ლურჯი ჩრდილების ქვეშ(სრულად)
- არ გინდა რა, ეს არ გააკეთო, ასე არ მომექცე. - გახსოვს? ერთხელ გითხარი, ზოგჯერ ისე ყელში ამომდიხარ, ისე ვეღარ გიტან მინდა სადმე, რომელიმე სახურავზე ვიდგე, მე გადავხტე და შენ ვერ დამიჭირო თქო . - თვალებს დახუჭავ! - არა, პირდაპირ შენ გიყურებ - საკუთარ თავს ნუ მოექცევი ასე, ანანია გთხოვ - ყველაფრის საზღაური ეს იყოს. მაპატიე თუ ზედმეტად მძიმე ტვირთი აგკიდე. - დაგიჭერ… დაგიჭერ ანანია… ****** - შენი აზრით მოვა ? - დამპირდა, თუ პირობას დებს აუცილებლად ასრულებს ხოლმე. - რომ არ მოვიდეს? უკვე აქ უნდა ყოფილიყო. - ხო გითხარი? თუ დამპირდა, ესეიგი მოვა თქო, კარს ახლა შემოაღებს. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული კარში, მაღალი სილუეტი რომ გამოჩნდა, გრძელი შავი მანტო ეცვა, ნაცრისფერი კაშნე ყელზე მჭიდროდ შემოეხვია და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო . - დუდუ, მოხვედი - ისევ? თუ მხედავ ესეიგი მოვედი . გაიღიმა და მეგობარს გადაეხვია . - როგორ ხარ ელენე ? ახლა ქალისკენ გაემართა კაცი და მთელი სინაზით მოხვია ხელები, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო. ოთახში დაძაბულობის და უხერხულობის სუნი ისე მძაფრად ტრიალებდა, ყელში ამოგივიდოდა და გულისრევის შეგრძნებას დაგიტოვებდა. მისაღებში რომ შევიდნენ, პირველი რამაც დუდუს ყურადღება მიიპყრო, პატარა გოგონა იყო, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა და ერთი შეხედვითაც შეამჩნევდა, სხვა თუ არა, დუდუ აუცილებლად რომ ანანიას ჰგავდა ბავშვი, თავის ანანიას. - ელელე, ტელევიზოლი გამეთიშა და მულტფილმები აღარ არ… მამა მოვიდა ? დუდუსკენ გაიქცა და პირისპირ რომ გაუსწორდა, გაჩერდა არ შეეხო . ვერ მიხვდა როდის ჩაიმუხლა ბავშვის წინ და ცრემლები როდის მოწმინდა საკუთარ შვილს, რომელსაც დაბადაბიდან ამწამდე არცერთხელ შეხებია. ძმაკაცს თვალებით ანიშნა, მიშველეო და დემეტრემაც არ დააყოვნა. - ნანათეწამო ჩემთან ძი, ის სათამაშო ჩამოვიდა შენ რომ გინდოდა, ვნახოთ. ხელში აიყვანა ბავშვი და ოთახიდან გაიყვანა. - მაგრამ მამა ხომ მოვიდა? გაიგო ბოლო სიტყვები დუდუმ და მოუნდა იქვე მომკვდარიყო. სიჩუმეში ჩაიყლაპა ელენე და კიდევ უფრო მოკვდა დუდუ ამ სიჩუმით. კენკრის ჩაი დაასხა გამხადარი ხელებით და ფინჯანი წინ დაუდგა . - ვიცოდი რომ ერთხელ აუცილებლად მოხვიდოდი, თუნდაც არ მოსულიყავი, არც მე და არც დემეტრეს იმის უფლება არ გვქონდა რომ ნანათეს ცხოვრება მოგვეპარა. მე მისი დედა ვერასდროს გავხდებოდი , დემეტრე კიდევ მამა. - იცის რომ მამამისი ვარ. - ფოტოებით გცნობს, შენც და ანანიასაც . იცის რომ დედა ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავია ცაზე და მამა უბრალოდ დიდ მოგზაურობაშია წასული. უნახავად და გაუაზრებლად უყვარხარ დუდუ და ახლა ძალიან სჭირდები . - როგორ ჰგავს - მისი ასლია, არა მხოლოდ სახით, საუბრით ქცევით და სიჯიუტითაც. - ასე როგორ გაიმეტა - შენ? - მე? მე ვერ დავიჭირე ელენე, ვერ მოვასწარი - იქამდე რატომ მიიყვანე დუდუ? სანამ ხელებს გაშლიდა და გადმოხტებოდა,მაქამდე რატო არ შეაშველე ხელი? რატომ არ დაიჭირე. - არ მეგონა, ვიფიქრე ვერ შეძლებდა. - შეძლო! და ახლა იმ ერთადერთ არსებასაც არ ეკარები ახლოს, ვინც მისგან დაგრჩა. ასე ძვირფასი. ხელს უშვებ და მის დაჭერასაც რომ ვერ მოასწრებ მერე რას იზამ ? კიდევ რამდენ 4 წელს გაატარებ სიმარტოვეში? კიდევ რამდენ ხანს იჯდები სიბნელეში ? მანტო აჩქარებით შემოიცვა და სიტყვის უთქმელად გავიდა სახლიდან . _ ჯანდაბას შენი თავი დუდუ გადრანო, ამოიჩურჩულა ქალმა და ცრემლები შეიმშრალა. - წავიდა? კიიბეზე ჩამოსულს მზერა გაეყინა დემეტრეს, მისი ბავშვობის მეგობარი რომ ვერსად დალანდა. - წავიდა. ***** ნელ- ნელა დაცარიელდა ღია იასამნისფრად შეღებილი ოთახი, ნივთებისგან. შუა ცენტრის გარშემო სკამები ერთმანეთის გვერდით სიმეტრიულად დააწყვეს. ეზოს დიდი რკინის კარი ხმაურით გააღეს და ყველა სარკიან ადგილს თეთრი ჩამოაფარეს. არაფერი დარჩა ცოცხალი ამ ოთახში, კედლის ფერის გარდა, რომელიც თავის დროზე დიდი მონდომებით აერჩიათ. არეულად მოსიარულე ხალხი, ერთიანად გაიყინა და გაიკრიფა, როცა საყვარელი ქალი, ხელში აყვანილმა შემოიყვანა დუდუმ. ყველა გარეთ გაუშვა და ნელა რუდინებით გამოუცვალა ტანსაცმელი, დაუბწნა თმა, ხელები გულზე გადაუჯვარედინა და სიცივისთვისაც საკუთარი ხელით გაიმეტა. სახე და ხელები საათობით უკოცნა და ეჩურჩულა. გულისჯიბიდან მისთვის დაწერილი, პირველი და უკანასკნელი წერილი ჩაუდო.შენთან უკეთესად იქნებაო . გააღო კარი და ცბიერ ხალხს, საშუალება მისცა სეირით დამტკბარიყვნენ. იწვა ანანია, იწვა როგორც ჩვილი, რომელსაც ღრმა ძილით სძინავს და იხდენდა, ქმრის ბოლო შეხებას თმასთან. ეცვა ისამნისფერი, ყვავილებიანი კაბა და გაზაფხულს აბრაზებდა თავისი სათნოობით და სილამაზით. მოდიოდა ხალხი, ყვავილებით, ცრემლებით და ინტერესით, რა დაემართა ასე ახალგაზრდას და ფარფატას, როგორ გაუძლებდა ქმარი ამ ტკივილს და სად იყო პატარა ნანათე,რომელიც ჯერ კიდევ თვეების მოაგლიჯეს დედის ძუძუს და დააობლეს. - დუდუ, წესს ვერ ავუგებო მამაომ, ჩაიჩურჩულა დემეტრემ და სიგარეტი ფეხით მოსრისა. - რატო? ჩემს ცოდვებს მეტს ვერ დავუმატებო? გაიცინა და მუშტი დაარტყა კედელს. - ხომ იცი… - რომ თვითმკვლელებს წესს არ უგებენ? ვერ დავიჭირე მეთქი არ გესმით? ფეხი დაუცდა და ვერ დავიჭირე მეთქი დემეტრე! დაყრუვდი? ქართული აღარ გესმის? სხვა ენაზე აგიხსნა? - დუდუ… - არ მინდა , მამა თეოდორეს ვეტყვი, ერთ ცოდვას აიტანს ჩემს გამო . მეორე ღამეს მამა თეოდორე მოვიდა, წესი აუგო დუდუს ანანიას და ხელში ჯვარი ჩაუდო.მაშინ ყველამ პირველად ნახა, როგორ ტიროდა მოძღვარი, როცა მიცვალებულთან იდგა და ლოცვის სიტყვებს ბუტბუტებდა. “აუცილებლად შეუნდობს უფალიო, უჩურჩულა ქვრივს და ბოლო ცრემლები შეატოვა ქალის ცივ სხეულს. სასაფლაომდე ცარიელი სასახლე ატარეს,ანანიას ბავშობის მეგობრებმა. ხელში აყვანილი მიყავდა დუდუს თავისი ანგელოზი და მთელი გზა ეჩურჩულებოდა. თავისი ხელით, მუჭებით მიყარა მიწა, ახლოს არავინ გაიკარა. მანტოს საყელოები აიწია და წავიდა. იმ დღეს მარტში გათოვდა თბილისში, იმ დღის შემდეგ დუდუს გულში აღარ გამოგაზაფხულებულა. იმ დღის შემდეგ დუდუ 4 წელი არავის უნახავს. არც მის შვილს 1 თვისას დაობლება რომ მოუწია. ***** მიდიოდა მძიმე ნაბიჯებით და თან შვილის პირველ შეხებას იმახსოვრებდა, ამდენი ხნის შემდეგ. “ მაგრამ მამა ხომ მოვიდა ?” ჩაესმოდა ნანათეს ბოლო ნათქვამი. მამა მოვიდა და მამა წავიდა. დათოვლილ მიწაზე დაჯდა და თავი ცივ ქვას მიადო. -ანანია რა ვქნა? ამოიჩურჩულა და ცოლის საფლავზე დაიცრემლა. ცხელი ცრემლები ეცემოდა დეკემბრის პირველ თოვლს და ადნობდა. - რა ვქნა ნია? მითხარი როგორ მოვიქცე? ასე ნუ გეძახი ? მაშინ მოდი და მასე მითხარი. გამიბრაზდი და მაგრძნობინე რომ აქ ხარ. 4 წელი… 4 წელია კოშმარებად მექცა ყველა ღამე, მაგრამ რომ ვიღვიძებ აქ უფრო მეტი ჯოჯოხეთი მხვდება, იქ ვჩნდები სადაც შენ არ მყავხარ, შენ არ არსებობ. იმ სიზმრებს ვიტან, ყოველღამე თავიდან რომ მიკვდები, შენ რომ ნაბიჯს უკან დგავ და მე ვერ გიჭერ. აბა ვერასდროს დამღლიო? აბა სულ მეყვარებიო? ასე დაგღალე არა? ასე გამოგფიტე და ყველა შიში ერთიანად ჩაგიქრე თვალებში. შიშს ვინ ჩივის შენ ჩაგაქრე, შენ გაგაქრე საკუთარი ხელებით . ისეთი სუფთაა, იცი როგორ გგავს? მოციმციმე თვალებით უყურებს ყველაფერს და ბედნირია. მხოლოდ იმაზე ტირის რომ ტელევიზორში მულტფილმები გაეთიშა. ჩემს გამო რომ ტირილი მოუწიოს ? ჩემს გამო რომ მიეჩვიოს? შენსავით რომ ვერ დავიჭირო? მერე სად წავიდე? მერე რა ვქნა ? ისიც რომ დავკარგო ? ასე რატომ… მე კი არა ნანათეს და შენს თავს ასე რატო მოექეცი . შენს გარეშე არაფერი დავრჩი. და ჩემს არაფერს, არა კი არა ახლა ფერი ჩამოშორდა და მხოლოდ უარყოფა დარჩა. **** - სად ხარ ? - ღამის 12 საათია სად უნდა ვიყო ? - გეძინა? - სავით - არ დაიძინო, მოვდივარ - მატყუებ? - მოვდივარ თქო, გაიცინა და ტელეფონი გაუთიშა. რამდენიმე წუთი ღიმილი ვერ მოიშორა სახიდან, იჯდა მისაღებში და გული სიხარულისგან იმ ერთ დარტყმასაც აღარ ტოვებდა, ასე რომ აწუხებდა ხოლმე. “ანანია უნდა ჩაიცვა” საკუთარი ხმა ჩაესმა გონებაში და გამოფხიზლდა. კარადასთან მივიდა და პირველი რაც ხელში მოყვა ის ჩაიცვა. ყოველთვის ასე იყო, როდესაც საქმე დუდუს ეხებოდა, არასდროს იყო ზედმეტად გადაპრანჭული და ბევრი ნაფიქრალის ფიქრით გამოწყობილი. მაგრამ ყოველთვის, უბრალო და ლამაზი იყო . გაიწელა დრო, წუთი გასვლას ეგონა საათები სჭირდებოდა, მოუსვენრობამ ერთიანად შეიბყრო და გაუმისიანდა. ტელეფონის ჩამქვრალ ეკრანს გაუშტერა მზერა და მანაც გაანათა. - ჩამოდი - მოვდივარ. კიბეები ჩაირბინა და ნახევარ წუთის შემდეგ მისი მკლავების ქვეშ მოექცა. ამოუსუნთქა, როცა დუდუს მკლავებში დაიგულა საკუთარი თავი. შინ იყო, მის სახლში და ახლა დედამიწისზურგზე კი არა უსასრულობამდე აღარაფერი ადარდება. - სულ რატო მენატრები ხოლმე დუ? აი წასული არ ხარ რომ მენატრები, აქ რომ ხარ , ახლაც კი მენატრები. ჩემს შიგნით რაღაცეები ხდება. ვერ ვაჩერებ, არა, არც მინდა რომ გაჩერდნენ. მეშინია, ჭკუიდან არ შევიშალო ერთხელ, ეგეც არაფერი შევიშალო განა რამე, შენ მახსოვდე მთავარია და მაგასაც ავიტან ხომ იცი. - ჟელიბონები მოგიტანე, წამო. გაიცინა და თავზე აკოცა. - არ მომიყვები? - ჩვეულებრივი იყო რა, მარკები არაო პროსტა - რატო? მოეწყინა უცებ - ასე თქვეს, წერილები ისე მოგწეროს, მარკები არ უნდაო. - უმარკო წერილები რანაირია - აქამდე როგორიც იყო, ყველაზე მაგარი - მარკები მინდოდა - შენთავსგეფიცები, ვერ მიხვდნენ რა იყო და საზღვარზე დამატოვებინეს. - უვიცები - ამ საუკუნეში არ იციან წერილების წერა. - დღეს არ მომიტანია - რატო აღარ გეწერები ? - მე სულ მეწერები - აბა ? - სხვა დროს გამოგიგზავნი, ან მე მოგიტან - რამდენია? - წინაზე რაც იყო იმაზე ბევრად მეტია.დუდუ - ჰოო ხელისგული ამოუტრიალა ბიჭს და ცხელი ტუჩებით კოცნა დაუტოვა. ყველაფერი ნათქვამი იყო. ****** “ ნანათეს სიცხეები აქვს, საავადმყოფოში ვართ და მამას ითხოვს, თუ გინდა საკუთარ თავს უმამობის 4 წელი აპატიო, მოდი და მის გვერდით იყავი, მისი ხელი გეჭიროს.” დემეტრეს შეტყობინებამ დილიდან თავბრუ დაახვია, ერთიანად ატკივდა კეფა და დაუმძიმდა თვალები. ერთამნეთს დააჭირა მთელი ძალით და იქ გააჩნდა ანანიასთან. - რატომ ტირი? - რომ ვერ შევძლო? - საიდან მოიტანე, ხომ იცი ყველაფერი გამოგვივა. - რამე რომ ასტკივდეს, როგორ მივხვდე რა აწუხებს?სწორედ რომ ვერ ვაჭამო? რომ ვერ დავიჭირო?სიცხე რომ ექნება მერე რა ვუშველო - ნია.. დაუთბა ხმა მამაკაცს - სახელს რატო მიმახინჯებ - შენ რო ორ ასოს მეძახია კარგია? მოწმინდა ხელის გულებით ცრემლები გოგოს. - დუ ლამაზია - მე ნია მელამაზება, თან სამი ასო მაინც არის.მსოფლიოში ყველაზე მაგარი და საუკეთესო დედა იქნები, ჩემი ხომ გჯერა? მეც შენთან ერთად ვიქნები, ხომ არ გავიწყდება? ერთად ვიქნები მის გვერდით და ყველაფერი კარგად იქნება. ულამაზესი გოგო გაიზრდება, ყველაზე საოცარი შენსავით. - შენი აზრით ნანათე როგორი სახელი? - შენნაირი - ანუ? - იშვიათი და ლამაზი - ესეიგი ნანათე? - ჰო, ესეიგი ნანათე. გაიღიმა და ცოლს ჩაეხუტა. ***** - მისმაართი მომწერე, დაუბრუნა პასუხი დემეტრეს და აჩქარებით ჩაიცვა. - დედაა, სად ხარ ? - მშვიდობაა დე? სად მიდიხარ ასე ადრიანად? - შვილიშვილი უნდა მოგიყვანო - ნანათესთან… სიტყვა ვერ დაამთავრა ქალმა, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით რომ წამოსცვივდა და შვილს ჩაეხუტა. - ხომ მომეხმარები დე? - აბა რას ვიზამ,მამაშენი გაგიჟდება. ყველაფერს მოვამზადებ, წადი დე წადი. ჯერ ამოსუნთქვამდე ძალიან ბევრი იყო დარჩენილი მაგრამ ფილტვები თანდათან იხსნებოდა. ***** - ისევ არაფერი ? - მდგომარეობა იგივეა, რაც გუშინ ან 1 თვის უკან. - სულ 1% ხომ მაინც არის შანსი რომ გაიღვიძებს? - მხოლოდ 1% - ესეც საკმარისია, აუცილებლად გაიღვიძებს. ****** - დუდუ მოესმა დემეტრეს ხმა და მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რამდენ რამეს აკეთებდნენ ელენე და დემე მისი შვილისთვის. 4 წელი უზარდეს შვილი, არცერთხელ არცერთ მათგანს საყვედური არ დასცდენია, არავისთან. ახლა დემეტრეს უფრო მეტად ეკუთვნოდა ნანათეს მამობა ვიდრე მას. აგიჟებდა ეს ფიქრი. ძარღვები ერთმანეთს ეხეთქებოდა და გასკდომას ლამბობდა. - პალატაშია, დამშვიდდი, ვირუსია რაღაც სერიოზული არაფერიაო, გაწერენ შუადღის შედეგ. - ნანათეს ნივთები ჩაალაგეთ რა, ჩემთან მიმყავს. მერე იყო დემეტრეს ბედნიერი და თან სევდიანი სახე, ელენეს ვერ შეკავებული ცრემლები, რომელიც ნანათეს წასვლას ვერ ეგუებოდა. 4 წელი ზარდა და უარა თავისი ყველაზე ძვირფასისგამ დატოვებულ ერთადერთ არსებას. არცერთხელ არ უფიქრია რომ ბავშვი ტვირთი იყო მისთვის. მასთან ერთად გაიარა პირველად, თავიდან ისწავალა ჭამა და ლაპარაკი. უთია სიცხიანს ღამეები, უკითხა ზღაპრები და არჩია სათამაშოები. ყოველ კვირას დედის საფლავისკენ მიმავალ გზაზე, მისი ხელი ეჭირა. ხელში კი ბავშვის შერჩეული ყვავილები. რთული იყო, რა თქმა უნდა ასე მისი გაშვება მაგრამ ბედნიერი იყო იმით რომ ბავშვი მამასთან ერთად გაიზრდებოდა და ეს დუდუს გადარჩენაც იქნებოდა, ანანიას ამოსუნთქვასთან ერთად. ***** ***** - სად ხარ ? - სახლში დუდუ, სად უნდა ვიყო? გაიღიმა და ჩაი მოსვა. - 10 წუთში მოსვლას მოასწრებ? - ახალწელს გინდა დავასწრო? - თუნდაც - სად? - სადაც პირველად - მოვასწრებ. დათბილულ პიჟამოებზე თბილი ქურთუკი მოიცვა და ბათინკი ელვის სისწრაფით შეიკრა. ის იყო კარი უნდა გაეღო დედის ხმა რომ წამოეწია. - სად მიდიხარ ანანია ? - ახალი წლის შესაყვარებლად. ჰაეროვანი კოცნა გაუგზვნა და მოწყდა ადგილს. კიბეებს ახტებოდა და ისე გარბოდა, თან საათს უყურებდა, უნდა მოესწრო სხვა გზა არ იყო. გზაც თითქოს იწელებოდა და იწელებოდა. ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა ამოუსნთქა, ერთი ნაბიჯი გადადგა და ჩაეხუტა, შინ იყო. ფეიერვერკმაც არ დააყოვნა და ახალი წელიც დადგა. - ახალ წელს გილოცავ - ცოლად გამომყვები? - ახლა? - ახლა. - აბა რას ვიზამ. გაიცინა და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი ბიჭს. არსაიდან მანქანა რომ გამოჩნდა, გაეღიმა ანანიას. წინ მომღიმარი დემეტრე რომ დაინახა საჭესთან კი ელენე. - ელენე? მიტაცებ? შენ რაატო ზიხარ მანდ? - დემეტრემ სახლიდან ისე როგორ გავალ ერთი ჭიქა რომ არ დავლიოო, დუდუმ კიდე შენი დაქალი შენ უნდა მიგაყვანინო ჩემს სახლშიო და ასე გამოვიდა. - ანუ გავთხოვდი? - მასე გამოვიდა - თან ჩემი ფლამინგოს პიჟამოებით? - კი ფლამინგოს პიჟამოებით - დუდუ - ჰოო - დედაშენი რას იფიქრებს - ამან შვილოშვილები როოგრ უნდა გამიჩინოს, ფლამინგოს პიჟამოებით დადისო - მართლა? - კარგო გოგო, პირიქით მედალს მოგცემს მართლა მე რომ მიძლებ. - ელენე ტანსცმელი უნდა გამიცვალო - არც იფიქროთ . იყო ყველას ხმა ერთდროულად და სიცილი. მანქანა რომ სახლის ეზოში გააჩერეს, დემეტრე და ელენე გადავიდნენ მხოლოდ . გადასვლას არცერთი ჩქარობდა. - დუდუ - გისმენ ნია - მასე ნუ მეძახი რა - რატო? აღარ გეყვარები? - ნუ სულელობ - ნია,ნია ნია - არ გეშინია? - ძალიან - რომ არ გამოვიდეს? - შენ ხომ სულ გეყვარები - ყოველთვის, ყველა გააზრებით და გაუაზრებლად. - გჯერა ჩემი? - ჩემს თავზე მეტად - ყველაფერი კარგად იქნება. - ყველაფერი თუ არა, რაღაცები მაინც. ვაიმეე დედაჩემიი გაგიჟდება - თეონაც - რატო? - სახლში ფლამინგოს პიჟამოებით გამოწყობილი რძალი მოვუყვანე და - ნუ დამცინი - ხო იცი ჩემზე მეტად უყვარხარ - დიახაც, გაიღიმა და ამაყი, ძლიერი ნაბიჯებით გააგრძელა გზა, მისი ახალი სახლისკენ. **** - დუ, გაიღვიძეე რა, ძალიან დავიღალე აღარ შემიძლია, გაიღვიძე რა. - რამდენი დღეა არ გძინებია ანანია? წამოდი სახლში წავიდეთ დე, გამოიძინე და მოვიდეთ მერე. - თეონა დეიდა თქვენ ხომ გჯერათ ? თვალს რომ გაახელს და აქ არ დავხვდე არ შეიძლება მასე. - მჯერა ჩემო ლამაზო, მჯერა. წამოდი კაფეტერიაში წავიდეთ ცოტახანს, რამე შეჭამე და დავბრუნდეთ. - ძალიან ცოტახნით. - ჰო ჩემო სიფრიფანა. თმაზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა გოგონას, რომელსაც ამ ერთ თვეში უფრო მეტად დაეკლო წონაში. რეამინაციის განყოფილებაში რამდენიმე აპარატის წრიპინის ხმას ისმოდა. ერთი შეხედვით მშვიდად ეძინა ბიჭს და გაღვიძებას არ ჩქარობდა. ამბობენ ხოლმე, ამ დროს პაციენტს, ყველაფერი ესმის რაც არ უნდა ელაპარაკოო. აქ კი არავის, არც ანანიას და არც დუდუს დედას არ სჯეროდათ რომ ესმოდა და ასე დუმდა. გრძნობდა და არ იღვიძებდა. ******* პალატაში შესულმა, კარი ჩუმად მიხურა და ბავშვს გვერდით ჩამოუჯდა. ეძინა მშვიდად, თითქოს დედამიწისზურგზე მასზე მსუბუქი და მჩატე არავინ დააბიჯებდა. განა დააბიჯდება? დაფარფატებდაო. უყურებდა შვილს, რომელსაც დედა ერთ თვეში წაეგლიჯა ხელებიდან და წინ ეჯდა მამა, რომელმაც დედის დაკარგვა არ აკმარა და დატოვა შვილი. ტკივილს ვერ მოერია, ცოლზე მეტად ვერ შეიყვარა შვილი. აქ დარჩენა არ აპატია საკუთარ თავს. გონებიდან ვერ წაშალა კადრი, ის რომ ხტება და თვითონ ვეღარ იჭერს. “ მინდა ხოლმე ასე რომ მიბევრდები და ჭკუიდან მშლი, საკუთარ თავს რამე დავუშავო და ასე გატკინო” 4 წლის მანძილზე, ყოველ დღე იმ სახურავზე ათენდებოდა და როცა ნაბიჯს წინ გადადგამდა, უკან იხევდა. იმისთვის გადახტა რომ მე დავეტანჯე. იმეორებდა გული და საკუთარ თავს ამოსუნთქვის უფლებას არ აძლევდა. შვება იქნებოდა სახურავიდან გადმოხტომა მაგრამ იმდენად ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები დანაშაულის შეგრძნებას რომ სიკვდილის უფლებაც კი არ ჰქონდა. - მა , რატომ ტირი? პატარა ხელისგულები რომ შეეხო მაშიმ დაუბრუნა რეალობას. - იცი დედას როგორ ჰგავხარ? - დედიკო ჩემზე ლამაზია, თან ყველაზე მეტად კაშკაშებს. - შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი მამიკო. პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა და იგრძნო როგორ ჩაეღვარა სითბო გულში, როგორ დაუარა ჟრუანტელმა და ერთიანად აუჩქარდა. - დედიკო არა ? - დედიკო ჩემი უსასრულობაა მა - უსასრულობა როგორია? ლამაზია? - დედიკოსავით. - ხომ აღარ წახვალ ? - სადღა დაგტოვებ, ისედაც დიდხანს მოგიწია უჩემოდ ყოფნა. - არაუშავს მა გაპატიე. - რა მაპატიე? - საჩუქარი რომ დაგავიწყდა. კისერზე მოხვია ხელები და ძლიერად ჩაეხუტა. - ჩვენთან წავიდეთ ხო? ბებო გველოდება - ძალიან მომენტრაა, წავიდეთ. პალატის საწოლზე ხტუნვა დაიწყო, ნანათემ და თვალებში ვარსკვლავები აენთო. კართან კი ორი ერთამანეთზე და “სხვის შვილზე” სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი იდგა. ცრემლები ორივეს შეუმჩნევლად მოსდიოდათ. ეს იყო ბედნიერება და თან გულისწყვეტა მაგრამ ორივემ კარგად იცოდა რომ ეს ყველასთვის ახლის და თან კარგის დასაწყისი იყო. - შენი აზრით კარგად იქნებიან? - აუცილებლად . ******* - მოვრჩეთ რა - დაგავიანდა , უფრო ადრე ველოდებოდი. - არ ღირს რა ხომ იცი ? - რა გინდა დუდუ? რატო არ დაიღალე? სულ მეგონა ძლიერი იყავი და იმაზე მეტად ბევრი აღმოჩნდა შენი სიძლიერე, წარმოდგენაც კი გამიჭირდა. - შენ ფიქრობ რომ ჩემთვის მარტივია? - იცი რა არის? შენ შეგიძლია დილას გაიღვიძო და გადაწყვიტო რომ ისეთი ამინდია,ახლა ჩემთან უნდა დაბრუნდე. მერე გაწვიმდება და უნდა წახვიდე. - გგონია მარტივია? იმას რამე სჯობს ახლა შენ რომ ჩემს წინ დგახარ და შემიძლია შეგეხო ? ფიქრობ რომ მე არ მტკივა? არ მაწუხებს? არ განვიცდი? მნიშვნელოვანი არ არის? - შენ უჩემობას ეგუები!! - გააჩნია რას ეძახი შეგუებას! - დუდუ, შენ ყოველთვის იმიტომ მოდიხარ რომ მერე წახვიდე. - მოვრჩეთ რა. - კარგი, რადგან ასე გინდა. იყოს შენი ნება. ხელისგულზე აკოცა ბიჭს, ძლიერად ჩაეხუტა და ბოლო კოცნა მოპარა. ზურგი შეაქცია და წავიდა. "არ მობრუნდე, არ მობრუნდე" უმეორებდა საკუთარ თავს და ცრემლებს მუჭებით იწმენდდა. არ მიბრუნდა და შემდეგ სულ იმას ნანობდა, იქნებდა და უნდა მივბრუნებულიყავიო. იქნებ და მართლა უნდა მიბრუნებულიყო?. ****** - ბებო, ბებოო სად ხარ ? ხმაურით შეაბიჯა სახლში და გააფერადა ყველაფერი. - აქ ვარ ბე, ჩემო ტკბილო, ჩემო ლამაზო. როგორ მომენატრე - ბე, მამამ თქვა აქ ვრჩებით სულო,აღარ წავალ არსად. - ხო ბეე, სულ ჩვენთან იქნები - ბე, ლევანი ბაბუა საქანელას ხო ჩამომიკიდებს ეზოში? - აბა რას ვიზამ, ტყუილად შეგპირდი ? ხელში აიყვანა შვილიშვილი და გულში ჩაიკრა. მაღალი, შუახანს გადაცილებული მამაკაცი, ჯერ ბავშვს ეხუტებოდა და კოცნიდა, მერე შვილს გადახედავა სევდიანი და მადლიერი თვალებით. იმ საღამოს ყველა ერთად მიუსხდა მაგიდას. მხოლოდ ერთი ადგილი იყო ცარიელი, სადაც ყოველთვის იდო ერთი ცარიელი თეფში, სტუმრის მოლოდინში, რომელიც ჯიუტად აგვიანებდა. - მა ხვალ ხომ არ დაგეძინება, ხომ წავალთ? - სად მა? - ხვალ ხო კვირაა, ესეიგი დედიტოს დღეა. მძიმედ ამოუსთქა დუდუმ და სახე აარიდა შვილს. - დედიკოს დღეზე რას ვაკეთებთ ხოლმე? - ყვავილებს ვყიდულობთ, სახატავი რაღაცეები მიგვაქს , ფანქლები და ეგეთები და დედიკოსთან მივდივართ. - წავიდეთ მა, აუცილებლად. - მართლა? - კი, დაასრულე ოღონდ ბოლომდე ეს და წავალთ. - მა... დუმილის მერე ისევ შემობრუნდა შვილი დუდუს - გისმენ - თუ გინდა არ წავიდეთ - რატო? - ელენე დეიდამ მითქლა, მამას შეილება არ მოუნდეს, ალ გაუბრაზდე, მე და შენ წავიდეთ ისევო. ეტკინებავო. - არა ჩემო პრინცესა არ მეტკინება - ალ მინდა გეტკინოს , ელენესთან ელთად წავიდოდი - შენ ხო ჩემი წამალი ხარ. არ მეტკინება . - გიშველი მამიკო ოღონდ ახლა დავიძინოთ. - წამო მა, დავიძინოთ. ****** - როდის ჩამოხვალ? ძალიან მენატრები - მალე ჩამოვალ - აუცილებლად წერილი უნდა მოგწერო? - გამომიგზავნე - იცოდე მართლა გამოგიგზვანი, ხვალვე და მერე ვერაფერს ვეღარ მოიფიქრებ. - ფოსტაში ჩემი მეზობელი მუშაობს და ის მომიტანს. - დაელოდე, წერილს იცოდე და მალე ჩამოდი , ხასიათში გადამივიდა შენი მონატრება დუ. - ნია, მალე ჩამოვალ. - ნია არ ვარრრ სახელს ნუ მიმახინჯებ - ტრიპაჩობ ახლა - არა მენატრები. - დაიძინე, მალე ჩამოვალ, შენთავსგეფიცები. ***** - ეს შენი და დედიკოს ოთახია ? - მოგწონს? - ადრე აქ რომ ვიყავი, ბებომ მითქლა, არ შეიძლება აქ შესვლა, მამიკო გაგვიბლაზდებაო და ვერ შემოვედი. - რა გაინტერესებდა მა ? - დედიკოს ლაგაცეები გაქვს? - ნახვა გინდა? - ლამაზობა კაბები ქონდა ვიცი - შენ რა იცი მა? - სულათებში ვნახე, ელელემ მაჩვენა. - მოდი ჩემთან , ერთად ვნახოთ. ხელში აიყვანა შვილი და კარადის კარი ნელ- ნელა გააღო. ანანიას კაბები, მისი ტანსაცმელი. ბოლოს დაკეცილი ნივთები, ყველაფერი ისე ეწყო, როგორც 4 წლის წინ დატოვა , სანამ ამ კარიდან უკანასკნელად გავიდოდა. კარადის ერთ მხარეს, სულ მისი ტანსაცმელი იყო დაწყობილი, მეორე მხარეს კაბები. ზედა თაროებზე კი დუდუს ნივთები. - ეს კაბა რა ლამაზია, დედოკოსავით. - ჯვარი რომ დავიწერეთ მაშინ ვუყიდე - პატალძლებს ხომ თეთრი კაბები აცვიათ? - ნიას არ უნდოდა თეთრი კაბა , ყვავილებიანი ერჩივნა. - ლამაზი იყო? - ყველაზე ძალიან მა - მაჩვენებ? - მოდი, ახლა მე ზემოთ აგწევ და ის ყუთი მომაწოდე, მაღლა რომ დევს, შეძლებ? - აბა ლას ვიზამ? მე ხო ყველაზე ძლიერი ვარ. იასამნისფერ საკმაოდ მოზრდილ ყუთში, ფოტოებთან ერთად კიდევ ბევრი სხვა ნივთი ერთმანეთის გვერდით სიმეტრიულად ელაგა. - მამ მეორე ყუთში ლა დევს ? - იქ წერილებია მა - ასე ბევლი? - ბევრია? - აბა ლა არის, ჩვენ თოვლის ბაბუას ერთ წერილს ვუწერთ ხოლმე, ბევლი არ შეიძლებაო. - შენ რა უნდა დაუწერო თოვლის ბაბუას? - აღარაფერი - რატომ ვითომ? - შარშან მივწელე მამიკო ჩამოვიდეს თქო და ამისულა, შენ ხარ ჩემი სააქალწლო სულვილი და მეტი არაფერი მინდა - დედას ასე როგორ ჰგავხარ. მოდი მა თმებს დაგიწნი და დავიძინოთ კარგი? - დედიკოს ლოგინში დავიძინებთ? - აქ გინდა? - შეიძლება? - კი, შენთვის როგორ არ შეიძლება. - კალქი მაშინ, აქ დავიძინოთ და დამესიზმლება - გესირება ხოლმე? - კი ყოველთვის, მიყვება ხოლმე რაღაცეებს, იცი ლა ლამაზიაა ? ფოტოებზე რომ არის იმაზე მეტად. ***** - თმებს დამიბწნი? - აბა რას ვიზამ, მოდი დამიჯექი. - ხომ ხედავ შეგეშალა, გაიცინა და წვერზე აკოცა . - რა შემეშალა? თმების დაწნა გააგრძელა თვითონ - აბა პირველი ბიჭი გეყოლებაო? - ეგ იმიტომ გითხარი რომ მე გოგო მინდოდა, შენაირი ფარფატა და ლამაზი. - მერე იმასაც დაუწნი ხოლმე თმებს, მე ხომ მაინც ძალიან გეყვარები? - რა სულელი ხარ, აბა რას ვშვრები? მე შენ სულ ყოველ დღე ძალიან მიყვარდები - ყოველდღე? - ყოველ წამს, ახლა წინა სიტყვაზე მეტად მიყვარხარ. - თეონამ თქვა, ხვალ წავიდეთ, რაღაცეები ვიყიდოთო,ლევანი ბიძიამ მეც წამოვალო და ბოლოს შევთანხმდით რომ შენს გარდა ყველა მივდივართ - მემგონი ერთადერთი გოგო ხარ ვინც მამათილს ბიძიას ეძახის და დედამთილს დეიდას, შუბლზე აკოცა ცოლს და საბანი ამოუკეცა. მე რატო არ მიგყავართ? - შენ სამსახურში მიდიხარ, ჩვენ ყველა ვისვენებთ - ზეგ წავსულიყავით - ნწუ, მერე თეონა აღარ ისვენებს - დედამთილი მიგყავს და ქმარი ჩატეხე? - შოკოლადის ბლინებს შენ კი არ მიცხობ ხოლმე ყოველ დილას - ბლინებზე გამცვალე? - აჰამ კიი. - დაგიმახსოვრებ იცოდე - აუ დუუუ - რა მოხდა? - რომელი საათია? - თერთმეტის ნახევარი რა იყო? - შოკოლადის ბლინები მინდა და თეოს რო ვთხოვო გვიანია,გამიკეთებ? - მე? - ხოო შენ - წამო - მართლა? - მოდი ეს ჩაიცვი არ შეგცივდეს. - შემდეგ სამ შვილს შეენ გააჩენ იცოდე - და შენ ბლინებს გამიკეთებ? - ხოო თუნდაც. ***** - ნია, წამო რა ცოტა დაისვენე, გამოიცვალე და მერე მოვიდეთ ისევ - სულ იმას ვეჩხუბებოდი , ნიას ნუ მეძახი თქო, სახელს რატო მიმახინჯებ თქო. ნეტა ახლა დამიძახოს და ხმას აღარ ამოვიღებ. - დაგიძახებს, თან ძალიან მალე. - გინდა ჩვენთამ წამოდი, შენი ნივთები მანქანაში გვაქვს, ცოტახანს დაისვენე, დუდუს ოთახში დაიძინე, რამდენიმე საათით. შუახნის გადაცილებული კაცი მიუახლოვდა გოგონას და მისი პატარა ხელები თავისაში მოიქცია. - მალე დავბრუნდები მაშინ კარგით? - როცა მოგინდება, მაშინვე წამოგიყვან. - მე აქ დავრჩები, არ იდარდო, ცოტა დაისვენე, თორემ თვალს რომ გაახელს, ძალიან მეჩხუბება, როგორ ვერ მიმიხედეთო. საავადმყოფოს კარს გამოსცდა თუ არა, ცივი ჰაერი რომ ჩაისუნთქა, მაშინ მიხვდა, რამდენად დიდი დრო იყო გასული, რაც პალატა არ დაუტოვებია. სახლამდე უხმოდ იარეს. ხმას ვერცერთი იღებდა. ერთს შვილის დაკარგვის შიში ადუმებდა, მეორეს თავისი ყველაზე ძვირფასის. - ანანია, ამათ ზემოთ სააბაზანოში დაგიტოვებ, მოწესრიგდი და მანამდე შოკოლადის ბლინებს გაგიკეთებ და მერე ცოტახანს დაიძინე კარგი? - თქვენც იცით მისი გაკეთება? - რას ამბობ ? დუდუმ რომ თქვა ძალიამ უყვარსო თეონამ ორივეს ერთად გვასწავალა,მე რომ არ ვიყო და ისე მოვიდეს ხომ უნდა გაუკეთოთო? - დუდუმ არ ვიციო , მომატყუა - შოკოლადს ვერ იტანს ხომ იცი - აი მაგაში არასდროდ მესმოდა მისი, ერთხელ ნაყინი ძალით ვაჭამე შუა ნოემბერში. - მაცივარში უნდა გვქონდეს ნაყინიც. მიდი არ იჩქარო. კარის სახელური შიშით ჩამოსწია. ნაცნობი სურნელი რომ დაეჯახა, ერთიანად მოაწვა ყველა შეკავებული ტკივილი . ცხელი წყლის ქვეშ დადგა და ერთიანად გამოიტირა ყველა წუთი, რასაც ამ ჯოჯოხეთურ დღეებში გადიოდა. თმა გაშლილი დაიტოვა, იმის იმედით რომ დუდუ ჩაუწნიდა ისევ. კარადიდან მისი მაისური აიღო და თავიდან ბოლომდე მის სურნელში გაეხვია. კიბეები მძიმედ ჩაიარა და სამზარეულოში მოფუსფუსე ლევანს რომ შეხედა გაიღიმა. - მოდი დაჯექი, ეს ბლინები შეჭამე და ცოტახანს დაისვენე, მერე წავიდეთ - ახლავე რომ წავიდეთ? - ჩემო ლამაზო, გვერდით ჩამოუჯდა და ხელი ჩაკიდა. დუდუ სულ ამბობდა ხოლმე, ისეთი ციცქნაა, მისი ორივე ხელი ჩემს ერთ ხელისგულზე ეტევა, მაგრამ ჩემზე ძლიერია და ჩემზე დიდი გული აქვსო. თვალებში ვარსკვლავები ენთებოდა. იმდენჯერ გვიკამათია, ვეუბნებოდი ცოდოა ეს გოგო, რატომ ტანჯავ ან მას ან საკუთარ თავს მეთქი. ეშინოდა, ვერ შევძლებ ბედნიერი იყოს ყოველთვის და ვატკენო. არჩევანის უფლება მიეცი მეთქი, ისიც მაგას მეუბნება და ჩემთან ყოფნას ირჩევს ყოველ ჯერზეო. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ გაიღვიძებს და აუცილებლად გაიღვიძებს, შენგან წასასვლელ გზას ვერ მონახავს კი არა მაგაზე ფიქრსაც კი ვერ გაბედავს. ამიტომ შენ უნდა მოიკრიბო ძალა, ცოტა უნდა დაისვენო, ცოტა უნდა ჭამო. ვიცი, ძალიან რთულია მაგრამ საჭიროა, შენი ორგანიზმისთვის. ორივეს თავს ერთად ნუ მანერვიულებ ძალიან გთხოვ, როგორც საკუთარ შვილს ისე, თავს გაუფრთხილდი და მყარად იდექი. - ყოველთვის იმას ამბობდა, რომ მე და თქვენ ერთმანეთს ძალიან გავუგებდით და მეც სულ მჯეროდა ამის. - ჰოდა ახლა ეს დაასრულე, რამდენიმე საათი დაიძინე და წავიდეთ - კარგით. ******** - დაიძინა ? - ჰო, მალევე ჩაეძინა - სწორად მოიქეცი დუდუ, დაბრუნების დრო იყო. - რომ ვერ შევძლო კარგი მამობა? - შვილო, როცა ნანათეს ნაირი შვილო გყავს, როგორ შეიძლება ცუდი მამა იყო ? საოცარი ბავშვია. შენ ჯერ ახლა იწყებ მის გაცნობას. მე და დედაშენს ერთი დღე არ გვაქვს გატარებული, რომ არ გვენახა, არ გვეფიქრა, მასთან არ ვყოფლიყავით. - შენი აზრით დავაგვიანე? - გვიანი არასდროს არ არის, შენ რაც გადაიტანე და რაც გადაგაქვს, ასე ვერ გააქრობ, თვალებს ვერ დახუჭავ და მეორე დღეს რომ გაახელ ვერ იტყვი რომ ყველაფერმა გაიარა და აღარ გტკივა, აღარ განიცდი . - ანანია ამბობდა ხოლმე , "აქციე შენი ტკივილი და წუხილი შენს სიძლიერედ და ვერავინ ვერ შეძლებს შენს დამარცხებასო". ახლა ნანათე უნდა იქცეს შენს წამლად და მკურნალად. უნდა შეძლოს რომ მშვიდი ძილი დაგიბრუნოს, ცხოვრებას დაუბრუნე და გაძლიერდე. შეძლებს, აუცილებად, უბრალოდ ახლოს უნდა მოუშვა, ყველა ჭრილობასთან უნდა შეგეხოს რომ გიმკურნალოს შვილო. - ძალიან ჰგავს - არა მხოლოდ გარეგნულად, მისნაირი ხასიათი აქვს და ისეთივე საოცარია. შენ ცოლი და მეორე ნახევარი დაკარგე. მე და დედაშენმა ერთდრულად ორი შვილი, ერთს მიწა მივაყარეთ და მეორეს ცოცხლად ვუყურეთ, როგორ კვდებოდა ყოველ დღე. არც ჩვენთვის იყო მარტივი. საკუთარი შვილივით შევიყვარეთ ანანია, ამ სახლში შემოსვლისთანავე, ვარდისფერი პიჟამოებით რომ დავინახეთ, დედაშენმა მაშინ მითხრა რომ ის ჩვენი ფერია გახდებოდა და ასეც მოხდა. ახლა შენ შენი პრინცესა გყავს და მისი გაზრდა დედოფლის გარეშე გიწევს. უფლება არ გაქვს სუსტი მეფე იყო . - ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ანანია ჩემზე მეტად გიყვარდა და ვეჭვიანობდი მაგრამ მიხაროდა ასე რომ უგებდით ერთამანეთს. - ის იყო ასეთი საოცარი, მე არაფერშუაში ვარ. ********* - ასე რომ იქცევი ხოლმე, რომ მტკენ , იცი რა მინდა? მე რომელიმე შენობის მაღალ სახურავზე ვიდგე, შენ გიყურო და გადავხტე, შენ კიდე ვერ დამიჭირო. - არა ნია, ასე არ მომექცე არასდროს გთხოვ - გეტკინება ? - არ იფიქრო ამაზე გთხოვ - შენ უჩემოდ ყოფნა მაინც შეგიძლია და მე აღარ მომიწევს მაინც - ჩუუ, ეგ მეორედ აღარც კი გაიფიქრო გთხოვ, მასე არ მომექცე. - რამხელა ეგოისტობაა, შენი ჩემგან წასვლები ნაკლებია გგონია ? - ვიცი ნია, ვიცი - ერთხელ მოხვალ და სამუდამოდ დარჩენა მოგინდება მაგრამ გვიან იქნება, ძალიან გვიან დუდუ . - შენ დამელოდები დრო კი ვერა? - გროსმაისტერი წაგიკითხავს. არა , დრო ყოველთვის დაგელოდება, მე მაგდენხანს ვერ გავუქაჩავ, აი შეხედე, ერთი მტაკველი გამძლეობა დამრჩა სულ ეგ არის. - მერე? აღარ გეყვარები? - მე? მე შენ სულ მეყვარები, უშენობას ვეღარ ავიტან და შევეწირები დუდუ, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ აღარ მიყვარდე. - ანუ ეს სიყვარული შენი ჯვარცმაა? - თუ ეს სიყვარული ჩემი ჯვარცმაა, მაშინ ჩემი ბოლო გზა გოლოოთა და ჯვარზე გაკვრაა. ****** - ყველაფერი ჩავალაგეთ ? - ყვავილები დაგვჩა და ეგ ალის - გზაში ვიყიდოთ ყვავილები. - კალქი - დედა წავედით - მშვიდობით იარეთ დე,საღამოს ელენე და დემეტრე მოვლენ. - კარგი - წინ უნდა დამსვა? - უკან გინდა? - ლანაილ კაცი ქალ, რო გიკურებ ვითომ დიდი ქალ მარა არაფელი არ იცი - რატო მეჩხუბები მა? - პატალა ბავშვები უკან უნდა დასქდნენ არ იცი? - მოდი მეტიჩარა ქალბატონო, უკან დაგსვამ წავიდეთ. - ყოჩაღ. არ ინერვიულო მე ყველაფერს გასწავლი. სულ სულ ყველაფერს. ****** - ახალი არაფერი არ არის? - არ დე, დაისვენე? - ლევანი ბიძიამ შოკოლადის ბლინები გამიკეთა, თეონამ ყველას გვასწავალაო. - ჩემს გაკეთებულს კი არ ჭამს - დედა, ხომ იცი შენც კარგს აკეთებ მაგრამ თეონასი სხვანაირია. - გაგანდობ საიდუმლო ინგრედიენტებს და შენთანაც შეჭამს. - მე დუდუსთან უნდა შევიდე. დღეს აქ დავრჩები, თქვენ წადით, დაისვენეთ და ხვალ მოდით. - მარტო არ დაგტოვებ - დემეტრე და ელენეც მოდიან, მარტო არ ვიქნები წადით - თუ რამე დაგჭირდება დამირეკე - აუცილებლად. ******* - დუდუ, შენთვის წერილი მოიტანეს - მართლა გამომიგზავნა , ამოიჩურჩულა თავისთვის - რა მითხარი? - სად არის თქო - აქაა მოდი, აიღე. გაუღიმა თეონამ და შვილს წერილი გაუწოდა. მოუთმენლად გახსნა და კითხვა დაიწყო "გამოგყვებოდი და ჯვარს დავიწერდი შენთან. სულ უბრალო დღეს, შუაღამისას. ჩვეულებრივი უბრალო კაბით, რომელიც არ იქნებოდა არაფრით განსაკუთრებული და ამ დღის შემდეგ ყველა მნიშვნელობას ერთად შეიძენდა. ჯვარ დავიწერდი, ჩვეულებრივ ყველაზე უბრალო უცნობ პატარა ტაძარში, სულ მარტო და ყველაზე გულწრფელად შემოგფიცებდი რომ სიცოცხლის და სიკვდილის შემდეგაც სულ და მხოლოდ შენ მეყვარები . გაგიკეთებდი თითზე ყველაზე უბრალო ბეჭედს და ასე უბრალოდ შუაღამისას ჯვარს დავიწერდი შენთან. ვუყყრებდი ვარსკვლავებს ყველაზე დიდხანს შენთან ერთად და მაგრად შემოგხვევდი ხელებს, ისე თითქოს ჩვენი დასასრული მოდიოდეს. ჰოო, ასე ზედმეტი ბანალურობის გარეშე ჯვარს დავიწერდი შენთან , ყველა მოწმის გარეშე და წამოვიღებდი მხოლოდ ერთ ფოტოს. შუაღამიმსას დავჯდებოდი მონასტრის ეზოში და დაგიწერდი ყველაზე ძვირფასს, ფიცის წერილს. ფეხმორთხმით დაგიჯდები, სახეს ხელებში ჩავიდებ და გიყურებ , როგორ გაგეღიმება და გაგაბედნიერებს ყველა სიტყვა და როგორ გაგიბევრდება სიყვარული. ჯვარს დავიწერ და ხელს ჩაგკიდებ. მოვივლი ყველა ქუჩას, ყველა ადგილს სადაც ერთად ვყოფლივართ და ყველა წამის გაელვებას ერთიანად გავიხსენებთ. ისევ გავჩერდები იმაზე მეტად ხშირად ვიდრე აქამდე და ავიწევი ფეხის წვერებზე, რომ გაკოცო მემილიონედ და ვიგრძნო, ახლა როგორ უფრო ჩემი ხარ, ისე როგორც არასდროს. ჩემი ხელით შეკრულ თაიგულს, ქუჩაში ყველაზე მოწყენილს ადამიანს დავუტოვებ და დავაიმედებ რომ სიყვარულის და უდიდესი ბედნიერების მომტანი იქნება. მთავარია გვირილები არ დაპუტოს სამკითხაოდ. ვუყვარვარ არ ვუყვარვარ. თუ ადამიანში უშვებ რომ არ უყვარხარ, ესეიგი არ უყვარხარ, გვირილამ რა დააშავა. მას სულ არ უნდა უსიყვარულობა გამცნოს, ისევე როგორც წვიმას არ უნდა ცუდი ამინდი ერქვას. ჯვარს დავიწერდი შუაღამისას და მერე შუა გზაზე, ჩვენს ნაცნობ მელოდიაზე გეცეკვებოდი და ცხოვრებაში პირველად ცეკვას ბოლომდე მივიყვანდით და ჩვენ ეს გამოგვივიდოდა. ხშირად გადავწევდი თავს უკან, რომ ჩემს კისერზე შენი ტუჩები მეგრძნო და ყველა ტაოს ერთიანად დაეყარა. ჯვარს დავიწერდი შუაღამისას შენთან და მერე მთელი ღამე გათენებამდე გელაპარაკებოდი, წაგიკითხავდი მოგიყვებოდი როგორ მიყვარხარ მემულიონედ და მერე ამდენი ხნის შემდეგ მზეს გათენებას მოვაპრავდით, ყველაზე მაღალი შენობიდან. იქიდან წამოსული გეწუწუნებოდი რომ ძილის დრო მაქვს და შენს მკლავებში ყველაზე მშვიდად მძინავს. გაფრთხილებ რომ შენც დაიძინო და სანამ არ გავიღვიძებ იქამდე არ მიყურო რადგან ახლა ყველა გათენება ჩვენი იქნება და როცა მოგინდება ხელს მაშინ მომხვევ, მაშინ მაკოცებ, მაშინ ჩამეხუტები. მე დავიწერდი ჯვარს შენთან ერთად, შუაღამისას, ყველაზე უბრალო კაბით, მივიწყებულ ტაძარში, მოწმეების გარეშე და სამუდამო ფიცს დაგიდებდი რომ ყველა ცხოვრებაში მხოლოდ შენ მეყვარები." ტელეფონში ნაცნობი ნომერი მალავე მოძებნა და გულს დამშვიდდიო მიაძახა. - თავად დუდუ გარდანო - რამხელა გამბედაობა გქონიათ ქალბატონო ნია - არ იცოდოთ ? - გამაკვირვეთ - ნუთუ წერილს არ ელოდით - რაც მითხარი, მაგ დღის შემდეგ ყოველდღე ველოდები, მაგრამ წერილის შინაარს არ ველოდი. - თავში არ აგიბავრდეს, ხელი კი არ მითხოვია. - ამხელა გამბედაობა, შეძლებ მთელი ცხოვრება ამიტანო? - ასატანი არ გამიხდე მაშინ - ნუთუ - დიახ - რას აკეთებ? - ვხატავ - სად ხარ ? - სახლში - ნია სად ხარ ? - ჩემს ოთახში - ნია.. - რა არის? - სად ხარ მეთქი? - ტრომსოში, ჩრდილოეთის ციალის ქვევით, შენთან და ჩემს პოლაროიდთან ერთად. - ესეიგი ტრომსო. ახლა რა თვეა? - მარტი - მშვენიერია, დაგირეკავ 5 წუთში. - რა ხდება? - დაგირეკავ. კიბეები აირბინა და კარადიდან თბილი ტანსაცმელი გადმოალაგა - დე გამყინვარება იწყება შუა მარტში ? - ცივა დე - სად მიდიხარ? - ტრომსოში - ახლა ? - ახლა დედა - მარტო? - ნია უნდა წავიყვანო - რატო უმახინჯებ ამ გოგოს სახელს, იცის თვითონ? - მე ნია მომწონს, ჯერ არა გაიგებს - რომ არ გამოგყვეს? - ვინ დედა ნია ? არცკი იკითხავს სად მივდივართ ისე გამომყვება. - ეს წაიღე, ღია ისამნისფერი კაშნე მიაწოდა შვილს. - ეს როდის მოქსოვე დე? - ახალი წლისთვის მაგრამ მიცემა ვერ მოვახერხე, შენს გამო - არაუშავს ახლა მივცემ - მეტი აღარ გააწვალო ეს გოგო. კაშნე ჩემოდანში ჩადო და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა. საღე გაებადრა ტეელეფონზე ნაცნობი სახე რომ აციმციმდა - ნიაკო - რა ნიაკო ბიჭოო, ნიას ვჯერდები და ნიაკო ანანიასთან რა შუაშია? - კარგი ხო, რატო მეკამათები? არ გიჭამია? - დუდუ მოგხვდება მეთქი - მომისმინე, ყველაზე თბილი ტანსაცმელი გადმოალაგე კარადიდან, ოთხი დღე რომ გეყოს, პასპორტიც მოძებნე და დამელოდე, 1 საათში მოგწერ და ჩამოდი. - კედებით ვერ წამოვალ ხო ? - ვერც ბოტასებით ნია, ის კრემისფერი ბათინკები ჩაიცვი - კარგი ხოო. არასდროს არცერთხელ არ უკითხავს ანანიას დუდუსთვის სად მიდიოდნენ. მხოლოდ ერთადერთ კითხვას სვამდა ყოველთვის . "რამდენ ხანში ?" და აქ მთავრდებოდა ყველაფერი. მისთვის მთავარი იყო რომ მასთამ ერთად ყოფილიყო. ყველა ადგილი კარგავდა მნიშვნელობას, მაშინ როცა დუდუ იყო მის გვერდით. ******** კამელიები დააწყო საფლავთან და იქვე ჩამოჯდა. არცერთხელ დაკრძალვის შემდეგ არ მისულა თავისი ნიას საფლავზე. მხოლოდ ერთადერთ მაშინ , როდესაც ნანათე პირველად ნახა ოთხი წლის შემდეგ და ახლა მათ შვილთან ერთად შეძლო ეს.და მაშინ მიხვდა, რამდენად დიდი იყო მისი პატარა ნანათე და როგორ დაპატარავდს თვითონ . - მე აქ დავჯდები და დავხატავ კარგი ? - დახატე მა . - ასე როგორ დაგასუსტე ნი ? ასე როგორ გატკინე რომ აქ ყოფნის ნაცვლად ახლა სახლში არ ვართ ერთად? როგორ დავუშვი? ასე როგორ დამეღალე, როგორ ვეღარ გაუძელი, ერთი მტკაველი გამძლეობა როგორ ამოგიწურე ? მე შენ და ჩვენი ოთხიო .ახლა მე და ჩვენი ერთი დავრჩით შენს გარეშე და ჩვენს ერთს გეფიცები, არცერთი დღე და ღამე არ გასულა, იმ კოშმარული ღამის გარეშე, შენ რომ აღარ შეგეშინდა . არ ვიცი რას ნიშნავს ტკივილი ამაზე დიდი, არ ვიცი როგორია, როცა სუნთქავ და ფილტვების დახეთქვა არ გინდა. ღამე როგორია ძილი, კოშმარების გარეშე და არ ვიცი, რატომ ან როგორ მაქვს ძალა რომ ამ სამყაროში შენს გარშე ვცხოვროობ. მენატრები ანანია, ძალიან მენატრები. ****** - ხომ იცი ფრენის მეშინია - მე ხომ აქ ვარ - ზუსტად 4 საათი უნდა ვიფრინოთ, იცი ეს რამდენია ? - წიგნის წაკითხვას მოასწრებ ჩემთვის. - გინდა? - რატომაც არა. - შენ რატომ არ კითხულობ ხოლმე დავიჯერო ასეთი უინტერესო გამოვიდა ? - და ამაზე გაგიჟდა მთელი ქვეყანა ? ნია ასეთი აზრები მშიერზე გაქვს ხოლმე? - რატო დამცინი ? - შენს წიგნზე მეორედ ეგ აღარ თქვა, იმიტომ არ ვკითხულონ რომ შენი წაკითხული მომწონს. მიყვარს შენს ხმას რომ ვუსმენ. - კარგი ხო წაგიკითხავ. ****** - კრუასანები მოგიტანე - ელენე გეფიცები, ყველა ჭამას მაძალებს არ მინდა, ვჭამე დღეს. - გოგოო, ჩემს ძმაკაცს რა ვუთხრა, რატო დაგხვდა ასეთი გამხდარი, ვერ მოვუარეთ ამდენმა ადამიანმა თქო ? - დემეტრე, ხო იცი შენ არაფერზე გაგიბრაზდება - ყველაფერზეც გამიბრაზდება - მეც არაფერი მიჭამია, ერთად შევჭამოთ რა - ახლა გინდათ დამაჯეროთ რომ მაგხელა ყუთში მხოლოდ კრუასანებია - რა თქმა უნდა არა , კრუასანი დესერტია - აუუ რას გიზაამ - ვერაფერსაც ვერ მიზამ, ენა გამოუყო დაქალს და სენდვიჩი გადააწოდა დაქალს. არ ინერვიულო ორაგულით არის. ****** - ელენე დეიდა მოვიდაააა - მე ბიძაშენი აღარ ვარ, თუ აღარ გიყვარვარ? - დერმეტრე ბიძიაა - ნანათე ეგ რ მ-ს მერე უნდა ჩასვა ხო გასწავლე - ველა მერე არ გამომდის ლამაზად მე - დერმეტრე უფრო მომწონს. - როგორ ხარ? გადაეხვია მეგობარს დუდუ და კიდევ უფრო დარწმუნდა რამდენას გაუმართლა მისნაირი ძმაკაცი რომ ყავდა გვერდით. - თქვენ როგორ ხართ ? როგორ მიდის მამა- შვილობა? - თხასავით ჯიუტია - თხა ლამაზი არაა მე პრინცესულად ჯიუტი ვარ მამა, რა ველ გასწავლე. - მაგიჟებს გეფიცები - ჯერ სად ხარ, ყველაფერი წინ არის - თავისი ბაღელი სცემა - რატო ცემე დეიდა, არ შეიძლება ხომ გითხარი - აბა მარიამზე თქვა შენზე ლამაზიაო, ჩემზე ლამაზი კიდე არავინ არ არის. - ღმერთო მიშველე - ღმერთო არ უსმინო მამას, დაგლილია - ნეტა ვისი შვილია - ნეტა ვისი გაზრდილია ? - დუდუ, რამდენიმე თვით წასვლას ვაპირებთ, მითხარი ხომ გაუმკლავდები მარტო ? - ელენე, ვერასდროს ვერ გადაგიხდით, ვერც მადლობას და ვერაფერს საერთოდ იმ ყველაფრის გამო, რაც თქვენ ჩემთვის და ნანათესთვის გააკეთეთ. იშვიათია თქვენნაირი ადამიანები . ახლა ეს გზა მარტომ უნდა გავაგრძელო მაგრამ გახსოვდეთ რომ ნანათეს ცხოვრებაში , იმდენივეს უფლება გაქვთ, რამდენისაც მე. შეიძლება უფრო მეტიც კი . - შენთვის არა დუდუ, ანანიას გამო გავაკეთეთ ყველაფერი. მან იცოდა რომ მარტო ვერ შეძლებდი, ჩვენც ვიცოდით მაგრამ ნათელი იყო რომ დაბრუნდებოდი, აუცილებლად. ახლა უბრალოდ მასთან ერთად უნდა გააგრძელო გზა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო. ******* - ეს კაშნე თეონამ გამოგიგზავნა, ახალ წელს უნდოდა თურმე შენთვის მოცემა და ვერ მოხერხდაო - ნეტავ რატომ? - ოღონდ ახლა არა - თუ გინდა არასდროს - მოგიხდება, თან გაგათბობს - ავრორასთან შესახვედრად მივდივართ? - დავაგვიანეთ კიდეც - წავიდეთ. რამდენიმე წუთი მიდიოდნენ, როდესაც ცაზე საოცარი ფერების ნათება გამოჩნდა. ეს იყო ენით აღუწერელი და გამოუთქმელი, მოწმენდილ ცაზე, ფერთა გამის გარდატეხა და უსასრულობაში გახედვა. - ნია მასე იდექი, ფოტოს გადაგიღებ - რა ლამაზია არაა ? - შენზე ლამაზი ამქვეყნად არაფერია ნი - მოდი, მოდი პოლაროიდითაც გადავიღოთ, ხომ იცი დიდხანს არ იქნება. - ყველაფერი რაც საოცარია დიდხანს არ რჩება. - ამიტომ არ რჩები ხოლმე ჩემთან სულ ? - ნია, შენ ხომ სულ აქ იქნები? - თუ მოხვალ და დარჩენას გადწყვეტ. ******** - უკვე დაიღალე ? - ანანია რა გინდა? - ახლა წასვლას ვეღარ შეძლებ და ამიტომ სახლიდან გარბიხარ ხოლმე ? - ანანია, რაზე მელაპარაკები მეთქი? - ნია აღარ? სად გააქრე - მასე ნუ მეძახიო არ მეუბნებოდი? - დუდუ, შენ თუ ჩემგან იმის გამო ვეღარ გარბიხარ რომ შენი ცოლი მქვია და ხელში შენი ერთი თვის ბავშვი მიჭირავს, დღესბე ჩავალაგებ და წავალ. - რას ბოდავ? - ვერ გიყურებ, ხელებში როგორ მელევი, როგორ იცვლები, სახლში რომ არ რჩები და გამთენისას მოდიხარ . ვერ გიტან ასეთს დუდუ. - აბა გავუძლებო ? აბა სულ მეყვარებიო ? - გასაძლებს რატო მიხდი? გაძლებამდე რატომ მიგყავარ? რა არ გასვენებს? რა არ დაიღალე დუდუ? რამდენი ხანი შეიძლება გააგრძელო ასე ? თუ წასვლა გინდა, წადი თუ დარჩენა გინდა მოდი და შუაღამისას ქუჩაში ხეტილის გამო ჩემს დროს ნუ მაკლებ. ნანათეს ნუ აკლებ დუდუ. - აღარ გიყვარვარ ? - ამ კითხვასაც მისვამ უკვე ? თან ისე რომ თვალებში მიყურებ? აქამდეც დაეშვი ? მასწავლე როგორ უნდა ადამიანის გადაყვარება დუდუ და აღარ მეყვარები - აღარ გინდა გიყვარდე? - თეონას შოკოლადიანი ბლინები მინდა და ლევანის გაკეთებული ყავა. ბავშვთან დარჩი. ცრემლები მუჭებით მოიწმინდა და გაიღიმა. ბავშს აკოცა და დუდუს ლოყასთან ახლოს უჩურჩულა. " ნეტავ ეგ ერთი მტკაველის ხელა კითხვა არ დაგესვაო" კიბეები ჩაიარა და სამზარეულოს მაგიდასთამ დაჯდა. - თეო, შოკოლადის ბლინებს გამიკეთებ? - აბა რას ვიზამ მოდი - ყავას მე ვუკეთებ იცოდე, ნაღვლიანი თვალებით გახედა ლევანმა რძალს და მის დაცრმლილ თვალებს რომ შეხედა, მაშინ იფიქრა, როგორ არ იმსახურებდა მისი შვილი ასეთ ანგელოზსს და როგორი არაფერი იყო მისი შვილი ამ მომენტში და სადღაც წაკოთხული ამოუტივტივდა გონებაში. "ახლა შენ იმ გოგოს გავხარ ულიფტო სახლში მეთოთხმეტე სართულიდან ჩემთვის რომ ჩამოირბინა ლოყაზე მაკოცა და უკან გაიქცა მერე მთელი რვა თუ ცხრა სართული უკან-უკან იხედებოდა და მე მეგონა უმაგრესი ბიჭი ვიყავი... ორმოცი წლის მერე მივხვდი რა მაგარი გოგო იყო ის გოგო და როგორ არაფერი ვიყავი მე... ნამდვილი ამბავი მოგყევი და მან და იმის მოსახელემ ლექსი დაინახა და... ჩაკეცა..."(გიორგი კილაძე) ******* შუაღამისას გამოეღვიძა, ნანათე ვერსად დაინახა, ოთახის კარი ღია იყო . ლევანის და თეონას ოთახში შევიდა, ოთახი ცარიელი დახვდა. ნივთები სადღაც გამქრალიყო. სამზარეულოშიც არავინ ჩანდა. კარი გააღო და მის წინ მდგარი ანანია დაინახა, ის კაბა ეცვა, როცა სიკვდილი გადაწყვიტა. - ანანია, დაუყვირა და უკან გაედევნა. ხმას არ სცემდა გოგო, მიდიოდა და უკან აღარ იყურებოდა . ნიაა, დაუძახა კიდევ ერთხელ მაგრამ პასუხი ისევ არ იყო . სახლისკენ გაიხედა და მის თვალწინ ჩამოიშალა ყველაფერი. ისევ მის ანანიას გაჰყვა უკან. აირბინა თექვსმეტი სართული. ისევ ის დღე, ისევ ზღურბლთან მდგარი ანანია და უმოქმედო დუდუ. - არ გადახტე ნია - რატომ მომიყვანე აქამდე დუდუ? - სად შევცდი ნია? გამაგებინე - ერთ კითხვაში - ცოლად რომ მოგიყვანე? - როგორ ვერაფერი გისწავლია, მაგას არასდროს ვინანებდი ცხოვრებაში. - არ გადახტე ნია, სად შევცდი მითხარი - ერთი მტკაველის ხელა გამძლეობა გამომაცალე სამ სიტყვაში დუდუ. იქვე ჩაიკეცა და თვალები ცრემლებით აევსო. " აღარ გინდა გიყვარდე?" - რატომ? რატომ გარბოდი ყოველთვის? რატომ შეგეპარა ჩემს სიყვარულში ეჭვი ? ხელი რატომ გამიშვი დუდუ. - შემეშინდა ნია, შემეშინდა რომ კარგი მამა ვერ ვიქნებოდი, კარგი ქმარი ვერ ვიქნებოდი, შემეშინდა რომ გამოგფიტავდი. - და შიშს უფლება მიეცი ემართე. - მაპატიებ? - საკუთარ თავს უნდა აპატიო დუდუ. გახსოვს გითხარი ერთხელ. მე პატიებას, ფიქრამდეც კი არ დავუშვებ, არ არსებობს რამე რასაც ვერ გაპატიებ, იმიტომ რომ მე არ მექნება მაგის უფლება, შენ ხარ მთავარი და ის ფიქრი რისი პატიება შეგიძლია საკუთარი თავისთვის თქო . - არ გადახტე ნია, ვერ დაგიჭერ ხომ იცი?. - აპატიე საკუთარ თავს და გაიღვიძებ დუდუ, მე არ დამიჭირო, საკუთარ თავს აპატიე. წამის მეასედში გაქრაა ანანია, მაგრამ ამჯერად არ გადამხტარა, ასე უბრალოდ ადგა და გაქრა. დუდუს უკან კი ყველაფერმა განათება დაიწყო. მიდიოდა სინათლისკენ და არ იცოდა რა ელოდებოდა გზის ბოლოს მაგრამ ყველა ნაბიჯზე გრძნობდა, რომ პატიობდა საკუთარ თავს. ***** - დუდუ გაიღვიძე რა,გაიღვიძე და გპირდები ამ რვა თვესაც გაპატიებ, ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ გაიღვიძე. აღარ შემიძლია, ერთი მტკაველის ხელა გამძლეობა დამრჩა, ამასაც ნუ დამაკარგვინებ. ამბობენ ხოლმე რეანიმაციაშო, პაციენეტებს ყველაფერი ესმითო. მე მაგის არ მჯეროდა. როცა ხმას იგებენ, ისინი აუიცილებლად იღვიძებენ. " ერთი მტკაველი გამძლეობა" უფრო მეტად აუჩქარა ნაბიჯებს. "ერთი მტკაველი გამძლეობა" სირბილი დაიწყო თეთრი კარისკენ და სახელური ჩამოსწია. დაბრუნების დრო იყო . თავიდან ეგონა მოეჩვენა, თითის შეხება რომ იგრნო ანანიამ, შემდეგ იყო ხმა - ნია, ცოლად გამომყვები ? - დუდუ, გაიღვიძაა, ღმერთო ჩემო დასრულდა. დერეფანში გაიქცა და ლევანის მთელი ძალით ჩაეხუტა. დასრულდა, გაიღვიძა, დუდუმ გაიღვიძა, ხომ გეუბნეოდით? პალატაში ერთი მეორეს მიყოლებით შედიოდნენ ჯერ ექიმები, შემდეგ მნახველები. ანანია იჯდა მის გვერდით და ბედნიერი იყო 8 თვის შემდეგ ისევ რომ ესმოდა, მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის ხმა. - თვალი რომ გაახილე პირველი რა თქვი? - კითხვა დავსვი და პასუხი ჯერაც ვერ მივიღე. - ასეთი რა კითხვა დასვი, 8 თვის შემდეგ კომიდან გამოხვედი, იკითხე და პასუხი ვერ მიიღე? გაიცინა დემეტრემ და ელენეს მოხვია ხელი. - ნიას ვკითხე, ცოლად გამომყვები თქო ? და გაიღვიძაო იყვირა - მოიცა რა ? მეგონა მობოდე რაღაც - გგონია ვბოდავ? მთელი 8 თვე იმას ვხედავდი როგორ არ ვიყავი შენთან და გგონოა მოვბოდე? - გესმოდა? - ნიაა - მითხარი გესმოდა? - როცა გავიგე გავიღვიძე - რა გაიგე ? - ნია, გკითხე მგონი - რა გაიგე - რა ჯიუტია თხასავით, ცოლობა ვთხოვე და რაზე ჩამაჯინდა გესმისთ? " ერთი მტკაველი გამძლეობა დამრჩაო" - ჯერ ეგერთი თხასავით არა, პრინცესასავით ჯიუტი ვარ. და თანახმა ვარ აბა არ ვარ? ხელები მოხვია ბიჭს და თავს უფლება მისცა მის მკლაავებში ეტირა. - ნია, ჩუმად უჩურჩულა დუდუმ, მართლა გადახტებოდი? - უშენოდ აქ რა მინდოდა, შენ რა იცი ? - ვნახე ნი. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. - მჯერა. ******* მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები. არ ვიცი რა გამოვიდა და როგორ მაგრამ მე მთლიანად გამომფიტა წერის პროცესმა. აუცილებლად შემიფასეთ ისტორია, რა გამოვიდა რა ვერა . მიყვარხართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.