შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრები ძილის წინ 22 ( დასასრული)


11-03-2023, 21:27
ავტორი ვე რა
ნანახია 1 818

ზღაპრები ძილის წინ 22

_ კიდევ აპირებ მასთან წასვლას? მართლა?_ გაოცებული ხმა ჰქონდა ალექსს._ არ მესმის რაში გჭირდება ეს? თავს გაცოდებს არა?

_ არა, ნამდვილად არა! უბრალოდ სურს უკანასკნელად მოყვეს ყველაფერი!_ თვალი ავარიდე მათ.

_ ერთი სიკეთე მაინც გააკეთე!_ თვალებით გამბურღა ალექსმა_ ჩაიწერე ყველაფერი რასაც გიამბობს! უკეთესი იქნება თავის დაზღვევის მიზნით თუ გვექნება მისი აღიარება!_თავი დავუქნიე, ამოვიოხრე და ავდექი.

_ მასე იყოს! ალბათ მართალიც ხარ!_ ჩავილაპარაკე თანხმობის ნიშნად და სახლიდან გამოვედი. დავითი მანქანაში მიცდიდა. ალექსანდრესგან განსხვავებით , ის არ აპროტესტებდა, ჩემს როენასთან წასვლას. თითქოს ხვდებოდა, რომ ამას მისთვის არ ვაკეთებდი. ეს მე მჭირდებოდა თავად. მინდოდა გამეგო, რამ აიძულა ეს ქალი მხეცად ქცეულიყო? რამ გახადა ასეთი შეუბრალებელი? განა არსებობდა, რამე მიზეზი, რაც მის სიგიჟეს ოდნავ მაინც გაამართლებდა? ასობით, ათასობით ქალი, კაცი და ბავშვი ხდება ძალადობის და უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ ყველა ხომ არ ხდება ციცსისხლიანი მკვლელი? რამ აიძულა როენა, ასეთ ფსკერამდე რომ დაეშვა? რომ არავის და არფერს აღარ ინდობდა? ნუთუ მხოლოდ ძალაუფლება და ფული იყო ყველაფრის მიზეზი?

გაცემული ნებართვის საფუძველზე დაცვამ კვლავ უპრობლემოდ შემიშვა მასთან. სანამდე კარს გავაღებდი გავჩერდი. მობილური ამოვიღე და მცირე ყოყმანის შემდეგ ჩამწერი ჩავრთე.

კვლავ ფანჯრისკენ იყურებოდა როენა. ფიქრებში ჩაძირულს, ჩემი შესვლა თითქოს არც გაუგია. არ მივსალმებივარ. საწოლს მოვუარე, სკამი მივიდგი და უსიტყვიდ დავჯექი.

_რამე ისმის კესოზე?_ ძლივს მოსწყვიტა ცარიელი თვალები ფანჯრიდან მომზირალ ცის ნაგლეჯს.

_ მან შენი მოკვლა სცადა როენა!_ ვუთხარი მშვიდად. მისი გაღიზიანება არ მდომია, მხოლოდ მიკვირდა, რატომ ნერვიულობდა მოღალატე დაზე.

_ გიკვირს არა?_ შემომხედა და გაფითრებულ სახეზე ღიმილისმაგვარმა ემოციამ გადაურბინა.

_ ჩემი თავი ჭკვიანი და ყოვლისმცოდნე მეგონა, მეგონა ყველა ადამიანის სულში შემეძლო ჩამეხედა, მაგრამ საკუთარ დაში ყველაზე მწარედ შევცდი. ვერ დავინახე, ვერ ამოვიცანი! არ ვიცი სიყვარული რა გრძნობაა. არც ფრიდონი მყვარებია არასოდეს! სინამდვილეში არავინ მყვარებია ჩემი დის მეტი, ის იყო ჩემთვის დაც, შვილიც და ოჯახის ძვირფასი წევრიც. სწორედ ამიტომ მისმა ღალატმა დამამსხვრია!_ ვერ ვხვდებოდი , რას გულისხმობდა. დაძაბული ვუსმენდი.

_ თბილისში რომ ჩამოვედით, პატარა სახლი ვიქირავეთ, ცოტა ხანში კესომ ფრიდონი გაიცნო უბნის მაღაზიაში. ჯერ მთლად ბავშვი იყო, ცუდად არაფერი მიფიქრია. თანაც მერე ფრიდონსაც შევამჩნიე ჩამდამი ინტერესი და მე დედაჩემივით საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ფრიდონში მხსნელი დავინახე. მეგონა ის შეძლებდა ჩემი ტკივილებისთვის საკუთარი ძლიერი მხრის შეშველებას, მაგრამ შევცდი._ როენას მწარედ გაეცინა. ისევ ფანჯრისკენ მიაბრუნა სახე და განაგრძო.

_ჩემი და სკოლაში დადიოდა. მე სახლში ვიყავი, ფრიდონი მუშაობდა და ვიფიქრე სწორედ ეს იყო, ის ნანატრი სიმშვიდე. სიმშვიდე, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. გეგმებს ვაწყობდი, მინდოდა კესოს ესწავლა, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი დამდგარიყო. ყველაფერი ჰქონოდა, რაც მე მაკლდა. ვერც კი გავიგე, როგორ შეიცვალა ჩემი ფუნქცია და უფროსი დიდან როგორ ვიქეცი მის დედად.
კესოს მადა კი იზრდებოდა და იზრდებოდა! ფრიდონი არაფერს აკლებდა, ვუყურებდი და მიხაროდა, მეგონა... მეგონა..._ გამომხედა, თვალებში ტკივილი ედგა. არ შეიძლებოდა ასე ეთამაშა როლი. მას მართლაც სტკიოდა, ყოველი მოგონება, რომლებსაც ასე მკვდარი , ამყრალებული თევზებივით მიწყობდა წინ.

_ასე გავიდა ორი წელი. სრულ სიმშვიდეში და იდილიაში. ..სრულ სიბრმავეში!...
ერთ საღამოს ფრიდონი მოვიდა, დაფიქრებული და აღგზნებული. ცმუკავდა, გადიოდა და გამოდიოდა.

_ ლიდა, სამსახური გამოჩნდა, _ მითხრა ფრიდონმა ბოლოს.

_ მართლა? _ გამიხარდა მე.

_ ოღონდ საშენო არაა! კესოსთვის უფრო შესაფერისია. რევიების ოჯახში დიასახლისს ეძებენ!_ მითხრა მან და ჯიქურ შემომხედა. იცოდა ასე ადვილად არ დავთანხმდებიდი. სულ რამდენიმე თვე იყო კესოს სკოლა დაემთავრებინა და მასთან დაკავშირებით ისეთი დიდი გეგმები მქონდა. მაგრამ მის წინადადებაზე უფრო საოცარი, კესოს გახარებული სახე იყო. თითქოს წინასწარ იცოდა, ამის შესახებ, არც კი გაოცებულა.

_ კი მაგრამ უნივერსიტეტი? სწავლა?_ დავიბენი მე.

_ არა! ასე არ გამოვა, რას ამბობ ფრიდონ? რა დიასახლისობა?_ გავაპროტესტე მისი წინადადება. მაგრამ კესო პირში მეცა გაავებული.

_ შენ რა გგონია, მაგ სულელურ უნივერსიტეტზე დროს დავკარგავ? არა! მე სხვა გეგმები მაქვს! სხვა მომავალი! არც კი გაბედო შეწინააღმდეგება, თორემ სახლიდან წავალ! შენს გამო ისედაც საკმარისი ვიწვნიე!_ ამ უკანასკნელი სიტყვებით მომცელა. ბოლო მომიღო. ისედაც მჭამდა სინდისის ქენჯნა და მისმა ხმამაღლა გაჟღერებულმა საყვედურმა და ბრალის დადებამ გული მომიკლა. მაგრამ კესო მართალი იყო, მე კი ვტუყოდი მასთან! ჩემს პატარა დის ერთი დასახიჩრებული სიცოცხლე მედო ვალად! ამიტომ გავჩუმდი და მის სურვილს დავყევი.

დროთა მანძილზე ვამჩნევდი , როგორ საეჭვოდ დაუახლოვდნენ ერთმანეთს ჩემი და და ქმარი. საათობით ჩურჩულებდნენ, ჩემი მიახლოებისას კი ორივე დუმდა. ბოლოს კი ისე გამოვიდა, სახლშიც კი აღარ ბრუნდებიდნენ ღამის გასათევად. ამბობდნენ, რომ გრძელი გზის გამო რევიებთან რჩებოდნენ. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, რაც კესომ სამსახური დაიწყო, ერთ დღეს სახლში უცნაურად აფორიაქებული დაბრუნდა.

_დაჯექიო!_ მითხრა ყრუ ხმით და თავადაც ჩემს წინ ჩამოჯდა.

_ შენ კარგად იცი, რა გამოვიარეთ, _ დაიწყო მან შემპარავი ხმით._ კარგად იცი, ეს ყველაფერი რის გამო მოხდა!

_ ვერ ვხვდები კესო ,რას გულისხმობ!_ ვკითხე დაბნეულმა.

_ უფულობას ლიდა! უფულობას და მხოლოდ უფულობას! ყველა გაჭირვების მთავარ მიზეზს! ახლა კი ისეთი შანსი გამოჩნდა, რომ ამის ხელდან გაშვება არ შეიძლბა, გესმის? ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უკვე გავაკეთეთ! ახლა შენი ჯერია!_შემომხედა და
დამცინავად ამათვალიერა.

_ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ დედის მთელი სილამაზე შენ გერგო წილად. დრო მოვიდა ეგ სილამაზე იარაღად ვაქციოთ! რევიას ცოლი მოკვდა, ახლა შენ უნდა დაიკავო მისი ადგილი!

_ კესო მართლა არაფერი მესმის!_ გაოცებული ვუყურებდი და ვეღარ ვცნობდი. მის თვალებს ბავშვურობის ნატამალი აღარ ეცხო. მხოლოდ სიხარბე, ცინიზმი, მზაკვრობა და სისასტიკე დავინახე. არადა ის სულ რაღაც 19 წლის იყო.

წვრილად და დეტალურად მიხსნიდა კესო იმ გეგმას , რომელიც რევიების ქონების ხელში ჩაგდების მიზნით მას და ფრიდონს მოეფიქრებინათ. ვუსმენდი და ვერაფრით ვიჯერებდი. ის ხომ ჩემი პატარა დაიკო იყო? ის ხომ კესო იყო? მაშინ რა სჭირდა, ასე რატომ საუბრობდა? ასე როგორ ფიქრობდა?
ანუ რა გამოდიოდა? ჩემი ქმარი სხვა კაცზე მათხოვებდა, იმის გამო, რომ ლამაზი ვიყავი? _ როენამ ფანჯრიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა_ სილამაზე წყევლაა ქეთევან! აი შენც ხომ გაქვს პატარა გამოცდილება? განა შენს გამო არ აღმოჩნდა დავითი ჩემს საწოლში?

წამით თვალები აენთო, როგორც მტაცებელს, შემდეგ დაცხრა. ამოიოხრა და კვლავ ცას გახედა.

_ არ შემიძლია კესო!_ ვუთხარი მე_ განა რა გვიჭირს სამაგისო? ჩვენ ხომ ვზრუნავთ შენზე? არაფერს გაკლებთ! _
კესომ ცივად გაიცინა.

_ სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა!_ წაიღიღინა მშვიდად. უცებ სიმღერა მოსხიპა და ავად ასისინდა

_ შენ ხომ გახსოვს? ხომ გახსოვს მისი ქონიანი ღიპი? ხომ გახსოვს მისი ოფლის სუნი? ხომ გახსოვს მისი კოტიტა თითები?_ თვალები ცრემლით ამევსო.

_ მე ეს ყველაფერი დავივიწე კესო! დრო მოვიდა შენც დაივიწყო!_ ვუთხარი მუდარით.

_ დავივიწყო? არ შემიძლია დაიკო! ყოვლ ღამ კოშმარებში მსრისავს ის ღიპი! ყოველ ღამ მახრჩობს მისი ოფლის სუნი! მისი თითები ყოველ ღამ დაცოცავენ ჩემს სხეულზე! ახლა შენი ჯერია დაიკო! აიღე შენს თავზე პასუხისმგებლობა და იმ წუმპიდან ამომათრიე, სადაც შენს გამო მოვხვდი!

_მასე ნუ მიყურებ ქეთევან! მე სიბრალული არ მჭირდება გესმის!_ ხმა ჩაეხრინწა როენას.

_ ასე გავხდი როენა, თმა შემჭრეს, გამითეთრეს, თუ რამ პატარა ნაკლი მქონდა, როგორც მექანიკურ სათამაშოს, შემისწორეს და როსტომ რევიას საჯიჯგნად მიმაგდეს! თან ვინ? ჩემმა სისხლმა და ხორცმა, საკუთარმა დამ და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ. ერთხელ ჭირს , გახსოვს რომ გითხარი? მერე ადვილდება, ტყუილიც, ყალბი ღიმილიც, მოჩვენებითი სიამოვნების კვნესაც. ადამიანის მოკვლაც კი! მხოლოდ ერთხელ არის საჭირო ნამუსზე ხელის აღება. მერე ? მერე დაგორებული გუნდასავითაა, გზად გადიდდება, გაიზრდება და მთელ ზვავს წამოიყოლებს.

როსტომ რევია სიმპატიური, განათლებული და თავმოყვარე კაცი იყო! მხოლოდ ზედმეტად პატივმოყვარე! რომ ვფიქრობ არც ნინო უნდა ყვარებოდა, ირაკლის დედა, ალბათ ისიც სილამაზის გამო მოიყვანა, საზოგადოებისთვის თვალის დასაბრმავებლად. ზუსტად ისე როგორც მე.
ამიტომაც ვერ შენიშნა, როცა კესომ და ფრიდონმა, თვალსა და ხელს შუა, მოუწამლეს და მოუკლეს ცოლი.

იმ სახლში მისვლის წამიდან ამიხსნა და გამაცნო საკუთარი წესები. მე არაფერს წარმოვადგენდი, მხოლოდ ლამაზი ღიმილი და წვეულებებზე ღვინის ფუჟერის დაჭერა მევალებოდა, ოდნავ გაბზეკილი ნეკა თითით . როგორც ფრიდონი ფიქრობდა, ისე არ გამოვიდა ყველაფერი! თავბრუ ვერ დავახვიე იმ ყინულივით ცივ კაცს. ძილითაც კი სხვადასხვა ოთახში გვეძინა. მხოლოდ შუაღამით შემოივლიდა ვნებების დასაცხრომად და ისევ საკუთარ საძინებელს უბრუნდებოდა . ხალხში თავაზიანად და სიყვარულით მექცეოდა, სახლში კი ჩიხუახუადაც კი არ მთვლიდა. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ჩემებს! ერთ დღესაც გავიგეთ, ანდერძის და მისი პირობების შესახებ, მივხვდი ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ამიტომ მსურდა იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდით. მაგრამ ნურას უკაცრავად! თურმე არსებობდა გეგმა B !

სულ შემთხვევით მოვისმინე კესოს და ფრიდონის საუბარი, ფრიდონი ამბობდა, როგორც ნინო მოვიშორეთ გზიდან, ისე მოვიშორებთ ამ ბებერ ძაღლსაცო. აი მანდ მივხვდი, რომ არავითარი ხსნა აღარ გველოდა წინ! პირველი მსხვერპლი უკვე შეწირული იყო! გამწარებულები ეძებდნენ ანდერძს , მაგრამ ვერ პოულობდნენ. ერთ დღეს როსტომს აარონი ესტუმრა. აარონი მისი ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. როგორც მივხვდი ახალგაზრდობისას ისიც ნინოზე ყოფილა შეყვარებული, მაგრამ როცა ნინომ როსტომი არჩია, გზიდან ჩამოეცალა წყვილს და მეგობრობას დასჯერდა . არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალში ამომიღო. ალბათ ვერ აიტანა, სახლის დიასახლისი მისი ძვირფასი ნინოს ნაცვლად მე რომ ვიყავი. გადამეკიდა და გასაქანი აღარ მომცა. გამჭრიახი და გონიერი კაცი იყო. მოინდომა და ჩემი ნამდვილი ვინაობაც ამოქექა. იმ საღამოს, თოჯინასავით გამოწყობილს, მორიგ წვეულებაზე რომ მიმათრევდა ჩემი უგულო ქმარი, სწორედ მაშინ დაურეკა აარონმა როსტომს და სიმართლე მოუყვა. იმის გამო კი არ გაცხარდა როსტომი, რომ ვატყუებდი! არა! მხოლოდ ის აწუხებდა, თუ რას იტყოდა ხალხი , თუ ეს სიმართლე გაცხადდებოდა. კიბის თავზე კამათი მოგვივიდა, ხელები მკლავებში ჩამავლო და გააფთრებული მანჯღრევდა , ყვიროდა:

_ ისე გაგაქრობ ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს არც გიარსებიაო!

მხოლოდ თავდაცვის გამო, გეფიცები, მხოლოდ იმიტომ , რომ მინდოდა ჩემთვის ხელი გაეშვა , მკერდში ვუბიძგე და იმ უზარმაზარი კიბიდან დავაგორე. წამში გავიაზრე, რაც გავაკეთე. სპაზმებმა მომიარეს და ნერვიული სიცილი ამიტყდა. ვიდექი კიბის თავში და შეშლილივით ვიცინოდი. კარგად ვხედავდი ჯერაც ცოცხალი იყო, მკლავზე ოდნავ წამოწეული მიყურებდა და დახმარებას მთხოვდა. მოულოდნელად სამზარეულოს კარიდან კესო გამოვარდა, სწორედ იქიდან იღებდა იმ ვიდეოს, შემდეგ ირაკლის რომ ჩაუვარდა ხელში, ბუხრის საჩხრეკით მივარდა და გამეტებით დასცხო თავში როსტომს . მოკლა გესმის, კესომ, როგორც ცივსისხლიანმა მკვლელმა, როსტომი სიცოცხლეს გამოასალმა . მე საძინებელში ამიყვანეს, თავად კი ყველაფერი მოაწესრიგეს და მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაასაღეს. იძულებული გავხდი პატარა გაოგნებულ ბავშვს დავმუქრებიდი., რათა გამეჩუმებინა.
ყველამ დაიჯერა, ეს ამბავი. ისევ როსტომის მოსიყვარულე ქმრის იმიჯის დამსახურება იყო ეს . იმის შემდეგ მე კიდევ ბევრჯერ მომიწია ხან საკუთარი სხეულის, ხან სინდისის, ხან კი ფულის გამოყენება, რომ იმ როენად ვქცეულიყავი, ვინც ახლა ვარ! _ ნერვიულად გაეცინა_ არა ვინც აქამდე ვიყავი! ახლა მეც ვიცი, რომ არარაობა ვარ!

_ როენა, ირაკლის რას ერჩოდი? რატომ გაიმეტე? _ ვკითხე ხმის კანკალით.

_ ირაკლი! ირაკლი უცნაური ბავშვი იყო. აარონის არ იყოს, მაშინვე ამოიცნო ჩემში მატყუარა და მონსტრი. იქ კიბეზე როცა მამის მკვლელობას შეესწრო, თითქოს რაღაც გატყდა მასში. შეიძლებოდა მისი თავიდან მოშორებაც, ისე, რომ არაფერი დაშავებოდა, ყოველშემთხვევაში იმაზე მეტი ,რაც ჩვენ დავუშავეთ. ვუთხარი კიდეც მათ, მაგრამ ფრიდონს და კესოს ირაკლი სჭირდებოდათ. მე მისი მეურვე და ქონების განმკარგველი უნდა ვყოფილიყავი. ირაკლიც ჩემსავით მარიონეტი იყო, მათ ხელში! ვერ შვიყვარე ირაკლი! რომ არა ის, მე იმ სახლიდან წავიდოდი! არც ფული მინდოდა და არც ძალაუფლება, მაგრამ სწორედ მის გამო, მომიწია იქ დარჩენამ .
ეს ყველაფერი არ იყო, კიდევ ერთ საშინელებას მიმზადებდა ბედი. ერთ საღამოს გლიცინიის ფანჩატურში წავაწყდი ჩემს ქმარს და დას, ურცხვად და მთელი სიამოვნებით შეერთებოდნენ ერთმანეთს. მივხვდი, არ გავდა ეს ამბავი ახალ შემთხვევას. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რატომაც არ გაუჭირდა ფრიდონს ცოლის გასხვისება. ჩუმადვე გამოვიქეცი და ფარეხის წინ ზიზღით და ღალატით განაწამებს გული ამერია. ხოდა იმ დღეს გადავწყვიტე, რადგან მაინც ბოროტი დედოფლის როლს ვთამაშობდი, ხომ არ ჯობდა, მართლაც ვყოფილიყავი ბოროტი დედოფალი? ეს რომ გადავწყვიტე, ბრძოლა შევწყვიტე საკუთარ სინდისთან და ვიგრძენი, როგორ მომეხსნა მხრებიდან უზარმაზარი ლოდები. უსინდისო ადამიანი იცი რით ჰგავს უსინდისო ადამიანი უცოდველ კაცს ქეთევან? იმით, რომ ცოდვების სიმძიმე არც მას აწუხებს!
შემდეგ ძალაუფლების ძლიერი შხამიც ვიგემე და აღმოვაჩინე, რომ ამ შხამზე დამოკიდებული გავხდი.
ბოლოს თავად გავხდი შხამიანი. ასე თუ ისე ყველა შეეგუა ჩემს დედოფლობას. ირაკლიმ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა, წესით იქიდან აღარ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მოულოდნელად შენ გამოჩნდი. მერე თომა და ყველაფერი კიდევ ერთხელ აირია. სანამ ირაკლი მარტო იყო და ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ყველაფრის მართვას ვახერხებდი, მაგრამ თქვენი არსებობა, უკვე ყველაფერს საფრთხეს უქმნიდა. ყველაფერს, რასაც ამდენი მსხვერპლი შევწირე. ერთხელ რომ გაუგებ ძალაუფლებას გემოს, მერე ვეღარ დათმობ და ვეღარ შეელევი. იცი რას ვნანობ ქეთევან? რომ მაშინვე არ მოგიშორე თავიდან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცა. ვერ შეგაფასე ჯეროვნად! საფრთხედ არ მიგიჩნიე და ხომ ხედავ, ამ ყველაფერს რაც მოჰყვა. იმდენად ყოვლისშემძლე მეგონა საკუთარი თავი, ყურადღება მოვადუნე. ვერც ის გავთვალე დავითი და ალექსი თუ შენს მხარეს დაიჭერდნენ , რატომღაც მეგონა, შენ მათი მტრობის მიზეზი გახდებოდი, მაგრამ ხედავ? პირიქით მიხდა. ირაკლისაც რამხელა კოზირი ჰქონია მკლავში გადამალული. მკვდარმა დამამარცხა ბოლოს._ გაეცინა.

_ მაგრამ არაფერს ვნანობ! თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ალბათ ამ შეცდომას კვლავ დავუშვებდი. მე ადამიანთა იმ კატეგორიას ვეკუთვნი, სინანული რომ არ გააჩნიათ. ერთადერთი იმას ვნანობ, რატომ ჩემი მამინაცვალიც არ მოვკალი , როცა შესაძლებლობა მქონდა. ცხოვრებაში თავად უნდა იყო მგელი , თუ გადარჩენა გინდა! შენ ჯერ არ იცი ქეთევან , მაგრამ შენც მგელი ხარ, დედა მგელი! სწორედ ამიტომ გადამირჩი!

_ კესომ რატომ გესროლა?_ ვკითხე იმედგაცრუებულმა, მეგონა ბოლოს მაინც ინანებდა საკუთარ საქციელს

_ იმიტომ, რომ სიმართლე ვუთხარი! მე მასზე შური ვიძიე და ნანატრი ცხოვრების მაგივრად, იძულებული გავხადე ბოლომდე ჩემს მსახურად დარჩენილიყო! ვუთხარი, რომ ფრიდონი რიტასთან ღალატობდა და ამაში ხელს მე ვუწყობდი. რომ მისი სანუკვარი ფრიდონი თავისი სიკვდილით სულაც არ მომკვდარა და მე მივეხმარე! ვუთხარი, რომ მისი სიყვარულიც წავართვი!
იცი ქეათევან, მინდოდა კესოს ხელით დამესრულებინა სიცოცხლე, მინდოდა, ასე მაინც გამომესყიდა ჩემი ცოდვა მის წინაშე, მინდოდა უბრალოდ დამესვენა, მაგრამ იმ სულელმა ამაცილა!_ ჯერ გაეღიმა, მერე კი ნერვიული სიცილი აუტყდა.

_ირაკლი მართალი იყო! მე უზარმაზარი კალია ვარ! საზიზღარი, მახინჯი კალია! მაგრამ ხომ იყო დრო , როცა ფრენაზე ვოცნებობდი! ის ოცნებაც ამიხდა, ნაწილობრიც!_ გაეღიმა სევდიანად._ კალიასაც ხომ აქვს ფრთები? შეიძლება შორს ვერა, მაგრამ ერთი დიდი ნახტომისთვის კი ეყოფა ძალა . ყველა გაფრენა თავისებურად ლამაზია ქეთევან! წყალი მომაწოდე ძვირფასო!_ ჭიქა პირთან მივუტანე. ხელი თმაზე გადამისვა, როგორც უფროსმა დამ უმცროსს. მე შევკრთი და უკან დავიწიე. შემომხედა და ცოტა ხანს მიყურა. _ კესოს თუ ოდესმე ნახავ , უთხარი რომ არაფერს ვნანობ!

წლობით ამომშრალი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა . ფეხზე ავდექი და ლასლასით დავტოვე მისი პალატა. ერთდროულად თან მებრალებოდა, თან მძულდა!
თან მესმოდა მისი, თან ყველაფერი სრულიად გაუგებარი იყო!
ვინ იყო დამნაშავე მის ამბავში? განა ეს ყველაფერი მართლა უღირდა ამად?
საავადმყოფოდან როგორ გამოვედი არ მახსოვს. გარეთ ხალხის მოზრდილი ჯგუფი შეგროვილიყო. ყველა მაღლა იყურებოდა შეშინებული და დამფრთხალი. მეც მაღლა ავიხედე ინსტიქტურად. ფანჯარაზე ვიღაც იჯდა, საავადმყოფოს პერანგის ამარა. დავაკვირდი და გავშრი. როენა იყო. ორი წამით შეყოვნდა, შემდეგ კვლავ ცაში აიხედა და უცნაურად ისკუპა. მართალს ამბობდა როენა. ჩოქელას პატარა ფრთებს ძალა მხოლოდ უკანასკნელი ნახტომისთვის ეყოთ.

წამში მოვტრიალდი, რომ მისი დაცემა არ დამენახა. მაგრამ ყრუ ბრაგვანის ხმამ გააყრუა ჩემი სმენა. ზუსტად ჩემს ფეხებთან დაეცა როენა , არ მიმიხედავს უკან. ფილაქანს დავჩერებიდი გაშეშებული. სისხლის პატარა რუებმა გამოჟონეს ჩემს ფეხებთან , ფილაქნის ჩაღრმავებულ ნაპირებს მიჰყვებოდა სისხლის ნაკადული. მე ვერ ვაპატიე როენას, კესომ ვერ აპატია, ვერავინ ვერ აპატია და ვერც თავად შეძლო საკუთარი თავის პატიება...

... ჩანაწერი როგორც საბოლოო აღიარება ვანოს გადავეცი. აღმოჩნდა ბორკილი გახსნა, ჩემთვის თმიდან ამოცლილი რკინის თმისსარჭით მოუხერხებია ...

...კოშმარები დამჩემდა, ძილში მესმოდა იმ ყრუ ბრაგვანის ხმა და ვხედავდი, როგორ მიიკვლებდა სისხლის რუები გზას ფილაქნის ჩაღრმავებებში.. მეტი ვეღარ შევძელი...ვეღარ გავძელი თბილისში. კოშმარები და სიცარიელის უცნაური, აუტანელი შეგრძნება მტანჯავდა. ვერც ირამ მიშველა. ბოლოს მითხრა , რომ ჯობდა თუ აქაურობას გავეცლებოდი, გარემოს შეცვლა წამადგებოდა. ბარგი ჩავალაგე და მე თომა და მისი ოთხფეხა მეგობარი რაჭაში დავბრუნდით. ნენემ გაიხარა ჩვენი დანახვით და როცა გაიგო, რომ იქ ვაპირებდით დარჩენას, კარგა ხანი.
სიხარულით ცას ეწია საწყალი ქალი. გააორმაგა , არა გააასმაგა ზრუნვა.
ნელ_ ნელა დედის მზრუნველობამ, შვილის სიყვარულმა და რაჭის სასწაულმა ბუნებამ შედეგი გამოიღეს და სიცოცხლის სურვილი დამიბრუნეს.
მთელი ის დრო დავითი მენატრებოდა, მაგრამ არც მე ვწერდი და არც ის მეხმიანებოდა . ვიცოდი მიცდიდა, მიცდიდა სანამ მზად არ ვიქნებოდი . მხოლოდ ალექსმა არ შეიბერტყა ჯიუტი ყურები. ხან ორ კვირაში ერთხელ, ხან თვეში ერთხელ ამოგვირბენდა დაგვხედავდა, გაგვახალისებდა, მთების მოწყენილობას მიმოფანტავდა და კვლავ გაიქცეოდა . დიანა და ირაც ჩამოვიდნენ რამდენჯერმე .
და ყოველ ჩამოსვლაზე უფრო და უფრო დიდ ხანს დარჩნენ. ჩემი მენაყინის სახიანი , კეთილი გამომძიებელიც შემეხმიანა ერთხელ, მაცნობა, რომ კესო თურქეთში დაიჭირეს, იმ ოჯახის ძარცვისას, სადაც დიასახლისად მუშაობდა.
არ გასწორდა მორიელის კუდი!

მთელი ქონება კანონიერ მემკვიდრეს გადმოუფორმეს, ახლა თომა მდიდარი ბიჭი იყო. მაგრამ მე მჯეროდა, რომ ეს უზარმაზარი ქონება მას ვერ შეცვლიდა და ის მამამისი ით, ღირსეული, თბილი და ჯეთილი კაცი იქნებოდა. ბედნიერებას ფულში კი არა სიყვარულში და სიკეთეში, ხელოვნებასა და თავისუფლებაში იპოვნიდა .

დრო გავიდა... ყველაფერი დაწყნარდა, ყველა ტკივილი მინავლდა...

_ დედაა, იცი მომავალმა ნათლიამ დამირეკა! ნამდვილი კვადროციკლი გიყიდეო და ნათლობაზე ჩამოგიყვანო. _ ბრაგაბრუგით ჩამოირბინა თომამ აივნის კიბეები. აჟიტირებული იყო, პირი ყურებამდე გახეოდა .

_ თავს მომაკვლევინებს ეგ ბიჭი! _ ჩავიბუზღუნე მე ,მაგრამ ბავშვის სიხარული მაინც გადმომედო. როგორც იქნა ნათლობასაც თავი მოვაბი. თომას ირა და ალექსი ნათლავდნენ. პატარა წვეულებას ვიხდიდით. დიანა თავის შეყვარებულთან ერთად, ნათლიები და ჩვენ. სახლს უკან , მინდორში, მუხების ქვეშ მქონდა მაგიდა ლამაზად მორთული . ფერადი ბუშტები და ლენტები ნიავზე ფრიალებდნენ. ფერადი ლურჯად მოხატული სუფრა და მთის ყვავილებით სავსე საყვავილეები. შორს კი რაჭის მშვენიერი ბუნება. სტუმრები მალე ჩამოვიდნენ. მართლაც უზარმაზარი კვადროციკლი მოართვა ალექსანდრემ ნათლულს. თომა კინაღამ გადაირია სიხარულით.

_ ალექს შენ სულ გააფრინე არა?_ ვკითხე გაოცებულმა _ როცა თომამ მითხრა, მე კიდევ რაღაც პატარას ველოდებოდი. ეს რა ჯანდაბაა? ნუ გადამირიე შვილი!

ალექსმა მხოლოდ გაიცინა და თვალი ჩამიკრა . ცერემონია მშვიდად ჩავატარეთ. ბედნიერი ვიყავი. მაგრამ გულის სიღრმეში დავითი მაკლდა. ბოლო წამამდე, სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ, მეგონა დავითიც მათთან ერთად იქნებოდა. და როცა ვერ დავინახე გული ძალიან დამწყდა.

_ დავითი როგორ არის?_ ვკითხე ალექსს , როცა მარტო მოვიხელთე. თან თვალი ავარიდე.

_ რავი კარგად, ტესას ხელში ცუდად რატომ იქნება?_ მიპასუხა ალექსმა, ისე სხვათაშორის.

_ რაა?_ თავი ვერ შევიკავე და მკლავში ჩავავლე ხელი.

_ რა იყო ძვირფასო? რატომ გიკვირს? დავითისნაირს დიდხანს ვინ გააჩერებს მარტოს?_ გამიღიმა და თან თვალი ჩამიკრა. აღარაფერი მითქვამს, ან რაღა უნდა მეთქვა. თანაც მართალი იყო ალექსი. თავად არ ვუთხარი ერთხელ დავითს:" გაუბედავებს არ სწყალობთ ბედიმეთქი!" მაინც ძალიან გულნატკენმა ვაქციე ალექსს ზურგი და მაგიდასთან დავბრუნდი. ნაძალადევად გავიღიმე და საუბარში ჩავერთე.
მზე ჩადიოდა და გარემო უცნაურად ბინდდებოდა. მიწაზე ნელ _ნელა მოცოცავდა ღამის აჩრდილი.

_ დედაა სტუმარი გვყავს, ვიღაცა!_ თვალმოჭუტულმა გახედა თომამ სახლიდან მინდვრისკენ მომავალ ბილიკს. ნელა მოუყვებოდა უცნობი გზას.

_ ველოდებით ვინმეს?_ გაიოცა ნენემ.

_ ჩვენ _არა! ეს _კი!_ გაიკრიჭა ალექსი.

_ აბა !_ ჩემს ყურთან დაიხარა ეს გიჟი და არანორმალური_ რას უცდი? სანამ ტესა ამ ვინმე სხვა ფუკასავით არ აგაცლის მის თავს?_ გაოცებულმა ავხედე. მერე ისევ მომავალს გავუშტერე თვალი.

_ ნუთუ მოვიდა?_ დავიჩურჩულე სიხარულით გაბრუებულმა.

_ სხვა გზა ჰქონდა როო?_ ჩაეცინა ალექსს.

....
დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი One

Dzalian kargi iyo, yochagh, warmatebebi da male dagvibrundit❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Dzalian kargi iyo, yochagh, warmatebebi da male dagvibrundit❤️

მე ადლობა. უბრალოდ აღარ მინდა ასე ნაწილ_ ნაწილ დადება. დავასრულებ და დავდებ აუცილებლად.

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

რა კარგი იყო! დიდი მადლობა!
მაგრამ დავითი და ქეთი დამაკლდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent