ჯეიკობის მსხვერპლი (თავი 1 - მაილი)
ჩემი სახელია ჯეიკობ რედფილდი და მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშნველოვნად შეცვალა. მკითხველებო, თქვენი უმრავლესობა ამ ამბის წაკითხვის შემდგომ იფიქრებთ, თუ როგორ შევძელი და ეს ყველაფერი თავიდან როგორ წარმოვიდგინე, შევაკოწიწე, ავკინძე და თქვენამდე მოვიტანე. დიახ, მეც არ ვიცი ეს როგორ შევძელი. ალბათ ამ მოვლენამ ისე გამაძლიერა, რომ ნებისმიერ სირთულის გადატანა შემიძლია. თუმცა ვიმედოვნებ ამ ისტორიის მსგავსი, არასდროს აღარაფერი შემემთხვევა. მე ვცხოვრობ ერთ პატარა ქალაქში, სახელად ჯოილენდში. ბავშვობიდან მიყვარდა ჩემი სახლი, აურა, გარემო რომელიც ჩემი კერძო სახლიდან ყოველთვის ფერადად, ხასხასად და ნათლად მოსჩანდა. როდესაც 11 წლის ვიყავი, მდელოზე რომელიც ჩემი ოთახიდან ყველაზე კარგად ხილული იყო, ხშირად მე და ჩემი ძაღლი დავრბოდით და ვთამაშობდით. გოლდენ რეტრივერის ჯიშის იყო, სახელად მაილი. მასზე კეთილი ძაღლი ცხოვრების მანძილზე აღარასდროს შემხვედრია. ყველაფერი ესმოდა, ყველა ადამიანზე გულთბილი და ერთგული იყო. ყოველთვის შეეძლო შენი სატკივარი ეგრძნო. თათს ისე დაგადებდა მუხლზე თითქოს განუგეშებდა და ყველაფერს იზიარებდა. სამწუხაროდ ის 3 წლის ასაკში მოკვდა. ეზოში ღამით წკმუტუნი მორთო. ჩვენი ოჯახიდან პირველი ვინც ეს ხმა გაიგო, მამაჩემი იყო. - საყვარელო, შენც გაიგე ეს ხმა? - ჰკითხა რიჩარდმა მეუღლეს. - კი, მგონი ძაღლის ხმაა. - ნამძინარებ-ნანერვიულები ხმით უთხრა რიჩარდს. რიჩარდი სწრაფად წამოხტა ლოგინიდან. ჩუსტებში სწრაფად შეასრიალა შიშველი ფეხები. ლოგინის გვერდზე მდგარ სკამზე გადაკიდებული ატლასის ხალათი სწრაფად იგდო ხელთ. გზაში შემოიხვია და ქამარიც გადაიჭირა. წინა კარი გააღო და დაუძახა. - მაილი! მოდი ჩემთან გოგო. მა-ი-ლიი! - დაუმარცვლა რიჩარდმა, თან უსტვენდა. ძაღლი წკმუტუნს არ აჩერებდა. რიჩარდი გარეთ გავიდა. ნოემბრის თვის ცივი ბალახები, უწინდო ფეხებზე სველი მატლებივით მოედო. მიდიოდა ძაღლის წკმუტუნის მიმართულებით, დიდი ხისკენ, სადაც მაილის ცხელი მზის დროს ჩრდილში წოლა უყვარდა ხოლმე. შორიდან დაინახა როგორ ეგდო ძაღლი გვერდულად და სულს ღაფავდა. - ო, არა მაილი. რა გჭირს ჩემო გოგო. შემომხედე. კაცმა ძაღლს თავი ააწევინა, მას პირიდან სისხლის წვეთები მოსდიოდა. თითქოს მუცელში რაღაც გაუსკდა და ტკივილისა და წკმუტუნისგან გათანგულიყო. ისეთი თვალებით უყურებდა რიჩარდს, გეგონებოდათ ეხვეწებოდა ნუღარ მაწვალებ, გამიშვიო. - არა, გთხოვ მაილი. ახლავე გიშველი! რიჩარდმა ხალათის ქამარი მოიხსნა, ძაღლს პირიდან სისხლები მოსწმინდა. - ესეც ასე. ალბათ რაღაცამ გაწყინა და შენც აღებინე. ნუ გეშინია ახლა კარგად ხარ. - თან შუბლზე ეფერებოდა და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. თუმცა ამ სიტყვების თქმის შემდეგ, ძაღლმა ამოიწკმუტუნა და ახლა კიდევ უფრო მეტი სისხლის მასა ამოანთხია. წითელი წვეთების დაცემამ ბალახები წამიერად გაარხია. ძაღლი ღრმად სუნთქავდა. რამდენიმე წამში კი ბოლოჯერ ამოისუნთქა და იმის შემდეგ აღარასდროს ჩაუსუნთქავს. მეორე დილით როდესაც გავიღვიძე, მშობლებს ვუთხარი რომ მაილისთან სათამაშოდ, მდელოზე გავდიოდი. მამაჩემი სწრაფად გავარდა გარეთ, გასვლამდე კეპი დაიხურა. ეს უცნაურად მეჩვენა, რადგან ის კეპს ორ შემთხვევაში იფარებდა ხოლმე. როდესაც რამეზე ღელავდა ან მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდა. დედამ მითხრა რომ ჯერ საუზმე უნდა მეჭამა და შემდეგ შემეძლო გავსულიყავი. ვგრძნობდი რომ რაღაც წესრიგში არ იყო, მაგრამ თუ მაილის სიკვდილს მიმალავდნენ, ამას ვერასდროს მივხვდებოდი. მამამ თავისი პიკაპი დაქოქა და ტყისკენ წავიდა. იქ როგორც მიხვდით მან მაილი დამარხა. პატარა მინდვრის ყვავილები მოაპნია მის საფლავს და ორი ტოტისგან შეკრული ჯვარიც ჩაარჭო. „აქ განისვენებს მაილი“. ისე კი ის ცხოველების ფუმფულა ცისარტყელაზეა, სადაც იგი ძალიან ბევრ მეგობარს შეიძენს. ითამაშებს მათთან ერთად და ბედნიერი იქნება. მე კი, დავრჩი აქ. მის გარეშე. მაილისთან ვეღარასდროს ვითამაშე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.