შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(11)


30-01-2023, 00:47
ავტორი sati
ნანახია 2 157

დიმიტრი უზნაძე. ხალხისთვის ცნობილი ბიზნესმენი,რომელსაც ჰყავს ულამაზესი, ახალგაზრდა და სრულიად უბიწო ცოლი, გოგონა უფრო სწორად. სამაგალითო შვილი,რომელსაც პრინსტონი ან ჰარვარდის უნივერსიტეტი ელის წინ. დიმიტრი უზნაძე, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის. გინდათ გიამბოთ სიმართლეში ვინ არის მამაჩემი? დიმიტრი კონტრაბანდისტია. უკვე წლებია საზღვარზე გადმოაქვს ნარკოტიკები. დედაჩემი მან გააუბედურა. საშინელ ცხოვრებას ეწეოდა, პირველი წლები სანამ ფეხს მოიკიდებდა ამ საქმეში რამდენჯერმე მოგვიწია საცხოვრებლის შეცვლა, რადგან სულ ვიღაცა დასდევდა მოსაკლავად. არც მინდა ვიცოდე როგორ მოახერხა ფეხის მოკიდება ამ ბიზნესში. მაგრამ თქვენ გჯერათ რომ მას მხოლოდ სასტუმროების ბიზნესით აქვს ამდენი? ან რა ბიზნესიც არ უნდა იყოს. მამაჩემი მილიონერი უკვე 22 წლის ასაკში იყო. დიმიტრი საშიში ადამიანია, მანიპულატორია, ისე გაგრძნობინებს თავს თითქოს შენ თქვი უარი მას მამობა გაეწია შენთვის და არა პირიქით. ახლა კი ჩემს წინ იდგა და ისე მიყურებდა თითქოს მე დამეშავებინოს რამე.
-როგორ გაინადგურე თავი ევა?-ბედავდა და განმსჯიდა იმ ყველაფრის შემდეგ რაც თვითონ გააკეთა-ღირდა ეს ყველაფერი ამად?! რისი მიღწევა გინდოდა? ჩემი ყურადღების მიქცევა? მიიქციე. ჩაალაგე ახლავე და წავედით, შენ ამ ოჯახში არ დარჩები გესმის ევა?!-მაგიდაზე დააბრახუნა, მერე უცბად ინანა, უკან დაიხია და სახეზე ხელები აიფარა, ღრმად ამოისუნთქა და საშინელი მზერით გამომხედა. თითქოს ვძულდი. რამდენი იცოდა?-შენ ეს ადამიანი არ გიყვარს ევა! არც გამოჩენილა შენს ცხოვრებაში ადრე. სულ ახლახანს გაიცანი 2 თვის წინ. მე ყველაფერი ვიცი. უბრალოდ არ ვიცი 2 თვეში როგორ გაყევი მას, მაგრამ ვიცი რომ დაშორდები. ალექსანდრეს ოჯახი ის ოჯახი არ არის,რომელიც შენნაირი წარსულის მქონე ადამიანს ოჯახში შეუშვებს. შენ იცი საერთოდ რა წარსული აქვთ?
-როგორ, მე უზნაძე არ ვარ გვარად? რატომ არ შემიშვებენ. პირიქით , რო გაიგებენ რომ ... უკვე გაიგეს არა? ნათიასაც ელაპარაკე?- რა თქმა უნდა, ნათიას ასეთი სითბო იმით იყო გამოწვეული,რომ მან ყველაფერი იცოდა. გაიგო ვისი შვილიც ვიყავი. მაგრამ დიმიტრის რა ესაქმებოდა მასთან?
-შენ არ იცი რა ოჯახში შეხვედი! შენ არ იცი რა ადამიანები არიან ესენი!
-და შენ მათზე უკეთესი ხარ?-მიუხდავად იმისა,რომ მთელი სხეულით, ყოველი უჯრედით მეზიზღებოდა და მძაგდა ეგრეთ წოდებული მამაჩემი, ვახერხებდი ემოციების კონტროლს და წყნარად ვესაუბრებოდი. ვიცოდი,რომ ეს უფრო იმოქმედებდა მასზე.
-ევა, ეს ოჯახი... მათ ერთმანეთიც კი არ უყვართ. შენ როგორ ეყვარები! გაგაწამებენ. მე არ მოგცემ უფლებას შენი და ჩემი შვილიშვილის ცხოვრება გაანადგურო! ევა, მე შენ ჩემთან წაგიყვან. ბავშვს გავზრდით ყველა, არავის არ მივცემ უფლებას შენზე რაიმე ზედმეტი თქვას, თუ არ გინდა არ გათხოვდები მეორედ. ყველაფერი გექნებათ, ბავშვს საუკეთესო მომავალი ექნება, შენ ისწავლი იქ სადაც გინდა. ავუყვანთ ძიძას. ყველაფერს გაგიკეთებ, ოღონდ აქედან წამოხვალ და უკან არასდროს მოიხედავ. ალექანდრეს ბავშვის ნახვის უფლება არ ექნება.
-შენ გინდა ჩემმა შვილმა იგივე ბედი იზიაროს რაც მე?! უმამოდ გაიზარდოს არა? და ამას ამბობს ის ადამიანი,რომელიც მიმტკიცებს რომ საწყალი დედაჩემი რომელიც თავის სახელს ძლივს ამბობდა ბოლო წლებში გიკრძალავდა ჩემ ნახვას არა?! ოდნავ მაინც არ გეცოდება ალექსანდრე ვითომ და იმ ბედითვის რომელიც შენ შეგხვდა?! ახლა ვრწმუნდები,რომ ნამდვილი გარეწარი ხარ.
-ასეთ მამას ჯობს საერთოდ არ ჰყავდეს!-იმხელაზე დაიღრიალა ალბათ ალექსანდრემაც გაიგო-მას ვერ ეცოდინება როგორი მამა უნდა იყოს! ვაჟა მას...
-როგორ ასეთს! შენ მას არც იცნობ-გამომიყვანა წყობიდან-ალექსანდრეს მართლა 2 თვეა რაც ვიცნობ,მაგრამ ის ასჯერ უკეთესი კაცი და მამაა, ვიდრე შენ ოდესმე იქნები. მე არ მყავდა მამა, მაგრამ ბევრად ჯობდა შენს გარეშე ცხოვრება ,ვიდრე შენთან ერთად. მე არც დედა მყავდა ნორმალური და არც მამა! მაგრამ ჩემს შვილს ნამდვილად არ ავღზრდი ისე,როგორც თქვენ გამზარდეთ! თუ ამას ქვია გაზრდა ან აღზრდა.
-ევა, ან ეხლავე წამოხვალ ჩემთან ერთად, ან გპირდები, ამ ოჯახის ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ. შენ თუ მართლა გიყვარს ეს კაცი, დაანებებ თავს, შეიბრალებ და წამოხვალ.დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი მე რას გთავაზობ და მათთან რა დაგხვდება. წარმოდგენაც არ გაქვს რაში გაყავი თავი!
-მე შენი არ მეშინია დიმიტრი. მე შენთან ერთად ცხოვრებას სიკვდილს ვამჯობინებ. ჩემ შვილს ოდნავ ახლოსაც არ გაგაკარებ.
-შენი შვილი ჩემი შვილიშვილია!
-მე შენი შვილი არ ვარ.
-გეყოფა, აზრზე მოდი. ბავშვი აღარ ხარ. მომავალი დედა ხარ ევა! შენ შვილზე უნდა იფიქრო, ახლა ეგოისტურად იქცევი. ვითომ და სიყვარულს გადააყოლებ შენს მთEლ ცხოვრებას, კარიერას, ნიჭს. და რისთვის?! მოძალადის და ნაბიჭვრის ოჯახში შესასვლელად?
-გაეთრიე ამ სახლიდან! მეორედ არ გაბედო ალექსანდრეზე მსგავსად ლაპარაკი, თორე გპირდები, მე გაგიმწარებ ცხოვრებას ისე,რომ ვერსად გამოყოფ თავს! ვერც ელიტაში, ვერც ვაკეში და საერთოდ ვერც ერთ გარეუბანში!
-ევა! ნუ მემუქრები-ჩემკენ წამოვიდა, ხელის ჩავლება უნდოდა, მაგრამ ალექსანდრეს ხმამ დაიჭექა ზემოდან.
-არ მიეკარო ჩემ ცოლს!-კიბეები ჩამოირბინა და სახეში მუშტი დაარტყა-საკმარისია, დატოვე ჩემი სახლი ეხლავე.
-როგორ ბედავ!-დიმიტრიმაც დაარტყა, ამასობაში ბესო და დაჩიც ჩამოვიდნენ და ძლივს გააშველეს დიმიტრი და ალექსანდრე ერთმანეთს.
-გაათრიეთ აქედან!-ალექსანდრე ცხოველივით ღრიალებდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ისეთ დღეში იყო ბესო ძლივს აკავებდა.
-გაშორდები შენ ამ ნაბიჭვარს!!!
-ნაბიჭვარს ვის ეძახი-ალექსანდრემ ჭიქა აიღო და უნდა გადაემტვრია თავზე,რომ მე გადავუდექი წინ.
-გეყოფა!-დავუყვირე თუ არა უკან დაიხია და გაჩერდა.
-დედამისმაც კი თავი მოიკლა ოღონდ ამ ოჯახში არ გაჩერებულიყო!-დიმიტრის ამ ფრაზის შემდეგ ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბესო და დაჩი უცბად გამოფხიზლდნენ და სანამ ალექსანდრემ რამის პასუხი მოასწრო, დიმიტრი ეგრევე გარეთ გაიყვანეს. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ნათია ხომ მისი ნამდვილი დედა იყო?
-ალექს...-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. მასაც აშკარად არ სურდა საუბარი, მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სახლიდან წავიდა.გაყოლას ვაპირებდი,მაგრამ ბესო და დაჩი შემოვიდნენ.
-დაანებე ევა, განიავდება და მოვა.
-რას ქვია მოვა, ცუდად არის , გამატარე ბესო-ბესო წინ გადამეღობა, ეტყობოდა,რომ არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა და ოდნავ უკან დაიხია.
-მისმინე, გვთხოვა,რო არ გაყოლოდი. გთხოვ ადი შენს ოთახში, არ შეიძლება შენთვის ამდენი ნერვიულობა და აქტივობა.
-მიდი და მე ჩაის გაგიკეთებ რო დამშვიდდე ცოტა-დაჩი სამზარეულოში შევიდა, ბესომ კი საძინებელში ამიყვანა. ლოგინამდე მიმაცილა და რო დავწექი ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მოიცადე. რას გულისხმობდა დიმიტრი? ნათია ალექანდრეს ნამდვილი დედა არაა?
-შენთვის არ უთქვამს?-ბესომ გაოცებული სახით შემომხედა.
-არა.. ეგ .. კი თქვა, მაგრამ ის არ ვიცოდი,რომ დედამისმა თავი მოიკლა.
-ხო, ეგ საკმაოდ პირადული თემაა მისთვის. ჯობს შენით ჰკითხო.
-გთხოვ მომიყევი.
-არ მოეწონება მე რო გითხრა, დარწმუნებული ვარ რომ დამშვიდდება თვითონაც გეტყვის.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, ალექსანდრეს ველოდი. ბიჭებიც ქვემოთ იყვნენ, არ წასულან, ალბათ მან დაავალა დარჩენა. სიმართლე გითხრათ არ მაწუხებდა ის ფაქტი,რომ აქ იყვნენ. რაღაცმ ომენტში თავს უფრო დაცულადაც ვგრძნობდი. დიმიტრის სიტყვებმა შემაშინა. მას მართლაც ბევრი რამის გაკეთება და დაშავება შეეძლო ალექსანდრეს ოჯახისთვის. ღირდა თუ არა ეს ფარსი ამდენ რისკად? ალექსანდრეს მე უბრალოდ იმიტომ ვჭირდებოდი,რომ ანი არ მოეყვანა ცოლად. ახლა აღარ იქნებოდა ვალდებული. იქნებ დავშორებოდით. აბა ი ჯობდა,რომ დიმიტრის გაენადგურებინა მთელი მისი ბიზნესი? ყველაზე ცუდი ის იყო,რომ დიმიტრი ამას პირდაპირ არ გააკეთებდა. საკმაოდ ჭკვიანია, იმისთვის,რომ ვინმეს ეჭვის საფუძველი მისცეს. დილის 7 საათი იქნებოდა, მანქანის ძრავის ხმა რომ მომესმა და ეგრევე ვიცანი, ალექსანდრეს მანქანა იყო. ბიჭები ეგრევე გარეთ გაცვივდნენ. ხმადაბლა საუბრობდნენ, ლამის ჩურჩულით. არაფერი მესმოდა, მაგრამ მისაღებში შევიდნენ და კარგახანი ჩურჩულებდნენ. უცბად მსხვევის ხმა გავიგე, ალექსანდრემ რაღაც ისროლა და დაამტვრია. გასვლა მინდოდა, მაგრამ შიშისაგან მთელი სხეული ამიკანკალდა. ცოტახანში ისევ დაწყნარდა. ახლა უკვე აღარაფერი მესმოდა. ცოტახანში მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე, ალექსანდრე ოთახში შემოვიდა, ალკოჰოლის სუნად ყარდა. აბაზანაში შევიდა, შეიგინა, კარზე თქვა რაღაც და შემდეგ შხაპის ხმა გავიგე. ვერაფრით დავიძინე, სანამ არ გამოვიდა და არ დაწვა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. მალევე ჩაეძინა, ხვრინვა ამოუშვა თუ არა წამოვდექი და ქვევით ჩავედი. ბესო და დაჩიც წასულები იყვნენ. წინა ღამე კოშმარად მეჩვენებოდა. მეგონა,რომ ერთი დიდი სიზმარი იყო, ალბათ მართლა გადმოვვარდი იმ შენობიდან და ახლა კომაში ვიყავი. სავარძელში ვიჯექი და ყავას ვსვამდი, აღარ ჰქონდა ალბათ ძილს აზრი თქო ვფიქრობდი. მაგრამ მაინც ჩამეძინა. კიბეების ხმაზე გამეღვიძა, საათს რომ დავხედე 9 ს ნახევარი იყო, აგრეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. ალექსანდრე ჩამოდიოდა, ჩემი დანახვა ქვევით არ გაჰკვირვებია.
-რატომ გძინავს აქ-ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, კიდევ უფრო ბოხი ვიდრე აქვს ხოლმე.
-ვერ ვიძინებდი და აქ ჩამეძინა.
არაფერი მეტი არ უკითხავს, სამზარეულოში შევიდა, ყავა მოიდუღა და ჩემთან დაჯდა. ცოტახანი მიყურებდა და ელოდებოდა რომ რამეს ვკითხავდი. მაგრამ არაფრის კითხვას არ ვაპირებდი, ისევ ატეხილ ხასიათზე იყო.
-კარგია,რომ კითხვებს არ სვამ-ბოლოს ამოღერღა და ყავა მოსვა-როცა დაიმსახურებ მაშინ მოგიყვები ყველაფერს.
-არ მინდა.
-შენ გინდა გაიგე,რომ წოლითი რეჟიმი გაქვს და უნდა გაუფრთხილდე ბავშვს. ნუ დადიხარ აქეთ-იქით-საყვედურებით ავსება დამიწყო. კიდევ გაღიზიანებული იყო.
-ალექს, ეხლა გაღიზიანებული ხარ , ხვალ ვილაპარაკოთ.
წამოვდექი, ოთახში ასვლა დავაპირე, მაგრამ ხელი დამავლო და მისკენ მიმიზიდა.
-წამით არ ჰქონდეს არავის იმედი,რომ მე შენ დაშორების უფლებას მოგცემ-უცბად ისეთი მზერით გამომხედა, სახეზე წითელმა ფერმა დამკრა. შეიძლება... მეჩვენებოდა,ჰორმონების გამო,მაგრამ წამით მისგან ისეთი რამ ვიგრძენი,რაც აქამდ არ მიგრძვნია. ალექსანდრეს ჩემი დაკარგვა არ უნდოდა, თითქოს მისთვის ძვირფასი ვიყავი, არა იმიტომ,რომ ოჯახისთვის თვალების ახვევა უნდოდა, ან იმიტომ,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.. არა ალბათ ვბოდავ. ამ ფიქრებში გართულს, კიდევ უფრო მომიახლოვდა და დაელოდა ჩემგან საპასუხო ქმედებას, მაგრამ მე დავიბენი და ნელა დავიხიე უკან.
-ღამე მშვიდობის.
-ევა...-გავტრიალდი,გული ამიჩქარდა, ოღონდ ის არ ეთქვა რაზეც მე ვფიქრობდი-მე... დღეს კარს გავაკეთებინებ. აბაზანის-როგორ სასაცილოც არ უნდა იყოს, ეს ფრაზაც იმდენად გამიხარდა, რომ დიდად გული არ დამწყვეტია. ოთახში ავედი თუ არა გამომყვა და ისიც დასაძინებლად დაწვა. მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიძინებდით. ჩემკენ გადმობრუნდა, თვალების დახუჭვა ვერც მოვასწარი. ერთმანეთს ვუყურებდით და ამ მომენტში სიტყვებიც კი ზედმეტი იყო . თითქოს ყველაფერს უთქმელად ვხვდებოდით. ამ მოკლე დროში ერთმანეთის გაგება ისე ვისწავლეთ, რომ აღარც ვჩხუბოდბით. ვიცოდით,როდის უნდა გავჩუმებულიყავით, როდის უნდა გველაპარაკა. ხვდებოდა, როდის მჭირდებოდა ჩახუტება და როდის უბრალოდ საუბარი. ოდნავ ახლოს მივიწიე და მკერდზე დავადე თავი, მანაც წელზე შემომხვია ხელი, ზურგზე საბანი გადმომაფარა და თავი თავზე დამადო.
-გპირდები, მეორედ დიმიტრი აქ ფეხსაც ვერ შემოადგამს-ასე ჩაგვეძინა ორივეს. მის მკლავებში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ალბათ საღამომდე გვეძინა ასე, სანამ კარზე ბრახუნმა არ გაგვაღვიძა. ალექსანდრე წამოხტა, კამოდის უჯრიდან იარაღი ამოიღო და ქვევით ჩავიდა. ხალათი შემოვიცვი და ეგრევე გავეკიდე. კარი გააღო და ხელში მამამისი შერჩა. ამოისუნთქა, იარაღი გვერდით გადადო, მაგრამ ჯერ ადრე იყო შვებით ამოსუნთქვა. ვაჟას ვახტანგი შემოყვა.
-სამსახურში რატომ არ იყავი დღეს?-ვახტანგმა ჰკითხა.
-არ მეცალა. რა გინდათ?
-კარგი ამბები მაქვს შვილო-ვაჟამ ალექსანდრეს მხრებზე შემოკრა ხელები-რძალო. საღამო მშვიდობის. როგორ გიკითხო?-ვითომ მხოლოდ ახლა შემამჩნია.
-საღამო მშვიდობის, კარგად.. თავად?
-მშვენივრად რძალო. ახლახანს გავაფორმეთ დიმიტრისთან ხელშეკრულება, ჩვენთან ითანამრომლებს და მსუყე ინვესტიციებსაც ჩადებს შენ საქმეში. აღსაღნიშნი ამბავია, დღეს საღამოს გელოდებით ჩვენთან, დიმიტრიც მოვა და თქვენც აუცილებლად უნდა იყოთ.
ორივეს სახე წაგვეშალა, ერთმანეთს მივაჩერდით და პირი გვქონდა დაღებული.
-რას ქვია, ჩემ გარეშე ეს როგორ მოილაპარაკეთ!?
-ფირმის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მე ვარ. გვჭირდებოდა ეს ინვესტიცია, თან რა პრობლემაა? ჩვენი მძახალია, შენი სიმამრია. ხო უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს. თან მალე თქვენი შვილიც მოევლინება ქვეყანას და ხო უნდა შევჯერდეთ ყველაფერზე? ორი ამხელა ფირმა ექნება სამართავი, შენი და დიმიტრის მამის, ჩემსას ალბათ ვეღარ გაწვედეიბთ და ვახტანგს გადავაბარებ.
-ყველაფერი მოაწყე არა? 2 თვის წინ ევას დასანახადაც ვერ იტანდი, ახლა დიმიტრის ფულები გესიზმრება ყოველ ღამე.
-აბა რეებს მკადრებ ალექს, ცოტა დაფიქრდი შვილო. გრცხვენოდეს ჩემი პატარა რძალის-ახლოს მოვიდა და მუცელზე შემომხედა-სქესი როდის გვეცოდინება?
-ევა ნუ დგახარ ფეხშიშველი-ალექსანდრემ შენიშვნა მომცა-ადი ზევით და ჩაიცვი.
მარტო სურდათ საუბარი. ოთახში ავედი, მაგრამ ვერ მოვითმინე და კართან მივედი, მინდოდა გამეგო რაზე საუბრობდნენ.
-მე არ მსურს დიმიტრისთან საქმის დაჭერა.
-შენ არავინ გეკითხება მაგას!
-მამა, გეყოფა-ვახტანგის ხმა გაისმა. ცდილობდა დაემშვიდებინა ვაჟა, რადგან იცოდა მისი ხასიათი.
-ანი რომ ცოლად მოგეყვანა ახლა არ მოგვიწევდა უზნაძეებთან შეტენვა! ვერც მე ვიტან დიმიტრის,მაგრამ სხვა გზა არ გვაქ. გაკოტრების პირას ვართ ალექს.
-შენ წარმოდგენა გაქვს ვინ არის დიმიტრი? ან რა გაუკეთა ევას? რას მეუბნები,რომ ჩემ ცოლს ვთხოვო დაივიწყოს ის საშინელი წლები რაც აგმოიარა მაგ არაკაცის გამო და ხვალ დაჯდეს იმ ვახშამზე ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა? მე თუ ფეხზე გკიდივარ, შენი შვილიშვილი მაინც შეიცოდე. ევას ამდენი ნერვიულობისგან შეიძლება მუცელი მოეშალოს ვაჟა.
-არ მაინტერესებს არაფერი. ხვალ საღამოს 7 ზე იქნებით ჩვენთან ვახშამზე, ან საერთოდ უარს ვიტყვი საბოლოოდ შენზე და გამოვაცხადებ ვახტანგს ჩემ კანონიერ მემკვიდრედ. ყელში ამოვიდა უკვე შენი შეცდომების გამოსწორება. ცოლიც და ქმარიც ცოტა გონს მოეგეთ, მიხვდით რა პაუხისმგებლობები გაკისრიათ ერთმანეთის, ამ ბავშვის და თქვენი ოჯახების მიმართ-კარი გააღო წასვლას აპირებდა,მაგრამ ბოლოს მაინც მიაძახა -კიდევ კარგი საწყალი დედაშენი არ გხედავს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მაგრამ არ მეყო ძაან ჩაიხლართ ეს თავი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№2 სტუმარი lile

კარგად წერთ და ლამაზად,მაგრამ რატომ არ ამთავრებთ გასულულ ისტორიებს,იქნებ მოახერხოთ გამეხარდებოდა და არა მარტო მე.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent