ჩვენი ეგრეთ წოდებული ცხოვრება (ისტორია I სრულად)
ჩემი ცხოვრება ყოველთვის დაბალანსებული იყო, არასდროს ყოფილა მხოლოდ უაზრო ან აღმაფრთოვანებელი. არ ვყოფილვარ მხოლოდ ჩაკეტილი ან გადაშლილი წიგნი, აქაც ზომიერებას ვიჩენდი. არც ბევრი მეგობარი მყოლია მითუმეტეს ერთიანად შეკრული სამეგობრო წრე. ჩემი ცხოვრება ისე აირია და ისე აღმოვჩნდი ერთ დიდ აურზაურში ვერც კი გავიგე როდის დაირღვა ჩემი კომფორტის ზონა და ჩემი საყვარელი ბალანსი ყველაფერში.. ეს არ მომხდარა ერთი კონკრეტული დღიდან ეს დაიწყო თანდათანობით…მეც დავიწყებ მოყოლას ნელნელა, საიდანაც ვფიქრობ ქარიშხალმა ყველაზე მეტად დაიწყო აღელვება…. საშინელი სიცივეა, ტანში გამცრა და საშინლად ამაკანკალა, ისე გამოვიქეცი სახლიდან, რომ არც კი მიფიქრია რა მეცვა. აეროპორტისკენ ისე ჩქარა ვცდილობდი მისვლას თითქოს იქ მაინც შევძლებდი უბრალოდ ამომესუნთქა, მივრბოდი რადგან ტაქსი ჰორიზონტზე არ ჩანდა და მეგონა უდიდეს დროს დავკარგავდი უბრალოდ ორი წუთი მაინც თუ გავჩერდებოდი, საბოლოოდ ტაქსისტმაც შეამჩნია კლიენტი და გააჩერა , სასწრაფოდ ჩავჯექი და ვთხოვე რამდენადაც შეეძლო სწრაფად წასულიყო დანიშნულების ადგილას.. ტაქსიდან ასევე სწრაფი სიჩქარით გადმოვედი და ვცდილობდი მეგობრის ზარისთვის მეპასუხა.. - ბილეთი დაგიჯავშნე, არაფერზე აღარ იდარდო უბრალოდ ჩაჯექი და ეცადე ცოტახნით ამ ყველაფერს გაეცალო..- ცდილობდა არ შეემჩნია თავადაც როგორ ნერვიულობდა და აქეთ მამხნევებდა.. - მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ - წამით ვიგრძემი როგორ გაეღიმა შემდეგ კი თითქოს უცებ გაახსენდა არსებული ვითარება ჩემს გარშემო.. - ყოველთვის.. გამითიშა მე კი ვცდილობდი არ დამეგვიანა და ჩქარი სვლა განვაგრძე დასარეგისტრირებლად.. - თქვენი სახელი? - დაბალი და უემოციო ხმით მომმართა საშუალო ასაკის ქალბატონმა, რომელსაც ასევე უემოციო გამომეტყველება ჰქონდა, მაშინვე ქალბატონი მერი გამახსენდა შუა ქალაქიდან და წამით გამეცინდა კიდეც, ვეცადე არ შემემჩნია მეგონა ჩემი აზრების წაკითხვას შეძლებდა.. -თაია ღვინიანიძე.. -ჰმმ გვარი მეუცხოვება..- თითქოს თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ვიდრე მე მითხრა რამე.. ჩემი პირადობა, პასპორტი და მეგობრის გამოგზავნილი დანარჩენი აღჭურვილობაც წინ დავუდე და საბოლოოდ დამემშვიდობა, ვფიქრობ ჩვეული სახით განაგრძო ჩემს შემდეგ მყოფი ადამიანის მომსახურება. ჩემი ადგილი დავიკავე ფანჯარასთან, როგორც აღმოჩნდა მეგობარს არ დავიწყებია როგორ მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა და ეს პატარა კომფორტიც შემიქმნა.. სინამდვილეში ისედაც ვაპირებდი სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საგრძნობლად დააჩქარა ჩემი გეგმები, მეგობარს აფრენამდე მივწერე დანარჩენი ნივთები გამოეგზავნა, და სახლი ცოტახნით დაკეტილი დაეტოვებინა გასაღების საიდუმლო ადგილი მისთვის ცნობილი იყო, თან არ მინდოდა მცირედი ცვლილება განეხორციელებინა ვინმეს ჩემს მყუდრო და პატარა სახლში.. სუნთქვაც დავირეგულირე, მაგრამ თავისუფლად მაინც ვერ შევძელი მესუნთქა, ეს აქამდეც ასე იყო, თითქოს კოსმოსში ვიყავი გადასული საცხოვრებლად და არა უბრალოდ სხვა ქვეყანაში, არ ვიცი ალბათ ფსიქოლოგიურია რადგან დიდი ხანია უაერობას ვუჩივი, ჩემი მეგობარი დებორა მეუბნებოდა ხოლმე, სამშობლოდან ასე შორს ყოფნამ იცისო და კმაყოფილი ღიმილით გადმომხედავდა ეკრანიდან, როგორც ყოველთვის მისი მწვანე ჩაის თანხლებით. ახლა კი იმაზე ჩავფიქრდი დაბრუნებულს შინ რა დამხვდებოდა, აწყობილ კარიერას და შეჩვეულ გარემოს ვტოვებდი, რა მელოდა საქართველოში მონატრებული მეგობრის გარდა.. ჩემი ოჯახიანად დიდი ხანია სამშობლოდან გადავიხვეწე, აქ ყოფნის პერსპექტივა მამაჩემს არასდროს მოსწონდა, როგორც კი შესაძლებელი გახდა ლონდონში გაგვაქანა მთელი ოჯახი, იქ მეგობარმა სამუშაო უშოვა და შემდეგ ღვინის ბიზნესის აწყობაც მოახერხა, მისი ბიზნესის ამბავი არც გამკვირვებია ამის მეტი კახელ მამაჩემს არაფერიც არ გაუკეთებია, ოჯახიდან ერთადერთი ვიყავი, რომელიც როგორც კი წამოიზარდა სამშობლოში ბრუნდებოდა ხოლმე, თავის მეგობართან და თავგადასავლების საძიებლად მიდიოდა.. მთელი საქართველო შემოვიარე დებორასთან ერთად, თავად საქართელოში აუცილებლობის გარდა არასდროს ჩამოსულან სამაგიეროდ მე უპრობლემოდ მიშვებდნენ, როგორც შეამჩნევდით მშობლებთან ახლო ურთერთობა მქონდა, ყოველთვის ვგრძნობდი მათ ნდობას ჩემდამი და ამის გამო უფრო მეტ პასუხისმგებლოას ვგრძნობდი, არ მინდოდა მშობლებისთვის დამეღალატა.. ამ ფიქრებში ჩამძინებია და ისე გავიდა დრო ვერც კი გავიგე.. ფრენა დასრულდა, თბილისში ვართო, რომ გამოაცხადეს მაშინ გამოვფხიზლდი, ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი და მამთქნარებდა როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა.. - ბარგის ჩამოღებაში მოგეხმარებით..-არ ვიცი რატომ მაგრამ თავი არაკომფორტულად ვიგრძენი. - საჭიროებას ვერ ვხედავ მადლობა- ვცდილობდი ზრდილობიანი ვყოფილიყავი და მალევე მომეშორებინა.. -თავად რატომ უმდა შეწუხდე- ბარგი ჩამოიღო და არ მოუცია, ალბათ ჩემი გაცილება ჰონდა გეგმაში მაგრამ მე ბარგი გამოვაცალე და გასასვლელისკენ გავიქეცი.. ჩემი ფოტოაპარატი ჩამოვიკიდე და ბარგიანად გავრბოდი, საყვარელმა ახალგაზრდა ბიჭმა გამაჩერა.. -აბრა ვერ დაინახე?-ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ჩანდა -უკაცრავად ვინ ხართ?-თან ნელნელა გასასვლელისკენ მივიძურწებოდი. -ანა შენ არ ხარ?-თავიდან გაოცების სახემ პანიკის სახით ჩაანაცვლა. -ვიღაცაში გეშლებით, მე თაია ვარ, თუმცაღა ჩემს სახელს რა მნიშვნელობა აქვს- გზის გაგრძელება ვცადე, სანამ გონს მოეგო მე უკვე გასასვლელში ვიყავი, მაგრამ ამ ბიჭმა ისევ გამაჩერა.. -ფოტოგრაფი ხართ?- ძალიან შეწუხებული სახე ჰქონნდა და ჩემს ფოტოაპარატს საწყლად უყურებდა.. -დიახ გახლავართ.-ამჯერად მის ახსნა განმატებას დაველოდე. -ჩემი ფოტოგრაფი ჩამოდიოდა, მოკლედ ახლა ფოტოგრაფის გარეშე, რომ მივიდე გამაგდებენ, ასე მგონია თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, ძალიან გთხოვთ.. ვიცი ვიცი ალბათ როგორ გეჩქარებათ სახლში მისვლა, მაგრამ იქნებ ერთი დღე ფოტოგრაფად დაგიქირაქოთ დამერწმუნეთ კარგად გადაგიხდით.. -არც კი ვიცი..-ზედმეტად მოულოდნელი შემოტავაზება იყო. - ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ მართლა.. და უცებ გონებაში ჩემი ახლობლის ნაცნობი ფოტოგრაფი ანა გამახსენდა, აბრას კიდევ ერთხელ დავხედე და დავრწმუნდი ჩემი ფიქრების სისწორეში. -ორი წამით უნდა გადავრეკო.. ჩემს ნაცნობს გადავურეკე, რომ ინფორმაცია დამეზუსტებინა, ზოგადად ასეთ საქმეებზე არ ვმუშაობ ხოლმე მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს ეს განსხვავებული უნდა იყოს.. მართალი აღმოვჩნდი როგორც გაირკვა ანას რეისი უამონდობის გამო გაუქმდა და დიდი ხნით ვერ შეძლებდა კიდე ჩამოსვლას, ამიტომაც .. -კარგი წამოვალ, მაგრამ ყველაფერი დეტალურად უნდა ამიხსნა, რა სახის ფოტოები სჭირდებათ, რამდენ ხანს გაგრძელდება და მოკლედ ყველაფერი.. -კარგი მაგრამ თან შენც უნდა მოგამზადოთ, ისე დამიჯერე იქ თავს არაკომფორტულად იგრძნობ, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ფოტოგრაფი გვჭირდება უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო, მეჯლისის საღამოსთვის.. -რაა, ახლა არ მითხრა, რომ..-გონებაშ საშინელი სცენარი წარმოვიდგინე. -აქ უბრალოდ კაბის ჩაცმა არ მოგიწევს ყოველწელს განსხვავეულად ტარდება ეს ღონისძიება, წელს მე-19 საუკუნეა არჩეული თან ყველა ნიღბით უნდა იყოს, იქ ისე არ შეგიშვებენ, შენს ჩაცმულობაზე ნუ იფიქრებ ეგ ჩემი საზრუნავია ანასთვის ისედაც ყველაფერი არჩეული იყო, წესით ყველაფერი უნდა მოგერგოს.. -ფოტოგრაფიც უნდა გამოეწყოს? ღმერთო ჩემო ნუ კარგი რა გაეწყობა..-ამოვიოხრე რადგან დაღლის საშინელი სისასტიკით შემომიტია პროკრასრინაციამ.. არც კი ვიცი უბრალო ფოტოგრაფზე ამდენ დროს რატომ ხარჯავდნენ, მაგრამ 2 საათში იმდენად განსხვავებული ვიყავი საკუთარი თავისგან, ვერ ვიჯერებდი რომ სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდუი და არა ვინმე უცხო პიროვნებას.. -მომისმინე იქ ჟურნალისტები არ იქნებიან, დახურული ღონისძიებაა და მოსაწვევის გარეშე ვერავინ შევა, შენს გარდა კიდევ იქნება ერთი ფოტოგრაფი მაგრამ შენ მაქსიმალური უნდა გააკეთო, იმედია მართლა კარგი ფოტოგრაფი ხარ და არ დამაღალატებ..- მის თვალებში დავინახე რომ ძალიან ეშინოდა მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა, ყველანაირად უნდა მეცადა ისიც და მისი საშინელი უფროსობაც გამეოცებინა.. მანქანა, რომ დაიძრა უფრო მეტად ავღელდი, არც კი ვიცოდი საით მივდიოდით, როგორც ბოლოს აღმოჩნდა ქალაქგარეთ იყო ეს ღონისძიება .. ბოლოს მანქანაც გაჩერდა და როდესაც კარი გაიღო გაოცებული დავრჩი ისეთი სილამაზე გადაიშალა ჩემს თვალწინ, ჯერ ბაღის სილამაზე ცალკე აღსანიშნვია, უზარმაზარია აშკარად ეტყობა კარგად უვლიან. შემდეგ კი შენობა, რომელიც ნამდვილ სასახლეს მოგაგონებს, ყველაფერი მოწყობილია ულამაზესი განათებებით, დროში მამოგზაურებენ ალბათ თორე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, თავი ფილმის პერსონაჟად წარმოვისახე. რომელიღაც სერიალშია ასეთი ვერ ვიხსენებ სახელს მგონი, ბრიჯ ით უნდას იწყებოდეს ყველაფერი იგივეა, მგონია, რომ უბრალოდ რაც იქ იყო ასე მარტივად გადმოიტანეს. როდესაც ყველაფრის დათვალიერებას მოვრჩი ჩემს საქმესაც მალევე შევუდექი, რადგან ადამიანები მატებას არ წყვეტდნენ და ვერ გავიგე ამ ღონისძიებას დახურულია და მხოლოდ მოსაწვევის გარეშე შემოხვალ რანაირად ითვლება.. ულამაზესი საღამო იყო აი ისეთი საკუთარ პრობლემებს, რომ მოსწყდები და საერთოდ გავიწყდება. არვიცი ალბათ გარემო მოქმედებდა ასე მაგრამ ყველაფერი მელამაზებოდა გარშემო და ვცდილობდი ის სილამაზე რასაც ვხედავდი მაქსიმალურად ისე გადმომეცა, რომ სილამაზე არ დაკარგულიყო… დავაფიქსირე მოცეკვავე წყვილები, რომლებიც იმდენად იყვნენ მოწყვეტილნი გარემოს, რომ ერთმანეთის გარდა ვერაფერს ხედავდნენ, ასევე მარტო მდგარი ადამიანები სასმლით ხელში საკუთარ ფიქრებში გართულნი, ხანდახან მეფიქრება, როგორ შეუძლია უბრალო ფოტოაპარატს ამდენი ემოცია დაიტიოს.. ფოტოებს ვათვალიერებდი როდესაც სათვალიან ი მომიახლოვდა.. -რაც კი მოხვედი იქიდან მოყოლებული ფოტოებს იღებ, მგონი ადგილი არ დარჩა, რომ არ გადაგეღო, შენი სამუშაო აქ მორჩა, თანხის დანარჩენი ნაწილი მალე დაჯდება.. -დიდი მადლობა, რომ აქ მომიყვანე ყველაფერი მშვენიერია.- თან გარემოს მოვავლე თვალი და ვრწმუნდებოდი ჩემი სიტყვების სისწორეში. -პირიქით შენ მე გადამარჩინე, ახლა კი შენც შეგიძლია ამ ყველაფრით ისიამოვნო, ნახვამდის თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება შეგიძლია მიპოვნო..- ღიმილით დამემშვიდობა და მალევე გაუჩინარდა. კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი აქაურობას და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი ცოტა სუფთა ჰაერი ნამდვილად არ მაწყენდა, თან ამ აივნიდან ბაღი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა .. რთულია ასეთ ადგილას იყო და ფიქრებმა არ წაგიღოს.. -ულამაზესი ბაღია არა?- ფიქრებში იმდენდ გავერთე მამაკაცის მოახლოება ვერც კი ვიგრძენი.. -ნამდვილად, თვალს ვერ ვაშორებ- ღიმილით გადავხედე, რათქმაუნდა შავი ნიღაბი ეკეთა და ვერ მივიღე ის რისი დანახვაც ასე მომინდა.. -როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო?-აივანს მიყრდნობოდა და კითხვის დასმის შემდეგ გამომხედა. -შესანიშნავია - მზერა ჩემს წინ ხედზე გადავიტანე. -რამე ხომარ მოგიტანო?არაფერს დალევ?- კითხვის დასმისას ოდნავ ღიმილიც შეეპარა, არ შევიმჩნიე რამდენად მოვიხიბლე მისი უბრალო ღიმილით. -არა. -როგორი ლაკონური ხარ.. -ლაპარაკის განწყობაზე დიდათ არ ვარ, თან ჩემითვის უცნობ პიროვნებასთან დიდად ბაას ვერ გავუმართავ..-საერთოდ რატომ ველაპარაკებოდი არცკი ვიცი. -მაშინ მეცეკვე-ისე მითხრა თითქოს კიარ მკითხა, არამედ ერთერთი აუცილებლად ასარჩევი ვარიანტი შემომთავაზა. -უკაცრადვად, ახლახან გითხარით, რომ არ გიცნობთ და ლაპარაკი არ მსურდა-რატომ ვბრაზდებოდი უცნობზე? ის ხომჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, ეს ჩემს ხასაითში არ ზის. -ცეკვაზე არაფერი გითქვამს- გამეცინა და თავი გადავაქნიე. -თანხმობა?-ჩემს ღიმილზე მიმითითა -რომ დაგთანხმდე თავს გამანებებ?-ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკან დასახევ გზას ვიტოვებდი. -იყოს შენი სურვილისამებრ- ხელი გამომიწოდა. -ხელი მომეცი- მეც შევაგებე ჩემი ხელი, ახლა რომ დებორა მხედავდეს, როგორ ვეცეკვები ვიღაც უცნობს, რომლის არც სახელი ვიცი და არც სახე, არვიცი რას მიზამდა. მეგონა დარბაზში დავბრუნდებოდით მაგრამ გამაჩერა -სად მიდიხარ?-თითქოს ხმაში გაკვირვება შეეპარა. -რას ჰქვია სად მივდივარ? თავად არ შემომთავაზე ცეკვა? -კი მაგრამ არა იქ- დარბაზისკენ მიმანიშნა. -მუსიკა აქამდე ძლივას აღწევს, აქ გინდა ცეკვა?- ჩაიცინა თავისკენ მიმიზიდა და ვითომც არაფერი ცეკვა განაგრძო. რამდენიმე წამის შემდეგ მელოდია შეწყდა -ახლა რას აპირებ, ხმა საერთოდ აღარ გამოდის- იმ სიმღერის ღიღინი გააგრძელა რაზეც აქამდე ვცეკვავდით. ხმა აღარ ამომიღია უბრალოდ მასთან ცეკვა გავაგრძელე, როგორც რომანტიკულკ ფილმებში ხდება ხოლმე მის თვალებს ვერ ვშორდებოდი, არდაა არც ეს რომანტიკაა მთლად ჩემი, სიმრთლე რომ ითქვას მისი თვალების გარდა წესიერად ვერც ვერაფერს ვხედავდი ამიტომაც ვცდილობდი თვალებიდან მაინც ამომეიკთხა ვინ იყო ეს ადამიანი, რომელსაც 1 საათიც არ იქნება რაც შევხვდი, თუმცაღა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანს წლებია იცნობ და საბოლოოდ სულ სხვა ადამიანი გვრჩება ხელთ.. მოულოდნელად ის შუქიც წაგვერთვა რაც გვქონდა, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ შუქი გაითიშა, ნელნელა ჩამომცილდა, როდესაც გონს მოვეგე ჩემს თავს რაც მოხდა, ის უკვე წასული იყო, შუქი მოვიდა, მაგრამ მე ისევ გაოგნებული ვიყავი, დაბლა დავიხედე და ბეჭედი დავინახე, საერთოდ როდის ჩამოვარდა გაურკვეველი იყო, ხმა არ გამიგია. ზუსტად ვიცოდი, რომ მისი იყო ეს აქამდე აქ არ ყოფილა, დავიხარე და ავიღე მისი დათვალიერება დავიწყე, არ ვიცი რა დამემართა როდესაც გავაცნობიერე, რომ ნიშნობის ბეჭედი იყო, მოიცა მე ახლახანს ცოლიან კაცთან ერთად ვიცეკვე? არა რისი მოლოდინი მქონდა მართლა ზღაპარში ხომ არ გგონია შენი თავი თაია გამოფხიზლდი… ტაქსი გამოვიძახე და ვთხოვე თბილისში უახლოეს სასტუმრომდე მივეყვანე, ახლა ასეთ მდგომარეობაში დებორას ვერ დავადგებოდი გვიანია და ყველაფრის ახსნის ძალა არ არ შემწევს.. თავდაცვა კარგად გამომდის მამაჩემმა ამაზა თავის დროზე კარგად იზრუნა, ყოველთვის დავდიოდი ისეთ სპორტზე, რომელიც ამას შეუწყობდა ხელს. მამა მეუბნებოდა, ყოველთვის ვინმესთან ერთად ვერ იქნები, რომ შენი დაცვა შეძლოს ამიტომ ეს შენითაც უნდა შეგეძლოსო, ამის შემდეგ ტაქსიში თამამად ვჯდებოდი, ღრმა ბავშობიდან ტაქსისტების მეშინოდა მეგონა, რომ განწირული ვიყავი და მიტაცებდნენ არ რაიმეს დამიშავებდნენ. როდესაც საკუთარ ნომრამდე მივაღწიე არაფერი არ მახსოვდა არც მაკიაჟის მოშორება არც კაბის გახდა უბრალოდ საწოლზე გავიშხლართე და ისე მალე დამეძინა ვერც კი გავიგე. არაფერი დამილევია მაგარამ თავის საშინელი ტკივილით გავიღვიძე, როგორც კი ცოტა გონს მოვეგე მოვწესრიგდი, ბარგი ჩემს სათვალიან მეგობარს ჰქონდა, რომელსაც ბარგის ცოტახნით შენახვა ვთხოვე და ვუთხარი მისამართს ძალიან მალე გავაგებინებდი. მთელი დღე ოთახიდან კი არა საწოლიდან აღარ ავმდგარვარ, ძალიან დაღლილი ვიყავი და უაზროდ რაღაც ფილმს ვუყურებდი.. ასე დაახლოებით ერთი კვირა გავატარე, საბოლოოდ ამოსუნთქვის შემდეგ დრო იყო მეგობართან წავსულიყავი, მანამდე სათვალიანს ჩემი ბარგი სასტუმროში გამოვაგზავნინე, ნუ სულ რაღაც ერთი ჩანთა მქონდა ასე რომ მძიმე არ ყოფილა და პირდაპირ დებორასთან წავედი.. შეიძლება ძალიან ვწელავ სათქმელს მაგრამ მინდა დებორაზე ორიოდე სიტყვით გიამბოთ, მისი და ჩემი ოჯახები ჩვენს დაბადებამდე მეგობრობდნენ, ჩვენც რაც ერთმანეთს შეგვახვედრეს დავმეგობრდით, მაგრამ ხშირად ვჩხუბობდით კიდეც, მთარგმნელია და თავის პროფესაიზე გადარეულია, კიდევ თავის საუკეთესო მეგობარზე რომელიც ბიჭია, ყოველთვის ვეჭვობდი, რომ მათ შრის მეგობრობაზე მეტი იყო მაგრამ დებორა საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა და რადგან ამდენი ხანი არაფერი მომხდარა მეც შევევშვი ამ თემას, ალაბთ მეჩვენება მეთქი. მას ჩემი ბოლომდე ესმოდა, ყოველთვის მხარში მედგა და ცდილობდა გავემხნევებინე, ჩემგან განსხავებით როგორც ის ამბობს უმაგრესი სამეგობრო ჰყავს, მათზე გიჟდება, მაგრამ მათზე დიდად არ ვფლობ ინფორმაციას, როდესაც ვხვდებოდით ყოველთვისი ერთად დროის გატარებაზე ვიყავით კონცენტრირებულნი და ნაწილობრივ ძალაუნებურად, ნაწილობრივ კი ჩემი სურვილის გამო, არც კი ვახსენებდით ხოლმე მათ. საბოლოოდ ტაქსით წასვლა გადავწყვიტე, რატომღაც არ გამომიძახებია ქუჩაში ვნახავთქო რამეს გავიფიქრე, სასტუმროს ოდნავ როგორც კი მოვცილდი, გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ ჯერ სიხარული ნაადრევი ყოფილა, ვირაც იდიოტიც ზუსტად ამ დროს ჩაეკვეხა ჩემს მანქანაში.. -სერიოზულად?-ხმაში გაღიზიანება შემეპარა. -ოღონდ ახლა არა-ამოიოხრა ახალგაზრდა ყმაწვილმა. -მეჩქარება და საშინლად გადაღლილი ვა..-საუბარი გამაწყვეიტნა -შენ რა გგონია მე ნაკლებად დაღლლილი ვარ?-ამას ვინ ვგონივარ ძალზედ საინტერესოა. -პირველი საუბარს ნუ მაწყვეტინებ, მეორე მე მე ვიყავი პირველი და შეგიძლია გაადხვიდე უკვე-კარგად მოვკალათდი, იმის ნიშნათ, რომ უნდა გადასულიყო.. -იცი რა? მე.. -ტონი შეარჩიე, როდესაც ემლაპარაკები-მისკენ არც კი გამიხედავს და სათვალე, რომელიც მეკეთა მოვიხსენი და გავხედე, მომეჩვენა, რომ წამით შეყოვნდა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტაქსისტმა გააჩერა. -მეგობრებო მოდი წავიდეთ და ორივეს მიგიყვანთ იქ სადაც მიგეჩქარებათ კარგი?-ახლა გავიაზრე, რომ გოგო იჯდა მანქანაზე, რამაც თავიდან ჩემი გაოცება, მაგრამ შემდგომ ჩემი სიხარული გამოიწვია.. -მე მანქანიდან გადამსვლელი არ ვარ თუ შენ არ.. -არც მე შეგიძლიათ დაძრათ მანქანა.. -კარგი.. -მოხარული ვარ, რომ თქვენ გხედავთ მანქანასთან, რაც არ უნდა იყოს მეტად დაცულად იგრძნობენ ქალები თავს.. -მიხარია..-იმ იდიოტს ხმა არარ ამოუღია, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გააჩერებინა და ჩამოვიდა მე კი ჯერ კიდევ გასავლილი მქონდა გზა, ნუ მე კი არა ამ მანქანას, მაგრამ თეორიულად მაინც ჩემი გზაა, საერთოდ რაზე ვდაობ..შემდგომ გამახსენდა, რომ მაღაზიაში მინდოდა შესვლა და ტაქსისტიც შევაყოვნე ცოტახნით. როგორც იქნა მივაღწიე მის სახლამდე, საკუთარი სახლი აქვს, რომელიც თავად იყიდა, ბავშობიდან დაიწყო მუშაობა და ბოლოს მართლაც აიხდინა ოცნება, ნუ ცოტა ბანკიც დაეხმარა, მაგრამ საბოლოოდ ულამაზესი სახლი იყიდა დიდი ეზოთი და აუზით.. კარებში შევაღე და ეზოში შევედი, საათს რომ დავხედე ათი ხდებოდა, წესით ამ დროს უნდა ეძინოს, მაგრამ რას გაიგებ, თავისუფალი გრაფიკით მუშაობს რა ენღვლება. მისი სახლის გასაღები მქონდა მაგრამ ჩემდა გასაკვირად კარები ღია დამხვდა, მეც შესვლისთანავე ყვირილი დავიწყე.. because why not? -დებორააააა…..დებორა, სად ხარრრრრრრ?-მგონი ზედმეტი მომივიდა, რაღაც ყელი ამტკივდა.. გამოიცანით რა მოხდა, როგორც აღმოჩნდა ამ დილა უთენია სტუმრები ყოლია და ყველას ყურადღება ჩემი მისამართით წამოვიდა, დებორა კი გაშტერებული შემომცქეროდა, ბოლოს გაიაზრა რაც ხდებოდა და ყვირილით გამოქანდა ჩემსკენ და ჩამეხუტა.. -თაიაააააა, არ მჯერა ჩამოხვედიიიიიიი, როგორ მომენატრეეე, ახლა გავგიჟდებიი.-იმდენად იყო ეიფორიაში აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. -კარგი ეს უწუ პიწიუ არ შემიძლია მომშრიდი რაა, ნუ კაი ცოტათი მეც მომენატრე, მაგრამ მაინც უნდა მომშორდე-ნელა გავწიე და არ შევიმჩნიე ვითომც არაფერი მომხდარა, საბოლოოდ მომცილდა და გაოგნებულ საზოგადოებას ჩემი თავი გააცნო. -მეგობრებო ეს თაია ღვინიანიძეა, ჩემი უუახლოესი მეგობარი, რომელზეც თქვენთვის მომიყოლია..- ჩემსკენ მიანიშნა იქ მყოფთ და გაიღიმა. -შენი არსებობის უკვე აღარც კი გვჯეროდა- ღიმილით შემომეგება და ხელი გამომიწოდა.. დემნა დადვანი. -სვანი ხარ? - კითხვა ისე ჟღერდა თითქოს ეს ფაქტი არ მესიამოვნა.. - მერე?- სახის გამომეტყველება უარყოფითისკენ იცვლებოდა. -უკვე მომწონხარ, ვგიჟდები სვანებზე - კიდე კაი ეგ თქვი მაგრად გადარჩი სახით შემომხედა და თავის ადგილს დაუბრუნდა. -კარგი მოკლედ უცებ ჩამოგითვლი, ეს ბედნიერი სახით, რომ შემოგცქერის და ღიმილად იღვრება ეკატერინე გაბაშვილია,ჩვენი წითური, აქეთ კუთხეში იოანე დვალი, დემნა გაგეცნო და საზოგადოებავ ანდრია სად ჯანდაბაშია???- გარემოს თვალი გადაავლო თითქოს აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადღაც გაქრა. -მალე მოვალო, ხომ იცი ამ სამსახურის იქეთ არაფერი აინტერესებს-დემნამ ეს წინადადება ისე თქვა, თითქოს ჩვეულებრივ და გაცვეთილ თემას შეეხო. -კარგი აბა მოყევი ამ დროს აქ რას აკეთებ, ფრენისგან გადაღლილი იქნები-მიმითითა დივანზე დავმჯდარიყავი. -სინამდშვილეში დაახლოებით, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, მაგრამ შენამდე ახლაღა მოვედი.- დამნაშავესავით ავიტუზე და უხერხული ღიმილით შევეგებე. -ძალიან გამაბრაზე თაია, აქეთ უნდა გამოქცეულიყავი, იცი რამდენი ხანია არ მინახია შენი სახე? კარგი რაა- და ზუსტად ამ მომენტისთვის მქონდა მომზადებული საჩუქარი. -ნუ კაი რადგან ჩემზე გაბრაზებული ხარ, ამ რამდენიმე შეკვრა სხვადასხვა არომატის ჩაის აღარ გაჩუქებ- ვიცოდი, რომ ამ ცდუნებას ვერ გაუძლებდა და სულ რაღაც ორი წამი დასჭირდა, რომ გაბრაზებას გადაევლო მისთვის. -არარსებობს ეს ის არის რასაც მე ვფიქრობ? აააა ძალიან მაგარია აქ ვერაფრის დიდებით ვიშოვე, ნუ კაი ერთი კვირა დიდი დრო არაა მიპატიებია- ჩაი ხელიდან გამომაცალა და სამზარეულოსკენ დაიძრა, გაშტერებული ბედნიერი სახით, მის ბედნიერება მეც გადმომედო. -ვერ ვხვდები აქამდე როგორ ვერ მოვახერხეთ შენი გაცნობა- იოანემ გამომაფხიზლა, რადგან უკვე ფიქრებში ვიყავი გართული. -მოკლედ მე.. - ამ დროს გავიგე როგორ გაიღო კარი.. -მოვედიი იმედია ისე არ დამაგვიანდა, რომ უკვე იშლ….შენ- ჩემს წინ რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, ოღონდ ახლა ეს სახე არ დამენახა.. -შენ….-მეც იგივე ემოციით ვუპასუხე. -ერთმანეთს იცნობთ? -ეკატერინემ ყველას ფიქრი გააჟღერა. -არა უბრალოდ დღეს გვერგო ის ბედნიერება, რომ ერთმანეთს შევხვედროდით..-ვითომ ბედნიერი სახით გამომხედა. -არადა ვიფიქრე დღის საშინელი ნაწილი უკვე ჩამოვიშორეთქო- ამოვიხვნეშე. -იცი რაა მე…- აქ ახლოს მივუახლოვდი და თვალებში ჩავაშტერდი. -მომისმეინე.. ძალიან დაღლილი ვარ და შენი ლაპარაკის მოსმენის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, ახლა ჩემს ნივთებს დავალაგებ და შენ კი ვიღაც სხვა მოძებნე, რომ თავი მოაბეზრო.. -ეს გოგო უკვე მომწონს - დემნას ხმა გავიგე, როცა ჩემს ჩანთას ხელი მოვკიდე და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი- ბოდიშით ცუდად გამომივიდა,ხელის შეშლა არც მიფიქრია, არ მიყვარს სხვისი გეგმების ჩაშლის მიზეზი, რომ ვხდები.. - არა რას ამბობ, სულ გვინდოდა შენი გაცნობა, თუ სურვილი გექნება ჩამოდი, ახლა ვიწყებდით გეგმების დაწყობას ასე, რომ არაფერში არ შეგიშლია ხელი- ეკატერინემ თავისი ღიმილით შემომანათა, ასეთი დადებითი მუხტის ადამიანს, მგონი არც შევხვედრილვარ. -უკვე ვნანობ აქამდე თქვენი გაცნობა, რომ არ მინდოდა..- მეც გავუღიმე, პატარა გაკვირვება კი დავინახე მათ თვალებში, მაგრამ არ შემიმჩნევია, ჩემი პირდაპირობისას ხშირად აქვთ იმავე რეაქცია. ამ დროის განმავლობაში დებიც მოსულიყო -შენი ოთახი ხელუხლებელია მიდი მოწესრიგდი და ჩამოდი რაა არ დაიზარო..-მისი სახის გამომეტყველიბიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ იყო, როგორ უნდოდა მისი თხოვნა შემესრულებინა.. დებორამ იცოდა რომ ჩემი ჩამოსვლა იმაზე საკმაოდ დიდი დროით გაგრძელდებოდა ვიდრე ოდესმე, ამიტომაც როდესაც თავის დროზე ეს აზრი გავაჟღერე 2 წუთში დააწყო გეგმები და უკვე გამოირიცხებოდა ის აზრი, რომ თავიდან დებორას გარდა სხვაგან ვიცხოვრებდი.. ვიცი როგორ უნდოდა, რომ მის მეგობრებთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. ეს ალბათ დებისთან კიდევ უფრო დამაახლოვებდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერში ვიყავი დარწმუნებული, რამდენი ხნით დავრჩებოდი აქ, რას გავაკეთებდი და ყველა კითხვა რაც ჩემს თუნდაც უახლოეს მომავალს უკავშირდება, ამაზე ფიქრით ჯერ არ ვიღლი თავს ოდნავ მოგვიანებით დავფიქრდები ყველაფერზე. ყველაფერი ამოვალაგე ნუ დიდად ამოსალაგებელიც არაფერი იყო მაგრამ მაინც , შემდეგ ისევ წამოწოლა ვამჯობინე შემდეგ მივხვდი, ყავა ისე მჭირდებოდა როგორც არაფერი, ამრიგად, გადავწყვიტე ყავის გულისთვის ოთახი დამეტოვებინა. ამ დროს სათვალიანის ზარიც შემოვიდა -სალამი სათვალიანო- ისევ ყველას ყურადღება ჩემზე იყო მომართული, არადა ეს არ მჩვევია. -სალამი თაია, მოკლედ შენი ფოტოები ძალიან მომეწონა მითუმეტეს გადამუშავებული ვერსია,კიდევ ერთხელ მინდოდა მადლობა გადამეხადა-ხმაში ეტყობოდა, გულითადათ მესაუბრებოდა. - კარგი რაა ეგ რა სალაპარაკოა, თან ეს დახმარება ორ მხრივი იყო, ჯერჯერობით შვებულებაში ვარ, მაგრამ ფოტოგრაფი თუ დაგჭირდება შენს გვერდით მიგულე, ……კაი კაი მიდი მომიკითხე ყველა დიდად არცერთის სახელი არ მახსოვს მაგრამ ის მოკლე თმიანი და კოსა, რომ ჰქონდათ გაკეთებული ეგენი განსაკუთრებით, იმ დღეს საიცრებები ჩაიდინეს…კაი ახლა მართლა გემშვიდობები..- ტელეფონი გავთიშე და დანარჩენებზე გადავიტანე ყურადღება. -მმმ რა ხდება-ოდნავ გაკვირვებულმა ვიკითხე. -პირველ რიგში, ეს ზედმეტსახელი??ანუ..-დების უნდოდა რაღაც ეკითხა და საბედნიეროდ მივხვდი რამაც შეაწუხა. -ჰომ იცი არაა ჩემი ამბავი სახელებს ვერ ვიმახსოვრებ დიდად, რამით ხომ უნდა დამემახსოვრებინა.. -იქნებ სწყინს მაგ.. - ვიცნობ და ვიცი -რამდენი ხანია? -ერთი კვირა-არ შევიმჩნიე როგორც ჟღერდა ჩემი ნათქვამი.. -მეორე რაც მაინტერესებს თაია, ჯერ ახლა არ ჩამოხვედიი სამუშაო სად იპოვე- ცოტა გაკვირვებული ჩანს. -ნუ ასე გამოვიდა სხვათაშორის ვმუშაობდი ეს პერიოდი, მერე ძირითადად მეძინა, მაგრამ თავიდან მართლა ვმუშაობდი.. -კაი ამ ერთკვირას გპატიობ კიდევ კაი პირდაპირ სვანეთშ არ წახვედი თორე იქედან კაი ხანი ვერ ჩამოგიყვანდი-ხელი გაიქნია ამ აზრის უარყოფის ნიშნად.. -ახლა არ გამოვა, ჯერჯერობით ვერ მომიშორებ, თან უგეგმოთ ვარ.. -ანუ შემომეკდელე?- გაეცინა. -შენივე სურვილით დაო.. ყველა სამზარეულოსკენ მიდიოდა ნუ გასაკვირიც არაა ისეთი სუნები გამოდიოდა მექანიკურად მეც მათ გავყევი.. -ანუ სვანეთი მართლა გიყვარს?-მკითხა დემნამ, ნუ ჯერ ვერ შევჭამდი დილა იყო, ამიტომაც ვაშლისთვის დანა ავიღე თან კითხვაზე პასუცი უნდა გამეცა, რომ დეობორამ დამასწრო.. -ეს უბრალოდ სიყვარული აღარაა, რაც მათ შორის ხდება უფრო მეტია, დამერწმუნე. -ერთადერთი კარგი რასაც ვერ დაგიკარგავთ-კუმ ფეხი გამოყო. -მომისმინე მისტერ სერიოზულობა- თან დანას ვიქნევდი მექანიკურად და ისე ვსაუბრობდი- ალბათ გინდოდა გეთქვა ერთერთი უკარგესი და უმაგრესი თვისებებითად რაც მაქვს ჰომ?-ნიშნისმოგებით გავხედე. -რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე უბრალოდ.. -სარკე მაქვს და ბრმა არ ვარ შენგან განსხვავებით. დებორამ და დემნამ ერთნაირად დაგვიძახეს. -ანდრია -თაია -კარგი ნუ მიყურებ მასეთი სახით ძალიან გთხოვ..-თან ჭიქა წყაი დავისხი. -კარგი კარგი, ოღონდ თაი ნერვებს მიშლი, ეს დილით ვერ ვჭამ რით ვერ მოიშორე, ჰო იცი როგორი ცუდია შენი ჯანმრთელობისთვის.. -ვაშლი მიჭირავს ვერ ხედავ- წინ ავუფრიალე და ჭამა გავაგრძელე, ის კი მხოლოდ თავის გაქნევით შემოიფარგლა. ეკატერინეს აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა და როგორც იქნა თქვა. -სიმართლე, რომ გითხრა დებორა ხშირად გახსენებდა, მაგრამ ბევრს არაფერს გვიყვებოდა, თუ გინდა ცოტა მოგვიყევი შენზე-ყველა გემრიელად მიირთმევდა ჩემს გარდა, საბოლოოდ ფორთოხლის წვენით შემოვიფარგლე. -მმმ ნუ როგორც გაიგებდით ფოტოგრაფი ვარ, კახეთიდან.. -ღვინიანიძე და თან კახელი… ძალიან მომწონს-გაიცინა თან მანიშნა წვენი მიმეწოდებინა -მადლობა იოანე- მეც გამეცინა -ნუ არც კი ვიცი რა გელაპარაკოთ, ნუ მკითხე რა გაინტერესებს..-ყურადღება ეკატერინესკენ გადავიტანე. -მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვს საკუთარ თავზე ხომ ხედავ არააა, ჩემო არისტოკრატო მეგობარო-ეკატერინეს მიმართა- ბევრი კითხვით ნუ გადაღლი თავი ასტკივდება, მაგრამ რაც აქ გაქვს ის როგორ შეიძლება გტკიოდეს. -კარგი გამოსვლა იყო ანდრია, მოხიბლული ვარ შენი სამსახიობო პერფორმანსით, მინდა გკითხო რომელ თეატრში მოღვაწეობ,თუ შენი უნიჭობის გამო არსად არ მიგიღეს?-რარაცის თქმას აპირებდა მაგრამ იომ გააჩერა.. -ბავშვებივით ნუ იქცევით-იოანემ უკმაყოფილო სახით გადმოგვხედა -ანუ არ იცი აქ რამდენი ხნით დარჩები-ისე სხვათაშორის მკითხა დემნამ -ისედაც ვაპირებდი ჩამოსვლას მაგრამ ადრე მომიწია, ნუ დიდი ხნით ვაპირებ და მერე ვნახოთ რა იქნება -დებ ამ გოგოს რატომ გვიმალავდი-ეკატერინემ დასვა კითხვა და დების გახედა -იო შეგიძლია ჭიქა მომაწოდო-იკითხა ანდრიამ, თან ხელი გაუწოდა და მანაც მიაწოდა. -ის რაა უფრო მე ვმალავდი საკუთარ თავს, ჯერ ისედაც ყოველჯერზე ძალიან მიჭირდა დებისგან შორს ყოფნა, ჩემკენ კიდევ სხვა ადამიანები და არ მინდოდა კიდევ დამატებოდა ამ სიას ვინმე. -დღეს რამეს გეგმავ?-მიკთხა დებიმ -თან ყავა გამიკეთე და ბარემ მოგახსენებ, ნუ ახლა ვფიქრობდი, დანაზოგი კი მაქვს მაგრამ ბარემ აქედანვე დავიწყებ სტუდიის გაკეთებასთქო.. -ფართი არ უნდა მოძებნო ჯერ თუ? -სხვათაშორის არა მადლობა ღმერთს, იო…შეიძლებ იო დაგიძახო იმ იდიოტმა, რომ დაგიძახა მომეწონა. -კიი რათქმაუნდა მოდი გავშინაურდეთ. -ნუ რას ვამბობდი, ადრე ვნახე შენობა ძალიან იაფად, აი ძალიან, ჰოდა ეჩქარებოდათ მეც აქ ვიყავი მაშინ და ხელში ჩავიგდე. -ეგ სულ არ მახსოვდა, ისე ბიჭებო, თაიას ფართი კომპანიასთანაა ახლო. -კომპანია?-გაკვირვებულმა ვიკითხე -ჰოო ამათ ესე ნუ უყურებ ბისნესმენები გიზიან წინ-სიცილით თქვა დებიმ -მაგის გამო აქვს ამას სერიოზუილი ვარ და ძაან მაგარი ტიპის იმიჯი….კაი დები ასე ნუ მიყურებ , მართლა დემე რა ბიზნესი გაქვთ?ლოგოს ვერ მანახე? -აი მოიცა..ნახე ძირითადად სამკაულებს ვამზადებთ, ისე სხვა მცირე ბიზნესებიც გვაქვს. -უუ დამაინტერესე, დიზაინს ვინ ქმნის.. -აი მოიცა…ჩვენი გვერდი დაათვალიერე-ტელეფონი მომაწოდა. -ჰმმმ ძალიან მომწონს..დახვეწილია ნუ მე უფრო სხვანაირ ფოტოებს გადავიღებდი მაგრამ კაია- ტელეფონი მივაწოდე და წყალი მოვსვი. -ანდრიაა დიზაინერი-გამოიცანით რა მოხდა, წყალი გადამცდა ნუ გადავრჩი მაგრამ მინი შოკი ნამდვილად მივიღე ამ იდიოტმა ეს სილმაზეები როგორ შექმნა.. -ნუ ერთი რამ რასაც ადამიანები ვერ დაგიკარგავენ..ეს ირონიული ღიმილი დაინახეთ? არ მეგონა ღიმილი თუ შეეძლო საერთოდ.. -თაი ანდრიასმ რომ სერიოზულობაზე ელაპარაკები შენ მაინც არ იყო იგივე -დაო მე ამასთან სად მოვალ კარგი რაა, მუნჯია და როცა ლაპარაობს გერჩივნა ხმა საერთოდ არ ამოეღო. - ძაან კაი იყო მაგრამ უნდა დაგტოვოთ, ბიჭებს საქმეები გვაქვს-თქვა იომ, ადგნენ თეფშები ნიჯარაში ჩადეს და წასასვლელად მოემზადნენ, -არისტოკრატო გინდა გაყვანაა-ვერ ვხვდები ანდრია ეკატერინეს ამ სახელს რატომ ეძახის მაგრამ okay.. -არა მადლობა გოგოებთან დავრჩები- უთხრა და ღიმილით გადმოგვხედა.. -ბიჭებმაც დაგვტოვეს-თქვა დებიმ და თან მაგიდის ალაგება დაიწყო, მე როგორც სუმარი ამ ერთ დღეს ვირგებ და არ ვეხმარები. -ძალიან კარგი ასე უფრო კარგად გაგიცნობ-მითხრა ეკატერინემ და თან წამოდგა, შემდეგ ჩვენც მივყევით. -მეც მასე მგონია.. -წამო აუზისკენ არ გინდათ? -დებ კაი აზრია გოგოების ფართი აუზზე ძალიან მომწონს -ნუ როგორც გინდათ-ჩემთვის არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, დიდად არ ვარ წყლის მოყვარული. -კაი კოქტეილების გაკეთება მე ვიცი.. -ეკატერინე? შენგან არ ველოდი.. -დიახ დიახ, ადამიანების გაოცება კარგად გამომდის, მოკლედ თქვენ მომეხმარეთ დს უფრო მსლრ მოვრჩებით. -და რას ვამზადებთ? -მარგარიტაზე რას იტყვით,გადმოვიღოთ ყველაფერი რაც გვჭირდება. -დიახ უფროსო-ეკატერინემ ჟესტიც მოაყოლა თან, მის სიტყვებს. -ჰაჰ კაი ვიწყებთ, ცოტა მუსიკაც ხომარ დაგვემატებინა -კაი რამე ჩართე ოღონდ ისე, რომ ერთმანეთის გვესმოდეს.. -აი ასე .. ძალიან მომეწონა ეკატერინე ძალიან მაგარი გოგო ჩანს, იმედია უფრო მეტად დავუახლოვდებით, ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ. ისე დავიწყეთ ლაპარაკი თითქოს ერთმანეთს საუკუნეა რაც ვიცნობთ, ეს ხშირად არ ხდება ხოლმე, აი ისეთია გაცნობისთანავე,რომ უგებთ ერთმანეთს, ანუ ერთმანეთს, რომ მარტივად უმუღამებთ.. თან ეკატერინეს რეცეპტს მივყვებოდთ, რადგან ნორმალური გამოგვსვლოდა და არ მოვწამლულიყავით ;დ -მმმ ლაიმიც უნდა ეკუშ? -თაია უნდა მენდო,დიახ აი ეს ჩავასხათ აქ და ლაიმი აუცილებლად დააკვდება...მორჩა, ბოლოს გამოვიცვაღა დარჩა და აუზისკენ ჰერი ჰერი -მე აქ ყოველთვის ვინახავ სათადარიგო საცურაო კოსტიუმს და შენ დაქალს ეთხოვე არამგონია გქონდეს. -უკვე მოვასწარი შეძენა ვიცოდი დამჭირდებოდა, ბოლობოლო ზაფხული ახლა იწყება-მაღაზიაში ტყუილად კი არ გადავსულვარ. -აი ჭკვიანი ისე რა გამახსენე მაღაზიებში უნდა გავიარო, მერე რომ მოვიცლით დავგეგმოთ ერთი გასვლა-მგონი ეკატერინე უკვე იწყებდა მაღაზიების თვალიერებას.. -გაბაშვილს ვეთანხმები, მართალია ჰო?-გამომხედა დებიმ -კარგით როგორც იტყვით.-გამოვიცვალეთ და ჩვენი კოქტეილებით ხელში აუზთან ვისხედით. -არ ვიცი ასე რატომ მომწონს ეს პატარა ქოლგა, რომ ახლავს თან-თქვა დებიმ და თან ხელში შეათამაშა. -მეც მასე ვარ, თითქოს კოქტეილს მის გარეშე ვერ დალევ-დაეთანხმა ეკატერინეც -გეთანხმებით რაღაც ხიბლს სძენს.. -სულ მინდოდა ფოტოგრაფი მეგობარი მყოლოდა და აი შენც გამოჩნდი-თან შეზლონგს შლიდა ეკატერინე და ქოლგას ამოეფარა. -ოუუ ფოტოები მოგინდაა ჯერ დავლაგდე და შეიძლება რამე მოგიხერხო-ღიმილით მეც მის გზას დავადექი,მაგრამ მე მზეზე დავწექი. -აუუ რა მაგარი გოგო ხარ, ეს რატო გაბრალებს უჟმურობას არ ვიცი-მხრები აიჩეჩა -ნახე რაა გაიგო, რომ ფოტოები უნდა გადაუღო და უკვე უყვარხარ-სიცილით თქვა დებიმ -ამით ვიზიდავ ადამიანებს-თან კოქტელის ვსვამდი და ესე ძალიან რატომ მეგემრიელება არ ვიცი. -შენ თუ სულ ესეთ კოქტეილებს აკეთებ დავიღუპეთ და ეგაა-სამივეს ხმამაღლა გაგვეცინა.. -რა ვქნა ესეთი ნიჭიერი ვარ.. -თან მრავალმხრივ -დაეთანხმა დებიც -რა კაი მზეაა, მე აუზში ჩავალ ცოტა უნდა გავგრილდე, ისე რა კაი იქნებიდა ახლა აუზის მაგივრად ზღვაზე, რომ ვიყო..-ამოიხვნეშა დებიმ და აუზში ჩასასვლელათ მოემზადა.. -შენ და შენი ზღვაა, ვინმე ასე გიჟდებოდეს ზღვაზე არ გამიგონია. -თაიი კაი რაა ზღვა ჩემი ნაწილია ჰო იცი, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს.. -კაი კაი ჩადი და მეც მალე ჩამოვალ.. -თაი მზისგან დამცავი არ გინდა? -აუ სულ გაამავიწყდა მომაწოდე რაა-ხელი გავუწოდე -აი აიღე -მადლობაა-გამიღიმა და წამოდგა.. -მე კიდევ დავისხავ, შენ არ გინდა? -არა მადლობა -კაი მალე მოვალ.. შემდეგ კი მუსიკებს ვუსმენდით ვლაპარაკობდით და ვცურავდით, მალევე მოსაღამოვდა და ცოტა არ იყოს აცივდა, ამიტომაც ჩვენ სახლში შევედით. -აუ რადგან აქ დიდი ხნით ხარ ერთი იდეა მაქვს-ისეთი სახეე მიღო ეკატერინემ, დარწმუნებული, რომ არ იყო რამდენად მოგვეწონებოდა. -გისმენთ-დაეჭვებულმა ვუთხარი -მოდი ერთი სერიალი დავიწყოთ და როცა ერთად ვიქნებით ერთად ვუყუროთ ხოლმე-აი ამ წინადადებას ნამდვილად არ ველოდი. -აუ რა მაგარია მე მომწონს-რათქმაუნდა დებორას ამ აზრით ძალზედ მოიხიბლა. -კიბატონო -მეც რაღა თქმა უნდა დავეთანხმე. -მოდი რამე სიტკომი იყოს. -ოფისი იცით–დების ფილმის თუ სერიალის საყურებლად ვარიანტები ყოველთვის აქვს, ჩვეულებრივი კრიტიკოსია. -ნუ მე არ მინახავს-როგორც წესი სიტკომებს არ ვუყურებ ხოლმე , მაგრამ რატომაც არა. -ადრე ვნახე ორი სერია-არადა მეგონა ეკატერინეს მაინც ექნებოდა ნანახი, მხიარული ადამიანია და ამიტომ რაღაცნაირად ასე ვიფიქრე. -მეც მასე ვარ არადა კაი ჩანდა მოდი ეგ დავიწყოთ რაარაცნაირად სიტკომის ხასაითზე ვარ-ანუ ორ სერიას თუ არ ჩავთვლით არცერთს არ გვაქვს ნანახი რაც კარგია, არცერთმა როდესაც არ იცით და ისე უყურებთ, ასე უფრო აქვს მუღამი. ჩვენც დავიწყეთ ოფისის ყურება, არ ვიცი აქამდე სად ვიყავი ძალიან მოგვეწონა და ვთქვით, რომ ეს ჩვენი ახალი საერთო ტრადიცია იქნებოდა და იმედია ბოლომდე მივიყვანდით კიდეც მიზანს, -მოდით უბრალოდ აქ დავიძინოთ ოთაახებში დაშლა არ მინდა. -დების ვეთანხმები, მოდი მოვაწყოთ აქაურობა როგორც საჭიროა და ბარემ დავიძინოთ გვიანია უკვე. არ ვიცი შესანიშნავი იყო ყველაფერი ასე კარგად დრო კარგა ხანია არ გამიტარებია, გული კარგს მიგრძნობდა ახალ მეგობრებთან დაკავშირებით,მგონი ცოტა ადრე მათ ჩემი მგებორები ვუწოდე, მაგრამ მაინც რა იცი რა მოხდება მომავალში. ისე რომ დავუკვირდეთ, როგორი განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, მე დებორა და ეკატერინე, ნუ ბიჭებიც მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ გოგონებზე რომ ვილაპარაკოთ, ეკატერინე წითურია ხვეული თმა და ღია მწვანე თვალები აქვს, დებორა ქერაა ძირითადად ყავისფერი თვალებით, მაგრამ ასეთუისე მაინც ხშირად ეცვლება, საბოლოოდ ქამელეონზე ჩამოვყალიბდეთ და მე შავი ფერის თმით და ცისფერი თვალებით.. მიხარია საბოლოოდ ერთ ოთახში დაძინებაზე დავიყოლე გოგონები, თორემ არც კი ვიცი საერთოდ შევძლებდი თუ არა დაძინებას.. უკვე ვიძინებით როდესაც გამახსენდა.. -ეკატერინე გძინავს?-დავიჩურჩულე. -ვიძინებ.. რა იყო. -პროფესიით რა ხარ?-გულიანად გაეცინა, ამდენი ხანი ერთად გავატართ და ეს კითხვა აქამდე არ გამჩენია. -სერიოზულად?? ეგ ცოტა რთული ამბავია..მერე თუ მოგიყვები გეწყინება? -არა რას ამბობ..დავიძინოთ გვიანია უკვე..-მალევე ჩაგვეძინა როცა გავიღვიძე თავი საშინლად ამტკივდა, არ ვიცი გოგონები სად იყვნენ ალბათ სამსახურში? მათ გამოჩენას ვერ დაველოდებოდი, ამრიგად ყავის გასაკეთებლად წავედი, ძლიერ ყავას თუ არ დავლევდი არც კი მინდა აღვწერო როგორ მდგობარეობაში ვიქნებოდი დარჩენილი დღის განმავლობაში. ისეთი ფასებია ამ შაქარზე კიდევ კაი მე უშაქროს ვსვამ თორე კი გავკოტრდებოდი უახლოეს მომავალში, ამ ტკბილის ატანა არ მძალუძს ნუ მხოლოდ ნაყინი ისიც იშვიათად.. გავიგონე ხმა ვიღაც როგორ შემოვიდა ალაბთ დებორა იქნება თქო გავიფიქრე და მივბრუნდი ყავა დამესხა.. -ჰეი აის გოგონები სად არიან-ანდრიას ხმაა როდესაც გავიგე იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა შევხტი კიდეც. -იდიოტო შემაშინე ეს აის სადან მოიტანე, ახლა ყინულადაც მაქციე.. -როგორ უნდა გაქციო იმად რაც უკვე ხარ, თან დამიჯერე შეგეფერება.. -აქ რას აკეთებ-ჩამოვჯექი ყავის ლოდინში. -დანარჩენებიც მალე მოვლენ არ იდარდო შენთან მარტო დარჩენის პერსპეტქივა დიდად არ მხიბლავს -მე ხომ რას ამბობ…ისე მე თი აისი ვარ შენ რა გამოდიხარ საინტერესოა.. -ამან აისი დაგიძახა?- მხოლოდ დებორა შემოვდა-ყვავმა ყვავს უთხრა როგორი შავი ხარო თქვენზეა.. -ნუ ჩვენ..-რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ ზუსტად ამ დროს დანარჩენებიც შემოვიდნენ ხმაურიანად და როდესაც დაგვინახეს ცოტა გაკვირვებულმა იოანემ იკითხა..: -როგორ მოხდა, რომ თქვენ ორი ერთად დგახართ და ერთმანეთს არ ჭამთ?-თან ხელსი ჩანთები ეჭირა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო.. -იოანე კარგი რაა მართლა ბავშვები ხომ არ ვართ, ნუ კაი ეს არ გაზრდილა მართალაია მაგრამ მე ხომ მხედავ.. -ამას დამიხედეთ ერთი რამდენს ლაპარაკობს.. -იოანე რა გინდადა ვერ იყვნენ თავისთვის?-თქვა დემნამ და ბარის მაგიდას მიუჯდა. -ნუ კარგი გვეყოფა..არ ვიცი თქვენი გეგმები მაგრამ…-იო ამბობდა რაღაცას და ზუსტად ამ დროსმეგობარმა დამირეკა, თან ვუპასუხე წამოვდექი და სასწრაფოდ ჩემს ოთახსიკენ გავიქეცი- გისმენ…სიახლეებია? მიდი კარგი ამბები მითხარი -მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მანდ უსაფრთხოდ ხარ საშენო სიახლე არაფერია ჯერჯერობით ანუ ხელჩასაჭიდი ვერ აღმოვაჩნე, მოკლედ არ არელდე ყველაფერი კარგად იქნება..-ოთახიდა გამოვედი -მადლობა ყველაფრისთვის სემ, შენ რომ არ მყავდე მოკლედ რა მეშველებოდა არ ვიცი..კარგი კარგი ნახვამდის.. -სემი?- დებორას სავარაუდოდ ის გაუკვირდა ვინმეს მსგავსი სიტყვებით, რომ მივმართავდი. -კი ჩემი მეგობარია რა იყო.. -არა არაფერი დაივიწყე.. -ანდრუშ რამ გაგიფუჭა ხასიათი ესე უცებ რა მოხდა?. -ჰმმ არაა არაფერია დაივიწყე.. -კაი.. თაია შენს სტუდიაზე რა ხდება? -ჯერ არ მინახავს მაგრამ არც ისე ცუდ მდგობარეობაში დავტოვე, წესით ძალიან მინიმუალური ხელისშევლება უნდა, დებ შენ ხომარ იყავი ადრე, რომ გთხოვე? -აა კი შენ რისი გაკეთება მოგინდება არ ვიცი მაგრამ ყველაფერი წესრიგშია.-ჩემდს გასაკვირად ბიჭებმა მოამზადეს საჭმელი დასასრულს კი ისე კარგად გამოიყურებოდა ცოტა ეჭვი კი შემეპარა. -კაია ეკატერინე სადაა-თავიდანვე მომხვდა თვალში მისი არ ყოფნა და რატომღაც მხოლოდ ახლა ვიკითხე -სამსახურიდან ჯერ არ წამოსულა რაღაც უნდა მოვაგვარო და მოვალო. - აი მე კი გამოვფხიზლდები და უნდა გავიდე..ან რატომ არ გამაღვიძეთ? იცით რა საშინელება იყო პირველად ბატონი ანდრიას დანახვა? მითუმეტეს ახალ გაღვიძებულზე, უბრალოდ უდიდესი ტრავმა მივაყენე საკუთარ თავს..-თავი ისე მოვისაწ.... დემნამ დაეჭვებულმა გამომხედა რამდნიმე წამით. -ოცნებობენ რომ პირველი რასაც დაინახავენ მე ვიყო და ამას დამიხედეთ რა დღეშია.. -ალბათ მხედველობა აკლიათ ასეთებს კარგ ექიმს მე მივასწავლი- ისე გამომხედა სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი მაგრამ ვნატრობიდ გარეგნულად არ შემეტყოს რამეთქო. -თაია რატომ არ ჭამ? ნუ ღელავ ანდრიას არაფერი ჩაუყრია ამას პირადად მე ვაკონტროლებდი- გამომხედა დემნამ და ორივეს გაგვეცინა, მისივე ნათქვამზე. -ვისკენ ხარ საინტერესოა-ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა -სად მიდიხარ გოგო-მითხრა დებიმ როცა წამოვდექი.. -მმმ -ამ დროს ჩემი ტელეფონიც ახმაურდა arctic monkeys სიმღერა მაქვს დაყენებული და როცა მირეკავ მიგვიანდება ხოლმე პასუხი, ჯერჯერობით ვერ შეველიე-უკაცრავად.. -სალამი მე ვარ.. -კი გიცანი აბა რა ხდება -მოკლედ..შენი ფოტოებით აღფრთოვანებულები არიან კიდევ უნდათ შენთნ მუშაობა როდესაც სურვილი გექნება..მიდი დათანხმდი რაა მაშნაც კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა.. -ახლახანს გამიცანი და უკვე ვერ მელევი ხომ ხედავ…ამ ერთხელ გადაგარჩინე მაგრამ ჯერჯერობით ახალ საქმეს ვერ ავიღებ, ვისვენებ და თან სტუდიაც მოსაწყობი მაქვს, მოკლედ მადლობა მაგრამ გადაეცი რომ ახლა ამ შემოთავაზებას ვერ მივიღებ. -კაი როგორც გინდა როდესაც დაბრუნდები გამაგებინე, შენთვის საქმე ყოველთვის გამოჩნდება.. -კაი ახლა მასეთი მოთხოვნადიც არ ვარ, ნუ კაი შევიფერებ ამ ერთხელ.. აბა ჰეე. -ვინ იყო? -ჩამოსვლისთანავე სამხასური, რომ ვიშოვე ხომ გახსოვს ის ტიპი იყო შენთან მუშაობა კიდე უნდათო, იმდენი ხანი ვიმუშავე გადაბმულად ცოტა რომ არ დავისვენო გავგიჟდები -აბა სტუდიის მოწყობას რატომ ჩქარობ ვერ ვიგებ. -ბარემ მოვიშორებ მომავლისთვის, დღეს ვინახულებ და ბარემ გავაკეთებ თუ რამეა…კაი და თქვენ რას აპირებთ? -ერთად უნდა გავიდეთ სამუშაოდ ამ ყველაფერს როცა ავალაგებთ…წუწუნი არ იყოს ერთად ვალაგებთ… -დებ როდის დამიწუწუნია-თქვა იომ-ამაზე დაგზარდებიი. -რა ყოჩაღი მყავხარ მოკლედ-ამის თქმისას თან გაეცინა -ყველა ერთ კომპანიაში მუშაობთ თუ რა ხდება? -ნუ მასე გამოვიდა, მე საბუთებს ვთარგმნი და სხვა რაღაცებსაც ვაგვარებ, ბატონი დემნა ჩვენი ადვოკატი, ფინანსურ საკითხებშ გამოიცანი ვინაა სპეციალისტი..რათქმაუნდა იოანე და კატერინეც მოვა მალე გვჭირდება დღეს.. -ოჰოოო კაი მაშინ მე მოვწესრიგდები და ხელს აღარ შეგიშლით- მეც შევასრულე ჩემი სიტყვა გავემზადე და ჩემს მომავალ სტუდიაში წავედი, ყველაფერი კარაგად იყო შენახული, მაგრამ ცოტა გადაკეთება უნდოდა, დღესვე დავურეკავ, რომ აქაურობას მიხედონ. ძალიან ლამაზი გარემოა დიდი სივრცეა, გადაღებებისთვის შესამაბისი, ახლა გამახსენდა საერთოდ რატომ გადავწყვიტე ჩემი მთლიანი დანაზოგით მეყიდა , ცოტახანი კიდევ გავჩერდი და მალევე წამოვედი.. ცოტას გავივლითქო ვიფიქრე, მაგრამ ვერ ვიტან ამდენი მანქანა რომაა ქალაქშიი, თითქოს სუფთა ჰაერი საერთოდ აღარ არის დარჩენილი. მთაწმინდაზე ასვლა გადავწყვიტე აქ ყოფნა მსიამოვნებს, მთელი ქალაქი ჩანს და ასეთ ხედებზე ვგიჟდები. მუსიკების მოსმენა arctic monkeys-ით დავიწყე, შემდგომ კი ისე შევყევი მგონი მთლიან ალბომს მოვუსმინე და როდესაც მოსაღამოვდა ავტობუსით ამის შემდეგ კი სერინობით დავბრუნდი სახლში, სეირნობა ძალიან მიყვარს, ამ სეირნობის დროს ჩემი ფოტოაპარატით ერთი-ორი ფოტო გადავიღე. რამოდენიმე ადამიანს დავურეკე, რომლებიც სტუდიის გარემონტებაში დამეხმარებოდნენ, მანამდე და ფოტოები გადავუგზავნე მითხრეს ხვალ მოვალთ, წესით მალე უნდა დავასრულოთ დიდი სამჯშაო არაფერი ჩანსო, გამიხარდა. ამასობაში მივედი, კარი შევაღე და რას ვხედავ ბიჭები ფეხბურთს უყურებენ. -აუუ რა მაგარია ვინები თამაშობენ?- აღტაცებიული ვიყავი საუკუნეა არაფრისთვის მიყურებია.. -ფეხბურთს უყურებ?-მკითხა დემნამ -დიახ დიახ აბა რა გამოვტოვე? მგონი დიდათ არაფერი გამომიტოვებია..აუ რეალი? კაი რაა არ მითხრათ რომ ბენზემა თამაშობს? -თამაშობს .. -ცუდია ახლაა მაინცდამაინც მაგარ ფორმაში ნერვებს მიშლის-ამოვიხვნეშე მართლა მეწყინა და რა მექნა. -ანუ რეალი არ გიყვარს- იოანემ თავისი დასკვნა გააჟღერა -ბავშობიდან ბარსელონას ვგულშემატკივრობდი და შეუძლებელია რეალი მიყვარდეს..რაო სამუშაოზე რა სიტუაცია იყო? -ჰო რავიცი რავიცი ვნახოთ რაა, ჰო იცი ამ დროს იმდენ დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება, რამე არ შეგეშალოს,შენკენ რა ხდება? -ხვალვე მივიყვან მუშებს და თუ რამეა დავიწყებ გაკეთებას-ნაწილობრივი ყურადღება მაინც ეკრაზე მქონდა გადატანილი და ისე ვესაუბრებოდი. -კაია მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ კარგები არიან? -კი მე უბრ..-გაბრაზებული უცებ წამოვხტი -კარგი რაა ფაქტიურად აჩუქე ქულაა ეს რა იყო, ნერვებს მიშლიიით მასე თამაშს თუ აპირებთ ბარემ ეს მეკარეც გამოიყვანეთ რაღაში გჭირდებაათ-მოწყვეტით დავეშვი დივანზე.. -ოჰოო -დემნას ხმა გავიგე და ანდრიას მზერა შევნიშნე. -მოდი დავნაძლევდეთ ვინ მოიგებს- იდეა წამოჭრა ანდრიამ -მე მინდა, აბა რაზე იყოს? -ჰმმმ მოდი იყოს 3 სურვილზე თუ მე მოვიგე და შენზეც იგივე.. -თანახმა ვარ - ჩქარა-ჩქარა ჩამოვართვით ხელი და ამ დროს მე ჯერ ხომ ყოველი თამაშისას ჩართული ვარ, მაგრამ ახლა ასმაგად ვიყავი ჩართული, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს სტადიონზე ვიყავი..ამ დროს დემნა და იოანე მგონი ჩვენს რეაქციებს უფრო უყურებდნენ ვიდრე თამაშს, საბოლოოდ მე გავიმარჯვე.. -აბა გამოიყენებ შენს სურივილებს-დივანზე მიყრდნობილი იყო თავი გადაწეული ჰქონდა და ისე გადმომხედა წამით ისე გამოვიდა თითქოს მივაშტერდი, მაგრამ მალევე გამოვაფხილე თავი, საერთოდ რა დამემართა ვერ მივხვდი-ერთ სურვილს ვიყენებ, სტუდიის მოწყობაში უნდა დამეხმარო,ამაში შეღებვა და ყველაფერი შედის რაც დამჭირდება.. -რაა მეღადავებიი -ბედნიერმა შემიძლია გითხრა, რომ არა- ირონიული ღიმილით გადავხედე -არა ნუ მთლად ასეთი ბოროტიც არ ვარ და ცოტას მეც მოგეხმარები, ძალიან ცოტას ფაქტობრივად მთელი საქმის გაკეთება თავად მოგიწევს..-ამოიხვნეშა მაგრამ აღარ დაუწუწუნია.. -როგორც გინდა სურვილი სურვილია ძვირფასო თაია- ასე განსხვავებულად რატომ ამბობს ჩემს სახელს ვინმე ამიხსნის? ჯანდაბა თაია თავი ხელში აიყვანე, რა გემართება. -აბა მოიცალეთ ახლა ჩვენთვის.. -ეკ კარგი რაა, ისე დები შენ ხომ უყურებ ხოლმე ფეხბურთს, ახლა რა მოგივიდა.. -ხასაითზე არ ვარ -ახლა არაფერი მიკითხავს მაგრმ აშკარა იყო რაღაც აწუხებდა შემდეგ დავინახე, როგორ გავიდა სახლიდან და მივწერე -საით -სუფთა ჰაერზე მინდოდა გასვლა. -არის რამე რაც უნდა ვიცოდე . -მართლა არაფერია, მალევე დავბრუნდები.. -კაი როგორც გინდა… -აბა ქალბატონო თაია, ნომრები გავცვალოთ?- ტელეფონი ამიფრიალა, მეც გამოვართვი- საქმე მოითხოვს თორე ხომ იცი.. -რა თქმაუნდა ბატონო ანდრია-ნომერი ჩავუწერე -მოიცადე-ფოტო გადამიღო-აი ასე -ახლა შენი ჯერია-ტელეფონი მივაწოდე, ნომერი ჩაწერა შემდეგ კი მეც იგივე გავიმეორე და ფოტო გადავუღე- საქმე მოითხოვს თორემ ჰომ იცი.. -რათქმაუნდა..- გამახსენდა, რომ დანარჩენების ნომრები არ მეწერა ნუ ეკატერინეს გარდაა ამიტომსც. -ბიჭებო ბარემ თქვენს ნომრებს ხომარ მომცემდით? -კიბატონო-უცებ გავცვალეთ ნომრები. კიდევ დარჩნენ ცოტახანს, მათ წასვლამდე დებორაც მოვიდა.. -მოკლედ სანამ ძალიან დაგვიანებულა ჩვენც უნდა წავიდეთ-დემნა -ისე მეც მაგარი გადაღლილი ვარ, მოდი დავიძრათ ნელნეა..-ანდრია უბრალოდ წამოდგა არაფერი უთქვამს, შემდგომ კი ისინი წავიდნენ და მე და დები მარტოები დავრჩით.აი ასე ბედნიერ ფონზე გავაცილე ყველა რადგან ვგეგმავდი როგორ გავუმწარებდი ხვალინდელ დღეს ანდრიას.. დილით მაღვიძარამ კი გამაღვიძა მაგრამ მექანიუკრად გავთიშე, თავის აწევა არ შემეძლო, შემდეგ ისევ დარეკა მეც ისევ გავთშე ამიტომაც ვაყენებ ამდენს, პირველივე ზარზე თავის აწერვა არ შემიძლია და თავს ვიფხიზლებ ხოლმე.. გონს რომ მოვედი და მოვწესრიგიდი დებორასთან შევედი -ჰეიიიი გაიღვიძეეეეე-ბოლო ხმაზე დავჩხაოდი, მაგრამ მისი ოდნავ შეტოკების გარდა ვერაფერი მივიღე, ამიტომაც პირდაპირ და ცივად, საიყინიულიდან წყალი გადმოვიღე და ზედ გადავასხი.. -გოგო შენ რა ჭკუიდან გადახვედიიიი საერთოდ ნორმალური ხაარრრრრ-თავი არც შემიკავებია სიცილისგან ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ახალ გაღვიძებული და გაწუწული.. -აქეთ უნდა მიხდიდე მადლობას. -ცივი წყლისთვის?-სახეზე ეტყობოდა სიბრაზე და მეც მოვუკელი სიცილს. დიახ როდის გაიღვიძებდი კაცმა არ იცის, სამსახურში დაიგვიანებდი თან, ახლა მაინც მითხარი რა ხდებოდა გუშინ. -არფერი ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპე რა უნდა მომხადარიყო?? -ეს ამოღამებული თვალები რაზე მიანიშნებს, ვერ მეტყვი? -დემნას ველაპარაკებოდი და..-დაამთქნარა რაც ამის აშკარა მტკიცებულება იყო. -დარწმუნებული ხარ რომ თქვენ შრის მეგობრობის იქით არაფეერი ხდება? -უბრალოდ მეგობარს ველაპარაკებოდი, რა აზრები გაწუხებს თაიაა-აქეთ რომ გადმოვიდა შეტევაზე.. -უბრალო მეგობრებს არ გავხართ მეტი არაფერი-ხელები ვწიე დანებების ნიშნად. -იმიტომ რომ უბრალო მეგობრები არც ვართ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.. -კარგი კარგი როგორც იტყვი ხმას აღარ ვიღებ, ჩაი გინდა გაგიკეთო?-ოთახიდან გასასვლელად მოვემზადე,, -არა ყავა გამიკეთე უნდა გამოვფხიზლდე..-ყავაზე დიდად არ გიჟდება, რაც ნიშნავს იმაას, რომ მაგრად ეძინება და გამოფხიზლება ჭირდება.. -მაოცებ ანუ ძალიან გვიანობამდე შემორჩი...აი შენ თავს რაღაც ხდება და არ მეუბნები, არა ხმა არ გამცე ლაპარაკი თუ არ გინდა განა რამეს გაძალებ, ხომ მიცნობ არაა, უბრალოდ იცოდე რომ ყველაფერს ვხედავ და მენერვიულება, ასე რომ თუ რამეზე ლაპარაკი მოგინდება მითხარი.. -თაია..მე.. -საჭიროა არაა მთავარია შენ იყო კარგად, მოკლედ წყალი უკვე გაცხელდებოდა და ახლავე გაგიკეთებ.. -მადლობაა, ახლავე ავდგები..-ეცადა გაეღიმა მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რომ ეს ის ღიმილი არ იყო რითაც ვიცნობდი.. შემდეგ ორივესთვის ყავა გავიკეთე ამასაობაში დებორაც მოწესრიგდა.. -მიირთვი შენი ყავა-ბარის მაგიდას მიუჯდა, საყვარელი პიჟამოები როგორც ჩანს არ გამოუცვლია, თმები კი მაღლა აიწია. -აუ მადლობა მჭირდებოდა მართლა.. -რომ ვერ დაგიმარტოხელე რაც ჩამოვედი, მითხარი აბა შენკენ რა ხდება, რამდენი ხანია წესიერად არ გვილაპარაკია.. -რავიცი თაი ისეთი არაფერი, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიდის, უბრალოდ მე…არა მაინც ცდილობ რამე მათქმევინო ხომმ-ჩაიცინა და ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.. -ისე მოგიკითხე დაო თუ არ გინდა ნუ მეუბნები თქო ხომ გგითხარი უკვე, ეს ვინაა მოკლედ რაა. -აჰაა კაი ისეთი არაფერი, უბრალოდ მგონი ვიღაც მომწონს.. -რაა ეგ აქამდე როგორ არ მითხარი, მოსაკლავი ხარ..-კაკრას დანა მეჭირა და ცხვირწინ ავუფრიალე მეტი ეფექტისთვის… -გითხარი მნიშვნელოვანი არაფერიათქო, თან ბოლო დროს მაგრად ავირიე, წესიერად ვერაფერზე ვყალიბდები.. -დემნა მგოწონს ჰო? -რაა არაა, რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითზე, გადამრევ, შენ არ იცნობ მოკლედ.. -დემნამ იცის? რაო რა გითხრა.. -კი იცის გუშინ ველაპარაკებოდი.. -მთელი ღამე ვიღაც ბიჭზე ელაპარაკებოდი? ყოჩაღ შენ, რაო მერე რა გითხრა.. -არაფერი ესე თუ იტანჯები იმოქმედე, ჩემტან, რომ წუწუნებ ეგ არაფერს უშველისო..-თან ამოიოხრა და ცარელი ჭიქა ნიჟარაში ჩადო.. -მართალი უთქვამს მთლად რა გინდა, შენი ამბავი, რომ ვიცი ესე გამოჩერჩეტებული ვერ ივლი დიდხანს.. -მაგ კომენტარს ვაიგნორებ რაა, მოკლედ ეს არის და ეს შენს იმ სურვილზე რა ხდება ანდრიუშასთან. -არაფერი საღებავების ჩამოსვლას ველოდები, მერე შენს ანდრიას მაგრად გავაწამებ-ფილმებშ რო იცინიან ხოლმე ბოროტულად მასე გაცინება ვცადე და არ ყოფილა მარტივი არ გამომივიდა.. -გასაგებია ბოროტ პერსონაჟად არ გამოდგები-ისე გამიღიმა თითქოს პირიდან შაქარი გადმოდიოდესო, ესეც კაი მსახიობია ჩვენში დარჩეს. -მაინც ვერ გავიგე ესე ძაან რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს, ისეთი არაფერი მომხდარა სამაგისო.. -ორგანულად ვერ ვიტან, რთული ასახსნელია, აი პირველივე შეხვედრიდან ისე მომიშალა ნერვები რა უნდა მოხდეს მაგ ადამიანზე აზრი შემეცვალოს, არ ვიცი. -ბავშვები ხართ რაა მაინც საბოლოოდ- თავი გაქნია და საუზმის მომზადება დაიწყო, ამ დროს მესიჯი მომივიდა.. -ანუ სურვილის ასრულებას ჯერ არ ჩქარობ -როგორც ჩანს..მესიჯებით თავს ნუ შეიწუხებ თავად შეგეხმიანები, როცა ამის საჭიროება ინება ბატონო ანდრია.. -ამ ქალბატონს დამიხედეთ, კარგი როგორც იტყვი ისე იყოს..თაია- გამეცინა მაინც რა იდიოტია.. -ვინააა-კლასიკური რეაქცია როდესაც მოწერილზე გეღიმება.. -ისეთი არაფერია.. -დღეს გეგმავ რამეს? -არ ვიცი შევხედოთ.. -მე კიდევ იმდნი საქმე მაქვს, უძალიანესად მეზარება.. -შენს მეტი ვინ გააკეთებს თორე.. -აი მაგიტომ ახლა უნდა ავიდე ჩავიცვა და სამსახურში გამოვცხადდე..იშვიათად გამომდის კარგი რამე მაგრამ თუ გამომივიდა გემრიელია-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და აწ უკვე ცარიელი თეფში ნიჟარაში ჩადო.. გარკვეული დრო ისე გავიდა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, როგორც აღმოჩნდა ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი ჩემი სტუდიისთვის,იქამდე სანამ ანდრია საღებავებში გაისვრებოდა, დებორა იმ ბიჭს წერდა და იყო ბედნიერად, მგონი საქმე იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე ამას თავად აღიარებდა,ისე სამეგობროსშეკრების მიზეზი სულ ჰქონდა, მე ხან ვიყავი ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეკრებებზე ხან არა, ჩემდა სასიხარულოდ ყველასთან დავმეგობრდი ანდრიას გარდა, სულ ვკამათობდით, სიმართლე,რომ ვთქვა ცოტე არ იყოს ვერთბოდი კიდეც როდრსაც მის გაბრაზებულ სახეს ვხედავდი, ისე შევდიოდი მუღამში, რომ გაჩერება ცოტა მიჭირდა, იქ მყოფებს თუ და მათ სახეებს დავინახავდი მერეღა ვჩერდობოდი, ხოლმე.. როგორც აღვნიშნე ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ ერთ დღესაც დებორას მნიშვნელოვანი დოკუმენტი დარჩა სახლში, ამიტომაც გადავწყვიე თავად მიმეტანა, რომ დრო არ დაეკარგა,წინ და უკან სიარულში, საბედნიეროდ ვიცოდი სადაც იყო კომპანია, რადგან ჩემი სტუდია მართლაც, რომ ახლოს იყო.. თან დარეკვას ვაპირებდი და უკვე უნდა შევსულიყავი კომპანიაში რომ დაცვა არ მიშვებდა.. -ჩემი მეგობარს აქ მუშაობს, მნიშვნელოვანი დოკუმენტი დარჩა მივუტან და მალევე გამოვალ..-ვცდილობდი დოკუენტებიმეჩვენებინა მაგრამ ვინ გისმენს. -ქალბატონო ვერ შეგიშვებთ, თავად ჩამოვიდეს თქვენი მეგობარი თუ ასეთი საჩქაროა.. -შემოუშვი ჩემთან ერთადაა- უკნიდან ანდრიას ხმა მომესმა, ჩემკენ წამოვიდა და გვერდით დამიდგა.. -უკაცრავად არ ვიცოდი-უხერხულად გაიღიმა და თავი დამიკრა ბოდიშის ნიშნად.. -არაა პრობლემაა- ანდრიამ მანიშნა წინ წავსულიყავი და მეც გავყევი, მქონდა კი სხვა გზა?- შემახსენე აქ რას აკეთებ? -დებორასთა ვარ არ მოსული, შენ იდარდო მალე წავალ.. -იმედი მაქვს..-უკვე ლიფტში შევედით, ღილაკისთვის უნდა დაეჭირა როცა ხელით ვანიშნე გაჩერებულიყო.. -დებისთვის დარეკვას ვაპირებდი შენ რომ გამოჩნდი, ხომარ მიმასწავლიდი გზას, რომელ სართულზეა.. -ერთი გზა გვაქვს ჩემს სართულზეა..-როგორც ჩანს ბოლო სართულზე ავდივართ, ამის გამო ამოვიხვნეშე მან კკ გადმომხედა შემათვალიერა და მითხრა.. -კლაუსტროფობია ხომ არ გაქვს? -შენი თავი სულელურ ფილმში ხომარ გგონია გოგოს, რომ აუცილებლად კლასუტროფობია უნდა ჰქონდეს, მერე უეჭველი, რომ გაიჭედებიან და... -კარგი გავიგე და გასაგებია, არ უნდა მეკითხა.- თავი დავუკარი, აღმოჩნდა, რომ ერთი სართულიღა გვრჩებოდა..-რომც გქონოდა ჩემი ჩახუტებით არ დაგამშვიდებდი ანუ არ დაგეხმარებოდი -რომც მოვმკვდარიყავი არ ჩაგეხუტებოდი.. - ჩაიცინა ღმერთო ეს ღიმილი ადრეც მინახავს, მაგრამ მომკალით და ვერ ვიხსენებ საიდან მახსოვს.. კარებიც გაიღო და აღმოვჩნდი ისეთ სამუშაო გარემოში სადაც ყველა დაკავებულია და აქეთიქით დარბის, საქმის მოსაგვარებლად.. როგორ მომენატრა ეს სიტუაცია ვერც კი წარმოიდგენთ, მე ზოგადად მუშაობა ძალიან მიყვარს, ვამბობ, რომ დასვენება მინდა, მაგრამ მუშაობის გარეშეც ვერ ვძლებ, განსაკუთრებით ჩემი საქმე მომენატრა, ბავშობიდან მომწონდა ჯერ ცალცეულად ფოტოაპარატი, შემდეგ თვითონ გადაღების პროცესი, საბოლოოდ თითოეული დეტალი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, მაგრამ თავიდან სერიოზულად არ მიმიღია, როგორც საქმე, ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ეს საქმე ცალკეულად არ აღმოჩნდა ის რასაც მთელი ცხოვრება გავაკეთებდი, შემდეგ კი ფოტოაპარატი მაჩუქეს, მივხვდი რომ ჩემი ცოდნა ჟურნალისტიკაში და საყვარელი საქმიანობის გაერთიანება შემეძლო.. აქ ყველაფერი ერთ წამზეა დამოკიდებული დაიჭერ თუ არა წამს, შეძლებ თუ არა სამუდამოდ აღბეჭდო ის განსაკუთრებული მომენტი, რომელმაც გაიძულა ფოტოს გადაღება.. როდესაც ფოტოს იღებ შენ ინახავ ერთ ულამაზეს წამს მაგრამ ჩემი მიზანია ისეთი ფოტოს გადაღება შევძლო, რომელშიც ადამიანი დაინახავს იმაზე მეტს ვიდრე ერთი წამის სილამაზეა.. -თაი აქ რას აკეთებ- ისე გავერთე ფქრებში, მექანიკურად ვმოძრაობდი და ისე აღმოვჩნდი დებისთან ვერც გავიაზრე. -ეს მოგიტანე- საბუთებისკენ მივანიშნე.. -ვაიმეე გადამარჩინე ყველაფერი გადავქექე დარწმუნებული ვიყავი რომ წამოვიღე-საბუთები გამომარტა და თნა უცებ გადახედვა დაიწყო, ამ დროს დემნა მოგვიახლოვდა -ჰომ გითხარი არაა..-თავი გააქნია. -ვიცი ვიცი მართალი იყავი, აჰა გამომართვი დანარჩენი უკვე შენზეა -კაი მაშინ მე წავედი..დებ.. -ვიცი არ იდარდო.. -კარგი ნახვამდის თაია. -აბა ჰეე, კარგი რადგან უკვე გადაგარჩინე მე წავალ.. -მოიცადე ცოტახანს დარჩი რაა, შესვენება მაქვს.- -კაი გავიდეთ მაშინ სადმე? მაგრამ სად?- -წამო წამო ეგ ჩემზეა..-ხელი მომკიდა და კულტურულად გამათრია ლიფტამდე, შემდეგ რაღაც გაახსენდა.. -აუ ჩემს რაღაცეებს ავიღებ და მოვალ.. -მიდი გელოდები- უცებ გაიქცა და ჩანთით დაბრუნდა, ჩვენც წავედით ლიფტში შევედით და გამახსენდა ანდრია.. -რამე მოხდა? -რაა…არა რატომ მეკითხები?-გამიკვირდა მისგან ეს შეკითხვა.. -თან გეცინება, თან თავს აქნევ ,თითქოს ვიღაცას რაღაც ცუდს უმზადებ.. აი მაგალითად გახსოვს ბავშობაში გეგასთან ერთად ვთამაშობდით, მან გაგაბრაზა შემდეგ რამდენი ხანი აწვალე, ხან ჭიკარტებს ულაგებდი, ხან რას უკეთებდი და ხან რას,ჰხოდა რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერ, სანამ რამეს გააკეთებდი ზუსტრად ასე იქცეოდი, როგორც ამ მომენტში -საიდან მოიტანე ისე წავედი ფიქრებში უბრალოდ.. -კარგი როგორც გინდა ალბათ მეჩვენება-მაინც საეჭვოდ გადმომხედა დასასრულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი არ სჯერა, შემდეგ როგორც აღმოჩნდა, უახლოეს კაფეში მივედით, ერთი შეხედვით ეტყობოდა როგორი მყუდრო ადგილი იყო, ამიტომაც მალევე მოვიხიბლე. -დებს გშია? -დიდიად არა ჩაი და შოკოლადის ნამცხვარი მინდა მხოლოდ.. -კაი მე მაგარი ყავა მინდა, მოვწესრიგდები მანამდე შეუკვეთავ? -აჰამმ..- შევედი, ერთი უზარმაზარი სარკე დამხვდა, ორი წამით შევავლე საკუთარ თავს თვალი, ხელები გადავიბანე. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მოულოდნელად ხელები ამიკანკალდა ისე, რომ ვერ ვაჩერებდი, წამით ისევ სარკეს გავხედე შემდეგ ისევ ხელებს, ამ დროს ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა, ვცდილობ საკუთარი თავი დავამშვიდო, მაგრამ გული უფრო მიჩქარდება, ფიქრების კორიანტელი არ მასვენებს, ამ წამს იმდენი ხმა მელაპარაკება საკუთარი ფიქრებისაც აღარ მესმის, თითქოს სუნთქვაც გამიძნელდა, რა მემართება? ნიჟარას დავეყრდენი ორივე ხელით და საკუთარ თავს შევხედე სარკეში, ღრმად დავიწყე სუნთქვა, ვცდილობდი ცოტა დავმშვიდებულიყავი, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ვენახე, ბოლო დროს ყველაფერი არეულია, არა მარტო ჩემს გარშემო, არამედ ჩემს გონებაშიც..რაც ცოტა არ იყოს მაშინებს.. წყალი შევისხი სახეზე გამოსაფხიზლებლად, როცა დავმშვიდდი გარეთ გავედი, მეშინოდა გარეთაც არ დამმართნოდა იგივე. ამ დროს დავინახე დებორა, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც ბიჭს, სხვა გზა არ მქონდა, ესე უაზროდ ვეღარ ვიდგებოდი და მივუახლოვდი. -უკაცრავად, გამარჯობა.. -გამარჯობა -თაია ეს ჩემი მეგობარია… -სასიამოვნოა.. -ჩემთვისაც- ხელი ჩამომართვა, მეც ღიმილით ჩამოვართვი ხელი. -კარგით გოგონებო მე უნდა დაგტოვოთ მეჩქარება, დები.. -გისმენ -შეგეხმიანები, ნახვამდის.. -მოიცადე მოიცადე ეს რა იყო…ეს ისაა -კი ისაა სხვა თაია სხვა ვინ უნდა იყოს.. -სიმპატიურია.. -ჰოო არის რაა -არ მომწონს შენი ტონი, შენ არ თქვი რომ მოგწონდა? -ზუსტად ამიტომ არ გეუბნებოდი არაფერს, მეც არ ვარ დარწმუნებული.. -ეს ისეთი თემაა, რომელშიც ვერ ჩავერევი, შენით მიიღებ გადაწყვეტილება მაგრამ არ ინანო.. -მარტივი სათქმელია.. -მოკლედ მინდა კარგად დაფიქრდე, ჩემთან მიმართებით თავისუფალი ხარ, ლაპარაკი გინდა თუ რა დაგჭირდება ჰო იცი -ვიცი ჰოო -ნუ შენ მაინც შენს დემნასტან გირჩვენია ლაპარაკი მაგრამ სათადარგოდ თუ დაგჭირდი, აქ ვარ..-გამეცინაა -სულელო რას ნიშნავს სატადარიგო, ნუ ხუმრობ მასე.. -კაი კაი..- კიდევ გავაგრძელეთ ლაპარაკი, ორივემ ჩვენ ჩვენი სასმელი დავლიეთ, ნამცხვარი მხოლოდ დებორამ ჭამა, რადგან გიჟდება შოკოლადზე, უბრალოდ აფრენს, აი მე კი როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ტკბილეული არ მიყვარს, რამე თუ ოდნავ ტკბილია მაშინვე გული მიმსუყდება, უფრო მწარეებს ვეტანები.. დებორას ტელეფონზე დაურეკეს,დამაინტერესა ვინ უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დაველოდე მოვლენების განვითარებას.. -გისმენ..რაა..ესეთი საშინელებაა..მართალი ხარ-გათიშა და სასწრაფოდ ყველაფრის ალაგება დაიწყო -რა ხდება გოგო, მშვიდობაა. -ჩქარა უნდა წავიდეთ, წამომყევი ფული უკვე გადავიხადე- არ ვიცი რა მაგრამ რაღაც მოხდა,სასწრაფოდ ავდექით და თითქმის სირბილით დავიძარით და კომპანაიში დავბრუნდით..დაცვამ რაღაცნაირად შემომხედა, ჯერ ანდრიასთან ერთად შემოვედი, ახლა დებორასთან ერთად ვბრუნდებოდი, ალბათ დავაინტერესე, სხვა რა ვიფიქრო.. უცებ გაიარა დებიმ, ბარათიც ჩქარა გაატარა, ამ დროს მეც მეჭიდებოდა და თან ისე მიმათრევდა, სად მეც არ ვიცოდი.. ბოლოს თავი ანდრიას კაბინეტში ამოვყავი, ჩემი ყურადღება დიდმა ფანჯარამ მიიქცია,რომლიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა, აქაურობას თუ გადავავლებთ თვალს, გემოვნებას არ უჩივის ვაჟბატონი.. როგორც აღმოჩნდა სამეგობროს ყველა წევრი აქ იყო, შეწუხებული სახეებით იდგნენ, აშკარად იმაზე ცუდი მოხდა ვიდრე მე ვიფიქრებდი.. -ახლა რა უნდა ვქნათ-იკითხა ეკატერინემ -არამგონია გადადებაზე დაგვთანხმდეს, თან მნიშვნელოვანი კლიენტია-უფრო მეტად აღელვებულმა დებიმ თქვა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო.. -ხალხო ვინმე გამაგებინეს რა ჯანდაბა ხდება? ან მე რას ვაკეთებ აქ? აშკარაა მე აქ არ უნდა ვიყო და ჯობია წავიდე, არ მინდა ვინმეს ხელი შევუშალო, როგორც ჩანს სერიოზული პრობლემა გაქვთ მოსაგვარებელი.. -არვიცი თაია პანიკაში ჩავვარდი და ვერ გავიაზრე ისე წამოგიყვანე.. -კარგი მაშინ მე წავალ და თქვენ მოაგვარეთ..-მე წამოვედი უკვე ლიფტში შევდიოდი, როდესაც დებორამ გამაჩერა.. -შეგიძლია ორი წუთით შემოხვიდე?-ისეთი სახე ჰქონდა უარს ვერ ვეტყოდი.. -კარგი- ეჭვის თვალით გავხედე და გავყევი.. -თაია ყველა ჩვენგანი პანიკაში ჩავარდა და ვერც კი გავიაზრეთ, რომ ის ვინც ჩვენს დახმარებას შეძლებდა წინ გვყავდი.. -რას გულისხმობ დემნა?-გამიკვირდა როგორ შეიძლებოდა მე კომპანიის საქმეში მათ დავხმარებოდი.. -იმას გულისხმობს რომ ჩვენს უდიდეს პარტნიორს ვკარგავთ. ჩვენს სამკაულებთან და მათ პროდუქციასთან ერთად ფოტოსესია უნდა მოგვეწყო. ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ფოტოგრაფი უპასუხისმგებლოა და საქმეს ისე არ ეკიდება როგორც ამას საჭიროება მოითხოვს, ამიტომაც ფოტოები აღარ არსებობს წაეშალა. მისი არასასიამოვნო ქცევები აქამდეც შემიმჩნევია მაგარმ სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია და მეც ვაპატიე, მაგრამ ხვალამდე ფოტოები თუ არ გვექნება საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ცოტა გამიგრძელდა ლაპარაკი მაგრამ გთხოვთ რომ დაგვეხმარო..იმას ვგულისხმობ რომ ჩვენთან ითანამშროლო როგორც ფოტოგრაფმა-ანდრიამ ლაპარაკი დაასრულა და დამტოვა ასე გაშეშებული, მე რა ახლახან ეს შემოთავაზება ნამდვილად მივიღე? იქნებ ბოროტად მეხუმრებიან. -რა? მეე ხვალისთვის ? ეს არც კი ვიცი.- პანიკა დამეწყო ჩემთვის მოულოდნელი შემოთვაზება იყო, არ ვიცი რამდენად შევძლებდი, ეს პასუხისმგებლობა ამეღო.. -თაია მე ვიცი როგორი ფოტოგრაფი ხარ და რა შეგიძლია, გენდობი შენზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებს, დარწმუნებული ვარ იმაზე ათასჯერ უკეთესი ფოტოები გამოვა ვიდრე გვქონდა..- ყველას გადავხედე, რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრათ რამდენად სჭირდებოდათ მათ ჩემი დახმარება, ბოლო წამის სამუშაოზე არ დავთნხმდებოდი, მაგრამ მათთვის ამას გავაკეთებ, მე ეს უნდა შევძლო.. -ვფიქრობ შევძლებ თქვენს დახმარებას მეგობრებო..-ვეცადე გამეღიმა-მაგრამ სერიოზულად ამას ერთხელ და თქვენთვის ვაკეთებ მსავსი რამ აღარ მთხოვოთ.. -აუ თაია როგორ მიყვარხარ ახლა არ იცი-ჩამეხუტა ეკატერინე და უხერხულად გავუღიმე, არ მიყვარს ჩახუტებები -გამოეცალე სანამ გული წაუვიდა-დები -რაა რატომ? -ვერ იტანს ჩახუტებებს და მსგავს რაღაცებს.. -კაი ამ ერთხელ ავტან როგორმე-ცერა თითი ავწიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი რიგზე იყო და უხერხულად გავიღიმე.. -არ იცი როგორი მადლობლები ვართ-დემნა -არა ჯერ არაფერი გამიკეთებია, სამუშაოს ბოლოს შეგიძლიათ მადლობა გადამიხადოთ, მაგრამ ახლა არა..მინდა რომ სტუდია მანახოთ, ჩემი ფოტოაპარატით გადავღებ ყველაფერს, ასევე მანახეთ სამკაულები და დანარჩენი დეტალები, რამე თუ არ მომეწონება შევცვლი..გარკვეულწილად თქვენთან შეთანხმებით მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არ მაინტერესებს უფროსობას აზრი- ანდრიასკენ გავიხედე და გავუღიმე -კარგი კარგი როგორც იტყვი, წამოდი ამავე სართულზეა სტუდია, ჩემს ასისტენს ვეტყვი და ყველაფერი უმოკლეს დროში მოაწყობს, მოდელებსაც გაჩვენებ და სამკაულებსაც.-დემნა ჩემს გარშემო ქაოსი სუფევდა, ყველა დარბოდა, რომ თავისი საქმე მოესწრო. სტუდიის მოწყობა მართლაც მოკლე დროში მოხერხდა. სამკაულების ნახვის დროც დადგა, სავარაუდოდ დემნას ასისტენტმა გადმოიღო სამკაულები, ახლოდან სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა, პირადად ნახვას სულ სხვა ეფექტი ჰქონია, თან როდესაც მათ შევეხე ეს უბრალოდ საოცრებაა, არ მჯერა რომ ეს ანდრიას ნამუშევრებია, ამ საქმეში ნამდვილად ვაღიარებ მის ნიჭიერებას.. -აბა რას ფიქრობ-მკითხა დებიმ, მე კი სამკაულებს და მოდელებს კიდევ ერთხელ გადავხედე.. -იცი ძალიან მომწონს მგონია, რომ კარგი ფოტოები გამოვა ,მაგრამ მოდელები არ მომწონს სამკაულებს არ შეეფერებიან. -კარგი და სხვა ვარიანტები გვაქვს საერთოდ? რა უნდა გავაკეთოთ -რას იტყვი თუ თქვენს თანამშრომლებს გამოვიყენებთ, როგორც მოდელებს? -ეგ..საერთოდ შესაძლებელია? -კი რაც ვნახე ანუ რაც აქ დავინახე უკვე მყავს რამოდენიმე ვარიანტი და ის ფაქტი, რომ თქვენს სამკაულებს თქვენივე თანამშლომლები წარადგენენ მგონი კარგი იდეა უნდა იყოს.. -თაია მართალია მოდი ვცადოთ-ანდრია ზედიზედ რამდენჯერმე დამეთანხმა ხო კარგადაა თქო გავიფიქრე -ანდრია-ჩაფიქრებული იყო და რამდენიმე წამის გადვიანებით გამომხედა -გისმენ.. -ჰო კარგად ხარ-აი იცით როგორ ვიკითხე? სრული სერიოულობით ვეკითხებოდი თუ ვეღადავებოდი, რომ ვერ გაიგებდა// -უკაცრავად? რას ნიშნავს შენი შეკითხვა?-ოდნავ, ძალიან ოდანვ გაკვირვებასტან ერთად სიბრაზე შეეპარა.. -არა, დღეს რამდენჯერმე დამეთანხმე და ავნერვიულდი შენს ჯანმრთელობაზე, ჰო კარგადაა თქო- თავის გააქნია და მითხრა.. -ახლა სამსახურში ვართ, ჩათვალე ჩემთვის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფი ხარ, რომელმაც კარგი იდეა წამოაყენა.. -მართალი ხარ, საჭიროა სამსახურში პროფესონალურად მოვიქცეთ, მაგრამ ერთ რაღაცაში ძალიან ცდები ანდრია, შეუძლებელია მე ნებისმიერ კონტექსტში ჩვეულებრივი მეწოდოს, მე ჩვეულებრივი არ ვარ მითუმეტეს ფოტოგრაფიაში, ასე რომ როდესაც რაღაც არ იცი ნუ ლაპარაკობ- ხმის ამოღება არ დავაცადე ისე გამოვედი, რამდენიმე წუთით მჭრდებოდა ოთახის დატოვება, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და საკუთარ თავს შემოვუძახე შიგნით შევსულიყავი, ახლა მაგას ვაჩვენებ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი მას არც ჩემი მუშაობა უნახავს და არც ჩემი მუშაობის შედეგი.. როდესაც მონდომებული ვარ მთების გადადგმა შემიძლია და ამას ანდრია დადვანი მალე დაინახავს.. სასწრაფოდ ყველა თანამშრომლის ფოტოს გადავხედე და ვინც მომეწონა ამოვარჩიე შემდეგ ყველა პირადად ვნახე და აქედან კიდევ ავარჩიე გარკვეული რაოდენობა, ისღა დამრჩენოდა შევუთანხმებულიყავი მათთან გარკვეულ დეტალებზე.. -და ბოლოს ნინა-სიას ჩავხედე სახელი არ შემშლოდა.. -ანუ მეც გადამიღებთ?-არ ელოდა ძალიან გაკვირვებილი ჩანდა, რატომ ვერ ვხდები, ის ხომ ასეთი ლამაზია. -ასე გამოვიდა.. მომისმინეთ თითოეული პირადად აგარჩიეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ეს კარგად გაიაზროთ, თქვენ უბრალო მოდელები არ ხართ, თქვენ ხართ ამ კომპანიის თანამშრომლები და მას წარმოადგენთ, თქვენ ხედავთ იმას რასაც სხვები ვერ ხედავენ , სხვებისთვის სარკე ხართ ამიტომ ისე გააკეთეთ, რომ მასში ჩახედვა მოუნდეთ, ვიცი რომ აქ პროფესიონალი მოდელი არავინაა და ამას არც ვითხოვ, უბრალოდ ჩემს ნათქვამზე კარგად დაფიქრდით.. -როდესაც საუბარი დავასრულე, ზუსტად ამ დროს ეკატერინეც შემოვიდა.. -გამარჯობაა ესეც ჩემი ტანისამოსი, რომელსაც მოირგებთ, იმედია მოგეწონებათ.. -კარგი რაა როდის იყო ამაში შემცდარიყავი, ყოველთვის იცი ადამიანს რა ჩააცვა ისე რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს..-დებორა როდის შემოვიდა ვერ გავიგე -კარგით მეგობრებო გამოიცვალეთ, პირველად ნინა მოაწესრიგეთ, ისეთი მაკაიჟი გაუკეთეთ როგორზეც შევთანხმდით.. ყველა წავიდა, შემდეგ ნინა გამოვიდა და მეც დავიწყე ჩემი საქმის შესრულება.. -ნინა შეგიძლია მარჯვნივ გაიხედო და თავი მაღლა აწიო ოღონდ ეს მაშინ გაააკეტე როდესაც მე გეტყვი-ნინაც დამეთანხმა-კარგი 1..2..3 მიდი…..ძალიან კარგია, ახლა უბრალოდ კამერას უყურე…კარგი ახლა კი მეწყვილე გჭირდება..მმმ.-.ტელეფონში ჩავიხედე, რომ ამომერჩია-…კარგი ლაშა გამოდი..მიდი ნინას გვერდით დადექი.. ორივემ მარჯვინვ გაიხედეთ..და გაისმა ჩემი საყვარელი ხმა როდესაც ფოტოს იღებ..ნინა ისე გააკეთე თითქოს მიდიხართ ოღონდ შენ შედარებით წინ წადი და ლაშა ისე მოიქეცი თითქოს მისთვის ხელის ჩაკიდებას აპირებ..მომწონს..აჰამ ძალიან კარგი- საბოლოოდ უმაგრესი ფოტოსესია გამოვიდა დანარჩენებთანაც, ისე უცებ გადავავლე თვალი ფოტოებს დასაკუტარი თავით კმაყოფილმა მაღლა ავიხედე, გარშემო მიმოვიხედე ანდრია, რომ დავინახე ცოტა შევცბი, მაგრამ მალევე გადავიტანე ყურადღება სხვა რაღაცაზე.. -ანუ მოვრჩით ჰო? -კი ეკეტერინე სულ ეს იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენს ნიჭიერებაში, ძალიან მომეწონა შენი ნამუშევრები.. -მინდა გითხრა მეც ასევე, რაც მე გიყურე ყოჩაღ რაა თან ეს ყველაფერი უნდა დააედითო? - ფოტოების გადახარისხების შემდეგ კი აუცილებლად..- ყველამ თავისი საქმე გამონახა, მეც ლეპტოპში ფოტოებს დავუწყე თვალიერება.. -ანუ ტყუილად თავის შექება არ იყო არაა რასაც საკუთარ თავზე ამბობდი.- ჩემი ყურადღება ისევ ანდრიაზე გადავიდა.. -ხომ გითხარი რომ იმაზე არ გელაპარაკა რაც არ იცოდი.. -შეტევაზე ნუ გადმოდიხარ, კომპლიმენტის გაკეთება მინდოდა, მართალია ცოტა ვიჩქარე როდესაც შენზე ვლაპარაკობდი, მაგრამ მაინც აუტანელი ხარ საბოლოოდ, არაფერი იცვლება..კარგი მიდი ფოტოები მაჩვენე-დაიხარა და ჩემთან ახლოს მოვიდა, მაგიდას დაეყრდნო..კარგით ვაღიარებ მისი ხელებისკენ გამექცა თვალი, მაგრამ როდესაც გავიაზრე რას ვაკეთებდი, ყურადღება ჩემს წინ არსებულ ფოტოებზე გადავიტანე ყურადღება, მე გადავდიოდი და ფოტოებს ვაჩვენდბდი მაგრამ ჩემი ხელი გასწია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, აიღო და გადადო, შემდეგ კი თავად დაიწყო თვალიერება. მეგონა რომ კონცენტრაციის უნარს საგრძნობლად ვკარგავდი და მინდოდა მისგან შორს წავსულიყავი ამიტომაც ვუთხარი.. -როგორც ვხედავ თავადაც კარგად ახერხებ დათვალიერებას ამიტომ მე ცოტახნით გავალ და დამახვედრე შენი რჩეული ფოტოები- ავხედე, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ვერც კი გავიაზრე როგორ გავშეშდი, დებორას ხმა გავიგე და აზრზე მოვედი, სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გავედი , დებორა რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ აღარ გამიგია.. ერთერთი დადებითი რამ ამ ოფისს აქვს პატარა კუთხეა, რომელიც ჩვეულებრივი სამზარეულოსგან დიდად არ განსხვავდება, ჰოდა მეც მაცივართან მივედი, ცივი წყალი გამოვიღე და სასწრაფოდ დავლიე. ეს რა ჯანდაბა იყო, თაია გამოფხიზლდი რა დაგემართა, თან ეს რაღაც ახალია, ვერვიტან რომანტიკას და მის თანმდევ კლიშეებს, თვალებში ყურება და ერთმანეთზე მიშტერება? კრგი რაა შენგან ამას არ მოველოდი… გაიხსენე ვისზე საუბრობ ანდრია..მოიცადე რა გვარია, მისი გვარი როგორ არ ვიცი, დავიჯერო აქამდე არ უხსენებიათ? რა მჭირს მგონი ცუდად ვგრძნობ თავს და ამდენი მუშაობით გადავიღალე, ბოლო ბოლო ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამოვედი სამსახურში, იქნებ ამის ბრალიც იყოს.. მესიჯის ხმა გავიგე და ტელეფონი ამოვიღე. - ის ფოტოები, რომლებიც გამორჩეულად მომეწონა, ცალკე ფაილში ჩავყარე, დაისვენე და ეცადე მოასწრო მათი კარგად დამუშავება.. -როგორც მიბრძანებთ ბატონო ანდრია..-იმედია მესიჯიდ იგრძნობს ჩემს ირონიას. -ნახვამდის აუტანელო ქალბატონო..- ოჰჰ ეს რაღაც ახალია.. შესვენების დრო აღარ არ იყო, ამიტომაც პირდაპირ მუშაობა დავიწყე, ფოტოების დაედითება ესეთი მარტივი არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანას მითუმეტეს, როდესაც ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს.. ვაკვირდებოდი თითოეულ დეტალს, არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა, ამიტომაც თითოეულ ფოტოზე საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე, გამოსაფხიზლებლად კიდევ ერთ ჭიქა ყავაზე გავედი, არ მკითხოთ მერამდენეა.. ცხელი წყალიც მალე ადუღდა, ჭიქაში უნდა ჩამესხა, რომ ვიღაცის ხმა გავიგე არ ველოდებოდი კიდევ ვინმე თუ იყო დარჩენილი იმდენად დაგვიანდა.. -გამარჯობა.. -გამარჯობა -არ ველოდი თუ ვინმე იქნებოდა, მიკვირს თქვენ, არ გაგიკვირდათ ჩემი მოულოდნელი გამოჩენა.. -უნაგი მაქვს და იმიტომ.. -უკაცრავად-ვერ ვიტან როდესაც ხუმრობას ვამბობ და მისი ახსნა მიწევს, მაგრამ სხვა რა გზაა.. -სერიალი friends უნდა გქონდეთ ნანახი და მიხვდებოდით -ამმ და რას ნიშნავს რომ განმანათლოთ -ცნობიერების მდგობარეობაა, მხოლოდ ჭეშმარიტი უნაგის მიღწევით შეგიძლიათ მზად იყოთ ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც მოულოდნელად შეიძლება შეგექმნათ.. ანუ არ გელოდით და წესით გაოცებისგან უნდა შევმხტარიყავი, მაგრამ… -უნაგს ფლობთ -ზუსტად -მე ლუკა… -თაია, მე დაგტოვებთ სამუშაო მაქვს-ჩემი ყავა ხელში ავიღე, მან თავად თავი დამიკრა და მე ოთახიდან გამოვედი, ჩემს დროებით სტუდიას დავუბრუნდი, ბევრი სამუშაო აღარ იყო, თითქმის ყველაფერს მოვრჩი..15 წუთიშ შემდეგ, მივალაგეე იქაურობა და წამოვედი..- როგორც უკვე აღვნიშნე, უკვე გვიანი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე სეირნობით მივსულიყაი სახლამდე და მუსიკების ჩართვა მინდოდა, ყურსასმენების მოძებნა, რომ დავიწყე, ბეჭედი მომხვდა ხელში და უცებ ისევ იქ აღმოვჩნდი, ისევ იმ უცნობს ვეცეკვებოდი, წამით მისი ღიღინიც კი ჩამესმა.. ნეტა რა იმალებოდა ამ ბეჭდის უკან, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ადამიანი რომელსაც ვეცეკვე დაქოწრინებული იყო, ვიცოდი ვერასდროს ეღარ შევხვდებოდი მაგრამ არც კი ვიცი, უბრალოდ არ მინდოდა კარგი მომენტის გაფუჭება, თუ ეს სიმართლე იყო, ეს ბეჭედი ყველაფერს აუფასურებდა. საერთოდ რატომ ვანიჭებ ამ ყველაფერს ამხელა მნიშვნელობას, რას ნიშანვდა უცნობთან ცეკვა.. არც არაფერს, ვსიო ის ისევ წარსულშა და მასზე ფიქრი არამგონია რამედ ღირდეს.. ამასობაში სახლში მივედი, დების ეძინებათქო ვიფიქრე და შევიპარე, როგორც კი ყველაფერი ზემდეტი, რაც მამძიმებდა ჩამოვიხსენი ამოვისუნთქე, ამდენი ხანი მძიმე ჩანთებს როგორ დავათრევდი არ მკითხოთ. ცოტახნით დივანში ჩავესვენე, ისე ვიყავი თითქოს მოძრაობა აღარ შემეძლო, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ შიმშილმა შემაწუხა, საკუთარ თავდ დავაძალე როგორმე სამზარეულოში გავსულიყავი, პარადოქსია როდესაც ვკვდები ისე მშია, მაგრამ არაფრის გაკეთების სურვილი არ მაქვს, ამიტომაც ერთი წითელი ვაშლი გამოვიღე და უცებ შევჭამე. ჩემს ოთახში ავედი, მოვწესრიგდი ბალიშზე თავი დავდე თუ არა, მაშინე ჩამეძინა. სიზმარში ისევ ის უცნობი ვნახე, სახე ისევ არ უჩანდა და ჩემკენ ბეჭედი ჰქონდა გამოწვდილი, ეჰჰ იმდენი ვიფიქრე ამ ყველაფერზე ჩამრჩა ალაბთ. როდესაც საბოლოოდ მისი სახე უნდა დამენახა გამომეღვიძა,მაგრამ გავიაზრე, რომ მაღვიძარას არ დაუკრეკია და შემეშინდა ხომარ მაგვიანდებათქო, საბედნიეროდ მაღვიძარას დავასწარი გაღვიძება თუ შეიძლება ესე ითქვას, როდესაც ვიცი, რომ რაღაც მელოდება აღტაცებისგან ყოველთვის ესე მემართება. გამზადებაც დავიწყე, მოწესრიგების შემდეგ, როდესაც სახლიდან უნდა გავსულიყავი მაღვიძარას ხმაც გაისმა, ჯანდაბა გამორთვა დამვიწყებია, უცებ ავირბინე გავთიშე და სახლიდანაც გავედი. დებორა სახლშ არ დამხვდა, ალბათ უკვე წავიდა, მიკვირს არ გავუღვიძებივარ.. მუსიკების ფონზე მივედი ჩემს დროებით სამსახურში, უკვე ვცკმუტავდი, მაინტერესებს ფოტოები თუ მოეწონებათ რამდენად მისაღებია იქნება, საშინელებაა ისევ უარყოფითი ფიქრების შემოტევა მაქვს.. შენობაში შევედი და პირდაპირ ანდრიას ოფისს მივაშურე ან უკვე იქნება მოსული ან მალე მოვა, ან არ ვიცი ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ, აღელვების დრო აღარ იყო ღრმად ჩვისუნთქე და სახე დავასერიოზულე..თუნცაღა არც მანამდე მქონდა გაცისკროვნებული გამომეტყველება.. დავაკაკუნე და მალევე მისი ხმაც გაისმა -შეიძლება?- კარები შევაღე, მას კი საბუთებიდან თავი არ ამოუწევია.. -შემოდი-მეც შევედი არ ვიცი რითი უნდა დამეწყო, ესე უცებ ლაპარაკი დამავიწყდა.. -გაინტერესებს ფოტოები გადავუგზავნე თუ არადა რა თქვეს ხომ?-გვაღირსა ბატონმა ანდრიამ და ყურადღება ჩემზე გამოიტანა. -დიახ-უემოციო სახე მქონდა, მაგრამ ისე ვღელავდი გასაკვირი არ იქნება ჩემი ემოციები დაენახა.. -შენი ნამუშავეარი გადავუგზავნე და მალევე გადმომირეკეს, აღტაცებულები იყვნენ ფოტოებით, ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილიც კი გამოთქვეს-უემოციო სახე ჰქონდა მიღებული, მაგრამ მისი თვალებიდან ბედნიერების მცირეოდენი სხივები მაინც აღწევდნენ ჩემამდე. -კარგი, ამის მოსასმენად მოვედი, როგორც მივხვდი აქ მე დავასრულე, ნახვამდის ბატონო ადნრია, თანამშრომლობა არც თუ ისე სასიამოვმო იყო თქვენთან, მაგრამ თანამშრომლებს ვერ დაგიწუნებთ ნამდვილად..- დაკაკუნების ხმა და დემნას შემოსვლა ერთი იყო -თაია?- როგორც გამოჩნდა დემნასთვის მოულოდნელი სტუმარი ვარ.-ზუსტად ამ მოენტშ ოთახში დებორაც შემოვიდა. -დებ.. -არ გელოდი ხელი ხომარ შეგიშალეთ? -არა დემნა მე უკვე მივდიოდი -ჯერ ვერსად ვერ წახვალ -შენი სიტყვები როგორ გავიგო? -შეგიძლიათ ორი წუთით დაგვტოვოთ მე და ანდრია? დაგიძახებთ ოღონდ თაია არსად არ წახვიდე ძალიან გთხოვ.. -კარგი- ცოტა გაურკვევლობაში მყოფმა დავტოვე ანდრიას კაბინეტი-დებ იცი რა ხდება? -აზრზე არ ვარ დაო, ჩემთვის არაფერი უთქვამს-მხრები აიჩეჩა და თავის საბუთებში ჩარგო თავი, რაღაცას ამოწმებდა.. -აუ ყავა მინდა სასწრაფოდ, ისე ვარ მგონია მალე მოვკვდები -აქამდე სად იყავი, თვალის გახელისთანავე ყავას როდიდან არ სვამ? -დამავიწყდა.. -თავად თუ გესმის საკუთარი სიტყვების? შენ დაგავიწყდა ყავა? თაია.. -რა იყო.. -კლონი ხომარ გყავს? -კარგი რაა, ხუმრობის დროა? -აი დემნა გამოდის.. - შეგიძლიათ შემოხვიდეთ.. -აბა რა ხდება, სიმართლე რომ გითხრა ცოტა დავიბენი.- ამ დროს დემნა მაგიდას მიეყრდნო. -მოკლედ შენი ფოტოები ვნახე და დამიჯერე ასეთი რამ ჯერ მე არ მინახავს, აღფრთოვანებული ვარ, თან პარტნიორებიც ძალიან კმაყოფილები დატოვე.. -მადლობა- მაინც არ მესმოდა აქ რას ვაკეთებდი.. -მოკლედ მე და იოანეს იდეით, ანდრიასთან შეთანხმებით რაღა თქმაუნადა..- ანდრიას გახედა.. -დრამების ხმა მესმის ცოტა დაუჩქარე რაა-დებორა მოუთმენლობას იჩენდა, მაგრამ ჩემი აზრები გააჟღერა.. -დებორა- მკაცრი, უემოციო სახით გადახედა დების, ის კი პასუხის შებრუნებას აპირებდა აშკარად მაგრამ წამში გადაიფიქრა… -კაი ჰოო-თვალები მაინც გადაატრიალა.. -მოკლედ გვინდა სამსახური შემოგთავაზოთ როგორც ჩვენი კომპანიის ფოტოგრაფი.. -რაა- არ ვიცი რას მოველოდი მაგრამ ამას არა.. -კი ასეა.. -არც კი ვიცი რა ვთქვა -არ გაჩქარებთ შეგიძლია მოიფიქრო, ეს არაა მარტივი გადაწყვეტილება.. -კარგი, ბოდიში ცოტახნით გავალ-დებორას ხელი მოვკიდე და ოთახიდან გავათრიე.. -ნელა გოგო სად მიმათრევ მოგყვები ისედაც - რბილად თუ ვიტყვით გარეთ გავიყვანე..-რა ხდება? -დებ ახლა რა ვქნა? -ამის გამო გამომათრიე? რა უნდა ქნა და უნდა დათანხმდე, ნუ მე შენს ადგილას ასე მოვიქცცეოდი, აქ ხო დიდი ხნით უნდა დარჩე არაა ამაზე კარგ სამუშაოს სად ნახავ ერთი ძალიან მაინტერესებს. რათქმაუნდა დამოუკიდებლადაც შეგიძლია მუშაობა. აქ ყოველდღე კიარ გექნება გადაღებები.. -მასე ფიქრობ? -დიახ, არ მინდა ზედმეტად რამეში ჩავერიო და საბოლოოდ შენით არ მიიღო გადაწყვეტილება. მართლა კარგად დაფიქრდი რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი, ამ ყველაფერს ექნება შენს ცხოვრებაზე გარკვეული ზეგავლენა. ამასთანავე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა და წარმატებულიც, არამხოლოდ საქართველოში არამედ საზღვრებს გარეთაც..ასე რომ უბრალოდ აწონ-დაწონე ყველაფერი დაგადაწყვიტე.. -მგონი მართალი ხარ.. -მე სულ მართალი ვარ გენაცვალე- გაეცინა და მეც გამაღიმა.. -მასეა მასე, მე ცოტახნით გავივლი უთხარი რომ მალე დავბრუნდები.. -გადავცემ-ხელი დავუქნიე და მალე გავეცალე აქაურობას.. ზოგადად სეირნობა ძალიან მიყვარს, არეული ფიქრების დალაგებაში მეხმარება, უბრალოდ გზას გავუყევი.. ეს უბრალო გადაწყვეტილება არ იყო, ეს დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემთვის. ერთი დიდი მინუსი ბატონი ანდრია, დანარჩენი ამ კომპანიას ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს პრინციპში.. ყავის საყიდლად გავჩერდი და სიარული გავაგრძელე.. ძირითადად დამოუკიდებლად ვმუშაობდი, ხოლმე და ის ფაქტი, რომ უფროსი უნდა მყავდეს არ მომწონს, თან ვინ..ანდრია…მოკლედ შეიძლება ამ კუთხით საზოგადოებას სხვა თაია დავანახო, სიმართლე კი ისაა, რომ დიდად არც ახლა მიცნობენ ისე როგორც მე მინდა, სასურველი ფოტოგრაფი ვარ მაგრამ იმდენად სასურველი და ჩამოყალიბებული არა როგორც საჭიროა. ამ სიარულში დიდი დროც გავიდა, გადაწყვეტილება მივიღე და უკან დავბრუნდი.. უკვე კართან მივიტანე ხელი, ჩემდა გასაკვირად უცებ, გაიღო და ხელთ ანდრია შემომრჩა..დიდი ალბათობით გასვლას აპრებდა მაგრამ გაჩერდა, ჩაეცინა, უკან დაიხია და მიმითითა შევსულიყავი, ძალაუნებურად თვალები ავატრიალე. როდესაც გარშემო მიმოვიხედე ყველა აქ იყო, მინდოდა დავმჯდარიყავი მაგრამ ანდრიას ადგილის გარდა სხვა ადგილი არ ჩანდა, ასე რომ მისი ადგილი დავიკავე, ანდრიას რომ გავხედე ჩაეცინა -კიდევ ერთხელ მოგესალმებით..იოანე დღეს არ მინახიხარ-ხელი დამიქნია -სალამი.. -მოკლედ კარგად დავფიქრდი მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მე თუ რამეს ხელი მოვკიდე აუცილებლად უნდა მივიყვანო ბოლომდე, თან ისე რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო. თავიდან ვყოყმანობდი, რადგან თქვენს კომპანაის ერთი დიდი მინუსი აქვს-ცოტა დაიძაბნენ და გაუკვირდათ რას ვულისხმობდი-ბატონი ანდრია, რათქმაუნდა, ისე დანარჩენი დასაწუნი მგონია რომ არაფერი გაქვთ.. - პასუხის გაცემადაც არ ღირს შენი კომენტარი- გამეცინა მაგრამ აღარ მინდოდა ამ თემის გაშლა და გაწყვეტილი აზრი გავაგრძელე- მოკლედ ამ ყველაფრის მიუხედავად გადავწყვიტე დაგთანხმდეთ.. -აუ რა მაგარიააა-დებორა ჩემზე მეტად გამოხატავდა აღტაცებას სიხარულისგან ჩამეხუტა კიდეც-კაი გეყოფა..დებ. -როგორი ცივი ხარ რაა პატარა სითბოს ვერ გამოხატავს ადამიანი შენთან, მიხარია და შემარგე ცოტახანი ჰო შეიძლება.. -არ შემიძლიხარ რაა -ამდენი ხანია ერთად მოვდივართ, რაც შენს ნათქვამს აბათილებს.. -გილოცავ ახალ სამსახურს -მადლობა იოანე -ჯერ კიდევ გაქვს დრო გადასაფიქრებლად, ჰო იცი არ მეწყინება თუ რამე.. -მადლობა მოლოცვისთვის- ყალბი ღიმილი არ გვავიწყდება. -საბუთები გავამზადე, მარტო შენი ხელმოწერა დარჩა -მართლაა იოანე? მოულოდნელია, ესე მალეც არ ველოდი.. -ძლივს დაგითანხმეს და შენი გამშვებები არიან?-სიცილით თქვა ეკატერინემ.. იოანემ საბუთები მომაწოდა და მეც გადაკითხვის შემდეგ ხელი მოვაწერე.. -ძალიანაც კარგიი. -დებორა.. -გისმენ დემნა.. - წავედით ჩემთან კაბინეტში, ბოლო საბუთები მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოდ.. -კარგი მოვდივარ- დებიმ ერთხელაც გამიღიმა და გავიდნენ.. -მეც უნდა დაგტოვოთ -კარგად იოანე..-რამდენიმე წამის შემეგ მივხვდი, რომ აწ უკვე ხელმოწერილ საბუთს უაზროდ მივშტერებოდი, აზრზე როცა მოვედი ანდრიასკენ გავიხედე, უკვე მიყურებდა ნუ საით უნდა გაეხედა, მაგრამ მაინც.. -აქ რას ვაკეთებ ჩემი წასვლის დროა.. -დრო იყო უკვე ჩემი ადგილი დაგეთმო, მოკლედ შენი წასვლის დროა.. - ნახვამდის ახლა უკვე ოფიციალურად ბატონო ანდრია..- თავი დამიკრა დამშვიდობების ნიშნად, მაგრამ გავიგონე აუტანელი ქალბატონი როგორ მომაძახა, წამით გამეღიმა შემდეგ საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი გზაში, რა იყო მანდ გასაღიმითქო.. კომპანიაშივე გავიკეთე ყავა, სადმე გაჩერება აღარ მინდოდა, უცებ დავლიე, რადგან სახლში წასვლა და დასვენება მინოდოდა, ამდენი ემოციებისგან გადავიღალე. სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ როდის იყო ყველაფერი ჩემი გეგმებისამებრ მიდიოდა, სახლში რომ მივედი აღარც ჭამა მახსოვდა და აღარც ფილმი, დაძინება უფრო კარგ ვარიანტად მეჩვენებოდა ამიტომაც ცოტახნით დავიძინებთქო გავიფიქრე, საბოლოოდ დივანზე ჩამეძინა. ბოლოს ძილბურანში ვიყავი.. როდესაც ხმები მესმოდა მაგრამ მაინც ვერ ვფხიზლდებოდი -ძინავს? -ვერ ხედავ? -მოდი არ გავაღვიძოთ ალაბთ დაღლილია, -ცოტა ჩუმად გაეღვიძება მაშინვე, ისე ეკატერინე საითაა ისე უცებ გაქრა თვალსაწიერიდან-დები -სამზარეულოშია მგონი.. მაინც მეშინია რომ გავაღვიძებთ-იოანე -ნუ იყვირებთ თორე მთლად ჩურჩულიც არაა საჭირო-დები -ხანდახან მართლა ვფიქრობდი, რომ მის არსებობას იგონებდი-ანდრია -არაფრის დიდებით არ მალაპარაკებდა თორემ უფრო ადრე გაგაცნობდი ხომ იცით.. -მისიც მესმის, შეიძლება ბავშობიდან წასულია, მაგრამ მაინც რთული იქნებოდა მისთვის სახლიდან შორს ყოფნა, ეს მარტივი არასდროსაა თან საუკეთესო მეგობარიც აქ ელოდებოდა-დემნა -ბოლოს მაინც დაბრუნდა-ანდრია -შეიძლება ყოველდღე არ ველაპარაკებოდი, მაგრამ მაინც სულ მასზე ნერვიულობაში ვიყავი, ასე შორს რომ იყო ჩემგან. ვფიქრობდი რაიმე ცუდი არ გადახდენოდა ისეთ მომენტში, როცა მე ვერ შევძლებდი მის დახმარებას.. -უბრალოდ შენი ფიქრებია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება-იო -უბრალოდ საკუთარ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის გვერდით რომ არ ვიყავი და დარწმუნებული ვარ ისიც იმავეს გრძნობდა, შეიძლება ეგოისტი ვარ აქ რომ მინდა იყოს და არა მის მშობლებთან.. -ასე არ არის ამდენი ხანი მათთან არ იყო? ახლა შენი დროა - დემნამ სცადა ეხუმრა, რაც დამიჯერეთ იშვიათად ხდება- სერიოზულად, შენ ის კიარ გინდა თაია მშობლებისგან იყოს შორს არამედ ის რომ შენს გვერდითაც იყოს, ამის გამო დამნაშავეთ არ უნდა იგრძნო თავი.. მოულოდნელად სამზარეულოდან მტვრევის ხმა გაისმა ყველამ თაიას გახედა, რომელმაც თვალები ოდნავ გაახილა, ნელნელა წამოიწია და იკითხა…. -რა ხდება?-თვალები როდესაც გავახილე დავინახე დები და დემნა , ჩემს წინ ისხდნენ, მათ გვერდით კი იოანე იდგა.. ჯერ კიდევ ვერ ვიზარებდი რა ხდებოდა.. -ეკატერინე კარგად ხარ?- გაჰყვირა იოანემ ისე რომ წამით სევხდი კიდეც -კიი თაია გავაღვიძეეეე-არც ეკატერინემ დააკლო ყვირილი -კიიი -თაია ბოდიშიიი შემთხვევით მომივიდააა- წამოვიწე და ვცდილობდი გონზე მოვსულიყავი, შემდეგ კი გავიაზრე, რომ რაც ძილბურანში მესმოდა სიზმარი არ ყოფილა და ესენი მართლა ლაპარაკობდნენ.. -თაია კარგად ხარ? გაფითრდი, წყალი მოიტანეთ-ეკატერინემ წყალი მომირბეინა და მეც ერთი ამოსუნთქვით დავლიე. -აბა თავს როგორ გრძნობ? -კარგად ვარ იო მადლობა, კარგად ვარ ხალხო ასე ნუ მიყურებთ- ყველას გადავხედე და ბოლოს თვალები ანდრიაზე შევაჩერე, რომელიც კედელს იყო მიყრდნობილი და მე მიყურებდა. -აბა რა ხდება რა შეკრება გაქვთ- მზერა უკვე დანარჩენებზე გადავიტანე და წამოვჯექი.. -გვაქვს.. რა შეკრება გვაქვს- მის შესწორებაზე გამეღიმა და მესიამოვნა ძალიან -კარგი რა შეკრება გვაქვს?-ჯერ ისევ მეძინა მგონი, შუადღის ძილი ყოველთვის უფრო მეტად მღლის ვიდრე პირიქით და მაინც ვერ ვაიძულე თავი ფხიზლად დავრჩენილიყავი.. -ფილმების საღამოა, აბა დღეს რას ვუყურებთ?-დემნა -დეტექტივი??- მე მივაშველე ჩემი აზრი რადგან ვგიჟდები გამოძიებაზე, როცა ვუყურებ რამეს მეც დეტექტივი ვხდები.. -რომანტიკის ხასიათზე ვარ არადა- ეკატერინემ ჩაილაპარა -ეგ კაი და დები სადაა-მართლა რამდენიმე წუთისწინ აქ იყო ჩემს წინ იჯდა ახლა კი ისე გაქრა ვერც კი გავიგე.. -იმან დაურეკა და ორ წუთში პაემანზე გაიქცა-დემნამ თქვა აი ისე თითქოს არ ადარდებდა არადა მე პირიქით დავინახე..მომეჩვენა? -მაგათი ურთიერთობა ზდემეტად ჩქარა ვითარდება თუ მე მეჩვენება?-რავიცი რავიცი ვანოთ -მეც ვაპირებდი ფილმის ნახვას მაგრამ ცოტახნით დავიძინებთქო და ახლაღა გავიღვიძე.. -მოიცა რაც კომპანიიდაან წამოხვედი იმის მერე გძინავს?- ძალიან გაკვირვებულმა ეკატერინემ მკითხა.. -ჰოო რა იყო?- მეთქი რა ხდება, მსგავსი რეაქცია რატომ ჰქონდა ვერ მივხვდი.. -გარეთ გაიხედე, უკვე გვიანია, იცი მაინც რამდენი ხანი გეძინა? -რა?-ჩქარა გავიხედე გარეთ და პირი ღია დამრჩა-მე ეს შეუძლებელია რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი ეს შეუძლებელია.. -შენ მე მესიჯი მომწერე -მეე არა ცდები არაფერი გამომიგზავნია როგორც კი მოვედი დავიძინე, რა მოგწერე- ტელეფონ ამოიღო ეკწტერინემ -აი მოიცა, ვკითხულობ: ძალიან დაღლილი ვარ და სხვებს უთხარი თუ რამე გაქვთ დაგეგმილი სხვაგან გადაიტანონ..ანუ სახლში არ მოხვიდეთ ბოდიშიი -მე არაფერი გამომიგზავნია ეს რას ნიშნავს- ყველას შეეცვალა სახე, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. -ანუ ესე არასდროს დაგმართნია? ძილს ვგულისხმობ.. -არა იო ამაზე ბევრიც მიმუშავია გადამითენებია, მაგრამ ასე არასოდეს ჩამძინებია.. -იქნებ ბოროტი ხუმრობა?-უბრალოდ მხრები ავიჩეჩე არ ვიცი რა უნდა მეპასუხა.. -თაია არ მინდა შეშინდე მაგრამ ყველაზე უარესი ვარიანტი რაზეც მეფიქრება ისაა, რომ მემგონი ვიღაცამ წამალი ჩაგიყარა და მესიჯი გამოგზავნა , სახლში არაფერი შეცვლილა მგონი მოპარული არაფერია ვერ ვხვდები ეს რაში სჭირდებოდათ-მითხრა დემნამ და უკვე აღარ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს ამ ყველაფერზე.. -ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ხდება, დავიჯერო დემნამ რაც თქვა შესაძლებელია სინამდვილეს შეესაბამებოდეს? -ჩემი კოლეგისგან გამიგია მსგავსი რამ.. -არა ზუსტად ამიტომაც არ ვარ ადვოკატი, შენს ადგილზე ალბათ ღამე არ დამეძინებოდა.. -დებ კარგი რაა აბუქებ.. -აღარაფერი არ ვიცი.. -ალაბათ გეშნია ჰოო -თავის დაცვა შემიძლია, და ფხიზლად ძილიც..-გაღიმება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, დივანზე ჩამოვჯექი და მივეყუდე, როდესაც მესიჯი მომივიდა, ხმა მკაფიოდ გაისმა რადგან არავინ იღებდა ხმას.. საშინლად არ მინდოდა რამდენიმე სიტყვის მერე კითხვის გაგრძელება მაგრამ სხვა გზა არ იყო.. -გეგმები შეიცვალა და და შენთან სტუმრად აღარ მოვსულვარ მაგრამ შემდეგში ფრთხილად, შენი ახალი მეგობრები ვეღარ გიშველიან..-მუქარის შემცველი მესიჯები აქამდეც მიმიღია მაგრამ გული მაინც ამიჩქარდა და ავნერვიულდი..ვერც გავიაზრე ხელი გულზე როდის მივიდე.. -ვინ მოგწერა- ტელეფონი მექანიკურად გადავაწოდე, მგონი უბრალოდ გავითიშე- აქაც არ მასვენებენ რაა მოკლედ ახალი სტალკერი გავიჩნე. -ყველაფერი კარგად იქნება შენ არ იდარდო, ჩვენ შენთან არ ვაართ?-ეკატერინე -მე..მე უნდა გავიდე-იდენად სწრაფად წამოვდექი თვალთ დამიბნელდა და ნაბიჯი ვერ გადავდგი.. -თაია..-ანდრიას ხმა გავიგე, ხელებით ვანიშნე მეტად ახლოს აღარ მოსულიყო და გზა გავაგძელე,სასწრაფოდ ჩემს მეგობართან უნდა დამერეკა.. -გისმენ მშვიდობაა-ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, როცა ძალიან ვნერვიულობ ხელები მიკანკალებს, ხოლმე მთელი ეს დრო კი ვერ ვაჩერებდი..-შენი აზრით გაიგო სადაც ხარ? -არვიცი შეიძლება ისიცაა, ან უბრალოდ სხვა ამეკიდა არ ვიცი -ის ჰო იცი რომც გაიგოს მანდ უსაფრთხოდ ხარ, საქართველო მისთვის უცხო ხილია არავინ არ ჰყავს.. -მაგას აქ ხალხის გაცნობა გაუჭირდება? თუ უკვე არ ყავს.. -შენ არ იდარდო ყველაფერს გავარკვევ, ახალი ტელეფონი იყიდე და ისე გავაკეთებ, რომ მის გატეხვას ვერ შეძლებენ და თუ თავს საფრთხეში იგრძნობ ერთი თითის დაჭერა საკმარისი იქნება, ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა.. -მაგზე არ იდარდო რაა მართლა კარგად ვარ- რა თქმა უნდა კარგად არ ვარ- შენ იმაზე იზრუნე ის საბუთები იპოვო, მე რასაც გადავუღე ფოტოები საკმარისი არ არის, თან ის ორი ერთმანეთთან უნდა დააკავშირო ჰომ გახსოვს. -ვიცი მაგრამ ეს არც ისე მარტივია, შეგეხმიანები-გარეთ ვიყავი გასული და შესვლას ვაპირებდი ჩემდა გასაკვირად ანდრია რომ დამხვდა.. -აუტანელო ქალბატონო კარგად ხარ?-მეჩვენება თუ ხმაში მღელვარება შეეპარა.. -ბატონო ანდრია..- ვინ იფიქრებდა თუ ანდრია მართლა ბატონი ანდრია გახდებოდა, ახლაც ვითომ დიდი მოწიწებით მოვიხსენიე და ვაპირებდი წავსულიყავი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ანდრიას გეგმაში არ შედიოდა.. -სერიოზულად..- კედელს მივასტერდი თითქპს იქ ეწერებოდა პასუხი. -ვიღაც სტალკერი რომ გყავდეს, რომელმაც წამალი ჩაგიყარა და შენს სახლში შემოსვლა დააპირა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიფიქრა.. ნუ ალბათ იმიტომ, რომ ვითომდა ჩემი მესიჯი დააიგნორეთ და მაინც მოხვედით არ ვიცი თუმცაღა რა მნიშვნელობა აქვს… ამ ყველაფრის შემდეგ შენ როგორ იქნებოდი.. -მე ვცდილობ გაგიგო..გავიგო როგორი რთულია შენთვის ის მდგომარეობა რაშიც ახლა ხარ..- ჩემდა უნებურად შევხედე- ერთი მხრივ გინდა თავი ძლიერ ქალად წარმოაჩინო, რომელსაც არავის დახმარება სჭირდება, მაგრამ შენნაირ ძლიერ ქალსაც შეიძლება ვინმეს გვერდით დგომა უნდოდეს, ახლა მარტო არ ხარ, მეგობრები გყავს რომლებიც გვერდით დაგიდგებიან ამაზე იფიქრე, მართალია ვერ გიტან მაგარამ ასეთ რაღაცას არავინ იმსახურებს. და ჰოო იმასთან დაკავშრებით, რომ ვთვლი ძლიერი ქალი ხარ, არ გეგონოს ეს კომპლიმენტია ან რაიმე მსგავი, უბრალოდ მოწინააღმდეგეს ყოველთვის კარგად ვაფასებ.- მის სიტყვებზე გამეცინა, აღარაფერი მიპასუხია აი ასე უსიტყვოდ ჩამოვჯექი იქვე შეზლონგზე. არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემს პირისპირ ჩამოჯდა, არც მას უთქვამს რამე.. გონებაში კი მისი სიტყვები დამიტრიალდა.. უბრალოდ ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მე სამეგობრო მყავს. ადამიანებს ახლოს არ ვუშვებ არასდროს, თითქმის არავის ვენდობი. ჩემი წრე მქონდა, ჩემი კომფორტის ზონა, რომლითაც ძალზედ კმაყოფოლი ვიყავი, ახლა კი ყველაფერი იცვლება, არ მინდოდა მათი მიღება რადგან მეშინოდა მაგრამ სამუდამოდ იმისი შიშით ხომ ვერ ვერ ვიცხოვრებ რომ გულს გამიტეხენ..ისევ. აქამდე ვფიქრობდი, რომ მამაცი ვიყაი. მაგრამ ამ კუთხით საკუთარი თავი არ დამინახავს, იქნებ დროა ამ კუთხითაც გავრისკო. ვენდო ადამიანებს? ამაზე მეტად მგონი არც არასდროს გამირისკავს ჩემს ცხოვრებაში, მონეტას მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებდი, ისინი მატკენენ, ჩემთან არ სურთ რეალუარი მეგობრობა და მსგავსი აზრები. ყველაფერი პირიქით რომ იყოს? იქნებ უმაგრესი მეგბრები შევიძინე და იქნებ შემიძლია მათი ნდობა.. -რაზე ჩაფიქრდი?- ისე მიყურებდა თითქოს ცდილობდა მანამდე ამოეკითხა ჩემი ფიქრები სანამ გავაჟღერებდი. -შენს სიტყვებზე, ხანდახან შენც კი შეიძლება კარგი რაღაც წამოგცდეს.. -აჰაა ასე არაა-თავი დავუქნიე -მე შევდივარ-თან წამოვდექი და გავიაზრე, რომ ანდრია გავაფრთხილე, მოიცა რამეს ელოდებოდი თაია? რაა გინდოდა ეთქვა მეც მოვდივარო? საერთოდ რაში გჭრდებოდა მისი გაფრთხილება..რა დამემართა.. თავი გავაქნიე მაგრამ უკვე გვიანი იყო სიტყვებს უკან ვერ წავიღებ.. -მშვიდობა გაქვთ?- მოულოდნელად დების ხმა გავიგე, მოკლედ ვერც ის გავიგე როდის წავიდა და ვერც ის როდის მოვიდა.. -დებორა ასე მალე რამ მოგიყვანა? -გავიგე შენი ამბები და მე გარეთ რა გამაჩერებდა..წამოდი შევიდეთ რაა -წამოდი.. დრო გავიდა და ჩემი სტალკერი აღარ გამოჩენილა, არ ვიცი ვიღაცამ მაგრად შემაშინა თუ ჯერ ისეთი მომენტი ვერ იპოვა თავს რომ დამსხმოდა. მოკლედ მეგობრებს მარტო არ დავუტოვებივარ, ყველა თავისებურად ზრუნავდა ჩემზე და მეც ვცდილობდი მადლიერება გამომეხტა როგორც შემეძლო. კარგია იყო ისეთ გარემოში, სადაც ადამიანებს გულწრფელად ადარდებთ შენი მდგობარეობა, თან ამას უბრალო სიტყვებით კი არ ხვდები არამედ მათი ქცევებითაც. მეშინია რომ ამ ყველაფერს ზედმეტად მივეჩვევი. შიგადაშიგ ჩუმად მათაც ვუღებ ფოტოებს, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ უღებენ ნამდვილი ემოციები უკეთესად ჩანს, მთავარია მოულოდნელობის ეფექტი სწორად გამოიყენო. სხვათაშორის ამ პერიოდში დემნა სხვა კუთხით გავიცანი, ყოველთვის სხვანაირი მეგონა მაგრამ ჩვენი საერთო ენა მაინც გამოვნახეთ, მე მიყვარს მისი სფერო და შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ მაინც ჩახედული ვარ, ამიტომაც ამ კუთხით უფრო მეტად გვაქვს სალაპარაკო, სხვა ბევრ თემასთან ერთად. ეს მომენტი იმიტომ გამოვყავი, რომ ცოტა არ იყოს გაუკვირდა როდესაც ჩემი მცირე ცოდნა გამოვავლინე ამ სფეროში, მე კი მიყვარს ადამიანების გაოცება, მათი ემოციების დანახვა ასეთ მომენტში. დაუკვირდით რამდენად ვარ ადამიანების ემოციებზე და ცხოვრებისეულ პატარა მომენტებზე შეყვარებული? ერთერთი მიზეზი რატომაც მიყვარს ფოტოგრაფია არის ის, რომ შემიძლია მოგონებები შევინახო, იმაზე თუ ვიღაც იმ მომენტში რამდენად ბედნიერი იყო და როგორ იცინოდა..ერთი ასეთი ფოტოსთვის ღირს ჩემი მთელი კარიერა ამ სფეროში. ისე სასაცილოა არა? ვლაპარაკობ რამდენად მიყვარს ადამიანები მაგრამ არ შემიძლია მათი ნდობა, პირადად ჩემთვის ძალიან რთულია ადამიანს ნდობა გამოვუცხადო. საკუთარ თავს ვეწენააღმდეგები ხოლმე მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ამ მომენტში ჩემს გვერდით არიან ნამდვილად იმსახურებენ ჩემგან ამ შანსს, ბოლო ბოლო ამდენი წელია დებორასთან მეგობრობენ მათზე არ ვსაუბრობდით, მაგარმ რაღაც ისტორიები და ის თუ როგორი კარგები არიან მოსმენილი მაქვს ამის დაჯერებას კი ნელნელა ვიწყებ.. რამის მოსმენას ვირიდებდი თავიდან მაგრამ ზოგადად მაინც რაღაცას ყოველთვის აღნიშნავდა მათზე.. ჩემი უჟმურობის ატანა არ გასჭირვებიათ, როგორც აღმოჩნდა უარესი უჟმური არსება კი ჰყოლიათ სამეგობროში და ალაბათ შეგუებულები იყვნენ. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, თავიდან მართლა ძალიან შემეშინდა, საბედნიეროდ უკეთ ვარ. შიგადაშიგ ეს ჰაერში ხელის კანკალი მაინც მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი გადავიტან, თან სპეციალურად არ ვგუგლავ სიმპტომებს, ვიცი წესით 3 დღეში რომ უნდა მოვკვდე. ალაბთ ისიც გაინტერესებთ რა გაარკვია ჩემმა მეგობარმა, ჩემივე ტელეფონიდან გაიგზავნა მესიჯი ასე რომ კვალს ვერ მივაგენით, ვიცით რომ სახლში არ შემოსულა, მოკლედ დანამდვილებით იმის თქმა არ შემიძლია რა მოხდა..წესიერად მეც ვერ დავლაგდი ჩემს გონებაში რა მოხდა, მკლავდნენ თუ არ მკლავდნენ არ ვიცი.. ვნატრობდი ცოტა ექშენი მაკლია ცხოვრებაში თქო მაგრამ ეს არ მქონია გონებაში, ნუ რას ვიზამ თ ყველაფერს ვერ ახსნი.. ზაფხული დაიწყო მიყვარს ზაფხულის ეს კონკრეტული პერიოდი, რომელსაც დასაწყისი ჰქვია. ზოგადად დიდად არ ვარ ზაფხულის მოყვარული ზამთარში უფრო მეტად ვგრძნობ თავს ლაღად. დებორას დღემდე ვერ გაურკვევია და ამბობს როგორ შეიძლება ასეთი ცივი იყო მაგრამ ასეთი მზესავით გოგოვო, საიდან მოიტანა ეს წინადადება მე ნუ მომკითხავთ იბოდიალა რაღაც და არ ვიმჩნევ.. ალაბთ იფიქრებთ რომ ჩემსა და ანდრიას შორის ურთიერთობა დათბა მაგრამ მინდა გითხრათ რომ სასტიკათ ცდებით. არა სერიოზულად ამას ვის გადავეყარე? ადამიანი ყოველ წამს ნერვებს როგორ უნდა მიშლიდეს გამაგებინეთ. ჰოდა გასაკვირი არ არის რომ ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. თავიდან ვიფიქრე თაი შემეკავებნა, მაგრამ ეს ესე მარტივი სულაც არ აღმოჩნდა. თავისი კონტროლის სიყვარულით უნდა რომ სამსახურში თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდეს, ეს გარკვეულ წილად მესმის მაგრამ როდესაც შენ ხარ კონტროლის ობიექტი საშინელება ხდება. აქამდე არ აღმინიშნავს მისი პერპექციონიზმის შესახებ. მის კაბიეტში ყველაფერი იმდენად დალაგებულია, რომ ეს სისუფთავე ზედმეტად გამაღიზიანებელი ხდება, ყველაფრის არევის სურვილი მიპყრობს. ვიცი იმდენს იზავს არევის შემთხვევაში მე უნდა ავალაგო ყველაფერი და ამის გამო თავს ვიკავებ ალაბთ ჩემი ერთი პატარა შეცდომა და აქედან მომისვრის, დიდად არც უნდოდა ჩემი აყვანა, დამიჯერეთ მეგობრებვის არ მოერიდება ზედმეტად პრონციპულია. თან იცით რა მითხრაა იციით ნუ სანამ არ გეტყვით საიდან უნდა იცოდეთ, მითხრა რომ პირველ ჯერზე ჩემი სამუშაო კარგად შევასრულე მაგრამ ეს საკმარისი არ იყო თურმე მაშინ დამინდო რადგან მასთან არ ვუშაობდი…მეთქი მე მელაპარაკებიი უკაცრავად რაა, თავი ვინ ჰგონია? კარგი ამ თემის გაშლა არარ მინდა…..არა იცით რაა დეგენერატი იდიოტია, როგორ ვერ ვიტან მის რეპლიკებს.. ისე მიშლის ნერვებს მისი გამოხედვაც კი, არ ვიცი მალე ალბათ კრიმინალად მაქცევეს ადამიანი, უი დიდი ბოდიში ეს რა შეცდომა დავუშვი ადამიანი ვუწოდე ანდრია….ჯანდაბას რა გვარია..არაფერს არ ვაკვირდები ან საბუთებში არ ჩავიხედეე მე ხომ ფოტოგრაფი ვარ მეტი დაკვირვება მმართებს მაგრამ იმ იდიოტის გარემოცვაში ფოკუსს ვერ ვასწორებ.. ვცდილობ ხოლმე მთლად ყველაფერი არ ავრიო მაგარამ იმდენად რომ ნერვები მაინც მოეშალოს, მაქსიმალურად ვცდილობ, სამწუხაროდ ისიც არ აკლებს მცდელობებს.. ჩანთა დამიმალა მაქსიუმალურად რაც შეეძლო ყველაფერი გადააყარა ზემოდან რომ ვერ მეპოვა, თან ბოლოში კმაყოფილი მზერა არ დავიწყებია. სამუშაოს როდესაც ეხება საქმე უნდა ვაღიარო მეც პერპექციონისტი ვხდები, მაგრამ ის მაინც პოულობს პატარა წერტილს, მისთვის შეცდომას. ყველაფერი ანდრასეულად ჰომარ იქნებათქო როცა ვფიქრობ მახსენდება, რომ მის კომპანაში ვმუშაობ. ჩემთვისაც კი ზედმეტია მას რომ ასე ვერ ვიტან, მთლიანად მისი სიძულვილით ვარ ავსებული, ასეთი ღვარძლიანი ბოლოს როდის ვიყავი მართლა არ მახსოვს. ახლაც ბატონი ანდრია თავისთან მიბარებს.. -გისმენტ ბატონო ანდრია..-შუა ქალაქიდან მერი გახსოვთ? ახლა მისი ხასიათი გადმომედო და ჩემი თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ.. -ფოტო არ მომწონს- კომპიუტერიდან თავი არც ამოუწევია. -უკაცრავად რას ნიშნავს ფოტო არ მოგწონთ??-მეტყობა როგორ ვბრაზდები? -ამ სამკაულს ისე არ წარმოაჩენთ, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული სულ სხვა ესთეტიკაა- გაბრაზებული მაგდას მივუახლოვდი, შემდეგ მაგიდას დავეყრდენი.. -ანუ ასეა არაა, მაშ როგორ შევცდი ის არ გავაკეთე რაც გინდოდოათ, უი მოიცადე არც კი გითქვამტ რამე სიტყვა არ დაგიძრავთ როგორი გინოდათ და ახლა მე მსაყვედურობთ?? -მაშინ ახლა გეუბნებით უფრო ცივ ფერებში გააკეთე ისე, რომ ამ სიცხეში ხალხმა ცივი ზამთარი იგრძნოს.. -დამცინი არა? და თქვენ რატომ არ გადაგიღოთ.. -უკაცრავად!! -ამ სიცხეში მარტო თქვენ ფოტო თუ აგრძნობინებს ხალხს ცივ ზამთარს. -ერთად გადაგიღებთ და ბარემ სუსხიანი ზამთარი გამოვა..ბოდიში დავაკაკუნე მაგრამ აშკარად ვერ გაიგეთ თუ თქვენი გამომეტყველებებით ვიმსჯელებთ- დები შემოვიდა აუარება საბუთებით ხელში. -მე უკვე მივდივარ.. -დიდად დამავალებ მალე თუ წახვალ.. -ეს საბუთები, რომელიც მთხოვე მეთარგმნა-მიაწოდა და ყოჩაღ ჩემს მეგობარს რამდენი უშრომია.. -მადლობა დებ..- საბოლოოდ მაინც გაცოფებული გამოვედი, ზაფხულში მომინდომა ზამთრის ესთეტიკა. კრეტინი როგორ ვერ ვიტან, ეს ადამიანია ჩემი სასჯელი, თუ შემიძლია საერთოდ ადამიანი ვუწოდო. სხვათაშორის ასისტენტი მყავს, საყვარელი გოგოა და ჩემს უჟმურობასაც მედგრად ეგუება. ვამბობდი რაშ მჭირდებათქო მაგრამ თურმე ვცდებოდი, ძალიანაც საჭირო ადამიანი ჩემი ნინა, ეს ის ნინაა რომელიც გადავიღე, აქ მოსვლის პირველი გადაღებების დროს. -სალამი, შეგიძლია მოდელები აარჩიო? შემდეგ მე გადავარჩევ. -კი მაგარმ ახლახანს არ მოვრჩით გადარებას?- აიპედში ჩახედა ცხრილს, რამე ხომარ გამომრჩა გამომეტყველება ჰქონდა -შენს უფროს ზამთრის ესთეტიკით მოუნდა ფოტოები, პრეტენზიებით იმასათან მიდი.. -კარგი ყველაფერს მოვაგვარებ..-მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და მანაც დამტოვა. მალევე დედამ დამირეკა.. -ჰოო დე.. -როგორ ხარ დეე- მითქვამს როგორი თბილი ხმა აქვს დედაჩემს? ძალიან მომნატრებია. -კარგად შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეაა -კი კი სამსახურში ვარ და აქეთ მაქვს გონება.. -აა კაი მაშინ დები მომიკითხე, ოღონდ არ დაგავიწყდეს.. -აუცილებლად დეე -შენი სახის დანახვა მინოდოდა, მეც მეჩქარება და მერე გადმოგირეკავ.. -კარგადდ..-გავუთიშე და მაგიდაზე თავი დავდე დაღლილობისგან.. შემდეგ დაიწყო ისევ გადაღებები, მოდელები, ფოტოები ამ ფოტოების ედითი როგორც ხდება ხოლმე.. ყველაფრის დასასრულს მინოდოდა ფოტო საკუთარი თავისთვის გადამეღო, 10 წამიანზე დავაყენე და დავდექი, ისე მომიახლოვდა ანდრია ვერც კი შევნიშნე.. -შენ აქ რას აკეთ..- ამ დროს ფეხი გადამიბრუნდა, მან ხელი მომაშველა და ჩხაკუნის ხმაც გაისმა, ჯანდაბა ფოტოში გამოჩნდა…უფროსწორედ ერთად გამოვჩნდით -იდიოტო ფოტო გამიფუჭე -ოჰ ვერ შევნიშნე ფოტოს იღებდი, რა სამწუხაროა მეწყინა-ხელი გულთან მიიტანა და ისეთი სახე მიიღო ვითომ ამის გამო მართლა დამწუხრებული იყო. -დავირალე შენი აქ ყოფნით, არ გინდა წახვიდე? -არც მე მეხატები გულზე მაგრამ მიწევს შენს გვერდით ვიყო…რატომ არ მუშაობ გამახსენე..-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.. -მოვრჩი უკვე სამუშაოს, ერთი ფოტოს გადაღება არ შემარჩინო მოკლედ. -მაშინ შევამოწმებ შენს ნამუშევარს…არ მომწონს.. -რა არ მოგწონს- გვერდით მივუჯექი.. -შეხედე ყველაფერი ისეთი..-ცდილობდა შესაბამისი სიტყვის მოძებნას, სამწუხაროდ მე მქონდა პასუხი. -ხელოვნურია? -ზუსტად, კარგი ფოტოებია მაგრამ მეტი შეგიძლია, არ ვიცი რამე მოიფიქრე, ეს უკვე შენი სამუშაოა.. ფოტოებს მივაშტერდი და ამ დროს დაიბადა გენიალური იდეა, ოდნავ შესამჩნევად გამეღიმა. -მიდი მითხარი რა იდეა გაქვს. -რა იცი რომ იდეა მაქვს? -მასე იღიმები ხოლმე ასეთ დროს..-ეს რატომ შეამჩნია? -კარგი მოკლედ, შენ ხომ სიცივე გინდა ჩანდეს ზამთრს ესთეტიკით -შემდეგ-ხელის მოძრაობით მანიშნა გამეგრძელებინა საუბარი -მთაში წავიდეთ, სვანეთში და იქ გადავიღოდ ფოტოები, მთაში ნამყოფი ხარ?- გაეცინა თან ისე კბილები უჩანდა-შენ..შენ იცინი -სასაცილო ხარ-თან თავი გააქნია და იღიმოდა.. -მემგონი გადავიღალე და მეჩვენება.. -ნუ მაიმუნობ მოკლედ მასე იყოს, ცოტა დასვენება არ გვაწყენდა ჩვენებს ვუთხრათ და რამდენიმე დღე წავიდეთ.. -მართლაა- თვალები გამიბრწყინდა -ასე გიყვარს მთა ? თუ მხოლოდ სვანეთი.. -მთაზე ვარ შეყვარებული და სვანეთზეც…ეჰჰ ჩემი სვანეთი..-ის რომ არა ალბათ მოგონებებში გადავეშვებოდი.. -კარგი კარგი მიდი ადექი უნდა წავიდეთ.. -სხვები არ არიან? რომელი საათია საერთოდ.. -უკვე გვიანია, ჭირვეულობა სხვა დროს იყოს…ეგ სახე ვერ გიშველის მიდი მოსაცმელი აიღე და წავედით ხომ იცი რომ მარტოს ვერ გაგიშვებ -იმ სტალკერმა თავი დამანება ხომ იცი არაა და ჭრვეულს ნუ მიწოდებ -არაფერიც არ ვიცი, ჯერ ეს ერთი ის ადამიანი თავისუფალია და მეორე იმ ადამიანისგან საფრთხეს რომც არ ვხედავდე კიდევ უამრავი ადამიანია ვის გამოც ახლა სახლში მე წაგიყვან.. -ანუ სამუდამოდ ასე ყოფნას აპირებ? რამდენჯერაც გვიანობამდე მომიწევს მუშაობა შენ არ წამიყვან -ღმერთმა დამიფაროს, სხვა გზა არ იყო თორემ შენი წაყვანა არ მეხალისება და კი რამდენჯერაც ამას საჭიროება მოითხოვს გავაკეთებ კიდეც.. -შენი დაცვა არ მჭირდება როგორმე გავუმკლავდები. -რაზე ვილაპარაკეთ, აღარ გახსოვს? -კი შეიძლება ჩემი მეგობრებისგან მივიღო დახმარება მაგრამ გავიწყდება, რომ შენ ჩემი მეგობარი არ ხარ ანდრია.. -სამაგიეროდ შენი მეგიბრების მეგობარი ვარ… ტყუილად წელავ სახლში მე წაგიყვან გგონია ასე გვიან მარტოს დაგტოვებ? -დამღალე -ჰოდა წამოდი სახლშ მიგიყვან და დაისვენებ -იდიოტი.. -რამე თქვი? -ვითომ ვერ გაიგე..-წამოვდექი მოსაცმელი ავიღე და გავყევი გასვლისას ლუკას მოვკარი თვალი..ასე გვიან რას აკეთებსთქო გავიფიქრე და ლიფტში შევედით, კარებიც დაიკეტა.. ძალიან გაიწელა აქ ყოფნის პერიოდი, თან ჩუმად ვითვლიდი როგორ ჩამოვდიოდით სართულიდან სართულზე, ბოლოს რომ გაჩერდა ოდნავ მაინც შევხტი, ასე მემართება ხოლმე რატომღაც.. ბოლოს მისკენ რომ გავიხედე მიყურებდა, თან ისე უემოციო სახით იმაზე უფრო მკაცრად ვიდრე სჩვევია, სანამ ლიფტის კარი არ გაიღო თვალი არ მოუშორებია, მეც რაღათქმაუნდა თვალი არ მომიცილებია ასე მეგონა ის გაიმარჯვებდა.. მის მანქანისკენ წავედი კარის გასაღებად მაგრამ… -რას აკეთებ? -კარებს ვაღებ, მანქანაში ჩაჯდომის სხვა გზა თუ იცი მითხარი-კმაყოფილმა გავუღიმე, ამ დროს თავად გამომიღო კარები, გაკვირვებულმა შევხედე რას აკეთებთქო.. -ჯელტმენი ვარ შენს მიმართ სიძულვილის მიუხედავათ..-ხმა არ ამომიღია -შენს სახეზე ამოვიკითხე რაც გაინტერესებდა.. ჩავჯექით მაგრამ ეს ღვედი გაჭედილი იყო როგორ არ ვეცადე მაგრამ არ გამოდიოდა.. ნერვები მომეშალა, ხელი ავუშვი და გაბრაზებულმა ამოვიოხრე.. გადმომხედა უთქმელად გადმოიწია ჩემკენ, ორი წამით შემომხედა ღვედი ჩამოსწია და გამიკეთა, ამ დროის განმავლობაში თვალი არ მომიცილებია მისთვის, მან კი სულ რაღაც 2 წამით შემომხედა და მე ჩემი დამემართა.. თაია ასეთი სუსტი არ ხარ, არ აყვე დამშვიდდი არ უნდა შეგატყოს რომ მან შეძლო შენზე ზეგავლენა მოეხდინა…დამშვიდდი. ამ ფიქრებში ვიყავი როცა arctic monkeys i wanna be yours გაისმა.. მაშინვე გავხედე, სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ დავინახე, გემოვნება ჰქონია ამიტომ ვამჯობინე არაფერი მეთქვა.. ესე უთქმელად გავიარეთ გზა და თან წვიმა დაიწყო.. გამეღიმა რადგან ვგიჟდები წვიმაზე, ზაფხულის წვიმაზე კი ჭკუას ვკარგავ. მექანიკურად ისევ მისკენ გავიხედე, დავინახე როგორ იღიმოდა..ასეთი ღიმილი პირველად დავინახე, ყოველთვის ირონიულად მიკღიმის ან დამცინის ხოლმე ახლა კი სხვანაირად მიღიმოდა უფროსწორად იღიმოდა..ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახია როგორ შეეძლო ასე გაღიმება, არა საერთოდ ვინმეს შეუძლი მასსავით ღიმილი??.. მგონი მოჩვენებები დამეწყო. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე ხომარ მელანდება თქო…საერთოდ რეებზე ვფიქრობთთქო თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და მისკენ აღარ გამიხედია.. რამდენჯერმე ვიგრძენი მისი მზერა მაგრამ არ შევიმჩნიე.. ამასობაში მივედით კიდეც.. -მადლობა ბატონო ანდრია.. -არაფრის აუტანელო ქალბატონო.. გადმოსვლის შემდგომ წვიმის წვეთები ვიგრძენი სახეზე რამაც მაიძულა გავჩერებულიყავი და ცისკენ ამეხედა, ვგიჟდები ასეთ მომენტებზე, წვიმასთან ერთად ვიღვრებოდი ღიმილად.. უცებ გონებაში იმ აზრმა გამიელვა, რომ ანდრია ჯერ კიდევ არ იყო წასული, მაგრამ როცა მისკენ გახედვა დავაპირე იქ აღარ დამხვდა, ჩემგან ოდნავ მოშორებით თავის გზას დასდგომოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ უბრალოდ გავძეგლდი.. დამინახა არა? დამინახა? წვიმაზე ზედმეტდ გადავიტანე ყურადღება, მას არ უნდა დავენახე.. არ მიყვარს როცა ჩემს ზოგიერთ, მათთვის უცნობ თაიას ეცნობიან, მგონია რომ ამ პატარა რაღაცებით გამიცნობენ რაც არ მინდა. ეს ყველას არ ეხება მ აგრამ მაინც. რატომ უნდა მიცნობდეს ანდრია მე? წვიმამ დამღუპა და წვიმამვე მიშველა, ცოტა გონს მოვედი და შიგნით შევედი.. -მოხვედი?-მექანიკურად თავი დავუქნიე, ის კი ჩემთან ახლოს მოვიდა.. -თაია..-შეწუხებული ხმა აქვს თუ მეჩვენება? -ჰმმ -გული გაქვს აჩქარებული.. -რა? -მეც კი მესმის რამე მოხდა?-ახლა გავაიზრე რომ დები სიმართლეს ამბობს, ეტყობა წვიმის გამო ვერ გავიგე. -შეგიძლია ჩაი გამიკეთო? -ჩაი? კი მაგრამ კარგად ხარ? -რამე დამამშვიდებელი მინდა, ვიცი გექნება მსგავსი ჩაი. -კარგი ახლავე მეც მინდა ერთად დავლიოთ.- მგონი წყალი უკვე გაცხელებული ჰქონდა ისე მალე მოვიდა. ზოგადად მოგეხსენებათ ჩაის არ ვსვამ მაგრამ თუ დავაპირე, ყოველთვის დების კოლექციიდან მირჩევნია.. -მადლობა გემრიელია.. -ყველაფერია ჩემგან მოსალოდნელი მაგრამ უგემურ ჩაის მტერსაც არ დავალევინებ - გაგვეცინა მის ხუმრობაზე, რომელშიც სიმართლის პატარა ნწილი ნამდვილად ურევია, დებისთვის უგემური ჩაი წამების ტოლფასია.. -ამიტომ მიყვარხარ.. -თაი დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? -კი გადავიღალე უბრალოდ , არაფერია - ამ დროს მესიჯი მოუვიდა, ისე სასწრაფოდ აიღო და შეამოწმა, მეთქვი ჰო მშვიდობაა..-მაგრამ კარგი მომიყევი იმ ბიჭთან რა ხდება.. -ბიჭთან?-ტელეფონზე ვანიშნე -დებორა დარასელია- წარბის აწევით გავხედე.. -კაცი ჰო ვერაფერს გამოგაპარებს რაა, არაფერიც არ ხდება, ფაქტობრივად დინებას მივყვებით, ერთმანეთს ვხვდებით, ვერთობით და ასე შემდეგ.. -საქმე სერიოზულად არ არის ანუ.. -მე.. არც კი ვიცი, კი მომწონს მაგრამ რაღაც ისე არ არის.. -შენთვის არასაკმარისია?.. -არ ვიციი.. -ჰმმ მაშინ რა გითხრა, ეცადე მალე გაიაზრო რაღაცები, სანამ გვიანი არ იქნება.. -ვნახოთ.. აი ასე აღარ გვილაპარაკია სიჩუმეში ვიჯექით, დებიმ წიგნის კითხვა დაიწყო მე უბრალოდ ფანჯარაში წვიმას ვუყურებდი და ის იშვიათი შემთხვევა იყო როდსაც ორივე ჩაის ვსვამდით.. მეგობართან გატარებული ასეთი საატებიც ძალიან მიყვარს.. ნამდვილი და კარგი მეგობრის ერთერთი განმარტება ჩემთვის ესაა, სიჩუმეშიც შეგვეძლოს ერთად კარგი დროის გატარება.. -მეგობრებო მე და თაის თქვენთან შემოთავაზება გვაქვს..-მომესმა თუ ანდრიამ თაი დამიძახა? -გინდოდა გეთქვა შენ და თაიას ?- შევუსწორე -რა მნიშვნელობა აქვს? -ჩემი სახელია ასე რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.. -თაია.. -განაგრძე.. -სამსახურიდან სვანეთში წასვლა გვიწევს, ასე რომ გვინდა ყველა ერთად წავიდეთ, მხოლოდ ერთი დღის გადაღებებია შემდეგ კი ცოტახნით კიდევ დავრჩებით, აბა რას იტყვით? -აუ რამაგარიაა- იდეით ყველა მოიხიბლა, ასე რომ დავრწმუნდი ჩემი იდეის სისწორეში. -შენი უსაყვარლესი ბებო არ მოგენატრაა-დებორა ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.. -მომენატრა რას ქვია, აქამდე რომ არ ვნახე მომკლავს -თაია სვანეთიდან არ ხარ და იქ ბებო რანაირად გყავს?. -ბებიაჩემის დაქალია, ბებოსგან არაფრით ვანსხვავებ-ძალიან მომწყურდა და ჭიქა ავიღე დასალევად -ჩემი ძმის კვალობაზე კარგი რაღაც მოგიფიქრებია, უფრო სწორედ მოგიფიქრებიათ-დემნამ ახლახან ანდრიას ძმა უწოდა?? წყალი გადამცდა და ხველება ამიტყდა……ანუ ანდრიაც სვანია? -თაია კარგად ხარ? -მე …მე კი კი კარგად ვარ-ანუ რა გამოდის მთელი ამ დროის განმავლობაში? აა იმიტომ დამცინა წინაზე სვანეთში ნამყოფი ხარო რომ ვუთხარი? ეს კი გასაგებია.. ხანდახან როგორი უყურადღებო ვარ, ანდრია სვანია და აქამდე არ ვიცოდი თუმცარა ამას მნიშვნელობა აქვს? იმის გამო არ მომეწონება ადამიანი რომ სვანია არაა..თუ კი..ვსულელობ ვიცი, ალაბათ რაას ფიქრობთ ჩემზე წარმოდგენა არ მინდა..მომიტევეთ სვანების სიყვარული.. -თაია -ჰოუუ -გახსოვს პატარები რომ ვიყავით, ბებოს ეუბნებოდი ან სვანს გავყვები ან შინაბერა უნდა დავრჩეო.. -კი მახსოვს მაგრამ ახლა რა გასახსენებელი იყო??-თვაელბით ვანიშნე რმ ამაზე საუბარი აღარ გაეგრძელებინა.. -გიპოვით ვინმეს თაია შენ არ იდარდო-დემნამ მხარზე ხელი დამადო ვითომდა გამხნევების ნიშნად შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა -რა დროს სიყვარულია, მოიცა რაა.. -თაიას ვეთანხმები-ეკატერინე -რაც არ უნდა იყოს შენ ვერ განსაზღვრავ, როდის ვინ შეგიყვარდება -კარგი რაა იოანე, გგონია ერთ დღეს გაიაზრებ რომ გიყვარს და მორჩა? ასე არ არის, სიყვარული იზრდება და თუ შენ თავიდანვე არ მიეცი გაზრდის საშუალება არაფერიც არ მოხდება, ტყუილადაა ნათქვამი გულს ვერ უბრძანებო, ზუსტადაც რომ შეგიძლია უბრძანო.. -რაშიც გამოცდილება არ მაქვს ვერაფერს დავადასტურებ..-მხრები აიჩეჩა იოანემ -შენ ამბობ მაგას იო? გამახსენე რამდენი შეყვარებული გყავდა? -როდინდელებს მიხსენებ -გუშინდელს -გაეცინა ეკატერინეს -ნეტა ყველაფერი ესე მარტივი იყოს, არც ეგ მეთოდი ამართლებს ყველაზე- თიტქოს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დებორამ.. -ინდივიდები ვართ, რათქმაუნდა ყველაზე არ ვსაუბრობ.. -თაიას საქმროდან რაზე გადაიტანეს საუბარი რა იყო-მოვიდა დემნა ღიმილით.. -ნეტა მართლა საქმროს ძებნა იყოს მხოლოდ ჩემი პრობლემა-გამეცინა -შენ ესე მარტივად ნუ უყურებ, კარგი სვანი ბიჭები ჭირს.. -ვითომ ვერ მივხვდით დემნა, ჩუმად თავი რომ შეიქე-ჩაიცინა დებიმ -ხელში შემრცა შენი ჩაი-მიაწოდა პლედში გახვეულ დების დემნამ.. -მადლობა.. -ეგ კარგი მოდი ახლა ფილმი ჩავრთოთ -და რა ჩავრთოთ? -რაც ტელევიზორში გავა -რარაც სისულელე იქნება.. -გირჩევნია ორი სსაათი ვარჩიო და ყველაფერი დავიწუნო? -ჯანდაბას ეკატერინე მიდი ჩართე..- ეკატერინემ ტელევიზორი ჩართო და რამდენიმე არხზე გადასვლის შემდეგ ფილმი იპოვა, ალბათ 5 წუთის დაწყებილი იქნებოდა. ბიჭებს ვითომ არ მოსწონდათ თავიდან მაგრამ სადღაც ფილმის შუაში უკვე მაგრად იყვნენ მუშამშ შესულები.. -რა სულელები არიან, ერთმანეთი უყვართ და ვერ ხვდებიან-აღმოხდა დემნას -მართალია ორივე წყვილი სულელია-იო -არა მასე არ ვფიქრობ-ვთქვი მე-ყველაფერი ესე მარტივად არაა -ესენი ერთმანეთს ვითომ ვერი იტანენ, აქეთ მეგობრები არიან და გოგოს აშკარად უყვარს მაგრამ ბიჭი ჯერ ვერაფერს ხვდება, მერე გვიანი რომ იქნება ვიცით რა დღეშიც უნდა ჩავარდეს..მოკლედ რაა -რა იცი იქნებ უბრალოდ ცალმხრივი სიყვარულია დემე -წიგნები მაქვს წაკითხული და ვიცი, კლიშეა ჩვეულებრივი - არ შეიძლება მართლა მეგობრები იყვნენ? -შეიძლება მაგრამ ამათ არაფერი ეტყობათ, მხოლოდ მეგობრობის.. -მეორე წყვილი ცალკე თემაა -მაგათ მაგივრად მე დავიღალე.. -ვითომ სიძულვილი და რამე -მართლა არ მოსწონდათ ერთმანეთი მაგრამ სხვა გრძნობაში გადაიზარდა -თაია მართალია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო ხომ იცით- ანდრიასკენ რატომ გავაპარე თვალები ამიხსენით.. -ყველაფერი ხდება ვერაფერს ვერ გამორიცხავ ცხოვრებაში.. -აუტანელი ქალბატონი მართალია..-დები ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა -ამის ზედმეტსახელებზე წეღან გააკეთე ერთი კომენტარი ისე საზოგადოდ კიდე არც იმჩნევ, არაფერს რომ არ ამბობ მაგრად მიკვირს მე რომ რამეს გეძახი ძლივს მიეჩვიე, ახლაც არ მოგწონს სახელს ნუ მიფუჭებო.. -შეუგნებელია როცა ვუთხარი რამე შეიცვალა? ეგ კი არა ხშირად რომ ვუთხრა არ დამიძახოთქო უფრო მეტად დამიძახებს.. -კი კი რათქმაუნდა..-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა მაგარამ ყურადღება აღარ მიმიქცევია ჩემსსა და ანდრიას შორის ეკატერინეა მოქცეული, როცა ანდრიას ტელეფონმა დაურეკა და ოთახი დატოვა, ეკატერინემ ანდრიას ადგილი დაიკავ.. -რას აკეთებ გოგო- გამოდიოდა რომ ანდრიას დასაჯდომად სხვა ადგილი არ ექნებოდა ასე რომ დავპანიკდი.. -ეს ადგილი მიყვარს იცის და მაინც იჯდა ახლა შანსი მაქვს მადროვეე- ანდრია დაბრუნდა, წამით დაფიქრდა რა იყო არასწორად, შემდეგ ეკატერინეს გაბრაზებული სახით მიაშტერდა.. -თავი გამანებე არ ავდგები-ხელები გადააჯვარედინა -ბავშვი ხარ…-თან თავი გააქცნია.. -უსაყვარლესი თან..-ნიშნის მოგებით უპასუხა ეკატერინემ.. ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, თავიდან არ შევიმჩნიე ამან როგორ იმოქმედა ჩემზე შემდეგ კი ისე რომ ვეც გავიაზრე ფეხზე ვიდექი.. -თაია? -ჰმმ -ფეხზე რატომ დგეხარ? რსმე გინდა? -აჰაამ მოვალ მალე..- გადავწყვიტე რომ სასუსნავის ჭამა მინდოდა ამიტომ უცებ გავედი სამზარეულოში ბუტერბროტი მოვიმზადე და გემრიელად დავიწყე ჭამა, თან უკან დაბრუნებას ვაპირებდი როცა ანდრია მომიახლოვდა და გადმომჩურჩულა -უსამართლობა იქნებოდა სხვისთვის რომარ გაგეყო- ჯერ ისეთი სახე მიიღო ვითომ ჯერ არ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა შემდეგ კი ჩემი ბუტერბროტი აიღო და გემრიელად ჭამაც დაიწყო -იდიოტო joey doesnt share food- ვეცადე მისი ხმისთვის მიმებაძა -ბატონი ანდრია აღარ ვარ? -ანდრიაა მადლობა გადაეცი დამსწრე საზოგადოებას რომ აქ არიან თორემ იც.. -თორემ რაა-ერთი ნაბიჯი გადმოდგა მაგრამ ახლოს არ მოსულა.. -შენი ადგილი იცოდე, არ გეგონოს მაგ სისულელებით შემაშნებ.. - აქ მესმის თქვენი ხმა და მოისვენეთ რაა - ხელები ავწიე იმის ნიშნად, არაფერს აღარ ვიზამთქო და სამზარეულო დავტოვე.. ეს უბრალოდ ფილმი არ იყო სერიალს ვუყურებდით, ეკატერინეს ნამოქმედარია, რაღაც სერიალი გადის და დაამთხვია, ზუსტად მაშინ ჩართო რომ შეეტყუებინა ყურებაში ბიჭები, თან ისე აკეთებდა რომ როდესაც ამბობდნენ, წინა სერიებში.. ცდილობდა სწრაფად გადაეხვია, ამ მომენტზე ძალიან მეცინებოდა და ძლივს ვიკავებდი თავს…თითო სერია დიდხანს არც გრძელდებოდა, ასე რომ... -რამხელაა რა უბედურებაა -სერიალია სხვას რას ელოდები??-ვითომ არაფერიო ისე თქვა გაბაშვილმა.. -whaat???? -აქამდე ვერ მიხვდით ? -არ დავკვივებივარ -მთლიანად უნდა ვნახოთ ბევრი არ დარჩა, სულ რაღაც 2 სერია.. -გაგიჟდით თქვენ? მოიცა ახლა რამდენი ვნახეთ? -ამმ 4, სულ რაღაც 6 სერიაა მთლიანობაში, დიდი ხანი არ გრძელდება თითო ასე რომ ეგ არაფერი.. -შეგეძლოთ გეთქვათ ეს ფილმი ვანოთო და მერე სერიალს რომ გვირთავთ სადაა სამართალი-სიცილით თქვა იომ -რომ მეთქვა ნახავდით??.. -არა -ზუსტად, ახლა ჩაგითრიათ და უარს ვეღარ იტყვით..- ბოროტულად ჩაიცინა, რაზეც ყველას გაგვეცინა -შენ ვინა ხაარ, ამოგიცანიიი-ჩაცინებით თქვა დებორამ.. თქვენ რა გგონიათ ეკატერინემ იხუმრა? არა, ცოცხალი თავით არავინ გაუშვა უნდა ვნახოთ ბოლომდეო სერიალის დასრულების შემდეგ ვლაპარაკობდით და პერსონაჟები კრიტიკით მიწასთან გავასწორეთ, ერთი სასაცილო ისტორია გაიხსენეს და მოვკვდით სიცილით, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, წარსულში მეც მათთან ერთად ვიყავი..უაზროდ ვიცინოდით და ახალახლ ხუმრობებს ვამატებდით, რომლებიც უფრო სასაცილოს ხდიდა სიტუაციას.. ზუსტად ასეთ მომენტში მექანიკურად გავიხედე ანდრიასკენ, მასაც თუ ეცინებოდა..ის უკვე მიყურებდა ამიტომაც მზერა სხვაზე გადავიტანე რამდენადაც სწრაფად შევძელი.. შემდეგ კი არაფერი მომხდარა ძალიან გვიან მოგვიწია დაშლა, შემდეგი დღე სამსახურში არ მიწევდა წასვლა, გვიანობამდე ყოფნას კი მიჩვეული ვარ, მაგრამ გამოძინებული რომ ხარ მაინც სულ სხვა შეგრძნებაა გამოძინებული, რომ ხარ.. ახლა ის რომ გითხრათ ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან და ჩიტების ჭიკჭიკით ვტკბებოდი მეთქი მოგატყუებთ, მე ასეთი ბედნიერი დღეები არ მითენდება და არც მინდა, ჩემთვის ზედმეტად არარეალისტურია.. მაინც ჩემი ყოველდღიური დილისგან განსხვავებით შედარებით ნორმალური განწყობით გავიღვიძე, რაც მთავარია საფრთხობელად არ ვგავდი.. ერთი მთავარი ფაქტორი რაც ჩემს ბედნიერებას ხელს უწყობს, ისაა რომ ანდრიას დღეს არ დავინახავ.. უფრო მეტი დადებითი მუხტისთვის სამზარეულოშ გავედი, ყავის დალევა სიკვდილამდე მინდოდა, მომზადება დავიწყდე როდესაც ხმა მომესმა.. -მეც გამიკეთე-და რას ვხედავ ჩვეულ კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ანდრია დადვანი, რას ვამბობდი ბედნიერ დღესთან დაკავშირებით? დაივიწყეთ, ფაქტიურად წყალში ჩამეყარა გეგმები.. -უკაცრავად? შენი ასისტენტი არ გეგონო თავად გაიკეთე.. -აჰაამ- მიმოიხედა სამზარეულოში შემოვიდა და მომზადება დაიწყო.. -აქ რას აკეთებ? -არსებითი მნიშვნელობა აქვს? -დებორა გასულია..-საათს დახედა და გაკვირვება დაეტყო. -კი მაგრამ მითხრა რომ ამ დროს მოვსულიყავი, სადმე გავიდა.. -რომ გავიღვიძე აქ არ იყო- მაცივარზე მიკრული პატარა შეტყობინებას მოვკარი თვალი-მოიცა.. -რა.. -”სასწრაფოდ უნდა გავიდე, მალე მოვალ, ტელეფონი დამიჯდა და ანდრიას უთხარი დამელოდოს”.. -თაია რა ხდება?-ფურცელი მივაწოდე-აჰჰ კარგი იყოს ასე.. გარეთ გავედი, აუზთან ჩამოვჯექი და ჭიქა გვერდით დავიდგი, თან როგორი მზიანი ამინდიაა, შინაგანად გავთბი, თან ყავასთან ერთად ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიმუხტები.. ანდრიაც გამოვიდა ჭიქით ხელში -დამყვები?-ამოვიოხრე და მზერა მოვაშორე -შენ თუ ტკბები კარგი ამინდით მე არ შემიძლია?? -სხვაგან დატკბი.. -ჰაჰ მომინდომა - მაგიდასთან დაჯდა ყავა დაიდო და მშვიდად განაგრძო ყავის დალევა.. -ნეტა სად ეჩქარებოდა-ჩემთვის ჩავილაპარაკე -შენთან ერთად ცხოვრობს და შენგან დასჭირდა ეტყობა დასვენება.. -ჩემგან დასვენება?-გამეცინა დათან თავი გავაქნიე -აი მე კი მჭირდება და.. -მერე ვინ გიშლის -ყველგან შენ ხარ..-ჩაახველა- კომპანიაში, მეგობრებთან როდისღა დავისვენო.. -ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი -ვითომ? -რასაც არ ცვლი ირჩევო არ გაგიგია? -რისი თქმა გინდა მე შენტან ერთად ყოფნას ვირჩევ? გგონია რომ შემეძლოს არჩევა სხვანაირად არ იქნებოდა? -ვითომ?-გამეღიმა მან კი თავი გააქნია და პასუხი არ დაუბრუნებია.. -ნეტა რამდენ ხანში მოვა? შენთან გაჩერება უკვე.. -ჰო არაა -დების რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი რომ.. -მარტო დაგვტოვა? კაი რაა.. -აბსურდია მაგრამ მაინც.. -წარმოიდგინე შენი სიტყვები რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს..მოიცა ის გაიფიქრე რაც მგონია?..-გამეცინა -აჰაამ -არაა ჩვენზე რაც შეიძლება იფიქრო ეგ უკანასკნელი იქნებოდა -ჰოო მე და შენ ერთად, უბრალოდ წარმოუდგენელია.. -აქედან ცოცხლები არ გავიდოდით მაგ შემთხვევაში.. -კი დაისვენებდნენ ჩვენი კინკლაობებით.. ამ დროს გაბრაზებული დებორა შემოვიდა ღმერთო ჩემო არავის არ ვუსურვებ მის ასეთ ნახვას, მალევე კი დემნა შემოყვა.. -ეს ეს შეუძლებელია, როგორ დამაბრალა იმ..არც კი ვიცი რა ვუწოდო, საბუთები შეცვალეო წარმოგიდგენა? ისეთი გამწარებული ვარ ვერ აღვწერ- დემნა ძლივს ამშვიდებდა დების, აღელვებლი ზღავსავით გამოიყურებოდა.. -შემომხედე..ყველაფერი ჰომ გაირკვა არაა, აღარ ინერვიულო.. -სანამ გაირკვეოდა დაინახე როგორი სახეეებით მიყურებდნენ? არც კი განუხილავთ ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო დაებრალებინათ.. -ვიცი რთული იყო.. -ხომ იცი ჩემი სახელი ჩემთვის რამდენს ნიშნავს.. -ვიცი ვიცი წამოდი და ჩაის გაგიკეთებ-ხელით უბიძგა წამომყევიო და სამზარეულოსკენ წაიყვანა. -ამმ საერთოდ დაგვინახეს მაინც? -მხრები ავიჩეჩე და ჩემი უგემრიელესი ყავის დალევა განვაგრძე, ახლა დემნა მის გვერდით იყო და ის შეძლებდა მის დამშვიდებას, ეს როგორ გამოსდიოდა არ ვიცი გაბრაზებულ და ასეთი ნაწყენი დების დამშვიდება მეც კი მიჭირდასამაგიეროდ დემნას ორი სიტყვა საკმარისი იყო.. უფრო მეტად ვაფასებ დემნას რადგან ყოველდღიურად ვხედავ როგორი მეგობარია დებორასთვის, მხარშ უდგას ამხნევებს..ასეთი მეგობრის ყოლა კარგია მაგრამ დაფასებას სჭირდება.. უკან რომ მივიხედე ანდრია აღარ დამხვდა ნუ მოსალოდნელიც იყო, ჩემს გვერდით იმაზე დიდხანს დარჩა ვიდრე უნდა ყოფილიყო.. რამდენიმე წამით სუნთქვა გამიჭირდა, თითქოს ჰაერი წამართვეს, სანამ დავპანიკდებოდი გამიარა.. სამსახურში ჯერჯერობით საქმე აღარ იყო, სვანეთამდე გავთავისფულდი, ამიტომაც ეკატერინეს დავურეკე და მასთან ატელიეში წავედი -ჩემი გოგოო როგორ გამახარეე..- როცა დამინახა მოვიდა და გადამეხვია.. -ცოტახნით უნდა ამიტანო.. -კაი რაა მოწყენილობისგან ვკვდებოდი ისედაც. -აუ დამათვალიერებინე შენი შემოქმედება, რაც ვნახე ყველაფერი თუ ასეთი მაგარია, ჩემი საყვარელი დიზაინერი იქნები..-გავუღიმე -ოჰჰ მადლობელი მადლობელი-ძაან საყვარლად გამიცინა -შენი პირადი დიზაინერიც ვიქნებიი, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მე უნდა გამოგაწყო ხოლმე. -წინააღმდეგი არ ვარ - ვითომდა დანებების ნიშანდ ხელები ავწიე.. -აბა აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო? -სვანეთამდე საქმე არ მაქვს და შენი ნახვა მინდოდოა, რაო ისე რა ხდება მეგონა ყველას დაეძინებოდა. -სად გვაქვს მაგის დრო ჩემო კარგო, თან სეთი სამსახურები გვაქვს მასეთ სიტუაციას მიჩვეულები ვართ სამწუხაროდ -ნუ ეგეც არის კიი. -აბა როგორ შეეჩვიე აქაურობას ამდენი ხანია რაც აქედან წახვედ, თან დიდი ხანი არცაა რაც ჩამოხვედი.. -ჰოო ეს არც ისე მარტივია, იქ ყველაფერი დალაგებული მქონდა ხომ გესმის.. -რათქმაუნდა, ყველაფერი შენს გემოზე. -ზუსტად, მაგრამ ვეჩვევი თან თქვენც ჩემს გვერდით ხართ, ასე არაა -თავისთავად.. -ასე ახლოს და ასე მალე მეგობრები არ გამიჩენია.. -აქაურობას ეკუთვნი, თითქოს ფაზლის ნაწილი ხარ და როგორც იქნა შენი ადგილი იპოვე… -თითქოს.. -მე ასე ვგრძნობ შენს მიმართ და დარწმუნებული ვარ სხვებიც.. -ვითომ?.. -ეჭვი გეპარება? - უკვე ჩამოყალიბებულ სამეგობროს შევუერთდი, ასე მგონია სიახლოვით ვერასდროს დაგეწევით.. -ასე არ არის, რათქმაუნდა უფრო მეტი მოგონება შენს გარეშე გვაქვს დაგროვილი, მაგრამ უკვე ჩვენიანი ხარ, ახლა ერთად შევქმნით მოგონებებს..-გავუღიმე, თან კაბას რაღაც დეტალებს ამატებდა, ხელში ნემსი ეჭირა, თმები არეული ჰქონდა კოსათ შეკრული, მაინც ულამაზესია- მოკლედ არ მინდა თავს ასე გრძნობდე. -არა არა უბრალოდ ეს მეგობრობა ჩემთვის ახალია, ნდობა ძალიან მიჭირს.. -რათქმაუნდა, იქნება წყენა ჩხუბიც კი, მაგრამ მეგობრები ბოლოს მაინც ერთად არიან ყველაფრის მიუხედავად … თუ განზრახ არ ატკინე ადამიანს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება.. -შეიძლება ნამდვილი მეგობრები დიდად არც მყოლია იშვიათი გამონაკლისის გარდა თან მითუმეტეს სამეგობრო .. -ახლა გყავს და ამაზე იფიქრე, ისე ხომ ვეღარ იქნები როგორც აქამდე, თანდათან შენს თავზეც უნდა დაიწყო მუშაობა ამ მხრივ…იცი ადრე ბავშობაში დედაჩემმა თოჯინა მიყიდა, ულამაზესი იყო და ასევე ულამაზეს ყუთშიც იდო, მხოლოდ ერთხელ გავხსენი ყუთი და არც კი მითამასია მალევე დავაბრუნე უკან, რადგან მეშინოდა რამე არ დამართნოდა, ანდაც არ გაფუჭებულიყო, დღემდე ყუთში დევს იცი? ისე ჩაიარა ბავშობამ ვერ გამოვიყინე იმისთვის რისი დანიშნულების გამოც მიყიდეს.. -ვხვდები რისი თქმაც გინდა, შეიძლება ცხოვრებამ ისე ჩამიაროს ამ ყველაფრის გარეშე დავრჩე..მეგობრობის თუნდაც.. -ზუსტად როდესაც დავბერდებით რა დაგვრჩება? მოგონებები და შენ გინდა იმის გამო, რომ ვერავის ენდე ან გეშინოდა გასახსენებლი არაფერი გქონდეს? -დიზაინერობის გარდა ფსიქოლოგობაც მაგრად გამოგდის-გულიანად გამეცინა და ისიც ავიყოლიე -ხოო არაა -ამ კუთხით არ მიფიქრია ჰო იცი შენ,, -ხედავ ახლა შენი მეგობარი დაგეხმარა რომლის ნდობაც 100% შეგიძლია -ვითომ? -თაიაა-წამით სასაცილოდ თითქოს გაბრაზდა -კაი კაი ვხუმრობ. -არ გინდა რამე მოგაზომო? შოუ მოვაწყოთ -აუ კიი დებისაც ხომარ დავურეკოთ? -აჰამმ თან უფრო მაგარი იდეა, მეგობრები ნანახი გაქვს? -შეურაცხყოფას ნუ მაყენებ..-ვითომ ძალიან შევიცხადე მისი ნათქვამი.. -სამივე საქოწინო კაბაში, რომ გამოეწყო გახსოვს? -აუ კიი -ჩვენც მოვაწყოთ მასეთი ამბავი, მაგრამ სხვა და ულამაზესი კაბებით.. -ერთი სული მაქვს ჩვენს სერიალს ვუყუროთ..შენ გცალა? -ამ კაბას უკვე მოვრჩი დანარჩენი კი ჩემს გარეშეც მოგვარდება..-თან იმ კაბაზე მიმითითა რომელიც ხელში ეჭირა -მაშინ წავედით?- შეფუთული კაბები ჩამოიღო და დებისჯენ გავემართეთ, სიმღერების თანხლებით რაღათქნაუნდა. დები მარტო იყო, დემნა იქ აღარ დაგვხვდა, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ეკატერინემ კაბები რომ ამოიღო პირი ღია დამრჩა რასაც ქვია, დების კი გახალისება შეეტყო, რამაც მე უფრო მეტად გამახალისა. დაუყონებლივ გამოვიცვალეთ ტანისამოსი, ყველას ისე მოგვიხდა, წამით სადმე წასვლაზეც დავფიქრდით. მე პირადად ამ გოგოს ნიჭიერება ყოველთვის გამაოცებს დარწმუნებული ვარ, ამიტომაც ოფიციალურად მისი მხარდამჭერი ვარ, ასე მგონია. თითო ჭიქა ღვინით ხელში დივანზე დავსხედით, ცხადია ამ კაბებით. -მართლა სერიალივით არ გამოვიდა?-ვთქვი მე -ახალი ტრადიციის სუნი მცემს-მხიარულად წამოიძახა ეკატერინემ. -მიდი მიდი მოგვახსენე. -მოკლედ, რომ ვთქვათ, როდესაც სამივე დავოჯახდებით, ჩვენი საქორწილო კაბებით, ზუსტად ასე დავსხდეთ და ღვინო დავლიოთ. -ძალიან მომწონს შენი იდეა, მაგარამ ეგ როდის იქნება, კაცმა არ იცის. -ამ ყველაფრის მუღამიც ესაა, რამდენად შევინახავთ პირობას.. -მოლოდინსაც თავისი მუღამი არ აქვს?- -თაიაც მართალია, ამ კუთხით ჩემს მომავალს არასასიამოვნოდ წარმოვიდგენ მაგრამ.. -ჩემთვის გულმიუსავალი.. -რატომაც არა, იყოს მასე, აუცილებელი არაა ოჯახი შექმნა, მთელი ცხოვრება, შენ ან თუნდაც დებორა, რომ მარტო იყოთ, მე ამ გადაწყვეტილებას სინანულის გარეშე დავუჭერ მხარს..თუ რა თქმა უნდა შენი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ღრმად იქნები დარწმუნებული. -ბედნიერება კაცში კი არა საკუთარ თავშია.. -რა იყო დებ მოგეძალა?- მე და ეკატერინე ვფხუპუნებდით-მოგეძალა პოეზია? -ნეტა მართლა მეძალებოდეს და რას დავეძებ.. -პოემის წერა არ გამომდის მაგრამ როგორც ნათქვამია თუ არ შეგიძლია დაწერო თავად იყავი პოემაო, ჰოდა აქ ვარ.. -ერთ ყლუპში თვრები ქალო? -არა როგორ გეკადრება..ორში..კაი მართლა რა დათრობა, ოდნავ მომეკიდა.. -სასწაულად მომინდა ლუდი და ფეხბურთი.. -თაი კაი რაა -დაგიმატოთ რამე სრული ბედნიერებისთვის თუ -აუ კიი მისაყოლებელი.. -აი რასამბობ გავიქცევი ახლავე, შეირგე ეგ ღვინო, კახელი მაინც არ იყო ღვინიანიძე- ჩემს გვარს ხაზი გაუსვა -ისე მაინც ვერ გავიგე სადაური კახელი ხარ -ღვინიანიძე და კახელი არ ჯდება ერთმანეთში, მიუხედავად იმისა წესით რომ უნდა ჯდებოდეს მაგრამ რას ვიზამ, გრძელი ისტორიაა.. -მითხარი მოკლედ -ისეთი არაფერი, ჩემი იმერელი წინაპარი შეიძლება ითქვას, კახეთში გადმოსახლდა, იქ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მერამდენე თაობა ვარ არ მახსოვს უკვე კახელად ვითვლები. -ანუ იმერული გირევიაა -კიბატონი.. -რაც მეტი მითუმეტესი, რამდენიმე ქვეყნის გენზე არ ვიყოდი უარს.. -დებ მაგას რა კუთხით იძახი გარეგნობა? -ნაწილობრივ კიი -საკმარისი გაქვს შეირგე რაა -ვირგებ გენაცვალე ამ ჭიქა ღვინოსტან ერთად-თან თითქმის ცარიელ ჭიქას დახედა -ზედმეტად მალე ჰოარ სვამ -ეკ სულაც არა, ჩემი ნორმა ვიცი და გავჩერდები.. -როგორც გინდა.. -მიდი მოყევით რა ხდება თქვენკენ სხვა, ახალი და კარგი თუნდაც პირადში?- ახალი თემა წამოვჭერი, არა იმიტომ რომ გოგონებს არ შეგვიძლია სხვა თემაზე საუბარი, არამედ იმიტომ რომ ერთ სულიერს წამოცდეს იქნება რამე.. -მე მარტო ვარ როგორც ყოველთვის, სამსახური მე და მეგობრები.. -და ეკ გინდა ვინმე გყავდეს? -არცკი ვიცი თუ მოვა მოვა ეგ დრო, ჯერჯერობით კარგად ვარ იმით რომ მარტო ვარ, მარტოსული არ ვარ რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და შენ თაია -მეც მასე, ბედნიერი ვარ ჩემი დამოუკიდებლობით, ამით ვტკბები კიდეც მინდა ვთქვა.. -აი ჰოო რარო განიხილავს ზოგი მარტო ყოფნას სევდიან ფაქტად არ მესმის, რა არის ცუდი ამ მდგომარეობაში? არავინ გაწუხებს ხარ შენთვის ბედნიერად.. -გეთანხმები კაცი ვის რაშ სჭრდება.. -ჰოოო -მე და ლუკა მგონი ერთად ვართ- იმდენად უცაბედად გაიჟღერა მისმა ნათქვამმა, სახტად დავრჩი.. -რაა -არ ვიცი აქეთ კი მიდის ყველაფერი.. -მგონი კიდევ მეტის თქმა შეგიძლია, არაა?? -შეიძლება კი? -მერე კარგი არ არის ეგ? -მგონი.. -არ მესმის რატომ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში, რამეს არასწორად აკეთებ? იქნებ ისაა რამეში მცდარი.. -არაა უბრალოდ არ ვიცი და მორჩა -როგორც გაგიხარდეს დაო, მეტი რა მეთქმის. -მთავარია თავის დროზე ჩამოყალობდე და არა ზელის მოწერიდან 3 წლის შემდეგ.. -კარგი რაა ეკ, საიდან მიტან ხოლმე.. -ისე თაი.. -გისმენ -შენ და ანდრია.. -რა მე და ანდრია ეკატერინე.. -რამე ხომარ ხდება თქვენს შორის? - საიდან მოიტანე, ხომ იცი როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.. -თქვენ შორის ქიმიას ვხედავ, რაღა დაგიმალო.. - მგონი მოჩვენებები დაგეწყო. -როგრც იტყვი, უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა- ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და დივანს მიეყრდნო. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, ამას ზარიც მოჰყვა. -ამმმ რა ვქნათ? ახლა ვერ გამოვიცვლით და გავაღოთ სხვა რა გზაა.. -ამმ მოდი ჯერ გაიხედე ვინაა, მართლა ყველას ერ გავუღებთ რაც არ უნდა იყოს.. -აბა ჩანს რამე? -ბიჭები არიან.. -სერიოზულად? აქ რა უნდათ ნეტა.. -გავაღოთ? -გარეთ ხომარ დავტოვებთ, ჯანდაბას გააღე.. - ეკატერინემ კარი გააღო და გაოცებული ბიჭები შემოლაგდნენ, ჩვენი დანახვისას. -მშვიდობაა -კიი იოანე მშვიდობაა, როგორც იტყვიან ომის გეშინოდეს.. -ამ კი გოგონების ფართი გვაქვს, უბრალოდ ისეთი არაფერია.. -აწი სამეგობროს ფართიცაა, იმიტომ რომ არსად წამსვლელი მე არ ვარ- ხელის აწევით განაცხადა დემნამ -მერე დარჩით ვინ გიშლით -დიდად არ გვინდოდა მაგრამ.. -ოოო თაიაა ვინც არ გიცნობს -კაი კაი შემოხვალთ ბოლოს და ბოლოს? -სანამ კარი ღიაა, გვიჯობს შევიდეთ.- სხვები შემოვიდნენ ანდრია კი ჯერ კიდევ კარებთან იდგა.. -თქვენ რას იზავთ ბატონო ანდრია?-მობეზრებული სახით, ვუთხარი, რაღაც უნდა ეთქვა, როცა გააწყვეტინეს.. -ამმ ანდრუშ კარგად ხარ? -კი კი დები მე უბრალოდ,....არაფერია-ისე უპასუხა მზერა არ მოუცილებია, შემდეგ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ერთხელ კიდევ შემომხედა, შემოვიდა და დივანზე დაჯდა.. -ყავა უნდა ვინმეს?-საერთოდ რატომ ვიკითხე არ ვიცი, აღმომხდა.. -კი თაია მე მინდა- მითხრა დემნამ -ეს ისე ვიკითხე განა მართლა მოვუმზადებ ვინმეს ყავას, შეგიძლია თავად გაიკეთო.. მოკლედ მალე დავბრუნდებიი- სამზარეულოსკენ წავედი, არ ვიცი რაღაც დამემართა, ისე გამოვიდა რომ ყავა მოვიმიზეზე გამოსასვლელად, თან თმები ავიწიე, ვერ ვიტან სამზარეულოში გაშლილ თმებს რასაც არ უნდა ვაკეთებდე მაინც. უკვე გაკეთების პროცესში ვიყავი დემნა, რომ შემოვიდა.. -ძაან გეზარებაა-თავს ისაწ....ბდა აშკარად. -ძაან გინდაა -კიი, მართლა. -ამ ერთხელ ვიჩენ სიკეთეს იცოდე, პირველი და უკანასკნელია. -მადლობაა… -მეც მინდა-ანდრია შემობრძანდა. -ამდენად კეთილიც არ ვარ ბატონო ანდრია -ჩემო აუტანელო ქალბატონო უმორჩილესად გთხოვთ ყავა მომიმზადოთ -იდიოტი ხარ, სამწუხაროდ გაგიმართლა, დღეს კარგ ხასიათზე ვარ- საშქრე უნდა ამეღო ანდრიამ, რომ სიტყვა დამაწია.. -მადლობა იცი შაქარი.. -ვიცი როგორსაც სვამ-წამომცდა, ჯანდაბა ზედმეტად სწრაფი იყო, ვერ გიტან თაია.. -მმმ კარგი-გაკვირვება მაინც შეეპარა ხმაში -უბრალოდ კარგი მეხსიერება მაქვს განსაკუთრებული არაფერი -რასაკვირველია.. -კარგი მე მოგიტანთ, შეგიძლიათ დამტოვოთ,, -კარგი ჩემო უკეთილშობილესო- ამ დროს პირველი ანდრია გავიდა.. -ჩემიც გეცოდინება, როგორს ვსვამ.. -ახლოს მოიწიე-ჩურჩულით ვუთხარი-არ მახსოვს -ეჰ თაიაა-გაეცინა და თავი გააქნია- ერთი კოვზი შაქარი.. -წადი მოგიტანთთქ,ო ჩემი კეთილშობილების ვადა იწურება დემე.. მალევე დავასრულე მომზადება და ორივეს მივუტანე, ოღონდ მიტანის დროს, მართლა გავწვალდი არ დამქცეოდა მეშინოდა.. -მადლობა-ღიმილი შემაგება დემნამ და არა ანდრიამ.. -აქ რამ მოგიყვანათ ბოლოს.. -სვანეთში არ მივდივართ? -მერე -ამ ყველაფერს დაგეგმვა არ უნდა? -ნუ ჰო.. -ბოლოს როდის გადაწყდა? -მოვიფიქრეთ..რავი მოკლედ ხვალე წავალთ -რაა ხვალეე-შევცბი და ხვალამდე მოსასწრებმა ყველა საქმემ თვალწინ ჩამიარა -მასე გამოდის -ბოლოს რამდენი ხანი უნდა გავჩერდეთ? -ძალიან ცოტახნით, ნუ რამდნეიმე დღით მაინც.. -ტონა რაღაც არ წამოიღოთ იცოდე -როგორ გეკადრება იო, ეგ გაფრთხილება შენ უფრო შეგეფერება არადა.. -მეე რას იძახიი, არაა შანსი არაა, ერთი საცოდავი ჩანთით მოვდივარ -კიი როგორ არა -თაია შენ რას აპირებ? -რავიცი ბარგი მიწევს თუ ფოტოაპარატს და დანარჩენ აღჭურვილობასაც გავითვალისწინეთ.. -მაგის უგარეშოდ ვიგულისხმე -ძალიან პატარა ჩანთით წამოვალ, სვანეთშიც მაქვს დატოვებული ნივთები-მხრები ავიჩეჩე -მოკლედ აქ შევიკრიბოთ ხვალ დილით ექვსისკენ და მოვგვარდებით რაა.. - რა დიდი გარჩევა ამას უნდა, იყოს დების სიტყვისამებრ.. -როგორც იტყვით.. -არ გშიათ? მე მაგრად მომშივდა.. -კარგი აზრია მაგრამ გვაქვა რამე ? -პასტა მომინდა ნამეტნავად- ამ დროს მე და დებიმ ერთმანეთს შევხედეთ, შემდეგ კი სიცილი აგვიტყდა -რა მოხდა ? -არაფერი ეკატერინე, უბრალოდ იტალია გაგვახსენდა. -მოყევით რაა -არფერი ისეთი ცოტახნით მოგვიწია ყოფნა, ჰოდა მაღაზიაში ვიყავით შესულები ამ დროს ერთმანეთში ქართულად ვლაპარაკობდით და ბიჭები მოგვიახლოვდნენ, იმაზე საუბრობდნენ საუბარი როგორ დაეწყოთ, ცალკე ინლისურად იცოდვილეს მაგრად, დიდი ხნის საუბრის შემდეგ თაია დაელაპარაკა იტალიურად -განა რამე იქ უნდა ყოფილიყავით ისეთი სახეები ჰქონდათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ -მერე -რაღა მერე ისევ ჩვენ გამოვიყვანეთ სიტუაციიდან და დავემშვიდობეთ. -კარგი ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ჰომარ გამოვიძახოთ საჭმელი? -თაიას ვეთანხმები, რაც მალე გამოვიძახებთ მალე მოვა..-ეკატერინეს ტონიდან გამომდინარე მართლა მაგრად მოშივდა, უნდა მეთქვა მე გამოვიძახებთქო, მაგრამ ამ დროს ჩემმა მეგობარმა დარეკა ისე გავქეცი ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი.. დიდად ცხრა მთ არ გადამილახავს იქვე მათგან მოშორებით დავდექი.. -მშვიდობაა-მაინც ავღელდი და ეს ჩემს ხმაზეც აისახა.. -მომისმინე სავარაუდო გეგმა მოვიფიქრე -გისმენ, ოღონდ მეტი კონკრეტიკით -ჩემი მეგობარია ერთი, რომელიც იმას შორიდან იცნობს, მაგრამ მასთან ახლო მისვლა შეუძლია -რამდენად ახლოს -შესაძლოა წინაზე მეტად გაგვიმართლოს, რამდენიმე დღეში დაგირეკავ, ჯერ ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას, მანამდე ვეცდები სხვა გზებიც ვნახო. -კარგი დაგელოდები მაშინ -ჩვენი ფარული კოდები გაიხსენე შეიძლება დაგვჭირდეს -კარგი აბა შენ იცი..მეც..კარგად ოღონდ ეს საქმე გამოვიდოდეს თავისულად სუნთქვას შევძლებდი. -მეგობრებო ბოდიშს გიხდით გადაუდებელი ზარი იყო -მშვიდობაა რაც მტავარი ჰო? -კი კი არაფერია.. -გამოვიძახეთ და 15 წუთში მოვალთო -ურიგო არ იქნება თუ არ დააგვიანებენ- ამ სიტყვებიდან მართლაც არ იყო დიდი დრო გასული კარზე ზარის ხმა, რომ გაისმა და მე წავედი გასაღებად -ინებეთ თქვენ….-უცებ ვერ მივხვდი ასე გაკვირვებული რატომ მიყურებდა შემდეგ კი გამახსენდა როგორფფ ფორმაშიც ვიყავი -მადლობა აი ინებეთ..კარგ დღეს გისურვებთ -დდიახ.. -აი მეგობრებო მოვიდაა..გემრიელობებიი -მალე რაა ვკვდები ისე მშია -რა დაგემართა გოგო დღეს ჭამე რამე საერთოდ? -არ ვიცი რა ლოგიკით მაგრამ დალევის შემდეგ მშივდება -დღეს რა ჩუმად ხარ ანდრიაა -მე..რა -რა ჩუმად ხართქო, ნუ დაკავებული ხარ ვიღაცის ყურებით და სად გეცლება სალაპარაკოდ -ეკატერინე.. ნუ სულელობ.. -ვითომ? კაი ჩემო ძმაო, აწი გავითვალისწინებ- საკუთარ ნათქვამზე რომ იცინის ხოლმე მიყვარს.. სამზარეულოში გავედით, ყველაფერი ამოვალაგეთ და ჭმამს სევუდექით, მადლობა ღმერთს ყველაფერი ნორმალურ ტემპერატურაზე იყო.. შიგადაშიგ სვანეთზე ვსაუბრობდით. მალევე როცა ჭამა დავასრულეთ მივხვდი რომ უკვე გვიანდებოდა. -კარგით მე წავალ ბარგს ჩავალაგებ, თან დაღლილი ვარ და დავიძინებ ბარემ....ვაიმე კაბა-მთლეი ეს პერიოდი ამ კაბით, რომ ვმოძრაობ მიკვირს საკთარი თავისგან, თან ისე რომ მავიწყდება. -დაიტოვე თაი-ისე მითხრა თითქოს რაღაც უმნიშვნელოს მეუბნებოდესო. -დარწმუნებული ხარ? აუცილებელი არაა მე.. -მე ხომ შენი დიზაინერი ვარ- თავი დავუკარი - შიგადაშიგ აუცილებელია შენი მომარაგება -კაი რაა, მოდი მხოლოდ ამ ერთხელ არ მიყვარს ადამიანს შრომა, რომ არ უფასდება -გარკვეულწილად კიი, მაგრამ ამ საკითხზე შეგვიძლია სხვა დროს ვიკამათოთ -კარგი მაშინ მე წავედი..- 2 წუთი არ იყო გასული უცებ გამახსენდა, რომ თბილი არაფერი მქონდა წამოღებული, და სვანეთშ დატოვებულიდან დიდად სათბილობელი არაფერი იყო.. -ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი, თბილები არ წამოგიღია ჰოო -არა, თან.. -კაი მე წამოვიღებ ყველაფერს შენ არ იდარდო, ბევრი არც არაფერი მომქონდა და თავისუფლად ჩაეტევა.. -დაო ძალიან მიყვარხარ-კოცნა გავუგზავნე- კარგით წავედიიი. ოთახში ავედი, დაახლოებით გონებაში გავატარე რა დამჭირდებიდა, გადმოვალაგე ყველაფერი და დავახარისხე, საბოლოოდ კი პატარა ჩანთის მეტი აღარ დამჭირდა.. ვითომ არაფერი მიკეთებია დღეს მაგრამ მაინც საკმაოდ დაღლილად ვიგრძენი თავი. ამის ფონზე მალევე დამეძინა. მაღვიძარა რეკავდა, რომელიც იმ მომენტში სასიამოვნო სიმფონიად უფრო ჟღერდა ჩემთვის. თავადაც ძილბურანში მყოფმა დებიმ გამომაფხიზლა. -მოდიხარ? -მაგრად მეღადავები ჰო იცი.. -თუ გინდა დარჩი.. -ფოტოებს შენ გადაიღებ? -მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა, აშკარა იყო ნახევრად ეძინა. ძლივს წამოვდექი გასამზადებლად, ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ჩემს მაგივრად ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა და მივლასლასდი აბაზანამდე.. უკეთ ვგრძნობდი თავს, მაგრამ მაინც მეძინებოდა. იმის შემდეგ რაც თითოეული ჩვენგანი ადგილზე იყო უკვე გადანაწილების დროც დადგა. ბოლოს კი ორი მანქანით გადაწყდა წასვლა, მეც მივაჭერი დემნას მანქანს და უკან ჩაჯდომას ვაპირებდი, როცა შემაჩერეს.. -შენ მანდ არ დაჯდები.. -ვითომ რატომ? -მიდი ანდრიას მანქანში.. -ამას რატომ მიკეთებთ? -არ გვაინტერესებს, დავიღალეთ თქვენი კამათით. არავის უნდა გზაში თქვენი მოსმენა. ამიტომაც ერთად წამოხვალთ.. რა არ ვუთხარი ეს გავაკეთოთ ისე თქო მაგრამ არაფერმა გაჭრა, გაბრაზებულმა გაღებული კარები მივაჯახუნე დაა ანდრიას ჩავუჯექი, წინ მივუსკუპტი ვითომ დიდი სიხარულით.. -ისეთი სახე ნუ გაქვს თითქოს გიხაროდეს, ერთი საათი იხვეწებოდი აქ არ დაეტოვებინეთ.. -უი გესმოდაა-ვითომ შეწუხებულმა ვუპასუხე.. -სამსახიობოს თავი რატომ გაანებე? -უკაცრავად? -აშკარაა ნიჭით ხარ დაჯილდოებული.. -ვიხუმრეთ? ძალიან სასაცილო იყო მოვკვდი სიცილით..-მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ფოკუსი გარემოზე გადავიტანე. დილით როგორც ყოველთვის სიგრილე იყო ამიტომაც დაბალზე ჩავუწიე ფანჯარას და თავი მივადე. -რამე ჩართე რაა-ხმის ამოუღებლად ჩართო მუსიკა ნახევარი გზა სიჩუმეში და მუსიკაში გავიდა შემდეგ… მგონი ანდრია ცუდადაა, მაგრამ არაფერს ამბობს და რა გავიგო.. -კარგად ხარ? -რა? -გკითხე კარგად ხარ თუ არა. -კარგად ვარ..-ამას ჰგონია რომ ბრმა ვარ თუ რა მაფიაა. -მანქანა გააჩერე.. -როგორც იტყვი..-რათქმაუნდა უგრძნობი გამომეტყველებიით გააგრძელა ტარება, ისე თითქოს ხმა არც კი ამომიღია.. -ანდრია გასაგებად ვლაპარაკობ მგონი ჰოო, მანქანა გააჩერე..- ნერვიულობა და ბრაზი ერთნაირად მიპყრობს. -მანქანა გააჩერე მეთქი ანდრიაა-ყვირილზე გადავედი უკვე, ამის გამო თავადაც შევცბი. ჩემი ყვირილი და მანქანის დამუხრუჭება ერთი იყო, გადავედი და ანდრიას მხრიდან კარები გამოვაღე.. -გადმოდი.. -არ გინდა მითხრა რა გინდა? მაცადე ნორმალურად მგზავრობა.. -ხუმრობ ჰოო? ანდრია ცუდად ხარ, ახლა გადმოხვალ ჰაერზე, ცოტას დაისვენებ და გზას გავაგრძელებთ…რას ელოდები..- აღარაფერი უთქვამს გადმოვიდა, სახეზე ფერი არ ედო, ამის შემდეგ წყლის პატარა ბოთლი მივაწოდე. მანქანას მიეყრდნო და წყალი დალია, მანამდე გავჩერდით სანამ ფერი არ დაუბრუნდა. შუბლზე ხელი მივადე, რომ გამეგო სიცხე ხომარ ჰქონდა, საბედნიეროდ არა ამიტომაც მოდი ვივარაუდოთ, რომ მგზავრობის ბრალია. თავიდან ავნერვიულდი, ახლა კი თითქოს ცოტა დავმშვიდდი. ადამიანურობიდან გამომდინარე თორემ თავად ანდრია არ მადარდებს.. -საჭესთან მე ვჯდები შენ თუ გინდა უკან დაჯექი და კომფორტულად მოთავსდი…რანაირად მიყურებ ეჭვი გეპარება, რომ კარგი მძღოლი ვარ? -შარს ნუ ეძებ თაია, მოკლედ წინ უკეთესად ვიქნები..- გასაღები გადმომიგდო და მანქანას შემოუარა. -როგორც გინდა-გასაღები კი დავიჭირე, მაგრამ ვის აინტერესებს.. ჩაჯდა და ჩემსკენ არც გამოუხედავს.. საბედნიეროდ, პირველად არ ვარ და გზა ვიცი.. ხშირად მიწევდა მარტოს ჩამოსვლა.. გარკვეული მანძილი გავიარეთ, ჯერჯერობით მშვიდობით.. -არ მეგონა მართვის მოწმობა თუ გქონდა.. -მერე ვინ გითხრა, რომ მაქვს?- ვეცადე აუღელვებელი სახით შემეხედა, წამით გაუკვირდა, მაგრამ მიმიხვდა ჩანაფიქრს.. -საკმარისად გაგიცანი აუტანელო ქალბატონო, შენს დაგებულ მახეში რომ გავება.. -ჰოო..- მალევე ჩაეძინა, არა მაინც ვბრაზდები მე რომ არაფერი მეთქვა რას აპირებდა.. ახლა რატომ მახსენდება, ჩანთაში წამალი მიდევს, როცა გაიღვიძებს მერე.. ანდაც ექნება აზრი? არამგონია დასჭირდეს. დროდადრო მაინც გადავხედავდი ხოლმე როგორ იყო, არადა რა უნდა შეცვლილიყო, ნუ მაინც.. დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე წუთით ადრე გაეღვიძა, თავიდან ვერ შევნიშნე, მისმა მზერამ მაიძულა მისკენ გამეხედა.. -კარგად ხარ? -შედარებით უკეთ.. -შეგიძლია განმიმარტო, შენთვის შედარებით უკეთ რას ნიშნავს? -შედარებით უკეთის მეტს რას უნდა ნიშნავდეს? -შენ რას გაგიგებს ადამიანი.. აი ხედავ ჩემს ჩანთას? აიღე მანდვე წამალია და დალიე, წესით გიშველის… -მადლობა-თავი დავუკარი - აი ეს? -კი ეგ.. თავისთავად ჩვენზე წინ იყვნენ და შედარებით ადრე მივიდნდენ მაგრამ მე ისე გავაკეთე რომ ძალიანაც არ ჩამოვრჩენოდით.. -აბა მშვიდობა გაქვთ?- -ჰოო დემე უბრალოდ ანდრია ცოტა ცუდად გახდა და ამიტომ შვეყონდით -კარგად ხარ?- უკვე ჩემს გვერდით მდგომ ანდრიას ჰკითხა.. -კი, თაია აზვიადებს.. -მე ვაზვიადებ? იცი რო.. -კაი კაი შენ ხარ მართალი მოდი ახლა არ გვინდა თავი არ მაქვს.. -გაგიმართლა, სუსტ ოპონენტს არ ვებრძვი.. -ცოტა ხანი დამაცადე და განახებ ვინაა სუსტი.. -აბა შენ იცი.. -მოიცადე მოიცადე შენ საჭესთან იჯექი?- იოსნეც მოგვიახლოვდა -მერე რაა -ამან მაგის უგელბა მოგცა? -იოანე.. -რაა თაიას დაჯდომის უფელება მიეცი და მე.. -გირჩევნია გაჩუმდე, თორე უკვე.. -კარგი იო დაინდე პაციენტი.. -ჰაჰ კაი კაი, არ შევიდეთ.. -გამიძეხი.. -მასპინძელი გვერდით გიდგას მე სად გაგიძღვე.. -მასპინძელი შეუძლოდაა ჰო ხედავ ამდენი ხანია არ მეპასუხება.. -აჰაამ შევიდეთ რა გაეწყობა.. თავისთავად გადაწყდა, დადვანების სახლში დავრჩენილიყავით. ისიც მოვიფიქრეთ დღეს დაგვესვენა, საღამოს ბებოსთან შეგვევლო და სამუშაო ხვალიდან დაგვეწყო.. -კარგი როგორ უნდა გადავნაწილდეთ..? -ჩემი ოთახოს გარდა, რომელიც გინდა -ვიცით ვიცით.. -მე წავედი რომელიმეს ავარჩევ-ვთქვი და მაღლა ავედი, უკვე ისე მომწონს სახლის დიზაინი, კარგია როცა ძველი და თანამედროვეს გაერთიანება, ასეთ შედეგს იძლევა. ყველაფერი მოვათვალიერე და ერთ ოთახში შევედი მომეწონა და ნივთები დავაწყე, მაგრამ გამახსენდა ჩემს წინ კიდევ ერთი ოთახი დამრჩა სანახავი ამიტომაც იქაც შევედი.. ზუსტად ხუთ წამში გავიაზრე, რომ ანდრიას ოთახში ვიყავი, მინდა გითხრათ საკმაოდ გემოვნებიანად, მაგრამ მუქ ფერებშია. ყველაფერი მინიმალისტურადაა მოწყობილი არანაირი ზედემტი, რაც არის ზუსტად იცი, საჭიროა და იმიტომ, ყოველშემთხვევაში მსგავსი შთაბეჭდილება მიჩნდება. დიდი ფანჯრებიი კარგი რაა ძალიან მომწონს, იმ ბოდოშალის რომ არ იყოს ამას ავირჩევდი. დათვალიერება როცა დავიწყე, რთული იყო ბავშობის ფოტოებსთვის თვალის არიდება, ალბათ ბავშობაში მაინც არ იყო ესეთი საშინელი.. ამ ფოტოებიდან უსაყვარლესი ბავშვი მიცქერს, მაშინვე ამოვიცანი, ის-ის ოყო ფოტო უნდა ამეღო, ანდრიას ხმა მომესმა. -აქ რას აკეთებ-შევხტი, რაც გასაკვირია ვინაიდან, რაც თავი მახსოვს, რაც არ უნდა მოულოდნელი ყოფილიყო ვინმეს გამოჩენა, ასე არ მემართებოდა, როგრც ჩანს ეს შესაძლებლობაც დავკარგე. -ამმ ოთახებს ვარჩევდი, მოხდა რამე? -გასაგებია, სამწუხაროდ დროა გახვიდე..-თავი უემოციო მეგონა სანამ ანდრიას არ შევხვდი.. -შეხედე ბავშობაში როგორი საყვარელი იყავი რა დაგემართა.-ხელით მივანიშნე მისკენ. -ჰაჰ სააცილოა, გავიცინეთ გვეყო, წადი. -იცი რ.. აუ აივანზე არ გავსულვარ- ისეთი სილამაზეა სამუდამოდ აქ დარჩენა მოგინდება ადამიანს, ეს გრძნობა თან მდევს ყოველთვის როცა აქ ვრჩები.. -აუტანელო ქალბატონო, უკვ.. -კარგი კარგი მივდივარ..სამუხაროდ უნდა გითხრა დროებით და არა ნახვამდის..-უკან მოუხედავად, ჩემს ოთახში დავბრუნდი და აღარც მახსოვს როდის ჩამეძინა.. … შუადღისას გამეღვიძა, ძლივს ავდექი და დაბლა ჩავედი.. რაც არ უნდა გასაკცირი იყოს, უფრო დაღლილმა გავიღვიძე. არ აღმინიშნავს როგორ ოთახში მძინავს არა? კარგით მოკლედ ვიტყვი.. თეთრი კედლები, რომლებიც საბედნიეროდ ცარიელი არ გახლავთ, სხვადასხვა ნახატებითაა სავსე, ამ ყველაფერს კი ძალიან უხდება ლურჯი ავეჯი. ყველაფერი თანხვედრაშია, რაც ძალიან მომწონს. კიბეებიდან ჩამოსვლისასვე ვიგრძენი,გემრიელობები -რა კარგი სურნელი ტრიალეებს.. -სანამ ყავის გაკეთება არ დავიწყეთ მანამდე არ გაგეღვძა ჰოო- სიცილით მითხრა დებიმ.. -აუ მომშივდაა არის რამე? - რაც გავაკეთეთ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და მოასწარი, უი შენი საყვარელი სალათი დარჩა, შეგიძლია ეგეც მიირთვა.. -ოქეი..- მაცივარი გამოვაღე და აშკარად ეტყობოდა გემრიელი იქნებოდა, ჭამა დავიწყე..მოულოდნელად, რაღაც აზრმა გამიელვა და ვეღარ მოვითმენდუ თუ არ გავაჟღერებდი. -ანდრიააა -ნუ ყვირიხარ მესმის, რა მოხდა.. -სამუშაოსთან დაკავშირებით იდეები მაქვს.. -შენ კიდევ რდის მიხვალ მაგიდასთან კაცმა არ იცის, ამიტომ ჯერ დაასრულე ჭამა და შემდეგ ვილაპარაკოთ.. -კარგი რაა..- მისი მზერა მერყველებდა იმაზე, რომ აზრის შეცვლას არ აპირებდა, სხვა რა გზაა..- აჰჰ კარგი, არსად წახვიდე, დამელოდე.. ულუფის შესაბამისად მალე მოვრჩი ჭამას და ანდრიას წინ ავესვეტე..სხვა რარაცისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, მაგრამ როგორც კი შემომხედა,ამოიხვნეშა და მითხრა.. კარგი წამოდი ვილაპარაკოთ- გარეთ დავსხედით. -მოკლედ ჩემი ასისტენტი მალე ჰო ჩამოვა და სამკაულებიც მან უნდა ჩამოიტანოს, ჰოდა აქაურობა კი უნდა გადავიღოთ, მაგრამ უკეთესი ხომარ იქნება აქაურები გადავიღოთ?? -რამდენად მისაღები იქნება არ ვიცი, ან ვინ უნდა გადაიღო. -მაგას მე მოვაგვარებ, რომც არ გამოვიდეს მერე რა? ძველ გეგმას მივყვებით და ეგაა, მოკლედ თანახმა ხარ თუ არა? -ნუ თუ მაგ საკითხს მოაგვარებ გააკეთე როგორც გინდა -კარგი მადლობა- რატომღაც არცერთი არ ავმდგარვართ და ასე სიჩუმეში ვიჯექით. როცა გარემოს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი თავისთავად წარმოვიდგინე, ის ბიჭი ფოტოდან რომ მიცქერდა, ამ ეზოში როგორ დარბოდა და თამაშობდა, არც დავფიქრებულვარ ისე დავსვი შეკითხვა, ოღონდ ისე ჟღერდა თითქოს ჰაერში გავაჟღერე და არა მისი მიმართულები- აქ გაიზარდე? -რატომ მეკითხები.. -უბრალოდ დამაინტერესა.. -თავიდან შემდეგ დასვენების დღეებშ ამოვდიოდით.. -რა მაგარი იქნებოდა, აქ ცხოვრება.. -როგორც ვიცი წასული იყავი ბავშობიდან..არა? -კახეთში გავიზარდე და მერე ჩემი მთელი ცხოვრება აქედან შორს გავატარე.. -სვანეთის შეყვარება როდის მოასწარი -გრძელი ამბავია, იცი მანამდე მიყვარდა სანამ ვნახავდი.. -ეგ როგორ.. -მარტივად.. სვანეთზე სვანური ოცნების კოშკები ავაგე-ჩემს ნათქვამზე გაეცინა- აი ჰო იცი ამ დროს ეიფელის კოშკის ბრელოკ.. ბრელოკი ქართულად როგორა? -ამმ არ მახსოვს -კაი ჯანდაბას მსგავსი ბრელოკები, რომ აქვთ ხოლმე, ჰომ ხვდები? -მერე -მე სვანური კოშკის მქონდა-უფრო მეტად გაეცინა -ამას არ ველოდი.. -კარგი კარგი დროა შიგნით შევიდე-მაინც ვერ ვიტან -მშვიდობაა თაი? -კი დემნა, რატომ არ უნდა იყოს? -იმაზე დიდ დროს გაჩერდით ვიდრე მოსალოდნელი იყო და.. -არაფერია.. ჰოდა რა მინდოდა მეთქვა..ხალხოო მე ბებოსთან მივდივარ აქვეა, თუ გინდათ წამოდით. -რავი მგონი საქმე არაფერი გვაქვს და პირადად მე მინდა შენი ცნობილი ბებიის გაცნობა. ჩემდა გასაკვირად ყველამ გადაწყვიტა წამოსვლა.. -მოიცა რამდენი ხანია მივივართ? აკი ახლოაო.. -ამმ ნუ, ჩემს გონებაში ახლო იყო.. -კაით ახლა ასეთი შორსაც არაა.. -მივედით უკვე ნუ წუწუნებთ..- კარები რომ შევაღე ნელიკო ეზოში ფუსფუსებდა.. -თაიააა აქ რას აკეთებ??-წამიერად გაშეშდა და შეეტყო გაოცება,, -ნელიკოოო არ მელოდი ჰოო- მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად -ჩემი გოგოო მომენატრე, დებორა მოდი შენც გნახო.. -ბიჭებო ეს თქვენ ხართ რამხელები გაზრდილხართ, ეკატერინე შენ ხარ? -ახლაღა გიცანით კი კი მე ვარ.. -ისეთი პატარები იყავით მე, რომ გნახულობდით არამგონია გახსოვდეთ… -სიმართლე რომ გითხრათ ბუნდოვნად.. -ეჰ ჩემო დემნა, რა დრო იყო მაშინ.. -ნელიკო გამოდის ყველას იცნობ? -რა თქმა უნდა ვიცნობ, პატარები როცა იყვნენ მათ მიდამოს ხშრად ვსტუმრობდი.. -როგორები იყვნენ პატარაობისას? -იცი ეკატერინე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერიოზული იყო ხშირად კინკლაობდნენ.. -ამ თემას გავშლიით -ოჰ.. მოკლედ რაა ჩემი თაიაც თქვენს ბანდაში შეგიტყუებიათ- გაეცინათ -მასე გამოვიდა ნელიკო -დასხედით ბავშვებო, მომიყევით როგორ ხართ? თაია აბა რა ხდება შენკენ? -რავიცი ჩამოსვლა გადავწყვიტე, ძალიან მომენატრა აქაურობა -მშობლები როგორ არიან? -რა უჭირთ.. -ბავშვებს ძალიან მოენატრე სულ გკითხულობენ, გოგონებიც მათ შორის -მეც მომენატრა ყველა… -აბა რას დალევთ? -არაფერი არ გვინ..-იოანემ ნელიკოს მზერის შემდეგ გაჩუმება არჩია- ჩაი.. -სხვები? -მე.. -ოჰ თაია შენს ისევ არ გამოსწორებულხარ და ყავა გინდა ჰოომ, ისედაც ზედმეტი მოგდის და ჩაის დაგალევინებ -კარგი რაა.. -ძლიერს სამაგიეროდ.. -ვითომ რამეს შეცვლის.. -ჩვენ…- ყველას პასუხის მოსმენიშ შემდეგ შგნით შევიდა და მეც შევყევი მისახმარებლად, კინაღამ გამომაბუნძლა სანამ შემიძლია ჩემით გაკეთება, გავაკეთებო.. ცუდი ჩვევაა აქვს და ვერ გადავაჩვიე ვერაფრით.. მაინც გავიტანე ჩემი.. -ნელიკო ყველაფერში ესეთი კაი ხელი როგორ გაქვს.. -კარგი რაა დები, მთლად მასეც არაა -მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი არ მყვარს შენს ნამცხვრებს ყოველთვის ვჭამდი -თან ბავშვობიდან რომ არ გიყვარს ტკბილი, ყოველთვის მიკვირდა.. -ოო თაიას ბავშვობა უკვე საინტერესოა.. -კარგი რაა იო არაფერია მოსაყოლი.. -კიი როგორ არა.. -ნელიკოო -ოო ინტრიგია წამოვიდაა.. -ყველა თქვენგანზე მაქვს სათანადო არგუენტები, მიფრთხილდით..- გაგვეცინა -აბა რაა ნელიკო საშიში ქალია.. -ხუმრობა იქით იყოს და.. -გგონია ვხუმრობდი როცა ვამბობდი საშიში ქალი ხარ თქო? -გამეცინა -ოჰჰ თაია თაიაა, რას ვამბობდი იცით? ახლა როცა გიყურებთ, თითოეულ თქვენგანში ვხედავ თქვენივე თავის პატარა ვერსიებს.. -დედა სულ მეუბნებოდა მე არ მახსოვს იმდენი რამ რამდენიც ნელიკოს შენზეო.. -სულ ვცდილობდი მომენტის დამახსოვრებას და იმიტომ.. -მომენტის დამახსოვრებას? -აი ახლაც ვფიქრობ როგორ გავიხსენებ ამ მომენტს წლების შემდეგ, როდესაც ამაზე ფიქრობ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ.. -ოო ჩემი ნელიკო.- დები გვერდით მიუჯდა და მიეხუტა.. კიდევ დიდი ხანი გავატარეთ საუბარში, ძალიან ბევრი ვიცინე ანდრიას და დემნას ბავშობის ისტორიებზე -ნელიკო შენი შვილიშვილი არ ჩამოსულა? როგორც მახსოვს დაახლოებით ამ პერიოდში ჩამოდის ხოლმე. -კი როგორ არა გარეთაა გასული -სხვებიც იქ იქნებიან და მათი ნახვაც მინდა, ცოტახნით რომ დაგტოვოთ? -რა პრობლემაა, ჩვენ ნელიკოსთან მაინც ვერ მოვიწყენთ.. -არ დაიგვიანო შვილო.. -მალე მოვალ არ ინერვიულო.. გზას გავუდექი იქ სადაც ლეა მეგულებოდა, შორს არ მივდიოდით ხოლმე აქვე იქნება დარწმუნებული ვარ. აქაურობის სილამაზე მაინც სულ სხვაა, ასაკში აუცილებლად აქ უნდა გადმოვიდე, სიცოცხლის ბოლო წუთების აქ გატარების იდეა ძალიან მხიბლავს. აქვე წყალი მოდის და გვერდითვე გრძელი სკამი უდგას. ამ ადგილს როცა მივუახლოვდი ლეაც დავლანდე, სხვა გოგონებთან, ბავშვებთან და ერთი-ორი ბიჭთან ერთად.. -ლეაა-მოტრიალდა სახეზე ეტყობოდა გაკვირვება, ბოლოს მოისაზრა რაც ხდებოდა და ჩემსკენ გამოიქცა ყვირილით. -თაიაააა, არ მჯერა აქ რას აკეთეეეებ-ძლიერად ჩამეხუტა, ამაზე კომენტარი აღარ გავაკეთე, იმდენი ხანი იყო რაც ნანახი არ მყავდა,, -აბა როგორ ხარ? -ახლა კარგად, განწყობა მქონდა დაკარგული. -ჰოდა გახალისდი შენი ულამაზესი თაია აქ არის -თაია კარგად ხარ? -რატო -რამდენი წელია გიცნობ და ერთიანად, რომ ავიღოთ ამდენჯერ არ გაგიღიმია -ნუ მაიმუნობ, მიდი შენი მეგობრები გამაცანი.. -ჩემი მეგობრები არ არიან- გადმომჩურჩულა და გასაცნობად მათთან მიმიყვანა.. -ბავშვებო გაიცანით ეს თაიაა -სალამი მე ილია.. -გამარჯობა-ხელი აღარ ჩამომირთმევია ვითომ ვერ შევამჩნიე.. ძალიან ცოტახნით გავჩერდი, ვცდილობდი ი;იასთვის ყურადღება არ მიმექცია. -ლეა მგონი ჩვენი წასვლის დროა ნელიკოც ინერვიულებს ვუთხარი მალე მოვალთმეთქი.. -წავიდეთ რა გაეწყობა.. -გოგონებო მე გაგაცილებთ.. -საჭიროა არ არის, ჩემით მოვედი და როგორც ხედავ საღ-სალამათი ვარ.. -არაუშავს ყოველიშემთხვევისთვის-ერთი ნაბიჯი გადმოდგა.. -არ გვინდათქო. ვერაფრით გადავათქმევინე, ღმერთო ეს რა მოუშორებელი ჭირი გავიჩინე. -შეგიძლია წახვიდე, მე არ მინდოდა შენი წამოსვლა და მადლობასაც არ გეუბნები -საჭირო არ არის..ნომერს არ მომცემ? -ზედმეტი მოგდის, ეს გამოცილება რომ გაგიტარე მადლობა თქვი.. -უკარებას როლს ნუ თამაშობ.. -ილია ზედმეტი მოგდისო გითხრეს ჰოო.. ნახვამდის-ლეამ სახლში შემათრია რასაც ჰქვია. -დებორააა -ლეაა - რათქმაუნდა ტრადიცია გრძელდება და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.. -მმმ გამარჯობა.. -სალამიი -ეს ლეაა ჩვენი უსაყვარლესი გოგო -ბებო არ გშია -არა მერე შევჭამ.. -ახლავე გამოგიტან მშიერი იქნები.. -თუ მაინც უნდა მაჭამო რიღასთვის მეკითხები.. -რიტორიკული შეკითხვა იყო ლეა.. -დებს როგორც ჩანს მართალი ხარ.. -იცით.. -ანდრია, შვილო მერამდენედ გაგაფრთხილო ნელიკო დამიძახე თქო, იცი რომ ამ სიტყვებით მაბერებ?-სიცილიც მოაყოლა.. -ნელიკო… -ასე არ ჯობია? გისმენ.. -მგონი ამის შემდგომ ხშირად გესტუმრებით, ისეთ გემრიელობები დაგვახვედრეთ.. -ჩემი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა, მუდამ მახარებს ახალგაზრდების ერთად ხილვა. ცოტახნით კიდევ ვიყავით მაგრამ წასვლამდე ლეასთან მინდოდა ლაპარაკი.. -ლეა შეიძლება ვილაპარაკოთ? -წამოდი გავიდეთ.. -მოკლედ ბიჭები ხომ გაიცანი -კი -ამათ კომპანიაში ვმუშაობ, აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი სვანეთში გადაღებებია.. სამკაულების კოლექციის.. -ვაა მაგარია -მინდა რომ მონაწილეობა მიიღო, როგორც მოდელმა.. -მეე.. -კი და ორი გოგოც მჭირდება, იცი ვისაც გამოუვა? მოკლედ შენ მოიფიქრე და ხვალ შემეხმიანე.. პირველ რიგში თუ შენ იქნები თანახმა და შემდგომ ბებოსაც დაველაპარაკები.. -კარგი -ისე ილია აქურია? -კი მაგრამ აქ არ ცხოვრობს ისე ჩამოდის ხოლმე.. -კარგი მაშინ.. -ფრთხილად იყავი მთლად კაი ტიპი არ ჩანს.. -კაი.. სახლში მივეედით ცოტა არ იყოს გადაღლილები. -რაო აბა საქმე მოაგვარე? -ხვალე გაირკვევა ლეას ველაპარაკე -ლეას? ჰმმ კარგი- თავი დამიქნია და გამცილდა. -აუ ძაან დაღლილი ვარ არადა ამ დროს ისეთი არაფერი გამიკეთებიაა- მოწყვეტით ჩაეშვა ეკატერინე დივანში. -მეც მასე ვარ- ოანც და შემდეგ დანარჩენებიც მიყვნენ.. -რაღაცნაირად ვერ ვისვენებ, ახლა არც დაძინებას აქვდ აზრი ვიცი ვერ დავიძინებ.. -ჰოო დებიც მართალია.. -წამოთ რაა რამე გავაკეთოთ.. -ვითომდა დაღლილები, რომ ვართ ეგ არაფერი ჰოო -კაით რაა სასწაულად დამღლელი რამე გავაკეთოთ მეთქი ჰოარ მითქვამს ეკატერინე.. -რა გაეწყობა.. მაშინ კარტი ხომარ გვეთამაშა-ეკატერიე -აუ კიი მე მინდა-დებ -რავი ვითამაშოთ მაგრამ კარტი გვაქვს? -ამმ ეკატერინე წამოიღებდა-იო -მართალია წამოვიღე-ამაყი სახით გვითხრა-ახლავე ჩამოვიტან.. მას შემდგომ რაც ეკატერინემ კარტი მაგიდაზე დადო თამაში უმალ გაჩაღდა.. -ოღონდ ესე უბრალოდ თამაში, რომ არ ჩაივლის კი იცით-ვთქვი მე.. -რამეზე უნდა ვითამაშოთ თუ.. -დიახ დიახ ჩემო იო, მიმიხვდი.. -წამო სურვილებზე -3 სურვილი კლასიკურად-დემნა -კარგი იყოს მასე- თქვი დემნამ 20 წუთის შემდეგ ისე ვიყავით ჩართულები თამაშში, სამყარო რომ დანგრეულიყო ვერც კი გავიგებდით. -ეკატერინეე ეგ არ უნდა გექნა გულები აღარ.. -იოანე მე ვთამშობ ძიძა არ მჭირდება.. -როგორც გინდა- ამის შემდეგ კი ვერც კი აღვწერ ისეთი ბედნიერი და ამაყი სახე ჰქონდა ეკატერინეს იოანემ როცა წააგო.. -იქნებ ჯობია საკუთარი რჩევები თავად გაითვალისწინო-ღიმილით დაააჯილდოვა -ჰაჰ სასცილოა.. -ვაგრძელეებთ ყურადღება მოიკრიბეთ.. -ბლეფია ბლეფი.. ვის ატყუებთ ერთი ძალიან მაინტერესებს თქვენ მე ჯერ კიდევ ვერ გამიცანით როგორც ჩანს.. -ჩვენ ბოდიში დებ ეს რა შეგვეშალა- თქვა დემნამდა მაგიდა დატოვა.. ესეა ჩემო მეგობრებო, ზოგჯერ პატარ შეცდომაც საკმარისია, რომ თამაშს გამოვეთიშოთ. ასე ვაგრძელებდით თამაშს და ბოლოს მაგიდასთან მე და ანდრია დავრჩით, მაგიდზე ჰქონდა ხელები დაყრდნობილი და კარტში ისე იყურებოდა, მე ლამის სახეზე მქონდა აფარებული, ისეთი სიტუაცია იყო თითქოს შუა დასავლეთში ვიყავით იარაღებით ხელში და ველოდებოდით პირველი რომელი გაისვრიდა.. საკმაოდ კარგი კატები მქონდა და გავრისკე -ახლა რას იტყვი ბატონო ანდრია. -აუტანელო ქალბატონო ზედმეტად ხომარ ჩქარობ ბედნიერი სახის მიღებას? -ბატონო ანდრია ზედმეტად თავდაჯერებული ხომარ არ ხართ? ჩამოვედი და გული ისე ამიჩქარდა არ ვიცი ამ თამაშის გამო აასე რატომ ვიყავი აზარტში შესული.. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მის სვლას დავეელოდე -აუტანელო ქალბატონო შემდეგში დაფიქრდი სანამ მე მეთამაშები.. წავაგე არ მჯერა, მე წავაგე წავაგე წავაგე წავაგე 3 სურვილი სურვილი… სურვილები მე ჯანდაბააააა გონებაში ისე ხმამაღლა ვყვიროდი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა.. -თანაბრად მივდივართ მეც მაქვს სურვილები ნუ გავიწყდება -კარგად მახსოვს, ოღონდ ერთი წესი უნდა შემოვიღოდ.. -გისმენ -ჩვენი სურვილების გამოყენება არ შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ მეორე ადამიანის სურვილის გაუქმება გვინდა.. -მოსულა -მოსულა- თავი დავუკარი და სამზარეულოში გავედი, ყავა მინდოდა ისე ვკვდებოდი ჩვეულებრივად, მანამდე კი ერთი ჭიქა წყალი ისე გამოვცალე ვერც კი გავიგე…ხმაურით დავდე ჭიქა მაგიდაზე.. -თაია კარგად ხარრ? თამაშის გამო ხარ გაბრაზებული თუ.. -კარგად ვარ კარგად -ყავა გავიკეთე და ეკატერინეს დავემშვიდობე.. გარეთ გავედი პლედით, მოსალოდნელმა სიცივემ ამიტანა.. საქანელაზე დავჯექი, ფიქრებმა ისე გამიტაცა ვერც კი მივხვდი ისე დამიწყიაცოტა არ იყოს და ხმამაღლა ღიღინი.. -ფოტოგრაფია გამოგდის და მაგას გაყევი ჯობია, სიმღერას შეეშვი.. -ანდრიაა, გადი რაა ვერ ხედავ რომ მარტო მინდა ყოფნა? -იქნებ მეც მატო მინდა ყოფნა? -სხვაგან იყავი მარტო.. -არა შენ წადი თუ გინდა -მე მოვედი პირველი -მაშინ ერთად მოგვიწევს მარტოები ვიყოთ… არაფრის თქმის თავი აღარ მქონდა, ამიტომაც თავი გავანებე ამ დროს დედამ დამირეკა -ჰოო დე.. -დეე როგორ ხარ? -ძალიან კარგად, თქვენ როგორ ხართ? -კარგად ვართ, მაგრამ გვენატრები. -მეც მენატრებით -ნელიკოსთან ხარ ანუ? -კი აქეთ ვარ.. -ბებიაშენს დაქალი მოენატრა, ნელიკოს აქეთ წამოყვანას ეხვეწება რამდენი ხანია მაგრამ ვერ დაიყოლია -დიდად იმედიც არ მაქვს აქაურობას შეელიოს -მეც მაგას ვეუბნები და არ ისმენს.. -საქველმოქმედო საღამო ისეთი აღარ იყო როგორსაც შენ აკეთებდი, ყველა შენ გკითხულობდა.. -რას ვიზამ.. -ბავშვებსაც ძალიან მოენატრე.. -კარგი დე მაგაზე მერე ვილაპარაკოთ უნდა წავიდე, ყველა მომიკითხე, განსაკუთრებით ჩემი პატარები.. -კარგი ნახვამდის დე..- გავუთიშე და ამოვიხვნეშე, ემოციურად გადავიღალე.. -მასეთი არ ჩანდი- გავიაზრე, რომ სნდრია გვერდით იყო.. -როგორი -ბავშვების მოყვარული, ის ვინც საქველმოქმედო საღამოებს აწყობს, ოღონდ ისე რეალურად როცა ადრდებს მისი საქმე.. -ისმოდა? -მომიტევეთ -ვიცი სხვები როგორც მხედავენ.. -და მე როგორ გიყურებ.. -ადამიანი რომელიც ვერ მიტანს როგორ უნდა მიყურებდეს? -შენთვის რეალური სიძულვილით შემოუხედავთ საერთოდ? -როგორც შენ მიყურებ -თან ავდექი-ეს ის არ არის? წამოდგა მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.. -შენთვის ეს სიძულვილის მზერა?-უკან დავიხიე, ისე შევკრთი მაგრამ ჯიუტად არ ვაშორებდი და თვალებში ვუყურებდი.. -კარგი რაა ვითომ დამაბნეველი ხარ ? ამ მისტერ დარსის მისტიკით აბავ გოგონებს? -ოჰ თაია… -გგონია რომ ყველაფერი იცი მაგრამ ასე არაა -ვითომ? წარმოდგენა არ გაქვს სხვებს რა დამოკიდებულება აქვთ შენს მიმართ და ეს გაშინებს .. -ანდრია შენ მე არ მიცნობ -შენს ადგილას დარწმუნებულია არ ვიქნებოდი-უპასუხოდ დავტოვე და ჩემს ოთახში ასევე ჩუმად შევედი.. …… ისე მისკდებოდა თავი გაღვიძებისას, თითქოს გუშინ მაგრად დავლიე და პახმელიაზე ვიყავი, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ყავა უნდა დამელია. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი ჩამი ჩუმი არ ისმოდა ცოტა გამიკვირდა არადა პირველი ხდებოდა….ნუ ამაზე ყურადღება აღარ გამიმახვილებია ყავა მოვიმზადე და დალევაც დავიწყე ამ დროს გარედან ანდრია რომ შემოვიდა -რა იყო ასე გაკვირვებით რატომ მიყურებ -დანარჩენები სად არიან -სასეირნოდ გავიდნენ, შენ ისე გეძინა არ გაგაღვიძეს გუშინაც დაღლილი ჩანდაო.. -კარგი და დიდი ხანია წავიდნენ? ან შენ რატომ დარჩი.. -დიდი ხანია, კითხვის მეორე ნაწილი არ გეხება. -არც მინდა მეხებოდეს, მიდი მიდი ჩემს თვალსაწიერს მოსცილდი არ გინდა? -და ამით გაგაბედნიეროო კი როგორ არა.- თვითონაც გაიკეთა ყავა და ჩემს პირისპირ დაჯდა.. როდესაც შევხედავდი ისე იქცეოდა თითქოს ამ ქვეყანაზე თაია ღვინიანიძე არ არსებობდა, მაგრამ როგორც კი მზერას მოვაცილებდი მაშინვე ვგრძნობდი მის მზერას, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. ზუსტად ჩემი ადგომის მომენტში შდემოლაგდა ყველა -სალამიი-ეკატერინეს მისალმებას უბრალოდ ხელის დაქნევით შევეგებე -აბა გაერთეთ? -აუ თაიი ძალიან მაგარია, ვგიჟდები აქაურობაზეე, ფოტოები გადავიღეთ აუარება. ერთად გავიდეთ შენთან მაკლია ფოტოები. -ეკატერინე ძალიან ცდები გოგოებმა გადაიღეთ უამრავი ფოტო, ჩვენ უბრალოდ ფოტოები გადავიღეთ -იოანე გაჩერდი რაა -შემობრძანდით შემობრძანდით -რამე ხომარ გაგიკეთებიაა ანდრი.. -არ გაუკეთებია, სამზარეულო ისევ ისეა ამას, რომ რამე გაეკეთებინა მერე ისე მიალაგებდა ყველაფერს დააწკრიალებული იქნებოდა.. -ვერ ვიტან არეულობას.. -მერე ანდრია ვინმე გედავება? ჩვენ გვაწყობს კიდეც ხანდახან -ყველას თავისი წიკი აქვს? -აი ანდრიაც ვერ იტანს, როდესაც ყველაფერი უწესრიგოდაა შეგიძლიათ ერთად დაალაგოთ ხოლმე აქაურობა ჩევნ არ ვართ წინააღმდეგნი.. -ვიხუმრეთ იო? -შემარგე რაა ცხოვრება შენი ჭირიმე.. -აუ დამავიწყდა მეთქვა-დებორა -ხო მშვიდობაა? -სუფრაზე ვართ მიპატიჟებულნი და რომ არ მივიდეთ არ გამოვაა -რაა რამე ხდებაა? -არა თაი რა უნდა ხდებოდეს უბრალოდ შეკრებაა და ჩვენც მიგვიწვიეს.. -ვაა არ ვიცი თითქოს მეზარება, ბევრი ადამიანი იქნება? -არც ისე ნელიკოც იქ დაგვხვდება.. -ეგ უკვე კაია მაგრამ- ამ დროს ლეამ დამირეკა-ბოდიში მე გავალ. -თაი გესმის ჩემი? -კი კი მესმის, აბა როგორ ხარ? -კარგად, მოკლედ მოვიფიქრე დაგეთანხმო -აუ მართლაა რა მაგარი გოგო ხარ, სხვებიც დაიყოლიეე -კი შენ არ ინერვიულო იმათ არც უფიქრიათ მოდელობა და ფოტოაპარატი რომ ვუხსენე -ძალიან კარგი, დღეს არაფერი არ ხდება, ჩემი ასისტენტი სამკაულებს ჩამოიტანს და მანამდე შეგეხმიანები, ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გაგიხარდეს, სანერვიულო არაფერია მართლა.. -კაი მადლობა დიდი -კაი ჩემო გოგო, შევხმიანდეთ ნუ მანამდე გნახავ მგონი. -კაი..-ოთახში გახარებული დავბრუნდი -ანდრიააააა -მშვიდობააა რა გაყვირებს -ლეამ კიო და სხვებიც დათანხმდნენ -კარგია.. -მეტი სიხარულის გამოხატვა შეგეძლო -კიდევ რა გინდა, მაგას ისე მეუბნენი თითქოს შენ ანათებდე შენი ღიმილით აქაურობას.. -რომ ვიღიმოდე მართლა გავანათებდი ეჭვი არ შეგეპაროს -მიდი დაგვანახე შენი მშვენიერი ღიმილი.. - რეალური ღიმილით შეიძლებოდა, მაგრამ ახლა არ მეცინება. -ვითომ რარტომ -ჩემში გაღიმების ყველანაირ შანსს ბლოკავ შენი არსებობით -ნუთუ.. -მოკლედ მეგობრებო, რადგან თქვენ უკვე გაისეირნეთ მე მარტო გავივლი და მალე დავბრუნდებიი -ფრთხილად იყავი თაი -ვეცდები.. აბა ჰეე. ჟაკეტი მოვისხი და გარეთ გავედი ჩემი ფოტოაპარატით. ისეთი სილამაზე იყო მინდოდა ყველაფრისთვის ფოტო გადამეღო . ჰაერია იცით როგორი? ქალაქში ვერ გრძნობ რომ სუნთქვა გეკვრებოდა, შემდეგ კი მთაში ყოფნის დროს აცნობიერებ, რომ აქამდე წესიერად არც გისუნთქია. სვანეთის ფოტოებიც განვაახლე, იმდენი ფოტო მაქვს გადაღებული ეჰჰ ერთი ფოტო რამდენ მოგონებას იტევს, ფოტო ხომ ერთი კადრია, მაგარმ იმის იქით რამდენი რაღაც ხდებოდა იმ ფოტოს უკან.. მოგონებების გახსენებისას გამეღიმა, უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდი ილია, რომ გადამეყარა.. ღმერთო რა დავაშავე ასეთ ოღონდ ეს არა. -გამარჯობა -გამარჯობა, ბოდიში ვერ გამოგელაპარაკები მეჩქარება -რა პრობლემაა გაგაცილებ -ოდესმე შეგიძლია გაიგო?? შენი გაცილებები არაფერში არ მჭირდება.. -გჭირდება დამიჯერე რამდენი იდიოტი დადის -ერთი ჩემს წინაა- დავიურჩულე -რა თქვი? -არაფერი, მოკლედ შენ შენს გზაგზე წადი ძალიან გთოვ მარტოც კარგად ვიყავი. რა თქმა უნდა მიხვდებობდით როგორც განვითარდა მოვლენები სახლამდე ვერ მოვიშორე, შემდეგ კი არაფერი მითქვამს მისთვის ისე შევედი სახლში გაბრაზებული.. -უჰჰ ჯანდაბა -თაია კარგად ხარ? -კი დებ კარგად ვარ..- ოთახში არავინ იყო ამიტომ თქმა ვამჯობინე.. -ერთი იდიოტი ავიკიდე -რაა -როდესაც მხედავს გვერდიდან ვეღარ ვიშორებ, ახლაც რა არ ველაპარაკე შენი გაცილება არ მჭირდება თქო და არ ესმის.. -მართლა ჯანდაბაა, რას აპირებ.. -რა უნდა დავაპირო, წავალთ და მოვიშორებ.. -არვიცი არვიცი ფრთხილად იყავი, მე შენს გვერდით ვიქნები მარტო აღარ გახვიდე რაა.. -კარგი.. რამდენხანში გავალთ.. -1 საათში მივდივართ გაემზადე-თავი დავუქნიედა გზა გავაგრძლე, როგორც ჩანსჩაფიქრებული მივდიოდი წინ, რადგან კინაღამ ანდრიას შევეფეთე. უნდა ავრიდებოდი როდესაც მითხრა.. -რაზე გაგაფრთხილა დებორამ? -უკაცრავად?/ -რატომ გითხრა ფრთხილად ყოფილიყავი და მარტო აღარ გასულიყავი.. -მე.. გახსოვს რა პასუხი გამეცი როცა გკითხე დღეს რატომ დარჩი…ზუსტად შენ არ გეხება..- გავერიდე და ჩემს ოთახში ავედი. თავის დაცვა შემიძლია, მაგრამ ასეთი მომენტების დროს თავს ვერ ვერევი და უსუსურიბის განცდა მიპყრობს.. ჩემს თავს ვარწმუნებ, შემდეგში აღარ შეგეშნდება და უფრო გაბედული იქნებითქო, მაგრამ ეს შემდეგი ვეღარასდროს ვეღარ დადგა.. ცოტახნით წამოვწექი, რაღაცნაირად გადავიფიქრე კიდეც წასვლა მაგრამ დავფიქრდი, რატომ უნდა იმოქმედოს ამდენად პირობითად ილიამ ჩემზე.. რატომ აღარ უნდა მინდოდეს სადმე წასვლა? რამე დავაშავე? არა.. იქ რომც იყოს ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები არიან და საფრთხე არ მემუქრება.. დაკაკუნების შემდეგ ეკატერინე შემოვიდა.. -გოგოო შენ კიდევ არ გამზადებულხარ? მიდი მიდი ადექი, დავაგვიანებთ.. -მაინც ვერ გავიგე სად მივდივართ.. -გოგო იცი რა ხდება? დემნას და ანდრიას ნაცნობი ოჯახია, ჩვენ რომ დაგვინახეს, დღეს ვაწყობთ სუფრას და ყველანი უნდა მოხვიდეთო..არ მიყვარს ამით რომ აგულიანებენ ხალხს, მაგრამ დიდად უფროსი თაობა არ იქნებაო.. -გასაგებია.. მოკლედ გავემზადეთ ეს გაწამაწიაც როგორღაც გადავაგოღეთ და სახლიდან გავაღწიეთ. თავიდან ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, გარეთ ეზოში ულამაზესი სუფრა იყო გაშლილი ხალხიც მოვიდა და ვერთობოდით ვლაპარაკობდით. სამწუხაროდ ეს სიტუაცია დიდი ხანი არღარ გაგრძელებულა მალევე ილიამ შემოაღო კარები, მე რომ დამინახა ჩაეღიმა მე კი აქაედან გაქცევა საშინლად მომინდა. დებორას ვანიშნე და როცა მიხვდა რა ხდებოდა ისიც შეიშმუშნა.. -ხალხია, არ ინერვიულო მალე წავალთ.. -კაი - ისე გავაგრძელე ვითთომ და არაფერი მის არსებობას მაქსიმალურად ვაიგნორებდი. მასპიძელს გავყევი დასახმარებლად რაღაც უნდა მოეტანა.. -რა კარგი გოგო ხარ, მიხარია, რომ მოგვეცა გაცნობის შესაძლებლობა.. -მეც ასევე. -დიდი ხნით არ ხარ, როგორც მივხვდი.. -მალე მოგვიწევს წასვლა.. -ამას წავიღებ მე და შეგიძლია ამ ორ თეფშზე გადაანაწილო და წამოიღოო მეჩქარება.. -კიბატონო რა პრობლემაა- ისე გავაკეთე როგორც მითხრა და ეზოში ვბრუნდებოდი ილია დავინახე ჩემსკენ მომავალი -კიდევ ერთხელ სალამი- წინ გადამეღობა -უკვე ზედმეტი მოგდის იქნებ მიხვდე რომ შენს გვერდით ყოფნა არ მსიამოვნებს -კარგი რაა ყურადღება არ მგოწონს? -შენი არა -აბა ვისი -ჩემი შეყვარებულის?- საიდან მოვიტანე? მაგრამ რა ვქნა, ასეთი დაბალი დონის ბიჭები იმ დონემდე არ გცემენ პატივს, შენი უარი მიიღონ, რა თქმა უნდა შეყვარებული ან ქმარი უნდა გყავდეს თავი, რომ გაგანებონ.. რატომ არ შეიძლება მარტივად უარი მიიღო.. -რა? შენ შეყვარებილი არ გყავს .. -საიდან იცი რომ არ მყავს? -ვიცი -შენს ადგილას დარწმუნებული არ ვიქნებოდი..- დრო ვიხელთე და სანამ აზრზე მოვიდა ხალხში გავერიე.. დამავიწყდა მეთქვა, რომ ანდრი აგვიანდება, მგონი არ აპირებდა მოსვლასთქო გავიფიქრე და შესასვლელთან მოვკარი თვალი. ყველას მიესალმა, მე ცოტა შორს ვიდექი მისგან.. -თავს ნუ იფასებ თაია -ისევ შენ? არ შეგიძლია თავი გამანებო? -შენი შეყვარებული მოვა და მცემს? თუ რითი მემუქრები.. -შეყვარებული ახსენე და ისიც აქაა, მეჩქარება უნდა ვნახო უკაცრავად.. ცოტა სირბილით და ვითომ დიდი სიხარულით ანდრიასკენ წავედი და ჩავეხუტე, ისეთი გაკვირვებული იყო გაშეშდა.. -რას აკეთებ თაია -გთხოვ ამყევი და გადამარჩინე -ვერ ვხვდები..რანაირ… -ჩემს სურვილს ვიყენებ და ცოტახნით ჩემი შეყვარებული უნდა იყო ახლა კი შეყვარებულივით მოიქეცი და ისე გააკეთე ვითომ ძალიან გაგიხრდა ჩემი ნახვა.. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში გადავულაპარაკეთ ერთმანეთს, ამ დროში ხელები მომხვია და ისიც ჩამეხუტა..წამიერად რა თქმა უნდა. მოვშორდი, მაგრამ ჯერ კიდევ მის წინ ვიდექი.. -არ მომწონს? -ჩემს შეყვარებულად ყოფნა? არცაა გასაკ.. -შენი მზერა..გეშინია? ვერ ვხვდები რისი ან..ვისი? ეს დღეს შენსა და დების შორის საუბარს ეხება?.. შენი მზერიდან თუ ვიმსჯელებთ მართალი უნდა ვიყო..- მეჩვენება თუ ანდრია ღელავს..რატომ? -ასეთი მნიშვნელოვანი არაფერია.. -გგონია დავიჯერე?.. -თაია რა ხდება?-დებორა მოვიდა და ანდრიას მიესალმა- ილიას გამო?-თავი დავუქნიე -ილია? ამაშია საქმე? გასაგებია მოვაგვარებ.. ამ დროს ისიც მოგვიახლოვდა -ანდრია სალამი, ისე არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა.. -ილია.. როგორ მიხარია შენი ნახვა, დიახ მყავს -მზერა ჩემსკენ მომართა - თაია იცნობ ილიას? -მქონდა პატივი ძვირფასო.. -კარგი ისე მოგიკითხე.. ხელს აღარ შეგიშლით. -ანდრია მოდი დასხედით რაა- ვიღაცამ დაუძახა, მე ვერ დავინახე.. ორი ნაბიჯი გადადგა შემდეგ გაჩერდა და შემობრუნდა.. -რას აკეთებ? -რას ვაკეთებ? -რატომ არ მომყვები..-მექანიკურად მივუახლოვდი.. -შენს გვერდით დავჯდე? მე.. -გგონია აქ რომ რეალურად ჩემი შეყვარებული იყოს სხვანაირად მოხდებოდა? ისევ შეენთვის თუ გინდა ყველაფერი რეალური იყოს თორემ მე პრობლემა არ მაქვს..- დასჯილი ბავშვივით ავედევნე და მის გვერდით დავჯექი, გვერდიდან არ ვშორდებოდი, იქ მყოფებს კი ძალიან გაუხარდათ ჩემი იქ ყოფნა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მასპინძელმა ბევრი შემაქო.. -ძალიან უხდებით ერთმანეთს,როგორ გაიცანით? -მადლობა ჩვენ …ანდრია მიდი შენ დაიწყე მოყოლა -სამსახურის მეშვეობით -ააა თუმცაღა შენ მგონი ისე ვერც გაიცნობდი ვერავის, სულ მუშაობ რაც თავი მახსოვს.. -თაია რა პროფესია გაქვს -მე ფოტოგრაფი ვარ, მათ კომპანიას ფოტოგრაფი დასჭირდა და ასე ამოვყავი თავი მათთან.. -ალბათ როგორი ნიჭიერი ხარ არაა.. -კი ჩემი თაია თავისი საქმის პროფესიონალია..- ძალაუნებურად შევხედე, მან რა სახალხოდ..მოიცა მომესმა?? -მოხარული ვარ.. -ისე უყურებთ ერთმანეთს აშკარაზე აშკარაა როგორ გიყვართ ერთმანეთი და მოდი ბავშვებს ჩვენი კითხვებით თავს ნუ მოვაბეზრებთ… -არა რას ამბობთ.. -ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად უხდებით ერთმანეთს.. -მადლობთ.. საერთო ჩათში იოანე წერდა.. -ხალხო ვინმე ამიხსნის რა ჯანდბა ხდება.. -მივალთ სახლში და გაიგებ.-დები …… -ეს რა იყო?-ეკატერინე -ძალიან დავიღალე -არა იქ რა მოაწყეთ უბრალოდ შოკში ვარ, რომ არ მცოდნოდა რეალურად რაც ხდებოდა მეც დავიჯერებდი.-დები -აი რატომ ვერ ვიტან შეუგნებელ ადამიანებს, ვერ შევაგნებინე რომ თავს კი არ ვიფასებდი არამედ უბრალოდ არ მაინტერესებდა , ამის შეგნება რატომ არ უნდათ ხოლმე, ჩემამდე არ დადის -მეც დავიღალე ამ ყველაფრით-ეკატერინე -არც კი ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ საშინელებაა-დემნა -ამაზე საზოგადოება იმდენს არ ლაპარაკობს რამდენადაც საჭიროა, რატომ უნდა გვიწევდეს ამ ტყუილების მოფიქრება და თავისდაცვა არარაობებისგან, რომლებიც ვერაფრერს ხდებიან და ოდანვ თავი კარგად რომ იგრძნონ ამ საშინელებას აკეთებენ..- ახლაც მათთან იმიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე, რომ ეს თემა ძალიან მაწუხებს, სამწუხაროდ მხოლოდ მე არ ვარ ამ მდგომარეობაში და კიდევ უამრავ ქალს აქვს ეს პრობლემა. -გეთანხმები-ანდრია -ამასთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიმოქმედოთ-დები -მაინც რისი გაკეთება შეგვვიძლია?-დემნა -არვიცი კარგად დავფიქრდეთ ამ საკითხზე. მათი საუბარს გამოვეთიში ისე წამიღო ფიქრებმა. ახლაც მახსოვს ბავშობაში ღამე მარტო სიარულის, სიბნელის გამო კი არა პოტენციური მოძალადე კაცების გამო მეშინოდა.. თავად ეს ფაქტიც ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა, მოზარდს ეს შიშები არ უნდა ჰქონდეს, არაფრის დიდებით.. -თაია.. -გისმენ -ნინა დღეს აქ იქნებაა -კი გზაშია, მომწერა.. -კარგი -რომელი ოთახია თავისუფალი კიდე, სად უნდა დარჩეს.. -პირველივე სართულზე. -კარგი.. -ყავას ვაკეთებ, ჰომარ გინდათ?-ანდრია -რავი მე არ მინდა-იოანე -მე მინდა-ხელის აწევით მივანიშნე -თუ არ მომწამლავ, რა თქმა უნდა. -რადგან შენ არ მომწამლე არც მე ვიზამ იგივეს თან ხვალ მჭირდები.. -რათქმაუნდა მუდამ ტქვენს სამსახურში.. -აი ინებეთ აუტანელო ქალბატონო-ხელოვნური ღიმილი შევაგებე -მადლობთ აუ რა გემრიელი ყავაა, ვცდილობდი არ შემტყობოდა სახეზე განცდილი კმაყოფილება.. -ტყუილად ცდილობ -რას? -სახეზე გეტყობა რამდენად მოგეწონა.. -საკუთარ თავში ზედმეტად ხომ არ ხარ დარწმუნებული -იმას ვამბობ რასაც ვხედავ-დაიხარა და ჩემს სახესთან ახლოს მოიწია-და რაც ვიცი ქალბატონო თაია.. -ბატონო ანდრია-მეც ახლოს მივედი-გირჩევთ მხედველობა და ცოდნა გადაამოწმოთ.. ავდექი და ჩემს ოთახში ავედი. ყავა კი დავლიე ,მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ჩემს ჩაძინებას, თავი როგროც კი დავდე ჩამეძინა.. . . . შუაღამისას გამომეღვიძა, საათს რომ დავხედე თვალები შუბლზე ამივიდა, როდის ჩამეძინა ვერც კი გავიაზრე. ქვემოთ ჩავედი სამზარეულოში, წყლის დასალევად. ტელეფონით ვანათებდი და გამოსახულება როცა დავინახე წამით შიშსგან შევკრთი, მაგარამ გავაიზრე, რომ ანდრია იყო.. -აქ რას აკეთებ -შენ რას აკეთებ, მიდი შუქი აანთე მაინც არ გაეღვიძებათ -რაო შენმა ძილმა დიდხანს არ გასტანა? -ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა, აუ ისე ნინა მოვიდოდა ჰო? -კი და არ იდარდო, დაბინავებულია.. -უჰ ხედავ შენმა ყავამ ვერ მიშველა.. არ გამომაფხიზლა. -ჩემს ყავას ნუ აბრალებ, იმდენად გამოფიტული იყავი პატარა ჭიქა რას გიშველიდა, ზოგადად იმხელა ჭიქით სვამ ხოლმე თან.. -ნუ ნაწილობრივ გეთანხმები- წყალი დავისხი და უცებ გავაქრე, ისე სწრაფად დავლიე.. -ცოტა ნელა დაიხრჩობი.. -მერე შენც ეგ არ გინდა? -ამ გზით არა.. -დაჟე? -დაჟე. -ანდრია სახურავზე როგორ ავიდე? -იქ რა გინდა? -როგორ ავიდეთქო -სერიოზულად ? -კი მალე მზე ამოვა და ვნახავდი.. -წამოდი..- გავყევი რაღა თქმა უნდა, თითქოს ყველაფერს გაორმაგებილად მაღალი ხმა ჰქონდა, არ მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა.. არ მიყვარს როცა მაღვიძებენ და იგივეს სხვას ჰომარ გავუკეთებ.. -ჯერ მე ავალ და თუ რამეა მოგეხმარები -კარგი.. -აქ დადგი ფეხი..აი აქ...კარგი ხელი მომეცი… -ჩემითაც შევძლებ..-ჩემდა გასაკვირად დიდ სიმაღლეზე აღმოვჩნდით.. -ვოჰჰ ასეთსაც არ ველოდი- ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე -კარგი მადლობა, შეგიძლია ჩახვიდე.. -რომ დაგეწვიო.. -თუ არ გეზარება -მაინც ვერ ვიძინებ-გამომხედა, შემდეგ ჰორიზონტს გახედა და გაეცინა -რა გაცინებს -ჩვენზე მეცინება -ჩვენზე..- გამეღიმა -კი იმდენად მოსაწყენი წყვილი ვართ, გზად მატოები გამოგვიშვეს, ჩვენ კი ახლა აქ ვზივართ და ველოდებით მზე როდის ამოვა- მეც გამეცინა -მართალია.. მოდი მზის ამოსვლა ჩვენი მშვიდობის შეთანხმება იყოს.. -რას გულისხმობ? -რაოდენ დიდი მიზეზიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთის სიძულვილისთვის, მზის ამოსვლისას ამას დავივიწყებთ ხოლმე.. -არამგონია ასეთი მომენტი კიდევ დადგეს.. -ზუსტად.. -ანუ ახლა გინდა მშვიდობა თაი? -დროებით, ზედმეტი არაფერი ვარგა არც სიმშვიდე.. -ხოო მითმეტეს შეყვარებულთან ვერ ვიჩხუბებ 24/7ზე -შეყვარებულთან? -უკვე დაგავიწყდა? ერთი სურვილი ტყულად დახარჯე?- გაეცინა -აა უი ჩემო ძვირფასო შეყვარებულო ეს რა დამემართა.. უცნაური გრძნობაა? საკუთარ შეყვარებულს ვერ ვიტან -ეს გრძნობა ორ მხრივია და ეგ უფრო მეუცნაურება -კარგია ადვილად დავშორდებით -ყველაფერს აქვს დადებითი მხარეო თუ როგორაა.. -მაგრამ შენ არა-გამომხედა-უი საკუთარ შეთანხმებას თავად ვერ ვიცავ.. როგორ შეიძლება ჩემი შენდამი გრძნობები ვერ გამოვხატო -ჩემი აუტანელი ქალბატონი თავის სახეს უბრუნდება.. -შენი?- დღევანდელი გამახსენდა.. -დიახაც ჩემი, დავიჯერო კიდევ არსებობს ვინმე ვისაც ისევე უმწარებ ცხოვრებას როგორც მე? თუმცაღა წესით კიდევ ბევრი უნდა იყოს.. -ვინ იცის.- ცოტახნით ხმა აღარ ამოგვიღია -რომ დავბერდები აქ უნდა გადმოვბარგდე -ჩემს ოცნებას ნუ იპარავ -შენ დებისთან დარჩენა არ გირჩევნია? -არ გამოვა თორემ რატომაც არა და შენ თუ დარჩები სადაც ხარ უკეთესი არ იქნებოდა? უბრალოდ არ მინდა სიბერეშიც შენს სახეს ვხედავდე -მე მითუმეტე.. და მაინც აქა რა გინდა, ქალაქში არ გირჩევნია ცხოვრება? -სიბერეშც ხალხი ხმაური და გადატვირთული ქალაქი? არა მადლობა, ჯერ ახლა ვარ ხოლმე გამოგქევაზე და მერე როგორ ვიქნები წარმომიდგენია.. -წარმოგიდგინე შენ სიბერეში, ისევ ისეთი ჯმუხი იქნები როგორიც ახლა ხარ -უკაცრავად რაა ძალიანაც მშვენიერი და საყვარელი მოხუცი ვიქნები-გამომხედა- კარგი ჰოო შეიძლება მასეთი საყვარელიც არ ვიყო, მაგრამ ისეთივე მაინც არ ვიქნები, როგორიც შენს წარმოდგენაში. -საიდან იცი დრო როგორ შეგცვლის.. -მე ჩემსას ვეცდები რადგან ვგიჟდები მოხუცებზე და მეც მინდა ისეთვიე კარგი ვიყო.. -შენ? არ მეგონა მოხუცები თუ გეყვარებოდა -დიახ დიახ, ისეთი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, საკუთარ ისტორიებს, როცა გიყვებიან და ახალგაზრდობას იხსენებენ. -და არ გწყინდება? -რატომ საინტერესოა ისიც მაინტერესებს მე რა მექნება ახალგაზრდებისთვის მოსაყოლი -ჯერ მაგაზე ფიქრი ცოტა ადრე ჰომარ არის? -ხანდახან არაუშავს.. -როგორ შეხვდნენ ბებია და ბაბუა ერთმანეთს..თუ რის მოყოლას აპირებ.. -არააა ნუ ვინ იცის შეიძლება, მაგრამ მინდა სანამ ეგ დრო მოვა ბევრი ისტორია დავაგროვო და უყვარდეთ ისტორიებს როგორ ვყვები. მერე რომა ამმეწურება ისტორიებ ერთიდაიგივე ისტორიას, რომ მოვყვები და არ შეიმჩნევენ.. -შენ არ ტქვია ხანდახან არაუშავსო? რა დეტალებზე გაქვს ნაფიქრი.. ნუ საბოლოოდ კარგი მიზანი კი გაქვს .. -შენ ჩემზე უარესი იქნები, დაეწმუნებული ვარ.. -ვნახავთ ვინ როგორი იქნება -ამდენი ხანი ერთად უნდა ვიყოთ?- მალევე მივხვდი ეს როგორც ჟღერდა-ვგულისხმლობ ერთ წრეში უნდა ვიტრიალოთ ან ერთმანეთს ვიცნობ.. -მივხვდი რასაც გულისხმობ ნუ ცოდვილობ..- თვალები ავატრიალე -კარგი მნიშნელობა არ აქვს.. -და მაინც აუტანელი ხარ, წარმომიდგენია სიბერეში ბოლოს მარტო კატებთან ერთად როგორ იქნები.. -ცდები ძაღლებთან ერთად და ეგ აზრი ცუდად საერთოდ არ ჟღერს, უბრალოდ არამგონია ვინმემ მარტო დამტოვოს მაგდენი ხნით.. -ოჰოო აი მაგას ვნახავთ -ვნახავთ.. -რაღაცნაირად.. ნოზივთ ხარ -რაა საიდან მოიტანე.. -გარეგნულად მშვენიერიც კი შეიძლება გიწოდონ, მაგრამ შენთან ახლოს ყოფნა მომაკვდინებელია.. -ანუ ფიქრობ რომ მშვენიერი ვარ.. -მარტო ეგ გაიგე იქიდან რაც ვთქვი? -გამეცინა -ვამჯობიე პოზიტიურზე ვკონცენტრირებულიყავი, ჰოდა…ღმერთო შეხედე რა სილამაზეა- მზე იწყებდა ამოსვლას კი ღირს ამ სანახაობისთვის ძილი დაიფრთხო, ნუ ეს ჩემი ნებით არ მომხდარა მაგრამ - როცა ვფიქრობ სამყარო რა საშინელი ადგილია საცხოვრებლად.. ასეთი მომენტები ჩნდება ხოლმე -მართლაც რომ საშინელია მაგრამ მშვენიერი- გავხედე ის უკვე მიყურებდა, ამოუხსნელი მზერით.. -საშინლად მშვენიერზე რას იტყოდი -შეიძლება კიი.. - ხმა აღარ ამოგვიღია იმ სილამაზეს ვუყურებდით რაც წინ გვქონდა. ნეტა ისეთივე შესამჩნევი იყოს მომენტები როგორც მზის ამოსვლაა, ზუსტად იცი რომ ძვირფასია და არ გამოგრჩება. აი შემდეგ რომ ვნანობთ ხოლმე ნეტა მანამდე შემემჩნიაო.. შეიძლება ამ მომენტების განსაკუთრებულობაც ამაშია, ერთი შეხედვით არ ჩანს მათი სილამაზე. ალბათ ფიქრობთ, რომ ერთმანეთზე ჩაგვეძინა და ზუსტად აქ ცდებით, რეალობაში ყველაფერი ასე არ ხდება. უსიტყვოდ ავდექი და წამოვედი. არ ვიცი იქ კიდევ რამდენი ხანი დარჩა ან რაზე ფიქრობდა.. როგორც კი ოთახში შევედი, საწოლზე დავჯექი, რამდენიმე წუთის შემდეგ კი წამოვწექი… ასე უფიქრელად პირველად ჩამეძინა.. . . . მეგონა გამიჭირდებოდა ადგომა, მაგრამ თავისით გამეღვიძა რაც ნამდვილა გასაკვირია.. როდესაც ჩავედი ყველას ეღვიძა და საჭმელს ამზადებდნენ -სალამიი.. -ჰეიი კარგად გეძინაა -ვერ ვიტყოდი - მექანიკურად ანდრიასკენ სულ 2 წამით გავიხედე. -გემრიელობებს ვამზადებთ, მოდი უკვე ვრჩებით. - ხელებს გადავიბან და მოვალ..- მალევე დავუბრუნდი ჩემს ადგილს -მოკლედ ჩემო თაია ნინამ გვითხრა, რომ დღეს არ გეცლებათ გადაღებების გამო, ამიტომაც ჩვენ გამოგაკლდებით და გავივლით- დები -ოქეი რა პრობლემაა, ბატონო ანდრია თქვენ რას აპირებთ? -ქალბატონო თაია მე თქვენ თან მიწევს დარჩენა, ამ საქმესთან მარტო ვერ დაგტოვებთ, მაგრამ ამავდროულად შორს ვიქნები ,თქვენთან მოახლოება ხომ იცით ცოტა საშიშია.. -საშიში-ეკატერინე -ახლა რა მოიფიქრეთ -ჩემი ნოზია.. -ამით ჩემს სილამაზეს აღიარებს და მოდი აქ გავჩერდეთ.. -ანდრია.. -გისმენ.. -რაც თაიას შეხვდი, შენში კრეატიულობის დონემ საგრძნობლად იმატა.. რა ნოზი.. საიდან მოიტანე..- დემნამ ასე შეაფასა ჩემი ახალი სახელი და საპასუხოდ ანდრიას უემოციო მზერა მიიღო.. -კარგი მოდი მივირთვათ გემრიელობები და მერე დავიშალოთ..- დავსხედით და გემრიელად ჭამა დავიწყეთ. ძალიან მომეწონა ყველაფერი აი ძალიან.. აღფრთოვანებულმა ვიკითხე.. -აუ ვინ გააკეთა პასტა ძალიან გემრიელია-თან ვჭამდი.. -ანდრიამ-მისი სახელის ხსენება და საჭმელიც გგადამცდა, მალევე ხველებაც ამიტყდა.. -აჰაა წყალი აიღე-ანდრიამ მომაწონდა-რამე რომ დაგემართოს მერე მე დამაბრალებ ხო ვიცი..-თავი დავუკარი და ძალად გავუღიმე.. -ნუ კაი ჩემს სიტყვებს უკან ვერ წავიღებ ეს ერთი კომპლიმენტი დაე შეგრჩეს.. -როგორ გამახარე- ცარელა ირონია მშვიდად გავაგრძელეთ საუზმობა, იოანე გვაცინებდა შიგადაშიგ რაღაცებზე, მეც რაღაცნაირადა ავყევი და სიცილში გავიყვანეთ დრო. -აუ ანდრიას და კონკიას ამბაბვი თუ იცით -რა-მე -იოანე.. არ გაბედო.. -როგორი აღელვებული ხარ ანდრი, ესეთს რას ყვება შენი ძმაკაცი საინტერესოა.. -ეს ანდრი ახალია? -ბანაკის ისტორია? -ეგ..კაი ჯანდაბას.. -მოკლედ მშობლებს ჩვენგან დასვენება უნდოდათ და ბანაკში გაგვიშვეს. ბოლოს იმდენი ვქენით ერთად მოვხვდით, ჰოდა მე მინდოდა დემნასთვის ხუმრობა მომეწყო.. კარების თავზე შიგნიდან საღებავი დავამაგრე და შემდეგ ბუმბულები, ისე კარების გაღების დროს უეჭველი, რომ გადაგესხმება. ამასობაში ვერ გავიაზრე რომ დემნას ჩემთვის არ ეცალა და როცა დავინახე, რომ მის ადგილას ანდრია იყო უკვე გვიანი აღმოჩნდა.. -ვაიმე შე საწყალოა მის ხელში რომ ჩავარდი?- სიცილი ვერ შევიკავე როცა დასვრილი და ბუმბულებში მყოფნი ანდრია წარმოვიდგინე.. -დანარჩენები ნუ პხუკუნებთ, შეგიძლიათ თაიას მიჰყვეთ და ხმამაღლა გაიცინოთ..- ვერც დანარჩენებმა ვეღარ შეიკავეს სიცილი და ერთიანად ახარხარდნენ რასაც ჰქვია.. -თან ისე გააკეთა, არაფერია არ უთქვამს და მეგონა ან ეხლა გამიკეთებს რამეს ან ახლათქო.. -რა გაგიკეთა ბოლოსკენ წადი-თან მეცინებოდა ამატ სიტუაციაზე -კარატეს კლუბში დავდიოდი და ტანსაცმელი დამიმალა..- წარმოგიდგენიათ ჰოო რა სიტუაცია დატრიალდებოდა.. მგონი ჭამა ყველას დაავიწყდა..-მთელი დრე ფორმით დავდიოდი.. -აუ არაა.. -კარგი ისტორიაა ნეტა მენახე.. -ოო არავითარ შემთხვევაში.. -ანუ შენც ამათი ბანდის წევრი იყავი ბავშვობიდან.. -აბაა მასე გამოვიდა -ძალიან კარგია პატარა ასაკიდანვე ესეთი ახლო მეგობრები რომ გყავს.. -შენ ხომ მე გყავდი, ისე რატომ ამბობ თითქოს არავინ გყავდა - მითხრა დებიმ და ორივეს გაგვეცინა.. -რა თქმა უნდა მყავდი..აუ ახლა გამახსენდა ის პერიოდი დები თქვენს ბანდას რომ შემოუერთდა.. -რაო რას გიყვებოდას ჩვენზე -წესიერად არაფერს მაყოლებდა, ჰომ იცით ამის ამბავი.. - მწირი ინფორმაცია მაინც მქონდა, აი ძალიან ზოგადი.. ამბობდი ვნახოთ რა იქნებაო ესეო ისე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ჩანდი რაც დრო გადიოდა.. -შენი არ ყოფნა ამათ გადამატანინეს. -აუ ისე შენ არ გყავს მეგობრები ლონდონში.. -კი მყავს ესეთი შეკრული სამეგობრო არა თორე ისე არიან ერთეულები.. -მაგალითად.. -ჩემი და.. -შენ რა და გყავს?? -კი -რატომ არ გვითხარი -არ გიკითხავთ-ჩამეცინა -ვაა ანუ ლონდონშია? -უკვე აღარ ნიუ-იორკშია გადასული.. რამდენიმე წუთით გავედი, თმის სამაგრის მოსატანად და დაბრუნებისას ეკატერინემ ტელეფონი მომაწოდა -თაია ტელეფონი გირეკავს, დაფარული ნომერია.. -მომაწოდე- ტელეფონი გამოვართვი მაქსიმალურად ვეცადე სიწყნარე შემენარჩუნებინა, სანამ არ გავიდოდი -გისმენ -თაია კარგად მომისმინე ადამიანის მისმართს და მოკლედ ინფორმაციას გამოგიგზავნი, უნდა მიაკიკთხო, შესაძლო ინფორმაციას ფლობს.. მასთან მუშაობდა. -საქართველოში ცხოვრობს? -არა საქმეზეა ჩამოსული ეგეც ჩემი მოწყობით.. -კონკრეტულად…კარგი ჩათვალე მოგვარებულია. -იცი სადაც გამოგიგზავნი, ახალი კოდი ჩაიწერე.. -მოიცადე -უცებ მაგიდაზე დადებული კალამი ავიღე -8430 -გასაგებია ნახვამდის -ყველა მე მიყუეებდა .. -რა ხდება -არაფერი.. მშვიდობაა -კი მართლა არაფერია ხალხო ასეთი სახეებით ნუ მიყურებთ მეგობარი იყო..-იცოდნენ მეტის მთქმელი არ ვიყავი და აღარაფერი უთქვამთ თორე ეს საჭვო სახეები მაინც ჰქონდათ შემორჩენილი.. მადლობა იოანეს ნიჭიერებას, ისე გადაიტანა ყურადღება სხვა თემაზე ვერც შეამჩნევდი.. ეს ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, რაც ძალიან მომწონს.. ანდრიას საპირისპიროა და რანაირად მეგობრობენ ამდენი წელი მაინც გაუგებარია.. ამასობაში დავიშალეთ, დანარჩენები წავიდნენ, მე ნინა და ანდრია დავრჩით.. -კარგი მე ლეას დავურეკავ მანამდე მოწესრიგდი თუ გინდა-ნინას ვუთხარი -კარგი მალე მოვალ -მიდი მიდი სანამ დავრეკავდი მომწერა, გამოვიდე თუ არაო და მეთქი, კი ახლა ვაპირებდი დარეკვასთქ,ო მაშასადამე ნინასღა ველოდებოდით ეზოში -ისე სხვა დამხმარეები არ გჭირდება? დავიჯეროო გადატანაში ან პირიქით.. -არა არ მჭირდება.. -როგორ არ გიყვარს დახმარების თხოვნა -და ვის უყვარს რო… -თუ არ უყვართ შეუძლიათ მაინც თაია -შემიძლია მაგრამ როცა რაღაცის გაკეთება თავადაც შემიძლია დახმარება რატომ უნდა ვითხოვო გამაგებინე.. -ვალდებილი არ ხარ ყველაფერი მარტომ გააკეთო -როცა შემიძლია ვაკეთებ და მორჩა, სულ რომ ვიღაცის იმედზე იყო ცხოვრებაში წინ ვერ წახვალ.. -ვერც დახმარებვის გარეშე წახვალ ძალიან შორს.. -შევამოწმოთ? -მზად ვარ-ნინა გამოვიდა. მშრომელი და მორცხვი გოგოა, არაფერი მითქვამს, მაგრამ ვცდილობ ამ სიმორცხვის დაძლევაში დავეხმარო..როდესაც ადგილზე, მივედი ნინას გაკვირვება შეეტყო, ვფიქრობ ძალიან მოეწონა. -ქალბატონო თაია ლოკაცია თქვენია არჩეულია? -თავისთავად -თაიაა-ლეა გამოჩნდა ჰორიზონტზე -სალამი -მკრთალად გავუღიმე -მოკლედ ძალიან მიყვარს ეს ადგილი მაშინდელი ამბების გამოო -კი იმდენი კარგი მოგონებები გვაქვს ამ ადგილთან და ამ კოშკთან დარწმუნებული ვარ კარგი ფოტოები გამოვა.. -ბებოსაც მოეწონა რომ ვუთხარი -რაო ისე ხომარ იყოყმანა.. -არა ასე თქვა თაიამ თუ შეოგთავაზა წადი, ეგ ცუდში არაფერში გაგხვევსო, ხომ იცი როგორ გენდობა და უყვარხარ.. -მეც კარგი ნინა მოდი მომეხმარე ეს განათებები აქ დააწყე, ისე გოგონებო ზუსტად ის აგირჩევიათ რაც გითხარით ძალიან ლამაზია -კი გამიკვირდა ჩვენივე ტანსაცლმლის ჩაცმის უფლება რომ გვქონდა -თქვენს ტანსაცმელზე მეტად რამეს თუ მოიხდენთ, არამგონია თან ლეას გემოვნება რომ ვიცი.. -მერე როგორ გაგიმართლე თქვიი -ჩემი გემოვნებიანი გოგო ხარ.. კარგი დავიწყოთ ნელნელა მიდი ნინა სამკაულები მოარგე -რომელი რომელს -თავად მოიფიქრე თუ არ მომეწონება შევცვლი..გოგონებო ჯერ გადავიღებთ ერთად, ეს ფოტოები ბევრი არ გვჭირდება და ამაში დიდი დრო არ დავკარგოთ. ცალცალკე ფოტოები უფრო მეტია საჭირო ამიტომ მოდი უცებ გადავიღოთ კარგი?.. -ასეთ გადაღებაზე პირველად ვარ და ძალიან ვნერვიულობ.. -სანერვიულო არაფერია, მაქსიმალურად მოგერგებით..ყველაფერი გამოვა.. -კარგია?-სამკაულების მორგება დაასრულა. -ამმ კი კარგია.. მოდი დავიწყოთ.. მე არ მიყურეთ სივრცეს გახედეთ, დამანახეთ თქვენი სვანური შემართება და ხასიათი.. კამერას შეხედეთ..- როგორ მიყვარს ეგრეთ წოდებული ჩხაკუნის ხმა. მას შემდეგ რაც ფოტოაპარატი ხელში ავიღე გვიან გავიაზრე, რომ ეს პროცესიც სასიამოვნოდ ხმაურიანია. - კარგია ახლა ლეას სამკაულს შეხედეთ და ძალიან ოდნავ გაიღიმეთ…მომწონს.. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ინდივიდუალურ ფოტოებზე გადავედით, რაც იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.. -ლეა აქ რომ ჩამოჯდე და წინ იყურო, ისე თითქოს ფიქრებმა გაგიტაცა..კარგია კიი.. აუ -რა მოხდა -ყვავილი მჭირდება, შენი თვალისფერის შესაბამისი -თაია ახლა რა მოიფიქრე..ყვავილი.. -უდროოდ მომაფიქრდა ჰო? -არ იდარდო თქვენ გააგრძელეთ დავბრუნდები..რა ფერი? -მისი თვალის ფერი.-რამდენიმე წამით დააკვირდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მისი სიტყვისამებრ გავაგრძელე გადაღება და ოცი წუთის შემდეგ ალბათ..დაბრუნდა..-არ მითხრა რომ მოიტანე -შენ წარმოიდგინე- ალბათ უკეტესს ვერც ვინატრებდი, თან ისეთი ზომის იყო როგორიც მინდოდა.. -მადლობა-გამოვართვი და ლეას მივაწოდე-ეს აიღე და ისე დაიმაგრე რომ თვალი დაიფაროს.. -კარგი..-ასეც მოიქცა და ზუსტად ისეთი ფოტოები გამოვიდა როგორიც გონებაში მქონდა.. -მოგესალმებით - ეს იდიოტი აქ რას აკეთებს -ლეა მიდი რამდენიმე ფოტო დაგვრჩა-ვცადე არ შემემჩნია.. -აბა რას იღებთ -აქ გასართობად არ ვიღებთ ფოტოებს და თუ შეიძლება ხელს ნუ შეგვიშლით.. ამ დროს ანდრია გასული იყო და დაბრუნდა.. -თაი მშვიდობაა-ვერ ვიცანი ისე თბილად მომესალმა, თან ახლოს, რომ მოვიდა თმა გადამიწია და გამიღიმა. ნინა გაკვირვებული გვიყურებდა. -არაფერია ვრჩები უკვე-გავუღიმე მან კი თავი დამიქნია. საქმეს დავუბრუნდი, ანდრია რომ მოვიდა ცოტა დავმშვიდდი. ანდრიას ხომ ვერ ვიტან, მაგრამ ამ ადამიანის მიმმართ საერთოდ არ ვგრძნობს არაფერს, უბრალოდ მისი შემაწუხებელი საქციელები მაღიზიანებს. ეს ადამიანი კი მხოლოდ ამ არასასიამოვნო საქციელბისგან შედგება, ყოველშემთხვევაშ ჩემთვის..-გოგონებო ფოტოებს ძალიან მალე გაჩვენებთ და ლეას სახით დაგიკავშირდებით.. -კარგი.. დიდი მადლობა მე პირადად ვისიამოვნე.. -ასევე.. -მოხარული ვარ..- მალევე დავიშალეთ.. როგორც გაირკვა გოგონები ახლო ცხოვრობდნენ, ლეა კი ჩვენ მივიყვანეთ..ილია კი მანამდე გაგვეცალა.. -თაია-ძლივ მივაცვიე რომ მარტო თაია დამიძახოს -გისმენ -თუ შემიძლია, რომ ვიკითხო..შენ და ანდრია ერთად ხართ? -რაა არა უბრალოდ ის იდიოტი ვერ მოვიშორე და მეხმარებაოდა -ააა კაი მეც არ ვთქვი რა ხდებათქო გამიკვირდა უბრალოდ.. -კარგი შეგვიძლია წავიდეთ? -კიბატონო..-სახლში მივედით, ნინა ოთახში შევიდა დავიძინებო. ანდრია სამზარეულოში გავიდა და მექანიკურად გავყევი.. როცა მივხვდი რომ არაფერის გაკეთებას ვაპირებდი, მაგიდასტან ჩამოვჯექი. სამაგიეროდ არც მიკითხავს ანდრიასთვის ისე გამიკეთა ყავა.. ეჭვის თვალებით გავხედე. -იმ ყავის სამაგიერო.. თან დღეს ბევრი იმუშავე. -გმადლობთ ბატონო ანდრია..-ყოველდღე როგორ დავითანხმო თორემ სულ ანდრიას გაკეთებულს დავლევდი..სურვილის დახარჯვაც რომ მენანება რა ვქნა.. ყავის დალევა დავასრულე და უკვე გავდიოდი ანდრია რომ დაბრუნდა, რაღაც უნდა ეთქვა როცა დამინახა ტელეფომზე როგორ ვლაპარაკობდი.. -კარგი..აჰაამ დაგირეკავ..მეც.. აჰაამ ნახვამდის..ანდრია რამე გინდოდა? -ძალიან დაიღალე? -რა ხდება? -ცხენები გიყვარს?-ღიმილად დავიღვარე ცხენების ხსენებაზე-ეს თანხმობის ნიშანი უნდა იყოს.. - და ნინა? ზუსტად ვიცი, რომ დიდად არ გიჟდება, თან ახლა ძინავს.. -წავიდეთ, მაგრამ მანამდე წერილს დავუტოვებ.. -კიბატონო.. დანიშნულების ადგილას როცა მივედით, ორი ცხენი დაგვხვდა, შავი და თეთრი. ისე შემოვსკუპდი შავ უმშვენიერეს ცხენზე..ანდრიას სახე რომ დავინახე მივხვდი მისი უნდა ყოფილიყო.. -უი შენიაა..-ისეთი სახე მივირე თითქოს მეწყინა..-რა სამწუხაროა დაგასწარი -თაიაა -სიმწრით იცინოდა. მე კი მეღიმებოდ არსებულ სტუაციაზე.. -ვგიჟდები ცხენებზეე მომავალში ჩემსას ვიყოლიებ.. -მემგონი ნაშვილები ხარ თაია.. -რაა საიდან მოიტანე.. -რომ არ ვიცოდე, კახელი ხარ სვანი მეგონებოდი.. -და რაა, არ შეიძლება კახელს ცხენი უყვარდეს? -შეიძლება მაგრამ მთლიანად შენზე მაქვს ლაპარაკი.. -და ეს შენთვის სვანურია? - საკუთარ თავზე მივანიშნე.. -ახლო.. -ანუ სვანური..-პასუხის გაცემა აღარ დავაცადე, მისდა მოულოდნელად მე და ჩემი ცხენი ისე სწრაფად მოვშორდით იმ ადგილს, თითქოს ცაში გავიჭერით, ყოველშემთხვევაში იმ მომენტშ ასე მომეჩვენა.. აშკარა იყო ანდრია თავის დროზე გონს ვერ მოეგო რა ხდებოდა..როდესაც გაიაზრა რა ჩავიფიქრე, მანაც მომბაძა და დამეწია, მაგრამ მალევე გავუსწარი თან ღიმილით უკან გავხედე .. -ასე გინდაა ქალბატონო თაიაა..დამაცადე. სულ 5 წამით გამასწრო შემდეგ კი ჩემს პირველობას დავუბრუნდი. ვანიშნე ფინიშს ხაზზე, რომელიც მე გადავლახე პირველმა. -გამაოცე-სუნთქვას ამოაყოლა ნათქვამი -მჩვევია.. ახლა არ მითხრა იმიტომ დამარცხდი, რომ შენი ცხენი მე მყავს -არა მაგას არ ვიტყვი, შემიძლია შენი უპირატესობა ვაღიარო.. -ოჰოო გამაკვირვე.. -მჩვევია.. -ახლა სად იქნებიან ნეტა -მე ვიცი..წავიდეთ? -წავიდეთ.. ოღონდ შეჯიბრების გარეშე, ისედაც დავღალეთ-ჩემს ცხენს მოვეფერე.. ნელა მივუყვებოდით გზას.. -მეგონა ადამიანებს ვერ იტანდი თურემ უბრალოდ ამ თაობას ვერ იტან.. -საიდან მოიტანე. -მოხუცები გიყვარს, ბავშვებიც, ცხოველებიც, მაგარამ მაინც უჟმური ხარ.. -უჟმურობაზე მე მელაპარაკები? სერიოზულად? იქნებ ადამიანებზე კი არა შენზე მაქვს გართულება.. -ბრმა არ ვარ თაია.- შორიდან დაგვინახა ეკატერინემ და სხვებიც გამოახედა, გაკვირვეულები გვიყურებდნენ.. -ჰეი აქ რას ასკეთებთ?-დემნა -ცხენის ტარება იცი?-ეკატერინე -დიახ, დიახ ვიცი თქვენს ძმაკაცსაც კი გავასწარი -რაა შანსი არაა.. ამდენი წლის შემდეგ მეტოქეე გამოგიჩნდა ანდრი.. მოიცა თავის ცხენზე დაგსვაა კი არადა საერთოდ ცხენმა ახლოს მიგიკარა-იოანე -რაო პატრონივით უჟმური ხარ? არადა არ გეტყობა ჩემო ლამაზო?-მოვეფერე და დაიჭიხვინა.. -მოკლედ დღეს საოცრებები ხდება..-ცხენიდან ჩამოვედი და ისე ვეფერებოდი -აუ დებ ფოტო გადაგვიღე რაა -მოდი დაო..აუ რა საყვარელი ფოტოა.. დადებდა კაცი სადმე -ჩემთვის, რომ მაქ საკმარისია.. -ისე სოციალური ქსელები თუ არ გაქვს საიდან ნახულობს ხალხი შენს ფოტოებს? -ეკუშ რაღაცნაირად მაინც ვახერხებ, ძალიან პოპულარული არ ვარ, მაგრამ საჭირო ხალხი იგებს ჩემს ვინაობს სხვადასხვა გზებით. -არ გაგჩენია სურვილი გქონდეს? -რამდენჯერაც მომდომებია იმდენჯერ დამეზარა.. -წამო გავაკეთოთ რაა -შენ რაა თორე, მე რომ მქონდეს..კაი ამაზე მერე და როდის მივდივართ? -ხვალ დილით -აჰამ გასაგებია -ძაან კი გამიტკბა-დები -მეც, მაგრამ ახლა წასვლა ჯობია- ის უხსენებელი გამახსენდა. აქ ყოფნით მე ვერ დავტკბები სულ ხელი უნდა შემიშალოს და ჯობია წავიდე. ანდრიამ ისე გადმომხედა თითქოს მიხვდა ჩემს ფიქრებს, ყველაფერი კარგად იქნება მზერით გამომხედა./ ამასობაში ბევრი ფოტოები გადავიღეთ ძალიან, მაგარი გამოვიდა. ბევრი ვიცინეთ სადაც რატომღაც ყველა ცუდად ვიყავით, ზოგს თვალი დაეხუჭა ზოგს მთლიანად სახე და ძალიან მომეწონა.. -ისე ცხენები შენთან რატომა არ არიან? -იმიტომ რომ სახლი ამჟამად ცარიელია, ცხენები კი კარგ ხელში მყავს ჩაბარებული.. -ის კაცი ცოტა შორს ცხოვრობს და ასე უადვილდება მოვლა..-დემნა სახლამდე ფეხით მივედით, ნუ მანამდე ცხენები დროებით პატრონს ჩავაბარეთ. მე ოთახში შესვლისთანავე დედამ დამირეკა და საუბარში ისე გავერთე ვერც შევამჩნიე დრო როგორ გავიდა.. ამასობაში დაბლა ჩავედ, როგორც ჩანს რაღაცას განიხილავდნენ.. -საზოგადოება რას განიხილავს?- ვიკითხე და თან კიბებეზე ჩავედი. -იმას განვიხილავდით, დაოჯახების შემდეგ შეიცვლიან თუ არა გოგონები გვარს.. -მე პირადად არ მიფიქრია ამ საკითხზე სერიოზულად და არ ვიცი, მაგრამ ჩემი გვარი ცოტა არ იყოს და მენანება..-დებორა -აი მე კი არაფრის დიდებით არ დავთმობ ჩემს გვარს..-ვტქვი კატეგორიულად.. -წარმოიდგინე ცოლად მომყვები ჩემს გვარზე არ გადმოხვალ?-მკითხა ანდრიამ -არა ჩემი გვარი ძალიან მომწონს.. -რატომ შენ ხომ გიყვარს სვანეთი და ყველაფერი სვანური.. სვანური გვარიც გექნებოდა.. -ეგ ნამდვილ სვანად ვერ მაქცევდა ასე რომ- თან ჭიქაში წყალი დავისხი და დალევა დავიწყე. -სვანების დედას გაგხდიდა სამაგიეროდ-ერთი წამით შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ წყალს ვსვამდი და შემდეგ მიხვდებით რა მოხდა.. -კარგია, რომ შენი ცოლობის იდეა უბრალოდ ჰიპოთეზაა.. -ვითომ? -ანდრიაა -კარგი მოვრჩი..-გამიცინა -ანდრია მეჩვენება თუ შეიცვალე ეს ბოლო პერიოდია, ხშირად იცინი…არაა? -თუ არ ვიცინი მაგაზეც პრეტენზია გაქვთ თუ ვიცინი მაგაზეც? -მიკვირს უბრალოდ შეყვარებული ხომ არ ხარ? -ეკატერინე საიდან მოიტანე ეგ სისულელე.. -კაი მოვრჩი..-დარწმუნებული ვარ მაინც თავის აზრზე დარჩა.. ანდა იქნება მართალია ეკატერინე და ანდრიას ვინმე უყვარს? ვინ უნდა იყოს? მოიცა მოიცა რამ შემაშფოთა თუ ვინმე უყვარს უყვარდეს მე რაა..გულში რაღაცამ გამკრა..უაზროდ.. გულზე მივიდე ხელი ამ დროს ანდრიას მზერა დავიჭირე.. -კარგად ხარ? -იოანე -წყალს ვერ დამისხავ? -ახლავე-ძალიან მალე მომიტანა და მეც უცებ დავლიე -აბა როგორ ხარ? -მადლობა კარგად ვარ, არაფერია. -შენ ისევ წნევები დაგეწყო თაი? -შესაძლოა, ვინ იცის.. -წამალი გინდა? -კარგად ვარ მართლა არ მინდა არაფერი..-ამ დროს დების დაურეკეს -გისმენ..არა ხვალ ჩამოვალ და…ძალიან საყვარელი ხარ მაგრამ არ გამოვა რომ ჩამოვალ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ..- წამით ყველა გავშეშდით და ყურადღება დებისკენ გვქონდა გადატანილი, მაგრამ რადგან თავად არაფერი შეიმჩნია ჩვენც არაფერი შევიმჩნიეთ ცოტა გასაკვირი კია.. შემდგომში ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვსაუბრობდით ათას რამეზე, იმდენი ისტორია დამიგროვდა ანდრიაზე, რამდენი ხანი მეყოფა დასაცინად ვერ გეტყვით..თუ გავჩერდი მაგდენი ხანი ალბათ. . . . ყრუდ მესმის რაღაც ხმები ვერ ვფხიზლდები ვერანაირად.. რამდენიმე წუთში კი ცივმა წყალმა შეძლო ჩემი გაღვიძება, როცა გონს მოვედი წინ დები და ანდრია იდგნენ… -მოგკლავთ ორივეს.. მართლა. -რიცხვრობრივად ჩვენ გაჯობებთ თაი.. -შენი გასამასხარავებლი რომ გავხდები ახმელა ქალი-ვითომ დიდი დანანებით ჩავილაპარაკე -ესე მშვიდად რატომ ხარ? -გაბრაზებული უნდა ვიყო?-ძალიან მშვიდად ვუთხარი და ნაზად გავუღიმე.. -ანდრი ჰომ იცი ზღვა რომ წყნარდება სანამ აბობოქრდება-ისე გადაუჩურჩულა ვითომ იქ არ ვიყავი და არ მესმოდა -მერე -იგივე ხდება -ანუ უნდა გვეშინოდეს-ირონია.. აი როგორ განანებ მაგ ირონიას ნეტა იცოდე ანდრია დადვანო. როგორც იქნა დამტოვეს და მომეცა საშუალება ავმდგარიყავი და გავმზადებულიყავი. ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა, ამრიგად დაბლა ჩავედი და აღმოჩნდა, რომ ყველას ეღვიძა. -მშვიდობაა?-ეკატერინე -ამაზე მეტად არც შეიძლებოდა ეკ..რამდენ ხანში უნდა გავიდეთ? -დემნა ჩამოვა და გავალთ..- 5 წუთში დემნა ჩამოვიდა და გარეთ გავედით. -საზოგადოებავ იმედია არ ფიქრობთ, რომ წინანდელი გაგივათ და ანდრიასთაან მარტო დავრჩები. პირადად მე არ მაინტერესებს ეკატერინესტან და იოანესთან ერთად მოვდივარ და ამაზე ერთი კომენტარი არ გავიგო..ახალი გუნდი დების და ანდრიას სახით შეგიძლიათ ერთად იმგზავროთ ანდაც როგორც გინდათ ეგ უკვე აღარ მეხება..-აი ასე ძალიან სერიოზულად კი გამომივიდა, მაგრამ არავის და არაფრის თავი არ მქონდა, იოანემ და ეკატერინემ კი შეუძლებელია ხასიათი გამიფუჭონ პირიქით თუ არ იზავენ.. მანქანაში ჩაჯდომისას შევამჩნიე რომ ჯერ კიდევ გაკვირვებულები მიყურებდნენ -ამმ ყველაფერი რიგზეა?-ეკატერინე -კი უბრალოდ იმათი თავი არ მაქვს -რამე იმაიმუნეს ჰო?-იოანე -ისედაც არ ვიყავი გუშინ ხასაითზე ისე დავიძინე, დილია რომ ესე დაიწყო საერთოდ დამეკარგა ხალისი.. -კაი მაგის გამო არ მოიშალო ნერვები, გზაში გავერთობით.. გზაში მუსიკებს ვუსმენდით და მართლა ცდილობდენენ გავემხიარულებინე, რისთვისაც მადლობელი ვარ მართლა. გავერთეთ კიდეც, ვიცინოდით ისე რომ მე მუცელიც კი ამტკივდაა.. -იო შენთვის საჩუქარი მაქვს -ჩემთვის? -მოგეწონება დამიჯერე.. -დამაინტრიგე ჰო იცი-ეკატერინე ისე გავიგა და დრო ვერც გავიგე, სანამ გადავიდოდი მანქანიდან.. -მადლობა ხალხო თქვენნ გარეშე რა მეშველებოდა.. -რა მადლობა გოგო გავერთეთ ყველა-ეკატერინემ გამიღიმა და თან გადავიდა, მეც გავყევი ღიმილით.. ისინიც 2 წუთში გადმოვიდნენ..დების ცოტა შეწუხებული სახე ჰქონდა ანდრიას 0 ემოცია, მაგრამ როცა დამინახ 1 წამით თითქოს გამომეტყველება შეიცვალა.. -აუ თაიაა ისევ ნაწყენი ხარ? -როდის ვიყავი ნაწყენი გამახსენე? -მე.. -არაფერია მართლა, დაივიწყე..-სახლში შევედით და დივანზე მივესვენეთ -არა რაა მაინც დავიღალე-დემნა ძალიან ცოტახანით ვიყავით ასე და შემდეგ კი დავიშალეთ მე დასასვენებლად წავედი, შემდგომი დღეები გადატვირთული უნდა ყოფილიყო ყველაფერთან ერთად იმ ადამიანთან უნდა წავსულიყავი ინფორმაციის გასარკვევად… ასე რომ გამოძინების და დასვენების შემდეგ ფოტოების კარგად დამუშავებას შევუდექი, ლეა ულამაზესი იყო ისედაც რომ ვიცნობ და ვიცი როგორიცაა უფრო მელამაზება.. როცა სამუშაოს მოვრჩი ძალიან დაგვიანებულიყო.. ღამე გამოვედი წყლის დასალევად, მაგრამ რაღაც ხმა გავიგე, ზუსტად ვიცოდი დების ეძინა და ძალიან შემეშნდა, მგონი სახლში ვიღაცაა, რა უნდა ვქნა, ტაფა ავიღე და ნელნელა ხმას მივყევი საიდანა ამხელა გამბედაობა არ ვიცი მაგრამ მაინც მივაბიჯებ.. ამ დროს დავინახე ჩემს პირდაპირაა, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ .. გავშეშდი შემოტრიალდა და ისე სწრაფად დავარტყი ვერც გავიაზრე - ჯანდაბაა -ანდრია?-შუქი ავანთე-შე იდიოტო აქ რას აკეთებ იცი როგორ შემეშნდაა -აუტანელოო კინაღამ თავი გამიხეთქე -შენი ბრალია ღამე რომ იპარები რა გეგონა -დებიმ იცოდა და მეგონა გითხრა.. -არ უთქვამს და ახლა შეგიძლია მითხრა აქ რას აკეთებ? -რაღაც მოვუტანე ხვალისთვის მჭირდება და როცა მოიცლი არ აქვს მნიშვნელობა სახლში დატოვეო.. -კარგი გამომყევი ვგონებ ყინული დაგჭირდება.. -იგრძენი თავი დამნაშავეთ აუტანელო? -არა, მერე ქვეყანა რომ არ შეყარო დიადმა თაიამ რა დაგმართა მაგიტომ.. სეთი არაფერაი ზედმეტი არ იფიქრო.. -დიადი? -დიახ -ანუ ახლა დიადი აუტანელი ქალბატონი ხარ? -ძაან მოგარტყი ჰოო?? -ნუ სულელობ-ყინული მივეცი დასადებად და სამზარეულოშივე ჩამოჯდა.. მეც ასევე.. -დღეს რატომ არ მოიმოქმედე არაფერი? -დღეს? აა ჰო არაფერი ისეთი თქვენი თავი არ მქონდა და აქეთ-იქით სირბილიც დამეზარა .. -ნაწყენი ხარ? -საიდან მოიტანე, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი და დამიმ..არა მოიცა შენ რატომ გიხნი საერთოდ.. დაივიწყე რაა დიდად მნშვნელობას ნუ მიანიჭებ, ესეთი მარტივიც არაა ჩემს ნერვებზ იმოქმედო.. -მე ძალიან მარტივად გამომდის ალბათ ნიჭია.. -გამაცინე -ახლა ვხვდები მეგობრებს ჩემი უჟმურობით რატომ ღიზიანდებიან .. -რატომ? -შენ რომ გიყურებ ეს აშკარაა.. -ასე არაა.. შენს დონემდე სად მოვალ ანდრია თან ერთმანეთს არ ვგავართ.. ზოგადად ერთმანეთის გაგება ამ დროს ძალიან ადვილია..წესით.. -და რა იცი რომ შენი არ მესმის? -ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე უბრალოდ არ გვსიამოვნებს ერთმანეთთნ ყოფნა. -რა იცი რომ არ.. -არ გინდა უკვე ცუდად ხუმრობ..-ის წავიდა, მეც დავბუნდი, დასაძინებლად..მაღვიძარას ლოდინში ჩამეძინა. . . . როგორც კი მოვემზადე მაშინვე კომპანიაში წავედი, ძალიან ვჩქარობდი მინდოდა მალე მოვრჩენილიყავი, რადგამ შემდეგ საქმეები მქონდა და აუცილებელიც კი იყო სიჩქარე.. როდესაც შენობაში შევედი ჩები ბარათი გავატარე და პირდაპირ ანდრიასკენ გავემართე.. დავაკაკუნე და როდესაც ნება დამრთო შევედი.. -შემოდი -გამარჯობა ბატონო ანდრია, ფოტოები დავამუშავე და და უკვე გამოვაგზავნე ნახეთ? -კი ვნახე, აშკარად უკეთესია წინასთან შედარებით, მალე გამოვა და სანამ გამოვა გირჩევნია ექაუნთი შექმნა რომ დაგთაგოთ.. შენი ცობადობაც გაიზრდებოდა, ეს თუ გინდა რა თქმა უნდა თუ არადა არაა პრობლემა მარტო სახელს და გვარს მივუთითებთ. -დავფიქრდები, ახლა კი თუ მეტს არაფერს მავალებთ უნდა წავიდე.. -სად მიდიხ.. თუმცა რა ჩემი საქმე წადი, მე მოვრჩი საუბარს.. -ნახვამდის ბატონო ანდრია -აუტანელო ქალბატონო..-თავი დამიკრა მე კი თვალები ავატრიალე და თან გავედი.. აი ახლა კი იწყებოდა თავგადასავალი. ყველფერი მომზადებული მაქვს და იმ ადამიანთან მივდივარ საიდანაც შესაძლო ინფორმაციის მოპოვებას შევძლებ. ესეთი მარტივიც არაა ყველაფერი განსაზღვრული უნდა იყოს, ესე პირდაპირ და მოულოდნელად უნდა დავადგე ასე რომ ჩავთვალოთ გეგმა მაქვს.. პირველ რიგში ბანკში ვიყავი სადაც მეგობარმა მასზე ინფორმაცია დამიტოვა, ისიც თუ სად იქნებოდა.. თუ ადამიანი არ იქცევი კანონიერად, არ არებობს ერთ დღეს ვიღაცას შენზე ეს ინფორმაცია ხელში არ ჩაუვარდეს. ასე რომ დაიმახსოვრეთ პატიოსნება თქვენთვის ერთერთი უძლიერესი გასაღებია რასაც არ უნდა აკეთებდეთ.. სახლშ წავედი ეს საბუთები შევისწავლე და შესაბამისად გამოვეწყე. დებორა სახლში არ ყოფილა რამაც საქმე გამიმარტივა. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედი შენობას ავხედე და შევედი კიდეც.. -გამარჯობაა -გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მე ჟურნალისტი ვარ, ბატონ დეივიდს აქვს კონფერენცია და მასთან ვარ ჩაწერაზე.. -აა ქალბატონი ანა ხომ?- კომპიუტერს ჩახედა.. -დიახ -3 სართულზე, ხელმარცხნივ, გელოდებათ. -მადლობა..-ნაზად გავუღიმე// სინამდვილეში ნამდვილ ქალბატონ ანას შეხვედრა ერთი სააათის შემდეგ აქვს, მაგრამ ისე გავაკეთეთ, რომ მისგან მალულად დრო შევცვალეთ.. დავაკაკუნე და შევედი -გამარჯობა ან..თქვენ ვინ ხართ? -დაცვის გამოძახებას აზრი არ აქვს, ამის შემდეგ ისეთი რაღაცეები გავრცელდება თქვენზე რაც დამიჯერეთ არ გინდათ.. -ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა -პირველ რიგში დაბრძანდით, წყნარად ვისაუბროთ.. ზედმეტების გარეშე და გაფრთხილებთ თავისდაცვა შემიძლია, მანამდე ეს ბევრმა გამოსცადა და თქვენ მაინც გაუფრთხილდით საკუთარ თავს.. საბუთები გავუწოდე ოღონდ ასლი რა თქმა უნდა, ისეთი სულელი არ ვარ ორიგინალი მიმეცა.. -ეს…ეს საიდან გაქვთ.. -ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ? -პირდაპირ სათქმელზე გადადით -თქვენ უფროსზე მინდა ინფორმაციის მიღება -მასზე რა უნდა გითხრათ.. -თუ იცით მისი საქმიანობის შესახებ.. -მე..მე -ანუ იცით.. -რამე რომ ვთქვა მომკლავს -მანამდე ჩვენ ვართ, ეს გაითვალისწინეთ.. -ყველაფერს ანადგურებს მასზე კომპრომატი არ მაქვს -შემდეგი შედხვედრას აქ მართავს? -კი -მომისმინეთ, გირჩევნიათ ჩემთან ითანაშრომლოთ,, მოკლედ გარანტირებილი მოწვევა და შესვლა სადაც მოინდება.. გასაგებად ვსაუბრობ? -დიახ გასაგებია.. -დამასრულებინე, დანარჩენ ინფორმაციას მოგაწვდით.. -ვინ ხართ? -ყველაფერი აქ ამ მისამართზე გამოაგზავნეთ, დროებით -იქედან ისე გავქრი თითქოს არც შევსულვარ. სახლში მივედი, როდესაც შევედი ანდრია დამხვდა.. -ისევ შენ აქ რას აკეთებ? -სალაპარაკო გვაქვს -მეგონა დავასრულეთ.. -მაგაზე არა -აბა -ის საქმე რომელსაც შენ და სემი ატრიალებთ.. -შენ საიდან იცი -თავად მითხრა.. -ის ადამიან შენ ხარ ვისაც იმ ადამიანთან აქვს წვდომა? -მე ვარ.. -გასაგებია.. -მომიყევი დევიდისგან რა გააარკვიე.. -გგონია ასე მარტივად მოხდება ყველაფერი.. -გართულება გინდა? -დამაცადე სემთან უნდა დავრეკო.. -როგორც გინდა..- ოდნავ მოშორებით სემს დავურეკე, მალევე გამაგონა.. -გისმენ.. -სერიოზულად სემ?? ანდრია? მეტი ვერავინ ნახე? -შეხვდით ერთმანეთს? -დიდი სიურპრიზი მომიწყვე.. -სხვა გზა არ მოქნდა.. ჰიმ იცი იმას არ ვაკეთებ რისი აუცილებლობაც არაა.. -რა გინდა მითხრა რომ.. -სამწუხაროდ ზუსტად ის, რისი მოსმენაც არ გინდა.. -ინფორმაციის გაზ.. -მე მას ვენდობი, შენ კი იცი ეს რასაც ნიშნავ და ასეთ სიმარტივეს ნუ ამახსნევინებ.. -კარგი…- გავუთიშე.-ახლა რა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საქმეზე? -ჩემო აუტანელო ქალბატონო თუ სამართლიანობა გინდა მოგვიწევს, დაგარწმუნდა სემმა როგორც ჩანს.. -ის გენდობა.. ეს საკმარისია.. -ამჯერად.. -კარგი მოკლედ… -გასაგებია ახლა კი შენ მომისმინე.. -კარგი იყოს მასე, მაგრამ იცოდე რომ თუ ვთანამშრომლობთ ჩემს გარეშე არაფერი მოიმოქმედო.. -კარგი იყოს მასე თაია, ახლა წავალ.. -შეხვედრამდე ანდრია.. არ ვიცი რა დამემართა, გაკვირვებული ვიყავი სიახლით. აქამდე სემს არასდროს უხსენებია ანდრიას არსებობის შესახებ. რა გასაკვირია მაგრამ მაიც ძალიან მოულოდნელი იყო.. ეს საქმე მარტივი ნამდვილად არაა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა გამოვიარე, აქამდე ისე ვებრძოდი უსამართლობას როგორც შემეძლო შემდეგ კი ჩემს სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე და ახლა აქ ვარ. არ გეგონოთ რომ შემეშნდა არაცმ და არამც, უბრალოდ მე თუ რამე დამემართებოდა ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა ამიტომაც წამოვედი.. მართალია მანამდეც ვიფიქრობდი და ვგეგმავდი მოდი ვცდი საქართველოში ცხოვრებასთქო, მაგრამ ყველაფერი როდისაა ისე როგორც ვგეგმავთ.. ვგრძნობ რომ აქამდე ჩემს კომფორტის ყუთში ვიყავი სადაც ყველაფერი ჩემი იყო და ყველაფერი ნაცნობი. ახლა კი ჰაერში ვარ გამოკიდებული..უკაცრავად შემეშალა, ჰაერში რომ ვიყო რაღა მიჭირდა, კოსმოსში უმისამართოდ და უჰაეროდ, ვარ.. ალბათ ფიქრობთ რომ ვაზვიადებ მაგრამ ასე ვგრძნობ თავს. თქვენ მე არ მიცნობთ, არ იცით აქამდე როგორ ვცხოვრობდი, ალბათ, რომ გცოდნოდათ გამიგებდით.. . . . შემდეგ ვიჯექი მეორე სართულის აივანზე და საშინლად საშინლად მომინდა ანდრიას გაკეთებული ყავა. ასე არასდროს გამჩენია ყავის მოთხოვნილება მე.. ყავის უდიდეს მოყვარულს. თქვენი აზრით ამას რაიმე დატვირთვა აქვს თუ უბრალოდ ანდრია აკეთებს უგემრიელეს ყავას..ვინ იცის… არც კი ვიცი რამდენი ხანი გავიდა გვერდით დებორას ყოფნა რომ შევამჩნიე.. -თაია კარგად ხარ? -კი უბრალოდ ჩავფიქრდი, დიდი ხანია მოხვედი? -არც ისე.. -რა ხდება სამსახურში.. -საბუთების თარგმნა და სხვა დავალებები, საინტერესო არაფერი.. - და შენს შეყვარებულთან ? -ჩემი შეყვარებული არ არის -თავის ხელებს დახედა, ასე იცის როცა რაღაცაზე საუბარი არ უნდა.. -რაღა გიკლიათ რო? -ბევრი რამ.. -რას აპირებ ბოლოს, იცი მაინც? -თითქოს ის უნდა იყოს, ჩემი სწორი არჩევანი, მაგრამ მასთან ყოფნისას მარილი მაკლია მარტივად რომ აგიხსნა-საკუთარ ნატვამზე ჩაეცინა.. -თუ ქიმია?-გამეცინა მან კი თავი გააქნია და მასაც გაეცინა-არ ვიცი ეს ყველაფერი შენს მერყევ ხასიათს დავაბრალო თუ იმას რომ ის ის არ არის.. -ის კარგი ადამიანია -რადგან კარგი ადამიანი,ა არ ნიშნავს რომ შენთვის სწორი ადამიანი იპოვე დებ.. -და შენ და ანდრია.. -რა..რა მე და ანდრია. -თქვენ ორი.. -მე და ანდრია ერთ კონტექსტში არ არსებობს.. -ასე ხაზი რატომ გადაუსვი ანდრიას მაინც ვერ ვიგებ -ის უბრალოდ მაბრაზებს, ჩემს ნერვებსზე მოქმედებს და ის.. -არასდროს გითქვამს არავისზე მსგავსი რამ. -მერე რაა, იმდენად გამაღიზიანებელია, რომ ეს შეძლო.. -მგონია რომ ეგ სულ სხვა რაღაცაზე მეტყველებს.. -არაფერზეც არ მეტყველებს.. -როგორც გინდა მაგრამ ჩემი სიტყვები წინ დაგიხვდება -ამას ვერ ვიტყოდი.. -გახსოვს ლამარა ბებო რას ამბობდა? -ისემც შენრა გითხარიო-ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა.. მიყვარს მსგავსი “ბრძნული” გამონათქვამბი.. ლაპარაკში გავიდა ღამე, გათენებისას მიხვდით რომ ზედმეტად შევყევით საუბარს ,მაგრამ ძალიან მიყვარდა ასეთი ღამეები. მინდა ყველას ყავდეს მეგობარი რომელთანაც უასარულოდ არაფერზე ლაპარაკს შეძლებდა, შორს ყოფნისას ეს მაკლდა.. ეკრანზე როცა საუბრობ და პირადად.. სულ სხვადასხვა კონტინენტია.. ხანდახან გადიოდა კვირები თვეებიც კი როდესაც არ გვილაპარაკია, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი იცვლებოდა.. არ ვიცი ასეთი მეგობრობა გვაქავს.. -თიაა.. -გისმენ.. -წამო სარბენად წავიდეთ..გინდა? -წამო..მოიცა ახლახანს..ანუ ჩვენ ჰომ გავათენეთ.. -კი ასეა.. -კარგი წავიდეთ, გამოვიცვალოთ ოღონდ..- ავლასლასდი და ოთახშ გავლასლასდი.. თვალებს ძლივს ვახელ და ისე ვეძებ სპორტულებს.. ნაცრისფერი მოსაცმელი ძლივს ვიპოვე და დებისთან გავედი.. -მზად ხარ? -კიბატონო.. -დები.. -რა მოხდა.. -დარწმუნებული ხარ, რომ ასე გინდა წამოსვლა? -ასე როგორ? -ჩუსტებით..-დაბლა დაიხედა და რამედინიმე წამში გაიაზრა რც ხდებოდა.. -ჯანდაბას..ორი წამი მომეცი..-გამოიცვალა და ჩვენც გავედით..სარბენად მას შემდეგ რაც გავათენეთ.. მგონი არ უნდა იყოს ჩვენი საქციელი ნორმალური, მაგრამ ვის ადარდებს.. -ჩიტების ხმა გესმის? არა რაა ხშირად უნდა გამოვიდე ამ დროს.. -მეტჯერ აღარასდროს გამოხვალ ჰო? -არაა ასე ადრე რა მინდა ქალო გარეთ.. -სამაგიეროდ რა სიგრილეა, რაღაც სხვანაირია ყველაფერი.. -სამწუხაროა მეტად, რომ აღარ ავდგებით ასე ადრე.. -ჰოო სამწუხაროა.. -გოგო წყალი არ წამოგვიღია.. -მაღაზიაში ვიყიდოთ.. -ღია იქნება? -დები მგონი ისევ გძინავს შენ..წამოდ წამოდი..- უცებ წყლის ბოთლები ვიყიდეთ და მივაღწიეტ სარბენ ადგილს.. -სადაც ყველა დარბის იქ რომ გვერბინა არა? -არა თაია ვერ ვიტან სხვები, რომ მიყურებენ სირბილის დროს.. -დები აბა დაუკვირდით სად მომიყვანე.. გარშემო კორპუსებია და სად უნდა ვირბინოთ.. -გოგო დაბრმავდი? ამ დიდ შენობას ვერ ხედავ ამას შემოვურბენთ და.. -გადამრევ შენ, რას ამბობ ახლა არავინ შემგხედავს.. -კიდევ ვინმეს ღვიძავს რო? ისეთი დროა.. -შენი აზრით ყველა შენს დროზეა, ზოგი ისეთ დროს იღვიძებს და სამუშაოდ მიდის.. -საშინელებაა..- ერთ წრეც არ გვქონდა ბოლომდე შემოვლილი, რომ ძაღლები შევნიშნეთ..ამ დროს ერთმანეთს გავხედეთ.. -დები არ გაიქცე უეჭველი გამოგეკიდებიან.. -მეშინია.. - კარგი ვეცადოთ ნელა და მშვიდათ დავტოვოთ აქაურობა..- რაღა თქმა უნდა ამომეფარა.. -ვაიმე დაიყეფა..რა ვქნათ.. -სირბილი არ განიხილება.. -შვილებო გეშინიათ?-საიდანღაც მოხუცი პაპა აღმოჩნდა დიდი ცოცხით ხელში.. -დიახ მე პირადად ძალიან მეშინია-მაშინვე უთხრა ყველაფერი დებიმ თუმცა რა თქმა უნდოდა სახეზე გვეწერა.. -მე მიჩვეულები მყავს, ყველა მათგანი თქვენ არ ინერვიულოთ..-ძაღლებს მიუახლოვდა და გვანიშნა წავსულიყავით… -უღრმესი მადლობა, მართლა არ დაგივიწყებთ.. -კარგით ახლა რაზე მელაპარაკებით, თქვენ იყავით კარგად-თავი დავუკარით, შემდეგ კიუდიდესი შიშით და ნელი ნაბიჯებით გავეცალეთ იქაურობას.. -ვაიმეე ეს რა დაგვემართაა..გაგიჟდები პირდაპირ.. -აღარასდრო აღარ წამოვალ სარბენად..მითუმეტეს იმ ჯურღმულში. ის კაცი რომ არ შეგვხვედროდა არ ვიცი რაა.. -მართალია, წამო სახლში წავიდეთ.. კარგად გამოვიძინეთ, რადგან არცერთს აღარ გვქონდა სამუშაო, შემდეგ კი საღამოს სამეგობრო შეიკრიბა ჩვეული სიტუაციით./ -იოანეე და აი დადგა ჟამი როდესაც ჩემს საჩუქარს გადმოგცემ.. -ვაა მიდი აბა აღარც მახსოვდა- ხმაში დაეტყო აღელვება და ეს მეც გადმომედო.. უცებ ავირბინე ჩემს ოთახში და საგულდაგულოდ შეფუთული საჩუქარი გადავეცი,, -ეს რა არის თაია? -გახსენი და გაიგებ..- გახსნა დაიწყო და როგორც კი გახსნა გაშეშდა -თაია..ეს ნამდვილია? -დიახ ნამდვილია.. -მისი ხელწერა ვიცანი, მაგრამ არ შემხვედრა.. საიდან? -სპეციალურად შენთვისაა. არ მკიითხო როგორ საიდან და ასე შემდეგ, უბრალოდ იცოდე რომ იმ ადამიანის გამოუქვეყნებელი ნახატის მფლობელი ხარ.. -მოიცადე ეს ნახატი იოანეს საყვარელი მხატვრისგანაა? -თან ის მხატვარი არაა რეალურად არავის, რომ უნახავს?.. -კი ეგაა.. -თაია სიტყვებით ვერ გადმოვცემ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს- გადამეხვია და ისევ გაძეგლდა.. -საზოგადოება დააინტრიგე თაია. -მე ჩემი კავშირები მაქვს ეკატერინე.. -მას პირადად იცნობ? -ვერაფერს გეტყვით.. მართლა არ შემიძლია და მაგიტო, შესაძლოა მომავალში გაიგოთ.. -ჩემს თვალშ როგორ ამაღლიდ ვერც კი წარმოიდგენ.. ისე არ გამიგო თითქოს საჩუქარი რაემს განსაზღვრავს, უბრალოდ ძალიან გახარებული ვარ.. -ეს რა სალაპარაკოა, გამიხარდა რომ გაგიხარდა- გაიღიმა -მაგრამ ის მაინც მითხარი საიდან იცოდი ამის შესახებ.. -შენს ოფისში მისი ნახატი დავინახე.. -მეც მივიღე თაიასგან საჩუქარიი -მარტო ეკატერინეს და იოანეს? დანარჩენებმა რა დავაშავეთ.. -დებ შენ მთელი ცხოვრებაა რაც საჩუქრებს გიკეთებ, შეარგე ხალხს.. ამასობაში ოთახში ანდრიას არ ყოფნა ვიგრძენი და როდესაც უნდა მეკითხა სად გაქრა ის დეგენერატითქო მისმა ტელეფონა დარეკა, გამოვიდა და ისევ გაბრუნდა. თურმე სამზრეულოში იყო.. უკან გავყევი საქმე არ მიხსენებია მთელი ყურადღება მის ყავაზე მქონდა გადატანილი.. -გინდა?- საწყალი თვალებით ავხედე და თავი დავუქნიე.. -უკვე გამზადებული ყავა მომაწოდა. -კი მაგრამ შენ უკვე.. -გინდა თუ არა აუტანელო ქალბატონო.. -მინდა მაგრამ შაქარი.. -არ იდარდო შენსავითაა.. -ჩემსავით? რას გულისხმობ/? -მწარე, ანუ არ იდარდო ჯერ შაქარი არ მქონდა ჩაყრილი- ამ სიტყვების მერე რა აღიმებს მითხარით.. -მადლობა..მაინც..- ცოტა ნერვებ მოშლილი და ძალიან კმაყოფილი დავუბრუნდი ჩემს ადგილს.. -ყავა? მერამდენეა ხომ თქვი დღეს აღარ უნდა დავლიოვო.. -გადავიფიქრე..-ამ დროა ანდრია შემოვიდა ყავით ხელში -მარტო თქვენ ორი რატომ სვამთ ყავას მეც მინდა-ეკატერინე გავიდა სამზარეულოში.. ფილმის ნახევარიც არ იყო გასული, როდესაც ანდრიამ მანიშნა მასთან ერთად გავსულიყავი. ვიფიქრე საქმეზე იყო სიახლეები და 10 წუთში გავედი, ოდნავ გვიან იმიტომ, რომ დარწმუნებლი ვარ რამეს სხვას იფიქრებდნენ, ასე თუ არ მოვიქცეოდი.. ყველაფიქრობს, რომ მე და ანდრიას ერთმანეთი მოგვწონს ან რამე ხდეა ჩვენ შორის.. აღარ მინდოდა სტუაციის გამწვავება ამიტომაც ასე მოვიქეცი .. -აბა რა ხდება -საღამოზე ვარ მიწვეული.. -იმ საღამოზე ჰომ არა.. -ის აქ არის.. -მოიცადე მოიცადე ისიც აქ იქნება? მე მეგონა უბრალოდ მის სახელზე იქნებოდა.. -მეც მიკვირს არ ვიცი რა აქვს გეგმაში.. მოიცა შენ გაქვს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით? -რა თქმა უნდა, ერთ ადამიანზე მაქვს კომპრომატები და,, -გასაგებია.. -ანუ მივდივართ.. -კი მაგრამ როგორც წყვილი, შეკითხვები არ მინდა გაჩნდეს ქალი გვერდით რატომ მეყოლება.. რატომ მიმყავს ასეთ მნიშვნელოვან საღამოზე განსაკუთრებით მისი მხრიდან.. -რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხმა თუ დაგვაფიქსირა.. -კომენტარს არ გავაკეთებთ და მორჩა.. მაგრამ ვცადოთ ამ დონემდე არ მივიდეს საქმე.. -მე მეგონა ის კაცი გამომადგებოდა,,კარგი კარგი შენ გექნება მოსაწვევები ჰომ? -კი მაქვს.. -კიდევ რამე? -ლოკაცია..გადაწყვიტა სახლში მოაწყოს წვეულება.. - სახლი საქართველოშიც აქვს? -კი არც ისე დიდი ხანია.. -ეს გავიარეთ კარგი დათვითონ ის თუ გამოჩდა რა ვქნა.. -ბენი? შენი აზრით უკვე არ იცის აქ, რომ ხარ? -და აქამდე ცოცხალი რატომ ვარ.. -იმიტომ რომ ჰგონია შეგეშინდა და ამ საქმე შეეშვი, მაგრამ საქართველომდე ვერ მოვიდა, ჯერჯერობით.. სწორედ მანამდე უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის მოგვარება.. -ოუუ ჩემს სიცოცხლეზე ღელავ?? -ზოგადად ვინმეს რომ არ დაუშავდეს რამე მაგაზე უფრო.. შენ რა შუაში ხარ.. -ოუუ ბატონ ანდრიას გრძნობები აქვს -თაია-მისი ტონიდან გამომდინარე ზედმეტები მომდის -კაი ჰოო.. -მიდი შედი და მოვალ.. -კარგი დაგელოდები ჩემო სიყვარულო.. -თაია.. -არ შეიძლება მახუმრო?? ღმერთო ეს ვის გადავეყარე.. -შენი ცხოვრების სიყვარულს-წამით გავშეში მაგრამ მაშინვე აგვიტყდა სიცილი.. -ესე არ ჯობიაა ცოტა გაიღიმე.. -ამას აუტანელი და ამასტანავე უჟმური ქალბატონი მეუბნებაა?? -მისტერ ცხოვრებაში სულ 5-ჯერ გავიღიმე, ნუ მელაპარაკება თუ შეიძლება.. -მგონი შენი შესვლის დროა.. -როცა მინდა მაშინ შევალ.. მოიცა ახლა მომინდა და შევდივარ და არა იმიტონ რომ შენ მითხარი..ანდრია. -ბავშვივით იქცევი.. -მოიცადე..მოხუცის ხმა მესმის, შინაგანად ობი გაქვს მოდებული-სანამ რამეს იტყოდა შიგნით შევედი და გაცეცხლებული დების შევეფეთე, არ ვიცი ასე რატომ იყო გაბრაზებული, მაგრამ ფაქტია ცოფებს ყრიდა. -დებ მშვიდობაა გაქვს? რა ხდება? -არა არ შეიძლება ერთმანეთის დროს პატივი ვცეთ? ჰო შეიძლება იცოდე, რომ თუ შენს საქმეს თავის დროე არ შეასრულებ, შეიძლება სხვა დააზარალო. -რა ხდება, მეტყვი ბოლოს და ბოლოს? -არაფერი სამუშაოს ეხება ზოგ-ზოგიერთი ვერ ეტევა სამუშაო დროში და ორმაგად მიწევს მუშაობა. ახლა სხვა საქმის გადადება მიწევს და ნერვები მეშლება. იცი როგორ მინდიდა წასვლა? მაგრამ არაფერი აღარ გამოვა მე ჩემი გეგმები მქონდა…სულ ტყუილად.. -ამ დროს ანდრია შემოსულიყო და უკვე დივანზე იჯიდა.. -მესმის რომ საშინელებაა, მაგრამ იმაზე ნერვიულობას რა აზრი აქვს როცა მომხდარის შეცვლა არ შეგიძლია..მითხარი. -მაინც მეშლება ნერვები და რა გავაკეთო-ამოიოხრა და თითქოს ყველაფერი თან ამოაყოლა -კარგი ყველაფერი კარგად იქნება შენს საყვარელ ჩაის გაგიკეთებ-თავი დამიქნია და დივანზე დაჯდა.. არა ახლა ვამშვიდებ თუმცა, რა საშინელებაა როდესაც გეგმებს წყალში გიყრაინ და შენზე აღარაა დამოკიდებული რას გააკეთებ, ზიხარ და მორჩა წარსული არ იცვლება.. მართლაც ასე მოვიქეცი ჩაი გავუკეთე და როგორც მივხვდი ფილმი გათიშეს ალბათ ყველას დაეკარგა განწყობა არ ვიცი.. ჩაის მომზადების პროცესში ვიყავი ეკატერინე რომ შემოვიდა.. -ვაიმეე ასეთ დების რომ ვუყურებ მეშინია-ოდნავ შესამჩნევად გამიცინა -არამგონია უარესი გენახა, ეს კიდევ არაფერია. -წარმოდგენა არ მინდა-გულზე ხელი დაიდო..- არც თქვენ გირჩევთ ქალბატონი დარასელიას ნახვას, როდესაც ბობოქრობის უკიდურეს წერტილშია, ამ დროს შეიძლება თან გაგიყოლოთ.. -არა სერიოზულად, ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, დების პრობლემასთან დაკავშრებით. -წესიერად ვერ გავიგე რა მოხდა, ახლა აღელვებულია და მერე დაველაპარაკები.. -ჰოო კარგი იქნებოდა..-ჩემს წინ ბარის მაგიდასთან ჩამოჯდა.. წყალი გაცხელდა და დებიც შემოვიდა. უცებ გავამზადე ყველაფერი და ჩაი გავუწოდე. ეკატერინეს გვერდით მიუჯდა, სახეზე ეტყობოდა წუხილი.. ბევრი კითხვა გამიჩნდა, თუმცა არ მიყვარს ადამიანის ამ დროს შეწუხება.. საბოლოოდ დებ იმ დალია ჩაი, არამგონია დიდად დავეხმარე, მაგრამ ამ წუთას მეტიკ გაკეთება არ შემიძლია. -მადლობა თაი.. -უკეთ ხარ? -ჰოო ალბათ.. წამო გავიდეთ.. -შენ როგორც გინდა..- მოწყენილობა კი ეტყობოდა, მაგრამ მაინც, არაუშავრს რაღა შემიძლიაო ახსენა.. ვფიქრობ საბოლოოდ ბავშვებმა შეძლეს მისი გამხიარულება. მანამდე კი სანამ სამზარეულოში შევიდოდი, დების და დემნას საუბარს მოვკარი ყური.. -შენ არ იდარდო, შენს ნერვიულობად არაფერი მიღირს, უფროსწორედ ზოგადად არაფერი ღირს ნერვიულობად..ყველაფერი კარგად იქნება.. . . . -ბავშვებო მადლობა დღევანდელისთვის..ცოტა კი გაგიფუჭეთ განწყობა.. -რას ამბობ გოგო, ეგ მეორედ აღარ თქვა.. -ჰოო რაა.. -აბა კარგად..-ყველა წავიდა, ეკატერინეს გარდა, მას მე ვთხოვე დარჩენა.. დები მალევე წავიდა დასაძინებლად, მაგრამ არა ჩვენ ორი.. ზოგადად ვსაუბრობდით, შემდეგ კი მთავარ თემას მივადექი.. -ეკატერინე რაღაც უნდა გთხოვო.. -აბა რა ხდება? -კაბა უნდა შემიკერო.. -მერე ეგ რა პრობლემაა? -არა ჩვეულებრივზე არ ვსაუბრობ, განსაკუთრებული კაბა მჭირდება საღამოსთვის.. -ოუუ სად მიდიხარ -ისეთი არაფერი საღამოა, მაგრამ საჭიროება მოითხოვს კარგად გამოვიყურებოდე.. -ყველაფერი იდეალურად იქნება, შენ არ ინერვიულო, იდეალურ კაბას შეგიკერავ.. -მაგრამ სადა უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია.. -შენ მე მომენდე და შენზე კარგი კაბა იქ თუ ვინმეს ეცვას თავად დაინახავ.. -ერთ სამკაულს მოგცემ და .. -ყველაფერი ჩემზეა, ჩათვალე შეკვეთა მიღებულია.. -კარგი კარგი როგორც იტყვი.. -აი ასე უკვე ვაწყობ გეგმებს.. . . . გაღვიძებისას ეკატერინე ოთახში აღარ დამხვდა. საბოლოოდ სამზარეულოში ვიპოვე, დების ელაპარაკებოდა. -აბა როგორ ხართ, საზოგადოებავ.. -ბევრად უკეთ .-ასე ჯობია -დებორა უკეთ, რომაა მეც კარგად ვარ, როგორც იმ სიმღერაშია “ჩემს ძმაკაცს ლუკმა უჭირდეს მაშინ მე წარღვნამ წამიღოს”..რადგან ეს ქალბატონი იღიმის წარღვნას გადავურჩით..-გაეცინა -შენ და შენი ჯანსუღ კახიძე.. -აუ გახსოოვს.. -შენი წყალობით კიი, ისე რომელი სიმღერაა.. -ქვეყანა ჩალად არა ღირს.. -გემოვნებას არ უჩივი ეკატერინე ჰო იცი.. -ყავა დამიდგით რაა.. -ახლავე..- უცებ მომიდუღა კარგი კი იყო, მაგრამ რაღაც დამაკლდა.. -გუშინ ყავა ანდრიამ მოგიდუღა? -მე კი არ მომიდუღა, თავისთვის ჰქონდა გაკეთებული და დამითმო.. -ოჰ კი აბა, ანდრია დადვანზე გველაპარაკება თუ ვინმე სხვა პიროვნებაზე ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. -ან ყავას როდის ადუღებს სხვისთვის არ ვიცი მოკლედ რაა.. -საერთოდ რას განიხილავთ კაით რაა.. ესეთ რაღაცეებს რატომ აქცევთ საერთოდ ყურადღებას. ადრე არ აკეთებდა ახლა გააკეთა, მორჩა ყველგან ქვეტექსტებს ნუ ეძებთ.. -რავიცი რავიცი რას გაიგებ ჩემო კარგო.. -ეკატერინემ მითხრა კაბის შეკერვა, რომ სთხოვე და რა ხდებაა.. -ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი საღამოა- როგორ ავუხნსა მეგობარს ეს სიტუაცია თუ იცით დახმარება გამოგზვნეთ.. -შენგან ცოტა გასაკვირი კია. ნუ თუ რამეა წესით აქამდეც უნდა გეთქვა-წესით კიი ჩემო კარგო, აქამდეც ბევრი რამ უნდა მეთქვა.. -მაშ დღეს რას აპირებთ? -სამუშაო მაქვს თავზე საყრელა. ცოტა უნდა დავლაგდე რას როგორ ვიზამ.. -და შენ ეკატერინე.. -ატელიეში უნდა გავიდე და ვიფიქრე ბარემ ჰომარ დავიწყო თქო მუშაობა შენს კაბაზე.. -აჰამ მეც გასასვლელი ვარ.. -თაი ჩვენ ვჭამეთ და შენ არ გინდა რამე? -რამც მინდა გითხარით უკვე.. -მარტო ყავა? -რა გიკვირ რო?.. -პრინციპში არც არაფერი.. -გგოგონებო ერთად გავიდეთ ჰო? -კიბატონი, მალე გავემზადები..-დილა ოდნავ განსხვავებულად დაიწყო. მას შემდეგ რაც ყავა დავლიე მოვწესრიგდი. დაბლა როცა ჩავედი ორივე მზად დამხვდა. ერთად გავედით სახლიდან, რაც არც ისე ხშრად ხდება. შემდგომ კი მალევე დავიშალეთ.. დღეს ჩემთვის მართლაც განსხხვავებული დღეა, ვიცოდი რომ სახლიდან უნდა გავსულიყავი, თუმცა ასე დაგეგმილი არაფერი მაქვს. ასეთი შემოტევები მაქვს ხანდახან.. მოკლედ საქმე არაფერი მქონდა ასე რომ უმისამართოდ დავიწყე ქუჩებში სიარული, ასეთ დროს თავად მივყავდი გზებს საინტერესო ადგილამდე ან ადამიანებამდე.. ფოტოებს ვუღებდი ლამაზ ქუჩებს, მოხუც წყვილებს, ახალგაზრდებს, კატებს.. ყველაფერს რაშიც იმ მომენტში რაღაცას დავინახავდი, თუნდაც სილამაზეს.. ფოტოგრაფიაში ამ წამების დაჭერა უმნიშვნელოვანესია, ხშრად სულ რამდენიმე წამი წყვეტს ყველაფერს.. არც კი ვიცი რამდენი ვიარე, დრო ისე გავიდა ვერ გავიგე.. ბოლოს ცოტა გადაღლილი ჩამოვჯექი სკამზე და ფოტოების დათვალიერება დავიწყე.. მომეწონა რამდენიმე ფოტო, მაგრამ უმეტესობა მაინც წავშალე… ხშირად ვფიქრობ იმ უცნობ ადამიანებზე, რომლებსაც ფოტოებს ვუღებ. თითოეულ მათგანს ჰომ თავისი ისტორია აქვს..ნეტა რას ფიქრობენ იმ მომენტში, ან როგორი დღე აქვთ..იქნებ ის ადამიანი მისი ცხოვრების ყველაზე ცუდ ან ბედნიერ დღეს დავაფიქსირე.. სწორედ ამ დროს ვცდილობ სახეზე ემოციის ამოკითხვას, რომ მცირეოდენით მაინც დავიკმაყოფილო ის ინტერესი რაც მიჩნდება.. ახლა თქვენზე დავფიქრდი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს კარგად გიცნობთ, თუმცა მაინც არ გიცნობთ ისე კარგად, როგორც ვისურვებდი.. მაინტერესებს რა არის თქვენი ნაწილი, ის რის გარეშეც თქვენ თქვენ არ ხართ..იქნებ სხვა დროს... დღეც მიიწურა სახლში ფეხით დავბბრუნდი. სეირნობა ძალიან მიყვარს, მაგრამ გადავიღალე.. დასაძინებლად დავწექი, თვალები დავხუჭე და გამახსენდა, რომ დღეს ანდრია არ მინახია.. . . . აბა როგორ მოგწონს? -ძალიან ლამაზი კაბაა, არ შევცდი რომ შენ გენდე.. -იმედგაცრუებული არავინ დამიტოვია ჩიტო-გაეცინა -ამას ახლა ვიაზრებ-სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ გავოცდი..უნიჭიერესია ჩვენი კაწია, ამიტომაც მისი წარმატების ძალიან მჯერა განსაკუთრებით შორეულ მომავალში. წინასწარ ვამაყობ, რომ მის მეგობრად ვიწოდები.. -კაწ.. ძალიან ცნობილი რომ გახდები ჩემი კაბებისთვის ხომ მოიცლი? -ძალიან ცნობილი რომ გახდები ჩემი ფოტოსესიებისთვის ხომ მოიცლი?-ორივეს ხმამალა გაგვეცინა.. …. გარეთ კიბეებთან ვდგეგვარ და ვიყინები.. ამ დროს მანქანიდან ანდრია გადმოდის, მის თითოეულ მოძრაობას თითქოს შენელებული კადრით აღვიქვამ. შემომხედა და თან ჩემსკენ გამოემართა, ვერ ვიტყვი რას ფიქრობდა მისი რეაქციიდან გამომდინარე.. თითქოს დაპროგრამებული იყო, რომ ჩემამდე მოსულიყო.. რაღაცნაირი მზერით მიყურებს და სადღაც დაფრინავდა.. -აუტანელი ქალბატონი დამშვენებულა.. -ბატონო ანდრია თქვენზე იმავეს ვერ ვიტყოდი-ვითომ გაკვირვებულმა საკუთარ თავს დახედა.. ამ ყველაფერს როგორ ვერ ხედავ სახით შემომხედა-კაი ხოო არაგიშავს -მიდი დატრიალდი მანახე ეკატერინეს შემოქმედება-არც მიფიქრია ისე დავყევი მის სიტყვებს.. -ოჰჰ -გულზე ხელი დაიდო- ხალხს გავაოცებ ისეთი მეყოლები გვერდით.. -ნუ მამასხარავებ შენი ჭირიმე, უკვე დროა წავიდეთ-ხელი გამომიწოდა დახმარებისთვის -თავადაც შევძლებ.. მაღალქუსლიანებზე დგომა შემიძ- წინადადება არ მქონდა დასრულებული რომ მისი დასაჭერი გავხდი, ნუ უბრალოდ ჩემი ხელები თავისაში მოაქცია, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა-კარგად ვარ.. -გეტყობა.. -სასაცილოდ არ გამოვიყურებით? -სასააცილოს რას ხედავ.. -ახლა ისე მივდივართ როგორც წყვილი ბანკეტზე.. -აჰამ არ მიკვირს აქამდე მარტო რატომ ხარ, ესე უშხამებ ხოლმე ყველას მომენტს არაა?? -ახლა ჩვენ მომენტი გვქონდა? აა ჰო სულელური რომანტიკული სცენა ფილმიდან სადაც გოგო ეცემა და ბიჭი იჭერს..-გამეცინა -რა მინდოდა, რომ გიჭერდი.. -რავიცი რა გინდოდა.. არა მართლა ეს რომანტიკა არაა საჩემო და რა გავაკეთო? -არც საჩემოა, მაგრამ საყვარელი ადამიანის გახარების სურვილმა ზოგჯერ უნდა გადაწონოს ხოლმე.. -ჯერ ისეთს არ შევხვედრილვარ მაგის სურვილი რომ გამჩენოდა.. -შეხვდები… -შენ არ ამბობდი, რომ შინაბერაუნდა დავრჩე? -შენ არ ამბობდი, რომ მარტყო ფიზიკურად არ დაგტოვებენ? -კარგი კარგი ჩემი შინაბერობის საკითხი მერე გადავჭრათ, ახლა გვეჩქარება.. -რა გაეწყობა..-მანქანაში ჩავჯექით და დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. ამ ჯერად მძღოლიც თან გვახლდა, როგორც ასეთ საღამოებს სჩვევია. მანქანა გაჩერდა, ანდრია გადმოვიდა და დამეხმარა მეც გადმოვსულიყავი.. ჯერ-ჯერობით ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა, წყნარად შევედით.. შესვლისას ყველას ყურადღება ჩვენსკენ გადმოვიდა, რაც დიდად სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ იყო. თავისუფალი ადგილი დავიკავეთ ერთერთ მაგიდასთან.. მიმტანიც მალე მოვიდა და სასმელი შემგვთავაზა.. დიდად დალევა არ მსურდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, სინამდვილეში უბრალოდ იმას, რომ ჭიქა მჭეროდა ხელში.. -როდემდე უნდა გვიყუროს ყველამ..-ამოვიოხრე.. -ახალი გასართობი გამოუჩნდათ და შენი აზრით ასე მარტივად გაუშვებენ ხელიდან? -ვერ ვიტან მსგავს სიტუაციებს -შენი აზრით მე მეხალისებაა?.. -სტუმრები აქ არიან და საინტერესოა თავად სადაა? ან საერთოდ მალე თუ გამოჩნდება.. -ესე მალე ნამდვილად არა.. ჯერ ყველას უნდა დააკვირდეს და მერე ცოტახნით ინებებს გამოსვლას. დრო გადიოდა, ის კი ჯერ კიდევ არ ჩანდა. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ მალე ჩამოვიღვენთებოდი.. -წამოდი-ანდრიამ ხელი ჩამიკდა და საცეკვაო დარბაზისკენ წამიყვანა.. -ანდრია რას აკეთებ..?- დანიშნულების ადგილას, როცა მივედით, ხელი გამიშვა. ჩემს წინ იდგა, თუმცა რამდენიმე ხანგრძლივი წამის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.. -აუტანელო ქალბატონო მეცეკვები?-ხელი გამომიწოდა.. -უკვე გამომიყვანე და ახლა მეკითხები?-გამეცინა -დამთანხმდი.. -მხოლოდ ერთი ცეკვა.. -მხოლოდ ერთი?.. -ოჰ კიი, რა თქმა უნდა, ანდრია დადვანი თაია ღვინიანიძის ცეკვის სურვილით კვდება.. -ყველაფერზე კომენტარის გაკეთება აუცილებელია? -ყველაფერზე საკუთარი აზრის დაფიქსირება კი, აუცილებელია..- -არ შეიძლება ცოტახნით არ ვილაპარაკოთ -ასე მალე გეშლება ნერვები დადვანო? რაღაც მოსუსტდი ჰო? -ამ ბოლო დროგანსაკუთრებთ დაიხვეწეგამეცინა -მადლობთ კომპლიმენტისთვის, მითუმეტეს აღიარებ კიდეც, რომ ნერვები მოგიშალე, მიკვირს კი.. -ფოტოგრაფი ხარ წესით უნდა შეგეძლოს ემოციის ამოკითხვა. ჩემი სახის გამომეტყველებიდან ვერაფერს მიხვდი დავიჯერო? -შენ საერთოდ გააქვს ემოციები? არ დამინახავს. თუ გონია wonder woman ვარ და ჩემი ძალები ჩვეულებრივი ადამიანისას აღემატება.. იმედები უნდა გაგიცრო. -სერიოზულად? -რა ვთქვი ისეთი, მსგავსი ძალები არ მაქვს და შესაბამისად შენი უემოციო სახის იქით ვერაფერს ვხედავ..-თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა.. -ვიცოდი ..ვიცოდი რომ ნორმალური არ იყავი, მაგრამ ასე? ამავდროულადე გულქვა გგონივარ ?-გაეცინა -ნაწილობრივ.. -საინტერესო თეორიები გაქვს თაია, ვაღიარებ..ცეკვა გავაგრძლეთ. არ ვიცი ეს სიმღერა იყო ასეთი გრძელი თუ მე მეჩვენებოდა, რომ ეს მომენტი ძალიან გაიწელა. ჯიუტად არ ვიხედებოდი სხვაგან, არ მინდოდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა თითქოს არ შემეძლო მისთვის თვალის გასწორება..ამ დროს კი თქვენი აზრით ის როგორ იქცეოდა? ისიც არ მაშორებდა თვალს.. დაახლოებით ასე გაგრძელდა ალბათ ორი წუთის მანძილზე.. მუსიკა შეწყდა, ჩვენს ადგილებზე დაბრუნებას ვაპირებდით, როდესაც ვიღაცის ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმა.. -მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო.. ბოდიშს გიხდით, დაგვიანებისთვის, გადაუდებელი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. იმედია დროს სასიამოვნოთ ატარებთ.. ყველა ტაშით რატომ მიეგება ცოტა არ იყო ჩემთვის გაურკვეველია..და მაინც ჩვენც მოგვიწია იმავეს გამეორება, ძალით ღიმილიც არ დამიშურებია. ანდრიას გავხედე, რომელიც ამ დროს მას პირდაპირ თვალებში უყურებდა.. ყველას გადახედა და დაბლა ჩამოვიდა. ჩვენ მას მივუახლოვდით, ნუ ანდრია მიუახლოვდა მე კი გავყევი.. -გამარჯობა -მოგესალმებით ახალგაზრდებო, მიხარია აქ რომ გხედავთ -თავი დაუკრა-ეს მშვენიერი გოგონა ვინაა გამაცანი.. -ეს თაიაა, ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი. -შეყვარებული? -ამ სტატუსით მიმართვა ცოტა არ იყოს და მეუბრალოება, მაგრამ დიახ შეყვარებულია..-მეც აი ასე უბრალოდ გავუღიმე და ხელი ჩამოვართი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა.. -მიხარია რომ შეგხვდით-გამიღიმა და თავი დამიკრა ცოტახანით მაგიდასთან მივედით და იქ გავაგრძელეთ საუბარი, შემდეგ სხვა სტუმრებისკენ გადაიტანა ყურადღება.. ამასობაში მე დრო ვიხელთე და ანდრის ვუთხარი.. -დროა-თავი დამიქნია. -სიჩქარის გარეშე.. -ვეცდები შეუმჩნებელი ვიყო, ასევე ვეცდები რაიმე ხელჩასაჭიდი გამოვაყოლო თან..ჩვენი გადამცემები გააქტიურე..კარგი მე წავალ თუ ჩემი არ გესმის ახლავ მანიშნე. -ყველაფერი რიგზეა..- უკანა კარიდან შეუმჩნევლად ავედი მეორე სართულზე, ანდრიამ იცოდა სადაც იყო მისი კაბინეტი და იქითკენ გავემართე.. არ ვიცი რატომ, მაგრამ დაკეტილი არ ყოფილა და კაბინეტში შევედი. ყველაფერი მუქ ფერებში გაეფორმებინა, რასაც მე ვერ დავუწუნებ.. სულ რამდენიმე წამით მოვავლე ოთახს თვალი, შემდგომ კი მის საბუთებს მივუახლოვდი. ყველაფერი ისე უნდა დავტოვო როგორც არის, ეს უმნიშვნელოვანესია..შესაძლოა პატარა ცვლილებამ ყველაფერი გააფუჭოს. ძალაინ ვფრთხილობდი რამე არ გამომპარვოდა.. -აბა რა ხდება-ანდრიას ხმაც შემომესმა.. - მოკლედ ჯერ-ჯერობით არაფერი განსაკუთრებული, არაფრის მომცემი ინფორმაციის გარდა. -სემს რომ დავუკავშირდით ჰომ გახსოვს? -მერე.. აა კოდზე იძახი? -მომისმინე…თაი გესმის ?? -კი აქ ვარ -კარგი კოდი დაივიწყე, მანდ მარჯვნით თაროს ხომ ხედავ.. -მერე -ჩვეულებრივი თაროს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მასე არაა, გამოხსენი და ქვედა უჯრა უნდა ჰქონდეს.. -ახლავე ვნახავ- ანდრიას სიტყვები გამართლდა.. -იმის იქით არც მე ვიცი რა ხდება, იმედია რამე გამოსადეგს ნახავ.. -მოიცადე..ინფორმაციაა ბავშვის შესახებ. -ბავშის? -კი, რომ გამოვალ მოგიყვები..-საბუთებს ფოტოები გადავუღე და ამ დროს ვიღაცის ხმა გავიგე.. -თაია მომისმინე.. ახლა ..თაია. . . . -ქალბატონო აქ რას აკეთებთ? -სააბაზანო აქეთ არ არის? -საპირისპირო მხარეს ხართ.. -არადა ისე გავიგე თითქოს აქეთ უნდა წამოვსულიყავი..-ძალიან დაბნეული გამომეტყველება მივიღე.. -არაფერია, შემდეგში იფრთხილეთ..- თავი დავუკარი და როდესაც ჩემს არეალს გასცდა დაბლა ჩავედი.. მაგიდას უნდა მივახლოვებოდი რომ ისევ ჩამიკდა ხელი და საცეკვაო დარბაზისკენ წამიყვანა.. -ესე ჩემს გაყვანას ჰომარ მიეჩივეთ ბატონო ანდრია? -ქალბატონო თაია რას ბრძანებთ, მხოლოდ აუცილებლობის გამო-თქვენც იგივე კითხვა გაგიჩნდათ თუ მარტო მე…..აუტანელო სად ჯანდაბაში წაიღო, ისე მიმაჩვია უკვე მეხამუშება კიდეც..-რამ დაგამუნჯა? -უბრალოდ ჩავფიქრდი.. -ახლა კი სერიოზულად.. -აქამდე რა შემატყე არასერიოზულობის.. -შეგიძლია დამაცადო საუბარი? მოკლედ მომისმინე, მე და შენ დაგვპატიჟა.. -იმან? -კი.. -შანსი არაა ყველაფერს გამოგვკითხავს, მართლა წყვილივით როგორ მოვიქცევით, თან ამდენი ხნით.. -თაია დაწყნარდი, უნდა მივიდეთ თორემ ეჭვი გაუჩნდება.. -არ მინდა -არც მე, უბრალოდ სხვა გზა არაა..-ამოვიოხრე, ასეთივე საღამოს, ოღონდ ათასჯერ საშინელს ვერ გადავიტან.. უკვე მეცოდება ჩემი თავი.. -სულ ეს უნდა გეთქვა?? -ვუთხარი, რომ მალე უნდა წავსულიყავით და წინასწარ დავემშვიდობე.. -რა მოიმიზეზე. -ვუთხარი რომ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. -და ასე მალე ? -რაღა მალე თაია.. -შენ უკეთ იცნობ როგორც გინდა..- მელოდიის დასრულებისთანავე გარეთ გამოვედით. საშინლად ცივა, რაც შემეძლო სწრაფად წავედი მანქანისკენ. ანდრიაც მალევე შემომიერთდა. რამდენიმე წამით შემომხედა თითქოს ამოწმებდა, ოღონდ რას არ ვიცი, ვითომ კარგად ვიყავი თუ არაა? არ ვიცი, უბრალოდ რაღაცნაირად მიყურებდა თუმცაღა ანდრია სულ რაღაცნაირად მიყურებს.. ბოლოს თავის დაქნევით მძღოლს ანიშნა და რა თქმა უნდა ისიც მიხვდა რას გულისხმობდა.. -მოდი ყველაფერი ხვალ განვიხილოთ რაა.. არაფრის თავი არ მაქვს..-სავარძელს მივეყრდენი.. -კარგი, იყოს შენი სიტყვისამებრ.. . . . სახლში როგორც კი მივედი მაშინვე გამოვიცვალე. საშინლად მომშივდა და სამზარეულოში უცებ გავიკეთე სედვიჩი, რომელიც ასევე უცებ შევჭამე.. დასაძინებლად წავედი და მალევე ჩამეძინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ზარმა არ დამაძინა..ვიღაც გამწარებული რეკავდა.. -გისმენთ? -თაია-მაშინვე წამოვჯექი, არ მჯეროდა ახლა ვინც მირეკავდა.. -მე.. -მომისმინე…მე..ხომ აქ ხარ საქართველოში..გავიდე და.. -კი აქ ვარ, რა ხდება მითხარი.. -შეგიძლია მოხვიდე? შორია მაგრამ.. -უბრალოდ მომწერე სად უნდა მოვიდე -..სასწრაფოდ ჩავიცი ტანსაცმელი და სახლიდან გავიქეცი, წერილის დაწერაც ვერ მოვასწარი. ასეთ დროს უბრალოდ არ დამირეკავდა, მგონი მქონდა ამაზე პასუხი და ძალიან მინდოდა შევმცდარიყავი.. მეშინია.. . . . -ჰეი დებ თაია სად არის? -მგონი სძინავს, არ ვიცი,მიდი აბა შეამოწმე..-ეკატერინე კიბეებზე გაკვირვეუბილი ჩამოდიოდა -ამმმ ხალხო არ არის.. -სადმე ხომარ წავიდა.. -კაით ახლა რამ დაგაპანიკათ, თითოეულ ნაბიჯს ხომ არ გეტყვით ზრდასრული ადამიანი, მოვა სად წავა.. -ამმ მე მაინც ვცდილობ მასთან დაკავშრებას, თუმცა არც მესიჯებზე მპასუხობს და არც ზარებზე..-ანერვიულებული ხმით თქვა დებორამ.. -ზოგადად ხომარ სჩვევია მსგავსი რამ.. -ასეთ სიტუაციაში, ბარათს ვუტოვებთ ერთმანეთს მაცივარზე.. -ავნერვიულდი-თქვა ეკატერინემ და გულზე ხელი მიიდო -კარგი შეიძლება დაავიწყდა, ყველაფერი კარგად იქნება. - მოვა მალე, ჯერ ცოტა დროა გასული შეიძლება ფოტოების გადასარებადაა. -ჰოო ვნახოთ.. . . . -მომისსმინე ვიცი რომ ახლა ძალიან ცუდ მდომარეობაში ხარ, შენი მესმის, მაგრამ გთხოვ სრული სურათი დაინახო და ერთი წამითაც არ ინანო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებ.. -ასე გაგრძელება აღარ შემიძლია თაია მართლა მოვკვდები..-ტირილი დაიწყო და თან ჩამეხუტა.. -მომისმინე მე შენს გვერდით ვარ კარგი? ყველაფერი კარგად იქნება აქედან წავალთ.. -ჩემებს რა ვუთხრა../ -ეს ამბავი არ მოუყევი? -ვუყვებოდი ხოლმე მარამ მეუბნებოდნენ, რომ ოჯახი არ უნდა დამენგრია.. -ის ადამიანი გღალატობს და ხელითაც გეხება..ამის ესე უბრალოდ დატოვება არ შეიძლება და ეს შენც კარგად იცი.. -მეშინია ახლა რას გავაკეთებ.. -მე დაგეხმარები, შენს საქმიანობას მიუბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება.. -მაინც მიპოვნის.. სამუდამოდ ხომ ვერ დავიმალები.. -ამაზე არ იფიქრო მოვაგვარებთ, სასამართლოში ვუჩივლებთ..ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია. -არა არ შემიძლია თან რითი უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე? -მეგობარს ენდე, ხომ იცი არასოდეს მითქვამს ტყუილი.. ახლაც არ გატყუებ, ყველაფერი კარგად იქნება. ზედმეტს ეცდება და არ დავინდობ.. -მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ. -რა სალაპარაკოა, მთავარია შენ იყო კარგად… . . . -ანუ არ ჩანს? -არა ეკატერინე არსადაა.. -ყველგან ვიკითხე სადაც შემეძლო.. თან თბილისში მეგობრები არ ყავს დიდად.. -მოდი დავიწყოთ ძებნა, ასე უქმად ჰომ ვერ ვიჯდებით.. -კარგი.. მთელი ამ დროის განმავლობაში ანდრიას ხმა არ ამოუღია. გაქვავებული იყო და მექანიკურად მოძარობდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ასეთ მდომარეობაში პირველად აღმოჩნდა, ზოგადად პერფექციონისტი იყო და როდესაც რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, არ მოისვენებდა სანამ არ გამოასწორებდა. ახლაც ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ თაია დაკარგული იყო.. თუნდაც დიდი ხნით არა მაგრა მისი გონება სრულ ქაოსში იყო და არ იცოდა რა იყო გამოსავალი.. ფიქრობდა რომ თაია მისთვის არაფერს ნიშნავდა, უბრალოდ ის იყო ადამიანი, რომელიც ახრეხებდა თავად ანდრია დადვანი გამოეყვანა მდგომარეობდან. ახლა კი გაურკვევლობაში იყო და ვერ გამოერკვია თაია დაკარგული რომ იყო რატომ იმოქმედა იმაზე მეტად ვიდრე უნდა ემოქმედა.. გარეთ გასვლის შემდეგ ის იფიქრა სემს დავურეკავო, მაგრამ გადაიფიქრა, შეიძლება ისეთი არაფერია და ტყუილად ხომარ ავანერვიულებო მეგობარს.. არ იცოდა სად მოეძებნა სად უნდა წასულიყო. არ იცოდა თაიას საყვარელი ადგილები, სად მიდიოდა, როდესაც გაბრაზებული იყო.. არაფერი იცოდა და ეს აცოფებდა, თითქოს ყველაფერი უნდა სცოდნოდა,მის შესახებ. ვერ ხვდებოდა ანდრია რატომ უნდადა ასე თაიაზე ყველაფერი სცოდნოდა, იმით დაიმშვიდა თავი, ადამიანი დაკარგულია და ბუნებრივია ვნერვიულობო.. ბოლოს კი ერთი უცნაური იდეა გაუჩნდა.. სახლში არც კი შესულა რამის ასაღებად პირდაპირ გზას დაადგა. არ ფიქრობდა რას აკეთებდა, უბრალოდ მიდიოდა და ყურადღება მხოლოდ გზისკენ ჰქონდა მიმართული… . . . -ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი.. მათ ხომ იციან რომ მე წასული ვარ, ვერ მიხვდებიან რომ ახლა აქ ვართ, ჩემს სახლში.. -ძალიან მეშინია.. -მოდი გვრილის ჩაის მოგიმზადებ, ცოტას გიშველის კარგიი შენ არ ინერვიულო.. არარ ვიცოდი ბავშობის მეგბარი რითი გამემხნევებინა. თითქოს ყოველთვის ამას ველოდებოდი და ყოელი მისი ზარის მეშინოდა. თავს ვეუბნებოდი თაია გეჩვენება ასეთი ცუდი ქმარიც არ ჰყავს შენ გყავს ამოთვალწუნებული მეთქი, მაგრამ ბოლოს მართალი აღმოვჩდნი. მე მანამდეც მქონდა ამ თემაზე საუბარი მასთან, მაგრამ მითხრა რომ მოსიყვარულე ქმარი ჰყავდა და სანერვიულო არაფერი იყო, მეც დავუჯერე… -აი მიირთვი შენი ჩაი.. -მადლბა თაი.. -რადგან ყველაფერი ჩალაგებული გაქვს, ვფიქრობ აქ აღარაფერი გვაკავებს და შეგვიძლია გათენიისას წავიდეთ.. -კარგი წავიდეთ.. -კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, უკვე დასძინებლად ვაპირებდით წასვლას როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. მე და სესილის ძალიან შეგვეშინდა, ერთმანეთს შეხვედეთ და წამოვხტით.. -მომისმინე ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვარ, ოთახშ შედი.. კარები დიდი სიფრთხილით გავაღე, ძალიან მეშინოდა, მაგრამ მეგობრსთვის ძლერი უნდა ვყოფილიყავი, გავაღე და არ მჯეროდა რასაც ვხედავდი… -ანდრია? -თაია კარგად ხარ? არ მჯერა რომ გიპოვე-მომიახლოვდა ხელები მხრებზე დამადო და მიყურებდა-კარგად ხარ..არ ვიცოდი რა გამეკეთებინა გავშეშდი. -მე..მე კარგად ვარ, მაგრამ ანდრია აქ რას აკეთებ-თითქოსდა გონს მოეგოო, ხელები მომაშორა და თბილი მზერა გაბრაზებულით შეცვალა. -შენ.. როგორ შეიძლება..ასე გაუფრთხილებლად წამოხვიდე. კახეთში თუ მოგინდა წამოსვლა, ხომ უნდა გააფრთხილო მეგობრები არაა.. ამ დროს გამოვიდა სესილი, ანდრიას გაუკვირდა კითხვის ნიშნები ეტყობოდა სახეზე.. -ყველაფერი რიგზეა ანდრია .. - ვინ არის? - სესილია, მის გამო ვარ აქ.. -მშვიდობაა, რა ხდება საერთოდ? -შემოდი კარებს დავკეტავ და ყველაფერს აგიხსნით… -ღმერთო ჩემო არ მჯერა ახლა რაც მესმის, სესილი ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.. -მადლობ.. -ახლავე რატომ არ მივდივართ თბილისში? -გამთენიისას ვაპირებდით.. -ახლავე ჯობია წასვლა, ოდესრაც როდესაც გადასამოწმებელი არაფერი დარჩებათ ამ სახლსაც მოადგებიან. -მართალი ხარ ახლავე წავიდეთ, მანქანით ხარ ჰოო.. -კი და შენ.. -არ მკითხო აქამდე როგორ ჩამოვაღწიე. მოდი მაშინ სესი შენი ჩანთა აიღე. ყველაფერი ჩავალაგეთ, დავკეტეთ, ჩავაქრეთ და წამოვედით.. მეგობრის გვერდით დავჯექი, მთელი გზა ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ბოლოს სახლთანაც გავჩერდით.. სახეზე ეტყობოდა უამრავი ემოცია და განცდები, ვერ კი წარმოვიდგენ რა ფიქრები შეიძლება ჰქონდეს ახლა.. -ჰეი კარგად ხარ? -ამმ მგონი.. -ყველაფერი კარგად იქნება..წავედით?-გამიღიმა და თავი დამიქნია, მივიხუტე და სახლში შევედით. ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული და გაშეშებული სახეებით მიყურებდნენ.. -თაია..უკვე მოლანდებები დამეყო თუ თქვენც ხედავთ-დები ნელნელა მომიახლოვდა რამდენიმე წამით დამაკვირდა და ჩამეხუტა-სად იყავიი როგორ გვანერვიულეე სხვებთან უკვე მე მივედი და დავარწმუნე, რომ ჯანმრთელად ვიყავი და არაფერი არ მჭირდა.. -მოიცადე აქ რას აკეთეებ-დებიმ ახლა შეამჩნია სესილის არსებობა-ვაიმე გავაფრენ.. -სალამი დებ-დებორა რა თქმა უნდა მივარდა და ჩაეხუტა.. -რამდენი ხანია არ მინახავხარ ქალო აბა დამენახე-დააბზრიალა-არა რაა გალამაზებულხარ, მაინც რას აკეთებ აქეთ ვერ ვხვდები.. -მოკლედ ყავას თუ დაგვალევინებთ გაგვიხარდება.. -მოდი მე გავაკეთებ მეც მინდა.. -არ დაიღალე მგზავრობით ანდრია? რა დროს ყავაა.. -აი მე პირადადხ თავად გავიკეთებ, არ მინ.. -თაია დაჯექი..-თვალით სესილიზე მიმითია და მივხვდი რასაც გულისხმობა..როცა გავიდა ჩამეღიმა, ამ დროს დავიჭირე ეკატერინეს ვის ატყუებ ვისი რასაც ხლართავ სახე და ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, მაგრამ ჩემს საყვარელ ყავას დავლევდი და დიდად აღარ ჩავძიებივარ ამ საკითხს.. -მოდი დაჯექით თან ეს გოგოც გაგვაცანით და თაია მოგვიყევი სად გადაიკარგე..- მაგიდის გარშემო შემოვიკრიბეთ ყველა… -სეს შემიძლია? მართლა ვიცი ძალიან მძიმეა და თუ არ გინდა არ.. -არაფერია ჩემს გამო ესე წამოხვედი და უფლება აქვთ იცოდნენ რა ხდება..მე გავალ წყალს მოვიტან..-მივანიშნე სამზარეულო საით იყო.. -რა ხდება? -უფრო კარგად რომ გაერკვეთ ცოტა თავიდან დავიწყებ მოყოლას. მოკლედ სესილი ჩემი და დებორას ახლო მეგობარია, განსაკუთრებით კახეთში ყოფნის პერიოდში ვიყავით ხოლმე განუყრელები. შემდეგ მე და დებიმ ცვლილებები შევატყეთ სესის და მივხვდით რომ რაღაც რიგზე არ იყო, ბოლოს გაირკვა რომ შეყვარებული ჰყავდა ..მე..მე ის არ მომწონდა დიდაც არც დების, ეს ვუთხარით კიდეც, მაგრამ არ დაგვეთანხმა და ჩვენც მეგობარს რაღას დავუშლიდით. მალევე გათხოვდა, ჩვენთან ერთად აღარ გამოდიოდა და ვერ მივხვდით რა ხდებოდა, როგორც გავარკვიეთ ქმარი უშლიდა ურთიერთობას.. ჩუმად მაინც მოგვიკითხავდა ხოლმე და ეგ იყო, შემდეგ მე ძალიან იშვიათად ვნახულობდი.. ქმარი არსად არ უშვებდა.. მაშინ შედარებით პატარები ვიყავით და ძალიან ვნანობ, რომ მეტი არ გავაკეთე.. მან სმაც დაიწყო და თამაშიც, ამასთანავე ისიც გაირკვა, რომ ღალატობდა და ხელითაც ეხებოდა.. ამ ყველაფერს ითმენდა მაგრამ ბოლოს უკვე დაიღალა ამ ყველაფრით და მე დამირეკა, მაშინვე გავვარდი.. სატენი კი არა არაფერი მახსოვდა და ტელეფონიც გამეთიშა. ჯერ არ ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ ანდრია ჩამოვიდა და მან წამოგვიყვანა.. ხმა არავის ამოუღია, ყველა ჩაფიქრდა.. ამ დრო სესილიც მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.. -არ გვინდა დაგამძიმოთ და ამ თემაზე კითხვებს არ დაგისმევთ, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ჩემთვის გმირი ხარ რადგანმისგან წამოსვლა მოახერხე.. აღარ იტან იმ დამცირებებს და საშინელებებს რასაც გიკეთებდა. მართლა ძალიან მიხარია შენი აქ ყოფნა და გთხოვ რომ მეგობრად მიგვიღო, ყველანაირად ამოგიდგებით მხარში.. მართლა გულით ვამბობ-ეკატერინეს ძალიან შეეხო სესის ისტორია -მადლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები..-სესიმ გაუღიმა -მართალია ეკატერინე შენს გვერდით ვართ- თქვა დემნამ და ყველა დაეთანხმა.. -მადლობა.. -ყავაც მოვიდაა-ანდრიამ ყავა შემოიტანა ყავა დამიდგა, სესის კი ჩაი..ამის შემდეგ ესკატერინემ ისევ ის რაღაცნაირი გამომეტყველება მიიღო.. მოიცათ რამე ხდება და მე არ ვიცი თუუუ.. ისე ანდრია ესეთი გამაღიზიანებელია, სულ მექიშპება მწარე ადამიანია, მაგრამ ესეთ გემრიელ ყავას როგორ აკეთებს არ ვიცი.. -ყავას როდესზაც სვამ ანათებ ორონდ მართლა, ანუ ესე ძალიან გიყვარს ჰოო-აანდრიას გაკეტებული ყავაა დიახ ძალიან მიყვარს.. -აჰამ ვგიჯდები ყავაზე ამით ვსულდგმულობ..-გემრიელად მოვსვი -მართლა გემრიელად სვავ მაგრამ ზოგადად ყავას როცა ეხება საქმე ძალიან წუნია ხარ ეტყობა მართლა კარგად ამზადებს რა გვია -ანდრია -ჰო ჰო ანდრია, მეც უნდაა გავსინჯო….ოჰოო მართლა კარგია,თაი გემოვნება არ შეგცვლია ჰო იცი -სესილიი შენი სახელით შეაქე ეს არსება, მე ნუ მეხები.. -ამმ.. -ერთმანეთს ვერ იტანენ თუ რაღაც მაგდაგვარი-ვითომ გადაუჩურჩულა იოანემ.. -ანუ ყავა თქვენი ნეიტრალური მხარეა? -ჩვენ ნეიტრალური მხარე არ გვაქვს, უბრალოდ ამ უდიდესი სიძულვილის მიუხედავად ვიქცევით ისე როგორც ზრდასრულებს შეეფერებათ.. -მართალია-დამეთანხმა ვაჟბატონი -ჩვენ მხოლოდ იმაზე ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით-ყველას ჩაეცინა -გეთანხმები-ანდრია -ზრდასრულებივით იქცევით კიი და საერთოდ არ კიკნლაობთ ხოლმე, პატარა ბავშვებივით რას ამბობ.. -კარგი რაა დებ.. ცოტახანი ასე ვჭორაობდით შემდეგ ანდრია გავიდა ჰაერზე და მე ვითომ ჩემს ოთახშ, სინამდვილეშ ანდრიასთან, სავარაუდოდ საქმეზე .. . . . -ანუ ერთმანეთს ვერ იტანენ? -ჰოო რაღაც ეგრე-იოანე -კი მაგრამ მე რატო დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს ერთად იყვნენ.. -რაა ეს ორიი აბა დაგანახა ერთმანეთს როგორ ჭამენ.. -შენ ის არ გინახია რაც მე დავინახე.. -გვითხარი რა გამოვტოვეთ.. -საშინლად შეშინებული იყო როცა მოვიდა, აშკარა იყო თაიაზე ძალიან ნერვიულობდა..ამიტომაც მინიმუმ მეგონა ერთმანეთი მოსწონდათ.. -მოდი ვაღიაროთ, რომ რარაც არის მათ შორის-ეკატერინე -დარწმუნებული არ ვარ-დემნა -მოდი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.. -მართალია დაველოდეოთ მოვლენების განვითარებას -დაველოდოთ.. . . . -ჰეი-ანდრიას მივუახლოვდი -სალამი-წამით შემომხედა -მგონი დროა საქმეზე ვილაპარაოთ არაა.. -ახლა მაგისთვის გცხელაა.. დღეს დაისვენე. -დარწმუნებული ხარ? -დიახ ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე.. -კარგი.. -კარგი მეგობარი ხარ, დღეს ეს ნათლად დავინახე, შეიძლება ჩემთან არა-გაეცინა-მაგრამ შენი მეგობრებისთვის მაინც.. -მადლობა- თავი დამიქნია..მის მზერას გავაყოლე თვალი და ისე ვიხედებოდი თითქოს მართლა მქონდა დაკვირვების ობიექტი.. ფიქრებში ისე გავერთე ვერ მივხვდი როდის გადმოვდგი მისკენ ნაბიჯი. ამ გააზრების მომენტში ვიყავი, რომ შემომხედა.. მგონი ისიც ჩემს მდგომარეობაში იყო, რადგან წამით შეცბა მასთან ახლოს რომ აღმოვჩნდი.. მე თითქოს ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ისევ წინ გავიხედე. ჩემი გეგმის თანახმად უხერხულობის გარეშე ნელ-ნელა გვერდით უნდა გავწეულიყავი... - დამნაშავესავით რატომ მიიძურწეები, შეგიილია ამიხსნა?? -ჰმმ..რა..მეე.. გეჩვენება.. -ვითომ?-კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ტელეფონმა დარეკა-დიახ გისმენთ…არა არა რა შეწუხება, მე გთხოვეთ, რომ როცა ამის დრო იქნებოდა თავად დაგერეკათ..რა თქმა უნდა ნებისმიერ დროს. პრობლემა არაა ანუ როდის მოვიდე? აჰ კარგით კარგით მადლობა ყურადღებისთვის…- თაია.. -ამმ რა? -ეჭვიანი ცოლივით რატომ მიყურებ? -მეე.. რაღაც გეშლება, უბრალოდ ჩავფიქრდი. მოკლედ რადგან საქმე არაფერი გვაქავს დღეისთვის გვეყოფა ერთმანეთის სახეების ყურება.. -აჰაამ მადლობელი დაგრჩები თუ მალე წახვალ..-რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.. -ანდრია.. -გისმენ.. -არა, შემომხედე- რა ხდება სახით შემომხედა..რამდენიმე წამით ხმა არ ამომიღია და ამავდროულად მზერა არ მომიშორებია.. -რა ხდება? -უბრალოდ მინდოდა რადენიმე წამით გამეხანგრძლივებინა შენი ტანკვა.. აბა ჰეე- აი ყოჩაღ თაია მაგრად დატანჯე, ეს რა სისულელე წამოროშე..სიმართლე კი ის იყოს, რომ საერთოდ აღარ მახსოვს რამის თქმას თუ ვაპირებდი.. პირველ რიგში ჩემს ოთახში ავედი დამტენისთვის.. ავიღე და დაბლა ჩავედი.. -დაგვიბრუნდი ჩიტო-იოანე -როგორც ხედავ..- ხელები გავშალე იმის საჩვენებლად აქ ვართქო.. -მოხარულები ვართ-გაეცინა -რაზე ლაპარაკობდით რომ ჩამოვედი დადუმდით- ამათ ჰგონიატ რამეს გამომაპარებენ? -აჰ ისეთი არაფერია ზოგად საკაცობრიოდ-კი კი დავიჯერე იო.. -დაა ანდრიაც დაგვიბრუნდაა- ნეტა შენნაირად მიხაროდეს ეგ ფაქტი კაწ.. -სალამი, სასიხარულო ამბავი მაქვს მეგობრებო- რომ იღიმის უკვე მეშინია.. -ოუუ გისმენთ-ეკატერინე -ჩემი ძაღლი დაბრუნდა-რაო რა მინდაოო.. -რაა.. აუ მაგარია ძაან..-დები -დიახ თან გამოკეთდა და სრულიად ჯანმრთელია. დღეს მაინც უნდა ჰყავდეთ გამოკვლევებზე, შემდეგ კი წამოვიყვან.. -ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენები დაბრუნდნენ?-იოანემ ანდრიას და დემნას გადახედა.. -კიბატონო, ყველაფერთან ერთად ჩვენი ძვირფასი და ცოტას წუწუნებს ეს თბილისი აღარ ძალუძს..-როგორ? ანუ ჰაა.. -ამმ შენ რა და გყავს და ძაღლიც? -დიახ, აუტანდელო ქალბატონო ორივე მყავს..- გამიკვირდა, აქამდე არ მსმენია.. -ძაღლს აქვს შენს მიმართ გრძნობები თუ ტყვეობაში გყავს.. -აჰჰ როგორი სასცილოაა.. ძალიანაც უყვარვარ რომ იცოდე. -როგორი უბედური იქნება, ისევ შენთან რომ უწევს დაბრუნება წარმომიდგენია..-დანანებით ჩავილაპარაკე -აი ამაზე მქონდა ლაპარაკი ჩემო სესილი-ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა იოანემ.. -ეს იყო ის თქვენი ზოგად საკაცობრიო თემები, რომლებასაც განიხილავდით არაა..-თავი გავაქნიე იმედგაცრუების ნიშნად.-არ გვესმის უფრო ხმამაღლა იო -ნუ იღრინები შენი ჭირიმე-დები -კაით ჰოო, მაცხოვრეთ.. -ამმ თაიი ძალიან დავიღალე და სად უნდა დავიძინო? -წამოდი გაჩვენებ შენს ოთახს, ყველაფერი უკვე მოწესრიგებულია.. -მმ გამახარე მადლობა.- მივუთითე კიბებებისკენ ასულიყო.. -მოკლედ ძალიან დიდი არ არის, მაგრამ წესით მაინც უნდა მოგეწონს.. -რას ამბობ, მეტი რათ მინდა, თან აქ დიდი ხანი გაჩერებას არ ვგეგმავ.. -ხომ იცი რომ ეგ ბოლოა რაზეც უნდა იფიქრო. ჩვენ ბედნიერები ვართ შენი აქ ყოფნით, მიუხედავად იმისა რომ ვისურვებდი ეს სხვა გზით მომხდარიყო.. -ვიცი მაგრამ მაინც.. რამდენიმე დღის შემდეგ ცოტა რომ დალაგდება სიტუაცია განქორწინება უნდა მოვთხოვო.. -ადვოკატი გჭირდება, რა თქმა უნდა.. -იქნებ არ გაამწვავოს სიტუაცია და მაქამდე არ მივიდეს საქმე.. -დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება და სანამ განქორწინებას მოსთხოვ მოდი მანამდე აიყვანე რაა, მერე რომ არ დაიწყო ძებნა.. -სად თორე, არ ვარ გარკვეული ამ საკითხში.. -მაგაზე ჩვენ ვიზრუნებთ შენ არ იდარდო, ნუ მე ვიცი და ჩათვალე მოგვარებულია.. -კაი როგორც იტყვი, გენდობი.. -მადლობა ამისთვის, კარგი მაშინ მე გავალ.. თუ დაგჭირდები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ რამეზე, აქ ვარ შენ მარტო მითხარი.. -იცი პირიქით ახლა მარტო ყოფნა მჭირდება -როგორც იტყვი.. …….. -მეგობრებო სესილი განქორწინებას გეგმავს -ძალიანაც კარგი ვერ ვიტან იმ ადამიანის ნაირ გარეწრებს-ეკატერინე -ჰოდა ადვოკატი სჭირდება.. -მერე მე აქ რისთვის ვარ-დემნა -ასეთ პატარა საქმეს აიღებ?.. -რა თქმა უნდა, სესილის ჩვენი თანადგომა სჭირდება, ეს კი მხოლოდ სიტყვებით ვერ მოხდება. ასევე ფულზე ლაპარაკი ზედმეტია, მინდა გააფრთხილო, ნებისმიერ შემოთავაზებაზე ძალიან გავბრაზდები.. -აიი როგორ გამახარე არ იცი, შენზე მეტად ვის ვენდოვი ამ საკითხში.. -კაი ეგ რა სალაპარაკოა, ანუ დავიწყო საბუთების შედგენა -კი უკვე უნდა დაიწყო, რამდენიმე დღეში ცოტა რომ მიწყნარდება სიტუაცია მერე ვიზამო.. -კაკრას მზად მექნება ყველაფერი.. -მოხარულები ვართ-დებორა -რაც უფრო მალე მოგვარდება ყველაფერი მით უკეთესი- ანდრია . . . ყველაფერი ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.. სესილი საშინელ მდგომარეობაშ აღმოჩნდა. მთელი დღეები თითქმის სძინავს. ელემენტარულზე თუ ადგება და ისევ იძინებს. არ მინდა რაიმე ზედმეტი ვუთხრა ან გავაკეთო, მაგრამ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.. თავს ცუდად ვგრძნობ მეგობარს ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავ.. დავაკაკუნე მაგრამ ხმა არ გაუცია, ამიტომაც ფრთხილად შევედი. ოთახი ისეთი ჩაბნელებული იყო გეგონებოდა, ჯერ არც გათენებულაო.. ფარდები გადავწიე, სინათლისთვის.. ამ დროს ოდნავ შეიშმუშნა.. -რა ხდება?-ჯერ კიდევ გამოფხიზლების პროცესშია და ველოდები.. -სეს მომისმინე, არ გინდა გავისეირნოთ? შენ ხომ გიყვარს? -არ მინდა სახლიდან გავიდე..შეგიძლია ფარდები გადაწიო? -მაშინ დაბლა ჩამოდი, შენს საყვარელ ბლინები შეჭამე.. -არ ვიცი.. -მიდი მიდი და ყველაფერში დაგეხმარები..- არ მჯერა, საბოლოოდ მაინც დავიყოლიე რაღაცაზე. ვეცადე მანამ სანამ ბლინებს გავაკეთებდი და შემდეგაც გამემხიარულებინა. დებიც სახლში იყო და მეხმარებოდა. -გემრიელია? -თან ძალიან..- მართალია, ცოტა შეჭმა, თუმცა ვინ ჩივის.. -მიხარი თუ მოგეწონა.. -თაი არ გახსოვს, როგორ უყვარდა სესის შენი გაკეთებულიი?-დები -კიი.. -აუ ერთხელ გახსოვს, სესილის რაღაც სალათა ძალიან ცხარე წიწაკებით, რომ გაუკეთე? -რამდენი ვირბინე, სიმწრისგაან, თან მექანიკურად წყალი, რომ დავლიე.. -კიდევ კაი რძე გვქონდა სახლში.. -მე ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, ეგეც გავითვალისწინე და ვიყიდე.. -ოუ შე რა ხაარ..-გაგვეცინა. აი ასე ნელ-ნელა უკეთ გრძნობდა თავს..სასეირნოდაც კი ვიყავით რამოდენიმეჯერ. დავინახე ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია არ აჩქარდე და მეგობარს აცადო..არ ვიცი ამას თუ შემიძლია ასე ვუწოდე, მაგრამ გამოჯანმრთელება.. ჩვენ სამმა ერთად დავათვალიერეთ ალბომი.. ერთად გატარებული ბედნიერი დრო. ძალიან ბევრი ვიცინეთ..შეიძლება ითქვას ტან ვტიროდით. მე კი უფრო სესილის სიცილი მიხაროდა… . . . -მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით.. -მეც თაია-დემნა -ასე თუ ისე კი იცი რაც ხდება.. -ჯერ მზად არ არის ჰო? -არ ვაჩქარებ, იმ დღის მერე აღარც მიხსენებია ეს საკითხი.. -სწორად იქცევი.. -ჩემთვის მისი კეთილდღეობა ახლა პრიორიტეტია.. -თავისთავად, შენ მარტო მითხარი როდის, მე ყველაფერი მზად მაქვს რაც ჩემზე იყო დამოკიდებული.. -კი გითხარი მადლობა მაგრამ არა საკმარისად. -კარგი რაა თუ შემიძლია მეგობარს დავეხმარო ამას გავაკეთებ კიდეც..-გავუღიმე -სასაცილოა, არც კი იცის ადვოკატი , რომ ხარ.. -მართლა? იქნებ ასეც სჯობდეს.. -შეიძლება.. ამის შემდეგ კიდევ გავაგრძელეთ საუბარი. ასე მგონია დემნა უკეთ გავიცანი. რაღაცნაირად არ მქონია აქამდე ამის შესაძლებლობა..უფრო მეტად დავრწმუნდი რა კარგი ადამიანია. . . . -იქნებ ჯერ ადრეა? -ის რომ იმ არარაობასთან რაც შეიძლება მალე გაწყვიტო კავშირი? რაღაც არა მგონია..-დები -ეს გადაწყვეტილება მთლიანად შენზეა სესილი, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით, მაგრამ შენს მაგივრად ვერაფერს ვიზამთ..გინდა თუ არა საკუთარ თავს დაეხმარო.. -მინდა თაია, თან ძალიან.. -მაშინ შენს ძვირფას ადვოკატს ახლავე დავურეკავ.. -აქ მოვა? -მოვა..- მაშინვე დემნას გადავურეკე.. -გცალია? -კი, რა მოხდა? -შეგიძლია მოხვიდე? სესილისთან დაკავშირებთ.. -რა თქმა უნდა, ახლავე გამოვალ..- კარზე ზარის მიხედვით მივხვდი, დემნა უნდა ყოფილიყო და გასაღებად წავედი.. -გელოდებოდ…ანდრია? -იმედები გაგიცრუე? რა სამწუხაროა..-კარები უფრო ფართოდ გავაღე, რომ შემოსულიყო..მან თავი დამიკრა მადლობის ნიშნად. -დებორა საითაა? -სამზარეულოში…-მალევე დემნაც მოვიდა.. -ხომ არ დავაგვიანე? -არა რას ამბობ, შემოდი..- მარტო დავტოვე, რომ უკეთ გასაუბრებოდა სესილის.. -მოკლედ სესილი დღეიდან მე ვიქნები შენი ადვოკატი. -შენ რა ადვოკატი ხარ? კი მითხრა თაიამ, ნაცნობი მყავსო, მაგრამ შენ არ ელოდი.. -ასე გამოვიდა..კარგი შეგიძლია რამდნიმე შეკითხვაზე მიპასუხო? -რა თქმა უნდა.. -საბუთების დასასრულებლად და საქმის უკეთ გასაგებად მჭირდება. თუ რამე ისეთ თემას შევეხები, რაზე ლაპარაკიც არ გსურს, უბრალოდ მითხარი.. -კარგი გისმენ.. -საერთო ქონება გაქვთ? -დიახ, ქორწინებაში შევიძინეთ.. -გასაგებია, როდიდან დაიწყო ყველაფრის არევა? -ქორწინებიდან მალევე, მაგრამ ესე სიტუაცია მკვეთრად ერთ წელზე მეტია შეიცვალა.. -თამაშის პერიოდში შენი ფული ხომარ წაუგია? -კი საკამოდ დიდი თანხა.. -გასაგებია მოდი გავაგრძელოთ, ოღონდ ერთი წუთით ჩავიწერ.. . . . რაც დრო გადის სესილის ისე აღარ ეშინია ყველაფრის როგორც ადრე. არ ვამბობ შიში გაქრათქო, თუმცა უკეთესობა შესამჩნევი ნამდვილადაა. განქორწინების საბუთები, რომ შეიტანა თქვენ მაშინ უნდა გენახათ, ისე იყო სახლიდან არ გამოდიოდა. ამბობდა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე მომაგნო და მოსაკლავად დამდევსო. წარმოიდგინეთ როგორ ექცეოდა, რომ სესილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.. ამის გამო მეც ავნერვიულდი. სამწუხაროდ საასტიკი უარი განაცხადა. ვიცოდი ასე მარტივად არ გაუშვებდა. -ჰომ იცი მისგან მოსალოდნელიც კი იყო. სარჩელს შევიტან ამის თაობაზე, სიმართლე რომ ვთქვა ამისთვის ვემზადებოდი და მართლაც არფერი გაქვს სანერვიულო.. -კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი გენდობი, მთავარია იმ არარაობასთან არაფერი მაკავშირებდეს.. -გასაგებია.. . . . -ვიცი ჩემს დახმარებას ცდილობ, მაგრამ უბრალოდ მეტი აღარ შემიძლია.. ვერ გამიგებ.. წარმოდგენაც კი არ მინდა ჩემზე რას ფიქრობდი აქამდე.. რატომ ვიყავი მასთან ამდენი ხანი, უამრავი დამცირების და შეურაწყოფის შემდეგ. ყოველდღე ვფიქრობდი ამაზ,ე მართლა გეუბნები ყოველდღე, მაგრამ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი ცოლი. ჩემთავზე გადმომქონდა ყველაფერი, დამაჯერა რომ აღქმის უნარი აღარ გამაჩნდა და ყველაფერს ვაბუქებდი მაგრამ …ის მეე. -არა, აქ გაჩერდი სესილი..ჩემზე მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს? ვიცი გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია, ეს ყოველთვის ასე იყო. ხანდახან ძალიან ცივიც შეიძლება ვიყო, თუმცა ასეთ საშინელებას როგორ ფიქრობ ჩემზე? ვიცი შენი გზა არ გამომივლია და წარმოდგენა არც მინდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო..თუმცა ყველანაირად ვცდილობ მხარში ამოგიდგე, შენი გავიგო და თუ ეს არ გამომდის ბოდიშს გიხდი თუმცა ამას არ უნდა ამბობდე. აქამდე მხოლოდ იმას ვფიქრობდი როგორი მამაცი და ძლიერი ადამიანი ხარ, რომ ამ ყველაფერზე წამოხევდი. შენ იმ საშინელ ადამიანთან ბრძოლა გადაწყვიტე..არ მინდა სხვანაირად გამიგო.. -მე….მე უბრალოდ -ვიცი ახლა როგორ გიჭირს და წამითაც არ იფიქრო რომ შენი სიტყვები გულთან მივიტანე.. უბრალოდ უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასეც რომ იყოს ამისთვის უნდა იბრძოლო… -ბოდიშ არ მინდოდა..- გვერდით მივუჯექი.. -არაფერია ამაზე არ იფიქრო.. -კარგი მაშნ მე წავალ.. -თაია მოიცადე…მადლობა..-გავუღიმე და მარტო დავტოვე.. . . . -საბოლოდ ამ ბავშის ვინაობა დაუდგენელია?-დანანებით ვიკითხე. -სემი მუშაობს ამაზე, თუმცა ისე ჩანს თითქოს ამ ფოტოს გარდა დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ეს ბიჭი საერთოდ არსებობდა, არ მოიპოვება.. -ბატონ ანდრია მგონი გავიჭედეთ-თან მეცინებოდა და თან მეტირებოდა არსებულ სიტუაციაზე.. -ვფიქრობ ეს ბავშვი მისი ნათესავი უნდა იყოს.. -კი, მაგრამ მასზე ინფორმაცია არ მოიპოვებაო, თავად არ თქვიი.. -იქნებ კარგად მალავს და ამისთვის.. -მიზეზიც უნდა ჰქონდეს.. -ზუსტად.. -ეს ბავში უნდა ვიპოვოთ.. -მგონი დროა მის სახლში მეორედ შევიჭყიტოთ. -კი მაგრამ რანაირად..შეხვედრამდე დიდი დროა, თანაც მის სახლშ არ ვხვდებით.. -არ მოგეწონება..-თავი გადავაქნიე და ამოვიხვნეშე. -რა მოიფიქრე.. -ამმმ დალაგება გეხერხება? -ეს რაში გაინ…ანდრია არა სერიოზუად ესაა შენი გეგმა? -იქ მყოფ ადამიანებს თუ არ დაველაპარაკეთ ვერაფერს გავიგებთ, ეს შენც იცი.. -ფორმებს იშოვი? - გაეცინა- ვთქვათ დაგთანხმდი, იქ როგორ შევალთ? -შენი აზრით ამაზე ნაფიქრი არ მაქვს? ვიცოდი, რომ ერთ დღესაც დამჭირდებოდა იქ შესვლა და სავარაუდო ვარიანტები მაქვს.. -გისმენ.. -დამლაგებლები კონკრეტულ დღეს ჰყავს დაბარებული, ნუჯ ერთი კომპანიაა რაა და.. -გასაგებია ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იმათ მაგივრად ჩვენ შევიდეთ. თუმცა თუ იმათ კონკრეტული დრო აქვთ, როცა უნდა მივიდნენ, აქ რას ვაპირებთ.. -უნდა მოვაწყოთ ისე, ვითომ დღევანდელი მათი მისვლა გაუქმებულია.. -სემის დახმარებით? -კიბატონო.. -და ის დღე რომელია როცა წავლა გვიწევს? -მოიცადე გადავამოწმო..ხვალ. -კარგი სემს თავის დროზე შეეხმიანე და ამ კომპანიას თავისი ფორმები არ აქვს? -მაგას მე მივხედავ..თუმცა საჭიროა შენც წამოხვიდე, დღესვე.. -კარგი იყოს მასე.. - ტელეფონზე ამოუცნობ პიროვნებას მესიჯი გაუგზავნა.. -მოკლედ ჩემო თაია, შენი წარსულიდან გამოდინარე ვივარაუდებ, მსახიობობა გეხერხება..მართალი ვარ? კარგი როგორც არ უნდა იყოს სამსახიობო ნიჭის გააქტიურება მოგიწევს.. -მსახიობობა კარგად გამომდის, შენგან განსხვავებით დარწმუნებული ვარ.. -მაგას ხვალ ვნახავთ.. -მაშინ ახლა იქ წავიდით სადაც საჭიროა? -წავიდით-ფეხზე წამოდგა და ჩემს ადგომას დაელოდა.. მეც ნელა მივუახლოვდი, გვერდით დავუდექი და ისე რომ მისკენ არ გამიხედია ვუთხარი.. -ბატონო ანდრია ყველაფერში გეთანხმებით ერთი ფაქტის გარდა- სიტყვა ფაქტი მკაფიოდ გამოვყავი.. -გისმენ.. -შენი თაია არ ვარ.. -ვითომ? -ახლა რამე მითხარი? -გავხედე -თუ ვერ გაიგე ანუ არაფერი მითქვამს.. -მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს..წავედით ეს საქმე უკვე იმაზე მეტად იწელება ვიდრე უნდა იყოს და ეს არ მომწონს-გასასვლელისკენ დავიძარი ის კი წამომეწია.. -ჯერ-ჯერობით.. -ესაა შენი პასუხი? -დიახ.. -ნუ მეთამაშები დადვანო და საქმეს მიხედე.. -ჩემო-ხაზგასმით- აუტანელო ქალბატონო, დროებით უკან ვიხევ, დაე ისე იყოს როგორც შენ გინდა..-კიი როგორ არა, დროებითს გაჩვენებ მე შენ.. . . . -არ მესმის დებ, რატომ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, შენს თავს ზედმეტად აკრიტიკებ.. -დემნა.. -არანაირი დემნა, ამაზე უნდა იმუშაო მე დაგეხმარები.. -არ მინდა -დებ -ჩემით გამოვერკვევი -არ მენდობი? -რა შუაშია..ხომ იცი რომ ასე არაა.. -დებ არ მინდა რამე დაგაძალო, მაგრამ გთხოვ უბრალოდ მთლიან სურათს შეხედო და პატარა ნაწილზე ნუ ჩაიციკლები.. -ლეპტოპს შეხედე..ამას გამოასწორებ? . . . ის რასაც ახლა ვხედავ გასაოცარია, დიდ ოთახში შევაბიჯე სადაც უამრავი ტანისამოსია, მაგრამ არა ჩვეულებრივი. მე-19 საუკუნის სამოსს რომ მოვკარი თვალი საბოლოოდ დავრწმუნდი, ანდრიამ სწორ ადგილას მომიყვანათქო. თან ეს არეულობა და ამდენი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამ, ისეთი სილამაზითაა დალაგებული.. ჯერ კიდევ თვალიერებაში ვიყავი გართული ჩემსკენ ვიღაც გამოემართა, თავისთავად ვიფიქრე ანდრია იყო რადგან ორი წუთის წინ გვერდით მედგა. ვიფირქ ის იყო მაგრამ სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა.. -ანდრია..-მივტრიალდი და სხვა პიროვნება შემრჩა- უკაცრავად ვიფიქრე… -არაფერია..თაია თუ არ მეშლება.. -კი მე ვარ- უხერხულობისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ამას არ ვიმჩნევდი, შემდეგ ანდრიაც მოვიდა.. -რაც მთხოვე გიშოვე მზადაა, ახლავე გამვიტან. -თაია-გადმომჩურჩულა- საინტერესოა ასე უხერხულად რატომ ხარ? -საიდან მოიტანე რომ.. -უბრალოდ გეტყობა.. -ნუ სულელობ რაა.. -ვითომ? -ანდრიაა. -კარგი მოდი უბრალოდ წავიდეთ და საქმეს მივხედოთ.. -აი ასე არ ჯობია? -შენ თუ ნერვები არ მოგიშალე ისე რა აზრი აქვს.. -აი როგორ მემასხარავები ამხელა კაცი? -კაი კაი წავიდეთ.. ჰეი მადლობა. -რა მადლობა რას ამბობ..-ანდრიამ თავი დაუკრა და გასასვლელისკენ მიმითითა. შემდეგ კი სახლში მიმიყვანა და დავიშალეთ.. . . . -შემოდი შემოდი ახლავე ჩამოვალ.. -კარგი.. - სანამ გავიდოდი კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარ თავს თვალი ხმამაღლა გამეცინა.. -თაიაა კარგად ხარ? -გამოვდივარ მოემზადე.. -მაგისთვის ვერასდროს ვიქნები მზად და ჯობა მაალე გამოხ-მეც გავედი და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კონკიას კაბაში მხედავდა.. -ანდრიაა..ანდრია. -ჰა რაა -გავიგეთ როგორც გამოვიყურები მასე ნუ მყურებ -ასეთ ფორმაშიც როგორ ახერხებ თვალისმომჭრელი იყო.. -ნუ დამცინი -ეს ხუმრობა არ იყო-რაღაც წაიბურტყუნა ვერ გავიგე-კარგი მოვრჩეთ ლაპარაკს წავედით.. სახლიდან რომ გამოვედით სპეციალური მანქანა დაგვხვდა საჭესთან მე დავჯექი. -გეკითხა მაინც.. -ანდრია მე ვჯდები საჭესთან. -კითხვასავით არ ჟღერდა. -არც იყო.. -სპეციალური ბარათები აქ გაქვს ჰო? -დამავიწყდა.. -სერიოზულად? კარგი.. -ჩვენც დავიძარით ანდრიას სახლისკენ, ის მკარნახობდა საით წავსულიყავი.. ჩვენ მივედით ორსართულიან თუმცა არა უზარმაზარ სახლში. ძალიან ლამაზი ბაღით სადაც ჩემი საყვარელი ყვავილი აღმოვაჩინე და აღსანიშნავია ისიც რომ ყველაფერი გემოვნებიანადაა მოწყობილი. -დიზაინი ვისია -ყველაფერი ჩემი გემოვნებითაა თაია. -შენი? -ხოო რა იყო, მინდა რომ სადაც ვიცხოვრებ ყველაფერი მომწონდეს… -სამართლიანი შენიშვნაა..- სახლში უნდა შევსულიყავით როდესაც ძაღლი გამოიქცა ანდრიასკენ, აშკარა იყო როგორ გაუხარდა პატრნის დანახვა.. მე რომ გამომხედხა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეჭვის თვალით მიყურებდა, ნელნელა მომიახლოვდა და არ ვიცი რამ დაარწმუნა იმაში რომ სანდო ადამიანი ვიყავი თუმცა თამაში დამიწყო,, -სერიოზულად? -რა იყო -პირველად ვნახე უცნობთან ესე მალე შევიდეს კონტაქში..-დავიხარე და როდესაც მეც ვიგრძენი მის მიმართ ნდობა მოვეფერე, თან ისე გაირინდა.. ისეთი საყვარელია გადავირევი.. -მარტო ხომარ დაგტოვოთ.. -ანდრიაა -კარგიი მოდი შევიდეთ -საკუთარ ძაღლზე ხომარ ეჭვიანობ? -ნუ სულელობ.. -ვითომ?- იმაზე საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ანდრია ვიდრე მეგონა. სახლიც ასევე არანაკლებ გემოვნებიანი, არც ძალიან ჭყატუნა და არც ძალიან მუქ ფერებში, ოქროს შუალედი უპოვნია. -ანუ რამის მოწყობას თუ მოვინდომებ შენ უნდა მოგმართო?-გამეცინა ხმა არ ამოუღია, ოთახში შევიდა ბარათები გამოიტანა, ჩემი იქვე მომცა და წამოვედით.. ახლა უკვე დანიშნულების ადგილზე მივემარეთებოდით.. ამ დროს დებიმ დამირეკა -გისმენ.. -სად ხარ? -გარეთ გამოვედი.. -მოკლედ ისევ ქუჩის ფოტოგრაფიაა.. -რა ხდება დებ.. -სერიოზული სალაპარაკო მაქვს.. -ახლა მოსვლა არ შემიძლია და საღამოს, რომ იყოს ? -კარგი- გამითიშა, ანდრიას კი არაფერი უკითხავს რა უნდოდა დების, უბრლოდ საათს დახედა და ეს იყო.. ძალიან მალე მივედით მის სახლთან. რა თქმა უნდა დაცვა დაგვხვდა, ანდრიამ ფანჯარა ჩამოწია.. -საშვები მაჩვენეთ..- ანდრიას ჩემი მივაწოდე, მან კი დაცვას გადააწოდა. -გადაამოწმე-მარჯვნივ მდგომმა იქვე მყოფს გასძახა. მე გავიძურწე, სემს ვენდობი, ყველაფერ იდეალურად გააკეთებდა, მაგრამ მაინც შემეშნდა. -შედით.. -ანდრიას გავხედე -ყველაფერი რიგზეა თაია დამშვიდდი.. რაც შენს გაკეთებულ საქმეებზე მსმენია, აქამდე ცოცხალი როგორ ხარ არ ვიცი.. -იმიტომ რომ აქამდე მე ვაკონტროლებდი ყველაფერს, ახალ კი შენ ხარ.. აქ ძალა არ მაქვს.. -თაია შემ-არ ვიცი რა უნდა ეთქვა, მაგრამ უკვე მივედით და ჩვენი გადმოსვლოის დრო იყო.. გადმოსვლისას შენობას ავხედე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ანდრიას გავყევი.. -მობრძანდით…კარგით თქვენ უკვე გააქვთ ინფორმაცია რა უნდა გააკეთოთ საქმეს მიხედეთ.. -გასაგებია.. იმედია არ გგონიათ რომ ყგველფერი ძალიან მარტივადაა და ორ წუთში ინფორმაციით გამოვედით. სახლის დალაგება დავიწყეთ, ბოლოს კი იმის კაბინეტამდე მივაღწიე და იქაც გავაგრძელე დალაგება. არ ვიცი ესე სააშკარაოდ რატომ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად იმ ბავშვის ფოტო მაგიდაზე ედო. ხელში ავიღე და ზუსტად ამ დროს ის ქალი შემოვიდა ვინც სახლში შეგვიშვა.. -რას აკეთებ? -მე უბრალოდ ვალაგებდი და ეს ფოტო დავინახე.. -ზუსტად ისე დადე როგორც იდო.. -კარგით, ბოდიში ინტერესისთვის მაგრამ ვინ არის? ძალიან საყვარელია. -წესით ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია.. -კარგით ბოდიში უბრალოდ დამაინტერესა.. -არავის უთხრა, თუმცა მე გამიგია რომ სახლის პატრონის ძმაა.. -ძმა? -დანამდვილებით ვერ გეტყვი ვინაა, ისიც კი არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა.. მის შესახებ არ ლაპარაკოს, ესეც შემთხვევით გავიგე. -გასაგებია კარგით მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ.. - ამდენი ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დამილაგებია და მართლაც რომ ქანცგაწყვეტილი ვიყავი.. ნუ კაი ვიყავით. გამიხარდა სახლი ზედმეტი უსიამოვნებების გარეშე დავტოვეთ. საჭესთან ის დაჯდა, არც გამიპროტესტებია ისეთი დაღლილი ვიყავი. სახლთან რომ მივედით გადმომხედა, მე არ გამიხედავს მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი.. -რამე გაიგე? -გვაქვს რარაც ხელჩასაჭიდი -კარგია.. -ჩვენს ადგილას შევხვდეთ.. -ჩვენ ადგილი გვაქვს? -საქმეც ამაშია რომ არა და უნდა გვქონდეს, უაზრო მიზეზებით ოფისში ვერ ვივლი, იეჭვებენ რაღაცას.. -კარგი მაგაზე ვიმუშავებთ- თავი დავუკარი- ახლა მითხარი რა გაიგე.. -ფოტოზე გამოსახული ბავშვი შესაძლოა მისი ძმა იყოს.. -სერიოზულად? -იმ ქალმა მითხრა და ეს საქმე კარგადაა გამოსაკვლევი.. -კარგი მაშინ მერე მივხედოთ. -კარგი, რა გაეწყობა..- მანქანიდან გადავედი. ამოვიხვნეშე საწოლამდე მივლასლასებდი. მაგიდაზე წერილი დამხვდა, დებორა იუწყებოდა რომ ის და სესილი დღეს არ დაბრუნდებოდნენ. ცუდად არ გამიგოთ მიყვარს ჩემი მეგობრები, მაგრამ ხანდახან მჭირდება მარტო ყოფნა ენერგიის შესავსებად.. მითუმეტეს თუ ამდენად გადავიღალე და ვიღაცის სახლი ვალაგე.. ასევე ვიღაცისთვის ორი სიტყვა, რომ ამომეგლიჯა იმ შასაძლო ინფორმაციისთვის, რომელიც შესაძლოა სიმართლეს არც შეესაბამებოდეს. როგორც იქნა მივედი საწოლამდე, ჩავესვენე და იმ წამსვე დამეძინა.. არც კი ვიცი რამდნი ხანი მეძინა, ის ვიცი რომ რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასახსენებლად ვინ ვიყავი, რა იყო ჩემი სახელი და რომელ საუკუნეში ვცხოვრობდი.. საბოლოოდ გონზე მოსასვლელად ყავა აუცილებელი კომპონენტი იყო. არ ვიცი როდის გავხდი მასზე დამოკიდებული, მაგრამ ძლიერი უშაქრო შავი ყავის გარეშე ჩემი დილა ჯერ არ გათენებულა, სულ რომ საჩქარო საქმე იყოს და ყველაფერი იქცეოდეს მაინც.. ორი ყლუპი და ვგრძნობ იმ ნანატრ ნეტარებას რასაც გაღვიძებიდან ვეტრფოდი.. გავემზადე და სახლიდან გავედი ჩემი განუყრელი მეგობრის თანხლებით.. ფოტო არაფრისთვის გადამიღია, უბრალოდ შემთხვევითობით ერთ კაფეში შევედი და ახალგზრდების საუბარს მოვკარი ყური.. -არ ვიცი აქამდე საერთოდ რატომ ვმეგობრობდით შენთან.. -აუ კიი რა.. -არ გინდა უბრალოდ წახვიდე? -თქვენნაირი მეგობრების ყოლას საერთოდ არ მყავდეს მირჩევნია.. თქვენს გარშემო არ ტრიალებს დედამიწა-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მე რომ ჩავეჭერი.. -ამმ არ მეგონა აქთუ გნახავდით.. -ამ მე? -დიახ ალბათ არ იცით რომ დრო გადაიწია და გადაღებები ხვალ იქნება.. -რისი? -ალაბათ დაიბენით, მე თქვენი ფოტოგრაფი ვარ, ახალი კოლექცია თქვენ არ უნდა წარადგინოთ? ხომარ მეშლება მოიცადეთ ფოტო აქ მაქვს ვნახავ- ტელეფონშ უცებ დავწერე ‘გეხმარები და თუ გსურს ამყევი’’აი ნახეთ ეს თქვენ არ ხართ? მეშლებაა? -აა დიახ უცებ ვერ გავიაზრე, ისე მოულოდნელათ მოხვედით. -გასაგებია, ისე თქვენთან მინდოდა გასაუბრება, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. -რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე ჩანთას ავიღებ-მათთან მივიდა დაუხრელად მაგიდიდან ჩანთა აიღო და უთხრა -ამმ რაზე ვსაუბრობდით? თუნცა რა მნიშვნელობა აქვს, თქვენთვის არ მცალია, ნახვამდიის.. - ჩემთან ერთად გამოვდია გარეთ.. ცოტა მოშორებით როცა გავედით მაშინღა ამოიღო ხმა.. -მადლობა.. -საჭირო არაა, მაგრამ სწორად თქვი, ასეთ მეგობრებს სჯობია საერთოდ არ გყავდეს.. -ცოტახნით ვიყავი წასული და უკვე ვიღაც ახლით ჩამანაცვლეს. ისედაც ვიცოდი მათთან არ უნდა მემეგობრა, უბრალოდ დღევანდელით დაადასტურეს. თანაც ჩემი საუკეთესო მეგობარი სულ მეუბნებოდ შეეშვიო მაგათ. -ხანდახან მეგობრებს უნდა მოუსმინო. -კი -კარგი სასიამოვნოა შენ გაცნობა.. -ლილე. -თაია..კარგი მაშინ მე წავალ, ოღონდ მანამდე მოიცადე… ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ეგრეთ წოდებული მეგობრები მარტივად გცვლიან სხვაში, ისე რომ შენი გრძნობები წამის მეასედში ინაცვლებს 74724676 ხარისხზე.. თავადაც ვერ იაზრებ რა ხდება. ამ დროს ყველაზე მნიშნელოვანია საკუთარ თავში არ ეძებო პრობლემა, შენ არაფერი გჭირს, უბრალოდ მათშია პრობლემა თუ ვერ გაფასებენ .. მოკლედ არ ვიცი რამდენად კარგად მოვიქეცი, ამ გოგოს ფოტოგრაფად რომ გავასაღე თავი, მაგრამ იმ მომენტში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ცუდად ვიგრძნენი თავი ასეთ მდგომარეობაში, რომ დავინახე.. ზარის ხმა გავიგე საინტერესოა ვის გავახსენდი.. -გისმენთ.. -თაია მე ვარ.. -ანდრია, მოხდა რამე?.. -სად ხარ? -მთაწმინდისკენ მივდიოდი, მშვიდობაა?? -გზა გააგრძელე და მეც მოვალ.. -კარგი.. ჩემი მისვლიდან 15 წუთში ანდრიაც შემომიერთდა, გადაღლილი სახე ჰქონდა მთლიანად შავები ეცვა და ხელში ყავა ეჭირა. -რამდენით მოდიოდი რა არ… -ეს შენ.. -იცი მე.. -ძლიერი უშაქრო ვიცი, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ.. -კარგი..-ყავა გამოვართვი და დავლიე.. -მოკლედ..მოიცადე ვარცხნილობა შეიცვალე? -რა მე..უბრალოდ თმა მაქვს აწეული გაგარძელე.. -ყოველთვის მიყვარდა ხედი, რომელიც აქ იშლება, თვალისმომჭრელია -მთელი ქალაქს უყურებ, მიყვარს ხედები სადაც შემიძლია ყველაფერი დავინახო.. -გულისხმობ როდესაც ფაზლის არცერთი ნაწილი არ არის დაკარგული -როდესაც მთლიან სურათს ხედავ ყველაფერი გასაგები და მარტივია. -თაია ხვდები, რომ ეს ფაზლი რომლის გაერთიანებასაც ასე გამეტებით ვცდილობთ, ვიღაც ყუთში ყრის მაგრად ურევს და ჩვენ ისევ ისე ვცდილობთ ავაწყოთ.. როდესაც ვფიქრობთ, რომ რამე გამოგვდის და ახლოს ვართ, უფრო მეტად ვირევით? -მიზნის მიღწევა მარტივი არაა ანდრია და შენ ეს იცი. -ვიცი უბრალოდ აზრებს ვერ ვალაგებ.. -რატომ გინდოდა შეხვედრა მეტყვი თუ არა.. -რაღაც გავიგე, მოკლედ ბატონი არჩილის სახლში ნაპოვნი ბიჭის ფოტო.. მისი ძმა არაა. -აბა ვინაა -მისი შვილი -რაა ეს შესაძლებელია საერთოდ? -ძალიან დიდი ძებნის შემდეგ მხოლოდ ამ ინფორმაციამდე მივაღწიე.. -კარგი ანდრია მისმინე, არ გგონია რომ დრო მოვიდა ყველაფერი დავასახელოთ რაც ვიცით? ძალიან მწირე ინფორმაცია გავცვალეთ აქამდე.. -ხალხში ვართ მიუხედავად, იმისა რომ აქ თითქმის არავინაა არ გგონია, რომ მაინც არაა უსაფრთხო? -მესმის რატომ ფრთხილობ, მაგრამ ზედმეტი ხომარ მოგვდის? -სისხამ დილით არამგონია აქ ვინმე იყოს და იმის გარდა რომ ჩვენ ერთად შეიძლება დაგვინახონ ამ ინფორმაციის მეტი რამე მოიპოვონ.. -კარგი მოდი მოწყობილობით დავახშთ შესაძლო საფრთზე..ეს საკმარისია? -საკმარისია..მოკლედ ახლა საქმეზე ანუ ვის რა ინფორმაცია გვაქვს არაა. ჯერ სულ ტავიდან ჰომარ დაგვეწყო.. -რას გულისხმობ.. -უნდა მომიყვე რა შეგემთხვა და საიდან დაიწყე.. -კარგი რადგან პარტნიორები ვართ.. მოკლედ მე ფოტოგრაფი ვარ და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. ბავშობდან მიყვარდა დეტექტივი გამოძიობანას თამაში და ჟურნალისტობა, რომელც ასევე დეტექტიურ ნიჭს მოითხოვს. ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ჩემთვის, როცა საერთო მეგობარს გადავეყარე,.. როდესაც საკმაოდ დავახლოვდით თავისი საიდუმლოებები გამიმხილა, ამის შემდეგ ერთად მუშაობა დავიწყეთ და პატარა საქმეებზე. ხალხს ვააშკარავებდით და ჩვენს პატარა ჭიას ვახარებდით, რომელსაც სამართლიანობა ძალიან სწყუროდა. დრო გავიდა, როგორც აღვნიშნე ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება ასეთი იყო არჩილი და მისი პარტნიორი ბენიც. თავიდან არანაირი მიზანი არ მქონია მათთან, როგორც ფოტოგრაფი და პიროვნება ისე მოვეწონე, ეს თავადაც აღუნიშნავს. VIP საზოგადოებაში გამრია, მის კომპანიაში დავიწყე მუშაობა.. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, ისე ჩანდა თითქოს ბავშვებს ეხმარებოდა ლეიკემიასთან გამკლავებაში თავისი ინოვაციური წამლით. მე ბავშვებსთვის ფოტოების გადაღება მევალებოდა. თავიდან აშკარა დადებითი გავლენა მართლაც იგრძნობოდა, თუმცა შემდეგ ერთიანად უარესდებოდა სიტუაცია, მე დავეჭვდი ამაზე და მუშაობა დავიწყე, შემდეგ კი გავარკვიე, რომ ეს უდიდესი სიცრუე იყო. ის პატარების სიცოცხლით თამაშობდა, მათ მშობლებს იმედს აძლევდა და ფულს აკეთებდა. ხვდები ეს რა დონის სისასტიკეაა.. მას ბევრი ბიზნესი აქვს დიდი გათხრების შემდეგ ყველგამ შევნიშნე თაღლითობა. საქმე ის იყო რომ დღე როდესაც მასთან სახლში სტუმრად ვიყავი და დამამტკიცებელი ინფორმაცია უნდა მომეპოვებინა გამომიჭირა, მაგრამ გამოვიქეცი. ის გადაღებული ფოტოები დავკარგე, თავის გადარჩენის დროს. სახლში შევვარდი ყველაფერი ჩავალაგე რაც ხელთ მომხვდა და სახლიდან გამოვიქეცი. ძალიან შემეშინდა, ვიცი რომ მამაცი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე.. -ასეე არაა, თავი არ უნდა დაიდანაშაულო.. -აქ ჩამოსვლის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი არჩილს ამ საქმესთან კავშირი თუ ექნებოდა. ახლა მეგონა მისგან მოვიპოვებდი ინფორმაცას, რომელიც დაგვეხმარებოდა, მაგრამ ის ახალი საქმისკენ მიგვათრევს.. -ანუ ესაა მონეტის შენი მხარე? ვიცოდი რომ არჩილის პარტნიორთან გქონდა პრობლემები და მისგან გინდოდა ინფორმაცია მოგეპოვებინა, მაგარამ ამას არ ველოდი.. -შენ რა გინდა არჩილთან? -გავლენიანი ადამიანია, დიდი ხნია ქართულ ბაზარზე ჩანს. ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი, თავიდან კარგი ადამიანი ჩანდა და დაახლოება გადავწყვიტე. ვიფიქრე მისგარ რჩევებს მივიღებდი, თუმცა მოგვიანებით შევნიშე მისი თაღლითური სქემები.. სამწუხაროდ ვერაფერს ვამტკიცებ, ისევე როგორც შენ.. -კარგი ეგ გასაგებია, თუმცა მაინტერესებს როგორ დაიწყე ბიზნესი? მომიყვები? -ეგ გრძელი ამბავია..-მზერით ვანიშნე გაეგრძელებინა ..- ბავშობიდან ვაკეთებდი ჩანახატებს, მაგრამ სერიოზულად არ შემიხედავს.. ერთ დღესაც დედისთვის დავაპირე საჩუქრის გაკეთება, თუმცა ისეთი მე რომ მომწონებოდა ვერაფერი ვნახე.. შემდეგ კი ხატვისას ისე გამახსენდა თავის მეგობარს ახალ ფეხსაცმელზე როგორ ელაპარაკებოდა..ისე გამოვიდა რომ ჩემი დიზაინით დავხატე ..ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც რეალობად ვაქციე ნახატი.. დედაჩემი გაგიჟდა ისე მოეწონა, აქედან გაჩნედა ბიზნესის იდეა.. -საინტერესოა.. შემდეგ შემოგიერთდნენ ბიჭებიც? -ჩემი დანაზოგი კი მქონდა თუმცა საკმარისი არ იყო. ბიჭებს რომ ვუთხარი, დაუფიქრებლად შემომთავაზეს, დახმარება მცირედი წილის სანაცვლოდ, მეც დავთანხმდი..შემდეგ უკვე სხვა და დიდი ისტორიაა.. -გასაგებია და ის პირველი ფეხსაცმელი.. -დღემდე ისე ინახავს არც კი იცმევს..-გამეღიმა -და მამაშენის როგორი რეაქცია ჰქონდა.. -...ის..ვერ მოესწრო.. -ბოდიში არ უნდა მეკითხა.. -არაფერია, შენ ხომ არ იცოდი..შენზებზე რას იტყვი.. -მშობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათი წყალობით ვარ ფოტოგრაფი. ჩემებს ჩემ ფოტოები დაბეჭდილი აქვთ და სახლში კედლებზე აქვთ გაკრული-გამეღიმა-თუმცა ვეუბნები, რომ ყველა სტუმარს, რომელიც სახლშ მივა, ჩემი ფოტოებით არ მოაბეზრონ თავი.. -რატომ.. -ვერ ვიტან როცა მაქებენ.. -ნუთუ.. -თუმცა ჩემი საქმეების შესახებ არაფერი იციან, არ მინდა ინერვიულონ.. -გასაგებია… -ვერ ვიფიქრებდი თუ კოპანიის იქით შენტან ერთად მომიწევდა მუშაობა.. -ვერც მე..თუმცა საინტერესოდ არასასიამვნოა..-გამეცინა -ჰო არაა.. კარგი და ახლა ეს ბავშვი, რომ გამოჩნდა, გგონია დაგვეხმარება? -ვფიქრობ ეს ბავშვი არჩილის სუსტი წერტილი უნდა იყოს, აქედან უკვე შეგვიძლია მივწვდეთ.. -გგონია ბავშვების საქმესთან დაკავშირებით შეკრულები არაინ ? -ისინი პარტნიორები არიან, მგონია ყველა საქმეში თანამძრახველები არიან.. -ერთზე თუ გავალთ მეორესაც მარტივად დავამარცხებთ.. -საინტერესოა ბავშვის ადგილმდებარეობა.. -უკვალოდაა გამქრალი.. ჩემი წყაროები თვლიან რომ მკვდარია, მაგრამ სანამ მის საფლავს არ ვნახავ ამას არ დავიჯერებ. - და რა იცის არჩილმა შენზე.. -ის რომ მასთან დაახლოება მინდა, მაგარამ არ იცის რატომ.. -ჰოდა იჩქარე მისი ნდობა უნდა მოიპოვო.. -მარტივი არაა. -რაღაც გავიგე, ახლა მისი არალეგალური საქონელი შემოდის, თან ამ საქმეში დახმარება სჭირდება.. -მეუბნები რომ დანაშაულში მივიღო მონაწილეობა? -არა უბრალოდ ისე უნდა მოაჩვენო თავი ვითომ ეხმარები.. -არ მესმის რანაირად.. -გეგმა მაქვს.. -მე კი არა შენ უნდა დაგებარებინე.. ეს ნახე რაა რა გეგმებით მოძრაობ.. -კიდევ ერთი რაღაც.. -გისმენ.. -ასევე მინდა ერთი გოგო გადავიღო პატარა რეკლამაში.. -ვინაა? ვიცნობ? -არამგონია იცოდე, თანახმა ხარ თუ არა.. -ფოტოგრაფი შენ ხარ, ამ საკითხებში შენ უკეთესი ხედვა გაქვს.. -მაგრამ გეგას როგორ დაარწმუნებ შენი კადრი მიიყვანო? -მე თაია ვარ, ეგ უკვე ჩემი საქმეა. დამიჯერე ეს გოგო აუცილებლად მოხვდება რეკლამაში// -საერთოდ რატომ მკითხე თუ უკვე ყველაფერი დაგეგმილი გაქვს? -უფროსი შენ ხარ, პატივისცემა გამოვავლინე.. -როდის იყო რამეს მეკითხებოდი.. -შეიძლება ეს პატივისცემა დაიმახსოვრო და ეს მე გამოვიყენო მომავალში? -აჰ სერიოზულად-გაეცინა-აუტანელი ხარ თაია.. -ვიცი, მაგრამ ეს ქალბატონი სად წაიღე?- საერთოდ რატომ ვუთხარი..ჯანდაბა// -უკვე მიეჩივე? -უბრალოდ ვთქვი.. -უბრალოდ არაფერს ამბობენ.. -არაფერი აღარ გვითქვამს დავიშალეთ. ვერ ვიტან მთაწმინდის ჩამოსასვლელს. გომბორის გზის მინი ვერსიაა და ცუდად ვხვდები.. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ გზას გავუყევი და მეტროში ჩავედი. როგორც ყოველთვის საკუთარ სამყროში მყოფი ხალხითაა სავსე. მათი დანახვისას სულ ვფიქრობდო ნეტავ როგორი ცხოვრება აქვთ, ბედნიერები თუ არიან მეთქი.. ვცდილობდი და ვცდილობ მათი ჩაცმულობიდან, მზერიდან, იშვიათ შემთხვევაში ღიმილიდან ან თუნდაც როგორ ელაპარეკებიან მეგობარს..ამ ყველაფრიდან გამომდინარე მცირედი ინტერესი მაინც დავიკმაყოფილო.. ყურსასმენები ამოვიღე და მუსიკა ჩავრთე. მივეყრდენ და ხუთი წამით თვალები დავხუჭე, 4 გაჩერებაში ჩამოვდიოდი, ასე რომ მთავარი იყო სათვალავი არ ამრეოდა.. მეორე გაჩერებაზე ერთი ტიპი შწმოვიდა წამიტ გაცერდა და ჩემს წინ დაჯდა მე მაღლა ავიხედე და თავი ისე მოვაჩვენე თითქოს არ მადარდებდა, მისი ღიმილი ვიგრძენი და თვალბი ავატრიალე, შევხედე ამანც შემომხედა მზერა ჯიიტად არ მოვაშორე მგონი თვალიც არ დამიხამხამებია.. ყურსასმენი ამ დროს გაფუჭდა მოვიხსენი და ჩანთაში ჩავდე ახლა უბრალოდ ხმაური მესმოდა.. ჩემი გაცერება ტომ მოიდა ავდექი არ ელოდა და მექანიკურად ადგა მესიჯი მომივიდა დებისგან და გასაგვლელისკენ დავიძარი წამიტ გადამეღობა რტოგორც კი მზერა დაინახა მექანკურად გამერიდა.. დავინახე კარები ფრომ დაიხურა როგორ ინანა რომ არ გამაჩერა.. როდესაც მისი მზერა გაქრა ,მეც დავიძარი სახლისკენ.. სახლში როცა შევედი დები დივანზე იჯდა და შემომხედა.. -სად იყავი? -მთაწმინდაზე.. -რა ხდება..რატომ არ მელაპარაკები? -რას გულისხმობ.. -არ ვლაპარაკობთ, ერთმანეთს არ ვუზიარებთ არაფერს.. მაშინ უფრო ახლოს ვიყავით როდესაც სადღაც დასალიერში იყავი, ახლა ჩემი კი თითქოს უბრალოდ ჩემი მეზობელი ხარ და ვრგძნობ როგორ მშორდები.. -მე.. -მეჩვენება ?… -არ ვიცი დებ.. -ვიცი იმაზე მეტს უნდა გეუნებოდე ვიდრე იცი.. ჩემი ბრალიცაა.. -ჰომ იცი არ მიყვარს ადამანს რამეს რომ ვაძალებ.. არ გავადებულებ რამე მითხრა..უბრალო თავს ნუ მაჩვენებ რომ კარგად ხარ, ვხედავ სულ ჩაფიქრებული ხარ.. კიდევ ერთხელ გავიმეორებ არ მინდა რამის მოყოლა დაგაძალო დებ.. -ვცდილობ საკუთარ თავში გავერკვე თაია, სულ ესაა.. -ვერ დაადგინე მოგწონს თუ არა დემნა? -თაია.. -შესაძლოა უხეშად გამომდის თუმცა..ვცდები? -მარტივი სულაც არ....-ჩანთა დავდე და გვერდით მივუჯექი.. -ყველაფერი მარტივადა არაა, ეს გინდოდა გეთქვა? საიდუმლოს გაგიმხელ, რეალურ სამყაროში მარტივი არაფერია.. -აზრი არ აქვს.. -რაზე ლაპარაკობ.? -მე და დემნა…ის ასე არ მიყურებს. ჩვენ მე-11-ე კლასში შევხვდით, როდესაც მის სკოლაში გადავედი. თავი რომ მომაბეზრა მეგობრობაზე დავთანხმდი-გაეცინა და დივანს მიეყუდა- შემდეგ ანდრია და გამაცნო, რაღაცნაირი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა, გამგები ადამიანია. მალევე გავიცანი იოანეც.. ძალიან კარგი სამეგობრო შევკარით, იოანე მეუბნებოდა გაგვაერთიანეო. მეთორეტე კლასისთვის ყველაზე მაგარი გოგო ვიყავი რადგან ამდენ სიმპატიურ ბიჭში ერთადერთი გოგო ვიყავი და ყველა გოგო მაჭანკოლბას მთხოვდა, ბიჭები კი ზედმეტ სიტყვას ვერ მიბედავდნენ..ჰომ იცი როგორც ხდება ხოლმე, ახლა მეცინება იმ დროზე.. შემდეგ ყველამ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, აქ გავიცანით ეკატერინე სიხალისე და სილაღე შემოიტანა. მალევე დავახლოვდით, მას და იოანეს ყოველთვის ერთი ტალღა ჰქონდათ და ბიჭებიდან მასთან ყოველთის ყველაზე ახლოს იყო.. დრო გავიდა მე ქვეყანა დავტოვე ყველამ გამაცილა მაგრამ მან არა. ყოველთვის ვგრძნობდი როგორი მაგარი მეგობრები ვიყავით ერთმანეთისთვის ყველაფრის მიუხედავად.. რაც ჩამოვედი, ისე იყო თითქოს არც წავსულვარ. ისე შემხვდა თითქოს რამდენიმე დღე არ მენახა და არა წელი..ეს იყო ჩვენი ამდენხნიანი დაშორების დაგვირგვინება.. უცვლელი ზღავარი გაივლო და ამ ზღვარს ვერ გადავალ არ ღირს. ის ვერასდროს დაინახავს დებორა დარასელიას, ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ ქალს. ის ვერ დამინახავს როგორც უბრალოდ ქალს ყოველთვის მისი მრჩეველი და მეგობარი ვიქნები..მეტი არაფერი… სულ ესაა ამიტომ შეწყვიტე ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ მე დავამთავრე ლოდინი იმისა, რომ ერთ დღესაც ის შემომხედავ სხვანაირად და ჩვენი მომავალი შეიცვლება.. -შენ ამბობდი.. -არ მაინტერესებს რას ვამბობდი, რა თქმა უნდა ის იყო და იქნება ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აქამდ მის მიმართ ამაზე მეტი არ გამჩენია.. -რატომ არ მითხარი.. -ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი ჩემთვის მეტისმეტია, როგორც იოანემ თქვა მე ვკრავ სამეგობროს, ამას ვერ შევცვლი.. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა ვერ შევძელი ჩემი სათქმელი მეთქვა.. მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, რამდენადაც არ უნდა გამინაწყენდეს.. იქნებ ოდესმე..იქნებ შევძლო ყველაფერის მოყოლა, თუმცა არა დღეს.. -გადატვირთული გრაფიკი და შეუგუებლობა, მეტი არაფერი? -მეტი არაფერი.. -ეს გამოსწორდება, მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ თაი.. -მეც.. . . . -თაია სერიოზულად არ მესმის რა გააკეთე ასეთი რომ გეგა დაითანხმე.. -იო კაი რაა ისეთი არაფერი გამიკეთებია.. -შენ მას არ იცნობ, თორე მაგას არ იტყოდი.. -აბუქებ, მართლა.. -ანუ არ მეტყვი რა გააკეთე? -დარწმუნების ნიჭი მაქვს და მორჩა .. -როგორც იტყვი.. -მე წავედი გადაღებაზე მეჩქარება..- ერთი სართულით დაბლა მომიწია ჩასვლა.. -თაია შენ კი აქ მაგრამ ის გოგო არ მოსულაა? -5 წუთში აქ იქნება.. -კარგი… -აი ისიც. -ლილე? -გეგა როგორ ხარ ? -ერთმანეთს იცნობთ? -კი ის .. -ნაცნობები ვართ.. -კარგი დავიწყოთ… გეგა ძალიან პრეტენზიული აღმოჩნდა, თითოეულ მიხრა-მოხრაზე კადრს შლიდა. მე კი მაიძულებდა გადაღებული ფოტოები წამეშალა, იმიტომ რომ არ მოსწონდა.. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ არც ჰქონდა ნანახი, რომ მკაცრად მეუბნებოდა არ ვარგაო.. 30 წამიან რეკლამას უკვე ორი სააატია რაც ვიღებთ და ძლივს გავედით ბოლოში. ამ დროს ანდრია შემოვიდა, რომელსაც თავი საბუთებში ჰქონდა ჩარგული.. -აბა რა ხდება-თავი ამოყო და ძალიან გაუკვირდა ლილეს დანახვა.. -აქ რას აკეთებ? -გამარჯობა ძმაო- ყველამ ერთი და იგივე მოვისმინეთ? -აქ რას აკეთებ მეთქი.. -რეკლამაში მიღებენ ამაზე არ იცოდი? -გეგა ეს იცოდი? -გადაღების დაწყებამდე არა.. მანამდე დამარწმუნა მის აყვანაში სანამ საერთოდ ვნახავდი ვინ იყო.. -თაია.. -რას მიყურებ, არ ვიცოდი გადაღებაზე ლილე დადვანი თუ მოვიყვანე.. თუნდაც მცოდნოდა, ეს რამეს ცვლის? -მორჩით? -ამმმ კი თაიას დარჩა გადასაღები.. -დაამთავრე და ჩემ კაბინეტში ამოდი..-ასეც მოვიქეცი, მალევე დავამთავრე, მაგრამ მანამდე ლილესთან მინდოდა საუბარი.. -ლილე ყველაფერი რიგზეა? -ჩემი უფროსი ძმაა ხომ გესმის, ჩემს დაცვას თავის მოვალეობად მიიჩნევს და ზოგჯერ ზედმეტი მოსდის.. არ იცოდი ჩემი ძმის კომპანიაში რომ მოგყავდი ? -არა სანამ ძმა არ დაუძახე არ ვიცოდი.. -მეგონა იცოდი მიხარია, რომ ასე არ აღმოჩნდა და გადასაღებად მართლა მოგეწონე.. -მართალია შენს ყოფილ მეგობრებთან დაგეხმარე, მაგრამ მართლა მომეწონე გადასაღებად.. ჩვენი დამშვიდობების შემდეგ გამიჩნდა იდეა, ამიტომაც გთხოვე მოგვიანებით ნომერი.. -მესმის, ოღონდ კი გამიკვირდა ჩემი ნომერი რათ უნდა თქო.. -არ ვიცი რა პრობლემა აქვს ანდრიას, დედაშენის ნებართვა გვაქვს რადგან არასრულწლოვანი ხარ, მას რა უნდა უნდოდეს. -რაც არ უნდა იყოს მადობა ყველაფრისთვის..-საბოლოოდ მაინც მომიწია ანდრიასთან შესვლა. -ბატონო ანდრია რა ხდება? -ეს რა იყო? -კიდევ ერთელ ვიმეორებ, რომ არ ვიცოდი მისი ვინაობა, მაგრამ ეს რატომ გახდა პრობლემა ვერ ვხვდები.. -თაია ის ჩემი დაა, არ მინდა ამ ინდუსტრიაში ასეთ ასაკში ჩაებას და სწავლა უკან მოიტოვოს.. -სრულიად გასაგებია შენი პოზიცია, თუმცა ის ისეთი პატარა აღარაა როგორც გგონია, რა თქმა უნდა, არც იმდენად ზრდასრულია დამოუკიდებლად იცხოვროს, რჩევები სჭირდება.. უბრალოდ რეალიზების საშუალება უნდა მისცე, თუ სულ შენს კალთას იქნება ამოფარებული ვერ შეძლებს გაიზრდოს და დამოუკიდებლად გაიკვალოს გზა.. -მინდა, რომ შენი შეხედულებების მიუხედავად, შემდეგში გაითვალისწინო და შემატყობინო..ახლა კი ისე დავტოვოთ ყველაფერი როგორცაა.. -გასაგებია.. -შეგიძლია წახვიდე- თავი დავუკარი და ოთახი დავტოვე. ლილე გავაცილე, დავპირდი რომ ყველაფერს ვაჩვენებდი და მისი ნებართვის გარეშე არაფერს გამოვაქვეყნდბდით.. სამუშაო ბევრი იყო ასე რომ გვიანობამდე შემოვრჩი სახლში ისეთი დაღლილი მივედი არაფრის თავი არ მქონდა, უბრალოდ დავიძინე.. მეორე დღეს თვალები ძლივს გავახილე, საკუთარ თავს მაინც დავაძალე ადგომა და მოწესრიგება. როგორც ჩანს სახლში მარტო გახლდით. რაღაცნაირად ისევ დალაგების პროცესში ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა.. რა თქმა უნდა, დილით ვერ ვსაუზმობ და ისევ ყავა დავლიე..ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, როცა მისაღებიდან ხმა მომესმა და მეც გავყევი ამ ხმას.. ოთახში განადგურრბული სესილი დამხვდა, სახე წაშლილი ჰქონდა.. გაჩერდა, ჩანთას ხელი გაუშვა და ძირს დავარდა.. წამით გაოგნებულმა ვერაფერი გავაკეთე, უბრალოდ გაოცებული თვალებით ვუყურებდი, შემდეგ მოვისაზრე მასთან მივსულიყავი.. -სეს რა მოხდა-უბრალოდ თავი გაქნია მე კი მხრებზე ხელი დავადე და მისი სახელი ისევ გავიმეორე-სესილი ცრემლები ჩამოუგორდა თვალები ძლიერად დახუჭა და ძალა გამოცლილი ჩაიკეცა მე მეჭირა მან კი ტირილი დაიწყო ისე ძლიერად გულამოსკვილათ ტიროდა გული დამეწვა, თმები გადავუწიე მისი სახე ხელებშ მოვიქციე, -სეს ვიცი ცუდად ხარ და ძალიან გიჭირს, მაგრამ უნდა მითხრა რა მოხდა.. -მე..მე - სლუკუნებდა და მძიმეთ სუნთქავადა-ვერასდროს..ვიქნები თავისუფალი.. -რას გულისხმობ? -მე მას თავს ვერასდროს დავაღწევ- ცრემლები წასკდა და თითქოს გული შეეკუმშაო, ხელი გულთან მიიტანა და მაგრად მოუჭირა.. -არა , ხომ იცი მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი. ნუ მისცემ იმ არაკაცს იმის უფლებას, თავის ტყვეობაშ გამყოფოს.. -უცხო ნომრიდან დამირეკა და მითხრა, სანამ ცოცხალი ვარ ვერასდროს შეძლებ მე გამექცე.. მაინც ვიპოვი გზას შენამდე მოვიდეო.. -ამას არ დავუშვებ.. მომისმინე.. არა სესლილი.. მომისიმე- ლამის დავუყვირე ის კი გაჩერდა და ცრემლიანი თვალები შემომანათა- შენ მარტო არ ხარ, შენს უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და მზად არიან გვერდში ამოგიდგნენ. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, წამითაც არ იფიქრო რომ მას კიდევ მივცემ უფლებას, ტკივილი მოგაყენოს.. მორჩა დამთავრდა.. ჩამეხუტა, ასე ცოტახანს ვიყავით, შემდეგ ადგომაში დავეხმარე.. მოწესრიგდა, წამალი დალია და დასაძინებლად დაწვა.. დივანზე დავჯექი, თავი გადავწიე, თვალები დავხუჭე და ვეცადე უბრალოდ სიტუაციაში გავრკვეულიყავი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზედმეტად ჩახლართულია.. არვიცი ასე რამდენხანს ვიჯექი, თუმცა ერთმა იდეამ გაიელვა.. სესილის ოთახში შევედი და ვიკითხე.. -შეიძლება ტელეფონი ავიღო? -აჰამმ-არ მინდოდა მისი მეტად გამოფხიზლება და მის ტელეფონთან ერთად დავტოვე ოთახი.. იმის ძებნა დავიწყე რაც ძალიან მინდოდა, რომ იქ ყოფილიყო და აი ისიც ვიპოვე, იმედი მქონდა ამით დახმარებას გავუწევდი მეგობარს.. დემნას დავურეკე და სახლში მოსვლა ვთხოვე.. იმაზე მალე მოვიდა ვიდრე მეგონა.. -აბა რა ხდება? -ჯერ სიახლეები გამაცანი სესილზე და გეტყვი რაც ხდება.. -სარჩელი შევიტანეთ რა თქმა უნდა, გარკვეული მტკიცებულებებიც გვაქვს, მაგრამ რადგან სესილის ქმარი უარზეა მაინც გაჭიანურდა საქმე. -თუ გეტყვი რომ მაქვს აუდიო ჩანაწერი, სადაც გარკვევით ჩანას როგორ ემუქრება სესილის მისი ქმარი, თან ღალატსაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეს დაგეხმარება?.. -ვფიქრობ ეს აუდიო ჩანაწერი საკამაოდ დიდ დროს მოგვაგებინებდა.. -მოკლედ დღეს სესილი მოვიდა სახლში და როგორც გაირკვა იმან დაურეკა, დაემუქრა და რაც წეღან ვახსენე ყველაფერი უთხრა.. -მერე ჩვენ ეგ რაში დაგვეხმარება…მოიცადე, ტელეფონის იმ ფუნქციაზე ხომარ საუბრობ, ზარის ჩანაეწერი რომ ინახება.. -ზუსტად.. -ანუ აუდიო ჩანაწერი გვაქვს? -კი გვაქვს.. -შენ ტელეფონი მე მომეცი წავალ, როცა დაგირეკავ სესილისთან ერთად უნდა წამოხვიდე.. -გავაღვიძო? -ჯერ არა, დაგირეავ.. -შენს ზარს დაველოდები.. არ მინდა გამეწელოს ამიტომ მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა. ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იმ დეგენერატისთვის განქორწინება დაევალდებულებინათ. რადგან ეს პირველი საჩივარი იყო ციხეში არ ჩაუსვამთ, უბრალოდ სასარგებლო საქმის დაკისრებით შემოიფარგლნენ და შემაკავებელიც გამოუწერე. დროებით მაინც მიწყნარადა სიტუაცია, იმედია ბოლოს და ბოლოს მოეშვება თუ არადა ვისი აჯობებს დავინახავთ.. . . . არ ვიცი რა მჭირდა თუმცა დილით თავის აწევა ძალიან გამიჭირდა, რუტინა არ დამირღვევია და ყავა როგოც წამალი ისე დავლიე..ოღონდ ისე იცებ სიამოვნება არც მიმიღია.. რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და შემდეგ ანდრიას სახლისკენ გავეშურე.. როდესაც ეზოში შევედი უკვე ნაცნობი დიდი შავი უსაყვარლესი ძაღლი შემომეგება, თითქოს არკვევდა ჩემს ვონაობას, რომ შესაბამისად ემოქმედა. ბოლოს ალბათ მიცნო, ჩემთან ნელა მოვიდა . მაქსიმალური სიფრთხილით მივუახლოვდი და მოვეფერე, ისიც გაინაბა. უკვე შემიყვარდა. ახლა გავიაზრე აქამდე მისი სახელი არ ვიცოდი.. საყელოზე მაქსი აწერია.. კიდევ ერთხელ შევათალიერე და დავრწმუნდი ნამდვილად უხდებოდა.. ისე გავერთე მაქსის ფერებით, რომ ანდრიას მოსვლა ვერ შევნიშნე.. -თაია აქ რას აკეთებ?-ისე მოულოდნელად გაიჟღერა ამ ხმამ უცებ შევხტი. -სტუმარს ასე ხვდები? -სტუმარი ქურდივით არ იჭრება სახლში.. -that's fair.. -მაქს ისევ? ნუთუ ეს შენ ხარ.. -ისეთს რს ხედავ საინტერესოა.. -ყველასთან უცხოობს შენთან კი, უკვე მეორედ ისე მოდის თითქოს კარგი მეგობარი იყო.. -შეიძლება შენთნ არა, მაგრამ მასთან საიმოვნებით ვიმეგობრებ.. -ღმერთო ჩემო მაქს მოდი ჩემთან-მაქსმა ერთი კი გახედა მაგრამ ყური არ შეუბერტყია -მაქსს.. -ხო ხედავ არ მოდის შეეშვი.. - სერიოზულად? კარგი იყოს მასე, აბა რატომ მოხვედი?-წამოვიწე.. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.. -მე უბრალოდ-სახლისკენ მივანიშნე- არ შემიპატიჟებ? -კარგი- მიმითითა შევსულიყავი.. ახლა ვგრძნობ რომ ის ენერგია რაც დილით ყავამ მომცა აღარ მაქვს, ეს დაღლილობა ერთიანად შემომაწვა.. წამით თავბრუ დამეხვა, მაგრამ თავი შევიმაგრე.. -მართლა შენი მოწყობილია აქაურობაა? როგორ არ დაგეზარა.. -სამაგიეროდ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც მსურს.. -ზედმეტად პერფექციონისტი ხომარ ხარ? ასე ვერ მიიღებ ცხოვრებისაგნ სიამოვნებას.. -შენ რა იცი მე თავს ბედნიერად ვგრძობ თუ არა.. -ცხოვრება ყოველთვის იდეალური ვერ იქნება, ამას ცხოვრება ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვახსენებს.. შენ კი მაინც იმიდეალურობას ელი, რაც სრული აბსურდია.. -ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღება აბსურდი არაა თაია.. -ზუსტად ესაა ფოტოგრაფია.. -რა შუაშა ახლა ეს.. -მე სხვა თვალით ვხედავ, შენ სხვაა.. ცხოვრების ახალი ფოტო წარმომიდგა თვალწინ, რომელსაც ჩემი თვალებით ვერ დავინახავდი, მაგრამ ახლა ვხედავ. მეც მინდა სხვებს ჩემი თვალით დანახული დავანახო. შეიძლება ვიღაცაც იმასაც ხედავდეს რასაც მე და…საერთოდ რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, კარგი დაივიწყე.. -ბოდიშს არ უნდა იხდიდე, შენი აზრების ან გრძნობების გაოხატვისას..- წამით ისევ დამეხვა თავბრუ.. -თაია კარგად ხარ?-ერთი ნაბიჯი გამოდგა ჩემსკენ. ჩემს უკან კი დივანი იდგა, რომლისკენაც უკაც ნაბიჯი გადავდგი.. -მე კარგად ვარ არაფერია, ეს ვაშლი გემრიელად გამოიყურება უნდა … მე უნდა-ისევ ვიგრძენი თაბრუსხვევა..თითქოს რამდენიმე წამით მხედველობა გამიუარესდა და ყველაფერი ბუნდად დავინახე, თუმცა შემდეგ ეს მხოლოდ რამდენიმე წამით აღარ გაგრძელებულა, საერთოდ ვერაფერი ვეღარ დავინახე. ვიგრძენი როგორ წამერთვა ენერგია აი ასე წამებში დაეცა ნულამდე და თავი ვეღარ შევიმაგრე.. წამით ვიგრძენი თითქოს ვიღაც ეცადა ხელი ჩაეჭიდა, თუმცა დივანზე დავეცი.თითქოს წამით ის უცნობი გამახსენდა მეჯლისიდან, მაგრამ მალევე მიივიწყა გონებამ, შემდეგ კი საერთოდ გავითიშე.. გონზე რომ მოვედი დივანზე ვიწექი, ვცდილობდი თვალები გამეხილა და რამე გარკვევით დამენახა.. როდესაც ყველაფერი ნათლად დავინახე გამოჩნდა ანდრია, რომელსაც რაღაც საშინელება ჰქონდა ახლოს მოტანილი..უბრალოდ საშინელი სუნი ჰქონდა..სახელს ვერ ვიხსენებ.. -მე .. -თავს როგორ გრძნობ? -რა დამემართა ? -გული წაგივიდა.. -მართლა? -ამოვიხვნეშე - გული რატომ წამივიდა? წამოვჯექი, თუმცა თავს სუსტად ვგრძნობდი და ანდრიამ მაიძულა ისევ დავბრუნბოდი ძველ მდგომარეობას.. მოულოდნელად ზარმა დარეკა, ანდრია უხმოდ გავიდა და ნაცნობ ადამიანთან ერთად შემოვიდა.. როცა დამინახა წამით შეეტყო გაკვირვება და კმაყოფილების ტალღამ გადაურა.. ანდრიას ჩვენს შემხედვარე დაბნეულობა და ცოტა ბრაზი მოერია, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო.. -გამარჯობა.. -გამარჯობა.. -ერთმანეთს იცნობთ? -მოდი ასე ვთქვათ პირველად არ შევხვედრილვართ ერთმანეთს -ნუთუ -კი მეტროში შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთთან არ მივსულვართ ხომ გესმის.. -კი როგორ არა.. ესე პირველივე შეხვედრიდან კარგად დაგიმახსოვრებიათ ერთმანეთი.. -როგორ შეიძლება თაიას შეხვდე და დაგავიწყდეს-და ამ დროს ანდრიასკენ გავაპარე თვალი და ნეტავ არ შემეხედა, ვგრძნობდი მისთვის რამის დაშავება შეეძლო, მაგრამ არ ვიცი რა ძალა აკავებდა.. -მოკლედ აბა რამ შეგაწუხა.. -თაია-ანდრიამ უპასუხა, უცნობმა ნაცნობმა კი ისე გახედა შენ არ გეკითხები, რა ჯანდაბა გინდა გამომეტყველებით.. -მე უბრალოდ გული წამივიდა, არ ვიცი ანდრიამ საერთოდ რატომ გამოგიძახა.. -ბოლოს როდის ჭამე-ჩაფიქრებულმა ანდრიამ ისე იკითხა თითქოს მე კი არა ვიღაცას სადღაც ჰაერში ეკითხებაო.. -მე..მმმმ იცი მე არ მახსოვს მგონი ერთი-ორი დღეა არ მიჭამია და ერთი ჭიქა წყალი დავლიე, მაგრამ სამაგიეროდ ბლომად ყავა.. -ეს ბედნიერი სახე მოიშალე, აქამდე როგორ არ მომივიდა თავში. შენ ხომ როცა მოგეპრიანება მაშინ ჭამ საჭმელს და გგონია ყავა ის სითხეა, რომელითაც შეგიძლია წყალიც კი ჩაანაცვლო..ოჰ თაიაა-სერიოზულად ვერ ვხვდები ასეთი გაბრაზება რა საჭიროა.. -ნუღელავ შენს შეყვარებულს საფრთხე არ ემუქრება, გადასხმას გავუკეთებ, შემდეგ კი ეს ყველაფერი უნდა გამოასწოროს-ექიმს სახე მოექუფრა. -ექიმი იცი მე და ანდრია..ჩემი შეყვარებილი არაა.. -მართლა?-იმედის სხივი თქვენც დაინახეთ? -ჩემი საცოლეა-თქვა თუ არა ანდრიამ ეს სიტყვები, იმედი როგორც გამოჩნდა ისე გაქრამის სახეზე.. -გასაგებია-ძალით გაღიმება სცადა.. გადასხმა დამიდგა, დამარიგა და წავიდა.. მე კი ასე ვიდექი და კითხვის ნიშნებითურთ ანდრიას ვუყურებ.. -ეს რა იყო? -რაზე ლაპარაკობ.. -იცი რაზეც.. -ასე იყო საჭირო.. -არ იყო, მე შენი არც შეყვარებული ვარ და არც საცოლე, იცოდე ვინ ხარ და რას წარმოადგენ.. -იყო, მას მოეწონე.. -მერე რა.. -.. -ანდრია შემომხედე- რაღაც ძალამ ჩემკენ გამოახეა -შენ რაში გადარდებს ვის მოვეწონები და ვის არა- აშკარა იყო ხმაშ სიბრაზე შემეპარა.. -უბრალოდ.. -ტელეფონის ზარიც გაისმა.. თანდათან მიდიოდა, მაგრამ მაინც გავიგე მისი ნათქვამი.. -არა, მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა, ყველაფერი ხვალისთვის გადაიტანე…ეს უფრო მნიშვნელოვანია.. -ახლა რა მოხდა..ეს რა იყო, ის ხომ სამუშაოზე გადამკვდარი ანდრიაა, რის გამო თმობს ერთ სამუშაო დღეს..ჩემგამო? ან იქნებ ჩემს უგარეშოდაც მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ყველაფერს ვაზვიადებ.. დრო გავიდა, გადასხმა დამთავრდა,თავს უკეთ ვგრძნობდი.. ცოტახანში წამოდექი.. -ანდრია, მგონი ჯობია სხვა დროს ვილაპარაკოთ უნდა წავიდე.. -არსად არ წახვალ.. -უკაცრავად ? -წამოდი- არ ვიცი რატომ თუმცა დასჯილი ბავშვივით უკან გავყევი.. -ახლა დაჯექი -ვერ ვხვდები რას აკეთებ -დამელოდე- მან.. ანდრია დადვანმა დაიწყო საჭმლის მომზადება.. მას ეს შეუძლია? ახლა ამზადებს თან როგორ უხდება, თითქოს ეს მისი მოწოდებაა.. თვალს ვერ ვაშორებ გავიყინე..რა სისულელეებს ვბოდავ ამავდროულად.. -თაიაა…თაიაა -ჰაა რა -გამოფხიზლდი, გადაიღე და ჭამე.. -არ მშია -თაია.. -არ შევჭამ.- თავად გადმომიღო საჭმელი.. -სანამ ჩემი ხელით გაჭამე, გირჩევნია ეს თავად გააკეთო.. -ბავშვივით ნუ მექცევი.. -მოიცა და ბავშვი არ ხარ? -ანდრიაა..კარგი ორი ლუკმით არაფერი დაშავდება თუ მომეშვები..- არ მჯერააა ასეთი გემრიელი სალათი პირველად გავსინჯე, რაღაც საოცრება. უფრო და უფრო მეტის ჭამა მომინდა. როცა თეფშზე არაფერი დარჩა მაშინ გავაიზრე მთლიანად, რომ შემიჭამია და ისიც ახლა გავაიზრე, რომ ანდრია მიყურებდა მთელი ამ დროის განმავლობაში.. მივაშტერდი.. ისეთი უხერხულობა ვიგრძენი გული კინაღამ ხელმეორედ წამივდა.. -კიდევ გინდა? -საკმარისია, ეს უბრალოდ მადლიერების ნიშნად რომ ჩემზე იზრუნე, რომელიც საჭირო არ იყო.. -იმიტომ არ გიჭამია რომ გემრიელი იყო არაა, ეს უბრალოდ მადლიერების გამოხატულება იყო.. -დიახ იჭმევა, მაგრამ არ გადავრეულვარ.. -ნუთუ.. -დიახ-ჩაეცინა -კარგი იყოს ასე, მე მაკმაყოფილებს.. -მნიშვნელობა არ აქვს, მე წავედი.. -ეს აღარ გაიმეორო.. -რა? -თავს მიხედე, ასეთ სიტუაცაიაში აღარ უნდა აღმოჩნდე,, -წავედი წავედი.. -გასვლისას მაქსს მოვეფერე, ორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა საშინლად ძლიერი წვიმა დაიწყო.. -მშვენიერია, ზუსტად ეს მინდოდა.. -წავედით? -ტაქსით წავალ.. -ასეთ დროს? სანდო არავინაა.. -არც შენ ხარ სანდო.. -მე? სანდო არ ვარ?-გაეცინა -.. -წამოდი წამოდი..- მუსიკა არ ჩაურთავს თითქოს და ჩემს საწამებლად.. ეს აუტანელი უხერხულობაც არშემიძლია, თან google maps-ი მეუბნება, რომ 20 წუთიან საცობში მოვყვეით და ამაზე ცალე ვბრაზდები.. არ ვხუმრობ, ესღა მაკლდა? არა გამია მეგობრები ახლოს გყავდეს და მტები უფრო ახლოსო, მაგრამ ასეთი სიახლოვეც რა საჭიროა, თან ამდენი ხნით.. არც კი გამოუხედავს ისე მიმიყვანა სახლამდე, გააჩერა და თან არაფერი უთქვამს საერთოდ..აი ასე უსიტყვოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.. მშვენიერია როგორ ბედნიერათაც დაიწყო დღე ისე დამთავრდა.. . . . მე ყოველთვის ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და საით მივდიოდი.. უნდა დამესრულებინა სკოლა უმაღლეს შედეგებზე, შემდეგ უნივერსიტეტი.. ის მიზნები რაც დამისახია ყველაფერს საუკეთესოდ ვუსრულებდი საკუთარ თავს, ჩემი მომავლისთის ზედმეტი საათიც კი არ მომიკლია, არ მენანებოდა დრო როდესაც გარეთ ბავშებთან ერთად გართობის გარდა მთლიანად მეცადინეობაში ვხარჯავდი.. ეს იმას არ ნიშნავდა რომ არ ვერთობოდი, თუნდაც დებორასთან ერთად, უბრალოდ ყოველთვის მახსოვდა რა იყო ჩემთვის პრიორიტეტი.. ბალანსი რაც არ დამირღვევია აქამდე.. ახლა კი საქართველოში ვარ, მეგობრის სახლში ვცხოვრობ, რაღაც გაურკვეველი ურთერთობა მაქვს ანდრიასთან, თან გვძულს ერთმანეთი, მაგრამ თან ერთმანეთისთის ხელის გაწვდენა ესეთ რთულ სიტუაციაში არ გვენანება.. ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ კარგი ადამიანები ვართ? ამ ყველაფერს ხომ ნებისმიერისთვის გავაკეთებდით ასე არა? ვცდები რამეში? საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ბოლო პერიოდია, ვერც დების.. ვიცი ისიც იტანჯება თან იმაზე ძლიერად ვიდრე ამას თქვენ ხედავთ. იღიმება თუმცა მაინც ვამჩნევ იმ მკრთალ სევდას, რომელსაც წესით ალბათ არ უნდა ვხედავდე.. ზუსტად ვიცი დემნა არაა მიზეზი, თუმცა რა აქვს სადარდებელი ან რა ასევდიანებს, ეს უკვე მეც აღარ ვიცი.. დებისი მაინც მესმის და თუმცა ვერ ვეხმარები.. ის ჯიუტია, ასეთ მომენტებში წამით გძულდება კიდეც, რადგან იმ ხიდს ანგრევს რომლის დახმარებითაც მასთან მისვლას გეგმავ.. იმდენად ღრმაა წყალი სხვანაირად ვერ მიხვალ.. ვისაც ისევ შეუძლია ხიდის გადება, ის იმის საჭიროებასაც ვერ ხედავს რომ გადავიდეს. უბრალოდ დგას, შორიდან ყურება და ხელის დაქნევა მისთვის საკმარისია, აი ასე უბრალოდ..საბოლოოდ დებორასთან დაკავშრებით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა ჩვენ განვსხვავდებით, ეს საერთო გვაქვს..ორივეს გვირჩევნია ჩვენი პრობლემები თავად მოვაგვაროთ..მე კი მასთან შედარებით რადიკალური ვარ თუმცა, მისთვისაც ეს თვისება დამახასიათებელია.. ხელს გვიშლის ერთმანეთის დახმარებაში.. არც კი ვიცი საიდან იწყება მსგავსი პრობლელემი ? ჩვენი პრობლემები ხომ იმას წარმოდგენდა თუ წრეში ბურთის თამაშის დროს გარეთ არ დარჩენილიყავი ან უბრალოდ გადაგდებული ბურთის მოტანა შენთვს არ დაევალებინათ.. ეს პრობლემები ზრდასრულის პრობლემებით როდის შეიცვალა? რატომ არავის მოუმზადებივართ ამისთვის.. ვის შეჰყავს საოპერაციოში ის ადამიანი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს? თავს ისე ვგრძნობ თითქოს ოპერაციას ვაკეთებ გულზე, ამ დროს ყველას ჰგონია, ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ, ყველა ჩემგან ელოდება ნაბიჯის გადადგმას.. მე კი ასე გაშეშებული ვდგავარ და ველოდები, ვიღაც როდის მიკარნახებს საკუთარ გულს რა ვუშველო.. ფიქრების კორიანტელი ოდნავ მაინც, რომ გავფანტე და თვალებიდან გამოვიხედე უკვე ვიწექი და ვიძინებდიი..ის რამდენიმე წამიც და ჩამეძინა… მომავალმა ერთმა კვირამ ზუსტად ამ მომენტივით ჩაიარა, ვერც გავიგე.. თვალები დავაჭყიტე ჭერს ვუყურებდი რამდენიმე წამით, ამ ფუჭმა რამდენიმე წამმაც, რომ ჩაიარა ავდექი.. ძლივს მოვწესრიგდი, ყავაც კი ვერ დავლი იმდენად უენერგიოდ ვარ, საქმე იმაშია, რომ გაკეთების თავი არ მაქვს.. უცებ ანდრია გამახსენდა და ერთი ვაშლი ავიღე, ბოლო პერიოდი ჩემს კვებას საეჭვოდ აკონტროლებს და მისი წუწუნის თავი არ მაქვს. ამიტომაც თუ რამეს მკითხავს ერთი მწვანე ვაშლი ვჭამე დღეს და გონება არ წამივა.. აი ასე ყავის გარეშე დავრჩი, აქ წესით წყლის გარეშე უნდა იყოს, მაგრამ ამ ორს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ დიდი ხანია.. უკვე კომპანიასთან ვდგევარ როცა მახსენდება, რომ ფოტოაპარატი არ წამომიღია, არც ტელეფონი და აი ასე ყველაფრის გარეშე შევდივარ კომპანაიში. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ბარათიც სახლში დამრჩა, ამიტომ დაცვას ვთხოვ და ყოყმანის შემდეგ მატარებს, ეს აღარ გამაკეთებინო სახით მემშვიდობება, მეც თავს ვუხრი და ჩურჩულით ვემადლიერები.. შემოსასვლელში ნუნუ მხვდება ალბათ გგონიათ რომ შდარებით ასაკიან ქალზე ვსაუბრობ, თუმცა არა ახალგაზრდა გოგოა. ძალიან მოსწონს თავისი სახელი და ხშირად ხუმრობს კიდეც, კაკრას მოხუცი ქალის პაროდიას შესანიშნავად აკეთებს და სხვა თუ არავინ თავად კი კარგად იცინის .. წარმოიდგინეთ როდესაც ვინმე იკითხავს, ამ დროს მოხუც ქალს ელოდებიან, შემდეგ კი ეს შველივით გოგო გამოჩნდება ჰორიზონტზე. ყველას ყბა აქვს ხოლმე ჩამოვარდნილი, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სასაცილო ხდება.. მასთან არ ვმეგობრობ, ანუ ახლო არ ვარ მაგრამ როგორც ასეთი სამსახურში კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი შემიძლია დავუმეგობრდე, მაგრამ ვერ ვიტან ამ პროცესს, ადამიანებთან დაახლოების პროცედურას, უბრალოდ არ შემიძლია, ამიტომაც ამ ურთიერთობითაც ვკმაყოფილდები.. როდესაც ისე ხუმრობით ვკითხე სახელის შეცვლაზე არ გიფიქრია მეთქი და მითხრა რისთვისო, ცოტახანი მომიხდება შემდეგ დავბერდები და ახლა შეცვლილი სახელი იქნება ჩემთვის შეუფერებელიო.. ისე მართალია როგორ ვიციკლებით თუნდაც პატარა რაღაცებზე, არადა მართლა ამხელა მნიშვნელობა აქვს? ვინ რას იფიქრებს, ვინ რა თვალით შემოგვხედავს და მსგავსი წვრილმანები..არადა ერთი მზერის ან წამოძახილის მერე რეალურად არავის ადარდებ.. ნუნუ მოკლედ მოვიკითხე და გზა განვაგრძე.. ისევ ვამთქნარებ, ეს იმიტომ რომ ჩვეულებისამერ ყავა არ დამილევია და არ გამოვფხიზლებულვარ.. ჩემი კაბინეტისკენ მივლასლასებ, ანდრიას კაბინეტისთვის უნდა ჩამეარა, რომ დამიძახა შემოდიო.. -გისმენთ ბატონო ანდრია.. -რანაირად მოძრაობ.. -უკაცრავად ? თქვენი რა საქმეა.. -დღეს რამე შეჭამე? -ისევ განვმეორდები და თქვენი რა საქმეა? იმ დონის ახლობლობა არ გვაკავშოირებს მსგავს კითხვებს მისვამდეთ..- იქვე ისე ჩამოვჯექი ვერც გავიგე.. -მე არ მითქვამს დაჯექი მეთქი.. -მიდი რაა, ცოტახანიც მეჩხუბე, ძალიან დაღლილი ვარ და ადგომა არ შემიძლია- უბრალოდ კიარ გაიღმია გაეცინა, ყველა კბილი გამოუჩნდა, მე უბრალოდ გავშეშდი.. -ჰეი თაია, მემგონი მართლა გადაღლილი ხარ, ჩემი ერთი სიტყვაც არ გაგიგია. -... -თაია -მე კიი.. აქ ვარ.. დიახ. -დღეს რა ჭამე -მწვანე ვაშლი -წყალი დალიე? -არა- დაჰიპნზებულივით ვპასუხობ -აკი ეს ჩემი საქმე არ იყო?რატომ მპასუხობ? -არცაა-*გააზრების მომენტი*- არცაა მე უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი.. არც ამას უნდა გიხსნიდე.. -დაღლილი აღარ ხარ- მისი კომენტარი არ შევიმჩნიე.. -მე წავედი ბატონო ანდრია, თუ რამე დაგჭირდათ არ შემატყობინოთ, თევენთვის არ მცალია.. -ნუთუ.. ….. -დაო რა გჭირს?- დებორას მოსვლა ვერც კი გავიგე.. -არაფერია უბრალოდ ჩავფიქრდი.. -ზედმეტი ყავა მაქვს გინდა? -არა.. -ეს რიტორიკულ შეკითხვა იყო, მეღადავები? ყავა რატომ არ გინდა.. -უბრალოდ არ მინდა და მორჩა..თავი მტკივა წავალ წამალს დავლევ -გაქვს წამალი? -ვიშოვი.. -დღეს სახლში არ ვიქნები -მშვიდობაა -კი უბრალოდ სამუშაო ადგილი უნდა შევიცვალო -კაია გაერთე.. -ვეცდები..- სახლში ძალიან გვიანაც არ მივსულვარ, მაგრამ მაინც ძალიან დავიღალე. რაღაცნაირად ცარიელი ვარ, არც ყავა მინდა არც მშია, არაფერი მინდა.. ერთ დიდ სიცარელეს ვგრძნობ.. მიუხედავად დროის ფაქტორისა არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ დასაძინებლად წავედი.. დილით ყავის სუნმა გამაღვიძა ვიფიქრე დები მოვიდათქო მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.. კიბეეებზე ჩასვლისას აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში დები არ დაბრუნებულა სამაგიეროდ ანდრია, ეკატერინე და დემნა მოსულიყვნენ. -ეკატერინე..აქ რას აკეთებ..თ? -გამარჯობა თაია.. -აა ჰო.. მე უბრალოდ.. -ვიცი ჰოო ახლახანს გაიღვიძე და გაინტერესებს ესე მოულოდნელად აქ რას ვაკეთებთ.. -ზუსტად.. -გოგო, არაფერი ისეთი რაღაც თამაშის ნახვა უნდოდათ ბიჭებს და რადგან თავისუფალი ვიყავი წამოვედი.. -დღეს თამაშია? ამ დროს? -მასე გამოდის.. -და იო.. -დააგვიანდება ალბათ..-როგორც გაირკვა თამაშის დაწყებამდე დრო იყო, ამიტომაც სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად..უკვე მზადება მქონდა დაწყებული ანდრია, რომ შემოვიდა..შემომზედა თავი გააქნია და მითხრა.. -დაჯექი.. -უკაცრავად.. -ყავა გინდა თუ არა..- აღარაფერი მითქვამს უბალოდ მის წინ დავჯექი და უბრალოდ ვუყურებდი.. -ზედმეტად ეჩვევი ჩემთვის რაღაცების გაკეთებას.. -მე გიმზადებ და პრეტენზიები შენ გაქვს?-არ შემოუხედავს.. -დიახ, არ მინდა ჩემთვის ამზადებდე.. -ორი წუთის წინ პრეტენზია არ გქონია.. -ახლა ჰომ მაქვს, გითხარი არ მინდა ჩემთვის ამზადებდე მეთქი.. -და რა თუ მე მინდა.. -ამის უფლებას არ მოგცემ.. -ვითომ? -დიახ, ამის უფლება არ გაქვს.. -და რისი უფლება მაქვს? -ჩემთან მიმართებით არაფრის.. -შენს ადგილზე დარწმუნებული არ ვიქნებოდი -ვითომ? -რაც კი შემეძლო ანდრიას ხმას მივამსგავსე.. -სასაცილო ხარ.. -ჯამბაზადაც გადამაქციე ახლა.. -აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენზე ვიზრუნო.. მოგიარო.. აქ საქმეზე სალაპარაკლოდ მოვედი…რა თქმა უნდა, ფეხბურთის შემდეგ..- ამასობაში ყავა დაისხა, შემდეგ ჩემს საყვარელ ჭიქაშც დაასხა..საიდან იცის, რომელია ჩემი საყვარელი? ნუ სულ ეგ მიჭირავს რა მიხვედრა უნდა.. და ოთახიდან გავიდა.. დავლიო თუ არ დავლიო.. მინდა მაგრამ რას იფიქრებს..არა არ მჭირდ..კარგი ჯანდაბას, ანდრიას ყავაზე უარი როგორ უნდა ვთქვა.. ამ დროს ეკატერინე შემოვიდა.. -ოო ყავას სვამ? -აჰაამ გინდა? -არაა..ისე მომიყევი როგორ ხარ.. -რავიცი ცოტა არ იყოს გადაღლილ..შენ? -კიი ამ ბოლო დროს ორმაგი დატვირთვით ვმუშაობ და ჰო წარმოგიდგენია რა დღეში ვარ.. -რომელი საათია ჰოარ ვაგვიანებთ… -შენ მოგაკითხე ისედაც, გავიდეთ მაშინ იქით..-საღამომ ნორმალურად ჩაიარა.. შემდგომში, დები და იოც შემოგვიერთდნენ და კარგად გავერთეთ.. რაც არ უნდა იყოს, ერთი წევრი, რომც ეკლდეს, შესამჩნევი ხდება.. . . . -ეს არის შენი გეგმა? -რამე არ მოგწონს? -არა მშვენიერია, მაგარამ ერთი ადამიანის ჩართვა მაინც მოგვიწევს.. -ჩვენებს არ ვეტყვით.. -არა ეგ არც მიგულისხმია, ამასთანავე რაღაც დეტალების დამატება მინდა.. -გისმენ ….. -მოვილაპარაკეთ, გაემზადე მოღონიერდ.. -გეყოს -მე გითხარი და შენთვისვეა უკეთესი თუ მომისმენ.. -როგორ შეიძლება ჩვენი ყველა საუბარი, ჩემს კვებაზე და საბლოოდ ჩემს ჯანმრთელობაზე ლაპარაკით სრულდებოდეს.. დავიჯერო ამდენად მწირეა ჩვენ სალაპარაკო თემა? -როცა გიყურებ ეს თავისთავად ხდება.. -იცი რ..არა მოდი ამ სულელური დიალოგის გაგრძელება აღარ გვინდა შეგიძლია წახვიდე.. -ნუთუ.. -ჩემი ლაპარაკი არ გესმის საკმარისად? -თაია იც.. -ანდრი აღარ მივიდვართ? რას აკეთებ სამზარეულოში ამდენ ხანს.. -მოვდივარ მოვდივარ.. - მას შემდეგ რაც ბავშები გავაცილე სამზარეულოში დავბრუნდი.. ძალიან მომშივდა თან რამე გემრიელობა მომინდა. ძლივს მოვძებნე ჩემი მოსაწონი რეცეპტი იმ ინგრედიენტებით, რომლებიც სახლში მომეპოვება.. მას შემდეგ რაც ყველაფერი ავრიე და სამზარეულო სამზარეულოს აღარ გავდა, ჩემს უგემრიელეს პასტას მივირთმევდი და მესიამოვნა მოსალოდნელზე უკეთესი, რომ აღმოჩნდა.. -არა მართლა wow ეფექტი აქვს, რომ არ მეზარებოდეს სულ მე გავიკეთებდი საჭმელს.. ამ დროს თან დედას დავურეკე.. -ჩემო გოგო როგორ ხარ დე? -კარგად.. ნახე რა გავაკეთე.- კამერის წინ თეფშ ისე მივატრიალე, რომ კარგად დაენახა.. -მაკარონი? ეს შენ გააკეთე? მწვანე ფერი რატომ აქვს იჭმევა? -ესეთი უნდა იყოს მწვანე ფერის და დიახ უგერიელესია.. -შენ თუ ამზადებ იშვიათად, რამე მოხდა? -მშიოდა დედა, რა უნდა მომხდარიყო.. -რაღაც ხდება და ვერ ვიგებ.. -არაფერი ხდება უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა გაგითიშო? -ნუ ადრამატულებ შენი ჭირიმე, კარგი როგორ ხარ მომიყევი.. -კარგად ვარ..ვმუშაობ, დებისთან ვარ და ვარ რაა.. -შეცვლილი მეჩვენები დეე.. -ცუდისკენ თუ კარგისკენ… -მაგას ჯერ ვერ ვიგებ, მაგრამ რაღაც თითქოს შეიცვალე.. -გადაღლილი ვარ უბრალოდ.. რა უნდა იცვლებოდეს.. -რატომ არ ისვენებ.. -აბა ახლა რას ვაკეთებ.. -ეგ რა დასვენებაა გოგო არ გადმრიო..ზოგადად სამშაოსგან ბოოს როდის დაისვენე.. -მაგის დრო არ არის.. -შენთვის ამის დრო არასდროსაა თაია, ასე თავს რაღაცას დამართებ.. -კარგი რაა დედა.. -კარგი ჰოო მეჩქარება დეე უნდა წავიდე.. დაგირეკავ.. -კარგი ნახვამდის.. . . . -ფერი მოგსვლია აუტანელო ქალბატონო.. -მეგონა ეგ ზედმეტსახელი უკან ჩამოვიტოვე..მოკლედ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? -კი მას ველაპარაკე, რაც საჭიროა მოაგვარა და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა..თუმცა თაია გახსოვდეს პანიკებში არ ჩავარდე თუ რამე ისე ვერ წავა.. -ამას მე მეუბნები თუ საკუთარ თავს ამხნევებ.. -თაია.. -კარგი ჰოო.. დროა საქმეს მივხედოთ.. . . . - საინტერესოა ბატონმა ანდრიამ ეს სად იშოვა.. -რამე არ მოგწონს? -არაფერი უბრალოდ იმდენი საიდუმლო ტალანტი გაქვს.. საინტერესოა კიდევ რას მალავ.. -ის რომ სატვირთო ვიშოვე ტალანტი არაა. -ნუ კარგი..ისე მე შემიძლია სატვირთოს მართვა.. -ნუთუ.. - მე ეს შემიძლია დიახ.. გამახსენე შენ რატომ ატარებ და არა მე? -მე გზები კარგად ვიცი, შენ არა.. -და მაინც ძალიან კარგად ვატარებ სატვირთოს..სამწუხაროა დღეს არ გამოვა.. -შენ გქონია დამალული ტალანტები მე კი არა.. -რადგან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ ამიტომაა ეს ასეთი გასაკვირი? -შენ რომ სატვირთოს ტარება არ იცოდე ეგ უფრო გამიკვირდებოდა.. -ნუთუ -კარგი ნელა ატარე, ასე მიხვდება რომ უთვალთვალებენ, არ უნდა მიუახლოვდე…ზედმეტად არა.. -არ მინდა გაიქცეს.. -ჰომ იცი, ეგ სანერვიულო სულაც არაა.. -ხვდები , რომ როლები გავცვალეთ.. -რას გულისხმობ.. -მე მეგონა შენ ინერვიულებდი თუმცა ბოლოს შენი დასამშვიდებელი გავხდი.. -ნუ მე..მოიცა ახლა მარჯვნივ და აი ისიც ბენზინ-გასამართი სადგური.. -ბევრია რიგში, ახლა უბრალოდ გადააყენებს და მაღაზიაში შევა.. 15 წუთი გვაქვს.. -ვიცი -ეგ გასაგებია მაგრამ შენი მეგობარი სადაა.. -წამიწამზე აქ იქნება.. -ის არ ჩან… -აი ისიც..კარგი თაია ახლა შენი ჯერია, არავინ არ უნდა შეამჩნიოს რასაც ვაკეთებთ. მიდი გადადი იმათ ყურადღება გაუფანტე და თუ ის დროზე ადრე გამოვა დრო გაიყვანე..მე აქვე გავაჩერებ.. -იცოდე დრო ცოტაა საქმეს მალე უნდა მოვრჩეთ.. მეგობარს გადაეცი მოქმედება დაიწყოს, აბა შენ იცი მე წავედი დადვანო.. . . . -საქონელი აქაა.. -იცოდე არაფერი უნდა აკლდეს.. -მე სიტყვის კაცი ვარ, არაფერი აკლია.. -კარგია, სატვირთო გახსენით….აბა დაითვალეთ ყუთები? -ბატონო აქ დასათვლელი არაფერია.. -ეს რას ნიშნავს? -სატვირთო ცარიელია.. -არა ეს შეუძლებელია, მე სავსე მოვიტან, თქვენი საქნლისთვის ხელი არ დამიკარებია..მე სავსე მოვტანე… მართლა უნდა დამიჯეროთ.. - გგონია გამაცურებ? არ ვიცი რა გეგმა გაქვს ან აქ როგორ გაბედე ცარიელი სატვირთოთი მოსვლა, მაგრამ არ გაგახარებიცოდე.. -არა მე.. -უკაცრავად ბატონო არჩილ, უბრალოდ გაუგებრობაა.. -ანდრია აქ რას აკეთებ? -ჩვენ და ეს ბატონი ვთანამშრომლობთ, ერთად დავგეგმეთ სატვირთოს წამოღება, მაგრამ სატვირთო აერია და ასე მოვიდა თქვენთან, სავსე კი ჩვენ მოვიტანეთ.. -ჰეი შენ.. ეს ყველაფერი სიმართლეა არაა-ჰკითხა არჩილმა ანდრიამ კი ისეთი მზერით გახედა თითქოს ეკითხებოდა რას აპირებო.. -დიახ ეს სრული სიმართლეა.. -ასეთი მოუქნელი როგორ ხარ.. მოკლედ ეს უკანასკნელია, ასეთ რაღაცას აღარ გაგიტარებ.. . . . -ახლა რა იქნება, მისი ნდობა მოვიპოვეთ? -იმედი ვიქონიოთ.. -არ დაგავიწყდეს, რომ fbi-სთან ვთანამშრომლობთ, რაც მას ნიშნავს, რომ ინფორმაცია მალე უნდა მივაწოდოთ.. -ნუ ღელავ, ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს.. -ნეტა ყველაფერი მალე მორჩებოდეს.. -კი მაგრამ ეს ის ფილმი ან სერიალი არაა, რომლის გადახვევაც და ბედნიერი მომენტიდან გაგრძელება შეგიძლია.. ცხოვრება უნდა გაიარო ვერ გადაახვევ, სამწუხაროდ უბედურ მომენტებს ვერ გადაახტები თაია.. -ეს ყოველთვის ჩემი პრობლემა იყო.. -რას გულისხმობ? -იცი ვერფერს ვუყურებ ისე თუ არ გადავახვიე.. -კარგ მომენტამდე მისვლა გეჩქარება? -ნერვები არ მყოფნის.. -მაგრამ რეალურად ყოველდღე ცხოვრობ გადახვევების გარეშე.. -ჰოდა ჩემო ძვირფასო ანდრო. წარმოიდგინე შენი აუტანელი ქალბატონი როგორი დაღლილია…ნეტა მე უფრო აუტანელი ვარ თუ ჩემი ცხოვრება ამ კონკრეტულ მოცემულობაში.. -მოიცადე ეს ანდრო საიდან მოიტანე -აბა ყოველ ჯერზე ანდრიას დაძახება ცოტა ძაან მეზარება თან ყველა წინადადებას შენი სრული სახელი არ უხდება.. ჰოდა რას ვამბობდი რომელი უფრო აუტან.. -შენ რა საკუთარ თავს ჩემი უწოდე? ასე არ თქვი? მე... -უბრალოდ წარმოიდგინე რამდენად აუტანელი უნდა ვიყო, რომ საკუთარ თავს, ცხოვრების აუტანლობას ვადარებდე…რამე მითხარი? -რა? -თითქოს რაღაც გავიგონე ან უბრალოდ შენთვის დაიჩურჩულე.. -საბოლოოდ მაინც შენ ხარ ყველაზე აუტანელი, გამოცნობანას მოეშვი.. -ჰოოო ალაბთ.. რა სახე გაქვს? -ჩვეულებრივი.. -მოკლედ სიტყვა ვერ მითქვამ..ისე შენს მეგობარ გამომძიებელს არ შევხვედრილვარ.. -მერე -სიმპატიურია? -თაია..-სახე ზედმეტად დაუსერიოზულდა.. -კაი ჰოო უბრალოდ ვიკითხე.. -საღამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა -მერე -არ გინდა დღეს ჩემი სტუმარი იყო? -ჰომ იცი რომ მე შენს.. -მანდ არა -ახლასად მეპატიჟები დადვანო? -წამოხვალ? -ჯანდაბას შენი თავი წავიდეთ…სადღაც..-მანქანაში როგორც კი ჩავჯექით მივახალე.. -მუსიკა არ ჩართო -რატომ -უბრალოდ ახლა არა.. წავიდეთ და მორჩაა..-არასდროს მინახავს მანქანა ვინმეს ასე ემართოს, განა რამე განსაკუთრებულს აკეთებს უბრალოდ ისე ატარებს როგორც ანდრია დადვანი.. ძალზედ მისეულად და ძალიან უხდება. და მაინც არ მომწონს..და რატომ არ მომწონს? თითქოს ჩემში გენეტიკური კოდივითაა ჩაწერილი, რომ ანდრია დადვანის აუტანლობა უნდა მჭირდეს..გაურკვეველი გრძნობა რომლის სიტყვებით ახსნა რთულია.. რეალურად უბრალოდ თავიდანვე ავითვალწუნე..შეიძლება ითქვას პირველი მზერიდან, შემდეგ ყველაფერი ისე აეწყო, ასეც მოხდა მე მას ვერ ვიტან, მაგრამ ხანდახან მის დანახვაზე..ხანდახან..ვიკარგები..ვფიქრობ სიტყვებით სათანადოთ ვერ გადმოვცემ ჩემს განცდებს. არც კი ვიცი რამდენად არანორმალურად შეიძლება ჟღერდეს ჩემი სიტყვები..ვინც ჩემს ნათქვამს ისმენს ალბათ გიჟი ვგონივარ.. როგორ შეიძლება ადამიანს ვერ იტანდე და მეორე წუთას უბრალო მზერით შეძლოს გაგყინოს ერთ ადგილზე.. საბოლოოდ ამ ბოდიალის შემდეგ იმის თქმა მინდა, რომ ამ ჩემთვის არასასიამოვნო განცდების..ანდრიას სიძულვილის მიუხედავად, მანქანის ტარება მაინც აკვდება.. მალევე მოვედით, ფიქრებში ისე გავერთე ვერც გავიგე სასახლესთან როგორ გავჩერდით, არ იფიქროთ სასახლე მხოლოდ სიდიდის გამო ვუწოდე ..ასეთი სახლი ალბათ ანიმაციებში თუ მინახავს. ულამაზესი ბაღი მოჩანს, შორიდან რასაც ვხედავ ესაა.. სახლი ოდნავ შორსაა და ჩემს წინ დიდი გალავანია.. ჯერ-ჯერობით ამის თქმა შემიძლია .. დაცვამ როდესაც შეგვიშვა ახლა გამიჩნდა კითხა, რომელიც დასაწყისში უნდა დამესვა.. -სად ვართ? -იქ სადაც ბავშობა მაქვს გატარებული.. -მოიცა ახლა შგნით დედაშენია? ანუ შენი დაც აქაა და მე.. -ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს, დედაც სახლშია და ალბათ ჩემი დაც.. -მე …მე აქ რას.. მე არა, ვერ შემოვალ.. ამას არ მთხოვ ჰოო?? -დღეს ჩემი სტუმარი ხარ, უარს ვეღარ მეტყვი.. -არა -კი -არათქი -შემოხვალ -არ შემოვალ..არა -დედაჩემის გეშნია?-გაეცინა -საიდან მოიტანე.. -აბა ფეხს რისთვის ითრევ.. -რას იფიქრებს დედაშენი.. -რა უნდა იფიქროს თაია.. -სხვანაირად ჩანს.. -როდის იყო შენ ეგენი გადარდებდა.. -დედაშენია, რა თქმა უნდა, მადარდებს..ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფრის მიუხედავდ მე..პატივს ვცემ და არ მინდა..არ ვიცი უბრალოდ არ მინდა პირველი შთაბეჭდილება დადებითი არ იყოს..-ამიხსენით რატომ იღიმის.. -ზედმეტად ბევრს ფიქრობ, არაფერი მოხდება, უბრალოდ შემოხვალ სავარაუდოდ ყავას დალევ და წამოხვალ.. -ზედმეტად ამარტივებ.. -თუ შენ ართულებ ყველაფერს.. -კარგი ჯანდაბას, თუმცა შესულები არ უნდა ვიყოთ, რომ გამოვალთ.. -კარგი იყოს მასე.. და მაინც ისე რატომ ნერვიულობ თითქოს შეყვარებულის დედის გასაცნობად მიდიხარ.. -შეყვარებულის დედის გასაცნობად, რომ ვყოფილვარ მაშინ არ მინერვიულია-ჩაეცინა -როგორც ვთქვი სერიოზული არაფერია..შევიდეთ.. -საიტერესოა როგორ უნდა გააცნო ჩემი თავი.. არც ჩემი მეგობარი ხარ, არც შეყვარებული..აი ასე სტატუსის გარეშე ხარ.. -ვარიანტები მაქვს, შენ არ იდარდო.. და აი ის სცენა, რომელსაც თქვენ თუ არა მე ველოდები.. კიბებიდან ჩამოდის ქალი და თან ტელეფონზე ლაპარაკობს. უკვირს როდესაც ანდრიას ხედავს.. შემდეგ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გამოესახა სახეზე, როდესაც მე დამინახა.. ულამაზესი შარმიანი ქალბატონი, ჩანს მაგრამ მაინც ვნერვიულობ. ზოგადად ასეთი ქალები ანადგურებენ ფილმებში ყველაფერს..ადამიანს, ოჯახს თუ მთლიანად პლანეტას.. -ანდრია აქ რას აკეთებ? -საკუთარ დედასთან არ მიმესვლებაა.. -კარგად იცი რომ ამას არ გულისხმობ.. -ცოტახნით შემოგიარეთ.. -არ გამაცნობ ვინ გიმშვენებს გვერდს? -ეს თაიაა, ჩემი კომპანიის ფოტოგრაფი.. ჩემებთანაც მეგობრობს.. -შენებთან?- საეჭვო მზერით ჩამათვალიერა -სასიამოვნოა ქალაბტონო.. -მერი -ქალბატონო მერი.. -შემოდით მერე რას ელოდებით..- თან წინ წაგვიძღვა.. -ისე ლილე სახლშია? -არა მაგრამწესით მალე უნდა მოვიდეს, იცნობ? თუმცა შენ ხომ ფოტოგრაფი ხარ, მას შენ გადაუღე არაა. -დიახ.. -კარგი ფოტოები გამოვიდა მომეწონა -მადლობა -ასე ოფიციალურად ნუ ლაპარაკობ კარგიი..გაშინაურდი.. -ამმ მე დიახ.. კი.. -როგორც ვიცი ახლახანს ჩამოხვედი.. -კი ასეა.. -ალბათ დიდი ხნით გეგმავ დარჩენას.. -დრო გვიჩვენებს- ამ დროს ვიგრძენი როგორ შემომხედა ანდრიამ მეც გავხედე და თვალებით ვკითხე რახდებათქო.. არაფერიო მანიშნა..აბა რა უნდოდა.. ცოტახანში ლილეს ხმაც გაისმა -დეეე მოვედიიიი და ჰოო ანდრიას მანქნა დავინახე და მობრძანდააა..უი თაია შენც აქ ხარ? ჩემო ძმაო მშვიდობა, აქ რას აკეთებთ.. -არ გაგიხარდა ჩემი სტუმრობაა-ხუმრობით ვუთხარი’ -როგორ არა, უბრალოდ მოულოდნელია.. -ჩემთვისაც-ეს უფრო ჩემთვის დავიჩურჩლე-მოდი ცოტახნით გვერდით მომიჯექი.. ნუ პრინციპში ჩვენც არ ვაპირებთ დიდი ხნით გაჩერებას.. ჰოო -კიი ისე შემოგირბინეთ.. -ანდრია შვილო ცოტახნით ვერ გამომყვებიი შენთან საქმე მაქვს იმედია თაია უზრდელობაშ არ ჩამომართმევ მანამდე შენ და ლილემ იჭორავეთ -არა რას ამბობთ მიბრძანდით .. -არ შეგიძლია პირდაპირ მითხრა ვინაა.. -დედა ჰომ გითხარი ვინცა, რას მეკიითხები.. -მხოლოდ და მხოლოდ შენი ფოტოგრაფი.. შენი მეგობრების მეგობარი.. მეხუმრები შვილოო.. გგონია დღეს გაგიცანი? მე გაგზარდე.. ზუსტად ვიცი უბრალო ფოტოგრაფი, რომ არაა.. მითხარი შენი შეყვარებულია ? -დედა არაა.. არც ჩემი შეყვარებული და არც მეგობარი, ერთად ვმუშაობთ და აქ დავპატიჟე.. -ნეტა ერთმანეთი შორიდან დაგანახათ*ამოიოხრა* შენს პირადში არასოდეს ჩავრეულვარ, მითუმეტეს ახლა არ ჩავერევი. რომც არ მომწონდეს ამას ცხოვრებაში არ იგრძნობს ჩემგან, მაგარამ ამ სისულეელეებს შენს შეყვარებულზე ნუ მეუბნები, რამე წესიერი მაინც მოგეფიქრა.. -მერი რაც გითხარი ესაა სიმართლე და ნუღა მახსნევინებ.. -მართლაა არაა შეყვარენული? -არა -ანუ გიყვარს.. -რაა არა უბრალოდ.. -როდის იყო გოგო გასაცნობად მოგყავდა.. ცხოვრებაში ქალი არ მინახავს ამ სახლის ზღურბლს, რომ გადმოსცდენოდა და გინდა მითხრა, რომ ის მეგობარიც კი არაა.. -ყველაფერს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ.. -როგორც გინდა, თუმცა მომავალში გაიხსენე ჩემი სიტყვები როცა გაიაზრებ როგორ უგონოდ ხარ ამ გოგოზე შეყვარებული.. სხვათაშორის მართლა ლამაზია, რაც მთავარია შინაგანი მხარე ორმაგად ალამაზებს..- დადვანს სახეზე ემოცია არ დასტყობია თუმცა შინაგანად ძალზედ ესიამოვნა თაიას შექება დედის მიერ.. . . . როცა დაბრუნდნენ ჩვენ რაღაცაზე ვიცინოდით.. გაუაზრებლად ავნერვიულდი, მგონია რომ ამ ქალისგან რაღაც განაჩენს ველოდები.. მაინც ვერ გავიგე რა შთაბეჭდილება დავტოვე ახლად გაცნობილ ადამიანზე.. ვერ ვიტან გაცნობის ცერემონიას, ანდრიამ კი რა გამიჩალიჩა გაიაზრეთ უბრალოდ.. ისე დიდხანს მართლა არ დავრჩენილვართ, ცოტახანს კიდევ ვილაპარაკეთ და დავემშვიდობეთ.. კიდევ ერთხელ შევავლე ბაღს თვალი და საბოლოოდ ჩავჯექი მანქანაში.. -ეს რა იყო..სერიოზულად რა გამიჩალიჩე.. -არ დაგავიწყდეს, რომ თავად დამთანხმდი..-გადმომხედა..გარკვეულწილად კია მართალი.. -საიდან უნდა მეფიქრა დედაშენს თუ გამაცნობდი.. -რაიყო მერე არ დარჩი კმაყოფილი? -დედაშენი ძალიან მომეწონა, შენგან განსხვავებით.. -ჰო არაა..- სახლიდან უკვე საკმაოდ მოშორებით ვიყავით თავი, რომ ვერ შევიკავე სათქმელისგან.. - ჩემი წამებთ გაერთე არაა, ეს იყო ჰოო შენი მიზანი.. ვერ ვიტან მსგავს სიტუაცებს და ახალი ადამიანების გაცნობის ცერემონიებს..ახლა გაგიმართლა, შემდეგში ფრთხილად იყავი..თუმცა მოიცა შემდგომში არც გამოგყვები არსად..-რაღაც უნდა ეთქვა ტელეფონზე ვიღაცამ, რომ დაურეკა. არ ვიცი რა უთხრეს,მაგრამ როგორც მივხვდი კომპანიისკენ მიმავალ გზას დავადექით.. -იოანე სადაა.. -აქ ვარ.. -წესიერად მითხარი რა ხდება.. -ფსიქოლოგიურად მოემზადე რასაც ნახავ.. -რაზე ლაპარაკობ.. -ის აქაა. -ვინ ის.. -ანუ ის ის.. -ქარაგმებით ნუ მელაპარაკები. -ის ჩამოვიდა, საქართველოშია, უფრო კონკრეტულად შენს კაბინეტში.. -მითხარი რომ ბოროტად ხუმრობ.. -უბრალოდ ტელეფონში ვერ გითხარი..-სასწრაფოდ მისი კაბინეტისკენ დაიძრა, მე კი იოს მივუახლოვდი.. -ვინ ჩამოვიდა გამაგებინებ? -ჩახლართული თემაა.. -მისი კაბინეტისკენ მექანიკურად წავედი, იოც გამომყვა.. დავინახე ულამაზესი გოგო როგორ ელეპარაკებოდა ანდრიას. გოგო ეკამათებოდა, ანდრია კი მშვიდად უსმენდა.. წამით ჩემსკენ გამოიხედა, არ ვიცი რა და როგორ.. იმედია მისი მზერა სწორად გავიგე.. შესვლა დავაპირე იოანემ, რომ სცადა ჩემი გაჩერება, მაგრამ აი ასე შევეჭერი შუა ლაპარაკის დროს.. -უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ მაგრამ.. -თაია შემოდი.. -ანდრია.. -არა ნიტა.. დამთავრდა.. გირჩევნია წახვიდე. -ახლა არ წავალ.-სცადა მტკიცედ ეთქვა მაგრამ არ გამოუვიდა.. -როგორც პირველად წახვედი, ახლაც ისე წახვალ.. გზა იცი. თაია წამომყევი..ჯობდა საერთოდ არ მოვსულიყავით - კარები გამოაღო, მანიშნა გავსულიყავი და ჩემთან ერთად გამოვიდა.. - არანაირი კითხვები, გარდა ერთისა.. სად მივიდვართ? -სახლში უნდა მიგიყვანო.. -მარტოც მივიდოდი ახლა შენ -არაფერი მოხდება ჩუმად იყავი.. -ზედმეტი ახსნების გარეშე და შენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მარტივად გეტყვი..არასდროს ეცადო ჩემს გაჩუმებას და ზოგადად ქალის გაჩუმებას არ გირჩევ..არ იცი შემდგომ რა დაგემართება და რომელ წყალში გადავარდები..-თითქოს არაფერი მომხდარა და ის ნიტა არ გამოჩენილაო, აუტანელი სიმშვიდით ატარებდა მანქანას. აი უცნობი რომ ვერ შეამჩნევდა და შენ ზუსტად იცი, რაღაც რიგზე, რომ არაა.. ამ დროს მანქანაც გააჩერა.. -გადადი.. -არა -რას ნიშნავს არა..-ახლაღა ინება ჩემსკენ გამოეხედა.. -არ ვიცი. -არ იცი? -ასეთ დროს ასე არ იქცევიან? -ვინ იქცევა ასე.. -ყველა.. -მერე შენ ყველა ხარ? -არ ვიცი, არ მინდა არასწორი ნაბიჯის გადადგმა.. -ახლა ჩემი დატოვება შენთვის არასწორი ნაბიჯია.. -მგონი..-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე.. -თაია. -ჩემი სახელის თქმით ვერაფრს მივხვდები, ფილმში არ ვართ.. -არაფერი მოხდება, შეგიძლია წახვიდე. -ახლა მანქანიდან გადმოვალთ და სახლში შევალთ ანდრია.. -ჩაით უნდა დამამშვიდო თუ რას აპირებ..-ეცადა ეხუმრა, თუმცა რა იცოდა მართლა ეგ, რომ იყო ჩემი გეგმა.. -როდემდე უნდა მიყურო იმის მაგივრად, რომ მანქანიდან გადმოხვიდე.. -რატომ მგონია, რომ არც კი მეკითხები… -იმიტომ რომ არ გეკითხები..-მაინც ჩამოვიყვანე და სამზარეულოს ბარის მაგიდასთან დავსვი.. -ცოტა დრო გაქვს.. -იმდენი დრო მაქვს, რამდენიც მინდა. -ნუთუ.. -ზედმეტად ხმამაღლა ნუ ილაპარაკებ, დებორას სძინავს.. -ამ დროს..როემლი საათია.. -არ იცნობდე მაინც, რას კითხულობ.. -ეგეც მართალია..-ჩაიზე უკეთესი რაღაც მომაფიქრდა, ამიტომაც სამზარეულოში ტრიალი დავიწყე, ვიცოდი რასაც გავაკეთებდი მას მოეწონებოდა.. ნუ წესით უნდა მოსწონებოდა..- არა რაა და მაინც შენ და სამზარეულო ერთად..მაშინებთ.. -ასე ჩანს? პირველად მოვისმინე.. -ეგ უკვე კარგის ნიშანია.. -რომ მინდოდეს, შემიძლია გემრიელი საჭმლითაც მოგწამლო, ეგ ფაქტი ნუ გაგამხნევებს.. -გიყურებ და ჩემს მოტყუებას როგორ შეძლებ.. -იმათ ჰკითხე ზუსტად ის სიტყვები, რომ მითხრეს რასაც შენ ახლა მეუბნები.. -ოჰოო კარგი მოდი გავრისკავ.. -შენს სიცოცხლეს ჩემი მომზადებულის დასაგემოვნებლად..საინტერესო არჩევანია..- რაღაც დეტალი როცა შენიშნა თავი წამოწია და მკითხა.. -თაია, შენ რა იმას აკეთებ რაც მე მგონია? -თუ დამაცდი ნახავ..- თვალები გაუბრწინდა, როდესაც მიხვდა სვანურ ხაჭაპურს ვუკეთებდი.. შეიძლება თქვენც გეუცხოოთ..ან არ ვიცი ძალიანაც გიყვარდეთ, თუმცა პირადად ჩემთვის უგემრიელესი რაღაცაა.. სვანეთში ვისწავლე და სხვათაშორის ფეტვით კეთდება.. როდესაც მზადება დავასრულე და ნაჭერი წინ დავუდე, მაინც გაოცებული სახე ჰქონდა, ხან ხაჭაპურს უყურებდა ხან მე.. -ასე უნდა უყურო თუ შეჭამ.. -შენ რა მზადება შეგიძლია და დღეში მაინც ერთ მწვანე ვაშლზე ხარ? -ზარმაცი ვარ ამ კუთხით, თუმცა რასაც ვაკეთებ კარგად ვაკეთებ.. -შევამოწმოთ..ეს.. ასე გემრიელად დიდი ხანია არ მიჭამია, თან ზუსტად ისეთია ბებო როგორსაც აკეთებს.. -კარგია თუ მოგეწონა.. -შექება დიდად არ მეხერხება, ანუ ჩემი არაა, მაგრამ მართლა გემრიელია.. -კარგია თუ არ გეხერხება, ვერ ვიტან კომპლიმენტებს.. -რატომ? -უხერხულად ვარ და არასასიამოვნოა.. -გავითვალისწინებ..-ჯანდაბა..მგონი არასაჭირო ინფორმაცია მივაწოდე..ახლა თუ ამით დაიწყო ჩემს ნერვებზე თამაში, ჩ ემს თავზე პასუხს არ ვაგებ.. -ჯანდაბას, ოღონდ იცოდე ეს საიდუმლოა-ჩურჩულით ვუთხარი.. -რაზე ამბობ-თან გემრიელად ჭამას განაგრძობს.. -ის რომ ვამზადებ..-საიდან მოიტანე ეს სისულელე.. -რაა.. -ჰოო მერე იმდენს მოვუნდები საცოლედ, უბრალოდ წარმოიდგინე..მოკლედ მათი თავი არ მაქვს.- მაინც გამეცინა.. -ჰაჰ სასაცილოა, მერე პირიქით არ უნდა გინდოდეს მაგის გამჟღავნება? -კარგი რაა -ნუ მე გემრიელად მივირთმევ და შენ პოტენციური საქმროები დიდად არ მაინტერესებს.. -აბა ის ექიმი რატო გამიქციე.. -შენი პოტენციური საქმრო იყო და არ ვიცოდი? გავითვალსწინებ.. -ამ ბოლო დროს შენს შეყვარებულად ან საცოლედ ყოფნა ხშირადაა საჭირო და საინტერესოა რატომ..ნუ იმ ერთი შემთხვევის გარდა როცა მე გთხოვე დახმარება.. -საჭიროა და მორჩა.. -მგონი საკუთარი თავის ახსნა თავადაც არ შეგიძლია.. -რა შემიძლია და რა არ მინდა დიდად განსხვავდება..კარგი ეს საუბარი იქით იყოს და მიკვირს რატომ არ მეკითხები არაფერს.. -გინდა რომ რამე გკითხო? არამგონია ამაზე ლაპარკი გინდოდეს, ყოველ შემთხვევაში ახლა-გაეღიმა -რა..რატომ იღიმი.. -ნუ ცდილობ იყო ყველა, როდესაც არ ხარ.. . . . -ვინ იცის -არ მჯერა რომ ის აქააა-დები -არ მეგონა თუ დაბრუნდებოდა.. -ვაღიარებ თქვენი მოსმენა ვცადე თუმცა დიდად არც ლაპარაკობდით და მაშნაც კინკლაობდით, ამიტომაც დავბრუნდი ოთახში.. -ამხელა გოგო ხარ, რომელი თამარ ღლონტი ნახე შენი თავი.. -განა მინდოდა, რომ მოგიახლოვდით მომესმინა..თუმცა მალევე წამოვედი.. -მოიცა მოიცა ანუ აქედან სახლში მიხვედით ? -კი ეკატერინე ჩემთან მოვიდნენ, თაიამ გემრიელობა გაუკეთა, აჭამა და გაუშვა.. -ოჰოო მოულოდნელი პასუხია.. -კარგით ჰოო მოვრჩეთ..ეკატერინე ის მითხარი, რა მოხდა მას შემდეგ რაც ჩვენ წავედით.. -ნიტა გაბრაზადა და მალევე წავიდა. -გასაგებია ნუ მოსალოდნელიც იყო. -არ გვკითხავ რა მოხდა? -ანდრიას პირადი ჩემი საქმე ნამდვილად არაა.. -ის უბრალოდ.. -ჩემი საქმე არაა კარგიი.. ის არავინაა, ჩემი უფროსია და თქვენი მეობარი.. არ მაინტერესებს მისი პირადი, არ მინდა გავიგო ნიტა მისი ყოფილია თუ მოქმედი შეყვარებული, ეს მე არ მეხება არაა. ვიცი თქვენი მეგობარია და ამის გამო პატივსვცემ, მაგრამ განვმეორდები და გეტყვით, მისი პირადი არ მაინტერესებს-ისე მივაყარე სათქმელი სუნთქვა დამვიწყებია და ერთიანად დავხარბდი ჰაერს.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რამოდენიმე წამის წინ ვიხრჩობოდი, შემდეგ კი მოულოდნელად გავიაზრე რომ ყველა მე მომჩერებოდა.. არ ვიცი ეს მზერა როგორ აღვწერო, ცოტა-ცოტა ყველაფერს იტევ და იმ წამსვე ვინანე თოთოეული სიტყვა-საბოლოოდ მნიშვნელობა არ აქვს, მე წავედი, შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი.. - თაია -დამშვიდობების ნიშნად გასვლისას ხელი დავუქნიე.. კომპანიაში ვიყავით, საკონფერენციო ოთახში.. შენობიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი ცივი ჰაერი სახეზე.. წუთით გავჩერი თუცა გზა გავაგრძლე.. arctic monkeys-ის პირველივე შემხვედრი სიმღერა do i wanna know? ჩავრთე.. სადღაც შუა ნაწილში გავიაზრე ამ სიმღერის სათაური და გამეცინა იმაზე რამდენად ირონიული იყო, ამ კონკრეტულ მომენტში ამის მოსმენა.. . . . იმ მომენტიდან როიცა ნიტა გამოჩნდა ყველა ისე მიყურებს თითქოს უნდა მადარდებდეს მისი გამოჩენა.. მითანაგრძნობენ მზერით ან ჩემს რეაქციებს აკვირდებიან. ვერ შევაგნებინე მათ რომ არ მადარდებს, უკვე დავიღალე არსებული ვითარებით... მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი ახლოდან, ისიც არ მილაპარაკია. მისი ჩამოსვლიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდოდა, მე კი ვცდილობ ჩემი კაბინეტი არ დავტოვო თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს..უბრალოდ თავი ავარიდო , რადგან ყველგან ბუდობს.. როცა ვხედავ სულ მის კაბინეტშია, როგორც გამოჩნდა ანდრიამ ორი დღე აწუწუნა და შეურიგდა .. არადა სვანური ხაჭაპური გამოვუცხვე მაგ დეგენერატს.. ზედმეტად ერთ სიტყვას არ ვამბობ, არა რატომ უნდა შევიწუხო თავი, ამის საჭიროებაა არის ხომ ასეა… თაია გაჩერდი, ერთი წუთით მოიცადე და დაფიქრდი, შენ რამე დააშავე? არა.. მათ წინაშე ვალდებული ხარ? არა.. ჰოდა თავს რატომ არიდებ, ისინი ჰომ არაფერს წარმოადგენენ შენთვის..მხოლოდ იმიტომ რომ რატომღაც ჩვენ სამზე ყველა ჩაიციკლა? იციი რაა, დანებე ყველას თავი და იმ პატარა ინციდენდიტის გამო, ( თუ დავკონკრეტდებით აქ ნიტა იგულისხმება) ცხოვრებას ნუ შეიზღუდავ, ისე იცხოვრე როგორც აქამდე.. რაც უნდა ის უქნიათ რაა.. ახლა კომპანიაში შევდივარ, ჩემი საყვარელი ყავით ხელში.. დღეს განწყობას არ გავიფუჭებ, მიწაზე მყარად ვიდგები.. -ჰელოუ თაიააა.. -სალამი ჩემო, გოგო როგორ ხარ?- ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მივესალმე.. -კარგად კარგად.. ახალი რა არის შენკენ. -ისეთი არაფერი აქ მშვიდობაა.. ახალი ჰომ არაფერია.. -შენც ჰო იცი ნიტა ჩამოვიდა, მეტი სიახლე ჯერ-ჯერობით არ გვაქვს- ყავის მოვსვი და საკთარ თავს გავუმეორე, განწყობას არ გავიფუჭებ მეთქი- არ მეგონა ანდრია მეგობარს ესე მალე თუ აპატიებდა, თუმცა რას გაიგებ.. -მაშინ ანდრია გახარებული უნდა იყოს მეგობრის გამოჩენით.. -ნიტა უფრო გახარებული ჩანს, ანდრიაზე რა გითხრა.. ნუ როდის იყო რამე ემოცია ეტყობოდა სახეზე, ალბათ გახარებული იქნება კიი.. -გეთენხმები, მე უნდა წავიდე, მერე ვილაპარაკოთ.. -აბა ჰეე . . . ეს არაფერს არ ნიშნავს, გინდ მეგობარი იყოს გინდ ცოლი.. აბა ასე გაბრაზებული რას წამომიყვანა კომპანიიდან.. როგორც ჩანს სერიოზული არაფერია.. არა ზედმეტს ვფიქრობ იმ თემაზე რაც არ მეხება.. ჩემი ნივთები დავაწყე, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შემოვუძახე და მუშაობა დავიწყე. დღის პირველი ნახევარი მთლიანად ფოტოების დამუშავებას მოვანდომე, მაქსიმალურად ვცდილობდი უფრო ხარისხიანი ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეც არ დაკარგულიყო.. შესვენების დროს კაბინეტიდან, რომ გამოვედი ყველა მიიჩქაროდა, მე არ მინდოდა მათ გავყოლოდი ამიტომაც სახურავზე ასვლა ვარჩიე.. ლამაზი ხედი და მარტობაა, ამას რა ჯობია.. საჭმელიც წამოვიღე, ნუ ერთი სენდვიჩი და მწვანე ვაშილი მქონდა თან..ალბათ გაგკვირდათ საჭმელი საერთოდ, რომ წამოვიღე, მაგრამ დილით არანორმალურად მშიერმა გავიღვიძე, ჭამას კი ვერ ვასწრებდი..საერთოდ ძლივს გავემზადე, ამიტომაც რატომაც არა.. -ეს რაღაც ახალია-მომესმა ანდრიას ხმა, რომელზეც პასუხი არ დამიბრუნებია და უბრალოდ ჭამა გავაგრძელე-არ მომესალმები? -შენ როდის მომესალმე.. -მე საუბარი წამოვიწყე.. -რისთვის.. -თავს მარიდებ თუ მეჩვენება.. -დიახაც გარიდებ, ეს სიახლე არ უნდა იყოს.. - კარგად ვიცი რომ არ მოგწონვარ, ეს გრძნობა ორმხრივია, რა თქმა უნდა, თუმცა აქამდე ასე რადიკალურადაც არ.. -რატომ უნდა გავიფუჭო დღეები, რომელიც შეიძლება შენი არარსებობით უფრო გახალისდეს.. -გახალისების არაფერი გეტყობა.. -ნუთუ..იცი რაა შესვენების დროს მაფლანგვინებ.. -როდესაც მორჩები, ჩემს კაბინეტში შემოდი..გასაგებიაა..-იდიოტი როგორი გამაღიზიანებელია, გასაგებიას გაჩვენებ მე შენ.. ძალიან მშვიდად გავაგრძელე ჭამა, თითქოს მალე ანდრია ჩემი კუბოს ეგრედ წოდებულ ზალაში დადგომას არ აპირებდეს.. და მაინც რაზე უნდა უნდოდეს საუბარი.. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ, საქმეზე ერთ სიტყვას მეტყვის და გავგლეჯავ .. იმაზე გულმოსულმა, რომ საქმესთან დაკავშირებით შენიშვნის მოცემას აპირებდა, წინასწარ მომეშალა ნერვები და მალევე გავეშურე მისი კაბინეტისკენ.. -შეიძლება? -შემოდი-შესვლისთანავე ნიტა შეეჩეხა ჩემს თვალებს, რომელიც სავარძელში გემრიელად მოკალათებულიყო.. ნიტას პირისპირ სავარძელში ჩავესვენე, ანდრიამ წამით შემომხედა თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ნიტას გახედა.. -მოკლედ ალბათ იცი ნიტ.. -კი მე ნიტა ვარ, აქამდე კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი -ხელის ჩამორთმევა უნდოდა, თუმცა უბრალოდ სიტყვიერად სასიამოვნოათი შემოვიფარგლე.. მან კი ხელი უხერხული ღიმილით წაიღო უკან და არ შეიმჩნია.. -მინდა იცოდე..ნიტა დროებით ჩვენთან ითანამშრომლებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შენი დახმარება იქნება საჭირო.. -გისმენთ.. -თაია -პირდაპირ მითხარით რა უნდა გავაკეთო კარგი? -რამდენიმე ფოტო უნდა გააჩხლაკუნო სულ ესაა-ნიტა -ასე ხედავ ფოტოგრაფიას?-უკმეხად ვუპასუხე,მის სიტყვებზე ნერვები მომეშლა.. -ვგულისხმობ რომ მე.. -მხოლოდ რამდენიმე გაჩხლაკუნება, რომ იყოს საჭირო, როგორც შენ ამას ეძახი მე აქ არ ვიქნებოდი..კარგი საჭიროა აღარაა ამ ტემის გაგრძელება..ბატონო ანდრია შეგიძლიათ დააზუსტოთ რა უნდა გადავიღო? -ჩვენებაზე უნდა გამომყვე.. -ბატონი ანდრია ხარ? -უბრალოდ.. -თაია.. -კარგი..დავკონკრეტდეთ თუ შესაძლებელია.. -ჩვენებაზე ფოტოებს გადაიღებ.. მინდა მოდელებიდან ავარჩიო საკუკეთესო..შენ როგორ დაინახავ მათ, ეს საინტერესო იქნებოდა, როგორც გავიგე შენს ხედვას აქებენ..-ანდრიას გახედა.. -გასაგებია და ეს ყველაფერი როდისთვის იგეგმება.. -ხვალისთვის..-ესენი ნორმალურები არიან? ბარემ ერთი საათით ადრე ეთქვათ.. -ნიტა მგონი აღარ გვაქვს დღეისთვის საქმე..ხომ ასეა.. -აღარ გვაქვს, თუ რამეა დაგიბრუნდები, ახლა ჯობია წავიდე-მზერა ნიტას გავაყოლე, როგორ ადგა კარი გაიხურა და წავიდა, შემდეგ კი ნელა გავიხედე ანდრიასკენ რომელიც, ქანდაკებასავით გაშეშებულიყო და მე მიყურებდა.. -შენ საერთოდ ნორმალური ხარ? ერთი დღით ადრე მეუბნები რომ რაღაც გავაკეთო და ვისთან ერთად..ნიტასთან? სულ გადაირიე ჰოო- ვეღარ მოვითმინე და მაინც ვუთხარი..მართალია ხმისთვის არ ამიწევია, მაგრამ რა მნიშველობა აქვს.. -მეც ახლახანს გავიგე, სხვა გზა არაა.. -კი არის, მასთან ერთად არ ვიმუშავებ, თან ხვალ? -ვიცი რომ შეგიძლია თაია.. -მეც ვიცი რომ შემიძლია, აქ ამაზე არაა ლაპარაკი.. -თაია რატომ ართულებ? ვიცი რა სიტუაციაცაა თუმცა სხვა გზა არაა, საჭირო რომ არ იყოს არ გეტყოდი..-ამოვიოხრე.. -მხოლოდ ჩემი ვალდებულებების გამო.. -ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღებ ამ პასუხს..- მივხვდი, რომ ეს არ იყო მთავარი სათქმელი, რვიანებს აკეთებს სანამ მთავარ სათქმელამდე მივა.. -მეტყვი რა გინდა თუ მეც ნიტას გზას დავადგე.. -შეგიძლია მითხრა რა გჭირს და.. -ამმმ საინტერესო შეკითხვაა, პასუხია როგორ აძლევ უფლებას ასე მელაპარაკო.. -დიახაც, მაქვს უფლება ვიკითხო როგორ ხარ და ასე რატომ იქცევი.. -შეგიძლია პირდაპირ მითხრა რა გაწუხებს ჩემგან? ნამიოკობანას ნუ მეთამაშები.. -როგორც მეგობარს არა, მაგრამ როგორც უფროსს მაინც ჰომ შეგიძლია დამელაპარაკო.. -ვერ ვხვდები საით მიგყავს საუბარი.. -აქ თუ რამეა რაც გაწუხებს, შეგიძლია მითხრა.. -არაფერია, თუ საქმესთან დაკავშირებით არ გაქვს პრეტენზიები, სალაპარაკოც არაფერი გვაქვს.. -თაია -ამოიოხრა-შენს დახმარებას ვცდილობ, როგორ არ გესმის.. -ახლა გაგახსენდიი-ენაზე ვიკბინე, ისე გავამჟღავნე თავი ვერც გავიაზრე. -რას გულიხმობ.. -არაფერს.. -ისევ იგივეს აკეთებ.. -ჩემგან რა გინდა? -ავდექი და მაგიდას დავეყრდენი, თვალი თვალში გავუყარე და პასუხს დაველოდე.. -ასეთ მომენტებში თავი მეზღვაური მგონია, შენ კი ნოზი..- წამით გამეცინა, თუმცა სახე დავასერიოზულე.. -არა სერიოზილად მითხარი ასე რატომ ფიქრობ -მაინც ჩამეცინა.. -იცი რომ მეზღვაურებს ნოზების ეშინიათ?- გამეცინა თან ხმამაღლა, თავი ვერ შევიკავე, თან ისე, რომ მუცელიც კი ამტკივდა.. -მოიცა მოიცა..ჩემი გეშინია ანდრია? -შენთან სიახლოვის კიი..გარეგნულად ყველა ნიზი ლამაზია, მაგრამ მათთან სიახლვე მომაკვდინებლად საშიშია... -თავად ანდრია მეუბნება, რომ ვაფრთხობ, ეს რაღაც ახალია..არა მართლა სასაცილოა - მასაც გაეცინა -შენმა შეყვარებულმა იცის? -ჩემმა შეყვარებულმა? -არ იცის რომ ახლა ნავში ხარ, ნოზი კი შენს გარშემო დაცურავს? -ნოზი ჩემს გარშემო დაცურავს..- მისმა ნათქვამმა კითხვასავით გაიჟღერა.. წამოდგა და თვალი თვალშ გამიყარა..-ჯერ ცოცხალი ხარ, მაგარამ მალე შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.. -როლებში ღრმად არ შეიჭრა ჩემო ნოზო.. - მომისმინე, ნიზები მსხვერპლს არ აფრთხილებენ, მაგრამ შენ გაგიმართლა და შეგიძლია ეს შანსი გამოიყენო.-თავი დახარა, წამით დახუჭა თვალები და გაეღიმა.. -გახსოვდეს რომ ყოველთვის ნოზი არ იმარჯვებს.. -არსებობს იმის მიზეზი უმეტესად “ჩვენ” რატომ ვრჩებით გამარჯვებულები -თქვენ? -ქალები, რომლებისაც თქვენ კაცებს იმდენად გეშინიათ, ჩვენგან გარბიხართ, თუმცა მოახლებისასაც სილამაზე გავიწყებთ სინამდვილეში ვინ ვართ, შედეგი კი კვდებით..- სულ ოდნავ მომიახლოვდა და მითხრა.. -კიდევ კარგი ჩემმა ნოზმა გამაფრთხილა, თორემ რა მეშველებოდა..- ცოტა აზრზე, როცა მოვედი უკვე შენობაშც აღარ ვიყავი, ახლა ჰაერი ისე მჭირდებოდა როგორც არაფერი, ცოტა ამოვისუნთქე და კაფისკენ გავემართე ძლიერი ყავა შევუკვეთე, თან მოვაყოლე, რომ აქვე დავლევდი.. ათი წუთი არ იყო გასული კარი ეკატერინემ რომ შემოაღო, როცა დამინახა გაოცდა, მაგრამ მალევე შემომანათა მისი მშვენიერი ღიმილი, შემდეგ მანიშნა შევუკვეთავ და მოვალო, კარგი მეთქი თავი დავუქნიე.. -თაიიი არ გელოდი, როგორ ხარ ლამაზო..-თან სასწრაფოდ დადო ჭიქა მაგიდაზე, ალბათ ძალიან ცხელია.. -რავიცი ვცოცხლობ..შენ როგორ ხარ.. -მეც მასე..ისე წინანდელზე, ზედმეტი თუ მომივ.. - არა პირიქით, არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ გაინტერესებს ნიტასთ.. -არა არა..არაფერს გეკითხები, შენ საკმაოდ გასაგებად გვითხარი სათქმელი, შენს პირადს პატივს ვცემ…ძალიან კი მაიტერესებს მაგრამ მაინც..-ბოლოს ეს დასძინა და გაეღიმა.. -ეკ სიმართლე, რომ გითხრა არ მინდა ჭორიკანა გამოვჩნდე და ნიტაზე ვიკითხო ან.. -დაამტკიცო რომ მართლაც ანდრიაზე ხარ შეყვარებული.. -ზუსტად-თავი ჩავხარე და ჩემს ყავას შევხედე, რომელიც ხელში მეჭირა.. -ეს ჩვენი საიდუმლო იყოს, შეგიძლია ამაზე მელაპრაკო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად იყო.. -ანდრიას პირადის გარჩევა, მართლა არ მინდა, უბრალოდ მითხარი, ვინ არის ნიტა თქვენი სამეგობროსთვის.. -შენც ამ სამეგობროს წევრი რომ ხარ ხომარ გავიწყდება? -ვგულიხმობ თქვენთვის ვინაა.. -იცი ეს რთული სათქმელია, ის კარგი ადამიანია, ნუ ასე ჩანს.. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სამეგობროს ვერ მოერგო და ანდრიას იმ მეგობრად დარჩა, რომელიც..არც კი ვიცი როგორ ვთქვა.. მოკლედ თუ გეტყვი ჩვენთან ერთად იშვიათადაა.. -ვიცი ჰოო მეგობარია.. -თავიდან სხვანაირად ფიქრობდი?-გეაცინა -არ ვიცი ამაზე რას ვფიქრობდი.. -შენ რომელი გინდოდა ყოფილიყო.. -ეკატერინე.. -კარგი ჰოო, უბრალოდ მათ პირადს მეც არ ვეხები, მხოლოდ ის ვიცი რატომ წავიდა, რადგან ეს გარკვეულწილად ყველას შეგვეხო.. -რა მხრივ.. -ანუ ბოლოს ძალიან იჩხუბეს.. -რაზე.. -ჩვენზე..იჩხუბეს იმაზე, რომ ჩვენს გამო ნიტა საკმარისს დროს ვერ ატარებდა ანდრიასთან.. სერიოზულად არცერთს მიგვიღია, ნიტა ასეთია შეუძლებელია ანდრიას დიდი ხნით ჩამოშრდეს, მაგრამ შემდეგ გაქრა..მე ვფიქრობ შეიძლება კიდევ რამე მოხდა, რაც არ ვიცით..არ ვარ დარწმუნებული.. მართლა დღევანდლამდე არც გვეგონა თუ ჩამოვიდოდა და მაინც ის აქაა.. -დაგელაპარაკათ ბოლოს? -ორი სიტყვით ბოდიში თუ გაწყენინეთო და ეგ იყო.. -ანუ კარგი ადამიანია? შენი გადმოსახედიდან.. -ნიტას ვერ დავუმუღამე, მაგარმ ეგ ხომ იმას არ ნიშნავ, რომ ცუდი ადამიანია.. თან მგონი ანდრია უყვარს.. -აჰჰ მასე ფიქრობ? -ან უბრალოდ ეგოისტი მეგობარია, არ ვიცი მართლა, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი მაგ ადამიანზე.. -ნეტა ანდრია რას ფიქრობს? -ჰო იცი ადამიანის ფიქრები, თუ არ გესმის ვერასდროს გაიგებ გულში და გონებაში რა აქვს.. -თუნდაც მოსწონდეს ან უყვარდეს მე რაა, უბრალოდ ადამიანური ინეტერესი მქონდა.. -ჩემთან თავის დაცვა საჭირო არაა, არ განგსჯი.. -მადლობა.. არც მიკითხავს ჰოარ გეჩქარებოდა ისე გაგიბი ლაპარაკი.. -მაგაზე არ იდარდო, მეგობრებისთვსი დრო ყოველთვის მაქვს, თან ახლა ისეც თავისუფალი ვიყავი, ასე რომ ორმაგად არ იდარდო ლამასო..- ორივეს გაგვეცინა შემდეგ კი ისე გავაგრძელეთ საუბარი ყევლაფერზე და თან არაფერზე, როგორც მეგობრებს სჩვევიათ, თავისუფლად და ლაღად.. ეკატერინეს აქამდეც ვაფასებდი, ახლა კი უფრო მეტად.. კარგი და გამგები ადამიანია.. როცა ეკატერინე ერთხელ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ისე ჩვეულებრივად ცხოვრება ვერ გაგრძელდება ის სულ დაგჭირდებათ და იტყვით როგორ ვიყავი უეკატერინოთო.. -ეკ მომისმინე მე უნდა წავიდე, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ, არ მინდა მარტო ჩემი ფსიქოლოგი იყო, შეგიძლია შენც დამელაპარაკო როცა მოგინდება, შენი ეკატერინე ვიქნები.. -ჩემი ეკატერინე-გაეღიმა -ხანდახან ყველას გვჭრდება ერთი ეკატრინე, შენთვის ცოტა რთული იქნება..ვგულისხმობ ყველაფრის თქმა იოსთვის არ შეგიძლია.. -კარგი იყოს მასე, შევხმიანდეთ.. . . . ასე ჩაიარა დღემ, ბედნიერად.. როდესაც მეგობართან ერთად გულახდილად ყველაფერზე საუბრობ, როდესაც საყვარელ მეგობრებთან ატარებ დროს, როგორ შეიძლება ამ დღემ ცუდად ჩაიაროს.. კარგია როცა ასეთი ადმიანები არსებობენ შენს ცხოვრებაში, ისინი ჩვენს დღეს კი არა ცხოვრებას ალამაზებენ.. . . . ის დღე გათენდა როცა ჩვენებაზე წასვლა მიწევდა, რადგან ძალიან არ მინდოდა წასვლა ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო თან საკუთარ თავს ვუთხარი სამუშაოზე გადავიტანდი ყურადღებას და არა იმაზე რომ ნიტასთან ერთად მიწევდა ყოფნა.. დღეს კრაგად უნდა გამოვიყურებოდე და თან სალონშიც უნდა მოვწესრიგებულიყავი.ზოგადად არ მახასაითებს, თუმცა არ მინდოდა ჩვენებაზე თავი საშინლად მეგრძნო, ისედაც ვერ ვიყავი ხასიათზე, ამიტომაც ამ მოცემულობაში საჭიროდ ჩავთვალე.. ეკეტერინეს ულამაზესი კაბა უნდა ჩამეცვა რაც ერთ-ერთი ნათელი მხარე იყო ამ ჩვენების.. მოკლედ აი რა მოხდა, წავედი თმაზე , მინდოდა სადად ვყოფილიყავი და გაშლილი დავიტოვე.. შემდეგ ვეცადე მაკიაჟი ისე გამეკეთებინა, გადატვირთული არ ყოფილიყო.. ნუ მოკლედ ამაზე დიდი ლაპარაკი არ ღირს. უმშვენიერესი კაბით შემოსილი, სალონში ბოლო შტრიხებს ვამთავრებდი უცებ, რომ გამახსენდა, კომპანიაში ის ფოტოაპარატი დამრჩა, რომლითაც გადაღება დავგეგმე.. მეთქი ჯანდაბააა შანსი არააა ახლა ვერავის ვერაფერს დავავალებდი, ამიტომაც სასწრაფოდ გავიქეცი, კიდევ კარგი კომპანიიდან ძალიან შორსაც არ ვიყავი.. შევირბინე მაღალქუსლიანებითურთ. ჩემი კაბინეტისკენ მივრბოდი, უკვე ჩემს სართულზე ვიყავი, როდესაც კინაღამ ვიღაცას შევეჯახე და უბრალოდ დავაპაუზე, რა თქმა უნდა, ანდრია აღმოჩნდა.. სხვა ვინ იქნებოდა.. გაშეშებული მიყურებდა, მეც ისე ვიყავი დაპაუზებული თითქოს მოძრაობა არ შემეძლო.. -მე..მე უკაცრავად უნდა წავიდე.. . . . ნიტას ვუთხარი ადგილზე მოვალ არ არის საჭირო შენ წამოყავნოთქო, კარგიო მითხრა, ტაქსმა კი მალევე მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე. იმაზე მეტად დავრჩი გაოცებული ვიდრე ვიფიქრებდი აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ და ამიტომ ვამბობ ბევრი უცხო და გამორჩული სახეს შევხვდი.. ერთდროულად ექსტრავაგანტული და კლასიკური სამოსის მიქსი რაღაც საოცრება აღმოჩნდა.. შეიძელბა ნიტა არ მომწონს, მაგრამ აქ რომ მომიყვანა მადლიერი ვარ, შემდგომში ეს ორი სიტყვითაც ვუთხარი.. საბოლოოდ საღამო კარგად მიდიოდა, როგორზ აღვნიშნე, საინერესო სახეები ნამდვილად დავაფიქსირე.. ალბათ მალე დასრულდებათქო ყველაფერი, რომ გავიფიქრე ნიტამ მითხრა ორი წუთით დაგტოვებო და წავიდა, მე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მანამ სანამ მივხვდი დაბრუნებას არც აპირებდა.. ყოველი შემთხვევისთვის მივწერე ვეღარ დაგელოდები, მე წავედითქო და მართლაც წამოვედი. ჩემი საქმე შევასრულე და იქ რაღატომ გავჩერდებოდი.. სახლში ძალზედ გადაღლილი დავბრუნდი, ყავა ისე მინდოდა ტანსაცმლის გამოცვლა აინუნშიც არ მომსვლია.. თუმცაღა ერთი ძლიერი ჭიქა ყავის შემდეგ ჩემს თავს შემოვუძახე და კომფორტული ტანსაცმლის მორგების შემდეგ მუშაობა დავიწყე.. ალბათ ფიქრობთ, რომ ახლა რასაც ვაკეთებ მარტივი პროცესია, თუმცა ასე ნამდვლად არაა.. როდესაც კონკრეტულ მოდელს უყურებ, მის მიღმა კიდევ ბევრი რამ უნდა დაინახო..როგორი სტილია მისთვის შესაბამისი, ის რის წარდგენასაც დაავალებ რამდენად ერგება მის გარეგნობას.. ის რომ ფოტოების გარდა ცოცხლადაც ვნახე, ნამდვილად დამხმარე აღმოჩნდა.. საბოლოოდ მაინც შევძელი ამომერჩია ის გამორჩეული სახეები, რომლებიც ვფიქრობ შესაბამისობაში იქნება მოცემული დავალებისთვის.. მაინც ძალიან გვიან მომიწია დაძინება მაგარამ ამას ვინ ჩივის.. . . . თვალები დავაჭყიტე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვაგვიანებდი, მაგრამ საათს რომ დავხედე ამოვისუნთქე, საკმარისი დრო მქონდა. მთლად ბანკეტის ფორმით არ წავსულვარ, თუმცაღა კარგად გამოვიყურები, ნუ მე ასე ვფიქრობ ვინაიდან სარკეში მომეწონა ჩემი თავი.. როცა დაბლა ჩავედი დები ლეპტოპში რაღაცას უსწრაფესად კრეფდა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვის გაუკვირდება.. ჰოდა გვერდით ცივი ჩაი დაედგა, ძალიან იყო თავის საქმეში გართული, ხმა რომ არ ამომეღო ვერც გაიგებდა ჩემს იქ ყოფნას.. -დების ვახლავაარ.. -სალამიი, სამსახურში მიდიხარ? -კიბატონო.. -რაო რა ხდებოდა გუშინ.. -ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ნუ კარგი გარემოთურთ.. -ნიტასთან რა ხდებოდა.. -არაფერი, თითქმის არ გვილაპარაკია, ბოლოს ცოტახნით გავიდა და შენ წარმოიდგინე აღარც დაბრუნებულა, ამიტომაც მე წამოვედი.. -მართლა? არადა გუშინ როცა ტელეფონზე ველაპარაკებოდი, ასე მითხრა თაიასთან ერთად გამოვალ და მალე დაგირეკავო.. -ალბათ გეგმები შეეცვალა, ნუ როგორც არ უნდა იყოს, მე წავედი.. შენ კომპანიაში არ გაქვს საქმეე.. -ახლა მაგას ვაკეთებ შუადღისით გამოვივლი, გნახავ? -გააჩნია დღე როგორ წარიმართება, ჩემი სამუშაო ჰო იცი.. -კაი შეხვედრამდე-ხელი დავუქნიე და წამოვედი.. ბარათი გავატარე და მაღლა ავედი.. ყველას რაღაცისთვის მოეყარა თავი, მოულოდნელად კი იცით ვინ დავინახე? ექიმი..ის ექიმი ანდრიას სახლში, რომ ცუდად გავხდი და ანდრიამ როგორც მისი საცოლე ისე , რომ წარმადგინა.. რა გავაკეთო..ახლა უკვე ათასზე მეტი ვარიანტი მიტრიალებს თავში, რა შეიძლება მოხდეს.. რაღა თქმა უნდა, ზუსტად ამ დროს თვალი თვალში გამიყარა.. რამდენიმე წამის შემდეგ დავინახე როოგორ მოუყვებოდნენ დერეფანს ანდრია და ნიტა, ლაპარაკში ნიტა ისე იყო გართული, მთელი მონდომებით უხსნიდა რაღაცას, ანდრია კი თავის დაკვრით ეთანხმებოდა..ამ დროს ანდრიამ შემომხედა, მზერა მალევე ავარიდე და წამიერი დაბნეულობის შემდეგ ექიმისკენ დავიძარი.. სიგიჟეა არააა საკუთარ თავს უთხრიდე საფლავს, მაგრამ ჯანდაბას მივყვეთ ტვინის წამიერ გაელვებას.. -აქ რა ამბავია მშვიდობაა.. -ჰოო კლასიკური შემოწმებაა ისეთი არაფერი -უცებ მითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.. -თაია -მე ცოტა შორს ვიდექი, ამიტომაც ის ჩემკენ წამოვიდა - აქ მუშაობ? ნუ რა თქმა უნდა, შენი საქ.. -არა ახლა მასზე ლაპარაკი არ მსურს.. -რატომ? დაშრდით? -არა რას ამბობ, არავითარ შემთხვევაშ..არაა..უვრალოდ ვიკამათეთ, თუმცა ჩემს პირადზე შენ ვერ დაგელაპარაკები, არ გეწყინოს.. -გასაგებია..დიდი ხანი აქ მუშაობ? -აჰაამ..შენ წარმოიდგინე თავიდან ჩემი აყვანა არ უნდოდა.. -მართლა? როგორ შემოტრიალდა ყველაფერ.. -თაია-ანდრიას ხმა მომესმა რომელიც ჩემს უკან იდგა.. -ახლა არა ანდრია, შენ იცი რომ არ გელაპარალები, უფრო მეტად ნუ მაბრაზებ-თვალები დავაჭყიტე და ვცდილობდი მიხვედრილიყო.. -ვიცი მაგრამ-აზრზე მოსულა.. -სვა დროს იყოს ნახამდის ექიმო.. -კარგად იყავი თაია..-ჩემს კაბინეტში შევედი და მალევე ანდრიაც შემოვიდა.. -კარგად მოიფიქრე.. -შენ რა გგონია ეს სასაცილოაა.. -არა მე.. -ანდრია რაზე ფიქრობდი, არც კი ვიცი რატომ გიცავ და პირდაპირ არ ვამბობ რომ იცრუე ან უბრალოდ იხუმრე..ახლა ვიღაცის თვალშ შენი საცოლე ვარ, გესმის? -თაია.. -შენი საცოლე ანდრია, არა მესმის.. ეს მეც გაიძულე მაგრამ მე მიზეზი მქონდა, სვანეთში რაც მოხდა..მე.. სხვანაირად მოვიქცეოდი იმ წუთას სხვა გამოსავალი რომ მომეფიქრებინა. მაგრამ ახლა შენ მიზეზი არ გქონდა, რომ შენს საცოლედ გამოგეცხადებინე.. -შენი პოზიცია გასაგებია და ბოდიშს ვიხდი ამის გამო. უბრალოდ მე..-ამ დროს ოთახში ნიტა შემოვიდა, რა ზუსტი დრო შეარჩე ნიტა ყოჩაღ…! -ამ შეგაწყვეტინეთ.. ბოდიში მე უბრალოდ.. -არა არა შემოდი, რა ხდება? -მინდოდა გუშინდელი საქმე გაგვეგრძელებინა, რადგან ანდრიაც აქაა, ბარემ ერთდ მოვაგვარებთ.. -მე გჭირდებით? -ანდრია აქედან ვერ გახვალ სანამ საქმეს არ მოვრჩებით- არ ვიცი მოლანდებები დამეწყო თუ ეს გოგო ანდრიას სახელს ასე საშინლად წარმოთქვამს..გაუაზრელად სახე დავმანჭე..ამ სიტყვას სწორად ვამბობ?..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.. -მოდი რაც მალე დავიწყებთ მალე მოვრჩებით.. -კარგი დავიწყოთ.. -მე ფოტოებს გაჩვენებთ და მითხარით თქვენთვის გამორჩეული რომელი იქნება..იმაზე ვკონცენტრირდეთ კონკრეტული მოდელი როგრო წარმოაჩენდ სამოსს.. -კარგი დავიწყოთ…ამმ ეს კარგია, ესეც, არ მეთანხმები ანდრიაა.. -კი მაგრამ აღმაფრთოვანებელი არაა შემდეგზე გადადი თაია-გადავედი ჩემი ფავორიტები ბოლოსთვის მოვიტოვე- ბოლოსკენ უკვე ვხედავ, იმას რაც გვჭირდება -კარგი რა ანდრია ფილმში ხომარ ვართ, ისინი აირჩია რაც მეე.. -რა სახე გაქვს თაია არ მოგწონს? -არა მომწონს ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი არაა.. -ფოტოგრაფი შენ ხარ, შენი აზრიც მნიშვნელოვანია(ჩემთვის)..- მოკლედ გადღებულიდან უმეტესობა ვაჩვენე, შემდეგ ჩემთვის გამორჩეულ სახეებზე გავამახვილე ყურადღება და ბოლოს მაინც შევჯერდით.. -მე პირადად ჩემი დაახლოებითი წარმოდგენებით ავარჩიე..ვგულისხმობ მაინც გაურკვეველია რისთვის გჭირდება მოდელები ნიტა.. - მნიშვნელოვანი საღამოსთისაა, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდება, თან წარმოიდგინე, ნიღბებიც იქნება .. - შენს საღამოზე ფოტოები უნდა გადავიღო? -კი მაგრამ არა მთელი საღამოს მანძილზე, კონკრეტულად რამდენინე ლოკაციაზე მიჭირდები, შენგან ბევრი ფოტო არ მინდა, რადგან მინდა შენც ისიამოვნო საღამოთი-დეჟავუ მარტო მე მაქვს? -პრობლემა არაა- საქველმოქმდე საღამოზე უარის თქმა არ შემიძლია.. -კარგია.. -და რამდენ ხანში იგეგმება? -როცა ყველაფერი მზად იქნება, ჯერ ამაზე ახლახანს დაველაპარაკე ანდრიას, თან ინვესტორებსაც უნდა დაველაპარაკო.. იქ ადგილია შესარჩევი, მოკლედ ძალიან ბევრი საქმეა. -გასაგებია ახლა მე წავალ-ანდრიას გავხედე -თაია შეიძლება დამჭირდეს შენი დახმარება თუ წუნააღმდეგი არ ხარ.. -ჩემი საქმიანობის კუთხით შეიძლება .. -ამმ მე მჭირდებოდა… -უზრდელობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ ეგ უკვე მე აღარ მეხება.. -კი რა თქმა უნდა, მე ვიფიქრე ჩვენ ერთად.. -თუ ვიცნობ ადამიანს შემიძლია გირჩიო ჩემი ნაცნობი, რომელიც საკმაოდ კარგად იმუშავებდა.. ამის იქით თუ ფოტოგრაფი არ გჭირდება, დამეგობრების თუ სხვა მიზნით ნუ მომმართავ.. -დაგიკავშირდები და თუ იცი ვინმე, საკონტაქტო ინფორმაცია გამომიგზავნე.. -კარგი თუ სხვა საქმე არ გაქვთ შეგიძლიათ წახვიდეთ-ნიტა წავიდა, კარგ საქმეს აკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ არ მინდა მისი პირადი ასისტენტი ვიყო და მასათან იმაზე მეტი დრო გავატარო ვიდერე ეს საჭირო იქნება. მუშაობა გავაგრძელე, თუმცა ვერც გავიაზრე ის ფაქტი რომ ანდრია არ გასულა… არ ვიცი რა დაემართა კომპიუტერს, მაგრამ გაჭედა, მეც ფრიად შეწუხებულმა ამოვილაპარაკე.. -მშვენიერია ესღა მაკლდა -თავი გავაქნიე -კომპიუტერის გამო გაქვს ნერვები მოშლილი თუ სხვა მიზეზიცაა.. -ანდრია? აქ რას აკეთებ მემეგონა ნიტას გაყევი.. -მე კი მეგონა სალაპარაკო ჯერ კიდევ გვქონდა.. -მნიშვნელობა არ აქვს, უკვე აღარ მაინტერესებს რა მიზეზით გამომაცხადე შენს საცოლედ..ჩემი ნებართვის გარეშე კიდევ მოიმოქმედებ მსგასვს რამეს და არ გეგონოს კიდევ დაგიცავ..შეგიძლია დამტოვო ჩემს ნერვებს მოდი შენც ნუ დაემატები კაიი-თავი გვერდით გადაწია თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო რამდენიმე წამი ხმა არ ამუღია შემდეგ კი -აღარ გაინტერესებს კი არა ჩემთან ლაპარაკს გაურბიხარ.. -ჩემი სათქმელი მოისმინე, ეს საკმარისია.. -ცდები უნდა გახსოვდეს, რომ ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია.. -კიდევ გვაქვს სალაპარაკო და არ ვიცი? თუ დაუკვირდები ამ ბოლო დროს ჩვენი დისკუსიები უშედეგოა.. -დაუკვირიდი მაინც რატომ? თუ ასე გააგრძელებ ჩემთან საუბარს მართალც უშედეგო იქნება.. -შენ მაიძულებ ასე გელაპარაკო.. -კარგი გააგრძელე ასე ლაპარაკი და ნახავ სადამდე მიხვალ.. -ახლა რაა უნდა შემეშნდეს? -შენ თუ გგონია ახლა მე შენს შეშინებას ვცდილობ, ჯერ კიდევ ვერ გაგიცნივარ.. -არც მინდა რომ გიცნობდე, მართლა შენი საცოლე კი არ ვარ ანდრია.. -ნუთუ-გაეცინა და კაბინეტდიან გავიდა..თავმომწონე იდიოტი, თავი ვინ ჰგონია … დღეს დიდად საქმე არ მქონია, მეგონა შემდეგი დღეებიც ასე ჩაივლიდა, თუმცა შენც არ მომიკვდე, მოემზადეთ ჩემი ტანჯვის რამდენიმე წუთიანი მონოლოგის მოასამენდ.. მეორე დღიდანვე ნიტამ სად არ მატარა, ჯერ ადგილების არჩევისას გამაწამა. ყველგან ფოტოს მაღებინებდა, დიზაინერებს უნდა ვაჩვენოო რამდენად გამოდგებაო, მეთქი კარგი თაია აიტანე მერე რაა ეს შენი სამსახურიათქო.. თან ანგელოზის სახე რომ ჰქონდა მიღებული ცალკე მაგაზე მეშლებოდა ნერვები. ისე იქცეოდა თითქოს ჩემი მეგობარი იყო, ამ დროს ჩემთვის ნერვების მოშლის მეტი განაღა რამე გაუკეთებია .. მე კი ყველაგნ ვიღებდი ფოტოებს, რომც მდომოდა ვერ დამავიწყდებოდა.. ორ წუთშ ერთხელ მოდიოდა და მეუბნებოდა *აქ გადაიღე?არ გამოგრჩეს*...როგორღაც შეძლო რაღაცის არჩევა..ამ დროს დასრულდა ჩემი თანამშრომლობაც ნიტასთან. შემდეგ სამეგობროს შეკრებებზე არაფერი მესმოდა იმის გარდა როგორ უჭირდა დეკორაციის არჩევა, ადამიანების დაქირავება, სტუმრების სიის არჩევა და ასე შემდეგ.. სულ ვცდილობდი რაიმე მიზეზი მომეფიქრებინა და მისგან შორს ვყოფილიყავი, ისიც თითქოს ხვდებოდა ჩემს ფიქრებს, უფრო მეტად ცდილობდა დაახლოებას.. ერთ დღესაც სამზარეულოში ვიყავი მარტო, როდესაც ნიტა შემოვიდა.. -ჰეიი რას აკეთებ? -ყავას ვსვამ.. -წვენს დავისხამ -მაცივარი გამოაღო და ფორთოხლის წვენი გადმოიღო-ისე გადაწყვიტე რას ჩაიცვამ ? -არა ჯერ არ მომიფიქრებია.. -მე კი ყვრლაფერი დაგეგმილი მაქვს. -კარგია. -ვის კაბას ჩაიცმევ ეგეც არ იცი? -ეკეტერინე.. -ეკატერინე?-ისე შეიცხადა თითქოს რაღაც აბსურდული მეთქვას, უკაცრავად და ეს რეპლიკა რა იყო -რა მისი შემოქმედება არ მოგწონს თუ? -ამმ არა მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ საჩემოს ვერ ქმნის..კარგია მაგრამ ჩემთვის არაა- არა მართალია შეიძლება რაღაცას ვერ იხდენდე,მაგრამ ეს ვერ ქმნის, ისე ცუდად მომხვდა ყურში ნერვები მომეშალა.. -ჩემი აზრით კი პირიქით, ყოველთვის შეუძლია ადამიანს მისთვის იდეალური ტანისამოსი შეუკეროს, კარგი მე გავალ შენ წვენით ისიამოვნე.- ბავშვებთან დავუბრუნდი.. -ეკატერინე ჯერ კიდევ არაა გვიანი გავიდეთ.. -რა? -არ გახსოვს ჩვენი შეთანხმება?-გავიღიმე, რა თქმა უნდა, არანაირი შეთანხმება არ არსებობს.. -ააა კი თავიდან ამომივარდა, მე მზად ვარ და შენმ? -კი გვეჩქარება, თუ რამე არ გინდა გავიდეთ.. -სად მიდიხართ? -საქმე გვაქვს დებ..მოგიყვები მერე.. -okayy.. -ახლა შეგიძლია მითხრა, რომელი “საქმე” გვაქვს დაგეგმილი და არ მახსოვს-გაეცინა -ბოდიში თუ იქაურობას მოგწყვიტე, მაგრამ იქიდან წამოსვლა მინდოდა და შენც ჩაგითრიე.. -ნიტას გამო.. ისევ ნერვებს გიშლის? -არ მინდა რამე ვთქვა და ჩემი შეხედულების გამო ადამიანი აღარ მოგწონდეს…ან არ ვიცი..აქამდეც ვცდილობდი მასზე არ მელაპარაკა.. -მაგრამ.. -შენზე თქვა რაღაც და ნერვები მომეშალა.. -ჩემზე? რაო რა მინდაო.. -მე არც კი ვიცი უნდა გეუბნებოდე თუ არა.. ჭორაობა გამომდის ჰოო.. -თაია მითხარი ჩემზე რა თქვა.. -ის რომ შენი შემოქმდება მისთვის არაა და საიმისოს ვერ ქმნი,მაგრამ ისე კარგია.. -she better be joking…ანუ შეიძლება მაინცდამინც არაა ის ადამიანი ვისთანაც ვიმეგობრებდი, მაგრამ ანდრიას გამო პატივს ვცემდი და ასე მიხდის სამაგიეროს? გგონია ვერ მივხვდი რა იგულისხმაა..რეალრად ამბობს, რომ რასაც ვაკეთებ ნაგავია.. -არ მინდა რამე შეიმჩნიო ან ამას რატომ გეუბნები მე ხომ ვერ გადავწყვეტ -თაია ახლა შენ მიშლი ნერვებს.. -მე რატომ.. -უცხოსავით ნუ მელაპარაკები, შენი მეგობარი ვარ, ვიცი მე შენი პირდაპირობის ამბები და რატომ არ იქცევი ისე, როგორც თაია ღვინიანიძე მოიქცეოდა ვერ ვხვდები.. ნიტას მიმართ ამ ან ჩემთან რას არჩევ სიტყვებს.. მოეშვი რაა.. -არ მინდა რაიმე გავაფუჭო.. -მოეშვითქო ამ ფიქრებს კაიი, დაიბრუნე შენი სახე და მითხარი აქამდე როგორ გაუძელი იმ პერიოდს, რომელიც, მასთან მუშაობაში გაატარე.. -არც მე ვიცი, უბრალოდ ის კი ვიცი, რომ თუ რამეს შევიმჩნევ villan მე გამოვალ და მას ყველა როგორც ანგელზი ისე დაინახავს.. -ჰოო რამე უნდა მოვიფიქროთ თან ანდრიასთან უფრო ახლოსაა ეს დღეები არაა. შენ არაფერი შეგიმჩნევია?.. -ყველაფერი ისეა როგორც ადრე.. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.. მოიცა ისე წამოვედით და სად მივდივართ საერთოდ.. -ჩემთან ატელიეში. -მანდ რა გვინდა.. -რაც არ უნდა ეთქვა და ეგულისხმა, მის აზრი ჩემთვის არაფერია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი არაა..თუმცა რადგან უკვე გამოსულები ვართ, ბარემ დავიწყოთ შენს კაბაზე ფიქრი.. -სიმართლე თუ გინდა, ისედაც ვუთხარი შენს კაბას, რომ ჩავიცმევდი, მაგრამ ვიფიქრე, შენი ძველი კოლექციიდან ავარჩევდი რამეს.. -უკაცრავდ ჩემო კარგო, თუმცა მე შევქნი სრულიად ახალს და მხოლოდ შენთვის. დღესვე ავიღებ ზომებს ახლიდან და მოვიფიქრებთ რა ჩაიცვა, მოკლედ ამაზე მე ვიზრუნებ.. -მე წინააღმდეგი არ ვარ. იცი ხშირად არ გეძახი რაიმე ზედმეტსახელს რადგან მგონია ამ დროს სახელს გიმახინჯებ-ორივეს გაგვეცინა -არაუშავს, შეგიძლია დამიძახო რაც გინდა ეკას გარადა..მძაგს ასე როცა მომმართავენ.. -მართალია, ეგ უკევ მეტისმეტი იქნებოდა.. -მალევე მივედით დანიშნულების ადგილზე.. -ვგიჟდები ამ ადგილზე ძაან შენეულია.. -ეგ იყო ჩანაფიქრიც. ეს ადგილი ეკატერინეს უნდა ყვიროდეს.. -გამოგივიდა კიდეც.. -კარგი აბა დავიწყოთ? ვინაიდან ცოტა არ იყოს და გრანდიოზული საღამო გველოდება, რაიმე კლასიკურისკენ წავიდეთ? -უკეთესი იქნებ კიი..ისე ნიღაბიც შენ უნდა.. -რა თქმა უნდა, შენს თავს ვის გავაკარებ, რას იძახიი-გამეცინა -და შენ რას აპირებ? -მოვიფიქრებ რამეს, შენ ჩემზე ნუ იდარდებ, კაი დავიწყოთ.. -კარგი მაშინ, მოკლედ სრულ ნდობას გიცხადებ, შეიძლება გითხრა რა მომწონს და რა არა, თუმცა მინდა მაქსიმალურად იყო ჩართული.. -მიხარია, ჩემი აზრი შენთვის მნიშვნელოვანია რომაა.. -სავსებით, გაფასებ პირველ რიგში, როგორც მეგობარს და შემდეგ როგორც დიზაინერს, რომლის დახვეწილ გემოვნებაზე ვგიჟდები.. -მადლობა მერწმუნე ამას რა ინანებ..-კარგად იცის ჩემთვის ნდობის ფაქტორი რამდენს ნიშნავს და მიხარია, რომ ამას აფასებს ჩემი მხრიდან. -დარწმუნებული ვარ.. -ისე გახსოვს იმ ადგილის ფოტოები რომ ჩამიგდე, სადაც საღამო უნდა გაიმართოს.. -მეილზე, რომ ჩაგიგდე ჰოო.. -ჰოდა ვნახე ის ფოტოები, შენც გიყურებ ახლა და ზუსტად ვიცი როგორი კაბა გვჭირდება, უცებ გავაკეთებ მონახაზს და შენი აზრი მითხარი..ფანქარი სად წავიღე..აა იქით მიდევს.. -კაი მე თუ აქ ვიხეტიალე, პრობლემა ჰომ არ იქნება.. - მიდი და დაგიძახებ. - ყოველთვის მომწონდა აქაურობა.. როდესაც გარშემო მიმოიხედავ ზედმეტს ვერაფერს დაინახავ, თითქოს პატარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთიც, მნიშვნელობას იძენს და აქაურობას სჭირდება. განსაკუთრებით ფოტოების კოლაჟი მომწონს, რომელიც კედელზეა გაკრული. მომწონს რამდენად სწორადა შერჩეული და ის რომ ხასიათიდან არაა ამოვარდნილი.. ვგულისხმობ გარემოსთან შეხამებულია.. დავუბრუნდი ეკატერინეს. სხვათაშრის მომწონს რამდენად მოსახერხებელია, ეკატერინეს კუთხე. ოთახის შუაში ერთი დიდი სამუშაო მაგიდა დგას, მის გარშემო კი ყველაფერია რაც კი შეიძლება დაგჭირდეს..მაგალითად კედელზე დაფა აქავს გაკრული და ამ დაფაზე ესკიზები აქვს მიმაგრებული, ტანისამოსის დამატებით დეტალებთან ერთად.. იქვე აქვს კუთხე სადაც, სხვადასხვა სახის ნაჭერია მოთავსებული, უამრავი ფერის ძაფებთან ერთად.. და ასე ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი.. -აუ ეკ უნიჭიერესი ხარ.. ატელიეს დიზაინზე გადავირიე.. -მოგწონს? მე კიდე სულ რაღაც ნაკლს ვეძებ და არასდროს ვარ კმაყოფილი, არადა იმდენი ვიწვალე ეს ყველაფერი ისეთი ყოფილიყო როგორიცაა.. -იშვიათად მინახავს ადამიანი, მისი შემოქმედებით 100% კმაყოფილი იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშანვს რომ რასაც ააკეთებენ უმაგრესი არაა.. -მოდი აბა ჩემთან.. -უკვე მორჩიი.. -მაგარი იდეა მაქვს.. -კაი აბა მანახე …კი მაგრამ აქ ორ კაბას რატომ ხედავს ჩემი თვალები? -ზუსტადაც.. -ვერ მივხვდი….გასაგებია იყოს ისე როგორც შენ გინდა.. -მოდი ყოველი შემთხევისთვის ზომები ახლიდან ავიღოთ.. -კაი. -ისე რა მალე გავიდა დრო, თითქოს გუშინ ჩამოხვედი.. -მართლაც, არ მეგონა ამდენი ხნით თუ მომიწევდა დარჩენა.. ისე ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი ხნით ვიქნები აქეთ.. -წასვლას გეგმავ? -ჯერ არა მერე ვნახოთ.. -თუ გინდა რომ წახვიდე კარგი მიზეზი გჭირდება, ისე არ გაგიშვებთ ჰო იცი.. -ახლავე დავიწყებ ფიქრს კარგი მიზეზისთვის.. -თაიაა.. -კაი რა იყო ჯერ არაფერს ვაპირებ მართლა.. -არც დააპირო.. -ჩემი წასვლით ცხოვრება არ სრულდება.. -ვიღაც ვიღაცეების კი დასრულდება.. -შენს ნამიოკს არ გამოვეკიდები.. -ვერ ვიტან გოგონების იმ კატეგორიას, რომლებსაც ბიჭებზე ლაპარაკის გარდა არაფერს აკეთებენ, მაგრამ უნდა გკითხო.. დავიჯერო რაც აქ ხარ არავინ მოგწონებიაა?? -მე- წამით გონებაში ანდრიას სახე ამოტივტივდა, მაგრამ მაშინვე ვეცადე გამექრო, მე ის არ მომწონს, მემგონი საკუთარი თავიც აღარ მიჯერებს -არა სერიოზულად არავინ, ისე არასოდეს ყოფილა მარტივი ჩემთის ვინმეს მოწონება.. -რაღაცნაირად, უცხოსთვის თითქოს ცივი ხარ, მაგრამ რეალურად მთლად მასეც არაა.. უბრალოდ გრძნობების გამოხატვა ისე არ შეგიძლია როგორც ყველას, თუმცა ამასთანავე პირდაპირიც ხარ, რაც მე პირადად ძალიანაც მოწონს.. -ანუ ცოტა ცივი, ცოტა პირდაპირი და ცოტა უგრძნობი, მაგრამ რეალურად გულის სიღრმეში რაღაც ადამიანურიც მაქვს ჰოო.. -ჰოო რაღაც მასე -გაეცინა - თავდანვე დაგიმუღამე, თუმცაღა მეგონა არ მოგწონდი.. -მართლა? ისე რა გასაკვირია, როდესაც პირველად ვხვდები ვინმეს, ჰგონიათ რომ მათზე ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც უმეტესად მართალია, მაგრამ შენზე ასე არ იყო.. -მთავარია აწმყო და არა წარსული.. -ახლა სულ სხვა თემაზე უნდა გადავიდე.. ანუ რა მაინტერესებს, შენ და იოანე.. -ოჰ მანდ ძალიან ცდები, ის ჩემი კარგი მეგობარია, ფაქტობრივად ძმასავითაა.. ძალიან მიყვარს მაგრამ ისე არა როგორც შენ ფიქრობ..რატომ იკითხე რამე შეამჩნიე? -არა უბრალოდ ახლოს ხართ და რავიცი.. -ჰოო თან მე და ურთიერთობები შორს ვართ.. -რატომ? -მე უბრალოდ..ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მზად არასდროს ვარ.. ახლა მეცინება თუმცა სკლაში დამცინოდნენ ამის გამო.. რა ვქნა თუ ურთიერთობები საჩემო ამ ეტაპზე ნამდვილად არაა..მირჩევნია კარიერაზე ვიყო კონცენტრირებული.. -ის რომ მარტო ყოფნას ირჩევ ამაში დასაცინი არაფერია. შენი მესმის, მხოლოდ იმის გამო ვერ დაიწყებ ურთიერთობას, რომ ვინმეს სურვილი დააკმაყოფილო. სხვებს ასეთ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არც უნდა მიაღებინო.. შენი ცხოვრება, შენი გადაწყვეტილებებისგან უნდა შედგებოდეს.. -ჰოო მართალი ხარ, ახლა კი მარტივად ვიხსენებ თუმცა მაშინ თავს საშინლად ვგრძნობდი. -ამ ასაკში უფრო მძაფრად აღვიქვამთ ასეთ რაღაცებს და შენი მესმის.. -კარგი არ გვინდა ამაზე, თან დღეისთვის დავასრულე.. ყავა გინდაა ან რამე -ღვინო გაქვს? -მასე ნუ მიყურებ..შანსი არაა.. -რა მოხდება.. -კი მაგრამ..თაია -ცოტა-ვანიშნე ხელის მოძრაობით-ტყუილად ჰომარ იდება თაროზე. -კაი ჯანდაბას . . . 3 თუ 4 ჭიქის შემდეგ.. -არა იციი რაა, ჩემო თაია, მეე სულ რომ მარტო მოვკვდე პრობლემას ვერ ვხედავ, რა ჯობია მარტო ყოფნას მითხარიიი.. -არაფერიც ეკ..არაფერიიც.. 5 თუ 6 ჭიქის შემდეგ.. -ცოტააც ანუ ცოტააც დავლიოოოთ-წაიმღერა ეკატერინემ. -ჰოო ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგააან.. რას ითხოვენ საერთოდ..ჰოო შეიძლება მარტო დამტოვონ.. -მაგიტომაც ვიძახი რაა.. -რას იძახი.. -რას ვიძახი, რამეს ვიძახიი, აარა მე არფერი, ჩემთვის ვარ, არავის ვაწუხებ ვსიო.. -დავიღალე.. -ისე ჰოარ შევთვერით ცოტა, თუ მეჩვენება.. -წყალივითაა გოგო რა შეგვათრობდა.. რომელიღაცა ჭიქის შემდეგ.. თვალი რომ გავახილე ქუჩაში მივდიოდით.. -ეკუშ გამახსენე ქუჩაში რატომ ვართ.. -შენ არ თქვი სუფთა ჰაერზე მინდაო.. -არა არ მითქვამს.. -აა მაშინ მე ვთქვი და მეგონა შენ თქვი..-ტელეფონი რეკავს, ძალიან მეზარებოდა, თუმცა რადგან არ გაჩერდა ავიღე.. -გისმენთ.. -თაია ჩემი გესმიის.. -როგოორ, რომელი საათია? არვვიცი მე რას მეკითხებიიი.. -რაა საათი გოგო.. სად ხართ.. -არაა -რა არა თაია მაშინებ.. მოიცა დალიეე..თ.. -ცოტა.. -მოსაკლავი ხარ, ჩემს გარეშე როგორ დალიე..კაი კაი სად ხართ.. -ეკატერინე.. სად ვართ? -ქუჩაში.. -ქუჩაშიო.. -აუუ საღოოლ, მაგრად დამიკონკრეტე.. -დებისთან მივდივართ..ჰო? -შენთან მოვდივართ ქალო.. -საშიშია, აუ გამაგიჟებთ მე თქვენ რაა, ახლოს მაინც ხართ? -სადღაც..ამმ…შეიძლება არც კი ვიცი რამდენი ხანი გავიდა იმაზე მეტად ხომ ვერ დაღამდებოდა რაც იყო აარააა უბრალოდ მივდიოდით ვიცინოდით და შიგადაშიგ არასებულ მუსიკაზე გვეცეკვებოდა.. ტაქსი დავინახეთ და გავაჩერეთ საბედნიეროდ გვახსოვდა მისამართი, ფული გადავუხადეთ და როდესაც ძლიერი ქარი სახეზე ვიგრძენი მივხვდი, რომ ტაქსი უკვე წასულიყო. მეთქი მეჩვენება, თუმცა როდესაც დების ხმა გავიგე მივხვდი ნამდვილი იყო.. -დებიიი -თაია შენ ნორმალური ხარრ.. იცი როგორ ვინერვიულეე.. -აქ რას აკეთებ? -ჩემს სახლთან რას უნდა ვაკეთებდე.. -უი შენს სახლთან ვართ? აქ როდის მოვედით? -ტაქსით არ მოვედით?-ვითომ გადმომჩურჩულა, მაგარამ დების ხმა კარგად ესმოდა.. -მართალი ხარ წამო შევიდეთ ყავა მინდა საშინლად.. -მარწყვის კომპოტი მინდა ისე რომ ვკვდები.. -არ ვიცი თუ არის მაგრამ წამო.. -ანუუ ჩემს არსებობასაც აღარ იმჩნევთ?-თავი გააქნია და ჩვენს შემდეგ შემოვიდა.. -სახლში შესვლისას ვლაპარაკობდით, მაგრამ როდესაც ყველას მზერა ვიგრძენით გავჩუმდით.. -რამე მოხდა? -დასალევად მოტყდით?-იოს გაეცინა -საქმე გვქონდა.. -დალევა.. -არა, ჯერ ერთ საქმეს მოვრჩით შემდეგ დავლიეთ და.. -რატო უხსნი?-გავბრაზდი -ანუ სიმთვრალეშიც ისეთივე აუტანელი ხარ..-ზურგს უკან ანდრიას ხმა შემომესმა.. -ჯერ ერთი მთვრალი არ ვარ, კახელი ვარ, რომელიც ორ ჭიქაში არ თვრება.. -6-7 ჭიქაში-ისევ ეს ვითომ ჩურჩული -ეკატერინე -რაა-ჩემი დაჟიმებული მზერის შემდეგ, უხერხულად ამარიდა მზერა.. -და ჰოო შენ მაინც ვერ გაჯობებ აუტანლობაში.. -ნუთუ.. - ვითომ ქარიზმატულად, ნუთუს თქმას არ მოეშვებიი ჰოო.. რა ასე არაა-ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდა -ანუ გაღიზიანებს-წამით დავიბენი, მაგრამ თავი გავაქნიე ვიმედოვნებ შეუმჩნევლად.. - ამ დონეზე ვერ მოქმედებ - საკუთარ თავზე მივუთითე. -ასე ვერ ვიტყოდი-ერთი ნაბიჯი -შენს თავზე დიდი წარმოდეგნები ჰომარ გაქვს..-ერთი ნაბიჯი.. -საკუთარი თავის დანახვა ნამდვილად შემიძლია, შენ არ იდარდო.. -ამპატრავანი იდიოტი ხარ - როგორც კი კიდევ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა დააპირა, დავასწარი და მე გადავდგი-ახლა ვინ ვისზე მოქმედებს ?-გაეღიმა -მორჩით უკვე-დემნას ხმაც გაისმა..მხრები ავიჩეჩე თუმცა მადლობელი ვარ დემნასი, უაზრო კინკლაობის თავი აღარ მქონდა.. სამზარეულოსკენ გადავდგი ნაბიჯი როცა წავბორძიკდი, ანდრიამ დახმაება დააპირა, თუმცა მაშინვე ხელით ვანიშნე გაჩერებულიყო.. -შენს გარეშეც შემიძლია.. -სიმთვრალეში უფრო უჟმური როგორ ხარ.. -უჟმური არ იყო, კარგად გავერთეთ, თან ჩვენ ვცეკვავ.. -ეკატერინე.. -ბოდიში - სამზარეულოში გავედი -ვკვდები ისე მინდა ყავააა-ჩემთვის ჩავილაპარაკე.. -მე გაგიკეთებდი, მაგრამ შენ ხომ ჩემს გარეშეც შეგიძლია-ნიშნისმოგებით მითხრა.. -არც შენი ხელის გამოწვდენა მჭირდება, როცა ვეცემი და არც შენი გაკეტებული ყავა, ასე რომ..- ჩემი ჭიქა გადმოვიღე, ყავა ჩავყარე, წყალი დავადგი და წამოვედი, აქ ვაპირებდი ყოფნას თუმცა ვიღაც წასვლას არ აპირებს. -აბა თავს როგორ გრძნობ..-ცოტახნის შემდეგ მითხრა იოანემ. -ერთი ორი ადამიანი რომ არ არსებობდეს ძალიან კარგად ვიქნებოდი იო -შენი ყავა სადაა.. -კეთდება -აკი როგორც ზდრასრულები ისე ვიქცევით, უბრალოდ ერთმანეთი არ მოგვწონსო? -კაი რაა, ეს დიპლომატიკაც მომბეზრდა უკვე, იმ იდიოტს თქვენს გამო ვიტან და ახლა მაგის დაქალიც დაემატა-აი ასე ჩამოვატრტალე ყველაფერი და კინაღამ ენაზე ვიკბინე როცა გავიაზრე რაც ვთქვი. წამის მეასედში ისიც გავიაზრე, რომ მეგობრებს ველაპარაკებოდი და არა უცხო ადამიანებს, დავმშვიდდი. -მოიცა მოიცა ნიტას ვერ იტან?-დემნა -ყველა ვერ მოგეწონება, არ ვამბობ ცუდი ადამიანიათქო, არ მომწონს და მორჩა. -ნიტას რას ერჩი-დაბრუნებულ ანდრიას გავხედე.. -დიახაც რადგან ამას არ ვამბობ, არ ნიშნავს რომ ვგიჟდები შენს დაქალზე.. -რომ არ ვიცოდე შენი სიძულვილი ანდრიას მიმართ, ვიფიქრებდი რომ ეჭვიანობ-თქვა იომ და მე უბრალოდ თვალებდაჭყეტილმა გავხედე.. -რაა იო მეე.. იოოო მე ამაზე.. აი ამაზე.. რატო უნდა ვიეჭვიანო? -ვიფიქრებდითქო განა ვფიქრობ.. -ჰოდა ის პროცენტებიც გააქრე რაც გაიფიქრე -ამ დროს ანდრია მომიჯდა გვერდით -თაია.. -რა ჯანდაბა გინდა.. -უფრო აგრესიული, მაგრამ საყვარელი მაინც ხარ.. -გეყოფა დღეისთვის ჩემს ნერვებზე თამაში კაიი, უბრალოდ ერთი ორი ჭიქა რომ შემარგო ჰო შეგიძლია? -6-7? -ეკატერინე.. -ხმა გავიგე შენი ყავა მზადაა.. -კაი-წამოვჯექი, მაგრამ იომ მე მოგიტანო და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.. ანდრია ისევ გვერდით მიზის, მეც მაქსიმალურად არ ვიმჩნევ მის არსებობას და ვერ ვხვდები ძალიან რთული რატომაა.. -აი ინებე.. -უღრმესი მადლობა-ისეთი გემო აქვს თითქოს..მე ასეთ ყავას არ ვამზადებ..არა არა ღვინოს ბრალია, მეჩვენება, თან ესე მალე არ გაივლის რამდენიმე ჭიქა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად არ მეკიდება.. -არაფრის.. -ანდრია.. -რა იყო.. -მე… არაფერი.. -ხვალ ბევრი საქმე გვაქვს?-ისე სხვათაშორის იკითხა იომ -საქმეს რა დალევს- თქვა ანდრიამ, მე კი ისე გავხედე თითქოს მხოლოდ ახლა გამეგოს, რომ ჩემს გვერდით ის იჯდა.. უცებ ავდექი ცოტა არ იყოს და მოულოდნელობისგან ყველას ყურადღება დავიმსახურე. სწრაფად ადგომისგან თვალთ დამიბნელდა.. -თაია კარგად ხარ?-უსიტყვოდ გავედი სამზარეულოში, ყავის ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, უკან ვბურნდებოდი ანდრიას რომ შევეჩეხე. -კარგად ხარ მეთქი? -კი-გავიარე და ეზოში გავედი..ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი, წეღან ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფიქრებისგან თავბრუ მეხვეოდა, თუა მსგავსი რამ შესაძლებელი.. ბავშობაში მხოლოდ ერთხელ დავლიე ისე როგორც ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამ აღარაც განმეორებულა, დღევანდელი ალბათ მოგონებაა იმასთან შედარებით..დღეს უბრალოდ ერთიანად ავუყოლე და იმდენი ხანია არ დამილევია ერთმზ ჭიქამაც კი, იმოქმედა.. ჰო და რას ვამბობდი, სანათესაოს ჩვეული შეკრება იყო, სიცილში და მხიარულებაში ვატარებდით დროს. დედამ უფლება მომცა ერთი, ნახევრად სავსე ჭიქა დამელია..მეც გახარებულმა დავთანხმდი, თუმცა ჩუმად იმაზე მეტი დავლიე ვიდრე უფლება მქონდა..ამის შემდეგ ვიცეკვე ვიმხიარულე, ჩემს არარსებულ თუმცა დაგეგმილ ქორწილში ყველას დაპატიჟების შემდეგ დედაჩემმა შემატყო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გაირკვა, თუ სად წავიდა ის სასმელი, რომელიც გეგმის მიხედვით ასე მალეც არ უნდა გამქრალიყო..ვერც მეჩხუბა, პრინციპში მთვრალ ბავშს რომ ჩხუბი დაუწყო არა მგონია შედეგიანად წავიდეს ყველაფერი..ამაზე უფრო ემოციური გავხდი და ვიტირე, ვებოდიშებოდი მეტს აღარ დავლეთქო, ვეხუტებოდი და მოკლედ მეტად აღარ შევირცხვენ თავს, შემდეგ როცა სიმთვრალემაც გადაიარა და პახმელიამაც, როგორც დიდს ისე მესაუბრა, რომ ცუდად მოვიქეცი და ამიხსნა ასე რატომ აღარ უნდა მოვქცეულიყავი, მეც შევპირდი, რომ უკანასკნელი იყო. კარგა ხანი დამცინოდა და დღემდე დამცინის ნეტავ ისეთი თბილი, გახდე კიდევ უნდა დაგალევინო ცოტაო.. სასმლის პირველმა, მძაფრმა ტალღამ გადამიარა. თავიბრუ მესხმის დამახასიათებლად თუმცა ჩვეულებისამებრ ვაზროვნებ და მეორე დღესაც არ მექნება რამე სანანებელი. ჰაერზე უფრო მეტად გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე ბავშვებთან დავბრუნებულიყავი. -აბა თაია თავს როგორ გრძნობ, სასმელმა გაგიარა თუ ჯერ არა.. -არის რაა.. -ხვალ როგორ იქნები? -მე დიად პახმელია არ მახასიათებს, თან ბევრი არც დამილევია. ყავა ჩეულებისამებრ და ნაბეღლავს დავამატებ მენიუში.. -აჰამ კაია.. -ისე რომელს აქვს საშინელი პახმელია თქვენს შორის? -ნამდვილად ანდრიას.. -მართლაა, არ ველოდი და სიმთვრალე? -დიდად არცერთი არ ვიმხობთ სიმთვრალის დროს.. არაა.. -დიდად არა-გაეცინა ეკატერინეს.. -დალევა არ მიყვარს-დემნა -ზომიერების ფარგლებში რატომაც არაა, მთლად გათიშვამდე რომ არ დალიო.. -სათოფეზე არ ეკარება..-დები -ეჰ ჩემო კარგო, შენ იყავი კარგად, შენს უღვინობას გადავიტანთ როგორმე.. -აბა რაა ჩემო თაია, მართალი ხარ.. -ჩემო?- რაღაც ჩაილაპარაკა ანდრიამ, დიდად ვერ გავიგე.. -მგონი დროა დავიშალოთ.. . . . დილით ცოტა არ იყოს და გამიჭირდა თვალების გახელა, გამახსენდა გუშინდელი, ნუ უარესიც შეიძლებოდა მეთქი გავიფიქრე და ავდექი. თავის მსუბუქმა ტკივილმა მაშინვე შემახსენა თავი. სამზარეულომდე მივლასლასდი რასაც ქვია, გამოვაღე მაცივარი და თვალები გამინათდა ნაბეღლავი რომ დავინახე, ბარათიც ჰქონდა მიკრული “ნაბეღლავი შენს მენიუში ✔️”..დების ვუყვარვარ რაა, კიდევ კაი გავახსენდი.. ნაბეღლავის და ყავის დალევის შემდეგ სამსახურში წავედი დიდად არ მქონია საქმე ასე რომ ბედნიერად ადრე გამოვედი სამსახურიდან.. კაფისკენ გავემართე, მე და უცნობმა ერთად, რომ გადავწყვიტეთ შესვლა.. -უკაცრავად-მიმითითა შევსულიყავი, თავი დავუქნიე.. -ამერიკანო…მადლობა.. -კარგი ადგილია არაა.. -დიახ.. -ხშირად დადიხართ? -შეიძლება ასეც ითქვას.. -შეიძლება სანამ ყავს ველოდებით, ცოტა ცოტახნით შეგაწუხოთ? -უკვე მაწუხებთ მაგრამ.. -აჰ კარგი- ჩემთან ერთად იქვე მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა, თუმცა მისი მხრიდან უხერხულობა არ მიგვრძნია, ისე იქცეოდა თითქოს კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით-არაფერს არ მეტყვი? -ჩემი შეწუხება შენი იდეა იყო, მე რატომ უნდა დავიწყო ლაპარაკი? -ეგეც მართალია-გაეცინა-აქ ცხოვრობ? -კი -მე ახლა ჩამოვედი -საიდან -ლოს-ანჯელესი.. -კარგი.. -საინტერესოდ არ ჟღერს? -იქიდან შენ ჩამოხვედი, შენ უნდა მითხრა..- ასე სრულიად უცნობს ველაპარაკებოდი, ძირითადად მასზე. მთლად ასეც არ მქონია სურვილი მასთან ჩვეულებრივ მეგობარივით მელაპარაკა, მაგრამ არაუშავდა ნორმალური პიროვნება ჩანდა. რიგი დიდი იყო და ლოდინი მომიწია, შემდეგ ჩემი ყავა ავიღე და უცნობს დავემშვიდობე..კი შემომთავაზა ყავის ერთად დალევა, თუმცა უარით გავისტუმრე. სახლში რომ მივედი გვიანი იყო დები ტელევიზორთან იჯდა პულტით ხელში და მისთვის საინტერესო არხს ეძებდა.. -ამდენად მოიწყინე რომ ტელევიზორი ჩართე? -ჰოო რავი, რა ხდება რატომ დაიგვიანე? -გარეთ ვიყავი ვიღაცას შევხვდი, მერე ვისეირნე და შემომაღამდა.. -მოიცადე ვის შეხვდიი-უცებ ეკატრეინეს ხმა გავიგე.. -შენ აქ რას აკეთებ, არ გელოდი.. - exciting surprise.. ახლა მოყევი ვის შეხვდი.. -კაფეში.. -მომწონს როგორც იწყება.. -სერიოზული არაფერია.. -თავიდა არასდროსაა სერიოზული მაგრამ.. -კარგი მოკლედ... -ამას არ ველოდი -გაიკვირვა ეკატერინემ -ახლა მთავარია როგორ გაგრძელედება -საერთოდ თუ გაგრძელდა დებ-ვუთხარი ნიშნისმოგებით და მხრები ავიჩეჩე.. -კარგი რაა, რა იცი რა მოხდება, მაგ განწყობით არ უნდა იყო.. -ვნაახოთ -მართალია, წინასწარ რა იცი რაა-ეკატერინემ ამასაობაში სამზარეულოდან თხილი გამოიტანა და გემრიელად მიირთმევდა.. -ისე სესილი როგორაა რამდენიხანია არაფერი მსმენია მისგან.. -შედარებით კარგადაა -მიხარია საბოლოოდ რომ წავიდა საქართველოდან, დროებით მაინც.. -ჰო იცი როგორია მისი ყოფილი ძალიან გააწვალებდა აქ თუ დარჩებოდა -მართალია იმედია კარგად იქნება -ხშირად ვეკონტაქტებიბით მე და დები, ამის იმედი მაქვს. -აუცილებლად უნდა მოვიკითხო..ისე წამო რამეს გამოვაცხობ და გემრიელად მივირთვათ-თქვა ეკატერიენემ -აუუ ვგიჟდები შენს ნახელავზეე.. ოღონდ არ მინდა ხელი შეგიშალოთ მზადებაში.. -მოხმარება რომ აირიდო მაქებ? -მასე გამოდის, მომზადება არ შემიძლია-დები -კაი მაგრამ იქ ჩემს სიახლოვეს იყავით, თან ვილაპარაკოთ.. -ეგ შეგვიძლიაა არაა-გაგვეცინა..ეკატერინემ დაიწყო მზადება უგემირელესი დესერტის, ჩვენ კი ვლაპარაკობდით და ვერთობოდით.. მოგონება ძვირფასად, რომ ჩაითვალოს ვფიქრობთ ხოლმე, რომ რაღაც გრანდიოზულთან უნდა იყოს დაკვშირებული, სინამდვილეში კი ასეთი ვითომ არაფერი მომხდარა დღეები, როდესაც მეგობრებთან ერთად ატარებ არანაკლებ ღირებული და დასაფასებელია, საბოლოოდ ეს მოგონებებიც ისევე ტკბილად გაგვახსენდება.. -თაია რაზე ჩაფიქრდი.. -უნიში ჩაბარების პერიოდებს ვიხსენებდი, გახსოვს რა ამბები იყოო.. -ვაიმე კიი აუ ეკატერინეე შენ ეს არ იცი ჰოო, მოკლედ ქულები იდებაა რა და შევიკრიბეთ რომ ერთად ვნახოთ, ჰოდა ჯერ ჩემი გავხსენით..ჩავაბარე რა თქმა უნდა, მაგარმ ვიტირე იმედნიი ვეღარ ვჩერდებოდი, ესე ვარ ტირილს თუ ვიწყებ ძლივს ვჩრდები, ჰოდა ვკივი ერთ ამბავში ვარ.. ესეც მილოცავს და ამ დროს ამან რომ ნახა თავისი ქულები რა გააკეთა.. უემოციო სახით ჩავაბარეო თავს აქნევდა და მორჩა ვითომ არაფერი.. -თაიაა კაი რაა ემოციები სად წაიღე. -არც კი ვიცი, უბრალოდ სხვაგან ვიყავი გონებით. შენი რეაქცია როგორი იყო? -მეე.. აი სადღაც თქვენ ორის რეაქცებს შორის…კაი წამო გოგონების საღამო გავაგრძელოთ და ეს უგემრეიელსეი დესერტი მივირთვათ რააა.. აი ასე სიცილში დავასრულეთ საღამო ბევრიც ვილაპარაკეთ, ცოტა გონებაც გადავიტანე სხვა რამეზე და დაიწყო შემდეგი დღეც.. დილით ადრიანად გამეღვიძა, ზარსაც არ დაურეკია იმდენი ვიწრიალე ვერ მოვისვენე და ბოლოს ავდექი.. ყავა დავლიე და ბოლოს სანამ სამსახურის დრო არ მოვიდა როგორღაც შევძელი დროის გაყვანა.. ეკატერინე ჩვენთან დარჩა და როცა იმათაც ინებეს გაღვიძება, სამივე ერთად გავედით სახლიდან, ყველაფერი შევამოწმეთ რამე ხომარ დაგვრჩა..ღია, ჩართული, ნუ ხომ ხვდებით ტრადიციული პროცეუდრა გავიარეთ და ბოლოს გავახწიეთ სამშვიდობოს.. ჩვეულებრივი დღე ჩანს არაფერს რომ არ ელოდები ისეთი, სამსახურშიც ესე გაგრძელდა, ვმუშაობდი მაგრამ არაფერი განსაკუთრებული..შემდეგ კი დები შემოვიდა ჩემთან.. -ჰეი გცალიაა.. ანდრიასთან შემოდი რაა ცოტახანით. -მშვიდობაა -საქმესთან დაკავშირებულია.. -კაი 2 წუთში მოვალ..- დამაინტერესა მეთქი რა ხდებაა, უცებ უცებ მივალაგე ყველაფერი და გავედი.. -გამარჯობაა -შემოდი თაია -რა ხდებაა -დაჯექი თუ შეიძლება..მოკლედ ახლა მოვა ის ადამიანი და დავიწყოთ ლაპარაკი. -ვისზე ამბობთ? -ნახავ- 5 წუთი არ იქნებოდა გასული რომ ვიღაცამ შემოაღო კარი.. -შეიძლებაა.. -შემოდი გეგი-მე გავხედე და ვის ვხედავ, ის ვისაც გუშინ შევხვდი კაფეში.. -მოიცადე თაია ეს შენ ხარ?? -გეგი სალამიი არ გელოდი აქ.. -ჰო გითხარი საქმეზე ვართქო -მაინც -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?-უი ბატონი ანდრიაც აქ ყოფილა.. -კი შეიძლება ასეც ითქვას -ჰმმ რა სასიამოვნოა-მის ტონზე იმავეს ვერ ვიტყოდი-კარგი დავიწყოთ საქმეზე საუბარი.. -დავიწყოთ..- საქმე იმაში იყო რომ ცოტახნით გეგისთან უნდა გვეთანამშრომლა, ალბათ ერთად რამდენიმე გადაღება მოგვიწევს, ეგრედ წოდებული კოლაბორაცია. თან ანდრია ხომ ამ კომპანიის გარდა სხვებსაც ფლობს, ნუ წილი მაინც აქვს და აუცილებელია თანამშრომლობა. მე როგორც მისი კომპანიის ფოტოგრაფი საჭირო ვარ.. ეს ისე ზოგადად რა სიტუაციაა.. -ანუ თაიასთან ერთად ვითანამშრომლებთ არაა -ანდრიას გახედა -კი მაგრამ ცოტახნით -სამაგიეროდ ამ დროს ნაყოფიერად გამოვიყენებთ არა თაია.. -კი ასეა.. -კარგი მე დაგტოვებთ, დავაზუსტოთ რაღაცები და ხვალიდან დავიწყოთ. -მეც გავალ მაშინ -მოიცადე..დარჩი ცოტახნით..-დაელოდა გეგი როდის გავიდოდა.. -რა ხდება.. -ძალიან გთხოვ შენს პირადს საქმეში ნუ აურევ.. -უკაცრავად ეს რა მიმართვაა..გეგის გულისხმობ არაა… -თავისთავად.. -ანდრია მომისმინე..ჩემი და გეგის ურთიერთობა შენი საქმე არაა და თუ რამე ისე არ გაკეთდება როგორც საჭიროა შენიშვნები მერე იყოს, გასგებიაა..მე წავედი დროს მაკარგვინებ..- ამას თავი ვინ ჰგონია, ზედმეტები მოსდის, საიდან მოიტანა მსგავსი სისულელე..კარგი თაია დამშვიდდი, ნუ აიშლი ნერვებს.. -თაიაა გესმის ჩემიი.. -აჰ დებ რა ხდება? -რას ბურტყუნებ თან წინ არ იყურები, რამეს დამართებ თავს.. -აჰჰ არაფერი ისეთი.. მე წავედი ხვალინდელი გადაღებებსითვის უნდა მოვემზადო და.. -კაი აბა შენ იცი თუ რამე მოხდა აქ ვარ, საერთოდაც ერთად გავიდეთ რაა დღეს.. -კაი.. დღეს სამუშაო რაც მქონდა მალევე დავასრულე, ასევე მალევე მომივიდა გეგის შეტყობინება, სხვა თემაზე აპირებდა საუბარს თუმცა მივახვედრე, რომ საქმის იქით არაფრის განხილვა არ მსურდა და გადავედით სამუშაო დეტალების დაზუსტებაზე. ცოტა არ იყოს და გადავიღალე ბოლოსკენ მაიდაზე ჩამოვდე თავი, ცოტახნის შემდგე კი კაკუნის ხმა გავიგონე, შემოდი მეთქი ისე გავძახე თავი არც ამიწევია .. ნინა გავაგზავნე რაღაცის გასარკვევად და ვიფიქრე ის იქნებოდა.. -ნინ მოხვედიი აბა რაო რა გით..-ამ დროს გეგიმ დარეკა-გისმენ გეგი.. -აბა რა ხდება? -ყველაფერი გასაგებია, ფოტოები მაგ ადგილზე კარგი გამოვა, თუმცა მე მაინც მეორე ვარიანტი მომწონს ნაკლები რისკია, გაუთვალისწინებელი რამე რომ არ მოხდეს, ხომ გესმის.. -კი კი მართალი ხარ.. მხოლოდ ამიტომ დამირეკე? რამე ჰომარ დარჩა გაურკვეველი.. -ხვალ რომელზე დავიწყოთ გასვლა.. -დილიდან ჯობია, იქ მოვემზადებით და შემდეგ golden hour მოგვისწრებს, კარგი ფოტოები გამოვა.. -კარგი აღარ მოგაწყენ, ხვალ შეგეხმიანები.. -მაშინ ნახვამდის.. აბა ნინ რა გაარკვიე? ბოდიშ გალოდინე..-მივიხედე და ანდრია დავინახე, წამით შევცბი, თუმცა აღარ შევიმჩნიე.. -იმედი გაგიცრუე აშკარად ნინას ელოდი.. -კი ასეა ნინას დანახვა მერჩივნა.. -თუ გეგის.. -ანდრია უკვე ზღვარს ცდები იციი.. -ნუთუ.. -რა გინდა მეტყვი? -გასაგებია რომ ხვალ აქ არ იქნები, მაგრამ მაინტერესებს ნიტასთან რა ხდება.. -რა უნდა ხდებოდეს? -საქმე კიდევ გაქვს? -კი მაქვს, მაგრამ ერთი დღის ჩავარდნით არაფერი დაშავდება ანდრია.. რა ხდება თავად არ დამავალე გეგისთან მუშაობა? ახლა ნიტაზე ანერვიულდი საქმე ცუდად არ წაუვიდეს? -მაინტერსებდა რას აპირებდი -მაგისთვის მოხვედი? -ნიტა.. -რით ვერ გაიგე ანდრია, რომ მე პირადს არ ვურევ საქმეში, რა დამოკოდებულებაც არ უნდა მქონდეს ნიტასთან თუ ნებისმიერთან საქმეს არ შეეხება -წამოვდექი და მზერა გავუსწორე, ნუ მართალია ჩემზე მაღალია მაგრამ მაინც.. -თაია -რა? -შენს საუბარს დაუკვირდი, საქმესთან დაკავშირებით გეკითხები რაღაცას და ვალდებული ხარ პასუხი დამიბრუნო..ზედმეტი მოგდის.. -მე მომდის ზედმეტი? -კი შენ მოგდის -კარგი სიტყვაზე მე მომდის ზედმეტი, რას იზავ გამაგდებ? -თაია ნუ მცდი.. - თუ ჩემს კონპეტენტურობაში ეჭვი გეპარება შეგიძლია გამიშვა.. -თაია შენ არ მიცნობ და ნუ გამოცდი როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.. -იგივეს თქმა შეიძლება ჩემზეც, არც შენ იცნობ თაია ღვინიანიძეს ანდრია და დამიჯერე არ გინდ.. -ნუთუ -იცი რა დროს დაცურავს ნოზი მეზღვაურის გარშემო?-გაეცინა-როცა აკვირდება თავს როდის და როგორ დაესხას.. -მემუქრები?-მხრები ავიჩეჩე -უბრალოდ იცოდე, რომ ახლა შენი გემის გარშემო დავცურავ.. -ყველა მეზღავური ნოზის სილამაზით არ ბრუვდება რომ იცოდე.. -ვნახოთ -ვნახოთ -ამ დროს ნინა შემოვიდა.. -ამმ ბოდიში მე უბრალოდ.. -შემოდი ნინა ბატონი ანდრია უკვე მიდის-ისე გავეცი პასუხი ანდრიასთვის თვალი არ მომიცილებია -ამჯერად თაია.. ამჯერად.. -ალბათ ქალბატონო თაია უნდა გეთქა.. -ახლა ნამდვილად გადამირჩი აუტანელო ქალბატონო-ჩურჩულით მითხრა და წავიდა -მოდი ნინა მოდი… -ველაპარაკე ასისტენტს და მითხრა რომ.. -უბრალოდ მითხარი რომ თანახამაა.. -კი მაგრამ შენთან უნდა გასაუბრება.. -კარგი მიდი მოვაგვაროთ ეგ საქმე..-დღის დარჩენილი ნაწილი მუშაობას და ხვალინდელი დღის დაგეგმავს მოვუნდი.. საბოლოოდ ყველაფერი მოვაგვარე და მეც გულდამშიდებული წავედი სახლში.. . . . განსაკუთრებულად გამიჭირდა დილაადრიანად ადგომა.. ისეთი გათიშლი ვიყავი, ყავა ისე დავლიე გემო ვერ გავუგე, სამაგიეროდ სახლიდან რომ შემძლებოდა გასვლა, მაგაში კი დამეხმარა.. ყველაფერი ჩავალაგე რაც დამჭირდებოდა, როცა საქმე ასეთ გასვლას ეხება ორმაგად მობილიზებული ვარ..ჩემი მისვილდან მეგონა მალევე წავიდოდით, სამწუხაროდ გარკვეული შემაფერხებელი მიზეზების გამო შედარებით გვიან მოგვიწია გასვლა. დადებით განწყობას ის მინარჩუნებდა, რომ წინ მშვენიერი ადგილის ხილვა მელოდა.. ადგილზე მისვლისას ჯერ კიდევ დალაგების და სიტუაციაში გარკვევის პროცესში ვიყავით გეგი რომ შევნიშნე ჩემსკენ მომავალი.. -ისე ვერ ვხვდები შენ აქ რა საჭირო ხარ.. -ოჰ ასე პირდაპირ? ხელს გიშლი ქალბატონო?-ძალიან მეხამუშა ეს ქალბატონო -უბრალოდ თაია -კარგი..მოკლედ საქმეში სრული ჩართვას ვანიჭებ უპირატესობას.. -კარგი როგორც გინდა მაგრამ გადაღება რომ დაიწყება უკან დახევა მაინც მოგიწევს.. -მხოლოდ შენთვის-გაიცინა. გადაღებები დაიწყო, სიტუაცია კარგად წავიდა, კარგი ფოტოები გამოდიოდა, იმაზე მეტად დახვეწილიც კი ვიდრე გეგმაში მქონდა, თუმცაღა რაც არუნდა იყოს მაინც დამღლელია, როცა მოდელებსაც შევატყე ჩემს მდგომარეობაში, რომ იყვნენ ვუთხარი.. -მოდი 15 წუთი შესვენება ავიღოთ და მერე უცებ დავასრულებთ..-იქვე ჩამოვჯექი როდესაც გეგი წყლით ხელში მომიახლოვდა.. -მადლობა.. -რა პრობლემაა.. . . . საბოლოოდ მოვრჩით და ისევ კომპანიას დავუბრუნდი. უცებ გადავავლე ფოტოებს თვალი, როცა ვიფიქრე გადაღებების დასრულების შემდეგ ვიმუშავებ ფოტოებზეთქო გეგიმ დარეკა.. -გისმენთ.. -კომპანიაში ხარ?-ელემენტარული რაც შემეძლო მოვაწესრიგე და თან მივდიოდი.. -რა ხდება, ახლახანს არ დავემშვიდობეთ ერთმანეთს?.. -წაგიყვან სახლში გვიანია.. -ხომარ ჩქარობ.. -ცხოვრება არ დაგელოდებაო, არ გაგიგია? -სიჩქარით გაკეთებული კარგი არაფერი გამოდისო, არ გაგიგია? -ნაწილობრივ გეთანხმები.. -მოკლედ არ მჭირდები ამჟამად მადლობა.. -დარწმუნებული ხარ? -სრულებით-გავუთიშე-დებიი.. -აბა მორჩი? -ჰო გავიდეთ რაა დავიღალე.. -წამო პიცაზე.. -ჰოო მშვენიერი იდეაა, ჰომარ აჯობებს სახლში გამოვიძახოთ? -მოდი ეგენი მაინც დააგვიანებენ, ლოდინი მეზარება, შენ ახლავე დარეკე, სახლში როცა მივალთ, ისინიც მალევე მოიტანენ.. -შენ დარეკე რაა -კაი კაი..-სახლში ალბათ ორი წუთის მისულები ვიქნებოდით ზარის ხმა, რომ გავიგეთ, კიდევ კარგი უფრო ადრე არ მოვიდნენ, თორემ არც ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.. -აუუ რა გემრიელიაა გული წამივა.. -რანაირადაა გოგო გემრიელი არც კი გაგისინჯავს.. -სუნზე ვერ ატყობ? დარწმუნებული ვარ უგემრიელესია.. -შენ თუ ნორმალური იყო.. -რაც არ უნდა იყოს პიცა სწორი გადაწყვეტილება იყო.. -თავისთავად, მოდი გავშინაურდეთ, ანუ გამოვიცვალოთ და რამე, შემდეგი კი პიცას ჩავუსხდეთ -ოქეი, მაგრამ ლიმონათი არ გვაქვს? -კოლა იქნება,შენ გამოაყოლე .. . . . -თითქმის ამთავრებ არაა.. -კი -ჰოდა ახლა მაინც გაგაცილებ.. -იცი მე..ანდრია?-გეგისთან მუშაობის მეორე დღეს სიურპრიზი დამხვდა ანდრიას სახით, რადგან გუშინ არ მოსულა არც დღეს ველოდი.. -ანდრია?-გაკვირვებული დარჩა გეგიც.. -გამარჯობა.. -ოჰ ბატონო ანდრია.. -ცელის შეშლა არ მინდოდა თუმცამაინტერესებს როგორ მიდის საქმე.. -მშვიდობაა ჩემო ანდრია, მშვიდობა.. -რამდენიმე საკითხი უნდა გავიაროთ მე და შენ გეგი.. -რა პრობლემაა მე აქ არ ვარ? -კარგი..-მე დავტოვე ეს ორი ცოტახანით, ალაგებაში მივეხმარე სხვებს.. -ეს აქ ჩაალაგდეთ, ოღონდ ფრთხილად..მადლობა. -თაია წაიღებენ ყველაფერს და მიიტანენ ადგილზე.. ჩვენც წავალთ ჰოო.. -კი კი მიდით, დაგიკავშირდებთ და ფოტოებს გადმოგიგზავნი, ნუ გეგიც ნახავს მაგრამ მანც.. -კარგი მასე იყოს.. -მადლობა ყველაფრისთვის.. -პირიქით მადლობა შენ..-ისევ მომიწია დაბრუნება ამ ორთან.. -მოკლედ ყველა მორჩა თავის საქმეს და ჩვენი წასვლის დროც მოვიდა.. -წავედით მაშინ-თქვა გეგიმ, მე კი რატომღაც ანდრიასკენ გავაპარე თვალი.. -ნუ კი წავედით -ტელეფონმა დამირეკა-ბოდიში ორი წუთით.. -სალამეთიი.. -თაიი -ჰო კარგად ხარ გოგო, რა ხმა გაქვს.. -მალე მოხვალ? -კი გამოვდივარ უკვე, რამე მოხდა? -რაღაც ვერ ვარ ხასიათზეე და მეთქი თაია რას აკეთებსთქო, ხელი თუ შეგიშალ.. -რას იძახი გოგო, სახლში ხარ ჰოო მოვდივარ.. -ჰო მაშ სად ვიქნები..- როცა მივბრუნდი მხოლოდ ანდრია დამხვდა.. -ანდრია გეგი სად წავიდა ? -სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, წავედით? -ასეთი რა საქმე გამოუჩნდა. -მოგიწევს ჩემთან ერთად წამოხვიდე.. -თუ არ მინდა არ წამოვალ- გამოხედვით მივხვდი აზრი არ ჰქონდა კინკლაობას, ნუ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ახლა ყველაზე სანდო მძღოლი ჩემთვის ანდრიაა და ტაქსში სიმშვიდის დარღვევას ისევ მისი გაყოლა ვარჩიე.. -მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან შორს ვართ და ტაქსით სიარული მეზარება .. -იყოს მასე.. -ძალიან მეჩქარება, თუმცა მანამდე ერთ ადგილას უნდა გამიჩერო,, -კარგი.. . . . -დებორა დარასელიააა აქ ხააარ.. -გოგო რა გაყვირებს.. -მოვედიი, თან შეხედე მე რა მაქვს-პარკები ავაფრიალე -ტკბილეული, ჩიფსი, კოლა, ყველაფერი რაც შეიძლება დაგვჭირდეს.. -გიჟი ხარ, საიდან მოიფიქრე ეს ყველაფერიი..მოდი ჩაგეხუტო ჩემო სერიოზულოპ -შენთვის კლოუნად ვიქცევი დებ. -ვიცი ვიცი, თან შემო, დაალაგე ეგენი, ეკატერინეც მალე გვეახლება..- არის მომენტები როცა ზუსტად იცი შენს მეგობარს რაღაც უჭირს, ვიცი რომ უბრალოდ მოწყენილი არაა, რაღაც ხდება. შეიძლება ამ ზარში განსაკუთრებულად საგანგაშო არაფერი ჩანდა, თუმცა ხანდახან უბრალოც იცი, მაინც არ ვაგრძნობინებ და არც ვეტყვი რამეს, ახლა არა.. დებორა იმაზე ღრმა პიროვნებაა ვიდრე შეიძლება ჩანდეს. დამოუკიდებელია, დახმარების თხოვნა არ სჩვევია..დიდად არა, მაგრამ მე არ ვაძლევ მარტოობის საშალებას, მეგობრობაც ამას არ ნიშნავს? -გოგონებოო -გაბაშვილიც მოვიდაა, შენ რა მოგვიტანე? -ჩემი გაეკეთებული უგემრიელესი ტორტი.. -მიყვარხაარ.. -თავისთავად.. . . . იმ დღიდან რაც გოგონები შევიკრიბეთ რამდენიმე დღე გავიდა, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ მე და ანდრიამ სერიოზულად ვიჩხუბეთ, არამარტო გეგის გამო, ყველაფრის და არაფრის გამო ერთდროულოად.. საქმესთან დაკავშრებით განვიხილავდით რაღაცას, კამათი სერიოზულში გადაიზარდა, ერთმანეთს ხმამაღლა თითქმის ყვირილით ვუხსნიდით, მაგრამ ხომ იცით თუ საუბრის დროს ადამიანი ხმას აუწევს იქ სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი ხდება.. -თაია რატომ არ გინდა გაიგო.. -მე არ მინდა გავიგო? მეღადავები დადვანოო? თუ ამდენ პრობლემას გიქმნი ჩემს მოშორებას რატომ არ ცდილობ.. -რამდენჯერაც პრობლემა შეიმქნება იმდენჯერ, ვიღაც გავაგდო? შენთვის ესაა არა გამოსავალი..გაქცევა..მაგრამ არა მე არ გაგიშვებ გაქცევაში არ მოგეხმარები.. -გგონია გავრბირვარ? პირიქით შენ გეშინია, რომ ამჯერად დავრჩები..მერე რუკა აღარ გაქვს რომ დახედო და გაიგო, რა მიმართულებით წახვიდეე.. -მართლა ასე ფიქრობ? შენი დარჩენის არ მეშინია, უბრალოდ სურვილი არ მაქვს ჩემს გვერდით იყო.. -და რა გგონია ძალიან მინდა, თუნდაც აქ შენს გვერდით ყოფნაა? ყველაფერში ეჭვი შეგაქვს სწორად ვაკეთებ თუ არა, იმაზე მეტად ვიდრე ეს საჭიროა.. მე კი ვერ ვიტან როცა მზღუდავენ.. -კარი ღიაა, შეგიძლია წახვიდე.. -შენ იცი მიზეზი რატომაც საქართველოში ვარ, ეს პრობლემა გადაიჭრება და ვეღარ მნახავ.. -ძალიანაც ბედნიერი ვიქნები შენი წასვლით.. -ანდრიაა როგორი აუტანელი ხარ იციი, მართლა ვერ გიტან.. -არ იდარდო ამ გრძნობას ორივე ვიზიარებთ.. -დავიღალე ანდრია მართალა, უკვე ზედმეტია..-ამ სიტყვების შემდეგ წამოვედი, ჩემი ნივთები ავიღე და სახლში წავედი.. ცუდად გავხდი ალაბთ ემოციურად ძალიან იმოქმედა, ხელი ის მიკანკალებდა ვერ ვაჩერდებდი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ახლა ჩემთის საუკეთესო რამ ძილი იქნებოდა, ამიტომაც ადრე წავედი დასაძინებლად..დიდი ხნის წრიალის შემდეგ, როგორც იქნა ჩამეძინა.. როცა გამეღვიძა მალევე მივხვდი, რომ ძილის შებრუნებას აზრი არ ჰქონდა და ავდექი, მოწესრიგების შემდეგ კი დაბლა ჩავედი.. სამზარეულოში შევედი და ბარის მაგიდასთან დავჯექი, ყავა უბრალოდ კი არ დამილევია, იმ მომენტში არც კი გამხსენებია მისი არსებობის შესახებ..მაინც ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იმოქმედა უბრალო კამათმა ? ან იყო კი უბრალო? . . . -კი ნიტა უბრალოდ კომპანიაში არ შემიძლია მოსვლა, შენს საღამოს არ გამოვტოვებ არ იდარდო.. კი კი ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება..- ახლა ეკატერინესთან მივდივარ ატელიეში, ბოლოჯერ უნდა მოვიზომო, ჩემი კაბები… -თაიაა გავაფრენ ახლა ისეთი ლამაზი ხარ.. -მადლობა, უნიჭიერესი ხარ, მიხარია მომავალში ძალზედ ცნობილი დიზაინერის მეგობარი რომ ვიქნები.. -ვერ შეგედავები -გაგვეცინა -კაი მოკლედ ამას ჩაიცმევ, შემდეგ მეორე მანქანში იქნება ჩვენს სხვა ნივთებთან ერთად და პირდაპირ მივდივართ დანიშნულების ადგილისკენ.. -კი მასე იყოს, იქ რა ამბები უნდა დავდატრიალოოთ.. -მაგარი იქნება მოიცა ჩემს კაბას განახებ..აა რას იტყვი.. -რაა ძალიან მაგარია, თან უდავოდ შესაფერისია, შენთვისაც და საღამოსთვისაც.. დაგაკვდება.. -მიხარია ძაან, ნიტა არ მომწონს, თუმცა საღამო კი უნდა გამოვიდეს მაგარი.. -რაც უნდა ის უქნია, ჩვენ გავერთოთ.. . . . -ულამასესი ფოტოები გამოდის არა?-მიკთხა იოანემ -კი იო რაღაც კი გამოვა.. -ანდრია ნახე? -ჯერ არა..იმედია არც ვნახავ.. -ახსენე და ისიც აქა-უცებ 90 გრადუსით შევტრიალდი, ანდრია ჩვენსკენ მოდიოდა, მაგრამ უეცრად გაჩერდა, რამდნიმე წამით მზერა არ მოუცილებია, შემდეგ კი გზა ისევ გააგრძელა ჩვენი მიმართულებით.. -ძმას ვახლავარ.. -იო მე წავალ ფოტოები უნდა გადავიღო- მირეკავდნენ, როცა ტელეფონს დავხედე გეგი ამოვიკითხე, ეს ანდრიამაც დაინახა, მე კი მისი არეალი მალევე დავტოვე.. როგორც კი მას მოვშორდი გეგისაც გავუთიშე, არავის თავი არ მაქვს, თუმცაღა მან რა დააშავა.. საღამო ჩვეულებრივ გაგრძელდა, ნიღაბი მოვირგე, რომელიც აქამდე არ მკეთებია, ახლა გამახსენდა რომ არც ანდრიას ეკეთა..ალბათ ოცი წუთის შემდეგ კი შორიახლოდან იოანეს ხმა გავიგონე.. -თაიაა -იოანე მეძახდა -გისმენ-ანდრისთან და ნიტასთან ერთდ დგას.. -რამდენ ხანში რჩები? -მალე მოვრჩები. -გართობა არ დაგავიწყდეს..-გამიღიმა- სხვა ფოტოგრაფებიც ხომ არიან..-სანამ ნიტა რამეს იტყოდა, იოანეს დავემშვიდობე და სასწრაფოდ გავეცალე ორ გვრიტს.. თუ დავფიქრდებოდი ჩემი გასაკეთებელი აღარაფერია, საბედნიეროდ მალევე ვიპოვე დებორა.. -აუ როგორ გამახარეე..რამეს დალევ? -არა არ მინდა..ეკატერინე საითაა.. -ნაცნობები ნახა და იმათ ელაპარაკებოდა.. -და დემნა.. -ვიღაც გოგოს ელაპარაკება.. -დაა.. -არა მე..არაფერია, დიდად ჩემს ინტერესებში აღარაა ვინმეს დაელაპარაკება თუ არა.. -ვითომ? -კარგი რაა..ისევ ამ თემის განხილვა არ მინდა..არ ვაპირებ ძველებურად გავაგრძელო ყველაფერი i am not other woman..რაც უნდა ის უქნია.. -მთავარია შენ იყო კარგად, ისე მოიქეცი როგორც საჭიროდ ჩათვლი, კარგი დემნა იქით იყოს და.. -იქით რატომ უნდა ვიყო..-გაეცინა..-სახეები რატომ ჩამოგტირით.. -ჩვენ? საერთოდაც არა.. -დებ რას გეუბნებოდი? -რას მეუბნებოდი.. -რას და შენმა ბიჭმა მომწერა, ვეღარ გიკავშირდება.. -მართლა? მომეცი ტელეფონი-მივაწოდე, უცებ გადაიკითხა და დამიბრუნდა-ეს რა დამემართა.. -რამე დაემართება სასწრაფოდ, რომ არ უპასუხო?-დამეთანხმებით ჰოო, რომ სწორ დროს გამახსენდა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მესიჯი.. -ჩემო ძვირფასებო, ახლავე მოვალ.. -მოიცადე-ისეთ დროს შევტრიალდი, ვიღაც გოგო დამეჯახა და სასმელი გადამასხა, ეკატერინეს კაბაც ასე წამებში გაფუჭდა.. -ბოდიში რაა არ მინდოდა.. -არაუშავს შეგიძლიათ გზა გააგრძელოთ, მივხედავ ჩემს თავს.. -ბოდიშიი.. -თაია სად მიდიხარ -ხმა აღარ გამიცია.. მივდიოდ სად მეც არ ვიცოდი, უცებ გამახსენდა მეორე კაბა მანქანში რომ მაქვს. კიდევ კაი მანქანის გასაღები მე დამიტოვეს.. საღამოს არ ჩავიმწარებ ამ კაბის გამოყენებით..რატომაც არა. ეს კაბა სრულიად განსხავებულია, ამჯერად მთლიანად წითელი, განსხვავებული ნიღბით.. ერთადერთი მაკაიჟის შესწორებისას წითელი პომადა გამოვიყენე, საბოლოოდ კი სარკეში კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი. მართალია შავი ფერი მერჩივნა, იმას მეცვა, მაგრამ ეს კაბაც მომწონს, ლამაზია.. ის ხომ გაბაშვილის სახელს ატარებს.. გარეთ გავედი, თუმცა დიდი დრო არც იყო გასული, იქიდან გაქცევის სურვილმა, რომ შემიპყრო..ხალხი როცა შევათვალიერე იქაურობის ნაწილად ვერ ვიგრძენი თავი, ამიტომაც ცოტხნით გარეთ გავივლითქო ვიფიქრე. უზარმაზრი კიბეები ჩავიარე და გარეთ გავედი, მალევე ასეთივე უზარმაზარი შადრევანი შევნიშნე.. ჩამოვჯექი, აქაც აღწევდა მუსიკის ხმა, მაგრამ იმდენად არა, ცოტახნით ასე უკეთესიც კი იყო.. 10 წუთი ასე ვიჯექი, შემდეგ გავიაზრე, რომ სამაჯური აღარ მეკეთა, ავნერვიულდი, ეს სამაჯური დედას ნაჩუქარი იყო და არ მინდოდა რამე დამართნოდა… -სამაჯურიი..ღმერთო ოღონდ ეს არა ახლა რა ვქნა-წამოდგომას ვაპირებდი ვიღაც რომ გადამეფარა და ჩემამდე შუქი აღარ აღწევდა.. -ამას ეძებთ?-ჩემი სამაჯური, წამოვედექი რომ გამომერთმია და უცებ გავშეშდი, იგივე ნიღაბი ის იყო, ის ვისაც აქ ჩამოსვლისას შევხვდი.. უცებ ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, ჩვენი ცეკვა ,მისი მზერა..ბეჭედი.. -თქვენ.. როგორც ჩანს ისევ შევხვდით.. -ანუ არ მეშლება? -არ გელოდით.. -არც მე-ისევ ჩამოვჯექი, გვერდით ოდნავ მოშრებით მომიჯდა.. -მოიცადე- ჩანთში მისი ბეჭედი მედო, ბოლო ხანია ამ ბეჭედს ყველგან დავათრევდი და ახლა გამიმართლა.. -ბეჭედი? მეგონა სამუდამოდ დავკარგე.. -თქვენს საცოლეს გაუხარდება.. -რომელ საცოლეს.. -ეს ბეჭედი.. -არა ეს ბეჭედი მამაჩემმა..მნიშვნელობა არ აქვს მთავარია გაუფრთხილდით.. -მიხარია, რომ დაიბრუნეთ.. -მართლაც..ამ ნიღბების გამო თქვენი ხმა ძლივს მესმის-გაეცინა -ასე ჯობია, ნიღბებით.. -ვითომ? -თუ უცნობები ვართ ბოლომდე ასე დავტოვოთ.. -იყოს ნება თქვენი, მაშინ თქვენი საიდუმლო უნდა გამანდოთ.. აქ რას აკეთებ, როცა მაღლა ყველა ერთობა? -მარტივად თუ ვიტყვით დავიღალე..ხალხმრავლობაში დიდხასნ ყოფნა არ მეხერხება.. -მეტი არაფერი? არ ჩანს რომ მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, თან ჩანს როგორი სევდიანი ხარ.. -თუ მე გაგანდობ შენც იმავეს გააკეთებ? -იყოს ასე.. -ეს დღეები ერთ ადამიანზე ვარ გაბრაზებლი და აქაც კი ვერ მოვიშორე.. -ასე ვინ გაგაბრზა? -ჩემი უფროსია -უფროსი, მძიმე თუმცა კლასიკური შემთხვევაა.. -ეს მართალაც მძიმე შემთხევავა-გამეცინა -ახლა თქვენ მითხარით აქ რას აკეთებ, თუმცაღა ვგონებ თქვენს შემთხვევაში ქალი უნდა ფიგურირებდეს.. -გამოიცანით, მაგარამ არა იმ სტატუსით რაც გაიფიქრე..-მზერით მივანიშნე ლაპარაკი გაეგრძელებინა.. -ჩახლართულია, ისე კი ერთად ვმუშაობთ, თუმცა ურთიერთობზე არაფერი შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ ჩახლართულია… -არადა ზუსტად ისე ჟღერს როგორ მგონია.. -დამიჯერე წარმოუდგენელია.. -ვითომ რატომ.. -ის უბრალოდ..არ ვიცი, ჩვენ როგორც წყვილი უბრალოდ არ გამოდის.. -თუ ვერ, სწორად მინდა გავიგო..კამათი მოგივიდათ? -შეიძლება ასეც ითქვას.. -ოჰ გააჩნია..რაიმე სერიოზულია თუ.. -მეტად სერიოზული, ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო.. -ვფიქრობ უმეტესად-გაეცინა -მას არც კი იცნობ და მის მხარეს ხარ? -ქალური სოლიდარობა, რა თქმა უნდა.. -შენი უფროსი ქალია თუ -კაცი -ისაა დამნაშავე? -უმეტესად-გაგვეცინა -როგორია შენი უფროსი.. დავიჯერო ასეთი საშინელია? -ის.. -მოდი მისი დადებითი მხარეები მითხარი, შეიძლება ოდანვ გადაგიაროს გაბრაზებამ.. -დადებითი? კარგი ის მიზანდასახულია, ცივი, პრინციპული.. -გასაგებია -კარგი ახლა შენ შენი ქალბატონის სამი დადებით მხარე ან უბრალოდ რაც მასზე გაგახსენდება.. -კრეატიული, მონდომებული, ძალიან ჭკვიანი-გაეცინა -რა გაცინებს, მიდი მიდი მითხარი.. -არ ვიცი როგორ ჟღერს, მაგრამ საშინლად ლამაზიცაა.. -კიდევ ერთი დადებითი არაა.. -საერთოდ რაზე ვფიქრობ..-თავისთვის ჩაილაპარაკა.. -აქ არის შენი საშინლად ლამაზი ქალბატონი? -აქ არის, მაგრამ სადღც გაქრა..ვიცი რომ ჩემი ნახვა არ უნდა.. -როგორ აცვია, იქნებ მინახავს.. -მთლიანად შავი კაბა..ის უბრალოდ.. -გასაგებია გასაგები.. შენ ის მოგწონს.. -რა არა უბრალოდ ვამბობ, რომ ლამაზია, ეს იმას ნიშნავს, რომ მომწონს.. -როგორც იტყვი.. -უცნაურია.. -რაზე ამბობ.. -ვზივართ სრულიად უცნობები შადრევანთან და ვლაპარაკობთ..თან რაზე.. -მართალი ხარ ეს უცნაურია.. -წინასთან შედარებით მუსიკა კარგად ისმის -მართალი ხარ, თუმცა ცეკვის ხასიათზე არ ვარ.. -სამწუხაროა.. -ისევ ისე გაქრებოდ არაა.. -ამჯერად არა.. -მოდი სიმართლე ვთქვათ, კაცები სანდოები არ ხართ..- წამოვდექი და შადრევანზე დავიწყე სიარული, ის კი მიყურებდა..ვითომ და არაფერიო ლაპარაკი გავაგრძელეთ.. და აი ასე შადერვანში ჩავვარდი უცნობის თავლწინ, ისე ამიტანა სიცივემ, ამაკანკალა..საბედნიეროდ არაფერი დამმართნია.. -კარგად ხარ?-ცემით წამოვედქი სანამ ის მომიახლოვდა.. -კი მე.. ეს რა დამემართა.. -კარგი არაფერია, მთავრია კარგად ხარ..-ორივეს გაგვეცინა არსებულ სიტუაციაზე, თავისი პიჯაკი მომცა..მალევე ტელეფონმა დაურეკა, მომიბოდიშა და ზარს უპასუხა.. არ ვიცი გონებაში რა გადამიტრიალდა, თუმცა მისი პიჯაკი გავიხადე, იქვე შადრევნთან დავტოვე და ამჯერად მე წამოვედი..უთქმელად.. მანქანასთან მივედი, ასეთ მდგომარებაში ყოფნას ისევ ვარჩიე ის შავი კაბა ჩამეცვა. სიმართლე რომ ვთქვათ არც ამდენად შესამჩნევი იყო ლაქა. ალბათ იმ მომენტში საშინლად მომეჩვენა.. კიდევ კარგი საპირფარეშოში ჩემს გარდა არავინ იყო..სარკეში რომ ჩავიხედე დავწყნარდი, ამჯერად მოსასხამი მოვიცვი, რომლის არსებობა დავიწყებული მქონდა.. ახლა კი საერთოდ არაფერი ეტყობოდა. -თაია სად იყავი-დებორა -რამე მოხდა? -არაფერი, ვერ დაგინახე და შემეშნდა.. -წასვლის დროა არაა.. -თან რაც შეიძლება მალე, ეკატერინე მოვძებნოთ მაშინ.. -შენ მოძებნე მე მანქანასთან დაგელოდებით -როგორც გინდა-გარეთ გამოვედი, მანქანისკენ დავიძარი, მოულოდნელად ვიღაც, რომ გადამეღობა.. -გამარჯობა ლამაზო.. -უკაცრავად მეჩქარება.. -არამგონია -შენ გზაზე წადი რაა.. -თავს ნუ იფასებ-ტიპიური არაკაცი, რა თქმა უნდა, თუ არ მაინტერესებ ესეგი თავს ვიფასებ? ხელის შეხებას აპირებდა, მისდა საუბედუროდ არ იცოდა არასწორ ადამიანს რომ გადაეყარა, უკვე მზად ვიყავი მიწაზე დამეგდო, რომ ხმა გავიგე.. -თაია-ანდრია მოგვიახლოვდა-რამე პრობლემა? -ჩემთან არა.. -არა ძმაო მე უბრალოდ.. -შე არაკაცო მაგრად გადამირჩ ახლა მიწაზე უნდა ეგდო -დააწყნარე შენი გოგო.. -წესიერად ელაპარაკე, მადლობა თქვი რომ არ გაგალამაზა..-ვიღაც უცნობი მოგვიახლოვდა.. -უკაცრავად ნასვამია, ბოდიში მისმაგივრად-ძლივს წაიყვანეს, დამატებით ერთი კაცის დახმარებით.. -მართლა ვცემდი.. -ვიცი, შენს შესაძლებლბებში ეჭვი არ მეპარება -გაეცინა -სამაგიეროდ ჩემს პროფესიონალიზმში გეპარება.. -მე ..კარგი ეს არუნდა მეთქვა.. -ეს? -და კიდევ ბევრირამ.. -კარგი რადგან აღიარებ არც მე ვიყავი 100%-ით მართალი.. -.. -90%-ით მართალი ვიყავი მაგრამ 10%-ს ვაღიარებ.. -10%-ი საკმარისია..-ესე უცნაურად შევრიგდით მე და ანდრია, ნამდვილად არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას..ამ დროს ჩემი ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა.. -გისმენ..კი რაღცის გამო შევყოვნდი..მოდი მე შევივლი მარკეტში და იქ მოდით მაშინ..კაი მიდი იჩქარეთ, მაგდენი დრო აღარ გვაქვს, მალე უნდა გავიდეთ..კაი კაი მიდი. -ანუ მარკეტში მივდიართ? -თ? -აბა რითი აპირებდი წასვლას? -ტაქსი -ამ დროს? -რა მოხდა თავის დაცვა შემიძლია.. -მაინც არაა უსაფრთხო, წარმოიდიგინე რამდენი რამ შეიძლება მოხდეს.. -მე შემიძლია.. -ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დღეს არა თაია.. დღეს არა.. წამოდი.. -უკვირდები რომ ჩემს პირად მძღოლად იქეციი-გამეცინა -ნუთუ . . . -კარგი შეგიძლია წახვიდე.. -მეც მაქვს საქმე.. -მარკეტში? -შენ წარმოიდგინე..-აი ასე დავდიოდით, ჯერ ერთად შემდეგ ცალ-ცალკე.. მე ყველა საჭირო რამეს ვიღებდი რაც ვფიქრობ დაგვჭრდება.. საჭმელი, ტკბილეული, წვენები და ხომ ხვდებით მსგავსი რაღაცები.. უცებ ისევ გადავეყარე ანდრიას, ამ დროს კალათა შეათვალიერა.. -მართლა დამაინტრიგე რა ხდება, გოგონების ფართი გაქვთ? -მარტო გოგონები?..რავიცი რავიცი-რა თქმა უნდა, მარტო გოგონები ვიქნებით, მაგრამ როგორ შეიძლება ანდრიას ნორმალური პასუხი გავცე.. -ოჰ ვითომ? -გამატარე რაა შენი ჭირიმე-ამ დროს დები და ეკატერინე დავინახე შემოსასვლელში, მათაც მალევე დამინახეს..აშკარად გაუკვირდათ ანდრიას დანახვა -სალამიი -მოგესალმებით.. -აქ რას აკეთებ ანდრიაა? -პირადი მძღოლი ვარ და ჩემი მოვალეობა შევასრულე, კარგით მე წავედი..ნახვამდის.. -ნახვამდის..-სალაროსთან მივიდა და წავიდა.. -აბა შეათვალიერეთ კიდევ გინდათ რამე თუ საკმარისია.. -დანარჩენი იქ ვიყიდოთ რაა.. -კარგით სულ ესაა..-საფულე ამოვიღე მოლარემ რომ გამაჩერა.. -თქვენი გადახდილია -მადლობა ანდრიას, ახლა წავედით-ეკატერინე.. ამის შემდეგ სახლში მივედით, უცებ გამოვიცვალეთ და გზას გავუდექით.. მთელი გზა მუსიკები გვქონდა ჩართული და მანქანს მე ვატარებდი, ჩემდა გასაკვირად ხმა არავის არ ამოუღია, ალბათ ყველა საკმარისად გადაიღალა.. ორივეს მალევე ჩაეძინა, დავრჩი ფიქრებთან მარტო და უცებ ანდრია ამოტივტივდა გონებაში, თავი გავაქნიე რომ ანდრია გამქრალიყო მაგრამ არ გამქრალა.. იქნებ უბრალოდ იმიტომ რომ არ მინდოდა მისი წასვლა, არაა რეებს ვბოდავ უგონოდ შეყვარებული ქალივით.. . . . ახლა ჩვენ დებორას ბებიის სახლში ვართ ბათუმში, მისი ბებია უზომოდ შეყვარებულია ზღვაზე, დები ყოველთვის მეუბნებოდა როგორ გავდა ბებიას ზღვისა და ჩაის სიყვარულში.. სამწუხაროდ ახლა ბებია აქ არაა, ნათესავებთანაა წასული, დების გასაღები კი აქვს, მაგრამ მაინც გააფრთხილა ცოტახანი უნდა შეგისახლდეო, ბებიას პრობლემა არ ჰქონია რას მეკითხები შენი სახლიც არააო და აი ასე ამოვყავით თავი ბათუმში.. სახლს დალაგება არ სჭირდებოდა, ჩვენც დიდათ არ შეგვიწუხებია თავი. მისვლისთანავე მივესვენეთ დივანზე და შემდეგ დასაძინებლად წავედით, მე მითუმეტეს მძღოლი ვიყავი და ორმაგად დაღლილს მალევე ჩამეძინა.. ლაპარაკი ჩამესმოდა და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოვფხიზლდი, წამოვდექი და სამზარეულოში გავედი საიდანაც ხმა მოდიოდა.. -აი შენც გაგიღვიძია.. -გამიღვიძია არა ეკატერინე გამაღვიძეთ.. -აი ეს შენ ყავა და არ დაგვცოფო.. -ნუ ამჯერად გაგიმართლად -ერთი ყლუპი და უკვე კარგად ვარ..სკამი გამოვწიე და მივესვენე.. -ასე უენერგიოდ რატომ ვარ ამიხსენით.. -კარგი რაა რასაც შენ მუშაობდი, შემდეგ ეს წვეულება და კიდევ მძღოლობა შეითავსე, კიდე კარგად ხარ თაი.. -ალბათ ჰოო.. -ნიტას ბრალია ყველაფერი.. -მაგასაც გადავწვდეთ?-გამეცინა -არა ნერვები როგორ არ გეშლება გოგო მითხარი, ვითომ მეგობარი 24/7-ზე, თან ანდრიას რომ ეკურკურება.. -ეკურკუროს მე რა შუაში ვარ.. -ნება შენია, მაგრამ მაინც არ მომწონს ნიტა-ეკატერინე -სამეგობროში უკვე გახდა ცნობილი მისადმი ჩემი დამოკიდებულება, მე ხმას აღარ ვიღებ.. -დიდად არც მე მომწონს მაგრამ რას ვიზავთ-დებ -აი ჰო ჩანს რომ კარგი ადამიანია.. წესით, მაგარმ ისეთი გამოხტომები აქვს ვერ ვაიგნორებ-ეკატერინე -ნუ ჰოო ყველა ჩვენნაირად დალაგებულად გადარეული ვერ იქნება, -თავს მოვაჩვენებ ვითომ გავიგე.. -კარგი გვეყოფა ნიტაზე, დღეს რა გეგმები გვაქვს? -დღეს.. ნუ ახლა ზღვაზე გასვლა გამორიცხეთ, მოდი საღამოს სადმე გავიდეთ.. -ისეთი გადაღლილი ვარ საცეკვაო ადგილი არ გვინდა რაა, წყნარ ადგილზე რას იტყვით. -ნუ კაი დღეს მასე იყოს .. -ფოტოებს გადაგიღებთ სამგიეროდ.. -შევთანხმდით, აა რა ფოტოები უნდა დავდოო, შენც გადაგიღებთ..საერთოდ ერთადაც ბევრი ფოტო გადავიღოთ. -მე სად უნდა დავდო, ნუ თქვენთან ერთად შეიძლება.. -ისე ინსტა და სხვა მსგავსი აპები რატომ არ გაქვს? -რავიცი არასდროს დავინტერესებულვარ.. -წამო გააკეთე რაა, შენ ისეთ ფოტოებს იღებ.. უბრალოდ რომ არ გაქვს ნერვები მეშლება- ეკატერნემ იმდენი მიჩიჩინა ბოლოს დავთანხმდი, ინსტაგრამი გავაკეთე.. -აბა პროფილის ფოტოზე რას იტყვი? - ცხენთან ერთად გადაღებული ფოტო ავტვირთე. -ეს.. -კი სვანეთშია გადაღებული..- ძალიან მიყვარს ეს ფოტო.. გოგონებმა გამომიწერეს, მალევე შემომემატა გამომწერები, მაგრამ მალევე გამოვედი.. -საკმარისია.. -კარგი ეს ვიკმაროთ..-მოსაღამოვდა, გავემზადეთ და დების რეკომენდაციის ერთი კაფისკენ გავემართეთ.. აღმოჩნდა, რომ არცისე შორს გვიწევდა წასვლა..მალევე დავსხედით და პიცა შევუკვეთეთ.. დროს კარგად ვატარებდით სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, მაგრამ შემდეგ თვალი მოვკარი ნაცნობ სახეს, მაშინ როდესაც მე და ანდრიამ გავითამაშეთ თითქოს ის მანქანა ჩვენ მოვიპარეთ და არჩილს მივუყვანეთ.. იქ მყოფი პირი შევნიშნე.. მე ვერ დამინახავდა, თუმცა მაინც ავნერვიულდი.. აქ რას აკეთებდა ან ვის ელაპარაკებოდა.. შეძლება კარგი რაღაც გამეგო, სასწრაფოდ ვითომდა საპირფარეშოში გასულმა რამდენიმე ფოტო გადავიღე..მომავალში გავიგებ რამდენად მნიშნელოვანი პირია.. რადგან უკვე საღამო იყო არც ისე შესამჩნევი ვარ, ამიტომაც როდესაც გავიდა თან გავყევი, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად მესმოდა.. - მოაგვარე? -კი, რა თქმა უნდა. -იცოდე არჩილმა არ უნდა გაიგოს მის ძმაზე-მოიცა აქ რა ხდება.. რა არ უნდა გაიგოს არჩილმა.. -შენც ისე ამბობ ვითომ მისი ძმის სიცოცხლე ადარდებდეს.. -იცი რასაც ვგულისხმობ.. -კი გასაგებია, არჩილი პრობლემა არაა, მაგრამ ხომ იცი ვინც გვიქმნის წინაღობას.. -ვიცი ვიცი.. მასთან უნდა ვიფრთხილოდ, თუ არ გვინდა მტკვარში დამხრჩვლები გვიპოვნონ.. -მოკლედ აბა შენ იცი..-ჩემს ადგილს დავუბრუნდი რომ არ შევემჩნიე.. -ამდენი ხანი სად იყავი.. -არსად აბა პიცა გაცივდაა.. -არა მიირთვი ძაან გემრიელია..-გოგონებთან არ ვიმჩნევდი რა მოხდა, დრო ჩვეულებრივად გავატარე.. ძილის წინ კი არ მასევენებდა ფიქრები.. ანუ არჩლის ძმა ცოცხალია, მაგრამ კიდევ ვისზე ლაპარაკობდენ? იქნებ კიდევ არსებოდა ვიღაც ვისზეც წამოდგენა არ გვაქვს? ახლა რა გავაკეთო აქედან ვერ წავალ, ყველასთვის საეჭვო იქნება, გადავწყვიტე როგორც კი ჩავალთ მაშინვე მოვაგვარო ყველაფერი.. როგორც ჩანს მე და ანდრიას საქმე გამოგვიჩნდა.. . . . მეორე დღე.. დილიდან ზღვაზე დაიწყო, მანამდე ამ ყველაფრის თანმდევი პროცედურებით..მზისგან დამცავი არ დაგვავიწყდეს, გამაგრილებელი წამოაყლოე..სათვალე არ დაგრჩეს და ასე შემდეგ.. სასიამოვნო წყალი იყო..შეიძლება მთა ჩემთვის პრიორიტეტია, თუმცა ზღვას თავისი დადებით მაინც აქვს.. ეკატერინეს მალევე მობეზრდა წყალში ყოფნა და ამოვიდა..ჩვენ კიდევ დიდი ხანი დავრჩით და ჩვენც ეკატერინეს გზას დავადექით.. დებორამ წიგნის კითხვა დაიწყო..ალბათ 20 გვერდზე მეტი არ ექნებოდა აქამდე წაკითხული.. -დებ რას კითხულობ..-აშკარა იყო იმ სამყაროს მოვწყვიტე..ჯერ გამომხედა შემდეგ წიგნის გარეკანი შეათვალიერა და მითხრა.. -watching you..-თან წიგნი დამანახა და კითხვა გააგრძელა.. ეკატერინე მუსიკებს უსმენდა.. მას შემდეგ რაც გარემომაც და საათმაც აჩვენა, რომ შუადღე დადაგა, ოდნავ მოგვიანებით ვინებეთ ადგომა, ნივთების ჩალაგება და სახლში წასვლა… წყალში ყოფნის შემდეგ ისე მოგვშივდა, მოწესრიგების შემდეგ მაშინვე მზადება დავიწყეთ. ელემენტარული სწრაფად გასაკეთებელი სალათებით დავიკმაყოფილეთ შიმშილის გრძნობა.. -თაია თმებს არ გაიშრობ? -არა გოგო რათ მინდა..თავისით გაშრეს მირჩევნია… საღამოს ისევ გავედით ამჯერდ სასეირნოდ.. ტელფონზე ვიღაც მირეკავდა.. ისე ავიღე არც დამიხედავს ვინ იყო.. -გამარჯობა თაია.. -გეგი? გამარჯობა მოხდა რამე? -შენი მოკითხვა მინდა, არაფერი.. გავიგე რამდენიმე დღე არ იქნებაო მართალია? -სწორად გაგიგია -სად ხარ? -ბათუმში -მართლა ? -კი -ხვალ საღამოს გცალია? -ვერ გაიგე რომ ბათუმში ვარ გეგი? -გავიგე და გეკითხები გცალა? -შესაძლოა.. -კარგი დაგირეკავ .. -მე..-გათიშა.. ეს საღამოს გცალია რას ნიშნავდა.. -ოჰ გეგი იყოო, რა მინდაო.. - მომენატრეო? -რას ბოდიალობთ, ისე მომიკითხა.. -კი კი მოიკითხა თურმე.. -შემეშვით რაა -როგროც გინდა ჩემო კარგო.. ეს საღმოც კარგად გავატარეთ ვერთობოდით, ერთ მომენტში ეკატერინემ ისეთი ისტორია გაიხსენა მეც კი შუა ქუჩაში სიცილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი.. -როგორ უთხარიი??-თან ვიცინოდით.. -თქვენ იცინეთ და როგორი უხერხული იყო? -დაიბენი მეტი არაფერი, თუმცა..-ალბათ ყველა იფიქრებდა რომ გადარეულები ვიყავით.. -მოიცადე სული მოვითქვა.. მგონი მთელი ქალაქი შემოვიარეთ მგონი აღარ ვიყავით, სახლში რომ მივედით ფეხზე ძლივს ვიდექით.. -რა ძალა გვედგა გამაგებინეთ.. -შენ დაიჩემეე// -თქვენ კიდე ამყევით.. ეს რა არის, მთები მაქვს დალაშქრულიო შენ არ ამბობდი თაიაა.. -არაა მოვკვდიი და ეგაა..-უცებ სიცილი აგვიტყდა ამ სიტუაციაზე, ისე ვიცინოდით მუცელი ამტკივდა.. -არა და მერე დები როგორ წაიქცაა-უარესად აგვიტყდა სიცილი -ფეხი დამილურჯდა-დაგვანახა ამაზე კიდევ გაგვეცინა და ასე ბოლოს როდის გავჩერდით არც მახსოვს.. შიგადაშგ კიდევ გვეცინებოდა. ბოლო დროს ასეთ მომენტებზე უფრო ვფიქრობ.. მეგობრებთან ერთად სიცილის რა ჯობია..მათთან ერთად გატარებულ დროს.. მინდა მეტი მოგონება მქონდეს როგორ ვიცინი მათთან ერთად, მსგავს უაზრობებზე.. შეიძლება სიბერის დროს არ მახსოვდეს რაზე, მაგრამ რომ ვიცინოდით არ დამავიწყდება.. . . . უკვე საღამოვდებოდა ჩვენ კი ორჯერ მოვასწარით ზღვაზე გასვლა, საკმაოდ მოგვეკიდა რუჯი მე კი ძნელად მეკიდება ხოლმე, მაგრამ არ ვიცი დღეს ასე მოხდა..მაღაზიაში ვიყავი გასული გეგიმ რომ დარეკა -გისმენ -აბა მზად ხარ? -რისთვის? -ხომ მითხარ მცალიათქო.. -გითხარი შესაძლოათქო და არ მითქვამს შენთვის მოვიცლითქო.. -კარგი რა თაია ბატუმშ ტყუილად ჩამოვედი? -სად ცამოხვედი? -ბათუმში ხარ? აქ რას აკეტებ -მითხარი სად ხარ და მოვალ.. . . . -სერიოზულად აქ რისთვის ხარ? -გავისეირნოთ რაა.. -გეგიი.. -ერთი გასეირნებით რამე დაგემართებაა.. მხოლოდ ერთი საათით.. -მხოლოდ ერთი. -აი ასე დავიწყეთ სანაპიროზე სიარული.. -მომყევი შენზე.. -რა გაინტერესებს -როგორ მოხდა რომ აქამდე არ გიცნობდი. - საქართველოში დიდი პერიოდი არ მაქვს გატარებული.. -გასაგებია. -რატომ იცინი.. -მიხარია რომ დამთანხმდი, შენ არაა.. - ვნახოთ ნახევარი საათი დაგრჩა.. -ვეცდები კარაგდ გამოვიყენო.. . . . -გვითხარი რა მოხდა.. -იქნებ შემოსვლა მაცადოთ.. -კარგი რაა ყველაფერი გავინტერესებს.. -უბრალოდ გავისეირნეთ და ცოტა ვილაპარაკეთ.. -რაზე -ზოგადად -რა უინტერესო ხარ ნერვებს გვიშლი რააა.. -ისეთი არაფერი, ცოტა მომიყვა სად იყო, მეც ერთი ორი სიტყვა ვუთხარი.. -ანუ გეგი მოგწონს? -ჯერ ცნობილი არაფერია.. -რომ არ მოგწონდეს გაყვებოდი კი?-ეკატერინე -ჩემს გამო ჩამოვიდა და.. -მერე რა თუ არ მოგწონს მაშინ რატომ.. -არ ვიცი კარგიი.. -კარგი მაგაში შენ უნდა გაერკვიო, თუმცაღაა გახსოვს რა მითხარიი, თუ იცი რომ არაფერი იქნება, დროს ნუ დააკარგვინებო.. -მახსოვს.. -საკთარი რჩევა გაითვალისწინე მეტს არაფერს ვამბობ.. -კარგიი კოლა გვაქვს? -კი საყინულეში..-კოლა გამოვიღე გოგონებსაც დავუსხი და ცოტა გამიკვირდა როცა ჩემს ფოტოს საკმაოდ დაუგროვდა მოწონება.. -საერთოდ ღირს სოციალური ქსელი მქონდეს? -კარგი რაა ძალიან საყვარელი ფოტოა, თან არც ისე უცნობი ფოტოგრაფი ხარ, ხალხს უნდა შენი ფოტოები დაათვალიერონ.. -ისედაც ნახულობენ.. -სხვის გვერდებზე, გარეკანებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი სახითაც უნდათ და არამარტო ისე თავად შენი ფოტოებიც.. -მაშინ იყოს რავი.. -აუ ნახე რა დაგიწერეს "შეიძლება სვანი არ ხარ, მაგარამ სვანის ქალბატონობა დაგამშვენებდაო" -კაი ერთიო ისედაც დმშვენებული ვარ, არავინ მჭირდება.. -"მე ვიცი რომ მისი რჩეული სვანია " -საიდან მოიტანეს.. -თავად არ თქვი, ანდრია და შენ.. -იქ ხომ..იმედია ამას არ აიტაცებენ, ხედაავ არ უნდა გამეკეთებინაა.. -კარგი რაა ათას სისულელს წერენ როგორც ყოველთვის, ყურადრება არ უნდა მიაქციო.. -ხოდა გვეყოფა კითხვა.. -კარგი ჰოო.. აუ მოიცა იოანეს კომენტარია.."დაკავებულია თუ არა მე ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ვიღაცის აუტანელი ქალბატონი ნამდვილად არის :დდ" - მოსაკლავია ეს ბიჭი რაა, მორჩაა ყველამ გამანებოს თავიი.. -იოს კომენტარი მომეწონა "აუტანელო ქალბატონო"-გამოიცანით ვის დააჯავრა -სულელებო-გამეცინა.. შემდეგმა დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, სამაგიეროდ ხუთისკენ გავედით და დავტოვეთ ბათუმი. ყველაზე მეტად დების დაწყდა გული, ამჯერად ეკატერინემ ითავა მძღოლის როლი, მე კი უკან დავჯექი..ძალიანაც კომფორტულად მოვთავსდი და დავიძინე, მუსიკების ფონზე და გოგონების საუბართან ერთად.. . . . -როგორ დაისვენე -ანდრია -შენ რომ არ გნახულობდი ცოტა ამოვისუნთქე.. -ნუთუ.. -მეც მოვედიი-დები -მგონი არარავინ გვაკლია-თქვა იოანემ..მე და ანდრია გვერდიგვერდ ვიჯექით, რადგან ყველას პროექტზე და ზოგადად მიმდინარე მოვლენები უნდა განგვეხილა.. შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში დაინიშნა.. -მაშინ რადგან ყველა აქ ვართ მოდი ჩვენი მთავარი პროექტი განვიხილოთ, რომლის გადაღებები ახლახანს დასრულდა, ეს ფოტოები და მოკლე ვიდეო უკვე გამოქვეყებულია და იმ შედეგამდე მივედით რაც გვინდოდა, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არაა-ანდრია -რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით, ახალი პროექტი უნდა განვიხილოთ და გადავხედოთ იმ საკითხსაც როგორ შეგვიძლია თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება-იოანე იოანემ დაიწყო განხილვა, ოღონდ მე აშკარად არაფერი მესმის, მგონი დაღლილი ვარ.. მაგიდას დავხედე, ანდრიას ხელი შვნიშნე, ისე გავერთე ყურებაში, რომ ვერც კი შევნიშნე როგორ უახლოვდებოდა ჩემი ხელი მისას..ალბათ ასე ორი სანტიმეტრი იქნებდა დაშორება როცა გავაიზრე რას ვაკეთებდი და უცებ გავწიე ხელი ისე, რომ ანდრიას ყურადღება მივიქციე, ერთი შემათვალიერა და იოანეს მოსმენა განაგრძო.. ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე ეს რა იყო, მთელი ეს პერიოდი ვუხსნი ანდრიას რომ პროფესიონალი ვარ შემდეგ კი კინაღამ… არა ალბათ გადაღლილობის ბრალია თავი გავატოკე და ვეცადე მომესმინა.. ალბათ ასე 1 საათში დასრულდა შეხვედრა.. მითითებების შემდეგ ყველა წავიდა , იოანეს და ჩვენების გარდა.. -დაგინახე-გადმომჩურჩულა -რაზე ლაპარაკობ.. -თაიაა-მომიახლოვდა-იქნებ კიდევ გადახედო შენი სიძულვილს ანდრიას მიმართ.. -იოანე.. -თაი..კარგად იცი რაზეც გეუბნები.. -ეს არაფერს ნიშნავდა.. გაუაზრებლად… -ზუსტადაც რომ გაუაზრებლად, როგორც გინდა მე არ ვერევი უბრალოდ მეგობრული რჩევაა და რა თქმა უნდა, არ იფიქრო რომ ანდრიას რამეს ვეტყვი ან რა არის სათქმელი კინაღამ ხელი ჩაკიდე-გაეცინა -იოანეე-ხუმრობით დავარტყი მხარზე-მასხარა ხარ.. -გავკარდებიი მხოლოდ შენთვის გავკარგდებიი-ამჯერად ხმამაღლა დაიწყო ღიღინი -მოკლედ რაა იოანე ხუმრობის დრო ყოველთვის გაქვს-ანდრია -თავისთავად, როგროც ჩაპლინმა თქვა სიცილის გარეშე ყოველი დღე დაკარგულიაო და სად მაქვს მე დასაკარგი დრო-გაიცინა ამ მომენტში გეგი შემოვიდა.. -გამარჯობა მეგობრებო, წასვლამდე შემოვლა გადავწყვიტე.. -გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისაა-დები -ჯერ-ჯერობით კი.. -კარგი გემშიდობებით, დროებით.. -კარგი..ისე თაია არ გავიმეოროთ? -რა?..აა ახლა რომ დაგთანხმდე რანაირად აპიებ გამეორებას.. -ამჯერად ხედი შევცვალოთ , რა პრობლემაა.. -მე.. -იქნებ სამსახურის მერე განიხილოთ პორადი.. -სანამ უფროსი გამაგდებს, მოდი მერე დაგირეკავ.. -კარგი აბა საბოლოოდ გემშიდობებით.. -იმედია ახლა დროსაც გავახანგრძლივებთ..-გასვლისას კარი ხმაურიანად მოიჯახუნა.. -იქნებ მითხრათ რა გამოვტოვე-დემნა -არაფერი გეგიმ ჩააკითხა ბათუმში და გაისეირნეს.. -ნუთუ-ანდრია -დიახ.. -ოჰ თაიაა -ჩაიჩურჩულა -კარგი შეგვიძლია დავიშალოთ-ანდრია -სხვებს შეუძლიათ, შენ არა.. -ვითომ რატომ.. -შენთან საქმე მაქვს..-ჩავახველე- თქვენთან ბატონო ანდრია. -კარგი დაგტოვებთ..-დაველოდე სანამ ყველა არ წავიდოდა.. -იმედია მოვასწრებთ საუბარს სანამ გეგი არ წაგიყვანს სასეირნოდ.. -შენ მაგზე არ იდარდო.. -მოკლედ კაფეში ვიყავით და.. -შენ და გეგი კაფეში იყავით?? -რას ბოდავ, მე და გოგოები.. მოკლედ იცი ვინ დავინახეე..-ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა.. -ანუ გინდა მითხრა რომ იმ ფოტოზე გამოსახული ბავშვი, რომელიც ვითომდა მკვდარი იყო ცოცხალია? -კი.. -ამას დამატებით ახალი მოტამაშეც გამოჩნდა.. -გასაგებია ანუ თხრა უფრო ღრმად მოგვიწევს. -თავისთავად..იმედია ამ ინფორმაციის ქონა წინ წაგვწევს.. -იცი დავითის ფესვები საიდან მოდის? -არა საიდან.. -კახეთი. -რაა შანსი არაა რას იძახი, მეწყინა იციი-გამეცინა.. მასაც. -ძალიან კარგად აქვს ყველაფერი მიჩქმალული, მაგრამ ვიღაცას რაღაც ეცოდინება..აქამდეც ვფიქრობიდ ამაზე თუმცა შენი ნათქვამის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უნდა ჩავიდეთ.. -ადგილი დამიკონკრეტე.. -თელავთან ახლოს სოფელია.. -ჩემი თელავიი მომენატრა.. -კაკრას სექტემბერი ახლოვდება.. -რთველში მოგინდა გასეირნებაა.. -შენ წარმოიდგინე და კი.. -თუ ასეა ისიც უნდა იცოდე, რომ მარტივი არაა.. -შენ გიმუშავია? ვგულისხმობ სერიოზულად.. -კიი, რა თქმა უნდა, თავიდან პაპასთან შემდეგ სერიოზულად მივუდექი, მომწონდა საკუთარი შემოსავალი. იმ დროისთვის საჩემო სამსახურს სად ვიშოვიდი ჰოდა.. მართლა კარგად დავაგროვე თანხა.. ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვიყავი -ისე შევყევი ამ თემაზე საუბარს ვერც კი გავიაზრე ემოციურ ტონალობაშ როდის გადავედი და ვერც ის გავიგე ანდრია ისე რატომ მისმენდა თითოქოს ერთი სიტყვაც არ უნდა გამორჩენოდა.. -საკუთარი შრომით მოპოვებულ ფულს სულ სხვა ფასი აქვს გეთანხმები, რაო მერე რაში დახარჯე.. -მანამდეც მქონდა, თუმცა ჩემით პირველად ფოტოაპარატი ვიყიდე.. -ამდენი დააგროვე.. -კი რთველი ორო დღე კიარ გრძელდება, ყოველდღე დავდიოდი ხანდახან დღეში ორჯერაც.. -კარგად გიწვალია.. -ბოლოს ისე გავწვალდი და გადვიღალე იმის მერე სეზონები გამოვტოვე და აღარც წავსულვარ.. -მასეთი დატვირტაც არ შეიძლებოდა.. -ნუ მაინც იმდენი მოგონება მაკავშირებს რთველთან..კარგი კარგი ბევრს ვლაპარაკობ.. -სულაც არა.. რთველშ კი ნამდვილად მოგიწევს ჩემი წაყვანა.. -ვნახოთ.. . . . -შემოდი ნიტა -შევიდა და ჩამოჯდა -სულ რაღზც 5 წუთი უნდა დამითმო.. -ახლა არ შემიძლია ძალიან დაკავებული ვარ..-ლეპტოპიდან არც კი ამოუხედია ისე უპასუხა.. -კარგი რაა მნიშვნელოვანია.. -სხვა დროს.. -შეიძლებაა.. -შემოდი თაია.. -10 წუთი დრო რომ გამომიყოთ ბატონო ანდრია შესაძლებელია? -დაჯექი.. ნიტა რას ამბობდი? -მე..სხვა დროს შემოვალ ანდრია.. -კარგი მიდი.-ნიტა გავიდა -აბა მითხარი რა ხდება? -ამმ ისეთი არაფერი მერე შემოვალ თუ არ გცალია.. -მცალია, შენ მითხარი რა ხდება.. . . . -ისევ ყველა ერთად ვართ, მოხარული ვარ-იოანე -მომენატრეეთ-ეკტერინე -აბა რა გეგონა გოგონების ფართი რომ მოაწყეთ და დაგვტოვეთ აქ.. -მარტო რატო, ანდრიას ნიტა ყავს, შენ სულ ვიღაც გყავს იო და ამას.-დემნაზე მიანიშნა-.ნუ ამასაც ეყოლება ვინმე.. -ჩემო დრამუს დედოფალო-იოაენე -ეკატერინეე რაზე იცინიი.. -ესეთი ტრენდია უნდა შეაფასო 10-დან რამდენს დაუწერდი -რამე ახალიაა არ ვიცი.. -ახალი აღარაა მაგრამ.. -ამიხსენი რაა.. -..ანუ რას ვგულისხმობ პირობითად ის ვინც მოგწონს, ამზადებს.. რამდენი ქულა ემატება ან აკლდება ამ ფაქტის გამო და ამ ვიდეობს ვუყურებდი… -აუ წამო ჩვენც გავაკეთოთ.. -აუ რავი.. -კაი რაა წამო.. -კაი ჰოო.. -კარგი ვიწყებ ათიდან 7-ია მაგრამ ძალიან კარგად ამზადებს.. -10-ბიჭებმა ერთხმად გასცეს პასუხი.. -კუჭის მონებო-გამეცინა -ნუ 10-მე მარტო გამოცხობა მეხერხება და ურიგო არ იქნებოდა-თქვა ეკატერინემ.. -ვაგრძელებ..6-ია მაგრამ სვანია -10..-ვუპასუხე დაუფიქრებლად და საკუთარ თავზე გამეცინა.. -ოჰ ნუ შენ.. კიბატონო.. -ჩემთვის ქულები ნამდვილად ემატება-იოანე - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს-ანდრია -ვიცით.. -რა -არაფერი კაი..-ასე გავაგრძელეთ თამაში, შემდეგ კი იოანეს კითხვა გაუჩნდა.. -თაია შენ ხომ ტარება იცი.. -კიბატონო.. -მანქანას რატომ არ ყიდულობ? -1.პირადი მძღოლი მყავს 2.საქართველოში არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავჩერდები და ტყუილად ხომარ ვიყიდი.. -მოიცა რაა?/ -ჰოო რა იყო.. -მომავალში აქეთ აღარ იქნებიი.. -ზუსტად არ ვიცი, ჯერ საქმე მაქვს მოსაგვარებელი, მერე შევხედავ. -ჩვენ როგორ უნდა დაგვტოვო.. -როგორც დებორას ვტოვებდი. -განშრება ურთულესია-დები -ანდრიაა-გამომხედა -მოემზადე ხვალისთვის.. -მომავალი ფოტოატელიე გაქვს შესაღები -რაა..სერიოზულად? -ოჰოო კარგი ამბებიაა გავერთობით.. -მართლა აუტანელი ხარ-გავხედე-მართლა აუტანელი ქალბატონი ხარ და რა გავაკეთო.. -ფეხბურთი თუ არ გესმის ჩემი რა ბრალია-ყველას გაეცინა . . . -სესილიი როგორ მომენატრეე-დებ -მეც მომენატრეთ.. აი ყველა მომენატრა.. -როგორ ხარ როგორ მიდის საქმეები? -ჩავეწერე კურსებზე, ჯერ-ჯერობით ფრჩხილების გაკეთებით უნდა შემოვიფარგლო, ასე სასახურის დაწყება უფრი მატრივია და შემდეგ ჩემი პროფესიითაც იქნებ დავიწყო.. არ ვიცი მოკლედ.. -წარმატებები, ჰო იცი შენი ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაა -კი კი და მადლობა ჩემს გვერდით რომ ხართ.. ყოველთვის.. -ახალი ამბავი გაიგე? -რა გამოვტოვე.. -შენმა ყოფილმა ცოლი მოიყვანა -რანაირად, რას ამბობ, ვინაა ვიცით? -წარმოდგენა არ მაქვს, სადღაც დასალიერიდანაა მეც რომ ვერ გავიგე-დები -იქნება უფრო შემეშვას, მაგრამ ის გოგოც მეცოდება იგივე გზა უნდა გამოიაროს.. -მასსავით ვერაა და რა იცი იქნება გაუგონ კიდეც ერთურთს.. -ცუდად ნუ ხუმრობ, როგორ შეიძლება ავადმყოფს გაუგო.. -კაი კაი.. -ყველას ბედნიერებას ვუსურვებ უბრალოდ ჩემს ბედნიერებას ნუ შეეხებიან.. -ჩემი კეთილი გოგოხარ..-ვუთხარი მე.. -კარგით გოგონებო დაგირეკავთ კიდე, მიყვარხართ.. სხვებიც მომიკითხეთ.. -ჩვენც, კარგი აბა შენ, იცი სიახლეები არ გამოგვაპარო.. -აუცილებლად.. -ნეტა რა მოხდებოდა მას რომ ცოლაად არ გაყოლოდა.. -ვინ იცის, მთავარია ახლა კარგადაა.. -ჰოო გახსოვს ბავშობაშო წერილი რომ მიიღე.. -ამმ მახსოვს მუქარის შემცველი.. -მაგაზე ვამობო.. -ჩემს ბიჭს ნუ ეპრანჭებიო თუ რაღაც მაგდაგვარი არაა-გამეცინა -ახლა რომ მიიღო წერილი რას იზავ? -რავიცი გააჩნია რამდენად სერიოზულია, თუ ერთჯერადია არაფერს თუ არადა პოლიციაში მივალ.. ან არ ვიცი ეს რამ გაგახსენა? -ისე უბრალოდ, კარგი მე წავედი მეჩქარება, შენც არ დაგაგვიანდეს ანდრია საღებავებით უნდა დასვარო.. -მაგრად უნდა დავცინო, კაი გამახსენე..- დებორა წავიდა მე კი ანდრიას დავურეკე.. -სად ხარ? -გამარჯობა თაია -აჰჰ სად ხარ.. -სახლში რა ხდება ? -დაგავიწყდაა დღეს ჩემთან მღებავად რომ მუშაობ?-ისე ვსაყვედურობ თითქოს დების რომ არ შეეხსენებინა, გამახსენდებოდა რამე.. -დარწმუნებული ხარ? -სავსებით..მოიცა მოიცა გგონია მეხუმრება? -მაქსს რა ვუყო.. -ნუ მიზეზობ, წამოიყვანე მე მოვუვლი. ახლა უნდა გამოვიდე სახლიდან, კომპანიასთან შევხვდებით, შენ ხომ არ იცი გზა.. -კარგი იყოს მასე.. ღრუბლიანი ამინდია, აშკარაა მალე იწვიმებს, ამიტომაც ვარჩიე ჩემი გაჭირვალე ქოლგა წამეღო, კარები დავკეტე და სახლიდან გავედი. კომპანიის გადმოსწვრივ კაფესთან გავჩერდი, მალევე ანდრიას მანქანა შევნიშნე, თუმცა თავად არ გადმოსულა.. -აბა წავედით? -მანქანა სადმეე დააყენე, ფეხით მივდივართ. -თაია.. -ანდრიაა ვერ გაიგონე ჩემი ნათქვამი? აქვე უნდა მივიდეთ და მანქანით მისვლა აუცილებელი არაა.. იცი მეტი უნდა იარო ფეხით.. -შენ რა გიჭირს, სეირობა არ გაკლია სანაპიროზე თუ ქუჩებში, კარგი იყოს მასე..-ვითომ არ გამიგია რაც თქვა-ახლა შეგვიძლია წასვლა? -უცნაურად გაოიყურები.. -გინდოდა აქაც პიჯაკით მოვსულიყავიი-კიდევ ერთხელ შევათვალიერე სპორტულებში მყოფი დადვანი და ვანიშნე წავიდეთქო-არა სერიოზულად პირველად მხედავ არა სამუშაობ ფორმაში? -მთლად ასე სპორტულებშიც არ..კაი არ აქვს მნიშვნელობა.. . . . გასაღები მოვიმარჯვე და კარები შევაღე, ყველაფერი ნაჭრით იყო გადაფარებული.. -ესეგი აქააა შენი სამუშაო ადგილიი? -მომავალში.. -შენ ხომ არაპირებ დარჩენას, ატელიე რაში გჭირდება? -საქართველოში ხომ მაინც ჩამოვალ ხოლმე.. -ნუთუ იკადრებ.. -რატომაც არა, მოკლედ აი აქ თეთრი საღებავებია.. აბსოლუტრურად ყველაფერია მზადაა, მარტო ის სჭირდება ხელში აიღო და მუშაობა დაიწყო.. -ბარემ ეგეც გაგეკეთებინა.. -მომინდომა, მიდი მე აქ ჩამოვჯდები და გიყურებ.. -როგორ ღებავს კედლებს ანდრია დადვანი, ნამდვილად სასიამოვნო სანახავია არაა.. -არ გენდობი, რამეს აუცილებლად გააფუჭებ, ხომ იცი მუშა როცა გყავს თვალი უნდა ადევნო.. -შენი პირადი მძღოლი მღებავი საინტერესოა კიდევ რას შემათავსებინებ.. -მიდი მიდი მიხედე საქმეს, გგონია ცოტა სამუშაო გაქვს? -მეტის ღირსი ხარ ანდრია მეტის ღირსი..კედლის ნახევარი ჰქონდა შეღებილი, მე კი ფოტოაპარატში ფოტოებს ვათავლიერებდი.. უცებ მომივიდა იდეა ანდრიასთვის გადამეღო, ისე ჰქონდა გონება გადართული ხმაც კი ვერ გაიგონა.. ის ღებავდა მე ფოტოებს ვუღებდი, არ ვლაპარაკობდით შემდეგ კი.. -ანდრიაა მასე არა აქ გამოგრჩა -სად ვერ ვხედავ. -აი აქ.. -სად? -არა მომეცი რაა-ფუნჯი ავაცალე და იმ ადგილის ღებვა დავიწყე, უცებ ხელი გამეკრა და ანდრიას ზედა დაისვარა, ის ხომ პედანტია აქამდე ისე ღებავდა არაფერიც დაუსვრია, ახლა კი შიშით სულაც არ გამიხედავს არც შევიმჩნიე რამე თუ არასწორად გავაკეტე.. -კარგი გააგრძელე.. -სერიოზულად არაფერს იტყვი? -რა უნდა ვთქვა და რაზე? -ჩემი ზედა თეთრად რომ შეღებე.. -ხელოვნების ნიმუშია პირდაპირ, მადლობას უნდა მიხდიდე.. -ასე არაა-ამჯერად თავად შეღება ჩემი ზედა თეთრად.. -ეს რა არის ანდრიაა.. -ხელოვნების ნიმუში-სხვა ფუნჯი ავიღე და უარესად დავსვარე.. დიდი მიხვედრა არ უნდა იქ რა ამბავი დატრიალდა, საბოლოოდ მთლიანად თეთრად ვიყავით შეღებილები.. -ეს გინდოდა დადვანოო-გამეცინა -კი ძალიან კმაყოფილი ვარ რომ იცოდე, ახლა კი მაცადე ცოტაღა დამრჩა.. -თუ გეზარება გეგის დავურეკავ.. -მეღადავები? -ცოტას.. მაინც ვერ ვხვდები რატომ არ მოგწონს.. -საიდან მოიტანე რომ არ მომწონს? -გეტყობა? -ის ისევ საქმეზე გადაერთო მე კი ტაიმერზე დავაყენე აპარატი, მოშრებით მაგრამ მის გვერდით დავდექი და ფოტოები გადავიღ..ერთ მომენტში ჩემკენ გამოიხედა, მეც მექანიკურად გავხედე.. ამ დროს კამერა ისევ იღებდა.. -რას აკეთებ? -მორჩი? -შენ წარმოიდგინე კიი, დანარჩენს შემდეგ მივხედავ.. -აი აიღე გასაღები და მითხარი როცა დაამთავრებ.. -აკი მუშას თვალის დევნება უნდაო.. -როგორმე გადაიტანს უჩემობას.. -ან პირიქით მუშაობაში ხელს არ შეუშლიან.. -როგორც გინდა, შეგვიძლია წავიდეთ? -კი.. -ასეთ ფორმაში? -სხვა ვარიანტი გაქვს ? -არა წავედით… -კარგი ნახვამდის -სახლში არ მიდიხარ? -ნახვამდის ანდრია.. . . . ისევ საკონფერენციო ოთახში ვზივართ, ამჯერად ანდრიას გარეშე, თუმცა გეგისთან ერთად.. -არა გეგი უკვე ზედმეტია ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლოთ-დემნა -დარწმუნებული ხარ? -სავსებით, სპონსორი? გასაგებია მაგრამ უკვე ზედმეტია.. -კარგი როგორც გინდათ, უბრალო შემოთავაზებაა.. -გასაგებია, მაგრამ ჩვენი პოზიცია იცი.. -კარგი მაშინ რას ვიზავთ, მე მალე წავალ, მანამდე თაია-მომიახლოვდა-იცი ვიფიქრე.. ამ დროს ანდრია შემოვიდა ხელი ჩამკიდა და უსიტყვოდ გამიყვანა.. ისეთი მზერით შემომხედა აქამდე, რომ არ შემოუხედავს..შემეშინდა და დავიბენი.. სანამ კომპანიიდან არ გავედით, ხმა ვერ ამოვიღე.. -ანდრიაა ნორმალური ხარ?? რას აკეთებ გამაგებინე.. -მივდივართ.. -რაზე ლაპარაკობ ადამიანო.. -ყველაფერს აგიხსნი- თავი დავუქნიე.. ვიცი რომ რაღაც სერიოზულია, თუმცა გაურკვევლობით ავივსე.. მთელი გზა დაძაბულია და გზას თვალს არ აცილებს.. მოულოდნელად თავსხმა წვიმა წამოვიდა, წამში შეიცვალა ამინდი.. თითქოს ყველაფერს ლურჯი ფერი გადაჰკრავდა.. მანქანიდან გადმოვიდა, ქოლგა აიღო, შემდეგ ჩემთან მოვიდა.. კარი გამიღო, ქოლგა ჩემკენ გადმოსწია..მე გადმოვედი და ჩქარი ნაბიჯებით შევედით სახლში.. მაქსიც მოწყენილი ჩნას, თუმცაღა დარწმუნებული ვარ, ჩემი ნახვა გაუხარდა.. დივანზე ჩამოვჯექი -პირდაპირ მითხარი რა ხდება, იმედია შენს საქციელს ლოგიკური ახსნა აქვს.. -არ ინერვიულო.. -ანდრიაა.. -გახსოვს ახალი ჩამოსული იყავი.. ერთი დღე რომ ვერ გაგაგონ |