სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( 13 )
ელის თხოვნას აქ მოიცადეო ყური არ ვათხოვე და სირბილით დავეშვი კიბეზე, ჩემი შემხედვარე რატი ერთ ადგილზე გაშეშდა, მზერა შეეცვალა, თვალები გაუბრწყინდა და ბაგეები ღიმილმა გაუპო, მკლავები გაშალა და გულში ჩამიკრა სუნთქვა აჩქარებული და ათრთოლებული... - მომენატრე მირა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე, -ღიმილით მითხრა, ჩემი სახე ფრთხილად მოიქცია ხელებში, დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, თვალები მივლულე და ამოვიოხრე. - მიხარია რომ გხედავ, -ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დიდხანს არ მქონია მასთან ერთად ყოფნის საშუალება, მალევე გამომტაცეს ხელებიდან, უხერხულად აიჩეჩა მხრები, გამიღიმა და მზერით მომიხადა ბოდიში როცა ერთ-ერთი რაზმის მეთაურმა სთხოვა გაყოლოდა რაღაცის მოსაგვარებლად, გვიანობამდე ვერ მოიცალა ჩემთვის, არ გავბრაზებულვარ, არ მწყენია რადგან ეს მისი უყურადღებობით კი არა იმით იყო განპირობებული რომ რატი ფაქტიურად აქაურობის სულსა და გულს, აქაურობის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, ეტყობოდათ რომ ენდობოდნენ, რომ უყვარდათ, რომ მისი იმედი ჰქონდათ... უკვე კარგად იყო დაღამებული როცა საკუთარი ოთახის დალაგებას მოვრჩი რომელიც სხვა ოთახებივით კლდეში გამოკვეთილ, პატარა ოთხკუთხედი ფორმის სამყოფელს წარმოადგენდა, ქვაში გამოჭრილ თაროებზე ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები განვალაგე და საკმაოდ ფართო და რბილ საწოლს სუფთა თეთრეული გადავაკარი, ოთახის ერთ კუთხეში ძველისძველი საწერი მაგიდა და სკამი იდგა, საწოლთან ტუმბო და უზარმაზარი ვარდისფერი პუფიც მქონდა ერთი სიტყვით ასეთ პირობებში ეს ისეთი კომფორტი იყო რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, ამ ოთახში როგორც იკამ მითხრა მარტო უნდა მეცხოვრა, ელის ოთახი იკას საძინებლის გვერდით იყო, ჩემი კი მათგან მოშორებით დერეფნის ბოლოში, ნეტავ რატის სად უნდა დაეძინა... მასზე ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე როგორ გაიღო კარი, ზურგს უკან ნაცნობი სხეულის სიმხურვალე და ყურთან მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი მაშინღა გავიაზრე რომ მარტო არ ვიყავი, შევბრუნდი და თავი მის მკლავებში ამოვყავი, წელზე მომიჭირა თითები და დაბნეულს და მისი სიახლოვით აღელვებულს ზემოდან დამხედა ღიმილით, დაღლილი ჩანდა თუმცა ისეთ სითბოს ასხივებდა... - აქ რას აკეთებ? -სრულიად არალოგიკური კითხვა დავუსვი. - აბა სად უნდა ვიყო? -გაიკვირვა. - მე უბრალოდ... მე მეგონა... ვიფიქრე რომ უკვე გეძინებოდა და... -საერთოდ ავირიე და უკვე ვეღარ ვხვდებოდი რას ვამბობდი. - სწორედ რომ დასაძინებლად მოვედი, -ჩაილაპარაკა, ხელი გამიშვა, მომშორდა და უზარმაზარი ზურგჩანთა რომელიც აქამდე ფეხებთან ედო კედელთან კუთხეში მიაყუდა. - ძალიან დავიღალე, ბარგს ხვალ ამოვალაგებ, -ისე უდარდელად შემომცინა თითქოს რაღაც ძალიან ჩვეულებრივი რამ ეთქვას, მერე ფეხზე გაიხადა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე. - შენ რა აქ აპირებ ცხოვრებას? ეს ჩემი ოთახია. - შენი არა ჩვენია, იკამ არ გითხრა რომ ერთ საძინებელში მოგვიწევდა დარჩენა? წინააღმდეგი ხარ? -წამოჯდა და გამომცდელი მზერა მომაპყრო, ვხედავდი რომ ძლივს იკავებდა სიცილს, საძაგელი, მშვენივრად ხვდებოდა რომ წინააღმდეგობა კი არა სიხარულისგან სადაცაა ხტუნვას დავიწყებდი, რა აზრი ჰქონდა უარყოფას როცა მონატრებისგან სული მეწვოდა და მისი შეხების დაუოკებელი სურვილისგან სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, საწოლთან მივედი, თამამად მოვკალათდი მის მუხლებზე და კისერზე მოვხვიე მკლავები, დაიძაბა, სუნთქვა გაუხშირდა და თვალები აემღვრა, კეფაზე შემიცურა თითები, თავი დამახრევინა და მხურვალე ტუჩებით დამეწაფა ტუჩებზე, წამის მეასედში ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია, საწოლზე გადამაწვინა და მთელი სხეულით დამაწვა ზემოდან, კვნესა ვერ შევიკავე როცა მაისურის შიგნით შეაცურა ხელები, მისი შარვლის სათავეს წავეტანე ათრთოლებული თითებით... - რას აკეთებ? -აღმომხდა როცა მომშორდა და ფეხზე წამოდგა, წამოვჯექი, ეშმაკურად მომღიმარს სუნთქვააჩქარებული და ვნება აშლილი შევყურებდი ქვემოდან. - წამომყევი რაღაც უნდა გაჩვენო, -მშვიდად გამომიწოდა ხელი და თითები აათამაშა მოუთმენლობის ნიშნად. - სერიოზულად? არ ხუმრობ? ახლა მართლა გინდა რომ რაღაცის სანახავად გამოგყვე? -სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე, ახლა ისეთი გაცოფებული ვიყავი რომ შემძლებოდა სიამოვნებით მივახრჩობდი, რას აკეთებდა, მეთამაშებოდა? ასეთ მდგომარეობაში აპირებდა ჩემს დატოვებას? - გთხოვ წამომყევი, ის რაც უნდა გაჩვენო მერწმუნე ძალიან მოგეწონება, ნუ ბრაზობ უბრალოდ ადექი და წამომყევი, -თბილი შემპარავი ხმით და მაცდური ღიმილით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მთელი მოთმინების მოკრება დამჭირდა რომ არ ავფეთქებულიყავი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, შევკრთი როცა ნაზად შემეხო სახეზე და მერე ჩემი ხელი მოიქცია ხელში, მის ნებას დავყევი როცა წამომაყენა, ორი ფუმფულა პლედი აიღო საწოლიდან და მხარზე გადაიკიდა. - ესენი რაში გჭირდება? ამ შუაღამისას პიკნიკზე მივდივართ? შენ სადმე საჭმლით სავსე მოწნული კალათაც გექნება დამალული, -ირონია არ დავიშურე თუმცა ჩემს ირონიას ღიმილით შეხვდა, ერთად გავედით ოთახიდან, დერეფანს მხოლოდ რამდენიმე მკრთალად მბჟუტავი ჩირაღდნის შუქი ანათებდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული. - უკვე გვიანია და ამ დროს ყველას ძინავს ხოლმე, -ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და თან ტუჩებზე თითის მიდებით მანიშნა ჩუმად იყავი და ხმა არ ამოიღოო, კარგა ხანს მივყადი მიხვეულ მოხვეული დერეფნებით, აქაურობა ლაბირინთს გავდა სადაც უიმისოდ გზის გაკვლევა ალბათ გამიჭირდებოდა. - ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი სად მივდივართ? -ვეღარ მოვითმინე როცა კიდევ ერთ ვიწრო, ჩაბნელებულ ტალანში შევუხვიეთ, მომიბრუნდა და ფართოდ გამიღიმა, მკრთალ სინათლეში აელვარდა მისი თეთრი კბილები, ხელზე მაგრად მომიჭირა ხელი. - ფრთხილად აქ კიბეა, -მანიშნა და ფრთხილად დაიწყო სვლა ქვემოთ, ცოტა ხანში პატარა მოედანზე აღმოვჩნდით, კიდევ ერთი დერეფანი გავიარეთ და გზა ხისგან გამოთლილმა კარმა გადაგვიღობა. - მოვედით ოღონდ სანამ შევალთ თვალები უნდა დახუჭო, გთხოვ, -დაამატა როცა დაინახა რომ შეკამათებას ვაპირებდი, -გთხოვ დახუჭე თვალები, სიურპრიზსს ნუ გამიფუჭებ, -სხვა რა გზა მქონდა თვალები მაგრად დავხუჭე და მთელი არსებით მივენდე მის ხელებს, კარი ჭიალით გაიღო და ასევე ჭრიალით დაიხურა ჩვენს ზურგ უკან, რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ, მერე კიბეზე ჩავედით... - ჯერ არ გაახილო კარგი? -ჩამჩურჩულა. - ნუ ბავშვობ, -შევუღრინე გაურკვევლობისგან და მოუთმენლობისგან გაღიზიანებულმა, პასუხად კი მხურვალე კოცნა მივიღე მხარზე, მერე კისერში... -რას აკეთებ? -დავიწუწუნე და მოლიპულ ნიადაგზე ფეხი დამისხლტა, მისი ძლიერი მკლავები რომ არა ალბათ გოგრასავით დავასკდებოდი ძირს. - ფრთხილად, აქაურობა სველი და მოლიპულია, -გამაფრთხილა სიცილით. - უღრმესი მადლობა რომ წინასწარ გამაფრთხილე, -ჩავიბურტყუნე და მეუცნაურა როცა შედგა, ერთხანს ადგილიდან არ ვიძროდით, ზურგიდან ამეკრო, წელზე მომხვია მკლავები. - მოვედით, შეგიძლია თვალები გაახილო, -ხრინწგარეული ხმით მითხრა, ფრთხილად დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და აღფღოვანებისგან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა, ერთხანს სუნთქვაშეკრული ვუცქერდი ჩემს თვალწინ გადაშლილ საოცარ სანახაობას და ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი პატარა, ოვალური ფორმის მქონე ტბის წინ ვიდექით, ტბა კლდეებს შორის იყო მოქცეული, ზემოდან ჩამომავალი მთვარის შუქი მოსარკულ წყალში ირეკლებოდა და წარმოუდგენლად ლამაზ სანახაობას ჰქმნიდა, წყლიდან ამომავალი ორთქლი ჰაერში ადიოდა, ბღუჯა-ბღუჯა პატარა ფუმფულა ღრუბლებივით მიიწევდა მაღლა და ჯადოსნურ, მისტიურ გარემოს ჰქმნიდა. - ეს... ეს უბრალოდ სასწაულია, საოცარი სილამაზეა, -ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება. - მოგწონს? ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, -ხმაზე ეტყობოდა რომ უხაროდა ჩემი გაკვირვება რომ მოახერხა. - მართლაც ძალიან ლამაზია მაგრამ შენ ჯერ მთავარი არ იცი, წყალი თბილია. - თბილი? ვინ ათბობს? -ვიკითხე და ჩემმა სულელურმა კითხვამ თავად მე მომგვარა ღიმილი. - რა სასაცილო ხარ, -თავზე მაკოცა, რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, პლედები იქვე ძირს გაშალა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური, მერე კი შარვლის ღილები შეიხსნა. - რას აკეთებ? -პირდაღებული მივშტერებოდი მის უნაკლო სხეულს, არაფერი მიპასუხა, შარვალი გაიხადა და საცვლისკენ რომ წაიღო თითები თვალები დავხუჭე, მანამდე არ გამიხელია სანამ წყლის დგაფუნი არ მომესმა, შევხედე, უკვე შუაგულ ტბაში იყო და სიცილით მიქნევდა ხელს. - გაიხადე და ჩამოდი, ნუ გეშინია არავინ შეგვაწუხებს, აქაურობა ამაღამ მხოლოდ ჩვენია. ამ საოცრებაზე, შანსზე რომ ამ ჯადოსნურ ტბაში მებანავა უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, თანაც როცა ვიცოდი რომ იქ სიღრმეში ის მელოდა, ხელით ვანიშნე შებრუნდითქო, ჩაიცინა და ზურგი მაქცია, მის ტანსაცმელს გადავხედე, ის თუ შიშველი ბანაობდა იქნებ მეც გამებედა გახდა, აცახცახებულმა გავიხადე ტანზე, გავშიშვლდი და ფრთხილად, თითისწვერებზე დამდგარი მივედი ტბასთან, შევამოწმე, წყალი მართლა თბილი იყო, გაბედულად შევაბიჯე... - ულამაზესი ხარ, -მომესმა ზურგს უკნიდან, ვერ მივხვდი როდის აღმოჩნდა ჩემს უკან, წელამდე წყალში ვიდექი, დაფეთებულმა ავიფარე მკერდზე ხელები. - გინდა ცურვაში შევეჯიბროთ? -მხიარულად გამიცინა და თავით გადაეშვა წყალში, თუ ცურვაზე მიდგებოდა საქმე ნამდვილად არათანაბარ სიტუაციაში ვიყავით, ალბათ დაავიწყდა რომ თვითონვე მომიყვა თუ რა არაჩვეულებრივი მოცურავე იყო, თუმცა ახლა ეს ვის ადარდებდა, მისმა უშუალო საქციელმა წამებში მომიხსნა დაძაბულობა და ავედევნე. ალბათ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო ყოველთვის შევძლებდი მეთქვა რომ ის ღამე საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, სიმშვიდე, სიწყნარე, თბილი წყლით სავსე მთვარის შუქით განათებული ტბა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და რატი ჩემს გვერდით, დიდხანს ვცურავდით, ერთმანეთს დავდევდით და პატარა ბავშვებივით ვთამაშობდით, საერთოდ აღარ მაინტერესებდა სიშიშვლე, არანაირ უხერხულობას აღარ ვგრძნობდი და ყოველი გასული წუთი უფრო და უფრო მიმატებდა მის მიმართ ვნებას და სურვილს, ხელში აყვანილი გამომიყვანა ნაპირზე და იქვე გაშლილ პლედზე დამაწვინა, ერთხანს გაუნძრევლად დამყურებდა ზემოდან, მითიურ არსებას ჰგავდა მთვარის შუქზე, ახოვანი, ფართო მხარბეჭით, სახეზე ჩამოშლილი სველი თმით და ანთებული თვალებით, ხელი ავწიე და ათრთოლებული თითები ნაზად ჩამოვუსვი სახეზე, მერე ყელზე, მკერდზე, თვალები დახუჭა, გაიღიმა და გამშრალ ტუჩებზე ენა გადაიტარა, ვხედავდი როგორ ებრძოდა საკუთარ თავს თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, მე მას ვეკუთვნოდი, მთელი არსებით სულით და სხეულით, წამოვიწიე, ორივე ხელით მოვეხვიე კისერზე და მის ტუჩებს მივწვდი... მშვიდად იწვა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ცალი მკლავი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული ცალით კი მე მეხვეოდა, მის მკერდზე მედო თავი და მის გულისცემას ვუსმენდი. - როგორ ხარ? -მკითხა და აბურდულ თმაში შემიცურა თითები, გულიანად გამეცინა. - ახლა ის სტანდარტული ბანალური დიალოგი უნდა გვქონდეს? - არა, მე მართლა მაინტერესებს როგორ ხარ. - ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, -უყოყმანოდ ვუპასუხე და არ მომიტყუებია, მართლა ასე იყო, თავი ასე საოცრად არასოდეს მიგრძვნია. - დროა წავიდეთ, რას იტყვი? -ასადგომად წამოიწია, წამოჯდა და მეც წამომაყენა. - სერიოზულად? მეგონა ამაღამ აქ დავრჩებოდით, -უკმაყოფილოდ ავბუზღუნდი. - აქ თუ დავრჩით ვერ გამოვიძინებთ. - რატომ? მე მშვენივრად ვგრძნობ თავს შენს მკლავებში, -მკერდზე გავუხახუნე ცხვირი და ქვემოდან ავხედე, შევცბი როცა მისი მზერას შევეჩეხე, გავოცდი იმდენი სითბო, სინაზე და სიყვარული იკითხებოდა მის თვალებში, აღარაფერი მითქვამს უხმოდ ჩავიცვი და ხელჩაკიდებულები გავუყევით გზას საძინებლისკენ. დილით რომ გავიღვიძე საწოლში არ დამხვდა თუმცა არ გამკვირვებია, ალბათ ისევ რაღაც საქმის გამო დაუძახეს დარწმუნებული ვიყავი ეს ხშირად მოხდებოდა, ამას უნდა შევგუებოდი, წამოვჯექი აბურდული თმა შეძლებისდაგვარად ჩამოვისწორე და იქვე მიგდებული მაისური გადავიცვი, ტუჩები სიამოვნების ღიმილმა გამიპო წუხანდელი ღამე რომ გამახსენდა, მისი შიშველი სხეულის სხეულზე შეხება, ტუჩები ჩემს ტუჩებზე, თითები... - რაზე ფიქრობ? -მომესმა და თვალები ვჭყიტე, ისე იღიმოდა აშკარად მიხვდა რაზეც ვფიქრობდი, სირცხვილისგან სახე გამიხურდა და ლოყებზე ხელები ავიფარე. - იმედია ამასაც ბანალურობად არ ჩამითვლი, -წინ საუზმით სავსე ლანგარი დამიდო, ცხელი ყავით სავსე ორი ფინჯანი, ტოსტები და ულამაზესი ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული, გულაჩუყებულმა შევხედე, სახეგაბრწყინებული მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა. - მადლობა, -მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე, კიდევ რამე რომ მეთქვა ალბათ პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი, თვითონაც არაფერი უთქვამს, ახლაც როგორც ყოველთვის უსიტყვოდ გაიგო ჩემი სათქმელი, ჩუმად მივირთმევდით ყავას და ტოსტებს ვაყოლებდით, ყვავილების თაიგულიდან ერთი ყვავილი აიღო და ყურთან თმაში ჩამიმაგრა. - გიხდება. - ლამაზია, სად იპოვე? - მდინარის ნაპირზე იზრდება, დავინახე თუ არა შენ გამახსენდი, შენსავით უცხოა, ლამაზი, სურნელოვანი, ნაზი და ამავდროულად ძალიან ძლიერი, ყველა სეზონზე ყვავილობს. - კომლიმენტები გეხერხება ვერაფერს ვიტყვი, -გამეღიმა და საწოლიდან გადმოვალაგე ფეხები, -მგონი დროა რომ ჩავიცვა და საქმეს მივხედოთ. - საქმეს? რას გულისხმობ? -წამოწვა და თავქვეშ ამოიწყო მკლავები. - რას და იმას რომ ასე უსაქმოდ ყოფნას აღარ ვაპირებ, მეც მინდა რომ რაღაცით დაგეხმაროთ, მინდა რომ ყველაფერი მასწავლო რასაც აკეთებ, მინდა რომ თავი უსარგებლო არ ვიგრძნო. - მოდი ჩემთან, -ბალიშზე გაშლილ მკლავზე მიმითითა, ლანგარი იატაკზე გადავდე და პატარა კნუტივით მოვიბუზე მის მკლავებში. - სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ მირა, ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო, მინდა რომ კარგად მომისმინო და შეეცადო რომ გამიგო. - ისე დაიწყე აშკარად რაღაც ძალიან ცუდი უნდა მითხრა, -ნაძალადევად გავიცინე. - სიმართლე რომ გითხრა შენთვის ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე შედარებით უსიამოვნო, რა გირჩევნია რომლით დავიწყო? - ცუდით, -დაუფიქრებლად ვუპასუხე. - დარწმუნებული ხარ? - რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თეორია მაქვს, ჯერ რომ კარგი მითხრა და მერე ცუდი ცუდი კარგს გადაფარავს ასე რომ ჯერ ცუდი მითხარი და მერე კარგი რომ კარგმა ცუდი გაანეიტრალოს. - ყოველთვის ახერხებ ჩემს გამხიარულებას, -გაეცინა, ფრთხილად წამოჯდა და ჩემს წინ მოთავსდა საწოლზე ფეხმორთხმით, -მისმინე მირა, არ მინდა რომ გაბრაზდე უბრალოდ იცოდე რომ სხვა გზა არ მქონდა, როცა სიჯეის შესახებ შემატყობინეს, მისი შეპყრობა გადავწყვიტეთ, სამწუხაროდ სანამ მის პოვნას შევძლებდი მანამდე მოასწრო ჩვენს მოწინააღმდეგებთან კონტაქტზე გასვლა და ისინიც ჩვენს ბანაკებს დაესხნენ თავს მაგრამ იკას სწრაფი რეაგირების წყალობით ზარალის მინიმუმამდე დაყვანა შევძელით, იკამ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ყველას გახიზვნა. - სიჯეი რომ გამწარებული გაიქცა ბანაკიდან ისედაც ვიცოდით რომ ასე მოხდებოდა, აქ გასაკვირი არაფერია, ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ? - ახლა აქ არის? - რაა? -მეგონა მომესმა ან იხუმრა მაგრამ რატი ისე სერიოზულად მიყურებდა ხუმრობის არაფერი ეტყობოდა. - სიჯეის შეპყრობა მოვახერხეთ და იძულებული გავხდი აქ წამომეყვანა. - ანუ ახლა აქ არის? შეიძლება რომ ვნახო და დაველაპარაკო? - სერიოზულად? დარწმუნებული ხარ რომ მისი ნახვა გინდა? -დაეჭვებულმა შემომხედა. - კარგი რა რატი, მართლა გეგონა რომ ამის გამო გავბრაზდებოდი? სანამ შენ გაიცნობდი მანამდე ჩემი მეგობარი იყო და ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი, უბრალოდ იმ სასტიკ გამოცდას ვერ გაუძლო ცხოვრებამ რომ მოუწყო, ახლა მას ახლა მას სითბო, სიყვარული და ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება რომ მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლოს. - არამგონია მოახერხოს, -სინანულით გადააქნია თავი. - არაფერს ვკარგავთ რომ ვცადოთ ხომ ასეა? - ნამდვილი სასწაული ხარ მირა? იღბლიანი ვარ, ძალიან იღბლიანი, გამიმართლა რომ ჩემს გვერდით ხარ და ჩემი ხარ, -ფრთხილად მიმიზიდა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა. - კარგი ამბავი? -ძლივს ამოვილუღლუღე მისი სურნელით გაბრუებულმა. - რომელი ამბავი? -აშკარად აღარ ახსოვდა. - ხომ თქვი რომ ორი ამბავი გქონდა ჩემთვის კარგი და ცუდი. - აჰ ეგ? ახლა მოემზადე, ვერ წარმოიდგენ ისეთი რაღაც უნდა გითხრა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძლიერდება წინააღმდეგობა და ყველაზე ძლიერი მუხტი თუ გამოიცნობ საიდან მოდის? - ახლა არ მითხრა რომ... - ჰო, სწორად მიხვდი, ამ ეტაპზე საქართველოა წინააღმდეგობის ეპიცენტრი, ყველაზე ცხელი და დაუმორჩილებელი წერტილი, საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენი რაზმი რომელსაც სათავეში მე და იკა ვუდგავართ საქართველოში მიდის რათა იქაურ მოწინააღმდეგეებს დაეხმაროს, სათავეში ჩაუდგეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. - ანუ? - ანუ მოემზადე, ორ კვირაში საქართველოში ვბრუნდებით... - - - - მაპატიეთ რომ ასე დავიგვიანე, კვირას ავტვირთავს შემდეგ თავს და ჯერ არ ვიცი შეიძლება დასრულდეს კიდეც შემდეგ თავში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.