შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიირთვით ცივად! (თავი 1)


25-11-2022, 01:57
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 157

მოგესალმებით.
მინდა გიამბოთ კერძზე, რომელიც თავად მოვამზადე და ახლა, ამ ჩაბნელებულ, ფლუორესცენციულ ნათებაში გამომწყვდეული, ოთხ კედელს შემაცქერი, დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ინგრედიენტების სიმწარეს. მე ხომ ყველა მათგანი მთელი სხეულით დავაგემოვნე. არა! ნუ შეიცხადებთ,გთხოვთ. მე მხოლოდ ახლა ვიწყებ მასზე მოყოლას. ჯობს ცივად მიირთვათ! მერწმუნეთ დიდი მონდომებით ვამზადებდი და სტუმარი, რომელმაც ის მიირთვა დღეს პასუხს მომთხოვს, თუ რათქმაუნდა ჯერ კიდევ შერჩა თავის დამპალ სხეულში ჟანგბადის საკმარისი ოდენობა...
ალბათ ბევრჯერ დასვამთ კითხვას-"რატომ?"...გახსოვდეთ, პასუხი მარტივია...
ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა მსოფლიო დაიპყრო. ყოველდღიურად პლატფორმათა სრულ უმრავლესობაზე მე ვხედავ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაღლილი, უძილობისგან ამოშავებული უპეებით და უიმედობით მიმართავენ ფართო აუდიტორიებს, მე კი ვზივარ და ვფიქრობ- "როგორ მივედით აქამდე?".ჩემი თაობა ებრძვის საუკუნოვან წყევლას, რადგან ჩვენ ვართ ის ბავშვები რომლებსაც არ მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ ზრდასრული ადამიანებისთვისაც კი რთულად შესასრულებელი ისეთი საქმეებისგან დახსნილი, ისეთ მცირე ასაკში, როცა წესით ჩვენ მთავარ ვალდებულებას თვითგამორკვევა უნდა წარმოადგენდეს. სასაცილოა არა? იურუდიულ ფაკუტეტზე სწავლისას რამდენჯერ გამიგონია ფრაზა- "თვითგამორკვევის უფლება".სანამ საერთაშორისო სამართალი ფართოდ დაღებული პირით ყვირის- "ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება ბატონებოო!", მანამ ტაძრის ბნელ კუთხეში ნაჩურჩულები აღსარებასავით ისმის - "ყველას, გარდა ახალგაზრდებისა!", რადგან ის იმ უიშვიათეს უფლებებს მიეკუთვნება, რომლებიც ცალკეულ ინდივიდებს კი არა ხალხთა გაერთიანებას აქვს მინიჭებული, აქედან გამომდინარე წარმოადგენს არა ინდივიდუალურ, არამედ ჯგუფურ უფლებას. მარტივად რომ გითხრათ - "ერო გამოერკვიე! ახალგაზრდებო ჩუმად ისხედით და მაგრად გვახატია თქვენი ინდივიადუალური თვითგამორკვევის უფლებებიო!"
ვღიზიანდები და აგრესისგან ვსკდები, როცა ვუსმენ ამ თავხედ, ეგოისტ, შეუმდგარ ზრდასრულებს რომლებმაც თავიანთი გასაცოდავებული აწმყოს, ჩვენი მომავლის დიდების იმედებზე ასაგებად მოგვავლინეს და ერთი ბეწო სითბოსთვის გამათხოვრებულ ხელისგულებში გვიყრიან ქვეყნად მოვლენის ბედნიერების განცდის მიმართ ჩვენი უმადურობის საყვედურებს.უფროსი თაობა ხშირად იმეორებს რომ ამ ქვეყნად ჩვენი დაბადების მთავარ ღირებულებას შთამომავლობის გაჩენა და კაცობრიობის რიცხოვნობის მაღალი მაჩვენებლის დატოვებაა სულის ამოცლის შემდეგ.არა ბატონებო! მე ვამბობ- არა! თქვენ პათეტიკურები ხართ! იმდენად შეუმდგარნი რომ თავის დროზე ემსხვერპლეთ ამ ბოროტ მანტრას და მოგვავლინეთ ჩვენ, თქვენი საკუთარი სურვილების და მიუღწეველი მიზნების თავზე მოსახვევად, მაგრამ იმდენად გამოიფიტეთ პროცესში რომ წამოზრდისთანავე ამასაც გვამადლით და სასწაულებრივად ელით რომ ყველაფერი თავისთავად გამოგვივა.გვაგდებთ სახლიდან, გულიდან,წარსულიდან და გონებიდან,მოკლედ თუ სადმე რამე ადგილი გვეკავა, თქვენთვის ის უნდა დაცარიელდეს. ან პირიქით, გეშინიათ საზოგადობრივი აზრის და გამოშვერილი საჩვენებელი თითების, ამიტომ იმდენად გვიჭერთ მკლავებით, რომ სადაცაა ძვლების მსხვრევას გავიგებთ და მუდმივად ვიქნებით ბოლო ამოსუნთქვისას, ჟანგბადის უკმარისობის ზღვარზე.
ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდები, ვატყუებთ ერთმანეთს, ყოველდღიურად, ყველა პლატფორმის გამოყენებით.ვუცქერთ არარსებულ აუდოტორიას, ვუჩვენებთ მაქსიმალურად გაწელილ ღიმილის კუთხეებს და თქვენგან მოსმენილ, საგულდაგულოდ დაზეპირებულ ტექსტს ვარაკრაკებთ მოჯადოებულებივით- "შენ ეს გამოგივა! თავიდან რთულად მოგეჩვენება, მაგრამ აუცილებლად გამოგივა! მთავარია საკუთარი თავის სიყვარული და იმედი!". კარგით ბატონებო, დავალების შინაარსი მიღებული და გააზრებულია. იქნებ ის მაინც გვითხრათ ქუჩის რომელ კუთხეში ვეძებოთ საცოდავად მობუზული იმედები, იქნებ ისინი სადმე ყრია ან ხეებზე გაზაფხულის მიწურულს გახლეჩილი ატმის ყვავილებივით გველიან, რომ წიგნიდან ამომხტარი პერსონაჟებივით მივცვივდეთ და ხელი წავავლოთ ჩასაკბეჩად გამზადებული ნაყოფივით ჩაშაქრულს?!
ყოველდღიურად თავგანწირვით ვიბრძვით მიზნის ასასრულებლად, რომელიც ძალიან პატარებმა დავუსახეთ ჩვენს ჩამოშლილ თავებს, რადგან თქვენ ჩაგვინერგეთ თავის ქალაში, ამის გარეშე გამოუსადეგარი ნივთის იარლიყის აწებების გარდაუვლობა....ყოველდღიურად თითო-თითო აგურს გვაცლის ფეხქვეშ ცხოვრება და იმის მაგივრად გადატყაული კანით საბოლოოდ ავძვრეთ და სული მოვითქვათ, ქვემოთ გვექაჩება მავანი.
ახლა რაღას გვეტყვით? იქნებ არ მივაქციოთ ყრუ ტკივილს ყურადღება, უფრო მეტად,ჩვენივე ნებით, შიშველი ხელებით ავიძროთ ტანიდან კანი? იქნებ ამბოხება ამ უსამართლობის წინაშე მივმართოთ და ზიზღატანილებმა მხოლოდ იმ წერტილამდე მისვლისთვის ხელისშემშლელთა დასამარცხებლად გადავათენოთ ძირკოლასავით გამშხამებელი დღეების თოში? ... და დავფიქრდი... რა ხდება იმ წერტილამდე მიღწევის შემდეგ? როდისმე წარმოგვიდგენია იმ წერტილამდე მისვლის შემდგომ, დღეების სითბო? არასდროს! ყოველთვის მხოლოდ ერთი რამ ვგქონდა ოცნებად- სასურველ წერტილამდე მივსულიყავი და თავი არ დაგვიღლია ფიქრით, მართლა ვისიამოვნებდით თუ არა შედეგებით.რას გავაკეთებთ? ვერც ვერაფერს! არსებობა ხომ მხოლოდ იმ ერთი წერტილის მადლით და ჯინით გავაგრძელეთ. პროცესში ყველა ბავშვური ოცნება შემოგვაკვდა და დავრჩით პრიალა ცელოფანში გახვეულ სიცარიელედ.
მაშინ რაღა დარჩა? რისთვის ვიბრძოლეთ სისხლის ბოლო წვეთამდე? პასუხი არ გაქვთ, ასეც ვიცოდი!
არ გაბრაზდეთ! ეს ჩემი ყველაზე ხმამაღალი და გულწრფელი აღიარებაა, მე ხომ არაფერი გამაჩნია იმ წერტილის გარდა და როგორც უკვე მოგიყევით, მაინდამაინც სახარბიელოდ ვერ მიდის საქმე.ვიცი ვერ გაიგებთ ამიტომ თქვენს ენაზე რომ ვთქვა -"მე მალე ავიწებებ გამოუსადეგარი ნივთის იარლიყს"...თუ რათქმაუნდა, თქვენ არ...ოხ, როგორი რთული ყოფილა...უბრალოდ მიირთვით, მაგრამ დაჟინებით მოვითხოვ რომ გახსოვდეთ - ეს განსაკუთრებული კერძია.
გთხოვთ...
მიირთვით ცივად!

თავი 1

"ისევ შევხვდი, ისევ ისე შევკრთი..
ორი სიტყვა ძლივს ვუთხარი ფიცივით:
- ღამეები ვტეხე-მეთქი შენთვის,
- ნატეხები მაჩვენეო, - იცინის..."
/თემურ ჩხეტიანი/

მარმარილოს იატაკზე ისმოდა მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის განუწყვეტელი კაკუნი. ქაოსურ, ხალხით გადაჭედილ სამზარეულოში განუწყვეტლივ იჟღერებდა ვიღაცის ყვირილი და ამ აურზაურს შეჩვეული მაინც დიდი მონდომებით ეპოტინებოდა ლამაზი თეფშებით დახუნძლულ ლანგარებს.უზარმაზარ სითეთრეზე მხოლოდ წერტილებად მოგეჩვენებოდათ ვითომდა სტუმრების დასანაყრებლად მომზადებული კერძების სიმსუბუქე. საიდანღაც ხმა მოსწვდა და მეცხრე მაგიდის შეკვეთას დაეჯაჯგურა ვარდისფერთმიანი ქალის მოქნილი ხელები.შეღებულმა კარმა თან მოიტანა ივნისის სურნელი და ჩაახშო ყველაზე ჩუმ კუთხეში ნაჩურჩულები შეთქმულება.
-პირველ მაგიდას ვინ ემსახურებოდა?...-მენეჯერის გამკივანი ხმა კითხულობს და ჩოჩქოლში ძლივს შესამჩნევადღა ისმის ერთ-ერთი ოფიციანტის პასუხი...-მერე? რაღას ელოდები? დესერტის შესაკვეთად მზად არიან...სწრაფაად!
-მისმინე! არ დაიბნე!...-ცდილობს დააწყნაროს,აკანკალებულ მკლავებს და საცოდავად მობუზულ სახეს ხელისგულებით ეპოტინება, რომ როგორმე ჩაუმშვიდოს აფორიაქებული სულის ცახცახი...-ისინიც უბრალოდ სტუმრები არიან, არაფერი განსაკუთრებული. შესთავაზებ დღის მთავარ დესერტს და ეგაა...
-სხვა რამე რომ მოითხოვონ?...-შიგადაშიგ თვალებს გვერდზე აპარებს, გეგონებათ დესერტზე კი არა სახელმწიფოს დამხობის სტრატეგიაზე მუშაობდნენ, უზარმაზარი სამზარეულოს მიყრუებულ კუთხეში.
-ნუ სულელობ! გგონია აქ რომელიმე სტუმარი მართლა კუჭის ამოსავსებად მოდის? მაგრად ახატიათ ეგ შენი დესერტიც და ხილის ასორტიც. მიხვალ, შესთავაზებ და ყურადღებასაც არ მოგაქცევენ ისე დაგიქნევენ თავს...-ამოიხვნეშა როცა სახეზე ფერდაკარგულს წააწყდა...-უნდა მიეჩვიო ანიტა, მუშაობა გჭირდება და აქ კარგ ფულს იხდიან.უნდა მიეჩვიო!
თავს მორჩილად აქნევს, მაგრამ იცის რომ არ გამოუვა. ერთი კვირის წინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ თეთრ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყობილი, მთელი ღამის განმავლობაში ირბენდა ამხელა ქუსლებზე და განათლების მისაღებად საჭირო რესურსებს მაგიდაზე დატოვებული ჩაით მოიპოვებდა. მენიუ ისე ახლოს ჰქონდა გულთან მიკრული, გეგონებოდათ სადაცაა შეისისლხორცებსო, ფეხები უკან რჩებოდა და სხეულიდან გამოსულმა მისმა ნამდვილმა თავმა ისე უცებ დატოვა, ვერც კი გაანალიზა.ისინი კი ამასობაში ისე უდარდელად ისხდნენ, მშვენიერ საღამოს თხილის გულივით იტეხდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტად ტკბებოდა ცხოვრების უშფოთველი დინებით. ძვირფას პიჯაკებში გამოწყობილ ამ შუახნის მამაკაცებს სულ არ ადარდებდათ ერთი უბრალო ანიტას ხელის ცახცახი და ხმის სისუსტე, სამაგიეროდ აინტერესებდათ ამ შვლისნუკრისებრი, ხშირი წამწამებიდან მომზირალ თვალებში გაელვებული მზის სხივების სითბო, რომელმაც ისე მონდომებით შეაქო დესერტი, გეგონებოდათ სადაცაა გაიქცევა და თავადვე დააგემოვნებსო.
-ისე გულიანად შემოგვთავაზა,ბრაუნის უნახავს გაგხდის კაცს...-ჭინკები ააცეკვა თვალებში და ხარბად მიატანა მზერა შვებით გაცლილს...-სად პოულობენ ამ გოგოებს ნეტავი გამაგებინა...-უაზროდ აროხროხდა და წინ მჯდომს მიატანა მზერა.
-ესეიგი შევთანხმდით თამაზ...-თმაშევერცხლილს თუმცა ჯერ კიდევ მეტად ახოვან მამაკაცს სულ არ აინტერესებდა თანამეინახის ხარბი სურვილები...-ხვალ იურისტებსაც გავესაუბრები და დავიწყოთ ხელშეკრულებაზე მუშაობა.
-ზოგადად ჩემო დავით მეგონა აქ შენ ძმასთან ერთად ვისხდებოდით და ამ თემაზეც მასთან ვისაუბრებდი...-სულ არ ეპიტნავებოდა ამ ვაჟბატონის საქმიანი ტონი, თითქოს შეფარვით, მაგრამ მაინც მიუთითებდა თავის ახუნტრუცებაზე...-რა ხდება?! დიდ გაბრიელ ყიფიანს არ ეცალა ჩემთვის თუ როგორ გავიგო...?
-გაბრიელი ქალაქში არაა თამაზ...-წინასწარ მომზადებული პასუხი და ტაქტიკა სწორ დროს გამოადგა...-ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობის მერე თუ ისე შეგაწყენდი თავს, რომ ჩემ პატარა ძმას ინატრებდი სუფრაზე, რას ვიფიქრებდი...
-ეგ რა შუაშია კაცო...-მიზანი ამართლებს საშუალებას, თევზი ისე წამოეგო ანკესზე რომ აქეთ იწყებდა მადლობის გადახდას სატყუარას სიტკბოსთვის...-პირიქით, ძალიანაც მიხარია რომ ახალგაზრდობის ძმაკაცები, ძლივს, ასე ერთი-ერთზე შევიკრიბეთ...მაგრამ იცოდე, თუ მუდმივად შენთან მომიწევს ლუკმის გატეხვა, ჯობია ხელშეკრულება ჩემსა და შენ შორის გაფორმდეს. მაგის შეკრული წარბების თავი აღარ მაქვს, კაცია უკვე და ცოტა აზრზე მოვიდეს...
თეთრ ხალათებში გამოწყობილი მზარეულების ჩოჩქოლსა და გაზქურაზე აშიშხინებული ტაფების ხმაურს შორის გაისმა შეკვეთის შინაარსი. მაჯას წაეტანა ძლიერი ხელისგული და თეფშებისკენ უბიძგეს ისედაც მკვდარს დამსგავსებულს. თვალები დახუჭა, გული უნდა დაემშვიდებინა, ახლა არ იყო პანიკის დრო, ამაზე სახლში იფიქრებდა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა და ყურთასმენას მისწვდა თუ არა ყვირილი "ანიტა თეფშები დროზეო" მაშინვე გაიყინა ძარღვები. ფართოდ გახელილმა, ჩამუქებულმა თვალთახედვამ იფეთქა და მჭახედ გაისმა მარმარილოს იატაკზე მსხვრევის ხმა.
-წადი ლევან, მიეხმარე!...-შეშფოთებით გახედა თეფშებთან ერთად ალეწილ მეგობარს და გაბრაზებულმა დაუწყო ჯიკავი საჩხუბრად გამზადებულ მზარეულს...-რას მიყურებ?! ჩემი ხელფასიდან აიღებენ მაგის ფულს,ზედმეტი სიტყვა არ უთხრა, თორემ განანებ!
დაბნეული მზარეული თავისი მეგობრისკენ გაქროლილი დაიგულა თუ არა, სასწრაფოდ მოიმარჯვა ბრაუნის ნაჭერი და სანახევროდ სამზარეულოს კუთხისკენ თვალგაპარულმა გამოიღო ნაყინის კონტეინერი მაცივრიდან. მომრგვალებული სიცივე ბურთულებად მოალაგა ტკბილი სიშავის ოთხკუთხა ფიგურას და სანამ შოკოლადის ფანტელები ეფინებოდა დეკორაციული მიზნით თეფშის ყველა კუთხეს, მანამ იჩურჩულა თავისთვის.მობრუნებულმა მზარეულმა თავის გაქნევით და ამოხვნეშით აგრძნობინა ამით შენი ქოთქოთი არ დამავიწყდებაო და აჭარხლებულმა მიაწოდა გულდამშვიდებულ ანიტას თეფში, თან მწარედ მიაყოლა მანდამაინც სტუმრებს ნუ დააფშვნი თავზეო. ამასობაში კი მეგობარს მზერით მიყოლილი, თვალისშეუვლებლად რეცხავდა გამჭირვალე, ცარიელ კონტეინერს.
-აქ დიდხანს ვერ გაქაჩავს იცოდე...-წყენით მოუბრუნდა და თვალი აარიდა, მის ცივ სახეს...-ამას თუ ყველაფერზე ხელი აუკანკალდა და თეფშები ლეწა, აქეთ მოუწევს ხელფასზე ფულის დადება.
-ყველამ ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედოთ ლევან. მზარეულობიდან მენეჯერობამდე რომ დაგაწინაურებენ აუცილებლად გამაგებინე...-მშვიდი იყო ტონი,მაგრამ ჩამუქებული თვალებიდან ცვიოდა ცეცხლი.
-აი, რატომ ბრაზდები?...-ყელში დიდი ხანია ამოუვიდა, ახლა უკვე ადგილი აღარ ჰქონდა რომ ფიზიკურად დაეტია ამხელა უსამართლობის შეგრძნება...-არ ჯობდა იმ ქოლცენტრში ემუშავა?
-არ ჯობდა! ღამეების თენებას თუ დაიწყებს, მის მაგივრად ვინ იმეცადინებს? შეეენ?...-წამოიყვირა, ალბათ გააგრძელებდა კიდეც, რომ არა უცნაური აურზაური.
ლანგარს თავადაც ხელი დაავლო და გამოფხიზლდა, უკვე კარგა ხანია რაც სამზარეულოში ყურყუტებდა და იმისდამიუხედავად რომ დიდად არ ინტერესდებოდა მენეჯერის მასზე შეხედულებით, მაინც შინაგანმა ხმამ უჩურჩულა დროაო და დიდი დარბაზისკენ გასწია დაცარიელებული მაგიდიდან ნასუფრალის ასალაგებლად.ჰოლი გაიარა, მოუთმენლობა შეეტყო ნაბიჯებს, მხოლოდ წამიერად შეეჩეხა მენეჯერის ზურგს და მზერა გაეყინა მეგობრის ჩამუხლულ ფიგურაზე, რომელიც აღვარღვარებული თვალებით შემოეფეთა და ხელისგულებში მოქცეული კაცის მოფართხალე სახეს იჭერდა.ის იყო,აქ დახმარების თხოვნის უჩუმარ გამოძახილთან ერთად და სანამ მამაკაცის ყვირილმა დაასრულა წინადადება, მანამ უკვე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა გასახდელისკენ. ხელისგულები დაეცვარა, ქათქათა სახე გაულურჯდა და ადრენალინ მოწოლილმა ერთიანად ამოქექილ ჩანთაში ძლივს მიაკვლია ავტოინჟექტორს. ახლა კაკუნის დრო ნამდვილად არ იყო, ფეხშიშველმა გაირბინა უზარმაზარი ჰოლი და აჭარხლებულ სახესთან ჩამუხლულმა მხოლოდ წამიერად შეაჩეხა მზერა მეგობარს. ყველაფერი კარგად იყო...ისე, როგორც უნდა ყოფილიყო... მცირე ჩხვლეტა კუნთში და მუხლზე ჩამოდებული ხელისგული, უკვე მშვიდი, თითქოს მთელი ოთახის ჟანგბადჩასუნთქული ხარბი შვება.
-უნდა დაწვეთ...-ხელები მიაშველა შიშისა და სპაზმისგან მოღლილს...-სკამი წააქციე ანიტა და ფეხები შემოაწყობინე, სწრაფად!...-ერთ ადგილზე გაყინული სინათლის სისწრაფით მოსწყდა შოკს, მეგობრის ხმა ყოველთვის აფხიზლებდა.
-როგორ მიხვდი?...-სრულ წინადადებას თავს ვერ მოაბამდა კაცის ჯერ კიდევ შეშუპებული ყელის ტკივილი.
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეპინეფრინი ჩანთაში მქონდა, მარტივად მისახვედრია...-არც კი გაუღიმია, არადა ეს სარკაზმი იყო, მას კი ყოველთვის უხდება ტუჩის ჩატეხვა...-საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია და ვიცი.
-სასწრაფო მალე იქნება, იციან რომ ეპინეფრინი უკვე გაგიკეთეთ...-მენეჯერი დაიხარა და სახემოღრუბვლით დააკვირდა იატაკზე გაშოტილ ფიგურას...-არც კი ვიცი ბატონო დავით, რა გითხრათ,ყველაფერი რაც შემოგთავაზეთ...
-ვიცი მარიამ, ვიცი...-ახლა ვერ დაიწყებდა საქმის გარჩევას, ჯერ ამ სიტუაციიდან უნდა გამომძვრალიყო...-თამაზ რუსუდანს დაურეკე და უთხარი, ოღონდ ჯერ გავიგოთ სად წამიყვანენ...-მეგობარმა თავი დაუქნია თუ არა დაიმედებულმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი მხსნელი...-სახელი?
-უკაცრავად?...-ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ეშმაკს არ ძინავს.უნდა დაეზუსტებინა. კაცს ხომ სრული წინადადების წარმოთქმასთან მცირე პრობლემა ქონდა, ამიტომ სურვილისდა მიუხედავად აღარ აწვალა...ელისაბედი, ჩემი სახელია ელისაბედი ბატონო დავით.
-მადლობა ელისაბედ...-უნდოდა ეთქვა არ დავივიწყებო, მაგრამ დრო და შესაძლებლობა აღარ ქონდა. მაგიდებს შორის უკვე მედპერსონალი მოიკვლევდა გზას და შავგრემანი გოგოს სილუეტი ხალხში ჩაინთქა, თავად ყიფიანმა თვალები მაგრად დახუჭა და გონებაში ფიქრობდა რომ ამ ერთხელაც გაუმართლა,ისევ გადარჩა.
სანამ მენეჯერი ბოდიშებს იხდიდა და შიშისგან მადადაკარგულ სტუმრებს ისევ მაგიდებისკენ ერეკებოდა ხვეწნა-მუდარით, მანამ აყირავებულ სკამებს და ნასუფრალს მოუბრუნდა ანიტა.
ფეხშიშველი საღამოს გმირი კი , ერთიანად კანკალატანილი და მაინც სხვებისგან შეუმჩნევლად ძალაგამოცლილი აცეცებდა თვალებს, მანამ სანამ არ დარწმუნდა რომ მარტო იყო. ღრმად ამოისუნთქა და ერთიანად მოწყვეტილი ჩაიმუხლა ცივ იატაკზე.დღეს ბოლოჯერ დაანთხია ბოღმა ამ კედლებში, ბოლოჯერ ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი. ხვალ ახალი დღე იყო და რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თავისი ახალი ცხოვრებისთვის თვეების მანძილზე გამოწვრთნილი და ნავარჯიშები, მაინც კითხვის ნიშნებს იწვენდა თვალებში. მომავალში ყველაფერი გაწერილი და გათვლილი იყო, თითოეული ნაბიჯი და მისი შედეგი, გეგმების მთელი დასტა, ყველა მოვლენის სავაურაუდო განვითარების რაკურსი და სახის კონკრეტული მიმიკაც კი...უბრალოდ ეს ღამე უნდა გადაეტანა, გადაეგორებინა, გაეხლიჩა და კვალი ბოლომდე დაემალა. ფეხზე წამომდგარმა ისევ მოირგო ფეხსაცმელები და მხრებშეფერთხილი შეიძურწა სამზარეულოში.
მომხდარ ინციდენტზე აქაფქაფებული,აქოთქოთებული საუბრით გართულთ არ შეუმჩნევიათ როგორ შეფიქრიანებით ჩამოუარა ყველა ურნას და ცელოფნებით ხელებდახუნძლული მიიმალა ეზოში გამავალი კარის მიღმა...უცნაურია, დღეს ხომ ამ კარსაც ბოლოჯერ აღებდა.



№1 სტუმარი ნეს

ქეთო, შენ დაბრუნდი! რა ბედნიერებაა, რომ მაქვს საშუალება გიკითხო. ამ საიტზე ყველა გაუმართავი, უშინაარსო და არაფრისმოცემი წინადადების კითხვის ტანჯვა მიღირდა მარტო ამ თავის მონოლოგად.. აქ ვარ, გამოგყვები ბოლომდე (თუნდაც ჯოჯოხეთისკენ აიღო გეზი) და ნებისმიერ რამეს მივირთმევ შენს მიერ შემოთავაზებულს, თუნდაც ცივს და გაბლიკულს, ამ უკუნეთ ზამთარში )))
P.S. ეხლა თუ გინდა ეს თავი მომაჭერი ან ეს ჩემი დებილური აზრი მირტყი თავში, მაინც ვიტყვი რომ ამ ნაწარმოების მთავარი გმირები ელიზაბეტი და გაბრიელი მგონია..... მანიშნე მეორე თავამდე რამით, თორე გავსკდი ცნობისმოყვარეობით ))))

 


№2 სტუმარი One

Tu mjerodes))) chveni gogo dabrunda
Rogor momenatre qeto❤️
Rogor momenatra sheni gonierebit aghsasvse nawarmoebebi))
Sixarulit avivse, moutmenlad veli shemdegs❤️

 


№3 სტუმარი ეთო

გამიხარდა თქვენი დაბრუნება,ძალიან საინტერესო დასაწყისია თქვენებური წერის მაბერით. წარმატებები ჩემო კარგო ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამო

ქეთათო როგორ მიხარია შენი დაბრუნება ყოველთვის!!!!!!! ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ არასოდეს არასოდეს იმედები არ გაგიცრუებია არცერში შენი მკითხველისთვის .
მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent