შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 14


24-03-2023, 21:51
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 512

დღესს პირველად მოვყევი ავარიაში მიხარია, რომ უვნებელი ვარ და საშინელება იყოო, დაჯახების დროს ჯერ ის ამაზრზენი ხმა ისევ მახსოვს გული ლამის გამისკდა???????? ჰოდა ახალი თავით მოვედი წინა თავის გამო მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიყვარხართ ყველაანი
......
- გაახილე თვალები
უბრძანა რატიმ ლაშას რომელსაც თვალების გახელის თავიც ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა რატის სიტყვები რომ არ შეასრულა მის წინ მჯომმა რატიმ ცივი წყალი შეასხა, უცებ დააშორა ბაგეები ლაშამ ერთმანეთს და ღრმად სუნთქვა დაიწყო,
- რას აკეთებთ ბიჭებო?
უცებ გახედა უკან გაზთან მდგარ ბიჭებს რატიმ რომლებსაც გაზზე ცარიელი ტაფები შემოედგათ და დიდი პარიც მიეცათ,
- შენ იცი რა გრძნობაა გოგოს მკერდის ხელში მოთავსება?
გამოხედა ერთ-ერთმა, რატის რომელიც წარმატებით ასრულებდა რატის დავალებებს
- გოგოს მხრიდან უფრო მაინტერესებს რას გრძნობს,
შენ გაინტერესებს?
უცებ გამოხედა ლაშას და შემდეგ მასთან მდგარ ბიჭს ახედა ბრძანების თვალებით, მანაც რატის სურვილს მიხვედრილმა დააქნევინა თავი ლაშას და რატიმაც შეიცხადა
- აი მესმის შემართება,
ჩაეცინა სკამის საყრდენს მიეყრდნო და ცალ მუხლზე მეორე ფეხის კოჭი შემოიდო,
თვალებით ანიშნა ბიჭს მაისური გახადეო მანაც უცებ შემოაგლიჯა ლაშას ტანზევე და გახურებულ ტაფიანადაც მოუახლოვდნენ ბიჭები, სამივემ კარგად ჩაავლო გასაკავებლად ხელი სკამზე ძლივს მჯომი და სახეები მათაც დაეჯღანათ, მხოლოდ რატი იჯდა მის წინ და ცოტას კიდევ ერთობოდა, მისი ბრძანების შემდეგ გახურებული რკინა მკერდზე ერთდროულად დაადეს თუ არა
მთელი ტყე ცხოველივით ღრიალმა მოიცვა, არც ადამიანის ხმას გავდა და აღარც ცხოველის, მთელ ტყეში ისმოდა გამაყრუებელი მისი სიმწრის ღრიალი, რატი კი წარბებ შეუხრელად უყურებდა ამ ყველაფერს ცხელი რკინა რომ უნდა მოეშორებინა ბიჭს რატიმ ახლა მას ახედა მკვლელი მზერით, თითქოს მისი ჯერიც მალე მოვიდოდაო
- მე არ მითქვამს არარფერი,
დააყოლა და ბიჭმაც ხელახლად დააბრუნა მის მკერდზე გახურებული ტაფა რომელსაც კანი ზედ აკრობოდა და უფრო და უფრო მიიწევდა ღრმად, კაცს ხმა წაუვიდა, სხეულს ვეღარ გრძნობდა ღრიალებდა თუმცა უხმოდ,
- ეყოფა,
თქვა თუ არა მაშინვე მოაშორეს ტაფა, თუმცა ცალკე მისი მოშორება იყო ტანჯვა, კანით აკრული ტაფის ძირზე, თვალები დახუჭა ერთ-ერთმა და სხეულში საზიზღრად გაცრა, მკვდარ-ცოცხალს გავდა, სახე დაემანჭათ ბიჭებსაც და მათ გულშიც ცეცხლი ენთო, საერთოდ არ სიამოვნებდათ ეს საქციელი, თუმცა რადგან უკვე დათანხმდნენ დასჯაზე ვეღარაფერს ამბობდნენ,
რატიმ ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ცეცხლი მოუკიდა და აუჩქარებლად ერთი და ღრმა ნაპასი დაარტყა,
- მახსოვს დამატებით დაჭრილი აქ....
წამომდგარმა დააყოლა და სიგარეტის მოკიდებული მხარე შუბლზე დააჭირა
- აქ...
ახლა ლოყაზე გადაიტანა და იქაც კარგად დააჭირა,
- და აქ ქონდა,
საბოლოოდ ყვრიმალებთან მიაჭირა და იქავე საბოლოოდ გამოაქრო სიგარეტიც,
- ხმა რომ დაგიბრუნდება პირადად გამისწორდი,
სიგარეტი მოისროლა და წასასვლელად მოემზადა,
- და რა ვუქნათ?
- უნდა იცოცხლოს, რომ გამხსენებელი მყავდეს, გზის პირას დააგდეთ და ვინმე მაინც გამოივლის ოდესღაც,
- რომ არ გამოიაროს?
- ჩაძაღლდეს!
მკაცრად დააყოლა ბიჭებს წარმატებები უსურვა, ძველი ნაჭრით სისხლიანი ხელები გაიწმინდა თუმცა გადასაბანად დაბრუნდა, ყველაფერი რომ წესრიგში მოიყვანა იქაურობაც მალე დატოვა...
- მიხედავთ?
ერთ-ერთმა იკითხა და ორივემ თავი დაუქნია
- წავალ მაშინ მე საქმეები მაქ, თქვენ უკვე იცით რასაც აკეთებთ
- სიტყვაც რომ დაგცდეთ იმას არა ჩვენ დაგვენძრევა, ჭკვიანად იყავით და აქედან გასვლის მერე უბრალოდ მეხსიერება გამოიცვალეთ
თითის დაქნევით გააფრთხილა მამაკაცმა ბიჭები და ჭრაჭუნა ხის კარებში ხმაურიანად გავიდა,
ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს რამდენიმე წუთი გაყინულები იდგნენ და ერთ-ერთმა უცებ რომ უგონო ლაშას დამწვრობებს წყალი მიასხა, მეორეს ჩაეცინა წამით უყურა და მალევე მას დაეხმარა, ძირს გააწვინეს ლაშა და ცივ წყალს ასხვადნენ დიდ დამწვრობაზე,
- ეს დაუწყლულდება?
იკითხა ერთმა და მეორემ ისე გაოგნებულნა ახედა გაეცინა,
- ლამის გულში შევახწიეთ ვერ ხედავ კანი ვაფშე აღარ აქ, დაებერება რავი რას იზამს
- აუ არადა რა მკერდი ექნებაა,
ამოიოხრა და ისე არ გამოვიდა რომ არ გაცინებოდათ,
- კაცი კვდება ვერ ხედავ? რა გაცინებს
ვითომ გაუბრაზდა მუჯლუგუნი მისცხო არადა თავადაც ეცინებოდა
- ვაი რო ვხედავ,
- კბილისპასტას მოვუსვამდი მარა უარესად აეწვება კანი ვაფშე აღარ აქ,
ჩაფიქრებული დაჯდა ძირს და მეორეც ერთი გვარიანად შეიგინა,
- გაგეცინება მარა ბებიაჩემის 'მაზი' მიდევს მანქანაში, დამწვრობაზეც და გაჭრილზეც მაგარი უცუნია ამას რას უზამს ამ უპატრონოს არ ვიცი მარა მიდი მოიტანე სალონში სიჩქარეებთან დევს,
უცებ გახსენებულზე აუხსნა და ბიჭიც უცებ წამოვარდა, მალევე კოლოფით შემოვარდა და პატრონს მიაწოდა, ეცადა დამწვრობის ყველა ადგილზე წაესვა და ისე რომ თან ყოფნოდა მთლიანად ამოასუფთავა კოლოფი თუმცა სამაგიეროდ მთლიან დამწვრობას ასე თუ ისე უშველიდა
- დედას უტირებს ამან რო კიდევ რამე გააკეთოს,
ფიქრებში გაფანტული საუბრობდა ერთ-ერთი
- ჰოდა ჩვენც როცა ვიცოდით არ უნდა გავრეულიყავით რა, სახუმარო არაა ეს ტიპი,
- ჰოდა ჩუმად იყავი და მის გეგმებს მიყევი.....
.....
- მაშა მაშა მაშუნა,
სიმღერით გააღებინა კარები თეოდორემ ბარბარეს კარები და ბარბარეც თეოდორეს დანახვისას დაიძაბა,
- გამარჯობა არა?
როცა კარებში მდგარმა ბარბარეს დიდხანს უყურა თავის პატარაზე გაქნევით იკითხა და მაშინ მიესალმა ბარბარეც,
- რა ხდება? დაქალების შეკრებაზე მოწვევას რატო მიუქმებთ?
ისევ დახედა ბარბარეს ისე შევიდა ოთახში სრულად და ქალმაც კარები მიკეტა,
- რავი რა უნდა ხდებოდეს
- სადაა რატი?
- საქმე ჰქონდა და გავიდა,
სწრაფ სწრაფად სცემდა ბარბარე პასუხებს თეოდორეს და თეოდორეც გაკვირვებული დახედავდა ხოლმე, მაშო ვითომ იცინოდა სახეზე აეფარებინა ხელები თეოდორე რომ დაინახა თავდახრილი გაექანა მისკენ და უცებ აეკრო,
- თედო ჩემო სიყვარულო,
თან დააყოლა და ლოყაზე აკოცა, მოშორების შემდეგ უცებ შეაქცია ზურგი და ისევ ანანოსკენ წავიდა,
- მოდი აქ გოგო შენ,
მკაცრად თქვა თეოდორემ ფიქრებით რომ მაშო რაღაცას უმალავდა და აუცილებლად თვალებში უნდა ჩაეხედა მისთვის რომ სიმართლე ამოეცნო რომელსაც ხედავდა რომ ნამდვილად რაღაცას უმალავდა,
- რა გსურს?
უცებ გამოხედა თუმცა მალევე გახედა ისევ ანანოს,
- მოდი მეთქი რო გეუბნები,
- ვაიმეეე
ბუზღუნით შეტრიალდა თავდახრილი ისევ, მაშინვე მარტივად შეამჩნია თეოდორემ დალურჯებული სახე ჭრილობებით ,
- მაშო რა გჭირს!
მკაცრად მასთან ახლოს მისულმა თავი ააწევინა და მაშომაც უცებ დახუჭა თვალები, შეეძლო ტონალურით, პუდრით და კიდევ ათასი რამით დაეფარა თუმცა, აეროპორტში მაინც მოუწევდა მასთან შეხვედრა, თეოდორე წამით გაიყინა,
- შანსი არაა, თავს დავდებ შეგიძლია დამხვრიტო, რაც გაგისწორდებათ ის გამიკეთეთ თუ შევცდი, როცა გითხარი რომ რატი არასდროს არაფერს დაგიშავებდა, მაგის გაკეთებული ვერ იქნება,
შოკი მიიღო უცებ დანახულზე და ნელ-ნელა ფეთქდებოდა რომ გაეგო რომ ეს რატიმ გააკეთა მოსვლას არც დაელოდებოდა თავისი ფეხით მივიდოდა მასთან და ალბათ მოკლავდა, მის მიმართ იმხელა ნდობა ჰქონდა ამავდროულად თეოდორე პიროვნებებშიც არასდროს ცდებოდა და ამას კიდევ ემატებოდა ის რომ მაშო რატის კუდი იყო,
- არა, რათქმაუნდა, ეგ არც კი უნდა გეფიქრა,
სწრაფად შეეცვალა სახე მაშოსაც,
- არავის ვუცემივარ ნუ ღელავ ნუ გავს თუმცა ნწ არა ცდები,
- მადებილებ? თუ რაშვები,
- ვცდილობ,
გულწრფელად გასცა პასუხი და ქვედა ტუჩ გამოწეული აეტუზა,
- პატარა ინციდენტი იყო, სულ პატარა,
- და ვინ გააკეთა ეს ინციდენტი
ტონს აუწია თეოდორემ თან კბილებს ერთმანეთს აჭერდა,
- ლაშამ
ანანომ აღარ გაწელა და სწრაფადვე უთხრა, აღარანაირი კითხვა აღარ დაუსვამს თეოდორეს ადგილს მოწყდა სამივე გოგო რომ სირბილით გადაუდგა წინ,
- არა ვერსად წახვალ აზრი არ აქვს,
უცებ გაასავსავა ხელები მაშომ
- გამატარე,
გვერდზე უნდა გადაეწია თუმცა ხელახლად ჩადგა მაშო,
- არც ჩვენ ვიცით სად არის, ვერც შენ იპოვი გევედრები არ გინდა ჩენთან იყავი გთხოვ,
- გამატარე მაშო!
- გთხოვ ნუ დამაჩოქებ, არ გინდა, ჩემთან იყავი უბრალოდ ხვალისთვის გადადე დღეს ჩემთან იყავი გთხოვ რა, გთხოვ,
უფრო მიუახლოვდა თან ხელები მოხვია აწყლიანებული თვალებით, წამით როგორც ჩვევია ჯიუტად იდგა თუმცა სიყვარულმა მაინც სძლია და ძლიერად მოხვია ხელები, უცებ ამოიკნავლა ტკივილისგან მაშომს და თეოდორემაც უცებ უშვა ხელები გაკვირვებულმა დახედა თან,
- ცოტა დაბეჟილივარ ისე კარგად ვარ,
გაეკრიჭა და ხელთავიდან მოეხვია, თეოდორემაც შედარებით ნაზად მოხვია ხელები...
- რატო არ დამირეკე? ასე გვიან რატო ვიგებ?
ისევ შემოუტია ბრაზმა და უხეშად მოიშორა მაშო,
- გვეგონა უარესად დაბეგვავდი,
უცებ წამოიძახა ანანომ და თეოდორემ რომ მკაცრი მზერით ახედა, თითებით აჩვენა ტუჩებზე თითქოს ელვასავით შეკრა ჩუმად ვარო,
- ვიცოდი რომ ჭკუიდან შეგშლიდა ეს ფაქტი და ჩემ სანახავად არც კი მოხვიდოდი,
არ მინდა რამე ცუდი მოხდეს, მითუმეტეს ის მარტივი არაა,
- უკომენტაროდ! შენთან ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება, მე ვიცი რას ვიზამ და რას არა, ნუ მასწავლიმეთქი გითხარი და ვაფშე ხმა აღარ ამოიღო!
ბავშვივით დატუქსა და სიბრაზეს მაქსიმალურად არ აშკარავებდა, ხელთავიდან აიკრო გულზე და ნაზად აკოცა თავზე.... გამოკითხვის შემდეგ მაშომ უთხრა რომ რამდენიმეჯელ გაარტყა სახეში ლაშამ ანანომ კი სიბრაზის ფონზე გადაამტვრია ბოთლი რის გამოც ისევ მაშო დაიჭრა, რბილად მოყოლილი მოსათმენი შურისძიება იყო, ხვალისთვის გადადებას არც აპირებდა თუმცა, რაღაც დროს მაშოსთან დარჩებოდა, ალბათ რომ სცოდნოდა რადღეში იყო ახლა ლაშა შურისძიების ფიქრიც კი აღარ გაუვლიდა,
- მეც მაგას გეუბნები აზრზე არ ვარ სად წავალთ....
გოგოების ლაპარაკზე ხითხითებდა მაშო კარები რატიმ შემოაღო ტანსაცმელის ფერთხვით და ამოხედვის მერე სულ არ ელოდა თეოდორეს წამით ადგილზე გაჩერდა და შემდეგ ისევ თავისუფლად დაიწყო სვლა,
- სად იყავი?
უცებ წამოხტა მაშო მის დანახვაზე და კითხვაც არ დააყოვნა,
- წასვლის წინ ხომ გითხარი?
გაკვირვებულმა გამოხედა თავდახრილმა მაშოს,
- ამდენი ხნით?
- ჰო მაშო! ნუ მერე ადვოკატს შევხვდი,
ხმაში სიმკაცრე შეერია და სულ აღარ იმჩნევდა ოთახში მყოფებს, მაშო მის პასუხზე გაბრაზდა არც სჯეროდა რადგან აშკარა იყო რეალობასთან შორს იყო რატის საუბარი და უბრალოდ მკაცრი მზერით უყურებდა, თვალიც 'ოხერია' კისერზე სისხლის შემხმარ წვეთებზე მაშოს გაცრა და უფრო და უფრო ახლოს მივიდა რატისთან,
- რა გაუკეთე?
დაბალხმაზე დასვა კითხვა და მზერა თვალებში გაუყარა, რატიმაც შეწყვიტა შარვლის წმენდა მაშოს მზერას მზერა შეაგება და ქალმაც მის კისერზე რომ გადაიტანა მზერა ეჭვების ნიადაგზე მოისვა ხელი რატიმაც, მიზეზს რომ მიხვდა დამალვა აღარ დაუწყია,
- ისეთი არაფერი,
ჩავლა დააპირა ისევ წინ გადაუდგა მაშო,
- სადარის? სად გყავს?
აღელვება ერია მაშოს ხმაში და ტონს ნელ-ნელა უწევდა, რატის არ იცნობდა საერთოდ არ იცნობდა ამიტომ ვარაუდიც დიდი ჰქონდა რომ კარგი არაფერი გაუკეთებია მისთვის
- აღარსად არ მყავს, აზრზე არ ვარ სად არი,
მხრების აჩეჩვით უდარდელად ამოთქვა და ისევ უნდა ჩაევლო გვერდი, მაშომ მკლავში ჩაავლო ორივე ხელი და ისევ წინ გადაუდგა,
- ჯანდაბა! გაჩერდი
ხელი კრა თუმცა ერთი ნაბიჯით მეტზე ვერ დაწია რატი,
- სად წაიყვანე, რა გაუკეთე,
- იმასთან შედარებით არაფერი რაც შენ მან,
წყნარ და მშვიდ პასუხებს სცემდა და მაშოს გამოხტომებსაც ატარებდა,
- მეხუმრები?!
სიმწრით ჩაიცინა მაშომ ათასნაირი ცუდი ფიქრებით შებოჭილმა
- ცოცხალია?
- წესით კი,
გულწრფელ პასუხებს სცემდა რაც მაშოს სრულიად აგიჟებდა,
- რა წესით რატი! ხუმრობ?! რა გაუკეთე!
ყვირილი დაიწყო მაშომ აღელვებულმა და თავზე ხელ წავლებული ნერვიულად დატრიალდა,
- ცოცხალია მაშო! არაფერი მოუვა! თუ ასე ღელავდი მიგეხედა თავიდანვე,
- ჯანდაბაშიც წასულა ის!
რატის მაღალ ტონს ყვირილით დააყოლა, თან ხელი კრა, გასუსულები უსმენდნენ თვით თეოდორეც კი არ იღებდა ხმას, ხვდებოდა რომ საქმე რომელიც უნდა გაეკეთებინა უკვე მოგვარებული იყო და იმაშიც დარწმუნებული იყო რომ ორმაგად გადახდილი იყო სამაგიერო რატის ვინაობიდან გამომდინარე. მაშო უცებ მივიდა საწოლთან რატის თეთრ მოკლე მკლავიან საროჩკას დაავლო ხელი და დიდი ნაბიჯებით დატოვა ნომერი, რატიმ უცებ ჩამოისვა სახეზე ხელები და ისიც უცებ მოწყდა ადგილს,
- რა ჯანდაბაა?
უცებ ამოხდა თეოდორეს და წამოხტა რომ გაყოლოდა თუმცა ბარბარემ მოასწრო მისი დაჭერა,
- შეეშვი ზედმეტები ვართ, შენც თეოდორ, შეეგუე ამას, ვფიქრობ რატი ნდობას იმსახურებს, უბრალოდ შეეშვი,
წყნარი ტონით უთხრა, უფრო თვალებით ესაუბრებოდა, მისი ხელისთვის ხელები ჩაევლო და თეოდორემაც მას დახედა, ნერვოზულად ჩამოისვა ცალი ხელი სახეზე და კარებს გახედა
- ჰო მართალი ხარ,
დააყოლა თუ არა დადუმდა და შემდეგ შესთავაზა სურდათ თუ არა რომ გაეყვანა....
.....
მაშომ სწრაფად ჩაირბინა კიბეებიც და უკან არც კი მიუხედავს ისე მიდიოდა, გადასასვლელ ხიდზე ავიდა და საპირირისპირო მხრიდან მომავალ ბიჭებს გახედა, უცებ დაიწყო ტოპზე რატის საროჩკის მოცმა მკლავში ძლიერ ჩავლებაზე, ხელის პატრონს ტკივილსგან შეცვლილი სახით ახედა და შემდეგ მამაკაცის ძალას დამორჩილებული აეკრო მოაჯირსა და დიდ პლაკატს,
- სად მიდიხარ?!
- შემეშვი!
უცებ აიქნია ხელი, მაშომ, რატიც მის ძალას დაყვა და ხელი უშვა,
- მაშო სად მიდიხარ?!
- რატი გეყოფა რა! ვერ ვიჯერებ იმ ფაქტს რომ შენ ის ბიჭიხარ რომელზეც ბავშვობაში მეკეტებოდა, შენი მეშინია გესმის?! არ ვიცი, ვერ ვხვდები როდის რა გინდა რომ გააკეთო, ვინ ხარ რას წარმოადგენ? რას აკეთებ ან რისი გამკეთებელი ხარ, საშიში ხარ, ამიხსენი გთხოვ, ან საშუალება მომეცი წავიდე ეს ერთი ღამე მაიმც ჰო შეიძლება შევიგრძნო რეალური სითბო ადამიანობა, გამაგებინე ვინ ხარ?
საუბარშივე ცვიოდა ცრემლები უხმოდ და რატიც უხმოდ უყურებდა მაშოს,
რატომღაც სისხლის წვეთებმა მის ფიქრებს გადააწყვეტინა რომ რატიმ ლაშა დაჭრა ან მოკლა, და მალევე ფიქრები შორსაც წავიდა რომ რატის დაიჭერდნენ მაშო კი მის გარეშე ზედმეტად დაიბნეოდა და რთულიც გახდებოდა ეს ორი თვე რატის ცოლობა
- არ მეტყვი რა ჯანდაბა ხდება შენ თავს? რატომ ეშინოდა შენი დირექტორს? ან დაცვის მენეჯერებს, რა გაუკეთე ლაშას?!
ისევ უხმოდ აკვირდებოდა რატი მაშოს, ნაზად მოწმინდა ცრემლები, რომელიც ისევ სდიოდა და მოშორდა, წყნარად და აუჩქარებლად მოშორდა, გზა მისცა რომ წასულიყო და მაშოსთვის მისახვედრიც იყო თუ რა უთხრა ამით რატიმ,
- შეგიძლია სადაც გინდა და რამდენი ხნითაც გინდა მაშინ წახვიდე,
დაბალხმაზე დააყოლა და სპორტული შავი შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო,
- წადი საბუთები მექნება, შენ საქმე მოგვარებული გაქვს, მეც მოვაგვარებ რამენაირად, შენ არ ხარ ის გოგო რომელიც შეძლებს იცხოვროს ჩემნაირთან თუნდაც ორი თვით, წადი!
კიდევ ერთხელ გაუმეორა და ხელითაც ანიშნა რომ წასულიყო, ახლა უფრო ღაპაღუპით წამოუვიდა მაშოს ცრემლები, იმედი ჰქონდა რომ ყველაფერს ახსნა ექნებოდა, თუმცა ნამდვილად გაურკვეველი და ჩაკეტილი იყო რატი,
- ასე უბრალოდ?
- ჰო მაშო ასე უბრალოდ შენ ხო თქვი რომ გამეშვი, გიშვებ ცხოვრებიდან გიშვებ პრობლემებსაც გავიტან, დარჩი შენი ცხოვრებით იცხოვრე უბრალოდ გერქმევა ჯერ ისევ ჩემი ცოლი,
თმის ნერვოზულად უკან გადაწევით თქვა და ეს დიალოგიც ზედმეტად სულელურად მიაჩნდა, ხმა არ ამოუღია მაშოს წამით ისევ დაძაბული უყურებდა სახეზე ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა, შემდეგ მოტრიალდა და უბრალოდ უხმოდ განაგრძო გზა, მომავალ ახლოს მყოფ ბიჭებს მხარი უხეშად გაკრა და მათაც ხმა არ ამოუღიათ, 'ეეს' წამოძახების გარდა, უხეშად გახედეს თუმცა არცერთი არ გაკიდებია საჩხუბრად...
- ფუ! დედაშევე*ი,
კეფაზე ხელებ წავლებულმა ამოიგმინა კიბეებზე ჩამავალ მაშოს შემყურე რატიმ და თავი ძლივს შეიკავა რამესთვის ხელი არ დაერტყა....
....
- გაუშვი? შენ ყ*ე ხო არ ხარ?
ვაჟა შოკირებული უსვამდა კითხვას რატის და ემოციებს ვერ მალავდა,
- ჯერ დაჭრილი გოგო მარტო გაუშვი ეგ კაი, მერე მეორე ცოლად მოიყვანე და მიაგდე თემა გამოდის ,
- რეალური არ არი,
- თავი გააქნიე ბიჭო! და გაიზარდე უკვე! ცოლად მოიყვანე გოგო, რომლისთვისაც პატიოსნება სიცოცხლეზე მაღალ საფეხურზე დგას, და ამ დროს როცა მის პატიოსნებას ეხები, ხალხისთვალში თუნდაც გინდა რომ ამ ნაბიჯზეც მიატოვო? თავში რა გიდევს, ორი თვე იქნება თუ ერთი კვირა მას შენი ცოლი ქვია და მოექცევი ისე როგორც ცოლს!
ბრაზი ყელში აწვებოდა ვაჟას ისე ფეხზე წამომხტარი აძლევდა დარიგებებს თავჩახრილ რატის,
- ჩემთან ვერ შეძლებს! ცხოვრება შეძულდება აქ კაი და იტალიაში? სერიოზულად? თან შენ წირავ ამისთვის? როცა იცი რა სირობებს ვაკეთებ და როცა იცი რო მაფიოზი მკვლელი ვარ?!
- აღარ ხარ! შეიცვალე! უკვე დაანებე მაგ საქმეს თავი და გეყოფა, უკვე აიღე პასუხისმგებლობა და გქონდეს იმის რო ბოლომდე გაწვდე, დედაშენთან ჩადიხარ ხვალ მაშოს გააცნობ, მალევე მოაგვარებ და უვნებელს ჩამოიყვან, გვერდზე გადადე ეგ შენი სადისტობა და მაქსიმალურად მიაქციე მაშოს ყურადღება,
ბოლო სიტყვებზე საყელოში ჩაავლო ვაჟამ ხელი რადგან რატის სახე ისეთი იყო რომ აჩვენებდა ვაჟას ძალიან სისულელეებს ლაპარაკობო
- ჩააალაგე ერთ საათში აეროპორტში მიდიხარ, გაივლი ნაზისთან და მაშოს წამოიყვან,
- მომისმინე, არ დამაყენებენ ტვინს მომიტყნავენ, მაშოს სუსტ წერტილად მიქცევენ და საბოლოოდ შემცემენ! დაფიქრდი ეს დედამო*ყნული! დღეს პირველად შემეშინდა, როცა დავინახე მთლიანად სისხლიანი, ვერ მივხვდი რა ჯანდაბა გამეკეთებინა, და იქ იმ დღესვე გამანადგურებენ,
არ მინდა ჩემს გამო შეძულდეს სამყარო გესმის? ამიტომ გავუშვი, საბუთებით გავიტან მის გარეშე თავს ეს ორი თვე ერქმევა ჩემი ცოლი ნაზი გაგიჟდება ისედაც როცა ვითომ დაშორებას გაიგებს, წარმოიდგინე რა ნაბიჯი გადავდგი! ეს არ უნდა გამეკეთებინა, ყველაზე დიდი ყ*ეობა იყო რაც კი ოდესმე გამიკეთებია,
დივანზე დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო, საკუთარ თავზე იმდენად ეშლებოდა ნერვები საკუთარი სახით რომ ვინმე ენახა აჩეხავდა ყველანაირი წამებით მოკლავდა, ვაჟა ჩუმად იყო ვეღარაფერს ამბობდა ვერ ეწინააღმდეგებოდა თუმცა საჭიროდ თვლიდა რომ მაშო მასთან უნდა ყოფილიყო,
- რატი, ადექი ყველაფერი ჩალაგებული გაქვს, მაშოსთან წადი ბოდიში მოუხადე რამე გააკეთე უიმისოდ ვერ წახვალ წადი დროს ნუღა კარგავ, მერე გვიანი იქნება,
- ამ ყველაფრის მერე მა....
- ჰო ზუსტად მაშო, ძლიერია ძალიან ძლიერია,
ხმა აღარ ამოუღია რატის, წამოდგა ჩანთას დაავლო ხელი, იქით-აქეთ მიიხედა და გემრიელი გინებაც დააყოლა კონკიას ფეხსაცმელები რჩებოდა, რომელიც უკვე ცალის მაგივრად ორი ჰქონდა პრინცსს, მაშოს ყველა ნივთი და საჩუქარი ჩალაგებული ჰქონდა ცალკე რომ მისთვის ვაჟას მიეწოდებინა თუმცა ახლა წაღება უწევდა, "ქოშები" აიღო და წინა ჯიბეში ქუსლებით დაამაგრა ისე რომ საიმედოდ იყო, ნომერი გამოიკეტა, და სასტუმროც საბოლოოდ დატოვა ვაჟასთან ერთად,
- დაურეკე შენ შენებს უთხარი დრო და საათი როცა უნდა დაგვხვდნენ და კამერებით არ დაგვადგნენ,
მანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ვაჟა გააფრთხილა და მანაც თავი დაუქნია დასტურის ნიშნად, ჩანთები უკანა სავარძელზე შეყარა მძღოლოს ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს სწრაფად მოწყვიტა...
"ბოდიში მოუხადე ან რამე" ბოდიში რატის უნდა ეთქვა? რა სისულელეა, ამას რატი არ იზამს მიუხედავად იმისა რომ მთელი გზა ამაზე ფიქრობს,
- ნწ არა, გამორიცხულია, თუ ჩემთან ენდომება, თუ ჯერ კიდევ ტკბილი მოგონებებით მიხსენებს უხმოდ შემიშვებს და კამათის გარეშე გამომყვება, უხმოდ გამიგებს რისთვის მივალ,
უბანში ასულმა დააიმედა საკუთარი თავი და კარების წინ მანქანა უხეშად დაამუხრუჭა.....
- ბებია, ჩემი ქვედაბოლო სად არი?
გაყვირა ოთახიდან ბებიას და ნაზიც მაშინვე იქ გაჩნდა ქვედაბოლო მაშოს ესროლა თან კიცხავდა
- ეგოგო რამე მაინც დამიტოვე იმედად რომ მალე ჩამოხვალთ შვილო,
თავზე დაიდო ქალმა ხელი და ნერვიულობასთან ერთად როგორ გაეშვა მაშო სადმე იმას ფიქრობდა,
- ა ბებია, მთელ ერთ კარადას გიტოვებ, მე ახლა ქმარი მყავს, ქალი ვარ მოვლა მინდა, ადგება და მომივლის ქმარი, ცოლად გავყევი და ისიც აღარ უნდა მომიაროს?
გახედა კუთხური კილოთი მოსაუბრემ ბებიას და ბებიამისმაც მუჯლუგუნი მისცხო,
- გაჩუმდი გოგო, მასე უნდა თქვა?
ისევ გაუბრაზდა და მაშოსაც მისი მაყურებელს გაეცინა მერე კი ჩალაგება განაგრძო,
- კი მარა აეროპორტში მასე გალამაზებული მიდიხარ?
- რა ვქნა ბებია ვიტყვი ქმარმა გამლახათქო, აბა რა ვქნა,
დოინჯებ შემორტყმულმა გამოხედა ისევ და ნაზიმ რომ ისევ ხელი გაუქანა სიცილით განაგრძო საქმე, კარის ზარზე იყვირა მე გავაღებო და ხტუნაობით წავიდა კარებისკენ თითქოს გული უგრძნობდა კარს უკან ვინ იყო, ბედნიერი სახით გამოაღო კარი და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ელოდა და დააგვიანა კიდეც,
- არ შემოხვალ?
გაუღიმა და თბილ ღიმილზე და საუბარზე რატიმ წარბები შეხარა გაკვირვებისგან და მაშომ თვალები რომ ლამის გადმოყარა რომ ნაზისკენ ეჩვენებინა მარტივად მიხვდა რაშიც იყო საქმე და როცა ნაზიმაც მალევე გამოიხედა კარებიდან რატიმ არ შეიმჩნია კიბის საფეხურზე აიწია თუ არა უცებ დაპატარავდა მაშო მიახლოვებულმა ნაზად აკოცა შუბლზე და როცა ჩაუარა დაელოდა როდის მიკეტავდა კარებს და წინ გაუძღვებოდა,
- სიძე ბატონს გაუმარჯოს,
გამოვიდა ნაზი სრულად ოთახიდან, ომახიანი შეძახილით და რატის ანიშნა დაჯექიო,
- აბა? რაიო მიგყავს ჩემი გოგო?
- არა ქალბატონო თქვენი არა ჩემი მიმყავს,
უცებ შეუსწორა რატიმ და წინ გადაწეული გადაშლილ ფეხებზე მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, ნაზის მოეწონა კიდეც მისი თამამი საუბარი და ცოტა ბოღმაც კი ჰქონდა რატის მიმართ ისე ახედა მაშოს და ცერად აათვალიერა,
- ვიცი რომ ნერვიულობთ, მალე ჩამოვალთ და ალბათ სამუდამოდ, მეორედ აღარ დაგაშორებთ მაშოსთან ასე შორს, ამიტომ ამაზე სანერვიულო არ არი,
ბოხი ბარიტონით წყნარად აგრძელებდა საუბარს და რატის ეს სიწყნარე ნაზის ცოტა აშინებდა,
- ძალიან კარგს იზამ,
ხელები ერთმანეთს მიარტყა ნაზიმ და თავი რატის სიტყვებით დაიწყნარა,
- მანამ წახვალთ რამეს დალევთ?
უცებ წამოდგა ნაზი თან მაშოს შეხედა,
- არა ბე არ შეწუხდე, არ გვინდა,
- მოიცადე ერთი, შვილო შენც არ დალევ ყავას?
რატის გამოხედა ახლა და რატიც უკან გადაიწია,
- არ შეწუხდეთ, ყავას არ ვსვამ ,
ისევ წყნარად უთხრა, თუმცა რომ გაეღიმა უკეთესი იქნებოდა, ყოველ პასუხზე ნაზის გული ეკუმშებოდა მის ცივ პასუხებზე, არადა ძალიან ცდილობდა თბილად ეპასუხა, უბრალოდ არ გამოსდიოდა რადგან მხოლოდ ერთადერთ ქალთან იყო ბედნიერი ლაღი და სრულიად განსხვავებული,
- სანამ წავალთ მაშო ჩაალაგებს ან ილაპარაკებთ დაგტოვებთ თუ გინდათ და ისაუბრეთ,
წამოდგა წყნარად თუმცა ნაზიმ ისევ დააბრუნა,
- იჯექი იჯექი, ისეთზე რაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ შენ დაგიმალოს,
უცებ დასვა უკეთ უნდოდა დაკვირვებოდა შეეცნო ცოტა მაინც რადგან ხვდებოდა რომ მაშოს მისთვის უცხო მამაკაცს ატანდა მეორედ და თან შორს,
- ჩანთაც ჩალაგებული აქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ ისე უცებ წამართვი გოგო არც ვიცოდი და მომიყევით რამე,
განაგრძო ნაზიმ და მაშო მაშინვე დაიძაბა, რატის კი მაშინ გაეღიმა და მაშინვე გადაეშვა ფიქრში რომელიც გზაში თქვა "თუ ჯერ კიდევ ტკბილი მოგონებებით მიხსენებს უხმოდ შემიშვებს და კამათის გარეშე გამომყვება, უხმოდ გამიგებს რისთვის მივალ" და მაშო კი უკვე მზად იყო სწორედ ამაზე გაეღიმა კმაყოფილებისგან რატის და მაშოს აციმციმებული თვალებით შეხედა,
- მიუჯექი ქმარს და აჟღურტულდით როგორც გინდათ,
ხელით უბიძგა და მაშოც ბუტბუტით თვალებ გაფართოებული წავიდა რატისკენ ათასნაირ ემოჯს აჯავრებდა და რატიც თვალ მოუშორებლად რომ უყურებდა ეცინებოდა, რატი ერთკაციან დივანში იჯდა მაშო მეორე დივნისკენ უნდა წასულიყო თუმცა რატი მაქსიმალურად მიიწია ნაპირზე იმდენად რომ მაშოც შეიძლებოდა ჩატეულიყო, ამ საქციელზე სხვაგან ვეღარც წავიდა და რატის გვერდით ჩაჯდა, რატიმაც ფეხები ჩვეულებრივ გადაშალა და მაშოც ხელის ჩამოსადებს აეწეპა, კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა ახედა რატის და ფეხები თვითონ გაშალა ისე რომ ეცადა რატისთვის ადგილი დაეპატარავებინა თუმცა, მანაც ჯიუტად მოირგო ჩვეული პოზა და ფეხები გაამყარა რომ მაშოს მისთვის ვერაფერი მოეხერხებინა, ნაზიც წყნარად და ხმისამოუღებლად უყურებდა მათ ქცევას, მაშომ როცა ბევრი იწვალა მაგრამ ადგილი მაინც ვერ მოიპოვა, საბოლოოდ რატის ფეხზე გადაადო ფეხები და უკვე კომფორტულად მყოფმა ღიმილით გახედა ნაზის და შემდეგ რატის რომელიც სიცილს იკავებდა, თავი გააქნია ნაზიმ მათ ბავშვურ საქციელზე და თავადაც ჩამოჯდა,
ყველაფერს აკეთებდა მაშო და თემას ყველანაირად ცვლიდა რატი კი სრულიად სერიოზულად იწყებდა ნაზის კითხვებისთვის პასუხის გაცემას თუმცა ვინ აცდიდა, ნაზიც გადასარევად ხვდებოდა ამ ყველაფერს და რამდენიმე კითხვის მერე წამოდგა ხელის ჩაქნევით, - წადი მაშო გაემზადე არ დააგვიანოთ, მაინც საათი უნდები მზადებას,
- ჰო რა ჯობია გეთანხმები,
უცებ ჩამოაწყო ფეხები და წამოხტა, რატის შეხედა და შემდეგ უხმოდ შევარდა ოთახში, გულზე მიიჭირა უცებ ხელები ბებიას რთული კითხვებისგან თავის არიდებისგან ბედნიერმა და პატარა ჩანთა გახსნა სადაც მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები ეწყო, ნაზიმ შეაღო კარი და მაშინვე ჯუჯღუნი დაიწყო,
- არ შეიძლება რომ უმაკიაჟოდ წავიდე?
- ბე, შენ ქმარს გახედე აბა, ცოლი უნდა ეგონო ხალხს თუ მოსამსახურე? არ გინდა ზედმეტად გადაკაზმვა, მცირედ ნაზად გაიკეთე საკმარისი იქნება,
კარგი რჩევა მისცა და მისი დაუთოვებული კაბა საწოლზე ლამაზად მიაფინა, თავადაც ჩამოჯდა და მაშოს აკვირდებოდა თან ამავდროულად ფიქრობდა, მაშოზე და მაშოს მომავალზე,
- ცოტა უცნაური ბიჭია არა?
კითხვა დასვა და მაშომაც დაძაბული მზერით გახედა სარკიდან,
- რატო?
კითხვა დასვა და საყურე მეორე ყურზეც მოირგო,
- არასდროს იღიმის, მართალია ზრდილობიანია თუმცა არ ვიცი, ვანდობ შენს თავს იმიტომ რომ უყვარხარ,
თავის დაწყნარების მიზნით დაიწყო საუბარი ნაზიმ იატაკს მიშტერებულმა და მაშოსაც გულში რაღაც უცნაურმა დაუარა საყურე გაიკეთა და გაკვირვებულმა გახედა ნაზის
- შენ რა იცი?
- რა კითხვა უნდა შენ რომ გიყურებს მარტო მაშინ იღიმის,
უცებ უნებურად გასცა პასუხი და მაშოს კითხვას რომ დაუკვირდა უცებ ახედა,
- რას ქვია რა ვიცი, აბა უსიყვარულოდ მოგიყვანდა ცოლად?
მის კითხვაზე გაეცინა მაშოს და თავის სიტყვა უარყო.....



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ ველი შემდეგ თავს ????❤️

 


№2  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი მარიამი
როგორ ველი შემდეგ თავს ????❤️

მადლობა, ვეცდები მალე დავდო❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ველოდები შემდეგ თავს. ძალიან მომწონს

 


№4  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი ლელა
ველოდები შემდეგ თავს. ძალიან მომწონს

უღრმესი მადლობაა საღამოს დავდებ❤️❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent