შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია ამირეჯიბი (3 თავი)


19-02-2023, 18:14
ავტორი Anastacia
ნანახია 1 391

სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა სანაპიროს,საშინლად გაცოფებული იყო.არ იცოდა საიდან მოდიოდა ამდენი აგრესია,ყველაფრის და ყველას განადგურება სურდა.ნუთუ ამ ყველაფრის მიზეზი ტაისია იყო?და აი,ახლა ყველაზე ბნელ ფიქრებში მყოფი გაბრიელი,თავის მოპირდაპირე მხარეს,დიდ ქვაზე ჩამომჯდარ ტაისიას აკვირდებოდა,თავიდან იფიქრა,რომ შეუძლებელი იყო მისი იქ ხილვა,მაგრამ როგორც კი ტაისიას პროფილი დაინახა,მიხვდა რომ ის იყო,ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა,რადგან გაბრიელის ყველა უბედურების მიზეზი ის იყო.ბოლოს რამდენიმე წლის წინ ნახა და მის მერე ერთი დღეც არ გასულა მასზე ფიქრის გარეშე.რამდენადაც არ უნდა ეცადა ტაისიას ამირეჯიბის დავიწყება ის მაინც ჩნდებოდა თუნდაც ერთი წამით,მაგრამ მაინც შეახსენებდა თავს.
მის ერთ მხარეს საშინლად უნდოდა მისთვის რამე დაეშავებინა,მეორე ნაწილს კი უბრალოდ მისი ცქერით ტკბობა სურდა.თვალს ვერ წყვეტდა,აკვირდებოდა მის გრძელ ბუნებრივად ქერა თმებს,რომელსაც ზღვის ნიავი ურხევდა,აკვირდებოდა მის სახეს,შავ თვალებს,პატარა მაგრამ ოდნავ კეხიან ცხვირს,მის ტუჩებს,მის სხეულს.თვალი დახუჭა ,რომ მასზე ფიქრები განედევნა,უნდოდა,რომ თავიდან შეეხედა და თავის მზერაში მხოლოდ ზიზღი ყოფილიყო.ნელა გაახილა თვალები და იქ აღარავინ აღარ დახვდა,თითქოს რამდენიმე წუთის წინ მომხდარო მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაწილი იყო ან უბრალოდ მოჩვენება.ნუთუ შეიძლებოდა,რომ ის ამდენად რეალურად წარმოედგინა.ბოლოს მომხდარმა უფრო გააგიჟა ამიტომ,სასწრაფოდ გაეცალა სანაპიროს.ვერ იტანდა საკუთარ თავს,რომ ტაისიას კვალის წაშლა ამდენი წლის შემდეგაც ვერ შეძლო.
***
იტალია ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო ტაისიასთვის,რადგან იცოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ქვეყანა ნანუკასთვის.არანაირი შეხვედრა არ იყო დაგეგმილი,აქ იმიტომ ჩამოვიდა,რომ გამოფენა მოეწყო.ნანუკა საოცრად ხატავდა და ეს ბევრმა არ იცოდა.მისი ნახატებიც ტაისიას ბინაში ინახებოდა იტალიაში.უნდოდა, რომ მისი კვალი არასდროს არ წაშლილიყო,ამიტომ გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა.რა თქმა უნდა,იტალიაში ყველა თავის ნაცნობს გააგებინა ამის შესახებ,რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოსულიყო.იქ კახაც უნდა ყოფილიყო,მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა მისთვის თავისი ჩანაფიქრის გაზიარება,კახა ხომ სწორედ ნანუკას მეშვეობით გაიცნო.
ტაისიას ხმა გაბრიელსაც მისწვდა საქართველოში,რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა გაბრიელისთვის.მაშინვე გაემართა აეროპორტისკენ.უნდოდა,რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფრისთვის წერტილი დაესვა ან დაწყებულიყო რაღაც ახალი,რაც ყველას აიძულებდა კომფორტის ზონის დატოვებას და რეალობასთან შეჯახებას.
გამოფენის ჩატარება კუნძულზე გადაწყვიტა.როცა იტალიაში ჩადიოდა,ნანუკასთან ერთად ხშირად ისვენებდა სიცილიაზე,ამიტომ ბევრი მოგონებები აკავშირებდა ამ ადგილთან.საუკეთესო ფართი დაიქირავა,ისეთი ინტერიერით,რომელიც ნანუკას ნახატებს მოუხდებოდა.ძალიან ნერვიულობდა,იცოდა,რომ ხალხი იმაზე მეტი იქნებოდა ვიდრე ელოდა,მაგრამ თითქოს ენანებოდა ნანუკას ნახატების გაყიდვა,მაგრამ შემოსული თანხით ნანუკას სახელობის ფონდს დაარსებდა,ეს კი უფრო აბედნიერებდა,რადგან იცოდა,რომ მეგობარი აუცილებლად მოუწონებდა ასეთ გადაწყვეტილებას.ნანუკა ხომ უზომოდ კეთილი იყო.
შავი ატლასის კაბა ეცვა,თავისი გრძელი თმები მხრებზე ჰქონდა გადმოყრილი და იმ ნახატის წინ იდგა,რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა.თეთრ ფონზე ძალიან დიდი და გაშლილი ხე იყო გამოსახული,რომელსაც შავი ტოტები და ვარდისფერი ფოთლები ჰქონდა.ძალიან აინტერესებდა რაზე ფიქრობდა თავისი მეგობარი ამ ნახატის შექმნისას,მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გაიგებდა. ამის გაცნობიერება ძალიან რთული იყო,მიუხედავად იმისა,რომ ერთი წელი გავიდა,დრემდე ეგონა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და აუცილებლად უნდა გამოფხიზლებულიყო,სამწუხაროდ ეს მომენტი არა და არ დადგა.
ფიქრებიდან ბოხმა,მაგრამ ტაისიასთვის სასიამოვნო ბარიტონმა, გამოიყვნა:
-არ ვიცოდი ასე შესანიშნავად თუ ხატავდა...-მონუსხული უყურებდა დის ნამუშევრებს და საერთოდ ვერ იაზრებდა,რომ მის გვერდით ტაისია იდგა.
-არავინ არ იცოდა.-მამაკაცისკენ შეატრიალა თავი და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.მასზე მაღალი და წესით ნაცნობი აღნაგობის ადამიანი ვერ იცნო ტაისიამ.მხოლოდ მის პროფილს ხედავდა და საშინელმა სურვილმა შეიბრყო,რომ თვალებში ჩაეხედა.-თქვენ იცნობდით ნანუკას?
-მე მის შესახებ საერთოდ არაფერი არ მცოდნია.-ხმა ჩატეხილი გაბრიელი მთლიანად გაურკვევლობამ მოიცვა.-მას არასდროს უთქვამს,რომ ხატავდა.-თავი გააქნია,ვერ იჯერებდა,რომ ეს ნახატები თავის დას ეკუთვნოდა.
-რატომ გიკვირთ?!უცხოებს ამის შესახებ არ უყვებოდა...-ტაისია ისევ აგრძელებდა მის თვალებით შესწავლას და აღიაზიანებდა კიდეც ის ფაქტი,რომ ერთხელაც არ გამოუხედავს მოსაუბრესკენ.მამაკაცმა უცებ წარბები შეკრა და წყნარად შემოატრიალა თავი.და აი ისევ შეხვდნენ კუპრივით შავი თვალები ზღვისფერ თვალებს.კაცის თვალებმა სრულიად დააბნია ტაისია.ის ისეთი სანტერესო,დამაინტრიგებელი,საშიში და თბილი ეჩვენა.ვერ ხვდებოდა რატომ იგრძო მისმა სულმა ამდენი ემოცია,მაგრამ აშკარა იყო,რომ ტაისიას არსება ამ ადამაინმა საშინლად ააფორიაქა.
-და იქნებ მე იმაზე ახლოს ვიყავი ნანუკასთან,ვიდრე წარმოგიდგენიათ?
-ეს შეუძლებელია.-ნიშნის მოგებით განაცხადა ტაისიამ და კიდევ უფრო დააბნია მამაკაცის ჩაწითლებულმა თვალეებმა,რომელივ მას შემდეგ შეიცვალა რაც ტასიას შეხედა.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით! ეს სამყარო სავსეა საიდუმლოებით!
-დიახ გეტყობათ იდუმალებით მოცული, რომ ბრძანდებით.-ირონიულად გაუღიმა მამაკაცს და ნახატს მიუბრუნდა.
-დამიჯერეთ საჭირო არ არის.
-რა არ არის საჭირო?
-ეს გამოფენა.
-რატომ?-ისევ შეხედა მის ზღვისფერ თვალებს.
-რადგან ყველა ნახატს მე ვყიდულობ!-ტაისიას არ მოეწონა უცნობის განცხადება.უცნობის რომელსაც ერთ დროს იცნობდა,მაგრამ ტაისიას ისევ ყველაფრის დავიწყება აიძულეს ან იქნებ გონებას არ უნდოდა იმის აღიარება,რომ გაბრიელის თვალები მისთვის ზედმეტად ბევრ გრძნობებთან იყო დაკავშირებული.
-უკაცრავად,შემიძლია გავიგო თქვენი სახელი და ნანუკასთან რა გაკავშირებდათ?
-არ გინდათ ტაისია.ზედმეტი ინფორმაცია საჭირო არ არის! თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყიდის ნახატებს ან რამდენი მყიდველი ეყოლება,მთავარია თანხა ჩაგერიცხებათ.თქვენთვის ხომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი?!-ტაისიას თითოეული სიტყვა ძალიან მწარედ მოხვდა გულზე.
-არ ვიცი რას ემსახურება ეს ცინიკური ტონი ან საერთოდ თქვენ ვინ ხართ,მაგრამ ჩემთან ასე საუბრის უფლება არ გაქვთ.....
-რატომ?-მამაკაცმა უეცრად გააწყვეტინა და თვითონ განაგრძო-რადგან ტაისია ამირეჯიბი ხარ?ერთადერთი და განუმეორებელი?როგორც შენი ოჯახისწევრები გიწოდებენ?-ისევ აგრძელებდა დაცინვას და ტაისიაზე მოქმედებას.-მიკვირს,რომ ნანუკასაც ასეთად მიაჩნდი,მართლა ძალიან მიკვირს!-ტაისიას ბრაზი მოერია,არ იცოდა ვინ იყო მის წინაშე მდგომი ან რა უნდოდა,რატომ ესაუბრეოდა ასეთი ტონით? რა კავშირი ჰქონდა ნანუკასთან?ან საიდან იცნობდა?
- ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან?-ტასიამ გაუზრებლად გადადგა ნაბიჯი და მამაკაცს მიუახლოვდა,სახე ახლოს მიიტანა და კითხვის დასმის შემდეგ მრავლისმეტყველად მიაჩერდა.გაბრიელი ამას არ ელოდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ ემჩნეოდა,ძალიან ააფორიაქა ქალის სიახლოვემ.ამდენი ხნის შემდეგ ისევ იგრძო ტაისიას სურნელი,რომელიც საერთოდ არ შეცვლილა.
-შენგან არაფერი არ მჭირდება!არავის მივცემ უფლებას,რომ ნანუკას ნახატები ასე გამოფინოს.ახლავე დახურავ გამოფენას და ყველაფერს მე შევიძენ!
-ვინ ხარ საერთოდ?
-ეს ნახატები დღეიდან მე მეკუთვნის.-ზედმეტად კატეგორიული ტონით გაისმა გაბრიელის სიტყვები.შეტრიალდა და ხალხში გაუჩინარდა.
ვერაფერს ვერ იაზრებდა,საერთოდ რა მოხდა? ვინ იყო ეს ადამიანი ან რა უნდოდა? მაგრამ ის აშკარაა,რომ გამოფენა მართლაც,რომ დახურა და არც-ერთი ნახატი არ გაყიდულა იმ დღეს.მაგრამ არც ამდენ სიამოვნებას მიანიჭებდა აუცნობს.მეორე დრესვე დაბრუნდა საქართველოში და ყველა ნახატი თან ჩამოიტანა.აგარაკი იქირავა და ნახატებიც იქ განათავსა,ყველა ოთახში ნანუკას ნახატები იყო და იქ ხშირად დადიოდა,რადგან საშინლად ამშვიდება მათი ყურება და იმაზე ფიქრი თუ რას განიცდიდა ნანუკა ამ ნახატების შექმნისას. არ აპირებდა უცნობისთვის ნანუკას ნახატების დათმობას!და ზუსტად იცოდა,რომ ის გამოჩნდებოდა.ტაისია მოუთმენლად ელოდებოდა რაღაცას.რაღაც ისეთს,რაც ყველაფერს შეცვლიდა.
***
ამასობაში ანუკის უცნაურ საქციელებსაც ამჩნევდა,რაც დღითიდღე უფრო მეტ ეჭვს უჩენდა,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა თავისი ფიქრების დაიგნორებას.მორიგი იმედგაცრუებისთვის ნამდვილად არ იყო მზად. მაგრამ იმედგაცრუებაც და მასთან დაკავშირებული ყველა განცდა ლანდივით დაყვება ადამიანს და ყოველთვის შესაფერის მომენტს ელოდება.
მორიგი დამღლელი შეხვედრის შემდეგ მოწყენილი იჯდა თავისი ნომრის აივანზე და ვისკს წრუპავდა,როდესაც ანუკი შემოვიდა:
-ქალბატონო ტაისია,მე მივდივარ,რამე ხომ არ გნებავთ?
-სად მიდიხარ?
-სახლში ან არ ვიცი,მგონი სახლში არ მინდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-რატომ?
-ცარიელი კიდლების ყურება არც თუ ისე სასიამოვნოა.
-მაშინ შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე?-ადგა და ოთახში შევიდა,სადაც დიდი გარდერობი ჰქონდა და იქედან ელაპარაკებოდა.
-სად?
-ნახავ.ჩემი აზრით ძალიან მოგეწონება.-სპორტულ სამოსში გამოწყობილი გამოვიდა და თავით ანიშნა ანუკის,რომ უკან გაჰყოლოდა.როგორც კი მანქანა მოიყვანეს ანუკიმ ჩაჯდომა დააპირა,მაგრამ ტაისიას ხმამ შეაჩერა.
-ჯერ მე.რომ დავქოქავ მერე ჩაჯდები შენ.-მაინც იყო რაღაც მბრძანებლური ტაისიას ტონში.შიში,რომ მის გამო შეიძლება კიდევ ვინმე დაშავებულიყო იმაზე ძლიერი იყო,ვიდრე თვითონ ტაისიას წარმოედგინა.
ანუკის არც გაჰკვირვებია,რომ ტაისიას ასეთი დიდი და ლამაზი აგარაკი ჰქონდა ზღვისპირას,მაგრამ შიგნით შესულს,სანახაობამ ნამდვილად გააკვირვა,გააოცა და საერთოდ ბოლო წვეთი აღმოჩნდა,როცა თავისი დის ხელწერა შეამჩნია ერთ-ერთ ნახატზე, კუთხეში ლამაზად იყო ნანუკას სახელის პირველი ასო გამოსახული:
-ეს...შეუძლებელია....-ძლივს ამოთქვა.
-რა არის შუძლებელია?-ანუკის უკან იდგა და თვითონაც არ იციდა ასე რატო იქცეოდა,მაგრამ აშკარად ყველაფერზე წერტილის დასმას აპირებდა.
-ეს ნახატები.
-რატომ?
-ის….არ ხატავდა.-ტაისიასკენ შემოტრიალდა და თავისი ცრემლიანი თვალები გაუსწორა.
-სამწუხაროა,რომ მის შესახებ ბევრი რამ არ იცოდით.-ირონიულად ჩაიცინა და გოგონას თავისი ცივი მზერა მიანათა.ანუკისთვის გასაგები იყო,რომ ტაისიამ ყველაფერი იცოდა.
-სამაწუხარო ის არის,რომ მას შენთან ერთად უწევდა ცხოვრება და არა თავის ოჯახთან!-ყველანაირად ეცადა ის ბრაზი, რომელიც საშინლად ახრჩობდა ამ ერთ წინადადებაში ჩაეტია და ტაისიამ ეს იგრძნო.
-უწევდა?-ისე ჰკთხა თითქოს უდიდესი დანაშაული მიუძღვოდა ანუკის,წარმოთქმული სიტყვების გამო.-შენი აზრით ნანუკასნარი თავისუფალი ადამინისთვის რაიმეს იძულება შესაძლებელი იყო?
-არა,მაგრამ შენს გამო იყო აქ! საუკეთესო მეგობარს ვერ ტოვებდა.იცოდა,რომ საშინლად ვერ იტანდი იმ გარემოს,რომელშიც,რატომღაც დღემდე ხარ!ვერ გიმეტებდა მარტო დასატოვებლად. ერთადერთ საყრდენსაც ვერ გამოგაცლიდა. აი,რატომ რჩებოდა აქ და არა იტალიაში თავის ოჯახისწევრებთან.იცი მაინც რამდენი ვთხოვე,რომ დარჩენილიყო?შენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდი,მაგრამ იმდენად ეგოისტი ხარ,არ იმჩნევდი!უბრალოდ არ გაწყობდა ამის შემჩნევა,რადგან მისი გაშვება მოგიწევდა!-ხმა მაღლა საუბრობდა,პირველად დაიჭირა ანუკის თვალებში ზიზღი,რამაც საშინლად გააცოფა,მაგრამ ეს გაცოფება მხოლოდ საკუთარი თავისკენ იყო მიმართული და არა ანუკიზე.
-შენ ძმას გადაეცი,რომ ნახატების წაღება შეუძლია.-უპასუხოდ დატოვა ყველა სიტყვა,რომელიც გულზე ტყვიასავით მოხვდა,გაბრუნდა და წავიდა.მანქანა შორის ახლოს გააჩერა და თავის ეჭვებში ბოლომდე დარწმუნდა.ნახევარ საათში გაბრიელის რენჯ როვერი გამოჩნდა.სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ტაისიას გულის აფორიაქებაც გამოიწვია.ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის,რომ გაეგო ვინ იყო ის უცნობი,რომელმაც ყველაფერი ერთი შეხვედრით ამოატრილა ტაისიას გონებაში,მაგრამ გადამწყვეტი ცისფერი თვალები აღმოჩნდა,რომელიც სამივე მაღლაფერიძეს ამშვენებდა.ანუკიზე ინფორმაციის მოძეიება არ გასჭირვებია,რაღაც მომენტში ინანა კიდეც,რომ თავიდანვე ასე არ მოიქცა,მაგრამ მერე ანუკისთან გატარებული დღეები გაახსენდა და ის ფერები,რომელიც ტაისიას ცხოვრებას შეჰმატა ამ პატარა გოგონამ.კარგად იცოდა,რომ ნანუკას და ბოროტი სულის პატრონი ვერ იქნებოდა და ისიც კარგად იცოდა,რომ მას სიძულვილი არ შეეძლი,ამიტომ ის ყველაზე ბოლო იყო ვისი გულის ტკენაც ტაისიას სურდა,მაგრამ გაბრიელი,ტაისიასთვის ჯერ კიდევ უცნობი არსება იმაზე მეტად ადარდება ვიდრე სხვა დანარჩენი.
რატომღაც ის ტკივილი,რომელიც გაბრიელის თვალებში დაინახა ვერ აიტანა,მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო,რომ ეს უცნობი ნანუკას ძმა იყო.ვერ აიტანა ის ბრაზი,რომელსაც ეს უცნობი აფრქვევდა,ვერ აიტანა სიძულვილი,რომელიც აშკარად ტაისიასკენ იყო მიმრთული.ძალიან ბუნდოვნად,მაგრამ მაინც ახსოვდა ის გაბრიელი,რომელიც ერთადერთხელ ჰყავდა ნანახი,მაშინ დიდი ყურადრება არ მიუქცევია ბიჭისთვის,რომელიც თვალებ ანთებული შესციცინებდა.
***
იმ დღეს ნანუკა ვერ ნახა,რადგან მთელი ოჯახით იკრიბებოდნენ ბებიასთან.ნანუკას ოჯახის წევრებიდან არცერთს არ იცნობდა ამიტომ საშინლად უნდოდა მათი ნახვა. თვითონ კი ბევრი სამეცადინო ჰქონდა თან დღის ბოლოს ყველაფერი დედასთვის თუ არა შოთასთვის მაინც უნდა ჩაებარებინა,მაგრამ იმდენად აინტერესებდა როგორი ოჯახი ჰყავდა თავის მეგობარს,რომელიც ისეთი აღფრთოვანებით უყვებოდა ხოლმე,რომ აუცილებლად მოუნდებოდა ნებისმიერს მათი გაცნობა.მაშინ პირველად გადაწყვიტა სახლიდან გაპარვა და იმ წესების დარღვევა,რასაც ზედმიწევნიდ იცავდა.ჩანაფიქრი გამოუვიდა კიდეც, გაიპარა და ნანუკას ბებიის სახლსაც მიუახლოვდა,პირდაპირ შესვლა არც უფიქრია სახლს მოუარა და უკანა ეზოში შევიდა,მანდ კი იმდენად მშვენიერი სურათი დახვდა,რომ თვალი ვერმოსწყიტა მათ გაღიმებულ სახეებს,პირველად ხედავდა ნანუკასაც ასეთ მოციმციმეს და ბედნიერს,სრულფასოვან ოჯახს ხედავდა,შეიძლება ბვერი პრობლემა ჰქონდათ,მაგრამ ერთამენეთი უყვარდათ და ეს თითოეულ გამოხედვაში ჩანდა.რამდენიმე წუთიანი დაკვივრვების შემდეგ პატარა ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე,ძალიან მოუნდა,რომ თვითონაც იმ სანახაობის ნაწილი ყოფილიყო და არა მაყურებელი.პირველად შეშურდა მეგობრის,რის გამოც უფრო გაბრაზდა ჯერ საკუთარ თავზე მერე საკუთარ მშვობლებზე და საერთოდ ცხოვრებაზე.აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ყურება შემობრუნდა და ვიღაცის გულმკერდს შეეფეთა,თავი მაღლა ასწია და უჩვეულო ცისფერ თვალებს წააწყდა,უცებვე ამოიცნო ნანუკას ნაკვთები ბიჭში და მიხვდა,რომ ეს მისი ძმა იქნებოდა,რომელზეც ხშირად უყვებოდა ხოლმე.ბიჭი გაკვირვებული უყურებდა და როგორც კი ხმის ამოღება დააპირა გოგონა უკან მოუხედავად გაიქცა.ტაისიას შეეშინდა,ზუსტად არ იცის რის,მაგრამ ფაქტია,რომ იმ დღეს მეორეჯერ გაიქცა.
სახლში მისულს არც ისე კარგი ამბავი დახვდა,დრო ისე გაეპარა,რომ აშკარა იყო მისი ნამოქმედარის შესახებ გაიგეს და სასჯელიც მიიღო.იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე ნანუკა არ უნახავს,როგორც უთხრეს ის თავის ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრა,შემდეგ იყო რთული პერიოდი სახელად დეპრესია,ამან ბატონი შოთა აიძულა,რომ დათმობაზე წასულიყო და ტაისიათვის მოულოდნელად ნანუკა ისევ გამოჩნდა,ისევ შეხვდნენ მეგორები ერთმანეთს და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა,მაგრამ სკოლის დამთავრებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი,ამიტომ მათაც ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ.შემდეგ ტაისია ამერიკაში გაუშვეს,ნანუკა კი ისევ იტალიაში დაბრუნდა.ასე გავიდა დაახლოებით 6 წელი.ძირითადად ტაისია ჩადიოდა იტალიაში,რომ თავისი დაქალი ენახა და მასთან დრო გაეტარებინა.ბინა უყიდეს და ნანუკაც იქ აკითხავდა.
იმ დღის შემდეგ ისედაც აღარ გასჩენია სურვილი,რომ ნანუკას ოჯახი წევრებთან რაიმე კავშირი ჰქონოდა და არც ნანუკას გამოუჩენია რაიმე ინიციატივა.თითქოს ეს ტაბუ დადებული თემა იყო.ტაისიამ იცოდა,რომ შოთამ მის გამო აიძულა ნანუკას ოჯახს წასვლა და ამაზე,რომ ნანუკასთან ესაუბრა,ეგონა რომ მათი მეგობრობა დასრულდებოდა,თითქოს რაღაც ბზარი გაჩნდებოდა,ამის კი ყველაზე მეტად ეშინოდა.ვერ დაკარგავდა იმ ერთადერთ ნათელ წერტილსაც რაც იმ ბნელ პერიოდში გზას უნათებდა.
საერთოდ ოჯახზე არასდროს საუბრობდა არც ტაისია.ნანუკასთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი, მეგობრის ისედაც დათრგუნულ ხასიათს უფრთხილდებოდა,ამიტომ არაფერს არ იმჩნევდა.შემდეგ იყო ზარი,რომელმაც ნანუკა ისევ დააბრუნა საქართველოში.სასოწარკვეთილი ტაისიას ნახვა არ შეეძლი.მიხვდა,რომ თუ ისიც მიატოვებდა მაშინ გადარჩენის გზას ვერ იპოვნიდა.მიუხედავად იმისა,რომ იტალიაში ცხოვრებას მიეჩვია და მოსწონდა კიდეც საქართველოში დაბრუნება სულ უნოდოდა,ტაისიას მდგომარეობამ კი საბოლოოდ გადააწვეტინა დაბრუნება,რომელიც საბედისწერი აღმოჩნდა,ნანუკასთვის და ტაისიასთვისაც.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

მეტი გაბრიელიი და ტაისია????

მალე ატვირთე ახალი თავი ვეღარ ვითმენ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვამოწმებ

 


№2  offline წევრი Anastacia

სტუმარი ნინი
მეტი გაბრიელიი და ტაისია????

მალე ატვირთე ახალი თავი ვეღარ ვითმენ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვამოწმებ

ხარვეზის გამო ვერ დავამატე გუშინ.
დღეს უფრო გვიან ან ხვალ დილით იქნება ახალი თავი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent