სისხლიანი ძალაუფლება(6)
თავი 6 კეტრინს ერთი სული ჰქონდა როდის მიიყვანდა დაწყებულ საქმეს ბოლომდე, უნდოდა ყველაფერი სწრაფად გაეკეთებინა რათა კვლავ შეხვედროდა სიბილს და მისგან მომავალ ბრძოლაზე მიეღო იმფორმაცია. თუმცა ყველაფრის დასრულება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო. -მოხუცო მითხარი რა გჭირდება რიტუალისთვის -პირველ რიგში ცოტაოდენი მოთმინება პატარა ჩიტო -დიდი ხანია ვითმენ მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავუსვა ყველაფერს წერტილი -ეს შოპინგზე წასვლა ხომ არ გგონია გოგონი, ეს უძველესი რიტუალია რომლისთვისაც ფიზიკურად და სულიერად უნდა იყო მზად, ერთი არასწორი ნაბიჯი და მკვდარი ხარ -მიჭირს ამის თქმა მაგრამ კუდიანს ვეთანხმები კეტ, ეს ძალიან საშიშია ყველაფერში კარგად უნდა გავერკვეთ -ნოა ვიცი რომ ჩემზე ღელავ მაგრამ უნდა მენდო -მე შენ გენდობი კეტ მაგრამ ნუ მთხოვ იმ ძალას ვენდო რომელმაც სიბილი მოწამლა -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, სიბილი ძალას არ მოუწამლავს -შენ რა იცი მაგის შესახებ? -თავად მითხრა. როცა ყველაფერი დამთავრდებ დელატურად მოგიყვები ჩემი და სიბილის შეხვედრაზე, მაგრამ ახლა გეგმას უნდა მივყვეთ -რომელ გეგმას კეტ? -მე და მოხუცი რიტუალს ჩავატარებთ, ყველაფრის დასრულების შემდეგ მინდა რომ შენ სალემის ჩრდილის სამყარო ჩემს სახლში მოიყვანო, კლანების ლიდერებს უნდა შევხვდე და მოვუყვე მომავალ საფრთხეზე -დამცინი კეტ?! გინდა საუკუნოვანი მტრები ერთ ჭერ ქვეშ ერთ მაგიდასთ შეკრიბო? -გეგმა ასეთია -ჩემთვის მტკივნეულია ამის თქმა მაგრამ ვაპირს ვეთანხმები, კარგად მომისმინე პატარა ჩიტო ვიცი რომ ახლა ყველაფერს იმედის თვალით ხედავ მაგრამ ეს ხალხი წლებია ერთმანეთის სისხლს ღვრის და არა მგონია აზრი შენს გამო შეიცვალონ -ვიცი მესმის რასაც ამბობთ მაგრამ რაღაც უნდა მოვიმოქმედო, მათ ცალ-ცალკე ვერ დავიცავ ისინი უნდა გაერთიანდნენ როგორც საუკუნეების წინ -ეს აუხდენელ ოცნებასავით ჟღერს პატარა ჩიტო -ორივემ მომისმინეთ თქვენ ჩემს მხარეს უნდა იყოთ. ნოა შენ კლანის ლიდერი ხარ შენ ისინი უნდათ თუ არა პატივს გცემენ მინდა რომ შენი რეპუტაცია გამოიყენო და ისინი შეკრიბო დანარჩენს მე მივხედავ -რატომ გგონია რომ ისინი მოგისმენენ? კეტ შენ წლების წინ გაქრი სალემიდან და ახლა ამ ხალხისთვის უცხო ადამიანი ხარ ისინი კი უცხოებს არ ენდობიან -როცა ჩემს ძალებს მივიღებ მოხუცი კრებას ყველაფერს მოუყვება და დაამოწმებს რომ მე სიბილის მემკვიდრე ვარ, სხვა თუ არაფერი ეს ფაქტი მათ ჩემს მოსმენას აიძულებს. -კარგი მაშინ დავიწყოთ კეტრინმა ნოა გააცილა და სახლში დაბრუნდა, მოხუცს უკვე მომზადებული ჰქონდა უამრავი ძველი წიგნი, რომელიც კეტრინს მანამ უნდა შეესწავლა სანამ რიტუალს ჩაატარებდნენ. კეტრინის გეგმა ეშმაკთან ცეკვას გავდა, წინასწარ ვერავინ ივარაუდებდა რიტუალის შედეგებს, არსებობდა შანსი იმისა რომ ძალებს ვერ მიიღებდა რადგან ჯადოქრად დაბადების მიუხედავად მას თვრამეტი წელი კავშირი გაწყვეტილი ჰონდა წინაპრებთან. სიბილთან მისი კავშირის მიუხედავად მისმა სხვა წინაპრებმაც უნდა მიიღონ ის რათა წვდომა ქონდეს იმ მაგიაზე რომელსაც წინაპრების სულები კვებავენ. წინაპრებთან კავშირის გარეშე სიბილის ძალას ახლოსაც ვერ გაეკარებოდა. სწორედ ამიტომ მოხუცი მას ასწავლიდა ყველაფერს ისტოიიდან დაწყებული მაგიით დამთავრებული. კეტრინამ არ იცოდა ეს რამდენ დროს წაიღებდა თუმცა მოთმინება უნდა გამოეჩინა სიბილი მას წლები ელოდა ახლა მისი ჯერი იყო. ნოას არ მოსწონდა კეტრინის გეგმა თუმცა ხვდებოდა მისი ჩანაფიქრის სისწორეს, ერთიანობა აი რა გადაარჩენდა ჩრდილის სამყაროს თუმცა, საკითხავი ის იყო თავად თუ დაიანახავდნენ ხსნას ამ გაერთიანებაში. ნოამ გადაწყვიტა პირველ რიგში კეტრინის ოჯახს გასაუბრებოდა რადგან მათი მხარდაჭერა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. -აქ რამ მოგიყვანა მისტერ ჰარის? -დროა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ელისნ ბლეიქ -შენთან სალაპარაკო რა მაქვს, შენ აურიე ტვინი იმ ერთადერთს რაც ჩემი შვილისგან დამრჩა -მე მას მხოლოდ სიმართლის გარკვევაში ვეხმარები. ახლა კი თუ კეტრინი შენთვის ძვირფასია მომისმენ -შიგნით შევიდეთ-ელისონი სტუმარს კაბინეტისკენ გაუძღვა. რამდენიმე წუთი ასე ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ ის ორი ადამიანი რომელმაც ერთმანეთის მოკვლა არა ერთხელს სცადა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო-გისმენ ნოა თქვი რისთვის მოხვედი -იცი ის შენ გგავს მოთმინებით არც ერთი გამოირჩევით -საქმეზე გადადი სად არის ჩემი შვილიშვილი -ის ტყის სახლშია მოხუც კუდიანთან ერთად -შენ სულ გააფრინე იქ მარტო როგორ დატოვე ის მოხუცი შეშლილი ვინ იცის რას დაუშავებს -ის მას ეხმარება და შენც ასე უნდა მოიქცე -რას ბოდავ ნოა რას აკეთებს კეტრინი -ის სიბილს შეხვდა მეორე მხარეს, მას გეგმა აქვს როგორ დაასრულოს ეს სისხლიანი დაპირისპირება და ჩენ მის გვერდით უნდა დავდგეთ -რის გაკეთებას ცდილობს? -უნდა რომ ჩრდილის სამყარო გააერთიანოს რათა მათი დაცვა შეძლოს -ეს შეუძლებელია ისინი მას არ მოუსმენენ თუ ის ვერ დაამტკიცებს რომ სიბილის მემკვიდრეა -ის ამას შეძლებს, მე და შენ კი ჩრდილის სამყაროს ერთ მაგიდასთან უნდა მოვუყაროთ თავი -მისმინე ნოა შენ იცი რა ხდება როცა ეს ხალხი ერთ მაგიდასთან ხვდება. ვიღაც დაშავდება და შეიძლება ის კეტრინი იყოს -ვიცი რომ მისი დაცვა გინდა ელისონ მაგრამ ეს მისი ბედისწერა, ის უნდა გაუძღვეს ჩრდილი სამყაროს თუ არა და ყველა დავიხოცებით -კარგი მე დაგეხმარები მაგრამ შენ პირობა უნდა მომცე რომ მას დაიცავ, იმის მიუხედავადც კი თუ შენი ხალხის წინააღმდეგ მოგიწევს წასვლა -სიტყვას გაძლევ. ასე დაიდო შეთანხმება ვამპირსა და ჯადოქარს შორის პირველად საუკუნეების შემდეგ, ეს ყველაფერი ახალი ერის დასაწყის გავდა, მაგრამ ახლა მთავარი ის იყო შეძლებდა თუ არა კეტრინი საქმის ბოლომდე მიყვანას. კეტრინის სწავლება ორ კვირას კვირას გაგრძელდა, უკვე ყველაფერი მზად იყო, სულ ცოტა დრო რჩებოდა ყველაფრის დასრულებამდე -პატარა ჩიტო როცა ამ ყველაფერს დავიწყებთ მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება ამიტომ კიდევ გკითხავ მზად ხარ ამისთვის? -კი მზად ვარ ისე როგორც არასდროს. -კარგი ეს ნაყენი დალიე და ამ წრეშეი დაჯექი, ნაყენის მოქმედებას როგორც კი იგრძნობ შელოცვა წარმოთქვი, ყველაფერი თანმიმდევრობით და ზუსტად არ გვჭირდება ზედმეტი პრობლემები. -გასაგებია დავლიო, სიტყვები წარმოვთქვა და ბუმ მე წყეული ჯადოქარი ვიქნები -მეტი სერიოზულობა გამოიჩინე პატარა ჩიტო შეიძლება ამან მოგკლას კეტრინმა მოხუცის მითითებები ზუსტად შეასრულა და შელოცვის წარმოთქმის შემდეგ სალემის სასაფლაოზე აღმოჩნდა, სადაც შესასვლელში სიბილი ელოდა -მეგონა არ მოხვიდოდი -მე აქ ვარ სიბილ ახლა რა უნდა მოხდეს -მე წარგადგენ ჩვენს წინაპრებთან, ისინი დაგლოცავენ და მიიღებ ძალას რომელიც სალემის მიწიდან წამოსული ჯადოქრობით იკვებება -და თუ წინაპრები არ მიმიღებენ -ისინი მიგიღებენ, დაინახავენ იმ სიკეთესა და სუფთა გულს რომელსაც მე ვხედავ -მაშინ დავიწყოთ-სიბილი წინ გაუძღვა კეტრინს, გარშემო სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული, თუმცა კეტრინი ვიღაცის თანდასწრებას გრძნობდა, ენერგიას რომელიც მის გარშემო იყრიდა თავს. სიბილი აკლდამის წინ შეჩერდა რაღაც სიტყვები წარმოთქვა და სიბნელიდან სულები იხმო. ისინი კეტრინის გარშემო შეგროვდნენ და მდუმარედ აკვირდებოდნენ გოგონას. -სალემის დაღუპულო ჯადოქრებო მე მემკვიდრე მოგიყვანეთ, მოგიყვანეთ დაპირებული სუფთა გული რომელიც ყველა ჩვენგანის დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს -რატომ გგონია რომ შეძლებს, ერთ დროს შენც სუფთა გული გქონდა სიბილ მაგრამ ამ ჯოჯოხეთში ჩაგვითრიე-გაისმა მჭექარე ხმა, კეტრინიი ვერ ხვდებოდა ვინ საუბრობდა -თავად განსაჯეთ, მას არ გამოუვლია ისეთი ტკივილი როგორც მე ის ნამდვილი სიყვარულის ნაყოფია, სიმამაცე ჩქეფს მის ძარღვებში -ამას ჩვენ გავარკვევთ ჩვენებურად-კეტრინი გაუნძრევლად იდგა ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ეშინოდა რომ ყველაფერს გააფუჭებდა -სანამ მასზე უარს იტყვით და ზურგს შეაქცევთ ნება მომეცით მისი განვლილი ცხოვრება გაჩვენოთ-სიბილმა კვლავ რაღაც სიტყვები წარმოთქვა და კეტრინის წარსულმა ფილმის კადრებით ჩაიქროლა, კეტრინს გული ატკინა წარსულის გახსენებამ ნორმალური ცხოვრების არ არსებობამ დაუმძიმა სული, თუმცა ახლა სხვა უფრო მნიიშვნელოვანი საფიქრალი ქონდა -სიბილ ჩვენ ვყოყმანობთ ამ სახემ ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი სიმშვიდე ისევ იგივეს ვერ დავუშვებთ -მე თქვენ არ გიცნობთ-კეტრინმა სიჩუმე დაარღვია-არ ვიცი ვინ ხართ, თუმცა არც თქვენ მიცნობთ მე, როგორც სიბილმა გაჩვენათ სულ ცოტა ხნის წინ უბრალო გოგო ვიყავი რომელმაც სალემის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ახლა ვგრძნობ რომ თუ არაფერს გავაკეთბ ყველაფერი დაინგრევა. მე ვერ მიგითითებთ თუ რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ თქვენი დახმარებით ან მის გარეშე მე მაინც ვეცდები გადავარჩინო უდანაშაულო სამყარო რომელსაც არავინ ეხმარება. ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები ორივე მხარეს მაგრამ დროა სწორი მიმართულებით ერთად გავაგრძელოთ გზა, მე მჭირდება ეს ძალა არა ბატონობისთვის არამედ ხალხის გასაერთიანებლად -ეკატერინა ბლეიქ შენ სიტყვებიდან ჩანს შენი სიმამაცე და მართალი სული, ჩვენ დაგლოცავთ და დაგეხმარებით მაგრამ თუ გზიდან გადაუხვევ ვიზრუნებთ რომ მარადისობა უკუნით სიბნელეში და მარტოობაში გაატარაო კეტრინის შეუპოვრობამ დაარწმუნა წინაპრები ის მიეცათ რასაც კანონით იმსახურებდა, თუმცა მთავარი ბრძოლა წინ იყო. შეძლებდა ჩრდილის სამყაროს გაერთიანებას, ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა ნოას მიერ მოწყობილ კრებაზე მისვლა და ამ ხალხისთვის იმ ძალის ჩვენება რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.