შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხება ( გაგრძელება )


6-12-2022, 00:42
ავტორი lilit
ნანახია 9 089

მე დავინახე როგორ ეხებოდა უცხო კაცი მის სხეულს.
ყვირილი უნდოდა, თითქოს ყვიროდა, თუმცა უხმოდ გულში, ასე იყო მანამ სანამ მან თავისი არ დააკმაყოფილა.
ყველგან ადებდა თავის ბინძურ ხელებს, ცდილობდა მოეშორებინა, თუმცა ეს შეუძლებელი ჩანდა. ვერაფერი ვერ გააკეთა თავის გადასარჩენად, ის უბრალოდ დანებდა.
ყველაფერი კი მანქანაში ჩაჯდომიდან დაიწყო, როცა მანქანის ტარება უნდა ესწავლა.
მაშინაც ხელს კიდებდა, თუმცა ასე თუ ისე ცდილობდა მის შეჩერებას.
შემდეგ კი როცა ოთახის კარები ჩაკეტა იძულებული გახდა დანებებულიყო, თუმცა არა მთლიანად. რაც შეიძლება ბოლო ხმაზე ყვიროდა, მანამ სანამ სახეზე ხელი არა ააფარეს, ხელს ურტყამდა მანამ სანამ ხელები არ გაუკავეს და როცა ყველა მისი სურვილი დაიკმაყოფილა, როგორც მის მონას მოსთხოვა ყველაფერი გაესუფთავებინა და დაელაგებინა. ის კი ამ დროს კარს აღებდა, თავი მოაჩვენე ვითომ ასუფთავებდა და მის ბრძანებას ემორჩილებოდა, როგორც კი კარებს მოშორდა დრო იხელთა ხელი ჰკრა.ადგა და რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი გაიქცა.
მირბოდა, თუმცა არ იცოდა სად... ცდილობდა სადმე შორს წასულიყო აქედან, თითქოს ახლა გაშენდა აქ ამდენი ხე. ვერაფერს ვეღარ ხედავდა, წინ მირბოდა მხოლოდ უნდოდა ის ყველაფერი დაევიწყებინა, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, ყურში ჩაესმოდა, თითქოს ისევ იქ იყო.

რაც ძალა ჰქონდა მირბოდა. დიდხანს ირბინა ბოლოს კი პატარა ქოხი შენიშნა, სადაც შუქი ენთო. ერთი გაიფიქრა: - იქამდე მიმაღწევინა და სხვა არაფერი მინდაო, მაგრამ როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დაეცა. წამოდგომა სცადა თუმცა ამაოდ, ბოლოს ხმამაღლა დაიყვირა მიშველეთო და თვალებში დაუბნელდა.
თვალები რომ გაახილა ტკივილი იგრძნო, ყველაფერი სტკიოდა. ვერ მიხვდა სად იყო, ამიტომ ყვირილი დაიწყო. უცებ იგრძნო როგორ მიუახლოვდა უცნობი სხეული მას და ხელების რტყმა დაუწყო, რადგან ეგონა ისევ რამეს უპირებდნენ, მაგრამ უნებურად ბიჭის ხმის გაგონებისას დამშვიდდა. თითქოს საიდანღაც ეცნობოდა ეს ხმა, სხეული, გარეგნობა, ყველაფერი ეცნობოდა, თუმცა ტვინს კარი ჩაკეტილი ჰქონდა და ვერ აზროვნებდა, მხოლოდ გუშინდელი ღამე ახსოვდა, ვერ ივიწყებდა იმ ღამეს, როგორ ჩაკეტა იმ არამზადამ კარები და როგორ დაიკმაყოფილა მისი სურვილები მცირეწლოვან ბავშვზე.
სრულიად უცებ ცივმა ხმამ გაიჟღერა ოთახში, რამაც ნინიას გამოცოცხლება აიძულა. ჯერ კიდევ მისთვის უცნობი ბიჭისკენ მიტრიალდა, თვალებში შეხედა და მოეჩვენა თითქოს ძველ სიყვარულს უყურებდა.
- ფეხი შეგიხვიე
- მადლობა, შეგიძლია მითხრა სად ვარ?
- ეს ჩემი საიდუმლო სახლია, აქ ჩემს გარდა არავინ მოდის, სიმართლე გითხრა გამიკვირდა აქ რომ გამოჩნდი, რადგან ქალაქიდან ძალიან შორს არის.
- .....
- წვნიანი გავაკეთე ! მოდი ვჭამოთ და მერე თუ გინდა ვილაპარაკოთ
- კაი
მხოლოდ წვნიანის გაგონების შემდეგ მიხვდა, როგორ შიოდა. არ იცოდა ზუსტად რამდენი ხანი იყო გასული, რაც აქ იყო, არ იცოდა ზუსტად სად იყო, თუმცა თავს რაღაცნაირად დაცულად გრძნობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისთვის ნაცნობ ადამიანთან ერთად იყო, სადღაც ტყეში დასასვენებლად გამოსული. იმის მერე რაც თავს გადახდა ეს ადგილი სიმშვიდის მომტანი იყო მისთვის.
ჯერ არ იცოდა აქ რა ელოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ აქ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველაფერი რიგზე იყო. ღამე კოშმარები არ ასვენებდა, ამიტომ დგებოდა, ქვემოთ ჩადიოდა და ბუხართან ჯდებოდა. დილით კი უცნობს, თუმცა ამავდროულად ნაცნობს ის საწოლის მაგივრად ბუხართან დივანზე ხვდებოდა. რამდენიმე დღე გავიდა ამასობაში, ნინიას არაფერი უთქვამს ბიჭის სახელიც კი არ იცოდა. მგონი დადგა დღე, როცა უკვე აღარ შეიძლება მოცდა და ყველაფერი უნდა მოუყვეს ვინმეს, გაანდოს ეს საზარელი საიდუმლო. ბიჭიც ამჩნევდა , რომ ეს დღე დადგა, გააცნობდა და გაახსნებდა თავისთავს ნინიას, რომელსაც არ ახსოვდა და აშკარად რაღაც საშინელი გადახდა თავს. ასეთი შეშინებული, ანერვიულებული და იმ ღამინდელ მდგომარეობას თუ გავხსენებთ ეგეთი ჩაცმული პირველად ნახა: ნახევარი კაბა ზედ ჰქონდა შემოხეული, ტალახიანი იყო ერთიანად, ფეხი გაჭრილი ჰქონდა საიდანაც სისხლი ჩქეფავდა, თავი დარტყმული ჰქონდა რაღაცაზე მაჯებზე კიდევ სილურჯეები ჰქონდა, გაუპატიურებულს ჰგავდა. პირველად, როცა თვალი მოჰკრა ვერც მიხვდა ვინ იყო მერე უკვე, როცა მისი სახლის წინ დაეცა მიწაზე, მიირბინა და ხელში აიყვანა, სახეზე აკვირდებოდა ყოველი ნაჭრის ჩამოსმაზე და ხვდებოდა ვინც იყო. ეს მისი პირველი სიყვარული იყო ისინი რაღაც მიზეზების გამო ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცოდა როგორ უყვარდათ და დღემდე უყვართ ერთმანეთი. ეს მისი ნინია იყო, მისი მზე, პატარა პრინცესა ღმერთო ის ეხლა მის გვერდით იყო ასეთი და ღმერთმა იცის რა დაემართა, რა გადაიტანა....
- ჯანდაბა ნეტავ აქ მაინც ვყოფილიყავი ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ჩემს გვერდით იქნებოდა და ღამითაც აღარ შეაწუხებდა კოშმარები.


და მაინც ჩემო საყვარელო მკითხველებო, ეს არ არის ყველაფრის დასასრული. ყველაფერს თავიდან მოგიყვებით, მივყვეთ მოვლენებს, თანდათან ნინიაც ამოიღებს ხმას და გავიგებთ, როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა, რატომ შეწყდა და საერთოდ რატომ გადახდა თავს ეს საშინელება ამ გოგოს.

ნინიამ რომ გაიღვიძა, ფანჯარაში გაიხედა.მზე ჯერ ახალი ამოსული იყო. ეს მისთვის კარგის ნიშანი იყო. კარადაში თბილი მოსასხამი მოძებნა, ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, როგორც ჩანს უცნობ ბიჭს ჯერ არ გაეღვიძა, ამიტომ გადაწყვიტა ეხლა მას მოემზადებინა რამე გემრიელი და კარადებში ძრომიალი დაიწყო. ბოლოს პასტა გააკეთა, პატარა სოუსიც, ორ თეფშზე გადმოიღო და სამზარეულოში მდგარ მაგიდაზე დადო. ბიჭი გოგოს გაღიმებული უყურებდა, მის დანახვაზე ყოველთვის უჭირდა ხოლმე გრძნობების დამალვა ან კი როგორ უნდა დამალო სიყვარული.

მთელი მსოფლიო გრძნობდა , რომ ახლოვდება დღე როცა ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა, ამ დღეს შეიძლება ყველაზე დიდი საშინელება დატრიალებულიყო, ისეთი რომელიც ორი ადამიანის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. არავინ იცოდა ზუსტად რა მოხდებოდა, თუმცა კარგი რომ არაფერი მოხდებოდა ალბათ ყველა ხვდებით.
ერთი ჩვეულებრივი დილა იყო. ბიჭმა და გოგომ გაიღვიძეს ჩვეულებრივად, ერთად ისაუზმეს, სახლი დაალაგეს და იქვე ბუხართან ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. ოთახში დაძაბულობა იგრძნობოდა, ნინია ცდილობდა ყველაფერი აეწონ-დაეწონა და ამის შემდეგ მოეყოლა ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა. ბიჭს დაძაბულობა ეტყობოდა უნდოდა მალე გაეგო რა მოხდა იმ ღამეს, რატო ნახა მისთვის ყველაზე ძვირფასი ქალი ასეთი განადგურებული ტყეში, სადღაც მიკარგულ სოფელთან ახლოს.
- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩვენს ნათესავს მანქანაში ჩავუჯექი. ხო იცი ძალიან მიყვარს მანქანით სეირნობა, ესეც ერთერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როცა მანქანით გასეირნება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ყველაფერს გეფიცები ამ კაცისგან ასეთ რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი.გთხოვ სანამ მოყოლას არ დავასრულებ არაფერი თქვა. ჩვეულებრივად ვსეირნობდით მანქანით, რაღაცეებს მიყვებოდა, ვიცინოდით, უცებ რაღაც მომენტში ხელი მომკიდა ფეხზე გავაწევინე აღარ მოუკიდია. შემდეგ ვთხოვე მანქანის ტარება ესწავლებინა ჩემთვის, საქესთან დამსვა, რაღაცეებს მიხსნიდა ჩემზე ბედნიერი მთელს მსოფლიოში არავინ მენახა, ოცნება ავისრულე და მანქანის ტარება ვისწავლე, ნტა საერთოდ არ ჩავმჯდარიყავი იმ დაწყევლილ მანქანაში. საჭესთან რომ ვიჯექი ამით ისარგებლა ხელების ფათური დამიწყო, მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და ვთხოვე ახლავე სახლში დავბრუნებულიყავით. საჭესთან გადაჯდა დიდი სისწრაფით ატარებდა, თუმცა სახლის მაგივრად სულ სხვა პატარა ოთახში აღმოვჩნდი, როგორც ჩანს გზაში გამთიშა. როცა გონზე მოვედი ტანსაცმელს მხდიდა, ერთადერთი კაბა მეცვა შენი ნაყიდი და ზედ ტანზე შემომახია. ხელების მისმევდა, სულ იმას ამბობდა მალე ჩემი გახდებიო, სულ ჩემი უნდა იყოო, სხვასთან არ დაგინახოო...ყველანაირად ვეწინააღნდეგებოდი. ხელებს ვურტყამდი, ფრჩხილები ჩამოვუსვი სახეზე, გაცეცხლებულმა და გამწარებულმა მთელი ძალით სახეში გამარტყა. ყვირილი ვცადე მაგრამ პირში რაღაც ჩამტენა და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი....
წამიერი სიჩუმე ნინიას ტირილის ხმამ დაარღვია, ამ ყველაფრის გახსნება მისთვის არც ისე ადვილი იყო.
- როცა ყველაფერი დაიკმაყოფილა, ყველაფრის მილაგება მთხოვა, ამდროს კარებს აღებდა. არვიცი საიდან გამიჩნდა ამდენი ძალა, მაგრამ შევძელი ხელი მეკრა და გავქცეულიყავი. არ ვიცოდი სად მომიყვანა ზუსტად, არაფერი მახსოვდა, ერთადერთი ის ვიცოდი რომ იქიდან უნდა გავქცეულიყავი, მის გვედდით წამითაც ვერ გავჩერდებოდი. გავრბოდი ღამე, ტყეში. ბოლოს ეს ქოხი დავინახე, სინათლე, არ ვიცოდი აქ როგორი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი, დავიყვირე, ბოლომდე მოსვლა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი, ბოლოს გონება დავკარგე და როცა გამოვფხიზლდი აქ აღმოვჩნდი.

მოსმენილმა ბიჭი გააბრაზა, ჭკუაზე არ იყო, ყველაფერს ლეწავდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა და ბოლო ხმაზე იგინებოდა. ბოლოს დასამსხვრევი და გასაფუჭებელი, რომ აღარაფერი დარჩა იქვე კუთხეში ჩაიკეცა, თავზე შემოიჭდო ხელები და ფიქრებში ჩაიძირა. ბრაზობდა, რომ მის ერთადერთ სიყვარულს ვერ მოუფრთხილდა და ამხელა რაღაც გადაიტანა. ნელნელა წამოდგა ნინიასთან მივიდა და გულში ჩაიხუტა ატირებული გოგო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent