სისხლიანი ძალაუფლება(დასასრული)
თავი 8 თვალების გახელის შემდეგ გარემოს აღქმა გაუძნელდა, ერთი წამით ცოტა ხნის წინ მომხდარიც დაავიწყდა, თუმცა მის საწოლთან თავმოყრილი ნაცნობი სახეების დანახვამ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნა. გაახსენდა რა გააკეთა და რამდენად დიდი იყო მისი ქმედების საფასური -კეტ როგორ ხარ? -კარგად ვარ ნოა, ყველას შეგიძლიათ დამშვიდდეთ ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს -ეკატერინა ბლეიქ გრცხვენოდეს შენი სიტყვების ჩვენ შენი ოჯახი ვართ და ვღელავთ შენზე -დამშვიდდი ბებია კარგად ვარ -უნდა ვიცოდე რა მოხდა გვირაბებში, რა შელოცვა გამოიყენე -ბებია ელისონ არ მოგეწონება შენი შეკითხვების პასუხები ასე რომ გთხოვ -უნდა გვითხრა ჩვენ შენზე ვღელავთ -რა ჯანდაბის მოსმენა გინდა ნოა იმის რომ სიბილმა მომატყუა თუ იმის რომ საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად გამომიყენა -ეს რას ნიშნავს მეგონა მას ენდობოდი კეტ -მე სულელი ბავშვი ვიყავი რომელიც მოიხიბლა მხსნელის როლით, ახლა კი რეალობას ჩავხედე თვალებში -რომელ რეალობას კეტ?-ნოა არ წყვეტდა შეკითხვების დასმას -სული სიბნელეს მივყიდე გასაგებია-ამ სიტყვების წარმოთქმის დროს კეტრინისგან მომავალმა სიბრაზემ ერთი წამით კედლები შეარყია ბლეიქების სასახლეში -ამას ასე მარტივად როგორ ამბობ -ძალიან მარტივია მე ამ დამპალი ქალაქის გადარჩენის გამო საუკუნო სიბნელე მელოდება წინ, სიბილმა დასაწყისშივე იცოდა რა მოხდებოდ მაგრამ სიმართლის თქმით თავი არ შეიწუხა. ახლა კი ყველას გთხოვთ გაეთრიეთ ჩემი ოთახიდან -კეტ მარტო არ დაგტოვებ , გამოსავლის ძებნა უნდა დავიწყოთ -გამოსავალი არ არსებობს, თვენ კი რა უცებ დაიწყეთ ჩემი გამოსწორების გზების ძებნა როგორც ჩანს მხოლოდ მაშინ ვიყავი ოჯახის წევრი როცა გარშემო სინათლეს ვასხივებდი -შენ ყოველთვის ამ ოჯახის ნაწილი იქნები შვილო -პირფერობა საჭირო არაა, არავის უყვარს ძალა რომელსაც ვერ გააკონტროლებს. ახლა კი მარტო დამტოვეთ. კეტრინმა ოჯახი მოიშორა, თუმცა იცოდა მარტო ვერ გაუმკლლავდებოდა, ამიტომაც ის იხმო ვინც მასზე გამოცდილი იყო დიდად ბოროტებასთან თანაცხოვრებაში -მეგონა გვირაბებში მომხდარის შემდეგ აღარასდროს მიხმობდი -მე დახმარება მჭირდება და შენ უნდა დამეხმარო -თუ სიბნელის მოცილება გინდა ეს შეუძლებელია კეტ -მაგას ჩემითაც მივხვდი, შენ უნდა მასწავლო როგორ ვიბტონო სიბნელეზე -არა მგონია ეს სწორი გზა იყოს -ან მე ვმართავ მას ან ის მშთანთქავს მე. დიდი არჩევანი არ მაქვს როგორც ხედავ. -შენი აზრით სიბნელის მართვა რომ შემძლებოდა ამას არ ვიზამდი -ასე როგორ იქცევი შენი ნაგავი გამასუფთავებინე და ახლა მეუბნები რომ ყველაფერი დაკარგულია -სხვა გზა რომ ყოფილიყო, ამას არ გთხოვდი -წადი შენი სიბილ შენ არაფერი გითხოვია უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენე-კეტრინის სიბრაზე სიბნელეს კვებავდა და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა -უნდა დამშვიდდე ასე ყველაფერს აუარესებ -უარესი შეუძლებელია, მე საუკუნო ტანჯვა მელის ჯერ სიცოცხლეში შემდეგ კი სულების მიწაზე და მხოლოდ იმიტომ რომ შენ გენდე -მინდა რომ დახმარება შემეძლოს მაგრამ არ შემიძლია -მაშინ იმას ვიპოვი ვინც დამეხმარება, შენ კი ვეღარასდროს მნახავ -ასე არ მოიქცე კეტ ...-კეტრინმა სიბილს საუბარი არ დაასრულებინა ისე შეწყვიტა მასთან კავშირი, ის დანებებას არ აპირებდა. ასე უბრალოდ ხელს ვერ ჩაიქნევდა იმის შემდეგ რაც გამოიარა. ტანსაცმელი გამოიცვალა და მისაღებში ჩავიდა სადაც ნოა და დანარჩენები ჩუმად ისხდნენ და სიცარიელეში იცქირებოდნენ -კეტ სად მიდიხარ?- ნოა ფეხზე წამოდგა კეტრინის დანახვისას -ბრძოლის გასაგრძელებლად -რომელ ბრძლოზე საუბრობ?-გარშემო ყველა დაბნეული უყურებდა კეტრინს -არ ვაპირებ აქ ვიჯდე და ველოდო შიგნიდან როდის შემჭამს ჩემი წინაპრის ცოდვები -რის გაკეთებასაც არ უნდა გეგმავდე მე შენს გვერდით ვარ -ვიცი და ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრა ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლაა -სად აპირებ წასვლას? -სასაფლაოზე-კეტრინს სხვა არაფერი უთქვამს ისე დატოვა სახლი. ფეხით მიდიოდა სიბნელეში და აკვირდებოდა მის შინაგან ცვლილებას თუმცა ვერაფერს გრძნობდა, იცოდა რაც მოხდა თუმცა განსხვავებას ვერ ხედავდა, ძალას გრძნობდა უზარმაზარ ძალას თუმცა არა ბოროტებას. სასაფლაოზე მისვლის შემდეგ იმ სამარხის ძებნა დაიწყო რომელიც სულების სამყაროში ნახა, თუმცა ამაოდ გარშემო სრული სიბნელე იყო და ის წრეზე დადიოდა -სად ხართ, უნდა დამეხმაროთ-მოთმინება დაკარგა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა -იქ სადაც დაგვტოვე ეკატერინა ბლეიქ წყვდიადში -მე არაფერი გამიკეთებია -მართალია შენ სიბილს ბრმად ენდე და საკუთარ თავთან ერთად ჩვენც დაგვღუპე -არ მესმის ამას რატომ ამბობთ -შენ იმ შელოცვით სალემის მაგიის პირველწყარო სიბნელით მოწამლე -ამის გამოსწორებაში უნდა დამეხმაროთ, უნდა იყოს რაიმე გზა.ახლა იმაზე დიდი ძალა მაქვს ვიდრე სიბილს ოდესმე ქონია -ეგ ძალა სიბნელიდან მოდის -რას გადაეკიდეთ სიბნელეს, ეს ძალა ჩემშია და მე გადავწყვეტ რის გასაკეთებლად გამოვიყენებ -გაიმეორე რაც თქვი -სიბოროტისთვის მაგია სულ არ არის საჭირო უბრალო ხალხი დანითაც კლავს ხალხს, მე კი ძალა მაქვს და სწორ გზაზე სიარულით მას სწორი საქციელების ჩასადენად გამოვიყენებ -ეს რაღაც ახალი და საშიში გზაა კეტრინ, შენ ვერ გააკონტროლებ მაგხელა ბოროტებას -ვინ წყვეტს რომელი მაგიაა ბოროტი და როომელი არა. მაგია ენერგიაა და ჩვენ მისი მატარებლები ვწყვეტთ რის გასაკეთებლად გამოვიყენოთ ის, ახლა ვხვდები ამას. ადვილია ბნელ მაგიას დავაბრალოდ ჩვენი შიაგანი ბოროტება, ეს იგივე უბრალო მოკვდავები ეშმაკს რომ ადანაშაულებენ ყველაფერში -რის თქმას ცდილობ -მე შეუძლებლის შესაძლებლად დავიბადე, მე უბრალო გოგო ვიყავი და ახლა შემომხედეთ ჩრდილის სამეფოს გავუძეხი წინ, მათ მე ამირჩიეს, საუკუნო ბოროტება რომელიც კლავდა ყველას თავის გზაზე, ჩემთან შეხვედრის შემდეგ მუხლებზე დაეცა და ამ ყველაფრის შემდეგ ვერავინ მეტყვის ვინ უნდა ვიყო -ამ საკითხისთვის ასე არასდროს შეგვიხედავს, სიბილის დაბადებამდე მაგია მხოლოდ ერთი სახით არსებობდა, შემდეგ ის გამოჩნდა სულის სიბნელით წაბილწა ბუნებისგან მიღებული ძალები და დაიბადა საუკუნო წყვდიადი -ეს არასწორია სიბილს არაფერი გაუკეთებია, მაგია მისი და თქვენიც ყოველთვის ერთნაირი იყო უბრალოდ მან თქვენს გზაზე სიარულის ნაცვლად გადაწყვიტა იმ ტკივილს გაყოლოდა რომელიც მის გულში ბუდობდა -შენ როგორ მოიქცევი ეკატერინა ბლეიქ? -მე არც სიბილის და არც თქვენს გზას არ ავირჩევ, მინდა სალემს ისეთ მომავლისკენ გავუძღვე სადაც ჩრდილის სამყარო უბრალო ხალხთან ერთად შეძლებს თანაცხოვრებას -შენი ჩანაფიქრი წმინდაა ამას შენს თვალებში ვხედავთ მაგრამ შეძლებ კი ამას -შევეცდები მაინც, უნდა დავანახო ჩემს ხალხს გზა რომელიც სისხლითა და სიკვდილით არ იქნება გაკვალული -ჩვენ შენს მოწოდებას ვაღიარებთ როგორც შენს წმინდა მოვალეობას და ამ გზაზე შენს გვერდით ვიქნებით. კეტრინი ხვდებოდა რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, მისი სურვილი ყველაფერ იმას ეწინააღმდეგებოდა რაც სალემის ისტორიას ახსოვდა თუმცა გზა უნდა ეპოვა, ამ გზის დასაწყისი კი მაიკლ ანდერსონის სულის განწმენდით იწყებოდა. -სერ სტუმარი გყავთ -ვინ არის?-მაიკლ ანდერსონი ბუხართან იჯდა ერთ ხელში სიგარა ეჭირა მეორეში ვისკი -ის თავს ჩრდილის სამყაროს დედოფალს უწოდებს -ბოდიში რომ შემოვიჭერი გარეთ ლოდინი მომბეზრდა-მაიკლს ხელიდან ვისკის ჭიქა გამოართვა, ერთი ყლუპი მოსვა და მის წინ დაჯდა -აქ რამ მოგიყვანა თქვენო უმაღლესობავ-მაიკლის სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა -დროა ჩვენი მომავალი დავგეგმოთ, სალემი შეიცვალა და ვიცი რომ ამას შენც გრძნობ -მას შემდეგ რაც ის არტეფაქტი გაანადგურე -რომელიც შენს გონებას წამლავდა იმ მაგიით რომლის განადგურებაც ასე გსურდა -რაც გინდ ის თქვი ეგ წარსულია, ახლა ის მითხარი აქ იმისთვის ხარ რომ ქალაქიდან გამაძეო თქვენო უდიდებულესობავ -არა მინდა ახალი დასაწყისი შემოგთავაზო მთელი ქალაქის საკეთილდღეოდ -ყურადღებით გისმენ -მინდა ახალი საბჭო შევქმნა, ჯადოქრების, მაქციების , ვამპირების და შენი ხალხისთვის -ვერ მივხვდი -არ ვაპირებ ეს ქალქი მარტომ ვმართო და გამუდმებით შენ გებრძოდე, მინდა ერთად თანაცხოვრება და ერთნაირი უფლებები შემოგთავაზე -დავინტერესდი ზუსტად რას მთავაზობ? -საბჭოში გთავაზობ ადგილს ჩემს გვერდით, სიმშვიდისა და ახალი მომავლის შესაქმნელად -რატომ? -არაფერი თქვა ანდერსონ, მოსაფიქრებლად 3 დღეს გაძლევ თუ თანახმა იქნები ჩემს სახლში გამართუ წვეულებაზე მოდი, თუ არ მოხვალ მეცოდინება რომ ისევ მტრები ვართ და ერთმანეთს ბრძოლის ველზე შევხვდებით. კეტრინი არ იყო დარწმუნებული რომ მაიკლ ანდერსონი უკან დაიხევდა თუმცა იმედი უნდა ქონოდა საკუთარი თავისა და სალემის კეთილდღეობისთვის, რდაგან თუ ბრძოლაში ჩაებმებოდა დიდი შანსი იყო სიბილზე უარეს ბოროტებად ქცეულიყო.სამი დღე სწრაფად გავიდა, წვეულების ორგანიზება ელისონ ბლეიქმა ითავა, ეს წვეულება უნდა ყოფილიყო ახალი დასაწყისი ყველასთვის. კეტრინი ოთახში სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს აკვირდებოდა, როგორ შეიცვალა პირველი წვეულების შემდეგ ყველაფერი -შეიძლება მის ბლეიქ-ოთახის კარში ნოა იდგა სმოკინგში გამოწყობილი -ამჯერად რა საჩუქარი მომიტანე-კეტრინი ისევ ძველებურად იღიმოდა და ნოას დიდი ხნის გაყინულ გულს ფეთქვას აიძულებდა -ამჯერად ერთადერთი რისი შემოთავაზებაც შემიძლია შენს გვერდით ყოფნაა სამუდამოდ -სამუდამოდ დიდი დროა ნოა განსაკუთრებით შენთვის -პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან ვიცი რომ ჩემი ბედი შენს გვერდით ყოფნაა, მინდა იმ მომავლის ნაწილი ვიყო რომელსაც გეგმავ -მაცდური წინადადებაა რომელზე უარის თქმაც არ შემიძლია -მაშინ დროა სტუმრებთან წარგადგინო-ნოა კეტრინს წინ გაუძღვა და სტუმრების ყურადღება ითხოვა-ძვირფასო სტუმრებო ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩრდილის სამყაროს დედოფალი ეკატერინა ბლეიქი-სტუმრები ტაშითა და სიხარულით შეეგებნენ კეტრინს და ის დიდი ხნის შემდეგ თავს სახლში გრძნობდა -ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, თქვენთვის მადლობა ბევრი რამის გამო მაქვს გადასახდელი თქვენ მე მენდეთ უცხოს და წინამძღოლად ამირჩიეთ და ვფიცავ საკუთარ სიცოცხლეს იმედს არ გაგაიცრუებთ, ეს ახალი დასაწყისი იქნება ყველა ჩვენგანისთვის მშვიდობისა და ჰარმონიის ერა. ახლა კი გთხოვთ ისიამოვნეთ საღამოთი კეტრინი სტუმრებს შეერია, მათ შორის თავს უცხოდ აღარ გრძნობდა გარშემო მყოფებისგან დიდი სითბო და კიდევ უფრო დიდი პატივისცემა მოდიოდა. მოულოდნელად ხელზე შეხება იგრძნო და ოთახის ცენტრისკენ წავიდა, ოთახში წყნარი მუსიკის ჰანგები ისმოდა -ისევ შევხვდით ბლეიქის ქალიშვილო, თუ ახლა დედოფალი უნდა გიწოდო -მისტერ ანდერსონ თქვენ მოხვედით -შენ ჩემზე რასაც არ უნდა ფიქრობდე ეს ქალაქი ჩემი სახლიცაა და მინდა სიმშვიდემ დაისადგუროს -შესანიშნავი არჩევანია -იმედია სიტყვას არ გადახვალ კუდიანო -მე ეკატერინე ბელეიქი ჩრდილის სამყაროს არჩეული დედოფალი სიტყვას გაძლევ რომ ამ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ჩემს მარცხნივ იჯდები მაგიდასთან როგორც ჩემი საიმედო მრჩეველი -მე კი მაიკლ ანდერსონი სიტყვას გაძლევ გამოგყვები ყველგან და სიცოცხლეს შემოგწირავ მანამ სანამ ამ ქალაქისთვის კარგი გენდომება -არ მინდა ეს უბრალოდ სიტყვები იყოს, პირობები ყოველთვის ირღვეოდა ყველაფრის მიუხედავად -მაშინ სხვა რაიმეს გთავაზობ -მაინც რას? -გაუტეხელ ფიცს მხარე რომელიც მას დაარღვევს ტანჯვით მოკვდება -მომწონს ყველაფერი ან არაფერი -დამდე პატივი და შელოცვა წარმოთქვი ასე დაიდო გაუტეხელი კავშირი მოსისხლე მტრებს შორის, ეს იყო ახალი დასაწყისი რომელსაც მშვიდობა უნდა მოეტანა, მშვიდობა რომელიც დიდი ხანია არ უნახავს სალემს. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.