კადრს მიღმა (თავი 2)
ახალგაზრდა ქალი მთელი დღე თავჩარგული იჯდა ჩაბნელებულ მისაღებში. ფიქრობდა რა იქებოდა მისი მომდევნო ნაბიჯი გაშორება თუ უბრალოდ ძველებურად თავის მოტყუება. ნინამ ყველაზე კარგად იცოდა პრესა ამ ამბავს მარტივად არ დაივიწყებდა და გათხრას უფრო ღრმად შეეცდებოდა რაც მის კარიერას სასიკვდილო ზიანს მიაყენებდა. ქალმა ტელეფონი აიღო და მის წლების მეგობარს და ასისტენტს ლილს დაურეკა. - ვიცი სასტიკად გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხარ მომხდარის გამო, მაგრად დამიჯერე არც მე ვარ უკეთეს მდგომარეობაში. - მემის ნინა. - მაპატიე, რომ გითიშავდი უბრალოდ მინდოდა მეფიქრა. - ესაუბრე უკვე? მორიდებით იკითხა ქალმა. - ვის? - ტრევისს. - არაა ჯერ არც კი მოსულა. - სიმშვიდე შეინარჩუნეთ კიდევ ერთი სკანდალი აღარ გვინდა. - როგორ მოვიქცეთ ლილ? არის რაიმე გამოსავალი? - ხომ იცი დიდი ჟურნალების რედაქტორები, როგორები არიან არ მოსწონთ სკანდალები მითუმეტეს, რომ ეს ახლა მხოლოდ ტრევისის პრობლემა აღარაა. ის გოგო შენს მიმართ საკმაოდ აგრესიულია. - ვნახე მისი ვიდეოები. - ინტერნეტი აფეთქდა ხალხის უმეტესობა შენ გიჭერს მხარს, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ ხალხის ნდობას შეგვინარჩუნებს. - და რა არის სწორი ნაბიჯი? - ეგ მგონი ორივემ კარგად ვიცით. - განქორწინება. - მაშინვე განქორწინება არ არის აუცილებელი ხვალ შენი სახელით განცხადება გავავრცელოთ, რომ ძალიან შეწუხებული ხარ ფაქტით და ავხსნათ გარემოებები ბოლოს კი ვთქვათ ასეთ პირობებში ჩვენი თანაცხოვრება ვერ გაგრძელდება თუმცა ჩვენი საერთო ინტერესი ყოველთვის იქნება ჩვენი შვილითქო. - მაგრამ ეს მის კარიერაზე მოახდენს საშინელ გავლენას. - ამაზე თავად უნდა ეფიქრა. - კარგი მაშინ მოამზადე განცხადება ხვალისთვის. - კარგი, არ ინერვიულო გთხოვ. - მადლობა ლილ. საათი უკვე ღამის სამ საათს უჩვენებს სურათი კი უცვლელია ახალგაზრდა ქალს თავი ხელებში აქვს ჩარგული და იცდის სანამ მისი ქმარი მოვა. მერე უსიამოვნო ფიქრები იწყება მის გონებაში რამდენჯერ გაუთენებია ასე ტრევისის ლოდინში? იქნებ მაშინ როცა ნინა მის ლოდინში ღაამეებს ათევდა თავად სხვა ქალთან ერთობოდა. ფიქრები იმდენად უსიამოვნო იყო, რომ დაძაბულობა მთელს ოთახში გავრცელდა. მოულოდნელად ნაცნობი სცენა განმეორდა ჯერ შორიდან მუსიკა გაისმა ბოლოს კი მანქანის ფარებმა ეზო გაანათეს. ახალ მოსულმა კარი გააღო და ის იყო ოთახში უნდა ასულიყო, უკუნითი სიბნელიდან ხმა გაისმა. -კარგად გაერთე დღეს? - აქ არ მეგონე. შემაშინე. თქვა კაცმა. - .... - რას აკეთებ ამ სიბნელეში? კაცი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. - შეგიძლია უბრალოდ დაჯდე და ვილაპარაკოთ? - რა თქმა უნდა. ქალს კაცის სიმშვიდე აღიზიანებდა თუმცა ცდილობდა მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. - ეს რა არის? ნინამ ტელეფონის ეკრანი ტრევისისკენ შეაბრუნა. - ვიცოდი, რომ ამაზე ლაპარაკი მოგვიწევდა. - გისმენ. - არ ვიცი ამ გოგოს საერთოდ არ ვიცნობ. - ამ ფოტოზე შენ ხარ. გოგონაზეც უკვე დიდი ხანია ეჭვები არსებობს შენ კი მეუბნები არ ვიცნობო? ამდენად სულელ ადამიანად მთვლი? - არ ვიცნობ. მხრები აიჩეჩა კაცმა და წამოდგა. - ყველა მეუბნებოდა, რომ შეცდომა იყო შენთან ურთიერთობის დაწყება, მაგრამ მე არავის მოვუსმინე. სამწუხაროა თურმე უნდა მომესმინა. იმდენ პატივსაც არ მცემ, რომ უბრალოდ აღიარო. - არაფერი მაქვს საღიარებელი. - რა უფლებით ვნებ ჩემს კარიერას? შეგეძლო დამშორებოდი და მერე დაგეწყო ურთიერთობა. - ნინა, გთხოვ არ მინდა შენთან კამათი. - არც მე ვაპირებ კამათს. ადვოკატი იპოვე და შენს უფლებებს გაგაცნობს ავასთან მიმართებაში. - კარგი. კაცი ოლიმპიურ სიმშვიდეს არ კარგავდა რამაც ნინა მწყობილებიდან გამოიყვანა. ხელი მოიქნია და სანათი წააქცია. - ხომ მითხარი, რომ აღარ იღებდი? - ჩემს ირგვლივ ქაოსია და მხოლოდ მასში ვპოულობ სიმშვიდეს. შენ კი ეჭვიანობის სცენებს მიწყობ იმის მაგივრად, რომ დამეხმარო. - მე ყოველთვის ვცდილობდი შენს დახმარებას, მაგრამ შენ არასდროს... - ნინა, გთხოვ ხვალ ვილაპარაკოთ. - რა თქმა უნდა თუ უკვე ძალიან გვიანი არ იყო... ჩაიჩურჩულა ქალმა და თავი კვლავ ხელებში ჩარგო. ნინას მთელი ღამე არ სძინებია ფიქრისგან ტრევისის ღალატს ისიც დაემატა, რომ ის კვლავ ნარკოტიკს იღებს. - დღეს გადაღება მაქვს სოფის კი გამოსასვლელი დღე ამიტომ ავა დღეს შენ უნდა გყავდეს. თქვა ნინამ და კარი მიაჯახუნა. - ახლა უკეთ ვარ ლაპარაკი შეგვიძლია. თქვა ტრევისმა და მაცივრიდან რძით სავსე პაკეტი გამოიღო. - მე კი ვთვლი, რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. - ის გოგო არ მახსოს შეიძლება ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ამიტომ. - ეს ჩემთვის არაფერს ცვლის. არ ვაპირებ მთელი ცხოვრების შენნაირ ადამიანთან გატარებას. - შეგიძლია დაიწყო შემცვლელის ძებნა. თქვა კაცმა და კიბეები აირბინა. მანქანა გადასაღებ მოედანზე გაჩერდა სადაც ჟურნალისტების რბო მოგროვებულიყო. - რა შეგიძლიათ გუშინ გავრცელებულ ფოტოებზე თქვათ? კითხულობდნენ ჟურნალისტები, თუმცა ნინა ხმას არ იღებდა, როგორც ლილისგან იყო დარიგებული. მალევე მიახწია შენობას სადაც ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებოდათ. - ნამდვილი სისხლის მწოველები არიან. შესჩივლა ნინამ ვიზაჟისტს. - მართალია რაც გავრცელდა? იკითხა ნაზი ხმით ახალგაზრდა მამაკაცმა. - თვითონ იძახის არ ვიცნობო, მაგრამ იმასაც ამატებს შეიძლება დოზა მქონდა მიღებულიო. - მე მეგონა აღარ იღებდა. - მეც ასე მეგონა. გადაღებები შუაღამემდე გაიწელა ქალს ფეხზე დგომისგან მთელი ორგანიზმი სტკიოდა. ტელეფონის ზარმა გადაღება დროებით შეაჩერა. - კოლ, როგორ ხარ? გაღიმებულმა იკითხა ქალმა. - ნინა, შენ როგორ ხარ? - გეცოდინება, ტრევისის საქციელების შესახებ. - ჰო.. - მაგ თემაზე მირეკავ? გინდა რაიმე განაცხადი შემითანხმო? კითხა ქალმა ტრევისის პროდიუსერს. - მაგ თემაზეც, მაგრამ ახლა სხვა რაღაც მინდა გითხრა უბრალოდ არ ინერვიული წინასწარ გეუბნები ყველაფერი კარგადაა. - რა მოხდა? ტრევის შეემთხვა რაიმე? - ზედოზირება მოუვიდა. - რას ამბობ? ეხლა როგორ არის? - კარგად ნინა. შეიძლება ითქვას გადავრჩით. - რამეს ხომ არ მიმალავ კოლ? ქალს თვალზე ცრემლები მოადგა. - არა ნინა რას ამბობ. - კი, მაგრამ ავა მთელი დღე მასთან იყო ბავშვი სადაა? მედიამ გაიგო რამე? - სწორედ ავამ გადაგვარჩინა. ტრევისმა გონება, რომ დაკარგა ბავშმა ტელეფონი ამოაცალა და მე დამირეკა ალბათ პირველი ნომერი ჩემი ამოაგდო. ფილის საავადმყოფოში გადავიყვანე ვერავინ ვერაფერი გაიგო და ვერც გაიგებს. - ავასთან ერთად იყო და ნარკოტიკი მიიღო? ქალი ძალიან გაბრაზდა. - ამაზე მერე ვილაპარაკოთ ნინა მთავარი ახლა ის არის, რომ უკეთაა და ვერავინ ვერაფერი გაიგო თორემ შეიძლება ტურნიდან და ყველა ნომინაციიდან მოეხსნათ. - მადლობა კოლ. გადაღებები, როგორც იქნა დამთავრდა მაგრამ ნინასთვის ყველაფერმა საშინლად ჩაიარა ჯერ გუშინდელი არ ჰქონდა გააზრებული, რომ დღეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა დაემატა. - ლილ, გუშინ რომ ვილაპარაკეთ განცხადებზე მზადაა უკვე? - კი ტექსტი შევადგინე უბრალოდ შენს გარეშე გამოქვეყნებას მოვერიდე. - გთხოვ, რამოდენიმე საათში გაავრცელო. მინდა, რომ დილისთვის უკვე ყველა ამაზე ლაპარაკობდეს. ყვითელ პრესასაც დაუკავშირდი მათაც ჩვენთან ერთად დაწერონ ამ სიახლის შესახებ. - კარგი. თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა. ნინამ მანქანის მინა ჩამოწია ჰაერი ღრმად შეისუნთქა მერე წყალი დალია თუმცა აფორიაქებას ვერ მალავდა. ხელები სულ გაუოფლიანდა, დასცხა, აკანკალდა ბოლოს კი ტელეფონი აიღო და ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალისტს დაურეკა. - ვინსენტ, ნინა აბადი ვარ. - ოჰჰ, ჩემო საყვარელო ნინა. როგორ ხარ რამ შეგაწუხა? - როგორ ფიქრობ? - ალბათ შენი იდიოტი ქმრის შესახებ გინდა რაიმე სტატია გავაქრო არაა? გაიცინა კაცმა. - ჩემო ძვირფასო მეგობარო იმდენჯერ დამხმარებიხარ, რომ ახლაც ამიტომ გავბედე შენთან დარეკვა ოღონდ თუ დამეხმარები ეს მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს. - ჩვენი საიდუმლოები ყოველთვის ჩვენთან რჩება ძვირფასო. - დღეს ტრევისი ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა გუშინდელი ამბავს კი ალბათ შენც გაიგებდი. მინდა ამ თემაზე ძალიან კრიტიკული სტატია დაწერო ისეთი, რომ სხვა გამომცემლობებმაც აიტაცონ. - კარგად ხარ? ასე გაგაბრაზა, რომ საკუთარ ქმარს სამარეს უთხრი? გაუკვირდა კაცს. - ვცდილობ სწორ გზაზე დავაყენო. - მაგრამ ასე შეიძლება ყველაფრიდან მოხსნან მათ შორის ძალიან წარმატებული ტურნე გააუქმონ, რომელიც როგორც ვიცი ხვალ უნდა განახლდეს. - დამეხმარები თუ არა? - კარგი, როდისთვის გინდა? - ხვალ შუადღისით მანამდე ჩემი განცხადება გავრცელდება განქორწინებასთან დაკავშირებით. - ტრევის ნამდვილად ჯოჯოხეთური დღეები ელოდება. - ეს მისი არჩევანი იყო. თქვა ქალმა და გაზს მთელი ძალით მიაჭირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.