ერთხელ...(16)
თავს არ გავისულელებ, ვხვდებოდი მეთითონაც რომ ალექსანდრე ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო. თუმცა აქ პრობლემა ალექსანდრეში არ იყო, არამედ ჩემში. როგორ ბანალურად და კლიშედაც არ უნდა ჟღერდეს, მე მას ვერ ვენდობოდი. მიჭირდა ადამიანების ნდობა, რადგან ძალიან ბევრჯერ გამიცრუვად იმედები. შესაძლოა, ამით მას გულს ვტკენდი. მაგრამ გადაუვლის, გამოჩნდება ვინმე ანისნაირი მის ცხოვრებაში და ის შეუყვარდება. კარიერისტი ადამიანისთვის სიყვარული მეორე ადგილზეა, ახლა ის ბავშვის გამო იქცეოდა ასე. დარწმუნებული ვარ ბავშვი გაჩნდება თუ არა ისევ დაუბრუნდება თავის ჩვეულ ქცევებს. შუა ღამის 3 საათი იქნებოდა,რომ უცხო ნომერი აფეთქდა რეკვისგან. თავიდან არ ავიღე ვიფიქრე აჩი ხომ არ არის თქო, მაგრამ ალექსანდრესაც გაეღვიძა. -არ აიღო ვიღაცა ღადაობს ალბათ. -ხოდა ვაღადავებ ეხლა-წამოდგა საწოლიდან და ტელეფონს უპასუხა-გისმენთ? -ევა უზნაძეს ვესაუბრებით? -ევას ქმარი ვარ, ალექსანდრე. რა გნებავთ? -დიმიტრი უზნაძე იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ინფარქტით. -ცოცხალია? -გთხოვთ მობრძანდეთ მეუღლესთან ერთად, დანარჩენს ასე ვერ გეტყვით-და გაითიშა. *** არ ვიცოდი ევასთვის როგორ მეთქვა, ვნერვიულობდი მუცელი არ მოშლოდა. ნელი მოძრაობით გავაბრუნე თავი და სახეზე უკვე ტერორი ჰქონდა გმაოსახული. -ადექი, ჩაიცვი-სხვა გზა არ მქონდა მაინც წავიდოდა რომ დამეშალა სანახავად. -რა ხდება? -დიმიტრია ცუდად, იაშვილშია წავედით-ვეცადე მშვიდად ამეხსნა, მაგრამ უკვ პანიკაში იყო. -რას ქვია ცუდად-წამოვარდა და ხელზე ჩამომეკიდა. -ინფარქტი აქვს. მიდი დროულად ჩაიცვი-კარადა გამოვაღე, ზედა და შარვალი მივაწოდე, ისეთ მდგობარეობაში იყო ვერ ირყეოდა ადგილიდან. უცბად დავეხმარე ჩაცმაში, წამოვაყენე და ქვევით ჩავედით სწრაფი ნაბიჯებით. მთელი გზა ალაპარაკებას ვცდილობდი, მაგრამ უემოციო გამომეტყველებით იჯდა და ხმას არ მცემდა. იაშვილში მივედით თუ არა მანქანიდან გადახტა და შიგნით შევარდა. მეც გავყევი, ექთანმა გვითხრა ექიმს დაელოდეთო. 10 წუთის მერე თეთრხალათში გამოწყობილი, ნახევრად მძინარე ექიმი ჩამოვიდა მეორე სართულიდან და მოგვიახლოვდა. -ევა უზნაძე? -დიახ. რა ჭირს მამაჩემს? -მამათქვენი 2 საათის წინ შემოიყვანეს, ინფაქტი გადაუტანია, მაგრამ აქ რო მოიყვანეს უკვე გულის ცემა აღარ ფიქსირდებოდა. სასრაფოს ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ევა გაიყინა. -როგორ თუ ვერაფერი გააკეთეს?-ასე უცბად ადამიანი როგორ გარდაიცვალა ვერ ვხვდბოდი. -ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, გულის ცემა ვერ აღვადგინეთ. გვა...მამათქვნის სხეული ექსპერტიზაზეა, მოგვიანებით შეგეძლებათ გადაასვენოთ სახლში. კიდევ ერთხელ ვწუხვარ. ევა უკან გაბრუნდა, საავადმყოფოდან გავიდა და მანქანაში ჩაჯდა. სიმართლე ვთქვა ახლა იმაზე უფრო ვღელავდი ბავშვი არ დაგვეკარგა. ევას რეაქციას ვერ ვაანალიზებდი, თითქოს ყოველთვის ვამჩნევდი რომ ეზიზღებოდა მამა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად იქცეოდა. ძალიან შემეშინდა, არ საუბრობდა, არც ექიმთან არ მომყვებოდა. ბოლოს ნინას დავურეკე, ისიც მოვიდა, ბესოც მოყვა. ნინა მანქანაში ჩაჯდა და ევას ალაპარაკებას ცდილობდა. მე და ბესო მანქანასთან ვიდექით. -რა უნდა ქნათ ეხლა? ევას დდინაცვალთან უნდა გადაასვენონ ხო? -ხო. -და მერე ევა იქ მივა? -არ ვიცი ბესო, არაფერი არ ვიცი. ის ვიცი,რო ჩემი ცოლი ცუდადაა და ვერაფრით ვეხმარები. რამდენჯერ უნდა გამინერვიულოს კიდე ამ ნ...-რომ გავაცნობიერე,რომ უკვე გარდაცვლილ ადამიანზე ვლაპარაკობდი ეგრევე გავჩერდი. მანქანაში შევიხედე და ევა ისევ ისე იჯდა. ცოტახანში ორი ჯიპი შემოვარდა პარკინგზე. იქიდან უამრავი ხალხი გადმოცვივდა და შიგნით შევიდა. სავარაუდოდ დიმიტრის ოჯახის წევრები იყვნენ. ევაც გადმოვიდა მანქანიდან და გარედან აკვირდებოდა სიტუაციას. -დიმიტრის ცოლია?-თავი დამიქნია. ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და მათ აშტერდებოდა. -ჩემი და და ძმაც-ხელით დამანახა. -ძმაც გყავს?-ბესომ პირი დააღო. -უფროსი. ღალატობდა რა თქ...-აღარ ჰქონდა საუბრის თავი. შესვლა დააპირა, მაგრამ გავაჩერე. -დამაცადე ალექსანდრე-უხეშად გამწია გვერდით და შიგნით შევიდა, მტირალ უკვე დაქვრივებულ დედინაცვალს მიუახლოვდა. სიმართლე ვთქვა მეგონა ჩხუბს ატეხავდა. -ვიზიარებ-სრულიად უემოციოდ და ცოტა უხეშადაც კი უთხრა, მერე თავის პატარა დას გადახედა, ალბათ 16 წლის თუ იქნებოდა და მერე უფროს ძმას,რომელიც დას ამშვიდებდა. ევა მათ არაფრით ჰგავდა, ვერც მიხვდბოდით რომ და-ძმა იყვნენ. გოგონა მთელი ხმით ტიროდა და ძმას ებღაუჭებოდა. არ მინდოდა ევას ამ გარემოში დატოვება და ვცდილობდი წამომეყვანა, მაგრამ მათ უყურებდა. უნდოდა,რომ მიესამძიმრებინა, მაგრამ არ ჰქონდა ამის ძალა. რაღაცის თქმა დააპირა და მერე გარეთ გამოვიდა. მანქანაში ვიჯექით მთელი ღამე სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდა და შემდეგ გადაასვენეს დიმიტრისთან სახლში. -ევა, წავიდეთ? -არა.. წავიდეთ ჩვენც. -აბა რისთვის ვიყავით მთელი ღამე?-ნინა მუდმივად უტაქტო კითხვბს სვამდნენ. -კარგი წავიდეთ. ბესო შენ ნინა წაიყვანე რა სახლში. -ვაიმე ამის წაყვანა რათ მინდა და ვაფშე, ევასთან მოვდივარ. ამაღამ თქვენთან ვრჩები ასე როგორ დავტოვო. -კარგი წავედით *** მე და ნინა ქვევით სამზარულოში ვიჯექით. ვრანაირ ემოციას ვერ განვიცდიდი, არც მწყინდა, არც გული მწყდებოდა, არც შვებას ვგრძნობდი. სრულ სიცარიელეს დაეპყრო ჩემი გონება. ალბათ სოციოპათი ვარ , ან ეგოისტი და მამა სულ ცალ ფეხზე მეკიდა ყოველთვის. მაგრამ ახლა ვერაფერს განვიცდიდი. ალექსანდრეს ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ მისი ნახვა მინდოდა. მინდოდა პანაშვიდზე ვყოფილიყავი და დავმშვიდობბოდი, თუმცა სიამაყე არ მაძლევდა იმის საშუალებას ჩემ და-ძმასთან მივსულიყავი და ეს მეთხოვა. საკუთარი მამის პანაშვიდზე მისასვლელად ნებართვის აღება მჭირდებოდა. ალექსანდრე ზევით იყო, ვთხოვე მარტო დავეტოვებინე ნინასთან. -ნინა... რაღაც უნდა გითხრა. დიმიტრი-მიუხედავად იმისა,რომ თავს ვარწმუნებდი,რომ არაფერს ვგრძნობდი, ხმა მიკანკალებდა და საუბარი მიჭირდა-დიმიტრის შევურიგდი და ვაპატიე, მაგრამ იმ პირობით,რომ ალექსანდრეს დაეხმარებოდა და მის ოჯახს. და-ძმა უნდა გამეცნო, უნდა დავახლოვებულიყავით.. არ ვიცი რატომ გიყვები. -რას ამბობ, დიმიტრის აპატიე?-ნინა გაოცებული მაკვირდბოდა, ვერ იჯერებდა,რომ ამდენი წლის შემდეგ მას ყველაფერი ვაპატიე. -ჰო. სხვა გზა არ დამიტოვა მაშინ. ალეს ოჯახი ძალიან ცუდ დღეში იყო. -ალექსანდრემ ეს როგორ მიიღო? -არ იცის და რომ გაიგოს არ მაცოცხლებს. კარზე კაკუნი გაისმა. -ვინ უნდა იყოს ამ შუა ღამით?-ნინა წამოდგა გასაღებად. -მოიცადე, არ გააღო. ალექსანდრე ჩამოვიდეს რა. ალექს!!-იმხელაზე დავიღრიალე ეგრევე ჩამოვიდა-კარზე არიან. შემოსასვლელში გავიდა და კარი გააღო ,ცოტახანი სიჩუმე იყო და მე და ნინაც გავყევით. თვალებში ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ დიმიტრი იდგა, უფრო სწორად დიმიტრის ასლი. ჩემი ძმა. ალექსანდრე ჩემს ნებართვას ლოდბოდა, რომ შემოეშვა თუ არა. თავი დავუქნი და ნინასთან ერთად დატოვა ოთახი. ზოგჯერ ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. -შეილება შემოვიდე?-პასუხს არ დაელოდა, შემოვიდა და კარი გაიხურა. ირგვლივ მიმოიხედა და მერე ჩემკენ წამოვიდა-მამას უნდოდა,რომ შენ ამ დროს ჩვენთან ყოფილიყავი. დაბარებულიც აქვს. ანდერძშიც ასე უწერია. უნდა მოხვიდე. -არ შემიძლია-ძლივს ამოვღერღე. -მამაშენიც იყო. -არ შემიძლია მეთქი! მე იქ დედაშენის გოდებას ვერ ვუყურებ,როცა ჩემი მთელი დარჩნენილი ოჯახი მიწას უნდა მივაბარო მის გამო! -მოულოდნელად მომაწვა ემოციები, გავღიზიანდი, ყვირილი დავიწყე, გული ამიჩქარდა , სისხლი მიდუღდა, წარმოუდგნელ ბრაზს ვგრძნობდი ჩემი ძმის მიმართ. -შენ იქ დიმიტრისთვის პატივის მისაგებად მოდიხარ. მესმის რთული ცხოვრება გამოიარე, მაგრამ ეს შენი ვალია. შენც მამა დაკარგე-მომიახლოვდა, ვერ ვხვდბოდი რის მიღწევას ცდილობდა, რას ელოდა რომ ტირილს დავიწყებდი, ჩამეხუტებოდა და ასე დავძმობილდებოდით? -არ მომეკარო, გაფრთხილებ. -ევა, ახლა იმის გარჩევის დრო არ არის დიმიტრიმ რა შეცდომები დაუშვა. მამა აღარ არის. ერთად უნდა დავგდეთ. მას ასე სურდა. -მას ასე სურდა?! მას! და მე?! 21 წელი ყ*ეზე ეკიდა მე რა მსურდა ან დედაჩემს რა სურდა და ახლა მე უნდა ვიფიქრო იმაზე ბატონ უზნაძეს რა სურდა? შვილადაც არ მაღიარებდა! ძაღლივით მომექცა! დედას წლები აბრალებდა რომ მიღალატა, რომ მას საერთოდ არ ვგავდი და მისი შვილიც კი არ ვიყავი. სანამ 10 წლის ასაკში დე ენ ემის ტესტი არ გამიკეთა არ დამშვიდდა! თავისი ნაბიჭვრული საქციელის გამართლება უნდოდა. მთელი ცხოვრება დიმიტრის სურვილებზე ვიცხოვრეთ მე და დედამ. -ევა.. მე მესმის, რომ დიმიტრიმ შენთან უამრავი-ისევ ჩემსკენ წამოვიდა, მე კი უკან ვიხევდი. -არ მომეკარო!-უკან დავიხიე-დიმიტრის ცხოვრებაში ჩემთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია. არანაირი ვალი მის მიმართ არ მაქვს. შენმა ოჯახმა ჩემი დააქცია, შენ მე მამა წამართვი! დედაც! და მთელი ჩემი ცხოვრება მიითვისე. შენ რომ არ დაბადებულიყავი დღეს დედაც ცოცხალი იქნებოდა და მამაც! შენ მამაჩემი მოკალი-უკვე თვალებიდან ღვარღვარით ჩამომდიოდა ცრემლები და სამუელს გიჟივით ვურტყამდი გულმკერდზე ხელებს , ვცდილობდი ხელი მეკრა და გამეგდო სახლიდან-ჩემი მთელი ბავშვობა კოშმარი იყო. ახლა კი მოდიხარ და მეუბნები,რომ მე ვინმეს ვალი მაქვს? დიმიტრის აქვს ვალი! შენ გაქვს ვალი! დამიბრუნე ის 21 წელი რაც წამართვი. შეძლებ! გააცოცხლე დედაჩემი. დამიბრუნე უზრუნველი ბავშვობა,რომელიც არასდროს არ მქონია. რა ნამუსით... რა ნამუსით მოდიხარ აქ და ამ სიტყვებს მუბნები? წამით მაინც არ გრძნობ სინდისის ქენჯნას? ხარ. ნაბიჭვრად დაიბადე სხვისი ოჯახის ნგრევის ხარჯზე და ნაბიჭვრად დარჩბი. გესმის? ს შვილი ხარ. აი ესა ხარ... შენც და შენი დაც! ორივე!..გული მერევა რო გხედავთ, დიმიტრის ყველაზე დიდი შეცდომა თქვენი ამ ქვეყანაზე მოვლენა იყო! დედაშენი რომ არა ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებოდით! ყველაფერი დაანგრიეთ. ყველაფერი დაანგრიეთ!...ყველაფერი. არ გაპატიებთ, არასოდეს! მამა მომიკალით!!-ხელებს უკონტროლოდ ვისროდი მისი მიმართულებით-არასოდეს აღარ მოხვიდე ჩემთან გესმის? აღარასოდეს. არც გაბედო ჩემი სახელის ხსენება, შენ და არ გყავს. ჩვენ მხოლოდ დიმიტრი გვაკავშირებდა, ახლა ისიც აღარ არის-სუნთქვა მიჭირდა, ემოციები მახრჩობდა, თუმცა ეს ემოციები არანაირად არ იყო სამუელისკენ მიმართული. მამა... მამაჩემზე ვიყავი გაბრაზებული და რაც მას ვერ ვუთხარი სიცოცხლეში სამულზე ამოვანთხიე-არ დავინახო არავინ მოსული აქ მეორედ თორე ცეცხლს წავუკიდებ და ჰაერში ავწევ მთელ სახლს! გაეთრიე აქედან. გადაგბუგავთ და დაგბრიდავთ მთელ ოჯახს! გესმის? არც ერთი ადვოკატი არ დავინახო აქ ანდერძზე საუბრით. დიმიტრისგან წინდასაც არასოდეს არ მივიღებ!-ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მუცლის ტკივილი მეწყბოდა, გული ძალიან აჩქარებული მქონდა და მთელი ტანით ვცახცახებდი-არავის ბოდიში არ მჭირდება, არანაირი ფული, ბოდიში და თქვენი თანაგრძნობა და ვიზიარებ თქვნს მწუხარებას ძახილი არ მიშველის. მამა დამაკარგინეთ. არ გაბედოთ.. ჩემთან მეორედ მოსვლა-ვხაოდი, ხმა წამერთვა ყვირილისაგან. სამუელი დიდხანს მისმენდა მოთმენით, ადგილიდან არ იძროდა და იტანდა ყოველ დარტყმას. რომ დავასრულე საუბარი ღრმად ამოისუნთქა, ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ, ხელბი გამიკავა და ჩამეხუტა. ძალა აღარ მქონდა,რომ შევწინააღმდეგბოდი. 21 წლის განმავლობაში დაგროვილი ბოღმა მასზე ვანთხიე, მას კი წარბიც არ შეუხრია. ავქვითინდი. მამა მენატრებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.