ცეკვა წვიმაში
ძალიან ძლიერი წვიმა მოსულიყო, ცხელ აგვისტოში. სწორედ ამ დროს ვივიენი და თორნიკე საოცნებო ადგილას იყვნენ. სადღაც, შორს წარმოსახვაში... ისხდნენ, უყურებდნენ ერთმანეთს. ტკბებოდნენ იმით, რომ ერთმანეთი ჰყავდათ მას შემდეგ, რაც ამდენი რამ გადაიტანეს. უყურებდა თორნიკე ვივიენის განათებულ სახეს და უძირო, ჭაობისფერ თვალებს. -წავედით, თორემ დავსველდებით-თქვა და წამოდგა -არა, არა დავრჩეთ... მოდი წვიმაში ვიცეკვოთ! -შენ სულ გაგიჟდი -ნორმალური მას შემდეგ აღარ ვარ, რაც შენ შეგხვდი-თქვა და ისევ გაიცინა. თორნიკემაც ვეღარ გაუძლო მის კისკისს. ახლოს მივიდა, ხელზე აკოცა და საცეკვაოდ გაიწვია, ვივიენიც წამოდგა. წვიმა იმატებდა. ისინი კი ცეკვავდნენ, ცეკვავდნენ დაუსრულებლად. ცეკვას რომ მორჩნენ, ჩამოსხდნენ. უეცრად თორნიკეს სახე შეეცვალა, ვივიენს მხრებში ჩააფრინა და უთხრა: -ვივიენ, შეწყვიტე! -რა? თორნიკე რას ამბობ? -ვივიენ, გთხოვ შეწყვიტე -რა შევწყვიტო თორნიკე? რაებს ამბობ?-მისი სახე ხელებში მოიქცია. -ვივიენ, შეწყვიტე თავის მოჩვენება, თითქოს ისევ ცოცხალი ვარ! არ გახსოვს?! მე 4 თვის წინ მოვკვდი, მანქანით ხიდიდან გადავიჩეხე, იმ დღეს წვიმდა, გზა სველი იყო და საჭე ვეღარ დავიმორჩილე. -არა, არა, ღმერთო, არა!-ამოიგმინა ვივიენმა, მას შემდეგ რაც ძილიდან გამოერკვა და კვლავ საკუთარ ლოგინში აღმოჩნდა. უკვე 4 თვეა ასე იყო, ძილში თორნიკე მასთან იყო, ისინი ერთად მოგზაურობდნენ, შემდეგ იღვიძებდა და ისევ მწარე რეალობაში აღმოჩნდებოდა. მისი ოჯახი, მეგობრები ეხვეწებოდნენ შეეწყვიტა ეს, მაგრამ ვერა. ვივიენი უკვე აღარ იყო ის ძველი კისკისა გოგო, მისი თვალებიც აღარ ანათებდნენ, აღარც ხშირად იღიმოდა, საერთოდ აღარ იღიმოდა... ისინი ახლაც ცეკვავენ. წვიმაში ცეკვავენ დაუსრულებლად თორნიკე და ვივიენი, უყვართ ერთმანეთი, როგორც ცოცხალთა სამყაროში, ისე სადღაც შორს, წარმოსახვაშიც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.