ზღაპრები ძილის წინ 20
ზღაპრები ძილის წინ 20 _ ქეთევან, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს როგორ ვნანობ ? გემუდარები მაგას ნუღარ ახსენებ! ბრაზს და შურისძიების სურვილს ვყავდი ატანილი! თავადაც არ ვიციდი, რას და რატომ ვაკეთებდი!_ საჭეზე ჩაფრენილ თითებზე ემჩნეოდა, როგორ ნერვიულობდა და ცდილობდა ეს განცდები ჩემგან დაემალა. _ ეგ არ ცვლის არაფერს! შენ ბავშვი არ იყავი და უნდა გეფიქრა, თუ რა შედეგს მოგიტანდა გადადგმული ნაბიჯი!_ იმდენად მაღიზიანებდა მისი თავისმართლება, რომ არაფრით არ მყოფნიდა მისი სინანულის გრძნობა . გზის ნახევარი ლამის უსიტყვიდ გავლიეთ. თითქოს ერთმანეთზე ვიყავით გაბრაზებულები. თითქოს რაც ახლა ხდებოდა, ამაშიც ჩვენ ვიყავით დამნაშავეები. რა რთულია , როცა წარსულის შეცდომები წლების შემდეგ ბრუნდებიან და არ გაძლევენ შესაძლებლობას ბედნიერი იყო. _ სულ წამით ვიფიქრე, რომ ყველაფერი დალაგდა და აი უარესად აირია, საშინლად აიხლართა. მეგონა სამსახურს თუ ვიპოვნოდი და როენას მოვშორდებოდი ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა. მარტივად... ეს სიტყვა რას ნიშნავს უკვე აღარ ვიცი!_ ამოვილაპარაკე ისე თითქოს საკუთარ თავს ვესაუბრებიდი. _ სამსახური?_ წამით მომხედა დავითმა და ისევ გზას გახედა. _ ხოო, დიანა ჩემი მეგობარი, დამეხმარა. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ როგორც ხედავ არაფერი გამოვიდა. სამსახური კი არა სახლიდან ფეხს ვერ ვადგამ გარეთ, თანაც სხვის სახლში ვარ შეხიზნული! ჯანდაბა ისე ვცოფდები ამაზე, რომ ვფიქრობ , ვგიჟდები! _ მუჭი მუხლებზე დავირტყი გამწარებულმა. _ ცოტაც მოითმინე ჩემო..._ სიტყვა გაწვიტა_ ქეთევან სულ ცოტაც! აი ახლაც იმედი მაქვს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვიპოვნით. _ იქიდანაც კი ჩემზე ზრუნავს ირაკლი, მკვდარიც კი მეხმარება! _ დავინახე, როგორ უცნაურად გამომხედა დავითმა, თან ტკივილით ,თან სიყვარულით. თვალი მოვარიდე და ფანჯარას მივაყრდენი ფიქრისგან გახურებული შუბლი. _ შენ არ იდარდო ქეთი, როცა ყველაფერი დამთავრდება უკეთეს სამსახურს მოგინახავ!_ დამამშვიდა დავითმა და ის საბავშვო ლექსი გამახსენა: " ნუ ტირიხარ ია , ახალს გიყიდიანო!" ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე. ჩამთვლიმა. ძლიერმა ბიძგმა გამაღვიძა, დაფეთებულმა გავახილე თვალები. მოულოდნელად ბიძგი განმეორდა და წინ გადავქანდი. ვერ გავიაზრე რა მოხდა. _ ქეთევან გამაგრდი! მოგვდევენ!_ დავითი სიმივით იყო დაჭიმული. გააფთრებით ჩაფრენოდა საჭეს და მთელი კონცენტრაცია მანქანის მართვისკენ ჰქონდა მიმართული. უკან გავიხედე, მუქი ფერის მანქანა დიდი სისწრაფით გვეწეოდა და აშკარად ჩვენი გზიდან გადაგდება ჰქონდა მიზნად. _ დავით! გვეწევა დავით!_ ავკივლდი განწირული და წამის მეასედში საოცარი შვება ვიგრძენი იმით, რომ თომა სახლში იყო ალექსთან ერთად და საფრთხე არ ემუქრებოდა. გამოდის ირაკლი ეჭვიბდა, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო. რამდენიმე მეტრით გავასწრით და როგორც კი მორიგ მოსახვევს გავცდით დავითმა მითხრა. _ მოეჭიდე ქეთევან, ესენი თუ თავიდან არ მოვიშორეთ დიდხანს ვერ გავუძლებთ! _ ღვედს და კარის სახელურს დავებღაუჭე. _ ნუ გეშინია, მანქანა დიდია და ძლიერი, ჩვენ არ დავშავდებით! _დაძაბულმა გამომხედა_ მზად ხარ? თავი დავუქნიე. ვერ მივხვდი რას აპირებდა , თორემ იქვე გავაცხებდი სულს შიშით. ისე მქონდა პირი გამშრალი სიტყვა არ ამომდიოდა. მოულოდნელად დავითმა მკვეთრად დაამუხრუჭა ისევ წინ გადავქანდი, მაგრამ ღვედს მივასკდი მკერდით, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მკერდსა და კისერში. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თავი წამაწყვიტეს. უკნიდან საშინელი ჭახანით მოგვასკდა მანქანა. მკლავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, წამით ყველაფერი დაბნელდა. გავიყინე , ნახევარი სიცოცხლე გავათავე . არც დავითი იყო უკეთეს მდგომარეობაში. საჭეს მიასკდომოდა და ტუჩი გაეხეთქა. უცებ გამოფხიზლდა, უკან მიიხედა და კმაყოფილმა გაიცინა და მანქანა დაქოქა ჩემდა გასაკვირად , გამოუვიდა. ისე, რომ არც კი შეუმოწმებია მდევრების ვინაობა და მდგომარეობა, სწრაფად დავტოვეთ ავარიის ადგილი. ალექსს დაურეკა და ყველაფერი მოკლედ უამბო. _ ვანოს დაუკავშირდი!_ მხოლოდ ამ ერთი მითითებით დაკმაყოფილდა. მეც დარწმუნებული ვიყავი, დანარჩენს ალექსანდრე მიხედავდა. _ ნეტა ცოცხლები არიან?_ ისევ უკან გავხედე გზას, თუმცა მანქანა აღარ ჩანდა. _ მაგაზე დარდობ?_ ავად ჩაეცინა დავითს. აღარაფერი მითქვამს. არ ვიცი, რას და რატომ ვდარდობდი, ისე ვიყავი განერვიულებული. ახლა რომ ვფიქრობ, ხან არ მჯერა, რომ ის ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა ჩვენს თავს . დაახლოებით ნახევარ საათში მივადექით ჩემს სოფელს და ჩემი სახლის წინ გავჩერდით. მანქანიდან გადავხტი და სახლისკენ გავექანე. _ ნენე! _ ვუძახდი დედაჩემს ხმამაღლა. სახლში სინათლე აინთო და გაოცებული დედაჩემი მოაჯირს მოადგა. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა. შეშინებულ ნენეს ვერ გაერკვია ვინ ეძახდა ამ შუაღამისას, ასეთი განწირული ხმით. _ დედა მე ვარ !_ შევეხმიანე და აივნის კიბეები ავირბინე. _ ქეთი შვილო! მშვიდობაა?_ მოულოდნელობისგან დაბნეულმა ნენემ ნაბიჯი ვერ გადმოდგა ჩემკენ. _ კი დედა, კი, _ჩავეხუტე დიდი ხნის უნახავ დედას. ცოტა ხანს ვიკავე თავი და მერე ბავშვივით ავღრიალდი. მხოლოდ დედასთან ჩახუტების შემდეგ , მივეცი თავს უფლება, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი. _ რა გჭირს შვილო , ქეთი, თომა როგორაა? ხომ მშვიდობაა?_ თმაზე მეფერებოდა ნენე და როგორც ბავშვობაში ისე მარწევდა. _ გამარჯობა!_ მომესმა დავითის მშვიდი ხმა. დავითი სულ გადამავიწყა ნენეს ნახვამ. სწრაფად მოვტრიალდი მისკენ. _ დედა ეს დავითია, ირაკლის მეგობარი! _ არც კი დავფიქრებულვარ, ისე წარვუდგინე ის დედაჩემს. დავითმა ოდნავ იმედგაცრუებით გადმომხედა. რას ელოდა, რა უნდა მეთქვა? სწორედ ის ვთქვი, რაც იყო. დავითი არც ჩემი მეგობარი იყო, არც შეყვარებული და არც არაფერი. _ რა ხდება დედი? აქამდეც ვამჩნევდი, თუმცა არაფერს გეკითხებოდი!_ თან სახლში შეგვიძღვა, თან კითხვები მომაყარა ნენემ. _ ვფიქრობდი , თავად მეტყოდი, მომიყევი რა ხდება შენს თავს._ დაფარვას აზრი აღარ ჰქონდა, ნენეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ჩუმად მისმენდა. _ ვაი შვილო!... რას ამბობ... ღმერთო... თომა ბებიკო...ირაკლი შვილო...ვაიმე დედა... _ მსგავსი მოკლე სიტყვებით გამოხატავდა ემოციას და თვალები გაოცებისგან ჰქონდა დამრგვალებული. მხოლოდ ის გამოვტოვე ჩემს მოკვლას რომ ცდილობდა ფრიდონი და ისიც რაც ცოტა ხნის წინ შეგვემთხვა. დავინდე საწყალი ქალი, გული რომ არ გახეთქოდა. _ აბა მანახე დედი , რა იყო სურათის უკან!_ მივადექი ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარ მიზეზს. ნენე წამოდგა და ოთახში გავიდა. წამის შემდეგ მოზრდილი კონვერტით ხელში დაბრუნდა. გავხსენი და ხელთ ოფიციალურად დამტკიცებული საბუთები შემრჩა. ასევე ქორწინების მოწმობის დედანი. რომელიც გვაუწყებდა, რომ როენა ანუ ლიდა და ფრიდონი კანონიერი ცოლ_ქმარი იყვნენ. ასევე იდო ძველი პირადობის მოწმობა, პირებშემოხსნილი ლამირებით. დავხედე და გავვოცდი. ულამაზესი შავთმიანი ქალი შემომცქეროდა. მასში ადვილად ამოვიცანი ქედმაღალი როენა. თუმცა პირადობა გაცემული იყო 1994 წელს. _დავით , ახლა ხომ შევძლებთ დავამტკიცოთ მისი ნამდვილი ვინაობა?_ბედნიერი მივუბრუნდი დავითს და რომ არა ნენე ალბათ ჩავეხუტებოდი კიდეც . _ აქ დისკიც დევს! _ შემომხედა დავითმა. _ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვნახოთ რა არის ზედ ? _ არა, ნენეს არც კომპიუტერი აქვს და არც dvd. სამწუხაროდ მოცდა მოგვიწევს._ გული დამწყდა, ერთი სული მქონდა მენახა, რა დამიტოვა ირაკლიმ. ბოლო _ ბოლო ის ხომ ზუსტად ამის გამო დაიღუპა. იმ ღამეს კიდევ ბევრი ვისაუბრეთ. ნენეს ინტერესი ბოლომდე კიდევ ვერ დავაკმაყოფილეთ. პატარა მაგიდა გაგვიწყო . მიუხედავად იმისა, რომ განთიადი ახლოვდებოდა, სასწაულად მშიოდა. დავითი ხშირად საუბრობდა ტელეფონზე. ხან ალექსი უკავშირდებოდა, ხან ვანო. როგორც ჩანდა, უკვე ავარიის ადგილზე იყო. _ დავით, არ მიკითხავს შენთვის, როგორ იპოვნეთ აარონი? ან ვინ მოახერხა მისი გატაცება?_ აარონის გადარჩენის შემდეგ სულ მინდოდა დაწვრილებით გამომეკითხა. _ სულ ალექსის დამსახურება არის ეგ! კაცი ჰყავდა მიჩენილი ფრიდონზე და სწორედ მან გაგვიყვანა მის კვალზე. როენას ერთ_ ერთ მიმდინარე მშენებლობაზე ჰყავდათ აყვანილი. ალბათ სადმე საძირკველში ან კედელში უპირებდნენ ჩაბეტონებას. _ დავით! _ შევკივლე შეძრწუნებულმა. _ კი ჩემო კარგო! მხოლოდ იმან უშველა, რომ როენას აინტერესებდა, თუ რა იცოდა აატონმა, მაგით მოვიგეთ დრო! სანამ ალექსმა მიაგნო. მაგრამ სამწუხაროდ ფრიდონი გაგვექცა! ვფიქრობ სწორედ ის მოგვსდევდა დღესაც!_ საოცრად მშვიდი იყო დავითი. მისი ეს სიმშვიდე სულ მაოცებდა და მაშინებდა კიდეც. _ დავით, როგორ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას?_ ვკითხე ინტერესით. _ ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. მხოლოდ ერთხელ დავკარგე თავი და კი იცი ამას რაც მოჰყვა!_ ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. სადღაც შემეცოდა კიდეც. ისიც ხომ ადამიანი იყო, თავისი სისუსტეებით? არავინ იცოდა , მისი სიმშვიდის უკან სინამდვილეში რა ჯოჯოხეთი იმალებოდა. აივანზე გავყევი. ხელები აივნის მოაჯირზე დაეწყო და სიბნელეს გასცქეროდა, რომელსაც უკვე რიჟრაჟი მოსდებოდა. ცა ნელ_ ნელა ფითრდებოდა, შორს მთების წვერებს კი სიწითლე ეპარებოდათ. _ რა ლამაზია აქაურობა! რა სიმშვიდეა!_ მითხრა უკანმოუხედავად. მივუახლოვდი და წელზე მოვხვიე ხელები. თავი ბეჭებზე მივაყრდენი. _ დავით, როგორ გგონია , მე და შენ შანსი გვექნება? ფიქრობ, რომ გამოგვივა?_ ვკითხე ჩურვულით. _ მე ჯერ ისევ ირაკლის ლანდებს მივსდევ. ჯერ ისევ მეშინია , ჯერ ისევ არ ვარ მზად! მაგრამ შენთან სიმშვიდეა დავით. ნანატრი და სასურველი სიმშვიდე._ არ მობრუნებულა. წელზე მოხვეულ მკავებზე მომეფერა. მაჯებზე ხელი მომკიდა და უფრო მაგრად მოიხვია. _ შანსი მომეცი ქეთევან!_ მითხრა ხმადაბლა , მშვიდად და საოცრად მტკიცე ხმით. მხოლოდ გამთენიისას დამეძინა დივანზე ფეხებმოკეცილს. დილით კი ნენეს ხმამ გამომაფხიზლა. _ რა სჭირს შვილო მანქანას? ლამის ნახევრამდე არის შეჭეჭყილი!_ ეჭვით ეკითხებოდა დავითს. აშკარად ფიქრობდა, რომ რაღაცას არ ვეუბნებოდით და მართალიც იყო. თვალები გავახილე და წამოვჯექი. _ ნენე ჩვენ უნდა წავიდეთ! ვერ დავრჩებით, რაც დროზე ჩავიტანთ ამ საბუთებს, მით უკეთესი!_ ვუთხარი დედაჩემს და მის ინტერესს სხვა მიმართულება მივეცი. _ ასე მალე დეე,? გასაუზმათ მაინც. _ არა დედა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია !_ ვუთხარი ნენეს და ფეხზე ავდექი. _ ერთი წამით შვილო!_ თავი უკმაყოფილოდ გააქნია მან და სამზარეულოში გავიდა. _ გული მიგრძნობდა არ დარჩებოდით, საგზლად გაგიმზადეთ, ვიცი მოგენატრა ჩემი ხაჭაპურები. ესეც თერმოსით ცივი კამპოტი. არ მანერვიულო დედიკო, მალე ჩამოდით, აწი მთელი სული და გული თქვენკენ მექნება და არც კი ვიცი, როგორ გავძლებ აქ!_ ქოთქოთებდა ნენე. ჩავეხუტე და ჩავკოცნე. _ ყველაფერი დამთავრდეს დედი და იმდენი ხნით ჩამოვალთ, სანამ თვითონ არ გაგვაგდებ!_ გავუცინე ანცად. _ კარგი კაცია დედი დავითი!_ მითხრა ჩუმად და გამიღიმა. დედის თვალს რა გამოეპარებოდა? მანქანა რომ დავინახე გამაკანკალა. ისე უბედურად იყო მიჭეჭყილი. კიდევ კარგი მაღალი და ძლიერი ყველგანმავალი იყო. მხოლოდ მისმა გამძლე და მტკიცე კორპუსმა გადაგვარჩინა იმ ღამეს. როგორც იყო თბილისში დაბვრუნდით. ჩვენი უცნაური გამომძიებელი, მენაყინის კეთილი სახით, სახლთან გველოდებოდა. მანქანას შემოუარა და თავი გადააქნია . ზოგი იქვს გვკითხა ,ზოგიც, ჩვენების მისაცემად რომ მივიდოდით, მერესთვის შემოინახა. და მანქანა ევაკუატორით ექსპერტიზაზე გადააგზავნა. როგორც აღმოჩნდა დავითი მართალი იყო, სწორედ ფრიდონი მოგვსდევდა. ახლა კი მძიმედ დაშავებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული სიკვდილს ებრძოდა. სამთავიან ცერბერს ერთი თავი გავაგდებინეთ. ორი დარჩა. _ ქალბატონზე რა ისმის?_ ვკითხე გამომხიებელს. _ მხოლოდ მისი ადვოკატი გვესაუბრება. ჯერ კიდევ არ გვაქვს პირდაპირი სამხილები, რომ მისი დაპატიმრების ორდერი გაიცეს. მას კი კავშირები აქვს და წარმატებითაც იყენებს. _ ხელები გაშალა ვანომ. იმის ნიშნად, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებშიაო. საბუთები გადავეცით და წესისამებრ ჩავაბარეთ. ასევე მოვუყევით დისკზეც. _ თუ შესაძლებელია, ახლავე რომ ვნახოთ!_ ვუთხარი დავითს. მან თავი დამიქნია, დისკი dvd_ში ჩადო და ჩართო. ჩვენ ყველანი დივანზე დავსხედით და ეკრანს მოლოდინით მივაჩერდით. ცოტა ხანს არეული კადრი ჩანდა. შემდეგ კი ეკრანზე ირაკლი გამოჩნდა. " გამარჯობა მზესუმზირა გოგო!"_ პირდაპირ მე მომმართა. ისე როგორც იცოდა და მე გული გამიჩერდა. მისი დანახვა , მისი ხმა, თვალები, ღიმილი.... თვალები ცრემლებით ამევსო. ემოციები პირდაპირ გულში დამეძგერნენ და ისე მტკივნეულად მომიწურეს გული, თავი ვერ შევიკავე. კვნესის თუ ოხვრის შესაკავებლად ორივე ხელი პირზე მივიფარე[justify][/justify]. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ირაკლი დაბრუნდა, თითქოს შემეძლო ავმდგარიყავი და გულში ჩავხვეოდი, ამდენი ხნის შემდეგ, მისი ხმის გაგონება, მისი თვალების დანახვა, სწორედ ეს მჭირდებოდა. მე ირაკლი მიყვარდა და მენატრებოდა, ყველაფერს დავთმობდი ოღონდ სულ ცოტახნით მომცემოდა მისი შეგრძნობის და შეხების შანსი. ტყუილია, რომ ამბობენ სიკვდილი ყველაფერს ასრულებსო, დიდი ტყუილი! " ჩემო ლამაზო, თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესეიგი მე თქვენთან აღარ ვარ. რა ირონიულია არა? სულ ვიცინოდი კინოში ასეთ სცენებზე! მაგრამ ეს ასეა. ყველანაირად ვეცადე ის ალქაჯი თქვენგან მომეშორებინა. ყველაფერზე უარი ვთქვი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მხოლოდ ბოლო და უკანასკნელი მცდელობაღა დამრჩა. და ეს მისი შანტაჟია! მხოლოდ რეალური საფრთხე შეაკავებს მას. კარგად იცის, თუ ეს ინფორმაცია დღის შუქს იხილავს მისი საქმე წასულია. შეიძლება დამადანაშაულო, რატომ არ გამოვიყენე ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ, მაგრამ მე მისი სასოწარკვეთილი მოქმედების მეშინია. მეშინია, რომ წამართმევს ყველაზე ძვირფასს, შენს თავს და ჩემს ბიჭს. მამიკოს სიხარულს! ამას ვერ დავუშვებ. ამიტომ ვა ბანკზე მივდივარ, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია! ახლა კი ღიად ვდებ ბრალს როენას, იგივე ლიდა აკობიას მამაჩემის და დედაჩემის მკვლელობაში, და ამის დასადასტურებლად გიტოვებთ , ფარული კამერის ჩანაწერებს, სადაც ყველაფერი კარგად ჩანს. ამ ვიდეოს არსებობას კესოს უნდა ვუმადლოდე. როგორც ჩანს არ ენდობოდა საკუთარ დას და თავი დაიზღვია. მე კი_ ეშმაკურად გაიღიმა_ მე კი ტყუილად კი არ მეძახიან კაპიტან ნემოს. ვისურვებდი, რომ ეს ჩანაწერი არასდროს გენახა, გვეცხოვრა ძველებურად, ბედნიერად, მაგრამ რას ვიზამთ? თუ ყველაფერი ისე მოხდა, თუ..._ გაჩუმდა და სევდიანი თვალებით მოგვაჩერდა, უჭირდა საკუთარ სიკვდილზე საუბარი, მაგრამ იმდენად სურდა ჩვენი დაცვა , სიკვდილის არ ეშინოდა , ამოიოხრა და გააგრძელა სევდიანი ღიმილით _ ხოდა თუ ის მოხდა, რისიც მეშინია, შენ ძლიერი მინდა იყო! მინდა ცხოვრება გააგრძელო, ჩემი ბიჭი ღირსეულ კაცად გაზარდო. მინდა შენი ბედნიერება იპოვნო! თუ ოდესმე ისე მოხდეს, რომ დახმარება დაგჭირდეს, მონახე ჩემი მოგობრები დავითი და ალექსანდრე. მონახე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც მე ვერ შევძელი. მონახე და უთხარი, რომ ვწუხვარ! _ თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა და სწრაფად მოიწმინდა _ მშვიდობით ჩემო სიყვარულო , ადრე სულ მეგონა, რომ დამშვიდობება ბანალური რამაა! მაგრამ ნეტავ ახლა შემეძლოს შენთან ჩახუტება! იცოდე მიყვარხარ, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო. მშვიდობით ქეთუსი, მშვიდობით და მაპატიე! "_ ეს თქვა და ვიდეო გაითიშა, ცოტა ხანს ასე იყო, შემდეგ კი ისევ ჩაირთო, მკვეთრი და მკაფიო გამოსახულება გამოჩნდა ,თუმცა უხმო ვიდეო იყო, მაგრამ ამას აზრი არც ჰქონდა. ყველა იქ მყოფმა დავინახეთ, როგორ მოკლა როენამ საკუთარი ქმარი როსტომ რევია. როგორ უყურებდა კიბეზე დაგორებულ კაცს და როგორ იცინოდა სატანასავით. მეტს ვეღარ გავუძელი , ავდექი და ოთახი დავტოვე. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.