შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(1)


3-02-2023, 21:43
ავტორი MmariiamM))
ნანახია 2 016

თავი 1


დილის 6 საათი, კარზე გამაყრუებელი ბრახუნი და მასპინძლის ნამძინარევი შეძახილი
-მოვიდვარ. რა ჯანდაბა ხდება?!-სტუმარი კარის გაღებისთანავე შეიჭრა სახლში და მისაღებში არსებულ ბარს მიადგა, სასმელი დაისხა და ერთ ყლუპად დალია- არ იტყვი რა მოხდა?
-ლაშა შარში ვარ ძმაო
-შენ ახალი თქვი რამე დაჩი-მასპინძელს გაეღიმა და სავარძელში მოკალათდა რათა სრული იტორია მოესმინა-მიდი მოყევი ყურადღებით გისმენ
-რამდენიმე საათიის წინ ბარში ონიანის ბიჭებს გადავეყარეთ მე და ჩვენი ბიჭები და სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. ონიანის მარჯვენა ხელი საავადმყოფოშია
-მერე ეგაა პრობლემა ჩაძაღლდეს ერთი მაგისიც-ლაშას სიძულვილი გაუკრთა სახეზე
-ეგ ნაბიჭვრები კი არა ის გოგოა პრობლემა
-რომელი გოგო?
-ბარის თანამშრომელმა დამინახა დანა როგორ დავარტყი იმ ნაგავს, რომ ალაპარაკდეს დავიღუპები
-შენ სულ გააფრინე მოწმის წინ ტიპი როგორ დაჭერი-ლაშა სიბრაზისგან ფეხზე წამოიჭრა და დაჩის სახეში უთავაზა
-რას მირტყამ ტო დამეხმარე, მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ იმ გოგოს მაშინ მოუნდებოდა ნაგვის გადაყრა
-რას გირტყამ კი არა მეტიც მოგიწევს როცა ამ საქმიდან გამოვძვრებით. გოგო სადაა?
-ჩემს მანქანაში
-ბარემ აქ ამოგეყვანა ტვინი სულ არ გაქ?! მძღოლს დაურეკე აგარაკზე წაიყვანოს და კარგად მიხედოს
-უნდა მოკლა-დაჩის სახეზე შიში დაეტყო
-რა უნდა მოვკლა გააფრინე. მოკლედ ახლავე გამირკვევ მაგ გოგოზე ყველა დეტალს ისიც კი უნდა ვიცოდე საპირფარეშოში რამდენჯერ დადის.
-ეს რაში გჭირდება?
-ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი, თუ მისას ვიპოვი მის გაჩუმებას შევძლებ. წადი საქმეს მიხედე.
დაჩიმ დევდარიანის სახლი დატოვა თუმცა ჯერ კიდევ აფორიაქებული იყო, ხვდებოდა რომ უდანაშაუო გოგო ლომის ხახაში ჩააგდო. დაჩი ყველაზე უკეთ იცნობდა ლაშა დევდარიანს ხვდებოდა რომ ეს ამბავი ასე ადვილად არ ჩაივლიდა. რამდენიმე საათი და ნაცნობების შეწუხება დასჭირდა რათა ლაშას მოთხოვნა შეესრულებინა, ინფორმაცია ერთ საქაღალდეში მოათავსა და მეგობრის სახლში დაბრუნდა
-მომიტანე
-აქ ყველაფერია იმ გოგოზე-საქაღალდე მაგიდაზე ხმაურით დადო დაჩიმ და ისევ ბარს მიაშურა
-მოდი ვნაოთ -საქაღალდე საგულდაგულოდ წაიკითხა და მაგიდაზე დააბრუნა- ბიჭებს დაურეკე მანქანა მომიყვანონ დროა ჩვენს სტუმარს შევხვდე.
-მეც წამოვიდე?
-არა აქ დარჩი და სახლიდან არ გახვიდე ყველაფერს მე მივედავ.
სწრაფად მოემზადა და აგარაკისკენ გაემართა. ერთ საათში უკვე ადგილზე იყო.
-სად არის?-ცივი ხმით კითხა დაცვის თანამშრომელს
-საძინებელში, ჯერ კიდევ სძინავს-ნელი ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ, კარი ფრთხილად გააღო და საწოლზე მწოლიარე სხეული შეათვალიერა, გოგო ჯერ კიდევ გათიშული იყო. საწოლითან სკამზე ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა სტუმრის გამოფხიზლებას,საწოლზე მწოლიარე სტუმარს თვალს ვერ აშორებდა, იყო მასში რაღაც რამაც დევდარიანის ცივ გულს აჩქარება აიძულა, ერთი წამით მოსვენებაც კი დააკარგვინა. ლოდინში საქაღალდე კიდევ ერთხელ გადაათვალიერა
-სად ვარ?-კითხვა ოთხაში გაჟღერებულმა ხმამ გააწყვეტინა
-კარგია როგორც იქნა გაიღვიძე-მისთვის არც კი შეუხედავს
-სად ვარ? თქვენ ვინ ხართ?-გოგონას შიში და დაბნეულობა ერთდროულად დასთამაშებდა სახეზე
-ქალქგარეთ აგარაკზე, მე ლაშა დევდარიანი ვარ ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნები-საქარალდე გადადო და გოგოს რეაქციას დააკვირდა
-აქ როგორ ... -ერთი წამით გაჩერდა, გაახსენდა რაც რამდენიმე საათის წინ დაინახა- აქ იმიტომ ვარ რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდი?
-ყოჩაღ მართლაც ჭკვიანი ყოფილხარ კირა
-ჩემი სახელი საიდან იცით?-სტუმარს შიში გაუმძაფრდა
-მარტო სახელი-ლაშას გაეღიმა-შენი ფეხის ზომაც კი ვიცი, კირა დოლიძე 19 წლის, მარკეტინგის 2 კურსის სტუდენტი, დედისერთა, ბარში მიმტანად მუშაობ... გავაგრძელო?
-ნუ შეწუხდები, არ ვიცი ჩემგან რა გინდა მაგრამ პირდაპირ გეტყვი დაინტერესებული არ ვარ, მინდა ახლავე ქალაქში დამაბრუნო
-ოჰო როგორი მომთხოვნი ხარ- წამოდგა და საწოლს მიუახლოვდა-ვერსად წახვალ სანამ მომხდარზე არ ვისაუბრებთ
-მოდი გამოვიცნობ გინდა ჩუმად ვიყო რადგან ის შეიარაღებული ბიჭი შენი მეგობარია
-ჭკვიანი გოგო-თმებზე ნაზად მოეფერა
-ხელები გაწიე, ტყუილს არ ვიტყვი საერთოდ არ მაინტერესებს როგორ შარში გაეხვევა შენი მეგობარი და ახლავე თუ არ გამიშვებ გატაცებისთვის გიჩივლებ
-როგორ გამაცინე, როგორც ჩანს სიტუაცია კარგად ვერ აგიხსენი იმას იზამ რასაც გეტყვი, თუ გინდა ცოცხალი დარჩე
-ეს შენ ვერ გამიგე კარგად შენი არ მეშინია ჩემი მოკვლა რომ გდომოდა ჩემს გაღვიძებას არ დაელოდებოდი-კირა საწოლიდან ადგა და კარისკენ გაემართ
-მანდ გაჩერდი ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი
-კარგად მომისმინე განებივრებულო მდიდარო ბიჭო ბრძანებების შესრულებას არ ვარ მიჩვეული ასე რომ ნახვამდის
-ჩემი ბრალია ზედმეტად თავაზიანი ვიყავი- ხელი მკლავში ჩავლო და საწოლს მიანარცხა, კირას ტკივილისგან სუთქვა შეეკრა- აქ იქამდე დარჩები სანამ, ჩუმად ყოფნას და მითითებების შესრულებას არ ისწავლი
-წადი შენი მოძალადე ნაგავო, არ ვაპირებ შენი ბძზანების შესრულებას
-როგორც ჩანს კარგად გავერთობით, გაქცევას ტყუილად ნუ ეცდები ეზოში შეიარაღებული ხალხია- გაუღიმა და კარი გაიჯახუნა
-რას გვიბრძანებთ ბატონო-ოთახიდან გამოსულს დაცვის თანამშრომელი დახვდა
-სახლის გარეთ დაცვა გააძლიერეთ, აქედან რომ გავიდეს ყველას დაგხოცავთ, სახლი არ უნდა დატოვს.

მარტო იჯდა ბნელ ოთახში უცნობ ადგილას, უცნობი ხალხის გარემოცვაში და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა. ვერ იჯერებდა რომ ეს სინამდვილე იყო. ერთი წამით იმაზეც კი დაფიქრდა დევდარიანის შემოთავაზება ხომ არ მიეღო მაგრამ ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ფიქრებიდან კარებში შემოჭრილმა სინათლემ გამოარკვია
-იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე?-დევდარიანი იატაკზე მჯდომ კირას გვერდით მიუჯდა-არ მინდა რამე დაგემართოს, წინ მთელი ცხოვრება გაქ
-აზრის შეცვლას არ ვაპირებ ამიტომ რაც გინდა ის ქენი-კირა სიბრაზისგან ფეხზე წამოიჭრა, თუმცა მოულოდნელად გვერდში ტკივილი იგრძნო და წამოიყვირა
-რა მოგივიდა-ლაშა სწრაფად მივიდა მასთან-მაჩვენე რა გტკივა
-არ გინდა-ხელით ანიშნა რომ მეტად არ მიახლოვებოდა-ეს შენ გამოა, ასე რომ თავს ანგელოზად ნუ მომაჩვენებ- შეტრიალდა მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო რადგან ტკივილი ზედმეტად ძლიერი იყო
-დახმარების უფლება მომეცი-მის თანხმობას არც დალოდებია, ხელში აიყვანა და საწოლზე ფრთხილად დასვა, მისმა ასეთმა სიახლოვემ დევდარიანს ერთი წუთით გონება დაუბინდა, თვალს არ აშორებდა მის წინ ჯდომ გოგოს რომელიც ტკივილისგან გამოწვეული ცრემლების შეკავებას ცდილობდა
-ნუ მეხები შენგან არაფერი მჭირდება-მძვინვარე თვალები შეანათა მასპინძელს
-მაისური აიწიე-კირას მძვინვარება დაბნეულობამ შეცვალა-უნდა ვნახო რა გჭირს-კირა გაუნძრევლად იჯდა და დევდარიანს აშტერდებოდა-ღმერთო ასეთი ჯიუტი როგორ ხარ-ლაშა მიუახლოვდა ხელები წელზე მოხვია და მიიხუტა, შემდეგ ფრთხილად აუწია მაისური და მისი დალურჯებული სხეულის დანახვისას გულში ჯერ არ განცდილი შეგრძნება გაუჩნდა
-ხელები მომაშორე-კირა ძვლივს გამოფხიზლდა დევდარიანის შეხებისგან გონება არეული
-ეს როგორ მოხდა?
-მაშინ მოხდა როცა ხელი მკარი გენიოსო
-ჯანდაბა, აქ იჯექი წავალლ ექიმს გამოვიძახებ-მაშინვე კარისკენ გაემართა
-მანდ გაჩერდი დევდარიანო-ცივი ხმა ჩაესმა ზურგიდან-მე ტყვე ვარ და არა სტუმარი, ჩემთვის ნუ შეწუხდები, შეიძლება ამ სიტუაციამ საქმე გაგიმარტივოს, იქნებ ჩემით მოვკვდე და ამის გაკეთება შენ არ მოგიწევს
-რა ჯანდაბა გჭირს-დევდარიანის ყვირილმა გააყრუა არემარე, კარი დახურა და კირას გვერდით ჩამოჯდა საწოლზე- 19 წლის ხარ ასე ადვილად როგორ ამბობ სიცოცხლეზე უარს
-ეს შენ გინდა რომ გამაჩუმო, მაგისთვის კი მხოლოდ ერთი გზაა
-ასე რა ჯანდაბის გამო იქცევი
-მე მეგონა ჩემზე ყველაფერი იცოდი, როგორც ჩანს ის გამოტოვე რაც მნიშვნელოვანია
-იქნებ განმანათლო პატარა ქალბატონო
-თუ მოგიყვები მარტო დამტოვებ
-მომიყევი და იქნებ გაგიშვა კიდეც- გაეღიმა ლაშას
-2 წლის წინ ჩემი ოჯახის წევრი დაიკარა, პირველ დღეს მეგონა რომ დაბრუნდებოდა, მეორე დღეს იმედს არ ვკარგავდი რომ პოლიცია მას დააბრუნებდა, მესამე დღეს მისი ცხედარი იპოვეს. ამის შემდეგ იმის იმედიღა მქონდა რომ დამნაშავე პასუხს აგებდა, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა, ის 16 წლის იყო წინ მთელი ცხოვრება ქონდა. ამის შემდეგ კი შენ გინდა რომ ჩემი სიჩუმით იმ დაშავებული ბიჭის ოჯახის წევრებიც ისე დავტანჯო როგორც მე ვიტანჯებოდი. მაპატიე მაგრამ არ შემიძლია
-ამის შესახებ არ ვიცოდი, ვიზიარებ შენს მწუხარებას, თუმცა უფლებას ვერ მოგცემ ჩემი მეგობრის ცხოვრება დაანგრიო იმ არაკაცის დასაცავად
-მასზე მომიყევი მინდა ვიცოდე ...
-ბატონო პრობლემა გვაქ-საუბარი დაცვამ შეაწყვეტინათ
-რა მოხდა?
-ონიანი მოვიდა
-მაგან გააფრინა?! ჩემს სახლში რა უნდა
-ამბობს რომ ჩვენს სტუმარს მოაკითხა
-მასთან დარჩი და დაიცავი იმ ნაგავს მე მივხედავ.-ლაშა მოსულს თავისი ცივი ირონიული ღიმილით შეეგება ეზოში-აქ რამ მოგიყვანა დემეტრე ონიანო?
-იცი აქ რატომაც ვარ გოგო გადმომეცი და მშვიდობიანად დავიშლებით
-გოგო ჩემი სტუმარია და არსად არ წამოვა
-არ გაართულო დევდარიანო ერთი გოგოს გამო ომს ნუ წამოიწყებ
-ის უბრალოდ გოგო არაა და თუ ომი გინდა მიიღებ კიდეც
-გახსოვდეს ეს შენ დაიწყე-ონიანმა იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა-ეს გაფრთხილება გოგო მომეცი
-წადი ონიანო სანამ წასვლა შეგიძლია, ჩემს სახლში ვერ მოხვალ და წესებს ვერ მიკარნახებ-დემეტრემ ხალხის რაოდენობას გადაავლო თვალი და მიხვდა რომ ვერ გაიმარჯვებდა
-ახლა წავალ დევდარიანო მაგრამ დავბრუნდები.
დემეტრემ ეზო დატოვა, თუმცა ლაშა მას კარგად იცნობდა იცოდა რაზე იყო წამსვლელი
-ხალხის რაოდენობა გაზარდეთ, ჩიტმაც ვერ უნდა გადაიფრინოს ჩემი ნებართვის გარეშე-ლაშა სახლში შევიდა და სტუმრის ყვირილის ხმა გაიგონა
-ახლავე გამატარე ქვევით უნდა ჩავიდე
-მაპატიეთ ქალბატონო ამის უფლება არ მაქვს
-არ მაინტერესებს უნდა გავიგო...
-გინდა გაიგო მოვკვდი თუ არა?-ოთახში ლაშა შევიდა და დაცვა გაუშვა
-კარგად ხარ?-კირა დაჟინებით აკვირდებოდა მის წინ მდგომ ბიჭს
-არ მეგონა თუ ინერვიულებდი
-შენგან განსხვავებით მე გული მაქვს და არ მინდა ვინმე ჩემს გამო დაშავდეს
-მართლა განსხვავებული გოგო ხარ-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კირას და თვალებში ჩახედა- მე შენ გაგიტაცე, ჩემს გამო დაშავდი და მაინც ნერვიულობ ჩემნაირ ურჩხულზე
-ურჩხული არ ხარ, უბრალოდ ბიჭი ხარ რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე-კირამ რამდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან და მზერა აარიდა ლაშას
-მაგ ყველაფერს როგორ მიხვდი?
-არ ვიცი ვის დაავალე ჩემზე ცნობების მოძიება მაგრამ იქ ბევრი არაფერი წერია
-უფრო კონკრეტულად?-ლაშას გაეღიმა კირას ქედმაღლობაზე
-მეც იმ სამყაროში გავიზარდე რომლის მეფეც გგონია თავი, თუმცა იმ განსხვავებით რომ მე მეფემ გამზარდა
-რას ბოდავ გარკვევით ამიხსენი
-ჩემს შესახებ კარგად გაიკითხე დევდარიანო, აჯობებს იცოდე ვის წინააღმდეგ წახვედი ჩემი გატაცებით
-გავარკვევ და დიდი იმედი მაქ დროს არ დავკარგავ
ლაშამ ოთახი დატოვა და სასწრაფოდ დაჩის დაურეკა. გოგონაზე მეტის გაგება უნდოდა, რადგან გრძნობდა რომ ის უბრალო მიმტან გოგოზე მეტი იყო, ამას მის თვალებში ხედავდა, ბევრი ადამიანი უნახავს თუმცა მისნაირი არც ერთი, მისი საუბარი, გამოხედვა და ქცევები მასში აუხსნელ ემოციებს იწვევდა. უკვე შუა ღამე იყო როდესაც ეზოში მანქანა გაჩერდა, სტუმარი პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდა სადაც დევდარიანი ელოდებოდა
-რა გაარკვიე?-შეკითხვა ისე დასვა ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია
-მაგრად დაგვერხა ძმაო-ეს თქვა და სავარძელში მოწყევტით ჩაეშვა დაჩი სახეზე შიში დასთამაშებდა
-უფრო კონკრეტულად
-ლევან დოლიძე იცი ვინ არის?
-კი დაჩი ვიცნობ ბატონ ლევანს ამ ქვეყანაში საქმის კეთება თუ გინდა მის გარეშე ვერ შეძლებ, თუმცა ის რა შუაშია
-ჩვენი პატარა პრინცესა ლევან დოლიძის ძმისშვილია, ჩუმად ხალხი ჩურჩულებს რომ მისი მემკვიდრე შეიძლება გახდეს
-ამის დედაც-ლაშა სკამიდან წამოხტა და ჭიქა კედელს მიანარცხა იმაზე დიდ შარში იყო ვიდრე წარმოიდგენდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნაზი

კარგი იყო❤️ როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent