შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(10)


26-04-2023, 21:19
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 398

თავი 10
კირამ ფრთხილად გაახილა თვალები, ახლა უკეთ გრძნობდა თავს ფიზიკურად თუმცა არა სულიერად. მის სულში ქარიშხალი იყო კაცი რომელიც ყველაზე ცუდად ექცეოდა, ღამით მის საწოლთან იჯდა და იმ უთქელ სიტყვებს ჩურჩულებდა რომლის მოსმენაც გოგონას გაყინ გულს გაალღვობდა. სიტყვები რომელსაც ყველა კედლის დანგრევა შეეძლო, მაშინ ინთქვა როცა მას არ უნდა მოესმინა. უთქმელი სიტყვები მასაც ბევრი ჰქონდა თუმცა მწარე რეალობის გამო ისინი კიდევ დიდხანს დარჩებოდა უთქმელად.
-გღვიძავს. თავს როგორ გრძნობ?-ოთახში ლაშა შემოვიდა
-უკეთესად, ეს რა არის?-გოგონამ ლანგარზე მიანიშნა
-წვნიანია
-შენ მოამზადე?-გოგოს გაეღიმა
-მინდა უკეთ გახდე და არა მოგწამლო, რესტორნიდან მოვიტანე
-გასაგებია ანუ მშვიდად შემიძლია ჭამა
-გემრიელად მიირთვი-ბიჭმა ლანგარი საწოლთან დადგა და წასვლა დააპირა
-ლაშა -გოგონა ხელზე ნაზად შეეხო-მადლობა ყველაფრისთვის
-არაფერი შეცვლილა -ბიჭმა ხელი ცივად გააშვებინა
-იმაზე მეტი შეიცვალა ვიდრე შენ გგონია
-შეჭამე სანამ ცხელია, მე ვიბანავებ და უნდა გავიდე
-სად მიდიხარ?-მაშინვე ინანა კითხვის დასმა
-რა შენი საქმეა, ძალიან ხომ არ მიეჩვიე ჩემი ცოლის როლს
-არა მე უბრალოდ ...-ლაშა სათქმელის დასრულებამდე გავიდა ოთახიდან. წვნიანი მიირთვა, საწოლიდან ადგა და ჭურჭელი სამზარეულოში უნდა შეეტანა თუმცა კარზე ზარი გაისმა. კირამ კარი გააღო, იატაკზე დაცვენილმა ჭურჭლის მსხვრევის ხმამ მთელი სახლი მოიცვა
-არ ჩაეხუტები მამას?
-აქ რას აკეთებ ლევან?
-ოჯახის შექმნა მინდა მოგილოცო და ასევე იმის განსახილველად მოვედი ახლავე წამოხვალ ჩემთან ერთად თუ დაქვრივების შემდეგ
-ის არსად არ წამოვა-ლაშა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და კირასა და ლევანს შორის ჩადგა
-ძვირფასო სიძევ ანუ თუ შვილის დაბრუნება მინდა შენ უნდა მოკვდე
-ლევან არ გინდა ახლავე შეწყვიტე, ხომ შეიძლება ამ ერთხელ ჩემს გამო უკან დაიხიო
-მეგონა უკეთ გაგზარდე კირა, მე უკან არასდროს ვიხევ. ახლა კი ბიჭო გაიწიე ან მოკვდები -ლევანმა იარაღი ამოიღო
-ლევან არა -კირა ლაშასთვის დამიზნებულ იარაღს წინ გადაუდგა
-შვილო რას აკეთებ
-არ მოქცემ მისი მოკვლის უფლებას, ეს კაცი ჩემი ქმარია. ჩვენ ბევრი გამოვიარეთ ცუდად დავიწყეთ თუმცა მე ის მიყვარს და თუ მის მოკვლას აპირებ ჯერ მე მესროლე
-ხომ იცი რომ მაინც მოკვდება
-მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ -კირამ დაჟინებული მზერა მიაპყრო მამას
-ძალიანაც ნუ გაიხარებთ მე ახლა დავიწყე -ლევანი წავიდა. კირა კი გაყინული იდგა კარებში ჰაერი არ ყოფნიდა და მთელი სხეული უკანკალებდა
-კირა კარგად ხარ-ლაშამ გოგოს თვალებში ჩახედა, კირამ ერთი სიტყვის თქმაც ვერ შეძლო, იატაკზე ჩაიმუხლა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა-კირა ნუ მაშინებ გთხოვ მითხარი რამე
-მინდა რომ დამთავრდეს, ნეტავ მისი შვილი არ ვიყო
-ყველაფერი მოგვარდება არ იტირო გთხოვ-ბიჭმა ცრემლები შეუმშრალა და მისაღებში შეიყვანა
-მოგვარდება ჩემი ან ლევანის სიკვდილის შემდეგ
-სისულელეს ნუ ამბობ, შენ არაფერი მოგივა
-ისეთ პირობას ნუ მომცემ დევდარიანო რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებ
-მე ყოველთვის ვასრულებ პირობას, თუმცა ახლა იმაზე მინდა საუბარი რაც ლევანს უთხარი
-დაივიწყე ისე როგორც მე დავივიწყე
-ვერ მიგიხვდი?-ბიჭმა დაბნეული მზერა მიაპყრო გოგოს
-როცა დრო მოვა მიხვდები-კირა ოთაში შევიდა კარი ჩაკეტა და იმაზე ფიქრობდა როგორ მოეგვარებინა ეს გამოუვალი მდგომარეობა.
მთელი დღე ისე გავიდა არც შეუმჩნევია, თავში მხოლოდ ლევანი უტრიალებდა, მამა რომელიც არასდროს სდომებია, ოჯახი რომელსაც არასდროს ყვარებია. თუმცა მაინც ის მისი ოჯახი იყო. როგორ უნდა გაიმარჯვო ადამიანზე რომელმაც ყველაფერი გასწავლა, მოსწავლემ მასწავლებელს როგორ უნდა აჯობოს. მტერზე ერთი ნაბიჯით წინ როგორ უნდა იყოს როცა მისი მტერი მშობელი მამაა. ვიღაც დაშავდება და ეს აუცილებლად ლაშა იქნება. ყველას დასაცავად გოგოს მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა მონსტრისთვის ჭკუაში უნდა ეჯობნა. რამდენჯერაც არ უნდა გაეაზრებინა ეს სიტუაცია შედეგი ერთი და იგივე იყო, ლევანს ვერ აჯობებდა. მისი და ლაშას ურთიერთობა კი განწირული იყო, შეხვედრის წამიდან უკვე დაწერილი იყო მათი ისტორია. კირას უნდოდა იმ კაცს ეცოცხლა რომელმაც პირველად ცხოვრებაში მის გულს აჩქარება აიძულა, პირველად პატიებისა და უკან დახევის სურვილი გაუჩინა, ლაშას სიცოცხლე კირაზე იყო დამოკიდებული, იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. უკვე აუტანელი იყო მისთვის ეს მდგომარეობა, ოთახიდან რომ გამოვიდა უკვე საღამო იყო ლაშა სახლში არ იყო. მაცივარზე პატარა ფურცელზე წერილი დახვდა "კლუბში წავედი. საქმეები მაქ არ დამელოდო." თითქოს ეს არაფერი იყო მაგრამ კირას გული ცუდს უგრძნობდა. ფანჯარასთან იდგა და ლაშას გამოჩენას ელოდა, ერთი წამით საღეზე ღიმილი შეეპარა, იმ კაცს ელოდებოდა რომლისგანაც გაქცევაზე ოცნებობდა. ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა
-კირა სად ხარ?
-სახლში ვარ. მოხდა რამე?
-მოემზადე გამოგივლი სადღაც უნდა წაგიყვანო
-კარგი მაგრამ რატო? -ზარი მანამ დასრულდა სანამ კირა შეკითხვაზე პასუხს მოისმენდა. სწრაფად ჩაიცვა და დაჩის კარებთან ელოდა
-მზად თუ ხარ წავიდეთ
-დაჩი მითხარი რა მოხდა? სად მივდივართ?
-როცა მივალთ გაიგებ
კირას მეტი შეკითხვა აღარ დაუსვამს, უკვე საკმარისზე მეტი უპასუხო კითხვები იყო მის ცხოვრებაში. ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა როცა მანქანა საავადმყოფოს კართან გაჩერდა
-დაჩი აქ რატომ ვართ?
-ლაშა ... ის ...-ბიჭმა სათქმელს ვერ მოუყარა თავი.
კირამ სწრაფად აირბინა კიბეები, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა მხოლოდ ლაშაზე ფიქრობდა.
-ლაშა დევდარიანი რომელ პალატაშია?
-თქვენ ვინ ბრძანდებით-თავაზიანად ჰკითხა მედდამ
-მე ... მე ... მისი ცოლი ვარ
-გასაგებია გამომყევით- მედდამ პალატამდე მიაცილა და მარტო დატოვა. კირა უყურებდა საწოლზე მწოლიარე ბიჭს, ხელზე თაბაშირი ედო სახეზე კი სილურჯეები ეტყობოდა. ფრთხილად მიუახლოვდა და საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა, შეამოწმა ეღვიძა თუ არა მას
-ნეტავ ახლა შენს ადგილას მე ვიყო. ეს ხომ არ დაგემართებოდა მე რომ არ შემხვედროდი-გოგოს ცრემლები წამოუვიდა-იმ ღამეს როგორ მითხარი "მხოლოდ მე და შენ ერთმანეთის პირისპირ და კიდევ სვანეთის მთები". ნეტავ ეს შესაძლებელი იყოს, ხელს ჩაგკიდებდი და ქვეყნის დასალიერშიც გამოგყვებოდი, იქ წავიდოდით სადაც არავინ იქნებოდა ჩვენს გარდა, ახალ ცხოვრებას დავიწყებდით. ვიცი ეს ლამაზ სიზმარს ჰგავს რომელიც ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ჩემი ოცნებები არასდროს ასრულებულა. შენ სიცოცხლით არაერთხელ გარისკე ახლა ჩემი ჯერია-გოგო დაიხარა და ბიჭს შუბლზე აკოცა-შეიძლება ეს ჩემი ბოლო შსანსია ამიტომ ვიტყვი შენმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა. მშვიდობით დევდარიანო.
კირამ საავადმყოფო დატოვა. ყველაფრის დასრულება და სამუდამოდ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ლაშას უნდა ეცოცხლა და ბედნიერი ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent