შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუპიდონი


16-02-2023, 20:53
ავტორი Tam1ari
ნანახია 833

დედაჩემი რომ არა,დილაობით საერთოდ ვერ გავიღვიძებდი.ასჯერ მაინც გავიგონე საკუთარი სახელი და,როგორც იქნა,თვალები გავახილე.
პირველად საშინლად არეული ოთახი მომხვდა თვალში,დამძიმებული თავი წამოვწიე და ჩემს ლიტერატურის პროექტსაც გადავხედე,კმაყოფილი დავრჩი.

-ოთახი კიდევ არ დაგილაგებია?-მომესმა დედაჩემის შეწუხებული ხმა.

-როგორც ხედეავ დედაჩემო

-მე აღარ დაგილაგებ,აწი რაც გინდა ის ქენი

-კარგი-გავუღიმე და ლოყაზეც ვეამბორე

კარადა გამოვაღე და პირველი,რაც ხელში მომხვდა,ჩავიცვი...
გაჩერებაზეც მალევე ავღმოჩნდი.

სამყაროთი და საკუთარი არსებობით ვტკბებოდი.თითქოს სუნთქვა და სიცოცხლე მიხაროდა.ყურში ქალაქის ხმაური ჩამესმოდა და,მის გულისცემას ვგრძნობდი.

რა საინტერესო სახეები აქვთ არა ადამიანებს?შეიძლება სულ ერთხელ ნახულობდე მათ მაგრამ მაინც შეუძლიათ მოახერხონ შენში ცნობისმოყვარეობის გამოღვიძება.

აუდიტორიაც ნელ-ნელა გაივსო ენა ჭარტალა სტუდენტებით.
მაინც რა ამაზრზენები ვიყავით ყველანი,სხვის სულსა და ცხოვრებაში ხელებს ვაფათურებდით!

რატომ ვიქცევით ასე?რაკიღა ადამიანს თმენის ვალდებულება აკისრია,მის პირაფდ ცხოვრებაშიც შეგვიძლია შევიჭრათ და ათასი ბლა-ბლა-ბლა...

მძულდნენ ადამიანები თუმცა,სისაძაგლის მიუხედავად,რაღაც აუხსნელი მიზეზით,მთელი კაცობრიობა მიყვარდა!სურვილი მჭამდა ადამიანები უნიღბოდ მენახა და შემეყვარებინა.

ნეტავ,როგორი გახდებოდა სამყარო თუ ყოველი ჩვენთაგანი მივიღებდით ყოველივე ცოცხალს დაწყებული: რელიგიის,კანის ფერის,ჩაცმულობის,გარეგნული იერსახისა და დამთავრებული პიროვნული თვისებებისა?

ანდაც რატომ განვკიცხავთ ყოველთვის ყველას,როცა თავად გვეშინია განკიცხვის?რატომ ვუყურებთ სხვებს ზემოდან როცა ვეჭვობთ თავად ხომ არ ვართ არარაობები?და საერთოდ სად დავკარგეთ თანაგრძნობის უნარი?

***

შესვენებაზე ლანჩისთვის სასადილოში წავედი.აჟიოტაჟი დამხვდა.
აგზნებული გოგონები,დემეტრეს შემოხვეოდნე და მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ,დემეტრე მაისურაძე უნივერსიტეტში ყველაზე პუპულარული ბიჭი იყო.ყველა გიჟდებოდა მასზე,მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს თუ შეშურდებოდათ მისი.

დემეტრე ზედემეტად სიმპატიური,ყმაწვილი გახლდათ.მხრებამდე სიგრძის,ქერა მოვლილი ხუჭუჭა თმითა და მოხდენილი იერ-სახით.

დემეტრესთვის არასდროს მიმიქცევია ყურადღება,იმის მიუხედავად,რომ მას ირგვლივ თითქმის ყველა ეხვეოდა.

მადლობა ღმერთს ბოლოს დარჩენილ ერთადერთ კოლას მივუსწარი

-ეი,შენ მომეცი კოლა,მე ყიდვა ვერ მოვასწარი-გავიგონე დემეტრეს ხმა.

-არა!-გავძახე და გზის გაგრძელება ვცადე

-რატომ,ვითომ?

-იმიტომ რომ თავად შეგეძლო მოსულიყავი და გეყიდა,თანაც ის უკვე ჩემია და ვალდებულებას ვერ ვხედავ ეს გავაკეთო.

-თავი დაანებე,ისეც გაძლებ-ჩაერია მისი ძმაკაცი

-რას ამბობ?!ვთხოვე და უნდა მომცეს!

-იქნებ თხოვნამდე ბოდიში მაინც მოგეხადა-მივმართე ცინიკურად,ბოლოს და ბოლოს ტყუილად მეუფროსა

-რისთვის?-არა არასდროს მიფიქრია რომ დემეტრე ზრდილობის ეტალონი იყო,მაგრამ დღეს იმასაც მივხვდი,რომ ყველაფერთან ერთად აზროვნებაც უჭირდა.

რომელიღაცა ფანუკამ მალევე მიურბენინა,საკუთარი.როგორ ვერ ვიტან ასეთ წაშტერო გოგოებს...

მალევე გავაგრძელე საკუთარი გზა,თუმცა დავინახე მაისურაძემ,როგორ ანიშნა ერთ-ერთ გოგოს რაღაც.

-ესეც შენ-წონასწორობაც ვერ დავიცავი ისე წამომიდო იმ გოგომ ფეხი-მეტიჩრობისთვის!-დააბოლოვა წინადადება.

მალევე გავიშხლართე იატაკზე და,ახლა უკვე საერთო ხარხარი ატყდა.ვიცოდი,მაისურაძე ელოდა როდის ავყვირდებოდი თუმცა ამაოდ

-იცი,მაისურაძე?-თავადვე გამაოცა საკუთარი ხმის სიმშვიდემ

-რა?!

-გაუნათლებელი პრიმატივითა და ხეპრესავით იქცევი!-დავინახე როგორ დაეჭიმა ვენები,მეც გავუღიმე მაქსიმალურად ვცდილობდ,თავი გამარჯვებულად არ ეგრძნო და,იქაურობას უკან მოუხედავად გავეცალე.შეიძლება,ჩემი ეს საქციელი გაქცევას ჰგავდა,თუმცა საკითხავი,ასე არ იყო?

***

იმ ამბის შემდგომ რამდენიმე დღე გავიდა,რაც შეეხება მაისურაძეს ის საერთოდ აღარ მენახა.თუმცა მაინც არ წყდებოდა საუბარი,ჩემსა და მის "წაკინკლავებაზე"ალბათ,აქ რომ ჰყოფილიყო ყველაფერს იზამდა დავემცირებინე რათა "ანგარიში" გაეთანაბრებინა.

თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა,ლექციაზე შემოსვლაც კი დაიგვიანა.

-შემოსვლამდე,იქნებ გეკითხათ,თუ შეიძლება?-დატუქსა ქალბატონმა ნანიმ

ნანი მთელ უნივერსიტეტში ყველაზე მძიმე და გაუგებარი ხასიათების მქონე ლექტორი იყო,სტუდენტების უმიზეზოდ ამოჩემება იცოდა თუმცა,საბედნიეროდ იმ სტუდენტებში მე არ ავღმოჩენილვარ.

მახარაძემ ყურიც არ დაუგდო ლექტორს
და,თავის ადგილას დაჯდა,ნამდვილად ხეპრესავით იქცეოდა.
ლექცია ერთი შეხედვით,ჩვეულებრივად
წარიმართა,თუმცა მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა

-ოე,მარწყვუშ-მაისურაძის ხმა გავიგონე,თუმცა არ მიფიქრია მე მეძახდა,ყურადღება არ მივაქციე სანამ,მხარი არ გამკრა

-დავალება გიწერია?

-კი

-მშვენიერია-ჩემი მაგიდიდან რვეული კულტურულად ამახია და წერას შეუდგა

გაშტერებული ვუყურებდი,ვერც ემოციებს ვმალავდი

-რა იყო?-ვითომდა ვერ მიხვდა რამ გამაოცა

-არაფერი-ბოლოს მაინც გაჩუმება ვარჩიე

და სულ ეს გამოდგა ჩვენი დიალოგი.მთელი ლექციის განმავლობაში მაისურაძეს ხმა არ გაუცია,მე კი რატომღაც სურვილი მჭამდა გამომლაპარაკებოდა.

რატომღაც ვგრძნობდი,რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა,რაღაც რაც ჩემს ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა,რაღაც რაც მაისურაძეს უკავშირდებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent