შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეცადე არ გახდე მსხვერპლი (თავი 1)


21-01-2023, 17:45
ავტორი lamro siamashvili
ნანახია 9 411

,,მოდა'' ეს ის სიტყვაა რომელსაც განმარტება არ სჭირდება რადგანაც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა იცის მისი მნიშვნელობა, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის მას ზედმეტად დიდი მნიშვნელობაც კი ენიჭება. პირად ჩემთვის დიდი ოცნება იყო ცნობილი მოდელი გავმხდარიყავი, თუმცა ისეთი სოფლელი გოგოსათვის როგორიც მე ვიყავი ეს უბრალოდ აუხდენელი ოცნება იყო და ვცდილობდი მასზე ბევრი აღარც მეფიქრა. ჩემთვის გასაოცარი აღმოჩნდა რომ ერთ დღესაც ვაკანსიის შესახებ წავიკითხე ერთ-ერთ სამოდელო გვერდზე ამ შანსის ხელიდან გაშვება არ მინდოდა ამიტომაც მალევე ამოვწერე მისამართი და ქალაქში გავემგზავრე. ვფიქრობდი რომ ადვილი არ იქნებოდა იქ მოხვედრა თუმცა უნდა მეცადა. თბილისის პატარა გარეუბანში დავსახლდი როცა ამ უბანს შეხედავდით იფიქრებდით რომ მიყრუებულ სოფელში მოხვდით ზოგადად ასე ხდება როდესაც მცირე შემოსავალ გაქვს ისეთ ადგილს ეძებ სადაც ადვილად შეძლებ გაჩერებას. როდესაც დავბინავდი მეორე დღესვე წავედი იმ მისამართზე რომელიც ჩავინიშნე. ლამაზი შენობა იყო პირველ სართულზე მიმღებში ჩემს გარდა კიდევ ბევრ გოგონას მოეყარა თავი. მეორე სართულიდან ქალი ჩამოვიდა და გვითხრა რომ დირექტორი ყველას ერთდროულად გაგვესაუბრებოდა თავად კი მალევე გაქრა იქედან. რამდენიმე წუთში მაღალი ბიჭი ჩამოვიდა და თავი წარმოგვიდგინა. ეტყობოდა რომ გემოვნებიანად იცვამდა თუმცა არ დირექტორობის არფერი ეტყობოდა.

-მოგესალმებით გოგონებო მე ამ სამოდელო სააგენტოს უფროსი სოსო აბესაძე გახლავართ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს სააგენტო ახალი გახსნილია ამიტომაც თქვენ ყველას შეგიძლიათ აქ მოხვდეთ ჩვენ კი შევეცდებით რომ აქაურობა ყველანაირად კომფორტული გახდეს თქვენთვის. - ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუკი ასე რაიმე გამიხარდებოდა. ცოტახანში კარებში სამი ბიჭი შემოვიდა და სოსომ ისინიც წარგვიდგინა.

-ესენი ჩვენი თანამშრომლები გახლავთ. ბაჩო გაგნიძე ის ვიზაჟისტია და თქვენს სილამაზეზე იზრუნებს, გიგი გაჩეჩილაძე სიტლისტი და ნიკა ჯანხოთელი თქვენი ვარჯიშების მასწავლებელი ისინი ძალიან დიდ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში და პატივისცემით მოგექცევათ ყველას მადლობას გიხდით აქ მობრძანებისათვის ხვალიდან ჩვენი კარები თქვენთვის ღიაა წარმატებებს გისურვებთ. - ყველაფერი ესე მარტივად როგორ მოხდა ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის ქალი პირველად რომ შეგვხდა აღარ გამოჩენილა სიხარულით წავედი ჩემს ბინაში ცოტათი მოსაღამოვდა სანამ მივიდოდი რადგანაც ჩემი სააგენტოდან საკმაოდ მოშორებით ვიყავი თუმცა ვფიქრობდი რომ თუკი წარმატებას მივაღწევდი იმ მიკარგულში ცხოვრება აღარ მომიწევდა. საღამოს ეს ქუჩა იმაზე უფრო ბნელი და უდაბური ჩანდა ვიდრე დღისით თითქოს ოდნავ საშიშიც კი მეჩვენებოდა როდესაც ბინისაკენ მივდიოდი ვიღაც ბიჭი ველოსიპედით შემეჯახა და ორივენი მოწყვეტით დავეცით მიწაზე.

- მაპატიე ვერ შეგამჩნიე.

-იდიოტი ხარ თუ ბრმა როგორ შეგეძლო ვერ შეგემჩნიე, ღმერთო ჩემო ფეხი!

-მოგეხმარები..

-ხელი არ მახლო საკმარისად დამეხმარე. - გაჭირვებით შევძელი წამოდგომა მალევე იმ ბიჭთან კიდევ სამი ველოსიპედი გაჩნდა, ერთ- ერთმა კი იკითხა.

-სანდრო ყველაფერი რიგზე გაქვს? გამარჯობა!

-კი უბრალოდ ვერ შევამჩნიე და დავეჯახეთ ერთმანეთს. - ბრაზმორეულმა შევუსწორე.

-შენ თავად დამეჯახე ეხლა კი ნახვამდის იმედია აღარასდროს გნახავთ. -მათ გავეცალე და კოჭლობით გზა გავაგრძელე, სახლში მისულმა გასისხლიანებული ფეხი დავიმუშავე იმ ბიჭზე ნერვები კიდევ მეშლებოდა თუმცა თავი იმით დავიმშვიდე რომ დღეს ჩემი ოცნება ახდა. მშვიდი მუსიკა ჩავრთე საწოლში ჩავწექი და წარმოვიდგინე როგორ გამოვიდოდი ცნობილ მოდების ჩვენებაზე როგორ შემაფასებდნენ და როგორ ლამაზი ცხოვრება მექნებოდა ამ ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა.

,,ახალი დღე ახალი ისტორიის დასაწყისია''




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent