შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრები ძილის წინ 16_19


25-02-2023, 08:58
ავტორი ვე რა
ნანახია 2 079

ზღაპრები ძილის წინ 16_19

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მეტად მაშინებდა აზრი, რომ თუ პირველი მცდელობით ვერაფერს მიაღწიეს ,ეს არ ნიშნავდა , რომ ახლიდან არ სცდიდნენ ყველაფერს. ღმერთო ჩემო, ოცდამეერთე საუკუნეში, დღისით და მზისით , ისეთი საშინელი ამბავი ვითარდებოდა, როგირიც მძაფრსიუჟეტიან ჰოლივუდის ფილმებშიც კი არ დაესიზმრებოდათ.

_ ქეთი,_ წინ დამიჯდა ალექსანდრე და მაგიდაზე ყავის ფინჯანი გამომიჩოჩა.

_ ბოდიში მინდა მოგიხადო! თავიდანვე არ ვიყავი შენთან მართალი. მაგრამ რა უნდა გვეფიქრა , როცა იმ ალქაჯთან ცხოვრობდი?_ გულწრფელად ნანობდა საკუთარ გამოხტომებს .

_ არ მგონია მიზეზი მხოლოდ ჩემზე ცუდი წარმოდგენის ქონა ყოფილიყო!_ ცალყბად გამეცინა მე. კარგად ვხედავდი დავითთანაც ჰქონდა პირადი გაურკვეველი ურთიერთობა.

_ ხო მართალი ხარ, მგონი ხვდები დავითს ნერვებს სპეციალურად ვუშლი, მაგრამ მაგასაც თავისი მიზეზი აქვს!_ გამიცინა ეშმაკურად, თუმცა ახლაც სრულიად გულწრფელი იყო.

_ მიზეზს არ გკითხავ, მგონი ისედაც ვხვდები! მაგრამ არ მინდა, ჩემზე არასწორი წარმოდგენა გქონდეს, ჩვენს შორის არაფერი არ ხდება,_ რადგან მის სახლში ვცხოვრობდი და დახმარებას ვთხოვდი, ვიფიქრე სჯობდა მეც გულახდილი ვყოფილიყავი . რატომღაც მეგონა მას მოვწონდი, ან უბრალოდ დავითის ჯინაზე იქცეოდა ასე.

_ მაგრამ მე სულ სხვა რამე დავინახე ძვირფასო!_ თვალებში შემომხედა, უცნაური ღიმისლის მაგვარი ემოცია გაუკრთა სახეზე.

_ შენ რომ სულ არაფერს გრძნობდე, მას უყვარხარ, მისი ცხოვრების მთავარი აკვიატება ხარ! უნდა გენახა რა გააფთრებული გეძებდა ირაკლის სიკვდილის შემდეგ.

_ რა გინდა მითხრა, რომ ირაკლის სიკვდილში დავითის ხელიც ურევია?_ პასუხის მოლოდინში გული კინაღამ გამიჩერდა .

_ არა ძვირფასო, დავითზე რაც არ უნდა ვთქვა, ცილს ვერ დავწამებ. მართლა ნანობდა საკუთარ საქციელს როენასთან . უბრალოდ მეორე შანსის გამოყენებაზე უარს ვერ იტყოდა, არც მასეთი წმინდანია. ყველა ვმალავთ საკუთარ კარადაში პატარ პატარა ჩონჩხებს ._ ისეც ვხვდებოდი მასზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ამის თქმით ფაქტობრივად აღიარა, რომ თავადაც ჰქონდა საიდუმლოებები .

_ ალექს, გულის სიღრმეში შენი მეშინია!_ იატაკს დავაჩერდი._ არ გიცნობ ! უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა და იმიტომ მოვედი!

_ შეიძლება მასეცაა, მაგრამ რახან მოხვედი, ესეიგი მენდობი კიდეც!_ გაეცინა. მართალი იყო, ვენდობოდი, მაგრამ მაინც ყოველ ღამ ძილის წინ ოთახის კარებს საგულდაგულოდ ვკეტავდი.

_ ვაღიარებ ეფექტური ქალი ხარ, მითუმეტეს გამოპრანჭული ნებისმიერს აუბნევ თავგზას, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი არ უნდა გეშინოდეს . არ ვაპირებ ირაკლისავით თქვენს შორის ჩავდგე! _ ისევ გაეცინა.

_ შეწყვიტე, ხომ გაიგე, რაც გითხარი, ჩემსა და დავითს შორის არაფერია!_ მტკიცედ კი ვამბობდი, მაგრამ დავითზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი. ვხვდებოდი, რომ მასზე ვეჭვიანობდი კიდეც.

_ კარგია, და მაინტერესებს იგივეს მასაც თუ ეტყვი?_ ეშმაკურად იცინოდა, როგორც სჩვეოდა

_ რას გულისხმობ?_ მივხვდი რაღაცას ხლართავდა .

_ სამსახურში მომივარდა, _ ჩემი გაოცებული სახის დანახვისას ყასიდად გაიკვირვა_ უი, არ მითქვამს შენთვის? რა უყავი სად გადამიმალეო ყვიროდა!

_ რაა?_ გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე_ დავითი მეძებს?

გულში სასიამოვნოდ მჩხვლეტდა ეს სიახლე. ვცდილობდი სახეზე არ დამტყობოდა არაფერი.

_ აბა რა გეგონა? მეორედ გამოგლიჯეს ხელიდან საყვარელი ქალი!_ ცოტა აკლდა და ახარხარდებოდა. აშკარად ძალიან სიამოვნებდა დავითის ნერვებზე თამაში.

_ ვუთხარი სახლშ მიოდი , იქ ვისაუბროთ წყნარადმეთქი!_ უცებ კარზე ვიღაცამ აგრესიულად დაიწყო კაკუნი.

_ აჰა, მობრძანდა უარყოფილი რომეოც!_ ალექსანდრე საერთოდ არაფრად აგდებდა დავითის აშკარა ბრაზს. მისი არ ეშინოდა , მაგრამ ვერ მივხვდი სახლში რატომ დაიბარა? ნუთუ ყველაფრის მიუხედავად ენდობოდა?

_ მე რა ვქნა? რატომ არ შემითანხმდი?_ წინ გადავუდექი კარის გასაღებად მიმავალ ალექსანდრეს.

_ თუ წინააღმდეგი ხარ შემიძლია არ გავაღო!_ გამომცდელად დამაკვირდა სახეზე.
საკუთარ თავს ვებრძოდი, ძალიან მინდოდა დავითი ის ადამიანი ყოფილიყო, ვისაც მივენდობოდი, მაგრამ ასე არ ვგრძნობდი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ გადარეული ალექსანდრესი უფრო მჯეროდა.

_ შენ ენდობი?_ ვკითხე და ხელზე ხელი მოვკიდე.

_ მე ვენდობი!_ მიპასუხა მან და ხელზე მომიჭირა თითები.

_ მაშინ ეს საკმარისია!_ ვუპასუხე მე და ხელი გავუშვი.

_ ოჰ, ბატონო დავით!_ სარკაზმს და ირონიას არ იშურებდა ეს საძაგელი, ოღონდ გაეხელებინა და მის ნერვებზე ეთამაშა.

_ ალექს ვიცი, რომ იცი სად არის ქეთი?_ ისეთი დაძაბული ხმა ჰქონდა, აშკარად ძლივს იკავებდა თავს.

_ არ გიფიქრია , რომ მას თავად არ სურს შენი ნახვა?_ ისევ დამცინავად ჰკითხა ალექსმა და სახლში ისევ არ შემოიპატიჟა.

_ ალექს უკანასკნელად გეკითხები, სადაა ქეთი?!_ ხმაში მუქარა გაურია დავითმა.

_ აქ ვარ!_გაჩუმებას აზრი არ ჰქონდა.

_ ქეთი?_ შეაცბუნა ჩემმა ალექსის სახლში დანახვამ დავითი. არ ვიცი, რა ეგონა, სად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ აქ ჩემს პოვნას აშკარად არ ელოდა .

_ ამასთან რას აკეთებ? გაგიჟდი?_ხელები მუშტებად შეკრა მან და ალექსისკენ დაუფიქრებლად გაიწია.

_ რატომ გიკვირს?_ მიამიტად გაიოცა ამ საძაგელმა ენერგოვამპირმა, წელზე ხელი შემომხვია და გულში ჩამიკრა.

_ იქნებ შენ მითხრა , რატომ უკვირს ჩვენი ერთად ყოფნა ძვირფასო?_ თვალებში სინაზით ჩამხედა ალექსმა ვხედავდი ხარხარს ძლივს იკავებდა.

_ ხელი გაუშვი!_ ხმა ჩაეხლიჩა და თვალები ჩაუსისხლიანდა დავითს.

_ ახლა თქვენი თამაშის დროა?_ არ მესმოდა მათი არარაციონალური გონების და ქცევების.

_ ჯერ ერთი შენ არავინ გკითხავს სად ვარ და ვისთან! მეორე ხელი გამიშვი და წესივრად მოიქეცი!_ ბრაზით ჯერ ერთს შევხედე მერე მეორეს . ალექსმა ხელი გამიშვა და მხიარული და კმაყოფილი სიცილით სამზარეულოსკენ გასწია.

_ შავი უშაქრო არა?_ აშკარად დავითს უთხრა, არა აშკარად ვერ იყო კარგად. დავითი თავიდან ვერ მიხვდა , რომ ალექსი დასცინოდა. თან და თან მოეგო გონს. დაჭიმული სხეული მოუდუნდა.

_ ჩემთან რატომ არ მოხვედი ქეთი?_ მკითხა სევდიანად.

_ და რატომ უნდა მოვსულიყავი, ვისთან უნდა მოვსულიყავი? ალქაჯი როენას ლაქუცა ლეკვთან?_ აღარ მსურდა თავის შეკავება. უზომოდ მსურდა მისთვის გული მეტკინა. გამემწარებინა.

_ თუ ტესას კუროსთან? აბა ჩემი მეგობარი შენ არ ხარ და ნათესავი! ვინ ხარ დავით? ვინ ჯანდაბა ხარ? რა უფლებით მეძებ? რა უფლებით მსაყვედურობ? იქნებ შენი დაღუპული ძმაკაცის ცოლი ვარ?_ ჭრილობას ჭრილობაზე ვაყენებდი. და ვხედავდი არცერთი ჩემი სიტყვა მიზანს არ სცდებოდა.მან უკან უკან დაიხია.

_ ქეთი!_ ხმაც მუდარით ჰქონდა სავსე.

_ რა ქეთი? რა ქეთი? რამდენჯერ მოვედი შენთან? რამდენჯერ გკითხე? რატომ არაფერი მითხარი? სიმართლე რატომ დამიმალე? ან როენასთან რა თამაშს თამაშობდი? ან ჩემთან? _ სინამდვილეში მე არ მოვუსმინე, მაგრამ მასაც არ უცდია ჩემთვის ყველაფრის გულახდილად მოყოლაა . თითქოს სათამაშო ვიყავი, თავს ყოვლად სულელ ქალად ვგრძნობდი.
რა იყო ეს? იქნებ დაგროვილ ბრაზს მასზე ვანთხევდი? მაგრამ რატომ მაინცდამაინც მასზე? ამაზე მაშინ არ ვფიქრობდი.

_ კარგი ახლა,_ სამზარეულოდან გამოვიდა ალექსი._ მთლად წყალშიც ნუ გადააგდებ. ბოლოს და ბოლოს მან გადაგარჩინა!
არ მოველოდი დავითს თუ დაიცავდა.

_ სინამდვილეში თავიდანვე, როცა მოხვედი , მსურდა დავითთან დარეკვა, მაგრამ როენა პირველად მასთან მოგძებნიდა. როენას უნდა ენახა, რომ დავითი გაგიჟებული გეძებდა. რათა დაეჯერებინა, რომ ის არ გეხმარებოდა. ახლა კი თამამად და უშიშრად შემიძლია შენი თავი დავითს გადავცე!_ ისე ბედნიერად გაიკრიჭა ალექსი , თითქოს წამის წინ ნაწყენი მეგობრის შემოსარიგებლად, წართმეულ სათამაშოს უკან უბრუნებდა. ამის გაზრებისას კინაღამ სისხლმა ტვინში ამასხა.

_ დაუბრუნო? ჩემი თავი დაუბრუნოო? _ არ ვიცი ალბათ მამისმკვლელს სწორედ ჩემნაირი სახე ექნებოდა, ალექსს ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.

_ თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? _ კივილს ცოტაღა მაკლდა._ მორჩა, მივდივართ აქიდან, თომა!
დავუძახე ბავშვს.

_ სად მიდიხარ!_ წინ გადამიდგა აქამდე ჩუმად მდგარი დავითი.

_ რაჭაში, რაჭაში ვბრუნდები! დედაჩემთან მივდივარ! მომწყდი თავიდან! ვცადე გამეწია , მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი. გამწარებულმა მუჭები დავუშინე მკერდში და სახეში. თავის არიდება არც უფიქრია. მაცადა დავცლილიყავი, მერე ხელები მომხვია და გაცოფებული გულში ჩამიკრა.

_ დამშვიდდი ქეთი, დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება! შენც და თომაც კარგად იქნებით. ჩვენ არ მივცემთ როენას უფლებას რამე დაგიშავოთ!

ჩემი დაძაბული გონება დამშვიდებას ვერ ახერხებდა. ბრაზი საკუთარი თავის სიბრალულმა შეცვალა. უსამართლობის საშინელი განცდა მქონდა. რატომ მე? რაატომ ჩვენ? რატომ ირაკლი? ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია ეს წყეული მემკვიდრეობა? წარმოიდგინეთ მოგიკლან ქმარი, და შვილის და საკუთარი სიცოცხლის მოსპობით გემუქრებიდნენ იმის გამო, რაზეც წარმოდგენაც არასდროს გქონია, არც არასდოს გნდომებია და არც მოგითხოვია. საფრთხის ქვეშ იყო მხოლოდ იმის გამო, რომ მდიდარ ფილანტროპს თავში მოუვიდა უაზრო ანდერძის დაწერა?

_ რომ დავპირდე, არასდროს მოვითხოვ იმ ქონებას არ დამანებებს თავს? რა აზრი აქვს რა წერია ანდერძში, თუ მე არაფერს მოვთხოვ?_ ამოვისლუკუნე და დავითის ხელებს თავი დავაღწიე.

_ არა ძვირფასო, არ გამოვა ეგ ამბავი, გავიწყდება, რომ ბავშვის სრულწლოვანებამდე ქონების მხოლოდ რაღაც პროცენტს იყენებს? წარმოიდგინე რამხელა ფულზეა ლაპარაკი. სანამ პირდაპირი მემკვიდრე არსებობს და პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს, როენა ვერ დამშვიდდება._ ახლა სრულიად სერიოზული იყო ალექსანდრე.

_ გეგმა გვაქვს?_ ვიკითხე უკვე მშვიდად.

_ კი გვაქვს,ქონება კანონიერად უნდა
მოვითხოვოთ!_ მტკიცე ხმა ჰქონდა დავითს .

_ გაგიჟდი? არაფერს ვთხოვ და მოსაკლავად მიმეტებს, რომ მოვითხოვო რას მიზავს წარმოგიდგენია?_ ამას ვერაფრით დავთანხმდებოდი,ქონება არაფრად მინდოდა,მხოლოდ მშვიდად ცხოვრება მსურდა.

_ სიმართლე გითხრა, ამჯერად დავითს სრულიად ვეთანხმები!_ თვალები აუელვარდა ალექსს.

_მხოლოდ ერთი გზა მეგონა სწორი, რომ მისთვის ირაკლის და მამამისის მკვლელობა დამემტკიცებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ საქმეს მე და დავითმა მთელი ცხოვრება შევალიეთ. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვნეთ. როენა კვალს საიმედოდ აქრობდა. მისი კავშირები, მისი შესაძლებლობები ძალიან დიდი იყო. თანაც სახელიც ისეთი აქვს, ამ გაუთავებელი საქველმოქმედო საღამოების გამო, არავინ დაიჯერებს , რაც არ უნდა ვთქვათ. მხოლოდ ქონების წართმევაღა რჩება! _ ამიხსნა ალექსმა სიტუაცია.

_ მოიცადე, მთელი ცხოვრებაო?_ მომესმა თუ ასე თქვა ამ არანორმალურმა._ გამოდის...

_ დიახ ქეთევან, მე და ალექსი ერთად ვართ, ყოველშემთხვევაში ირაკლის გამო შურისძიება თანაბრად გვწყურია. ახლა კი შენ და თომაც ჩვენთან ხართ! _ ნელ _ნელა უცნაური სიმშვიდე მეუფლებოდა. მართალია მთავარი ბრძოლა ახლა იწყებოდა, მაგრამ მე უკვე საიმედო მოკავშირეები მყავდა და აღარაფრის აღარ მეშინოდა.

_ კი მაგრამ დღიური?_ ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი,

_ დღიურს ბავშვის ფანტაზიად შერაცხავენ, ეს არაპირდაპირი სამხილია ჩემო კარგო , არაპირდაპირი! სამაგიეროდ ნოტარიულად დამტკიცებული ანდერძი გვაქვს ხელთ და ანდერძის ერთ _ერთი მოწმეც ცოცხალი და საღსალამათია._ ავად გაიცინა ალექსმა.

_ მართლა?_ ვკითხე იმედით.

_ წლებია ამერიკაში ცხოვრობს, სწორედ მის საძებრად ვიყავი წასული, რადგან ბატონი
აარონ აბრამიშვილი როსტომის ბავშვობის მეგობარი და შემდგომში მისი ბიზნეს პარტნიორი იყო. ყველაზე უკეთ მას უნდა სცოდნოდა მათ ოჯახზე სიმართლე. ისიც თუ რას წარმოადგენდა როენა სინამდვილეში. მისი პოვნა ძალიან გაძნელდა, მაგრამ ბოლოს მაინც მივაკვლიე. ანდერძზე მან მომიყვა და როენაზეც ბევრი რამ მიამბო . _ ახლა მივხვდი , რატომ მაფრთხილებდა დავითი და რატომ მეუბნებოდა, რომ იქ საფრთხე მემუქრებოდა.

_ რატომ არაფერი მომიყევი?_ცოტას ისევ ვბრაზობდი მასზე.

_ იმიტომ , რა მიზეზითაც შენ არ გჯეროდა ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარხარ, არ გენდობოდი!_ თითქოს დაუფიქრებლად წამოსცდა, მაგრამ მისმა აღიარებამ გული ამიჩქარა. მიყვარხარო? იმდენი ხანი იყო ეს სიტყვა აღარავის ეთქვა ჩემთვის, თუ თომას და ნენეს არ ჩავთვლიდი. აღარც მახსოვდა თავი როგორ უნდა მეგრძნო ამ სიტყვის გაგონებისას. დავიბენი და ფეხზე წამოვხტი.

_ წავალ თომას დავხედავ!_ ისე ჩავილაპარაკე დავითისთვის არც შემიხედავს და ოთახიდან გავედი.

_ მაგარი ხარ, ვერაფერს ვიტყვი!_ გამაცილა ალექსანდრეს მხიარულმა სიცილმა._ მე ვერაფრით გაიძულე გამოსტყდომოდი, როგორ აღარ გაეჭვიანე და ახლა არ დააბრეხვე სულელი ბიჭივით?!

_ შეწყვიტე ალექს!_ უპასუხა დავითმა ჩუმად , მეტი აღარაფერი გამიგონია. ოთახში შევედი და კარი მივიხურე. კარს მივეყრდენი და აჩქარებულ გულზე ხელი მივიდე. თომამ ინტერესით ამომხედა. ცოტა ხანს მიყურა და ცერა თითი მაღლა ასწია. არ ვიცი ესმოდა თუ არა ჩვენი საუბარი, მაგრამ აშკარად მხიარულად გამოიყურებოდა. რაც ალექსთან ვცხოვრობდით ხასიათი შეეცვალა. ღამით კოშმარებს აღარ ნახულობდა, აღარც გამირბოდა ძველებურად. კვლავინდებურად უარს ამბობდა საუბარზე, მაგრამ მაინც ბევრად უკეთ გრძნობდა თავს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ალექსი ძალიან მოსწონდა. ირა სიკეთეს გვიკეთებდა და თავად სტუმრობდა თომას. მამშვიდებდა და მოთმინების გამოჩენას მთხოვდა. რომ არა როენაზე მუდმივი ფიქრი და მუდმივი დაძაბულობა, ვიტყოდი, რომ არა გვიშავდა კიდეც.

ბიჭებმა ბევრი იმსჯელეს და გადაწყვიტეს დავითის სახლში გადავეყვანეთ, დაცვა გაეძლიერებინათ და სიფრთხილის აუცილებელი ზომები მიეღოთ. ის რომ როენა აქაც მოგვაგნებდა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, ამიტომ ფაქტობრივად დასამალიც რაღა იყო. დავითს კერძო სახლი ჰქონდა და ალექსის კორპუსის ბინასთან შედარებით იქ მეტი სიხალვათე და თავისუფლება იყო. ეზოში მაინც შეგვეძლო გამოსვლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა. თორემ ქუჩაში გასვლა სასტიკად ამიკრძალეს მეც და თომასაც. მათი სიტყვებით, ჯერ ისედაც აფრენდა როენა და ახლა ამ მარცხით სულ შეიშლებოდა ჭკუიდან და კაცმა არ იცის, რა საშინელებას მოიგონებდა.
თავიდან შევეწინააღმდეგე, დავითთან ცხოვრების აზრი მაინცა და მაინც არ მხიბლავდა, თავს მასთან მარტო დარჩენასაც კი ვარიდებდი , არათუ მის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, მაგრამ არ მომისმინეს.

_ ვიცი რატომაც უარობ, მაგრამ შენ თუ არ გინდა და თავს ცუდად გრძნობ, საერთოდ არ მოვალ სახლში. მხოლოდ ვიცოდე , რომ დაცულად ხართ,_ მითხრა ერთ საღამოს დავითმა.

ამოვიოხრე. რა უფლება მქონდა მისგან ეს მომეთხოვა? რაც არ უნდა იყოს, ადამიანს საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდა. მე კი ყველაფერს თავდაყირა ვაყენებდი.
რამდენიმე დღე ითხოვა დავითმა, რომ სახლი მოეწესრიგებინა, ერთ საღამოს კი მოვიდა და სამივე თავის სახლში წაგვიყვანა.
კარი თავისით გაიღო და მანქანა ეზოში შეაყენა. გადმოვედი და სახლი შევათვალიერე. სახლი კი არა ნამდვილი სასჯელაღსრულების პაწაწინა კოლონია იყო. იმ მყუდრო სახლიდან ნამცეცით აღარ იყო დარჩენილი. სახლის გარშემო მაღალ კედლებზე ლამის ნახევარი მეტრის სიმაღლის ეკლიანი სქელი მავთულხლართი დაემატებინათ. ეზოს ყოველი კუთხე კამერებით კონტროლდებოდა. გარეთაც და ეზოს შიგნითაც "ადამიანები შავებშის" მსგავსი რამდენიმე მცველი იდგა. სახლის ფანჯრები დაებურათ. დავითს გავხედე გაოცებულმა. მე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რამდენათ სახიფათო თამაშში ვიყავი ჩაბმული. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არც ხდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გამოვიღვიძებდი და ეს ყველაფერი კოშმარი აღმოჩნდებოდა. დავითმა კარი გააღო და სახლში შეგვიძღვა. პირველივე დეტალი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ ირაკლის დახატული დედოფალის ნაცვლად კედელზე მზესუმზირების სურათი ეკიდა. დავითს მადლიერმა შევხედე. აშკარად თომას უფრთხილდებოდა.

_ ალექს მე და შენ სალაპარაკო გვაქვს!_ მიუბრუნდა მეგობარს და ორივე ეზოში გაბრუნდნენ. მე და თომამ ჩვენთვის გამოყოფილი საძინებლისკენ გავწიეთ.

გვიან ღამით, თომას რომ უკვე რა ხანია ეძინა. მე ვერაფრით დავიძინე, ვწრიალებდი და რამდენჯერმე ბავშვიც კი შეკრთა ჩემ გამო. გამახსენდა ნენე ამბობდა ხოლმე, ერთი ჭიქა წითელი უძილობის საუკეთესო წამალიაო. ავდექი და სამზარეულოში გამოვედი. დავჯექი და ერთი ჭიქა ღვინო მაშინვე ჩამოვცალე. კიდევ დავისხი, აშკარად არ მოქმედებდა. კიდევ და კიდევ, თან და თან გავმხიარულდი, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ დავითი იყო ჩემი ქმარი და ველოდებიდი როდის დაბრუნდებოდა დაღლილი სამსახურიდან. ამაზე ფიქრმა უცნაურად გამართო. კარს გავხედე და ჩემი ფანტაზიის ნაყოფს თუ მაპროვოცირებელს იქვე კარში მდგომს მოვკარი თვალი. ღიმილით მიყურებდა.

_ საღამო მშვიდობისა, დაიღალე საყვარელო?_ გავუღიმე მეც პასუხად.
ჩემს სიტყვებზე სახე შეეცვალა. გაოცებულმა შემათვალიერა.

_ მოგენატრე?_ ვკითხე ჩემი ჭკუით ვნებიანი ღიმილით, ღვინის ბოთლით ხელში მაღალი სკამიდან ჩამოვხტი და კინაღამ იატაკზე წავიქეცი ფეხარეული. ფანტაზიამ იმის მაგივრად, რომ გამქრალიყო ხელი შემაშველა.

_ რა გჭირს?_ მკითხა და წელზე ხელი მომხვია.

_ მგონი დავთვერი!_ გავუღიმე სულელივით და ცარიელი ბოთლი თვალწინ ავუთამაშე.
თვალებში ჩამხედა და გაეცინა , ალბათ მიხვდა უგონოდ მთვრალი რომ ვიყავი.

_ წამოდი, დაიძინე! თორემ ისე მიციმციმებ მაგ ლამაზ თვალებს, შეიძლება ჩემს თავზე პასუხი ვეღარ ვაგო!_ მითხრა და ხელში ამიყვანა. მე კისერზე მოვეხვიე. თან ბოთლისთვის ხელი არ გამიშვია, ისიც გულში ჩავიხუტე.

_ რა იქნება ეს ყველაფერი სინამდვილე იყოს!_ ვუჩურჩულე ყურში.

_ მართლა გინდა ეს?_ მკითხა და წამით გაჩერდა. პასუხის გაცემა ვეღარ მოვახერხე, თვალები დავხუჭე და მთელი ჩემი არსებით გადავეშვი სიზმრების საოცარ სამყაროში.

17

დილით უსიამო შეგრძნებამ გამაღვიძა. სანამ თვალს გავახელდი, მანამ გავიაზრე, რომ თავი ძალიან მტკიოდა. გაოცებულმა დავხედე ლოგინში ჩემს გვერდით ღვინის ბოთლს და მაშინვე გამინათდა გონება. ჯერ გამეღიმა, მერე ავირიე, საკუთარ თავზე საშინლად გავბრაზდი. რა დროს ეს ფლირტაობა და სისულელეები იყო? ცხოვრება ხელიდან მეცლებოდა და ვინ იცის, მასთან ერთად სიცოცხლეც. " რა უცნაური არსებაა ადამიანი? მსგავს მძიმე მომენტებშიც კი ფიქრობს საკუთარ ფარულ სურვილებზე." გავიფიქრე გულში და ამივიოხრე. ფარულ სურვილებზე? ანუ რა გამოდის? დავითი ჩემი ფარული სურვილი იყო? საკუთარ თავს ფიქრებშიც კი ვერ ვუტყდებოდი ამაში. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ლოგინიდან წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. ცივი წყალი სახეზე შევისხი და გამოფხიზლება ვცადე. გაღებული კარიდან საწოლს გავხედე, თომას მშვიდად ეძინა. ვამჩნევდი, რაც აქ გადმოვედით სახის ნაკვთები დაუმშვიდდა, ისე უცნაურად სივრცეში აღარ იყურებოდა. მაგრამ მაინც არ საუბრობდა. ტელეფონი ავიღე და ირას მესიჯი მივწერე. ვთხოვე კვლავ თავად მოსულიყო ჩვენთან, შექმნილი სიტუაციის გამო. რა თქმა უნდა დამთანხმდა. ეს გოგო მართლა საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო, მისი დახმარება კი თომას ჰაერივით სჭირდებოდა , რადგან იყო იმის საშიშროებაც, რომ ბავშვი უფრო და უფრო ღრმად ჩაკეტილიყო საკუთარ თავში და გარე სამყაროსთან კავშირი სრულებით გაეწყვიტა. და ყველაფერი რის გამო? ფულის, ქაღალდის! მძულდა და მეზიზღებოდა მთელი ეს მემკვიდრეობა, რომლისთვისაც ახლა, თუ საკუთარი თავის და შვილის გადარჩენა მსურდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იძულებით უნდა მებრძოლა, რადგან სწორედ ეს იყო ის ძალა რითაც როენა მებრძოდა. სწორედ ფული აძლევდა პრივილეგიებს, შესაძლებლობებს და ძალაუფლებას. თუ ამ ყველაფერს დაკარგავდა, ალექსანდრეს თქმის არ იყოს, უბრალო შეშლილ ფსიქოპატად იქცეოდა და ვეღარაფერს დაგვიშავებდა, თუ თავსაც გისოსებს მიღმა ამოვაყოფინებდით, თავის დამქაშებთან ერთად.

სამზარეულოში ჩავედი, მაგიდაზე საუზმე , იდო და პატარა ქაღალდზე წერილი.
" დილამშვიდობისა ქეთი, მიხარია , რომ არსებობ!"

თავი გავაქნიე, არა ეს არ იყო სწორი და აუცილებლად უნდა მელაპარაკა დავითთან ამ ყველაფერზე. მე წასასვლელი არსად მქონდა, მაგრამ სახლი დავითის იყო და საკუთარ თავს ვერ ვაიძულებდი მისთვის წასვლა მეთხოვა.
თუმცა ასე გაგრძელებაც არ მიმაჩნდა სწორად. აუცილებლად რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივსულიყავით. მაგრამ რაც წინა საღამოს მოხდა, ხომ საერთოდ არ იყო მისი ბრალი?!

_ჯანდაბა!_ წამომცდა ხმადაბლა. ყავა დავისხი, საჭმელს ვერც კი გავეკარე, სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, იქნებ ჟანგბადს ჩემი მტკივნეულად მფეთქავი საფეთქლები ოდნავ მაინც დაეცხრო. ამიტომ ყავის ჭიქით აივანზე გამოვედი. სკამზე ჩამოვჯექი და დილის თბილისს გავხედე.
ეღვიძა ქალაქს და ალბათ კარგა ხანია ეღვიძა. იქნება ღამითაც კი არ ეძინა?! ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს იფარავდა ღამე? ვინ იცის, რას ფიქრობდნენ ადამიანები, ვისაც წინა ღამეს ძილი არ მიეკარა, რას ფიქრობდა ქალბატონი როენა? რა გეგმებს აწყობდა? ზუსტად მაშინ მე რომ შვილთან ჩახუტებულს მეძინა , ის ჩვენს სიკვდილს ნატრობდა! გამაჟრჟოლა, რის გამო? რატომ? ჩვენ ხომ მისთვის არაფერი გვითხოვია? არაფერი გვდომებია! მისი არსებობაც კი არ ვიცოდით. როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
ერთი სული მქონდა აარონი ჩამოსულიყო , რომ მისგან მაინც შემეტყო სიმართლე ალქაჯ როენაზე.
მოულოდნელად უცნაურმა ჩოჩქოლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ეზოს შემოსასვლელთან იყო ხმაური. ჭიშკარს გავხედე. ნაცნობი სახე დავლანდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმული იყო, მაშინვე ვიცანი, ტესა შემოსვლას ითხოვდა და დაცვის ბიჭები არ ატარებდნენ. ის კი ჩხუბობდა და ყველას გაყრით ემუქრებოდა. ნეტავ რა ადგილი ეკავა მას დავითის ცხოვრებაში? ამისმა გაფიქრებამ გული მატკინა, მაგრამ საკუთარ თავს შემოვუძახე, განა სულ რამდენიმე საათის წინ არ დავპირდი საკუთარ თავს , რომ დავითს საკუთარ ადგილს მივუჩენდი? ეტყობა გულს სხვა სურდა და გონებას სულ სხვა .
ტესა კაპასობდა და ასე ადვილად წასვლას არ აპირებდა. უცებ აივანზე მგომს მომკრა თვალი და წამით გაიყინა. აშკარად მიცნო. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ჩხუბი შეწყვიტა. შემდეგ თავი თითქოს მუქარით დაიქნია, საკუთარ მანქანაში ჩახტა და იქაურობას გაეცალა. გულში ვერაფრით გავამტყუნე, მის ადგილას ნებისმიერი ქალი გაცოფდებოდა. თანაც მან ალბათ არაფერი არ იცოდა და რა უნდა ეფიქრა? თუმცა არც მე ვიყავი იმ მდგომარეობაში, რომ სხვის გრძნობებზე მედარდა. ჩვენთვის იმ წამს , დავითის სახლში ცხოვრება გადარჩენას უდრიდა. საღამოს ალექსანდრემ შემოირბინა.

_ ძვირფასო ერთი კარგი ამბავი მაქვს შენთვის და ერთი ცუდი!_ ამოსუნთქვაც არ მაცადა ისე მომახალა.

_ ცუდით დაიწყე!_ გავუღიმე მე საცოდავად.

_ სარჩელი შევიტანეთ და ქონებას ოფიციალურად ვითხოვთ შენი სახელით. მაგრამ წითელი ქალბატონი, როგორც სჩანს, კარგად მომზადებულა და დრო ტყუილად არ დაუკარგავს. საწინააღმდეგო სარჩელი აღძრა და თომაზე მეურვეობას ითხოვს,_ ამის გაგონებაზე მუხლი მომეკვეთა. ვაითუ როენას სასამართლო დავა მოეგო? არა ამის წარმოდგენაც კი ჩემს ძალებს აღემატებოდა .

_ ნუ , ნუ გეშინია ჩემო კარგო, დავითმა მთელი იურიდიული ფირმა ჩართო ამ საქმეში. ასე მარტივი არაა დავითთან ბრძოლა, გამოცდილებით ვიცი!_ გაეღიმა და მხრებზე ხელი მომხვია. _ ხომ ხვდები არა, რომ თომას თავს არავის დავუთმობთ!

პასუხიც კი ვერ გავეცი, პირი გამშრალი მქონდა. საკმაოდ კარგად ვიაზრებდი ვის ვებრძოდი და რამდენად დიდი იყო ჩემი მასთან დამარცხების საფრთხე. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ ეს ამბავი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი მფარველ ანგელოზებად ალექსანდრე და დავითი რომ მომივლინა. ხომ ხვდებით , რომ არა ისინი, როენა მართლაც პატარა კალიასავით გამსრესდა.

_ ახლა კი კარგი ამბავიც მინდა გითხრა, აარონი ამ საღამოს მოფრინავს, ხვალ უკვე თბილისში იქნება და როენას რამდენიმე ნაბიჯით გავუსწრებთ._ ბავშვივით გულწრფელად გამიღიმა.

_ ალექს, მაპატიე , რომ შენში ეჭვი შევიტანე! წარმომიდგენია უთქვენოდ რა დღეში ვიქნებოდი, ან ვიქნებოდი კიი?_სავარძელში მძიმედ ჩავეშვი.

_ მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ითმენდა ამდენს როენა? რას უცდიდა და აქამდე რატომ არ სცადა ბავშვის წართმევა?_ ამაზე ფიქრი არ მასვენებდა, რა იყო იმის მიზეზი, რომ როენა საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებას მაძლევდა თანაც ამდენი ხანი.

_ ითმენდა?_ ჩაეცინა ალექსს. _ ძვირფასო ჩვენი დედოფალი ცივი გონების, რაციონალური ადამიანია. ამ ამბავს წლები გეგმავდა, როგორ გგონია, რამეს შემთხვევით აკეთებს? ზუსტად იმდენს იცდიდა, რამდენიც ნის ნაბიჯ_ ნაბიჯ გათვლილ გეგმას სჭირდებოდა, რომ უმცირესი შეცდომაც კი არ დაეშვა. უცდიდა თომა როდის გახდებოდა იმ ხელა, რომ მისი გონებით თამაში შესძლებოდა . რაც არ უნდა იყოს, დედისთვის შვილის წართმევა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარეც კი არც ისე ადვილია. კანონი ბოლო წამამდე დედის მხარესაა, თუ რა თქმა უნდა , თავად ბავშვი არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. _ გაჩუმდა და დამაცადა მისი სიტყვები კარგად გამეაზრებინა. ნელ_ ნელა ვხვდებოდი მთელი ამ სპექტაკლის არსს. ის თომას ჩემს თავს აძულებდა, ფონს ქმნიდა, რომ მე არ ვვარგოდი, როგორც დედა. ამას ემატებოდა ჩემი მატერიალური გაჭირვება, ქვრივობა და ნებისმიერი მოსამართლე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მეურვეობას აუცილებლად მოსიყვარულე, თბილ , მზრუნველ და მდიდარ ბებიას მიანიჭებდა.
აი რატომ ცდილობდა ჩემს გამოპრანჭვას და გასაყიდი ხორცივით გამოფენას, ალექსიც ამიტომ გამაცნო, მას ხომ ეგონა ალექსს მოვწონდი. საკმარისი იყო ერთი არასწორი ნაბიჯი გადამედგა, რომ ჩემს რეპუტაციას და პატიოსნებას საფრთხის ქვეშ დააყენებდა და მოსამართლესთანაც ფორას დაიწერდა.

_ ეგ არანორმალური, დამპალი ბებერი, ნაგავი!_ წამოვხტი ფეხზე და ისტერიკამდე მისული შეშლილივით ავკივლდი.
ამდენი ხნის ნაგროვები ბრაზის შეკავება აღარც მიცდია. იმ წამს როენა ახლოს რომ ყოფილიყო, ალბათ ხელიდან ვერავინ გამომგლეჯდა ისე ვიყავი გაცოფებული.
ჩემს კივილზე კიბეები თომამ ჩამოირბინა, სწტაფად მომვარდა და ჩემსა და ალექსანდრეს შუაში ჩადგა. ეტყობა ჩათვალა ის იყო ჩემი ნერვიულობის მიზეზი. ბავშვი ასეთ მდგომარეობაშიც კი ჩემზე ზრუნავდა. არ ვიცი იყო კი კიდევ ბავშვი? ამ მოკლე პერიოდის მანძილზე უცნაურად დასერიოზულდა, თვალებში მუდმივი ფიქრი და დარდი ეტყობოდა.

_ ნუ გეშინია დედიკო! ალექსს არ ვუბრაზდები! _ მივედი და თომას მოვეხვიე. არ ვიცი , წამითაც რომ დამეშვა მისი დაკარგვა, თავს არ ვიცოცხლებდი. მე, როგორც ქეთევანი სუსტი, ადვილად სამართავი და მშიშარაც კი ვიყავი, მაგრამ როგორც თომას დედა იმაზე ბევრად ძლიერი გავხდი , ვიდრე ეს წარმომედგინა. ჩემი შვილის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. დაუფიქრებლად შემეძლო როენას დახრჩობა, თუ ეს საქმეს დასჭირდებოდა.

_ არ მეშინია!_ მომესმა და მეგონა მომეჩვენა. რამდენიმე თვე იყო თომას ხმა აღარ გამეგონა. და ახლა გაოცებისგან გავშრი.

_ თომა! თომა !_სიხარულისგან ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი. ვეხვეოდი შვილს და სახეს ვუკოცნიდი.

_ თომა შენ საუბრობ?_ ჰკითხა არანაკლებ გაოცებულმა ალექსანდრემ და ბავშვთან ჩაიმუხლა. თომამ თავი დაუქნია და გამიღიმა. ნამდვილად მამამისს ჰგავდა თომა, მასავით ძლიერი, უშიშარი და გონიერი იყო.

_ ალექს!_ ვუთხარი, როცა შეძლებისდაგვარად დავმშვიდდი._ ერთი თხოვნა შემისრულე. თუ შეგიძლია თომას ფსიქოლოგი მოიყვანე. დღეს შევთანხმდით შეხვედრაზე, მაგრამ ვატყობ, თქვენს უკითხავად მაინც არ შემოუშვებდნენ სახლში. _ ტესა გამახსენდა და ალექსს მასზეც მოვუყევი. ისიც ვუთხარი, რომ მან დამინახა და იცოდა დავითთან რომ ვცხოვრობდი.

_ ჰოო, ფსიქოლოგის მოყვანა კარგი აზრია. ვატყობ ნამდვილად ესმის თავისი საქმე, _ თომას გადახედა ღიმილით_ აი ტესას რაც შეეხება, დავითს დაველაპარაკები. ისე ხომ არ ეჭვიანობ , ჰა?

_ კარგი რააა, ახლა ამის დროა?_ თვალები დავუბრიალე.

_ ეჰ ძვირფასო, სიყვარულს დრო ვინ დაუწესა, სულ მისი დრო არაა? _ გაეცინა, ამ საძაგელს, ძალიან უხდებოდა ღიმილი_ ხომ არ გავიწყდება, რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი?!"

ალექსის წასვლის შემდეგ, უცნაური გრძნობები ამეშალა, თან მიხაროდა თომამ რომ ხმა ამოიღო, თან მახსენდებოდა რა მელოდა წინ და გული მისკდებოდა. აი რატომ არ სურდა ირაკლის არაფერი საკუთარი მემკვიდრეობიდან, კარგად ხვდებოდა , რას მოგვიტანდა როენასთან ომი. უბრალოდ ირაკლიმ ვერ გაითვალისწინა, თუ რამდენად იყო შეპყრობილი მისი დედინაცვალი ამ ქონებით და ვერ გათვალა, რომ საქმე მის სიკვლილამდეც კი მივიდოდა და ამითაც კი არ დასრულდებოდა.

ნახევარ საათში ალექსანდრე დაბრუნდა და ირაც მოიყვანა.

_ მართალია რაც ბატონმა ალექსანდრემ მითხრა?_ შემოსვლისთანავე მკითხა ირამ.

_ კი ირა მართალია!_ ბედნიერებას ვერ ვმალავდი მე.

_ სადაა თომა?_ თვალი მოავლო მან ოთახს.

_ მაღლა ოთახშია. ხატავს, როგორც ყოველთვის!_ ვუპასუხე და თომას ოთახისკენ გავაცილე. მარტო სურდა ბავშვთან საუბარი, მე კი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. კარგა ხანს იყო ირა თომასთან. ბოლოს ოთახიდან ჩაფიქრებული გამოვიდა. კიბეები ჩამოიარა და ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა .

_ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამ ასაკის ბავშვი ამდენად ძლიერი იქნებოდა. ქეთი, სასიხარულო ამბავი მაქვს, თომა დაბრუნებას ცდილობს, პატარ_ პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით გვიახლოვდება. იმ არეულ სამყაროში, რომელშიც როენამ გამოამწყვდია, გზის გაგნება საკმაოდ რთულია, მაგრამ თომა იბრძვის. შენს გამო გესმის? მხოლოდ შენს გამო იბრძვის! უყურე!_ მუხლებზე თომას ნახატი დამიდო. პატარა ფიგურა თავისზე ბევრად დიდი ხმლით იდგა ამოუცნობი მონსტრისა და მისი მსგავსი ფიგურის შორის. ფიგურებს არ ჰქონდათ სახე და არავითარი სხვა ნიშანი, მაგრამ ერთი შეხედვითვე მივხვდი , თუ რას გულისხმობდა ჩემი საბრალო ბიჭუნა. ზუსტად ისე, როგორც ირაკლი იდგა ჩვენსა და როენას შორის, ისიც ცდილობდა ჩემს დაცვას და თავდაუზოგავად ცდილობდა გადარჩენას.

დავითი გვიან დაბრუნდა, სახეზე ეტყობოდა ფიზიკურადაც და ემოციურადაც რამდენად იყო გადაღლილი.მაგრამ დამინახა თუ არა გამიღიმა. შეეცადა დაღლილობა ჩემი თვალისგან დაემალა.

_ უკვე ივახშმე დავით?_ ვკითხე მშვიდად, ისე თითქოს საერთოდ არ მახსოვდა რა მოხდა გუშინ. უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია.

_ მოდი სუფრა გაშლილია!_ გავუღიმე მეც. ეს სულ მცირედი იყო, რითაც შემეძლო მადლობა მეთქვა მისთვის. მაგიდასთან ჩამოჯდა და მოათვალიერა.

_ რა საჭირო იყო ამდენი რამე? ჩაი და სენდვიჩიც მეყოფოდა._ ვხედავდი, როგორ აბედნიერებდა ჩემგან გამოჩენილი მზრუნველობა. ვაცადე ვახშმობა დაემთავრებინა და მის წინ სასაუბროდ ჩამოვჯექი.

_ დავით , არის რაღაც, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ!_ დავიწყე სერიოზულად. გამომხედა და ხელები მაგიდაზე მორჩილად დააწყო.

_ ვიცოდი ქეთი საუბარი რომ გველოდა, ბიჭებმა მითხრეს დილით ტესა რომ..._ სიტყვა გავაწყვეტინე.

_ არა დავით, მე საყვედურის თქმას არ ვაპირებ! პირიქით, შენ ზრდასრული და თავისუფალი კაცი ხარ. უფლება გაქვს პურადი ცხოვრება გქონდეს და ჩემს... ჩვენს გამო არ ხარ ვალდებული რამე შეცვალო. მე კარგად ვიცი აქ რატომ ვარ! არც ამაზე მეტის მოლოდინი მაქვს და ..._ ნერწყვი ძლივს გადავყლაპე ბოლო სიტყვების თქმისას, რადგან თავს ძალას ვატანდი მისთვის ეს მეთქვა და თან მეტი დამაჯერებლობისთვის, მისი თვალებისთვის მზერა არ ამერიდებინა_ და არც სურვილი! _ დავასრულე სათქმელი და თვალები დავხარე. ვიცოდი ვაწყენინებდი, ვხვდებოდი , რადგან თავადაც მწყინდა საკუთარი სიტყვები. ცოტა ხანს ჩუმად იყო. მხოლოდ ლამაზი თითები შეეკრა მუშტებად და დუმდა. მაღლა ახედვას ვერ ვახერხებდი. რადგან ძალიან მეშინოდა მის თვალებში დანახული იმედგაცრუების ან კიდევ უფრო უარესი უდარდელობის.

_ მე ხომ გითხარი ქეთევან, არსად მეჩქარება. იმდენ ხანს გელოდი, არც ეს ლოდინი მომკლავს. კარგად ვხვდები ჩემზე ფიქრისთვის არც დრო გაქვს და არც განწყობა, მაგრამ იცოდე, მე აქ ვარ! არსად წასვლას არ ვაპირებ! წარსული ორივეს გვქონდა, მაგრამ წარსულს წარსული იმიტომ ჰქვია, რომ მორჩა და გათავდა. მე წარსულის დავიწყებას არ გთხოვ! მაგრამ მინდა შეგახსენო, რომ მომავალი წინ არის! როცა ყველაფერი დამთავრდება, და როენას საკადრისს მივუზღავთ. ამაზე მერე ვისაუბრებთ. ახლა კი ღამე მშვიდობისა, ძალიან დავიღალე და მსურს დავიძინო!_ საოცრად ცივად დამემშვიდობა, ფეხზე წამოდგა, მადლობა მითხრა და ნელა აუყვა კიბეებს საძინებლისკენ. მთელ მის ნათქვამში ყველაზე მნიშვნელოვანი , რაც გავიგონე იყო იმედი. იმედი უკეთესის, იმედი ბრძოლის მოგების, იმედი მომავლის და ამან დამამშვიდა.

_ ირაკლი დამეხმარე გთხოვ! _ ჩავილაპარაკე მუდარით და მაგიდის ალაგება დავიწყე. რაც არ უნდა უცნაური იყოს თქვენთვის, მე ამ სახლში თავს დიასახლისად ვგრძნობდი.

18

დილითვე დაძაბულმა, მაგრამ ენერგიით სავსემ გავიღვიძე, დღეს ხომ ჩვენი მთავარი მოწმე მოფრინავდა. საღამოს თბილისში იქნებოდა. გულში ვლოცულობდი, რომ მისი ვიზიტი კეთილად გამოგვდგომოდა.

_ დილა მშვიდობისა ქეთევან!_ მშვიდად მომესალმა სამზარეულოში შესულს დავითი. მისმა იფიციალურმა ტონმა, ცოტა არ იყოს შემაცბუნა. ძალიან კარგად ეხერხებოდა საკუთარი ემოციების დამალვა. ვერ ვიგებდი როდის რას ფიქრობდა. ამიტომ მასთან გულახდილი ურთიერთობა საკმაოდ მიჭირდა. გულღია და გადარეული ალექსანდრესგან განსხვავებით .

_ დილა მშვიდობისა!_ მივესალმე მეც და როცა დავინახე ყავა ჩემთვისაც მოეხარშა , მაგიდასთან ჩუმად დავჯექი.

_ დღეს გვიან დავბრუნდებით, ალექსიც მოვა. ძალიან გთხოვ, თუ აუცილებელი არ იქნება, სახლს ნუ დატოვებ. თუ მაინც და მაინც, დაცვას სთხოვე და დაგეხმარებიან. _ ცდილობდა ცივად და მშვიდად ესაუბრა, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, ამ გაფრთხილებას ტყუილად არ მაძლევდა.

_ რამე ხდება დავით?_ ვკითხე და მოლოდინით მივაჩერდი თვალებში _ არ დამიმალო გთხოვ. მინდა მზად ვიყო ყველაფრისთვის.

_ როენამ იცის, რომ ჩემთან ხართ და როგორც მოსალოდნელი იყო , გაცოფებულია!_ თვალი ამარიდა დავითმა.

_ საიდან იცის? საიდან გაიგო?_ უცებ გავჩუმდი, მაშინვე ტესა გამახსენდა. ნუთუ მან?

_ ტესამ?_ ვკითხე ხმადაბლა. თავი დამიქნია.

_ მაპატიე ქეთი!_ რა ჰქონდა საპატიებელი? დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის.

_ დავით _ მოვუარე მაგიდას და წინ დავუდექი.

_ თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით, ხვდები, რომ მე ახლა ცოცხალიც კი არ ვიქნებოდი? ან იაზრებ თომას რა ბედი ეწეოდა? _ თვალებში მიყურებდა და მამშვიდებდა თავისი სიახლოვით. ჩემდაუნებურად, როგორც ახლობელ ადამიანთან ხდება ხოლმე გასაჭირისას , მივედი და ჩავეხუტე. კარგად მქონდა გააზრებული , რომ მასზე ახლობელი იმ წამს მართლაც არავინ მყავდა.

_ მეშინია დავით!_ ამოვილაპარაკე ჩურჩულით. პატარა ბავშვივით თმაზე გადამისვა ხელი.

_ ხოდა ტყუილად გეშინია!_იმედიანად გამიღიმა. მისი წასვლის შემდეგ, გადავწყვიტე დროის გასაყვანად და გონების დასაკავებლად რამდენიმე კერძი გამეკეთებინა. თანაც საღამოს სტუმარს ველოდებოდი, რომელსაც უნდა გადავერჩინე. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მქონდა. მთელი დღე ვცდილობდი განწყობის ამაღლებას, ჯერ თომას ვეთამაშე, მერე ნენეს ველაპარაკე. მოყოლით მაინც არაფერს ვუყვებოდი, არ მინდოდა გული გამეხეთქა საბრალო დედაჩემისთვის. შველით ხომ მაინც ვერაფერს მიშველიდა. დრო კუსავით მიღოღავდა. მე კი უკვე მოთმინება მელეოდა და ადგილს ვეღარ ვპოულობდი. როგორც იქნა მოსაღამოვდა. თომა დასაძინებლად დავაწვინე. სახლი მოვათვალიერე, ყველაფერი წესრიგში იყო და მზად იყო მნიშვნელოვანი სტუმრის დასახვედრად. მალე თერთმეტიც შესრულდა, თორმეტიც და პირველიც დაიწყო. რამდენჯერმე ეზოში გავედი , თითქოს ამით რამეს შევცვლიდი და მათ მოსვლას დავაჩქარებდი. როცა მივხვდი უკვე ძალიან იგვიანებდნენ, ჯერ დავითს დავურეკე, შემდეგ ალექსანდრეს. არც ერთი არ მპასუხობდა. დივანზე დავჯექი ფეხებმოკეცილი და ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი დიდი საათის ციფერბლატს მივაჩერდი დაძაბული. როგორ და როდის ჩამეძინა ვერ გავიგე. მხარზე ხელის შეხებამ გამომაღვიძა.

_ ქეთი გაიღვიძე, _ ჩამესმა ნაცნობი ხმა.

_ დავით, _ პირდაპირ საათს შევხედე, განთიადს აღარაფერი უკლდა.

_ რა მოხდა დავით?_ მისი თვალების დანახვისას მივხვდი, ვერ იყო კარგი ამბავი.

_ მისმინე ქეთი, არ ინერვიულო! აარონი აეროპორტში გაქრა! მთელი ღამე მის კვალს ვეძებდით ,მაგრამ ვერსად მივაგენით._დაღლილობისგან და ნერვიულობისგან ფეხზე ვეღარ იდგა და მაინც მე მამშვიდებდა.ხელზე ხელი მოვკიდე და დაჯდომა ვაიძულე.

_ არასდროს ვყოფილვარ ასე ახლოს სიმართლის გაგებასთან და ახლაც დამასწრო იმ ალქაჯმა! ამის დედაც... მართლა ამის დედაც ... რა გამომრჩა? რა ვერ გავთვალე? _ საფეთქელზე ძარღვები ჰქონდა დაბერილი, ცოტა აკლდა და გაგიჟდებოდა.

_ დავით, დავით, შემომხედე!_ ხელის გულები ლოყებზე მივადე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა.

_ დამშვიდდი დავით! ყველაფერი კარგად იქნება!_ რამდენადაც შემეძლო მშვიდი ხმით ვესაუბრებოდი. შემომხედა და ისეთი ნაღვლიანი სახე ჰქონდა გული მომიკვდა.

_ მე რომ მაშინ ირაკლისთვის დამეჯერებინა! ან როცა როენასთან გნახე ხელი მომეკიდა და წამომეყვანე!_ საკუთარ თავს იდანაშაულებდა. იმდენად კარგად კი ვიცნობდი , რომ მივმხვდარიყავი, თუ რამდენად იყო დავითი სიტუაციის მართვის სურვილით შეპყრობილი და ახლა, როცა მართვის სადავეები ხელიდან უსხლტებოდა , როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს. სიტყვებით ვერაფერს გავხდებოდი. ის უბრალოდ ასეთი იყო. ბუნებით ლიდერი და როენაზე არანაკლებ ძალაუფლების მოყვარე. ამიტომ იყო, რომ იმ საღამოს განცდილ მარცხს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებდა და ეს დანაშაულის გრძნობა შიგნიდან ანგრევდა. უცბად პატარა ბავშვივით თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა. მოულოდნელობისგან შევკრთი.
მასთან ასეთი სიახლოვე ჩემზე უცნაურად მოქმედებდა. იდაყვებში მოხრილი ხელები მაღლა მქონდა აწეული. ვერც ვეწინააღმდეგებოდი და ვერც შეხებას ვბედავდი. იგრძნო ჩემი დაძაბულობა, ორივე ხელი წელზე მომხვია და ჩურჩულით თქვა.

_ მხოლოდ ერათი წუთით ქეთი, მხოლოდ ცოტა ხნით. დამეხმარე დავმშვიდდე და გამოსავალი ვიპოვნო!

ცოტა ხანს ვუყურებდი მის საფეთქლებზე მფეთქავ ძარღვს და ჩემმა ხელებმა ჩემდაუნებურად დაიწყეს მოქმედება. მის თმებში აიხლართნენ. ვიცოდი, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას ასე ვჭირდებიდი, მეც დახმარების სურვილისკენ მიბიძგებდა. ან კი რას ვაშავებდი? თუმცა ამ კითხვის პასუხი ჩემდა გასაოცრად წინასწარ ვიცოდი. თუ ასე გაგრძელდებოდა, მე დავითი უბრალოდ შემიყვარდებოდა და მერე მართლა არ ვიცი, როგორ და რით გადავირჩენდი საკუთარ თავს. ნელ_ ნელა დამშვიდდა და ბოლოს ჩაეძინა. ვიჯექი ასე , კალთაში მისი თავი მედო და განძრევას ვერ ვბედავდი. დავყურებდი და მიკვირდა, თუ კი ოდესმე ვიცნობდი, რატომ არ მახსოვდა? მაგრამ მაშინ ჩემი თვალები მხოლოდ ირაკლის ხედავდნენ.
ის იყო ჩემი ალფა და ომეგა. როგორ , ან რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი აურზაური? როდის დადგებოდა სიმშვიდის წამი? ან კი დადგებოდა როდისმე?
თვალები დავხუჭე და დავითის მშვიდი სუნთქვის ხმაზე ისევ დამეძინა.

_ ოპაააა!_ ალექსანდრეს ხმამაღალმა შეძახილმა წამში მომიყვანა გონზე. თვალები გავახილე და დამფრთხალმა და შერცხვენილმა წამოხტომა დავაპირე. მაგრამ წელზე მოხვეულმა დავითის მკლავებმა ადგომის საშვალება არ მომცა. თვალები ნელა გაახილა და გაიღიმა. მივხვდი კარგა ხმის გაღვიძებული იყო.

_ ამის ყბაშიც ჩავვარდით!_ სრულიად დამშვიდებული ჩანდა. წინა ღამის განცდების კვალიც კი არ ემჩნეოდა სახეზე.

_ რაა? ჩვენ უბრალოდ გვეძინა!_ თავი ვიმართლე აჭარხლებულმა.

_ ხოო უბრალოდ გეძინათ, მე რა სხვა რამე ვთქვი?_ ეშმაკურად გაეცინა ალექსს.

_ მისმინეთ,_ უცებ დასერიოზულდა_ ვანო ჟღენტმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, გავიკითხე და პატიოსანი კაცის სახელი აქვს. თანაც ირაკლის საქმითაც დაინტერესებულია და იმ ფაქტსაც კარგად იცნობს, ქეთის მოკვლის მცდელობას ვგულისცმობ._ მის ასე პირდაპირ ნათქვამ სიტყვებზე გამაკანკალა.

_ ჩემი მოკვლა!_ გავიმეორე ბუტბუტით.

_ ალექს!_ გამაფრთხილებლად გაისმა დავითის ხმა.

_ კარგი ხო! ასე იყო და რა ვქნა, მაგრამ ამ კაცს დღეს უნდა გავესაუბროთ, ძალიან სჩანს ჩვენი ამბით დაინტერესებული. და მე თუ მკითხავთ, ნდობასაც იმსახურებს.

_ ცოტა უცნაური კაცის შეხედულება დამიტოვა!_ გამახსენდა მაშინ პალატაში რომ მესტუმრა. ქუჩაში რომ შემხვედროდა ვერც კი ვიფიქრებდი , რომ პოლიციელი იყო. უფრო ზოოპარკის დარაჯსა და ავტობუსის მძღოლს შორის გავაკეთებდი არჩევანს. მაგრამ რადგან ალექსი ამბობდა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა , ესეიგი ასეც იყო. სხვა გზა მაინც არ გვქონდა. წინა დღეს აარონის დასახვედრად გამზადებული საჭმელი სუფრაზე დავალაგე და ბიჭები მოვიპატიჟე.

_ ჰოო, დიდი სახლის პატარა დიასახლისო!_ მაინც ხუმრობის ხასიათზე ბრძანდებოდა ვაჟბატონი გადარეული. მწყრალად გავხეხე, მან კი თვალი ჩამიკრა.

_ თომა ხელები დაიბანე და მოდი!_ გავძახე ბავშვს.
მანაც მაშინვე მოირბინა. ჰაერი შეიყნოსა , როენას უგემური საჭმელების შემდეგ, ვატყობდი, მადა საოცრად გამოუკეთდა. სკამზე აცოცდა და საყვარელი დაბრაწული მაჭკატები გადაიწყო თეფშზე.

_ მართლა, _ უცებ გაიღიმა დავითმა_ თუ დედიკო თანახმა იქნება, თომასთვის ერთი სიურპრიზი მაქვს!_ შემომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა.

თომას, როგორც ყველა ბავშვს, სიურპრიზის ხსენებაზე თვალები აენთო.

_ რა ხდება?_ გამეცინა მე. დავითი სკამიდან ადგა. გარეთ გავიდა და დაცვას რაღაც ანიშნა. მალევე მოზრდილი, წითელბანტიანი ყუთით ხელში დაბრუნდა. ყუთი იატაკზე ფრთხილად დადო და თომას შეხედა.

_ აბა, ჩემო ბიჭო! ვნახოთ თუ გაგახარებთ!_ თომა სკამიდან ჩახტა და ყუთთან ჩაიმუხლა. ჯერ აწევა სცადა და სიურპრიზს წონა გაუსინჯა,მერე თავი მოხადა და დავინახე ბედნიერებისგან როგორ აენთო სახე. ყუთში ხელები ჩაყო და იქიდან ოქროსფერი რეტრივერის ბურთივით ლეკვი ამოიყვანა.

_ ლეკვი! ლეკვი დედა! ნახე ნამდვილი ლეკვი!_ სამივე გავშრით, ამდენი ბოლოს როდის ილაპარაკა აღარ მახსოვდა. ლამის აღარ მეგონა, თუ ასეთ ბედნიერს კიდევ ვნახავდი.

_ ჩემია ხომ? ჩემია?_ ხან დავითს უყურებდა ,ხან მე, ხან ალექსს.

_ შენია ჩემო ბიჭო!_ თავი დაუქნია ღიმილით დავითმა.

_ რა ქვია?_ არ ჩუმდებოდა სიხარულისგან აჟიტირებული ბავშვი.

_ რასაც დაარქმევ ჩემო კარგო!_ გაეცინა ალექსსაც.

_ მე შენ_ ცოტა ხანს დაფიქრდა და თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა კუდმოქიცინე ლეკვი.

_ ბონის დაგარქმევ. შეიძლება გარეთ გავიდეთ?_ მკითხა თომამ. თავი დავუქნიე და ისიც ეზოში გაიქცა ბედნიერი და ლეკვიც თან გაიყოლა.

_ დავით, არ ვიცი რა გითხრა!_ დავიწყე მე.

_ ვიცი, ჯერ შენთან უნდა შემეთანხმებინა, მაგრამ ამას წინ ირას ველაპარაკე, თომაზე გამოვკითხე და მითხრა, კარგი იქნება ზრუნვის ობიექტი თუ ეყოლებაო, ხოდა ვიფიქრე არაფერი დაშავდებოდა ბავშვს ცოტას თუ გავახარებდით.

სრულიად მართალი იყო დავითი , თომა ბედნიერი იყო და სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.

მალე ისაუზმეს და ორივენი სასწრაფო საქმეზე წავიდნენ. მიუხედავად იმისა , რომ ცდილობდნენ თავი მხიარულად მოეჩვენებინათ, აარონის მოულოდნელმა გაქრობამ ორივე და ძალიან შეაშფოთა. და პრობლემები გაუბევრა. რა თქმა უნდა, ამაშიც იმ ალქაჯის ხელი ერია. არც კი ვიცი, როგორ შესძლებდნენ ბიჭები სიტუაციის გამოსწორებას.

რამდენიმე დღეში გამომძიებელი თავად გვესტუმრა სახლში.

_ გამარჯობა ქალბატონო ქეთევან. _ მომესალმა და შინაურულად ჩამოჯდა სკამზე.

_ გამარჯობა ბატონო ვანო!_ მივესალმე მეც და ყავა შევთავაზე. უარი არ უთქვამს.

_ მადლობელი დაგრჩები ქალბატონო ქეთევან! მთელი დღე ისეთ დღეში ვარ, ყავა კი არა ზოგჯერ თავის მოსაფხანად ვერ ვიცლი. ასე კი არც დროს დავკარგავ და ყავასაც სიამოვნებით გეახლებით. _ მართლაც უცნაური კაცი იყო ეს ტანდაბალი , კეთილი სახის ვანო ჟღენტი.
ლამის იყო ვიფიქრე უბრალოდ საჭორაოდ შემოიარამეთქი, რომ მოულოდნელად მკითხა.

_ თქვენი მეუღლის სიკვდილის წინა დღეებში ხომ არ იყო რამე, რაც უცნაურად მოგეჩვენათ? რამე, რაც ახლაც გახსენდებათ ხოლმე და ახსნას ვერ უძებნით?_ მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა პირში ლითონის გემო ვიგრძენი. დავფიქრდი და გამომძიებელს შევხედე, გამჭოლი და ინტერესიანი თვალებით მაკვირდებოდა.
თვალები დავხუჭე და ვცადე წარსულის გახსენება. კადრებად ვახვევდი უკან მოგონებებს. და უცებ გამახსენდა, მართლაც იყო ასეთი მომენტი, უბრალოდ ირაკლის სიკვდილმა გონებიდან წამიშალა და მიმავიწყა. გამომძიებელს არ გამოჰპარვია ჩემს სახეზე გამოსახული ემოცია.

_ ვატყობ, რაღაც გაგახსენდათ!_ მითხრა თვალნოუშორებლად.

_ დიახ, იყო ერთი ასეთი მომენტი, რასაც ახსნა ვერ მოვუძებნე, ვერც მაშინ და ვერც ახლა. ირაკლიმ ჩემი სურათი დახატა, მოგეხსენებათ მხატვარი იყო. ხოდა ეს სურათი დედაჩემს აჩუქა და რაჭაში თავისი ხელით ჩაუტანა და კედელზეც საკუთარი ხელით მიუჩინა ადგილი. ქალიშვილი წაგართვით და სანაცვლოდ მის პორტრეტს გიტოვებთო; ხუმრობდა. ხოდა იმ საშინელ დღემდე ორი დღით ადრე, რაჭაში წასვლა აიკვიატა, ის სურათი უნდა ვნახო აუცილებლადო. არასდროს გამოუხატავს სხვა დროს გაჩუქებული სურათების მიმართ ინტერესი. სულ ამბობდა გაყიდული და გაჩუქებული ნახატები ჩემი სრულწლოვანი შვილებივით არიან და მათ აქვთ უფლება ჩემგან დამოუკიდებლად იცხოვრონო. სწორედ ამიტომ გამიკვირდა, მისი ეს უცნაური ახირება. თანაც განსაკუთრებული არაფერი იყო, უბრალოდ ჩემი სტუდენტობის დროინდელი პირტრეტი იყო არც თუ ძვირადღირებული_ მოვუყევი და თან ვერაფრით მივხვდი, ამ ამბავს რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ირაკლის ამბავთან.

_ მხოლოდ ეს?_ დაფიქრებით ჩამეკითხა ბატონი ვანო.

_ დიახ მხოლოდ ეს! ის ავარია რომ არა, აუცილებლად წავიდოდით რაჭაში, იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა ირაკლის სურათის ნახვა._ თავი დავუქნიე მე. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ. ხან რა მკითხა, ხან რა. ბოლოს დამემშვიდობა და წავიდა. ვიჯექი და ვფიქრობდი. აზრებისთვის თავის მოყრას ვცდილობდი. უცებ თომა წამომადგა თავს, ლეკვიც ცუნცულით მოსდევდა უკან.

_ თუ გინდა, რამე კარგად დამალო, ზუსტად გამოსაჩენ ადგილას უნდა დადო და მაშინ ვერავინ იეჭვებს, რომ ეს შენი სამალავია!_ მითხრა ისე, რომ ლეკვისთვის თვალი არ მოუშორებია.

_ რაა დედიკო?_ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

_ როგორც ნემოს ნაუტილიუსი!_ ისევ ორაზროვნად მიპასუხა და თანაც საოცრად პირდაპირ. გეფიცებით უცებ თავში ნათურა ამენთო, არა ნათურა კი არა უზარმაზარი პროჟექტორი ამიჩახჩახდა.
სამალავი! ზუსტადაც სამალავი. ირაკლის ხომ ბავშვობიდან უყვარდა სამალავები! აი რა ყოფილა! აშკარა იყო ის სურათი რაღაც საიდუმლოს ინახავდა. იმდენად მნიშვნელოვანს, რომ ირაკლის სიცოცლეც კი შეიწირა. ხელის კანკალით ავიღე ტელეფონი და ნენეს დავურეკე.

_ ხო დედი, მშვიდობაა?_ გაუკვირდა ნენეს ჩემი მოულოდნელი ზარი.

_ დედა მიდი, ჩემი სურათი ჩამოხსენი. კარგად დაათვალიერე და მითხარი საეჭვოს თუ ნახავ რამეს._ ვუთხარი დაძაბული ხმით. ეტყობა ისეთი ხმა მქონდა, დედაჩემი არც კი შემწინააღმდეგებია.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ გაოცების შეძახილმაც არ დააყოვნა. გამეღიმა, დარწმუნებული ვიყავი , რაღაცას აუცილებლად მიაგნებდა.

_ დედიკო აქ მოზრდილი კონვერტია, სურათის უკანა მხარეს იყო და ზედ პერგამენტი ჰქონდა აკრული. რაა ეს დედი?_ მეკითხებოდა გაოცებული დედაჩემი.

_ დედა, ეგ ნივთი კარგად დამალე, სანამ მე არ დაგირეკავ, ან არ მოვალ, მანამდე თვალის ჩინივით გაუფრთხილდი. მალე შევხვდებით._ ვუთხარი და სასწრაფოდ დავითის ნომერი ავკრიფე.

19

_ გისმენ ქეთევან, _ დავითს აღელვებული, მაგრამ კმაყოფილი ხმა ჰქონდა. ვიფიქრე, უეჭველი აარონზე უნდა გაეგოთ რაღაც კარგი.

_ რა ხდება, სიახლე ხომ არაფერია?_ ვკითხე იმედით.

_ კიი, ქეთი, მაგრამ არ მინდა ამაზე ტელეფონით საუბარი. _ გული სიხარულით ამევსო. ისედაც მჯეროდა ალექსანდრე და დავითი თუ ძალებს გააერთიანებდნენ, როენას კისერსაც მოუგრეხდნენ. უბრალოდ მეშინოდა, რადგან უკვე ძალიან კარგად ვხვდებოდი, რამდენად შორს შეეძლო ამ ქალს შეტოპვა. როცა ადამიანების სიცოცხლით ასე უგულოდ თამაშობდა, წარმომიდგენია რას იზამდა, თუ მხეცივით კუთხეში მოვიმწყვდევდით.

_ დავით, არის ერთი რამ , რაც სასწრაფოდ უნდა მოგიყვეთ, რაღაც გამახსენდა. ვფიქრობ ირაკლიმ კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი დაგვიტოვა._ დავითი ცოტა ხანს უსიტყვოდ მისმენდა, შემდეგ დამელოდეო მითხრა.

_ დღეს საღამოს მზად იყავი! თომასთან ალექსანდრე დარჩება. ბავშვი სახლში ბევრად უსაფრთხოდ იქნება. ჩვენ კი რაჭაში მივდივართ._ ტელეფონი გავთიშე. დავითს თომას თან წაყვანა სახიფათოდ მიაჩნდა. მართალიც იყო. მე კი მსურდა , რომ შვილი სულ თვალწინ მყოლოდა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა გველოდა იმ არანორმალურისგან. დავითის სახლი კი ციხე_ სიმაგრესავით იყო დაცული. პლიუს თუ ალექსანდრეც აქ იქნებოდა, შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი.
საღამომდე დრო ისევ უაზროდ გაიწელა, გულს ვერაფერს ვუდებდი. ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა დაემალა ირაკლიდ. ან თუ რამე ძლიერი სამხილი ჰქონდა, რატომ თავად არ გამოიყენა. ან იქნებ სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ სამხილის გამოყენება დააპირა? თუმცა რამდენადაც ჩემს ქმარს ვიცნობდი, ჩემი აზრით უბრალოდ ეგონა, მისგან მემკვიდრეობაზე უარის თქმა ყველა პრობლემას მოგვიგვარებდა. მაგრამ, როგორც სჩანდა, მამის მკვლელს არც ამდენად ენდობოდა და ბოლო კოზირი საგულდაგულოდ გადამალა. როგორც მაშველი რგოლი შტორმის დროს. რომლის გამოყენებაც აღარ დასცალდა.

ჩემდა გასაკვირად დავითს ალექსანდრეს მაგივრად, საშვალო ასაკის, ჭაღარათმიანი, მაგრამ საკმაოდ სიმპატიური წვერიანი მამაკაცი მოჰყვა. სახეზე დიდი სილურჯით და თაბაშირში ჩასმული მარჯვენა ხელით. დავიბენი, ვერც კი გავიაზრე ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომელსაც დავითმა ჩვენთან მოსვლის უფლება მისცა.

_ საღამო მშვიდობისა ქეთევან, გაიცანი ჩვენი მეგობარი და მთავარი მოწმე, ბატონი აარონ აბრამიშვილი ._ გამაცნო დავითმა და მისი სახელის გაგონებისას, სიხარულისგან თუ ძლიერი აღელვებისგან, მუხლებში ძალა გამომეცალა.

_ რა გჭირს,_ ხელი მომხვია შეშინებულმა დავიმა და დივანზე დამსვა._ რა დაგემართა?

_ ბატონო აარონ!_ გაოცებულ კაცს ვერ ვაცილებდი თვალს._ თქვენ არ იცით, როგორი მადლიერი ვარ თქვენი!
ასადგომად წამოვიწიე, მაგრამ აარონმა, არ დამაცადა. გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი ხელში აიღო.

_ არ მეგონა თუ ერთმანეთს შევხვდებოდით, თან ასეთ პირობებში. სამწუხაროდ ვერც როსტომს და ვერც ირაკლის ვერაფერში გამოვადექი, მაგრამ არ დავუშვებ იმ ალქაჯმა თომას და დედამისსაც წაავლოს თავისი მარწუხები._ მისმა მშვიდმა და მტკიცე ხმამ მეც დამშვიდა.

_ მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ, მაინც ჩამოსვლისთანავე მის მახეში გავები!_ საკუთარ თავზე ბრაზობდა აარონი.

_ წარმოუდგენელია ამ ქალის ამბიცია და თავზეხელაღებულობა! აეროპორტშივე დამხვდა მძღოლი და ეჭვადაც კი არ მიფიქრია თუ მახეში ჩემივე ფეხით შევაბიჯებდი._ აარონმა მოვლილ წვერზე ჩამოისვა ხელი. მშიშარას და მხდალს ნამდვილად არ ჰგავდა, მაგრამ ამ ყველაფრის მოყოლა და გახსენება აშკარად არ სიამოვნებდა.

_ რაღაც წამებში ავცდით ერთმანეთს! როგორც ჩანს, როენას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. არც კი ვიცი, საიდან გაიგო თქვენს შესახებ!_ დავითი თავს დამნაშავედ გრძნობდა. კიდევ კარგი დროზე მოახერხეს მისი პოვნა, თორემ ყველა ვხვდებოდით რა დღეც ელოდა.
მართლაც აარონი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა. როენა მას ისე მოიშორებდა თავიდან წარბსაც არ შეიხრიდა.

_ მხოლოდ იმან გადამარჩინა , რომ მას აინტერესებს თუ რა ვიცი და რამხელა ზიანის მიყენება შემიძლია მისთვის! ცოდნით კი ძალიან ბევრი რამ ვიცი! პირველ რიგში ის , რომ როენას და როსტომის ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ფარსია. რადგან როსტომამდე ის ოფიციალურ ქორწინებაში იყო და ეს ქორწინება, იმ მომენტში ანულირებული არ იყო, როგორღაც ქალბატონი დღემდე არაა პირველ ქმართან განქორწინებული!_ აარონის სიტყვებზე გაფითრებული წამოვხტი ფეხზე,

_ რაოოო? ანუ სინამდვილეში ირაკლის მეურვეც კი არა იყო? იმიტომ ცდილობდა მასზე ფსიქოლოგიურად ეძალადა? ღმერთო ჩემო! ნუთუ ეს ირაკლიმ იცოდა? _ აზრები ერთმანეთს წამებში ცვლიდა.

_ არა ჩემო კარგო, ეს არათუ ირაკლიმ, როსტომმაც კი არ იცოდა. ბოლო დღემდე! სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მაპროვოცირებელი მიზეზი. დღემდე ვფიქრობ, მე რომ მაშინ სიმართლე არ მეთქვა მისთვის, იქნებ..._ მის ხმაში გულწრფელი მწუხარება ისმოდა.

_ კარგით ბატონო აარონ, მალე ალექსანდრეც მოვა, ჩვენ წასვლა მოგვიწევს სასწრაფო საეზე, თქვენ კი აქ მშვიდად დარჩით, დაისვენეთ დანარჩენს მე თავად ვუამბობ ქეთევანს. _ ჩაერია დავითი.

დივნზე ვიჯექი და გამალებით ვფიქრობდი. ნუთუ ეს სიმართლე იყო? როენა მთელი წლები სარგებლობდა სტატუსით, რომელიც მისიც კი არ იყო. ხელები ორი ადამიანის სისხლში ჰქონდა გასვრილი და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ როენა არა მხოლოდ ცივსისხლიანი მკვლელი არამედ ფსიქოპატიც იყო, მისი ფსიქოლოგიური არასტაბილურობა და დანაშაულის შეგრძნების არ ქონა, სხვა არაფერი იყო, თუ არა შეურაცხადობა. ეს ქალი არა მხოლოდ ჩემთვის და თომასთვის, არამედ მთელი სოციუმისთვის წარმოადგენდა საფრთხეს.
წარმოიდგინეთ ამხელა შესაძლებლობები და ძალაუფლება სრულიად არაადეკვატური ადამიანის ხელში იყო. და მე კი ლამის წელიწად ნახევარი მის ჭერ ქვეშ მეძინა. მის გვერდით ვეჯექი სუფრას და მას ჩემი ვაჟის ბებიად მოვიხსენიებდი. სიმწრით გამეცინა.

დაახლოებით ნახევარ საათში ალექსანდრეც მოვიდა.

_ბიჭებმა ფრიდონი აიყვანეს და ვანოს საჩუქარივით გადასცეს!_ უცნაურად აჟიტირებული ჩანდა ის და მე მისმა ანთებულმა თვალებმა გამაკვირვა.
ხელებზე რომ შევხედე, გაწითლებულ გადაყვლეფილი ჰქონდა ხელის ზურგები.

_ რა ქენი ალექს?_ ვკითხე და პასუხი წინასწარ ვიცოდი.

_სიფათი გავულამაზე ძვირფასო!_ ისეთი მშვიდი ღიმილით მითხრა, ტანში გამაცია. იმედია ალექსი არასდროს ჩამთვლიდა თავის მტრად. მანამდეც ვფიქრობდი და მისმა სახემ ახლაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არც ალექსი იყო ფსიქოპათობისგან შორს.

_ ალექს, _ დავუძახე და მისკენ წავედი._ იცოდე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასს გაბარებ! ჩათვალე, ჩემი სიცოცხლე გიკავია ხელში! თომაზე იზრუნე სანამ დავბრუნდები!

თმაზე ხელი გადამისვა და გამიღიმა, უფრო ველური მხეცივით გააელვა თეთრი კბილები. მომენტალურად დავმშვიდდი. ვაი იმას , ვინც თომასთან მიახლოვებას გაბედავდა.
მე და დავითი მანქანაში ჩავსხედით და რაჭის გზას დავადექით. მხოლოდ ახლაღა გავიაზრე, რომ ნენეს ვნახავდი. ჩემ ტკბილ ნენეს, ჩემს დედას. თუმცა რთული დღეები გველოდა წინ. დრო მოვიდა ნენეს სიმართლე გაეგო.

დავითს გავხედე, ფიქრებში წასულიყო. გრძელ თითებს საჭეზე ნერვიულად აკაკუნებდა. მის გვერდით სიმშვიდე მეუფლებოდა. მინდოდა ყველა ჩემი დარდი მისთვის მიმენდო , რომ მას ეზრუნა ჩემზე და მე მისგან მოგვრილ მყუდროებას დავმორჩილებოდი. უბრალოდ მინდოდა გვერდით მზრუნველი ადამიანი მყოლოდა. განა ეს ასე ბევრი იყო? მინდოდა ვიღაცას ვყვარებოდი, ვიღაცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი. არა, ვტყუოდი, ვიღაცისთვის კი არა, მხოლოდ მისთვის! მინდოდა მის თვალებში საკუთარი თავი ქალად აღმექვა. მაგრამ ახლა სიყვარულის არც დრო იყო, არც ადგილი. მუხლები სავარძელზე ავიკეცე, ხელები მოვიხვიე და თავი ზედ ჩამოვიდე.

_ მომიყევი დავით! როენაზე მიამბე!_ ვუთხარი და მძიმე ამბის მოსასმენად მოვემზადე.

_ როენა რევია ანუ სინამდვილეში ლიდა აკობია, 1970 წელს დაიბადა ზუგდიდში. მამამისი წყალწაღებული ლოთი იყო და როცა ლიდა თხუთმეტი წლის გახდა, ცეროზისგან გარდაიცვალა. ლიდა და მისი პატარა და კესო დედის ამარა დარჩნენ. ქალს არაფერი გააჩნდა სილამაზის და ქმრისგან დატოვებული ვალების გარდა, თავის გადასარჩენად მეორედ გათხოვება გადაწყვიტა. თუმცა უარეს დღეში აღმოჩნდა. მეორე ქმარი პათოლოგი ეჭვიანი აღმოჩნდა. ლამაზ ცოლს პირველი ქმრის ყოლა ვერ აპატია და რამდენიმე წელში მორიგი ცემისას შემოაკვდა. ლიდა უკვე ოცი წლის იყო. მამინაცვლის დაპატიმრების შემდეგ მამის სახლი გაყიდა და დასთან ერთად თბილისში წამოვიდა. სწორედ თბილისში გაიცნო ფრიდონი, რომელიც მაშინ უკვე როსტომის ოჯახში მძღოლად მუშაობდა და ცოლად გაჰყვა. როდის და როგორ დაგეგმეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სამივემ ერთად მოახერხეს და როსტომ რევია მახეში გააბეს. _ დავითი ისე მიყვებოდა თითქოს რომელიღაცა ფილმის მოკლე შინაარსს მაცნობდა. აქამდეც ვეჭვობდი, რომ კესოს და როენას რაღაც საერთო ჰქონდათ, მაგრამ თუ ფრიდონიც ამდენად იყო ამ ამბავში გარეული რას წარმოვიდგენდი? მართალია, რომ ერთნაირი სულის ადამიანები ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ. წლობით გეგმავდნენ რევიების ქონების ხელში ჩაგდებას და ახლა ვერაფერი შეაჩერებდათ. არც კი ვიცი, რა შეიძლებოდა გამეგო აწი მათზე და გამკვირვებოდა?!
ტყუილი ტყუილს ბადებს, ბოროტება ბოროტებას. ნაბიჯ_ ნაბიჯ, სულ უფრო დიდ ქსელს ხლართავდნენ საკუთარი თავის გარშემო და ამ ქსელში თავადაც ბოლომდე იხლართებოდნენ.

_ ფრიდონმა კესო დიასახლისად მოაწყო რევიებთან, და სწორედ მაშინ დაეწყო სახლის დიასახლისს უცნაური სიმპტომები. აარონი ფიქრობს, რომ ირაკლის დედაც მათი მსხვერპლია, თუმცა დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. _ გააგრძელა მოყოლა დავითმა. _ შემდეგ კი ათი წლით ახალგაზრდა მშვენიერი ლიდას ჯერი მოვიდა. თავი როენად გააცნო და რევიას გულიც დაიპყრო. თუმცა უცნაურად ჯიუტი კაცი აღმოჩნდა როსტომი. ანდერძი შეადგინა და შვილის ინტერესები ყველაფერზე წინ დააყენა. მისთვის როენა მხოლოდ ლამაზი ქალი იყო, სიყვარულით არასოდეს ჰყვარებია. ჭკვიანი კაცი იყო და ალბათ მის ანგარებიან ბუნებას კარგად ხედავდა. როენა ახლაც კარგად გამოიყურება და ალბათ უბრალოდ მის ხიბლს ვერ გაუძლო!_ მსჯელობდა დავითი. მე კი მისმა სიტყვებმა ის მიზეზი გამახსენა, რის გამოც ირაკლიმ მასთან ურთიერთობა დაასრულა. ირონიულად გამეცინა. დავითმა ინტერესით გამომხედა.

_ ხოო, როგორც ეტყობა მართლაც დიდ ხიბლს ატარებს ეგ ალქაჯი, რომ მისთვის უარის თქმა ასე გიჭირთ კაცებს!_ მართლა არ მსურდა ამის თქმა, მაგრამ ქალურმა თავმოყვარეობამ მათქმევინა. რომ წარმოვიდგენდი დავითის მკლავებში განაბულ როენას ზიზღის გრძნობა ჩემში გულისრევის შეგრძნებას იწვევდა. წამის წინანდელი ფიქრები დავითთან თავშესაფრის და სიმყუდროვის პოვნაზე საპნის ბუშტივით შემომასკდა ხელში.

ვე რა



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაა ძალიან მაგარიაა ,სულ უფრო მძაფრდება სიტუაცია და ჩვენი ემოციებიც ,,,,საინტერესო და ემოციური ფაზაა ისტორიის და უფრო საინტერესოა მოვლენების განვითარება...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
უჰაა ძალიან მაგარიაა ,სულ უფრო მძაფრდება სიტუაცია და ჩვენი ემოციებიც ,,,,საინტერესო და ემოციური ფაზაა ისტორიის და უფრო საინტერესოა მოვლენების განვითარება...

მიხარია რომ მოგწონთ)))

 


№3 სტუმარი ანდრიანი

შემდეგ თავს ველი სულმოუთმენლად

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ აგრძელეებთ

გელოდებით მოუთმენლად. რატომ აღარ დებთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი განსხვავებული ნაწარმოებია თანდითან საინტერესო და მძაფრი ხდება ნაწარმოები როგორ უნდა მოიფიქროს ამდენი ისე ლამაზი ქალი სადიშროებას წარმოადგენს???????????? ველოდები შემდეგ თავს ემოციებით სავსე მადლობა წარმატებები ????

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნესტანი
საოცარი განსხვავებული ნაწარმოებია თანდითან საინტერესო და მძაფრი ხდება ნაწარმოები როგორ უნდა მოიფიქროს ამდენი ისე ლამაზი ქალი სადიშროებას წარმოადგენს???????????? ველოდები შემდეგ თავს ემოციებით სავსე მადლობა წარმატებები ????

მადლობა. ვეცდები არ გალოდინოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent