შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუათვლა თავი1 (სრულად)


27-11-2022, 03:13
ავტორი crazy writer
ნანახია 7 077

***
-მოიცადე ანუ ვიღაც ტიპი დაგადგა, როცა სააბაზანოდან ახალი გამოსული იყავი?- აღფრთოვანებას ვერ მალავდა სოფო
-ჰო
-და როცა კარი გაუღე მხოლოდ პირსახოცი გქონდა შემოხვეული?- კითხვა შემომიბრუნა, თანაც ისე რომ თვალები უბრწყინავდა
-ჰო, მაგრამ მე ის არ მესმის ასე ძალიან მაინც რა გიხარია? შენი აზრით სასიამოვნოა ღამის საათებში ნახევრად შიშველი უცნობ ადამიანს, რომ ეჩეხები შენს კართან?
-პირდაპირ დაუჯერებელია! იმ ისტორიებს ჰგავს მე რომ წიგნებში წამიკითხავს. ასეთი რაღაცეები ყოველ დღე არ ხდება ნენე.
-კარგი! საკმარისია მთელი სახლი სავსეა შენი აღმატებული გრძნობებით. ამის მერე მეცოდინება, რომ კარი უფრო კარგად უნდა ჩავკეტო ამით დავასრულოთ- მივმართე სოფოს, რომელიც გიგანტურ პიცის ნაჭერს ესხმოდა თავს.
-კარგი ჰო კარგი! შენ ის მითხარი დედაშენი როგორ არის?-მკითხა და მდივანზე მოიკალათა.
-არ ვიცი ალბათ კარგადაა- მომეჩვენა თითქოს ძალიან არაბუნებრივი პასუხი გავეცი მე ხომ მისი შვილი ვარ და თავისთავად უნდა ვიცოდე როგორ არის დედაჩემი. სოფოს მიერ დასმულმა ამ, რეალურად ძალიან უბრალო შეკითხვამ, ჩემი მოგონებები ძველი კინოს ფირივით გადაახვია წარსულში. რაც უფრო ღრმად შევდივარ, მით უფრო გახუნებულია ჩემი მოგონებებიც. არასდროს ვიცოდი დედაჩემის მორალური მდგომარეობის შესახებ, რადგან ახლაც მგონია, რომ მასთან კომუნიკაცია და ზოგადად ურთიერთობის დამყარება ძალიან რთულია. ყოველთვის მიკვირდა სახლში ასეთი მორალურად დამძიმებული, გაბოროტებული და გაბრაზებული ადამიანი, როგორ ახერხებდა გარე სამყაროსთან ციდან მოფრენილი ანგელოზი ყოფილიყო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაერწმუნებინა „მესამე პირები“ იმაში, რომ ოჯახური იდილია ჰქონდა, რაც არასდროს ყოფილა ასე. ახლაც იმიტომ გაიქცა სხვაგან, რადგან მის მიერ აშენებული კედელი ჩვენს ოჯახსა და გარე სამყაროს შორის, ჩამოინგრა და ყველაფერი ხილვადი გახდა.
ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა. პირიქით, ძალიან ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ. რაც არ უნდა იყოს დღის ბოლოს სწორედ გამოვლილი გზა გვაქცევს იმ ადამიანად, ვინც ვართ, ამიტომ არ ვფიქრობ რომ რამეს უნდა ვნანობდე. მე და დედაჩემი ძალიან განვსხვავდებით. მას უყვარს უფროსობა, მე კი ვერ ვიტან, როცა ვინმე ჩემს გაკონტროლებას ცდილობს, დედას უყვარს საკუთარ თავზე საუბარი იმის წარმოჩენა, რომ კარგი პიროვნებაა, მე კი ამ ყველაფრის საქმით დამტკიცებას ვამჯობინებ. ის ყოველთვის ეხმარება სხვებს, მაგრამ ანალოგიურად ფიქრობს, რომ ყველაფერი ორმხრივია და რაღაც მოლოდინები აქვს, მე არასდროს ვეხმარები ადამიანებს იმიტომ, რომ მათგან რამეს ველი ან ვითხოვ. ისე უბრალოდ, ჩემი პირადი სურვილებიდან გამომდინარე ვაკეთებ ამას. იყო უბრალოდ ადამიანი, ამაზე რთული არაფერია.
-რაზე ჩაფიქრდი?- გვერდიდან მიჯიკა სოფომ
-არაფერზე უბრალოდ რაღაც გამახსენდა- ვთქვი და ფინჯნის სახელურს გავეთამაშე.
-არ გინდა რამეს ვუყუროთ?
-კარგი რამე შეარჩიე.
ფილმის ყურების დროს სოფოს ჩაეძინა. როგორც ყოველთვის. ფილმები დიდად არასდროს მიყვარდა. ყოველთვის კითხვას ვამჯობინებდი. იმდენად კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს, ვეჭვობ დედამიწაზე არსებობდეს რეჟისორი, რომელიც ისეთ ფილმს გადაიღებს მე რომ გამაკვირვოს. თანაც, ყველაფრის საკუთარი თვალებით ყურება მირჩევნია.
ფიქრი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. ღამე ის დროა, როცა ბალიშზე თავის დადებისას ფიქრები აწყდებიან გონებას. საკუთარი თავი განგსჯის, სხეულიც შენივე სატუსაღო ხდება და მერე უბრალოდ აუტანელი ხდება სიფხიზლე. ხანდახან მინდა, რომ ჩემი ტვინი ამოვიღო და ყინულებში ჩავდო ცოტა განტვირთვისთვის. ვდგები, სოფოს პლედს ვაფარებ და აივანზე გავდივარ. სუფთა ჰაერი ჩემს შიგნით არსებულ მოაზროვნეს თიშავს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცაზე აქა-იქ ვარსკვლავებია, კორპუსებში სიწყნარე, გარეთ კი კორონაა.
თავს მარცხნივ ვატრიალებ და ვხვდები, რომ მთვარეული მხოლოდ მე არ ვარ. მეზობელ აივანზე ვიღაც დგას, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება, რომ იყოს. თვალი ნელ-ნელა სიბნელეს ეჩვევა და აივნიდან მაღალ ნავარჯიშებ სხეულს ვხედავ. კონტურები მალე ძალიან მკვეთრი და შესამჩნევი ხდება, ჩემს სუნთქვას მისას ვაყოლებ, რადგან ვგრძნობ როგორი ინტერვალებით იბერება და შემდეგ იჩუტება სხეულს შიგნით მისი დიაფრაგმა. წამიც და ვხვდები, რომ მამაკაცი, რომლის სუნთქვის ინტერვალებითაც ამდენად დავინტერესდი, წელს ზემოთ შიშველია. უხერხულობისგან სახეზე ალ-მური მედება. ძალიან უსირცხვილოდ ვიქცევი. ფეხაკრეფით ვიპარები სახლში და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ვერ დამინახა. ოთახში შევდივარ და ჩემს ლოგინში ვწვები. სოფოს გაღვიძებით თავსაც კი არ ვიწუხებ. ვინ იცის ის უცნობი ისევ აივანზე დგას…

***
დილით ბოლო ხმაზე აწული მუსიკის ფონზე ვწევ თავს. ვაღიარებ, და ამას ყოველთვის ვაკეთებ, როცა სოფო რჩება, რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო გუშინ ღამით მისთვის მდივანზე დაძინებისთვის უფლების მიცემა.
-რა ჯანდაბა ხდება- გავყვირი ოთახიდან
-გათენდა ძვირფასო! ძალიან ლამაზი დღე გათენდა ნახე როგორი კარგი ამინდია!
-ბებიაჩემივით ლაპარაკობ- ვამბობ და ძლივს ვიზნიქები საწოლიდან- აღსანიშნავი ფაქტია, რომ ღამის ძილი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და თუ კი ადამიანი კარგად ვერ გამოიძინებს, მისი დღე ძალიან ცუდად ჩაივლის. ამიტომ წინასწარ გაფრთხილებ ამ საქციელისთვის პასუხს მოგთხოვ.-ვეუბნები და სააბაზანოში შევდივარ ხელ-პირის დასაბანად.
-ჰო ილაპარაკე ილაპარაკე- მაგიდასთან, რომ მოხვალ და ყბებს ჩემხელა ლუკმებით გამოიტენი მაშინ გაგახსენებ მაგ სიტყვებს.
პიჟამოებით მოვუჯექი სოფოს მიერ შექმნის „დილის საუზმეს“ და ბედნიერი დღე ყავით დავიწყე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რატომღაც თავს პოზიტიურად ვგრძნობ.
-სამსახურში როგორ მიგდის საქმეები?
-არაჩვეულებრივად-ვამბობ და ძლივს ვყლაპავ უშველებელ ლუკმას- მაგრამ როგორ გითხრა რაღაც სიახლე მჭირდება, მხოლოდ სტატიების წერა ცოტა არ იყოს, მოსაწყენია.
-სიახლეებში რას გულისხმობ? სწავლა ჯერ ახლა დაასრულე, უკვე შენი პროფესიით მუშაობ, ანაზღაურებაც მშვენიერი გაქვს. პირდაპირ ქრონიკის წამყვანად არავინ დაგსვამს ცოტა მოითმინე.
-არაა- გაგონებისთანავე ვაპროტესტებ მის ნათქვამს- კლასიკურ ტანსაცმელში გაჭიმული ვერ ვიჯდები ყოველ სამ საათში მთელი საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული თვალის წინ და იმას ვერ გავაშუქებ თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა.
-ძალიან უცნაური პიროვნება ხარ.
-დღეს რა ჩავიცვა?- ვიკითხე მოულოდნელად და მაშინვე გავიაზრე, რომ ათიანში მოვარტყი. წამის მეასედში ჩემი გარდერობიდან ტანსაცმელმა ჯერ ლოგინზე, მე რეკი იატაკზე გადაინაცვლა. დღის ლუქმა კი, თავისთავად ჰპოვა საპატიო ადგილი და ჩემი ფორმები დაამშვენა.
თერმოსი მაქვს, გასაღებიც მაქვს, მობილური ავიღე, მანქანის გასაღები მაქვს. სახლი ფაცი-ფუცით დავტოვე და გამოვბრწყინდი. ჩემი მანქანისთვის ვიღაც ვირს გასასვლელი ადგილიც არ დაუტოვებია. ესაა წესრიგი და სამართალი? მე ვიცი რასაც ვიზამ. ჩემში გაღვიძებულ უსამართლობის გრძნობას თავზე ხელი გადავუსვი, ჩემს მოწოდების სიმაღლეზე დავიტკეპნე და წიხლები დავუშინე უკან მდგომ ვერცხლისფერ ტოიოტას. არ გავჩერებულვარ, როცა ხალხმა საჩვენებელი თითები ჩემსკენ გამოიშვირა, არც მაშინ, როცა სიგნალიზაციამ ლამის ნინო ჩხეიძის სიმღერა შეასრულა, მაგრამ როცა პოტენციური მანქანის მფლობელი დავინახე ფეხი ადგილზე გამიშეშდა.
არა არ შეიძლება, რომ ეს ის ადამიანი იყოს გუშინ კარზე, რომ ზარი დარეკა და ადამიანი, რომელმაც მხოლოდ პირსახოცით მნახა.
-მანქანამ რამე დაგიშავა? -მკითხა მშვიდი ტონით
-მანქანამ არა, აი პატრონმა კი დამიშავა- მის წინ თავი ერთი ბეწო მეგონა, მაგრამ მაინც ჩემი საუკეთესო ვცადე
-შეგიძლია დამიკონკრეტო?
-გუშინ ღამით ჩემი სახლის კართან მოევლინე, ის არ იკმარე, რომ უცნობ ქალს ლამის თვალებით ექოსკოპია ჩამიტარე და პლიუს მაგას ეს შენი მახინჯი მანქანა ისე დააყენე, რომ მხოლოდ ამწეთი თუ გავიყვან აქედან ჩემს პატარას.
-იცი ახლა შემიძლია განყოფილებაში წაგიყვანო და სამართალდამცავის კერძო საკუთრებაზე თავდასხმისთვის ბრალი წაგიყენო
-პირველ რიგში, მე არავის არსად წაყვანა არ მჭირდება, მერეც მეორე თუ ფიქრობ ბორკილებიანი მამრების ფობია მჭირს ძალიან ცდები. გაიყვანე ეს მანქანა აქედან სამსახურში ვაგვიანებ-ვუთხარი მომთხოვდი ტონით.
-დამშვიდდი
-მშვიდად ვარ.
-კარგი გავიყვან მანქანას ჩემზეც თუ წიხლებით არ შედგები.
მხოლოდ ერთი ყველაფრის მთქმელი მზერით შემოვიფარგლე, მანქანაში ჩავჯექი და სანამ უკანასკნელად დავემშვიდობებოდი უცნობს ვუთხარი:
-შენთვისვე აჯობებს თუ აღარ შევხვდებით
-მე კი მგონია, რომ პირიქით მოხდება. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ ელენე- თქვა და ადგილიდან მოწყდა. ერთადერთი კითხვა, რაც ჩემს თავს დავუსვი იყო „ჩემი სახელი საიდან იცის?“

***
სამსახურში გაცხენდი. სოფოსთან კი ვიტრიპაჩე არიქა სტატიებს ვწერ თქო, მაგრამ რეალურად იმას ვწერ, რაც ჩემს უფროსობას აწყობს. პირველადი ნიმუში რედაქტირებისთვის, რომ დავტოვე უკან გამოტანისას ფურცელი ომის ფრონს ჰგავდა ვიზუალით. იმედია მალე ვიქნები იმდენად კარგი ჟურნალისტი, რომ ყველაფრის თქმას შევძლებ ხმამაღლა, რასაც მართლა ვფიქრობ. არც დღევანდელი ინციდენტი გამხსენებია და არც მობილურისთვის პასუხი. ღმერთს მადლობა დღეისთვის ჩემი საშვი მზადაა, რადგანაც ტელეკომუნიკაციის სფეროში ვმუშაობ და თანაც მანქანა მყავს, ფიქრობენ , რომ ლოგიკურია შემეძლოს გადაადგილება ნებისმიერ დროს. ეს ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფატქს, რომ მე ამ სამსახურში საჭირო ადამიანი ვარ. ამის გააზრება მსიამოვნებს.
მანქანით სიარული მიყვარს. საათობით შემიძლია ქუჩებში ხეტიალი. ყველაზე დიდ თავისუფლებას ამ დროს ვგრძნობ. საჭეს ხელს ვკიდებ, მანქანას ვქოქავ და ჩემს ქვეცნობიერს მომენტალურად ახსენდება ის მიტოვებული ადგილი, სადაც გუშინ ვიყავი. ფიქრებში გართული ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდი იქ.
მუსიკა დაბალ ხმაზეა ჩართული. თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ… ახალი წლის პერიოდია, მე, დედა, მამა სახლში ვართ და ახალ შეძენილ ტელევიზორში ვუყურებთ ყველასთვის საყვარელ ფილმს „მარტო სახლში“. ეს ყველაფერი წლების წინ იყო, მაგრამ ახლაც მახსოვს მამაჩემის სუნამოს სასიამოვნო სუნი. სამსახურში, როცა მიდიოდა ოთახში ვიპარებოდი და ჩუმად ვისხამდი. ერთი პერიოდი ძალიან ავიკვიატე მამაკაცის სუნამოები, დიდი მაისურები. მეღიმება… ფილმის ყურების დროს ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა მეც, რომ კევინ მაკალისტერის მსგავსი ოჯახი მყოლოდა. ხმაური, ღრეობა, გართობა, მოგზაურობა, თავგადასავლები.. ყურში ჩამესმის ფილმიდან მონაკვეთის ხმა უამრავი ბავშვი კიბეებზე ხმაურით არბის და ჩამორბის, ბიჭი, რომელმაც პიცა მოიტანა ფულის გადახდას ელოდება, ცრუ პოლიციელი კი ცდილობს, რომ სახლში ვინმე 18 წელს ზემოთ იპოვოს, რათა დაელაპარაკოს. რეალობაში რაღაც ძალიან უცნაური თითქოს დარტყმის ყრუ ხმა მაბრუნებს. თვალებს ვახელ, მაგრამ ირგვლივ არავინაა.
უცნაური შეგრძნება მეუფლება. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მანქანიდან უნდა გადმოვიდე და შევამოწმო გარშემო ვინმე ხომ არ არის. როგორც ნორმალურ ადამიანს მანქანის დაქოქვა და წასვლა აზრადაც არ მომდის. ჩანთაში დასაკეც დანას ვეძებ, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. მანქანის კარს თითქმის უხმაუროდ ვაღებ და გადმოვდივარ. სიბნელეა, სიჩუმე და რაც მთავარია, გარშემო ადამიანის ჭაჭანება არ არის. ხმას არ ვიღებ, მგონი რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეკრული მაქვს, რომ დავიგო ხმა საიდან გავიგონე… ფეხაკრეფით მივიპარები გაურკვეველი მიმართულებით და შინაგან განგაშს ვებრძვი. კვლავ.. რაღაც ყრუ ხმა უფრო ახლოდან. პატარა შენობას ვხედავ, რომელიც ნახევრად დანგრეულია. შენობას გვერდ ვუვლი და უკანა მხარეს სინათლეს ვამჩნევ. ვაკვირდები.. ფანარისმაგვარი რაღაც მიწაზე დევს. მის პირდაპირ მომცრო ფიგურას ვამჩნევ, ჩემსკენ ზურგით დგას, რაღაცას აკეთებს, მაგრამ კარგად ვერ ვხედავ. რამდენიმე წამში ფანარს ხელში იღებს და ვხედავ.. ვხედავ მის წინ მიწაზე მწოლიარე სისხლისგან დაცლილ ადამიანს… და კიდევ… კიდევ მკვლელის ხელებს ვხედავ.. თითქოს რაღაცას ითვლის, მაგრამ უკუღმა.. ჯერ ცერა თითს ხრის.. გული მიჩქარდება.. შემდეგ საჩვენებელს… სუნთქვა მიხშირდება… შემდეგ შუა თითს.. 112-ში უნდა გონება განგაშს ტეხს. ორი წამიც და მობილურში ოპერატორის ხმა ისმის:
-ერთი ერთი ორი გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მგონი.. მე ახლახანს მკვლელობას შევესწარი…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent