შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-10]


23-04-2023, 14:21
ავტორი L.G-25
ნანახია 1 123

ემა საწოლზე იჯდა, სულელური გამომეტყველებით კედელს აშტერდებოდა, თითქოს ამ სამყაროში იყო და თან არც იყო. უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ცოტნემ აქ გამოკეტა, თუმცა უკვე ბორკილებს აღარ უკეთებს, თითქოს წყენამაც გადაუარა, ნელ-ნელა ურთიერთობა დაულაგდათ, თუმცა მათი ურთიერთობა აღარ იქნება ისეთი როგორიც იყო, აღარაფერი იქნება ისე როგორც წარსულში, აღარც ემა იქნება ისეთი როგორიც იყო, არც მისი ღიმილი, არც მისი თვალები, არც მისი გრძნობები, ყველაფერი გაქრა და დაიმსხვრა, ახლაც ემა დამსხვრეული სულით იჯდა და კედელს მიშტერებოდა, უცდიდა, მაგრამ რას უცდიდა? ხსნას?! Არა ეს უკვე აღარ უნდოდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა და გაუფერულდა, არ უნდა ხსნა, მას აღარც ბრძოლა უნდა, ბრძოლა ცოცხლების საქმეა.

კარებზე კაკუნი გაისმა, ემა არ განძრეულა, არც კარისკენ გაუხედავს, ისე კედელს მიშტერებოდა დაჟინებით, კარი გაიღო და ცოტნე შემოვიდა, იღიმოდა, ისე ლამაზად იღიმოდა და ისე თბილად თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა და ყველაფერი კარგადაა, მანაც იცოდა, რომ არაფერი იყო კარგად, თუმცა თავს აჯერებდა, ეს კარგად გამოსდიოდა, მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს, როცა მშობლებს არ უყვარდათ მაშინაც თავს აჯერებდა რომ კარგი ოჯახი ჰყავდა, როცა მეგობრები არ ჰყავდა მაშინაც სჯეროდა რომ ირგვლივ ბევრი მეგობარი ჰყავდა, მთელი ცხოვრებაა თავს იტყუებს და რა დაშავდება ახლაც რომ იგივე ქნას.

-ემა მომენატრე.

ცოტნე ემას გვერდით ჩამოჯდა და თმა ყურზე გადაუწია, შემდეგ კი მეორე ხელით ვარდი მიაწოდა, უცდიდა როდის გამოართმევდა, თუმცა ემა არ ჩქარობდა, მისკენ არ გაუხედავს, არც ხელი გაუნძრევია. ცოტნემ ემას მზერას გააყოლა თვალი და შეამჩნია რომ კედელს უყურებდა, თუმცა ყურადღება ისევ ემას სახისკენ გადმოიტანა და ყვავილი ემას კალთაზე დაუდო, გაუღიმა და მისი ხელი ხელებში მოიქცია, ეფერებოდა ნაზად, ეფერებოდა როგორც იშვიათ ცხოველს რომელიც გალიაში გამოკეტეს.

-ემა ამ ბოლო დროს კარგად იქცევი ეს ძალიან მახარებს, ამიტომ გადავწყვიტე ოთახიდან გასვლის ნება დაგრთო, შეგიძლია ეზოშიც გახვიდე, მაგრამ ღობეს არ გასცდე, აბა გაგიხარდა?

-არაა საჭირო მე აქაც კარგად ვარ.

-რა თქმა უნდა, საჭიროა, უფრო მეტიც, ეს აუცილებელია, შეხედე შენს სახეს სულ გაფითრდი მზე გჭირდება. სახლში რომ მოვალ მინდა ერთად ვივახშმოთ და ერთმანეთს ბევრი ველაპარაკოთ.

-კარგი როგორც იტყვი.

-კარგი ახლა კი წამლის დროა, მალე წამლის მიღებაც აღარ დაგჭირდება და შემდეგ შევძლებთ ბედნიერად ვიცხოვროთ.

-კარგი.

-ჩემი ყოჩაღი გოგო.

ცოტნემ წამალი მოიტანა, ემას თავზე აკოცა და ნემსი ხელში გაუკეთა, ემა შეიშმუშნა, თუმცა არ შეწინააღმდეგებია , უკვე დიდი ხანია რაც აღარ ეწინააღმდეგება, რა საჭირო იყო შეწინააღმდეგება ასე უფრო მარტივია. ცოტნემ ემა ფეხზე წამოაყენა და კარისკენ წაიყვანა.

-წამოდი ემა ახლა გარეთ გასვლა შეგიძლია.

Ემა მიყვებოდა ისე როგორც დაბმული ძაღლი პატრონს. ეზოში გავიდნენ, ემას მზის სითბო ესიამოვნა, ცოტნემ ეს შეამჩნია და ამან ისიც გაახარა, ემას ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა.

-აბა ახლა ბედნიერი ხარ?

-კი.

-გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ და ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით.

-კარგი.

-წამოდი ხის ქვეშ დავსხდეთ, შეგვიძლია იქ პიკნინიკიც მოვაწყოთ, გინდა?

-კი მინდა.

ცოტნემ ემას ხელი ჩაჭიდა და ხისკენ წაიყვანა, ორივე ბედნიერი ჩანდა, მაგრამ იყო განა ეს ბედნიერება რეალური? ამაზე პასუხი არ არსებობს და აზრი არ აქვს მოძებნას.

ემას გაქრობიდან უკვე 1 თვე გავიდა, სანდრო თავის კაბინეტში იჯდა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მთელი ერთი თვე უსაქმოდ გავიდა, ემას კვალს ვერსად მიაგნეს, სანდრომ გულის სიღრმეში იცოდა რომ ცოტნესთან იყო, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, მის სახლში ფეხს არავინ შეადგმევინებდა. ფიქრებში იყო გართული როცა ზი შემოვარდა ოთახში, მის მოტანილმა ამბავმა სანდრო ძალიან გაახარა, ეს ამ თვეში ერთადერთი კარგი ამბავი იყო, ბატონი კახას მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და ახლა მას უკვე ლაპარაკი შეუძლია, ხელებსაც ამოძრავებს, სანდრო ამის გაგონებაზე ფეხზე წამოხტა და კარისკენ გაიქცა.

-მოიცადეთ ბატონო სანდრო ნუ გარბიხართ.

-ზი ახლა ისეთი გახარებული ვარ , რომ ვერავინ შემაჩერებს, კახასთან მივდივარ აქაურობას შენ მიხედე.

-კარგით, ფრთხილად იარეთ გზაში.

Სანდროს ეს სიტყვები აღარ გაუგონია, ისეთი ბედნიერი იყო ვეღარაფერს ამჩნევდა, მანქანაში ჩაჯდა და კახას სახლისკენ წავიდა. იქ მისული მანქანიდან გადმოხტა და ეზოში შესასვლელი კარისკენ გავარდა, თუმცა სანამ კარს მიუახლოვდებოდა ის გაიღო და შიგნიდან ვიღაც გამოვიდა, ლამაზი ქალი, გრძელი ფეხები ჰქონდა და მაღალიც იყო, თუმცა არც ძალიან მაღალი, შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა, ისეთი ელეგანტური იყო, ცოტნე მის დანახვაზე გაშეშდა და გიჟივით მიაშტერდა, მხრებამდე შეჭრილი მუქი ყავისფერი თმა და მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, თუმცა ეს ლამაზი თვალები ყინულივით ცივი იყო, ქალს მისკენ არც გამოუხედავს, თმა ყურზე გადაიწია და გაიარა, ცოტნე იქამდე უყურებდა სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და თვალს არ მიეფარა.--- რაღაც ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ახლა ვერ იხსენებდა ვინ იყო, თუმცა რადგან კახასთან იყო კახას ეცოდინება ვინაა და მას კითხავს.

კახა ეზოში იჯდა, ჯერ სიარული ისევ არ შეეძლო, თუმცა სხვამხრივ არაფერი უჭირდა, იჯდა და წიგნს კითხულობდა, სანდრო ფრთხილად მიუახლოვდა, არ უნდოდა შეეშინებინა.

-სანდრო შენ ხარ?

-დიახ ბატონო კახა.

-რამდენჯერ გითხრა კახა დამიძახე, თანაც უკვე შენი უფროსი აღარ ვარ.

-გასაგებია, თავს როგორ გრძნობთ?

-მშვენივრად, განყოფილებაში რა ხდება საქმე როგორ მიდის?

-ყველაფერი კარგადაა, მაგაზე ნუ იფიქრებთ. კახა ის ქალი ვინ იყო?

-ვინ ქალი?- კახა დაიბნა უცბათ და გაფითრდა, შემდეგ სახე გაასწორა.- ააა იმ ახალგაზრდა გოგოზე ამბობ?! ის ერთი ჩემი ნაცნობია, რაიყო გულში ხომ არ ჩაგივარდა? - თითქოს ცდილობდა ლაპარაკი სხვა რამეზე გადაეტანა.

-არა არა, უბრალოდ ნაცნობი სახე აქვს.

-გასაგებია, მაგრამ თუ მოგეწონა გირჩევ დაივიწყო, მისნაირი ქალისგან სჯობს თავი შორს დაიჭირო.

-არა მე მართლა არ მომწონებია გეფიცებით.

-კარგი გასაგებია. -- ეს თქვა და ჩაიცინა.-- ემაზე რა ხდება, რა გაარკვიე?

-ვერაფერი, ვიცი ცოტნესთანა, თუმცა იქ ვერაფრით შევდივარ და აქ სწორედ ამის გამო ვარ, რა თქმა უნდა, გამიხარდა თქვენი გამოჯანმრთელება, მაგრამ მინდა იმ ღამის შესახებ გკითხოთ, როცა ეს დაგემართათ, ვინ იყო ან რა მოხდა?

Კახამ თავი დახარა და ამოიოხრა. - მაპატიე სანდრო, ვიცი ყველას ჩემი იმედი გქონდათ, მაგრამ მე არაფერი მახსოვს, ვცდილობ მართლა ვცდილობ ის ღამე გავიხსენო, მაგრამ მაინც არაფერი მახსენდება, ექიმი ამბობს ეს ნორმალურიაო, თავს ნუ გადაიტვირთავ და ერთ დღეს ყველაფერი გაგახსენდებაო, მაგრამ ეს დღე როდის მოვა არ ვიცი და ლოდინიც მკლავს. Მე მართლა ვწუხვარ, რომ ასეთი გამოუსადეგარი ვარ.

-არა ამაზე ნუ დარდობთ, არაფერია ერთ დღეს გაიხსენებთ, სად გვეჩქარება იქამდე სხვა მტკიცებულებებსაც მოვაგროვებ და ცოტნეს დავიჭერთ.

-მაპატიე.

-არაუშავს, ახლა უნდა წავიდე, გამიხარდა თქვენი გამოჯანმრთელება თავს გაუფრთხილდით.

-მადლობა ჩემო ბიჭო, შენც მიხედე თავს ძალიან ნუ გადაყვები საქმეს, თორემ შიგნიდან გაგანადგურებს.

-გავითვალისწინებ.

-კიდევ მესტუმრე, დღეს რაღაც ცოტახანს გაჩერდი.

-აუცილებლად მოვალ.

Სანდრო დამწუხრებული გამოვიდა კახას სახლიდან, უხაროდა რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა ისევ არაფერი ჰქონდა ცოტნეს წინააღმდეგ, თითქოს უკვე დაიღალა, იქნებ გამარჯვების შანსი არც არასდროს ჰქონია. თუმცა ახლა ამაზე მეტად ის ქალი აფიქრებდა, ვინ იყო და კახამ რატომ უთხრა რომ მისგან თავი შორს დაეჭირა, ასეთი ვინ იყო, რომ კახასაც კი აშინებდა. მანქანაში ჩაჯდა და ცოტნესთან წავიდა, ამ თვეში უკვე მერამდენედ მივიდა ამ სახლში უკვე აღარც ახსოვს, ყოველ დღე იმის იმედად მიდიოდა, რომ ერთ დღესაც ემას დაინახავდა, იქ მისულს კართან ისევ დაცვა დახვდა, ცდილობდა კარს იქით შეეხედა და რამე დაენახა, დაცვამ ისევ თხოვა რომ წასულიყო, თუმცა სანდრო კართან დგომას აგრძელებდა, მალევე კარი გაიღო და ცოტნე გამოვიდა.

-შემატყობინეს რომ აქ იყავი და შენთან მოსასალმებლად გამოვედო, როგორ ხარ სანდრო?

-ემა როგორ არის?

-პირდაპირ საქმეზე გადახვედი, თუმცა სხვანაირად არც წარმომედგინა. - ცოტნემ ჩაიცინა.

-არ მეცინება.

-მართლა? თუმცა მართალი ხარ Აქ ყოველ დღე დადიხარ და ეს სასაცილო კი არა მომაბეზრებელიც კია.

-თუ ასე დაიღალე ემა მანახე და აღარ შეგაწუხებ.

-კარგი.

-რა?

-კარგი გაჩვენებ... ემა გამოდი.

კარში ემა გამოჩნდა და გარეთ გამოვიდა, ქვემოთ იყურებოდა, სანდროსთვის ერთხელაც არ შეუხედავს, არც გაუღიმია, აი სანდროს კი ძალიან გაუხარდა ემას მივარდა და ხელები ჩაჭიდა.

-ემა, როგორ გამიხარდა რომ ცოცხალი ხარ. - ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა. - წამოდი ემა ამ არსებისგან მე დაგიცავ.

ემამ სანდროს ხელები მოიშორა და უემოციო სახით ახედა. - და ვინ გითხრა რომ შენი შველა მჭირდება?

Სანდროს სახიდან ღიმილი გაუქრა. - ემა ნუ გეშინია, ის ვერაფერს დაგიშავებს ასე მოქცევა საჭირო არ არის.

-აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე, მე შენთან წამოსვლა არ მინდა, ეს არის ჩემი სახლი.

-ასე ნუ ამბობ გთხოვ.

-ყველაფერი დამთავრდა, არაფერს აზრი არ აქვს, მე აქ ვრჩები და მინდა რომ აქ მოსვლა შეწყვიტო... მშვიდობით სანდრო.- ეს თქვა და უკან სახლში შევიდა, პასუხისთვის არც დაუცდია.

სანდრო გაოცებული იდგა, ერთი თვე მის ძებნას მოანდომა და ახლა როცა იპოვნა ყველაფერი ასე დამთავრდა, ყველაფერი რაც გააკეთა ფუჭი ყოფილა, ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო, ეს უაზრობაა, ასე ვერ დამთავრდება, არა არა და კიდევ არა ეს ვერ იქნება ის დასასრული რომელსაც ასე ელოდა, ემასთან თუ ემას გარეშე ცოტნე იმას მიიღებდა რაც დაიმსახურა, სანდრო განრისხებული იდგა და ამის დამალვას არც კი ცდილობდა.

-ცოტნე... ჯერ არ გაგიმარჯვია.

-და ვინ თქვა რომ ამას ვცდილობ, მე შენ არ გებრძვი, მე არ ვარ ის ვისაც ეძებ.

-გაგანადგურებ.

-ძალიან თამამი ხარ, წარმატებები.

Სანდრო იქიდან სწრაფად წამოვიდა, აღარ უნდოდა ამ საძაგელი სახის დანახვა ან ხმის გაგონება, ეს ამაზრზენი იყო.

ცოტნე კი სახლში შებრუნდა ემას დაეწია და გვერდით ამოუდგა, თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა და ბედნიერმა ხელი ჩაჭიდა.

-ყოჩაღი გოგო ხარ.

-მინდა ოთახში დავბრუნდე.

-კარგი, წავიდეთ ჩემო გოგო.

თუმცა ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული, ორი კაცი წამოეწიათ, ესენი ის კაცები იყვნენ ემა რომ სცემეს, ვიღაცას მოათრევდნენ და თან ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე, ემა გაჩერდა დააინტერესდა ვინ მოყავდათ.

-ბატონო ცოტნე ვიპოვნეთ ბიჭი რომელიც გაგვექცა.- ეს თქვეს და ცოტნეს ფეხებთან ის პატარა ბიჭი დააგდეს, რომელიც ემამ სანდროსთან გაუშვა.

Სახე სიამაყით ჰქონდათ სავსე, აი ემას კი ეს უემოციო სახე შეშფოთებით შეიცვალა, ვერ გაეგო ამ ბავშვს აქ რა უნდოდა, ის ახლა სანდროსთან დაცული უნდა ყოფილიყო და ამ ორმა ნაბიჭვარმა აქ რანაირად მოიყვანა.

-თქვენ ორივე მართლა იდიოტები ხართ, აქ რას მომითრიეთ საქმე იქვე უნდა დაგესრულებინათ. - განრისხებულმა წამოიყვირა ცოტნემ.

-ბატონო ვიფიქრეთ ჯობდა თქვენთვის გვეჩვენებინა.

-ვინ მოგცათ ფიქრის უფლება?! აქედან წაათრიეთ და საქმე დაასრულეთ.

ამის გაგონებაზე ემა შეკერთა და ცოტნეს ფეხებში ჩაუვარდა, მისი სახე ცრემლებმა მთლიანად დაასველა.

-გთხოვ ცოტნე ბავშვს ნუ მოკლავ.

-ემა ამ ბავშვს რას გადაეკიდე დიდი ამბავი თუ მოკვდება.

-არ ვიცი უბრალოდ მინდა რომ იცოცხლოს, გთხოვ მთელი გულით, მხოლოდ ეს სურვილი შემისრულე და არასდროს არაფერში შეგეწინააღმდეგები. - მტირალი და ანერვიულებული ხმით წარმოთქვა ემამ და თან ცოტნეს მიშტერებოდა თავისი დიდი ლამაზი თვალებით.

-ემა ამას ნუ მთხოვ.

-გთხოვ.

-აქედან წაიყვანეთ და მოკალით.

-კარგით ბატონო.

-არა ცოტნე ეს არ ქნა. - ემა ბავშვისკენ ბარბაცით წავიდა, თუმცა სანამ ბავშვს მიწვდებოდა გონება დაკარგა და ძირს დაეცა.

ცოტნე ემასთან მივარდა და ხელში აიყვანა. - ემა გაიღვიძე... ექიმი გამოიძახეთ სწრაფად.

ეს მშვიდი დღე ერთიანად აირია, ცოტნე უკვე ღიზიანდებოდა იმ ფაქტით რომ მათ ურთიერთობას ვეღარ ალაგებდა, დიდი ბზარი გაჩნდა და რაც არ უნდა ცადოს მის შეკეთებას ვეღარ ახერხებს, მათი ერთად ყოფნა ორივეს ცხოვრებას ანგრევდა.

ოჯახის ექიმი მალევე მოვიდა და ახლა ემასთან ერთად იყო ოთახში, ცოტნე გარეთ მარტო იცდიდა სახლიდან ყველა გაყარა, იქაურობა ცარიელი იყო, ცოტნე ნერვიულად დააბიჯებდა და თან რაღაცებს ბრუტუნებდა, ექიმმა მალე კარი გამოაღო და გაღიმებული სახით გამოვიდა, ცოტნემ კარის მიხურვაც არ აცადა ეგრევე ეცა.

-ემა როგორ არის? ყველაფერი კარგადაა? გთხოვთ არაფერი დამიმალოთ.

-ნუ ღელავთ ყველაფერი კარგადაა.

-და აბა გონება რატომ დაკარგა?

-ვფიქრობ აქ უკვე მოსალოცად გვაქვს საქმე, ჩემი აზრით ქალბატონი ორსულადაა და გადაღლილობის გამო დაკარგა გონება, თუმცა ჯობს საავადმყოფოში მოხვიდეთ და იქ გადავამოწმოთ მისი ორსულობის საკითხი, მაინც ჯობს ყველაფერი დავაზუსტოთ.

-რაა? - ცოტნე გამოშტერებული სახით იდგა, ვერ გაეგო რასაც ექიმი ეუბნებოდა, მის გონებაში ყველაფერი ერთიანად გადატრიალდა, ისიც კი ვერ გაეგო რა ემოცია გამოეხატა.

-იმას ვამბობ რომ მალე მამა გახდებით.

-ღმერთო დიდებულო ნუთუ მე მამა გავხდები, ეს გასაოცარია. - ეს თქვა და სახე ერთიანად გაუნათდა, სიხარული დაუბრუნდა, ბავშვი მათი ახალი ცხოვრების საწყისი იყო, ეს ბედნიერებას ნიშნავდა.

-კი ეს სასიხარულოა, თუმცა საავადმყოფოში ჯობს დღესვე გამოცხადდეს, გავარკვევთ ორსულად ნამდვილად არის თუ არა და ასევე გონების დაკარგვის საკითხსაც გამოვიკვლევთ.

-კი დღესვე მოვიყვან, რა თქმა უნდა, ეს გასაოცარია.

-გილოცავთ, ახლა დაგტოვებთ და საავადმყოფოში შეგხვდებით.

-დიახ დიახ ნახვამდის.

ცოტნე ცოტა ხანს გაშეშებული იდგა კართან, თითქოს ემზადებოდა ემასთან შესასვლელად და ცდილობდა აზრები დაელაგებინა, რა ეთქვა, როგორი სახე მიეღო, ბოლოს აზრებს თავი მოუყარა და კარი შეაღო, ემა ცოტნეს საწოლზე იწვა და დაღლილი თვალებით იყურებოდა.

-თავს როგორ გრძნობ ემა?

-უკეთ, ექიმმა რა თქვა?

-შენთვის არ უთქვამს?

-არა რა უნდა ეთქვა? მითხრა რომ ჯერ ჯობდა შენ დაგლაპარაკებოდა.

ცოტნე ემასთან მივიდა და საწოლზე ჩამოჯდა, ემას ხელი აიღო და ფერება დაუწყო, შემდეგ ტუჩთან მიიტანა და ნაზად აკოცა, თითქოს ცდილობდა არ გაებრაზებინა, თითქოს ცდილობდა ეჩვენებინა რომ კარგი მამა იქნება და საშიში არაფერია.

-ემა ექიმმა მითხრა რომ შიძლება ორსულად იყო და საავადმყოფოში უნდა გაესინჯო, მაგრამ საშიში არაფერია, ნუ ინერვიულებ მე ორივეს მოგივლით.

ემა გაშტერებული მისჩერებოდა, ცოტნე ძალიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ ემას ბედნიერების არაფერი ეტყობოდა.

-გაჩუმდი - დაიყვირა ემამ და თავი დახარა - შეუძლებელია ორსულად ვერ ვიქნები, ახლავე წავიდეთ უნდა გავიგო.

-ემა რა დაგემართა, ნუთუ არ გაგიხარდა?

-რა უნდა გამხარებოდა? ცოტნე ჩვენ მშობლებად არ გამოვდგებით.

-ვისწავლით, მე მართლა შევეცდები, გპირდები უკეთესი გავხდები.

-ცოტნე ბავშვს ჩვენნაირები ვერ აღზრდიან, წეღან ბავშვის მოკვლას აპირებდი და ახლა მპირდები რომ შენსას მოუვლი, ეს აბსურდია.

-კარგი ვაღიარებ ეგ შეცდომა იყო, მაგრამ ამას აღარ ვიზავ გპირდები ამიერიდან ყველაფერი უკეთესად იქნება.

-სასწრაფოდ მინდა რომ საავადმყოფოში წავიდეთ.

-კარგი მოემზადე და წავიდეთ.

ემა მალევე მოემზადა , გზად ხმა არავის ამოუღია, ემა გაღიზიანებული იყურებოდა ფანჯრიდან, ცოტნე კი ღიმილს ვერ იცილებდა სახიდან. Საავადმყოფო სავსე იყო, თუმცა ცოტნესთვის რიგში დგომა აბსურდი იყო, ექიმთან მაშინვე შევიდნენ და ექიმმაც გასინჯა. ცოტნე იქვე იდგა და პასუხს ნერვიულად ელოდა, თავიდან სულაც არ მოეწონა ბავშვის ყოლა, თუმცა ახლა მთელი გულით უნდა რომ მამა გახდეს, რადგან ბავშვი ყველა პრობლემას მოუგვარებს. ექიმი გასინჯვას მორჩა და უკან გამოიწა, რათა ანალიზების პასუხებიც წაეკითხა.

-ყველაფერი კარგადაა?

-დიახ ბატონო ცოტნე ყველაფერი კარგადაა, მართალი ვიყავი მალე ბავშვი გეყოლებათ, 2 კვირისაა უკვე.

-ღმერთო ეს შესანიშნავია.

Ამას ემაზე არაფერი უპასუხია, არ ესიამოვნა ეს პასუხია, ექიმი ფეხზე წამოდგა და ცოტნეს მხარზე ხელი დაადო.

-თუ შეიძლება ცალკე გაგესაუბრებით, გეტყვით რა უნდა გააკეთოთ.

-კარგით გავიდეთ ცალკე.

ემამ უცნაურად გახედა, თუმცა ახლა მათზე ფიქრის გარდაც ბევრი სადარებელი ჰქონდა და არაფერი უთქვამს. ცოტნე და ექიმი ცალკე გავიდნენ, ექიმს ოდნავ შეწუხებული სახე ჰქონდა.

-ბატონო ცოტნე პირდაპირ გეტყვით ანალიზების პასუხები არ მომწონს.

-რას გულისხმობთ?

-ქალბატონის ორგანიზმში ნარკოტიკები აღმოჩნდა, ეს ბავშვისთვის საზიანოა, ამ ეტაპზე ჯერ არაფერი დაშავებია ნაყოფს, თუმცა თუ მიღებას განაგრძობს ნაყოფი ვერ გადარჩება და კიდევ შესაძლოა ახლა ნაყოფი ნორმალურადაა თუმცა დიდი რაოდენობის ნარკოტიკი შეიმჩნევა და შესაძლოა მომავალში ამანაც იქონიოს რამე გავლენა, ამიტომ საჭიროა რომ მოუარაოთ და ნარკოტიკების მიღება შეწყვიტოს.

ცოტნეს ამის გაგონებაზე ცივმა ოფლმა დაასხა, თავისი უაზრო საქციელით ლამის ბავშვი მოკლა, თავი დამნაშავედ იგრძნო.

-დიახ, რა თქმა უნდა, შეეშვება, არანაირი ნარკოტიკი, მე მივხედავ.

-კარგით რეცეპტს მოგცემთ რამდენიმე წამალი მიიღოს, ძირითადად ვიტამინებია, რათა სხეულმა ენერგია აღიდგინოს.

-კარგით.

Მალევე რეცეპტი მიცა და გამოუშვა გზაში ცოტნე ისე ექცეოდა როგორც ბავშვს, ხელი ჩაჭიდა და ყველა ნაბიჯს უმოწმებდა, რათა რამე არ დამართნოდა, თუმცა ემა ამაზე უფრო ღიზიანდებოდა.

-შეწყვიტე.

-მინდა რომ შენზე ვიზრუნო.

-მე არ მინდა, არც ბავშვი მინდა.

-რატომ ბავშვმა რა დაგიშავა.

-ცოტნე ჩვენნაირი ადამიანები მშობლები ვერ იქნებიან, შენ დილით ბავშვის მოკვლას ცდილობდი და ახლა გგონია რომ შენი შვილის მოვლას შეძლებ, ვის ასულელებ?

-კარგი ვაღიარებ დილით რასაც ვაკეთებდი არასწორი იყო, მაგრამ გპირდები ყველაფერი შეიცვლება.

-ანუ იმ ბავშვს არ მოკლავ?

-გპირდები იმ ბავშვს ხელს არ ვახლებ და შენც უკეთესად მოგექცევი.

-კარგი.

ცოტნემ ლოყაზე აკოცა და სიარული განაგრძეს, ემა შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა, ერთი ბავშვის გადარჩენა მაინც მოახერხა, ამდენ წვალებას ტყუილად არ ჩაუვლია, თუმცა ბავშვის ყოლა მაინც აშინებდა, ეს ორი მშობლებად ნამდვილად არ გამოდგებოდნენ.

ორი დღის შემდეგ ბავშვის ცხედარი, ქალაქთან ახლოს, ჭაობში იპოვნეს, თუმცა ემას ყურამდე ამ ამბავს არ მიუღწევია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent