შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის( თავი 5)


13-12-2022, 11:51
ავტორი თუკა
ნანახია 3 781

ბავშობიდან უყვარდა ეს დღე, ყოველთვის დიდ და ლამაზ დაბადების დღეს იხდიდა სოფიო, მაგრამ დიდი ტრაგედიის მერე საკუთარ თავს აუხსნა რომ ბავშობის ლამაზი და უშფოთველი ხანა კარგა ხნის დამთავრებული იყო და ვარდისფერი სათვალის ტარების დრო არ იყო.
პატარა ბავშვივით გაიზმორა დილით რაც ცხვირზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო. თვალების გახელა ყველაზე ნაკლებად უნდოდა , მაგრამ იცოდა საყვარელი და მოუსვენარი ქმარი არ მოასვენებდა ...
- დილა მშვიდობისა ჩემს იუბილარ გოგოს - სიყვარულით მიაგება სიტყვები თორნიკემ და გაბერილ ტუჩებზე მაგრად აკოცა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ სოფიოს.
- რა მაჩუქე - პატარა ბავშვივით წამოჯდა საწოლში და ქმარს ხელები კისერზე შემოხვია. -მიდი მაჩვენე რა მაჩუქე რა - სწრაფად დადგა მუხლებზე საწოლში
- არაფერი არ გაჩუქე, რა, რამე უნდა მეჩუქებინა? - სერიოზული სახით გასცა პასუხი და ოთახიდან გავიდა..
- თორნიკეეე - აცრემლებული გაეკიდა ქმარს სამზარეულოში და ხელები გულზე გაბუტვის ნიშნად გადაიჯვარედინა.
- რა პატარა მყავხარ, რა ბავშვი და თანაც ბუტია ბავშვი ვაიმე. გულზე მაგრად მიიკრა თმებგაწეწილი ცოლი და ხელის გულზე მთელი წლის ნანატრი ბეჭედი დაუდო. - ყველაზე კარგ ცოლს ყველაზე მაგარი ბეჭედი, მთელი წელიწადი რომ შენატროდა..
- ვაიმეეე. ეს ხომ ძალიან ძვირი ღირსს თორნიკე როგორ მოახერხე..
- შენთვის ყველაფერს მოვახერხებ. ჩემი ცოლისთვის ყველაფერი შეიძლება. აცახცახებულ თითზე ნაზად წამოაცვა ბეჭედი და თვალებიდან წამოსული ცრემლი მოწმინდა.
- შენ მე საუკეთესო მყავხარ. მართლა -სლუკუნით შემოხვია ხელები წელზე საყვარელ მამაკაცს და მკერდზე მაგრად მიაბჯიბა ტუჩები.
არიან ადამიანები, რომლებიც ისე ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში რომ არ გვეკითხებიან მათი ადგილი გვაქვს თუ არა.. გვინდა თუ არა მათთან ახლოს ყოფნა.მათ სიახლოვეს მოაქვს თუ არა რაიმე დადებითი .
ხორცის მოზრდილი ნაჭერი გემრიელად გაღეჭა თორნიკემ და მაგიდასთან მსხდომთ ინტერესით გახედა..
- დღეს ლიქოკელი გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა. - მოულოდნელად თქვა და მზერა პირდაპირ ჩემზე შეაჩერა. - ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ადამიანს სანამ არ გაიცნობ სხვისი საუბარის არ უნდა დაიჯერო. - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, იმდენად კარგი და გულღია ადამიანი აღმოჩნდა. - თურმე საერთო ნაცნობიც კი გვყოლია - უკანასკნელი სიტყვები ღიმილით წარმოთქვა და წითელი ღვინით დაისველა ტუჩები..
- რა პატარაა ხედავ თბილისი, სად შენ და სად ლიქოკელი. წარმოიდგინე - მაშინვე აყვა საუბარში ცოლი და მხარზე თბილად მიეხუტა ქმარს..- საერთო ნაცნობი ვინაა თორნიკე, მე ვიცნობ? - დაწვრილებული ხმით კითხა ქმარს და უმალ მივხვდი სოფიოს გაიძვერობას.
- ჩემი კურსელი ტატა ნუცუბიძე დანიელის შეყვარებული ყოფილა. ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, საოცარი გოგოაა..
- როგორ? - მოულოდნელი კითხვა დავსვი და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ცივმა ტალღებმა. - წინა დღის მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამომიტივტივდა გონებაში. ტელეფონის ეკრანზე დაწერილი „ტატა“ , მისი გაფითრებული სახე და ჩემი გაოცება ..
- რა როგორ? მე ასე მივხვდი რომ მისი გოგოა, მეგობართან ასე ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია. - ამაოდ არ ცხრებოდა თორნიკე..
- გასკვირი რა არის? ძალიან მაგარი ტიპია. ისე ამბობ მისი გოგოაო, გეგონება რაიმე განსაკუთრებულია თორნიკე. პირში გაეჩხირა ნიტა და გაბრაზება ვერ დამალა. კაცია და ეტყოლება ვინმე, თან დანიელს.
- ოფფფფ, ახლა ჩემი დაბადების დღეა და ჩემზე ილაპარაკეთ გასაგებია? დანიელზე სულ შეგეძლებათ ლაპარაკი. ეს ჩემი დღეა. - გადაჭრით თქვა და სუფრას მოავლო თვალი..
- ცოტა ხნით გავალ - ჩუმად ჩავილაპარაკე და აივნისაკენ გავუყევი დერეფანს..
მაგრად ვუჭერდი ხელებს მოაჯირს და ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევდი. „აქამდე არასოდეს უხსენებია ეს გოგო. არა, რატომ უნდა ელაპარაკა ჩემთან თავის შეყვარებულზე. რას ველოდები მისგან. მაგარი ხარ მართა, რა მისი ბრალია შენ თუ მასთან ზედმეტად გაიხსენი. შენ ხარ დებილი ის კი არა. შენ ხარ გამოუსწორებელი მეოცნებე ვითომ მაგარ გოგოს რომ თამაშობ . „
საკუთარ თავს და ფიქრებს ერთიანად ვეჩხუბებოდი, ტელეფონის ჟრიალს კი ყურადღებას არ ვაქცევდი.
- უკვე მეგონა ცოცხალი არ იყავი, როგორც დავთვალე თორმეტჯერ დაგირეკე მართა. დანიელის ხმაზე ადგილზე გავიყიდე და ტელეფონის ეკრანს დავხედე, ნამდვილად ეგ იყო თუ არა.
- მერე რატომ დამირეკე, არ ვიღებდი ესეიგი არ მეცალა - მთელი ბოღმის გადმონთხევა მასზე დავიწყე და მოაჯირს დავეყრდენი.
- ჩემზე ნაწყენი ხარ? - მაშინვე მიმიხვდა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- არა, რატომ უნდა ვიყო.
- აშკარაა ხარ. ისე მელაპრაკები რაღაც მოხდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა მოხდა.
- მისმინე დანიელ. არ მცალია ახლა. დაქალის დაბადების დღეზე ვარ. თუ რამე სასწრაფოა მითხარი. თუარადა არ მცალია ამ უაზრო ლაპარაკისთვის.
- გასაგებია. არ მოგაწყენ თავს მაშინ. კარგად იყავი.
- ნახვამდის - გაბრაზებულმა ვუთხარი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთე ისევ.
სუფრასთან ჯერ კირ კიდევ დანიელის პიროვნულობას არჩევდნენ.
მათი არც მოსმენა და არც ატანა არ შემეძლო. არც თავი მქონდა ამისი და არც სურვილი. ყველაზე ძალიან გაქცევა და სადმე გადაკარგვა მინდოდა. გაქვავებული ვიჯექი და მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდი.
- მოხდა რამე მართა?- ჩუმად მიჩურჩლა ნიტამ და მხარზე ამეკრო.
- არაფერი.
- მართა, მორჩი. წამოდი გავიდეთ. წამოდი.
- არ მინდა მისმინე. არაფერი მომხდარა და რა საჭიროა გაზვიადება. თავი მტკივა უბრალოდ, ხო იცი ჩემი თავის ტკივილების ამბავი- თავის მართლებას შევეცადე და მზერა ავარიდე.
- ჩვენ ახლავე მოვალთ - ხმამაღლა განაცხადა და მაგიდიდან წამომაყენა. ოთახის კარები ნელა მიკეტა და წინ ამესვეტა.- არაფერს მეტყვი? რა გჭირს მართა?
- ნიტა მისმინე. შენს წინაშე თავის მართლებას არ ვაპირებ . რაც მჭირს მე მჭირს. სულ მე მჭირდა და ახლაც მე მჭირს, გასაგებია?
- არა, გაუგებარია. ვიღაც ტიპის გამო ასე დაიგრუზე? მხოლოდ იმიტომ რომ არ იცოდი რომ ქალი ყავდა!
- ეს შენ არ გეხება !- ეს ჩემი ცხოვრებაა, და მე თავად გადავწყვიტავ ვისზე და რაზე უნდა დავიგრუზო გასაგებია?!
- გაუგებარია-თქო, ნამდვილად გაუგებარია. შენ ასეთი აკადემიური მართა. დგახარ და დანიელ ლიქოკელზე დარდობ?
- ზედმეტი მოგდის , ძალიან ზედმეტი მოგდის. განა შენ არ იყავი დანიელით აღფრთოვანებული? ხო, რატომ მიყურებ, შენ არ იყავი რომ ქება- დიდებას ასხავდი? მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა გაგეგო რომ მისი ძმა ანდრიაა, მაშინვე გადახაზე, შავი ხაზი გადაუსვი. მე შენგან განსხვავებით ადამიანებს ჩემი ცხოვრებიდან ასე არ ვიშორებ..
- და ვინ იყო რომ შენს ცხოვრებში? ვისი მოშორებაც გინდოდა? დაფიქრდი აბა. ოცდაშვიდი წლის ხარ და შენს ცხოვრებაში ერთი კაციც კი არ ყოფილა. დიახ არ მომწონს. არ მომწონს იმიტომ რომ მისი ძმაა. მისი ძმა წესიერი ვერ იქნება.
- საიდან ასკვნი ამეებს, ამიხსენი. შენ ხო ანდრიაც წესიერი გეგონა. მანამდე სანამ როგორც შენ ამბობ არ გადაგეკიდა.
- მართა არ გინდა..
- მე არ მინდა? კიდე მე არ მინდა გოგო? დგახარ და საქმეს მირჩევ , რატომ და როგორ გავბედე დანიელის რაღაცაზე მოწყენა, ვინ მოგცა ამისი უფლება? რა უფლებით მირჩევ საქმეს. რა როგორ უნდა გავაკეთო? წადი და საქმეები დედაშენს ურჩიე. იმან გასწავლა ასე ლაპარაკი? როდის გახდი ასეთი ეგოისტი ადამიანო. როგორც კი გაიგე რომ დანიელი ანდრიას ძმაა მაშინვე გამოაჩინე შენი რეალური სახე. მე კიდევ ჩემი და ყველზე გამგები ადამიანი მეგონა.. ჩემი და ჩემი ნიტა, იცი რას იზამდა ახლა? გულზე მიმიკრავდა და ჩემთან ერთად იტირებდა იმ ტკივილს რომელიც მის დას შიგნიდან ჭამს. აი ამას იზამდა.. მეტყოდა რომ ყველაფერი გაივლის და ამ ქარიშხალსაც გავაღწევდი. მაგრამ არა , ზუსტად დედაშენის შვილი ხარ. ზუსტად !- გამწარებულმა ვუყვირე და მისაღებში დავბრუნდი.
- მოხდა რამე? მაშინვე ფეხზე წამოდგა სოფიო და ცრემლები ლოყებიდან მომწმინდა.
- უნდა წავიდე სოფ. მაპატიე, ხვალ დაგირეკავ კარგი? ახლა ცუდად ვარ.
- მეც წამოვალ გვერდით მომიდგა ნუცა და ლოყაზე მაკოცა.
- ნუცა..
- არავითარი ნუცა.
- გთხოვ. მარტო მინდა ყოფნა. ძალიან გთხოვთ .
- კარგი . კარგი, მაგრამ იცოდე ხვალ შენთან მოვალთ .
- კარგი . ღამე მშვიდობისა და ბოდიში .
პლედში გახვეული ვიჯექი აივანზე და გაშტერებული გავყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
მაგრად ვუჭერდი ყავის ცხელ ფინჯანს ხელებს და გავარვარბული ხელის გულები წვისაგან გამწითლებოდა. ვერ ვგრძნობდი ტკივილს, ვერც წყენას, ვერაფერს ვგრძნობდი. სრულიად დაცვლილი და სასოწარკვეთილი ვიჯექი მარტო..
არასოდეს მყოლია გვერდით ძლიერი ადამიანი რომელსაც დავეყრდნობოდი, რომელიც გასაჭირში და ტკივილში გვერდით მეყოლებოდა, დაცემულს წამომაყენებდა. ახალი ენერგიით ამავსებდა და მეტყობა რომ ყველა უშვებს შეცდომას. საკუთარ შეცდომებს მხოლოდ მარტო ვტიროდი მარტო ვდარდებოდი და მარტო ვდგებოდი, ხანდახან მარტივად ხანდახან თვეებს ვხარჯავდი მაგრამ ამას მაინც ვაკეთებდი. ჩემი ბავშვების გამო, იმ პატარა არსებების გამო, ასე რომ ვუყვარი.
მათთან ყოფნა მავიწყებდა რომ გვერდით მყავდა და არ მყავდა დედა. მყავდა მამა და არ მყავდა მამა, რომელსაც ეცალა და მასთან მისულს არასოდეს ჰქონდა დრო ჩემთვის.. მყავდა და რომელსაც მეგონა რომ ვუყვარდი ყველანაირი, ჩემი შეცდდომებიით ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი. მაგრამ თურმე ილუზია მალე იმსხვრევა. ილუზია რისია თუ ისევ თავიდან არ დაგცა და არ გადაგიარა ზედ. მეგონა ჩემი და ის ადამიანი იყო რომელიც მეტყოდა. მერე რა რომ დააშავე. განა მე არ დავაშავე ანდრიასთან? მაგრამ შევცდი. ახლა ყველაზე ძალიან ეს შეცდომა და ეს განცდა მტკიოდა..
ვიჯექი გაყინული და ცრემლიც კი არ მომდიოდა რომ გულზე შვება მეგრძნო. ვიჯექი და სულ ერთ იყო ამ წამს ყველაფერი ჩემთვის. ვიჯექი და თავში მხოლოდ ერთი სახელი მომდიოდა.. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა მასთან ლაპარაკი ყველაზე მეტად მინდოდა..

**
ზლაზვნით წამოდგა დანიელი, სწრაფად ამოიცვა შარვალი და კარის გასაღებად თვალების ფშვნეტით წავიდა. მალულად გააპარა საათისაკენ თვალი. მზე უკვე გვარიანად ანათებდა. ზაფხულის ცხელი და აუტანელი დღეები იწებოდა. რომელიც ასე ძალიან არ უყვარდა დანიელ ლიქოკელს..
- დროის შეგრძნება არ გაქვს? - გამწყრალმა უთხრა ძმას და ზურგი აქცია.- მოდი რას დგახარ, შემოდი.
- მადლობა მეგობარო - სიცილით უთხრა და უკან გაყვა..
- წადი ყავა მაინც დაასხი, მე რას მომდევ და მეგობარს ნუ მეძახი -თქო, ანდრია მილიონჯერ გითხარი.
- კარგი ძმაო დანიელ.
- თუ ოდნავ მაინც, სულ ოდნავ მცემ პატივს დილიდან ნუ ამიშლი ნერვებს, დღეს უამრავი საქმე მაქვს ისედაც..
- არ ვაპირებ დამშვიდდი, რადგან შენ არ მოინახულე შენი დალეწილი ძმა, მე მოვედი შენთან ..
- მართალი ხარ. ბოდიშს გიხდი..
- მართალია ნაწყენი ვარ, მაგრამ სულ სხვა საქმეზე მოვედი აქ ძმაო.
- მაინც?- საძინებლიდან გამოსძახა და მაისური სწრაფად გადაიცვა ტანზე.
- მართაზე მინდა გელაპარაკო.. - თუ ამისი სურვილი გაქვს .
- ვერ გავიგე. მართა რა შუაშია? მართაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ .
- იმიტომ რომ არ მინდა შენც ისევე დაიტანჯო როგორც მე. შენც იგივე მოგივა რაც მე მომივიდა. ამას ისე კარგად ვხედავ დანიელ .
- ანდრია, ეს რა თამაშია? ჯერ ეს ერთი მე რატომ უნდა დავიტანჯი მართას გამო. მეორეც არ მესმის რაზე ლაპარაკობ. მართლა არ მესმის..
- დაფიქრდი და მიხვდები. იცოდე მე გაგაფრთხილე, ამაზე მეტს არ გეტყვი, განა ვერ გეტყვი.. მინდა დანარჩენი შენ დაინახო. შენი თვალით დაინახო ვინაა და რას წარმოიადგენს ეგ გოგო და მისი ოჯახი.
- გეხვეწები დღეს არ გინდა. დღეს დამინდე რა. ტვინი ისედაც გამოტენილი მაქვს ფიქრებით. შეხვედრა მაქვს. ახლა კი ყავა დავლიოთ და გავიდეთ. რადგან გამაღვიძე ადრე მაინც მივალ სამსახურში.
- მიდი მიდი, შენი დარტყმული და ერთი საათია წავიდა უკვე..
- ნიაზე ასე რატომ ლაპარაკობ? ის შენი დაცაა ანდრია. უყვარხარ ისევე რგორც შენ გიყვარს ნია. რატომ მალავ სულ შენს გრძნობებს. რატომ სტკენ გულს მუდმივად ნიას. კარგი მე სხვა ვარ. მე არ გიყვარვარ. მე არ მოგწონვარ. ნია ცოდოა..
- ცოდოა? ვინ დიდი თავადის ქალი ნია? შენ გგონია ეგეთი დაუცველია როგორიც ჩანს? მთებს გადადგამს რომ მოუნდეს იცოდე. ნიას შენ კარგად არ იცნობ დანიელ.
- რაც არ უნდა იყოს ის ჩვენი დაა. ჩვენი და . ორივეს დაა ის. და იცოდე ნიას გულის ტკენას არ გაპატიებ ანდრია..
- კაი ახლა არ გინდა მუქარები. აგერ თვეებია არ ვლაპარაკობთ , რა გულის ტკენაზე მელაპარაკები დანო? ისე ვცხოვრობთ ერთ სახლში როგორც უცხოები. რანაირად უნდა ვატკინო გული მითხარი აბა.
- იცოდე ნუ გავიწყდება რომ ..
- ვიცი, ჩემი დააა. მახსოვს და სულ მემახსოვრება სულ . ყავა თუ დალიე გავიდეთ . სახლში დამტოვე ოღონდ მე.
- კარგი , წამოდი. გზაში ვიყიდი ყავას.
მხარზე მძლავრად შემოხვია ხელი ძმას და გასასვლელისაკენ გაიყვანა.
**
გამწარებული დადიოდა სალომე აივანზე და დანა პირს არ უხსნიდა.
აცრემლებული თვალებით შეყურებდა ნიტა დედას და არ იცოდა რა უნდა ეთქვა. ნანობდა რომ ყველაფერი ასე სწრაფად უთხრა. ნანობდა რომ ჯერ მართას გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა და დაუკითხვად ალაპარაკდა დედასთან.
მართალი იყო მართა როცა დედის კალთის ქვეშ შეფარებულ პატარა გოგოდ მოიხსენია. მაგრამ უკვე გვიანი იყო. იცოდა რომ დედა-შვილს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბებოდა მაგრამ არ ადარდებდა სინდიდის ერთი მხარე მაინც საკუთარი თავის სიმართლეს ხედავდა მხოლოდ.
- არ მესმის. უბრალოდ არ მესმის ამ გოგოსი, შენი და არააა? ასე მარტივად როგორ შეუძლია მოიქცეს იმ ადამიანის ძმასთან რომელმაც ასე გაგამწარა..
- დედა საკმარისია, მართამ არ იცოდა. არაფერი როცა დანიელი გაიცნო. მართამ კი არა მეც არ ვიცოდი ვისი ძმა იყო. დანიელი სხვანაირია.
- სხვანაირია? განა ერთი დედის შვილები სხვანაირები იქნებიან ნიტა?
- რა არა? მე და მართა შენი შვილები ვართ მაგრამ ის სხვანაირია დედა მორჩი. გეუბნები რომ ..
- რას მეუბნები? რას? მართას თუ დანიელი უყვარს, არ იცი მისი ამბავი, გავირდება, გაჯიუტდება და ჩემი ნერვების მოსაშლელად ყველაფერს გააკეთებს შვილო. ოღონდ მე გამამწაროს, მე გამანადგუროს, ახლა მიეცემა შანსი რომ შური იძიოს.
- მე არ მითქვამს რომ მართას დანიელი უყვარს!!- გაბრაზებულმა დაუტია დედას ნიტამ და მკლავში ხელი სწრაფად სტაცა. - დაჯექი აქ და მისმინე. მე ვთქვი რომ მართა და დანიელი მეგობრობენ დედა. მეგობრობენ და დანიელი ეხმარება ბავშვთა სახლის საქმეში.
- რა მნიშვნელობა აქვს. ვაიდა იმ ბიჭს შეუყვარდეს შენი სულელი და.
- იმ ბიჭს შეყვარებული ჰყავს. დამშვიდდი. არ შეუყვარდება. მაგრამ იცოდე რომ გავიგო მართას დაელაპარკე, რომ გავიგო რომ რაიმე უთხარი ჩემს დაუკითხავად იცოდე ცხოვრებაში დედას არ დაგიძახებ. იცოდე . არასოდეს დაგიძახებ დედას..
- რატომღაც როცა დახმარებას მთხოვდი, მაშინ ამაზე არ ფიქრობდი.. ცრემლებს როცა ღვრიდი და მეხვეწებოდი ოღონდ მიშველე და მთელი ცხოვრება შენ დაგიჯერებო, მაშინ ხომ ვიყავი დედაშენი. ახლა მე გეტყვი ერთს და იცოდე. რადაც არ უნდა დამიჯდეს შენს გამოტვინებულ დას და იმ ბიჭს ერთმანეთს ჩამოვაშორებ. და თუ ეცდები რომ ჩემს წინ დადგე ნიტა, შენს კეთილშობილ დას სიმართლეს სახეში მივახლი, და მთელი გულით შეგიძულებს შენი ამ საქციელის გამო იცოდე.
- მემუქრები? დედა მემუქრები და ასე მაჩუმებ მუქარით?
- როგორც გინდა ისე გაიგე. მე დასაკარგი შვილი არ მყავს.
- მართაც შენი შვილიაა დედაა. ისიც შენი სისხლი და ხორცია, შენი ნაწილიაა. ის ჩემი დააა, დედაა მიყვარს და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ.
- როცა ლაპარაკი დაიწყე ეგ არ გეტყობოდა ქალბატონო ნიტა. იმიტომ რომ საკუთარ დას დაუფიქრებელი, გამოშტერებული და ბოღმიანი უწოდე..
- გაბრაზებული ვიყავი და სულ ეგაა.
- ახლა უკვე სულ ერთია. რაც გულში გქონდა ის თქვი მასზე..
- დედა გთხოვ - ცრემლები ლოყებზე დაედინა და მუდარით ახედა დედას - გთხოვ ასე ნუ მოიქცევი . მართა ისედაც არაფერს ითხოვს ჩვენგან დედა.. შეეშვი გეხვეწები.
- მეხვეწე, მეხვეწე. შენნაირი გამოშტერებული გოგო ვერასოდეს ისწავლის ჭკუას , იმიტომ რომ აი აქ ტვინი არ გაგაჩნია ცარიელი ხარ. - საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიუკაკუნა და ქუსლების კაკუნით შევიდა სამზარეულოში.
**
სავარძელში გადაწოლილი ვიჯექი და თვალებდახუჭული ვფიქრობდი გუშინდელ საღამოზე. ნიტას სიტყვებზე. დანიელის დარეკვაზე და ყველას მეტად მის ცხოვრებაში არსბულ გოგოზე.
- შეიძლება? - მართა თქვენ ხართ? - შავი თვალები მომანათა გოგონამ და კაბინეტში შემოვიდა.
- დიახ, მე ვარ - ფეხზე სწრაფად წამოვდექი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
- მე დანიელის დავალებით მოვედი.
- დიახ, გისმენთ, რაიმე პრობლემაა? - ერთიანად დავიძაბე მისი სახელის ხსენებაზე და ნერვიულად დავაჭირე კბილები ერთმანეთს.
- არა, არა , რას ამბობთ . პირიქით დანიელმა მითხრა რომ ალტერნატიულ ფართს ეძებს თქვენთვის, მე ნახაზი და სურათები მოგიტანეთ , გვინდა რომ გადახედოთ. შეცვალოთ რავიცი როგორც თქვენი სურვილი იქნება..
- სიმართლე გითხრათ დავიბენი. არ ველოდი ასე მალე თუ დაიწყებოდა ამ ფართის მშენებლობააა. თქვენ..
- აჰ, არც გაგეცანით - ტატა ნუცუბიძე - მე არქიტქტორ-დიზაინერი ვარ .
- ტატა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ნაძალადევად გავიღიმე და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ლამის ვედრება დავუწყე რომ თავი შეეკავებინათ.
- ცუდად ხომ არ ხართ? - მის ლამაზ თვალებს არ გამოეპარათ ჩემი ტკივილი .
- არა , უბრალოდ, რომ წარმოვიდგინე რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს..
- კარგი რა. სამაგიეროდ უფრო ლამაზი. უფრო ნათელი და კარგი შენობა გექნება შენი პატარებისათვის.. ის ფართი ამ შენობაზე სამჯერ დიდია
- დანიელი რატომ არ მოვიდა? ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ, მე არ მინდა მისი ასე დავალდებულება ტატა. გადაეცი რომ ამხელა ფართი სრულიად საკმარისია..
- რა თქმა უნდა, ველოდი როდის გადაირეოდი ამ მომენტზე - მისი თბილი ხმა მთელს ოთახში გაიშალა და გულზე მალამოდ მომეფინა.
- დანიელ - წრაფად გავიხედე მისკენ, თითქოს ვცდილობდი მე პირველს შემევლო თვალი და ტატას არ დაესწრო. - მისმინე, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ..
- ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ მართა. იმ დღეს როცა მე შენ ახალ შენობაზე გელაპარაკე მერე კარგად იცი როგორც დასრულდა. ასე რომ ახლა ამაზე კამათს აზრი არ აქვს..
- დანიელ..
- უკაცრავად, საუბარში გეჩრებით მაგრამ, გავალ შენობას და ოთახებს კარგად ვნახავ თქვენ ისაუბრეთ ხელს არ შეგიშლით - მშვიდად გამოგვხედა ტატამ და ღიმილით დატოვა ოთახი..
- რატომ მაგდებ უხერხულ სიტუაციაში დანიელ ამიხსენი რა - მაშინვე მისკენ გავიწიე ერთი ნაბიჯით და მძაფრად ვიგრძენი მისი სუნამოს სურნელი.
- მე არაფერს ვაკეთებ ისეთს რომ უხერხულად იგრძნო თავი მართა. დახმარება მინდოდა და ასეც ვაკეთებ. რა დაინახე აქ საუხერხულო.
- ის რომ ...
- გაჩუმდი კარგი? - სწრაფად ამაფარა გავარვარებული ხელის გული ტუჩებზე და გულმა მაშინვე გაასმაგებულად დამიწყო ბაგა-ბუგი. - გაჩუმდი ორი წუთით, სულ ორი წუთით მამყოფე სიმშვიდეში - სევდიანი თვალებით ჩამხედა თვალებში , გაშტერებული მზერით ჩავიძირე მასში. ძლიერი ხელი წელზე შემომაჭდო და მაქსიმალურად მიმიზიდა თავისკენ, დაბნეულმა ხელები მის მკერდზე მოვათავსე მის სურვილს პატარა ლეკვივით დავემორჩილე. სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია და ცერა თითი ნაზად დამისვა ლოყაზე. ვნებისაგან ათრთოლებული თითები არტერიასთან ჩაასრიალა და ფრთხილად შემახო კოცნას მოწყურებული ტუჩები . მის ალერსში გატრუნულმა თვალები დავხუჭე და გარყვნილმა ხელებმა თავისით დაიწყო მის სახეზე მოძრაობა. თითის ბალიშები მაქსიმალურად გრძნობდა მის ოდნავ წამოზრდილ წვერს,და სიამოვნების გახანგრძლივებაზე ფიქრობდა.. მოულოდნელმა კოცნამ გონება დამიბინდა. საოცარი შეგრძნება მქონდა სხეულში, ეს არ იყო პეპლების ფარფატი , არც სულის სიმშვიდე ეს სულ სხვა განცა, სულ სხვა ემოცია იყო, რომელიც აქამდე არასოდეს განმეცადა. ეს თავს დატეხილ ქარიშხალზე უფრო ძლიერი და გაუსაძლისი, ამავე დროს ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი განცდა იყო. ჩემში ერთიანად ყვავილობდა რაღაც. სულში ერთიანად მეშლებოდა ყვავილები. ჩემი ნამდვილი ბედნიერება ყვავილობდა. და ეს ყველაზე ლამაზი ყვავილები იყო რაც კი ოდესმე მენახა სადმე..
- დანიელ მეე- თავბრუდახვეულმა გავარიდე სახე და ზურგი ვაქციე.. - ეს ..
- არ თქვა რომ არასწორია, ეს კოცნა ორივეს გვინდოდა, კარგი ინიციატორი მე ვიყავი მაგრამ, აღიარე რომ გინდოდა.
- ამით რა იცვლება, ჩემი აღიარება რას მოგცემს? მინდოდა თუ არ მინდოდა. ამით არაფერი შეიცვლება , ჩვენი ურთიერთობა ისევ ასე დარჩება და ეს შენც კარგად იცი..
- არ მესმის რაზე ლაპარაკობ, ხელს რა გვიშლის? რატო არ შეგვიძლია ერთად ვიყოთ თუკი ეს ორივეს გვინდა მართა..
- მეკითხები კიდევაც? ამას როგორ მეკითხები? დანიელ. გვერდით სხვა ქალი გყავს, რომელსაც უყვარხარ. სულ ცოტა ხნის წინ ვუყურებდი და ვხედავდი როგორ უყვარხარ. როგორ უელავს თვალები შენი ნახვით და შენ .. ღმერთო ჩემო- ანერვიულებულმა გადავისვი ხელები თმაზე და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი.- მე კიდევ ავდექი და სხვის კაცს უფლება მივეცი ეკოცნა. წამიერი სისუსტე იყო. წამიერი მხოლოდ გესმის? მე მურმანის ეკალი არ ვარ, არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა მინდა რომ ვიყო..
- მართა რას ბოდავ? - ორივე ხელი მხრებში ჩამავლო და შემანჯღრია, მე...
- მეც მოვედი - მისი წკრიალა ხმის გაგონებაზე ორივენი კარისკენ დავტრიალდით და სწრაფად გამიშვა დანიელმა ხელები . - მოხდა რაიმე? , ცუდ დროს მოვედი მგონი..
- არა, რას ამბობ, მოდი , შემოდი - მისკენ წავედი და სკამამდე მივიყვანე.. - რა ხდება აბა? რამე გაარკვიე?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი დავწერე. ჩავინიშნე,რაც ახალი ოთახების დაპროექტებაში დამეხმარება..
- ძალიან კარგი , ამაზე კარგი ამბავი დღეს არ გამიგია - გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში დანიელმა , მოჩეჩილი პერანგი შეისწორა და თავაზიანი დამშვიდობებით გავიდა კაბინეტიდან..
საკუთარ ფიქრებში ვერ გარკვეული ვიდექი ისევ იმ ადგილას სადაც წეღან. მთელს სხეულში დაბუჭებას ვგრძნობდი და მინდოდა ხმამაღლმა მეყვირა ჩემი არ შემდგარი ოცნებების განადგური და ფეხით გადათელილი ფიქრების გამო..
მინდოდა იატაკზე დავვარდნილიყავი და მუშტები მერტყა, მაგრამ ვიცოდი ეს შვებას არ მომიტანდა. ვიცოდი ეს გამოსავალი არ იქნებოდა.ვიცოდი ახლა თუ დამჩაგრავდა ტკივილი ხვალ და ზეგ უარესად დამაგდებდა..
შენობიდან სირბილით გავედი , ცხელი მაგრამ სუფთა ჰაერი ჩავატარე ფილტვებამდე და ხის ქვეშ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.
- დიდ ხანს უნდა ტანჯო საკუთარი ეგო?- უცხო ხმის გაგონებაზე სწრაფად ავიხედე და შიშმა დამიარა მაშინვე..- დამშვიდდი სალაპარაკოდ მოვედი - ბედნიერი გამომეტყველება მომაპყრო ანდრიამ და გვერდით დამიჯდა.
- რა ეგო? საერთოდ რაზე მელაპარაკები?- ფეხზე წამოვდექი და შესასვლელად გავიწიე რომ, მკლავში ხელი მომკიდა და სკამზე დამსვა..
- ეგო, თუ არ იცი რა არის, მაშინ ახსნა მეზარება. შენ ის მითხარი შენს დას თუ ჰკითხე ჩემს შესახებ რაიმე?
- ანდრია მისმინე, ჩემი დის ცხოვრება მისივე პრობლემაა. მე არ მინდა ჩარევა და არც ჩავერევი. ვკითხე და მითხრა რომ ადრე გაიცანით ერთმანეთი და მერე გადაეკიდე..
- მატყუარა. ! ნამდვილი მატყუარა. მიკვირს როგორ მიყვარდა ასეთი ქალი. ძალიან მიკვირს მის გამო როგორ შევიშალე კინაღამ. მაგ ქალის გამო მთელი წელიწადი წამლებს მასმევდნენ, ახლა ამბობს რომ უბრალოდ გადავეკიდე?
- არ ვიცი რას მალავთ, ან ერთი და ან მეორე, მაგრამ ძალიან დავიღალე. თქვენი პრობლემები თავად მოაგვარეთ. მე ჩემი ცხოვრება და ჩემი პრობლემები მაქვს .
- შენს პრობლემას ჩემი ძმა ჰქვია არა?
- საიდან მოიტანე ?- საყვედურით გავხედე და გვერდულად მივტრიალდი მისკენ. მაშინაც გითხარი და ახლაც გეტყვი, მე და შენს ძმას არაფერი გვაკავშირებს, მასთან არ ვწევარ და არც არასოდეს დავწვები. ეს თუ ძალიან გადარდებს. შენს ძმას ჰყავს გვერდით საყვარელი ქალი, იმედია იცოდი, თუ არ იცოდი ახლა გაიგებ. ახლა კი მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, წადი .
- ეჭვიანობ, ისე ეჭვიანობ რომ ვერც კი იაზრებ. მის გამო ეჭვიანობ, იმ ქალს ვერ იტან, რომელიც გვერდით ჰყავს.
- მორჩი ბოდვას და წადი ! მალე! -წადი-თქო, გაბრაზება ვერ დავმალე და შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევედი..
**
- მამა გიბარებს- კაბინეტში ფეხი შედგა თუ არა მაშინვე ახარა ძმას ნიაკომ და მისკენ ნელი სვლით წავიდაა.
- კაი რა მამა, ხუმრობ?- ახლა არ მცალია, წარბები ერთად შეყარა დანიელმა და დას ალმაცერად ახედა..
- სერიოზულად გეუბნები, მართლა გიბარებს. წეღან დამირეკა, მითხრა ვურეკავდი და არ მიპასუხა, შენ გადაეციო.
- მართასთან ვიყავით მე და ტატა, მაგასთან ლაპარკის არც თავი მქონდა და მითუმეტეს არც სურვილი.
- დანიელ, ვიცი რომ შენს და მამას შორის რაღაცა ვერაა კარგად, მაგრამ იმდენად შეშფოთებულმა მითხრა მოვიდესო არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იქნება მაინც გეცადა..
- ეს რა მყავხარ რა. ნამდვილი მშვიდობის მტრედი ხარ ნიაკო, ფეხზე წამოდგა და მასზე კარგად დაბალი გოგო მკერდზე მიიკრა. ერთადერთი რაც იმ სახლში მიყვარს შენ ხარ.
- და დედა...- ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ძმის რეაქციას დაელოდა..
- და დედა... - მისი სიტყვები უხმოდ გაიმეორა და თავზე აკოცა დას.. - ახლა ბევრი საქმე მაქვს. ასე ერთ საათში დავასრულებ და წავალ, შენ ამაზე არ ინერვიულო..
- გთხოვ არ იკამათო რა. იმათთან ლაპარაკს და ამის თხოვნას აზრი არ აქვს ხო ვიცი. ამიტომ შენ გთხოვ..
- რა არის საკამათო ნია? რამე იცი და არ ამბობ?
- კაი რა. არ იცი მამას ამბავი, მაგას მიზეზები დაელევა?
- გპირდები არ ვიკამათებ. ჩუმად მოვისმენ მის საუბარს და მერე მშვიდად წავალ სახლში. მიდი შენ ახლა წადი სადაც მიდიოდი, მერე გვიან დაგირეკავ . - კარებამდე მიაცილა და უყურებდა როგორი ლამაზი სიარულის მანერით მიდიოდა დერეფანში მისი პატარა და.
კარგა ხანს ფიქრობდა დანიელი წასულიყო თუ არა მშობლების სახლში. იცოდა არ წასვლის შემთხვევაში მამა არ დაასვენებდა, წასვლის შემთხვევაში კი დარწმუნებული იყო კამათს ვერ აარიდებდა თავს.
ბოლოს ინტერესმა სძლია. კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა, ფანჯარასთან მჯდარ მდივანს დაუბარა შეგიძლია ადრე წახვიდეო და გეზი პირდაპირ ავტოსადგომისაკენ აიღო.
ეზოს ჭიშკართან იდგა დასჯილი ბავშვივით და შიგნიტ შესვლა არ უნდოდა. ნერვიულად გადახლართა თითები ერთმანეთში და ღრმად ჩაისუნთქა..
ფრთხილად შეაღო შევად შეღებილი რკინის მძიმე კარები და გამწვანებულ ეზოში გადადგა ნაბიჯი..
- ოხ მოხვედი? - სადა ხარ აქამდე, რა იყო რა ძვირი სანახავი გახდი?
- რა მოხდა მამა მშვიდობააა? ხომ კარგად ხართ? საქმეზე ვიყავი და ვერ გიპასუხე, ნიაკომ როგორც კი მითხრა წამოვედი, რა განგაშის ზარებისათვის შემოგიკრავს ..
- მოდი, მოდი დაჯექი აქ. მოდი. უნდა ვილაპარაკოთ სერიოზულად.
- რა დროს ლაპარაკია ძვირფასო, ნიკო, ბავშვი ახლა მოვიდა, ჯერ ვივახშმოთ. მერე ვილაპარაკოთ. რა საჩქაროა..- რაც შეეძლო მშვიდად უთხრა რუსუდანმა და დანიელს ხელკავი გამოსდო..
მაგიდის გარშემო დამკვიდრებული სიმშვიდე სულაც არ მოსწონდა დანიელს, მაგრამ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. უგერგილოდ იღეჭებოდა და მზერა დედიდან დაზე, ხანაც კი ძმაზე გადაქონდა.. თეფშზე ობლად დატოვებულ ყველის ნამცეცს ჩანგალი დააჭირა და ეჭვით გახედა მამას, რომელიც სივრცეში გაშტერებული მზერით იჯდა და ხმას არ იღებდა..
- არა, საკმარისია. არ შემიძლია ასე. არც ჭამა და არც აქ ჯდომა- რა ხდება ხალხო, გამაგებინეთ. ვინმე კვდება და არ ვიცი? თუ ვინმე უკვე მოკვდა. მამა რა ხდება იტყვი?
- ვიტყვი. დედაშენმა მთხოვა და ამიტომ ვიყავი ჩუმად. დანიელ შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენი მმართველობის შესახებ, მაგრამ ამჯერად ძალიან გამაბრაზე. დღეს ანდრიამ შემთხვევით თქვა რომ მართა გელოვანს ახალ ბავშვთა სახლს უშენებ და ამიტომ ჩვენი მშენებლობა შეჩერებულია..
- და რა პრობლემაა? ანდრიას ფარად ნუ იყენებ. ანდრიამ ეს კარგა ხანია იცის მამა. მაგრამ ვერ ვხვდები რა არის საპრობლემო აქ ?
- საპრობლემოს ვერ ხედავს თურმე ბიჭი - გაბრაზება ვერ დამალა ნიკოლოზმა და სუფრიდან ხმაურით წამოდგა. - პრობლემაა, აბა რა არის შვილო. როცა შეფერხება აქვს ჩვენს საქმეს.
- ერთ თვიანი? ამას შეფერხებას ეძახი? შარშან მშენებლობა ექვსი თვით გადავდე მამა, იმიტომ რომ არა საკმარისი მასალა იყო. ახლა პრობლემა ერთ თვეზეა? - ესაა შენი პრობლემა?
- პრობლემაა, როცა ორმაგ ხარჯს ეწევი დანიელ..!!
- ხარჯი არაა ეს, იმ ბავშვებს ქუჩაში ვერ დავყრი, ბავშვებს რომლებიც მშობლებმა ერთხელ უკვე მიატოვეს კიდევ მეორედ ასე ვერ გავიმეტებ გაიგე!- ეს ხარჯი არაა. ეს ადამიანების ბედით ცხოვრება და თამაშია. მე შენნაირი არ ვარ !- გაიგე!- ძალიან გინდა, სულ გინდოდა რომ შენნაირი უგულო ვყოფილიყავ მაგრამ არ ვარ .
- მე ვარ უგულო არა? კარგი, მე ვიყო უგულო და თქვენ ყველანი იყავით კარგები. დღესვე გავცემ, აი ამ წამსვე დავრკავ და დავცემ განკარგულებას რომ დემონტაჟი დაიწყონ..
- ხანდახან მგონია ზღაპრებში დარჩი - ანდრიას ხარხარმა ყველა გონს მოიყვანა თითქოს და მისკენ გაიხედეს. - რომელი დემონტაჟის ბრძანება უნდა გასცე, დაგავიწყდა რომ შენ იქ არაფერი ხარ? დანიელის სკამს უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შენ ნიკოლოზ. შენ არაფერი ხარ. შენ იქ ბოსი აღარ ხარ მამაჩემოოო - სიცილით დააჭირა მხარზე ხელი და გვერდით გაჩერდა.. თავიდან ფეხებამდე ბატონიც და პატრონიც დანიელია.. მიდი მიდი დემონტაჟი დაიწყეე..
- ანდრია არ გინდა ,- ხელკავი გამოსდო რუსუდანმა და შვილი ოთახიდან გაიყვანა..
- გასაგებიაა, მაგრამ იცოდე, ის გოგო გიყენებს!- ამას მალე დაინახავ და გამიხსენებ..
- ვინ გოგო? მართაზე ამბობ? დამშვიდდი მაგ ადამიანს კარგად ვიცნობ და ვიცი როგორც მიყენებს. ახლა უკეთ გავიგე ყველაფერი, შენი პრობლემა მართაშია? რა იყო ძველი წყენაა თუ ახალი ამოჩემება?
- მე მხოლოდ ერთი შვილი არ მყავს, მე სხვა შვილებიც მყავს დანიელ -
- მართლა? მერე შენს დანარჩენ შვილებს რა პრობლემა აქვთ მართასთან? ორივე კარგად იცნობ და არც ერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია. შენ რა პრობლემა გაქვს მამა? - გამწყრალი ჩამოჯდა სავარძლის საზურგეზე და ხელები მუხლებზე დაილაგა..
- პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ მალე შენ გექნება! მოხვალ ჩემთან დახმარების თხოვნით და როგორც მაწანწანა ძაღლს ისე დაგარტყავ წიხლს.. ისე მოგიკეტავ კარებს და ზედაც არ შემოგაფურთხებ დანიელ.
- მადლობა მამა. სხვას არც ველოდი შენგან. აქამდე არასოდეს დამჭირვებია შენი დახმარება. არა იქნება დამჭირვებია კიდევაც მაგრამ არასოდეს მითქვამს, არც ახლა შეგაწუხებ შენ მაგაზე არ იდარდო. როგორც ჩანს საერთოდ, ოდნავადაც არ იცნობ შენს შვილს შენ - სახე რაც შეეძლო ახლოს მიუტანა და უკანასკნელი სიტყვები სახეში მიახალა დანიელმა.. ზურგი უსიტყოდ აქცია მამას და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა..
ნერვიულობისაგან ატკიებულ საფეთქლებზე მაგრად მიიჭირა ხელი და მომენტალურად ამოუტივტივდა მამის სიტყვები გონებაში. გამწარბულმა რამოდენიმეჯერ დასცხო ხელები საჭეს და საზურგეს მაგრად მიაჭირა თავი...
თვალები დახუჭა და მოულოდნელად იგრძნო ისევ სასურველი ქალის ტკბილი ტუჩების გემო.. ცივმა ოფლმა დაასხა მთელს სხეულზე და მიხვდა, ეს ქალი მისთის „სულ ერთი“ არ და იყო.. შეკრული მუშტებით მაგრად უჭერდა თითებს და გული გაასმაგებულად უძგერდა..
ყველაფერს აიტანდა, იმ ყველა შეურაწყოფას და ტკივილს რასაც მამამისი აყენებდა, როგორც ამცირებდა ბავშობიდან დღემდე მაგრამ , მართას მიმართ უსამართლობას ვერა. მხოლოდ ამაზე ვერ გაჩუმდებოდა.. ახლა ყველაზე მეტად მისი ნახვა უნდოდა. მისი ხმის გაგონება, უბრალოდ დანახვაც რომ ეყოფოდა.. მაგრამ ვერ ბედავდა. ძალა არ ყოფნიდა..
ბოლოს მაინც აკრიფა სასურველი ნომერი და თბილი ხმის გაგონებაზე გული ერთიანად დაუმშვიდდა..
მსუბუქად მიაბიჯებდა მისკენ დანიელი, სისხლი ძარღვებში ლაღად უჩქეფდა..გული მკერდში აღარ ეტეოდა. ახლა უფრო ლამაზი და უფრო მიმზიდველი ეჩვენებოდა ეზოში მარტოდ მდგარი მართა..
ვერც კი გააანალიზა როგორ გაიარა მანძილი გოგომდე. თვალი არ მოუშორებია. მზერა არ მოუწყვეტია. უფრო პატარა რომ ყოფილიყო, სირბილით წავიდოდა მისკენ, ხელში აღტაცებით აიყვანდა და ეტყოდა რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა..
- არ მომეწონა შენი ხმა რომ დამირეკე - მომიახლოვდა თუ არა მაშინვე ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი...
- უბრალოდ კარგად არ ვარ . სადმე გავიდეთ .
- არა, ჩემთან ავიდეთ და ვილაპარაკოთ. მგონი მართლა არ ხარ კარგად დანიელ ისეთი ფერი გაქვს - სახეზე ნელა შევახე ათრთოლებული თითები - სიცხეც არ გაქვს. მოხდა რამე?
- მოდი ჯერ ავიდეთ - დამშვიდებულმა მითხრა და ძლიერი ხელი მხარზე დამადო.
დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით და ხმას არც ერთი ვიღებდით.. წყლით სავზე ჭიქა ხელებს შორის ჰქონდა მოქცეული და მოლივლივე წყალს დაყურებდა..
- დანიელ, მოხდა რაიმე? - ბოლოს გამვედაობა მაინც მოვიკრიბე და გვერდულად გავხედე..
- არც კი ვიცი, მოხდა თუ არ მოხდა. არ ვიცი ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვთქვა მართა. უბრალოდ მამაჩემს ვეკამათე, იქიდან გამოსულმა მხოლოდ შენკენ გამომიწია გულმა.. ვიცი რომ არასწორად ვიქცევი, ახლა აქ ასეთ დროს არ უნდა მოვდიოდე, მაგრამ არ ვიცი სხვაგან წასვლა არ მინდოდა..
- მომიყევი რა მოხდა, მისკენ ნახევარი ტანით შევტრიალდი, ჭიქა ხელიდან გამოვართვი და მაგიდაზე დავაბრუნე.. - მე მოგისმენ, არ ვიცი რაზე იკამათეთ მაგრამ მოგისმენ, მშვიდად და გაგიგებ რაც არ უნდა მითხრა ყველაფერს გავიგებ..
- წვრილმანების მოყოლას რა აზრი აქვს მართა, მთავარია ვიკამათეთ. არ გვესმის ერთმანეთის წარმოიდგინე, და არანაირ საკითხში, არაფერში არ გვესმის ერთმანეთის მართა, არ ვიცი ასეთი განსხვავებული მე ვარ თუ მამაჩემია..
- რა ნაცნობი სიტუაციაა..
- მარტო არ ვყოფილვარ - სიცილით მითხრა და თავი დივნის საზურგეს მიადო.. ხანდახან უბრალოდ მინდა ავდგე და გავქრე. ცოტა ხნით, და მერე დავბრუნდე..
- ასეთი არ მეგონე - ჩემმა პასუხმა ცოტა არ იყოს გააოცა და წელში გაიმართა..
- როგორი ასეთი? ადამიანი არ გეგონე? არც მიკვირს, მაინც ყველას უგრძნობი რობოტი ვგონივარ, დაპროგრამებული ადამიანი რომელსაც არანაირი გრძნობა არ გააჩნია.
- გრძნობები რომ გაგაჩნია ვიცი.
- რა გრძნობები, რაზე მელაპარაკები? - ინტერესით ჩამაშტერდა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა..
- სიყვარულზე. სხვაზე რაზე გეტყვი დანიელ.
- ერთ დღეს შენც შეგიყვარდება , დიდი და ლამაზი სიყვარულით . - პატარა ბავშვივით მანუგეშა და გამეღიმა..
- რა თქმა უნდა, შემიყვარდება. მაგას არ ვამბობ. ან იქნება მიყვარს კიდევაც ამ დიდი და ლამაზი სიყვარულით. მაგრამ ყველას ერთნაირი სიყვარული ხომ არ აქვს დანიელ? ზოგს მეტად სტკივა. ზოგს ნაკლებად. მაგრამ რატომღაც აქამდე მე ჯერ სულ მტკივა.
- იმიტომ რომ პატარა ხარ, გაიზრდები და მიხვდები რომ ისეთი რამეები გტკივა რაც აბსურდია მართა. ცოტა მეტად უნდა დაფიქრდე, ზოგი რაღაც ნაკლებად უნდა მიიტანო გულთან.
- მარტივი არაა დანიელ. როცა გტკივა ამაზე ასე მარტივად ვერ ილაპარაკებ. ახლა როდესაც შენ შიგნიდან კარგად ხარ. ანუ შენს გულს ვგულისხმობ. თუნდაც ეს კამათი მამაშენთან ისე მალე გადაგავიწყდება როგორც სხვაა ყველა პატარა წყენა. მაგრამ როცა როდესაც შიგნიდან ცარიელი ხარ, როდესაც გკივა და ამ ტკივილზე კიდევ ტკივილით გიმატებენ აი ეგ ყველაზე გაუსაძლისი განცდააა.
- რა დრო გასულა - გაოცებულმა დახედა ხელზე მაგრად მოჭერილ საათს და გამიღიმა. მადლობაა.
- რისთვის? - ღიმილით ვუპასუხე და განზე გავიხედე.
- იმისთვის რომ მომისმინე, რომ ჩემს ტკივილს მოუსმინე.
- სამადლობელო არაფერია. მე სულ მოგისმენ დანიელ, როცა კი შენ მოინდომებ - თავდახრილი წამოვდექი და უკან გავყევი კარებამდე..
ჩვენი ცხოვრების გასავლელ გზაზე უამრავი ადამიანი გვხვდება. ნაკლებად გვიფიქრია, ამ ბევრიდან რამდენი გვტოვებს კვალს და რამდენი რჩება ჩვენს მოგონებებში..
რამდენი მათგანის თუნდაც მხოლოდ ერთი შემოხედვა რჩება დაუვიწყარი და რამდენის წლებთან ურთიერთობაც არაფრის მთქმელია ხოლმე..
თავი კედელს მივადე და მაგრად დახუჭული თვალები გავახილე. ჯერ პატარა ფერადმა წერტილებმა დაიწყეს სირბილი , მერე ყველაფერი დაიწმინდა, დაიწმინდა და როგორც სხვა დანარჩენი თავის ადგილას დადგა. მხოლოდ მისი სახე , მისი ნათელი თვალები და უბადლო ღიმილი არ იყო გამქრალი ჩემი გონებიდან..
მივხვდი რომ მისი წასვლით სრულიად გამოფიტული და ძალა გამოცლილი ვიყავი. არც ფიქრის და არც ოცნების ძალა აღარ შემრჩენოდა.. პატარ-პატარა ნაწყვეტებად აგონდებოდა გონებას მისი და ტატას სატელეფონო საუბარი, მისი მანერა და ბედნიერი თვალები. მე კიდევ ტკივილისაგან გაბრუებული შევყურებდი მის ანთებულ თვალებს და ვერ ვხვდებოდი რატომ მეთამაშებოდა და რატომ მანადგურებდა ასე. რატომ აგრძელებდა ჩემს თვალწინ მასთან ასე სიყვარულით სავსე საუბარს.
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, რომ არ შემეძლო, მისთვის საყვედურის თქმა არ შემეძლო. მისთვის არაფრის თქმის უფლება არ მქონდა. უნდა ამეტანა, გამეძლო გულში ფესვებგადგმული ტკივილისათვის. იმ დიდი განცდისათვის საკუთარ თავსაც რომ ვერ ვუტყდებოდი ჯერ.
„ხვალ 10 საათზე“
მისი სიტყვები მჭახედ ამომძახა გონებამ და ფეხზე სწრაფად წამოვხტი. ოთახში ბოლთას ნერვიულად ვცემდი და საკუთარ თავთან ბრძოლას განვაგრძობდი..
მზის სხივებმა ერთიანად შემომანათა და ტკივილისაგან სახე დამემანჭა. ჩემს წინ დაკიდებული საათისაკენ ცალი თვალი გავაპარე , ისრები ჯერ მხოლოდ რვას უჩვენებდა. გაოცებულმა მოვავლე ოთახს თვალი, ფიქრში გართულს დივანზე ჩამძინებოდა. ახლა კი წელი და კისერი საშინლად მტკიოდა..
ზლაზვნით წამოვდექი და სააბაზანოსაკენ ავიღე გეზი, თბილი წყალი ერთიანად სასიამოვნო აღმოჩნდა, ჩემთვის და ატკიებული წელისათვის..
ათის ნახევარზე უკვე გამზადებული ვიდექი სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს გაშტერებული შევყურებდი. ნერვიულობისაგან თვალის გარშემო ჩაშავებული უპეები სულაც არ მომწონდა. არც წუხელ ფიქრისაგან დაჭმული ტუჩები გამოიყურებოდა მადის ამღძვრელად.
„კი მააგრამ, როდის გავხდი ასეთი? „- საკუთარ თავს კითხვა დავუსვი და კიდევ უფრო ახლოდან შევხედე ტუჩის კუთხეებში გაჩენილ მიმიკურ ნაოჭებს. მე მართა გელოვანი, როდის გავხდი ასეთი ?! - როდის შევიცვალე, როდის გადავსხვაფერდი ასე შინაგანად.. ტელეფონზე ერთმანეთის მიყოლებით მოყრილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს თვალი გავაყოლე და ნერვიულად გავიქნე თავი , უკვე მერამდენე დღე იყო გოგოები არ მენახა. ამ კაცის გამო ისე ვიყავი დარდით სავსე არავინ მახსენდებოდა. წამიერად წამოტკივებულ საფეთქელზე საჩვენებელი თითი მივიჭირე და სწრაფად დავტრიალდი კომოდისაკენ.
სულ რამოდენიმე წუთში, სარკის ანარეკლიდან სულ სხვა ქალი. უკვე თავდაჯერებული და ძველებული მართა მიცქერდა.. ქალი რომელმაც იცოდა რა უნდა და ვინ უნდოდა.
განათებული ტელეფონი გავთიშე, ტუჩებზე ფერმკრთალად გადავისვი ტუჩსაცხი და კიბეებზე დავეშვი.
- დილა მშვიდობისა- მანქანის კარზე მიყუდებული მამაკაცის დანახვაზე ტანზე გამცრა და გავუღიმე.
- დილა მშვიდობისა დანიელ.
- დღეს საუცხოოდ ლამაზი ხარ - უმალ აღნიშნა ჩემი მომხიბვლელობა და მანქანის კარი გამომიღო.
- გმადლობ მაგრამ მარტო ხარ? - ყოველი შემთხვევისათვის ვიკითხე და ღვედი გადავიჭირე.
- არა, უკან საბარგულში ქალებს ვმალავ.. მარტო ვარ, აბა ვის ელოდებოდი?
- ტატას - დაბღვერილი გავეპასუხე და სახეზე ღიმილი შეეყინა. - ვიფიქრე შენ და ტატა ერთად მოხვიდოდით . რადგან..
- არა მარტო ვარ, მარტო მოვედი. მაგრამ თუ გაწუხებს ჩემთან მარტო ყოფნა, დავურეკავ ტატას და წამოვა არანაირი პრობლემა არაა მართა..
- დანიელ, რატომ ბრაზობ? უბრალოდ გკითხე. ჩემთვის პრობლემა არაა. არანაირი მართლა..
- ხოდა მაშინ წავიდეთ . არავინ გვჭირდება სხვა. ისედაც ერთი სული მაქვს ეს პროცესი დასრულდეს, შენ მოეწყო და მეც საქმეს მივხედო. მერე დაისვენებს ყველა. შენც , მეც მამაჩემიც და ტატაც!
- უკნასკნელი სიტყვები გულში ეკალივით შემესო.. თუკი შენობის ამბავს მალე მოვგვარებდით დანიელის ნახვა უფრო და უფრო გამიჭირდებოდა. უფრო იშვიათად ვნახავდი. - მართალი ხარ, ახლა არეულობაა და ყველა დამშვიდდება..- მამაშენი გუშინ ამის გამო გეკამათა არა? - უცებ წამომიტივტივდა წინა ღამის საუბარი და მკლავზე ნელა შევახე ხელი . - დანიელ, ასეა ? - აცახცახებული ხმით გავუმეორე კითხვა და მისკენ შევტრიალდი..
- არა, ასე არაა!- ეს შენ არ გეხება. არც შენ და არც შენს ბავშვებს . დამშვიდდი კარგი? შენ არ გეხება მართა, მისმინე. ეს ჩემი საქმეა და ჩემი პრობლემაა. უბრალოდ მინდა რომ ახალ შენობაში მალე გადახვიდე და მშენებლობა დავიწყოთ.
- გასაგებია- გულგატეხილმა დავუბრუნე პასუხი და ფანჯარაში ყურება მხოლოდ მაშინ შევწყვიტე როცა დანიშნულების ადგილას მივედით.
უზარმაზარი ეზო, ორ სართულიანი დიდი შენობა, მწვანეში ჩაფლული საბავშო გასართობი მოედანი, ყველაფერი ისეთი ლამაზი და ამაღელვებელი იყო მეგონა ეს ჩემი კი არა სხვების შენობა იყო. სხვა ბავშვებისათვის მოწყობილი და გაკეთებული... ნაბიჯს ვუკელი, ცოტათი ჩამოვრჩი დანიელს და ბილიკის კიდეებზე ჩამწკრივებულ ვარდებს სათითაოდ გადავაყოლე ხელი. ტანში სიამოვნების და ბედნიერების სიო ერთიანად მივლიდა ..
- მოგწონს? - მისმა კითხვამ შემაკრთო და მისკენ გავიხედე..
- ასე მგონია ზღაპარში ვარ. ეს ყველაფერი როდის მოასწარი, ხო მითხარი ჯერ შენდებაო..
- ძველი ბაღის შენობაა, ეს უკეთესად მივიჩნიე. მხოლოდ ეზო განაახლეს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გასართობ ზონას გააკეთებენ და პატარა სტადიონს. დღეს შიგნით ოთახებს მიხედავენ და ერთ კვირაში შეგეძლება გადმოსვლა მართა..
- მეხუმრები? ეს ამხელა შენობა ჩემია? ეს ამხელა შენობა დანიელ. შენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ ..
- მეც ეგ მინდა - ჩემკენ წამოვიდა და ყურთან ახლოს მიჩურჩულა, მეც ეგ მინდა რომ ჩემთან ვალში იყო სულ.
- არ მეცინება .. - დაეჭვებულმა ვუთხარი და გვერდი ავარიდე.
- არც მე. არც მე მეცინება. უკვე აღარ მეცინება - მშვიდად დამიბრუნა პასუხი და შენობაში შესვლა შემასწრო..



№1 სტუმარი Ana-maria

მართა და დანიელს შორის იმხელა ქიმიაა,ვერავინ და ვერაფერი მოერევა. წარმატებები

 


№2  offline წევრი OKI ME

ოხ სალომეეეეე :დდდ ეს ქალი რომ მაღიზიანებს ისე არავინ :დდ ეს ნიტაც რომ აყოლილია დედამისის ენას :((( ხოდა საბოლოოდ კი მიიღებს საკადრის :P

შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი ❤️❤️

 


№3  offline ადმინი თუკა

Ana-maria
მართა და დანიელს შორის იმხელა ქიმიაა,ვერავინ და ვერაფერი მოერევა. წარმატებები

ნამდვილად, მათ შორის ძალიან დიდი ქიმიაა და ასეთი ძლიერი ურთიერთბის დანგრევა მარტივი არაა

OKI ME
ოხ სალომეეეეე :დდდ ეს ქალი რომ მაღიზიანებს ისე არავინ :დდ ეს ნიტაც რომ აყოლილია დედამისის ენას :((( ხოდა საბოლოოდ კი მიიღებს საკადრის :P

შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი ❤️❤️

ოხ სალომეს მართლა :))) აუტანელი ქალია მაგრამ ხომ ალამაზებს მთელს ისტორიას .:)))
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent