მინდა დამებედო
მინდა ჩაგიხუტო გულში ამ ახალ წელს, ჩვენი სიყვარულით მთვარეს შევეხიზნოთ, შენთან დავაბიჯებ ფერად, ბუშტიან ველს, თოვლის ფიფქებივით ერთურთს შევეფიფქოთ. ჩემი სიყვარული მთებსაც მოგატარებს, ისე გაგალაღებს,როგორც არასოდეს, ძუნწი დედამიწა ჩემს თავს მოგაბარებს, მინდა დამებედო,როგორც არასოდეს. ახლა ავდგები და გვერდით მოგიჯდები, თითსაც გადაგისვამ ღიმილის კუთხეში, შავ-თეთრ ამ სამყაროს ფერად მოვუდგებით, მერე ჩავიკარგოთ ერთად ჩემს მუზებში. ტრფობის ღრმა სიამე ერთურთს გვაფერებენ, მოდი გადავხლართოთ ერთურთში თითები, ჩვენ რომ არ ვიქნებით მერეც გვახსენებენ, და ჩვენს სიყვარულზე ივლიან მითები. მარიამ შალამბერიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.