შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.ხვალამდე.


23-02-2023, 22:29
ავტორი Nini1999
ნანახია 742

"დედა როდესაც კვდებიან სად მიდიან?

"სამოთხეში პატარა...."

"სამოთხე სად არის დედა?"

"იქ ,სადაც ტკივილი ქრება"



დღევანდელი დღე:
16.08.20**წელი.
06:18:

აპოკალიფსი -730-ე დღე.

დედა რატომ მომატყუე?
განა შენ არ თქვი რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები ცაში მიდიან?
დედა შენ არ მითხარი,რომ ისინი სამოთხეში ხვდებიან?
დედა რატომ არიან ისინი ისევ აქ?
მათ გზა აერიათ?
დედა ეს განა სამოთხეა?
ცაში ვართ დედა?
დე სად ხარ ახლა?
შენც მშიერი მკვდარი ხარ?
ამაზრზენი მოსიარულე გვამი ხარ დედა!?
ყველას ისევ სტკივა,ისინი არ წასულან იქ სადაც ტკივილს ვეღარ იგრძნობდნენ!
ისინი დარჩნენ აქ და საკუთარი სამყარო ჯოჯოხეთად აქციეს,ხოლო ტკივილი ,რომელიც აღარ უნდა ეგრძნოთ,სხვის ყველაზე დიდი სასჯელად აქციეს.
დედა...მეტს ვეღარ ვუძლებ !
დედა მეშინია,მცივა,აქ ისე ბნელა,სულ გეძახი,შენ კი ჩემი ხმა არ გესმის...მე ამას მეტად ვერ გავუძლებ.
არ მეშინია სიკვდილის,მე უბრალოდ მისი არ მჯერა !
აღარ მჯერა,აღარ მწამს რომ სიკვდილის შემდეგ ტკივილს ვეღარ ვიგრძნობ!
პირიქით მეშინია ,რომ სხვებს მივაყენებ ტკივილს,სწორედ ამიტომ გავურბივარ მას,გავურბივარ მათ.

ნენე:

როგორი ჩუმად ვცდილობდი ამ პატარა გზის გავლას,რომელსაც ჩვეულებრივ სულ ათი წუთი დასჭირდებოდა,მე კი ძაალიან ნელა და სრულიად უხმოდ,თითქმის ნახევარი საათი ვკვეთდი ,მაგრამ სულ ტყუილად ვიწვალე!
მაინც გაიგეს რომ აქ ვიყავი...ჩემმა სუნთქვის ხმამ ან კი შიშისგან სწრაფად აძგერებულმა გულმა გამცა,ასე ვფიქრობ ესაა ამის მიზეზი!
მიზეზი რომ ამ წამს გულ ამოგდებული მთელი ძალით მივრბივარ ამ საზიზღარ და ბნელ ადგილას,უგზო უკვლოდ,ისე რომ არც ვიცი სააბოლოდ სად გავჩერდები ან თუ შევძლებ გადარჩენას!
ისინი ხომ უკვე ასეთი ახლოს არიან,მათი აყროლებული ლეშის სუნი მცემს,ღრიალი და ღრინვა,მათი დასერილი და გატყავებული ფეხის ნაბიჯები მესმის!
მე კი გავრბივარ,გავრბივარ და ვერსად ვერ ვხვდები,ვერსად ვერ ვნახე ადგილი,სადაც ისინი არ იქნებიან!
ყველა მხრიდან მიყურებენ,ჩემი ესმით და მხოლოდ ერთი სურვილი კლავთ,რომ მეც გამანადგურონ,როგორც სხვა ყველა დანარჩენი!
კედლები წითელი სისხლითაა მოსვრილი,გზათ კი ათასი გვამი გდია ან არიან განა გვამები?!
ნარჩენები უფრო ქვია მათ სხეულს!
ჯანდაბა,ისე მეშინია,ისე ვცდილობ თავის დახწევას,არ მინდა...არ მინდა მეც მათნაირი გავხდე,ჯერ არ ვარ მზად,ჯერ ვერ დავკარგავ იმედს!
-ჯანდაბა,გთხოვ ჩაკეტილი არ იყო!
ბოლო ხმაზე ვიღღრიალე და ერთადერთ კარს ჩემს წინ აქვითინებული ვეცი!
სულ ოფლში ვცურავდი და მთელი სხეული ისე მიკანკალებდა ,თავს ვეღარ ვიკავებდი და მგონი წუთი წუთზე მომეკვეთებოდა ფეხები!
-გთხოვ,გაიღე!
წიხლი მთელი ძალით ვკარი კარს,რომელიც როგორც ჩანს არ იღებოდა,მე კი იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი უკვე,რომ მეგონა თუნდაც ჩემი მრისხანებით ან თუნდაც წიხლებით ამ კარს რაიმეს მოვუხერებდი და გავაღებდი!
მაგრამ განა ამ მომენტში,როდესაც ასეთი სასოწარკვეთილი ვარ სხვა გზა მაქვს!
არა,არანაირი გამოსავალი არ მაქვს,რადგან ჩიხში ვარ,გასაქცევი აღარსადაა!
ისეთი ახლოს არიან!
-გთხოვ,გთხოვ,გთხოვ!
ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და წიხლებს უფრო და უფრო ძლიერ ვურტყავდი კარს!
უეცრად კი,სრულიად მოულოდნელად,ბოლო წამს,როდესაც მოსიარულე გვამები თითქმის ჩემს წინ იყვნენ ,კარი გაიღო!
მე კი არც კი დავფიქრებულვარ,პირდაპირ შევედი და კარი რამოდენიმე გვამს ცხვირწინ მოვუხურე!
ვერ ვიჯერებ,რომ ასე გამიმართლა და ბოლო წამს ,ჩაკეტილი კარი ჩემმა მრისხანებამ გააღო.
კარს უკან ჯერ კიდევ მესმოდა მათი ხმა და ისიც როგორც აწვებოდნენ კარს,მაგრამ ალბათ აქ ჯერ-ჯერობით უსაფრთხოდ ვიყავი და ეს კარიც ცოტახანს გასტანდა.
-აჰჰ,დაწყევლილი გვამები.
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და იქვე კედელს მივეყუდე,შემდეგ კი იქვე დავჯექი.
ძლივს ვსუნთქავდი და სულ სველი ვიყავი ამდენი სირბილისგან,ეს ყველაფერი კი რის გამო?!
-ერთი პატარა პური,არაქისის კარაქი და დაწყევლილი კონსერვები,რომელმაც გამცა.
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და ჩანთიდან მოსწრებული რამოდენიმე პროდუქტი ძირს გადმოვყარე,შემდეგ კი არც მომიცდია ,პურის ცელოფანი სწრაფად გავგლიჯე და ჭამა ისე დავიწყე,ლუკმების დაღეჭვას ძლივს ვასწრებდი!
მაგრამ რა არის გასაკვირი?
მგონი სამი დღის მშიერი ვარ.
სადამდე ვიქნები ასეთი უსუსური ან კი რისთვის ვიბრძვი? რის იმედად ვარ,რას ველი?!
-აჰ,სიზმარში უფრო ბედნიერი ვარ,ვიდრე რელობაში.
ჩურჩულით ვთქვი და თავი გაყინულ იატაკზე დავდე,შემდეგ კი ოთხად მოვიკეცე,თითქოს ამით საკუთარი თავის ჩახუტებას ვცდილობო.
თვალი მჭიდროდ მოვხუჭე და ვეცადე დამეძინა...სიზმრები ხო ასეთი მშვენირია,რადგან ისინი იქ არ არიან.
უბრალოდ სიკვდილიც კი ასეთი სანატრელია ჩემთვის.
ტირილსაც კი  აღარ აქვს აზრი,ცრემლები გამომელია.

როგორც სხვა ყოველი დღე ისე დაიწყო ეს დილაც...ცხარე ცრემლით მინდოდა ტირილი და თუნდაც საბრალოდ ჩემი თავის შეცოდება და ამით ცოტა დამშვიდება,მაგრამ ესეც არ შემეძლო!
უკვე არც კი ვიცოდი რისთვის ან ვისთვის ვაგრძელებდი ბრძოლას!
რისთვის ვცდილობდი გადარჩენას?
განა მინდოდა ასეთი სიცოცხლე?
არც კი ვიცი ჩემი საყვარელი ადამიანები,ჩემი ოჯახი და მეგობრები თუ ცოცხლები არიან!
ყოველი დღე მარტოობითა სავსე!
თავს მეც მათნაირად ვგრძნობ უკვე,ცოცხალ-მკვდარი გვამი დავეხეტები და საკვებს ვეძებ რომ გადავრჩე...მხოლოდ ესაა ჩემი მიზანი,მხოლოდ ამისათვის ვიბრძვი,ვათენებ და ვაღაამებ,მაგრამ სადამდე გადავრჩები რომ?

სამოთხეში  იგივენაირად დაიწყო ეს დილა...უფრო სწორედ ჯოჯოხეთში,ეს დედამიწაა 20** წელი 16 აგვისტო,ჩვენ ყველა შევესწარით ციივილიზაცის ნელ და მტკივნეულ განადგურებას,ყველა გავხდით იმის მოწმენი როგორ მოეხვია ხალხს სასჯელი,რომელმაც ისინი ამ არსებებათ აქცია!
ვინ არიან ისინი? რა უნდათ?
ამაზე არავინ არ იცის დღემდე პასუხი!
არ იციან  ეს როგორ მოხდა, ან საიდან დაიწყო!
თუნდაც რა ან ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ,მაგრამ ფაქტი სახეზეა,ჩვენი სამყარო ნადგურდება!
აპოკალიფსია ჩვენს სამყაროში,ნელ-ნელა ყველა მათ უერთდება,ბოლოს კი ვიცი აღარავინ არ დარჩება ჩემნაირი...

ა. დ. ა. მ. ი. ა. ნ. ი

-აქედან როგორ გავიდე?
სიცარიელეს დავუსვი კითხვა და ერთადერთი პატარა ფანჯრიდან,რომელიც ძაალიან მაღლა იყო და ძლივს მივწვდი,გარემოს მოვავლე თვალი.
გარშემო არაფერი არ იყო,მხოოლოდ ქაოსი და დამტვრეული მანქანები!
მოსიარულე გვამებიც თითქოს ბევრნი არ იყვნენ,სულ რაღაც სამს მოვკარი თვალი.
კარიდან ვეღარ გავალ,რადგან მათი ხმა მესმის და ჯერ კიდევ აქ არიან,თან გინდაც გავიდე,გასავლელი გზა დიდია და როგორც აღმოვაჩინე ეს შენობა მოსიარულე გვამებითაა სავსე!
მაშინ სხვა გამოსავალი არ მაქვს,ესაა ერთადერთი გასასვლელი.
საკმაოდ პატარაა,მაგრამ მე გავეტევი,დაცემითაც არ დავშავდები წესით,რადგან დიდ სიმაღლეზე არაა,შემდეგ კი მოტოციკლით ვცდი აქედან თავის დახწევას და ცოტა უსაფრთხო ადგილის მოძებნას.
ეს მოტოციკლია რაც თვალში მომხვდა...მგონი რომ გაფუჭებული არ უნდა იყოს!
ვერ იქნება,რადგან ისა ჩემი ერთადერთი იმედი,ეს მოტოციკლია ჩემი გადარჩენის გზა.

მოგონება სამი წლის წინ:

-ჯანდაბა,საზღვრები არ აქვს უკვე ამ შენი ჯართის უმისამართოდ ტარებას!
თითქმის უკვე მერამდენეთ გამიტანე ხვდები მაინც?! დაითვალე?
მის წინ ვიდექი დოინჯ შემოდებული და მკაცრი მზერით ვუცქერდი ჩემს წინ მდგარს,რომელიც ტყავის ქურთუკით იდგა უდარდელად და ჩაფხუტში მისი ემოცია ამ წამს არც ჩანდა,მანამ სანამ ჩაფხუტი არ მოიხსნა და  უდარდელად,სრულიად უემოციოდ და უინტერესო მზერით არ შემომხედა!
-გაგიტანე? როგორც ვხედავ ლაპარაკობ.
არადა რომ გამეტანე ამის შესაძლებლობა არ გექნებიდა,რაც რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ ამას განძრახ მკვლელობას ეძახიან.
მიპასუხა სერიოზული ტონით და თან ისე,რომ წარბიც არ შეუხრია,რამაც სულ გაამაგიჟა და გადამრია!
უკვე ბრაზისგან ყურები მეწვოდა და სახე მიწითლდებოდა!
-როგორ ლაპარაკობ?! ადამიანურად მოიქეცი ერთხელ მაინც.
აქ ხალხი სწავლობს შენს გარდა და წინაც გაიხედე ,არ გაწყენს!
ვუთხარი უკვე ყელში ამოსულმა და ვაპირებდი მეტიც მეთქვა ჩემი  მეგობარი სალის ხმა,რომ არ გამეგო,რომელიც მკლავზე მექაჩებოდა და ჩემს გაათრევას ცდილობდა,რადგან რამდენჯერაც არ უნდა ვეკამათო მას ამაზე, შედეგი იგივეა და კვირაში სამჯერ ამ თავისი მოტოციკლით რამის ზედ გადამიაროს!
სპეციალურად აკეთებს და ცდილობს დამაჯახოს!
-უბრალოდ ვერ ვხვდები ამდენის
უფლებას რატომ აძლევს თავს!
ჩავილაპარაკე ანერვიულებულმა და თმა შუბლიდან გადავიწიე,რადგან რამის კუჭიბრუნა გამაკეთებინა,ოღონდაც გავცლოდი მის მოტოციკლს!
ასეთი სიჩქარით მაინც რატომ მოდიოდა?! ჩემი მოკვლა უნდა?!
-მადლობის მაგიერია?
გადაგარჩინე რომ არ წაქცეულიყავი.
არ გაჩერდა და თავიდან გამომიწვია!
არადა უკვე წასვლას ვაპირებდი...დავაიგნორებდი ,ჯანდაბას!
მაგრამ შეხედეთ?! ცინიკურობა მომინდომა ახლა,ჩემი ნერვების შეწირვა არ იყო საკმარისი,რას იძახით!
-შენ გააფრინე ხო?
შენი მოტოციკლი რომ არა,არც იქნებოდა წაქცევის საფრთხე!
ამოვხეთქე მეც და ბოლო ხმაზე ვუყვირე!
ვეღარ ვითმენდი უკვე ამდენ სითავხედეს.
ყოველ დღე ერთი და იგივე,ერთი და იგივე!
სადამდე მოვუთმინო?! როდის დაინახავს საზღვრებს!?
-ასეთი რთულია აღიარება?
მოუხერხებელი ხარ...მე კი დაგეხმარე.
ცივი და სრულიად სერიოზული გამომეტყველებით მითხრა ეს ყოველივე და მოტოციკლიდან გადმოვიდა.
-არა,ეს არ იყო დახმარება!
შენივე გაფუჭებულისგან გადამარჩინე!
ან რა გგონია შენი თავი?!
მე გინდაც ვკვდებოდე შენაირისაგან იცოდე,რომ დახმარებას არასდროს მივიღებ .
ვუპასუხე ზიზღით,ისე რომ სიბრაზისგან მუშტებს ვუჭერდი და თან ბასრი მზერით ვუცქერდი!
-კარგი დავიმახსოვრებ ამას.
მან კი მხოლოდ ეს მიპასუხა და გამომწვევად და გამაღიზიანებლად გამისწორა თვალი...ჯანდაბა,ახლა თუ არ გავეცლები მეტად მომეშლება ნერვები ხო?
-რა ჯანდაბა უნდა?! რატომ გადამეკიდა!
ჩავილაპარაკე განრისხებულმა და სააბოლოოდ სწრაფად ავუარე გვერდი უკვე მომღიმარს,რომელიც ჩემი რეაქციით უკვე საკმაოდ კმაყოფილი იყო!
რა თქმა უნდა,იქნება კმაყოფილი,დილა ჩვეულ რიტმში დაიწყო,ჩემი მკვლელობის მცდელობით!
-კარგი შეეშვი,ხომ იცი სპეციალურად აკეთებს!
მართლა ხო არ დაგაჯახებს.
გადმომილაპარაკა სალიმ და თან ხელი მომხვია და ჩემთან ერთად გზა ასე განაგრძო.
-კარგი რა,სადამდე ვითმინო!?
ცოტასაც მოვიცდი და აუცილებლად მოვახსენებ მის საქციელს ვინმეს,რომ შესაბამისი ზომები მიიღონ,მეშინია უკვე!
დავიწყე ყოველდღიური ჩვეული წუწუნი და ლანძღვა,რათა გული ცოტა მომექავა და თან ჩემი კლასისკენ დავიძარი.
-თუ ესეც არ გაჭრის,იმ მოტოციკლს ჩუმად ცეცხლს წავუკიდებ !
წარმოვთქვი მომღიმარმა და ცბიერი და ბედნიერი სახით ავთამაშე წარბები,შემდეგ კი სალის მივაჩერდი.
-ნუ მაშინებ.
ამოიკისკისა სალიმ და ხელით უკან გამწია,რაზეც მეც გამეცინა და ცოტა გულზეც მომეშვა მგონი...ეს მუქარა მაინც მეხმარება ცოტას,რომ ეს ბრაზი ჩავახშო ჩემში.
რადგან ეს ბიჭი ცდილობს თავისი მოტოციკლით გამიტანოს და მე კი ჯერ ჯერობით ვერაფერს ვაკეთებ,რომ ამისგან გამოწვეული მრისხანება ჩავახშო!



მოგონების დასასრული.

არც კი ვიცი ეს რატომ გამახსსენდა.
ალბათ იმიტომ,რომ ეს მოტოციკლი დავინახე.
რა სულელი და უსუსური ვარ...მე ხომ ახლა მასზეც კი თანახმა ვარ.
მეტიც...უყოყმანოდ დავთანხმდებოდი მის დახმარებას.
რა უიღბლო ვარ,რა აზრი აქვს გადარჩენისათვის ბრძოლას?

გამა მაქვს მიზეზი რომ ბრძოლა გავნაგრძო?

29.05.20**
16:34
აპოკიფსამდე სამი კვირით ადრე:


-საბა გეყოფა!
ტელეფონი დამიბრუნე,რანაირად იქცევი!?
დედა რამე უთხარი!
ბოლო ხმაზე სასოწარკვეთილი გავყვიროდი და თან ჩემი აყლაყუდა ძმის ხელში ჩემს
ტელეფონამდე მიღწევას ვცდილობდი,რაც რაღა თქმა უნდა უშედეგო იყო,რადგან ის ორჯერ მაღალია ჩემზე და ამავდროულად ორჯერ უფრო ჯიუტიც!
-როგორ ხტუნაობს კურდღელივით!
დე უყურე ,რა მონდომებულია შენი შვილი!
ლუკა კი ჩემს დაცინვას აგრძელებდა და ისევ მეხუმრებოდა,იმაზე რაც ამ წამს ჩემთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ მგრძნობიარე თეემა იყო!
-ძაალიან მომწონს ,მაგრამ არ მინდა ვინმემ ამის შესახებ გაიგოს!
ჩემი ლევანი ხომ სკოლაში ყველა გოგოს მოსწონს...აჰაჰაჰა!
ყველა გოგოს არა ჩემი ფეხები !

საბა...ჩემი საკუთარი ძმა ,ამ წამს მამცირებდა და მაბულინგებდა!
როგორ შეუძლია ასე უსამართლოდ მოქცევა!? ჩემი ტელეფონი აიღო,აღარ მაძლევს,ჩემი შეტყობინებებიც წაიკითხა და ეს არ ეყო,ახლა ჩემს დაცინვაზეც გადმოვიდა!
მოღალატეს და მტერს ვზრდიდი ჩემს გვერდით ,ჩემს საკუთარ სახლში!
-საკუთარი დაას ამას როგორ მიკეთებ?!
ძმა ხარ თუ მტერი?!
ვუყვირე დრამატულად და ისევ ჰაერში ავხტი ,იმ იმედით,რომ ამით მართლა ჩავიგდებდი ტელეფონს ხელში,რაზეც მან მხოლოდ სიცილს უმატა!
-დამიბრუნე ,გეყოფა,დედააა!
ვაგრძელებდი წუწუნს და ყვირილს,რაზეც ძლივს მომცინარმა დედამ ხმა ამოიღო!
ამ სახლში ვიჩაგრები.
-საბა ,გეყოფა შენი დის წვალება,რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?
ცდილობდა მკაცრად ეთქვაა,მაგრამ ეცინებოდა აშკარად და ამის შედეგად  რა თქმა უნდა არ გამოუვიდა სიმკაცრე!
-ორივე ჩემი მტრები ყოფილხართ და ახლა ვიგებ.
დავნებდი და გაბრუნჩულმა გადავაჯვარედინე ხელები,შემდეგ კი იქვე დივანზე დრამატულად მივესვენე,რაზეც საბა გვერდით მომიჯდა სიცილით და ტელეფონი ხელებში ჩამიდო.
-გაწვალებ კი,მაგრამ  როგორც ძმა ამით,ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
თქვა ამაყად ცინიკური სიცილით,რაზეც დაბღვერილმა ავხედე და უკმაყოფილო მზერა დედასკენ გადავიტანე ისევ,რადგან ჩუმად იყო და ამ წამს ჩემს მხარეს არ იჭერდა!
-ჩემს პირადი მინოწერების წაკითხვით რას მიაღწევ?! დედა უთხარი რამე!
ესე მომღიმარი ნუ მიყურებს,ცდილობს ნერვები მომიშალოს!
ვიყვირე უკვე გადაწითლებულმა,მაგრამ ამაზე უფრო მეტად ახარხარდა საბა,დედა კი ისევ ორი სიტყვით შემოიფარგლა!
-საბა გეყოფა.
ეს გააჩერებდა ზუსტად !
მას? აი ამ არსებას გეყოფა გააჩერებს ხო?
ჯალათია,უბრალოდ თავს არ გკვეთს,თავს გჭრის ,დამცირებით და სხვა მრავალი თავხედური საქციელებით!
-ხო,როგორც ძმამ უნდა ვიცოდე ვინ მოსწონს ჩემს პატარა დაიკოს.
თქვა და ჩემსკენ დაიხარა,რაზეც უკვე სიმწრით ჩავყლაპე ნერწყვი...ისევ ამ თემას რატომ უბრუნდება?!
ჯანდაბა...სად გავიქცე?! სად დავიმალო!
-ესეგი ლევანი ხო? ჩემი ძმაკაცის მეტი ვერავინ ვერ ნახე?! გინდა მასზე ცუდი რაღააცები გითხრა და უცბად დაინგრეს შენი სიყვარულის ისტორია!
ვითომ სერიოზული სახით მკითხა,მაგრამ ვიცოდი რომ ისევ დამცინოდა!
შედეგად არც შევმცდარვარ ბოლოში,რომ ამ წინადადებით დაასრულა!
-დედააა!
ვიყვირე ისევ და ადგილზე გავიკვანძე!
ამ წამს პატარა გათამამებულ ბავშვს ვგავდი,რომელიც რაღაცას დაჟინებით ითხოვდა,სცენებს დგავდა ,მაგრამ მაინც ვერ იღებდა,მაგრამ მე მხოლოდ ამ იდიოტის გაჩუმება ვითხოვე,სხვა არაფერი!
-სულ ასე ხდება,გააჩერე ეს შენი შვილი,თორემ ღამით ძილში გავგუდავ!
ვთქვი და თვალზე ცრემლი მომადგა,რაზეც საბა კიდევ ერთხელ ახარხარდა,ხოლო დედა მე მომიტრიალდა დატუქსვით!
-ნუ ლაპარაკობ ასეთ რაღააცებს!
რას ქვია ღამით გაგუდავ,სად მოისმინე ეგ?
რამდენჯერ უნდა ვთქვა,რომ ტელეფონები დიდხანს არ უნდა გეჭიროთ!
ჩემს თავს ველაპარაკები მე?!

ამხენიხანი დავიჩაგრე იმ იდიოტისგან,ამდენი ვიტანჯე,ვიყვირე და სააბოლოდ მაინც მე გამოვედი დამნაშავე,რაღაც უმნიშვნელო ორი სიტყვის გამო და მე დავიტუქსე!
ესსაა სამართალი?! ამ სახლში ყველას ვძულვარ თუ რა არის!
რახამ ყველაზე პატარა ვარ,არაფრად მაგდებენ.
-კაი ახლა,არ იტირო .
მომესმა საბას გამაღიზიანებელი ხმა,რაზეც ბოლო წვეთი მოთმინება ამომეწურა და გულიც რატომღაც ამ უდროო დროს ამიჩუყდა!
მე ხომ ამ წამს ყველაზე დიდი უსამართლობის მსხვერპლი მეგონა ჩემი თავი!
-იდიოტი ხარ!
ესღა ვიღრიალე და  წამსკდა კიდეც  ცრემლები,შემდეგ კი ხმაურიანი ნაბიჯებით დავიძარი ჩემი ოთახისკენ!
-რა ემოციური გახდი შენ , რა არის?
რა დაემართა ქალო შენს შვილს?!
მომესმა საბას ხმა ,რაზეც დავაიგნორე და ოთახის კარი ხმაურიანად მივიხურე!
შემდეგ კი ჩემი ვითომ ძაალიან დაჩაგრული თავის შეცოდება დავიწყე!

რა იდიოტია...გოგოებზე არაფერი არ იცის?
რა ილაპარაკოს მაგასაც ვერ ხვდება...მერე რა თუ ვინმე მომწონს,გინდაც ეს მისი მეგობარი იყოს!
ვერც ხვდება როგორ მრცხვენია ამის ხმამაღლა აღიარება,ის კიდე დადგა და რამის სცენაზე გამოაცხადა!
შემარცხვინა...სუფთა ხისთავაა.
ეჰ ,ის კი ვიცი ,რომ მართლაც ძაალიან ემოციური გავხდი,ისე რომ მეც ვერ ვხვდები უკვე რას ვაკეთებ,თან ეს იდიოტი ბიჭეები,ჩემი ძმის ჩათვლით და ლუკასით დამთავრებული,ყველა მაღიზიანებენ!
ერთის გარდა...ის ერთია ვინც არ მაღიზიანებს.
ლევანი...ის ისეთი ბიჭია,რომლის დანახვაზეც კი უკვე კარგ ხასიათზე ვდგები!
ის ჩემი იდიოტი ძმის მეგობარია და აქედან გამომდინარე ხშირად მიწევს მისი ნახვა!
წარმოიდგინეთ ,რამდენჯერემე გამოველაპარაკე კიდეც,მაგრამ სამწუხაროდ მგონი მისთვის მხოლოდ პატარა გოგონა ვარ,უფრო სწორად კი საბას პატარა დაა...მეტი არაფერი,მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს რომ მიმზიდველი ვარ ხო?
უკვე დიდი გოგო ვარ და შემიძლია მისი გულის მოგება!
უფრო მეტიც, ცოტახანში გავაკეთებ ისეთ რაღაცას რაც მასთან სულ ახალ კარს გამიხსნის!
სულ რაღაც რამოდენიმე საათი დარჩა.
ერთი სული მაქვს ეს დრო დადგეს!
უკვე ბალიშს ვეხუტები აღელვებისგან და თან აბრწყინებული თვალებით ვუყურებ ჭერს...
*ტელეფონის ზარი*
რაღაც გაამაღიზიანებლად აწკრიალდა ,რის შედეგადაც ფეხზე წამოვხტი და ეს გამაღიზიანებელი რაღაც ხელში ავიღე,ანუ სახლის ტელეფონი!

-ბედისაგან დაჩაგრული და მიტოვებული გისმენთ.

-ნენე,ხომ დამპირდი ,რომ სკოლის შემდეგ ჩემებს დაურეკავდი და ჩემს შენთან დარჩენას თხოვდი!
რა გინდა ქალო? გინდა გეგმა ჩაგვეშალოს?!
ორი კვირაა ვგეგმავთ!

-აუ მაპატიე სალ,ჩემს სასტიკ ძმასთან ვკამათობდი და სულ დამავიწყდა.

-თქვენ რა იყოთ,არ იცით ერთი დღე მაინც ოჯახური ჰარმონია როგორ შეინარჩუნოთ?

-სანამ ცოცხალია,ჰარმონია სადღაც ოთახის კუთხეში ლპება.
ჩვენს მონაწერებს კითხულობდა და კიდევ კარგი ,მოვასწარი და ყველაფერი წავშალე!
მოგიწევს შენების ნომერი კიდევ ერთხელ მომწერო.

-მოგწერ კი,მაგრამ შენ მანამდე ის გაარკვიე კლუბ დეილიში შენი ძმაც ხო არ იქნება!
თავზე არ დაგვენგრეს ძლივს ნაშენები ოცნებები და გეგმები!

-არა,არ იქნება საბედნიეროდ,მაგაზე არ ინერვიულო.

-ზუსტად იცი?

-კი,ეგ გამომრჩებოდა?! კარგად გავარკვიე!
არ ვიცი რა ამბები იქნება ეგ,რომ იქ იყოს და  გამოგვიჭირონ?
აუჰ...მთელი არდადეგების გატარება ოთახში მომიწევს ,ცოდვევისთვის ლოცვა და იმის ხვეწნა მშობლებისათვის,რომ ერთი წუთი სახლის გარეთ გამახედონ !
პლიუს ამას ჩემი ძმის უკმაყოფილო სახეს უნდა ვუყურო ერთი ორი თვე!
ხომ იცი ერთხელ თუ გაბრაზდა ორი საუკუნე არ ავიწყდება.

-კი  მართალი ხარ,მაშინ გენდობი!
ან რისკავ ან კი ითიშები თამაშიდან!

-არ ირიტმება.

-კარგი,დაახვიე ახლა!
რაც დაგაბარე არ დაგავიწყდეს და მინიმუმ ერთ საათში შენთანაც მოვალ !

-შეხვედრამე,დაგიკოცნე პირ სახე!

-მეც ძვირფასო!

საუბრის დასასრული.

-ესეც ასე!
დიდი დრო არ დამჭირვებია და სალის დედა დავითანხმე,რომ თუნდაც ასეთი გვიან ჩემთან დასარჩენად გამოეშვა!
კი,ძაალიან ბევრი  მალაპარაკა და  ამდენი ლაპარაკისგან პირიც გამიშრა,მაგრამ სააბოლოდ ხომ მაინც დავითანხმე!?
ხოდა სალი ჩემთან რჩება!
ახლა კი რაღა დარჩა? უნდა ველოდო სალის,შემდეგ იმას თუ როდოს დაიძინებენ ჩემები,გავემზადო და წავედით!
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ ამას სააბოლოდ გავაკეთებდი და ლევანის წინ,როგორც გოგო ისე წავრსდგებოდი და არა როგორც საბას დაა!
ვიცი ეს რომ ჩემებმა გამიგონ,ჩემი ხელით უნდა გავითხარო საფლავი,მაგრამ მინდა თუ არ მინდა ესაა სიმართლე,რომ ჩემი ერთადერთი შანსი ,რომ ლევანისთვის საბას დაზე მეტი ვიყო,იმ კლუბში წასვლააა!
ამ შანსს ვერ დავკარგავ!

დრო-01:56
სალი და მე ერთმანეთის გვერდი გვერდ ვიწექით და საბნის ქვეშ გვქონდა თავები ჩაყოფილი,ერთმანეთის სახეს კი ტელეფონის ეკრანიდან წამოსული შუქის საშუალებით ვხედავდით!
სხვა გზა არ იყო!
უკვე ორი ხდება და სანამ ჩემებს ღრმად ჩაეძინებათ,თავი უნდა მოვაჩვენოთ ,რომ ორივეს უკვე გვძინავს!
ჩვენ ხომ ორი დამჯერი გოგო ვართ,რომლებიც თორმეტ საათზე უკვე საწოლებში არიან!
ჰაჰ,კი აბა!
-ვაღიარებ,ცოტა თავს დამნაშავედ ვგრძნობ და თან მეშინია არ გამოგვიჭირონ,მაგრამ რომ ვიცი ამას მარტო არ ვაკეთებ,ცოტა ვმშვიდდები.
ჩურჩულით გადავულაპარაკე სალის,რაზეც თავის ქნევით დამეთანხმა მხოლოდ,შემდეგ კი პირზე ამაფარა ხელი.
-ჩუუ,ნუღარ ლაპარაკობ.
გამაფრთხილა მკაცრად,რაზეც შუბლი შევკარი და ვუპასუხე.
-არ ვლაპარაკობ, ვჩურჩულებ.
ესღა ვთქვი გაღიზიანებულმა და საბნის ქვეშ გაგუდულმა და მოხარშულმა საბანი გადავიხადე.
-დავიღალე,უკვე ორი საათია,ეძინებათ და შეგვიძლია წავიდეთ!
ვუთხარი აღელვებულმა ჩემს გვერდით უკვე წამომჯდარ სალის ,რაზეც თვალები გაადატრიალა.
-შენს ძმას ხომ გვიანობამდე უყვარს ყოფნა?!
გგონია ვერ გაიგებს რომ გავიპაროთ?
იკითხა დაჟინებით,რაზეც ტუჩი მოვიკვნიტე დაძაბულმა და ჩავფიქრდი...რაღაც მხრივ მართალია,სარისკოა.
-ჩემი ძმა იქნებ დილამდე არ იძინებს?
მაგას დაველოდოთ?
ვიკითხე სააბოლოოდ გაღიზიანებულმა და აღარ დაველოდე პასუხს,ფეხზე წამოვდექი,შემდეგ კი კარადისკენ დავიძარი!
ამ დროის მანძილზე სალი გაფართოვებული თვალებით მიცქერდა და ჩემს მაგიერაც ეშინოდა მგონი!
-ჰა,აიღე ,ამოიცვი უცბად და დავიძარით უკვე!
ტანსაცმელი მივაგდე ზედ და თან გახდა დავიწყე,რაზეც მხოლოდ ამოიხვნეშა და შემდეგ ფანჯრისკენ დაიძრა რატომღაც.
-თუ გაიგებენ,პირველი მე ვხტები.
ესღა თქვა და თან ფანჯარა გამოაღო,რაზეც მხოლოდ გამეცინა და ჩაცმა გავნაგრძე!
-მაკიაჟს ჯერ მე ვიკეთებ.
მიამატა მალევე და ფეხის წვერებზე გაიარა  სარკემდე გზა .
-ამას რომ ვაკეთებთ ახლაც არ მჯერა.
ვთქვი ღიმილით და გული რომ ამიჩქარდა აღელვებულს ,ხელი მკერდზე დავიდე და ღრმად დავიწყე სუთქვა ,შემდეგ კი მეც გვერდით მივუჯექი.
-ოოო,საყვარელო რა ცხელი ხარ!
თქვა სალიმ ცბიერი ღიმილით  და  სარკეში თავის ანარეკლს შეავლო თვალი ,რაზეც სიცილითვე გადავატრიალე თვალები.
-ხედავ? მეც შემიძლია თურმე ლამაზი ვიყო!
მიამატა მალევე და მე გადმომხედა,მე კი რატომღაც ერთ-ერთ სტატიას ვკითხულობდი ამ წამს,რომელმაც შემითრია.
-რას აკეთებ?
იკითხა სალიმ და თან ტუჩსაცხი პატარა ჩანთაში ჩაიგდო.
-რავი სანამ გელოდები თავს ვირთობ.
ეს ნახე!
ვუპასუხე მშვიდი გამომეტყველებით და დაინტერესებულს ტელეფონი სახესთან მივუტანე.
-რაო?
იკითხა შუბლშეკრულმა და პატარათი ჩაიცინა მხოლოდ.
-სიმართლე გგონია ახლა ეს შენ?
უბრალოდ თინეიჯერენის დასაფრთხობი ხაფანგია.
უდარდელად გადმომილაპარაკა და ისევ სარკეს მიუბრუნდა ,რაზეც ჩაფიქრებულმა ვუპასუხე.
-რავი უკვე ორჯერ შენიშნესო და ვითომ რაიმე ახალი დაავადებაა?
ვიკითხე ეჭვით,იმის მოლოდინში ,თითქოს სალიმ ამაზე სწორი პასუხი იცოდა.
-კაი რა,ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს თავს ესხმის უმიზეზოდ ან შეშლილია ან კი ამ სპეკტაკლში ბევრი გადაუხადეს.
გამომხედა ცინიკური ღიმილით და ჯერ კიდევ რომ შემატყო,რომ ვყოყმანობდი ამ სიტყვების სისწორეში ,გვერდით მომიჯდა.
-წარმოიდგინე ,ბარები და კლუბები არის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი.
ამ ადგილას კი ხშირად ხდება ისეთი რაღააცები,რომლის დროსაც  მშობლები საქმის კურსში არ არიან.
ამ ჭორებით კი ცდილობენ ასეთი ადგილისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები,ისევ სახლში შემორეკონ.
ვერ ხვდები რა პროპაგანდას ეწევიან?
ამის მოსმენის შემდეგ კი ცოტა მგონი დავმშვიდდი...ალბათ მართალია.
მართლა ასეთი საშინელება,რომ ხდებოდეს ყველანი საქმის კურსში ვიქნებოდით არა?
-ხო,მგონი რომ მართალი ხარ.
მივუტრიალდი სალის და ფეხზე წამოვდექი თან.
-არ წავიდეთ?
ვიკითხე აღელვებულმა,რაზეც თავიღა დამიქნია,შემდეგ კი პირდაპირ გასასვლელისკენ გავემართეთ ორივე.

გეფიცებით ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ!
სრულ სიბნელეში,ვცდილობ ფეხის წვერებზე ვიარო და ორ ნაბიჯს ორ წუთს ვანდომებ,ოღონდაც ხმა არ გამოვცე!
სააბედნიეროდ წინასწარ დავტოვე კარი ღიაა და კარამდე მისულმა უკვე იოლად გადავკვეთე ზღურბლი,შედეგად კი ისიც გავაცნობიერე ,რომ ეს მართლა ხდება და მოვახერხეთ!
დღეს კლუბში გავათენებ ღამეს და რაც ყველაზე მთავარია და რის გამოც მივდივარ,ისაა რომ ლევანს ახლოდან გავიცნობ!
ბნელი ღამე იყო და შავ ცაზე არცერთი პატარა და ციმციმა ვარსკვლავი არ ჩანდა,მხოლოდ სავსე მთვარე,რომელიც მე და სალის გადმოგვყურებდა და ჩვენი დიდი ჩრდილით ფარავდა ვიწრო გზებს.
რაღაც მომენტში უკვე სწორ გზაზე მეგონა თავი!
ზედმეტი თავის ტკვილილისა და პრობლემის გარეშე,მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა აშკარად ჯერ კიდევ დიდი იყო.
აქ ტრანსპორტი არ მოძრაობს,მთავარ ქუჩამდე კი ზედმეტად დიდი გზაა გასავლელი,ამიტომ იქამდე ველოსიპედით მისვლა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.
მაგრამ რაღაც მომენტში,ადგილზე გავჩერდი და დიდ ქუჩას გადავხედე,რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვქონდა და ისიც გამახსენდა,რომ ამ ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი მიცნობს და ვიცნობ...ამ მომენტში კი გავაცნობიერე ეს გზა რა სარისკო იყო ჩვენთვის.
-რას ფიქრობ ნენე ?
ქალაქის გზიდან გავლა ღირს?
ვინმემ რომ შეგვამჩნიოს?
ვიფიქრე ფერმების გავლით ხომ არ სჯობდათქო...
ამაზე ფიქრში ვიყავი ეს კითხვა,რომ მომესმა სალოსგან...როგირც ჩანს ერთადერთი არ ვიყავი ვინც ამაზე ფიქრიბდა და ვარაუდობდა,მაგრამ ეს აზრი დიდად არ მომეწონა.
-ფერმების გავლით? რაღაც არ მომწონს ეგ იდეა,სხვა რამე არაა რომ ვცადოთ?
მაგ გზის მეშინია,სულ მგონია რომ დამშეული მგლები ან დაინფიცირებული ძროხები გამომეკიდებიან!
ვუთხარი დაძაბულმა და თან ველოსიპედიდან გადმოვედი,რაზეც მთვარეზე მიშტერებულმა სალიმ ღიმილით გამომხედა.
-საიდან მოგაქვს ასეთი აზრები?
მითხარი გთხოვ.
ცინიკურად მკითხა,რაზეც პატარაზე შემოვარტყი ხელი .
-მართალს გეუბნები!
არ წაგიკითხავს ის სტატია გაზეთში?!
ცოფიანმა ძროხამ ადამიანი დაგლიჯა.
აღელვებული ველაპარაკებოდი,მაგრამ როგორც ჩანს სალის ამ ყოველივეს მოსმენით მხოლოდ ეცინებოდა.
-ვერ ვიჯერებ ,რომ რასაც კითხულობ ყველაფრის გჯერა.
მიპასუხა სააბოლოდ და ველოსიპედზე მანიშნა თვალებით.
-მიდი ჰა,დაჯექი ახლა.
ამის გაგებაზე ველოსიპედისკენ გავემართე,მაგრამ უეცრად რაღაც ხმაზე შევხტი!
-ფუ შენი...გაიგე ხმა?!
იკითხა კიდეც შეშინებულმა სალიმ,რაზეც თავიღა დავუქნიე და ველოსიპედს მოვაჯექი.
-ვინმე ნაცნობმა ან მეზობელმა ,რომ დაგვიანოხოს ღამის ორზე ,ქუჩაში მორბენალები,არამგონია კარგი ამბავი მიუტანონ ჩვენებს!
ვუთხარი გაფართოვებული თვალებით.
-ხოდა მაგიტო გეუბნები წავიდეთ ფერმის გზით!
ამის შემდეგ მართლაც სხვა გამოსავალი არ იყო,რადგან უკვე ამხელა რისკზე წამოსულები,უკან დახევასაც ვერ შევძლებდით,ამიტომ ჩემი შიშის მიუხედავად დავთანხმდი.
-კარგი,კარგი წამოდი ,ჯანდაბას მგლები და ცოფიანი ძროხები!
ვუთხარი და თვალები გადაავატრიალე,რაზეც უკვე პირდაპირ დავიძარით.

ერთმანეთის გვერდი გვერდ მივდიოდით და გარშემო მიმოფანტულ ხეებს განძრახ არ ვაქცევდით ყურადღებას,მხოლოდ და მხოლოდ წინ ვიყურებოდუთ!
რათა სადმე რამე არ შეგვემჩნია და არ შეგვშინებოდა.
ფერმერების მიწები ზედმეტად დიდი იყო და ყოველი მათგანი ათასგვარი ხილის ხით და მოყვანილი ბოსტნეულით ოყო გადაჭედილი!
სიბნელე იყო და მთვარის შუქი ანათებდა ჩვენს გზას!
-კარგი,აქედან უკვე ფეხით უნდა წავიდეთ.
მოგვიწევს ერთ-ერთი ფერმერის მიწა რაც შეიძლება ჩუმად გადავკვეთოთ ,მაგრამ ამ ყველაფერს ველოსიპედით ვერ შევძლებთ.
გავხედე სალის თუ არა ამ სიტყვით,სალი თავის ველოსიპედს მოსცილდა და უკვე წინ წასულს უკან ამედევნა...მეც მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა და წინ ვიყურებოდი მხოლოდ,მანამ ეს ხმა არ შეჩერდა.
-მომყვები?! აუჩქარე ცოტა.
გავხედე გაფართოვებული თვალებით სალის,რომელიც ერთ ადგილას იყო გაშეშებული და აშკარად ჩამომრჩენოდა.
-ძროხის ხმა გავიგე.
მიპასუხა დაბალ ხმზე,რაზეც თვალები გადავატრიალე და მისკენ წავედი.
-ვის დასცინი შენ?!
გამოადგი ფეხი !
მოვკიდე მაჯახე ხელი და უკვე ჩემით წავიყვანე წინ...უკვე ოცი წუთი გავიდა ,რაც სახლიდან გამოვედით და მგონია ორი საათი ვიხეტიალეთ!
ყველაფრის მიუხედავ კი ამას წამითაც არ ვნანობდი,რადგან ამდენი წვალების შემდეგ,ამ წამს უკვე სანატრელი შენობის წინ ვიდექით,რომელიც ნათელ ფერებში იყო განათებული და თითქოს ბრწყინავდა,ხოლო იქიდან მაღალი მუსიკის და ხალხის ხმა გამოდიოდა!
წინ კი დიდი ასოებით ეწერა წარწერა,დეილი!

ყველაფრის მიუხედავად კი რა უცნაურია წუთი სოფელი...ვინ წარმოიდგენდა ,რომ ეს საბედისწერო ღამე ყველაფერს საფუძვლიანად შეცვლიდა და მე ,ადამიანს რომელიც ამ დღეს სულ პატარა გამონაკლის უშვებდა საკუთარი თავისთვის,ყველაზე დიდ დამნაშავედ მაქცევდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent