შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია ამირეჯიბი (2 თავი)


18-02-2023, 16:17
ავტორი Anastacia
ნანახია 1 524

მოსამზადებლად კიდევ ერთი საათი ჰქონდათ დარჩენილი.ანუკი გავკირვებული ადევნებდა ყველაფერს თვალს,ტაისიამ ცალკე ოთახი გამოუყო,შხაპის მიღების შემდეგ ვიზაჟისტებიც მოვიდნენ და თავიდან ბოლომდე გამოაწყვეს პატარა გოგონა,ბოლოს კაბების კოლექციაც მოუტანეს და ლამაზი მწვანე წელიდან გაშლილი კაბა აურჩიეს.
ტაისიასთან უნდა შესულიყო,რომელიც თავისთვის ემზადებოდა და ოთახში არავის არ უშვებდა,მაგრამ როცა კიდევ ერთი ადამიანის ხმა მოესმა შეჩერდა,რომელიც აშკარად ქალს ეკუთვნოდა,უფრო ახლოს მიიწია და სიტყვების გარჩევაც დაიწყო:
-იქნებ თვეში ერთხელ მაინც ინებო ჩამობრძანება და ჩვენი ნახვა?-აშკარად გამწარებული საუბრობდა ქალბატონი.
-ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ და მშვენივრად იცი,რომ არანაირი სურვილი არ მაქვს!-ტაისიას კატეგორიული ტონი უკვე აღარ უკვირდა ანუკის.
-ვერ ვხვდები რა დაგიშავეთ!
-სამწუხაროა,თუ ვერ ხვდებით.
-შეუძლებელია იმ გოგოს სიკვდილს ჩვენ გვაბრალებდე?!-ქალბატონი აშკარად გაოგნებული იყო ტაისიას განცხადებებით.ანუკის სუნთქვა შეეკრა,რადგან კარგადაც მიხვდა,რომ თავის დაზე საუბრობდნენ.
-დედა რატომ მოხვედი? რისი მოსმენა გინდა? მან დაგავალა არა? შენ თვითონ არამგონია ამხელა გზაზე მხოლოდ იმიტომ ჩამოსულიყავი,რომ ჩემი ნახვა და გულში ჩაკვრა გინდოდა! შეგიძლია დღესვე დაბრუნდე! არავის არ უხარია აქ შენი ნახვა!-ერთი ნოტითაც არ აუწევია ხმისთვის,მაგრამ ყველა დედას მოხვდებოდა ასეთი სიტყვები გულზე,ქალბატონი რამდენიმე წამით გაჩუნდა და ბოლოს სასოწარკვეთილი ამოთქვა:
-ვეღარ გცნობ ტაისია!
-არც არასდროს მიცნობდი დედა! მე წავედი საქმეები მაქვს შენ კი იმედია აქ აღარ დამხვდები!-ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მოესმა ანუკის და უცებვე გაეცალა კარს.-შენ უკვე მზად ხარ? ძალიანაც კარგი,ლოდინის თავი არ მქონდა ისედაც.-დაბნეულმა დაუქნია თავი და უკან მიჰყვა თავის უფროსს.ამჯერად სხვა მანქანით წავიდნენ,სადაც ტაისიასთან ერთად იჯდა.ანუკიც დადუმებულიყო,ხვდებოდა,რომ მათ ოჯახში და საერთოდ ტაისიას გარშემო არაფერი არ იყო ისე,როგორც შორიდან ჩანდა.
მძღოლმა მანქანა ისევ ელიტარული რესტორნის წინ გააჩერა,ტაისიამ ანუკის გახედა,ფეხიდან თავამდე აათვალიერა და გაეღიმა:
-ზოგიერთები აშკარად პირღია დარჩებიან ამ საღამოს!- და თვალი ჩაუკრა გოგონას,რომელმაც ვერ მიხვდა ვისზე მიანიშნა ქალბატონმა.-გაიღიმე ანუკი,რაც შეიძლება გულწრფელად,დამიჯერე აქ იშვითად შეხვდები შენსავით გულუბრყვილო და გულწრფელ ადამიანებს!-წინადადება დაასრულა და უცებვე გადავიდა მანქანიდან.ანუკიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და უკან მიჰყვა.შესვლისთანავე მოიხიბლა ინტერიერით,ყველაფერი შესანიშნავად იყო მოწყობილი,გარშემო ბერვი ხალხი ირეოდა,ზოგი საერთოდაც მარტო იდგა,ზოგი რამდენიმე ჯგუფებად იყო დაყოფილი,ტაისია და ანუკი მარტო მდგომ კახასკენ გაემართნენ:
-სიტყვაც არ მეთქმის,შესანიშნავად გამოიყურებით!-კარგად აათვალიერა კახამ ქალბატონები და ბოლოს მზერა ანუკიზე შეაჩერა.-ბევრს შეშურდება ჩემი ამ საღამოს!-ჩაიცინა და დარბაზს მოავლო მზერა.
-ის აქ არის?-იკითხა ტაისიამ.
-ვინ?
-კახა ხომ იცი ვის გამო მოვედი აქ?! ჰოდა სად არის ჩვენი მომავალი პარტნიორი?
-ეგ ახლაღა გამახსენდა,როგორც ვიცი უნდა გამოჩნდეს,მაგრამ დაზუსტებით არავინ არ იცის საერთოდ მოვა თუ არა.
-ეს როგორი უპასუხისმგებლობაა!
-ვინმე ამიხსნის რა ხდება?-ანუკიმ როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-იმ ტიპის დაჭერას ვცდილობთ,რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან პარტნიორობის,მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა,რის გამოც ჩვენი ტაისია გაბრაზებულია და ახლა ცდილობს შური იძიოს.-აუხსნა კახამ.
-არანაირ შურისძიებას არ ვცდილობ,უბრალოდ მაინტერესებს ასეთი ვინ არის.
-კი მაგრამ იმ ადამიანის ვინაობა არ იცით ვისთანაც კონტრაქტის გაფორმებას აპირებდით?
-გვეგონა,რომ ვიცოდით,მაგრამ ის მხოლოდ შუამავალი აღმოჩნდა!-ისევ კახამ ითავა სიტუაციის აღწერა.
-შუამავალი რაში სჭირდებოდა თუ თქვენთან პარტნიორობას არ აპირებდა საერთოდ?
-ყოცაღ პატარავ! მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს!-ცხვირზე ხელი დაჰკრა ანუკის,შებრუნდა და ხალხს შეერია.
-ვაიმე ახლა დაიწყება კოცნა-ხვევნა.-კახამ თვალები ტაისიას გააყოლა.
-შენ რა გაწუხებს მერე?
-მე ის მაწუხებს,რომ ტაისიას წუწუნი შემაწუხებს მერე.
-იმედია ყოველი საღამო ასეთი არ არის ტაისიას ცხოვრებაში?-მომღიმარ ტაისიას შეხედა,რომელიც აშკარად არ იყო გულწრფელი.
-ნამდვილად არა! უმეტესად არავინ არ იცის ტაისია ამირეჯიბი თავისუფალ დროს როგორ ატარებს,მაგრამ მეეჭვება,რომ მას თავისთვის დრო საერთოდ ჰქონდეს!
-ნუთუ მისი ცხოვრება სულ ასეთი იყო?-თავისთვის უფრო იკითხა ანუკიმ ვიდრე კახას შეეკითხა,მაგრამ მან მაინც გასცა პასუხი.
-არა! ერთ დროს მართლა გულწრფელად იღიმოდა,ბედნიერი არასდროს არ ყოფილა,მაგრამ მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი არსებობდა,რომელსაც ყველაფერს უზიარებდა და რომელთანაც თავისუფალი იყო,მაგრამ ის წავიდა და ტაისიას ცხოვრების რაღაც ნაწილიც თან წაიღო....
-როგორ თუ წავიდა?ტაისია მიატოვა? შეყვარებული იყო?-თითქოს ხვდებოდა ვისზეც იყო სუაბარი,მაგრამ არ უნდოდა იმის დჯერება,რომ ტაისიასთვის მისი და ამდენად მნიშვნელოვანი იყო.კახამ გოგონას ბოლო კითხვაზე გადაიხარხარა:
-არა შეყვარებული ნადვილად არ იყო,ვერც იქნებოდა,საუკეთესო მეგობარი იყო,რომელიც გარდაიცვალა.
-შენ მას იცნობდი?-სუნთქვა შეეკრა გოგონას,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა,რომ კახას წინაშე არ შეემჩნია.
-კი ვიცნობდი,იცი რა?
-რა?
-მას ძალაინ გავხარ! ისეთივე ფერადი ხარ და ისეთივე ცისფერი თვალები გაქვს,როგორც მას!-გოგონას შეხედა და გაუღიმა,მერე უცებ თითქოს გონება გაუნათდა და ტაისიას შეხედა.-აი,რატომაც აგიყვანა!შენ არც საჭირო დონის განათლება გაქვს და არც სხვა ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებ.
-რა? არა! ტაისიას უბრალოდ შევებრალე,რადგან მშობლები არ მყავს და...-კახამ გოგონას გააწყვეტინა და თვითონ გააგრძელა.
-როგორ გეტყობა,რომ ტაისიას არ იცნობ!მას მხოლოდ პროფესიონალები სჭირდება,შეიძლება იმათგან გამოირჩევა ვინც ახლა ჩვეს გარშემოა,მაგრამ ის მაინც ამ საზოგადოების ნაწილია,მას არავის შებრალება არ შეუძლია,თუ ეს მის საქმიანობას ეხება,მაგრამ შენში ის ნახა რაც სხვებში ვერა!
-მგონი აზვიადებთ ბატონო კახა!-როგორ უჭირდა ახლა იქ დგომა და ამ ყველაფერზე საუბარი.
-კარგი ყურადღებას ნუ მომაქცევ!წამოდი ვიცეკვოთ.-კახამ გოგონა უეცრად შუა დარბაზში გაიყვანა და ხელები შემოჰხვია.ანუკიმ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო,ამიტომ იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კახას შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელიც დაეიგნორებინა.
***
შავი რენჯ როვერი ისევ სანაპიროსთან იდგა და ანუკის გამოჩენას ელოდა,გოგონამაც არ დააყოვნა და მალევე გამოჩდა ჰორიზონტზე.
-ახლა რა? ყოველ საღამოს ანგარაში უნდა ჩაგაბარო?-როგორც კი მანქანაში მოთავსდა მაშინნვე შეუბღვირა ძმას.
-რა ხდება?რა აღრენილი ხარ?დავიჯერო ასე ცუდად მოქმედებს შენზე ტაისია?-
-ვერ ვიჯერებ,რომ ასეთი გახდი!-დანანებით გააქნია თავი ანუკიმ.
-მემგონი ჩემზე ლაპარაკი არ ღირს!ახლა კი მითხარი რა ხდება?
-მგონი ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ჩვენ გვგონია! და საერთოდ ტაისია ამირეჯიბი ერთი უბედური ადამიანია,რომელსაც ცხოვრებაში შეხვედრების,კონტრაქტების და საკუთარი სასტუმროების მეტი არაფერი არ ადარდებს!გავიგონე დედას როგორ უხეშად ესაუბრებოდა,ფაქტობრივად სასტუმროდან გააგდო.მერე რაღაც საშინელ წვეულებაზე ვიყავით,სადაც ვიღაც ტიპს ეძებდა,მაგრამ ბოლოს ისეთი გაღიზიანებული იყო აშკარად ვერ იპოვა.
-ვის ეძებდა?
-არ ვიცი,ალბათ ვინმე ბიზნესმენს,რომელთანაც კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა,მაგრამ იმ ადამიანს ბოლო წამს გადაუფიქრებია და ტაისიაც გაცოფებულია.
-და ეძებს?
-ჰო მაგიტომ ვიყავით იმ წვეულებაზე.კიდევ....
-კიდევ რა ანუკი?-ჩაეკითხა დას,რომელიც ყოყმანობდა რაღაცის თქმას.
-კახამ მითხრა,რომ..
-კახა ვინ არის?
-ისიც ტაისიასთან მუშაობს,ასე ვთქვათ შუამავალია მთავარ ფირმასთან,როგორც მივხვდი ტაისია თვითონ არასდროს მიდის თავისი ოჯახის კომპანიაში.კახა აწვდის ყველანაირ ინფორმაციას,რომელსაც ტაისია ამუშავებს და მერე მათ სასარგებლოდ იყენებს.უცნაურია ეს ყველაფერი.-ანუკი ისევ ჩაფიქრდა.
-და რა გითხრა მაგ კახამ?
-რომ....რომ ნანუკას ძალიან ვგავარ და ამის გამო ამიყვანა ტაისიამ.თქვა,რომ ტაისია ძალიან შეიცვალა მისი სიკვდილის შემდეგ და კიდევ ბევრი რამ,მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მართალია.
-ნანუკას,მართლა გავხარ,შენც მასსავით გიელვარებს ეგ ცისფერი თვალები!-დას გახედა,რომელსაც თვალები უკვე აევსო ცრემლებით.
- ის,რომ ჩვენთან ერთად დარჩენილიყო და საქართველოში არ დაბრუნებულიყო ახლა ცოცხალი იქნებოდა!
-ჩვენ ხომ ვიცით ვისგამოც დაბრუნდა?!
-როგორც ჩანს ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ტაისიასნაირი მეგობარი ნანუკას არაფერში სჭირდებოდა!დღემდე ვერ ვხვდები რას ხედავდა მასში ასეთს!-თავი ჩახარა და საკუთარ ხელებში მოიქცია.
-მისი თვალები ძალიან სევდიანია გაბრიელ!
-არც კი გაბედო მისი შებრალება,იმ დღეს,რომ არ დაერეკა ნანუკა ახლა ჩვენთან იქნებოდა!ის დღეს ტაისიას გამო არ არის ცოცხალი და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის!-ბოლო ხმაზე იღრიალა.
ვერ იტანდა ტაისია ამირეჯიბს,ყოველთვის ფიქრობდა,რომ მას მხოლოდ ცუდი მოჰქონდა მისი ოჯახისთვის და ასეც იყო!ტაისია აზრზე რა იყო თავისი საუკეთესო მეგობრის ოჯახის შესახებ და არც არასდროს უკითხავს მათი ამბავი.მას და მის ოჯახსაც მხოლოდ უბედურება მოჰქონდა გაბრიელ მაღლაფერიძესთვის.
უცნაურია,რომ ტაისიამ არაფერი არ იცოდა მათ შესახებ გარდა იმისა,რომ ნანუკას და-ძმა ჰყავდა,რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ.ნანუკას არასდროს არ უნდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება,ამიტომ ბავშვობიდან ბებიასთან იყო,მართალია სწავლა იტალიაში გააგრძელა,მაგრამ ტაისიას თხოვნით დაბრუნდა და მასთან დაიწყო მუშაობა.მეხუთე კლასში გაიცნეს ერთმანეთი,როდესაც ტაისია ერთი სკოლიდან მეორეში გადაიყვანეს,მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ,მიუხედავად იმისა,რომ შათამ ბევრი რამ მოიმოქმედა მათ დასაშორებლად.ბოლოს ტაისია ამერიკაში გაფრინდა სწავლის გასაგრძელებლად,ნანუკა კი იტალიაში,მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ურთიერთობა.როგორც კი ტაისია ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო,მიხვდა,რომ მარტო იმ რეალობას,რომელშიც ცხოვრება უწევდა,თავს ვერ გაართმევდა,ამიტომ მეგობარსაც უხმო. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ ყველაფერი შეცვალა.გაანადგურა ტაისიაც და გაბრიელიც.
***
-ანუკი დაუჩქარე!ყოველ დღე კი არ მინდება სანაპიროზე გასეირნება!-გრძელ სარაფანში
გამოწყობილი ელოდებოდა ვარდისფერ თმიან გოგონას,რომელიც რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში.
-ახლავე ქალბატონო ტაისია,ბარემ იმასაც ჩავწერ,რომ ხვალ საღამოს იტალიაში მიფრინავთ.
-ჯანდაბა ეგ საერთოდ არ მახსოვდა!
-მხოლოდ ორ დღიანი შეხვედრა იქნება...
-ჰო, ვიცი.
-როგორც ვატყობ წასვლა არ გინდათ.იქნებ კახა გაუშვათ,დარწმუნებული ვარ ისიც მშვენივრად გაართმევს თავს.
-ეგეც ვიცი! მაგრამ სხვა საქმეც მაქვს,რომელსაც კახა ვერ მოაგვარებს!-ჩუმად ჩაილაპარაკა და საუბარი სხვა თემაზე გააგრძელა.-მორჩა ანუკი შეეშვი მაგას,მივდივართ,შენ მძღოლი წამოგიყვანს.
-ქალბატონო ტაისია,იქნებ საერთოდ ფეხით გავისეირნოთ,სანაპირო ხომ აქვეა?-მორიდებით,მაგრამ მაინც სთხოვა.ტაისიამ გარემოს მოავლო თვალი,მერე გოგონას გახედა და თავის დაკვრით ანიშნა,რომ თანახმა იყო მის თხოვნაზე.ანუკიმ გაუღიმა და გვერდით ამოუდგა.
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ სანაპიროს.ანუკი ისეთი გახარებლი ჩანდა,ტაისიამ სიჩუმე ვერ შეინარჩუნა და მაინც შეეკითხა ის,რაც ასე ძალიან აინტერესბდა:
-ასეთი ადვილია?
-რა ქალბატონო ტაისია?
-ადამიანის გაბედნიერება? შენთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა,რომ ახლა აქ ხარ და უბრალოდ ყველაფერს აკვირდები!
-და თქვენ არ გაბედნეირებთ ასეთი რაღაცეები?
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა!-ღიმილ ნარევი სახით ჩაილაპარაკა.
-მაღალი სტანდარტები გქონიათ,ნუთუ არაფერია ამ დედამიწაზე ისეთი,რაც თქვენს ბედნიერებას გამოიწვევს?-ტაისია ამ შეკითხვამ,იმაზე დიდიხანს დააფიქრა,ვიდე ამას ანუკი მოელოდა.შეჩერდა და ანუკისაც ანიშნა გაჩერდიო.
-იმ ბავშვს,ხომ ხედავ,წითელი კაბა,რომ აცვია,უაზროდ,რომ დახტის და ერთადერთი სადარდებელი ის აქვს უყიდის თუ არა ის შავგვრემანი მამაკაცი ნაყინს,რომელიც სავარაუდოდ მამამისია.ხედავ,როგორ კისკისებს?-ანუკიმ თავი დაუქნია,-ახლა მათ გვერდით მდგომ ხუჭუჭა გოგოს ხედავ?რომელიც ისეთი მომღიმარი თვალებით გაჰყურებს მამა-შვილს,თითქოს მათზე უკეთესი დედამიწაზე არ არსებობდეს არავინ და არაფერი,ნუ მისთვის ალბათ ასეც არის.ხედავ,როგორ იღიმის?ხედავ ბავშვი,როგორ კისკისებს?ხედავ იმ მამაკაცს,რომელიც მზად არის ბოლო ამოსუნთქვაც კი გაიღოს შვილის ერთი ღიმილისთვის?ხომ ხედავ ამ ბედნიერ სურათს ანუკი?
-ვხედავ ქალბატონო ტაისია.
-ახლა მითხარი შენ ერთი დღე მაინც გიცხოვრია ასეთ ბედნიერ ოჯახში?-ანუკი უცებვე ჩაფიქრდა.ბებოსთან გატარებული დღე გაახსენდა,როცა მშობლები ისევ ცოცხლები იყვნენ,როცა ნანუკას სანახავად ჩამოვიდნენ ყველა იტალიიდან,პიკნიკი მოაწყვეს.იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო,ყველა ერთამნეთს უღიმოდა და სიყვარულს უზიარებდა.მოგონებებმა ანუკის სახეზე ღიმილი გამოიწვის.-კი ანუკი! გიცხოვრია! ხედავ რა გულწრფელი ღიმილი მოგგვარა მოგონებებმა?
-ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად იყო ასეთი ბედნიერი დღეები.-განაცხადა ანუკიმ და ტაისიას ცივ მზერას გაუსწორა თვალები.
-ახლა კი მითხარი როგორ უნდა მახაროდეს ამ ბედნიერი სახეების დანახვა მე,როცა ჩემს ცხოვრებში ერთი დაწყევლილი დღეც არ ყოფილა ასეთი?როგორ უნდა გიყარდეს ის ხილი,რომელიც არასდროს არ გაგისინჯავს?-ანუკი უყურებდა ადამიანს,რომელიც ახლა სრულებით გულწრფელი იყო და გულის სიღრმეში უთანაგრძნობდა კიდეც,სიტყვა ვერ იპოვა,რომ რამე ეთქვა,აი,ასე აცრემლებული თვალებით უყურებდა და არ იცოდა რა ეთქმა ადამიანისთვის,რომელსაც ასე ძალიან ვერ იტანდა.-არ გინდა ანუკი! ნუ მიყურებ ასეთი თვალებით! მე ეს ყველაფერი არ მჭირდება.
-ყველას სჭირდება!ყველას უნდა,რომ უყვარდეთ!
-გგონია არავის არ ვუყვარვარ?
-კი,როგორ არა! მშობლებს,ოჯახის წევრებს,მეგობრებს და დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავ ადამიანს!-ბოროტულად ჩაეღიმა და მზერა გაუსწორა ანუკის.
-მე თუ მიყვარს ვინმე ეგ უფრო საკითხავია მგონი.
-არ გინდათ ქალბატონო ტაისია! ყველამ ვიცით,რომ არ ხართ ცუდი ადამიანი.-თვითონაც არ იცოდა,რატომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს ადამიანს,რომელთანაც მხოლოდ ორი კვირა გაატარა და რომელზეც შურისძიებას აპირებდა.
-შენი გულუბრყვილობა დაგყუპავს ერთ დღეს!-თავი გააქნია ტაისიამ,თითქოს გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდა ანუკი.
-მე იმას ვამბობ რასაც სინამდვილეში ვხედავ!
-შენ იმას ხედავ,რის საშუალებას შენი ცისფერი თვალები გაძლევს,რომლიდანაც მხოლოდ კარგის დანახვა შეგიძლია.იცი ერთი მეგობარი მყავდა,რომელიც ზუსტად შენაირად ფიქრობდა.მისი თითოეული სიტყვა იმედის მომცემი იყო ჩემთვის.-ისევ შეეცვალა გამომეტყველება ტაისიას.
-ვწუხვარ ის,რომ დაკარგეთ!-ვერ ხვდება,საიდან პოულობს,საკუთარ თავში ამხელა ძალას,მაგრამ როგორღაც ახერხებს თავისი განცდების დამალვას.
-მართლაც,რომ სამწუხაროა დედამიწამ მისნაირი ადამიანი,რომ დაკარგა...
-მაგრამ ყველაზე მეტად ხომ თქვენ გეტკინათ?
-ტკივილის გაზომვა შეიძლება?-ისი უყურებდა,პატარა გოგონას,თითქოს ყველაზე სწორ პასუხს გასცემდა დასმულ შეკითხვაზე.
-ალბათ არა, ის რაც ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი არის შეიძლება თქვენთვის სასაცილო იყოს,ყველას აქვს საკუთარი ტკივილის და სიყვარულის საზომი,მაგრამ სხვებს იმის უფლება არ გვაქვს,რომ თქვენი გავზომოთ!
-ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდება,რომ მასში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს,მაგრამ ყველა დაჟინებით ითხოვს ტაისია ამირეჯიბის ცხოვრების დეტალებს.-დემონსტრაციულად განაცხადა და სანაპიროს იმ ნაწილისკენ გაემართა სადაც მეტ-ნაკლებად ირეოდა ხალხი.ანუკიც უკან დაედევნა და სიტყვა დააწია:
-მეც ძალიან მაინტერესებდა,მაგიტომაც ვარ თქვენთან,განა არ ვიცოდი,რომ თქვენთან მოხვედრის შანსი არ მქონდა,უბრალოდ მინდოდა ერთხელ მაინც მენახეთ!-რატომ მოიგონა ეს ტყუილი თვითონაც არ იცის.
-და ჩემი ნახვით რას მიიღებდი?
-არ ვიცი! მაგრამ იმაზე მეტი მივიღე ვიდრე ველოდი,დღეს თქვენთან ერთად სანაპიროზე ვსეირნობ! შეიძლება ითქვას,რომ იღბლიანი ადამიანი ვარ!-გაეცინათ ორივეს.
-კარგია,რომ ჩემთან მოსვლა გადაწვიტე.-იმაზე გულწრფელი იყო ტაისია,ვიდრე ანუკის წარმოედგინა,-ახლა კი შეგიძლია სახლში წახვიდე,ხვალ გამოცდა გაქვს და არ მინდა ჩემგამო დაბალი ქულა მიიღო!
-გამოცდა?-უცებ დაავიწყდა,რომ ტაისიასთვის ის სტუდენტი იყო,რომელსაც არავინ არ ჰყავდა და თვითონ ირჩენდა თავს,-აჰ! ჰო სულ ამომივარდა გონებიდან,კიდევ კარგი შემახსენეთ,მართლაც წავალ და გავიმეორებ მასალას!-მალევე მოეგო გონს და წამოხტა,ტაისია კი სანაპიროზე დიდ ქვაზე ჩამომჯდარი დატოვა.
***
პატარა ზღვისპირა კაფეში გაბრიელი ისევ მოუთმენლად ელოდა თავის უმცროს დას და თან ფიქრობდა რა უნდა ექნა ორი კვირის შემდეგ,დრო იწურებოდა და ეს საერთოდ არ ახარებდა.
მალევე გამოჩნდა ანუკიც,რომელიც ზედმეტად აფორიაქებული ეჩვენა გაბრიელს:
-ანუკი რა ხდება?-იკითხა წარბებ შეკრულმა გაბრიელმა.
-არაფერი იმის გარდა,რომ მეტი აღარ შემიძლია!
-ანუკი...
-არა ახლა ნუ დამიწყებ ნოტაციების კითხვას!
-მითხარი რა მოხდა? ცუდად გექცევა?-ხმა გაუმკაცრდა გაბრიელს.
-საქმეც იმაშია,რომ ის საერთოდ არ არის ისეთი,როგორიც შენ დამიხატე! შეუძლებელია ნანუკას ისეთ ადამიანთან ემეგობრა,როგორი წარმოდგენაც შენ გაქვს ტაისიაზე!ჯანდაბა მას ხომ საშინლად სტკივა ნანუკას სიკვდილი,ისევე როგორც ჩვენ!ის იმდენად უბედურია,რომ წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება მის გონებაში ან სულში!მე ამ თამაშს ვეღარ გავაგრძელებ!
-ანუკი ნუ მაგიჟებ! არც კი გაბედო გაგრძელება! ის და მისი ოჯახიც დამნაშავეები არიან ჩვენი ოჯახის უბედურებაში და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის! დაგავიწყდა ჩვენი მშობლები როგორი უბედურები იყვნენ! დაგავიწყდა,რომ მათ გამო აქედან წასვლა მოგვწია! დაგავიწყდა რატომ დატოვეს აქ ნანუკა? ნუთუ ყველაფერი დაგავიწყდა?!
-საქმეც იმაშია ,რომ ეს ყველაფერი ტაისიას ოჯახის ბრალია და არა ტაისიასი,ის ისევე გაანადგურეს,როგორც ჩვენ!
-ის მათი შვილია!-ცდილობდა მშვიდად საუბარს,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-არ მესმის რატომ ვერ იტან მას ასე ძალიან შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ?
-მე მას იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია!
-რა?გაბრიელ მოიცა, სად მიდიხარ?-სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გაბრიელს ვერ დაეწია,თან იცოდა,რომ მასთან საუბრის გაგრძელება უფრო დიდ ჩხუბში გადაიზრდებოდა ამიტომ დანებება არჩია.



№1  offline წევრი Soraya

მომწონს, მომწონს დიალოგები ტაისიასა და ანუკის შორის.
ნანუკას სიკვდილზე კი რა ვთქვა…გაბრიელი კი მაღიზიანებს, რა შუაშია მის სიკვდილთან ტაისიას დარეკვა…
წარმატებები!

 


№2  offline წევრი Anastacia

ძალიან მახარებთ,რომ მომყვებით და კითხულობთ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს რა ბომბია პროსტა გავგიჟდიიიიი


აი გაბრიელი და ტაისიას ცეცხლოვანი ურთიერთობა მინდააა

საოცარი ისტორიაა მალე დადე ახალი თავი❤️❤️

 


№4  offline წევრი Anastacia

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 3927

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 14317

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 153
სტუმარი ნინი
ეს რა ბომბია პროსტა გავგიჟდიიიიი


აი გაბრიელი და ტაისიას ცეცხლოვანი ურთიერთობა მინდააა

საოცარი ისტორიაა მალე დადე ახალი თავი❤️❤️

დიდი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent