შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-9]


5-03-2023, 11:37
ავტორი L.G-25
ნანახია 9 615

ემას სჯეროდა რომ ცოტნე ყველაფრის ფასად დაიცავდა, თუმცა ვერ ხვდებოდა ამ იდიოტებმა თავი საფრთხეში რატომ ჩაიგდეს, ეს ხომ უაზრობა იყო, ნუთუ ცოტნე სულაც არ დასჯიდა მათ და პირიქით ემას გაუბრაზდებოდა, ემას ფიქრები უკვე აირია და გაურკვევლობაში ჩაიძირა. მალევე მივიდნენ ცოტნეს სახლში, ბიჭებმა ემა გარეთ გადმიყვანეს და სახლის კარისკენ მიათრევდნენ, ცოტნე მისაღებ ოთახში იყო და ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც ნაცემი ემა დაინახა თუ როგორ ეგდო იატაკზე ძალიან გაბრაზდა და ემასკენ გაიქცა.
-ეს რა დაგემართა ემა? ვინ ქნა? მითხარი და მას დღესვე მოვკლავ.
-ყველაფერი ამ ორმა იდიოტმა გააკეთა.
ამის გაგონებაზე ცოტნე გაოცდა და ბრაზი მოაწვა, განრისხებული ხმით დაუყვირა.
-მე თქვენ მისი დაცვა დაგავალეთ იდიოტებო, ეს რა ჯანდაბაა?
-ბატონო ცოტნე ნება მოგვეცით აგიხსნათ.
-გირჩევნიათ კარგი მიზეზეი გქონდეთ.
-ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, იქ მოწმე იყო ემამ კი ეს მოწმე გაუშვა, ესეც არ იკმარა და პოლიციაში მიიყვანა, სხვა რა გზა გვქონდა გზაზე გადაგვიდგა და ჩვენი შეჩერება ცადა, თავის საქმე არ შეასრულა, ამით თქვენც საფრთხეში ჩაგაგდოთ და თავისი თავიც.
ამის გაგონებაზე ცოტნეს სახე სრულიად შეიცვალა, გადაწითლებული ბრაზიანი სახიდან ის გაყინულ უემოციო სახედ იქცა.
-ემა ეს რატომ გააკეთე?
-ცოტნე მომისმინე გთხოვ, ის მოწმე პატარა ბიჭი იყო, მათ კი მისი მოკვლა უნდოდათ, პატარა ბიჭის ნაბოდვარს ვინ დაუჯერებდა, შენც ხო მეთანხმები, რომ ბავშვის მოკვლა არასწორია.
ემა იმედიანი თვალებით შესცქეროდა ცოტნეს, თუმცა ცოტნეს სახე არ შესცვლია, ისევ იმ გაყინული სახით დაჰყურებდა ემას, თითქოს მის თვალებში იმედგაცრუება და ბრაზიც მოჩანდა. ემამ ცოტნეს ხელი ჩაჭიდა და პირი დააღო, რაღაცის თქმას კვლავ აპირებდა, თუმცა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, ცოტნემ ხელი გააშვებინა და ფეხზე წამოდგა.
-ემა მუდმივად ფეხებში მედები - ამის გაგონებაზე ემა შეკრთა, ცოტნებ კი თმაში ხელი წაავლო და თბილი ხმით უთხრა - რომ არ მიყვარდე აქვე მოგკლავდი.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაიღიმეს, ამით თავიანთი გამარჯვება იზეიმეს. ცოტნემ ახლა მათ გახედა და ორივეს მუშტი მუცელში დაარტყა, ჯერ ერთი და შემდეგ მეორე, ერთმანეთის მიყოლებით ჩაიმუხლნენ, ცოტნემ სახე მათ ყურთან ახლოს მიიტანა და დაუღრიალა.
-თქვენ კი ორივე იდიოტი ხართ, მოწმე როგორ გაუშვით, ამდენ გამოსირებულთან მუშაობა ძალიან მიჭირს, ახლა აეგდებით და იმ მოწმეს იპოვნით, აქ მოათრევთ და ჩემ თვალწინ მოკლავთ... და კიდევ, მეორედ ემას ხელით შეეხებით და მაგ ხელებს დაგამტვრევთ, ერთადერთი ვისაც მისთვის ხელის დაკარების უფლება აქვს მე ვარ.
-დიახ ბატონო ბოდიშს გიხდით.
ეს თქვეს და იქიდან ისე სწრაფად გაიქცნენ, რომ უკან მოხედვაც ვერ მოასწრეს. ემა შეშინებული იყო, ვერ გაეგო ცოტნე ასე რატომ იქცეოდა, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და სანდრომ სიმართლე თქვა, თავს საშინლად გრძნობდა, ხვდებოდა რომ შეცდა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ის იყო რომ ცოტნე ისევ უყვარდა, თუმცა ეს სიგიჟე იყო, დრო იყო ეს გრძნობები მოეშორებინა და ცოტნეს რეალური სახე დაენახა, ის მონსტრი იყო, რომელიც თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად ყველაფერს აკეთებდა და არავის ინდობდა, მონსტრი რომელიც ბავშვებს ხოცავს, თუმცა ემა არაფრით იყო მასზე უკეთესი, ისიც ხოცავდა ხალხს, მართალია ბავშვებს არა მაგრამ ბევრი ზრდასრული მოუკლავს, მაშ გამოდის ისიც ციტნესავით მონსტრი იყო, თუმცა ახლა უაზრომა იყო თავისი ცოდვების განხილვა, მთავარია რომ თვალები აეხილა და ახლა აქედან გაქცევის დრო იყო. ემამ ფეხზე წამოდგომა და გაქცევა ცადა, თუმცა ამ დალურჯებებით ბევრი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო, ცოტნე თმაში წვდა და უკან მოითრია, მის ყურთან ტუჩები ახლოს მიიტანა, ჩაიღიმა და საზიზღარი ხმით ჰკითხა.
-საით მიიჩქარი საყვარელო? ემა მგონი ძალიან ჩქარობ, ჯერ წვეულება არ დამთავრებულა. ნუთუ აღარ გიყვარვარ და ჩემი მიტოვება გადაწყვიტე?!
-ხელი გამიშვი .
ეს თქვა და ხელი აუქნია, ცდილობდა სახეში დაერტყა, თუმცა ცოტნე მასზე ძლიერი იყო, სახეში ხელი წაავლო და მაგრად მოუჭირა.
-ემა ხომ იცი რომ არ მიყვარს როცა მეურჩები, შენ კარგი გოგო ხარ.
ემამ ცოტნეს სახეში შეაფურთხა და ზიზღნარევი ხმით დაუყვირა - ხარ, მე კი ბრმა ვიყავი.
-ნუ ღელავ მალე ისევ დაგაბრმავებ.
ცოტნემ თმაში ხელჩაჭიდებულმა წაათრია ემა, ერთ ოთახში შევიდნენ, კარის პირისპირ ერთი საწოლი იდგა, კედელზე იყო მიდგმულია,საწოლის თავზე კედელზე დიდი რკინის რგოლი იყო მიმაგრებული , მასში კი გრძელი ჯაჭვი იყო გაყრილი, კარიდან ხელმარჯვნივ შემაღლებულ ადგილზე საწერი მაგიდა იდგა და მის უკან სარკმელი იყო, სარკმლის დანახვაზე ემამ თმა გაითავისულ და მისკენ გაიქცა, ახლა აღარ ადარდებდა თუნდაც ამ სარკმლიდან გადახტომისას მომკვლდარიყო, მთავარი იყო რომ იქიდან გადამხტარიყო, მთავარი იყო რომ ცოტნესგან შორს ყოფილიყო. ემა მაგიდას მიუახლოვდა, ცოტაც და სარკმლის რაფას მიწვდებოდა, მაგრამ ცოტნე თმაში წვდა და მაგიდაზე სახით დააანარცხა, შემდეგ თავადაც გადაიხარა,ემას ზურგზე დააწვა და სახე ახლოს მიიტანა.
-შენ ჩემი პატარა სათამაშო ხარ, მე შენ მიყვარხარ და შენ დაკარგვას ვერ გადავიტან.
ცოტნემ თავზე ხელი უფრო მაგრად დააჭირა, ემას განძრევა უჭირდა, უცბად ცოტნემ ემას ბარძაყზე მოკიდა ხელი და მისი წელისკენ ნელ-ნელა აააცურა, ემა უცნაურად დაიკლაკნა, უნდოდა ცოტნე მოეშორებინა, მაგრამ ზემოდან ისე მაგრად აწვებოდა რომ განძრევაც არ შეეძლო,ემას სახე ემანჭებოდა, ეზიზღებოდა ყოველი მისი შეხება, ცოტნე კი აგრძელებდა ემას სხეულზე ხელების ფათურს, ეს ყველაფერი საზიზღრობა იყო. ცოტნემ ქამრის შეხსნა დაიწყო, ემა გადმოაბრუნა და ახლა მისი პერანგის ღილები გახსნა, ემა ცდილობდა მოეშორებინა, თუმცა ცოტნე ხელს მაგრად უჭერდა, შემდეგ ისევ თმაში წაავლო ხელი და საწოლზე დაააგდო, ზემოდან დააწვა და ყელთან კოცნა დაუწყო.
-ემა გეყოფა შეწინააღმდეგება, ვიცი რომ შენც მოგწონს.
-მეზიზღები.
-არაუშავს მალე ისევ შემიყვარებ.
-არ მესმის ამას რატომ აკეთბ.
-რადგან ჯერ არ მომბეზრებია შენით თამაში.
-მეზიზღები.- ეს თქვა და ემამ თავი გვერძ გაატრიალა,თუმცა ცოტნემ სახეში ხელი წაავლო და თავისკენ შამობრუნა, ტუჩებზი აკოცა.
-არაუშავს მალე ისევ შემიყვარებ.
ცოტნემ ემა მთლიანად გააშიშვლა, ემა უკვე აღარც ეწინააღმდეგებოდა, ნელ-ნელა ბრძოლა შეწყვიტა, დანებდა თავის ბედს,მან ბევრი ცუდი რამ გააკეთა და იქნებ ეს იყო მისი სასჯელი, იქნებ ასე უკეთესიც იყოს. ცოტნე ისევ არ ჩერდებოდა, კვლავ აგრძელებდა ემას სულის დანაწევრებას, ჭამდა მთლიანად, გლეჯდა ნაწილებად. ზემოდან ისე ძლიერ აწვებოდა, რომ ემას მთლიანი სხეული სტკიოდა, მისი შეხება ერთდროულად ნაზიც იყო და მტკივნეულიც, მათი სიყვარული ზედმეტად ბრუტალური იყო, იყო კი ეს საერთოდ სიყვარული?! ვინ იცის, ამ ორს შორის არსებული გრძნობა არ ჰგავდა ადამიანურ გრძნობებს, ეს არ იყო სიძულვილი არც სიყვარული და არც შეცოდება, არა ეს გრძნობა სულ სხვა რაღაც იყო, ისეთი რაღაც რასაც არ აქვს ადამიანური სახელი.
ემა უსულო საგანს დამსგავსებოდა, მის თვალებში სინათლე ჩაქრა, ცოტნეს კი ეს უფრო მეტად მოსწონდა და გაუჩერებლად აგრძელებდა, ეფერებოდა, ხელებს უსვავდა, კოცნიდა და ეხუტებოდა, ახლა ემა მთლიანად მისი იყო, მისი გარეთ გაშვება საჭირო აღარ იყო, ახლა შეეძლოო სახლში სამუდამოდ გამოეკეტა, ახლა ის მარტო ცოტნეს ეკუთვნოდა.
ყველაფერს რომ მორჩა ემა მაგრად ჩაიხუტა და ასე ეძინათ, დილით როცა ადგა ემას ფეხებზე ჯაჭვი მოაბა.სახეზე ნაზად მოეფერა და ღიმილით უთხრა.
-ეს ყოველი შემთხვევისთის, ნუ ღელავ მალე გავხსნი და შემდეგ ეზოში გასვლის უფლებასაც მოგცემ, ამას შენთვის ვაკეთებ, რადგან მიყვარხარ და მინდა დაგიცვა.
-გასაგებია.
ემამ ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი დახარა, ცოტნემ შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. ემა მარტო დარჩა ოთახში ბორკილ დადებული, ახლა მართლაც ვეღარსად გაიქცეოდა, ნაცემი იყო, დაღლილი და თანაც დაბმული, თუმცა აქ სამუდამოდ დარჩენა სიგიჟე იყო, როგორც კი დროს იხელთებდა მაშინვე სანდროსთან გაიქცეოდა, ის კი დაეხმარებოდა. თუმცა სადღაც გულის პატარა კუთხეში ცოტნე ეცოდებოდა, ალბათ სიყვარული ასე მალე ვერ გაქრება, ცოტნესთან ყოფნა აღარ უნდოდა, მასთან დარჩენა სიგიჟე იყო, თუმცა მის მიმართ მაინც ჰქონდა გრძნობები, მაგრამ ხვდებოდა რომ ყველასთვის უკეთესი იყო ეს გრძნობები ღრმად დაემარხა.
იმ დღეს სანდრო ცოტნეს სახლში მივიდა და ემას ნახვა ითხოვა, თუმცა დაცვამ არ შეუშვა, მთელი დღე კართან იდგა იქიდან წასვლას არ აპირებდა, ბოლოც ცოტნეც გამოჩნდა და სანდროსთან მივიდა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო სანდრო?
-შენი ზრდილობიანი საუბარი შეწყვიტე, ემა სად არის?
-მე საიდან უნდა ვიცოდე?
-ვიცი რომ შენთან არის, იცოდე ძალით შემოვალ თუ მას არ მანახებ.
-ემა აქ არ არის და შენ თუ შენს ხალხს კარგავ ეს ჩემი პრობლემა არ არის, ყოველ ჯერზე რამდენი ხალხს დაკარგავ ჩემთან ნუ მორბიხარ, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
სანდრომ ცოტნეს პიჯაჯში ხელი წაავლო და ახლოს მიითრია. - ნუ მიწვევ.
-თორემ?
- გაგანადგურებ.
ცოტნემ სანდროს მხარზე ხელი მეგობრულად დაადო და მომღიმარი სახით უთხრა. -წარმატებები.
სანდრომ ხელი მიარტყა და ცოტნე ოდნავ წაბორძიკდა, თუმცა ღიმილს ისევ არ წყვეტდა, სანდროს ეს ღიმილი უკვე აღიზიანებდა, ხვდებოდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და თავისი მანქანისკენ წავიდამ
ცოტნემ კი უკნიდან მოაძახა. - კიდევ მესტუმრე, გამიხარდა შენი ნახვა.
სანდროს პასუხი არ გაუცია, მანქანაში ჩაჯდა და იქიდან წავიდა. ცოტნემ ღიმილი შეწყვიტა და გაყინული სახით გაჰყურებდა გზას, შემდეგ სახლში შევიდა, რაღაც არ ესიამოვნა, რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, სანდრო ასე მალე არ დანებდებოდა, რამე გეგმა კიდევ ექნება, ან საერთოდ ემა რაში სჭირდება, ის ხომ გამოუსადეგარია, თუმცა მასზე საშიში ახლა ემაა, თუ ემა სანდროს ენდობა მაშინ მასთან გაქცევას აუცილებლად ცდის, საჭიროა რომ ემას სანდრო შეძულდეს, ასე უფრო მშვიდად იქნება.
ცოტნე ემასთან შევიდა, ემა ზურგით იწვა, ცოტნე მიუახლოვა და ზურგზე მოეფერა,თავზე აკოცა და გაუღიმა.
-ნუთუ ისევ მებუტები, ჩვენ ხომ ადრეც გვიჩხუბია, მიდი გთხოვ შემირიგდი, შენთვის ბაღში ყვავილებიც კი დავკრიფე.
ყვავილები სახესთან ახლოს დაუწყო, ემა გადმობრუნდა და ცოტნეს თვალებში შეხედა, გაუღიმა.
-მადლობა, თუმცა შენზე ისევ ვბრაზობ, ცოტა დრო მჭირდება.
-მესმის, მთავარია იცოდე რომ მე ისევ მიყვარხარ.
ემას ჩაეხუტა და თმაზე მოეფერა.
-ჰო მართლა, ემა გავიგე პოლიციას შენზე ძებნა გამოუცხადებიათ, რამდენიმე მკვლელობას გაბრალებენ.
ემამ გაოცებულმა წამოიძახა. -მეძებენ? ძებნაზე ბრძანება ვინ გასცა?
-ნუ ღელავ ყველაფერს მოვაგვარებ.
-ცოტნე ბრძანება ვინ გასცა?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აქ უსაფრთხოდ იყო, თანაც ჯობს არ იცოდე.
-მინდა რომ ვიცოდე, გთხოვ მითხარი.
-სანდრომ, მაგრამ ნუ იდარდებ ყველაფერს მივხედავ.
-არა სანდრომ ეს რატმ გააკეთა.
ცოტნე ემას ჩაეხუტა და მისი დამშვიდება ცადა. - თუ გინდა დაველაპარაკები მას და ავუხსნი რომ რაღაც შეცდომას უშვებს.
-არა საჭირო არ არის, რაც უნდა ის იფიქროს ჩემზე.
ცოტნემ ემას სახეზე ნაზად მოკიდა ხელი და ტუჩებში აკოცა. - ამაზე ნუ იდარდებ, გუშინდელის გამო ისევ ვწუხვარ, თუ ახლა ამაზეც ინერვიულებბ უფრო ცუდად ვიგრძნობ თავს.
-არა ნუ ღელავ ყველაფერი კარგადაა.
-მიხარია. ახლა წავალ და ღამით დავბრუნდები, შეგვიძლია ჩახუტებულებმა დავიძინოთ.
-კარგი.
ცოტნემ ისევ აკოცა და ოთახიდან გავიდა. ემამ ნერვიულად დაიწყო ფეხის კანკალი, გამოდის სანდროსთან ვერ წავა, როგორც ჩანს უკვე მიზანში ამოიღეს, თუმცა აქაც ვეღარ დარჩება, ყველაფერი უფრო აირია, ის ბავშვი რომ მიიყვანა სანდროსთან წესით სანდრო უნდა მიმხვდარიყო რომ ცოტნეს უღალატა, მაშინ რატომ გამოაცხადა მასზე ძებნა, იქნებ ცოტნე ატყებს, თუმცა ტყუილს არ გავდა, მაშ თუ ასეა აჯობებს აქედან გასვლისთანავე ქალაქიდან წავიდეს და შემდეგ ქვეყანაც დატოვოს, უმჯობესია კონტაქტი საერთოდ აღარავისთან ჰქონდეს.ვეღარავის ენდობა, მთელი ცხოვრებაა სულ ვიღაცის შველას ეძებდა, ყოველთვის სხვებს ელოდებოდა, ახლა დროა თავის თავს თავად უშველოს. უკვე ამ ქვეყნად აღარავინ ჰყავდა, აღარც ცოტნე, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო, ნეტავ სულ არ შეხვედროდა იმ დაწყევლილ დღეს, ნეტავს სულ არ გამოქცეულიყო მამამისის სახლიდან, აეტანა ის ცემა, ნახო თუ როგორ იქცევა შენთვის საყვარელი ადამიანი მონსტრად, ამას ისევ ცემა ჯობია.
ეშინია ძალიან ეშინია, მაგრამ დასაკარგი მაინც აღარაფერია, ახლა ცოტნე წასულია და გვიან დაბრუნდება, ახლა აქვს შანსი. ემამ კარგად იცოდა ბორკილების გახსნა, საბოლოოდ პოლიციაში ნასწავლი რაღაცაში მაინც გამოადგა, ბორკილები გაიხსნა, ფეხზე ძლივს იდგა, კართან მივიდა თუმცა ჩაკეტილი იყო, კარგის გაღება შეეძლო მაგრამ სახიფათო იყო, კარი რომ გაეღო სახლში ვიღაც აუცილებლად იქნებოდა და ახლა ამ მდგომარეობაში წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა, სარკმელთან მივიდა და ქვემოთ გადაიხედა, მე-3 სართულზე იყო, აქედან გადახტომაც სახიფათო იყო, თუმცა საწოლზე ბევრი გადასაფარებელი იყო, გადაწყვიტა ერთმანეთისთვის გადაება და შემდგომ კედელზე მიმაგრებული ჯაჭვზე მიება, ასე უფრო უსაფრთხო იყო. ზეწრების გადაბმა დაიწყო, თუმცა ამ დროს ცოტნე შემოვიდა ოთახში, როგორც ჩანს რაღაცისთვის დაბრუნდა, ემა შეშინებული წამოხტა ლოგინიდან და მაგიდისკენ გაიქცა, იქ ხილის თასი იდო, ხელში აიღო და ცოტნეს განრისხებულმა შეხედა.
-ემა რას აკეთებ?
-არ მომიახლოვდე.
-ნუთუ გაქცევას ცდილობდი?! ჩემო პატარა გოგო ამას რატომ აკეთებ?
-მე აღარ მინდა რომ შენს სახეს ვხედავდე.
-ნუთუ აღარ გიყვარვარ?
-ტყუილი იქნება ეგ რომ გითხრა, რადგან ვიცი გულის სიღრმეში ისევ მიყვარხარ, მაგრამ ჩემს გულს აღარ მივცემ უფლებას რომმ მმართოს, ახლა მხოლოდ ტვინით ვიმოქმედებ და ჩემ ტვინს შენგან შორს ყოფნა უნდა.
-ემა გულს მტკენ, ვიცი ცუდად მოვიქეცი, მაგრამ გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი, გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ.
-არა, აღარ მინდა, მომშორდი.
ემამ თასი ცოტნესკენ ისროლა, თუმცა აცდა, ემა სარკმელისკენ წავიდა, ცოტნე მისკენ გაიქცა.
-გაჩერდი, არ მომიახლოვდე.
-ემა არცკი გაიფიქრო გადახტომაზე, ახლავე ჩამოდი.
-რატომ? მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენთან ვიყო. ჩემი მთელი ცხოვრება ტყუილი იყო, შენ მუდამ მატყუებდი, იმდენჯერ მომატყუე, რომ უკვე აღარც ვიცი მართლა გიყვარვარ თუ არა.
-მიყვარხარ ემა, მე შენ მართლა მიყვარხარ, იმ ღამით როცა ქუჩაში დაგინახე ეს ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო.
-როგორ ამბობ რომ გიყვარვარ, როცა ასე მექცევი.
-ვიცი და მესმის რომ ჩემი სიყვარული არ არის იდეალური, მეტიც ეს საშინელია, მაგრამ მე ასეთი ვარ, მე ასე მიყვარს, მესმის რომ ჩემი სიყვარული ტკივილს გაყენებს, მაგრამ გთხოვვ არ დამტოვო.
-ნეტავ იმ დღეს ჩვენი გზები არ გადაკვეთილიყო. მშვიდობით ცოტნე.
-არა გთხოვ.
ცოტნე ემასკენ გაიქცა, ემა კი უკვე რაფაზე იჯდა და უკან გადაიხარა, რომ გადავარდნილიყო, თუმცა ცოტნემ მოასწრო ხელზე ჩაჭიდება და უკან გადმოითრია, ცოტნემ სახეში მთელი ძალით დაარტყა, ემა იატაზე დავარდა.
-ვცდილობდი კეთილი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი სიკეთით ისარგებლე, რადგან ბორკილები არ გაკავებს მომიწევს ეს გავაკეთო.
-არა ცოტნე გპირდები ასე აღარ ვიზავ, ოღონდ ეგ არ გამიკეთო.
-უკვე გვიანია აქამდე უნდა გეფიქრა.
ცოტნემ ემა საწოლზე მიაბა, უჯრიდან რაღაც ამოიღო, თეთრი ფხვნილი,სანთელი აანთო, ფხვნილი ცეცხლზე გააცხელა და შემდეგ ნემსში შეიყვანა, ემასთან მივიდა და მკლავზე რაღაც გადაუჭირა.
-არა გთხოვ, გთხოვ ცოტნე შეწყვიტე.
ცოტნემ ემას შუბლზე ნაზად აკოცა. - მაპატიე, ამის გაკეთება არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ემა ცდილობდა ხელები გაეთავისუფლებინა, თუმცა ცოტნეს მაგრად ეჭირა. ეს საშინელება რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა ემასთვის უსაშველოდ გაგრძელდა. მლე ემას თავბრუ დაეხვა, ოფლმა დაასხა და თვალები გაუფართოვდა. ემას ეს აქამდეც გაუკეთებია, მხოლოდ ერთხელ ცადა, თუმცა საშინლად არ მოეწონა, ვერ ხვდებოდა ეს ადამიანებს საერთოდ რატომ მოსწონდათ, ისეთ შეგრძნებებში გაგდებს თითქოს მოკვდი, თითქოს იმ სამყაროსკენ მიმავალ გზას დაადექი, ამ ყველაფერში სასიამოვნო არაფერი იყო.
ცოტნემ ემას თვაზე ხელი გადაუსვა და ტუჩემში აკოცა.
-კარგი გოგო ხარ, ვიცი ერთ დღეს მიხვდები ამას რატიმ ვაკეთებ და მაპატიებ. მე შენ ძალიან მიყვარხარ.
შემდეგ ხელები გაუხსნა და ბალიშზე დაადებინა თავი, ახლა ის ვეღარსად გაიქცეოდა, ახლა ის სამუდამოდ მისი იყო.



№1  offline წევრი MøønGirl

ძალიან კარგია, მომწონს შენი წერის სტილი, ბოლო თავზე კარგად გიშრომია, წარმატებები

 


№2  offline წევრი L.G-25

MøønGirl
ძალიან კარგია, მომწონს შენი წერის სტილი, ბოლო თავზე კარგად გიშრომია, წარმატებები

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent