შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი


11-12-2022, 16:31
ნანახია 944

გამარჯობა,მე ლინდა ვარ 22 წლის,ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ.ძალიან ბევრს ვშრომობ რომ ჩემი ოცნება ავისრულო.ალბათ იკითხავთ რაზე ვოცნებობ,5 წლის ასაკიდან ვოცნებობ გავხდე უნიჭიერესი ფოტოგრაფი.მინდა ჩემი ნამუშევრებით შევძლო იმ ემოციების და გრძნობების გადმოცემა რომელთაც შინაგანად ვგრძნობ და სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი მაგრამ მჯერა რომ მე ამას შევძლებ.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ სულ მალე გავიცანი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში.მას სრულიად შემთხვევით შევხვდი,გაკვეთილზე მაგვიანდებოდა და ძალიან ვჩქარობდი,უეცრად ფეხი დამიცდა,მეგონა კიბეზე დავგორდებოდი,მაგრამ უცებ ვიღაცამ დამიჭირა,შეშინებულმა ნელ-ნელა თვალები გავახილე და უსაზღვროდ ღრმა ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე,გული ისე მიცემდა მეგონა მალე საგულედან ამოვარდებოდა.ასე შევხვდი ჩემს პირველ სიყვარულს.იმ დღის შემდეგ ყველგან იმ ზღვისფერ თვალება ბიჭს ვეძებდი,მაგრამ ვერსად ვიპოვნე.იმედი აღარ მქონდა რომ კიდევ ვნახავდი.ერთი თვის შემდეგ კაფეტერიაში ვსადილობდი მარიასთან ერთად,მარია ჩემი საუკეთესო მეგორბარია,დებივით ვართ..უკვე წასვლას ვაპირებდით და დავინახე როგორ მოდიოდა კაფეტერიისკენ ის ვინც გული მომპარა.თვალებს არ ვუჯერებდი,მეგობარს ვუთხარი ხელზე მიჩქმიტე სიზმარი ხომ არაა მეთქი,მაგრამ სიზმარი არ იყო ის ნამდვილად იქ იყო....



№1 სტუმარი თინა♡

მომეწონა საყვარელი ამბავია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent