ერთხელ...(13)
როგორც იქნა, ყველა მგზავრი ამოვიდა, თვითმფრინავში. თუმცა აფრენა მაინც არ იწყებოდა, ათასი რამ მიტრიალებდა თავში. ნახევარი საათით გადაცდა ფრენას, პეგასუსით მივფრინავდი და წესით არ ახასიათებს ამ ავიახაზებს ასეთი დაგვიანება და გადაცდომა. როგორც იქნა ბორტ გამცილებელიც მოვიდა და გვაცნობა,რომ ფრენა 2 საათით გადაიდო. გული ამიჩქარდა, სახეზე ოფლმა დამასხა, ახლა უკან უნდა ჩავსულიყავი და დიმიტრი და ალექსანდრე დამხვედროდა. მგზავრებმა ჩასვლა დაიწყეს. ბოლოს მე დავრჩი, ბორტ გამცილებელი მოვიდა და ახსნა დაიწყო,რომ უნდა ჩავსულიყავი,მაგრამ მე არ ვუსმენდი. ბოლოს ვიღაც ქართველი ამოიყვანეს, ალბათ არ ესმისო ინგლისურიო იფიქრეს და შემდეგ სხვა გზა არ დამრჩა, მეც ჩავედი. პასპორტ კონტროლის გავლას არ ვჩქარობდი, დრო კიდევ მქონდა. აქედან არავინ ჩანდა,იქნებ სულაც არ უფიქრიათ რომ საზღვრის კვეთას ვაპირებდი? ჩემს საბედნიეროდ მეორე რეისი იყო დანიშნული, პარიზში, 1საათში. ეგრევე ვიყიდე ბილეთი, პასპორტ კონტროლთანაც უკვე მარტო მე ვიდექი, უკვე ყველა იმედი მქონდა გადაწურული,რომ მოვასწრებდი წასვლას, მაგრამ მივაღწიე. თვითმფრინავიც აფრინდა და საბოლოოდ ამოვისუნთქე. თვალები დავხუჭე,დაძინებას ვაპირებდი,რომ გვერდიდან ხმა მომესმა. -უკაცრავად, წინააღმდეგი ხო არ იქნებით ადგილი რომ გამიცვალოთ? ...მადლობა-გვერდით მომიჯდა. თვალების გახელა არ მინდოდა, სისხლი გამეყინა, ალექსანდრეს ხმა იყო-იცი არც კი დავაკვირდი სად მივფრინავთ, ხო არ მეტყოდი? -რანაირად? -აი უკვე წასვლას ვაპირებდი, იმედიც კი გადამეწურა, ვიფიქრე, გაფრინდა თქო, მერე უცბად დაგინახე მარტო რო იდექი და ბილეთს ყიდულობდი. ჩემს ბედად კიდე ერთი ბილეთი იყო დარჩენილი. ეხლა შენ მითხარი რა ჯანდანას აკეთებ? ხმა ვერ ამოვიღე. მუცელი მაშინ თუ არა ახლა მაინც მომეშლებოდა ისე ვნერვიულობდი. -იცი კიდე რა არის უცნაური? ოფიციალური ჩანაწერი არ არსებობს იმისა,რომ შენ გუშინ მუცელი მოგეშალა. არც ერთი ექთანი მიდასტურებს,რომ რამე პროცედურა ჩაგიტარდა. მეტიც, მერე აღმოჩნდა,რომ შენი გინეკოლოგი ჩემი ძმის ნათლია ხათუნაა და მეც უცბად მივხვდი დედაჩემის ხრიკებს. ადვილად მოგიშორა თავიდან. მე ის უფრო მაინტერესებს შენ რატო დათანხმდი? პასუხს არ ვცემდი, მართლა არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში მიხვდებოდა ყველაფერს და მითუმეტეს თუ გამომყვებოდა. -მუცელი არ მოგშლია, ამის გამო არ მირბიხარ. რა ხდება? თვითმკვლელობა რო გაქცევით ჩავანაცვლეთ, ეს უკვე დიდი პროგრესია, ტაშს დაგიკრავ, მაგრამ ეხლა ამ გაქცევის მიზეზიც რომ მაინტერესებს ძალიან ეგოისტი ვარ? შენ აზრზე თუ ხარ რა ჯოჯოხეთი გამოვიარე გუშინ? ან დღეს? ახსნას მაინც არ ვიმსახურებ? ევა! კარგი... ჩავალთ თუ არა უკანა ბილეთს ავიღებთ, შენ ჩემთან ერთად უკან მოდიხარ. ჯერ ეს ერთი ჩემ შვილს ატარებ მუცლით და ... -ალე.. -არ გამაწყვეტინო-ტონისთვის არ აუწევია,მაგრამ ისეთი სიმკაცრით მელაპარაკებოდა მზარავდა-ჩემს შვილს ატარებ მუცლით, ჩემი ცოლი ხარ, თუ სადმე წასვლა გინდა , წავალთ ერთად. ჩემს გარეშე ნაბიჯსაც აღარ გადადგამ უკან რომ დავბრუნდებით. ხვდები რამხელა საფრთხეში ჩაიგდე თავი? წოლითი რეჟიმი გაქვს გამოწერილი და არა პარიზებში ფრენები. იმდენს ნუ იზამ,რომ ჩავთვალო რომ დედობისთვის არ გამოდგები და ჩამოგართვა უფლებები. -მემუქრები? -გაფრთხილებ. ზედმეტად ბევრი რამე გაგიტარე, გაპატიე, ზემოდან გადაგყევი და შენგან ელემენტარული დაფასებაც კი ვერ მივიღე, პატივისცემა. რისგან გაიქეცი? ან ვისგან?! ბოლო ორი თვეა თავს ვიტეხ, ოღონდ შენ და ბავშვი იყოთ ბედნიერად და კარგად. უმადური ხარ ევა და მეტი არაფერი. აი ამას, ნამდვილად აღარ გაპატიებ. ჩავალთ თუ არა ან ზედმიწევნით გააკეთებ რასაც გეტყვი, ან შენ თავს დააბრალე რაც მოხდება. -ბავშვს წამართმევ და გამშორდები? -ჩემს გამოწვევას ტყუილად ცდილობ. არ გამოგივა. -არა, მართლა მაინტერესებს, რა მომივა მე როცა ბავშვი გაჩნდება? -რაც გინდა. გინდა წადი, გინდა დარჩი. უკვე ჩემთვის სულ ერთია შენ რა მოგივა. მაგრამ ჩემს შვილს არსად და ვერსად წაიყვან. -შენ წარმოგიდგნ.. -დიმიტრი ვინ არის? არა, არ წარმომიდგენია. მაგრამ უკვე ჩემით გავარკვევ, იმიტო რო შენ ერთ სიტყვასაც არ ვენდობი. არ მაინტერესებს დიმიტრის რა შეუძლია, თუ საჭირო იქნება კატოკით გადავუვლი და მიწასთან გავასწორებ. გინდ დიმიტრი, გინდ ქვეყნის პრემიერი მოსულა და გინდ მამა ზეციერი ჩამოგიყვანია, ეს 7 თუ 8 თვე იქნები სახლში ჩემთან. არ გინდოდა კარგი და უზრუნველი ცხოვრება, დაუბრუნდი შენს ერთ ოთახიან ბინას და ნარკომან შეყვარებულს. გინდ იმ სახურავზე დაბრუნდი. ერთი რამ გევალებოდა, ჩემი უნდა დაგეჯერებინა, როცა გეუბნებოდი,რომ ყველაფერში გვერდით დაგიდგებოდი. არც კი მენდე. შენით გადაწყვიტე ყველაფრის მოგვარება. ახლა უკვე სულ ერთია რას იზამ ან იტყვი. ალბათ თვითმფრინავი რომ ჩამოვარდნილიყო და მოვმკვდარიყავით, მაშინ არ ვიგრძნობდი ისეთ ტკივილს,რასაც ამ სიტყვების შემდეგ ვგრძნობდი. ყოველი სიტყვა გულში მერჭობოდა. მისი მიზანიც ეს იყო, გული ეტკინა ჩემთვის ისევე, როგორც მე ვატკინე მას. მისკენ ვერც ვიხედებოდი მთელი ეს პერიოდი. ჩაფრენისთანავე იყიდა უკანა ბილეთი, სანამ ვისხედით და ველოდებოდით ჩვენ რეისს ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და არაფრით მიშვებდა. საუბარს ვცდილობდი,მაგრამ არ მიჯერებდა. მისი გამომეტყველება სრულიად შეცვლილი იყო, გაყინული თვალები ჰქონდა. სახის არც ერთი ნაკვთი არ მოძრაობდა, თვალებს ნელა და აუჩქარებლად ახამხამებდა, სუნთქვისას სხეულს თითქმის მოძრაობაც კი არ ეტყობოდა. სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში ვიყავი. ხელები მიკანკალებდა, მთელი ტანით ვცახცახებდი და სახეზე ცივ ოფლს მასხამდა იმის გაფიქრებაზეც კი,თუ რა მელოდებოდა დაბრუნებისას. ალექსანდრემ შეამჩნია, წამით ხელი გამიშვა და წყალი მომიტანა. თვალებით მანიშნა,რომ უნდა დამელია. თუმცა ამანაც არ მიშველა. -თუ ცუდად ხარ, ხვალ გავფრინდეთ. -არ აქვს მნიშვნელობა-მართლა რა მნიშვნელობა ჰქონდა დიმიტრის ხვალ შევხვდებოდი თუ ზეგ? -არა, შეიძლება ბავშვს დაემართოს რამ. ასე ზედიზედ ფრენა. -ბავშვს არაფერი დაემართება. კარგად ვიქნებით. -წოლითი რეჟიმი გქონდა გამოწერილი შენ კიდე დაფრინავ, სულ დადიხარ და ნერვიულობ. მიკვირს აქამდე კიდე როგორ გაძლო საწყალმა ბავშვმა. ხვალ გავფრინდებით. დღეს სადმე ექიმს გავესინჯებით. -რა ექიმს, ან სად უნდა დავრჩეთ ალექსანდრე. -წავედით-ჩანთები წაიღო, პასპორტებიც თან ჰქონდა და მეც გავყევი. აეროპორტთან ცოტა ახლოს ვიქირავეთ ნომერი სასტუმროში. ისეთი დაღლილი ვიყავი შხაპი მივიღე თუ არა დავწექი და დავიძინე. ალექსანდრეს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, აქეთ-იქით წრიალებდა. დილითაც თვალი,რომ გავახილე მისაღებში დადიოდა აქეთ-იქით და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ხალათი შემოვიცვი და მასთან გავედი. -გავარკვიე საუკეთესო ექიმი ვინც არის აქ და დღესვე მივდივართ. ყველანაირ გამოკვლევას ჩაგიტარებენ. მერამდენე თვეზე გამოდიხარ? მეორე? -ეხლა გავიდა ერთი თვე, მე-6 კვირაზე ვარ. -კარგი, ისაუზმე და წავედით-ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ნებისმიერი გამვლელი ვყოფილიყავი, ან მისი რომელიმე მოსამსახურე. ვცდილობდი არ მეპასუხა და უფრო არ გამეღიზიანებინა. საუზმის შემდეგ ოთახში შევედი და გამოვიცვალე. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, კლინიკაშიც მთელი 4 სართული ისე ავიარეთ სიტყვა არ დაცდენია ამ ექიმზე. გინეკოლოგი კაცი იყო, რაც სიმართლე გითხრათ, არც მე და არც ალექსანდრეს არ გვესიამოვნა. ინგლისურს კარგად ფლობდა. -მერამდენე კვირაზე ხართ? -მეექვსე. -რამე გართულებას ხო არ წააწყდით? -კი, ჰემობგლობინი მქონდა ძალიან დაბალი 1 კვირის წინ და ექიმმა გამომიწერა წოლითი რეჟიმი, მაგრამ ვერ მოვახერხე დაცვა. იმედია ყველაფერი წესრიგშია. -ახლა მე თქვენ გაგიშვებთ ანალიზებზე , შევამოწმოთ თქვენი ჰემოგლობინი, ჯერ ეხო ადრეა, ამიტომ უნდა გაგსინჯოთ, ანალიზების შემდეგ ჩემთან, ერთად შემოდით. ჰემოგლობინი თითქმის ნორმაში მქონდა, საბოლოო ჯამში ექიმმა მითხრა,რომ ყველაფერი ნორმალურია, რომ დავბრუნდებოდი საქართველოში მირჩია უბრალოდ დღეში რამდენიმე საათი მაინც დამესვენა და სტრესს მოვრიდებოდი, მაგრამ წოლითი რეჟიმი აღარ იყო საჭირო. ალექსანდრემ ეგრევე დაჯავშნა ბილეთი და იმავე ღამეს უკან დავბრუნდი.სახლში გვიან მივედით, ღამის 4 საათი იქნებოდა. ალექსანდრე ზემოდანაც არ მიყურებდა. საძინებელში ამატანინა ჩანთები და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? -სტუმრების ოთახში. იქ დავიძინებ. -რ.. ამდენი ხანი ერთად გვეძინა და ამაზე სულ მე ვჭედავდი, რა დაგემართა? -გვიანია. დაიძინე. ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ალექსანდრე ზედაც არ მიყურებდა, არ მელაპარაკებოდა, თუ საქმე ბავშვს არ ეხებოდა, ჩემთან კონტაქტში არც შემოდიოდა. ჩემს მიმართ სრულიად გაცივდა. მომენტებში ვგრძნობდი,რომ ჩემი დანახვაც კი აღიზიანებდა. სახლში გვიან მოდიოდა. როცა მოდიოდა პირდაპირ თავის ოთახში შედიოდა და არ მესაუბრებოდა. სახლში დამლაპარაკებელი არავინ მყავდა, მხოლოდ ნიკას(მზარეულს) თუ დაველაპარაკებოდი და მომსახურე პერსონალს, უკვე ჩემ საუკეთესო მეგობრებს. ნინაც ხშირად ვერ ახერხებდა მოსვლას, სამსახურში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ალბათ ცდილობდნენ მაქსიმალურად ბევრი ემუშავათ,რომ ფირმა გადაერჩინათ გაკოტრებისგან. სახლთან გაძლიერებულად იდგა დაცვა, გააორმაგა ალექსანდრემ მათი რაოდენობა. მე სადმე წასვლა თუ მომინდებოდა, მის დაუკითხავად არ მიშვებდნენ და მერეც დაცვა მომყვებოდა. მინდოდა მუშაობა დამეწყო, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე, მითხრა შენი მუშაობა ახლა დასვენება და ბავშვზე ზრუნვააო. ეს ყველაზე გრძელი წინადადება იყო რაც 1 თვის განმავლობაში ჩემთვის უთქვამს. ერთხელ მე და ნიკა გვიანობამდე შემოვრჩით, დიდხანს ვსაუბრობდით, თავის შეყვარებულზე მიყვებოდა. -წარმოიდგინე, 17 წლიდან ერთად ვიყავით, ანუ გადათვალე სადღაც 3 წელი ხო გამოდის. მერე სასწავლებლად წავიდა ლონდონში, დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. ეგ კი იცი როგორ მთავრდება, ფილმები მაინც გექნება ნანახი, ნაცადი თუ არ გაქვს. ერთხელ ახალ წელს ჩავაკითხე, ისე კარგად მახსოვს, ჩემი 6 თვის ხელფასი გადავყარე მაგ ბილეთებში. ხოდა მივაგენი ძლივს ამ საერთო საცხოვრებელს, ვიცოდი,რო ფართი ჰქონდათ დიდ დარბაზში იქვე ახლოს, ხოდა შევედი, ზუსტად 12 ხდებოდა. მაგ დროს ხო ყველა თავის შეყვარბეულთან ერთადაა და ნუ 12 ზე კოცნიან, ხოდა მეც ესაა თეო უნდა ვიპოვო,რო ვხედავ ვიღაცა გოგოს როგორ ეზასავება. -რაა? გოგოს?-უნებურად გამეცინა. -ხო. ვიფიქრე დაქალია თქო, ალბათ მე რო იქ არ ვარ რავი ღადაობენ ესე თქო. მივედი და ისეთი დაფეთებული მიყურებდა ევა, მეგონა,რო იქვე გული წაუვიდოდა. მერე იბღავლა, რა არ მიხსნა და აი ეხლაც მიჭირს სერიოზულად აღვიქვა, რაც მოხდა. ჩემ თავზე უფრო მეშლება ნერვები, ადამიანთან 3 წელს რო გაატარებ და აღმოჩნდება,რომ არა თუ შენ, კაცებიც კი არ ევასება-ამაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა. ამ დროს ალექსანდრე მოვიდა, ღამის 2 საათი იქნებოდა, პირველდად მოვიდა ასე ადრე. ჩვენს ხმას გამოყვა და სამზარეულოში შემოვიდა. -რა ხდება? -უი.. 2 საათი ყოფილა, ღამე მშვიდობის, მე წავალ-ნიკამ თავი უხერხულად იგრძნო, ალექსანდრეს საკმაოდ უხეში ტონი ჰქონდა-ხვალამდე. -ნიკა-ალექსანდრემ გააჩერა-შენი სამუშაო საათები 8 ზე მთავრდება, შემდეგზე შეგიძლია დასრულებისთანავე დატოვო სამუშაო ადგილი. ნიკას სახეზე ფერი წაუვიდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, გადაყლა ესეც და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ალექსანდრე არც თუ ისე ახლოს იდგა ჩემგან , მაგრამ ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. ოდნავ ახლოს მივედი და ქალის სუნამოც ვიგრძენი. ფეხმძიმედ ვიყავი და უფრო გამძაფრებული მქონდა ყნოსვა. -რა?-მიხვდა, რომ ვიგრძენი სუნამოს სუნი და დამცინავად მკითხა. იცოდა,რომ ვერაფერს ვეტყოდი. -მაგით მე არ მაყენებ შეურაცხყოფას. შენ თავს აყენებ. -ხო არა ? და შენ ვის აყენებდი ეხლა შეურაცხყოფას? -ვერ გავიგე? -სანამ მე ვმუშაობ დღე და ღამე,რო ეს ოჯახი ვარჩინო, შენ აქ მზარეულს ეკურკურები? ბოდიში, შეგიშალეთ ხელი!-ხელები გაშალა და დაიყვირა-მაპატიეთ! იდილია დაგირღვიეთ ცოლო-მერე ერთი ფეხი წინ გადმოდგა და რევერანსი გააკეთა-ისე, თუ გინდა მე ჩემ ნაშას მოვიყვან, შენ ნიკას დაურეკე და გავერთოთ ჰა? -ნასვამი ხარ. -ნიკას სამსახურიდან ვუშვებ. -რა?! -რაც გაიგე!!-დაიღრიალა, ბარიდან ჭიქა აიღო და მის ზურგს უკან კედელს ესროლა. -სულ გააფრინე?!-თავი ვერ შევიკავე და მეც დავუღრიალე. ღრმად ამოვისუნთქე, სამზარეულოდან ცოცხი გამოვიტანე და ნამსხვრევების გახვეტვა დავიწყე. -თავი დაანებე, ხვალ იზამენ გოგოები. თავი დაანებე მეთქი-მოვიდა და ხელიდან გამოგლიჯა ცოცხი. ზევით ასვლა დავაპირე , მაგრამ არ გამიშვა. წინ გადამეღობა, ცალი ხელით კი კედელს მიეყრდნო-გსიამოვნებს არა ჩემ ნერვებზე თამაში? თუ ნიკასაზე უფრო? -ალექსანდრე, სანამ ისეთ რამ დაგმართე, რომ ჩვენი შვილი შენი ერთადერთი და ბოლო მემკვიდრე გახდა, გირჩევნია გამეცალო. -ამიხსენი რა ჯანდაბაზე ლაპარაკობდით? ასე არასდროს გიცინია ჩემთან. მეც გამაცინეთ აბა? -მე. არ. ვარ. ვალდებული. რამე. აგიხსნა. შენ ნაშებს მოსთხოვე ახსნა განმარტებები. მეორედ არ გაბედო და ჩემი თანდასწრებით არა თუ ჭიქა, ასანთის ღერიც კი აღარ ისროლო. თორე სულ რო დედამიწის მეორე ბოლოში მომიწიოს წასვლა, წავალ და ამჯერად ვეღარ მიპოვი. ჩემი შვილი მოძალადე, გაუწონასწორებელ და ლოთ ადამიანთან არ იცხოვრებს. -მაგრამ თვითმკვლელ და მშიშარა დედასთან იცხოვრებს?-მაქსიმალურად თავს ვიკავებდი,რომ მეთითონ არ მესროლა მისთვის ჭიქა სახეში. ხელი გავაწევინე კედლიდან და საძინებელში ავედი. არ მომეშვა, აშკარად შარზე იყო. საძინებელშიც გამომყვა, აქეთ-იქით დადიოდა, ვერ მშვიდდებოდა. რაღაც აწუხებდა, მაგრამ თავის თავთან დადებული ჰქონდა პირობა,რომ მე აღარ დამელაპარაკებოდა და ვერ აბიჯებდა ამ პირობას. -არ მეტყვი ხო რა ხდება შენ და ნიკას შორის? თუ არ მეტყვი, გავუშვებ კი არა მოვუ**ავ დედის... -გეყოფა! მარტო დამაგდე სახლში, გამომკეტე ფაქტობრივად. 20 კაცი მიდარაჯებს ოღონდ აქედან არ წავიდე, შენ ხმასაც არ მცემ. მთელი 1 თვის განმავლობაში პირველად დამელაპარაკე და მაშინაც მიყვირი და ჭიქებს ისვრი. გიკვირს რო მე და ნიკა დავმეგობრდით? გიკვირს რომ მხოლოდ მომსაუხრე პერსონალს ველაპარაკები? კი მე დავაშავე, გავიქეცი, არ გენდე, არ დავიჯერე,რომ შენ შეძლებდი მამაჩემთან გაკლავებას. კითხვა მაინც არ გაგჩენია რატომ მოვიქეცი ასე? -არა. და იცი რატომ? იმიტომ,რომ შენ არ ხარ რაციონალური ადამიანი. რაციონალური ადამიანები არ დგანან 25 სართულიანი შენობის სახურავზე და მერე ცოლად არ მიყვებიან უცხო ადამიანს. -და შენ რაციონალური ადამიანი ხარ ხო? ცოლად მოგყავს ადამიანი,რომელსაც არ იცნობ და თან აშკარა ფსიქიკური პრობლემები აქვს არა? რაციონალურობაზე ნუ მელაპარაკები, მეცინება. -შენ გქონდა დრო მოსაყოლად, საკმაოდ დიდი დრო ევა. -არ გენდობოდი! როგორ უნდა ვენდო ადამიანს ,რომელსაც არ ვიცნობ ალექსანდრე. -ნიკას ხო კარგად იცნობ. -გეყოფა! აქ ნიკა არაფერ შუაშია. დავიღალე, დავიღალე გესმის?! ამ ყველაფერს მარტო ბავშვის გამო ვიტან. -და მე რატომ ვიტან შენი აზრით?! რატომ გიტან ამდენი ხანი ამ სახლში? რატომ არ გეუბნები ერთ სიტყვასაც კი? რომ არ ინერვიულო,რომ ბავშვს რამე არ დაემართოს. თორე.. -თორე რა? ფეხმძიმედ რომ არ ვიყო რას მეტყოდი? იმაზე უარესი რა უნდა მითხრა რეებსაც მეუბნები? -გვიანია, წადი დაიძინე. -არ არის გვიანი-სახელურზე მოვქაჩე და ჩემკენ შემოვატრიალე-გინდა გამოვიცნო ვისთან ერთად იყავი? ანისთან ხო? თუ იმიტო აკეთებ რომ მე მომიშალო ნერვები, ბარემ ნუღა მალავ. იცი რა , თუ გინდა აქ მოიყვანე. მე ვიქნები ცოლი, ის იყოს საყვარელი. რა არის ამაში დასამალი? ჩვენ ხო ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ? -ნუ ბოდავ, დაწექი-უკვე აღარ ჰქონდა ის გამომწვევი ღიმილი სახეზე, აღარ სიამოვნებდა ჩემი გაღიზიანება, ახლაუ კვე თვითონ იყო გაღიზიანებული. -არა, რატო? წეღან ხომ შემომთავაზე ერთად გაგვეტარებინა ღამე? ცოტა გავახალისოთ ჩვენი ოჯახი. მოდი მე დავურეკავ-საწოლიდან ავიღე მისი ტელეფონი და ანის ნომერზე დავრეკე. -შენ ხო არ გარეკე-ბარბაცებდა და ძლივს წამოვიდა ჩემკენ , მაგრამ გვიანი იყო. -ალექსანდრე, ღამის ორი საათია რა ჯანდაბა გინდა?-ტელეფონში მძინარე ანის ხმა გაისმა. ალექსანდრემ გამომართვა ტელეფონი და ეგრევე გათიშა. -სანამ იმ დონეზე ავითხარე ნერვებზე, რო ჩემი ხელით დამიწვენიხარ საწოლში, შენი ფეხით მიდი და დაწექი-უკვე ისეთი ტონი ჰქონდა, ვხვდებოდი,რომ ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო. -არ აქვს მნიშვნელობა ანია თუ ვინმე სხვა. შენ ჩემს თვალში უკვე იმდენად დადაბლდი, შეგიძლია ანიც კი მოიყვანო, აღარაფერი შეიცვლება ჩვენს შორის. ბავშვი გაჩნდება თუ არა გავშორდებით. მოვიფიქრებთ,როგორ გავზარდოთ ორივემ ერთად. -ვერ გავიგე?-უკან გამოტრიალდა და წარბი აწია მაღლა-გამშორდები? სწორად გავიგე?-ნერვულად გაიცინა. -კი, გაგშორდები. ნელი ნაბიჯებით დაიწყო ჩემკენ სვლა. -გამშორდები არა?-უკან დასახევი ადგილი არ დამიტოვა ისე ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა-სულ რო მამაშენის მაფია დამადგეს, ქვეყნის მთელი სპეცრაზმი, პოლიცია,ვინც გინდა ის, აი აქედან, აი ამ სახლიდან-თან ირგვლივ იყურებოდა და კედლებისკენ იშვერდა ხელებს-შენ ვერავინ წაგიყვანს მე თუ არ მომინდება. ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს. გამიგე?-სახეზე ორივე ხელი მომკიდა, მოწყვეტით მაკოცა, რომ მიხვდა რა გააკეთა, უცბად დაიბნა და ოთახიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.