შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწისქვეშ მეცხრე სართული


15-01-2023, 23:46
ავტორი ჰაიკო
ნანახია 970

მუქ ღრუბლებს შორის როგორც გული - წვეთები ფეთქავს,
ახლა მომინდა ორი სიტყვა სარკესთვის მეთქვა,
სარკე, რომელიც უსიტყვოდ მისმენს,
მისმენს და მითმენს,
არად აგდებს ურითმო რითმებს.
დიდი ხანია მივეჩვიე მარტო სიარულს,
აღარც ვწერ და ვეღარც ვხატავ სიტყვებს მხიარულს.
მე მივეჩვიე მარტო საუბარს,
მარტო გატანას,
და ტკივილების მარტო ატანას,
ჩემი რითმებიც პატივს მცემენ -
როგორც ღმერთს და როგორც სატანას.
სიტყვები ფიქრის -
(და არა ლიქვნის)
წყვდიადში მიქრის,
ეს სიმარტოვე მე კომფორტს მიქმნის.
სიბნელეში და წყვდიადში, სადაც
ამ ემოციებს გაუდის ვადაც!
უსაძირკვლო და უკედლო სახლის
მფლობელი ხალხის -
ბინძური სული,
გახრწნილი გული,
გრძნობები ნული,
და მხოლოდ ფული,
სიბოროტეში და ჭაობში მშვიდად ჩაფლული,
აღქმაში რთული,
ეგოთი და თვითგანდიდებით მუდამ გართული,
მიწისქვეშ დანტეს მეცხრე სართული!
და ამ ყველაფერს არ მოაქვს რწმენა,
სჭირდება თმენა,
შესაბამისად - დუმდება ენა,
და ნადგურდება აზრები ქვენა.
დასასრულ:
ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!

[H]

15.01.2023. 23:45.



№1 სტუმარი Ana-maria

მიწისქვეშ დანტეს მეცხრე სართულიდან როცა ამოხვალ,მიხვდები რომ ცხოვრება მშვენიერია

 


№2  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
მიწისქვეშ დანტეს მეცხრე სართულიდან როცა ამოხვალ,მიხვდები რომ ცხოვრება მშვენიერია


გეთანხმებით ანა-მარია, ცხოვრება ნამდვილად მშვენიერი და ფერადია, თუ მას უსაძირკვლო და უკედლო სახლის მფლობელი ხალხი არ აბინძურებს, დამეთანხმებით ალბათ.
მიხარია რომ არ ტოვებთ არცერთ ჩემს ლექსს წაუკითხავს და უკომენტაროდ, მიხარია, ეს ნამდვილად დასაფასებელია.
დიდი მადლობა♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent