მკვლელობა შავი იებით (თავი 11)
დღეები გავიდა. ემა თავის საქმეებში ჩაეფლო. ერიკმა ახალი სამსახური იშოვა, თავისი ძველი ხელობა გაიხსენა და არქტიტექტურული პროექტების ხაზვას მიჰყო ხელი. ჟაკლინმაც მიიღო შეთავაზება და ქსოვილების ესკიზებზე შეკვეთები მიიღო, რითაც ბედნიერი იყო. საღამოობით, ძმას დაინახავდა თუ არა სახლში მოსულს და ჩაფიქრებულს, ღიმილით შეეგებებოდა, თავის სამუშაოზე იწყებდა მოყოლას და ასე ცდილობდა დაევიწყებინა მისთვის სილა... სილა, რომელიც კაცმა ქალს გაარტყა. ახლა კი ბოდიშის მოხდა უკვე დაგვიანებული და შეუძლებელიც იყო. ...ემა მაღაზიაში შევიდა, საჩუქარს არჩევდა ანიტასთვის. მერე ახალი კაბა მოეწონა და გასასინჯ ოთახში შეიტანა. უცბად იგრძნო, ვიღაც ჩაეხუტა. შეშინებული მოტრიალდა და როგორც კი ერიკი დაინახა, გაუხარდა, მაგრამ გაბრაზებულმა მოიშორა კაცი და წადიო, უთხრა. _ მშვენიერი ხარ... _ თქვა კაცმა და ქალს შეხედა, _ თუ არ მოგენატრე, იყვირე, გაძლევ ყვირილის ნებას! _ თქვა და აკოცა. ქალმა ხელი მოუქნია და სილა უთავაზა. ერიკმა უკან დაიხია და ნელა დაიძრა გასასვლელისკენ. ქალმა კაბა დააბრუნა და მაშინვე დატოვა მაღაზია. ერიკი უკან შებრუნდა, მაშინვე იყიდა კაბა და ქალს მანქანით უკან გაჰყვა. ნახევარი საათის შემდეგ ქალი მხიარულად საუბრობდა რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში. ანიტას დაბადების დღე იყო და ილხენდა. ის იყო, ტორტის ნაჭერი გადაიღო და უნდა დაეგემოვნებინა, რომ უცბად ფეხზე წამოხტა. _ შენ აქ რას აკეთებ?! _ მე დავპატიჟე, _ მოესმა ანიტას ხმა. ემამ გაბრაზებულმა გახედა ერიკს. _ ახლავე წადი აქედან! ან მე წავალ! _ თქვა და კარისკენ გაემართა. კაცმა ხელი წაავლო და უჩურჩულა: _ მაპატიე... მე წავალ, _ თქვა და სწრაფად დატოვა იქაურობა. ემამ აივანს მიაშურა. ბოკალს ხელი მოუჭირა: _ ერიკს რა თამამად გავაწანი რამდენჯერმე სილა. რატომ ვერ შევძელი იმისთვის გამერტყა? ნუთუ შემეშინდა? შემეშინდა, რომ ხელს შემომიბრუნებდა? _ თქვა და სასმელი მოსვა, _ რომ შემეძლოს დავიწყება! რომ შეიძლებოდეს გონებიდან წაშლა, რა ბედნიერება იქნებოდა! ანიტასგან წამოსული ფეხით მისეირნობდა ქუჩაში. სიო უბერავდა და ცრემლებით დასველებულ სახეზე უფრო მეტად სციოდა. მაინც ტიროდა... გული გამალებით უძგერდა, უხურდა მთელი სხეული და ეძაბებოდა. _ მოითმინე... _ შეუძახა თავის თავს და ცრემლები მოიწმინდა, რომელიც ნელ-ნელა ყელისკენ მიდიოდა და მკერდისკენ იკაფავდა გზას. ემა ნომერში შევიდა, შუქი აანთო და უცბად გაშეშდა. ერიკი მისკენ დაიძრა და ისიც კარს მიეყრდნო. კაცმა ხელი მოჰკიდა და მაგიდასთან დასვა. ერიკი წინ დაუჯდა და მისი ხელი ხელში მოიქცია. _ იმ დღეს ცუდად მოგექეცი, ბოდიშს გიხდი... გთხოვ, მაპატიე... _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა. _ თურმე ერთ ქალს გადაუხდია, ვისაც მე მოვწონვარ. და ოფიციანტისთვის ფული მიუცია, რომ ეთქვა, თითქოს შენ გადაიხადე დანახარჯი, რათა მე შენზე გავბრაზებულიყავი. მაპატიე. დამიბრუნე ვალი და გამარტყი ხელი, თუ გინდა... ამ დროს ემამ დაინახა კაბა, საყურეები და ვარდები, რომლებსაც ჭკნობა შეპარვოდათ და ფეხზე წამოხტა. _ გამაბრაზე, ესენი უკან რომ დამიბრუნე! საჩუქარი უკან არასდროს დამიბრუნო, ემა! _ უთხრა ქალს, _ ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი შენით, როცა შენი ფოტოები ვნახე... როცა ოქროსფერი კაბით დაგინახე კიბეზე და მანქანაში ჯდებოდი. ისეთი საიდუმლო და საინტერესო იყავი ჩემთვის, სათვალე რომ მოგეხსნა, თავს ვერ შევიკავებდი და გაკოცებდი მანქანაშივე, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. როცა სათვალე მოიხსენი და შენი თაფლისფერი თვალები დავინახე, მაშინ მხოლოდ ჩემმა საათმა გიშველა, კაბაზე რომ გამოგედო. იმ წამს ისე შეხტი, იძულებული გავხდი, ხელი ამეღო ჩემს განზრახვაზე. მაშინ შენ გული წაგივიდა, მე კი ხელში აგიყვანე და მოგასულიერე... _ ვხედავდი, როგორ აპარებდი მანქანაში ჩემკენ მზერას, _ გაიღიმა ქალმა. კაცმა ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა: _ მითხარი, მაპატიე?! _ თუ ტორტს არ მაჭმევ, არა... _ უპასუხა ქალმა და ისევ გაიღიმა. დანა აიღო ტორტის გასაჭრელად. ამ დროს ქალის ხელი შეეხო. ორივემ ერთად ჩამოჭრა ორი ნაჭერი, რომელიც თეფშებზე გადაანაწილეს და თავიანთი ადგილი დაიკავეს. ემამ ტორტი გასინჯა და კაცს გაუღიმა: _ ახლა გაპატიე... კაცმა ისევ პატიება სთხოვა და მანაც დაიწყო ტორტის ჭამა. მერე ქალი ადგა. კაცს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა: _ ყოველთვის ვერ დააბრუნებს ადამიანი თავის ვალს... _ თქვა და ლოყაზე აკოცა. იმავდროულად კაცის ხელი შეეხო ლოყაზე და იმანაც აკოცა, თან უჩურჩულა: _ ბოდიში... ბოდიში, რომ ამ თბილ ლოყაზე გაგარტყი, ძალიან ვნანობ... ქალმა გაუღიმა: _ რომ დამშვიდდე, ჩემთან დაგტოვებ, ოღონდ ძალიან მეძინება... _ თქვა და საძინებლისკენ წავიდა. ქალი დაწვა, კაციც გვერდით მიუწვა. ქალმა თვალები დახუჭა. _ ძილი ნებისა, _ თქვა და კაცს მიეხუტა. კაცმა მჭიდროდ მიიკრა ქალის სხეული და თავზე აკოცა: _ ბედნიერი სიზმრები, ემა... ქალმაც აკოცა და ჩუმად წარმოთქვა: _ ძილი ნებისა, ერიკ, დაივიწყე ის სილა. იმ დროს მეტკინა, მაგრამ ახლა არ მტკივა, ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ბედნიერი ვარ. ერთად ჩახუტებულებს მალევე ჩაეძინათ, მშვიდად და უდრტვინველად. მოგვიანებით ემა ადგა და დატრიალდა. სუფრა სახელდახელოდ გააწყო. მაგიდა ლამაზი იყო, იებით დამშვენებული, სანთლებით სავსე. ორივენი იცინოდნენ, თან ვახშამს მიირთმევდნენ ნომერში. კაცმა ღვინის ჭიქა ასწია და ქალს გაუღიმა: _ იმ დღის იყოს, აქ რომ ჩამოხვედი და მაშინვე ჩემი მოჯადოება მოახერხე! ერთმანეთს გაუღიმეს და ჭიქები მიუჭახუნეს. კაცმა ემას ხელი ხელში მოიქცია და ჰკითხა: _ ჩემი სახლი მოგწონს? _ კი... ლამაზი და მყუდრო ბინაა, თან შეიძლება კაცმა ივარჯიშოს კიდეც! _ თქვა ქალმა მხიარულად. კაცმა აკოცა. ემა თითქოს მიეყინა სკამს, მთელ სხეულში დაუარა თბილ-ცივმა არეულმა სისხლმა. კაცმა კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და გახსნა. იქაურობა თითქოს გაანათა ლამაზმა ბეჭედმა. ემა შეცბა. _ მიყვარხარ, ემა... ცოლად გამომყვები?! _ მოესმა სიტყვები და მაშინვე გონს მოეგო. _ მე მეე... არაა... არ შემიძლია... _ ძლივს ამოიჩურჩულა და უცბად წამოდგა: _ წადი... _ თქვა ჩუმად და საძინებლისკენ დაიძრა. ერიკმა რამდენიმე ყლუპი კიდევ მოსვა და ქალს გახედა, რომელიც ლოგინზე ჩამომჯდარიყო ჩაფიქრებული. _ არა... არა... ახლა არ შემიძლია, არ შემიძლია თანხმობა ვუთხრა, როცა არაფერი იცის იმ წარსული სულელური დღის შესახებ. ამის გამო არ შემიძლია... ღმერთო, ამ სისულელის გამო როგორ ვამბობ უარს მის მზრუნველობასა და სითბოზე, მის სიყვარულსა და მის გვერდით ყოფნაზე... _ თქვა ჩუმად და ცრემლები წამოუვიდა. _ ის საშინელი ერთი დღე! ის საშინელი! საშინელიიი! _ თქვა და თავი ხელებში მოიქცია. კაცს ვერ გაერკვია, როგორ მოქცეულიყო. _ ნუთუ არ ვუყვარვარ? ნუთუ არაფერს გრძნობს ჩემ მიმართ! გრძნობს... გრძნობს! ჩემთან მშვიდადაა... მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს... _ თქვა თავისთვის და ქალისკენ წავიდა. სახიდან ხელები ჩამოაწევინა, თვალებში შეხედა. თითქოს ორივემ ჩაიხედეს ერთმანეთის ტკივილში და უცბად ორივე წელში გასწორდა. ჩუმად იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. _ მეე... მეე... _ ძლივს დაილაპარაკა ქალმა ნამტირალევი ხმით და კაცს სახეზე ხელი გადაუსვა: _ არ მეგონა... არ მეგონა, წარმოუდგენელი იყო ეს წინადადება ჩემთვის და... _ ემაა... დამშვიდდი... იფიქრე... არ გაჩქარებ... _ თქვა კაცმა, ქალის თვალებს მიშტერებულმა. ცრემლი მოსწმინდა: _ გპირდები... ცოტა ხანი არ შეგეხები, არ გაკოცებ... ფიქრის დროს მოგცემ... რაც უნდა იყოს შენს წარსულში, რასაც გინდა მალავდე, ამის გამო უარი არ თქვა... _ ძლივს წაილუღლუღა და ქალის სხეული ჩაიხუტა: _ არ მინდა ახლა აქედან წასვლა... არ მინდა წასვლა... _ არ წახვიდე... _ მოესმა ქალის სიტყვები, რამაც უცბად გამოაფხიზლა, უცბად მიავიწყდა წამის წინ განცდილი სასტიკი `წადი~, და ქალს ხელები მოხვია, საწოლზე მიაწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. კაცი ქალისკენ გადატრიალდა და მის სახეს დაუწყო შესწავლა თითქოს ისევ თავიდან. _ მაპატიე.... _ მოესმა ქალის ჩუმი ხმა, _ არ მინდოდა ასე უარის თქმა... _ უარი არც მიმიღია! დრო მოგეცი დაფიქრების და გადაწყვეტის! მართალია, ძალიან მატკინე, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს მამშვიდებს... _ თქვა ჩუმად და ქალს თავზე ხელი გადაუსვა. ქალი უფრო მჭიდროდ მიეხუტა: _ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ? კაცის თანხმობა მიიღო თუ არა, გახარებულმა აიღო ხელში პულტი და ტელევიზორის არხიდან არხზე გადართვა დაიწყო. ორივენი ერთმანეთს მიხუტებულები უცქერდნენ ფილმს და იცინოდნენ. მერე ქალმა ხელები კვლავ მოხვია, თავი მკერდზე დაადო და რბილად წარმოთქვა: _ მე შენთან მშვიდად მძინავს... კაცმა სახე დაუკოცნა. _ მითხარი, რომ იფიქრებ და დღეს უარს არ მეუბნები... ხომ იფიქრებ?! მშვიდად იფიქრებ... დღეს უარს არ ამბობ... დროს გაძლევ დაფიქრებისთვის... ქალმა თავი დაუქნია და ჩუმად წარმოთქვა: _ ვიფიქრებ... ბოდიში, დღეს პასუხი რომ არ გითხარი... _ ჩუუუ... მთავარია, `არა~ არ გითქვამს... _ თქვა კაცმა, _ უარი არ გითქვამს! დაფიქრდები რამდენი ხანიც დაგჭირდება გადასაწყვეტად... ქალმა თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში გაახილა და... კაცმა მისი კოცნაც და ცრემლიც ერთდროულად იგრძნო. _ არ იტირო... _ შეეხვეწა და თვალებში ჩახედა. _ მაპატიე... _ თქვა ქალმა და მის სახეს სახე მიადო. _ მშვიდად დაიძინე, ემა... არაფერზე ინერვიულო... _ თქვა და მკერდზე მიიკრა... დილას ერიკმა იგრძნო ემას კოცნა და უცებ ზურგზე ამოატრიალა. _ ცუდი თამაში დაიწყე წუხანდელი ღამიდან მოყოლებული, _ უთხრა. ქალმა თვალები დახუჭა, ისევ ბოდიში მოიხადა წუხანდელი უარის გამო. _ ბოდიშს მივიღებ, თუ საუზმეზე დამპატიჟებ, _ უჩურჩულა ერიკმა, რაზეც ქალი დაეთანხმა და საუზმეც შეუკვეთა. ერიკს მხოლოდ ერთი ფიქრიღა აწუხებდა, რისი ეშინოდა ემას ასე ძალიან, მაგრამ ამ თემაზე აღარ უსაუბრია. დამშვიდობებისას ისევ გაუმეორა, დროს გაძლევ მოსაფიქრებლადო და ქალმაც თავი დაუქნია, ლოყაზე აკოცა და ნომრის კარი მიხურა. *** დილით ემა სამუშაოზე მივიდა, ჟაკლინის ახალ უფროსს, თავის მეგობარ ქეტრინს ხვდებოდა. ქეტრინი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დროს გაიცნო, მას თავიდანვე დაუმეგობრდა და ერთად დადიოდნენ კაფეში, რესტორნებში სხვა საერთო მეგობრებთან ერთად. მის მეგობარს სამი ლამაზი შვილი ჰყავდა და საუკეთესო ქმართან ერთად ზრდიდა შვილებს, თან თავის სამუშაოს უძღვებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა სამუშაო, სანამ ემა დაბრუნდებოდა... დილით ყველაზე პატარას ბაღში ხან ქეტრინი მიიყვანდა, ხან მისი უფროსი შვილები, თვითონ კი სკოლისკენ მიიჩქაროდნენ, რომელიც იქვე რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობდა. საღამოს კი ორივეს მოჰყავდა უკან სახლში თავიანთი პატარა, როცა ცეკვის გაკვეთილს მორჩებოდნენ... მას მერე, რაც ემა საზღვარგარეთ იყო, იძულებული გახდა, მეგობრებსაც მოშორებოდა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა მათთან ურთიერთობა და ანიტასა და ქეტრინთან ერთად გასართობად იკრიბებოდნენ. უკვე ყველას ოჯახი ჰყავდა ემას გარდა. ის ამას დიდად არც განიცდიდა, მით უფრო მას მერე, რაც თავს გადახდა, მას მერე მისთვის სულერთი გახდა სამყარო და მთელი ცხოვრებაც... ემამ რამდენიმე ესკიზი გადადო და სახელოსნოში ჩავიდა ხელოსნებთან სასაუბროდ. _ ეს ქვა ცოტა სხვანაირი მინდა, უფრო გამოიყვანეთ და კუთხეები ოდნავ შეუცვალეთ! _ დაავალა ხელოსანს. მერე კიდევ რაღაცეები მოიწონა და შენიშვნაც მისცა. ბოლოს ყველას მისამართით თქვა, თუ რამე პრობლემა გექნებათ, შემატყობინეთო და კვლავ თავის კაბინეტს მიაშურა. _ ქალბატონი ქეტრინი კაბინეტში გელოდებათ, _ უთხრა მდივანმა და ღიმილით სავსე ემაც ოთახში შევიდა. ჩაეხუტა მეგობარს. _ ბავშვობაში ერთად მუშაობა დავგეგმეთ, მაგრამ მე ჩემი ახირებების გამო სამკაულები ავირჩიე, შენ კი ტანსაცმელი. ახლა დროა ისევ მოვილაპარაკოთ და შევერთდეთ... _ თქვა და დაჯდა, _ შენს შექმნილ ქსოვილს შემიძლია ადგილი დავუთმო მაღაზიაში, რომელიც პირველ და მეორე სართულზე განლაგდება, ოღონდ სულ სხვანაირად: სამოსები და სამკაულები ერთმანეთს შეეხამება და ასევე, ყველა სამოსი ეცმევა მოდელს. ასე რომ, ყველა მოდელი ყველაფრიანად სრულყოფილი იქნება. მოდელები განლაგდება წრეში და გასწვრივ რამდენიმე მწკრივად. კიდევ არის ერთი იდეა, რომელსაც მერე გადავწყვეტ და მივხედავ. თუ თანახმა ხარ, მოიფიქრე და მოსალაპარაკებლად ისევ მესტუმრე. რაც შეეხება კომპანიის სახელს, შენიც იქნება. ალეხო თანახმაა, მაგრამ უფლება არ მაქვს, ჩვენი კომპანიის სახელი შევცვალოთ და შევერთდეთ. უბრალოდ, კონტრაქტი გაფორმდება და შენ შენი სახელი დაგრჩება, ჩვენ _ ჩვენი! _ ემა, ჩვენ ცოტა ვალი გვაქვს, ამიტომ არ ვიცი, ამას შევძლებთ თუ არა. _ ქსოვილი ხომ მზადდება? ეს ქსოვილი განსაკუთრებული და სხვანაირია. შეკერვითაც კარგი სტილის იკერება, მოდური, უბრალოდ, ტანსაცმელებს აქ მოიტანთ, მეტი არაფერი. ოღონდ მე უნდა ვნახო ხოლმე, სანამ მაღაზიაში გამოვფენთ. ვალს ჩვენ გავისტუმრებთ კონტრაქტის დადების შემდეგ. მერე ცოტა თანხას დაზოგავ ნელ-ნელა და ვიღაცის ვალის არ შეგეშინდება, მერე სრულ თანხას აიღებ და მორჩა. თქვენი მოგებიდან 20% ჩვენი იქნება, დანარჩენი მთლიანად თქვენი. სამოსი შემოწმდება და ფასი ისე დაედება. _ მარტო 20% რატომ?! _ ეს 20% მხოლოდ ადგილის დათმობის და მეგობრობის გამო... ბევრია?! _ იკითხა გაკვირვებულმა ემამ. _ არა, რას ამბობ, ძალიან ცოტაა... _ მაგრამ თავიდან მხოლოდ 30%-ს ავიღებთ ვალის გასტუმრების გამო. ალეხო თანახმაა, რომ მარტო სამკაულები არ იყოს მაღაზიაში. თვითონ მხოლოდ სამკაულები აინტერესებს, მეტი არაფერი და თავისი საცოლე. _ ემამ გაიცინა. _ ქსოვილები აქაურობას უფრო გაამრავალფეროვნებს და გაალამაზებს, არ მინდა მარტო სამკაულები იყოს გამოფენილი. 1-ელ და მე-2 სართულზე მაღაზიები იქნება. მე-3 სართული უფრო დიდია, ამიტომ გამოფენებს დაეთმობა, მე-4 სართულიც იმავე ზომისაა და ჩვენებები იქ გაიმართება, იქვეა მოსამზადებელი და მაკიაჟის ოთახები. მე-5 სართული ინვენტარს ეკუთვნის: სკამები, დივნები, მაგიდები... ის, რაც მერე გვჭირდება ჩვენებებისა და გამოფენისთვის. მე-6 სართული ხელოსნებისაა, მე-7-ზე კი სამზარეულოა განლაგებული. მე-8 სართულზე დაცვის ოთახებია, მე-9-ზე ახლა ვართ. მე-10 სართული ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია. ცუდი ის არის, რომ აქ ვერ გადმოგიყვან, რადგან შენს ქსოვილებს უნდა მიხედო. ასე რომ, მოიფიქრე, მანამდე კი ვისადილოთ. ცოტა ხანში წამოდგნენ. ემამ შიდა ტელეფონს უპასუხა. _ ბატონი ერიკია მოსული და თქვენი ნახვა სურს. ერიკმა დაინახა, ემას სამსახურში რომ შევიდა ქალი, რომელსაც თავისი დისგან იცნობდა, და მიხვდა, რომ ჟაკლინის ბედნიერი სამუშაო ემას დამსახურება იყო. მაშინვე ემას მდივანს დაურეკა, რადგან ემა ტელეფონს არ პასუხობდა. _ უთხარი, რომ სააბაზანოში ვარ მეგობართან ერთად და ახლა არ მცალია! ქეტრინს მართლაც შეჰყვა სააბაზანოში, რათა ხელი დაებანათ. ემამ საუბარი იქაც გააგრძელა: _ ლოგო უნდა დავბეჭდოთ, ამიტომ სრული ვერსია მოიფიქრე, რომელიც რამდენიმე წელი მაინც არ შეიცვლება, მერე თუ ახალი მოგინდება, შეცვლი. _ რისი ლოგო?! _ ტანსაცმლისთვის! ემამ გაიცინა. ქეტრინიც აჰყვა და მადლობის ნიშნად ჩაეხუტა. _ ჯერ ადრეა მადლობის თქმა... _ ამ დროს კარიც გაიღო. _ ემა! _ იყვირა ერიკმა, მაგრამ ქალი რომ დაინახა, თბილი ტონით გააგრძელა: _ ბოდიში, რომ შემოგეჭერით... _ და ქალი, რომელიც მისკენ წამოვიდა, მოიკითხა. _ საიდან იცნობთ ერთმანეთს?! _ ჩემი დის უფროსს ვიცნობ, მის ძველ უფროსსაც ვიცნობდი... _ თქვა ერიკმა და გაჩუმდა. _ გასაგებია. მაშინ ერთად ვისადილოთ, _ თქვა ემამ და სამივენი კაბინეტში გავიდნენ. მდივანმა ისევ დარეკა. _ გისმენ! _ ქალბატონო, ანდრესს უნდა თქვენი ნახვა. _ სამკაულებთან დაკავშირებით?! _ არა, პირადულიაო. _ შემოვიდეს. კარზე მალევე დააკაკუნეს. _ მობრძანდით, _ ემა სტუმრის შესახვედრად გაემართა. _ მაპატიეთ, არ ვიცოდი, თუ სტუმრები გყავდათ. სხვა დროს მოვალ... _ თქვა კაცმა და გაჩუმდა. _ არა უშავს, წამოდი, _ და სტუმარი წინ გაატარა. ემა მოსულთან ერთად აივანზე გავიდა, ერიკი და ქეტრინი კაბინეტში დარჩნენ. _ ბატონო ერიკ... კარგი და გყავთ. _ კი, კარგი გოგოა... ვიცი, რომ ემამ სამსახური უშოვა ჩემს დას. იმედია, ჟაკლინი ბეჯითად მუშაობს... _ დიახ, ძალიან თბილი და ნიჭიერი გოგოა... კარგად გამოსდის საქმე. ემამ აივნის კარი მოხურა და მოაჯირს მიეყრდნო. _ გისმენ, ანდრეს, პირდაპირ მითხარი, არაფერი პრობლემა არ არის, არც სანერვიულო! _ მე... მე _ და კაცი დაიბნა, გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა, _ მე ანხელა მომწონს და არ ვიცი, თუ რაიმე პრობლემაა, მაშინ სამუშაოდან წავალ... ემას გაეცინა. _ მე ერთხელ გითხარით ყველას, ტყვეები არ ხართ-მეთქი! შენ კიდევ ამხელა კაცს ჩემთან საუბრის გეშინია! ხომ წაგიკითხეთ აქ მოსვლისთანავე ჩემეული ზნეობრივი მორალი, რომელიც არ უნდა დაგერღვიათ! _ ხმა ოდნავ გაიმკაცრა ემამ. _ დიახ, მაგრამ მე ის მომეწონა და მასაც... _ კაცმა თავი ჩაღუნა. _ რამე სერიოზულს რომ დააშავებ, მაშინ ჩაღუნე თავი! ქალი თუ მოგწონს, მაგის გამო არაა საჭირო ასე თავის ჩაღუნვა! არ დავუშვებ რაიმე ზედმეტს და ცუდს, სამუშაოს მერე ორივენი თავისუფლები ხართ თქვენს გრძნობებში, ეს მხოლოდ თქვენი საქმეა! თუ ქალს არ მოატყუებ და კარგადაც მოექცევი, პრობლემა არ არის, მე წინააღმდეგი არ ვარ. თქვენი ურთიერთობა თქვენ ორის საქმეა, მხოლოდ თქვენ ორის! და იცოდე, სამუშაოში ნუ აურევთ ამ ურთიერთობას, ამას ვერ ავიტან! ახლა მშვიდად შეგიძლია წახვიდე და შენს ქალბატონს ყველაფერი უთხრა! კიდევ რაიმე პრობლემა ან სათქმელი ხომ არ გაქვს?! _ არა, ქალბატონო, დიდი მადლობა! _ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ემამ ხელი ჩამოართვა და ჩაიხუტა კიდევაც: _ იმედები არ გამიცრუო და დამშვიდდი! არც ისეთი ცუდი და მკაცრი ვარ! ორივე ამოდით ბარემ! _ მიაძახა ბოლოს და აივანზე დაიცადა. _ ცოტა ხანი და შემოვალ, ხომ არ მოიწყინეთ?! გამოსძახა ერიკს და დაქალს, თვითონ კი ალეხოს მესიჯი გაუგზავნა და ეს ამბავი შეატყობინა. იცოდა, ალეკო წინააღმდეგი იყო სამსახურებრივი რომანის. _ არა, ემა! _ უპასუხა დაქალმა და ერიკს შეხედა, ქალს თვალს რომ არ აცილებდა. _ ჩვენი სიძეობა ხომ არ გადაიფიქრეთ?! _ არა... ჯერ ემა უნდა დამთანხმდეს, დრო მივეცი! _ ძალიან კარგი... _ თქვა ქალმა და წვენი მოსვა. _ ბავშვობის მეგობრები ხართ?! _ არა, უნივერსიტეტის. _ კარგია. რამდენიმე წუთში ემა მოსაუბრეებს შეუერთდა. _ მაპატიეთ, რომ ასე მიგატოვეთ. ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა. _ გისმენ! _ ემამ უპასუხა. _ კარგია რომ მისმენ, ემა, როგორ ხარ?! _ კარგად, გაბი, შენ?! შენი საქმრო სადა?! _ ჩვენც კარგად! გადავეცი შენი თანამშრომლების სიყვარულის ამბავი და თანახმაა. იცის, რომ სამუშაოს და ურთიერთობას არ აურევთ ერთმანეთში! _ ჰოო?! რა უქენი მაგ კაცს?! იმ დღეს ნომერში?! _ და გაიცინა. _ აზრზე მოვიდა, _ უპასუხა გაბიმ. _ ქალბატონებო, ნუ ჭორაობთ ჩემზე! _ მოესმა ემას ალეხოს ხმაც. _ კარგი, აბა თქვენ იცით! და როდის ჩამოვა ის ცივსისხლიანი?! გაბის გაეცინა და უთხრა: ხვალ ჩამოდისო. _ ჰოოო?! ჯანდაბა, მაგას რა გაუძლებს! აქაურობას ჰაერში ასწევს! _ შენს ნომერში დაპატიჟე ვინმე ქალთან ერთად და იქნებ შეუყვარდეს! ოღონდ ერიკს არ გააკარო, თორემ ვინ ვის მოერევა, არ ვიცი! _ და ისევ გადაიკისკისა. _ ხოო ეგ კარგი აზრია, მოვიფიქრებ! თუმცა ისედაც ვიცი, რომ ჩემს კაბინეტში ჩასახლდება და არა სასტუმროში! კარგი, წავედი, ხვალისთვის უნდა მოვემზადო ცივსისხლიანთან შესახვედრად! _ და ტელეფონი გათიშა. _ ვინ უნდა მოვიდეს შენთან ნომერში?! _ ახლაღა ამოიღო ერიკმა ხმა და ქალს თვალებში ჩააშტერდა! _ ბოსტონელი არქიტექტორი, რომელმაც უნდა დააპროექტოს მაღაზიები პირველ და მეორე სართულზე. იმედი მაქვს, ორი დღის მერე წავა! _ ორი დღე ეყოფა მაღაზიას?! _ იკითხა გაკვირვებულმა დაქალმა. _ არა. ორი დღე უნდა ავუხსნა, რა მინდა და მერე წავა, რომ მოიფიქროს და გაამზადოს, რაც გვინდა! თუმცა ორი დღე დარჩება თუ მეტი, ჯერ არ ვიცი! ცოტა ხანი ისევ იჭორავეს, ისადილეს კიდევაც და ქეტრინი წასასვლელად მოემზადა. ერიკიც წამოდგა, მოიმიზეზა, საქმეები გამომიჩნდაო, ქალებს დაემშვიდობა და წავიდა. გადაწყვიტა საღამოს სტუმრებოდა ემას და ახლა არ მოეწყო მისთვის დაკითხვა. *** ემა საძინებელში შევიდა და წამოწვა. მალევე ჩაეძინა. ესკიზები გვერდით ედო და ისე ეძინა. ერიკმა კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. იფიქრა, ნომერში არ არისო და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ამ დროს ემამაც გააღო ისე, მისი სახე რომ არ დაუნახავს. კაცის ზურგს შეხედა და რა გნებავთო, ჰკითხა. ერიკი მოტრიალდა და ქალი ზანტად აათვალიერა. _ ისევ ასე უღებ უცხო კაცებს კარს?! ემამ ახლაღა გააცნობიერა, რომ თეთრი გამჭვირვალე გიპიურის პიჟამა ეცვა და მაშინვე შებრუნდა მოსაცმელისთვის. _ უფრო უარესადაც, _ მიახალა ერიკს და გაახსენდა, პირსახოცმიფარებულმა რომ გაუღო ამას წინათ კარი. კაცი შემოვიდა და გაჩერდა. _ რამ მოგიყვანა ასე გვიან?! _ შენ უშოვე ჩემს დას სამსახური?! _ და ხმას აუწია. _ დიახ. _ თქვა და ემამ თავი დახარა. ერიკი მოლბა, ასე რომ უპასუხა და ქალს მიუახლოვდა. ემა გაშეშებულივით იდგა და ერიკს გაბრაზებას ელოდებოდა. მან ხელი მოუჭირა ორივე მკლავში და სახეში შეხედა, რომელიც განზე იყურებოდა. _ ჩემი გრცხვენია?! _ არა, _ უთხრა ემამ. _ აბა, სახეს რატომ მარიდებ?! _ რომ არ... ერიკმა არ დაასრულებინა: _ სილის გარტყმას არ ვაპირებ! _ რომ არ გაკოცო, იმიტომ! _ დაიჩურჩულა ემამ და ერიკიც მის ტუჩებს მისწვდა საკოცნელად. ორივე ნელ-ნელა კოცნით მიიწევდა საძინებლისკენ. კაცი გათბა მისი ტუჩებით და თვალებში ჩააშტერდა. _ შენ მე უარი მითხარი, ემა, და გაიქეცი! გაქცევა ამჯობინე!!! _ ცივად წარმოთქვა უცებ ერიკმა და ქალს მკლავზე ხელი მოუჭირა. _ გამაგდე და მომიშორე! მე ფიქრის დრო მოგეცი, მაგრამ არ გიფიქრია! არ მოსულხარ ჩემთან და თანხმობა არ გითქვამს!! _ და ხელი გაუშვა. _ შენ არ იცი, ერიკ... _ თქვა ჩუმად ქალმა და კაცს შეხედა. _ არ ვიცი! გითხარი, მენდე და მომიყევი, რაშიც გგონია, რომ დამნაშავე ხარ-თქო, მაგრამ არ მენდე! შენ მე არ მენდე!!! უცხო ქალს, ალმას ენდე, მაგრამ მე არა! _ თქვა და კარისკენ დაიძრა. ქალმა უეცრად თავი სუსტად იგრძნო და ჩუმად ამოიჩურჩულა: _ წარსულის ჭრილობა... _ და გული წაუვიდა. გაოცებულმა ერიკმა ხელში აიყვანა, ლოგინზე წააწვინა და სახეზე წყალი შეასხურა. _ ემაა... გამოფხიზლდი! _ დაუყვირა და ქალმაც თვალები გაახილა. ერიკმა ჩაიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა: _ მხოლოდ ეს თუ არის უარის მიზეზი ჩემთან ცხოვრებაზე, დაივიწყე და დამთანხმდი. როცა შენ გენდომება, მხოლოდ მაშინ მომიყევი ის, რაც ასე გაშინებს, გაწუხებს და გტკივა... _ არა, ერიკ, არა, ჯერ არ შემიძლია... _ თქვა ქალმა და წამოდგა, _ ჯერ არ მინდა იგივე წინადადება მოვისმინო... _ თქვა და დაინახა თუ არა თავდახრილი კაცი, გვერდით მიუჯდა და მიეხუტა: _ რამეს დალევ?! კაციც დათანხმდა და ორივემ თითო ბოკალი დალია. _ დღეს მინდოდა საუბარი, მაგრამ ვერ მოიცალე ჩემთვის... _ თქვა კაცმა და ქალს გადახედა, რომელიც მეორე ბოკალს სვამდა. _ ერთმა გამომძიებელმა არია თავიდან ყველაფერი და მისი სისულელეების გამო გეგმები ცოტა გადამეწია! _ თქვა ქალმა და სასმელი მოსვა. _ ჰოო?! სულელი კაცი! _ თქვა და ემას გადახედა. _ იცი, რატომ დავთანხმდი ჩემი დის მუშაობას?! _ იმიტომ, რომ ემუშავა და საქმე ჰქონოდა. მიხარია, რომ ქმარსაც შეურიგდა. _ იმიტომ, რომ უფროსად ქალი ეყოლებოდა... _ და გაჩუმდა. _ კაცი რომ ყოფილიყო, უარს ეტყოდი? რატომ?! _ იკითხა ემამ და გაბრაზებულმა მაგიდის ქვეშ ხელები მომუშტა. _ ძველი უფროსი ცუდი კაცი იყო. ჩემს დას ცუდად მოექცა.... ამის გამო ჰქონდა ქმართანაც დაძაბული ურთიერთობა. _ მითხარი, რა მოხდა?! _ ემამ ერიკის სახეს ხელი შეახო. _ ჩემი დის შეცდენა.... სცადა... _ ძლივს თქვა და სასმელი მოსვა. _ ანუ გეგმა ჩაეშალა?! _ ჰო, ემა, ჰო! _ კაცი ემას ჩაეხუტა და ატირდა. ქალი ფიქრებში წავიდა: `გეგმა რომ ჰქონოდა, ხომ პირდაპირ განახორციელებდა და ჟაკლინი თავს ვერ დააღწევდა ამ სისასტიკეს!~ _ და ისევ წლების წინ მომხდარი ამბავი ამოუტივტივდა. ბოლოს გამოფხიზლდა, კაცის ცრემლი მის სახეს რომ შეეხო და ერიკს ცრემლიანი თვალები დაუკოცნა. _ კარგი, მთავარია, რომ არაფერი არ მოხდა... დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება... ასეთი ადამიანი ყველა დაისჯება, ერიკ... ამაზე შენ არ უნდა იძიო შური! შენი დაც მოირჩენს ჭრილობებს და კარგად იქნება... ჩათვალე, რომ ეს ნიშანი იყო, პატარა ნიშანი, რომ შენი და იქიდან წამოსულიყო და იმ ურჩხულთან არ დარჩენილიყო! ქეტრინი კარგი უფროსიაა... კეთილია და შეგნებული... მალე ერთად კონტრაქტს დავდებთ და უფრო კარგად ექნებათ საქმე... მერე კონკურსს მოვაწყობთ და რამდენიმე ბეჯით თანამშრომელს ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში გავუშვებთ... მე იმედი მაქვს, რომ შენი დაც მოხვდება მათ სიაში და დროებით წავა. ბავშვს კი ქმარი თუ ვერ მიხედავს, ჩვენ ჩავიბარებთ... _ ემა... შენ ისეთი თბილი და გამგები ხარ... _ თქვა ერიკმა და ქალს ხელი მოხვია. _ მაგრამ ვიცი, რომ ჟაკლინს ის ტკივილი დღესაც ახსენდება და ეს მის სრულ ბედნიერებას უშლის ხელს! რომ იცოდე, როგორი ბედნიერია, შენ სამსახური უშოვე და საქმე დაიწყო. მადლობას გიხდი ამისთვის. _ ქალს თავზე ხელი გადაუსვა და თვალები დახუჭა: _ ემააა... _ თქვა რბილად და სევდიანად, _ ეს სურნელი... შენი სხეულის სითბო... ეს გულისცემა... შენ მავიწყებ ყველა ტკივილს და ბედნიერებას მანიჭებ, _ და ქალს ხელი ძლიერად მოხვია. ემამ გაიღიმა და კაცის თმაში შეაცურა თითები. _ შენც მავიწყებ ყველაფერს, ერიკ... შენც ბედნიერებას მანიჭებ... _ თქვა, სასმელს დასწვდა და დაისხა. მძიმედ გადაყლაპა სხეულში დაგროვილი ტკივილიანი ნერწყვი. ბოკალი მოიყუდა. ერიკმა ხელი ჩაავლო და გააჩერა. ემამ ისე გადახედა, კაცმა ხელი გაუშვა და ნება მისცა, დაელია. მერე თვითონაც დაცალა ერთი ბოკალი და ქალს გაუღიმა: _ ახლა ორივე რომ ისე დავთვრეთ, ხვალ ტანსაცმლის გარეშე გავიღვიძოთ, ამაზე რა რეაქცია გექნება?! ქალს სრულიად დაავიწყდა წარსულის ტკივილი, სიცილი აუტყდა და კაცს გადახედა: _ სიმთვრალეში არაფერი გვემახსოვრება, ამიტომ ეს ნაბიჯი არ მომეწონებოდა... კაცმა გაუღიმა და ქალს ბოკალი ხელიდან აართვა. _ ჯობს მეტი აღარ დალიო, თორემ მთვრალს ვერ დაგტოვებ და მერე შეიძლება რაღაცები დამაბრალო... _ და ორივე ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა. შემოტრიალდა და ქალი ლოგინზე მიწოლილი დახვდა. თვალები დაეხუჭა და ფიქრებში წასულიყო. კაცის შეხება იგრძნო თუ არა, გაახილა თვალები და კაცს ხელები მოხვია. _ შენ ერიკ... შენც ხომ არ მოგეწონებოდა, მთვრალები ასე რომ მოვქცეულიყავით?! _ მე ყველა შენს სუნთქვას, ყველა შენს გულის ძგერას დავიმახსოვრებდი... _ თქვა კაცმა და მიეალერსა, _ არ მომეწონებოდა, რომ მთვრალი ჩემი გამხდარიყავი... _ ამ სიტყვებით ქალის სხეული მიიხუტა და ჭერს ახედა. _ ერიკ... იმ ამბავზე შენს დას ესაუბრები ხოლმე?! _ ყოველთვის არა, რადგან მინდა დაივიწყოს, მაგრამ ვიცი, რომ სტკივა და განიცდის... _ დრო მოვა და დაივიწყებს... ვფიქრობ, ამ ამბავმა უფრო ძლიერი გახადა, ეს კი კარგია... _ თქვა და თვალები მაგრად დახუჭა. ცოტა ხანში ჩათვლიმა. ერიკმა დახედა, გაეცინა და უჩურჩულა: _ ისე გძინავს, რომ გაგხადო, არც გემახსოვრება... ქალს გაეცინა: _ დამაძინე, ერიკ! და ნუ ოცნებობ... _ თქვა ჩურჩულით და კაცის სხეულს მიეხუტა. _ შენს დას გაუმართლა, რომ მის ტკივილს ასე განიცდი... მაგრამ ამის გახსენებას სჯობს, რაც მოსწონს და გააბედნიერებს, ის ერთად გავუკეთოთ, რომ ის დღეები დაივიწყოს. ადრე თუ გვიან ყველა ტკივილი ქრება, ერიკ... რა უყვარს შენს დას, რამ შეიძლება ძალიან გაახაროს?! _ ჩაეკითხა კაცს. _ აეროპლანით ფრენა და იქიდან გადმოხტომა... _ ხოდა, გავაკეთოთ. ხვაალვე! _ მერე შენი სტუმარი?! აქ როგორ უნდა ვიგუო შენთან?! _ საღამოს ჩამოვა! ჩვენ კი წავიდეთ ერთად და გავერთოთ! _ კარგი, ემა, დიდი მადლობა. *** დილით ისაუზმეს თუ არა, ერიკმა და ემამ მაშინვე აეროპლანისა და პარაშუტის საქმეები მოაგვარეს და ჟაკლინი გააფრთხილეს, საღამოს მზად იყავი, სხვაგან მივდივართო. საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო და სამივე აეროპლანში მოთავსდნენ. _ დაო, გადმოხტომა თუ გინდა, ეს ჩაიცვი! _ და პარაშუტი გაუწოდა. _ ძაან მაგარია! _ ჟაკლინი აღტყინებული იცინოდა, _ ძველი ბედნიერი დღეები გამახსენდა, _ უთხრა ძმას და მიეკრა. _ ეს ემას იდეა იყო. ჟაკლინმა ქალს აკოცა და მადლობა გადაუხადა. _ შენ რატომ არ იცვამ პარაშუტს?! _ შეეკითხა ერიკი ემას. _ ამისი არაფერი გამეგება და არც მიყვარს! _ რატომ? ერთად გადავხტებით! _ არააა! _ იყვირა ემამ, _ არ შემიძლია! მე აი, იქ დაგელოდებით, _ და გემზე ანიშნა. _ იქ უნდა ჩამოფრინდეთ, იქ დაგხვდებით. ორივენი გადმოხტნენ, აეროპლანი კი გემისკენ გაფრინდა და დაჯდა. ემა უყურებდა, როგორ მართავდა და-ძმა პარაშუტს და თან ფოტოებს უღებდა. როცა მოახლოვნდნენ, მათკენ გაიქცა. ჟაკლინი გახარებული იყო, რაც ერიკსაც უხაროდა. ის ორივე ქალს ჩაეხუტა და თავისკენ მიიზიდა. ორივე მიყვარხართო, უთხრა მათ და აკოცა. _ ძმაო! ჯერ ემას უნდა აკოცო და მერე მე! _ არა უშავს, ემას ეს არ ეწყინება! სხვა დღეს პირველს მას ვაკოცებ! _ და ქალებს გაუცინა. ზღვის პროდუქტები მიირთვეს და გემზე გაშლილ შეზლონგებზე მიწვნენ. ჰაერი სასიამოვნო და გრილი იყო, ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და მათი ყურებით ტკბებოდნენ. ერიკი შუაში მოქცეულიყო და მათთან ჩახუტებული ცისკენ იყურებოდა. უცბად ვარსკვლავი ჩამოვარდა და ჟაკლინმა იყვირა, სურვილი ჩაიფიქრეთ, აგისრულდებათო! ერიკმა ჩაიფიქრა. ემამაც: ტკივილის მოშუშება, ბედნიერება და ცოდვების მიტევება... ახლა გაახსენდა, რამდენი ხანი ელოდა ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას. ეს მას არასდროს ენახა და უნდოდა ერთხელ მაინც დაენახა ეს წამი და სურვილი ჩაეფიქრა. მთელი გავლილი წლები ცაზე ვარსკვლავს თუ დაინახავდა, უყურებდა და ოცნებობდა, ჩამოვარდეს, რომ სურვილი ჩავუთქვაო და ახლა, ამდენი ხნის მერე ნატვრა აუსრულდა. 24 წლისამ დაინახა პირველად ეს ლამაზი წამი და გაიფიქრა: `რა არის ცხოვრება? ჩვენ სურვილს ვისრულებთ მისი ჩამოვარდნით და თან ამ დროს ვიღაცა კვდება! ვიღაცის სიკვდილის ხარჯზე ჩვენ უფლება გვაქვს, სურვილი ჩავუთქვათ და გვიხარია, რომ ველოდებით ვარსკვლავის ჩამოვარდნას... ანუ რა გამოდის? სიკვდილი გვიხარია?! გვიხარია, რომ ვიღაც კვდება?!~ _ მაშინ მიხვდა ემა, რომ არ უნდოდა არც სურვილის ასრულება და არც ვარსკვლავის ჩამოვარდნა. _ გამიგია უდიდესი ვარსკვლავები: უსი, ალდებარანი, არქტური, რიგელი... თუმცა არც კი ვიცი ცაზე ვარსკვლავების განლაგება. _ ჟაკლინს გახედა და შეეკითხა: _ მართლა ახდება ასე სურვილი?! _ კი, ემა, არ გჯერა? _ არ ვიცი! ძნელია ვიღაცის სიკვდილის დროს შენ სურვილი ჩაიფიქრო, რათა აგიხდეს! _ ამაზე არ მიფიქრია! _ უთხრა ჟაკლინმა და ძმას მიუბრუნდა. _ შენ გჯერა, რომ სურვილი აგიხდება?! _ კი! _ და ემას მიუბრუნდა, _ ახლავე შევამოწმებ, გინდა?! _ არაა... ერიკ, ახლა არაა... _ თქვა ემამ და კაცს ხელი დაადო მკერდზე: _ სხვა დროს, სხვა დროს, როცა ამის დრო მოვა... _ და კაცის ლოყას თავისი მიადო. _ ემა... მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რას ფიქრობ ჩემზე და რას გრძნობ... _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა: _ თუ გინდა, ახლა არ მიპასუხო... ქალი წამოიწია. ფეხზე წამოდგა და ამ დროს ჟაკლინის ხმაც გაისმა: _ მე წავალ სახლში, თქვენ კი ამ საოცარი ღამის ცის ქვეშ ისაუბრეთ. მადლობას გიხდით ორივეს, განსაკუთრებით შენ, ემა... _ თქვა და ემას ჩაეხუტა, მერე ძმას დაემშვიდობა და ტაქსით წავიდა. ემამ გემბანზე გადადგა ნაბიჯი და ერიკს მიმართა: _ შენს სახლში წავიდეთ... _ ამ დროს კაცის ჩახუტება იგრძნო ზურგიდან. _ ჯერ არა, აქ ვიყოთ... _ თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია. ემამ დაიჟინა, წავიდეთ შენს სახლშიო და კაციც დანებდა. ...ემა ლოგინზე წამოწვა და კაცს შეხედა, რომელიც საათს იხსნიდა. ქალმა კაცის მზერას მოჰკრა თვალი და გაუღიმა. _ ერიკ... შენ გვერდით თავს დაცულად და ბედნიერად ვგრძნობ. მინდა, რომ შენ გვერდით ვიყო და სულ გხედავდე... მიყვარხარ... _ თქვა და როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა, თავბრუ დაეხვა. თვალები დახუჭა და ერიკის მკლავებს მიენდო. ერიკმა ქალი ჩამოსვა და ლოგინზე დააწვინა, როგორც კი მიხვდა, რომ ემა კარგად იყო და უღიმოდა, თვითონაც ბედნიერს გაეღიმა და ემას სხეული მიიხუტა. _ ჩემიი... ჩემი ემა... _ თქვა კაცმა და ქალს კოცნის მერე ისევ გაუმეორა რამდენჯერმე, მიყვარხარო. როგორც კი ერიკი დასაბანად შევიდა, ემა ჩუმად წამოდგა, ტაქსი გამოიძახა და აეროპორტისკენ გასწია, რადგან ღამის 2 საათზე არქიტექტორი ჩამოდიოდა. არქიტექტორი ერთი დიდი ჩანთით ჩამოვიდა. `ოჰ, მაგარია. იმედია, მეტი ჩანთა არ აქვს, ანუ დიდი ხანი არ მომიწევს მისი ატანა! თორემ ვიცი, ყოველდღე ვიყვირებ~, _ გაიფიქრა ემამ, კაცს მიეახლა და გადაკოცნა. _ როგორც იქნა, გნახე, _ კაცი ემას ლოყას შეეხო. _ ჰოო! კარგ ხასიათზე ხარ?! გშია?! _ კი, ძალიან მშია. რას მაჭმევ?! _ სასტუმროში მივალთ 20 წუთში და გემრიელ კერძებს გაჭმევ. _ და სამსახურში რომ წავიდეთ, არა? _ იკითხა კაცმა და ქალს შეხედა. ემა ჩაფიქრდა. _ რატომაც არა, თანახმა ვარ, წავიდეთ. მერე იქვე შეძლებ გამოძინებას, თუ დაძინება მოგინდება. ემამ ჯერ პირველ სართულზე შეიყვანა, მერე მეორეზე ავიდნენ შიდა კიბით. დაათვალიერებინა, რამდენი ფართობი იყო გამოყოფილი მაღაზიებისთვის და მერე დივანზე ჩამოსხდნენ. _ აქ სარკეები მინდა ყველგან, _ ორი კედლისკენ ხელი გაიშვირა. _აქ კიდევ სულ თვლები და ყვავილები იქნება და აქაც, დანარჩენ ორ კედელზე, _ ხელით მიანიშნა. _ დივნები იქნება განლაგებული ისე, რომ მოდელები კარგად გამოჩნდნენ. რაც შეეხება მეორე სართულს, ვერ გადავწყვიტე, ანალოგი იყოს თუ რაიმე სხვა დიზაინი. რაც შეეხება განათებას, ისე მინდა შუქი მოხვდეს, რომ ქვების სიკაშკაშემ მოდელები არ დაჩრდილოს... _ არავითარ სარკეებს არ ვეთანხმები, _ უცბად იყვირა რობერტომ, _ სისულელეა! ამას არ გავაკეთებ! _ მე ასე მინდა, რატომ არ იქნება ლამაზი?! _ ისე ყვიროდნენ ორივენი, რომ გარეთ მანქანაში მოთვალთვალე ერიკსაც ესმოდა. _ მაშინ კედლები რით გავალამაზო?! _ ბოლოს ისევ უყვირა კაცს ემამ და შეხედა. _ სადა რომ იყოს და არა ასე გადატვირთული?! _ არა! მე აქ პატარა აუზებიც მინდა მოდელების გვერდით! _ არაა! _ პატარა აუზი, ალეხო თანახმაა! _ მაშინ მაგას გააკეთებინე! _ კარგი რა, დაფიქრდი, რატომ იქნება ცუდი? ქვები ხომ ჩვენს საქმეშია, ამიტომაც მჭირდება კედლებზე ქვები. ხოლო მარტო ქვები რომ არ იყოს, ამიტომაც მინდა ორი ლამაზი ნივთი: ყვავილები და როიალი. წარმოიდგინე, ქალი სარკეში იხედება და მას უკან ლამაზი ქვები, ყვავილები და როიალი უმშვენებენ ზურგს. ეს ხომ ნამდვილი სილამაზეა. ამდენი ქვის არეკვლა სარკეში ხომ ბრწყინვალეა! _ მოდელები აუზთან უნდა იდგნენ?! ემა მასთან ახლოს მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მერე მოშორდა, დივანზე დაჯდა და უთხრა, მეტს არაფერს გეტყვი, დაჯექი და იფიქრე, მერე კი ჩემს კაბინეტში ავიდეთო. ერიკი გაბრაზდა, ქალი მასთან ასე ახლოს რომ იყო და ყურში რომ რაღაც უჩურჩულა. უნდოდა შიგნით შესულიყო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან გაახსენდა ეჭვიანობის ძველი სცენები და შერცხვა. რობერტო ემას გვერდით მიუჯდა და გარემოს გადახედა. _ კარგი, ვიფიქრებ! ახლა კი რამეს მაჭმევ?! ემა სამზარეულოში ავიდა, რამდენიმე კერძი აარჩია კაცისთვის და თავის კაბინეტში აიტანა. _ ლამაზი კაბინეტია, მშვენიერი, _ თქვა რობერტომ და მერე აივანზეც გავიდა. _ აი, მესმის! ჩემი მოწონებული კაბაც აქ ყოფილა! _ თქვა, როცა გარდერობი გამოაღო. _ კი, ეგ პირველი კაბაა, რომელიც ჩემი სამუშაოს დაწყების წინ მომიწონეს! _ ჰოო, მართალია, კარგად იცვამდი ადრეც, დახვეწილს, მაგრამ ახლა უფრო მშვენიერი ხარ! ემამ მაგიდა გაამზადა და მშვიდად შეუდგნენ ჭამას. კაცი ჩაფიქრებული უყურებდა ხან საჭმელს, ხან ქალს. _ იმ ბოლო სიტყვებით დამითანხმე! _ უთხრა ქალს. ემაც წამოხტა და ჩაეხუტა: _ მაგარიააააა! მადლობააა! და მეორე სართულზე რას ვიზამთ?! _ სხვა რამეს, განსხვავებულს, მოდელები ისევ დარჩებიან და კედლებს მივხედოთ. _ ჰოო, როიალი დავდგათ ქვებით მოჭედილი და კედლებზე სუყველგან სარკეები გავაწყოთ. მაგარი იქნება! _ ისევ მოაფიქრდა ემას და შეხედა კაცს, რომელსაც ყველა ცივსისხლიანს ეძახდა. _ კარგი, მოვიფიქრებ. მე ძირითადად მოდელების და აუზის საქმეებს მოვაგვარებ, ასევე დავითვლი, რამდენი ყვავილი ან თვლებია საჭირო. სხვა რამე საქმე გაქვს ჩემთან?! _ ეგენი უკვე დავითვალე და ნახაზიც აქ მაქვს, _ უთხრა და კაცს მიაწოდა ნახაზი, სადაც ყვავილები, ქვები იყო ჩახატული და რა რამდენი იყო საჭირო, ზედვე ეწერა. _ კარგად გამოგიანგარიშებია! ოღონდ იმედია, ეს ფერები დარჩება, სადა და არავითარი ჭრელი?! _ კი. ეგ ზუსტი ასლია. თუ შენც დაეთანხმები ფერებს და განლაგებას! აქ ქვები ისეა განლაგებული. რომ შორიდან ჩვენი კომპანიის სახელიც ამოიკითხება და მეორე პარტნიორის ლოგოც. _ კარგი, კარგი, ახლა უკვე დავმშვიდდი და დავიძინებ აქ, შეიძლება?! _ ხელით ანიშნა დივანზე. _ კი, რატომაც არა! _ თქვა ემამ და ფეხზე წამოდგა. გაცოფებული ერიკი ადგილს ვერ პოულობდა. დაინახა, კაცი სააბაზანოშიც რომ შევიდა ემასთან ერთად, გარდერობშიც შეუხტა და ისიც მოისმინა, რომ დაძინებასაც იქ აპირებდა, ამიტომ ლიფტს თითი მიაჭირა და მე-9 სართულზე ავიდა. _ კარგი, მე წავალ, რობერტო, მეგობარი მელოდება, უფრო სწორად, საქმრო... _ უთხრა ემამ და მეგობარს დაემშვიდობა. გავიდა თუ არა, კინაღამ გაბრაზებულ ერიკს დაეჯახა. _ სულ გაგიჟდი?! როდემდე უნდა იყო ასეთი?! _ ემამ ერიკს შეხედა. ერიკმა ხელი მოჰკიდა ქალს და ლიფტისკენ წაიყვანა. _ არ მითხრა ახლა, რომ შენც აქ უნდა დარჩე მასთან ერთად და აქ უნდა დაიძინო! _ შენ საიდან იცი, რომ ის აქ იძინებს?! _ ვიცი! _ შენ! გაბედე და ჩემს კაბინეტში მოსასმენი აპარატი დააყენე?! კამერები?! _ არა, მხოლოდ მოსასმენი... _ თქვა ჩუმად ერიკმა, _ შენ ჩემი ხარ, ჩემი! ჩემი ცოლი! _ საცოლე! _ შეუსწორა, _ რომელმაც შეიძლება გადაიფიქროს და არ გამოგყვეს ცოლად! _ ემა! ამას ნუ მეუბნები, ასე ნუ მაშინებ! _ უთხრა ქალს, ხელში ჩაბღუჯა, მიიზიდა და ტუჩებში ეცა. მერე გაბრაზებულს ხელი უფრო ძლიერად მოხვია და მანქანაში ძალით ჩასვა. _ დღეს გაიპარე! არაფერი მითხარი და მარტო წახვედი აეროპორტში! ქალს გაეცინა: _ რა იყო, კიდევ ხომ არ მოგინდა ჩემი აეროპორტიდან წამოყვანა და საკანში ჩასმა?! _ ემა! ვეჭვიანობ! _ ტყუილად ეჭვიანობ! _ მიუგო ქალმა და ირგვლივ მიმოიხედა. _ მე არ მითქვამს, სახლში წამოგყვები-მეთქი! _ მე მომინდა! _ წამოიძახა კაცმა, ქალს მანქანის კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა, ხელი ჩაავლო და მასთან ერთად აირბინა საფეხურებზე. შემდეგ ემა ლოგინზე წამოაწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. _ ხვალვე მიბრძანდები, როცა სტუმარი იქ არ იქნება კაბინეტში და შენს სისულელეებს მოაშორებ იქიდან, თორემ იცოდე, ჩემს პირობას დავარღვევ! ემა ისე ყვიროდა, როგორც რობერტოს უყვიროდა წეღან. ერიკი ამაზე გაბრაზდა და ქალს ძალით აკოცა. _ შენ ვერ იტყვი უარს, ახლა ვეღარ მეტყვი უარს! _ ვითომ რატომ, რისი შემეშინდება, შენი?! _ ემაააა! არ გამაბრაზო და ასე ნუ მიყვირი! მოსასმენი აპარატი იქ დარჩება და შენც აქ დარჩები, ჩემს სახლში. იცოდე, ხვალ აქედან ფეხს ვერ გაადგამ! და საერთოდაც, ამდენი ხანია გელოდები და გიცდი, რომ შენი გონება როგორმე გამოფხიზლდეს და დამთანხმდეს ყველაფერზე! გეყოფა ამდენი ფიქრი! გეყოფა ამდენი დროის გაწელვა, რაც გაცალე, საკმარისია! _ გამიშვი, ხელი გამიშვი! _ მორჩი! რამდენიც გინდა, იყვირე, _ კაცმა ჩაიხუტა მისი სხეული და აღარ უშვებდა, _ ხვალაც აქ იქნები, იცოდე და ფეხს არსად გაადგამ! ემა ცოტათი ჩაცხრა და ერიკს მიუბრუნდა: _ რას ფიქრობდი, იქ მიკროფონებს რომ აყენებდი?! _ იმას, რომ გამეგო, შენს ცდუნებას ვინმე თუ გადაწყვეტდა! _ მერედა, რა გაიგე?! _ ის, რომ რობერტოს აბაზანაში შეჰყევი და შენს გარდერობშიც შეძვრა. _ ის დიზაინერია და თუ უნდა, კაბებსაც დაათვალიერებს და კედლებსაც! _ იცოდე, ძალიან გავბრაზდები, სხვა რომ შეგეხოს, ხელი ოდნავადაც რომ გახლოს! რაც გაგიცანი, მის მერე ვერავინ უნდა შეგეხოს, ვერავინ!!! მანამდე თუ რამე ხდებოდა, ალბათ შენ ასე გსურდა. ეს წარსულია და შენი საქმეა! ახლა არ დავუშვებ ამას, არ შევეგუები! _ კარგი, დამშვიდდი. მე რა მინდოდა და რა არა, ეს შენ არ იცი! არის წარსული, რომელზედაც არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ მოგატყუე და ახლა საყვარელი მყავს! _ მინდა ყველაფერი ვიცოდე, ემა... მაგრამ, როცა შენ გენდომება, მაშინ მოგისმენ... _ მეძინება... _ თქვა ქალმა ჩუმად და თვალები დახუჭა. კაცი მის გვერდით მოკალათდა და ქალს მიეხუტა: _ წეღან როგორ მიმატოვე... ემას ჩაეღიმა: _ იქ რომ წამეყვანე, ვიცი, გალახავდი, ამიტომ მარტო წავედი, ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, ერიკ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.