინებს რომ ამირანს ეშინია , გუშინდელი ჩვენი ვიზიტ სერიოზულად მიიღო და შიშისგან ძრწის. -გამარჯვებას ნაადრევად ნუ იზეიმებ ლევან . რაღაც არ მომწონს ასე სწრაფად როგორ და რატომ გაუშვა ? ისე არ დანებდება კუდს მოიქნევს , არ გახსოვს ბოლოს შენ მოკვლაზეც არ თქვა უარი . -არ მგონია გაბედოს , მაგრამ ...ერთი მაგრამ ყოველთვისაა , ვინ იცის ეს მაგრამ ვინაა ან რა დემნა ? იქნებ ლიზა ან იქნებ სიკვდილი ? -ნუ ბოდავ თუ ძმა ხარ რა დემნამ ხელი აუქნია და წინ მიმავალ მანქანას გამეტებით დაუსიგნალა .სახლთან მანქანში იჯდა და გულდაწყვეტილი იყურებოდა არადა რა სიხარულით უნდა შერბოდეს წესით .-გადახვალ თუ ? -თუ დემნა , რომ წავაწყდე და კიდე რამე ქნას , ნამდვილად ნერვები მიმტყუნებს და არ მინდა რამე დავუშავო . -ხომ იცი რომ ვერაფერს დაუშავებ რაც არ უნდა ქნას , გაუღიმა დემნამ მიზეზებს ნუ ეძებ . გადავიდა ? არაა ფეხები ქვასავით ჰქონდა დამძიმებული , გაუჭირდა გადასვლა , როგორ არ უნდა შეხვდეს , არადაა რა სწრაფად შეეცვალა ცხოვრება , როგორ უხაროდა მისი დანახვა , ამ სახლშიც კი უხაროდა მოსვლა და ცხოვრება , მაგრამ არ დასცალადა ბოლომდე დამტკბარიყო იმიტომ რომ არ შეუძლია არ უნდა და ვერავის გაუყოფს იმას რაც თავისია , მითუმეტეს იმ ოჯახს , ამიტომ სწრაფად მოიშორებს ყველას და გასაყოფი არც არავისთან ექნება მუდმივად არ შეაწუხებენ ლიზას ათასი სისულელით . ახლახანს თავს გამოუტყდა რომ ლიზასთან ერთად აპირებს ცხოვრებას ისევ , წამში აპატია თავის ფიქრებში . თავი უკმაყოფილოდ გადაქნია ,იმის გაანალიზებისას რომ ნაწყენი კი არა , გაბრაზებულია და მიზეზს თუ გააქრობს გაბრაზებაც გადაუვლის . არ მოეწონა . გამწარებულმა მოისროლა პერანგი იატაკზე , ასე მარტივად ვერ მისცემს უფლებას აპატიოს , თანაც მას შემდეგ რაც გაიგებს რას უპირებს მამამისის ნაფერებ იმპერიას , ვინ იცის იქნებ თავად ლევანს გაუხდეს ლიზასთან სახვეწარი შერიგება... უკვე ხმამაღლა ეცინებოდა თავსი ფიქრებზე დემნას ღრიალი რომ მოესმა . გაცეცხლებულმა გადახედა დემნას . - რა გინდა დემნა შიშველი წამოვიდე ? - შვებულებით კი არ ხარ მაგ ოთახში დაუღრინა დემნამ . -ივანე მოიშორე , რომელს გვიპირებ ბოლოს მოშორებას , მე თუ მამაჩემს ? ზურგს უკან ლიზას ხმა მიწვდა . მძიმედ შემობრუნდა როგორ არ უნდოდა ენახა . - მამაშენს , დამაჯერებლად მიუგო . -ჰო, გაუღიმა , წინასწარ გაქვს ნაფიქრი ყველაფერზე . მეტი ვერაფერი უპოვა სათქმელი რა უნდა უთხრას , ზურგი შეაქცია გაამტყუნოს ? თავად დამნაშავეა მაგრამ არც თავად გრძნობს თავს კარგად მოტყუებულია ყველა ლევანის მიერ ნათქვამი სიტყვა ტყუილი იყო გამოდის არც ისეთი მნიშვნელოვანია მისთვის რომ საკუთარი ოჯახის სიყვარული აპატიიოს .-არც არასდროს გიპატიებია . ხმამაღლა ჩაილაპარაკა სწრაფად შემობრუნდა გამბედავად აწია თავი , თვალი თვალში კარგად გაუსწორა . -ყოველთვის ელოდებოდი როდის გადამიბრუნდებოდა ფეხი რომ ჩემს ოჯახს მისდგომოდი , შენი ლეგენდები ჩვენს სიყვარულზე რომ ყველაფერს დათმობდი და მზად იყავი ამირანთან ერთად მჯდარიყავი ერთ სუფრაზე , უნდა მეფიქრა , რომ კარგი მოთამაშე ხარ . შენ არასდროს გიპატიებია ჩემი გვარი . უბრალოდ ცოტახანს დაივიწყე რადგან იცოდი ადრე თუ გვიან მაინც შენს ხელში აღმოჩნდებოდა. შეიძლება კარგი შეყვარებული ხარ , მაგრამ სიყვარულზე კარგად უფრო შენი საქმის კეთება გამოგდის . -რას ბოდავ ? შენ დააშავე და მე მოგატყუე ? საჩვენებელი თითი გულზე დაიდო. -არა , არ მომატყუე ,გიყვარდი ან იქნებ გეგონა , მაგრამ მთავარი ისაა რომ შენს შენ სიამაყეზე და საქმეზე მეტად მე ვერასდროს დამაყენებ და სიტყვები სიტყვებად დარჩა . -იქნებ ? უკვე ერთიანად აერია ტვინი ახლა მის სიყვარულში ეპარება ეჭვი . -ლიზა მე შენს გამო -რა გააკეთე? მამაჩემს აპატიე ? ივანეს აპატიე ? მიდი მითხარი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გიფიქრია როგორ მოგეშორებინა ისინი . მე შენს გამო მზად ვარ ეს ვქნა , მზად ვიყავი ეს მექნა, მხოლოდ ამბობ რომ მზად იყავი . თურმე არ ყოფილხარ მზად . ჩაიცინა -არაუშავს .. თვალი ცივად მოაშორა და ასევე ცივად შებრუნდა . ვერაფერი უპასუხა , იმიტომ კი არაა რომ არ შეეძლო ამ წამს მიხვდა რომ ლიზას სიტყვები სიმართლე იყო . შეეძლო დახმარებოდა ამირანს , შეეძლო დაევიწყებინა ყველაფერი , შეეძლო მაგრამ შორს გადგა , მოიცადა , არასდროს დაუშვია ამირანთან კარგი ურთიერთობა თუნდაც ლიზას ბედნიერებისთვის , ის რასაც დათმობას თავად ეძახდა მხოლოდ გვერდით გადგომა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა იყო . გაოგნებული ჩავიდა დემნასთან და სანამ დემნა რამეს ეტყოდა თავადვე დასა კითხვა . -დემნა შენც ფიქრობ რომ ლიზას გამო არაფერი დავთმე ამირანთან? -როგორ არ დათმე , არ მოკალი . გაეცინა დემნას -მაგას არ ვგულისხმობ .მერე . ცდილობდა ერთი შემთხვევა გაეხსენებინა როცა ლიზას გამო გაიღო რამე და ვერაფერი გაიხსენა გარდა იმ სტუმრობისა ლიზას რომ გაყვა მათ სახლში ისიც ცოტახნით. -საიდან მოიგონე ეხლა ეგ კითხვა. -ლიზა ფიქრობს რომ თავისი გვარი და სისხლი ვერ ვაპატიე , რომმხოლოდ სიტყვები იყო ყველაფერი და საქმე საქმეზე რომ მიდგა... -იცი რა ლევან ? ლიზას შენი რომ არ შეშინებოდა , რომ არ ცოდნოდა რომ რა რეაქცია გექნებოდა ამირანის დახმარებაზე , რომ გენახებინა ერთხელ მაინც , რომ ხელი გაუწოდე და შეიძლებოდა შენი იმედი ქონოდა დარწმუნებული ვარ პირველი შენ გთხოვდა დახმარებას -მადლიბთ დემნა , ნამდვილად ჩემიანი ხარ . -მაპატიე შენთვითონ მთხოვე მეთქვა . -ანუ ჩემი ბრალია ? თქვენ შ*** ხო არ გაქვთ ?რა ვერ ვანახე ? ძნელი მისახვედრი და გასაგები უნდა ყოფილიყო ? -როგორც ჩანს .ყველაფერა უფრო ართულებ , არ გაპატიებს , იცოდე ათი შვილიც რომ გყავდეთ მომავალში , მაინც არ გაპატიებს , ასე რომ სადღაც მაინც თუ ფიქრობ რომ მასთან ერთად აპირებ ცხოვრებას და ურთიერთობის გაგრძელებას ჯობია შეეშვა ამ უაზრო შურისძიებას , სამუდამოდ შეგიძულებს. -არ ვიცი დემნა მინდა თუ არა მასთან ერთად ყოფნა როცა ვიცი რომ თავის ოჯახის გამო შეიძლება მომატყუოს . -და რატო ბიჭო რატო აიძულებ რომ მოგატყუოს ? არ შეგიძლია რომ უბრალოდ დატკბეთ ერთად ყოფნით და აუსნა რომ უნდა შენი იმედი ქონდეს როცა საქმე ასე გართულდება ? -და რა ქვნა მივიდე თავზე ხელი გადავუსვა და ვუთხრა მერე რა რომ შენს ოჯახში გამცვალე , შემდეგში უბრალოდ მითხარითქო ? არა . მტკიცედ გაქნია თავი . -და აბა რა გინდა ? მითხარი რა გინდა საერთოდ რას უპირებ ამ ურთიერთობას ? თუ გადაწყვეტილი გაქვს რომ აღარ გინდა მასთან ყოფნა და სულ ერთია კი ბატონო რაც გინდა ის უქენი ამირანს , მაგრამ თუ გგონია რომ ის გადაგისმევს თავზე ხელს მამამისის განადგურებისთვის ცდები და იმაშიც ცდები რომ შენს სიძულვილში შვილი შეუშლის ხელს . საკმარისად ეცადა რომ ეპატიებინა საკმარისად მოინდომა რომ შეჰყვარებოდი და საერთოდ ის რაც შენ ქენი საერთოდ როგორ უყვარხარ ? მტკივნეულ და მისთვის თითქმის უკვე ძველ ცოდვაზე მიაჭირა ფეხი . - მგონია რომ თუ ამ ოჯახს დავადუმებ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად იქნება . -შენთვის , მაგრამ არა ლიზასთვის . არასწორად ფიქრობ გგონია რომ თუ ოჯახს ჩამოაშორებ ბევრად უფრო დამოუკიდებელი თავისუფალი იქნება და არავინ იქნება თქვენს შუაში . -გავიგე დემნა რისი თქმაც გინდა , შემდეგ ზიზღი სიცივე და სიძულვილი იქნება , მაგრამ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი მისთვის ის ხალხი ვინც ფაქტიურად გაწირა ? -ოჯახს არ ვირჩევთ . შენთვის ლიზაც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც შენი ოჯახი . დარწმუნებული ვარ არავის დატოვებდი გასაჭირში მიუხედავად იმისა რომ გცოდნოდა ლიზა გაბრაზდებოდა . -თავი ამტკივდა უკვე .თვალებზე ორი თითი მიიჭირა -მაინც გინდა ადვოკატთან წასვლა ? ეშმაკურად შეაპარა დემნამ . -აჰააამ .უკმაყოფილო დემნას სახეს სახე აარიდა და ფანჯარას გახედა თუმცა სულ არ იყო ადვოკატთან მიუხედავად იმისა რომ იქ იჯდა ერთი სიტყვაც არ გაუგია . ერთადერთი რაც ესმოდა გაუთავებლად ლიზას დილანდელი სიტყვები იყო . სიბრაზეს და დაბნეულობას ვერაფერს უხერხებდა , ნეტავ არ მოხდება თუ ვინმე ტვინს გაუხვრიტავდა ამირანს მის მაგივრად ? ასე თავად არ იქნებოდა დამნაშავე რას არ მისცემდა რომ მარტო დარჩენილიყო ლიზა და ასე სამუდამოდ მისი იქნებოდა , ის გახდებოდა მისი იმედიც , დამხმარეც , ოჯახიც . თითქოს მან წაართვა შვილი ამირანს , მაგრამ სინამდვილეში ამირანი ყოველდღე ართმევს მას . ან იქნებ ლიზააა მართალი , რატომ არ შეუძლია აპატიოს მტრობა ? ხომ იძია შური საყვარელი ქალიშვილის წამოყვანით ? რატომ ვერ ჩამორეცხა ამირანს მტრის ლაქა? -მოგწონთ ბატონო ლევან ? ადვოკატმა ამაყად გაუწოდა დოკუმენტები მაგრამ რომ მიხვდა მის დამქირავებელს საერთოდ არ დაუნახავს მისი გაწვდილი ხელი ცივად დააბრუნა.სანამ დემნამ ფეხი არ მიჰკრა ფეხზე გამოსაფხიზებლად ვერ მიხვდა რომ დრო იყო ყურადღება მოეკრიბა . -მირჩევნია სახლში გადავხედო , ხელმოსაწერად გაამზადეთ და გამოგზავნეთ. ადვოკატს მომხიბვლელად გაუღიმა. -რისთვის მოვედით , ერთი სიტყვაც არ გაგიგია , გაბრაზებულმა დემნამ დუდღუნით დახურა მანქანის კარი . -უნდა მოვიფიქრო . უფროსწორად გადავწყვიტო მიღირს თუ არაა ლიზა ამირანზე შურისძიებად . -ანუ მაგაზე დაფიქრება გჭირდება ? უარესად გაღიზიანდა დემნა . ადამიანს ყველაფერი გაქვს , ის რაც შეიძლება გქონდეს და რაც არ შეიძლება კიდეც და და მაინც იბრძვი , იცი რა ? ღირსი ხარ და დაკარგავ კიდეც მაგ ყველაფერს . საით ? უცბად დამშვიდდა ემოციური გამოსვლის შემდეგ საჭესთან კარგად გასწორდა და უკმაყოფილოდ გადახედა კიდევ ერთხელ. -შენ რას იზავდი დემნა ? -წავიდოდი ჩემს ცოლთან , ვეტყოდი რომ მიყვარს რომ არ უნდა ეშინოდესან სცხვენოდეს და მალავდეს რამეს თავისი ოჯახზე , და ბედნიერად დაველოდებოდი შვილის დაბადებას. -აააა, დამავიწყდა ხელი აიქნია ლევანმა , შენი ბნელი სახის უკან რომ მეოჯახე კაცი დგას . - მე ორი სახე მაინც მაქვს და ერთი დადებითი მაინცაა. -კარგი რა დემნა ,თავი მტკივა ისედაც ორი დღეა , შენი ცინიზმიღა მაკლია . სადმე წავიდეთ და ვჭამოთ , მერე იქნებ რამე მოვიფიქრო . სინამდვილე კი ის იყო რომ ფიქრიც არ უნდოდა , იმდენად იყო გადაღლილი სიბრაზისგან , ტკივილისგან , ემოციებისგან გამოფიტული ერჩივნა დაეძინა და რამოდენიმე თვის მერე გაეღვიძა ან ორეული მაინც ყოლოდა ვინც მის მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებდა . უნებურად გაეღიმა რას იზავდა სხვა ლევანი ? ალბათ მასაც უგონოდ შეუყვარდებოდა , ცვალბადი და ბობოქარი ლიზა . უხალისოდ ატრიალებდა ჩანგალს თეფშზე და რაღაცას მიშტერებოდა . -მადას მიკარგავ , ამოიდუდღუნა დემნამ . არადა ძალიან გემრიელია.-ჰჰმმ ლუკმაა სწრაფად გადაუშვა და ჩვეული ტონით გაგრძელა -არ გინდა მშვიდად დაელაპარაკო ? -რაზე დემნა ? ვკითხო რატომ ? ისედაც ვიცი რატომ . -აბა თუ უცი რაზე ბრაზდები ვერაფერი გავიგე . -იმაზე რომ არ მითხრა , რა გაგება უნდა . რომ ეთქვა იცი ლევან შეგიძლია დაეხმარო ივანეს ? ძნელია ? -ხომ გითხრა რომ არ უნდოდა შენთვის ეთქვა -ხო , არ მაკადრა , იმ ხალხის დახმარება ვინც მძულს , ვითომ მე გამიფრთხლიდა -შენ არა , ორივეს ლევან , თავის ორ საყავრელ ადამიანს , არცერთი დაგავალათ . ღმერთო მე გავიგე ლიზასი და შენ რა ჯანდაბა გჭირს . - მეც მესმის დემნა , მესმის მაგრამ .. ისევ ჩაფიქრდა ,ახლახანს აღიარა რომ ესმის ? რათქმაუნდა , როგორ არ შეიძლება დასფასებელიც კია ლიზას მამის მიმართ ასეთი თავდადება . -როგორ გიყვართ დრამები . ჩაიცინა დემნამ . -დრამა ისააა სახლში რომ მყავს.ფიქრი დემნას ტელეფონმა შეაწყვეტინა . წინ მჯდარ მამაკაცს მიაშტერდა უკვე დიდი ხანია იცნობდა და ზეპირად იცოდა მისი მიმიკები მაგიდაზე რომ თითები ააკაკუნა მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო .-რა იყო დემნა ? -ივანე , ოხვრას ამოაყოლა დემნამ . -რა ქნა ? უინტერესიდ იკითხა და წყლის ჭიქას წაწვდა -დაიჭირეს . -რა ? ლევანმა სიცილი ატეხა . -კი მაგრამ დილას არ გაფრინდა ? -გადაწყვიტა რომ გაფრენის წინ ნარკოტიკით გაჟღინთვა კარგი იდეა იყო . -აეროპორტში დაიჭირეს ? სიმწრისგან გაეცინა . უკვე წარმოიდგინა ლიზა რას ფიქრობდა მასზე . განა არ უნდოდა ? თვითონ აპირებდა ჯერ კიდევ დილას მის ციხეში გაგზავნას ახლა ის მიიღო რაც უნდოდა და მაინც ნერვიულობს . არც ლიზა იყო ნაკლებ დღეში , უაზროდ ეტირებოდა და ეფიქრებოდა , ტირილისგან დაღლილი გულის ფეთქვას ყელში გრძნობდა და ძალა გამოცლილი თვალის გახელასაც ვერ ახერხებდა სინათლე აღიზიანებდა.ივანეს დაჭერის ამბავი ბოლო წვეთი იყო , ღონე გამოცლილი მიესვენა საწოლს და რამიდენიმე საათიც წასთვლიმა , მაგრამ ისევ თავის ტკივილმა გამოაღვიძა. თავზე წამომდგარ სოფოს უცნაურად შეხედა -რა მოხდა სოფი? დარჩა რამე უბედურება კიდევ? -დარჩა ,მთელი დღეა არაფერი გიჭამია . ადექი . -არ მინდა ადგომა . -მაშინ აქ მოგიტან . სწრაფად გავარდა სოფო თითქოს გადაიფიქრებდა ჭამას . სწრაფად ამზადებდა და აცხელებდა თუმცა ტყუილად ორი ლუკმა გაღეჭა და რომ მიხვდა ყელში ვერ გადასდიოდა ლანგარი გვერდით გადადგა .ისევ ბალიშს ჩაეხუტა თვალები მილულა. ღამე რამდენჯერმე გამოეღვიძა რა აღვიძებდა არ იცოდა გამთენიისას უჰაერობამ შეაწუხა და ფანჯრის გამოსაღებად მისულმა ეზოში ლევანის მანქანა რომ ვერ დაინახა ამოიგმინა. ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. კუჭის წვაც იგრძნო , თუმცა სულ არ ჰქონდა ოთახიდან გასვლის თავი გონებას შიმშილის დავიწყება უბრძანა და საწოლს მიაშურა ,კარგად ამოწვერილ მზეს შეხედა და თავი აიძულა რომ უნდა ამდგარიყო . ბოლოს და ბოლოს მის თავდამტყდარი ამბები იმას არ ნიშნავდა რომ თავის არ უნდა მოეწესრიგებინა . ჩვეულ ტემპერატურაზე დააყენა წყალი . ზუსტად რამოდენიმე წუთში ორთქლით გაივსო გარშემო ყველაფერი . თავის დაბანას მორჩა და მიხვდა დრო იყო გამოსყლიყო , კისერი დაუმძიმდა , ძნელი მისახვედრი არ იყო 2 დღე შიმშილის გამო თუმცა კარგად შეეშინდა ხალათი რომ შემოიცვა და გარშემო ყველაფერი დატრიალდა . ვერ გაარკვია მისი განახევრებული მხედველობის ბრალი იყო თუ ორთქლის ორად რომ ხედავდა კარებს და გაჭირევბით იპოვა სახელური . -სოფოო . დაბალი ხმით დაიწყო თუმცა რამოდენიმე დაძახების შემდეგ რომ ვერ გააგონა ოთახის კართან ახლოს მივიდა . კედელს მიეკიდა და გაიხედა . -სოფოოო მოდი რა . ამოიკვნესა თითქმის ძალა გამოცლილმა . და რომ მიხვდა კედელს დიდხანს ვერღარ მოეკიდებოდა წაქცევას ჩამოჯდომა არჩია კედელს მიეყუდა ზურგით იმ იმედით რომ ადრე თუ გვიან სოფო ამივიდოდა. -სოფოოო , ეგონა რომ უვიროდა თუმცა მისი ხმა ჩურჩულსაც კი ვერ გადაფარავდა . ჭერს ახედა , თვალები აუბრჭყვიალდა და სწრაფად დახუჭა გულის რევის შეგრძნებას იწვევდა თავის მაღლა აწევა . -სოფოო მიშველეეე , როგორც იცოდა ჩვეულებრივი გულის წასვლა რამოდენიმე წამს გრძელდებოდა წესით მალე უნდა მოსულიყო გონს ან უკეთესად დაენახა , მაგრამ შიშისგან აკანკალაა როცა პირიქით სიცივე იგრძნო სხეულში . იქნებ ვკვდები ? არა არ მინდა სიკვდილი . ასე ვერა მოვკვდები ახლა არა . ბოლო ძალა მოიკრიბა ჰოლში მდგარ მაგიდას მოეკიდა და ტანი აითრია თუმცა ძალა არ ეყო და ისეთი ძალით დაენარცხა იატაკს კვნესა აღმოხდა . -სოფიკოო. , მიშველე . კიბისკენ მიმავალ ცარიელ სივრცეს უძალოდ გახედა და ისევ თვალები დახუჭა . ცოტახანში სახეზე ცივი ხელების შეხებამ აიძულა თვალები გაეხილა . -სოფო , მოხვედი . თვალებს ძალა დატანა რომ გაერჩია ვინ იყო და სოფოს მაგივრად ორ ლევანს მოკრა თვალი უფრო დაიძაბა . გაჭირვებით სცადა წამოწეულიყო . არ ათქმევინებს რომ ყურადღების მისაქცევად აკეთებს .- კარგად ვარ . ყრუდ ამოიჩურჩულა . - ხო , კარგად ხარ . ნუ გეშინია . შუბლზე ხელი გადაუსვა. -დალიე ლიზა . წყალი მიუტანა ტუჩებთან დემნამ რომელიც აშკარად ქოშინებდა კიბეზე ისე ამირბინა . უხალისოდ დაადო ჭიქას ტუჩები რამოდენიმე ყლუპი მოსვსა და თავი გაწია მეტი არ მინდას ნიშნად . -ექიმს დავურეკავ . სწრაფად წამოდგა დემნა . -მოდი , კარგად მოიქცია ხელებში ლევანმა მისთვის კარგად ნაცნობი სხეული და თითქმის წამში შეიყვანა ოთახში . ბალიში კარგად შეუსწორა თავი წამოაწევინა და გაფითრებულ სახეს დააკვირდა . ისევ ჭერს მოხვდა ლიზას მზერა და თვალები აატრიალა .-არაა ლიზ , გამწარებული ეცაა და იქვე ჩამოუჯდა ხელები ლოყებ ქვეშ ამოსდო და ნაზად მოუსვა. -არ დახუჭო , თვალები არ დახუჭო . -დემნა სასწრაფოში დარეკე. . -არ მომწონს ეს ბრჭყვიალები ჭერისკენ გაიშვირა თითი .არ მინდა ყურება . ისევ მილულა თვალები . -კარგი არ უყურო , მოდი სწრაფად წამოაყენა და ზურგთან ჩამოუჯდა კარგად მიიყუდა მკერდზე . აი კედელს შეხედე ნახე . -თვალები არ დახუჭო . გეხვეწები ამოიგმინა როცა ხელებში უგონოდ მოდუნებული სხეული იგრძნო და მისი ხვეწნა სულ არ გაუგონია ლიზას . სასწრაფო და მისი ექიმიც თითქმის ერთ დროულად მივიდნენ . ნერვიულად იცდიდდა დაბლა და დროდადრო სოფოს უყურებდა ყბებ დაჭიმული რომელსაც ლიზასთვის მოტანილი ფუნთუშები ისევ ხელში ეჭირა . -სოფო , რატომ იყო მარტო ლიზა ? სცადა მშვიდად ეკითხა . თუმცა არავის გამოპრავია ნერვიული ხმა . -2 დღეა არაფერი უჭამია , ვიფიქრე ამას შეჭამდა სულ ნახევარი სათით გავედი . თავის მართლებასავით გამოუვიდა სოფოს. - არაუშავს სოფო , შენი ბრალი არაა , დემნამ ნიშნის მოგებით გადახედა ლევანს. -რათქმაუნდა სოფო შენი ბრალი არაა. მაგის თქმა არც მიფიქრია ორი თითი ამოისვა . ყურადღებას ნუ მომაქცევ . ხანდახან კიბეს ახედავდა არც სასწრაფოს ექიმები ჩანდნენ არც მისი ექიმი . -ამდენი ხანი რას აკეთებენ ? ნერვიულად წამოდგა ფეხზე და კიბეს აუყვა . ოთხის ზღურბლთან შედგა და სასწრაფოს მომღიმარ ექიმს გზა დაუთმო . არც უფიქრია რამე ეკითხა პირდაპირ ლიზას მიაშტერდა , შედარებით უკეთესი ფერი რომ ჰქინდა სწრაფად გაერკვია და ლიზას თვალებს რომელიც აშკარად მას აკვორდებოდნენ თვალი აარიდა ჯიბებში ხელები უხერხულად ჩაიწყო და ახლა მომღიმარ ექიმს შეხედა რომელიც უკვე ჩანთას იკიდავდა . სწრაფად გაერკვია ღიმილს რა მოჰყვებოდა, სულაც არ იყო ხასიათზე მამამისის ძველი მეგობრის მილოცვა და დალოცვა მოესმინა , ხმა კარგად დაიყენა და ხელი უმისამართოდ გაშალა -გაგაცილებთ . სწრაფად გავიდა პირველი . არა არა ხასითზე მილოცვები მიიღოს თან ლიზასთნ ერთად . -უნდა კარგად იკვებოს , დაისვენოს და არ ინერვიულოს . ნორმალურია , აწი ხშირად იქნება სუსტად . წამოეწია ლევანს ექიმიც და მხარზე ჰერი დაადო . -გილოცავთ. მაინც ვერ აცდა . ვინ გადაწყვიტა რომ ბავშვის დანდება ყოველთვის მისალოცია საინტერესოა? ოდნავ გაუღიმა , უხმოდ დაუქნია თავი მადლობის ნიშნად და კიბეს დინჯად დაუყვა მასთან ერთად . კიბის ბოლოში მდგარ სოფოს გაფითრებულ სახეზე და ხელებში ჩაკუჭულ ფუნთუშების პარკზე უფრო გაეღიმა. - კარგია როცა ვინმეს ასე უანგაროდ უყვარხარ . მომღიმარმა გადახედა სოფოს -აჭამე შენი ფუნთუშები . არ აწყენს. სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო კარში ჯერ ნატო შემოვარდა ერთი გაცეცხლებული მზერაა აავლომდა კიბეს სირბილით აუყვა და სანამ მეორე კითხვა დაამთავრა ვინ დაურეკაო დედამისსაც მიჰკრა თვალი ისი სიტყვის უთქმელად აუყვა კიბეს . -ხედავ დემნა -ხედავ დემნა ახლა მე მაცვამენ ჯვარს იმის გამო რაც სხვებმა დაშავეს . -შენ მანდ დამელოდე . კიბის ბოლოდან მიესმა დედამისის კბილებში გამოცრილი ფრაზა . -გინდა გავიდეთ ? უარესია ეხლა ისევ ჩხუბს თუ უნდა უყუროს ლიზამ. -ლიზამ ? გაღიზიანებული წაწვდა მაგიდაზე მიგდებულ სიგარეტს . -შენ მაინც რაღა გჭირს ტო ?კარგი რა დემნა . უკვე ყავს თეატრს მსხვერპლის როლში მაშინ მონადირე გვჭირდება. გამოვდგები ? ხელები ჰაერში გაშალა და ყალბად გაიღიმა . -გეყოფა , დემნა წამოიზლაზნა . -წამო გავიაროთ . ცოტა სხვა საქმეებსაც მივხედოთ და დამშვიდდები . -არ მცალია სხვა საქმისთვის დემნა . წყალს გადავივლებ და ცოტას დავიძინებ. შენ დოკუმენტები ამირათან გაგზავნე . შვილის საქმესთან ერთად ამ საქმის გადახედვაც სთხოვოს თავის ადვოკატს . ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა და ხელში მოკალათებული აუნთებელი სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა . როცა კიბეზე ჩამომავალი დედამისი შენიშნა . - ამის მოსმენა არ მინდა . გამაგრდი უცბად დაარტყა მხარზე ხელი დემნამ და ღიმილით და სირბილით მივიდა კარამდე . მაკა დაელოდა დემნა როდის გავიდოდა და რომ დარწმუნდა მარტო იყო საკუთარი შვილთან კარგად მიუახლოვდა და ხელგადაჯვარედინებული დაუდგა წინ . -გამარჯობაააა ბებიკოოოოო .აღტაცებით შეჰყვირა უცბად ლევანმა და სავარძელში ჩაეშვა .- აბა გისმენ ოღონდ მალე დაამთავრე რა . საათს ნიშნის მოგებით დახედა . -ძალიან დაღლილი ვარ. -რამ დაგღალა ? -შურისძიების გეგმის მოფიქრებამ . შეუბრალებლად მიახალა დედას . -ნამუსი არ გაქვს . მკაცრი ხმა სადღაც გაუქრა მაკას შვილის ირონით სავსე სახით გაოგნებულს . -ბავშვობიდან ასეთი ხარ , ფოლადის ნიღაბს ირგებ . -მერე . ამით ის ფაქტი იცვლება რომ შენი საყვარელი რძალი მატყუარა ? -არაა ამით ის ფაქტი მყარდება , რომ გიყვარს ცხოვრებაში პირველად , რომ ცხოვრებაში პირველად გტკივა და გამოისწორებელ შეცდომის დაშვებას აპირებ ცხოვრებაში პირველად . მის წინ ჩამოჯდა და უფრო მშვიდი ხმით სცადა -ლევან რატომ გიყვარს ყველაფრის გართულება ? -ყველამ პირი შეკარით თუ რა ჯანდაბაა , ესე ყველა ერთიანად როგორ ამტიკცებთ რომ მოტყუება არაფერია . -რა მოგატყუა ადამიანო რა გამაგებინე საკუთარი ოჯახის სიყვარული დანაშაულია ? ვეღარ მოითმინა მაკამ და ხმამაღლა წამოიყვირა . -დანაშაულია ამ სიტყუაციაში დანაშაულია . -თუ არ გაჩერდები , თუ ისევ შენებურად გააგრძელებ თითი აწია ჰაერში და ლევანის გაოგნებულ სახეს მიუშვირა . -ყველაფერს გავაკეთებ რომ შენგან დავიხსნა და იციდე საკუთარი ხელით მიგათრევ სასამართლოში რომ სამუდამოდ მოგაშორო და …და სიტყვა გაუწყდა ახლახანს გაანალიზა რომ საკუთარ შვილს ელაპარაკებოდა ერთადერთ შვილს. შეგუბებულ ბგერებს ხმა მოუყარა- შენ ჩემი შვილი არ ხარ , მე ისეთი კაცი არ გამიზრდია საკუთარ ცოლ-შვილს ასე რომ მოექცეოდა . -ვიღაც გოგოს გამო მე მემუქრები ? ხმაშიც კი ემჩნეოდა გაკვირვება. -ის გოგო , ვისაც ახლა ვიღაცას ეძახი აი ამ გულისთვის ყველაფერია . ჰაერში აწეული თითი ახლა მისი გულისკენ გაიშვირა . რაც გინდა ქენი მაგრამ თუ ფიქრობ რომ შურისძიება მშვიდობას მოგიტანს გაიხსენე წინ მთელი ცხოვრება გაქვს და ადრე თუ გვიან შვილისთვის მოგიწევს ყველაფრის ახსნა. -რომელი შვილისთვის დედა ნუ დამღალე . თავი ვეღარ შეიმაგრა .-ჯერ კიდევ გუშინ არავინ იცოდა ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს . ისიც კი არ იცით მართლა … უნდოდა ეთქვა იქნებ მიმატყუაო მაგრამ ასე არ დამდაბლებულა მის თვალში . ვერ დაიჯერებს. - თავი დამანებე რა ? ხელი აუქნია დედას მაგიდაზე მიგდებულ სიგარეტს წამოავლო ხელი და ეზოში გასასვლელი კარი ისე გაიჯახუნა კედლის ზანზარი მაკამაც იგრძნო . იმდენჯერ დაარტყა წრე ეზოს ზეპირად ისწავლა ყველა კუთხე და სანამ მთელი კოლოფი არ შემოეცალა ვერ დაწყნარდა . გასაქცევს ეძებს , გაეღიმა საკუთარ თავზე , რაც გაიცნო სულ ასეთ დღეშია . ადრე იქით გაქცევდა ახლა ურჩევნია ყველგან იყოს , წარსულში , მომავალში ან თუნდაც სულ რამდენიმე თვით წინ ოღონდ ახლა და აქ არა .არ იცის რა უნდა ქნას და ისიც არ იცის სწორია თუ არა . არასწორია , აღიარებს მაგრამ არც ლიზა არაა სწორი ჯიბრი გაურია ფიქრებს . ყველა გამეტებით იცავს და ამართლებს . კიდევ ერთხელ ახედა ლიზას ოთახს და შუქი რომ ვერ დაინახა მიხვდა განსაცდელი სახელად “დედა” აღარ ელოდა და მძიმედ აითრია ტანი . დასვენებული გონება სჭირდება , მაგრამ როგორ უნდა დაისვენოს გამუდმებით რომ ეფიქრება. იქნებ საერთოდ არ ნახოს , ისევ წავიდეს ოთახთან ან იქნებ დაელაპარაკოს იქნებ კიდევ ერთი შანსი მისცეს ? გაბედულად მივიდა მაგრამ თითქმის ჩამოწეული კარის სახელურს ხელი შეუშვა, იქნებ ვცდები ? არც შურისძიება გამოსვალი , ჯერ სხვებისებურად ცდის , ლაპარაკს წინ რა უდგას ? მხრები აიჩეჩა და გაბედულად შეაღო კარი . -კარგი ლიზ , მოდი დიდებივით ვილაპ.. თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა ხომ არ მოეჩვენა ოთახში დასადგურებული სიცარიელე ? არ მოეჩვენა . თვალებით სწრაფად მოძებნა ოთახის თითქმის ყველა კუთხეში და საბაზანოს კარებამდე რომ მიაღწია მისმა მზერამ კარიც გაიღო . პატარა ბავშვივით აფანცქვალებულ გულს ვერაფერი მოუხერხა და რისთვის მოვიდა ისიც გადავიწყდა იდიოტს რომ არ დამაგავსებოდა კითხვა დასვა როგორ ხარო , თუმცა ცივი მზერა რომელიც ოთახსაც ყინავდა ნიშანი იყო რომ პასუხს ვერ ეღირსებოდა . ჩვეული სისწრაფით ჩატეხა ტუჩის კუთხე -ჰჰმ , შენ იბუტები კიდევ ?! პასუხი არც ამჯერად მიუღია . გაღიზიანებულმა გააყოლა თვალი ცოლს სხეული მძიმედ რომ მიიტანა საწოლთან .- დისერტაციას დაიცავ მალე ჩემი ნერვების მოშლის მეთოდებზე . თავისივე წინადადებაზე თვითონვე გაეღიმა . - ლიზა . გაბედულად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და კარგად რომ გაარჩია მისი სახე მიხვდა მორიგ ცრემლებამდე წამები უკლდა . სწრაფადვე დაიხია უკან . იმიტომ არ მოუყვანია ექიმი რომ ხელახლა ცუდად გახადოს . - კარგი , როგორც გინდა . დემონსტრაციულად აქცია ზურგი ასევე უნდოდა გასვლა , მაგრამ დაინდო , იცის ამ კარების ბრახუნს რა ხმაც აქვს . ვერ გაიმეტა. სიმწრისგან ჩაეცინა თუ გულწრფელად გაუგებარი იყო . - ამ კარებებსაც შევცვლი , კიბესაც და საერთოდ ეს სახლი უფრო მიშლის ნერვებს თუ შენ არ ვიცი . თავის თავთან ლაპარაკით გაუყვა ჰოლს . არაა ოთახიდანაც რომ გაამოაძევა ნეტა რამდენი ხანი ეძინათ ამ 6 თვის განმავლობაში ერთად ერთ ოთახში . - ალბათ 6- ჯერ . ხმამაღლა უპასუხა თავის კითხვას . გამწარებულმა მოისროლა მაისური იატაკზე და საწოლში მოწყვეტით დაეშვა . სიმშვიდე მხოლოდ მისმა ძვლების ტკაცუნმა დარღვია და მისი გონებაც და სხეულიც შემაწუხებელი სიბნელეში ჩაიკარაგა . შუაღამისას გამოღვიძება ტრადიციად ექცა ბოლო რამოდენიმე დღეა მიეჩვია რომ მშვიდად ვერაა , არა არც აქამდე იყო მშვიდად მაგრამ ახლა მთელი სხეულით გრძნობს როგორი უმწეოა გრძნობების წინაშე. -არამარტო უმწეო მარტოც ,ხმამაღლა ამოიხვნეშა და მთვარის შუქისგან ნახევრად განათებულ ოთახს თვალი მოავლო . ასეათი იქნება მისი უახლოესი დღები და ღამეები კარგად ხვდება . იმასაც ხვდება რომ წინ უნდა წავიდეს რაღაც უნდა გააკეთოს მაგრამ ვერაფრით ხვდება რომელია სწორი გზა , რომელი არ დააზიანებს მის მომავალს . უფროსწორად უნდა გადაწყვიტოს მომავალი ლიზასთან ერთად თუ მის გარეშე. საწოლს ზურგით მიეყრდნო ხვნეშით ამოისვა თვალებში თითები და კარს გახედა . არც კი დაფიქრებულა ისე წამოდგა უბრალოდ საკუთარ სხეულს მიჰყვა და ლიზას კართან რომ შეჩერდა მაშინ გამოერკვა . რისთვის მოვიდა? იცის არ იცის ? უბრალოდ მიეჩვია მასთან ერთად ყოფნა და არ უნდა მის გარეშე ყოფნა . მაგრამ არც ის უნდა რომ მისი გრძნობა მისივე სისუსტე იყოს. -რაღაც უნდა ვქნა .ხმამაღლა წამოიყვირა . ისეთი სისწრაფიდ დაეშვა კიბეზე კიბის ბოლოს თავი ძლივს შეიმაგრა და ბაღში გავარდნილს სახეზე ვივად მოელამუნა ნიავი და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. გამარჯობა , არ ვიცი რატომ ვაგრძელებ , მაგრამ რაღაც მჭირდება, რაღაც რაც იმ ბედნიერ წუთებს გამახსენებდა როცა გაუჩერებლად ვაწკაპუნებდი თითებს კლავიატურაზე და ჩემი საყვარელი ბებო რომელიც გუშინ დავკარგე, ყავის ფინჯანს მიდგამდა და მეუბნებოდა ბებო წამაკითხეო. მე კიდე ჩემი ნაჯღაპნის ახლობლებისთვის წაკითხვა მესირცხვილებოდა . ვეუბნებოდი დავამთავრებ და მერეთქო. არასდროს წაუკითხავს… წლები გავიდა , ისტორია ისევ აქაა მეც … და მოგონებები ,უკვე მოგონებდ ქცეული ჩემი საყავრელი ბებო … ამას ვდებ და იმ ყავის სუნს ვგრძნობ რომელსაც ვეღარასდროს დავლევ . იმ ყავას ბებო აძლევდა გემოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.