შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონაკვეთი მელანქოლიიდან


5-03-2023, 19:49
ავტორი Emilioi
ნანახია 492

როცა გავიღვიძე მისი შეტყობინება დამხვდა.
-გაიღვიძე ანგელოზო თორე მთელ დღეს გამაზავ.
- მღვიძავსს- ეიფორიით გადავდე ტელეფონი და 1 წუთის მიწერილიც არიყო რომ დამირეკა.
- როგორ არის ჩემი გოგო?
- მშვენივრად.
- რომელი ხარ? ანა მანდ ვინმე კაცი გყავს თუ შენი ხმაა ახალ გაღვიძებულზე.- ხარხარებდა
- ნუ დამცინიი, ყველა ასეა.
- ხო აბარაა.
- მოკეტე რა.
-კაი ნუ ბრაზდები, საღამოთი გამოგივლი და მაგარ ადგილას წაგიყვან. უი ხოო.. ბილეთები დავჯავშნე.
- უი შენ სერიოზულად გადაგიწყვეტია- ვიფიქრე ცოტას გავაწვალებ თქო..
- რაოო!?? აეხლა არ გამაგიჟო და სახლში არ მომავარდნინო თავი.
- კაი ვიხუმრე რაიყო.
- თმებს დაგაცლი ანა
- მაგასაც ვნახავთ.
- ნერვებზე თამაშსს არ მოეშვი ხო?
- გააჩნია ვისი ნერვები იქნება.
- ოხ ოხ. კაი წავედი და შეგეხმიანები, გაკოცე ანგელოზო.

მთელი დღე მის ზარს ველოდებოდი ისკი არ ჩანდა. არც საღამოთი. ნუთუ დაავიწყდა!? არადა როგორ ველოდებოდი. პატარა სენდვიჩებიც კი გავაკეთე.
ერთი შეტყობინებაც არ გამოუგზავნია. თავზე დამათენდა ნერვიულობისგან. ისკი კვლავ არ ჩანდა. გადამაგდო.

"მათე"

საშინლად დაღილილი ვიყავი მაგრამ თავს არვაძლევდი უფლებას ანა არ მენახა. ჩემი ლამაზი გოგო. ჩემი პატარა ანგელოზი. როგორცკი შევეხე ყველა არტერიამ ერთად დაიწყო გახეთქვა. თითქოს გულს სისხლი აღარ მიეწოდებაო და გაჩერდა. ეს კი ანას ტუჩების დამსახურებით მოხდა. როცა წავიდა მეგონა იხუმრა. მაგრამ როგორცკი დავფიქრდი უკან შევტრიალდი რომ შემეჩერებინა. ის არ ჩანდა. მის სახელს გავყვიროდი მაგრამ ამაოდ, პასუხს არავინ მცემდა. აი ბოლოს როცა უკვე დავრწმუნდი რომ მართლა წავიდა და დამტოვა ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. წარსულის მორიგი მოგონებები იქნება თქო. მაგრამ ეს სულ სხვანაირი იყო. ყოველ ღამე მისი შეხების სურვილი მკლავდა. მისი ღიმილი მენატრებოდა, ღიმილი რომელიც მაბედნიერებდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი მაგრამ როცა მეხებოდა მთლიანად მისი გავხდი. ვიაზრებდი რომ ეს შეხება კიარ მომწონდა, არამედ მიყვარდებოდა. როცა მასთან ვიყავი უფრო მეტი მსურდა. როცა არა უარესი მემარათებოდა.
მანქანაში ვიჯექი და მისთან მივდიოდი როცა ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა.
- გისმენთ.- ბოხი ხმა ჰქონდა. მიბარებდა და მეუბნებოდა თუ არ მივიდოდი ცხოვრებას გამინადგურებდა. შემეშინდა ანასთვის რამე არ დაეშავებინა რადგან მის გარდა არავინ მყავდა და სწორედ ეგ იყო ჩემი ცხოვრება.
დაუფიქრებლად მივედი დანიშნულების ადგილზე.
ბნელი და შემოღობილი ადგილი იყო. სველი კედლები და დანამული ფიცრები დამხვდა. მწვანე განათება დაკრავდა აქა-იქა. ჩემი და ანას შეხვედრის ადგილს გავდა. იმ ადგილს სადაც სისხლიანი მიპოვა.
ვიდექი და ველოდებოდი.
უკნიდან რაღაც სილუეტი მომიახლოვდა.
- აქ ვარ-ჩაილაპარაკა ბოხი ხმით
- ხო შეგამჩნიე.
- ვერ მიცანი? - სიბნელისგანს ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს.
-ვერა
- აი ის ვარ ცხოვრება რომ დამინგრიე რამდენომე წუთში. ის ვარ ვისაც შენ გამო ცოლი გაშორდა.
-მე რა შუაში ვარ ვინხარ.
- ახლა რა შუაში ხარ ხო შე ახვარო!?კაზინოში კი კარგად მყვლიფავდი.
- აა გამახსენდი. ბიძია თუ თამაში არ იცი რაღატო თამაშობ? მე არაფერ შუაში ვარ თქვენი ბრალია და ნუ ცდილობთ ხელები შემაწმინდოთ. ახლაკი თუ ნებას მომცემთ წავალ. ჩემი გოგო მელოდება და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.-უკან გამოვტრიალდი როცა წამიერი ტკივილო ვიგრძენი გულის არეში.
- არც შენ იქნები ბედნიერი.-თქვა და გაუჩინარდა.
ტკივილისგან ძირს დავეცი. ვერ ვიაზრებდი რახდებოდა. თვალელბი მეხუჭებოდა და ვკანკალებდი. თვალევი რატომ მეხუჭება?
ხელი ზურგისკენ ნელა წავიღე და შერჭობილი დანა წვალებით გამოვაძვრინე. სისხლმაც დაიწყო დენა. ანას შეტყობინება მომივიდა. ბოლო წუთებში გამეღიმა. თითქოს მაინც ჩემთან იყო ბოლო წუთებამდე. პასუხი არ გამიცია, უბრალოდ ის სიმღერა ჩავუგდე რასაც დედა მიმღეროდა სიკვდილამდე. არ მჯეროდა რომ მასთან მოვდიოდი. საკუთარი თავი მძულდა. მძულდა რომ სულ ტყუილად ავუგე ილუზიები ანას. სულ ტუილად ვარჩევინებდი ბავშვის სახელს. მასზე ფიქრით თკივილი ნელდებოდა.
უცნაური გრძნობა ყოფილა სიკვდილი.
ყველა დეტალი თვალწინ ერთ წამში გაივლის და იდუმალი, ამოუცნობი სამყაროს კარიბჭესთან ერთი ნაბიჯი გაშორებს. გრძნობ რომ მთავრდება , მაგრამ ცდები. შეიგრძნობ ამქვეყნიურ სურნელს, რომელიც შენს ფილტვებში ჩადის, მაგრამ გონებაში ილექება. შეიგრძნობ და აფასებ იმას, რაც აქამდე უაზრო და უშინაარსო გეჩვენებოდა. ამჩნევ ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკებს,იმ მტვრის,რომელიც მიწიდან არის აფრენილი, სწორედ იმ მიწის, რომლის ნაწილიც შენ ხდები სამარადჟამოდ.
მზის ბოლო სხივი, რომელიც შენი ფანჯრიდან შემოიჭრება და სიცოცხლეს ავსებს, ახლა ძვირფასია, თითქოს იგი შენი სულის ნაწილი ხდება. აღიქვამ, რომ მოგენატრება თითოეული წამი, რომელიც საყვარელ ადამიანებთან გაგიტარებია, და ნანობ, ნანობ და სწუხარ, იმ თითოეულ დაკარგულ წამს მისტირი. იმ შანსს, რომელიც გქონდა და არ გამოიყენე. შეგეძლო გაგეკეთებინა და არ გააკეთე, ყოველი ტკივილი ახლა ნეტარებას განიჭებს და მწარედ ამოიოხრებ
,,ნეტავ იმ დროს, იმ წამს, იმ წუთს ჩემი სიყვარეულის თუ უბედურებისა''
შენი ფიქრები დაქსაქსულია მრავალმხრივ, გადის, უსასრულო გზას და მიადგება ადამიანებს, რომელნიც დაგიკარგავს, მიელამუნება და ისევ უკან ბრუნდება პატრონთან ბუმერანგივით.
რჩებიი ეული ფოთოლივით, რომელსაც სიო ხან წარსულში, ხან მომავალში ამოგზაურებს. მთელი სამყარო შენშ ერთიანდება, გავსებს, გამთლიანებს, განსხვავებულად მოქმედებს და თითქოს აღგაფრთოვანებს, მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ ზღვაში წვეთის და ქვიშაში კენჭის ტოლფასი ყოფილხარ.
დუმილი..... სრული სიჩუმე და მხოლოდ ერთი დამარღვეველი სიჩუმისა გულის ფეთქვა, რომელსაც საბოლოოდ შეიგრძნობ, გესმის მკაფიოდ და განსხვავებულად. წამი საუკუნედ ქცეული, წუთი უსასრულობად და ბოლო ადამიანური გამოვლინება ცრემლი თვალსა ზედა. იგი ნელა და ფაქიზად მოგორავს შენს ყვრიმალზე, გეფერება გელამუნება ნაზი გამაჟრჟოლებელი სიხარულით ხუჭავ თვალს, გეჩვენება თითქოს მორჩა, მაგრამ არა, ახელ ყვალს და სხვა სამყაროშ მზერას უსწორებ სინათლეს, რომელიც საღაც კაიფობს.
სიკვდილი...გარდაუვალი, ამოუცნობი და სამარადისო. იმ წამმა, რომელმაც სიკვდილთან სატრფოსავით შეგყარა უდიდესი ფასი შეიძინა , რადგან ხვდები, რომ კი არ დასრულდა, არამედ ახლა იწყება ახალი თავგადასავალი მეტად საინტერესო და ამასთანავე საშიში და შოკისმომგვრელი..
მიწა ცივი იყო. იმდენად ცივი რომ სხეულზე დამაყარა. მის ღიმილს ვიხსენებდი, ღიმილი რომელიც ძალაუნებურად მაბედნირებდა. მისი პატარა ხელები. ღმერთო როგორი ნაზი და ციცქნა ხელები ჰქონდა.
მეშინოდა.
სიკვდილო არ მინდოდა. არ მინდოდა მისი მიტოვება, ისედაც არავინ ჰყავდა და ვერ გადაიტანდა ამას. არმინდოდა მისთვის იმედი გამეცრუვებინა და მისი ცრემლების მიზეზი გავმხდარიყავი. ბედნიერებას შევპირდი და უნამუსოდ ვკვდები. არ შემფერის ესეთი საქციელი, ეს მე არვარ. ნეტავ სიზმარი იყოს.
ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. მთელ სხეულში მეღვრებოდა სისხლი. ყველა ორგანო რიგირგობით ჩერდებოდა. მაგრამ დედანატირები გული არ წყვეტდა ძგერას. აი პატრულის და სასწრაფოს ხმაც გაისმა. თავზე დამეხვივნენ, გადაბრუნებული კადრივით იყო. ბოლოს გავითიშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent