შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.ხვალამდე. (3)


28-02-2023, 00:06
ავტორი Nini1999
ნანახია 9 090

წარსული:08.06.20**
\07:52/

სულ ცოტახნის წინ გავახილე თვალი და უკვე ფანჯრიდანვე ჩანდა შავი ღრუბლებით გადაფარული ცაა.
ანუ ისევ მოღრუბლული დღეა,მე კი უკვე ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვდგავარ და ქუჩას ვუყურებ...ქუჩაში სიმშვიდეა და ხალხი არ მოძრაობს,რამდენიმე თუ გაივლის აქა-იქ.
აღარც ბავშვების ჟრიამული ისმის,აღარც ადამიანების საუბარი და არც მანქანების ხმა...ეს კი მხოლოდ იმიტომ,რომ ხალხი შეშინებულია.

ცხრა დღის წინ ყველაზე გადამწყვეტი დღე იყო ჩემთვის,რადგან ძაალიან ბევრი რაღაც მოხდა...მე კი უკვე ვნანობ, რომ იმ დღეს იმ ადგილას წავედით!
უბრალოდ მინდა,რომ დროის გადახვევა შემეძლოს და იმის შეჩერება,რამაც ამ შედეგებამდე მოგვიყვანა.
მეცხრე დღეა სალი არავის არ უნახავს და მეცხრე დღეა,რაც ჩვენს უბანში მის შესახებ ყველა ხეზე განცხადებაა გაკრული...დაიკარგა 30 მაისს,კლუბ დეილიში და ღამის სამი საათის შემდეგ ის აღარავის არ უნახავს.
იმ ღამის შემდეგ ის გაუჩინარდაა...დახლოვებით ამ შინაარსის განცხადებებს გაადაწყდებით და კი სიმართლეა,ჩემი საუკეთესო მეგობარი,ჩემი სალი,ადამიანი რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ჩემს გვერდით ვხედავ ,აქ აღარაა და ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ისა,რომ ისიც არ ვიცით სადდა ან კარგადაა თუ რაიმე შეემთხვა.
იმ ღამეს დეილიში  აორთქლდა  და გაქრა!
იმის შემდეგ კი არავინ უნახავს,უშედეგოდ ეძებენ ,მაგრამ მეშინია...მეშინია რომ მანაც  იმ იდუმალებით მოცულ საფრთხეში გაყო თავი,რაზეც ყოველი ტელევიზია ლაპარაკობს უკვე,მაგრამ რას წარმოადგენს ეს საფრთხე არავინ არ იძახის,არავინ არ გვიმხელს!
მხოლოდ გვაფრთხილებენ,რომ გარეთ სიარულისაგან თავი შევიკავოთ,ღამით კი საერთოდ არ გავიდეთ!
კარები და ფანჯრები სულ დაკეტილი უნდა გვქონდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაღოთ ...თუ გადადგილება გვინდა ,მანქანით ვსარგებლობთ და პროდუქტიც ასე შემოგვაქვს ყოველ მათგანს სახლში,დღეს უკვე ფეხით მოსიარულეს ვერსად ნახავთ...ყველა ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას ,მაგრამ თითქოს ვიმალებით!
ვიმალებით და გავურბივართ რაღაცას...რაც ჩვენც კი არ ვიცით...სადამდე გაგრძელდება ეს?
ან სადდა სალი?
ცოცხალია?
რა მოხდა იმ კლუბში იმ ღამეს?
და დაბრუნდება თუ არა ისევ ის დრო, როდესაც ისევ ყველანი ჩვეულად  ვიქნებით!
მე სალის ისევ დავინახავ?
დაბრუნდება სალი?
დაბრუნდება ის დრო?
მხოლოდ ეს კითხვები მაწუხებს ეს ბოლო პერიოდი და სხვა ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ,მხოლოდ და მხოლოდ ამაზე.

რამდენიხანია  ნეტა რაც ამ ოთახში ვარ?
ბოლოს როდის გავედი?
მგონი გუშინწინ ,ეგეც იმიტომ რომ დედას მოტანილი პროდუქტების შემოტანაში დავხმარებოდი.
ალბათ იმ დღეს მაინც შევძლებდი და მანქანით მაინც გავივლიდი ჩემს ჩვეულ ქალაქში და გულს ციტა გავახარებდი რამით,რომ რაღაც მაინც დარჩა უცვლელი,მაგრამ იმის შემდეგ რაც იმ  დღეს მოხდა კლუბში და თან ჩემი გაპარვის შესახებ გაიგეს ,გარეთ ცხვირსაც არ მაყოფინებენ!
იმ ღამესვე ვიცოდი რაც მელოდა წინ და უკვე ჩემი ძმის მოლოდინში ისედაც ცხადი იყო ,როგორ იმოქმედებდნენ,მაგრამ ჩემი ძმა ისეთი სწრაფად მოვიდა ,რომ სალის ნორმალურად მოძებნაც კი ვერ შევძელი...არადა იქნებ იქ იყო და უბრალოდ კარგად უნდა მომეძებნა!
იქმენ ბოლო წამები გადამწყვეტი იყო მისთვის და მე ვიყავი ის ერთადერთი პიროვნება ვინც მას გაადარჩენდა!
ვინ იცის...ვინ იცის...ვნანობ,ძაალიან ვნანობ და ამ ყველაფრის გამო თავსაც კი ვიდანაშაულებ,იმის მიუხედავად,რომ მე არაფერ შუაში არ ვარ!
მაგრამ როგორც იცით ყველაფრის მიუხედავად მდგომარეობა უცვლელია,ჩემი თავის დადანაშაულებით კი სალი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

სადაა? ვინ წაიყვანა? როგორ ან რატომ?
ამაზე ვფიქრობ,ეს კითხვები მიჩნდება და შედეგად მხოლოდ ერთი რაღაც მახსენდება იმ ღამიდან,წამოსვლამდე.
სანამ კლუბის კუთხეებში და საპირფარეშოებში სალის დავეძებდი,ერთ-ერთი ოთახიდან ხმა მომესმა!
ვიფიქრე რომ შეიძლება სალიც იქ ყოფილიყო,მაგრამ სანამ შესვლას დავაპირებდი  იქ მყოფი ბიჭების ჩხუბს მოვკარი ყური და ადგილზე გავჩერდი.
ისინი კამათობდნენ,რომ ის იქ აღარ იყო!
არ ვიცი რაზე საუბრობდნენ ,მაგრამ ძაალიან დამაინტერესა ამან...რა მოხდა  იმ ღამეს იმ კლუბში...ნუთი ყველაფრის უკან იქ მყოფი რამოდენიმე ბიჭი  დგას!?

*კაკუნი კარზე*
კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა და უკან მიხედილს კარში მდგარი დედა დამხვდა.
-ნენე ჩამოდი ისადილე და გამზადება დაიწყე,უკვე რვა საათია.
სკოლა არასდროს არ მეხატებოდა დიდად გულზე,მაგრამ იმის შემდეგ რა დროც სახლში გამოკეტილმა გავატარე ,სკოლაში წასვლაც კი ბედნიერებაა ჩემთვის!
წარმოიდგინეთ,ისე მინდა წასვლა,რომ დღეს შვიდ საათზე გამეღვიძა.
ვვარაუდობ რომ არ აპირებდნენ კიდეც დიდხანს ჩემს გაშვებას,მაგრამ ეს დედამ გაადაფიქრებინა,რადგან დედაჩემი ერთადერთი ადამიანია ამ სახლში ვინც ნორმალურად მელაპარაკება იმ ამბის შემდეგ.
-კი დედა,მოვდივარ.
მშვიდად ვუპასუხე და იქვე დადებული ხალათი მოვიცვი,შემდეგ კი მასთან ერთად დავტოვე ოთახი.
უკვე კიბებზე ჩავდიოდით,მაგრამ გუშინდელი დღიდან ერთი კითხვა მაწუხებდა,რაზეც პასუხი დღემდე არ მქონდა,ამიტომ კითხვა გადავწყვიტე.
-ისე დედა მაინც ვერ ვხვდები დღეს სკოლაში რატომ მოვდივართ...
ახლოს მივედი და ისე ვუთხარი,რათა ყველაფერი ცხადად გაეგო,რომ
მე ამ ყოველივეზე სრულყოფილ პასუხს ველოდი.
რადგან გაკვირვებული ვიყავი...დღეს კვირა  დღე იყო და თან როგორც ვიცი ეს ბოლო ერთი კვირაა სკოლებმაც შეწყვიტეს მოქმედება,მაგრამ მაშინ რაშია საქმე?
-ხო გითხარი ნენე...მეც არ ვიცი მიზეზი,უბრალოდ გუშინ  დარეკა შენი კლასელის მშობელმა და მითხრა,რომ ყველა სკოლაში უნდა გამოცხადეთ.
ისევ ვერ მივიღე ამაზე პასუხი,რაზეც იმედგაცრუებულმა ჩავიხვნეშე.
-ვერ ვხვდები.
ჩავილაპარაკე თან და დაბნეული მისაღებ ოთახში,ჩემს საყვარელ დივანზე წამოვჯექი,შემდეგ კი
გარემო შევათვალიერე და გულდაწყვეტილმა ამოვიოხრე,რადგან ახლახანს  გაავანალიზე,რომ  დიდხანია არც აქ არ ვყოფილვარ,რადგან ჩემი დასჯა ოთახში ყოფნას მოითხოვდა და იქვე ვჭამდი და იქვე ვსვავდი.
სულ ცხრა დღე გავატარე ასე  და საუკუნედ მეჩვენება!
ოთხიდან ფეხს არ მადგმევინებდნენ,ხოლო მანამ სკოლას დახურავდნენ ,პარასკევს დღეს მომიწია მხოლოდ მისვლა და ეგეც საბას თანხლებით!
ყველგან თვალს მადევნებდა,იმის თქმაც არ დავიწყებია რომ კლიდან არ გავსულიყავი!
მე კი ვფიქრობდი,რომ ის სულ სხვა იყო იმ დღიდან მოყოლებული!
ეგ კი არა,ანგელოზიდან დემონად იქცა!
ნუთუ მრისხანება ადამიანებს ასე ცვლის ?
სადამდე იქნება ჩემზე ასე გაბრაზებული?!
დავიღალეე,ჩემი მოსიყვარულე და მხიარული  ძმა მომენატრა!
თან ასეთ დროს ის ყველაზე მეტად მჭირდება.
-გაურკვეველი მიზეზების გამო მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს,რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ჩვეულებრივი არსებობის საკითხებზეც კი თავი შეიკავონ!
როგორიცაა გარეთ გასვლა,სამსახურში სიარული,მაღაზიამდე ფეხით მისვლა და ასე შემდეგ.

-ბატონო ბენჟ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამასთან დაკავშირებით?
რა აზრზე ხართ? ეყრდნობით მთავრობის გადაწყვეტილებებს?

ტელევიზორში ნებისმიერ არხზე ჯერ კიდევ იმას განიხილავდნენ თუ რა იყო მთავრობის მხრიდან ამ ყოველივეს მიზეზი,რადგან მართლაც ჩვეულებრივად არსებობის შეზღუდვისკენ მოგვიწოდებენ,მაგრამ რატომ,ამაზე ხმას არ იღებენ.
-არც მიკვირს,რომ ეწიინაღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას.
ჩავილაპარაკე და პულტით ხელში,სხვა არხისკენ გადავინაცვლე,სადაც გარეთ გამოსულ ხალხზე იყო სიუჟეტი,რომლებიც ამ ყოველივეს გაპროტესტებას ცდილობდნენ.
-ნენე,მოშორდი ტელევიზორს და სამზარეულოში შემობრძანდი სასწრაფოდ!
უეცრად დედას ხმა მომესმა,რაზეც თვალები გადავატრიალე და ტელევიზორი გამოვრთე.
ახლა მაინც რა ხდება? წესებს ვარღვევ და ელემენტარული არ შემიძლია გავაკეთო?
ბოდიშს ვიხდი,რომ ტელევიზორს ვუყურე.

უკმაყოფილო გავემართე სამზარეულოსკენ და შესვლის თანავე ჩემს ძმას და მამას,რომ მოვკარი თვალი დედას სიტყვებიც გასაგები იყო!
ალბათ ჩემი აქ გამოცხადება მოითხოვეს და მათვის ჩემთვის ტელევიზორის ყურებაც კი მიუღებელია,მე ხომ პატიმრობაში ვარ.
-შენ წამიყვან თუ მამა?
ყველაფრის მიუხედავს ამ კითხვით დავჯექი მაგიდასთან და ამ კითხვით დაძაბულობის მოხსნა ვეცადე,რადგან ეს ორი ზედმეტად მკაცრი მზერით მიყურებს უკვე ოცი წამია და თან მართლა მაინტერესებს ვინ მიმიყვანს იქამდე და დაბმული ხომ არ ვიქნები გზაში.
-საბა წაგიყვანს და გთხოვ არ იჩხუბოთ.
უეცრად კი დედამ ეს მიპასუხა და სამზარეულოში ფუსფუსი გააგრძელა ,რაზეც ლუკმით პირში ძლივს ვთქვი!
-საბა? რატომ?
პირდაპირ ვიკითხე ,რაზეც საბამ წარბის აწევით გამომხედა მხოლოდ,მე კი მობეზრებულმა ამ სიტუაციით ამოვიხვნეშე მხოლოდ...არ მინდოდა მას წავეყვანე,რადგან უხერხული რამდენიმე წუთის მის გვერდით გატარება არ იქნება სასიამოვნო!
-მე და დედაშენი პროდუქტების საყიდლად გავდივართ  ისევ და თან საბას უნდა,რომ ყურადღება მოგაქციოს სკოლაში.
ამ ჩემს კითხვაზე ცოტახანში მამამ მიპასუხა,რაზეც ცოტა არ იყოს წყობიდან გამოვედი!
ვიცი დავაშავე,ვიცი ხო ,ვიცი!
მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.
-კარგით რა ხალხო!
მართლა პატიმარი მგონია ჩემი თავი,გავიქცევი თუ რას ვიზავ? რით ვერ დასრულეთ ეს თქვენი დასჯა?
ვიკითხე  გააღიზიანებულმა,რაზეც  აშკარად ყველა უსიამოვნებით ავავსე და გავაბრაზე კიდეც!
მგონი სათითაოდ ყველას ერთი სული ჰქონდა გავეკიცხე და ჩემთვის ლექციები ჩაეტარებინად ,რომელიც ბევრჯერ მოვისმინე,მაგრამ ყველას დედამ დაასწრო და მკაცრი ხმით მომიგო!
-დასჯა არაფერ შუაშია,რამდენს ლაპარაკობ?
ვერ ხედავ რა სიტუაციაში ვართ?
ქალაქში კრიტიკული მდგომარეობაა და ხალხი ერთი მეორეს მიყოლებით უგზო უკვლოდ ქრება,გარეთ უსაფრთხო აღარაა...მითუმეტეს მარტო!
შენ კიდევ იმ ღამის მერე როგორ ბედავ საერთოდ იმაზე ხმის ამოღებას,რომ მარტო რაიმეს გააკეთებ!
დედა აშკარად ძაალიან გაბრაზდა ჩემს სიტყვებზე და გასაგები იყო მათი ეს საქციელები!
ჩემზე ღელავენ და ჩემი დაცვა უნდათ,მაგრამ ჩემს პოზიციასაც ,რომ ითვალისწინებდნენ ურიგო არ იქნებოდა.
-კარგი რა დედა ,სკოლაში ამდენი ხალხი ვიქნებით,მარტო როგორ ვიქნები ?
არაფერ სხვაზე არ გავეცი პასუხი,რადგან აზრი არ ჰქონდა თავის დაცვას!
მხოლოდ ამ ერთადერთზე მინდოდა ჩემი აზრის დაფიქსირება.
-არავის და არაფერს არ ვენდობი ამ წამს  და ერთი წუთითაც არ ვაპირებ მარტო სადმე გაგიშვათ რომელიმე,მითუმეტეს შენ.
ასე რომ  გთხოვ ნუღარ მეკამათები!
სანამ ქალაქს დავტოვებთ ასე მიგვიწევს ცხოვრება.

აი ამ მომენტში კი უეცარი და ამოუხსნელი თავბრუსხვევასავით ვიგრძენი!
თავი დამიმძიმდა, სისხლი ამიდუღდა და სხეული გამიხურდა!
მუცელში უცნაური სიცარიელე ვიგრძენი,რომელიც რაღაცნაირად მთლიან სხეულში ვრცელდებოდა.
-რა ქალაქს დავტოვებთ?
ფეხზე წამოვდექი  და გაფართოვებული თვალებით ვიკითხე...ამ წამს მგონი ფერი დაკარგული მქონდა!
მათ ჩემი აქედან წაყვანა უნდათ?
არა,არ მინდა...ვერ დავტოვებ აქაურობას.
-ხო,აქ  ყოფნა  უსაფრთხო არაა.
მამაშენი უკვე ეძებს სახლს, რომელშიც გადავალთ.
ისეთი ჩვეულებრივად მიპასუხა ეს ყოველივე ,ვითომც და არაფერი!
ჩემი დაბადებიდან მოყოლებული აქაურობა არ დაგვიტოვებია და ეს გადაწყვეტილება მათვის ასეთი იოლია?
-არა დედა,არ მინდა აქედან წასვლა!
უეცრად კი ისე ,რომ ვერც კი გავიაზრე თვალებზე ცრემლები მომადგა!
გული მტკიოდა,რადგან ამ გადაწყვეტილებას არანაირად არ ვეთანხმებოდი!
ეს ქალაქია ჩემი სახლი და არა უბრალოდ ეს  კედლები სადაც ვცხოვრობ!
აქ გავიზარდე,აქ მყავს ყველა...სალი?
ის...ის...აქ უნდა დავტოვო?
-სალი აქ უნდა დავტოვო?!
ის ხომ ამ ქალაქშია დედა,ვიცი ცოცხალია!
ვთქვი და სააბოლოდ სალის გახსენებაზე ცრემლები გადმომცვივდა,რაზეც დედას ნაქვთები მოულბა და აშკარად მიხვდა,რომ ამ სიტუაციაში ჩემთან ციტა რბილად მოდგომა სჯობდა.
-ვიცი საყვარელი,ვიცი  რომ მასზე ნერვიულობ და დამიჯერე ჩვენც განვიცდით მომხდარს,მაგრამ ასე ვერაფერს შეცვლით, ცხოვრება უნდა გააგრძელო და დაივიწყო მომხდარი.
დედა მომიახლოვდა და ჩახუტებაც კი სცადა ამ სიტყვების შემდეგ,მაგრამ მოსმენილის შედეგად უარესად განრისხებულმა ვუყვირე!
როგორ მთხოვს ,რომ უბრალოდ დავივიწყო?
ის მოკვდა? მოკვდა თუ რატომ მოიხსენიებს ისე თითქოს ვეღარ ვნახავ!?
-დედა ის ცოცხალია!
სააბოლოოდ ვიყვირე ტირილით და თან დედა უხეშად მოვიშორე !
-ვწუხვარ ჩემო გოგო.
ყველაფრის მიუხედავად კი დედა მაინც მომიახლოვდა და ნელ-ნელა მომტირალი გულში ჩამიკრა,რაზეც მის ხელებში მოვდუნდი და მეტად გულაჩუყებულმა უკვე ბოლო ხმაზე დავიწყე ტირილი.
-ცოცხალია.
თან შიგადაში ვჩურჩულებდი და დედას სხეულს მჭიდროდ ვეხვეოდი.

რამდენიმე წუთი დამჭირდა დასანშვიდებლად და ბოლო წამამდე მეგონა,რომ უკვე ვეღარც დავწყნარდებოდი,რადგან ოცი წუთით გადაბმით ვტიროდი და გინდაც არანაირი ხმა არ გამომეცა ტირილის დროს,ცრემლები მაინც ერთმანეთის მიყოლებით მცვიოდა თვალებიდან.
მთელი ამ დროის მანძილზე ყველა დუმდა და უბრალოდ მაგიდასთან შემომსხდრები მშვიდად ჭამდნენ.
სააბოლოდ როგორღაც დავმშვიდდი...ალბათ უფრო იმიტომ,რომ უკვე წასვლის დრო იყო და ამ მდგომარეობაში სკოლაშიც ვერ გავჩერდებოდი,ეს კი არ მინდოდა,რადგან რაღაც გეგმა მაქვს,რაც გუშინ ღამით მომაფიქრდა და არაფრის დიდებით არ ვაპირებ ამ გეგმის ჩაშლას!
თუნდაც ამან ჩემი ოჯახი  გაგიჟებამდე მიიყვანოს,მაინც გავაკეთებ.
-თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.
მიყვარხარ.
დედა და მე უკვე სახლის წინ მანქანასთან ვიდექით,სადაც უკვე საბა მელოდებოდა.
დედა თავზე მეფერებოდა,თმას კი ყურს უკან მიწევდა და უხმოდ მომჩერებოდა დარდიანი თვალებით,თითქოს და ჩემი იქ გაშვებაც კი აშინებსო.
-კარგი დედა წავედი,დამაგვიანდება.
მეც მიყვარხარ.
სააბოლოდ მშვიდად ვუთხარი და მკრთალი ღიმილით მოვეხვიე,რაზეც შუბლზე მაკოცა და სააბოლოდ ხელი გამიშვა.

როგორც ვიფიქრე ისე იყო...მე და ჩემი ძმა მანქანაში მთელი ათი წუთი ხმას არ ვცემდით ერთმანეთს.
საბა საერთოდ ზედაც არ მიყურებდა...მესმის რომ იმედები გავუცრუე ,გავაბრაზე და ვანერვიულე,მაგრამ სადამდე აპირებს ასე ყოფნას ?
მეც ძაალიან ვწუხვარ მომხდარს და ვიცი იქ წასვლით მისი ნდობა დავკარგე,მაგრამ ის ხომ ჩემი ძმაა?
უკვე ცხრა დღე გავიდა და მის ჩემსდამი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ შეცვლილა.

იმ ღამეს თუ გავიხსენებ ,არც მეგონა რომ კარგახანს გადაუვლიდა ეს ბრაზი,რადგან ძაალიან გაბრაზებული იყო და აშკარად იმედგაცრუებული.

მოგონება:

-რატომ წახვედი ისეთ ადგილას სადაც ყოველთვოს ვიძახდი, რომ ცუდი რაღააცები ხდება?!

-გეყოფა საბა, ყვირილით რას გააგებინებ?

-სწორედ რომ ასე გააგებინებს,სხვაგვარად არავის უსმენს!

-ეს შენივე კეთილდღეობისთვის გეუბნებოდი ,მაგრამ არ დამიჯერე!
რა იქნებოდა რომ ახლა სალის ადგილას შენ ყოფილიყავი ?


-იმედები გამიცრუე.


მან იმ ღამეს მითხრა,რომ იმედები გავუცრუვე!
მე კი ვფიქრობ იმაზე თუ რატომ იყო ასეთი შეშინებული,როდესაც ჩემს იქ ყოფნაზე
გაიგო...აქედან გამომდინარე იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობ,რომ მან რაღაც იცის...იმაზე მეტი ვიდრე სხვებმა!
უკვე ძაალიან დიდ ეჭვებში ვარ...ნუთუ მართლა რაღაც ისეთი ხდებოდა იმ კლუბში რაც საბამაც იცის?
ვკითხო ?
ვცადო გარკვევა?


-სკოლის ეზო ბავშვებით იყო სავსე და ყველა შენობაში შედიოდა...ეს ჩვეულებრივი მომენტი კი ჩემში ამ წამს სიხარულს იწვევდა,ეგ კი არა სალის ხმის გაგონებასაც ველოდი,რომელიც მომესალმებოდა და შემეკითხებოდა თუ როგორ ვარ!
აჰ...როგორ მინდა დაბრუნდეს,როგორ მინდა.
სულ დამავიწყდა ხალხი ჩვეულებრივად როგორ ცხოვრობდა სახლის გარეთ!
ახლა კი ყველას აქ ვხედავ,ჩვეულებრივი მოსწაავლების სახით,რომლებიც დილით სკოლაში მოვიდნენ,მაგრამ ამ ჩვეულებრივი პროცესის მიუხედავად მათ მაინც ვატყობ თვალებში ტერორს და შიშს...ფრთხილად მიემართებიან შენობისაკენ და თან თვალებს აცეცებენ ,თითქოს და ვინმე გამოვა არსაიდან და სისცოცხლეს წართმევთო!
მესმის რომ ეშინიათ,მაგრამ ვფიქრობ რომ ამხელა ქაოსი და პანიკა თვითონ ადამიანებმა გამოიწვიეს თავისი შიშით და არა მომხდარმა შემთხვევამ!
ვიცი რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია და ისიც ვიცი რომ გამოსწორდება.

-გვერდიდან არ მომცილდე.
უეცრად საბას უემოციო ხმაზე გამოვფხიზლდი და მისკენ ავიხედე...მისი მაღალი ფიგურა ჩემს წინ მიდიოდა,წინ მკაცრი სახით იყურებოდა და თითქოს არემარეს ათვალიერებდა,ისე როგორც სხვები...მასაც ეშინოდა,მაგრამ ვფიქრობ მათგან განახვავებით,მან იცოდა რისი .


აწმყო 03.09.20**
|13:39|


-შემოდგომის მშვენიერი დღე გათენდა სამყაროში ,სადაც არსებული სიტუააცის მიუხედავად დედამიწა მაინც აგრძელებს ჩვეულად არსებობას და მიტოვებულ ადგილებს ფერად ფერადი ფოთლებით ამკობს.
როგორი მშვენიერი ადგილია სასაფლაო...ადგილი სადაც მშვიდად განისვენებენ მიცვალებულები.
იმ  მიცვალებულებისგან განსხვავებით,რომლებიც ყველგან არიან და მოსვენების მაგიერ ,აქეთ-იქით დაეხეტებიან და დარჩენილ ცოცხალ ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებენ.
ქუჩაში ათასი ფერის ფოთოლია მიმოფანტული და ნაზი სიო აქეთ-იქით შლის და ფანტავს...გარემოს ჯერ კიდევ შერჩენია რაღაც ფერი,ისეთი ფერი,რომელიც იმ სამყაროს მოგაგონებთ.
მოსიარულე გვამები,რომელთა გულიც დიდიხანია აღარ ფეთქავს,დაბრმავებული თვალებით დაიარებიან ფეხის თრევით და უკვე განადგურებულ სამყაროში სადაც ცოცხალ ადამიანს იშვიათად შეხვდებით,დამშეულები დაეძებენ.
სადღაც შორს კი,სადაც შემოდგომის დღეები უფრო მშვენიერია,ხეებს შორის დგას ძველი საავადმყოფო ,რომლის ქვემოთაც,მიწაში ჯერ კიდევ არსებობს სიცოცხლე.

ნენეს:
სიმშვიდეა...ისევ სიმშვიდეა ჩემს ქვეცნობიერში და უკვე ბოლო დროს მათი ხმაც იშვიათად მესმის.
ნეტავი მოვკვდი? თუ მოვკვდი სად არის ის სამოთხე,რომლისაც ამდენხანს მჯეროდა?
სადაა ის ხალხი ვინც განმსჯის და გადაწყვეტს სადაა ჩემი ადგილი?
სად არიან? მათაც ზურგი მაქციეს?
უბრალოდ სიკვდილი ვინატრე,რატომ არ შეიძლება მოვკვდე მაინც?
რატომ დავხეტილობ ისევ სიცარიელეში,სადაც არაფერი აღარაა,სადაც ჯერ კიდევ დაკარგული ვარ და ჩემი ადგილი არსად არაა!
არც დედამიწაზე ვარ და არც სხვაგან...არსად არ ვარ,არაფერი აღარ ვარ.
-ნენე.
უეცრად ამაზე ფიქრში ვიყავი,ნაცნობი ხმა რომ მომესმა შორიდან,რაზეც ინტერესით მოვავლე სიცარიელეს თვალი და ვეცადე ხმის პატრონი ამომეცნო სიცარიელეში.
მალევე დავინახე...ჩემი ოჯახი ამ წამს ჩემს წინ იდგა.
ისინი უცნაურად გამოიყურებოდნენ და თავჩახრილები თითქოს თვალსაც კი ვერ მისწორებდნენ...რატომ არ მიყურებენ?
ეშინიათ,რომ რამის გამო გავასამართლებ ან პასუხს მოვთხოვ?
-ვიცი რომ მეძებდით და არ მიგიტოვებივართ.
სააბოლოიდ ეს სიტყვები ვუთხარი და უკონტროლოდ წამოსული ცრემლები მაჯით მოვიწმინდე,შემდეგ კი გავბედე და ნელი ნაბიჯით აბრწყინებული თვალებით გავემართე მათკენ.
სადაც არ უნდა ვიყო და როგორი სიცარიელეშიც არ უნდა ჩავრჩე თუ ისინი აქ იქნებიან ნებისმიერ ადგილზე თანახმა ვარ.
ვერ ვიჯერებ რომ მათ ვხედავ!
როგორც იქნა,ამდენი ხნის შემდეგ ისევ გავიგონებ მათ ხმას და მათ სითბოს შევიგრძნობ...რამდენხანს ველოდი ამ წუთს.
-დე...
ჩუმად ჩავიჩურჩულე და უკვე ხმამაღლა ატირებულმა ხელები გავშალე რათა პირდაპირ ჩავხუტებოდი და ხელი აღარასდროს არ გამეშვა,რადგან როგორც იცით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში,როცა თავს ყველაზე უსუსურად ვგრძნობთ დედას ვეძახით...მე კი უკვე იმდენიხანია მას ვეძახი და ძლივს მიპოვა და გაიგონა ჩემი ხმა,ამიტომ ამ წამს უბედნიერესი ვარ და ის ტკივილიც კი მიღირს რაც გადავიტანე ამ დროის მანძილზე.
დედა,მამა და ჩემი ძმა...ისინი ვიპოვე.
ან კი ასე მეგონა ,რომ ვიპოვე...უკვე ერთი ნაბიჯი მეკლდა მათამდე და სწორედ იმ წამს ,როდესაც ეს ერთი ნაბიჯიც უნდა გადამედგა,დედამ თავი ამოსწია და ერთადერთი რასაც პირველს მივაშტერდი,რა თქმა უნდა მისი მშვენიერი თვალებია,მაგრამ ეს ლამაზი და სიცოცხლით სავსე თვალები სადღაც გამქრალიყო,ამის ადგილას კი თეთრი არაფრის მთქმელი ორი სიცარიელე დამხვდა წინ!
იმ წამსვე შევჩერდი და ხმის კანკალით რაიმის თქმა ვცადე,მაგრამ შოკისგან ხმასაც ვერ გამოვცემდი.
ჩემს წინ ჩემი ოჯახი იდგა,მაგრამ მათ საახებს ვეღარ ვცნობდი...ვერც მომღიმარს ვხედავდი ,რადგან მათი პირი სისხლისფრად იყო შეღებილი,ტანისამოსი დაგლეჯილი და ჭუჭყიანი ,ასევე სისხლის ლაქებით,ხოლო ის მთავარი დეტალი რამაც დამარწმუნა,რომ ისინი ისინი არ იყვნენ ვინც მეგონა მე,მათი თვალები იყო.
ამის გააზრება არც დამცალდა ,უეცრად ჩემსკენ დიდი აგრეესით ,რომ დაიწყეს სვლა!
უკვე ვიცოდი რაშიც იყო საქმე და უკან მოუხედავად გავიქეცი,თან ამ მომენტში ბოლო ხმაზე ტირილი და ყვირილი მინდოდა!
ისინი იყვნენ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვიბრძოდი და მათაც დამტოვეს!
ისინიც მათ შეურთდნენ?!
რატომ?! რატომ?!
-რატომ?! დედა,მამა გთხოვთ!
საბაა!
გამოფხიზლდით გევედრებით!
სასოწარკვეთილი ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვტირიდი,მაგრამ ისინი არ მისმენდნენ...რა თქმა უნდა არ მისმენდნენ.

-დედა,დედა!
ბოლო ხმაზე წამოვიყვირე და უეცრად სრულიად სხვა ადგილას გავახილე თვალი...გარშემო სრულიად უცხო გარემო იყო,რომელსაც საერთოდ ვერ ვცნობდი,მაგრამ რეალობა ჯერ კიდევ არ მქონდა გათვითცნობიერებული და ვერც იმას ვხვდებოდი,რომ ეს რეალურად არ მომხდარა და ბოლო ხმაზე ვტიროდი ნანახის გამო,ხოლო ჩემს წინ მდგარებს წიხლებს და ხელებს ვურტყავდი!
ამით თითქოს ნანახისგან გაქცევა მინდაო,მაგრამ ვერც ვხვდებოდი,რომ ამით ვერაფერს ვერ შევცვლიდი,უბრალოდ ჯერ კიდევ იმ საშინელ სიცარიელეში ვიყავი და ნახულით პანიკას მოვეცვი!
-დამშვიდდი,დამშვიდდი...უსაფრთხოდ ხარ!
უსაფრთხოდ ხარ ძვირფასო!
მანამ ეს სიტყვები არ მომესმა და ნელ-ნელა არ გავიაზრე ამ სიტყვების მნიშვნელობაც...უსაფრთხოდ ხარ.
რამდენი ხანია ეს სიტყვები არავისგან არ მომისმენია და რამდენიხანია თავი უსაფრთხოდ არ მიგრძვნია...ახლა კი ეს სიტყვები მესმის და ნელ-ნელა სხეულიც მიდუნდება და სიმშვიდეს ვუბრუნდები.
შიშს ნახულის შედეგად აღარ ვყავარ დაბრმავებული და რეალობაც რომელიც ჩემს წინაა უკვე ნელ-ნელა აღვიქვამ.
-სად...სად...სად ვარ?
ვიკითხე სააბოლოდ გამოფხიზლებულმა და შიშით მოვავლე ადგილს თვალი,რაზეც ჩემს წინ მდგარმა შუახნის ქალმა ღიმილით მომიგო.
-ეს სამყაროსგან შემორჩენილი ის მხარეა,სადაც სიცოცხლე ჯერ კიდევ არსებობს,შენ კი დღეიდან მისი ნაწილი ხარ.
ყურებს ვერ ვუჯერებდი ,რომ ეს სიტყვები მართლა მესმოდა!
სიცოცხლე? ადგილი სადაც ცოცხლები არიან?
ხალხი? ადამიანები?
ადამიანები,რომლებიც ჩემს მოკვლას არ ცდილობენ?
ვერ ვიჯერებ...ნუთუ...ნუთუ მართლა...
-ჯანდაბა...ეს...ეს ადგილი...იმდენიხანია ვეძებ.
ძლივს ვსაუბრობდი და ისე ვკანკალებდი,მგონი ჩემი სიტყვების გაგება ამ წამს რთულიც კი იყო,მაგრამ ჩემი თვალებით მაინც შეძლებდნენ იმის გაგებას რას ვგრძნობდი და რის თქმას ვცდილობდი.
ბედნიერი ვიყავი,რადგან ადგილი,რომელსაც დიდხანს ვეძებდი,თვითონ მიპოვა.

-გაიღვიძა?

მამაკაცის ხმა გაისმა ოთახში და მეც თითქოს დუმილმა მომიცვა,რადგან მისკენ მიმართულმა თვალებმა რაღაც უკვე ხილული გამახსენეს...თვალები,რომელიც ადრეც იგივენაირად მიყურებდა...წინ მდგარი ადამიანი ჩემი ერთ-ერთი მოგონებიდან სააბოლოოდ ამოვიცანი.
ეს ლუკაა.


-ამ ქალაქში შენობის ძველი კედლები საკმაოდ  დიდ და მტკივნეულ მოგონებებს ინახავს,მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს ვადარებ ამ ნახევრად დანგრეულ და მიტოვებულ შენობებს და ვფიქრობ ,ნეტავი რამდენის შენახვა შეუძლია ადამიანის ,იმ პატარა, უსუსურ ,სხეულში მოქცეულ უფერულ სულს?
ეს არავინ არ იცის,მაგრამ დადის ლეგენდები,რომ მათ გამძლეობას საზღვარი არ აქვს და არასდროს არ ნებდებიან.
ასეთი იყო ნენეც...შეიძლება არ ყოფილიყო ყველაზე ჭკვიანი,კეთილი ან კი ძლიერი,მაგრამ ერთი თვისება მასში დანამდვილებით მკვეთრად ჩანდა...ის არასდროს არ ნებდებოდა!
ხო,ყველაზე საშინელ დროშიც კი,სადაც ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება რაც ნორმალური გვეგონა,იმის მიუხედავად რომ მისი სულის კედლებიც ზოგჯერ ტკივილისგან მასში ნელ-ნელა ნგრევას იწყებს,ის მაინც მყარად დგას!
ნენე მაინც არ კარგავს იმედს და არ ფიქრობს,რომ ამ ყველაფერს უბრალოდ უნდა დანებდეს და დაელოდის როდის მოკლავს,არამედ იბრძვის სიცოცხლისთვის და ბევრი ღამე თეთრადაც გაუთენებია იმააზე ფიქრში თუ შემდეგ დღეს როგორ გაადარჩენდა საკუთარ თავს.
ხო,როგორ გადარჩენდა თავის თავს...მას ხომ დიდიხანია საკუთარი თავის გარდა არავინ არ დახმარებია და არც გადაურჩენია...დიდიხანია მასზე არავის არ უზრუნია და დასახიჩრებული სხეული არ შეუხვევია!
ამ დროის მანძილზე სულ მარტო იყო სისასტიკეში!
ცხრა  დღის წინ კი ვიღაცამ გადაარჩინა,შემდეგ კი მასზე რამოდენიმე სრულიად უცხო ადამიანმა იზრუნა,ვინც მასთან არანაირ ვალში არ იყვნენ და არც ვალდებულები,უბრალოდ ადამიანები იყვნენ...ადამიანების თვისესებების ერთ-ერთი მხარეც ესაა,რაც სამწუხაროდ ნენეს დიდხანს არ ენახა და ახლა არ იცის რა იგრძნოს,როდესაც ერთდროულად ამხელა ბედნიერება და შვება იგრძნო მისმა გულმა.
ახლახანს გაახილა თვალი უცხო ადგილას,საშინელი კოშმარის ნახვის შემდეგ და პირველი რაც დაინახა მის წინ ,ის უცნაური მზერით მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი იყო ,რომლის ფერმკრთალ სახეზეც წითელი ტუჩები და შავი  თვალები ყველაზე მკვეთრად ჩანდა....გაახსენდა ვინც იყო,იმ წამსვე გაიხსენა ეს მშვიდი თვალები.
ხოლო რაც არ უნდა სამწუხარო ყოფილიყო, ის ამ წამს ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო ნენესთვის,ვინც ამდენი დროის შემდეგ მან ცოცხალი იხილა და რა თქმა უნდა ამ წამს ამით გაოცებულია.
-ეს...შენ...შენ...
ჯერ ცოტახანს გაუაზრებლად ბუტბუტებდა და არ იცოდა რამოდენიმე სიტყვისთვის თავი როგორ მოეყარა,თან კი თითქოს თვალებზე რაღაც აწვებოდა...აწვებოდა ისე,რომ უკვე ვეღარ ითმენდა,ამიტომ სააბოლოოდ მომღიმარს ცრემლებიც წამოუვიდა თვალებიდან და სევდიანი მიაჩერდა წინ მდგარს,რომელსაც შარვლის ჯიბეებში ეწყო ორივე ხელი და უკვე ასევე მომღიმარი უცქერდა შორიდან.
-გამარჯობა ნენე.
მშვიდი ხმა გაისმა ცარიელ ოთახში,რაზეც ნენეს სახეს მეტად მოეფინა დიდი ღიმილი...ალბათ იმიტომ ,რომ მისი ხმა მოენატრა ან კი ნებისმიერი ხმა,რომელიც წარსულში ესმოდა და ისევ იმ დროს გაახსენებდა.
-გამარჯობა ლუკა,დიდი დრო გავიდა.
სააბოლოდ თავი მოაბა ამ სიტყვებს და ძველ ნაცნობს ჯერ კიდევ აღელვებული მიესალმა...ისე რომ მის სახეს ღიმილი არ მოსცილებია და არც ცრემლი.
-იმედია ეს ცრემლები სიხარულისა,ჩემი ნახვის შედეგად  და არა პირიქით.
მოესმა კიდეც საპასუხოდ ლუკას ხმა,რომელიც ღიმილით და ამ სიტყვებით ცდილობდა მისი სევდის გაქარვებას და მგონი ამ მომენტში გამოუვიდა,რადგან ნენეს გაეცინა მის სიტყვებზე და სიცილს მორჩა  თუ არა გულახდილად შეხედა წინ მდგარს და უთხრა...
-არა,ეს სიხარულის ცრემლებია.
ამის გაგონებაზე ლუკა ნენეს უფრო მეტად მიუახლოვდა და მალევე მის საწოლზეც ჩამოჯდა და ნენეს ხელები ხელში მოიქცია.
-ნენე...არ მეგონა თუ როდესმე ასეთი რაღაც მოხდებოდა,მაგრამ ამ წამს ვერც კი წარნოიდგენ როგორ მიხარია შენი ნახვა.
ამ გულახდილი სიტყვების შემდეგ ნენეს სახე მეტად ნათელმა ღიმილმა მოიცვა!
ლუკასთან არც ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა წარსულში,ეგ კი არა მის დახმარებაზეც კი იძახდა,რომ არასდროს არ მიღეებდა,გინდაც მომკვდარიყო,ახლა კი მისი გადარჩენილი,მის წინ ზის და მადლიერებით სავსე თვალებით შესცქერის!
ალბათ კი ჩახუტებითაც კი ჩაეხუტებოდა ისე უხაროდა მისი ნახვა,მაგრამ ვერ ბედავდა,ყველაფრის მიუხედავად ვერ ბედავდა,მაგრამ ძლიერ უნდოდა.
ის ხომ იმ წარსული სამყაროს ნაწილია,რომელიც ნენემ დაკარგა...მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ წამს რა ადგილი ეკავა მაშინ მას,მთავარი ის იყო,რომ ხედავდა,მისი ესმოდა და იცოდა ვინ იყო,ახსოვდა,არ ეშინოდა და რაც ყველაზე მთავარია ენდობოდა.
-ნენე,თავს როგორ გრძნობ?
ძაალიან ცუდ მდგომარეობაში მოგიყვანეთ აქ.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ნენეს მომხდარი გაახსენდა და დაბნეულე ბევრი კითხვაც გაუჩნდა,მაგრამ ახლა კითხვების დასმის დრო არ იყო.
თან ლუკას სითბოს გრძნობდა,რომელიც მისი ხელებიდან მოდიოდა და ჩაუხუტებლადაც ხვდებოდა თუ როგორი ძლიერი განცდებით იყი ახლა ლუკაც აღსავსე.
მისი ხელები აქვს თავის ხელებში მოქცეული და  თითქოს ამღვრეული,დადარდიანებული თვალებით შესცქერის.

ნენეს :
აშკარად ჩემზე დარდობდა ამ წამს.
ეს კი როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო წარსულის ურთიერთობიდან გამომდინარე!
მე მაინც ძაალიან მსიამოვნებდა მისი ეს ყურადღება და არც ის მინდოდა ,რომ ჩემზე ენერვიულა.
-კარგად ვარ,დიდი მადლობა ლუკა.
მადლობა რომ ჩემზე იზრუნეთ და პირადად მადლობა შენ ჩემი გადარჩენისთვის.
სააბოლოოდ მადლობ გადავუხადე ჩემი გადარჩენისთვის და აქ მოყვანისთვის ,მაგრამ ამ თემის წამოჭრასთან ერთად იმ კითხვების დასმა მომინდა,რომელიც მაქვს.
-ლუკა,რა მოხდა?
არაფერი არ მახსოვს.
ვუთხარი გულახდილად და კითხვაც დავუსვი,რომელზეც ცოტახანს დუმდა,მანამ პატარათი არ ჩაეცინა და თავი არ გააქნია,ამან კი მე მეტად დამაბნია და დამაინტერესა რა თქმა უნდა!
-რა მოხდა?
ვიკითხე კიდევ ერთხელ,უკვე პატარა უხერხული სიცილით,რაზეც სააბოლოოდ მიპასუხა.
-შენ ჩემი მოტოციკლი გაიტაცე.
ამ სამყაროში,რომელიც ახლა თავდააყირაა,რთულია რამეზე გაგეცინოს,მითუმეტეს მე დიდიხანია არ გამიცინია,მაგრამ ამის გაგებაზე და მითუმეტეს იმის გააზრებაზე თუ რა მოხდა რეალურად,უნებურად ბოლო ხმაზე ავხარხარდი,თან ისე რომ ჭრილობები მტკიოდა,მაგრამ მაინც ვერ ვჩერდებოდი!
ეს ხომ საოცარი დაამთხვევაა.
-შენი მოტოციკლი იყო?
საბოლოოდ ცოტა რომ დავწყნარდი ,ჯერ კიდევ სიცილით ვიკითხე,რაზეც სიცილითვე მიპასუხა.
-კი,ჩემი იყო და ამიტომ გამოგყევით უკან.
ჩემს საყვარელ მოტოციკლს ვიღაც უცხოს ვერ შევარჩენდი.
ამის გაგებაზე უკვე სიცილით გავაქნიე თავი!
-ანუ რა გამოდის,შენ უფრო მოტოციკლის გამო გამომყევი უკან?
არ გიფიქრია მაგალითად ამდენიხნის შემდეგ ცოცხალი ადამიანი,რომ მიხილე უნდა გადაგერჩინე ან რამე!
ნუ შენთვის მოტოციკლი აშკარად ისევ ძვირფასია,როგორც მაშინ,მაგრამ მაინც.
ეს ყოველივე ღიმილით ვუთხარი ,რაზეც უკვე გულახდილი მზერით შემომხედა და ერთი ჩაიხვნეშა,მანამ ხმას ამოიღებდა.
-რა თქმა უნდა ეს ვიხუმრე.
მხოლოდ ჩემი მოტოციკლის გამო არ გამოგყოლილვართ უკან.
შენ გადარჩენილი ხარ,აქ კი გადარჩენილებს ვაგროვებთ,რათა მთელი სამყარო მათნაირებით არ გაივსოს.
როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს ჩემნაირი ხულიგანი და თავზეხელაღებული ბიჭისგან ამის მოსმენა,მე ამ ყოველივეთი ცივილიზააცის გადარჩენას ვცდილობ.
ამის გაგებაზე ვაღიარებ ცოტა გავწითლდი...რადგან მიკვირს იქ როგორ მომაგნო!
ალბათ დიდხანს მომყვებოდა და მეძებდა,რაც ერთ იდეას მიჩენს...მგონი იქამდე იმიტომ გამომყვა ,რომ მიცნო ვინც ვიყავი.
ანუ ის კაცებიც ვინც ღამით დავინახე და შემეშინდა,ლუკა და მისი ხალხი იყო?
ანუ ეს ჭრილობებიც ტყუილად მიმიღია ,რადგან უაზროდ შემეშინდა და შიშისგან კინაღამ თავიც მოვიკალი,მაგრამ რა უნდა მექნა იმ სიტუაციაში?
მე ხომ სულ მარტო ვიყავი მთელი ამ დროის მანძილზე...აქედან გამომდინარე ყველაფრის მეშინოდა.
ანუ მისტერ ლუკა გმირი გახდა,რომელსაც ყველას გადარჩენა უნდა...ეს სიახლე მასზე ნამდვილად გასაკვირია.
ყოველთვის ვიცოდი,რომ ცუდი ადამიანი არ იყო,უბრალოდ ბავშვური უაზრო მიზეზების გამო ვემტერებოდი,მაგრამ ასეთი თუ იყო თავშიც არ მომივიდოდა აზრად.
-ნუ რაც არ უნდა იყოს,ძაალიან გამიკვირდა ,რომ ცოცხალი გნახე...ნენე სად იყავი ამ დროის მანძილზე? ასე მარტო  როგორ გადარჩი?
თუ...თუ...მარტო არ ყოფილხარ?
ამ ბოლო კითხვით მივხვდი რის გაგებასაც ცდილობდა...აინტერესებდა ჩემი ძმა  ხომ არ იყო ჩემს გვერდით,უბრალოდ პირდაპირ კითხვა არ უნდოდა,ალბათ ეშინოდა ამ მტკივნეული კითხვის დასმა,მაგრამ ამის შემდეგ მგონი ისე შემეცვალა გამომეტყველება,პასუხი ისედაც ცხადი იყო.
-აჰა,კარგი გასაგებია...ანუ სულ მარტო იყავი.
მითხრა აშკარად იმედგაცრუებული ხმით,რაზეც პატარა სევდიანი ღიმილით დავუქნიე თავი,შემდეგ კი ცოტახანს ასე მიყურებდა ,უცნაური გამოხედვით და თვალებით,მანამ ხელი არ მიშვა და ფეხზე არ წამოდგა.
-მოკლედ,მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ჯერ კიდევ ახლა გაიღვიძე და სჯობს დაისვენო.
როდესაც სააბოლოოდ გამოკეთდები აქაურობას დაგათვალიერებინებ და ჩვენს პატარა წესებს გაგაცნობ,რის შედეგადაც გადავრჩით,მოკლედ დროებით.
მიპასუხა პატარა ღიმილით და თავი უხერხულად მოიქექა ,შემდეგ კი ნელ-ნელა კარისკენ დაიძრა და მანამ გავიდოდა ,თავი ვეღარ მოვთოკე და სიტყვა უკან დავაწიე.
-ლუკა,ჩემი ძმა არ გინახავს?
ვიცი მოულოდნელი იყო ეს კითხვა,ჩემთვისაც და მისთვისაც,მაგრამ ვერ მოვითმინე!
გაგება მინდოდა...თუ ეს ერთადერთი ადგილია სადაც უმეტესი გადარჩენილი მოგროვდა,იქნებ არაა გამორიცხული,რომ საბაც აქ იყოს ან ყოფილიყო?
ეს კითხვა იმდენად მინდა დავსვა ,არ შემიძლია მეტად მოთმენა,თუნდაც პასუხი არ მომეწონოს.
ლუკა ჩემს კითხვაზე დაბნეული მოტრიალდა და ცოტახანს უხერხული დუმილის შემდეგ მიპასუხა.
-შემჩნეული მყავს.
ველოდი არას ან არამგონიას ან კი ნებისმიერ სხვა პასუხს ამის გარდა!
ის დამეთანხმა,დამეთანხმა გესმით?!
მაგრამ რატომ ამ ტონით და ასეთი ტიპის პასუხით?!
ეს ნამდვილად ცოტა უცნაურია.
შემჩნეული მყავს?
მკვდარია? ცოცხალია?! სად შეამჩნია?! როდის?!
-ეს რას ნიშნავს?
ვიკითხე კიდეც დაბნეულმა და და შეშინებულმა ინტერესით,რაზეც ლუკამ უეცრად თავი ჩახარა და ფიქრებში დაიკარგა...თითქოს ფიქრობს რა მიპასუხოსო!
ასე რატომ? რატომ?! როგორი სახით ჰყავს შემჩნეული?!
-ლუკა?
ვიკითხე ხმის კანკალით და ცრემლები მომადგა უკვე თვალზე ,უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა,რადგან გული მიგრძნობდა,რომ რაღაც ისე ვერ იყო და არ მინდოდა ამის დაჯერება ან კი გააზრება,თორემ მართლა ჭკუიდან გადავიდოდი!
-ნუ ღელავ,ისეთი სახით არა,როგორიც იფიქრე.
მანამ ეს სიტყვები არ მომესმა და გულზე არ მომეშვა!
ანუ მოსიარულე გვამი არაა,მთავარი ესაა!
მეგონა გული გამისკდებოდა,რა აღარ ვიფიქრე,შემეშინდა,ძაალიან შემეშინდა!
-ლუკა...ძაალიან შემეშინდა.
ისე თქვი თითქოს-
უეცრად მან სიტყვა შემაწყვეტინა თავისი სიტყვით.
-მაგრამ  არამგონია უსაფრთხოდ იყოს.
ამის გაგონებაზე კი თვალები გამიფართოვდა და სულ გავფითრდი შიშისგან!
მართალია,ვიცი რომ არაა უსაფრთხოდ,არც ის და არც ჩემი ოჯახის წევრები თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან!
ეგ კი არა სალიზეც კი მეფიქრება ან კი სადაა!
ეგეც კი არ ვიცი თუ არის სადმე...მაშინაც კი,როდესაც ყველა ცოცხალი იყო ,ვერ იპოვეს,მაგრამ მაინც მეფიქრება მასზე და მგონია,რომ ისიც ცოცხალია!
როგორ ან რანაირად არ ვიცი,მაგრამ ამის მჯერა,ვერ დავიჯერებ იმას,რომ ის უბრალოდ მოკვდა.
-ვიცი და მისი პოვნა მინდა.
წარმოვთქვი სააბოლოოდ ეს სიტყვები და იმედის ნაპერწკალით აღსავსე თვალებით მივაჩერრდი ლუკას,მაგრამ აშკარა უკმაყოფილება შევატყე სახეზე.
-მოდი ამაზე მერე ვისაუბროთ,ახლა დასვენება გჭირდება და არ მინდა ამ თემის წამოჭრა.
მითხრა სააბოლოდ მშვიდად და კარიც გაიხურა,რაზეც რაიმის თქმაც ვერ მოვასწარი ან კითხვის დასმა თუ რა აზრზე იყო ამასთან დაკავშირებით,რადგან ამის მოსმენა აშკარად არ ესიამოვნა.
არაუშავრს,ამაზე სალაპარაკოდ და განსახილველად ვფიქრობ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს.
ესღა გავიფიქრე და თავი ბალიშზე დავდე...ამ წამს ბევრ რამეზე მეფიქრებოდა,უფრო მეტად კი იმ ნაცნობზე,რომელიც დღეს ვიხილე.
ლუკა..მასზე ბოლო წამები მახსენდება,მანამ ეს ჯოჯოხეთი დაიწყებოდა,ის ჩვენი სააბოლოო შეხვედრა იყო.

წარსულის მოგონება:08.06.20**
09:38.

ნენეს:
სკოლა რომელსაც ადრე ვიცნობდი სრულიად სხვანაირი გამხდარიყო,თანაც სულ რაღაც ერთ კვირაში და რამოდენიმე დღეში.
ხალხს აშკარად ეშინოდა ყოველი ნაბიჯი და სულ აქეთ-იქით იყურებოდნენ,ერთმანეთს არ სცილდებოდნენ და მგონი აქ დარჩენაც არ უნდოდათ საყვარელი მშობლების გარეშე,მაგრამ  სხვა გზა არ ჰქონდათ,რადგან დღეს რაღაც მიზეზით დაგვიბარეს სკოლაში და ჯერ აქაურობას ვერ დავტოვებთ.
უკვე 40 წუთი გავიდა რაც აქ ვართ და ვინმეს ველოდებით ვინც მიზეზს გვეტყვის აქ რატომ შეგვკრიბეს,მაგრამ ჯერ არავინ არ ჩანს.
გარშემო უკვე ხალხი ერთმანეთში საუბრობს და ამ ყოველივეთი ცოტა უკმაყოფილოებიც არიან,რადგან ამ საშინელ დროში ,რომელშიც ვცხოვრობთ ამ წამს,გამონაკლისის დაშვებაც არ შეგვიძლია,თუნდაც ისეთი დაწესებულებისთვის როგორიც სკოლაა!
ჩვენ გვითხრეს ,რომ სახლშია უსაფრთხო და სახლი არ უნდა დავტოვოთ,ახლა კი აქ ვართ და ალბათ სწორედ ეს გამონაკლისი გვაშინებს ყველას.
საბა ისევ ჩუმადაა და უბრალოდ ჩემს გვერდით ფეხიფეხ გადადებული ზის,ხელები გადაჯვარედინებული აქვს და პირში ენას იტრიალებს გაუჩერებლად,შუბლი კი შეკრული აქვს,რაც იმას ნიშნავს ,რომ აღნიშნული სიტუაციით ისიც საკმაოდ უკმაყოფილოა.
გარშემო ვიყურებოდი მეც და ნებისმიერ დროს ველოდი უკვე იმ ადამიანის მოსვლას,ვინც არსებულ სიტუაციააზე წამოიწყებდა საუბარს...ვაღირებ უხერხულადაც ვიყავი ჩემი საკუთარი ძმის გვერდით,რომელიც გვერდით ერთ საათია მიზის და ხმასაც კი არ მცემს.
-საბა,მეგობარო დიდიხანია არ მინახიხარ.
უეცრად სიჩუმე წინ მდგარმა ბიჭმა დაარღვია,რომელიც საბას უყურებდა მომღიმარი,მაგრამ საბა რატომღაც მისი ნახვით აშკარად არ იყო ნასიამოვნები!
-გიორგი...აქ რას აკეთებ?
იკითხა კიდეც შეკრული შუბლით და გაღიზიანებული ხმით,რაზეც დაბნეულმა გავხედე.
-იცნობ?
ეს რომ ვკითხე ,მხოლოდ ერთი გამომხედა და უპასუხოდ ისევ ბიჭისკენ გადაიტანა მზერა.
პირველად ვხედავ ამ ბიჭს,არადა ისე მიმართა,მეეჭვება უბრალოდ ნაცნობი იყოს,ამავდროულად მის გამოჩენაზე ჩემი ძმის უცნაური საქციელი მაბნევს.
-ეს ალბათ შენი დაა...გამარჯობა,მე გიორგი ვარ,საბა-
ბიჭი ჩემკენ გადმოიხარა უკვე მომღიმარი და ხელის ჩამოსართმევად ხელი წამოიღო,მაგრამ მანამ საერთოდ წინადადებას დაასრულებდა საბამ ხელი ჩააწევინა და სიტყვაც შეაწყვეტინა.
-წამოდი,გვერდით დავილაპარაკოთ.
შემდეგ სერიოზული სახით ეს  ყოველივე უთხრა და მასთან ერთად წინ დაიწყო სვლა,თან უკან უკან იყურებოდა და ჩემსკენ აპარებდა მზერას.
მე კი ვფიქრობდი ვინ იყო ეს ბიჭი საბამ ჩემამდეც ,რომ არ მოუშვა და თან მარტო რომ დამტოვა!
ეს უცნაურია,თან იმის შემდეგ როგორც მადევნებს თვალს,ვიღაც უცხო ბიჭის გამო დაუფიქრებლად დამტოვა მარტო!
რაშია საქმე? ვინაა ეს ვიღაც გიორგი და რა კავშირი აქვს ჩემს ძმასთან?
ამ ყოველივეზე ვფიქრობდი უეცრად ვიღაცის ხმაზე ,რომ პირდაპირი მნიშნელობით შევხტი!
-გამარჯობა,ისევ შევხვდით ერთმანეთს.
გულ გახეთქილმა პირდაპირ გერდით გავიხედე და ხმის ავტორიც დავინახე...ეს ის იდიოტი ლუკაა!
აქ ჩემს დასამცირებლად ან გასაღიზიანებლად მოვიდა?
ბოლოს რომ ვნახე მითხრა,რომ ვინანებდი მის დახმარებაზე უარი ,რომ ვთქვი და თან საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა,ახლა კი გვერდით მიჯდება?
თან საუბარიც მოუნდა.
ამაზე ვფიქრობდი უეცრად მიზეზიც რომ მომესმა მისგან.
-არ გეგონოს რომ ჩემი ნებით ვარ აქ.
შენკა ძმამ გამომგზავნა შენთან.
ასე რომ  ჭკვიანად იყავი და არ გამაბრაზო,მომიწევს ცოტახანს მე  მოგხედო.
ანუ ჩემმა ძმამ გამოუშვა...მეც არ ვიფიქრე მარტო როგორ დამტოვათქო,მაგრამ ლუკა რატომ გამოუშვა მაინც და მაინც?!
ხო იცის რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ და ყოველ დანახვაზე მხოლოდ ვკამათობთ!
თან შეხედეთ რა...როგორ არ უნდა გავღიზიანდე და ვეკამათო!?
უნდა მომხედოს?
რას ქვია მომხედოს?! სამი წლის ვარ!?
ალბათ ჩემს გასაბრაზებლად თქვა,რა თქმა უნდა!
-მისახედი არაფერი არ მჭირს.
ვუპასუხე კიდეც გაღიზიანებულმა და უკმაყოფილო სახით გადავაჯვარედინე ხელები,რაზეც მან ჩაიცინა,შემდეგ კი აღარაფერი აღარ უთქვამს საბედნიეროდ,რადგან კიდევ რომ რამე მწარედ ეპასუხა,მართლა ბომბებს მივაყრიდი სახეზე და აქვე ყველას თვალწინ ავაფეთქებდი!

დიდხანს ვიჯექით კიდევ ასე,უბრალოდ ხმის ამოუღებლად და ერთმანეთსაც რომ
არ ვუყურებდით ზედ!
სამწუხაროდ და ჩვენს ბედზე კი ეს ყოველივე კიდევ ნახევარი საათი გაგრძელდა და უკვე პიკზე ვიყავი და მართლა ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებდი და სახლში წავიდოდი და მგონი მხოლოდ მე არ ვიყავი ასე და ხალხი უკვე წასვლას აპირებდა,ბოლო წამს რომ გამოჩნდა დარბაზის თავზე ჩვენი სკოლის დირექტორი.
უცნაურად გამოიყურებოდა,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კვირებია არ უძინიაო,თვალები ჩაშავებული ჰქონდა ასევე უძილობისგან მგონი...საროჩკა დაჭმუჭნული ,ხოლო თმა აშკარად დაუვარცხნელი!
მოკლედ მოუწესრიგებელი იყო,რაც საკმაოდ უცნაურია...ნუთუ მართლა ასეთი შეშინებულია ხალხი?
-მოგესალმებით ჩემო მოსწაავლებო,დიდი დრო გავიდა ერთმანეთან შეხვედრის შემდეგ.
ვაღირებ ,მომენატრა თქვენი ჟრიამული სკოლის კორიდორებში ,მომენატრა ყოველი ურჩი და ასევე ბეჯითი მოსწავლე და მათან ურთიერთობის ყოველი წამი.
მეც კი არ მეგონა თუ ეს დრო დამიდგებოდა და როგორც სკოლის დირექტორს ეს ელემენტარული მომენატრებოდა.
თოთხმეტი წელია ამ სკოლაში დირექტორის სახელით ვარ და ეს პირველი შემთხვევაა,როდესაც მიჭირს ჩემი აზრის დაფიქსირება ჩემი მოსწაავლების წინაშე.
როგორც უკვე იცით ქვეყანაში საშინელი ამბები დატრიალდა და მოვლენები დღითი დღე უარესდება.
ხალხი ერთმანეთის მიყოლებით გაურკვეველი მიზეზით ქრება,მთავრობა კი არაფერს არ იძახის ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ დამალვას გვირჩევს.
მეც არ  ვიცი ამ წუთამდე რასთან გვაქვს სააქმე,მაგრამ რაც არ უნდა იყოს,ჩვენთვის საკმაოდ საფრთხის შემცველია,რაც იმას ნიშნავს,რომ ეს ბოლო დღეა ჩვენი შეხვედრის და ამ დღის შემდეგ სკოლაში მოსვლა აღარ მოგიწევთ.
ხო,ვიცი ვთქვი რომ ეს მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდებოდა და არდადეგების სახით ჩავთვალე საჭიროდ თქვენი ცოტახანს ამ საფრთხისგან შორს ყოფნა.
მეგონა ამით დრო და დრო შეიცვლებოდა სიტუაცია და სკოლის კარიც ისევ ღია იქნებოდა თქვენთვის,მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარ მოხდება და გაურკვეველი დროით ჩვენი სკოლა მოსწაავლებს ვეღარ მიღეებს.
ძაალიან ვწუხვარ,მაგრამ რაც თქვენთვის უკეთესია ის მინდა.
სააბოლოოდ მგონი მორჩა თავის სიტყვას ჩვენი დირექტორი და დარბაზში ყველას მითქმა მოთქმა და ხმა გაისმა...მოსმენილით აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ.
კი,ეშინიათ,მაგრამ ეგონათ მალევე მორჩებოდა ეს პანიკა და შიში ,შემდეგ კი ისევ დაბრუნდნებოდნენ აქ,მაგრამ დირექტორის ამ უიმედო
გამოსვლის შემდეგ ცხადია სიტუაცია იმაზე უარესი ყოფილა ,ვიდრე ჩვენ ვარაუდობდით და ეს ყველაფერი ხვალ და დღეს არ დასრულდება...პირიქით!
მგონი იმაზე მეტხანს გაგრძელდება,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...რადგან ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent