შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი კარგად იქნება


17-01-2019, 21:43
ავტორი AnonimeGirl
ნანახია 1 422

თეთრ ცარიელ სივრცეში,შავ თმიანი გოგონა იდგა და უემოციოდ გაჰყურებდა არაფერს და თან ყველაფერს.
თვალები შავად შეღებია და პატარა თეთრი წერტილები ლამაზად უნათებდა თითქოს გალაქტიკა ყოფილიყო. სამყაროს მისთვის მხოლოდ ერთი ფერი აქვს - თეთრი , მაგრამ ყველაფერი მის შიგნით იმალება,მთელი გალაქტიკა,მთელი სამყარო და ყველა ფერი.

გოგონა ფრთხილად ახელს თვალებს და გარემოს თვალს ავლებს. მწავნე მინდორზეა გაწოლილი რომელსაც მდინარე მიუყვება,ირგვლივ არავინა მის გარდა,ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს:ყვავილების,ხეების,ბალახისა და მდინარისც კი. ისინი ისე ჰარმონიულად ეწყობიან ერთმანეთს რომ სრულ სიმშვიდეს ქმნიან ირგვლივ
-აგჰ... დავიღალე- ამოიღუღლუღა გოგონამ და გვერდი იცვალა. უყვარს ეს ადგილი,სიმშვიდე,სიჩუმე და სიმარტოვე.
-გამარჯობა- ისმის უცნობი ბიჭის ხმა,მშვიდი და მშვენიერი იყო. გოგონა ყურადღებით აკვირდება ბიჭს, ბიჭი მაღალი იყო ლურჯი თვალებითა და ყავისფერი თმებით რომელიც საკმაოდ წამოზრდია
-გაგიმარჯოს
-შეიძლება?-თვალებით ანიშნა მის გვერდით მდელოზე
-დიახ-უემოციოდ უპასუხა გოგომ და თვალები დახუჭა,არ ეგონა თუ ვინმე მოვიდოდა აქ მის გარდა
-არ მეგონა თუ აქ ვინმე იქნებოდა ჩემს გარდა...-ჩაიჩურჩულა ბიჭმა
-მეც იგივეს თქმა მინდოდა
-ანუ დიდიხანია რაც აქ დადიხართ?
-დიახ,თქვენც?
-ასევე
-რა დროებში დადიხართ აქ?
-საღამოს ან უმეტეს ღამით
-ადრე მოსულხართ,მზე ისევე ანათებს და ათბობს როგოც გამათბობელი გაგათბობთ ზაფხულში
-ზუსტად- ორივეს ჩაეცინა,ორივე ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო,თითქოს რაღაც ძაფი აკავშირებდათ ერთმანეთთან.
-რა გქვიათ?-საუბარი განაგრძო ბიჭმა და ლურჯი თვალები მიანათა გოგონას,რომელსაც თვალები დაეხუჭა .
-ელიზაბედი,თქვენ?
-სანდრო და სჯობს თქვენობით საუბარი შევწყვიტოთ,არა?
-მართალი ხარ
-ვიცი
-როგორი პირდაპირი პასუხია- ელიზაბედს ჩაეცინა და ახლა მან მიანათა ბიჭს თავისი შავი გალაქტიკური თვალები
-ლამაზი თვალები გაქ...- უთხრა ბიჭმა და განაგრძობდა გოგოს თვალებში ჩასტერებას თითქოს მის თვალებში შეჭრას ცდილობდა
-შენც...-უპასუხა გოგონამ ჩუმად და ისიც არანაკლებ სცდილობდა ბიჭის თვალებში შეღწევას.
სიჩუმე ჩამოწვა,მაგრამ არცერთი გრძნობდა უხერხულობას. ორივეს მოსწონდა ეს სიჩუმე,სიჩუმე რომელიც იმაზე მეტს ამბობდა ვიდრე სიტყვები,სიტყვები რომლებიც უმეტესად ყალბია,ყალბია როგოც ადამიანების ღიმილი,ღიმილი რომელიც ადამიანს ქცევისკენ იწვევს და ქცევები რომლებიც სიმართლეს ააშკარავებენ.
თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო მათ ცხოვრებაში,ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონოდა სამყაროს,ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და ამას ვერავინ შეცვლიდა მათ გარდა...
მხოლოდ მათ შეეძლოთ ყველაფრის დანგრევა და ისევ აგება ჩვენ კი მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩა,ლოდინ იმას რომ ყველაფერი კარგად იქნება



ესეც რომ გააგრძელო ალბათ არ გინდა, მე ძალინ მომწონხარ, ძაან მაგარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent