შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახიფათო ფანტაზია ( სრულად )


3-03-2023, 00:39
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 32 002

ჩვიდმეტი წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, უფრო სწორად რომ ვთქვა გამათხოვეს, ჩემი მშობლების მეგობრის და პარტნიორის პაატა იმნაძის შვილი დათო ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო, დედამისი დედაჩემთან დაქალობდა თუმცა ჩვენი ოჯახების მეგობრობას უმეტესწილად მამაჩემის და დათოს მამის საერთო კომპანია განაპირობებდა რომელსაც ერთად ედგნენ სათავეში, თოთხმეტი წლის რომ გავხდი, დედაჩემმა დაბადების დღეზე სიურპრიზი გამიკეთა, დილით ახალი გაღვიძებული ვიყავი ოთახში რომ შემოვიდა ჩემთან, სავარძელში დამსვა, წინ დამიჯდა და მითხრა რომ სერიოზულად უნდა გველაპარაკა ჩემს მომავალზე...

მაშინ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული, ფულის, ფუფუნებისა და ძვირადღირებული კერძო სკოლის მიუხედავად, არაფრით გამოვირჩეოდი სხვა თოთხმეტი წლის ბავშვებისგან, კარგად ვსწავლობდი, მეგობრები მყავდა... საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი მშობლების მიერ მოწყობილი გაუთავებელი წვეულებები, მოგზაურობები და უაზრო ნივთებსა და გართობაში ფულის ფლანგვა, წიგნების კითხვა მიყვარდა, მთელ თავისუფალ დროს ჩვენს ბიბლიოთეკაში ვატარებდი რომელიც წიგნებით იყო სავსე მხოლოდ იმიტომ რომ დედას სტუმრებთან სატრაბახო თემა ჰქონოდა, ჩემდა საბედნიეროდ ჩემს საქმეში არავინ ერეოდა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, როგორც გვალვისგან გამომშრალი მიწა ისრუტავს ნამს ისე ვისრუტავდი უამრავ საინტერესო ამბავს, ვკითხულობდი ზღაპრებს, მითოლოგიას, სათავგადასავლო და ფანტასტიკურ ისტორიებს, მეკობრეებთან ერთად ვმოგზაურობდი ზღვაზე და ვიბრძოდი თავისუფლებისთვის, ცნობილ მკვლევარებთან ერთად ვიკვლევდი პირამიდებს ეგვიპტეში და საიდუმლო ქალაქებს ამაზონის ტყეებში, აქილევსთან ერთად ვმონაწილეობდი ტროას აღებაში და ალექსანდრე მაკედონელთან ერთად ინდოეთამდეც კი მივაღწიე, ოთახიდან გაუსვლელად მთელი მსოფლიო ნაბიჯ-ნაბიჯ მქონდა შემოვლილი, მერე ნელ-ნელა ისტორიული და სათავგადასავლო წიგნები და ზღაპრები, სიყვარულით და რომანტიკით გაჟღენთილმა რომანებმა ჩაანაცვლა და ჩემს სიზმრებშიც სინდბადის და პერსევსის ნაცვლად ჯოფრეი დე პეირაკმა და დიკ ფორესტმა დაიწყეს სტუმრობა...

ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო რომ დედა ნებას არ მრთავდა შინაური ცხოველი მყოლოდა, არადა ვგიჟდებოდი ცხოველებზე, ამბობდა რომ ალერგია ჰქონდა ბეწვზე თუმცა ვფიქრობდი რომ უბრალოდ ყველა სულიერზე ჰქონდა ალერგია საკუთარი თავის გარდა და ამიტომაც ვერ იტანდა ცხოველებს, ბოლო ხანებში ისიც პრობლემა გახადა რომ წიგნების კითხვაში დიდ დროს ვატარებდი და მისთვის და მისი დაქალებისთვის დრო არ მრჩებოდა, არადა სწორედ კითხვის სიყვარულმა ჩამომაყალიბა ნორმალურ ადამიანად, წიგნები რომ არა, ვერასოდეს გავიგებდი რომ სამყაროში სიკეთე, სიყვარული, სათნოება და მეგობრობა არსებობს, რომ ადამიანებს ხანდახან გულწრფელადაც უყვართ და უხარიათ, რომ ხანდახან კარგ საქმეს მხოლოდ იმისთვის აკეთებენ რომ სწორად მიაჩნიათ სხვების დახმარება და გახარება, წიგნები რომ არა ალბათ ბებიაჩემის სიტყვებს დავიჯერებდი იმის შესახებ რომ ცხოველებს სული არ გააჩნიათ და ტკივილს ვერ გრძნობენ, რომ ჩემი მეზობელი ჩემი ტოლი თიკუნა, ჩემზე რამით ნაკლებია რადგან მის დღენიადაგ მშრომელ მშობლებს ფული არ ჰყოფნით რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი უყიდონ, დავიჯერებდი რომ ძვირფასი ავტომობილი და დიდი სახლი განსაზღვრავს ჩვენს ადამიანობას...
ხანდახან მეგონა რომ დედაჩემს რცხვენოდა ჩემი, რცხვენოდა იმის რომ მისი დაქალების შვილებივით ძვირადღირებულ ტანსაცმელზე და ტექნიკაზე არ ვიყავი გადარეული, ხანდახან ისე შემომხედავდა ხოლმე მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, რატომღაც ცდილობდა თავი მის წინაშე დამნაშავედ მეგრძნო, ასეც იყო... არადა როგორ მაკლდა მისი და მამაჩემის სითბო, ერთი უბრალო გაღიმება, ერთი უბრალო ჩახუტება და თბილი სიტყვა...

თოთხმეტი წლის რომ გავხდი, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე მახარა დედაჩემმა რომ საღამოს დათო მოვიდოდა ოჯახთან ერთად ჩემს დასანიშნად, დაახლოებით ერთი საათი მელაპარაკა იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი ნორმალური იყო, რომ მათ უნდა დავმორჩილებოდი, ხმა არ უნდა ამომეღო და ისე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი როგორც ისინი მეტყოდნენ, სრულიად უცხო კაცის საცოლე უნდა გავმხდარიყავი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს მამებს საერთო გარანტირებული საქმე ჰქონოდათ, რათქმაუნდა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე, პატარა ვიყავი და თანაც ძალიან სუსტი იმისთვის რომ საკუთარი აზრი გამომეთქვა და მერე დამეცვა, მხოლოდ თავს ვუქნევდი და გამალებით ვყლაპავდი ნერწყვს რომ ყელში მობჯენილი ბურთი როგორმე გადამეყლაპა...

თოთხმეტი წლის ბავშვს საკმაოდ გამომწვევი საღამოს კაბა რომ ჩამაცვა, მაკიაჟი რომ გამიკეთა და დასაკლავი ცხვარივით რომ გამიგდო წინ პირველად მაშინ დავფიქრდი იმაზე რომ ის ყველაფერი რასაც იმ ლამაზ რომანტიულ ისტორიებში ვკითხულობდი სიცრუე იყო, არ არსებობდა ნამდვილი სიყვარული არც თანაგრძნობა, არც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი რომელიც ამ ჯოჯოხეთიდან დამიხსნიდა, პრინცის მაგივრად მისაღებში დათო იჯდა და სრულიად უინტერესოდ მათვალიერებდა უხერხულობისგან ერთიანად გაწითლებულს, სამაგიეროდ მისი ბიძაშვილი ვაჟა არ მაშორებდა ანთებულ თვალებს და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ მიყურებდა ასე...

მომავალი სადედამთილო ცივი ღიმილით შემომცქეროდა, თვალებს ისე დაასრიალებდა ჩემს სხეულზე თითქოს გასაყიდი საქონელი ვყოფილიყავი, ბოლოს დედაჩემს მიუბრუნდა და კმაყოფილმა დაუკრა თავი, შეთანხმდნენ რომ როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი მაშინვე დაგვაქორწინებდნენ, დათოს აშკარად არ ვაინტერესებდი, თავიდან ფეხებამდე ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ვაჟას მზერა კი ჩემს მკერდს და ფეხებს არ მოშორებია, შუაღამემდე გაგრძელდა ეს ფარსი, ყველა რომ წავიდა ძლივს ავაღწიე საძინებლამდე და გაუხდელად დავეგდე საწოლზე.
- - - - - - - - - -
ნიშნობის შემდეგ სულ რამდენჯერმე შევხვდით მე და დათო ერთმანეთს, დედაჩემი თითქმის ყოველდღე ჩამჩიჩინებდა იმას რომ ახლა უკვე დანიშნული ‘’ქალი’’ ვიყავი და სხვა არავისზე და არაფერზე არ უნდა მეფიქრა, ლექციებს მიტარებდა იმის შესახებ რომ ქმარს უნდა დავმორჩილებოდი, მისთვის შვილები გამეჩინა და მასზე მეზრუნა, მეც ნელ-ნელა ვიწყებდი ამ ყველაფრის შეგუებას და გათავისებას, ჩვიდმეტი წლის ვიყავი როცა ჩემმა სადედამთილომ გამოაცხადა რომ მეტი ლოდინი საჭირო აღარ იყო, სკოლაც კი არ დამიმთავრებია, ჩემს ოცნებას რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი სამუდამოდ გადაესვა ხაზი, ისევ ვერაფერი გავაკეთე, ისევ არაფერი მითქვამს, ან კი რა უნდა მეთქვა...

ზაფხული დაემთხვა, ასე რომ ჩემმა სადედამთილომ რატომღაც გადაწყვიტა რომ ჩვენი ქორწილი საკუთარი სახლის უზარმაზარ ბაღში ღია ცის ქვეშ გადაეხადა, სამამამთილოც დაეთანხმა, რათქმაუნდა დაეთანხმებოდა, ზედმეტად ვერაფერს უბედავდა, ქალბატონი ლელას სიტყვა კანონი იყო.
უამრავი სტუმარი გვყავდა, კაბაც კი ლელას შერჩეული მეცვა, გასავათებული ვიჯექი აწ უკვე მეუღლის გვერდით, ვუყურებდი ჩემს მშობლებს რომლებსაც სახეზე ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდათ და ველოდი როდის მოიფიქრებდა ჩემი ბედოვლათი ქმარი სუფრიდან ადგომას, საძინებელში რომ შევედით და უგონოდ მთვრალმა ზურგსუკან კარი რომ ჩაკეტა პირველად მაშინ შემეშინდა, საცოდავად მოვიბუზე, დავპატარავდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მომიახლოვდა, მხრებში ხელები ჩამავლო, ერთხანს ამღვრეული თვალებით მიყურებდა და მერე არ დაიჯერებთ მაგრამ ატირდა...

- ახლა შენ კი არა ის უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით, -გაცოფებულმა დაიღმუვლა და ისე შემაჯანჯღარა მეგონა ერთიანად დავიშალე ძვლებში, -ის მიყვარს არადა იძულებული გავხდი შენ მომეყვანე ცოლად, ყველაფერი შენი ბრალია.
- მე რა შუაში ვარ, -საცოდავად ამოვიკნავლე, ვერ ვხვდებოდი, ზრდასრული ჭკუადამჯდარი მამაკაცი მე, ჯერ კიდევ ბავშვს და ჩემი და მისი მშობლების მსხვერპლს რატომ მადანაშაულებდა და რატომ ცდილობდა საკუთარი დანაშაული ჩემთვის აეკიდა.
- გაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგო, დაიღრიალა და კაბის შესაკრავს ისეთი ძალით დაქაჩა, მარგალიტის ღილები იატაკზე გაიფანტა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად კაბა შემომახია, საწოლზე დამაგდო, ველურივით იქცეოდა, მიდოდა მეყვირა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, მინდოდა მეტირა მაგრამ თვალები უდაბნოსავით მქონდა ამომშრალი, ჩემსკენ რომ დაიხარა და მისი ლოყიდან ჩამოღვენთილი ცრემლი ტუჩებზე რომ დამეცა, გავშრი, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო რომ ასეთი ყოფილიყო...
ერთი სიტყვით, იმ ღამით ბატონმა ქმარმა ტირილ-ტირილით გამაუპატიურა...

ორი წელი გავატარეთ ერთად, ორი უფერული და უსიხარულო წელი, ამ ორი წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ყოფილა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, ქალბატონმა დედამთილმა სწავლა ამიკრძალა, რამდენჯერმე ვცადე დათოსთვის მეთხოვა, იქნებ დედამისი როგორმე დაეთანხმებინა და სწავლის გაგრძელების უფლება მოეცა, არც კი მომისმინა, ბოლო ხანებში სახეშიც კი აღარ მიყურებდა, არაფრის მაქნისს მეძახდა, დედამთილი და მამამთილიც ისე მექცეოდნენ თითქოს არც მეარსება, ლელას თითქმის ყოველ კვირა სხვადასხვა ექიმთან დავყავდი, ვერცერთმა ექიმმა ვერ მოახერხა მისი დარწმუნება იმაში რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და დათოს სჭირდებოდა გამოკვლევა.

მათთან ცხოვრებისას გარესამყაროს მთლიანად მოვწყდი, მშობლებიც არ მაკითხავდნენ, მოგზაურობდნენ, ერთობოდნენ და ალბათ არც კი ახსოვდათ რომ სადღაც მათი ერთადერთი ქალიშვილი იტანჯებოდა.

ერთხელ სახლში იურისტი მოგვადგა ნოტარიუსთან ერთად, მეც რომ დამიძახეს და სამუშაო ოთახში შემიყვანეს გამიკვირდა, სამუშაო ოთახი კი არა ჩემი თანდასწრებით ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებოდნენ, უამრავ საბუთზე მომაწერინეს ხელი, ვიკითხე რა იყო მაგრამ ლელამ ისე დამიბრიალა თვალები შეშინებული გავჩუმდი, სანამ ნოტარიუსს გააცილებდნენ დრო ვიხელთე და საბუთების ასლებში ჩავიჭყიტე, მთელი მათი ქონება, კომპანიის აქციები, ეს სახლი და კიდევ რამდენიმე აგარაკი ჩემზე იყო გადმოფორმებული, იმწუთას ვერ მივხვდი ეს რაში დასჭირდათ, მერე გავიგე რომ რაღაც პრობლემები და ვალები ჰქონიათ და ყოველი შემთხვევისთვის ასე ცდილობდნენ ქონების გადარჩენას, ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ დაიღუპა დათო, მამათილმა სტრესს ვერ გაუძლო და დათოს დასაფლავებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ გულის შეტევა დაემართა, გულის გადანერგვა გახდა საჭირო, ლელამ გერმანიაში წაიყვანა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა მაგრამ რეაბილიტაციამ დიდი დრო წაიღო და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება, გაინტერესებთ მე რას ვაკეთებდი ეს ერთი წელი? გაინტერესებთ გამოვიყენე თუ არა ეს დრო იმისთვის რომ ჩემს ნებაზე მეცხოვრა? არავითარ შემთხვევაში, ლელა წავიდა მაგრამ დედაჩემს შვილი გაახსენდა და ისე მაკონტროლებდა სახლიდან ცხვირსაც ვერ ვყოფდი გარეთ, სიმართლე რომ ვთქვა არც მინდოდა, უკვე შეჩვეული ვიყავი ასეთ ცხოვრებას და საკუთარი თავის შეცოდებას.

ლელა გერმანიიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე იურისტი და ნოტარიუსი დაიბარა და ისევ სამუშაო ოთახში დამიძახა, წინ უამრავი საბუთი დამიდო და მიბრძანა რომ ხელი მომეწერა, მაშინვე მივხვდი რომ ქონების უკან დაბრუნებას ცდილობდა, არ ვიცი რა შემიჩნდა მაგრამ უარი ვუთხარი, საბუთებისთვის ხელი არ მომიწერია, ჩემი მამათილი ბატონი ვასოც იქ იყო, ჩემი კატეგორიული უარის გაგონებისას გულზე რომ იტაცა ხელი რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაცას იგონებდა მაგრამ უსულოდ რომ გაიშოტა ძირს მაშინ კი შევშინდი...

დაიღუპა, იმ კვირის ბოლოს მიწას მივაბარეთ და ხელში საკმაოდ სოლიდური ქონება და საოცრად შეცვლილი, გასაცოდავებული და განადგურებული დედამთილი შემრჩა, დასაფლავების მერე სახლში რომ დავბრუნდით ჩამეხუტა და მითხრა არ დამტოვოო, ერთი წამით მართლა ვიფიქრე რომ სიმართლეს ამბობდა, მინდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობდი საიმისოდ რომ მისი სიტყვები დამეჯერებინა.

დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და ლელამ, ხშირად ავადმყოფობდა, ან თავს მაჩვენებდა, ზუსტად არ ვიცი, ჩემს მიმართ დათბა, ქონების დაბრუნებაზე ხმა აღარ ამოუღია მეც აღარ მიხსენებია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დედაჩემი განსაკუთრებით ხშირად გვსტუმრობდა, ვხედავდი როგორ ჩურჩულებდნენ და როგორ გეგმავდნენ რაღაცას, საბოლოოდ კი გამომიცხადეს რომ უკვე დრო იყო გავთხოვილიყავი, ოცდაერთი წლის ქალი მარტო არ უნდა ცხოვრობდესო დაასკვნეს ისე რომ მე არაფერი მკითხეს, უნდა გავთხოვილიყავი და არც მეტი არც ნაკლები დათოს ბიძაშვილს ზურას უნდა გავყოლოდი ცოლად...

ალბათ არ გაგიჭირდებათ ჩემი პასუხის გამოცნობა... როგორც ყოველთვის ისევ თავი დავუქნიე, ისევ დავთანხმდი, მერე რა თუ ვხვდებოდი რატომაც აკეთებდა ამ ყველაფერს ლელა, ეშინოდა რომ ერთხელაც რაღაც წამომივლიდა და მთელ ქონებას გავანიავებდი, მათ კი მშრალზე დავტოვებდი, ასე კი თუ ზურას გავყვებოდი ყველაფერი ისევ მათ ოჯახში დარჩებოდა, დავთანხმდი, დაპროგრამებული ზომბივით მივყვებოდი დედაჩემის და ლელას გეგმას...

- - - - - - - - -
დასველებული თითის წვერებით შევეხე დაბერილ, დასკდომამდე მისულ ძუძუსთავებს, ცალი ხელით მკერდი მუჭში მოვიქციე და მოვსრისე, მეორე ხელის ათრთოლებული თითებით მუცელს ჩავუყევი ფეხებსშორის რამდენიმე წამით შევჩერდი და სანამ სველ, მხურვალე ვაგინაში ჩავეფლობოდი მანამდე მოვემზადე იმისთვის რომ როგორმე კბილი კბილზე უნდა დამეჭირა და კვნესა უნდა შემეკავებინა, თორემ ამ დაწყევლილ სახლში კედლებსაც კი ყურები ჰქონდათ...
თითების გაწაფული მოძრაობით დავიწყე საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება, თავი უკან გადავაგდე, ბეჭებით დავეყრდენი საწოლს და მუცელი ზემოთ ამოვზნიქე, თვალებ მინაბული და ტუჩებ გაპობილი ღრმად ვსუნთქავდი, გაინტერესებთ რას ან ვის წარმოვიდგენდი ხოლმე ასეთ დროს? უსაზღვრო ფანტაზია მქონდა, თუმცა არასდროს არცერთი წამით არ გამივლია თავში რომ გათავებისას ან მანამდე ჩემს აწ განსვენებულ მეუღლეზე მეფიქრა, ვერც ვიფიქრებდი, ფანტაზიებშიღა მაკლდა, ისედაც მთელი ცხოვრება გამიმწარა, დაძალებული, ზოგჯერ უხეში და ზოგჯერ უნდილი ალერსით, ჰმ, იმასაც თუ ალერსი ერქვა, აუცილებელად შესასრულებელი რიტუალივით გვქონდა სექსი ყოველ ღამით, ისე ვუშლიდი ფეხებს თითქოს ეს ჩემი სამსახური ყოფილიყოს ან ვალდებულება...
- ვალდებული ხარ ჩემს შვილს ვაჟი გაუჩინო, ბერწი ხარ, არაფრისმაქნისი, თან გყვებით, შენ კი მხოლოდ ბავშვის გაჩენა გევალებოდა და მაგასაც ვერ ახერხებ, -უკვე ორი წელია დათო გარდაიცვალა და ახლაც ყურში ჩამესმის ხოლმე დედამთილის ღვარძლნარევი სიტყვები...
ჰოდა იმას ვამბობდი რომ გავუშლიდი ხოლმე ფეხებს, ისიც იხვანცალებდა ორიოდე წუთს და გადაწვებოდა გვერდზე ახვნეშებული, გაოფლილი და დაღლილი, ახლა რომ ვფიქრობ ვერაფრით ვხვდები ორ წუთში როგორ ახერხებდა დაღლას და გაოფვლას, ისეთი სახით იწვა ხოლმე თითქოს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ჯარისკაცი ყოფილიყოს, არადა გაგეცინებათ და ჯარშიც კი არ იყო ნამყოფი, სამთავრობო წრეებში ნაცნობების მყოლმა მამიკომ გაუხერხა და არავის შეუწუხებია ვაჟბატონი...
მთელი მისი ცხოვრება მეგობრებთან გართობით და ჭამა სმით შემოიფარგლებოდა, ჩემი ცხოვრება კი მზეთუნახავივით მთელი დღე სახლში ჯდომით, დედამთილ-მამამთილის საყვედურების მოსმენით და ღამით მისი დაკმაყოფილებით, ბოლოს უკვე იმ ორწუთიან ხვანცალსაც კი მამადლიდა, ბავშვი რომ არ მინდოდეს შენ არც მოგეკარებოდიო...
ნამდვილი ცხოველი იყო ასე რომ ჩემს ფანტაზიებში არაფერი ესაქმებოდა, ერთადერთი ამ ფანტაზიებში ვპოვებდი ხოლმე შვებას, ახლა ვისზე ვფიქრობდი? იმ ბიჭზე ვისაც ბოლო ერთი კვირაა თითქმის ყოველ დღე ვხედავდი ჩემი საძინებლის ფანჯრიდან, ჩვენი ბაღის გადაღმა მდებარე ეზოში, აქამდე არ შემიმჩნევია, ასე უცბად გამოჩნდა და ჩემს ბინძურ და გარყვნილ ფიქრებშიც შემოიჭრა, მაღალი იყო, ტანადი, შავი გრუზა თმით და დაბალი ლამაზად გაკრეჭილი წვერით, ძლიერი მხრები, გრძელი თითები და ვნებიანი ტუჩები ჰქონდა, თვალები კი, ღმერთო ჩემო, მისი უძირო შავი თვალები...
გინდათ გაიგოთ როგორ ვამჩნევდი ამ სიშორიდან ასეთ დეტალებს? შეიძლება არ დაიჯეროთ, წარმოიდგინეთ როგორ ვდგავარ ფარდას ამოფარებული ძველისძველი ჭოგრიტით ხელში, როგორ ვუთვალთვალებ სექსუალურ მეზობელს და როგორ ვყლაპავ ნერწყვებს, ჩემს საძინებელში მყოფს წარმოვიდგენდი ხოლმე ათას სხვადასხვა პოზაში, ჩემს ზემოდან მოქცეულს, მერე ქვემოდან ან უკნიდან... კარადაზე, იატაკზე, აბაზანაში...
ყველაზე ხშირად მის უბეზე ვაჩერებდი ხოლმე მზერას, ნეტავ როგორი აქვს, ალბათ ძალიან დიდი და მსხვილი, ახლაც ამ წუთასაც მასზე ვფიქრობდი, ჩემს ოცნებებში ხელით ვეფერებოდი მის უზარმაზარ ერეგირებულ ასოს, მის წინ ვიჩოქებ, ფრთხილად ვიქცევ მუჭში და ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით ვახელებ, მერე ნაზად ვეხები ენით, მისკენ ვაპარებ თვალს, ამღვრეული მზერით დამყურებს ზემოდან ბაგეები ოდნავ აქვს გაპობილი, ვხვდები როგორ სიამოვნებს ჩემი შეხება და ეს უფრო მეტად აღმაგზნებს...

კარზე უხეშმა ბრახუნმა გამომიყვანა ნირვანადან და უხეშ რეალობაში დამაბრუნა, გავისუსე, ისევ და ისევ, თავიდან და თავიდან, გაუთავებლად აბრახუნებდა.
- რას აკეთებ მოკვდი? კარი რატომ გაქვს ჩაკეტილი, -ჩემი დედამთილის ხმა მომესმა და კბილი კბილს დავაჭირე რომ სიმწრისგან არ მეკივლა.
- ახლავე გამოვალ, -დახშული ხმით გავძახე.
- ნორმალურად ჩაიცვი, ვაჟა მოდის ოჯახთან ერთად, უნდა დაგნიშნონ, -ერთბაშად მომახარა სასიხარულო ამბავი და კარს მოშორდა...
დაუკმაყოფილებელი წამოვიზლაზნე საწოლიდან და უზარმაზარ სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე, წითური დატალღული თმა რომელიც წელამდე მწვდებოდა აბურდული მქონდა, მწვანე თვალები ამღვრეული, დაჭორფლილი სახე აწითლებული, ხოლო ჩემს მკერდს ჯერ ისევ ეტყობოდა ცოტა ხნის წინანდელი აღგზნების კვალი, ჩემს სხეულში ყველაზე მეტად მკერდი მომწონდა, პატარა მაგრამ მრგვალი და მკვრივი, წვრილი წელი და გრძელი ფეხები, ლამაზი უკანალი, კაცი რომ ვყოფილიყავი ჩემნაირ ქალს გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავუვლიდი გვერდზე, დათო კი ისე ცივად მექცეოდა... არადა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, ისე რომ არც კი მიფიქრია რას ვაკეთებდი, აივანზე გასასვლელ კარს მივუახლოვდი, ფარდა გადავწიე და მეზობელ სახლს გავხედე, შევცბი როცა აივანზე ჩემი სიმპათიური მეზობელი შევამჩნიე ჭოგრიტით ხელში იდგა წელსზემოთ შიშველი და მიყურებდა, დამინახა თუ რა ჭოგრიტი გვერდზე გადადო და ღიმილით დამიქნია ხელი, რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი, მერე გამახსენდა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ფარდა გადავწიე და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, ღმერთო ჩემო სრულიად შიშველს მიყურებდა, ისიც ჩემზე არანაკლები მანიაკი აღმოჩნდა არადა საერთოდ არ ეტყობოდა, ამ სიტუაციამ საოცრად გამახალისა, იმის გაფიქრებამ რომ შესაძლოა სხვა დროსაც მითვალთვალებდა ხოლმე საშინლად აღმაგზნო, ასე კარგად და ასე ცოცხლად დიდი ხანია რაც თავი არ მეგრძნო, სულ რაღაც რამდენიმე წამით დავფიქრდი იმაზე რომ სიცოცხლის ფასდაუდებელ წლებს ტყუილუბრალოდ ვფლანგავდი, იქნებ დრო იყო წინააღმდეგობის გაწევა მესწავლა, იქნებ დრო იყო საკუთარ თავზეც მეფიქრა, საკუთარ ბედნიერებაზე...
მსხვილ ვნებიან ტუჩებზე გადავისვი საჩვენებელი თითი, ჩემს ორეულს რომელიც სარკიდან მიცქერდა გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
- აბა შენ იცი ჰანა, გადი და ვაჟას აჩვენე როგორი უდიდესი შეცდომა დაუსვა შენი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა...
-

- რას გავხარ ასე უნდა დახვდე მომავალ ქმარს? -დედაჩემმა ტუჩი აიბზუა და შეთქმულივით გადახედა ლელას, იმანაც ისეთი მზერით ამათვალიერა თითქოს ვეცოდებოდი, მერე თავი გადააქნია და ხელიც ჩაიქნია იმის ნიშნად რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, გაოცებულმა დავიხედე, თხელ თეთრ სარაფანზე და დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე, თმა უბრალოდ მქონდა გაშლილი, მაკიაჟს ისედაც ვერ ვიტანდი რომ ახლა სპეციალურად ვაჟასთვის გამოვპრანჭულიყავი, სამკაულები არ მეკეთა, ერთი სიტყვით მშვენივრად გამოვიყურებოდი რა უნდოდათ ვერ ვხვდები, მშვენივრად ვიცოდი მაკიაჟის და სამკაულების უქონლობა ნამდვილად არ შეუშლიდა ვაჟას ხელს იმაში რომ ჩემი დანახვისას დორბლები წამოსვლოდა...
- დაჯექი, -სავარძელზე მიმითითა დედაჩემმა და მეც როგორც მორჩილ და კარგად აღზრდილ გოგონას შეეფერება დავემორჩილე, ჩამოვჯექი და ხელები კალთაზე დავიკრიფე.
- სამზარეულოში გავალ, -წამოდგა ლელა, მივხვდი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები რომელი ჩამიტარებდა ლექციას იმის შესახებ რომ ოჯახი არ უნდა შემერცხვინა, ვაჟასა და მისი ურცხვი მშობლებისთვის ყველაფერზე თავი მექნია, რაც არ უნდა ეთქვათ არ უნდა გავღიზიანებულიყავი, ვაჟას თბილად უნდა მოვპყრობოდი, რადგან ჩემი მომავალი ქმარი და შვილების მამა უნდა გამხდარიყო, ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი ჩემზე გიჟდებოდა და ბლა, ბლა ბლა...
დედაჩემს რომ სცოდნოდა როგორც გიჟდებოდა ვაჟა ჩემზე... რომ სცოდნოდა როგორ მიფათურებდა ხოლმე ხელებს როგორც კი დამიმარტოხელებდა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ დათო ცოცხალი იყო, ერთხელ დათოს დაბადების დღეზე როცა უკვე ყველა უგონოდ იყო მთვრალი სახლის უკან მდებარე ყვავილების სათბურში მიპოვა სადაც ხმაურისგან და აურზაურისგან რამდენიმე წუთით დასვენებას ვცდილობდი და ჩემი გაუპატიურება სცადა, ძლივს დავაღწიე თავი, ამ ყველაფერს ლელას საყვარელი ქოთნის ყვავილი და ვაჟას შუბლი შეეწირა მაგრამ იმის შემდეგ ფრთხილად ვიყავი ხოლმე და ყველანაირად ვცდილობდი მასთან მარტო არ დავრჩენილიყავი, ალბათ ახლა როგორი ბედნიერია რომ როგორც იქნა მიიღებს იმას რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდა, წარმოდგენაც არ მინდა რა მელოდება თუ ცოლად გავყვები, ნეტავ რა მოხდებოდა ეს ყველაფერი რომ დედაჩემს ცოდნოდა...
- არ მისმენ? -ცხვირწინ გამიქნია ბეჭდებით დახუნძლული თითი, -სადაცაა მოვლენ შენ კი არ მისმენ.
- ვაჟამ ჩემი გაუპატიურება სცადა, -პირდაპირ მივახალე, ეს ერთგვარი პატარა ექსპერიმენტი იყო რომლის ჩატარების იდეაც სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ მომივიდა გონებაში.
- საშინელი ხუმრობაა, -ცხვირი აპრიხა დედაჩემმა და დაიჯღანა.
- არ ვხუმრობ, ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა ჩემთან დაახლოებას სანამ დათო ცოცხალი იყო, სულ ცდილობდა ჩემთვის ხელები ეფათურებინა, ერთხელ კი ჩემი გაუპატიურება სცადა, ჩვეულებრივი მოძალადეა თქვენ კი ცდილობთ ამ მოძალადეზე გამათხოვოთ.
- ვაჟაზე ამას როგორ ამბობ? -გაცეცხლებული გამოვარდა ლელა სამზარეულოდან, ასეც ვიცოდი რომ ჩვენს საუბარს აყურადებდა.
- გგონია დავიჯერებთ რასაც ამბობ? უბრალოდ იგონებ რომ ვაჟაზე არ გაგათხოვოთ, თანაც დიდი ამბავი თუ შენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა, უნდა გიხაროდეს რომ აინტერესებ...
- და მე რომ არ მაინტერესებს ეს არაფერს ნიშნავს? თუ ცალმხრივი ინტერესიც საკმარისია?
- გეყოფა ტყუილად იღლი ენას, მაინც გაგათხოვებთ, -საბოლოო წერტილი დასვა დედაჩემმა.
- გამათხოვოთ? კარგი რა, იცით მაინც რამდენი წლის ვარ? არც შენ გახსოვს დედა რომ უკვე კარგა ხანია არასრულწლოვანი აღარ ვარ? რას ნიშნავს უნდა გამათხოვოთ, მე რატომ არაფერს არ მეკითხებით? შენ რა დედა ხარ, იმის მაგივრად რომ გული გტკენოდა, აღშფოთებულიყავი იმის გამო რაც მოგიყევი ზიხარ აქ და ასეთი ცივი და უმეტყველო თვალებით შემომყურებ, როგორ შეგიძლია ასეთი იყო...
ვერც კი ვამჩნევდი რომ ხმამაღლა ვყვიროდი, ჩემს სიცოცხლეში პირველად ავუწიე ხმას და ისიც დედაჩემის წინააღმდეგ, სიმართლე რომ ვთქვა მესიამოვნა, მიხაროდა რომ ამის გაკეთება შევძელი, თითქოს საპყრობილის დიდი ხნის ჩარაზული კარი გავხსენი რომლის იქითაც თვალუწვდენელი მწვანე მინდვრები მოჩანდა სადაც თავისუფლად შემეძლო სირბილი და სუფთა ჰაერით სუნთქვა, როგორც იქნა თავისუფალი ვიყავი, როგორც იქნა...
საშინელი ტკაცანის ხმამ და ყბის ტკივილმა მომიყვანა გონს, წამსვე გამოვერკვიე ოცნებებიდან და მიწაზე დავეშვი, მეორე ხელი რომ მოიქნია და მეორე ლოყაშიც რომ მითავაზა მაშინ უფრო მყარად შევიგრძენი მიწა ფეხქვეშ.
- დაეგდე და ნორმალური ადამიანივით მოიქეცი როცა მოვლენ, არ გაბედო და არ შემარცხვინო, ვაჟას ცოლად გაყვები და მორჩა ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, იცოდე რამე რომ იმაიმუნო ცოცხალი ვერ გადამირჩები.
- ამ ქორწინებას იმიტომ მაიძულებთ რომ იმ საბუთებზე ხელი არ მოვაწერე? -აცრემლებული თვალებით შევხედე ცინიკურად მომღიმარ ლელას, -ახლავე მომიტანეთ და ყველაფერზე მოგიწერთ ხელს, თქვენი არაფერი მჭირდება, საერთოდ არაფერი.
- ამაზე თავიდანვე უნდა გეფიქრა საყვარელო ახლა გვიანია, -ხმა დაითაფლა და დედაჩემს გადახედა წარბ აწეულმა თითქოს ანიშნებდა რომ მისთვის მხარი დაეჭირა, არადა მინიშნება რაში სჭირდებოდა ისედაც ჩემს გარდა ყველას ყველაფერში მხარს უჭერდა.
- ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ, ქორწილი უკვე დაგეგმილია, უარს ვერ იტყვი თავს ქვეყნის სასაცილოდ არ გავიხდი, -ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა კარის გასაღებად.
- ცრემლები მოიწმინდე და გაიღიმე, მოვიდნენ, -მიჩურჩულა დედაჩემმა და თვითონ წამსვე აიკრა სახეზე ყალბი ღიმილი, რამდენიმე წუთში ოთახში სტუმრები შემოლაგდნენ, წინ ჩემი მომავალი დედამთილი ქალბატონი თეა მოგოგმანებდა დედოფალივით მედიდურად, უკან კი მხლებლებივით მოყვებოდნენ, მეუღლე ბატონი ვანო, ვაჟა და მაღალი ლამაზი ქერათმიანი გოგონა რომელსაც პირველად ვხედავდი.


სამზარეულოში ვიდექი და ჩაფიქრებული ვურევდი ყავას, ჩემი ცოტახნის წინანდელი შემართება სადღაც იყო გამქრალი და ახლა ხიდიდან გადახტომასა და საქართველოდან სამუდამოდ წასვლას შორის ვმერყეობდი, ხიდიდან გადახტომის იდეა მაინცდამაინც არ მხიბლავდა მაგრამ არც საქართველოდან წასვლა შემეძლო, ოცდაერთი წლის ვიყავი და სახლის იქით არ ვიცოდი რა ხდებოდა, ნამდვილ სამყაროს საერთოდ არ ვიცნობდი იმაში კი დიდი ხნის წინ დავრწმუნდი რომ წიგნებისა და ფანტაზიებისგან განსხვავებით ნამდვილი სამყარო სასტიკი და დაუნდობელი იყო, საზღვარგარეთ კიდეც რომ წავსულიყავი ჩემი დაბდურა თავის ამბავი რომ ვიცოდი ისეთ დღეში ჩავვარდებოდი მაინც მომიწევდა ხიდიდან გადახტომა ჰოდა რაღა იტალიის, საფრანგეთის ან ამერიკის რომელიმე ხიდიდან გადავმხტარიყავი, ჩემი საყვარელი მშობლიური ქალაქის დედა მდინარეზე გადებული გალაქტიონის ან ბარათაშვილის ხიდი აგერ არ მქონდა? კიდევ ერთი გზა არსებობდა, მშობლებისთვის და ლელასთვის წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ რომ არ გამომდიოდა? ახლა კიდევ ვაჟა დაემატათ...
- ჩემზე ფიქრობ? -საზიზღარი ხმა რომ ჩამესმა და წელზე შეხებაც ვიგრძენი თავი ძლივს შევიკავე რომ გული არ ამრეოდა, ცივად მოვიშორე მისი ხელები და შევბრუნდი, ჩემს წინ იდგა თეთრ პერანგში და შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი და მხიარულად იკრიჭებოდა, წაბლისფერი თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილი, წვერი ახალი გაპარსული, ცისფერი თვალები უციმციმებდა, ცუდად არ გამოიყურებოდა ის კი არადა სიმპათიურიც კი ეთქმოდა მაგრამ მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი ზიზღის გარდა, არა იმიტომ რომ დათოს ბიძაშვილი იყო, არამედ იმიტომ რომ გრამი ადამიანობაც კი არა გააჩნდა.
- რა გინდა ვაჟა? -თავს ძალა დავატანე რომ მშვიდად მეკითხა.
- ხომ იცი რაც მინდა და რაღას ინაზები, ბოლოს და ბოლოს ერთ თვეში ქორწილი გვაქვს.
- რას ნიშნავს ერთ თვეში, მე მეგონა...
- თარიღი გადმოვაწევინე, ვეღარ ვითმენ ისე მინდა რომ ჩემი გახდე, -ტუჩები საზიზღრად მოილოკა და ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა, უკან დავიხიე და მაგიდას დავეჯახე.
- როდემდე ირბენ, ხომ იცი მაინც ვერ გამექცევი, -უკვე ჩემს წინ იდგა სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ჩემსკენ დახრილი ყურთან მეჩურჩულებოდა და ცდილობდა კაბის კალთა ზემოთ აეცურებინა, ყბაზე შემახო სველი ტუჩები, გავიბრძოლე რომ მოვშორებოდი, არ გამიშვა, მთელი სხეულით ამეკრო, მძიმედ სუნთქავდა, თეძოზე მის ერექციას ვგრძნობდი...
- შენი ასეთი საქციელი და ის რომ უკარებას როლს თამაშობ უფრო აღმაგზნებს ჰანა, იცი რას გიზავდი ახლა ამ სახლში მარტო რომ ვიყოთ, ამ მაგიდაზე შემოგსვამდი და გონის დაკარგვამდე დი, შენ არც კი იცი რას კარგავ თუმცა არა უშავს ცოტა ხანში გაიგებ...
- გამიშვი გთხოვ, -საცოდავად ამოვიკნავლე.
- თავს ნუ იფასებ, ვიცი რომ შენც გინდა, უკვე ორი წელია მარტო ხარ და მანამდეც დარწმუნებული ვარ დათო საერთოდ ვერ გაკმაყოფილებდა.
- შენ საერთოდ რა იცი...
- იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ, კაცი რომელიც შენთან სექსის დროს სხვაზე ფიქრობდა ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებდა, ჰო ნუ გიკვირს, ვიცი რომ სხვა უყვარდა, აი შენ კი დარწმუნებული ვარ არ იცი ვისზე ფიქრობდა შენი საყვარელი ქმარი დღე და ღამე.
- არ ვიცი და არც მაინტერესებს, გამიშვი.
- არადა უნდა გაინტერესებდეს, გინდა გითხრა? -ლოყაზე ამისვა ენა და ტუჩის კუთხესთან შეჩერდა, -ძალიან სახალისო იქნება შენი რეაქცია როცა გაიგებ ვისთან მიდიოდა იმ ღამით როცა ავარიაში მოყვა და დაიღუპა.
- ავადმყოფო, არანორმალურო, -მთელი ძალით ვკარი ხელი და როგორც იქნა მოვიშორე, -ვიცი რომ კარგი ურთიერთობა არ გქონდათ მაგრამ ბოლოს და ბოლოს შენი ბიძაშვილი იყო, როგორ შეგიძლია მასზე ასე ილაპარაკო, ანდა ის მაინც არაფერს ნიშნავს შენთვის რომ თვალის დასანახად ვერ გიტან? მეზიზღები გესმის? კიდეც რომ დავქორწინდეთ რას იზავ ჩემზე იძალადებ? აა თუმცა შენ ხომ ერთხელ უკვე სცადე ჩემი გაუპატიურება, არ გამიკვირდება თუ კიდევ გაიმეორებ...
სიტყვა არ დამასრულებინა, წამსვე ჩამოერეცხა სახიდან ცინიკური ღიმილი და ყელში მწვდა, გაცოფებული დამყურებდა ზემოდან.
- შენ აშკარად ვერ ხედავ სიკეთეს, ვიფიქრე შენს მიმართ სითბოს და სინაზეს გამოვიჩენდი თუმცა ამას აშკარად არ იმსახურებ, ჩემი ცოლი გახდები გინდა თუ არა ეს, ჩემი საკუთრება იქნები მხოლოდ ჩემი გესმის?

- ყავა ჯერ არ არის მზად? -ჩვენი სტუმარი ქერათმიანი შემოვიდა სამზარეულოში, ვაჟამ ხელი შემიშვა და ვითომ აქაც არაფერიო ღიმილით მიბრუნდა მისკენ, შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი და ყავას მივუბრუნდი.
- მიდი თეა გელოდება, მე ჰანას დავეხმარები, -ხელით ანიშნა კარისკენ, ვაჟას აღარაფერი უთქვამს გავიდა და კარი მოხურა.
- აბა როგორ ხარ, გვერდით ამომიდგა და მადუღარას დახედა, -პირველად ვნახე ჩამქრალ ღუმელზე ყავის ადუღება, ეს რამე ახალი მეთოდია?
მის ტონში არც დაცინვა იგრძნობოდა და არც ირონია, დაეჭვებულმა შევხედე, გულწრფელი ღიმილით მიყურებდა, სახეზე შემომხედა თუ არა ღიმილი გაუქრა და დანანებით გააქნია თავი, მზერა დაწითლებულ ყელზე გადაიტანა, უხერხულად გამეღიმა და თავი ჩავღუნე.
- გავიცნოთ ერთმანეთი მე ანა მქვია.
- ჰანა, -მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ხელი გავუწოდე, ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა თითები, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემს გამხნევებას ცდილობდა.
- ჰანა და ანა? სახალისოა, -გაეცინა და მომხიბვლელი მოძრაობით გადაიყარა მხარზე თმა, -ვფიქრობ რომ მე და შენ დავმეგობრდებით.
- მე არა... არ ვიცი, არა მგონია... -მთლად დავიბენი და ავირიე.
- რატომ არ გინდა ჩემთან მეგობრობა, ბევრი მეგობარი გყავს? -საყვარლად მოჭუტა თვალები.
- მეგობრები არ მყავს, -გაჭირვებით ამოვთქვი და ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ ამქვეყნად არავინ გამჩნდა, ვისაც ნამდვილად ვეყვარებოდი, ვისაც ჩემი ტკივილი ეტკინებოდა, ჩემი სიხარული გაუხარდებოდა და ჩემთან ერთად გაიზიარებდა ჭირსა და ლხინს, მეგობრები არ მყავდა...
- იქნებ იმიტომ არ გინდა ჩემთან მეგობრობა რომ ბედოვლათი ვაჟას ნათესავი ვარ, -არ ისვენებდა ანა.
- ეს არაფერ შუაშია, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები.
- მოდი ერთ რამეს გეტყვი, თეას დისშვილი ვარ მაგრამ მე და დედაჩემი მათგან ძალიან შორს ვართ, ახლაც არ ვიცი რამ გადამრია რომ აქ წამოვყევი მაგრამ არ ვნანობ რადგან შენ გაგიცანი, ორი დღის წინ დავბრუნდი საფრანგეთიდან, იქ სასწავლებლად ვიყავი, დავბრუნდი თუ არა გავიგე რომ თურმე ვაჟა ცოლს ირთავს, ისიც გავიგე ულამაზესი გოგოაო, თეამაც რომ მთხოვა წამოგვყევიო უარი აღარ მითქვამს რადგან საშინლად მაინტერესებდა როგორ მოახერხა შენი გაბრიყვება...
- მერე? გაიგე როგორ მოახერხა? -მწარედ ჩამეცინა და აცრემლებული თვალებით შევხედე, -დარწმუნებული ვარ ჩვენი ლაპარაკი მოისმინე.
- მოვისმინე, -არ უარყვია, მაშინვე დამეთანხმა, -მოვისმინე და ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ, რატომ მიყვები ცოლად?
- არ ვიცი, -სახე ხელებში ჩავრგე და მაგიდას მივეყრდენი თორემ ამდენი ნერვიულობისგან უკვე ფეხზე ძლივს ვიდექი.
- ვაჟა საშინელი ადამიანია, შენ კიდევ კარგად არ იცნობ, სიცოცხლეს გაგიმწარებს...
- არ მესმის ამას რატომ მეუბნები?
- მესმის რომ არ მენდობი, ბოლოს და ბოლოს პირველად დამინახე და თან მისი ნათესავი ვარ მაგრამ არ შემიძლია ვუყურო როგორ გექცევა ასე ცხოველივით, -მომიახლოვდა და ყელზე ჩამომისვა თითები, -რამე ცივი დაიდე თორემ დაგილურჯდება.
- მადლობა, სიმართლე რომ გითხრა შენ პირველი ხარ ვინც ადამიანად აღმიქვა და იფიქრა რომ მეც ვგრძნობ რამეს, მაგრამ არ მინდა რომ რამეში ჩაერიო.
- ჩავერევი, -თითი მუქარით დამიქნია და შებრუნდა, აი ნახავ თუ არ ჩავერევი, თანაც ისე ჩავერევი რომ იმ ცხოველს თავბედს ვაწყევლინებ, ახლა წავალ და მოვიფიქრებ როგორ უნდა დაგეხმარო.
- კი მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ ცდილობ ჩემს დახმარებას...
ღიმილით შემობრუნდა ჩემსკენ, -იმიტომ რომ ძალიან მინდა ვიმეგობროთ, მეგობრები კი ერთმანეთზე ზრუნავენ, -თვალი ჩამიკრა და უხმაუროდ გასხლტა ოდნავ გამოღებულ კარში...



- მოისვენე წითურო ალქაჯო, -ჩახლეჩილი ხმით ჩამჩურჩულა ყურში და ჩაეცინა როცა ჩემი დახორკლილი სხეული დაინახა, თავი უკან გადავხარე, მხარზე მივეყრდენი და ტუჩები ერთმანეთს დავაშორე რომ როგორმე თავისუფლად მესუნთქა, თუმცა მაშინ როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან თავისუფლად სუნთქვა გამორიცხული იყო, ფრთხილად დაასრიალებდა ხელებს ჩემს სხეულზე და მისი ყოველი შეხება მწვავდა და ჭკუიდან მშლიდა, არ მყოფნიდა, უფრო და უფრო მეტი მინდოდა...
- ეს პენუარი გავიხადოთ, ისეთი სხეული გაქვს სულ შიშველი უნდა იყო, -ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა, თითები მოკლე პენუარის ქვეშ შემიცურა და ატლასის თხელი ნაჭერი ისე გადამაძრო თავზე თვალის დახამახამებაც ვერ მოვასწარი, შიშველი სხეულით მეკვროდა უკნიდან..
- ნეტავ როდის მოასწრო გახდა? -გავიფიქრე და კვნესა ვერ შევიკავე როცა ჩემი მკერდი მოიქცია ხელში მეორე ხელი კი საცვალში ჩამიცურა, დათოსთან ყოფნისას არასდროს მიგრძვნია ასეთი რამ, ორი წელი თითქმის ყოველ ღამით მამაპაპურ პოზაში გვქონდა სექსი, მასთან საწოლში ყოფნისას ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მოვალეობას ვიხდიდი, მოვალეობას რომელიც არ ვიცი რატომ და რის გამო დამაკისრეს, ყოველი აქტის შემდეგ სიტყვის უთქმელად დგებოდა საწოლიდან, აბაზანაში შედიოდა და იქ დიდხანს, ძალიან დიდხანს რჩებოდა, მე კი უხმოდ ვღვრიდი ცრემლებს ბალიშში თავჩარგული, ბოლოს უკვე აღარც ვტიროდი, შევეჩვიე, შევეჩვიე ისე როგორც გარკვეულ საათებში ძილს, ჭამას ან სამსახურში წასვლას ეჩვევა ადამიანი, ნეტავ თვითონ რას გრძნობდა? ბედნიერი იყო? კმაყოფილი? ის თუ მაინც იღებდა ამ ძალადობრივი და ჩემთვის არასასურველი აქტისგან სიამოვნებას, ისეთი ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია რომ მასთან ამ თემაზე მესაუბრა ის კი არადა ნაძალადევად მესალმებოდა ხოლმე, როგორც საცოდავ უპატრონო ქუჩის ძაღლს მიუგდებენ ხოლმე გამხმარი პურის ნატეხს და მერე უბრალოდ ივიწყებენ ისე მომიგდებდა ხოლმე ყოველ დილით რამდენიმე გაზეპირებულ სიტყვას და სახლიდან გადიოდა, გვიან საღამოს დაბრუნებული კი თითქმის ყოველთვის ნასვამი და ნერვებ მოშლილი იყო, გაიხდიდა ხოლმე ტანსაცმელს და თავით მიმითითებდა საწოლზე, მეც შესაშური მორჩილებით ვწვებოდი გაუნძრევლად, ფეხებს ვშლიდი და თვალებს ვხუჭავდი...

- აააჰ, -ხმამაღლა ამოვიკვნესე როცა მისი თითები ჩემს ვაგინაში შეცურდა, ნამდვილად არანორმალური ვიყავი რომ ასეთ მომენტში დათო გამახსენდა, მისკენ შეტრიალება ვცადე, არ დამანება, კედლისკენ მიბიძგა, ზედ ამაკრა და მთელი ტანით მომაწვა, ვგრძნობდი როგორი აღგზნებული იყო და ეს მაგიჟებდა, გაშლილი თმა გვერდზე გადამიწია და მხურვალე კოცნებით ჩაუყვა ხერხემალს, თეძოებზე ჩაასრიალა თითები, ბარძაყებს ჩაუყვა და ჩემი მაქმანებიანი საცვალიც თან გაიყოლა, ვეღარ ვითმენდი, სურვილისგან მთელი სხეული მიძაგძაგებდა, მისკენ შევბრუნდი, ჩემს წინ იყო დაჩოქილი, ქვემოდან მიყურებდა და სულისშემკვრელად მიღიმოდა, თვალები ისე უელავდა თითქოს შიგ ჯოჯოხეთის ცეცხლი ენთო და მე მზად ვიყავი მისი ერთი კოცნის გამოც კი ამ ცეცხლში დავმწვარიყავი, მერწმუნეთ ამად ნამდვილად ღირდა...
რამდენიმე წამს უხმოდ მიყურებდა თითქოს ჩემს მზერაში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა, მერე სახე კმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა ტუჩები მოილოკა, თეძოებზე მაგრად მომიჭირა ხელები, თავისკენ მიმიზიდა და როცა ფეხებსშორის მისი მოქნილი ენა ვიგრძენი...

დაფეთებული წამოვხტი, კარგა ხანს ვერ გამოვერკვიე, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, ათრთოლებული ვიჯექი საწოლში და უაზროდ ვაცეცებდი თვალებს, საათს გადავხედე, დილის შვიდი ხდებოდა მე კი თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ერთი წუთიც კი არ მიძინია, მთელი სხეული დაჭიმული მქონდა გამაგრებული კერტები მაცდურად იმზირებოდნენ გამჭვირვალე თეთრი პენუარიდან, ფეხებს შორის სიმხურვალეს ვგრძნობდი, ჯანდაბა, მარტო ფეხებსშორის კი არა მთელი სხეული ისე მიხურდა ცოტაც და ავფეთქდებოდი, ასეთ დროს გაღვიძება იქნებოდა? ბოლომდე მაინც მიეყვანა ჩემს სექსუალურ მეზობელს დაწყებული საქმე, გიჟივით გამეცინა საკუთარ გარყვნილ ფიქრებზე, ახლა ვერანაირი ვერ მიშველიდა, მთელი ჩემი არსება, ჩემი სხეული მამაკაცს ითხოვდა და თანაც ნებისმიერს არა მხოლოდ მას ვინც უკვე ჩემი სიზმრების სტუმარი გამხდარიყო და თავს არ მანებებდა, მასზე ფიქრს და ოცნებას ვერ ვწყვეტდი, გაბრუებული წამოვდექი და აივანზე გავედი, იმაზე არც მიფიქრია რომ ასე გამოწყობილს და ფაქტიურად შიშველს ვინმე დამინახავდა ჩემი საძინებლის აივანი მხოლოდ მეზობელი სახლის მხრიდან ჩანდა და დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს სიმპათიურს ალბათ ახლა ღრმა ძილით ეძინა, იქვე მდგარ რბილ სავარძელში ჩავესვენე, ფეხები მოაჯირზე შემოვაწყვე და უკან თავგადაგდებულმა თვალები დავხუჭე...


უკვე ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ვაჟას ქორწინებაზე დავთანხმდი, იმ დღეს როცა ჩემი ხელის სათხოვნელად მოვიდნენ ერთადერთი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ანა გავიცანი, მან დამარწმუნა რომ ვაჟას დავთანხმებოდი, მითხრა ახლა უბრალოდ უპრობლემოდ მოვიშოროთ ესენი აქედან და მერე მე ვიციო, რატომღაც ვენდე, ისიც კი არაფრად ჩამიგდია რომ ვაჟამ წასვლისას ყველას თვალწინ მაკოცა, უბრალოდ მერე ძლივს მივაღწიე საპირფარეშომდე და გული ამერია, ცალკე ლელას კმაყოფილი და ბედნიერი სახე მხდიდა ცუდად და ცალკე დედაჩემის ამაყი მზერა, მაგრამ ვცდილობდი ამეტანა, მაინტერესებდა რას აპირებდა ანა.
მეორე დღეს კიდევ ერთი კარგი რაღაც მოხდა, ვაჟა მამამისს წაყვა სვანეთში ათი დღით, ახალი სასტუმროს მშენებლობისას მათ სასენებლო კომპანიას პრობლემები შექმნია და უნდა მოეგვარებინათ, თეა და ლელა კი პარიზში გაემგზავრნენ ორი კვირით, დასასვენებლათ და ჩემი საქორწინო კაბის შესარჩევად, რათქმაუნდა არც ახლა მკითხეს არაფერი, ისიც არ მესმოდა რატომ უნდა მცმოდა თეთრი კაბა მაგრამ ისევ არ გამიღია ხმა, იმითაც ბედნიერი ვიყავი რომ ცოტა ხნით მათ სახეებს ვერ დავინახავდი, შვებით ამოვისუნთქე როცა ლელამ ანას დაურეკა და ორი კვირით ჩვენთან დარჩენა სთხოვა, შეეძლო სხვა ვინმე მოემაგრებინა ჩემს სათვალთვალოთ თუნდაც რომელიმე ბოროტი შინაბერა დაქალი...
მისაღებ ოთახში ანა რომ შემოვიდა ცხვირაწეული, სალამიც რომ არ მაღირსა, ხელში ჩანთა რომ მომაჩეჩა საკიდზე დაკიდეო, ლელას რომ მიუჯდა გვერდით და რომ მიბრძანა ყავა მომიდუღეო გავშრი, ნუთუ შევცდი რომ ვენდე, ნუთუ ისიც მათნაირი იყო, ლელამ კმაყოფილმა ჩაიღიმა ანას ჩემს მიმართ დამოკიდებულება რომ დაინახა, სხვა რაღა დამრჩენოდა თავდახრილი გავედი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად.
- ანა ორი კვირა შენთან დარჩება, დედაშენს და მე არ გვინდა რომ ამ უზარმაზარ სახლში მარტო იყო, სანამ არ ჩამოვალთ აქ იქნება, -ნიშნისმოგებით გამომიცხადა და ყავა მოსვა.
- არაფერში არ უქნიხარ ღმერთს, ყავის მოდუღებაც კი ვერ ისწავლე, -ჩაიბუზღუნა და სახე დამანჭა.
- არაფერზე იდარდო, სანამ არ იქნებით სიტუაციას მე გავაკონტროლებ, -ანამ თვალი ჩაუკრა და მხარზე მოხვია ხელი, -ყავის მოდუღებასაც ვასწავლი და იმასაც ქმარს როგორ უნდა მოექცეს რომ გააბედნიეროს.
- შენი იმედი მაქვს, -თავზე ხელი გადაუსვა ლელამ, -ძლივს ჩავყლაპე ყელში მოწოლილი ბურთი, არც მისგან და არც დედაჩემისგან არასდროს ერთი თბილი სიტყვაც კი არ მღირსებია არადა რომ ეცადათ და ადამიანურად მომქცეოდნენ... ახლაც ტყუილად ვიფიქრე რომ ეს ერთი კვირა მშვიდად ვიქნებოდი, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა ხომ გაგიგიათ...


- აბა ახლა რას ვაპირებთ? -საჭეზე თითებს მოუსვენრად ათამაშებდა ანა და მხიარულად ღიღინებდა რაღაც ჩემთვის უცნობ მელოდიას, აეროპორტიდან ვბუნდებოდით, დედაჩემი და ლელა გავაცილეთ, წასვლამდე კიდევ ერთხელ დაგვმოძღვრეს მე და ანა, რომ ჩემთვის ყურადღება უნდა მოექცია და რომ მე ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდი...
- რას გულისხმობ? -გაოცებულმა შევხედე.
- სადმე წავიდეთ, გავერთოთ, მაღაზიებში გავიაროთ, მერე ყავა დავლიოთ, ერთი ძალიან მაგარი კაფე ვიცი, უგემრიელეს ალუბლის ნამცხვარს აკეთებენ...
- ხუმრობ არა? -ეჭვით სავსე მზერით შევხედე, მიღიმოდა და თვალები მხიარულად უციმციმებდა, აშკარად არ ხუმრობდა ან უბრალოდ კარგად თამაშობდა შეიძლება ამოწმებს რას ვეტყვი რომ მერე ვაჟასთან და ლელასთან დამაბეზღოს, კიდეც რომ დამაბეზღოს მერე რა ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ საყიდლებზე წავალთ, მერე კაფეში...
- რამდენს ფიქრობ, საყიდლებზე წასვლა შემოგთავაზე, პარაშუტით გადმოხტომა კი არა.
- რატომ შემომთავაზე?
- სერიოზულად? -ავტომობილი გზიდან გადააყენა, გააჩერა, ღვედი შეიხსნა და მომიბრუნდა, -რა გჭირს ჰანა? ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ უნდა გვემეგობრა.
- შენ რა დამცინი? -ვეღარ მოვითმინე და მთელი ხმით ვუყვირე, -შენ არ იყავი ცოტა ხნის წინ ლელას თვალწინ მოსამსახურესავით რომ მექცეოდი.
- სულელო გოგო, მეგონა მიხვდებოდი ეს რატომ გავაკეთე და ამიტომაც არ აგიხსენი არაფერი, აი თურმე რატომ ჩამოგტირის ცხვირპირი, -ღიმილით მიყურებდა და თავს აქნევდა, -რატომ ხარ ასეთი გულუბრყვილო? ლელას ხომ მშვენივრად იცნობ, ასე რომ არ მოვქცეულიყავი შენი აზრით ან ის და ან დედაშენი ასე უსიტყვოდ მენდობოდნენ?
- ანუ ის ყველაფერი...
- ჰო ის ყველაფერი უბრალოდ გავითამაშე.
- რა გამოდის რომ მე და შენ მართლა მეგობრები ვართ? -როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე და თვალები ამიცრემლიანდა.
- რათქმაუნდა მეგობრები ვართ მაგრამ უკვე ვხვდები რამდენი წვალება მომიწევს რომ ტვინი უაზრო აზრებისაგან გაგითავისუფლო და შენი თავის რწმენა დაგიბრუნო, წარმოგიდგენია? მხოლოდ ორი კვირა მაქვს იმისთვის რომ შეუძლებელი შევძლო...
სიტყვა არ დავასრულებინე, მისკენ გადავიხარე, მკლავები მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე, იმ დღეს არც საყიდლებზე გვივლია და არც კაფეში წავსულვართ, ანამ საკანცელარიო მაღაზიაში უზარმაზარი თეთრი დაფა და ფერადი მარკერები იყიდა, დაფა ჩემს საძინებელში ჩამოკიდა და ზედ გეგმა ჩამოწერა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მთელი ეს დრო რაც მარტო ვიცხოვრებდით...


მცხუნვარე მზემ თვალებში რომ მომიჭყიტინა მაშინღა ვიკადრე თავის წამოწევა, აშკარად კარგა ხანს მეძინა, იქვე მიგდებულ ტელეფონს დავხედე, თორმეტი ხდებოდა, ფეხები და კისერი გაშეშებული მქონდა, პენუარი თითქმის წელამდე მქონდა ჩამოცურებული მოაჯირზე შეწყობილი ფეხებიდან და საცვალი მიჩანდა, წვრილი სამხრე მკლავზე ჩამოვარდნილიყო და მარჯვენა ძუძუ მთლიანად მქონდა მოშიშვლებული, რომ გავიაზრე რა მდგომარეობაშიც ვიწექი აივანზე ისტიქტურად გამექცა თვალი მეზობელი სახლისკენ, გავშრი როცა დავინახე ჩემი სიმპათიური წელსზემოთ შიშველი მეზობელი როგორ უდარდელი სახით ეყრდნობოდა აივნის მოაჯირს ხელში ყავის ჭიქით და როგორ მიყურებდა ყურებამდე გაღიმებული, გამწარებული წამოვხტი სავარძლიდან რომ ოთახში შევვარდნილიყავი მაგრამ დაბუჟებულმა ფეხებმა მიმტყუნა და ძირს გავიშხლართე, კინაღამ მოვკვდი როცა ხმამაღალი ხარხარი მომესმა, კიბორჩხალასავით გაწითლებული, კოჭლობით შევიძურწე საძინებელში, ფარდები ჩამოვაფარე და სახეზე ხელებაფარებული ჩავჯექი იატაკზე.
- აქ ხარ? -ისე რომ არც კი დაუკაკუნებია, მთქნარებით შემოვიდა საძინებელში ანა, საწოლზე გულაღმა წამოკოტრიალდა და ამოიზმუვლა.
- დიდი ხანია ასე კარგად არ მძინებია, შენ როგორ გეძინა?
- არაჩვეულებრივად, -გაშეშებული კისერი მოვისრისე და ამოვიოხრე, -ძალიან გთხოვ დღეს ტვინს ნუ შემიჭამ შენი გეგმით, ხასიათზე არ ვარ.
- არავითარ შემთხვევაში, -წამოიწია და მუქარით დამიქნია თითი, -ცოტა დრო გვაქვს, ყველაფერი დეტალებში მაქვს გაწერილი, უფლებას არ მოგცემ ჩემი გეგმა ჩაშალო და ასეთი იდეალური პროექტი ქარს გაატანო, სანამ ისინი ჩამოვლენ მანამდე ნორმალურ ადამიანს უნდა დაგამსგავსო.
- არანორმალურს ვგავარ? -რატომღაც მართლა მეწყინა, -სულაც არ ვარ არანორმალური შენ კი საცდელი ვირთხასავით მექცევი.
- არანორმალური არა მაგრამ უცნაური ხარ, -პირდაპირ მომახალა, -ვიცი გიკვირს რომ ასე გექცევი მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია, ასეთი ბუნება მაქვს, როცა ვხედავ როგორ ჩაგრავენ ვინმეს უსამართლოდ უბრალოდ ვერ ვუვლი გვერდს და ვერ ვივიწყებ, არ მესმის როგორ შეუძლიათ ასე მოგექცნენ და ისიც არ მესმის როგორ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი აიტანო, შენში უკვე ისეა გამჯდარი მორჩილება ცოტა მკაცრად თუ არ გექცევი ხოლმე ვერ ფხიზლდები.
- შენ არ გყოლია ჩემი მშობლებისნაირი მშობლები, შენ არ გაუთხოვებიხარ ძალით დათოსნაირ არაადამიანზე, შენ არ გყავს ლელასნაირი დედამთილი და ვაჟასნაირი საქმრო, შენ არ გადაგიტანია ის ყველაფერი რაც მე გადავიტანე, ძალადობა, დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა... -პირველად ვლაპარაკობდი ამ თემაზე და პირველად ვფიქრობდი სიღრმისეულად ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს მდგომარეობაზე, პირველად შემეცოდა ასე ძალიან ჩემი თავი...
- კარგი, გეყოფა, ნუ ტირი, -ჩემს გვერდით რომ ჩაიმუხლა და რომ მომეხვია, მაშინღა მივხვდი რომ მთელი ხმით ვღრიალებდი, დიდხანს მეფერებოდა და მამშვიდებდა, ბოლოს კი როცა შეატყო რომ უკვე კარგად ვიყავი ფეხზე წამოხტა და კარადა გამოაღო.
- მორჩი წუწუნს ადექი ჩაიცვი და წავიდეთ საყიდლებზე, შენი გარდერობი განვაახლოთ.
- ხომ იცი რომ ამის არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა, -უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე, არადა როგორ მინდოდა რაღაც ახლის შეძენა, რაღაცის რასაც საკუთარი სურვილით და გემოვნებით შევარჩევდი, აქამდე სულ დედაჩემის და ლელას ნაყიდი ტანსაცმელი მეცვა, გრძელი კაბები, ფართო შარვლები, უფორმო ჯემპრები, მხოლოდ საცვლები, პენუარები და ხალათები მქონდა ზე სექსუალური ისიც იმიტომ რომ თურმე ქმრისთვის უნდა მესიამოვნებინა, სანამ დათო ცოცხალი იყო, თითქმის ყოველ კვირას მოჰქონდა ხოლმე ლელას ახალ-ახალი საცვლები, გამჭვირვალეები, მაქმანებით და თასმებით გაწყობილები...
- სერიოზულად ამბობ რომ საშუალება არ გაქვს? -ანას სიცილმა გამომარკვია ფიქრებიდან, მთელი წინა დღე რა გაკვეთილს დავუთმეთ გახსოვს?
- მახსოვს, მთელი დღე იმას ჩამჩიჩინებდი რომ ძალიან მდიდარი ვარ, რომ ეს სახლი, მთელი ფული რაც ანგარიშებზე გვაქვს და კომპანიაც მე მეკუთვნის, -მობეზრებულმა ავატრიალე თვალები და წამოვდექი.
- ყოჩაღ, კარგი მოსწავლე ხარ, დაგიმახსოვრებია, -პატარა ბავშვს რომ ეფერებიან ზუსტად ისე გადამისვა თავზე ხელი და გამიღიმა.
- ჰოდა ახლა რას ვაკეთებთ?
- რას ვაკეთებთ?
- იმ ფულის დახარჯვას ვიწყებთ რომელიც შენია და რომელსაც იმსახურებ, გულწრფელად მითხარი, გადახედე შენს წარსულ ცხოვრებას და ისე თქვი, იმსახურებ თუ არა იმ ფულს რომელიც დათომ დაგიტოვა?
- ჩემთვის არ დაუტოვებია, უბრალოდ...
- კითხვაზე გამეცი პასუხი, -ხმა გაუმკაცრდა, წარბი მაღლა ასწია, თვალები დავხუჭე და თვალწინ აჩქარებული კინოკადრებივით გამიარა ჩემმა ცხოვრებამ, ამასაც თუ ცხოვრება ერქვა, მუდმივი დამცირება, ძალადობა, სტრესი და მონობა, არცერთი დღე საკუთარი თავისთვის გატარებული, ვიმსახურებდი თუ არა მცირეოდენ კომპენსაციას? რათქმაუნდა ვიმსახურებდი...
- ვიმსახურებ, -არც თუ ისე დარწმუნებული ტონით ვუპასუხე.
- დასაწყისისთვის არა უშავს, ნელ-ნელა მივხედავთ შენს თავდაჯერებას, თვალი ჩამიკრა და კედელთან მივიდა სადაც დაფა გვქონდა გაკრული, -ესე იგი მივყვეთ დღევანდელ გეგმას, ვაახლებთ შენს გარდერობს, ვქირაობთ იმ ფართს გუშინ რომ მოგეწონა, ვიწყებთ შენი ოცნების ასრულებას და ამავდროულად ვუთანხმდებით მასწავლებლებს...
- რომელ მასწავლებლებს? რისთვის?
- იმისთვის რომ ატესტატი აიღო და უნივერსიტეტისთვის მომზადება დაიწყო.
- კარგი რა, -სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე როცა წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ლელას და დედაჩემს როცა ამ ყველაფერს გაიგებდნენ, -ოცნება კარგია ანა მაგრამ გგონია ამის უფლებას მომცემენ? დედაჩემი გაგიჟდება, ვაჟა...
- ნეტავ ვის აინტერესებს რას იტყვის ვაჟა, -მხიარულად ჩაიცინა და უდარდელად აიქნია ხელი, -მაცადე რასაც ვაკეთებ, მენდე და გპირდები სულ რაღაც ათ დღეში საერთოდ აღარ დაგაინტერესებს რას იფიქრებენ დედაშენი ლელა ან ვაჟა, ერთი სული მაქვს მათი სახეები ვნახო როცა გამოუცხადებ რომ აღარ თხოვდები, სწავლას აგრძელებ და თან იმუშავებ, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება, საკუთარი კაფე გექნება...
- ესე იგი ეს არის შენი გეგმა?
- რა მოხდა რამე არ მოგწონს?
- მე არ შემიძლია, მე უბრალოდ... მე ვერ შევძლებ რომ... -რატომღაც შემეშინდა რომ წარმოვიდგინე რა მოყვებოდა ამ ყველაფერს.
- შეძლებ, შეძლებ, უბრალოდ ჯერ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა მიხვდე როგორი ძლიერი ხარ, უნდა მიხვდე რომ ფეხზე მყარად დგომისთვის საკუთარი თავის გარდა არავინ გჭირდება, ახლა კი ნუღარ წუწუნებ და თავს ნუ მაცოდებ, ჩაიცვი და წავიდეთ, -კარადიდან მუქი ლურჯი სარაფანი გამოიღო ხელში მომაჩეჩა და ღიღინ-ღიღინით გავიდა ოთახიდან...




- ამას არ ვიყიდი, -მოღუშული ვატრიალებდი ხელში ვიწრო, მოკლე, გულამოღებულ შავ კაბას, რომელიც მართლა ძალიან მომწონდა მაგრამ ალბათ ვერასდროს გავბედავდი რომ ჩამეცვა.
- ყიდვას არავინ გაიძულებს, უბრალოდ გაისინჯე, -ანამ თითქმის ძალით შემაგდო გასახდელში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მომაწოდა და ფარდა ჩამოაფარა, ცოტა ხანში სარკიდან საოცრად სექსუალური, არაჩვეულებრივი სხეულის პატრონი, გამომწვევი ახალგაზრდა ქალი მიმზერდა.
- დაგეძინა? ამდენ ხანს რას აკეთებ? -ფარდა გადასწია და დამინახა თუ არა აღფრთოვანების გამომხატველი შეძახილი აღმოხდა, ჩემს წინ მიეყრდნო კედელს და მხიარულად დაუსტვინა.
- აი ეს მესმის, მაგარი ქალი ხარ, -ხითხითით მიიტანა სამი თითი ტუჩებთან და აკოცა.
- გეყოფა, ქალის უნახავი ღიპიანი ბიძასავით ნუ იქცევი, -ვერც მე ვერ შევიკავე სიცილი.
- მაინც არ მესმის რატომ არ აგეწყოთ ურთიერთობა შენ და დათოს, -ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი.
- იმიტომ ხომ არა რომ გარდაიცვალა? -ირონიულად გამეღიმა.
- მშვენივრად მიხვდი რასაც ვგულისხმობ, სანამ დაიღუპებოდა ორი წელი იცხოვრეთ ერთად, ლამაზი ხარ, სექსუალური, ჭკვიანი, კარგი ხასიათი გაქვს, რომ ეცადა, ცოტა მაინც რომ მოენდომებინა დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გექნებოდათ.
- უკვე ვეღარ გავიგებთ რა გვექნებოდა და რა არა, ასე რომ, -გაბრაზებულმა შევაწყვეტინე სიტყვა, ფარდა გადავწიე და იქვე მდგარ მრგვალ სკამზე ჩამოვჯექი, თვალწინ შენელებული კინოკადრებივით ჩამიქროლა იმ ორმა წელმა, იმ საშინელმა ღამეებმა... იქნებ რომ ეცადა და ადამიანურად მომქცეოდა...
- ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, -ჩავიბურტყუნე და გაგულისებულმა გადავიძვრე კაბა.
- მაპატიე ჰანა, ზედმეტი მომივიდა, დათო არ უნდა მეხსენებინა, -ფარდის უკნიდან ანას ხმა მომესმა და გამეღიმა, რათქმაუნდა ვაპატიებდი, მე ხომ მის გარდა არავინ მყავდა...


- მაინც იყიდე? ხომ გითხარი რომ არ მინდოდა, -ქაღალდის პაკეტი გვერდზე გადავდე და გემრიელად ჩავკბიჩე ბურგერი.
- ეს კაბა და ფეხსაცმელი ჩემი საჩუქარია, დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაგჭირდება და გამოგადგება, -ანამ თვალი ჩამიკრა და თეფშზე ხელი მოაფათურა თუმცა აღარაფერი რომ არ დახვდა, გაოცებისგან გაფართოებული თვალები მომაპყრო.
- ჩემს ბურგერს მიირთმევ ქალბატონო? როდის ამაცალე?
- მაცადე რა და კიდევ ერთი შეუკვეთე ჩემთვის ძალიან გემრიელია, -გამოტენილი პირით ძლივს ამოვილუღლუღე.
- ასე თუ გააგრძელებ წონაში მოიმატებ.
- არ მოვიმატებ ნუ გეშინია, იცი როგორ მიყვარს ბურგერი? არადა ლელა არ მაძლევდა ხოლმე უფლებას რომ მეჭამა, საჭმელს თვითონ ყიდულობდა და მე მაღაზიაში გასვლის უფლებასაც კი არ მაძლევდა, რამის შეკვეთაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ახლა რომ დამინახოს გული გაუსკდება, -გულიანად გამეცინა როცა დავინახე როგორი სახით მიყურებდა ანა.
- არ გჯერა რომ ლელა იმის ჭამას მიშლიდა რაც მიყვარდა?
- ვიცი ლელა ვინც არის და როგორც გექცეოდა უბრალოდ არ მესმის როგორ შეგეძლო ამ ყველაფრის ატანა, ალბათ ძალიან ძნელი იყო.
- თავიდან ძნელი იყო, მერე კი შევეჩვიე, -მხრები ავიჩეჩე და გაღიმება ვცადე, -როცა სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ ეჩვევი, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა...
- მიკვირს რომ ასე უბრალოდ საუბრობ ამ ყველაფერზე, -სავარძელში გასწორდა საზურგეს მიეყრდნო, გულზე ხელები დაიკრიფა და სერიოზული სახით შემომხედა.
- სათვალე გაკლია და ნამდვილი ფსიქოლოგი იქნებოდი, -გამეღიმა.
- ფსიქოლოგიური სეანსი მაკდონალდსში? ჰმ ცუდი არ არის, ჩანთიდან პატარა ფერად ფურცლებიანი რვეული ამოიღო და რაღაც მოინიშნა.
- რას აკეთებ?
- ყურადღებას ნუ მომაქცევ, რომანს ვწერ და კარგ იდეებს ვინიშნავ ხოლმე.
- მწერალი ხარ? -ახალი ამბით გაოცებულს და აღფრთოვანებულს სულ გადამავიწყდა ბურგერი და კარტოფილი.
- მწერალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, -უხერხულად გაიცინა და რვეული ჩანთაში ჩააბრუნა, -უბრალოდ ჩემთვის ვცოდვილობ რაღაცას.
- არ წამაკითხებ? ძალიან მაინტერესებს, -პატარა ბავშვივით მოუთმენლად ავაბაკუნე ფეხები.
- ჯერ დავამთავრო და მერე, -მოკლედ მომიჭრა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი რაღაც ჰქონდა სათქმელი და ვერ ბედავდა.
- ვიცი რომ ჯერ შენთან უნდა შემეთანხმებინა მაგრამ იმედია არ გაბრაზდები, ჩემი მეგობრები დავპატიჟე ძალიან უნდათ შენი გაცნობა, -ერთბაშად მომაყარა სუნთქვაშეკრულმა.
- როგორ თუ ჩემი გაცნობა უნდათ? რატომ უნდათ? საიდან იციან ჩემს შესახებ? -მთლად დავიბენი და ავირიე, ეს ყველაფერი უკვე ჩემთვის ძალიან ზედმეტი იყო, ოთხი წელი ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი განდეგილივით ვცხოვრობდი, ახლა კი მოულოდნელად ქარიშხალივით დამატყდა ანა თავზე და ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ვერ ვიტყვი რომ ცვლილებები არ მომწონდა მაგრამ ასე ერთბაშად შეგუება მიჭირდა, ანას ძლივს შევეჩვიე, ჩემთვის ისიც კი დიდი მიღწევა იყო რომ მთელი დილა საყიდლებზე დავყვებოდი, ახლა კი ასე მშვიდად ვიჯექი ამდენი ხალხით გარშემორტყმული და ბურგერს მივირთმევდი, ახალი ადამიანების გაცნობა ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში...
- მაპატიე მაგრამ ჯობია თუ წავალთ, -ერთიანად აჭარხლებული წამოვდექი ფეხზე.
- დაჯექი და დაეტიე სადაც ზიხარ, -კბილებში გამოსცრა და სახეზე გულითადი ღიმილი აიკრა, -უკვე მოვიდნენ ვერსად ვერ წახვალ დაჯექი და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, როდისმე ხომ უნდა გამოხვიდე იმ ზონიდან რომელიც შეიძლება ახლა კომფორტის ზონა გგონია მაგრამ სინამდვილეში საპყრობილეა, ჩემმა დიდი ხნის და ახლა უკვე შენმა პოტენციურმა მეგობრებმა იციან რომ ძალიან საყვარელი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ და არ მინდა რომ საწინააღმდეგო იფიქრონ რამე გესმის?
უსიტყვოდ დავჯექი და თავი დავხარე, ვბრაზობდი მაგრამ არ შემეძლო არ მეღიარებინა რომ ანა მართალი იყო, ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა მოვქცეულიყავი ველური ცხოველივით, თანაც ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლის ვიყავი და სრული უფლება მქონდა მეგობრები მყოლოდა, მათთან ერთად მესეირნა, გასართობად წავსულიყავი, სხვა თუ არაფერი დამლაპარაკებელი და ხმის გამცემი მყოლოდა...
- ჰანა გაიცანი ჩემი მეგობრები, -ანას ხმამ გამომარკვია და თავი ავწიე.
- ეს ზუკაა ეს კი გიო, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვმეგობრობთ, -მაღალ ჩალისფერთმიან ცისფერთვალა ბიჭებზე მიმითითა რომლებიც ალბათ ჩემზე ორი-სამი წლით უფროსები იქნებოდნენ და რომლებიც საოცრად გავდნენ ერთმანეთს, მიღიმოდნენ და ინტერესით სავსე მზერას არ მაშორებდნენ, -ბიძაშვილები არიან, -მაშინვე განმიმარტა ანამ მათი მსგავსება, ორივეს ჩამოვართვი ხელი და ახლა შავთმიან საშუალო სიმაღლის საყვარლად ცხირაპრეხილ ოციოდე წლის გოგოზე გადავიტანე მზერა.
- მე ნათია ვარ, -მორცხვად ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა, -თავიდან სანამ ანას გავიცნობდი გიოსა და ზუკასთან ვმეგობრობდი, ჩვენი მშობლები იცნობენ ერთმანეთს და...
- შვიდი წლის წინ გავიცანით, მშობლები გვაიძულებდნენ სულ თან გვეტარებინა, უნდოდათ რომ დავმეგობრებულიყავით, -მხიარულად გაიცინა ზუკამ, -ისეთი საყვარელი იყო, პატარა გამხდარი ცამეტი წლის კიკინებიანი გოგონა.
- მაშინ მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ხოლო ზუკა თექვსმეტის -გააგრძელა გიომ, ჩვენი საქმეები გვქონდა, ათასი რამ...
- ათას რამეში თუ გოგოების შებმა და ჩემი პარკში მარტოდმარტო დატოვება იგულისხმება სანამ მათ აბავდით არ ვიცი, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა ნათიამ, -რა წესია ჯერ ადამიანი ნორმალურად არ გაგიცვნიათ და უკვე იმას უყვებით როგორ მიმწარებდით სიცოცხლეს.
ანა ღიმილით უყურებდა მეგობრებს რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ, მერე ანიშნა დასხედითო, ბიჭები აქეთ-იქიდან მომისხდნენ ხოლო ნათიამ ანას გვერდით დაიკავა ადგილი, ვერც კი ვიფიქრებდი ისეთი სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, ცოტა ხანში აღარც მახსოვდა რომ ისინი ცოტა ხნის წინ გავიცანი, ხუმრობდნენ, უამრავ სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, საუბარში ჩემს აყოლიებას ცდილობდნენ, არ ვიცი ანამ გააფრთხილა თუ არა ამის შესახებ მაგრამ არანაირი გადაკრული სიტყვა და კითხვა ჩემს ცხოვრებაზე არ გამიგია...
- ნაყინზე რას იყტვით? -ზუკამ მაგიდაზე აათამაშა თითები და თვალები ამიჟუჟუნა, -არ გამომპარვია ნათიას მზერა თუ როგორი თვალებით უყურებდა ზუკას, შეუმჩნევლად გადავხედე ანას მიხვდა რომ შევამჩნიე, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა, გამეღიმა ამ ორს შორის აშკარად რაღაც ხდებოდა, ან ჯერჯერობით მხოლოდ ნათიას გულში და ზუკამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
- მე შოკოლადის ნაყინი მინდა, -თამამად განვაცხადე.
- იჯექით მე მოვიტან, -წამოდგა გიო, სწორედ ამ დროს ადგა იქვე ახლოს მდებარე მაგიდიდან ოცდაათიოდე წლის შავთმიანი ჭროღათვალება მამაკაცი რომლის დაჟინებულ მზერასაც კარგა ხანია ვამჩნევდი, ადგა და ჩვენსკენ წამოვიდა, მოგვიახლოვდა, არავის მორიდებია, ჩვენს მაგიდას დაეყრდნო ხელებით და ჩემსკენ დაიხარა, ბრაზით და ზიზღით სავსე მზერით მიყურებდა და ცივი, სარკასტული ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
- მზეთუნახავო როგორც იქნა გადაწყვიტე რომ სასახლე დაგეტოვებინა და საშუალება მომეცა პირადად მენახე და დაგლაპარაკებოდი, როგორ მოხდა რომ გველეშაპმა გარეთ გამოსვლის უფლება მოგცა.
- ჰანა ამ ტიპს იცნობ? -ანამ როცა დაინახა რომ ენა მქონდა ჩავარდნილი ჩარევა გადაწყვიტა, უხმოდ გავაქნიე თავი იმის ნიშნად რომ არ ვიცნობდი.
- რა ხდება ძმაო? -გიომ მხარში უბიძგა და აიძულა მაგიდას მოშორებოდა, ზუკაც მაშინვე წამოდგა ფეხზე.
- ოჰ ქალბატონს დამცველებიც უშოვნია, დამშვიდდით, დამშვიდდით, -უცნობმა ღიმილით გაშალა ხელები, აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ, უბრალოდ მინდა რაღაც ვუთხრა, მე და დათო, მისი მეუღლე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, -მეუღლის წარმოთქმისას უცნაურად დაემანჭა ტუჩები.
- მე თქვენ არ გიცნობთ და თქვენთან ლაპარაკი არ მინდა, -დამფრთხალმა ჩავილაპარაკე და აღელვებული ავეკარი სავარძლის საზურგეს.
- ხომ გაიგე რაც თქვა, -ზუკა გიოს ამოუდგა გვერდით და უცნობს თავით ანიშნა აქაურობას მოშორდიო.
- ძლივს მის ნახვას ვეღირსე და ახლა ისე არ წავალ რომ არ ვუთხრა რასაც ვფიქრობ მასზე, ხომ უნდა გაიგოს რომ დათო მის გამო დაიღუპა, ხომ უნდა გაიგოს რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, -ხმას აუწია, ბავშვებით და მშობლებით სავსე გარემოს გადავავლე თვალი და სირცხვილისგან კიბორჩხალასავით გავწითლდი, უკვე მოგვეხერხებინა ხალხის ყურადღების მიპყრობა, ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- აქ საამისო ადგილი არ არის, -გიომ ხელი ჩაავლო და ლამის ძალით გაათრია გარეთ, უცნობთან ერთად მყოფი ორი ბიჭიც წამოდგა და მათ გაყვა, ხელებში თავჩარგული ვიჯექი ვცახცახებდი და ვერაფრით ვახერხებდი იმ სიტყვების გაანალიზებას რაც მოვისმინე.
- კარგად ხარ ჰანა, -ანა და ნათია აქეთ-იქიდან მომიჯდნენ და მომეხვიენ, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლოთ ასე მშვიდად ყოფნა, ახლა გარეთ შეიძლება ბიჭები ჩხუბობდნენ.
- გიო და ზუკა, ისინი... კარგად იქნებიან? -თავი ავწიე, კისერი წავიგრძელე და შევეცადე მინის იქით დამენახა რა ხდებოდა გარეთ.
- დამშვიდდი, თავს მიხედავენ, თუ ჩხუბზე მიდგა საქმე იმათმა იდარდონ, -ნათიამ ისეთი მშვიდი სახით მითხრა მივხვდი რომ ბიჭებზე არ უნდა მედარდა, ახლაღა მივაქციე ყურადღება ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს, მომეჩვენა რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა, თვალს არ მაშორებდნენ, მინდოდა ახლა აქ ზუსტად ჩემს წინ მიწა გაპოპილიყო და შიგ ჩავეტანე...
- წავიდეთ რა, -საწყალობელი სახით შევხედე ანას, არაფერი უთქვამს წამოდგა და კარისკენ წავედით, კართან შევხვდით ზუკას და გიოს.
- უკვე მივდივართ? -გიომ მხარზე ხელი მომხვია და მეორე ხელით სიცილ-სიცილით დაიწყო ჩემი თმის წვალება, -იცი რომ ძალიან ლამაზი თმა გაქვს წითურო?
- მაპატიეთ რა, -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და ყველანაირად ვეცადე რომ არ ავტირებულიყავი.
- რა გაპატიოთ? -ღიმილით მომიბრუნდა ზუკა, -თუ იმ არანორმალურს გულისხმობ მაგაზე შეგიძლია არ იფიქრო, მე და გიო მშვენივრად გავერთეთ, -გიოს თვალი ჩაუკრა და ავტომობილის კარი გამიღო და თეატრალური მანერით დამიკრა თავი, -დაბრძანდით ქალბატონო, დღეს თქვენი მძღოლი მე ვიქნები.

იმდენი ქნეს სახლში მისვლამდე სულ დამავიწყეს რაც მოხდა სიცილ კისკისით გადმოვედით მანქანიდან, ნათიაც გადმოგვყვა.
- შეიძლება რომ დღეს მეც თქვენთან დავრჩე? -საყვარლად ამიფახუნა თვალები, თავი საშინლად ვიგრძენი როცა ვერაფერი ვუპასუხე, ანას გადავხედე.
- ეს შენი სახლია ჰანა და არა ჩემი, -მხრები აიჩეჩა ანამ, მართალი იყო, ეს სახლი მე მეკუთვნოდა და სრული უფლება მქონდა ვინც მინდოდა ის დამეპატიჟებინა, ანას თავი დავუქნი თანხმობის ნიშნად, გახარებული მეცა და ჩამეხუტა.
- იცოდე თუ რამე დაგჭირდება ყოველთვის შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს, -ღიმილით დამემშვიდობნენ ბიჭები, იმ ერთ უსიამოვნო ინციდენტს თუ არ ჩავთვლით დღემ მშვენივრად ჩაიარა, პირველად ვგრძნობდი რას ნიშნავს იყო ცოცხალი და ბედნიერი...

- ნეტავ ის კაცი ვინ იყო? -ანამ ყავის ჭიქები ჩამოგვირიგა და ჩვენს გვერდით მოკალათდა დივანზე, -საინტერესოა რა უნდოდა შენგან.
- ბიჭებს უნდა ჩავუტაროთ დაკითხვა, წინადადება წამოაყენა ნათიამ, -გარეთ რომ გაიყვანეს აუცილებლად ეტყოდათ მაშინ რამეს უბრალოდ ჩვენ არ გვეუბნებიან.
- ხომ იცი რომ მაგათ თუ არ უნდათ ვერაფერს ათქმევინებ, -ხელი ჩაიქნია ანამ, -ისე შენ რას ფიქრობ ჰანა, ვინ შეიძლება რომ ყოფილიყო?
- წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო, -უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე როცა მისი ბრალდებები გამახსენდა, -არ ვიცი ვინ იყო, პირველად დავინახე არადა დათოს სიკვდილში მე დამადანაშაულა...
- შენ რა შუაში ხარ, ანასგან ვიცი რომ ავტოავარიაში დაიღუპა, -ნათიამ თავით ანიშნა ანას ტელეფონზე გირეკავენო, მანაც ტელეფონს დახედა და გაკვირვებულმა აზიდა წარბი, უპასუხა და სამზარეულოში გავიდა რომ ჩვენთვის საუბარში ხელი არ შეეშალა, ორ წუთში შემოვარდა მისაღებში გახარებული.
- ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა, დღეს ნამდვილად გვიმართლებს, -გახარებული ყვიროდა და ერთ ადგილზე ხტუნაობდა.
- რა მოხდა? -ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნათიამ.
- ის ფართი ხომ გახსოვთ კაფისთვის რომ შევარჩიეთ და მისი მფლობელის თანაშემწეს შევუთანხმდით რომ დღეს უნდა გვენახა, ახლახანს დამირეკეს...
- მერე? -ვეღარ მოვითმინე, აშკარად რაღაც ძალიან კარგი უნდა მომხდარიყო რაკი ანა ასეთ დღეში იყო.
- ჰოდა იმ თანაშემწემ დაგვირეკა, უფროსისთვის გადაუცია რომ შენ გინდოდა მისი ფართის ქირაობა მას კი შენი სახელი და გვარი გაუგია თუ არა უბრძანებია ქირა გაუნახევრეთო, ის კი არადა ორ საათში ფართთან დაგვხვდება, თვითონ უნდა რომ დაგათვალიერებინოს.
- სერიოზულად? -პირდაღებული ვუყურებდი ანას, ფართი მართლაც ძალიან კარგ ადგილზე იყო და ქირის განახევრება ცოტა არ იყოს არარეალური მეჩვენებოდა.
- ჰო სერიოზულად თანაც თანაშემწემ მითხრა ასეთ საქმეებში უფროსი თვითონ არასდროს არ ერევა ახლა რა დაემართა ვერ გამიგიაო.
- ვითომ რატომ არ ერევა არ ეკადრება? -უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი ნათიამ.
- იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ყოფილა, უზარმაზარ კომპანიას მართავს თურმე.
- არ გეჩვენება რომ მაგ თანაშემწეს ნამეტანი გრძელი ენა აქვს?
- ეგ რაღა შუაშია?
- ნათიას ვეთანხმები, შენ რატომ გიყვება ასეთ რაღაცეებს? და საერთოდაც არ მომწონს ეს ყველაფერი, ძალიან საეჭვოა.
- კარგი რა ჰანა, ახლა რაღაც უაზრო ეჭვების გამო არ გააფუჭო ყველაფერი, ის ადგილი ზუსტად ის არის რაც გვჭირდება, შეხვედრაზე უნდა წახვიდე, თანაც არაფერს არ კარგავ, მიხვალ, დაელაპარაკები, თუ რაღაც არ მოგეწონება უარს იტყვი, უკან წამოხვალ და ეგ იქნება.
ანა მართალი იყო, ბოლოს და ბოლოს იმით რომ ფართის მეპატრონეს დავლაპარაკებოდი არაფერს ვკარგავდი, იქნებ და არ იყო ეს წინადადება ხეელიდან გასაშვები, ჩემი კაფე მექნებოდა, ჩემი საქმე...
- რას ფიქრობ ამდენს? -ანამ ცხვირწინ გამიქნია ხელი.
- წავალ ოღონდ მარტო წასვლა არ მინდა, -ამოვიოხრე და გოგონებს გადავხედე, შეხვედრაზე წამომყვებით?
- სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, არ ველოდი რომ დღეს დარეკავდნენ და სხვა რაღაც მაქვს დაგეგმილი.
- ვერც მე ვერ წამოვალ ბოდიში, ის კი არადა ამაღამ აქ ვერ დავრჩები, -ნათიამ ახლახანს მიღებული შეტყობინება გვაჩვენა, -ბებიას ისევ წნევამ აუწია და დედაც არ არის სახლში, უნდა წავიდე.
- მე გაგიყვან, -ანამ გასაღები აიღო და გასასვლელისკენ გაუძღვა ნათიას, ისევ მარტო დავრჩი, საათს შევხედე, თითქმის ორი საათი მქონდა იმისთვის რომ ცოტა დამესვენა და ადამიანს დავმსგავსებოდი სანამ შეხვედრაზე წავიდოდი...





- შენობის წინ ვიდექი, მოუთმენლად ვირწეოდი აქეთ-იქით და ნერვიულად ვისწორებდი ჩემი ახალი კაბის არც თუ ისე მცირედ მოღეღილ გულისპირს, ვნანობდი რომ ეს კაბა ჩავიცვი, თავს უხერხულად ვგრძნობდი არადა როცა დავინახე როგორ ეცვა მანეკენს, თხელი თეთრი ჰაეროვანი მატერიისგან შექმნილი საოცრება, თავი ვერ შევიკავე რომ არ მეყიდა, გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ გაუკვირდა ანას როცა მუხლს აცილებული და გულამოღებული კაბა ვიყიდე, თვითონაც მიკვირდა ჩემი ასეთი სითამამე, ასეთ კაბაში გამოწყობილი რომ დავენახე დათოს ან ლელას... ანა მართალი იყო, დათო დაიღუპა ლელას კი ჩემს ცხოვრებასთან არაფერი ესაქმებოდა, უფლება არ უნდა მიმეცა რომ ჩემს საქმეში ჩარეულიყო...
დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ნერვიულად გავუხახუნე ტროტუარზე დაგებულ ძველისძველ, გახუნებულ ფილას და მხარზე თავისუფლად გადმოგდებული ნაწნავი მაჯაზე დავიხვიე...
- მარტო არ უნდა წამოვსულიყავი, -ჩავილაპარაკე და ყურადღებით შევათვალიერე ვიტრინის უკან მდებარე ჯერჯერობით მთლიანად ცარიელი ორსართულიანი ფართი რომელიც რამდენიმე ცალკეული განყოფილებისგან შედგებოდა, ვღელავდი, მოლაპარაკებების არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მოლაპარაკება კი არა ჩემი ქმრის და დედამთილის გადამკიდე კომპლექსებით ვიყავი სავსე, ნეტავ ვინ არის მეპატრონე, როგორია, ალბათ მოხუცი მდიდარი საქმოსანია, საინტერესო ის არის პირადად რატომ მოისურვა ჩემთან შეხვედრა...
- მაპატიე დამაგვიანდა, -სასიამოვნო ხმა მომესმა ზურგს უკნიდან და შევბრუნდი, რატომღაც ფეხებიდან დავიწყე ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარის შეთვალიერება, სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი იდაყვებამდე აკეცილი სახელოებით და მკერდთან შეხსნილი სამი ღილით, ძლიერი მხრები, დაბალი კოხტად გაკრეჭილი წვერი, მსხვილი ვნებიანი ტუჩები, სწორი ცხვირი და თვალები... ღმერთო ჩემო თვალები...
ჩემს წინ ჩემი მეზობელი, ჩემი ეროტიული სიზმრების და ოცნებების მთავარი გმირი იდგა, მიღიმოდა და შავი თვალები მხიარულად უციმციმებდა, გავშეშდი, სუნთქვა შემეკრა, პირი გამიშრა, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე მაგრამ ვერაფრით მოვახერხე ჰაერის ჩასუნთქვა, ერთდროულად შემიპყრო სირცხვილის და უზომო სურვილის გრძნობამ, სურვილის რომელიც დაუკითხავად შემომიძვრა სხეულში და ახლა ფეხის თითებიდან ნელ-ნელა მოცოცავდა ზემოთ, ბარძაყებს ამოუყვა, საცვალი დამისველა, მუცელში სასიამოვნოდ გაიელვა და მკერდთან შეჩერდა, მკერდმა რომ ვეღარ დაიტია ყელში მომაწვა და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადაც იყო გავიგუდებოდი...
- იმედია დიდხანს არ გალოდინე, -ისევ თვითონ ითავა საუბრის წამოწყება, -თბილი ხმა ჰქონდა, ოდნავ ხრინწგარეული, დარწმუნებული ვიყავი რომ მიცნო, არ ვიცი ვერ ამჩნევდა თუ ამჩნევდა და არ იმჩნევდა ჩემს დაბნეულობას მაგრამ შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს თვითონ არ ყოფილიყოს ის არანორმალური სრულიად შიშველს ჭოგრიტით რომ მითვალთვალებდა, თუმცა მე ვისზე რა მაქვს სალაპარაკო... ინსტიქტურად გადავდგი უკან ნაბიჯი როცა ჩემსკენ წამოვიდა, შეჩერდა და გაკვირვების გამოსახატავად წარბი მაღლა ასწია თუმცა არ გამომპარვია როგორ გაეპარა მარჯვენა ტუჩის კუთხეში ღიმილი, აშკარა იყო რომ ერთობოდა, ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა ართობდა და ახალისებდა, არა რა, ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა, საიდან გამომეცხადა, რაღა მაინცდამაინც ეს ფართი მომეწონა, არასდროს წამითაც კი არ გამივლია თავში აზრად მასთან ახლო ურთიერთობა, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად მასზე ვფიქრობდი და მასზე ოცნებისას ვათავებდი, მისი ძლიერი სხეულის, ვნებიანი ტუჩების და გრძელი თითების წარმოდგენისას...
ძალაუნებურად გამექცა თვალი მისი თითებისკენ და გაუცნობიერებლად დავისველე ენით ქვედა ტუჩი, თავი გვერდზე გადავწიე და მზერა მის უბეზე გადავიტანე, ისე ახლოს იყო, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენა და შეხებას შევძლებდი, ნეტავ მართლა ისეთია თუ არა როგორსაც წარმოვიდგენდი, დიდი, მსხვილი, მაგარი...
- მე... მე უნდა წავიდე, -საცოდავად ამოვიკნავლე როცა გავაცნობიერე შუა ქუჩაში რაზეც ვფიქრობდი, მისთვის არც შემიხედავს ისე შევაქციე ზურგი, დარწმუნებული ვარ ჩემი მზერა შეამჩნია და ახლა ორმაგად მრცხვენოდა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი.
- მოიცადე, ასე სიტყვის უთქმელად წახვალ? -სულ ახლოდან ჩამესმა მისი ხმა, შევცბი, მხარი რომელზეც ხელი ედო ამეწვა, ფეხები ამიკანკალდა, უხერხული მოძრაობა გავაკეთე რომ მისკენ შევბრუნებულიყავი და მკერდზე შევასკდი, ჩანთა რომელიც ხელში მეკავა ტროტუარზე დაეცა, ჩავიმუხლე რომ ამეღო და მერეღა გავაცნობიერე ჩემი პოზა, ჩემთან ისე ახლოს იდგა ლამის უბეზე ვეხებოდი, ქვემოდან ავხედე სულთამხუთავივით თავზე წამომდგარს, ტუჩებგაპობილი მძიმედ სუნთქავდა, გაფართოებული თვალებით, ამღვრეული მზერით დამყურებდა ზემოდან...
- ვისურვებდი ჩემს საძინებელში მენახე ასეთ პოზაში, თუმცა ჯერ საქმე, -ღიმილით გამომიწოდა ხელი, აშკარად ჩემზე ადრე მოვიდა გონს, მისი სიტყვების გამო რატომღაც არ გავბრაზებულვარ, ისედაც ხომ ვიცოდი რაც წარმოიდგინა, ხელი გავუწოდე და უფლება მივეცი წამოდგომაში დამხმარებოდა, გაბრუებული ვიყავი, ცალკე ჩემი ფანტაზიები მიღებდა ბოლოს და ცალკე მისი დამათრობელი სურნელი...
- რას ელოდები? შემოსვლას არ აპირებ? -სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა და როგორც იქნა გამოვფხიზლდი, ღია კარში იდგა, მიყურებდა და ისე საოცრად და სულისშემკვრელად მიღიმოდა... მე ისევ ტროტუარზე ვიდექი გაშეშებული, ღმერთო ჩემო რა სირცხვილია, ნეტავ რამდენია ხანია რაც ასე ვდგავარ? თავი გადავაქნიე, მხრებში გავიმართე და მისკენ წავედი.
- ნიკოლოზი მქვია, -მითხრა როცა შენობაში შევედით.
- ჰანა, -მორცხვად ჩავილაპარაკე.
ყველაფერი დეტალურად დამათვალიერებინა, ეს ადგილი ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა, აღფრთოვანებული ვიყავი და ემოციების გაკონტროლება მიჭირდა.
- გატყობ რომ მოგეწონა, ძალიან მიხარია, -ღიმილით მითხრა, დაეჭვებულმა შევხედე, გულწრფელად მიღიმოდა, ის ნახევარი საათი რაც ფართის დათვალიერებისთვის დავჭირდა, ისე იქცეოდა არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია, ფანტაზიებმა და სურვილებმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს და მთლიანად საქმეზე ფიქრით ამევსო გონება.
- ყოველთვის ვოცნებობდი ისეთი კაფე მქონოდა სადაც ადამიანები მშვიდად და წყნარად შეძლებდნენ დროის გატარებას საყვარელი ცხოველების თანხლებით, წიგნს წაიკითხავენ, ყავას დალევენ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმენენ... -არც კი ვიცი რატომ მომინდა მისთვის გულის გადაშლა, უცნაური ვიღაც ჩანდა, არ ვიცი როგორ ახერხებდა რომ თავი ასე თავისუფლად მეგრძნო მასთან, შენობაში შემოსვლის შემდეგ არ უთქვამს და არ გაუკეთებია რამე ისეთი რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებდა... იდგა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი და ყურადღებით მისმენდა...
- ეს არც თუ ისე მომგებიანი იდეაა, -ისევ გამიღიმა.
- ასე ფიქრობ? -შუბლი შემეჭმუხნა და მოვიღუშე.
- ასე ვფიქრობ მაგრამ თუ გამოცდილი პარტნიორი გეყოლება სრულიად შესაძლებელია ეს არამომგებიანი იდეა მომგებიანად იქცეს.
- რას გულისხმობ?
- შენი აზრით? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, ძნელი იყო, ძალიან ძნელი იყო ასეთისთვის მეყურებინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა თუმცა თვითონ შესაშურად მშვიდი იყო და მე კაცზე დახამებული ველურივით ვერ მოვიქცეოდი...
- რაზე ფიქრობ ჰანა?
- ჯობია არ იცოდე, -უგემურად გამეღიმა და მზერა ძველისძველი საღებავით დაფარულ შელახულ კედელზე გადავიტანე.
- ვფიქრობ მოვა დრო როცა შენს გრძნობებზე, ფიქრებზე და ფანტაზიებზე ვისაუბრებთ, -შემპარავი ხმით დაიწყო, ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მომიახლოვდა, დაჰიპნოზებულივით ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას, ფრთხილად ასწია ხელი და ნაზად შემეხო ლოყაზე, ყელს ჩამოუყვა, მოშიშვლებულ მკერდზე გადამატარა თითები და ჩემი ნაწნავი მოიქცია ხელში, მსუბუქად დამქაჩა, თვალები თავისთავად მიმელულა და თავი გვერდზე გადავხარე როცა მხარზე მისი ცხელი სუნთქვა და მერე ტუჩების შეხება ვიგრძენი, ნაზი მსუბუქი კოცნებით მოიწევდა ზემოთ, ლოყით ლოყაზე შემეხო, გული ამოვარდნაზე მქონდა, მინდოდა მოვშორებოდი, სადმე შორს გავქცეულიყავი თორემ ასეთ დაძაბულობას ვეღარ გავუძლებდი...
- ვფიქრობ მოვა დრო როცა მე და შენ ერთად ავახდენთ შენს ოცნებებს და რეალობად ვაქცევთ შენს ფანტაზიებს, რომ წარმოგიდგენ ჩემს საძინებელში, ჩემს საწოლზე სრულიად შიშველს...
- შენც წარმოიდგინე არა? -ჩაეცინა როცა ძლივსგასაგონი კვნესა დასცდა ჩემს ბაგეებს, -მიდი ცოტა უფრო თამამად, იფიქრე იმაზე თუ როგორ გეფერები, თითებში ვიქცევ შენს მკერდს, მსუბუქად გიჭერ, გამაგრებულ ძუძუსთავებს გისრეს, მერე თითებს ტუჩებით ვანაცვლებ, ხელი კი ნელ-ნელა მიცურავს ქვემოთ ფეხებსშორის...
მისი თბილი ხმა და მხურვალე სუნთქვა დამდნარი ლითონივით იღვრებოდა ჩემში, მთელი სხეული მიხურდა, საკუთარ თავზე მთლიანად დავკარგე კონტროლი...
- რა... რა ჯანდაბას აკეთებ, -ძლივს ამოვილუღლუღე სურვილისგან აცახცახებულმა...
- ვცდილობ გავიგო სად გადის შენი საზღვრები, -ღიმილნარევი ხმით მითხრა, ძლივს შევძელი თვალების გახელა, თვითკმაყოფილი , ისეთი სახით მიყურებდა აშკარა იყო უდიდეს სიამოვნებას იღებდა იმით რომ ჩემზე ასე მოქმედებდა.
- მერე? რა დაადგინე? -გაჭირვებით შევძელი მისი ხელების მოშორება და ბარბაცით დავიხიე უკან, ერთხანს უძრავად იდგა და დაკვირვებით, გამომცდელი მზერით მიყურებდა, მერე ისევ გაეღიმა.
- ამაზე მერე ვისაუბროთ, ჯერ საქმე, -გამომიცხადა, კარი გააღო და თავაზიანად გადგა გვერდზე რომ გავეტარებინე.

მიმტანმა წინ სურნელოვანი ყავით სავსე ფინჯანი რომ დამიდო და მაცოცხლებელმა არომატმა რომ შემიღიტინა ნესტოებში მაშინღა მოვედი გონს, იქაურობა მოვათვალიერე, პატარა მყუდრო კაფეში ვიყავით, ჩემს წინ იჯდა, ყავას მიირთმევდა და მზერას არ მაშორებდა, დამეფიცება რომ არ მახსოვდა აქ როგორ მოვხვდი, ისიც არ მახსოვს რატომ ან როგორ დავთანხმდი რომ ერთად დაგველია ყავა, რა ხდებოდა? რა ჯანდაბას მიკეთებდა? ასე როგორ მოქმედებდა ჩემზე?
- დალიე აქ საუკეთესო ყავას ამზადებენ, -ფინჯანზე მიმითითა, ავტომატურად ავიღე და მოვსვი, მართლაც გემრიელი იყო.
- აქ რატომ ვართ? -როგორც იქნა გავბედე კითხვა.
- ხომ შევთანხმდით რომ საქმეზე უნდა გვესაუბრა, -გაიკვირვა.
- ჰოო? -დავეჭვდი მაგრამ რა უნდა მექნა.
- მესმის დაბნეული ხარ, მაგრამ შემიძლია თავიდან აგიხსნა ყველაფერი, -ჭიქა გვერდზე გადადო მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და თითები ერთმანეთზე გადააჭდო, -მინდა შენი პარტნიორი გავხდე ჰანა, მინდა რომ ერთად გავაკეთოთ კაფე და ერთად ვმართოთ.
- ამაზე არ მიფიქრია, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები.
- ვიცი რომ არ გიფიქრია მაგრამ იმედი მაქვს რომ ახლა დაფიქრდები, პარტნიორობას გთავაზობ, მე და შენ ჰანა, მხოლოდ მე და შენ... ყველანაირად დაგეხმარები...
- კი მაგრამ რატომ? -საუბარი შევაწყვეტინე, -რატომ გინდა რომ დამეხმარო? ჩემს გარეშეც სრულიად თავისუფლად შეგიძლია გაკეთება, ფართი შენია, ფულიც საკმარისად გაქვს...
- მაგრამ იდეა შენ გეკუთვნის, -გამიღიმა და თავისუფლად მიეყრდნო საზურგეს, ის ადგილი დიდი ხანია თავისუფალია და თავში აზრად არ მომსვლია ასეთი რამის გაკეთება.
- თვითონვე თქვი რომ წამგებიანი იდეაა.
- ისიც ვთქვი რომ გამოცდილ პარტნიორთან ერთად მომგებიან იდეად იქცევა, ვიცი რასაც ფიქრობ, მინდა იცოდე რომ არანაირი ცუდი ჩანაფიქრი არ მაქვს შენთან მიმართებაში...
- ეს უნდა დავიჯერო? -ირონიულად გამეცინა როცა გამახსენდა რა დღეში ჩამაგდო ცოტა ხნის წინ.
- უნდა დაიჯერო ჰანა, მართლა დიდი სურვილი მაქვს რომ შენთან ერთად ვიმუშაო, არანაირი გამოცდილება არ გაქვს, სამაგიეროდ იდეების საბადო ხარ...
- საიდან იცი?
- იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია.
- მანიაკი ხარ? -თავისთავად წამომცდა, ენას კბილი დავაჭირე თუმცა უკვე გვიან იყო.
- ჰო, მანიაკი ვარ რომელიც საშინლად სექსუალურ მეზობელს ჭოგრიტით უთვალთვალებს, თუმცა თუ ასე ვიფიქრებთ შენც მანიაკი გამოდიხარ, ასე არ არის ჰანა?
- ჯანდაბა, რატომ მახსენებ? -აწითლებული სახე ხელებში ჩავრგე.
- აბა, რას იტყვი თანახმა ხარ? -არ მეშვებოდა.
- თანახმა ვარ ოღონდ ერთი პირობა მაქვს, იმ... იმ რაღაცეებს აღარასოდეს გამახსენებ.
- რას გულისხმობ? ააა იმას ხომ არა, აივანზე რომ იწექი ნახევრად შიშველი, სხვათაშორის უნდა გითხრა რომ ლამაზი მკერდი გაქვს, ფეხები კი...
- გეყოფა, თუ ასე აპირებ გაგრძელებას წავალ, -კბილებში გამოვცერი უკვე სერიოზულად გაბრაზებულმა და ასადგომად წამოვიწიე, მაშინვე შეეცვალა სახე, წამში დასერიოზულდა, ალბათ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, ხელები აწია დანებების ნიშნად, -შევთანხმდით.
-
- სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა არ ამოუღია, დაძაბული მართავდა საჭეს, მე კი მის ძლიერ მკლავებს და ფრძელ თითებს თვალს ვერ ვაშორებდი.
- მოვედით, -დაამუხრუჭა და თავით მანიშნა სახლზე, ჭიშკართან ანა იდგა და გიოს და ზუკას ესაუბრებოდა, ნიკოლოზსს დავემშვიდობე და გადავედი, ჭიშკარს მივუახლოვდი თუ არა მინა ჩამოწია და დამიძახა.
- ზეგ დილით დაგირეკავ და მზად დამხვდი.
- ზეგ დილით რა ხდება? -გაკვირვებულმა ვკითხე.
- უკვე დაგავიწყდა, საქმეს ვიწყებთ, ფართი გასარემონტებელია.
- ჰოდა დავიქირაოთ მუშები.
- სულაც არა, ყველაფერს მე და შენ გავაკეთებთ, შეწინააღმდეგება არ გაბედო, ღიმილით დამიქნია თითი და ისე რომ არაფრის თქმა აღარ მაცადა ავტომობილი დაძრა და სულ მალე ჩვენი თვალთახედვიდან დაიკარგა.
- აბა როგორ ჩაიარა შეხვედრამ? -ანას ერთი სული ჰქონდა სანამ ყველაფერს მოვუყვებოდი.
- ნორმალურად.
- ის ტიპი ვინ იყო?
- ფართის მეპატრონე.
- ოჰო, სიმპათიურია, თანაც მომეჩვენა თუ გითხრა რომ იქაურობა ერთად უნდა გაარემონტოთ.
- არ მოგეჩვენა, მგონი ცოტა ვერ არის, ჯერ იყო და პარტნიორობა შემომთავაზა ახლა კიდევ უნდა რომ კედლები შემაღებინოს.
- შეიძლება მოეწონე და მიტომ იქცევა ასე, -ეშმაკურად ამიხამხამა თვალები, ბიჭები ერთხანს უხმოდ უსმენდნენ ჩვენს დიალოგს.
- რა გჭირს? დაღლილი სახე გაქვს, -გიომ მხარზე მომხვია ხელი და მეორე ხელით შუბლზე თმა შემისწორა, უხერხულად შევიშმუშნე, მაშინვე მიხვდა და მომშორდა.
- მართლა ძალიან დავიღალე, -დავიწუწუნე.
- წუწუნი არ გიშველის, -გამომიცხადა ანამ, წამოდი შევიდეთ, წყალი გადაივლე, გამოიცვალე და დავლიოთ რამე, შენმა მამათილმა ტყუილად ხომ არ დაგიტოვა სასმელების კოლექცია.
- ჰო, სულ მე დამიტოვა, -ჩავიფხუკუნე და კარი შევაღე, -იცოდე ვასოს კოლექციას თუ ხელს ახლებ, ლელა ორივეს დაგვხოცავს.
- კარგი ერთი, ვის ადარდებს რას იტყვის ლელა, -ხელი უდარდელად აიქნია ანამ, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და მისაღებში ჩამოვედი, უკვე ყველაფერი გამზადებული დამხვდა, მაგიდა საჭმლით და სასმლით იყო სავსე.
- დალევ? გიომ სასმლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და თავის გვერდით მიმითითა დაჯექიო, ჭიქა გამოვართვი და დავცალე, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- რას აკეთებ? ჯერ გეჭამა რამე, ასე თუ გააგრძელებ დათვრები.
- ჰოდა მეც ეს მინდა, -მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ჩავილაპარაკე, იქნებ მთვრალს მაინც შემეწყვიტა ნიკოლოზზე ფიქრი, გიოს მივუჯექი გვერდით, მისაღები მოვათვალიერე.
- ანა და ზუკა სად არიან?
- მწვადს წვავენ, მოვლენ მალე.
- მისმინე, რაღაც მინდა გითხრა, მინდა თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი...
- არ გინდა ჰანა, -ხელის აწევით შემაწყვეტინა, სევდიანად გაიღიმა, -მივხვდი რაც უნდა მითხრა და გასაგებია, არ გიზიდავ და ჩემთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა თუ წარმოგიდგენია, ასე ადვილად არ დავნებდებოდი შენგან სულ ცოტაოდენი მუხტი მაინც რომ მეგრძნო...
- მადლობა.
- რისთვის?
- იმისთვის რომ ასე უთქმელად გამიგე.
- რეალისტი ვარ, -ხელები გაშალა და თეატრალურად დამიკრა თავი.

როგორც იქნა ნინი და ზუკაც შემოგვიერთდნენ, ცოტა ხანში ოთხივე ისეთ დღეში ვიყავით საერთოდ აღარ მახსოვდა აღარც ნიკოლოზი, აღარც ლელა და აღარც ბატონი ვასოს სასმელების განადგურებული კოლექცია.
- წამოდი ვიცეკვოთ, -ზუკამ ხელი ჩამავლო ფეხზე ამაყენა და ძალით გამათრია ოთახის შუაგულში.
- მუსიკა რომ არ არის? -პირში ენას ძლივს ვატრიალებდი.
- მუსიკა, -იღრიალა ზუკამ, ანამაც მაშინვე ჩართო და ის და გიოც ადგნენ, თავდავიწყებით ვცეკვავდი და არავინ და არაფერი აღარ მახსოვდა, გამიკვირდა უცბად რომ ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე თუმცა მაინც ვარხევდი სხეულს და თვალის გახელას არ ვჩქარობდი.
- აქ რა ხდება? -ლელას კივილი რომ მომესმა დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები, ღია კარში იდგა, მაღალქულიან ფეხსაცმელში და მისი ასაკისთვის შეუფერებლად მოკლე ვიწრო კაბაში გამოწყობილი, ხელში ფართოფარფლებიანი ქუდი ეჭირა და თვალები ჯოჯოხეთურად უელავდა, მისკენ გავიშვირე საჩვენებელი თითი და სიცილი ამიტყდა.
- ასეთი რა დავლიეთ უკვე რაღაცეები მეჩვენება, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი, უკან გადავქანდი და სანამ იატაკს ზურგით შევეხებოდი მანამდე გავითიშე...




უზარმაზარ საწოლზე ვიწექი, თმა გაშლილი მქონდა, მხოლოდ ქვედა საცვალი და თხელი მოკლე გამჭვირვალე პენუარი მეცვა, ხელებით საწოლის მოჩუქურთმებულ თავზე ვიყავი მიბმული, კუნთები დაჭიმული მქონდა, შეშინებული ვაცეცებდი თვალებს, ოთახი უცხო იყო, უზარმაზარი, უამრავი ძველისძველი და დიდი ალბათობით ანტიკვარული ნივთით სავსე, აბაზანის კარი ოდნავგასაგონი ჭრიალით რომ გაიღო და მისტური ორთქლი რომ გამოიჭრა საცოდავად ავფართხალდი რომ როგორმე თავი გამეთავისუფლებინა მაგრამ წელსზემოთ შიშველი, წელსქვემოთ კი მხოლოდ ფუმფულა პირსახოცით შემოსილი, სხეულდაცვარული და თვალებანთებული ნიკოლოზი რომ დავინახე მაშინვე მოვდუნდი, შიში და დაძაბულობა სადღაც გაქრა და მათი ადგილი მისი შეხების უზომო და დაუძლეველმა სურვილმა დაიკავა, პირი გამიშრა, მკერდი გამიმკვრივდა, მუცელი და ფეხები დამეჭიმა, ჩემსკენ რომ ფრთხილი შემპარავი ნაბიჯებით და ავაზასავით მოქნილი მოძრაობით დაიძრა თავი ვეღარ შევიკავე და კვნესა აღმომხდა, ჩაეღიმა, საწოლზე ამოვიდა, ხელის მსუბუქი დაწოლით გამაშლევინა მუხლები და ჩემს ფეხებს შორის მოთავსდა, ერთხანს ვნებით სავსე თვალებით დამყურებდა ზემოდან და ღრმად სუნთქავდა, მერე ხელებით საწოლს დაეყრდნო და ჩემსკენ დაიხარა.
- ხელები გამიხსენი, -ჩურჩულით ვუთხარი.
- ჯერ არა, -ჩაილაპარაკა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა... პენუარი ზემოთ ააცოცა, მკერდს ააცილა და გამაგრებულ კერტებს დასწვდა, კბილებს შორის მოიქცია, მსუბუქად დაქაჩა, შეუკავებელი ოხვრა აღმომხდა, ვეღარ ვითმენდი, მინდოდა შევხებოდი, მეგრძნო, მინდოდა კოცნით მომეარა მისი სხეულის ყოველი ნაწილი...
თითები საცვალში ოსტატურად ჩამიცურა და ჩემი მზადყოფნა რომ იგრძნო კმაყოფილმა ამოიგმინა, ღრმად რიტმულად ამოძრავებდა თითებს და ჩემს სიამოვნებისგან დაკლაკნილ სხეულს კოცნებით ფარავდა...
- არა, ჯერ არა, -სიანცე შეპარული ხმით ჩაილაპარაკა როცა იგრძნო რომ ორგაზმს ვუახლოვდებოდი და ჩემი უკმაყოფილო სახის დანახვისას გაეღიმა, დაიხარა, კიდევ ერთხელ დააგემოვნა ჩემი ტუჩები, მკლავები დავჭიმე და მკერდი ამოვზნიქე რომ როგორმე შევხებოდი, ინსტიქტურად დავხუჭე თვალები როცა თითები პირსახოცისკენ წაიღო რომ შეეხსნა...
- გაიღვიძე ჰანა, -ზედ ყურთან მომესმა უცნაურად შეცვლილი ხმა.
- მღვიძავს არ გაჩერდე გთხოვ, ოღონდ ახლა არ გაჩერდე, -შევემუდარე.
- გაიღვიძე, ახლავე გაიღვიძე, -ამჯერად უფრო კატეგორიული იყო.
- მღვიძავს, მოდი ჩემთან, -ისე რომ თვალები არ გამიხელია, ხელები ავწიე და კისერზე მოვხვიე, მეუცნაურა ეს როგორ მოვახერხე რადგან წესით ხელები დაბმული უნდა მქონოდა, მისი თხელი გამხდარი კისერი და გრძელი ხვეული თმაც უცნაურად მეჩვენა, საკოცნელად რომ გავიწიე და მკლავებში რომ ჩამაფრინდა გამწარებული მაშინღა მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
- რას აკეთებ შე არანორმალურო ახლავე გაიღვიძე, -ისეთი ხმით იკივლა, ხელი მაშინვე შევუშვი და ყურებზე ავიფარე.
- მეჩვენება თუ ლელას ხმით საუბრობ ნიკოლოზ, -საცოდავად ჩავილუღლუღე და გაჭირვებით გავახილე თვალები, ჩემს საძინებელში საკუთარ საწოლში ვიწექი, ჩემს გვერდით ანა იწვა და მშვიდად ფშვინავდა, თავზე კი მებრძოლი მამალივით აფოფრილი და სიბრაზისგან სახეაწითლებული ლელა გვადგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
- რა ხდება? რომელი საათია? -ფანჯარას გავხედე, აშკარად ადრიანი დილა იყო, თავი მისკდებოდა, პირი ისე მქონდა გამშრალი ენას ძლივს ვატრიალებდი.
- ახლავე ადექი, ეგ ქალბატონიც გააღვიძე და ქვემოთ ჩამოეთრიეთ, მე და დედაშენი მისაღებში გელოდებით, -ორი სიტყვა მომიგდო და გაცოფებული გავარდა ოთახიდან, ახლაღა გავაანალიზე თუ რა მოხდა ცოტა ხნის წინ, ეროტიული სიზმრის გამო გონებაარეულმა კინაღამ ლელას ვაკოცე, სიცილი ამიტყდა.
- რა ხდება? რა გაცინებს? რომელი საათია? -ანა თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლში.
- ლელა დაგვადგა და გამაღვიძა, ეგ და დედაჩემი ქვემოთ გველოდებიან, ცუდად გვაქვს საქმე, -სიცილ-სიცილით ვუთხარი და გულაღმა გადავვარდი ბალიშებზე.
- მგონი გუშინ მაგდენი არ უნდა დაგელია, რაღაც გაქვს თავში არეული, -ანამ შუბლთან დაატრიალა თითი და თავი გადააქნია, -რა გაცინებს? ლელამ ქვემოთ გელოდებიო და შენ სიცილით კვდები?
- რომ იცოდე რა მესიზმრა შენც მოკვდებოდი სიცილით.
- ასეთი რა გესიზმრა? -აშკარად დაინტერესდა.
- ნიკოლოზი.
- ნიკოლოზი? ასეთს არავის ვიცნობ.
- იმ ფართის მეპატრონეს ჰქვია რომლის ქირაობასაც ვაპირებთ.
- და ეგ რატომ გესიზმრა?
- მე რა ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სიმპათიურია.
- ჰმ, უყურე შენ, -გამიღიმა და თვალები აახამხამა, -ჰა მიდი მოყევი, ეროტიული სიზმარი იყო?
- დაახლოებით, -გახურებულ ლოყებზე მივიდე ხელისგულები.
- კარგი რა რას მორცხვობ, ეს სრულიად ნორმალურია.
- ნორმალურია კი არადა და კინაღამ ლელას ვაკოცე.
- რაა? -გაკვირვებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა ანას.
- რა და ნიკოლოზი მესიზმრებოდა, საწოლში ვიწექით, შიშველი იყო, ამ დროს ლელა მაღვიძებდა, ძილბურანში ვიყავი, ჩამოვეკიდე ყელზე და კინაღამ ვაკოცე.
- ჯანდაბა, მიშველეთ ვინმემ, -ახარხარებული ანა საწოლზე დაეცა და ფეხები ააფხარკალა, -ახლა მოვკვდები, ნეტავ ლელას სახე დამენახა...
- მე რომ დავინახე რა ხეირი, გაცოფებული იყო.
- ჰანააა, -კივილი რომ მოგვესმა პირველი სართულიდან, მაშინვე შევწყვიტეთ სიცილი და წამოვხტით.
- შენც ხომ ჩამოხვალ? -საცოდავი სახით გადავხედე ჩემზე არანაკლებ აღელვებულ ანას.
- აბა მარტო ხომ არ დაგტოვებ იმ ალქაჯების პირისპირ, -გამამხნევებლად გამიღიმა და მერე პირზე აიფარა ხელი.
- მაპატიე, დედაშენს ალქაჯი ვუწოდე.
- ეგ არაფერი, ჩემზე უკეთ ვინ იცის რომ მართლა ალქაჯია, -ხელი ჩავიქნიე და ბარბაცით წავედი სააბაზანოსკენ, რამდენჯერმე შევისხი ცივი წყალი სახეზე და სარკიდან მომზირალ ჩემს გამოსახულებას მივაჩერდი, აწეწილი წითური თმა, დასიებული და ჩაწითლებული თვალები, გამომშრალი ტუჩები...
- მოემზადე ჰანა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ერთი ნაბიჯითაც რომ დაიხიო უკან მათი კლანჭებისგან თავს ვერასოდეს დაიხსნი, -საკუთარი თავი გავამხნევე და მხრებში გამართული გავედი საძინებელში, ანა გამზადებული მელოდა.
- აბა ჩავიდეთ ად ვაჩვენოთ ვინ არის აქ ბოსი? -მხიარულად ჩამიკრა თვალი.
- ბოსი კი არა შიშისგან სადაც არის გული წამივა.
- მაინც ვერ ვიგებ მათი რატომ გეშინია, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ვერ ხვდები რომ შენს ასეთ ხასიათს იყენებენ? ამის უფლება არ უნდა მისცე ჰანა, შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ, აბა გაიმეორე, მე ძალიან ძლიერი ვარ.
- მე ძალიან ძლიერი ვარ, -გავიმეორე ავტომატურად.

- მე დამოუკიდებელი ვარ.
- მე დამოუკიდებელი ვარ.

- ლელასი და დედაჩემის არ მეშინია.
- ლელასი და დედაჩემის არ მეშინია.

- ჩემთვის შეუძლებელი არაფერია.
- ჩემთვის შეუძლებელი არაფერია.

- ნიკოლოზზე ვგიჟდები.
- ნიკოლოზზე ვგიჟდები, რაა? ეს რა შუაში იყო, -გაბრაზებულმა გამოვაღე კარი, -სულაც არ ვგიჟდები მასზე.
- კარგი ერთი აბა მეც არ მსიზმრებია წუხელ ეროტიული სიზმარი მისი მონაწილეობით.
- გეყოფა გთხოვ.
- ახლა მეყოფა მაგრამ იცოდე შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე.
სხვა რა გზა მქონდა, როგორმე რომ გამეჩუმებინა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ათრთოლებული თითებით შევაღე მისაღებში შესასვლელი კარი.


გვერდიგვერდ ვისხედით მე და ანა, ჩვენს წინ დედაჩემი იჯდა და უმეტყველო სახით შემოგვყურებდა ლელა კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ვერ გამეგო რას აკეთებდა, მისაღებში გაღიმებული, ყავის ჭიქებით და ფუნთუშებით სავსე თეფშით რომ შემოვიდა თვალებს არ დავუჯერე და ანას იდაყვი წავკარი, ისე შემომხედა მივხვდი რომ მისთვისაც უცხო იყო ასეთი ლელას ხილვა, ჭიქები ჩვენს წინ დაალაგა და ფუნთუშებიც მოგვიცოცა.
- ახალი გამომცხვარია, ჭამეთ და ყავაც მიაყოლეთ, -დათაფლული ხმით გვითხრა.
- მგონი მოწამლულია, ჩემსკენ გადმოხრილმა ჩამჩურჩულა ანამ, მე კი უკვე ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე, ეს დედაჩემის და ლელას ახალი სტრატეგია იყო ჩემს წინააღმდეგ, ოღონდ ჯერ ზუსტად ვერ ვხვდებოდი რაში მდგომარეობდა.
- აქ რა ხდება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ქორივით მომზირალ დედაჩემს ვკითხე და წინასწარ მოვემზადე თავდასხმისთვის.
- ეს მე უნდა გკითხოთ აქ რა ხდება, რას ნიშნავს შენი საქციელი ჰანა, ან ის ახლგაზრდები ვინ იყვნენ, როგორ ბედავ და ასე იქცევი, როგორ ბედავ რომ გვარცხვენ...
- გეყოფა, ნუ უყვირი, -ღიმილით შეაწყვეტინა ლელამ მხურვალე მონოლოგი, -ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდები არიან, ცოტა თუ გაერთობიან არაფერი დაშავდება, მთავარია რომ მიხვდეს ჰანა თავის დანაშაულს ბოდიში მოიხადოს და მშვიდად ცხოვრება გააგრძელოს, ასე არ არის ჰანა? ხომ მეთანხმები? -კარგად დამუშავებული ყალბი ღიმილით მკითხა და ყავის ჭიქა გამომიწოდა.
- კარგი პოლიციელი და ცუდი პოლიციელი, -ისევ ჩამჩურჩულა ანამ, გამეღიმა და თავი დავუქნიე.
- თუ რამის თქმა გინდა, პირდაპირ თქვი, -ახლა ანას მიუბრუნდა ლელა, -შენგან ასეთ საქციელს არ ველოდი, გენდე ჰანა ჩაგაბარე და შენ როგორ მოიქეცი.
- ჩამაბარე? კარგი რა ლელა, -ისე ლაპარაკობ თითქოს უმწეო არასრულწლოვანი იყოს, რას ჰქვია ჩამაბარე, ჰანა სრულწლოვანი და სრულიად ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია და არავის მეთვალყურეობა არ სჭირდება.
- ხომ გეუბნებოდი ლელა რომ ვაჟას დეიდაშვილის ნდობა არ შეიძლებოდა, -კბილებში გამოსცრა დედაჩემმა და ანას ისე მრისხანე მზერით გადახედა მის ადგილზე შემეშინდებოდა თუმცა ანა უდარდელად წრუპავდა ყავას და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
- დღეიდან ანას აღარ შეხვდები და მასთან ურთიერთობა აღარ გექნება გასაგებია? -მაგიდაზე მთელი ძალით დასცხო ხელი, მოულოდნელობისგან შევხტი და ყავა მუხლებზე გადამექცა.
- რა მოუხერხებელი ხარ, -სინანულით დახედა ლელამ დალაქავებულ ხალიჩას, მერე კი დედაჩემს გადახედა, -ნუ ნერვიულობ, ჩამოვა ვაჟა და მიხედავს, წორწილამდე სულ ცოტა დარჩა, ქორწილის მერე კი ისედაც ვეღარ ნახავს ანას.
- რათომ ვიტომ? ცხრაკლიტულში უპირებთ გამოკეტვას? -ჩაერთო ანა და ლელას მწყრალი მზერაც დაიმსახურა.
- იმიტომ რომ ვაჟას ორი წლით რუსეთში უწევს წასვლა, ის და მამამისი იქ რაღაც საქმეს იწყებენ, ასე რომ ჰანა და ვაჟა რუსეთში იცხოვრებენ, დაქორწინდებიან თუ არა ჰანა ყველაფერს გადმომიფორმებს და მერე ვაჟას რუსეთში გაყვება.
- უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ ისე რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავთ, -ათრთოლებული ხმით ამოვთქვი და ხელში შერჩენილი ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე, მშვენივრად მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდნენ, ლელა რომ ჩამოვიდა და დაინახა რომ როგორც იქნა მივხვდი ამ სახლის გარეთაც არსებობდა ცხოვრება, შეეშინდა, შეეშინდა რომ მათ წინააღმდეგობას გავუწევდი და მთელ ქონებას დაკარგავდა, ამიტომაც ახლა ორივენი იმას ცდილობენ რომ როგორმე ქორწილამდე გადააგორონ დრო უპრობლემოდ, მერე კი ვაჟას გადააბარებენ ჩემს თავს, მაიძულებენ მთელი ქონება ლელას გადავუფორმო და იმ მანიაკ მოძალადესთან ერთად სადღაც მოუსავლეთში გამგზავნიან, თანაც სად, რუსეთში...
- შენ არავინ არაფერს გეკითხება, -ისე შემომიტია დედაჩემმა, გეგონებოდა მოსისხლე მტერს ელაპარაკებაო, როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა, ის ხომ დედაჩემი იყო, მან გამაჩინა, ცხრა თვე მუცლით მატარა, გამზარდა...
- უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ჰანა, ქორწილი შედგება, ვაჟას ცოლად გაყვები, და არ გაბედო რამე საწინააღმდეგო თქვა ან გააკეთო, რომ შეგვარცხვინო იცოდე...
- რას გააკეთებთ? რომ შეგარცხვინოთ იმაზე მეტს რას გააკეთებთ რაც დამიშავეთ?
- როგორ ბედავ, როგორ ბედავ და მეწინააღმდეგები, -ჩემს სიტყვებს არ იმჩნევდა, ყველანაირად ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოვექციე, ადრე ეს ყოველთვის მშვენივრად გამოსდიოდა.
- დროა, -ჩაილაპარაკა ანამ და შეუმჩნევლად გამკრა ფეხი, თითქოს მხოლოდ ეს მჭირდებოდა, ეს შეუმჩნეველი მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამხნევება, იმის შეგრძნება რომ მარტო არ ვიყავი.
- გათხოვებას არ ვაპირებ, მითუმეტეს ვაჟაზე, -მშვიდად გამოვაცხადე.
- რაა? -გულზე ხელი მიიდო დედაჩემმა და სასოწარკვეთილი სახით გადახედა მოღუშულ ლელას.
- რას ნიშნავს გათხოვებას არ აპირებ, -მკითხა ლელამ ცივი ხმით, დავიძაბე, მთელი სხეული დამეჭიმა, ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი რომ არ ამცახცახებოდა, მეშინოდა მაგრამ ახლა უკან ვერ დავიხევდი, იმ თავისუფლებას რისი გემოც უკვე ვიცოდი არავისზე და არაფერზე არ გავცვლიდი.
- არ ვთხოვდები რა არის აქ გაუგებარი, -შევეცადე უფრო მტკიცედ მეთქვა.
- შენ არავინ არაფერს გეკითხება, მე თუ ვამბობ რომ თხოვდები ესე იგი თხოვდები, -იკივლა დედაჩემმა, წამოხტა, მტაცებელივით დამაცხრა, ხელი ჩამავლო, წამომაყენა ხოლო მეორე ხელი ჰაერში აღმართა, თვალები დავხუჭე და მოვიბუზე, ველოდი როდის დაეშვებოდა ჩემს ლოყაზე მისი თითები თუმცა რატომღაც აგვიანებდა.
- უფლებას არ მოგცემ რომ დაარტყა, -ანას ხმა მომესმა და ფრთხილად გამოვიხედე წამწამებიდან, მთლად გაწითლებული და გაცოფებული დედაჩემის ხელი ეკავა და უფლებას არ აძლევდა ჩემთვის დაერტყა.
- შენ ვინ ხარ და რატომ ერევი ჩვენს საქმეში, -უყვირა დედაჩემმა.
- ახლავე გადი აქედან ანა, -არც ლელას დაუკლია ყვირილი.
- თქვენ მე ჰანა არ გეგონოთ, -ჩვენ შორის ჩადგა და ზედ გადამეფარა, -ძვირფასო ლელა, ხომ არ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები? ჩემგან პასუხსაც რომ მიიღებ ხომ იცი, ასე რომ გაჩუმდით ორივე და ნუ მაიძულებთ ისეთი რამ გავაკეთო რაც არცერთს არ მოგეწონებათ, -გაცოფებულმა აქცია ზურგი პირგამეხებულ დაქალებს და მე მომიბრუნდა.
- შენ რაღა გჭირს, რას დგახარ ხესავით, ეგ ხელები იმისთვის მოგცა ღმერთმა რომ თავის დაცვა შეძლო, ამათ თავს როგორ ან რატომ აჩაგვრინებ? როდისმე ხომ უნდა გამოძვრე მაგ ნაჭუჭიდან და ხომ უნდა გაიზარდო...
- შენი ბრალია ყველაფერი, შენ ურევ ჩემს შვილს თავგზას, შენ აამხედრე ჩვენს წინააღმდეგ, შენ გამოუტენე თავი უაზრო აზრებით, -არ ცხრებოდა დედაჩემი.
- ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან, -იყვირა ლელამ, -ახლავე დავურეკავ თეას და მოვახსენებ როგორც იქცევა მისი დის შვილი, შენ საერთოდ როგორ გენდე, უნდა მცოდნოდა რომ დედაშენის შვილი ნორმალური არ იქნებოდი, ვაჟას გამო შემოგიშვი სახლში, იმიტომ რომ ვაჟასთან მეგობრობ, ვაჟას გამო გენდე.
- ხედავ დედაჩემზე როგორ ლაპარაკობს? -ამღვრეული თვალებით გადმომხედა ანამ და მწარედ ჩაიცინა, -მხოლოდ იმიტომ რომ მათნაირი გაქნილი და გაიძვერა არ არის, მეყო, საკმარისია, ამ სახლში ერთი წამითაც კი აღარ გავჩერდები.
- მიდიხარ? მე რა უნდა ვქნა? -უცბად ისე შემეშინდა ამ ორ ალქაჯთან მარტო დარჩენის რომ ფეხები ამიკანკალდა.
- რა უნდა ქნა და წამოდი ჩემთან ერთად, -გამიღიმა, მერე შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
- არ გაბედო და არ გაყვე, თუ ახლა მასთან ერთად წახვალ იცოდე ჩათვალე რომ ოჯახი აღარ გყავს, -გამომიცხადა დედაჩემმა, -ისეთი სახე ჰქონდა აშკარად ფიქრობდა რომ ახლა მათ წინ დავემხობოდი ტირილით და ბოდიშის მოხდას დავიწყებდი, თუმცა ამას არასოდეს გავაკეთებდი, ღია ცის ქვეშ რომ დავრჩენილიყავი მაინც, აღარ ვაპირებდი დამცირების ატანას, არასოდეს, არავისგან...
- ოჯახი არც არასოდეს მყოლია, -ჩავილაპარაკე შევბრუნდი და ანას ავედევნე, ღიად დატოვებულ კარში სირბილით გავედი და უკვე ჭიშკართან მისულს დავეწიე.
- ვიცოდი რომ წამომყვებოდი, -უკან არც შემობრუნებულა ისე მითხრა, ჭიშკარი გააღო და გავიდა, მივყევი, ავტომობილის კარი გამიღო და თეატრალურად დამიკრა თავი.
- დაბრძანდით ქალბატონო, ჩემთან მივდივართ, დეადაჩემი გველოდება ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს...




კიდევ ერთხელ გავთიშე ტელეფონი და ღრმად ჩავისუნთქე ახლა როგორც არასდროს ისე მჭიდებოდა მოთმინების უნარი.
- ვაჟაა არა? -ანამ თვალით მანიშნა ტელეფონზე რომელსაც ნერვიულად ვათამაშებდი ხელში, -იქნებ გეპასუხა უკვე მეათედ რეკავს.
- არ მინდა, -საცოდავად ჩავილაპარაკე და მინა ჩავწიე რომ ჰაერი ჩამეყლაპა და როგორმე სუნთქვა გამეგრძელებინა.
- ასე არ შეიძლება ჰანა, თუ დაშორდი უნდა უთხრა კიდეც ამის შესახებ, უნდა გაბედო.
- თუ დავშორდი? შენი აზრით ეს სათუოა?
- ჰოდა თუ ასეა უთხარი.
- მეშინია, რატომ არ გესმის, -ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვიყვირე, -ალბათ უკვე მიუტანეს ენა რომ სახლიდან წავედი და ახლა გაცოფებული იქნება.
- ნუ მაგიჟებ, ვაჟასი როგორ ან რატომ გეშინია, -ანამ საჭეზე ნერვიულად აათამაშა თითები, -ჩემი დეიდაშვილია მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, ვაჟა ერთი მშიშარა კომპლექსიანი კაცუნაა რომელსაც მასზე სუსტების ჩაგვრა სიამოვნებს შენ კი უცნაურად ჰყავხარ აკვიატებული, უნდა დაელაპარაკო და აუხსნა რომ ყველაფერი დამთავრდა.
- დაველაპარაკები, აუცილებლად დაველაპარაკები, ოღონდ ახლა არა, -თავი ჩავღუნე და საკუთარ შიშისგან და ნერვიულობისგან ათრთოლებულ თითებზე გამიშტერდა მზერა, ვაჟა ახლა ალბათ საშინლად იქნებოდა გაცოფებული, რომ მომაკითხოს? რამე რომ დამიშაოს...
- მოვედით, -ანა მსუბუქად შემეხო მხარზე, -თავი ავწიე და გარემო მოვათვალიერე, პატარა კოხტა ორსართულიანი სახლის წინ ვიდექით რომელსაც გარს მწვანე მცენარეებით და ხეებით სავსე ბაღი ეკრა.
- არ მინდა შეგაწუხოთ, -ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე და უხერხულად შევიშმუშნე.
- ცოტათი მაინც თუ მიცნობ მიხვდები, რომ მაწუხებდე აქ არ მოგიყვანდი, -ჩემს აპათიას გულითადი ღიმილი შეაგება ანამ და მანიშნა გადადიო, ფრთხილად გავაღე კარი, თითქმის ძალით მიმიყვანა ანამ ჭიშკართან და ძალით შემიყვანა ეზოში.
- კარგი რა ბავშვივით ნუ იქცევი, ნუ გეშინია დედაჩემი ხალხს არ ჭამს.
ჯერ კიდევ ვკამათობდით როცა სახლის კარი გაიღო და საშუალო სიმაღლის გამხდარი ქერათმიანი გოგო გამოვიდა ვერანდაზე, თეთრი სარაფანი ეცვა და უზარმაზარ მუცელზე ჰქონდა შემოწყობილი გამხდარი მკლავები.
- ნინიკო, -ისეთი ხმით იკივლა ანამ შიშისგან შევხტი, სირბილით წავიდა სახლისკენ და გოგოს მოეხვია, გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა.
- მოდი ჰანა, მოდი, ნახე ვინ უნდა გააცნო, -ღიმილით შემომხედა და ხელი დამიქნია, მივუახლოვდი, ნინიკო ძალიან ჰგავდა ანას...
- ეს ჩემი პატარა დაიკოა, ნინიკო, -ამაყად გაჯგიმულმა წარმიდგინა მისი თავი.
- როდის ჩამოხვედით? რატომ არ ვიცოდი რომ მოდიოდით? -ისევ მას მიუბრუნდა, ნინიკომ სიცილით ჩამომართვა ხელი.
- კოტემ აიჩემა სიურპრიზი გავუკეთოთო და აი აქ ვართ.
- მოვკლავ მე მაგ უსინდისოს, რომ იცოდე როგორ მომენატრეთ ორივე, პატარა როგორ არის? -მუცელზე დაადო ხელი.
- კარგად არის, ერთი სული აქვს ნათლიას როდის გაიცნობს.
- ნათლიას?
- ჰო, გადავწყვიტეთ რომ კოტეს ბავშვობის მეგობარმა უნდა მონათლოს, ჩვენი პატარა ერთ თვეში დაიბადება და მინდა აქ ვიყოთ საბამ ცოტა არ წამოიზრდება და არ მოვნათლავთ.
- ნათლია ვინ არის? მე ვიცნობ?
- არ იცნობ, დიდი ხანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ის რომ ჩამოვიდა ჩვენ ზუსტად მაგ დროს მოგვიწია წასვლა, დღეს საღამოს მოვა ბიჭებთან ერთად და გაგაცნობთ.
- არ მესმის როგორ გაბედე ასეთ მდგომარეობაში მგზავრობა, როგორ არ შეგეშინდა, რამე რომ მოგსვლოდა მერე რა უნდა გვექნა, -აღელვებული ქოთქოთებდა ანა და დროდადრო გიჟივით კოცნიდა მონატრებულ დას, როგორც იქნა მეც გავახსენდი და მომიბრუნდა.
- ჰანა ნორმალურად არც აგიხსენი რა ხდება, არ ველოდი ჩემმა არანორმალურმა დამ და სიძემ რომლებიც უკვე ორი წელია ესპანეთში ცხოვრობენ, სიურპრიზი გაგვიკეთეს და ასე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს.
- მგონი მე ახლა ხელს შეგიშლით, -ისეთმა გულდაწყვეტილმა ჩავილაპარაკე თვითონვე გამიკვირდა საკუთარი თავის.
- რაღაცას ნუ ბოდავ, -ანამ მხარზე მომხვია ხელი, -ნინიკო, გაიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი ჰანა, ცოტა ხნით ჩვენთან იცხოვრებს.
- ასე არ შევთანხმებულვართ, -მსუბუქად გავკარი იდაყვი.
- ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენთან რჩები და მორჩა, წუწუნი არ გამაგონო თორემ დავურეკავ ვაჟას და ნახავ მერე სეირს, -დამემუქრა თავის ჭკუით.
- ვაჟა რა შუაშია? -იკითხა ნინიკომ და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო დაკვირვებით შემათვალიერა, -გასაგებია, -ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა.
- შენი და და დედა არაფერს იტყვიან იმაზე რომ აქ უნდა დავრჩე? -ნინიკოს რეაქციის გამო დაეჭვებულმა ვკითხე, პასუხად კარი გამიღო და ღიმილით შემიპატიჟა.
-
ანას დედა, ქეთი ძალიან თბილად შემხვდა, გადამეხვია და ისე მომიკითხა თითქოს დიდი ხნის უნახავი შვილი დაბრუნებოდეს სახლში, მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ ჩემზე, ან კი როგორ არ ეცოდინებოდათ...
- რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩი ჩვენთან, იმაზე არ იფიქრო რომ შეგვაწუხებ, სახლი საკმაოდ დიდია და ყველა დავეტევით, -თბილი ხმით მითხრა, გაოგნებულმა მადლობის გადახდაც კი ვერ მოვახერხე, საერთოდ არ ჰგავდა თავის დას, ლელას და დედაჩემს მითუმეტეს არ ჰგავდა, გულსატკენი იყო რომ სრულიად უცნობი ქალისგან ბევრად უფრო მეტ სითბოს ვგრძნობდი ვიდრე როდისმე დედაჩემისგან მიგრძვნია...
- წამოდი საძინებელს გაჩვენებ, წყალი გადაივლე გამოიცვალე და ცოტა დაისვენე თორემ საღამოს სტუმრები რომ მოვლენ მერე დასვენებას ვეღარ მოახერხებ, -ანამ მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ წამიყვანა.
- სახლიდან არაფერი წამომიღია, -დავიწუწუნე და ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყავი რაც ზედ მეცვა.
- ნურაფერზე იფიქრებ, მოვაგვარებთ, შენ დაისვენე, ჩემს ტანსაცმელს გათხოვებ და მერე ყველაფერს ვიყიდით რაც დაგჭირდება, იცოდე არასდროს, არაფრისთვის იმ სახლში აღარ დაბრუნდები გესმის?
ჩემს წინ მიდიოდა, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა დერეფანს, ერთ-ერთი კარი შეაღო, საკმაოდ ფართო და ნათელ ოთახში შევიდა ჩემსკენ შემოტრიალდა ხელები გაშალა და გამიღიმა.
- აბა, როგორ მოგწონს?
ზურგი შევაქციე, ცალი ხელით კარადას მივეყრდენი და ცალი სახეზე ავიფარე, მძიმედ ვსუნთქავდი, თავი მისკდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც ძალიან მონდომებული და ბეჯითი მჭედელი ზედ ჩემს საფეთელთან არახუნებდა გრდემლზე უროს, ეს ყველაფერი ერთბაშად მეტისმეტი აღმოჩნდა ჩემთვის, ლელა და დედაჩემი, ვაჟა, სახლიდან წამოსვლა ახლა კი ეს მშობლიური თბილი და ტკბილი გარემო, აქაურობა მადუნებდა და გულს მიჩუყებდა...
- რა გჭირს? კარგად ხარ? -წინ დამიდგა ანა, -ცუდად გამოიყურები.
- არ ვარ კარგად, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, -როგორც იქნა ვაღიარე და შვებით ამოვისუნთქე, ცრემლები თავისთავად ჩამოიღვარნენ ლოყებზე, საწოლთან მიმიყვანა და დამსვა, მომეხვია...
- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, აქ ჩვენს გვერდით უსაფრთოდ ხარ, არავისზე და არაფერზე აღარ უნდა იფიქრო ჰანა, უბრალოდ დაისვენე, -ნაწყვეტ-ნაწყვეტად ბუნდოვნად ჩამესმოდა მისი ხმა, ძილი მომერია, ტირილი შევწყვიტე და არ მიუარია როცა საწოლზე მიმაწვინა.
-
თვალი რომ გავახილე უკვე კარგად იყო დაბინდებული, გულაღმა ვიწექი და თხელი პლედი მეფარა, დასვენებული ვიყავი, აღარც თავი მტკიოდა და რატომღაც აღარც ჩემი ყოფილი დედამთილი მადარდებდა, აშკარად მომიხდა გამოძინება, წამოვჯექი, ოთახი მოვათვალიერე, იქვე ტუმბოზე დადებულ ფურცელს მოვკარი თვალი...
- ტანსაცმელი დაგიტოვე, ჩაიცვი და ჩამოდი, ბაღში გელოდებით, -გაკრული ხელით ეწერა ფურცელზე, წყალი გადავივლე, ანას დატოვებული თხელი თეთრი შარვალი და მომწვანო ფერის თითქმის გამჭვირვალე პერანგი ჩავიცვი, თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, გასვლამდე ტელეფონი შევამოწმე, გამიკვირდა როცა ვაჟასგან ზარები და შეტყობინებები არ დამხვდა, ვერ მივხვდი ეს კარგის მომასწავებელი იყო თუ ცუდის, რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა ვაჟაზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა, ფრთხილად გამოვედი ოთახიდან, დერეფანი გავიარე და კიბეს დავუყევი, სახლში სიჩუმე სუფევდა, ალბათ ყველა ბაღში იყო შეკრებილი, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა როცა წარმოვიდგინე რამდენ უცნობ ადამიანთან მომიწევდა შეხვედრა, მათთან სიახლოვე, საუბარი...
- შენ ამას შეძლებ ჰანა, აუცილებლად შეძლებ, ბოლოსდაბოლოს დროა რომ გამოქვაბულიდან გამოძვრე და ნორმალური ადამიანივით დაიწყო ცხოვრება, -ომახიანად შევუძახე თავს და კარი გამოვაღე, გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა, ბაღი დეკორატიული ლამპიონების რბილი ყვითელი შუქით იყო განათებული, ფერადი ქვით მოკირწყლულ ბილიკს გავუყევი რომ უკანა ეზოში გავსულიყავი საიდანაც ხმაური მესმოდა და ნიავს მადისაღმძვრელი სურნელი მოჰქონდა.
უკანა ეზოში სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ქეთი დეიდა ციბრუტივით ტრიალებდა და ახალ-ახალი კერძები გამოჰქონდა სახლიდან, ნინიკო იქვე ბალახებზე დაფენილ პლედზე იჯდა, მის ზურგს უკან დაწყობილ ფუმფულა ბალიშებს ეყრდნობოდა, მუცელზე ხელს ისვავდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა ჯერ კიდევ მუცლად მყოფ შვილს, ანა ქეთის ეხმარებოდა, იქვე მახლობლად მდგარ ანთებულ მაყალთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და მხიარულად საუბრობდნენ, მათში ნინიკოს ქმრის ამოცნობა არ გამჭირვებია, დროდადრო ისეთი თვალებით უყურებდა საყვარელ მეუღლეს...
- ჰანა როგორც იქნა გაიღვიძე, -პირველმა ანამ შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა, წელზე ხელი მომხვია და მაყალთან მდგარი ბიჭებისკენ წამიყვანა.
- გაიცანით ბიჭებო ჩემი მეგობარი ჰანა, -დიდი ამბით წარუდგინა ჩემი თავი.
- ეს კოტიკოა ჩემი საყვარელი სიძე, -მაღალ შავთმიან სიმპათიურ ბიჭზე მიმითითა.
- კოტიკოს გაჩვენებ მე შენ, -საყვარლად დაემუქრა ბიჭი, -რამდენჯერ გითხარი რომ ასე აღარ დამიძახო.
- კარგი რა კოტიკო ხომ იცი როგორ მიყვარხარ, -გაეკრიჭა ანა.
- მე არ უნდა წარმადგინო? -ჩალისფერთმიანმა სასიამოვნო გარეგნობის ბიჭმა ღიმილით შეახსენა ანას საკუთარი თავი.
- მაპატიეთ თქვენო ბრწყინვალებავ, -თეატრალურად დაუკრა თავი ანამ, -გაიცანი ჰანა, ეს უსიმპათიურესი ბიჭი ჩვენი მეგობარი ნოდარია.
- მასხარა ხარ რა, -თვალები აატრიალა ნოდარმა და ხელი გამომიწოდა, -ანას არ მოუსმინო და ნოდარი არ დამიძახო, ნოდო დამიძახე თუ გინდა რომ ჩვენს შორის შავმა კატამ არ გაირბინოს.
ხელი ჩამოვართვი და მორცხვად დავიხიე უკან, ყველანი ძალიან თბილები ტკბილები და უშუალოები იყვნენ მაგრამ ჯერჯერობით მაინც მიჭირდა მათთან თავისუფლად მოქცევა.
- ნიკუშას აგვიანდება? -ქმარს ნინიკო ამოუდგა გვერდით და ხარბად შეისუნთქა შემწვარი ხორცის მადისაღმძვრელი სურნელი.
- მოგშივდა პატარავ? -თავზე აკოცა კოტემ და ნაზად მოეფერა მუცელზე, -ცოტაც დაველოდოთ და მოვა, წეღან ველაპარაკე და ათ წუთში მანდ ვარო მითხრა.
- ვის ველოდებით? -დაინტერესებულმა გადავულაპარაკე ანას.
- ჩემი სიძის მეგობარია, ნინიკო რომ ამბობდა ბავშვი უნდა მოვანათლინოთო, არც მე ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს ვინ არის.
- აი ისიც, -კოტემ მაშა გვერდით გადადო წინსაფარი მოიხსნა და ჩვენსკენ მომავალი სტუმრისკენ წავიდა, გაოცებისგან პირი დავაღე თვალებს არ ვუჯერებდი, ჩვენსკენ ჩემი ფიქრების და გარყვნილი ფანტაზიების შეუცვლელი მთავარი გმირი ნიკოლოზი მოდიოდა, უცნაურად უბრალოდ და შინაურულად გამოიყურებოდა, გაცრეცილ ღია ფერის ჯინსის შარვალში და სადა თეთრ მაისურში გამოწყობილი, კოტეს გადაეხვია და ჩემზე გაუშტერდა თვალი, მივხვდი ჩემს იქ ნახვას არ ელოდა თუმცა ჩემზე უფრო კარგად შეძლო გაკვირვების დამალვა, კოტემ ჩვენთან მოიყვანა და პირველი ანა გააცნო, ანას ისეთი სახე ჰქონდა მივხვდი იცნო თუმცა ეცადა რომ არ შეემჩნია.
- გაიცანი ჰანა, ანას მეგობარი, -კოტემ ჩემზე ანიშნა, ნიკოლოზმა ხელი გამომიწოდა და შავ თვალებში ეშმაკური ღიმილი გაუკრთა.
- მე და ჰანა ერთმანეთს ვიცნობთ.
- მართლა? საიდან? -კოტესთვის აშკარა მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩვენი ნაცნობობა.
- ჰოო, ეს საკმაოდ გრძელი, საინტერესო და სახალისო ისტორიაა, -ნიკოლოზმა ჩემი ათრთოლებული ხელი ხელში მოიქცია და თავი გვერდზე გადახარა, -რას იტყვი ჰანა, მოვყვე ჩვენი გაცნობის ისტორია, პირდაპირ იქიდან ხომ არ დავიწყო პირველად რომ დავინახეთ ერთმანეთი...
ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, შენელებულ კადრებად გაიელვა ჩემს გონებაში როგორ ვუყურებდით აივნებიდან ერთმანეთს, ჯანდაბა, ვინ იცის რამდენჯერ ვყავარ ნანახი შიშველი, ის რა აპირებს მათ მოუყვეს როგორ ვუთვალთვალებდით ერთმანეთს? უფრო სწორად მე ვუთვალთვალებდი, მე გამოვიწვიე და ფაქტიურად მე ვუბიძგე საპასუხო ქმედებისკენ, არც კი მიფიქრია იმაზე თუ რა სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჩემი ერთი შეხედვით უწყინარი ფანტაზიები, სახეაწითლებულმა მუდარაჩამდგარი მზერით შევხედე...
- ჰანა ისე გაწითლდა აშკარად ძალიან სახალისო ისტორია გაქვთ, -ნოდარიმ ჩაიცინა და კოტიკოს ანიშნა მწვადს მიხედე იწვებაო.
- ისეთი არაფერი, -ნიკოლოზმა როგორც იქნა ხელი გამიშვა და ბიჭებს მიუბრუნდა, -ხომ გახსოვთ ბაბუაჩემის დატოვებული შენობა რომ მაქვს, გაქირავება გადავწყვიტე, შეხვედრაზე მისულს იქ ჰანა დამხვდა და მხოლოდ ფართის გაქირავება კი არა მისი იდეა ისე მომეწონა რომ პარტნიორობა შევთავაზე.
შვებით ამოვისუნთქე, ისე გადმომხედა აშკარად შეამჩნია ჩემი რეაქცია, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, მომიახლოვდა და ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით შედგა.
- საინტერესოა რა იფიქრე, -მხოლოდ ჩემთვის გასაგონად მკითხა, -თუმცა არ მიპასუხო, ისედაც ვიცი, უბრალოდ იცოდე რომ შეცდი, არავის არაფერს ვეტყვი რადგან ყველა შენი ფანტაზია მხოლოდ მე მეკუთვნის, მხოლოდ მე და სხვას არავის...
მხრით მხარზე მეხებოდა, ჩემსკენ გადმოხრილი მესაუბრებოდა, სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული, ალბათ ჩვენი შემხედვარე ყველა ფიქრობდა რომ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მე კი მასთან მეგობრობაზე არასოდეს მიფიქრია, მისი სიახლოვე, სითბო, სურნელი, ჭკუიდან მშლიდა, თავს ძლივს ვიკავებდი არ მინდოდა ჩემი სხეულის თრთოლვა და მღელვარება მისთვის შესამჩნევი გამხდარიყო.
- ასე რატომ იქცევი? -ძლივს ვაიძულე ჩემს თავს რომ მისთვის კითხვა დამესვა, ჩაეცინა.
- როგორ ასე?
- მაბნევ და ძალიან გთხოვ დისტანცია დაიცავი, -ლამის შევევედრე.
- ესე იგი ანა და შენ მეგობრობთ? ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო შენი აქ ნახვა, -მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, ერთი ნაბიჯით დამშორდა და წინ დამიდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
- ჰოო, დღეს დილით ვერც მე ვიფიქრებდი თუ აქ ცხოვრება მომიწევდა, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, -ისე დამცდა არც დავფიქრებულვარ, ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი, რა საჭირო იყო მას ცოდნოდა ასეთი პირადული და მნიშვნელოვანი საკითხები.
- ანუ აქ იცხოვრებ, -მშვიდად თქვა, არ შეიმჩნია რომ გაუკვირდა, ის კი არადა გამომეტყველება შეეცვალა, ეშმაკურ-ცინიკური მზერა წამსვე ჩაანაცვლა თბილმა და მზრუნველმა გამოხედვამ, მოარშიყე უდარდელი მამაკაციდან წამსვე მზრუნველი მეგობრის როლზე გადაერთო, ან იქნებ სულაც არ იყო როლი და მართლა ფიქრობდა ჩემზე, ჩემი მდგომარეობა აწუხებდა და ადარდებდა, საკუთარმა უაზრო ფიქრებმა გამაბრაზა და ცოტა არ იყოს შემაშინა.
- რამდენიმე დღით ვრჩები, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები, -მანამდე სანამ რამეს მოვძებნი, უბრალოდ ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მომიწია სახლიდან წამოსვლა და...
- ეგ აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, -ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა.
- რას გულისხმობ? -ვკითხე და მივხვდი ზედმეტად ახლო ურთიერთობა გვიყალიბდებოდა და ეს არ მომწონდა, ძალიან არ მომწონდა, სულელი არ ვიყავი და ვხვდებოდი მის ინტერესს ჩემს მიმართ, ვხვდებოდი რომ ზედმეტად ბევრი რამ იცოდა ჩემზე, იქნებ ჩემი აქ დანახვაც არ ყოფილა მისთვის სიურპრიზი და უბრალოდ თამაშობდა...
- საკმარისია, მე და შენ მეგობრები არ ვართ რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, -უხეშად გამოვცერი კბილებში, პასუხს არ დავლოდებივარ, გვერდი ავუქციე და პლედზე მოკალათებული გოგონებისკენ წავედი რომელთაც ალბათ ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ რაზე ვსაუბრობდით მე და ნიკოლოზი ასე ხანგრძლივად, ანა ისე მიყურებდა ვხვდებოდი კიდეც რომ არაფერი მეთქვა მისთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი, აი ნინიკო კი ეჭვით სავსე მზერას არ მაშორებდა...
- როგორც ვხედავ შენ და ნიკუშას საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ, -მომახალა როგორც კი მათ გვერდით დავჯექი.
- ცუდი ურთიერთობა რატომ უნდა გვქონდეს ბოლოს და ბოლოს პარტნიორები ვართ, ერთად უნდა ვიმუშაოთ, -ცალყბა ღიმილით ვუპასუხე და ბიჭებისკენ გავაპარე მზერა, ნოდო რაღაცას ყვებოდა, კოტე და ნიკა კი სიცილით კვდებოდნენ.
- აი ახლაც მას უყურებ...
- რა ვქნა თვალები ავიხვიო? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა, მიუხედავად იმისა რომ ანას და იყო ეს გოგო არ მომწონდა, პირველი დანახვისთანავე ამითვალწუნა, ალბათ იმიტომ რომ დათოს ცოლი ვიყავი ახლა კი ვაჟას საცოლედ ვითვლებოდი, უზნეო საცოლედ რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან გამოიქცა და ოჯახი მიატოვა.
- გგონია ვერ ვხვდები რომ თვალი დაადგი? ნიკუშა საშენო არ არის, ტყუილად ნუ უყურებ ასე, ის ბევრად უკეთეს გოგოს იმსახურებს გვერდით, შენ მისი შესაფერისი არ ხარ...
- და ვინ არის მისი შესაფერისი? -მწარედ გამეცინა.
- შენ საქმრო გყავს... შენ...
- გეყოფა ნინი, როცა არაფერი არ იცი ნუ ლაპარაკობ, -აჭარხლებული ანა ცდილობდა ხმადაბლა ესაუბრა რომ არავის არაფერი გაეგო, -ჰანას შეეშვი და თუ არ გინდა ვიჩხუბოთ შენი მწარე ენა ცოტა გააკონტროლე, - გაწიწმატებულ დას თვალი მოარიდა და ისე გადმომხედა მივხვდი მის მაგივრად მიხდიდა ბოდიშს.
- ჩემს გამო ნუ იკამათებთ არ ღირს, -ფეხზე წამოვდექი.
- სად მიდიხარ? გინდა მეც წამოვიდე? -წამოხტა და გვერდით ამომიდგა.
- სად უნდა წამოხვიდე? საპირფარეშოში? -გამეცინა და მხარზე მსუბუქად დავკარი ხელი, -ახლავე მოვალ.
დავინახე როგორ გამომაყოლა ნიკოლოზმა თვალი, ყურადღება არ მიმიქცევია, ერთი სული მქონდა იქაურობას როდის მოვცილდებოდი, ყელში მობჯენილ ცრემლებს უკვე ვეღარაფერს ვუხერხებდი, ერთი სული მქონდა ხმამაღლა მეღრიალა და ჩემს შიგნით არსებული ტკივილისგან დავცლილიყავი, აქაც არ იყო ჩემი ადგილი, ამ დაწყევლილ დედამიწაზე ერთი გოჯი მიწაც კი არ იყო სადაც ჩემი ყოფნა ენდომებოდათ, სადაც სიხარულით მიმიღებდნენ, სადაც ყველას უპირობოდ და უანგაროდ ვეყვარებოდი...
ფეხარეული მივაბიჯებდი ბილიკზე, სახლის შესასვლელთან კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, მხოლოდ ეს ერთი ღამე, ეს ერთი ღამე როგორმე გავძლებდი და დილით აქედან წავიდოდი, აუცილებლად ვიპოვიდი რამეს, ბოლოს და ბოლოს ფული მქონდა, დათოს მთელი ქონება ახლა ჩემი იყო და დრო მოვიდა მისი გამოყენება დამეწყო, ჩაფიქრებული ვიჯექი, მხარზე შეხება რომ ვიგრძენი შევკრთი და თავი მაღლა ავწიე, თავიდან მეგონა მეჩვენებოდა მერე კი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე, ჩემს წინ ვაჟა იდგა და ისე მიღიმოდა კაცი იფიქრებდა რა სათნო და საყვარელი ადამიანიაო.
- აქ რას აკეთებ? -ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- ეს მე უნდა გკითხო ძვირფასო საცოლევ, აქ რას აკეთებ?
- შენი საცოლე არ ვარ ვაჟა, წესით უნდა მიმხვდარიყავი რომ ჩვენი ქორწილი აღარ შედგება, -თვითონაც მიკვირდა ჩემი სიმამაცე, ისე ველაპარაკებოდი ხმა არ ამკანკალებია, რატომღაც ვეღარ მაშინებდა, ჩემზე ისე ვეღარ მოქმედებდა როგორც ადრე, ბოლოს და ბოლოს რის დაშავებას მოახერხებდა, ვერც ვერაფრის, დიდი ხანია არასრულწლოვანი აღარ ვიყავი რომ ჩემთვის ვინმეს რამის გაკეთება ეიძულებინა.
- ენა დაგიგრძელებია, -ჩაისისინა და მკლავში მტაცა ხელი, თავისკენ მიმიზიდა და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, ახლა უკვე აღარ იღიმოდა...
- ახლავე ჩემთან ერთად წამოხვალ, ლელას და დედაშენს ბოდიშს მოუხდი და ქორწილისთვის მომზადებას დაიწყებ გესმის? შეწინააღმდეგება არ გაბედო, გაპატიებ იმას რომ ჩემგან გაქცევა სცადე, ამ შეცდომას გაპატიებ მაგრამ იცოდე კიდევ რომ გაიმეორო ასეთი რამ...
- არსად წამოსვლას არ ვაპირებ, ხელი გამიშვი ცხოველო, მტკივა, -საცოდავად ამოვიკნავლე და ვეცადე თავი მისგან გამეთავისუფლებინა, საზიზღრად ჩაიცინა და მეორე მკლავზეც მომიჭირა ხელი.
- ჯერ კიდევ ვერ მიხვდი რომ ჩემი ხარ? -ზედ ჩემს ტუჩებთან ჩაილაპარაკა.
- ხელი გაუშვი, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა, ერთიანად მოვდუნდი და თითქოს მისი ხმის გაგონებას ველოდიო მთელი ჩემი შემართება სადღაც გაქრა, ფეხები ისე მომეღვენთა გეგონებოდათ ყველა ძვალი ერთდროულად გაქრა სადღაც, ვაჟას მკლავებზე ჩამოკიდებულმა თავი გადავხარე და გაოცებულმა ავხედე, ვარსკვლავებით მოჭედილ ციბრუტივით მობზრიალე ზეცას...




- იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა აქ ვერ დარჩება, -ნინის ხმამ ჩემს გათიშულ გონებაში შემოაღწია და გამოფხიზლება მაიძულა, გაჭირვებით წამოვწიე თავი, ისევ ანას სახლში ვიყავი და ჩემთვის განკუთვნილ საძინებელში ვიწექი საწოლზე, დერეფანში გამავალი კარი ოდნავ იყო შეღებული და აშკარად იქვე ახლოს მდგომი ნინის ხმა ნათლად მესმოდა.
- მისი გულისთვის პრობლემები შეგვექმნება, რატომ არ გესმის, აქ საერთოდ არ უნდა მოგეყვანა, -თავისას აგრძელებდა, -ყველაფერი ჩაგვაშხამა, მისი გამო იჩხუბეს ვაჟამ და ნიკუშამ...
- პრობლემები ფეხებზე , -ანას ხმაზე ეტყობოდა როგორი გაცოფებული იყო, -პრობლემები ვინ უნდა შემიქმნას ვაჟამ? ნუ მაცინებ, რაც შეეხება ნიკას პატარა ბავშვი არ არის რომ არ იცოდეს რას აკეთებს...
- მისი გულისთვის მზად ხარ ვაჟას და დეიდას დაუპირისპირდე? კი მაგრამ რატომ? ვინ ჯანდაბაა ასეთი და რით მოიგო შენი გული? დგახარ აქ და მეც კი მეჩხუბები, ორსულად ვარ, არ გეშინია ნერვიულობაზე რამე რომ დამემართოს? -აფერისტული ამოსლუკუნება მიაყოლა მონოლოგს.
- საკუთარი თავივით გიცნობ ნინიკო, ნუ ცდილობ თავი შემაცოდო, არ მინდა გაწყენინო და ძალიან გთხოვ ნუღარ გააგრძელებ, -ანა ყველანაირად ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა.
- მის გამო, ამ... ამ უსინდისო და უნამუსო გოგოს გამო როგორ მეკამათები? -თავისას მიერეკებოდა ნინი, -მინდა რომ ახლავე წავიდეს აქედან.
- ეგოისტო, იმდენს იწუწუნებ თვითონ მოგიწევს წასვლა, იცი მაინც რა გადაიტანა? იცი რა ცხოვრება გამოიარა? შენ რა გედარდება, ყველა თავზე გევლება, პატარაობიდან ასეთი ეგოისტი იყავი, ჯერ დედა და მამა განებივრებდნენ, ახლა ქმარი და მისი ოჯახი გყვება ზედ, ამიტომაც არ შეგიძლია სხვისი გაჭირვების გაგება და სხვის მდგომარეობაში შესვლა...
- ჩემი გშურს არა? ყოველთვის გშურდა, -ნინის სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოყვა და მერე ისე ნათლად გავიგე სილის გაწვნის ხმა მის მაგივრად მე ამეწვა ლოყა, ათრთოლებული წამოვჯექი საწოლზე და თავი ხელებში ჩავრგე, ესე იგი ნიკოლოზმა და ვაჟამ იჩხუბეს, ახლა აქ რომ ვარ ასე თუ ისე უსაფრთხოდ ნიკოლოზის დამსახურებაა, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებ, ისე ვერ მოვიქცევი თითქოს არაფერი მომხდარა, აქ ვეღარ დავრჩები, უნდა წავიდე მაგრამ სად? სიმწრის ღიმილმა დამიმანჭა ტუჩები, ის იყო წამოვდექი რომ ტუმბოზე მიგდებულმა ტელეფონმა საცოდავად დაიწრიპინა, ავიღე და შეტყობინება გავხსენი, ნიკოლოზი მწერდა...
- როგორ ხარ?
გაოცებული დავცქეროდი ეკრანს, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემი კონტაქტების სიაში არავითარი ნიკოლოზი არ იყო, ის კი არადა ანას გარდა არც არავინ მეწერა, ან ვინ უნდა მწერებოდა, ნეტავ როდის მოასწრო ჩემს ტელეფონში საკუთარი ნომრის ჩაწერა, სანამ იმაზე ვფიქრობდი როგორ მოხვდა ნიკოლოზი ჩემს კონტაქტებში ტელეფონმა მეორედ დაიწრიპინა.
- მჭირდება ვიცოდე რომ კარგად ხარ.
ჯერ კიდევ ტელეფონს დავყურებდი როცა კარი გაიღო და ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა ნინი, ჩამრთველს ხელი აჰკრა, ალბათ იმიტომ რომ უკეთ დამენახა მისი გაწითლებული ლოყა, გაცოფებული მოიჭრა ჩემთან და ჩემს წინ აისვეტა დოინჯშემორტყმული.
- ეს გინდოდა არა ქალბატონო? -აწითლებულ ლოყაზე მანიშნა ფაფშეკილი თითით და მთელი ძალით მკრა ხელი, წავბარბაცდი და კომოდის კიდეს ჩავეჭიდე რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
- ნუ წიკვინებ, დედა გაიგებს და ინერვიულებს, -ანამ მკლავში დაქაჩა და მომაშორა, -ახლავე გადი ამ ოთახიდან და ჰანას შეეშვი.
- იცოდე შენი ამ სახლში დანახვა არ მინდა, არც სხვა არავის არ უნდა გესმის? -ისტერიული ხმით გამომიცხადა ცხვირაბზუებულმა, -ჩემს დას ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ და ნერვებს მიშლი, ჩემზე ცუდად მოქმედებ, იცოდე ბავშვს რამე რომ დაემართოს შენი ბრალი იქნება, -მუცელზე შემოიწყო ხელები და დემონტრაციულად, თავაწეულმა დატოვა ოთახი, გამშრალი, გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
- დავაწყნარებ და ახლავე მოვალ კარგი? -ანამ დამნაშავის სახით შემომხედა და ნინიკოს გაეკიდა, სწორედ იმ დროს, იმწამს მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ ვიცი რამ მომცა ამის გამბედაობა, ალბათ იმან რომ უკვე აღარ შემეძლო ამ სახლში და ამ გარემოში თავისუფლად მესუნთქა, ოღონდ აქედან წავსულიყავი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ტელეფონი ავიღე და ნიკოლოზსს უყოყმანოდ გავუგზავნე ორ სიტყვიანი შეტყობინება.
- წამიყვანე აქედან.
- აქ ვარ, გარეთ გელოდები, -ჩემდა გასაოცრად იმ წამსვე მივიღე პასუხი და ნახევრად შეღებული კარისკენ დავიძარი, ფეხაკრეფით ჩავედი კიბეებზე, ის იყო შემოსასვლელი კარი გავაღე რომ უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და მხრებაწურული შევტრიალდი.
- როგორ ფიქრობ ვიმსახურებ იმას რომ აქედან ასე უთქმელად გაიპარო? -ანას სახეზე გულწრფელ წყენას და მწუხარებას ვხედავდი, დავიბენი, შემრცხვა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, მართლაცდა დიდი უმადურობა იყო ჩემი საქციელი, მან ჩემთვის იმდენი რამ გააკეთა...
- მაპატიე, უბრალოდ აქ ვეღარ დავრჩებოდი, მე... მე წასვლა მინდა, ჩემთვის ბევრი რამ გააკეთე და შენი მადლობელი ვარ მაგრამ... ყველაფერი ჩაგამწარეთ, ჩემს გამო...
აბდაუბდა რომელიც თვითონაც ძლივს მესმოდა არ დამასრულებინა, მომიახლოვდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
- ჩემი და ნინიკოს საუბარი არ უნდა გაგეგონა და მისი საქციელისთვისაც მე გიხდი ბოდიშს, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
- არაფერია, დღეს თუ ხვალ ისედაც მომიწევდა აქედან წასვლა, ბოლოს და ბოლოს დროა დამოუკიდებლად ცხოვრება ვცადო, -სიმწრით გამეღიმა იმის გაფიქრებისას რომ ახლა გარეთ ნიკოლოზის ლოდინი სულაც არ ნიშნავდა ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებას.
- არაფერზე იფიქრო ჰანა, მიდი ნუ ალოდინებ, -სევდიანად გამიღიმა და მსუბუქად მიბიძგა მხარზე.
- მოიცა შენ რა... იცი რომ ნიკოლოზი მელოდება?
- ვიცი რომ გელოდება, რამდენი ხანია აქ არის, როგორ ფიქრობ ასე უბრალოდ გაგიშვებდი დარწმუნებული რომ არ ვიყო რომ უსაფრთხოდ იქნები?
- მეგონა მას არ იცნობდი.
- არ ვიცნობდი მაგრამ გავიცანი და მერწმუნე ერთადერთი ადამიანია ვისაც შენს თავს თვალდახუჭული ვანდობ, მასთან ერთად უსაფრთხოდ იქნები.
- რას ამბობ? რას ნიშნავს მასთან ერთად? უბრალოდ მინდა ვთხოვო რომ სასტუმრომდე მიმაცილოს.
- ჰოო? -წარბი ასწია და ეშმაკურად ჩაიცინა, -მიდი გაყევი და გზაში ილაპარაკეთ იმაზე თუ რომელ სასტუმროში უნდა მიგიყვანოს.
- კარგი, -დავთანხმდი მაგრამ მისი ცუღლუტი გამოხედვა და თვალებში აკიაფებული ნაპერწკლები მოსვენებას არ მაძლევდნენ, სახლიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ შევბრუნდი მისკენ.
- რა მოხდა? ვაჟამ და ნიკოლოზმა იჩხუბეს?
- ჰო მაგრამ ვაჟას ბრალი იყო, -სახე დაემანჭა ანას ვაჟას ხსენებისას და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ეს ესაა გული აერევაო, -შენ გული წაგივიდა და ვაჟას ასეთ მდგომარეობაში შენი წაყვანა უნდოდა, ნიკოლოზმა კი ამის უფლება არ მისცა.
- კარგად არის?
- ვინ? ვაჟა?
- დამცინი? -მოვიღუშე.
- სულელო, მივხვდი ვინც გაინტერესებს, გახვალ ახლა ნახავ და დაწყნარდები, -ღიმილით მანიშნა კარისკენ, აღარაფერი მითქვამს უხმაუროდ მივკეტე კარი და ღრმად ჩავისუნთქე ღამის გრილი ჰაერი, ნელი ნაბიჯით მივდიოდი და ჩემი თავდაჯერება და სიმამაცე უკვალოდ ქრებოდა, ჭიშკარი რომ გავაღე და რამდენიმე მეტრის მოშორებით ავტომობილთან მდგარი მომღიმარი ნიკოლოზი რომ დავინახე ფეხებში უცნაური სისუსტე ვიგრძენი და წავბარბაცდი, ელვისუსწრაფესად გაჩნდა ჩემთან, მკლავში ხელი მომკიდა მეორე კი წელზე მომხვია, მისი სიახლოვისგან აფორიაქებულმა და დარცხვენილმა ავხედე ქვემოდან.
- კარგად ხარ? -მის ხმაში ისეთი შეშფოთება ხოლო მზერაში ისეთი თანაგრძნობა იკითხებოდა რომ ჩემდა უნებურად მოვდუნდი და დავმშვიდი, აღარსად იყო ეშმაკურად მომღიმარი, მოარშიყე ნიკოლოზი ვნებისგან ანთებული თვალებით, მისი ადგილი ჩემზე მზრუნველ მამაკაცს დაეკავებინა და ამან რატომღაც დამამაშვიდა, არ მახსოვს როგორ მიმიყვანა ავტომობილამდე, როგორ დამსვა სავარძელზე და როგორ შემიკრა ღვედი, მაშინღა გამოვფხიზლდი როცა ძრავა ჩართო და ადგილიდან დაიძრა.
- არ მინდა ძალიან შეგაწუხო მაგრამ იქნებ რომელიმე უახლოეს სასტუმრომდე მიმიყვანო, -ჩემს გარშემო გამეფებული სასიამოვნო სურნელისა და სიმშვიდისგან მოთენთილმა ვუთხარი და არ გამომპარვია როგორ შეეცვალა სახე და შეკრა წარბები.
- ჩემთან მივდივართ, -მომახალა პირდაპირ.
- რას ნიშნავს შენთან მივდივართ? -წამში გამოვფხიზლდი, პასუხს არ მცემდა გრძელი თითებით საჭეზე იყო ჩაფრენილი და ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს.
- რას ნიშნავს შენთან მივდივართ? - გავიმეორე და როცა ისევ ვერ მივიღე პასუხი მისგან სიბრაზისგან ავცახცახდი, -ახლავე გააჩერე, გააჩერე მეთქი, არ გესმის? -ვიყვირე მთელი ხმით, ისე სწრაფად დაამუხრუჭა ღვედი რომ არა საქარე მინას შუბლით გავამტვრევდი, კარი გავაღე და გადავხტი, აცრემლებული თვალებით მოვათვალიერე გარემო, წარმოდგენაც კი არ მქონდა სად ვიყავით, ალბათ სადმე თბილისის გარეუბანში...
- რას აკეთებ? -გვერდით ამომიდგა და მკლავზე მომკიდა ხელი, -დაჯექი და ვისაუბროთ, ნება მომეცი რომ ყველაფერი აგიხსნა.
- არაფრის ახსნა არ არის საჭირო, -ხელი გამოვგლიჯე და უკან მოუხედავად დავუყევი ტროტუარს, უკან გამომყვა, დაახლოებით ხუთი წუთი ვიარეთ ასე, საკმაოდ უკაცრიელი გარემო იყო, ავტობუსის გაჩერებაც კი არსად ჩანდა, ის კი არადა ტაქსსაც კი არ ჩაუვლია...
- ჰანა მოიცადე გთხოვ, -წინ გადამიდგა და მაიძულა შევჩერებულიყავი.
- გზიდან ჩამომეცალე, -ცივად გამოვცერი კბილებში და გვერდის ავლა ვცადე, არ დამანება...
- მითხარი რა გჭირს? ასეთი რა გითხარი? რა გეწყინა? -მის ხმაში იმხელა სასოწარკვეთილება ისმოდა...
- ვერ ხვდები არა? ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებით, -მთელი ხმით ვიყვირე და ცრემლები უკითხავად გადმოლახეს ჯებირები.
- მითხარი რომ მივხვდე, ამიხსენი რომ შენი გაგება შევძლო, -პატარა ბავშვივით დამიყვავა.
- შეძლებ რომ გამიგო? ვერ შეძლებ, ასეთი რა გთხოვე, უბრალოდ მინდოდა რომ სასტუმრომდე მიგეყვანე შენ კი ისე რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავს გადაწყვიტე რომ უკეთესი იქნებოდა თუ შენთან წავიდოდით, ვინ მოგცა ამის უფლება, მითხარი, ვინ მოგცა უფლება რომ ჩემს მაგივრად რამე გადაწყვიტო? ყელში ამომივიდა გესმის? მთელი ცხოვრება ვიღაცის ბრძანებებს ვასრულებ, ჰანა ადექი, ჰანა დაჯექი, ჰანა შენთვის ასე უკეთესია, შენს მაგივრად მე გადავწყვეტ ჰანა, შენს მაგივრად მე ვიფიქრებ ჰანა, საკმარისია გესმის?
ვერ ვამჩნევდი რომ უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, ვიდექი შუა ქუჩაში, ორივე ლოყაზე ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები და ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდი, არ გავუჩერებივარ, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, ყვირილი რომ შევწყვიტე და მისთვის გვერდის ავლა რომ დავაპირე, მკლავში მტაცა ხელი, ახლოს მიმიზიდა ჩამეხუტა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ავფართხალდი თუმცა ვერაფერი გავაწყვე...
- გამიშვი, თავი დამანებე, რატომ არ გესმის? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ტირილ-ტირილით დამცდა, გაშვების მაგივრად უფრო მაგრად ჩამიხუტა.
- ახლა ვერ გაგიშვებ ჰანა, შეგიძლია ამის გამო შემიძულო მაგრამ ახლა ვერსად ვერ გაგიშვებ, უბრალოდ დამშვიდდი, მოდუნდი, -მონოტონური ხმით ჩამჩურჩულებდა და ნაზად დაასრიალებდა ჩემს ზურგზე თითებს, ვერც კი მივხვდი როგორ აღმოჩნდა ჩემი ხელები მის წელზე შემოხვეული, სახე მის მკერდში ჩავრგე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მომენტალურად გაქრა სადღაც მთელი ჩემი სიბრაზე და მრისხანება, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ ეს სიმშვიდე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო...
- მაპატიე რომ არ გკითხე სად გინდოდა წასვლა, მაპატიე რომ წინასწარ არ შეგითანხმე ყველაფერი, არ მინდა რამე არასწორად გაიგო ჰანა, უბრალოდ ვფიქრობ რომ რამდენიმე დღე ჩემთან თუ დარჩები უფრო უსაფრთხოდ იქნები...
- სასტუმროში რატომ არ ვიქნები უსაფრთხოდ? -ისევ შემომიტია სიჯიუტემ.
- იმიტომ რომ ვაჟა მოგძებნის და თუ გიპოვის მისგან შენს დაცვას ვერ მოვახერხებ, ამიტომ ჯობია თუ რამდენიმე დღე ჩემს სახლში იქნები, მერე მოვძებნით რამეს და გადახვალ, -ნელა, სიტყვა სიტყვით მიხსნიდა ყველაფერს, თითქოს ეშინოდა რომ რაღაცას არასწორად გავიგებდი და ისევ მისგან გაქცევას ვეცდებოდი...
- რატომ მეხმარები ნიკოლოზ? -მის მკლავებს როგორც იქნა თავი დავაღწიე და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, -მითხარი რატომ მეხმარები? მე ხომ შენთვის არავინ ვარ, რატომ გაგიჩნდა ჩემი დახმარების სურვილი?
- გგონია ამ ყველაფერს რაღაცის გამო ვაკეთებ? -იმედგაცრუება გაუკრთა ხმაში.
- ტყუილად არავინ არაფერს აკეთებს.
- ასე გგონია?
- გინდა მითხრა რომ უბრალოდ ყოველ მიზეზ გარეშე გადაწყვიტე ვაჟასგან ჩემი გადარჩენა? -ვერ ვისვენებდი, არ ვიცოდი რისი გაგონება მინდოდა, მართლა არ ვიცოდი...
- კარგი თუ მაინცდამაინც გინდა გაიგო გეტყვი, გამომეტყველება შეეცვალა და თვალებში ჩვეული ეშმაკური ღიმილი გაუკრთა, -ჩვენი მეზობლობის ხათრით გეხმარები, ბოლოს და ბოლოს უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ხომ ასეა?
მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა, გამხიარულებული მიყურებდა, სახე ისე მიხურდა სადაც იყო ცეცხლი მომეკიდებოდა, თავი უკან გადავხარე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
- წვიმა იწყება, -გახარებულმა წამოვიძახე როცა მოულოდნელად უზარმაზარი წვეთი დამეკიდა წამწამზე, მიყვარდა წვიმა, ვგიჟდებოდი წვიმიან ამინდზე, ყველაზე ბედნიერი სწორედ ასეთ ამინდში ვიყავი ხოლმე, მითუმეტეს მაშინ როცა დათო ჩემთან არ იყო და შემეძლო სრულიად მარტო, საათობით ვმჯდარიყავი აივანზე პლედ შემოხვეული.
- საუბრის სხვა რამეზე გადატანას ცდილობ? -გაეღიმა და როცა თვითონაც დაეცა რამდენიმე წვეთი რატომღაც აშკარად აღელდა.
- მგონი მართალი ხარ, წვიმა იწყება, სწრაფად თუ ვივლით მანქანამდე მისვლას მოვასწრებთ, -ხელი გამომიწოდა ღიმილით.
- არ მითქვამს რომ შენთან ერთად მოვდივარ, -ჯიუტი ბავშვივით გავბიჯგე ფეხები.
- ჰანა წვიმას იწყებს.
- ჰოდა შეგიძლია გაიქცე, მე ტაქსს დაველოდები, -ზურგი ვაქციე და ჩაბნელებული გარემო მოვათვალიერე.
- არამგონია ამ დროს აქ ტაქსის გაჩერება შეძლო, მე კი მარტო ვერ დაგტოვებ, წამოდი გთხოვ, -შემევედრა და ცას ახედა რომლიდანაც უკვე ხშირი, მსხვილ-მსხვილი წვეთები ცვიოდა.
- ჯანდაბა ჰანა, წვიმას ვერ ვიტან, გთხოვ ნუ მაიძულებ აქ დგომას, -ტანჯული სახით მომიახლოვდა და ჩემი თითები ხელში მოიქცია, მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც მოხდა, ისეთი საყვარელი იყო უნებურად შემიპყრო ცუღლუტობის სურვილმა, გახალისებულმა შემოვხვიე მკლავები კისერზე, თითის წვერებზე ავიწიე და ტუჩები ყურთან მივუტანე.
- ნუ გეშინია, წვიმა ვერ დაგადნობს, -ჩავჩურჩულე, ლოყაზე მსუბუქად მივაკარი ტუჩები, მერე ყბაზე და გაღიმებული მოვშორდი.
- იცოდე ცეცხლს ეთამაშები მუქარით დამიქნია თითი.
- ვიცეკვოთ? -ხელი გავუწოდე და რატომღაც საერთოდ არ უყოყმანია ისე შემაგება თითები, მიუხედავად იმისა რომ წვიმას ვერ იტანდა რამდენიმე წუთის განმავლობაში თავდავიწყებით ცეკვავდა ჩემთან ერთად, ერთად ვტრიალებდით შუაგულ ქუჩაში, თავსხმა წვიმაში, გიჟებივით ვიცინოდით და შემიძლია თამამად ვთქვა რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, დაღლილებმა და სრულიად გალუმპულებმა, როდის-როდის მივაღწიეთ ავტომობილამდე...
- მაპატიე სავარძელი დაგისველე, -მოვუბოდიშე, ღვედი შევიკარი და საზურგეს მივეყრდენი, არაფერი უთქვამს უბრალოდ შემომხედა აციმციმებული თვალებით და გამიღიმა...






- დალიე, -ცხელი სითხით სავსე ჭიქა მომაწოდა, სავარძელში მოკალათებულს ფეხებზე პლედი გადამაფარა და ფუმფულა პირსახოცით ჩემი სველი თმის გამშრალება დაიწყო, მის სახლში ვიყავით, მოვედით თუ არა ჯერ ანასთან დარეკვა მაიძულა რომ მეთქვა სად ვიყავი და როგორ ვიყავი, მერე მეორე სართულზე თავის საძინებელში ამიყვანა და გამოსაცვლელად საკუთარი შორტი და მაისური მომცა, მაიძულა თბილი შხაპი მიმეღო, რობოტივით ვასრულებდი მის ყველა მითითებას, ახლა კი მისაღებში ნახევრად მძინარე ვიჯექი, სხეულზე მისი შხაპის გელი და შამპუნის სურნელი ამდიოდა და ლამის იყო გავთიშულიყავი ისე მსიამოვნებდა თმაში მისი თითების ნაზი მოძრაობა.
- აბა როგორ ხარ, გათბი? -ჩემს წინ ჩამოჯდა და ჯერ კიდევ სველი თმა თითებით გადაივარცხნა, რაც მოვედით მას მერე ცდილობდა რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო, ყველანაირ კომფორტს მიქმნიდა, ყოველგვარი არშიყის და გადაკრული სიტყვების გარეშე, ჩაი მოვსვი და ისე მესიამოვნა რომ თვალები მივნაბე და გამეღიმა...
- ასე მშვიდად თავი არასოდეს მიგრძვნია, -ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი, ნიკოლოზსს გაეღიმა.
- ასეც უნდა იყოს, -ჩაილაპარაკა და წამოდგა, -გშია? შეჭამ რამეს?
ახლაღა გამახსენდა რომ თითქმის მთელი დღეა არაფერი მეჭამა და საშინლად მშიოდა, მუცელზე ხელი მოვისვი და საწყალობელი მზერა შევანათე, -გინდა მომზადებაში დაგეხმარო?
- რატომაც არა, რისი გაკეთება შეგიძლია?
- ბევრი არაფრის მაგრამ თუ მაჩვენებ როგორ უნდა გავაკეთო გავაკეთებ? -უხერხულად ავიჩეჩე მხრები და მორიდებულად შევღიმე ჩემს წინ მდგარს.
- საჭმლის მომზადება არ გიყვარს?
- სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი მიყვარს თუ არა.
- ეგ როგორ? -გაკვირვებულმა აზიდა წარბები.
- ჩვიდმეტი წლის გამათხოვეს, მანამდე იმდენს ვსწავლობდი არაფრისთვის არ მრჩებოდა დრო გათხოვების შემდეგ კი დედამთილი სამზარეულოში შესვლის უფლებას არ მაძლევდა, ყველაფერს მზარეული ამზადებდა, იმის უფლებაც კი არ მქონდა რომ კარტოფილი შემეწვა, მენიუს დედამთილი მიდგენდა, იძულებული ვიყავი ყოველთვის მათთან ერთად მესადილა და მევახშმა და მხოლოდ ის მეჭამა რასაც მოამზადებდნენ...
გასუსული მისმენდა და ცდილობდა გაოცება არ შეტყობოდა, ალბათ უკვირდა ასე ადვილად და მარტივად რომ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე, მეც მიკვირდა, ანასთანაც კი მიჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ ნიკოლოზი ისეთ თბილ და უშუალო გარემოს ჰქმნიდა ჩემს გარშემო ძალაუნებურად მინდებოდა რომ გული გადამეშალა, არაფერი უთქვამს, ხელი გამომიწოდა წამომაყენა და ასე ბავშვივით ხელჩაკიდებული წამიყვანა სამზარეულოსკენ, უჯრიდან წინსაფრები ამოიღო, ერთ-ერთი გვერდწითელა მსხლებით მოხატული მე გამიკეთა და საკუთარი ხელით შემიკრა წელზე, მერე იქვე მდგარი მოწნული კალათიდან კარტოფილი ამოალაგა და ჩემს წინ დაახვავა.
- გათალე, -თბილი ხმით მითხრა და მაცივრიდან ხორცის მოზრდილი ნაჭერი გამოიღო.
- მადლობა, -ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე, შედგა მაგიდას დაეყრდნო და თვალი გამისწორა.
- რისთვის?
- მშვენივრად იცი რისთვისაც და ბოდიში რომ ჩემს გამო ვაჟასთან მოგიხდა ჩხუბი, მაპატიე.
- მოდი დღეს ამაზე ნუ ვილაპარაკებთ კარგი? -უდარდელად აიქნია ხელი, -საბოდიშო არაფერი გაქვს და იცოდე რომ დღეიდან ვაჟა აღარ შეგაწუხებს.
- ასე გგონია? -ჩემდა უნებურად მოვიბუზე და თავი დავხარე, -მისი საცოლე მერქვა და ჩემი მშობლები, მისი მშობლები, ჩემი დედამთილი, დარწმუნებული ვარ ახლაც ასე თვლიან, ვაჟა მაშინაც კი არ მაძლევდა მოსვენებას როცა ჩემი ქმარი ცოცხალი იყო და ახლა მითუმეტეს...
- რატომ გაინტერესებს რას იფიქრებენ ან რას გააკეთებენ შენი და შენი გარდაცვლილი ქმრის ნათესავები, სრულწლოვანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი ხარ, მათზე ფიქრს შეეშვი და შენს თავზე იფიქრე მე კი გპირდები რომ ვაჟა ვერაფერს დაგიშავებს, შემომხედე, თვალებში შემომხედე...
თვალი გავუსწორე, გამამხნევებლად მიღიმოდა, აღარაფერი მითქვამს, სიტყვები არც იყო საჭირო, “ადამიანი ადამიანისთვის მზეაო“ ხომ გსმენიათ, ახლა, ამ წუთას ნიკოლოზი იყო ჩემთვის მზეც, მთვარეც, არსებობისთვის საჭირო ჰაერიც და ჩინეთის დიდი კედელიც...

უგემრიელესი ვახშმის შემდეგ მაგიდა ერთად ავალაგეთ და ჭურჭელი დავრეცხეთ, ბევრს არ მესაუბრებოდა, არ მეხებოდა, ყველანაირად გაურბოდა სიახლოვეს, ცდილობდა თავი მშვიდად და კარგად მეგრძნო, ვერაფრით წარმომედგინა რომ ეს ნიკოლოზი იყო რომელმაც პირველი შეხვედრისას რამდენიმე სიტყვით და მსუბუქი შეხებით თავგზა ისე ამირია რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი...
- გეძინება? -გაეღიმა როცა თვალი შეასწრო როგორ გემრიელად დავამთქნარე, უხერხულად გავუღიმე და ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები.
- წამომყევი, -ხელით მანიშნა მეორე სართულისკენ და წინ გამიძღვა, ერთად ავიარეთ კიბეები, ისევ თავის საძინებელში შემიყვანა.
- აქ მოგიწევს დაძინება, -საგულდაგულოდ გასწორებულ საწოლზე მანიშნა, -ამ სახლში სხვა საძინებლებიცაა მაგრამ ჯერ არცერთში არ არის ავეჯი, ამისთვის ჯერ ვერ მოვიცალე, შენ აქ დარჩი მე კი მისაღებში დივანზე დავიძინებ, -კარადიდან პლედი და ბალიში გამოიღო და იქვე დადო.
- ასე არ გამოვა, შენ რატომ უნდა დაიძინო მისაღებში, მე დავიძინებ...
- არავითარ შემთხვევაში, -ღიმილით შემაწყვეტინა სიტყვა, ამაღამ კარგად უნდა გამოიძინო, ხომ არ დაგავიწყდა რომ ხვალ უამრავი საქმე გვაქვს.
- რა საქმე? -მართლა ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- დაგავიწყდა რომ კაფე გვაქვს გასარემონტებელი? ხვალიდან ვიწყებთ, სამი კვირა სამსახურიდან თავისუფალი ვარ და მთლიანად შენი ვარ.
- ანუ სამი კვირა, მთლიანად ჩემი, -ავტომატურად გავიმეორე გაღიმებულმა და ნიკოლოზმა ისე არ შეიმჩნია ჩემი დაბნეულობა.
- იცოდე ეს უნდა დააფასო, ზოგადად ძალიან მოუცლელი ვარ ხოლმე, თანაც რემონტიც მეხერხება.
- რემონტიც და თავის ქებაც.
- რატომაც არა, მართლა მეხერხება, თანაც შენთვის კარგი ამბავი მაქვს, კაფის ზემოთ მეორე სართულზე საკმაოდ დიდი ცარიელი ფართია, შეგვიძლია ისიც გავარემონტოთ და საცხოვრებელ ბინად ვაქციოთ შენთვის, რას იტყვი?
თვალებგაბრწყინებული მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა, აშკარად აღფრთოვანებული იყო საკუთარი იდეით და მე, მე ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია რომ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და იმიტომ მთავაზობდა იქ გადასვლას, ვერ ვხვდებოდი როდის გამიცნო ასე კარგად, ვერ ვხვდებოდი როგორ მიხვდა რომ აქ დიდხანს არ გავჩერდებოდი, როდის მოიფიქრა იმ ფართის საცხოვრებლად გადაკეთება და საერთოდ ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, ასე რატომ ზრუნავდა ჩემზე...
- არ მიპასუხებ? -მოუთმენლად მკითხა, წამის მეასედში დავფარე ის ორი ნაბიჯი რაც ერთმანეთთან გვაშორებდა და მთელი ძალით ჩავეხუტე, მკლავები წელზე შემოვხვიე და მკერდზე მივეკარი, არ ელოდა, რამდენიმე წამი ასე გაშეშებული იდგა თუმცა მალევე მოვიდა გონს და თვითონაც მომეხვია, სახე ჩემს თმებში ჩარგო და გაყუჩდა, ასე უხმოდ და უანგაროდ მინაწილებდა ნანატრ სითბოს და სიმშვიდეს, როდის როდის მოვშორდი დარცხვენილი.
- მაპატიე, უბრალოდ...
- ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, -ღიმილით დაასრულა და საწოლისკენ წავიდა, -თეთრეულს გამოვცვლი.
- თეთრეულის გამოცვლა საჭირო არ არის, -თხელი საბანი ავწიე, შევწექი, ბალიშს მკლავები მოვხვიე, ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, -საშინლად მეძინება თანაც ამ ბალიშს ისეთი სასიამოვნო სურნელი აქვს, -ჩემდაუნებურად ხმამაღლა დამცდა და ჩაცინებაც მომესმა თუმცა ვერც თვალების გახელა მოვახერხე და ვერც რამის თქმა, უსიზმრო ძილმა მჭიდროდ მომხვია საცეცები და თავისი საუფლოსკენ წამიყვანა.

კარგა ხნის გათენებული იყო როცა თვალი გავახილე, საწოლში წამოვჯექი და ღიმილით მოვათვალიერე ოთახი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, დასვენებული ვიყავი და რატომღაც გუშინდელი ამბები ისე შორეული და უმნიშვნელო გახდარიყო საერთოდ აღარ მადარდებდა, გახალისებული წამოვდექი და აივანზე გამავალი ღია კარისკენ წავედი, იქვე კართან ახლოს თაროზე ჭოგრიტი რომ შევამჩნიე მაშინღა გავიაზრე სად ვიყავი და სიცილი ძლივს შევიკავე, კიდევ ერთხელ მოვავლე საძინებელს თვალი და აივანზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი და იმ სახლს გავხედე სადაც უამრავი უბედური დღე მქონდა გატარებული, ვუყურებდი და ძალაუნებურად მახსენდებოდა როგორ შევდგი იმ ეზოში პირველად ფეხი, როგორ საკუთარი ხელით გადასცეს ჩემი თავი ჩემმა მშობლებმა იმ ცხოველს რომელსაც ჩემი ქმარი ერქვა, ვუყურებდი ჩემი საძინებლის ფანჯრებს და მახსენდებოდა ცივი, უგრძნობი, უხეში ხელების შეხება ჩემს სხეულზე, ჩემი პირველი ღამე ამ სხლში, გულისამრევი ალერსი და კიდევ უამრავი თეთრად გათენებული ღამეები, მახსენდებოდა დამცირება და არაადამიანური მოპყრობა ქმრისგან, დედამთილ-მამამთილისგან, მშობლებისგან, ვაჟასგან...
- დილა მშვიდობის, -ნიკოლოზის ხმა რომ მომესმა ფიქრებში გართულს, მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე შევხტი და შევკივლე, მისკენ შევბრუნდი, შორტში და მაისურში გამოწყობილი ფეხშიშველი იდგა ჩემს წინ, კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა და მიღიმოდა.
- მაპატიე, შეგაშინე? როგორ ხარ? კარგად გეძინა?
- ძალიან კარგად, -ვეცადე რომ ხმაში სევდა და ტკივილი არ შემტყობოდა, გამომცდელად მიყურებდა თითქოს ჩემს გონებაში შემოძრომას და იქ მოფუთფუთე აზრების წაკითხვას ცდილობდა, მერე თითქოს სასურველი ინფორმაცია მიიღოო კმაყოფილი ღიმილით გადააქნია თავი, ჩემსკენ დაიძრა, მომიახლოვდა, მოაჯირს დაეყრდნო და მკლავებსშორის მომიქცია, სახე ახლოს მომიტანა და ლოყით ლოყაზე მომეკრო, სუნთქვა შემეკრა და კანკალმა ამიტანა...
- რას აკეთებ? -ხმაწასულმა ამოვილუღლუღე.
- გეფერები, -ჩამჩურჩულა და ყბაზე მომაკრო მხურვალე ტუჩები, ერთი ხელი წელზე შემიცურა და უფრო ახლოს მიმიზიდა, მეორე ხელის მაჯაზე ჩემი თმა დაიხვია, მსუბუქად დამქაჩა და თავი უკან გადამაწევინა, საერთოდ ვერ ვახერხებდი შეწინააღმდეგებას, ხოლო როცა ყველზე მისი ტუჩების და ენის შეხება ვიგრძენი, წინააღმდეგობა კი არა საერთოდ მოვწყდი დედამიწას და ზეცაში აღმოვჩნდი, უკვე ტუჩებთან ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და ერთი სული მქონდა როდის შემეხებოდა, უნებურად წავიწიე მისკენ, ჩაეცინა და მეტი აღარ გაუგრძელებია ჩემი წამება, მწყურვალივით დამაცხრა ბაგეებზე, სანამ მკოცნიდა მოვკვდი და მის ხელში ისევ თავიდან დავიბადე, ვერ წარმოვიდგენდი რომ როდისმე შეიძლებოდა ასეთი სიამოვნება განმეცადა, ღმერთო, ახლა ვხვდებოდი თურმე როგორ განსხვავდება ფანტაზია რეალობისგან, როცა გეხება, როცა მისი სურნელით გაქვს სავსე ფილტვები, როცა სულ ახლოს გრძნობ მის სუნთქვას და აჩქარებულ გულისცემას...
შემაბრუნა, მოაჯირზე მიმაკრა და ზურგიდან ჩამეხუტა, ცალ ხელში ჩემი მკერდი მოიქცია და ისე მოუჭირა რომ ტკივილნარევი სიამოვნების კვნესა დამცდა, მეორე ხელის თითები ტუჩებზე გადამატარა, საჩვენებელი თითი ღია ბაგეებს შორის შემიცურა...
- თვალები გაახილე, -ხრინწგარეული ხმით ჩამჩურჩულა, გავახილე... გავახილე მაგრამ ნეტავ არ გამეხილა, ჩემი ყოფილი სახლის ყოფილი საძინებლის აივანზე ქანდაკებებივით გაშეშებული, პირდაღებული ლელა და დედაჩემი იდგნენ და გვიყურებდნენ, შეშფოთებულმა და შეშინებულმა გავიბრძოლე რომ ნიკოლოზის მკლავებიდან გავთავისუფლებულიყავი, თუმცა ვერ მოვახერხე, მისი მკლავები მარწუხებივით მეხვეოდა და წასვლის საშუალებას არ მაძლევდა.
- რას აკეთებ? გამიშვი, ვერ ხედავ რომ გვიყურებენ, -სასოწარკვეთილმა ვიყვირე.
- ვხედავ, თავიდანვე ვიცოდი რომ იქ იდგნენ, -მშვიდად ჩაილაპარაკა.
- შენ რა ეს სპეციალურად გააკეთე? -სიბრაზემ მთელი ჩემი სხეული მოიცვა, გავცოფდი და ახლა უყოყმანოდ შემეძლო ნიკოლოზი თავით გადამეგდო ამ აივნიდან, ალბათ ამას ძალიან კარგად ხვდებოდა და ამიტომაც არ მიშვებდა ხელს.
- დამშვიდდი და დაფიქრდი ჰანა, მე მხოლოდ ის გავაკეთე რაც შენც გინდოდა, -წყნარად და შემპარავად მელაპარაკებოდა ისე თითქოს ჩემს დაჰიპნოზებას ცდილობსო.
- შენი აზრით მინდოდა რომ დედაჩემს და ლელას ასე დავენახე? -მწარედ გამეცინა და თვალზე ცრემლი მომადგა, კიდევ ერთხელ შევხედე აივანს, აღარ ჩანდნენ...
- თუ შემპირდები რომ მშვიდად იქნები გაგიშვებ, -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, ხელი გამიშვა თუ არა მისკენ შევბრუნდი და ისეთი სილა გავაწანი მევე შემეცოდა.
- მწარე ხელი გგონია, -სახე დამანჭა და მაინც გამიღიმა, -დაფიქრდი ჰანა, ისეთი არაფერი გაგიკეთებია რისიც უნდა გრცხვენოდეს, თანაც ხომ გინდოდა მათთვის დაგემტკიცებინა რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ხარ.
- ამას იმით დავუმტკიცებ რომ ორი დღის გაცნობილი კაცის სახლში ვათევ ღამეს და დილით მათ დასანახად ვკოცნი? შენი აზრით ეს მხდის დამოუკიდებელს?
- აუცილებლად გაგხდის, -მხიარული ღიმილით ჩამიკრა თვალი, -წარმოიდგინე როგორი გაცოფებული იქნება ლელა, ვერ დამაჯერებ რომ ეს არ გინდოდა, -ეშმაკურად უციმციმებდა თვალები და ერთი სული ჰქონდა როდის ვაღიარებდი რომ სულაც არ ვიყავი გაბრაზებული და პირიქით საშინლად მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა ახლა რა დღეში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ნიკოლოზზე მართლა არ ვბრაზობდი, სულელი ნამდვილად არ ვიყავი, მის ყველა მოქმედებას კარგად ვაანალიზებდი და ვხვდებოდი რომ ყველაფერს ჩემს სასიკეთოდ აკეთებდა, დილით რომ დამინახა თუ რა ცუდად ვიყავი მოგონებების გამო, მაშინვე სცადა ალერსით და მოფერებით გადაეტანა ჩემი ყურაღება და გამოუვიდა კიდეც, მერე კი ისინი შეამჩნია და იმ საქციელით ფაქტიურად მათთან დაპირისპირება მაიძულა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძირისძირობამდე ვყავდი შესწავლილი და მშვენივრად იცოდა რომ თუ არ მაიძულებდა ვერაფრით გავბედავდი მათთან დაპირისპირებას.
- კარგი, კარგი, ვაღიარებ რომ მესიამოვნა მათი გაცოფებული სახეების ნახვა მაგრამ იცოდე ასეთი რამ აღარ გააკეთო, -მუქარით დავუქნიე თითი.
- რა აღარ გავაკეთო? აღარ გაკოცო? დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -თავი გვერდზე გადახარა, ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და ისე შემომხედა რომ...
- მგონი სტუმრები გვყავს, საუბარი მერე გავაგრძელოთ, -აივნიდან გადახედა ეზოს და მერე სწრაფი ნაბიჯით შევიდა საძინებელში, უკან მივყევი.
- ვინ არიან?
- ვერ მიხვდი? -გაღიმებული მომიბრუნდა, -დედაშენი და შენი ყოფილი დედამთილი გვესტუმრნენ, ახლა ძალიან მაგრად გავერთობით...





აცახცახებული ვიდექი მის ზურგს უკან და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ჯერ ისევ მისი შორტი და მაისური მეცვა, ნერვიულად ვისწორებდი თმას და ტუჩებს გამეტებით ვიკბენდი...
- მოიცადე, არ გააღო, -მკლავში ვწვდი როცა კარისკენ წაიღო ხელი, შემობრუნდა და ღიმილით შემომხედა, ფრთხილად შემეხო ლოყაზე და მომენტალურად ვიგრძენი როგორ ჩაიღვარა ჩემში სიმშვიდის ტალღა.
- მაპატიე რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, საჭირო იყო რომ ასე მოვქცეულიყავი, დროა ისწავლო მათთვის თვალის გასწორება, ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვიქნები, უბრალოდ თვითონ უნდა შეძლო და წინააღმდეგობა გაუწიო, სხვა შემთვხევაში ვერასოდეს გათავისუფლდები მათგან და არასოდეს შეწყვეტენ შენით მანიპულირებას, ხვდები რისი თქმა მინდა?
- ვხვდები, -საცოდავად ამოვიკნავლე და თავი დავუქნიე, ვხვდებოდი რის გაკეთებასაც ცდილობდა უბრალოდ ასე ერთბაშად ჩემთვის ძალიან ძნელი იყო წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევების დავიწყება, მთელი ცხოვრება გაწვრთნილი ძაღლივით ბრძანებების შესრულებას ვიყავი მიჩვეული და ახლა...
- ვაღებ, -ისე შემომხედა თითქოს ნებართვას მთხოვსო, კარზე ბრახუნი არ წყდებოდა, ღრმად ამოვისუნთქე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, საკეტი გადაწია და კარი გააღო...
ჩვენს წინ სახეშეშლილი დედაჩემი და გაფითრებული ლელა იდგნენ, მათმა გამომეტყველებამ დამზაფრა, დედაჩემს სირცხვილი ეწერა სახეზე ჩემი საქციელის გამო, ლელას კი ქონების დაკარგვის შიში, სად იყო ზრუნვა, მონატრება, თანაგრძნობა?
ლელამ უხეშად გასწია ხელით განზე ნიკოლოზი და ჩემსკენ წამოვიდა, ნიკოლოზმა თვალი ჩამიკრა თითქოს ჩემს გამხნევებას ცდილობსო და მკერდზე ხელებ გადაჭდობილი მიეყრდნო კედელს, თვალს არ მაშორებდა, მე კი დედაჩემს არ ვაშორებდი თვალს, ვხედავდი როგორი შემფასებლური მზერით ათვალიერებდა და უკვე ვხვდებოდი რა ბინძური აზრებიც უტრიალებდა თავში, შეიძლება უკვე ვაჟას და მას ადარებდა და ფიქრობდა ნიკოლოზი უკეთესი ვარიანტი ხომ არ იყო.
- აქ და ასეთ მდგომარეობაში რას აკეთებ? -ლელამ ზედ ჩემს ყურთან ჩაისისინა და მკლავში ისე ჩამავლო ხელი სიმწრისგან შევყვირე, -მეგონა ანასთან ერთად იყავი, შენ კი უკანასკნელი კახპასავით ვიღაც უცნობთან ერთად კოტრიალობ, ახლა რა ვუთხრა ვაჟას, რა პასუხი გავცე, რომ გაიგოს რა გააკეთე მოგკლავს შე საცოდავო, არ გაცოცხლებს...
- ნუ ელოლიავები, წამოიყვანე, -ბრძანა დედაჩემმა, -ეყოფა რაც გაერთო, მაგის სისულელეებისთვის არ მცალია, ისედაც მთელი დილაა ვცდილობ ვაჟა დავაწყნარო რომ ქორწილზე უარი არ თქვას, ესღა მაკლია ვინმემ გაიგოს რომ ჩემმა შვილმა ვიღაც უცნობთან გაათია ღამე.
გაოგნებული ვუსმენდი დედაჩემს, არ აინტერესებდა როგორ ვიყავი, არ აინტერესებდა რას ვგრძნობდი, ლელას საქციელის გაგება შემეძლო მაგრამ დედაჩემი? როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო, ასეთი ცივი, უემოციო, უსიყვარულო...
დედაჩემის საქციელმა ყველანაირი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დამიკარგა, ნუთუ ისთი ცუდი ვიყავი ისეთი უვარგისი და არაფრის მაქნისი რომ მისგან და მამასგან ერთ თბილ სიტყვას, ერთ ღიმილს და უბრალო ჩახუტებასაც კი არ ვიმსახურებდი, გამშრალმა და განადგურებულმა გადავდგი გასასვლელისკენ ნაბიჯი, თავი ავწიე და ნიკოლოზის მზერას შევეჩეხე, ისევ ისე იდგა, გაუნძრევლად, გულზე ხელებდაკრეფილი, თვალები კი იმედგაცრუებით ჰქონდა სავსე, შევცბი, გულზე თითქოს მტკივნეულად მომიჭირა რაღაცამ, თავი საშინლად ვიგრძენი იმის გამო რომ იმედს ვუცრუებდი, რატომღაც სიგიჟემდე მომინდა რომ ამ იმედგაცრუების მაგივრად მის თვალებში აღფრთოვანება დამენახა რომელიც ჩემი საქციელით იქნებოდა გამოწვეული...
- არ მოვდივარ, თქვენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ, -შევეცადე მტკიცე ხმით მეთქვა და ლელას მკლავი გამოვგლიჯე, გაოცებული შედგა და პირდაღებული მომაჩერდა, არც დედაჩემი იყო ნაკლებად განცვიფრებული, ჩემგან წინააღმდეგობას არ ელოდა.
- ნუ სულელობ, რას ჰქვია არ მოდიხარ, ფეხი გამოადგი, -იყვირა და ლელას ანიშნა წამოიყვანეო.
- არ მომეკარო, -შევუღრინე ლელას, -აქ ვრჩები და არ მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ და რაც შეეხება ვაჟას, გადაეცით რომ ჩემზე ოცნებას შეეშვას, შენ კი, -დედაჩემს მივუბრუნდი პირზე სიმწრის ღიმილ აკრული, -დღეიდან დაივიწყე რომ შვილი გყავს, ჩემთვის არც შენ და არც მამა აღარ არსებობთ.
ენაჩავარდნილები შემომცქეროდნენ, საკუთარი სიმამაცით გახარებულმა გადავხედე ნიკოლოზს რომელსაც თვალები უციმციმებდა და ღიმილს ვერ იკავებდა, ხელები ჩამოუშვა, ჩემსკენ წამოვიდა, ლელა უბოდიშოდ გასწია გვერდზე და წინ ჩამომეფარა რომ გაცოფებული დედაჩემი ჩემამდე არ მოეშვა.
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ, ახლავე ჩამომეცალე, ამ უსირცხვილოს უნდა ვაჩვენო როგორ უნდა ჩემი თავის მოჭრა, მოგკლავ ჰანა, ვერ გადამირჩები, -ბოლო ხმაზე კიოდა და ცდილობდა მომწვდომოდა, ისეთი სახე ჰქონდა, სიბრაზისგან ისე იყო გადარეული ნიკოლოზს ჩემთან მოახლოება რომ ეცდია ალბათ ხელითაც კი შემეხებოდა, ცუდი დედა იყო მაგრამ არასოდეს ვუცემივარ, ახლა კი, დარწმუნებული ვიყავი აქედან ჩემს წაყვანას თუ შეძლებდა ალბათ გამროზგავდა და მერე ვაჟას მიუგდებდა ჩემს თავს საჯიჯგნად.
- მგონი ჰანამ გასაგებად გითხრათ რომ არ მოდის და აქ რჩება, -ნიკოლოზის ხმა გრგვინვასავით გაისმა და ჩემდა გასაკვირად დედაჩემმა ცივად დაიხია უკან, თითქოს ახლაღა შეამნიაო ცივად აათვალიერა ჩემს წინ ფარივით აღმართული.
- რას ნიშნავს აქ რჩება? აქ შენთან ერთად?
- ჩემთან ერთად, -ამაყად გამოაცხადა ნიკოლოზმა ისე რომ პირზე ღიმილი არ მოშორებია, სახე შეეცვალა დედაჩემს, ყბაჩამოვარდნილმა გადახედა ლელას რომელმაც მხრები აიჩეჩა და მოიღუშა.
- არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჰანას არც კი იცნობ, -დათაფლული ტონით დაიწყო დედაჩემმა, არ მაინტერესებს აქ რა მიზეზით მოხვდა, ალბათ ქორწილამდე გართობა გადაწყვიტა, ვცდილობ გავიგო მისი და ამიტომ ამის გამო დიდ ამბავს არ ავტეხ, უბრალოდ ვერ ვხვდები შენ რატომ ცდილობ მის დაცვას, ალბათ არც კი იცი ვინ არის, ქვრივია და მალე გათხოვდება, შემთხვევით ხომ არ მოგატყუა რომ თავისუფალი გოგო იყო, საკმარისია რაც ერთად გაერთეთ, ახლა მოშორდი მას რომ სახლში წავიყვანო, უამრავი საქმე აქვს, ქორწილისთვის უნდა მოემზადოს...
- ვიცი ვინც არის, იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, ჰანა ჭკვიანი ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანია და თვითონ გადაწყვეტს რას და როგორ გააკეთებს, -მშვიდი იყო ნიკოლოზი, მტკიცე და უცნაურად ხალისიანი, რატომღაც მასზე საერთოდ არ მოქმედებდა დედაჩემის პანიკა, აი მე კი დაზაფრული ვიყავი, ვუსმენდი იმ ქალს რომელიც ჩვენს წინ იდგა, ასე ურცხვად საუბრობდა ჩემს შესახებ და რომელსაც დღევანდელ დღემდე დედაჩემი ერქვა, ვუსმენდი და მის მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობდი, არც მისი ნათქვამი სიტყვები აღარ მტკენდნენ გულს, ასეცაა როცა ადამიანი შენთვის აღარაფერს ნიშნავს რაც არ უნდა თქვას ვერაფერს დაგაკლებს, აღარ ვაპირებდი მათ გამო ტანჯვას და ცხოვრების გამწარებას, ერთი საცოდავი ცრემლის გადმოგდებასაც კი აღარ ვაპირებდი, მეყო რაც ვიტანჯე, ნიკოლოზის ზურგს უკნიდან გამოვძვერი და თამამად დავუდექი წინ...
- არ გრცხვენია? საერთოდ არ გრცხვენია იმის გამო როგორც იქცევი? -ცივი ხმით ვკითხე.
- შენი პოლიციის ძალით წაყვანამ რომ მომიწიოს მაინც წაგიყვან, -ჯიბრით გამეპასუხა ისე რომ ჩემს სიტყვებს ყურადღებაც კი არ მიაქცია, სიცილი ვერ შევიკავე.
- გახსოვს რამდენი წლის ვარ? უკვე დიდი ხანია სრულწლოვანი ვარ და ვეღარაფერს მაიძულებ, ჯანდაბაშიც წასულხართ შენც და ლელაც, -მკლავში ხელი ჩავავლე, არ ვიცი საიდან მომეცა ასეთი ძალა მაგრამ თავისუფლად მივათრიე კართან, გარეთ გავაგდე, ლელაც ზედ მივაყოლე და კარი მივაჯახუნე, საკეტი რომ გადავატრიალე მხოლოდ მერე მივუბრუნდი ნიკოლოზსს რომელიც გაოცებული შემომყურებდა და ვერ გადაეწყვიტა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა თუ გულიანად გადაეხარხარა.
- იმედია შემოტევას გაუძლებს, -კარზე ვანიშნე როცა ისევ ატყდა აუტანელი ბრახუნი.
- შენ მაგაზე ნუ იდარდებ, -თვალი ჩამიკრა და შემპარავი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ხელები მხრებზე დამადო და თვალებში ჩამაცქერდა, თითქოს იმის გაგებას ცდილობდა რას ვგრძნობდი და როგორ ვიყავი, თითქოს ჩემი სულის სიღრმეებში ცდილობდა ჩაძრომას.
- როგორ ხარ? -მის ხმაში ისეთი ზრუნვა გამოსჭვიოდა უნებურად გული ამიჩუყდა და თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დამემალა ჩავეხუტე, მაგრად მომხვია მკლავები, პირველად ჩემს სიცოცხლეში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საკუთარი თავი ვიპოვე და ახლა ზუსტად იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ვცდებოდი კიდეც მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვიყავი ამ შეცდომას არასოდეს ვინანებდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე და რამდენ ხანს ვნეტარებდი მის სურნელში ჩაფლული მაგრამ როცა მოვშორდი ყველაფერი დაწყნარებული იყო, ალბათ დედაჩემს და ლელას მობეზრდათ უშედეგო ყვირილი და ბრახუნი და წავიდნენ.
- წამოდი ვისაუზმოთ, -ისე უბრალოდ მითხრა ნიკოლოზმა ვითომ არაფერი ისეთი არ მომხდარიყოს და აუღელვებლად წავიდა სამზარეულოსკენ, უკან გავყევი, მეტი აღარაფერი გვითქვამს ასე მეგონა უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.
- როგორი ზარმაცი ყოფილხარ, ჩაი მაინც გააკეთე, -მაგიდასთან მჯდარს და მის ყურებაში გართულს წარბაწეულმა გადმომხედა და ყველის დაჭრა დაიწყო.
- მირჩევნია შენ გიყურო, -ჩავილაპარაკე და როცა გაოცებულმა და უცნაურად ნასიამოვნებმა შემომხედა მაშინღა მივხვდი რომ ხმამაღლა ვთქვი, თვალები დავხუჭე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები.
- უცნაური არაფერია იმაში რომ მოგწონვარ, -ჩემს თავთან დახრილმა ჩამჩურჩულა და კიდევ ერთხელ გახდა ჩემი გულის აჩქარების მიზეზი.
- ნარცისო, -ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა, სპეციალურად მირევ თავგზას.
- გინდა ვერანდაზე ვისაუზმოთ? -ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
- არა აქ მირჩევნია? -დაფეთებულმა მიმოვიხედე ირგვლივ და მოვიბუზე, ერთხანს გამომცდელი მზერით მიყურებდა და მერე გაეღიმა.
- გინდა გითხრა ახლა რაზე ფიქრობ?
- მაინც რაზე?
- იმაზე რომ შეიძლება გარეთ გელოდებიან ჩასაფრებულები და გახვალ თუ არა ხელს გტაცებენ რომ სახლში წაგათრიონ.
- შენ რა გულთმისანი ხარ? -გულიანად გამეცინა როცა სიტყვა სიტყვით აღწერა ჩემი უაზრო ფიქრები.
- გულთმისანი არ ვარ, ყველაფერი სახეზე გაწერია, ჩემი პატარა მშიშარა, -ღიმილით ჩაილაპარაკა და ფინჯნებში ცხელი სურნელოვანი სითხე ჩამოასხა, -შენით ვამაყობ ჰანა.
-
უგემრიელესი საუზმის შემდეგ მეორე სართულზე ამიყვანა, ერთ-ერთი საძინებლიდან მოკლე მაისური და ჯინსის კომბინიზონი გამოიტანა და მომაჩეჩა.
- ჩემი დეიდაშვილის არის, ხანდახან ჩემთან რჩება ხოლმე, -დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა.
- რად მინდა? -გაოცებულმა შევხედე.
- ასე აპირებ წამოსვლას? თუ გინდა წამოდი არ არის პრობლემა გიხდება ჩემი შორტი, -ისეთი ანთებული თვალებით შემომხედა დაფეთებულმა დავიხიე უკან, ისიც მომყვა, კედელს რომ ავეკარი, ჩემს თავთან მიეყრდნო ხელებით და მკლავებს შორის მომიქცია.
- ახლა სადღა გამექცევი? -ხრინწგარეული ხმით ჩაილაპარაკა და უნაკლო ქათქათა კბილებს შორის მოიქცია ქვედა ტუჩი, მძიმედ სუნთქავდა, თვალები ვნებით და სურვილით ჰქონდა სავსე და საოცრად ჰგავდა მტაცებელს თუმცა რატომღაც მისი არ მეშინოდა და არც მისგან გაქცევას ვცდილობდი, დაიხარა, ლოყა ლოყაზე გამიხახუნა და ყელზე მომაკრო მხურვალე ტუჩები, თავშეუკავებლად ამოვიკვნესე, ტანსაცმელი რომელიც აქამდე გულზე მქონდა ახუტებული ძირს დავყარე და ნიკოლოზსს შემოვხვიე მკლავები.
- არ გინდა რომ შენს ფანტაზიებზე მომიყვე? -ჩამჩურჩულა და მაისურის ქვეშ შემიცურა გრილი თითები, შემაჟრჟოლა...
- მირჩევნია გაჩვენო, -მოურიდებლად მივწვდი მის ბაგეებს და საპასუხო ვნებიანი კოცნის გამო კინაღამ გონდაკარგული ჩავესვენე მის მკლავებში, კედელზე ამაკრა და მომაწვა, ვგრძნობდი მის ერექციას მისი მხურვალე სხეული თავგზას მირევდა...
- ჩაიცვი და ჩამოდი, ქვემოთ გელოდები, -სადღაც შორიდან რომ მომესმა მაშინღა გავახილე თვალები, დერეფნის ბოლოში კიბის თავთან იდგა და მხიარულად იკრიჭებოდა, სახეზე ხელები ავიფარე და ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-
- ნუ გეშინია დამშვიდდი, -სიცილით გამიღო ავტომობილის კარი და მანიშნა დაჯექიო, ირგვლივ მიმოვიხედე შეშინებულმა, სახლში თავს დაცულად ვგრძნობდი გარეთ კი მეგონა რომ ვაჟა, დედაჩემი ან ლელა გამოჩდებოდნენ და სიცოცხლეს გამიმწარებდნენ.
- დაჯექი ჰანა, -თავმობეზრებულმა შემომხედა, გპირდები ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, არავის მივცემ უფლებას რამე გავნოს გესმის?
- შენ მათ არ იცნობ, არ იცი როგორები არიან, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ცხოვრება გამიმწარონ, ვაჟას კი ისე უაზროდ ვყავარ ამოჩემებული...
- ხომ გითხარი დაველაპარაკე და აღარ შეგაწუხებსთქო.
- ეგ ისეთი ხისთავიანია არა მგონია რამე შეაგნებინო, -დაეჭვებულმა ჩავილაპარაკე.
დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით არ გვილაპარაკია, ნიკოლოზი ხმას არ იღებდა, დაძაბული მართავდა საჭეს, თავს უცნაურად ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ ვაწყენინე, ის ჩემზე ზრუნავდა, უანგაროდ მეხმარებოდა მე კი არ ვენდობოდი, არ მჯეროდა რომ ჩემს დახმარებას შეძლებდა, ავტოსადგომზე გავჩერდით თუ არა ღვედი შევიხსენი და მისკენ მივტრიალდი, შემომხედა, თვალებში სევდა ედგა თუმცა მაინც გამიღიმა.
- მაპატიე, -ისე ჩუმად ვთქვი ტუჩების მოძრაობით თუ გაიგებდა.
- რისთვის მთხოვ პატიებას? -მკითხა მაგრამ აშკარად არ გაკვირვებია.
- ვიცი ცუდად გამომივიდა მაგრამ არ მინდა იფიქრო რომ არ გენდობი, -თავი დავხარე და ნერვიულად დავიწყე თითების წვალება, -უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ვინმე ვისაც ვენდობოდი და ვისი იმედიც მექნებოდა, მიჭირს შეჩვევა, მიჭირს იმის დაჯერება რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავს, შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მშვიდად და დაცულად...
- ნუღარ გააგრძელებ, ყველაფერი მესმის, -თბილი ხმით მითხრა, ნაზად მომკიდა ნიკაპზე თითები, თავი ამაწევინა, დაიხარა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მაკოცა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მაგემოვნებდა და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა...
-
- ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე რომ ყველაფერი ეყიდათ და ჩვენთვის დაეხვედრებინათ, -უკითხავად ამიხსნა როცა დაინახა როგორი გაოცებული მივჩერებოდი დარბაზის შუაგულში დახვავებულ უამრავ მასალას რაც რემონტისთვის იყო საჭირო.
- შეგვეძლო ჩვენ გვეყიდა, ან ეს რაღა საჭირო იყო, -იქვე კუთხეში მიდგმულ პატარა მაცივარზე ვანიშნე.
- შეგვეძლო მაგრამ თუ მაღაზიებში მოგვიწევდა სიარული რემონტისთვის დრო აღარ დაგვრჩებოდა, მაცივარს რაც შეეხება ცივი სასმელებით არის სავსე რომ წყურვილით არ დავიხოცოთ, -უდარდელად აიჩეჩა მხრები და ხელისგულები ერთმანეთზე გაუხახუნა.
- აბა, საიდან დავიწყოთ?

დღე მართლაც რომ ნაყოფიერად გაილია, უამრავი რამ გავაკეთეთ, უფრო სწორად ნიკოლოზი აკეთებდა და მე ხელს ვუშლიდი, არც თუ ისე კარგი მოსწავლე გამოვდექი მაგრამ ის გამოდგა კარგი მასწავლებელი საოცრად მომთმენი და ხალისიანი იყო, მასწავლიდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა, სიცილ-ხარხარით ვღებავდით კედლებს და საერთოდ აღარ მახსოვდნენ წარსულში დარჩენილი, ჩემი “ოჯახის“ წევრები, ისე დაბინდდა ვერც მივხვდი, განათება ჩართო და ცივი სასმლით სავსე ქილა მომაწოდა, იქვე დარბაზის შუაგულში, მტვრიან იატაკზე დავჯექი ფეხმორთხმით და თვალებ მინაბულმა მოვსვი, ძალიან მესიამოვნა.
- მადლობა, -შევღიმე ქვემოდან, ჩემს გვერდით დაჯდა, უკან გადაიხარა და ხელებს დაეყრდნო.
- ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა, რომ იცოდე რა ლამაზი ხარ, -თვალებანთებულმა მითხრა.
- სერიოზულად ამბობ? -დაეჭვებულმა ვკითხე, ვერ ვხვდებოდი მთლიანად საღებავით მოთხუპნული, დაღლილი და გაწეწილი როგორ შეიძლებოდა ლამაზი ვყოფილიყავი, თანაც ისეთი ლამაზი რომ ჩემზე ასეთი აღფრთოვანებით ესაუბრა.
- გინდა გულწრფელობის საღამო მოვაწყოთ? -მკითხა მოულოდნელად.
- ახლა? -დაბნეულმა მოვავლე თვალი იქაურობას.
- არა მგონია გულწრფელობისთვის დროს და ადგილს მნიშვნელობა ჰქონდეს, -მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, -თუ გინდა მე დავიწყებ, თანაც ვიცი ერთი სული გაქვს მკითხო იმ ის შესახებ თუ რას ნიშნავს ჩვენი ურთიერთობა, ხომ ასეა? გაინტერესებს რატომ ვარ შენს გვერდით და რა მინდა შენგან.
- მგონი მართლა გულთმისანი ხარ, -გაოცებულმა ავზიდე წარბები, საპასუხოდ არაფერი უთქვამს, ჩვეული მომნუსხველი ღიმილით დამაჯილდოვა და დაიწყო.
- პირველად ორი წლის წინ გნახე...



გაოცებული შევცქეროდი, რას ნიშნავს ორი წლის წინ მნახა, ის ხომ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ გადმოვიდა ჩემს მეზობლად...
- არ გჯერა? -გაეღიმა როცა შემატყო როგორი გაოცებული ვიყავი, -მართლა ასე იყო ჰანა, პირველად დაახლოებით ორი წლის წინ შეგხვდი უფრო ზუსტად თუ გაინტერესებს ორი წლის და ოთხი თვის წინ, შემიძლია დღე და საათიც კი გითხრა, შემიძლია გითხრა რა გეცვა, როგორი ვარცხნილობა გქონდა და როგორი სურნელი აგდიოდა, -ჩემსკენ გადმოიხარა, კეფაზე დამაგრებული თმა დამიშალა, რამდენიმე კულული მუჭში მოიქცია და თვალდახუჭულმა მიიტანა სახესთან...
- მაშინ ლავანდის სურნელი ასდიოდა შენს თმას, გრილი, ნაზი, სასიამოვნო, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ჩემი შამპუნის სურნელიც გიხდება, -გაიცინა, ხელი გამიშვა და აციმციმებული თვალებით შემომხედა, ვცდილობდი გამეხსენებინა როდის შევხვდი თუმცა არაფერი გამომდიოდა.
- არ მახსოვხარ, ვერ ვიხსენებ როდის შეგხვდი, -საფეთქლებზე შემოვიჭდე თითები.
- ნუ იწვალებ, მაინც ვერ გაიხსენებ, მაგრამ თუ გინდა შემიძლია ყველაფერი მოგიყვე, -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და მანაც განაგრძო.
- იმ დღეს ჩემი კომპანიის მოწყობილი წვეულება იყო, რამდენიმე პატარა ფირმის შესყიდვას აღვნიშნავდით, ამ ფირმებიდან ერთ-ერთი მამაშენს ეკუთვნოდა და როგორც მისი პარტნიორები, დათო და დათოს მამაც მოწვეულები იყვნენ, გუშინდელივით მახსოვს როგორ შემოხვედით დარბაზში, -თავი უკან გადახარა თვალები დახუჭა და გაიღიმა, აშკარა იყო რომ იმ დღეს იხსენებდა, ესე იგი იქ იყო, ნიკოლოზი იქ იყო და მე ვერ შევამჩნიე თუმცა არც მიკვირს, ის დღე და თითქმის ყველა დანარჩენი დღე რომელიც დათოს გვერდით გავატარე გახსენებად ნამდვილად არ მიღირდა, თანაც იმ დღეს... იმ დღეს ლელამ მაიძულა დათოს გავყოლოდი არადა ცუდად ვიყავი, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი თუმცა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე, ლელამ სპეციალურად ასეთი დღეებისთვის ნაყიდი კაბებიდან ერთ-ერთი ჩამაცვა და თავისი სამკაულები გამიკეთა რომელსაც სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად შეინახავდა თავის სეიფში, ასეთი იყო, არ დაუშვებდა რომ მისი რძალი ვინმეზე რამით ნაკლები გამოჩენილიყო, ყველაზე ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, ყველასგან გამორჩეული, ყველას უნდა ელაპარაკა რომ ლელას ულამაზესი რძალი ყავდა...
- ისეთი იყავი, ისეთი უცხო და საოცარი, გრძელი ცეცხლისფერი თმა გაშლილი გქონდა და წელამდე გწვდებოდა, თავ დახრილი მოდიოდი, ურჩი კულულები ნახევრად გიფარავდა სახეს თუმცა ადვილი შესამჩნევი იყო როგორ გითრთოდა ტუჩები, გამხდარი თითებით ეჭიდებოდი დათოს მკლავზე და ცდილობდი ფეხი აგეწყო მისთვის, ახლაც ვერ აგიხსნი რა ვიგრძენი მაშინ როცა დათოს მამამ დათო გამაცნო და შენი თავი ისე წარმომიდგინა როგორც მისი რძალი, ხელი ჩამომართვი მაგრამ თავი არ აგიწევია და ჩემთვის არ შემოგიხედავს, ვხვდებოდი რომ იმწუთას გონებით იქაურობისგან ძალიან შორს იყავი, დამფრთხალი იყავი, შეშინებული, მარტოსული...
- ჩუუ, ნუ ტირი, -ლოყებზე ჩამოგორებული მსხვილი წვეთები ნაზად მომწმინდა და გამიღიმა, -ამ ყველაფერს იმიტომ არ გიყვები რომ აგანერვიულო და აგატირო.
- არ ვტირი, -გაოცებულმა დავახამხამე თვალები, არ შემიმჩნევია, გეფიცებით მართლა არ შემიმჩნევია როგორ ამატირა ნიკოლოზის მონათხრობმა, არავის, არავის არასდროს არ უფიქრია იმაზე რას ვგრძნობდი, რაზე ვფიქრობდი და რაზე ვოცნებობდი...
- მარტო აღარ ხარ ჰანა და გპირდები დღეიდან აღარასოდეს იგრძნობ სიმარტოვეს, ოღონდ შენც უნდა შემპირდე ერთ რამეს.
ხმა ვერ ამოვიღე, მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ ვერ ვახერხებდი, მინდოდა მეთქვა რომ ნებისმიერ რამეს შევპირდებოდი ოღონდ მასაც არ ეტკინა ჩემთვის გული, აწყლიანებული თვალებით შევყურებდი...
- მინდა დამპირდე რომ არასდროს არავის მისცემ უფლებას დაგჩაგროს და გამოგიყენოს, შენ ძლიერი ხარ, ძალიან ძლიერი და შეგიძლია მყარად იდგე ფეხზე ისე რომ არაფრის გეშინოდეს, -ღიმილით დაასრულა სიტყვა და მერე თითქოს ჩემს თვალებში ამოიკითხა ჩემი სურვილი მკლავები ფართოდ გაშალა, მეც არ მიყოყმანია, მთელი ძალიათ ჩავეხუტე, კალთაში ჩამისვა, ზურგზე მომხვია ხელები, ჩემს ყელში ჩარგო თავი და გაყუჩდა, ვიჯექით ასე უხმოდ, გაუნძრევლად და ერთმანეთის სითბოთი და სურნელით ვნეტარებდით...
- მერე? -როგორც იქნა შევძელი ხმის ამოღება.
- რა მერე? -ისეთი სახით მკითხა აშკარად აღარ ახსოვდა რომ მიყვებოდა როგორ მნახა პირველად.
- თხრობას არ გააგრძელებ.
- როგორი ცნობისმოყვარე მყავხარ, -ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და ჩემი აწითლებული ღაწვების დანახვისას გულიანად გაიცინა.
- მართლა მინდა მოსმენა, არ მჯერა რომ შეგხვდი და არ მახსოვხარ, სიმართლე რომ გითხრა იმ საღამოდან ბევრი არაფერი მახსოვს.
- არ მიკვირს რომ არ გახსოვარ, მთელი საღამო თავი არ აგიწევია, ისე საოცრად გამოიყურებოდი ყველა შენ გიყურებდა შენ კი არავისთვის მიგიქცევია ყურადღება, თვალს ვერ გაშორებდი და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი შურს და ბრაზს ვიღაცის მიმართ, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი, მხოლოდ ჩემი...
- ანუ შენ? რისი თქმა გინდა?
- იმის რომ იმ დღიდან ჩემს გულში ხარ და ვერაფრით მოვახერხე შენი დავიწყება, იმ დღეს ყველაფერი ისე უცნაურად განვითარდა ვერც კი წარმოვიდგენდი, მამაშენი და დათოს მამა ადრე წავიდნენ, გავიგე გასვლისას მამამისმა როგორ უთხრა დათოს ჰანა მარტო არ დატოვო ყურადღება მიაქციე და დროზე მოიყვანე სახლშიო, წავიდნენ თუ არა დათომ სმა დაიწყო და მარტო დაგტოვა, ყველასგან მოშორებით იდექი კუთხეში და შამპანურს სვამდი, რამდენიმე ჭიქა დალიე...
- ჰოო, იმ დღეს პირველად გავსინჯე ალკოჰოლური სასმელი.
- სერიოზულად?
- სერიოზულად, უფლებას არ მაძლევდნენ რომ დამელია, სიმართლე რომ გითხრა სურვილიც არ მქონია მაგრამ ლელა კატეგორიულად მიკრძალავდა.
- შეიძლება ლელა გიკრძალავდა მაგრამ როცა სახლიდან გადიოდი თუნდაც მეგობრებთან შესახვედრად ან წვეულებებზე, დაბადების დღეებზე...
- ამ ბოლო დრომდე მეგობრები არასდროს მყოლია და საერთოდ რომელ წვეულებებზე მელაპარაკები? -ნერვიულად გამეცინა, გაკვირვებულმა, წარბაწეულმა შემომხედა, მგონი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასიგრძეგანებული ჩემი სავალალო მდგომარეობა, არც იყო გასაკვირი, ძნელია წარმოედგინა როგორ ვცხოვრობდი.
- მაპატიე, -დაბნეულმა მომიბოდიშა.
- შენ რა შუაში ხარ? -გამეღიმა და უკეთ მოვკალათდი მის მუხლებზე.
- იცი რა საყვარელი იყავი მთვრალი? -ნაზად შემეხო ტუჩებზე და მერე ყელისკენ ჩაუყვა გზას კოცნებით, კვნესა ვერ შევიკავე როცა კომბინეზონის და მაისურის სამხრე მკლავზე ჩამომიცურა და მხარზე დამშანთა მხურვალე ტუჩებით.
- სულაც არ ვიყავი საყვარელი, მახსოვს რომ სისულელეებს ვაკეთებდი, -სადღაც ვიპოვე საუბრის გაგრძელების ძალა და ისიც ამყვა.
- რამდენიმე ჭიქა რომ დალიე ფეხარეული გახვედი გარეთ, მინდოდა გამოგყოლოდი მაგრამ ცოტახნით შემაჩერა ერთ-ერთმა პარტნიორმა.
- მე კი იმ რამდენიმე წუთში მოვახერხე ხიფათს გადავყროდი, -უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, იმ ღამის მოგონებებიდან ბუნდოვნად მახსოვდა შუა ქუჩაში მოცეკვავეს როგორ მომიახლოვდა ორი მთვრალი მამაკაცი და როგორ დააპირეს ჩემი სადღაც წათრევა, მთელი ძალით ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ არ გამომდიოდა, მერე ერთ-ერთმა დამარტყა და გონს მეორე დილით ჩემი მშობლების სახლში, ჩემს ყოფილ საძინებელში მოვედი, დათომ მითხრა მოგისწარი მათგან გადაგარჩინე და სახლში მოგიყვანეო, დედაჩემიც უსირცხვილოდ უდასტურებდა მონათხრობს, იმ დღეს პირველად ჩავეხუტე და გულწრფელად გადავუხადე მადლობა, საპასუხოდ კი მითხრა რომ ერთი ხელიდან წასული თავქარიანი ვიყავი და ვიმსახურებდი რომ მათ საჯიჯგნად დავეტოვებინე, არადა თურმე მას არ გადავურჩენივარ, ის არ ყოფილა, ესეც კი არ გაუკეთებია ჩემთვის...
- გარეთ რომ გამოვედი შენი ძებნა დავიწყე, -მოღუშულმა გააგრძელა ნიკოლოზმა, -შორს წასვლა არ დამჭირვებია, იქვე იყავი, დავინახე ის ნაბიჭვრები როგორ ცდილობდნენ შენს წაყვანას, მერე ერთ-ერთმა დაგარტყა, კინაღამ შემომაკვდნენ... შუა ქუჩაში ვიდექი მკლავებში შენი უგონო სხეულით და საკუთარ თავს ვებრძოდი რომ ჩემთან არ წამეყვანე, ბოლოს როგორც იქნა ჩემს თავს ვაჯობე და რაკი შენი მისამართი არ ვიცოდი შენი მშობლების სახლში წაგიყვანე.
- მაშინ შენთან რომ წაგეყვანე... -ჩავილაპარაკე და შემეშინდა ამ აზრის გაგრძელების.
- მეც მიფიქრია ამაზე, ხშირად ვფიქრობდი ხოლმე რა მოხდებოდა მაშინ რომ შენი სახლის მაგივრად ჩემთან წამეყვანე, ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა, როცა მივხვდი რომ შენს დავიწყებას ვერ ვახერხებდი და ჭკუიდან მშლიდა ის რომ ჩემი ვერასოდეს იქნებოდი საზღვარგარეთ წავედი, დაახლოებით ორი წელი გავატარე ესპანეთში...
- ჩემს გამო წახვედი? -ყურებს ვერ ვუჯერებდი.
- ლაჩარივით გავიქეცი, -ტუჩი მოიკვნიტა და სადღაც ჩემს მიღმა სივრცეში დაიწყო მზერა, -შემდეგ იძულებული გავხდი რომ ჩამოვსულიყავი, რადგან უჩემოდ კომპანიას გაუჭირდა, შორიდან ვეღარ ვახერხებდი ყველაფრის მართვას, სანამ ჩამოვიდოდი მეგობარს ვთხოვე ჩემთვის სახლი შეეძინა..
- კარგი რა, ასეთი დამთხვევების არ მჯერა ნიკოლოზ.
- მეც არ მჯეროდა სანამ ერთ დღეს, დილით აივანზე არ გამოვედი და შენ არ დაგინახე, მეგონა დავიწყებული მყავდი, მეგონა ყველაფერი გადავლახე მაგრამ დაგინახე თუ არა ჩემში ერთდროულად იფეთქა ყველა გრძნობამ, ულამაზესი იყავი, შეცვლილი, უფრო მეტად ქალური და სექსუალური, გრძელი გაჩეჩილი ცეცხლისფერი თმით იდექი აივანზე და ჩემს ბაღს გადმოყურებდი...
- არ გინდა, ნუღარ გააგრძელებ, -შევაჩერე როცა მივხვდი რაღა დარჩა მოსათხრობი.
- ანუ შენს პატარ-პატარა ცუღლუტობებზე არ ვისაუბროთ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, თავი გავუქნიე უარის ნიშნად და ამჯერად მე მივწვდი მის ტუჩებს.

-
- გეძინება? მაპატიე შენთვის წამოსვლა არ უნდა დამეძალებინა, -მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა.
- ძალით წამოსულს ვგავარ? -შევეცადე გულიანად გამეცინა.
- გავხარ, -მანაც ვერ შეიკავა ღიმილი, -ვიცი რომ დაღლილი ხარ, მეც დავიღალე, უბრალოდ ლუკას და ნოდოს ძალიან უნდოდათ შენი გაცნობა, აი მოდიან კიდეც შემოსასვლელისკენ მიმითითა, ჩვენსკენ ორი უსაყვარლესი და უსიმპათიურესი ბიჭი მოდიოდა ღიმილით.
- რა გჭირთ თქვენ? -გაოგნებულმა შევხედე ნიკოლოზსს.
- რა გვჭირს? -შეშფოთება გამოეხატა სახეზე.
- ყველანი ასეთი სიმპათიურები რატომ ხართ? -სრულიად სერიოზულად ვკითხე, ერთხანს უხმოდ მიმზერდა და მერე გულიანად გადაიხარხარა.
ნიკოლოზის მეგობრები ძალიან უშუალო და სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ მათ საზოგადოებაში თავი კარგად მეგრძნო, ცოტა ხანში ნინი, ნათია, ზუკა და გიო შემოგვიერთდნენ...
- ხომ არ ბრაზობ რომ ჩემი მეგობრებიც დავპატიჟე? -ჩუმად მჯდარ ნიკოლოზსს ჩავჩურჩულე რომელიც სასმელს წრუპავდა და დროდადრო ისე მკოცნიდა ყელში ძლივს ვიკავებდი თავს რომ მისთვის აქვე არ შემომეგლიჯა ეს პერანგი რომელიც საშინლად უხდებოდა.
- რატომ უნდა ვბრაზობდე სასიამოვნო ადამიანები არიან, თანაც ნინის დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ ასე რომ მასთან ვალში ვარ, -ჩვენსკენ მომზირალ ნინის თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა.
- ჩემს დათრობას აპირებ? -გადავიკისკისე და მოვსვი.
- უბრალოდ მინდა დაძაბულობა მოგეხსნას.
- სულაც არ ვარ დაძაბული.
- ვნახოთ, ვნახოთ, -ორაზროვანი ღიმილით ჩაილაპარაკა, -მაინტერესებს სახლში რომ მივალთ მაშინაც თუ ასეთი თამამი იქნები, რომ იცოდე რა გეგმები მაქვს შენთან დაკავშირებით...
- საპირფარეშოში უნდა გავიდე, -დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და არ გამომპარვია როგორ ჩაიცინა, ახლა სახეზე ცივი წყალი რომ არ შემესხა მართლა ავალდებოდი და აქაურობას გადავბუგავდი, ფეხარეული გავედი დარბაზიდან და რბილი ყვითელი შუქით განათებულ დერეფანს გავუყევი, საპირფარეშოს შესასვლელთან ორ ჩახუტებულ მამაკაცს რომ გადავაწყდი რომლებიც გახელებულები კოცნიდნენ ერთმანეთს გაოგნებული გავშეშდი ერთ ადგილზე...
- მაპატიეთ, არ მინდოდა ხელის შეშლა, ახლავე წავალ, თქვენ გააგრძელეთ... -თვითონაც არ ვიცოდი რას ვლაპარაკობდი დაბნეული.
- მოიცადე ჰანა, -ერთ-ერთმა სახელით რომ მომმართა მაშინღა დავაკვირდი სახეზე, ის იყო, ნამდვილად ის იყო მაკდონალდში რომ დამესხა თავს და შეურაცხყოფა მომაყენა, შეშინებულმა დავიხიე უკან.
- გთხოვ ჩემი არ შეგეშინდეს, -მიღიმოდა და თვალები სევდით ჰქონდა სავსე, -შენი ნახვა და შენთან ლაპარაკი მინდოდა მაგრამ რაკი ახლა აქ ხარ ბარემ ხომ არ გვესაუბრა.
- მე და შენ რა გვაქვს სალაპარაკო? ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ, -რაც შემეძლო მკაცრად ვუპასუხე.
- მაპატიე ჰანა, მაშინ არასწორად მოვიქეცი, ტყუილუბრალოდ გადანაშაულებდი დათოს სიკვდილში, იმ დღეს როცა დაიღუპა ჩემთან მოდიოდა, უბრალოდ ნება მომეცი რამდენიმე წუთით დაგელაპარაკო, გულში ცუდად მაქვს ჩარჩენილი რომ მე და დათო ასე გატყუებდით და...
- შენ და დათო? თქვენ რა... -მის გვერდით მდგარ საცოდავად აწურულ მამაკაცს შევხედე და ახლაღა დავიწყე რაღაც-რაღაცეების ერთმანეთთან დაკავშირება.
- აქ ამ ყველაფერზე სალაპარაკო ადგილი არა არის ჰანა, წამოდი ეზოში გავიდეთ, -გასასვლელისკენ მანიშნა ხელით და მერე წინ გამიძღვა, უკან მივყევი.
-
რესტორნის წინ პარკში ვისხედით გვერდიგვერდ, ჩუმად იყო და თავისუფლად სუნთქავდა, თითქოს რაც ყველაფერი მომიყვა გათავისუფლდა და დამსუბუქდა.
- ესე იგი ერთმანეთი გიყვარდათ? -ვკითხე და საკუთარ თავზე გამეცინა, პარკში ვიჯექი და ჩემი განსვენებული ქმრის ყოფილ მეგობარ მამაკაცს ვეჭორავებოდი საუკეთესო დაქალივით.
- ძალიან ვიყავით ერთმანეთზე შეყვარებულები, სიგიჟემდე, -ამოიოხრა და ღრუბლებს შორის შემალულ ნახევარ მთვარეს ახედა, -სანამ შენზე დაქორწინებას აიძულებდნენ მანამდე ორი წლით ადრე გავიცანით ერთმანეთი, მისმა მშობლებმა იცოდნენ რომ ქალები არ აინტერესებდა და მაინც აიძულეს დაქორწინება, დათო ყველაფერში შენ გადანაშაულებდა.
- მე რა შუაში ვიყავი?
- არაფერ შუაში არ ყოფილხარ, უბრალოდ დათო სუსტი იყო, მშობლებს ვერ ეწინააღმდეგებოდა და შენზე იყრიდა ხოლმე ჯავრს, მერე უკვე მეც ვბრაზობდი შენზე, დიდხანს გადანაშაულებდი მის სიკვდილში მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არაფერ შუაში იყავი.
- ახლა რა შეიცვალა?
- მარკი გამოჩნდა, -თავით მანიშნა რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მარკზე რომელიც მხრით ეყრდნობოდა ხეს და თვალს არ გვაშორებდა.
- ესე იგი იპოვე მისი შემცვლელი, -რატომღაც პირველად შემეცოდა დათო.
- ცხოვრება გრძელდება ჰანა, შენც გირჩევ რომ ყველაფერი დაივიწყო რაც წარსულში იყო და ახალი ცხოვრება დაიწყო, მადლობა რომ მომისმინე, -წამოდგა თავი დამიკრა და ნელი ნაბიჯით წავიდა მისი მომლოდინე მამკაცისკენ.

-
- აბა როგორ არიან ჩემი მუშკეტერები? -ნიკოლოზი დახლს დაეყრდნო და ღიმილიანი მზერა მოავლო იქაურობას, მე, ანა და ნათია გვერდიგვერდ ვიდექით ჩვენი კაფის უნიფორმებში გამოწყობილები და მგონი მართლა ვგავდით მუშკეტერებს, უკვე სამი თვე იყო რაც კაფე გაიხსნა და საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე, ნათიას დამსახურებით რომელსაც ჩვენი სოციალური ქსელების მართვა ებარა უმოკლეს დროში გახდა აქაურობა პოლულარული და საყვარელი ადგილი, ისიც და ნინიც გახსნის დღიდან ერთი წამითაც კი არ მომშორებიან გვერდიდან, ერთად ვუძღვებოდით საქმეს და ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.
- ჩვენ კარგად ვართ მაგრამ შენ რატომ ხარ მარტო? -ნინიმ ეჭვიანი სახით მოათვალიერა გარემო.
- ლუკას თუ ეძებ აქ არ არის, -ჩაიცინა ნიკოლოზმა.
- ჰმ, ლუკა? ეგ ვის რაში დაკარგვია, -ჩაიბუზღუნა და ყავის აპარატის წმენდა დაიწყო გამწარებულმა.
- მოკვდება და არ აღიარებს, -თავი სიცილით გადააქნია ნათიამ.
- რას ამბობ, შენ ხომ აღიარებ რომ ზუკაზე გიჟდები, -წაკბინა ნინიმ.
- ზუკა ჩემი მეგობარია.
- ჰო როგორ არა, ზუკა შენი მეგობარია და მე კაპიტანი ამერიკა ვარ.
- კაპიტანი ამერიკა არა მაგრამ შავი ქვრივი კი ხარ.
- რაღა გაუძლებთ ახლა ამათ, საღამომდე იკამათებენ, -მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.
- შენ როდის აპირებ ჩემთან გადმოსვლას ქალბატონო? -პირდაპირ მომახალა ნიკოლოზმა.
- რატომ უნდა გადმოვიდე, აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, მეორე სართული შენ თვითონ არ მოაწყვე ისე რომ აქ მეცხოვრა? -უდარდელად ვუპასუხე, მიყვარდა როცა ვაბრაზებდი ხოლმე არადა ბოლო ერთი თვეა გამუდმებით ვკამათობდით იმაზე რომ უნდოდა მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მე კი თვითონაც არ ვიცოდი რატომ ვაჭიანურებდი.
- იცოდე ერთხელაც ძალიან ცუდად დასრულდება ჩემს ნერვებზე თამაში, -ღიმილშეპარული მუქარით დამიქნია თითი.
- რას იზავ დამსჯი? ამჯერად როგორი იქნება სასჯელი? -მისკენ გადავიხარე, სახე ახლოს მივუტანე და ტუჩებზე გადავისვი ენა, სხეული გამიხურდა და სუნთქვა ამიჩქარდა ნიკოლოზის მრავალფეროვანი სასჯელები რომ გამახსენდა, მართლაც რომ უშრეტი ფანტაზია ჰქონდა.
- გეყოფათ, აქ მარტო არ ხართ, თავი შეიკავეთ, -ჩაიბუზღუნა ნინიმ, -და შენ ვაჟბატონო მომეცი ბოლოს და ბოლოს ლუკას ნომერი.
- აკი არ გაინტერესებდა?
- არც მაინტერესებს, უბრალოდ რაღაც მინდა რომ ვკითხო, -მაინც არ გატყდა ბოლომდე.
- ერთი პირობით, მე ლუკას ნომერს მოგცემ შენ კი ჰანა დაითანხმე რომ ჩემთან გადმოვიდეს, -ნინიმ თავი დაუქნია, მე და ნათია კი გაღიმებულები ვუყურებდით როგორ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს შეთანხმების ნიშნად.
- შეგიძლია დამეხმარო? ზემოდან რაღაც მაქვს ჩამოსატანი, -მეორე სართულისკენ ვანიშნე ნიკოლოზს, -კიბეებთან დევს გამზადებული, -თავი დამიქნია და ასასვლელისკენ წავიდა.
- ვაჟაზე ისმის რამე? -მოულოდნელად იკითხა ნათიამ და მე და ნინიმ ზუსტად ერთდროულად და ერთნაირად დავმანჭეთ სახე.
- ახლა მაგ უხსენებელის გახსენება იქნებოდა? -ნინიმ ცივი წვენი გამოიღო მაცივრიდან და მოიყუდა, -ნერვები მეშლება ვაჟას სახელი რომ მესმის.
- შენ მე მკითხე როგორ მეშლება ნერვები, -ნაძალადევად გავიცინე რომ მღელვარება დამეფარა, თუმცა ვაჟა ჩემთვის პრობლემას ნამდვილად აღარ წარმოადგენდა, არ ვიცი ნიკოლოზმა რა უთხრა ან რა გაუკეთა ასეთი მაგრამ ერთხელაც კი არ ცდილა ჩემთან დაკავშირებას, აღარც ლელა და დედაჩემი მაწუხებდნენ მის მერე რაც დათოსგან დარჩენილი ქონება უკლებლივ გადავუფორმე.
- ამის შემდეგ ვაჟა აღარ მიხსენოთ კარგი? -ზიზღით ჩავილაპარაკე და ნიკოლოზისკენ წავედი რომელიც ორ უზარმაზარ ჩემოდანს მოაგორებდა და თან ჩაფიქრებული მიყურებდა.
- ეს რას ნიშნავს ჰანა? სადმე აპირებ წასვლას? -ეჭვი გამოსჭვიოდა მის ხმაში.
- შენი აზრით? -ეშმაკურად შევცინე, რამდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის რომ ყველაფერი გაეაზრებინა, მერე თვალებში ენით აღუწერელი სითბო და სიხარული ჩაუდგა, მკლავები მომხვია, ჰაერში ამწია და ერთ ადგილზე დამატრიალა.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი და საინტერესო იყო, დიდი მადლობა

 


№2 სტუმარი One

Kargi iyo, gelit axali saintereso ambebit❤️

 


№3  offline წევრი Lucien Vanserra

სტუმარი ნინა
ძალიან კარგი და საინტერესო იყო, დიდი მადლობა


მადლობა თქვენ რომ კითხულობთ heart_eyes

 


№4  offline წევრი Lucien Vanserra

One
Kargi iyo, gelit axali saintereso ambebit❤️


მადლობა

უკვე დავიწყე ახლის წერა, მალე ავტვირთავ blush

 


№5  offline წევრი TamoTi

კარგი მეგობარი ბევრს ნიშნავს♥️ძალიან ბევრს♥️კარგია ჰანას ცხოვრებაში ანა რომ.გამოჩნდა♥️♥️ძალიან მომეწონა♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent