შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ - ოცნებათა ვარსკვლავები


9-04-2023, 16:11
ავტორი Gossipy girl
ნანახია 17 302

კედელში გამოჭრილ უზარმაზარ სივრცეში უხილავ ძაფებზე ისე ეკიდა ძველი კედები, როგორც ცის კაბადონზე ჩამოსავარდნად და ოცნებების ასასრულებლად მზად მყოფი ვარსკვლავები.
გაჭრილ სივრცეს ირგვლივ მბჟუტავი განათება ჰქონდა და მინის სქელი ფენა ეღობებოდა მნახველს წინ, თითქოს დამცავ ბარიერად აღემართათ სამუზეუმო ექსპონატისთვის.
გოგონას გაცვეთილი კედები ისე იმზირებოდნენ ვიტრინიდან, როგორც წარსულის მოგონებები აწმყოში დარჩენილი ადამიანებისკენ.
იჯდა საწოლზე და მთვარის შუქს ურცხვად უმზერდა ფიქრებით დაღლილი.
ტკივილს გულის არეში გმირულად აიგნორებდა და აკანკალებულ ხელებს ერთმანეთს ძლიერად უჭერდა.
გრძნობდა ჰაერი აღარ კმაროდა, ცოტაც და ყურებში სიმოფნიად დაღვრილი გულის ცემა თავის კულმინაციას მიაღწევდა.
ესმოდა გაუჩერებელი ზუზუნი გონებაში და ფიქრობდა რომ თითოეული ამოსუნთქვა ბოლო აკორდი გახდებოდა.
ბოლო წვეთი. ბოლო ნატვრა.
ბოლო ოცნება და ბოლო იმედგაცრუება.
მუხლებმოკვეთილი იქვე, საწოლთან ჩაიკეცა და საწოლის გვერდით, ტუმბოში შენახული ყუთი გაჭირვებით მოძებნა.
იბნეოდა მის ირგვლივ ნივთები, რომლებიც გზად ეღობებოდა წარსულის იმ სკივრამდე მისვლაში, სადაც თავად წარსული იმალებოდა.
საგულდაგულოდ დამარხული ოცნებები.
ყუთი კალთაზე დაიდო და სწრაფად ამოაყირავა, ძებნაში დრო რომ არ დაეკარგა, ვინ იცის იქნებ ბოლო ამოსუნთქვის იმაზე უფრო შეეშინდა, ვიდრე გულის გაჩერების წინ, ბოლო ჩასუნთქვის ეშინიათ ხოლმე.
ძველ მობილურს, რომლის ეკრანიც მოგონებებივით იყო გაბზარული, სინანულით დახედა.
„გთხოვ.“
აღმოხდა დაღლილს და ხელები მთელი ძალით დასცხო იატაკს.
განათებულ ეკრანს ძლივს თავმოყრილი ღიმილით შეეგება და პირველივე ნომერზე მწვანე ღილაკს დააჭირა ვერდამორჩილებული თითი.
„ნომერი შეცვლილი ექნება.“-ფიქრებიც აუმხედრდნენ თითქოს.
„ექვსი წელი გავიდა.“
„ვის აქვს შენახული ექვსი წლის წინანდელი ნომერი.“
„ნეტავ რომელთან ვრეკავ ..“
„შეცვლილი ექნე ...“-და გაჩერდა წამი სანატრელი.
-დაჩი?!-ტელეფონში მონატრებული ხმის გაგეგაბამ თითქოს შვება მოჰგვარა.
ორ წამიანი დუმილი მხოლოდ მის თავს აჩუქა, სულ ორი წამი დასჭირდა საიმისოდ გულის ხმაური ყურებში ისე ჩაეხშო როგორც აზვირთებული ტალღები გამოდარებისას.
-დაჩი!
-ლიზა თხოვდება.-საკუთარი ხმა ვერ იცნო. შეზარა ამ რეალობის სიმძაფრემ, ისევ მოესმა დადუმებული ხმები გულის წიაღიდან. ისევ გაჭირდა სუნთქვა, ისევ ისე დაღამდა, როგორც არასდროს მის ცხოვრებაში.
-არ იქნება მართალი.-მოსმენილისგან არანაკლებ შოკირებული ჩანდა ყურმილს იქით, ნაცნობი წარსულიდან.
-ვანიკო ივერს მიყვება ცოლად.
-მერე შენ რას აკეთებ?!-ამ სიტყვებს ისე შეეგება როგორც დაცემული ჯარისკაცი მომხდურ მტერს.
-ვერ ვსუნთქავ.
-დაჩი ...
-ექვსი წელი გავიდა, არც ერთისთვის არ მითხოვია დახმარება. ექვსი წელი უთქვენოდ ვისუნთქე, ახლა გემუდარები ... მიშველე, გთხოვ.-იგრძნო როგორ მოუდუნდა მთელი სხეული. შიშები გაუქრა თვალებიდან, მოწყდა ისე როგორც ხეს ტოტი და გაჰყვა დინებას, მდინარისას, რომელიც ელოდა, ელოდა როდის მოტყდებოდა მოსატეხად განწირული, მერე როგორ წაიღებდა, იქ სადაც აღარ ბრუნდებიან ან ძალიან იშვიათად.
იქ სადაც აღარ არის ოცნებები და იმედები უკან დაბრუნებისა.

***
დროის მატარებელში - თხუთმეტი წლით უკან ჩასხდომა დაწყებულია, მგზავრებს ვთხოვთ დახუჭონ თვალები და გაიღიმონ.


სკოლაში სპორტის დარბაზი გადაჭედილი იყო გოგონათა გუნდების საკალათბურთო ჩემპიონატის გამო.
დასავლეთ საქართველოდან წარდგენილი სტუმრები ფინალში სწორედ აქ ხვდებოდნენ მასპინძლებს, მეორე ფინალისტებს დედაქალიდან.
დარბაზში ბავშვების გამამხნევებელი ხმებიც ვერ ფარავდა თამაშის წინ არსებულ მღელვარებას.
გოგონები ხურდებოდნენ იქვე, მოედანზე და მასწავლებლების მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.
-თამრიკომ იმდენი დავალება მოგვცა, რაგვეკალათბურთება!-ამოიოხრა ნირწამხდარმა ლაშა ყორღანაშვილმა და ბიოლოგიის წიგნს დაბრეცილი სახით გადმოხედა.
-მიდი, ლაშუ შენ ფოტოსინთეზი ისწავლე ჩვენ ლებრონ ჯეიმსად გადაქცეულ გოგონებს გავეპრანჭებით!-ამაყად მოიღერა ყელი დათა ჯანხოთელმა.-აუ, ის ნახე, შავგრემანი, აქეთ ... მეთოტხმეტე ნომერი რა ლამაზია.
-კოჭამდე რომ მიწვდე ორჯერ უნდა იხტუნო, რამხელა ამბიციებით ხარ წარდგენილი ოლ სთარზე?!-ჩაიქირქილა ყორღანაშვილმა და გვერდით დამჯდარ დაჩი ზანდუკელს ირიბად შეავლო მზერა.-რაო, ლიამ?!
-გაგვატყავა. -თვალები აატრიალა დაჩიმ.
-ჩვენზე მორალურად იძალადა.-დაეთანხმა ცვატა ჯამარაული.
-სულ ეგ იყო კაცო?! მე მრავლობითი მოტეხილობით ტრავმატოლოგიურში გელოდებოდით, მოტყდა ლია, რა.-ამოიფრუტუნა ლაშა ყორღანაშვილმა მედიდური მზერით.
-ეს ცოტა ფსიქოფატია ხო?!-შეშფოთდა დაჩი და ლაშას ისე გადმოხედა აშკარად შეეპარა ეჭვი მეგობრობაზე საერთო წარმოდგენების შესახებ.
-ცოტა?! ჩამოყალიბებული ჩიკატილოა, თან ნახე ... ვიდზეც ხო წააგავს?!-ლაშას ლანძღვას ვერ გამორჩა დათა ჯანხოთელი.
-ნუ, აი იცი როგორი ამბავია?! თუ რამე და ცხოვრების გარკვეულ მომენტში, შენზე ღლიცინში ხელი ჩავიქნიე, პროფესიული მიმართულება ოდნავ შევიცვალე და ტვინშიც ეგ ცნობილი ჭანჭიკი გადამიბრუნდა, ჩიკატილო იქნება სიზმარი და შენ ძილი არ დაგცალდება.-ლაღი იყო ყორღანაშვილი.
-ახლა ირიბად მკვლელობით დამემუქრე?!-ხველება აუვარდა დათას.
-რატო ირიბად, პირდაპირ, ცხადად, აშკარად.-იღიმოდა ლაშა.
-ფუ როგორ მეზიზღები.-სახე დაებრიცა ჯანხოთელს.
-გაჩუმდებით?!-თქვა იმ წამს მოსულმა მიშო მდივანმა და სკოლის ჩანთა დაჩის ფეხებთან დადო.-მეტრეველი ამ შუახნის ასაკში დოქტორი კანიბალის როლზე დაამტკიცეს?!
-რაო?!-გადმოხედა მომღიმარმა დაჩიმ კლასელს.
-ან „დიდოსტატს“ ჩამაბარებთ ან ეზოს დაგალაგებინებთ ოთხშაბათსო.
-გრიგალი რომ არი გამოცხადებული?!-წაუხდა სახე ჯანხოთელს.
-გაგინათდა იმბეცილო?!-სიცილი ვერ შეიკავა ლაშამ.
-აუ, მომაშორე რა, გადმოჯექი!-აყვირდა დათა და ის იყო მიშოსთვის ადგილი უნდა გაეცვალა მეგობრის დაძაბულმა სახემ უცებ რომ მიიქცია მისი ყურადღება.
-რა ხდება?!-შეუმჩნეველი არც დაჩის დარჩენია ეს ამბავი.
-კეკე ფეხს ცუდად დგამს.
-რაო?!-აფხუკუნდა დათა.
-მარჯვენა ფეხის დადგმისას ძალა ტერფის წინა ნაწილში გადააქ და ფეხს ცუდად დგამს.
-აი, სად გაქ საქმე ცუდად, შე უბედურო!-სიცილი აუვარდა დაჩის.
-სიყვარული როდის უნდა აუხსნა?!-თავი ასწია ბიოლოგიის წიგნიდან ლაშა ყორღანაშვილმა.
-კეკე რომ გათხოვდება და შვილის ნათლიად კლასელობის ამბავში ამას დაპატიჟებს, ეს ხო ყველაზე ახლო „მეგობარია“.-ჩაიქირქილა დათა ჯანხოთელმა.
-ცეცხლზე ნავთს ნუ აშხაპუნებ, არ არი უსაფრთხო.-თვალი ჩაუკრა მდივანმა დათას და მზერა ისევ ჩრდილელზე გადაიტანა.
თამაში დაიწყო.
რადგან კეკე ჩრდილელი ყველაზე კარგ მოთამაშედ ითვლებოდა, ზეწოლაც მასზე უფრო იყო მოწინააღდმეგე გუნდის წევრებისგან, ვიდრე სხვა დანარჩენზე.
წინა რიგებში მჯდარი სპორტის მასწავლებელი ბატონი გოჩა მთელი ყურადღებით იყო თამაშის მსვლელობაში ჩაფლული, მაგრამ აშკარად გამორჩა მხედველობიდან წაქცეულ კეკეს როგორ გაუჭირდა წამოდგომა.
პირველი ნახევარი დიდი უპირატესობით რომ მოიგეს და თამაში განაახლეს კეკე კიდევ ერთხელ წაიქცა საჯარიმოს ხაზთან.
-ფეხი!-ჩურჩულებდა და კეკედან მზერა სპორტის მასწავლებელზე გადაჰქონდა.-მას ფეხი, ჩრდილელის ფეხი!-აყვირდა, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო მასწავლებლამდე მისი ხმის მიწვდენა წარმოუდგენელი იყო.
მანძილი რიგებს შორის გასასვლელამდე იმდენად შორი იყო რომ მიხვდა ძალიან დააგვიანდებოდა იქ გავლა რომ ეცადა.
-ფეხი, ტკივა!-შეჰყვირა ნერვებ მოშლილმა, დაძაბული სხეული ვერაფრით დაიმორჩილა, ელვის სისწრაფით წამოხტა სკამიდან და მის წინ რიგს გადამხტარი მეოთხე რიგიდან მეორეში ინერციით წავიდა, ჰაერში აწეული ფეხი წინ მჯდარ, აქამდე დახრილ მგდომარეობაში მყოფ ბიჭს, რომელიც ზუსტად იმ მომენტში მიეყრდნო სკამის საზურგეს, ბიჭმა ჰაერში მყოფი უცხო სხეულის დანახვისას ინსტიქტურად გასწია ჩანთა წინ, მდივანმა სასწაულებრივად ააცილა ფეხი უცხოს და პირდაპირ მის წინ დაეცას სკამებს შორის.
დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
სკამზე მჯდარმა ბიჭმა გაოგნებული მზერა ჯერ მიშოზე გადაიტანა, შემდეგ მის ჩანთაზე, რომელმაც მდივანის ხერხემალი გადაარჩინა.
-რა ჯანდაბა ... რა ხდება?!-თავზე წამოადგათ აქოშინებული მასწავლებელი.-გააფრინე, ბიჭო?! რას აკეთ ...
-შავლოვიჩ, ჩრდილელი გაიყვანე ფეხი ტკივა ...-აღმოხდა გამწარებულს, თავისი სხეული რომ ვერ აზიდა დაღვლეჭილი სახით გადმოხედა მის წინ მდგარ ბიჭს და გაუღიმა.-მადლობა.
-არ გაინძრე, ექიმთან ვრეკავ!-წამოიძახა ბიჭმა და მის წინ დადებული ჩანთა თავისივე მუხლით შეანაცვლა.-მიჭირავ, არ შეგეშინდეს.
-მტკივა.-ამოიხრიალა და თვალებით ისევ მისი სპორტის მასწავლებელი მონახა.-გაიგე, შავლოვიჩ?!
-გააჩერეთ თამაში!-აყვირდა კაცი და წარბებშეჭმუხნილი დააცქერდა მის წინ მოსწავლეს.
-სასწაფო მოდის!-მდივანის ირგვლივ გარშემორტყმულ ბავშვებში ძლივს გაიკვლია გზა მათი ქართულის მასწავლებელმა და დამრიგებელმა ლია მეტრეველემა.- რომ გავიგო რამე დაიზიანე მეორეს მე დაგიმატებ!-ხმას ძლივს იმორჩილებდა და აკანკალებული თითებით კიდევ რეკავდა სასწრაფოში.-ბავშვმა ფეხი მოიტეხა, სად ჯანდაბაში ხართ?!
-ეე, ლია მას „დიდოსტატის“ წაკითხვას ვერ შევძლებ.-გაეღიმა მდივანს და ნაცნობი სხეული დალანდა თუ არა წამოდგომას შეეცადა.
-რას აკეთებ?!-გაგიჟდა ბიჭი.
-ილიკო, აქ როგორ მოხვდი?!-ლიამ მდივანიდან მის წინ მჯდარ ბიჭზე გადაიტანა ყურადღება.-გეჭიროს, ხელი არ გაუშვა.
-მიჭირავს.-ხელები ძლიერად მოხვია თანატოლის სხეულს და წაცდენილი ღიმილით გადმოხედა მაღლიდან.-ნუ გეშინია, კარგად იქნები. გოგოც კარგადაა.
-ჯიგარი ხარ.-გაეღიმა მდივანს და ტკივილისგან გონწართმეულს სხეული უეცრად მოუდუნდა
-არა, რატო აიტეხა ეს გმირობა?!-არ ცხრებოდა ლია მეტრეველი.-რა ვუთხრა ახლა მე მის მშობლებს?! რა ვქნა რამე რომ დაემართოს?! ისე ეთქვა რომ უყვარდა არ შეიძლებოდა ?! რა დროს ამათი სიყვარულია?!
-ლია მას რომელ ასაკს ჰქონია სტატუსი „სიყვარულისთვის მზად?!“-გაეცინა სპორტის მასწავლებელს.
უყურებდა შორიახლოს მდგარი კეკე ჩრდილელი ბიჭის მოდუნლებულ სხეულს, როგორ გადაჰყავდათ ექიმებს საკაცეზე და როგორ მიარბენინებდნენ სასწრაფოს მანქანისკენ და ვერაფრით იკავებდა ცრემლებს, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით წმენდდნენ დათა ჯანხოთელი, ლაშა ყორღანაშვილი, ცვატა ჯამარაული, დაჩი ზანდუკელი და ლიზა მდინარაძე.
-კარგად იქნება, ფეხი როგორ გაქვს?!-მიუახლოვდა მათ ის უცნობი ბიჭი.
-კარგად, ცოტა მტკივა კოჭთან ... კი მაგრამ როგორ ...-სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს კეკე.
-შენი სახელი?!-დაწინაურდა დათა.
-ილიკო, ილია ერისთავი.-ხმადაბლა ამოილაპარაკა და მორიდებით მოავლო წინ მდგარ ბავშვებს მზერა.-თქვენი ახალი კლასელი ვარ.
-ჩვენი ახალი ძმაკაცი ხარ, დღეიდან!-თქვა დარწმუნებით დათამ ისე რომ ერთხელაც არ შემოუხედავს ბავშვებისკენ.
-დაჩი ზანდუკელი!-ხელი გაუშვირა და ისეთი სახით დააჩერდა ბიჭს, ილიამ ჯერ ვერ გაიგო ეჩხუბებოდა თუ მეგობრობას უპირებდა დათას გვერდით მდგარი ბიჭი.
-ილია.
-ლაშა ყორღანაშვილი.-ფუმფულა ბიჭისგან აშკარად მეტი სიხარული მოდიოდა ვიდრე წინა ორისგან, ღიმილი ვერც ახალმა შეიკავა.
-ილია.
-ცვატა ჯამარაული.-ხელი არ გაუშვერია, ორი ნაბიჯით დაწინაურდა და ილიას მზერა არიდებულმა, ჩუმად წარმოთქვა,-დღეიდან თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვართ.-თქვა და ამოისუნთქა უფრო მძიმედ.-სულ.
-მე ლიზა ვარ, მდინარაძე. გამიხარდა შენი გაცნობა, ესენი ცოტა ვერ არიან, ამ თავისი ფსევდო ძმაკაცურ-ვაჟკაცურ ამბავში, მაგრამ იდეაში მარტო ყოფნას ამათთან ერთად ყოფნა ჯობია. შენთვითონაც მიხვდები ცოტა ხანში. ჩვენთან იყავი, სულ ერთად დავდივართ ყველგან, შენც ჩვენთან ერთად იარე.
-კარგი.
დაბნეული იყო.
ცოტა ყალბად მოეჩვენა ეს ამბავი.
ვერ მიხვდა ასე უცებ როგორ გაუწოდა ყველამ მეგობრობის ხელი.
ვერც იმას მიხვდა, თუ წაქცეულ ბიჭს დაეხმარა ამით დანარჩენებმა რატომ აიღეს თავზე მასთან მეგობრობა.
ჩანთას ხელი მოკიდა და სახლში წავიდა.
სადაც იცოდა, არავინ აღარ ელოდა.
გათხოვილ დედას უკვე კარგა ხნის აკრეფილი ჰქონდა თავისი ნივთები.
ციოდა სახლში და ტკიოდა ეს სიცივე ისე როგორც ცივათ და ტკივათ მარტო დარჩენილ შვილებს გამქრალი მშობლები.

***
იმავე ღამეს, როცა დაჩი ზანდუკელი ებრძოდა გულის არეში შემაწუხებელ ტკივილებს, ხელების კანკალს და სუნთქვის უფორმო შიშებს, საწოლში მწოლიარე ცვატა ჯამარაული გააღვიძეს.
ბევრი ქვეყნის და უფრო ბევრი კილომეტრის იქით.
მისთვის ღამე დღეებს ძარცვავდა, თავის ქვეყანაში კი პირიქით, დღე ეპარებოდა ღამეს და გათენებით ემუქრებოდა.
თითქოს ყველას, ვისაც ღამის ძილი დიდი ხნის წინ დაეტოვებინათ წარსულ მოგონებებში, უკლებლივ ყველას ვისაც ფიქრები ეომებოდნენ სიბნელესთან მარტო დარჩენილებს - ღმერთი პირდებოდა გათენებას.

-ლიზა თხოვდება.
-რა?!-ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა და საწოლიდან ელვის სისწრაფით წამოხტა.
-ცვატა, მიდი ... მოფხიზლდი, არ არი ახლა ამის დრო.
-მოიცა ...
-რომელი ხარო არ მკითხო, თავი არ მაცემინო, ვერ გიშველის ელისაბედი.
-დათა, მოკვდა ელისაბედი.-ღიმილ ვერ შეიკავა რეალობის აღქმით ბედნიერმა.
-უნდა ჩამოხვიდე.
-ჯვარი მე უნდა დავწერო თუ „ორი სათუთი გულის“ ტექსტი წავიკითხო მაჩის ბიუროში?!
-იუსტიციის სახლებში გადაიტანეს ხელის მოწერის ... არ არი ახლა ეს მნიშვნელოვანი.
-შენ გააფრინე?! რომელი საათია, რა მდინარაძე თხოვდება, არ იცი რამდენ ჭორს აგორებენ?! გამიხარდა შენი ხმის გაგონება ექვსი წლის შემდეგ, კარგი ბიჭი ხარ, ცუდი ღადაობა იყო, ახლა ტკბილი ძილი ხვალ თემთა პალატაში ...
-დაჩიმ დამირეკა.
-მართლა თხოვდება?!
-ცვატა.
-ყველაფერს ვერ დავყრი და ვერ გამოვიქცევი, შენც ხო იცი?! მე რატო დამირეკე არიან მანდ ...
-ვინმე ისე გაუგებს დაჩის ახლა როგორც შენ?!
გული ჩაწყდა.
საწოლზე ჩამოჯდა და მთვარიან ლონდონს სევდიანი მზერა მოავლო.
-დათა, ვერ ჩამოვალ.
-შენ იცი.
ტელეფონში გამაყრუებელი ზარის ხმამ ისე აუჩქარა გული საფეთქლები აეწვა.
ნაცნობი გრძნობით, მეგობარი ებრძოდა ტკივილის ბევრი ქვეყნის და უფრო ბევრი კილომეტრის იქით, სადაც დღე ჯობნიდა ღამეს, სადაც საათის ისრები ეგებებოდნენ ბრძოლიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს, ბევრი სისხლით, ბევრი ოფლით, ბევრი ცრემლით და დიდი ტკივილით.

დედამისის ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ ლონდონიდან მშობლიურ სახლში, იქ სადაც ყოველ ღამით ელოდნენ შვილის ზარს.
-ჰო, დედა.-ქალის შემკრთალ ხმაზე მიხვდა, რომ გააღვიძა დედამისი.
-დე, ბოდიში ... გეძინა?!
-ჩემ ძილს ძილი ჰქვია, ცვატა?!-გაეღიმა მსუბუქად ქალს.-რა მოხდა, ხო კარგად ხარ?!
-დე, შეგიძლია დილით ლილისთან გადარეკო და გაიგო ლიზიკო მართლა თხოვდება თუ ჩამოვიდე ჯანხოთელი ვცემო და წამოვიდე.-მაქსიმალურად ეცადა დედამისი არ აენერვიულებია.
-სამი დღის წინ ვნახე ლილი, ლიზიკო მართლა თხოვდება ... იმ ბიჭს მიჰყვება ცოლად.
-ვინ ბიჭს, დედა?!-საფეთქლებზე სისხლმა მოუჭირა ჯამარაულს.
-აი, იმ ივერს.
-ვანიკო ივერს?!-დედამისმა ღიმილი ვერ შეიკავა ცვატას შეძახილზე.
-ჰო, ვანიკო ივერს.
-რატო, სულ გააფრინა ?!
-თქვენ რომელიმე საღად აზროვნებდით და მე გამომეპარა?!-გულიანად გაეცინა ქალს.-ექვსი წელი გელოდებოდათ ის ბავშვი, აღარ იყო დრო?! მანდ დღეები სხვანაირად გადის, ცვატა?! იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრია ექვსი წელი მარტო დარჩენილი გოგონასთვის.
-სახეს მოვაძრობ დაჩის.
-შენ ვინმემ მოგაძრო სახე ნუცასთვის?! შეიძლება ქორწილში დაგპატიჟოს, შენ არ წახვიდე. დაჩის ძალიან ატკენ გულს ამით.
-რა ქორწილი, მაიკო?! არანაირი ქორწილი, გამორიცხულია, თავს შეაკლავს ზანდუკელი და ივერს არ გაატნევს,-თავისსავე სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა ცვატას.-დე, შენ როგორ ხარ?!
-მენატრები.
-მეც მენატრები დე.
-თუ დაჩი შენზე უკეთესი კაცი აღმოჩნდა და ლიზა ივერს მართლა არ დაუთმო, დამიჯერე, გული გეტკინება თუ ამ მოვლენის მონაწილე შენც არ იქნები.
-დედა, ასე მარტივი არ არის, ხო იცი არა?!
-რას იზამდა თვრამეტი წლის ცვატა?!
-იცი რასაც იზამდა.
-ამიტომაც.-გაეღიმა ქალს და ტელეფონი დაუმშვიდობებლად გაუთიშა შვილს.
გამთენიის ხანი იყო, სახამებელში გარეცხილ ბალიშის ზედაპირს დანაოჭებული ხელი ფრთხილად გადაუსვა და, პირველდ კარგა ხნის შემდეგ, მშვიდად დაიძინა, იმიტომ რომ იცოდა, ბევრი ქვეყნის და კიდევ უფრო ბევრი კილომეტრის იქით, მის შვილი ძილს ვეღარ განაგრძობდა.

ჯანხოთელის გაზეპირებული ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
წამით ის დღე გაახსენდა სულ პირველად რომ გაიგეს ვანიკო ივერს მათი ლიზა უყვარდა.
საოცარი ამბავი იყო, გააჟრჟოლა კიდეც რომ გაიხსენა, როგორი ლამაზი იყო ბავშვობა სწორი მეგობრების გვერდით გატარებული.
რომ დაფიქრდა იმ დღეების შემდეგ აღარც უცხოვრია, აღარ გაჯერებულა მისი სასუნთქი ჰაერი ადრენალინით, რომელიც ყოველ ჯერზე ასმაგდებოდა, როცა მისი მეგობრების გვერდით მდგარი ათასგვარ სისულელეს ჩადიოდა და თითოეულს მის გვერდით მდგომს მაინც ამპარტავნულად მიუძღვოდა წინ, როგორც ერთი წლით უფროსი, ცვატა.
მისი მეგობრები ისე მოენატრა, ისე აეწვა ყველა მოგონება, რომ დათას ხმის მოლოდინში სიტყვებმა „რას იზამდა თვრამეტი წლის ცვატა“-თითქოს თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრების დალაგებული გეგმები.
-გამოფხიზლდი?!-გაისმა ტელეფონში ჯანხოთელის ხმა.
-ყველასთან დარეკე, დილით დაჩისთან ადით და ყველაფერი ზედმიწევნით გათვალეთ.
-ილიკო იტალიაშია, მიშო სოფელში, კეკე პეტერბურგში, ლაშა ... მაგასთან არ დამირეკავს.
-პირველი ლაშასთან უნდა დაგერეკა.-ხმა გაუმკაცრდა ცვატას.
-ვერ დავრეკე.
-ექვსი წლის შეგრცხვა, არა?!-ჩაეცინა ჯამარაულს.
-რაც არი არი. მე ავალ მარტო.
-ლიზასთან ხო არ დაგირეკავს?!
-არა.
-არ დაურეკო.
-შენ რას იზამ?!
-იმას რასაც თვრამეტი წლის ცვატა გააკეთებდა.
-აუ, აუ ეგ არი!-აყვირდა ტელეფონში დათა.-აბა, რა!
-დაჩის არ უთხრა, კაი?!
-მარტო ავალ და მე ...
-ხო. მოაგვარე.
-ცვატიკ.
-ჰო.
-არ გათიშო ორი წამი.
-რა იყო?!-ღიმილს ვერ იკავებდა ჯამარაული.
-არაფერი, ასწორებს.
-შენ გააფრინე ხო?!
-მომენატრე, ბიჭო, არ მაქ უფლება?!
-ჩემნაირი ძმაკაცები არ ენატრებათ, დათა.
-შენნაირი ძმაკაცები უყვართ, ცვატიკ.
შეატყო ხმას ვერ იმორჩილებდა და ამჯერად თავად გათიშა ტელეფონი.

„მდინარაზე თხოვდება. დამირეკე, როგორც კი ნახავ შეტყობინებას.“
ეს შეტყობინება ოთხ ადამიანს გაუგზავნა და გაირინდა.

***
„როცა ჩემთვის ჰგავდი სიზმარს ცხადად ახდენილს
როცა შენზე ლოცვად იქცა გული თავხედი ...“


ბევრი წლით უკან.


იმ დილით არ იცოდა, რომ სასწაულები ჩვეულრებივი დღეების უფრო ჩვეულებრივი დილ’ებით იწყება ხოლმე.
არაფრით გამორჩეული შეგრძნებებით სავსე თვალებში ნელ-ნელა იბადებიან ფერადი ვარსკვლავები.
ხომ როგორია, ვარსკვლავი?!
და ისიც ფერადი?!
მერე რომ დაუფიქრდეს ადამიანი, მიხვდება რომ ყველა ვარსკვლავს თავისი ფერი აქვს ყველა ადამიანივით.
ამ ფერებს ინდივიდუალურად აღიქვამს თვალები, რომლებშიც იბადებიან, იზრდებიან და მერე კვდებიან პატარა, ფერად-ფერადი ვარსკვლავები გამორჩეული შეგრძნებებით და წინასწარმეტყველებით ... რომ იმ დილით, რომ იმ საღამოს ... რაღაც ისე ვეღარ იქნება ...
იმიტომ, რომ ის დილა, იმ ჩვეულებრივი დღის დასაწყისი, შენ რომ, (მე რომ, მას რომ) არაფრით გამორჩეული გეგონა, (მეგონა, ეგონა) ... თურმე სულაც არ ყოფილა ასეთი ...
ასეთი ტავტოლოგიურად ჩვეულებრივი.

და ყველაფერი დაიწყო აქ
20.. წლის 5 აპრილი.
დილის რვა საათზე,
მაშინ როცა ლიზა მდინარაძეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ცხოვრებაში ის დღე იდგა ...
ლიზას თვალებში ფერადი ვარსკვლავის დაბადების ...

-ლიზიკო, შენ დღეს რაღაც ისე ვერ ხარ, ხო?!- აპრილისთვის უჩვეულო სუსხს ძლივს უმკლავდებოდა გოგონას სხეულზე მორგებული თეთრი პერანგი.
-რა შემატყვე?!- გაეცინა ლაშას დიაგნოზზე და ტელეფონში გაყინული თითებით გაჭირვებით მოძებნა კეკეს ნომერი.
-ჩემზე უკეთ შენ უნდა იცოდე!-მხრები აიჩეჩა და სკოლის წინ გაჩერებულ ჩრდილელის მანქანას მიაპყრო მზერა. - გუშინ ისე იჩხუბეს, სერიოზულად მეგონა, რომ კეკე მიშოს სცემდა.
-ვინმემ რომ გაიგოს, იფიქრებს რომ ჩრდილელზე კი არა მუჰამედ ალიზე ლაპარაკობ, უყურე, ამან ვინმე როგორ უნდა ცემოს, რომ დაამრგვალო წონაში ორმოცდახუთი კილო არ იქნება!
-შენ წონამ და ვიდმა არ მოგატყუოს, ლიზიკო! გამწარებული ქალი ყველა ასაკში ქალია და ყველა წონით კატეგორიაში ჯობნის ალის!-დარწმუნებით დააქნია თავი ლაშამ და სიცილი ვერაფრით შეიკავა ლიზამ მის თავდაჯერებულ ტონზე.
-ეს კვლევითი დასკვნა საიდან?!
-ბიჭის ცხოვრებით არ გიცხოვრია, არ იცი ... ვერ გაიგებ რა მწარეა უადგილოდ მიგდებული ქურთუკი, რომ გხვდება დედის ხელიდან მოქნეული!
-ამიტომ არ უნდა მოისროლო ქურთუკი სახლში მისვლისას. ქალის შრომას არ აფასებთ და მოქნეული ქურთუკის სიმწარეც აღარ გინდა გაიგო?! ბოდიში!
-ყველა კაცის ამბავში ხართ ყველა ქალი ერთნაირი!-გაეცინა ლაშას.
-არც ერთი ქალი არ არი იდენტური, ჩვენ თქვენნაირი უფანტაზიო არსებები არ ვართ, არც თქვენსავით ერთპროფილური განვითარების მქონენი, ჩვენ რაღაც უფრო ... უფრო ... მისტიურები და ...
-დილიდან ბურღავს ტვინს, ხო?!-ხმაც რომ არ ამოეღო უკვე გრძნობდა, მის უკან დაჩი იდგა და გაღიმებული სახით დაჰყურებდა ზემოდან.
-მე ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ განათელბის, ეთიკის და ესთეტიკის ისეთი სიმწირეა თქვენს ვიწრო გონებრივ განვითარებაში, რომ ვცდილობ როგორმე ...
-ლიზაკო, დღეს ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი ხარ!-რომ არ ცოდნოდა ამას იმიტომ ეუბნებოდა, რომ გაჩუმებულიყო ... ალბათ აუცილებლად გაჩუმდებოდა.
-ასეთი გამომეტყველებით გოგოს კომპლიმენტს რომ ეუბნები, ყველაზე მინიმუმ უნდა შეგრცხვეს, დაჩი, ჩემო მეგობარო!
-მერე გოგო ხარ შენ, გოგო?! - ისეთი სიცილი აუვარდათ ბიჭებს, გალურჯდნენ.
-დილიდან ფორმაში ჩადექით, აბა რა! აბა, რა!-ჭიშკართან მოახლოებული ქართულის მასწავლებელი, ლია მეტრეველი ღიმილს ძლივს იკავებდა ბიჭების სიცილზე და ლიზას გამომეტყველებაზე.- ლიზა, მაგრად დაუდექი, არაფერი შეარჩინო!
-კიდეც მოვკვდე, ლია მას, ამათ რამე შევარჩინო!- ამაყად განაცხადა მდინარაძემ.
-ჩვენი რუმის სულთანი!- ძლივს ამოთქვა გამწვანებული სახით დაჩიმ და სიცილის ახალ წრეზე წავიდა.
-ეგ კაცი იყო, იმბეცილო!-თვალები დაექაჩა ლიზას.
-მეც ეგ ვიგულისხმე!
-რაზე გადაბჟირდნენ?!- იკითხა იმ წამს მოსულმა კეკემ, რომელსაც სახეზე ეტყობოდა რაღაც ისე ვერ იყო. სულ რომ არაფერი, ისედაც ხვდებოდნენ კეკე მამამისის გაჩერებულ მანქანაში ჩვეულებრივზე დიდხანს იჯდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც ისე კი არა ... რაღაც რიგზე ვერ იყო.
-ჩემს ქალურობას დასცინიან.
-მთავარია ვანიკოს მოსწონს, ამათი საქმე სიცილის გარდა, რა არი?!- ბიჭებმა სიცილი რომ შეწყვიტეს ახლა ლიზას მოეფინა სახეზე კმაყოფილებით სავსე ღიმილი.
-აბა, ვინ არი ვანიკო?!-ხელი გადაჰხვია გოგონებს იმ წამს მოსულმა, დათა ჯანხოთელმა.
-ლიზას ახალი თაყვანისმცემელი!-წარბები სასაცილოდ აათამაშა კეკემ და გაუგებარი შინაარსის მზერით ჯერ დათას ახედა მერე დაჩის. იმ მომენტისთვის არა ... მერე რომ დაფიქრდა, მერე მოეჩვენა ეს მზერა საეჭვო, როგორც ყველაფერი რაც მაშინ მას და დაჩის აერთიანებდა და ამასთან აშორებდა ერთმანეთში.
-ვინ ვანიკო?!-ჯამარაულის გამორჩეულად ბოხმა ხმამ გადაფარა კეკეს სიტყვები.
-ლიზას ახალი თაყვანისმცემელი!-გაიმეორა მოთმინებით კეკემ.
-ვინ არიო ლიზასო, რაო, ვინო?!- მიშოს მაღალმა სხეულმა სახე დაუჩრდილა ჩრდილელს.
-მოიცა, ერისთავიც მოდის და ...
-რას დაყუდებულხართ, ივერივით?!- გაეცინა ილიას და ლიზას და კეკეს დაქაჩული თვალები დააიგნორა.- რაო, გოგო ვანიკო ივერს მოეწონე?! მაგას ხო არ უნდა საგვარეულო ტოლსტოი ისე შემოვსტყორცნოთ კარენინას როლზე დაამტკიცონ ბოლო სცენაში?!-სიცილი ვერც ლიზამ და ვერც ჩრდილელმა ვერ შეიკავა.
-ერთი წამი, რა ხდება?!- ჩაერია სერიოზული სახით მიშო.
-ვანიკო ივერი, გახსოვს?! მაკალათიების ბიძაშვილი. -ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა ერისთავს ლიზასთვის, თითქოს დაეჭვებული თვალებით ათვარიელებდა. ვერაფრით გაეგო, მის მეგობარს მოსწონდა ივერის არსებობა თავის ცხოვრებაში თუ უნდა ჩარეულიყო.
ყველაზე უფრო ილიკოს ხასიათი სწორედ ასეთ მომენტებში იკვეთებოდა.
უთქმელად ცდილობდა ნაცნობ თვალებში უცნობი პასუხების ძიებას და ხშირად პოულობდა კიდეც. ამ პასუხებს თავისსავე ქმედებებს არგებდა და ძერწავდა თავის მეგობრობას შიშველი ხელებით, სუფთა გულით და უფრო სუფთა სინდისით.
-მაკალათიების ბიძაშვილი შენთან საიდან სად?!-დათას ხმაში დაძაბულობა რომ შეამჩნიეს გოგონებმა, გაკვირვება ვერცერთმა დამალა.
-ეს რა ტონია?! -გაეცინა ჩრდილელს - თუ ვერ იაზრებთ, გეტყვით, რომ მოსალოდნელ ფაქტებს, ლიზას ცხოვრებაში იქნება ეს თუ ჩემთან ადექვატურად შეხვდით, ნუ იძაბებით, ნუ ნერვიულობთ ... ბუნებრივი მოვლენაა, უცხო ბიჭს თქვენი მეგობარი მოეწონოს და თქვენ ამაზე ისე არ უნდა ანერვიულდეთ, თითქოს მოტაცებას უპირებენ უნებართვოდ მდინარაძეს!
-დაასრულე „რეჩი“?! -გაეცინა მდივანს.
-დიახ.
-აბა, ლიზა მოგვიყევი რა ხდება?! - დაწნულ თმებზე დაქაჩა მდივანმა ლიზას და სასაცილოდ შეჭმუხნა სახე. - მოგწონს, გოგო?!
-რავიცი, რატო არა?! რა აქვს ჩემი დასაწუნი?! -მხრები აიჩეჩა და ლიზასთვის სრულიად შეუფერებელ პოზიციაში მყოფი აღელდა კიდეც პატარა მდინარაძე. არა, იმიტომ რომ მათი რეაქცია იყო მისთვის არაკომფორტული, პირიქით, ძალიანაც ხალისობდა მათ ყურადღებაზე და მოსწონდა დამოკიდებულება სადაც, გრძნობდა რომ ისე ღელავდნენ მასზე, როგორც უმცროს დაზე.
ლამაზი იყო ამბავი, სადაც ჯერ არ აღმოჩენილა
ამბავი, რომლებსაც ყოველთვის ისმენდა,
ახლა კი მთავარი პერსონაჟის როლზე ის დაამტკიცეს და ...
მისცა თავს უფლება ყოფილიყო, მარტივად „აღელვებული.“
-ყველაზე „ბანძი“ პასუხია, რაც კი შეგეძლო გეთქვა. -დაჩის ტონზე ისე შეკრთა ყველა, ჩრდილელს ხველება აუვარდა. – „რა აქვს ჩემი დასაწუნი?!“ სარკეში იხედები ხოლმე?! ვის არ აქვს შენი დასაწუნი, ვანიკო ივერს?! მილიონ მიზეზს გეტყვი, სადაც შენნაირმა გოგომ ზედაც არ უნდა შეხედოს ეგეთ ტიპს.
-ერთი მითხარი. -მოულოდნელობისგან გაეცინა ლიზას.
-ანუ ივერი ... თვითონ, ივერი.-უხეიროდ გამოუვიდა ჩარევა დათას.
-შემიძლია დავცინო, რომ იფიქრა ამის სამყოფი კაცი იქნება ოდესმე.-სიმწრით იცინოდა ზანდუკელი.
-ხოდა გეუბნები, სარკეში არ იხედები-მეთქი?!
-და რა, რომ ვიხედები?!
-ვერაფერს ხედავ ისეთს, რამაც უნდა გითხრას სად ხარ შენ და სად ივერი?!- სხეული დაეჭიმა დაჩის. ხმას არ იღებდა არავინ.
-და სად ვარ მე და სად ივერი?!
-შენ თუ ვერ ხედავ მე როგორ დაგანახო?!
-რუმის სულთნის პირობაზე, კიდე კარგად დავუნახივარ ივერს. -გაეცინა და მტევნებში მოქცეული ჩანთა მხარზე მშვიდად გადაიკიდა.
-შენ ეგ სერიოზულად მითხარი?!-იმ მომენტში ეგონა, რომ მათ ირგვლივ არავინ იყო.
-შენ სერიოზულად მელაპარაკები ამ ტონით?! - ზუსტად მიხვდა იგრძნო, ლიზას ხმაში სიმშვიდე, რამდენად საფრთხილო იყო, წამიერად დაულაგდა სახეზე არეული ემოციები ზანდუკელს.
-რა გინდა, ლიზაკო მოგწონს და გზა დაგილოცო?!
-შენი დალოცვა რომ მჭირდებოდეს გზას ივერთან ერთად არ დავილოცავდი!- გაეცინა დაჩის აჭარხალებულ სახეზე და დანარჩენების სიმწრით შეკავებულ სიცილზე.
-ანუ?!
-ამ წინადადებას შენთვის თარგმნა თუ უნდა, თარჯიმნად ივერს დაურეკე, მონდომებული კაცის შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი, მითუმეტეს თუ ეგ უკანასკნელი შენ იქნები.
-არ გიხდება ეგეთი ...
-მე გადავწყვეტ, რა მიხდება და ვინ მიხდება, კაი?!
-ანუ მე ... ჩემი აზრი შენთვის არაფერს ნიშნავს?!
-აი, ყველაზე „ბანძი“ პასუხია, რაც კი შეგეძლო გეთქვა, დაჩი, ჩემო მეგობარო!- მშვიდად შემობრუნდა და კისერში შეკრული პერანგის ღილი ძლივსძლიობით მოწყვიტა ნაჭერს.
აღარაფერი გაუგონია, კეკეს აჩაქრებული ნაბიჯების გარდა.
-ფაქტობრივად, ვინატრეთ მიწა გაგვსკდომოდა და ეს დიალოგი არ მოგვესმინა!- შეიცხადა გაფითრებულმა და მთელი ძალით ჩაებღაუჭა ლიზას.- ასე ბოლოს მაშინ ვინერვიულე მიშომ სიყვრული რომ ამიხსნა საავადმყოფოში.
-რა შედარებებია, კეკე?!- სიმწრისგან გაეცინა და დაჭიმულ სახეზე აპრილის სიცივე ჯადოსნური ჯოხის აქნევიდან ჩამოვარდნილი პატარ-პატარა ფიფქებივით დაეცა. -თურმე სად ვარ მე და სად არი ივერი ... -გაეცინა და ღრმად ჩაუშვა ცივი ჰაერი ფილტვებში. პირველად არ ნანობდა პერანგის ჩაცმას, დედამისის დაძალებული ქურთუკის სახლში დატოვებას და სიცივისგან გალურჯებულ ტუჩებს. პირველად სიამოვნებდა, რომ არანორმალურ სიცივეს, ადუღებული სისხლი ისე ებრძოდა, როგორც რეალობას ებრძვის ხოლმე ოცნებებით სავსე ძილისწინა ერთი წუთ’ები.- და შენ სად ჯანდაბაში ხარ, დაჩი?!

იგრძნო ლიზამ, კეკემ როგორ „არ“ გაიგონა მისი ბოლო სიტყვები.
მაჯაში ხელი ჩაავლო და ინერციით წინ წასული უცებ დაიჭირა.
-რა ...
-თოვს ლიზა ... -ამოილაპარაკა მონუსხულმა და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა.
არაფერი უგრძვნია გაჟრუებულ სხეულზე მხურვალების გარდა.
სისხლს დააბრალებდა, მხრებზე მისი ხელების შეხება რომ არ ეგრძნო.
-ავადმყოფო, გაიყინები!-ჩაილაპარაკა და გვერდი ისე აუარა, თითქოს ქურთუკი ლიზას მხრებზე კი არა, საკიდზე დატოვა.
აპრილის თოვლივით უჩვეულო იყო ის ვარსკვლავი, იმ ჩვეულებრივ დილით, ლიზას თვალებში რომ დაიბადა.
-მდინარაძე, გამოიხსნა ტარიელმა დარეჯანი ციხიდან, რას იზამ ამოხვალ თუ გამოვუშვათ ავთანდილი?! -სკოლის ფანჯრიდან კიოდა ლია მეტრეველი, მათი ქართულის მასწავლებელი, დამრიგებელი და მეგობარი.

სახლებში ისე წავიდნენ არავის აღარაფერი უთქვამს ერთმანეთისთვის.
დღე იყო ისეთი, დაღამებას ელოდებოდა.
ვერაფერს დაუდო გული.
ნაბიჯებს ითვლიდა სახლამდე მისასვლელ გზაში და ლაშას მოყოლილ ბიოლოგიის გაკვეთილს პირველად ცხოვრებაში გულისწყვეტით უსმენდა.
გული იმიტომ წყდებოდა, რომ რაღაცის მოლოდინში აფორიაქებულს პირველად უნდოდა ბიოლოგიის გაკვეთილისთვის გულისყურით მოსმენა.
-შენ, რა ლიზიკო მართლა მისმენ?!-იკითხა ბოლოს ლაშამ.
-ერითროციტებზე რომ ამბობდი ...
-რა ერითროციტები, კარგად ხარ?!-გაჩერდა ლაშა, გაჩერდა ლიზაც.
-შენ როგორ გგონია მე სად ვარ და ვანიკო ივერი სად არი?!-საკუთარ ხმაში გარეულმა უსახელო ნოტებმა გააგიჟეს. იმდენად ვერ აიტანა, გააკანკალა. თავი დახარა და გზა გააგრძელა.
-მე ვიცი სად ხარ შენ და სად არი დარჩენილი მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი - ჩვენ გარდა ...
-ვინ თქვენ?!- გორგალი გაეჩხირა კისერში.
-ჩვენების რა ...
-ვინ თქვენების?! - ლაშას გაეცინა, მიხვდა რისი მოსმენაც უნდოდა მდინარაძეს.
-მიშოს, ილიკოს, ჯანხოთელის, ჯამარას და ჩემ გარდა ... ხო ეგრეა?!
-სად ვარ მე და სად არიან ეგენი?!- გაეცინა ალბათ უფრო სიმწრისგან.
-შენ ძალიან მაღლა ისინი ძალიან დაბლა.
-ამას იმიტომ ამბობ, რომ ერითროციტებზე ამბებს ყოველ დღე ვუსმენ სახლამდე მისასვლელ გზაში?! -ეცინებოდა ლიზას.
-რთული სათქმელია დღეს დაჩიმ უფრო გაწყენინა თუ დაჩის უფრო აწყენინე.
-მე ვაწყენინე?!
-ხუთი გაკვეთილი ისე გავიდა წიგნიდან თავი არ აგიწევია, არ გიყვარს კითხვა, მაგრამ კითხულობ. კითხულობ მაგრამ არა სკოლაში. ერთმანეთზე საკმარისად ბევრი ვისწავლეთ, რაღაც დეტალებში რომ ვხდებოდეთ ვინ, რას, რისთვის აკეთებს.
-შენი აზრით რატომ ...
-დაჩის არიდებდი თვალებს. ყველამ ვიცოდით, იცოდი, რომ გიყურებდა.
-არ უწყენინებია ... რა უნდა მწყენოდა, რომ ვიცოდე ეგ უფრო მიშველიდა ახლა. უსაფუძვლოდ ნაწყენ-ობაზე ცუდი რამე არ არსებობს. ხუთი გაკვეთილია ვეძებ მიზეზს, რომ გამაჩეროს და მითხრას რა გჭირსო - ნორმალური პასუხი გავცე.
-სახეზე გეტყობა ჯერ ისევ უპასუხოდ ხარ.-გაეცინა ლაშას.
-ასე უპასუხოდ, ასე ცარიელი ტომარასავით თავი მაშინაც არ მიგრძვნია, ჯანხოთელი რომ ვცემე მეხუთე კლასში და ლილიმ რომ მე დამიმატა ზემოდან!
-მაშინ მიზეზი გქონდა და ამიტომ სცემე. -სიცილი აუვარდა ლაშას.
-ზუსტად! მიზეზი რომ გაქვს ცუდად ყოფნის, ცუდად მოქცევის, მაშინ ყველაფერი მარტივია. მიხვალ ცემ, თუ არ ცემ პასუხს მოთხოვ, თუ პასუხს არ მოთხოვ შენ მაინც გექნება შენი წილი პასუხი ... სულ ცარიელი რომ ხარ, რა გინდა რომ ქნა?!
-შენი წილი პასუხი შენ თავს უნდა მოთხოვო ...
-როგორ და ...
-ეგ სიტყვები მე რომ მეთქვა რას იზამდი?!
-გცემდი. -მარტივად უპასუხა.
-დაჩი რატომ არ ცემე?!
-მომერეოდა ... -თავი დახარა სირცხვილისგან აწითლებულმა.
-სანამ მაგ ტყუილებით თავს პასუხებს დაუმალავ, მანამდე იქნები ცარიელი. ცალმხრივად სავსე ყოფნა სჯობს, ორ მხრივ სიცარიელეს. ახლა კარგად მომისმინე ვაგრძელებ ... ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობა განპირობებულია ...

სახლში მისვლამდე აღარ გაუგია ლაშას ხმა.
არადა ყურის წუილით გრძნობდა, მთელი გზა არ გაჩუმებულა.

***
თენდებოდა ლონდონის ცაზე.
წვიმა რეფრენად გასდევდა ზღვებიდან მონაბერ სუსხიან ქარს.
განათებულ ტელეფონს რომ დახედა ნომერი იცნო.
სწრაფად დააჭირა მწვანე ღილაკს ხელი და მხოლოდ ახლა გაახსენდა ფაქტი, რომ უკვე მეექვსე წელია ძველი „მოტოროლას“ ტელეფონი მუდამ თან დააქვს, ყველგან სადაც არ უნდა წავიდეს, იმის ფიქრში, ვაი თუ ნაცნობმა ნომერმა შემთხვევით დარეკოს.
-შენ როგორ გაიგე?!-უცერემონიოდ მიმართა ხმამ ყურმილს აქეთ, ცვატა ჯამარაულს.
-ეჭვი მაქვს შენ უკვე იცოდი.
-ვიცოდი.
-მერე რას აკეთებდი?!
-მერე რა უნდა გამეკეთებინა?! მივსულიყავიდა მეთქვა მკვლელია ეგ შენი ვანიკო ივერი და ცოლად არ გაყვეთქო?! კუბოს ფიცრამდე დაელოდე დაჩი როდის მოიფქრებს შენს ცოლად მოყვანასთქო?! რას მეუბნები, ცვატა რა უნდა გამეკეთებინა?!
-ვინმესთვის უნდა დაგერეკა.
-რომ რა?! იმედები ისევ გამცრუებოდა? ისევ ჩამეხედა თვალებში იმ ფაქტისთვის, რომ ყველა გაიქეცით?! დავიშალეთ, მორჩა ჩვენი მეგობრობა, დიდი ხნის წინ შემაგუეთ ამ ფაქტს. ახლა რა ვქნა?
-დილით დაჩისთან ადი.
-გააფრინე?! გამომაგდებს.
-ლაშა, თხოვ, დილით დაჩისთან ადი.
-ნუ მთხოვ, ვერ ავალ.
-ლაშა, ლიზაკო თხოვდება ხვდები რას ნიშნავს?!
-დამოუკიდებელი ქალია, ყველაფერი ...
-რომელმაც არ იცის ვის მიჰყვება ცოლად.
-შეიძლება გამოსწორდა და აღარ არი ეგეთი არაკაცი.
-შენ გჯერა შენი სიტყვების? „შეიძლებაზე“ უშვებ მდინარაძეს?!
-ცვატა, აღარ ვართ თვრამეტი და ცხრამეტი წლის გოგო-ბიჭები, ვერ ვხვდებოდეთ ცხოვრებაში შავს და თეთრს. მისი გადაწყვეტილებაა, ჩემი როგორც წარსულის მეგობრის ვალდებულებაა პატივი ვცე და ...
-ქორწილში ბედნიერება უსურვო კაცთან, რომელიც იცი მკვლელია?! და მაგის მერე დაჩის ჩახედავ თვალებში!?
-მკვლელს რომ მისცა უფლება, ლიზას ქმრობაზე მეორედ გაწეულიყო, დაჩის თვალები „ვაფშე“ ამოსათხრელი აქ, რა ვქნა, მივიდე და ვცემო?!
-შენ ხო გახსოვს დაჩის შენ გამო რამდენი ჰყავს ნაცემი არც ისე ღრმა წარსულში?! ჩვენ ასე ვლაპარაკობთ, ლაშა?! ეს ჩვენი დიალოგია, ზუსტად ვიცით?! - სხეულში გასცრა ყორღანაშვილს.
-ჩვენ ექვსი წელია აღარ ვლაპარაკობთ, ცვატა.
-ჰოდა მოვიდა ამის დროც.
-რისი ასე ავდგეთ და რაც გააზრებულად დავშალეთ თავიდან შევაწებოთ?!
-ვინ შემიშლის ხელს?!
-ექვსი წელი.
-ნამდვილი ადამიანები არ იკარგებიან, ნუ მაფიქრებინებ რომ შენ ნამდვილი არ იყავი.
-ნამდვილი თუ ვიყავი ამიტომ მომიხურე ცხვირწინ კარი?!
-ზუსტად ამიტომ.
-ჩემი შეგრცხვა?!
-ჩემი თავის შემრცხვა, შენთვის თვალებში რომ უნდა ჩამეხედა.
-მე შენ ეგეთიც მიღირდი, ცვატა.
-ჩემნაირი ძმაკაცები უღირთ, გნოლიკ?!
-თუ ელოდები იმას რომ გითხრა, მიღირდი და მიყვარდი, ცდები ძალიან. მე შენ ყველაზე ჭკვიანი მეგონე, შენ ყველაზე დებილი ყოფილხარ. ხვალ დაჩისთან ავალ, დროზე აალაგე შენი კანონი და კოდექსი და ჩამოდი, დროა უკვე.
-ძმა ხარ, ლაშა.
-შენც, ოღონდ ცოტა დებილი.
-თავს ნუ გაგივიდა, ბიჭო ჩამოვალ და გცემ.
-ამოგაცლი აპენდიციტს, შენ ვინ უნდა ცემო, ელისაბედს უდუღებ ჩაის ყოველ დილით და ყოველ საღამოს, ფუ.
-მოკვდა ბიჭო ელისაბედი.
-ნუ, ჰო. რაც არის.
ტელეფონი გაუთიშა და საწოლზე გადაწოლილს გაეცინა.
იქვე დადებულ, დაკეცილ ლეპტოპს ხელი წაავლო და სასწრაფოდ მოძებნა ლონდონიდან თბილისამდე რეისის ბილეთები.
„ცვატა, ფესტივალზე ვარ, თუ მატყუებ იცოდე მაგრად გცემ!“
„არ ვიცი როგორ ჩაგიგდო ამ ტელეფონიდან ფოტო“.-დაუბრუნა პასუხი იმ წამს შემოსულ შეტყობინებას.
„რა ფოტო?“
„ჩემი კომპიუტერის.“
„რა კომპიუტერის, გააფრინე? მთვრალი ხარ?“
„ხვალ საღამოს თბილისში ვიქნები, შენ იცი.“
ჯანხოთელის სიტყვები ახლა ილიას რომ მისწერა ღიმილი ვერ შეიკავა რეალობით ბედნიერმა.
„მართლა თხოვდება?“
„ვანიკო ივერზე.“
„დაჩი მოკვდა?“
„ხო, მე სკამებს მოვაგვარებ შენ მგალობლები იკისრე.“
„მეზობლების დავლით გინდა გამოძვრე?! თევზი მაინც მოიტანე ქელეხში.“
„ჩრდილელს მოვატანიოთ ბაბუამისის დაჭერილი ასეტრინები.“
„არა, კარლიტო მარტო ქორწილის სუფრებზე მუშაობს.“
„კუბოზე ყორღანაშვილი არ გააგზავნო თუ ძმა ხარ, მერე გნოლი სასახლიდან რომ ააფრინოს ვის მოვთხოვოთ პასუხი.“
„ჯანხოთელს.“
„ჯანხოთელმა ჩემი ოცი ლარი დამიბრუნოს, მაგ დამპალი.“
„კიდე შენი ვალი აქ?!“
„ექვსი წელი.“
„ეგ ყველას გვაქ გასასტუმრებელი.“
„მერე რას მიკეთებ? მეზობლებიდან სკამებს რომ ამოარბენინებ იზრუნე მაგ ამბავზე, თორე დავბერდით, ცვატიკ.“
„ზუსტად მაგ ვალს ვისტუმრებ ახლა.“
„ვიშოვნი მგალობლებს.“
„მალე, ისედაც ბევრი დავაგვიანეთ.“
ბილეთები იყიდა და რომ მიხვდა თავზე დაათენდა საწოლიდან წამომდგარმა გარდერობისკენ აიღო გეზი.
დიდი ჩემოდანი გამოაგორიალა და სწრაფად მოათავსა შიგნით ტანსაცმელები.
„ამას იზამდა თვრამეტი წლის ცვატა.“
უთხრა ხმამაღლა თავის თავს და კიდევ ერთხელ უარყო საკუთარ თავში წინაღობად მოსული ფიქრი „ნუცა.“


კიბეებზე ისე არბოდა დათა ჯანხოთელი ვერაფრით შეიმაგრა თავი იქიდან ჩამომავალ ლაშა ყორღანაშვილს მთელი ძალით არ დაჯახებოდა.
-ინტელექტში რომ ნოლი ხარ გასაგებია და აზროვნებაში „დასტოპებული“ დაბადებიდან ეგეც გავიგე და რა მაინტერესებს, ერთი ჯანმრთელობა გქონდა და ეგეც დაგეკარგა ცხოვრების ეკლიან გზაზე?!
-რამხელა წინადადება თქვი ბიჭო, დავიღალე.-სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ჯანხოთელს.
-ბოდიში, უცებ ვერ გადახარშა ხო შენმა ტვინმა?!-სახე სასაცილოდ დაბრიცა ლაშამ და გულთან გადაიჯვარედინა ხელები.
-შენ დაგავიწყდა შენზე მაღალი ქულა რომ ავიღე უნარებში?!
-სკალირებით.
-რა მნიშვნელობა აქვს?!-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ამპარტავნული მზერა მიაპყრო მის წინ მდგარს.
-შენ ხარ მდაბიო, მე მწიგნობარი.
-ამას შენი ტვინი გეუბნება თუ ნაყიდი დიპლომი.
-არ მიყიდია დიპლომი!-გამწარდა ლაშა.
-აბა ისე ვინ მოგცემდა?!-წარბები სასაცილოდ აათამაშა დათამ.
კიბეზე ჩამოჯდა ყორღანაშვილი და მუხლებზე გრძელი მკლავები ისე დაალაგა წინ გამოწეულ ქირურგის თლილ მტევნებს მზერა შორიდან შეავლო.
-ვერ დავაკაკუნე.-აღმოხდა გამწარებულს და ტუჩი ისე მოიკვნიტა ბლანტი სითხე წასკდა შიგნიდან.
-ასე იცის გაციებულმა წლებმა.-გვერდით მიუჯდა ჯანხოთელი ლაშას.-მე ვერ დაგირეკე.
-უნდა დაგერეკა.-ღრმად სუნთქავდა და საკუთარ მტევნებს თვალს ვერ აშორებდა.
-„უნდა დაგეკაკუნებია“-სავით მარტივი სათქმელია?!-ჩაეცინა დათას.-მთელი ღამე ვერ დავიძინე. ცხოვრებაში ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას ვერა. ამას მერჩივნა თამრიკო მოგეყვანა ცოლად ოთხმეზური.-ორივეს გაეცინა.
-თამრიკოს კირკოროვი უყვარდა.
-კაი, რა კირკოროვში რომ გაგცვალა და შენ ეგეც აპატიე, მაშინ მივხვდი შენ მაგისი დაპრუჟუნებული თმებიც გიყვარდა იდეაში პუგაჩოვას რომ ბაძავდა.
-როგორ შევწებდებით ამდენი ნატეხიდან?
-არ ვიცი. ღმერთი თავიდან აგვაშენებს თუ მართლა ნამდვილი იყო ის წლები.
-მე იმ წლებზე უფრო ნამდვილი ცხოვრებაში არც არაფერი გამივლია.
-არც ჩემი უნარების ქულა?!
-არც ჩემი ნაყიდი დიპლომი.
-ლიზა მართლა რომ გათხოვდეს დაჩის რა ეშველება?!
-არ გათხოვდება.-გაეცინა ლაშას.
-რატო ხარ დარწმუნებული?!
-ლიზამ იცის რას ნიშნავს სიყვარული, დაჩის აქვს სასწავლი ეგ თავიდან.
-ერთ თვეში ქორწილი აქვს, რას იზამს მოიხსნის ჩიხტიკოპს და გამოიქცევა?! ეგრე ბანძად და ტრივიალურად?
-ლიზასთან რამე გახსოვს ბანძი და ტრივიალური?!-გაეცინა ლაშას.
-მთელი ბავშვობა ძმრად რომ გვადენდა ყველას შენ თავს, მაგის გარდა არაფერი.
-ლიზამ დაჩის მიყვარხარო ისე რომ უთხრა, სიტყვა „მიყვარხარ“ არ დაცდენია, ყველამ ყური აიხვიეთ და მაგის ტკივილი არ გაიგონეთ, განა ვერ, არ! ნეტა უფრო მეტჯერ მელაპარაკა დაჩიზე და ბიოლოგიის ნაცვლად ქართულში მესწავლა „დიდოსტატის მარჯვენა.“
-მაშინ იმდენად ვერ წარმოვიდგენდით ამ ამბავს ... მაშინ ჩვენც ბავშვები ვიყავით, ლაშა.
-ბავშვები და არა ბრმები. ჩვენ სულ ვიცოდით როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორ ვერც ერთმა ვერ აჯობა თავის „მეგობრობას“. ერთმანეთზე დაწეპებულ სტატუსებს, არც ერთისთვის არ გვიწოდებია ძმაკაცი და დაქალი, ყველამ ჩვენი მეგობრობა დედმამიშვილურ სიყვარულში გადავიყვანეთ და თავიდანვე ისე მყარად დავარქვით ჩვენ თავებს ერთმანეთისთვის „ოჯახი“, გაუჭირდათ. ვერ გადააბიჯეს. მიშოს და კეკეს ამბავმა, ცვატას წასვლამ ისე დაგვშალა, ვერც ერთმა გავუბედეთ გაღიმება საკუთარ თავებს. გვინდა არ გვინდა ისე გავიზარდეთ როგორც ოჯახის წევრები. რა ლიზას ბრალია ან რა დააშავა დაჩიმ თუ ერთმანეთის დაბადების დღეებზე წარმოთქმულ სადღეგრძელოებში ერთმანეთს დებს და ძმებს ვეძახდით?! ამიტომ ვერ დამირეკე. იცი, რომ ძმები ექვსი წელი არ ავიწყდებათ, და თუ არ „ავიწყდებათ“ მაშინ არ ივიწყებენ.
-მართალი ხარ.
-ძალიან პატარებმა ავიღეთ ერთმანეთზე ოჯახური პასუხისმგებლობები, ძალიან პატარები ვიყავით საიმისოდ ერთმანეთის ტვირთი, ტკივილი და გაჭირვება გვეზიდა და მაინც არც ერთს არ გვენანებოდა მხრები მეორესთვის. დაიშალნენ ისინი და მათი ტკივილის პასუხისმგებლობაც ასე გადავინაწილეთ ყველამ სათითაოდ. ლიზამაც და დაჩიმაც თავისებურად. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ან ყველა ვიქნებოდით ან არც ერთი. ვინმეს გამოკლებას როგორ დავუშვებდით, როცა ერთმანეთის მშობლებს დედას და მამას ვეძახდით, რა განა ოდესმე დამავიწყდება როგორ იტირა ჩუმად მელანომ (დათას დედა) ილიამ შემთხვევით დედა რომ დაუძახა?! შენ ოდესმე დაგავიწყდება, მაგის მერე ყველამ რომ მოვჭერით ეგ საკითხი და გააზრებულად ვეძახდით დანარჩენებს „დედას“ ილიკოს რომ თავი ცუდად არ ეგრძნო?! მე მახსოვს, დათა. დედაშენის თვალები მახსოვს, შენ რატო დაგავიწყდა მამაჩემი?!
-ოც ლიტრიანი ღვინის ჭურჭელი ისე გაუვარდა კაცს ხელიდან ძლივს მოვიბრუნე ენა შერცხვენილმა. -გაეცინა დათას და თვალებზე ძლიერად მიიჭირა თითი.
-იტირა იმ ღამით.-გაეღიმა ლაშას.-რომ მოვუყევი რატომაც დაუძახე მამა, რომ გაიხსენა იქვე, კართან იდგა ერისთავი, დაჯდა და იტირა. მე მამაჩემის ცრემლები მარტო მაშინ მახსოვს დაჩი რომ მივუყვანე ნაცემი სახლში.
-მარტო იყავით, თორე სად იყო მაკალათიების საცემი ძმაკაცები.
-შენ როგორ ფიქრობ, გაქაჩავს?!-დაჩის კარისკენ მიაბრუნა სახე ლაშამ.
-უნდა გაქაჩოს.
-ცვატა თუ ჩამოვა, მერე მგონია რომ ...
-ცვატას სხვა მუხტი აქ.-გაეცინა დათას.
კიბეებზე ნაბიჯების ხმა რომ გაიგეს შეიშმუშნენ.
-რა ქალებით ჩამომისხედით და ჭორაობთ, ვის უცდით?!-ნაცნობი ხმის გაგონებისას ფეხზე ისე წამოხტნენ ყორღანაშვილს რეტი დაესხა.
-მიშო?!-თვალები გაუფართოვდა დათას.
-ჰა, მიდი დაიძარით.-ღიმილს ვერ იკავებდა მდივანი.
-შენ საიდან ...
-ცვატამ ამაწრიალა.-თავზე ხელი მოისვა და სახე დაბრეცილმა ბიჭებს შორის ისე გაიარა გული შეეკუმშა მათი ჩახუტების სურვილით.
-მოიცა, მოიცა რას აკეთებ!-დაეწია ჯანხოთელი.-რომ გააღებს რა ვუთხრათ?!
-ჯერ გააღოს და რას ვეტყვი მაგას მერე მოვიფქირებ.-თქვა და ზანდუკელის კარზე ისეთი ბრახუნი ატეხა როგორც ადრე, ისე როგორც ჩვეოდათ.
ორი წამი და ხმაური გაიგეს.
ჩუმმა ფხუკუნმა უმალ გაჰკვეთა ჰაერი და ორი წამის ინტერვალში ისეთი ხარხარი ატეხეს შეწუხდა სამეზობლო.
-რა ჯანდაბა ...-კართან საცვლების ამარა თმებ აბურდული დაჩი იდგა, თვალებს იფშვნეტდა და ბიჭებს ზედაც არ უყურებდა.-გააფრინე, ბიჭო?!
ნაცნობი სურნელი მასპინძლად დაუხვდათ კარგად დავიწყებულ სტუმრებს.
დიზაინერის წყალობით ძველებური სახლის რემონტი ისეთი სიცხადით იყო შერწყმული თანამედროვეობის ელემენტებთან, რთული იყო თავი უცხოდ გეგრძნო კედლებში, სადაც ერთხელ მაინც დაგედგა ფეხი.
-რა გაძინებს ბიჭო ცოლი გითხოვდება.-ყურში ისე ჩაჰყვირა მიშომ დაჩის, ზანდუკელი ადგილზე შეხტა.
-რა ცოლი, რა ცოლი!-ღმუოდა და შინ შებრუნებული ბანცალით მიიკვლევდა გზას სამზარეულოსკენ.
-ამას ძინავდა?!-გაკვირვებულმა დათამ გადმოხედა უფრო გაკვირვებულ ყორღანაშვილს.
-მოკლედ, რა. წავედი მე. -ხელი აიქნია ლაშამ და დაჩის ჰაერში, ნაბიჯის გადასადგმელად გაყინული ფეხი მაქსიმალურად დააიგნორა.-მე გუშინ მთელი ღამე გავათენე, ლიზას მეორედ მოტაცების გეგმა სამასჯერ დავსახე და ოთხასჯერ ვუარყავი, თვალი ვერ მოვხუჭე იმაზე ფიქრში გოგო ახლა რას გრძნობს და როგორ ტკივა მისი გადადგმული ნაბიჯი და ამას ძინავს, ბიჭო!-შესძახა ნერვებმოშლილმა და მთელი ძალით მისცხო მიხურულ რკინის კარს ფეხი.-სულ გააფრინე?! გეკითხები, გარეკე?! რა გაძინებს, შე იდიოტო, რანაირად დახუჭე თვალი ხვალ მდინარაძე გითხოვდება.
უკან რომ მოიხედა კედელს მიყრდნობილი მომღიმარი მდივანი, იქვე სკამზე ჩამომჯდარი დათა ჯანხოთელი ხელში ყვავილების ვაზით და კართან მდგარი გააფთრებული ყორღანაშვილი სხეულის ყველა უჯრედით აღიქვა.
შებარბაცებულმა სასწრაფოდ წაეპოტინა კარის სახეულს და თავლები დახუჭა.
წუხანდელი ღამე გაახსენდა.
ვერაფერი მოუხერხა ღებინების შეგრძნებას და საფეთქლებთან მორახუნე ჩაქუჩებს.
-მართლა მოხვედით.-თქვა უფრო ხრიალით და კედელთან ჩაკეცილს ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ხელ-პირი დაიბანე, ყავას გაგიკეთებ, ათ წუთში ან მდინარაძის მოტაცების გეგმაზე მოგვაწვდი იდეას ან ისე გცემ, ისე გცემ ვერ აგაწყობს ყორღანაშვილი.-დამაჯერებლობისთვის სახესთან საჩვენებელი თითიც დაუტრიალა და ბოლოს დაამატა.-შენ იცი.
და ღიმილი ვერაფრით შეიკავეს მის უკან მდგარმა ლაშამ და დათამ.
დაჩიმ იცოდა, რომ მდივანი არ ხუმრობდა და რაც დრო გადიოდა უფრო რწმუნებოდა რომ ეს სიზმარი ვერ იქნებოდა, ვერანაირად.
ათ წუთში ყავის მოზრდილ ჭიქას ოხშივარი ასდიოდა და მასზე დაჩერებული, სპორტულებში გამოწყობილი დაჩი ხმის ამოღებას კვლავაც ვერ ბედავდა.
-მზად ხარ?!-იკითხა ბოლოს მშვიდი ხმით მდივანმა.
-რისთვის.-თავი ძლივს ასწია ზანდუკელმა.
-ლიზასთან მისასვლელად.
-არა.
-როგორ, ქორწილში არ აპირებ მისვლას?!-ირონიულად ჩაეცინა მდივანს და მის გვერდით მჯდარ დაჩის ხელი ისეთი სიძლიერით ჰკრა გადაქნეული ზანდუკელი ძლივს შეამაგრა ჯანხოთელმა.-რა გჭირს, ბიჭო რას გევხარ?!
-რასაც დამამგვანეთ იმას.
-შენ უუნარობას ვის აბრალებ?!
-თქვენ ყველას.
-მაინც როგორ?!-არც ერთი ერეოდა ამ ორის დიალოგში.
-ყველა წახვედით. ყველა სათითაოდ და ნელა ისე გამომეცალეთ, როგორც საყრდენი. ყველაფერი ისე გავიარე ვერც სიხარული გავიგე და ვერც ტკივილი. ექვსი წელია აღარ მძინავს, ვიცი რომ რაღაც არასწორად გავაკეთე და ვერ ვუბრუნდები იმ წერტილს, საიდანაც თავიდან შევძლებ ვერ აშენებული სახლის შენებას. ყველაფერს მივაღწიე რაც ჩემ ასაკში შემეძლო და არ შემეძლო. ღმერთმა ყველაფერი მომცა და მე მაინც იმისკენ ვიშვერ ხელს, რაც ექვსი წლის წინ არ ვიცი რატომ დაიკარგა, გესმის შენ?! არ ვიცი.
-ჩვენ ან ყველანი ერთად უნდა ვყოფილიყავით ან ყველანი ცალ-ცალკე.
-და ჯამარაულის შეცდომას გადავაყოლეთ ყველაფერი?-გაწითლდა სიბრაზისგან ზანდუკელი.-იმ ბიჭს შვიდი კაცი ცოდვად დავაწექით მხრებზე, როცა თავისი ჰქონდა საკმარისად საზიდი. შენ იცი რა რთულია დანაშაულის გრძნობით სუნთქავდე?! იცი ის იქ რატომ წავიდა? ჩვენ რომ დავიშალეთ ასე მარტივ მამრავლებად. ცვატას გვერდით ყველა ერთად ჭირდებოდა მაშინ, ჩვენ გააზრებულად ვთქვით მის გარეშე ყოფნაზე - უარი.
-შენც იყავი ერთ-ერთი, ხო გახსოვს?!-ჩაეცინა მიშოს.
-და ვინ ამბობს არ მახსოვსთქო?! მახსოვს. იმ დღეს ლიზასთვის ცოლობა უნდა მეთხოვა, ახლა ხუთი წლის შვილი უნდა გვყოლოდა მე კიდე ... მე გუშინ ... ვიჯექი და ღმერთს ვევედრებოდი ისე არ მომვმკვდარიყავი ერთხელ მაინც არ მეთქვა რომ მიყვარს, როგორც ქალი, როგორც ერთადერთი ქალი მთელი ჩემი დამპალი ცხოვრების განმავლობაში!-შესძახა დაძარღვულმა და ყავის ჭიქას ხელი ჰკრა.
-კარლო ჩრდილელს მთელი ცხოვრება არ მოასვენებს ჩვენი ცოდვა.-ამოიგმინა ჯანხოთელმა და ზიზღით დაეღვლიჭა სახე.
-შეეშვი კარლოს, შენ გასვენებს ჩვენი ცოდვა?! იმიტომ რომ მე არ მასვენებს დათა შენი უჩემოდ დარჩენილი თავის ცოდვა.-თვალები დაექაჩა დაჩის.-ყველამ სათითაოდ დავაშავეთ ერთმანეთთან, იდიოტურ პრინციპებზე აგებული ყველაზე სწორი და სუფთა, ადამიანურ პირობებში ყველაზე წრფელი ურთიერთობა შევწირეთ არასწორ სიტყვებს. ჩვენი ბავშვობის დროინდელი პატარა ხელებით ნაშენები ამბავი ჩამოვანგრიეთ.
-და ჩამოვანგრიეთ ერთმანეთის ოცნებებიც.-გაისმა ოთახში ქალის ხმა და ყველას ყურადღება კარში მდგარი მომღიმარი კეკე ჩრდილელისკენ გადავიდა.-ივერმა მართლა იფიქრა, რომ ოდესმე მდინარაძის სამყოფი კაცი გახდებოდა?!-გაეცინა და გაფითრებულ ზანდუკელს თავზე ისე აკოცა გული შეუქანდა ბავშვობის მეგობარს.
-როდის ჩამოხვედი?!-ხმა ჩაეხლიჩა მდივანს და მალული მზერით შეათვალიერა ყოფილი ცოლი.
-დღეს დილით.-საათზე დაიხედა და მთქნარებით გაემართა დათას გვერდით ცარიელი სკამისკენ.-ყავა გამიკეთეთ, მთელი ღამე არ მძინებია.
-როგორ, გუშინვე წამოხვედი?!
-გუშინ ბილეთები ვიყიდე და ბარგი ჩავალაგე, დღეს გამოვფრინდი, ორი საათი დამაყუდეს აეროპორტში, საშინელი ამბავი იყო, თვითფმრინავი ვერ დასვა პილოტმა, ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო.-ჩხუბობდა და გმირულად აიგნორებდა ფეხზე წამომდგარი ქმრის სხეულს, რომელიც ყავას დიდი რუდუნებით აკეთებდა კეკესთვის.-აბა რას ვშვრებით?!
-არ მჯერა რომ აქ ხარ.-თავი დახარა დაჩიმ და სახეზე ძლიერად ჩამოისვა ხელები.-არ მჯერა რომ აქ ხართ.
-მე ის უფრო არ მჯერა ამდენი ხანი რომ არ ვიყავით, თორე ეს რა რთული დასაჯერებელია?!-გაეცინა კეკეს.-შეცდა ლიზიკო, ხუთი წლის წინ რომ დათანხმებოდა ივერს ცოლობაზე, ცოტა უფრო ადრე გადაგესხმებოდათ ცივი წყალი. მაინცდამაინც გული უნდა გაგჩერებოდა რომ დაგერეკა და გეთქვა, რომ დავაშავეთ ყველამ ერთად და ყველამ ცალ-ცალკე?!
-შენ რატომ არ დარეკე?!-გაეცინა დაჩის.
-არ ეცალა, პეტერბურგში დრო უფრო სწრაფად და ლამაზად გადის ვიდრე თბილისში, არა კეკე?!-გაისმა აქამდე ჩუმად მდგარი მდივანის ხმა და ცოლს ირონიული ღიმილით გადმოხედა.
-ნუ ბუნებაში გადასახლებას ვერ შეედრება, მაგრამ ქმრის მიტოვებული ცოლის კვალობაზე, კი, არაუშავს.
-ქმრის მიტოვებული ცოლი შენ იყავი?
-ვიყავი?!-გაიოცა კეკემ.-ვარ.
-აჰ, ხარ?!-წარბები მაღლა აუვიდა მომღიმარ მდივანს.
-რა არა?!
-რა, კი?!
-არა?!
-რას ვაპირებთ?!-ფინჯანი მის წინ მაგიდაზე დადო და დაჩის ისე გადმოხედა, ზანდუკელმა ძლივს გაანალიზა რომ კითხვა მას ეკუთვნოდა და არა ჩრდილელს.
-მართლა ხომ არ მოვიტაცებ.-მხრები ჩამოუცვივდა დაბლა და თვალებდახუჭული სკამის საზურგეს მიეყრდნო.-მივალ ავუხსნი ყველაფერს და მან ...
-და საბოლოოდ დაკარგავ.-ჩაიფრუტუნა კეკემ და ყავის ცხელ ფინჯანს ხელები ძლიერად შემოაჭდო.
-აბა რავქნა?!
-არაფერი.
-როგორ?
-არაფერი.-მხრები უდარდელად აიჩეჩა კეკემ.-შენ რომ ახლა ლიზასთან მიხვიდე და უთხრა, ბოდიში ... მთელი ექვსი წელი ჩვარი ვიყავი და ახლა მომინდა, რომ ცოლად მე გამომყვე და არა ივერსთქო, დიდი ალბათობით გიჩივლებს.
-რას იზამს?!
-ამ წამს ჩვარი დაგიძახა და შენ ჩივილი უფრო განაღვლებს? დედა, სულ დაკარგა ამ ბიჭმა თავმოყვარეობა.-შეშფოთდა ჯანხოთელი.
-ჩვენ უბრალოდ უნდა დავბრუნდეთ, აი რა ათქმევინებს ლიზას უარს ამ უშნო გადაწყვეტილებაზე.
-ანუ?!-ჩაეძია ლაშა.
-ნელ-ნელა, უნდა გავჩნდეთ მასთან ისე რომ ვერც კი იფიქროს მისმა ქორწილის საკითხმა აღგვაშფოთა. პირიქით, მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ საჭიროა ივერი გვერდშიც უნდა დავიყენოთ და სიძეც დავუძახოთ.
-კეკე, გაგიჟდი?!-ნერვებმა უმტყუნა დაჩის.
-არა, ასე მივარდე და გოგოს უთხრა ექვსი წელი გააქრე, ხუთას კაციანი ქორწილი გააუქმე და მე წამომყევიო, ვინ გგონია?! ლიზა გაიზარდა დაჩი, აღარ არი პატარა გოგო, რომლის გრძნობებსაც ისე გადააწყობ, როგორც შენ გინდა. მორჩა, გავიზარდეთ. შემდგარი ქალია, ცნობილი დიზაინერი, გლობალურ ბაზარზე იცნობენ და იცი მისთვის ეს რამხელა სკანდალი იქნება?!
-ლიზას ასეთი რამეები არ ანაღვლებს.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლაშამ.
-არ ანაღვლებდა!-აღნიშნა კეკემ და ლაშას გადმოხედა.-არ ანაღვლებდა თვრამეტი წლის ასაკში მეზობელი რას იტყოდა გაქცეული მანქანიდან რომ მოაბრუნა ზანდუკელმა. გაიზარდა. ექვსი წელი იცი რამხელა დროა, ლაშა?! ის რომ გტკივა ამაზე უფრო ცუდი რამე ხდება ამხელა დროის განმავლობაში, უფრო ცუდი და უფრო საშინელი.
-იზრდები.-აღმოხდა ფანჯარასთან მდგარ მდინავს.
-კითხეთ აბა ლიზას თუ უნდა თქვენი ეს მუშკეტერული გაერთიანება და თუ მოსწონს საკუთარი თავი მეორედ გამოქცეული ქორწილიდან.
-ჯერ ერთი ის ქორწილი არ იყო.-სიტყვები ვერ დაამაგრა ენაზე დაჩიმ.
-ჯერ ერთი ივერს ლიზა ისე უყვარდა და ისე უღირდა, მოტაცებაც იმ დროს ქორწილის ტოლფასი ამბავი იყო და ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი.
-ვიცი.
-ლიზამ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, შეიძლება ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ ნანობს, მაშინ ვანიკოს მანქანიდან რომ გადმოიყვანე და ...
-გთხოვ არ დაამთავრო ეგ წინადადება.-სახე აეწვა დაჩის.
-დაჩი, ლიზა რამდენად გიყვარს?!-ჩაერია მდივანი.
-თუ ვანიკოს გვერდით ბედნიერს დავინახავ ...
-აუ, არ თქვა ჩემი ხელით მივიყვან საკურთხეველამდეო, თორე მდივანმა რომ გცემოს ვინც ას თორმეტში დარეკოს იმას ჩამოუქვეითდეს აიქიუ ჯანხოთელის დონემდე.
-შენ ბიჭო!-იუკადრისა დათამ.
-ამ პათოსით ადამიანებს უკან ვერ იბრუნებენ, დაჩი.-მშვიდი იყო მიშო.
-იცის, გავლილი აქ.-ჩაიქირქილა კეკემ და ქმრის მზერას უცაბედად აარიდა თავისი.
-მე მიზეზი არ მქონია შენი დაბრუნების, ლიზას რომ უყურებ, ვანიკოს ცოლობაზე თანხმობის თქმის მომენტშიც დაჩიზე იფიქრებს, სხვაობას ხედავ?!
-ვითომ ეს სიტყვები არ გამიგია.-გული ჩაწყდა ჩრდილელს და ცრემლიანი თვალები დაჩისთან ისე გადამალა, თითქოს იცოდა საერთო ჰქონდა მასთან ეს სევდა.
-მე კეკეს ვეთანხმები.
-და როგორ უნდა შევიდეთ ასე ნაწილ-ნაწილ?!-ჩაერია დათაც.
-ჯერ მისი ჩვენებაა, ოთხ დღეში, მოდის კვირეულს ხურავს.-ტელეფონში კალენდარზე მინიშნებულ წარწერას გაუშტერა თვალი კეკემ.
-ეს საიდან?!
-ჩუმად თქვენს ფეისბუქ გვერდებს ვუყურებ, პერიოდულად.-უდარდელად ამოილაპარაკა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა მოწოლილი სევდისგან.
-არ მჯერა, რომ ფეისბუქის მეგორბებში არ დამამატე!-უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ჯანხოთელმა.
-შენ გაქვს ინტერვიუ ჩანიშნული სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულთან, თუ მეშლება?!
-ეგ საიდან გაიგე?!-წარბები ჰაერში აუვიდა გაკვირვებისგან დაჩის.
-იაგო მყავს მეგობრებში.
-უსაქმური.-ჩაიფრუტუნა დათამ და სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები.-იაგო დაამატა, მე არა.
-გავაუქმე ეგ ინტერვიუ.-ხელი აიქნია დაჩიმ.
-დარეკე და უთხარი რომ გადაიფიქრე.
-კაი, რა კეკე. ათასი სულელური კითხვა უნდა დამისვას ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტობაზე, ჯერ რა „ბანძი“ სტატუსია რომ გავიმარჯვე მერე გავიგე რომ მონაწილეობას მეც ვიღებდი.
-ბოდიში, თავადის წოდება დაკავებული იყო.-კართან მდგარმა ილია ერისთავმა ღიმილით მოავლო მეგობრებს მზერა და ჩრდილელის მსუბუქ შეკივლებაზე სიცილი ვეღარ შეიკავა.-დილის ექვს საათზე მილანში ჩემი საყვარელი საათი თუ იმის გამო დავტოვე რომ აქ დაჩის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტობაზე სტატიების წერა უნდა ვნახო, ჯერ დაჩის ვცემ და მერე იმ მოხუც კაცს!
-ვინ კაცს, რა საათი, რანაირად ხარ აქ საერთოდ?!-მომღიმარი უყურებდა დაჩი კარში გახიდულ მეგობარს, რომელსაც კეკე და დათა მიეხუტებია გულზე და ისევ ისე იცინოდა, როგორც ბევრი წლის წინ, რომ უთხრეს არ იყო სირცხვილი მათი დედებისთვის „დედა“ მასაც დაეძახებინა.
-აეროპორტში რომ დავრეკე ბილეთები გაყიდული იყო, რეისი ერთი კვირის მერე იყო ჩანიშნული, ამდენს ვერ დავიცდიდი. მივედი და ერთ იტალიელს გავუცვალე ბილეთში ფული და საათი.
-რომელი საათი, მამაშენის ნაჩუქარი?!-სახე მოეღრიცა მდივანს.
-ეგ საათი ექვსი წელია აღარ მკეთებია.-ღიმილით დახედა უჩვეულოდ ცარიელ მაჯას ერისთავმა და ისევ დაჩის გადმოხედა.-რაო, ბიჭო ივერმა?!
-მე მურმანი ვარ, შენ აბესალომი და ეთერის როლზე ლიზა დაგვიმტკიცესო.-ჩაეცინა დაჩის და სკამზე შესწორდა.
-მურმანს ამოვრგავთ, კიდევ კარგი „აღმაშენებელში“ დედისიმედის როლზე დუბლიორად არ აგიყვანონ, ეგ არაფერი.
-ეგ რომელი იყო გვანცა არა და მეორე?!
-ათრაღა შარაღანის ძის ასული არადა მეორე.-გაეცინა დათას კითხვაზე ლაშას.-რანაირად, როგორ ... შენი გზა პოლიტიკამდე ისეთივე უცნობია, როგორც იმ სკალირების საკითხი, შენ რომ უფრო მაღალი ქულა გამოგიყვანეს უნარებში ვიდრე მე.
-აუ, რა ბოღმა ხარ.-თავი გადააქნია კმაყოფილებისგან გაბადრულმა დათამ.-ცარიელი ბოღმა. აი, არ გეუბნები პირდაპირ, ფეხბურთელი რომ ყოფილიყავი კრიშტიანუ იქნებოდი რონალდო.
-შენ გითხრა ვინ იქნებოდი?!-ეშხში შევიდნენ ბიჭები.
-ჰო, ვინ, აბა?!-აცქმუტდა დათა.
-ჟერარდი პიკე.
-იხუმრე გეყო.
-შენი ცხოვრების ძირეული ღირსება მე ვარ, უბადრუკო.
-ხელი არ მომაკიდებინო, დაგითვლი ნეკნებს!
-ლავიწის ძვლამდე ვერ მომწვდები.
-მომინდომა ფარაონობა.
-ხო, შენ აშკარად ვერ იქნები რამოსი და ვიყო მე ისევ რონალდო, შენ ისევ ჟერარდი.
-გააჩუმეთ, ბიჭო!-აყვირდა დათა და ოთახს სიცილის ტალღამ გადაუარა.

***
შეთანხმებისამებრ არავის არაფერი არ უნდა ეთქვა სანამ ინტერვიუ არ გამოქვეყნდებოდა.
ლადო ხარხალაშვილი, დაჩის მარჯვენა ხელი საქმის კურსში იყო და უკვე მომზადებულ გოგონას ვინ იცის მერამდენედ უკითხავდა ლექციას ინტერვიუს შესახებ.
-ყური დამიგდე, გოგონა.-ამაყი სახით ჩაჯდა დაჩის სავარძელში და გოგონას ზემოდან გადმოხედა.-მე აქ უბრალო მდივანი არ გეგონო, დაჩი რომ პრეზიდენტი გახდა ეგ სულ ჩემი დამსახურებაა, რასაც გეტყვი ყველაფერი ისე უნდა შეასრულო.
-გისმენთ.-თვალები აატრიალა გოგონამ.
-თვალები დახარე და ისე მელაპარაკე, უყურე შენ ამას! დაჩის უნდა დაუსვა პირადული კითხვები.
-არც მიფიქრია პროფესიული დეტალებით დაინტერესება.
-ბევრს ლაპარაკობ, არ მომწონს!-წარბები უკმეხად აწკიპა და გორგოლაჭებიან სკამში რამდენჯერმე დატრიალდა.-ვეხვეწები მეც ვიყიდი ასეთ სკამსთქო და არაო, დამპალი. ჩაინიშნე, ბევრი კითხვა უნდა დაუსვა მის ძველ სამეგობროზე.
-ისედაც ამას ვაპირებდი.
-ვინმემ რომ გკითხოს არაფერსაც არ აპირებდი და ლადომ დაგარიგა, ხო გაიგე?!
-ჩემ ხარჯზე გინდათ დაწინაურება?!
-მე ვატყობ შენ ვეღარ აიღებ დაჩისგან ინტერვიუს ... დააჩი!-წამოხტა ფეხზე კაბინეტში შემოსული უფროსის დანახვისას.-გოგონა მომზადებულია, ნამდვილი პროფესიონალივით ვიმუშავე.
-ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ.
-მადლობა, და ..?!
-რა და?!-ირიბი მზერა შეავლო ჯერ სკამს მერე ლადოს.
-ბონუსი.
-რა ბონუსი, გააფრინე?!-მორიდებით გაუღიმა დაჩიმ ჟურნალისტს.
-გეხვეწები მანონი გაანთავისუფლე სამსახურიდან, აღარ შემიძლია, შეიწირა ჩემი სათუთი ნერვული სისტემა.
-ისე ნუ იზამ მანონი დავაწინაურო.
-დაჩი!
-დავიწყოთ, ლადო ორი ყავა შემოგვიტანე და მანონის გადაეცი რომ ვაფასებ და მიყვარს.
-ვერა.-ადგილზე ფეხები სასაცილოდ დააბაკუნა ლადომ.
-რა !?-წარბები მაღლა ასწია უკმაყოფილების ნიშნად დაჩიმ.
-ყავას შემოგიტან ოღონდ მანონის მაგას არ ვეტყვი.
-ეტყვი, მინდა რომ ვიდეო ჩამიწერო და მერე საღამოს კომპანიის საერთო ჩათში ჩააგდო.
-დავაშავე რამე?!-თვალები გაუფართოვდა ლადოს.
-ჩემ სკამზე კატაობდი შორიდან დაგინახე.
-რამდენად შორიდან?!-არ ცხრებოდა ლადო.
-უხერხულია, რას იტყვის ჟურნალისტი, იფიქრებენ რომ ცუდი უფროსი ვარ.
-ცუდი კიარა საზიზღარი!
-ლადო ...
-ხო, კარგი კარგი ... მანონი! დამელოდე, გოგო.-კარი გაიხურა და ძლივს მიჩუმდა მისი ყვირილი დერეფანში.
-გამარჯობა, მე დაჩი ვარ.
-სასიამოვნოა, ანი ჭელიძე.
-ჩემთვისაც.-გაუღიმა გოგონას და უხერხულად შეიშმუშნა.-წარმოდგენა არ მაქვს ინტერვიუ როგორ უნდა ჩავწეროთ ...
-ნუ ღელავთ, ჩემთვისაც პირველი რესპოდენტი ხარ პროფესიონალური თვალსაზრისით.-გაეღიმა გოგონას.
-მზად როდის იქნება?!
-ხვალ საღამოს გადმოგიგზავნით დოკუმენტის სახით, გადახედეთ, თუ მისაღები იქნება ზეგ დაიბეჭდება.
-გასაგებია.
-დავიწყოთ?!
-კი ბატონო.
-თბილისში .. სკოლის მეთორმეტე ა კლასი დაასრულეთ ... შეგიძლიათ მოგვიყვეთ ყველაზე მეტად რამ მოახდინა თქვენს განვითარებაზე ზეგავლენა?! - მშვიდად ჩაამთავრა ახალგაზრდა ჟურნალისტმა თავისი კითხვა და პასუხის მოსასმენად მოემზადა.
-ჩემმა სამეგობრომ, ქართულის მასწავლებელმა ლია მეტრეველმა და რა თქმა უნდა, დედებმა.
-დედებმა?!-დაბნეული მზერა მიაპყრო გოგონამ მამაკაცს.
-დედაჩემმა, ჩემი მეგობრების დედებმა, მამებმა. მოკლედ მშობლებმა.
-ქართველი რეჟისორი, უამრავი ჯილდოს მფლობელი ილია ერისთავი ... თქვენი კლასელი იყო, ასეა?!
-ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის და ცხოვრების უცვლელი ნაწილი იყო, არის და იქნება მუდამ.-ნოსტალგიური სითბო ჩაეღვარა ხმაში.
-როგორ გაიცანით, ბატონი ილია?!
-ბატონს ნუ ეძახით, მეცინება ...-სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.- ბოდიში, ეს ამოჭერით.
-გისმენთ.- ღიმილი ვერც გოგონამ შეიკავა.
-სპორტული შეჯიბრების დროს გავიცანი , როცა მიშო მდივანი ხერხემლის მოტეხილობას გადაარჩინა, მისდაუნებურად ჩანთის დაგდებით, იქ სადაც მიშო დაეცა, სკამებს შორის.
თქვა და გაირინდა დაჩი.
ხმას არ იღებდა რამდენიმე წუთი.
თავდახრილს გაეცინა.
თავი მაღლა ასწია და ჟურნალისტს შეხედა.
-მერე, წლები რომ გავიდა, ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა - სადღაც წავიკითხე „კაცებად არ იბადებიან, კაცები იზრდებიან“- ნუ გმირების ამბავში თუ, რაღაცის ამბავში, მოკლედ ...
მიშო და ილო ბავშვობაშიც კაცები იყვნენ.
ალალი, მართალი და უსაშველოდ ძლიერი კაცები.
ჩვენ ყველას გვეამაყებოდა, მათნაირებმა ჩვენ რომ აგვირჩიეს ძმაკაცებად.
კაცებში და ბიჭებში უფრო ... იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ ასაკში, რომელშიც უფრო ბიჭი ხარ, ვიდრე კაცი ... ამ დეტალს ისეთი სიმძაფრით აღვიქვამ კანი გეწვის ხოლმე. „ძმაკაცს“ ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც ოჯახს და როგორც სამშობლოს. ხის და ნაყოფის იდეაშია საქმე, „მითხარი შენი მეგობარი ვინ არის“ -ამ გაცვეთილი და ბანალური ფრაზის უგულვებელყოფას, თუ იწყებ დროდადრო ხდები ის რაც არ გინდოდა რომ ყოფილიყავი, იმიტომ რომ ხომ გესმით, ცუდი საზოგადოება რყვნის კარგ ჩვევებს.
და სადღაც, რაღაც ამბავში თავით გაჩრილი, რომ აღმოაჩენ შენ გვერდით კაცები დგანან, ნამდვილი და მართალი კაცები, ხვდები რომ გაქ მიზეზი იმისთვის ღმერთს მადლობა უთხრა შენ რომ რაღაც ძალიან კარგის ნაწილი ხარ ...
იმ დღეს კეკე ჩრდილელი ნაკლებად სერიოზულ ტრამვას გადაარჩინა და თვითონ დაკოჭლდა.
სერიოზული მოტეხილობა ყოფილა, ერთხელ თქვა კიდეც ზუსტი დიაგნოზი, მაშინ ძალიან მთვრალები ვიყავით და ვერც ერთმა დავიმახსოვრეთ, ან იქნებ ... შეიძლება ილიკოს ახსოვდეს.
ილიკოს ემახსოვრება.
მაგიტომაც თქვა ერთხელ და ისიც მთვრალმა, ყველამ გავიგონეთ, მაგრამ მხოლოდ იმას დაამახსოვრდა, ვინმაც უფრო სერიოზულ ტრამვას გადაარჩინა.
-ყველაზე ძალიან როდის იგრძენით სიამაყის გრძნობა?!
-ჩემმა მეგობარმა, ცვატა ჯამარაულმა ხმამაღლა რომ წაიკითხა „ყივჩაღის პაემანი“ იმ საზოგადეობაში სადაც ეგონათ, რომ ხმის ამოღებას ვერ გაბედავდა.-გაეღიმა მამაკაცს.
-ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი გაკვეთილი თქვენს ცხოვრებაში ...
-ლია მეტრეველის გაკვეთილზე, ჩემ კლასელ დათა ჯანხოთელს თემის დაწერა ჰქონდა დავალებული, თემა ჩვენმა მეორე მეგობარმა ლაშა ყორღანაშვილმა დაუწერა ლიზაკო მდინარაძის ელემენტებით ... ქართულის გაკვეთილზე სერიოზული ხმით გააჟღერა მოსაზრება, რომ ვაჟა ფშაველას „ფიქრი ტემზის პირას“ იდეალური ნაწარმოები იყო არაგვდალეულების საქმიანობის აღსაწერად. და რომ ილია ჭავჭავაძემ თავის „გამზრდელში“ იდეალურად გაშალა მეოცე საუკუნეში ერეკლე მეორეს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძვლები - ადამიანში ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით.
-როდის მიხვდა, რომ მასხრად აიგდეს?!-სიცილი ძლივს შეიკავა ჟურნალისტმა.
-ქალბატონ ლიას სასწრაფო რომ გამოვუძახეთ.-თავი დააქნია დამაჯერებლობისთვის.
-რისი გახსენება გიჭირთ ყველაზე ძალიან?!
-ალბათ ყველაფრის.
-მართალია, რომ ლიზაკო მდინარაძის ქორწილი თქვენ ჩაშალეთ?
-ლიზაკოს მარტო მე ვეძახდი.-გაეცინა უფრო თავისთვის.-ექვსი წლის წინ გაგიკვირდებათ და ეგ პრივილეგიაც მქონდა, მაგრამ არა, მე არ ჩამიშლია. ზედმეტად შეუფერებლი წყვილი იყო.
-სურვილი გქონდათ?!
-რომ არ მქონოდა, ახლა შვილებიც ეყოლებოდათ.-გააჟრჟოლა მისსავე პასუხზე.
-გრძნობთ აგრესიას თქვენს ხმაში?
-რთულია ივერზე სხვაგვარად ისაუბრო.
-გაიგეთ, რომ ისინი ერთ თვეში ქორწინდებიან?!
-აზრი მაინც არ შემიცვლია.
-თქვენგან როგორც ბიზნესმენისგან ეს არ არის მიღებული ტონი ... ადამიანის მიმართ ვინც ეკონომიკის სამინისტროში ...
-მე ბიზნესმენი იმ იდეით არ გავხმდარვარ რაღაცის სანაცვლოდ ვინმესთვის რამე მომეთმინა. ბიზნესში მიყვარს იდეა, სადაც ფულს შენ მართავ და არა პირიქით. ივანე ივერი, ჩემთვის ყოველთვის მდინარაძის შეცდომა იქნება და სხვა არაფერი.
-ასე თავისუფლად საუბრობთ სხვის პირად ცხოვრებაზე, დისკომფორტს არ შეუმქნის ეს ყოველივე ელისაბედ მდინარაძეს, როცა წაიკითხავს?!
-იმედია ყველაფერს არ დაწერთ ...
-დასაწყისში ახსენეთ რომ თქვენი მეგობარი არის, გწამთ ქალის და მამაკაცის დედმამიშვილური დამოკიდებულების, მაშინაც კი როცა ისინი სისხლით ნათესავები არ არიან?
-მეორედ ეგ კითხვა აღარ დასვათ, ძალიან შორს ხართ და ძალიან ცდებით.-უსიამოვნოდ შეიშმუშნა მამაკაცი.
-„ქალის და მამაკაცის მეგობრობისთვის დაღამებას თქვენთვის ხელი შეუშლია?!“-თავი არ აუწევია ჟურნალისტს ფურცლებიდან, ისე თითქოს სახელს და გვარს ეკითხებოდა რესპოდენტს.
-რას გულისხმობთ?-სკამზე შესწორდა შეწუხებული.
-ვფიქრობ, ზუსტად იცით რასაც ...
-ინტერვიუ დასრულებულია დღეისათვის საკმარისი ...
-ბატონო დაჩი, ბედნიერება რა არის?!
-ანუ?!
-თავი ყველაზე ბედნიერად როდის იგრძენით?!
-როცა პირველად მოვედი სახლში სამსახურიდან დაღლილი.
-რა იყო თქვენი პირველი სამსახური?!
-სატვირთოებიდან ტვირთს ვცლიდი.-გაეღიმა გულწრფელად.
-პირველი ხელფასი?!
-ვარდისფერი კედები ვიყიდე.
-რა არაორდინალური გემოვნება გქონიათ იმ დროის მამაკაცის მოდასთან შედარებით.-ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ.
-ჩემთვის არ მიყიდია.-ეღიმებოდა დაჩისაც.
-როგორ გადაგიხადეს მადლობა?
-არ გადაუხდიათ.
-შანსი რომ გქონდეთ რას გაიმეორებდით, კვლავ?!
-ისევ დავცლიდი სატვირთოებს, ისევ ვიყიდდი ჩემი სკოლის ქუჩაზე ფუნთუშებს ლაშასთან ერთად, ერთით მეტს და ისევ ... გავაკეთებდი ზომაზე უფრო ტკბილ ჩაის.
-მეგობრებისთვის?
-უფრო საკუთარი თავისთვის.
-ქალის და მამაკაცის მეგობრობისთვის დაღამებას ხელი შეუშლია?!-კითხვა კვლავ გაიმეორა და დაჟინებით დააშტერდა მამაკაცს თვალებში, რომელიც მრისხანებისგან დაჭიმული იჯდა სავარძელში.
-მეგობრობისთვის ალბათ შეუშლია, დედმამიშვილობისთვის არასდროს.
-ლიზა მდინარაძე თქვენი მეგობარი იყო?!
-მორჩა!
-იცით ყველაზე რთული კითხვა რომელია?!-გაეღიმა გოგონას.
-რომლის პასუხიც აშკარაა, აქედან დამეკარგეთ!-ჩაისისინა გაწბილებულმა, სკამიდან წამოდგა და კაბინეტი თავად დატოვა.


ელისაბედ მდინარაძის ჩვენებაზე უამრავი ცნობილი სახე ირეოდა ერთმანეთში.
ხალხის ზღვა ნაკადი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა.
-რთულია კონკურენცია გაუწიო, როცა ხედავ როგორ ამყარებს ახალ სტანდარტებს ძალიან ვიწრო შესაძლებლობებით ძალიან დიდ არეალში.- შამპანიურის ჭიქას ტაატით არხევდა ერთ-ერთი სტუმარი ხელში და მოსაუბრეს ზედაც არ უყურებდა იმის ფიქრით, იქნებ სადმე თავად ელისაბედი დაენახა.
-განსხვავებული ამასთან ძალიან მარტივი ხედვა აქვს, რაღაც ძალიან რთული კონსტრუქციის ძალიან მარტივად მოტანის დიდი ნიჭი აქვს, ვერავინ დაუკარგავს და ვერავინ უტოლდება. დააკვირდი, ყველა შტრიხი მარტივია, იმდენად რომ იფიქრებ ... ახლა რომ დავჯდე და ხელში ფანქარი ავიღო ამას მეთვითონაც დავხატავო, დაჯდები იშრომებ და აღმოაჩენ რომ ახლოსაც ვერ ხარ!- დამაჯერებელი ტონით საუბრობდა მეორე და თვალს არ აშორებდა მონიტორზე გამოჩენილ ძველი კოლექციის ჩვენებებს, რომლებსაც შოუს დაწყებამდე უშვებდნენ ორგანიზატორები.
-ეგ არი, „ყველაფერი გენიალური მარტივია“, მდინარაძეს ის აქვს რაც არავის სხვას, თავმდაბლობა.
-ბოდიში, მაგრამ ეს რა შუაშია მის დიზაინთან?!-მესამე ჩაერია ორის საუბარში.
-თქვენ ... -დაბნეულმა ქალმა ახლოდან შეათვალიერა ნაცნობი სახე.
-დიახ, განაგრძეთ.
-მდინარაძის ხასიათის ეს თავისებურება იკვეთება მისი ნამუშევრების უბრალოებაში, ვერ ნახავთ ვერც ერთ თვალისმომჭრელ კაბას, ფერებს ისე არჩევს, რომ წითელიც ვერ ტრაბახობს თავისი ტონალობით, ეს იცით რას ნიშნავს?! ყველაზე მედიდური ფერიც კი ცდილობს თავაზიანად მიესალმოს მფლობელს და უთხრას „შენ კი არა - მე უნდა მოგიხდე შენ.“ ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს ... დააკვირდით ფერთა შეხამებას, არაფერი განსაკუთრებული და ამავდროულად არაფერი იაფასიანი. თავმდაბლობაც ხო ასეთი თვისებაა ?!-გაეღიმა ქალს მოკრძალებით.- თავს არ იწონებს, მაგრამ რა ცოტას აქვს?! ნარჩევი სამკაულივით.
-გასაგებია ...
-რა საინტერესო ხედვა გაქვთ, ნეტა თავად ლიზას თუ შეუხედავს თავისი სამოსისთვის ასე მრავალფეროვნად?!-გაეცინა უცხოს.
-იცოდით რომ მდინარაძეს ხელოვნების არც ერთ გაკვეთილზე არ უვლია სკოლაში?!-ახლა სხვა ჩაერია სამის საუბარში და ერთ-ერთის მკრთალი ჩაცინება არაფრით შეიმჩნია.
-კიდევ რა იცით ლიზას შესახებ?!-დაინტერესდა ერთი.
-თავმდაბალი ნამდვილად არ არი.-სიცილი ვერ შეიკავეს ახლად მისულებმა და უცნობები მარტო დატოვეს.
-მაინც რამდენი ხანი გავიდა, შენი ბოლო ვიზიტიდან?!-თვალებში მონატრება ცრემლებად ჩაღვროდა ილია ერისთავს.
-ექვსი წელი და რამდენიმე დღე ...-ხმაში ტკივილი ისე უჩანდა ცვატა ჯამარაულს ერისთავმა მორიდებით დახარა აწყლიანებული თვალები.
-არ გეზედმეტა ?!-თავისი ხმა ძლივს ესმოდა ილიას.
-ცოდვაზე მძიმე მაინც არ იყო, მაინც ვერ გადამწონა.
-შენმა ცოდვის ვერ მონელებამ რამდენი დაგვღუპა, ცვატიკ?!
-„ვერ მონელებამ?!“-გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში ძველ მეგობარს ცვატა ჯამარაული.
-ხო, აბა ცოდვა ვერ გვეპატიებია ვინ გეგონეთ, ვინ ვიყავით?!-გაეცინა ილიას და უკან მომავალ მიშო მდივანს თვალებით შეეგება.
-ინგლისის თემთა პალატას ჩვენგან სალამი!-დამძიმებულ მხრებზე ხელი გადახვია ცვატა ჯამარაულს და ილიას თვალი ჩაუკრა.-რას შვრები, ცვატიკ ელისაბედი არ დაგენანა, ბიჭო?!
-ვინ არი ელისაბედი ...-სხვა სცენარის მოლოდინში სხვა რეალობამ დააბნია ცვატა.
-შენი, ელისაბედი.
-ჩვენი მდინარ ...
-რა მდინარაძე, შენი ... უინძორი.
-კაი,რა!-გაეცინათ ბიჭებს ცვატას უნებურად დახრილ თვალებზე.
გაფიქრებაც გაუჭირდა, მათ გარეშე როგორ გაძლო ამდენი წელი.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და დაჭიმული სხეული ძლივს დაიმორჩილა.
-რომ გაჟონოს ამბავმა, ინგლისიდან თითქმის სულხან-საბას წოდება ვანიკო ივერის გამო დათმე და გამოიქეცი, ელისაბედს ჩაი გადაცდება ბუკინგემში.-სიცილით ორად იკეცებოდა დათა ჯანხოთელი.
-მოკვდა, ბიჭო, ეგ!-მიაძახა უკან მომავალმა ლაშა ყორღანაშვილმა.
-ლონდონის თემთა პალატას, ჩვენგან სალამი!-დაჩის ხმაზე ყველამ უკან მიიხედა და ლურჯი ვილვეტის პიჯაკში გამოწყობილ მეგობარს არეული ემოციებით სავსე მზერა შეანათეს.-მე თუ მკითხავ, შეცდი. ახლა არ იყო წამოსვლის დრო, ცოტა უნდა დალოდებოდი ... მერე დაჭირდებოდათ ვინმე ჩერჩილის დონის კაცი და შენც წამოიწყებდი პარტიულ ბრძოლას დემოკრატებთან.
-იხუმრე?!-არაფრით შეიმჩნია ცვატამ როგორ აეწვა სხეული მონატრებისგან.
-კი.
-გავიცინოთ?!
-არა. ბრიტანულ იუმორზე მარტო ინგლისელები იცინიან, თქვენ სოლოლოლაკელი ოროსნები ხართ საიდან სად მოხვედრილები, ელისაბედმა უწყის.
-მოკვ ...
-მაგიტომაც უწყის, ლაშა!-გაეცინა დაჩის და მეგობრებს მოავლო მზერა.
-მთელი ექვსი წელი ერთმანეთი არ გინახავთ და დერეფნის ბოლოდანაც კი იგრძნობა რა ცოტა დროა ექვსი წელი იმისთვის რომ ოდესმე გაზრდა გეღირსოთ ამხელა კაცებს!-ნაცნობი ხმას ნიკოტინის მკრთალი ხრინწი გარეოდა.
ყოფილი მეუღლის გვერდით ადგილი დაიკავა კეკე ჩრდილელმა.-ჯერ არ გამოუჭერიათ?!-ირგვლივ მიმოიხედა ქალმა.
-არა, პაპარაცები უღებენ ყველა კუთხეს, სადაც შუქი არ ანათებს და შეიძლება რომ ლიზა იმალებოდეს ჩაჩუცქული. რომ ეპოვათ გავიგებდით.-ღიმილით მოათვალიერა იქაურობა ყორღანაშვილმა.
-აქედან ყველა დაჩისთან მივდივართ და დეტალურად განვიხილავთ ამ ამბავს.-საქმიანი იერით წარმოთქვა მიშო მდივანმა.
-ივერი არ დაგინახავს?-ცვატამ შეუმჩნევლად უჩურჩულა ილიკოს.
-არა, არ გამიკვირდება საერთოდ რომ არ გამოჩნდეს.
-რატო ეგეთი დაკავებული კაცია?!
-ლიზა არი ნაკლებად ეპატაჟური და ამიტომ.
-ეგეც არი, ხო.



-დღეს ძალიან ლამაზი ხარ.-მორიდებით ამოიჩურჩულა ცოლის გვერდით მჯდარმა და თავი როგორც შეეძლო ისე ჩაქინდრა.
-გაიგონებენ და ...
-ყველას თავისი სინდისი აწუხებს ამ მომენტში.
-ჩემ გარდა!-სკამებში ჩაცუცქულ ლიზა მდინარაძეს რომ მოჰკრეს თვალი ყველას ერთდროულად გადაუარა სიცილის ტალღამ.
-ეგ „დონა კარანის“ კაბა გადააგდე ნაგავში!-სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა კეკე ჩრდილელი.
-გაგიჟდი გოგო?! დედაჩემმა მიყიდა მეორადებში, ან სად იპოვა ან ჩემთვის რატო გამოიმეტა ... დილით თავზე დამადგა და ამაყად განმიცხადა, ან ამ კაბით გამოხვალ ჩვენების ბოლოს და მადლობას მომიხდი ცხრა თვე მუცლით რომ გატარე ან არადა სამემკვიდრეო სიიდან ამოგშლიო ...-ამოიწუწუნა და სათითაოდ გაუხსნა თასმები ბიჭებს ფეხსაცმელებზე.
-მეტი საქმე არ გაქვს გადარეულო?!-აყვირდა ლაშა ყორღანაშვილი.
-ამოაჭერი გნოლს აპენდიციტი, ჰიპოკრატეს სირცხვილო?!
-შენ ხო ხარ კოკო შანელის ალალი ბიძაშვილი.
-მულიშვილი,პაკა, ბანძი ხარ. რა არი დაჩი რა გაცვია, სად იპოვე ეს ლიონელ მესის დაწეპებული ბლისწიკები?!
-სად დაინახე ახლა აქ ბლისწიკები.-ღიმილი ვერ შეიკავა დაჩიმ.
-აჰ, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის სტატუსი ლაპლაპებს.
-თქვენ, უკაცარავად, ექსკლუზიური კადრები არ გინდათ?! როგორ იმალება ელიზაბედ მდინარაძე თავის ჩვენებაზე!-წინ მდგარ ჟურნალისტებს მიმართა დაჩიმ.
-კამერა წამოიღე !-აყვირდა ჟურნალისტი.
-გეხუმრათ, გოგონა ... აქ არავინ არის.-იცინოდა კეკე ჩრდილელი და კულისებში შემძვრალ ლიზას თვალის ჩაკვრით ანიშნებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, დაჩის ნერვები წარმატებით მოუშალეს.
მწერლის გაყინული თითებიდან, სპეტაკ ფურცელზე კალმით დაღვრილი სითბოსავით უჩვეულო იყო იმ წელს ლიზას სამოსი.
ნაჭერის თითოეული დეტალი მოდელის ტანზე ისე იყო დამუშავებული, როგორც კლასიკოსის თითოეული კალმის მოძრაობა კარიერის შედევრში.
თეთრის შერწყმა მელნისფერთან ისეთ გამოკვეთილ კონტრასტს აძლევდა მაყურებელს, როგორც ამ საქმის პროფესიონალები ამბობდნენ სახასიათო უბრალოებით აღფრთოვანებულს ტოვებდა ყველა მოდის კრიტიკოსს.

დამთავრდა თუ არა ჩვენება ბოლოს, მაღალი გოგონა გამოჩნდა კაბაში, რომელიც აშკარად არ იყო „დიზაინერისთვის“ შესაფერის კაბათა შორის მოწინავე რიგში, მაგრამ იყო დედისგან, რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა დანარჩენს გოგონასთვის მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭებოდა.

დედისთვის მიძღვნილი პატარა ჟესტით, რომელც მხოლოდ მას და დედამისს ესმოდათ მადლობა გადაუხადა უამრავი კამერის წინაშე, თავი დაუკრა და ისევ კულისებში დამალულმა საბოლოოდ ამოისუნთქა.
ისე როგორც მწერლები ისვენებენ, „დასასრული“-ს წერისას.

გასასვლელთან იდგნენ ვერც ერთი პოულობდა ადგილს.
-სანამ ჟურნალისტები ბუზებივით დაგვსევიან ჩავსხდეთ ჩემს მანქანაში და აქ დაველოდოთ ლიზას.-ჩაერია საუბარში ცვატა.
-მართალია, ყველა ვერ ჩავეტევით ...-დაეთანხმა კეკე ცვატას.
-ჩავეტევით, შენ და ლიზა წინ დასხედით ჩვენ უკან მოვთავსდებით.-კოსტუმი ხელის მარტივი მოძრაობით გაიხადა და დიდი სიფრთხილით მოახურა ყოფილ მეუღლეს შიშველ მხრებზე.
-მოიცა, რა. სად ჩავეკუჭოთ ამდენი ...
-ამდენი წარჩინებული პიროვნება „არმანის“ კოსწუმებით,ხო?!-გაეცინა მიშოს და ჯანხოთელს ისე უბიძგა ავტომობილში ჩასაჯდომათ დათამ თავი ძლივს შეიკავა რომ არ წაქცეულიყო.
-ფრთხილად, ხო ფრთხილად!-აწუწუნდა უკვე სავარძელზე მოთავსებული.-მიყოლებით ჩასხდნენ დაჩი, ლაშა, ილიკო,ცვატა და თავად მიშო მდივანი.
-დავიგუდე, კიდე დიდხანს უნდა გელოდოთ?!-აკივლდა საჭესთან მჯდარი ლიზა მდინარაძე და უკან არსებულ განუკითხაობას სარკედან დააკვირდა- ილიკოს „ოიდიპოსი“ გაკლიათ და ეგ არი, ექვსი წლით და რამდენიმე თვით უკან ... ვითომ არაფერიც არ მომხდარა.-ჩაილაპარაკა, კეკეს თვალი ჩაუკრა და მანქანა მაღალი სიჩქარით გაიყვანა მიმდებარე ტერიტორიიდან.
-საიდან გაჩნდა?!-ხაოდა უჰაერობისგან ფერდაკარგული ყორღანაშვილი, რომელსაც თავზე ასხდნენ დათა ჯანხოთელი და ილია ერისთავი.
-ჩემი „ვერსაჩეს“ კოსტუმი რომ დამეკუჭოს, დაგიკუჭავ სახის ძვლებს, ხელები გააჩერე!-განწირულ ხმაზე გაჰყვიროდა დაჩი ზანდუკელი და მიშოს შემოტევებს გმირულად უმკლავდებოდა.
-სოლოლაკი ტირის ასეთი თხა როგორ გავზარდე პროვინციელმა ვერსაჩემ გააგიჟაო!-ახარხარდა საჭესთან მჯდარი ლიზა.
-ისეთი თავმდაბალია ამოგვაძრო სული დაცინვაში!-კიოდა ერისთავი.
-მიაჭირე გაზს, დავიგუდე კაცი!-ისმოდა ლაშას განწირული ხმა.
-ბოდიში, ყველა „ქალაქელ ლიზაკოებს“ ვერ ატარებს.-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დაჩიმ და ფანჯარა ჩამოსწია.
-რა თქმა უნდა, ეგღა მაკლია ყველამ მატაროს!-ცხვირი აიბზუა, დაჩის ბინასთან გააჩერა და ძრავი გამორთო.
არავინ გარხეულა.
დაბლიდან უყურებდნენ ნაცნობი სახლის ახალ ფასადს და დაჭრილი კინოფირის კადრებივით ახვევდნენ წარსულის მოგონებებს უკან და უკან ...
იქ სადაც ეს ეზო იტევდა ექოდ გაჭედილ ბავშვობის ხმებს ...
„დაჩი ვაგვიანებთ!“
„დაჩი, მეტრეველის წიგნი წამოიღე და წავედით.“
„დაჩი, მაკალათიებს ნუ ათქმევინებ შეეშინდაო, მიდი და უმტკიცე „საროჩკას“ რომ აუთოვებ შვიდი საათი!“
„ვარდო, აღარ აღირსებ?!“
„ე ბიჭო, გალახეს ჯამარაული, დაატოვებინეს მედეა ერისთავს და ააფრინეს გნოლები ყორღანებიდან.“
„დაჩი, დარჩი გავილახეთ უკვე.“
„დაჩი, ოცი ლარი ჩამომიგდე რა ... არც თხუთმეტი?! ათი და მოვრჩეთ ... ეგეთი უქონელი როგორ ხარ ხუთი ლარის ხურდა არ გიყრია ჯიბეში!“
„დაჩი, დაიწყო თბილისი-კიევი გამოდი რა!“
„არშბას ავტოგრაფში ოც ლარს მასესხებ?! კიარ გჩუქნი, გათხოვებ ბიჭო, ოც ლარს რომ მოგიტან წამოვიღებ ... ეგრე რად მინდა ოცი ლარის მათხოვარი კი არ ვარ.“
„დაჩი, წამოდი კეკე მოვიტაცოთ!“
„დაჩი, ჭავჭავაძეზე ხმაურია.“
„დაჩი ...“
„დაჩი კი ან არაო ...“
„დაჩი.“
„.“

-ლიზაკო, ჩემ ადგილას დააყენე და ... სად წავიდა?!-თვალები გაუფარდოვდა ზანდუკელს.
-ასული იქნება და გვიცდის.-ჩაეცინა კეკეს, ცრემლები შეიწმინდა და ავტომობილიდან გადავიდა.


-რამდენი ხანია ამოძვერი?!-გაეცინა კეკეს და კიბის საფეხურზე მჯდარ ლიზა მდინარაძეს მაღლიდან დააცქერდა.
-რამდენი ხანია რაც სიგარეტს ეწევი?!
-მიშოს მერე ... არ მიხდება ხო?!
-როდის იყო ვინმეს უხდებოდა?!
-ხომ არიან ქალები რომ იხდენენ?!-უღიმღამოდ გაეცინა კეკეს.
-ქალები სიგარეტის მოწევას და ბილწსიტყვაობას ისევე ვერ მოიხდენენ როგორც კაცები მაღალქუსლიანებს და კოქტეილებს.
-ამ კიბეზე რამდენჯერ ამოვსულვართ სათვალავი რომელს აგვერევა ნეტა პირველს?!
-შენ უფრო ... მე დათვლილი მაქვს.
-რომელი უფრო დამნაშავე ხართ მე დღემდე ვერ ვხვდები ...
-შენ.
-მე ვიგულისხმე შენ და ...
-შენ. -ხმა გაუწყდა ლიზას.
-რა ...

ლიფტი გაიღო და ბიჭების ხმაურმა წამიერად გაფანტა ჰაერში გაჟონილი წარსულის შემხუთველი აირი.
სამზარეულოში ხის მრგვალი მაგიდის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ და მორჩილად ელოდნენ როდის დაასრულებდა თითოეულისთვის დაჩი ჩაის დასხმას.
-ეს ფინჯნები ისევ გაქვს?!-ფრთხილად შემოატარა საჩვენებელი თითი ჭიქის ზედაპირს კეკემ და იგრძნო როგორ შემთხვევით შეეხო ყოფილი ქმირს აკანკალებული მუხლი თავისას.
-მე ყველაფერი ისევ ისე მაქვს ... -გაეცინა დაჩის და ილიკოს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ნანიკო სად არი?!-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა დაჩი ლიზამ რომ გააწყვეტინა.
-მიაკოსთან ერთად პარიზში.
-იქ რა უნდათ?-ჩაერია ილია.
-მიაკო იქ სწავლობს, გაცვლითი პროგრამით წავიდა და დედაც გაჰყვა, რა.
-ვახ, ახლა მერამდენე კლასში იქნება?!-თვალები გაუფართოვდა ილიას.
-მეხუთეში, მეექვსეში გადადის.
-მერე ხდება ამ ასაკში ეგეთი ამბები?!-ჩაერია დიალოგში დათა.
-ამათ სკოლას აქვს იქ თავისი ფილიალი, უფროსწორად აქ არი ფილიალი და მათ ვინც ფრანგული სალაპარაკო დონეზე კარგად იცის და რაღაც ტესტს აბარებენ კარგ ქულებზე მიჰყავთ, კარგად მეც არ ვიცი.
-მაგარია, ბავშვი რამდენ რამეს ნახავს ცხოვრებაში, აზრზე ხარ?!-გაეცინა ბედნიერ ილიკოს.-ვაიმე, მიაკო და პარიზი, თუ მჯეროდეს!
-გახსოვს ზურგზე შემოჯენილს რომ დავატარებდით ყველგან?-ღიმილი მოეფინა სახეზე ჯანხოთელს.
-მე ლილიკოს მეძახდა, ლილიკოს - ილიკოს.-სიცილი აუვარდა ერისთავს.-ახლა ჩამაკოცნინა გემრიელად, მეტი მართლა არაფერი არ მინდა.
-ახლა ალბათ აღარც ვემახსოვრებით.-ჩაილაპარაკა კეკემ და თავი დახარა.
-რატომ მგონია, რომ თქვენ აქამდე უკვე იყავით აქ?!-სახლის ინტერიერის თვალიერებას რომ მოეშვა მზერა მის ირგვლივ მეგობრებს მოავლო და უცნაური ემოციით გაჟღენთილმა მშვიდად დასძინა ლიზა მდინარაძემ.
-რატომ გგონია?!-გაეცინა დათას.
-არ ვიცი, ასე მგონია.-ჩაი მოსვა და გაქცეული ღიმილი ვერ დაამაგრა სახეზე. მშვიდი, მოზომილი ნაბიჯებით წამოდგა და ნიჟარასთან მისულმა ფინჯანში ჩასხმული ცხელი სითხე მთლიანად ჩაცალა ნიჟარაში.-დიდი ხანია შაქრიანს აღარ ვსვამ.-თქვა გარკვევით და ამასთან ჩუმად, მხოლოდ დაჩისთვის და მაინც ყველას გასაგონად.
-ჰო?!-ჩაიცინა დაჩიმ და ძლივს შეიმაგრა თავი რომ არ დაენახა, როგორ ეტკინა.
-ჰო. ნუცა როგორ არი?!-კეკეს ისე მიმართა ცვატასთვის არ მოუშორებია მზერა.
-არაუშავს, კარგად.-ჩაილაპარაკა კეკემ.
-მეხმიანება ხოლმე, ცვატას ამბებს მეკითხება.-ჯამარაულის ხველება უმალ დააიგნორა და მიშოს გადმოხედა.-თეა დეიდა როგორ არი?!
-არაუშავს, კარგად.-ღიმილი ვერ შეიკავა ლიზამ მიშოს გამომეტყველებაზე.
-მეხმიანება ხოლმე, კეკეს ამბებს მეკითხება.-კეკემ აწითლებული სახეზე ხელები აიფარა.
-შენ ყველასთან გქონია კონტაქტი,აბა!-გაცინება სცადა დათამ.
-შენ გარდა,-მზერით აგრძნობინა არ ეცინებოდა,-შენ გარდაც,-ახლა ილიკოს მიუბრუნდა,-შენ ... გარდაც!-და ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინ გახლდათ ბოლო.-ერთხელ უნდა გაგებედა დედაჩემისთვის საყვარელი ტკბილეული შენი პაციენტების ნაცვლად შენ მოგეტანა, მაგრამ, მადლობა რომ გახსოვდით და არ დაგავიწყდით.-ამოილაპარაკა უფრო თავისთვის ვიდრე ვინმეს გასაგონად და ლაშა ყორღანაშვილის აწითლებულ ლოყებზე ის ბიჭი გაახსენდა ერთგულად რომ უხსნიდა ბიოლოგიის ჩინურ გაკვეთილებს სახლის გზაზე.
-კიდევ ვინ გეხმიანებოდა წარსულიდან?-ვერაფრით შეიკავა თავი დაჩიმ და კეკეს დაქაჩული თვალები ისე დააიგნორა, როგორც დათას მოჭერილი ხელი მკლავზე.
-ჩემი მომავალი ქმარი.-მშვიდად წარმოთქვა ლიზამ და ფინჯანში ცხელი სითხე თავიდან ჩამოასხა.-რადგან ყველა აქ ხართ, მართალია არ ვიცი როგორ მოხდა ეს ამბავი, მაგრამ მოდი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენებ და ქორწილში დაგპატიჟებთ.
ვერავინ გაბედა დაჩისთვის შეეხედათ.
იჯდა მდუმარედ და გაყინული უმზერდა კედელს.
ცარცის ფერი დასდებოდა სახეზე და სძულდა ფაქტი, რომ ღირსი იყო იმ ღამის, რომელიც უკვე ღამდებოდა სახლში, საიდანაც მალე ისევ წავიდოდნენ და ისევ მარტო დარჩებოდა ფიქრებთან მებრძოლი.
-ლიზა, დარწმუნებული ხარ?-ხმა ძლივს დაიმორჩილა ლაშამ.
-რაში, გნოლიკ?!-მშვიდად გაეღიმა ლიზას.
-ვანიკოში.
-ბევრი იცი ბავშვობიდან იბრძოდნენ თავიანთი სიყვარულისთვის?!-ყველა გრძნობდა ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები.
ის კი ვისაც ეკუთვნოდა, იტანდა ყველა სიტყვას, ტყვიასავით ცხელს და ცოდვებივით მძიმეს.
-ვინც მე ვიცი, ისინი ახლაც იბრძვიან.-გაეღიმა ლაშას, თვალები დაეხუჭა ზანდუკელს მეგობრის სიტყვებზე და მის გვერდით მჯდარი ცვატას ღიმილზე.
-რას შვრებიან?!-გაეცინა ლიზას.
-იბრძვიან.-არ დაიხია უკან ყორღანაშვილმა.
-რიგდებით?!-კეკეს და მიშოს ისე გადმოხედა, თითქოს ფიქრის დონეზეც არ დაუშვა, რომ ეს სიტყვები სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა ამ ოთახში.
-ჩვენ ... არა.
-აბა, შენ?!-ახლა ცვატას მიაპყრო მზერა.-როგორ?! არ არსებობს! აი, თურმე!-სახეგაბადრული უცაბედმა მხიარულებამ მოიცვა.-მეც არ გამიკვირდა რატომ შეიკრიბა ასე ყველა ერთად-მეთქი?! მე რატომ არ გამაგებინეთ? ნუ, კარგი ... რადგან ჩემთან მოხვედით ჩვენებაზე და ისევ ერთად ვართ, არაუშავს.-ხელი უდარდელად აიქნია და ცვატას გვერდით, დაჩის პირისპირ დაიკავა ადგილი.-მომიყევი, როგორ გადაწყვიტე?!
ისეთი აჟიტირებული ჩანდა, ცვატამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-ნუცამ იცის?!-ახლა კეკეს მიუბრუნდა.-გინდა ჩემ ქორწილში ისე დავგეგმოთ, რომ ვითომ სრულიად შემთხვევით ...
-არ იცის.-ამოიხრიალა ცვატამ და დაჩის მზერა შერცხვენილმა მოარიდა.-ჯერ მეც არ ვიცი კარგად.
-კარგი რა, რა ცოდნა მაგას უნდა?! კაცმა ინგლისიდან აქ იმისთვის ჩამოხვედი, რომ რაღაცები კიდე არ იცოდე?! ცვატა, მორჩი რა. დაფიქრდი, აი, შემომხედე და დაფიქრდი, რას იზამდა თვრამეტი წლის ცვატა?!
ამ სიტყვამ ყველას ყურები ისე მოჭრა, თითქოს ოთახში გამაყრუებელი წუილის ხმა მხოლოდ ლიზას არ ესმოდა.
ვეებერთელა ტკივილი ისე ჩამოწვა როგორც ღამის ნისლი.
-თვრამეტი წლის ცვატას რომ სცოდნოდა ისე შეეშლებოდა, როგორც შეეშალა, ალბათ ნუცას საერთოდ არ გაიცნობდა და ვიცხოვრებდით ყველა ტკბილად და ბედნიერად.-გული ჩაწყდა თითოეულს ჯამარაულის სიტყვებზე.
-არც გარეთ გასულმა ადამიანმა იცის აგური თავში დაეცემა თუ არა, მაგრამ გადის, ხო?!-გაეღიმა ლიზას.-მთავარია სწორი ნაპირი იპოვო, მერე სწორი ღუზა და მორჩა, ეგ არი შენი ნავსაყუდელი. მეტი არაა საჭირო, დამიჯერე. თუ უყვარხარ შეცდომებითაც ეყვარები.
-ექვსი წლის მერეც?!-თითქოს დაჩის სიტყვები გააჟღერა ცვატამ, ერთიანად დაიძაბა ყველა.
-ექვსი წლის მერეც. რა შეიცვალა?! უფრო სიმპათიურები გახდით, შემდგარი კაცები ხართ, აი, შემომხედე მე. გახსოვს დაჩის დაბადების დღეზე კედები რომ გამეხსნა?!-ისეთი სიმსუბუქით გადაიკისკისა დაჩის სისხლი მოაწვა შუბლში.-შემომხედე, ცვატა. ახლა ჩემს კედებს, კაბებს, მაისურებს და შარვლებს ხალხი ჩემსავე მაღაზიებში ყიდულობენ და ახლა მაქვს იმის საშუალება რომ ვალი დავუბრუნო მაიკო დეიდას. ის ვარდისფერი კედები შენახული მაქვს იცი?! მგონია რომ მათზე ლამაზი არაფერი მცმია, დედაჩემსაც კი არ წყინს ეს ფაქტი. კეკე, იცოდი რომ ვანიკომ პირველად რომ დამინახა თურმე ეგ კედები მცმია. -ეგონა კანი დაუსკდებოდა იმ სიმხურვალისგან, რომელიც შიგნით დანთებულ ცეცხლს ჰქონდა. იწვოდა ცოცხლად საკუთარი ცეცხლის ალში და ნატრობდა, იქნებ ის ჩასუნთქვა ბოლოც ყოფილიყო, ოღონდ ეს სიტყვები არ გაეგონა.
-ეგ კედები მაიკოს ...-ყელში გორგალი გაეჩხირა ცვატას.
-მაიკო, როგორ არი, რამდენი ხანია არ მინახავს!-შუშის თვალებით დააჩერდა დაჩიმ მეგობარს და შეზარა ტკივილმა ცვატას თვალებში.
-მოდი ყველა ერთად შევიკრიბოთ, რა?!-დაიწუწუნა ლიზამ.-ჩემთან ამოდით, ლილიკო ვახშამს გააკეთებს.
-კაი აზრია.-თემის გადასატანად ყველაფერზე წავიდოდა დათა ჯანხოთელი და ოთახში მდგარი ნებისმიერი ადამიანი.
-ძალიან კარგი ...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ტელეფონი რომ აზუზუნდა. სწრაფად წაეტანა გრძელი მკლავით მობილურს და უპასუხა.-ჰო, წამოვედი, შენ ახლა მიხვედი?! რომ მითხარი ბევრი საქმე მაქვსო?! კარგი, არაუშავს. არ ვარ შორს, სახლში მივალ და დაგირეკავ. კარგი ...-და მერე სადღაც, გაპარული ხარვეზივით, ამოიბუტბუტა - „მეც“- და დაინახა როგორ დააჭირა ზანდუკელმა ქუთუთოები ერთმანეთს მთელი ძალით.
დაიშალნენ.
იმ ღამით აღარაფერი უგრძვნია გულის ტკივილის გარდა.
იჯდა და უყურებდა ოთახში კედლის ნაცვლად ჩასმულ უზარმაზარ გამჭვირვალე ჩარჩოს, სადაც ხელოვნების ნიმუშივით ეკიდა გოგონას გაცვეთილი კედები.
უყურებდა და ფიქრობდა, იქნებ არ ღირდა კიდეც ეს ყველაფერი.
ტელეფონზე დედამისის ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდა ქალი ყურმილს.
არ უპასუხეს.
ალბათ ეძინა.
გათიშა და ცვატას ძველი ნომერი გაჭირვებით აკრიფა ახალ მობილურში.
-ჰო.-გაისმა ჯამარაულის ხმა.
-ვფიქრობ და ვერ ვხვდები ...
პასუხად დუმილი რომ მიიღო განაგრძო.
-იმდენად დიდი იდიოტი ხარ, რომ დაელოდები როდის გაგითხოვდება?!-ჩაეცინა უფრო სიმწრისგან.-ვზივარ და ვფიქრობ, ნეტა ახლა შენ ადგილას ვიყო, ნეტა ახლა შენი ცოდვა მქონდეს მხრებით საზიდი, ნეტა ვიცოდე, რომ მივიდე კარს ვინმე გამიღებს ანდაც ვიცოდე იმ კარს იქით მარტო დამხვდება. რა გაჩერებს, ცვატა?! ახლა ასე უშფოთველად რა გაჩერებს?!
-როგორ უძლებ, დაჩი?!-ხმა ჩაუწყდა ჯამარაულს.
-ვერ ვუძლებ. მეზიზღება ჩემი ამდენად დამნაშვე თავი და დამიჯერე, მესმის შენი.
-არ გაბედო.
-ახლა მართლა შვება იქნებოდა აქედან წასვლა და სამუდამოთ თქვენი დავიწყება.
-არ გაბედო!-შესძახა ზომაზე უფრო ხმამაღლა.-შენ შენი ლიზა გეწვის, მე ყველა თქვენგანი. მე დაგშალეთ, მე დაგანაწევრეთ, არ გაბედო-გესმის შენ!? ღირსეული კაცი რომ იყოს, გეფიცები იმ ნუცას თავს ხელებს დაგამტვრევდი, ვის უთმობ, ბიჭო მკვლელს?! არ გაბედო, დაჩი! გეფიცები, მთელი ცხოვრება ისე ინანებ თითებს დაიჭამ.
-მკვლელებსაც ხომ აქვთ უფლება სიყვარულის?-გაუსაძლისი და უფრო ნაცნობი ტკივილი იგრძნო ცვატამ მეგობრის ხმაში.
-შენ ის სიტყვები დაგავიწყდა, რაც იმ ღამით გითხრა?!-მტკიცე იყო ცვატა.-რას მეუბნები კაცმა, რომელიც ლიზას მანქანაში, ძალით ჩატენილს ვინ იცის რას უპირებდა სიყვარული იცის რა არი?! შენ ლიზას სიტყვები დაიჯერე დღეს?!
-თავი გამისკდება.
-ადექი, ჩაიცვი და დროზე ჩემთან გადმოდი.
-ღამის სამი საათია, დაიძინე, სხვას. ...
-დროზე ადექი და ჩემთან გადმოდი, დედაჩემიც გიცდის.
-აუ, აუ ... მე გავაღვიძე?!
-არა, მე არ დავაძინე.
-დაჩი ...-გაისმა ტელეფონში მაიკოს მშვიდი ხმა.-დე, მალე გადმოდი ყავა გაცივდება.
-ვიცმევ!-გაეცინა დაჩის და ელვის სისწრაფით წამოხტა საწოლიდან.

თხუთმეტ წუთში ცვატას სახლში იყო.
კარზე სასწრაფოდ დააკაკუნა და კარში გამოჩენილი ქალი მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-ჩემო დაკარგულო!-თითქოს ტუქსავდა ისევ ისე ძველებურად და მაინც დედასავით ტკბილი იყო მისი მოფერება დაჩისთვის.
-მაპატიე, მილიონი ბოდიში მაქვს მოსახდელი.
-დედები შვილებისგან ბოდიშებს არ ელოდებიან, დაჩი.-გაეცინა ქალს და სამზარეულოში მჯდარ წარბაწეულ ცვატას გადმოხედა.-უი, უი, როგორი ეგოისტია!
-მე მარტო ილიკოსთან ვიყოფ შენ მშობლობას-მეთქი, ვთქვი ერთხელ!-ამპარტავნული იერით მოსვა ყავა და დაჩის ანიშნა გვერდით დამჯდარიყო.
მთელი ღამე ლაპარაკობდნენ.
ძველ ამბებს იხსენებდნენ.
ლიზას ყველა სიტყვას, ყველა ქცევას ისე აანალიზებდნენ, როგორც ომში წასასვლელ სტრატეგიას.
მაიკო მალევე გაუშვეს დასაძინებლად და თავად განაგრძეს ლაპარაკი.
-ყველა სიტყვით გითხრა, რომ გელოდებოდა.-გაეცინა ცვატას.-ქალები ეგეთები არიან, ამბობენ კი-ს და შენ უნდა მიხვდე რომ ეს ნიშნავს - არას და პირიქით.
-შენი აზრით იცის?!
-ჩემი აზრით უნდა გაიგოს.
-ვერ მივალ და ვერ ავუხსნი, რომ მკვლელს მიყვება ცოლად.
-მაშინ მე ავუხსნი რას გპირდებოდა მისი დამპალი საქმრო წლების წინ.
-რომ არ დაგვიჯეროს?!
-ვის ჩვენ?!-თვალები დაექაჩა ცვატას.
-ნუცაზე დაფიქრდი.
-არ მინდა ნუცაზე ფიქრი, ძლივს თავი ცოცხალ ადამიანად ვიგრძენი თქვენი დანახვით, შემეშვი რა.
-ორი წამი წარმოიდგინე ის რომ დაინახო რა დაგემართება.-გაეცინა დაჩის და ყავა ბოლომდე დალია.-ვერ ვხვდები როგორ გავძელით ასე უყველაფროდ ეს ექვსი წელი. როგორ არავინ არ გამოჩნდა სხვა, ჩვენ ცხოვრებაში. შენ იპოვე ვინმე?!
-სად, ინგლისში?!-ჩაეცინა ცვატას.-ვინც ვიპოვე ეგენიც ვერ შევინარჩუნე, სხვას როგორ წავპოტინებოდი.
-ადამიანური მომენტია, ბუნებრივი მოთხოვნილება რომ გყავდეს ახლოს ადამიანები, ვისაც ...
-ნუცას მერე ქალი არ დამინახავს. გჯერა?!
-მჯერა.
-ჯობია როგორც არი ისე დავტოვო. მშვიდად თავის პეტერბურგში.
-ვერ ყოფილა მშვიდად, ლიზასთან თუ რეკავს შენი ამბის გასაგებად, მე არ ვიცი ... შენ ადგილას ახლა აქ კიარა პეტერბურგის გზაზე ვიქნებოდი ფეხით გაქცეული.
-ორი ქუჩის მოშორებით გყავს და ვერ მირბიხარ.
-ვიცი არ მეკუთვნის და მაგიტომ.
-მე მეკუთვნის?-ჩაიცინა ცვატამ.-მიშოს ეკუთვნის? ვინ ვის ეკუთვნის საერთოდ, ვინ ვართ ისევ ამ უფლებებით დარჩენილები?! არც ერთს არ გვეკუთვნის არაფერი, რაც მეორესთან ასოცირდება. ქალისთვის როგორ შემეხედა, ვიცოდი, ჩემი ჩემს გაცნობას ნანობდა ყოველ ღამით.
-არ ეტყობა სინანულის არაფერი.-გაეცინა დაჩის.
-ნუ მაქეზებ, დაჩი, არ გამოგივა!-სიცილში აჰყვა ცვატაც.
-შევცდით. ყველა ადამიანურად, ბანძად, მძიმედ კიდე როგორ ...
-არაკაცურად.
-ყველა არაკაცურად შევცდით ერთმანეთთან და მაინც გამოვიდეს ნებისმიერი და თქვას რომ ჩვენზე უკეთ იცის სიყვარული, ძმობა და გატანა.
-რაში გამოიხატება, ლაშას გამო მაკალათიებს თავი რომ აცემინე დაწყებითებში?!-სიცილს არ წყვეტდა ცვატა.-ფეხმოტეხილი ზურგზე მოკიდებული რომ ამიყვანე ნუცასთან პაემანზე და კართან გველოდებოდი ბლომანჟეს ჭამას როდის მოვრჩებოდით?! „ყივჩაღის პაემანი“ რომ წავიკითხე და ბოლო სტროფი შენ რომ შემახსენე ისე რომ ჩვენ ორის გარდა ვერავინ გაიგო რომ შემეშალა?!
-გახსოვს აპრილში რომ მოთოვა?!-წარსულის გახსენებით ბედნიერების ჟრუანტელს ბოლომდე ისისხლხორცებდა ზანდუკელი.-ჩემი ქურთუკი ლიზას რომ მივეცი და მთელი გზა, რიგ-რიგობით მახურავდით თქვენსას?! ჩემთვის მაგაში გამოიხატება, ბებიაშენის პენსია ჩემი ფილტვების ანთებას ისე რომ მოახმარე, არ გიკითხავს არც ბებიაშენისთვის და არც დედაჩემისთვის. დაკოჭლებულ მიშოს „დიდოსტატს“ ლოგინში ჩაწოლილს ძალით რომ უკითხავდი, მაგაში გამოიხატება. ლაშას კალორიებზე დაცინვის გამო მთელი ჭავჭავაძის უბანი რომ ცემე ისე რომ არ დაფიქრებულხარ, იქ შეიძლება შენც მოგხვედროდა მუშტი სახეში, მაგაშიც. დედაშენის თავს ილიკო ერისთავს დღემდე, დაუფიქრებლად რომ უყოფ, როგორც ძმა ძმას, ამაში ვჩანვართ, რომ არ ვიყავით ჩვეულებრივი გაგებით მეგობრები და არ ღირს, რამეს და თუნდაც ექვს წელს მივცეთ მაგის უფლება, დაცემულები, ერთმანეთთან შერცხვენილები, არაკაცობის და წითელი ხაზის ქვეშ დარჩენილებმა არ ვცადოთ.
-ვცადოთ, რა?!-მონუსხული ისმენდა მეგობრის სიტყვებს ცვატა.
-გვერქვას ისევ კაცები, ღირსეული, წელში გამართული, მართალი, სუფთა და ლაღი სინდისის მქონე კაცები. შენ თუ ვინმე იცი უშეცდომო დადიოდეს ამ ქვეყანაზე, მოიყვანე ჩემთან და მე გაჩვენებ, რომ არ არი უშეცდომო.
-მაინც როგორ?!-გაეცინა უფრო მშვიდად და უფრო ლაღად.
-ვკითხავ ოდესმე შენთან თუ უძმაკაცია.
-კაი, ახლა.-გაეცინა ხმით ცვატას.-თუ არ უძმაკაცია?!
-მაშინ შენნაირთან თუ უძმაკაცია.
-ქურდთან?!-სევდამ მოიცვა ჯამარაულის სახეზე ღიმილი.
-კაცთან, რომელმაც ქურდობა აღიარა, ბოდიში მოიხადა და ეს შეცდომა იმდენჯერ მიიტანა ღმერთთან საპატიებლად მოწოლილი ლოდის სახით, რამდენჯერაც ბოროტმა გაახსენა მისი ქურდობა.
-დაჩი.
-შენ კაცი იმიტომ კიარ იყავი, რომ უშეცდომოდ გაიარე შენი გზები, შენი შეცდომისთვის ბოდიშის მოხდა არ დაგზარებია არასდროს. ამას ბევრი მამის გვერდით გაზრდილი ვერ სწავლობს.
-სულ მაგას ცდილობდი, რომ ჩემი შეცდომა გაგენეიტრალებია არადა ...
-რა გაგინეიტრალო, ქურდობა?! მიშოს შერცხვენა შენ გვერდით!? ნუცას დამხობილი ოცნებები? მე შენ რა უნდა გაგინეიტრალო, ცვატა?! მე თუ არ მიქურდია, რა შენზე უკეთესი გავხდი?! რა მე არ დამინგრევია ჩემი საყვარელი ქალის ოცნებები?! რით გამოვდექი ვარ შენზე უკეთესი?
-შენ არ ყოფილხარ დაშლის მიზეზი ...
-და ვიყავი, ვინ თქვა რომ არ ვიყავი?! მეც ვიყავი, კეკეც, მიშოც, ლაშაც, დათაც, ილიკოც ... ლიზაც. ყველა ვიყავით. ჩვენ თუ შენზე უკეთესები ვიყავით, რატომ დავიშალეთ?! რომელმა ვიბრძოლეთ და რომელმა არ შევეგუეთ მოცემულობას?! არც ერთმა. ამას ვგულისხმობ. ყველას ერთად ძალიან მძიმე და ცუდი ამბავი მოგვივიდა. და თუ დღეს არ არი ბოლო დღე ჩვენი ცხოვრების, მაშინ არ გვაქ მიზეზი არ ვიბრძოლოთ ხვალინდელისთვის, ხო გახსოვს?!
-მახსოვს.
-მაშინ შენ იცი, ახლა რაც უნდა გააკეთო.
-ვიცი.
-თვრამეტი წლის ცვატა კაცი იყო, ოცდაცხრის ხარ ... ყველაფერი წინ არი.
-ლიზა რომ გათხოვდეს მერე?!
-მე არ მოვიყვან ცოლს.-გაეცინა დაჩის.-ასე ვეტყვი „მაპატიე“-ს თავისი სხვა კაცზე გათხოვების ერთი მიზეზი მეც რომ ვიყავი.
-შენ ხვდები რას იძახი?!
-და რა, შენ ვერ ხვდები?! ნუცა არ დაკარგო, მანამ სანამ ცხოვრება არ გაგაგონებს მისი პირიდან წარმოთქმულ „მეც“-ს სხვა კაცისთვის ნათქვამს. მწარეა, მე მაგაზე მწარე სიკვდილის შიშიც არ განმიცდია იმ ღამით, რომ გავიგე თხოვდებოდა.
წამოდგა, ცვატას ხელი მხარზე დაადო და სახლი დატოვა.

-დე მირეკავდი?!-გამთენიის ხანს დედის ზარმა გამოაფხიზლა დივანზე მჯდარი ზანდუკელი.
-ჰო.
-ხო კარგად ხარ, დაჩი რა ხმა გაქ?!
-ლიზა თხოვდება.
-შენი?!
გული შეუქანდა დედის კითხვაზე.
მძიმედ გადააყლაპა ნერწყვი და ძლივს ამოაყოლა სევდა.
-ხო.
-მერე?!
-ვაპირებ რომ ...
-დაჩი!-შესძახა ქალმა.-რას ქვია, შვილო აპირებ?! აპირებ, კი არა აკეთებ, პროცესში ხარ, მითხარი რომ უკვე იცი როგორ გააჩერო.
-დედა, სინამდვილეში უნდა გეთქვა, შეეშვი მაგ გოგოს და ვინმე სხვა მოძებნეო.-სიცილი ვერ შეიკავა ზანდუკელმა.
-შენ მაგ გოგოს გარდა ცოლად სხვას რომ არ მოიყვანდი, თვრამეტი წლის იყავი, რომ მივხვდი და გავაანალიზე. შენს უცოლოდ დარჩენას, მირჩევნია ერთი ქორწილი ჩაიშალოს შენ ხარჯზე.
-ლილიკო, რა ცოტა განსგტერული წინადადება თქვი?!-უკვე ხმით იცინოდა აჟიტირებული, თითქოს ყველაზე საიმედო დაიგულა გვერდით.
-დაჩი, გინდა ჩამოვიდე?! მიაკოს დავუტოვებ მისი კლასელის მშობელს და წამოვალ.
-არა, მიაკოსთან დარჩი, მე ყველაფერს მოვაგვარებ.
-მამაშენმა ეგ რომ თქვა მამაჩემის სახლიდან მომიტაცა.-გაეღიმა ლილის.
-მოტაცებით ვერ მოვიტაცებ, აღარ ვარ მაგ ასაკში.-იცინოდა დაჩი.
-იცი რას გეტყვი?!-თვალები დააწვრილა ლილიკომ.-ახია ლიზიკოზე, ჯერ არ გაუმწარებიხარ საამისოდ, მოიტაცებ კი არა შემევედრები დედამისთან დარეკვას და მთელი ქვეყნის შეზანზარებას.
-ლილი, რომელი საათია მანდ, საიდან ამხელა შემართება?!
-მე სულ ასეთი შემართული ვიყავი, როცა შენგან სწორი წინადადებები მესმოდა.
-ანუ თუ მოსატაცებლად წავიდა ამბავი, უკან არ დავიხიო?!-სიცილს ვერ იკავებდა დაჩი და კანში ვეღარ იტევდა საკუთარ თავს.
-უკან დაიხიო, კი არა, ჩემი იმედიც კი უნდა გქონდეს!
-რას იზამ, რო?!-ფეხზე წამომდგარმა ბედნიერმა მოავლო ხედს მისი ფანჯრიდან თვალი.
-ბებიაშენმა რომ მაჩუქა, მაგ ბეჭედს ჩამოვუტან ლიზას და ბოდიშს მოვხუდი, ამდენი რომ ალოდინე.
-დედა.
-სწორ გზაზე ხარ, მხოლოდ ღირსეულად იარე!
-ჰო.
-დაჩი.
-ჰო, დედა.
-კარგი ბიჭი ხარ.
-მაიკოს, ირმას და დანარჩენებს დაურეკე, გელოდებიან.
-ხო?!-გაეცინა ქალს.
-ჰო.
გაუთიშა.
დაწვა და დაიძინა.

-დაჩი!-აივნის ღია კარიდან შემოდიოდა ნაცნობი ხმის გამაყრუებელი ძახილი.
თავი ძლივს წამოსწია ბალიშიდან და გაბრუებული სახით დააჩერდა საათს.
-დაჩი!
-რა .. რა ...-ამოილაპარაკა ნერვებმოშლილმა.
საცვლების ამარა გავარდა აივანზე, საიდანაც ნათლად ჩანდა შავ სპორტულებში გამოწყობილი მიშო მდივანი.
-დაგრჩა რამე?!
-აეწყვე დროულად, ნახევარ საათში იწყება.
-რა იწყება?!-სხეულში ნაცნობი ჟრუანტელი უვლიდა ზანდუკელს.
-აუ, რა და - „რა კარგი ხარ სიყვარულო“ - ტექსტის და მუსიკის ავტორია ეკა ბერიძე, ასრულებს ჩვენი ინსტიტუტის სტუდენდი დათო მგალობლიშვილი!- გაეცინა მდივანს
-ე ბიჭო, გაიტანა ბათუმის „დინამომ“ გოლი და გინებისთვის მაინც მიმასწრებინე, ჩამოდი რა! - შავი სედანიდან თავი გამოჰყო დათა ჯანხოთელმა.


კიბეზე ბავშვური სიანცით შეპყრობილი ჩარბოდა.
-გამოდი, რა! მენდელსონის მარში ხოარ ჩაგირთოთ რა ტაატით მოდიხარ!-აყვირდა მდივანი.
-მარტო თქვენ ხართ?
-არა, მესხი, ყიფიანი და სლავა მეტრეველი გვისხედან მანქანაში, ვის ელოდებოდი?!
-თქვენც არ გელოდებოდით.-მხრები აიჩეჩა და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი.

სტადიონამდე ისე იარეს არც ერთს ხმა არ ამოუღია.
რაღაცის დასაწყისი იყო.
სამივე გრძნობდა და არც ერთი აფუჭებდა ვერ გარისკული სიტყვებით მომენტს.

ტრიბუნებზე მისულებს ერთმანეთის მიყოლებით რომ დაუხვდნენ ყორღანაშვილი, ერისთავი, ჯამარაული, მდინარაძე და ჩრდილელი - სიცილი ვერც ერთმა შეიკავა.
-რა ანგარიშია?!-არაფრით შეიმჩნია გასული წლები მდივანმა და კეკეს გვერდით დაჯდა ამაყად, ჯოხი მუხლებს შორის მოიქცია და თვალები დააწვრილა ფეხბურთელების ყურებაში.
-ჯერ ფსიქოლოგიურ უპირატესობაში ვუგებთ მარტო.-მხრები აიჩეჩა ლიზამ.
-ეგ როგორ იყო?!-გაეცინა მდივანს და ერისთავს ხელიდან აართვა მზესუმზირა.
-„მე უკეთესი სთორი ავტვირთე ინსტაგრამზე“ - აი მაგაში ჯობნის თბილისი დინამოს მეოცე ნომერი ბათუმის მეკარეს.
-ოდესმე ბათუმის მეკარეც გადაიღებს კარგ სელფს!-ამაყად დააქნია თავი ჯანხოთელმა და ყორღანაშვილს ისე აუქნია ხელი თვალებთან ლაშამ ყვირილი ვერ შეიკავა- შენ თავს გეფიცები ბურთმა ჩაგიქროლა, ვერ დაინახე?! აუ, ნეტა ვინ დაიჭირა?!- და ოსტატურად დაიწყო უკანა ტრიბუნებში „ბურთის დამჭერის ძებნა“.


-მე მაინც მგონია, რომ ბათუმის დინამო ჩვენ დინამოს არასამართლიანად მოექცა ...-ბურტყუნებდა გასასვლელში მდგარი კეკე და ლიზას თმებს მორჩილად უწნიდა.
-მე თუ მკითხავთ, ბათუმმა თბილისს ყოფის აუტანელი სიმსუბუქე „დაუმძიმა!“-თავი დააქნია დამაჯერებლად ყორღანაშვილმა და ჯანხოთელის მანქანაში პირველი ჩაჯდა.
-შენ შექსპიროლოგიაზე ჩააბარე თუ სამედიცინოზე, რა ყოფა და სიმსუბუქე, რამე მიტოზი და მეიოზი მოიყვანე თემატურად, არაფრის აზრზე როგორ ვერ მოხვედი, ბიჭო?!- სიცილი აუვარდა დათა ჯანხოთელს და ლიზას ხელებში ესროლა მანქანის გასაღები.
-შენ რომ ჩააბარე საერთოდ ეგეც გასაკვირია!-მხრები აიჩეჩა ლაშამ და კეკეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაშველა იმის დასტურად, რომ „ჯანხოთელის დამცირება“ შედგა.
-რატო ვითომ?! ხო არ დაგავიწყდა, რომ უნარებში შენზე მაღალი ...
-სკალირებით აიღე ჩემზე მაღალი ქულა!-შესძახა ლაშამ, რომელსაც ამდენი წლის შემდეგაც ვერ მოენელებია ეს უსამართლო ფაქტი- „რატო ვითომ“ და იმიტომ რომ სად შექსპიროლოგია და სად მილან კუნდერა, შე „გრიგოლ ხანძთელში“ სიძვის დიაცზე არ გასაცილებელო კაცო!
-ლიზიკო, კიდე ნერვები რო აწყდება არ ღადაობ?! -ახარხარდა დათა და ლაშას მოქნეულ ხელს ოსტატურად ააცილა თავი.
-ილიკო, შეყავი თავი დავიღალე ვააჰ!-ერისთავს თავზე წამომდგარი მდივანი შეწუხებული სახით დაჰყურებდა ორად მოკეცილ ილიას, რომელიც ჯანხოთელს ეჯდა კალთაში.
-აუ, მდივანი ჩაუჯექი ზანდუკელს, მომწყდა ფეხები შენი თრევით!-აყვირდა ყორღანაშვილი ლაშა და მთელი ტანით აეკრო მანქანის მინას.
-რა არი ბიჭო ბაბუამ (იგულისხმება კეკეს ბაბუა) ისე დაგსტრესა ეგზისტენციალიზმის პონტში ჭამა დაიწყე?!-ხაოდა ზანდუკელი, მდივანის მძიმე სხეულის ზედ დაწოლისგან შეწუხებული.
-ასაკში შედის და წონაც თავისებურად ემატება, თქვენსავით მოშრიალე ლერწამს კიარ გავს!-გაამართლა მეგობარი ლიზამ.
-მოშრიალე რასო?!-აღმოხდა ჯანხოთელს და ილიკოს მთელი ძალით უბიძგა წინ გადაწეულიყო, როგორმე სუფთა ჰაერი რომ შეესუნთქა.
-ლერწამიო ...-გამოეხმაურა მეორე კუთხეში მიკუჭული ჯამარაული.
-მაგისგან შაქარს არ აკეთებენ?!-იკითხა ლაშამ.
-მოშრიალე ლერწამს რომ შეგადარებენ და შაქარი გაგახსენდება ლაშა ხარ ყორღანაშვილი, აბა რა ხარ!-სიცილისგან გამწვანდა ერისთავი.
-სად მივდივართ?-იკითხა ჯამარაულმა და ფანჯარა ჩამოსწია რომ ესუნთქა.
-ზანდუკელის კაბინეტი უნდა ავიტაცოთ!-ამაყად წარმოთქვა ჩრდილელმა.
-რაო?!-წამოიწია დაჩი.
-შენ და ის ლადო, ხო ნორმალურია?!-ჩაერია ჯანხოთელი.
-ყორყანაშვილზე.-მოკლედ მოუჭრა დაჩიმ. ყველასთვის გასაგები იყო წინადადების შინაარსი.
-რას ნიშნავს ყორღანაშვილზე ნორმალური ანუ ... რა გინდა თქვა ... რო რა?!
-შენ არ ხარ ნორმალური, ლაშა. -მშვიდი, სერიოზული ხმით დასძინა დაჩიმ.
-მე?! -შეიცხადა ყორღანაშვილმა.-გაჩვენებთ მე თუ არ ვარ ნორმალური!-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა 80კმ/სთ- ით მიმავალი მანქანის კარი რომ გამოაღო და კალთაში მჯდარი ჯამარაული სიკვდილის თვალებში რომ ჩაახედა.
-ლიზა ჩაუკეტე კარები, ამას პაციენტები მოაკლდა და ჩვენ გვგვზავნის რესპუბლიკურში!-ახარხარდა ერისთავი.
-ცირკაჩების ადგილი კაკრას შენი სამსახურია და ჩემ რესპუბლიკურს თავი დაანებე!-ტუჩები დააწვრილა სასაცილოდ ლაშამ და ილიას მოქნეული ხელისგან ატკიებული კეფა დაიზილა.
მანქანა ჭავჭავაძეზე, ოფისის წინ გაჩერდა და იქიდან ზუსტად შვიდი ადამიანი გადმოვიდა.
გაოცებულმა დაცვის წევრებმა ძლივს იცნეს თავიანთი უფროსი.
-ბატონო დაჩი ... -მიირბინა ერთ-ერთმა. -დილით გიცდიდით, მაგრამ ...
-ბათუმის დინამომ გადაგვიარა სახეზე, არ ღირდა ბოლომდე დარჩენა პირველ ოცდახუთ წუთში უნდა მივმხვდარიყავი რომ თათბირზე ჯდომა ჯობდა იმ საცოდაობის ყურებას, მაგრამ ეგ არაფერი ... ეგეთები გადამილახავს?! რა ხდება?!
-ბატონი ლადო გელოდებოდათ კაბინეტში.
-ახლა სად არის?!
-სავარაუდოდ ისევ იქ არის ...
-რომ არ ეზარება!-თავი გადააქნია დაჩიმ და შენობის კარი გააღო.
-ხალხი ისე უყურებს ვითომ თეთრი სპორტულები კი არა აბაზანის პირსახოცი ჰქონდეს მოხვეული და ისე მოდიოდეს. -ჩაიფრუტუნა ჯანხოთელმა.
-ნაცრისფერი აცვია. -სიცილი აუვარდა ლიზას.
-შესაფერისი სამყარო აირჩია თავისი დალტონიკობა რომ გადაფაროს!-თავი დამაჯერებლად დააქნია ყორღანაშვილმა.- დეპუტატისთვის ყველაფერი ან შავია ან თეთრი. აბა რა?! ცხოვრება ომია, დავით! მგელი უნდა იყო.
-აპენდიციტს ამოგაჭრი.-კბილებში გამოსცრა დათამ.
-ძალიან გთხოვ დაეტიე შენ კანონებში და კოდექსებში, გერევი?! ნუ აწუხებ ჰიპოკრატეს სულს შენი მდარე იუმორით.
-ჰიპოკრატე შენ შეაწუხე ფიცით რომ დაუკავშირე ცხოვრება არალეგალური წესით!
-რომელი არალეგალური ... ლიზა, რა უნდა?!
-ას დოლარად ნაყიდ დიპლომს გაძახებს ირიბად, რატო ვერ მიხვდი?!-სიცილი აუვარდა მდინარაძეს.


-მე მაინტერესებს რას უნდა მივაწერო შენი ეს თავხედური გამოხტომა, შენ გააფრინე ადამიანო?! კადრების უფროსთან მარტო დარჩენილს უცაბედი კლაუსტროფობია რომ მეწყება, არ იცი?! -ოთახში შესული არ იყო დაჩი უკვე ყვიროდა ლადო.
-ვლადიმერ, ათამდე დაითვალე და დაიწყე ...-პირდაპირ სკამისკენ წავიდა დაჩი და უკან შემოყოლილ, ჯამარაულს, კეკეს და მდივანს ხელით ანიშნა სადმე დამსხდარიყვნენ.
- ... ცხრა ... ათი ... უშანგიმ განაცხადა, რომ წლევანდელ ახალწელს პრემიები ვერ დარიგდება, ყველაფერი იმის ბრალია რომ საიდუმლოთ გადაურიცხე დინამოს ... ესენი ... დაჩი, გამარკვიე საქმის კურსში!
-ჩამაყენე საქმის კურსია ეგ!
-ჰოდა მე გამარკვიე!
-გაიცანი, ლადო ... ქართველი ჩერჩილი - ცვატა ჯამარაული, დამაჯერებლად ოროსანი და არც ეგეთი სიმპათიური როგორიც ჩანს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ქალიშვილი, დიდი კარლო ჩრდილელის შვილიშვილი და უბრალო სოლოლაკელი მდივანის ყოფილი მეუღლე კეკე ჩრდილელი ... უბრალო სოლოლაკელი ყმაწვილი - მიხეილ მდივანი, დანარჩენები თავადაც მოაბამენ თავს ... გარდა იმისა რომ პრემიებს ვერ ეღირსებით დამსახურებულად, სხვა რა პრობლემა მძვინვარებს ჩემს თავს?!
-ჟურნალისტი!
-აქ არი?!-თვალები გაუფართოვდა დაჩის, დაჩის ქაღალდებში თავჩარგულმა ჯამარაულმა და დანარჩენებმა, რომლებიც ნივთების თვალიერებით იყვნენ გართული სწრაფად რომ წამოსწიეს თავები.-მთელი ეს დრო აქ იყო?!
-მანონის შეეცოდა და შენ აბაზანაში დაძინების უფლება მისცა.
-აბაზანა გაქვს?!-თვალები გაუფართოვდა ჯამარაულს.
-რა იყო, ბუკინგემში ტუალეტი დაგამადლეს სულხან-საბა?!-სიცილი აუვარდა ერისთავს.
-მოიცა, ჩემ აბაზანაში სძინავს?!-შესძახა შეშფოთებულმა ზანდუკელმა.
-მანონი ვინ არი?!-სიტუაციაში ვერ გაერკვა ლიზა.
-ის ვინც ყოფნა არ ყოფნას წყვეტს ამ კომპანიაში. -ჩაიბურტყუნა ლადომ. -ჩვენი დამლაგებელი. ეგეთი თვალებით სულ ტყუილად მიყურებთ,-უდარდელად აღნიშნა ლადომ -ამ კომპანიაში მანონის უფრო დიდი გავლენა აქ ვიდრე დაჩი ზანდუკელს.
-გადაჭარბება რომ არ არსებობდეს შენ გამოიგონებდი!-აღმოხდა ზანდუკელს, რომელმაც ძლივს გამოსტაცა ყორღანაშვილს ხელიდან ალექსანდრე არშბას ავტოგრაფიანი სურათი.
-მოვყვე ბოლოს რა ჭამე მანონის „ხათრით?!“-წარბები აწკიპა ლადომ და რომ გაიაზრა მხრებზე გოგოები ჰყავდა ჩამოკიდებული ლოყებაღაჟღაღებულმა თავმომწონედ დაიწყო ...-მოკლედ ერთი ჩვეულებრივ დღე გათენდა, მოვედი სამსახურში და რას ვხედავ ...
-ლადო, წადი გააღვიძე ის გოგო!-შესძახა დაჩიმ.
-ოდესმე აუცილებლად დამპატიჟეთ ყავაზე, დაჩიკოზე ისეთ ამბებს მოგიყვებით ...
-ვლადიმერ!-თვალები დაექაჩა დაჩის.
-ხო, ხო მივდივარ! უჟმური აგეკიდა გურიაში, უშანგის შვილის ქორწილშითქო რომ გეუბნებოდი არ მიჯერებდი, აჰა!
-შენ და ეს ტიპი, ვინ არი?!-იკითხა ორ წამიანი დუმილის შემდეგ ცვატამ.
-არ აქვს ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა, დადე ეგ ბურთი იმბეცილო, უტა გიგანის ხელმოწერითაა!-შესძახა შეშფოთებულმა დაჩიმ და ლამის ხელებში ეცა ლაშას.
-გამარჯობა ... -ოთახში ყველას ყურადღება საშუალო ზომის, წითურ გოგონაზე გადავიდა, კარში იდგა ლადოსთან ერთად და მოკრძალებით უღიმოდა ოთახში მყოფთ.- მე მოვედი რომ ...
-ლადო, კაბინეტში არავინ შემოუშვა, დღეს არ ვმუშაობ.- სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა დაჩიმ და თავი დახარა იმის ნიშნად, რომ ლადოს შეეძლო გასულიყო.
-როგორც იტყვი, კუკუნა!-წაიღიღინა ლადომ, გოგონას მსუბუქად უბიძგა წინ და კარი ხმაურით დაკეტა.
-ბოლოს რაო?!-ყბაჩამოვარდნილმა ყორღანაშვილმა ძლივს ამოილაპარაკა და სკამში მჯდარ გახევებულ ლიზას საერთო ინტერესით გადახედა.
-აბა ყორღანაშვილზეო?!- გადაუჩურჩულა ჯანხოთელმა დაჩის.
-რას ნიშნავს „ყორღანაშვილზეო“, არა გამაგებინეთ, რას ...-წამოენთო ლაშა.
-ყველას გვაქვს ცხოვრებაში რთული პერიოდები, ლადოც პერიოდულ მენტალურ აშლილობას ებრძვის და ნუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ ვამბობ ყორღანაშვილზე ნორმალურია-მეთქი, ზუსტად ამას ვგულისხმობ!
-რას, რას, რას!-აკივლდა ლაშა.
-შენ ქრონიკულად ავად ხარ ეგ პერიოდულად.!-შესძახა დაჩიმ და მზერა ისევ ჟურნალისტზე გადაიტანა. -იმ სტატიას არ დაწერ!
-კონკრეტულად რომელი ნაწილი არ მოგეწონათ?-ხმას არ იღებდა არც ერთი, ყველა ფეხზე მდგარ დაჩის და ჟურნალისტს უყურებდა.
-იცი რომელიც!
-ლიზა მდიანრაძე რომ ...-და დაჩის დაქაჩულ თვალებზე ხმა ჩაუწყდა ქალს.
იჯდა მშვიდი სახით დაჩის სავარძელში ლიზა მდინარაძე და უღიმოდა გოგონას, ისე თითქოს ამ წინადადების არ დასრულება აუწონავი დანაშაული იქნებოდა მის წინაშე.
-რომ?!-ლიზას ხმაზე თვალები დაეხუჭა ზანდუკელს.
-გილოცავთ ქალბატონო ლიზა ბატონ ივანესთან ნიშნობას.-მკრთალად გაუღიმა ჟურნალისტმა დაჩის და მზერა ლიზაზე გადაიტანა.
-რომ?!-მზერა არ შესცვლოდა ლიზას.
-ბატონო დაჩი იქნებ ...
-რომ?!-არ აპირებდა უპასუხოდ დარჩენას მდინარაძე.
-ეს ბატონი დაჩის პირადი ინტერვიუა, სანამ ოფიციალურად არ დაიბეჭედება.
-საერთოდ არ დაიბეჭდება!-ამოილაპარაკა უღონოდ ზანდუკელმა.
-სანამ ბატონი დაჩი ვერ გაანალიზებს, რომ არ აქვს უფლება ჟურნალისტზე მოახდინოს ზეწოლა სტატიასთან დაკავშირებით ... მანამ ვერ ვისაუბრებ ამ საკითხზე, თქვენთან, ბოდიში.
-და რა პრობლემა გაქვს დაჩი ინტერვიუსთან?!-ახლა მზერა დაჩიზე გადმოიტანა მდინარაძემ.
-შენ.-ამოიჩურჩულა და ცვატას გადაქნეულ თვალებზე მიხვდა ჯერ ადრე იყო.-თავხედური კითხვები დამისვა, რაც შეთანხმებული ...
-თქვენმა მდივანმა გამაფრთხილა ყველა კითხვა თქვენს ძველ სამეგობროზე და პირად ურთიერთობებზე დამესვა, თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.
-გააჩუმეთ ეს გოგო ვინმემ, სანამ აქილევსის ქუსლისკენ გაქცეული ისარი შუბლში მოხვდა ზანდუკელს!-ჩაიბურტყუნა ილია ერისთავმა და ფეხი ფეხზე გადადებულმა შორიდან შეავლო ჟურნალისტს მზერა.
-ერისთავის ავტოგრაფს მოგცემ, თუ შემეშვები!-მონახა გამოსავალი დაჩიმ და ანას აფარკლულ ლოყებზე გაანალიზა, რომ გამოიჭირა.
-ვინ არი ერისთავი?!-გაკვირვებულმა ახედა ილიკომ დათას.
-ცოტნე.-ჩაიქირქილა თავმომწონეთ და ლაშას ხარხარზე წარბებშეჭმუხნულმა მიხვდა, რაღაც ისე ვერ თქვა.-თაფლი ხო მაგან წაისვა?!
-ეგ დადიანი იყო, იმბეცილო!
-შემეშვით რა!
-ჰა, ან ქართველი პიტერ ბრუკი ან დამეკარგე აქედან!
-არ მინდა შეგაშფოთოთ, მაგრამ საქართველოში პიტერ ბრუკთან მიახლოვებული ... ა, მე მგულისხმობს?! შე, აფერისტო!-გადაიხარხარა თავმომწონედ და მოკრძალებულად ილიკომ და სავარძელში შესწორებულმა თავი ამაყად ასწია.-ნუ ახლა ...
-არა, არც ავტოგრაფი მინდა და არც თქვენი თანხმობა, მე ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა თქვენს წინაშე ნათლად მოვიხადე, თქვენ არ მეუბნებით რა არ მოგწონთ სტატიაში, საბედნიეროდ მე არ ვარ ვალდებული მხოლოდ ამ მიზეზის გამო დავტოვო სტატია გამოუქვეყნებელი.
-გაასწარი, გოგონა, მე ნანახი მაქვს ამის გაფუჭებული ამბები.-გაეცინა ილიას.
-ანუ?!
-ისე გააკეთეთ, ამ სტატიამ მხოლოდ არასწორი ამბავი გააფუჭოს.
-რას გულისხმობ, ილიკო?!-კანი ეწვოდა მდინარაძეს.
-ისეთს არაფერს, რაც ვინმემ ამ ოთახში არ ვიცით.-გაუღიმა ლიზას და წინ მდგარ ანას თვალი ჩაუკრა.-ჟურნალს პირველი მე ვიყიდი.
-მადლობა.-გაეღიმა გოგონას.
-დიდხანს გიყუროთ?!-აღმოხდა დაჩის და შემხტარ გოგონაზე ილიას სიცილი ვერაფრით დატოვა უპასუხოდ.-თავხედი ხარ, ერისთავო!
-ნუ, ვარ, როდის ვუარყავი?!
გოგონა მზერით გაააცილა ოთახიდან და დაჩის მოუბრუნდა.
-მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იქნები,-გმირულად აიგნორებდა ლიზას თვალებში მოგიზგიზე ცეცხლს.-„და ადგა მეფე დავით, მეფე აფხაზთა ...
-რანთა და კახთა!-გააგრძელა სიცილისგან გალურჯებულმა ცვატა ჯამარაულმა.
-კახთა და სომეხთა მეფისა ...-ხარხარებდა მიშო მდივანი დაჩის სიმწრისგან მომღიმარ სახეზე.
-და შარვანშა და ... აუ მეორეს რა ერქვა?!-ამოიბურტყუნა ჯანხოთელმა და ყორღანაშვილის იატაკზე გაწოლილ სხეულს დანანებით გადმოხედა.-რამექნა, სულ მავიწყდებოდა!
-დეგენერატები ხართ, აი ჩამოყალიბებული, ზრდასრული დებილები.-იცინოდა თავად დაჩიც.-ამხელა კაცები და ...
-იგივე მისწრაფებებით ცხოვრებაში!-სიცილს არ წყვეტდნენ ბიჭები.
-ჩაარტყი, კაი იყო!-იცინოდნენ გოგოებიც და ერისთავის გაშვერილ ხელებს თავისას ურტყამდნენ.

ყველა ნელ-ნელა გაიფანტა ოთახიდან.
ზოგს სამსახურიდან ურეკავდნენ, ზოგს სახლიდან, ზოგს ის რეალობა ურეკავდა, რომელიც აღარ მოსწონდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ უტყდებოდა.



იმ დღეს გული სხვანაირად უცემდა ცვატა ჯამარაულს.
თითქოს რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რასაც მთელი მისი გააზრებული ცხოვრება ელოდა, რომ მოხდებოდა.
მაიკოსთან ერთად იჯდა სამზარეულოში და ყავას სვამდა.
-დე, რა გჭირს?!
-არაფერი, მაიკო.-ტელეფონს ნერვიულად აწვალებდა ხელში.-მაიკო.
-ჰო.
-არა, არაფერი.
-სამსახურიდან წამოხვედი?!-მშვიდი ჩანდა მაიკო.
-წამოვედი.
-ლონდონიდანაც?
-ლონდონიდანაც.
-ანუ ჩემთან რჩები?
-შენთან ვრჩები.
-მაშინ დროა უკვე ...
-რისი, დედა?
-რომ გაიზარდო.
-შენ არ იცი და მე უკვე ვბერდები, მაიკო.-გაეცინა ცვატას.
-თუ ამდენს ხვდები, მაგას რა ჯობია?!-გაეცინა უღიმღამოდ ქალს.
-წავალ, მე. ბიჭებს ვნახავ.
-წადი, ჭკვიანად.
რომ დაიგულა შვილმა სახლი დატოვა ტელეფონი ხელში მოიმარჯვა, სათვალე გაიკეთა და ფურცელზე ამოწერილი ნომერი რუდუნებით აკრიფა.
ჯერ ერთი ზარი გავიდა, მერე მეორე, მერე მესამე ...
-და!-გაისმა გოგონას ხმა და უნებურად გაეღიმა მაიკოს.
-ნუცა.

ის დღე თითქოს არაფრით გამორჩეული, თავის წილ ვარსკვლავებს ქმნიდა ოცნებების უზარმაზარ ცაზე, რის ქვეშაც ადამიანები ერთიანდებოდნენ საერთო და ამავდროულად განსხვავებული ნატვრებით და იმედებად აკიაფებულ წერტილებს ცაზე უყურებდნენ ისე როგორც ბავშვობაში წაკითხულ ზღაპართა დასაწყის ...
„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.“


იმ ღამით კეკეს ზარმა ფხიზელი ძილიდან გამოარკვია.
საწოლზე სასწრაფოდ შესწორდა და ტელეფონზე ნაცნობ ნომერს დააჩერდა.
-რა მოხდა?!-ახლა უფრო ბოხი და მამაკაცური მოეჩვენა ქმრის ხმა ჩრდილელს.
-დავიღუპეთ.
-რამდენად?!-წამოდგა საწოლიდან.
-ნუცას ველაპარაკე.
-და?!
-მიშო, ჩამოდის.
-სად ჩამოდის?
-თბილისში ჩამოდის, მიშო, ნუცა თბილისში იქნება ხვალ საღამოს, გესმის შენ?!
-დავიღუპეთ.-საწოლზე დაჯდა და თავზე ხელი მომღიმარმა გადაისვა.-ცვატას უთხარი?!
-არა. ნუ, ვერა.
-კაი, მოვაგვარებ.
-რას ფიქრობ, ვითომ ცვატამ დაურეკა?
-მოიცა ასე უმიზეზოდ მოდის? ვიფიქრე რამე ოჯახურ ამბავში ...
-არა, არანაირ ოჯახურ ამბავში არ გეგმავდა სამსახურის მიტოვებას და აქ ჩამოსვლას.
-სამსახურის ... რაო, რა თქვი?!
-ძალიან დავიღუპეთ.
-ძალიან დავუღუპეთ კი არა, ხვალ საღამოს რას აკეთებ?!
-ნუცას უნდა დავხვდე აეროპორტში.
-შენ არსადაც არ უნდა დახვდე ნუცას.-გაეცინა ხმით და ცოლის სახის წარმოდგენისას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
-აბა?!
-შენ სახლში უნდა დარჩე და ლიზასთან ერთად მოამზადო ვახშამი.
-ვისთვის?!
-ჩემთვის.
-როგორ?!
-რომ გთხოვო რაღაცას შემისრულებ?!
-უკვე არ მომწონს ...
-შეგიძლია მაშინ რომ გამიკეთე ეგეთი ჩქმერული გააკეთო?!-ტუჩებზე თითი ფრთხილად გადაატარა.-განსხვავებული გემო ჰქონდა.
-ნაღებში გავაკეთე და მაგიტო.-გაეცინა კეკეს, რომ გაიფიქრა რამდენი წლის წინანდელ ამბავს იხსენებდა მიშო.
-ვითომ?!
-ჰო, ბევრი არაჟანში ან რძეში აკეთებს, მე თეამ მასწავლა და ... რას მაყოლებ?!-დედამისის სახელის ხსენებაზე სასიამოვნოდ გასცრა სხეულში.
-ნაღების გარდა კიდევ რა იგრედიენტებია საჭირო?!-იღიმოდა უფრო თავისთვის, სივრცეში გაჭრილი კოსმონავტივით.
-ბევრი არაფერი, მაქვს სახლში ყველაფერი.
-დაჩის რომ უყვარს, წვნიანი, მაგას რა ქვია?!-ცდილობდა დიალოგი გაეწელა და მზად იყო ყველაფერზე ელაპარაკა ამ ქვეყნად.
-ჩაქაფული.-იცინოდა კეკე.
-ეგეც მეორე კერძი. ილიკოს, რომ უყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი, გაქვს ნიგოზი?!
-არ მაქვს, წავალ და ...
-მე გიყიდი. დილით ჩამომიწერე რა გაკლია, მომწერე და ამოგიტან.
-ბაზარში წახვალ ჩემ გამო?! შენ?!-უკვე ხმით იცინოდა კეკე.
-ფასზეც ვივაჭრებ.
-ეს უკვე მსხვერპლია, რომელს შეგვერგება შენი ცოდვით?!
-მე შენ არასდროს მიმიტოვებიხარ, მინდოდა გცოდნოდა.
-მე მიგატოვე შენ და ვერ ვაპატიე ჩემ თავს.
-მე გელოდები, კეკე.
-მე მიყვარხარ, მიშო. ალბათ ისე როგორც არასდროს.
პასუხის გაცემა აღარ ადროვა ტელეფონი გათიშა.
გადაბრუნდა ტიროდა მანამ სანამ ბედნიერს არ ჩაეძინა ოცნებების ცის ქვეშ მომლოდინე ადამიანივით.


ზანდუკელის კარზე მონდომებით ატეხეს კაკუნი.
-ხო, რაა, რაა!-აყვირდა საწოლიდან გადმოვარდნილი დაჩი და ბარბაცით გაემართა მისაღებისკენ.
-ბიჭო, რა არი ამხელა კაცი ხარ, სულ როგორ ეცემი საწოლიდან!-ჩვეულებრივზე უფრო ლაღი იყო მდივანი, ხელში კალამი და ფურცელი ეჭირა და ამაყად მიაბიჯებდა სამზარეულოსკენ, კუდში ადევნებული მძინარე ცვატასთან ერთად.
-რომელი საათია, ორივე მეზიზღებით!-ხაოდა ზანდუკელი.
-ხმა ჩაიწყვიტე და მოწესრიგდი გავდივართ!-სამზარეულოში ყავის მზადებას შეუდგა მდივანი.
-რაჭირს, რაუნდა, რატოა ასეთი უსაფუძვლო შემართებით წარდგენილი დილის რვა საათზე.
-არ ვიცი, გამაღვიძა, ბაზარში კარგი პროდუქტის ყიდვა თუ გინდა დილიდან უნდა გახვიდეო, თავიდან პროდუქტი და ყიდვა ვერ გავიგე და მეგონა რომ საჩხუბრად მივყავდი.-თვალებს იფშვნეტდა ნახევრად მძინარე ჯამარაული.
-რა ბაზარი, რა პროდუქტი, რა კულინარიული მუზა გაგეხსნა ამ დილაუთენია?!-სასაცილოდ აბაკუნებდა ფეხებს დაჩი.
-ბიზნესმენი კაცი ხარ, რას გევხარ, წადი მოწესრიგდი.
-მე რა მაინტერესებს იცი?! ის ორი იმბეცილი რატო არიან თავიანთ საწოლებში და რატომ არ ჯავრობენ დილის რვაზე კარტოფილის ფასს!?-დაწინაურდა ცვატა და ყავას ბედნიერი მზერით გადმოხედა.
-ისინი მუშაობენ, ჩვენ არა.
-ბატონო?!-შეიცხადა დაჩიმ.-შენ იცი მე ვინ ვარ?!
-ვინ ხარ?-წარბები აათამაშა სასაცილოდ მდივანმა.
-რაღაცის ფედერაციის პრეზიდენტი, ხუთასი მილიონი საქმე მაქვს ...
-დღეს ვახშამზე ვართ დაპატიჟებული ჩრდილელებთან, რამდენ მილიონამდე შემცირდა საქმეების რაოდენობა.
-ხუთამდე, ჯერ მითხარი ჩრდილელების მაცივარს ჩვენ რატომ ვამარაგებთ?!-გამოფხიზლდა დაჩი.
-ჩემი ცოლი აკეთებს საჭმელებს და ივერის საცოლე ეხმარება.-თქვა და ტუჩებმოკუმულმა შებრუნდა ნიჟარისკენ.
-ჰოდა, ახტი ახლა და ივერი გაგყვეს ბაზარში.-გაგულისდა დაჩი.
-ივერის საცოლეა, შენი ვინ არი?!-მიხვდა დააშავა და სასწრაფოდ შეუდგა სიტუაციის გამოსწორებას მიშო.
-ვინ არი?!-ტუჩები დაბრიცა დაჩიმ და უაზრო გამომეტყველებით ჯერ მომღიმარ ცვატას გადახედა მერე მიშოს.
-თუ ბაზარში გამომყვები, ცოლი გახდება მე გაძლევ პირობას.
-ეს კაი გასაგებია, მე რა ნამუსით მიგყავარ ჩრდილელების ვახშამზე საყიდელი პროდუქტების გზაზე ბაზარში, გამაგებინე?!
-რამხელა წინანადება თქვი, ბიჭო რა არი, რას წუწუნებთ! თქვენ ესე გინდათ ქმრობა გასწიოთ?! თქვენ იცით ეს რამხელა პასუხისმგებლობაა?!
-რა, ქმრობა, თუ ბაზარში სიარული.
-ორივე!
-კაი, მიდით ძმებო, თქვენ იცით, მე წავალ დაჩის საწოლში დავიძინებ ტკბ ...
-მერაბი გელოდება.
-ვინ არი მერაბი.-ზუსტად იცოდა ვინც იყო, ადგილზე გაყინული არც შეტოკებულა.
-ნუცას ბიძა, კეკეს მამა, ჩემი სიმამრი.-იღიმოდა მიშო.
-შენ რაღაც ძააან ცუდად ბედნიერი ხარ და რა ხდება?!-დაეჭვდა დაჩი.
-კარტოფილი გაიაფებულა დილით გავიგე, წავედით დროზე.
-არა, არა, მე ვერ ...
-ცვატა!-სახე სერიოზული გაუხდა მიშოს.-მენდე, ახლა რომ არ წამოხვიდე მთელი ცხოვრება ინანებ.
-მანდ პირველად რომ მივედი ეგეც ...
-ცვატა!-შეაწყვეტინა ხელის აწევით მდივანმა.-იმ სახლიდან შენზე დამცირებული მე გამოვედი, თუ მე გთხოვ რომ უნდა წამომყვე, შენ ავტომატურად უნდა ადგე და წამოხვიდე, გასაგებია?!
-კაი, ბაზარში წამოგყვები ...-ჩაიფრუტუნა დარცხვენილმა და დაჩის გადმოხედა, რომელიც დაეჭვებული თვალებით უმზერდა მდივანს.
-შენ იცი.-თქვა მშვიდად და სახლი დატოვა.
-რა უნდა?!-წამოენთო ცვატა.
-თუ გეუბნება რომ არ მისვლას ინანებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინანებ და მორჩა. აქ რომ ჩამოხვედი ეს ბრძოლის მოგებაა, ომის კიარა.
-დილის რვა საათზე რატო იღვიძებთ ორივე ძმაკაცები პლატონის და ჰეროდოტეს ვაიბებით?!
-რაებით?!
-დაჩი, ეს რა ჟურნალებია?!- ყდაზე ზანდუკელის გამოსახულება და გვარი რომ დალანდა სიცილი აუვარდა.-იცოდი რომ არ გაიყიდებოდა და მთელი ტირაჟი იყიდე?!
-მიდი მიდი ჩაიცვი და გამოდი, თორე ცერეცოს საბაზრო ღირებულება ადის კრიტიკულ ნიშნულზე.
-აუ, კაით რა?!-წარბებ შეჭმუხნულმა დაჩის ყავაც დალია და საცემად გამოქცეულს ისე გაექცა კიბეზე დაჩიმ ორი წამით მიაყურადა, ხომ არ დაგორდაო.

იდგნენ ბაზრის წინ და უყურბდნენ მიშო მდივანის აღფთოვანებულ სახეს.
-სულ გააფრინა.-ჩაილაპარაკა ცვატამ და დაჩის მოქნეული ხელი ოსტატურად აირიდა თავიდან.

ბოლო წამამდე ეგონათ, რომ ამ იდეით შეპყრობილი მიშო გონს მოეგებოდა და გაცხარებულ კამათში, რომელი ვაჭრის ღიმილი ჯობდა ყველის შეძენისას არ ჩაერეოდა, მაგრამ მიშო ყველაფერს ისეთი სერიოზული სახით ეკიდებოდა, ბოლოს ყველის ვაჭრებმა ანებეს თავი და სხვა კლიენტზე გადართულები ამრეზით უყურებდნენ წარბებშეკრულ მდივანს.
იქიდან გამოსულებს არც ცვატას ჰქონდა ლაპარაკის თავი და არც დაჩის.
მიდიოდა ცელოფნებით დახუნძლული და კმაყოფილი მზერით უღიმოდა ყველას, ირგვლივ.
სხვანაირი იყო, გულწრფელი და თვალებში ვასკვლავებაკიაფებული.
ცვატას მანქანაში საჭესთან დაიკავა ადგილი და უკან სავარძლებზე გადაწოლილ ბიჭებს, რომლებიც ძილისკენ მიმავალ კიბის საფეხურებს მიუყვებოდნენ მომღიმარმა გადმოხედა.
მანქანა ჩრდილელების სახლთან გააჩერა სიგნალის ხმაზე შემხტარ ჯამარაულს და დაჩის სხვათაშორის მიაძახა:
-გადმომატანინეთ, ეგენიც.
-გამაგებინე, მეჯლისს მართავენ და ჩვენ კარისკაცებად ვარ მიპატიჟებული?!-ტიროდა დაჩი.
-არ შველის წუწუნი და კითხვები და მიხედე საქმეს, მომწყდა ხელი!-დაუბღვირა ცვატამ.
ფანჯრიდან გადმომდგარ კეკეს ჭრელი სარაფანი ეცვა და იღიმოდა, ისე როგორც მომლოდინე ცოლები თავიანთი ქმრების სახლში მოსვლისას.
-არ მჯერა, რომ ბაზარში იყავი!-იცინოდა შორიდან და ხელს მთელი ძალით უქნევდა მიშოს უკან მომავალ მობეზრებული საახებით დამძიმებულ ბიჭებს.
-ვიყავი?!-იცინოდა მიშოც.-ესენიც მყავდნენ.-ასძახა ეზოდან და მალევე აირბინა კიბეები.
კართან მისულებს მომღიმარე გოგონა შეეგებათ.
-კეკე არგუმენტირებული პასუხი მჭირდება რატომ წამათრია დილის რვა საათზე ცერეცოს და მწვანილის სარჩევად ბაზარში და ჩემი გუგლის სერჩებში რატომ არი საკმაზების სახელები! ამიხსენით, რატო, რატო, რატო?!-თვალები დაექაჩა ხმაჩამწყდარ ზანდუკელს.
-ვაიმე,-ხელი ლოყაზე იტაცა კეკემ.-ვანიკოს რომ არ ვიცი, რა უყვარს საჭმელი?!-ბიჭების ხარხარზე და დაჩის ხელიდან გაცვენილ ცელოფნებზე სიცილი ვერც მან შეიკავა.
-ვინ არი ვანიკო?!-სახეზე ემოციის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ზანდუკელს.
-აი, ის ...-ხელი აიქნია კეკემ მიმართულების გარეშე.
-ვინ ის!?-უდრეკად იდგა დაჩი.
-აი, ჩვენი, რა ...
-ვინ ... რა ... აი, შენ!? იცი ახლა რას ვიტყვი?!
-მაინც რას იტყვი?!-გააჯავრა სასაცილოდ კეკემ.
-ქიმიის მასწავლებელს რომ მოატყუე მდივანს ღვიძლი ამოაჭრეს ლოთობის გამოო!
-რა ქენი?!-თვალები დაექაჩა მიშოს.-ამის გამო მიყურებდა ნუნუ პაჭკორია სამი წელი ეჭვის თვალით?!
-ხო, ნუ ქალს ეგონა, რომ თოთხმეტი წლის ასაკში სტაჟიანი ლოთი იყავი.-ხარხარებდა ჯამარაული.
-რა გაცინებს, იდიოტო?!-შეშფოთდა მიშო.
-არაუშავს, მაინც შვიდიანი დაგიწერა.-ლაღი იყო კეკე.
-ეგ რატო მოიტყუე, კეკე?!-ლოგიკური კითხვა დაებადა განცვიფრებულს.
-პაჭკორიას მისი შვილისთვის მოსწონდი სასიძოდ.-დაჩის ხარხარზე სიცილის ახალმა ტალღამ გადაუარა იქაურობას.
-კაი, რა იყო, პაჭკორიას შვიდიანმა დაგაგდო!?-ვერ სუნთქავდა ცვატა.
-ბიჭო ხუთი წელი მეგონა, ქიმიაში იყო პრობლემა, თურმე ქალს სიძედ ...
-არ დაასრულო ეგ წინადადება, თორე მეორედ გაგშორდები!-აყვირდა კეკე.
-განგაშია, არ გიშველის ნიგოზი და სანაქებოდ შერჩეული ყველი.
-თქვენ იცნობდით პაჭკორიას გოგოს?!-იცინოდა და ნელი, ფაქიზი მოძრაობით უახლოვდებოდა კეკეს მხრებზე დაფენილ ლოკონებს.
უყვარდა ისე როგორც არასდროს აქამდე და უფრო გაგიჟებით და უფრო გამეტებით, მაგრამ წარსულის ძველი ლოდები მოგორავდნენ შორიდან, ინერციით, ტკივილებით დამძიმებულები.
მოგორავდნენ და მოჰქონდათ ბევრი სევდა, რასაც მათ უკან მდგარი სახლი ინახავდა.
ცოტა ხნით მივიწყებულები, ეძებდნენ პატრონს, რომელიც გაექცათ.
როგორც ჩანს პატრონს თავი ვერ დაეღწია მათთვის, ლოდებისთვის, ცოდვებით და ტკივილებით გატენილი მოგონებებისთვის.
სამზარეულოს კარამდე ისე იარა სამჯერ დახუჭა თვალები.
სამჯერ შეეშინდა კარლოს დანახვის.
სამჯერ მოკვდა იქ მისულს დარჩენის უფლება რომ ვერ იპოვა სიყვარულის ლაბადაში გახვეულმა.
სამჯერ დააჩერდა მოფუსფუსე ცოლს ინტერესიანი მზერით.
სამჯერ გაახსენდა უკანა გზაზე, რომ აქედან წასულმა მის თავს მწარედ შეჰფიცა უკან აღარ დაბრუნდებოდა.
ფიცგატეხილს უკვე დასწეოდნენ თავისი ლოდები და ის ღიმილიც სადღაც გამქრალიყო, სადღაც უჰაერობაში.

დღე იყო ისეთი ყველა სიმძიმე აუცილებლად ღრუბლებს უნდა წაეღოთ მოსალოდნელ წვიმის წვეთებთან ერთად.
დილის თორმეტს მიწეული საათის უშველებელი ისარი, დაღლილი უცდიდა უფროსი მეგობრის ნაბიჯს დღის პირველისკენ გადადგმულს.
თითქოს დიდმა ისარმა იცოდა, რომ პატარა ისარი ოცნების ასრულების ნიშნულთან მიასწრებდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
დრო გადიოდა ნელა და უსიამოვნოდ, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ სასიამოვნო ამბების ნიშნულთან პატარა ისრის მისვლას დრო სჭირდებოდა.
და როცა ეს დრო დადგება, ისე რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნევთ, ცაში ღმერთის შექმნილი ვარსკვლავები აფეთქება, ზუსტად ისე, როგორც ოცნებების ახდენის წინ ჩვენი თვალები.


-სად არი ლაშა?!
-კარის კაცთან დავტოვე ...-ჩაილაპარაკა დათამ.
-რაუნდა კარის კაცთან?!-თვალები გააფართოვა მიშომ.
-ვინმე ამიხსნის რატომ ვასრულებ პილოტის როლს დღეს მთელი დღეა და რა მინდა ბაზრიდან პირდაპირ აეროპორტში?!-მობეზრებულმა გადმოხედა ბიჭებს ცვატამ.
-ხუთ წუთში პოლიცია მოვა და წაიყვანენ ... -საათს დახედა ჯანხოთელმა და გმირულად დააიგნორა ცვატას უტეხი მზერა.
-რა გააკეთე, დეგენერატო!-არც დაჩი აპირებდა ცვატასთვის პასუხის გაცემას, ახლა მთავარი თემა ლაშას არ ყოფნა იყო.
-აჰ, ისეთი არაფერი, შენი პურის საჭრელი დანა ჩავუდე ჯიბეში, წაიყვანენ დაკითხავენ და გამოუშვებენ ...
-რა პურის საჭრელი დანა, შენ სულ გააფრინე?!-აყვირდა დაჩი.
-კაი, რად გვინდოდა ახლა?! წარმოიდგინე მთელი ცხოვრება სათქმელი მექნება, საყვარელიძე ისე მოვიტაცეთ ციხეში ჩვენ ნაცვლად შენ იჯექითქო!-სიცილისგან ჩაბჟირდა ჯანხოთელი.
ორი წამით სუნთქვა შეწყვიტეს თავდახრილმა ბიჭებმა ჯამარაულის გახევებულ სხეულით შეშინებულებმა.
-რა ... რა თქვა ახლა ამ დეგენერატმა?!-სულ ოდნავ, გვერდიდან გადმოხედა ცვატამ მიშოს.
-არ არი ახლა ამის დრო!-თავდასხმაზე გადავიდა საუკეთესო თავდაცვის იდეით შეპყრობილი მდივანი.-ვერ ხედავ?! დავკარგეთ ბიჭი!
-შენ ჩემ წინ მდგარ ნუცას ხედავ თუ მე გაგაქროთ ოთხივე აქედან?!-ხელები ეყინებოდა ჯამარაულს.
-ცვატა, თავი არ მაცემინო, კეკეს თავს გეფიცები ძვალს და რბილს გაგიერთიანებ, ახლა ოცი წლის ჯამარა რას იზამდა?!-მხრებში ჩაავლო ხელი მიშომ ცვატას.
-ცოლად მოიყვანდა.-დაუფიქრებლად ამოილაპარაკა და მზერა ძლივს მოაშორა შორიდან მომავალ მომღიმარ, მონატრებულ სხეულს.
-მოიცა, ახლავე?!-დაიბნა ილია.
-ახლავე.-მტკიცე იყო ჯამარაული.
-ებიჭო, გაგეხსნა! მოვიტაცოთ!-ჩაერია ჯანხოთელი.
-დატოვე პერიმეტრი!-უჩურჩულა დაჩიმ დათას და ცვატას გადმოხედა, რომელსაც მზერა უკვე შეყინვოდა ნაცნობ სხეულზე.
-ჩვენც მოვედით!-ლაშას ყვირილის ხმა რომ გაიგეს ერთიანად მასზე გადაიტანეს ყურადღება. ჯერ ლაშა მოდიოდა უამრავი ჩანთით ხელში, მის უკან კი ნუცა საყვარელიძე მოაბიჯებდა, ჩვეული ნაზი ღიმილით.
-შენ საიდან ... -დათამ ჯერ ლაშას გადმოხედა მერე მის უკან მდგარ კარის კაცს, რომელიც დანანებით უყურებდა ჯანხოთელს და თავს აქეთ-იქით აქნევდა სინანულით სავსე მზერით.
-ნუცა!-გაეღიმა მდივანს და გულში ჩაიკრა მონატრებული მეგობარი.
-ჩვენთანაც გამოუშვი!-გაეცინა ილიას და უკან მოიხედა, ცვატასთვის მზერის შესავლებად ... მის გვერდით ჯამარაული აღარ იდგა. ერთიანად წაეშალათ ბიჭებს სახეები გასასვლელში გასული ჯამარაული რომ დალანდეს.
თავჩახრილი მიდიოდა.
მხრებში გამართული, ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა და უკან ერთი წამითაც არ აპირებდა მოხედვას.
-არავინ არ შეცვლილა ... -გაეცინა ნუცას და მიშოს მკლავქვეშ მდგარმა ღიმილით მოავლო ბიჭებს მზერა.- როგორ მომენატრეთ, გადარეულებო!
-რამდენი ხნით ჩამოხვედი?!-არაფრით იმჩნევდა დაჩი იმედგაცრუებას.
-ერთი თვით, ჩემებს ვნახავ, ცოტა ხნით დავრჩები თბილისური გარემო მომენატრა.
-აქაურობასაც მოენატრე.-გაეცინა ილიას და გასასვლელისკენ წასულმა დაჩის გაუცვალა საერთო ემოციებით დატვირთული მზერა.
-შენებს ველაპარაკე, ჩვენ დაგტოვებთ, კეკე და ლიზა სახლში გელოდებიან.-გაეცინა მიშოს და ჯანხოთელს თვალებით ანიშნა სიტუაცია განემუხტა.
-შენ როგორ დაიძვრინე თავი, ინვალიდო?!-თავში ხელი წამოარტყა დათამ ლაშას.
-ბატონო, დათა მართალია, რომ მენტალური პრობლემების გამო დროებით ტოვებთ პოლიტიკურ კარიერას პარტიაში და საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელებას აპირებთ?!-ჟურნალისტების მცირე ჯგუფის დანახვაზე ფერი დაეკარგა დათა ჯანხოთელს.
-რამ მოახდინა თქვენზე ასეთი ნეგატიური გავლენა, ეს როგორმე კავშირში ხომ არ არის თქვენს პარტიასთან ..?!
-წავედით, წავედით გვაგვიანდება ...-შესძახა ლაშამ და ილიას და ნუცას ზურგზე მსუბუქად უბიძგა მანქანისკენ დაძრულიყვნენ.
-ეგ როგორ გააკეთე?!-ჩანთები საბარგულში ჩააწყვეს სიცილით გაწითლებულმა ბიჭებმა.
-მე დიპლომი ვიყიდე განათლება კი არა!-მხრები ამაყად აიჩეჩა ყორღანაშვილმა და ნუცას მანქანის წინა კარები გაუღო.
-საჭესთან მიშო დააჯინეთ, არ მაქვს თქვენი თავი ისედაც ძლივს ჩამოფრინდა ის პილოტი ...-წუწუნით დაიკავა მგზავრის სავარძელი საყვარელიძემ.
-რატო გადატვირთული მოძრაობა იყო?!-გაეღიმა საჭესთან მჯდარ ჯამარაულს და კარებები თითის მარტივი მოძრაობით ჩაკეტა.-გამარჯობა,ნუცა.
-უკვე გზაში მეგონე ... გაქცევა ხომ ყველაზე კარგად გამოგდის?!
-ადამიანს თუ გონია დარჩენას და ბრძოლას აზრი არ აქვს, გამოსავლად მხოლოდ..
-პრობლემისგან გაქცევა რჩება?! ადამიანს?!-გაეცინა ნუცას- ყველას სხვას,თუნდაც ჰო, მაგრამ შენ?!
-მე ყველა სხვაზე ცუდი ტიპი გამოვედი,ხო?!
-ხო.-გული ჩაწყდა გოგონას ხმაზე ჯამარაულს.
-შეცვლილხარ ნუცა ... უფრო ქალური და უფრო ... უფრო ...
-კომპლიმენტებში ისევ სუსტი ხარ, ვერ უშველია ინგლისის ნოტიო ჰავას ... შენ არ შეცვლილხარ,სამაგიეროდ ცვატა. რაც იყავი, როცა დამტოვე, ის ხარ ახლაც ...
-ვითომ?!
-გამოხედვაში გეტყობა.
-გამოხედვაში?!-აშკარდ არ ელოდა ცვატა ლაპარაკის მსგავს განვითარებას. საერთოდაც, ლაპარაკს არ ელოდა, არც ერთი წამით.
-კარები რომ ჩაკეტე და გაზს ფეხი დააჭირე, ორი წამით დაგიჭირე. ის ტიპი იყავი ლექსი რომ წამიკითხა ბაბუაჩემის თვალწინ და ერთი წამითაც არ შერხევია წარბი ... ხმა ამოვიღე თუ არა ... ისევ ის გახდი ... რაც ღალატმა გაქცია.
-რა ... რად მაქცია ...
-იმად არა, ვინც შემიყვარდა.
-გახსოვს მაინც ის ვინც გიყვარდა?!
-დიდი სიყვარულით?!-გაეცინა ნუცას და ფანჯარა ჩამოსწია. გრილი ჰაერი სალონში ნაზად იღვრებოდა.- მე კაცი შემიყვარდა, შენ რა გაქვს საერთო იმასთან ?!
-ნუცა ...-ათას ნაწილად დაიმსხვრა ჯანხოთელი.
-ჩემ სახელსაც შიშით წარმოთქვამ, არადა მხოლოდ შენ იცი ... შენ უნდა იცოდე რა ეზიზღებათ ქალებს კაცებში ღალატზე მეტად ...
-შიში.
-რა ვერ აპატიე შენ თავს, მე რომ მიღალატე თუ შენ პრინციპებს?!
-ნუცა ...
-იმ თვალებით რომ შემოგეხედა, რა თვალებითაც მანქანა დაძარი ... ალბათ გეტყოდი, რომ პრინციპებს მე უფრო ვუღალატებდი შენ გამო, ვიდრე შენ ჩემ გამო.
-რას ამბობ!-კანი აეწვა ჯამარაულს. მუხლებით ეჭირა საჭე ხელებაკანკალებულს.
-გებრძოლა, ამად აღარ გიღირდი?!-ცრემლის მკრთალმა ნოტმა თითქოს ხმაში წვიმა გამოურია, ერთანად დაიშალა ჯამარაული.
-გააჩერე, მოვედით ცვატა.
-ნუცა გთხოვ ...
-ნუ მთხოვ! -მანქანიდან გადავიდა და მთელი ძალით მოაჯახუნა კარები.

ყველა განვლილმა წამმა გახუნებული კინოფირის კადრებივით ჩაუფრინა ჯამარაულს თვალწინ.
საჭეზე თავდადებულს გულზე ეკლებად ესობოდა თითოეული ბედნიერი წამი რაც ამ ქალთან აკავშირებდა, გაცნობის დღიდან დაშორების დღემდე.
უნებურად ატკივდა ყველა კუნთი იმის გააზრებისას, რომ ქალს რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა მასში ღალატი კი არა შეშინებული კაცი ეჯავრებოდა.
მთელი ძალით დასცხო საჭეს ხელები სიბრაზისგან გამწარებულმა.
აზუზუნებულ ტელეფონს ყურადღებასაც არ მიაქცევდა ლიზას ფოტო რომ არ დაელანდა.
-არაფერი,ლიზა. ისევ ისე ...
-იმბეცილო, ასწიე თავი!-ჩაჰკივლა მდინარაძემ მთელი ხმით და ჯამარაულმაც ელდანაცემივით მიიხედა ფანჯრისკენ.
ნუცა იდგა.
მშვიდი, დაწყობილი სახით.
-რა ... -ფანჯარა ჩამოსწია თუ არა პირველი რაც იგრძნო უჩვეულო სითბო იყო.
-დიდხანს უნდა გელოდო?! გადმოიტანე ჩანთები, არ იცი, რომ ჯერ საჩუქრებს იღებს ჩრდილელი და მერე სტუმრებს?!
მხრები აიჩეჩა და სადარბაზოსკენ ფეხების ბაკუნით გაემართა.
ტელეფონს სწრაფად დაავლო ხელი და დაჩის ნომერი მოძებნა.
-სად ჯანდაბაში დააწექი, მიშველე ჯანხოთელი საგიჟეში მიყავთ ... ხო გეუბნებოდით გააფრენს ერთ დღესაც ყორღანაშვილი და მართლა აგვიფრენს გნოლებსთქო ...
-ეგ არი,დაჩი!
-რაო ...
-ფსიქიატრიულს რომ მოილევთ, ჩრდილელთან ამოდით.
-მოიცა, რა ხდება ...
-შენ ხარ ძმა, დაჩი.
ტელეფონი გათიშა და ფანჯარაში მდგარ ლიზა მდინარაძეს თვალი გაღიმებულმა ჩაუკრა.
ჩანთები ერთმანეთის მიყოლებით გადმოალაგა საბარგულიდან და სადარბაზოსკენ აიღო გეზი.


ადიოდა კიბეზე ხუთი ჩანთით და ყველა საფეხური თითო მოგონებას ახსენებდა კარგად მივიწყებული, მტვერიანი წარსულიდან.

„მუზარადიან შენ ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა ..“

ახლა რომ შეეძლოს „ყივჩაღის პაემანს“ აღარ წაიკითხავდა.
რომ დაფიქრდა, სხვისი ცოლი შეიძლება ყვარებოდა სხეულში ცეცხლად დაუყვა საფიცარი სიყვარულის სისუფთავე.
ის დღე გაახსენდა სულ პირველად რომ დაინახა ნუცა და ინსტიქტურად ჩამოუვარდა ხელზე აკიდებული ჩანთებიდან ერთ-ერთი.
„გააზრებული ცხოვრების ნახევარია ვუცდი და მოვიდა“- მისი გულიდან წამოსულმა სიტყვებმა ბავშვობაში ჩაკარგულ ცვატას ერთიანად მოუდუნა სხეული. იმ მომენტში ჩაიკარგა მეგობარს რომ გაანდო დიდი საიდუმლო.
მეგობრის გამოხედვა და ღიმილი გაახსენდა ...
ხელები აუკანკალდა ისე მოუნდა გვერდით ზანდუკელი ყოლოდა და ძლიერად, ძალიან ძლიერად ჩახუტებოდა, ამდენი ხნის მერეც რომ ახსოვდა გრძნობები, რომლებიც თუ ღმერთის საჩუქარია - არ ნელდება.
ღმერთის ნაჩუქარ ადამიანებს ფერი არ გადასდით, არ ხუნდებიან.
ახალი საფეხური და ის დღე გაახსენდა პირველად რომ გამოუტყდა სიყვარულში ნუცა საყვარელიძეს.
პეტერბურგში უკვე დანიშნულ გოგონას პირდაპირ ბიძაშვილის დაბადების დღეზე უთხრა „მე შენ მიყვარხარ“ - და არ შეშინებია უკან მდგარი ბაბუის აჩრდილის, რომელსაც შეეძლო ერთიანად ჩაეყლაპა პატარა ცვატა.
იმ ღამითვე გააუქმეს ნიშნობა.
იმ ღამითვე გადაწყდა, რომ ნუცა პეტერბურგში აღარ გაფრინდებოდა, იმიტომ რომ თავად ნუცას უნდოდა ასე ... იმიტომ რომ თავად ნუცაც არ იყო გულგრილი პატარა, უბრალო თბილისელი ბიჭის მიმართ, რომლის მამა არც სახელმწიფო მოხელე იყო და არც წარჩინებული პირი ... ბიჭს მამა უბრალოდ არ ჰყავდა.
კიდევ რაღაც უნდა გახსენებოდა კარი რომ გაიღო და ლიზა მდინარაძის სახე დალანდა თვალებში ცრემლებჩამდგარმა ჯამარაულმა.

-ხო მზად ხარ?!-იღიმოდა მშვიდად და ცოტა გულდაწყვეტით ლიზა.
-რისთვის?!
-კიდევ ერთხელ რომ გახდე ოცი წლის.
-ვსუნთქავ, ლიზა.
-ღრმად ისუნთქე, თვალებში ეტყობა, შენი მაგ სუნთქვის გამო რაზეც არი წამსვლელი.-ჩემოდანი სახლში შეაგორიალა და სანამ ცვატა ნაბიჯს გადადგამდა ზღურბლზე დაბლიდან ამოხედა ცრემლიანი თვალებით.-რომ გაბედო, ეგ შანსი ვერ გამოიყენო, პირველად ვიტყვი შენზე რომ შევცდი და ამით დავამთავრებ ფაქტს, რომ გიცნობდი.
-არ უპატიებია, ლიზა!-კედელთან მდგარ ბიჭებში დაჩის სუნთქვა ყურთან ესმოდა ცვატას და მაინც არ ანიშნედა ლიზას რომ უსმენდნენ.
-სულელო, ჯერ კიდევ მაშინ გაპატია ამ სახლიდან გასულს ცრემლები რომ გახრჩობდა. გამაგებინეთ, სიყვარულს წიგნებიდან სწავლობდით?!
-რა მარტივია, ხო?!
-უმარტივესი. იაზროვნე, კაცი რომ მოგეკლა იმასაც გაპატიებდა, შენ მასთან მხოლოდ ის დააშავე, რომ დაგაგვიანდა ჩამოსვლა, ამას ეშველება. ამას სულ ეშველება. ნამდვილ ადამიანებთან დრო არ გადის, ცვატა, დრო ჩერდება. თქვენ ახლა ზუსტად იქ ხართ, აი იმ მომენტში ... როცა ამ კიბეზე ჩარბოდი და იფიცებდი ალბათ აქ აღარ მოვალო, ახლა ხომ აქ ხარ?! მორჩა. მიხვდი, რა. ტვინი გაანძრიე! ჩვენ ზუსტად იქ ვართ, სადაც გავჩერდით, რამე შეიცვალა?!
-კი, თხოვდები.-სიმხურვალით მიხვდა, როგორ ჩაუარეს გვერდი და როგორ გაეყინა სხეულში ყველა ძარღვი.
-ვის აბრალებს?!-ჩაეცინა უფრო თავისთვის და ბიჭებს ანიშნა შესულიყვნენ.

დიდი სუფრის ირგვლივ გაერთიანებულ ბავშვებს ღიმილით უყურებდა ქეთი, კეკეს დედა.
-ახლა ის დღე გამახსენდა ლიზიკო რომ ჩამოიყვანეთ ჩვენთან აგარაკაზე ...-ბავშვებთან დაიკავა ადგილი ქალბატონმა ქეთიმ და ცრემლიანი თვალებით მოავლო მზერა თავის ახალგაზრდობასაც.
-დედა ...-უხერხულად ჩაახველა კეკემ რომ მიხვდა სიტუაციას ეს ყველაფერი უფრო დაძაბავდა.
-გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო?!-გაეცინა დაჩის და მთელი სუფრა მოდუნდა თითქოს.
-როგორი პატარა იყო?!-სიცილში აჰყვა ქეთი დაჩის.-სულ ერთი ციდა და თქვენ მაინც გფარავდათ, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ლაღი მაშინ პირველად ეტყობოდა რომ ...
-დედა ...
-ისეთ ამბავს გადავარჩინეთ, ფაქტობრივად ტყვიის გარეშე დავიბრუნეთ წართმეული ტერიტორია!-ჩაერია ილიკო ერისთავი.-გაქცეული მანქანიდან ჩამოხსნა ჯამარამ ვანიკო ივერი, სანახაობა იყო იცით როგორი?! მეც საჭირო რომ არ ვყოფილიყავი გავჩერდებოდი და დავტკბებოდი.-სიცილის ტალღამ გადაუარა მაგიდის წევრებს.
-დღემდე მახსოვს ივერის ბიძაშვილის სახე, ვინ არიან ეს გადარეულებიო ბოლო ხმაზე რომ ყვიროდა!-სიცილით ამოილაპარაკა დათა ჯანხოთელმა.
-ან თქვენც როგორ არ შეგეშინდათ?!-ერთვებოდა ალაგ-ალაგ ქეთიც.
-იმის უფრო შემეშინდა ლილისთვის მეთქვა ლიზა მოგვტაცეს და თან ივერმათქო.-სიცილს არ წყვეტდა არც ჯამარაული.
-ცხოვრებაში ერთხელ მყავს კაცი კაცივით ნაცემი და ეგეც ვანიკო ივერია!-ამაყად ამოილაპარაკა ლაშა ყორღანაშვილმა.თითქოს ყველას დაავიწყდა, რომ ვანიკო სულ მალე ლიზას ქმარი გახდებოდა და ამ ფაქტთან შეგუება მათაც მოუწევდათ.
-ლაშიკო, შენ ?!-არ იჯრებდა ქეთი და მისი ბავშვების აჟიტირებულ თვალებზე ცრემლების შეკავება ძალიან უჭირდა მიშოს გვერდით მჯდარს, მის მხრებზე ხელებდაყრდნობილს, ბავშვურად ბედნიერს.
-გეფიცებით!-სკამიდან წამოდგა ლაშა.-მანქანა რომ გააჩერეს და დაჩიმ გულწასული ლიზა გადმოიყვანა მანქანიდან თავიდან შემეშინდა ... არა, სერიოზულად, პირველად ვიძახი ... მომინდა რომ მეც დავცემულიყავი, მერე ვიფიქრე, არა, ლაშა! ახლა კაცურად უნდა მიუდგე საკითხს, ეს ვის გაუბედესთქო! მე ხო იცით, სულ აქეთ მირტყამდა ყველა ვისაც არ ეზარებოდა, მერე ლიზა რომ დავინახე, მივხვდი შემეძლო ვანიკო ივერი კიარ მეცემა „დაჟე“ შემეჭამა!
-სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ, ბიჭო, მანდაც, ეე?!-სიტუაცია განმუხტა დათამ და სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო წამომდგარ მეგობარს.
-გახსოვს რა ვუქენით?!-ბედნიერმა გადმოხედა ლაშამ დათას.
-მე ეს ეგეთი გაველურებული ცხოვრებაში მართლა ერთხელ მყავს ნანახი, სამი კბილი ჩაულეწა, გჯერათ?!-სიცილებს შორის პაუზებში ლაპარაკობდა ჯანხოთელი.
პარადოქსი იყო ფაქტი, რომ კარზე ზარი მისაღებში დაფეთებულ კეკესთან ერთად შემოსულ ვანიკო ივერს თითქოს აღარავინ ელოდა, თითქოს არც ლიზა.
-აბა ვერ მოვიცლიო?!-ძლივს იღიმოდა მდინარაძე და მთელი სხეული ეწვოდა წინ მჯდარი ზანდუკელის მზერით.
-აი, მოვიცალე,რა.-თქვა გაუგებარი ემოციით, თითქოს მედიდურად და ეს აქამდე ვერ დაჭერილი ტემბრი ლიზას ლოდივით დააწვა გულზე.-მემგონი თავიდან გაცნობის დრო დადგა, ხო?!-კმაყოფილი მზერა მოავლო სუფრის წევრებს ვანიკომ და დაჩის მშვიდ გამომეტყველებას ღიმილით შეეგება.
-რატო, ჩვენ არაფერი დაგვიწყებია და გადასამეორებლად გაკვეთილებს დიდი ხანია არ ვუბრუნდებით, ვანიკო.-ფეხზე წამოდგა მიშო და ქეთის მოხვეული ხელი მკლავზე, თავისი მტევნით დაიჭირა, რომ არ ჩამოვარდნოდა ქალს.
-აბა პირდაპირ იმ დღიდან გავაგრძელოთ, ხელიდან რომ გამომტაცეთ და იმ ფაქტით დავაგვირგვინოთ, ორ კვირაში ჩვენ ქორწილში რომ მოდიხართ?!-იღიმოდა მისდაუნებური ზიზღით და ეს ყველაფერი ხდებოდა გაუსაძლისად მტკივნეული, იმ მდინარაძისთვის, მანქანიდან დაჩიმ რომ გადმოიყვანა გონდაკარგული.
-ვანიკო.-ამოიხრიალა პირგამშრალმა და მილეული მზერით ახედა სკამთან მდგარ ივერს.
-ჭამე დღეს რამე?!-ლიზასთან დახრილმა თავზე აკოცა და მალული მზერით გადახედა წინ მჯდარ დაჩის, რომელსაც თვალები დახუჭვოდა ემოციების ომში მყოფს.-ლიზაკო, ისევ თუ ...
-ხომ გთხოვე ...-დაიწყო ხმამაღლა და დაჩის გახელილ თვალებში გაავებულ წარსულს ახლა თვითონ შეაგება ჩურჩულით დამცდარი :-ნუ მეძახი ლიზაკოს ...
-დაბრძადნით, რა ნუ დგეხართ, ფეხზე.-ჩაერია საქმეში ქეთიც და ადგილი ქალიშვილს ისე დაუთმო, თვითონ ხელი არ მოუშორებია მიშოსთვის.-ნუცა, დე შენ იცნობ ვანიკოს?!
-კარგად არა.-მორიდებით გაეღიმა ნუცას, რომელიც ლიზას გვერდით იჯდა და გრძნობდა მისი მეგობრის დაძაბულ სხეულს.
-მე ვანიკო ვარ, ლიზაკოს ქმარი, სასიამოვნოა, ბევრჯერ ...
-საქმრო.-ტუჩებზე შეახმა ჩურჩულით ნათქვამი ტკივილი ზანდუკელს.
-ახლა არა, აქ არა!-ფეხზე მოუჭირა ხელი ლაშამ მეგობარს.
-ბევრჯერ გამიგია შენი სახელი ლიზასგან, ასე რომ გიცნობ შორიდან.-მიმართა ნუცას და მაქსიმალურად დააიგნორა დაჩის მიმიკები.
-ჰო?! ლიზ, შენ რატომ არ ახსენებდი ხოლმე ვანიკოს არასდროს?!-ნუცას სიტყვებზე თავჩახრილ ბიჭებს სინქრონში მოერიათ სიცილი და ვერც ერთი ვერ შეიკავებდა ლიზას სახე რომ არ დაეფიქსირებინათ. თითქოს ყველას ევედრებოდა თავი შეეკევაბინათ.
-ჰო.-აშკარად კმაყოფილი იყო ივერი შექმნილი მდგომარეობით, თითქოს ნიშნისმოგებით უყურებდა ლიზას და ბოლომდე ცდილობდა მათგან ნეგატივის მიღებას გარკვეული მიზნებისთვის.-აშკარად, არ უნდა გადამედო საქმეები, ხო?!-მომღიმარმა გადმოხედა ლიზას.
-ასე არ არის.-ძლივს მოაბა სათქმელს თავი ლიზამ.
-გადაიღეთ, რა. აი, ეგ ჩაქაფული ლიზამ გააკეთა!-ვანიკოს ანიშნა წვნიანზე კეკემ და სიტუაციას ალბათ განმუხტავდა, ყველას ყურადღება დაჩის თეფშზე დასხმულ წვნიანს რომ არ მიექცია. წარბიც არ შეუხრია ისე გააგრძელა ჭამა. თავდახრილი შეექცეოდა საჭმელს და გრძნობდა, რომ ვერც ერთ ლუკმას ვერ ყლაპავდა, რომ იცოდა ახლა ამ საჭმელს ისიც შეჭამდა. ის ვისაც უფრო ეკუთვნოდა ამ ქალის მომზადებული „საუზმეები“, „სადილები“, „ვახშმები“ -და ტკიოდა ზუსტად ისე, იმ ნაცნობი გრძნობით, იმ ნაცნობი ღამის ტკივილით, სულ პირველად რომ გაიგო ეს ქალი თხოვდებოდა ... მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული. მისი ყველა „ბოდიში“ და ყველა „მაპატიე.“
-ჰო?!-გაეღიმა ვანიკოს და ისე რომ ლიზას მზერა არ მოაცილა კეკეს მიმართა.-ბევრი საჭმელების გაკეთება იცის?! სულ ვეხვეწები გამიკეთე რამეთქო და ვერ იცლის.
-ზოგადად ბევრი რამის გაკეთება იცის, ბავშვობიდან კარგი მზარეული იყო, ჩვენ სულ ლიზასგან ვსწავლობდით, ხოლმე.-გაეცინა კეკეს.-სენდვიჩებს გვიკეთებდა და მოჰქონდა სკოლაში.
-ხო, ოღონდ ჩვენამდე ვერა, გზაში ყორღანაშვილი უჭამდა!-ჩაერია აბზუებული ცხვირით ჯანხოთელი და დაძაბულობაც თითქოს შემსუბუქდა.
-ჩემი კეთილი ...-და თითქოს უსიამოვნო კადრებს შეესწრნენო, ისე დახარეს თვალები ყველამ, რომ დალანდეს ლიზას მხარზე მოხვია ხელი ვანიკომ.
-ვანიკო, ისევ სამინისტროში ხარ?!-ლაშას ხმაზე თითქოს ლიზა მოდუნდა. ვანიკოს ხელი ინსტიქტურად ჩამოუვარდა ლიზას წინ გადახრილი სხუელისგან.
-ჰო, ისევ მანდ ვარ, შენ ისევ რესპუბლიკურში, ხო?!
-ჰო.
-რა ხდება ისე მანდ?!-უშინაარსო კითხვების სროლა დაიწყეს ბიჭებმა. თითქოს ახლა ამით ლიზას უფრო ეხმარებოდნენ ვიდრე დაჩის.
-ახალი არაფერი, ძველებურად, რა. მინისტრებს ცვლიან გიჟივით, მეტი არაფერი.
-ჰო, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისეთ დღეშია სხვანაირად რომ იყოს, გამიკვირდებოდა.-მხრები აიჩეჩა დათამ.
-ნუ, ამ ქვეყანას სხვანაირად ვერც მოთხოვ.-ჩაეცინა ვანიკოს.
-ანუ?!-ჩაერია ლიზა.
-რა ანუ, პატარავ?!-კითხვა ვერ გაიგო ვანიკომ.
-იცის მაინც, რომ ერთი წლით უფროსია ლიზა მასზე?!-ბუტბუტებდა კეკე და მთელი ძალით უჭერდა ხელს მიშოს.
-ქვეყანა რა შუაშია დაქცეულ ეკონომიკასთან?
-აბა ვინ არი შუაში, ლიზაკო?!-გაეცინა ვანიკოს.
-მთავრობა.
-ნუ, მოდი მაგაზე არ იფიქრო შენ ...-კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და კიდევ ერთხელ შეკრთა მდინარაძე, რაღაც ისეთის აღმოჩენით, რაც აქამდე არ ენახა.
საუბრები იმდენად მოსაწყენი, იმდენად ძალდატანებული და მძიმე გახდა, ლიზამ თავად გამოიჩინა წასვლის ინიციატივა და მალევე დატოვა ვანიკოსთან ერთად იქაუორბა.
ტირილს ძლივს იკავებდა კეკე და ნუცა.
ყველამ გააცილა, კარში გასული წყვილიდან მხოლოდ ლიზა.
ყველამ იმ ერთის გარდა, მარტო დარჩენილი შიშველი ხელებით რომ ებრძოდა კარში გასული ლიზას გვერდით მდგარ უცხოს აჩრდილს.
უკან მობრუნებულ მეგობრებს მზერა ვერ გაუსწორა სანამ ცვატას ძლიერი დაწოლა არ იგრძნო მხრებზე.
-ახლა ხო ხვდები, რატომაც?!-უთხრა უფრო ხმამაღლა და უფრო გარკვევით, ვიდრე ოდესმე.
-დაღუპავს, გეფიცებით!-მისთვის შეუფერებელი და უჩვეულო ხმა ჰქონდა ყორღანაშვილს.-ვერ სუნთქავდა, საერთოდ რანაირად გაქაჩეს ამდენი ხანიც?! გოგო ისეთი დაძაბული იჯდა, თავი ძლივს შევიკავე თავიდან არ მეცემა ეგ ... ეგ არაკაცი!
-დაჩი, როგორ ხარ?!-ნუცას ფაქიზმა ხმამ თითქოს ყველას მღელვარება გადაფარაო.
-ვერ ვსუნთქავ, ნუციკო.-გაეღიმა თავ აწეულს, ნაომარი თვალებით დააჩერდა გოგონას და კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა, კიდევ უფრო დიდი ტკივილით.-ამას მერჩივნა ბედნიერი მენახა.
-არც უჭამია!-ამრეზით დახედა კეკემ ვანიკოს თეფშს.
-დაჩი, გთხოვ მითხარი რომ უკვე იცი როგორც მოიტაცებ!-აღშფოთდა ჯანხოთელი და აქამდე ჩუმად მჯდარ ერისთავს მხარი გაკრა, შენც თქვი რამეო.
-მარტო ერთ რამეს გეტყვით, მარტო დაჩის ან მარტო კეკეს ან მარტო ცვატას კიარა, აი ასე ვიტყვი და გაიგებთ?! გაიგეთ, არ გაიგებთ და იჯექით მერე სუნთქვა შეკრულები, იდიოტებივით და ითმინეთ თქვენი არასწორობა.
-ბრძანე ჰომეროს!-თავი აწია ცვატამ.
-არ იმსახურებ იმ გოგოს, ახლა აქ საქმროსთან ერთად კიარა თქვენ შვილთან ერთად რომ უნდა მჯდარიყო. უნდა გყოლოდა ბიჭი და მერე გოგო, ან პირიქით, მაგრამ შვილი - აუცილებლად.-ხელები გაეყინა ზანდუკელს.-აქ უნდა ერბინათ, ამათ შვილებთან ერთად, -ცვატასკენ და მიშოსკენ გაიშვირა ხელები ილიკომ,-ლიზას უნდა გაეჩერებინა რომელიმე და ეთქვა ნუ აბრაზებ მდივანს, ხო იცი დედამისის ხასიათი აქვს და არ ღირსო. არ ვიცი, ახლა აქ უნდა იჯდეს შენი შვილი და დედამისი უნდა აყოლებდეს „ფისუნია კატას“-და იგრძნო ნუცას სახეზე სიწითლე ცვატამ და გულის სიღრმეში გაეღიმა კიდეც.- და მე ამაყი სახით უნდა ვუსმენდე, იმიტომ რომ მამამის იდიოტსაც მე ვასწავლე ის „ყივჩაღის პაემანი“ და მის შვილსაც „ვაზის გადმოგდება“. წადი, ბიჭო რა გაჩერებს, წადი, გადი, გაეთრიე, რა განელებინებს იმის ნათქვამ „ლიზაკოს“ რა კაცი ხარ, გამაგებინე! ადექი ფეხზე!-უკვე ყვიროდა ერისთავი.-ადექი-მეთქი, ადექი. მეზიზღები ეგრე უნიათოდ რომ გიყურებ, აეგდე, დაჩი!-ძარღვებდაბერილს არც უფიქრია, რომ სხვის სახლში იყო.
იდგა გახევებული ქეთი ჩრდილელი და უყურებდა მის პატარა ბავშვებს, რომლებიც აღარ იყვნენ პატარები, არამედ ცოდვებით და ტკივილით დამძიმებული ზრდასრულები.
-არ არი სწორი, საცოლეა ... მივა და რას ეტყვის, მე მიყვარსო?!-ჩაერია მიშო.
-არა, მივიდეს და შორიდან დაინახოს, როგორია მისი ლიზა იმ კაცთან. იქნებ აქ ჩვენმა ფაქტორმა დაძაბა და იქნებ ძალიანაც კარგად ექცევა ... იქნებ კლავს!-იღრიალა მეორედ და მთელი ძალით დასცხო ხელი მაგიდას.-იქნებ გიკლავს იმ შენ ლიზას, იქნებ პათოლოგია, არ ვიცი ... არ ვიცი, ისე უყურებდა, მეგონა რომ შეძლებოდა ... ახლა თავი გამისკდება.-სახეზე აიფარა ილიკომ ხელები.
-მეც ამას ვგულისხმობდი.-ამოილაპარაკა ლაშამ.-არაბუნებრივად დაძაბული იყო ლიზა, ბუნებრივიცაა, დაჩი იჯდა აქ, მაგრამ ...
-ისე უყურებდა, თითქოს ერთ სულზე იყო როდის გაიყვანდა აქედან რომ რაღაც ეთქვა ან არ ვიცი ...-აჰყვა ლაპარაკში კეკეც.
-დაჩი.-ისევ ნუცამ გადაფარა მათი ხმები.
-ჰო, ნუცა.-მკვდარი იყო ზანდუკელი.
-მხარზე რომ ხელი მოხვია, ლიზამ მთელი ძალით დააჭირა თავის მუხლებს თითები. არ გავდა იმ გოგოს, რომელიც ... ბედნიერი იყო. მე არ ვიცი რა არი კაცური და რა არაკაცური, მაგრამ ლიზა რომ კარგად არ არი ეს ვიცი.
-ჰო.-თავი ჩაქინდრა.
ღრმად ამოისუნთქა.
ფეხზე წამოდგა.
პატარა მაგიდაზე დადებული მანქანის გასაღები აიღო.
ტელეფონს ხელი დაავლო და დაზეპირებული ნომერი აკრიფა.
-რას აკეთებ?!-წამოდგა დათა.
-ვამოწმებ.-მშვიდი იყო დაჩი.
-გისმენ.-გაისმა ლიზას ხმა მთელ ოთახში და ყველა ერთდროულად დაიძაბა.
-მანდ არი?!
-არა.
-სად ხარ?!
-სახლში.
-კაი.
-დაჩი, არ მოხვიდე, არ ჩამო ...
-ორ წუთში ქვემოთ დამხვდი.
ტელეფონი გათიშა, მეგობრების გაღიმებულ სახეებს მზერა მოავლო და სასიამოვნო იმპულსებით დამუხტულმა, თვალდახუჭულმა, საჩვენებელი თითი შეუმჩნევლად გადაიტარა წარბზე.
-რამე რომ იყოს ... ქეთი, დეიდა თქვენი აგარაკი ხო ისევ ჩვენიც არი?!
-რას მეკითხები დაჩი?!-ქალის ხმაზე მიხვდნენ, პასუხი დადებითი რომ იყო.-ოღონდ ჩვენ არ გამოგვაპარო, არაფერი!
-მაშინ ...-ორ წამიანი პაუზის შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტ განაგრძო ლაპარაკი დაჩიმ.-მართლა ეტყობოდა, რომ ...
-მე იმ დღის მერე, ლიზა ეგეთი ბედნიერი არ მინახავს. -იღიმოდა ქალი.
-ეგეც ჩვენ ვართ?!-მოსულიერდა ილიკო.
-დაჩი, ყველაფერი ისე გააკეთე, ლიზა სუფთა იყოს ამ ამბის ბოლოს.-თქვა მიშომ.
-სუფთად და შენს გვერდით!-ზუზუნებდა ილიკო.
-გაიგო, ჰომეროს!!-შეიცხადა ჯანხოთელმა.


მანქანის ფანჯარაზე თავმიდებული ფიქრობდა ყველაფერზე.
წვიმის წვეთები ნელ-ნელა იწყებდნენ ცეკვას საქარე მინაზე.
ისევ იქ იყო.
წლების წინ.
გაზაფხულის იმ თოვლიან დილით პირველად რომ იგრძნო უყვარდა გოგონა, თავისი ბავშვობა და თავისი ცხოვრების ყველა წელი.
უყვარდა ისე როგორც უყვართ ბავშვებს ეზოში სირბილი.
ისე როგორც მეგობრებს სათქმელი ამბები.
ისე როგორც შეყვარებულებს ერთმანეთის თვალებში ნათქვამი „ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა.“
ისე როგორც ჭაღარის პირველ ღერზე მოგონების ნაკადულად წამოსული ახალგაზრდობის პირველი მოგონება.
ისე როგორც ავადმყოფობით გატანჯულს ვერ დაფასებული უბრალო დღეები.
ისე როგორც სამარის კართან მდგარს ბავშვობაში ეზოში სირბილის ბოლო მოგონება.

-დაჩი!-ფანჯარაზე მთელი ძალით ურტყამდა ხელს ლიზა.
ფანჯარა ჩამოსწია და გაავებულ გოგონას მომღიმარმა მოავლო მზერა.
-მიყვარხარ.-თქვა უბრალო, ჩაწყვეტილი ხმით. მშვიდად და აუღელვებლად.
პასუხად მიღებულ დუმილს ვერაფრით გაუძლო ღიმილის სურვილმა.
-სველდები.-გადაიხარა, ხელი უკან გადასწია და უკანა სავარძლის კარი გააღო .
ლიზა უთქმელად ჩაჯდა მანქანაში.
ფანჯარა ასწიეს და წვიმის წვეთებმაც განაგრძეს ცეკვა.
-მიყვარხარ და არ მინდა მე შენი „მეც“.-თქვა უფრო თავისთვის საჭეზე თავჩამოდებულმა, მოსვენებულმა, ცოტა ნაღვლიანმა. -იმ დღიდან მიყვარხარ რა დღიდანაც ჩემი თავი მახსოვს ამ სამყაროში და ეს ფაქტი ცუდ კაცად იმიტომ მაქცევს, რომ სწორია ილიკო, ახლა იმხელა შვილი უნდა გვყავდეს ... იმხელა შვილი, რომ მე უნდა დამყავდეს ბაღში შენი მომზადებული სენდვიჩებით და მისი მეგობრებით ყოველ ორშაბათს, ყოველ სამშაბათს და ასე პარასკევამდე.
ისეთი ჩუმი დუმილი იყო ისმოდა მხოლოდ ფიქრების ხმები.
-შენ საქმროს ტარხუნაზე ალერგია აქვს, არ დამაჯერო რომ არ იცოდი, ყველამ ვიცით, მთელმა უბანმა, უფრო მაშტაბურად, მთელმა ქალაქმა.-გაეცინა და სავარძელს ზურგით მიეყრდნო.-მე შენ საქმროზე უფრო ცუდი კაცი იმიტომ ვარ, რომ აქ გაიძულებ ყოფნას თან ისე რომ თხოვნაც არ მჭირდება. მე მინდა მთელი ღამე აქ მყავდე ჩაკეტილი და მოგიყვე ყველა იმ ღამეზე შენით რომ იწყებდა გათენებას. მე მართლა მინდა ამ ყველაფრის შენთან მოყოლის უფლება მქონდეს, ლიზა-კო. მე შენ იმდეჯერ გითხარი „მიყვარხარ“, რამდენჯერაც მოვასწარი მეჩვენებინა ჩემი გრძნობები. თუ შენ იმ კაცს ცოლად გაყვები ...-ღრმად ამოისუნთქა და თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.-მე ცოლს სიცოცხლეში აღარ მოვიყვან.
-დაჩი!-შეჰკივლა გაფითრებულმა ქალმა და ნაკადულებად დადენილ ცრემლებს მისცა გზა მტკივნეული მომავლისაკენ.
-და მე შენ ამით დაგიტოვებ ბოლო სათქმელს ჩვენ ორს შორის, რომ ან შენ იქნები ანდაც არავინ. რომ ჩემ შვილს კაბებს ან შენ შეუკერავ, ანდაც არავინ. რომ შენ ხარ ჩემი პირველი და ჩემი უკანასკნელი. რომ არ ღირს ამ ქვეყნად კიდევ ვცადო ბედი სიყვარულში, თუ შენ არ იქნები ამ ამბის მთავარი გმირი. რომ სულ შენ იყავი და არავინ სხვა.
-დაჩი, რა ჯანადაბას ამბობ!-ტიროდა მოთქმით, უფრო ხმით და უფრო თამამად.
-დაშორდი, ლიზა იმ კაცს.
-აბსურდია!-გაიძახდა უფრო შეუგნებლად ვიდრე გრძნობათა სისავსით.
-არ არი ეგ კაცი შენი სამყოფი, არ ყოფილა არასდროს და ვერ იქნება. ცხოვრების ერთ ნაკლებად მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ჩემნაირი არაკაცი ჯობდა მისნაირს. მე შენ მიყვარხარ შენში ჩემი შეცდომებით, იმან სიყვარული არ იცის, ლიზაკო.-სარკეში უყურებდა ატირებულ ქალს დაჩი.
-აქამდე სად იყავი, ეს წლები სად იყავი,დაჩი! რატომ აქამდე არასდროს ...
-რამდენი მილიონი ბოდიში ეყოფა ამ ამბავს და რამდენად საკმარისი მიზეზი იქნება საიმისოდ მთელი ცხოვრება ეტანჯო ქმარს, რომელიც არ გეყვარება?!
-მეყავრება!-შეჰკივლა კიდევ უფრო ხმამაღლა და ნაკლები სიმტკიცით.
-კაცი, რომლის ხელის მოხვევაც ისე გეზიზღება დალურჯებულ მუხლებს ვერ უსოწრებ თვალებს?!-ჩაეცინა ზანდუკელს.
-ეს უბრალოდ შენ გამო ...
-ყველგან ვიქნები, კეკეს და მიშოს შვილი რომ ეყოლებათ და იქ ქმართან ერთად მოხვალ - დაგხვდები, ნუცას და ცვატას ქორწილში შენ მაგიდასთან დამჯდარი თვალს რომ ამარიდებ მაინც იქ დავრჩები, დანარჩენების დაბადების დღეებზე, ნიშნობებზე ... ყველგან დამინახავ. შენ, რა ... ყველგან აპირებ მისი ხელის მოშორებას შენი მხრებიდან?! ეგ არი შენი დანახული „მეყვარება?!“ ერთად გავიზარდეთ, ხელი არ მიხლია და ჩემი გვერდით დგომაც გკმაროდა მეგრძნო, როგორ გიყვარდი. შვილი ჩემზე რომ გკითხავს ვინ არიო, რას უპასუხებ?! მეგობარი წარსულიდანთქო?! დაჩი ბიძიათქო?! არ ვიცნობთქო?!
-როგორ მეზიზღები.-ბუტბუტებდა მონოტორულად.
-ამაზე უფრო, ოდესმე გყვარებივარ?!-გაეცინა ზანდუკელს და სარკიდან მისი მზერა უფრო და უფრო მომთხოვნი გახდა.-გახსოვს?! შენ კითხულობდი ხმამაღლა იმ წიგნს, არც სახელი მახსოვს და არც პერსონაჟები ... მახსოვს, როგორ ეზიზღება ქალს კაცი და კაცი როგორ ხედავს ამ ზიზღში გამჟღავნებულ „ისევ მიყვარხარ-ს“.
-ამაზრზენი კაცი ხარ.
-ვარ.
-აქაც რომ ვარ ამისთვისაც დამნაშავე ვარ, ამითაც მაბინძურებ.
-შენ სისუფთავეს მე კიარა, ივერიც ვერ დააბინძურებს.
-დამნაშავე ვარ ...
-რომ გკითხონ დაჩის რატომ დაშორდიო, რას უპასუხებ?! კეკე და მიშო ვერ შერიგდნენ და სამეგობროს გავაყოლეო?! დაჩის ზარებზე პასუხს იმიტომ არ ვცემდი ცვატას ვგლოვობდით მთელი სამეგობროთქო?!
-მაშინ მეგონა, რომ ასე იყო სწორი. შენ თუ ჩემზე უფრო მეტი ჭკუა გქონდა რატომ არ ... მე ხომ დაგპატიჟე ჩემს პირველ ჩვენებაზე, შენ როგორ ...
-აი ასე. როგორც შენ ისე მეც. მეც ასე ჩავთვალე სწორად, შენზე უფრო ჭკვიანი მე არავინ მეგულებოდა ჩემ ირგვლივ. შენ თუ ასე თვლიდი, რომ სამეგობროს დაშლას ჩვენც უნდა შევწირვოდით, ჩემთვის ამაზე უფრო სწორი ვეღარაფერი იარსებებდა, ასე გამოდის.
-მაშინ ახლა აქ რას აკეთებ?!-თვალები დაექაჩა ნერვებისგან ქალს.
-რას უნდა ვაკეთებდე?! ჩვენ დაშვებულ შეცდომებს ვნანობ.
-ისედაც არაფერს აპირებდი. ისედაც ვერ გავქაჩავდით დიდი ხნით ...
-რას არ ვაპირებდი?!-უკან მობრუნდა დაჩი და მათი თვალები ისე შეეჩეხნენ ერთმანეთს, როგორც ერთი ლოცვით ახდენილი სასწაული ადამიანის გამოუვალ მდგომარეობას. -რას არ ვაპირებდი-მეთქი, ლიზაკო?!-ხმას აუწია დაჩიმ.
-შენ ისე არასდროს გიყვარდი როგორც ვანიკოს.
-რატომ, მანქანაში ძალით რომ არ ჩაგტენე და შენი ცოლად მოყვანა დედაშენთან ხელის თხოვნით რომ მინდოდა, ამიტომ?!
-ნუ იგონებ!
-მე ვიგონებ და ვანიკოს სიყვარული სიმართლეა?!
-დიახაც!
სულ ორი წამი და ელვის სისწრაფით წაეტანა გულის ჯიბეში ბრჭყვიალა ნივთს ზანდუკელი.
ლამპიონის შუქზე ისე ინათა ბრილიანის პატარა თვალმა, როგორც მთვარემ შავბნელი ღამის ქუჩებში მოკაშკაშემ.
-მე ვიგონებ, ლიზაკო?!
-ეს რა არი?!-თვალები დაექაჩა აკანკალებულ ლიზას.
-იმ ჩვენებაზე, მე რომ მოვედი ... ის კაცი დამხვდა, ვისმა არსებობამაც ეს ბეჭედი ჯიბეში ჩამადებინა. შენ არასდროს დაგიძახია და მე არასდროს დამიტოვებია შენი ძახილი უპასუხოდ. და ალბათ ამასაც ვერ ხდვები, ისე მეძახი დღეს, რომ ვუშველო.
-ვის უნდა უშველო ...
-ჩვენ არ დაბადებულ შვილებს. ვერ დადებულ ფიცს ერთმანეთთან. ვერ ახდენილ ოცნებებს. ვერ ნაცხოვრებ სიცოცხლეს.
-ნუ ბოდავ!-არ უნდოდა არც ერთი სიტყვის მოსმენა, რადგან იცოდა, იცოდა მალე გატყდებოდა, მალევე დანებდებოდა საკუთარ სურვილებს.
დაჩის გაწეულ მტევანს ისე მორჩილად გააყოლა თავისი მარცხენა, ვერ იგრძნო როგორ მოხსნეს ლოდივით მძიმე ნიშნობის ბეჭედი და როგორ დაანახეს ოცნების მტკივნეულად სანატრელი რეალობა, რომელსაც სახელად ერქვა ოჯახი.
და გააჟრჟოლა სიმსუბუქემ, აქამდე განუცდელმა ბედნიერებამ.
-ლიზა, შენ მხოლოდ მითხარი და მე გავაქრობ ვანიკოს შენი ცხოვრებიდან.
-დაჩი ორ კვირაში ქორწილი მაქვს.-თვალს ვერ აშორებდა ბეჭედს მის არათითზე.
-ლიზა, შენ მხოლოდ მითხარი და მე გავაქრობ ვანიკოს შენი ცხოვრებიდან.-წარბი არ შეუხრია ზანდუკელს.
-ასე ვერ მოვექცევი.
-მე მოგცემ მიზეზს.
-ასე არ შეიძლება.
-ლიზა, მხოლოდ ...
-დაჩი არა.
-ლიზა, გთხოვ ... გემუდარები, ლიზა ჩვენ ყველა ოცნებას გაფიცებ, გთხოვ მითხარი, რომ არ გინდა იმ კაცის ცოლობა.
-ვერ გეტყვი.-ტიროდა მოთქმით და ხელს უჭერდა არათითზე იმ თხელ ბეჭედს, მის სხეულს რომ ერთი ორად ლამაზს ხდიდა საკუთარ თვალში.
-ლიზა, არ არი ვანიკო ის კაცი ვინც ...
-არ მითხრა, დაჩი. დავაგვიანეთ. მეც და შენც. ორივემ. და შენ უფრო, იმიტომ რომ იცოდი, უნდა გცოდნოდა ... ის ორი ზარი რომლითაც კეკეს და ცვატას ამბავი ვიგლოვე ... არ იყო საკმარისი მიზეზი დანებებისთვის.
-და აბა იქ ჩერდებაო დრო სწორი ადამიანებისთვის?!-ჩაეცინა სულ ატკივებულს.-იქ სადაც ამბავს წყვეტენო და იშლებიანო?! აბა ყოველთვის გაპატიებს ქალი ვისაც უყვარხარო?! შენ თვალებს ნაკლებად ვუყვარდი, ლიზაკო?! მე კაცი არ მომიკლავს, შენი სახელი არ შემირცხვენია, სხვისი ჯიბიდან ფული არ მომიპარავს და არც შენი სახლის კარი გამომიჯახუნებია. თუ მათთვის თავიანთი სიყვარული სამყოფია პატიების, ჩვენ რა გვჭირს?!
-იქ მესამე არ გამჩდარა, ჩემ უკან ჩემი ოჯახი დგას. ადამიანები, რომლებიც ქორწილისთვის უკვე ემზადებიან. ვანიკოს ოჯახიც დგას. ასე არ არი, ასე ვერ დავანგრევ ყველაფერს.
-არ შემშალო, ქორწილის გამო ვნებდებით!?
-ორ ზარს რომ მაკმარე და ჩემ ჩვენებაზე შემთხვევით მოხვედრილ ვანიკოს არსებობას რომ აკმარე ჩემი ბეჭედი, აი ამიტომ ვნებდებით. ნეტავ ძალით მოგეტაცებინე, ნეტავ ისე გყვარებოდი როგორც მას, ნეტავ არ დამლოდებოდი და ნეტავ ჩემზე ძლიერი ყოფილიყავი. ვინ იცის, იქნებ ჩვენი შვილი ახლა ზუსტად სკოლის ასაკში ყოფილიყო და მე მისთვის გამეკეთებინა სენდვიჩები.
მანქანის კარი გამოაღო და წავიდა.
სადარბაზომდე მისვლამდე ესმოდა ქალის ტირილი.
და წერტილის დასმასთან მყარად მდგარს, მანქანა რომ უნდა დაეძრა ხელებში ნიშნობის ბეჭედი გადაგორდა და სავარძელთან დავარდა.
სავარძელი უკან დასწია და ფეხებთან ხელის ცეცებით მიაგნო ბეჭედს.
ჯერ გაეღიმა.
მერე გაეცინა.
ბოლომდე.
ხმით.
ხელში ვანიკო ივერის ბეჭედი ეჭირა.
იცინოდა.
შეშლილივით იცინოდა.
იმ ერთ მუჭა ღრუბელს ჰგავდა ეს ბეჭედი, რომელიც კოკისპირული წვიმის მომტანი იყო ადამიანთა ცხოვრებაში.

თენდებოდა.
ტყემლის ხეელბიდან ცვიოდა ლამაზ-ლამაზი ფურცლები გაზაფხულის თბილი სიოს ჭკუაზე მოფარფატეები.
ნაწვიმარ მიწას თავისებური სუნი ასდიოდა.
-დაბლა გელოდები!-გული შეეკუმშა ვანიკოს ხმაზე გოგონას.
ტელეფონი გაუთიშეს.
ვერ იტანდა ასე უხმოდ დასრულებულ ზარებს.
ძლივს აათრია სხეული და მოწესრიგდა ეზოში ჩასასვლელად.
ლილი უკვე სამსახურში იყო წასული.
კიბეები ზლაზვნით ჩაიარა და ის იყო შუბლზე ჩამოყრილი თმები უნდა გადაეწია გუშინდელმა ღამემ რომ შეახსენა თავი.
ხელზე დაჩის ბეჭედი ბრწყინავდა აუხდენელი ოცნებასავით.
-ვაიმე, დაჩი!-სადარბაზოდან გამოსული დაჩის და ვანიკოს მანქანებს შორის აღმოჩენილმა იგრძნო როგორ გაეყინა სხეულში ყველა ძარღვი.
ღამენათევ ზანდუკელს ბევრი არ დაჰგვიანებია, სასწრაფოდ დაიძრა გაფირებული ლიზასკენ და ისე რომ ვანიკოს არსებობა არ შეიმჩნია ზურგით დაუდგა ივერს.
-ჩშშ ... აქ ვარ, ნუ გეშინია.
-ბეჭედი ... ვანიკოს ბეჭედი ...
-დამშვიდდი, აქ მაქვს.
-ლიზა!-გაისმა ვანიკოს ხმა და აკანკალებულ ლიზას ხელზე წაეტანა ზანდუკელი. უსაშველოდ მძიმე მომენტი იყო. როგორ მოხსნა თავისი ბეჭედი და როგორ დააბრუნა ივერის არსებობა მოპარული ოცნებებიდან მძიმე რეალობაში. როგორ აკოცა გაყინულ თითებზე და როგორ შეაწმინდა აკანკალებულს ჩამოგორებული ცრემლი.
-მშვიდად, ყველაფერი დასრულდა.-თქვა და იქაურობას გაეცალა.
მანქანა დიდი სისწრაფით გაიყვანა ეზოდან და გაქრა, ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით.

-ჩაჯექი მანქანაში!-ხისტი იყო ივერის ხმა.
დაპროგრამებულივით დაჰყვა მამაკაცის ნებას და მანქანაში ჩაჯდა ლიზაც.
იქაურობას რომ მოშორდნენ მანქანა გზიდან გადაიყვანმა ვანიკომ და დაიყწო.
-ტელევიზიაში, უაზრო გადაცემაში მიმიწვიეს, ერთი თვის წინ ... გიყვებოდი, ალბათ არ მისმენდი, როგორც ყოველთვის. ექიმებზე იყო, მინისტრის ნაცვლად მე გამიშვეს. ალერგიებზე იყო თემა.
-ვიცი, ტარხუნაზე ალერგია გაქვს, მერე?!-ისევ დაჩი გაახსენდა ლიზას.
-მილიონი კერძიდან რომლის მომზადებაც თურმე გცოდნია, მაინცდამაინც ჩაქაფული რატომ აარჩიე?!
-ისე, ინსტიქტურად, არ გამხსენებია, არც კი მეგონა რომ მოხვიდოდი, მეგონა გარკვევით გთხოვე არ მოსულიყავი და გედროვა ჩემთვის ურთიერთობის დალაგება იმ ადამიანებთან ვისთან ერთადაც გავიზარდე!
-და შენ ყოფილთან!?
-მთელი ცხოვრება ასე უნდა იეჭვიანო?!
-არ მაქვს საეჭვიანო?!
-გაქვს.
-ყოჩაღ ანუ ...
-დაჩიმ ერთხელ მითხრა, რომ ჩემი სამყოფი კაცი ვერასდროს გახდებოდი.-ჩაფიქრებული მზერა ფანჯრიდან ვანიკოზე გადმოიტანა ლიზამ.-მაშინ ვერა, მერე ჩემი ცოლად მოყვანა მოტაცებით რომ გადაწყვიტე, ვიფიქრე ამას გულისხმობდა. გამოდის რომ მაშინაც ვერა, მაგრამ ახლა ... ახლა მგონია, რომ რაღაც სხვა ამბავი იცის დაჩიმ. ის რაც მე არა.
-ახლა გგონია?! -გაეცინა ივერს.-მაინც რა ამბავი?!
-არ ვიცი, შენ გეკითხები, თუ ჩვენ ოჯახი უნდა შევქმნათ, გთხოვ, მითხარი რას გულისხმობდა დაჩი მაშინ, გაგიგებ, გაპატიებ, მივიღებ ... უკვე საკმაოდ შორს ვარ შენთან ერთად უბრალოდ მინდა რომ ...
-ეგოისტია ეგ შენი დაჩი. დამპალი, ეგოისტი კაცი. არასდროს ყვარებიხარ ისე როგორც მე. შენ კიდე დაუნახავი ყოველთვის მისკენ გარბოდი!
-შეწყვიტე ჩემი შეურაცხყოფა!-შესძახა ლიზამ.-მიპასუხე, თუ ამას სხვისგან გავიგებ, ვანიკო არ გაპატიებ!
-მე ისეთი არაფერი გამიკეთებია რაც შენ ჩემ სიყვარულში დაგაეჭვებს.
-მე შენ სიყვარულში ის დამაეჭვებს, თუ გავიგებ რომ დღეს მომატყუე.
-ჩემ და დაჩის შორის ვინც გატყუებდა, რომ უყვარდი ახლა ქორწილის სიაში სამას ორმოცდამესამეა. მე შენი თავი დაჩის კიარ წავართვი, მე შენი თავი დაჩის მოვუგე. კაცურ ბრძოლაში დავამარცხე. ახლა თუ ნაბიჯს უკან გადადგამ, ყველაფერი რაც ამ წლების განმავლობაში შენთვის გამიკეთებია ... ყველაფერი შენ კისერზე იყოს.
-ისე ჟღერს ეგ სიტყვები თითქოს დაჩი უფრო გიყვარს ვიდრე მე.-გაეცინა სიმწრით ლიზას.-რას ნიშნავს დაჩის მოუგე, მე პრიზი ვიყავი თქვენ ორს შორის?!
-დაახლოებით.
-ბატონო?!
-ასე ხდება. როცა ორს ერთი ქალი უყვარს, იმარჯვებს ის ვისაც ქალი ირჩევს. მე დაჩის მოვუგე.
-მე და შენ სიყვარული სხვანაირად გვესმის ფაქტია.
-არ გაბედო და არ დაუშვა, რომ შეგარჩენ ჩემ მიტოვებას.-ცივი გაუხდა ვანიკოს თვალები.- არ იფიქრო, რომ ბედნიერს გამყოფებ იმ კაცთან ერთად. დაგინაწევრებ და ისე მოგიგდებ, დამახინჯებულს. დადექით მერე და უარეთ მთელმა სამეგობრომ თქვენი განთქმული მეგობრობის კოეფიციენტებით და გმირობებით. რამე არ შეგეშალოს ლიზა.
-მემუქრები?!
-გაფრთხილებ.
-არ მომწონს შენი ტონი.
-მე შენი განწყობა!-იღრიალა კაცმა.-გაიაზრე, რომ მე ვარ შენი ქმარი. მორჩა!
-საქმრო.-მშვიდი იყო ლიზა.-ისე არ ქნა რომ საქმრო კიარა, ნაცნობი აღარ იყო ქუჩაში. ვინმეში არ შეგეშალო. ამ ურთიერთობის დასაწყისშივე გითხარი, რომ ჯერ კიდევ მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება რომ ცხოველივით მომექეცი. შენი ქმედებები მაფიქრებინებდა, რომ შენში ეგ კაცი აღარ არსებობდა, რომ შენ გვერდით შემეძლო მშვიდად მეცხოვრა. მე შენ სიყვარულს არ დაგპირებივარ, ორივეს გააზრებული გვქონდა ეს ფაქტი. გვექნებოდა მშვიდი პატარა ოჯახი, ჩვენი ვალდებულებებით და ღირსებებით.
-და სულ დაჩი გეყვარებოდა ხო?!
-და თუ არ გაწყობდა მე დაგაძალე?!
-შენ გოგო ხო არ აფრენ!-ზედმეტად ახლოს იყო მამაკაცის გავეშებული სხეული ლიზასთან.-ენას ამოგაცლი მეორედ ეგ არ გამაგონო!
-მოდი ახლა დაფიქრდი ვის ელაპარაკები და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი ერთმანეთთან ოჯახი დაგვაკავშირებს თუ წარსული უთანხმოება.მანქანის კარი გააღო და ის იყო უნდა გადასულიყო, კისერში წავლებულმა ხელმა უკან რომ დააბრუნა.
იგრძნო როგორ გაუჭირდა ამოსუნთქვა.
თვალები დაექაჩა უჰაერობისგან.
-ვერ მიმატოვებ. გამორიცხულია. ან ჩემთან იქნები ან არავისთან.-ხრიალებდა და მთელი ძალით უჭერდა კისერში ხელს მდინარაძეს.
-რას ... რას აკეთებ.-ხელებს უჭერდა გაყინულ მტევანზე კაცს და მთელი ძალით ცდილობდა თავის დაღწევას.
-მაპატიე ...-ხელი უშვა და უკან გამხტარ ქალს მზერა მოარიდა.-შენი ბრალია, მწყობრიდან გამომიყვანე.
-ეს ... ეს ... რა გააკეთე, ვანიკო?!-ტირილის სურვილს ებრძოდა გაგიჟებული.
-ბოდიში ხომ მოგიხადე?!-აყვირდა ივერი.
სასწრაფოდ გდავიდა გაღებულ კარიდან და ბედად გამოჩენილ ტაქსისტს მანქანაში ისე ჩაუხტა კაცმა დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო.


პეკინზე იმ ნაცნობ საკონდიტროში მივიდა სადაც ადრე, მათი მშობლები იკრიბებოდნენ ხოლმე.
-ბლინები მინდა, ბევრი შოკოლადით, ბევრი მარწყვით, ბევრი ბანანით.
-კარგით, მაგიდასთან დაბრძანდით და მოგართმევთ.-გაუღიმა გოგონამ.
დაჯდა და აცრემლებული თვალებით ამ მაგიდასთან დედამისი წარმოიდგინა.
დაჩის დედასთან ერთად, ლაშას, კეკეს, ცვატას, მიშოს, დათას დედებთან ერთად.
პირველი ცრემლი ღიმილით გააჩერა და თადვახრილმა უცებ მოძებნა საჭირო ნომერი.
-ჰო,ლიზა.-გაისმა ტელეფონში მაიკოს ხმა, ცვატას დედის.
-ჩემი ნომერი რომ შენახული გაქვს მიყვარს ეგ ფაქტი.
-მე შენ მყავხარ სულ შენახული გულში.-გაეცინა ქალს.
-იმ საკონდიტროში ვარ, თქვენ რომ დადიოდით ხოლმე. მოხვალ?!
-უკვე გამოვდივარ.
-ქეთის დაურეკავ?!-ტირილი დაიწყო ლიზამ.
-ყველას დავურეკავ, დე. რატო ტირი?!
-რომ მოხვალ გეტყვით. ლილიკოს არა.
-კარგი, ლილიკოს არ დავურეკავ.
-კარგი.
იჯდა ფანჯარასთან, ტიროდა და ჭამდა თავის ბლინებს, ბევრი მარწყვით, ბევრი შოკოლადით და ბევრი ბანანით.
ტიროდა მოთქმით, მანამ სანამ ნაცნობმა სხეულმა კარი არ შემოაღო და პირველი ვინც დალანდა ქეთი იყო.
უკან მაიკო და ირმა (ლაშა ყორღანაშვილის დედა) მოდიოდა.
სულ ბოლოს კარი დათას დედამ, მელანომ შემოაღო.
ქალებს თვალები დაუმრგვალდათ ლიზას შემხედვარე.
-უი, მოგიკვდეს ჩემი თავი, რა გატირებს, დედა?!-შესძახა შეშფოთებულმა მელანომ და სასწრაფოდ დაიძრა გოგონასკენ. როგორც ჩანდა, გარეთ უკვე მოესწროთ ერთმანეთის ნახვა მშობლებს.
-მე ... მე ... -სუნთქვა უჭირდა ლიზას.
-აქ ვართ, ყველა.-ლიზას მუხლებთან დაიხარა მაიკო.-შენ ოღონდ მითხარი ვინ აგატირა და ცვატას მე გავასწრებ იმის საცემად.
-მე ცუდად მოვიქეცი ...-ამოიტირა და უღონოდ დაასვენა დაღლილი თავი მაიკოს მხრებზე.-ვაიმე, მაიკო ძალიან ცუდად მოვიქეცი.
-რატო, დედი რა გააკეთე?!-გვერდით დაუჯდა ირმაც და ქეთიც.
-მე მეგონა შეიცვალა. მეგონა, ღირდა მასთან ურთიერთობის აღდგენა. ის ისე იქცეოდა, ჩანდა ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. მითხრა რომ ბიჭებმა აიყოლიეს, შეაგულიანეს, რომ არ აპირებდა ჩემთვის ხელის ხლებას და ...
-და?!-დაიძაბა ქეთი.
-და მთელი ეს დრო, მეგონა რომ ვანიკო იყო ის ადამიანი ვისაც ვუყვარდი და ვინც ჩემთვის ... ვაიმე, რა სულელი ვიყავი.
-ლიზა, რა გააკეთა ვანიკომ?!-სათქმელს მიუხვდა მაიკო გოგონას.
-მე მესმის მისი, ბუნებრივიცაა, ეჭვიანობის მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ ...
-ლიზა ეს რა არი?!-თვალები დაექაჩა ირმას და გოგონას ჩამოშლილი თმები ფრთხილად გადაუწია უკან.-ეს რა არი, ლიზა?!
-ეს ვანიკომ გააკეთა?!-ჩალურჯებულ კისერს დაფეთებულმა დააჩერდა ქეთიმ.
-მითხრა, რომ დაჩი ეგოისტია და რომ ....-სულს ვეღარ ითქვამდა ლიზა.-გუშინ დაჩი ვნახე. ქეთიც იქ იყო, დაძაბული მდგომარეობა იყო, ვთხოვე არ მოსულიყო და მაინც მოვიდა. არა, მე მართლა არ ვამტყუნებდი, მართლა უბრალოდ ...
-რა გააკეთე იმის ფასი, ეს რომ მიიღე?!-ხმა ჩაუვარდა მელანოს.
-დაჩიზე იეჭვიანა. ჰქონდა მიზეზი.-ტიროდა ლიზა.
-რა ვქნათ?!-გოგოებს თვალი მოავლო მაიკომ.-ეს რომ ლილიკომ ნახოს გაგიჟდება. საერთოდ ეს რა არი?! რამე გააკეთა დაჩიმ ისეთი რაც ...
-ისეთს დაჩი არაფერს გააკეთებდა რაც ამას გაამართლებდა.-ჩაერია ქეთი.-ჩემთან იყვნენ, დაჩის საერთოდ ხმაც არ გაუღია, თავდახრილი იჯდა, გოგოს წესიერად არც უყურებდა. ხალხო ვერავინ დამაჯერებს ჩვენ ხელში გაზრდილმა დაჩიმ რამე ისეთი გააკეთა, რომ ეს ქმედება გამართლებული ყოფილიყო?!
-რა ვქნათ?!-ლიზას თმებზე მოეფერა ირმა.
-რა უნდა ვქნათ?!-გაიკვირვა მაიკომ.-ბიჭებს უნდა ვუთხრათ.
-არა, გააზვიადებენ.-ხმა ამოიღო ლიზამაც.
-დედიკო, მომისმინე ...-მშვიდად დაიწყო მელანომ.-ახლა რომ ბეწვის ხიდზე გადიხარ და არ გინდა შეცდომა დაუშვა ამდენი წლის შემდეგ გამოჩენილი დაჩის გამო, მე მესმის. აქ ყველამ ვიცით როგორ გიყვარდათ ერთმანეთი ბავშვობიდან, მაგრამ არც ეს ფაქტორი რომ არ არის ამხელა ამბის დასასრულის საფუძვლიანი მიზეზი ესეც მესმის. -ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო.-მაგრამ ლიზა ... კაცის სიყვარული შენდამი გამოიხატება მისი ქმედებების მოფრთხილებაში. წინასწარ ვერაფერს გეტყვი, მე მახოვს აკანკალებული ჩემი შვილი როგორ მიყვებოდა, მანქანაში შენი ჩასმის სცენას სკოლის ფანჯრიდან რომ შეესწრო, ლია მეტრეველი გახსოვთ რას იძახდა?!
-ისე ჩატენეს გოგო მანქანაში ლაშა ლამის ფანჯრიდან გადახტაო.-გაეღიმა მაიკოს.
-და ცვატა რომ ვერ გადამხტარიყო?!-შეპარვით დასძინა მელანომ.-შავლოვიჩის მანქანაში გასაღები რომ არ ყოფილიყო ჩატოვებული?! დაჩის რომ ვერ მოესწრო, იცი მაინც რა რეალობის წინაშე გაყენებდა ეგ ბიჭი?!-ცრემლებს მონაცვლეობით წმენდნენ ქალები გოგონას.-დედი, მე იმას არ გეუბნები არ უყვარხართქო, მაგრამ შენ გინდა მისი სიყავრულის ამგვარი გამოვლინება?!
-შეიცვალა.-ტიროდა ლიზა.
-კარგი, დავუშვათ რომ შეიცვალა.-დაუყვავა ქეთიმ.-დავუშვათ რომ ძალიან კარგი ქმარიც იქნება ... კარგი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რომ არ გიყვარს, ამას რატომ აიგნორებ?!
-დედაჩემს იმედებს ასე ვერ გავუცრუვებ ... მისი ოჯახი ჩემზე გადაყოლილია და ...
-და დედაშენმა იცის რომ ქორწილამდე ორი კვირით ადრე კისერდალურჯებული ზიხარ და ტირი?!-გააწყვეტინა სიტყვა ირმამ.-ლილიმ ეს რომ გაიგოს, ხომ იცი რას უზამს იმ ბიჭს?!
-არ მინდა რომ ეს გაიგოს, არ მინდა რომ ეტკინოს. დავიღალე, მშვიდად ცხოვრება მინდა.
-ვანიკო ის კაცი არი ვის გვერდითაც მშვიდად იცხოვრებ?!-გაეღიმა მელანოს.-ყველა ყველაფერს მოინელებს, არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი. ჯერ კიდევ გაქვს დრო თქვა უარი, დედაც გაპატიებს, ვანიკოს ოჯახიც. შეიძლება ვერ გაგიგონ, მაგრამ არ არი მნიშვნელოვანი ეს. მთავარი შენი ოჯახია. ის წმინდა და სუფთა ოჯახი, რომელიც, სიყვარულით უნდა ააშენო. ლიზა ჩვენ ამას გასწავლიდით ყველას, თითოეულ თქვენგანს.
-თუ ამ სიყვარულს სხვის უბედურებაზე ავაშენებ ... როგორ ვიქნები ბედნიერი?!-ამოიტირა გოგონამ.
-გააჩნია ამ უბედურების მიზეზი რა ხდება. რა გითხრა ეს რომ გააკეთა, ამის შემდეგ?!-ეჭვის თვალით დააცქერდა მელანო გოგონას.-ხომ არ უთქვამს რომ შენი ბრალი იყო, რომ შენ გააბრაზე.-სხეულში ავად გასცრა ლიზას.-ლიზა, დე, თუ გინდა არ გვითხრა, მაგრამ თუ მსგავს შინაარს შეიცავდა მისი სიტყვები, იცოდე რომ პოტენციურ მოძალადეს მიყვები ცოლად, რომელმაც შეიძლება ხვალ ხელიც დაგარტყას და მერე დაგაჯეროს, რომ შენი ბრალი იყო. შეიძლება ვცდები, და ღმერთმაც ქნას ასე იყოს, მაგრამ ... მე მაინც არ ვიცი და არ მესმის, როგორ აწყობ შენს მომავალს იმ ფაქტზე ვის რა ეწყინება. ვანიკოს დედამ იცის რომ მისი შვილი ბრაზს და თუნდაც ადექვატურ ბრაზს ასე გამოხატავს?!
-კი მაგრამ ... მე რატომ არ დამირეკეთ?!-ნაცნობ ხმაზე ყველა შეცბა.
გარიმებული, კარში გახიდული ლილი ხვდებოდა, რომ მისი შვილის თავს კარგი ამბავი ვერ ტრიალებდა.
ჯერ კიდევ მარჯვნივ გადმოყრილი თმებიდან კისერთან ელავდა მოწითალო მოლურჯო ფერები, ნათითურები, რომლებიც ანიშნებდა, რომ მის გოგონას ატკინეს.
-ლიზა!-ქალს ხელიდან გაუვარდა ჩანთა.
იქაურობა მალევე დატოვეს.


დაჩის სახლში ყველას მოეყარა თავი.
ბოლთას სცემდნენ ლაშა და დათა სინქრონში.
-ბეჭედი არ უნდა გაგეკეთებინა და მიხვდებოდა ის არაკაციც, რომ ...-გაბრაზებული სიტყვებს ძლივს უყრიდა დათა თავს.
-ასე უფრო უარესი იქნებოდა, ვინ იცის მაგ კაცისგან არაფერია გასაკვირი. გოგოს რამე არ დაუშავოს.-თავი გადააქნია ლაშამ.
-ნუ მაგიჟებთ, ბიჭო!-შეჰყვირა დაჩიმ.
-დაჩი, რაო, რა თქვა ლიზამ რომ უთხარი დაშორებოდა ვანიკოს?!-ჩაერია კეკე.
-ჩემს უკან მდგარ ხალხის არსებობას ვერ დავაიგნორებ და ამხელა ამბავს ასე ვერ დავასრულებო.-ამოილაპარაკა დაღლილი ხმით და დივანზე გადაწვა.-არ მითხრა ისეთი რამე რაც მასზე უარს მათქმევინებსო.
-ახლა იღუპავ თავსთქო.-აივნის კართან დადგა მიშო.-მთელი ცხოვრებაა იმას ცდილობს სხვებთან იყოს მართალი და ვერ ხვდება რამხელა შარში იგდებს თავს ამ იდიოტი ბიჭის გამო.
-მე, კეკეს და ლაშას რაღაც საქმე გვაქვს. გავალთ და საღამოს შეგეხმიანებით.-წამოდგა ნუცა.
-რა საქმე?!-სხვათაშორის იკითხა ცვატამ.
-საქმე!-მკაცრი იყო ნუცა.
-ბრძანე ჰიპოკრატე, რა ხდება?!-ღიმილით დააჩერდა გოგონას ცვატა და ისე მიმართა ლაშას.
-კარლოს წნევები აწუხებს და ანალიზების პასუხები გამოაგზავნა, საავადმყოფოში უნდა შევირბინო რა.-ხელი აიქნია უდარდელად ლაშამ და გოგონებს ანიშნა დროზე გასულიყვნენ.
-ჩვენი კარლიტო, ცოდვები აუვარდა ალბათ მაღალ ნიშნულში.-ჩაიქირქილა და მიშოს გვერდით დაიკავა ადგილი.
ნუცამ სახლის კარი მოხურა და კიბეები კისრის ტეხვით ჩაირბინეს.


ისხდნენ დედა-შვილი სამზარეულოში და ხმის ამოღებას ვერც ერთი ბედავდა.
-არ გიყვარს.-თქვა ბოლოს ლილიმ ნაღვლიანი ხმით.-თავიდანვე ვიცოდი, არ გიყვარდა.
-ამას არ აქვს მნისვნელობა, არასდროს ვყოფილვარ გრძნობებს დამონებული ქალი და არც ახლა ...
-შენ ოჯახი რა გგონია?!-გაეცინა ლილის.-სახლობანას ითამაშებთ დაწვებით და დაიძინებთ?! როგორ გაბედე საერთოდ ისეთ კაცზე გათხოვება, ვინც ... ვინც არც კი გიყვარდა.
-ვინც მიყვარდა ის გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და ალბათ ამიტომ.
-დედა, სულ გაუთხოვარი დარჩე ასეთ დროს ის ჯობია, არაწორ ადამიანზე გათხოვებას.
-მაპატიე, დედა. იმის, გამო რომ იეჭვიანა და ეს მოხდა ... ვერ, არ მაქვს ამის უფლება, ლილი.
-და აბა ვის აქვს შვილო, ამის უფლება?!-შეჰყვირა ქალმა.-რაო დაჩიმ.
-დაშორდიო.
-აუჰ! სად ვიყავი აქამდეო?!
-ჯანდაბაშიო.
-შენ რა გინდა, ლიზა?!
-სისუფთავე.-ამოიტირა ნიკაპაკანკალებულმა.-მინდა, რომ მშვიდად და სუფთად ვიცხოვრო. მინდა, რომ არ ვინანო ჩემი გადაწყვეტილებები, მინდა რომ არც ერთი ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში და არც მეორე.
კარზე კაკუნს დაფეთებულმა რომ მიაყურადა ლილის გული კისერში მოებჯინა.
-რა გჭირს, ლიზა?! დამშვიდდი, დედა მე ვარ სახლში.
-არაფერი ... არა, არაფერი.-და ყურში ჩაესმოდა „დავანაწევრებ, დავამახინჯებ ..“
ლილიმ კარი გააღო თუ არა კეკეს ხმაზე ერთიანად მოდუნდა.
-მოდით ბავშვებო.-სევდა გარეოდა ქალს ხმაში.
-როგორ მომენატრეთ!-თბილად ეხუტებოდა ნუცა ქალს.
-მეც ძალიან, სამივენი ... ყველა, ზოგადად.-იღიმოდა და სამზარეულოსკენ მიუძღვოდა ბავშვებს.
თმები ჩამოიყარა სასწრაფოდ და მეგობრებს გაუღიმა.
-სალაპარაკოდ ვართ და თქვენც აქ იყავით,რა.-მორიდებით დაიწყო ლაშამ. სკამზე მოწყვეტით დაესვენა ლილი.-ლიზა, ჯერ ამას გკითხავ ... ვანიკო გიყვარს?!
-მორჩით, რა დღეს ... მართლა მორჩით!-ტირილი აუვარდა ლიზას.
-ახლა მომისმინე ...-ღრმად ამოისუნთქა ლაშამ.- შენ იცი მე ასეთ თემებში არ ვერევი, მხოლოდ ერთხელ მივედი კეკესთან და შენც იქ იყავი, მხოლოდ ერთხელ ჩავერიე და ისიც იმიტომ, ვიცოდი მიშო კეკეს ერთადერთი სწორი ოჯახი იყო, ახლა აქ არის და ალბათ ძალიან ნანობს მაშინ რომ არ დაგვიჯერა ... ახლა აქ ვარ, შენთან და რომ არ ვთქვა მერე მთელი ცხოვრება შემჭამს ფიქრი, რომ მეც დაგღუპე. მკვლელია, ვანიკო ივერი.-თქვა და ლილიკოს შეკივლება გმირულად დააიგნორა მეგობრის თვალებში გაყინულ მზერაში ჩაკარგულმა ლაშამ. - წლების წინ, ჩვენ უბანში ჩვიდმეტი წლის ბიჭი მოკვდა ქუჩური გარჩევის დროს. ვანიკო ჩემი ტოლია, ანუ შენზე ერთი წლით უმცროსი, მე მაშინ ცხრამეტის ვიყავი, როგორც ვანიკო. გარჩევაში მაკალათიების და ქალდანების საკითხი ირჩეოდა, ვანიკოც იქ იყო. როგორც გამოჟონა ამბავმა, ამ ბიჭს ჩვიდმეტი ჭრილობა მიაყენეს ცივი იარაღით. ჩვიდმეტივე ვანიკოს მიყენებული იყო.
-მიშველეთ!-შეიცხადა ლილიმ და დაფეთებულმა გადმოხედა გახევებულ ლიზას.
-საიდან დაადგინეს რომ ვანიკო იყო და არა სხვა?!-ცივი ხმა ამოუშვა მდინარაძემ.
-მკვლელობა იცი ვის დააბრალეს?!-გაეცინა ირნოულად ლაშას.-ქალდანების ბიჭს. ძმაკაცი ძმაკაცს უბრალოდ გაჰყვა სალაპარაკოდ უცხო ბიჭებთან. მერე ერთმა მეორეს ჩვიდმეტი ჭრილობა მიაყენა და ოცი წელი ისე მიუსაჯეს სასამართლომ ვერდიქტი ნახევარ საათში გამოაცხადა. ძალაინ საეჭვო სცენარია ხო?!
-იქნებ ...
-ლიზა, არანაირი იქნებ. ამ ამბიდან მეორე დღესვე მხოლოდ ვანიკო გაქრა ქალაქიდან.
-რას მეუბნები, რომ იცოდი მკვლელი იყო და ...
-მე რომ ვიცი მკვლელი, მოძალადე და დამპალი კაცია ეგ შენი ვანიკო ივერი, იმიტომ ვზივარ ახლა აქ და ვცდილობ დაგაჯერო, სამყაროში ვერანაირი სირცხვილი, ვერანაირი რიდი და ვერანაირი იმედგაცრუება ვერ გადაფარავს შენი ხუთას კაციანი ქორწილიდან მეორე დილას, როცა გაანალიზებ, რომ კაცს კიარა ცოლად ნაგავს გაყევი.
-დამემუქრა.-ამოილუღლუღა ცოცხალ-მკვდარმა ლიზამ.
-რაო?!-სმენად იქცნენ დანარჩენები.
-თუ ჩემ მიტოვებას დააპირებ დავანაწევრებ იმ შენ დაჩისო ...
-ეგ არაკაცი, ეგ ...-სიტყვები უჩუმრად ჩაყლაპა გამწარებულმა ყორღანაშვილმა და ცვატას ნომერი აკრიფა სასწრაფოდ.
-გთხოვ, ახლა დაჩის არ ...
-ცვატას ვურეკავ, უნდა იცოდნენ ... ცვატა!
-რაო, კვდება კარლო პაპა?!-გაისმა ცვატას მხიარული ხმა.
-ლიზასთან ისე ამოდი, არ თქვა რომ აქ მოდიხარ.
-ასე უცებ კაცო?!-დაიძაბა ჯამარაული.
-ძალიან უცებ.
-კაი, კაი ...-ჩაილაპარაკა მოჩვენებითი სიმშვიდით.-მე ახლა დედაჩემს უნდა გავუარო და მერე მოგაკითხავ, ნუ წუწუნებ ბიჭო, გაიარე ორი მეტრი ფეხით!-ტექსტებს გზადაგზა იგონებდა და ბიჭებს ისე ემშვიდობებოდა მათ კითხვებს გაუგებარ პასუხებს ახვედრებდა.
სახლის კარი გამოიხურა თუ არა მაშინვე მიუბრუნდა ლაშას.
-რამე ხო არ უთხრა, ლიზას?!მოვაჭრი თავს ივერს.
-ამოდი, რაც შეიძლება მალე.
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
ზუსტად ხუთ წუთში იყო ლიზას კართან.
ზუსტად ხუთ წუთში გულში იკრავდა ატირებულ ლილის.
-ეს რა ხდება ჩემ თავს, ცვატა?!-ქალი ხმას ვეღარ იმორჩილებდა უკვე.
-არაფერი, ლილიკო, ქორწილია, ქეიფი ... ცოტა სხვა სიძით მაგრამ მე მენდე, ეს ვარიანტი ჯობია წინას.-გაეცინა და ლიზასკენ დაიძრა.-გეჩხუბა?!
-არა.-სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა და არაფერი უთქვამს მომხდარზე ლიზას.
-დაემუქრა, დაგინაწევრებ მაგ შენ დაჩისო.-მოახსენა მდგომარეობა ლაშამ.
-როგორც დაჩიმ დაგანაწევრა წლების წინ დიდ გულზე რომ მოხვედითქო?!-ირონიულად ჩაეცინა ცვატას.-რატომ აქვს ისეთი სახე, თითქოს იცის მკვლელს რომ მიყვებოდა ცოლად?!-ირიბად გადმოხედა მეგობარს ცვატამ და მზერა ისევ ლიზაზე დააბრუნა.
-შენც იცოდი დაა რაფერი თქვი, არა?!-გაბრაზდა ლიზა.
-მოიცა, წლების წინ ... ლიზა რომ მოიტაცეს მაგაზე ამბობდი?!-თემა შეცვალა კეკემ.
-ჰო. მაშინ, ჩვენები რომ ჩამოვიყვანეთ ბიჭებმა აგარაკზე, მეორე წრეზე მივბრუნდით, მერაბს, ნოდარს და კახასაც უნდოდათ წამოსვლა და იქ დაგვხვდა ...


***

ათი წლის წინ.

ქუჩის კუთხეში ორი მანქანა ერთმანეთის პირისპირ იდგა და შიგნით მყოფები არ ჩქარობდნენ გარეთ გადმოსვლას.
-ბიჭო ... დანა რომ ქონდეთ ...-ამოილაპარაკა დათამ და ლაშას გადმოხედა.
-რაც იქნება ეგ იქნება.-თქვა მიშომ.-ჩვენ ხო მივდივართ დანის გარეშე, ჩვენ ხო მართლები ვართ ჩვენი თავების წინაშე?!-ხმის ტემბრს უმაღლებდა მიშო.
-ვართ.-ხმამაღლა თქვა ილიკომ.
ყველა დაჩისგან ელოდა რამის თქმას პასუხად კი გაღებული კარები მიიღეს და მიხვდნენ რომ ამაზე უფრო მკაფიოს ვერაფერს იტყოდა ზანდუკელი.
მოპირდაპირე მანქანიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები.
ორი ნაბიჯით გამოეყო ივერი თავისიანებს და ირონიული მზერა ესროლა დაჩის.
-წინ გამოსვლასაც ვერ მიბედავ?!-ღვარძლიანი ხმით მიმართა და წინ მდგარ მომღიმარ ზანდუკელს ფეხებთან დაუფურთხა.-გყავდეს ეგ გოგო, თუ ეგრე ძალიან გინდა.
ხმა არც ერთს არ ამოუღია.
დაჩის მზერა ასფალტზე გაეშტერებინა და მომღიმარი მისთვის ჩუმად რაღაცას ფიქრობდა გულში.
-მარტო ამისთვის დაგიბარეთ, წადით ახლა და მომავალში იცოდეთ ...
-ლიზას კაბა ჰქონდა გახეული.-სიტყვა გააწყვეტინა ზანდუკელმა.-მუხლთან.
-შევუკერო?!-სიცილი აუვარდა ივერს.-ისე მოხდა, რომ ... ხო ხვდები.-ამაზრზენმა სიცილმა გაჭრა არემარე.
-შენ ლიზას კაბას ვერასდროს ვერ შეუკერავ, მე გაძლევ მაგის პირობას.-გაეცინა დაჩის.-ლიზას კაბას ვერც შეეხები მეორედ, პირველად რომ გაბედე ეგეც ჩემი შეცდომა იყო, არაუშავს, გამოგასწორებ.
-როგორ?!-ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან ივერს.
-მომავალში, თუ გადაწყვეტ, რომ გაგწირა ცხოვრებამ და ლიზას კიდე უნდა გადაეყარო გზად ... იცოდე, რომ მე იქ დაგხვდები. ლიზას გვერდით. გპირდები, არ მოგეწონება ჩემი გამოჩენა, იმიტომ რომ ის რასაც დღეს გაგიკეთებ იქნება ზღაპარი, იმასთან, რასაც შემდეგში დავგეგმავ რომ შენზე განვახორციელო.
-შენ მე ვინმეში ხომ არ ...
-ვიში უნდა შემეშალო, შენნაირი არაკაცი იშვიათი სანახაობაა ამ სამყაროში, მარტივი საცნობი ხარ და ვერავიში აერევი ვერავის. ყარხარ სისხლის სუნად და არ შველის მაგას შენი ქონება. თან ხო იცი რა ცუდი რამეა, არ გშორდება, თუ აგყვა ... აგყვება სამუდამოდ.
-რაზე ლაპარაკობ, რა შუაშია ...
-ლიზაზე რომ დაფიქრდი და მანდ არ ჩავერიე უკვე ეგ ფაქტი მხდის ცუდად. რომ გაიწიე და იფიქრე, ოდესმე რაიმე სტატუსით მის გვერდით დადგებოდი ეგ ფაქტი მაცინებს და რომ გაბედე გეოცნება ქმრობას გაუბედავდი აი ეგ ფაქტი მაცოფებს. მე ზოგადად შენნაირი პრიმატების აზროვნებაში არ ვჯდები, არ ვფიქრობ რომ ცემით შენნაირ ადამიანს რამე ეშველება. შენ მამაშენს უნდა ეცემე დღეში შვიდჯერ გამოწერილად, იქნებ დღეს კაცი თუ არა რობოტი მაინც გამხდარიყავი, თუ არაფერს აკეთებ არაფერი მაინც არ გაგეფუჭებინა, მაგრამ კაი ... რას ვიზამთ. ცხოვრებამ თუ რამე უსამართლობა და ცუდი მოიტანა ყველაფერი შენში ჩადო და აგერ, ბატონო ნათელი მაგალითი. ახლა დასკვნა ... მე და შენ აქ მოვრჩებით, მე ამ ღამეს დაგაჯერებ და საღს დაგტოვებ ... სანაცვლოდ შენ ლიზას არ გაეკარები.
-ა, შენ დამტოვებ საღს მე?!-სიცილი აუვარდა ვანიკოს.-აღარ მინდა მეთქი მე ეგ შენი ლიზაკო. გყავდეს, მე ჩემი ...-სიტყვის დამთავრება არ აცადა დაჩის ელვის სისწრაფით მოქნეული მუშტი შხუილით რომ დაეშვა ვანიკოს სახეზე და სანამ ვინმე მის უკან მდგარი გატოკებას მოასწრებდა მანამ დაჭექა მიშოს ხმამ.
-ნუ გვაფიქრებინებ ვანიკო, რომ ერთი-ერთზე კაცის სამყოფიც არ ხარ.
-მოგეშველონ, თუ ვაყურებინო როგორ შეცდი?!-ყურთან უჩურჩულა მომღიმარმა დაჩიმ ივერს და იდაყვით გაუკავა სახე წინ გადახრილს.
-არ ჩაერიოთ!-აყვირდა ვანიკო.
-ეს ერთი - მეორედ ლიზას, ლიზაკო აღარ დაუძახო!-მხრის ძვლის ღრჭიალმა ჰაერში გაჰკვეთა ჰაერი. დაძაბულები იდგნენ უკან, ვანიკოს მეგობრები.
-კაცის სიტყვა კანონია.-ჩაიქირქილა ილიკომ.-დაფიქრდი, რა ... ორი სამი მოძრაობა ვისწავლე, ერთ სულზე ვარ როდის დავტესტავ.
-მე და დაჩი მოვგვარდებით!-გამწარებული ხრიალებდა და ის იყო დაჩის ოდნავი მოდუნება იგრძნო, მთელი ძალით გადაქანდა უკან და თავი ნიკაპთან დაარტყა ზანდუკელს. უკან დაბარბაცებულ დაჩის, თითქოს ერთ-ერთმა ხელი უჯიკაო, ცვატამ რომ იღრიალა.
-ხელს მოგტეხავ, ბიჭო!
სულ ორი წუთი ეყო დაჩის საიმისოდ რომ საკუთარი ნამოქმედარი სახეზე ეგრძნო ვანიკო ივერს. ზუსტად იქ იწვა მოდუნებული სხეულით, სადაც წუთებით ადრე დაჩის პირველად მიმართა.
ზიზღი ედებოდა მთელ სხეულში.
ისე დააგდეს, ხელის ერთი მოქნევა აკმარეს.
მხოლოდ ერთი.
ისე დაეცა, ბრძოლა ვერ მოასწრო.
ზუსტად იქ იწვა სადაც საკუთარ სიტყვას ყველაზე ამაზრზენი წერტილი დაუსვა.
-მე შენ არ გირტყამ, იმიტომ რომ მე მეზიზღება ეს ყველაფერი შენ მაგივრად.-სახესთან დახრილმა დაჩიმ მუხლით დააწვა ხერხემალზე ვანიკოს.-მეორედ ლიზას სახელს სანამ ახსენებ დაფიქრდი, ხარ მისი სახელის წარმოთქმის ღირსი?! თავი არ დაიღუპო, მეორედ გზად არ გადამეყარო. ლეშივით აგდიხარ მიწაზე შენი ძმაკაცების თვალწინ და შენზე უფრო მე მეჯავრება ეს სიტუაცია. აორთქლდი ისე, რომ ვერ გნახოს ჩემმა თვალებმა, თორე ვერც დანა გიშველის და ვერც იარაღი, მაგათზე გაცილებით მეტი მაქვს ხელში და მგონია რომ დღეიდან იცი რასაც ვგულისხმობ.
წელში გაიმართა და თითქოს მაინც მოხრილი პირველი გაემართა მანქანისკენ.
-წაგართმევ მაგ შენ ლიზას და ძალით კიარა, თავისი ნებით მოვა ჩემამდე!-ყვიროდა გამწარებული ივერი.
-რომ გავიგო სიზმარში ნახე ეგ სცენა, სიცილად არ მეყოფი, შე საწყალო!-გაეცინა დაჩის და მანქანის კარი მთელი ძალით მოიჯახუნა.
-მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა გვეცემა.-თქვა გახალისებულმა ჯახოთელმა.
-დანები რომ ჰქონოდათ, დათუჩა?!-ახარხარდა ლაშა.
-დანები ახლა თორე ეგენიც არ მყავდნენ ... ვითომ მართლა ექნებოდათ?!
-მთავარი ეგ კი არაა ვინ რითი იბრძვის, მთავარია ვინ რისთვის იბრძვის, დათა.-გადმოხედა წინ მჯდარმა ჯამარაულმა უკან მჯდარ დათას.
-რატო არ ცემე?!-ჩაერია ილია.
-ლიზა რომ არ ეხსენებია იმ ერთხელაც არ დავარტყამდი.-თავი ჩაქინდრა დაჩიმ.
-და რატო?!-მართლა ვერ გაიგო დათამ.
-დანა არ ჰქონდა, აი მაგიტო.-გაეცინა მიშოს.-რომ ხედავ არაკაცია მაგრამ არ აქვს შენთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა, შენ უნდა იყო კაცი, ეგ არი ყველაზე რთული და რაც ყველაზე რთულია, ეგ არი ყველაზე სწორი. გახსოვს, ხო?!
-თქვენ ცოტა ვერ ხართ, ხო?!-შეშფოთდა ილია.
-ცემა მარტივია, ცემა ყველაზე მარტივია დამიჯერე და გამოსავალი არასდროს, არავისთვის არ ყოფილა. -უხსნიდა მშვიდად მიშოც.
-მაინც არ მესმის და ვერ გავიგებ!
-შენ ხო ეჭვი არ გეპარება, შემეძლო მისი ცემა?!-სარკიდან გადმოხედა დაჩიმ ილიას.
-ხოდა ამიტომაც მიკვირს, რატო არ დადე სულზე ეგ ...
-ხო, მაგას თუ ვერ ხვდები, არც არი საჭირო ჩემნაირად ფიქრობდე. მთავარია ეჭვი არ გეპარებდოეს, რომ შემეძლო მეცემა.-თქვა უფრო ისეთი ტემბრით, რომლის შემდეგაც ყველამ იცოდა თემა დახურული იყო. მხოლოდ მიშო, ცვატა და ლაშა იღიმოდნენ სადღაც შორეულ ფიქრებში წასულები.
***
-რატომ არ ცემა ...-ცრემლები შეიმშრალა ლიზამ.
-პატარები ვიყავით ...-ხმა შეეცვალა ლაშას.-მე სულ პუტკუნა ვიყავი და ბავშვობიდან ... ხო რა, ისე მექცეოდნენ უბნის ბიჭები ვითომ მათი ფინია ვიყავი. ჩვენზე დიდები იყვნენ. მე და დაჩი მეორე თუ მესამე კლასში ვიყავით ...ისინი მეექვსეში იყვნენ. ფული უნდა მიმეცა, დაჩიმ არ მიმაცემინა და გვცემეს.
-მახსოვს.-ამოილაპარაკა შეუფერებელი სიმშვიდით ლილიკომ და მომღიმარი მზერა მოავლო ბავშვებს.-მაშინ გოგოები ამბობდნენ ... ტვინის შერყევა ჰქონდა დაჩის მიღებული.
-სინამდვილეში ხელიც ამოვარდნილი ჰქონდა, გზაში მასწავლა როგორ უნდა ჩამესვა და ბოლო ხმაზე ვტიროდი სანამ სულ პატარამ გავბედე და ამოვარდნილ ხელს საწყისი ფორმა დავუბრუნე.
-ამიტომ გახდი ტრამვატოლოგი.-გაეცინა ლილის.-ამიტომ არ უყვარდა დაჩის ძალადობა.
-მთელი ცხოვრება ამის წინააღმდეგი იყო, მთელი გააზრებული ცხოვრება ისე იცხოვრა, საქმე ცემამდე არავისთან მიუყვანია. სიტყვით აგვარებდა ყველაფერს. ამიტომაც არი რაღაც ბუნებრივად მშვიდი. იცის, რომ ნებისმიერს მოერევა და თუ დაჩაგრავენ ლაჩრულად იქაც არ დაეცემა, მაგრამ ეს მისთვის ყოველთვის ის გზაა, რომელზე გავლასაც არ კადრულობს ხოლმე. -მშვიდად ხსნიდა ცვატა დაჩის ხასიათის ამ თვისებას.
-იცის რა ცუდია, როცა სუსტი ხარ და გერევიან. იმიტომ რომ მე მთელი ბავშვობა სუსტი ვიყავი და მერეოდნენ და სისუსტეც ისე შეძულდა როგორც ძალადობა. ამათ შორის იპოვა იდეალური ბალანსი. ყოველთვის კარგი მაგალითი იყო დანარჩენებისთვის, მანამ სანამ ერთხელ თვითონაც არ გახდა სუსტი.
-ხო, მაშინ როცა არც კი დაფიქრდა, რომ ბრძოლად ვღირდი!-თითქოს საკუთარ სიტყვებზე სხეული აუჯანყდაო ლიზას, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
-არა, მაშინ, როცა გაიგო თხოვდებოდი.-გაეღიმა ლაშას.-მისი ერთადერთი სისუსტე ხარ და სულ იყავი.
-მოიცა, სულ მაინტერესებდა რამ გადაგაწყვეტინა აქ ჩამოსვლა?!-ნუცას სიტყვებზე ცვატა გადაიქცა სმენად.
ჯერ ვერ მიხვდა ვის ეკითხებოდნენ, მერე საჩვენებელი თითი გულზე მიიდო და გაოცებულმა იკითხა.
-მე?!
-ხო, შენ!-თავლები აატრიალა კეკემ.
-ა, ჯანხოთელმა დამირეკა. ლიზა თხოვდებაო.
-და ჯანხოთელს ...-ენა დაება ლილის.
-დაჩიმ დაურეკა.-გაისმა ლაშას ხმა, უფრო მშვიდი და ლაღი.
-ხო, რომ მიხვდა შეიძლება საბოლოოდ დავეკარგე ... იცი რა, მაინც არ არი ეს საკმარისი ...
-მე არ ვიცი შენ საკმარისს რას ეძახი, მაგრამ ცვატას რომ ტრაილერებიდან მძიმე ტვირთი მხოლოდ იმისთვის ეზიდა ჩვიდმეტი წლის ასაკში, რომ ჩემთვის კეკესნაირი კედები ეყიდა, მე ჩვიდმეტი წლის ასაკშივე გავყვებოდი ცოლად თან ისე რომ არც კი დავფიქრდებოდი!-ნუცამ ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა სათქმელი და უკან რომ მოიხედა მხოლოდ მაშინ გაიგო ცვატას ისტერიული ხველება და ლაშას ხარხარი.
-ნუციკ, მაგას წესით არ ამხელდნენ.-გაეცინა კეკეს.
-რაო?!-შესძახა ლილიმ.
-დედა, ერთი წამი ... ნუცა, რა თქვი?!-ფერი მეორედ დაეკარგა ლიზას.
-აუ, არ იცოდა?!-დაბრეცილი ტუჩებით გადმოხედა ცვატას ნუცამ.-იდიოტო, არ უნდა გეთქვა, რომ საიდუმლო იყო?!
-გითხარი!
-ეგ აღარ გამიგია, კარგად უნდა გეთქვა!-მხრები აიჩეჩა და სკამზე შესწორდა.
-ცვატა!-გაბრაზება დაეტყო ლილის სახეზე.- აბა მაიკომ რომ მითხრა მე ვუყიდეო?!
-ძალიან თხოვა, მართლა ... დაჩისგან ამას არც ლიზა და არც შენ არ მიიღებდით, ლილიკო. იმ კვირაში სკოლაში უცხოელი სტუმრები ჩამოდიოდნენ და ლიზას მართლა სჭირდებოდა ახალი კედები, გახსოვს?! რაღაც პროექტით გამოდიოდა.
-ნანიკომ იცოდა?!-ღიმილი იპრყობდა ლილის.
-დედამისმა მოუძებნა საერთოდ ეგ სამსახური.-გაეცინა ლაშას.
-ხელფასი რომ აიღო წამიყვანა და ზუსტად იმ ვაჭარ ქალთან მიმაყვანინა თავი, სადაც ბებიაჩემმა მიყიდა ის კედები. უნდა გენახათ კედები ცელოფანში რომ ჩაუწყვეს როგორ მოჰქონდა ჩახუტებული.-იცინოდა კეკეც.-მართალია ნუცა, ლიზ. თუ შენ დაჩის არასაკმარისად უყვარდი ან უყვარხარ ... მაშინ არც ვიცი საკმარისი როგორია.
-ახლა თავი გამისკდება.-თავზე იტაცა ხელები ლიზამ და ინსტიქტურად გადაიყარა თმები უკან.
-ახლა შენ დაიძინებ, ხვალ წავალთ მე და შენ ... ვანიკოს ეტყვი რომ შორდები, მე მიგიყვან და იქ დაგელოდები. მხოლოდ იმას იტყვი რომ შორდები, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ...-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ცვატამ და მთელი ძალით მოჭერილმა ლაშას ხელმა თავის მუხლზე მიახვედრა, რომ ის რაც ახლა დაინახა არ ელანდებოდა.-ეს რა არი, ლიზა?!
-ჯანდაბა!-ამოიხრიალა გოგონამ და თავი მაგიდაზე დადო.
-მოვტეხავ იმ ხელებს!-წამოხტა ყორღანაშვილი.
-გეხვეწები, გთხოვ ...-ხელზე ჩამოეკიდა ლიზა.-ავიტანე, ღირსი ვიყავი, ამდენი ხანი რომ ვერ დავინახე რაც იყო და ვინც იყო, ამის ღირსი ვიყავი და დამსახურებულად მივიღე. არაფერი არ თქვათ.
-რას სულელობ გოგო!-აყვირდა ცვატა.-წამოდი, შენ იცი იმ არაკაცის ნომერი?!-მხარზე ხელი კრა ლაშას.
-გავარკვევთ!-ორივე კარისკენ დაიძრნენ გოგოები რომ აედევნენ.
-გეხვეწები ცვატა, გემუდარები ... გთხოვ, მადროვე მე მოვაგვარო ჩემი საქმე. ხვალ წავალ დავასრულებ ამ დიდ გაუგებრობას და მერე ...
-არანაირი მერე!-არ ნებდებოდა ცვატა.
-გემუდარები, ცვატა, გთხოვ ... შენ წამიყვანე, ორივე წამომყევით, თქვენ წინაშე დავშორდები და მართლა აღარ მაინტერესებს ამ სამყაროში აღარაფერი სხვა.-ტიროდა ლიზა.
-გოგო, მოგვკლავს დაჩი!-თვალებს აბრიალებდა ლაშა.
-მე ახლა მისი საცოლე ვარ ... დაჩის ამის უფლება არ აქვს ... ჯერ. გეფიცები, დავშორდები და ჩემ სიახლოვეს ვეღარ გაივლის და მერე ...
-მერე უფლება ექნება?!-გაეცინა ლაშას.-ჩვენ ხო გვაქ უფლება, არ გვინდა დაჩი ისე მოვაგვარებთ ...
-გთხოვ, ლაშა. გემუდარები, აღარ მაქ ამდენი ძალა, გთხოვ ...-ატირდა ლიზა.
იმ ღამით გოგონები ლიზასთან დარჩნენ.
კეკეს ეჭირა ლიზას ხელი, ნუცას ტელეფონი.
რამდენჯერაც ვანიკო დარეკავდა იმდენჯერ თიშავდა ნუცა ტელეფონს.
რამდენჯერაც მიძინებულს სიზმრებში დალანდული შიშები მოაკითხავდნენ, იმდენჯერ უჭერდა ხელს კეკე და აღვიძებდა ოფლით დაცვარულ მეგობარს.
საშინელი ღამე იყო, რთული მაგრამ ამავდროულად მშვიდი.
თითქოს მწერალმა გაიგო, როგორ დასრულდებოდა მათი ამბავი.
გამთენიისას მშვიდ ძილს რომ მიეცა მდინარაძე სიზმრად ნახა თავისი თავი.
პატარა.
სკოლის ეზოში იყო.
თოვდა და ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ.
ყველა იყო დაჩის გარდა.
თვალებით ეძებდა და ვერ ეძახდა.
ძილს თავი დააღწია თუ არა საწოლზე შემხტარმა კეკეც გააღვიძა.
-აქ ვარ ... ნუ გეშინია.-მძინარე ხმით უპასუხა ჩრდილელმა ლიზას და გულში ჩაიკრა აკანკალებული სხეული.
საპირფარეშოში გასულმა ნუცას ხელიდან ფრთხილად აართვა თავისი მობილური და სასწრაფოდ აკრიფა დაჩის ნომერი.
არ მოსწონდა რასაც აკეთებდა, გრძნობდა სადღაც ვერ იყო მთლად სწორი, მაგრამ შიში იმისა, რომ ახლა დაჩის უჭირდა აგიჟებდა.
პირველივე ზარზე უპასუხეს, ისე თითქოს ელოდნენო მის დანარეკს.
-ჰო.-გაისმა ზანდუკელის ხრინწიანი ხმა.-ლიზა.
პასუხი ვერ დაუბრუნა.
-ლიზაკო.-უფრო ხმამაღალი ხდებობდა დაჩის ხმაც.
ტელეფონი გაუთიშა.
კარგად იყო.
მშვიდად დაეძინებოდა.
ოთახში შებრუნდა და ნუცას სხეული რომ დალანდა საწოლზე მჯდომარე გაეღიმა.
-ორივე გაგაწამეთ.-თქვა მორიდებით და გვერდით დაუჯდა მეგობარს.
-პირველად რომ დაგინახე ისე ვიეჭვიანე ...-გაეცინა ნუცას.-შენ და კეკე დებივით იყავით, მე და კეკე ნათესავებივით. დანარჩენები რომ გავიცანი, პირველად ლაშამ შემატყო ეგ ამბავი და მითხრა ... ლიზას ბუნებრივი ნიჭი აქვს დაგანახოს, მასში არსებული დედმამიშვილიო. თავიდან ვერ მივხვდი, მერე ცვატამ ამიხსნა, რომ შენ შეგეძლო ჩემი დაც ყოფილიყავი ისე როგორც დანარჩენების იყავი, უანგაროდ.
-შევძელი?!-გაეცინა ლიზას.
-იდეალურად გაართვი თავი. აქედან წასულს, ასეთ წუთებში ... შუაღამით რომ გაგეღვიძება და მოგინდება ვინმეს დაელაპარაკო, მხოლოდ შენ მენატრებოდი გიჟივით. შენთან შემეძლო ვყოფილიყავი პატარა ბავშვი და მიმეღო შენგან ის რაც პატარებს უნდათ ზრდასრულებისგან. ზუსტი, ნარჩევი, ნაფიქრი სიტყვები და გრძნობა, რომ სახლში ხარ. ხო იცი, ეგ რა გრძნობაა?!-გაეცინა ნუცას.-მარტო უფროს დედმამიშვილებთან რომ განიცდი ხოლმე. შენგან მარტო საჭმელები კიარა ცხოვრებაც ვისწავლეთ ... ყველამ, ასე მგონია.
-რა ეტყობა ჩემ ცხოვრებას სხვას რომ რამეს ასწავლის?!-გული ჩაწყდა ლიზას.
-მე რომ დავინახე ბაბუაჩემმა როგორ ამოუღო ჯიბიდან ცვატას მისი კოლეგის საათი და მერე ხმამაღლა დაუძახა ჯიბის ქურდიაო ... მაშინ მარტო შენგან ვიგრძენი რომ მარტო ცვატა კიარა ნუცაც გეტკინა. თითქოს ყველა ისე დაშალა ცვატას ამბავმა მე ყველას დავავიწყდი, მარტო შენ დადექი გვერდით და ხელები ძალიან ძლიერად მომიჭირე.
-მაშინ გითხარი, რომ არ უნდა დაგეჯერებინა.
-და მე ეს ... არ დავიჯერე.-გაეცინა ნუცას.-არასდროს დამიჯერებია ქურდი იყო, არც ის ტყუილი დამიჯერებია რომ ცვატას უნდოდა მიშოც ჩაეთრია ამ ამბავში. რაც თავი მახსოვდა სულ სიმართლე, მართლები, სისუფთავე, სუფთები ... და ღმერთი ეკერათ პირზე. სულ რაღაცის წინაშე იდგნენ თავიანთი ბავშვური გონებით და ვიღაცისთვის თავს იკავებდნენ, რომ ეგ სისუფთავე და სიმართლე არ დაეკარგათ ღმერთის წინაშე. ვის როგორ, მაგრამ მეტნაკლებად გამოსდიოდათ. ჩემთვის ეგ ოჯახში არავის უსწავლებია, თქვენგან ვისწავლე. ამიტომაც ჩავშალე ის სასაცილო ქორწილი, ამიტომაც გადმოვიტანე საბუთები აქ და ამიტომაც დავამთავრე რუსული სკოლის ნაცვლად ქართული. მამაჩემი დედაჩემის გარდაცვალების მერე, სულ ჩემ სურვილებზე დადიოდა და ამიტომაც არ შემწინააღმდეგებია არავინ. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, მეც რომ უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი თქვენი შემხედვარე.
-ხომ ხედავ მერე რამდენი შეგვეშალა?!
-მაინც რამდენი?!-გაეცინა ნუცას.-უთქმელობა შეგეშალათ. ოჯახივით გაზრდილებს, ერთმანეთის დედმამიშვილებს, ოჯახის წევრებს, ვერ ნათქვამი სიტყვები შეგეშალათ, სხვა რა?!
-ეგ ცოტაა?!-გაეცინა ლიზას.
-იმდენიც არ არი, რომ ვერ აპატიოთ.
-შენ აპატიე ცვატას?!
-რას ამბობ?! მე რომ ვუთხარი ჩემს თავს ცვატა მიყვარდა, უკვე ვიცოდი ვერაფერს გააკეთებდა ისეთს რასაც ვერ ვაპატიებდი. სიყვარული თავისას არ ეძებს, ლიზა. შენ თუ მხოლოდ მაშინ გიყვარვარ მე რომ კარგი ვარ, მაშინ რაზე აშენებ ჩვენ ურთიერთობას? სად გაქ საძირკველი?
-ნუცა ...
-თუ დაჩი, ცვატა ... კეკე, სიყვარულს იმსახურებდნენ მაშინ გვიყვარდა და ახლა, როცა არ იმსახურებენ, არ გვიყვარს, რომელს გვყვარებია წრფელი გრძნობით?! მათ ვინც დააშავეს, თუ მათ ვინც არ აპატიეს?!
-მაშინ რატომ არ ურიგდები?!
-ეს უკვე მეორე საკითხია. შერიგება პროცესია, რომელსაც მოქმედება სჭირდება. ცვატა რომ ჩემ გამო იმას იზამს რაც დაჩიმ გააკეთა შენ გამო, ამაში ეჭვი არ მეპარება,ლიზიკო.-გაეცინა ნუცას.-მაგრამ საკმარისი ეგ არ არი, ხვდები?!
-აბა რა არი?!
-მტკიცება. მე რომ ეჭვი არ მეპარება ეგ არ კმარა, მან უნდა დაამტკიცოს რომ მე საფუძვლიანად არ მეპარებოდა ეჭვი მასში.
-მივხვდი.
-ასეც ვიცოდი.
-მთელი ცხოვრება მაგ იდეით იცხოვრა, რომ მართალი კაცი უნდა ყოფილიყო, მამამისის სახელზე, დედამისის ხათრით. უცებ ეს რომ მოხდა ისე ჩამოინგრა, სახლის კარი არ გაგვიღო.
-მანდ შეეშალა, რომ დაფიქრდა ბაბუაჩემს ვამჯობინებდი მის სიმართლეს, იქ შეეშალა. უნდა მოსულიყო, უნდა ეთქვა, შემეშალა ნუცა ... დამემართა ასეთი ცუდი ამბავი და მაპატიე. მე მისი „მაპატიე“ კი არა „ნუცა“, მჭირდებოდა.
-მესმის.
-ერთხელ აუცილებლად მოვისმენ ამ ამბავს მისგან, მაგრამ მანამდე ... მინდა რომ ის ვისგანაც ეს ყველაფერი ვისწავლე ბედნიერი ვნახო. ლიზა, ბედნიერი უნდა იყო და იცოდე, რომ ბედნიერება შენი არჩევანია. თუ გრძნობა არ გაგნელებია დაჩის მიმართ, მე არ ვიცი მაშინ რატომ არ ეუბნები, რომ ...
-„შემეშალა დაჩი?!“-იღიმოდა ლიზა.
-ხო.
-ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი, ჯერ მხოლოდ უფლება უნდა მქონდეს მასთან მისვლის.
-დროზე დაშორდი იმ ხეპრეს.-ცხვირი აიბზუა ნუცამ.
-როგორ მოიტყუე არ მიყვებოდა ლიზა არაფერსო?!-გაეცინა ლიზას.
-მიყვებოდი?! არ ვიცი, არ გისმენდი ხოლმე, ვანიკოს მერე არც ერთი სიტყვა აღარ მესმოდა, ალბათ ტელეფონის ბრალი იყო.-გოგონების სიცილის ხმაზე კეკეც შეიშმუშნა.
-სანამ შენი - კედებს ხელოვნების ნიმუშად აქცევდა და შენი „ყივჩაღის პაემანს“ გადაიმეორებდა, ჩემი ბაზარში იყო წასული. მე გაჯობეთ!-ამოილაპარაკა ნახევრად მძინარემ და გაღიმებულმა.
-ეს ნახე, რა!-გაეცინა ლიზას და კეკეს მარჯვნივ დაიკავა ადგილი.
-ჩემი უფრო მაღალია.-მარცხნივ ნუცა მიუწვა ბიძაშვილს.
-რას ამბობ, სამივე ერთი სიმაღლის არიან.-თვალები ჭყიტა კეკემ.
-არა, დაჩი არი მაღალი მაგათზე.
-კაი, რას ამბობ?!-ამრეზით გადმოხედა კეკემ მეგობარს.
-ხო არ იცოდი?! დაჩი 87-ია, მიშო და ცვატა 86.-კმაყოფილმა გაიღიმა და კეკეს ჩაეხუტა.
-რა თავხედი ხარ, გოგო ეგ ერთი სანტიმეტრი არ იცი რომ ჩემ გამო დაკარგა?!-შეშფოთდა კეკე.
-შენ გამო ქიმიაში გამოყოლილი შვიდიანით მაგან ოქროს მედალიც დაკარგა, დიდი ამბავი.-სიცილი აუვარდა ლიზას.
-ეგ არ გაახსენო, დეგენერატმა დაჩიმ მოუყვა და დადის იმის მერეა გაბრაზებული.
-მოიცა, ისიც მოუყვა პაჭკორიას გოგოს კალათბურთის ბურთი განზრახ რომ მოარტყი შუბლში და ორი კვირა ტვინის შერყევით იწვა საავადმყოფოში?!-ნუცას კისკსის ვეღარ ფარავდა ლიზას ხმა.
-ეგ არ მოუყვე, გაგიჟდება.-ვერც კეკე იკავებდა თავს.
-მაგან არ იცოდა, უეჭველი პაჭკორიას ბიჭს კეკე რომ მოსწონდა, თორე გაგიჟება მერე გენახა.-ჩაერია ნუცაც.
-შენ რა იცი?-წამოიმართნენ გოგოები.
-პაჭკორიამ მითხრა თვითონ, რა ბედი მაქვს ორი შვილი მყავს, ერთს ჩრდილელი მოწონს მეორეს მდივანიო.
-მოიცა ... მაგიტო ...
-მაგიტო გამოგაყოლეს შენ ათიანი და იმას შვიდიანი.-მათი სიცილი ესმოდა ლილიკოს მეორე ოთახში და იღიმოდა.
„დილით ჩემთან გამოდით, ქადებს დავაცხობ“-წერდა მაიკოს და ფანჯარაში გათენებულ დილას ეგებებოდა დედა.


გოგონებმა რომ გაიღვიძეს ლიზა დალანდეს კართან მდგარი, ვიღაცას აყურადებდა გაღიმებული სახით.
-რა ცეირუს აგენტი ჩაგისახლდა ამ დილა უთენია?!-თავი ძლივს აწია ჩრდილელმა.
-ჩშშ! მოდით ...-ხელით ანიშნა და ის იყო კეკეს გვერდი უნდა ეცვალა, ნუცამ ზედ რომ გადაუარა და ისე მივიდა კართან მდგარ მდინარაძესთან.
-ეს ..
-შენც გესმის ხო?!-გაბადრული მზერით უყურებდა ლიზა ნუცას.
-რა გესმით ხალხო, დაეყარეთ, დაიძინეთ ჯერ ...
-ჩშშ!-ხელი იტაცა ტუჩებზე ნუცამ.
-რა ხდება, რა ჩუ!-წამოდგა მოსვენება დაკარგული კეკე და დემონსტრაციულად გააღო კარი მასთან მდგარ გოგონებთან ერთად.
სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სუნი მთელ სახლში ვრცელდებოდა.
ნაცნობი ხმები ერთმანეთში ირეოდნენ.
„შენი რეცეპტით გაკეთებულ ჩქმერულს, დღემდე ისე კმაყოფილი მზერით ამზადებს, მგონია რომ საერთოდ არ ცნობს ფაქტს, დედამისიც რომ არი სამზარეულოში ნამყოფი.“-იცინოდა ქეთი და მთელი სხეული ეწვოდა იმის გაანალიზებისას, რომ მისი დედამთილიც აქ იყო და თან ... და თან იცინოდა.
„ლაშა იხსენებდა ამასწინათ, კეკე რომ მიშომ სოფელში წაიყვანა და დაგვირეკეს გავიპარეთო, ჯერ თეა მომებრუნებინა თუ ქეთისთვის დამელევნებია ნიშადური არ მახსოვდაო.“-იცინოდა მელანო დათას დედა.
„გჯერა რომ მართლა მასმევდნენ ნიშადურს?!“-ქეთის კისკისზე სხეულში ჟრუანტელი უვლიდა კეკეს.
„ძლივს გამოვტაცე ხელიდან დედა, ქალს ლამის ინსტოქსიკაცია დამართაო, როგორ მახსოვს რა გაფითრებული მიყვებოდა ამ ამბავს დათა.“-ამბობდა მელანო.
„მაგის მერე მეც დავცინოდი ლაშას დიპლომზე.-ირმას ხმამაღალ ხმას მილიონშიც გამოარჩევდნენ.
ოთახის კართან მდგარი გოგონებიც ვეღარ იკავებდნენ სიცილს.
-დე გაიღვიძეთ?!-სამზარეულოს კართან მოვიდა ლილიკო და ერთიანად დაიძაბა კეკე. არ გამოჰპარვია ქალს ჩრდილელის ეს ქმედება და ყველაფერი კარგად არიო, ამის ნიშნად თვალი ჩაუკრა გოგონას.
-აქ რა ხდება?!-გაოცებას ვერ მალავდა ლიზა.
-მოდით!-შესძახა მელანომ.-გოგო, კიდე ამ დრომდე როგორ გძინავთ?! დედამთილები რას აკეთებენ?!-ირიბად გადმოხედა მელანომ მომღიმარ თეას და ქეთის ხელში დაჭერილ ტელეფონს.
-დამანახეთ, ბავშვები!-კიოდა ტელეფონიდან ნანიკო და ვერც ერთმა შეიკავა სიცილი ლიზას დაბარბაცებულ სხეულზე.-ჩემი ჩიტები, გოგო რა არი, როგორ გაიზარდეთ?!-იცინოდა ბოლო ხმაზე და მშვიდად აიგნორებდა ხალხის შეწუხებულ სახეებს ქუჩაში.
-როდის მოდიხარ ნანიკო თბილისში?! ვერ ხედავ, რომ ყველა ერთად ვართ და ბოლო შენ გვაკლიხარ?!-ჩაერია საქმეში ნუცა და ღიმილი ვერ შეიკავა კეკეს ხელზე რომ დაინახა თეას ხელი, როგორ ლამაზად, მსუბუქად დაქაჩა ქალმა გოგონას და როგორ ჩაიკრა, ინსტიქტურად კალთაში ჩამხტარი, ჩრდილელი გულში.
-ჩამოვალ, დე. ძალიან მალე ჩამოვალ და იმდენ საჩუქარს ჩამოგიტანთ, დაჩის დავუცარიელებ იმ თავისი პაწაწუნა კომპანიის ბიუჯეტს!-იცინოდა ბოლო ხმაზე და ცრემლებს ვერ იკავებდა თეას კალთაში ატირებულ კეკეზე.
-მალე ჩამოდით, რა აქ ისეთი ამბები ხდება, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ!-იცინოდა ნუცა და თვალს ვერ აშორებდა თეას და კეკეს, როგორ მშვიდად წმენდდა თვალებიდან ცრემლებს „ყოფილ“ რძალს.
-ვიცი, ხაზზეა ჩემი შვილი. გუშინ ველაპარაკე ბიჭები იყვნენ იქ, ვაიმე, ირმა ... ლაშას ყვირილი არ მიყიდია ის დიპლომიო დათას სიცილს ვერ ფარავდა, დაიჯერებ?!
-ეჭვი ვის გვეპარება?!-წამოცდა ლიზას და ნანიკოს სიცილზე თვითონაც მოდუნდა.
-ეგღა აკლიათ, ერთად იდგნენ და დიპლომებით არ იჭიდავონ!-იცინოდა მელანო.
-სულ მაღალ ტემბრში უნდა აძახოს შენმა ჩემსას უნარების ქულა.-აჰყვა ირმაც.
იცინოდნენ და იხსენებდნენ ძველ ამბებს.
მანამ სანამ ცვატა არ მოვიდა.
შემოსასვლელიდან ისმოდა მისი ხმა.
-ჰო, დაჩი ... კი, დაჩი. არა, დაჩი. დამღალე,დააჩი, დამღაალე! ოჰ, მანდილოსნებს ჩვენგან სალამი, დედა რას შვრები, როგორ ხარ?!-გაეცინა ყველა რომ დაინახა და კამერა შეაბრუნა სასწრაფოდ.-ნახვამდის დაჩი.
-დედაჩემიც მანდ არი?!-დაჩის ტელეფონში თავი ჩამოჰყო ლაშამ.
-სრული შემადგენლობით!-აყვირდა ირმა და ხელში დაჭერილი ტელეფონით საიდანაც ნანიკო იცინოდა.
-ვა, დე ,შენც?!-გაეცინა დაჩის და მისი არაბრუნებრივად ჩახლეჩილმა ხმამ ყველას მოჭრა ყური.-კაი, წავედით.-და მაშინვე გათიშა ტელეფონი.
-რამე მოხდა?!-ანერვიულდა ლიზა.
-არაფერი, იყავით ასე, ორი წამით.-გაეცინა ცვატას და ფოტო გადაუღო ყველას ერთად.-ყველა ცალ-ცალკე ხო ლამაზები ხართ, ერთად სასწაულები!-და ბუნებრივად დაეყრდნო ხელისგულით ნუცას მხარს.-გაემზადე, ლიზუშკები და წავედით.
-სად ... წავედით?!-დაიბნა ლიზა.
-ცვატა, მეჯვარე ვინ არი?!-გაისმა ნანიკოს ხმა და ყველას ყურადღება მომღიმარი ჯამარაულისკენ გადავიდა.
-მაგის გამო შენი შვილი ცემას რომ ვერ გადაურჩება ეგ ვიცით ზუსტად, მაგრამ კონკრეტულად ვისგან მოხვდება, ეგ აღარ ვიცით!-და ყველას ერთად გადაუარა სიცილის ტალღამ.
-რა მეჯვარე და რა ხდება, ცვატა?!-გაეცინა ლილის.
-ჯერ ქადები მაჭამე და მერე მოგიყვები, ჩუმად ... ერთი-ერთში.-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ცვატამ.-ლიზუშკი, მალე ახტი და ჩაიცვი რა, გვეჩაქრება.
-ცვატა ...
-მა-ლე. თქვენ ერთად რა ლამაზები ხართ!?-გადმოხედა ბედნიერმა კეკეს და თეას. -რამდენი ხნით ხარ, აქეთ თიკო?!
-აი, ვნახოთ ... მიშომ ჩამოგვიყვანა რაღაც ამბებზე ...
-რა ამბებზე?!-წამოცდა კეკეს.
-ბინის ყიდვა გვინდა ისევ ... ვნახოთ, რა. ნოდარმა ცოტა ფული მოაგროვა ... დიდი ხანია უკვე მუშაობენ და გადავწყვიტეთ, რომ რამე პატარა ბინა გარეუბანში ვიყიდოთ.
-მაგას რა ჯობია,მერე?! სოფელშიც გვაქ უკვე სახლი, სულ ჩვენი ოცნება იყო!-გაეცინა ცვატას.-მე და დათას გვინდოდა ბავშვობაში კარავი გაგვეკეთებია, ხო გახსოვს ირმა?!
-კი, სამი სკამი და ოთხი ფარდა შეეწირა მაგ კარავს!
-ხოდა ახლა კარავს გავაკეთებთ თქვენთან, დიდ კარავს, მე და დათა უნდა შევიდეთ და იქიდან ვუყუროთ ცას.
-რაო?!-შეშფოთდა ნუცა.
-დათაზე არ იეჭვაინო არ გადამრიო.-სიცილის მუხტს არ კარგავდნენ.
-მზად ვარ.-გამოვიდა გაფითრებული ლიზა.
-წავედით, ლილიკო ქადები შემინახე.-თავზე აკოცა დედამისს, შებრუნდა, ხელის აწევით დაემშვიდობა ყველას და ლიზასთან ერთად დატოვა სახლი.
მანქანაში ისხდნენ და ვანიკოს ელოდებოდნენ.
წვიმდა.
-რომ გკითხავს მიზეზს, უთხარი რომ მადლობა გითხრას, ცოცხალი რომ რჩება დღემდე.
-დაჩისთვის ხო არაფერი გითქვამს?!
-არ არი შენი საქმე.
-ცვატა, გემუდარები.
-ნუ მემუდარები, ნურაფერს. უკვე არაკაცი ვარ ამას რომ ხელ-ფეხს არ ვჭრი საერთოდ. დაჩის გარეშეც მეკუთვნის ეგ ყველაფერი. ჩემთან ერთად გაზრდილს, ერთი თეფშიდან რომ ვჭამდით საჭმელს, ერთმანეთს რომ ვუსწორებდით მტყუანს და მართალს, ხელს ურტყამენ და მე ... მე ასე ...
-ჩემ გამო, ცვატა.-ცრემლები შეიმშრალა ლიზამ.-მეტს მართლა ვეღარ გავუძლებ.
-დაჩი რეკავს და ცრემლები შეიმშრალე.-უხმოდ ამოილაპარაკა და დაჩის ზარს უპასუხა.
-სად ხარ?!-მანქანიდან რეკავდა დაჩი.
-ლიზა მოვიყვანე ნუცასთვის ...
-ლიზას მიეცი ტელეფონი.-არაბუნებრივი ხმა ჰქონდა დაჩის.
-კაი, მადლობა, ჯიგარი ხარ ჩემი ამბით ასე რონ ნერვიულობ და ინტერესდები.-გაეცინა და ლიზას მიაწოდა ტელეფონი.
-სად ხარ,ლიზა?!-მშვიდი იყო დაჩი.
-ცვატასთან.
-ლიზა, ახლა მე შენ რაღაცას გკითხავ და სიმართლე უნდა მითხრა.
-დაჩი ... არ ...
-ლიზა, ვანიკო ხელით შეგეხო?!-დაინახა როგორ მოიჭამა სიმწრით დაჩიმ ტუჩი და ვერაფრით შეიკავა ცრემლები თვითონაც.
-არა.-თავი გადააქნია ლიზამ.
-რატო ტირი, ლიზაკო?!-სიმშვიდეს კბილებით იჭერდა დაჩი.
-არ მინდა ლაპარაკი.
-ჩემთან თუ ამ თემაზე?!-თითებს უჭერდა დაჩი ტელეფონს.
-ამ თემაზე.
-ანუ შეგეხო.-ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ბრაზი ჩაეღვარა სისხლების მდინარეებად თვალებში.
-არა.
-აბა რატო არ მელაპარაკები?!
-არ მინდა.
-ცვატას მიეცი ტელეფონი.
ლიზამ ტელეფონი ცვატას გადააწოდა და თვალებით შეევედრა ტყუილს.
-სად ხართ?!
-კაი, ხო ვილაპარაკეთ მაგაზე უკვე ...
-ადგილი არ გითქვამს, სად ხარ!-დაჩის ხმაზე თვალები დაექაჩა ლიზას.
-ბოლოს რომ შევხვდით, აი მანდ.
-ცვატა!-შესძახა ლიზამ.
ტელეფონი გათიშეს.
მანამდე წუწუნებდა სანამ ვანიკოს მანქანამ არ დაამუხრუჭა მათ წინ და ცვატა მანქანიდან არ გადავიდა.
-ტელეფონს რატო ... გასაგებია.-ირონიულად ჩაეცინა ვანიკოს.-ამასთან ერთად თუ მოხვედი ანუ ...
-ანუ ახლა იმაზე უფრო არაკაცურად მოიქეცი, ვიდრე მაშინ ... ბოლოს რომ გნახე აქ, სახით მიწაზე შენ ლაქას რომ ეხებოდი.-ზიზღით ამოილაპარაკა ცვატამ.
-ლიზა, ჩაჯექი მანქანაში წავიდეთ!-მკაცრი იყო ივერი.
-ვანიკო მე ... მე მინდა ...
-შენ ხო გახსოვს ბოლოს რაზე ვილაპარაკეთ?!-კბილებში გამოსცრა ივერს.-ხო იცი ამსრულებელი ვარ.
-ვანიკო ძალიან გთხოვ, უბრალოდ მშვიდობიანად დავასრულოთ ....
-რა დავასრულო გოგო მშვიდობიანათ ხუთას კაციანი ქორწილი?! ჩემი თავმოყვარეობა?! შენ ხო არ გინდა ...
კარგად გაწერილი ბანალური სცენარივით იყო, ის მომენტი, როგორ დაამუხრუჭა დაჩის მანქანამ ვანიკოს ფეხებთან.
როგორ გადმოვიდა მანქანიდან გაცხოველებული ზანდუკელი და როგორ დაიძრა ივერისკენ.
-მე ხო გაგაფრთხილე ამ ადგილას, სიზმარი იქნებოდა ის რაც მაშინ გაგიკეთე, მე ხო გაგაფრთხილე არ გაგებედა მეორედ ლიზას ...
-მეც გაგაფრთხილე ჩემთან მისი ფეხით მოვა-მეთქი, შენი ლიზაკო!-ირონიულად ჩაიცინა და ლიზას გადმოხედა.-მანქანაში ჩაჯექი თორე ...
-მაგ „თორეს“-ახლა იცი რას ვუზამ?!-ორ ნაბიჯში გაჩნდა ივერთან დაჩი და ხელით ანიშნა ცვატას ლიზა წაეყვანა აქედან.
-ახლა რაღა გინდა რომ უქნა?!-იცინოდა ივერი.
გაკავებულ ლიზას, რომელსაც გულში იხუტებდა დაძარღვული ჯამარაული თითქოს ბოლო აკორდათ მოესმა ძვლის ტკაცუნის ხმა, ზუსტად ისე როგორც წარსულში.
-დაჩი!-იკივლა ქალმა და სასწაულებრივად დაუსხლტა ხელიდან ცვატას.
ვანიკოს ზემოდან მოქცეულ დაჩის ბინდი გადაჰკვროდა თვალებზე.
მოქნეული მუშტს ისე წაეპოტინა ატირებული მდინარაძე, სანამ ივერის სახემდე მივიდოდა მანამ შეაკავა სუსტმა თითებმა.
-გეხვეწები, წამიყვანე აქედან.-ტიროდა მოთქმით და მთელი ძალით ეჭიდებოდა დაჩის მხრებს ქალი.
-კიდევ ერთხელ დაგინახავ ახლოს მოსულს და შენ გამო მე კაცურად წავალ ციხეში!-მოკუნტული ივერი მოტეხილ ხელს ისე იტკიებდა რომ სახე მთლიანად მოღვლეჭოდა.
-წავედით!-წამომდგარ დაჩის მხარში ამოუდგა ლიზა.
-მაცადე ...-ლიზას მტევანზე ივერის ბეჭდები მოძებნა და ფრთხილად ააცალა თითიდან.-ეს აღარ გჭირდება.-ბეჭდები მიწაზე მწოლიარის მიმართულებით ისროლა და სასწრაფოდ გაუღო თავისი მანქანის კარი გოგონას.
-მე მივხედავ!-მიაძახა წყვილს ცვატამ და მომღიმარმა დაიხარა ვანიკოს სახესთან.-გამარჯობა ვანიკო.


***
ისევ უკან, უცნობ წარსულში.
თუ თავბრუსხვევა შეგაწუხებთ, ავტორ-მემანქანე ბოდიშს გიხდით.
მატარებლის რელსები ჩვეულებრივისგან განსხვავებით ისეთივე უსწორმასწოროა, როგორც ჩვენი, ადამიანების ცხოვრების სარბენი ბილიკები.
დატკბით ხედებით, სადგურამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი.


მთელი ცხოვრება, ის გააზრებული ნაწილი საიდანაც აღქმა დაიწყეს მათ ირგვლივ ადამიანების, აი იმ დროდან ახსოვდათ ერთმანეთი.
სრული თუ არასრული შემადგენლობით, ერთმანეთის ცხოვრების განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენდნენ.
ვერ იხსენებდნენ როდის ჩამოყალიბდა მათში ერთობის ის დაუწერელი პრინციპი, რომელიც მკაცრად ითვალისწინებდა ან ყველას ყოფნას ან ყველას გაქრობას.
სულ მთლად პატარებმა ისეთ შიშს ჩახედეს თვალებში, ეგონათ ამის შემდეგ ვეღარაფერი შეაშინებდათ სამყაროში.
მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ გაქცეული მანქანიდან მძღოლის გადმოყვანა, იყო ზღაპარი იმ კოშმარებთან შედარებით, რომლებსაც ხშირად ცხოვრება გვიმზადებს ხოლმე.
ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ ეგონათ ზღაპრები ფრაზით „ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად“ - აქ სრულდება.
დაჩის ხელებში მოქცეული ლიზა მდინარაძის გაყინული სხეული რომ დალანდეს, ბავშვური მიამიტობით დაიჯერეს, რომ ყველა ომი მოგებული იყო, რომ ვეღარაფერი იქნებოდა სამყაროში ცუდად.
-დაჩი, მიმიშვი ...-საქმიანი იერით დაიძრა გონწასული ლიზასკენ ლაშა ყორღანაშვილი.
-კაი, გული წაუვიდა, მორჩა ... მეტი არაფერი, უშველის გნოლიკა!-სერიოზული სახით დასჩერებოდა დათა ჯანხოთელი მიწაზე მჯდარ გაფითრებულ დაჩის და ზურგს უკან წაღებულ ხელის თითებს ნერვიულად იმტვრევდა.
-ლიზიკო ...-მსუბუქად გაარტყა ხელი ლაშამ გოგონას.-ლიზ, მომხედე.
-წყალი, ბიჭო!-იყვირა ბოლო ხმაზე დაძარღვულმა ერისთავმა.
-მე მოვიტან!-გზის მეორე მხარეს პატარა ქუჩის მარკეტისკენ ელვის სისწრაფით გაიქცა ცვატა ჯამარაული.
-დედამისს რა ვუთხრათ, მოგვკლავს!-ამოიბუტბუტა დათამ.
-დედამისი არ ვიცი, მამაჩემი რომ დამიმატებს ეგ მაშფოთებს უმეტესწილად!-წარბები შეჭმუხნა ლაშამ.-არა, კიარ მაშფოთებს, მაშინებს პირდაპირ!
-ლიზა, გთხოვ გაიღვიძე რა ...-ამოიჩურჩულა დაჩიმ და ფრთხილად გადაატარა გოგონას შუბლზე ჩამოყრილ თმებში თავისი გაყინული თითები.
-ეგ ავადმყოფი მანიაკი!-ამოისისინა ილიკომ.-სადაც ვნახავ იქ გავყოფ ორ ნაწილად.
-მაგ ცოდოს გარეთ გამოსვლა არ უნდა?!-ჩაეცინა ირონიულად აქამდე ჩუმად მჯდარ მდივანს.-სისხლს და ცრემლს ერთმანეთში ავურევ ... გოგოს ძალით როგორ იტაცებდა.
-ჯერ ლიზამ გაიღვიძოს და შენ თუ არ დაგითვალო ნეკნები ... დამაცადე!-წარბაწეულმა გამკიცხავი მუქარით გადმოხედა დათამ ლაშას.
-არ ყოფილა ეგეთი არაფერი ... რომ შემემჩნია და არ მეთქვა, ან რაში მჭირდებოდა თქვენთვის თქმა, მეც მოვაგვარებდი. ლიზას არაფერი არ უთქვამს ...
-იცოდა იმ იდიოტმა ლიზას გაკვეთილი რომელზე გამოდიოდა, მასწავლებელთან სად დადიოდა, შენ და ლიზა ერთად ემზადებით, როგორ დავიჯერო მანქანა მაინც ვერ შეამჩნიე უკან რომ მოგვყვებოდა?!-ნერვებს ვერ თოკავდა ჯანხოთელი.
-რომ შემემჩნია შენი აზრით არ ვიტყოდი?!-იყვირა გააფთრებულმა ლაშამ.
-ორივეს გადაგაბამთ ერთმანეთზე, ხმას თუ არ ჩაიგდებთ!-ჩაერია ერისთავი.-ორი იმბეცილი. ამის დრო არი ახლა, ბიჭო?! -თვალებდაქაჩულმა დააჩერდა ჯანხოთელს.-შენ თუ ამაზე მაგარი ძმაკაცი ხარ სად იყავი, რატო ვერ შეამჩნიე.
-ეს დაყვება ...
-ხმას ნუ იღებ-მეთქი!-შესძახა უფრო ხმამაღლა.-ყველა დამნაშავე ვართ და მორჩა!
-მოვიტანე!-სული არ მოჰყოლია ცვატას.
ლაშამ ბოთლს თავი მოხსნა, ხელები დაისველა და ლიზას სახე დაუნამა.
ფრთხილად უმასაჟებდა საფეთქლებს და თვალებშეჭმუხნულს ბედნიერი დაჰყურებდა ზემოდან.
-კარგად არი , ხო?!-ახედა შეშინებულმა დაჩიმ ლაშას და გულზე ისე აიკრო მდინარაძის სახე ლიზამ გატოკებაც ვერ შეძლო.
-მიშველეთ ...-ამოიტირა შეშინებულმა და დაჩის მთელი ძალით ჩააფრინდა ხელზე.
-აქ ვარ ... დამთავრდა, ლიზ. აქ ვარ.-შუბლს უკოცნიდა გაწამებულ, ემოციებგამოცლილ მდინარაძეს და ძლიერად ხვევდა თავის ვეებერთელა ხელებს.-მორჩა.
-სად იყავი, იქ რატო არ იყავი, დაჩი!-ტიროდა და ნერვებსაყოლილი კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა თავის ხელებს დაჩისას.
-მაპატიე, ბოდიში ... ჩემი ბრალია, მე გამოგატარე ეგ კოშმარი და მე დავასრულებ. კაი, ლიზ ... გთხოვ, რა ნუ მაშინებ.-გოგონას აკანკალებულ სხეულზე ცვატამ თავისი ჟაკეტი მოახურა თუ არა მაშინვე შეუსწორა დაჩიმ ნაჭრის ბოლოები კარგად რომ გაეთბო გაყინული სხეული მატერიას.-მარტო ჩემი ბრალია.
-აღარ მივყავარ ... ხო აღარ წამიყვანს.-იმეორებდა მონოტორულად გოგონა.
-არა, ლიზა ... ჩემთან ხარ, ვინ გაგიბედავს მოკარებას?!-მომცრო, მრგვალი სახე მტევნებში მოიქცია და უკანაკსნელი ძალებით გაუღიმა თვალცრემლიანს.
-აღარ მივყავარ ...
-ჩემთან ხარ.-ჰიპნოზური ეფქტით მოქმედებდა მდინარაძეზე ზანდუკელის ხავერდოვანი ხმა.
-შენთან ვარ.-თავი მორჩილად დაუქნია და თვალები დახუჭა დამშვიდებულმა.-აღარ მივყავარ, იმიტომ რომ შენთან ვარ.
იგრძნო დაჩიმ როგორ აეწვა მთელი სხეული, აუხდენელი ოცნების ახდენის ალბათობისგან.
-დაჩი, წავედით?!-გადმოხედა გაღიმებულმა მიშომ მეგობარს.
-ჰო.-თავი დაუქნია და წამოდგომაში დაეხმარა ლიზას.-თავს თუ ვერ იმაგრებ ...
-ვიმაგრებ.
-კაი.-გადადგმულ ორ ნაბიჯში მუხლები რომ მოეკვეთა, ღიმილმა გაუპო სახე ყველა მათგანს. ბუმბულივით მსუბუქი სხეული ხელში აიყვანა ზანდუკელმა და ისე გაემართა მანქანისკენ ბოლომდე ისისლხორცებდა მის კისერზე მოხვეულ მდინარაძის სუსტ მტევანს.
წინა სავარძელზე მოათავსეს.
საჭესთან ადგილი დაჩის გადაულოცეს და დაიძრნენ ანანურისკენ.
კეკესთვის უკვე მოესწრო მიშოს ყველაფრის მოყოლა.
ყველანი იქ იყვნენ.
დანარჩენები ანანურში ელოდებოდნენ ქეთისთან და ნანიკოსთან ერთად ბავშვებს.

ანანურის გზაზე, ყველა რომ ჩუმად იყო, თავად ცვატას დაკეცილ ქურთუკზე თავი ჩამოედო და ფიქრობდა.
ეზოში დაჩის დანახვის მომენტიდან იმ მომენტამდე, მანქანიდან რომ გადმოიყვანეს არაფერი ახსოვდა.
ორ წამიან სიჩუმეში საკუთარ თავთან - გააზრებულმა რეალობამ, რომ შეიძლება დაჩის ვერ მოესწრო, ისე შეზარა, ისე ჩამოშალა მისი ნაშენები კედლები რომ მზად იყო საკუთარ თავსაც გამოტყობოდა იმ ადამიანის სიყვარულში ვის გამოც ეს ყველაფერი იმაზე უფრო აუტანელი და საზიზღარი ხდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ.
ზუსტად იმ ორ წამში გაანალიზა, რომ როგორი შემზარავიც არ უნდა ყოფილიყო ისეთ ადამიანზე გათხოვება ვინც არ უყვარდა, ეს ფაქტი ორმაგად უფრო მძიმე ხდებოდა მაშინ, როცა ამ ამბავს მესამე სახელიც ემატებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ლიზამ გაანალიზა, რომ ვანიკოს ქმედება მისთვის დაუშვებელი მხოლოდ იმიტომ კი არ იყო, რომ მამაკაცმა ძალის გამოყენებით სცადა მისი ცოლად მოყვანა ... ლიზასთვის სასიკვდილო განაჩენივით მძიმე იქნებოდა დაჩის თვალებზე ოცნების დაკარგვა.
და როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს სხვა, ვისაც უყვარხარ და ამ თავის სიყვარულს ძალით გახვევს თავზე, ეს უფრო შეუძლებელი ხდება მაშინ, როცა შენი ოცნებების ცაზე სხვისი თვალები ციმციმებენ ვარსკვლავებად.
მზერა დაჩისკენ გამოაპარა და მის თვალებშიც ნაცნობი შვება რომ დალანდა სხეულში თითქოს გაზაფხულები შეუყვანეს ადრენალინად.
აყვავილდა.
უცნობ-ნაცნობმა მცენარე-ყვავილებმა იწყეს ზრდა და მიხვდა, რომ მის ქუჩაზე დადგა ის მაისი, სადაც ზამთრის კარი უკვე საგულდაგულოდ დაეკეტათ მარტსა და აპრილს, ასე რომ აღარც სიცივის და აღარც სუსხის ნიშან-წყალი აღარ შეიმჩნეოდა პროგნოზში, რომელიც მხოლოდ მზიან ამინდებს ჰპირდებოდა ადამიანებს.
უყურებდა შორიდან გვერდით მჯდარ დაჩის და ხვდებოდა, რომ სამყაროში არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა აღმოაჩენ რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო.
მის გვერდით ვისთანაც უნდა იყო. თითქოს უდაბნოში მავალს ღმერთმა ოაზისთან გაგაჩერა. განა უდაბნო მორჩა?! არა, მეგობარო, წინ კიდევ ბევრი ქვიშა და ბევრი ქარია, მხოლოდ უნდა იცოდე, რომ იქ სადაც მიდიხარ მარტო არ ხარ. და ის ვინც შენს გვერდითაა ასე ცალსახად გვერდით, აშკარად გულში და უფრო ცხადად მაღლა, ყოველთვის მოგაწვდის შენ წილ ოაზის უდაბნოს ადგილებში, რომ იგრძნო ... უდაბნოებსაც აქვთ თავიანთი წილი სილამაზეები.
შენ მხოლოდ სწორ ადგილას უნდა იყო სწორ ადამიანებთან, სწორი რწმენით გულში, რომ მარტო მაშინაც არ ხარ, როცა არც ოაზისი ჩანს და არც ქვიშის დასასრული.
-ლიზიკო ..-ფიქრებიდან მიშოს ხმამ გამოიყვანა.-ვიცი რომ ცოტა შეუფერებელი დროა და უფრო შეუფერებელი სიტუაცია მაგრამ ეს კითხვა მაინც უნდა დავსვათ და გვირჩევნია რომ ახლა ...
-რა კითხვა?!-მოტრიალდა უკან სავარძელზე ერთმანეთის კალთაში მჯდარი ბიჭებისკენ. ხედავდა როგორი დაძაბული გაუხდა მზერა დაჩის, რომელიც გზას მიჩერებოდა.
-ხომ არ ... ლიზ, მომისმინე ... შენ თუ ვანიკოსთან გინდა და ...
-არა!-შესძახა თვალებდაქაჩულმა ლიზამ და თითქოს ყველამ უხმოდ იგრძნო როგორ ამოისუნთქა საჭესთან მჯდარმა დაჩიმ.-თქვენთან მინდა ... ჩემ ოჯახთან მინდა.-მზერა მოურიდებლად გაუსწორა დაჩის, რომელიც თითქოს საკუთარ თავს უკრძალავდა ლიზასკენ გახედვას.-ორი წუთით რომ დაგეგვიანებია ... არასდროს გაპატიებდი ...თ!-და მიხვდნენ როგორ არ შეშლია ლიზას წინადადების გრამატიკული ნაწილი, მხოლოდ გრძნობების გამოხატვა ეშლებოდათ მასაც და ზანდუკელსაც, ძალიან.
იღიმოდა დაჩი.
კვლავაც არ უყურებდა არაფერს გზის გარდა.
სადღაც შორს წასული, თითქოს აქაურობასაც მოწყვეტოდა და მომავლის იმ დღეებში დაატარებდა საკუთარ თავს, სადაც ყველაზე უფრო ეძვირფასებოდა ცხოვრება.
მანქანა გააჩერა აგარაკის წინ და ის იყო ბიჭებთან ერთად ლიზაც აპირებდა გადასვლას მაჯა რომ დაუკავა ზანდუკელმა.
მანქანის კარები ორივე მხრიდან მიიხურა და მარტო დარჩენილებს თითქოს ბედის მწერალმა დროც კი აჩუქა და გააჩერა საათზე ისრები დროის მატარებლით მოცურავენი.
-ვანიკოს რომ წაეყვანე და ... მისი ცოლი გამხდარიყავი, მერე რა მოხდებოდა?!
-ასე ხდება ეგ ამბავი?!-ნერვები მოეშალა ლიზას.-კაცი ქალს ხელს მოკიდებს, მიყავს და მისი ცოლია?!
-გაიხედე ჩვენ ირგვლივ რამდენი ეგეთი შემთხვევა ხდება, ლიზაკო?!
-ბევრი.
-მერე?!
-რა მერე?!-ხმას აუწია ლიზამ.-მე რომ ვანიკოს წავეყვანე და ეთქვა ცოლია ჩემიო შენ რას იზამდი, დაჩი?!
-ჯერ მე ...
-შენ რას იზამდი დაჩი!-ხმა უფრო მომთხოვნი გაუხდა ლიზას.
-საკუთარი თავისთვის ვერ გიმეტებ, სხვისთვის გაგიმეტებდი?!-ჩაეცინა ზანდუკელს.
-საერთოდ არ უნდა დაგესვა ეგ კითხვა!
-სანამ დაგეწეოდით ... მანქანის შუშიდან მოჩანდი ... ორი ბიჭი გაკავებდა ...-ძარღვები დაეჭიმა დაჩის.-რამე მოხდა რაც გინდა რომ მოყვე, ლიზაკო?!
-კი, დამპალმა, კაბის ბოლო გამიხია!-ამოიწუწუნა და კაბაზე დაიხედა.-მიყვარდა ეს კაბა.
-მაჩვენე.-ღიმილი ვერ შეიკავა დაჩიმ.
-ნახე, ფეხის ჩარტყმა მინდოდა სახეში, ვიფიქრე, მოდი დათა რომ ცემა ილიკომ, ისე ვცემთქო ...-ხელებით და ფეხებით უხსნიდა ვითარებას დაჩის და თავადაც გზადაგზა ახსენდებოდა მომხდარი.-ფეხი რომ უნდა მომერტყა, გამახსენდა რომ კაბა მეცვა, ეს კაბა დავიჭირე, ფეხი რომ ავწიე და ლავიწისკენ უნდა მომექნია შემთხვევით ყბაში მოხვდა ...-დაჩის სიცილზე უკვე თვითონაც ეცინებოდა.-ვერაფერი რომ ვერ ქნა, იმიტომ რომ ვანიკო ყვიროდა ხელი არ მოკიდოთო, კაბის ბოლოს მოერე მხრიდან მოქაჩა ასე გაიხა.
-ჩემი ჭკვიანი, მოხერხებული.-იცინოდა გულიანად და ფრთხილად ეფერებოდა ლოყაზე განაბულ ლიზას.-რამე ხო არ გატკინეს?!
-კი თმაში მომქაჩა იმ მეორემ, ხელზე ვუკბინე და სხვა ვერაფერი ვერ მომიხერხა.
-ლიზ, გიცემია ყველა და მე ვინ დამიტოვე?!-უკვე ხარხარებდა ზანდუკელი.
-შენ არავინ არ უნდა ცემო, შენ ხო არ ხარ დაჩი ასეთი ...
-როგორი?!
-ცუდი.
-როგორი ვარ შენი თვალებიდან, ლიზა?!
-ერთდროულად ყველაფერი რომ იცი და მაინც ვერაფერს ვერ ხედავ.
-ასე ფიქრობ?!-სიტყვების შინაარს მიუხვდა ზანდუკელი გოგონას.
-ასე მგონია.
-რატომ მაინცმდამაინც ჩემგან მოსმენილი „ლიზა - მე შენ მიყვარხარ“ გჭირდება, რომ დამინახო მთელი გააზრებული ცხოვრება ან შენი ქმარი ვიქნები ან არავისი?!
უთხრა ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ხმით, ისეთი ლაღი ღიმილით სახეზე რომ ორი წამით ლიზამ მოსმენილი ვერ გაიაზრა.
-რა თქვი, დაჩი?!
-მინდა რომ ორი დაჩი არსებობდეს, ერთს უყვარდეს და მეორეს საღად აზროვნება შეეძლოს. მივიდოდი ამ მეორესთან და ვკითხავდი, რას ფიქრობ, შენ იქნები ლიზას სამყოფი კაცი ოდესმეთქო?!
-და რამდენია მაინც ეს „ლიზას სამყოფი?!“-ხელები გაეყინა ლიზას.
-რომ ვიცოდე, მე შევძელი შენი ეგ სახე ... ეგ განწყობა, ეგ ღიმილი, ეგ თვალები, ეგ გაზაფხული ახლა სხეულში რომ გაქვს ... მაშინ ვიტყოდი, რომ აი ზუსტად ეგეთია ლიზას სამყოფი კაცი.
-აბა ვინ შეძლო, დაჩი?!-ამოილაპარაკა ბედნიერმა და დაჩის ხელს სახე ისე ჩამოადო, თითქოს მთელი სხეული, მთელი ფიქრებით დაეყრდნო ადამიანს. სულ ერთი წამით დუმილი რომ ჩამოვარდა, ლიზამ თავი ოდნავ უკან დასწია, შეერთებულ თლილ თითებზე ფრთხილად აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
საკუთარ ხელის მტევანს უყურებდა ზანდუკელი და საჭეზე თავდადებული იცინოდა.
ფანჯარა ჩამოსწია და ეზოში მიმავალ ლიზას ზურგში დააწია:
-ლიზ, ცოლად გამომყვები?!
პასუხად სიცილი მიიღო და გახევებულმა გააყოლა ეზოში აცეკვებულ გოგონას მზერა.
და წამი იყო ისეთი ლამაზი, როგორც უდაბნოში გაჩენილი ოაზისები, ვერ ჩაფიქრებული სასწაულები, ასრულებული თხოვნები სამყაროს შემოქედთან.


სადარბაზოსთან გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ და სიტყვას ვერ უბედავდნენ ერთმანეთს.
ორივე გონებით იქ იყო, ანანურში.
-თმები გადაიწიე ...-ამოიხრიალა დაჩიმ და თვალები დაეხუჭა ტკივილისგან.
-გთხოვ რა ...-ტირილი აუვარდა ლიზას.
-გთხოვ, ვერ გიბედავ შეხებას, თმები გადაიწიე!-მუდარასავით აღმოხდა მამაკაცს.
-დაჩი.
-როგორ დამიმალე, როგორ არ მითხარი.
-დავიღალე, მინდოდა რომ მშვიდად ...
-მეც დავიღალე!-შესძახა ნერვებმოშლილმა და კიდევ უფრო აეწვა ჩახლეჩილი ყელი.-დავიღალე, შენი არასწორი გადაწყვეტილებებით! შენი ვერ გადადგმული ნაბიჯებით!
-წადი სახლში და დაისვენე.
-რა?!-მძიმედ ასწია თავი და დაწვრილებული თვალებით გადმოხედა ლიზას.
-დაისვენე, ხო მშვიდობით გეგულები?! აღარავინ აღარ გტაცებს ჩემ თავს, ახლა წარმატებით მძულს კაცის სახელი. კიდევ ექვსი წელი მაცადე. მშვიდობიანად შენ ნაჭუჭში იცხოვრე. არ დაგღალო, დაჩი. ჩემმა არასწორმა გადაწყვეტილებამ სიმშვიდე არ დაგიკარგოს, დაჩი. -უკვე კიოდა ლიზა.-შენ დაიღალე, დაჩი?!
-მეზიზღება შენი სიმართლეები!
-რატო სინდის-ნამუსს გიწრიალებს, არა?! ხვდები, რომ მთელი ცხოვრება ისე იცხოვრე შენი სიტყვების საპირისპირო ქმედებებს ერთი-მეორეზე მიყოლებით აკეთებდი, ჩემთან მიმართებით, ხო?!
-ჰო.
-შენ რას ფიქრობ, რა უნდა მექნა?! ცვატა და ნუცა დაშორდნენ, მიშოს ცხოვრება თავზე დაემხო, კეკე ქვეყნიდან წავიდა ... შენ რას თვლიდი სწორად, რა იქნებოდა ადექვატური, იმ მომენტში ქორწილი გადაგვეხადა?!
-არა.
-აბა, რა ... რაა ... რა ჯანდაბას ელოდი ჩემგან!-სახე წაშლილი მდინარაძე ხმას ვეღარ იმორჩილებდა.
-ხელი არ უნდა გაგეშვა ჩემთვის. შენ იცოდი, მე შენ გარდა არავინ მინდოდა.
-მე მინდოდა შენ გარდა ვინმე?!
-როგორ გაუბედე შენ ღირსებას საერთოდ ვანიკო ივერი?!-ზიზღი გაერია ხმაში დაჩის.
-უფრო შენ ღირსებას გავუბედე, ვიდრე ჩემსას. ჩემი უშენოდ ექვს წელიწად გამოვლილი საკუთარი თავი ისე მეჯავრებოდა, ჩემსას კიარა შენს სიყვარულს შევკადრე სხვა კაცზე გათხოვება.
-როგორ მინდა მეზიზღებოდე მაგ სიტყვების გამო!
-რატო, ახლა უფრო ნათლად გრძნობ არა, მაშინდელ და ახლანდელ დანაშაულს, გრძნობ, ხო !?-შეჰკივლა ბოლო ხმაზე და მთელი ძალით მოუქნია მარცხელა ხელი მხარზე დაჩის.-გრძნობ, რომ შენი ბრალია სხვისი არსებობა ჩემ ცხოვრებაში დასაშვები ალბათობა რომ იყო!
-მე შენ იმდენად მიყვარხარ, მზად ვიყავი შენ გარდა ცოლი არ მომეყვანა, ოჯახი არ მყოლოდა ... ჯერ კიდე ცხრამეტი წლის ასაკში ვიყავი მაგისთვის მზად!
-შენ შენი მაგ საქციელით ჩემგან პატიებას ითხოვდი, მე ჩემი ამ საქციელით შენზე შურისძიებას.
-რომელს უფრო ძალიან გვყვარებია?!-ჩაეცინა დაჩის.
-არც კი გაბედო იფიქრო, რომ - შენ! უსიყვარულოდ იარო სხვის გვერდით ამაზე უფრო დიდი ტანჯვა მე უშენოდ გატარებული ექვსი წელიც არ მახსენდება!
-ლიზა, მაგ ამბის გაგების ღამეს ლამის გული გამიჩერდა, იცი მაინც?!
-უნდა შემეცოდო?!
-უნდა ნანობდე, ჩემზე შურისძიების მიზნით მოძალადეს რომ მიყვებოდი ცოლად!
-კიდევ არ გესმის ...-თავი დახარა ლიზამ.-მე შენი სიყვარული გამიხდა მხრებზე აკიდებული ლოდი და არა ჩემი არასწორი გადაწყვეტილებები. ხელი არ უნდა გამეშვა - მე. არ უნდა დავნებებულიყავი - მე. უნდა მებრძოლა - მე. და შენ სად ხარ, დაჩი?! ვერ კი არა, არ დამიმსახურე, არ დაირქვი ჩემი სამყოფი-ს სახელი. მე შენთვის მოსაცემი ღირსება ქუჩაში არ მიპოვნია, მაგ ღირსებით ვიცხოვრე, იმიტომ რომ ჩემ გვერდით მშვიდად გევლო. თურმე რატომ არ ჩავკიდე ხელი ... ბოდიში, ეგ ხელიც მე რომ ვერ გთხოვე.
-მთავარია ახლა თავისუფალი ხარ.-ამოიხრიალა ბოლოს ზანდუკელმა.
-შენც ეგ არ გინდოდა?!-ჩაიცინა ცინიკურად ლიზამ.
-მინდოდა.
-ჰოდა მიიღე.
-შენი მშვიდი თავი მინდა.
-მადლობა.
-შენი ბავშვური ღიმილი მინდა.
-აუცილებლად.
-შენი გაზაფხული მინდა.
-რომელიც აღარ მოგიყვანია.
-ჩემი თავი მინდა შენ გვერდით და სხვას ვერ განვიხილავ.
-რატო არ მიკვირს?!
-შენი თავი მინდა - ცოლად.
.
.
.
-ახლა ცოლობა მთხოვე.-ამოილაპარაკა დახშული ხმით.
-მე შენ ცოლობა ანანურში გთხოვე.
-დაჩი.-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ლიზამ.
-ყველა ჩემი - ნათქვამი სიყვარული, ნაფიქრი გადაწყვეტილება, ნანატრი ოჯახი და დაფიცებული თავი ხარ. -დაჩის ხავერდოვან ხმას ხრინწი შეპარვოდა, მისი მშვიდი ღიმილი თითქოს იქაურობას მაგიურ ელფერს სძენდა, მოდუნდა ერთიანად მდინარაძე.-ადი სახლში, დაიძინე, გოგონებთან ჩემზე ილაპარაკე. დედაშენთან ყავა დალიე. დედაჩემთან გამლანძღე. მერე გულს რომ იჯერებ ლაპარაკით და მარტო დარჩები ... იმ საღამოზე იფიქრე. შენი თავი ეგეთი ბედნეირი სხვაგან კიდევ სად გახსოვს?! მე ჩემი თავისთვის მაგაზე უფრო ლამაზი მოგონება არ მეგულება, და შენ ლიზ?!

იმ ღამით ვანიკო ივერი დაიჭირეს.
ღამის ორ საათზე ყველა ტელევიზიაში საგანგებო გამოშვებით აშუქებდნენ რეპორტაჟს ეკონომიკის სამინისტროში მაღალი თანამდებობების პირთა მოვალეობების გადაჭარბების ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირის შესახებ, რომელთაგან მოწინავე ადგილს ივერი იკავებდა.
-ეგეც შენი ხუთას კაციანი ქორწილი.-მძიმედ დაეშვა სკამზე ლილიკო და თავის ქალიშვილს გადმოხედა.-გადავრჩით, დედა.
-რას გადავრჩით, დედა?!-ვერ გაიგო ლიზამ.
-ბევრ გულის ტკივილს.-ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის და ქეთის ნომერი მოძებნა. ტელეფონში მალევე გაისმა ჩრდილელის ხმა.
-შენც უყურებ?!-მისალმების გარეშე დაიწყო ლაპარაკი ქეთიმ.
-მერაბი სახლშია?!
-კი.
-კითხე, როგორ შემიძლია ... ანონიმურად განცხადების გაკეთება.
-კი მაგრამ, რაზე?!
-ქეთი, ამ კაცს 17 წლის ბიჭი ჰყავს მოკლული თავის დროზე ... მისი დანაშაულისთვის კი უდანაშაულო აგებს პასუხს ვინ იცის მერამდენე წელია. ასე არ უნდა შერჩეს ეს ყველაფერი.
-რას ამბობ, ლილი?!-შეიცხადა ქალმა, მალევე გაისმა ტელეფონში მამაკაცის ხმა:
-ლილი, ჩემი გესმის?!-ეს უკვე მერაბი იყო.
-მესმის, მერაბ.
-რასაც ამბობ ზუსტად იცი რომ სიმართლეა?!
-ჩვენმა ბავშვებმა თქვეს ... ეჭვი არ მეპარება, რომ სიმართლეა!
-ამას გავარკვევ, ჩვენი ლიზიკო როგორ არი?!-ხმა დაუთბა კაცს.
-დიდ უბედურებას გადაურჩა, ახლა არაფერი უჭირს. ყველაფერი კარგად იქნება.
-ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს, ლილი და ამაში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ხომ ხედავ რა შედეგებზე გავედით, რომ არ ჩავერიეთ თავის დროზე?!
-ვხედავ.
-ამ საქმეზე აღარ ინერვიულო ... მე მოვაგვარებ, ბავშვი მომიკითხე, თუ რამე დაგჭირდეს იცოდე აქ ვართ!
-ვიცი, მერაბ. მადლობა.-მშვიდად ჩაამთავრა ქალმა, წყვილს დაემშვიდობა და ლიზას მოუბრუნდა.-ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი დედაც არ გაამწაროს.
-დედა ...
-დედა რომ გახდები, მერე გაიგებ. ჯერ არ იცი, რას გადაგარჩინა ღმერთმა. -გულში ჩაიკრა აცრემლებული გოგონა.-შენი უბედური თვალებისთვის როგორ გამიმეტე, ასე დაუფიქრებლად როგორ მოიქეცი, როგორ მომატყუე, ლიზა?!
-მეგონა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, სულ მასწავლიდი რომ გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს სამყაროში.
-ეს შენი პასუხისმგებლობებია. კი, არსებობს. ამ პასუხისმგებლობებს უნდა სწორად შერჩევა თორე, გრძნონებზე აყოლა მარტივი საქმეა, შვილო. შენ სწორად უნდა შეარჩიო ადამიანი ვისთან ერთადაც გაინაწილებ ამ შენ პასუხისმგებლობას. შენ გვერდით მცხოვრები - ქმარი იქნება თუ მეგობარი, შენი წილი პასუხისმგებლობაა, მე ამას ბავშვობიდან გასწავლიდი. ის ტვირთი არ უნდა აიკიდო მხრებზე, რომელიც შენი არ არი, ლიზა. ვანიკო ოცი წლის მერე ციხიდან რომ გამოვა შეიძლება სულაც შეხვდეს ადამიანს, ვისთანაც ბედნიერად გააგრძელოს დარჩენილი ცხოვრება. ამ ქვეყნად ყველასთვის გამოიძებნება თავისი სწორი მეორე - ნახევარი. შენ რომ მიხვდი შენი არ იყო, როგორ გაბედე გეფქირა, რომ მის ზიდვას შეძლებდი მხრებით?!
-მე ვიფიქრე, რომ მას უნდა ...
-მას უნდა ეზიდე მხრებით?!
-არა. ვიფიქრე, მას უნდა ვყვარებოდი იმდენად ... მეგონა რომ ვუყვარდი იმდენად მისი სიყვარული ორივეს ...
-ასე არ ხდება.-გაეღიმა ლილის.-ღმერთი სამყაროში იმ ბალანსს ქმნის, რომელი ბალანსიც მშვიდობას ამყარებს ირგვლივ. სასიამოვნო მშვიდობას. შენ ამ ბიჭის გვერდით თავი ოდესმე მშვიდად გიგრძვნია?!
-არა.
-სულელო ბავშვო.-ხელის გულით ეფერებოდა თმებზე დედა ქალიშვილს.-როგორ იფიქრე, რომ ერთის თავს მეორეზე გათხოვება დაგავიწყდებდა?!
-ის ერთი არა და არ მოვიდა, დედა!-ამოიტირა ლიზამ.
-უნდა დალოდებოდი. სწორი ადამიანებისთვის ღირს, შვილო დაცდა. მათთან მისასვლელ გზებზე იმიტომ გვტკივა ხოლმე ბევრჯერ, რომ ასეა ეს ქყვეყანა მოწყობილი. ყველაფერ კარგს სჭირდება რწმენა, რომ მოვა და უნარი, რომ დაელოდო - როდის.
-შენ ფიქრობ, რომ დაჩი სწორი ადამიანია?!
-მე საერთოდ არ ვფიქრობ არაფერს, მთავარია შენ რას ფიქრობ.
-ცოლობა მთხოვა.
-შენ რა უთხარი?!
-არაფერი მითქვამს.
-სწორად მოიქეცი. შენ მას ექვსი წელი ელოდე, ახლა მან გელოდოს სულ ცოტა ხანს. მანამ სანამ შენი არეული სახლი დალაგდება. არ მინდა შეცდომა დაუშვა, ოჯახი სუფთა და წმინდა ფიცია, რომელიც სწორ ადამიანს ღვთის წინაშე უნდა დაუდო. მანამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, ხომ ხედავ, თურმე მიკროსკოპით უნდა დააკვირდე ადამიანს.
-მანაც ასე მითხრა.
-რაო, დამაკვირდიო?!-გაეცინა ლილის.
-ჰო.
-ჰოდა დაუჯერე.
-შენ როგორ ფიქრობ ... მე და დაჩი ...
-მე რომ გითხრა ახლა რასაც ვფიქრობ, შენ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მიიღებ. მე ეს არ მინდა. ასე, რომ არა. მე რას ვფიქრობ, ამას მაშინ გეტყვი, როცა დავინახავ რომ შენი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გექნება.
-კარგი, რა ლილიკო!-ამოიწუწუნა ლიზამ.
-დავიძინოთ.-გაეცინა ქალს, გოგონას შუბლზე აკოცა და საძინებლისკენ გაემართა.


უჩვეულო დღე იყო.
ეზოდან ისმოდა ბავშვების ხმაური.
მზე ისე აჭყიტებდა თვალებში ნერვებმოშლილი საკუთარ თავს ძილბურანში მყოფიც კი ადანაშაულებდა, ფარდების ჩამოფარება რომ დაავიწყდა შუაგულ ივნისში.
აუზუზუნებულმა ტელეფონმა კომოდიდან იატაკზე რომ გადაინაცვლა ლიზამაც ინება და თვალები გაახილა.
-დილის რომელი კონკრეტული საათია?!-ამოიზმუილა გამეხებულმა და სიბრაზის ზენიტში ასული საწოლზე წამოჯდა.
-შუადღის ორი.-მორჩილად უპასუხა კეკემ და ნუცას სიცილზე თავადაც ვერ შეიკავა ღიმილი.-გოგო, რა არი რა ხმით იღვიძებ, დღეს წესით ქორწილი უნდა გქონდეს, ასე აპირებ გათხოვებას?!
-მაგლოვეთ ჩემი ვერ გაბრწყინებული სიყვარული.
-ოც წუთში გამოგივლის გნოლიკა, დინამო ხვდება მოსკოვის ლოკომოტივს.
-კაი?!-ეჭვის თვალით შეათვალიერა ამინდი ლიზამ და სიამოვნების ღიმილმა მთელ სხეულში დაუარა.
-მარტო გოგოები მივდივართ! დანარჩენებს არ სცალიათ.
-აბა გნოლიკაო?!
-ჰო, მარტო გოგოები და გნოლიკა.
-კაი, მაშინ ... ბილეთები რომელ რიგში გვაქ?!
-ლოჟაში, მამაჩემმა მოიტანა დღეს დილით.
-მერაბ შენზე ძალიან მარტო ალუბლის მურაბა მიყვარსთქო, უთხარი!
-გადავცემ.-სიცილი აუვარდა კეკესაც.-მალე ჩაიცვი რა.
-ჰო, ჰო ნუ მაჩქარებ, ხო იცი არ მიყვარს რომ მაჩქარებენ, ჩემი რუტინა უნდა ჩავიტარო, მეც არ ვიცი რომელი ნაწილი ამოვაკლო ოც წუთში რომ ჩავეტიო, იმდენი რამეა ... სახის დამატენიანებელი, ტონერი, კიდევ სახის სხვა დამატენიანებელი, წარბის ტუში, წამწამის ტუში, ტონალური, ქონსილერი ... ვაიმე, რომ არ წამოვიდე, კეკე?!
-უბრალოდ სახე რომ დაიბანო და გამოეტიო, არა?!
-ნუ, აი არ შემიძლია, იდეალური სახის კანი მაქვს, „დიცკი კრიმს“ არ გავცდი, ქალობა!-შეიცხადა ისევ პირვანდელ განწყობაზე დაბრუნებულმა ლიზამ.
-არ მინდა სათუთი გული დაგწყვიტო, მაგრამ ჩემი ბრალი არ არი, იდეალური სახის ... -გაუთიშა.

ხმის ჩაწყვეტამდე გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს.
უბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებს ერთმანეთის ცხოვრებაში და გრძნობდნენ რომ რაღაც ახალი მათი შინაგანი სახლების კარს ისე აღებდა, ისე დაუკითხავად მოფრინავდნენ მერცხლები თბილი ქვეყნებიდან, თითქოს იმედი აქამდე დაუსრულებელი ზამთრის ძილისგან გამოღვიძებისა - ხდებოდა რეალობა.

დაჩის აივანზე მსხდარი ბიჭები დაძაბული მზერით გაჰყურებდნენ მათ წინ გადაშლილ ხედს.
-ლიზასგან არაფერი ისმის?!-ჩაახველა მიშომ და ირიბი მზერით შეათვალიერა მეგობარი.
-მეტყობა რამე რომ მესმის მისგან?!-ირონიულად ჩაეცინა დაჩის.
-ახლა იმდენი რამე უტრიალებს გონებაში, რთულია ასე უცებ გადააწყო შენი ცხოვრება სხვა რელსებზე.-მეგობრის ქმედებების ახსნას ცდილობდა ლაშა.-რასაც მთელი მისი გააზრებული ცხოვრება ყველაზე და ყველაფერზე ძალიან უფრთხილდებოდა, ზუსტად იქ მიაყენეს დიდი დარტყმა.
-ქალებთან ცოტა სხვანაირად ლაგდება ეგ ფიქრები.-ყოყმანით წამოიწყო მიშომ. -მითუმეტეს მათნაირ ქალებთან. ერთხელ მამაჩემმა მითხრა, კეკესნაირ ქალს ისე ვერ მოექცევი, როგორც შენ გინდაო.-გაეცინა იმ დღის გახსენებისას მიშოს.-მთელი ურთიერთობის განმავლობაში, თუ ოდესმე მომინდებოდა რომ მასთან ჩემი სურვილი გამეტანა, სადმე რამე ჩემიც დამემტკიცებინა, ყოველ ჯერზე ეგ სიტყვები მახსენდებოდა.
-რეალურად თვითონ კეკე აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც შენ გინდოდა.-გაეცინა ილიკოს. - იმ დღემდე, თქვენზე იდეალური არც წყვილი მინახავს და არც მეგობრობა.
-რომ გცოდნოდა იმ ღამით შენზე უარს იტყოდა, ცოლად მაინც მოიყვანდი?!-გაისმა დაჩის დაძაბული ხმა.
-რომ გცოდნოდა მოკვდებოდი, დაიბადებოდი?!-გაეცინა გულით მიშოს, ვერც ერთმა შეიკავა ღიმილი.-მაგას რომ აკონტროლებდე, დაჩი, მაშინ არც სიყვარული იარსებებდა და არც რაიმე ადამიანური ურთიერთობები. რომ გცოდნოდა ექვსი წელი უცნობებივით ვიცხოვრებდით ერთმანეთისთვის, რას იზამდი ... არ გაგვიცნობდი?!
-ჩვენ მშობლები ...
-ხო,-სიტყვა გააწყვეტინა მეგობარს მდივანმა.-არც შენზე ყოფილა ჩემი გაცნობა დამოკიდებული და არც ლიზაზე იყო - შენი შეყვარება.
-მაგას რომ ამბობთ მგონია რომ მეშაყირებით.-ჩაეცინა დაჩის ნაღვლიანი თვალებით.-ხანდახან მგონია მეჩვენებოდა ...
-ვინ, ლიზა?!-შეიცხადა ჯანხოთელმა, ოდნავ დაძაბულმა წინ წამოსწია თავი და მეგობარს გაოცებული მზერა მიაპყრო.- რა გეჩვენებოდა, ლიზას თვალები?!
-იმდენი რამე მოხდა ... იქნებ არც ვყვარებივარ და მაგიტოც უჭირს ახლა გადაწყვეტილების მიღება.
-ეგეთ გოგოებს თავისებურად უნდათ სიყვარულიც. -გვერდით ჩამოუჯდა ფეხატკიებული მიშო დაჩის. - გაბედული სიყვარული. ეგრე კიარა. „ვაიმე, მეგობრობა არ დავამთავროთ და რამე არ გაფუჭდეს“ - კაცი ხარ თუ პეპელა, სამი დღით მოსული ამ ქვეყანაზე. გაფუჭდება, გამოასწრებ. მორჩა!
-ასე მარტივია?! იმიტომ რომ მე რომ შემეშალა ექვსი წელი ვერ გამოგასწორეთ, ვერც ერთი!-ხმა დაუბოხდა ცვატას.
-შენ რა, ეცადე და არ გამოგივიდა?!-განრისხებული მზერა მიაპყრო მდივანმა ცვატას.- არ ყოფილა თქვენი ამბავი ჩვეულებრივი და ვერც ეგ სიყვარული გაგიხდება მსუბუქად საზიდი. ასეა, ყველაფერი კარგი ძვირი ღირს და ყველაფერი ძვირადღირებული რთული მოსაფრთხილებელია. გახსოვს ერთხელ ნუცას რა უთხრა?!-თავდახრილ ცვატას ახლა უფრო შერბილებულად მიმართა მიშომ და ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილზე სახე ვეღარ დაიმორჩილა აქამდე პირქუშად მჯდარმა.
-რაო?!-სუნთქვა შეუკავდა ზანდუკელს.
-ვერ გეტყვით.-მხრები აიჩეჩა ცვატამ და ოდნავ მოეშვა მიშოს სახეზე აღქმული სილაღე რომ დალანდა.
-რას ვერ მეტყვი ... მიშო, რაო?!-წამოჯდა აქამდე სარწეველა სკამში ჩაწოლილი ზანდუკელი.
-შენნაირი შვილები უნდოდა ყოლოდა.-ამოილაპარაკა მშვიდად ლაშამ და დაჩის გახევებულ მზერაზე ღიმილი ძლივს შეიკავა.-ნუცა, კეკე, მე, ქეთი და ლიზა ვლაპარაკობდით ბავშვებზე. ქეთი ყვებოდა ჩვენი ბავშვობის ამბებს ... ისე ბუნებრივად წამოსცდა, რომ სიგიჟემდე უნდოდა შენნაირი შვილები ყოლოდა ორი წამით თავი ისე დავიჭირეთ ვითომ ბუნებრივი იყო, თითქოს ...
ზანდუკელის გმინვას ყველამ ისე აარიდა ყური - თითქოს, ხო.
ასეც უნდა ყოფილიყო.
-თქვენ ამასთან რომ ხართ ერთი პლატონი და მეორე ესქილე, თქვენი პირადი ცხოვრება დალაგდა ილიადურ საწყისებზე?! -ჩაიქირქილა ილიკომ.
-აე, ჰომეროს!-სიცილი აუვარდა ცვატას.-რას ესწრაფვი, რას მეტყველებ?!
-რა არი ბიჭო, ერთი აქილევსს ვერ გაცდით, მეორე პარისის ისარს, ჩამოდექით აქ, უკითხავთ ლექციებს სიყვარულზე. შენ რა ქენი ნუცასთან?!-მზერა მიაპყრო ცვატას.-შენ?! ძია კაცო?! ჭკუა მოგეკითხება, ჩამოყალიბებული, შემდგარი კაცი ხარ, ოცდაცხრა წლის ასაკში ცოლის მოყვანაც მოასწარი, გაშვებაც. ვაუ, ტაში. რაო, კეკემ?!
-ამას რატო ერთვება პერიოდულად საბანისძის მოტივებით დაწერილი „ჩვენი წამება?!“-სიცილი ვერ შეიკავა ცვატამ.
-გამწარებული კაცია, ქალი ვერ ნახა მედეას გარდა - ცოლად მოსაყვანად რომ ეპიტნავოს.-სიცილში აჰყვა მეგობარს ჯანხოთელიც.
-შენ არ გაგამწაროს ჩემი „არგონავტების“ შემოცურვამ შენს კოლხურ პოლიტიკაში!-წარბი მაღლა ასწია ილიკომ და მომღიმარმა გადმოხედა დათას, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრი იყო აგერ უკვე მეხუთე წელი.
-ჩააგდე ჰიპოკრატე შენი თეთრი ხალათი, თორე დარჩა საქრთველო უმთავარსარდლოთ!-ხარხარებდნენ დათა და მიშო.
-მე ხელებიც დამიბანია!-ამაყად გადმოხედა ლაშამ მეგობრებს.-ამსიოდენა თავადი, დიდგვაროვანი, პატრიციული წარმოშობის ჰერცოგი, თქვენზე თავს ვერ გავი ...
-ყორღანაშვილო, რამე ხოარ აგერია?!-სიცილად არ ჰყოფნიდათ ლაშას სიტყვის გამოსვლა ბიჭებს.
-ბიჭო, მე ხო ბებია მყავდა ჩხეიძე!-მხრებში გაიმართა ლაშა და ჯანხოთელის მოქნეულ ხელს ოსტატურად აარიდა თავი.
-რას ვშვრებით ბოლოსდაბოლოს!?-ხმა დაუსერიოზულდა ილიკოს.
-ჯერ ვაგვარებთ დაჩის და ლიზას ... მერე ...-ღრმად ამოისუნთქა ცვატამ.- კეკეს და მიშოს.
-რატომ მაგალითად?!-ღიმილი ვერ შეიკავეს ბიჭებმა.
-ვინც აურია, იმან უნდა დაალაგოს. ჯერ თქვენ - ასე უფრო მშვიდად მივხედავ ჩემსას.
-რანაირი კაცი ხარ, რა გაძლებინებს?!-წარბები შეყარა ილიკომ.-პარარელურად რომ ვიზრუნოთ სამივე ...
-არა.-ხმა გაუმკაცრდა ცვატას.
-არ დაგელოდება ის გოგო ამდენი ხანი, ერთ თვეში აიკრავს გუდა-ნაბადს და ...
-ის გოგო არც ახლა არ მელოდება.-ჩაეღიმა ნაღვლიანად.-ახლა თუ ვინმე ვინმეს ელოდება ეგ მე და ღმერთი ვართ მარტო.
-თუ შენც არ გაანძრიე ხელი, მარტო ...
-ჯერ ისეთი რაღაცები უნდა დალაგდეს, დათა, რასაც მარტო ღმერთი ალაგებს ადამიანებში. მიყვარს ჩემი მთელი სულით და ხორცით. ამიტომ მჭირდება რომ თქვენ მყავდეთ კარგად. იმან ზუსტად ისე უნდა დამინახოს, როგორც მაშინ ... „ყივჩაღის პაემანის“ დროს. -გაეღიმა ორაზროვნად.
-ლაღი და სუფთა.-ჩაილაპარაკა თავისთვის ილიკომ.-ახლა ზუსტად ისე ლაპარაკობ როგორც თვრამეტი წლის ასაკში ილაპარაკებდი.-ხელისგულზე სახე ჩამოდებულმა, ფიქრებში წასულმა ნოსტალგიურ განწყობას ღიმილი ამოაყოლა ერისთავმა.
-ეგ მჭირდებოდა.-გაეღიმა ცვატას იმედიანად.
ორ წამიან დუმილში ლაშას ზარის ხმაზე ყველას მზერა იქით გაექცა, მოაჯირზე მიყრდნობილი მათი ჰიპოკრატესკენ.
-ჰო, ლიზიკო ...-სივრცეში იღიმოდა ბედნიერი მეგობარი.
-შენი აზრით, ჩემი და დაჩის შვილი მე უფრო დამემგვანება თუ დაჩის?!
-ჩემი აზრით, არ ვიცი.-ლაშას სიცილზე ფეხზე წამოდგა დაჩი.
-ბიოლოგიაში რომ მასწავლიდი ა დიდი ა პატარა, მაგეებით ვერ დაადგენ?!-ლიზას შეწუხებულ ხმაზე ლაშას სიცილი უკვე ხარხარის ფაზაში ინაცვლებდა.
-მაგით შემიძლია გითხრა რა ფერის თვალები ექნებათ ბავშვებს, რომელს უფრო დაგემგვანებათ როგორ ვიწინასწარმეტყველებ?!-ძლივს სუნთქავდა ყორღანაშვილი და მის წინ ჩამომდგარი დაძაბული ზანდუკელი.
-მიდი რა, გამოთვალე გთხოვ, მჭირდება რომ ვიცოდე!
-ლიზა, ღამის ორ საათზე ბიოლოგიის და ნათელმხილველობის საფუძვლებს რატო ეჭიდავები?!-დაჩის გაფართოებულ თვალებზე ტელეფონში ზარი ხმოვან რეჟიმზე გადართო ლაშამ.
-ბავშვის ტანსაცმელების ხაზზე ვმუშაობ ... თუ დაჩის არ დაემგვანება, მაშინ ლურჯი ფერი პალიტრაში უნდა ჩავამატო, თუ ჩემ გენებზე არ წამოვა, მაშინ ... ლაჟვარდოვანი ცისფერი უნდა შემოვიტანო.
-ლურჯს და ლაჟვარდოვან ცისფერს შორის ის სხვაობაა, რომ ერთი მუქია და მეორე ღია, ხო?!-სიცილს ვერ იკავებდა ვერც ერთი. იცინოდნენ უფრო დაჩიზე, ვიდრე ლიზას ლაჟვარდოვან ფერთა გამაზე.
-გინდა რომ გცემო!?-საფუძვლიანად დაემუქრა ლიზა ლაშას.-სიცოცხლით დაიღალე?!
-შენ რომ მეკითხებოდი ფოტოსინთეზსა და ფოტოსესიას შორის სხვაობაზე, ასე გპასუხობდი, ლიზიკო?!
-შენ მაინც რას ფიქრობ, მე უფრო დამემგვანება თუ ...
-დაჩის გენეტიკა უფრო ძლიერი აქ, მე ასე ვფიქრობ.-დაჩის სახეზე ემოციათა ცვლილებები ისე ახალისებდა მთელ სამეგობროს, როგორც მაშინ ... თვრამეტი წლის მეგობარი პირველად რომ გამოტეხეს სიყვარულში.
-არაფერიც, მე უფრო ძლიერი გენეტიკა მაქვს!
-მაშინ შენ დაგემგვანებიან, შესაბამისად.
-არა, დაჩის რომ უფრო ლამაზი ცხვირი და ყვრილამები აქ?!
-რა აქვს??!-ხარხარებდა ლაშა.
-შენ ახლა მე დამცინი?!
-არა, დაჩის ყვრილამებს.
-ლაშა ...
-ჰო, ლიზიკო.
-მე ახლა სხვებიც მისმენენ?!
-ვინ სხვები, ლიზიკო?!
-მაგალითად დაჩი!
-მაგალითად შენი შვილების მამა?!-სიცილი ვეღარ შეიკავეს დანარჩენებმაც და დაჩის მუხლებში მოხრილ სხეულს ისე წამოესივნენ, სუნთქვა გაჭირდა ზედახორისგან.
-შენი ფოტოსინთეზის წამი და წუთი დადგა ლაშა ყორღანაშვილო!-ყვიროდა გათიშულ ტელეფონში ლიზა მდინარაძე და იცინოდა, მთელი გულით.


იმ ღამით არც ერთს არ ეძინა.
ერთმანეთის ფიქრებში ისე მოგზაურობდნენ როგორც დაკარგული მგზავრები ოცნებათა ქარავანში.
უდაბნოს ქვიშას აბნევდა ქარი, ფანტავდა როგორც ნაღრუბლარ წვიმას.
არ დაცემული წვიმის წვეთები დაფარფატებდნენ ირგვლივ, თან მშვიდად.
და თითქოს სადღაც, ერთმანეთის ღრუბლებში ნახეტიალები მგზავრები გრძნობდნენ რომ დასასრულს მიღმა დარჩენილები იწყებდნენ რაღაც სულ მთლად ახალს, ჯერ არ გამოვლილს, ჯერ ვერ ნაფიქრს და ვერ ნაოცნებარს.
მღვიძარებს ძილის სასთუმალთან, ჩუმი ღიმილი წვიმის წვეთებივით იბნეოდნენ მათ ბაგეებზე და იმ სხივებს ეპრანჭებოდნენ, გაზაფხულს რომ ახლავს თან.
გაბმულ ზარის ხმას ძველი ხაზის ტელეფონზე ისეთი სისწრაფით უპასუხეს, თითქოს დადარაჯებულნი სწორედაც რომ მას ელოდნენ მთელი ცხოვრება.
-ანუ არ გძინავს.-ქალის ღიმილი ისე გაკრთა მის ხმაში, როგორც თბილ წვიმაში ზაფხულის სურნელი.
-ანუ რა დამაძინებდა.-გაეღიმა და კედელთან ჩამჯდარმა იმ კედებს შეავლო მზერა, რომელიც თავისი ყველა დასათვლელი წარმატების მიზეზი გახდა.
ორ წამიანი დუმილი იმის შიშით დაარღვია, ვაი და ზარი მალევე არ დასრულდესო.
-ახლაც ხატავ?!-იგრძნო როგორ შეკრთა ლიზა ამის მოსმენისას.
-ვხატავ.
-ლაჟვარდოვანმა ცისფერმა იმძლავრა თუ ...
-მინდა რომ ჩვენი შვილები შენ გგავდნენ.-თქვა და გაირინდა, თითქოს ელოდა ყურმილს იქით, საყვარელი ადამიანის გულისცემის ხმას გაიგონებდა როგორმე.-სულ ასე მინდოდა. მას შემდეგ რაც მივხვდი, მინდოდა ჩემი შვილების მამა ყოფილიყავი.
-როდის მიხვდი ... მაგას?!-კედებს არ აშორებდა მზერას მომღიმარი ზანდუკელი.
-სულ პირველად, რომ მივხვდი მიყვარდი.-გაეცინა ბავშვური გულწრფელობით.-იმ დღეს, ვანიკო რომ გამოჩნდა ჩვენ ცხოვრებაში და პირველად ვიგრძენი, რაღაც ისეთი რაც იქამდე არავისგან ... და არავინ საერთოდ რა შუაშია?! რაც არასდროს მქონდა განცდილი შენთან.
-ეჭვიანობა?!-ერთიანად მოდუნდა დაჩი.
-პროტაგონისტობა უფრო სწორი არ იქნება?!
-გულისხმობ ამბის მთავარ გმირს, თუ ...
-ჩვენი ამბის მთავარ გმირს. სადღაც წავიკითხე, როცა ადამიანთან ურთიერთობას ამთავრებ ყველაზე მტკივნეული მომენტი არის გაანალიზება ფაქტისა, რომ ვიღაცის ისტორიაში მთავარი გმირი შენ სულაც არ იყავი ... იმ დღეს, უფროსწორად, იმ ღამით, როცა დასაძინებლად დავწექი და უკვე დავაპირე საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ მხოლოდ მომეჩვენა რაღაცები ... უცებ განათდა.-გადაიკისკისა გულიანად და კიდევ ერთხელ შესწორდა დაჩი ადგილზე.
-მიხვდი რომ ჩემი ისტორიის მთავარი გმირი ზუსტად შენ იყავი?!
-მივხვდი, მაგრამ ... რა მაგარი მოსასმენი ყოფილა!-ამოილაპარაკა უფრო აღტაცებულმა ვიდრე კმაყოფილმა.
-რამდენჯერ გეყოფა საიმისოდ ამდენი წელი შეგივსო?!
-მხოლოდ ერთიც საკმარისი იყო.-ძლივს გაიგონა დაჩიმ ლიზას სიტყვები.
-ყველა წუთი უნდა მაპატიო, რამდენჯერაც ის გაიფიქრე, იმ ღამით შევცდიო ...
-მეც შემეშალა, დაჩი ... გთხოვ, მოდი ყველაფერი გავაქროთ, რასაც პატიება სჭირდება.
-გავაქროთ.
-ახლა რას აკეთებ?!
-შენ კედებს ვუყურებ.-გაეღიმა დაჩის.
-რას შვრები?!-მოსმენილს არ დაუჯერა ლიზამ.
-შენ კედებს ვუყურებ.-ახლა უფრო ფართოდ გაეღიმა.
-რას ქვია კედებს უყურებ, რომელ კედებს?! მე რომ მანდ არაფერი ...
-ჩემ დაბადების დღეზე დაგრჩა.-და ღიმილი ჩაანაცვლა სიცილმა.
-რას ამბობ, დაჩი?!-თვალები გაუფართოვდა ლიზას.-ის ძირგავარდნილი კედები, საიდან სად შენთან?!
-აბა ვისთან, თუ არა ჩემთან?!
-მოიცა შეინახე?!
-მთელი გულით.-იცინოდა ხმამაღლა და ეცინებოდა ლიზასაც.
-არანორმალური ხარ!
-ერთ კვირაში ნანიკო ჩამოდის, ბევრს თუ გკითხავს ქორწილზე, ერთად ცხოვრებაზე და რაღაც ეგეთ ტრადიციულ-მოდერნისტულ თემებზე, მე მითხარი და ვეტყვი რომ ...
-და როდის ვაპირებთ?!
-რას ლიზაკო?!-ორ წამიანი დუმილს ფეხზე წამოუდგა დაჩი.
-ქორწილს, ქორწილის გარეშე არ მინდა, თეთრი კაბა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. თან ჩემი შექმნილი თეთრი კაბა. ვაპირებ იყოს დიდი და გრანდიოზული ან სულაც არ ვიცი, იქნებ შლეიფი იყოს ძალიან გრძელი, დაიანას კაბიდან ხომ არ ავიღო ინსპირაცია?! შენ რას ფიქრობ, დიდი შლეიფი ძალიან ბანალურია?!
-მე ვფიქრობ, რომ ახლა არაფერს არ ვფიქრობ საერთოდ.
-რას ამბობ, დაჩი?! მეორე გაუქმებულ ქორწილს ვერც მე გადავიტან და ვერც ...
-ლიზა ტელეფონით არ უნდა გეთქვა რომ თანახმა ხარ!-შეიცხადა აჟიტირებულმა და სასწრაფოდ შეაღო აივნის კარი.
-დაჩი, ჩოხა არ ჩაიცვა. მიყვარს ჩვენი სამშობლოც, დინამოც, ჰიმნიც და ერეკლე მეორეც, ოღონდ ჩოხა არ გვინდა. -მშვიდად განაგრძობდა ლიზა საუბარს.
-ლიზა, სერიოზულად, მართლა ასე „ბანძად“ მითხარი თანხმობა ოჯახურ ...
-ვინაიდან, ვგეგმავ რომ სამი შვილი მინდა, ვფიქრობ საკუთარ სახლზე უნდა ვიფიქროთ, დიდზე არა, ხომ იცი არ მიყვარს გრანდიოზული არაფერი, მაგრამ კაბას მაინც გრანდიოზულს ვფიქრობ, მოდი სახლს დავუბრუნდეთ, სადმე ქალაქთან ახლოს, არც გადაშენებულ ბუნებაში მინდა ცხოვრება ცივილიზაციისგან შორს, მიყვარს ხმაური და მანქანების გამონაბოლქვი, ჩემი სტიქიაა ატალახებული ქუჩები, ხომ იცი?!
-ლიზა, რა გინდა, საერთოდ რომელი საათია, რატო ხარ სიცილის ამდენად მზაკვრულ განწყობაზე?!
-რა ვქნა, ყველაზე ძალიან მაშინ მიყვარხარ ნერვიული შემოტევები რომ გაწუხებს დილემის წინაშე მდგარს. არადა ისეთი საკითხებია ყველაფერი უშენოდაც ვიცი, მაგრამ განწყობას გიტოვებ, თითქოს შეგითანმხდი.
-ერთი წამი სიყვარულს მიხსნი თუ მამცირებ?!
-არა. რა მოსატანია დამცირება?! გეხუმრები, დაჩი.
-თავხედი გოგო ხარ!
-რაღაცას გკითხავ და მიპასუხე ... ოღონდ გულწრფელად და უნდა გავთიშო.
-ახლაც თუ უნდა დამ ...
-ბეჭედი როდის იყიდე?!-იკითხა შეცვლილი ხმის ტემბრით და გაირინდა.
-შენი პირველი ჩვენების დილას.-თქვა მშვიდად, აივნის მოაჯირთან მდგარმა ხედს მოავლო მზერა.
-რომ დაგპატიჟე, ხომ უნდა ...
-რომ დამპატიჟე ზუსტად ამიტომ.-გაეღიმა დაჩის ნაღვლიანად.-მერე გავიგე რომ მე კიარა, სამეგობრო დაპატიჟე. თავი დავარწმუნე, რომ ეგეც საკმარისი მიზეზი იყო საიმისოდ მოვსულიყავი და ... ჯანდაბა, შენამდე მოსასვლელად მკმაროდა ეგ მიზეზიც. დანარჩენი შენც იცი.
-გჯერა, რომ არ დამიპატიჟებია?!
-შენსას რომ არ დავიჯერებ მერე დავმთავრდებით ჩვენი საერთო და ცალ-ცალკე ისტორიებით.
-და ოდესმე ყოფილა ეგეთი მომენტი არ დაგეჯერებინოს?!
-და ოდესმე დამთავრებულა ჩვენი ამბავი?!
-ხო იყო შეწყვეტილი ...
-ლიზ, მოვრჩეთ რა „იყო“, „არა“,“ვერა“-ს ძახილს. გადააკეთე ახლა ეგ ამბავი და დაიწყე „იყო და არა იყო რა“.
-„დაჩის ზღაპრები“?!-სიცილი აუვარდა გოგონას.
-დაიძინე. მე მომწონს დიდი შლეიფის იდეა. საკუთარი სახლი უფრო. სამი შვილი ცოტაა, მაგრამ იყოს სამი. ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც შენ გინდა, ოღონდ შენ იყავი ჩემთან და ეგ იქნება ჩემი „ჭირი იქა, ლხინი აქა.“ კაი?!
-კაი.

გაბმულ ზარის ხმაზე ისე დაეძინათ ფიქრებში, რომ დილაც კი გაათენეს უძილობით.
ფურცლებს ამშვენებდა გრანდიოზული სადედოფლო კაბის ესკიზები.
აქა-იქ ლაჟვარდოვანი ცისფერი კაბები და მუქი ლურჯი პერანგები.
დილა იყო ისეთი გათენება უხაროდა ადამიანებს.

ერთმანეთის მიყოლებით ვითარდებოდა სასიხარულო ამბები.
ნანიკოს და მიას დაბრუნებას თან მოჰყვა სასწრაფოდ დაგეგმილი ქორწილი და სამზადისში გართულები ისე ჩაიკარგნენ აწმყოს სილამაზეში ვერ იფიქრებდი ოდესმე უერთმანეთოდ თუ ჰქონდათ გატარებული წელიწადის რომელიმე დღე, ერთმანეთის ცხოვრების რომელიმე ნაწილი.

-ხელს მოგტეხავ მე ვიყო მონღოლეთის მთავარსარდალი!- განწირული ხმით ყვიროდა გამწარებული დათა ჯანხოთელი და აჭარხალებული სახით მისდევდა ახარხარებულ ლაშა ყორღანაშვილს.
-ვინ არიო, ჩვენი ფსიქიკურად შერყეული პარტიის თავმჯდომარეო?!-ხაოდა ხმაჩაწყვეტილი და სავარძელში მჯდარ ცვატას იმდენჯერ ურტყამდა წრეს, ჯამარაულს თავბრუ ეხვეოდა.
-ასეთი დეგენერატული ტყუილი ან როგორ მოიფიქრე, ან როგორ ... ან რა ... შენ ბიჭო, ნორმალური ხარ?!-შედგა ერთ ადგილზე დათა და მუხლებზე ხელებდაყრდნობილმა დაბლიდან ამოხედა გამწვანებულ ყორღანაშვილს.-მღუპაავ?!
-ოჯახს რად უნგრევ ძმადნაფიცს, ბედშავო?!-ილიკოს ხმამაღალ ხმაზე ცვატა ლამის სავარძლიდან გადმოვარდებოდა იქვე მდგარ აქოშინებულ ჯანხოთელს რომ არ შეეშველებინა ხელი.
-შენ ვერ ხარ ხო?!-აღმოხდა ფერდაკარგულ ჯამარაულს.
-„მე შენ ვარ, შენ მე ხარ!“-ამპარტავნული იერით შემოსილმა მედიდურად წარმოთქვა ილიკომ და მის წინ მოთავსდა მოპირდაპირე სავარძელში.-შენ იცოდი აგამემნონს ცოლმა ღალატთან ერთად ქმრისთვის ჩაილულის წყალიც რომ შეუკვეთა პირდაპირ იბეიდან?!
-რას ვშვრებით?!-შემოვიდა ოთახში დაჩი და უკან მოჰყვა საქმიანი იერთი მიშო მდივანიც.
-ილიკოს ილიადურ სიბრძნეებს ვისმენთ მოდერნისტული ელემენტებით.-ამოიდუდღუნა ცვატამ.
-პოსტ-ილიადურ, აუ, აუ ... აი, როგორი უვიცი ხარ, ნუთუ ... ნუთუ შემეძლოს და კვლავაც შენ გეამხანაგო, შენთან გავიყო ძმობის ეს მტკიცე ფიცი, როგორც წყევლა მარადისობის და ...
-შენ რეჟისორი ხარ თუ შიზოიდი, შემეშვი, ბიჭო „ვიგრუზები“!-აყვირდა ცვატა.
-შენ უპირებდი ინგლისს ელჩობას?! შეგირცხვა ლუი მეთოთხმეტის კატა!
-დღეს რამე განსაკუთრებული დღე გაქ სადაც სხვისი ნერვების ხარჯზე შენი ბანძი სიბრძნის დემონსტრაციას ახდენ!?-უკვე ნერვები ეშლებოდა დაჩის.
-მე ძირითადად სულ ეგ დღე მაქვს და გამონაკლისის შემთხვევაში ჰომეროსს ვკითხულობ!
-როგორი ზვიადი ღიმილი გაქვს, ილიკო?!-ტუჩები სასაცილოდ გამობურცა დათამ.
-შენ დიდი ხანია გადაურჩი ხონის რკინიგზის რელსებს, ილარიონ?!-უფრო ამაყი გაუხდა მზერა ერისთავს.
-აუ ... მოეთრიე აქ, მოდი! ნუ გარბიხარ, ცუციკო, მოდი და კაცურად მითხარი ასე როგორ მომექეცი, პარტიაში ფორმა ას მთხოვენ, შე ... შე ... შე დამპალო!
-ხო გითხარით, არ აქვს ნაყიდი ის დიპლომი, სულ მისია!-ახარხარდა ილიკო.
-აუ, გავგიჟდები რა ... ამდენი საქმე მაქვს და ესენი, ბიჭო რანაირი ძმაკაცები ხართ!-შეშფოთდა დაჩი.-ძლივს გოგო ცოლად მომყავს, კიარადა მომყვება, თქვენ რა ფორმა ასი, რა სისხლის ანალიზი, რა პარისის მსჯავრი, რა გინდათ, რატო მიშლით ნერვებს, რატო მებრძოლებით!
-შენ, გენაცვალე ჩვენი ბრძოლები და ოხუნჯობები თუ გიშლის ნერვებს, მდინარაძე ორ კვირაში ისეთ წირვას გამოგიყვანს შეშურდება ყველა მოხუცი მილიონერის ახალგაზრდა ცოლს.-ჩაიფრუტუნა აუღელვებლად ლაშამ და აივნის კარი ისეთი სისწრაფით მოხურა რომ იქ დარჩენილმა დათამ სახლში შემოსვლა ვეღარ მოასწრო.
-აჰა, ავადმყოფია, გამაგიჟებენ!
-დაიხსომე ყმაწვილო!-ბრძნული გამომეტყველება მიიღო ილიკომ.-ცოლი ყველა ვარიანტში უნდა მოიყვანო, თუ გაგიმართლებს კარგი ცოლი გეყოლება, თუ არ გაგიმართლებს კარგი ფილოსოფოსი იქნები. ეს სიბრძნე სხვანაირადაც ითარგმნება, მეგობრებზე. მეგობარი აუცილებლად უნდა გყავდეს, თუ გაგიმართლებს მე შეგხვდები, თუ არ გაგიმართლებს ... მიშო როგორ იქნება ეგ ამბავი?!-თვალებდაწვრილებულმა, საკუთარ სიბრძნეში ახლართულმა არაფრით შეიმჩნია ფაქტი, რომ ოთახში ყველა დასცინოდა მზერით.
-მოდი ცოლზე ვკონცენტრირდეთ, თორე მე მეგობრის ყოლაში გამართლებაც ვერ ვიპოვე მოცემულ მომენტში.-წარბები მაღლა აზიდა მიშომ და დივანზე მოკალათდა.-აბა, გისმენ.
-რას მისმენ?!
-ვინ არი მეჯვარე.
და ყველა უცაბედად გაირინდა.
დაჩის გაფართოებულ თვალებზე გარეთ მდგარმა დათამაც შეწყვიტა კაკუნი და ხელებით მინის კარებს ჩაფრენილმა სიტუაციაზე შორიდან დაკვირვებით შეუდგა საქმის გამოძიებას - რა ხდებოდა მის იქ ვერ ყოფნის დროს.
-ბიჭებო ბევრი ვიფიქრე და ... ჩემთვის ყველა თანაბრად ...
-აუ, არ მინდა ეს გაშორებული მშობლების შვილის გაზეპირებული ფრაზები, თქვი რომ ჩემზე უკეთესი აქ მაინც არცერთი არ არი და ...
-არა, მოიცა ილიკო.
-რა მოიცა, ბიჭო, ვინ მოიცა?!-წამოიწია ერისთავი.
-გნოლიკ, შენ უნდა იყო ...
-მოიცა!-შეჰყვირა ლაშამ და ელვის სისწრაფით მივარდა აივნის კარებთან, ფართოდ გამოაღო და გაავებულ ჯანხოთელს კმაყოფილებით სავსემ გადმოხედა.-დაუგდე ყური, შე სმენა დასაქვეითებელო.
-გავაგრძელო?!-წარბი ასწია დაღლილმა დაჩიმ.
-გისმენთ გეთაყვა!-გაინაბა ლაშა და დათამაც მიხვდა ვერ იყო მის თავს კარგი ამბავი.
-გნოლიკა იქნება ჩემი მეჯვარე.
-რატო მაგალითისთვის?!-შეიცხადა დათამ.
-ამათი ამბავი პირველად გნოლიკამ შეამჩნია და არი ამაში რაღაც სიმბოლური!-სიტყვა შეაშველა მდივანმა დაჩის, გაეცინა რომ გაახსენდა თავის ქორწილში რა ამბავი იყო მეჯვარის პოზიციაზე და გულის სიღრმეში ცოტა შეეცოდა კიდეც მეგობარი.
-ეგ ჩვენც ხო ვიცოდით, არ ვამბობდით უბრალოდ!-აიფოფრა დათა.
-მერე ვინც გაბედა და თქვა იმას ეკუთვნის მეჯვარის სტატუსიც.-იღიმოდა მიშო.
-არა მე მაინც ...
-იყუჩე, ვასალო!-შესძახა ერისთავმა.-მე მძაგს ის კაცი, ვით კარიბჭე კუშტი ჰადესის, ფუ რა ბანძი ხარ ჰომეროსიც ვერ მოგახდინე! წადი, გაეთრიე, მომწყდი თავიდან. პლებე. პროლეტარი.
-მოვრჩით?!-ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მდჯარმა ცვატამ.
-არა.-თავი ამაყად გადააქნია ილიკომ.-ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს!-განაცხადა უფრო ხმამაღლა და ფეხზე წამომდგარმა ბეჭებშიც სასაცილოდ გაიჯგიმა.
-აი, რაშუაში იყო.-მობეზრებულმა ახედა ცვატამ მეგობარს.
-არაფერში, დაიანხოს უბრალოდ ვინ დაკარგა.
-დეგენერატია. ჩამოყალიბებული, იმბეცილი.-ამოთქვა ნერვებოშლილმა ჯამარაულმა.
-პატროკლეც მოკვდა, შენზე დიდი, შენ ვინ ხარ?! -დადიოდა თავაწეული და ცვატას შორიდან ესროდა ბერძნულ გამონათქვამებს.
-გაეთრიე, სანამ დაგმარხე შენი პატროკლეს გვერდით!
-არა, მე უფრო მედეა, ძაან ჩემია.
-იმაზე რატო არავინ არაფერს ამბობთ რომ ამ იდიოტმა ტელევიზორში გამოაცხადა „თავისუფლების შვილების“ პარტიის წევრს დავით ჯანხოთელს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვსო?!-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დათა.-პარტიაში ეჭვის თვალით მიყურებენ! ვინ მანდობს მე ქვეყანას!-აკივლდა ბოლოს.
-არ არი, ახლა მაგის დრო დათა, გვაცადე!-დასძინა მიშომ და ლაშას ღიღინზე სიცილი ვერაფრით შეიკავა დანარჩენების მსგავსად.
„მგონი იწყება ჩემი ფსიქიატრიული პრაქტიკა.“
მანამდე ირბინეს სანამ დაღლილი დათა პირველი არ დაეცა ბრძოლის ველზე.


კახეთის ველებზე უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმულ სუფრას ნაზი სიო არხევდა მაგიდებზე რძისფერი მატერიის ბოლოებს.
ისმოდა ჟივილ-ხივილი მაგიდის ირგვლივ და ხალხის ბედნიერი თვალები კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა შექმნილ სანახაობას.
დედოფლის კაბას თეთრი, გრძელი შლეიფი ამშვენებდა, ზუსტად ისეთი როგორიც თავის ოცნებებში წარმოედგინა, მის გვერდით ვინც თავის ოცნებებს ხდიდა უფრო ლამაზს და უფრო სასურველს.
დაჩის მკლავქვეშ მოქცეული ლიზა ბრწყინავდა ისე როგორც ვარსკვლავები უკუნით ცაზე.
ხდებოდნენ ოცნებები ერთმანეთის მიყოლებით, ისე თითქოს შემოქმედი იღიმოდა.
და ყველაფერ ცუდს მოჰყვება ხოლმე თავისი წილი კარგიც, ასეა, დაუწერელი კანონივით მძიმეა ხვედრი ყველა ადამიანის, ვისაც ღიმილი და ბედნიერება უნატრია სიცოცხლეში თუნდაც სულ ერთხელ.
რასაც ვითხოვთ ზუსტად იმას როდი გვისრულებენ ადამიანებს?!
რასაც ვითხოვთ ზუსტად იმას გვიგზავნიან, მაგრამ თავისი წესით და თავისი განსაზღვრული დროით.
ასეა.
შენს სასწაულებს ვერ დააჩქარებ.
ვერ მიხვალ მაღაზიაში და ფულით ვერ იყიდი.
„-უკაცრავად, ორი სასწაული მინდა, სამი სიცილი და ხუთი ღიმილი.“
„-ინებეთ, ახალგაზრდავ, ცელოფანი გნებავთ თუ ხელით წაიღებთ?!“
„-არა, იყოს, მანქანით ვარ ...!“
ის დღე რომ დადგეს მიხვდე ნანატრი ოცნების ასრულების პროცესში შეაბიჯე შენი პაწაწუნა ფეხებით, ჯერ ის დღე უნდა გაიარო, უთუოდ რომ დაამტკიცებ, წვიმის დროსაც გწამს მალე რომ გამოიდარებს.
თქვენ მხოლოდ უნდა გწამდეთ, მერე თქვენი ვარსკვლავებიც დაიწყებენ კიაფს თქვენს ცაზე, თქვენი ასრულებული ოცნებების მსგავსად და ეს სასწაული იქნება გაცილებით უფრო ტკბილი ვიდრე წარმოგედგინათ.
რატომ - და - იმიტომ.
რომ გწამს არ ხარ მარტო და ზემოდან ვიღაც მართლა დაგიმტკიცებს ამას, მერე როგორ უნდა თქვა არ გამოანათებსო ჩემი წილი გაზაფხულის მზე?!
გამოანათებს.
თებერვლის თვეში არ უნდა იწუწუნოთ იებზე, ხომ იცით, არა?!

-ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკუთარი არასრულფასოვნებდა მტანჯავდა, ღამით დაძინებამდე საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამდი, რომლებზეც პასუხები არასდროს მქონდა, ან თუ მქონდა არასდროს დადებითი!
-საკმარისად კარგი ვარ?
-საკმარისად ჭკვიანი ვარ?
-საკმარისად საინტერესო ვარ?
-საკმარისად კარგი იუმორი მაქვს?
-საკმარისად ძლიერი ვარ?
-საკმარისი ვარ?
ჩემთვის ისინი სამყაროსგან გამოგზავნილი ნიშანი აღმოჩნდნენ, იმედი, პასუხი ჩემი კითხვების, რომ მე ნამდვილად საკმარისი ვარ. ზედმეტად პატარა ვიყავი მარტოობისთვის და თვალებით ვეძებდი საყრდენს. ერთი ჩემი მსგავსიც არ მეგულებოდა დედამიწაზე, იმედ გადაწურული, როცა შევეშვი ძებნას და ღმერთს მივანდე ჩემი მარტოობა-არამარტოობის საკითხი თოვლის ნამქერივით გაბრწყინდა მათთან ერთად გატარებული მომავალი დღეები. ისეთი სუფთა, სანდო და სანატრელი იყო ეს ურთიერთობა ლოცვის დროს შიში შემიპყრობდა ხოლმე და ღმერთს ვემუდარებოდი არც ერთი არ გაექრო ჩემი ცხოვრებიდან.
ერთხელ, გუნდაობისას ლიზამ ვიღაცის სახლიდან რამდენიმე მანდარინი ჩამოკრიფა, რათქმაუნდა ყველას არ გვეყოფოდა და ერთმანეთს გავუნაწილეთ, იმ დღიდან ასეა, ჩვენ ვიცით რომ შეიძლება ყველას არ გვეყოს მაგრამ აუცილებლად ყველას შეგვხვდება.
ჩვენს ცხოვრებას დღემდე იმ მანდარინის სურნელი მოყვება, ცოცხალი და ცივი მანდარინის გემო, გულს რომ ათბობს და მოგონებებში ტკბილად ილექება, ჩვენთვის მანდარინი არ არის სეზონური ხილი, მიხვდებით რატომაც.
ახლა როდესაც ასე დიდი ვუყურებ ჩემს თავს და ჩვენი ისტორიის ყველაზე წრფელ ვერსიას ვხედავ, ვხვდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი არჩევანი რომელიც ცხოვრების განმავლობაში მივიღეთ, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთი ავირჩიეთ და ისედაც მგონია რომ იჯდა ღმერთი და ჩვენს შეერთებაზე ფიქრობდა, ცხრა მთის და ცხრა ზღვის მიუხედავად აუცილებლად ერთად ვიქნებოდით, ყველაფერი ისეა როგორც ღმერთს სურს. - მშვიდი აუღელვებელი ხმით ჩაამთავრა სათქმელი ილიკომ და მომღიმარი მზერით გადმოხედა მაგიდის წევრებს. -თქვენ მარტო მეგობრები არ ყოფილხართ ჩემთვის. ჩემი ყველა დროის ყველაზე დიდი ოცნება იყავით თქვენი გამოჩენის წამიდან დღემდე ... ოჯახი. მინდა რომ ერთმანეთს ისე აუსრულდეთ როგორც ღამის წინ ღმერთისთვის ჩუმად ნათქვამი ლოცვა - „მადლობა“ და „გთხოვ.“

გოგონების ცრემლებზე ბიჭები იცინოდნენ და თითოეული წუთით ტკბებოდნენ.
-ტირი ბიჭო?!-შეიცხადა ჯანხოთელმა.
-შენ ტირი თუ კაია!-გაიჭიმა სასაცილოდ ლაშა.
-ხოდა ვტირი, მერე შენ რამე პრობლემა გაქვს?!
-არანაირი, რა პრობლემა უნდა მქოდნეს!-ბოხი ხმით განაგრძობდნენ საუბარს.
-ხოდა ძალიან კარგი!
-ძალიან კარგი!-თავი დააქნია დამაჯერებლობისთვის და მეგობარს ჩუმად უჩურჩულა.-ჩემ გვერდით ძაან ლამაზი გოგო ზის და ჩუმად მომაწოდე ხელსახოცი ვითომ თვალებში რაღაც ჩამივარდა.
-ა ტირი, ლაშა?!-ბოლო ხმაზე ყვიროდა დათა და წამომხტარ ლაშას მაგიდის ირგვლივ ისე დაარბენინებდა არაფრით ერიდებოდა მოწვეული სტუმრების.

და ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა კიდეც ... მანამ სანამ საცეკვაოდ გაწვდილ მიშოს ხელს იმ წამს მოსულმა სტუმარმა გამყინავი მზერით არ აგრძნობინა რომ არ ეკუთვნოდა კეკეს მტევანი.
-გამარჯობა ... გილოცავთ ბავშვებო!-გაისმა კარგად ნაცნობი, კარლო ჩრდილელის ხმა და ყველას მოულოდნელობისგან სისხლი გაეყინათ თითქოს. მიშოს ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა, ისე როგორც გათენებულ ღამეს საათის ციფერბლატზე ჩამოწოლილი ნისლი, რომელმაც დროის ათვლა შეაწყვეტინა მექანიზმს და გაირინდა.

მეგობრებო, ეს არის პირველი ნაწილი.
სრული ისტორია შედგება სამი ნაწილისგან.
დაწერილი მხოლოდ ეს მქონდა, შესაბამისად მეორეს და მესამე ნაწილს გარკვეული პერიოდი დააგვიანდება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ველოდები თქვენს შეფასებებს და მოლოდინებს.
სიყვარულით ლიზა კანდელაკი.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა, ასე გააგრძელეთ. ველით გაგრძელებას

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ნანა
ძალიან საინტერესო ისტორიაა, ასე გააგრძელეთ. ველით გაგრძელებას

დიდი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი One

Ra magaria, is faqti rom kidev ori nawili gvelodeba, mabednierebs))
Liza kandelako, shen khar adamiani, romelmac sul unda weros!!!❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

One
Ra magaria, is faqti rom kidev ori nawili gvelodeba, mabednierebs))
Liza kandelako, shen khar adamiani, romelmac sul unda weros!!!❤️

მადლობა !!!!

 


№5  offline წევრი gogincha

ეს რა იყოო, ყველა ემოცია ერთდროულად, მადლობა შენ ამისთვის. თითოეული პერსონაჟი საოცარია თავისი თვისებებით და გრძნობებით. ველოდები შემდეგ დარჩენილ ორ ნაწილს ❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

gogincha
ეს რა იყოო, ყველა ემოცია ერთდროულად, მადლობა შენ ამისთვის. თითოეული პერსონაჟი საოცარია თავისი თვისებებით და გრძნობებით. ველოდები შემდეგ დარჩენილ ორ ნაწილს ❤️❤️

მადლობა! heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე რამაგარი იყო.. გადამათენებიე ❤️❤️❤️ მიყვარს ასე სასიამოვნოდ დროის გატარება. სულ უნდა წერო! გელოდები მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ანი
ვაიმე რამაგარი იყო.. გადამათენებიე ❤️❤️❤️ მიყვარს ასე სასიამოვნოდ დროის გატარება. სულ უნდა წერო! გელოდები მოუთმენლად❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა !! heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი ლუსი

თქვენს ისტორიებს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,ძალიან სახალისო და საინტერესო წასაკითხი.მალე დადეთ შემდეგი თავები რაა

 


№10  offline წევრი orioni

მიყვარს შენი ყველანაირი ლიზაკო. ყოველთვის განსხვავებული და თავისებურია. მიყვარს შენი სტილი როგორც წერ..ყოველთვის მიხარია შენი ისტორიის დანახვა ❤️❤️ რადგან ზუსტად ვიცი რომ საოცარი იქნება

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ლუსი
თქვენს ისტორიებს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,ძალიან სახალისო და საინტერესო წასაკითხი.მალე დადეთ შემდეგი თავები რაა

ვეცდები ყველანაირად ❤️❤️❤️
orioni
მიყვარს შენი ყველანაირი ლიზაკო. ყოველთვის განსხვავებული და თავისებურია. მიყვარს შენი სტილი როგორც წერ..ყოველთვის მიხარია შენი ისტორიის დანახვა ❤️❤️ რადგან ზუსტად ვიცი რომ საოცარი იქნება

უდიდესი მადლობა !!❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი ია

ვერ მოვწყდი ისტორიას, მიყვარს შენი შექმნილი ყველა ისტორია, ასეთი სამეგობრო და სიყვარული....❤❤❤
გული გამიჩერდება მოლოდინში????❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ია
ვერ მოვწყდი ისტორიას, მიყვარს შენი შექმნილი ყველა ისტორია, ასეთი სამეგობრო და სიყვარული....❤❤❤
გული გამიჩერდება მოლოდინში????❤❤❤

როგორ მიხარია ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ხათო

აი ერთი სულისმოთქმით რომ წაიკითხავ ,ისეთი ისტორიაა.არაჩვეულებრივად წერთ.თქვენს ისტორიებს სუნთქვა სეკრული ვკითხულობ❤️❤️

სტუმარი ხათო
აი ერთი სულისმოთქმით რომ წაიკითხავ ,ისეთი ისტორიაა.არაჩვეულებრივად წერთ.თქვენს ისტორიებს სუნთქვა შეკრული ვკითხულობ❤️❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ხათო
აი ერთი სულისმოთქმით რომ წაიკითხავ ,ისეთი ისტორიაა.არაჩვეულებრივად წერთ.თქვენს ისტორიებს სუნთქვა სეკრული ვკითხულობ❤️❤️

სტუმარი ხათო
აი ერთი სულისმოთქმით რომ წაიკითხავ ,ისეთი ისტორიაა.არაჩვეულებრივად წერთ.თქვენს ისტორიებს სუნთქვა შეკრული ვკითხულობ❤️❤️

უდიდესი მადლობა ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი მაგარი სამეგობროა და ყველა როგორი კარგები არიან ლიზა.მომწონს ძალიან ყველა ერთად და ცალ-ცალკეც.საოცარი მუხტი აქვს ისტორიას შენებური შენ რომ გახასიათებს.წსაკითხად ხომ გამოგზაურებს იქ სადაც ეს ჩვენი გმირები არიან.ძალიან მაინტერესებს მათი ამბები და გაგრძელებას მოუთმენლად ველოდები.ცოტა გმირების შესახებ ვიტყვი დაჩის რაც შეეხება ძალიან მომწონს თუმცა ზოგადად კაცები რომლებიც გამოსფხიზლებლები არიან და სულ უნდათ კარნახი და ბრძოლის ველზე მალე ყრიან ფარხმალს დიდად არ მომწონს ხოლმე მაგრამ აი დაჩი რაღაცნაირია და მომწონს.ვანიკო მოძალადე ვინ იტანს მსგავს ხალხს.მიშოს და ცვატას ამბები მაინტერესებს რა მოხდება ნეტავ.მაგარი გოგო ხარ შენ მიხარია რომ ახალით დაგვიბრუნდი

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
როგორი მაგარი სამეგობროა და ყველა როგორი კარგები არიან ლიზა.მომწონს ძალიან ყველა ერთად და ცალ-ცალკეც.საოცარი მუხტი აქვს ისტორიას შენებური შენ რომ გახასიათებს.წსაკითხად ხომ გამოგზაურებს იქ სადაც ეს ჩვენი გმირები არიან.ძალიან მაინტერესებს მათი ამბები და გაგრძელებას მოუთმენლად ველოდები.ცოტა გმირების შესახებ ვიტყვი დაჩის რაც შეეხება ძალიან მომწონს თუმცა ზოგადად კაცები რომლებიც გამოსფხიზლებლები არიან და სულ უნდათ კარნახი და ბრძოლის ველზე მალე ყრიან ფარხმალს დიდად არ მომწონს ხოლმე მაგრამ აი დაჩი რაღაცნაირია და მომწონს.ვანიკო მოძალადე ვინ იტანს მსგავს ხალხს.მიშოს და ცვატას ამბები მაინტერესებს რა მოხდება ნეტავ.მაგარი გოგო ხარ შენ მიხარია რომ ახალით დაგვიბრუნდი

მიხარია, რომ მოგეწონათ <3 ვეცდები მალე ავტვირთო <3

 


№18 სტუმარი სტუმარი სალომე

შემოვიხედე იქნებ ,,ვინმე" საინტერესო გამოჩნდათქო და აი ისიც...ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი , რომ წინ დიდი სიამოვნება მელის. ყოველთვის ღირს შენი ლოდინი❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი სალომე
შემოვიხედე იქნებ ,,ვინმე" საინტერესო გამოჩნდათქო და აი ისიც...ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი , რომ წინ დიდი სიამოვნება მელის. ყოველთვის ღირს შენი ლოდინი❤️

უდიდესი მადლობა <3

 


№20 სტუმარი სტუმარი რუსა

ჩემო საყვარელო გოგო როგორც ყოველთვის სასწაულია ❤️❤️❤️❤️ ემოციური ვიტირე ვიცინე ველოდები გაგრძელებას და ბოლოს მოვქროლდები მერე ჩემი დაუოკებელი ემოციებით ❤️❤️???? მიიიყვარხარ შენ და მიყვარს ყველა შექმნილი საოცრება ❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი მაკა

არ მეყო კაია რომ კიდევ იქნება ორი ნაწილი მადლობა შენ ♡♡♡♡♡♡

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი რუსა
ჩემო საყვარელო გოგო როგორც ყოველთვის სასწაულია ❤️❤️❤️❤️ ემოციური ვიტირე ვიცინე ველოდები გაგრძელებას და ბოლოს მოვქროლდები მერე ჩემი დაუოკებელი ემოციებით ❤️❤️???? მიიიყვარხარ შენ და მიყვარს ყველა შექმნილი საოცრება ❤️

მეც მიყვარხართ ყველანი!!!!❤️❤️❤️❤️❤️
სტუმარი მაკა
არ მეყო კაია რომ კიდევ იქნება ორი ნაწილი მადლობა შენ ♡♡♡♡♡♡

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი teotea1

სასწაული ხარ❤

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

teotea1
სასწაული ხარ❤

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№25 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული ოყო ,ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ისეთი რომ არ გინდა დასრულდეს ❤️❤️ველოდები შემდეგს ✨️✨️

 


№26  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თეო
სასწაული ოყო ,ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ისეთი რომ არ გინდა დასრულდეს ❤️❤️ველოდები შემდეგს ✨️✨️

მადლობა heart_eyes

 


№27  offline წევრი ana tuki

სასწაული ისტორია იყო!ველი შემდეგ ნაწილს, ყველა პეროსნაჟი საოცარი გყავს და თავისებურად გიჟები,ამათი მეგობრობა ცალკე დიდი ისტორია გამოგივიდა. heart_eyes

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ana tuki
სასწაული ისტორია იყო!ველი შემდეგ ნაწილს, ყველა პეროსნაჟი საოცარი გყავს და თავისებურად გიჟები,ამათი მეგობრობა ცალკე დიდი ისტორია გამოგივიდა. heart_eyes

მადლობა <3

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიტა

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ისტორიაა❤იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს.ულევი წარმატება თქვენ❤

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მარიტა
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ისტორიაა❤იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს.ულევი წარმატება თქვენ❤

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent