შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცურვა დინების საწინააღმდეგოდ


22-02-2018, 02:30
ავტორი Ananok
ნანახია 1 216

ძალიან დაბნეული ავედი ავტობუსში და ერთ უმწეო ლარად ორი ბილეთი ვიყიდე.
უეცრად გავიაზრე ჩემი საქციელი და ბილეთი ავტობუსში ამომავალ ქალს მივაწოდე:
-ინებეთ ქალბატონო, ერთი ზედმეტი ბილეთი მაქვს.
ქაბატონისგან გაკვირვებული მზერა და მადლობაც კი დავიმსახურე.
ვიჯექი და ვუყურებდი ხეები და სახლები უკან როგორ გარბოდნენ. თავი ფანჯარას მივადე, წინ მოხუცი კაცი იჯდა, ჩახუთულობამ შეაწუხა ალბათ და თავისი ფანჯარა გამოაღო, უეცრად მომავალი ნიავი სასიამოვნოდ შემეხო სახეზე და თვალები დამახუჭინა და უეცრად მივხვდი,რომ თუ გადაწყვეტ საკუთარ თავს ისე მოექცე,როგოც სხვები გექცევიან, სწორედ მაშინ მიატოვებ მას, როდესაც - ჩემი ერთადერთი იმედი ხარო- ამოგძახებს გულიდან.ასე კი არავის უნდა მოექცე, მითუმეტეს საკუთარ თავს.
ვიჯექი და ვფიქრობდი რამდენად უაზრო იყო ჩემი ცხოვრება სიახლეებისა და პოზიტივის გარეშე.თუმცა კი ვხვდებოდი, რომ ბედნიერება თვითონ უნდა შემექმნა, მაგრამ პრობლემა იმაში იყო,რომ არ ვიცოდი როგორ.
არასდროს მიწუწუნია ჩემს ცხოვრებაზე და ღმერთისთვის არაფერი შემიჩივლია,ყოველთვის ვიცოდი,რომ სადღაც, ვიღაც ჩემზე ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ჩემებურად ვცდილობდი დინების საწინააღმდეგოდ მეცურა, თუმცა მივხვდი, რომ ცხოვრება ის არის, როდესაც ყველაფერი ისეა, როგორც არ გვინდა, რომ იყოს.
მკლავებს ვადუნებდი, ზურგზე ვწვებოდი, თვალებს ვხუჭავდი და მივყვებოდი დინებას, მას კი არაერთხელ დაუტაკებია ჩემთვის სახეში ტალღა. მაშინ კი, მკლავებ მოდუნებულს,სახეზე ტალღის მტკივნეული ნაიარევით,უკეთესის იმედი მქონდა.(შეიძლება იმიტომ მახვედრებდა ცხოვრება სახეში ტალღას,რომ გამოფხიზლების და ცურვის დრო იყო.ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი)
ჩემი გაჩერებაა, ჩავდივარ და მარჯვნიდან იმ ქალის ღიმილიან მზერას ვგრძნობ, ბილეთი რომ მივეცი- არსებობს ბედნიერების გამომწვევი შემთხვევითობა.(შემთხვევით რომ ორი ბილეთი არ ამეღო, იმ ქალს ვერაფრით გავახარებდი, ანუ არ მექნებოდა მიზეზი ავტობუსიდან ბედნიერი ჩავსულიყავი.) და რა ცოტა რამაა საჭირო ბედნიერებისთვის,მაგალითად ერთი უბრალო, მაგრამ გულწრფელი ღიმილი, თუნდაც უცხოსგან.
მივდიოდი ქუჩაში და აღარავინ მიღიმოდა. ვფიქრობდი-ალბათ ადამიანები ერთმანეთს იმიტომ არ უღიმიან, რომ არ იციან ერთმანეთის გაკეთებული სიკთეების შესახებ-მეთქი და ვბრაზდებოდი. ძალიან მინდოდა ვინმეს ჩემთვის გაეღიმა ან უბრალოდ დამენახა ადამიანები აერთმანეთს როგორ უღიმოდნენ. გაფაციცებით შევყურებდი მათ,მაგრამ არავის მოუჭუტავს თვალები.
მე თვითონ რატომ არ ვუღიმოდი არავის?
რატომ მოვითხოვდი იმას, რისი გაცემაც თვითონ არ შემეძლო?
ჩემ წინაშე არავინ იყო ვალდებული ასე მოქცეულიყო და პირიქით, მეც არავინ მავალდებულებდა, მაგრამ მთავარი ხომ სურვილი იყო და თუ მინდოდა რატომ არ ვიღიმოდი? მეშინოდა, რომ იგივეს არ მივიღებდი პასუხად? შემრცხვებოდა, ვინმეს რომ გიჟად ჩავეთვალე? იქნებ სხვასაც ჩემსავით ჭირდებოდა ღიმილიანი სახის დანახვა ამ ნაღვლიან ბრბოში?!
ვიგრძენი,რომ ტალღის სისველე სახეზე მელამუნებოდა და მოდუნებული სხეულიდან, ზურგს უკან ამოდებულ იმედს მგლეჯდა. ვიძირებოდი.თვალები გავახილე, ცურვის დრო იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent