შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ისტორია ( სრულად )


23-03-2023, 00:27
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 17 741

გახსოვს ის ბიჭი ამ სახლში რომ ცხოვრობდა? -მაიკომ ჩვენი ბაღის გადაღმა ეულად მდგარი, ხეებში ჩაფლული, დახავსებულ კედლებიანი და ფანჯრებჩაშავებული უზარმაზარი სახლისკენ გაიშვირა თითი, მის თითს თვალი გავაყოლე და უნებურად ღიმილი მომერია როცა უამრავი სასიამოვნო მოგონება ამომიტივტივდა გონებაში, სასიამოვნო, სასაცილო და სევდიანი მოგონებები...
- იმ მახინჯს გულისხმობ? -ცხვირაბზუებულმა გამოვცალე ჭიქა და სასმლის უკვე განახევრებულ ბოთლს წავეტანე.
- კარგი რა, ისევ ისეთი საძაგელი ხარ როგორიც მაშინ იყავი, სულ არ გეცოდებოდა ასე რომ ექცეოდი?
- როგორ ვექცეოდი? იმას ვეუბნებოდი რაც სიმართლე იყო.
- უყვარდი, შენც ხომ იცი რომ უყვარდი, -რაღაცნაირად გულდაწყვეტილმა თქვა და გულში უსიამოვნოდ გამკენწლა ფიქრმა რომ შეიძლება...
- ბავშვები ვიყავით მაი, -უხეშად შევაწყვეტინე სიტყვა და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე, მერე კი რატომღაც დაბოღმილმა და გაბრაზებულმა გავაგრძელე საუბარი, -მე თოთხმეტის ვიყავი, ის თექვსმეტის რადროს ჩვენი სიყვარული იყო, თანაც საერთოდ არ მომწონდა, გაბურძგნული თმა ჰქონდა, მუწუკებით დაფარული სახე და უზარმაზარი სათვალე, პატარა საცოდავი ლეკვივით შემომცქეროდა ხოლმე...
- ასეთი არ ხარ და თავს რატომ მაჩვენე ისე თითქოს ერთი უსულგულო ძუკნა იყო? -მაიკომ პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა სასმელი და ხველება აუტყდა გამწარებულს.
- ძუკნა შენ ხარ თუ კარგია, -ხელიდან გამოვტაცე სასმელი და მაგიდაზე დავახეთქე, -ახლა მე გამხნევება და თანადგომა მჭირდება და შენ კიდევ იმ წარსულის მოჩვენებაზე მესაუბრები.
- რით ვერ მოინელე ის გაბღენძილი აკაკი, ფუ, -ზიზღით დამანჭა ტუჩები თითქოს რაღაც საზიზღარი არსების სახელი ეხსენებინოს, აკაკი ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო რომელსაც ორ გოგოსთან ერთად წავასწარი საწოლში და თავხედობა ეყო რომ თვითონ დამშორებოდა, მაიკო და აკაკი გაცნობის დღიდანვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს, აკაკი კუდიანს ეძახდა და ჩვენს ყველა პრობლემას მას აბრალებდა მაიკო კი ამბობდა იმიტომ ვერ მიტანს რომ მის ნამდვილ სახეს ვხედავო, ორი წელი ვიყავით ერთად მე და აკაკი როგორც შეყვარებულები და ორი წლისთავზე ტორტით რომ მივადექი სახლში სიურპრიზის მოსაწყობად თვითონაც დამახვედრა სიურპრიზი, ოღონდ საწოლში, თანაც შიშველი და თანაც ორი...
- ახლა გული ამერევა, -ფეხზე წამოვდექი ბარბაცით და პირზე ხელი ავიფარე.
- ხომ გითხარი ამდენი არ დალიოთქო, -თვითონაც არანაკლებ მთვრალი ამომიდგა გვერდზე.
- სულელო სიმთვრალის გამო კი არ მერევა გული აკაკი გამახსენდა და ის ქერათმიანი გოგონები გველებივით რიომ ეხვეოდნენ ზედ არადა ყოველთვის მეუბნებოდა რომ გიჟდებოდა ჩემს თმაზე, -შოკოლადისფერ კულულებზე ჩამოვისვი ხელი და სულელივით შევღიმე სავსე მთვარეს.
- არ გიყვარდა შენ აკაკი, -დაასკვნა მაიკომ.
- შენ რა იცი ვინ მიყვარდა და ვინ არა, -მხოლოდ იმიტომ შევეწინააღმდეგე რომ უაზროდ ჯიუტი ვიყავი თორემ ჩემზე უკეთ ვის უნდა სცოდნოდა რომ აკაკი არასდროს მყვარებია.
- არ გყვარებია, უბრალოდ ვერ აიტანე რომ გიღალატა და მიგატოვა, ამიტომაც სვამ ახლა ლოთი კაცივით საკუთარ დაბადების დღეზე და ისე იქცევი თითქოს ყველაფერი დასრულდა და ცხოვრება თავზე ჩამოგექცა.
- გაჩუმდი უკვე ტვინს მტკენ, -საფეთქლებზე შემოვიჭდე თითები, ასეთი იყო მაიკო, დალევდა ორ ჭიქას და აეშლებოდა ლაპარაკის საღერღელი, რამდენიმე საათი გადაბმულად შეეძლო რომ ელაპარაკა ათას უაზრობაზე.
- არ გავჩუმდები, -ჯიუტი ბავშვივით ჩაიბურტყუნა.
- არ გაჩუმდები და ნიკოს ვეტყვი რომ გიყვარს, -ნიშნისმოგებით ჩავიცინე როცა დავინახე როგორ გაფითრდა და როგორ გაუფართოვდა თვალები.
- შენ... საიდან... იცი... -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოუშვა ათრთოლებული ტუჩებიდან.
- ნიკო ჩემი ძმაა შენ კი ჩემი საუკეთესო მეგობარი, თქვენ მე რა უნდა გამომაპაროთ.
- მაპატიე ნიცა, არ მინდოდა, -ამოიღნავლა და კისერზე ჩამომეკიდა, თავი ვერ შევიკავე და ავხარხარდი, გაოგნებულმა მომაშორა მკლავები.
- რა გაცინებს?
- რა გაპატიო? ის რომ ნიკოსნაირი საძაგელი ხისთავიანი მონსტრი შეგიყვარდა?
- ჩემს ბიჭზე ასე ნუ ლაპარაკობ.
- აჰა უკვე შენი ბიჭი გახდა არადა ჯერ კიდევ გუშინ ჩემს დასანახად ერთმანეთს თვალს არიდებდით.
- რაღაც ვერ მივხვდი, -ხელები წელზე შემოიწყო და წარბაწეული მომაჩერდა, -ბრაზობ თუ არა?
- ვბრაზობ და თუ გინდა რომ გაპატიო აქამდე რომ მიმალავდი რაღაც უნდა შემისრულო.
- ასეც ვიცოდი...
- თავიდანვე ნუ დაიწყებ წუწუნს ისეთი არაფერია, უბრალოდ წამომყევი იმ ეზოში გადავძვრეთ და ჩემი ხის სახლი მოვინახულოთ.
- ის სახლი ლუკამ შენთვის რომ ააშენა ხეზე? ისე წარმოგიდგენია როგორ უყვარდი? თექვსმეტი წლის ბავშვმა საკუთარი ხელით აგიშენა საოცნებო სახლი ხეზე და შენ არაფრად ჩააგდე.
- მაგას ნუ მახსენებ, -უხეშად შევაწყვეტინე.
- იმ დღეს როცა სახლის სანახავად წაგვიყვანა თქვენი დაბადების დღე იყო, ჰმ, ისე როგორი დამთხვევაა რომ ერთ დღეს გაქვთ დაბადების დღე, მიუხედავად იმისა რომ შენ არ გინდოდა თქვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს მათ ბაღში ერთად გადაეხადათ თქვენთვის წვეულება, გახსოვს როგორი გახარებული იყო როცა ხესთან მიგვიყვანა, გაჩვენა და გითრა რომ ეს მისი საჩუქარი იყო შენთვის...
- ულამაზესი სახლი იყო, ფერადი, ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა.
- თურმე მთელი თვე საკუთარი ხელით აშენებდა, შენ კი დასცინე, შენი და მისი მეგობრების წინაშე შეარცხვინე, ლუკას მახინჯი უწოდე და მის აშენებულ სახლს საშინელი უსახური ქოხი...
- ხომ გითხარი ნუ მახსენებთქო, -მთელი ხმით ვიყვირე გამწარებულმა, თვალწინ ლუკას სახე დამიდგა, გამხდარი, აწოწილი, გაჩეჩილი მუქი ჩალისფერი თმით და თაფლისფერი დიდი თვალებით რომლებიც ცრემლებით ჰქონდა სავსე და თავს ებრძოდა რომ ჩემს წინ არ ეტირა...
- დაიკო სად ხარ, -მისაღებიდან ნიკოს ყვირილი მომესმა და მაიკოს ჩავაფრინდი ხელში.
- უნდა მიშველო, მოვა ახლა და დაიწყებს გამოკითხვას რატომ არ აღნიშნავ დაბადების დღესო, მერე მაიძულებს რომ ჩავიცვა და წამათრევს თავის უტვინო ძმაკაცებთან ერთად კლუბში, გაართე, რამე მოიფიქრე.
- შენ სად მიდიხარ? -სასმლისგან ამღვრეული თვალები შემომანათა.
- ხომ გითხარი, ჩემი სახლი უნდა მოვინახულო, -მაგიდაზე მდგარ ბოთლს ხელი დავავლე და ბარბაცით წავედი ღობისკენ, როგორღაც მოვახერხე ზედ გადაძრომა და მეზობლის ბაღში ამოვყავი თავი, სრულ უკუნეთში რომ აღმოვჩნდი მაშინღა გამახსენდა რომ ტელეფონი არ წამომიღია, თუმცა ამაზე არ მიდარდია, სიბნელის არასდროს მეშინოდა თანაც აქა იქ მთვარეც მშვენივრად ანათებდა.
ძლივს გავიკვლიე გზა გაუვალ ბუჩქნარში და მთლად დაკაწრული გავედი ბალახ მოდებულ ბილიკზე, ერთ დროს ულამაზესი ეზო მოუვლელობისგან ჯუნგლებს ჰგავდა, ბილიკს დავადექი და ბაღის ბოლოში გავედი, იქ სადაც ჩემი ხე და მასზე სახლი მეგულებოდა, არ ვიცოდი ისევ დამხვდებოდა თუ არა, იმ ავადსახსენენებელი დაბადების დღის შემდეგ აღარც ლუკა მინახავს და აღარც ამ ბაღში შემომიდგავს ფეხი, ზუსტად ერთ კვირაში მთელი ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და აღარც ჩამოსულან, რამდენიმე წლის შემდეგ მითხრა ნიკომ რომელიც მაშინ ლუკასთან მეგობრობდა რომ თურმე ლუკას დარჩენა უნდოდა, მშობლები დაუყოლიებია რომ აქ თბილისში ბიძასთან დარჩებოდა და სწავლას ისევ ჩვენს სკოლაში გააგრძელებდა, მაგრამ იმის მერე რაც გავაკეთე...
ჩემს გამო წავიდა, -რატომღაც ხმამაღლა წამომცდა და ისე მიმოვიხედე ირგვლივ თითქოს ვინმე გაიგონებდა, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს გამო გადაწყვიტა წასვლა.
- ჯანდაბა, -შევყვირე როცა ბილიკზე დაყრილ ფიცრის ნაჭრებს წამოვედე, თავი ავწიე და იმ ხეს შევხედე რომელზეც ლუკას აშენებული სახლი უნდა ყოფილიყო, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა ხეზე მხოლოდ რამდენიმე ფიცარიღა იყო შერჩენილი.
- გიკვირს არა? -ისევ ხმამაღლა მივმართე საკუთარ თავს, -სულელო უტვინო ნიცა, გეგონა ყველაფერი ისევ ისე დაგხვდებოდა? მას შემდეგ ათი წელი გავიდა, ათი გრძელი წელი, მას ალბათ აღარც ახსოვხარ...
სასმელი მოვიყუდე, რამდენიმე ყლუპი კიდევ დავამატე უკვე დალეულ რამდენიმე ჭიქას და იქვე დავდე ბოთლი, მთელი წლის დოზა მქონდა მიღებული და ახლა რაც მინდოდა ჩემს ბალიშში თავის ჩარგვა და გულიანი ტირილი იყო, ვერც კი გავიაზრე ისე მივადექი ლუკას სახლის კარს და სახელური ისე ჩამოვწიე საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე რომ სხვის სახლში შევდიოდი, კარი ღია დამხვდა, შევედი, ავტომატურად დაპროგრამებულივით გავიარე დერეფანი და მეორე სართულზე ამავალ კიბეს ავუყევი, მივუყვებოდი დამტვერილ კიბეს, უკან ნაფეხურები რჩებოდა და გუშინდელივით მახსენდებოდა აქ გატარებული დღეები...
დაბარებულივით მივადექი ლუკას საძინებელს და კარი შევაღე, ცხვირში მტვრის და სიძველის სუნი მეცა, ავეჯს თეთრი გადასაფარებლები ჰქონდა გადაფარებული, მიუხედავად იმისა რომ უკვე ნახევრად მეძინა მაინც მოვახერხე აივანზე გასასვლელი კარი გავაღე და ფარდები გადავწიე რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო და მთვარის შუქს გაენათებინა ოთახი, სათითაოდ გადავაძვრე ავეჯს შალითები, ლუკას სამუშაო მაგიდა რომ გავათავისუფლე გადასაფარებლისგან თვალი მისმა სახატავმა რვეულმა მომტაცა, ახლა საბოლოოდ ჩამწყდა გულში ის ძაფი რომელიც ჯერ კიდევ რაღაც სასწაულით მაკავშირებდა წარსულთან...
- არ წაუღია, ესეც კი არ წაუღია, -აღმომხდა და აცახცახებული თითები გადავუსვი, ვერ ვბედავდი რომ გადამეშალა, ვიცოდი რომ ხატვა უყვარდა მაგრამ რას ხატავდა არასდროს არ გვაჩვენებდა, მაიკომ რამდენჯერმე სთხოვა მაჩვენეო მაგრამ ლუკამ ცივი უარი უთხრა, თვალები დავხუჭე და ადგილზე უღონოდ შევბარბაცდი, არ ვიცოდი აქამდე რა გულმა მომითმინა რომ ერთხელ მაინც არ ვესტუმრე აქაურობას, მგონი ძალიან ვიყავი გართული ძლიერი, ქედმაღალი და უგულო გოგოს როლის თამაშით, საწოლისკენ დავიძარი და რვეულიც თან გავიყოლე, ჩამოვჯექი და გადავშალე, რატომღაც არ გამკვირვებია როცა პირველივე ფურცელზე საკუთარი სახე დავინახე, ყველგან მე ვიყავი, ყველა ფურცელზე მე ვიყავი გამოსახული, სხვადასხვა პოზაში, სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა გამომეტყველებით, ნახატები საოცარი სიზუსტით იყო შესრულებული, ხელზე ცხელი წვეთი რომ დამეცა მაშინღა მივხვდი რომ ვტიროდი, რვეული გულში ჩავიხუტე და საწოლზე მოვიკუნტე, ლუკას ბალიშში ჩავრგე სახე, მის სურნელს ვეძებდი მაგრამ ვაი რომ მთელს ოთახში მხოლოდ მტვრისა და სიძველის სუნი იყო გამეფებული...
-
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა მაგრამ სახესა და თმაზე მსუბუქმა შეხებამ გამომაღვიძა, გულაღმა გადავბრუნდი და გაჭირვებით გავახილე თვალები, თავიდან გამიძნელდა იმის გააზრება თუ სად ვიყავი მაგრამ როცა მივხვდი რომ ჩემს საძინებელში არ მეძინა და ოთახშიც არ ვიმყოფებოდი მარტო შიშისგან კინაღამ სული გავაცხე, საწოლზე შავებში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა და თვალს არ მაშორებდა, პირველმა შოკმა რომ გამიარა და კივილი რომ დავაპირე ელვის სისწრაფით შემბოჭა და პირზე ამაფარა ხელი, განწირული ავფართხალდი მის მკლავებში, მან კი უფრო მაგრად შემბოჭა და გულზე მიმიკრა.
- დამშვიდდი შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, ახლა ხელს გაგიშვებ და უნდა დამპირდე რომ არ იყვირებ, ხომ არ იყვირებ? -დაბალი, ხავერდოვანი გულშიჩამწვდომი ხმით ჩამჩურჩულებდა და რატომღაც გადავწყვიტე რომ მისი ნდობა შემეძლო, ფართხალი შევწყვიტე და ვანიშნე ყვირილს არ ვაპირებთქო, ხელი გამიშვა თუ არა უკან გავჩოჩდი და საწოლის საზურგეს ავეკარი აცახცახებული.
- ხომ გითხარი რომ შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, -თითქოს ეწყინა ჩემი საქციელი.
- ჰო მაგრამ, შენ ქურდი ხარ, კრიმინალი, დამნაშავე, საიდან უნდა ვიცოდე რომ ჩემს მიმართ რამე საშინელი განზრახვა არ გაქვს, -ერთბაშად მივაყარე და გავჩუმდი, ერთხანს თვალებგაფართოებული მიყურებდა და მერე გულიანად გაიცინა.
- საიდან მოიტანე რომ ქურდი ვარ?
- ქურდი თუ არ ხარ შუაღამისას სხვის სახლში რას აკეთებ?
- შენი სახლია? -დაეჭვებულმა შემომხედა.
- არა მაგრამ მე აქ ყოფნის მიზეზი მაქვს და არ დაიწყო რაღაც უცნაური ისტორიების მოფიქრება იმიტომ რომ შენი აქ ყოფნა გაამართლო, ქურდი ხარ და მორჩა.
- კარგი, გამომიჭირე, -ხელები აწია დანებების ნიშნად, -ქურდი ვარ, დიდი ხნის დაკეტილ სახლებში შევდივარ ხოლმე გასაძარცვად.
- ასე მალე რატომ აღიარე?
- რა აზრი ჰქონდა დამალვას, მაინც არ დამიჯერებდი.
- ყოჩაღ, მომწონს ჭკვიანი მძარცველები, -შევაქე და გულიანად დავამთქნარე.
- ესე იგი მოგწონვარ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, ახლაღა შევათვალიერე ყურადღებით, მისი შესანიშნავი სხეულის შემჩნევა სულაც არ იყო ძნელი მთვარის შუქზე რომელიც მშვენივრად ანათებდა მთელ ოთახს, ოდნავ მოგრძო, სწორი თმა სახეზე და შუბლზე ჰქონდა უწესრიგოდ ჩამოყრილი, დახვეწილი სახის ნაკვთები, სწორი ცხვირი და ლამაზი ტუჩები...
- მომწონხარ, -დავასკვენი და ცერა თითიც კი აღვმართე ჰაერში მოწონების ნიშნად, პასუხად წარბი მაღლა ასწია და დაკვირვებით შემათვალიერა.
- მთვრალი ხარ? რამდენი დალიე?
- ეგღა მაკლია ვიღაც მძარცველს ჩავაბარო ანგარიში, -გულიანად გადავიკისკისე და შევამჩნიე ჩემი სიცილის დანახვისას როგორ შეეცვალა სახე, სხეული დაეძაბა, თვალები გაუფართოვდა, ტუჩები ერთმანეთს დააშორა...
- არ მეტყვი შენ რა მიზეზი გაქვს? აქ რატომ ხარ? -მეტნაკლებად მშვიდი ხმით მკითხა.
- რა მიზეზი და ჩემი სახლის სანახავად მოვედი, მერე მეძინებოდა და...
- ცოტა ხნის წინ თქვი რომ ეს სახლი შენი სახლი არ არის, -ისე ჩაეღიმა თითქოს რაღაც დანაშაულში გამომიჭირა.
- ეს სახლი არ მიგულისხმია, ჩემი სახლი იქ არის ხეზე, უფრო სწორად იყო, ჩემთვის ააშენა ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, -ეზოსკენ გავიშვირე თითი და რატომღაც უზომოდ მომინდა რომ ახლა ვიღაც ყოფილიყო ჩემს გვერდით, ვიღაც ისეთი ვინც გაიგებდა რას ვგრძნობდი, ვინც მიხვდებოდა ვინ ვიყავი სინამდვილეში, ვინც იგრძნობდა მთელი ეს წლები როგორ მჭამდა შიგნიდან მონატრება და დანაშაულის გრძნობა, ტუჩები თავისთავად დამებრიცა და თვალები ამიწყლიანდა.
- მოდი ჩემთან, -თბილი ხმით მითხრა მოულოდნელად და მკლავები გაშალა, ერთი წამითაც არ მიყოყმანია ისე ჩავეკარი გულში, ხელები წელზე მოვხვიე, თავი მკერდზე დავადე და ხმამაღლა ავტირდი, საოცარი სურნელი ჰქონდა, ძლიერი მკლავები, ცალ ხელს ზურგზე მისვამდა, მეორეს ჩემს თმებში დაატარებდა და გაუგებრად ბუტბუტებდა რაღაცას, ან გასაგებად და უბრალოდ მე არ მესმოდა მისი სითბოთი და სურნელით გაბრუებულს, ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ ვიძირებოდი ძილის საუფლოში...
- იცოდე არ დამვიწყებია რომ ქურდი ხარ, შემპირდი რომ ამ სახლიდან არაფერს არ მოიპარავ, -მის მკლავებში კომფორტულად მოკალათებულმა და უკვე თითქმის მძინარემ ჩავილაპარაკე.
- მაპატიე მაგრამ ამას ვერ შეგპირდები, სიანცე შეპარული ხმით მითხრა და მერე ვიგრძენი როგორ ნაზად და ფრთხილად შემეხო მისი თბილი ტუჩები ტუჩებზე...





დილით ლუკას საწოლში გამეღვიძა, საცოდავად მობუზული ვიწექი მიუხედავად იმისა რომ თბილი პლედი მეფარა, ღია კარიდან მზის სინათლე და დილის გრილი ჰაერი შემოდიოდა, გაბრუებული წამოვჯექი, ოთახში მარტო ვიყავი და რომ არა ტუმბოზე მდგარი მინერალური წყლით სავსე ბოთლი ვიფიქრებდი რომ წუხელ ყველაფერი დამესიზმრა, არადა მართლაც სიზმარივით არარეალური იყო ყველაფერი, გამეღიმა, თითქოს ისევ ვიგრძენი მისი სითბო და სურნელი, თვალები დავხუჭე და გაუცნობიერებლად გადავისვი თითი ტუჩებზე, მერე კი წამოვხტი და გიჟივით ერთ ადგილზე დავიწყე ხტუნაობა, ბოლოს თმაგაწეწილი და აქოშინებული გულაღმა დავეცი საწოლზე, თავს ვერ ვიკავებდი, უაზროდ ვიღიმოდი და აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს ვუხერხებდი, ის რაც გავაკეთე ჩემთვის უდიდეს თავგადასავალს უდრიდა, ყოველთვის წყნარი, მშვიდი და თავშეკავებული ვიყავი, ასე არასოდეს მოვქცეულვარ, მიტოვებულ სახლში ღამის გათევა? უცნობ მამაკაცთან მართალია უზომოდ სასურველთან და სიმპათიურთან მაგრამ მძარცველთან ჩახუტება და კოცნა?
ნელ-ნელა ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში წინა ღამის თავგადასავალი, მაკოცა, ღმერთო ჩემო, მან მე მაკოცა მერე კი უფრო მეტის მსურველს, მსუბუქი მოფერებით, ალერსით და საუბრით მაიძულა დაძინება, პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს უკნიდან მომიწვა, ჩამეხუტა და მანამ არ მომშორებია სანამ არ ჩამეძინა, ჯანდაბა, სირცხვილისგან მთელი სახე გამიხურდა როცა გამახსენდა როგორ ვცდილობდი მისთვის მაისურის გახდას და როგორ ვუფათურებდი ხელებს...
- მაიკო რომ გაიგებს გაგიჟდება, -ხმამაღლა წამოვიძახე და მერეღა გამახსენდა რომ ალბათ ახლა ნიკო გაცოფებული მეძებდა, ფაცხაფუცხით ჩავიცვი ფეხზე და ის იყო საძინებლის კარი უნდა გამეკეტა რომ შევამჩნიე ლუკას სახატავი რვეული აღარსად იყო, ოთახი მოვათვალიერე.
- ქურდი, საზიზღარი რეციდივისტი, ხომ ვუთხარი რომ აქედან არაფერი მოეპარა, -გაბრაზებულმა და თან ძალიან გულდაწყვეტილმა ჩავილაპარაკე, მენანებოდა ის რვეული თუმცა ვერ ვხვდებოდი იმ მძარცველს რაში შეიძლებოდა რომ დასჭირვებოდა.

ფეხაკრეფით შევიპარე სახლში, ჩემს საძინებელს მივუახლოვდი, კარი გამოვაღე და ის იყო თავი სამშვიდობოს დავიგულე რომ ნიკოს ხმამ მომესმა.
- სად ბრძანდებოდი ქალბატონო?
წარბაწეული შემოვტრიალდი, ჩემს წინ იდგა, მხრით კედელს ეყრდნობოდა, მკლავები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და უცნაური ინტერესით სავსე მზერით მიყურებდა.
- არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბარო, -შევუტიე გაგულისებულმა, ხომ ამბობენ თავდასხმა საუკეთესო დავდაცვააო ჰოდა მეც ამ ხერხის გამოყენება გადავწყვიტე.
- მე მყავხარ ჩაბარებული და სანამ დედა და მამა აქ არ არიან ზუსტადაც რომ მე მეხება ყველაფერი რასაც აკეთებ, -შესაშური სიმშვიდით მითხრა, მეუცნაურა, მეგონა ქვეყანას შეყრიდა და ერთი ორ ნივთს მაინც დალეწავდა გაცოფებული.
- ჩაბარებული რა არასრულწლოვანი კი არ ვარ, -მაინც არ დავიხიე უკან, -ოცდაოთხი წლის ვარ მუტრუკო და ის რომ ჩემზე ერთი წლით ხარ დიდი უფლებას არ გაძლევს მეუფროსო.
- ამდენ ლაპარაკს არ ჯობია მითხრა სად იყავი? -საყვარლად გამიღიმა და ლოყაზე ხელი მომითათუნა.
- მაიკომ არ გითხრა?
- მითხრა ოფისშია და ახალ პროექტზე მუშაობსო.
- ჰოდა ასეც იყო, პროექტზე ვმუშაობდი, სასწრაფოდ მაქვს დასამთავრებელი.
გაეღიმა, ხელები დაბლა ჩამოუშვა და ჯიბეებში ჩაიწყო, -გეთქვა თავიდანვე, -ჩაილაპარაკა, შებრუნდა და ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, -დღეს გვიან მოვალ, -მომაძახა და ხმაურით გაიხურა კარი, პირდაღებული ვიდექი და დახურულ კარს შევყურებდი.
- რა ხდება, რა გაჩხუბებდათ? -თმაგაჩეჩილი, ჩემს საღამურებში გამოწყობილი მაიკო ამომიდგა გვერდზე, წელზე მომხვია ხელი და მხარზე დამეყრდნო ნიკაპით.
- ჩემს ძმას რა უქენი მაი?
- რას გულისხმობ?
- პირველად მოხდა რომ მე ვჩხუბობდი და ის მშვიდად იყო, რა დაემართა, რა გაუკეთე?
- რა უნდა გამეკეთებინა? რომ წახვედი მერე ჩვენ დავჯექით და ცოტა კიდევ დავლიეთ, მერე შენს საძინებელში შევედი და დავიძინე, ეს იყო და ეს.
- არაა, არ მომწონს მისი საქციელი, რაღაც ხდება.
- ნუ ხარ შენ ეჭვიანი, ჯობია დამეხმარო რომ გამოფენაზე წასასვლელად რამე შევარჩიო.
- ღმერთო როგორ დამავიწყდა, -შუბლზე მთელი ძალით ვიტკიცე ხელი, -მომკლავს ლევანი.
- ნუ გეშინია არ მოგკლავს, -დამამშვიდა და ლასლასით წავიდა სამზარეულოსკენ, უკან მივყევი...
- ვის გაუგია გამოფენის დღის ორ საათზე გახსნა, -დავიწუწუნე, სკამი გამოვწიე, დავჯექი და მაგიდაზე ჩამოვდე თავი, -ყავა მეც მომიდუღე რა.
- შენ დაგეგმე ყველაფერი, შენ ეხმარებოდი ამ გამოფენის მოწყობაში და ახლა რა გაწუწუნებს, -ხმაურით დამიდო წინ ცხელი სითხით სავსე ჭიქა და ჩემს მოპირდაპირედ მოთავსდა მაგიდასთან, მაიკო მართალი იყო, ყველაფერი მე დავგეგმე, ლევანი ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო მხატვარი და უდიდესი ძალიან პოპულარული საგამოფენო დარბაზის მფლობელი, მე და მაიკო ყოველთვის ვეხმარებოდით გამოფენების მოწყობაში, ახლაც სხვადასხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი მხატვრების ნახატების გამოფენის გახსნა იგეგმებოდა, გახსნის შემდეგ კი წვეულება...
-
- მშვენივრად გამოიყურები თუმცა ჯობდა ის შავი კაბა ჩაგეცვა, -მაიკომ უკმაყოფილო სახით შემათვალიერა, ვერ ვხვდები რას ერჩოდა ჩემს ჩაცმულობას, მოკლე კრემისფერი კაბა, თეთრი მაისური, კრემისფერივე პიჯაკი და სპორტული ფეხსაცმელი მეცვა, თმა უბრალოდ მქონდა დავარცხნილი და გაშლილი, უმაკიაჟოდ ვიყავი...
- თავს ასე უფრო უკეთ და მსუბუქად ვგრძნობ, -გავიღიმე და კარი შევაღე, სიამოვნების და სიამაყის შეგრძნებამ შემიპყრო როცა სავსე დარბაზი და სახეგაბრწყინებული ლევანი დავინახე, შემამჩნია თუ არა მოვიდა და გადამეხვია.
- მადლობა ნიცა, შენ რომ არა ვერაფერს მოვახერხებდი.
- კარგი რა, მე რა შუაში ვარ, -ცოტა არ იყოს თავი უხერხულად მაგრძნობინა მისმა მადლობამ.
- როგორ თუ რა შუაში ხარ, დარბაზის გაფორმებით დაწყებული, მხატვრების მოძიებით დამთავრებული ყველაფერი შენ გააკეთე, მოიცა ვიღაც მეძახის, -უზარმაზარი წითელ ფერებში შესრულებული ტილოს წინ დამტოვა და წითლად ტუჩებშეღებილი ქერათმიანი ქალისკენ წავიდა, ერთხანს ინტერესით შევყურებდი ნახატს...
- ლამაზია არა? -ნაცნობი ხმა მომესმა და მსუბუქი შეხება ვიგრძენი წელზე, არ შევბრუნებულვარ, უკვე ვიცოდი ვინც იყო, გამეღიმა, თვალები დავხუჭე და მისკენ გადავხარე თავი რომ მისი სურნელი უფრო უკეთ და ღრმად შემესუნთქა, ლოყაზე ვიგრძენი ტუჩების შეხება...
- რა დამთხვევაა რომ ისევ შეგხვდი? -ხრინწგარეული ხმით ჩამჩურჩულა.
- აქ რას აკეთებ? -მშვიდად ვკითხე და უფლება მივეცი უფრო თავისუფლად ჩამხუტებოდა და ჩემი ყელისკენ გაეცოცებინა ტუჩები.
- შენ თვითონ რას აკეთებ აქ?
- ამ გალერეის პატრონი ჩემი მეგობარია შენ კი ვფიქრობ არასწორი ადგილი აგირჩევია, არა მგონია აქ რომელიმე ნახატი ისეთი ღირებული იყოს რომ მისი მოპარვა ღირდეს.
ვიგრძენი ჩემი სიტყვების გაგონებისას როგორ დაიძაბა და როგორ გაუხშირდა სუნთქვა მერე კი ერთბაშად მოდუნდა და მოეშვა.
- ასე გგონია? -მკითხა იდუმალი ხმით, -იცი რა ღირს თუნდაც ეს ნახატი რომლის წინაც დგახარ?
- სერიოზულად? შენ რა აქ მართლა რაღაცის მოსაპარად ხარ? -წელზე შემოხვეული ხელი გავაშვებინე და გაცოფებული შევბრუნდი მისკენ, შევბრუნდი და ჩემი გაბრაზება საპნის ბუშტივით გასკდა და ჰაერში გაიფანტა, დღის შუქზე სულ სხვანაირი იყო, ჩემზე ბევრად მაღალი, მუქი ჩალისფერი თმით და დიდი თაფლისფერი თვალებით, იღიმოდა, ოდნავ შეხსნილი ბაგეებიდან ქათქათა კბილები უჩანდა...
- ძალიან კარგად გამოიყურები, -უნებურად წამომცდა და არც მინანია, გაეცინა.
- მეგონა გუშინ როცა მითხარი რომ მოგწონვარ სიმთვრალე გალაპარაკებდა.
- გუშინდელს ნუ მახსენებ, -ჩავიბურტყუნე, თვალი ავარიდე და თავი დავხარე რომ როგორმე სიწითლე დამემალა, ნიკაპზე ნაზად მომკიდა თითები და მაიძულა რომ მისთვის მზერა გამესწორებინა.
- რაღაც უნდა გკითხო, იცი რომ ქურდი ვარ არადა არც გუშინდელზე გითქვამს ვინმესთვის რამე და მიუხედავად იმისა რომ იცი აქ რაღაცის მოსაპარად ვარ, აშკარაა რომ არ აპირებ პოლიციის გამოძახებას, რატომ?
მართლაცდა რატომ? ახლაღა დავფიქრდი ამაზე, შევყურებდი ულამაზეს თვალებში და ვხვდებოდი რომ ეს ბიჭი მინდოდა, სიგიჟემდე მინდოდა, იმდენად მიზიდავდა რომ სულ არ მაინტერესებდა ვინ იყო, ქურდი, ყაჩაღი თუ ტერორისტი, ის იყო პასუხის გასაცემად მოვემზადე რომ შევამჩნიე როგორ დაიძაბა, მის მზერას გავაყოლე თვალი, შემოსასვლელ კართან მაღალი შავთმიანი მამაკაცი იდგა და თვალს არ გვაშორებდა.
- რა ხდება? ვინ არის? -აღელვებულმა ვკითხე, ერთხანს თითქოს ყოყმანობდა სანამ პასუხს გამცემდა.
- დეტექტივია რომელიც დიდი ხანია კუდში დამდევს და ერთი სული აქვს როდის გამომიჭერს.
- მოიცა, რისი თქმა გინდა რომ შეიძლება დაგიჭირონ? ასეთი რა დააშავე?
- სერიოზულად მეკითხები? შენ თვითონ არ ამბობდი რომ ხელიდან წასული ყაჩაღი ვარ?
- მე ასე არ მითქვამს და თანაც ხომ შეგეძლო ისე მოგეპარა რასაც იპარავდი რომ ვერავის გაეგო.
- შენგან ამ სიტყვებს არ ველოდი, -გაოცებულმა გადმომხედა.
- მოდის, -აღელვებულმა შევყვირე როცა დავინახე როგორ დაიძრა ჩვენსკენ დეტექტივი, ჩემს ქურდს მაგრად ჩავჭიდე ხელი და დავქაჩე.
- რას აკეთებ? -შემომიბღვირა.
- შენს თავს იმას ვერ დავუთმობ, -მოახლოებულ მამაკაცზე ვანიშნე და სირბილით წავიყვანე დარბაზის ბოლოში გასასვლელისკენ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი საქციელის გამო გაოგნებული იყო მაინც მომყვებოდა და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, ალბათ შოკის ბრალი იყო თორემ რა აცინებდა, მე თუ მკითხავთ სატირლად ჰქონდა საქმე, ყველა ჩვენ გვიყურებდა გაოცებული და ვერ ხვდებოდნენ რას ვაკეთებდით და რატომ გავრბოდით, გულამოვარდნილმა შევაღე კარი რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ‘’მხოლოდ თანამშრომლები’’ შევვარდი, ჩემი თანამგზავრიც შევათრიე და საგულდაგულოდ ჩავკეტე, მერე უკანა კარიდან გავიყვანე და ორ წუთში უკვე გალერეის ავტოსადგომზე ვიდექით.
- ხვდები რომ მომიტაცე? -ხელები გაშალა და გულიანად გაიცინა.
- მოგიტაცე კი არა გადაგარჩინე, -ამაყად გავიმართე მხრებში და თავი მაღლა ავწიე.
- როგორ თქვი? შენს თავს იმას არ დავუთმობო...
- გეყოფა, -ხელის აწევით შევაწყვეტინე, -მანქანა გყავს თუ ჩემით წავიდეთ?
ჯიბიდან პულტი ამოიღო, ღილაკს დააწვა და იქვე ახლოს მდგარი ძვირადღირებული სპორტული ავტომობილის ფარები რომ აინთო გაოცებულმა დავუსტვინე.
- შენია? ძარცვა შემოსავლიანი საქმე ყოფილა, საჭესთან მე დავჯდები რა, -საცოდავი სახე მივიღე და მუდარით სავსე თვალებით შევხედე, მიყურებდა და ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა, გასაღები მესროლა და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოთავსდა.
- შენ მართავ მაგრამ მარშრუტს მე ვირჩევ, შევთანხმდით?
-
მწვანედ გაფოთლილი ხეებით შემოსაზღვრულ, გვირილებით დაფარულ მდელოზე გაფენილ პლედზე ვიწექით გულაღმა და თვალებ მოჭუტულები ავყურებდით მოღრუბლულ ზეცას.
- იწვიმებს, -ჩაილაპარაკა, ჩემსკენ გადმობრუნდა, წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და ზემოდან დამხედა.
- მადლობა, -შევცინე და ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე ჩამოვუსვი თითები, თვალები მინაბა და ღრმად ამოისუნთქა.
- რისთვის მიხდი მადლობას?
- იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და იმისთვისაც რომ ამ ულამაზეს ადგილზე მომიყვანე, თუმცა შენზე გაბრაზებული რომ ვარ არ დამვიწყებია.
- გაბრაზებული რატომ ხარ? -გაიკვირვა.
- იმ ღამით ხომ გითხარი რომ იმ სახლიდან არაფერი მოგეპარა.
- ჰოო, მოვიპარე მაგრამ არ ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ, -გაღიმებულს ჩემს ტუჩებზე გაუშტერდა მზერა.
- მაგას არ ვგულისხმობ, -აღელვებისგან ხმაწასულმა ვუპასუხე, -სახატავი რვეული ვიგულისხმე.
- როგორ მომწონს ასე რომ წითლდები ხოლმე, -ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, ჩემსკენ დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, წვიმის მსხვილი წვეთები რომ არა ალბათ ვერასოდეს მოვწყდებოდით ერთმანეთს, სასწრაფოდ წამომახტუნა, პლედი რომელზეც ვიწექით ზედ გადაიფარა, მეც მის ქვეშ მომაქცია და სირბილით წავედით იქვე ახლოს გაჩერებული ავტომობილისკენ, მოსაღამოვებული იყო სახლამდე რომ მიმიყვანა.
- შენი სახელი არ გითქვამს, -უკვე წასვლას აპირებდა მინაზე რომ მივუკაკუნე და ჩამოვაწევინე, -მითხარი რა გქვია.
- რა საჭიროა, -მხრები აიჩეჩა და ჩვეულმა სუნთქვისშემკვრელმა ღიმილმა გაუნათა სახე, აღარაფერი მითქვამს, კაცმა რომ თქვას არც არაფერში მჭირდებოდა მისი სახელი, სახლში შესულმა მაიკოს ერთსაათიანი ლექცია მოვისმინე ტელეფონში, სულ უსინდისო და ხელიდან წასული მეძახა იმის გამო რომ მარტო დავტოვე გაუფრთხილებლად, მაიკოს რომ გავუთიშე ნიკოს გადავეყარე რომელმაც იმის მაგივრად რომ რაღაც საძაგლობა ეთქვა და ნერვები მოეშალა, დაისვენე მე ბაღში ვიქნებიო საეჭვო ღიმილით მითხრა, გაოცებული ავედი საძინებელში, არ ვიცოდი რისთვის უნდა მიმეწერა მისი ხასიათის ასეთი ცვლილება...

იმ ღამით ისე მშვიდად მეძინა საერთოდ არ შევუწუხებივარ, კოშმარებს რომელთა მთავარი გმირი ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად დრაკულას ფორმაში გამოწყობილი აკაკი იყო, ჩვილი ბავშვივით მშვიდად და ტკბილად მეძინა და ალბათ შუადღემდე ვიძინებდი საშინელ ხმაურს რომ არ გავეღვიძებინე, სამზარეულოში ნახევრად მძინარე ჩავედი, ყავა მოვიდუღე, ვერანდაზე გვჩანჩალდი, რბილ სავარძელზე მჯდარ ნიკოს მივუჯექი გვერდზე და მხარზე დავადე თავი.
- რა ხდება რა ხმაურია?
- ჩვენს მეზობლად სახლი გაიყიდა და ახალი მეპატრონე არემონტებს, დილიდან დაიწყეს მუშაობა.
- რომელი სახლი გაიყიდა?
- აი ის, ლუკას სახლისკენ გაიშვირა თითი, მზერა გავაყოლე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ამოვიხვნეშე და თვალები დავხუჭე.
- გეწყინა? -უდარდელად მკითხა, თუმცა მივხვდი არ იყო ეს უბრალო კითხვა.
- რატომ უნდა მწყენოდა, მე რა შუაში ვარ, -ვიუარე და გამწარებულმა მოვსვი მდუღარე ყავა, -ფუ შენი მგონი დავიწვი, -წამოვხტი და ბურდღუნით შევედი მისაღებში, უკან ნიკოს მხიარული სიცილი მომყვა.
-
ის ამბავი რომ ლუკას სახლი გაიყიდა ჩემმა ახალმა ნაცნობმა გადამატანინა, უცნაური ურთიერთობა გვქონდა, მასზე არაფერი ვიცოდი, საერთოდ არაფერი, არც სახელი, არც ტელეფონის ნომერი, არც მისამართი, და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მიუხედავად ამ უცნაურობებისა მუდამ ჩემს გვერდით იყო, მოულოდნელად ჩნდებოდა იქ სადაც ვიყავი და ცხოვრებას მიფერადებდა, არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ ჩემი ძმის გულიც კი მოინადირა, მართალია სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მაგრამ რატომღაც ნიკოს იმაზეც კი არ გაუმახვილებია ყურადღება რომ მისი სახელი არ ვიცოდი, ერთხელ ჩემმა მშობლებმაც კი ნახეს, ჩემს მეგობრებსაც შეხვდა...
ვგიჟდებოდი მასზე, შეპყრობილი ვიყავი მისით, მასთან ურთიერთობას ყოველთვის თან ახლდა მძაფრი ემოციები, მხიარულება, დაძაბულობა, ზოგჯერ შიში, ადრენალინი, უამრავი, უზღვავი სითბო და ბედნიერების შეგრძნება, არასოდეს მიგრძვნია თავი ისე ბედნიერად როგორც მის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა კოცნის იქით არ წასულა, ჩვენს შორის ზედმეტი არაფერი თქმულა, თუმცა არც იყო საჭირო, მისი თვალებში ვხედავდი ყველაფერს, ისიც ჩემსავით ვერ მალავდა გრძნობებს.
- რას გრძნობ ჩემს მიმართ, -მკითხა ერთხელ მოულოდნელად.
- შენთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, -დაუფიქრებლად ვუპასუხე, მეტი არაფერი უკითხავს უბრალოდ გაიღიმა, მას მერე ამ თემაზე სიტყვაც კი არ დაუძრავს, ასე გავიდა სრული თერთმეტი თვე...


- ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაცას მალავდა და ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა, უსინდისო, ასე როგორ მიგატოვა, -მაიკო ქოთქოთებდა და თან ყავას ურევდა ხის კოვზით.
- გეყოფა ტვინი ნუ ამატკივე...
- ტვინი იმ არანორმალურმა აგატკივა და ვერ ხვდები, ასე როგორ წავიდა, ან ეს აბდაუბდა წერილი რას ნიშნავს, -იქვე მაგიდაზე მიგდებული ქაღალდი აიღო და ხმამაღლა წაიკითხა.
-‘’შენც და საკუთარ თავსაც დროს ვაძლევ დასაფიქრებლად, იფიქრე ნიცა, იფიქრე...’’
- დავიღალე, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, -წამოვდექი, მაიკოს წერილი ხელიდან გამოვგლიჯე, ნაკუწებად ვაქციე და ნაგვის ყუთში ჩავყარე, -მითხარი ყველა ასე რატომ მექცევა? მისი სახელიც კი არ ვიცი იმიტომ რომ მას არ უნდოდა მცოდნოდა ახლა კი უგზო უკვლოდ გაუჩინარდა, ამდენ ხანს უბრალოდ მეთამაშებოდა გესმის? რა უნდოდა? რა მიზანი ჰქონდა? ასე რატომ მომექცა?
- მოდი ჩემთან, -მკლავები გაშალა მაიკომ და გულში ჩამიკრა, დიდხანს ვქვითინებდი მის მხარზე თავჩამოდებული.

მისი გაუჩინარებიდან ერთი თვე გავიდა, მთელი ყურადღება სამსახურზე მქონდა გადატანილი მხოლოდ იმიტომ რომ მასზე არ მეფიქრა, დღე როგორღაც ვახერხებდი მისი მონატრებისგან თავის დაღწევას მაგრამ ღამეები... ღამეებს ვერაფერს ვუხერხებდი, თითქმის ყოველ ღამე მსტუმრობდა სიზმრებში და ვხვდებოდი ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი არ იყო უბრალო კომფორტის და სიმყუდროვის შეგრძნება, მე ის მიყვარდა, თავდავიწყებით, სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული...
- ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი, -მაიკომ კარი შემოგლიჯა და მაღალი ქუსლების კაკუნით შემოვარდა ოფისში, -უკვე მოსაღამოვდა რა დროს მუშაობაა, თანაც დღეს შენი დაბადების დღეა, არ გინდა რომ მაგარი წვეულება მოვაწყოთ? თანაც ნიკო სიყვარულში გამომიტყდა და...
- დაბადების დღე არ მაინტერესებს პროექტი მაქვს დასასრულებელი, -თავი არ ამიწევია ისე მივუბრუნდი მაგიდაზე გაშლილ ნახაზებს, -ამ სახლის დიზაინი კვირის ბოლომდე მაქვს დასასრულებელი ასე რომ წვეულებისთვის არ მცხელა... -მოიცა რა თქვი? -გვიან გავიაზრე რაც მითხრა, -გაბედა მაგ ბედოვლათმა ბოლოს და ბოლოს?
- კი გაბედა, -ღიმილით დამიქნია თავი და ლამაზად შეფუთული ყუთი გამომიწოდა რომელიც აქამდე ხელში ეკავა, -ეს მიმღებში იყო შენთვის დატოვებული და წამოვაყოლე.
- ვისგან არის?
- არ ვიცი, მე მივდივარ, ნიკო უნდა ვნახო, თუ წვეულებაზე გადაიფიქრებ დამირეკე, -ყუთი წინ დამიდო და ოთახიდან გავიდა, ავიღე და ხელში შევატრიალე, მსუბუქი იყო, ლამაზად შეფუთული, ბარათი არ ახლდა, ფრთხილად შემოვაცალე ქაღალდი, ვარდისფერი ყუთიდან პირველი ლამაზი ბანტით შეკრული გრაგნილი ამოვიღე გავშალე და როგორც კი დავინახე ვიგრძენი როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა რამდენიმე წამით, გრაგნილზე საოცარი სიზუსტით იყო გამოსახული ლუკას ეზოს ის ნაწილი სადაც ჩემი ხე იდგა და ჩემი სახლი, სახლი ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც მაშინ, ათი წლის წინ...
- ‘’მინდა რომ შენი სახლის დიზაინი დაგიკვეთო’’ -ლამაზი გაკრული ხელით ჰქონდა მიწერილი, აცახცახებული თითები მოვაფათურე ყუთში, თვალებს არ ვუჯერებდი, ხელში ლუკას სახატავი რვეული მეჭირა...
-
მისი სახლის ჭიშკართან ვიდექი გულზე რვეულ ახუტებული, უკვე ვიცოდი რომ სახლი არ გაყიდულა, უკვე ვიცოდი ვინც იყო ჩემი უცნობი, აქამდე მომიყვანა მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებამ, კარი შევაღე და ბაღში შევედი, აქაურობა საოცრად იყო შეცვლილი, გაზონები გაკრეჭილი, ბილიკი გასუფთავებული, თუმცა რატომღაც ყველაფერი ჩაბნელებული იყო, დაძაბული მივდიოდი ბაღის ბოლოსკენ იქ სადაც ჩემი სახლი მეგულებოდა და ჩემი ლუკა... ჩემი... იყო კი ჩემი?
ბილიკის ბოლოში გავედი თუ არა, ერთბაშად აინთო სინათლე და მთელი ბაღი განათდა, ყველანი ჩემს წინ იდგნენ, ჩემი და მისი მშობლები, ნიკო და მაიკო, მისი და ჩემი მეგობრები, ის ‘’დეტექტივიც’’ კი რომელიც დიდი ალბათობით მისი მეგობარი იყო, მათ წინ იდგა ლუკა და მოლოდინით სავსე თვალებს არ მაშორებდა, ერთი წამით ხისკენ გაექცა მზერა, თვალი გავაყოლე და სუნთქვა შემეკრა, სახლი ზუსტად ისეთი იყო როგორიც მახსოვდა...
- ყველაფერი იცოდით არა? -ერთად შეკრებილ მატყუარებს მოვავლე თვალი.
- დღეს მითხრა ნიკომ, -საცოდავად გამიღიმა მაიკომ.
- ჩვენ ყველამ თავიდანვე ვიცოდით, -აღიარა ნიკომ, -რა გეგონა რატომ არ ვბრაზობდი როცა ვიღაც უცხოსთან ერთად დაბოდიალობდი აქეთ-იქით, ლუკას არ გაუბრაზდე ცუდი განზრახვა არ ჰქონია.
- რა საჭირო იყო? -მწარედ გამეცინა და ლუკას გავუსწორე მზერა, -მითხარი რა საჭირო იყო?
- ასეთი რამ გეგმაში არ მქონია, გეფიცები აზრადაც არ გამივლია მანამდე სანამ შენ ქურდი არ გეგონე, მერე თავისთავად...
- რატომ წახვედი? ის ერთი თვე რატომ არ ჩანდი?
- ჩავთვალე რომ დრო გვჭირდებოდა...
- დრო გჭირდებოდა? რისთვის გრძნობებში რომ გარკვეულიყავი? -ირონიულად ჩავიცინე და ზურგი შევაქციე.
- გრძნობებში გარკვევა შენ გჭირდებოდა, მე ახლაც იგივეს ვგრძნობ რასაც მაშინ ვგრძნობდი როცა ამ ხელებით, ამ ხეზე პირველად აგიშენე სახლი, -სულმოუთქმელად მომაყარა სიტყვები და მაიძულა ერთ ადგილზე გავშეშებულიყავი, მისკენ შევბრუნდი, ჩემს წინ იდგა თავდახრილი და ნერვიულად ათამაშებდა თითებს, ახლა საოცრად გავდა იმ თექვსმეტი წლის ბიჭს დაუფიქრებლად რომ ვატკინე გული...
- ულამაზესია, -სახლზე ვანიშნე.
- შენია, -თვალებგაბრწყინებულმა შემომხედა.
- ჩემია, ჩემი სახლი, -ათრთოლებული ხმით ჩავილაპარაკე ისე რომ ლუკასთვის თვალი არ მომიშორებია.
- თუ სურვილი გექნება შეიძლება რომ ჩვენი გახდეს, -ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამოიღო და გამომიწოდა.
- ცოლად გამომყვები?
აქამდე ისედაც ჩუმად მდგარმა დამსწრეებმა სულ მთლად გაიკმინდეს ხმა, სუნთქვაც კი შეიკავეს და ახლა ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდით ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო ჩამოწოლილი.
- არ დაიჩოქებ? -ძლივსშეკავებული ღიმილით ვკითხე.
- კარგი რა ნიცა, ვიცი რომ ასეთი ბანალური ჟესტები არ მოგწონს, არ მიპასუხებ? კარგი მაშინ ბეჭედს შევინახავ, -ამოიოხრა და ხელი ისევ ჯიბისკენ წაიღო.
- კარგი თანახმა ვარ, -სასწრაფოდ ვუპასუხე და თვითოვე გამეცინა ჩემს შეშფოთებულ ხმაზე, -თანახმა ვარ ოღონდ არა იმიტომ რომ მემუქრები, იმიტომ რომ...
აღარ დამასრულებინა, მხურვალე კოცნით შემიკრა სუნთქვა და მხიარული ყიჟინის და აპლოდისმენტების თანხლებით გამიკეთა თითზე ბეჭედი.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი ნი-კე

მოკლე და ძალიან ლამაზი ისტორია,♥️❤️მე ცოტას კი გავაწვალებდი ნიცას♥️,joy

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

ნი-კე
მოკლე და ძალიან ლამაზი ისტორია,♥️❤️მე ცოტას კი გავაწვალებდი ნიცას♥️,joy

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგია თბილი და ტკბილი ❤️

 


№4  offline წევრი manana lomidze

ყოჩაღ რა სასიამოვნო საკითხავი იყო.ყოჩაღ

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნატა
ძალიან კარგია თბილი და ტკბილი ❤️


მადლობა heart_eyes blush

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

manana lomidze
ყოჩაღ რა სასიამოვნო საკითხავი იყო.ყოჩაღ


მადლობა heart_eyes
მიხარია რომ მოგწონთ relaxed

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი და მსუბუქი იყო♥️????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ისტორია.

 


№9 სტუმარი ეკა

ვაიმეე, რა საყვარელი ისტორია იყოოოოოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️მიყვარს კარგი დასარულიიიი ❤️❤️❤️❤️ წარმატევებიიი

 


№10  offline წევრი TamoTi

როგორი საყვარლობა იყოო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent