შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრს მიღმა


25-10-2022, 04:22
ავტორი Miss Highness Queen Ela
ნანახია 9 187

ლავანდის სურნელი მდიდრულად მოწყობილ ოთახს უფრო სასიამოვნოს ხდის. თეთრად შეღებილ კედლებს უამრავი ჟურნალის გარეკანი ამშვენებს, ყველა მათგანიდან ლამაზი პირ-სახის ქალი იცქირება.
- გამარჯობა. ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს ქალის ხმა არღვევს.
- ნინა. ამბობს კაცი და ქალისკენ გადასახვევად მიდის.
- მაპატიე ამდენი, რომ გაცდევინე მაგრამ გადაღება ძალიან გაიწელა.
- არაუშავს მთავარია ამ ინტერვიუზე დაგითანხმე. თქვა კაცმა ნიშნის მოგებით.
- ოჰ, ლეო ისეთი მართალი ხარ, მაგრამ რა გავაკეთო ხომ იცი ჩემი დატვირთული გრაფიკი თანაც წინა თვეს ყველაფერი გადავდე ავა არ იყო კარგად.
- ვიცი ნინა, არ გსაყვედურობ უბრალოდ ხომ იცი ხალხი ამ რუბრიკაში დიდი ხანია გითხოვს.
- კარგია თუ ჯერ ისევ აქტუალური ვარ. გაიღიმა ქალმა.
- შეიძლება ითქვას მწვერვალისკენ მიიწევ.
- ასე ფიქრობ? ამბობენ, რომ მშობიარობის შემდეგ ჩემი ფორმები ძველებური აღარ არის.
- მათ ნუ მოუსმენ ხომ იცი ყველაფერში შეუძლიათ ნაკლის დანახვა.
საათნახევრიანი დიალოგის შემდეგ, როგორც იქნა ინტერვიუ დამთავრდა ქალმა ტანსაცმელი გამოიცვალა და ჟურნალისტებით გავსებულ ქუჩას მიაშურა. ისინი მომაბეზრებლები არიან თავიანთი კამერებით და უაზრო კითხვებით რაც ნინას ძალიან აღიზიანებს, თუმცა იმასაც ხვდება, რომ მათთან კომუნიკაცია ჰაერივით მნიშვნელოვანია.
- თქვენი მეუღლის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ გაიგეთ? იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
- არ ვიცი რას გულისხმობთ.
- გუშინ ღამით თქვენმა მეუღლემ კონცერტის მსვლელობის დროს მის ფანს შეაფურთა და დაარტყა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხელი ჩასჭიდა.
- არ ვიცი რას გულისხმობთ თუმცა რასაც ამბობთ თუ სიმართლეა ვწუხვარ.
- ამბობენ, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო.
- ტყუილია ის ნარკოტიკებს არ მოიხმარს. ქალმა სიმშვიდის შენარჩუნება სცადა და ძლის გაარღვია ჟურნალისტების რბბო, რომელიც მანქანისკენ მიმავალ გზას ბლოკავდნენ.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ტელეფონი ახმაურდა.
- ალბათ დასვენება არასდროს მეღირსება. ჩაილაპარაკა ქალმა და უპასუხა.
- შენი იდიოტი ქმარი ჩემს, შენს და ყველას ნაშრომს წყალში ყრის. გაისმა გაბრაზებული ხმა.
- ვიცი ლილ ახლახან მითხრეს ჟურნალისტებმა რაღაც გაუგებრობა მომხდარა კონცერტზე.
- რაღაც გაუგებრობა? გაიცინა ქალმა. შეიძლება ყოველ კვირა მის გამო ყვითელი პრესის გვერდებზე ვიყოთ?
- ვიცი მესმის გპირდები დაველაპარაკები.
- ნინა, შენ მგონი არ გესმის ეს შენს რეპუტაციაზეც ისახება მას არ აინტერესებს ის ჰიპ-ჰოპ ჟანრშია და მათთვის ეს ყველაფერი მისაღებია, მაგრამ ჩვენ დიდ ჟურნალებთად და მოდის სახლებთან ვთანამშრომლობთ არავის მოუნდება ნარკომანი რეპერის ცოლის გადაღება.
- ის აღარ იღებს უკვე დიდი ხანია უბრალოდ მედია ამწვავებს ხომ იცი მათი ამბავი.
- არ მისცეს საშუალება და არავინ არაფერს დაწერს.
- დაველაპარაკები სხვა რა შემიძლია გავაკეთო?
- დაშორდე.
- კარგი. გაიცინა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
მანქანა ძვირადღირებული სახლის წინ გაჩერდა უზარმაზარი ბაღით. ნინა შორიდან აივანზე მჯდომ ქალს ხედავს და ხელების ქნევას იწყებს.
- დედა.
- ამოდი მინდა ცალკე დაგელაპარაკო. შუა ხნის ქალი ბოხი ხმით ამბობს.
- რამე მოხდა? კითხულობს შეშინებული ნინა და თან მუხის კიბეებს მიუყვება კედლებზე ყველგან დედამისის და სხვა და სხვა ცნობილი ადამიანის ფოტოებია აქაურობა მუზეუმს გავს.
- ახლახანს ვნახე ტრევისის ვიდეო.
- ვიცი დედა.
- მხოლოდ ცოდნა არ კმარა. აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიწვალე და ვიღაც ჯუნგლებიდან ჩამოსულს არ მივცემ ამ ყველაფრის განადგურების უფლებას.
- არავინ არაფერს არ ანადგურებს ეტყობა რამეზე გაღიზიანდა აგრესიული არ არის.
- სამაგიეროდ ნარკომანია, სულ სკანდალებშია.
- როცა დაბრუნდება დაველაპარაკები.
- ოჰ, კარგი რაა. შეცდომა იყო მასთან ქორწინება. ნოა ისეთი კარგი ბიჭი იყო.
- კარგი რა დედა რა დროს ნოაა. თანაც თუ არ გახსოვს თვითონ მიმატოვა.
- რატომ მიგატოვა ერთხელ მაინც გიკითხავს საკუთარი თავისთვის?
- არა და არც მაინტერესებს.
- მაშინ ისეთი საშინელი გარეგნობა გქონდა ყველა მიგატოვებდა.
- ხოდა მანაც ყველას მიბაძა. ახლა ახლა კმაყოფილი ხარ ჩემი სხეულით?
- ცოტა კიდევ უნდა დაიკლო ალბათ ოთხი კილო საკმარისი იქნება.
- მართლაა? მხოლოდ ტრევისის სკანდალებს, რომ ადევნებ თვალყურს იქნებ ისიც წაგეკითხა რას წერენ ჩემზე.
- მათ არაფერი იციან სილამაზეზე და ესთეთიკაზე.
- ჩონჩხს ვგავარ ზოგჯერ შიმშილისგან გონებას ვკარგავ ეს ჩემს ჯანმრთელობას ვნებს.
- ერთადერთი რაც შენ გავნებს ეს ის სულელური ქორწინებაა.
- აღარ მინდა ამის მოსმენა სახლში უნდა წავიდე.
- წადი გაიქეცი იმ გარეულ ცხოველს სადილი მოუმზადე.
- შენგან განსხვავებით სადილზე უარს არ მეუბნება. თქვა ქალმა და კარი გაიხურა. მარია ჰარისონი ასეთი ქალია მას უყვარს პერფექციონისტობა მან ვერ მოახერხა თავისი შესაშური გარეგნობით მოდის სამყაროში იმ მწვერვალებისთვის მიეღწია რაც წარმოედგინა ამიტომ 24 წლის ასაკში არაბული წარმოშობის ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და მთელი თავისი რესურსი მის ერთადერთ ქალიშვილში ჩადო. ნინას აღზრდის მეთოდებში შედიოდა შიმშილი, 8 საათიანი ვარჯიში, პოდიუმზე სიარულის გაკვეთილები, მაღალ საზოგადოებაში მოქცევის წესები და მრავალი სხვა. ისმაილი ამ ყველაფროს წინააღმდეგი იყო თუმცა მას არავინ უსმენდა. თავიდან ნინაც აღფრთოვანებული იყო თავისი მომავლით, რომელსაც დედა უხატავდა, მაგრამ ამ ყველაფერმა მალე სერიოზული სახე მიიღი რამაც პატარა ნინას ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ნინას თავისი სამსახური ეზიზღება თუმცა მას თავს ვერ დაანებებს ეს დედას გაანადგურებს ამიტიმ ის იძულებულია აკეთოს ის რაც ასე ძალიან არ უყვარს.
- სოფია შენ შეგიძლია წახვიდე დღეს ტრევისი ბრუნდება ტურნიდან და არ დამჭირდები. ხვალ თუ გინდა მძღოლს გამოგიგზავნი დილით.
- კარგი ნინა. თქვა ახალგაზრდა გოგომ და პალტო მოიცვა.
- მადლობა.

უკვე თითქმის სამი საათი სრულდება, თუმცა ტრევისი არსად ჩანს არადა უკვე დიდი ხნის ჩამოსული უნდა იყოს. ქალი მისაღებ ოთახში მხვანე ხავერდის დივანზეა წამოწოლილი და ძილისაგან თვალებს ძლივს ახელს, თუმცა დასაძინებლად მაინც არ მიდის. ქმარი თითქმის ორი თვეა არ უნახავს ორ დღეში კი ტრევისი ისევ მიემგზავრება ევროპულ ტურნეშია და ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. ქალმა აღარ იცის თავი, როგორ გაირთოს ერთი გაფიქრება იფიქრა ტოსტი გაეკეთებინა, მაგრამ მაშინვე დედამისის სიტყვები გაახსენდა, რომ წონაში დაკლება სჭირდება ამიტიმ ფიქრი უკუაგდო. ბოლოს ავას ოთახში ასვლა გადაწყვიტა. ავას ღია შოკოლადის ფერი კანი აქვს რადგან მისი მამა ფერადკანიანია. მასზეც რამდენ სიბინძურეს წერდნენ ჟურნალისტები. იმის გამო, რომ ავა ძალიან ღია კანის ფერით დაიბადა ნინას უამრავი საშინელება დააბრალეს საბედნიეროდ ბავშვს კანი მალევე გაუმუქდა რამაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ქალი ფიქრებში იყო გართული, როდესაც მანქანის ფარების სინათლემ ოთახშიც შემოაღწია. თან მუსიკის ხმა ალბათ მთელს დასახლებას ესმოდა კიდევ, რამოდენიმე წამო რომ არ გაეთიშათ ალბათ ბავშვიც გაიღვიძებდა. ნინა კიბეებზე ბედნიერი სახით დაეშვა.

კარი მაღალი ათლეტური აღნაგობის, მუქ კანიანმა სიმპათიურმა მამაკაცმა შემოაღო.
- ტრევის... ნინა მისკენ გაიქცა და მთელი ძალით მეხვია თან ეფერებოდა. კაცისგან იგივე ემოცია არ წამოსულა. ტრევისი ყოველთვის ასეთია ის თავის გრძნობებს თითქმის არ გამოხატავს ან თუ გამოხატავს ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ნინამ თავი უხერხულად არ იგრძნოს.
- საშინელი სუნი გაქვს. თქვა ქალმა და მამაკაცს უფრო ძლიერად მოეხვია.
- ჰო, ცოტა მოვწიე.
- მივხვდი.
- შენ, როგორ ხარ? რატომ არ გძინავს?
- მინდოდა მენახე. ძალიან მომენატრე თითქმის ორი თვეა არ შევხვედრილვათ.
- ჰო, ავა სადაა? იკითხა კაცმა.
- სძინავს ამ დროს სად იქნება.
- წავალ ვნახავ.
- არ გშია?
- არაა. გზად წავიხემსე.
ტრევისმა ავას ოთახის კარი შეაღო და მძინარე ბავშვს დახედა. ნინა გახარებული იყო, როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ ქმრის გვერდით დაიძინებს თანაც, როგორ ენატრებოდა.
- სააბაზანოში შევალ. დაიძახა კაცმა. ნინა ლურჯად შეღებილ უზარმაზარ ოთახში შევიდა და ფუმფულა ლოგინში ჩაწვა ამ ყველაფერმა ისეთი სიამოვნება მიანიჭა ლამის იქვე გაითიშა თუმცა თავი აიძულა გამოფხიზლებულიყო.
- მე ავას ოთახში დავიძინებ. თქვა კაცმა და თან თმების გამშრალება განაგრძო.
- რატომ? ქალმა გაკვირვებით იკითხა.
- თითქმის ორი თვეა არ მინახავს, მომენატრა თანაც ძალიან ადრე უნდა წავიდე სტუდიაში რაღაც მაქვს დასამთავრებელი.
- მეგონა ხვალ მთელს დღეს ერთად გავატარებდით მნიშვნელოვანი გადაღება გადავდე.
- წინასწარ გაგეფრთხილებინე ნეტა.
- არ ვიცი ვერ წარმოვიდგინე ორი თვე ჩვენს გარეშე გატარების შემდეგ თუ ისევ სტუდიაში წახვიდოდი.
- რა ვქნა მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული. ამდენ ხალხს ვერ ვერტყვი ნინა გაბრაზდება და ვერ მოვალთქო.
- ეს შენ არ უნდა გინდოდეს წასვლა ნინა აქ არაფერ შუაშია.
- მესმის შენი, მაგრამ ჩემიც გაიგე.
- ხო მართლა დღეს ლილი ძალიან გაბრაზებული იყო იმ ინციდენტის გამო რაც მოხდა.
- იმ ინციდენტთან ლილი რა შუაშია ?
- კარგი რა ტრევის თითქოს არ იცოდე შენი ყოველი მოქმედება ჩემს კარიერაზე, როგორ აისახება. ლილი ბევრს შრომობს და შენი ასეთი საქციელების გამო ის ფიქრობს, რომ მის შრომას არ ვაფასებთ.
- ეს ჩემი კარიერა, კონცერტი და ქცევაა ამას ვერ შევცვლი.
- ხო მაგრამ ხომ შეიძლება ცვლილებები შევიტანოთ.
- ჩვენ შევთანხმდით ერთმანეთის კარიერაში არ ჩავერეოდით მეც ბევრი რამე არ მომწონს შენს გადაღებებში მაგრამ როდესმე მითქვამს?
- ეს ერთი და იგივე არ არის.
- ზუსტადაც, რომ იგივეა. ახლა კი დავიძინებ თუ ნებას მომცემ.
- ღამე მშვიდობისა. თქვა ქალმა და სქელი საბანი თავზე წაიფარა.
დილით ტრევისმა ავა ნინას ოთახში შეიყვანა.
- გაიღვიძე უნდა წავიდე და ავას მარტო ვერ დავტოვებ.
- სოფია არ მოსულა? იკითხა ნახევრად მძინარე ქალმა.
- არა ჯერ ადრე შვიდიც კი არ არის.
- ასე ადრე, როდიდან მუშაობ სტუდიაში?
- იგივეს ვუბრუნდებით?
- არაა.
- მოდი ავა ცოტახნით კიდევ დავიძინოთ.


ნინამ მთელი დღე ლოგინში ნებივრობაში გაატარა. მოულოდნელად ტელეფონზე რეკვა გაისმა. ერთ-ერთი პრესა რეკავს ქალმა თავი გადააქნია და გადაბრუნდა, თუმცა ტელეფონი გაჩერებას არ არპირებდა.
- ნინა? გძინავს?
- არა რა მოხდა სოფია?
- ტელეფონზე გაუჩერებლად რეკავენ უკვე 6 სხვა და სხვა გამომცემლობას ვუთხარი, რომ ვერ გაესაუბრები ისინი კი ამბობენ, რომ ძალიან საჩქაროაა.
- ნეტავ ახლა რაღა მოხდა. ჩაილაპარაკა ქალმა და ლოგინიდან გამოძვრა. ტელეფონი გამოტოვებული ზარებით სავესე იყო.
- მგონი მეტეორი გვეცემა ღიმილით უთხრა სოფის.
ავას მომვლელს მობილური ხელში ეჭირა და რაღაცეებს ნახულობდა. მოულოდნელად ახალგაზრდა გოგო გაფითრდა.
- სოფია ხომ კარგად ხარ? იკითხა ნინამ. გოგონამ დიდი ნერწყვი გადაყლაპა.
- ასეთი რა ნახე?
- ისეთი არაფერია. თქვა გოგონამ და ტელეფონი გათიშა.
- კარგი გაიცინა ქალმა და ახლა თავად დაიწყო საკუთარი მობილურის ქექვა. - ტრევისი დაუნახავ.... ქალს სიტყვა პირში შეახმა.
- ეს რა არის? ხმა გატეხილმა ჩაილაპარაკა.
- რა მოხდა ნინა? იკითხა სოფიმ მიუხედავად იმისა რომ პასუხი კარგად იცოდა.
- მიღალატა... ტრევისმა მიღალატა... ადრე ვისზეც ამბობდნენ, რომ საყვარელი ჰყავდა იმან საშინელი ფოტოები გაავრცელა. თქვა ქალმა და თავი ხელებში ჩარგო.
- კარგი დამშვიდდი იქნებ ტყუილია.
- რა იდიოტი ვარ ყველა მეუბნებოდა, რომ ვიღაც ჰყავდა მაგრამ არავის ვუჯერებდი.
- ხომ იცი როგორც იციან ჟურნალისტებმა.
- თვითონ იმ გოგომ გაავრცელა სოფი ფოტოები ამბობს, რომ მის სექსუალურ შევიწროვებას ცდილობდა მას შემდეგ რაც მასთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა.
- ჩემი კარიერა განადგურდება. დედა საშინლად გაბრაზდება. თქვა ნინამ და ტირილის შეკავება ვეღარ შეძლო.



№1  offline წევრი Soraya

მარტი ისტორიია, დასაწყისი მომეწონა კარგი მონოლოგი დევს ამ თავში, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent