შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქები მანდარინებზე {სრულად}


3-01-2023, 23:04
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 16 092

გრინჩი მე გილოცავთ ახალ წელს
პირველი საახალწლო ისტორიაა
რამდენიმე საათში დავწერე და არ ვიცი რა გამოვიდა
აფსურდულია და მხოლოდ გართობისთვის დაიწერა
იმედია გაგაღიმებთ ერთხელ მაინც
ფერად 2023 წელს გისურვებთ

.................

_ხომ დამპირდი გადავცვლი მორიგეობებს და თხუთმეტამდე შენთან ვიქნებიო
_ბებოკო ნუ იცი ხოლმე ასე ... შენც ხომ მუშაობდი და გამიგე , ნუ მებუტები
_მე სულ არ ვმუშაობდი . გეუბნებოდი მასწავლებლობა ქალისთვის იდეალური პროფესიაათქო თანაც ახლა, როცა ხელფასებიც მშვენიერია. დასვენების დრო მასწავლებელს რომ აქვს ვის აქვს ერთი იმდენი. უკეთილშობილესი საქმეა, მომავალ თაობებს აღზრდი
_ბებოო ხომ ვასწავლი ქიმიას ბავშვებს
_ოო ეგ კერძო მომზადებები არ დაგეკარგოს სადმე. სკოლა სულ სხვაა , ეჰ როგორ მენატრება
_რატომ გახვედი პენსიაზე, შესანიშნავად გაართმევდი თავს
_დასვენების დრო იყო და იმიტომ. ვეღარ ავუწყვე ფეხი ახალგაზრდებს... იმას არავის ვათქმევინებდი თინიკო მანამ არ წავიდა სანამ პირდაპირ კუბოთი არ წაიყვანეს გაკვეთილიდანო
_ოოჰ ბებიკოო როგორ აჭარბებ
_ბოლოს და ბოლოს მოდიხარ ამ ახალ წელს თუ არა
_მოვდივარ , მაგრამ რამდენი დღე დავრჩები არ ვიცი... რა წამოგიღო მომწერე კარგი?
_ვაისს გამოგიგზავნი...ბევრი რამე მინდა _ ბავშვივით იყო , მიზანს რომ მიაღწევდა გამომეტყველება მთლიანად ეცვლებოდა
_ვოისი ბებოო
_ვისწავლი ინგლისურსაც დამაცა ... ახლა მაინც მაქვს დრო . მომიტანე ლექსიკონი ანდაც იუთუბში ვნახავ ვიდეო გაკვეთილებს...ლალიკომ გერმანული ხომ იცის და ბევრი რამე ჰგავსო.ერთად ვისწავლით
_ლალიკო დაგიბრუნდა?
_ერთი თვეა უკვე ... რომ ჩამოხვალ გეჭორავები კიდევ იმდენი რამ მოხდა _სათვალე ჰქონდა მორგებული თხელ ცხვირზე და ლეპტოპის წინ იჯდა _ კომში ვიყიდე, კომპოტს ვაკეთებ. წავედი თორემ აფეთქდა ქილები . მოგწერ რაც მინდა , რომ ჩამოიტანო
_კარგიი ბებო, გკოცნიი
_მეც გკოცნი ბებოს სიხარულო - ტელეფონის ეკრანს უყურებდა ლიფტში რომ შევიდა და გულაჩქარებულმა ამოისუნთქა . ღიმილი ვერ შეიკავა ზურგს უკან მდგომმა სანტა კლაუსმა წვერისა და ქუდის გასწორება რომ დაიწყო. თვალში მალევე მოხვდა უზარმაზარი ტომარა ,რომელიც იატაკზე იდო, დიდ სივრცეს იკავებდა რის გამოც კაცი უფრო ახლოს აღმოჩნდა ვიდრე უნდა ყოფილიყო- დაეშვნენ უკვე ირმები ლაპლანდიიდან- ბავშვური სიანცით ჰკითხა ჭრელთვალება ბიჭს , რატომღაც დადებითად განეწყო ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რეალურად ვინ იყო ნიღაბს მიღმა
-დემოგრაფიული მაჩვენებლის გამო დროში რომ ჩავეტიო დღეს ვიწყებ საჩუქრების დარიგებას- ჩაახველა და შემდეგ დაიწყო საუბარი,თითქოს განგებ იცვლიდა ხმას .
-კორპუსებში ლიფტით გადაადგილდებით არა? მიუხედავად იმისა,რომ ღიპი არ გაქვთ- თვალს არ აშორებდა და ისე აკვირდებოდა თითქოს ვერ ხვდებოდა ამ უკანასკნელს რაღაც რომ აწუხებდა. ხან ქუდს ისწორებდა, ხანაც წვერს
-ამ სადარბაზოში ბევრი ბავშვი ცხოვრობს?
- მე სტუმრად ვიყავი და ვერ გეტყვით ...კარისკაცს უნდა ჰკითხო - იცინოდა სანამ უცნაური ხმაური არ გაისმა , ლიფტმა მოძრაობა შეწყვიტა, წონასწორობადაკარგული ტომარს წამოედო , ბიჭს მიეჯახა და ორივე ერთად კედელს აეკრო - ღმერთო
-ჯანდაბა - ბიჭი გაუაზრებლად ხვევდა ხელებს სხეულზე მიკრულ გოგოს და ჩაბნელებულ სივრცეში მბჟუტავ ნათებას უყურებდა- ისევ ვერ გააკეთეს , უცოდინრების ხროვა - ბურტყუნებდა და სწორად დადგომას ცდილობდა
-იმედია არ ჩავვარდებით ხომ?
-კლაუსტროფობია ხომ აღარ გაქვს ?-ჭრელი თვალები მოულოდნელად გაუფართოვდა და ისე დახედა გოგოს გადაფითრებულ სახეს
-აღარ?
-უფრო სწორად ,მინდოდა მეთქვა ხომ არ გაქვთ-თქო
-მთავარია არ ჩავვარდეთ . ხელს თუ გამიშვებთ ვეცდები სწორად დავდგე და აღარ შეგაწუხოთ - რომ გაიაზრა უცნობ ნიღბიან კაცთან ერთად იყო გაჭედილი მეტალის კედლებს შორის ერთად ამოუტივტივდა გონებაში საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული ყველა დანაშაული რომელიც ლიფტში მომხდარა . დენდარტყმულივით გახტა უკან, ვისღა ახსოვდა კლაუსტროფობია და უჰაერობა - საერთოდ თუ არ შემეხებით დამავალებთ ...
-ასეთი დამფრთხალი ნუ მიყურებ , მანიაკი თოვლის ბაბუა არ ვარ და ტომარაში ნაქურდალი არ მიწყვია- წამში მიუხვდა შიშის ახალ მიზეზს- დავრეკავ კარისკაცთან და რამეს გააკეთებს. ყიდვის დროს ახალ კორპუსს უპირატესობა მივანიჭე და აჰაა, ესეც კომფორტი - ბურდღუნებდა წარბებშეკრული დაჰყურებდა მობილურს და ნომერს ეძებდა - სად წავიდა , არადა მახსოვს ჩავიწერე
-არადა ყველაფერი ფილმის სცენარივით მიდიოდა, მობილურები არ უნდა იჭერდეს წესით...აი ჩემი გაითიშა , დამუხტვა სჭირდება
-ჩემსას არაფერი სჭირს , რომანტიკულ-კომედიაში არ ვართ - ჩაიქირქილა და წამით ახედა მოპირდაპირე კედელს აყუდებულ გოგონას- ბონდო ხართ?
-ხო , მე ვაარ თქვენ ვინ ბრძანდებით?
-კორპუსის მეთხუთმეტე სართულის მცხოვრები
-რომელი კორპუსის , სად რეკავთ თქვენ?
-კორპუსის კარისკაცთან , თავმჯდომაარესთან თუ რაც გქვიათ
-აა უი ბონდო გინდაა შენა? ბონდოს ტელეფონი დარჩა ჩემთან ძმაო ... მოვა აგერ 5-10 წუთში , მაღაზიაში გაიქცა
-თქვენ რა შენობაში არ ხართ?
-რომელ შენობაში უნდა ვიყოთ?
-იქ სადაც მუშაობს ბონდო
-ააა, მანდა? მანდა არავართ . ჩვენა გასულები ვართ, ძმაკაცს ბიჭი შეეძინა და აგერ შამპანურებსა ვასხავთ. ახალი წლის სასწაულია პირდაპირ , 5 გოგო ჰყავდა, ამაზეც გოგოაო ამბობდნენ და ბიჭი არ გამოვიდა? აზრზე ხარ შენა რა სასწაულია?
-ყველა ბავშვს ეგ ჩავაფიქრებინე და მაგან იმოქმედა მემგონი. ახალ წელს გაუმარჯოს და ჩემს ბიჭს - შორიდან მოდიოდა უცნობის შეძახილები
-გილოცავთ, გაიხარეთ - თვალები დახუჭა, ისე ცხელოდა როგორ არ ღრიალებდა უკვირდა. ქუდი მოიშორა და ტომარზე დააგდო, წვერის მოხსნასაც აპირებდა გოგონას დაჟინებული მზერა რომ იგრძნო და პირდაპირ წელზე შემორტყმულ ქამარს დასწვდა - ბონდო მალე მოვა? ძმურად მითხარი აბა
-სიმართლე რომ გითხრა ძმაო, ეგ ისეთი მთვრალია რომც მოვა დღეს არაფრის გამკეთებელი არაა. გაგვიგე, ახალი წელია, აგერ ამხელა სიხარული გვაქვს ბიჭებს
-მესმის , მესმის აბა რა - წითელი მოსაცმელი მოიშორა და მაისურისამარა დარჩა . სიბრაზემ კიდევ უფრო მოუმატა ტემპერატურა, კანი სულ მთლად დაცვარული ჰქონდა
-გაიხარე ძმაო, სულ დალოცვილი იყავი. მრავალ ახალ წლებს დაესწარი
-დავესწრები აბა რა, თუ გავაღწიე აქედან- თავად გაუთიშა და ისე მოუჭირა მობილურს გატყდომამდე ცოტა დააკლდა
-ახლა რა უნდა ვქნათ? ხმაც არ შემოდის, ძველი ლიფტი მაინც იყოს კარებები მარტივად ეხსნება აქ კი ისეთი სიცხეა , ხმასაც ვერავის ვაწვდით
-სამაგიეროდ სარკეები აქვს არაჩვეულებრივი, სელფის გადასაღებად ზედგამოჭრილი- გოგოს წაკბინა, რომელიც საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა
-იცით მე ვიცი სანტა,რომ არ არსებობს და შეგიძლიათ მოიხსნათ მაგ შავ წვერზე დამაგრებული გაქუცული თეთრი წვერი , ასე უფრო გაგრილდებით
-სჯობს ყველამ ჩვენს სიმხურვალეს მივხედოთ ... გარეთ ყინავს სხვათაშორის - გოგოს მანტოს გახდა მოესწრო და შინდისფერი ტანზეგამოყვანილი კაბით იდგა მის წინ . ნაჭერი ისე ჰქონდა სხეულზე შემოხვეული ყველა კონტურს უსვამდა ხაზს, მკერდთან ოთხკუთხედი ჭრილიც ამშვენებდა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი ფეხებს კიდევ უფრო გრძელსა და ლამაზს აჩენდა
-ჩემს თვალიერებას იქნებ სჯობდეს მოიფიქროთ რამე
-კლაუსტროფობია რომ გაწუხებდა უფრო მალე გავდიოდით ლიფტიდან და ახლა კივილიც გეზარება - ჩუმად თქვა,მაგრამ თათამ მშვენივრად გაიგო
-უკაცრავად რამე მითხარით?
-არა,უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ
-112-ში დავრეკოთ
-ისეთი დროა ლიფტსაც არავინ იძახებს, გამთენიისას სად მიდიოდით ან სად იყავით . იცის ეგ თქვენმა ბებომ?
-თქვენ მისმენდით კიდეც?
-რას ნიშნავს გისმენდით, ისეთ ხმაზე საუბრობდით მესმოდა ... მეგობართან ვიყავიო თავად მითხარით
-სამსახურში ვიგვიანებ - სახესთან ხელს ინიავებდა და ჰაერის ჩასუნთქვას ცდილობდა
-რაც უფრო ღრმად ისუნთქებ უფრო გაგიჭირდება სუნთქვა. დამშვიდდი - ხელის შეხება სცადა ,მაგრამ ქალი ისე შეკრთა გაჩერდა- ჯანდაბა ,ესღა მაკლდა ჩემი გეშინოდეს - თვალები აატრიალა, თავზე ხელი გადაისვა და ტომრისაკენ გაიხედა - ხატვის რვეული უნდა იყოს აქ ,ვიპოვნი და მოგცემ
-მერე ბავშვი ხომ დარჩება რვეულის გარეშე
-რამდენიმე ვუყიდე , არ იღელვო - შეფუთული ყუთები ჩანდა , იმაზე ბევრი რამ იდო ვიდრე გარედან ჩანდა.
-იქნებ მოვიქცეთ სტანდარტულად და ვინმეს შველა ვთხოვოთ
-ეგ ენერგიის ფუჭი ხარჯვაა, დავიჯერო ჯერ არ გაჭედილხარ ლიფტში?-ქვემოდან ამოხედა და მერე რვეული მიაწოდა
-ეგრე მარაოს ფუნქცია მორგებული რვეულის ქნევაც გამომაცლის ენერგიას
-მომეცი ,თუ რა თქმა უნდა ახლოს მომიშვებ- წარბები მაღლა აზიდა და პასუხამდე გამოართვა დისნეის პრინცესებით მოხატული სახატავი . გოგოს გვერდით დადგა ისე რომ მონაბერი ჰაერი თავადაც მოხვედროდა . მხრით ეხებოდნენ ერთმანეთს და ესეც კი წვავდათ. ბიჭის დაძარღვულ მკლავზე გაუშეშდა მზერა, შემდეგ მხრებისკენ გადაინაცვლა , მაისურის ბოლოებსაც დასწვდა ეს უკანასკნელი და წამში წელს ზემოთ შიშველი იდგა.
-აკი არ ვაპირებდით მოვლენების ფილმის სიუჟეტივით განვითარებას? -გაუაზრებლად დასცდა სიტყვები და ინსტიქტურად დაისველა გამშრალი ტუჩები - მოიფიქრე რამე თორემ უჰაერობისგან დავიხოცებით
-მოვიდა სიშიშვლე და დაგეწყო ისტერიკაც. იქნებ მაშინაც კლაუსტროფობია კი არა ჩემი სიახლოვე გაფრთხობდა -ისევ ჩუმად ლაპარაკობდა, გოგოსთავი გვერდზე ჰქონდა შებრუნებული და ისე იქცეოდა თითქოს მის საუბარს ვერ იგებდა. უკვე ზუსტად იცოდა გვერდით ვინც ჰყავდა ,ვერ ხვდებოდა ამ დამთხვევას როგორი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა სიცილი დაეწყო თუ კივილი . ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას, უნდოდა პირში მიეხალა ეგ წვერი ტყუილად გიკეთია მაინც ვიცი ვინ ხარ, ყველგან ყოველთვის გიცნობ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოო.
-ლიფტში ბოლოს რომ გავიჭედე გვერდით ნახევრად შიშველი ათლეტი არ მყოლია, მითუმეტეს სანტას ფორმაში ... მაშინ აშკარად უფრო გამიმართლა , მას იდეალური ფორმები არა ,მაგრამ გონების სისხარტე ჰქონდა და ისტერიკაში მყოფიც დამამშვიდა კარის გაღების პარალელურად
-მე არ ვიცი ჩემს გონებას რას უწუნებ,მაგრამ არამგონია მაშინაც ასეთ ლიფტში ყოფილიყავით და ის ხისკარიანი ძველისძველი ყუთები კი უფრო მარტივად იღება, ჰაერიც შემოდის ...
-აქაც იქნება სადმე ხუფი
-აი ისევ, ფილმების გავლენა . ახლა ხელში უნდა აგიყვანო, მხარზე დაგისვა და შენ ჭერს მისწვდე , გაწყობს? - მაცდური მზერა გაუსწორა და ხელიც შეუცურა წელზე
-ხელები აკონტროლე თუ არ გინდა აქედან გასულმა საჩივარი დავწერო- მკლავზე დაარტყა და რვეულიც გამოგლიჯა- თუ არ იყენებ მე მომეცი ,შენგან განსხვავებით გაშიშვლებას ვერ ვახერხებ
-ასე თუ წუხარ მე პრობლემა არ მაქვს, შეგიძლია გაიხადო ეგ კაბა - მზერა მთელს სხეულს მოავლო და ბოლოს მიაღწია თვალებამდე- რომელი საათია, დღეს ყველა უსაქმურია დავიჯერო? -ტელეფონის ეკრანს დახედა და თვალები აატრიალა- მეც ვიგვიანებ. დავრეკოთ 112-ში ,მოვა სამაშველო და გამოგვიყვანს - ამოიხვნეშა , თამაშის დასრულების დრო იყო . ციფრები აკრიბა,მაგრამ სანამ დარეკავდა მობილური გაითიშა- ამის დედაც ფანარი არ უნდა ჩამერთო - სრულ სიბნელეში დარჩენილი ამჯერად თავად გაიჭედა , ზედმეტად დიდი ნაბიჯი გადადგა და გოგონასკენ დაეშვა ინერციით - გეგმა ბე ჩაფლავდა, რა უნდა ვქნათ? - ხელისგულები კედელს მიაბჯინა და მოშორება არც უცდია, შიგადაშიგ ანათებდა ლიფტის ჭერში არსებული ნათურები
-მანდარინი მინდა... მანდარინი არ გაქვს მაგ ხურჯინში?- ჯერ თავის ჩანთაში ჩაიხედა რომელიც პატარა იყო ,მაგრამ მაინც ერთ-ორ მანდარინს ატევდა -აღარ მაქვს,ღორმუცელა ნინამ შემიჭამა , მოვკლავ
-ნერვოზს ტკბილეულით შველის ყველა ქალი და შენ რატომ იმართებ ბოტკინს ყველა ახალ წელს- ჩუმად თქვა და ტომარაში ქექვა დაიწყო - აიი ვიპოვე
-გამიფრცქვენით ბარემ
- შილაკიანი ფრჩხილები უფრო მარტივად არ გაფრცქვნის?
-შენც გაქვს მანიკური გაკეთებული, ნათვლად ვხედავ
-ვხედავ,როოგორც აკვირდებით ჩემს თითებს
-გამიფრცქვნით სანტა მანდარინს თუ არა,მე მთელი წელი კარგად ვიქცეოდი
-დარწმუნებული ხართ ?
-ზრდასრული ქალის ნორმებს თუ შევადარებთ , დიახ დარწმუნებული ვარ
-ზრდასრულ ქალად თუ მიიჩნევთ თავს სანტასგან საჩუქარი სულ არ გეკუთვნით
-მომეცით , თავად გავფრცქვნი - გამორთმევა უნდოდა, მაგრამ ბიჭმა ხელი მაღლა ასწია და მალევე მიაწოდა პირველი რამდენიმე ლებანი - თეთრებს მე მოვაშორებ
-არც ვაპირებდი - თავადაც მიირთვა და მეორეს გაფრცქვნაც დაიწყო - რა ვქნათ ახლა? მანდარინის მარაგის გამოლევამდე ასე ვიჯდეთ?? - რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა
-ვიყვიროთ, კედელზე ვაბრახუნოთ ხელები და მერე ძალაგამოცლილები დავჯდეთ იატაკზე -დავიწყებული სიახლოვით გაბრუებული ჩურჩულებდა, ინსტიქტურად მიაბჯინა ხელისგულები ბიჭის გულმკერდს და ხელისგულის ქვეშ იგრძნო აჩქარებული გულისცემა
-საახალწლო რომანტიკული კომედიისკენ იხრება ჩემი გონება - ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო, შემდეგ თავი დახარა და ცხელ სუნთქვას მფეთქავ არტერიაზე აფრქვევდა ქალის მთრთოლვარე სხეულს ასე ახლოს იქ ,იმ ვითარებაში ვერ წარმოიდგენდა, დღის გაგრძელება სულ სხვანაირად წარმოედგინა ,თავისივე გეგმები ერეოდა ,მაგრამ ტუჩები უკვე ეკვროდნენ მოღეღილ ყელს ,თითები კი სხეულზე შეხებას ითხოვდნენ და ძლივს აჩერებდა კედელზე მიბჯენილს
-ჩემი კი პოლიციის შენობაში მხედავს , ვჯდები და ვწერ განცხადებას უცნობი სანტას წინააღმდეგ- ლოყით ეხებოდა, ცოტაც და თავადაც აკოცებდა ,მაგრამ წლების ნაგროვებ ბრაზს ასე მარტივად ვერ მოერეოდა, შურისძიებას ვერ დაივიწყებდა,არჩეული გზიდან გადახვევას თავს არ აპატიებდა
-ეს ხართ ქალები, სიამოვნებას იღებთ და თან კმაყოფილებას არასდროს ამჟღავნებთ, ბრალდებებით მოძრაობთ მერე თავი დამნაშავეებად რომ გვაგრძნობინოთ და მთელი ცხოვრება ბოდიშები გვახდევინოთ
-როგორც სჩანს ვიღაცამ გაგანაწყენა და დიდი გულის ტკივილი გაქვს, რომელსაც უცნობ ქალს არ უნდა მეხებოდეს- ძლივს ხედავდა მოპირდაპირე მხარეს მყოფს . ეს სიცარიელე , მანძილი რომელიც მათ შორის იყო არ მოსწონდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-უცნობი ქალი, სანტა და გაშეშებული ლიფტი. შენ ხომ პოლიციის შენობას ხედავ აი მე კი ვხედავ როგორ ვყიდი ბინას და გადავდივარ კომუნისტების დროს აშენებულ ბინაში პირველ ან მეორე სართულზე - მოთმინება ამოეწურა, სანამ ყველაფერს დაანგრევდა ,მანძილს მეორედ გადაკვეთდდა და საკუთარ თავზე კონტროლს ბოლომდე დაკარგავდა უნდა ემოქმედა . სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ქალისგან შორს ყოფნა - გააღეთ ეს წყეული კარები , არავინ ხართ მანდ? - მუშტებს ურტყამდა კარს მანამ სანამ საიდანღაც ხმა არ შემოვიდა. გარედან გააღეს კარი,მაგრამ შუაში იყვნენ გაჩერებულები და მხოლოდ ჰაერი შევიდა იმ ეტაპისთვის
-ვინ ხართ მანდ? ვერ გხედავთ აქედან
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვართ... ორნი ვართ და თუ გამოგვიყვანთ დროულად დამავალებთ- მაისური გადაიცვა, წითელი მოსაცმელიც ჩაიცვა და ქამარიც კოხტად შეიკრა-ეს აღარ გჭირდება ბავშვი კი ელოდება -ხელიდან გამოსტაცა რვეული გოგოს და უკან დააბრუნა, ტომარს თავი შეუკრა, კართან დადგა და როგორც კი მაღლა ავიდნენ მაშინვე გავიდა. ვრცელ დერეფანში მიაბიჯებდა , თავზე ქუდს ირგებდა და ზურგზე მოგდებულ ტომარს ცალი ხელით იჭერდა . თათასკენ არ მოუხედავს, მინებიდან ხედავდა არეკლილ სილუეტებს , მასთან დღის შუქზე ყოფნა ნამდვილად არ აწყობდა, გაქცევა იყო იდეალური გამოსავალი
-კიდევ გადაიყრება ჩვენი გზები და მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა გაქცევა. შენ თუ არ შეგშალო და სამაგიერო არ გადაგიხადო ამ წლებისთვის მე არ ვიყო შენზე უგონოდ შეყვარებული სულელი ქალი !_ ხმამაღლა იმუქრებოდა და გაოგნებულ ხელოსნებს ზედაც არ უყურებდა- ცოტა ადრე რომ მოსულიყავით კარგი იქნებოდა, ლამის დამენგრა თვეების ნაშენები გეგმები , წვალება და წამება ჩამეყარა წყალში- თვალებანთებული მიუბრუნდა
-მგონი სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ , უჰაერობამ იცის ბოდვებიო-საშუალო ასაკის კაცმა შედარებით ახალგაზრდას გადაულაპარაკა მან კი მაშინვე მოქმედება დაიწყო
-ქალბატონო არ იღელვოთ, აქვე დაბრძანდით...სასწრაფო მოვა ჟანგბადს მოიტანენ და კარგად იქნებით
-ღმერთო წლის ბოლო ორ დღეში გინდა შემშალო ხომ? არ გეყო რასაც მიშვები ამდენი თვის განმავლობაში, ნეტავ დარჩენილ საათებში რას მიპირებ ჰა? - ხელი გაითავისუფლა, საკუთარ თავთან საუბარი განაგრძო და ფეხსაცმლის კაკუნით დაიძრა მინის კარისაკენ ისიც რომ გაიჭედა და არ გაიღო მერე უკვე კივილი დაიწყო - გავგიჟდებიიიიიიიიიი !
.....................
როგორღაც მიაღწია სამსახურამდე . სახლში ასვლა და ტანსაცმლის გამოცვლა ვერ მოახერხა, საყვარელი საუზმეს გამოტოვა და წაშლილი სახით შეაბიჯა აფთიაქში. გოგონებს მიესალმა, სასწრაფოდ მოიცვა ხალათი , თმა გაისწორა , სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო მზერა და სამუშაოს შეუდგა.
-აი ჩვენი ბიჭიც მოდის ... ღმერთო ახალ წელს ვინმე ასეთი გამომიგზავნე რა იქნება- დღის დასასრულს უახლოვდებოდნენ გვერდით მჯდომი გოგონა რომ აბუტბუტდდა . უკვე იცოდა ვინც უახლოვდებოდა, მაგრამ მაინც გახედა მინის კართან მდგომს, ღიმილიანი სახით აწ უკვე ჩვეულ ფორმაში რომ მიაბიჯებდა ყელიანი შავი ზედით, კუბოკრული მანტოთი და ფართო ღიმილით ახდენდა ეფექტს .
-საღამო მშვიდობისა მშვენიერებო
-გამარჯობა - გაბრაზდა, გაცოფდა მასთან რომ არ მივიდა და მეორე მხარეს გადაინაცვლა. მოსმენასაც ვეღარ ახერხებდა თავადაც გამოუჩნდა მომხმარებელი , ასაკიანი ბებო რომელიც ამღვრეული თვალებით ანგარიშობდა რამდენი აბის ყიდვას შეძლებდა იმ ფულით რაც წამლებისთვის ჰქონდა გადადებული . საერთოდ დაავიწყდა ბიჭის სიახლოვე, გულდამძიმებული ცდილობდა აეხსნა ფასდაკლება რომელ პრეპარატებზე მოქმედებდა და რეცეპტში აღნიშნული წამლების ფასს კარნახობდა
-გამარჯობა ბებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ... ეს კამფეტები ჩემი ბავშვობის საყვარელი ტკბილეულია და შეგიძლიათ ერთი ცალი რომ მომცეთ - ბიჭის ხმა რომ გაიგო მასზე გადაიტანა ყურადღება. ქალს მოღრუბლული სახე გაუნათდდა , გულიანად გააცინა ახალგაზრდას თხოვნამ . არც უფიქრია ისე გახსნა პარკი და მთელი მუჭი კანფეტები დაუყარა ხელისგულზე
-ჩემ შვილიშვილებსაც ძალიან უყვართ და მეც ისე მინდება ამ სიბერეში ბებო , ბავშვობაში ბრუნდებიან ბებრებიო რომ ამბობდნენ მართალი ყოფილა. აჰაა , ასე ტკბილ და გემრიელ ახალ წელს გისურვებ დახატულო ბიჭო
-ეგ ბევრია ბებო, ამდენი რად მინდა...მოდი გოგოებს დავურიგოთ მთელი დღეა მუშაობენ - ბოლოდან დაიწყო და ძლივს მიაღწია თათასთან - უიი შენთვის მხოლოდ ერთი დარჩა , მე და შენ გავიყოთ - თვალი ჩაუკრა და მერე ბარათი მიაწოდა- შოკოლადზე მერე მოვგვარდეთ, ახლა მაგ რეცეპტში რაც წერია ყველაფერი , მთელი თვის გვინდა მე და ბებოს
-რას ამბობ ბებო ... ასე როგორ შეიძლება. იცი მანდ რამდენი რამე წერია?
-მეც ერთი კანფეტი გითხარი,მაგრამ მთელი მუჭი მომეცი , უკან ხომ არ დამიბრუნებია . მეც არ მაწყენინო , კარგი? ახალი წელია - თათას თვალით ანიშნა მოიტანე წამლებიო და თავად ბებოს ესაუბრებოდა- რამდენი შვილიშვილი გყავს ბებო?
-ხუთი , მაგათ ენაცვალოთ ბებო. სამი გოგო ,ორიც ბიჭი ... მალე შვილთაშვილიც მეყოლება
-ასე ახალგაზრდას უკვე შვილთაშვილი? ყოჩაღ ბებო, აი მე კი ამხელა კაცი ვარ და ჯერ კიდევ არ მყავს ცოლი, ისეთი უშნო ხასიათის გოგო შემიყვარდა მისი დათანხმება მომაკლებს ცხოვრების 10 წელს
-რას ამბობ ბებიკო შენ უარს ვინ გეუბნება,ჭკუა არ აქვს თავში?
-სიყვარული ზოგს აჭკვიანებს ,ჭკვიანს კიდე ასულელებსო ხომ გაგიგია....ზუსტად ასე დაემართა მასაც
-გამოდის თქვენ იყავით სულელი და ახლა დაგიბრუნდა გონება? - თათას უკვე სავსე ჰქონდა პარკები , ჩეკიც ჩადო, ბარათი უკან დაუბრუნა -ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. გმადლობთ რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ აი ჩვენი ბარათიც , ბატონო დემნა თქვენ გერიცხებათ 2 000 ღიმილი და სამი გათამაშების ბილეთიც. აი იმ ყუთში უნდა ჩააგდოთ ეს ნაწილი, გათამაშება ხვალ 8 საათზე იქნება, გისურვებთ გამარჯვებას- დაზეპირებული ტექსტი ჩამოარაკრაკა, ბიჭს თვალს არ აშორებდა.
-დარწმუნებული ვარ იღბლიანი წლის დასასრული და ახლი დასაწყისი მექნება , გათამაშებაში გამარჯვების გარეშეც, თუმცა ვცდი მხოლოდ იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენი მშვენიერი ხელით მოწვდილი ბილეთი როგორ გაამართლებს - ჭრელი თვალების ციმციმი სულს უხუთავდა გოგონას - ახალ წლამდე გემშვიდობებით, მშვენიერებო- დანარჩენებსაც გადახედა შემდეგ კი ბებოს დალოცვას უსმენდა . კარიც გაუღო ქალს, ქუჩაშიც ერთხანს გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ,საუბრობდნენ უცებ გაჩერდნენ ბიჭმა ხელით ანიშნა და მანაც თათას გამოხედა დაწვრილებული თვალებით. გოგოს სიტყვები არ ესმოდა,მაგრამ ფაქტი იყო მასზე საუბრობდნენ.
-თაათუ , საჩუქრებს ვცვლით... არ მოხვალ? ყველანი ვართ უკვე. უცებ სანამ კიდევ შემოვა მომხმარებელი- გოგონები ნაძვისხესთან დალაგებულ საჩუქრებს იღებდნენ ის კი ისევ ბიჭს უყურებდა- აიი შენი სახელი აწერია ... ჩემიც ვიპოვნეე- გახარებულმა თქვა და ქაღალდის ყუთი მიაწოდა .
-მოდით ფოტო გადავიღოთ - იღიმოდა, ფოტოგენურობა ნამდვილად არ აკლდა . მცირე ფოტოსესიაც მოასწრეს, მორიგი მომხმარებელიც შევიდა და დაიშალნენ კიდეც. მისი მორიგეობის საათი უკვე დასრულებული იყო ამიტომაც სწრაფად მოემზადა წასასვლელად
-ბედნიერ წელს გისურვებთ ჩემო ოქროს გოგონებოო . მიყვარხაართ - საჩუქრის ყუთი ჩანთასთან ერთად დაიჭირა, ყველას აკოცა და თავადაც მიიღო მილოცვები. მანქანასთან იდგა უკვე, მაგრამ გასაღებს ვერ პოულობდა, მოუხელთებლობის დამსახურებით ყუთი დაუვარდა, ეს უკანასკნელი გაიხსნა და ბრჭყვიალა ქაღალდიდან მომზირალი ქალის თეთრეულიც ხმაურით შეეგება გამვლელების ინტერესიან თვალს. თავად მოქმედება ვერც მოასწრო, უეცრად ააცალა ვიღაცამ ყუთი, თავსახური მოარგო და მანქანას ისე მიეყრდნო
-როგორც სჩანს საინტერესო გეგმები გაქვთ ამ ახალ წელს... ქალბატონო ფარმაცევტო ,თათა
-თქვენც არ უჩივით გეგმების ნაკლებობას, არ შეგაგვიანდათ გოგონასთან რომელთანაც შენაძენი უნდა გამოიყენოთ?
-თავის მოვლის საშუალებებს თუ გულისხმობთ- ყუთი უჩვენა და თვალები დააწვრილა- დედაჩემისთვისაა, თქვენი ფასდაკლებებით მოხიბლულმა ბევრი რამ შეიძინა, მაგრამ რაც ვერ მოახერხა ისინი მიმაქვს . მეეჭვება თქვენც დედისთვის გინდოდეთ ეს მშვენიერი, ღამისფერი საცვლები
-მომხმარებლის საზღვრებს ხომ არ სცდებით შემთხვევით ბატონო დემნა? - როგორც იქნა გააღო მანქანის კარი, თავისი ყუთი გამოგლიჯა და უკანა სავარძელზე დადო - ისე კი, დედას არა ,მაგრამ ვფიქრობ ბებოს ვაჩუქებ
-საინტერესო ქალი ყოფილა ბებიათქვენი - თავშეუკავებლად ხმამაღლა გაიცინა - კარგი იქნებოდა მეტად დამსგავსებოდით- თვალი ჩაუკრა და მანძილი გაზარდა- მომავალ შეხვედრამდე , ქალბატონო ფარმაცევტო
-კარგად ბრძანდებოდეთ - საჭესთან მოთავსდდა , ღვედი შეიკრა და ბუტბუტი განაგრძო- დღეში ორჯერ შენი ხილვა თანაც ამ საახალწლოდ, კეთილშობილებით სავსე . ზუსტად ისეთი როგორიც გინდოდა რომ ყოფილიყავი, ზედმეტი ხაარ, ზედმეტი და დღესვე გავექცევი ამ უბანს, თორემ ყელში ხარ უკვე !
....................
თინიკოს სიის შევსება ნამდვილად არ გამოუვიდოდა, ქალაქში დარჩენა აღარ უნდოდა ამიტომაც ბარგი აიღო, თან მისთვის ნაყიდი საჩუქარიც წაიღო და სოფლისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ზამთრის მოკლე დღის დამსახურებით ღამე იყო უკვე სახლში რომ შევიდა. განათებულ ეზოში ქალი არ გამოჩნდა, ამიტომაც ჩუმად შეიპარა და სერიალის ყურებით გართულს მოეხვია
-სიურპრიზიიი-ხმაურით უკოცნიდა ლოყებს , ერთიანად სიხარულით სავსეს აღარაფერი ადარდებდა საყვარელი სახლის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდა და საყვარელ ბებოს ძლიერად ეხვეოდა
-შე მაიმუნო გოგოო, აბა ხვალამდე ვერაფრით ვახერხებოო
-შენც არ მოიწყინე და უყურებ სერიალებს ხო?
-ხო ეს იუთუებში მაქ ჩართული...რა კაი რამეა დაჯდები უყურებ როცა გინდა. ადრე რო უნდა მიგესწრო და რეკლამებით აგტკიებოდა თავი ... - უცებ დააპაუზა სერიალი და თან შვილიშილს შეავლო თვალი- კიდე მოგიმატებია შენ, რა იყო გოგო სულ მუშაობ და რა გასუქებს
-ყველანაირად არასტანდარტული როგორ ხარ თინიკო? ბებიები შვილიშვილებს წონის მომატებას ურჩევენ შენ კიდევ 2 კილოსაც მიკონტროლებ
-აღარაა ბებიკო მოდაში თორემ ჩემს დროს ასეთი რომ ყოფილიყავი ყველა დედამთილი დაგიწუნებდა, ავადააო იტყოდნენ , ესო რას გაგვიკეთებსო და მორჩა დარჩებოდი გაუთხოვარი . ახლა კიდე ბიჭებს ამოუტრიალდათ გემოვნება, გამხმარი ქალები მოსწონთ მოკლე კაბებით და ტოპებით. შენ კიდე სულ ასე შუახნის ქალივით დადიხარ , ვის უნდა მოეწონო გადამრევ
-გამოჩნდება ვინმე ვისაც ისეთი მოვეწონები როგორიც ვარ
- კი, მაგრამ როდის გამოჩნდება ეგ ვიღაც. შენ თუ ასე ელოდე კარგად გექნება საქმე. მეც დავბერდები და ბავშვს მერე კი ვეღარ გაგაზრდევინებ, დედაშენი კიდე ბებიობისთვის კი არა დედობისთვისაც არაა მზად ისე უცებ აქერქეტდდა და გაეკიდა მამაშენს .აწი კიდევ რომ გააჩინოს ბავშვები არ გამიკვირდება ,ეგ ახლა დაქალდა და დალაგდა ცოტა
-ოხ ბებიკო, როგორ არაფერი მოგწონს, საკუთარი შვილიც კი
-მომწონხარ შენ და კიდე ერთი ორი ... მოიცა რა ხელცარიელი მოხვედი. დამღუპე გოგო ? ასე გინდა გადამატარო ახალი წელი? სახლში არაფერი მაქ
- ქათამი,ინდაური, კვერცხი, ხილი, ბოსტნეული ყველაფერი გაქვს ... დანარჩენები ერთად ვიყიდოთ ხვალ დილიდან ვიშოპინგოთ. მომენატრა შენთან ერთად ვაჭრობა - გაახსენდა როგორ არჩევდა ხოლმე პროდუქტს და გართობის მოლოდინმა გაახალისა-ერთი სული მაქვს როდის წავალთ
-რა დროს ბაზარია, როცა ასეთი სავაჭრო ცენტრები არსებობს , ყველაფერი ერთ სივრცეშია, კოხტად გამზადებული , დაფასოებული ... ნეტავ საერთოდ როგორ ვცხოვრობდით ხალხი ძველ დროში. როგორი უფერული და ბნელი იყო ყველაფერი . ტანსაცმელსაც ხელით ვუკერავდი დედაშენს, ლამაზ კაბას ვერ იპოვნიდი. ნამცხვრებს შეშის ღუმელში ვამზადებდით, წარმოგიდგენია?
-და მაინც ყველაფერი უგემრიელესი გამოგდიოდა შენი საოცარი ხელებით
-უკეთესი გასინჯული არ ჰქონდათ და მაგას იმიტომ ამბობდნენ. ახლა ისეთ რეცეპტებს ვპოულობ იუთუბშიი, ისეთი ხრიკები ვისწავლე . ათასი რამე მაქვს გასაკეთებელი და კიდევ რომ ჩამოხვალ მერე მოგიმზადებ
-ამ ეტაპისთვის ვახშმით რომ გამიმასპინძლდე არ გინდა?
-დილიდან მშიერი ხარ ხომ?
-ვერ მოვასწარი
-მოკლავ ქმარს მშიერს... შეფ-პოვარს უნდა გაგაყოლო ცოლად
-ჩემთვის არასდროს ექნება დრო, სახლში გვიან მოვა და საჭმლის დანახვაც არ ენდომება
- არ გვინდა შეფი, ისე უბრალოდ იცოდეს მზადება- დაფუსფუსებდა , კოხტად მორგებული შარვლით, ფერადი ჟაკეტითა და მუდამ კეფაზე დახვეული გრძელი ნაწნავით. იცვლებოდა, ფეხს უწყობდა ცვლილებებს ,მაგრამ თმის ვარცხნილობას არასდროს იცვლიდა- მიდი გამოიცვალე, მოწესრიგდი , შხაპი მიიღე , პიჟამა ჩაიცვი და შენ როგორც გიყვარს ისე მოკალათდდი
-უზომოდ მიყვარხარ , იცი?-მაგიდასთან მდგომს მოეხვია
-ჩემო ბრილიანტო , მამაშენმა ყველაზე კარგი ცხოვრებაში შენ და შენი ძმები შეგქმნათ
-აიი ხომ ხედავ დედიკოც და მამიკოც როგორი კარგები არიან - გაიცინა და ისე დაიძრა თავისი ოთახისაკენ.
არასდროს არავის აწყენინებდა, მაგრამ უყვარდა საყვარლად ჯუჯღუნი, ცოტ-ცოტა საყვედურები და ძირითადად იმიტომ ბრაზობდა,რომ მასთან დიდ დროს არ ატარებდნენ. ყველას მდგომარეობას ითვალისწინებდა, მაგრამ გული ტკიოდა თუ ვინმე მისვლას ვერ მოახერხებდა მის მომზადებულ საახალწლო შეხვედრაზე . ეს პერიოდი განსაკუთრებულად უყვარდა. წლის შეჯამება,ზღვარზე გავლა იყო მისთვის წარსულსა და მომავალს შორის. ყველას ცხოვრებაში არსებულ ცვლილებებს გაივლიდა გონებაში, ზედმეტი კითხვებისა და ამბების მოსმენის გარეშე აკვირდებოდა თითოეულ მათგანს , საკუთარ გონებაში აწყობდა გეგმებს ცვლილებებისთვის , იმ დანაკლისის შესავსებად თუ პრობლემების მოსაგვარებლად რომელიც რომელიმე მათთაგანს აღმოაჩნდებოდა. ყველანი შეჩვეულები იყვნენ ახალი წლის სასწაულს ,რომელსაც თინიკო ბებო თავის სოსო ბაბუსთან ერთად ახორციელებდა . ამჯერადაც ჰყავდა ერთი რჩეული, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა მათი ობიექტი თუ გახდა.

......................
30 იანვრის დილა უჩვეულოდ თბილად დაიწყო. გოგონას ბებოს საწოლში გაეღვიძა, საუბარს შეყოლილს დაღლილობამ სძლია და იქვე ჩაეძინა. ქალს უკვე დილის საქმეები მოეგვარებინა და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის ფონზე საუზმეს ამზადებდა.
-დილამშვიდობისა ბებიკოო
-გამარჯობა ბე, მოვწესრიგდები, შენც ჩაიცვი ,უცებ ვისაუზმოთ და დროულად გავიდეთ,თორემ იმდენი რამ გვინდა ეჭვი მაქვს შემოგვაღამდება
-ნუ იცი ხოლმე ყველაფერზე ღელვა... მოვასწრებთ

მართლაც ტყუილად ფორიაქობდა, მთელი გზა ჭორაობდნენ, შემდეგ ისე მშვიდად და აუღელვებლად შეიძინეს ყველაფერი გოგონამ დაღლილობაც ვერ იგრძნო არადა სია ნამდვილად აშინებდა.
-ეს საჭმელებისთვის რაც გვჭირდებოდა, მაგრამ ახალ წელს ჩაბნელებულ სახლში შევხვდეთ? ჩემი ნაძვის ხე დაძველდა, ახალი მინდა პენსიის ფული წინასწარ გადავდე და დიდი ნაძვი მინდა ვიყიდოთ. სათამაშოებიც დავამატოთ ძველებს, ის ყვავილები რომაა ფერადი ძალიან მომწონს, კიდევ ათასი რამეა ყველაფერს ვიყიდი რაზეც ფული მეყოფა
-მოდი საახალწლო განწყობა ჩემზე იყოს, პრემია დამერიცხა
-ასე არ გამოვა, საჩუქარი ხომ მიყიდე უკვე... გგონია ვერ დავინახე ის ლამაზი ყუთი?
-გემრიელი საჭმელები შენზეა დანარჩენს მე მივხედავ. არ გვინდა კამათი თორემ მეორე ნაძვს ვიყიდი
-კარგი , რა გაეწყობა ... ფანტაზია მაინც არ გაქვს რამე კარგში რომ დახარჯო და მე მაინც გავიხარებ. ამ სიბერეში მართლა ბავშივით ვარ , ცოტაც და სათამაშოების ყიდვას დავიწყებ თუ შვილთაშვილს არ მომიყვან
-წეროს დავუწერ წერილს შენ მითხარი ბიჭი გინდა თუ გოგო
-მე ვიცი ვინც დაგაწერინებს მაგ წერილს ისე კოხტად და ლამაზად ჩახატავს ბავშვს , სულ ერთია გოგო იქნება თუ ბიჭი იმას ერთიც კარგი გამოუვა და მეორეც
-სერიოზულად? - წინ წასულს მიჰყვა ,მაგრამ ქალი მეტს არაფერს ეტყოდა,კოხტად მიაბიჯებდა - მითხარი ამჯერად ვინ შეარჩიე
-რომელი ამჯერად, როდის გაგაცანი ვინმე
-როდის არ , სულ ბიჭს დაეძებ
-თითქოს ჩემთვის მინდოდეს
-ისე გამოიყურები ბიჭი არა და შუახნის კაცს კი იპოვნი რომ იფიქრო საკუთარ თავზეც
-რომ ჩამოვა ბაბუაშენი გადავცემ მაგ სიტყვებს...
-ამდენი წელი დაგტოვა, განა გაბრაზდება. თავადაც ხომ ჰყავს იქ ქალები, შენ კი ისეთი ცივილური გახდი
-არავინაც არ ჰყავს, ნუ აბრალებ რაღაცებს ჩემს სოსოს მუშაობს იქ სათამაშოდ ხომ არაა წასული
-გჯერა ახლა შენ ეგ?
-ასე მინდა იყოს და მადროვე, ცუდი ფიქრები მალე მომკლავს , ეგ გინდა?
-მე რაც მინდა შენ არ გესმის, ისევ ნაძვის ხე ავარჩიოთ
-აი ეს კარგია... მე ბევრი მაქვს ნანახი, ფასებიც ვიცი და ტყუილად ნუ მომატარებ მაღაზიებს. სათამაშოებიც აქვე ავარჩიოთ . კიდევ ნათურები მინდა ბევრი, კიბეზე უნდა შემოვახვიო

ბიჭის ამბავი სულ გადაავიწყდა თინას დამსახურებით. ჯერ სახლის მორთვაზე იხალისა, შემდეგ მეზობლის ქალები ესტუმრნენ და მათთან საუბარში გავიდა დრო, საღამოს კი ბავშვობა გაიხსენა, ჭრელი ბოტებით დაჰყვებოდა ქალს ეზოში ფრინველების მოვლაში რომ დახმარებოდა. დაძინებამდე ესმოდა როგორ ესაუბრებოდა თინა ვიღაცას, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ ჩუმ კისკისს რაც მოსაუბრის იდენტობას ამჟღავნებდა, მეგობარს ეჭორავებოდა. თავად კი სოსოს ზარზე საპასუხოდ გაიპარა სახლიდან, იცოდა სხვა შემთხვევაში აუცილებლად გამოიჭერდა თინიკო
-ამდენ ხანს რატომ არ მპასუხობდი ბაბუკო?
-თინიკოსთან ვარ უკვე - მანდარინის ხის ქვეშ იდგა და თან მსხვილ ნაყოფს არჩევდა დუტის ჯიბეები სულ სავსე ჰქონდა
-რას შვება , დაკუსკუსებს ხომ ... როგორი მენიუ აქვს წელს. ყველაფერი გააკეთებინე , სანამ ჩამოვალ დამახვედრეთ ,ისე მომენატრა ისე
-ბებო მოგენატრა თუ საჭმელები- ვერ მოითმინა და ჭამაც დაიწყო. სიბნელეში უჭირდა თეთრების მოშორება ,მაგრამ მაინც არ ნებდებოდა
-ერთმანეთს გამორიცხავენ ბაბუ?
-ღმერთო რა სიცივეა ...ვერ ვიტან ამ ზამთარს . არც თოვს, არადა წესით ამ ღამით უნდა ყოფილიყო . სამი დღის წინ თოვდა და მე რომ ჩამოვედი ყინავს
-რომ იპოვნი შენს კაცს,გაგათბობს და შეგიყვარდება ზამთარიც . ამინდს ნუ უბრაზდები, თოვლი თუ გინდა თავად იპოვნე ადგილი სადაც თოვს
-შენი მიდგომები ცხოვრების მიმართ ნამდვილად გამორჩეულია,მაგრამ სიამოვნებისთვის ცხოვრება ჯერ არ გამომდის
-ნუ დაბორიალებ ამ ყინვაში . სახლში შედი და დაიძინე. ვეღარ დავურეკავ აწი მე თინიკოს და შენ უთხარი კარგადაა-თქო, რომ არ ინერვიულოს .
-შეხვედრამდე . მიყვარხაარ
-გაიგო მთელმა სოფელმა შენი ხმა, როგორი ხმაურიანი ხარ ბაბუკო
-მომენატრე და მიხარია რომ გნახავ რა გავაკეთო?
-დამელოდე ცოტაც და მოგიტან საჩუქრებს. აბა ჰე , მიმიხედე ჩემ ქალს არ გამიბრაზო ყველაფერში დაუჯერე- ჩვეული ფრაზით დაასრულა. საუბარში გართულმა გოგომ კი ნახევარი ეზო გაიარა ,უზარმაზარ ქურთუკში გახვეული, ბოტებით , ქუდითა და ხელთათმანებით, სახეზე შემოხვეული ნაქსოვი შარფით დააბოტებდა გააგიჟა მეზობლის ძაღლები , ბოლოს ლამის ღობეს გადმოახტა და კიდეც აყირავდა შეშინებული . მოყინულ თოვლზე დაცემისას გონება არ დაუკარგავს,მაგრამ ისე გაბრუვდა მოჩვენება ეგონა მოულოდნელად გამოჩენილი უცნობი მაშველი.
-ხათაბალებში ეხვევი მუდამ, წლის ნებისმიერ დროს ... ბედობას უნდა დაგიცვა ყველა საშიშროებისგან იქნებ ამჯერად თუ არ აილეწები ეს წელი უფრო მშვიდი იყოს შენთვის - კაცის ხმა ესმოდა, ნაცნობი და თან უცნობი. ისე იჭერდა ვერაფრით დაინახა მისი სახე
-ვინ ხარ...აქ ამ დროს საიდან მოხვდი
-შობის სული ვარ , ქუჩაში დავხეტიალებდი და შენნაირ პატარა ანც გოგოს დავეძებდი - ღიმილშეპარული ხმით ესაუბრებოდა და დგომაში ეხმარებოდა - გოგონას მანდარინის სურნელით
-სერიოზულად, ვინ ხარ რატომ არ მეუბნები
-ყაჩაღი , შენი გულის მოსაპარად მოვედი ,მაგრამ ისე ხარ შეფუთული მკერდთან როგორ მივაღწევ არ ვიცი - მხოლოდ ორთქლად ქცეულ ჰაერს ხედავდა, კაცს თავზე ქურთუკის კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული და სიბნელის გამო სახე საერთოდ არ უჩანდა, ტელეფონიც თოვლში ეგდო , სინათლე შორიდან მოდიოდა საკმარისი არ იყო
-უფრო მასხარა ხარ, რომელმაც თავისი გზა უნდა განაგრძოს და ცირკი იპოვნოს . საახალწლო შოუების სეზონი კი არის , ბავშვებს გაახალისებ
-ყოველ ახალ წელს შენ არ უწერდი სანტას წერილში მინდა ცირკის ცხოველები გათავისუფლდნენ და სახლებში დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებთანო?- თოვლში ტელეფონს დაეძებდა ბიჭის ხმა რომ ისევ გაიგო და გულისცემა კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა. როგორც იქნა მობილური მოიხელთა, მაგრამ სველი ხელთათმანი აბრკოლებდა, სანამ სინათლე ჩართო უცნობი უკვე შორს იყო. ტელეფონის ფანრის შუქი მის სახემდე ვერ აღწევდა - წინ კიდევ გაქვს ამ წლის უკანასკნელი დღე , წერილის დაწერა ისევ შეგიძლია ოღონდ სურვილი ჭკვიანურად შეარჩიე იქნებ ამჯერად შეძლოს სანტამ ასრულება - მიდიოდა და ხმაც კიდევ უფრო ცუდად ისმოდა- მანდარინის მთებზე იმედია აღარ დაწერ , თუ ისევ გგონია ,რომ შეიძლება არსებობდეს
სახლში გაყინული და გონებაარეული დაბრუნდა. ფერადი ნათურები ანათებდა პირველ სართულს, სამზარეულოში ყველა ჭიქა საახალწლო დეკორით დაუხვდა , თავისი საყვარელი გრინჩის გამოსახულებაც იპოვნა და ცხელი ჩაის სასიამოვნო სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. სითხემ მთელი სხეული გაუთბო, გონება კი ისევ ვერ ალაგებდა აზრებს. უცნობის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ვერ იჯერებდა ,რომ იმ დროს იქ იყო.
..........................
მამლის ყივილი არავის უყვარდა ალბათ თათას გარდა. ეს ხმა რომ ჩაესმოდა ავტომატურად ბედნიერდებოდა,რადგან ზუსტად იცოდა სადაც იმყოფებოდა, საწოლში გვერდის შეცვლისას როგორ ხედს დაინახავდა და ოთახიდან გასულს ვინ ელოდა გარეთ . მამლის ხმას დასვენების, სიმშვიდის, ბედნიერების ასოციაცია მოჰქონდა და ძილის დროის შემცირებისთვისაც ვერ უბრაზდებოდა ჭრელ , ყელმოღერებულ ფრინველს საქათმის კარის გაღების შემდეგაც რომ არ იცოდა გაჩუმება.
გაყინული სახე საბნის ქვეშ ჩამალა, იცოდა საწოლიდან წამომდგარს როგორი სიცივე დახვდებოდა და უსწრაფესად უნდა მოშორებოდა იქაურობას,თორემ ისე იზიდავდა სითბო მთელი დღით დაიტოვებდა თავისთან . ტერფები ცივ იატაკზე რომ დადგა ჟრუანტელმა დაუარა, აცახცახებული სასაცილოდ დამანჭული ირგებდა ტანსაცმელს და თან ეზოში დალანდულ ქალის ფიგურას უყურებდა. ხელ-პირის დაბანაც კი არ გახსენებია ისე გავარდა სახლიდან, ეზოს ბოლოსკენ წასულ ქალს აედევნა და დილის სუსხით თვალებამღვრეულმა მთებში ჩაძირულ სახლებს მოავლო მზერა
-თოოოვს? ბებიიკოო მგონი მართლა თოვს
-წუხელ დაიწყო, გამთენიისას წვრილი ფიფქები მოდიოდა ახლა კი მსხვილდება და შეგიძლია გაიხარო ბებიკოო
-როდის გადიდდებიაან - ხელისგულზე დაცემულ პაწაწინა ფიფქებს უყურებდა და არ ჰყოფნიდა - აუუ ასე ისევ წვიმას ჰგავს
-რას ერჩი ამ წვიმას, ბავშვობიდან რომ ამოითვალწუნე
-წვიმა უხდება გაზაფხულსა და ზაფხულს ზამთრის კი თოვლია - ცისკენ იყურებოდა და სახეს უშვერდა თეთრ ფანტელებს
-ღმერთმა არ მოგიშალოს ბავშვური სიანცე ჩემო სიხარულო- ქალის ტკბილი ხმა ჩაესმოდა და მანამ ტრიალებდა გაბადრული სახით სანამ თავბრუსხვევისგან წონასწორობა არ დაერღვა
-თოვლი მოდიიის ... - ტაშს უკრავდა და ადგილზე ხტოდა გააგიჟა ფრინველები, ბოლოს ინდაურებმა ფრთები რომ გაშალეს და შეძახილებით დაიძრნენ მისკენ ისე შეეშინდა თინიკოს უკან დაიმალა- ვაიმეეეე ბებოოო რა ავი ინდაურები გყავს?
-გეცეკვებოდა და არ ადროვე
-მეღადავები თინიკო?
-რა თქმა უნდა ბებიკო - იცინოდა სახლისკენ მიმავალ გზას მიჰყვებოდა- წამოდი უამრავი რამ გვაქვს მოსამზადებელი, საღამომდე ყველაფერი მინდა მოვასწრო სტუმრებს ცარიელი სუფრით ხომ არ დავხვდები
-სტუმრები ხვალ არ მოვლენ?
-რაღა სტუმრები, ვინც ხვალ მოვა თავად მიხედონ ყველაფერს. დედამთილთან ეგენი არ რჩებიან და ახლა კიდე მე ვემსახურო. გაანძრიონ ერთი ადგილი
-გაგაბრაზეს თინი?
-ტუტუცები არიან, ერთს არ მომიკითხავენ. სულ ინტერნეტში არიან, გამწვანებულები, ხან ვის უწერენ კომენტარებს ხან ვის და მე კი არ მომწერენ , ან დამირეკონ ან რა ვიცი იქნებ მოვკვდი
-შენც წერ კომენტარებს და იციან რომ კარგად ხარ... სთორებსაც მშვენივრად ითვისებ. შენნაირი ლამაზი ინსტა არავისააქ. როგორი დახვეწილი ფოტოები გაქვს
-დამცინე ხო დამცინე და მე უფრო მეტი ფოლოვერი მყავს ვიდრე შენ
-რას ამბობ ,მე არც შეგედრები...ცოტა რომ მოინდომო ცნობილი ინფლუენსერი გახდები
-ორი ფოტო აქ სულ, თუ არ გრცხვენია ნეტავ...ჯერ დახურული გქონია გვერდი. ვერც ვანახე ბიჭს შენი სურათები მანდარინისს ხეების ფოტოები მეტი გიდევს ... სად პოულობ მაინც ასეთ ლამაზებს
-თინიკოო შეეშვი ჩემი დაქორწინების მცდელობეებს, მე მიყვარს მხოლოდ მანდარინები , საყვარლად კი ფორთოხალი და კივი მყავს
-სულ გაგიჟდა, ღმერთო ხომ ხედავ და დროულად თუ არ შევაპარეთ ვინმეს მერე ვინღა მოტყუვდებდა ...
-თინიკოო , გეყოფააა უკვეე
- მეყოფა, რომ დაქორწინდები - ჩუმად თქვა და ისევ აარიდა თავი ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას, ეშინოდა კიდევ არაფერი დამცდეს სულ არ გამექცეს სახლიდანო.
კერძების მომზადება შესანიშნავი ხედის ფონზე მიმდინარეობდა. სამზარეულოს დიდი ფანჯრიდან კარგად ჩანდა როგორ ათოვდა მთებს. თინა ისეთი მოწესრიგებული იყო ყველაფერი ზუსტად ჰქონდა გათვლილი. ბებიას და შვილიშვილს ერთობლივი მუშაობა შესანიშნავად გამოსდიოდათ ,ყოველთვის იხსენებდნენ განვლილ პერიოდს ხშირად მთელი წლის შეჯამებას სწორედ მზადების პროცესში აკეთებდნენ, განსაკუთრებით უყვარდათ ასე მარტო ყოფნა ზედმეტი ხალხმრავლობის გარეშე . თინას ძალიან უყვარდა საახალწლო სიმღერები და ინგლისურად რომ მღეროდა თათა სიცილს ვერ იკავებდა.
-ყოველ წელს შენი კარიერული წინსვლების აღნიშვნა მომბეზრდა ბებიკო უკვე, რაღაც ახალი მინდა ამ წლიდან ...აი იქეთა წლის ბოლოს უნდა გამაკვირვო იცოდე
-შენ გიჟი შილიშვილები არ გყოფნის და გინდა მეც დავივიწყო ჩემი ნორმალური ადამიანის ქცევებიდან ხომ?
-ნორმალური სულაც არ ხარ...ამდენი წელია კაცი ვერ ვნახე შენს გვერდით
-უკვე მაბრაზებ კი არა მაცოფებ!
-ეგ ხაჭაპური არ დაიწვას თორემ გაბრაზებული არა და მშიერი კი დარჩები
-რამდენი უნდა გავაკეთო, დავიღალე...წავალ გამოვიცვლი ახალ წელს ასე ფქვილში ამოსვრილი შევხვდები ვატყობ
-აბა მე დაგიცხობ ხაჭაპურებსო? პატენტი გინდა შემომაპარო თინა ბებო? - ბიჭის ხმა რომ გაიგო და თინიკოც გაბადრული მოეხვია ლამის თითები დაიწვა ,მაგრამ ეს უკანასკნელი დაინახა თუ არა ხელიდან დაუვარდა მთელი ლანგარი
-ღმერთო გააქრე და რასაც გინდა ამ წელს იმას გავაკეთებ . ოღონდ ახლა ეს გამაშორე აქედან-ისე წამოსცდა სიტყვები ვერც გაიაზრა. მის წინ მდგომი კი წარბებაზიდული უცქერდა
-ფარმაცევტო შენი ნახვა მუდამ წამალზე ეფექტურია
-ხომ გითხარი ეცოდინება-თქო, შენ კი მეუბნებოდი სად შეხვდებოდნენ იმხელა უბანიაო -ბებოების საუბარი უკვე ესმოდა და დრო იყო ამოქმედების. ბიჭს მზერა მოაშორა, არეულის მილაგებას შეეცადა
-ლალიკო რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი
-მომენატრე ჩემო მშვენიერო, დახატულო გოგოოვ . კიდევ უფრო დამშვენებულხარ და გალამაზებულხარ
-აბა რა, ქალები ოცდაათს რომ უახლოვდებით შემდეგ იფურჩქნებით- ისე მოკალათდდა თინას სამზარეულოში თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებოდა, დანაც იპოვნა და ცხელი ხაჭაპურის დაჭრა დაიწყო
-კაცები კი ნებისმიერ ასაკში ერთნაირები რჩებით, ერთი სურვილებითა და ერთი ბანალური მოთხოვნილებით . არაფერი საინტერესო თქვენში არ არის
-სანამ შენ წამლებს ყიდი მანამ გარეთ ცხოვრება მიდის ძვირფასო , თათულა
-ასე ნუ მეძახი -თქო რამდენჯერ მითქვამს
-საიდან უნდა მახსოვდეს ათწლეულების წინ რას მეუბნებოდი, როცა შენ მეც კი არ გახსოვარ
-მახსოვხარ, უბრალოდ ასეთი არა ...- ხელი დემონტსრაციულად ააყოლა და თვალები აატრიალა- არ მეგონა ზრდასრულ ასაკში ბანალურ მაჩოს თუ დაემსგასვებოდი, თუ პატენტ კაზანოვას
-ვერ გავიგე ჩხუბობენ თუ რას აკეთებენ- ისევ გაიგეს ქალების ჩურჩული
-მგონი აქამდეც ნახეს ერთმანეთი, ჩვენ კი ეფექტურ შეხვედრას ვგეგმავდით
-გამოდი, დაელოდე და გავიგებთ ნუ ხარ სულსწრაფი
-სად გამოვიდე ისე უყურებენ ერთმანეთს მგონი ტაფა ავაცალო სჯობს, არ დამიმახინჯოს ბავშვი
-ასე რომ გიყურებდა შენ ვახუნა კი გააგორე მერე პატუნა და ნუ იცი ხოლმე დაფეთება. ჩემი გოგო რა გიჟია?- შეიცხადა თინამ
-მესმის თინა და ძალიან გთხოვ შენი ფანტაზიები შეაჩერე, მე და ამ ქმნილებას საერთო მხოლოდ თქვენ ორი გვყავხართ . არ ვიცი მას რა გეგმა აქვს აქ რომ მობრძანდა ,მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ- ინსტიქტურად აიღო ვაზიდან მანდარინი,სწრაფად გაფრცქვნა და პირდაპირ დაიწყო ჭამა
-ჩემი გეგმა თინიკოს ნახელავი გემრიელობების დაგემოვნება იყო, მაგრამ ყველაფერი შენ მოგიმზადებია და ამ ღამით მშიერიც დავრჩი. თინა , რა სამწუხაროა 40 წლით პატარა და უქმრო რომ არ ხარ ,თორემ ახალ წელს შენთან ერთად დავიწყებდი - სკამიდან წამოდგა, ქალს მიუახლოვდა ხელზე აკოცა და თვალი ჩაუკრა- რა უსამართლოა სამყარო ,ერთი ხარ და ისიც სოსო ბაბუსი
- ეს სიცანცარე საიდან მოიტანა ვერ გავიგე, ხომ გახსოვს ადრე როგორი სერიოზული იყო. რაც წავიდა და უკან დაბრუნდა იმის შემდეგ ვეღარ ვცნობ
-რატომ, რას ერჩი ბავშვს გემოვნება აქვს... მაგრამ რას ვიზამთ მე მოხუცი ვარ და თან ჩემი კაცი მირჩევნია ყველას
-კარგად დაფიქრდი ბე, ერთიც მელოტია და მეორეც .ასაკი კიდე მხოლოდ ციფრებია ... იმდენ ტკივილგამაყუჩებელს ყიდულობს დამიჯერე ესეც დაშლილია
-შენთან დადის აფთიაქში? მერე აქამდე ვერ თქვი ბიჭო? კარგი შენ შეცვლილი ხარ და ვერ გიცნო გოგომ, შენ? შენ ხომ მიხვდი ვინც იყო
-მე საიდან უნდა მცოდნოდა, შეცვლილია... ბავშვობაში სულ სხვანაირი იყო. თანაც ჩემ სახელსა და გვარს თავად იგებდა ბარათის დამსახურებით
-იმდენად გავრცელებული გვარი გაქვს რომ შენს გარდა ასი მომხმარებელი მყავს კიდევ
-და ყველა გახსოვს? ასე ერთი შეხედვით ცნობ და თან იცი რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად?
-შენ თანამშრომლების უმრავლესობა გცნობს ძვირფასო, მთელი პრეზ....ის მარაგი ამოგვიწურე და რთულია ასეთი ტემპერამენტიანი კლიენტი არ დაგამახსოვრდეს .
-ჯერ ურთიერთობა არც დაგვიწყია და უკვე ეჭვიანობ . რა პათოლოგიური მდგომარეობაა ამისთვის მიმეტებ ბებო?
-გიმეტებ რომელია , მზად ვარ ყველა შენი საყვარელი თმით ვითრიო
-რას ამბობ , რომელი საყვარლები. ეგ არ გითქვამს ჩემთვის? იცნობ რომელიმეს ?-თინამ მეგობარს ეჭვისთვალით გადახედა
-ბებო ხომ ხედავ თავადაც არ იცი ბევრი რამ
-ჩემ პირად ცხოვრებას შევეშვათ, თინიკო ბებო თქვენ იცით თქვენს შვილიშვილს რომ უკვე ჰყავს რჩეული?
-რომელი რჩეული, ვინ რჩეული
-რას ბოდავ- თავადაც გაუკვირდა
-აი ის , ყოველ საღამოს ბანძი ყვითელი ჰამერით რომ გაკითხავს . კაშკაშებს მთელს უბანში , გამოდის მანქანაში ჯდება და მერე სად მიდიან ვინ იცის. თქვენ იცით თინა ბებო? უიიჰ ეს სალათი გემრიელია - ჩანგალი მოიმარჯვა და მშვიდად განაგრძო დაგემოვნება სანამ ქალებმა ფერები დაკარგეს
-ვინ კაცი, რა მანქანაო... აბა არავის ხვდება და კაცის სახელის გაგონება არ უნდაო?
-ასე არის ამდენი წელია და მე რა ვიცი ახლა ვინ გამოჩნდა. შეყვარებული გყავს და მიმალავ?
-იქნებ საყვარელიც კი, ამიტომ მალავს . არადა თქვენ როგორი ცივილიზებული ქალი ხართ . მერე რა მოხდა ამ ასაკის ქალს თუ კაცი ჰყავს , მე ახლოდან არ დამინახავს, მაგრამ მანქანის კარს რომ უღებდა შორიდან ძალიანაც კარგად გამოიყურებოდა
-გული გამისკდება ახლა და ესაა...რა საყვარელი,რის საყვარელი. თავი გინდა მოვიკლა? მამაშენი დაგვხოცავს ყველას. დავიღუპეეთ?
-ტყუილს ამბობს , არ მიცნობდე მაინც რა საყვარელი
-როგორ თუ ტყუილი, ის მანქანა
-დავიღუპეე - ქალი ცალკე ისტერიკაში იყო, ბიჭიც არ ჩუმდებოდა და ისე დაკარგა წონასწორობა,რომ ვერც გაიაზრა რას ამბობდა
-ამას როგორ უჯერებ? არ იცოდე მაინც, რომ არავინ მყავს და საერთოდ მეზიზღება ვინმე,რომ მეხება რა საყვარელი თინა ,რა საყვარელი ... იმდენად ყეყეჩი გახდა დაბადების თარიღს რომ არ დავკვირვებოდი ვერც ვიცნობდი. გეფიცები თუ არ შეწყვეტ ამ კონცერტს და ვითომ გონების კარგვას წავალ!
-ნუ მაშანტაჟებ სულელო ბავშვო - უცებ წამოიწია, თვალები დაუბრიალა და სასაცილოდ დამანჭა ტუჩები რომ ენიშნებინა ზედმეტს ამბობო,მაგრამ გოგონა იმდენად იყო აღელვებული ზურგს უკან მდგომი სულ აღარ ახსოვდა
-გეფიცები წელს დავასრულებთ ამ შენს გარიგებებს, ხანუმობა თუ გინდა თავის გასართობად დაუარე ნათესავ-მეზობელ-ნაცნობ გაუთხოვარ ქალებს,რომელთაც ნამდვილად აწუხებთ უკაცობა , ჰორმონების მოზღვავება და უპოვნე შესაფერისი კაცი- ხელებს შლიდა , თვალებს სასაცილოდ ატრიალებდა და ისეთ მიმიკებს იღებდა თინიკოს გვერდით მჯდომი ლალიკო გაოგნებული უმზერდა- მე , ჩემი ფსიქიკა, მთლიანად ჩემი ცხოვრება, სული და ხორცი მზად არ არის საერთოდ კაცის მისაღებად და მითუმეტეს ამ , ამ ხელოვნურად გამოყვანილი, დაუოკებელი, დაუცხრომელი, თავხედი , თავგასული ქმნილების . ლალიკო შენზე ვგიჟდები ხომ იცი, მაგრამ ის საერთოდ არ ჰგავს იმ ბავშვს მე რომ ვიცნობდი წინა ცხოვრებაში და აი ამასთან არასდროს, არაფერი მექნება საერთოდ. მეგობარიც კი ვერ ვიქნები ისეთია. ეს ,ეს , ეს ...ყოყოჩი მამლაყინწა
-თინიკოო როგორი მართალი ქალი ხაარ ახლა ვხვდები იცი? - პროფილში მდგომს უყურებდა, ხელში ნაძვის ხის ფორმის ორცხობილა ეჭირა და სერიოზულ გამომეტყველებას არ იშორებდა - მას ნამდვილად სჭირდება კაცი , მეტიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. საბრალო, რა დღეში აქვს ნერვები. ამდენი გაუფანტავი ენერგია, ცხოვრება განტვირთვისა და სიამოვნების გარეშეე ... ენერგიის ნაკლებობას არ განვიცდი ,მაგრამ ეს იმდენად სავსეა მის გასანეიტრალებლად არც კი ვიცი მეყოფა კი ტემპერამენტი? ნიგოზი მჭირდება ხო ? რამე ჯადოსნური კერძი გექნებოდათ თქვენ ორს ქმრებისთვის- გოგოს საერთოდ აიგნორებდა, ღიმილშეპარული გამომეტყველებით ქალებს ესაუბრებოდა ისინი კი უკვე დაუფარავად კისკისებდნენ
-სადღა მახსოვს ეგეთები, იმდენი ხანია წასულია ჩემი კაცი... ბებიაშენი აჭმევს მასეთ ტკბილეულებს ბაბუაშენს იმიტომ ჰყავთ 6 შვილი
-და როგორ შეამცირეს მისმა შვილებმა ბავშვების რაოდენობა, ყველა გაზარმაცდა ... აი თათას უნდოდა სულ ბევრი ბავშვი და ჩვენ მოვხსნით შენს რეკორდს ლალიკო - მოულოდნელად მოჰხვია წელზე ხელი გოგონას , ლოყაზე ხმაურით აკოცა და სიცილით შეეგება მის მსუბუქ დარტყმას ხელზე
-მომშორდი, თავხედო ... როგორ ბედავ საერთოდ. ეს რა კოშმარული დღეა, არც კი მჯერა რომ ყველანი გაერთიანდით და მაგიჟებთ
-ჩვენ ნუ დაგვაბრალებ შენს სიგიჟეს... ბები , ყველაფერი წლებს მოააქვს
-თინა!
-როგორ მომმართავ ამ ხნის ქალს? სირცხვილია ბები, ნუ დამიფრთხობ ხალხს
-მე უკვე დავფრთხი , მაგრამ თქვენი ხათრით ვრჩები და კიდევ იმ ხაჭაპურის რომელიც ღუმელში შედებას ელოდება- ისე ოსტატურად აიღო გამზადებული ცომი წესით თათას უნდა გაჰკვირვებოდა და კომპლიმენტი ეთქვა, მან კი ის ესროლა რაც პირველი მოხვდა ხელში
-ნუ ეხები ჩემს ხაჭაპურს...ხელებიც კი არ დაგიბანია რა მურთხი ხარ ღმერთოო
-შენ კიდევ ქაჯობის ეფექტი დაგკრავს , კუდიანის იერი და შინაბერას დაგროვილი სიმხურვალის ცეცხლი გიკიდია - ხელები ლოყებზე შეახო ,თითები აწითლებულ ყვრიმალებზე გადაუსვა და მანამ ჩაეხუტა სანამ გოგონა მოიშორებდა მერე კი ფართხალებდა ,მაგრამ ხელები ისე ჰქონდა მომწყვდეული არაფერი გამოსდიოდა- დროა დამშვიდდე, მოვრჩეთ ხუმრობას, ბავშვობის ხათრით ,ჩემო ცე ვიტამინო
-დისტანცია დაიცავი , ნუ მეხები ... რომელი ბავშვობა, წახვედი და იმ ზაფხულის მერე არც კი მეხმიანებოდი. არასდროს, არცერთხელ გაგხსენებივარ. ჩამოდიოდი და ისე მიდიოდი მე სულ არ მხვდებოდი. იმ რამდენიმე თვეში მე ვინც გავიცანი იმ ბიჭთან საერთო შენ არაფერი გაქვს შესაბამისად ერთმანეთს არ ვიცნობთ! შენ ხარ აფთიაქის ხშირი მომხმარებელი, მე კი ფარმაცევტი და მორჩა!- ისევ მასთან ჩახუტებული იდგა, ქვემოდან უყურებდა და ისე საუბრობდა
-შენც შეიცვალე ბავშვობის შემდეგ, ადრე ასეთი ჭირვეული, ჯიუტი და ბრაზიანი არ იყავი . ასე არ გიჭირს ცხოვრება? სულ მწარესა და ცხარეს- ბებიები ოთახიდან ისე გავიდნენ თათას არც შეუნიშნავს, ბიჭმა კი კარგად იცოდა მარტონი რომ იყვნენ დახურულ კარს მიღმა - ბავშვობაში ისეთი ტკბილი, თბილი და გემრიელი იყავი...ჩემი მწიფე მანდარინი როგორ გადაიქეცი მწვანე,მკვახე მანდარინად -ცხვირის წვერი საფეთქელზე შეახო და შემდეგ თმაზე გადავიდა- მეგონა ბოტანიკოსი გახდებოდი , ორანჟერეას გააკეთებდი და იქ დაამზადებდი შენს სუნამოებს, მანდარინის სურნელს ექსკლუზიურად შენთვის , მთელი წელი რომ გქონოდა - თმა გაუშალა და კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი . ესმოდა მისი ხმაურიანი გულისცემა, მთელი სხეულით გრძნობდა სისხლი როგორი სიჩქარით მიედინებოდა გაფართოებულ ვენებში და კიდევ უფრო მეტად მოქმედებდა მკლავებში მოქცეულ ქალზე- მკურნალობამ როდის დაგაინტერესა ...
-ოცნებები შევწყვიტე, გამომგონებლობა ჩემი საქმე არ არის
-ახალი წელია, ოცნებების დროა ... ჩაიფიქრე და ვინ იცის იქნებ ასრულების შესაძლებლობა მოგეცეს. წერილი მაინც არ დაწერე, არ დამიჯერე ხომ?
-შენ არაფერი გესაქმება ჩემს ოცნებებთან და გეგმებთან ! მიხედე საკუთარ ცხოვრებას ,მის გიჟურ რიტმსა და ქაოსს ,რომელიც მასშია. ჩემს დალაგებულ,მშვიდ და გაწონასწორებულ ყოველდღიურობას ნუ შეეხები შენი ტორებით . წერილებს კი აღარ ვწერ და საერთოდ წუხელ აქ რა გინდოდა
-იმ მინის ჩამტვრევა მინდებოდა სულ, რამდენჯერაც შემოვიდოდი და იქ დამხვდებოდი. ეს ბარიერი მაგიჟებდა, ისიც რომ მიხვდი ვინც ვიყავი და არაფერი გააკეთე
-რა უნდა გამეკეთებინა, რამდენიმე თვე ერთმანეთს ვხვდებოდით სულელი ბავშვები ... საერთოდ როგორ გამიხსენე . თინამ იმოქმედა თუ ლალიმ
-შენ და შენმა თვალებმა -ახლოს იყო, თითები ისევ ნაზად შეახო ყვრიმალზე და გაეღიმა გოგო რომ კიდევ უფრო მეტად გაწითლდა- მარწყვის ბიჭი ,არა? ეგ შენ შემარქვი?
-სხვებმა , ყურადღებას იქცევ... არ უნდა გიკვირდეს შენზე რომ საუბრობენ. გაგაცნობ რამდენიმე ჩემს თანამშრომელს
-სიცრუე, სიყალბე და მეტი არაფერი! - გაიცინა და თითები ნიკაპქვეშ ამოსდო , თავი ისევ შემოაბრუნებინა - შენ ისეთი მესაკუთრე და ეჭვიანი ხარ , ფიქრების წაკითხვასაც ისწავლი და იმის გამოც დამსჯი
-შენ ჩემი არ ხარ და შესაბამისად ეჭვიანობაც არ შეგეხება - თავი მაინც გაითავისუფლა , კარისკენ დაიძრა და მხოლოდ წამით შეჩერდა- თუ არ გინდა ომი გამოგიცხადო და ახალი წლის დღეები გაგიმწარო, დროულად გაქრი ჩემი თვალთახედვიდან და დაუყოვნებლივ ჩემი სახლიდან !

არც უფიქრია რომ წავიდოდა, ეს სიტყვები ისე უბრალოდ გამოწვევისთვის იყო. ტვინი გაუაზრებლად ერთვებოდა ამ აზარტულ თამაშში ,რომლის მიზიდულობის დიაპაზონიც წარმოუდგენლად დიდი აღმოჩნდა. ადრენალინის მსგავსი შეგრძნება ბოლოს როდის ჰქონდა არც ახსოვდა, თვეების განმავლობაში დაგროვილ გაუგებარ ემოციებს ახლა ერთად კრეფდა და ემოციური ქაოსი ჰქონდა მთელს არსებაში.
-ეს ყვავილი აქ ზედმეტია, აი აქ გადავიტან ...გამოხედე აბა თუ კარგია - მისაღები ოთახი მთლიანად განათებული დაუხვდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და თიხის რამდენიმე კეცსაც მოჰკრა თვალი. ნათურები ციმციმებდნენ, ტელევიზორის ეკრანზე მერაია ქერი საშობაო სიმღერას მღეროდა და მის რიტმს ჰყვებოდნენ ბებოები. თინამ პულტით ხმა დაუწია ,როგორც კი შვილიშვილი დაინახა
-ასე უცებ თუ გამოხვიდოდი არ მეგონა
- იმედია დემნაც თავად გამოვა და თავგატეხილი არ გდია იატაკზე... აუწიე რა , მიყვარს ეს სიმღერა, ყველას სჯობს
-ვერ ვიგებ რას ამბობს, მაგრამ კარგ ხასიათზე კი მოვყავარ...- თმა ჭრელი თავსაფრით შეიკრა
-მე მოვამზადებ - მჭადის ფქვილით სავსე ჯამი ხელებიდან ააცალა - განტვირთვა მჭირდება, შენ კი იჭორავე ლალიკოსთან და მის შესანიშნავ შვილიშვილთან
-კიდევ კარგი სწერვა დედამთილი არ ხარ თორემ ასეთ ტონს რომელ გოგოს მოუთმენდი ლალიკოო
-ხომ ხარ ღირსი მართლა ცოლად გამოგყვე და გაგიმწარო მთელი ცხოვრება ამ წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოუშორებელ ჭირად გექცე- ცომს ზელდა, მთელი ძალით ატრიალებდა და ჩუმად ბუტბუტებდა . ცდილობდა ყურადღება გადაეტანა, გაქცევის უფლებას თავს ვერ მისცემდა , ახალ წელს ხომ არ ჩაიშხამებდა , მთელი კვირა დაგეგმილი ჰქონდა ნათესავებთან ერთად უნდა გაეტარებინა და ძველებურად მხიარულად დაეწყო დროის ათვლა . იმ დღესვე განიზრახა ბიჭის მოშორება, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო არც საკუთარ სურვილში და არც შესაძლებლობებში.
-ბები , საბოლოოდ აქ აპირებ დაფუძნებას თუ ისევ უნდა წახვიდე და დაგვეკარგო
-დავბრუნდი და ყველა ჩემი გეგმა აქაურობასთან არის კავშირში ... საკმარისი იყო სახლისგან შორს ყოფნა, საკუთარი თავიც ვიპოვნე მარტოობაში და ისიც ვისთან ყოფნაც მინდა
-ეჰ ნეტავ ჩემი კაცი როდის დამიბრუნდება. ჯიუტი მოხუცი, რაღა დროს მისი მუშაობაა, მაგრამ არავის უჯერებს
-დააცადე და დაბრუნდება, აქვს სამუშაო ენერგია ეტყობა თორემ რატომ დარჩებოდა , რა გაჭირვება გაქვთ
-შენ რა გენაღვლება შენმა ქმარმა როგორც კი პენსია აიღო მორჩა მე აღარ ვმუშაობო და დაიწყეთ დასვენება
-იმედია მოგვბაძავთ თქვენც...
-ვნახოთ, გააჩნია როგორ დავიწყებთ ახალ წელს. მე და სოსო შევთანხმდით, თუ თათა დაქორწინდება დაბრუნდება, მუშაობას შეწყვეტს
-შენ რა ისევ დანიძლავდი? თუ არ დავქორწინდები რა მოხდება - მჭადები უკვე მზად ჰქონდა, ხელის დაწვას გადაურჩა . ცეცხლის სიმხურვალისგან აწითლებულ სახეზე ალმური ასდიოდა- ბავშვებივით იქცევით, მისგან არ ველოდი , ისიც გააგიჟე ხომ
-პირველი შვილიშილი შენ ხარ. მის ქორწილს რომ მოვესწრები და შვილთაშვილს დავიჭერ ხელში მერე დავმშვიდდები და ნამდვილი პაპა გავხდებიო შენ კი არა და არ დაგვაყნე საშველი
-რა ეგოიზმია, ადამიანებს შენს ქორწინებაზე აქვთ აწყობილი გეგმები და მაინც როგორ ჯიუტობ,მჟავე მანდარინო
-წელს დავქორწინდები, მაგრამ ახლო მომავალში ვერ გაგაცნობთ. ჯერ მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, როგორც კი დროს გამონახავს გესტუმრებით - იტყუებოდა და თვალს ცეცხლს არ აშორებდა - საცივი ღომის გარეშე უნდა ვჭამოთ? ბარემ გავაკეთებ
-რა დროს ღომია, შენ რას ამბობ ახლა იაზრებ? ვინ ბიჭს გაგვაცნობ
-ვისი ცოლობაც მსურს იმ ბიჭს ... თუ რა თქმა უნდა მანამდე გადავა ჩვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე
-რას ამბობს ,რომ ცალმხრივადაა შეყვარებული? - ბიჭის აღელვება იმ საღამოს პირველად მოახერხა, კომფორტის ზონიდან გამოიყვანა . მთელი სხეულით დაჭიმული იჯდა და თვალებანთებული უყურებდა გოგოს- ვინ გიყვარს ასე თავდავიწყებით ,ის ყვითელ მანქანიანი ტრიპაჩი ?
-შენ არ შედიხარ იმ ადამიანების რიცხვში ვისაც წინასწარ გავანდობ ინფორმაციას... მეშინია,რომ ჯადოს გამიკეთებ, შეულოცავ და აღარასდროს შევუყვარდები-თავადაც არ იცოდა რას ბოდავდა, მაგრამ როლი ისე კარგად მოირგო გართობა ნამდვილად გამოსდიოდა
-წეხან არ მეუბნებოდი არავინ მყავსო?
-ვიღაცის საყვარლობას მაბრალებდით და ეგ უარვყავი , გრძნობები არ მიხსენებია- მეამიტური გამომეტყველება მიიღო და ბიჭს ჯიქურ გაუსწორა მზერა - ზოგიერთის მსგავსად აღვირახსნილ ცხოვრებას არ ვეწევი , მაგრამ უსიყვარულობას არ ვუჩივი
-აქამდე რატომ არ მითხარი ვინმე თუ გიყვარდა
-როგორ არ გითხარი
-რას მეუბნები , თათაა ?
-სულ მეუბნები ისე ჩაფიქრდები ხოლმე ასე მხოლოდ შეყვარებულმა ქალებმა იციანო
-მერე სულ უარყოფდი ,წეხნაც ლექცია წამიკითხე კაცები არ მჭირდებაო
-გასაქანს არ მაძლევ, არ მინდოდა მეღიარებინა ცალმხრივი სიყვარული ,მაგრამ მომიწყვე აქ გარიგება და აღარ დამიტოვე გამოსავალი. იმედი მაქვს ბიჭის ვინაობასაც არ დამასახელებინებთ და მერე არ მადარდებთ,რომ ჩემი საიდუმლო გაგიმჟღავნეთ
-შეუძლებელია! - ქალები გაჩუმდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და აღარ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ ბიჭი კი ბრაზისგან იყო ანთებული.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გვავიწყდება ... გოჭს ხვალ მოიტანს მამა ,მაგრამ დანარჩენი? ბებოო მითხარი რა დაგვრჩა? -არხეინად გადაერთო სამზადისზე, თითქოს მეტი დარდი არ ჰქონდათ- ძალიან დავიღალე, მშია კიდეც , სტუმრად სხვა არავის ველით და დავიწყებ სუფრის გაშლას , ხო? ღომი შენ მოამზადე გთხოოვ , მკლავები მტკივდება მერე ,თან უფრო გემრიელი გამოგდის - სამზარეულოდან ლაპარაკობდა, დაინახა როგორ გავარდა ოთახიდან დემნა , კარიც ხმაურით დაიხურა ქალები კი ჩუმად ჩურჩულებდნენ, არაფერი ესმოდა ვერც ვერავინ გაიგებდა წლების გავლენა იგრძნობოდა, შეეძლოთ ისე ეკონტაქტათ ვერავინ გაიგებდა მათ გარდა ამიტომ არც უცდია შინაარსის გამოტანა. გამარჯვებულად გრძნობდა თავს, სიმღერა ჩართო და სულ ღიღინ-ღიღინით დაიწყო კერძების დიდ მაგიდაზე დალაგება. დემნამ იმდენად დაიგვიანა, რომ უკვე დარწმუნებული იყო აღარ დაბრუნდებაო . დამშვიდდა, დაძაბულობა გაუქრა, მაგრამ შინაგან იმედგაცრუებას გრძნობდა. ტკივილი ნელ-ნელა მწვავდებოდა და სუნთქვა ეკვროდა უკვე თინას თხოვნა ხსნად რომ მოევლინა
-მარანში გადი ბები , ღვინო და ლიქიორი იქ მაქვს
თბილი შარფის გარდა არაფერი მოუხურავს, სითბოდან სიცივეში გასულს წამში გაეყინა სხეული . სირბილით დაიძრა მარნისკენ და ხის კარს მიაწვა, ძალა არ ეყოფოდა რომ არა მოულოდნელად გამოჩენილი დემნას მარტივი ზეწოლა
-ეს კარი შეკეთებას ისევ არ ექვემდებარება ?- სიბნელეში ტელეფონის შუქი ანათებდა მხოლოდ. ის კი მანძილს არ ზრდიდა
-მეგონა წახვედი შენ კი თურმე აალებულ ფიქრებს აგრილებდი
-დამირეკეს და საუბარს შევყევი, შემოთავაზება მივიღე ვფიქრობ წავიდე თუ დავრჩე
-გეგმა ბე-ზე გადასვლას ფიქრობ და თან ამოწმებ საბოლოოდ დამკარგე თუ არა?
-ჩემი ხარ და დაგკარგე ... ეს უკვე სხვა თემაა
-მე ეს არ მითქვამს
-ზუსტად ეგ თქვი
-წასვლაზე ფიქრობდი, აღარ შეგაყოვნებ - ღვინის ბოთლს ხელი დაავლო და ლიქიორის ძიება დაიწყო
-ვინ გიყვარს არ მეტყვი?
-შენ მეტყვი შენი ქალების სახელებს?
-მე არავინ მყვარებია ერთის გარდა , ტკბილი მანდარინი
-რის მიღწევას ცდილობ, მართლა მაინტერესებს აქ რატომ ხარ
-შენთვის ვარ , სხვა მიზანი არ მაქვს , მხოლოდ შენ მინდიხარ
-ამდენი წელი იცხოვრე, ყველაფერი გამოსცადე რაც გინდოდა,თავისუფლებით ტკბებოდი და ახლა გაგახსენდა ქორწინებისთვის იდეალური კანდიდატი? რა ხდება უკეთესი ვერავინ იპოვნე?
-პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი ყოფილა, ვცდებოდი ეჭვი რომ შევიტანე ჩვენს გრძნობებში
-საკუთარ თავზე ისაუბრე, მე ნუ გამრევ
-თინას იმ კოცნაზე რატომ არ უთხარი? შეხებას ვერ ვიტანო ამტკიცებდი,ტყუილები გისწავლია
-არ მესმის რაზე საუბრობ... მანძილი გაზარდე , ნუ მიახლოვდები - სინათლე თვალებში მიანათა და ფიქრობდა ასე მოიშორებდა,მაგრამ ბიჭმა საერთოდ წაართვა მობილური - რას აკეთებ , იაზრებ?
-ჩემს შემდეგ არავის უკოცნია თუ სხვებსაც უმალავ თინიკოს
-ჩემს ასაკში კოცნაზე საუბარი სასაცილო ხომ არ არის, მე რა ისევ 15 წლის ვარ? დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ წარმოდგენაში შენ მიშლი ხელს ზედმეტად სხვანაირი ხარ
-ის უშნო ბიჭი გირჩევნია იდგეს შენს წინ? არ მითხრა ის უფრო მიზიდავდა ვიდრე შენო ...
-აი ხომ ხედავ საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობ
-სხვა ვარ , მართალია იმ სიმახინჯესთან აღარაფერი მაკავშირებს. წლები გავატარე აქაურობისგან შორს საკუთარი თავი რომ ჩამომეყალიბებინა ისეთად როგორიც ახლა ვარ, ძალა რომ მეპოვნა და დამემსახურებინე
-შენ ყველაფერი საკუთარი თავისთვის გააკეთე, ასეთი გინდოდა ყოფილიყავი თორემ მე არასდროს მითქვამს ფლეიბოის დაემსგავსე-თქო. ის ბიჭი მიყვარდა, ისეთი როგორიც იყო თავისი ღირსებებით, სულითა და ხორცით ... შენ კი არ ვიცი ვინ ხარ, თავადაც არამგონია იცოდე
-აღიარებ ,რომ გიყვარვარ
-ვთქვი მიყვარდი, წარსულ ფორმაში და ეს ბევრ რამეს ცვლის
-რა გავაკეთო ისევ ღორივით გავსუქდე, სათვალე გავიკეთო, ძლივს მოშორებული აკნე დავიბრუნო და შეგიყვარდები?
-იმ დროს ვერ დააბრუნებ ჩემგან შორს რომ გაატარე... საკუთარი თავის შექმნისას დაგავიწყდი. არადა საკმარისი იქნებოდა უბრალოდ წერილი, ზარი ან ერთი შეხვედრა იმის შეტყობინება,რომ გახსოვდი , რომ ასე უბრალოდ არ გამაქრე გონებიდან
-დამნაშავე ვარ, ვხვდები
-რომ ხვდებოდე ბოდიშით დაიწყებდი და არა იმ თამაშით რითაც წარსდექი ჩემს წინაშე. მთელი ეს დრო მოდიოდი და ისე იქცეოდი თითქოს ვერ მცნობდი,რამდენი თვე გავიდა? ექვსი თუ მეტი
-შენც იგივეს აკეთებდი
-შენ მოხვედი, მე დაგხვდი და თავად უნდა გადმოგედგა პირველი ნაბიჯი ,მაგრამ გამბედაობა წონას გააყოლე
-რომელი გამბედაობა იმ ლაჩარს სად ჰქონდა
-ლაჩარი დამშვიდობებისას ვერ მაკოცებდა ლაჩარი ის ბიჭი იყო, წვეულებაზე რომ გამოჩნდა , ბაბნიკის იერით და ისე მეფლირტავებოდა თითქოს პირველად მხედავდა
-სიმამაცე არაფერ შუაში იყო, უბრალოდ ისე მინდოდი გონება დამებინდა მერე მივხვდი უფლისწული კი არა ბაყაყი ვიყავი და ამდენი წელი პრინცად გადაქცევას ვცდილობდი ... რაც შეეხება იმ საღამოს, სულ არ გეტყობოდა ,რომ უკმაყოფილო იყავი
-საიდან მოიტანე,რომ მე თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდი ... უკმაყოფილო არც ადრე ვყოფილვარ, შენთან ცეკვის დროს
-ახლა ამბობ ამას ასეთს რომ მხედავ
-შენი თვითშეფასების არ არსებობას მე ნუ მომაწერ! რომ არ მყვარებოდი ისეთი და სხვაგვარი მდომოდი ამდენი წელი არ მეყვარებოდი და მინიმუმ ვინმე სხვას ვიპოვნიდი შენნაირი გამოძერწილები უამრავია , მხოლოდ ნებისყოფა გჭირდებათ ვარჯიშისთვის და ეს პრესიც გაჩნდება დიდი ამბავი. აი ის ბიჭი მე რომ ვიცნობდი არავის ჰგავდა და მასში ყველაფერი ღირებული იყო ,ერთს რომ გამიღიმებდა სულ ყველაფერს მავიწყებდა ისეთი თბილი, სიყვარულით სავსე მზერა ჰქონდა
-შემშლი, საბოლოოდ გადამიყვან ჭკუიდან- სახე კიდევ უფრო მიუახლოვა და ის იყო უნდა ეკოცნა ეზოდან თინას კივილის ხმა რომ გაიგეს. ნორმალურად ვერ გაარჩიეს სიტყვები, ინსტიქტურად გაიქცნენ და ერთმანეთთან ჩახუტებული წყვილის დანახვისას ორივეს ღიმილი მოეფინა სახეზე
-ბაბუუუ , ჩამოხვედიი როგორც იქნა ....ცოტაც და გავცემდი ჩვენს საიდუმლოს- სანტას ფორმაში გამოწყობილ კაცს მოეხვია და მონატრებულ მკლავებში გაინაბა
-იცოდი რომ მოდიოდა და არაფერი მითხარი? ყოჩაღ შენ, ყოჩაღ
-ნუ უბრაზდები, მე ვთხოვე
-ხოდა შენ გაგიბრაზდები !
-თინა, ცოტა ხანს არ გვინდა და შემდეგ ვიჩხუბთ, მომენატრა შენთან უაზრო კინკლავიც
-ძალიანაც აზრიანია ყოველთვის
-შენ იწყებ და იმიტომ ხომ?- ჩაიცინა და შვილიშილს კიდევ ერთხელ აკოცა ხელზე- ჩემო ბრილიანტო , დანარჩენებისთვის ხომ არ გითქვამს
-სიტყვაც არ დამცდენია, სიურპრიზი იქნება ყველასთვის
-ახლავე დავურეკავ ვახოს მოვიდეს... - ლალიმ ტელეფონი იპოვნა და მისი მეუღლეც მალევე გამოცხადდა შეკრების ადგილზე.
-თოვლის ბაბუობა ამართვი ხომ სოსიკო ... ეს წვერიც როგორ გაგთეთრებია მართლა სანტასავით ხარ - მეგობარს მოეხვია და თან მოზრდილ წვერზე გაეთამაშა- საჩუქრებიც ჩამოგვიტანე?
-ბავშვივით ხარ ამხელა კაცი
-დაგავიწყდი ბიჭო? სირცხვილი შენ
-საჩუქრებით მაქვს სავსე ის ჩემოდანი ახლა დავსხდეთ, გავიხსენოთ ძველი დრო და მერე ვიპოვნი შენებს
-მოდით,მოდით ყველაფერი მზად არიის
სუფრას მიუსხდნენ, მოხუცებმა გვერდი-გვერდ დაიკავეს ადგილები თათა და დემნა კი სუფრის სხვადასხვა ბოლოში აღმოჩნდნენ. ერთმანეთის პირისპირ მსხდომებს თითქოს ზუსტად ეს მანძილი სჭირდებოდათ ახალი წლის დადგომამდე ერთმანეთი რომ არ დაეშავებინათ
-ჩემთან რომ იყავით თქვენ ორნი მას შემდეგ ორი თვე გავიდა და შეგეცვალა გეგმები ბაბუ თუ ისევ იმ აზრზე ხარ რაზეც მაშინ ,ჩვენი საუბრისას- რამდენიმე წუთი იყო უკვე გასული,ცოტაც და ახალი წელი დადგებოდა, ყველას მოესწრო რამდენიმე ჭიქის დალევა, თათაც ერთ ჭიქას უტრიალებდა
-კვლავ იმ აზრზე ვარ და ასე იქნება ყოველთვის, გეგმის შეცვლას არ ვაპირებ , ვერაფერი მაიძულებს თვით ქალბატონი თათაც- გოგოს უყურებდა ის კი ჯერ ბოკალში დარჩენილ სითხეს დაჰყურებდა შემდეგ კი გაკვირვებულმა ახედა
-შენს გეგმასთან რა კავშირი მაქვს, თქვენს საქმიან ურთიერთობებში ჩარევას ნამდვილად არ ვგეგმავ ჩემი პროფესია
-არ გისაუბრიათ ბაბუ?
-რასთან დაკავშირებით
-ეს როგორ გავიგო? აბა ჩვენი გრძნობები ორმხრივიაო?
-ორმხრივია ახლა უბრალოდ ჭირვეულობს
-უკაცრავად ? თქვენ ყველანი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით და აპირებთ ჩემი ცხოვრება ამ გაურკვეველ არსებას დავუკავშირო ?ახალი წლის ღამეს იმიტომ შეიკრიბეთ და მეც ხაფანგში შემომიტყუეთ?-თვალებგაფართოებულმა ისე შეიცხადა ეჭვი არავის შეეპარებოდა რომ ნამდვილად ბრაზობდა
-მე მეგონა შენც გიყვარდა და იმიტომ ვარ აქ. თინიკო რა ხდება?
-გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენი მეგობრობა ძელებურად გაგრძელდეს -საათის ისრები თორმეტს მიუახლოვდნენ, შორიდან მოდიოდა თოფის სროლის ხმა. ახალი წელი პირველი წუთების ათვლას იწყებდა- დაე აღარასდროს იმოქმედოთ ჩემს ზურგს უკან,თუნდაც კეთილი ზრახვებითა და ჩემი გაბედნიერების სურვილით. მინდა
-გინდა იყო ბედნიერი, მშვიდი, ფერადი , წარმატებული და კიდევ უამრავი რამ რასაც ყოველთვის, ყოველ წელს ასობით ადამიანი გისურებს . შენც იმეორებ ერთ ტექსტს, ყოველ ახალ წელს ორი კვირის განმავლობაში გამუდმებით ატრიალებ ერთ დაზეპირებულ მილოცვას სინამდვილეში კი სურვილის ახდენა ვიღაცის ნატვრისა და დალოცვის გარეშე შეგიძლია , შენს წინაა
-შენ ხარ ჩემი ახდენილი ოცნება და ყველა სურვილის რეალობად ქცევის შანსი?- მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ბიჭის გარდა ვეღარავის ამჩნევდა- როგორი თვითშეფასება გაქვს, ძვირფასო ამ წლებმა
-ამ წლებმა ბევრი რამ მოგვცა, ხო შეგვეძლო ბანალურად 14 წლიდან დაგვეწყო სიყვარულობანა, ერთ ადგილას გავყინულიყავით, ერთმანეთი ამოგვეწურა,მოგვბეზრდებოდა და დაქორწინების შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა მანამდე არ გავაგიჟებდით ერთმანეთს, აუცილებლად ისე ვიცხოვრებდით,თითქოს საუკუნე გვაკავშირებდა. ახლა კი ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ, ვნახეთ ცხოვრების ის გზა რომელშიც გვერდი-გვერდ არ ვიყავით და ახლა ორივემ ზუსტად ვიცით რომ გვჭირდება ერთად ვიყოთ !
-ეგ შენი დასკვნაა, დაგღალა გართობამ და გადაწყვიტე ბუდე შექმნა
-ბულბულად წარმომედგინე ახლა კი ყვავივით ჩხავი ამ ახალი წლის ღამეს ... უჩემობამ როგორ გაგამწარა ხომ ხედავ, დროულად თუ არ ჩამკიდებ ხელს ვინღა დაგიბრუნებს ჩვეულ სიტკბოს, დარჩები მჟავე მანდარინად
-ოოჰ რა კარგია ცხოვრება,მოუნდა წავიდა და დამტოვა, არც გავხსენებივარ ისე ატარებდა დროს ახლა გადაწყვიტა და ცოლად ვუნდივარ. ხშირად გისურვებდნენ დაე ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდაო ? ასე ზუსტად როგორ აგიხდა, ვწუხვარ წელს არ გამოვა ,ჩემთან ყოველ შემთხვევაში. მაპატიეთ, თქვენი საახალწლო სურვილი თუ იყო ჩემი და მისი ქორწილის ხილვა, თეთრი კაბა სასწრაფოდ გამხადეთ მაგ ფანტაზიაში- ყველას გადახედა და ღვინის ჭიქა ამჯერად ბოლომდე დაცალა- ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ , ნახვამდის
-მიდიხარ? შენ რა ახლა ადგები და ასე წახვალ?
-უკვე წავედი
-გამახსენებინებ ახლა ყველა ჩვენს შეხვედრას, თორემ მერე ვეღარ წამომაძახებ წახვედი და დამივწყეო...ხილის არაყის ყველა დაცლილ ჭიქას განანებინებ .
-რაც გგნებავს ის თქვი, მე არაფერი მახსოვს და შესაბამისად შენი სიტყვები სიტყვებად დარჩება ... ამის გამო ვერ გავხდები შენი ცოლი - ქურთუკი მოიცვა ,თმები ზურგზე გადაიყარა და მერე მიუბრუნდა უკან ადევნებულს - თავხედო , ხილის კი არა თაფლის არაყით ვიყავი მაშინ მთვრალი , მაგრამ შენ იყავი ლიმონივით მჟავე - ისეთ ხმაზე საუბრობდნენ ყველას ყველაფერი ესმოდა
-სულ ასეთი იყავი, რაღაცას აიჩემებდი და ვერავინ გადაგარწმუნებდა სანამ მერე ტვინი არ გადაგიტრიალდებოდა . ახლაც დარწმუნებული ხარ რომ ჩემ გარდა არავინ გინდა, სურვილისგან იწვი , ჩემს წინ დნები ,იღვენთები, მაგრამ ასე გინდა, ასე მოგწონს რომ არ აღიარო, გამაცოფო და გამაგიჟო. ჯერ ის რა მოიგონე , შეყვარებული ვარ ცალმხრივადოო , მე შენ სულელი გგონივარ? ამდენი თვეა ლანდივით დაგყვები, რა სიყვარული რის სიყვარული
-შენ მე მითვალთვალებდი ? დამნაშავე ხარ, დასაჭერი, კრიმინალი! მაშინ უნდა მეჩივლა დასისხლიანებული ხელებით რომ შემოვარდი , ჭრილობის დასამუშავებლად წაიღე ნახევარი აფთიაქი და დარდისგან გული გამიხეთქე .
-შეგეშინდა ხომ ? ისე შეგეშინდა თამაში შეწყვიტე, თავის მოტყუება,რომ ვითომ ვერ მიცანი,ვითომ სხვა ვიყავი ანდაც არ გადარდებდი და ჩემი კორპუსის წინ დახეტიალებდი, ბაღის სკამზე იჯექი ნახევარი დღე, ელოდი როდის გამოვიდოდი და მერე შენი დაქალი რომ დაბრუნდა იმდენი დალიეთ არყის ბოთლებით სავსე პარკს ძლივს მოათრევდა ნინა ნაგვის ურნამდე
-შენ , შე უგულო...ბოროტო კაცო . მიყურებდი და განგებ არ გამოდიოდი ? - თავისივე გაღებული კარი მიიჯახუნა და უკან შებრუნებისთანავე მკერდზე ჰკრა ხელი ბიჭს - იცი მაინც როგორ ვნერვიულობდი? ლამის მოვკვდი იმაზე ფიქრით რომ დაჭრილი შენ იყავი
-საკმარისად არ გინერვიულია თორემ დალევამდე მოხვიდოდი, გადააბიჯებდი შენს სულელურ სიჯიუტეს ,კარზე დააკაკუნებდი და მეტყოდი, მიყვარხრ,მომენატრე ყველა ჭრილობას მე მოგიშუშებო. შენ კიდევ ნინასთენ ერთად დამადექი შუაღამეს, დერეფანში იდექით ერთმანეთზე აკიდებულები და ძლივს ლაპარაკობდი
-ძალიან კარგი ფხიზელი რომ არ მოვედი, შენ არაფერს იმსახურებ მითუმეტეს მე არ ...საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი, ლამის დავგორდით კიბეზე
-შენ და მე ერთანეთისთვის გავჩნდით!
-მე არავისთვის დავბადებულვარ, შენ მონა თუ გჭირდება ვისაც მიისაკუთრებ ჩემგან რაც შეიძლება შორს უნდა ეძებო- ცდილობდა მუხტი არ დაეკარგა, არადა მისი სიახლოვე სულს უხუთავდა. ისე უნდოდა ჩახუტებოდა, ყველა სიტყვა უკნ წაეღო, ყველაფერი გაექრო რაც წარსულში იყო
-რაც შეიძლება ახლოს , უმანძილოდ გვჭირდება ერთმანეთი- საპირისპიროს ეუბნებოდა და თავისკენ იზიდავდა- წელს და მთელი დარჩენილი ცხოვრებაც შენთან მინდა ვიყო
-მე უარზე ვარ ... ქორწილი არ იქნება , წერტილი ! - სოსო ჯერ უსმენდა , ყველაფერს აანალიზებდა შემდეგ კი დერეფანში მდგომ წყვილთან მივიდა და მშვიდად განაცხადა სათქმელი
-ხომ ვილაპარაკეთ და თქვი - დემნა ამჯერად კაცისკენ შებრუნდა
-თათას არ უნდა, ერთმანეთს თურმე არც იცნობთ , ომში გასაგზავნი შვილიშვილი არ მყავს
-როგოორ ამდენი თვის განმავლობაში შეკრულები იყავით და ახლა გადაიფიქრე? - ისე შეეცვალა ბრძოლის ველი ვერც გაიაზრა. ბიჭის წინ დადგა და კაცს მზერა გაუსწორა- საერთოდაც მე რომ გადავწყვიტო, არა?
-მამაშენს რომ იცნობს კარგად იმიტომ იყო ჩემთან ჩამოსული და იმიტომ ვაგვარებდით ჩვენ , ბებიები და ბაბუები- თინა ჩაერია ,ლალიკოც იქვე იყო
-მამასთვის მნიშვნელოვანი მე ვარ და ჩემი სურვილები . ყველას რატომ გეშინიათ ძალიან მაინტერესებს. გრინჩია ,მაგრამ მასაც აქვს თავისი სისუსტე ის კი მე ვარ - ამაყად განაცხადა და ინსტიქტურად მიეყრდნო ზურგს უკან მდგომს -თქვენი სიძე ბედნიერი იქნება ჩვენი ურთიერთობის შესახებ რომ გაიგებს . უბრალოდ წლის ბოლომდე ქორწინებაზე ფიქრიც არ გამოვა
-მთელი წელი ისევ ისე უნდა მომექცე როგორც ამ ზაფხულს?
-შენ რა კომპრომისზე არ მოდიხარ? დათმობების გარეშე აპირებ ჩვენი ცოლ-ქმრობა ბედნიერი გახადო? მაოცებ პირდაპირ
-მეთამაშები ხომ?
-ღმერთო მე ცხოვრების წლები წამართვეს ამ რამდენიმე წუთში...არადა 100 წლამდე ვაპირებდი მისვლას. ასეთი ახალი წლის დასაწყისი ჯერ არ გვქონია. თოფი მაინც გაისროლე სოსო თორემ განწყობაც ამირია ამ არანორმალურმა გოგომ. მე ეს ნორმალური მეგონა და თურმე მამამისზე უარესია
-სიძე და რძლები როგორ არცერთს მოგვწონს თინიკო, მაინც როგორ არ გაგვიმართლა ჰა?-დაიწუწუნა ლალიკომაც
-სამაგიეროდ შვილიშვილების არჩევანი მოგვწონს ორივეს ...შენ რძალი მე სიძე - თვალი ჩაუკრა და მერე უკან მიჰყვა თოფით ხელში მიმავალ კაცს . ვახტაგს ჭიქა ეჭირა, სადღეგრძელო თქვა დაცალა და შემდეგ გასროლის ხმაც გაიგეს .
-ფოიერვერკები მინდა ,რისთვის ვიყიდე ორი ამხელა ამბავი გვაქვს აღსანიშნი თოფით გინდა გადაიაროთ? - ასაფეთქებლების შეკვრა გამოიტანა თინიკომ და ამჯერად ვახოს მიაჩეჩა
-რა გამოდის ჩემთან ხარ?- მოხუცები სანამ ფოერვერკისთვის უსაფრთხო ადგილს არჩევდნენ მანამ დემნამ გაურკვევლობის გარკვევა ბოლოჯერ სცადა
-შენ ხარ ჩემთან და მე ვნახოთ, რას გვიჩვენებს ეს წელი - ქვემოდან უყურებდა განათებულ ცას
-მე უკვე ვხედავ , ამ წელს ჩემი ჩაფიქრებული სურვილი ამიხდება
-ჩემი შარჩანდელი სურვილიც ახდა , დამიბრუნდი
-შობამდე ქორწილზეც დაგითანხმებ
-არც იოცნებო !
-შობის ღამეს სასწაულები ხდება და ჩემზე უგონოდ შეყვარებულ ქალს ქორწინების სახლამდე ვერ მივიყვან?
-ჯერ მამა ჩამოვიდეს , თუ არ მოეწონები შეყვარებულებიც აღარ ვიქნებით
-გრინჩი ხარ, მთელი დღეა ცდილობ ახალი წლის განწყობა გამიფუჭო
-ორი წუთიც დაიცადე - გაიცინა და ჩიხში გამოჩენილ მანქანას გახედა რამდენიმე წუთში ეზოში რომ შემოვიდა და იქედან ხმაურით გადმოვიდნენ ბიჭები- შენი ჯოჯოხეთი იწყება ,ძვირფასო
-არ არსებობს... ამ ნეანდენტალელებს აქ რა უნდათ
-ჩემ ძმებზე როგორ საუბრობ- წარბები შეკრა და მოჩვენებითი გაბრაზებით ახედა
-დისტანციას ნუ ზრდი... ჩემთან დარჩი
-5 წუთი ბედნიერება არ გეყო? ახალ წელს მეტი რა გინდა დანარჩენი მოიპოვე შრომითა და გამძლეობითა შენითა -თვალი ჩაუკრა, გადაიკისკისა და სირბილით გაიქცა ძმებისაკენ- ბიჭებოოოო გილოცავთ ახაალ წეელს
-ჩვენც გილოცავთ, მანდარინო
-თქვენი მანდარინი ფორთოხალზე ქორწინდება, მოგვილოცეთ- დემნას ხმა გაიგო და ამოიოხრა
-მე არ დავთანხმებულვარ , ჯერ არააა და თუ იჩხუბებთ აზრს შევიცვლი
..................
-მართლა გააკეთა მანდარინისგან მთები მამამ?
-თუ ცოლად გამომყვებიო მანდარინებით დაწერა
-მანქანა გაავსო მანდარინებით და მერე მოგცა ბეჭედი?
-ოთახი დაგახვედრა მანდარინებით სავსე ,კარი გააღე და სუულ მანდარინები იყო?
-მამამ თქვა ფორთოხლებით მთხოვა ქმრობაო
-დედააა, გვითხარი სიმართლეეე
-მანდარინი აღარ გვაქვს? ვინ შეჭამა ჩემი მანდარინები-სამზარეულოდან გამოვიდა და ხელში ცარიელი ჯამი ეჭირა - რომელი ხართ ყვითელი, დამენახეთ
-ამან ჭამა
-არა ამან
-არა ამან
-რა ხდება თქვენი ხმა ეზოშიც ისმის -მანამ უთითებდნენ ერთმანეთზე სანამ დემნა გამოჩნდა
-მამამ ჭამა
-რა ვჭამე
-ჩემი ტკბილი მანდარინი
-შენ ხარ ,ჩემი ტკბილი მანდარინი
-ბავშვებს აინტერესებთ როგორ დამითანხმე
-მომდევნო ზამთრამდე უარზე იყო , მერე მანდარინის პლანტაცია ვიყიდე
-ფორთოხლის და კივის ხეებიც არის იქ
-მანდარინის, ფორთოხლის, კივის და ბროწეულის ხეების გარემოცვაში ვთხოვე ცოლობა ...
-ოო , ბანალურია
-ხოო მაგას მანდარინებით დაწერილი „Marry me” სჯობდა -აწუწუნდნენ ბავშვები
-არაბანალური გაცნობა გვქონდა, თინეიჯერი გოგო მანდარინებით სავსე ჯამით წინ იჯდა , რუდუნებით აგრძელებდა კიდევ დარჩევას, ღიღინებდა და სულ არ აღელვებდა გარშემო რა ხდებოდა. მეგონა ყველასთვის იყო, ერთი ავიღე ,კომპლიმენტიც ვუთხარი როგორ გაგისუფთავებია იმ თეთრი რაღაცეებისგან-თქო და ისე შემომხედა ლამის დამახრჩო იმ ერთმა ცალმა
-მეორედ თვითონ მომიკრიფა დიიდი მანდარინები , მაღლა იყვნენ ბრდღვიალებდნენ იქედან და მე ვერ ვწვდებოდი... მაშინ შევამჩნიე როგორი სიმპათიური იყო ,ხელი რომ გაიწვდინა მათ დასაკრეფად
-ისე უციმციმებდა თვალები, ისეთი ლამაზი იყო
-თოვდა ,წითელი ცხვირით და გაყინული ხელებით ვეკიდე მანდარინის ტოტებზე, აი რა ჰგონია მამათქვენს სილამაზე
-სადაც შენ გესიმპათიურე ასკილოგრამიანი ბიჭი , არათუ გესიმპათიურე შეგიყვარდი კიდეც
-თვალებს არ ჰყვარებიხარ, გულს უყვარხარ სულ და რომ დამპირდი მანდარინს სულ მე დაგირჩევ,ჭირსა და ლხინშიო სად არის დანაპირები
-ჩვენ გვაქვს - ბალიშების უკან დამალული მანდარინებით სავსე ჯამი გაუწოდეს ბავშვებმა-შენთვის გავფრცქვენი, დე
-და თეთრები მე მოვაშორე , დე
-გილოცავთ ქორწინების დღეს
-ჩვენი ტკბილი მანდარინები ხართ თქვენ
-ჩვენც გვიყვარხართ
-მე კივზე უფრო
-მე ფორთოხალზე
-მე ბროწეულზე
-ვამბობდი ნუ ღალატობ მანდარინს-თქო და აჰაა, შეხედე ჩვენს შვილებს
-სახლი კი დგას ხილის ბაღის შუაგულში
ფანჯრიდან დათოვლილი ეზო ჩანდა , თეთრ საფარველში სხვადასხვაფრად ანათებდა ხეებზე შემორჩენილი მანდარინი, ფორთოხალი, კივი და ბროწეულები ...










№1  offline წევრი დარინა

იცი როგორ გავბედნიერდიი, ისეთი თბილი ტკბილი და გემრიელი იყო ადრეული მარიამისეული ელფერი დაკრავდაა, უკვე შემიყვარდა ეს ისტორია, იმდენი დადებითი ემოცია მივიღე და ისე გავბედნიერდი ამისთვის დიდი მადლობა მარიამ, მანდარინი მეც მიყვარს და ზუსტად თათასავით შემიძლია უზომოდ ჭამა, არაერთხელ მოვუბრუნდები წასაკითხად, ძალიან ვიმხიარულე დრმნაც შემიყვარდა აი ბებიები და ბაბუები ორივე სასწაულები იყვნენ.

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი კარგი იყო,სასიამოვნო,ღიმილიანი და დადებითი მუხტით სავსე♥️♥️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
იცი როგორ გავბედნიერდიი, ისეთი თბილი ტკბილი და გემრიელი იყო ადრეული მარიამისეული ელფერი დაკრავდაა, უკვე შემიყვარდა ეს ისტორია, იმდენი დადებითი ემოცია მივიღე და ისე გავბედნიერდი ამისთვის დიდი მადლობა მარიამ, მანდარინი მეც მიყვარს და ზუსტად თათასავით შემიძლია უზომოდ ჭამა, არაერთხელ მოვუბრუნდები წასაკითხად, ძალიან ვიმხიარულე დრმნაც შემიყვარდა აი ბებიები და ბაბუები ორივე სასწაულები იყვნენ.

დარინაა ♡♡♡♡
მადლობა რომ წაიკითხე და გამიზიარე ემოციები
ძალიან მინდოდა მძიმე ისტორიების მერე რამე მსგავსად მსუბუქი დამეწერა და თუ გამომივიდა მიხარია უზომოდ ♡♡♡♡♡

Daldoni Daldoni
ისეთი კარგი იყო,სასიამოვნო,ღიმილიანი და დადებითი მუხტით სავსე♥️♥️

ძალიან , ძალიან ვეცადე განწყობა მეპოვნა და დამეწერა მიხარია თუ გამომივიდა თქვენი გაღიმება ♡♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ რა მესიამოვნა ამის წაკითხვა ნეტა ჩემი სახის დანახვა შეგეძლოს მრავალ ახალ წელს დაესწარი მარიამო და ბევრი შეგექმნას ასეთი საოცრება ჩვენთვის

 


№5  offline წევრი Maia G.

ძალიან,ძალიან საყვარელი,ტკბილი და გემრიელი ისტორია იყო მარიამ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Maia G.
ძალიან,ძალიან საყვარელი,ტკბილი და გემრიელი ისტორია იყო მარიამ❤️❤️❤️

როგორ ძალიან მიხარია
მადლობა ♡

სტუმარი მაკა
აუ რა მესიამოვნა ამის წაკითხვა ნეტა ჩემი სახის დანახვა შეგეძლოს მრავალ ახალ წელს დაესწარი მარიამო და ბევრი შეგექმნას ასეთი საოცრება ჩვენთვის

მადლობა დიდი
თქვენც მრავალ ბედნიერ წელს დაესარით♡
ძალიან მიხარია რომ გამოვიდა ის რაც იდეაში მქონდა და აგიმაღლეთ განწყობა

 


№7 სტუმარი ეთო

მარიამ, პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს მთელი სამყაროსთვის ❤დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია წაკითხვით. ❤ მთელი კითხვის პროცესში ღიმილი არ მომშორებია სახიდან. ასეთი თბილი ისტორიით კიდევ ერთი დღე გაგვილამაზე და გაგვიხალისე.მადლობა ამისთვის. წარმატებები მარიამ ❤❤❤

 


გილოცავ ახლა წელს, მარიამო❤️
პატარა,საყვარელი, თბილი და მხიარული ისტოროა იყო❤️ წლის კარგი დასაწყისია. გისურვებ მთელი წელი ასეთი მხიარული პოზიტივით სავსე გქონდეს❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ეთო
მარიამ, პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს მთელი სამყაროსთვის ❤დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია წაკითხვით. ❤ მთელი კითხვის პროცესში ღიმილი არ მომშორებია სახიდან. ასეთი თბილი ისტორიით კიდევ ერთი დღე გაგვილამაზე და გაგვიხალისე.მადლობა ამისთვის. წარმატებები მარიამ ❤❤❤

მადლობა ♡
მეც გილოცავთ ♡
ძალიან მიხარია რომ მოვახერხე და ღიმილი გამოვიწვიე ♡♡

რუსკიმარუსია
გილოცავ ახლა წელს, მარიამო❤️
პატარა,საყვარელი, თბილი და მხიარული ისტოროა იყო❤️ წლის კარგი დასაწყისია. გისურვებ მთელი წელი ასეთი მხიარული პოზიტივით სავსე გქონდეს❤️

მადლობა ♡
ბედნიერ წელს გისურვებთ ♡♡♡

 


№10 სტუმარი Tiko jiquri

გილოცავ ახალ წელს მარიამ ❤️ ახლა ისე მჭირდებოდა მსგავსი ისტორია სულისთვის წამალივით გამოდგა. ისე მიყვარს შენი ისტოერიები თითოეული მათგანი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვღარ ვითვლი. ეს ისტორიაც ერთ-ერთი იქნება რომელსაც ყოველ ახალ წელს წავიკითხავ.???? თუ სწორად მახსოვს მოთხრობას ,,შენ'მეფერები" ტვირთავდი ხოლმე მაგრამ ეხლა ვეღარ ვიპივე და იმედი მაქვს სრულად ატვირთავ❤️ ველიდებოდი ბოლომდე როდის დაამთავრებდი რომ წამეკითხა.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Tiko jiquri
გილოცავ ახალ წელს მარიამ ❤️ ახლა ისე მჭირდებოდა მსგავსი ისტორია სულისთვის წამალივით გამოდგა. ისე მიყვარს შენი ისტოერიები თითოეული მათგანი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვღარ ვითვლი. ეს ისტორიაც ერთ-ერთი იქნება რომელსაც ყოველ ახალ წელს წავიკითხავ.???? თუ სწორად მახსოვს მოთხრობას ,,შენ'მეფერები" ტვირთავდი ხოლმე მაგრამ ეხლა ვეღარ ვიპივე და იმედი მაქვს სრულად ატვირთავ❤️ ველიდებოდი ბოლომდე როდის დაამთავრებდი რომ წამეკითხა.

მადლობა ♡
მეც გილოცავთ ♡
წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ♡♡♡♡♡
ავტვირთავ სრულად , როცა დავასრულებ

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

საყვარელი, თბილი და ტკბილი ისტორია იყო❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი Pascuuuu

ძალიან სასიამოვნო და თბილი საყვარელი ისტორია გამოვიდა!!! ახალ წელს გილოცავ! უამრავ წარმატებას და ბევრ სიხარულს გისურვებ ამ წელს!
პ.ს შენ მე’ფერების აღარ აგრძელებ?

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

აუ, ააუუუ!!!
ასეთი მარიამი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
გილოცავ ახალ წელს, ასეთ ემოციებს გისურვებ ტკბილს და ჯადოსნურს ❤️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Gossipy girl
აუ, ააუუუ!!!
ასეთი მარიამი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
გილოცავ ახალ წელს, ასეთ ემოციებს გისურვებ ტკბილს და ჯადოსნურს ❤️

მადლობაა ♡♡♡
მეც გილოცავ ♡ მუზებით სავსე წელს გისურვებ ♡
გამიხარდი ♡♡♡♡

Pascuuuu
ძალიან სასიამოვნო და თბილი საყვარელი ისტორია გამოვიდა!!! ახალ წელს გილოცავ! უამრავ წარმატებას და ბევრ სიხარულს გისურვებ ამ წელს!
პ.ს შენ მე’ფერების აღარ აგრძელებ?

მადლობა ♡ მეც გილოცავთ ♡♡♡
რომ დავასრულებ სრულად ავტვირთავ ♡

სტუმარი ანა
საყვარელი, თბილი და ტკბილი ისტორია იყო❤️❤️❤️

ძალიან მიხარია , რომ ასეთი გამოვიდა ♡♡♡

 


№16  offline წევრი ana tuki

გილოცავ ახალ წელს,საუკეთესო წელი ყოფილიყოს შენთვის. heart_eyes
მარიამ,თბილი ისტორია იყო,სახლში ამ ისტორიის წაკითხვას რა სჯობს.ძალიან კარგი იყო.
"შენ'მეფერები" რომ აიღე არ დამრჩენია შეუმჩნეველი,ყოველდღე მხოლოდ მაგის გამო შემოვდიოდი აქ და...ველოდები შენს დაბრუნებას მაგ ისტორიით,მე ველი მოუთმენლად.წარმატებებს გისურვებ.

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მრავალ შობა ახალ წლებს დაეწარიი<33 საოცრება ხარ როგორც ყოველთვის <3 ეს წელი ყოფილიყოს ყოველი კარგის მომტანი და ყოველ დღე ახალი თავების წერის <3 მრავალი ისტორიის შექმნის და ჩვენი გახარების <3 წარმატებებიი და ველოდები შენ მე'ფერებიის <333

 


№18 სტუმარი თამუნე

რანაირი ხარ?
ვერ ვხდები
სევდით სავსე
საწყისი
შუა ხალისი,ფიქრები ემოციები
სასრული ბედნიერება
სიგიჟე
ოცნეა
ოცნების ფრთები ხარ
ისტორის ანგელოზი
უბრალოდ ვერ ვხდები ხოლმე
ვერ ვუშვებ
ვერ ვფიქრობ
როგორი
განძი
ხარ
როგორი ბედნიერება
მაქ რო გიცნობ
გისმენ და მსიამოვნებს შენი
ცქერა
მიყვარს შენი
წუწუნი
რო მალავ და გულით ატარებ
ამდენ ემოციას
სევდას და ოცნებას
მიყვარს შენი ცაში აჭრილი ოცნებები
ხურჯი ით სავსე ისტორიები
ხო ვითო ყველას გავს
მაგრამ არა არავის არ გავს
სხვანაირია
სახელიც ხო გამეორებადია
არა
სხვანაირად იწერებეა
თუ სხვანაირად
იგრძნობა
და მაინც მინდა იცოდე
მაბედნიერებს შსნი
ცქერა
ჩემი სულის მზე ხარ
ადამიანო
მანდარინი ჩემი სულის მალამოა
სევდის და ოხნების სუნი აქ
სიყვარულის გემოთია სავსე
მანდარინი მანდარინა

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ana tuki
გილოცავ ახალ წელს,საუკეთესო წელი ყოფილიყოს შენთვის. heart_eyes
მარიამ,თბილი ისტორია იყო,სახლში ამ ისტორიის წაკითხვას რა სჯობს.ძალიან კარგი იყო.
"შენ'მეფერები" რომ აიღე არ დამრჩენია შეუმჩნეველი,ყოველდღე მხოლოდ მაგის გამო შემოვდიოდი აქ და...ველოდები შენს დაბრუნებას მაგ ისტორიით,მე ველი მოუთმენლად.წარმატებებს გისურვებ.

მეც გილოცავტ შობა _ახალ წელს ♡♡♡
დავბრუნდები აუცილებლად სრულად როგორც კი მექნება მზად

uchveulo
მრავალ შობა ახალ წლებს დაეწარიი<33 საოცრება ხარ როგორც ყოველთვის <3 ეს წელი ყოფილიყოს ყოველი კარგის მომტანი და ყოველ დღე ახალი თავების წერის <3 მრავალი ისტორიის შექმნის და ჩვენი გახარების <3 წარმატებებიი და ველოდები შენ მე'ფერებიის <333

დიდი მადლობა ♡
ბედნიერ და საინტერესო წელს გისურვებთ ♡♡♡♡
ვცდილობ მალე დავასრულო და ავტვირთო სრულად ისეთი როგორიც მინდა რომ გამოვიდეს ♡♡

თამუნე
რანაირი ხარ?
ვერ ვხდები
სევდით სავსე
საწყისი
შუა ხალისი,ფიქრები ემოციები
სასრული ბედნიერება
სიგიჟე
ოცნეა
ოცნების ფრთები ხარ
ისტორის ანგელოზი
უბრალოდ ვერ ვხდები ხოლმე
ვერ ვუშვებ
ვერ ვფიქრობ
როგორი
განძი
ხარ
როგორი ბედნიერება
მაქ რო გიცნობ
გისმენ და მსიამოვნებს შენი
ცქერა
მიყვარს შენი
წუწუნი
რო მალავ და გულით ატარებ
ამდენ ემოციას
სევდას და ოცნებას
მიყვარს შენი ცაში აჭრილი ოცნებები
ხურჯი ით სავსე ისტორიები
ხო ვითო ყველას გავს
მაგრამ არა არავის არ გავს
სხვანაირია
სახელიც ხო გამეორებადია
არა
სხვანაირად იწერებეა
თუ სხვანაირად
იგრძნობა
და მაინც მინდა იცოდე
მაბედნიერებს შსნი
ცქერა
ჩემი სულის მზე ხარ
ადამიანო
მანდარინი ჩემი სულის მალამოა
სევდის და ოხნების სუნი აქ
სიყვარულის გემოთია სავსე
მანდარინი მანდარინა

თამრიკო ♡♡♡♡
რამდენი წელია უკვე მე და შენ ერთად მოვდივართ ♡
ყველა ჩემ გმირზე ფერად სიყვარულის ამბავს გისურვებ ამ წელს ♡ ისეთს მუზა რომ გამიჩინოს გამონაკლისი დავუშვა და ნამდვილ ამბავზე დავწერო ♡♡♡♡

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი თბილი და სიღუნღულე ისტორია იყო.მარიამისეული.სასიამოვნო წასაკითხი

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
როგორი თბილი და სიღუნღულე ისტორია იყო.მარიამისეული.სასიამოვნო წასაკითხი

მიყვარს მარიამისეულს რომ უწოდებთ და ასე რომ გამომდის ♡♡♡♡
მადლობაა ♡♡

 


№22 სტუმარი ნი

"შენ'მეფერები"-ს სრულად როდის ველოდოთ?

 


№23 სტუმარი სტუმარი მარიამო

შენი ტკბილი, თბილი, საინტერესო ამაღელვებელი და ათასი სხვა ემოციის გამომწვევი ისტორიებით შემაყვარე კითხვა. 18 წლის გოგოს მასწავლე ისტორიისადმი ინტერესი და მოთმენის უნარი ბოლომდე წაკითხვის. ეს ძალიან ბევრ მწერალს არ შეუძლია და თამამად ვამბობ ამ საიტის უდიდესი აღმოჩენა ხარ. შენი თითოეული მკითხველის აღმოჩენა ხარ. ყველა ისტორიაზე კომენტარს ვერ ვწერ ხოლმე მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა 2016 წლიდან ხიმშოდან მოყოლებული, თბილისიდან ეხლა ძალიან შორს მცხოვრებს ყველაზე მშობლიურად შენი ისტორიები მაგრძნობინებს თავს და ამისთვის უდიდესი მადლობა. მინდა კიდევ მრავალი წელი წერო და გაგვახარო შენი მკითხველი შენი ძალიან ბუნებრივი ჯადოქრობებით.

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამო
შენი ტკბილი, თბილი, საინტერესო ამაღელვებელი და ათასი სხვა ემოციის გამომწვევი ისტორიებით შემაყვარე კითხვა. 18 წლის გოგოს მასწავლე ისტორიისადმი ინტერესი და მოთმენის უნარი ბოლომდე წაკითხვის. ეს ძალიან ბევრ მწერალს არ შეუძლია და თამამად ვამბობ ამ საიტის უდიდესი აღმოჩენა ხარ. შენი თითოეული მკითხველის აღმოჩენა ხარ. ყველა ისტორიაზე კომენტარს ვერ ვწერ ხოლმე მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა 2016 წლიდან ხიმშოდან მოყოლებული, თბილისიდან ეხლა ძალიან შორს მცხოვრებს ყველაზე მშობლიურად შენი ისტორიები მაგრძნობინებს თავს და ამისთვის უდიდესი მადლობა. მინდა კიდევ მრავალი წელი წერო და გაგვახარო შენი მკითხველი შენი ძალიან ბუნებრივი ჯადოქრობებით.

წარმოუდგენლად მახარებს მსგავსი დამოკიდებულება ჩემი ნაწერების მიმართ რპმ გაქვთ და წლებთან ერთად მოგყვებათ
ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ ჩემმა შემდეგმა გმირებმაც
♡♡♡♡♡

 


№25 სტუმარი მარიი

მარიამ როდის შევძლებთ “შენ მეფერები”_ს წაკითხვას?

 


№26  offline წევრი ირო

მარიამ ხომ კარგად ხარ.როგორ ველოდები "შენ მეფერები ს" დასასრულს.ისე მაინც გამოჩნდი და გვითხარი რომ კარგად ხარ.

 


№27 სტუმარი ნი

"შენ მეფერები"ს აღარ ასრულებ?

 


№28  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

არ ვიცი მეშლება თუ არა მაგრამ უნდა დავწერო, ვფიქრობ შენი ისტორია იყო ,,შენ მეფერები" ვეძებ დიდი ხანია ისე მიყვარს, თუ შენიანიქნებ რამე ინფირმაცია მოგვაწოდო, აგრძელებ წერას?

 


№29 სტუმარი Nino Seturi

ისე რომ ვაკვირდები უველა ჩემი საყვარელი ისტორია შენი დაწერილია????????????❤️❤️

 


№30 სტუმარი ეკა 5

უხ-უხ-უხ... რა ტკბილი იყოოოო წარმატებები ❤️❤️????❤️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent