შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(12)


3-02-2023, 23:44
ავტორი sati
ნანახია 1 717

როცა საქმე დიმიტრის ეხებოდა, არჩევანი დიდი არ მქონდა. წამით არ გეგონოთ რომ ,,მამა'' ამ ყველაფერს ჩემს გამო აკეთებდა. არა, ბატონი უზნაძე ღელავდა საკუთარ იმიჯზე, თავმოყვარეობაზე. ახლა ის საშიშ თამაშს მეთამაშებოდა და დარწმუნებული იყო რომ უკვე მოგებული ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ შენობის სახურავზე, სადაც 2 თვის წინ ვიდექი. რას წარმოვიდგენდი რომ ის დღე ჩემს ცხოვრებას არა თუ დაასრულებდა, არამედ უარესისკენ შემოაბრუნებდა. უკვე ვეღარ ვარჩევდი, რეალობას, ილუზიას თუ ჯოჯოხეთს ერთმანეთისგან. მაინც ამ უკანაკსნელისკენ ვიხრები. ალბათ მოვკვდი და ეს ჩემი პირადი ჯოჯოხეთია, სადაც ცრუ სიყვარული, ტყუილში შექმნილი ოჯახი და ვითომ უზრუნველი ცხოვრება მტანჯავს ყოველდღე. თითქოს ცხოვრება დამცინის, ალბათ ცხოვრება რომ ჩემს წინ იდგეს, მეტყოდა ,,შენ ხომ სწორედ ეს გინდოდა? საყვარელი ადამიანი, მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოფილი ცხოვრება და მამა,რომელიც შენზე ზრუნავს''. არავის ვაბრალებ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ახლა ვეღარც სახურავზე დავბრუნდები, ვერც დიმიტრისთან წავალ და ვერც ალექსანდრეს გავშორდები. შვილზე უნდა ვიფიქრო. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქედან შორს წასვლაა. არ ვიცი ზუსტად სად, მაგრამ თუ მინდა რომ ალექსანდრეც უსაფრთხოდ იყოს , მისი ოჯახიც და ჩვენი შვილიც, ასე უნდა მოვიქცე. სანამ დიმიტრიმ გაიგო, რომ ჩემთვის ალექსანდრე მნიშვნელოვანია და მისი სიცოცხლით შანტაჟი დაუწყია, ჯობს წავიდე. თუმცა ახლა არა, დღეს ისე უნდა მოვიქცე,რომ ვერავინ ვერაფერი იეჭვოს. ამიტომ საძინებელში ავედი და ვახშმისათვის დავიწყე მომზადება. ალექსანდრეც ამოვიდა ცოტახანში, ტრილიაჟის გვერდით დადგა,სადაც მე ვიჯექი და მიყურებდა.
-ემზადები?-გაკვირვებულმა მკითხა.
-კი. არ გინდა შენი ლურჯი პერანგი ჩაიცვა? მომწონს ეგ.
-ევა, ცოტახნის წინ მამაშენმა აქაურობა ლამის დაანგრია ოღონდ წაეყვანე და ახლა ვახშამზე გვეპატიჟება, შენ ეს ნორმალური გგონია?
-როცა საქმე ჩვენს ოჯახებს ეხება, ნორმალური არაფერია. მივეჩვიე უკვე.
-შენ ენდობი მას?
-არა, მაგრამ ვიცი,რომ დიმიტრი ყველაფერზე წავა ოღონდ თავისი გაიტანოს. ამიტომ ჯობს, რომ არ შევწინააღმდეგოთ.
-ევა, შენ თუ არ გინდა იქ წასვლა, ის ვერ დაგაძალებს. პირობას გაძლევ.
-მზად ვარ.
-ევა შემომხედე!-მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. შემზარავად დამიყვირა. სკამიდან წამომაყენა და თვალი თვალში გამიყარა-ჩვენ არ მივდივართ.
-ერთი საათი ალექსანდრე, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. მერე თუ გინდა შენს მეგობრებს გავუაროთ.
-ევა, მგონია, რო ტვინი გამოგირეცხა. მისი დანახვაც არ გინდოდა, მეხვეწებოდი,რომ მასთან საქმე არ დამეჭირა, მზად იყავი გამშორებოდი კიდეც და ეხლა რა დაგემართა!
-შენ გინდა მამაშენს აღუდგე წინ?
- მამაჩემი თუ აქამდე ვერ შეამჩნიე.
-შენ ახლა ამბობ ასე, მაგრამ როცა სრულიად უყველაფროდ დარჩები, ჩამოგართმევს მთელ ქონებას რას გააკეთებ? რითი აპირებ ჩვენი შვილის უზრუნველყოფას? დიმიტრისაც სწორედ ეს უნდა,რომ მას ვთხოვო მერე დახმარება და მასთან გავიქცე. ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი მამაშენია. როგორც არ უნდა გვეზიზღებოდეს ჩვენი მშობლები, ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. არ არის თავმოყვარეობაზე და ეგოზე ფიქრის დრო. ამიტომ ჩაიცვი, არა ჩაიცვი არა, გამოეწყე, ყველაზე ძვირფასი და ელეგანტური რაც გაქვს ის ჩაიცვი , გაიღიმე და ბედნიერი სახით წამოდი-ალექსანდრეს საკუთარ თავზე გადაბიჯებას ვთხოვდი,როდესაც მე თვითონ არ შემეძლო ამის გაკეთება. მაგრამ ამ საღამოს ეს ვახშამი რომ გაგვეცდინა, ალექსანდრეს ცხოვრება გაუმწარდებოდა. ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა,რომ ეგოისტურად არ ვიქცეოდი და ჩემს საქციელს ჩვენი შვილით ვამართლებდი. ალექსანდრეს არ უყოყმანია, მანაც მზადება დაიწყო და მალევე გავედით. ალბათ სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა, რადგან ახლა ისე ბედნიერად მომქონდა თავი, რომ მეც კი მჯეროდა, რომ ერთის ული მქონდა როდის დავინახავდი ვაჟას, ნათიას და დიმიტრის. მათაც სახეზე გაყინული და ნაძალადევი ღიმილი ჰქონდათ. შიგნით შეგვიპატიჟეს, უცნაური იყო,მაგრამ არც ვახტანგი და არც თეკლა ამ ვახშამზ არ იყვნენ. თავიდან საუბრობდნენ ბიზნესზე და მათ შეთანხმებაზე, მერე სიჩუმე ჩამოვარდა და დიმიტრიმ ალექსანდრეს გახედა.
-გავიგე,რომ შენი ფირმა კოტრდება. მინდა დახმარება შემოგთავაზო, ისევე როგორც მამაშენის კომპანიას.
-არა, მადლობა. უკვე მოვიფიქრეთ გამოსავალი.
-შეიძლება ვიკითხო რა გამოსავალია?
-მოგვიანებით შეგატყობინებთ, არ მიყვარს ოჯახური შეკრებების დროს ბიზნესზე საუბარი. ევაც დაიღალა ამის მოსმენით.
-ევა, საყვარელო, წამოდი ჩვენი ახალი კოლექცია მინდა დაგათვალირბინო,ორსული ქალებისთვის არის-ნათიამ არც მაცადა პასუხის გაცემა,რომ ადგა და მეც თან გამიყოლა. რომ მიხვდა,რომ უკვე როგორც მინიმუმ ორი ოთახით ვიყავით დაშორებული დანარჩენებისგან, გაჩერდა.
-აქამდ უნდა გეთქვა რომ დიმიტრი მამაშენია. აზრზე არ ხარ რა შარში გაგვხვიე ახლა ყველა. შენს ადგილას აქედან შორს წავიდოდი. ძალიან შორს. მე დაგეხმარები, ვერავინ გაიგებს სად ხარ.
-ისედაც ვაპირებ.
-ძალიან კარგი, არ მითხრა სად, უბრალოდ ფულს მოგცემ, იმდენს რომ შენც და ჩემს შვილიშვილს არაფერი დააკლდებათ, მაგრამ ჯერ მუცლის მოშლა უნდა გაითამაშო. ალექსანდრე არ მოგეშვება სანამ არ გიპოვის და ბავშვს არ წაგართმევს.
-თქვენ ასე ადვილად ამბობთ შვილიშვილზე უარს?
-შენ კიდევ არ იცნობ დიმიტრის, ეს ბავშვი,რომ დაიბადება, მითუმეტეს თუ ბიჭი იქნება, არც შენ და ალქსანდრეს არ გაგაკარებთ.
-თქვენ საიდან იცნობთ ასე ახლოდან მამაჩემს?
-ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. ნაცნობი ექიმი მყავს, მასთან წავალთ ახლა მე და შენ, გზაში დავურეკავ ალექსანდრეს, ვეტყვი,რომ უცბად დაგეწყო სისხლდენა და ეგრევე წაგიყვანე საავადმყოფოში. იქ ეტყვიან,რომ მუცელი მოგეშალა. ღამე სახლში,რომ წავა მანქანა მოგაკითხავს და ეგრევე წახვალ, ისე რომ უკანაც არ მოიხედები.
-და რა გარანტია გაქვთ,რომ ამის შემდეგ დიმიტრი თქვენ მოგეშვებათ?
-ეგ მე მომანდე. შენ რომ წახვალ ინტერესი დაეკარგება ჩვენი გამწარების.
-ამ დროს პირიქით, როგორც კი გაიგებს,რომ მუცელი მომეშალა, მთელ აგრესიას თქვენზე გადმოიტანს.
-სანამ შენ ჩვენს ოჯახში ხარ, დიმიტრი არ გაჩერდება. ამდენი დრო არ არის, წავედით-ხელი ჩამავლო და გარეთ გამაქანა, მანქანაში ჩავჯექით და გაზს ისე ჩააჭირა,მეგონა მართლა მომეშლეობოდა მუცელი. რესპუბლიკურში მივედით, მისი ნაცნობი ექიმის კაბინეტში შევედით. იქ მოილაპარაკეს და სტაციონარში წამიყვანეს და დამაწვინეს. ნათიამ თხოვა დამამშვიდებელი მოეცათ,რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, რომ მოვიდოდა ალექსანდრე ჯობდა მძინებოდა. ექიმმაც მომცა დამამშვიდებელი და მალევე ჩამეძინა.
***
-სად არის!-საავადმყოფოში ექოსავით გაისმოდა ალექსანდრეს და დიმიტრის სინქრონული, შემზარავი ღრიალი-სად არის!-ალექსანდრე ნათიას მივარდა,რომელიც ცრემლად იღვრებოდა.
-105-შია, ალექს დამამშვიდებელი მისცეს, არავის უშვებენ, ცოტ...-არ მოუსმინდა ნათიას, ხელით უხეშად მოიცილა და მისი პალატისკენ გაიქცა, გიჟივით შევარდა და საწოლს მიაწყდა. ევას ეძინა. იატაკზე დაემხო და თავი ხელებში მოიქცია, აქეთ-იქით ირწეოდა. საშინელ ტკივილს გრძნობდა, შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა. მის ირგვლივ ყველაფერი გაჩერებულიყო, არაფერი აღარ ესმოდა. იმ წამს, მისთვის ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა ევას გარდა. თითქოს ევა მისთვის ახლა კიდევ უფრო აღმატებული გახდა. ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ევას ტკივილი გაეყუჩებინა. მთელი ღამე მუხლებზე დამხობილმა გაატარა. ნათიამ ვერ მოახერხა ევას გამოყვანა, არ ეგონა ალექსანდრე თუ ამდენი ხანი დარჩებოდა.სადღაც 6 საათისკენ ევაც გამოფხიზლდა, ალექსანდრე მის გვერდით იწვა, სახეზე ცრემლების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის.
-გტკივა?-მხოლოდ ეს ამოღერღა.
-გამაყუჩებელი მომცეს-ევა დაბნეული იყო, არ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა.
-მაპატიე,რომ შენს გვერდით არ ვიყავი.. აღარ დაგტოვებ მარტო-მისი სახე ხელებში მოიქცია და მასთან ახლოს მიიტანა-ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. გპირდები. აუცილებლად ისე იქნება როგორც შენ გინდა-ერთი და იმავეს იმეორებდა, აღელვებული იყო. ევამ ხელები შემოხვია და ჩაეხუტა, იმ მომენტში საკუთარი თავი ეზიზღებოდა, სძულდა, ასე რომ ატყუებდა ალექსანდრეს. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ასე არწმუნებდა თავს. გაქცევა ერთადერთი გზა იყო. ალექსანდრე მთელი ღამის უძინარი იყო და ჩაეძინა. დილით კი ევა აღარ დახვდა. წამოდგა, აბაზანა შეამოწმა,მაგრამ რომ არ დახვდა პალატიდან გავიდა.
-უკაცარავდ, ევა უზნაძე სად გაიყვანეს?-ექთანთან მივიდა.
-ევა უზნაძე ახლახანს გავწერეთ.
-რას ქვია გაწერეთ? დილის 7საათზე გაწერეთ პაციენტი? არ უთქვამს სად მიდიოდა?
-არა, უკაცრავად შემოვლაზე მაგვიანდება. არაფერი არ ვიცი-ექთანი აღელდა და ხელებიდან დაუსხლტა ალექსანდრეს. ისიც გახელებული გაიქცა პირველ სართულზე და გარეთ გავარდა, ევა არ ჩანდა. არც ტაქსი, არც სხვა მანქანა. არანაირი დამშვიდობება, გაფრთხილება, წერილი თუ მესიჯი. ალექსანდრემ იმ დღეს არა მარტო შვილი, არამედ ცოლიც დაკარგა.
ევა მანქანაში იჯდა, ნათიას აეროპორტში მიჰყავდა. გადაწყვიტა თვითონ წაეყვანა და დამშვიდობებოდა.
-არ მითხრა ბილეთს,რომელ ქვეყანაში იყიდი. ფული...
-არ მჭირდება თქვენი ფული. ჩემით მივხედავ თავს.
-ჩემი შვილიშვილი ქუჩაში არ იცხოვრებს, მითუმეტეს იქ, სადაც ყველაფერი ასჯერუ უფრო ძვირია. შენთვის თუ არა მისთვის დახარჯავ ამას. ათასი გამოკვლევა დაგჭირდება. ძალიან შორსაც არ გაფრინდე, მართლა არ მოგეშალოს მუცელი. ალექსანდრე სავარაუდოდ გამომძიებელს დაიქირავებს, ეცდება გიპოვოს. ამიტომ კარგად უნდა დაიმალო. თუ საჭირო იქნება,წერილიც გამოუგზავნე, უთხარი,რომ შორდები და არ გიდნა მასთან არაფერი საერთო. ასე სჯობს. თუ გინდა მე დავწერ.
-არა, მე დავწერ.
აეროპორტში მალევე მივიდნენ. ნათიამ გადაატანინა ხელჩანთა.
-კარგად მომისმინე, კონტაქტზე არავისთან გამოხვიდე. განსაკუთრებით დიმიტრისთან. ბავშვს მიხედე. მამაზე არაფერი მოუყვე, არც ჩვენზე.
-რატომ მეხმარები?
-იმიტომ,რომ ... ვიცი ვისთანაც გაქვს საქმე. ის დაუნდობელი ადამიანია.
-იცნობდით ერთმანეთს?
-იმაზე ახლოს ვიდრე შენ გგონია. ცხოვრებაში სიყვარულში არც ერთხელ გამიმართლა. მაგრამ ახლა ამის დრო არ გვაქვს, ჩემი შვილი არც ისეთი დებილია,რომ ვერ მიხვდეს,რომ აეროპორტში წამოხვედი.
-ალექსანდრე ხომ თქვენი შვიილი არ არის?
-მე გავზარდე-უყოყმანოდ მიპასუხა-არ აქვს მნიშვნელობა მშობელი ბიოლოგიურია თუ არა. ალბათ მაგას უკვე შენც მიხვდებოდი. თუ საჭირო იქნება, შენ შვილსაც გაზრდის ის ვინც შენს გვერდით იქნება. კარგად აარჩიე პარტნიორი ევა, იმიტომ,რომ ახლა უკვე არა მარტო შენს თავზე აგებ პასუხს, არამედ მასზეც-მუცელზე დაადო ხელი-დიმიტრი არ გაცოცხლებდათ ერთად დიდი ხნით. მე ამას ალექსანდრესთვის ვაკეთებ, ცხოვრებას გაუმწარებდა და ციხეში ამოალპობდა. მის ბინძურ საქმეებში გარევდა. შენს შვილსაც არ ელოდებოდა კარგი არაფერი. კარგი, უნდა წახვიდე, თუ გინდა,რომ მალევე გაასწრო აქაურობას. ალექსანდრეს მე შევაკავებ რამდენი ხნითაც შევძლებ.
-მადლობა-ევამ ჩანთა აიღო და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა აეროპორტში. ზუსტად იცოდა,რომ თუ არ იჩქარება ან მამამისი ან ალექსანდრე თუ საჭირო იქნებოდა თვითმფრინავსაც გააჩერებდნენ სულ რო აფრენის ბოლო წუთი ყოფილიყო და მთელ რეისს გადაადებინებდნენ. ამიტომ პირველივე რეისით რაც მიფრინავდა იმის ბილეთი აიღო, სულ სირბილით გაიარა პასპორტ კონტროლი, ბარგის ჩაბარება არ დაჭირვებია და თვითმფრინავში ჩაჯდა თუ არა ამოისუნთქა.
***
შემდეგ თავსაც დღესვე დავდებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent