შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოკჰოლმის სინდრომი, ეს სიყვარული არ არის 1


21-03-2023, 17:08
ავტორი ვე რა
ნანახია 2 112

სტოკჰოლმის სინდრომი,
ეს სიყვარული არ არის 1

პატარა თერმოსით ყავა მიდევს გვერდით. ხშირ_ხშირად გამირბის თვალი და ვხვდები, ჯობია მანქანა გავაჩერო. ეს ოხერი ყავა დავლიო , მერე კი გზა გავაგეძელო. ბოლოს სურვილს ვნებდები.გზიდან გადავდივარ და ვჩერდები. ყურში შერჩენილ ყურსასმენებში მანძილის _ "შავთვალას" ვრთავ. ისეთი მონატრებული მზეა, სურვილიც არ მაქვს თავი ავარიდო.


მანქანიდან გადმოვედი, მაცუნებელი ყავაც თან წამოვიღე. მანქანის ცხვირზე ავძვერი, ფეხებმოკეცილი დავჯექი და ნეტარი სითხე თვალდახუჭულმა მოვსვი. სასიამოვნოა, ზედმეტადაც კი. თვალები აღარც გამიხელია. მუსიკას ავუწიე და მზის სხივებს სახე შევუშვირე. კახეთის გზადკეცილზე ვარ სადღაც , გზის ორივე მხრიდან მწვანედ ლივლივებენ ვენახის ზვრები.
დაახლოებით მესამე წრეზე რომ წავიდა სიმღერა, მეც ავყევი ღიღინით. რა ბედნიერებაა , სრული სიმშვიდე სულში, გულში, ჰაერში.ესაა ნირვანა. ჩემდა უნებურად ღიღინს მოვუმატე .

" შავთვალა ხუჭუჭთმიანი
ჩემს გულში შემოპარულა,
იგი ოცნების ზღვა არის
და მასზე ვფიქრობ ფარულად..."

ვმღერი და თან ცალი ხელით წარმოსახვით ორკესტრს ვდირიჟორობ, საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთზე მაქვს შეტყუპული და ჰაერში ვიქნევ მუსიკის რიტმში.
წამით თვალს ვახელ, რათა ჯადოსნური სითხის ყლუპი მოვსვა და გაოცებისგან თვალები მიფართოვდება, ზედ ჩემს სახესთან ზუსტად მას ვხედავ, ვიზეც სიმღერის მოსმენისას ვფიქრობდი, შავთვალა, ხუჭუჭთმიანი უცნობი კაცი პირდაპირ თვალებში მომჩერებია და ისე ინტერესით მაკვირდება, თითქოს რომელიმე სამუზეუმო ექსპონატი ვიყო.
მანქანიდან დაუფიქრებლად ჩამოვხტი და მართლაც პირდაპირ გულში ჩავეკარი უცნობს, რომელსაც გაწევაც კი არ უფიქრია. თერმოსიც წამექცა, ინსტიქტურად თერმოსს ხელი მივაშველე, თან შეძლებისდაგვარად ვცადე მასთან შეხება თავიდან ამეცილებინა და სულ ავიხლართე. წავბორძიკდი და რომ არა მისი სიმარდე და ძლიერი მკლავები უეჭველი წავიქცეოდი.
მოხვეული მკლავებიდან თავი სწრაფად გავინთავისუფლე.

_ რას აკეთებ? გამიშვი!_ ვუთხარი მკაცრად. თან გატეხილ თერმოსს და დაღვრილ ყავას სინანულით გავხედე.
ირონიულად გაეცინა.

_ მადლობის მაგიერია?_ მკითხა და კიდევ ერთხელ გამაოცა, ხმაც გარეგნობასავით სასიამოვნო ჰქონდა.

_ ვინ ხარ და აქ საიდან გაჩნდი?_ შევათვალიერე, ყველაფერზე ეტყობოდა გემოვნებიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ნავარჯიშები ჩანდა და შესანიშნავ ფორმაში იყო.
ჩემი არც ერთი მიმიკა არ გამოპარვია. მიხვდა მომეწონა. ტუჩის კუთხით გაიცინა.

_ რას მღეროდი?_ მკითხა, თითქოს მისი ასი წლის ნაცნობი ვიყავი. არაფერი მიპასუხია. ზურგი ვაქციე და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე.

_ზრდილობა არ უსწავლებიათ შენთვის?_ ხმა გაუმკაცრდა.

_ არაფერი მავალდებულებს ზრდილობის გამოჩენას!_ ვუპასუხე და ჩემი თავის თავად გამიკვირდა, როგორც წესი, არც უხეში ვარ და არც უზრდელი. მაგრამ მისგან წამოსული ამპარტავნული და მბრძანებლური იმპულსები მისდამი უსიამოვნოდ განმაწყობდა.
კარი გავაღე და ის იყო ჩაჯდომა დავაპირე. ხელის ძლიერი მოძრაობით ცხვირწინ მიმიჯახუნა, ბედი ჩემი რომ ფეხის შედგმა ვერ მოვასწარი.

_ შენ რა გიჟი ხარ?_ ავუწიე ხმას.

_ გასწიე ხელი!_ ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. ვინ იყო და თავს რამდენის უფლებას აძლევდა .

_ რა გქვია?_ ისევ დაინტერესდა, ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემი ხმის ტონისთვის .

_ შენი საქმე არაა!_ არ მინდოდა, მაგრამ ჩემდაუნებურად კვლავ უხეშად გამომივიდა. ისევ სახიფათოდ მომიახლოვდა. უკან დავიხიე, მაგრამ მანქანასა და მას შორის უხერხულად გავიხირე.გაშლილი ხელისგული კვლავ მანქანის კარებზე ედო.

_ სად მიდიხარ?_ მორიგი პირადული და უაზრო კითხვა დამისვა. რა მისი საქმე იყო სად მივდიოდი? წამის წინანდელი მშვიდი განწყობა და იდილია სადღაც გამიქრა. ახლა დაძაბული და შეშინებული ვიყავი. განა ცოტა სულარეული ადამიანი დადის ქვეყანაზე? მაგრამ რაღა მე უნდა შემხვედროდა? ან რაღა აქ, ამ მიყრუებულში? კანტიკუნტად თუ ჩაივლიდა გზაზე მანქანა და ყურადღებასაც არავინ გვაქცევდა. რომ ნდომოდა ისე შემათრევდა და მიმახრჩობდა იმ აბურდულ ვენახებში, როგორც კატის კნუტს და კაციშვილი ვერ გაიგებდა ვერაფერს , ამის წარმოდგენაზე დავიზაფრე. ოღონდ ახლა მშვიდობიანად გავცლოდი და მეტი არაფერი მსურდა. ის კი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. ანთებული შავი თვალებით დემონივით მომჩერებოდა .

_ დისტანცია დაიცავი თუ შეიძლება!_ ფართო მკერდზე მივაჭირე ხელი, რათა ცოტათი მაინც გამცლოდა. მისი სიახლოვე მაშინებდა და მძაბავდა. მკერდზე მიბჯენილ ჩემს ხელს ისე დახედა, როგორც მე შევხედავდი იატაკზე მხოხავ ტარაკანს. არა, განა შიშით, რაღაცნაირი გაოცებით და ბრაზით. მაჯაზე ხელი მომკიდა და თითქოს დენმა დამიარა სხეულში. უარესად მოვიფუზე. ისეთი ძლიერი აურა ჰქონდა, აშკარად მბრძანებლობის მოყვარე და ზედმეტად თავდაჯერებული კაცი უნდა ყოფილიყო.

_ გამიშვი ხელი, თუ შეიძლება!_ რაც შემეძლო ზრდილობიანად ვთხოვე. იქნებ ასე მაინც მომეშორებინა თავიდან.

_ რა გქვია?_ ისევ ისე მკითხა, მივხვდი თავს ასე ადვილად არ დამანებებდა.

_ ანა!_ დაუფიქრებლად ვუთხარი ის, რაც პირველი მომივიდა თავში.

_ ანა!_ ჩაილაპარაკა ეჭვით._ დროებით, ანა!_ მითხრა მშვიდად, ხელი გამიშვა და გზის მოპირდაპირე მახარეს გაჩერებული გემივით ჯიპისკენ წავიდა. ისე, რომ უკან აღარც მოუხედავს. მანქანა მოატრიალა და გვერდით რომ ჩამიარა გეფიცებით, მისმა მანქამან დაცინვით გადმოხედა ჩემს ორკარიან მოცუცქნულ მინი_კუპერს.

_ღმერთო! _ ამოვიჩურჩულე თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე. მანქანაში ჩავჯექი და ხელის კანკალით დავქოქე. სოფელში როგორ ჩავედი არ გამიგია.
ჩემი ბიძაშვილის პატარა ტყუპების ნათლობა იყო. ბუშტებით მოერთოთ მთელი ეზო. სტუმრებს ეზოში მოეყარათ თავი. ჯერ ისევ იმ გადარეული უცნობის აურას და ძლიერ ენერგიას ვგრძნობდი და მასზე ფიქრს თავს ვერ ვაღწევდი. ვიფიქრე,რომ უბრალოდ გადამეტებულად შემეშინდა.
ნელ_ ნელა გართობამ ამიყოლია და საღამოს სულაც გადამავიწყდა დილანდელი შემთხვევა .
ვცეკვავდი და ვილხენდი მონატრებულ ნათესავებში. სტუმრები გვიან დაიშალნენ. ბიცოლაჩემს და ბიძაშვილის ცოლს, მარის, ალაგებაში მივეხმარე და მოგვიანებით ყველანი, მთელი ოჯახი ეზოში შევიკრიბეთ დაღლილები, მაგრამ მხიარულები.

_ ნელიკო დარჩი რა კიდევ ცოტა ხნით?_ ჩამეხუტა ბიცოლაჩემი. მე ყოველთვის გამორჩეულად ვუყვარდი. შვილებისგან არ მარჩევდა.

_ არა ბიც, ერთი დღით ძლივს გამომიშვა უფროსმა. ამაზეც იმდენი იჯაჯღანა. ხვალ უნდა დავბრუნდე უეჭველი, ძაანაც არ მინდა, მაგრამ რა ვქნა?_ მთელი საღამო ვისაუბრეთ, მთელი წლის მოსაყოლი იმ ერთ საღამოში ჩავატიე.

ბავშვობაში მთელ არდადეგებს მათთან ვატარებდი, მაგრამ ახლა დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა. მართალი მგონია, რომ ამბობენ დრო აჩქარდაო. გარბიხარ გამორბიხრ ადამიანი, ცდილობ ყველაფერი მოასწრო და მაინც ვერაფერს ასწრებ.
ხელფასს არ ვუჩიოდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა კარგ ხელფასს, დახარჯვას თუ ვერ მოვახერხებდი? მხოლოდ კვირას ვისვენებდი და ისიც მთელი კვირის გადაქანცულს გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მქონდა და ლამის მთელ დღეს ლოგინში ვატარებდი. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად აღმედგინა ენერგია, რომ ორშაბათიდან ისევ მუშაობის ორომტრიალში ჩავფლულიყავი, შემდეგ კვირა დღემდე. საღამოობით ნანუკა გამომირბენდა ხოლმე ხანდახან, შემჯორავდა და ისევ გაიქცეოდა ქმარ_ შვილთან. იმას ოჯახი, მე _სამსახური, მართლაც ჩვენი საოცარი მეგობრობა იყო, რომ ერთმანეთს ასეთ გადატვირთულ რეჟიმშიც კი არ ვკარგავდით.
მას შემდეგ, რაც მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ, სულ მარტო დავრჩი. ხან მთელი კვირა ისე გავიდოდა სახლში ხმის გამცემიც კი არა მყავდა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ერთი სულიერი მაინც გამეჩინა, რომელიც ჩემს სახლში მისვლას გულმოდგინედ დაელოდებოდა. მარტოობა მართლაც მოსაბეზრებელია ხოლმე.

_ ბიცო, კნუტი მინდა, არავის ჰყავს თუ იცი?_ ვკითხე ბიცოლაჩემს.

_ ოხ ნელიკო, კნუტი კი არა, კაცი გინდა აწი შენ!_ დამცინა სანდრომ.

_ აუ დიდი ხანია ცოლი მოვიყვანეთო?_ ვალში არ დავრჩი მეც.

_ დროს რა მნიშვნელობა აქვს, სამაგიეროდ ნახე ორმაგი დატვირთვით ვმუშაობ. ვერ გავაკეთე ტყუპები? _ გაიკრიჭა საძაგელი.

_ სანდრინიო ჭკუა მაინც არ გემატება , ვერ გიშველეს ტყუპებმა არა?_ ხუმრობით წამოვარტყი მოხოტრილ თავში.

_ მამიკოს ბარტყუცუნები, ვენაცვალე ამათ!_ ტყუპენის ხსენებაზე თვალები დაეთაფლა ჩემს გადარეულ ბიძაშვილს.
პატარები მოვისიყვარულე, ძლივს შეველიე და დასაძინებლად ავედი.
რომ დავწექი მაშინღა გავიაზრე, როგორი დაღლილი ვიყავი. ძილის წინ მუსიკების მოსმენა ჩვევად მაქვს, თითქოს ასე მარტოობას ვეღარ ვგრძნობ ხოლმე ცარიელ სახლში. ახლაც მობილური ამოვიღე და დაპაუზებული პლეიერი ჩავრთე.
" შავთვალა ხუჭუჭთმიანი..." ამღერდა მობილური. ვეძგერე და ცივად გამოვრთე. ჯანდაბა, უცებ ამესვეტა თვალწინ მისი სახე. ცეცხლოვანი შავი თვალები და შავი ხვეული თმა. წამით მისი სურნელიც კი ვიგრძენი.

_ ჯანდაბა ნელიკო რა ჩარჩენილი შინაბერასავით ჩაიციკლე?_ ცალი თვალით მობილურს გავხედე. მუსიკა დავაბრუნე და ბალიშზე გულაღმა გადავწექი.

_ განა რა დაშავდება ცოტას თუ წავიოცნებებ?_ გავათამამე საკუთარი თავი.
თვალები დავხუჭე და მისი სახე წარმოვიდგინე. არაფერიც არ დაშავდებოდა ოცნებით, ხვალე არ მენახა კიდევ!

სიმღერის ხმა მესმის საიდანღაც, მაგრამ ვერ ვხვდები საიდან. თვალებს ვახელ და მას ვხედავ, ნელა იხრება ჩემსკენ, მისი რბილი შავი სურნელოვანი თმა სახეზე მელამუნება, სახე ჩემსკენ მოაქვს და ტუჩებზე მეხება ...გული მიჩქარდება... საიდანღაც ისევ მესმის სიმღერის მშვიდი მელოდია და სიტყვები... და მოულოდნელად გამეღვიძა. გული ამოვარდნას მაქვს. ხელი მკერდზე მივიდე და მართლაც ისეთი ბაგა_ ბუგი გაუდის ამ სულელ გ
ულს.
ამოვისუნთქე
_ ჯანდაბა, ეს რა იყო?_ წამოვიძახე ხმამაღლა. მობილურს დავხედე,ღამის ორი საათია და ისევ იგივე სიმღერაზე ტრიალებს პლეერი.

_აი თურმე რისი ბრალია. ვაიმე! ამ სიმღერას ცხოვრებაში აღარ მოვუსმენ! ოხ, ნელიკო, ოხ!_ ცოტა რომ გადამიარა აღელვებამ, გამეცინა კიდეც საკუთარ თავზე.

_ ესეც შენი პირველი კოცნა!_ ლამის იყო სიცილი ამიტყდა. პირველი საოცნებო კოცნა ოცდასამი წლის ასაკში, ვიღაც გადარეულ მანიაკთან და ისიც მხოლოდ სიზმარში.

_ და თუ სიზმარში ასე აგაღელვა
რა იქნება, როცა სინამდვილეში გაკოცებს სულელო!_ ვეკითხები ჩემს აცეტებულ მეორე მეს.

_ როცა? სინამდვილეში?_ ვალში არ მრჩება ისიც და ირონიულად მეკითხება. _ ანუ მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყოდი ნელიკო?

_ მოკეტე!_ ვბუზღუნებ მე. ცოტა ხნის მერე თითებს ტუჩებზე ვიდებ და მეღიმება.

_ ვაი, შენს პატრონს, ჩემო თავო!_ ვჩურჩულებ და მეძინება. უცნაურად აღელვებულს.

დილა ღამეზე ბრძენიაო ხომ გაგიგიათ? ხოდა გათენებამ და მზის სინათლემ ჩემი ღამეული ვნებები სულ აქეთ_ იქეთ მიმოფანტა. ვისაუზმეთ და რაც შემეძლო სწრაფად რუსთავის გზას დავადექი.
სადღაც კაჭრეთთან შემომიტია ყავის "ლომკამ". ქილის ცივი ყავა მაინც რომ არ დამელია, სულს გავაფრთხობდი ალბათ. მანქანა მაღაზიასთან მივაყენე და ზანტად გადმოვედი. პახმელია არ ვიცი რა არის და არც თავი მტკივა ხოლმე, უბრალოდ მეორე დღეს უცნაურ დაღლილობას ვგრძნობ და როგორც გამოუსწორებელ მძინარას, სულ მეძინება. მაღაზიაში შევედი და ცივი სასმელების თაროს ჩამოვუარე, არც კი დავკვირვებივარ აკვიატებულ სიმღერას რომ ვღიღინებდი.
" მინდა, რომ მასაც ვუყვარდე არ მომაყენოს ტკივილი.." ლამის ჩურჩულით ვღიღინებ და სასურველს ვეძებ.

_ აშკარად ძალიან ხარ შეყვარებული მაგ სიმღერაზე!_ მომესმა ზურგს უკან და კინაღამ შევყვირე მოულოდნელობისგან.
სიზმრისგან განსხვავებით რეალურის საკმაოდ მეშინია.
უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით. წარბი გაოცებით ასწია.

_ შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო?_ მოულოდნელ ზრდილობას იჩენს, ალბათ მიხვდა, რომ მისი მეშინია და აღარ უნდა, რომ დამაფრთხოს. ჩემი გონება გამალებით ფიქრობს. მინდა, რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი. და გადაწყვეტილებასაც მალევე ვიღებ. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.

_ მანქანასთან დაგელოდები!_ ვეუბნები და სანამ ის ყავას ყიდულობს მე სწრაფად ვტოვებ მაღაზიას, მანქანაში ვჯდები , სწრაფად ვქოქავ და ბედნიერი და საკუთარი მოხერხებულობით აღფრთოვანებული იქაურობას ვტოვებ. უკანა ხედვის სარკეში ბოლოს რაც დავინახე მისი გაოცებულ_ გაბრაზებული სახეა, ორივე ხელში ყავის ჭიქებით დგას და მიმავალ მანქანას თვალს არ აშორებს.
დაახლოებით ერთ საათში ქალაქში ვარ და პირდაპირ მაღაზიაში მივდივარ. მას შემდეგ, რაც დამაწინაურეს და მენეჯერის პოზიცია დავიკავე მაღაზია ჩემს მეორე სახლად იქცა. მალევე ჩავები ჩვეული დღის რუტინაში და ფიქრისთვის უკვე აღარ მეცალა .

სახლში რომ დავბრუნდი, გარეთ უკვე ლამპიონები ენთო. როგორც კი კარი შევაღე ის გავიფიქრე,თუ რა სასიამოვნო იქნებოდა პატარა მეგობარი რომ შემომგებებოდა კნავილით, ავიყვანდი , გულში ჩავიკრავდი და ამ აუტანელ სიცარიელეს აღარ ვიგრძნობდი.
სამზარეულოში გავედი, კარაქიან _ ჯემიანი პური შევჭამე და ტელევიზორთან მოვკალათდი. პულტი ავიღე და უაზროდ ჩამოვყევი არხებს. თავადაც არ ვიცოდი რას ვეძებდი. უცებ ჯონი დეპის მოვკარი თვალი და გადავწყვიტე სულ არაფერს მასთან ერთად მაინც გამეტარებინა ის საღამო და კაცმა არ იცის მერამდენედ ნანახი "კარიბის ზღვის მეკობრეების " ყურება დავიწყე. მოულოდნელად მესიჯის ხმა მომესმა. ავიღე ტელეფონი და დავხედე. უცხო ნომერი იყო. ჩემი სამსახურის გადამკიდეს მოსვენება სახლშიც არ მქონდა, ამას მიჩვეული ვიყავი, მესიჯი გავხსენი და წავიკითხე. თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაცას ნომერი შეეშალა: " ანა არა? მატყუარებს არ უნდა ენდო!" წამის შემდეგ მივხვდი, ის იყო.

_ რაოო? შანსი არაა! საიდან ?_ შევეწინააღმდეგე საკუთარ თავს. პასუხი არ დამიბრუნებია. ეტყობა, პასუხის ლოდინი რომ მობეზრდა აქტიურ შეტევაზე გადმოვიდა და ახლა რეკვა დაიწყო.

_ გისმენთ!_ ვუპასუხე გაუბედავად.

_ ასე რატომ მოიქეცი?_ მკითხა პირდაპირ.

_ ბატონო?_ გავიოცე მე.

_ სულ ასეთი მატყუარა ხარ?_ მკაცრი ხმა ჰქონდა.

_ ვინ ხარ?_ ვითომ ვერ მივხვდი მე.

_ აუცილებელია ეგ თამაშები?_ ისევ პირდაპირი იყო ის.

_ არა მართლა ვინ ჯანდაბა ხარ!_ მეც უცებ მიმტყუნა ნერვებმა._ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ხვდები?

_ ანუ ტელეფონზე დიდი გული გაქვს?_ ჩაეცინა მას.

_ ახლა მე გავთიშავ და შენ აღარ დამირეკავ! გასაგებია?_ შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.

_ თორემ?_ არა მაინც რა თავხედია.

_ თორემ? უბრალოდ დავბლოკავ ნომერს!_ ვუპასუხე მე გაოცებულმა. აბა მორევით მე ვერ მოვერეოდი, თორემ სიამოვნებით გავუბრტყელებდი იმ ლამაზ სახეს.

_ და ეგ შემაჩერებს?_ მართლა ხმამაღლა იცინოდა უკვე.

_ რა გინდა ჩემგან? გიჟი ხარ? თითქოს არ გავხარ მანიაკს!_ ვიფიქრე ტკბილი სიტყვით მაინც გავაგებინებდი რამეს.

_ მაინტერესებ, თუ შემხვდები და ინტერესს მომიკლავ, იქნებ თავიც დაგანებო!_ შემპარავად დაიწყო მან. ხმა არ გავეცი.

_ ნუ გეშინია ჩემი! _ აშკარად ხვდებოდა, რასაც ვფიქრობდი.

_ კარგი! მხოლოდ ერთხელ!_ დავთანხმდი მე.

_ იცოდე, ჩემი მოტყუება არც იფიქრო!_ მუქარა გაურია ხმაში.

_ კვირას მცალია!_ ისეთი ხმით ვუთხარი, ვითომ მის მუქარას არაფრად ვაგდებდი.

_ იყოს კვირა! თორმეტზე დაგელოდები! სადაც მეტყვი იქ მოვალ. იცოდე.._ ვიცოდი ისევ დამუქრებას აპირებდა. ამიტომ მკაცრად შევაწყვეტინე ლაპარაკი და დავემშვიდობე.

_ კვირას თორმეტზე, ადგილს მოგწერ!_ ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე ნერვებმოშლილმა.
ცოტახანში მესიჯი მომივიდა.
" მეორედ ასე აღარ გამითიშო იცოდე!"

" ეცადე საერთოდ არ გადავიფიქრო !" მივწერე მეც.
მთელი კვირა წამში გაფრინდა და შაბათიც წამში მოვიდა. ისეთი დაღლილი დავბრუნდი სახლში, არც კი მივახშმია. შხაპი ინსტიქტურად მივიღე. ლოგინთან მივლასლასდი , მოსალოდნელი შემაწუხებელი ზარების თავიდან ასაცილებლად მობილურს ხმა გავუთიშე. ლოგინზე დავეგდე. მკვდარივით ჩამეძინა.

კარის ბრახუნმა მომიყვანა გონზე. თვალი გავახილე და ისეთი დაღლილობის შეგრძნება ამყვა თითქოს დასაძინებლად საერთოდ არ დავწოლილვარ. ფანჯარას გავხედე , უკვე კარგად გათენებულიყო. ძლივს ავიზლაზნე ფეხზე. ხალათი მოვიცვი. კარადის სარკეში საკუთარ თავს თვალი მოვკარი, სველი თმით დაძინებას უკვალოდ არ ჩაევლო. ყოველი თმის ღერი სასურველი მიმართულებით გამშრალიყო და გაფშეკილიყო. კარისკენ წავლასლასდი ისე, რომ არც კი მიფიქრია თავის მოწესრიგება. დარწმუნებული ვიყავი ნანუკა იქნებოდა. აბა მის გარდა მე არავინ მაკითხავდა. კარი გამოვაღე და მაშინვე უკან შემოვბრუნდი. მაინც არ მსურდა მეზობლებს ასე გაჩეჩილი დავენახე.

_ რა ქვეყნის დაქცევაა, რომ ჩამოიღე კარები? შემოდი მალე!_ მივაძახე და სამზარეულოში შევფრატუნდი.

_ ყავას დალევ?_ გამოვძახე სამზარეულოდან. პასუხი რომ ვერ მივიღე, უკან გამოვბრუნდი და ადგილზე გავშრი.

_ რაა?_ ამოვიკნავლე საცოდავად._ აქ რას აკეთებ?
თავად მისი უდიდებულესობა ბრძანდებოდა, გაცოფებული და ამასთან ერთად გაოცებული სახით მიყურებდა და ეტყობა ვერ გადაეწყვიტა , რომელი ემოციისთვის მიენიჭებინა უპირატესობა.
უცებ მზერა შეეცვალა და ტუჩის კუთხეები სიცილმა აუპრიხა. ცოტა უცნაური ნათქვამია, მაგრამ მართლა ასე იყო. ისეთი საყვარელი სიცილი ჰქონდა, ვერც კი წარმომედგინა. თუმცა, როცა მისი სიცილის მიზეზი გავიაზრე წამში გამოვფხიზლდი. ხელები თმაზე გადავისვი. შეძლებისდაგვარად მოვათვინიერე გაურჩებული თმები.

_ აქ დაჯექი და დამელოდე! _ დავუბრიალე თვალები. მაინც უკვე სახლში იყო და წასვლას აშკარად არც აპირებდა.
საძინებელში შევედი, თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და მასთან დავბრუნდი. მივედი და პირდაპირ დავუჯექი.

_ ისევ მომატყუე და ეს არ მომწონს!_ თვალებში კვლავ სიცივე ჩაუდგა.

_ ჯერ ერთი, სულ არ მადარდებს შენ რა მოგწონს, მეორეც არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ ჩამეძინა! მგონი დიდი განსხვავებაა არა?_ აღარ ვაპირებდი მისთვის რამე დამეთმო. საერთოდ არ ვიცოდი ვინ ოხრობა ბრძანდებოდა.

_ ეგ მაინც არ გაძლევს უფლებას დაუკითხავად დამადგე სახლში!

_მისმინე! უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებ და შენი გაცნობა მინდა, მეტი არაფერი!_ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მან.

_ რომ გკითხო, საიდან გაიგე ნომერი ან მისამართი , მგონი უბრალოდ სასაცილოა!_ უკმაყოფილების დამალვა არც მიფიქრია.

_ ვინ ხარ? _ მხოლოდ ეს ვკითხე._იცოდე ძალიან მძულს მურტალოს ტიპის იდიოტები!

_ მეც!_ დამეთანხმა ის.

_ აბა ეს რა ჯანდაბაა?_ ხელი გავშალე იმის სათქმელად, რას გავს შენი საქციელიმეთქი.

_ როგორც წესი, ასე არ ვიქცევი!_ თვალს არ მაშორებდა.

_ გამონაკლისების გარდა?_ აშკარად ღიად დავცინე მე.

_ ნუ იაზვობ!_ დაეძაბა ხმა.

_ სიმართლე გითხრა , ისიც კი არ მაინტერესებს, ვინ ხარ და რა გქვია! მინდა, რომ წახვიდე!_ მისი სითავხედე აგრესიისკენ მიბიძგებდა.

_ თორემ? გამაგდებ?_ გაეცინა მას. მისი სხეული შევათვალიერე და ჩემდა ჭირად ჩემი სიზმარი გამახსენდა.

_ რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობ არა!?_ ჩაეცინა.

_ ძალიან ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული ხო?ხასიათიც გარეგნობის მსგავსი რომ გქონდეს, შენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა!_ ფეხი ფეხზე გადავიდე.

_ არ ვაპირებდი, ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ჯიუტი გოგო ხარ, მე კი მომეწონე!_ მის სიტყვებზე დავიბენი.

_ რატომ?_ მართლა მაინტერესებდა, რატომ ამიკვიატა.

_ ასე მეგონა, მე მიმღეროდი!_ ისევ გამიღიმა.

_ იმედი უნდა გაგიცრუო, შეყვარებული მყავს!_რატომღაც ვიფიქრე ასე თავიდან მოვიშორებდი.

_ ვიცი, აწი უკვე გყავს!_ დამთანხმდა სწრაფად.

_ შენ არ ხარ ნორმალური არა!_ მივხვდი რატომაც დამთანხმდა.

_ ბაქარი გოთუა ვარ, 29 წლის, სპორტდარბაზი მაქვს და იქვე ვმუშაობ ხანდახან ინსტრუქტორად. დედა და და მყავს. თბილისში ვცხოვრობ. საკმაოდ ჯიუტი და როგორც შემატყვე ფეთქებადი ხასიათი მაქვს და შენ მომწონხარ. და სანამ არ გაგიცნობ თავს ვერ დაგანებებ! თუ გინდა თავიდან მომიშორო, უნდა შემხვდე, რა იცი, იქნება სულაც არ იყო ის, ვინც მგონიხარ და მშვიდობიანად დავიშალოთ?_ ისე გამიღიმა, თითქოს წინასწარ იცოდა დავთანხმდებოდი.

_ ნუთუ?!_ ზიზღით გამეღიმა მე.
_ როგორც უკვე გეცოდინება, ნელიკო აბაშიძე ვარ და სულ არ მაინტერესებს, რას წარმოადგენ და რა გინდა! მე არც მომწონხარ, არც მაინტერესებ და არც შენთან შეხვედრას ვაპირებ! უბრალოდ დავაიგნორებ შენს ნებისმიერ ნაბიჯს და როცა მოგბეზრდება ეგ სისულელე, თავად დამანებებ თავს!_ ისე ცივად ვუთხარი, რამდენადაც შევძელი. ფეხზე წამოდგა. ვხედავდი ბრაზით როგორ აენთო თვალები, მაგრამ ამ ჯერად მე საკუთარ ტერიტორიაზე ვიყავი, საკუთარ სახლში და მისი აღარ მეშინოდა.
მეც წამოვდექი და თამამად გავუძელი მის მწველ თვალებს.

_ დარწმუნებული ხარ?_ მკითხა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.

_ აჰა!_ პასუხიც კი არ ვაღირსე წესიერი და თავი დავუქნიე. უცებ ერთი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან. წელზე ხელი მომხვია და ჰაერში ამიტაცა, უხეშად და მტკივნეულად მაკოცა ტუჩებში, ჯერ დავიბენი, მერე შეწინააღმდეგება ვცადე, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი მის მოშორებას, მით უფრო ემატებოდა ვნება. ეს ჩემი მოღალატე მეორე მე კი სიამოვნებით ისრუტავდა მის სურნელს. სიზმრის კოცნა ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმ საოცარ გრძნობასთან, რასთან გამკლავებასაც იმ წამს ვცდილობდი. მაგრამ არაფერი გამომივიდა. წინააღმდეგობა უბრალოდ შევწყვიტე და მის კოცნას დავნებდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი მოწყვეტილი დედამიწას, ერთი წუთი თუ ერთი საათი და რომ მეგონა ყველაფერი ახლა იწყებამეთქი, სწორედ მაშინ დამაბრუნა რეალობაში. დამცინავი ღიმილით მომშორდა და მითხრა.

_ ბევრი იფიქრე ჩემზე, არ მოგერიდოს!_ ზურგი მაქცია და წავიდა. დამტოვა ასე გამოშტერებული.
კარგა ხნის წასული იყო, ბრაზმა რომ შემომიტია.

_ როგორ გამიბედა? არა როგორ მიბედავს ჰა?_ დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ვიცოფებოდი.
მთელი კვირა აღარ გამოჩენილა. საკუთარი თავი იმედგაცრუებაში გამოვიჭირე. ისიც კი ვინანე, ასე უხეშად და რადიკალურად არ უნდა მოვქცეოდიმეთქი.
მაგრამ თან ვბრაზობდი მასზე, ბაქარი და ჯანდაბა შენ!
ბოლოს ვეღარ გავუძელი არეულ და აფუთფუთებულ გრძნობებს და ნანუკას ყველაფერი მოვუყევი. არც აცია, არც აცხელა ტელეფონს ეტაკა და ფეისბუკი გადააქოთა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიაგნო.

_ დედააა! ამას მიმალავდი გოგოოო?_ აშკარად მოეწონა.

_ არ გინდა ჩემს თაზოში გაგიცვალო, ენაცვალოს მაგას თავისი ცოლუკა?_ გაიკრიჭა კმაყოფილი.

_ აუუ არ მჯერა, ამდენი ხანი ელოდე ოცნების პრინცს და მართლა უფლისწული არ გამოგიჩნდა?_ ქოთქოთებდა და სურათიდან სურათზე გადადიოდა. _ აუ რა კუნთებია! ნწ, ნწ ივლი გამოშტერებული აბა რა იქნება! და ეს გააგდე გოგოო?_ თვალები დამიბრიალა ბოლოს.

_ ეგრე გამოდის!_ ქვედა ტუჩი ჩამოვწიე სატირლად გამზადებული ბავშვივით.

_ ახლა რას აპირებ?_ მკითხა და გვერდით მომიჯდა.

_ არაფერს, რა უნდა დავაპირო? ჯანდაბამდე გზა ჰქონია!_ ვთქვი გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვხტი. მის გაოცებულ თვალებს რომ შევხედე, მწარედ გამეცინა.

_ რა ?_ ვკითხე გაბრაზებულმა, გეგონება მისი ბრალი იყო ეს ოცდამეერთე საუკუნის მურტალო რომ დავკარგე.

_ არც არაფერი!_ უჩვეულოდ მშვიდად მიპასუხა ნანუკამ.
_ ეტყობა უბრალოდ შეაცივა, თორემ სად ეს და სად შენ? _ მისი სიტყვები საოცრად მეწყინა.

_ რას იფუზები ახლა? ძალიანაც კარგი, ეგრე მოგიხდება! არ გინდოდა რძე და ყველი?

_ ახლა მოკეტე და დაახვიე აქიდან, სანამ არ გავაფრინე! _ ავკივლდი მე და ნანუკამ ისე მოკურცხლა ჩემი სახლიდან, უკან აღარ მოუხედია.

_ ნელიკოოო! ნელიკოოოო!_ მომესმა მისი ხმა ეზოდან. ავდექი და კოპებშეკრულმა გადავხედე, იმხელას ღრიალებდა, მთელ ეზოს ესმოდა აშკარად.

_ რა გინდა?

_ ინგა სადაა შენი მურტალოოო!_ ახარხარდა და სანამ ჭიქის ასაღებად შევბრუნდი სახლში , რომ მისთვის თავში მეთხლიშა ეზოდან გაქრა.

_ დაააა!_ ამოვიოხრე და ფანჯარა დავკეტე._ ამ ქაჯის დასაცინიც რომ გახდები ნელიკო საწყალო!

_ შენ არ იდარდო!_ შემეხმიანა ჩემი მეორე მე_ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა!

ჩემი საკუთარი თავიც კი სასაცილოდ მიგდებდა.
წავედი და ისეთი სახით შევწექი ლოგინში. გეფიცებით ცხელი სათბურაღა მაკლდა და ნაღდი ქეთო ვიყავი
" სიყვარული ყველას უნდადან"

სამსახურის რუტინაში ჩაფლული, ფიქრისთვის ვერ ვიცლიდი. არა, ძალიანაც არ განვიცდიდი, მაგრამ ღამით მაინც მახსენდებოდა მისი კოცნა და მოვიტყუები თუ ვიტყვი , რომ არ მაღელვებდა ეს მოგონებებიმეთქი.
ბოლო პერიოდი დედაჩემმა აიკვიატა, ჩვენთან წამოდი და აქ სცადე თავის დამკვიდრებაო. დაახლოებით ხუთი წელია ესპანეთში რაც წავიდნენ და ჩემდა გასაოცრად მშვენივრად აეწყვნენ. ისე დედას სულ უყვარდა და აინტერესებდა ესპანეთი . ენაც კი შეისწავლა უსაქმური დიასახლისობის პერიოდში. რაც ახლა ძალიან გამოადგა. მე ჩემები ძალიან მენატრებოდნენ. მე და ისინი, ისინი და მე. და უცებ სულ მარტო დავრჩი. ზუსტად სტუდენტობის დასაწყისში. მარტოობას შევეჩვიე და საკმაოდ დამოუკიდებელიც გავხდი, მაგრამ მაინც, ხომ სასიამოვნოა, როცა ვინმე შენზე ზრუნავს არა? ხოდა დედაჩემის წინადადებას, ესპანეთში გადაბარგების თაობაზე ერთგვარი დაფიქრებით შევხვდი. და რატომაც არა? მეუბნებოდა ჩემი ერთი ნახევარი, და რატომ? ეწინააღმდეგებოდა მეორე.

_დეე, ზაფხულამდე მაცადე, ჩამოვყალიბდები და გეტყვი რას გადავწყვიტავ!_ ვთხოვე დედაჩემს.

_ დეე, მენატრები შვილო! მანდ რომ დავბრუნდეთ, რა გავაკეთოთ? აქ კი ასე თუ ისე ნორმალურად ვართ. ერთად ვიყოთ, და მერე ერთად დავბრუნდეთ, განა სამუდამოდ აქ ვაპირებთ დარჩენას და დაბერებას!_ ვიცოდი დედას ვენატრებოდი, აბა როგორ შეიძლებოდა დედისერთა ნებიერა არ მონატრებოდა.

_ კაი დეე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, უნდა დავიძინო!_ დავემშვიდობე დედაჩემს და ტელეფონი გადავდე.

_სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი , შაბათი და დასვენებააა!_ ვამხნევებდი თავს. ჯერ სულ რაღაც კვირის დასაწყისია და მე უკვე დაღლილი ვარ, იქნებ მართლაც გავცლოდი ამ მოჯადოებულ რუტინას. ბოლო _ბოლო ესპანეთს ვესტუმრებოდი. იქნებ იქ მელოდა ჩემი "შავთვალა ხუჭუჭთმიანი?" და აჰა, ფიქრების ლაბირინთმა კვლავ მასთან მიმიყვანა.

_ საძაგელი, ბაქარი!_ ჩავიბუტბუტე და ღრმა ძილის ზღვაში ღიმილით გადავეშვი.

ვე რა



№1 სტუმარი ნი-კე

რა კარგი დასაწყისია..გააგრძელე რაა

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნი-კე
რა კარგი დასაწყისია..გააგრძელე რაა

კი აუცილებლად გავაგრძელებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა. იმედია გააგრძელებთ და არ დააგვიანებთ მომდევნო თავის დადებას

ველით გაგრძელებას

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნანა
ძალიან საინტერესო ისტორიაა. იმედია გააგრძელებთ და არ დააგვიანებთ მომდევნო თავის დადებას

ველით გაგრძელებას

ვეცდები არ დავაგვიანო.

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

ეს მშვენიერი და გადასარევია, მაგრამ წინა ისტორია არ გაგრძელდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent