შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხება 2


7-04-2022, 18:37
ავტორი lilit
ნანახია 1 105

რაც ძალა ჰქონდა მირბოდა. დიდხანს ირბინა ბოლოს კი პატარა ქოხი შენიშნა, სადაც შუქი ენთო. ერთი გაიფიქრა იქამდე მიმაღწევინა და სხვა არაფერი მინდაო, მაგრამ როგორც კი  რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დაეცა. წამოდგომა სცადა თუმცა ამაოდ, ბოლოს ხმამაღლა დაიყვირა მიშველეთო და თვალებში დაუბნელდა.
თვალები რომ გაახილა. ტკივილი იგრძნო,  ყველაფერი სტკიოდა. ვერ მიხვდა სად იყო ამიტომ ყვირილი  დაიწყო. უცებ იგრძნო როგორ მიუახლოვდა უცნობი სხეული მას და ხელების რტყმა დაუწყო, რადგან ეგონა ისევ რამეს უპირებდნენ, მაგრამ უნებურად ბიჭის ხმის გაგონებისას დამშვიდდა. თითქოს საიდანღაც ეცნობოდა ეს ხმა, სხეული, გარეგნობა, ყველაფერი ეცნობოდა, თუმცა ტვინს კარი ჩაკეტილი ჰქონდა და ვერ აზროვნებდა, მხოლოდ გუშინდელი ღამე ახსოვდა, ვერ ივიწყებდა იმ ღამეს, როგორ ჩაკეტა იმ არამზადამ კარები და როგორ დაიკმაყოფილა მისი სურვილები მცირეწლოვან ბავშვზე.
     სრულიად უცებ ცივა ხმამ გაიჟღერა ოთახში, რამაც ნინიას გამოცოცხლება აიძულა. ჯერ კიდევ მისთვის უცნობი ბიჭისკენ მიტრიალდა, თვალებში შეხედა და მოეჩვენა თითქოს ძველ სიყვარულს უყურებდა.
    - ფეხი შეგიხვიე
    - მადლობა, შეგიძლია მითხრა სად ვარ?
    - ეს ჩემი საიდუმლო სახლია, აქ ჩემს გარდა არავინ მოდის, სიმართლე გითხრა გამიკვირდა აქ რომ გამოჩნდი, რადგან ქალაქიდან ძალიან შორს არის.
   - .....
   - წვნიანი გავაკეთე ! მოდი ვჭამოთ და მერე თუ გინდა ვილაპარაკოთ
   - კაი
მხოლოდ წვნიანის გაგონების შემდეგ მიხვდა, როგორ შიოდა. არ იცოდა ზუსტად რამდენი ხანი იყო გასული, რაც აქ იყო, არ იცოდა ზუსტად სად იყო, თუმცა თავს რაღაცნაირად დაცულად გრძნობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისთვის ნაცნობ ადამიანთან იყო სადღაც ტყეში დასასვენებლად გამოსული. იმის მერე რაც თავს გადახდა ეს ადგილი სიმშვიდის მომტანი იყო მისთვის.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ამ პატარა ნაწყვეტები დან რა აზრი უნდა გამოვიტანო? ჯობია დიდი თავი დაწერო და ორ კვირაში ერთხელ. ეს რააა. შეიძლება არ მოგეწონოთ რასაც ვწერ. მაგრამ სიმართლეაა. აქტუალური და პრობლემური თა გაქვს დაწყებული. მაგრამ ასე გაგრძელებას არგირჩევთ. ორი ფრაზით

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Дзалиан патараа

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent