შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო სახლში, მონსტრთან ( სრულად)


5-02-2023, 12:25
ავტორი ვე რა
ნანახია 26 261

მარტო სახლში მონსტრთან 1_2

წელს საერთოდ არ მაქვს საახალწლო განწყობა, არადა მიყვარს ეს დღესასწაული. მიყვარს რომელია ახალი წლის ნომერ პირველი ფანი ვარ. თვენახევრით ადრე ვიწყებ ხოლმე მზადებას. განათებების დაყენებას. და თუ დამიჯერებთ მთელი ქვეყნის მაშტბით პირველი ჩემი აივანი და ფანჯრები იწყებენ ციმციმს.
მითუფრო ნაძვისხეზე ვგიჟდები. მისი მორთვა ჩემთვის რაღაც ჯადოსნურთან ასოცირდება. უზარმაზარი ნაძვის ხე მაქვს. ჩემი ერთ ოთახიანის ნახევარი მას უკავია, ანუ წელიწადის ამ პერიოდში მე მისი მდგმური ვარ. ზოგჯერ თავი ციყვი მგონია.
მაგრამ წელს ისე აეწყო ყველაფერი, იმდენი ცუდი რამ მოხდა, საერთოდ აღარ მაქვს არაფრის ხალისი.
ერთადერთი ჩემი სიყვარული მახარებს. ის რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა . სწორედ იმ საღამოს, საიდანაც ჩემი ამბის მოყოლას ვიწყებ, ველოდებოდი ბექას, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მეზარებოდა, მაინც წავედი დიდ სუპერ მარკეტში და პროდუქტები ვიყიდე. თაროდან წითელი ღვინო ავიღე.

_არა, დღეს ნამდვილად მჭირდება ღვინო._ შევაგულიანე საკუთარი თავი._რამე გემრიელს გავამზადებ, ღვინოს გავხსნი, სანთლები, ცოტა ალერსი და სიყვარული ხასიათს გამომიკეთებს! თუ ჰგონია, ჩემს დამპალ ყოფილ უფროსს, ძალიან ვიდარდებ გარეთ რომ გამომისროლა ახალი წლის კვირაში, ძალიან ცდება!
ძალიანაც კარგად ვქენი ბოდიში რომ არ მოვიხადე! თურმე კლიენტი ყოველთვის მართალია! _ ამის გახსენებაზე სასაცილოდ დავიჭყანე.
_ჯერ ვითომ კერძი არ მოეწონა, თურმე ამას მაშინ მიხვდა თეფში რომ მოაპრიალა.
მერე უზრდელი პერსონალი გყავთო, რახან რასაც ვფიქრობდი პირში მივახალე. არაუშავს , მე ხომ ვიცი რამდენად კარგი მზარეული ვარ! ოდესმე ჩემს საკუთარ რესტორანს გავხსნი და ....

უცებ გამოვფხიზლდი ოცნებებიდან, როცა დავინახე ჩემი საყვარელი მარწყვის შოკოლადის უკანასკნელი ფილას რომ დაუპირა ვიღაცამ აღება.

_არა , ამას კი უკვე ვერავინ წამართმევს!_ გავიფიქრე და ელვის უსწრაფესად გავქანდი თაროსკენ, ჩემს ურიკიაზე გადაკიდული. თაროს ჩავუქროლე და შოკოლადი ფუკასავით ავაცალე ვიღაც კრემისფერ პალტოიან ბედოვლათს პირდაპირ ხელიდან. თან ისეთი ბოროტი სანტაკლაუსური სიცილით გავუქროლე საკუთარი სიმარჯვით აღტაცებულმა.
_ ჰო! ჰო! ჰო!_ აშკარად გაოცებული დავტოვე. სწრაფად გავქანდი სალაროსკენ, თითქოს ის დამარცხებული, შოკოლადის ყოფილი მფლობელი მომდევდა უკან.
ავტოსადგომზე გამოვედი და უცებ მომესმა:

_ გოგონა მოიცადე!_ მოიცადეო? ისე გავიქეცი მოთოვლილ და მოყინულ სადგომზე, როგორც დროგის ცხენი.
ჯიბიდან მანქანის ელექტრო გასაღები ამოვიღე და ღილაკზე ხელის დაჭერით საბარგული გავაღე. მინდოდა დრო მომეგო.
უკნიდან ისევ მომესმა:

_ გოგონი ერთი წუთით!_ მხარს უკან გავიხედე და ვიღაც ჯეელი, კრემისფერ პალტოში სწრაფი ნაბიჯებით მომდევდა.
აშკარად ის იყო. ესღა მაკლდა? დავინახე საბარგული გაიღო.
და უკვე ნაცად მეთოდს მივმართე. ურიკას ისევ მუცლით დავეყრდენი. ხელები თვითმფრინავის ფრთებივით გავშალე და სინათლის სიჩქარით გავქანდი ჩემი მანქანისკენ. მაგრამ მე ხომ ბედი არა მაქვს? დამავიწყდა, თუ როგორი მოყინული იყო გარეთ ყველაფერი. ურიკის გაჩერება ვეღარ მოვასწრი , ურიკა მანქანას დაეჯახა და მე პირდაპირ საკუთარ საბარგულში გავადინე ტყაპანი. თან თავით საბარგულის რომელიღაც გამოშვერილ ნაწილს მივაჯახე.
ისეთი ტკივილი ვიგრძენი შუბლის არეში ენით ვერ აღვწერ. თვალებში საახალწლო ელფები მიფრენდნენ და ყურებში სანტას მარხილის ზანზალაკები ჟღერდნენ.
თვალთ დამიბნელდა

_ გოგონა, გამოფხიზლდი! კარგად ხარ?_ გამომაფხიზლა მზრუნველმა ხმამ.
ვიგრძენი, როგორ მომხვდა ლოყაში სილა.
მოჭუტული თვალებიდან ძლივს გამოვიჭყიტე და ოღონდ ეს არა.
ჩემს წინ ისევ ის კრემისფერი პალტო იდგა.

_ ოხ შენი დედაც ...!_ ვთქვი ხმამაღლა და ეს გინება ჩემთვისაც ისევე მოულოდნელი იყო , როგორც გინების ადრესატისათვის.

_ კარგად ხართ? _ ჩახველა მან და შემდეგ მოთმინებით გააგრძელა ჩემი დახმარება.
გაოცებული ვუყურებდი, ვხვდებოდი, რაღაც უცნაური მჭირდა. როგორღაც შენელებულად ვაზროვნებდი. ახალგაზრდა კაცი საბარგულიდან გადმოსვლაში დამეხმარა..

_ მადლობა!_ ძლივს გავიაზრე, რომ მადლობის თქმა მმართებდა.
ხელი გამიშვა და ბარბაცით წავედი მანქანისკენ. არც საბარგული მახსოვდა , არც პროდუქტი, არც არაფერი.

_ მგონი ტვინის შერყევა გაქვთ!_ მითხრა კრემისფერმა პალტომ. მე მისკენ შევბრუნდი და უკვე მეორედ და ამჯერად, უკვე ნამდვილად დამიბნელდა თვალთ. ბოლო რაც დავინახე, მისი ლამაზი, მწვანე თვალები იყო

_ ლამაზი თვალები გაქვს კრემისფერო პალტო!_ ვუთხარი ჩემდა მოულოდნელად და სასიამოვნო, მსუბუქ სიბნელეში ჩავიძირე.

თვალები საავადმყოფოს პალატაში გავახილე. მიმოვიხედე და უცებ ვერც კი მივხვდი სად ვიყავი. ფეხზე წამოვდექი, და ფანჯარასთან მივედი. უკვე კარგად დაბნელებულიყო და ფანჯრიდან საახალწლოდ მორთული ქუჩების ციმციმი მოჩანდა.
ფანჯრის მინაში ჩემი სახე ირეკლებოდა, ამ ანარეკლში უცებ ისეთ საოცრებას მოვკარი თვალი, გეფიცებით გაოცებისგან შევკივლე. შუბლზე ხელი მოვისვი და ტკივილმა კიდევ უფრო დამაჯერა, რომ თურმე საოცრებები მართლაც ხდება. გეფიცებით თუ ვტყუოდე, შუბლზე ნამდვილი რქის ხელა კოპი მაჯდა.
ბავშვობიდან ვოცნებობდი უნიქორნზე და აჰა, ახლა თავად ვიყავი მითიური მარტო რქა. ჩემს კივილზე პალატაში დამფრთხალი მედდა შემოვარდა.

_ რა ხდება მშვიდობაა?_ მკითხა შეშინებულმა და თან თვალი ჩემი რქისკენ გააპარა.

_მშვიდობა? _ გამეცინა სიმწრით.

_ ამას რა ჯანდაბა მოვუხერხო? ყინული ან რამე ასეთი შეიძლება?_ ვკითხე მედდას.

_ მეეჭვება შვილო მაგას აწი ყინულით უშველო._ სიცილს ძლივს იკავებდა ის.

_ დაწექი , დაწექი ! შენი ფეხზე დგომა არ შეიძლება. რამდენიმე დღე წოლითი რეჟიმი გექნება მაინც და ამასობაში ეგეც გაგივლის!_ დამამშვიდა მან.

ამოვიოხრე და საწოლში დავბრუნდი, სუსტად, მაგრამ მაინც ვგრძნობდი თავბრუს ხვევას.

_ აქ საიდან აღმოვჩნდი?_ ვკითხე , რადგან ვერაფრით გავიხსენე.

_ თქვენმა საქმრომ მოგიყვანათ, ახლაც ქვემოთაა ექიმს ესაუბრება და ამოვა მალე.

მისმა პასუხმა თან გამაოცა და თან დამამშვიდა. ბექა აქაა? კი მაგრამ საიდან გაიგო აქ რომ ვიყავი? ალბათ ნომერი ტელეფონში ნახეს და დაურეკეს. თვალები დავხუჭე და შევეცადე დაწვრილებით გამეხსენებინა მომხდარი. უცებ კადრივით გამიელვა ჩემს მეხსიერებაში ბოლო სიტყვებმა.
" რა ლამაზი თვალები გაქვს კრემისფერო პალტომეთქი" და ბრაზისგან გამაკანკალა.
კინაღამ საიქიოს არ გამისტუმრა, ერთი შოკოლადის გულისთვის, იმ არანორმალურმა? საიდან მოდიან ასეთი უცხოპლანეტელები? ვფიქრობდი ჩემთვის და ვიხსენებდი, როგორ ტერმინატორივით მომდევდა მოყინულ სადგურზე.

_ ნეტავ ჩემი ტელეფონი სადღაა?_ მობილური გამახსენდა და ძებნა დავუწყე. ალბათ იცით, როგორი აპოკალიპტური გრძნობაა თუ ტელეფონი ხელმისაწვდომ მანძილზე არ გეგულება. ბანცალით ავდექი და პალატის უცნაური სივიწროვის გამო კართან მდგარი კარადა გამოვაღე. ჩემს ნივთებში ტელეფონი მოვქექე, ის ის იყო ვიპოვე და საწოლში ვაპირებდი დაბრუნებას, რომ მოულოდნელად პალატის კარი ვიღაცამ ენერგიულად შემოაღო, კარი კარადის კარს მოხვდა , კარადის კარი კი აბა თუ ხვდებით ვის? რა თქმა უნდა, მე!
ერთი კი დავიღრიალე სიმწრით და იატაკზე გავიშხლართე.

კარში კი არც მეტი არც ნაკლები კრემისფერი პალტო შემობრძანდა.
იატაკზე გაშხლართულს ისეთი გაოცებული სახით შემომხედა თითქოს არქეოლიგიის გაუგებარი ექსპონანტი ვიყავი.
ხელი გამომიწოდა, მაგრამ ისე ვიყავი იმ წამს გაცოფებული, რომ არც კი მიფიქრია მისი დახმარების მიღება. ძლივს
ძლივს წამოვიზლაზნე ფეხზე და მისკენ საომრად შევბრუნდი, უცებ დავინახე როგორი სახით მაკვირდებოდა შუბლზე გვერდზე თავგადახრილი. სასწრაფოდ
ტელეფონის გამორთულ ეკრანში ჩავიხედე და თვალნათლივ დავინახე ჩემს შუბლზე კიდევ ერთი რქის დაბადება.
ახლა მარტორქა კი არა უკვე სანტას რქებდაგრეხილი ირემი ვიყავი.

_ შენი დედაც...! ააააა...!_ თავი ვეღარ შევიკავე.

_ რამე ნიძლავი გაქვს დადებული? რა ჯანდაბა გჭირს? ამ საახალწლო სურვილად ჩემი მოკვლა გაქვს ჩაფიქრებული?_ გავყვიროდი გამწარებული. ის კი იდგა და დაძაბული ელოდებოდა ჩემი ისტერიკის დასრულებას.ჩემს ყვირილზე ისევ ნაცნობი მედდა შემოვიდა.

_ რა ამბავია რა ხდება?რა გაყვირებთ? აქ საავადმყოფოა და არა სტადიონი!_ შემომხედა და საყვედური მაშინვე მოსხიპა._ რა ჯანდაბაა?_ აშკარად თავი ვერ შეიკავა ჩემი შუბლის დანახვისას.

_ეს აქ ვინ შემოუშვა?_ გაცოფებული ვიყავი მე.

_ თქვენი საქმრო?_გაოცდა ჩემს კითხვაზე ექთანი.

_ საქმრო?_ კიდევ უფრო გაოცდა ჩემი მშვენიერი რქების ავტორი.

_ საქმრო?_ გავიმეორე მეც. ინდურ სერიალებში რომ კადრი დატრიალდება ხოლმე, სწორეად ასეთი სცენა გათამაშდა იმ წამს ჩემს პალატაში.

_ უკაცრავად, ხელში აყვანილი მოგიყვანათ და ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო ამ ბატონმა და რახან ქორწინების ბეჭედი არც ერთს არ გიკეთიათ_ ეტყობა დეტალურად მოასწრეს ჩვენი შესწავლა_ამიტომ გვეგონა საქმრო იყო. ბოდიში გაუგებრობისთვის!_ მოიბოდიშა ექთანმა.

განეცინა, მეგონა ბექამ მომაკითხა, ისე კი გამიკვირდა მისი მოულოდნელი მზრუნველობა, იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული მზრუნველი ტიპების კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ მაინც რატომღაც მეგონა ის იქნებოდა.

_ კარგით არაუშავს._ ვთქვი მე და ჩემს ორივე კოპზე ავიფარე ხელისგულები. შეხებით ვიგრძენი ახალი ძველზე სულ ოდნავ პატარა იყო, მაგრამ თუ ზრდას ამ ტემპით კიდევ ცოტა ხანს გააგრძელებდა პირველს დაეწეოდა და აულ ადვილად გადაუსწრებდა კიდეც.

_ქალბატონი კარგადაა და მე შემიძლია წავიდე!_ გამოაცხადა ჩემმა
"კეთილისმყოფელმა"

_ კი თუ კარგად ყოფნაში იმას გულისხმობთ, რომ არ მოვკვდები ,მართალი ხართ._ ჩამოვჯექი საწოლზე.

_ რადგან ამ ამბავში ნაწილობრივ ბრალი მეც მიმიძღვის, ხარჯები საკუთარ თავზე ავიღე, ახლა კი მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ. _ ასეთი აუტანელი ტიპები ნერვებს მიშლიან. გამოპრანჭული მამიკოს ბიჭები.
ყურადღებით შევათვალიერე, არა უშავდა რა, ისეთი არ იყო მე რომ გულს ამიჩქარებდა , მაგრამ სიმპატიური ნამდვილად ეთქმოდა. უფრო მეტიც შეიძლება ლამაზი კაცების კატეგორიაშიც კი გაგეყვანა. სადღაც ოცდაათი წლის იქნებოდა და თუ მისი ბრენდული სამოსის მიხედვით ვიმსჯელებდით საკმაოდ შეძლებულიც.

_ თუ დაასრულეთ მე დაგემშვიდობებით!_ თქვა ამ გადაპრანჭულმა ვაჟბატონმა და აშკარად არ მომჩვენებია მის ხმაში ირონიული ნოტები. ეტყობა რაღაც მოწონების მაგვარი ემოცია შემამჩნია სახეზე.

_ კარგად ბრძანდებოდეთ!_ საკმაოდ უკმეხად მივუგე მე, მადლობის თქმა არც კი მიფიქრია. ვისი ბრალი იყო მე რომ ახალწელს ორი რქით ვხვდებოდი?

მან თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და პალატიდან გავიდა . ისე წავიდა მისი არც სახელი და არც გვარი არ გამიგია და კაცმა რომ თქვას დიდად არც მაღელვებდა.

_ რა კარგი ახალგაზრდაა!_ ოცნებით გახედა კარს ექთანმა._ ასეთ სიძეზე ვინ იტყვის უარს?

_ ჯანდაბას მაგის თავი, _ რატომღაც ისევ გავბრაზდი მე._ მომხედეთ იქნებ არსებობს რამე საშუალება , რომ ეს რქები გავიქრო?_ ჯერ ისევ არ მქონდა იმედი გადაწურული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად.

ტელეფონი შევამოწმე, ერთი კინკილა მესიჯიც კი არ დამხვდა ბექასგან მოწერილი. არა დიდად კი არ იკლავდა თავს მესიჯიბით, თუ რამე უნდოდა დარეკავდა ხოლმე, მაგრამ მაინც იმედი მქონდა მომიკითხავდა. დავურეკე და კარგა ხანს დამჭირდა ლოდინი სანამ ზარს უპასუხებდა.

_ გისმენ ანუკი!

_ ბექა როგორ ხარ საყვარელო?

_ ანუკი მეძინა და გამაღვიძე, თუ მხოლოდ მოკითხვისთვის დარეკე ხვალისთვის გადავდოთ რა!

_ კარგი!_ ვუპასუხე ნაწყენმა. იმდენად ცივად და უემოციოდ მიპასუხა ცრემლები მომადგა. ნუთუ ღამის პირველ საათზე მოკითხვისთვის დავურეკავდი? ხმაზეც არ ემჩნეოდა, რომ ეძინა. ამოვიოხრე. ჩანთაში ნაპოვნ პატარა მაკიაჟის სარკეში დავიწყე ყურება. ან ასე როგორ უნდა მენახა? ჯანდაბა! ჯანდაბა შე მწვანეთვალება ნარცისო! შენ ჩემი უბედურების მიზეზო! შე მართლა კრემისფერო პალტოვ!

მეორე დღესვე გამომწერეს საავადმყოფოდან, წამლად წოლითი რეჟიმი და სიმშვიდე გამომიწერეს. თავზე კოპების დასაფარად მედდის მოტანილი სანტას ქუდი დავიფარე და სახლში ტაქსით დავბრუნდი, რადგან ჩემი შეყვარებულის ტელეფონი მთელი დილა გამორთული იყო.

კარი შევაღე და აციმციმებულ ნაძვის ხეს შევხედე. ისე ციმციმებდა თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნად სხვა საქმე არ არსებობდა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდიოდა და მე რქიანს სახლში მომიწევდა ჯდომა. ისევ ტელეფონი ამოვიღე და ბექას ვიდეო ზარით დავურეკე. როგორც იქნა მიპასუხა. გამიხარდა ახლა ჰაერივით მჭირდებოდა მისი ხმის მოსმენა.

_ ანუკი?_ გაოცდა რომ დამინახა._ რა ჯანდაბა გჭირს?

_ გუშინ ამიტომ გირეკავდი, პატარა შემთხვევა მომივიდა და... უცებ გავჩუმდი. აშკარად დავინახე მის უკან ნახევრად შიშველმა ქალმა რომ გაიარა ჩემსავით თავზე სანტა კლაუსის ქუდით.

_ რა? რა ხდება? ეგ ვინაა?_ დავიბენი, ყველაფერი ისედაც აშკარა იყო. ვინ უნდა ყოფილიყო? დილით, ნახევრად შიშველი, ბექას საძინებელში?

_ ანუკი ისედაც ვაპირებდი შენთან ამაზე საუბარს, და რახან მიხვდი, დამალვასაც აღარ აქვს აზრი. უნდა დავშორდეთ ჩემო გოგო!_ ყველაფერს ველოდი ამ სიტყვების გარდა.

_ რატომ? რა მოხდა? ჩვენ ხომ...

_ ძალიან გთხოვ ახლა შენი ისტერიკების და ტირილ_ კივილის თავი არ მაქვს! შენი ბავშვური გამოხტომების არც დროა და არც ადგილი! ისე არც შენს სახლშია იცი ჩემი ადგილი. უნდა გაიზარდო ჩემო კარგო, უნდა გაიზარდო.შენს თავს შეხედე! რაც არის ეს არის! ვეღარაფერს შევცვლით! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! _ ასე მოკლედ ამიხსნა დაშორების მიზეზი დამემშვიდობა და ზარს გამოეთიშა. ასე დავრჩი ახალ წლამდე სამი დღით ადრე, უსამსახუროდ და უშეყვარებულოდ. სამაგიეროდ ორი უზარმაზარი რქით თავზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

_ შენი დედაც სანტა !_ ვიყვირე გაცოფებულმა . ხელი დავავლე ჩემს აბრდღვიალებულ ნაძვის ხეს ქეჩოში, თითქოს ყველაფერი მისი ბრალი იყო და სულ რიხირიხინით ჩავათრიე კიბეებზე. ფიქრებში ნაძვის ნაცვლად ბექას საყვარელს მივათრევდი ქოჩრით. სადარბაზოს კართან მივიტანე, პანჩური ამოვცხე და საცოდავმა ხემ პირდაპირ ქუჩაში მოადინა ზღართანი.

_ ესეც ასე! წელს ახალი წელი არ იქნება! ასე მსურს მე!_ ჩავიცინე ბოროტად გამარჯვებულმა და ფეხებგაჩაჩხულმა დოინჯი შემოვირტყი.

_ დედააა, ეს გრინჩია ხომ? _ გავიგონე უცებ წკრიალა, მაგრამ შეშინებული ხმა.
დავინახე პატარა აპრეხილ ნაწნავებიანი ლამაზი გოგონა როგორ ამოეფარა დედის კალთას.

_შვილო ეს რაღაც უფრო უარესია მგონი! წამოდი სწრაფად!_დედამ ჯერ ჩემს ვაცივით წამოზრდილ რქებს შეხედა, რომლებსაც სანტას ქუდიდან მქონდა ამოჩრილი, შემდეგ შვილს ხელი დაავლო და სულ სირბილ_სირბილით წაიყვანა.
უცებ გავიაზრე ჩემი საშინელი შესახედაობა. ჩემს საცოდავ ტოტებდამტვრეულ და სათამაშოებგაცვენილ ნაძვის ხეს შევხედე და შემეცოდა. ისევ დავავლე ხელი და კვლავ სახლში ამოვათრიე. ეტყობა ძალიან იყო ჩემზე ნაწყენი, არაფრით არ სურდა ფეხზე დადგომა, ამიტომ კუთხეში ავაყუდე. თუ მანამდე ამაყად იდგა და მთელ სახლს იკავებდა, ახლა შეშინებული დასჯილი ბავშვივით კუთხეში იყო ატუზული.

_ როგორი ახალი წელიცაა, ისეთია ნაძვის ხეც!_ ვთქვი და საკუთარი თავი თავად შემეცოდა.

3

მთელი დღე ზომბივით დავდიოდი, იმდენად ვიყავი ემოციურად დაღლილი ვერც დარდს ვერ გამოვხატავდი ადამიანურად. არ მიტირია, წარბიც კი არ შემიხრია. და მგონი ეს უარესი იყო. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არც ხდებოდა. საღამოს ნატამ დამირეკა. ჩემმა ბავშვობის დაქალმა .

_ ანუკი რას შვები აბა? იყიდე მთელი ქალაქის სამყოფი შუშხუნები?_ მხიარულად მკითხა მან. კარგად იცოდა ჩემი საახალწლო ციებ_ ცხელების შესახებ._ რაო შენმა ბედოვლათმა ბექამ? გქონდათ რომანტიკული საღამო?
აქ კი გულმა აღარ მომითმინა და ყველაფერი დეტალებში მოვუყევი.

_ ვაა და ლამაზი იყო მართლა? _ მხოლოდ ეს კითხვა გაუჩნდა ჩემს დაქალს, მთელი იმ ამბიდან, რაც მოვუყევი.

_ ვინ გოგო? _ უცებ ვერ მივხვდი ბექას საყვარელზე მეკითხებოდა თუ კრემისფერ პალტოზე.

_ ის ბიჭი, ვინ?;_ ისე გაიოცა ნატამ, შემრცხვა ლამის, რომ ვერ მივხვდი.

_ ბიჭი აღარც ქვია იცი, კაცი, ან უფრო ბერბიჭა!_ არ მსურდა აღიარება, რომ ძალიანაც ლამაზი იყო. არ მსურდა მასზე რამე კარგი მეთქვა.

_ მოიცა, ახლავე მოვდივარ!_ მითხრა ნატამ, ტელეფონით საუბარმა აშკარად ვერ დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.

მართლაც ასე ოც წუთში მოვარდა ქაქანით.
კარი გავუღე და შუბლზე რომ შემომხედა მოულოდნელობისაგან შეჰყვირა:

_ ვაიმე დედიკო!_მისი პირველივე ემოციით მივხვდი, თუ რამდენად ვგავდი მონსტრს.

_ როგორ ახერხებ სულ შარში გახვევას?_ მართლა გულწრფელად დაინტერესდა ნატა.

_ არ ვიცი , ალბათ დაწყევლილი ვარ!_ გამეცინა მე. _ იმ არანორმალურმა მამიდაჩემმა გამიკეთა ალბათ ჯადო. _მე კი ვხუმრობდი , მაგრამ ისე გამორიცხული არც იყო მისგან .

_ ახლა რას აპირებ?_ მკითხა და გვერდით მომიჯდა._ მაგას არაფერი ეშველება? ჰელოუინი მაინც იყოს ნიღაბი აღარ დაგჭირდებოდა!_ გადაიხარხარა ნაზი გოგოსთვის სრულიად შეუფერებლად.

_ ისე იმ იდიოტს რომ დაშორდი ძაანაც კარგი!_ ნატა ბექას ვერ იტანდა, არაფრით ესმოდა რატომ ვხვდებოდი და მით უფრო როგორ მიყვარდა. რა ვიცი, ალბათ სიყვარული მართლაც ბრმაა.

_ მოიცა და სამსახურის გარეშე რა უნდა ქნა? ძალიან ჯიუტი გოგო ხარ! მოგეხადა ბოდიში! რაში გადარდებს ნეტა, ხვალ არ შეხვედროდი იმ ვიღაც წუწუნას!_ ნატა პრაქტიკული გოგოა. არასდროს არ გაიფუჭებს საკუთარ საქმეს უაზრო თავმოყვარეობის თუ პრინციპების გამო.

_ ეჰ!_ ამოვიოხრე მე._ ამ ახალწელს სახლში მომიწევს ჯდომა. ასე სად წამოვალ. _ გული მწყდებოდა მაგრამ თავს ვერავის დავაცინინებდა, არა მგონია ეს უზარმაზარი კოპები ამ სამ_ოთხ დღეში გამქრალიყო.

_ ჯობია ქალაქიდან გახვიდე, აქ შანსი არაა ბექას არ გადაეყარო სადმე და უფრო გაგაღიზიანებს მისი ნახვა. _ მეც სასიამოვნოდ მომეჩვენა ნატას აზრი. მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? ჩემები ჩემს რძალთან მიდიოდნენ რაჭაში , პირველად სტუმრობდნენ და ასე რქიანი იქაც ვერ წავიდოდი.

_ გოგო, ნეტა ის ვაკანსია ისევ თავისუფალია? _ ლოყაზე მიიკაკუნა მოხრილი თითი.

_ რომელი გოგო?_ დავინტერესდი მე.

_ აი ის ბორჯომის! მზარეულს რომ ეძებდა ვიღაც ბობოლა! ხომ გითხარი კიდეც. შანსი არაა, ამ საახალწლოდ ვერავის იპოვნიდნენ!! მოიცა ვნახო ერთი!_ ნოუთბუკში შეძვრა და ცოტა ხანს რაღაცას ეძებდა.

_ აჰაა!_ სიხარულის ხმა აღმოხდა ნატას_ ისევ ეძებენ, ეგრეც ვიცოდი! გოგო დაგვერეკა ჰაა? თან ნახე მთელი თვის ხელფასს სთავაზობენ, მხოლოდ ორ კვირაში!

მეც დავინტერესდი და მივუცუცქდი.
განცხადება ასეთი იყო:
" გვესაჭიროება შეფი, ბორჯომში 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხელფასი ამდენი და ამდენი ლარი." და ტელეფონის ნომერი.

_ ვააა!_ თვალები შუბლზე ამივიდა გამოსახული ციფრების დანახვისას._ რა ამბავია ნეტა? შებერტყილი ნუდისტების ან რაიმე უაზრო სექტის წვეულება ხომ არაა?_ ვიკითხე მე

_ რა სექტა რა ნუდისტებიი? აფრენ რა! უბრალოდ მდიდარი ტიპია ვიღაცაა, ხომ იცი არა როგორ უყვართ მაგათ ერთმანეთთან უაზრო ელიტური ტყლარწვა ._ ორგანულად ვერ იტანდა ნატა იმ საზოგადოებას ფული რომ ჩეჩქვივით ჰქონდათ და საკუთარ თავს ელიტას უწოდებდნენ.

_ მე მაინც ნუდისტური წვეულება ან რამე გიჟობა მგონია!_ გავჯიუტდი მე.

_ აი მასეთი ვირი რომ ხარ, იმიტომ გაქვს ეგ რქებიც!_ საკუთარი სიტყვების სისწორის დასტურად დამიქანცურა ნატამ თავი

_ სად გინახია რქიანი ვირი?_ გამეცინა მე.

_ ერთს ვხედავ, აგერ პირდაპირ ჩემ წინ!_ არ დამნებდა ნატა.

_ მომეცი აქ ტელეფონი!_ მიბრძანა და განცხადებაში მითითებული ნომერი აკრიფა.

_ მაცადე ახლა!_ მბრძანებლურად გაპარჭყა საჩვენებელი თითი, როცა ტელეფონის წართმევა დავუპირე.

_ დიახ , გამარჯობა . ვაკანსიის თაობაზე ვრეკავ. ..რომელის? ძიძის თუ მზარეულის?...ორივესი! დიახ! პირობებზე უფრო დეტალურად თუ შეიძლება... დიახ ... დიახ ... დიახ... რა თქმა უნდა! დიახ... კარგით მოსაფიქრებლად დრო მჭირდება , დაგირეკავთ ერთ საათში._ ტელეფონი გათიშა და მთელი ხმით დაიყვირა:

_ ჯეკპოტ!

_ რა მოხდა გოგო, რა ძიძა?_ ვკითხე დაბნეულმა.

_ აი მისმინე! ანუ ბავშვია 7 წლის, ბიჭუნა, და მისთვის ეძებენ ძიძას, პლიუს მზარეულს. მაგრამ ამ ორი პოზიციის შეთავსებაც ხომ შეიძლება არა? მხოლოდ ბავშვია და რამდენიმე მომსახურე პერსონალი, რაა ამაში ძნელი? თან სასწაული პირობები და სასწაული ორმაგი ხელფასი. წადი თავს გაანიავებ , მისწრებაა ახლა შენთვის ქალაქიდან გასვლა!_ ჩემს ავარიულ ნაძვისხეს გახედა_ არა აუცილებლად წადი!

_ და ასე?_ ხელით შუბლი დავანახე. მე მაგალითად ჩემს შვილს რქიანი ძიძის ხელში ვერ ჩავაგდებდი.

_ მოიცა რა, აჰა!_ ჩანთიდან საახალწლო წითელი ფუმფულა ნაქსოვი ქუდი ამოიღო._ ჩამომაცვა თავზე და კმაყოფილმა გამომხედა.

_ მშვენიერ!_ ასწია ცერა თითი.

დავფიქრდი და მივხვდი ნატა მართალი იყო. სახლში ჯდომა და ბექაზე გოდება ბოლოს მომიღებდა, რატომაც არა! ცხოვრება გრძელდება, ვინ იცის რა საინტერესო ამბები მელოდა ბორჯომის თოვლიან ხეობაში. ისემც ყველაფერი კარგად აგიხდეთ, მე რომ წინ თავგადასავალი მელოდა!

_ მოიცა და მერე წოლითი რეჟიმი?_ გაახსენდა ნატას.

_ კარგი რაა მშვენივრად ვარ, კაი ჯანმრთელი ვირივით!_ გავიღრიჭე მე.

_ თანახმა ვარ!_ დავუქნიე თავი ნატას და მანაც იმის შიშით არ გადაიფიქროსო სასწრაფოდ დარეკა, თანხმობა განაცხადა და ადგილის კოორდინატები ჩაიწერა.

_ ანუ ნებისმიერ დღეს გელიან!_ გამომიცხადა ამაყად, თითქოს რამე დაჯილდოების ცერემონიალზე ვყავდი წარდგენილი._ თუნდაც ხვალ!

საღამომდე ბარგი ჩავალაგე, რაც ჩემი აზრით მჭირდებოდა. მაგრამ ისეთიც არაფერი მქონდა მთისთვის და თოვლისთვის რომ არის განკუთვნილი, ვიმედოვნებდი ყველაფერი ადგილზე დამხვდებოდა. ხომ ქირაობს არა ხალხი სპეციალურ აღჭურვილობას უკვე ადგილზე ჩასული.

მაშ ასე ოცდაშვიდში სახლის კარი გამოვიხურე და მანქანა დავქოქე. მობილურის ჯიპიესი მოვმართე კოორდინატები ვუკარნახე და გზას გავუდექი.

დილიდანვე უკვე თოვდა, და რაც უფრო ვუახლოვდებიდი დანიშნულების ადგილს თოვა უფრო და უფრო უმატებდა. ჩემი მანქანა უბრალო სედანი იყო, და არა მაღალი გამავლობის ჯიპი. მაგრამ რატომღაც ამაზე არ ვდარდობდი.
სანამ ბორჯომში არ ჩავედი არანაირი ფათერაკი არ მიმიზიდია. ეს უკვე მიღწევა იყო! მანქანა გზის პირას გადავაყენე და გადმოვედი. საოცარი ხედი იშლებოდა, თოვლი ლამის მუხლამდე იდო უკვე, და გარემო სულ გადათეთრებულიყო. საოცარი სილამაზე და სიმყუდროვე სუფევდა გარშემო.
ისევ იმ ნომერზე დავრეკე. გავაფრთხილე მოვდივარ მაგრამ დიდი თოვლის გამო ცოტა შემაგვიანდებამეთქი. კაცმა რომ თქვას სწორედ ამ ზარმა გადამარჩინა იმ ღამის შუა ტყეში გათევას.

დასახლებულ პუნქტს გავცდი და ჯიპიესი მაინც სადღაც მთებში მიმითითებდა. ოხ, ეს არანორმალური მდიდრები თავიანთი უაზრო წიკებით! გავბრაზდი მე.

_ სადღაც ჯანდაბაში რომ არ აიშენონ სახლები , აქვე დაბაში არ შეიძლება ცხოვრება?_ საკუთარ თავს ვართობდი წუწუნით და გზის გასაყართან მდგარი ვუყურებდი ჩემს წინ მიმავალ თოვლში ჩაკარგულ გზას. ზღაპრებში რომაა ხოლმე " მარჯვნივ წახვალ ხიფათი გელის! მარცხნივ წახვალ განსაცდელი გელის!"

_ მიდი, პატარა მიდი! _ ხელი დავუტყაპუნე საჭეს.

მანქანა დავქოქე და გზა გავაგრძელე. რატომღაც სიფრთხილის ზომები სრულიად დავივიწყე. ალბათ იმ ზღაპრული გარემოს გამო, რომელშიც ჩემი პატარა მანქანა მიცურავდა. დიახ მიცურავდა, კი არ მიდიოდა. თოვლი ჯერ კიდევ გაუკვალავი იყო, ალბათ დილიდან არავის გამოევლო აქეთ.

რაღაც მომენტში მანქანა თითქოს ჰაერში აიწია, ბორბლები თითქოს სიცარიელეში მოძრაობდა. შეძლებისდაგვარად გადავაყენე გზიდან და ტელეფონი ამოვიღე. ოპაააა! ესეც სიურპრიზი, მიღებაც არ იყო.

კარი გავაღე გადმოვედი და უზარმაზარ ფაფუკ თოვლში ჩავეფალი. ცოტა მოშორებით გავედი, არა! მიღება არ იყო!
შემცივდა. ისევ მანქანაში შევძვერი, ფეხები ჰაერში გავაშვირე და თოვლი ჩამოვიბერტყე. "კიდე კაი ბოტასით არ წამოვედი !" გავიფიქრე გულში.

_ ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო?_ ჯიპიესს შევხედე და დანიშნულების ადგილამდე კიდე ორი კილომეტრიო, გული გადამიქანდა. კარი დავხურე და ლოდინი დავიწყე. ვიღაც ხომ აუცილებლად გამოივლიდა? სანამ სინათლე იყო რა მიჭირდა? აი რომ ჩამოღამდა და და ჩამობნელდა ნელ ნელა შიშიც გამოჩნდა.
რამდენჯერმა ფარები ავანთე და ჩავაქრე. იქნება ვინმეს შევემჩნიე, მერე რამდენჯერმე დავასიგნალე. კაციშვილი არ ჩანდა.

_ძვირფასო სანტა, რაო ჯერ არ დაიღალე ჩემი დაცინვით?_ გული მომდიოდა ნატაზე, საკუთარ თავზე, ყველაფერზე. რა ჯანდაბა მინდოდა ამ მიყრუებულში? ახია ჩემზე! ვბრაზობდი და ვატყობდი შიმშილიც შიშთან ერთად მიტევდა. უკანა სავარძელზე გადავბობღდი და ჩანთები მოვქექე, გზად ნაყიდი ორცხობილები და ჩიფსები ჩავახრამუნე.აშკარად არ მეყო!

ახლა მომწყურდა, ცოტა ხანს ვითმენდი და მერე გამეცინა. სულ თოვლში ვიჯექი და წყურვილით ვიხრჩობოდი. ხელი გადავყავი და ერთი მუჭა თოვლით გავივსე, ხელი მოვუირე, ლოლოსავით ფორმა მივეცი და პირში ჩავიდე.
მუსიკა ჩავრთე, რამე მხიარული და ენერგიული მჭირდებოდა, რომ ჩაბნელებულ ტყეზე და ჩემდა ჭირად, საქართველოში ისევ დაბრუნებულ ლეოპარდზე რომ არ მეფიქრა.
უცებ გამახსენდა ნატამ ზურგ ჩანთაში ყოველი შემთხვევისათვის ჯეკ დენიელსი რომ ჩამიჩურთა, რა იცი იქნებ გამხნევება დაგჭირდეს დეპრესიამ თუ შემოგიტიაო.
მოვნახე და ერთი ყლუპი დავლიე, მერე კიდევ და კიდევ. ბოლოს კარგად გამოვთვერი. ცარიელი კუჭი და სასმელი ხომ მთლად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე და ცოტა ხანში აღარც ლეოპარდი მახსოვდა, აღარც ბექა და აღარც შუა ტყეში დაკარგული საკუთარი თავი.
უცებ წინიდან მანქანის ფარებმა შემომანათა. ჩემს მთვრალ და არეულ გონებაში სადღაც ნათურა აინთო , ჯერ კიდევ მახსოვდა , რომ მშველელს ველოდებოდი. მანქანის კარი გამოვაღე გადმოუსვლელად დავდექი ფეხზე ,ხელების ქნევა და განწირული ყვირილი დავიწყე , თითქოს შუა ოკეანეში ვიყავი დაკარგული და მშველელს შორეული გემიდან მოვიხმობდი. იმის მაგივრად ცივ ჰაერს გამოვეფხიზლებინე უცნაური თავბრუს ხვევა ვიგრძენი, სიმთვრალესთან ერთად ცოტა ჩემი ტვინის შერყევაც მოქმედებდა , პირქვე გადავვარდი, თოვლში ჩავეფალი, გახურებულ შუბლზე სიგრილე მესიამოვნა, თვალები დავხუჭე და გემრიელი ხვრინვა ამოვუშვი.
თვალი დიდ ქათქათა და ფუმფულა საწოლში გავახილე. თავი მისკდებოდა, პირი უდაბნოსავით მქონდა გამომშრალი და უსაშველოდ მწყუროდა. ხელები შუბლზე მოვიჭირე, თავს გუგუნი გაუდიოდა.
მაგრამ უცებ გამინათდა გონება , ქუდი აღარ მეფარა და ჩემი მშვენიერი კოპები თამამი ქალის მკერდივით ურცხვად მოშიშვლებულიყვნენ. ოთახი მოვათვალიერე. უცებ კართან ჩურჩულს მოვკარი ყური.

_ ესაა კევინის ძიძა?_ ეკითხებოდა ერთი მეორეს.
"კევინი რა სახელია?" გავიფიქრე მე.

_ არა ეს როგორ იქნება? დაინახე რამხელა რქები აზის შუბლზე? გატრეტილი მთვრალი უპოვნია კაკოს გუშინ ღამ. მანქანას ანგრევდა რაღაც სატანური მუსიკაო და ეს კიდე გიჟივით გაჰკიოდა მთელ ხმაზეო. ეტყობა იმ ტბის სახლიდანაა უცნაური ბანდა რომ იკრიბება ხოლმე._ აშკარად საშინელი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე. და სავარაუდოდ სამსახურსაც უნდა გამოვმშვიდობებოდი.
ისევ ბალიშზე გადავწექი. ადამიანს ერთხელ რომ უმტყუნებს ბედი, მერე უიღბლობის მთელი კასკადი დაატყდება ხოლმე თავს! სწორედ ასე იყო ჩემი საქმე. საწოლის გვერდით ჩემი ქურთუკი და ნივთები ეწყო. ქუდი ავიღე და შუბლზე ჩამოვიმხე, თუმცა ჰქონდა ამას კიდევ რამე აზრი?

ავდექი და ჩავიცვი. ახლა საჭირო იყო, როგორმე მათი კეთილგანწყობა მომეპოვებინა. კარი გავაღე და კიბეზე დავეშვი.

_ უკაცრავად!_ დავიძახე ხმადაბლა. არავინ მიპასუხა , ეტყობა ყველა საკუთარ საქმეს დაუბრუნდა. კიბის გვერდით პირველივე კარი შევაღე და როგორც იქნა გამიმართლა, პირდაპირ სამზარეულოში მოვხვდი. მაცივარი გავაღე ცივი წყალი გამოვიღე და ისე მწყუროდა ჭიქა არც მიძებნია პირდაპირ მოვიყუდე ბოთლი. შემდეგ პროდუქტებს გადავხედე, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება მაცივრით მათ პატრონებზე. მაგალითად, ნათელი იყო, რომ აქ ბავშვი ცხოვრობდა, მაცივრის ერთი ფრთა გამოტენილი იყო ქინდერის კვერცხებითა და სხვა ნუგბარით. გამიკვირდა, მეტისმეტად ბევრი ტკბილეული იყო იქ. ბავშვს აშკარად არ უყვარდა რძე, რადგან რძის ბოთლი სავსე იყო, სამაგიეროდ ნაირფერ გაზიან სასმელებს ვხედავდი ნახევრად დაცლილს.
იქვე თაროზე ძეხვი, სოსისები და სხვა ბავშვისთვის სრულიად შეუფერებელი და არა ჯანსაღი საჭმელი იწონებდა თავს. გულში გავიფიქრე ამ ბავშვს დედა არ ჰყავს ამ ყველაფერს რომ აჭმევსმეთქი.
რამდენიმე პროდუქტი ამოვარჩიე და ამ ჯერად მარტივი კერძის მომზადება გადავწყვიტე, საშინლად მშიოდა ამიტომ ისეთი რამე მინდოდა რასაც მალე დავასრულებდი და პასტის მომზადება დავიწყე.
საერთოდ იტალიური გემრიელობები ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის . ჩუმად ვღიღინებდჯ და თან ვცეკვავდი. მიყვარს საჭმლის კეთების დროს მუსიკის მოსმენა.
ისე გავერთე მზადების პროცესში , რომ ვერც კი შევნიშნე , როგორ მომეპარა პატარა, ძალიან ლამაზი ბიჭუნა.
რომ შევამჩნიე უკვე მაგიდასთან იჯდა და ხელის გულზე დაყრდნობილი ინტერესით მითვალთვალებდა.

_ გინდა პასტა?_ ვკითხე, და უკვე გამზადებულ კერძზე მივუთითე. თავი დამიქნია. საჭმელი ამოვუღე და სოუსი დავანახე. ისევ დამიქნია თავი. სოუსიც მოვუსხი და თეფში შორიდანვე გავუსრიალე მარმაილოს მაგიდაზე. უცნაური რეაქცია ჰქონდა, სწრაფად გაიწია მაგიდიდან , არ ვიცი რა ეგონა. თეფში ზუსტად მის წინ გაჩერდა. გაოცების თუ მოწონების ნიშნად თავი გვერდზე გადახარა და ცალი წარბი სასაცილოდ ასწია. ჩანგალი აიღო და კერძო დააგემოვნა. ტუჩები მოილოკა და გაიღიმა. რამდენიმე ლუკმით მოაპრიალა თეფში უსიტყვოდ ჩამოძვრა მაღალი სკამიდან და კარისკენ წავიდა. კართან მისული მობრუნდა ცერა თითი მაღლა ასწია და გამიღიმა. უცნაურად ნაცნობი ღიმილი ჰქონდა. ტანზე წითელი ნაქსოვი სვიტრი ეცვა, თითქოს ისიც სადღაც ნანახი მქონდა, მისი წითელირმებიანი კრემისფერი ქუდიც საოცრად ნაცნობი მეჩვენა. თითქოს საიდანღაც ვიცნობდი ამ ბიჭუნას. მაგრამ ვერაფრით გავიხსენე. თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ბავშვს მოვეწონე. ცოტა ამოვისუნთქე, ჩემი მთავარი კლიენტი თუ ჩემით კმაყოფილი იყო , გამოდის ნახევარი საქმე მოგვარებული მქონდა.

დასვრილი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყვე და წყალი მოვუშვი.

_ რას აკეთებთ გოგონა?_ გაისმა მოულოდნელი მკაცრი ხმა.

_ ვრეცხავ!_ ავიჩეჩე ხმები.

_ ეგ თქვენს მოვალეობაში არ შედის. რეცხვა ნინოს საქმეა! თქვენ ალბათ ახალი ძიძა ხართ არა?_ მკითხა სრულმა და ლოყაბროწოლა ქალმა.

_ იმედია_ გამეცინა მე._ და ამასთან ერთად ახალი მზარეულიც. ჭურჭელს კი ჩემს სამფლობელოში, _ თითი სამზარეულოს მოვავლე. ის რეცხავს ვინც სვრის,_ გავუღიმე კეთილად. ჩემი სიტყვები მოეწონა.

_ სასიამოვნო გოგონა ყოფილხარ!_ გამიღიმა საპასუხოთ. _ მე ლეილა ვარ, სახლის მთავარი დიასახლისი. პასუხს ვაგებ სისუფთავეზე, პროდუქტებზე, ყველაფერზე!_ გამეცნო ლეილა.

_ მე ანუკი ვარ, იმედია დავმეგობრდებით. _ ვუპასუხე თან ნიჟარიდან თეფშები ამოვიღე და გამშრალება დავუწყე.

_ ეს მეორე თეფში?_ ვისიაო აშკარად ამის კითხვა უნდოდა.

_ ბავშვმაც მიირთვა და თუ გნებავთ თქვენთვისაც მოვამზადებ._ ვუპასუხე მე.

_ ლუკამ საჭმელი ჭამა? ბოლომდე? ომის გარეშე?_ თვალები გაოცებისგან დაატრიალა მან. მე მხრები ავიჩეჩე და თავი დავუქნიე. "ლუკა?" _გავიფიქრე მე_"აბა კევინი ვიღაა?"

_ ოჰო! თქვენ არ ხუმრობთ! ან მართლა ძალიან კარგი მზარეული ხართ ან მერი პოპინსი!_ გაეცინა ქალს.

4

_ ლეილა დეიდა დამიძახე შვილო. ისე კი შეგვაშინე გუშინ.კაკომ დღეს დილით ამოიყვანა შენი მანქანა. ვის გაუგია შვილო ასეთი პატარა მანქანით წამოსვლა ამხელა თოვლში _ ცალი თვალი ჩემი ქუდისკენ გამოაპარა. აშკარად მივხვდი, რომ ჩემი რქების ნახვა უკვე მოესწრო.

_ ლეილა დეიდა, ხიფათს მაგნიტივით ვიზიდავ, ეგეც ჩემი მოუფიქრებლობით მომივიდა, თუმცა არ მეგონა ამხელა თოვლი თუ დამხვდებოდა აქ,. გუშინ კი ისე შემეშინდა ტყეში ღამე მარტო დარჩენის, სასმელი მხოლოდ და მხოლოდ სიმამაცისთვის დავლიე და აშკარად ზედმეტი მომივიდა. ვის უნდა დაველაპარაკო, სად არიან ბავშვის მშობლები?_ეს ახლა ყველაზე უფრო მაინტერესებდა, რადგან თუ არ დამტოვებდნენ სამუშაოზე, როგორმე აქიდან წასვლაში მაინც დამხმარებოდნენ.

_ ბატონი ანდრო ახალ წლამდე არ ჩამოვა, ხოლო დედა ..._ თვალებზე ცრემლი მოადგა ლეილას._ დედა ოთხი წლის უკან ავარიით გარდაეცვალა. ლუკა სამი წლისაც არ იყო ჯერ. დედა არც ახსოვს საწყალ ბავშვს. კარგი ბიჭი გვყავს ლუკა, კეთილი, ლამაზი. მაგრამ ძალიან ცელქი და მოუსვენარი. დედის ხელი აკლია საწყალს და სითბო. _ მოკლედ ამიხსნა მათი ოჯახური მდგომარეობა და სიტუაცია._ მომსახურე პერსონალის მიღება _არ მიღებაც ფაქტობრივად ჩემი გადასაწყვეტია. მაგრამ აი შენ ნამდვილად მიგიღებთ!_ ჩემი გაოცება რომ დაინახა გააგრძელა.

_ ჰო, ჰო! ლუკა უჭმელი ბავშვია, არ მახსოვს ხვეწნის და წივილ_ კივილის გარეშე რამე ბოლომდე ეჭამოს. არ ვიცი რა თვალით შემოგხედა, ან ასეთი რა გემრიელი საჭმელი შესთავაზე, მაგრამ აშკარად მოეწონა, რაც იყო. ამიტომ ჩათვალე მზარეულად მიღებული ხარ. დღეს ბატონ ანდროს გავესაუბრები და ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებ._ წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ გაჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა ღირდა თუ არა.

_ ყურადღებით იყავი ჩემო კარგო, როგორც გითხარი ლუკა ცელქია და ხუმრობა ძალიან უყვარს!_ უცნაურად ჩაფიქრებულმა მითხრა და სამზარეულოში მარტო დამტოვა.
მივხვდი მხოლოდ ამის თქმა არ სურდა , იყო რაღაც მნიშვნელოვანი, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ლეილას უბრალოდ ჩემი შეშინება არ უნდოდა და ამის გამო არ მითხრა არაფერი. სახლის დიასახლისი ნინო დეიდა, მძღოლი ბატონი კაკოც რიგ_რიგობით გავიცანი ყველა. ცოტა ხანს ამოვისუნთქე , მივლაგდი და ბავშვის საძებრად გამოვედი. მთელი სახლი მოვიარე თუმცა ვერსად მივაგენი.

_ ლეილა დეიდა ლუკა ხომ არ დაგინახავთ?_ ვკითხე, როცა კიბეზე ამომავალი დავინახე.
_ ქვემოთ იქნება ძაღლებთან! ძაღლების ხომ არ გეშინია?_ ჩამეკითხა ინტერესით.
_ არა პირიქით, ცხოველები ძალიან მიყვარს!_ გავუღიმე მე . თუმცა მე ცხოველები მიყვარს და არა დინოზავრები.

კიბეები ჩავიარე , მანქანის სადგომისკენ ჩამავალი პატარა კარი გავაღე, როგორც ლეილამ დამარიგა და რამდენიმე საფეხური ჩავირბინე.
_ ლუკაა! _ დავუძახე ბავშვს.
პასუხი არ გამცა. თუმცა უზარმაზარი შავი ჯიპის უკან რაღაც მოძრაობა შევნიშნე.

_ გამოდი ლუკა დაგინახე!_ გამეცინა მისი მცდელობაზე, რომ დამალულიყო.

უცებ მანქანის წინიდან უზამაზარი შავი ძაღლი გამოვიდა, ძაღლიცაა და ძაღლიც! როგორც მერე გავიგე კანე_ კორსოს ჯიშის ორი ძაღლი ჰყოლიათ. დაცვისა და უსაფრთხოებისთვის
და ორივე ძაღლის ერთპიროვნული მბრაძანებელი ლუკა გახლდათ .
ძაღლი დაძაგრული იდგა და მიღრენდა. მუხლები ამიკანკალდა და უკან დავიხიე. თუმცა უკნიდანაც მისი ტყუპისცალი თუ აჩრდილი მომიახლოვდა , ორმა დინოზავრივით უზარმაზარმა ძაღლმა შუაში მომიქცია.
" ასეთი ყოფილა ჩემი აღსასრულიმეთქი!" გავიფიქრე. გასწრებით ვერსად გავასწრებდი. ამიტომ ნელ_ნელა მუხლებზე დავეშვი. სახე კი საკუთარ ხელებში ჩავმალე.
_ მარვინ, ჰარი! უდარაჯეთ!_ გაისმა მხიარული ხმა. თავი იმედით ავწიე და ის ონავარი არ შემრჩა ხელში? სახეზე ანცი და მხიარული ღიმილით.

_ ლუკა საყვარელო! _ წამოვიწიე მუხლებზე.
_ ღრრრრრ!_ წამოიწია მარვინი თუ ჰარი, რომელიღაცა.

ისევ საწყსი პოზა მივიღე. ძაღლიც კვლავ დაჯდა.
_ ლუკა გთხოვ ძვირფასო, უთხარი ძაღლებს გამიშვან!_ ისეთმა ზრდილობამ გაიღვიძა ანაზდად ჩემში, წარმოდგენა არ მქონდა სამყაროში მსგავსი თუ არსებობდა. სხვა რა გზა იყო, ახლა ამ თავხედი ლაწირაკის ხელში ვიყავი, რომელსაც მგონი ჭკუა არც კი მოეკითხებოდა. ამ მავნემ კი
მხიარულად ჩაიხითხითა. და კიბეებს ხტუნვა_ხტუნვით აუყვა
_ ლუკა, ლუკა არ წახვიდე!_ ცოტა მაკლდა და პატარა ბავშვივით ღრიალს დავიწყებდი. თუმცა მან ჩემი ხვეწნა_ მუდარა არად ჩააგდო.

_ ოხ, შე საძაგელო! შე პატარა ტირანო! ამ მონსტრებს თუ გადავურჩი შენ გაჩვენებ სეირს!_ ავკივლდი მოთმინება დაკარგული.

_ აბა შენ იცი!_ დამიძახა იმ საძაგელმა კიბის თავიდან და კარები მშვიდად მოხურა.
ნელა და მშვიდად დავხედე საათს, ვახშმის მომზადების დრო მოდიოდა მე კი გაყინულ სადგომზე ვეგდე და უძრაობისგან უკვე ფეხები მქონდა დაბუჟებული. კიდევ კარგი შუქი მაინც დამიტოვა იმ პატარა ტირანმა. იმ წამს, უცებ გამახსენდა საძინებლის კართან გაგონილი ჩურჩული. "ესაა კევინის ძიძაო?" მარვინი და ჰარი და თავად ლუკას ჩაცმულობა, ღმერთო ჩემოო! გამინათდა გონება. აი თურმე ვის მაგონებდა ჩემი მტარვალი.
კევინ მაკკალისტერი! მაგრამ იმ საყვარელი ბიჭუნასგან განსხვავებით, მე რას მერჩოდა ლუკა ეს კი ვეღარ მივხვდი. ალბათ ძიძას პიტენციურ საფრთხედ აღიქვამდა. გამეცინა,

_ ღრრრრრ! _ წამოიმართნენ ძაღლები.

_ კარგი ხო , კარგი!_ დავამშვიდე ის ორი გოლიათი. იმედია ზემოთ რომ მოშივდებათ, მომიკითხავენ. დავიიმედე თავი. მაგრამ ნურას უკაცრავად! დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა კაკომ რომ შემოაღო სადგომის კარი.

_ ანუკი?_ გაოცდა ჩემი დანახვისას.
_ რა ხდება აქ?_ მკითხა შემცბარმა.
_ ბატონო კაკო ლუკას ოინებია, ძაღლებს ჩემი ყარაულობა უბრძანა . მიშველეთ დროზე გავიყინე და მთელი სხეული გამიბრუჟდა!_ ამოვიკნავლე საცოდავად, თან სიცივისგან უკვე კბილს კბილზე ვაკაწკაწებდი.

_ შვილო, ჩვენი ძაღლები, ჭკვიანი ბიჭები არიან! სახლში შემოსულს არაფერს დაუშავებენ! რადგან ბატონი ანდროს მოთხოვნით ასე არიან გაწვრთნილები!_მითხრა კაკომ და წამოდგომაში დამეხმარა.
_ აბა ავად რომ მიღრენდნენ!_ ლამის იყო ავტირდი, იმის გაცნობიერებამ, რომ ოთხი საათი ტყუილად ვეგდე გაყინულ იატაკზე წყობიდან გამომიყვანა. თუმცა კაკო მართალი აღმოჩნდა. არცერთს, ამ ნიანგებისგან , აზრადაც არ მოსვლიათ თავს დამსხმოდნენ. კიბეები კაკოს დახმარებით მოკუნტულმა ავიარე . გაბუჟება ფეხებში ნემსებივით მერჭობოდა .
ისე ვიყავი გაცოფებული, მარტოს ხელში რომ ჩამვარდნოდა ის საძაგელი, მეც არ ვიცი რას ვუზამდი. თან საკუთარ გაუბედაობაზე და მიუხვედრელობაზე ვბრაზობდი.

ლეილამ ლოგინში ჩამაწვინა და ცაცხვის ცხელი ჩაი მომიტანა.

_ ვაიმე შვილო, მაინც დაიწყო არა ხუმრობა?
_ ხუმრობა? ხუმრობა ისაა, ორივე მხარე რომ იცინის!_ ვუპასუხე გაწიწმატებულმა.
ლეილამ თავი თანაგრძნობით გადააქნია და ოთახიდან გავიდა.
ვიჯექი საწოლში და მომხდარზე ვფიქრობდი, ჯერ გამეღიმა, მერე ხმამაღლა გამეცინა და ბოლოს გულიანად ვიცინოდი საკუთარ თავზე. ვაღიარე_
ერთით ნოლი ლუკას სასარგებლოდ.

მეორე დღეს, მაცემინებდა და აშკარად გაცივება არ გაცივების საზღვარზე ვიდექი.
თაფლიანი ჩაი გავიკეთე და გოგოებს ყავა მოვუდუღე. მოზრდილი ქვაბით ქათმის წვნიანი შემოვდგი . მერე მაცივარს მივუბრუნდი და ომისთვის მზადება დავიწყე.
ასე ათი საათი იქნებოდა ვაჟბატონი რომ ჩამობრძანდა. ვითომ არაფერი მომხდარა ისე შემოვიდა სამზარეულოში და თავის სათვალთვალო სკამზე დასუპდა.
_ გშია?_ ვკითხე ისე თითქოს საერთოდ არ ვიყავი ნაწყენი.
_ ძეხვი მინდა!_ გამომიცხადა მავნემ.
_ არ გვაქვს!_ ვუპასუხე და გაზქურას მივუბრუნდი.
_ რას ქვია არ გვაქვს?_ გაოცდა, სწრაფად ჩამოძვრა სკამიდან და მაცივარი გამოაღო.

_ არც ძეხვი გვაქვს! არც სოსისი! არც ტკბილეული! მხოლოდ ის გვაქვს, რასაც მე გავამზადებ!_ გავუღიმე ნიშნის მოგებით.
_ სად წაიღე?_ ბრაზით მოწკურა თვალები.

_ ჰარი და მარვინი დავაჯილდოვე, იმისთვის რომ გუშინ არ შემჭამეს! _ ავიჩეჩე მხრები.
_ ამას სასტიკად განანებ!_ დამემუქრა გაცოფებული.

_ როგორც იტყვი!_ გავუღიმე მე და დემონსტრაციულად მოვხვრიპე ცხელი ბულიონის წვენი.

ერთით_ ერთი, ფრე ნამდვილად სჯობდა მარცხს.

სამზარეულოში კაკო და გოგოები შემოვიდნენ, სამივეს გაუხარდა ცხელი წვნიანი.

_ ნიორი მომაწოდე შვილო._ მთხოვა კაკომ. წინასწარ გარჩეული ნივრით სავსე თეფში წინ დავუდგი.
_ რამდენი ხანია ასეთი შინაურილი და გემრიელი არაფერი მიჭამია.

მთელი დღე იშიმშილა ლუკამ. შიგა და შიგ სამზარეულოში შემოიჭყიტავდა, მაცივარს შეამოწმებდა და ისევ კოპებშეკრული გადიოდა. საღამოს კი ეტყობა მეტი ვეღარ მოითმინა. თავის სათვალთვალო სკამზე დაჯდა და ინტერესით იკითხა
_ნეტავ გემრიელი მაინც თუა ეგ შენი წვნიანი?_ მის ჯინაზე სხვა არაფერი გამიკეთებია. ვიცოდი დიდხანს ვერ გაძლებდა და მალე მე თუ არა შიმშილს მაინც დანებდებოდა.
წვნიანი დავუსხი და მანაც ბოლომდე მიირთვა.
_ კარგი! _ მითხრა ბოლოს_ ვაღიარებ ცუდი მზარეული არ ხარ! მაგრამ პატიოსნად გაფრთხილებ, მე შენთან ოფიციალურ ომს ვაცხადებ! ადგა და გაჯგიმულმა დამტოვა.
მაგიდასთან ჩამოვჯექი და უცებ ერთი მნიშვნელოვანი რამ გავიაზრე.არც გუშინ არც დღეს, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით ბექა არ გამხსენებია, ეს კი სულ ამ პატარა ონავრის დსახურება იყო.

ხვალისთვის რაც მჭირდებოდა მოვიმზადე და მოვიმარაგე. სამზარეულო მივალაგე და რაღაცნაირად დაღლილი ოთახისკენ წავედი.
სანამ დასაძინებლად შევიდოდი ლუკას შევხედე. უკვე ეძინა. მაგრამ საბანი მთლიანად გადახდოდა. მეც ასე ვიცოდი ბავშვობაში, გავკრავდი ძილში ფეხს და ძირს გადავაგდებდი, მერე კი სანამ დედაჩემი არ ჩამათბუნებდა კანკალი გამიდიოდა.
საახალწლო ნახატებიანი საბანი ავიღე და თბილად ამოვუგე. შევამჩნიე რაღაც სურათი ჰქონდა გულში ჩახუტებული. ფრთხილად გამოვაცალე. სურათზე სამიოდე წლის ქერა ბიჭუნა ლამაზ ახალგაზრდა ქალს ჰყავდა გულში ჩაკრული. მივხვდი დედის სურათი იყო. შეიძლება არ ახსოვდა დედა , მაგრამ ის თბილი გრძნობა, რასაც დედასთან ჩახუტება იწვევს აშკარად კარგად ჰქონდა მეხსიერებაში შემორჩენილი. გაჩეჩილ თმაზე მოვეფერე. ახლა შედარებით უკეთ მესმოდა მისი. ის მხოლოდ მარტოსული შვიდი წლის ობოლი ბიჭუნა იყო, რომელიც ყურადღებას და სითბოს მოითხოვდა.
ძალიან გავბრაზდი მამამისზე, სად ჯანდაბაში ბრძანდებოდა ახლა, როცა ახალ წლამდე ორი დღეღა იყო დარჩენილი. ახლა, როცა მშობლებს შვილები საყიდლებზე დაჰყავთ, როცა საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეებთან იღებენ ოჯახურ სურათებს. განა რა ჰქონდა შვილზე მნიშვნელოვანი? ამ გადაკარგულში რომ დაუტოვებია საწყალი ლუკა! არა უშავს პატარავ! გავიფიქრე გულში. მე აუცილებლად გავხდები შენი მეგობარი! სანათი ჩავაქრე და ახალი იდეებით დავბრუნდი საძინებელში. ისეთ ახალწელს მოვუწყობდი ლუკას, როგორიც არასდროს ჰქონია ალბათ!

დილით ადრე ავდექი , უზარმაზარი შოკოლადის ტორტი გამოვაცხვე, მთელი სული და გული ჩავაქსოვე. მოვრთე და მოვკაზმე. მაგიდაზე დავდე და საკუთარი შედევრით კმაყოფილმა ლუკას გასაღვიძებლად გავწიე.
გამიკვირდა საწოლში რომ არ დამხვდა.
უკან გამოვბრუნდი, კიბეები ჩამოვიარე
_ ლუკაა! დავუძახე მხიარულად. ერთი სული მქონდა ვიდრე მის გაბრწყინებულ თვალებს ვნახავდი, ეს დღე ხომ ჩვენი მეგობრობის დასაწყისი უნდა გამხდარიყო.
_ აქ ვარ ანუკი!_ სამზარეულოდან მომესმა მისი ხმა.
კარი გაღიმებულმა შევაღე
_ უკვე იპოვნე ჩემი სიურ..._ მეტის თქმა არ დამცალდა კარის წინ დასხმულ ზეთში ფეხი ამისრიალდა, ყოჩაღი მოთხილამურესავით მაგიდისკენ გავქანდი და სახით პირდაპირ ჩემს ნალოლიავებ შოკოლადის ტორტში ჩავერჭე.
გამწარებული გავიმართე წელში და სახე მოვიწმინდე.
_arrevederchi annia!_ სახელზე გამირითმა და სიმღერით და კლაკვნით გავიდა სამზარეულოდან.
ერთი სურვილი კი ამიხდა ვერაფერს ვიტყვი,
ნამდვილად ვნახე მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები.
" დავახრჩობ ამ უბედურს!" გავიფიქრე მე და წინა ღამინდელი მშვიდობიანი ფიქრები შარშანდელი თოვლივით შემომადნა ხელში.
ორით ერთი ლუკას სასარგებლოდ.

5

მთელი დილა იმაზე ფიქრში გავატარე, მისთვის სამაგიერო რით გადამეხადა, შემთხვევით სარეცხის კალათში მის საყვარელ ირმებიან ქუდს მოვკარი თვალი , ეს ქუდი ეტყობა დიდი ხანია ამოჩემებული ჰქონდა, საკმაოდ იყო გაცვეთილი და უკვე აშკარად პატარაც იყო. უცებ საპასუხო იდეაც მომივიდა .
ქუდში მოზრდილი ხორცის ნაჭერი ჩავდე და თმის რეზინით ტომარასავით შევკარი. შემდეგ კი მარვინს და ჰარის მივეცი სათამაშოდ.
_ესეც ასე ! გავიღიმე ბოროტად, ისევ ფრეა!
_რქიანო, ჩემი ქუდი ხომ არ გინახავს?_მალევე მომაკითხა ლუკამ .
_ არაა! _ ვიუარე მე. " ეძებე , ეძებე!"_ გავიფიქრე გულში _"მეტის ღირსი ხარ!"
ცოტა ხანში ისევ კარები შემოაღო და შემოვიდა. ასეთი სევდიანი გაცნობის დღიდან არ მენახა. ხელში ნაკუწებად ქცეული ქუდი ეკავა.
_ არ იცოდი ხომ, სად იყო?_ ისე მკითხა, მივხვდი, რატომღაც სურდა, რომ ეს ამბავი უბრალო შემთხვევითობა ყოფილიყო და არა ჩემი საპასუხო ოინი.
ხმა არ ამომიღია. ცოტახანს მიყურა და მერე უხმოდ დამტოვა.
_ ნახე ჰარის ლუკას ქუდი დაუხევია!_ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა კაკო ლეილას.
_ რას ამბობ საწყალი ბიჭი, ეგ ქუდი ხომ დედამ მოუქსოვა. უკანასკნელი საჩუქარი იყო მისგან!_ მართლა შეწუხდა ლეილა.
თითქოს მდუღარე გადამასხეს. ჩემი კარგი ხასიათი წამში გაუჩინარდა.
_ ეს რა ჯანდაბა გავაკეთე! _ გავბრაზდი საკუთარ თავზე._ როგორ დავუშვი რომ...არა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! გადავწყვიტე ლუკასთვის ბოდიში მომეხადა და რაც არ უნდა ექნა, საღი აზრი აღარ დამეკარგა, საპასუხო შურისძიებაზე ხელი ამეღო.
თუმცა ბოდიშის მოხდა არ დამცალდა. მალევე ლეილა შემოვიდა და ახალი ამბავი მაცნობა.
_ შვილო ახალ წელს პატარა წვეულებას გეგმავს ბატონი ანდრო. მაგრამ სიტყვამ პატარა არ მოგატყუოს კერძების სია საკმაოდ გრძელია._ დაკეცილი ფურცელი გამომიწოდა. სიას გადავხედე და მივხვდი თუ მზადებას იმ წუთიდანვე არ დავიწყებდი, ვერაფერს მოვასწრებდი. მე კი საქმეს გადამეტებული ყურადღებითაც კი ვეკიდებოდი. მთელი დღე თავაუღებლად ვშრომობდი და ლუკას მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარი თვალი .

_ ხო მამა._ საუბრის ხმაზე უკან მოვიხედე._ ის ჩუმჩუმელა მონსტრი თავის სკამზე იჯდა სოკოსავით და მობილურით საუბრობდა. წეღანდელი სევდა არც კი ეტყობოდა.

_ ხვალ მოხვალ? იცი სიურპრიზი გელოდება, ჩვენთან სახლში ირემი ცხოვრობს!_ დამცინავად გამომხედა. _ არ გჯერა არა ? კარგი მოხვალ და თავად დარწმუნდები!_ ჩაიხითხითა, ახალი მწვანე უზამაზარ პომპონიანი ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა და ტელეფონი გათიშა.

_ საძაგელო!_ ჩავიბურტყუნე მე და ჩემი ფიქრებისთვის შეუფერებლად თბილად გავუღიმე.

_ რქიანო!_ ჩაიბურტყუნა მანაც და ჩემს მსგავსად გულიანად გამიღიმა, თან თვალებიც ამიჟუჟუნა.

_ მონსტრო!_ ჩავილაპარაკე ისევ.

_ რუდოლფ!_ სანტას ირემის სახელი ჩაიღიღინა მან. რამოდენიმე ხანს ასეთი ეპითეტებით ვამკობდით ერთმანეთს. "მხოლოდ სიტყვები!" შევახსენე საკუთარ თავს და მოთმინება.
მერე ეტყობა მობეზრდა ასეთი გართობა და სამზარეულოდან გავიდა. დარწმუნებული ვიყავი მორიგი საძაგელი ოინის დასაგეგმად.

საღამოს ყველაფერი მზად მქონდა. მხოლოდ რამდენიმე კერძი, რაც უმჯობესი იყო მიტანისას გამზადებულიყო შემოვიტოვე მეორე დღისთვის. ცოტა მეტიც კი გავამზადე და საღამოს გოგოებს გავასინჯე.
რა თქმა უნდა მოეწონათ.
_ მართლა სამზარეულოს ჯადოქარი ხარ!_ შემაქო ნინომ.
ცოტა ხნით ეზოში გავედით , სიცივის მიუხედავად სასიამოვნო საღამო იყო .

_ კაკო ბიძია სადაა, ამ საღამოს თვალი არ მომიკრავს._ ვკითხე ლეილას.

_ აქ ახლოს მაღაზია არაა, დაბაში წავიდა საჭირო რაღაცეების საყიდლად, მალე დაბრუნდება_ მიპასუხა მან.
დაახლოებით საათ ნახევარში კაკოც დაბრუნდა. ლუკა ძაღლებს ეთამაშებოდა ეზოში. სამივე თოვლში გორაობდა. როგორი ლამაზი და საყვარელი ბავშვი იყო, როცა უბრალოდ მხიარულობდა. ღიმილით ვუყურებდი მის მხიარულებას.
_ დედამისს უყვარდა ის ფილმი ძალიან!_ მითხრა ლეილამ. უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
_ ბატონო?_ ვკითხე ინტერესით.
_ აი ის კევინის ფილმი! _ მივხვდი "მარტო სახლშის" გულისხმობდა. _ ხოდა სულ უყურებდა ხოლმე, ამ ძაღლებსაც , როცა ქმარმა აჩუქა, მან დაარქვა სახელები, იმ ფილმიდან.
რაც ის დაიღუპა ანდრო სულ გაგარეულდა. ბავშვს არაფერს აკლებს, მაგრამ მამა_შვილმა რატომღაც საერთო ენა ვერაფრით გამონახა. მას შემდეგ რაც ბავშვი მოიზარდა და გაიგო, რომ დედამისს ის ფილმი უყვარდა, სულ ასე იქცევა. ახლა უკვე შენც იცი რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ლუკას, უკვე ნამდვილ კევინსაც გადააჭარბა ოინებით.
რაც უფრო მეტს ვიგებდი ლუკას შესახებ, მით უფრო იზრდებოდა ჩემში მისდამი თანაგრძნობა, თუმცა ამ პატარა საყვარელ მონსტრს შეეძლო თავისი ოინებით წამში გაენადგურებინა ხოლმე ადამიანში აღძრული ეს გულთბილი გრძნობები.
ამასობაში კაკოც დაბრუნდა. მე სამზარეულოში გავედი, რათა ცხელი ჩაი და ვახშამი შეთავაზებინა მისთვის და მოგვიანებით ღმერთს მადლობა შევწირე, მისი ამ დაგვიანებისთვის. კაკომ მადლობა მითხრა და სუფრას მიუჯდა, ჩვენ უკვე ვივახშმეთ და რომ არა კაკო, ვერც ვერაფერს ვერ გავიგებდი სრულ კატასტროფამდე.

ეს გაწონასწორებული და ზრდილობის განსახიერება კაცი, პირველივე ლუკმაზე საშინლად დაიმანჭა. მისი მიმიკის დანახვისას უცებ ვიფიქრე ინფარქტი ხომ არ მოუვიდა მეთქი .
თუმცა როცა წამოხტა და ლუკმა სასწრაფოდ ნაგვის ყუთში გადმოაფურთხა, უკვე რაღაც ვიეჭვე.

_ ანუკი შვილო, ეს რა იყო ?_ მობრუნდა გაოცებული.
მე არა ნაკლებ გაკვირვებულმა მისივე თეფშიდან გავსინჯე სალათა და .... ასეთი საშინელება უბრალოდ არასდროს გამესინჯა.
_ რა ჯანდაბაა?_ გაოცებისგან თავი ვერ შევიკავე.
_ ახლახანს ჩვენც ვჭამეთ და მშვენიერი იყო!_ უცებ გონება გინათდა.
მაცივარი გავაღე და სხვა კერძს ვეცი. მასაც ამოუცნობი გემო ჰქონდა.
მთელი დღის ნაშრომ_ნაწვალები წყალში იყო გადაყრილი. ზოგი უსაზღვროდ მარილიანი, ზოგი უკიდეგანოდ მწარე, ერთი პატარა ულუფაც კი არ იყო დატოვებული ყველაფერს გადაგვარებული კოსმოსური გემო ჰქონდა. და ამ ყველაფრის შემოქმედი პატარა მონსტრი, გაცრუებული იმედით სახეზე , სამზარეულოს კარიდან იჭყიტებოდა. ეტყობა მისი მიზანი იყო, კერძები სტუმრებამდე მისულიყო. ამაში მაინც გამიმართლა მე საცოდავს, საყოველთაო შერცხვენას გადავრჩი. თუმცა ეს იმ წამს მეგობა ასე, თურმე უარესი წინ მელოდა!

_ შე პატარა მანიაკო, ახლა კი შემომაკვდები!_ დავიკივლე არაამქვეყნიური ხმით და გეფიცებით მოსაკლავად გავეკიდე.
რომ არა ლეილა და ნინო სადაც დავიჭერდი იქვე გავაწიწკნიდი იმ ქერა ქოჩორს. რომ დაინახა ქალები წინ გადამიდგნენ, კიბის თავში გაჩერდა და ხარხარი ატეხა.
_ რქიან მზარეულს სწორედ ასეთი კერძები შეეფერებაო!_ იძახდა ბედნიერი სახით.
ისტერიკამ რომ გადამიარა, ახლა იქვე იატაკზე ჩავჯექი და ტირილი დავიწყე.
_ ახლა რაღა ვქნა?_ ვეკითხებოდი ლეილას იმედგადაკარული.

_ მაგას ჩივი? რახან დროზე გავიგეთ და სტუმრებს არ მივართვით დიდის ამბით, რაღა გვჭირს. _ დამამშვიდა ნინომ.
_ დაგეხმარებით შვილო, გათენება რომ დაგვჭირდეს , ყველაფერს ახლიდან გავამზადებთ და ხვალ საღამოსთვის ყველაფერი მზად იქნება!_ გამამხნევა ლეილამაც. მეტი რა გზა იყო, ცრემლები მუჭებით ამოვიწმინდე, იმ პატარა ნერონს შევუბღვირე, სამზარეულოში დავბრუნდი და გათენებამდე იქიდან ცხვირი აღარ გამომიყვია.
მთელი ღამე და შემდეგ მთელი დილა თავიდან ვაკეთებდი ყველაფერს, შუადღისთვის უკვე მზად მქონდა ყველა კერძი. ძალიან მეძინებოდა, მაგრამ შიშით სამზარეულოდან ვერ გავდიოდი, მეშინოდა ისევ იგივე არ განმეორებულიყო, ის მტარვალი კი ხან და ხან შემოიხედავდა და ეშმაკურად თვალს მიკრავდა. საღამოს უკვე ქანცი მქონდა გამძვრალი. მაგიდა გავშალეთ, ყველაფერი მოვაწესრიგეთ. თუმცა ადამიანს აღარ ვგავდი.

_ ლეილა დეიდა ავალ ცოტა ხანს დავისვენებ თუ აღარ გჭირდებით,_ ვთხოვე, როცა მივხვდი ზეზეულად მეძინებოდა.
_ წადი ჩემო კარგო, წადი! მაგრამ მერე ჩამოდი ახალი წელი ერთად ავღნიშნოთ._ გამიღიმა მან გულთბილად.

ოთახში ავედი, აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, იქვე აბაზანაში ნაპოვნი სურნელოვანი სანთლები ავანთე და სანამ შევიდოდი საათს შევხედე თერთმეტის ნახევარი იყო. ვიფიქრე თორმეტამდე დასვენებას მოვასწრებდი და მერე გოგოებთან ერთად შევხვდებოდი ახალ წელს .
უცებ სიგნალის ხმა მომესმა. ჩემი საძინებლის აივანი პირდაპირ მთავარ ეზოზე გადიოდა , აივნის ქვეშ კი ზუსტად მისაღების უშველებელი ფანჯრები იყო.
აივნიდან გადავიხედე და ეზოში შემომავალ ოთხიოდე მანქანას მოვკარი თვალი.სახლის პატრონი გულში გავკენწლე, "ბავშვისთვის ვერ ამოდის და აი სტუმრებისთვის კარგად ამოქანდამეთქი!"
_ თუმცა პატარა მონსტრო, არ მიკვირს, რომ შენთან ცხოვრება არავის უნდა!_ ჩავიბურტყუნე ხმადაბლა. აბაზანაში შევედი, ცხელ წყალში ჩავწექი და თვალები დავხუჭე...

უჩვეულო სიცივემ და ტელეფონის ზარმა ერთდროულად გამაღვიძა, თვალები გავახილე და მივხვდი ცივ წყალში ვიწექი.
აკანკალებული ამოვედი წყლიდან და თეთრი მოკლე და ფუმფულა ხალათი მოვიხვიე.
ინსტიქტურად მივყევი ზარის ხმას და ტელეფონი აივანზე ვიპოვე. კანკალით გავედი ტელეფონის ასაღებად, ეკრანს დავხედე და მაღვიძარა რეკავდა. მხრები ავიჩეჩე, არ მახსოვდა როდის დავაყენე. თორმეტის ნახევარი იყო. უცებ ნაცნობი ხითხითი გავიგონე, ელვის უსწრაფესად მივტრიალდი, მაგრამ დამაგვიანდა, პატარა დესპოტმა მოასწრო და აივნის კარები შიგნიდან გადამიკეტა. ბევრი ვეძახე, ვეხვეწე და ვემუდარე , მაგრამ არაფრით მობრუნდა .
დავრჩი აივანზე, სველი, მოკლე ხალათის ამარა, ხელში ტელეფონით, რომელსაც, რაც აქ ჩამოვედი, მიღება არ ჰქონდა ჩემი უხარისხო ოპერატორიდან გამომდინარე.
რა უნდა მექნა ? ჯერ მთელი ხმით გავყვიროდი :
_ლეილაა, ლეილაა, ნინოო ,კაკოოო!_ ქვემოდან ხმაური და მუსიკების ხმა გამოდიოდა. კაციშვილს ვერ გავაგონე. იყო კიდევ ერთი გზა, დავლოდებოდი როდის გამოვიდოდნენ შუშხუნების გასასროლად და მერე მომეხმო მაშველი. მაგრამ აშკარად ყინავდა და ნახევარი საათი ასე ნახევრად შიშველი და სველი ამ აივანზე უეჭველად გავიყინებოდი. თან თოვდა ხვავრიელად. ისე თოვდა , როგორც ჩემს ბავშვობაში. სხვა დროს და სხვა ადგილას ამ ჯადოდნური თოვლით ალბათ ბედნიერიც ვიქნებოდი, მაგრამ არა აქ და არა ახლა.
მიმოვიხედე და კაცმა არ იცის როგორ, მაგრამ ლამაზად დახვეული სქელი თოკი შევნიშნე, თითქოს სპეციალურად ჩემთვის დაეტოვებინა ვიღაცას, სრულიად ცარიელ აივანზე. ბევრი არ მიფიქრია, გათოშილ თითებს უკვე ვეღარ ვიმორჩილებდი. თოკი გავშალე და აივნიდან ძირს გადავუშვი. შემდეგ აივანზე გადავძვერი, თოკს ორივე ხელი კარგად ჩავკიდე და ძირს დაშვება დავიწყე.. თუ ჩავვარდებოდი იქნებ არარაფერი მომსვლოდა , მიწაზე ლამის წელამდე იდო თოვლი.
მაგრამ ხომ გეუბნებით ყველაფერს ბედი უნდა და კიდევ მოქნილობაც! თოკი მოკლე იყო, მიწამდე რამდენიმე მეტრი აკლდა და ბოლოში მსხვილი კვანძით მთავრდებოდა. იქნებ ეს თოკიც იმ არანორმალურმა ბავშვმა დამიტოვა? გავიფიქრე და იმ კვანძზე შევეცადე თავის შემაგრებას. უცებ მისაღების უზარმაზარ ფანჯარას გავხედე და გეფიცებით ვინატრე თოკი გამწყდარიყო და ძირს დავხეთქებულიყავი, თან დაე ნურც გადავრჩებოდი!
მთელი სახლი სავსე იყო, გამოპრანჭული სტუმრებით, ხელში შამპანურის ჭიქებით და გაოცებისგან გამოქაჩული თვალებით მომჩერებოდნენ, როგორ ვკონწიალობდი ნახევრად შიშველი თოვლის მუჭის სიმსხო ფანტელებში გახვეული. პირველი გონს ერთ ერთი მათგანი მოეგო, მისაღების შუშის კარი გახსნა და გარეთ გამოვიდა.
_ გამარჯობა!_ სულელივით გავუღიმე სავარაუდო მშველელს.
_ ხელები მეშვება, გამეყინა თითები და.._ მეტი ვერაფერი ვეღარ მოვასწარი, გალურჯებულ და გათოშილ თითებზე კონტროლი სრულიად დავკარგე და თოკზე ხელი გამეშვა. ერთი კი დავიკივლე და ჩემს ქვემოთ მდგარ კაცს როგორც ზეციდან მოვლენილი საჩუქარი ისე დავეცი თავზე.
ორივე ფაფუკ თოვლში წავიქეცით.
_ გოგონა კარგად ხართ?_ თითქოს დეჟავუ დამემართა. შემკრთალმა თვალები გავახილე და ზემოდან უკვე კარგად ნაცნობი მწვანე თვალები შეშფოთებით დამყურებდნენ.
_ კრემისფერო პალტო?_ ვკითხე გაკვირვებულმა. ეტყობა იფიქრა ისევ ტვინის შერყევა აქვს ამ საწყალსო. ან რა უნდა ეფიქრა, შიშველ, სველ და რქიან ქალზე, რომელიც პირდაპირ ციდან ჩამოვარდა მის ეზოში მისსავე ელიტურ წვეულებაზე. ცოტა ხანს ინტერესით მიყურა, მერე უცნაურად გამიღიმა და მომესალმა:
_ გამარჯობა! შენ აქ საიდან გაჩნდი?!

6

წამიერად გამიელვა ფიქრმა, რომ სიამოვნებით დავრჩებოდი ამ კაცთან ასე ჩახუტებული. მერე ჩემივე ფიქრის შემრცხვა. არც კი ვიცოდი ვინ იყო , იმის გარდა არაფერი ვიცოდი, რომ რამდენჯერმე საშინლად შევირცხვინე თავი მის წინაშე. ისე არც თავად ჩქარობდა წამოდგომას, ან კაცმა არ იცის მერამდენე თავის დარტყმის შემდეგ მეჩვენებოდა ასე.

_ უკაცრავად! _ ამოვიკნავლე საცოდავად და თავის გასანთავისუფლებლად ავფართხალდი.
წამოდგა და ხელში ისე ამიტაცა თითქოს წონა სულ არ მქონოდა. თუმცა რა იყო საოცარი, ფიზიკურად მართლაც ტერმინატორს ჰგვდა, ოღონდ სახე და თვალები ჰქონდა საოცრად ლამაზი. ის ის იყო მკლავები კისერზე მოვხვიე და ვიფიქრე, რომ ჩვენი შეხვედრა ნამდვილად ბედი იყო, რომ საიდანღაც ჩემი მტანჯველი პატარა მონსტრი გამოცუნცულდა და მწვანე გაოცებული თვალები შემოგვაჭყიტა.

_ რას აკეთებთ? მამა?_ მამაოო? ახლა ჩემი გაოცების ჯერი დადგა. მანამდე როგორ ვერ შევამჩნიე, რომ თვალებით საოცრად გავდა მამამისს.
ახლა ჩემს ტერმინატორს შევხედე და მივხვდი, რომ ლუკას მამა, ანუ ბატონი ანდრო არც მეტი, არც ნაკლები თავად მისი უდიდებულესობა კრემისფერი პალტო ბრძანდებოდა.

_ ვაიმე დედა!_ წამომცდა ჩემდაუნებურად.

_ დამსვით თუ შეიძლება!_ ვთხოვე მას ხმადაბლა და თან თვალები სად დამემალა აღარ ვიცოდი.
ნელა დამიშვა ძირს. ახლაღა მივაქციე ყურადღება, თუ რა გაოცებული გვიყურებდა იქ დამსწრე საზოგადოება.

_ ვინაა ეს გოგო საყვარელო?_ მომესმა უკვე ზურგს უკან , როცა აწურული სწრაფი ნაბიჯებით ავრბოდი კიბეებზე. სწრაფად შევვარდი ოთახში, კარი მოვიხურე და იქიდან ცხვირი აღარ გამომიყვია.

არც კი ვიცი ქვემოთ რა ხდებოდა და დიდად არც მაინტერესებდა . არც ახალი წლის დადგომა მადარდებდა.
სწრაფად ჩავიცვი ტანსაცმელი და ჩემი ჩემოდანი გამოვათრიე კარადიდადნ. უწესრიგოდ ვყრიდი ტანსაცმელს და ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი. რომ გეკითხათ, არც კი ვიცოდი რას და რატომ ვაკეთებდი იმ წამს.
დაბნეული და შერცხვენილი ვიყავი. მამაო? კიდევ ერთხელ გამახსენდა ლუკას წამოძახილი. ბედი არ უნდა? შანსი არ იყო ჩემნაირი არანორმალური სახლში მზარეულად და მით უფრო ძიძად გაეჩერებინა ვინმეს. მოულოდნელად კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა.

_ უკაცრავად, შეიძლება?_ გავირინდე, ხმაც როგორი სასიამოვნო ჰქონდა.

_ გონზე მოდი გოგო!_ შემოვილაწუნე სახეში. რა ჯანდაბა გჭირს ? კიდევ თავი ხომ არ მიურახუნე რამეს?_ შემოვუძახე საკუთარ თავს _ სხვა თუ არაფერი იმ მონსტრის მამაა!

_ შეიძლება?_ კიდევ დამიძახა მან და კარი ნელა შემოაღო. მე ჩემს ქუდს ვეცი და სასწრაფოდ თავზე და სანახევროდ თვალებზეც ჩამოვიფხატე. თითქოს ცოტახნის წინ ნახევრად შიშველი გულში არ ვყოლოდი ჩაკრული. ამის გახსენებაზე სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
თავი გავაქნიე. აშკარად ტვინის შერყევა განმიახლდა!

_ გისმენთ!_ ვუპასუხე და სიმწრით ტუჩი მოვიკვნიტე.

_ თქვენს აქ ნახვას არ ველოდი!_ პირდაპირი იყო ბატონი ანდრო.

_ არც მე!_ წამომცდა მოულოდნელად.

_ ბატონო?_ მკითხა და გაეღიმა.

_ არაფერი, უბრალოდ, წარმოუდგენელი დამთხვევა იყო თქვენი აქ ნახვა._ ჩავილაპარაკე.

_ არ გკითხავთ იმ ფორმაში რას აკეთებდით თოკზე დაკიდული!_ ამის გახსენება ეტყობა სიამოვნებას ანიჭებდა ძლივს იკავებდა ღიმილს.

_ თუმცა ძალიან კარგად ვიცი ვისი ოინიცაა!_ შეკრა წარბები. არანაირად არ მსურდა მამა _შვილს შორის მორიგი კონფლიქტის მიზეზი ვულყოფილიყავი. კარგად მახსოვდა გოგოების მონაყოლი, მათი ვერ შემდგარი ურთიერთობის შესახებ და პრობლემის უფრო გამწვავება აღარ მინდოდა .

_ არა ლუკა არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი დაუდევრობის ბრალია!_ ვუთხარი მე. მაშინ არ ვიცოდი , რომ ლეილასგან ლუკას დანარჩენ ონავრობაზე უკვე ყველაფერი კარგად იცოდა. არც ის ვიცოდი რომ ლუკა კარს უკან ატუზული ყველაფერს ისმენდა .

_ ვხედავ ბარგს ალაგებთ _ მითხრა მან და ლოგინზე გაშლილი ჩემი ნივთები მოათვალიერა.

_ თავადაც ვხვდები წასვლა მომიწევს!_ ავიჩეჩე მხრები.

_ მართლა?_ მკითხა მან ინტერესით და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა.

_ ახლავე აპირებთ წასვლას არა?_ასეც ვიციდი, რომ ძალიან სურდა ჩემი თავიდან მოშორება. ვინ ისურვებდა ჩემნაირი ხათაბალა ადამიანის ახლოს ისედაც მავნე შვილის გაჩერებას . მხრები ავიჩეჩე, მაგრამ მოჯადოებულივით ვუყურებდი თვალებში. საოცარია , როცა პირველად ვნახე რატომღაც ვერ გავიაზრე რამდენად სიმპატიური კაცი იყო. თავიდან ფეხებამდე ყურადღებით შემათვალიერა.

_ ახლა ღამეა და თან თოვს, მეეჭვება თქვენი მანქანით აქაურობას თავი დააღწიოთ, ამიტომ უმჯობესია თუ არ ვიჩქარებთ და გათენებას დაველოდებით!_ კი არ მითხრა გადაწყვეტილად თქვა.

_ ღამე მშვიდობისა და ახალ წელს გილოცავო!_ მითხრა და ოთახიდან გავიდა. ლოგინზე ჩამოვჯექი . ასეთი დაბნეული მგონი არასდროს ვყოფილვარ. საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე რომ აქიდან წასვლის გადადების გამო შვებით ამოვისუნთქე. უცებ რატომღაც ბექა გამახსენდა, გამეცინა, იმდენად შორეულ წარსულად მომეჩვენა. ახლა მისი თვალები წარმოვიდგინე.

_ აშკარად მაგრად დაარტყი თავი შე საწყალო! აქამდე საღი აზრი მაინც გაგაჩნდა, რქიანო!_ ვუთხარი საკუთარ თავს. საბანი ავკეცე და ლოგინში შევძვერი.
ისე გათენდა არაფერი გამიგი, იმიტომ არა რომ მშვიდად მეძინა. წინა ღამინდელ ოინს უკვალოდ არ ჩაუვლია. ღამით სიცხემ მომცა, ხან მაკანკალებდა, ხან სიცხისგან ვიწვოდი. არავის შეწუხება არ მინდოდა, ამიტომ არავისთვის დამიძახია. ვიფიქრე უბრალოდ გავცივდიმეთქი. მაგრამ გამთენიისას ეტყობა ისე ამიწია სიცხემ ,ფიქრის უნარიც დავკარგე .

თვალი რომ გავახილე შუბლზე ძმრიანი ტილო მედო და ჩემს გვერდით სახლის პატრონს ეძინა მშვიდად. გაოცებული წამოვჯექი.

_ ბატონო ანდრო_რეაქცია არ ჰქონდა, ტკბილად ეძინა. ფრთხილად შევეხე მკლავზე.

_ ბატონო ანდრო!_ უფრო ხმამაღლა დავუძახე. ოდნავ შეფხიზლდა , გვერდი იცვალა, წელზე ხელი მომხვია და თავი კალთაში ჩამიდო. ნერწყვი გადავყლაპე. განძრევასაც ვერ ვბედავდი. ეს რომ ნამდვილი ამბავი ყოფილიყო, ანუ... ფიქრის გაგრძელებაც ვერ გავბედე. არა ! ეს ხომ შეუძლებელია არა! ხელი უხეშად ვკარი და ფეხზე წამოვხტი. თვალები გაახილა და ინტერესით შემომხედა, თითქოს ეს მე ვიყავი მის ლოგინში, არა კი ვიყავი მაგრამ, რაღაც მხრივ ხომ მაინც ჩემი ოთახი იყო.

_ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ვკითხე გაბრაზებულმა.

_ დამეძინა?_ თავადაც გაოცდა . _ ღამით ლეილამ ნახა, რომ სიცხისგან იწვოდი. მთელი ღამე გიცვლიდი ცივ ტილოებს. ყოველთვის ასეთი უცნაური რეაქცია გაქვს, როცა შენს დახმარებას ცდილობენ?_ არ ვიცოდი რა მეთქვა. არა მე საიდან მომივიდა ის წეღანდელი ფანტაზიები?
წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ხელით რქიანი შუბლი დავიზილე. ვერაფრით გამეგო, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს?
გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი, კიბის თავში ვიღაც ქერა თმიანი ქალი შემხვდა.

_ მანდ გეძინა?_ მკითხა ბუსავით დამრგვალებული თვალებით.

_ ბატონო?_ ვკითხე გაოცებულმა, _რას ქვია აქ მეძინა? სად უნდა მძინებოდა აბა?

დემონსტრაციულად შემაქცია ზურგი და კიბეზე ჩავიდა.

_ ეს ვიღაა?_ ვკითხე საკუთარ თავს.

_ ჩემი მომავალი დედინაცვალი!_მომესმა მოწყენილი ხმა.

_ ლუკა, ანუ ეს?_ ვკითხე და გული პასუხის მოლოდინში შემეკუმშა

_ ხოო, მამას შეყვარებულია!_ თავი დამიქნია ლუკამ. უცებ მოვიდა და ხელები წელზე მომხვია.

_ თუ დაგპირდები, რომ რქიანს აღარ დაგიძახებ, დარჩები ჩემთან?_მისმა სიტყვებმა გამაოცა.
ჯერ კიდევ გუშინ გამწარებული ცდილობდა ჩემს თავიდან მოშორებას. რა შეიცვალა ერთ ღამეში ვერაფრით გამეგო .

_ არ ვიცი ჩემო კარგო, დამტოვებს თუ არა შენთან ეს გადაწყვეტილება მამაშენმა უნდა მიიღოს._ ვუთხარი და თავზე მოვეფერე.

_ წამოდი ვისაუზმოთ!_ ვუთხარი, ხელი მოვკიდე და კიბეებზე ერთად ჩავედით.

_ აბა რას შეჭამ? რა გავაკეთოთ?_ ვკითხე მოწყენილ ლუკას.

_ ყიყლიყო მინდა და ჩაი!_ მითხრა მან. კვერცხი გავტეხე და ჯამში ავთქვიფე. ლუკას გავხედე და დავინახე როგორ სცადა შეუმჩნევლად ამოეწმინდა ცრემლიანი თვალები. შემეცოდა. ისედაც სულ მარტო იყო და ისედაც სულ ენატრებოდა მამამისი, ახლა კი ალბათ საერთოდ აღარ გაახსენდებოდა შვილი თუ ჰყავდა. ძალიან გავბრაზდი მამამისზე. თან ეჭვი შემეპარა რომ ეს ბრაზი მხოლოდ ლკუას გამო არ გამიჩნდა.

_ მავნე, მოდი საჭმლის გაკეთება გასწავლო!_ ამომხედა და გამიღიმა.

_ მართლა?_ გუხარდა.

_ მართლა! მოდი პურის ნაჭერი მომაწოდე!_ გაზქურასთან სკამი მოვაჩოჩე და ლუკა ზედ დავაყენე, წინსაფარი ავაფარე და მზარეულის ქუდიც დავამხე თავზე.
ისე გავერთეთ , ცოტახანში აღარც ანდრო გვახსოვდა და აღარც მისი ტუჩებდაბერილი საცოლე. ვიცინოდით, თან ჩვენსავე გამომცხვარ ყიყლიყოებს ვჭამდით , თან კვლავ და კვლავ ვამზადებდით, უკვე სამი თეფში გვქონდა დაბრაწულ_დამწვარი პურებით სავსე.

_ მე არ დამპატიჟებთ?_ მოგვესმა უკნიდან. ორივე სინქრონულად შევტრიალდით.
კედელზე ზურგით მიყრდნობილ და გაღიმებილ ანდროს მოვკარით თვალი.

_მამა!_ გაუხარდა მისი დანახვა ლუკას. სკამიდან ჩახტა და ყველაზე დიდზე და ახოხოლავებული თეფში მიურბენინა.

_ ნახე მე გავაკეთე ანუკიმ მასწავლა!_ სიხარულით უციმციმებდა ლუკას თვალები.

_ მეც გამასინჯებ?_ მოულოდნელად სამზარეულოში მისი პოტენციური დედინაცვალი შემობრძანდა და ანდროს ხელკავი გამოსდო. თან თეფშისკენ დაიხარა ,რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ბავშვს .
უცებ ლუკამ თეფშს ხელი გაუშვა და ცხიმიანი პურები ზედ ძვირფას ჩექმებზე გადააყარა ქალს.

_ უი ბოდიში! ხელები დამეწვა!_ მოწკურა თვალები.

_ ოჰ! _ ამოვიოხრე მე_ თამაშში კევინი დაბრუნდა. ოღონდ ახლი საწამებელი ობიექტი ახლა მე კი არა ქალბატონი ინგა ბრძანდებოდა. არ ვიცი როგორ და რანაირად მოახერხებდა ანდრო, ამ ბარბი თოჯინას საკუთარი მონსტრი შვილისგან დაცვას.
აი მე კი აქ აღარაფერი აღარ მესაქმებოდა.
არანაირი სურვილი აღარ მქონდა მათი თვალების ჟუჟუნისთვის შორიდან მეცქირა. თუმცა, რატომ ვბრაზობდი ასე თავადაც არ ვიცოდი.

7

_ ბატონო ანდრო, თქვენთან საუბარი მინდა! თუ გცალიათ._ მაშინვე მივედი მასთან, როგორც კი მარტო დავიგულე.

_ გისმენ ანუკი, გატყობ რაღაც გაწუხებს._ დაკვირვებით და ძალიან თბილად შემომხედა.

_ იცით, მინდა .. მგონი .._ სათქმელს თავი ვერაფრით მოვაბი. ალბათ იმიტომ, რომ სულაც არ მინდიდა ამ სახლიდან წასვლა.
იმას რომ თავი დავანებოთ, რამდენად კარგი ხელფასი მქონდა, უბრალოდ მათთან განშორება არ მსურდა. ვიცოდი ახლა თუ წავიდოდი, დიდი ალბათობით, ჩვენი გზები აღარასდროს გადაიკვეთებოდა. თუნდაც ხმამაღლა არ მეღიარებინა, რომ ლუკა ძალიან შემიყვარდა და არც მამამისის მიმართ ვიყავი გულგრილი. ეს ჩემს გრძნობებს მაინც ვერ შეცვლიდა. ვერც იმას, რომ ანდროს იმ ბარბისთან დანახვა ძალიან მტკენდა გულს .

_ გისმენ ანუკი!_ თითქოს გამამხნევა ანდრომ.

_ გადავწყვიტე რომ თბილისში დავბრუნდე._ ვუთხარი ერთი ამოსუნთქვით.

_ მართლა?_ ისეთი სევდიანი ხმით მკითხა, თვალი ავარიდე და სადღაც მის უკან დავიწყე დათოვლილი ნაძვების ინტერესით შესწავლა.

_ ესეიგი გვტოვებ?_ჩემთვის სახიფათო მანძილზე მომიახლოვდა .

_ კი ,დროა ახალი სამსახური მოვძებნო!_ გადაჭრით ვუთხარი მე. ვხვდებოდი, რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მის სიახლოვეს, უფრო და უფრო აღარ მეთმობოდა. მაგრამ სულ ყველაფრისთვის რომ თავი დამენებებინა მას ხომ საცოლე ჰყავდა. ის რასაც მე ვგრძნობდი, იმდენად ცალმხრივი იყო, რომ თავად იმ დისტანციის აუცილებლობასაც კი ვერ იაზრებდა, რაც ჩემთან აუცილებლად უნდა დაეცვა, რომ საკუთარი სიახლოვეით ჩემთვის ტკივილი არ მოეყენებინა. ნელ ნელა უკან დავიხიე და სახლისკენ გავიქეცი. ყველაფერი ჩავალაგე. და ლუკას მოსაძებნად წავედი. მინდოდა ყველაფერი თავად მეთქვა მისთვის.

ლუკას ძაღლებთან მივაგენი. დავინახე რაღაც ვარდისფერს ცხვირთან როგორ უტრიალებდა იმ დინოზავრებს და რაღაცას შეთქმულივით ეპუტუნებოდა. ისინიც ისხდნენ თავიანთი ბატონის წინ და გულმოდგინედ უსმენდნენ. თან თავებს თითქოს თანხმობის ნიშნად აქანცურებდნენ და დრო და დრო წკმუტუნებდნენ. ჩემს დანახვაზე ის ვარდისფერი ნაჭერი მაშინვე ჯიბეში ჩაიჩურთა. გუმანით ვიგრძენი, კვლავ რაღაცას ხლართავდა. თუმცა მე ამაში ჩარევა აღარ მინდოდა

_ლუკა, მოდი ჩემთან!_ დავუძახე და იქვე ჩამოვჯექი. მორჩილად მომიახლოვდა.

_ ლუკა მე უნდა წავიდე, მაპატიე მეგობარო, მაგრამ აქ დარჩენა არ შემიძლია!_ ვცადე, რაც შემეძლო მშვიდად მელაპარაკა .

_ გარბიხარ არა?_ ზუსტად ჩემი ფიქრები გაახმაურა ლუკამ.

_ რას ნიშნავს გავრბივარ?_ იმას მართლა ვერ მივხვდი, ბავშვი ამას რატომ მეუბნებოდა.

_ არ მოგწონს ინგა რომ აქაა ხომ? ინგა რომ არ იყოს, არ წახვიდოდი!_ მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში.

_ ცდები ლუკა, ინგა არაფერ შუაშია! თავიდანვე მხოლოდ ცოტა ხნით ჩამოვედი._ ვცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავით.

_ შენც პატარა გგონივარ არა?_ გაბრაზდა ლუკა_ გგონია ვერ ვხედავ როგორ უყურებ მამაჩემს?

_ გაჩერდი ლუკა! შენ ასე არ უნდა ლაპარაკობდე!_ შეცბუნებული წამოვხტი ფეხზე.

_ შენც მტოვებ ! მაგრამ არა უშავს, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება!_ გაბრაზებით ჩაიბურტყუნა ლუკამ. ფეხზე წამოდგა და გაიქცა თან თავის ქვეშევრდომები მიიხმო.
ამოვიოხრე, არ მინდოდა ბავშვთან ნაჩუბარი წავსულიყავი. მართლა არ მეგონა, მას ასე მძაფრი რეაქცია თუ ექნებოდა.

ყველას თბილად დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი. საუცხოო ამინდი იყო, არც თოვდა და არც ყინავდა. იმედი მქონდა დაბამდე უსაფრთხოდ ჩავიდოდი.
მანქანის კარი გავაღე და უკანასკნელად მოვიხედე უკან, რატომღაც მეგონა ან ლუკა, ან ანდრო დამემშვიდობებოდნენ. მაგრამ იმედი გამიცრუვდა. მხრები ავიჩეჩე და მანქანაში ჩავჯექი.

ნელა მივუყვებოდი ჩამოთოვლილი ნაძვების ბუნებრივ ხეივანს. ულამაზესი გაეემო იყო და ალბათ ძალიან დიდხანს ვეღარ ვნახავდი ამ სილამაზეს.
საღამოს უკვე თბილისში ვიყავი. სახლის კარი სევდიანმა შევაღე. ჩემი საწყალი ნაძვის ხის დანახვაზე სიცილი ამიტყდა. რა უცნაური თავგადასავალი იყო. თითქოს რომელიღაც მხატვრულ მელოდრამაში გადავვარდი. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა, თანაც ჩემთვის არც თუ ბედნიერად . რამდენიმე ხანი არაფერს არ ვაკეთებდი, უბრალოდ ვცხოვრობდი. მეგობრებს ვნახულობდი. ჩემებთანაც ჩავირბინე სოფელში. სამუშაო ფაქტობრივად არც კი მიძებნია. რამდენიმე თვის სამყოფი თანხა ჯერ კიდევ მქონდა. ერთ საღამოს მოულოდნელად მობილურზე ზარი გაისმა. უცხო ნომერი იყო.

_ გამარჯობა, ქალბატონ ანას ვესაუბრები?_ მკითხა უცნობმა ქალმა

_ დიახ , გისმენთ!_ ვუპასუხე თავაზიანად.

_ მე რესტორან " იტალიური ეზოს" მენეჯერი ვარ, თუ ისევ ეძებთ სამსახურს შეფის პიზიციაზე , გასაუბრებაზე გელოდებით ჩვენთან. სიამოვნებით ვითანამშრომლებდით თქვენთან._ ეს შემოთავაზება ზუსტად დროული იყო. მსმენოდა ამ რესტორანზე და ვიცოდი ზუსტად საჩემო პირობებს შემომთავაზებდნენ. გასაუბრებას დავთანხმდი და როცა ტელეფონი გავთიშე, მხოლოდ იმის მერე დავფიქრდი, თუ საიდან იცოდნენ ჩემი საკონტაქტო ნომერი. ვიფიქრე გასაუბრებაზევე გავარკვევდი ყველაფერს. სიხარულით ადგილზე შევხტი. ბედნიერი დავწექი ლოგინში. ცოტა ხანს სოციალურ ქსელში ვიბოდიალე, მერე კი ტელეფონი გადავდე და ის ის იყო დასაძინებლად მოვემზადე, რომ კარზე კაკუნი გაისმა. საათს დავხედე თერთმეტი იწყებოდა. გამიკვირდა არავის ველოდი.
წამოვდექი და კართან მივედი.

_ რომელი ხარ?_ ვიკითხე ინტერესით.

_ მე ვარ!_ ნაცნობი ხმის გაგონებისას თვალები გაოცებით გამოვქაჩე.
კარი სასწრაფოდ გავაღე და ხელთ ზურგჩანთააკიდებული ლუკა შემრჩა

_ ლუკა? აქ საიდან გაჩნდი?_ ვკითხე უზომოდ გაკვირვებულმა.
_ გამოვიქეცი სახლიდან!_ გამომიცხადა ამაყად.

_ გააფრინე არა?!_ვკითხე გაბრაზებულმა.

_ შემოდი, შემოდი!_ სახლში შევიპატიჟე.

_ ეს ნაძვის ხის მორთვის რამე ახალი სტილია?_ გაოცდა ბავშვი ჩემი ტანჯულა ნაძვის დანახვისას.

_ ამას თავი დაანებე და მითხარი აქ რატომ ხარ?_ ჩემკენ მოვაბრუნე ბავშვი.

_ თუ მამას აქვს უფლება აირჩიოს ახალი ცოლი, მე რატომ არ მაქვს უფლება ახალი დედა ავირჩიო?_ იმდენად მოულოდნელი იყო ლუკას კითხვა. მუხლები ამიკანკალდა და ძლივს მოვიფიქრე ლოგინზე ჩამოჯდომა.

_ მაგას ჩემზე ამბობ?_ საჩვენებელი თითი გულზე დავიდე.

_ კი შენზე ვამბობ. შენ გემრიელ ყიყლიყოებს აკეთებ!_ არგუმენტებში ცოტა მოიკოჭლებდა, მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელი იყო.

_ ლუკა დაჯექი ჩემო პატარა!_ ჩანთა მოვხსენი და ქურთუკი გავხადე.

_ ყურადღებით მომისმინე საყვარელო, დედა მხოლოდ ერთია, არის თუ არა შენთან ამ წამს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენ საოცარი დედიკო გყავდა. ჩვენ კი მხოლოდ მეგობრები შეგვიძლია ვიყოთ!_ არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა.

_ შენ არ გიყვარვარ?_ მკითხა გაბრაზებულმა და ფეხზე წამოხტა.

_ მაგას ნუ ამბობ საყვარელო მე შენ ძალიან მიყვარხარ და მამიკოს კიდევ უფრო მეტად უყვარხარ. მას ხომ მხოლოდ შენ ყავხარ.!_ ვცადე აღელვებული ბავშვის დამშვიდება.

_ მას ინგა ჰყავს გესმის, გავეხუმრე და დამსაჯა ამის გამო! _ დამიყვირა გაბრაზებულმა ლუკამ. _ შენც მათნაირი ხარ, მატყუარა , რქიანო!_ მიუხედავად იმისა რომ რქები აღარ მქონდა, მაინც ასე მეძახდა ეს ტარტაროზი. უცებ ჩანთას და ქურთუკს ხელი დასტაცა და გარეთ ისე გავარდა მისი გაჩერებაც კი ვერ მოვასწარი .პირდაპირ ოთახის ჩუსტებით გავეკიდე , დიდი ფუმფულა საახალწლო ლოსი_ ჩუსტები მქონდა. პალტო და ქუდი არც გამხსენებია. მხოლოდ მობილურს დავავლე ხელი და გამწარებული დავედევნე უკან.

_ ლუკაა , ლუკააა!_ ვეძახდი და ვცდილობდი თვალთახედვიდან არ დამეკარგა.
თან ცალი თვალით მობილურის ნომრებში ანდროს ნომერს ვეძებდი. როგორც იქნა თვალი მოვკარი და ზარის ღილაკს თითი დავაჭირე. ყურზე მივიდე ტელეფონი ზარი გადიოდა და არავინ მპასუხობდა.
ძლივს შეშფოთებულმა ხმამ მიპასუხა.

_ ანდროს დამეხმარე დროზეე!_ ვუყვირე გამეტებით.
_ ანუკი შენ ხარ?_ მკითხა მან.
_ ანუკი ვარ ცოო , ანდრო ახლა ლუკას მივსდევ!_ვყვიროდი ნაწყვეტ ნაწყვეტ.
ამასობაში ლუკამ მაღაზიას ჩაურბინა და მთავარი ქუჩისკენ მიმავალ დაღმართზე დაეშვა, მეც უკან გავყევი.
ერთი მისამართის დაყვირება დაყვირება მოვასწარი და ფეხი ამიცურდა მოყინულზე, სულ სრიალ სრიალით და გამწარებული კივილით გავუსწარი ლუკას.

_ ანუკიი!_ მომესმა ახლა მისი შეშინებული ხმა და შეიძლება ითქვას ჩვენ როლები გავცვალეთ , ახლა მე გავრბოდი, არა ელვის სისწრაფით მივსრიალებდი და ლუკა უკან მომდევდა.
ბოლოს გზის პირას მდგარ ხეს შევასკდი, რაც მოსალოდნელიც კი იყო და ეს უთავბოლო რბოლაც ამით დასრულდა.
ლუკამ ჩემთან მოირბინა ჩაიჩოქა და ატირებულმა ყვირილი დაიწო.

_ ანუკი არ მოკვდე!_ ფიფქებიან და აციმციმებულ ცას ავხედე.
ერთადერთი იმას ვფიქრობდი, სადმე ძლიერი მკითხავი მეპოვნა და ჯადოს ახსნა მეთხოვა. ეჭვი აღარ მეპარებოდა მოჯადოებული ვიყავი. ვარსკვლავები თუ ქალაქის განათებები, არც კი ვიცი რომელი, თვალებში დამიტრიალდა და ბოლოს სულ ჩამობნელდა.
რაც ცხოვრებაში სავადმყოფოში არ ვყოფილვარ ერთიანად ავინაზღაურე ამ სამი კვირის მანძილზე, თვალი კვლავ საავადმყოფოს პალატაში გავახილე.
წამოვჯექი და ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი. უექიმოდაც ვიცოდი კვლავ ტვინის შერყევა მქონდა.

_ უკაცრავად! _ დავუძახე ექთანს.

_ გაიღვიძე გენაცვალე!_ შემოვიდა კეთილი სახის პუსკუნა ქალი.

_ დაწექი შენი ადგომა კატეგორიულად არ შეიძლება!_ მხარში ხელი მომკიდა და ძალით დამაწვინა ლოგინზე.

_ ბავშვი სადაა?_ შემეშინდა ლუკა პალატაში რომ ვერ დავინახე.

_ თქვენი შვილი? ოჰ რა კარგი , რა ყოჩაღი ბიჭუნა გყავთ!_ გაოცებისგან წარბები მაღლა ავწიე.

_ აჰაა, შვილი არა?!_ ჩავილაპარაკე ინტერესით. კიდევ რა არ ვიცოდი ნეტავ საკუთარ თავზე?

_ სასწრაფოს მან გამოუძახა, თქვენს ქმარსაც დაურეკა და ახლა მასთან ერთად მისაღებში ჩავიდა!_ ღიმილით მაცნობა ექთანმა.

_ აჰაა , ანუ ქმარიც?_ რაღა მიჭირდა აწი. ოქროსავით ქმარ_შვილი მყოლია.

სინათლე თვალებს და თავსაც მტკენდა . თვალები დავხუჭე და ბედს დავმორჩილდი.
გავიგე, როგორ გაიღო კარი.
ისიც გავიგე, როგორ შემოვიდა მამა_ შვილი პალატაში. ჩემი ქმარ_ შვილი, თვალი არ გამიხელია. ისე გამეცინა.

_ ანუკი კარგად ხარ?_ მკითხა ანდრომ

_ კიი, გადასარევად!_ საოცრად მშვიდად ვთქვი მე.

_ მაპატიე, ისევ პრობლემებს გიქმნით! დამიჯერე მსგავსი რამ აღარ განმეორდება!_ ლამის მეყვირა, რომ მე მისგან სულ სხვა რამის მოსმენა მსურდა, მაგრამ სიჩუმის მეტი სხვა გზა არ მქონდა.

_ დედაშენს ხომ არ დავურეკო ?_ მკითხა კვლავ ანდრომ.

_ დედა სოფელში ცხოვრობს!_ შევხედე და გამეღიმა._ არაუშავს, თავად მივხედავ თავს. უკვე მივეჩვიე კიდეც.

_ შეუძლებელია! შენი მარტო დარჩენა არ შეიძლება!_ მკაცრად თქვა და პალატიდან გავიდა.

_ ურაააა! გამოვიდა!_ იყვირა და ლუკამ.

_ რა გაყვირებს მავნე? რა გიხარია?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ მამას სახლში მოყავხარ!_ მამცნო და სახეზე სრული ბედნიერება გამოესახა და მგონი არა მარტო ლუკას. ფართო ბედნიერმა ღიმილმა ლამის ყურებამდე გამიპო პირი.

_ ოპერაცია "ახალი დედა" იწყება!_ გამომიცხადა ლუკამ საზეიმოდ.

_ ლუკა შეწყვიტე !_ ვუთხარი მკაცრად.

_ კარგი!_ გამიღიმა მან და მზრუნველად დამადო ხელი შუბლზე. _ ახლა მე ვიქნები შენი ძიძა!

_ წარმომუდგენია როგორ მომივლი!_ გამეცინა მე.

_ ყველაფერი მოვაგვარე, ახლა კი სახლში მივდივართ!_ შემოვიდა ანდრო. წამოდგომაში მომეხმარა.

_ მე თვითონ, თავად!_ ვიუარე მისი დახმარება. რამდენიმე არეული ნაბიჯი გადავდგი და კკნაღამ კარადას მივეჯახე.
ანდრომ წელზე ხელი მომხვია და როცა ისევ გაპროტესტება გადავწყვიტე მკაცრად მითხრა.

_ მგონი ჯობია სულაც ხელში აყვანილი წაგიყვანო?!_მას ეგონა არ მსიამოვნებდა ჩემზე რომ ზრუნავდა და ნეტავ რას იფიქრებდა, რომ სცოდნოდა, როგორ მიცემდა გული მის სიახლოვეს.

_ კი მამა, მასე ჯობია, ანუკიმ წეღან თქვა, რომ თავი უსკდება და თვალებში უბნელდება!_ საიდან იგონებდა ეს პატარა მონსტრი ამ სახელდახელო ტყუილებს არც კი ვიცი.

_ ცუდად ხომ არ ხარ!_ სწრაფად მკითხა ანდრომ და თვალებში ჩამხედა.

_ არა ტყუილია, არაფერიც არ მითქვამს!_ სწრაფად ვიუარე მე. ცოტა ხანს მიყურა და შევამჩნიე ჩემი თვალებიდან როგორ გადაიტანა მზერა ჩემს ტუჩებზე. სახე მაშინვე მოვარიდე.

_ ხომ არ ჯობია მანქანაში დაგელოდოთ!_ ახითხითდა ლუკა.

_ ლუკა! _ დაუბრიალა ანდრომ თვალები. უცებ მოულოდნელად ხელში ამიტაცა, გულში ჩამიკრა და მშვიდად თქვა,

_ ჩუსტები გაცვია და ასე ჯობია! უცნაური გემოვნება გაქვს!_ მხიარულად გაეღიმა ჩემი ჩუსტების დანახვისას. კიი ! ნამდვილად ჯობდა ასე , უკვე მეც არ ვიცი, რისგან მეხვეოდა თავბრუ ტვინის შერყევისგან თუ მისი სიახლოვისგან.
მანქანის კარი ლუკამ გამიღო , მან კი მზრუნველად ჩამსვა. თავად საჭესთან დაჯდა.

_ ის მაინც მითხარით, სად მივდივართ? ბორჯომში?_ ვკითხე ინტერესით.

_ ბორჯომში გინდა?_ მომიბრუნდა ღიმილით ანდრო.
_ არა კი არ მინდა, ხომ უნდა ვიცოდე?_ დავიბენი მე.

_ არა ამ ჯერად თბილისში დავრჩეთ, გამოგაკეთებთ და მერე ბორჯომშიც წავალთ!_ ისე უბრალოდ მითხრა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

_ მერე უხერხული არ იქნება?_ვკითხე ისევ.

_ რატომ იქნება უხერხული?_ გაუკვირდა მას
_ ინგა რას ფიქრობს, ისიც თანახმაა, რომ თქვენთან ვიცხოვრო?_ ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე.

_ ინგა წავიდა!_ ცივად მიპასუხა მან._ კიდევ გაინტერესებს რამე?_ მკითხა მოთმინებით.

_ მე ბორჯომში ვერ წამოვალ, ერთ კარგ რესტორანში ვიწყებ მგონი მუშაობას!_ მესიამოვნა იმ ფაქტის გახსენება, რომ გასაუბრება მელოდა.

_ ჰოო?_ გაეღიმა უცნაურად.

_ ხოო! თუ გაგიგიათ რესტორანი " იტალიური ეზო"?_ ვკითხე მე.

_ მამა ეგ ხომ..

_ ლუკა!_ მკაცრად გააწყვეტინა ანდრომ და ცალი წარბი ასწია.

_ ააა!_ გაეღიმა ლუკას.
ვერაფერს მივხვდი რას ანიშნებდნენ ერთმანეთს.
ანდრომ მანქანა დაქოქა, საავადმყოფოს ეზო დავტოვეთ.

_ ვისია , ვისია ქალი ლამაზიი?_ აღიღინდა მოულოდნელად მავნე. სახე როლინგის საყელოში ჩავმალე და ჩემს რქიან ჩუსტებს დავაჩერდი.
"ნეტა ინგა რატომ წავიდა?"
გავიფიქრე მე. დარწმუნებული ვიყავი ამ ამბავშიც ლუკას ხელი ერია.

8

ბორჯომის სახლის მერე, რამე თუ გამაოცებდა რას წარმოვიდგენდი? ანდრომ ისეთი ლამაზი სახლის წინ გააჩერა მანქანა, რომ უნებურად დავიჩურჩულე:

_ კარგი რაა!

_ მოიცადე მოგეხმარები!_ მითხრა მან, მანქანიდან გადავიდა და ჩემი მხრიდან მოუარა. რა თქმა უნდა მისი დალოდება აზრადაც არ მომსვლია. ვერ ვიტანდი იმ სცენებს ფილმებიდან, კაცები რომ ქალებს მანქანის კარს უღებენ და ესენიც საპყრებივით რომ ელოდებიან კარის გახსნას. ის რისი გაკეთებაც თავადაც შემიძლია, ვერ ვხვდები სხვამ რატომ უნდა მიკეთოს?! ამიტომ კარი გავაღე და სწრაფად გადმოვედი.

_ მაინც არა მგონია, თქვენთან დარჩენა სწორი საქციელი!_ ჩავიბურდღუნე მის გასაგონად.

_ მორჩი ჭირვეულობას!_ გაეცინა მას.

_ ეს არანორმალური მაინც არ მოისვენებს უშენოდ. რაც წახვედი შენი სახელი აკერია პირზე. აჰა, მე რომ საძინებელში მეგონა შეკეტილი, ხომ ხედავ შენთან გამოიპარა._ ხელები ისე გაშალა, თითქოს ნახე სხვა გზა არ მაქვსო._ აქ თუ დარჩები, ერთი ღამე მაინც დავიძინებ მშვიდად!

ყველაფერი გასაგები იყო. უბრალოდ მხოლოდ საკუთარი სიმშვიდისთვის არ სურდა მარტო დავეტოვებინე , ალბათ თვლიდა, რომ მისი ბრალი იყო, რაც მე დამემართა. ეს იყო და ეს!

_ მე დედას დავურეკავ და ხვალვე ჩამოვა, დიდხანს არ შეგაწუხებთ!_ ცივად ვუთხარი და ღია კარში შევედი.

სახლი საოცრად მყუდრო და ლამაზი იყო. ასეთ სახლზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მისაღებში ბუხრის გვერდით უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა. ნაძვი კი არა საოცრება იყო. ვიდექი და ღიმილით შევყურებდი. ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო.

_ მოგწონს ჩვენი ნაძვის ხე?_ მკითხა ლუკამ. მე თავი დავუქნიე.

_ მაა შენ ანუკის ნაძვის ხე უნდა ნახო, გეგონება ტრაქტორით გადაუარეს!_ ახითხითდა პატარა მონსტრი. გამეცინა, ამ ორ ხეს შორის იმხელა განსხვავება იყო. ალბათ სწორედ იმხელა, რაც ჩემსა და ანდროს შორის. ეს განსხვავება უფსკრულივით გადაჭიმულიყო ჩვენს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბედი საოცრად ერთობოდა ჩემთან თამაშით. მაინც არ მჯეროდა, რომ ეს თამაში როდესმე ჩემი გამარჯვებით დასრულდებოდა.

_ მოდი აქ წამოწექი_ ანდრომ მხრებში ხელი მომკიდა და დივნისკენ მიბიძგა ._ იცი რას ნიშნავს წოლითი რეჟიმი? მე კიდე რამე გემრიელს მოვამზადებ!

_ შეენ?_ მართლა გამიკვირდა. წარმოვიდგინე ეს ტერმინატორი სამზარეულოში და გულიანად გამეცინა.

_ რა გაცინებს? არ გჯერა, რომ მზარეულიბა მეხერხება?_ ეშმაკურად გამიღიმა. _ მაცადე და იქნება გაგაოცო კიდევაც!_ თან ლუკას თვალი ჩაუკრა, თითი ტუჩებზე მიიდო სუჩუმის ნიშნად და სამზარეულოსკენ წავიდა.

_ ლუკა მოდი აქ!_ დავუძახე და ისიც მაშინვე გამოიქცა. გვერდით ჩამომიჯდა.

_ ახლა მომიყევი, რა უქენი იმ საწყალს?

_ ინგულას?_ გაეცინა და ხელები სიამოვნებით მოიფშვნიტა.

_ ბიჭები მის შარფზე დავგეშე, მერე მამას ნაჩუქარ ჩანთაში ჩავუდე ჩუმად და როცა ეზოში გამოვიდა, ჰარის და მარვინს შარფის მოტანა ვთხოვე._ ოინის გახსენებაზე თვალები ნაძვის ხესავით აენთო._ აუუ იქ უნდა ყოფილიყავი და გენახა!_ახითხითდა სიამოვნებით.

_ ჰარიმ ჩანთას პირი დაავლო და გამოქაჩა, ინგულას არ ეთმობოდა და თავისკენ ექაჩებოდა, გამოგლიჯა და მხარზე გადაიკიდა. ახლა მარვინი გამოქანდა. აი მაშინ უნდა გენახა მაგისი კივილი. გზაზე რომ მიასრიალებდნენ ჩემი ბიჭები! იმხელას კიოდა ლამის ზვავი არ გამოიწვია!უკან მამა გაეკიდათ ინგა! ინგაო!_ აქ კი ვეღარ შევიკავე სიცილი, ლამის იყო გადავბჟირდი სიცილისგან, ეს უცნაური ოთხეული რომ წარმოვიდგინე.

_ წარმოდგენაც კი არ მინდა , რაზე იცინით!_ შუბლშეკრული შემოვიდა ანდრო.
სიცილი მაშინვე შევწყვიტე და დასჯილი ბავშვივით გავიტრუნე.

_ იქნება, შენც კი უბიძგე მაგ ოინისკენ!_ ასეთ ბრალდებას არ მოველიდი.

_ მეე?_ აღმომხდა გაოცებულს.

_ რავი, იქნებ ინგა შენც ხელს გიშლიდა?_ ჯიქურ შემომხედა და ცალი წარბი ასწია. გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი, მაგრამ სწრაფმა მოძრაობამ თავბრუ დამახვია და შევბარბაცდი.

_ რატომ ხარ ასეთი ცოფიანი?_ დაყვავებით მკითხა და ბლინებით სავსე თეფში მაგიდაზე დადო.

_ მოდი, ჭამე და ნუ იბღვირები!_ მკაცრად მითხრა.
მართლა მშიოდა, ამიტომ უხმოდ ავიღე ერთი ცალი, ეჭვით დავხედე, შევატრიალ_ შემოვატრიალე და ყოყმანით მოვკბიჩე. ასეთი საოცარი ბლინი ცხოვრებაში არ გამესინჯა.
თვალები დავხუჭე და უცბად გადავსანსლე, მერე მეორე, მესამე და მეოთხე დავაყოლე ზედ.

_ ვაიმეე, მამიკო მგონი ანუკის ნაცვლად მშიერი გველეშაპი მოვიყვანეთ სახლში!_ ნებივრობა ლუკას ხმამ შემაწყვეტინა. თვალი გავახილე და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ თეფშზე მხოლოდ უნამუსოს წილი დამრჩენოდა.

_ რაო, მცოდნია მზარეულობა?_ ნიშნისმოგებით გამიღიმა ანდრომ.

_ არა უშავს რა!_ გამეცინა მე. ვიფიქრე, როგორც მარტოხელა მშობელს ნამდვილად უნდა სცოდნოდა საჭმელების კეთება. ახლა პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რას საქმიანობდა და რა ბიზნესით იყო დაკავებული ჩემი კეთილისმყოფელი. მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებდი ნამდვილად სპორტსმენი უნდა ყოფილიყო, სადღაც კალათბურთელსა და ბოდიბილდერს შორის. მაგრამ რას წარმოადგენდა სინამდვილეში აზრზე არ ვიყავი. კითხვის დასმაც მერიდებოდა, ამიტომ ვცდილობდი როგორმე თავად ამომეცნო.

_ რაზე ფიქრობ პატარა ქალბატონო?_მოულოდნელად დაინტერესდა _ აშკარად ჩემზე ფიქრობ რაღაცას, მკითხე რაც გაინტერესებს ნუ მოგერიდება.

_ ვინ ხარ სინამდვილეში?_ პირდაპირ ვკითხე, რაც მაინტერესებდა.

_ ანდრო ბარბაქაძე ვარ!_ მხრები აიჩეჩა მან.

_ ეგ ვიცი! მაგრამ ვინ ხარ? კალათბურთელი?_ ისევ ჩემს ინტუიციას მივენდე. რომელიც როგორც ეტყობა მთლად გამართულად ვერ მუშაობდა. გამხიარულდა.

_ ახლოსაც კი არ ხარ სიმართლესთან!_ წამიდგა და ხელი გამომიწოდა

_ ადექი, წამოდი . შენს საძინებელს გაჩვენებ. მგონი დასვენება გჭირდება._ მორჩილად წამოვდექი და ხელი ჩავკიდე. უცნაური მუხტი მოდიოდა მისგან. სადაც არ უნდა წასულიყო იმ წამს, შემეძლო ყველგან გავყოლოდი დაუფიქრებლად.

_ ეჰ!_ ამოვიოხრე ჩემდაუნებურად და მოვიწყინე იმის გააზრებისას რომ , არასდროს არსად წაყოლას არ შემომთავაზებდა.

_ ახლა რა მოხდა? ისევ შენთვის ოცნებობ?_ მკითხა ღიმილით.

_ არაფერიც არ მოხდა!_ მეწყინა მის ხმაში დაჭერილი ირონიული ნოტების გაგონება.

მეორე სართულზე ამაცილა და ოთახში შემიყვანა .

_ დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ, ყველაფერზე გიპასუხებ, რაც გაინტერესებს. ღამე მშვიდობისა!_ დამემშვიდობა და მარტო დამტოვა.
ლოგინზე ზემოდან დავწექი და დაღლილს მკვდარივით ჩამეძინა. გათენებამდე გვერდიც არ მიცვლია .
რომ გავიღვიძე უზარმაზარი ფუმფულა საბანი მეხურა. ალბათ ანდრომ დამაფარა. შემრცხვა, იქნება ვხვრინავდი კიდეც, ან რა ვიცი. მერამდენედ უნდა მეგრძნო უხერხულობა მასთან ?
ოთახიდან გამოვედი და მისაღებში ჩავედი. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა, ნეტა ის მავნე სად იყო? ჩემს ტელეფონს ვეძებდი, მახსოვდა რომ წინა საღამოს დივანთან მაგიდაზე დავტოვე, თუმცა ახლა იქ არ იდო. დედაჩემთან მინდოდა დამერეკა და მეთხოვა, რამდენიმე დღით ჩამოსულიყო. როდემდე უნდა მეცხოვრა ამ ფაქტობრივად უცხო ადამიანის სახლში? მიმოვიხედე მაგრამ ვერსად მივაგენი. დივანზე ჩამოვჯექი და ფეხები ავიკეცე. ვუყურებდი ციმციმა ნაძვის ხეს და იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც ამ ბოლოს თავს გადამხდა. მოულოდნელად გამახსენდა, რომ დღეისთვის გასაუბრება მქონდა ჩანიშნული და , ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მივსულიყავი. ავდექი და ისევ მაღლა ავედი.

_ ლუკაა!_ მივაკაკუნე ერთ ერთი საძინებლის კარზე. ხმა არავინ გამცა, ცოტათი შევაღე და დავინახე, რომ ოთახი ცარიელი იყო. ახლა რიგით მომდევნო ოთახთან მივედი და იქაც ზრდილობიანად მივაკაკუნე. ის იყო ვიფიქრე, რომ არც იქ ეძინა ვინმეს და გამობრუნება დავაპირე, რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი მშვენიერი ტერმინატორი აისვეტა.

_ მე მეძებ?_ მკითხა. მოულოდნელობისაგან შევხტი, ჩემს უზარმაზარ ჩუსტებში ავიხლართე და კინაღამ შუბლით შევანგრიე ოთახის კარები. ზურგიდან მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა.
დავყურებდი ჩემს წელზე მოხვეულ მის უზარმაზარ მკლავს და განძრევას ვერ ვბედავდი. იქნებ სულაც მშვენიერი სიზმარი იყო ეს ყველაფერი. გამოღვიძება სულაც არ მსურდა.
მხარს უკან ავხედე, ლამაზი მწვანე თვალები უციმციმებდა, მიღიმოდა და ჩემდაუნებურად მეც გავუღიმე. არა ნამდვილად მეძინა და სიზმარში ვხედავდი. ჩემს გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. ასე სულელივით გაღიმებულმა, თან თვალს რომ ვერ ვწყვეტდი, საკუთარ ლოყაზე მწარედ ვიჩქმიტე.

_ აუ!_ შევყვირე ტკივილისგან.

_რას აკეთებ?_ მკითხა გაოცებულმა.

_ ვცდილობ გავიღვიძო!_ ვუთხარი გულწრფელად. ჯერ სიცილი აუტყდა, შემდეგ ცხვირი ჩემს თმაში ჩაყო და ძლიერად შეისუნთქა ჰაერი.

_ ვინმეს რომ ეთქვა ამ ახალ წელს ასეთი სიურპრიზი გელოდებაო, არაფრით დავიჯერებდი!_ მითხრა ჩურჩულით. ან ხუმრობდა, ან დამცინოდა , უფრო ეს უკანასკნელი. მაგრამ მე ორივე ვარიანტი მეწყინა.

_ გამიშვი თუ შეიძლება!_ ვუთხარი გაბრაზებულმა.

_ შენ კი არა ლუკას ვეძებდი!
წელზე შემოხვეული ხელი ოდნავ გამიშვა, მეორე ხელით კი მისკენ შემატრიალა.
მის ხელში სათამაშოს უფრო ვგავდი, ვიდრე ქალს. ის აყალყული ინგა ნამდვილად მისი შესაფერისი, ტოლი და სწორი იყო.
ამაზე ფიქრი კიდევ უფრო მტკენდა გულს.

_ რომ გაგიშვა, ვაითუ ისევ რამე ხიფათს გადაეყარო?_ მკითხა მზრუნველად.

_ მივხ.._ სიტყვის დამთავრება არ მაცალა.

_ ვიცი, მიხედავ საკუთარ თავს არა?_ ხელი გამიშვა და ოთახში შევიდა

_ ლუკა ეზოშია, ძაღლებთან!_ მომაძახა ზურგს უკან.
მივბრუნდი და ეზოში ჩავედი. ლუკა თავის დინოზავრებს მოძღვრავდა.

_ მავნე, ხომ არ იცი სადაა ჩემი ტელეფონი?_ დავუძახე კარიდანვე.

_ მე კი არა, მგონი ჰარიმ უნდა კითხო! _ მიპასუხა ისე , რომ უკან არ მოუხედია.

_ არ გადამრიო ახლა!_ ავყვირდი მე._ ჩემი ტელეფონი ძაღლს დააღეჭინე?

_ მე რა შუაში ვარ?_ შემომხედა უცოდველი თვალებით, რომ არ მცოდნოდა მისი მავნებლობის შესახებ ალბათ დავუჯერებდი კიდეც.

_ ლუკა, მეგონა დავმეგობრდით!_ ვუთხარი ნაწყენმა.

_ ხოდა შენი მეგობარი რომ ვარ, მაგიტომაც დავსაჯე ეს საძაგელი._ მიპასუხა და ძაღლს შეუბღვირა. შევხედე და ლამის ტირილი დავიწყე ჩემი სამი თვის განვადებით გამოტანილი, ტრიპაჩული ტელეფონის თეთრი კუთხე ჰარიდ წოდებულ დინოზავრს პირიდან ჰქონდა გამოჩრილი. ვეცი და სიმწრით გამოვაცალე, მაგრამ რაღა დროს? სულ დაღეჭილი და დორბლიანი იყო. თავის ბრონიან ქეისიანად იყო დაღვრალჭნილი. გამწარებული იქვე ჩავჯექი ეზოში და ცრემლები მუჭით ამოვიწმინდე.

__ რა მოხდა, რატომ ჩხუბობთ?_ დაგვიძახა აივნიდან ანდრომ, ამ მავნეთა სამეფოს იმპერატორმა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვიყავი ლუკაზე გაბრაზებული. მაინც არ მსურდა მამამისს დაესაჯა. ვხვდებოდი, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავისი ჭკუით წასვლაში მიშლიდა ხელს. ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთე და ისე ავხედე.

_ არაფერი არ მომხდარა! მაგრამ დედაჩემთან უნდა დამარეკინო!_ ავძახე, და კვლავ სახლში შევბრუნდი.

გაოცდებით თუ გეტყვით, რომ ციფრებთან და ნომრებთან ვერ ვმეგობრობ. ჩემი ნომერიც კი არ ვიცი წესივრად. არც დედაჩემის მახსოვდა ზეპირად. ამიტომ იძულებული გავხდი ანდროსთვის ტყუილი მეთქვა, თითქოს ტელეფონი გამივარდა და გამიფუჭდა.არ მსურდა ლუკას წაჩხუბებოდა. ჩემი დაღეჭილი მობილურიდან სიმ ბარათი ანდროს ტელეფონში გადავიტანე.

_ ეს დავარდნილი ტელეფონია არა?_ მკითხა მან და ჩემს საცოდავ აიფონყოფილს დახედა. თან წარბშეკრულმა ეზოსკენ გაიხედა.
ამასობაში დედას ველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი და ჩამოსვლა ვთხოვე. რა თქმა უნდა მაშინვე წამოვიდა. საღამოს უკვე თბილისში იქნებოდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ახლა გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი. იმაზე ისევ არ ვფიქრობდი, რომ წოლითი რეჟიმი უნდა დამეცვა. თავი ყრუდ მტკიოდა და თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ დიდად არ მენაღვლებოდა.

_ იქნებ სხვა დროს წასულიყავი ?_ მკითხა ანდრომ, როცა შეამჩნია, რომ მთლად კარგად არ გამოვიყურებოდი .

_ არა . შენ არ გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს გასაუბრება. _ გავაქნიე თავი ჯიუტად.

_ და წასვლას მასე აპირებ?_ თვალით მანიშნა ფეხზე ამოცმულ ლოსებზე.
აი აქ მართლა ავნერვიულდი.

_ ყველაფერი მე რატომ მემართება?_ ლამის იყო ბავშვივით მეტირა. ემოციებს რომ ვერ ვაკონტროლებდი, ალბათ ესეც ტვინის შერყევის ბრალი იყო. ოთახში ავედი და შევეცადე არაფერზე აღარ მეფიქრა. მოულოდნელად ტელეფონმა დამირეკა.

_ გისმენთ._ ვუპასუხე და მივხვდი ანდროს ტელეფონი გამომყოლოდა . ისე ვდარდობდი გასაუბრებაზე, არც კი გამხსენებია, რომ მისთვის დამებრუნებინა.

_ ქალბატონი ანა ბრძანდებით?_ მკითხა სასიამოვნო ხმამ.

_ დიახ!_ ვუპასუხე მე.

_ იტალიური ეზოდან გაწუხებთ. დღეის ნაცვლად რომ კვირის ბოლოს მობრძანდეთ გასაუბრებაზე თუ შეძლბთ?_ სიხარულისგან ლოგინზე ხტუნვა დავიწყე .

_ დიახ, რა თქმა უნდა!_ დავთანხმდი და ამოვისუნთქე. აზრადაც არ მომსვლია, რომ ზარი რესტორნიდან, დამთხვევის გარდა სხვა რამე შეიძლებოდა ყოფილიყო.
დედაჩემი თბილისში რომ შემოვიდა დამირეკა. სხვა გზა არ მქონდა დახმარება ისევ მისთვის უნდა მეთხოვა. კაცმა არ იცის როგორ მიტანდა. სულ რაღაც უაზრო თხოვნები და პრობლემები მქონდა .
ვთხოვე სახლამდე მივეყვანე და ლუკას დავემშვიდობე.

_ იცოდე, როცა გინდა მესტუმრე, მაგრამ სახლიდან აღარ გამოიპარო. როცა დაგჭირდები ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი!_ ჩამეხუტა. ხელები მომხვია.

_ არ გემშვიდობები ანუკი! ახლა ვიცი, რომ აუცილებლად ისევ შევხვდებით! _ მისმა სიტყვებმა გამაოცეს. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

9

_ დარწმუნებული ვარ, არანაირ წოლით რეჟიმს შენ არ დაიცავ!_ სერიოზული სახით მიყურებდა ანდრო.

_ თავს კარგად ვგრძნობ, და თან მაგისთვის არ მცალია ახლა. აუცილებლად მჭირდება სამსახური. თუმცა შენ მაგას ვერ გაიგბ!_ ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით ვთქვი.

_ რატომ გგონია, რომ ვერ გავიგებ?_ ეწყინა თუ გაბრაზდა ვერ მივხვდი. აღარაფერი მითქვია, მისი ტელეფონი ავიღე და სიმ_ ბარათის ამოღება დავიწყე.

_ რას აკეთებ?_ მკითხა ანდრომ._ არაა საჭირო!

_ საჭიროა!_ შევუღრინე მე. ამას მგონი თავის ინგულაში ვეშლებოდი. ტელეფონზე და ჩანთებზე დახამებული ქალების გარდა ნეტა უბრალო გოგოს თუ შეხვედრია ოდესმე? გავიფიქრე და საკუთარ თავზე გამეცინა. " მაგრამ მაინც შენ ვის რაში სჭირდები ასეთი უბრალო ?" შევამკე საკუთარი თავი.

_ რაზე იცინი?_ახლა უკვე ჩემი ფიქრებითაც დაინტერესდა._ რა უცნაური ხარ თუ ხვდები?

_ არა, მე არ ვარ უცნაური, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ვარ! შენ კი გზას უყურე ჯობია!_ მაბრაზებდა მისი სიტყვები. ამიტომ მანქანის ფანჯარაში დავიწყე ყურება. რატომ ვბრაზობდი მასზე? ეს სინამდვილეში კარგად ვიცოდი, უბრალოდ ამის აღიარება არ მსურდა. მე ის ძალიან მომწონდა და კარგად ვაცნობიერებდი, რამდენად ცალმხრივი იყო ჩემი სიმპათია. სწორედ ეს მტკენდა გულს. იმაზე ვბრაზობდი, რომ ვერ მამჩნევდა და ისე მექცეოდა, როგორც უბრალოდ ხიფათიან პატარა გოგოს. რომელიც მუდმივად შარშია და სულ გადასარჩენია. შუბლი მიხურდა ფიქრისგან. თავი მანქანის მინას მივადე და თვალები დავხუჭე. ბავშვობიდან მქონდა ერთი უცნაური თვისება. მანქანით მგზავრობისას ყოველთვის ადვილად მეძინებოდა. ახლაც უცნაურად მოვდუნდი. თვალწინ ქალაქის ლამაზი განათებები რიალებდნენ და ამან სულაც ჰიპნოზივით იმოქმედა და ასე უბრალოდ ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე პირველი რაც დავინახე თოვლის მსხვილი ფანტელები იყო. თავი ავწიე და ანდრო დავინახე, მანქანაზე მიყრდნობილი იდგა და ფანტელებში გახვეული პატარა ბავშვივით ცდილობდა ფიფქების პირით დაჭერას. ჯერ გამიკვირდა, რა უცნაური ადამიანი იყო, ხან ბრაზიანი, ხან სერიოზული, ხან დამცინავი, ხან კი ბავშვივით ლაღი. ერთი რამ, რაც უეჭველად ვიცოდი, ის იყო, რომ ეს კაცი საოცრად მიზიდავდა. თუ ასე გაგრძელდებოდა ნამდვილად შემიყვარდებოდა, ან იქნებ უკვე მიყვარდა კიდეც?
ცოტა ხანს ვუყურე და მერე მანქანიდან გადავედი.

_ რატომ არ გამაღვიძე?_ ვკითხე და იმის გახსენებაზე, რასაც წამის წინ აკეთებდა, გამეღიმა.

_ იცი რა ტკბილად გეძინა?_ გამიღიმა მანაც.

_ მადლობა ყველაფრისთვის!_ ისე ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ უბრალო მადლობით დავკმაყოფილდი.
" ნეტავ კიდევ როდის გნახავ?" გავიფიქრე მოწყენილმა. მაგრამ ვეცადე, რომ სახეზე არაფერი დამტყობოდა.

_ მადლობა?_ გაეცინა, _ მადლობა მე უნდა გითხრა პატარა ქარიშხალო, მოდიხარ ყველაფერს ყირაზე აყენებ და მადლობაო იძახი. _ ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა.

_ ისე შევეჩვიე შენს გიჟურ თავგადასავლებს ნამდვილად მომენატრები!_ "რაო მომენატრებიო? მომესმა თუ მართლა მითხრა?" თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი. "რა იგულისხმა მონატრებაში?"

_ ფიქრი შეწყვიტე , თავი აგტკივდება!_ მითხრა სიცილით, შუბლზე მაკოცა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
მე კი ისევ ისე ვიდექი, გაშეშებული, გარშემო ფიფქები ცვიოდა და თავი სიზმარში მეგონა. რა იყო ეს? ასეთი გრძნობა არასოდეს განმეცადა. ზეცას ავხედე და სწორედ ისე, როგორც ანდრომ, რამდენიმე წუთის წინ, გაღებული პირით ვცადე ფიფქების დაჭერა.
სინამდვილე ყოფილა, რომ ამბობენ სიყვარული ადამიანში დაძინებულ ბავშვს აღვიძებსო და მთელ მის არსებას ამოუცნობი, ამოუხსნელი, ბედნიერებით ავსებსო. ტელეფონის მოულოდნელმა ზარმა გამომაფხიზლა ოცნებიდან.
უცებ ვერც მივხვდი, თუ საიდან ისმოდა უცნობი ზარის ხმა. ქურთუკის ჯიბეები მოვიქექე და სულ ახალთახალ წითელ ტელეფონს წავაწყდი. გაოცებულმა ამოვიღე და ვუპასუხე.

_ აბა, მშვიდობით მიხვედი სახლში?_ მკითხა ნაცნობმა ხმამ.

_ ანდრო შენ ხარ? ეს რას ნიშნავს?_ ვკითხე გაოცებულმა. როდის მოასწრო? მხიარულად გაეცინა .

_ შენი ხათაბალა თავის გადამკიდემ, რომ არ ვინერვიულო, სულ უნდა შემეძლოს შენთან დარეკვა! _ გამომიცხადა ჩემდა გასაკვირად.

_ რაო დედამ?_ მკითხა, როცა ხმა არ ამოვიღე.

_ დედამ?_უფრო დავიბენი .

_ ხოო, დედამ არ გკითხა ვინ მოგაცილა?_ გაეცინა ისევ.

_ არ ავსულვარ ჯერ სახლში._ ვუპასუხე ჩუმად.

_ რატომ? რამე მოხდა?_ შეშფოთდა მივხვდი, რომ მანქანა გააჩერა_ მოვბრუნდე?

_ არა, რას ამბობ. უბრალოდ ... უბრალოდ ლამაზად თოვს!_ ხომ არ ვეტყოდი შენზე ვოცნებობდი და ასვლა ამიტომ დამაგვიანდამეთქი.

_ ვატყობ დიდი თავის ტკივილი იქნები, მაგრამ რატომღაც ეს ძალიან სასიამოვნოა!_ მგონი საკუთარ თავს უფრო უთხრა ვიდრე მე.

_ მომწერე, რომ ახვალ სახლში!_ მკაცრად მითხრა და გათიშა.

დედა ქოთქოთით შემხვდა.

_ რა იყო გოგო? თუ სადმე ხიფათია ყველას შენ როგორ იზიდავ? ვიფიქრე გაიზრდება დაჭკვიანდებამეთქი და ნურას უკაცრავად. ბავშვობიდან ხო ერთი კიდური არ შეირჩინე მოუტეხავი. ახლა თავის გატეხვაზეც გადახვედი?_ თან მზრუნველად მათვალიერებდა, თან მეჩხუბებოდა დედაჩემი. მე კი ანდროს ვწერდი ჩუმად პირველ ესემესს

." მივედი."

"მიხარია, რომ კარგად ხარ!" მიპასუხა მან.

_ ვინ მოგწერა ,რომ იკრიჭები ბედნიერად! _ ეჭვით დამადგა თავზე დედაჩემი და თან თვალი ტელეფონის ეკრანისკენ გააპარა.

_ აკი იმ ბედოვლათს დავშორდიო?_ ბექას გულისხმობდა. ნატასი არ იყოს, არც დედაჩემს ეხატებოდა გულზე.
ტელეფონი ჯიბეში დავმალე და დედას აფერისტულ_ შემრიგებლურად გავუღიმე.

რამდენიმე დღით დედაჩემმა ხელში ჩამიგდო და სრული დატვირთვით დაიწყო ჩემი საკალანდო გოჭივით გასუქება.

_ რა გავხარ დედი, ლანდი გაგდის!

_ ჰაერით იკვებებოდი?

_ გამჭვირვალე მზარეული არ გამიგია მე!

_თავად ხარ შვილო კოპის ხელა და ის ორი კოპი რა ნამუსით გამოგივიდა ნეტა?
ეს და სხვა ბევრი ამ შინაარსის ფრაზა მოვისმინე დედაჩემისგან იმ რამდენიმე დღის მანძილზე. ცოტა ხნით ისევ დავბრუნდი ბავშვობაში, საოცრად სასიამოვნოა, როცა ის ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ და ვინც შენ გიყვარს , ანუ შენი დედიკო, შენთანაა და ასე ზრუნავს შენზე. როცა ძილის წინ საბანს გითბუნებს. როცა მყუდროდ, ფანჯრის წინ დამჯდარს თაფლიან ჩაის მოგიტანს და თან ამ დროს გარეთ გადაუღებლად თოვს . იხსენებს შენს ბავშვობას, ერთდროულად თან გტუქსავს და თან გეფერება და მისი ფრთის ქვეშ გძინავს ტკბილი, მშვიდი და უსიზმრო ძილით.

მაგრამ ამ დღეებმა საოცრად მალე გაირბინეს, როცა დედაჩემმა უკეთესობა შემატყო, კვლავ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. იქ მამა ელოდა. აი უკვე ორმოცი წელია ერთად ცხოვრობენ და ისევ ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე. ისევ ძველებურად უყვართ ერთმანეთი და ზრუნავენ ერთმანეთზე. მათ შემხედვარეს, ყოველთვის მინდოდა, რომ მეც მეპოვნა ოდესმე საიმედო მეგზური და ცხოვრების მეგობარი. თუმცა სიყვარულში არასდროს მიმართლებდა.

მთელი ის დრო ველოდებოდი, რომ ანდრო მომწერდა,თუნდაც ერთხელ მომიკითხავდა, მაგრამ იმ ბოლო საღამოს შემდეგ საერთოდ არ შემხმიანებია. თითქოს საუკუნე გავიდა, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ მაინც ვერ გავბედე და პირველმა ვერ მივწერე.

როგორც იქნა გასაუბრების დღეც მოვიდა და საგულდაგულოდ გავემზადე. ისეთი შემართებით წავედი, თითქოს ის პოზიცია უკვე მიღებული მქონდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა რესტორნის შეფობა. თანაც იტალიური სამზარეულო ჩემი გატაცება იყო. მოკლედ აღფრთოვანებული ვიყავი და მთელი გზა ბედნიერი ღიმილი არ მომშორებია სახიდან .

_ გამარჯობა, მე ანა დევდარიანი ვარ და გასაუბრება მაქვს დღეს. _ მივესალმე მენეჯერ გოგონას. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გასაუბრებამ იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე მე ველოდებოდი. თითქოს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი ჩემი მიღება და ეს გასაუბრებასაც მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. უცნაური ის იყო , რომ კონტრაქტი გამიფორმეს ორი წლის ვადით. ანუ რაც არ უნდა მომხდარიყო მომდევნო ორი წლის მანძილზე სამსახურის შეცვლის უფლება არ მქონდა, სხვა შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დამეკისრებოდა. და პირიქით, თუ რაიმე მიზეზის გამო, რესტორანი ამ პოზიციიდან დამითხოვდა სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევდათ. მსგავსი შეთანხმება არასდროს დაუდიათ ჩემთვის და ამან გამაოცა. არა , კარგი მზარეული ნამდვილად ვიყავი, ერთხელ სატელევიზიო კონკურსშიც კი გავიმარჯვე, და ასე თუ ისე ცნობილიც კი ვიყავი, მაგრამ არც იმდენად, რომ ვერ შემლეოდნენ და ჩემი წასვლით რამე, ძალიან დიდი ზარალი განეცადათ. მაგრამ ამაზეც დიდად არ მიფიქრია, ჩავთვალე, რომ ეს კონტრაქტი მფლობელის უბრლო ახირება იყო. ბოლოს დავინტერესდი, საიდან იცოდნენ, რომ სამსახურს ვეძებდი და ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია საიდან ჰქონდათ.

_ უფროსის პირადი სურვილი იყო, თქვენი ჩვენთან მოწვევა! გილოცავთ სამსახურში ოფიციალურად მიღებული ბრძანდებით! _ ასეთი იყო პასუხი .

სახლში ბედნიერი დავბრუნდი. სადარბაზოსთან ნაცნობი მანქანა დავინახე. კაკო და ლუკა იყვნენ. მე მელოდებოდნენ.

_ ანუკი როგორ ხარ?_ გადმოხტა ჩემი დანახვისას მავნე.

_ ლუკა როგორ გამახარე!_ ჩავეხუტე იმ გადარეულს.

_ კაკო ძია როგორ ხართ?_ მივესალმე კაკოსაც.

_ ამოდით ჩაიზე , ყავაზე და სასუსნავებზე გეპატიჟებით!

_ არა შვილო. საქმეები მაქვს. ლუკას კი შენთან დავტოვებ ცოტა ხნით. თუ გცალია რა თქმა უნდა._ მითხრა კაკომ.

_ მცალია აბა რა!_ გამეცინა მე. მართლა გამიხარდა. მენატრებოდა ჩემი გადარეული ბიჭი.

_ აბა ახლა რა გავაკეთოთ?_ მკითხა ლუკამ, შოკოლადის ნამცხვრის მეორე ნაჭერი რომ გადასანსლა.

_რა ვიცი , რასაც იტყვი!_ ვუპასუხე მე.

_ წამო სადმე გავისეირნოთ და დღის მთავარ სიახლესაც გაგაცნობ!_ ეშმაკურად გაიცინა მან. როცა იცინოდა საოცრად ჰგავდა კევინ მაკალისტერს.
ჩავიცვით და ქალაქის ქუჩებს დავუყევით.

_ ანუკი დამპირდი, რომ თხოვნას შემისრულებ!_ მთხოვა მოულოდნელად ლუკამ.

_ გპირდები! _ განა რა უნდა ეთხოვა პატარა ბიჭუნას ისეთი, რომ ვერ ამესრულებინა.

_ კვირას დაბადების დღე მაქვს და მინდა მთელი დღე ჩემთან იყო!_ გამომიცხადა და თვალებში შემომაჩერდა.

_ როგორც იტყვი ჩემო ბიჭო!_ დავპირდი მე და შევამჩნიე, რომ უჩვეულოდ სევდიანი იყო.

_ რა ხდება, რაღაც მოწყენილი ხარ?

_ ხოო, მამა ისევ ვერ მოვა ჩემს დაბადების დღეზე! სულ ასეა, არასდროს სცალია ჩემთვის!_ ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა.

_ რატომ? სადაა ანდრო?_ დავინტერესდი მე.

_ იტალიაში გაემგზავრა, ორი კვირით. რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვსო._ ბოტასის წვერით მიწას დაუწყო ჩიჩქნა. აშკარად ძალიან განიცდიდა მამის არ ყოფნას. ის მხოლოდ რვა წლის ხდებოდა და თითქმის სულ მარტო იყო. ყველაფერი ჰქონდა რასაც ინატრებდა, უბრალო სათამაშოდან დაწყებული, შინაური ცხოველებით დამთავრებული . არ სციოდა, არ შიოდა და საუკეთესო სკოლაში დადიოდა, მაგრამ მაინც აკლდა ყველაზე მთავარი ცხოვრებაში. მშობლებთან ურთიერთობა. დედა ხომ არც ახსოვდა და ობოლი იყო. მამამისს კიდევ უამრავი საქმე ჰქონდა და თითქმის ვერასდროს იცლიდა მისთვის. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ასე მომეკედლა და შემიყვარა. ლუკა თავს მარტოსულად გრძნობდა. სწორედ ყურადღების დეფიციტი იყო ის მიზეზი, რის გამოც ასე მავნებლობდა. ბავშვი მხოლოდ მამის ყურადღების მიქცევას ცდილობდა .
ბეჭებზე ხელი მოვხვიე.

_ იცი რას გეტყვი? ჩვენ ერთად საუკეთესო დაბადების დღეს მოვაწყობთ. ყველა შენ კლასელს და მეგობარს დავპატიჟებთ და ბოლოს უზარმაზარ ფეიერვერკსაც გავუშვებთ. აი ტორტს კი ჩემი ხელით გამოგიცხობ. _ ლუკას თვალები გაუნათადა.

_ და იცი რას გეტყვი? _ გავაგრძელე მე_ ამ ყველაფრისთვის მზადებას ამ წამიდან დავიწყებთ!
ავდექი და ხელი გავუწოდე.

_ ხელი დაარტყი პარტნიორო!_ ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.

_ მაგარი ხარ პარტნიორო!_ აჭყლოპინდა სიხარულით და გაშლილი ხელი ხელისგულზე დამკრა. მთელი ის კვირა სამსახურიდან, მიუხედავად დაღლილობისა, ლუკას დღეობის დასაგეგმავად დავრბოდი. მოვნახე ქალაქის მაშტაბით ყველაზე კარგი ანიმატორები. შევიპირე ლაზერ შოუ და ფეიერვერკი დავგეგმე. კვირაც მალე მოვიდა . ეზოში ტრანსფორმერების და კლოუნების შოუ მოვაწყვეთ. მოვრთეთ და მოვკაზმეთ იქაურობა. ლეილას, კაკოს და ნინოს ვთხოვე და ყველაფერში მეხმარებოდნენ. ერთი სიტყვით დიდებული ზეიმი გავმართეთ. ბავშვები ბედნიერები იყვნენ და რაც მთავარია, იუბილარს ჰქონდა გაბრწყინებული თვალები.
მხოლოდ შიგა და შიგ გახედავდა ჭიშკარს და ამოიოხრებდა ხოლმე. ვხვდებოდი, გულის სიღრმეში მამამისს ელოდებოდა.

უკვე ფეიერვერკის გასასროლად ვემზადებოდით, რომ მოულოდნელად ჭიშკარი გაიღო და ანდრომ შემოაყენა მანქანა. ვერ გერტყვით, მე უფრო გამიხარდა მისი დანახვა თუ ლუკას.
ბავშვი გახარებული გაიქცა მანქანისკენ. ანდრო გადმოვიდა და შვილი ხელში აიტაცა. მეც ღიმილით გავემართე მათკენ, რომ მოულოდნელად ღიმილი პირზე შემეყინა. მანქანიდან გადაპრანჭული ინგა გადმოვიდა და მამა_შვილს გვერდით ამოუდგა.
იმედგაცრუებისა და წყენისგან ცრემლები მომადგა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს ანდროზე არ ვბრაზობდი, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული. საიდან მოვიგონე და საიდან დავაჯერე ჩემი უტვინო თავი, რომ ჩემსა და მას შორის რაიმე იქნებოდა? ყველაფერი ხომ ისედაც ცხადი იყო. ნელ ნელა უკან უკან დავიხიე, უჩუმრად სახლში შევედი და უკანა კარიდან დაუმშვიდობებლად გამოვიპარე. კი არ მოვდიოდი თითქოს მოვრბოდი მათი სახლიდან. და საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი , რომ ჩემი ფეხი აღარ იქნებოდა იქ არასოდეს. გაჩერებამდე სულ სირბილით მივედი. ტელეფონი ჯიბეში განუწყვეტლივ ვიბრირებდა, მაგრამ იმ წამს არავის მოსმენა არ მსურდა. ავტობუსში ავედი და დავჯექი. დილით ვფიქრობდი, რომ რამდენიმე ჭიქას აუცილებლად დავლევდი, ამიტომ მანქანა სახლში მყავდა დატოვებული. იქნებ კარგიც იყო საჭესთან რომ არ ვიჯექი. ისე ვიყავი აღელვებული, შეიძლება რაიმე ხიფათს გადავყროდი.
სახლში წასვლაც არ მინდოდა. იქ მარტო ყოფნას და ტირილს მერჩივნა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა . ამიტომ ნატასთან წავედი.

_ მშვიდობაა გოგო?_ შემეგება ჩემი მეგობარი.

_ ისეთი სახე გაქვს ჯობია არაფერი გკითხო!_
გადააქნია თავი უკმაყოფილოდ._ მაგრამ ჩემდა ჭირად მაინტერესებს, ამ ჯერად რა შეგემთხვა!
ყავა მოადუღა და სამზარეულოში ჩამოვჯექით. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მაგრამ ნატას მაინც უამრავი კითხვა ჰქონდა.

_ და ასე ბოთესავით წამოხვედი იქიდან?_ გამოქაჩა თვალები მან.

_ აბა რა მექნა ? _ გავიოცე მე.

_ არ ვიცი, მართლა არ ვიცი!_ იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია?_ იმედს მაინც არ კარგავდა ნატა.

_ ერთად მოვიდნენ გესმის? იტალიიდან დაბრუნდა თუ არა მაშინვე მასთან მივიდა! რაა აქ გაუგებარი? პირველად იმას ნახულობ ადამიანი, ვინც ძალიან მოგენატრა! რა სულელი ვარ არა?_ გამეცინა სევდიანად.

_ კიი, მაგაში ვერ შეგედავები, სულელი ნამდვილად ხარ!_ თავი დამიქნია ნატამ.

_ მართლა, დღეს ბექა შემხვდა, მოგიკითხა!_ ზიზღიანი გამომეტყველებით მითხრა ნატამ.

_ რაოო? მაგ უნამუსოს რაღა ჯანდაბა უნდა?_ ანდროზე გაბრაზებულს ახლა ბექა მომყვა ხელში.

_ რავი ვურეკავ და ვერ ვუკავშირდებიო!

_ ნეტა დაბლოკილი ხომ არ ყავხართქო?_ გამეცინა მე.

_ ზოგჯერ ისე გაზიზღებს ადამიანი თავს , ფიქრობ და გიკვირს საერთოდ როგორ იფიქრე, რომ ოდესმე შეიძლებოდა გყვარებოდა!_ ამოვიოხრე მე.

10

_ იცი რას გეტყვი? კაცების გამო ნერვიულობა არ ღირს! გაწყდა მაგათი სინსილა!_ მხიარულად გაიღიმა ნატამ და ის ფრაზა გაიმეორა, რომელიც ალბათ მილიონჯერ თქმულა ქალების პირით.

_მართალი ხარ ნატ. წამოდი დავიძინოთ,
ხვალ ახალი დღეა. თან პირველად მივდივარ ახალ სამსახურში!_ რაღაც მაინც ხდებოდა კარგი ჩემს ცხოვრებაში.
დავწექით თუ არა ნატამ ღრმა ძილს მისცა თავი, გეგონება ძილი ღილაკზე ჰქონდა. მე კი ბევრი ვიწრიალე. ვერაფრით მოვხუჭე თვალი. ფიქრები არ მასვენებდნენ: თითქოს ანდროსაც მოვწონდი, თითქოს კი არა ამაში დარწმუნებულიც კი ვიყავი! ან არ ვიყავი? არა! ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. ახლა უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა. მისი ნაჩუქარი მობილური ამოვიღე საწოლთან დადებული ჩანთიდან , მთელი საღამო გათიშული მქონდა. ალბათ ჩემთვის იყო ეს ასე მნიშვნელოვანი საჩუქარი, მისთვის კი მხოლოდ უბრალოდ ზარალის ანაზღაურება. ლოგინში ბუდასავით წამოვჯექი და ჩართვის ღილაკს თითი დავაჭირე. რამდენიმე ზარი იყო ლუკასგან და ასევე ბატონი მამამისისგანაც. უცებ მესენჯერი აწკრიალდა. ზედიზედ მოვიდა რამდენიმე წერილიც უცხო ნომრიდან.
" ანუკი როგორ ხარ? ბექა ვარ. ვერ გირეკავ. შენი ნახვა მინდა!"
" ანუკი უნდა ვილაპარაკოთ!"
" დამირეკე!"

_ იდიოტო!_ ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.

_ აჰააა!_ დამთანხმდა ძილში ნატაც. გამეცინა, მძინარეც ვერ იტანდა ბექას.
არც კი დავინტერესებულვარ რა ჯანდაბა უნდოდა. ბექაზე საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებდა. გულიც კი აღარ მტკიოდა იმდენად სულერთი იყო უკვე ჩემთვის. შეიძლება იფიქროთ, რომ თავქარიანი ვარ და ადვილად ვიცვლი პარტნიორებს. მაგრამ ასე არაა! ბექა ჩემი პირველი შეყვარებული იყო, თუ სკოლის წლების ბავშვურ გატაცებას არ ჩავთვლით. ერთად ლამის ხუთი წელი ვიყავით, არა, სიმართლე რომ ვთქვა, ეს მე ვიყავი მასთან , თორემ ის არასდროს ყოფილა ჩემთან და მით უმეტეს ჩემთვის.
ამას მაშინაც კარგად ვხვდებოდი, მაგრამ თვალებს ვხუჭავდი მის უამრავ ნაკლზე. ვფიქრობდი, რომ სადაც სიყვარულია, იქ მოთმინება და მიმტევებლობაც უნდა იყოსმეთქი და არასდროს მიფიქრია ბექასთან ერთად საკუთარი თავიც მყვარებოდა. ჩემს თავზე წინ მუდამ მას ვაყენებდი. და აი რა მივიღე სანაცვლოდ! ახლა კი ბევრი რამე სხვა თვალით დავინახე, ალბათ, რაღაც მხრივ, ეს ანდროს დამსახურებაც იყო. ასე მოულოდნელად რომ დამატყდა თავს და ბექას თავისი ადგილი მიუჩინა ჩემს გულშიც და ცხოვრებაშიც.
ანდროზე არ ვბრაზობდი, "სიყვარული ხომ გრძნობაა და არა თანაგრძნობამეთქი!" ვიმეორებდი გულში ფეისბუქზე ამოკითხულ ფრაზას. იქნება სულაც სჯობდეს ამ სიყვარულობანებს შევეშვა და საკუთარ კარიერას მივხედო? ვიფიქრე ბოლოს დაღლილმა. რა საჭიროა ვინმეს სიყვარული? არა, ნამდვილად ზედმეტი თავის ტკივილია! გადავწყვიტე ჩემთვის და გაბუსხული, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი შევძვერი საბანში.

ახალი დღე , ახალი სამსახურში ! კიბეები სულ ცეკვა ცეკვით ჩავიარე და ტაქსში ჩავჯექი. ისე მიხაროდა ეს სიახლე, ჩემს ცხოვრებაში, ვერც კი აგიხსნით.
სიტუაციასაც და ახალ თანამშრომლებსაც კარგად შევეწყვე. მეგობრული და თბილი ხალხი იყო. თუმცა მაინც ვამჩნევდი მათ უცნაურ მზერას და ზურგს უკან ღიმილიან ჩურჩულს. თითქოს ჩემზე რაღაც ისეთი იცოდნენ, რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა.
ადრეც გითხარით საკუთარ მოვალეობას რომ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები, მთელი დღეები არც მე ვისვენებდი და სხვასაც არ ვაძლევდი ამოსუნთქვის საშვალებას. ორი კვირა თვალსა და ხელს შუა ისე გაიპარა, ვერც კი გავიგე. სახლში გადაქანცული ვბრუნდებოდი და სხვაზე არაფერზე აღარ ვფიქრობდი.
რამდენჯერმე ბექამ მომწერა იმ უცხო ნომრიდან , ისევ შეხვედრას მთხოვდა და თანაც უკვე კატეგორიულად. ამიტომ ავდექი და ეს ნომერიც მივაბლოკე.

სულ მახსოვდა და არ მავიწყდებოდა, რომ ლუკასთვის არაფერი მიჩუქებია. ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე სოციალურ ქსელში ხელნაკეთი აქსესუარების გვერდები მოვიძიე, ერთ კარგ მქსოველს მივაგენი . სასურველი ნივთების სურათები გავუგზავნე და შვებით ამოვისუნთქე. ზუსტად ისეთი რამ იქნებოდა, რაც ლუკას ძალიან გაახარებდა. ქალბატონმა შეკვეთა მიიღო და დამპირდა ერთ კვირაში დასრულებულს ჩამაბარებდა.
ლუკას დავურეკე და ვთხოვე სადმე შემხვედროდა, ან ჩემთან სახლში მოსულიყო ,რათა საჩუქარი გადამეცა.

_ კი არ დამვიწყებია დაბადების დღიდან რომ გამეპარე! ხოდა შენზე ისევ გაბრაზებული ვარ!_ გამომიცხადა უფლისწულმა.

_ შენ თავად მოდი ჩემთან. თან რაღაცას მოგიყვები._ თავისი ჭკუით მისასვლელად მაგულიანებდა.

_ იცი რაა არის ლუკა? არ მინდა მამაშენს გადავეყარო. მით უმეტეს ინგას ნახვა არ მსურს!_ პირდაპირ ვუთხარი რატომაც ვარიდებდი თავს მასთან მისვლას.

_ მამაჩემი სახლში არაა, და სხვათა შორის ინგულას ისეთი დღე ვაყარე, არა მგონია ოდესმე კიდევ გაუჩნდეს აქ მოსვლის სურვილი._ გაეცინა ეშმაკურად.

_ რა გააკეთე ლუკა?_ ცოტა არ იყოს შევშფოთდი.

_ რა და ის ფეიერვერკი ცის ნაცვლად სულ ინგულასკენ გავუშვი! უნდა გენახა, როგორ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ჩვენი ქუჩის დაღმართზე და "ანდრო ეს თუ გაპატიოო!" კიოდა. _ არ ვიცი ოდესმე თუ ეშველებოდა ამ მტარვალს რამე . მისი ხუმრობები უკვე სახიფათო სახეს იღებდნენ.

_ რას ამბობ ლუკა! ხომ შეიძლებოდა რამე დამართნოდა? მერე მამაშენს როგორ გადაურჩი?_ ვიცოდი ამ საქციელისთვის ძალიან დასჯიდა .

_ მამა. ჰარი და მარვინი წამართვა და ბორჯომში გაუშვა ორივე!_ სევდიანად თქვა ლუკამ.

_ მაგრამ არა უშავს, მთავარია ის ვარდისფერი კრუელა მოვიშორეთ თავიდან!_ მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ ლუკა ამ ყველაფერს უკვე ჩემს გამო აკეთებდა. არა იმიტომ რომ თავად უნდოდა, არამედ იმიტომ რომ სურდა ჩემი გული მოეგო.
ნუთუ ამდენად აშკარა იყო, როგორ მომწონდა ანდრო? ნუთუ ჩემდაუნებურად ბავშვზე ასეთ მავნე ზემოქმედებას ვახდენდი?
არა, აუცილებლად უნდა მელაპარაკა ლუკასთან, მისი ოინები უკვე სახუმარო აღარ იყო. შემდეგში კაცმა არ იცის, რით დასრულდებოდა!

_ კარგი ლუკა! ამ საღამოს სამსახურიდან შენთან მოვალ! ანუ არაა ხომ მამაშენი სახლში?_ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მას არ შევეჩეხებოდი.
საღამოს ამანათი მომიტანეს. გავხსენი და აღვფრთოვანდი, სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. წითელი ირმებიანი და პომპონიანი ქუდი, წითელივე კაშნით და ხელთათმანებით, სწორედ იმის ასლი, რაც მის საყვარელ გმირს კევინს ჰქონდა . შეიძლება ისეთი ძვირფასი სახსოვარი არ იყო , როგორიც ის, რომელიც დედისგან დარჩა , მაგრამ კარგად მახსოვდა ჩემი დაუდევრობით რომ გავუფუჭე და ახლა დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა . მთავარი ის იყო, რომ ლუკას ნამდვილად გავახარებდი.
დაახლოებით ათი სრულდებოდა მათ სახლთან რომ მივედი. კარი ღია დამხვდა.

_ ლუკაა! _ დავუძახე ეზოში რომ შევედი . ხმა არავინ გამცა. სახლის კარიც ღია იყო. გამიკვირდა. შევაღე და ისევ დავუძახე.

_ ლუკაა!_ ჩანთა და ქურთუკი იქვე დივანზე დავდე და გაოცებული გავჩერდი. სახლში სიბნელე და სიჩუმე იყო. არც ლუკა და არც გოგოები სახლში არ იყვნენ. ჩამრთველი გადავატრიალე და სინათლე არ აინთო.

_ ლუკააა! _ კიდევ დავიძახე, მაგრამ უკვე ვიცოდი არავინ გამაგონებდა.

_ რომელი ხარ?_ მომესმა მოულოდნელად ზემოდან.

_ ანუკი, შენ ხარ? _ ანდრო იყო, შევცბი. ხომ მითხრა იმ საძაგელმა მამა სახლში არააო? გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ანდრომ კიდევ დამიძახა.

_ ანუკი გთხოვ ამოდი და დამეხმარე!_ დამეხმარეო? წყენა ვიღას ახსოვდა , სიბნელის მიუხედავად სულ სირბილით ავიარე კიბეები და მის ოთახში შევვარდი. მხოლოდ ქუჩის განათების სუსტი სინათლე აღწევდა სახლში. წესივრად ვერაფერს ვხედავდი, ნოხს ფეხი წამოვდე და დახმარების ნაცვლად ზედ დავემხე რატომღაც ლოგინზე მწოლ ანდროს.

_ ვაიმე!_ ვიკივლე შეშინებულმა.

_ კარგი, მშვიდად!_ ხელი მომხვია და გაეცინა.

_ სასიამოვნო მოულოდნელობა ხარ!_ მითხრა ღიმილით. გასანთავისუფლებლად გავიბრძოლე და ხელი გამიშვა, რომლითაც მანამდე ძლიერად მიკრავდა გულში. ფეხზე წამოვხტი.

_ სულ ლუკას ოინებია , ნუ ღელავ! მხოლოდ დამეხმარე ეს ბორკილი მოვიხსნა!

_ რა მოიხსნა?_ ვერ მივხვდი რა ბორკილზე საუბრობდა. უცებ სიცილი მომესმა და ოთახის კარიც მოჯახუნდა.

_ ოხ ლუკააა!_ დაიყვირა ანდრომ თან სიცილი ვერ შეიკავა.

_ რა ხდება? ამიხსნი?_ ვკითხე და ლოგინზე ჩამოვჯექი. თან ბუმბულებიან ბორკილს დავეჯაჯგურე. ანდრო ცალი ხელით ლოგინის რკინის თავზე იყო მიბმული.

_ ეს რაღა ჯანდაბაა?_ ჩავილაპარაკე ბუზღუნით.

_ საჩუქარია ჩემო კარგო!_ გაეცინა ანდროს და თან ბალიშს მოხერხებულად მიეყრდნო.

_ ეს როგორ მოახერხა?_ ლუკა ვიგულისხმე.

_ვერაგულად მომეპარა და მძინარე ამიყვნა აბორდაჟზე!_ კიდევაც რომ ხუმრობდა .

_ რატომ გაიქეცი დაბადების დღიდან?_ მკითხა პირდაპირ და მოულოდნელად.

_ ჩემი საქმე გავაკეთე და , აქ აღარაფერი მესაქმებოდა! მე ვერ გავხსნი ამას! _ ვანიშნე ბორკილზე.

_ იქნებ არც გავხსნათ და ასევე დავტოვოთ რას იტყვი?_ გამიღიმა მაცდურად.

_ შენს ინგას დაუძახე და იმას დახვდი ასე!_ ვუთხარი ხმამაღლა გაბრაზებულმა. წამოდგომა დავაპირე და მაჯაში მომკიდა ხელი.

_ ნუ ყვირი! და კარგად მისმინე ბრაზიანო, თუ აქედან გასვლა გვინდა, იმ მაიმუნს უნდა დავაჯეროთ, რომ შევრიგდით! დარწმუნებული ვარ კარზე აქვს ყური მოდებული და ყველაფერს ისმენს!_ მითხრა ჩურჩულით. მგონი სიმართლეს ამბობდა.

_ და რა უნდა გავაკეთო? რით დავაჯეროთ?_ დავინტერესდი მე. _ხვეწნა_მუდარას აშკარად არ აქვს აზრი.

_ ამყევი თამაშში!_ მიჩურჩულა ისევ და ხმამაღლა გააგრძელა .

_ ანუკი რაღაც მინდა გითხრა, ინგას დავშორდი და ახლა მინდა ერთად ვიყოთ, მე და შენ!_ ვიცოდი ლუკას გასაგონად ამბობდა ამას, მაგრამ უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა მუხლებში. სულ წამით წარმოვიდგინე ,რომ სიმართლე იყო. თვალებში შევხედე, იმ სიბნელეში გეფიცებით, მისი თვალების ციმციმს ვხედავდი.

_ მართლა მეუბნები?_ ვკითხე ხმის კანკალით.

_ შენ წარმოიდგინე მართლა გეუბნები, მაგრამ რატომღაც დაჯერება არ გინდა!_ თავისუფალი ხელი ხელზე მომკიდა და ტუჩებთან მიიტანა. ვფიქრობდი რა საჭირო იყო ამის გაკეთება, ლუკა ხომ მაინც ვერ დაინახავდა, მაგრამ ხელის გამოწევა ვერაფრით ვაიძულე საკუთარ თავს. ვუყურებდი და მის თვალებში ვიძირებოდი.

_ მართლა შერიგდით და ნუ იტყუებით!_ მოგვესმა ლუკას ხმა გარედან. _ დილამდე მაინც არაფერი გეშველებათ! _ გულიანად ახარხარდა_ აუ რა ჭკვიანი ვარ! კევინსაც კი ვაჯობე! გაებით გვრიტებო მახეში?_ ყვირიდა გარედან მხიარულად და მართლა არ აპირებდა ჩვენს გამოშვებას.

_ ანუკიიი აბა სადაა ჩემი საჩუქარი?_ დამიძახა ლუკამ.

_ საჩუქარს განახებ, რომ გამოვალ გარეთ!_ ვუპასუხე გაბრაზებულმა .

_ მოიცა თავად ვიპოვნი!_ კიბეზე ბრაგაბრუგის ხმა მოგვესმა. ცოტა ხანში ისევ ამოირბინა.

_ ანუკი სუპერ დედა იქნები! ყველაზე მაგარი! ახლა მე ვიძინებ! აბა დილამდე მშობლებო!_ კიდევ კარგი რომ ბნელოდა, თორემ სულ არ მინდოდა ჩემი სირცხვილისგან გაწითლებული თავ_ პირი დაენახა ანდროს.

ლუკას სიტყვებს ორივემ მოვუყრუეთ. ამოვიოხრე და ლოგინის ნაპირას ჩამოვჯექი.

_ ახლა რა ვქნათ, არადა მართლა არ მინდა სამსახურში დავაგვიანო. რას იტყვიან ახლა დაიწყო მუშაობა და უკვე აცდენს და აგვიანებსო!_ ვთქვი მოწყენილმა.

_ არა მგონია იქ რამე პრობლემა შეგექმნას!_ გაეღიმა ანდროს.

_ მოდი დაწექი, მასე ხომ მაინც ვერ დარჩები დილამდე?_ ხელი თავის გვერდით საწოლზე დაატყაპუნა.

ცოტა ხანს ვუყურე თან გულში ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი.

_ მოდი, მოდი! ნუ გეშინია! ისე მე უფრო უნდა მეშინოდეს შენი_ ჩემი გაოცებული სახის დანახვისას დაამატა.

_ ხომ ხედავ დაბმული ვარ! _ თან ბორკილიანი ხელი გაარაჩხუნა.

_ მე შენი არ მეშინია!_ ვუთხარი და ლოგინზე ავბობღდი.

_ რამსიმაღლე საწოლია და რამხელაა. ესეც თქვენი უაზრო აკვიატებაა ეტყობა!_ ვუთხარი დაცინვით.

_ ვისი ჩვენი?_ ახლა მას გაუკვირდა .

_ მდიდრების! _ ვუპასუხე ირონიით.

_ არ მოგწონვარ?

_ მაგას რა აზრი აქვს?_ ვცადე პასუხი
თავიდან ამერიდებინა.

_ არ ვიცი, უცნაური ქალი ხარ. სულ ბრაზობ, ვერაფრით მოგიახლოვდი. _ აშკარად გულწრფელი იყო.

_ მომიახლოვდი? რას გულისხმობ?_ არ მსურდა ისევ ტყუილი იმედი გამჩენოდა.

_ რატომ გაიქეცი დაბადების დღიდან და რატომ არ მიპასუხე ზარებზე?_ ისევ იგივეს მეკითხებოდა.

_ იმიტომ!_ ვუპასუხე პატარა ჭირვეული ბავშვივით.

_ რატომ იმიტომ? ინგას გამო?_ რა სურდა რომ მეთქვა? თავად არაფერს მეუბნებოდა და მე კი მაიძულებდა გრძნობებში გამოვტყდომოდი.

_ იეჭვიანე და იმიტომ გაიქეცი!_ მტკიცედ მითხრა ანდრომ.

_ მე ვიეჭვიანე?_ უკვე ძალიან მიშლიდა ნერვებს .

_ხო შენ იეჭვიანე! მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ!_ ჯიუტად გაიმეორა მან.

_ ანდრო რა გინდა ჩემგან? რა გინდა, რომ გიპასუხო?_ ტირილს აღარაფერი მიკლდა.

_ სიმართლე მინდა! მოგწონვარ?_ ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა.

_ მე ძალიან მომწონხარ იცი? სულ შენზე ვფიქრობ! _ ხელი თმაში შემიცურა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.

_ მითხარი რას ფიქრობ ჩემზე!_ ლამის ჩურჩულით მითხრა. ცოტა ხანს თვალებში მიყურა და როცა მიხვდა არაფრის თქმას არ ვაპირებდი უბრალოდ მაკოცა.
ეს ახლა ვამბობ უბრალოდმეთქი, მაგრამ მაშინ ასე მეგონა გული წამივიდოდა, არც კი ვიცი, როგორ გადმოგცეთ ჩემი მაშინდელი გრძნობები. ან იქნებ არცაა საჭირო და თავადაც მიმიხვდებით. ერთხელ მაინც ხომ ყველას გამოგიცდიათ მსგავსი კოცნა? როცა სამყაროს მოსწყდები და სადღაც ზეცაში ლივლივებ. როცა სრულიად კარგავ მიზიდულობას დედამიწასთან და შენი მაგნიტური პოლუსი მხოლოდ ერთი ადამიანი ხდება ამ სამყაროში.
სწორედ ასე იყო მაშინაც. და მას შემდეგ ლუკას მილიონ მადლობას ვუხდი გულში, რომ ასე უყვარდა ოინების მოწყობა და ის საღამო ასეთი დაუვიწყარი რომ გახდა, სწორედ მისი დამსახურება იყო.

11

_ ეს როგორ გავიგო ანდრო?_ძალიან დავიბენი, თვალებშიც კი ვერ ვუყურებდი.

_სწორედ ისე, როგორც გგონია! მომწონხარ ანუკი! თუმცა არ ვიცი, შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე. არ ვიცი, თუ ისურვებ ჩემთან ყოფნას, ჩვენთან ყოფნას! არ ვიცი, ალბათ შვილიან კაცზე არ გიოცნებია!_ ეს სიტყვები რომ მითხრა, მაშინ მივხვდი, რატომ იჭერდა ჩემთან დისტანციას. ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ არ შემეფერებოდა. გამეცინა. მე თავად ერთხელაც კი არ მიფიქრია, რომ ლუკა პრობლემა იქნებოდა ჩემთვის ჩვენს ურთიერთობაში. მე პრობლემას ინგაში უფრო ვხედავდი.

_ ამბობ, რომ მოგწონვარ, მაგრამ სხვასთან ერთად ხარ!_ მსურდა ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო. მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდოდა ცოტა მეტი სინათლე შემეტანა ჩემს არეულ ფიქრებში.

_ ინგას გულისხმობ? მას მერე, რაც ბორჯომში, ლუკას ოინის შემდეგ ბავშვს გაარტყა, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა დავამთავრე!_ იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები. ლუკას ხომ არაფერი უთქვია ამ გარტყმაზე. ეტყობა მხოლოდ საკუთარი გმირობით სურდა თავის მოწონება.

_ აბა დაბადების დღეზე რაღატომ მოიყვანე?

_ მხოლოს საკუთარი ნივთების წასაღებად იყო მოსული, ყოველ შემთხვევაში, მიზეზი ეგ იყო. შენ კი ისე გაიქეცი, ვერც კი დაგეწიე._ ვუყურევდი და ძლივს ვახერხებდი იმის გააზრებას, რასაც მეუბნებოდა. ამდენად სერიოზულ თემაზე ლოგინზე ხელბორკილით მიბმული რომ საუბრობდა . სჩანს მისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო თავის გრძნობებზე საუბარი.
თითქმის მთელი ღამე ვლაპარაკობდით. ერთმანეთის გაცნობას ვცდილობდით. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. ისე გათენდა, არც კი გაგვიგია. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა მასთან ჩახუტებულს .

_ ოჰოო! ესენი ნახე რაა! როგორც ჩანს ჩემმა ოინმა გაამართლა! ყოჩაღ ლუკა!_ ლუკას მხიარულმა ხმამ გამაღვიძა. გამეცინა, როგორ უყვარდა ამ მავნეს საკუთარი ოინებით ტრაბახი.
_
აბა მიიწიეთ !_ დაიყვირა უცებ, აზრზე მოსვლაც არ გვაცალა. გამოექანა და პირდაპირ ჩვენს შუაში ჩახტა. ორივეს ხელები გადაგვხვია.

_ აბა, მაგარი ვარ არა?_ გაიკრიჭა ნასიამოვნებმა.

_ მაგარი ხარ , მართლა, მაგრამ არ მოვიდა დრო რომ ამიშვა?_ გაეცინა ანდროს.

_ კი , მამიკო ახლავე._ მოიქექა მავნემ ჯიბეები.

_ მოიცა ეტყობა ლოგინთან დამრჩა_ ჩაძვრა და ოთახიდან გაიქცა. მერე კიბეებზე ჩაბრახუნდა. ცოტა ხანს გვესმოდა, როგორ დარბოდა აქეთ _იქეთ მთელ სახლში , მაგრამ ოთახში კვლავ აწურული შემოვიდა.

_ გასაღები დამეკარგა!_ გამოაცხადა მოწყენილმა
_
ლუკააა!_ ხმას აუწია ანდრომ

_ ხომ შევრიგდით, მორჩი მაიმუნობას!

_ მართლა გეუბნები. ვერ ვიპოვე და რა ვქნა!

_მოიცა, მეც მოვძებნი! _ დავამშვიდე კოპებშეყრილი, აწ უკვე ჩემი შეყვარებული და ლამის ოცი წუთი ვეძებდი გასაღებს. მთელი სახლი გადავაბრუნე, თუმცა ვერსად მივაგენი.

_ იქნებ ვინმეს დავურეკოთ?_ ვკითხე ბოლოს.

_ ვის უნდა დავურეკო ასე?_ გაეცინა ანდროს.

_ კაკოს, კაკოს დავურეკოთ!_ მოგვაწოდა ბედნიერად იდეა ლუკამ. ვერაფერს იტყვი ,ნამდვილი იდეების გენერატორი იყო.

_ კარგით, თუ ვინმემ უნდა დამცინოს , მირჩევნია ისევ კაკო იყოს!_ მორჩილად დაგვნებდა ანდრო.

მალე კაკოც მოვიდა და კი ცდილობდა სიცილი არ შემჩნეოდა, მაგრამ თავის საყვარელ ულვაშებში მაინც ეპარებოდა ხოლმე. ასე რომ პირველი ვინც ჩვენი ამბავი შეიტყო კაკო ძია იყო!

_ ძალიან დამაგვიანდა ანდრო! სამსახურში უნდა წავიდე!_ვუთხარი და თან წასასვლელად გავემზადე.

_ იქნება დარჩე ?_ მაცდურად გამიღიმა მან.

_ არა, ვერა! არ მიყვარს უპასუხისმგებლოდ რომ ეკიდებიან მოვალეობებს!_ ვუთხარი მტკიცედ.

_ მაშინ წაგიყვან მაინც._ მთხოვა ანდრომ.

_ არა, არ მინდა მანქანით ვარ!_ ისევ უარი ვუთხარი მე

_ მერე რა, მანქანა აქ დატოვე და მე წაგიყვან._ პასუხის გაცემა არ დამაცალა და ის კრემისფერი პალტო მოიცვა , რომლითაც ყველაფერი დაიწყო.

_ ტერმინატორი!_ ჩავილაპარაკე მე ღიმილით.

_ რაა?_ დაინტერესდა ის, მაგრამ მე უბრალოდ გავიცინე და მანქანაში ჩავჯექი.

_ უყურე რა , ყველაფერი მე გავაკეთე, რამდენი ვიწვალე ამათ შესარიგებლად და ესენი კიდე სახლში მტოვებენ! _ ვითომ იბუტებოდა ლუკა. მაგრამ თვალები სიხარულით უციმციმებდა . თან ჩემს ნაჩუქარ ქუდს და ხეთათმანებს იკეთებდა.

_ ლუკა!_ დავუძახე მე. თვალმოჭუტულმა გამომხედა

_ მიყვარხარ!_ დავუძახე ღიმილით.

_ვიცი!_ გაიკრიჭა ის ეშმაკურად.

ტელეფონი აწკრიალდა ჩანთაში. ამოვიღე დავხედე და სახე უსიამოდ დამემანჭა. ბექა რეკავდა.

_ არ უპასუხებ? ვინ არის? _ გამომხედა ანდრომ.

_ ჩემი ყოფილია, ბექა. ახალწლამდე დავშორდით ერათმანეთს._ ვუთხარი ცოტა დაძაბულმა , არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა მას.

_ და რატომ რეკავს? უპასუხე და გაიგე იქნებ რა უნდა._ მშვიდი ხმით მითხრა ანდრომ. თავი დავუქნიე და ზარს ვუპასუხე.

_გისმენ!

_ გამარჯობა ანუკი! როგორ ხარ?_ ისე მომიკითხა თითქოს არაფერი არ მომხდარიყო და ძველებურად ერთად ვიყავით.

_ რა გინდა ბექა?_ არანაირი სურვილი არქონდა მასთან საუბრის.

_ შენი ნახვა მინდა! მომენატრე პატარა!_ მიპასუხა ურცხვად.

_ ბექა მორჩი სისულელეებს! საერთოდ არ მაინტერესებს შენი გრძნობები! ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ!_ ვეცადე მტკიცედ და მკაცრად მელაპარაკა.

_ მისმინე, ისე არ არის, შენ რომ გგონია, უბრალოდ .._ მისი ხმაც კი გულს მირევდა უკვე.

_ ბექა საერთოდ არ მაინტერესებს რა როგორ არის! აღარ დარეკო! _ ტელეფონი გავთიშე და უცნაურად ავნერვიულდი. ისიც კი დამავიწყდა ანდრო გვერდით რომ მეჯდა.

_ ანუკი, რატომ ღელავ?_ მკითხა მოულოდნელად._ რა მოხდა თქვენს შორის? თუ მზად არ ხარ ნუ მომიყვები. მაგრამ იცოდე მე შენს გვერდით ვარ!_ ანდროს სიტყვებმა დამამშვიდა. მისმა სიმშვიდემ მეც მალევე დამიბრუნა სულიერი წონასწორობა.

_ გააჩერე გთხოვ!_ დასამალი რა იყო? ავდექი და ანდროს ყველაფერი მოვუყევი.

_ ოჰო! გამოდის ბექას მადლობა უნდა ვუთხრა არა?_ გაეცინა მას.
_ სწორედ მისი დამსახურებაა, შენ რომ გაგიცანი._ მანქანა დაქოქა და რესტორანში მიმიყვანა.

კარში ჩვენი მენეჯერი ლიკა შეგვეფეთა.
_ სალამი უფროსო!_მივხვდი მისი მოსალმება მე აშკარად არ მეკუთვნოდა.
სწრაფად მოვხედე ანდროს და დავინახე უარყოფის ნიშნად ,რაღაცას როგორ ანიშნებდა ლიკას. რომ მიხვდა დავინახე უხერხულად ასწია მხრები და ხელები გაშალა.

_უფროსო? რა ხდება აქ?_ ვკითხე სერიოზულად.

_ ხოო, დამალვას აზრი აღარ აქვს არა? "იტალიური ეზო" ჩემი რესტორანია._ მითხრა ღიმილით.

_ დაა, ანუ, მე აქ იმიტომ მომიწვიეს რომ?_ დავინტერესდი მე.

_ ხოო, იმიტომ მოგიწვიეს, რომ მინდოდა შენს ახლოს ვყოფილიყავი! ხან და ხან მაინც მენახე, იმიტომ რომ არ მეგონა ჩემთან ყოფნას თუ მოისურვებდი და არ მსურდა შენი კვალი სულ დამეკარგა!_ მომიახლოვდა წელზე ხელები მომხვია და თვალებში ჩამხედა. მე ლიკას გავხედე მორცხვად. გაეცინა და მარტო დაგვტოვა.

_ მხოლოდ იმიტომ მომიწვიე, რომ მოგწონვარ და არა იმიტომ, რომ კარგი მზარეული ვარ არა?_ აშკარად ვერ დავმალე წყენა.

_ და ერთი მეორეს ხელს უშლის?_ მკითხა ეშმაკურად და მაკოცა.

საღამოს ისევ ანდროსთან დავბრუნდით. სამზარეულოში ვიყავი და ლუკას მჭადს ვუცხობდი, თან ჩემს საფიქრალში ვიყავი გართული. მთელი დღე დედაჩემზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა ანდროს. ჩემზე ათი წლით დიდი იყო, ქვრივი და შვილიანი. ვიცოდი დედაჩემის მკაცრი შეხედულებები და წინასწარ განვიცდიდი მის რეაქციას.

_ რამე გაღელვებს ჩემო გოგო?_ ჩამეხუტა ანდრო.

_ მოდი მეც დაგეხმარები!_ პატარა ლამაზი გუნდები სწრაფად დაამწკრივა გახურებულ ტაფაზე.

_ აბა მიდი, მომიყევი რა ხდება შენს ლამაზ თავში! ისევ ის სულელი ბექაა?_ გაეცინა. იმდენად არაფრად მიაჩნდა ბექაც და მისი ზარებიც.

_ მოდი, თუ ნებას მომცემ მე დაველაპარაკები!_ იცოდა ჩემი სწრაფვა პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებისკენ და ცდილობდა არაფერი მწყენოდა.

_ ეჰ, ანდრო. მე ვიზეც ვფიქრობ იმასთან ბექასავით მარტივი არ იქნება საუბარი!_ ვუთხარი მოწყენილმა..

_ ვის გულისხმობ?_ მომიბრუნდა სერიოზულად. თუმცა მაინც სასაცილო იყო. ხელში ჩანგლით და მჭადის გუნდით, ყელზე კი საახალწლო სანტას გამოსახულებიანი სამზარეულოს წინსაფრით.

_ დედაჩემს!_ ვუთხარი და ცხვირი შევიჭმუხნე.

_ ოოო, მაგაზე მეც ბევრს ვფიქრობ. მაგრამ მგონია სასიდედროს გულის მოგებას აუცილებლად მოვახერხებთ! არა ლუკა?!_ გაუცინა უჩუმრად შემოპარულ შვილს.
ლუკა მოვიდა და ხელები წელზე შემომხვია.

_ შენ დედას ანუ ჩემს მომავალ ბებიას?_ მკითხა ინტერესით. ვუყურებდი ლუკას გულწრფელ სიყვარულით სავსე თვალებს და წინასწარ ვიცოდი დედაჩემის რეაქციის მიუხედავად, მზად ვიყავი ამ ბავშვის გამო მთელ ქვეყანას დავპირისპირებოდი. იმხელა სიყვარულს, სითბოს და რაც ყველაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე იმხელა მომავლის იმედს ვხედავდი. უბრალოდ ვერ შევძლებდი მისთვის გულის ტკენას. თუნდაც ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩემს დედიკოს, სწყენოდა ჩემი გადაწყვეტილება.

_ ნამდვილად ლუკა, შენ ყველას გულს მოიგებ!_ გავუღიმე და მეც მოვეხვიე.

რამდენიმე დღის შემდეგ, ანდრო მოულოდნელად მოვიდა სამსახურიდან.

_ ამის გადადება აღარ შეიძლება! _ გამოაცხადა მტკიცე ხმით.

_ რა ხდება?_ გამიკვირდა მისი სიტყვები.

_ გაემზადეთ დედასთან მივდივართ._ დედაჩემს გულისხმობდა. უცნაურად დავიძაბე, მინდოდა, რაც შეიძლება გადამედო მასთან საუბარი.
მაგრამ ანდრო მართალი იყო.

_ ურააა! დაიყვირა ზემოდან მავნემ._ სოფელში მივდივააართ!_ კიბეები ბრაგაბრუგით ჩამოირბინა.

_ ბებიას ძაღლები ყავს? კატა? ძროხებიც? აუუუუ!_ თავი დავუქნიე. ლუკა დივანზე ხტუნავდა გახარებული .

_ ცხენი, ცხენი თუ ყავს? იქ ჩემი ტოლები
არიან?_ ისე იყო აჟიტირებული, ისე უხაროდა. ჩემი დარდი სულ გადამავიწყდა. მალე ჩავბარგდით და სოფლის გზას დავადექით.

რამდენიმე საათში უკვე სოფელში ვიყავით და მალე ჩვენს ჭიშკარსაც მივადექით. მანქანის ხმაზე მამამ გამოიხედა, ეტყობა გაუკვირდა ნაგვიანევი სტუმრები.

_ რომელი ხარ?_ გამოგვძახა პარმაღიდან.

_ მამა მე ვარ!_ გავეპასუხე და გულმა ბაგაბუგი დამიწყო.

_ ანუკი შენ ხარ? გენაცვალოს მამამ!_ გამომეგება ჩემი ფუმფულა მამიკო ბაჯბაჯით.

_ ხო მშვიდობაა შვილო?_ თან შფოთავდა და თან უხაროდა ჩემი დანახვა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა მამას ანდრო და ხელი გაუწოდა. მამამ ხელი ჩამოართვა. თან გაოცებულმა თვალი ჩემკენ გამოაპარა. აშკარად ვერ ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. უცებ მანქანიდან ლუკა გადმოხტა.

_ სალამი პაპა, თუ ბაბუა?_ ყურებამდე ჰქონდა პირი ღიმილით გახეული.

_ როგორც გაგიხარდეს ბაბუ!_ გაეცინა მამაჩემს. ლუკა გაიქცა და ყელზე ჩამოეკიდა

_ აუ რა სანტა კლაუსივით ბაბუ ყოფილხარ!_ აშკარად მოეწონა მამაჩემი.

_ აბა ბებია სადაა?_ ისევ დილანდელივით იყო აჟიტირებული. სულ ხტუნვა ხტუნვით მოირბინა იქაურობა.

_ აუუ, რა სოფელიააა! აუუ, რა ეზოააა! აუუ რამხელა ძაღლიაა! რა ქვია?_ ეკითხებოდა გაოცებულ მამაჩემს .

_ ბომბორა ქვია ამას, ამას კუსრა! _ გააცნო მამამ ლუკას შვილობილივით გაზრდილი ძაღლები . ლუკა ხან ერთს ეხვეოდა, ხან მეორეს და ძაღლებიც ძველი ნაცნობივით უქიცინებდნენ კუდებს.

_ მამა ეს ანდროა! ანდრო ეს მამაჩემია თენგო! _ როგორც იქნა გავაცანი ისინი ერთმანეთს.

_ აბა ძროხა სადაა?_ ვერ ისვენებდა ლუკა.

_ მოდი აქ მავნე! მამა ეს კი ანდროს შვილია ლუკა!_ახლა ლუკა გავაცანი და სახლის კარი შევაღე. ყველა უკან შემომყვა.

_ ანუკი დედიკოო!_ გამომეგება დედაჩემი.

_ გამარჯობა!_ მიესალმა დაბნეული დედა ანდროს.

_ გამარჯობა ქალბატონო, ახლა მივხვდი ვის ჰგავს ანა ასეთი ლამაზი!_ თბილად მიესალმა ანდრო დედას. დედამ ეჭვით შეათვალიერა, მამასგან განსხვავებით მალევე იეჭვა სიმართლე. თუმცა ზრდილობიანად შეიპატიჟა სახლში სტუმარი.

_ ეს ბებიაა?_ ისევ თამამად მოგვიახლოვდა ლუკა._ გამარჯობა ბებია! _ ცოტა ხანს უყურა და გაუღიმა.

_ რა ლამაზი ყოფილა ბებია!
ლუკას სიტყვებზე დედამ თმაზე ხელი გადაისვა და გაეღიმა.

_ ეს ლამაზი ბიჭი ვინაა ანუკი?_ მკითხა დედამ ინტერესით.

_ მე ლუკა ვარ. _ დამასწრო მავნემ_ანუკის შვილი!_ დააკონკრეტა ამაყად და ბედნიერმა გაიღიმა.
სახლში ყველა გაჩუმდა და მე შემომაჩერდა. რაც მოსახდენია მოხდეს გავიფიქრე მე , ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ლუკას ხელი მაგრად ჩავკიდე, თითქოს ვინმე მართმევდა.

_ ლუკა მართალია, მე მისი დედა ვარ!_ ვთქვი და სიტყვებს სუნთქვა თან ამოვატანე.
მარტო სახლში, მონსტრთან 12

_ ანუკი, იქნებ აგვიხსნა რა ხდება?_ ფეხზე წამოდგა ჩემი ძმა სერგი. ჩემი უფროსი ძმისთვის მე ისევ პატარა გოგონა ვიყავი. იმასაც კი ვერ ეგუებოდა, რომ თბილისში მარტო ვცხოვრობდი. ლუკა და ანდრო მისთვის ადვილი მისაღები რომ ვერ იქნებოდნენ, ეს კარგად ვიცოდი , მაგრამ უკან დახევაც აღარ შემეძლო. უცნაური დაძაბულობა ლუკამაც იგრძნო და შემკრთალმა ამომხედა, ანდროს კი არა, მე მიყურებდა და ჩემგან ელოდებოდა შემდეგ ნაბიჯს.

_ სერგი ძალიან გთხოვ!_ ვუთხარი ძმას და მუდარით შევხედე. სერგი ყოფილი მოჭიდავე იყო, მის ფიზიკურ ძალას, ცოტა არ იყოს შარიანი ბუნებაც ხელს უწყობდა და ბავშვობიდან მოყოლებული სულ მუჭებზე იყურებოდა. რაც თავი მახსოვს სულ შარში იყო. თუ სოფელში სადმე ჩხუბი ატყდებოდა, და ეს იშვიათობას სულაც არ იყო წარმოადგენდა, უეჭველი ვიცოდით ის მოჩხუბრების მოწინავე რიგებში უნდა გვეძებნა.
ახლაც ყელზე ძარღვებდაბერილი თვალებით ჭამდა ანდროს. ის კი მშვიდი სახით და ოდნავშესამჩნევი ღიმილით უსწორებდა თვალს. ვხვდებოდი ჩემს თავს ზემოთ ღრუბლები საავდროდ რომ იყრიდნენ თავს და გამოსავალს გონებაში გამწარებული ვეძებდი. მოულოდნელად ხსნა იქიდან გამოჩნდა, საიდანაც სულ არ ველოდი.

_ სერგი, მოდი დამეხმარე!_ გაისმა წკრიალა ხმა და კიბეზე სიფრიფანა და ბროლივით ნაზი, ჩემი რძალი სოფია ჩამოვიდა.
ჩემს გაჯიქებულ და აჯაგრულ ძმას არაფრით ეთმობოდა ანდროსთან გამართული ცივი ომი. თუმცა სოფიას ხმას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გახედა.

_ სერგი!_ ოდნავ გაიმკაცრა ხმა სოფიამ და ხელი შესამჩნევად წამოზრდილ მუცელზე დაიდო. სიბრაზისგან ტუჩები მოკუმა სერგიმ, მაგრამ ცოლისკენ მაინც შებრუნდა.

_ ხო ჩემო გოგო, ახლავე!_ ისე თბილად უთხრა, გაოცებისგან კინაღამ თვალები გადმომცვივდა. ჩემი ლომივით ძმა, მორჩილ და თვინიერ ბატკნად ქცეულიყო ჩემი მხსნელი სოფიას ხელში. როგორც სჩანს ომში ზოგჯერ ზომა და ძალა სულაც არ ყოფილა გადამწყვეტი. ხომ გაგიგიათ: " გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო."

_ მოდი, დივანთან მისვლაში დამეხმარე!_ ისევ ტკბილად უთხრა სოფიმ და ხელი გაუწოდა. სერგიმ ხელში აიყვანა ცოლი, მის ხელში ჩემი რძალი პატარა ბროლის ბალერინას ჰგავდა. ვიცოდი, რომ მკაცრი წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რადგან ნაყოფის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა და ყველა, მათ შორის სერგიც თავს დაჰფოფინებდა. მადლიერებით შევხედე სოფის და შვებით ამოვისუნთქე. მისი სიტყვა კანონი იყო. მიუხედავად იმისა რომ ასეთი ნამცეცა და ჰაეროვანი იყო, სიყვარულის უხილავი ძალით ძლიერს ურყევი ნება გააჩნდა. მიყვარდა სოფია და პატივს ვცემდი, მიმაჩნდა ,რომ ჩემი გადარეული ძმის ხსნას და სწორ გზაზე დაყენებას მხოლოდ ის თუ შეძლებდა.

_ სოფი! _გავიქეცი მისკენ, ისე რომ ლუკასთვის ხელიც არ გამიშვია. გადავეხვიე და ყურში ვუჩურჩულე:" მადლობა ჩემო გოგო!"

_ სტუმარს არ გამაცნობ?_ ისე უბრალოდ იკითხა თავისი წკრიალა ხმით, თითქოს არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდებოდა.

_ მე სოფია ვარ, ანას რძალი!_ ხელი გაუწოდა ანდროს და ჩემს გვერდით დაჯექიო ანიშნა. დედაჩემი , მამაჩემი და სერგიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგნენ.

_ დედა, ხალხი ნამგზავრია, იქნება მოშივდათ, ახლავე მაგიდას გავშლი!_ წამოიწია სოფი ,თან დედაჩემს თბილად გახედა.

_ რას ამბობ, დედამ გენაცვალოს!_ შეიცხადა დედაჩემმა და გონს მოეგო._ შენ იყავი მოისვენე, მე ახლავე გავშლი მაგიდას.
სოფიმ გაუღიმა და ახლა ლუკას მოუბრუნდა . ლუკა თვალმოუშორებლად მის გაბერილ მუცელს უყურებდა.

_ გამარჯობა! _ მიესალმა სოფი.

_ შეიძლება?_ ჰკითხა ლუკამ, სოფი უცებ მიხვდა, რაც ბავშვს სურდა და თავი დაუქნია. ლუკა მიუახლოვდა და ხელი ფრთხილად დაადო მუცელზე. ეტყობა უცბად ბავშვი გაინძრა, აქ კი ვეღარ დაიმორჩილა ემოციები ლუკამ.

_ ანუკი, ანუკი ნახე მოძრაობს, ნახე! ფეხებს იქნევს ახლა ხომ?_ ახედა სოფია აციმციმებული თვალებით.

_ ალბათ!_ გაეცინა მას .

_ ძლივს , როგორც იქნა ძამიკო მეყოლება!_ აჟიტირებული იყო ლუკა.

_ ძამიკო?_ ჰკითხა ლუკას სერგიმ და იმედით შეაჩერდა.

_ ხო , აქ ხომ ბიჭი ზის!_ თავი დაუქნია ლუკამ.

_ აი, ხომ ვამბობ, რომ ბიჭია!_ ამაყად გაიჯგიმა სერგი. თითქოს ლუკა მთელ მსოფლიოში ეხოს ყველაზე სანდო აპარატი ყოფილიყო. ლუკას სიტყვებმა სერგის წამით ანდრო სულ გადაავიწყა.

_ჩვენ ჯერ სქესი არ გაგვიგია, ბიჭის დაბადება ისევე, როგორც გოგოსი თანაბრად გაგვიხარდება და ამიტომ, ვარჩიეთ სიურპრიზად დაგვეტოვებინა!_ ღიმილით კი თქვა სოფიმ, მაგრამ თან ისე რომ აბა ვინმეს გაებედა და საპირისპირო ეთქვა.

_ ჯანმრთელი იყოს და სულ არ აქვს აზრი, მამიდას ბუშტი გოგო იქნება თუ ბიჭი!_ დავუდასტურე მეც და მუცელზე მოვეფერე.

_ ისე გაგანებივროს მამიდამ როომ!_ დავპირდი მომავალ ძმიშვილს.

_ შენ ფიქრობ ბიჭია ხომ?_ ჩურჩულით ჰკითხა სერგიმ ლუკას. თან თვალი სოფიაკენ გააპარა, ხომ არ გამიგონაო. ლუკამ თვალი ჩაუკრა და თავი დაუქნია.

_ აი კაცური კაცი!_ გაუხარდა სერგის.

_ მე კი პატარა ლამაზი პრინცესა მირჩევნია, _ თქვა სიცილით ანდრომ. _ ლუკას მერე ბიჭების შიში დამჩემდა!

_ ახლა არ მითხრათ რომ.._ სერგის ნერწყვი კინაღამ სასულეში გადასცდა.

_ არა ძმაო რას ამბობ!_ წამოვხტი ფეხზე.
_ მაგდაგვარი არაფერია!

დედამ ნაუცბათევი მაგიდა გაგვიშალა , მაგიდა კი გაშალა, მაგრამ წარბები ვერა და ვერა. მამაჩემს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ინტერესით აკვირდებოდა ანდროს. და რატომღაც ინტუიცია მეუბნებოდა , რომ მოსწონდა.

_ დედა, _ მივუახლოვდი დედაჩემს, რომელიც სამზარეულოში საქმიანობდა_ დეე!

_ გისმენ ანუკი!_ მიპასუხა ცივად.

_ შენ ხომ მას არ იცნობ. გთხოვ შანსი მიეცი!

_ შენ იმ არაკაცზეც მაგას ამბობდი!_ შეუვალი იყო დედა_ იმას შვილი მაინც არ ჰყავდა!

_ ნუთუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია?_ მეწყინა მე._ შენ არც ლუკასაც იცნობ!

ამას რომ ვამბობდი თან ვფიქრობდი, იმედია ლუკა აქ არაფერ ჩვეულ ოინს არ ჩაიდენდა , თორემ დარწმუნებული ვიყავი დედაჩემს და სერგის ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი.

_რამდენად სერიოზულად არის განწყობილი?_ მკითხა დედაჩემმა. ამაზე თავადაც არ ვიცოდი რა მეპასუხა. ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. მოულოდნელად ანდრო შემოვიდა სამზარეულოში.

_ იმდენად სერიოზულად, რომ აქ თქვენთან მისი ხელის სათხოვნელად ჩამოვედი!_ ანდროს სიტყვებმა გამაოცა, მეგონა ამას მხოლოდ დედაჩემის დასშვიდებლად ამბობდა. მაგრამ ჯიბიდან რომ პაწაწუნა წითელი ბარხატის ზარდახშა ამოიღო აი მანდ კი ამიკანკალდა მუხლები.

_ ანდრო რას ამბობ?_ ვკითხე გაოცებულმა. დედაჩემი ყურადღებით მაკვირდებოდა. მიხვდა, რომ ანდროს გადაწყვეტილებაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.

_ მოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ._ ოდნავ მოლბა დედაჩემი. თავისსავე გამომცხვარ თონის პურებს ხელი მოჰკიდა და სუფრაზე გაიტანა.

_ ანდრო რას აკეთებ?_ ხელი ხელზე მოვკიდე და სამზარეულოში დავაყოვნე.

_ მინდოდა უფრო გრანდიოზულად გამეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ვატყობ ამაზე უკეთეს დროს უბრალიდ ვერ მოვნახავ!_ გამიღიმა მან. შებრუნდა და ოთახში დაბრუნდა.

გვიანობამდე ისხდნენ სუფრასთან. სერგი მომავალ სიძეს სმაში ცდიდა. სოფია დაიღალა და საძინებელში ავაცილე.

_ მადლობა ჩემო გოგო, შენ რომ არა, არც კი ვიცი რას იზავდა ჩემი გადარეული ძმა!_ ვუთხარი მადლიერებით.

_ სერგი მხოლოდ გარეგნულადაა საშიში, და მოსწონს მასეთი იმიჯის ქონა, თორემ სინამდვილეში პატარა ბავშვივითაა, კეთილი, საყვარელი და თბილი!_ გამიღიმა სოფიამ.

_ სოფი მიხარია, რომ სერგის შენ ჰყავხარ!_ ჩავეხუტე და ვაკოცე.

_ ანუკი მეძინება, _ თვალების სრესვით ამოვიდა ლუკაც.

_ წამოდი, შენ და მე დღეს ერთად დავიძინებთ!_ ვუთხარი ბავშვს და დასაძინებლად წავიყვანე. მინდოდა მის დაძინებამდე მომეცადა, მაგრამ მე პირველს ჩამეძინა მგონი და ემოციებისგან დაღლილს დილამდე გვერდიც არ მიცვლია.

დილით თვალი რომ გავახილე ჩემი ბავშვობის საწოლში, წამით თავი ისევ ბავშვი მეგონა, სკოლაში წასვლა რომ ეზარება და ცდილობს დამაჯერებელი ტყუილი მოიგონოს, თუ როგორ სტკივა მუცელი ან კბილი. გამეცინა საკუთარ თავზე. არსად ისეთი ხალისით არ ვიღვიძებთ ადამიანები , როგორც მშობლიურ სახლში, თვალის გახელისთანავე რომ ბავშვობის მოგონებებიც ჩვენთან ერთად იღვიძებენ. თითქოს ჩვენი ერთი ნაწილი ბავშვია, მეორე კი უფროსი და ეს უფროსი შორიდან აკვირდება ჩვენში გაღვიძებულ ბავშვს, ტკბება მისი ხალისი ბუნებით და ენერგიით ივსება.
თვალები გავახილე და ნებიერად გავიზმორე. უცებ ეზოდან მხიარული სიცილი მომესმა . ლუკას ხმა იყო. როდის გამეპარა ვერც კი გავიგე. ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე მამაჩემი და ლუკა ხელის ურიკაში აწყობდნენ დაჩეხილ შეშას. ლუკას ბედნიერი იყო. ხალხმრავლობა საოცრად მოსწონდა. ეზოს კუთხეში დადგმულ გადახურულში სერგი, ანდრო და უბნის რამდენიმე ბიჭი სახელდახელო დილის სუფრას მისხდომოდნენ. სერგი ანდროს ბეჭებზე ხელს მეგობრულად უტყაპუნებდა და ხმამაღლა იცინოდა. ამოვისუნთქე და საწოლზე ჩამოვჯექი. რა ადვილი ყოფილა ყველაფერი და მე კი როგორ ვნერვიულობდი. დედაჩემმა კარი დაუძახებლად შემოაღო.

_ ანუკი დედი, როგორ ხარ?_ აშკარად სხვა რამეზე სურდა საუბარი. უბრალოდ ასე ცდილობდა საუბრის დაწყებას.

_ კარგად დე, საოცრად კარგად!_ გავუღიმე მე.

_ დედი, რაღაც მინდა გითხრა. _ ყურადღებით შევხედე_დარწმუნებული ხარ, რომ ამ ყველაფერს მოერევი? ანდრო კარგი ადამიანი სჩანს მაგრა მაინც, საკუთარი შვილის გაზრდაა ზოგჯერ რთული , არათუ სხვისი შვილის. შეძლებ ბავშვს სამაგალითო დედობა გაუწიო? ძალიან კარგად გიცნობ შვილო რა თავქარიანი ხარ და მეშინია, რომ ვერ შეძლო? ბავშვი კეთილი და სითბოს მონატრებული სჩანს, მეშინია გული არ ატკინო! _ გამეღიმა, დედაჩემი ჩემზე უფრო ლუკაზე სწუხდა. ჩავეხუტე და კეთილ გულში ჩავეკარი.

_ ნუ ნერვიულობ დედი, ჩემო საყვარელო!_ ვუთხარი ჩურჩულით.

_ ბავშვი ბავშვია შვილო, თუ სითბოს აგრძნობინებ დედასავით მიგიღებს! _ თმაზე გადამისვა შრომით ნაჯაფი ხელები.

_ ბედნიერი მინდა იყო ანუკი!_ მითხრა დალოცვასავით.

_ ბედნიერი ვიქნები დედიკო!_ ვუთხარი მეც რწმენით.

რამდენიმე დღე, რაც სოფელში გავატარეთ ლუკამ სულ აქეთ_იქეთ სირბილში გაატარა. აღფრთოვანებული იყო სოფლის ცხოვრებით. მამაჩემს ნახირშიც კი გაჰყვა. მეზობელ ბავშვებს ძალიან მალე დაუმეგობრდა. დაღამებისას ძლივს შემოგვყავდა სახლში. თავისი მხიარული და კეთილი ბუნებით ყველას გული ადვილად მოიგო. ტყუილად მეშინოდა მის გამო. მთელი ის დრო ერთი ოინიც კი არ მოუწყვია. ლუკა უბრალოდ ბედნიერი იყო. ახლა ყურადღების ძალით მიქცევა აღარ სჭირდებოდა, ამიტომ აღარც ოინების საჭიროება ჰქონდა. ყველაზე უფრო მამაჩემს დაუახლოვდა , ლეკვივით დასდევდა უკან. მამას ისედაც უყვარდა ბავშვები და ამ ყოჩაღმა და დაუზარელმა ბიჭმა მისი გული მალევე მოიგო.

მეზობლები თავიდან ვერ მიხვდნენ ვინ იყვნენ ლუკა და ანდრო და ჩემთან რა აკავშირებდათ, მაგრამ ჩემმა მავნემ არც აცია არც აცხელა ყველა მალევე შეიყვანა საქმის კურსში და როგორც დედაჩემს მათაც სიამაყით გამოუცხადა , რომ მე მისი დედა ვიყავი. რომ მალე უზარმაზარი ქორწილი გვექნებოდა და სათითაოდ ყველა მოიწვია ჩვენს ქორწილში. ასევე სოფლის ბავშვები დაპატიჟა ბორჯომში საგუნდაოდ. მოკლედ სულ ცოტა ხანში უბნის სული და გული გახდა.
როცა ჩვენი წამოსვლის დღე მოვიდა დედაჩემს ჰკითხა, რა აზრის იყო, რომ საცხოვრებლად ჩვენც სოფელში დავრჩენილიყავით. რითაც დედაჩემის გული საბოლოოდ მოინადირა.

მანქანაში ჩავსხედით, დედამ მთელი მანქანა სოფლის ნობათით გამოგვიტენა და ისე გამოგვისტუმრა.

_ მალე ჩამოდი ძიას კაცო!_ ჩაეხუტა სერგი ლუკას.

_ ესენი არ დამტოვებენ, თორემ წასვლა არც მინდა!_ გამოაცხადა მავნემ.

სოფელს კარგად რომ დავშორდით. ანდრომ მომხედა. ჩემმა სიჩუმემ დააეჭვა.

_ რა ხდება? ვერც ახლა დამშვიდდი?_ მკითხა ინტერესით.

_ ანდრო დარწმუნებული ხარ ამ ყველაფერში?_ ვკითხე მე.
მანანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა.

_ ანუკი იცი მე და ლუკას ყველაფერი გვქონდა თითქოს. სანამ შენ არ შეგხვდით. მერე კი მივხვდი, რომ მთავარი გვაკლდა. სითბო, გულწრფელობა და სიყვარული. შენ ჩვენ გაგვაერთიანე. შენმა მოსვლამ ჩვენ კვლავ ოჯახად გვაქცია! დარწმუნებული ვარ? ამაზე მეტად არასდროს არაფერში ვყოფილვარ დარწმუნებული! _ ჩემი ხელი აიღო და ბეჭედი ჩამომაცვა თითზე.

_ მიყვარხარ ანუკი!_ როგორც იქნა გაბედა და მითხრა .

_ ნეტა ქორწილში არ დამპატიჟებენ?!_ ჩაიხითხითა უკანა სავარძლიდან ლუკამ.
ანდრომ მანქანა დაქოქა და ჩვენი ახალი ცხოვრებისკენ თამამად გავემართეთ.

_ ანდრო!_ მოვახედე ჩემკენ

_ ხო ანუკი!_ გამიღიმა მან.

_ რატომ მომდევდი იმ დღეს მაღაზიაში? _ ამის კითხვა სულ მინდოდა.

_ უბრალოდ ხურდა დაგრჩა სიჩქარეში და დაბრუნება მინდოდა! რა იყო რო?_ დაინტერესდა ანდრო.

_ მე მეგონა შოკოლადის წართმევა გინდოდა!_ვუპასუხე სერიოზულად. ორივეს სიცილი აგვიტყდა.

ასე ხდება, ზოგჯერ შენს ბედს სწორედ იქ ხვდები, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი. მგონი სწორედ ეს იყო ის საახალწლო სასწაული, მთელი ცხოვრება რომ ველოდი და რომ მჯეროდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და ასრულდებოდა.


დასასრული.


ვერა გურული



№1 სტუმარი One

Rogor visiamovne ghmertmani))
Saocrad wert, tqveni istoriebi sasiamovno dghis rutinad meqca , madloba sasiamovno emociebistvos❤️

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ვაიმე ..რა კარგი გოგო ხარ... ისეთი ლამაზი,საინტერესო და სახალისო ისტორია იყო.. ანუკის მხიარული და სიურპრიზებით სავსე საახალწლო თავგადასავალიი.რომელმაც საბოლოო ჯამში ბედნიერება მოუტანა..♥️♥️♥️ ძალიან კარგია ძალიან....

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

❤️
მიხარია რომ მოგწონთ

 


№4 სტუმარი სტუმარი რუსკა

მაგარი ხართ თქვენ, ვერა გურულო!!

 


№5  offline წევრი Sana

აი ბედნიერებისგამ ვიტირე❤️❤️რაღაც სასწაულია❤️❤️❤️ყოჩაღ❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Sana
აი ბედნიერებისგამ ვიტირე❤️❤️რაღაც სასწაულია❤️❤️❤️ყოჩაღ❤️❤️❤️

როგორ მიხარია, რომ მოგწონთ)))

სტუმარი რუსკა
მაგარი ხართ თქვენ, ვერა გურულო!!

მადლობაა)))
One
Rogor visiamovne ghmertmani))
Saocrad wert, tqveni istoriebi sasiamovno dghis rutinad meqca , madloba sasiamovno emociebistvos❤️

მადლობა თქვენ))

 


№7  offline წევრი ელენე (ნენე)

კარგად წერთ, ბევრი ვიცინე, მაგრამ, ვფიქრობ, რაღაცები არაბუნებრივად დააჩქარეთ.
წარმატებები!

 


№8 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი ნაწარმოებია განსხვავებული კარგად ვიმხუარულე,კარგად წერთ კარგი დადასრულით მადლობა წარმატებები,,❤️♥️????????????

 


№9  offline წევრი Maia G.

ასე გემრიელად დიდი ხანია არ მიცინია,ძალიან საყვარელი და თბილი ისტორიაა,მადლობა ავტორო❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Maia G.
ასე გემრიელად დიდი ხანია არ მიცინია,ძალიან საყვარელი და თბილი ისტორიაა,მადლობა ავტორო❤️❤️❤️

????

Maia G.
ასე გემრიელად დიდი ხანია არ მიცინია,ძალიან საყვარელი და თბილი ისტორიაა,მადლობა ავტორო❤️❤️❤️

????☺️

ელენე (ნენე)
კარგად წერთ, ბევრი ვიცინე, მაგრამ, ვფიქრობ, რაღაცები არაბუნებრვივად დააჩქარეთ.
წარმატებები!

ეს ისტორია საახალწლოდ ნაუცბადევად მოვიფიქრე და გარკვეულ დროში უნდა მომესწრო, ამიტომ რჩება მკითხველს უკმარისობის გრძნობა.

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ გამიმხიარულეთ ღამე.
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მე♥უცნაურე
როგორ გამიმხიარულეთ ღამე.
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის.

მადლობა თქვენ შეფასებისთვის☺️

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფია

ძალიან მაგრად წერ! ბრავო! ????

 


№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი სოფია
ძალიან მაგრად წერ! ბრავო! ????

გაიხარე, მიხარია რომ მოგწონს,

 


№15 სტუმარი სტუმარი Tamriko

Ar vici vin xar,magram saocrad wer.gaixare

 


№16  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი Tamriko
Ar vici vin xar,magram saocrad wer.gaixare

მადლობა.

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

მომეწონა ძალიან, სასიამოვნო წასაკითხია. ოღონდ ერთი შესაბამობა აღმოვაჩინე. დასაწყისში გოგონა დათრობას აპირებს, რათა შეყვარებულთან იალერსოს და სიყვარულში გადაეშვას. ანუ საკმაოდ თამამი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ბოლოსკენ კი აღმოჩნდება, რომ ძალიან ტრადიციული მშობლები ჰყავს. ძალიანაც უწევს ანგარიშს და უფრო მეტიც, ძმა ნამდვილი ქართველი ძმაა. ნუ, მე ძალიანაც მომწონს ისტორიები ოჯახში აღზრდილ, წესიერ გოგონებზე, უბრალოდ შეუსაბამობაზე მინდოდა ხაზი გამესვა.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ანა
მომეწონა ძალიან, სასიამოვნო წასაკითხია. ოღონდ ერთი შესაბამობა აღმოვაჩინე. დასაწყისში გოგონა დათრობას აპირებს, რათა შეყვარებულთან იალერსოს და სიყვარულში გადაეშვას. ანუ საკმაოდ თამამი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ბოლოსკენ კი აღმოჩნდება, რომ ძალიან ტრადიციული მშობლები ჰყავს. ძალიანაც უწევს ანგარიშს და უფრო მეტიც, ძმა ნამდვილი ქართველი ძმაა. ნუ, მე ძალიანაც მომწონს ისტორიები ოჯახში აღზრდილ, წესიერ გოგონებზე, უბრალოდ შეუსაბამობაზე მინდოდა ხაზი გამესვა.

დათრობა რა შეუსაბამობაა, ტრადიციული ადამიანები არ სვანენ ? და ახალწელს შეყვარებულღან ერთად შეხვედრა, მაინცდამაინც აღვირახსნილ ორგიას როდიდან ნიშნავს? რომ არ იყო ისეთი თამამი და ზღვარგადასული იმიტომ მიატოვა შეყვარებულმა და მართლა თამამი მონახა. თუ ვერ მიხვდით რატომ მიატოვა? ვის არ ყოლია შეყვარებული და ვინ არ შეხვედრია ახალწელს შეყვარებულთან ერთად.კოცნაც ალერსია ზოგისთვის სამყოფი ზოგისთვის არ. ვერანაირ შეუსაბამობას ვერ ვხედავ. დროა გაიზარდოო ! ამას გულისხმობს როცა მიატოვებს. და მერეც როცა მის დაბრუნებას ცდილობს, როცა მიხვდა რომ კარგი გოგო დაკარგა .

 


№19 სტუმარი სტუმარი ლალი

მესამედ ვკითხულობ და სიცილს ვერ ვიკავებ ძალიან კარგად გაქვს დაწერილი სურვილი მაქვს მოკლე დროში კიდევ წავიკითხო და ვიცინო.მადლობა ასეთ კარგ
გამწყობაზე რომ მაყენებ.

 


№20 სტუმარი სტუმარი lia

sauketesoa. madloba tqven am bednieri wutebistvis. ????

 


№21 სტუმარი სტუმარი ნატო

მერამდენეთ წავიკითხე ეს ისტორი და როგორც პირველად ვიმხიარულე ისე ვიმხიარულე ეხლაც.მიხარია რომ ვარ ამ გვერდის მკითხველი და მიხარია რომ თქვენს ნაწერებს ვკითხულობ.ბევრი კარგი რომანი დაგეწეროს არ მოგკლებოდეს მკითხველი და წარმატებებს გისურვებ.

 


№22  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლალი
მესამედ ვკითხულობ და სიცილს ვერ ვიკავებ ძალიან კარგად გაქვს დაწერილი სურვილი მაქვს მოკლე დროში კიდევ წავიკითხო და ვიცინო.მადლობა ასეთ კარგ
გამწყობაზე რომ მაყენებ.

მადლობა)))

 


№23  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორ მომწონს ეს ღიმილიანი ისტორია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent