შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ეგრეთ წოდებული ცხოვრება (ისტორია II სრულად)


10-05-2023, 10:44
ავტორი Edna
ნანახია 7 010

დროის შეგრძნება დავკარგე..როგორ მდგომარეობაშიც გავიღვიძე ზუსტად ისე ვარ, არაფერი შეცვლილა..არც კი ვიცი რამდენი ხანია რაც კედელს ვარ მიშტერებული..თავს ისე ვგრძნობ თითქოს ცურვა დამავიწყდა და აღელვებულ ზღვაში ამოვყავი თავი..თითქოს ეს ფიქრები და ყველაფერი რაც მაწუხებს ძლიერი ტალღასავით მოემართება ჩემკენ და ქვიან სანაპიროზე ძლიერად მახეთქებს..ტკივილის მიუხედავად ყოველ ჯერზე ვცდილობ ახლიდან წამოვდგე ფეხზე, თუმცა ამასობაში ტალღა ასწრებს ჩემს წაყვანას და იმავეს გამეორებას..ადგომა უფრო და უფრო რთული ხდება..აღარც კი ვიცი კიდევ რამდენ ტალღს შემიძლია გავუძლო..ეს წრე მეორდება და მეორდება..საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ წამოდგომას შევძლებ და ამ სანაპიროდან ძალიან შორს გავიქცევი, თუმცა საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებული ვრჩები..ვამბობ რომ შემიძლია ძლიერ ტალღას წინააღმდეგობა გავუწიო.. ვამბობ რომ არ დავნებდები..თუმცა შეესაბამება კი ეს სიტყვები სიმართლეეს?..სინამდვილეში ყოველ წამს შეიძლება დავნებდე..სინამდვილეში ნებისმიერი ტალღა შეიძლება საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემთვის..დებორასთვის, რომელიც სულ მარტოა..
შინაგანად საშინლად მინდა ტირილი, მინდა ვიყვირო და შევძლო ემოციებისგან დავიცალო..სამწუხაროდ ამის უნარი არ გამაჩნია..
საიდან დაიწყო ყველაფერი? ვერ გეტყვით..სანამ ტალღა იმდენად ძლიერი არ გახდება, რომ ვიმესთვის რამის დაშავება შეძლოს..ამჩნევს კი ვინმე..?..მანამდე თითქოს უხილავია..შემდეგ კი..ყველამ ვიცით როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს..ვიღაცისთვის სავალალოდ…
კარზე დაკაკუნების ხმა შემომესმა..არც კი გამიხედავს, თუმცა მალევე გავიგონე სიტყვები..
-ბებო გღვიძავს..?-კარი ფრთხილად მიიხურა, მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა..-ბეე..ჩემო გოგო..გული მტკივა ასეთ მდგომარეობაში, როცა გხედავ..ამდენი ხანია ჩემთან ჩამოხვედი და არაფერი მიკითხავს..მითხარი იქნება შემიძლია შენი დახმარება..
-შენ რომ ჩემთან ხარ.. უკვე მეხმარები ბეე..-გავხედე..პირველი რაც თვალში მომხვდა, სევდიანი ღიმილია..
-მიდი ადექი..ბოლობოლო ბათუმში ხარ, ზღვასთან ძალიან ახლოს..ჩაის დაგალევინებ, ისე როგორც ჩვენ გვიყვარს..
-მე..არ..
-გგონია უარს მივიღებ? მე გავალ, ყველაფერს გავამზადებ..როცა დავამთავრებ მზად დამხვდი..
-იქნებ სხვა დროს..
-სხვა დრო? შეიძლება ხვალინდელი დღე არც გამითენდეს..ინებე როგორმე შენი საყვარელი ბებიისთვის ადგომა..-ჩემს პასუხს აღარც დალოდებია, ისე გავიდა..
ტელეფონს დავხედე და..რა დრო გასულა..სამი ხდება..წამოვჯექი..საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ ავდექი..რაც ხელში მომხვდა გადავიცვი, თმები კოსად შევიკარი და ბებიასთან გავედი..
ახლა შემოდგომაა..მიუხედავად იმისა, რომ დიდად ჩემი საყვარელი დრო არასდროს ყოფილა, რადგან პირდაპირ ზაფხულის დასრულებასთან ასოცირდებოდა, მაინც ბევრი კარგი მოგონება მაქვს, ალბათ უმეტესად თაიას წყალობით..
ისე რამდენი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც სამეგობროს აწ უკვე საყვარელ კაფე “თავსატეხში” იმ დღეს შევიკრიბეთ.. ახლაც მახსოვს როგორ ვუსმენდით, თაიას და ანდრიას..ამინდის მიუხედავად თბილი და კარგი დღე იყო..
და მაინც როგორ შეიცვალა ყველაფერი..ვინ წარმოიდგენდა თაია ასე მალე თუ დაოჯახდებოდა..სანაცნობოში ისეთი რეპუტაცია გვქონდა თითქოს ეს პირიქით უნდა მომხდარიყო, ამიტომაც ყველა გაოცებული დარჩა..
თუმცაღა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მე კი მიხარია მეგობრის ბედნიერება..
ალბათ უკეთესიცაა, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან..რამდენი ხანია რაც წავიდნენ..? აჰჰ არ მახსოვს, თუმცა ხომ გითხარით..დროის შეგრძნება დავკარგე..
. . .
-ისეთი გემრიელი ჩაიაა, მოგეწონება..
-როდის იყო, რამე უგემური მოგემზადებინოს, მითუმეტეს ჩაი..
-კაი ახლა აბუქებ..რას აკეთებ გოგო დააცადე გაციება..
-ჰომ იცი მე ესე მიყვარს..
-შენ მე გადამრევ..რანაირად სვამ ახლა მასე..
-სანამ მოვიდოდი მაშინ არ დაასხი..? ჰოდა სანამ ცხელია უნდა მოვასწრო დალევა..ისე ვეღარ დავლევ..
-როგორც გინდა ბებოს სიხარულო..შენ იყავი კარგად..
-მართლა გემრიელია..
-მოიცა მოიცა..რამ დამავიწყა კრუასანებიც მაქვს გადანახული..აი ბეე ჭამე..
-მადლობა..
-თვალები რატომ გაქვს ჩაშავებული..წესიერად არ გეძინა?
-ჰოო რაღაც მასე..
-დებორა..-წამით შევხტი..-მითხარი რა ხდება..
-უბრალოდ გადავიღალე, არაფერია..
-უბრალოდ გადაღლას არ გავს..
-სამსახურიდანაც წამოვედი..
-მოიცა ამას ახლა უნდა ვიგებდე? ამის გამო ხარ განერვიულებული ჰოო..კარგი რაა..რა არ ვიფიქრე..შენ არ იდარდო გამოჩნდება რამე-ნეტა მხოლოდ ეს იყოს მიზეზი..
-ალაბთ მართალი ხარ..
-იცი დღეს დალაგებისას რა ვიპოვე?
-რა იპოვე..
-შენ რომ გიყვარდა ის წიგნი..თან ფრაზებიც კი გაქვს მონიშნული..მოკლედ ეტყობა, რომ დებორა დარასელიას არაერთხელ წაუკითხავს..
-სად წაიღე..?
-აი იქით მაგიდაზე დევს..
-გასაგებია..-ჩაის დალევის შემდეგ, წიგნთან მივედი და ხელში ავიღე..გადაშლის შემდეგ თვალში მალევე მომხვდა, პატარა ბარათი, რომელზეც ეწერა..“ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი”-გურამ დოჩანაშვილი..
. . .
იცით ჩემი ცუდი ჩვევა რა არის..?..ფილმის გადახვევა მიყვარს..იმის ნებისყოფა არ მაქვს, რომ ფილმს გადახვევის გარეშე ვუყურო..განსაკუთრებით მაშინ როცა პერსონაჟი რთულ პერიოდს გადის, ვერ ვუძლებ ხოლმე და ძალაუნებურად ვახვევ, თითქმის იქამდე სანამ ისევ ბედნიერი არ გახდება..ნეტავ იგივეს გაკეთება საკუთარ თავზეც შემეძლოს..
-დებორაა გესმის ჩემი??
-რა..
-უნდა გავიდე და იცოდე..
-მოიცადე..სად მიდიხარ? რამდენ ხანში აპირებ დაბრუნებას?
-ომში კი არ მივდივარ შვილო, აქვე უნდა გავიდე..
-დამელოდე მეც წამოვალ..-სულ რაღაც ორი მიზეზი მაქვს რის გამოც ამ დილით საკუთარ თავს ადგომას ვაიძულებ..1. მარტო დარჩენა სიკვდილს მირჩევნია, თუ ასე მოხდება ალბათ შევიშლები და 2.წამალი მაქვს საყიდელი, რომლის გარეშეც ვეღარ ვიძინებ..
-ბებო მზად ხარ?
-კი კი მოვდივარ..
-რადგან შენც მოდიხარ, სახლი უნდა ჩავკეტო..გასაღები სად წავიღე..აა აქ ყოფილა…
-ბებო მე აქვე მაქვს საქმე..შენ იყიდე რაც გინდა და მოვალ..
-კარგი შვილო, მიდი შენ იცი-გავუღიმე და წამოვედი..ახლა კი ვფიქრობ უახლოესი აფთიაქი საითაა..
შესვლისთანავე ვიგრძენი დამახასიათებელი სუნი..ბავშობიდან მიყვარდა აფთიაქები..ისე ვათვალიერებდი ყველაფერს თითქოს მართლა ვგეგმავდი რაღაცის ყიდვას, განსაკუთრებით კი შემოსასვლელთან ახლოს მიყვარდა ყოფნა, სადაც წიგნები მეგულებოდა..
-რით შემიძლია დაგეხმაროთ..
-დორმიკუმის ტაბლეტები გაქვთ?
-მოიცადეთ..კი გვაქვს..მთლიანი შეკვრა იყოს..?
-კი თუ შეიძლება..-ღია ცისფერი, ოვალური ფორმის ტაბლეტი..ეს რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა..
-აი ინებეთ..-თავი დავუკარი მადლობის ნიშნად..უკვე კარის გაღებას ვაპირებდი ვიღაცამ, რომ გამაჩერა..
-მგონი თქვენ დაგივარდათ..
-მე არ..-თეთრი, მცირე ზომის ფურცელი მომაწოდა და გაქრა..ორი სიტყვა არ მქონდა წაკითხული..გავშეშდი..სუნთქვა შემეკრა..ძალაუნებურად ამიკანკალდა ხელი, თუმცა ვეცადე კითხვა გამეგრძელებინა..”არ მინდა იფიქრო, რომ დამავიწყდი..რადგან მობილურს ისე ხშირად აღარ იყენებ, მომიწია ასე დაგკავშირებოდი..თუ შენი აქ ჩამოსვლა ჩემგან გაქცევის მცდელობა იყო, მინდა გითხრა არ გამოგივიდა.. შენი X..”-მე..მე..ხალხში ვარ არაფერი მომივა…ხალხში ვარ არაფერი მომივა..ხალხში ვარ არაფერი მომივა..
-უკაცრავად..კარგად ხართ?
-უნდა წავიდე..-შემდეგ რაც მოხდა ეპიზოდებად მახსოვს.. როგორ მივედი ბებოსთან, როდის დავბრუნდით სახლში, მისვლისთანავე, როგორ დავლიე წამალი..იმ მომენტში ზუსტად ვიცოდი მომავალი 7-8 საათი წაკითხულზე ფიქრი არ მომიწევდა..
ახლა გამახსენდა..დაძინებამდე ბებოს წერილი დავუტოვე არ გავეღვიძებინე..
. . .
ცოტა გონს როცა მოვედი ბებოს ვიყავი მიხუტებული და ტელევიზორს ვუყურებდი..სიმართლე რომ ვთქვა რასაც ვისმენ ნახევარი არ მესმის, რაც მესმის კი გონებაში დიდხანს არ რჩება..
-იქნებ რაიმე საინტერესო ფილმს გადავაწყდეთ..მიცადე..მოიცადე აი ძველი ქართული ფილმი..იყოს?
-იყოს..-იოანეს უყვარს ძველი..არამარტო ქართული, ზოგადად ძველი ფილმების ყურება..აჰჰ როგორ მომენატრა ყველა..ნეტა ახლა როგორ არიან..ის როგორ არის..
-ისე დედაშენს შენთვის არ დაურეკავს?
-არა ქალბატონო ასინათ..
-ეჰ ჩემი გოგო როგორ მომენატრა..ენაცვალოს დედა..
-მეც მომენატრა..
-რამდენი ხანია წასული..მგონი თავადაც აღარ უნდა ჩამოსვლა..
-მისი წასვლისას, კიდევ კაი შენ მაინც მყავდი გვერდით..თორე რა მეშველებოდა..-გამიღიმა..
-რთული, მაგრამ ბედნიერი წლები გამოგვივლია..
-გამოგვივლია..?
-მაშინ მეგონა ქვეყანა იქცეოდა..შორიდან როცა ვუყურებ ასეთი საშინელი არც არაფერი იყო...ანდაც როცა შენ მყავდი გვერდით, საშინელი როგორ უნდა ყოფილიყო..
-მიუხედავად იმისა, რომ დედა დამაკლდა..მიხარია, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც მისი ჩანაცვლება მოახერხა..
-მითქვამს შენთვის..სახელი მე რომ დაგარქვი..?
-ალბათ გითქვამს ბავშობაში..იმის შემდეგ დიდად არც დავინტერესებულვარ ჩემი სახელით..რატომ დამარქვი?
-დედაშენმა მთხოვა, არ მინდა ჩემს შვილს უბრალო სახელი ერქვას..გთხოვ შენ აურჩიე ისეთი სახელი, მომავალში მისი გამართლება მოუნდესო..
-შემდეგ კი დებორა დამარქვი..
-ასევე დედაშენის თანხმობით..დიახ..სახეზე შევატყე, რომ მოეწონა თორემ არც დაგარქმევდით..
-და რატომ დებორა..
-ბიბლიურია..ამ სახელის მატარებელი ქალი, მებრძოლი და მამაცი იყო..წინასწარმეტყველი, რომელიც სხვებს ეხმარებოდა..
-მგონი ისე ვერ გავამართლე სახელი, როგორც დედას უნდოდა..
-მე ასე არ ვფიქრობ..მე გაგზარდე და ვიცი..შენ მებრძოლი ხარ..იცი პირვალად ამას საიდან მივხვდი?
-საიდან..
-სკოლაში, რომ დამიბარეს, თურმე გიჩხუბია..თავიდან გავბრაზდი, შემდეგ კი გავიგე, რომ შენი თანაკლასელი სხვა ბავშვებისგან დაიცავი..გული სიამაყით ამევსო, დაინახე როგორ ექცეოდნენ იმ გოგოს და იმოქმედე..მართალია გითხარი, ჩხუბი არ შეიძლებათქო, თუმცა მიხაროდა რა მოტივი გამოძრავებდა..
-მგონი მახსოვს..
-ეჰ..ცხოვრება წინ გაქვს..რაც არ უნდა იყოს, იმედი არ უნდა დაკარგო და თუ რაღაცისთვის იბრძვი, სწორი სტრატეგიებით იბრძოლე, დასასრულს მოგება სანანებელი არ გაგიხდეს შვილო..
-ვეცდები ქალბატონო ასინათ..
. . .
არა..არა..თავი დამანებე..არ მომეკარ..-თვალები გავახილე და სწრაფად წამოვჯექი..ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე..-ეს უბრალოდ კოშმარია..უბრალოდ კოშმარი..
სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად და ცოტა დასამშვიდებლად..რა საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს..ალბათ მალე კოშმარების ნახვას შევეჩვევი, იმდენად ხშირად მსტუმრობენ..
ნორმალურად, წამლის გარეშე ბოლოს როდის მეძინა აღარც მახსოვს..
თავი ხელში ავიყვანე და დასაძინებლად წავედი..თვალის დახუჭვისაც მეშინია..აღარ მინდა ნანახი ამომიტივტივდეს გონებაში..
. . .
ტელეფონის საშინელმა..უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით შემზარავმა ხმამ გამაღვიძა..ვიფიქრე ვინც არ უნდა ყოფილიყო რეკვით დაიღლებოდა, თუმა ასე არ მოხდა..მეც მომიწია ტელეფონისთვის მეპასუხა..მოიცა დაფარული ნომერი..?
-სწრაფად მითხარით რა ხდება.. ორ წუთში გავთიშავ..
-დებორა დარასელია თქვენ ხართ..?
-დიახ მე ვარ..ვინ კითხულობს..
-როგორც გავარკვიეთ, ახლა თბილისში არ იმყოფებით..მალე შეძლებთ ჩამოსვლას?-წამოვჯექი..
-ვინ კითხულობსთქო..
-ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შესახებ, რამე გსმენიათ?-ირონიული ტონი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას..
-უკაცრავად..ბოროტი ხუმრობა..?
-არა..თქვენთან თანამშრომლობის მიზნით გირეკავთ..
-მე რაში გჭირდებით..
-დეტალურ ინფორმაციას ჩამოსვლის შემდეგ მოგაწვდით..გთხოვთ მალე მოახერხოთ ბათუმიდან ჩამოსვლა..
-მე..
-თქვენ ჩამოდით, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ..-მოიცა მოიცა ახლა რა მოხდა.. იხუმრა..? თუმცა ხუმრობას არ გავდა..თანაც არავინ იცის აქ რომ ვარ..ახსენა ბათუმში რომ ვარ..ახლა რა უნდა გავაკეთო..
. . .
-ბეე რამ ჩაგაფიქრა..მთელი დღეა სადღაც დაფრინავ..
-რაღაც საქმე შემომთავაზეს და ვფიქრობ რა გავაკეთო..-იმას ხომ არ ვეტყოდი..მგონი CIA-იმ დამიბარა და წასასვლელი ვართქო..
-მართლაა?რა კარგია, ამაზე არ ნერვიულობდი? თუ კარგი საქმეა უნდა დათანხმდე..-დაძინებამდეც ამაზე ვფიქრობდი..რა უნდა გავაკეთო? თავს უსაფრთხოდ უკვე აქაც ვეღარ ვგრძნობ..თანაც თუ დამიბარეს, ვალდებულიც კი ვარ წავიდე..
. . .
-საბოლოოდ გადაწყვიტე?
-კი..
-იცოდე მერე არ ინანო..
-მაგას დრო გვიჩვენებს..
-ბარგი ჩაგილაგე..ყველაფერი გავამზადე..შენი მოწესრიგებაღა დარჩა..
-ასე ვაპირებ წასვლას..
-გგონია აქედან ესეთ ფორმაში გაგიშვებ? ისე უნდა მოწესრიგდე როგორც საჭიროა..ბოლობოლო შესაძლოა ახალი სამსახური დაიწყო..
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ..უცებ დატრიალდი..-ჩემმა საყვარელმა ბებომ რა იცის, იმ უმარტივესი დავალების შესრულება, რომელიც ნორმალური ადამიანი უპრობლემოდ აკეთებს მე რის ფასად მიჯდება..ადგომა, კბილების გახეხვა, სახის დაბანა..და ასე შემდეგ..
. . .
მას შემდეგ რაც, ქალბატონი ასინათის, კონტროლი გავიარე..საბოლოოდ დავტოვეთ სახლი და გამომაცილა..სანამ ერთმანეთის დანახვა შეუძლებელი გახდა, მანამდე მიღიმოდა და ხელს მიქნევდა..
წესით, სხვა დროს ალბათ წიგნს წავიკითხავდი, თუმცა ახლა ამის თავიც არ მაქვს..სამაგიეროდ მუსიკა ჯერ კიდევ ჩემს გვერდითაა..ყურსასმენი მოვირგე.. სასიამოვნო მელოდიამაც არ დააყოვნა..და მალევე გაისმა სიტყვები..”უსასრულო ცა, კვლავ ფიქრების ზღვაა..ვერაფერს ვერ ვგრძნობ..” ????
ძალაუნებურად თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე..ზოგადად მგზავრობას ვერ ვიტან, თუმცა ყოველთვის ვცდილობ ამაზე არ ვიყო ფოკუსირებული..მუსიკით, წიგნებით, და გაღებული ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერით, ყურადღების გადატანას ვახერხებ ხოლმე, დადებითზე..ისე ცხოვრებაც ასე არაა, თუ თავად არ გაილამაზე, მგზავრობისას გამოწვეული თავის ტკივილის გარდა არაფერი დაგრჩება..
. . .
-ეკატერინე სად ხარ..?
-სად ვიქნები გოგო, ატელიეში ვარ..
-გასვლას ხომ არ გეგმავ..?
-არა რა იყო..მოიც..-ზუსტად ამ დროს გავუთიშე და სასწრაფოდ მისკენ გავემართე..მთლად ორ წუთში მივედი მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ საუკუნეც არ დამჭირვებია..
-ეკატერინეს ვახლავარ..
-დაბრუნდიი..რა მაგარია..-ჩემთან მოირბინა და გადამეხვია..-წამო კაფეში გავიდეთ, არ გინდაა..
-დღეს არ გამოვა ეგ ამბავი..
-ვითომ რატომ..
-ეს პატარა ბარგი შენთან რომ დავტოვო,შეიძლება ჰოო..
-როგორ არ შეიძლება..რამე ხდება..?
-ეკატერინე რაღაც უნდა გთხოვო..
-მაშინებ ქალო, პირდაპირ მითხარი..
-გარკვეული პერიოდი შენთან, რომ დავრჩე..შესაძლებელი იქნებაა..?
-რას მეკითხები..რამდენი ხანიც გინდა დარჩი..მშვიდობაა..
-ალბათ..ახლა უნდა წავიდე შეგეხმიანები..
-კარგი აბა შენ იცი..-მივდიოდი თან ბებოს ვურეკავდი, ვიცი სანამ არ გაგიგებს, რომ უსაფრთხოდ ვარ..ვერ მოისვენებს..
-ბებოოო გესმის ჩემიი..
-შვილო, მე კი ასაკში ვარ, მაგრამ სმენა კარგი, შემომრჩა..ნუ ჩამჭყავიხარ ტელეფონიდან..
-კარგი კარგი..მოკლედ თბილისში ვარ და იცოდე..
-შენ, რომ არა მალე დავრეკავდი..კარგია თუ მშვიდობით ჩახვედი..როგორ იმგზავრე ბეე..
-ნორმალურად..ბებო, ახლა უნდა წავიდე..
-წადი ოღონდ არ დამეკარგო..
-რას მკადრულობთ ქალაბტონო ასინათ..-მაინც მოჰყვა დარგიგებებს და ბოლოს თავად გამითიშა..ახლა ჯერი შემდეგ ნომერზე დადგა..ზარი გადის, პულსი კი მატულობს..შეიძლება უდიდესი სისულელე ჩავიდინე..საერთოდ რისთვის ჩამოვედი..იქ ბებოსთან მაინც ვიყავი..არა არ შემიძლია ახლა გავთიშავ..
-დიახ…გესმით ჩემი..?ქალბატონო დებორა..
-დიახ..მე..
-ვგონებ ტყუილად არ მირეკავთ და ჩამობრძანდით..
-დიახ..
-ახალვე შეგიძლიათ მოსვლა..?
-დიახ..
-ჩვენ გამოგიგზა..
-მოვალთქო..საჭირო არ არის..
-კარგით, რა გაეწყობა..
. . .
ყველაფერის მიუხედავად მაინც ჩემთვის ზედმეტად მეუცხოვა გარემო..ასეთი რამ ალბათ მხოლოდ ფილმებში გინახავთ..ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი, ვერ ვიზარებ ჩემს თავს რა ხდება..
-აქეთ მობრძანდით..- წამიერად მოვკარი თვალი ოთახის დიზაინს, სავარაუდოდ სათათბირო ოთახში ვიმყოფებოდით, სადაც გრძელი მაგიდა თვალშისაცემად ამშვენებდა ოთახს..შემდეგ კი გავშეშდი..უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი გავიყინე, როდესაც მის მზერას ჩემი შეხვდა..
-დემნა..
-დებორა..
-ერთმანეთს იცნობთ..?
-გვაქვს ეს პატივი..
-კარგი, ორი წუთით დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები..
-კარგით..
-ინებე სამალავიდან გამოსვლაა..?
-როდის ვიმალებოდი..
-ორივემ კარგად ვიცით, ახლა ეს შემთხვევა, რომ არა ამ ქალაქში არ იქნებოდი..
-საერთოდ რა იცი იმის შესახებ სად ვიქნებოდი და სად არა..
-იმის მიხვედრას რა უნდა სად წახვიდოდი, თავშესაფრის საძიებლად..
-ასე არაა..იცი მე..
-დავბრუნდი..მოკლედ მინდა კარგად გაგაცნო საქმის ვითარება..-დემნას გვერდით მიუჯდა..-ცოტახნის წინ საქართველოში, ჩამოვიდა ქალბატონი ქალიშვილთან და მეგობართან ერთად. მალევე გაირკვა, უბრალოდ ქვეყნის მოსანახულებლად არ იმყოფებოდა..საბოლოოდ კი გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს ქალი ფლობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც თუ არასწორი ადამიანის ხელში ჩავარდა, შეიძლება სავალალოდ დასრულდეს..
-მე რა შუაში ვარ..
-აგიხსნით..ეს ქალი არ გვენდობა, მას დავუკავშირდით, თუმცა საუბარზე ვერ ვიყოლიებთ, მეტი ინფორმაციის მისაღებად..ბოლოს თქვენი სახელი და გვარი დაასახელა..
-ჩემი..?
-შემდეგ კი დაამატა, რომ თქვენს გარდა საუბარი არავისთან სურს..
-საერთოდ ვისზე მელაპარაკებით..
-ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი..ვფიქრობ წესით უნდა იცნობდეთ, ალინა რომანოს..
-აქ არის..?
-თავიდანვე უნდა ვიცოდეთ..ან ბოლომდე თამაშობთ, ამ თამაშს საერთოდ არ იწყებთ..
-განვმეორდები..აქ არის..?
-რა გაეწყობა, შეხვედრას მალე შეძლებთ..
. . .
-Deborah, Piacere di vederti..
-anch'io..Tuttavia, vorrei che ci fossimo incontrati in una situazione diversa..
-Tutto non accade come vogliamo..
-შეგიძლია მითარგმნო..?-შორიახლოდან მომესმა დემნას ხმა..
-ალინამ უთხრა, რომ მისი ნახვა გაუხარდა, დებორამ კი უთხრა, რომ მასაც თუმცა ისუვებდა სხვა სიტუაციაში შეხვედროდნენ..იტალიური კარგად არ ვიცი და მგონი არ უნდა ვცდებოდე..-ჩურჩული არ შევიმჩნიე და საუბარი განვაგრძე..
-ალინა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, წესიერად არ აუხსნიათ, რა სახის ინფორმაციას ფლობ..არაფერი არ ვიცი, იქნებ გამარკვიო..
-შენ მე მიცნობ, იცი რომ ცუდი ადამიანი არ ვარ..თან ჩემი საქმე მიყვარს და მე უბრალოდ..-სახე ხელებში ჩარგო..თან უკანა ფონს ჩვენი საუბრის ქართული თარგმანი მესმის..
-ეს ყველაფერი შენს საქმიანობას ეხება..გასაგებია..
-სწორად მიხვდი..ქართველმა და იტალიელმა მეცნიერებმა თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რასაც თავის დროზე დიდი სიხარულით შევხვდი..კვლევაში მეც ჩავერთე..თავიდან ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდიოდა, ისეთი მედიკამენტის გამოტანა შევძელით ბაზარზე, რომელიც მეცნიერებასაც დაეხმარებოდა წინსვლაში და ხალხსაც..ამ ყველაფერში თავიდან მივიღე მონაწილეობა, თუმცა შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩი.. სამი წლის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ამ წამალმა ზიანი მიაყენა..
-ზიანი..?
-სწორად გაიგე..ზიანი..თუმცა ჩემი კვლევებიდან ჩანდა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ყურადრება არ მიმიქცევია..გარკვეული დროის შემდეგ კიდევ გამოჩნდა ასეთი ადამიანი..დავეჭვდი..
-თქვენს კოლეგებს ხომ ენდობოდით..ასე რამ დაგაეჭვათ..
- FIDARSI È BENE MA NON FIDARSI È MEGLIO..
-ეს რაღას ნიშნავს..
-Trusting is good, but not trusting is better..
-ჯანდაბას, იტალიურს შენი ინგლისური მირჩევნია..
-მიხვდი გამოთქმის შინაარს?
-კი ცოტაოდენი ზედმეტი ყურადღება არავის დააზარალებდა..
-მოკლედ ყველაფრის გადამოწმება მოვითხოვე, რაზეც სასტიკი უარი მივიღე..
-ეჭვი გაგიძლიერდათ არაა..-თავი დამიქნია..
-ფარული გამოძიების შემდეგ უზუსტობა მართლაც აღმოვაჩინე..ამ ყველაფრის შეცვლა მოვითხოვე, თუმცა როგორც აღმოჩნდა ინვესტორები ამით მილიონებს დაკარგავდნენ და ამის გამო მიჩქმალვა გადაწყვიტეს..
-გასაგებია..
-აქ დამატებით სხვა ქართველ მეცნიერებთან სასაუბროდ ჩამოვედი..
-სულ ეს არის..?
-..ჯერ-ჯერობით..
. . .
-მადლობა თანამშრომლოვისთვის..იმედია კიდევ გააგრძელებთ, ვინაიდან ზუსტად ვიცი დაგვჭირდებით..
-კარგი..-უკვე შენობიდან გავდიოდი მესიჯი, რომ მივიღე..”ქალაქში დაბრუნებას გილოცავ..X”-ჯანდაბა..
-საინტერესოა ასე რამ აღგაშფოთა..
-..მგონი დაგავიწყდა, შენ ეგ აღარ გეხება..
-..ჰოო არაა..ძველი ჩვევები მარტივი მოსაშორებელი არაა..-ჩვეული შარმით ჩამიარა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა..
გზაში მოსმენილი, ხელმეორედ გაჟღერდა ჩემს გონებაში..”შენზე ოცნებამ, როგორ დამღალა, ვიცი ვეღარ დავაბრუნებ დროს..” ????
. . .
-ეკატერინე გესმის ჩემიი..
-რაო ახლა რამ შეგაწუხა..
-სახლში ჰომ არ მივიდათქო..
-მივედი კიი და გელოდები..
-აუ თან ბარგი შეგატოვე..
-კაი რაა ეგ რა ბარგი იყო, საერთოდ არ გამჭირვებია ამოტანა..+ ლიფტიც მუშაობს..-ორივეს ერთად გაგვეცინა..
-შენ ის მითხარი რა გამოგიყოლო.
-პილმენები..ისე მომინდა ვკვდები..თან წარმოიდგინე, ზუსტად სახლში შემობიჯებისას გამახსენდა..
-ეგ არაფერი, მალე მოვალ..
-გელი გელი მოგელიი..-სიცილით გამითიშა, მე კი სასწრაფოდ მარკეტში უნდა შევიდე..პილმენის სხენებაზეღა გამახსენდა, რომ მეც მშიერი ვარ..
. . .
შესული არ ვიყავი, ეკატერინე, რომ ჩამეხუტა..
-დღეს არ მნახეე??
-სერიოზულად..?ფაქტობრივად ჩამიქროლე, წესიერად ვერ მოგკარი თვალი..
-აბუქებ ჰო იცი..თუმცა გეთანხმები ჩვენებურად არ გვინახავს ერთმანეთი..
-კარგი შეგიძლია შემოხვიდე, საშინლად მშია..
-საჭმელი, რომ არა გარეთ მტოვებდიი..?
-შესაძლოა..-გაგვეცინა..-მთავარია ეგ აღარ გვემუქრება..
-მე ხელებს დავიბან და შენ დანარჩენს მიხედე..-პარკი მივაწოდე და აბაზანიკსენ დავიძარი..
-ისე დღეს რა საქმე გქონდა ასეთი..აშკარა იყო სადღაც მიიჩქაროდი..
-ჩემი საქმის ამბავი ჰომ იცი, არ იცი როდის გავხდები საჭირო..-ეკატერინეს დავუბრუნდი და სამზარეულოს მაგიდასთან გემრიელად მოვკალათდი..
-მემეგონა თარჯიმნობას შეეშვი..
-როგორც ჩანს არა..
-ისე ხომ არ გაგეწელა, აქაურობის დატოვება..
-შეიძლება დაბრუნება ადრეც კი იყო..
-რა ადრე გოგო, გაგიჟდიი..როგორც ჩვენი სამეგობრო მიმოიფანტა, ეგ ახლა ნორმალურიაა.. ცუდად არ გამიგო განა ვინმეს ვერ ვუგებ რატომ მიდის ან რატომ მოდის..უბრალოდ..
-მესმის რთულია..
-საერთოდ ისიც არ მესმის, რატომ წახვედი მოულოდნელად..ან შენ და დემნა..
-არა..არ გინდა..ამ თემაზე სიტყვის თქმაც კი არ შემიძლია..
-ამდენად სერიოზულადაა საქმეე..?.. ადრეც გიკამათიათ, მეგონა მსგავსი წაკამთება იყო..ახლა კი..
-ეკატერინე, იცი რომ მიყვარხარ, გაფასებ..თუმცა ამაზე საუბარი მართლა არ შემიძლია..
-მაპატიე..მე უბრალოდ მინდოდა გავრკვეულიყავი..
-მე მართლა..
-არა არა..საჭირო არაა..გასაგებია..შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ..მოიცა პილმენებს უნდა მივხედო…
-ოჰჰ კარგი პილმენი ამირჩევია..არაა..
-ისეთია მე რომ მიყვარს..
-არც ისე კარგი აზრია, ამ დროს, რომ ამდენს ვჭამთ..მაგრამ გემრიელია და რა ვქნა..
-ვის ადარდებს შენი ჭირიმე, ისე მშიოდა, ვიცი ღამე არ დამეძინებოდა..-ბოლო პილმენებით სავსე თეფშს გავხედეთ ორივემ..შემდეგ ისევ ერთმანეთს და უსიტყვოდ შევთანხმდით ჭამა გაგვეგრძელებინდა..
-ბარემ..
-ბარემ..რაღა დარჩა..ჰომარ გავაფუჭებთ..
-არ გაფუჭდება მაგრ..მართალი ხარ, ჰომ არ გავაფუჭებთ..
ჭამას, როცა მოვრჩით მივხვდით, შეიძლებოდა იმ ერთი თეფშის გარეშეც გაგვეძლო, თუმცა გვიანი იყო..
-მოიცა ჭურჭელი..
-ხვალ გავრეცხოთ.. მოკლედ ჩემო გოგოვ, სანამ მოხვედი ოთახი მოგიწესრიგე..ჩემთან პირველად ხომ არ რჩები, ყველაფერი ისედაც იცი..
-მადლიერი ვარ..შენ რომ არა რას გავაკეთებდი, არც კი ვიცი..
-კარგი ახლა, რა სალაპარაკოა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ..-ღიმილით დავუქნიე თავი..-წვენი გინდა..?
-კი..აუ ისე ჩემი ტელეფონი სად წავიღე..
-..აქ არის..მესიჯიც მოგსვ..
-მომეცი..-ფაქტობრივად გამოვგლიჯე..-ამმ ბოდიში არ მინდოდა..
-არაფერია..რა იყო ვინმეს მესიჯს ელოდები..? ლუკამ ხომ არ მოგწერ..
-არამგონია ყოფილ შეყვარებულს მესიჯობა უნდოდეს..
-რაა..
-ჰოო..
-რამდენი ხანია..?
-სანამ ქალაქს დავტოვებდი..
-ამდენი ხანია..? არაფერი გითქვამს..
-ამაზე სალაპარაკოდ არ მეცალა..-კი დებორა არ გეცალა..მთელი დღეები იწექი..თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით ხარ გასული სახლიდან..
-რაღაც რიგზე არაა..ჰოო..
-მე..
-რაც ბათუმში წახვედი..
-არა ეკატერინე..პირველად ბათუმში არ წავსულვარ..
-მე მეგონა მთელი ეს დრო ბათუმში იყავი..აბა სად..
-აქ..
-რას ნიშნავს აქ დებორა..ჩემს თვალწინ ჩააბარგე..მე..
-თავიდანვე ვაპირებდი წასვლას..თუმცა ორი დღის შემდეგ რაც თაიას სახლში გავატარე, ვამჯობინე ისევ ჩემს სახლში ვყოფილიყავი..
-რამდენი ხანი..დებორა საერთოდ რა ხდება შენს თავს..დემნაზე აღარ მაქვს საუბარი..
-არაფერიც არ ხდება..
-დარწმუნებული ხარ..?
-მე..
-იცი რაა არ მიპასუხო..მე..ერთი წუთით..ზედმეტი მომდის, ასე არ უნდა გელაპარაკებოდე, ჩემი ტონი..
-არაფერია..მესმის..
-რაც არ უნდა ხდებოდეს, შენს გვერდით მიგულე..თუ ლაპარაკი არ გინდა არც ვილაპარაკებთ..
-პირიქით, ჩემი მეგობარი ხარ..
-ზუსტადაც ამიტომ..ხდება თუ არა რამე და შენ მეტყვი თუ არა, ეს ძალდატანებით არ უნდა მოხდეს..დარწმუნებული ვარ ყველაფერს აქვს ახსნა და მიზეზი..ერთადერთი რაც მინდა იცოდე, ისაა რომ როგორც მეგობარი, ჩემი სახით შენს გვერდითაა..
-..მადლობა, ყოველთვის იცი ადამიანს თავი კარგად როგორ აგრძნობინო..-გაეღიმა
-რა თქმა უნდა, მე ხომ ეკატერინე ვარ..-ორივეს გაგვეცინა..-არ გინდა რამეს ვუყუროთ..?
-ოფისი..?
-თაიას გარეშე..? მოგვკლავს..
-მართალი ხარ..
-კარგი წამო ერთად ავარჩიოთ…
-ოჰ მოგეწონა..?
-კლიშეებით სავსე ფილმი იყო..
-მართალია, თუმცა ზოგი კლიშე ძალიან მიყვარს..
-ალბათ, ზოგი კლიშე არც ისე ცუდია..
-მგონი დროა დავიძინოთ..ყოველშემთხვევაში მე..
-არა არა მეც მეძინება, თან თავი საშინლად მტკივა..
-კარგი მაშინ დავიშალოთ…
მშურს ადამიანების, ვისთვისაც ძილი პრობლემას არ წარმოადგენს..ერთ საათზე მეტია ვცდილობ დავიძინო..განსაკუთრებით ჩემი ფიქრები არ მაძლევენ ამის საშუალებას..იქნებ ეკატერინეს საფრთხეში ვაგდებ, აქ რომ ვრჩები..იქნებ არ უნდა ჩამოვსულიყავი..როგორი გაგრძელება ექნება ალინას ისტორიას..შემიძლია სხვანაირად დავეხმარო..?..
წამოვჯექი, წამალი ავიღე და სამზარეულოში გავედი.. წამალი დავლიე და გაბრუნებას ვაპირებდი, ფიქრმა რომ შემაყოვნა..სამზარეულოში გავედი, პირველივე ჭიქა ავიღე რაც ხელში მომხვდა, შემოსასვლელში გავედი და ჭიქა სახელურის ზემოდან დავდე..
ამ ხრიკს მოგზაურობისას ვიყენებდი, როცა სასტუმროში მიწევდა დარჩენა, თუმცა ახლაც არ იქნება ურიგო..
ვინმე თუ სახლის გატეხვას დააპირებს, მე თუ არა რომელსაც საკმაოდ ძლიერი წამალი აქვს დალეული, ეკატერინე მაინც გაიგებს..
მოიცადეთ, იცით ვინსენტ ვან გოგმა ერთხელ რა თქვა..?
“ღამე უფრო ცოცხალი და ფერადია, ვიდრე დღე”..ადრე ვეთანხმებოდი..ახლა კი ვფიქრობ, რომ ღამე უფრო საშიში და ბნელია..
. . .
გაღვიძებიდან მალევე გავიაზრე, რომ თავის ტკივილი გამიუარესდა..ვეცადე ძილი გამეგრძელებინა, თუმცა არ გამომივიდა..ტელეფონს დავხედე, ჯერ კიდევ ადრე იყო..არც გამომიცვლია, პიჟამოების ამარა გავედი ოთახიდან..დედა სულ მეჩხუბებოდა, რომ გავცივდებოდი თუ მხოლოდ იმ ტანისამოსის იმედზე ვიქნებოდი, რომლითაც მეძინა..თუმცა როგორც დემნამ მითხრა, ძველი ჩვევები მარტივი მოსაშორებელი არაა..დემნამ..დემნამ მითხრა..ის..არა დებორა მასზე ნუ იფიქრებ, არ შეიძლება..
ჩაისთვის წყალი დავადგი..დიდად არ მშია, თუმცა ჩაის განწყობა ყოველთვის მაქვს..
მოვძებნე სასურველი ჭიქა, საშაქრე..და იმედიც მქონდა მწვანე ჩაისაც მოვნახავდი..გამიმართლა, გახარებულმა ცოტა წავუცეკვე კიდეც..
ჩაი მალე გავამზადე, უკვე დალევას ვაპირებდი, მოულოდნელად ხმამაღალი მუსიკის ხმა რომ გავიგე..იმდენად არ ველოდებოდი შევხტი, საპასუხოდ კი, ჩაის გარკვეული რაოდენობა მაგიდაზე დაიღვარა..
მალე ეკატერინეც გამოვიდა, თავის საყვარელ ხალათში გამოწყობილი, თან ცეკვავდა, თან მღეროდა..
-i can buy myself flowers, write my name in sand..მიყვარს ეს სიმღერა..
-როგორც მახსოვს მაილის არ უსმენდი..
-ჰო იცი ხასიათის ადამიანი ვარ, ეს ჩემს მუსიკალურ გემოვნებაშიც აისახება..ეს სიმღერა ძალიან მომწონს.. can love me better, i can love me better, baby..
-კარგი ტექსტი აქვს..
-ნამეტანი..ჩაის სვამ..?
-კი, გინდა ? წყალი ჯერ კიდევ ცხელია..
-აუ კიი რაა..-ეკატერინესაც უცებ გავუმზადე ჩაი..
-შაქარი გემოვნებით..
-ოჰჰ გმადლობთ..რომელი საათია არ დამაგვიანდეს..ახლავე თუ არ დავიწყებ გამზადებას, დამაგვიანდება..არაუშავს ჩაის მაინც დავლევ..
-თავი მისკდება, წამალი ჰომ არ გაქვს..?
-რა თქმა უნდა, აი იქით უჯრაში მოძებნე..-წამალი თუ არ დავლიე, მალე შევიშლები..რატომ არაა..კარგად უნდა მოვძებნო..აი ისიც..მგონი ესაა..
-ეკ..სად გაქრა ეს გოგო..-რას ვიზამთ.. მაინც დავლევ, რა უნდა დამემართოს..ცოტახანში გამზადებული ეკატერინე გამომეცხადა..
-მოკლედ მე სამსახურში უნდა გავიქცე, თუ რამეა დამირეკე, შეიძლება მესიჯი ვერ ვნახო..
-კარგი..-ორ წამში ისევ დაბრუნდა, ჭიქით ხელში..
-ვერ ამიხსნი..ამას იქ რა უნდოდა..
-უსაფრთხოებისთვის..
-ookaayy..-ზედმეტად ეჩქარებოდა იმისთვის, რომ ჩაღრმავებოდა სიტუაციას..მაგიდაზე დადო და გაიქცა..
გადავწყვიტე ჭურჭელი გამერეცხა..შემდეგ კი ყველაფრის დალაგება დავიწყე, იმისიც კი რაც დასალაგებელი არ იყო..ცუდად ყოფნის დროს, ორი უკიდურესობა მაქვს..ან ზედმეტად არეული მაქვს გარემო, რადგან მე ვარ შინაგანად არეული, ან ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს, რადგან მე ვარ შინაგანად არეული..ამ დროს ვგრძნობ, ერთადერთი რისი კონტროლიც შემიძლია, გარემოა სადაც ვარ..
სამზარეულოში საშინელი იატაკია..კარგად თუ არ გახეხე, ჭუჭყი არ ამოდის..ამაზე ეკატერინეს დაუწუწუნია ერთი-ორჯერ..აბაზანაში შევედი და ყველაფერი საჭირო გამოვზიდე..
ცოტახნით ის სევდაც და შინაგანი ბრაზიც, ამ საქმეს ამოვაყოლე, ისე ვცდილობდი კარგად დამესუფთავებინა აქაურობა..
ბოლოს ის ხსნარებიც, რომლის სახელებიც უკვე აღარ მახსოვს დავაბინავე და საშინლად დაღლილი მივესვენე დივანზე..
არა დებორა, ვინ გექაჩებოდა..რომელი საათია..უჰ რა დრო გასულა..მცირე დასვენების შემდეგ ნაცნობ ნომერზე გადავწყვიტე დარეკვა..
-დებორა ეს შენ ხარ..? მეგონა მომეჩვენა..
-ხომ არ გაწუხებ..?
-არა რას ამბობ, შენ რამ შეგაწუხა..
-იქნებ რამე სამუშაო გქონდეს ჩემთვის..
-მართლა.? მიხარია დაბრუნება თუ გადაწყვიტე..
-არა, მთლად ძველებურად არ მინდა..რამე ისეთი თუ გაქვს მე რომ..
-რთული და საშენო..გასაგებია..კი მაქვს..მეილზე გამოგიგზავნი, დეტალებსაც იქ მოგწერ..
-მადლობა..
-რა მადლობა, სამუშაო შემიმცირდა..
-ჯერ ხომ არაფერი გაკეთებულა..
-შენ რომ ჩაგაბარებს კაცი საქმეს, უკვე გაკეთებულია..
-კაი არ გამაწითლო..
-კარგი მაშინ კარგად..-საქმეც გამოვიჩინე, კიდევ კარგი ლეპტოპი წამოვიღე..მეილის გახსნის შემდეგ, წამით თვალები გამიფართოვდა, თუმცა ესეც თავად მოვითხოვე..თმები მაღლა ავიწიე, სათვალე მოვირგე ეკრანმა თვალები, რომ არ მატკინოს, ჩაიც გავიმზადე და მუშაობა დავიწყე..არც ისე მარტივი ტექსტია სათარგმნად, თუმცაღა რაც არის არის..
ისეთ მუღამში შევედი არ გავჩერებულვარ.. მეორე ჭიქა ჩაიც გავამზადე..მოიცადე ჭამა დამავიწყდა..თუმცაღა ვის ადარდებს, ერთი დღე თუ არ შევჭამ არ მოვკვდები.. ერთ სიტყვაზე გავიჭედე..ამ ფიქრში საათს როცა შევხედე, თვალები შუბლზე ამივიდა.. ორი დაწყებულა..მოიცა და ეკატერინე რატომ არაა აქამდე სახლში?..დავურეკავ იქნებ რა ხდება..
-ჰელოუუ.
-მშვიდობა გაქვს..?
-დამაგვიანდა ჰოო..ვმუშაობ გოგო..კიდევ დიდხანს მომიწევს ყოფნა..რაო რამე გინდაა..
-არა ისე დაგირეკე.. რა იცი რა ხდება..
-არ იდარდო მოკლედ..ახლა ცოტა მეჩქარება და გაგითიშავ..
-მიდი შენ იცი…
. . .
-დებორა, ვერ ვხვდები, ჩემგან რას ითხოვენ..ყველაფერი მოგიყევი..
-ალინა მათ დეტალები სჭირდებათ..
-მაგალითად..-ჩემს გვერდით მჯდომს გადავხედე..
-მაგალითად..
-თითოეული ადამიანი ვისთან ერთადაც მუშაობდა..
-შენი კოლეგების სახელები..
-მე მათ საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, როცა ბოლომდე არ ვარ იმაში გარკვეული ვინაა დამნაშავე..
-უარზეა..
-აქ იმისთვის ხარ, რომ დაარწმუნო..
-მე მხოლოდ თარჯიმანი ვარ..
-ვითომ..? შენი აზრით აქ მხოლოდ ამისთვის ხარ..?-ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები..ანდაც..
-ალინა მომისმინე- ჩემი ხმა მე ვერ ვიცანი..მაგიდაზე დაწყობილ ალინას ხელებს, ჩემი ზემოდან დავადე..-ძველი მეგობრები ვართ, შენ მე კარგად მიცნობ..ასე არაა..
-ასეა..
-მე ვერ გაიძულებ შენთვის არასასურველის გაკეთებას, თუმცა მინდა იცოდე, შენთვის ცუდი არ მსურს..ისინი დაგეხმარებიან ყველაფრის გარკვევაში..
-ჩემი საქციელი ეთიკური იქნებაა? თუ ვიტყვი შეიძლება მათ რამე მოუვიდეთ..სხვაზე პასუხი როგორ ვაგო..
-მე ვაგებ პასუხს, რომ საფრთხეში არავინ ჩავარდება..
-დარწმუნებული ხარ..?
-სრულიად..
-ფურცელი და კალამი..სასწრაფოდ..-იქვე მდგომი ახალგაზრდა ბიჭი გავიდა ოთახიდან..მალევე იმ ორი რაღაცით დაბრუნდა რაც ვითხოვე..მე მაწოდებდა, როცა ვუთხარი..
-მას.. წინ დაუდე..
-უკაცრავად..გასაგებია..
-ესენი რად მინდა, პირდაპირ გეტყვი..
-საუბრისას შეიძლება ვინმე გამოგრჩეს..კარგად დაფიქრდი და ისე დაწერე..ახლა თუ მაპატიებ ორი წუთით უნდა გავიდე..გვერდით, ცარიელ ოთახში შევედი..მალევე გვერდით მყოფი პიროვნებაც შემომყვა..
-რა ხდება..
-მითხარით, რომ აქ თარჯიმნობისთვის არ ვარ..აბა რისთვის ვარ..
-კარგად იცი..
-არაა მეხუმრებით ჰოო..
-ჩვენ..
-აგენტი აღარ ვარ, დიდი ხანია შევეშვი, თუ ჩემს საქმეს გადახედე, მიხვდები, რომ მიზეზი მქონდა..
-როცა ამ ქალმა შენი სახელი ახსენა, გაგვიკვირდება და მე პირადად გამიხარდა..
-რატომ..
-შენთან ერთად თანამშრომლობა, რომ მომიწევდა..
-დაბრუნება..
-ამას არავინ გთხოვს, თავად თუ არ მოინდომე..თუმცა გვინდა ისე გააკეთო, შენი საქმე, როგორც აკეთებდი..
-მე ალინას დახმარება მინდა..
-შენ უკვე ეხმარები..თუ ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებ, უფრო მეტად შეძლებ ამის გაკეთებას..
-და დემნა..
-რას გულისხმობ..
-მან იცის..?
-ყოფილი.. სპეციალური აგენტი რომ ხარ..? ამას მნიშვნელობა აქვს?
-აქვს..
-უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, ალინა..
-მოვდივარ..საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია..
-დებორა..-გავიგე ალინას ხმა..
-აქ ვარ..
-მე..-ფურხელი გამომიცურა..-იმედები არ გამიცრუო..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-იმედია..
. . .
დღის განმავლობაში, როცა ხალხია ჩემს გარშემო ნაკლებად მეშინია..ახლაც პარკში ვარ გამოსული, ჩემთვის ვფიქრობ..აქამდე როგორ მოვედი..რაღაც მომენტში მეგობრებთან ერთად ვიცინოდი, ახლა კი..
არ ვიცი ჩემგან რამდენად გასაკვირია, ჩემი ყოფილი სამუშაო..ალბათ ვისთვის როგორ..თუმცა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მაინც უნდა იყოს გასაკვირი..
ყოფილ აგენტს, რომელსაც თავის დაცვა კარგად უნდა გამოსდიოდეს, ახლა ასე რატომ ეშინია..
როცა დავიწყე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ფაქტობრივად ბავშვი..აღტაცებული ვიყავი, თავგადასავლების ძიებით, ასეთ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი.. ოღონდ ისეთი პერსონაჟი არ ვყოფილვარ როგორც ფილმებშია ასახული..
და მაინც მეგონა ძლიერი ვიყავი, მეგონა მთებს უპრობლემოდ დავლაშქრავდი..საბოლოოდ ფაქტია ასე არ გამოვიდა..
თეორიულად როცა რაღაც მარტივი ჩანს, ვერ გაიგებ რეალურად, რამდენად მარტივი ან რთულია, სანამ არ გამოცდი..
ჩემს ძველ მეს რომ ჰკითხო, ვიღაც სულელის, რომელიც აგეკიდა და ყველგან დაგყვება, როგორ უნდა გეშინოდესო, ალბათ ასე იტყოდა.. სამწუხაროდ ამის თქმა მე არ შემიძლია..
. . .
-ეკატერინეე..მოვედიი..
-შემო შემო..
-იცი რა მოგიტ..იოანეე
-დებორაა, მოდი გნახო..აბა მითხარი როგორ ხარ..
-ნორმალურად, შენ როგორ ხარ..
-წყალი ცხელია, ჩაი გინდა..?
-ყოველთვის..
-ეკატერინეს, რომ არ ეთქვა ჩემს ნახვას არ აპირებდიი..
-რავიცი, ჰომ გნახავდი ოდესმე..
-ოჰ შენ ვინა ხაარ..როგორ დაგვეკარგე მოკლედ..
-ჰოო..
-ასე აღარ გააკეთო, ზედმეტად მოგვანატრე თავი..
-კარგი ნუ აბუქებ..
-ვაბუქებ არა იის..რა მოიტანე..
-სასუსნავები..
-საკუთარი სახლი, რომ არ გქონოდა, აქამდე გადმოგიყვანდი ჩემთაან..
-ჰოო არაა..
-ესეც შენი ჩაი..ცივა გარეთ?
-ცოტა.
-მომაწოდე ეგ შენი სასუსნავები..-ორი თეთრი პარკი, რომელსაც მარკეტის ლოგო ამშვენებდა და ყველასდა საბედნიეროდ გავსებული იყო, ჯანმრთელობისთვის არც ისე სახარბიელო სასუსნავებით, ეკატერინეს გადავულოცე..-ჰომ გახსოვთ ლამაზად მოხატულ ჭურჭელზე, რომ ჭკუა მეკეტება..სასუსნავებისთვის სპეციალურად ნაყიდ ჭურჭელზე გადავანაწილებ ყველაფერს..
-მოიცადე და სასუსნავებისთვის, სპეციალური ჭურჭელი არსებობს..?
-ჩემთვის არსებობს..ხალისიანია და უხდება..
-okaay.. უცნაურია თუმცა, რადგან ჩვენს ჯანმრთელობას აქედან არაფერი არგებს, თვალებს მაინც ესიამოვნოთ..არაა იოანე..
-მართალი ხარ..-ჭურჭლის გადმოლაგების დამახასიათებელი, ხმებიც გაისმა ისეთი, რომ გეშინია არაფერი დაიმსხვრეს..სასუსნავების გახსნის ხმაც მოჰყვა და რამოდენიმე წუთში ღიმილიანი ეკატერინე გამოემართა ჩვენკენ..
-მივირთვათ ხომმ..
-უი სულ დამავიწყდა..მეც მაქვს რაღაც წამოღებული..
-რამე საინტერესო..?
-უფრო საჩემოა თუმცა შეგიძლაით მიირთვათ..ნუშია..
-ნუში..
-კარგი რაა ვითომ არ იცით, როგორ მიყვარს..
-ჰოო..
-არ მახსენდება..იქნებ ახლახანს აღმოაჩინე..
-კაიი..მართლა არ გახსოვთ?..მოკლედ ამიერიდან გახსოვდეთ, რომ გყავთ მეგობარი სახელად იოანე, რომელსაც ძალიან უყვარს ნუში..
-უცნაურია..
-მაგრამ გემრიელი..
-შესაძლოა..
-ეგ კაი და რამდენი ხანია რაც აქეთ ვარ, სხვა რა ხდება..მოყევით..
-რა ვიცი, როცა სამეგობრო შეკრული არაა ცოტა მოწყენილობაა..-არამგონია ოდესმე შეიკრას..
-აუ ისე გუშინ ვნახე დემნა..-კინაღამ ჩაი გადამცდა მისი სახელის ხსენებისას..- ველაპარაკებოდი და ისე მოვაყოლე შენი სახელი..რამოდენიმე წამში გადამატანინა სხვა თემაზე..თან იმდენად უემოციო სახე ჰქონდა..შენზე ველაპარაკებოდი თუ მისთვის უცხო ადამიანზე ვერ გაარჩევდი..
-კარგი რაა იო..სხვა რეაქციას ელოდიი..
-რამდენი დრო გავიდა რაც წახვედი..ასეთი ახლო მეგობრობის ფონზე..ზედმეტიც კი მოგდით თქვენ ორს..-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და უკვე დამთავრებული ჩაი მაგიდაზე დავდე..
-რაც არ მოგვარდება უნდა შეეშვა..
-კარგი რაა..თქვენ ორს შორის მოუგვარებელი..?
-იო..არ გვინდა რაა..როდესაც ვამბობ, რომ მოუგვარებელია, ესე იგი მოუგვარებელია..წერტილი..
-როგორც გინდა..თქვენი მეგობრობა ინგრევა..სხვა არაფერი..
-ინგრევა არა..დაინგრა..
-კარგით გვეყოფა..სხვა თემაზე გადავიდეთ… წვენი არ გინდათ..?
. . .
“ინგრევა არა..დაინგრა..” რაც ჩვენ ორს მეგობრები დაგვერქვა..ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ეს სიტყვები ამომივიდოდა პირიდან, ჩვენ ორზე..
ვფიქრობდი ყველას, რომ მივეტოვებინე, სულ ყველას..თუნდაც თაიას..ადამიანს, რომელიც დისგან არაფრით განსხვავდება და სხვანაირად ვარ ახლო..იმასაც, რომ მივეტოვებინე..დემნა ჩემს გვერდით იქნებოდა..არ ვიცი ასე რატომ ვფიქრობდი..ალბათ იმიტომ რომ თაია ჩემგან შორს იყო..არ ვიცი..თუმცა გონებაში, როცა დგებოდა მომენტი და საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში მეუფლებოდა..დემნა რჩებოდა..უბრალოდ მისი არსებობითაც უკეთ ვიყავი..ახლა კი ისე მიყურებს როგორც უცხოს..ჩემთვის სრულიად გასაგებადაც კი..
ასეა რამდენადაც მასზე კარგი მეგობარი არ გეგულება, იმდენად შეიძლება რადიკალურად..სიტუაციის გადასხვაფერება..
ეს იმ საშინელ დღესაც კარგად ვიცოდი…ვიცოდი რაზე მივდიოდი, თუმცა მაინც არ აღმოვჩნდი საკმარისად მზად..საყვარელი ადამიანის დაკარგვისთვის..
-დებორა..რა მოგიტანო..? ჩვეულებისამებრ..?
-კი ჩვეულებისამებრ გრეტა..
-ახლავე იქნება…აი მეც მოვედი..ხომ არ გალოდინე..
-არა პირიქით..ისე მაინც არავინაა და ჰომ არ შემომიერთდებოდი..
-მე მეგონა მარტო ყოფნა გინდოდა..მაშ კარგი სიამოვნებით..-რამდენი ხანია წესიერად თვალიც არ მომიკრავს, ჩემი საყვარელი კაფის “თავსატეხის” მფლობელ გრეტასთვის..
-რა ხდება ახალი..?
-არაფერი შეცვლილა..თქვენი სამეგობრო შემომაკლდა მხოლოდ და მხოლოდ..
-მეც..თუმცა რას იზავ..
-ან ერთად მოდიხართ..ან არცერთი..იშვიათი გამონაკლისის გარდა..
-იშვიათი გამონაკლისი?
-კი ჯერ თაია და ანდრია იყვნენ..მგონი ორჯერ..შემდეგ დემნა რამდენჯერმე..ახლა შენ..
-დემნა ხშირად დადის..?
-თვეზე მეტი გავიდა რაც აღარ მინახავს..თუმცა კი ხშირად დადიოდა..
-გასაგებია..
-ისე თქვენ ორის დუეტიც მომწონდა..
-ჩვენ ორს დუეტი არ გვქონია..
-როგორ არა..საკუთარი თვალით ვხედავდი..ოდესმე ჩაიში შაქარი თავად დაგიმატებია..?
-რა შუაშია..
-ამას ყოველთვის დემნა აკეთებდა..შენთვის..თან ისე ბუნებრივად..მზრუნველობით..
-შაქრის დამატებას ამხელა მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ გრეტა..
-ვითომ..? როგორც გენებოს..
-ისე სულ მიკვირდა ასეთი ახალგზარდას კაფე, რომ გაბარია..
-დედის დანატოვარია..მიყვარს და ვუფრთხილდები..
-აქ ყოფნისას ამას ვგრძნობ კიდეც..დარწმუნებული ვარ, თითოეული შემომსვლელი გრძნობს..
-იმედია..-ამ დროს შეიცვალა სიმღერაც..
????Taylor Swift - Everything Has Changed ft. Ed Sheeran????
-კარგი სიმღერაა..
-როდის მე ვუსმენდიი..ეჰ..რაღაცნაირად მიყვარს..
-როდის გამოვიდა..
-9 წლის წინ..წარმოგიდგენიაა..
-დრო მალე გადის..თან ამასთანავე ყველაფერი მართლაც იცვლება..
-ნუ იტყვი..
. . .
იცოდით, რომ მამაჩემი გვარად დარასელია არ არის..? არ ვიცი რამდენად უნდა ვუწოდო მამა ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით არ ყოფილა.. ერთხელ არ მოუცია რჩევა.. სანამ მამა დედას უღალატებდა და საბოლოოდ “ბედნიერი” ოჯახი დაიშლებოდა, ერთად ვცხოვრობდით..რაც თავი მახსოვს ბევრს სვამდა, მგონი ღამეს ჩვეული მთვარლი მამის გარეშე არ ჩაუვლია..საბედნიეროდ არც მე და არც დედას ხელით არ გვეხებოდა..თუმცა მაინც აუტანელი იყო..
მე და დედა პატარა სახლში გადავედით საცხოვრებლად, მაშინ ქირა არც ისე ძვირი იყო ჩვენთვის..დედა ფულს ყოველთვის აგროვებდა და სამუშაო ახალი დაწყებული ჰქონდა..
დედა უბრალოდ დედა არ ყოფილა, ახლო მეგობარი იყო, რომელსაც ყველაფერს ვუყვებოდი..თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედობა ავიწყდებოდა..
დღემდე სინანულად მაქვს, გაუაზრებლად, რაც კი რამ მიწყენინებია..შეიძლება ზოგჯერ იმედიც გავუცრუე..
და მაინც, სულ მეუბნებოდა, როგორი მადლიერი იყო, მე რომ ვყავდი..
სანამ წავიდოდა გვარის შეცვლა გადავწყვიტე, არ მინდოდა იმ ადამიანის გვარის ტარება, რომელსაც არ ვადარდებდი და ჩემზე არ ზრუნავდა..
იცით, ეს მძაფრად როდის აღვიქვი..? როდის ვიგრძენი, რომ გული გამეკაწრა..? მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი და ყველაფერთან ერთად მამის თანხმობა აუცილებელი იყო..როცა მივედი და ვუთხარი, უპრობლემოდ დამთანხმდა, წარბიც კი არ შეუხრია..ხელი მოაწერა და წავიდა..აქ მორჩა..
მე მამა აღარ მყავდა..
მეწყინა, თუმცა ჩემდა გასაკვირად
გულში არ ჩამიდია..აღარაფერს ვგრძნობ, მცირეოდენი სინანულის გარდა..არც ის მინდა, რამე ცუდი მოუვიდეს, იყოს თავისთვის ბედნიერად..თუმცა ჩემს გარეშე..
შემდეგ კი დედაც წავიდა..მანამდე თუ ბებოსთან სამუშაოს გამო მტოვებდა, ეს უკვე ყოველდღიურობაში გადაიზარდა..ბებო ყოველთვის მიყვარდა, ამან კი შემიმსუბუქა ტკივილი..
მინდა, რომ ჩამოვიდეს და ჩემთან იყოს, თუმცა იმდენად შეეჩვია იქაურობას, მირჩევნია კარგად იყოს..და იქ იყოს სადაც ყოფნა ენდომება..
. . .
-მოიცადე სწორად გავიგე..?
-დიახ, ეს აუცილებელია..
-კი მაგრამ რისთვის..?
-შევძლებთ უკეთ დავიცვათ..
-თუ უკეთ გააკონტროლებთ..
-ჩვენ არ..
-აქაურობას კარგად ვცნობ, არც კი გაივლოთ თავში აზრად, რომ ჩემს მოტყუებას შეძლებთ..
-ჩვენ არ..
-დამასრულებინე..მცირედი ნდობა, რომ არ მქონდეს, დამიჯერე ალინა თქვენთან არ ითანამრომლებდა..მე ადამიანს თუ ვარწმუნებ, რომ რაღაც კარგია, ამის სიკარგეზე პასუხს ვაგებ..არ გაბედოთ ჩემთვის იმედის გაცრუება და მისთვის მცირედი ზიანის მიყენება, თორემ დამიჯერე არაფერი დამთავრდება კარგად..თუ მართლა გაქვს ჩემი ფაილი წაკითხული, გეცოდინება, რომ ჩემი ნათქვამი შესრულებადი მოცემულობაა სამომავლოდ..
-გასაგებია დებორა..
-მიხარია, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა მელისა..ახლა კი მითხარი რა იცის დემნამ..
-არაფერი..
-საერთოდ..?
-საერთოდ..
-კარგი..აქ არის ალინა..?
-დემნაც..
-ერთ ოთახში..?
-შენი შესვლის მერე შემოვა დემნა..
-კარგი..
. . .
-დებორა რას მეუბნები..დემნა ჩემი ადვოკატი უნდა გახდეს..?
-ასეა..
-არა ეს არ მოხდება..
-რატომ..
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ..
-ამჟამად გყავს ადვოკატი..?
-არა, არასდროს მქონია საჭიროება..
-ვერ ხედავ განსხვავებას ადრინდელ დროსა და დღევანდელობაში..? ალინა საფრთხის ქვეშ ხარ, გგონია ვინმეს აწყობს შენი ხმის ამოღება..? გგონია არ დაიწყებენ შენს შესახებ ინფორმაციის ამოქექვას, რომ გაგაჩუმონ..?
-დასამალი არაფერი მაქვს..
-შეიძლება არ გაქვს მაგრამ მათ შეუძლიათ, სიტუაცია მათ სასიკეთოთ შემოატრიალონ..ისე გამოაჩინონ, რომ შენ ცდები..დემნას კარგად ვიცნობ..-მექანიკურად დემნას გავხედე, რომელიც იქვე კედელს იყო მიყრდნობილი და ისე მიმზერდა, რამდენინე წამის შემდეგ კი მზერა ალინაზე გადაიტანა..- მასზე სანდო ადვოკატი არ მეგულება, თავისი საქმის პროფესიონალია..არ დაუშვებს კანონები შენს წინააღმდეგ გამოიყენონ..
-დარწმუნებული ხარ..? ასე კარგად იცნობ..
-მგონი საკუთარ თავსაც არ იცნობს ისე კარგად როგორც მე..
-არ მეგონა საქმე აქამდე თუ მივიდოდა..
-ვიცი, შენი მესმის..არაფერია მარტივი, მაგრამ არც შეუძლებელი..მითუმეტეს მაშინ როდესაც გეხმარებიან..
-იქნებ ჩემთვის კარგი არ სურთ..
-გგონია არ გადავამოწმე..? ყველაფერს ვაკონტროლებ..
-არ ვიცი ალბათ მეშინია..-მალევე წამოვდექი, ჩემს პირდაპირ იჯდა ამიტომაც, მივუახლოვდი, სკამი გამოვწიე და გვერდით მივუჯექი..
-ბუნებრივია..
-ასე როდემდე ვიქნები..
-მაგაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, შენი უსაფრთხოებისათვის..
-მადლობა დებ..
-არაფერია..ყველაფერი კარგად იქნება..
. . .
-მელისა, სწორად გავიგე..?
-დიახ..
-მე და დემნას ისედაც საკმარისი, გადაკვეთა გვაქვს..რა საჭიროა..
-სრულიად ვეთანხმები..
-ჰოო არაა..-ჩემს წინ მჯდომმა დემნამ აშკარად რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და მზერა მელისას მიაპყრო..
-მომისმინეთ, საქმეს დროულად თუ არ მივხედეთ, ჩემგან არ გესწავლებათ, რამდენად ცუდი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ..-რადგან სიჩუმე არცერთმა დავარღვიეთ ისევ მელისამ გააგრძელა სუბარი..-შენ მას კარგად იცნობ, ბევრი კუთხით შეგიძლია დახმარება..შენ კი ადვოკატი ხარ, რომელმაც საჭიროა თავისი საქმე კარგად კი არა შესანიშნავად შეასრულოს..
-მთავარია ალინას დავეხმარო..მნიშვნელობა არ აქვს..
-ჰოო არაა..ამაზე დავას ჯობია საქმეს მივხედოთ..
-აი ეს შემართება უკვე მომწონს..
-მელისა ზედმეტიც ნუ მოგივა, იმედია მეორე კლასელებივით თავზე ვარსკვლავის სტიკერებს არ მოგვაკრავ..
-ოჰ დემნა დემნაა..ახლახანს კი სწორი თქვი, იქნებ მუშაობა მალევე დაიწყოთ..
-მხოლოდ ჩვენ უნდ..
-მელისა აქ ხარრ..უი არ ვიცოდი თუ არ გეცალა..
-გეგი..? ეს შენ ხარ..? აქ რას აკეთებ..?
-ჯერ ერთ შეკითხვაზე დააცადე პასუხის გაცემა..
-ოჰ არაფერია..სალამი დებორა..აქ ვმუშოაბ..
-აქ..? მე მეგონა კომპანიაში იყავი..
-მანდაც ვარ..
-გასაგებია..
-მოკლედ მელისა ეს საბუთები გადაიბარე.. მეგობრებო თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, აქ ვარ..
-ნახვამდის..
-აბა შენ იცი..- მელისას მთლიანი ყურადღება გეგის მიცემულ საბუთებზე გადაეტანა..მალევე წამოდგა, თან საბუთი გადაფურცლა..
-საით..?
-საქმე გამომიჩნდა..დიდები ხართ უკვე, დროა საკუთარ თავებს მიხედოთ..-ჩაეცინა, ჩვენ კი ნამდვილად არ გვეღიმება..მალევე გაისმა კარის გაჯახუნების ხმაც..
-ასე მარტივად როგორ მიგვაგდო…
-ყველაფერი ყველაფერი და შენ ვიღაცის მიგდებაზე ხმა არ ამოგეღება..
-ვითომ..?
-მოკლედ, ჯერ სათანადო საბუთებია შესაგროვებელი..
-კარგი რაა დემნა, გგონია დღეს გაგიცანი..? ისე საქმეზე არ იწყებ მუშაობას თუ ინფორმაცია წინასწარ არ გაქვს შეგროვებული…პირდაპირ მითხარი რა გაარკვიე..-დიდად არ ესიამოვნა, ჩანაფიქრს რომ მივუხვდი ..
-ხვალ ჩემს ფირმაში შევხვდებით და დღევანდელ საუბარს იქ გავაგრძელებთ..
-როგორც გენებოს..-თითქმის ერთიანად წამოვდექით და გასასვლელისკენ გავემართეთ..კარი უნდა გამეღო დემნამ, რომ დამასწრო..როგორ დამავიწყდა უკანასკნელი ადამიანი რომც ვიყო, ვისთანაც შეხვედრა ენდომება.. მანერები არ შეეშლება..იმდენად აქვს გამჯდარი..
. . .
“მე გაგაფრთხილე, რას და როგორ იზავ შენ იცი..არ დაგავწყდეს ბეწვის ხიდზე გადიხარ..არც ის იფიქრო, რომ მავიწყდები, სულ მახსოვხარ და სულ თვალს გადევნებ..”
-რა სახე გაქვს გოგო, რას კითხულობ ასეთს..
-რა..აჰ არაფერია..ისე ჩავფიქრდი..
-გინდა ახალი დიზაინი გაჩვენო..?
-სიამოვნებით..
-ახლახანს მომივიდა იდეა და პირდაპირ მითხარი რას ფიქრობ..
-თავისთავად..
-აჰაა აიღე და ახლავე მოვალ, სამზარეულოში უნდა გავიდე ორი წუთით..
-კიბატონო..
-მოვედიი..აუ იცი ვინ დამირეკა..?
-აბა..
-ნელიკომ..
-ჰოო რაო რა გითხრა..
-რა უნდა ეთქვა, მომენატრეთო, ბოლოს მხოლოდ გოგონები როდის იყავით ჩემთან აღარც მახსოვსო..მერე კარგა ხანს ვილაპარაკეთ..
-მეც მომენატრა, თუმცა რას იზავ..ახლა არ შემიძლია..
-ეგეც ვუთხარი, დავამატე როცა შევძლებთ აუცილებლად ჩამოგაკითხავთთქო..
-მერე მეც დავურეკავ..
-დაურეკე დაურეკე, ჰომ იცი ესიამოვნება..ეგ კაი და შენ ის მითხარი კაბაზე რას ფიქრობ..
-აა ჰო ყურებაში გავერთე..
-საინტერესოა ასე რამ ჩაგაფიქრა..-სრულიად უცნობმა, რომელიც დამყვება და მემუქრება..რას უნდა ჩავეფიქრებინე..
-არაფერმა..მოკლედ მე რასაც ვუყურებ..
. . .
საკმაოდ მაღალ შენობას ავაყოლე თვალი, ისეთი შეგრძნება მეუფლება აქ ყოფნისას არასდროს, რომ არ გამჩენია..
მართლა არ მახსენდება დემნას ფირმაში მისვლისას მენერვიულოს, თუმცა ცხოვრებისგან რა უნდა გამიკვირდეს, ხშირად ის ხდება რაც შენთვის წარმოუდგენელი ჩანდა..
როგორც იქნა შესვლა დავაპრე, მორიგი მესიჯი, რომ მივიღე..”იმედია შეხვედრა კარგად ჩაივლის, ხომ გამაგებინებ..?”..ეს არანორმალური მანიაკიც მაგრად მეღადავება ჰოო? ეს საიდანღა გაიგო..
-ნუთუ ახლა ჩემს წინ დებორა დარასელიაა..
-სალამიი..დიახ მე ვარ..
-რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ..თითქოს საუკუნე გავიდა..
-მასეა..არ უთქვამს, რომ მოვიდოდი..?
-დემნას..? არა, მის განრიგს თუ გადავხედავთ, ჯერ არაფერი აქვს დაგეგმილი..თუმცაღა შენ რაში გჭირდება განრიგში ჩასმა..როდის აქეთ აქცევ მაგას ყურადღებას..
-რა გითხრა..ისე შენი ორი საყვარელი ბავშვი როგორაა..
-რა უჭირთ..შენ როგორ ხარ..
-ალბათ კარგად..კარგი მე შევალ ჰოო..
-მიდი შედი, დარწმუნებული ვარ შენი ნახვა გაუხარდება..-ძლივს შესამჩნევად გავუღიმე..ერთი რამ ზუსტად ვიცი, დასანახად ვერ მიტანს.. ჯერ კიდევ მიჭირს გააზრება, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება..
კაბინეტის კარი როცა შევაღე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ნაცნობი ადგილისგან თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო, არადა დემნას ერთი ნივთიც კი არ ჰქონდა გადაადგილებული..
ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, თავი საბუთებში აქვს ჩარგული.. ეს იმის ნიშანია, რომ ან ვერ გაიგო ჩემი შემოსვლა, ან არ შემიმჩნია..
მის წინ ჩამოვჯექი და ველოდები როდის მომაქცევს ყურადღებას..ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე..
-დემნაა..იქნებ ამ სამყარს დაუბრუნდე..
-დებ..დებორა მგონი შეგიძლია კიდევ ორი წუთი მოითმინო..
-მე..
-ჩვენს შეხვედრამდე ჯერ კიდევ დროა..
-ათი წუთი..ვიცი თუმცა შენ რა მე მაჩუმებ..?
-ოჰ დებორაა..-როგორც იქნა შემომხედა, ვერ ვიტან ადამიანი, რომ მელაპარაკება და არ მიყურებს..
-კარგი მიდი..დაგელოდები..-მოიცადე მოიცადე, მხოლოდ ახლა გავიაზრე დემნა დადვანს სათვალე, რომ უკეთია..მზერა აღარც მომიშრებია, შეიძლება ითქვას, რომ მივაშტერდი.. როდიდან სჭირდება, დემნას სათვალე..? რა გამოვტოვე..
-აუცილებელია ასე მომაშტერდე..?
-რატომ გაწუხებს..? იბნევი..?
-დებორა..კარგი რაა..
-ჰოდა მე..
-დავასრულე..
-კარგია..-საბუთები აიღო, გაასწორა და გვერდით გადადო..სათვალე მოიხსნა და შემომხედა..-იქნებ ჯობია გეკეთოს..?
-რატომ..?
-ჩემი სრული სილამაზის აღქმა რომ შეძლო..
-ჰოო არაა..საქმეზე გადავიდეთ..
-კიბატონო..
-ეს ფაილებია, იმ ადამიანებთან დაკავშრებული, ვისაც ამ საქმესთან პატარა შეხებაც კი აქვს..
-ოჰჰ ამდენი..?
-გგონია ასეთ მნიშვნელოვან წამალზე მუშაობა ასე მარტივად ჩაივლიდა..?
-ეგ კარგი და სულ პირველ კავშირზე ინფორმაცია გაქვს, იტალიელ და ქართველ ექიმებს შორის..?
-გადავხედე და მნიშვნელოვანი არაფერი..
-შენ ჩემზე კარგად იცი, რომ პრობლემის საწყისი, ასეთი შემთხვევების დროს, თავიდანვე იჩენს ხოლმე..
-თავად ნახე..
-ორ სრულიად განსხვავებულმა გუნდმა ერთად უნდა ითანამშრომლოს და გინდა მითხრა, რომ ამან უპრობლემოდ ჩაიარაა..
-იმას ვამბობ, რომ ამ დროს თითოეული ადამიანის საქმე ზედმიწევნითაა გაწერილი, ერთი შეხედვით ნათელი არ იქნება, ვის ვისთან ექნებოდა პრობლემა..
-არც კი ვიცი, ყველა თავისი საქმის პროფესიონალი ჩანს, ასეთი შეცდომა როგორ დაუშვეს..
-ადამიანები ვართ, რაც არ უნდა ვეცადოთ, შეცდომებს დავუშვებთ..
-თავისთავად, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორების ძალაც უნდა გვქონდეს..იპოვე რამე საწინააღმდეო, რაც შეიძლება ალინაზე გამოიყენონ..?
-გგონია რამი პოვნას მოვახერხებდი..?
-როგორც თავად თქვი, ადამიანები ვართ და რაც არ უნდა ვეცადოთ, შეცდომებს დავუშვებთ..თუმცა არ მგონია რაიმე გეპოვა..
-ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერია..
-რომც გეპოვა მე..
-მოიცა მოიცა, რამე რომ მეპოვა საბუთების განადგურებას ეცდებოდიი..მითხარი რომ ხუმრობ..
-ნუ..
-საერთოდ ნორმალური ხარ..?
-სერიოზულად გინდა, მაგ კითხვაზე პასუხი გაგცე..?
-დაივიწყე..
-კარგი და ინვესტორებზე ინფორმაცია გვაქვს..?
-საკმარისი არა, ძალზედ გასაიდუმლოებულია, თითოეულის ფაილი..-გამეღიმა..
-რა მოიფიქრე..
-მგონი ვიცი საიდან უნდა დავიწყოთ ძებნა..
. . .
-ბებო რას მეუბნები..მართლა..?
-ჰოო შვილო, ასე მოვიფიქრე..არასდროს ვყოფილვარ და ვიფიქრე..
-რა მაგარია, მიხარია, როგორც იქნა..
-ფიქრობ კარგი გადაწყვეტილებაა..
-რა თქმა უნდა, თუ დედასთან ჩახვალ ძალიან გამიხარდება, ჰომ იცი…
-უახლოესი რეისი, რომ დამიჯავშნო, შეგიძლია..?
-როგორც კი გაგითიშავ, მაშინვე მოგიგვარებ..
-კარგი მადლობა ბეე..
-რა მადლობა..ანუ გამოდის, რომ იტალიაში უნდა გაისეირნო..
-დედაშენის ნახვა უფრო მინდა, ვიდრე იტალიის..
-ნახე რაა, როგორ მოგანატრა თავი, საყვარელ ქალაქს გატოვებინებს..
-შენ ეგა თქვი..
-დედას როდის ეტყვი..
-გაფრენის დღეს..
-კაი მაშინ გაგითიშავ..
-კარგი..მიყვარხარ ბეე..
-მეც მიყვარხარ ქალბატონო ასინათ..
. . .
-გეგი მოიცადე..
-რა მოხდა..?
-რაღაც მაინტერესებს..
-გისმენ..
-მელისა მოგწონს..?
-რაა..მე..შენ..
-ანუ სწორად მივხვდი..
-გამომიჭირე..არ უთხრა რაა.
-მე შენ სათქმელს როგორ ვიტყვი..მოკლედ აბა შენი იცი, კარგი გოგო ჩანს..
-ვნახოთ, რამე თუ გამოვა..
-შენ არ გაგიჭირდება..-გამეცინა..
-როცა მართლა მოგწონს ვიღაც ყველაფერი რთულდება..
-შენი მესმის..თუმცა უფრო მეტად უნდა სცადო, მხოლოდ საბუთებს შენს მაგივრად მე მივტანის თქმა არ კმარა..
-ჰოო ვიცი..ვერ დამეხმარებიი..
-მე რითი თორე..დემნასთვის გეკითხა..
-შენ უკეთ მეტყვი, ჰომ მეგობრობთ..
-უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ ვთანამშრომლობთ..
-რომ დაუმეგობრდე..
-გამორიცხულია მაგის გამო ვინმეს დავუმეგობრდე, მიუხედავად იმისა რამდენადაც არ უნდა მინდოდეს შენი დახმარება, თუმცა სხვა გზებით ვეცდები ამის გაკეთებას..
-ანუ დამეხმარები..
-დაგეხმარები აბა რას ვიზამ..
. . .
-ბებოო რამე ჰომარ გავიწყდება..
-ასეთი მოხუციც არ ვარ..
-ეგ არ მიგულისხმია, რამე მნიშვნელოვანი არ დაგრჩეს..
-ისე მიხარია თქვენ გამოო-ეკატერინე ბებოს გადაეხვია..
-ჩემი წასვლის დროა..გოგონებო ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებსაც რა საკვირველია..-ეკატერინეს მიუახლოვდა..-ახლა რა მოსატანია თუმცა ნიჭიერი გოგო ხარ, თუ ამ ნიჭთან ერთად ბევრს იშრომებ, დამიჯერე დაგიფასდება..აბა შენ იცი..
-აუცილებლად..-ახლა მე მომიახლოვდა..
-ბე როგორც იტყვიან ხოლმე, გული ერთადერთი გაქვს, ყველაფერს მასთან ახლოს ნუ მიიტან..ყველაფერი კარგად იქნება..შენი მჯერა, სახელს ამართლებ და ასე გააგრძელე..-წავიდა, სადაც იყო ჩვენს თვალთახედვას გასცდებოდა, ხელი რომ დაგვიქნია და გვითხრა..
-ორივე ძალიან მიყვარხართ..აბა თქვენ იცით..-და ასე დატოვა ქალბატონმა ასინათმა ქვეყანა, შვილის ნახვის უდიდესი სურვილით..ამ დროს ეკატერინემ მიმიხუტა..არაფერი უთქვამს თუმცა მისი სათქმელი ნათელი იყო..
. . .
-გრეტა..გამარჯობა..
-გამარჯობა..რას ინებებ..
-მხოლოდ ჩაი..ლიმონით..
-და რომელი..
-შენ აარჩიე..
-კარგი, მალე იქნება..-თავი დავუქნიე..საბუთები მაგიდაზე დავაწყვე, ირონიულია რომ ახლა თავსატეხშ ვიმყოფები, მაგიდაზე კი თავსატეხის იმდენი ნაწილია მიმოფანტული, არც კი ვიცი თუ შევძლებ რამოდენიმე მაინც გავაერთიანო..სრული სურათის დანახვისათვის..
-როგორც ჩანს ბევრი საქმე გაქვს..-კაფე ცარეილი იყო და თავისუფლად გამომძახა იქე მდგარმა..
-მართალი ხარ..-მალევე მომიახლოვდა ახლა უკვე ჩაის ჭიქით ხელში..
-აი ინებე..
-მეჩვენება თუ ეს..
-თუ ფიქრობ რომ ჯინჯერის ჩაია მაშინ..ყური ორია პასუხი სწორია..-ორივეს გაგვეცინა..
-სხვათაშორის არასდროს გამისინჯავს..
-და აი ის იშვიათი მომენტიც, როდესაც შემიძლია ჩაის ახალი გემო გაგასინჯო..
-დარწმუნებული ვარ მომეწონება..ოუ ძალიან არომატულია, სამწუხაროდ ნამცხვრის ხასიათზე არ ვარ, თორემ დარწმუნებილი ვარ მოუხდებოდა..
-მიხარია ამის მოსმენა, კარგი მაშინ მე წავალ, აღარ მოგაცდენ, დამიძახე თუ რამე დაგჭირდეს..
-მადლობა გრეტა..-გამიღიმა და წავიდა.. მე კი ჩემს ფიქრებთან და უამრავ ფაილთან დავრჩი მარტო..
ასეთ მომენტებში ისე კარგად მალავენ ყველაფერს, რთულია რამე შეამჩნიო..თავიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს, მანამ სანამ ერთ პატარა შეცდომას არ აღმოაჩენ, რომელზეც იფიქრეს, რომ არავის დააინტერესებდა..
თითოეული ინვესტორის ფაილი გამოვიკვლიე, ყოველი დეტალი..არაფერია..
ჩვეულებრივი მაღალკვალიფიციური თანამშრომლებიც, თუმცა მაინც არაფერი.. აქ მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, აქ იმაზეა როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ..რომელიღაც მათგანი დამნაშავეა, ალინამ ამის შესახებ ხმამაღლა დაიწყო საუბრი თუმცა, უმეტესობას სამსახურის დაკარგვის ეშინია..
იმდენად დიდი დრო გავიდა რაც ამ ფაილებს ვკითხულიბ, თვალები ამტკივდა..
უნდა მეთქვა დღეისთვის საკმარისიათქო, როცა რაღაც მომხვდა თვალში..
. . .
ყელსამაბს რომელსაც ვატარებ, ჩემი ინიციალი აქვს, გვერდით კი პატარა მარგალიტი ამშვენებს..წლებია მოუხსნელად ვატარებ…უფროსწორად ვატარებდი..
მივხვდი, რომ დანაკლისს განვიცდიდი და ისევ დავიწყე ტარება, ამჯერად მალულად..
როდესაც მიკეთია ვერავინ ხედავს, ჩემი ტანისამოსი ყოველთვის ახერხებს მის დამალვას..
სამწუხაროა, ვერც ვიხსნი, ვერც ვატარებ ისე როგორც მე მინდა..
ამ ფიქრში ისევ ყელსამაბის მოვკიდე ხელი და ფიქრები წამიღებდა, რომ არა ეკატერინეს ხმა..
-გესმის ჩემი..?
-კი კი..რამე მოხდა..?
-სავარჯიშოდ მივდივარ, წამოხვალ..
-არა..დღეს არა..
-როგორც გინდა..
-გვიან დაბრუნდები..?
-არ ვიცი..არამგონია..გინდა რამე..?
-არა არაფერი..კარგი აბა შენ იცი..წარმატებულად გევარჯიშოს..
-მადლობა..-საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ახლა ამის დრო არაა და ხვალამდე უნდა მოვითმინო..რთულია..არა არა ახლა ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ..
მორჩა კიდევ ვეცდები რამის გაგებას..
. . .
-დებორა რისი თქმა გინდა..
-ჩვენ იმას ვეძებდით რაც დამალული იყო თუმცა რაღაც გამოგვრჩა..
-მაგალითად..
-ამ ფაილს შეხედე..-გავუწოდე..
-ერთ-ერთი ინვესტორის ფაილი..მერე რა..
-თარიღს შეხედე..თითოუელი ინვესტოი თავიდანვე იყო საქმეში, მაგრამ არა ეს..
-მოიცად მოიცადე..რა გამოდის..
-დამატებითი თანხები გახდა საჭირო..
-რადგან ვიღაცამ თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც რიგზე არ მიდიოდა..
-ზუსტად..დანარჩენი ინვესტორებისთვის თანხის მოთხოვნა, ეჭვს გამოიწვევდა..
-ამიტომ ვიღაცამ იმაზე იზრუნა, რომ საქმიანობა არ შეწყვეტილიყო..
-და რადგან სავარაუდოდ ამ ყველაფერ მარტო აკეთებდა, სხვებთან შეუთანხმებლად, შეცდომა დაუშვა, რომელიც ვეღარ გამოასწორა..
-ზუსტად..ახლა მთავარია ის გავარკვიოთ, ვინ დაუშვა შეცდომა და იცოდა თუ არა ინვესტორმა ყველაფერი..
-თუ სულელი არ არის ეცოდინება..
-მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვარაუდად დარჩება სანამ მტკიცებულებებს არ მოვიპოვებთ..
-ყოველთვის.. დანაშაული ერთი რამის გამო მეორდება.. თან დაუსრულებლად დემნა..
-მოტივი…
-მოტივი..
-მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გავიგოთ, ვის ჰქონდა საიმისო მოტოვი ამ ყველაფერზე წასულიყო..
. . .
შუაღამეა, მე კი ვერ ვიძინებ..ყველაფერ კარგთან ერთად თავი ისე მტკივა როგორც არასდროს და სახლში მარტო ვარ..
წამალი დავკარგე და ვერც ჩემი ძვირფასი მეგობარი მეხმარება დაძინებაში..
აზრი აღარ ჰქონდა, ავდექი და სამზარეულოში გავედი..
ეკატერინესთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა ზამთარი იყო თუ ზაფხული, მაცივარში ყოველთვის ედო ნაყინი, მაგრამ არა ახლა..
ისეთმა სევდამ მომიცვა, რწმენას რომ გაკარგვინებს და ფიქრობ ბედნიერება არაფრის დიდებით აღარ მოგეკარება..
რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა გაიჟღეროს ტანსაცმლით ვაპირებდი დაძინებას, ამიტომაც დიდათ თავი აღარ მიმტვრევია რა ჩამეცვა..გრძელი მოსაცმელი მოვძებნე და გარეთ გავედი..კარგი კარგი საიდუმლოს გაგიმხელთ, როცა სახლში ვინემეა კიდევ არაფერი, თუმცა თუ მარტო ვარ, თითქოს ფარულად იმისთვის ვემზადები, რომ ვიღაც სახლში შემომივარდება..იმით რომ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მაცვია, ერთგვარი მზადყოფნაა..სისულელეა, მაგრამ რა ვქნა სხვანაირად ვერ ვმშვიდდები..
როგორღაც ვახერხებ, ამოუცნობ მანიაკზე ფიქრების არიდებას..ვცდილობ დავმალო ამ წუთას დამფრთხალი კატისგან არაფრით რომ არ განვსხვავდები..
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭმა ჩქარი ნაბიჯებით ჩამიარა და მალევე ჩვეული სვლით გააგრძელა სიარული..გამეღიმა..მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემშინებოდა..ალბათ ვერც კი წარმოიდგენს რამდენად მადლიერი ვარ..
ხანდახან მავიწყდება, ასეთი ადამიანებიც არსებობენ.. ისე ჩუმად, შეუძლიათ გაგიგონ და დაგეხმარონ..თან სანაცვლოდ არაფერს, ითხოვენ..
უახლოესი მარკეტისკენ გადავუხვიე, შესვლისას ყველაფერს მოვავლე თვალი და ცოტა მეუცნაურა კიდეც ხალმხრავლობა, რომ არ დამხვდა..
ნაყინი მაშინ გადამინდა, მაცივარში, რომ არ დამხვდა..ახლა კი ველოდები როდის დამიძახებს ის რაც ასე მინდა და არ ვიცი..აი ისე ვარ, რომ დავინახავ მივხვდები რა მინდა..
რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ, უკვე იმედგაცრუებული დავტოვებდი აქაურობას, როცა ზუსტად ის შემხვდა რაც მინდოდა..შოკოლადის მაფინი..ფული გადავიხადე თუ არა ჭამა დავაპირე, თუმცა შევჩერდი..
. . .
-დებორაა როგორ გამახარე, უგემრიელესია..
-შენი გაკეთებული ჯობია, თუმცა ესეც გემრიელია..
-ამ დღეებში გაგიკეთებ, აქედან გამოსვლა თუ მეღირსა..
-რაღაც გეგმები გაქვს ჰოო სამომავლოდ..
-მე ყოველთვის მაქვს გეგმები სამომავლოდ..თითქოს ყველაფერი მაქვს წარმატებისთვი, მაგრამ რაღაც ისე არ მუშაობს..
-ამიტომ არ გამოდიხარ აქედან..?
-ჰოო ვცდილობ გავარკვიო, თუმცა არ გამოდის..ძნელია საკუთარი თავის შეფასება..
-მესმის..თუმცა დარწმუნებული ვარ მალე იპოვი იმას რაც გჭირდება, როგორც მე ეს მაფინები აღმოვაჩინე..-გაეცინა..-არა მართლა, როცა დავინახე დაუფიქრებლად ავიღე საყიდლად, შენც ესე იპოვი გასაღებს..
-მაგარი შედარება გამოგივიდა..
-პრაქტიკული..-ცოტახანში ჩემს ბრძნულ შედარებაზე ორივეს ხმამაღლა აგვიტყდა სიცილი..
-კრიზისი კარიერაში და მაფინები..მხოლოდ შენ თუ მოახერხებდი ამ ორის ერთ წინადადებაში მოქცევას..-სიცილი გაგრძელდა..შემდეგ კი არ ვიცი ჰაერზე გამოსვლამ მიშველა თუ როგორც თაია იძახის ხოლმე, ფსიქოლოგმა ეკატერინემ..სევდამ გადამიარა..სახლში შესვლისას უკვე ტრადიციულად სახელურს დავადე ჭიქა და დასაძინებლად წავედი..
. . .
-ჩემი ოფისის იქით სად მთავაზობ მუშაობას საინტერესოა..
-მშვიდი გარემო მჭირდება და არა ხმაურიანი, სადაც ყოველ მეორეს დემნა დადვანი აკერია პირზე..
-ჩემს ფირმაში სხვანაირად ვერც იქნებოდა..
-ამიტომაც არ ვცდილობ იმის შეცვლას რაც არ შემიძლია და ვცვლი მიდგომას…სხვაგან ვიმუშავებთ..
-მაგალითად..
-გრეტასთან..
-თავსატეხში..?
-დიახ..აი უკვე მოვედით..რა იყო გერთულა ფეხით გავლა..?
-24/7-ზე კაბინეტში რომ არ ვზივარ და საკუთარ თავზე ვზრუნავ, თუნდაც იმით, ყოველდღე, რომ დავრბივარ..შენც კარგად იცი..შენ შემდეგ..-კარები გააღო და მიმანიშნა შევსულიყავი..გრეტას გაუკვირდა ჩვენი დანახვა ერთად, თუმცა არაფერი შეუმჩნევია..
-მოგესალმებით..
-სალამი გრეტა..
-დიდი ხანია აქ აღარ ყოფილხარ..
-ხდება ხოლმე..
-რას ინებებთ..
-მე ლატე, დებორას მწვანე ჩაი..
-ახლავე..
-ასე რატომ მიყურებ..მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები აღარ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა..რომელია შენი საყვარელი ჩაი..
-იქნებ ახლა ამის შეკვეთას არ ვაპირებდი..
-ყოველთვის გეტყობა, როცა ახალი რაღაცის ცდას აპირებ..რაა არ მითხრა, რომ მართლა სხვა რამე უნდა შეგეკვეთა..
-არა მაგრამ..
-მაშინ დავსხდეთ..კარგი რითი დავიწყოთ..
-ეს იმ ადამიანების სიაა, რომლებშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმესთან არაფერი აკავშირებთ..უმეტესობა ისეთია უბრალოდ ვერ შეძლებდნენ რადგან საიმისო დაშვება არ აქვთ..
-გასაგებია..სამწუხაროა ეს საქმე საქართველოს ფარგლებს რომ სცდება..ძიება უფრო რთულდება..
-რთულია მაგრამ არა შეუძლებელი..რაღაც მოვიფიქრე..
-გისმენ..
-რას იტყვი ბლეფზე..
-უფრო კონკრეტულად..
-თუ გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ უკვე ვიცით ვინაა ყველაფერში დამნაშავე..
-მაშინ დამნაშავე დაფრთხება და შეცდომას დაუშვებს..
-ზუსტად..
-და როგორ გავავრცელებთ..
-დემნაა..-შევიცხადე..-ისე ნუ იქცევი თოთქოს არ მიცნობ, საჭირო ხალხთან მე მივიტან ინფორმაციას..მაგაზე ნუ იდარდებ..
-როგორ დამავიწყდა დებორა დარასელიას, რომ ვესაუბრები..ახლა კი სხვა დეტალებზეც გვაქვს სამუშაო და- ტელეფონმა დამირეკა და ვანიშნე, რომ პასუხის გაცემას ვაპირებდი..
-გისმენ..
-გეგი ვარ..
-გიცანი..
-უნდა მიშველო..მითხარი რა გავაკეთო..
-იმას თუ რამდენად სიმპათიური ხარ მნიშვნელობა არ აქვს..იმის გამოჩენაა საჭირო შინაგანად ვინ ხარ..
-ანუ..
-პირველ რიგში პაემანზე რას იტყვი..
-მელისა პაემანზე დავპატიჟო? იქნებ ადრეა.?როგორ..?
-ეგ უკვე თავად მოიფიქრე..-გავუთიშე..დემნა ასე რატომ მიყურებს..ლამის იმაზე ჩავფიქრდი რამე ჰომ არ დავაშავეთქო..
-ესეც თქვენი შეკვეთა..გემრიელად მიირთვით..
-მადლობა..
-დავიწყოთ..რამდენი ხანია უკვე აქ ვართ, გონება აღარ მუშაობს, საღ აზრს ვკარგავ..
-შენ როდის გქონდა საღი აზრი..
-დეგენერატი…
-შენს ნათქვამს ვაიგნორებ და ფიქრი გააგრძელე..
-შეგიძლია გაჩუმდე..?
-ბოლო ხუთი წუთი ხმა არ ამომიღია..
-მაშინ ხმამაღლა ფიქრი შეწყვიტე..
-კიდევ ერთი მყარი არგუმენტი ჩემს სასარგებლოდ, რომ ნორმალური არ ხარ..
-მალე დაგემტკიცებინოს რამდენდ არანორმალური ვარ, ეგ არ მაინტერესებს..მოკლედ მალევე შევხმიანდეთ, ახლა აქ ჯდომას აზრი აღარ აქვს, რაც საჭირო იყო განვიხილეთ..
-კარგი მაშინ მეილზე გადმომიგ..
-არა..არა..
-რა არა..
-არ შეიძლება..მე..არა..როცა საჭირო იქნება მხოლოდ პირადად შეხვედრის დროს..მე წავედი..-გასვლისას გრეტას მივუახლოვდი..-მე უნდა წავიდე, ოღონდ გრეტა..თუ ჩვენები მოვლენ არ ახსენო, აქ რომ ერთად ვიყავით..ისეთი არაფერია თუმცა არ მინდა გაიგონ..
-სამარე ვარ..
. . .
“ბევრი ჩვენგანი თელავს ორ ყაჩაღს შორის - სინანული წარსულის გამო და შიში მომავლის”- ფულტონ ოსლერი
-დებორაა სად დაფრინავ..
-რაა..არსად ალინა სად უნდა დავფრინავდე..მოკლედ კარგად მოწყობილხარ..
-ჰოო ნორმალური სასტუმროა..ჩემი პატარაც შეეჩვია, მაგრამ სახლს არაფერი შეედრება..
-მესმის რამდენად რთულია..
-ანუ საქმე წინ მიდის..?
-ჯერ მხოლოდ თეორიულად..მთავარია ის გააკეთე რაც გითხარი..
-კი კი არ ინერვიულო..
-ახლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ლოდინია..დიდი ხანია შენ გოგოს სძინავს..?
-არა სანამ მოხვიდოდი ცოტახნით ადრე ჩაეძინა..
-შენი მეგობარი როგორაა..
-ნორმალურად გვერდით ნომერშია და ხშირადაა ჩემს გვერდით..
-მე ხშირად ვერ მოვალ და ის მაინც, რომაა მიხარია..
-შენ მაგაზე არ იდარდო, მთავარია შენს გასაკეთებელს აკეთებ..უბრალოდ წარსულზე ფიქრი არ მასვენებს, შეიძლებოდა თავიდანვე დამენახა შეცდომა, აქამდე არ მოვიდოდით..
-აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს რა იქნებოდა, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი..ვეღარ შეცვლი..
-სამწუხაროდ..
-არაფერი ცუდი არ დაგიშავებია, ახლაც ცდილობ სწორად მოიქცე..დამიჯერე, სანანებელი შენ ნამდვილად არაფერი გაქვს..
-ეჰჰ შენ რომ არ მყავდეე..მოიცადე..ვიღაც მირეკავს..
. . .
-დედა ხვდები მაინც რას მთხოვ..?
-ვხვდები შვილო..მაგრამ ასე ჯობია..
-აბა დებორას კითხე როგორ ჯობია..შენს საყვარელ შვილიშვილსაც ჰკითხე აზრი..
-არ შემიძლია..არ გამოვა..
-არ ვიცი დედა არ ვიცი..
-ჩემი გადაწყვეტილებაა..დებორას არაფერი უთხრა, ბავშვი ამ ბოლო დროს ისედაც ცუდადაა..შენ რა გგონია ჩემთან გასართობად იყო ჩამოსულიი..ვერ ვცნობდი, საწოლიდან არ დგებოდა..თავიდან სულ ნამტირალევი სახე ჰქონდა..ბოლოს ძლივს წამოდგა ფეხზე..მოიკრიბა ძალა და თბილისში დაბრუნდა..ის დრო ადვილი არ იყო, თუმცა შეძლო გადატანა..ძლივს გამოკეთდა ბავშვი და გინდა კიდევ ეს სადარდებელი დაუმატო..?
-ჩემი დებორა..
-მაქსიმალურად გავწელავ იმ დრომდე, სანამ ვეტყვი..ასე უკეთესია..
. . .
დემნას კაბინეტისკენ დავიძარი თავად მას რომ გადავეყარე..ვიღაცას ელაპარაკებოდა თუმცა სანამ მასთან მივიდოდი მალევე დაემშვიდობა..
-წავიდეთ..-თავი დავუქნიე..-რაო ფირმაში არ მინდა მუშაობაო და ბოლოს მაინც აქ მოხვედი..?
-დაკავებულ ადვოკატს მოვაკითხე..რაც არ უნდა იყოს მუშაო ბას არ ვაპირებთ..
-მაშინ ტელეფონზე დაგერეკა..
-სერიოზულად..? იმდენად უსაფრთოხა შეგვიძლია ჩვენ გეგმებზეც ისე ტელეფონზე ვისაუბროთ ხოლმე აუღელვებლად..
-კარგი კარგი..დაიწყე..
-მგონი დროა შემდეგ გეგმაზე გადავიდეთ..
-ვითომ რატომ..
-ხომ ხედავ, არ მუშაობს..
-თავიდანვე არ ყოფილა საოცარი გეგმა..
-იმიტომ რომ მე მოვიფიქრე..?
-ზუსტად..მაგრამ ჯერ-ჯერობით შენს გეგმას მივყევებით..
-ვითომ რატომ..
-შენი აზრით რამოდენმე დღეში დავიჭერთ დამნაშავეს..? გგონია ადვილია..? ამას დრო სჭირდება..უნდა ვაცადოთ, შეცდომა დაუშვან..-ამ დროს გამჭირვალე ჭიქაში წყალი დამისხა და მომაწოდა..
-არ მითხოვია..
-მაგრამ გჭირდება..-გამოვართვი და მის წინ მდგარ სავარძელში ჩავესვენე..
-კომფორტულია..
-მხოლოდ დეკორაციისთვის კი არ დგას..-კაკუნის ხმას გაისმა..
-უკაცრავად, რომ გაწუხებთ..ეს საბუთებია თქვენ რომ მთხოვეთ..
-მადლობა..-მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა..
-რა იყო მუშაობაში ხელს ხომ არ გიშლი..
-შენ წარმოიდგინე..
-ცოტახანი ამიტანე, ვისვენებ..
-სახლში დაისვენე..
-გვიანია..უკვე მოვკალათდი..-თავი გააქნია, უჯრიდან სათვალე ამოიღო და მუშაობა დაიწყო..
. . .
-მიხარია თქვენი ხმის გაგონება..
-ჩვენც ასევე ეკატერინე..
-რაზე გინდოდა საუბარი..თან ორივესთან..
-თაია ერთი წამი..იოანეე ცოტა მალე რაა..
-აქ ვარ აქ..
-ანდრია ყურადღებით..
-პირდაპირ თქვი..
-ბევრი ვიფიქრეთ გვეთქვა თუ არა თუმცა , უკვე იმდენი დრო გავიდა მგონი საჭიროც კი იცოდეთ..ადრე გაკვრით ვახსენეთ, დემნამ და დებორამ იკამათესო..
-მერე..
-დაგიმალეთ, ის რომ ეს უბრალო კამათი არ ყოფიალა, თქვენი წასვლიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჩვენთვის ამოუცნობი მიზეზით ისე იჩხუბეს, მალევე დებორა ქალაქიდან წავიდა..
-რაც ჩამოვიდა არაფერი შეცვლილა..ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, დემნას დებორას სახელის ხსენებაც კი არ სურს..
-ამდენად სერიოზულადაა საქმე..?
-ასეა, თუმცა არცერთი არ ამბობს რა მოხდა..
-მაგას ვერც გავიგებთ, ეს მათი პირადია..თუმცა უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი როგორ შევარიგოთ..
-იმდენი ვიფიქრე..თავში ნორმალური იდეა არ მომდის..
-გვინდოდა გაგვეხარებინეთ თუმცა მოიცადე..
-ეს რა..ბილეთებია..?
-მალე ჩამოვალთ..შემდეგ კი ერთიანი ძალებით მივხედავთ ამ საკითხს..
-ვაიმეეე როგორ მიხარიაა..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-ეჰ ანდრია..იმედია მართალი ხარ..
. . .
-დე..დებორა..სასწრაფოდ..სასწრაფოდ ჩემთან მოდი..
-ალინა..რა მოხდა მაშინებ..
-ჩემი პატარა გოგონა გაიტაცეს..
-რას ამბობ ალინა..არა..ეს..შეუძლებელია..
-ვერ ვიაზრებ..მე..ცუდად ვარ..-ტელეფონის გათიშვის ხმა გაისმა..სულ რაღაც რამოდენიმე წამში გავიაზრე, რომ უნდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი..მოსაცმელი არც კი გამხსენებია ისე გავედი სახლიდან..
ტელეფონი..ტელეფონი უნდა დავრეკო..
-გისმენთ..
-დემნა..დემნა..
-დებორა დამშვიდდი და წყნარად ამიხსენი რა მოხდა..
-მე..რა..რა გავაკეთო..
-დებ..
-უნდა მოხვიდე..
-სად..
-ალინასთან..
-რატომ..
-ალინას პატარა გაიტაცეს..
-რას ნიშნავს გაიტაცეს..
-იმას რასაც გეუბნები..
-მოვდივარ..
. . .
-ეს როგორ დავუშვი..რა დამემართა..-ალინა ჩემს გვერდით ზის, სახე ხელებში აქვს ჩარგული და ისეთი ნამტირალევია ამოცნობა გაგიჭრდება..რა უნდა უთხრა ადამიანს , რომელსაც ერთადერთი, საყვარელი პატარა გოგონა წაართვეს..ხელიდან გამოგლიჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლის მხარეს დადგა და უნდათ ხელი შეუშალონ..მითხარით რითი ვანუგეშო..
-ჩემი ბრალია..მე მეგონა ბლეფი დაგვეხმარებოდა..
-შენ რა შუაში ხარ..რაც ჩამოვედი ჩემს დახმარებას ცდილობ..მე დავტოვე მარტო..ჩემს მეგობართან თუმცა..ჩემს გარეშე დარჩა..არადა 5 წუთით ქვემოთ ჩავედი რაღაცის გასარკვევად, რომ ამოვედი აღარ იყო..იმას კი ხედავ ნომერი რა დღეშია..
-შენს მეგობართან დატოვე..?
-აქ იყვნენ, ორივე..როგორც მითხრა ორი წუთით გავიდა თავის ნომერში, რადგან გაახსენდა რომ მნიშვნელოვან ზარს ელოდებოდა..
-მალე მოვლენ არ იდარდო..
-რას გააკეთებენ..არც არაფერს..
-ასე არაა.. პატარას ვიპოვით..
-ალბათ ახლა როგორ ეშინია..
. . .
-რა გამოდის..კამერები გათიშული იყო..?
-ასეა, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს ყველაფერი რამოდენიმე წუთში მოხდა..
-რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი..
-მოიცადე გამახსენე, რატომ ჩავიდა ალინა ქვემოთ..
-აბაზანაში წყლის პრობლების გამო..
-რადგან ყველაფერი ამდენად გათვლილია, ეს იმას ნიშნავს რომ..
-ეს პრობლემაც მათი შექმნილია..
-ზუსტად..ალინამ ხომ არაფერი გითხრა, თავს როგორ გრძნობს..
-..არ ჩერდება..სულ ტირის..
-ნომერთან დაცვა დგას.. არაა..
-კი..
-დებორა..დამშვიდდი..
-რაა..?
-შენს ხელებს შეხედე როგორ გიკანკალებს..-წამიერად დავიხედე დაბლა და მაშინვე მუშტი შევკარი, იმის იმედით რომ მათ გაჩერებას შევძლებდი..ისევ დემნას შევხედე..
-მე..
-არაფერია..ნორმალურია თუ მეგობრის გამო ნერვიულობ..-წამიერად თითქოს ხელის ჩემსკენ წამოღება დააპირა..შევკრთი, თუმცა არ შევიმჩნიე..
-უნდა წავიდე..
. . .
-რაო ბეე გაგიჭირდა მგზავრობაა..
-არც ისე, თუმცა ასაკი თავისას აკეთებს..
-ნუ იბრალებ ამ სიბერეს, მშვენივრად გამოიყურები..
-კარგი ერთი..
-რაო მოგნატრებიათ ერთმანეთიი..
-თავისთავად..
-გარეთ გასვლაზე ვერ დავიყოლიე..
-ბებოო იტალიაში ხარ..გაისეირნე..
-ჰოო ვიზამ რამეს..
-იცოდე დათვალიერების გარეშე არ ჩამოხვიდე..
-ნახე რაა შენი შვილი რა დღეშია..
-კარგი კარგი..თუ კარგად ხართ მე უნდა წავიდე..აბა თქვენ იცით..
-თავს მიხედე, შენს მეტი ვინ გვყავს..
-ვეცდები..-..ეჰ ბებო, მარტო ჩემზე კი არაა, როგორ ვიქნები..აღარ შემიძლია, პატარა შეშინებულ გოგონაზე ფიქრისას ცუდად ვხდები..უარესად მაშინ ვარ, როდესაც ვერაფერს ვაკეთებ..მინდა ალინა გავამხნევო, თუმცა სათანადო სიტყვები არ გამაჩნია..
ცალკე კი როდესაც მგონია ჩემმა მოთვალთვალემ თავი დამანება და მობეზრდა ეს ყველაფერითქო, ახალი მესიჯი მხვდება..როგორ მოვიქცე..
. . .
რამდენიმე დღე გავიდა, არანაირი შეტყობინება გამტაცებლისგან..ალინა უკვე გიჟს გავს..წამლებს სვამს დასამშვიდებლად..გასვლა დააპირა, თუმცა დაცვა არ უშვებს, შეიძლება მის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე..
-მეტი მართლა არაფერი დამინახავს..ორი წუთი გავედი და ბავშვი აღარ იყო...
-გასაგებია მესმის..უნდა დავრეკ..ოღონდ ეს არა..
-რა მოხდა..
-დამიჯდა..კარგი მერე დავრეკავ..
-ჩემი აიღე..
-ოჰ მადლობა..
-პრობლემა არაა..
-სახლში ვიქნები კიი..კარგი დამელოდეე..აი აიღე შენი ტელეფონი, მეგობარი აპირებს გასვლას და უნდა მივუსწრო..
-გასაგებია..
. . .
-დებორა..დებორა..
-რა მოხდა ალინა..
-უცხო ნომერი რეკავს..-მე და დემნამ მექანიკურად შევხედეთ ერთმანეთს..მალევე კი ალინას გვერდით დავჯექი...
-კარგად მომისმინე და ჩემს მითითებებს მიყევი..დემნა დაცვას დაუძახე..ალინა პირველ რიგში მოითხოვე ბავშვი დაგალაპარაკონ..ეცადე საუბარი მაქსიმალურად გაახანგრძლივო და შეთანხმდე კიდევ დაგირეკონ..ტონს არ აუწიო არავითარ შემთხვევაში..სიმშვიდე შეინარჩუნე..მე აქ ვარ..-ჩქარა მივაყარე სათქმელი, იმედია გაიაზრა რაც ვთქვი..-ბოლოს..ხმამაღალზე ჩართე..
-გისმენთ..
-ალინა რომანოს ვესაუბრები..?
-დიახ..
-თქვენი შვილი დროებით ჩვენ გვყავს..
-დამალაპარაკეთ..
-ის კარგადაა..
-უნდა დავრწმუნდე, ორი წუთით მისი ხმა გამაგონეთ..-რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ ხმაური და პატარა გოგონას ხმაც გაისმა..
-დედა..
-ჩემო პატარა, არ ინერვიულო დედა უკან წამოგიყვანს..
-დე..-ისევ ხმაური და ისევ ამუცნობი პიროვნების ხმა..
-საკმარისია..
-არ..-გაითიშა..ალინა კი რამდენიმე წუთი გაითიშა, არანაირი ცრემლი..თითქოს გაქვავდა..მე კი ალინას შორიახლოს ვიჯექი და მხოლოდ ახლა გავიაზრე დემნას ჩაჭიდებულ ხელს მთელი ძალით ვუჭერ..წამით შევხედე დემნას და ხელი სასწრაფოდ გავუშვი..
-მე..მე..-წამოვდექი და ალინას წინ ჩავიმუხლე..-ალინა ყველაფერი კარგად იქნება..ვერ გაიგე რა თქვა..? დროებითაა ჩვენთანო..მათი მიზანი პატარასთვის რამის დაშავება არაა..
-რამე რომ დაემართოს ვერ ვიცოცხლებ..
-არაფერი დაემართება..აი ნახავ..
-იმედია-გასვლისას დაცვას ჩურჩულით ვუთხარი..
-სიგნალი დაიჭირეთ..
-კი მაგრამ საკმარისი არ იყო ადგილმდებარეობის დასადგენად..
-გასაგებია..
. . .
-დემნა როცა გეუბნები რომ ვიცი ესეიგი ვიცი..
-საიდან მოიტანე გამაგებინე..
-წარსულის შეცდომას ნუ გაიმეორებ და როცა გეუბნები, რომ ცდები აღიარე..
-ყველაფრს არგუმენტად რანაირად აქცევ..
-ყველაფერს არა, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ ცდები შვიდ სხვადასხვა ენაზე, რაც უპირატესობას მაძლევს..
-დებორა იცი მე..
-უკაცრავად, გაწყვეტინებთ, თუმცა..
-მოდი მელისა..
-საეჭვო გადარიცხვები დაფიქსირდა..
-მეტი კონკრეტიკა თუ შეიძლება..
-ის ინვესტორი ჰომ გახსოვთ, თქვენ რომ მითხარით..
-მერე..
-დიდ თანხებზეა საუბარი..ჯერ-ჯერობით უცნობია ვის გაუგზავნა..
-რატომ..
-სიმართლე რომ გითხრათ ესეც ძლივს დავადგინეთ, ყველაფრის დამალვა კარგად გამოსდის..
-რა თქმა უნდა, მის მოკავშირეს გადაურიცხავდა…
-ჯანდაბა..რეალურად არაფერი არ გვაქვს..
-მალე გვექნება..დებორა წამოდი..
-სად მივდივართ..
-პასუხების მისაღებად..
. . .
-თითქოს ყველაფერი მარტივადაა, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები მაინც არ გვაქვს..
-იმიტომ რომ ყველაფერს ისე ვუყურებთ როგორც რთულ განტოლებას.
-მოდი შევაჯამოთ..საერთოდ რა ვიცით..
-არა დებორა, რაც ვიცით ახალს არაფერს არ გვაძლევს, იმაზე უნდა ვიფიქროთ რაც გვგონია, რომ არ ვიცით..
-გვგონია.?
-თავსატეხის ნაწილები უნდა გავაერთიანოთ..
-ვის შეეძლო ამის გაკეთება..
-ისეთს ვისაც ფული სჭირდება, ისეთს რომელსაც სასტუმროს ნომრიდან ბავშვს ორ წუთში გამოყვანას შეძლებს..-და მოულოდნელად ყველაფფერი ნათელი გახდა..
-ასეთი არავინაა..
-რას გულისხმობ..
-ორ წუთში ბავშვის გამოყვანას თითქმის ვერავინ შეძლებს..
-ფაქტი სახეზეა..
-ცდები..იქნებ ბავშვი ისეთმა ადამიანმა მოიტაცა, რომელიც უკვე ნომერში იმყოფებოდა..
-ვინ..არაა შეუძლებელია..
-რატომაც არა..ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება..მან ჩვენი თითოეული გეგმა იცოდა, ამიტომაც ახერხებდა ასე ადვილად თავის დაღწევას..
-სიგიჟეა..და ბავშვი მოიტაცა..
-სინამდვილეში ბრძლოა არც დასჭირდებოდა რადგან ბავშვი თავისუფლად გაყვებოდა..
-ალინას მეგობარი ამ ყველაფერზე წავიდოდა..?
-რა გითხრა ალინას მეგობარია, ჩემი კი არა..არა არა ახლა მასთან ერთადაა..
-სასწრაფოდ უნდა დაურეკო..
-არ გადის..
-მოიცადე..ხმამარალზე ჩართე..
-გისმენ დებ..
-მარტო ხარ..?
-ხომ იცი რომ არა..
-არაფერი შეიმჩნიო მეგობართან, ძალიან ბუნებრივად შედი სააბაზანოში და კარი გადაკეტე..
-ანუ არაფერი, როგორ შეიძლება სიახლე არ იყოს..მადლობა მოკითხვისთვის მიუხედავდ იმისა, რომ მოსვლას ვერ ახერხებ.. ბავშვის ნივთი..? მაქვს კიი საბაზანოშია..დებორა მაშინებ..დროზე მითხარი რა მოხდა..
-კარები გადაკეტე..?
-კი..
-მომისმინე..მგონი ადრე მითხარი..როდესაც ეჭვი შეიტანე, შემდეგ მგონი კიდევ რაღაც აღმოაჩინე..
-კი ლაბორატორიაში შევედი ჩემი მეგობარი, რომ დამხვდა და გაკვირვებული სახე ჰქონდა, შემდეგ კი ერთად მივედით იმ აზრამდე, რომ რომ წამლის შექმნისას შეცდომა დაუშვეს..
-ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია თუმცა ვფიქრობ შენს მეგობარს მაშინ მსგავის გამომეტყვლება იმიტომ კი არ ჰქონდა, რომ გაუკვირდა შეცდომის არსებობა, არამედ ანერვიულდა რადგან ფაქტზე შეუსწარი..
-რას ამბობ..
-ახლაღა გამახსენდა..როდესაც მას ვესაუბრებოდი და მისი ტელეფონიდან მომიწია დარეკვა..მხოლოდ მას ჰქონდა დარეკილი..მასთან ერთი ზარიც კი არ იყო შესული..თავად თქვა, რომ მისთვის უნდა დაერეკათ, თუმცა არავის დაურეკია…
-არ მჯერა..ის ახლა მეორე ოთახშია..რა გავაკეთო.?.
-ალინა კარგად ხარ..?-მეგობრის ხმაც გაისმა..
-კი კი კარგად ვარ..მალე გამოვალ..დებორა მიშველე მგონი რაღაც იეჭვა..დარწმუნებული ხარ რომ ის..
-ყველაფერს გადამოწმება სჭირდება, თუმცა ვფიქრობ ისაა..სხვანაირად როგორ შეიძლებოდა შენი პატარა ორ წუთში ნომრიდან მოეტაცებინათ..
-მე..მე..მეშინია..
-ყველაფერი კარგად იქნება..ჩვენც გამოვალთ, თუმცა უკვე მოდიან შენთან..
-იჩქარე..
. . .
-ალინა..ალინა..
-აქ ვარ..აქ..
-ის..
-წავიდა..ეტყობა მიხვდა ყველაფერს..
-კარგად ხარ..?
-ძალიან შემეშინა, ის ხომ ჩემი მეგობარია..-ამ დროს დემნამ გადმომჩრჩულა..
-რაო?
-ბოლოს გეტყვი ერთიანად..ანდაც ალინა შეგიძლია ინგლისურად გააგრძელო საუბარი..?
-მე..კარგად არ ვსაუბრობ..
-არაფერია მოგეხმარები..
-უბრალოდ არ მჯერა..საკუთარმა მეგობარმა ეს როგორ გამიკეთა..
-ზუსტად ისინი გვიტეხენ გულს ვისაც ყველაზე ახლო ადამიანებად ვთვლით..-ამ სიტყვების თქმისას დემნამ ჩემსკენ გამოაპარა მზერა და ვინ იცის ამ წამს გაქრობაზე მეტად არაფერი, რომ არ მინდა..მელისაც ზუსტად ამ დროს შემოვიდა..
-ყველგან ვეძებთ სადაც შეგვიძლია..
-ჰომ გახსოვს ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს, ბავშვს საფრთხე შეექმნება..
-მაგ საკითხზე მე ვაგებ პასუხს, არ იდარდო..
-კარგი..ალინა იქნებ ახლა სხვა კუთხით შეხედო..სად შეიძლება ბავშვი წაეყვანა..
-მე როგორც ვიცი საქართველოში პირველადაა..წარმოდგენა არ მაქვს..
-მაშინ შორს ვერ წავიდოდა..მელისა მისი ფაილი მომიტანე, ყველა საეჭვო ქმედება უნდა გადავამოწმოთ..დროა რეალური სამხილები მოვიპოვოთ..და საერთოდ დაცვას ელაპარაკე..?
-კი, არაფერი შეუმჩნევიათ, უბრალოდ ოთახიდან გამოვიდა და ქვემოთ ჩავიდაო..
-მელისა კამერები გადაამოწმეთ..?
-მაგ საკითხზე ვმუშაობთ დემნა..
. . .
-დებორა..საერთოდ გეძინა..?
-რა მნიშვნელობა აქვს..
-აი ეს ყავა..ცოტას გამოგაფხიზლებს..
-ჰომ იცი, მე ყავა..
-რძიანია..
-კარგი მომეცი..მადლობა..-თავი დამიქნია და ჩემს წინ დაჯდა..
-ეს დაფა შენ გააკეთე..?
-ახლა დავიწყე კეთება..
-თავსატეხის ნაწილებს როდესაც უყურებ, სრულ სურათს ვერ დაინახავ თუ მისი შეერთება არ დაიწყე..
-თავისთავად..მოკლედ ვინაიდან ვიცით რომ დამნაშავე ისაა უფრო გაგვიადვილდა სამხილების მოპოვება..წარმოიდგინე წამლის ბოლო შემოწმება მას ევალებოდა..ეს აქამდე უცნობი იყო..
-ანუ გამოქვეყნებისას იცოდა რომ შეიძლებოდა ვიღაც დაზარალებულიყო..
-რაც სასჯელს ამძიმებს..
-მაგრამ მთავარი ახლა ბავშვია..
-მოიცადე..რა იქნება თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ საქართველოში პირველად არაა..
-შეიძლება უნდა გადავამოწ..-კაკუნის ხმაც გაისმა და გეგი შემოვიდა..
-აი აიღე..მელისამ გამომატანა..
-მოიცადე სად მიდიხარ..ახალი ამბები მითხარი..
-უკეთესობაა..
-მართლა..? ანუ რომ გითხარი პაემანზე დაპატიჟე მეთქი..დაპატიჟე..?
-დაყოლიების პროცესში ვარ..მგონი ჯობია ჯერ ეს საქმე დასრულდეს..
-ჯობია, ფიქრებით მაინც აქეთ იქნებოდა..
-კარგი გნახავ..
-სიახლეები შემატყობინე..
-აუცილებლად..
-რას ხლართავ დარასელია..
-რას უნდა ვხლართავდე..
-გეგი და მელისა..?
-გეგის მოსწონს ძალიან და ვეხმარები..ზედმეტი ჩარევის გარეშე..
-ანუ კაფეში იმას ელაპარაკებოდი..
-რა..?
-არაფერი, დაფის დალაგებაში მოგეხმარები..
-კარგი..მოდი ვნახოთ რა გვაქვს..-ფაილის დათვალიერება დავიწყე..-მართალი იყავი..
-ჰომ გითხარი..რაში?
-საქართველოში პირველად არაა..
-ის ადგილები უნდა შევამოწმოთ სადაც იყო..
-გვაქვს დაახლოებით..4 ადგილი სადაც შეიძლება ბავშვთან ერთად იყოს..-ავდექი.. დაფაზე, პატარა რუკა გავაკარი და ეს ადგილები წითლად შემოვხაზე.-რას იტყვი..
-დროა ვიფიქროთ იმაზე როგორ გადავამოწმებთ ამ ადგილებს..რადგან ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს..- მელისას დავურეკე ჩვენთან შემოსულიყო..
-აბა რა ხდება..-დაფაზე მივანიშნე..-გასაგებია.. უკაცრავად რეკავენ..რაა, მითხარი რომ არ ხუმრობ..კარგი გამოვდივარ..
-რა ხდება..
-ბავშვი დატოვეს შემოსასვლელში..დედას ითხოვდა..მელისას გოგონა აღმოჩნდა..
-რაა..და თავად დამნაშავე..
-მოასწრო წასვლა..
. . .
-მითხარი როგორ ხარ..
-კარგად..
-ალინა შენთვის ხომ არაფერი უთქვამს..
-მითხრა რომ სასეირნოდ წაიყვანა და ეგონა მე ვიცოდი..შემდეგ კი..არაფერი დაუშავებია თუმცა..
-შენთან უნდოდა და მას არ მოჰყავდა..
-ზუსტად..
-დაახლოებით მაინც არ შეუძლია აღწეროს ადგილი სადაც იყვნენ..?
-არ ვიცი, რაღაცის აღწერას ცდილობდა თუმცა..
-შეიძლება ფოტოები ვაჩვენოთ..?
-კი..
-აი ნახე, მე ახლა ფოტოებს გაჩვენებ და თუ შეგიძლია მითხრა სად იყავი..ეს..კარგი და ეს..ეს-თავი დამიქნია..
. . .
-მითხარი რომ აიყვანეს..
-გაფრენას აპირებდა..დაკითხვის შემდეგ იტალიაში გავუშვებთ..
-გასაგებია..
-მე მინდა მასთან საუბარი..
-ალინა..
-მჭირდება..თვალებში უნდა ჩავხედო..
-დარწმუნებული ხარ..?
-სრულებით..
. . .
-მოკლედ მეგობრებო, საბოლოოდ აღიარა იმ ინვესტორთან თანამშრომლობა..ნუ მთლიანობაში ვისთან ერთადაც კი უმუშავია..იტალიაში გაფრინდება..რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, დანარჩენი ჩვენს იურისდიქციაში არ შედის..
-გასაგებია..
-ალინა რას აპირებს..?
-უახლოესი რეისით იტალიაში დაბრუნებას..
-კარგი..შეხვედრამდე..
. . .
-ეკატერინე რა საჭირო იყო გამოყოლა, ალინას ვაცილებ..
-რა გინდა..? მომინდა და გამოგყევი..
-დებორაა..აქეთ..
-აბა თავს როგორ გრძნობ..
-არეული ვარ, თუმცა მაგას ეშველება..
-ყველაფერი კარგად იქნება, ჰომ იცი..
-აუცილებლად..
-დემნა..?
-რა დემნა..
-უკან გაიხედე..-იოანესთან ერთად მომავალი დემნას დანახვამ ცოტა გამაკვირვა..-დემნა..
-ალინა..უკვე მიფირინავ..?
-ასეა, წესიერად ვერც დაგემშვიდობე..
-ეგ არაფერი..
-მოკლედ დებ უნდა წავიდეთ..ყველაფრისთვის მადლობა, შენს მეტი ასეთ მეგობრობას ვინ გამიწევდა..ასე აღარ დავიკარგოთ რაა..
-მიხარია თუ დაგეხმარე..აუცილებლად უნდა შემეხმიანო..აბა პატარავ შენც დაგემშვიდობები კარგიი..ხელი მაინც დამიქნიე..აი ასე..
-ნახვამდის..
-ალინაც წავიდა..
-დარწმუნებული ვარ მალე ნახავ..
-ალბათ..აქ რას ვაკეთებთ, არ წავიდეთ..
-გგონია აქ ტყუილად ვარ..?
-საიდან უნდა ვიცოდე აქ რატომ ხარ იოანე..
-ათი წუთი ვერ მოიცდი..?
-მივდივარ სადმე..? აქ ვარ..
-დიდი ხან უნდა ვილოდოთ..? საერთოდ წესიერად ისიც ვერ გავიგე რას ველოდებით..
-დემნა..მოიცადე ცოტახნით..
-მოცდა აღარ არის საჭირო..წინ გაიხედეთ..-შევტრიალდი და რას ვხედავ..თაია და ანდრია მოემართებიან ჩვენკენ..
-არ მჯერა..-მათკენ გავიქეცი და პირველ რიგში თაიას გადავეხვიე..-არ არსებობს…
-დაოო..როგორ მომენატრე..
-რატომ არ ითხარი თუ ჩამოდიოდი..
-მოულოდნელობის ეფექტი სულ სხვაა-ანდრია
-ჩვენ ვიცოდით სამაგიეროდ..
-ეგ უკვე უსამართლობაა..
-არაფერიც..
-წავიდეთ..?
-წავიდეთ..
-თაი..ისე გამიხარდა შენი ნახვა..
-შენ რა ტირი..?
-გამიხარდა..
-სიხარულის ცრემლებია, არაუშავს..
-სამეგობრო ისევ ერთადაა..როგორც იქნა..- ერთმანეთსი გვერდით რომ მივაბიჯებთ, ერთად ყოფნას ნიშნვას..? რაღაც არამგონია..
. . .
-აბა დაისვენეთ..?
-მგონი ორი დღე გადაბმულად ძილის შემდეგ მართლაცმოვახერხე დასვენება..
-რამეს დალევთ..?
-არა, არაფერი გვინდა..
-სამაგიეროდ მე მინდა..ანდრიი ყავას გამიკეთებ..?
-ძალიან გინდა..?
-შენი გაკეთებული მიყვარს, თორე ხელები მეც მაქვს..
-კარგი ახლავე..
-დიდი ხნით აპირებთ დარჩენას..?
-ჩვენი წასვლა თავიდანვე დროებითი იყო, შეიძლება კიდევ წავიდეთ, თუმცა დიდი ხნით არა..მოკლედ უახლოესი მომავალი აქ ვაპირებთ დარჩენას..
-ძალიანც კარგიი..
-თქვენ როგორ ხართ..
-ნორმალურად..რა გვიჭირს..
-ესეც შენი ყავა..
-მადლობაა..-თაიას გვერდით მიუჯდა..
-ანდრია, საქმე დაგიგროვდებოდა არაა..
-ონლაინ ვუძღვებოდი ყველაფერს და არც ისე და მაინც, არის რაღაცები რასაც ზუმით ვერ მოაგვარებ..
-თაი უკვე აპირებ მუშაობას..?
-რაც წავედი ვმუშაობ..ცოტა უნდა დავისვენო..ისე ალინა იყო ჩამოსული არაა..ცუდია რომ ავცდით..
-დიდი ხნით მოუწია აქ ყოფნა..
-არაუშავს სხვა დროს შევხვდებით..სამაგიეროდ ახლა თქვენთან ერთად ვარ..-დარჩენილმა დრომ უცნაურად და სასიამოვნოდ ჩაიარა..კარგი იყო დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვა თუმცა, ისეთვე არა როგორც წარსულში..ვერაფერი ვთქვი როდესაც მათთან წასვლაზე მივიდა საქმე..ისევ..ისედაც იციან ერთმანეთს რომ არ ველაპარაკებით თუმცა არ იმჩნევენ..
საქმის გამო როცა ვსაუბრობდით კაი მაგრამ ახლა..ახლა რა გავაკეთო..
იქნებ არ წავიდე როცა დემნა წავა, თუმცა..ააჰჰ თავში ყველაფერი ჩველუებრივზე მეტად მაქვს არეული...
. . .
-დიდი ხანია თქვენთან შეხვედრის სურვილი მქონდა..დაბრძანდით..
-გმადლობთ..როგორც მითხარით შემოთავაზება გქონდათ..
-დიახ, ადრე სხვა გამომცემლობაში მუშაობდით არაა..როცა იქ დავრეკეთ გვითხრეს რომ წამოხვედით..
-პირადი მიზეზების გამო დიახ..
-ძალიან კარგად თარმგნით წიგნებს..მკითხველისგან კარგი შეფასება გაქვთ..
-მადლობთ..ანუ გინდათ რომ წიგნი ვთარგმნო..?
-მოკლედ კიდევ უფრო რომ არ გავწელო ჩემი შემოთავაზება ასეთია..
. . .
-დებორაა სად ხარ..
-რას ჩამჭყივი ქალო..სად ვიქნები..
-ისევ თავსატეხში ხარრ..ჰო იცი როგორ მიყვარს ეგ ადგილი, გეთქვა და ერთად წავიდოდით..
-დაუგეგმავად წამოვედი..რამე მოხდა ეკატერინე..?
-მე და თაია ვართ ერთად და დაგვაკლდი..რამე საქმე ჰომ არ გაქვს..?
-არაფერი..
-ძალიანაც კარგი, მალე მოვალთ..-ვითომ გეგმაში მარტო ყოფნა მქონდა, თუმცა ეკატერინეს სიტყვებმა სიხარული მაინც მომგვარა..თან ისეთი ფორმულიერბა ჰქონდა ვის არ გაუხარდებდა ვინემს რომ ეთქვა დაგვაკლდიო..
-ნება თქვენია..-.და მაინც რამდენ რამეზე ვიფიქრო..ფიქრისგან თავი გამისკდება..
-დებორა..
-გისმენ გრეტა..
-რამდენი ხანია აქ ხარ და არაფერი შეგიკვეთავს..რამე ხომ არ გინდა..?
-გოგონები მოვლენ და ბარემ იმათთან ერთად დავლევ რამეს..
-გოგონები..? თაია ჩამოვიდა..?
-კი ცოტახნისწინ..
-რა კარგია..კარგი მაშინ ისინი როდესაც მოვლენ, მაშინ მოვალ..
-კარგი…
-დებორაა აი სად ხარრ..
-ვერ გავიგე როდის შემოხვედით..
-ისე ხარ ფიქრებში გართული რას გაიგებდი..
-ამ კაფის მყუდროებაზე ვგიჟდები..
-მეც..
-აბა გოგონებო რას ინებებთ..
-მე ამერიკანო..
-სირპრიზი გამიკეთე რაა..
-კარგი და შენ დებ..
-მწვანე ჩაი..
-მალე იქნებაა..
-რამე მოხდაა თუ რატომ ხარ ჩაფიქრებული..
-აჰჰ ისეთი არაფერი..თქვენსკენ რა ხდება..
-ეკატერინემ ახლახანს მითხრა, რომ მასთან გადახვედი..
-ჰოო რაც ბათუმიდან ჩამოვედი მარტო ყოფნა არ მინდოდა..
-ეჰჰ ჩვენი ერთდ ცხოვრების პერიოდი მომენატრება..-თაიამ ეკატერინეს გადახედა, ვითომ სევდიანი სახით..
-ანდრიამ არ გაგიგოს..
-შენზე იეჭვიანებს თუ რატო..-გაგვეცინა..-ყოველთვის გიყვარდა ბათუმი, თუმცა ამდენი ხნით თუ დარჩებოდი..ვერ წარმოვიდგენდით..
-ვერც მე თუმცა ესე გამოვიდა..თქვენ სად გადაიკვეთეთ..
-მე და ანდრია ლილესთან და ნანასთან ვიყავით, შემდეგ კომპანიაში და ეკატერინეც იქ იყო..
-ჰოო..ისე სულ ვიბნეოდი ნანას სახელებზე..ხან ერთს ეძახიან ხან მეორეს..
-ჩემთვის ნანაა და რა გავაკეთო..
-რაო როგორ შეგხვდა..
-ძალიანც კარგად..იმდენი ხანია არ გვინახავს..
-ნანაზე ვგიჟდები..
-სხვათაშორის გახსენა, თქვენ წასულები იყავით, თუმცა დებორა აქეთაა და არ მოდისო..
-ჰოო..ვინახულებ ახლო მომავალში..
-რაო თაია რას ამბობდი..? დღეს უნდა შევიკრიბოთ თუ ხვალ..?
-ხვალ..
-ისე თაია, მე ვერ წამოვალ..
-რატომ, რამე ხდება?
-კარგად იცი, დემნას გამო არ მინდა წამოსვლა..
-არ მაინტერესებს..სულ რომ გამარჯობა არ უთხრათ ერთმანეთს, ორივე მობრძანდებით..
-არ შემიძლია..
-აჰჰ დებორა დებორაა..მოხვალთქო..ჰო გითხარი ნუ დაელაპარეკბი, თუმცა უნდა მოხვიდე..სამეგობრო საკმარისი დროით იყო დაშლილი..
-თაიას ვეთანხმები..
-აი ინებეთ თქვენი შეკვეთა..
-მადლობა გრეტა..
-რა მადლობა..თუ რამეა დამიძახეთ..
-ხვალ ვიკრიბებით და მორჩა..
-თაიაა..
-არანაირი თაია..მოდიხარ..სერიოზული მიზეზი რომ გქონდეს ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ამ სიტუაციაში..
-ჩვეულებრივად გაძალებთ..ცუდი მეგობრები ვართ..? შეიძლება მაგრამ..
-რაც თაია ჩამოვიდა მოასწრო შენი გადაპირებაა..?
-როგორც ჩანს ჩემო კარგო..
-ისე შენს სახლზე რას აპირებ..
-რას უნდა ვაპირებდე, იქამდე იქნება დაკეტილი..სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი..
-ისე თაი ფოტოებს არ გვაჩვენებ..?..ისე ოჯახური ალბომისთვის გადაღებულს ვგულისხმობ..
-ოჯახური ალბომი..? რაღაც ახალია..ტელეფონში მაქვს რამოდენიმე ფოტო..გინდა..?
-აბა რაა..
-ისე ეკატერინე რა კარგი აზრი მომაწოდე..ჩემებოური ალბომის წარმოება უნდა დავიწყო..
-დავიჯერო აქამდე არ გქონდა..?
-იმდენი ფორო მაქვს ვინ მოთვილის, მაგრამ ასე ერთად და ასე ჩემებურად არ მაქვს..
-ძალაიანაც კარგი. მალე გექნება..ახლა კი ის ფოტორბი გვაჩვენე, რომლის ჩვენებასაც აპირებდი..
-აი..აირე ტელეფონი და გადაყევი..
. . .
ადრე გამეღვიძა..,თუმცა ადგომა არც მიფიქრია..აი ის მომენტია ზუსტად რომ იცი ძილის შებრუნებას აზრი არ აქვს და თან თბილ ლოგინსაც ვერ თმობ..
თავს ისე ვგრძნობ თითქოს უსულო საგანი ვიყო, რომელიც ერთ კონკრეტულ ადგილზე უნდა იდოს..დეკორაციისთვის რომაა და არაფრის დანიშნულება არ აქვს.. აი როგორც შუა ქალაქში ის სპილო.. თუ არ გახსოვთ მეთერთმეტე სეზონიდან ჩანს..შგადაშგ მოაძახებენ ხოლმე “ვერაფერში ვერ გამოიყენებ რაა”..მაინც არ გახსოვთ..? კარგი მნიშვნელობა არ აქვს..მოკლედ როცა გავიღვიძე უკვე წვიმდა, თუმცა ახლა კიდევ უფრო მოუმატებია..
რატომღაც ზუსტად ამ მომენტში გამახსენდა ეს ზედა სკოლის პერიოდში რომ შევიძინე, სპორტულებთან ერთად.. ვფიქრობ ახალც მამშვენებს.. მაშნ ამაზე უარესი ამინდი იყო, თუმცა ზუსტი დრო ასეთი ტანისამოსის საყიდლათ..
იციი რაა, არ მინდა და არ ავდგები..თან წვიმს, უკვე საშინლად..მე კი მხოლოდ ზაფხულის წვიმა მიყვარს.. დაკაკუნების ხმაც გაისმა..
-დებორა..გძინავს..?
-გააჩნია რისთვის..
-ცხელი ჩაისთვის..?
-თუ აქ მომიტან დავფიქრდები..
-შენ რა ადგომას მართლა არ აპირებ..?
-რა მოხდა მერე..
-დღეს თაიასთან და ანდრიასთან რომ მივდივართ..მაგაზე რას იტყვი..
-არ ვიცი..მაგრამ ახლა ადგომა არ შემიძლია..
-კარგი მოგიტან ჩაის..თუმცა შემდეგ ადგები..’
-მაგაზე ვიფიქრებთქო…
-ინებე..
-რომელი ჩაია..?
-არ ვიცი, რაც ხელში მომხვდა..თუმცა შაქარი აქვს..
-კიდე კაი..
. . .
დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სახლში ვარ..
რამდენჯერ ვეცადე სახლიდან გასვლა, თუმცა ფეხები უკან მრჩება..საფრთხეზე ფიქრი არ მასვენებს..
აღარავინ მირეკავს..თაია ალბათ ჩემზე გაბრაზებულია..არა უნდა წავიდე..თაია მართალია, არ არის აუცილებელი მას ველაპარაკო..მის გამო მეგობრებს ხომ ვერ ჩამოვშორდები..მაგრამ..არანაირი მაგრამ იქნებ ვერ გაიგოს..
კარიდან ჭიქა ავიღე, იქვე დავდე და წავედი…პატარა ღილაკს დავაჭირე და ზარის ხმაც გაისმა..
-როგორც იქნა პიცაც მოვიდაა..დებორა..მოხვედიი..შემოდი რას დგეხარ..მეგობრებოო..
-რა ხდება თაია..?
-პიცა არ არის..
-აბა..
-მასზე უკეთესი..
-დებორაა..-გავიგონე იოანეს ხმა, თუმცა ჩემი ყურადღება წამიერად გაკვირვებული დემნასკენ იყო მიმართული..
-მოგესალმებით..დავაგვიანე თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს..
-ყოველთვის მასე არაა..
-შენი აზრი ვინმემ იკითხა და არ მახსოვს..?
-კარგით..დებ რამეს დალევ..? ლიმონათი..?
-კომპოტი არ გაქვს..?
-კომპოტი..? აა კი კაცო..რომელი გინდა..
-ნებისმიერი..ჰო ნანას კომპოტია..?
-კიბატონო..
-კარგი ხუთ წუთში მოგიტან..
-გოგო კომპოტი რამ გაგახსენა..
-იცი რამდენი ხანია არ დამილევია..?
-აი მე კიდე მაგრად მშია..როდის მოვა პიცა.. არ მეპიტნავება ეს ლოდინი..
-ეკატერინე წუწუნი პიცის მოტანას ვერ დააჩქარებს..
-აი დებ..ინებე..
-აუ მადლობაა..გემრიელია..
-რა მადლობა..
-ვაიმეე..ახლაღა შევამჩნიე..შოკოლადის მაფინი..-მაშინვე ავიღე ერთი ცალი..-გემრიელია..ეკატერინე შენ იყიდე ჰოო..
-სხვათაშორის არა..
-არაა..წინაზე მე არ ვიყიდე..? ჰომ მოგეწონა..
-კი მომეწონა, თუმცა მე არ მიყიდია..დემნამ იყიდა..
-ოუ..კარგი გასაგებია..თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ დემნამ იყიდა..შოკოლადის მაფინებს ვერ დავაკნინებ..- თვალები გადაატრიალა..
-ზარიაა..აი ახლა კი უეჭველად პიცა მოგვიტანეს..
-მე გავალ..
-კიბატონო..-წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი..კარი ფრთხილად გავაღე, ახალგაზრა ბიჭს ყუთები გამოვართვი და ღიმილით დავემშვიდობე..ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული გულმა რომ არ მომითმინა და პიცის ნახვა მომინდა..გავშეშდი..იქვე პატარა ფურცელი იყო მიკრული..”თუ გგონია, შენი მანდ ყოფნა ჩემთვის შეუმჩნეველი იქნებოდა შეცდი..ფრთხილად იყავი..ბეწვის ხიდზე გადიხარ”..ფურცელი ავიღე დავკუჭე და ჯიბეში ჩავიდე..
-დებორაა..დებორა..
-მე..რაა..
-სად დაფრინავ..აქ დადე..
-აჰამ..-შევცდი..აქ არ უნდა წამოვსულიყავი..
-ნანატრი პიცაა..-იქვე ჩამოვჯექი..ვცდილობდი არაფერი შემემჩნია..ერთი ნაჭერი მეც გადავიღე..მგონი უფრო დეკორაციისთვის..გარკვეული დრო გავიდა..მეგონა შიშის მომენტმა გადამიარა თუმცა მოულოდნელად ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული.. თავბრუსხვევმაც არ დააყოვნა..
-მე..ცოტახნით ჰაერზე გავალ..
-კარგად ხარ..
-ჰაერზე გასვლა არ მაწყენდა..ისეთი არაფერი-მივაყარე სათქმელი და გარეთ გავედი..უბრალოდ ღრმად უნდა ვისუნთქო და გამივლის..არ..არ გამოდის..გული უფრო და უფრო მიჩქარდება..ხელები..ხელები..ვერ ვაჩერებ, ასე კანკალი როდის დაიწყეს..მინდა მუშტი შევკრა, რომ კანკალი გავაჩერო თუმცა ვგრძობ თითქოს დაბუჟებული ვარ და ამასაც ვერ ვახერხებ..სუნთქვაც რომ მიძნელდება აქ ვიწყებ ნერვიულობას..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მალე მოვკვდები..არ შემიძლია..მე..მე..
-დებორა..-ოღონდ ახლა არა დემნა..ოღონდ ახლა არა..მისკენ ვერ ვტრიალდები..შემდეგ ხომ ცხადი იქნება რამდენად ცუდად ვარ..-დებორა..შემომხედე..
-შეგიძლია წა..წახვიდე..
-დებორა..-მისკენ მატრიალებს..-შემომხედე..
-აქ რას აკეთებ…მე..
-გგონია ვერ შევამჩნიე ცუდად რომ ხარ..? ხელები გიკანკალებს..თანაც საშინლად..
-დემნა..ვერ ვსუნთქავ..
-აქვე ჩამოჯექი..-ჩაიმუხლა და ორივე ხელი მომკიდა..-გთხოვ შემომხედე..აი ასე..მომისმინე..რაც უფრო მეტად გადაწყვეტ ებრძოლო, უფრო გართულდება..საშიში არაფერია..უსაფრთხოდ ხარ..აცადე და სიმპტომები გაივლის..
-არ შემიძლია..არ..არ..
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა..?
-რა..?
-ჩვენი პირველი შეხვედრა..-წამიერად გამეცინა..
-იმ ბიჭმა საფულე მოგპარა..და მე მე..
-შენ ეს დაინახე და რა გააკეთე..?
-გავეკიდე..გზა გადავუღობე..მე..-მინდოდა ლაპარაკი გამეგრძელებინა თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში უფრო მეტად გამიჭირდა სუნთქვა..
-შენი შეშინება რომ სცადა გახსოვს..? თუმცა მიწაზე ისე დავარდა თითი არ დაგიკარებია..შემდეგ საფულე აიღე..მიმოიხედე..თვალებით მეძებდი, როცა დამინახე ჩემკენ წამოხვედი და გამომიწოდე..მგონი შენი უნდა იყოსო..ჩემს პასუხს აღარ დაელოდე ისე წახვედი..იცი მაინც ასე საფულით ხელში რამდენი ხანი ვიდექი..?-გამეცინა..-აი ასე უკეთესია..ღრმად ისუნთქე..გამოგივა…-თავი დავუქნიე..
-მგონი უკეთ ვარ..-შევხედე..მკრთალად გამიღიმა..
-შეგიძლია მითხრა, ასე რამ აგაღელვა..?
-არაფერია ისე..
-დებორა..ახლახანს პანიკური შეტევა გქონდა..რაღაც მოხდა..
-არაფერია..შიგნით უნდა შევიდე..-წამოდგომა დავაპირე, ჩვენი ჩაკიდული ხელები, რომ მომხვდა თვალში..რამოდენმე წამის შემდეგ ხელები გავუშვი, წამოვდექი და სანამ შევიდოდი მისკენ შევტრიალდი..
-მადლობა..
. . .
-ცოცხალ მკვდარს ჰგავხარ..
-მადლობა ეკატერინე კომპლიმენტისთვის..
-სერიოზულად რა გჭირს..
-არაფერი რა უნდა მჭირდეს..-ეს კითხვა ყველაზე მეტად მაშინაა გამაღიზიანებელი, როდესაც მართლა რაღაც გჭირს..
-გეძინა საერთოდ..?
-ნუ..
-კარგი კარგი პასუხი ნათელია..აუ ისე ტელეფონი გირეკავდა..
-მართალა..? სად დავტოვე განა მახსოვს..
-აი აიღე..
-მადლობა..-უი გეგი მირეკავდა..ნეტა რა მოხდა..მაშინვე გადავურეკე..-სალამი..რაო რამ შეგაწუხა..?
-არ დაიჯერებ..დამთანხმდა..
-ვინ..რაზე..
-რა დაგემართა..მელისა დავპატიჟე პაემანზე..
-ოუუ რა მაგარია..წესიერად მოიქეცი, შეიძლება ყველაფერი გააფუჭო;..
-ვეცდები..
-მოიფიქრე სად წაიყვან..?
-ფიქრის პროცესში ვარ..კარგი უნდა წავიდე, უბრალოდ ახალი ამბები გაგაგებინე..
-კარგი აბა შენ იცი..
-ჰეი..ვინ იყო..?
-გეგი..
-გეგი..მოიცა ის გეგი..? მაგას თაია არ მოსწონდა..?
-კი..ეგაა..
-რაო რა მინდაო..
-არაფერი..ცოტახნის წინ შემხვდა და..
-ჰოო..
-მასეთი სახე ნუ გაქვს..ერთი გოგო მოსწონდა და იმაზე მელაპარაკებოდა..
-ვინ წარმოიდგინდა მაგას თუ რჩევები დასჭირდებოდა..
-მეც ეგ ვუთხარი..
-ჩაის დალევ..?
-არაფერი არ მინდა წყლის გარდა..
-კარგი და დღეს გაქვს გეგმები..?
-შესაძლოა..შენ რას აკეთებ..
-ესკიზებს ვათვალიერებ..ჩემს ძველ ეკსიზებს ვადარებ ახლებს..
-გასაგებია..-მის წინ ჩამოვჯექი..-ეკატერინე..
-გისმენ..
-იცი როგორ მიხარია, რომ შემიძლია ჩემი მეგობარი გიწოდო..? ამდენი ხანია გიცნობ და არასდროს წყვეტ იმაზე ფიქრს როგორ შეგიძლია განვითარდე..შეიძლება თვლიდე, რომ შეუმჩნეველია, თუმცა შენს თვალებში ვხედავ რამდენად ღელავ იმაზე, რომ ვერ პოულობ იმას რაც გინდა..ის სიახლე, რომელიც წინსვლაში დაგეხმარება..ასეთები ვართ ადამიანები, გვინდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე გვქონდეს..ლოდინს ვერ ვიტანთ..თუმცა არ დაგავიწყდეს როგორ მოხვედი აქამდე..რა გზა გაიარე..რამდენი დრო დაგჭირდა..ეს პერიოდიც გადაივლის.. იმ ნანატრ გასაღებს იპოვი და ზუსტად იმ კარებს გაგიღებს, რომელიც ამდენად გინდა..-წამოდგა ჩემთან მოვიდა და გადამეხვია..
-მადლობა დებ..ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის..-გამიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა..
ოთახში დავბრუნდი, გამოვიცვალე და გარეთ გავედი..გგონიათ ვიცი სად მივდივარ..? არა..არაფერი ვიცი, მაგრამ არ ვჩერდები..ალბათ უბრალოდ ჰაერზე გამოსვლა მჭირდებოდა..საშინელი ამინდია, აი ისეთი ფანჯარაში გახედვისას რომ გადაწყვეტ, საუკეთესო არჩევანი სახლში დარჩენაა..ქარს ხომ ვერ ვიტან , თუმცა ესეც არ მარწმუნებს იმაში, რომ უკან მივბრუნდე..
თითქმის ვერც კი ვგრძნობ სიცივეს..თუმცაღა შინაგანად ყველაფერი იმდენად გაყინულია, უბრალო ქარმა რა უნდა დამაკლოს..
და მაინც ეს ყველაფერი, ჩემი განცდები..კოშმარები..გრძნობები..ეს საშინელი ქარიც კი არასამართლიანიად იქცევა ჩემთან მიმართებით..მე ხომ ყველაფერი გავაკეთე, რაც წესით უნდა გამეკეთებინა..
. . .
-უბრალო ფილმია..რა გაჩხუბებთ..
-რამდენად არასწორ რაღაცას იძახის..არ გამოვესარჩლო..?
-არასწორს..? მე ვარ არასწორი..? ამდენი ხანი ატყუებდა და იმის უფლებაც არ აქვს გაბრაზდეს..?
-იძულებული იყო და იმიტომ..მისთვის უნდა გაეგო..
-ადამიანს ემოციები გააჩნია..იმ წამსვე ვერ მიიღო და..
-იმ წამსვე..? მანამდე უნდა გაეაზრებინა ყველაფერი..ამდენი ხანია ერთმანეთს იცნობენ..მეგობარს ვერ შეატყო რაღაც რომ აწუხებდა..?
-ფილმია ხალხო..რა გჭირთ..მთლად ბაბილონის გოდოლს ნუ ააშენებთ ახლა..
-აუ ჰოო რაა დავა რა საჭიროა..ფილმს მაყურებინეთ…
-იცი რაა მე..დაივიწყეთ..-ტელევიზორს ხმა ავუწიე და პულტი თავის ადგილას დავაბრუნე..უაზრობაა..არაფრის მომცემი..დარჩენილი დრო ხმა აღარ ამომიღია..
-მთლიანობაში კარგი იყო..
-ჩემთვის არც ისე..
-რატომ..მაინცდამაინც ერთად უნდა დარჩენილიყვნენ..?
-მხოლოდ მაგის გამო არ ვამბობ რომ არ მომეწონა, მაგრამ რა არის ცუდი იმაში თუ მინდა თუნდაც არარსებულმა პერსონაჟებმა ბედნიერად გააგრძელონ ცხოვრება..
-სიჟეტს თუ გაყვები, მიხვდები..რომ მათი ერთდ ყოფნა უაზრობა იქნებოდა..
-თუ ბედნიერები იქნებოდნენ..უაზრობა აღარ იქნებოდა..
-ჩვენც აქ ვართ რო რამე..
-ფილმი დამთავრდა..მე უნდა წავიდე..
-საღამოც კი არაა..სად მიდიხარ..
-მიუსავლეთში..
-სწორი გზა აგირჩევია..
-ჰოო არაა..შენი რეკომენდაციიდან გამომდინარე..
-აუცილებელია წახვიდე..?-ჩემი ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა..წამით დავხედე და მაშინვე გავთიშე..-მოკლედ მალე გნახავთ მეგობრებო..
-მაშ კარგი..შენსას თუ არ იშლი..-მოსაცმელი ავიღე და გარეთ გამოვედი..
ქუჩას დავუყევი და სასურველი მუსიკის მოძებნა დავიწყე..რთულია როდესაც სეირნობა გიყვარს თუმცა ამავდროულად ყველაფრის გეშინია..ძაღლების და შესაძლო მანიაკების, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებიან..რადგან ჩემს გარშემო ხალხია ამიტომ მივეცი თავს უფლება ორივე ყურსასმენი მომერგო და ბოლო ხმაზე მომესმინა..
ორმოც წუთზე ოდნავ მეტი დამჭირდა დანიშნულების ადგილას ფეხით მივსულიყავი..ეს ადგილი კი გახლავთ..პატარა წიგნების მაღაზია..წლების წინ აღმოვაჩნე და ჩემს საყვარელ ადგილად მალევე გადაიქცა..
-დებორა..ეს შენ ხარ..?
-კიი გახლავართ..
-შემოდი..მანდ რას დგახარ..
-უი ხო..აბა როგორ ხართ..?
-რავიცი შვილო..ამ სიბერეში როგორ ვიქნები..ვუძლებ..
-მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგად გამოიყურებით ..
-კარგი ახლა..აბა შენი ის მითხარი აქ რამ მოგიყვანა..ახალი წიგნი გინდა..?
-ისე შემოვიარე..
-თავადაც ხომ კარგად იცი, ეს ვითომ შემოვიარე ყოველთვის წიგნის წაღებით რომ სრულდება..
-ეგეც მართალია..კარგით მითხარით რა გაქვთ ახალი..
-საშენო..-თავისთვის ჩაილაპარაკა და წიგნებს მოავლო თვალი..-რამოდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებ და მითხარი, რომელი მოგეწონება..
-კიბატონო..
-ჰომ იცი არ შეგიძლია ყდა ნახო..მხოლოდ შინაარსი..
-მახსოვს მახსოვს..მთლად ამდენი ხანიც კი არ ვიყავი წასული..
-კარგი აბა..-სამი წიგნი აიღო და წინ დამიდო..
-რომელიმე აუცილებლად დაგაინტერესებს..
-თქვენ მომიყევით მოკლე შინაარსები რაა..
-კარგი ამ წიგნში..პერსონაჟი სახიფათო თავგადასავლებში ეხვევა..სამწუხაროდ გვიან იაზრებს, რომ მეგობარი უყვარს, თუმცა ეს გოგონა მისგან შორს მიდის..რაღაც პერიოდის შემდეგ კი გაირკვევა რომ ეს გოგონა დაიკარგა..საბოლოოდ ყველაფერს ანებებს თავს და მის მოსაძებნად მიდის..მგონი ზედმეტი წამომცდა..
-არაფერია და შემდეგ წიგნზე რას მეტყვით..
-მხატვარ გოგონაზეა, რომელმაც ცხოვრების ხალისი დაკარგა, იმის გამო რაც გამოიარა..თუმცა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება და შემდეგ შემოდის ადამიანი რომელიც ცდილობს დაანახვოს, რომ ცხოვრებაში კარგი რაღაცეები ჯერ კიდევ შემორჩენილია..
-და ბოლო..
-მოულოდენ სიყვარულზეა..სიუჟეტი ორ ქვეყანაში ვითარდება..გრძნობა ორივესთვის ახალია და თავად ნახავ იბრძოლებენ თუ არა სიყვარულისთვის..
-საინტერესო ვარიანტები მაქვს..ფიქრის თავი არ მაქვს..სამივეს ვიყიდი..
-მართლა..? შენ არ ამბობდი რომ გაქვს წესი, რომელიც..
-რაღადროს ეგ წესებია..სამივეს ავიღებ..აი გამომართვი ფული..
-დებორა..
-არანაირი დებორა..რამეში ჩამიდეთ და დამემშვიდობეთ..
-დარწმუნებული ხარ..?
-სრულიად..
. . .
ერთხელ ვწუწუნებდი მასწავლებელზე..ძალიან თავისებური ქალიათქო..იცით რა მივიღე პასუხად..? ყველა თავისებურია და გაგება სჭირდებაო..
მართალი ყოფილა..ინდივიდები ვართ..გამორჩეული და დამახასიათებელი თვისებებით..ვერ განმეორდები..შეიძლება ვიღაც გგავდეს თუმცა შეუძლებელია შენი გამეორება..
თუ აირჩევ რომ გვერდით ვიღაც უნდა გყავდს..ისეთი უნდა აირჩიო, რომელიც გაგიგებს..შელამაზების გარეშე დაგინახავს როგორი ხარ..შენზე ყველაფერი ეცოდინება, ისეთი საშინელებები, შეიძლება ღამე კოშმარადაც გესიზმრებოდეს..თუმცა მიგიღებს და გაგიგებს..
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, სწორი ადამიანი არის თუ არა..დაგისვამთ კითხვა..რამდენად გესმით ერთმანეთის..? ოღონდ ამ კითხვაზე პასუხს მისი საყვარელი ფერის ცოდნით ნუ განსაზღვრავთ..
რამდენაც იცი ვინ არის და რამდენად გესმის თითოეული მისი შემადგენეილი ნაწილი, მოლეკულებამდე დაყვანილი..
. . .
-დემნა..
-ასე რამ შეგაშინა..
-მე მეგონა მანიაკი იყავი..თუმცა შესაძლოა..
-სისულელეების გარეშე..მოიცა და ამდენად შეგეშინდა, რომ ტაფა და დანა ერთად გიჭირავს..?
-პირდაპირ საქმეზე გადადი, აქ რას აკეთებ..-დანა და ტაფა მაგიდაზე დავაწყვე..-ეკატერინე სახლში არაა..
-ვიცი..შენთან მოვედი..
-ჩემთან რა ჯანდაბა გესაქმება..-ხელები აწია..
-ისეთი არაფერი შენი ორი სასიკვდილო იარაღის გამოყენება რომ გახდეს საჭირო..
-სასაცილოა..რა გინდა მეთქი ვიიკითხე უკვე..
-დავსხდეთ..?
-როცა დგეხარ ვერ ლაპარაკობ..?
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ..
-კარგი ჰოო..მანამდე ჭიქის ნამსხვრევები აიღე..
-აა ეგ სულ ამომივარდა გონებიდან..ერთი წუთით..
-არსად მეჩქარება..
-ყოველთვის ასე თბილად ხვდები სტუმრებს..?
-მხოლოდ მანიაკებს..
-ვერ მეტყვი კარის გაღებისას ჭიქა რანაირად გავტეხე..?
-უნებართვოდ არ უნდა შემოსულიყავი..
-არც შემოვსულვარ. დავაკაკუნე..
-სწრაფად მითხარი აქ რას აკეთებ..
-მინდა დავზავდეთ..
-სწორად გავიგე..? რომელ დაზავებაზე საუბრობ..
-როგორც აღმოჩნდა გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა..არ მინდა ორი წლის ბავშვებივით ვკინკლაობდეთ..
-ადვოკატი..რომელიც ერთხელაც არ წასულა შეთანხმებაზე რადგან სათანადოდ დამადასტურებელი საბუთის მოძებნას ყოველთვის ახერხებს, დაზავებას მთავაზობს..?
-როდესღაც დადგებოდა ასეთი მომენტი..ერთი ნაბიჯით უკან დახევა დამარცხებას არ მოიაზრებს..
-თუ შემდეგ უფრო ძლიერად გაქანებას არ აპირებ..არაა..-თავი მსუბუქად გადააქნია და თან ჩაიცინა..
-არაფრის გაჩალიჩებას არ ვაპირებ დარასელია..
-ენუქას ანდერძის გარეშე..?
-ენუქას ანდერძის გარეშე..
-საეჭვო წინადადებაა..
-ვერ დავიჯერებ..დებორა დარასელია იმდენადაა შეშინებული, რომ რისკზე ვერ წავიდეს..
-მეგობრები აღარ ვართ დემნა..მე კი მხოლოდ იმდენად ახლო ადამიანებს ვენდობი რომლებსაც შემიძლია მეგობარი ვუწოდო..
-ისევ განვაახლოთ ძველი ურთიერთობა და მეგობრობის დღიური შემივსეთქო არც მითხოვია..
-ვინ იფიქრებდა..
-რას..
-დემნა დადვანი თუ ოდესმე თეთრ დროშას ამიფრიალებდა..
-დემნა დადვანი..ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანივით იქცევა..
-კარგი თუ კი ასე გსურს..მეც ავაფრიალებ თეთრ დროშას..თუმცა სახეზე ბედნიერი ღიმილის გარეშე..
-სრულიად გასაგები მიზეზების გამო..-წამოდგა.. მეც წამოვდექი..შემდეგ კი..შემდეგ კი ხელი გამომიწოდა..გაუაზრებლად მეც გავუწოდე და ხელი ჩამოვართვი ვითომ და დაზავების ნიშნად..თუმცა შეხებისთანავე შევკრთი.. მალევე მივხვდი ერთი წამიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ხელის ჩამორთმევა ფორმალობას გასცდენოდა, ამიტომაც..ხელი გავუში და მას შევხედე..
-წასვლის დროა..
-ნუ ღელავ..შენთან ერთად იმაზე დიდ დროს არ გავატარებ ვიდრე საჭიროა..-უკვე გასასვლელისკენ მიდიოდა ჭიქა რომ ავიღე და თან გავყევი..-ნახვამდის..ეს ჭიქა..
-სადაც არაფერი გესაქმება იქ კითხვების დასმა უაზრობაა..ნახვამდის..-კარი ცხვირწინ მივუჯახუნე და უკან გამოვბრუნდი..
ესე მარტივად..? იმ ყველაფრის მერე..კი მაგრამ რამ აიძულა ვერ ვხვდები..დავიჯერო რაც მითხრა რეალური მიზეზია..? არა არა..რაღაცაშია საქმე..იქნებ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ..როგორ არ მინდა მისი მოსვლა დავასახელო მიზეზად..ზედმეტად რომ ავირიე…
მიტოვებულ წიგნთან მივედი, ხელში ავიღე და გარშემო მიმოვიხედე..თვალში თმის რეზინა მომხვდა..წიგნში ჩავდე სანიშნად და მაგიდაზე დავაბრუნე..
იქვე დივანზე ჩამოვჯექი და მივეყრდენი..მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდა ჩემს გონებაში დემნა.. კადრებად..თითქოს ახლაღა აღვიქვამ რომ აქ იყო, ჩემს გვერდით..მისი მზერა..მინდაა რამე ამოვიკითხო თუმცა სიცივის მეტს ვერაფერს ვამჩნევ..საერთოდ რისი მოლოდინი მქონდა..თუმცა..მოიცადეთ..
გასვლისას სანამ კარებს მივუჯახუნებდი, წამით თითქოს მზერა შეეცვალა..მგონი იმ მომენტში..სულ რაღაც წამის მეასედში რაღაც შეიცვალა..შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ..თითქოს გაკვირვება და მცირეოდენი სითბო იყო ერთმანეთში არეული..
ვბდოდავ არაა..ჩემი ნათქვამი მეტს არაფერს გავს..
ისე ვარ ახალგამოღვიბენული, რომ ვერ არჩევ რაღაც დაგესიზმრა თუ ნამდვილად მოხდა..
არადა იმ მომენტში იქ ვიყავი, თუმცა მხოლოდ ახლა შემიძლია მომხდარის..დენას აღქმა..ჰოდა რას გაიგებ ნამდვილად მოხდა თუ სასოწარკვეთილი ქალის ნაბოდვარია..
. . .
-ამისთვის დამირეკეთ..?
-დებორა ჩვენ..
-ბიჭებო, ხომ იცით, რომ კომპანიაში აღარ ვმუშაობ..
-გვჭირდები..
-რთული შემთხვევაა..შენზე კარგს კი არავის ვიცნობთ..
-იოანე ნუ მთაფლავ..-იოანე და ანდრია ისეთი სახეებით მიყურებენ ხმას ვეღარ ვიღებ..ახლახანს მოვედი თაისთან და ანდრიასთან..თავიდან ისე დამირეკეს სახლიდან აქამდე მგონი მოვრბოდი..სასწრაფო საქმე გვაქვსო..-კარგით კარგით..დეტალურად მითხარით რა გჭირდებათ..
-აი ასე არ ჯობიაა..მოკლედ ონლაინ გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა..
-გასაგებია..
-შენ თუ გაართმევ თავს..
-ეგ კარგი და ის მაინც შეგიძლიათ მითხრათ რომელი ენისთვის გჭირდებათ თარჯიმანი..?
-აა ჰოო..ესპანური..
-ოჰ..იოანე შენ არ საუბრობ ესპანურად..?
-გამარჯობა გაგიმარჯოს საუბარი არაა..
-რამდენ ხანში იწყება შეხვედრა..?
-ხუთ წუთში..
-მე რომ არ დადებითი პასუხი არ გამეცა რას აპირებდით საინტერესოა..
-ვინაიდან დაგვთანხმდი მაგაზე ფიქრი აღარ მოგვიწევს..კარგი მოვაწესრიგოთ აქაურობა…
-ამაზე იფიქრონ..ეს ვუთხრა..?
-სიტყვასიტყვით..
-Piénsalo, porque este será un paso importante..
-Entendemos..
-გვესმისო..
-კარგი შეგიძლია დაემშვიდობო…
-არ მჯერა ეს შეხვედრაც გადავაგორეთ..
-დებ როგორ მიხვდი იმ მომენტში, რომ იტყუებოდა..
-სხეულის ენით..
-სხეულის ენით..?
-ტონის ცვლილება, ზედმეტად ხშირად ახამხამებდა და ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა თქვენი დარწმუნების მიზნით და ნერვიულობის ფონზე..
-ოჰ..ყოჩაღ შენ რეები გცდონია..
-ისეთი არაფერი..აბა კმაყოფილები ხართ შეხვედრით..?
-საკმაოდ..
-ისე მაგრად გადაგვარჩინე..
-კარგით ახლა ისეთი არაფერი..თაია მალე მოვა..?
-არა..
-გეჩქარება თუ..
-არა მოვიკითხე მეგობარი არ შეიძლება..?
-მე ბოდიში..-გაეცინა..-აუ ისე იცი რა უნდა გაჩვენოთ..?
-გისმენთ..
-მოიცადე მოვიტან..
-ანდრიაა ეს რა არის..
-თაიას საჩუქარი..
-პატარა ალბომი..
-ეს ის ფოტოებია, რომლებზეც ფიქრობს რომ დაიკარგა..
-აი ეგ ფაქტი უკვე ყველაფერს ცვლის..მოეწონება..
-აკი რომანტიკოსი არ ვარო..
-დიდად არ ვარ, თუმცა საყვარელი ადამიანის გახარების სურვილი ნამდვილად მაქვს..
-რომანტიკოსობა მეტი კი არაფერია..
-არა ცდები იო..მთლად მასეც არაა..თუმცა საჩუქარი მომეწონა და ნუ ღელავ შენს ცოლს არაფერს ვეტყვი..
-მადლობელიც დაგრჩები..
-რაღაც მინდა და არ ვიცი რა.
-შენი საყვარელი კომპოტიც მაქვს და ჩაიც..
-არაა რაღაც სხვა..
-შაქარი..
-ზუსტად იო..
-ტკბილეული სახლში არ მოგვეპოვება..
-არაუშავს მერე შევჭამ..მაშინ სამზარეულოშi გავალ და საჩემოს მოვძებნი რამეს..
-გზა ხსნილია..
-ისე რამე ხომ არ გამოგვეძახა…არ გშიათ…?
-გამოიძახე კიბატონო..-მაცივარის რამდენჯერმე გამოხსნის შემდეგ მივხვდი ახალი არაფერი დამხვდებოდა, ამიტომაც ვაშლი ავიღე და მათ დავუბრუნდი..
როგორც შემდეგ აღმოჩნდა იოანეს ხინკალი შეუკვეთავს.. ჩემდა გასაკვირად მალე მოიტანეს..
-მოიცა გოგო ხინკალს კუჭებიანად ჭამ?
-დიახ, რამე პრობლემაა..?
-არა უბრალოდ რაც თავი მახსოვს ისე ჭამ..
-მიყვარს..ამ სიამოვნებას რატო ვიკლებდი არ ვიცი..
-მომატების გეშინოდა ალბათ..
-არა შენი ჭირიმე..მომატებაში ცუდი არაფერია, ჯანმრთელობას თუ არ უქმნის საფრთხეს..
-ეგეც მართალია..
-უბრალოდ არ მეგემრიელებოდა..ახლა პირიქით..-კარის გაღების ხმაც გაისმა და თაია შემოვიდა..
-ოჰოო ამათ დამიხედეთ რა დღეში არიან..
-ცოტა ადრე რომ მოსულიყავი მოგვისწრებდი..
-ნუ ღელავ მეც მივირთვი გემრიელობები..აბა ბატონო ანდრია შეხვედრამ როგორ ჩაიარა..
-დებორას წყალობით კარგად..
-მაინც დაიყოლიე ჰოო..
-მეგობრებს ხომ არ გაგვწირავდა..-მალევე დავემშვიდოებთ ერთმანეთს და სახლისკენ გავემართე..
მსგავსი მეგობრული საღამოები ვითომდა განსაკუთრებული არაფერია, თუმცა როდესაც აღარ გაქვს მძაფრად გრძნობ დანაკლისს..იცი რაა თურმე მეგობრებთან შეხვედრა, სიცილი, ლაპარაკი..რომ გეგონა შენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა ახლა აღარ გაქვს და ამ გვიან დაფასებას აზრი არ აქვსო..
ჯერ კიდევ მათთან ვიყავი, ერთად ყოფნის მცირე..ჯერ არ ჩაუვლელი ეპიზოდი რომ მომენატრა და ვიცი დრო რომ გავა უფრო მეტად მომენატრება..
ამ ცხოვრებაში ურთიერთობებია ღირებული და ალბათ ადამიანები მეტად რომ აფასებდნენ მეტად ბედნიერებიც იქნებოდნენ..
. . .
-არა მითხარი..მითხარი რატომ დამიდე შეთანხმება..ვითომდა ზრდასრულივით გინდოდა მოქცეულიყავი არაა.. სინამდვილეში ბავშვივით იქცევი..
-მე ვიქცევი ბავშივით..? ყველაფერზე მეკიდები..
-ცდები..კარგად მიცნობ და ამას ვერ გავექცევით..სპეციალურად ამბობ ისეთ რამეს რაც იცი ჩემში გაღიზიანებას გამოიწვევს
-არა არა აი აქ ცდები..მე შენ გიცნობდი..ახლა არც კი ვიცი ჩემს წინ ვინ დგას.. მეგონა შევძლებდით უბრალოდ ერთ სივრცეში არსებობას, თუმცა მგონი უკვე ეგეც არ გამოგვდის..
-შენ არ გინდა და იმიტომ..
-გადაირიეე ჰოო.. რა მე არ მინდა..საბაბს ეძებ მეთქი ჩემთან ჩხუბის წამოსაწყებად..
-წრეზე დავდივდივართ..საუბრის..-ტელეფონი ხელში მეჭირა და მექანიკურად დავხედე.. “საუბარი გაგიგრძელდა..ჩემთან მოსასვლელად არ დაგაგვიანდეს”..
-დებორა..
-უნდა წავიდე..
-რა მოხდა..-ვცადე ჩამეარა თუმცა გადამეღობა..-ჯერ მითხარი რა მოხდა..
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ..უნდა წავიდე..
. . .
“ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან?”- ჯემალ ქარჩხაძე
სახლში შესვლისთანავე ავანთე შუქი და გარშემო მიმოვიხედე..ყველაფერი თავის ადგილზეა..არაფერი შეცვლილა..
ჩემი სახლი..ზუსტად ისეთია როგორიც დავტოვე..თითოეულმა მოგონებამ თვალწინ ჩამიარა..
ისეთი ტკბილი იყო პირველი დღეები..ნელნელა ვყიდულობდი ნივთებს რომლებიც მჭირდებოდა..ჩემით ვისწავლე ბევრი რამის კეთება და შემდეგ ბედნიერი ვიყავი პატარა გამოწვევებთან გამკლავებით..თუნდაც ნათურის გამოცვლა..გჯერათ ეს აქამდე არ მქონდა გაკეთებული..
როდესაც ამ სახლში დავიწყე ცხოვრება მეგონა ყველფერ ცუდს უკან ვიტოვებდი..თურმე ჯერ სად ვყოფილვარ..
აბაზანაში შევდი და იატაკზე დავწექი..იმედგაცრუებით ვარ მოცული..საერთოდ რა მეგონა, ყველაფერი დალაგდებოდა..? ყოველდღე დაძინებისას ბოლო ფიქრი იცით რა იყო..? გადარჩი..დღეს გადარჩი..
აზრი არ აქვს არაფერს..აღარც იმ ჭიქას გასასვლელში რომ ვდებდი ხოლმე..
თუ ვიღაც მართლა შემოიჭრა ეგ გადამარჩენს..? რაღაც არამგონია..
მგონი მცდელობასაც დაეკარგა..აზრი..
ცრემლები წამომივიდა..რამდენი ხანია არ მიტირია..მალე ალბათ ცრემლების გუბე დადგება, თუმცა ამას ვინ ჩივის..ბოლოს ფიქრიც შევწყვიტე და მოძრაობაც..
. . .
-რას ნიშნავს ვერ პოულობთ..
-კარგით რაა უფროსო..თავად არ ამბობდით მასზე კარგი აგენტი არ მყოლიაო..? თქვენც კარგად იცით თუ მოუნდა თვალით ვეღარ ვნახავთ..
-ბოლოს ვინ ნახა..
-დემნამ..შემდეგ კი რადგან ღამე იყო მისი კვალი მარტივად დაიკარგა..მთავარი გზებით თუ არ დადიხარ მარტივია დამალვა..
-გგონია მაინტერესებს მიზეზები..? სასწრაფოდ მოძებნეთ..
-გასაგებია..დემნას დავუკავშირდე..?
-საჭირო არაა..
-კარგით..
. . .
-სახლში როცა დავბრუნდი არ იყო..ღამე ვიფიქრე ეძინა და დილითაც რომ არ დამხვდა შევშინდი..
-იქნებ გავიდა..
-გავიგებდი..
-დემნა თქვენ ორი არ გახვედით..რა მოხდა..
-არაფერი ისეთი რაც არ გინახავთ და არ გაგიგონიათ..მოკლედ სერიოზული არაფერი..
-აბა რა მოხდა..
-შეტყობინება..
-რა შეტყობინება..
-ვკამათობდით შეტყობინების ხმაზე ტელეფონს დახედა და შემდეგ წავიდა..
-მაგის ბრალია ვითომ..? ასეთი რა უნდა ყოფილიყო..
-რაღაც ხდება..
. . .
Billie Eilish - everything i wanted ????
საშინლად შეშინებულმა გავიღვიძე..მაშინე წამოვჯექი..გული ისე მაქვს აჩქარებული საკუთარი თავისაც ძლივს მესმის..
შუქი ანთია, თუმცა ფანჯარა მიმანიშნებს რომ ღამეა..აქ რამდენი ხანია რაც ვარ..ჯანდაბა..
ცოტა რომ დავწყნარდი ავდექი..არც კაბა გამომიცვლია და არც სარკეში ჩამიხედავს..
სამზარეულოში გავედი..წყალი დავადგი, ხელში რაც მომხვდა ის ჭიქა ავიღე..როდესაც წყალი გაცხელდა ჩაი გავიკეთე და მისაღებში გავედი..
ყველგან ჩავაქრე შუქი თუმცა ერთი პატარა სანათი დავიტოვე..
ჩაი მშვიდად დავლიე, თუმცა ეს სიმშვიდე დიდხანს არ გამყოლია..ოდნავ მოგვიანებით გავიაზრე რატომ ვუყურებდი ჭიქის ნამსხვრევებს იატაკზე. რომელიც თურმე მე გამისროლია კედლის მიმართულებით..
ჯანდაბა..ჯანდაბა..ჯანდაბა..ჯანდაბა..
დივანზე წამოვწექი..თვალები ძლიერად დავხუჭე და საკუთარ თავს ვუთხარი რომ უნდა დამეძინა..
არაფრის დიდებით არ მეძინება, თუმცა თვალებს ჯიუტად არ ვახელ..სულ რომ უარესი კოშმარი ვნახო არ მაინტერესებს..უნდა დავიძინო..გონება უნდა გავთიშო..კიდევ ცოტახნით უნდა მოვწყდე რეალურ კოშმარს..
. . .
-ერთი წუთით დაწყნარდით რაა და რეალურად ვიმსჯელოთ..იმ ღამეს ერთად არ ვიყავით შეკრებილნი..თავად არ წავიდაა..? თუ თავად წავიდა ესეიგი მარტო ყოფნა უნდა..
-ტელეფონი გათიშული აქვს..
-იმიტომ რომ მარტო ყოფნა უნდა..არამგონია ახლა რაიმე სადარდებელი გვქონდეს..ჰომ შეიძლება არ შევყაროთ ქვეყანა და ვაცადოთ ადამიანს..
-საკმარისი დრო ჰქონდა აზრების დასალაგებლად ბათუმში..
-დემნა..
-ტყუილს ვამბობ..? წავიდა..რამე გითხრათ..? მე კარგი და თქვენ..წესიერად გეკონტაქტებოდათ რომელიმეს..? ეს დებორას არ გავს..-კიდევ აპირებდა გაგრძელებას თუმცა იმ ღამეს დებორას ნათქვამი გაახსენდა, იმას ვერ გავექცევით რომ შენ მე მიცნობო..
-ერთი დღეც..მხოლოდ ერთი..შემდეგ თუ თქვენ არ იპოვით..
-თუ ჩვენ არ ვიპოვით..
-სამალავიდან თავად გამოვიყვან..
. . .
რას ვაკეთებ ახლა..? მოწესრიგების შემდეგ სახლის მოწესრიგება გადავწყვიტე..კუთხე არ დარჩა სადაც ოდნავ მაინც დარჩებოდა მტვერი..ოთახები შემოვიარე და იატაკები ვხეხე..ფანჯრები გავწმინე..ყველა ოთახიდან ჩამოივიღე ფარდა გასარეცხად..იმის დასუფთავებაც კი დავიწყე რასაც არ სჭირდებოდა..
ბოლოს ისევ ჩემს საყვარელ დივანს დავუბრუნდი..
გავიაზრე რომ იმ ფილმში არ ვარ სადაც ტაქსში ჩაჯდომისას მძღოლს, რომ ეუბნები სახლში მიდიხარ ზუსტად იცის სადაც უნდა წავიდეს..რეალურ სამყაროში ასე არ ხდება..
თუ პრობლემებთან გამკლავება არ დაიწყე ასე უბრალოდ არ გაქრებიან..ამ დროს ძაღლებივით არიან, თუ დაინახეს რომ შეგეშინდა, გამბედაობა ემატებათ და მეტად გიღრენენ..შენ უნდა დადგე მედგრად და ისე გაიარო თითქოს არც კი დაგინახია იქვე ძაღლი რომ იწვა და შენს თითოეულ მოქმედებას აკვირდებოდა..სუნთქვაც უნდა შეიკავო შენი შიშის საშინლად მყრალი სუნი რომ არ ეცეს და არ მიხვდეს ეს ყველაფერი ერთი დიდი თეატრალური დადგმის ნაწილი რომაა..
სახლის დალაგებას მოვრჩი..დროა საკუთარი ცხოვრებაც დავალაგო..თუმცა უფრო მეტი სიფრთხილით..
მოვწესრიგდი, კომფორტული თუმცა ელეგანტური ტანსაცმელი მოვირგე რაც იმ მომენტში მომეპოვებოდა..სახლიდან გამოსვლისას კარი გადავკეტე და წამოვედი..დროებით..
ქუჩაში გამოსვლისას მივხვდი გაშილილი თმები მაწუხებდა და მაღლა ავიწიე..საით მივდივარ ახლა..? ჩემს დროებით საცხოვრებელში ეკატერინესთან..კიდევ კარგი ლიფტი მუშაობს თორემ კიბეებზე რა ავიდოდა..პირველივე შემხვედრ ტაქსის დანახვაზე გავიაზრე სეირნობა, უკვე კარგა ხნის მობეზრებული მქონდა და გავაჩერე..მისამართი ვუკარნახე დადაველოდე დანიშნულების ადგილას როდის მივიდოდი..
კარის დანახვისთანავე მივხვდი ღია იყო და გასაღების გამოყენებსის საჭიროება აღარ შეიქმნა..ფრთხილად გავაღე და შევედი..მალევე გავიაზრე მარტო ეკატერინე რომ არ იმყოფებოდა და 5 ადამიანი სხვადასხვა ემოციით როგორ მიმზერს..
-..მოგესალმებით..
-დებორა..კარგად ხარ..?
-ვერ მხედავ..? რა სახეები გაქვთ მშვიდობაა.?
-ნახეთ კიდევ იმას კითხულობს მშვიდობაა თუ არა..სად ბრძანდებოდი შეგიძლია გვითხრა..?
-სად ვიქნებიდი..ჩემს სახლში..
-შენ არ თქვი მარტო ყოფნა არ მინდაო..?
-რაღაცები იცვლება..იმედია ძალიან არ გინერვიულიათ..
-არა რას ამბობ.. მეგობარი გაქრა რამდენიმე დღით და რატომ უნდა გვენერვიულა..-დემნას შევხედე..რამდენიმე ემოცია ცვლის ერთმანეთს..უფრო მეტად ის დავინახე რამდენად გაბრაზებულია..მოულოდნელად წამოდგა, მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა..
-თუ კუნძულზე წასვლა მოგინდება ბოთლში წერილის დატოვება არ უნდა დაგავიწყდეს..-ჩამიარა.. კიდევ ერთხელ მოიხედა, სხვებს დაემშვიდობა და წავიდა..
. . .
იმის მიხვედრას რომ CIA მეძებდა დიდი დრო არ დასჭირვებია..სანამ თვითონ მიხვდებოდნენ სად ვიყავი თავად გადავწყვიტე მისვლა..
მეგონა ალინას საქმით დავასრულე, როგორც ჩანს არა..რადგან უფროსი ჩაერთო საქმეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე მგონია.. შესვლისას დაცვა აპირებდა ჩემს გაჩერებას თუმცა..
-ბიჭებო..სერიოზულად..? სანამ ბოლო სართულზე ავალ უფროსს შეატყობინეთ რომ აქ ვარ..-ლიფტში შევედი, საჭირო ღილაკი მალევე მოვძებნე და ახლა უბრალოდ მშვიდად ველოდებოდი როდის გაჩერდებოდა..
როდესაც ლიფტი გაჩერდა დარწმუნებული ვარ უფროსმა უკვე იცოდა აქ რომ ვიყავი..გამსვლისას კი მელისა დამხვდა..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..წამიძღვები..?
-ეს არ გჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა..
-მიკვირს აქამდე როგორ ვერ მიპოვე..
-შესანიშნავი აგენტი ხარ..
-ვიყავი..
-საჭირო უნარები ჯერ კიდევ გაქვს…-მალევე მივუახლოვდით ოფისს..კარები შევაღე და შევედი..
-დემნა..? აქ რას აკეთებ..
-დებორა..იგივე კითხვა მაქვს..
-იქნებ დაჯდე..ყველაფერს აგიხსნით..
-ეს უკვე საინტერესოა..
-ნამდვილად..
-როგორ ჩანს დრო თქვენი დრო დავზოგეთ, დარწმუნებული ვარ დემნასთვის აპირებდით იმის დავალებას გაერკვია სად ვიყავი, რადგან ასეთუისე ის მიცნობს..ახლა კი შეგიძლიათ პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ..
-კარგი მოკლედ..მინდა რომ სათქმელი ბოლომდე დავასრულო..და დებორა არ გამაწყვეტინო..
-მგონი უკვე უარზე ვარ, მაგრამ განაგრძეთ..მელისა არ დაჯდები..?
-დიახ..
-შენი უფროსი ჩვენს წინაა, ჩემთან ფორმალობები საჭიროა არაა..
-მოკლედ, მელისაცაა ამ საქმეში ჩართული..
-ვიცი, ლიფტის წინ ტყუილად არ დამხვდებოდა..
-მოკლედ, დიდი ხნის გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ცნობილი წყვილი უნდა ესტუმროს საქართველოს, გვინდა მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ ისე რომ მათ ეს არ იცოდნენ, საჭირო ხალხთან აქვთ ურთიერთობა..ასე რომ გვჭირდება წყვილი, რომელიც მათ დაუახლოდვდება და კომპანიონობას გაუწევს..
-არა..
-წესიერად გამაგებინეთ რა ხდება..
-რას ვერ მიხვდი დემნა..ეს წყვილი ჩვენ ვართ..უნდა რომ წყვილის როლი მოვირგოთ..
-შეუძლებელია..
-არა გამაგებინეთ სხვა აგენტები არ გყავთ..?
-თქვენ ხართ შესაფერისები..დიდი ხანია მეგობრობთ, ერთმანეთის გაცნობა არ მოგიწევთ..ახალი წყვილის შექმნას კი დიდი დროს დასჭირდება, ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს..
-თქვენ მე სათამაშო ხომ არ გგონივართ, ხან ჩაის წვეულებაზე რომ გამიშვებთ და ხანაც დასაძინებლად..
-დებორა..საჭიროა ისე მოვიქცეთ როგორც აგენ..
-ცდები..
-შენ ძლიერი ხარ, როგორც კაცი..შეგიძლია..
-აჰ უფროსმა ასე გასწვალა..? კაცივით თუ მოიქცევი, თუ მყარად დადგები ესეგი ნამდვილი აგენტი ხარო..? რაც არ უნდა მოხდეს ისე უნდა გააკეთო ყველაფერი როგორც ჩვენ გეტყვითო..?ეს გასწავლა არა..?
-მე სხვა რამ..
-ჩემთან თანამშრომლობისას ვერაფერი ისწავლე..? იმისთვის რომ ძლიერი იყო, ისე არ უნდა მოიქცე როგორც კაცი მოიქცეოდა..ისე უნდა მოიქცე როგორც შენ..ქალი..დამიჯერე ის გამოთქმა ტყუილად არ თქმულა “თუ ქალმა მოინდომა, კლდეშიც გაივლისო”.. ასე რომ შემდეგში როდესაც შენს სათამაშოდ გამოყენებას გადაწყვეტენ, მოიქეცი ისე, როგორც ქალი და ამის უფლება არ მისცე..-წამოვდექი და წავედი..
-დებორა მოიცადე..-მე წამოვედი, აქ აღარ ვმუშაობ, ადამიანებს როგორც ანალიზის იბიექტებად აღარ აღვიქვამ..რამდენად უქმნიან საფრთხეს საზოგადოებას და ასე შემდეგ..წამოვედი..ახლა კი იცი რაა, მოდი აქ ხარ საჭირო, აი აქაც უნდა შეასრულო დავალება..
ჩემი არჩევანი იყო წამოსვლა, ისინი კი ამ არჩევანს პატივს არ სცემენ..
. . .
-შეხვედრას არ გთხოვ, უბრალოდ ცოტახნით მომისმინე
-კარგი მელისა გისმენ..
-პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო, სისულელე წამოვროშე..მართალი ხარ..
-კარგი..
-მაგრამ რაღაც უნდა გკითხო..ის არ გესიამოვნა, რომ წამოსვლის მიუხედავად დავალება მოგცეს, თუ შენი და დემნას ერთად ხსენებამ დაგაფრთხო..
-რაა..მელისა რას ამბობ..
-იმას რომ რომ შეგეშნდა..
-საიდან მოიტანე..
-როგორც კი უფროსმა როგორც წყვილი ისე მოგიხსენიათ, მისკენ გააპარე თვალები..შეგეშინდა დებორა..
-არა..მე ჩემი მიზეზი მაქვს..
-როგორც გინდა..მაგრამ მე ვიცი რაც დავინახე..ნახვამდის..
-ნახვამდის..
-დებ რაღაც მინდა გკითხო..დებორაა..
-ჰა..რაა..
-შეკითხვა მაქვს..
-აჰ ეკატერინე..გისმენ აბა..
-გადასვლას აპირებ..? რადგან სახლში იყავი..
-უკვე შეგაწუხე ჰოოო..-გავიცინე..
-კარგად იცი მაგას არ ვგულისხმობ, უბრალოდ მინდა ვიცოდე..
-აქ კიდევ ცოტახანი უნდა ვიყო..უბრალოდ მაშინ მართლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა//
-გასაგებია..
-თაია მალე მოვა..?
-კი მივწერე უკვე და მარკეტში ვარო..
-კარგი დაველოდოთ მაშინ რა გაეწყობა…
-დებორაა ვერ გააღებ..?
-ახლავე..მობრძანდით, ისე იგრძნენით თავი როგორც საკუთარ სახლში..
-ნუ მემასხარავები შენი ჭირიმე..-ორივეს გაგვეცინა..
-აბა რა მოიტანე..
-ღვინო და შესაბამისი მისაყოლებელი..
-ოუ დღეს ვსვავმთ..? რაო ქმარმა გაგაბრაზა..?-თან სამზარეულოში გავედით..
-ჩემი ქმრის გარდა ყველა მაბრაზებს..
-მე რაღა დაგიშავე..
-არ დამაწყებინო..ისე მანერვიულე..
-კაი ახლა ხომ გავიარეთ ეგ თემა..
-თაიი როგორც იქნა მოხვედი..-გაისმა ეკატერინეს ხმა..
-იცი შენმა თაიამ რა მითხრა..?
-ჩემი ქმრის გარდა ყველა მაბრაზებსო..
-ოჰოო..
-კაი ახლა რას გადამაყოლე..
-მომეცი ეგ ორი ბოთლი..
-შენ იცოდი დღეს დალევას რომ ვაპირებთ..?
-ამის იდეა იყო..-თაიამ ეკატერინესკენ გაიწვდინა ხელი..
-თქვენ აღარ ხუმრობთ..
-დებ ჭიქები გადმოიღე, მე კიდევ გავხსნი..
-კიბატონო.. ბოლო ბოლო მეც ხომ უნდა გავაკეთო რაღაც..
-ღვინო უკვე ჭიქებშია მოქცეული, ჩვენ სად დავსხდეთ..
-აივანზე..
-მოსაცმელს ავიღებ მაშინ..
-ნება შენია..
-სუფთა ჰაერს არაფერი ჯობია..
-ეს სუფთა არ არის თორე..
-ასეთი შეგრძნება კი მაქვს და..
-თან დალიეთ რაა..
-ჩვენი დათრობა გინდა თუ..
-თუ მხოლოდ ილაპარაკებთ ბოთლი სავსე დარჩება, რაც არ გვაწყობს..
-ცივა თუმცა ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნება..
-თაი, გახსოვს ადრე ვლაპარაკობდით..თქვენ დიდი ხანია მეგობრობთ და ვერ დაგეწევითო..ცოტა გარიყულად გრძნობდი თავს..-ეკატერინეს ოდნავ გაკვირვებულმა შევხედე მას შემდეგ რაც თქვა..
-მახსოვს..
-სადღაც წავიკითხე და ახლა გამახსენდა..''მეგობრობა იმას კი არ ეხება, ვის იცნობ ყველაზე დიდხანს; მეგობარი იჭრება შენს ცხოვრებაში და ამბობს: ''მე აქ ვარ'' და ამტკიცებს კიდეც''..
-კარგად ჟღერს..
-ჰოდა დაგვიმტკიცებია, რომ რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს, დანარჩენები მხარში ამოვუდგებით..ჩემთვის აქ თქვენთან ერთად ყოფნა, ბევრს ნიშნავს..მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი ახლო მეგობრები გიწოდოთ..
-დარწმუნებული ვარ ორივე ვიზიარებთ შენს სიტყვებს..მართლა ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ..
-კარგია, ყველას გვახარებს ერთად ყოფნა..მაგრამ თან უნდა დალიოთ..
-ამას მართლა ჩვენი დათრობა უნდა ჰოო..-სამივეს გაგვეცინა..
-არა ამას წინათ დებორას სიტყვებმა ჩამაფიქრა.. რამდენდ სასიამოვნო მოსასმენია როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანები აფასებენ რომ მათ ცხოვრებაში ხარ..ჰოდა მეც მომინდა იგივე გაკეთება..
-რომც არ გააჟღერო საქციელებიდან გამომდინარე მაინც ვგრძობთ..
-ნამდვილი ადამიანების დასაფება აუცილებელიც კია..
-ეგ კარგი და შენთან და ანდრიასთან რა ხდება..
-საიდნ სად გადახვედი..
-მნიშვნელოვან ადამიანებზე ვლაპარაკობდით და მასზე მნიშვნელოვანი ვინ გყავს..
-კარგი შემოტრიალება იყო დებ, მომეწონა..-გამომხედა და ღიმილით მითხრა ეკატერინემ..
-კონკრეტულად რამეს გულისხმობ..?
-ზოგადად..რავიცი..
-სირთულეები ყველა წყვილს აქვს, რა თქმა უნდა..თუმცა მგონია, კარგად ვუმკლავდებით.. ადრე ქორწინებაზე სხვანაირი შეხედულება მქონდა..ყველაზე მოსაწყენი რამ მეგონა, მაგრამ ახლა, როცა ჩემს ადამიანთან ერთად ვარ, ასე აღარ ვფიქრობ.. თავიდანვე დაოჯახება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, ანდრია რომ ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყო..
-ხანდახან მაინც მიჭირს დაჯერება, სიტუაცია ასე რომ შემოტრიალდა..-ვთქვი მე..
-აბაა.. ხანდახნ მეც მასე ვარ..წარმოიდგინე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მაშინ რომ არ ჩამოვსულიყავი..
-მოდი არ გვინდა ასეთი წარმოდგენები..როგორც მოხდა ყველანი კმაყოფილები ვართ..-როგორც კი სცენარი ეკატერინესთვის არასახარბიელოდ განვითარდა, სხვა მიმართულბით გადაგვახვევინა..
-კარგი კარგი..ისე ახლა როცა ვფიქორბ დებორა..შენ გამოდიხადრფ ჩვენი დამაკავშირებელი რგოლი.. შენ რომ არა ვერც ანდრიას და ვერც დანარჩენებს ვერ გავიცნობდი..
-უცნაურია..ჩემთვის დამაკავშირებელი რგოლი, არავის უწოდებია..მოხარული ვარ თუ ბოლომდე ერთად იქნებით და არ დაშრდებით..
-რას ამბობ გოგო.. მღუპავ..?-სიცილით თქვა თაიამ..
-კარგი ვხუმრობ..თუმცა რაღაცნაირად უკიდურესად რთულ სიტუაციაშიც ვერ წარმომიდგენიხარ..როგორც “დაღუპული”..
-მისმინე..დაახლოებით მსგავსი მოსაზრება დარწმუნებული ვარ მოსმენილი გექნება.. რომელი ჭურჭელი უფრო ცარიელია..რომელშიც ოდესღაც რაღაც ესხა თუ იმაში რომელიშიც არასდროს არაფერი ყოფილა.. პირადად მე ახლა ანდრიასგან ვიღებ სიყვარულს და თავისთავდ მეც გავცემ იმავეს.. ეს რომ აღარ მქონდეს იმაზე მეტად დავცარიელდები ვიდრე ანდრიას გამოჩენმადე.. რა თქმა უნდა, შეიძლება ცხოვრება ამით არ დასრულდეს..თუმცა სხვანაირად გაგრძელება უბრალოდ არ მსურს..
-მესმის თუმცა ჩემთვის პირიქითაა..ის ჭურჭელი უფრო ცარიელია რომელშიც არასდროს არაფერი ყოფილა.. თქვენ რომ დაიშალოთ, ეს სიყვარული გამცდილი მაინც გექნება..ასე არა..? აი ახლა მეორე მხრიდან შეხედე..არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს გრძნობა არც კი გამოუცდიათ..უბრალო მოწონებაზე არ მაქვს საუბარი.. ნამდვილ სიყვარულზე ვსაუბრობ..-ვიგრძენი როგორ შეეცვალა ტონალობა ეკატერინეს, როდესაც საუაბრი დაიწყო..
-შეიძლება.. მაინც პირადულია და ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს..-ვთქვი მე..
-აი ვეტყვი ანდრიას დღეს რეებიც გვეჭუკჭუკე..
-თავში აუვარდება..არ გინდა..-სამივეს ერთდროულად გაგვეცინა..
-ისე რა უცნაურია არაა..? რაზე ვიწყებთ ხოლმე საუბარს და ბოლოს სად ვამთავრებთ..-დალევასთან ერთად ლაპარაკი გავაგრძელეთ..იმაზე დიდი ხანი ვიდრე თქვენ ისურვებთ მოსმენას..
. . .
-მითხარი რომ საქმე გქონდა, ჰოდა გისმენ დემნა..
-თან ვიაროთ..
-კარგი..თან ილაპარაკე..შენ გაქვს საქმე და არა მე..
-კარაგად იცი, რამდენად ვერ ვიტან როდესაც ადამიანს იყენებენ..და როცა ამას ვხედავ, ყველაფერს ვაკეთებ ეს შევაჩერო..
-მერე..
-რაც არ უნდა იყოს, არ დავუშვებ შენც ასე მოგექცნენ..
-რის თქმას ცდილობ..
-საქმეს გავეცანი..იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე გგონია..არცერთს არ გვინდა საზოგადოებამ როგორც წყვილი ისე დაგვინახოს თუმცა..-უსახელო ფაილი გამომიწოდა..-მინდა გაეცნო და დაფიქრდე..
-ამ ბოლო დროს მეხსიერების პრობლემები ხომ არ გაწუხებს..რის გამოც შენთან ვითანამშრომლე ალინა იყო..ისინი კი ჩემს გამოყენებას ცდილობენ-წინ გადამეღობა..
-დებორა..ვკამათობთ..ერთმანეთს ვერ ვიტანთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს..როგორც ძველ მეგობარს და როგორც ქალს პატივს გცემ..ისეთს არაფერს გავაკეთებ, შენ რომ ზიანი მოგიტანოს..
-ეგ საეჭვოა..
-დებორა..
-კარგი გააგრძელე..
-თუ შეიძლება, შემომხედე როცა გელაპარაკები..
-თავაზიანი უხეშობაც არ გამოგდის..თუ რამე გაქვს სათქმელი პირდაპირ უნდა მითხრა..
-შენთან მოსვლა ჩემთვის რომ ადვილი არ არის კარგად იცი, ეს იმას ნიშნავს რომ ტყულად არ მოვიდოდი..-ფაილი გამოვართვი..-დიდად არც მე მხიბლავს ყველა ჩემად აღგიქვამდეს..
-შენად..?
-ჩემს შეყვარებულად..რაც გინდა ის დაუძახე..
-მაგრამ..
-განვმეორდები და..
-ჩემთვის ერთხელ მოსმენლიც საკმარისია, დაღეჭვა არ მჭირდება..ამაზე რომ მიდიხარ მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვს..
-ზუსტად..
-გადავხედავ..
-რა გაეწყობა..დაგტოვებ..
. . .
კარგი აქ რა გვაქვს..ქალი 39 წლის, ფონდის ხელმძღვანელი..კაცი 47 წლის კოლექციონერი..დაქორწინდნენ 12 წლის წინ..კრიმინალური წარსული არ აქვთ..თუმცა არც ისე კარგ საზოგადეობასთან ურთიერთობენ..ანუ რამეში იქნებიან გარეული და უფროსს მათი დაცვით ამ ინფორმაციის მოპოვება სურს..
ერთი შეხედვით იდეალური წყვილია, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს რეალობასთან შეუსაბამობაშია.. ზოგადად ასეა, ხშრად იმდენად ცდილობენ, თავი იდეალუფრ წყვილად წრმოაჩინონ, ზუსტად ამის გამო ხვდები რომ ისე ნამდვილად არაა ყველაფერი როგორც ჩანს..
კიდევ რამდენი საბუთი დარჩა..წინასწარ დავიღალე..
. . .
-დებორა, მიხარია ამ საქმეს კიდევ ერთხელ რომ გადახედე..
-ვინც გამოგზავნე კარგად იმუშავა..
-დემნა მოვიდა შენთან..?
-შენ არ გამოგიგზავნია..?
-მე უბრალოდ ფაილები გავუგზავნე, რომ გასცნობოდა, სულ რომ შენ არ იყო თანახმა მისი დახმარება მაინცაა საჭირო.. გულწრფელად მინდა გითხრა, რომ შენს გამოყენებას ნამდვილად არ ვცდილობთ..შენი დახმარება გვჭირდება..
-შეგიძლია ის ფაილები გამაცნო დემნას რომ არ გაატანე..
-რომელი ფაილები..
-კარგი რაა ორივემ ვიცით, მნიშვნელოვანი ფაილები ესე ქუჩა-ქუჩა ვერ ივლის..
-დემნა მალე მოვა..ერთად გაგაცნობთ..
-კარგი…-მის მოსვლას დიდი დრო არ დასჭირვების, როდესაც შემოვიდა და მე დამნაცა გაკვირვება შეეტყო თუმცა აღარ შეიმჩნია, ჩემს წინ ჩამოჯდა და უფროსს მიაპყრო მზერა..
-პირდაპირ საქმეზე გადავალ..სანამ მათ “შემთხვევით” გადაეყრებით, საზოგადოებისთის ნამდვილ წყვილად უნდა გადაიქცეთ..ვერავინ უნდა შეიტანოს ეჭვი, რომ თამაშობთ..ინტერნეტში თქვენი ფოტოები..
-მოიცადეთ მოიცადეთ..-გაკვირვებული დემნა წინ წამოიწია და წამით მისი მზერის დაჭერაც მოვასწარი..-თქვენ თქვით რომ ამ წყვილს უნდა შევხვედროდით, მე მეგონა ეს რამდენჯერმე წვეულებებზე და მსგავს დაწესებულებებში მოხდებოდა..
-სწორად ვერ გამიგეთ..რა თქმა უნდა წვეულებაზეც მოგიწევთ წასვლა, მაგრამ თქვენ რა გგონიათ ისეთ წყვილს დაიახლოვებენ მათზე ინფორმაცია რომ არ გამოიკვლიონ..? შემდეგ რას დაინახავენ თქვენზე..ამქვეყნად არავის რომ არ სმენია..?
-დებორა წამოდი..
-სად მიდიხართ..
-დავილაპარაკებთ და დავბრუნდებით..-ხმა აღარ ამომიღია..წამოვდექი და დემნას გავყევი..არსად წავსულვართ იქვე დერეფნის ბოლოში ერთმანეთის მოპირდაპირე დივნებზე ჩამოვჯექით..-შენი დაყოლიება ვცადე, თუმცა არ ვიცოდი ასეთი მოთხოვნები თუ ჰქონდა..
-ეს ყველაფერს ცვლის..
-ცვლის..
-იცი რაზე მოგვიწევს წასვლა თუ დავთანხმდით..? ხალხი..გარშემოყოფები დაივიწყე..მეგობრების, ოჯახის მოტყუება და მოჩვენება თითქოს ერთმანეთი მართლა გვიყვარს, გგონია შევძლებთ ამის გაკეთებას..?
-მათ ვერაფერს ვეტყვით..
-მაგას ვამბობ..აქ იმაზე არ არის რომ ვინმეს რამეს ეტყვიან, მათ სიცოცხლეს შევუქმნით საფრთხეს..
-..იქნებ არც ამდენად ვართ საჭიროები..
-უფროსმა მითხრა რომ მე თუ უარს ვიტყვი, შენს საქმეში ჩართვას მაინც აპირებს..ესეიგი მნიშვნელოვანია..დამატებით ხალხს არ ჩართავდნენ, უკიდურესი სიტუაცია თუ არაა მოცემული..
-შენ რა იცი..
-რაა..?
-შენ რა იცი ესენი რას იზავენ და რას არა..
-ამმ მე..დებორა ვარ და ვიცი..-ამაზე სულელური არგუმენტი აღარ მომაფიქრდა..
-კარგი..ანუ ამბობ რომ ჩვენ ვჭირდებით..?
-უკვე აღარ ვიცი იმ კაცს თავში რა უდევს..
-და რა მოხდება თუ დავთანხმდებით..
-ვერ გაიგე რა გითხარი..? -წინ წამოვიწიე..-ყველასთვის მოგიწევს თავის მოჩვენება, რომ გიყვარვარ..არამგონია ეს შეძლო..შენ ან მე..
-..ხომ იცი რა მძულს ყველაზე მეტად..
-როდესაც ადამიანებისთვის დახმარების გაწევა არ შეგიძლია..
-მერე..
-რა მერე..
-თუ შემიძლია სხვებს დავეხმარო, იმის ხარჯზე, რომ შენს შეყვარებულად გავასაღო თავი.. გავასაღებ..
-ამაზე წახვალ..?
-და რას ვაშავებ..? როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ჩვენებს ავუხსნით რა და როგორ მოხდა..გაგვიგებენ..
-არ ვიცი..
-ვერაფერს დაგაძალებ..-მზერა სხვა რამეზე გადაიტანა და ჩემს პასუხს დაელოდა..
-..მე..დემნა..შემომხედე როდესაც გელაპარაკები..
-ასე არაა..ახლა ვინ უხეშობს..
-თუ დავთახმდი..სხვების დასახმარებლად..
-სხვების დასახმარებლად…
. . .
-აბა მეგობრებო რა გადაწყვიტეთ..?
-ჯერ თქვენ დაასრულეთ საუბარი..
-არ მინდოდა ამაზე საუბარი მაგრამ მინდა იცოდეთ..CIA-დან ვიღაცას ინფორმაცია გააქვს..ახლა კიდევ ეს მნიშვნელოვანი საქმე გამოჩნდა..თქვენი დახმარება იმიტომ მჭირდება, რომ..
-სხვებს ვერ ენდობით..შეიძლება რომელიმე მოღალატეა..
-ზუსტად..
-ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება..
-სანამ მათ შეხვდებით ორ თვეზე ნაკლები..შემდეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული რამდენ ხანში შეძლებთ წყვილთან კომუნიკაციაში შესვლას..
-გასაგებია..
-შეგიძლათ საბოლოო პასუხი მითხრათ..? მთანხმდებით თუ არა..
-ჩვენი პასუხი დადებითია..
-მოხარული ვარ..დიდი ინფორმაცია არ გვაქვს, რა არის მათი მიზანი, ან ახლა ვის შეიძლება გაუწიონ დახმარება..ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ..ახლა მინდა საზოგადოებამ თქვენი წყვილი დაინახოს…დროებით დაგემშიდობებით..
-კარგი…-უკვე გასასვლელში ვიყავი დემნა რომ წამომეწია..
-სად მიდიხარ..
-რა გინდა დემნა..
-თავადაც კარგად იცი ამის შემდეგ ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა..უნდა დავგეგმოთ რას და როგორ გავაკეთებთ..
-ჰომ არ არის აუცილებელი დღესვე მოგვარდეს ყველაფერი..
-რაც მალე მით უკეთესი..
-კარგი, რა შემოთავაზება გაქვს..
-დღეს..
-არა დემნა..დასვენაბა და ყველაფრის გადახარშვის საჭირობას ვგრძობ..ხვალ შევხვდებით..
-სახლში არ უნდა..
-ხვალიდან დავიწყოთ შეყვარებლობანას თამაში..ნახვამდის
. . .
მივედი სახლში, მოვწესრიგდი..სადღაც 30 წუთიც კი მეძინა..
ვითომ არაფერი, ჩვეულებრივად ავდექი და ჩაი გავიმზადე..ზუსტად პირველი ყლუპის შემდეგ გამახსენდა რაღაც..ამაზე როგორ არ ვიფიქრე.როგორ გამომეპარა..მანიაკი რომელიც დამდევს..ის რომ ჩემი და დემანს შესახებ გაიგებს მერე რა იქნება..რას მოიმოქმედებს..ვაიმე ეს რა გავაკეთე..ან იქნებ პირიქით, როდესაც დაინახავს რომ სხვასთან ვარ შემეშვება..არა..მანიაკია..რა გავაკეთო..რა გავაკეთო..დებორა დამშვიდდი..გამოსავალს იპოვი..
მგონი უკვე დროა მანიაკის ვინაობა დავადგინო..
-ამ ბოლო დროს სულ ესე ხარ ჩაფიქრებული..
-ეკატერინე, როდის მოხვედი..
-არც ისე დიდი ხანია..
-ადრე მოსულხარ..
-ჰოო შეხვედრები მქონდა და ადრე დასრულდა..
-იმედია ისევ ნაჭერთან დაკავშირებული პრობლემები არ განმეორდება..
-არა ეგ უკვე მოგვარებული მაქვს..
-და მაინც დიზაინერის სანერვიულოს რა დალევს არაა..
-მართალი ხარ..ვითომ არაფერი და დავიღალე..
-მეც მასე..რაღაცნაირად გადაღლილი ვარ..
-დასვენება არ გვაწყენდა..
-ალბათ..-სამწუხაროდ შეუსაბამო დროა დასვენებაზე ფიქრისთვის..
. . .
-რა გინდა, პირდაპირ მიახლი..? იცით რაა ერთად ვართო…?
-სხვა ვარიანტი შემომთავაზე..
-არ ვიცი, შევამზადოთ..
-რანაირად..სანამ ჩვენ ვითომ დაგვითებება ურთიერთობა..გავა კიდეც დრო..
-ანუ პირდაპირ ვუთხრათ..?
-დამიჯერე ასე ჯობია..
-უკვე დავიღალე და წინ რა გველის..
-ბოლო საქმეა სამაგიეროდ..
-და გგონია ჩვენი გზები გაიყრება არაა..საერთო მეგობრები გვყავს ეგ ბედნიერებაც არ გვეღირსება..
-გინდა თქვა რომ ჩვენი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა არაა..
-ნუ მემასხარავები..იცი რასაც ვგულისხმობ..
-თუ მოვინდომებთ შევძლებთ მაქსიმალურად დავშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე იმაზე მეტად უნდა იყოს ჩვენი გზები გადაკვეთილი ვიდრე ოდესმე ყოფილა..
-რაღას ველოდებით..წავიდეთ..
-წავიდეთ..მაგრამ დაწრმუნებული ხარ რომ ყველა იქაა..
-კი დარწმუნებული ვარ, ვიცი ისტორიის ხელმეორედ მოყოლა არ გიყვარს, მაგაზე ნუ ინერვიულებ..
-როგორი მზრუნველი შეყვარებული მყავს..
-მოგეცა ჰოო შენც სახუმარო თემა..
-..
-მივედით ჰოო..
-თითქმის..
-თაია მირეკავს..ვერ გავაგონებ..
-ფაქტობრივად მისუელბი ვართ..-მანქანიდან გადმოვიდა, შემდეგ კარები გამიღო..-შეგიძლია გადმოხვიდე..
-მადლობა.. ზედმეტად არასასიამოვნო შეგრძნებაა.. ავნერვიულდი..
-უარესი რა შეიძლება მოხდეს..
-მაგას ვნახავთ..
-ჰოდა წინასწარ რა განერვიულებს..-კარი ფრთხილად შევაღე და ხმამაღლა დავიძახე..-შეიძლებაა..
-მოდი დებ..უფროსწორედ მოდით..-ბოლო სიტყვები უფრო ნელად წარმოთქვა..
-მეგონა აღარ მოდიოდი..-იოანემ დემნას მიმართულებით გააჟღერა სიტყვები..
-დაგვაგვიანდა..
-მთლად სტუმრებივით ნუ მოიქცევით ახლა..დასხედით..-ჯერ ისედაც გაუკვირდათ ერთად რომ მოვედით, მაშინ ხომ საერთოდ შეეტყოთ დაბნეულობა, როდესაც გვერდიგვერდ დავსხედით..
-თაია მანდვე ხარ და წყალი დამისხი რაა..
-ახლავე..აი აიღე..
-მადლობ..-ჩვენი უცნაური შემოსვლა და შემდეგ რაღაცნაირი დაძაბულობა ყველას გადაედო..-რატომ გაჩუმდით..
-ვითომ ვერ მიხვდა..მშვიდობაა რა ხდება..
-რას გულისხმობ იო..
-ერთად მოხვედით.. სპეციალურად დასხედით გვერდიგვერდ…
-ჰოო შეიძლება ზედმეტად ვამახვილებთ ყურადღებას მაგრამ რა ხდება..-წამიერად დემნას გავხედე და მზერა ისევ ყველაზე გადავანაწილე..
-მეგობრებო..იქნებ ჯერ ყველა დასხდეთ..
-ვიცოდი რომ რაღაც მოხდა..ვინმე მოკვდა..?
-აი საიდან მოიტანე..დაჯექი რაა..
-შენ დაიწყებ..?
-არ შენ დაიწყე..
-იქნებ..
-გთხოვ..
-კარგი..მოკლედ ძვირფასო საზოგადოებავ თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს..კარგი თუ ცუდი თავად გადაწყვიტეთ..
-დავიძაბე, იქნებ ამოღერღო..
-ამმ..მოკლედ..მე და დემნა..ანუ ჩვენ..ამმ..მე და დემნა ერთად ვართ..-წუთიერმა დუმილმა კინაღამ ჩემი სიცოცხლე იმსხვერპლა..
-ვერ მივხვდი..
-შერიგდით..ეგ კაია..რატომ უნდა გვწყენოდა..
-არა ვერ გაგვიგე..
-ერთად ვართ..როგორც წყვილი და არა უბრალოდ მეგობრები..-დემნამ შემომხედა, მკრთალად გამიღიმა და ისე, რომ ჩემთვის მზერა არ მოუცილებია ხელი ჩამკიდა..
-მოიცადე მოიცადე..ანუ შეყვარებულები ხართ..?
-12 წლის ასაკში გაჩენილ პირველ სიყვარულზე კიარ გელაპარაკები..ზედმეტად მებანალურება მაგრამ კარგი შეგიძლია შეყვარებული უწოდო..
-არ მჯერაა..თუ ხუმრობთ არ გაცოცხლებთ..
-მეხუმრება ახლა მეე..-ჩვენი ჩაკიდული ხელის უფრო მეტად პროვოცირებისთვის მაღლა აწია..
-მთლად ასეც თუ დადუმდებოდით არ მეგონა..
-შეგიძლია ინფორმაციის გადახარშვა გვაცალო..?
-მომიტევეთ გეთაყვა..
-ისე გამიხარდა თქვენი ამბავიი..გილოცავთ..
-არა გაგვიკვირდა, თუმცა თქვენი ბედნიერება ჩვენი ბედნიერება არაა..
-გილოცავთ..
-გვიხარია და რამე მაგრამ..თქვენ ხომ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდით..ახლა ერთად ხართ..?
-თან თვეების განმავლობაში..
-ესე მოხდა..
-იქნებ ოდანვ დეტალურად მოგეყოლათ..-გულში საკუთარ თავს ვეჩხუბები..როგორ ვერ გავთვალეთ, რომ ისტორიის მოყოლას მოგვთხოვდენენ..
-დაიწყე..
-არ შენ..
-შენ გიყვარს ისტორიებსი მოყოლა..
-მე არ..კარგი რა გაეწყობა..-ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩურჩულით გადავულაპარაკეთ ერთმანეთს..-რა გაინტერესებთ..
-ამას დამიხედეთ.. თითოეულ დეტალს უფრო მეტად მაკონკრეტებინებდი და თავად ისტორიის მოყოლა არ გინდა..?’-წარბაწეულმა თაიამ გადმომხედა და ისე მითხრა..
-ჩვენ..მაშინ..დავშორდით როგორც წყვილი..
-მოიცა რაა..სანამ შენ წახვიდოდი ერთად იყავით..?
-კი..
-აი ამას არ ველოდი..
-ჰოო რაღაცის გამო ვიკამათეთ და წავედი..
-ერთად თუ იყავით არაფერი გეტყობოდათ..-რაღაცის თქმა დავაპირე თუმცა დემნამ შემომხედა და საუბარი გააგრძელა..
-ყველაფერი თავისთავად მოხდა..ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით..სანამ რესტორანში შევიდოდით წყვილის მოვკარით თვალი..ჩხუბობდნენ..ისე ხუმრობით ვახსენეთ, ჩვენ რომ წყვილი ვყოფილიყავით რაზე ვიჩხუბებდით..წამოვიდა ასეთი იდეა მოდი მთელი საღამოს განმავლობაში როგორც შეყვარებული წყვილი ისე მოვიქცეთო..რესტორანში შევედით, ვიცინოდით კარგ დროს ვატარებდით..ბოლოს ვითომ, მაგრამ სერიოზულად ვიკამათეთ და ასე დტრამატულად დავტოვეთ რესტორანი..უკვე დამშვიდობებისასღა გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი თავის მოჩვენება იყო..მაგრამ არ მინდოდა უბრალოდ ერთი დღის ხუმრობად დარჩენილიყო..-ბოლო წინადადების თქმისას გამომხედა..მე კი როდესაც ყვებოდა მისთვის თვალი არ მომიცილებია..მეც ამ ისტორიის მოგონებებში გადავეშვი, რადგან ეს ისტორია ნამდვილია..მართლა ვიყავით რესტორანში და თავს როგორც წყვილი ისე ვასაღებდით..იმის გარდა რომ ის დღე უბრალოდ იმ დღეთ დარჩა..
-რა კარგი ისტორიაა.
-მიყვარს წყვილი რომ მათ ამბას იხსენებს..აი ახლა უფრო მეტად გამიხარდა თქვენი ამბავი..-ეკატერინე
-რატომ არ თქვით არაფერი..
-არც კი ვიცი..ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა..არ გვინდოდა ავჩქარებულიყავით..
-მაგრამ ახლა..
-რაღაცები შეიცვალა..
-ვხედვათ..-თქვა თაიამ, შემდეგ კი თვალებით მე და დემნას ჩაკიდულ ხელებზე მიმანიშნა..ახლა რომ ხელი გავუშვა..არა კიდევ ცოტახანი..
-კარგი საღამოს უჩვეულო დასაწისი იყო, თუმცა მაგარი ამბავია..-საღამო სულ სხვა მუხტით გაგრძელდა..როდესაც გაკვირვებამ გადაიარა, უკვე ჩვენს დაცინვაზე გადავიდნენ..ეს კი ცუდათ არ მიგვიღია, ორივეს გვეღიმეობოდა თუ არ ვიცინოდით მაინც..
დემნა გაცხარებით ეკამათებოდა ანდრიას რაღაცაზე, მეც ვიფიქრე რომ დრო უნდა მეხელთა და ფრთხილად ვცადე ხელი გამეშვა..მაგრამ თითქოს შეუმჩნეველი მცდელობისას, მისგან თავი დამეღწია.. ისევ ჩამიკდა ხელი, ისე თითქოს არაფერი მომხდარაო..არც კი შეუმჩნევია..ამიტომაც გადავულაპარაკე..
-დემნა უნდა ავდგე და იქნებ ხელი გამიშვა..ამდენი რომანტიკაც არ სჭირდებათ დასაჯერებლად..
-რა..-ახლაღა დაიხედა დაბლა..თითქოს მოულოდნელად გაიაზრა რაც ვუთხარი და მაშნვე ხელი გამიშვა..-ხელით მიმანიშნა რომ წასვლა შემეძლო..წამოვდექი, გასვლას ვაპირებდი.. თაია შემდეკ კი ეკატერინე რომ გამომყვნენ..
-მშვიდობა გაქვთ..?-თითქოს ახლა მე კი არა სხვა ადამიანი საუბრობდა ასეთი თავდაჯერებით.. ამდენად ემოციურს როგორ არ შემეტყო თუნდაც ხმაზე რეალურად რა ხდება ჩემს თავს..
-მომისმინე..ეს რა იყო..
-სერიოზულად ვფიქრობდი რომ ნებისმიერ წამს იტყოდით რომ იხუმრეთ..
-ასეთი დაუჯერებელია, მე და დემნა ერთად რომ ვართ..?-მხრები ავიჩეჩე..ჩემს ხმაში ვიგრძენი თითქოს გაკვირვება გაერია, ასეთი ლოგიკას მოკლებული აზრი როგორ გააჟღერეთ მეთქი..
-თავად არ თქვი არასდროს მოხდებაო..? მეგობრები ვართო..? რამდენჯერ ეს აზრი გავაჟღერე..იმდენჯერ უარყავი..
-რაღაცები შეიცვალაო, ითქვა უკვე დღეს..
-წარსული კიდევ გასაგებია..რაც ჩამოვხედი იმის მერე რატომ არ თქვი აარაფერი..
-ჩემი და დემნას არეული ურთიერთობის შესახებ რა უნდა უნდა მეთქვა....გგონია ამაზე ლაპარაკი მინდოდა..?
-ამიტომ იყავი ჰოო რაღაცნაირად..კარგი გვეყოს დებორასთვის ქვების დაშენა..-თაიამ ეკატერინეს ისე გადაულაპარაკა თითქოს მე არ მესმოდა..
-ახლა მადლობა უნდა გადაგიხადოთ..?-გამეცინა მატ მზერაზე, ჯერ ერთმანეთს და შემდეგ ერთდროულად მე რომ შემომხედეს..
-ეს ნახე რა დიდ გულზეა..
-მოვხასითდი ეტყობა..
-დებ სერიოზულად..მთავარია შენ იყო ბედნიერი..ჩვენ შენთან ვართ..უბრალოდ შემდეგში ამბის გაზიარებას მთლად ასეც ნუ დააგვიანებ..
-ვნახოთ ვნახოთ..
-ოღონდ იცოდე.. საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია..
-კარგი შეგიძლიათ წახვიდეთ და მოვალ მალე..
-კიბატონო..-გავუღიმე..მათი წასვლის შემდეგ წყალი დავისხი..რაღაც მმეტშ შევტრიალდი და ყველა მოვავე თვალი.. .ოდნავ მოშორებით ვდგავარ და მათ ვუყურებ..იქნებ მათთვის ყველაფრის თქმა სჯობდა..
. . .
-კარგი რაა მელისა..ეს შეხვედრა რა საჭირო იყო..?
-უფროსის დავალებაა და არა ჩემი..ამბობს რომ დავალება სწორად ვერ გაიგეთ..
-მეგობრებსაც ახლახანს ვუთხარით..
-ამდენი დრო არ გვაქვს..
-კარგი გვითხარი რა გავაკეთოთ..
-სოციალურ ქსელში თქვენი ფოტოები უნდა ატვირთოთ..
-კარგი ჩვენ..
-არა..ისეთი არა როგორც აქამდე..პირველი რაც ადამიანს ფოტოს დანახვისას მოუვა თავში ის უნდა იყოს როგორი საყავრელი წყვილი ხართ..
-კარგი გადავიღებთ..
-არა..მე გადაგიღებთ..
-შენ..?
-რა გაგიკვირდა..კარგად გამომდის..ადექით..დებორა შენი მობილური მომაწოდე..კარგით რაა შეხედეთ რა მშვენიერი კედელია..იქ დადექით..-ჯერ ერთმანეთს გავხდეთ, საერთოდ რას ვაკეთებთ სახეებით..მაგრამ მაინც ავდექით..და იმ მშვენიერ კედელთან დავდექით მელისამ რომ მიგვითითა..-უკაცრავად..ვინმეს ელოდებით..?
-რა..?
-აბა ასე შორს რატომ დგეხართ ერთმანეთისაგნ..-ხელით მიგვანიშნა ერთმანეთთან ახლოს მიიწიეთო..
-შენთვის ეს საკმარისია..?
-კარგი ახლა..ამმ..-ისე გადახარა თავი როგორც თაიას სჩვევია, როცა არ იცის რა კუთხიდან აჯობებს ფოტოს გადაღება..-დემნა შეგიძლია კამერას უყურო..დებორა შენ კი დემნას..ასე..ძალიან მომწონს..კარგი გამოდის..
-საკმარისია..?
-კიდევ ცოტახანი მოითმინეთ..კარგი ფოტოები გამოდის..არაფერს არ დაგაცლიან წესიერად რაა..-შემდეგ კი დაიწყო ესე დადექით, ესე გაიღიმეთ..არ გაიღიმოთ და როგორც ხდება ხოლმე..-სულ ეს იყო..დებორა ფოტოები ატვირთე..დემნა შენ კი ერთი ისეთი, დებორა რომ არ დადებს..თუ რამე მნიშვნელოვანი არ იყო, ძირითადად ასეთ წვრილმანებზე მე დაგიკავშირდებით..
-რა გაეწყობა..
-თავს აღარ შეგაწყენთ..დაგტოვებთ…
-სხვა თუ არაფერი ფოტოებში მაინც ვართ კარგად..
-მაგის მეტი სადარდებელი არ გვქონდეს..-ვერ ვიტან ამ ფრაზას..მეტი სადარდებელი..? ადამიანები ფიქრობენ, რომ რადგან მათ, შენს ნამდვილ პრობლემებს არ უზიარებ არაფერი გაწუხებს..სინამდვილეში კი ვინ იცის ყოველდღე გაძლებაზე..უფრო სწორი იქნება თუ კი ვიტყვით, გადარჩენაზე რომ ხარ..
-რომელ ფოტოს დადებ..
-მოახლოებული კადრით რომელი იყო..?
-მოიცადე..ეს?
-კი გამომიგზავნე..
-მიიღე..?
-დიახ..და..ავტვირთე კიდეც..-როდესაც შეტყობინება მომივიდა დავაჭირე და ატვირთული ფოტოც გამოჩნდა.. მზის სიმბოლოსთან ერთად..☀
-..ასევე..აბა დავიშალეთ ჰოო..
-მოიცადე..ჩაი არ დავლიოთ ძვირფასო..?
-არ ვიცი აქ როგორ ჩაის აკეთებენ..ძვირფასო..
-გრეტასავით გემრიელს ვერა..მაგრამ წავა..
-გაჭირვებაში..
-დიახ..
-უკაცრავად..შეგიძლიათ თეთრი ჩაი მოგვიტანოთ..
-ორივეს..?
-დიახ..-თავი დაგვიქნია და წავიდა..
-თეთრი ჩაი..?
-არ მოგწონს..?
-არ გამისინჯავს..
-ვიცი..
-რა თქვი..?
-არაფერი..
-იცი ამ ჩაის ადრე ზედმეტსახელები ჰქონდა.. „მარგალიტი" და..
-„უკვდავების ელექ."
-იცოდი..?-ოდნავი აღტაცება და გაკვირვება გაერია ჩემი ხმის ტონალობაში.. მგონი აღტაცება რა დოზითაც არ უნდა ყოფილიყო..ზედმეტია..
-დიახ..
-ჩაი დიდად არც კი გიყვარს..საიდან იცი..
-რა მნიშვნელობა აქვს..უბრალოდ ვიცი..
-ნუ მეტყვი…
-აი ინებეთ..
-მადლობა..-გავუღიმე და მთელი ყურადღება ჩაიზე გადავიტანე..ვცდილობ გამოვიცნო რა გემო შეიძლება ჰქონდეს..
-შენი მცდელობა კრახით დასრულდება..
-რა..?
-შეუძლებელია მიხვდე რა გემო აქვს..სურნელის მიუხედავად..-ჭიქა ახლოს მივიტანე..სასიამოვნო სურნელი აქვს, თუმცა ვერ ვხვდები....ბოლოს დავნებდი და გავსინჯე..ეს..
-მომეჩვენა..?
-არა..
-ნესვის ელფერი გადაკრავს..რანაირად..-არ უპასუხია..მკრთალად ჩაიცინა და თავისი ჭიქა აიღო..გასინჯა..ჭიქა მაგიდაზე ჯერ არ ჰქონდა დადებული, როცა მკითხა..
-შოკოლადის ტორტი ხომ არ გინდა..?-წამიერად გამომხედა, პასუხი ჯერ არ მქონდა დაბრუნებული მიმტანს რომ დაუძახა..
. . .
მობეზრებული ვტრიალდები მეორე მხარეს , თუმცა სულ ტყუილად..დაძინებას ვერ ვახერხებ..როგორც აღმოჩნდა..საათზე მეტია..ისედაც გვიან დავწექი და ეს დროც არ მერგება..წამოვდექი..აზრი არ აქვს საკუთარი თავის გაწამებას..
გულს რომ ვერაფერს უდებ ისე ვარ..
მოსაცმელს ვიღებ და აივანზე გავდივარ..წიგნი თან გამაქვს..ყოველი შემთხვევისთვის..
მართლა მინდოდა დამეძინა, თუმცა ფიქრებთან ბრძოლა მარტივი არაა..ერთდროულად ყველაფერზე და თან არაფერზე რომ ფიქრობ..აზრები ებრძვიან ერთმანეთს და შენ გტაჯავენ..ავიწყდებათ რომ მათთვის არ გცალია, რომ დაძინება გინდა და არა მათი მოსმენა..
რას ვიზამთ, ყოველთვის ერთნაირად ვერ დაგვიღამდება, ყველა ღამე განსხვავებულია..
ამაზე ხშირად მეფიქრება ხოლმე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს..დღევანდელი დღე კი ყველასთვის განსხვავებული იყო.. ზოგმა ცხარე ცრემლით იტირა, ზოგმა კი ბედნიერების..
ნეტავ ადამიანი თუ კი იტირებს, ბედნიერებისგან ტიროდეს მხოლოდ..რა იქნებოდა..
“ღამე ჩემთვის მტკივნეული გახდა. ის დღის სინანულს გამოაქვს.”- გრეი ლივინგსტონი
აი ახლა მზეს ველოდები, თუმცა ეს არ მოხდებოდა დაძინება რომ მომეხერხებინა.. თაიას მზის ამოსვლა ყველგან ელამაზება და შეუძლია მის გამო გაათენოს კიდეც..
მე კი არა..იცით ვერ ვიტან დილით ადრე ადგომას..იმ გამონაკლისისა როდესაც ზღვასთან ახლოს ვარ.. ქვიშიანი სანაპირო, ტალღების თავისებური ხმაური..რაღაც ისეთს მაძლევს რასაც სხვაგან ვერ მივიღებ..
ზღვაზე როცა ხარ, მზის ამოსვლაზე მშვენიერს ვერაფერს ნახავ..
როგორ მინდა ახლა იქ ვიყო, ყველანაირი პრობლემის და ჩვეული სადარდებელის გარეშე..
თუმცა თუ რეალობას თვალს გავუსწორებ, არც ქვიშიან სანაპიროზე ვარ და არც ტალღების ხამური ჩამესმის..
ეკატერინეს აივანზე მათენდება, ვუყურებ მზეს, რომელიც არასდროს აგვიანებს რაც არ უნდა დაღლილი იყოს და რატომღაც OneRepublic - I Ain't Worried მელოდია ჩამესმის..
. . .
-დებორაა..
-ჰმმ..
-დებორა გაიღვიძეე..
-თავი გამანებე..
-დებორა-ისე ხმამაღლა გაისმა შევხტი..თვალები ზლაზვნით გავახილე და დემნა რომ დავინახე თვალები სწრაფაად დავახამხამე.. ხომ არ მეჩვენება მეთქი..
-აქ..აქ რას აკეთებ..?
-შენ რას აკეთებ ამ დროს აივანზე..
-რაში გაინტერესებს..
-მთელი ღამე აქ იყავი არაა..და რომ გაცივდე მერე..
-განვმეორდები და გკითხავ..რაში გაინტერესებს..-ვცადე აზრის გამოხატვისას მკაცრი ვიყო, თუმცა არ ვიცი ახალ გაღვიძებულზე რამდენადაა შესაძლებელი..
-მიჯნურის ცუდად ყოფნა არ მაწყობს//
-დილიდან ხუმრობის ხასიათზე ხარ..?
-შევიდეთ შიგნით..მართლა გაცივდები..იმედია მოსვლა არ დამაგვიანდა...-ხელით მანიშნა შევსულიყავი..დარწმუნებული ვარ სახეზე კარგად აისახა როგორ “გამიხარდა” მისი დანახვა..
-ეკატერინე საითა..?
-აქ ვარ ააქ..მაგრამ მალე უნდა წავიდე..სად წავიღეე..
-რას ეძებ..?
-ტელეფონს..
-ხედავ..? დემნა შენსავითაა..მგონი კანონი არ დაწერილა ზეპირად რომ არ იცოდეს თავისი ქვე პუნქტებიანად, თუმცა ყოველთვის ავიწყდება სად დადო ტელეფონი ..
-ცდებიი..ტელეფონის დაკარგვა ჩემი ჩვევა ნამდვილად არაა..როგორც აღმოჩნდა შენი სატრფოსგან განსხვავებით..-სიჩქარეშიკ მაინც მოახერხა წამით გაჩერება და ჩემთვის პასუხის დაბრუნება..
-სახელი აღარ მაქვს ეკატერინე..?
-კი გაქვს..დებორას სატრფო ხარ..ვცდები..?-გაეცინა..
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ცდები..
-აბა ნახე დივანზე ხომ არ დაგრჩა..ეს რა ყვავილებია..-მინდოდა ეკატერინეს ყურადღება დივანზე გადაეტანა და ამ დროს ჩემი ყურადღება ყავილებისკენ გადავიდა..ჩემდა უნებურად..
-დემნამ მოგიტანა, თუმცა იცოდა წყალში ჩადება რომ დაგეზარებოდა და მაგაზეც იზრუნა..
-მოიცადე ვნახო..-ბალიშები აიღო და კარგად გადაათვალიერა..მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას რთული მისახვედრი არ იყო ტელეფონი რომ იპოვა..-ოქრო ხარ დებ ოქროო..
-გახლავართ..-შევიფერე ისე თითქოს სასწაული ჩაედინოს..
-კაი უნდა წავიდე..მგონი არაფერი მრჩება..
-აბა შენ იცი..-თავი დამიქნია და გასასვლელისკენ წავიდა..
-აბა ჩემო მიჯნურო..რა გწადიათ, აქ რომ გადაწყვიტეთ ამოსვლა..-გამჭირვალე ჭიქაში წყალი დაასხა, წინ დამიდო და მითხრა..
-ჯერ ეს დალიე..გამოფხიზლდი..მერე ვილაპარაკოთ..
-მართალია როლში უნდა შეხვდიე, მაგრამ ფრთხილად, ზედმეტი არ მოგივიდეს..
-ასე არაა..შეგიძლია არ დაიძაბო..ეს ყველაფერი თამაშია, მე კი ძალიან კარგი მოთამაშე ვარ..
-პირდაპირ რომ მითხრა აქ რას აკეთებ და რის გამო მირღვევ იდილიას არაა..
-აივანზე..ამ ყინვაში ძილი შენთვის იდილიაა..?
-შენს გარეშე გატარებული დროა..დიახ იდილიაა..-ჭიქა ავიღე და სანამ დავლევდი ვუთხარი..-შეგიძლია საქმეზე გადახვიდე..
-ჰომ იცი უფროსი მელისას რომ ენდობა..
-მერე..
-მგონი ყველაფერ პირიქითაა..
-მოიცადე..ხვდები მაინც რას ამბობ..?-ამ სიტყვებმა წამში გამომაფხიზლა..
-მელისაა ის პიროვნება ვისაც ინფორმაცია გააქვს..
-საიდან მოიტანე..მტკიცებულებები გაქვს..?
-სწორედ ამიტომ ვარ აქ და არა უფროსის კაბინეტში..
-ეგ კარგი გავიგე..მაგრამ ის მტკიცებულებები მაინც უნდა წარმიდგინო უფროსთან რომ ვერ გამოიყენებ..
-..პატარა დეტალი ადრე შევნიშნე თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია..ალინას საქმეს ეხება..
-გააგრძელე..
-შენი აზრით ბავშვი თავად რატომ დაბრუნდა სასტუმროსთან, იცოდნენ გოგონა თუ მათთან დარჩებოდა უფრო მეტ საფრთხეს მოუტანდათ, პატარას დაბრუნებით კი ყურადღების გადატანა სცადეს..
-ვერ ვხვდები სად მიდიხარ და ეს ყველაფერი მელისასთან რა კავშირშია..
-რუკაზე სავარაუდო ადგილები თავად არ შემოხაზე..?
-მერე..
-ვის ჰქონდა რუკა ნანახი ჩვენს გარდა..
-მელისას..და მაინც ეს არაფერს ამბობს..
-გახსოვს ის ადგილი სადაც ალინას მეგობარი იმალებოდა..?
-კი..იქ ჰყავდათ ბავშვი გადამალული..
-გამოიცანი ეს შენობა ვისი სახლის წინ მდებარეობს..
-მელისა..?
-დიახ..
-და გგობია რომ ახლა რადგან მოღალატე გამოჩნდა, მელისა იქნება მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავის სამალავთან ახლოს ცხოვრობს..?
-დავიჯერო არაფერი შეგიმჩნევია..? კარგი ამ დეტალსაც გეტყვი..იცი ეს მოღალატე როდიდან გამოჩნდა..? მას შემდეგ რაც მელისა დაწინაურდა..
-რაღაცები მოგიძებია..მოიცადე მე მეგონა მელისასთან კარგი ურთიერთობა გქონდა..
-ჩემი და მელისას ურთიერთობები განსახლიველი თემა არაა..მე გეუბნები რომ ეჭვი მაქვს და თუ ჩემი ეჭვი გამართლდა ამ საქმეში ამხელა მსხვერპლზე რომ მივდივართ შეიძლება მარტივად ჩაიშალოს.. ვიცი შესაძლოა დამთხვევა იყოს და..
-გადავამოწმოთ..
-რა..?
-შეგვიძლია იმის გაგება, ეს ყველაფერი არაფრის მომცემი ინფორმაციის ნაკრებია თუ იმ აისბერგის პატარა ნაწილი რომელიც არ ჩანს..-თავი დამიქნია..
-რის გაკეთებას აპირებ..უფრო კონრეტულად რომ მითხრა..
-ეგ მე ვიცი..შედეგებს შეგატყობინებ..
-კარგი..მაშინ მე წავალ..შეგიძლია დატკბე შენი იდილიით..-სანამ არ წავიდა არ მოვტრიალებულვარ, ახლა კი ვუყურებ ვაზაში ჩადებულ ჩემს საყვარელ ყვავილებს..თეთრ ლილიებს..
სხვა ყვავილები რომ მოეტანა იქნებ ნაკლებად ემოქმედა..თავი გავქნიე.. დებორა..გონს მოდი..
. . .
-ძველ კოლეგასთან შეხვედრა ყოველთვის გამახარებს, თუმცა მგონი ძველი აღარ ხარ..
-ოჰ ცდები, დროებითია..
-ვითომ..?
-დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა..
-დასანანია, არადა შენი საქმე რა კარგად გამოგდიოდა..
-რადგან რაღაც კარგად გამოგდის, არ ნიშნავს რომ მისი კეთება უნდა განაგრძო..
-კარგი მაგაზე აღარ გვინდა..მომიყევი როგორ ხარ..
-როგორც შემიძლია კარგად..იცი ტყუილად რომ არ გთხოვდი შეხვედრას..
-ვიცი და გელოდები პირადაპირ როდის მეტყვი რა ხდება..
-ბევრ საბუთთან აღარ მაქვს წვდომა, შენგან განსხვავებით..
-რა გჭირდება, თუ შემიძლია ხომ იცი არ დავიზარებ..
-ჩვენ შორის უნდა დარჩეს..ალბათ გაიგე ვიღაცას ინფორმაცია გააქვსო..
-კი მოვიდა ეგ ამბები ჩემამდეც..
-დაახლოებით მაინც ხომ არ იცი ვინ შეიძლება იყოს..
-ასე პირდაპირ არაფრის თქმა არ შემიძლია..
-შეგიძლია ერთი ადამიანი გადაამოწმო..?
-რა თქმა უნდა.. -საბუთი მაგიდაზე დავდე..-ოჰ ამას არ ველოდი..
-მცირე ეჭვის მეტი არაფერია, მაგრამ თუ გადამოწმდება ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა..-თავი დამიქნია..
- ხომ იცი დრო მჭირდება, მითუმეტეს თუ ფარულად უნდა ვიმოქმედო..
-მთავარია ზუსტი პასუხი მივიღო, მოვიცდი..
. . .
-ოჰ იოანე შენც აქ ხარ..? არ გელოდი..
-მობრძანდი..თუმცა არამგონია მოგეწონოს რასაც ნახავ..
-რა მოხდა..
-შენი..არა მოიცადე..როგროც ეკატერინე იტყოდა შენი სატრფო არც ისე კარგ განწყობაზეა..
-რა მოხდა მეთქი..
-რაღაცას კითხულობს და..
-კარგი გასაგებია აღარ გააგრძელო..
. . .
-კაი რაა დებ..ბოლომდე არ დაგიმთავრებია რა გატირებს..
-არ..არ გესმის..-რამოდენიმე გვერდი დარჩა მე კი ვერც ტირილს ვწყვეტ და ვერც კითხვას..ამ დროს ნაბიჯების ხმა გავიგე თუმცა ისე ვიყავი კითხვით გართული დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია..
-დებორა..დებორაა..-წიგნიდან ამოვიხედე..ჩემს წინ დემნა დავინახე, რომელიც დახრილიყო..-მითხარი რას იცრემლები..?
-ერთ მანიაკის გამო ერთად არ რჩებიან..აიძულებს..მე..-უფრო მეტად ამივარდა ტირილი, ამ დროს კი ხელი სახესთან ახლოს მოიტანა სადაცაა შემეხებოდა თუმცა არა.. გაჩერდა, შემომხედა..რამდენიმე წამის შემდეგ კი არ ვიცი რა ამოიკითხა ჩემი მზერდან..ცრემლები შემიმშრალა და მითხრა..
-ჯერ ბოლომდე არ დაგიმთავრებია, რა იცი რომ ცუდად დამთავრდება..და რომც ასე იყოს მე..-მისკენ გადავიხარე..შემდეგ კი მხარზე დავადე თავი..
-ყველაფერი ცუდისკენ მიდის დემნა..ცუდი დასასრულისკენ..-თვალები დავხუჭე..ვგრძნობ ცრემლები როგორ იკვლევენ გზას თუმცა ვერ ვჩერდები..
. . .
-ეკატერინე..
-გისმენ..
-მწვანე ჩაი ხომ გაქვს..?
-კი რა იყო..
-შეგიძლია მანახო სად დევს..?
-მანდვე მეორე უჯრაში..რათ გინდა..
-დებორას უნდა გავუკეთო..სანამ იმ წიგნს მორჩება ვინ იცის წინ რა გველოდება.. ვემზადები..
-სატრფოზე ნერვიულობ არაა..
-თავისთავად..
-კარგი, სხვა რა დაგვრჩენია.. ვიმედოვნოთ წიგნი კარგად დამთავრდება..
-ასეთი სანერვიულოც არაფერია..ბოლობოლო დებორას სატრფო აქ ყავს და დაამშვიდებს.-ეცადა არ გასცინებოდა თმუცა იოანეს მაინც ჩაეცინა..
-თქვენი სამასხარაო რომ გავხდები ამხელა კაცი..-თავი გააქნია, თუმცა მკრთალად დემნასაც ეტყობოდა ღიმილი..-დებორას კაი მე დავამშვიდებ, აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ ორმა მარტოსულმა..
-ნახეე რაა აქეთ რომ გადმოვიდა შეტევაზე..კლუბს დავაარსებთ და მარტოსულები გავწევრიანდებით..რა უნდა გავაკეთოთ..
-საიდან მოიტანეთ რომ მარტოსული ვარ..
-ბოდიში დაგვავიწყდა, გოგონების გულთამპყრობრლი რომ ხარ იოანე..
-კლუბში მაინც გავწევრიანდები..მარტო არ დაგტოვებ ჰო იცი..
-როგორი მზრუნველი ხარ..ეჰ შენ რა გითხარი იო..
-კლუბის წევრებს მარტო დაგტოვებთ..მე ჩემს სატრფოსთან მიმეჩქარება..
. . .
-დაასრულე..?
-კი..
-როგორ დასრულდა..
-რა მნიშვნელობა აქვს..რაც მანამდე მოხდა კი გამანადგურა და..
-თავად არ თქვი..? თუ ბედნიერები არიან, იმ სირთულეებს ტყულად არ ჩაუვლიათო..?
-როდის ვთქვი..
-ადრე..ყოველთვის მიყვარდა როგორ შეგეძლო, გული აგჩუყებოდა აი ასე..თუნდაც წიგნზე..მოკლედ ეს ჩაი..
-მადლობა..თუმცა მგონი ორივე ზედმეტად შევდივართ როლში..ხომ ისევ ისე ვერ მიტან..
-ისევ ისე..
-მაშინ არაუშავს..-ჩაი გამოვართვი..-მწვანე..?
-მწვანე..
. . .
ჩემდა გასაკვირად ადრე გამეღვიძა, რაღაცნაირად თავიდანვე იგრძნობოდა გარეთ მაინც რომ სუფევდა სიმშვიდე და ეს ოდნავ მეც გადმომედო..
როცა ფანჯარაში გავიხედე მზე ანათებდა, ვიცოდი რომ არ ათბობდა, თუმცა დანახვა მაინც მესიამოვნა..
თუმცაღა გარედან მოსულ სიმშვიდეს რა აზრი აქვს, როდესაც შინაგანად ჯერ კიდევ არეული ხარ..
მოწესრიგების შემდეგ პირდაპირ ეკატერინეს ოთახში შევედი..
-ეკატერინეეეეე..
-აუ რა გაყვირებს გოგოო..რომელი საათია..
-შენს სპორტულებს ჰო მათხოვებ..?
-მმ რას..? სპორტულებს..? აიღე და რად გინდა მითხარი..
-რად მენდობა..სარბენად უნდა წავიდე..
-შენ..? ამდენი ხანია გეხვეწები და არაო..ახლა რა სირბილი მოინდომე..?
-რავი უცებ მომინდა..სად დევს..?
-ვითომ არ იცის..ნახე მანდ იქნება..
-მადლობაა//
-არაფრის..ახლა შეგიძლია დამაძინო..?
-შეგიძლიათ გააგრძელოთ ტკბილად ძილი..მძინარემზეთუნახავო..-გამეცინა და ოთახი დავტოვე..
დიახ მე რომელსაც ვიღაც მანიაკი დასდევს და საშინლად ეშინია ძაღლების..ამ სისხამ დილით გადავწყვიტე სარბენად წავსულიყავი..მიუხედავად იმისა რომ წარსულში იმავე გადაწყვეტილებას კარგად არ ჩაუვლია..თავს ისე ვაჩვენებ თითქოს ეს შიშები არ არსებობს, რა იცი იქნებ თავადაც დავიჯერო..
თმები მაღლა მაქვს აწეული, სამწუხაროდ ვერ ვბედავ ყურსასმენების გაკეთებას..მთლად ასეთი გადარეულიც არ ვარ..მზად უნდა ვიყო, რა იცი იქნებ ვიღაც თავს მესხმის, წარმოიდგინედ ყურსასმენების გამო რომ ვერ გავიგო..დავიღუპე და ეგაა..
როგორც იქნა მივაღწიე პარკში..რომ გეგონა მარტო იქნებოდი და ამ დროს ასე თუ ისე ხალხი დაგხვდება არაა მთლად სასიამოვნო, მაგრამ რას იზავ..ამიტომაც ისეთი ადგილისკენ გადავინაცვლე სადაც ვიცოდი ხალხი ნაკლებად იტრიალებდა..
უკვე იმ ეტაპზე გადავედი დანებებაზე ფიქრი მშვენიერ გეგმად რომ გესახება..ვინაიდან დიდი ხანია არ მირბენია ჭვალის საშინელი ტკივილიც უნდა გამომეცადა..და მაინც როცა გადაწყვეყილი გაქვს ერთ გარბენს შეაკვდე, რამ უნდა გაგაჩეროს..
ერთი საათის შემდეგ როცა დაბრუნება გადავწყვიტე, აღმოვაჩინე რომ ჩემს წინ რამოდენიმე ძაღლი გზას მიღობავდა..ვინ თქვა არ მეშინიაო..მე ვთქვი..? რაღაც აღარ მახსოვს..
ნელ-ნელა უკან დავიხიე..მალე პანიკა დამეწყებოდა..მე მიყურებდნენ თუმცა არ ტოკდებოდნენ..
ტელეფონი მოვიმარჯვე..ნომრის მოძებნის თავი რომ არ მქონდა ერთი ღილაკით ვცადე დამერეკა..არა არა..მოიცადე..როცა გავიაზრე რომ დემნას ვურეკავდი მაშინვე ვცადე გამეთიშა, თუმცა შენც არ მომიკვდე, მაშინვე მიპასუხა..
-გისმენ..
-ამმ არაფერი დაივიწყე..
-მოიცადე არ გათიშო..რა მოხდა..
-არაფერი შემთხვევით..
-კარგი რაა, რაც არ უნდა ყოფილიყო რაღაც აშკარად ხდება..
-მე..პარკში ვარ და..აქ..ჩემს წინ..ძაღლები არიან..ეკატერინესთვის უნდა დამერეკა მაგრამ..
-გამოვდივარ..ოღონდ წესიერად ამიხსენი სად ხარ..
-მე..
-ადგილმდებარეობა გამიზიარე..
-არ შემიძლია..
-მაშინ დამშვიდდი და დალაგებულად მითხარი სად ხარ..
-მოკლედ..
-გასაგებია..ეცადე დამშვიდდე..მოვდივარ..-ტელეფონის გათიშვის ხმაც გაისმა..არა არა..უნდა დამშვიდდე..მომინდომა გოგომ სირბილი..არა..ყველაფერი კარგად იქნება..მეშინია მაგრამ არ გავიქცევი..არ უნდა გავიქცე..დებორა რა გინდოდა…დარბაზში მაინც წასულიყავი..
არაფერია დემნა მოვა და..დემნა მოვა..? რატომ დავაჭირე იმ ღილაკს..მეთვითონ არ დავაყენე ისე რომ ერთიანის დაჭერისას მისთვის დამერეკა..? როგორ გადამავიწყდა..
რამდენი ხანი გავიდა..აქამდე სადაა..ვეღარც ვტოკდები, მგონია მაშინვე ყველა ერთნაირად გამოიქცევა ჩემკენ..იქნებ ნელ-ნელა უკან წავიდე და დასაბრუნებელად სხვა გზა მოვნ..
-დებორა..-ვიცი რომ ისაა თუმცა გახედვისაც კი მეშინია..-დებორა..ფერი არ გადევს..ასე შეგეშინდა..?
-იქნებ..იქნებ წავიდეთ..
-წამოდი მერე რას ელოდები..
-ნელა იარე..-რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დავეწიე და გვერდით ამოვუდექი..
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემი ფარად გამოყენება კარგი იდეა..?
-თუ რამეა პირველი შენ დაგეტაკებიან..ასე რომ კი..
-შესანიშნავი გეგმა მოგიფიქრებია..-როცა ვერცერთ მათგანი ვეღარ დავინახე, მივხვდი სამშვიდობოს გამოვედი..
-გადავრჩი..
-იქნებ მაწყობდა კიდეც შენი იქ დატოვება..
-ჰოო არაა..მაგაზე აქამდე გეფიქრა..
-სხვა დროს იყოს..
-სხვა დროს შენი გადასარჩენი აღარ ვიქნები..
-ვნახოთ ძვირფასო..ისეთი ხიფათიანი ხარ..რას გაიგებ..
-ვნახოთ..
-სახლში მიდიხარ ჰოო..
-გგონია ასეთ ფორმაში სადმე სხვაგან წავალ..?
-ჰოდა არ წავიდეთ..?
-საკმარისად დამეხმარე..ასე არ ფიქრობ..?
-არა..
-აქვე უნდა გავიდე, საჭირო არაა შენი ჯენტლმენობა ახლა გამოავლინო..
-ახლა და მერე არ არსებობს..ყოველთვის შესაბამისად ვიქცევი..
-ოჰ ჯენტლმენი..ვთქვი არ არის საჭირო, ესეგი არ არის საჭირო..
-რა ჯიუტი ხარ დებორაა..ტელეფონი გირეკავს..
-გისმენ..მოვრჩი და მოვდივარ დამელოდე..არა არა მალე ვიქნები..დემნა..
-გისმენ..
-რაო რას ამბობდი გაგიყვანო..?-თავი გააქნია და ჩაიცინა..
-წამოდი წამოდი..
-ბოლოა..
-რა თქმა უნდა..-მომესმა ირონიულად ნათქვამი, თუმცა აღარ შევიმჩნიე..
. . .
-ოფიციალურად ვაცხადებ..ჩემი საყვარელი სერია იყო..
-ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონია დარჩენილი არ აჩქარდე..
-გულის სიღრმეში არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდით, როდესაც ვთქვი რომ ოფისისთვის ერთად გვეყურებინა..
-კარგია იმედები თუ გაგიცრუვდა..
-ჰოო არაა..
-შესვენება ავიღოთ..?
-კი ახალი სეზონის დაწყებისთვის მზად არ ვარ..
-ნეტავ რეალურ სამყაროშიც შეგვეძლოს იმავეს გაკეთება..-წარმოვთქვი იმედგაცრუებულმა..
-დაპაუზება მაშინ როდესაც გაგრძელებისთვის მზად არ ხარ../?-თაია
-რაღაც მასეთი..
-არ გგონია, რომ მასე ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა..? ვერასდროს ვერაფრისთვის ვიქნებოდით მზად და უბრალოდ..
-გავიყინებოდით..?-ეკატერინემ თაიას სიტყვა მიაშველა..
-ზუსტად.. რაღაცნაირი ხიბილიც კი აქვს ცხოვრება შენ რომ არ გელოდება.. სულ ერთი წამის საქმეა შიშის მიუხედავად გადახტები თუ არა..
-თუ მზად არ ხარ როგორ უნდა გადახტე..
-მთელი არსიც ესაა.. შეიძლება მეორედ გადახტომის შანსი აღარ მოგეცეს..აღარ მახსოვს ვინ თქვა..როდესაც გეშინია, ზუსტად იმ დროს ხვდები გადახტომის დრო დგებაო..თუ არადა ტკეპნე ერთი და იგვე ადგილი მთელი ცხოვრება..შენი ნება არ არის..?
-ამ ფილოსოფიის ფონზ, არ მოგშვადთ..?-სამივეს ერთად გაგვეცინა..
-ყურებისსა ყველაფერი გადავჭამეთ..რომელ შიმშილზე მელაპარაკებით..
-მე მშია..
-ეკატერინე ზოგჯერ მიკვირს ასეთ ტანზე როგორ ხარ..
-ვვაჯიშობ და ვჭამ..ეს ორი ერთად მუშაობს..ყოველშემთხვევაშ ჩემთვის..ოღონდ ვაღიაროთ გამხდრადაც არ ვიწოდები..
-რაც არ უნდა იყოს მშვენივრად გამოიყურები..აუცილებელი კი არაა ყველა ერთ ტანზე ვიყოთ..
-მართალია..აუ ისე ვერ მივაღწიე ამ დარბაზამდე..
-გუშინ კი ადექი სისხამ დილით სარბენად..
-ეგ გუშინ.. უცაბედი გადაწყვეტილება გამოდგა..
-რაო მერე გადაურჩი ძაღლების თავდასხმას..?
-კი..
-მოყევი..ისეთი სახე გაქვს აშკარად რაღაც მოხდა..
-ხომ ხედავ საღსალამათად ვარ..
-დებორა..
-წამოსვლისას ძაღლები შემხვდნენ..შემეშნდა..დემნას დაურეკე და წამომიყვანა..ხომ ხედავ არაფერი მომხდარა..
-არა საერთოდ..
-შენს სატრფოს დამიხედეთ..
-რა სატრფო აგიტყდა ეკატერინე ვეფხისტყაოსნის გმირები კი არ ვართ..
-ჩემთვის ხართ..აუ ისე მართლა მომშივდა..
-მაცივარში არაფერია..
-ჩავალ და რამეს ამოვიტან..თქვენ გინდათ რამე..?
-რამე სასუსნავი ამოაყოლე რაა..
-კიბატონო..
-აუ ისე ჩვენი თავგადასავლის მერე არმეგონა სარბენად თუ წახვიდოდი..
-მომეპრიანა..
-როცა დაურეკე.. რაო გამოქანდა ეგრევე ჰოო..
-შენ იცინე და ზუსტად მასე იყო..
-ეჰ დემნა დენა..ვის ხელში ჩავარდი..
-ვისკენ ხარ შენ..?
-შენკენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემნა არ მეცოდება..
-ამას დამიხედეთ..ისე სატრფოზე გამახსენდა..იცოდე ძლივს იპოვე შენი შესაფერისი და არ გამიქციო..
-მისი განაჩენი სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან ერთად ყოფნაა და არსად არ აპირებს წასვლას..რა გაცინებს..-ჩვენი მაშნდელი ლაპარაკი გამახსენდა..
-აი ხომ ვიხუმრე..თუმცა მისი წასვლა რომ ვახსენე სახე როგორ შეგეცვალა არ იცი..
-ჰოო..მართლა მიყვარს ეგ იდიოტი..-ორივეს გაგვეცინა..
-იდიოტი რატომ, ხომ არ გაგაბრაზა..
-სიმართლე რომ გითხრა არც მინდა დღე ისე გავიდეს ერთმანთი თუ არ გავამწარეთ..
-უცნაური წყვილი ხართ..
-რაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის.. მუშაობს..
-ქიმიაა ეგ ჩემო კარგო ქიმია..
-ქიმიაზე გამახსენდა..
-გთხოვ მალე მითხარი ქიმიაზე რა უნდა გაგახსენდეს..
-შენ და დემნა..
-მე და დემნა..?
-აქ რომ ჩამოვედი და ჩამოვედი..იმ დღიდან მოყოლებული ვამჩნევ რამხელა ქიმია გაქვთ, თუმცა მისმენდა ვინმე თავის დროზე..?
-მაშინ მართლა მეგობრები ვიყავით..
-აანალიზებდით თუ არა.. მნიშვნელობა არ აქვს..100% მხედველობა მაქვს და ყველაფერს ვხედავდი მაშინ..და ახლაც ვხედავ..
-ახლა თუ ხედავ რამეს აღარ მიკვირს..
-დემნა რაღაცნაირად..როგორ ვთქვა სხვანაირია..
-სხვანაირში რას გულისხმობ დაო..
-მაშინ სენააციური განცხადებისას, ერთად რომ ვართო მოგვახალეთ..ხელი რომ ჩაგკიდა..დაბლა არც ჩაუხედავს თუმცა მთელი ყურადღება ამ ჩკიდული ხელისკენ ჰქონდა მიპყრობილი//
-აი ეგ საიდანღა მოიტანე..
-რა საიდან მოვიტანე, შენს ხელს რომ ეფერებოდა ვერ გრძნიბდი თუ..განა ვერ დაგინახე რამდენჯერმე გაშვება რომ სცადე თუმცა ვინ გიშვებდა..ბოლოს უკვე სხვა გზა რომ არ დაუტოვე მაშინღა გაგიშვა..
-რაც ანდრიასთან ერთად ხარ შენში რომანტიკოსმა გაიღვიძა თუ რა ხდება..
-გააჩნია რომანტიკოს რას ეძახი..ეს კლიშეები მაინც არაა საჩემო..თუმცა როგორც შეყვარებული ადამიანი სხვა შეყვარებულს მარტივად ვამჩნევ..მაგალითად თქვენ ორს..
-თაია მე..
-მოვედიი..ხომარ დამაგვიანდა..
-არა..მობრძანდით..
-ვინ გაჭორეთ ამასობაში..
-ჩემი შეყვარებული და ამისი ქმარი..
-ოჰ გასაგებია..საბედნიეროდ მე გასაჭორი არავინ მყავს..
-გეყოლება..თან შინაგანად გინდა თუ გარეგნულად ისეთი ხარ..ვინ დაგტოვებს მარტო..
-მომავალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მარტო ძალიანაც კომფორტულად და კარგად ვარ..იცით რა არ მესმის..? შეყვარებულიანი ხალხი საწყალი მზერით რომ მიყურებს..ჩემი ბედნიერებისთვის სატრფო საჭირო არაა და ვერ შევაგნებინე..
-შეუგნებელს რას გააგებინებ..მასეთებზე ენერგიის დახარჯვა მართლა არ ღირს..
-მართალია, როცა შენი არ ესმით მალე უნდა დატოვო იქაურობა..ვერც შენ იქნები კარგად და ვერც ისინი..
-ჰოო რავიცი..არ გაინტერესებთ რა მოვიტანე..?
-უი ჰოო..გვანახე..
-რა ვქნა მიყვარს ეს პილმენი..
-აუ რა კარგი გოგო ხარრ..ხომ ისი ნებისმიერ დროს..ისე მიყვარს..
-მეც შევჭამ ცოტას..წყალს დავადგამ მაშინ..
-კიბატონო..
-ჭამა კარგია თუმცა მეგობრებთან ერთად სხვა მუღამი აქვს..
-საჭმელი თუ საკმარისია კიი..
-ოო შე კუჭის მონა..
. . .
-ამ დილით ვინ უნდა მირეკავდეს..ეჰ ჩაის დალევასაც არ დაგაცდიან რაა..ტელეფონი სად დავდე..გისმენთ..
-მელისა ვარ..
-აა ჰო არც დამიხედია ისე ვუპასუხე..გისმენ..
-დემნას უკვე დავუკავშირდი..მინდა რომ შეგხვდეთ..
-როდის..?
-დღეს..
-სად..
-პარკში..დიდ დროს არ წაგართმევთ..
-კარგი დეტალები მომწერე და მანდ ვიქნები..
-შესანიშნავია..შეხვედრამდე..-საინტერესოა ახლა რა მოიფიქრა..კარგი დებ მომავალი რამოდენიმე საათი ამას მნიშვნელობა არ აქვს..ჩაის დალევა გავაგრძელე..თავი მისკდება..გაღვიძებისთანავე რამოდენიმე წამში თავის ტკივილს რომ იგრძნობ ამაზე საშინელი არაფერია.. და მაინც, უცნაურ განწყობაზე ვარ, აუღელვებლად..უბრალოდ ვარსებობ, თითქოს საფიქრალი თავზე საყრელად არ მქონდეს..ის მომენტი დამიდგა როდესაც გაიაზრებ, მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი..
მეორე ჭიქა ჩაიც დავისხი, ამჯერად განსხვავებული არომატით და აივანზე გავედი..რატომღაც ქალაქის ხმაური არ მაწუხებს, სასიამოვნო თეთრ ხმაურად უფრო ჩამესმის..
ისე რა უცნაურია ეს ცხოვრება..ბოლოს სად აღმოჩნდები გამოცნობა რომ შეუძლებელია.. ხუთი წლის წინ ვინმეს რომ მოეყოლა ჩემი დღევანდელობა ხმამაღლა დავცინებდი..ბევრ რამეს სასტიკადაც ვუარყოფდი..მაგრამ აქ ვარ..ჩემს დღევანდელობაში..
წარსულში რომ შემეძლოს დაბრუნება ყველაფერის დაგეგმვაზე ასე არ ჩავიციკლებოდი..სინამდვილეში 95% ისე არაფერი მიდის როგორც დავგეგმეთ..სამაგიეროდ ამ უაზრო დაგეგმარებაში წლებიც კი გადის, ჩვენ კი ცხოვრებას ვერ ვასწრებთ..
ნეტავ შეგვეძლოს მეტი ვიცხოვროთ, უბრალო არაფრის მომცემი არსებობის ნაცვლად..
დრო ისე გადის ვერ ვამჩნევ, საათს დავხედე და მივხვდი გამზადების დრო იყო..რატომღაც ისე გამოვიდა რომ მთლიანად შავებით გავდიოდი სახლიდან..ჯინსის შარვალი და უბრალო სვიტერითურთ..ბოლოს კინაღამ დამავიწყდა პიჯაკიც მოვიცვი და სახლიდან გავედი..
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი კარი დავკეტე, კიბეებზე ჩასვლისას მივტრიალდი და გადვამოწმე..ისე რა მომასვენებდა..
უცებ ჩავირბინე კიბეები, ლიფტის თავი არ მაქვს..ნაბიჯებს ავუჩქარე, რომ არ დამგვიანებოდა..არც ტაქსის თავი აღმომაჩნდა..
დანიშნულების ადგილზე მისვლისას არც დემნა დამხვდა და არც მელისა..იქვე სკამზე ჩამოვჯექი..ვერ ვიტან ლოდინს..თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გარემო პირობების გაკონტროლება არ გვძალუძს..მაშასადამე ლოდინიც ხშირად გვიწევს..
ამ ბოლო დროს ფიქრებისთვის მარტივი გასატაცი ვარ..სანამ არ მივხვდი რომ ვიღაცამ ხედი გადაფარა მანამდე აზრზე ვე მოვედი..
-ოჰ ნახეთ ვინ მოსულა..
-ისე რატომ მიყურებ თითქოს დავაგვიანე..-ტელეფონი ამოიღო- ერთი წუთი უკლია შეხვედრის დროს..
-შეგაქო თუ რას ელოდები..
-დაივიწყე..როგორც ჩანს მელისა არ მოსულა..
-კიდევ ერთხელ გილოცავ..
-რას..
-შენი თვალები თავის ფუნქციას პირნათლად რომ ასრულებენ..
-მადლობა..გაიხარე..-გვერდით მომიჯდა..-იმედია არ დააგვიანებს
-ხუთ წუთში თუ არ მოვიდა წავალ..
-დღეს რა მკაცრი ხარ, ჰო მშვიდობა გაქვს..
-გიპასუხებ მაშინ როდესაც ჩემი ცუდად თუ კარგად ყოფნა შენც შეგეხება..
-დღეს მიფუჭებ და როგორც ხედავ მეც მეხება..
-მე გიფუჭებ დღეს არაა..ძალიანაც კარგი..
-მოგესალმებით..იმედია დიდხანს არ გალოდინეთ..ამ საცობების გადამკიდე მოკლედ..
-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, გამახარებ პირდაპრ საქმეზე თუ გადახვალ..-ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს,თითქოს ყველას ჩემი დროის დაკარგვა აქვს განზრახული..
-კარგი მოკლედ..რამოდენიმე დღეში წვეულება გაიმართება, რომელზეც როგორც წყვილი ისე უნდა წარდგეთ..
-აუცილებელია..?
-დიახ..აუქციონი გაიმართება..ისეთ ნივთს შეიძენთ ჩვენს წყვილს რომ მოუნდება მომავალში შეძენა და თქვენამდე მოვლენ..
-ოჰ გასაგებია..
-მანამდე აუცილებლად დავაზუსტებთ, დანარჩენ დეტალებს..
-კარგი..
-აუცილებელია ყველამ შეგამჩიოთ..უნდა აღგიქვან როგორც ელეგნატურ.. სასიამოვნო წყვილად..აი ეს კი მოსაწვევებია..
-დემნა იქნებ შენ შეინახო..
-რა გაეწყობა-გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო..
-არ დაკარგო..
-როგორ გეკადრებათ..
-სულ ეს იყო..მალე დაგიკავშირდებით.
-ნახვამდის..
-რა მოხდა..
-რაღაცნაირად.. აგენტვით იქცევა..
-აგენტია და იმიტომ..
-როდესაც აგენტი ხარ არ უნდა გეტყობოდეს..
-ჰოო..ჯერ ახალბედაა..ისწავლის..
-თუ პრობლემა დაინახა იმ შემთხვევაში..თუ აღმოჩნდა რომ ცუდ საქმეებს არ ხლართავს, შეიძლება დავეხმარო კიდეც..
-შენ რაში უნდა დაეხმარო..
-მე..პრობლემის დანახვაში..
-როგორი დიდსულოვანი ხარ..
-გახლავართ..მაშ კარგი მე დაგტოვებ..სახლში არ მივდივარ საქმე მაქვს..შენი გაყვანა არ მჭირდება..
-იქნებ არც ვაპირებდი კითხვას..
-კარგი რაა.. ჯენტლმენად მოგაქვს თავი..ზუსტად ვიცი რომ შემომთავაზებდი..-ჩაეცინა..
-ჯერესერთი, იმათ არ მომაქვს თავი რაც არ ვარ..მოკლედ როგორც გინდა..ნებას გრთავ მთელი ქალაქი ფეხით შემოიარო..
-გამახსენე როდის ავიღე შენგან ნებართვა, თორე კიი..
-აიღე თუ არა მე ხომ დაგრთე..
-როგორი დიდსულოვანი ხარ..
-გახლავართ..
-რა გაეწყობა..ნახვამდის დემნა..-აღარც შემიხედავს ისე დავემშვიდობე და ჩემს გზას გავუდექი..ვითომ დიდის ამბით გადავწყვიტე ფეხით წავალთქო, თუმცა მალევე მივხვდი ტრანსპორტს ვსაჭიროებდი..ამიტომაც ტაქსი მალევე გავაჩერე..თან ისე თითქოს გადასაყრელი ფული მქონდეს და უფრო ნაკლებად არ შემეძლო წასვლა..რაც არ უნდა იყოს კეთილი კაცი აღმოჩნდა, აი ისეთი საკუთარ ბაბუას რომ მოგაგონებს..საბედნიეროდ დიდად გამოლაპარაკება არც უცდია..მალევე მივედი ჩემს საყვარელ წიგნების მაღაზიაში..
-ოჰ დებორა..?კიდევ დიდი ხანი აღარ გელოდი..
-მოგესალმები..
-რამ შეგაწუხა..
-ეს წიგნი რომელიც წავიკითხე..
-რა იყო არ მოგეწონა..?
-მინდა დავაბრუნო და ისეთ ადამიანს გადასცე..ვისთვისაც საჭიროდ ჩათვლი ჩემი გახაზული ამონარიდები და გვერდით მინაწერების გაცნობაც რომ არ იქნება ურიგო..
-ოჰ გასაგებია..დავალება მიღებულია..
-ისე ვერ მეტყვი ამ წიგნს რატომ გაუწიე ჩემთვის რეკომენდაცია..?
-შენს გემოვნებას ერგება..
-არაფერი იყო ისე როგორც წარმომედგინა..
-წიგნის ხიბლიც ეს არ არის..?
-და მაინც..
-შენ რატომ ეძებ განსაკუთრებულ მიზეზს..
-ვეძებ..?
-ჩემს უბრალო რეკომენდაციაში ფარული მიზეზის ამოკითხვას ცდილობ დებორა..
-მე..ვიფიქრე რომ..
-და იქნებ იმიტომ ეძებ რომ გინდა შენთვის სასურველი დაინახო..
-ახლა თავად ეძებთ ჩემს უბრალო კითხვაში ფარულ მიზეზებს..
-ოჰ..კარგი შემობრუნება იყო..-გაეცინა..
-უნოს კარტივით..
-ვერ ვერ ვერკვევი ამ ახალ რაღაცებში, თუმცა დარწმუნებული ვარ სწორ პარალელს გაავლებდი..
-არ გინდა თამაში გასწავლო..?
-ვის უნდა ვეთამაშო..? ჩემს თანატოლებთან ერთად საკმარისი გასართობი მაქვს..
-როგორც გინდა თუმცა თუ გადაიფიქრებ აქ ვარ..
-გავითვალისწინებ..
-კარგი მაშინ მე წავალ..
-დებორა..
-გისმენ..
-თავს გაუფრთხილდი..
. . .
-სად მიბრძანდები..
-საყიდლებზე..
-ოჰოო რას ყიდულობ..?
-ამმ კაბას..
-რა..? მომესმა ჰოო..?
-რა იყო..
-სად მიდიხარ..
-მოსაწვევები მივიღეთ მე და დემნამ და..
-ანუ..მე რატომ არ მითხარი..რამეს შეგიკერავდი..
-წარამარა შენთან ხომ არ ვივლი..შენ შენი საქმე გაქვს..
-გადაირიე გოგო შეენ..საყიდლებზე არა იქ წახვალ..მივდივართ ჩემთან..რამდენ ხანში უნდა იყოს კაბა მზად..?
-1 კვირაში..
-უჰჰ მოვასწრებ..წავედით..
-ისეთი შემირჩიე რაც ადრე გაქვს შეკერილი..არ არის აუცილებელი ახალი იყოს..
-დემნასთან ერთად პირველად მიდიხარ საღამოზე..თან როგორც წყვილი და მთხოვ რომ რამე ორიინალური არ მოგიფიქრო..? ხუმრობ..?
-მე..
-ეს მორიდებები როდის დაგეწყო..? მე აქ რისთვის ვარ..
-ეკატერინე//
-არანაირი ეკატერინე..მოსაცმელს ავიღებ და ატელიესკენ ჰერი ჰერი..
. . .
-ზომები ავიღეთ.. ესეც ასე..ანუ აუქციონი და რამე..?
-როგორც გავიგე..
-დემნა კი მარტივად გამოძვრება..პიჯაკების მეტი მაგას რა აქვს..?
-მართალი ხარ..მე მაქვს საფიქრალი თორე..
-ისე შენს სატფოს ორი უკიდურესობა აქვს..პიჯაკი პიჯაკი..შემდეგ სპორტული..მერე ისევ პიჯაკი პიჯაკი პიჯაკი..
-ადვოკატია ვაჟბატონი..რა ენაღვლება..
-მოკლედ ქალბატონო დებორა..შენი საღამოსთვის იდეალურად იქნები..
-არ მინდოდა ჩემოსგამო გეწვალა..
-უცნობი ადმიანებისთვის ვწვალობ ყოველდღე..მეგობრისთვის აღარ ვიწვალო..? რამდენჯერ მამეორებინეთ..მოკლედ შენ მაგაზე არ იდარდო..
-ეკატერინე..მთელი გულით გეუბნები მადლობას..
-მადლობა ჯერ ადრეა, ქნებ არ მოგწონს ის რასაც შევქმნი..
-კარგი რაა ორივემ ვიცით რაღაც საოცრებებს რომ დაატრიალებ..
-ნუ როგორ შეგეწინააღმდეგო..-ერთ ტონალობაში გაგვეცინა..
-მოკლედ, ჩანახატებს უახლოეს მომავალში გავაკეთებ და გაჩვენებ..დეტალები დავაზუსტოთ..
-ნეტა წარმოდგენა მაინც მქონდეს რა მინდა..
-შექმნის პროცესში გავიგებთ..
-კიბატონო..
-შეგიძლია ერთი კაბა ამოარჩიო..
-რისთვის..
-შენი და დემნას მომავალი პაემნისთვის..
-როდის ჩვენ მოვახერხებთ..
-მნიშვნელობა არ აქვს..დაფიქრდი, აი მე ვინმე უფასოდ მატანდეს კაბას..? უარს არ ვიტყოდი..
-თავად თუ ხარ დარწმუნებული თორე არჩევას რა უნდა..
-მიბრძანდით..გზა ხსნილია..
-კარგი..ისეთს ავირჩევ რომ დავინახავ და მეტყვის მე ვარო..
-კაბებია მანდ.. შენი შოკოლადის მაფინები კია არა..
-ეს პრინციპი ყველაფერზე მუშაობს..
-როგორც ჩანს დემნაზეც იმუშავა თავის დროზე..
-ოჰჰ ეკატერინე..პირდაპირ არ უთქვამს თუმცა ვიგრძენი..
-ის რომ ის იყოო..??-სიცილი აუტყდა..
-შენ იცინე და ასე ხდება..ზოგჯერ სამყაროში წესით შენთვის იდეალური ადამიანი არ მოგწონს..თუმცა ისეთს შეხვდები რომელთანაც წესით არ უნდა იყო და მიხვდები იმ თითქმის იდეალურობას მილიონჯერ გირჩევნია..
-დემნას რას ერჩი..
-კარგად იცი რაც ვიგულისხმე..
-კარგი ჰოო..ოღონდ ახლა იმ ერთადერთს შეხვდები და მიხვდები არ მითხრა..
-არ გეტყვი..
-თუმცა ასეა..?
-ეგ უკვე თავად თქვი..
-კარგი კარგი..მაშ ასე..ავირჩიოთ შენი კაბა..?
-წამიძეხი..
-აქეთ მობრძანდით..
-ოჰ გმადლობთ..
-ფერი მაინც გაქვს მოფიქრებული..?
-რომ დავინახავ მივხვდები..ნუ გასინჯვაც აუცილებელია თუმცა..
-არჩევანი დიდია..გზაც ხსნილია..
-ზედმეტად მანებივრებ..თუმცა მთლად ისეთი გადარეულიც არ ვარ..უარს არ გეტყვი..
-ძალიანაც კარგი..
-ვნახოთ აქ რა გვაქვს..არა..არა..არა..-არაფერი არ იყო ცუდი..უბრალოდ მე ვერ მოვიხდენდი..ჩემი ძებნა ალბათ 10 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა-მოიცადე..ეს მომწონს..
-ეს..ოჰოო რატომღაც არ მიფიქრია ამ ფერზე თუ შეაჩერებდი არჩევანს..გაისინჯავ..?
-უცებ ვნახავ..ტყუილად ხომ არ წავიღებ..-კაბა საკიდიდან ჩამოვხსენი და მოსაზომად წავიღე..
-დებორა არამგონია ამდენი დრო იყოს საჭირო..რით ვეღარ მოიზომე, დამენახე რაა..
-კარგი გამოვდივარ..აბა როგორია..
-ოჰ..არმეგონა მუქი ლურჯი ასე თუ მოგიხდებოდა…
-არც მე..
-შენთვის შემიკერია და არ ვიცოდი..რამე მოგიტანო წასაღებად..?
-არა, ჩემს ჩანთაშიც ჩაეტევა..
-კიბატონო..
. . .
-კიდევ კარგი მოიზომე..ახლა უფრო ნათლად შემიძლია წარმოვიდგინო როგორ კაბას შეგიკერავ..
-მართლა..? მოხარული ვარ თქვენთან თანამშრომლობით..
-ასევე..
-რაღაც დეტალი უნდა გაითვალისწინო..
-გისმენ..
-შეგიძლია ისე მოახერხო რომ ეს ყელსაბამი არ გამოჩნდეს..?
-რატომ მშვენიერია..
-გთხოვ..მოხსნა არ მინდა თუმცა არც გამოჩენა..
-კარგი მაგაზე ვიზრუნებ..შენს ყელსაბამს დავმალავთ..
-მადლობა..
. . .
-დარწმუნებული ვარ კარგი საღამო გამოგივათ..
-იმედია..
-ისე კაბას შენ უკერავ..?
-შეკერილია ფაქტობრივად..ისეთი გამოდის და ისე უხდებაა..
-ჰოო,.
-სილას გაგაწნის და შემდეგ დაეცემი..
-აჰაჰჰ ასე არაა..
-ეკატერინე აზვიადებს..
-როგორ გეკადრებათ..მოკლედ დემნა..ხვალ თავად ნახავ..
-ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველი..-ცოტახანი გაჩუნდა, ჩემსკენ გამოიხარა და გადმომჩურჩულა..- დღეს დაძინებას როგორ აპირებ..
-რას გულისხმობ..
-როდსესაც აღელვებული ხარ, ისე გათენდება ვერც იგებ..
-საძილე აბები მომარაგებული მაქვს, შეგიძლია შენს მიჯნურზე არ ინერვიულო..
-ისე დემნა..თუ დავუფიქრდებით როგორ მოუხშირე ამ სახლში სტუმრობას..დებორასთან ურთიერთობამდე აქ სტუმრობასაც კი უკვე გადააჭარბე..
-ეჰჰ ეკატერინე..სადაც ამის სატრფოა იქ მოუწევს გული..-ერთხმაში გაიცინეს იოანემ და ეკატერინემ..
-თქვენი დასაცინი რომ გახდება ადამიანი.. მანდ აქვს საქმე ცუდად..
-თქვენი ამბავი სიახლეა და სანამ არ მოძველდება ჩვენი დაცინვის საგნად დარჩებით..
-როგორ გაგვახარეთ..
-იო დაინახე ახლა ერთნაირად რომ დამანჭეს სახეები..?
-კი..
-ცოტახანია ერთად არიან და უკვე მოხუც წყვლს მაგონებენ..გაზეთები დაამშვენებდათ..
-აუ კიი..
-იქნებ დღეისთვის საკამრისია..მარაგი არ ამოგეწურათ..?
-ამოგვეწურა..?-სერიოზული სახით გადახედა ეკაერინემ იოანეს..
-ცოტა კიდევ დარჩა..
. . .
ტრადიციული დილის რუტინს შემდეგ მზადება უნდა დამეწყო, თორემ ვიცი ვერაფერსაც ვერ მოვასწრებდი..
სია გაღვიძებისთანავე შევადგინე რომ არაფერი გამომრჩენოდა..სალონებში სირბილის თავი არ მქონდა ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა..თმა, მაკიაჟი და დანარჩენი მცირე დეტალები..ვინაიდან დრო სწორად გადავანაწილე, ყველაფერს აუჩქარებლად ვაკეთებ..
კიდევ კარგი კაბა თავისდროზე მივიტანე სახლში და ამაზე სირბილი არ მომიწევს..გაინტერესებთ როგორი კაბა..? ვალენტინოს კაბას გავს..2006 წელს პარიზის მოდის კვირეულზე, გაზაფხულის კოლექციდან..შავ-თეთრია..ნუ მხოლოდ მკლავები თეთრი ნაჭრით დაფარული და კაბის დანარჩენილი ნაწილი შავია..რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე არ გახლავთ, ეკატერინემ გადააკეთა..სიცოცხლე შემატა.. ( https://www.livingly.com/runway/Paris+Fashion+Week+Spring+2006/Valentino/ib7IQi6BL4I ) < თუ დაინტერესდით შეგიძლიათ აქ იხილოთ..
საბოლოოდ კაბაც მოვირგე და სარკეში ჩახედვის მერე კმაყოფილება ვიგრძენი..
ამოვისუნთქე ყველაფერი რომ მოვასწარი..თუმცა ნერვიულობამ იმატა..უკვე დრო იყო ქვემოთ ჩავსულიყავი და დემნას შევხვედროდი..კარი საგულდაგულოდ გადავკეტე და უცებ ჩავირბინე..ლიფტით ჩასვლას ვერ გავრისკავდი, ხომ ვიცი ზუსტად ახლა დაემართებოდა ყველა უბედურება..
სადარბაზოდან გამოსულს დემნას მოვკარი თვალი, რომელიც მანქანაზე იყო მიყრდნობილი და ტელეფონში ჰქონდა თავი ჩარგული..მალევე გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა და მივხვდი მე მირეკავდა..ხმამ დემნას ყურადღებაც მიიპყრო..ამოიხედა..წამით შემომხედა თუმცა სხვაგან გაიხედა…შემდეგ თითქოს გაანალიზა რაც დაინახაო და მზერა ისევ ჩემსკენ მომართა..გაეღიმა შემდეგ კი რაც მითხრა ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა..
-მახინჯი იხვის ჭუკი მშვენიერ გედად გადაიქცა..-წამიერი დუმილი და ხმამაღლა ამივარდა სიცილი..ისე ჩემებურად, კარგად..გულიანად, რომელსაც სინაზის ნიშანწყალიც არ გადაჰკრავდა..
-იუმორის გრძნობას ვერ დაგიკარგავ..კარგად მაცინე..
-თუ დაგამშვიდებს ხუმრობად ჩათვალე..
-ძლივს დავწყნარდი..ხუმრობებს ხუმრობას ნუ უმატებ..-მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი..როდესაც ისიც ჩაჯდა ვუთხარი..-თავადაც კარგად იცი, სულ რომ ჩემი თმები ჩიტის ბუდეს მოგაგონებდეს, მაკიაჟი არ მქონდეს და ბარბის პრინტის ის დიდი ზომის ზედა რომ მაქვს აი ეგ რომ მეცვას მაინც ულამაზესი ვიქნები..
-ვითომ..?
-ნანახი მაინც არ გყავდე..აღწერილ ფორმაში..
-საერთოდ რატომ არ აგდებ მაგ ზედას მიკვირს..
-კომფორტულია და ფული მაქვს გადახდილი..
-კარგი მიზეზები გაქვს..რომელი საათია არ დაგვაგვიანდეს..
-არაფერიც..ყველაფერს ვასწრებთ..მელისას მოცემულ საბუთებს ხომ გადახედე..
-თავისთავად..
-მშვენიერი ნახატის წაღებას კი ვაპირებთ..
-დროებით..გამახსენე ვისი ნახატია..?
-ლუდოლფ ბაკჰეიზენის..თან როგორი სახელი აქვს “Warships in a Heavy Storm”..
-შენ განსაკუთრებით მოგეწონება..
-აუცილებელია მელისას ჩავაბაროთ..? სახლში წავიღებდი..
-ხომ იცი რამდენად მნიშვნელოვანია..შეიძლება მისი წაღება სცადონ..კიდევ რამე დამატებითი ხიფათი გინდა..? ვფიქრობ შენს განრიგში ადგილი არ გაქვს..
-ვიხუმრეთ..? -თვალები ავატრიალე..
-კარგია ნერვები თუ მოგეშალა..ცოტა გამომიკეთდა ხასიათი..
-ჰოო არაა…
-რას აკეთებ..
-კარებს ვაღებ..
-შენ თვითონ..? სულ რომ არაფერ იქნებ ის მაინც გაგეთვალისწინებინა, გადმოსვლისთანავე ფოტოების გადაღებას დაიწყებენ..
-შენ კი როგორც ჯენტლმენმა..
-კარი უნდა გაგიღო..ხელი გაუშვი..-მანქანიდან გადმოვიდა, კარი გააღო..ხელი გამომიწოდა..მეც შევაგებე ჩემი და მანქანიდან გადმოვედი..შესასვლელშივე საკმაოდ დიდი რაოდენობით ჟურნაილსტს და ფოტოგრაფს მოეყარა თავი..ვცდილობ ჩემი შინაგანი ნერვიულობა მათ ფოტოებზე არ აისახოს..შიგნით მალევე შევედით..ჯერ თავად შესასვლელიც კი გრანდიოზულად მოერთოთ..იმაზე მნიშვნელოვანი საღამოა ვიდრე მეგონა..
ძირითადად ყველაფერი თეთრია, ოქროსფერი დეტალებით..კიბეებს კი მუქი წითელი ხალიჩა ამშვენებს..ყველა მეორე სართულისკენ მიიჩქარის..ვითომ დიდად არავინ ხმაურობს, თუმცა მსგავსი შეკრებისთვის დამახასიათებელი ჩოჩქოლი არ წყდება..თითოეული ცდილობს სერიოზული გამოჩნდეს, თუმცა უმეტესობა აღფრთოვანებას ვერ მალავს..
-რა განერვიულებს ნეტა მაცოდინა..
-არ ვიცი..
-ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა..
-იმედია..
-იმედია არა..ასე უნდა იყოს..-ახლა უკვე ხელკავი გამომდო და ჩვენც ხალხს შევუერთდით..როდესაც ავედით პირველი რაც თვალში მომხვდა უზარმაზარი მანათობელი ჭაღი აღმოჩნდა.. შემდეგ კი მრგვალი ლამაზად მორთული მაგიდები..თავად შენობის აგებულებაზე აღარაფერს ვამბობ..
-მოსაწვევები ხომ შენ გაქვს..რომელ მაგიდასთან უნდა დავსხდეთ..?
-მეოთხე..
-თავიდანვე აუქციონით დაიწყებენ..?
-კი შემდეგ კი საღამო გაგრძელდება..
-გასაგებია..
-დიდი ალბათობით ხალხის დალაგებას ელოდებიან..
-ლამაზია თუმცა ერთ წესიერ საჭმელსაც ვერ ვხედავ..
-ტრაგედიაა ნამდვილად..-ჩემკენ არ გამოუხედავს თუმცა ირონიული ტონი არ დაუშურებია..
-დიახაც რომ არის..
. . .
-მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მიხარია თითოეული თქვენგანის ჩვენთან ერთად ხილვა..დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სასიამოვნო საღამო გავატაროთ..ვინაიდან ყველას ძალიან გვსურს აუქციონი მალე დაიწყოს, მეტად აღარც გალოდინებთ..მაშ ასე..პირველი ნივთი..-მგონი ჩვენს ნახატს ბოლოს გამოიტანენ..ლოდინისგან გული მეწურება..არ მჯერა..ამას რას ხედავს ჩემი აწ უკვე გაფართოებული თვალები..- ახლა კი წარმოგიდგენთ..ორიგინალი, ხელმოწერილი ილუსტრაცია გრძნობა და გონების..1908 წლის გამოცემული, რომელიც გამოქვეყნდა J. M. Dent & Co.-ის მიერ ინგლისური იდილიების სერიაში. ჩარლზ ბროკი და მისი ძმა ჰენრი ამაყობდნენ თავიანთი ილუსტრაციების ისტორიული სიზუსტით..ჩარლზ ბროკი აირჩიეს აკვარელის მხატვართა სამეფო ინსტიტუტის წევრად იმავე წელს, როდესაც გამოქვეყნდა ეს ილუსტრაციები.
ორიგინალური კალამი-მელნის აკვარელი ილუსტრაცია. ქაღალდის ზომა: 38 x 26.5 სმ. სურათის ზომა: 31 x 19 სმ. ჩარჩოს ზომა: 50,1 x 37,2 სმ.
ეს ნივთი არის იდეალურ მდგომარეობაში. დაბრუნებულია საარქივო სტანდარტების შესაბამისად. მას ახლავს ხელნაკეთი თეთრი ოქროს ფოთლის ჩარჩო, აკრილის კონსერვაციით..
დავიწყოთ..მსურველებს უკვე ვხედავ-რა თქმა უნდა მიზერული თანხიდან მალევე აიწია ფასმა..მე კი ყოველ მომატებულ ციფრეზე ისე მისკდებოდა გული თითქოს მართლა ვაპირებდო ყიდვას..
-დამშვიდდი სადაცაა გასკდები..
-ადვილი სათქმელია..
- ბოლოს.. ოთხი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი…და გაყიდულია..გილოცავთ შენაძენს..-ტაშს რისთვის უკრავენ..ჩემი გაუბედურების აღსანიშნავად..?
-ვაგრძელებთ..ახლა კი წარმოგიდგენთ..ლუდოლფ ბაკჰეიზენის ნახატს..1694 წლის დასაწყისში დაახლოებით 30 ჰოლანდიური ხომალდი ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა. ისინი გაგზავნეს სავაჭრო ფლოტის საფრანგეთის თავდასხმებისგან დასაცავად. გიბრალტარის სრუტეში მათ ძლიერ ქარიშხალს გადაეყარნენ. სხვადასხვა გემები ჩაიძირა ან სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ჰოლანდია, რომელიც ნახატზეა გამოსახული..საწყისი ფასი..ოჰ მეგობრებო, როგორც ჩანს გამარჯვებისთვის ნამდვილად მოგიწევთ ბრძოლა..მსურველი ბევრია..
-დებორა სიფრთხილე გამოიჩინე..
-ვიცი რასაც ვაკეთებ..-ფასის ზრდასთან ერთად მსურველებმაც იკლეს..თუმცა ხომ იცით დებორა დანებებას არ აპირებს..ვიღაცას ახალი ფასი არ ჰქონდა ნათქვამი ხელი უკვე აწეული მქონდა..
-როგორც ჩანს ქალბატონი დანებებას არ აპირებს..
-თანხას ვზრდი..
-ასევე..
-კიდევ ვზრდი..
-ვაორმაგებ..
-დაა..გაყიდულია მშვენიერ ქალბატონზე მეოთხე მაგიდასთან..-ტაშის ხმა გაისიმა, მე კი ისე გავიღიმე თითქოს ვკვდებოდი სიხარულისგან..შემდეგ კი სადღაც ორი ნივთიღა წარადგინეს..აუქციონი დასრულდა და ჩვეულებრივი საღამოც დაიწყო..დაბალტონალობაში ნაზი მელოდიაც ისმის თუმცა არავინ ცეკვავს..
-უკაცრავად..აქეთ მობრძანდით თანხის გადასახდელად..
-დიახ, რა თქმა უნდა..-წამოვდექი..დემნაც წამოდგა და ახალ მეგობარს ავედევნეთ..
-ბოლოს აქ მოაწერეთ ხელი..გმადლობთ..მითითებულ მისამართზე ხვალისთვის მოგიტანენ..
-პირიქით მადლობა თქვენ..დაგემშვიდობებთ..-თავი დამიქნია..მე კი გასასვლელისკენ გავემართე..
-შენი ნერვიულობაც დასრულდა..
-საბედნიეროდ..-ადგილს დავუბრუნდით..ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი სული მეხუთებოდა..
-დებორა..
-გისმენ..
-ვფიქრობ ჩვენი წასვლის დროა..-თავი დავუქნიე..წამოვდექით და ახლა უკვე ნამდვილი გასასვლელისკენ გავემართეთ..
-ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება თუმცა..აჰ სუფთა ჰაერს არაფერი შეედრება..-ხმა არ ამოუღია, კარი გამიღო..ჩავჯექი..-დემნა..?
-გისმენ..
-სად მიდიხარ..სახლის გზა ნამდვილად არაა..
-ხომ გშია..
-მერე..
-ხოდა შეჭამ კიდეც..
-სად მიგყავარ..
-ცოტაც და ნახავ..-გზას ვუყურებ თუმცა მაინც ვერ ვხვდები საით მივდივართ..-ოდნავ მოორებით უნდა გავაჩერო თორემ ისე შეუძლებელია..
-კარგი..-გადმოვედით..ნაბიჯების გადადგმისას კი მაღალქუსლიანები საშინელ ხმას გამოსცემენ..უკვე ერთი სული მაქვს მივიდეთ იქ სადაც არ ვიცი რა დამხვდება..მოიცადე ეს ადგილი მეცნობა..-დემნა სერიოზულად..? პიცერია..?
-არჩევანს მიწუნებ..?-გამომცდელად გამომხედა..
-პირიქით..
-რეალურად ახლა ისე გშია, ყველაფერს შეჭამდი მაგრამ მაინც..
-პიცა მიყვარს..ეს ადგილი კი..
-ვიცი..არ შევიდეთ..?
-შევიდეთ..-კართან მისვლისას მიმითითა შევსულიყავი..
-ოჰოო ჩემი წყვილი დაბრუნებულა..რამდენი ხანია არ მინახიხართ ახალგაზრდებო..
-მოგესალმებით..
-ასე გვიან მოგინდათ პიცა არაა..
-ასეა..
-მომისწარით..ერთ საათზე ნაკლებ დროში ვიკეტებით..აბა რას მიირთმევთ..
-რაიმე ახალი და გემრიელი..
-კარგი..ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ..დასხედით რას უცდით..
-მართლა რამდენი ხანია არ ვყოფილვართ..-იცით ახლა როგორ ადგილას ვართ..? ძველ ფილმებში ამერიკაში რომ ვითარდება მოვლენები.. დაახლოებით 1950-იანი წლების სასადილოზე მაქვს საუბარი..
ადრე მე და დემნამ ერთად აღმოვაჩინეთ..ოღონდ მაშინ პირიქით..ასე 10 წუთის გახსნილიც არ იქნებოდა და დილია იყო..
-ბავშვებო კოლას დალევთ არაა..?
-თავისთავად..
-მეც მიყვარს მაგრამ შენი სიყვარული კოლას მიმართ..რავიცი..
-ნამეტანია..?-გაიღიმა..
-ადრე იმ გოგონების მაგივრად, რომლებიც დაგდევდნენ კოლაზე ვეჭვიანობდი..თავად განსაზღვრე..-გაეცინა..პიჯაკი გაიხადა და გვერდით გადადო..
-ასე არაა..
-სერიოზულად..შენს მომავალ მიჯნურს გავაფრთხილებ..იცი კარგია დალევა არ უყვარს თუმცა კოკა-კოლაზე დამოკიდებულია და როგორმე უნდა შეეგუო მეთქი..
-შენ ხარ ჩემი მიჯნური..
-რა..
-ახლა ხომ შენ ხარ ჩემი მიჯნური..
-სინამდვილეში არა, თანაც დროებით..
-ჰოდა სანამ შენ ხარ, ჩემს არარსებულ მიჯნურზე ნუ ვისაუბრებთ..
-აი ინებეთ კოლა და თქვენი პიცაც....
-მადლობაა..
-შუშის ბოთლები..პლასმასს ჯობია..
-გემოც უკეთესია..
-თავისთავად..
-ერთი სულ მაქვს..-სიფრთხილით გადავიღე ერთი ნაჭერი..
-ამდენი ხანი რატომ უყურებ..
-შეხედე..ისეთი ლამაზია ჭამა დაგენანება..-თავი გააქნია და ერთი ნაჭერი თვითონაც გადაიღო..
-კარგი გასინჯვის დროა..არარსებობს როგორი გემრიელიაა..
-მართლაც..კარგი გემო აქვს..
-ესეთი სოუსით ჯერ არ გამისინჯავს..
-მოგწონთ..?
-უგემრიელესია..სოუსის ბრალია ჰოომმ..
-ახალი რეცეპტითაა..მიხარი თუ მოგეწონათ..
-დემნა..ისე შენი აზრით, რა არის იმ ნახატში განსაკუთრებული..მომავალში ბონის და კლაიდს რომ მოუნდებათ..
-ვის..?
-სახელები შევურჩე.. შესაძლო დამნაშავეები არიან.. თან წყვილი..
-საქმეში არ არის დაკონკრეტებული..სავარაუდოდ მსგავს ნახატებს აგროვებენ..
-საქმეც ეგაა..დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრა, რომ ამ კაცის კოლექციაში მსგავსი ნახატი არ მოიპოვება..არც ხატვის სტილი..არც მხატვარი..არც ზღვა და არც გემი..
-აი ეგ უკვე საინტერესოა.. მაშინ უფროსობამ რატომ იფიქრა, ამ ნახატით რომ აინტერესდებოდა..
-არ ვიცი..მალე გავიგებთ..
-ზუსტად ვიცი მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა არ ვიცი რატომ..
-მაგას ვნახავთ..აუ ისე ნეტა ეს პიცა ყოფილიყო იმ საღამოზე..ესე ძაანაც კი არ მომეშელბოდა ნერვები..
-საღამოზე..აუქციონზე პიცა შემოეთავაზებინათ..?
-შენ რა პრობლემა გაქვს..?
-ძვირფასო, მე რა პრობლემა უნდა მქონდეს ლოგიკაში არ ჯდება..
-ლოგიკაში ჯდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ იქ მყოფთაგანი ყველა.. უფრო ბედნიერი კი იქნებოდა..
-.ფიქრობ იქ პიცის საჭმელად მიდიან..? უმეტესობა მათგანი დიეტაზეა და მათთვის მნიშვნელოვანი მათი ტანისამოსი უფროა..
-სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ საჭმელზე მაინც ფიქრობენ..
-შესაძლოა..-ბოლო ნაჭერის შემდეგ მივხვდი რომ მეტის ჭამა აღარ შემეძლო, ამიტომაც ისევ დარჩენილი კოლას დალევას მივყე ხელი..
-მგონი ჩვენი წასვლის დროა..
-კოლა არ დამიმთავრებია..არც შენ..
-კოლა წავიღოთ რა პრობლემაა..უბრალოდ ნუღა დავაყოვნებთ ადამიანს..
-მართალია..მაშინ წავიდეთ
-წავიდეთ..
. . .
-დავალება შევასრულეთ და პიცაც მივირთვით..
-თან ახალი და გემრიელი..
-სამწუხაროა კიდევ დიდი ხანი ვერ მოვალ
-რატომ..
-აი ძალიან უნდა მომენატროს..აი ისე სული რომ მეხუთებოდეს..მერე მოვალ და გემრიელად მივირთმევ..
-საკუთარი თავის ასე წამება რა აუცილებელია..
-მერე უფრო გემრიელი მომეჩვენება..ფიქოლოგიური მომენტია..
-თუ შეგიძლია საკუთარი თავი არ უნდა გააწამო..თუ ასე გინდა პიცის ნახვა…
-ნახვა..?
-თუ ნახავ მერე შეჭამ კიდეც..
-მერე..
-რაღა მერე..თუ პიცა გიყვარს..ხვალვე რომ ისევ აქ მოხვიდე..მაინც გაგიხარდება..ღირს კი საკუთარი თავის გაწამება აქ არ მოსვლით..
-არ გესმის რაა..
-რომ მესმის მაგიტომ ვლაპარაკობ..
-ისევ პიცაზე ვსაუბრობთ ჰოო..
-სხვა რაზე უნდა ვსაუბრობდეთ..
-რავიცი რავიცი..
-სახლში წასვლის დროა..
-ვინ გედავება..?
. . .
-ვიცი გალოდინეთ მაგრამ ახლა მაინც გიპასუხებთ..
-დიახ გისმენთ..
-ვიფიქრე თქვენს წინადადებაზე..არ ვიცი მომავალში რა როგორ შეიცვლება თუმცა ჯერ-ჯერობით დადებით პასუხს ვერ გაგცემთ..
-მესმის თქვენი..
-დიდი ხანია უარი ვთქვი..
-როგორ დაასრულეთ ის რაც წესიერად ჯერ არც დაწყებულა..
-ასე პირველად არ მოვქცეულვარ..
-რა გაეწყობა..თუ აზრს შეიცვლით თქვენს გვერდით მიგულეთ..თუნდაც სხვასთან მიხვიდეთ გამიხარდება კიდეც ოღონდ გააგრძელეთ..
-მადლობა კეთილი სურვილებისთვის..უნდა დაგტოვოთ..
. . .
-არა დემნა არ შემიძლია..
-თავადაც კარგად იცი.. არა მითხარი ამის დრო არ მოვიდა..?
-იქნება საერთოდაც არ არის აუცილებელი დედაშენთან წასვლა..
-დებორა..უკვე მაბრაზებ..საერთოდაც შენ არ ედაქალებოდი..? რა გაშინებს ვერ ვხვდები..
-არ ვიცი..რა რეაქცია ექნება..შენს მეგობრად კი მოვწონდი თუმცა ახლა..
-ზედმეტად ბევრს ფიქრობ..ყველაფერი კარგად იქნება..
-მე..
-იქ არ ვიქნები..? განა შეგჭამს..მგონია უცხო ადამიანზე ლაპარაკობ და არა დედაჩემზე..
-ამ ღელვას შენ ვერ გაიგებ..არ მაინტერესებს ჩვენთვის რამდენად ფარსია ეს ყველაფერი..სამაგიეროდ დედაშენისთვის იქნება ნამდვილი..
-ვიცი..
-მაგრამ..
-მაგრამ მაინც უნდა წავიდეთ..ინტერნეტში ჩვენი ფოტოებია გავრცელებული..მალე იმ ნახატზეც გააკეთებენ განცხადებას..გინდა ეს ამბავი სხვისან გაიგოს..?
-კარგი ჰოო..როდის წავიდეთ..
-დავურეკავ და გავიგებ..
-დემნა მოიცადე..თაიას და ანდრიასაც ვუთრათ რაა..
-ჯერ იქ დავრეკავ სადაც ვრეკავდი და მერე ვნახოთ..
-კარგი..
. . .
-თქვენ ორი..?
-დიახ..-რამდენიმე წამი გაჩერდა..-მეხუმრებით..?
-არა..
-დებორა ეს არის მიზეზი ამდენი ხანი რომაა სტუმრად არ მოსულხარ..? ეს ყველაფერს ხსნის..კარგი კარგი დროა დავსხდეთ..
-მოიცადე არაფერს გვეტყვი..?
-რა უნდა გითხრათ..
-რავიცი უბრალოდ..
-შვილო მისმინე..თქვენი ერთად ყოფნის ამბავი უბრალოდ დროის საკითხი იყო..ისე კიდევ ზრდასრული ადამიანი ხარ..გადაწყვიტე რომ დებორასთან ურთიერთობა გინდა..? მაშინ გქონდეს..მე ხომ არ ჩავერევი..არა ეს გინდა..? ხომ იცი ტიპიური დედობა არ შემიძლია და ამას ნუ მომთხოვ..
-შენგან ემოციის არ ქონა გამიკვირდა..მეტი არაფერი..
-დებორა..
-დიახ..
-დაჩაგრული ბავშვივით რატომ დგეხარ..მგონი ჩემი შვილი შენზე ცუდად მოქმედებს..
-მე..
-კარგი კარგი..ხომ იცი ვხუმრობ..ანადაც-დემნას გახედა..-რა იცი იქნებ სიმართლეც იყოს..
-მგონი წეღან თქვი დავსხდეთო არაა..
-და აი მგონი სუფრაც სავსეა..რაც გვთხოვე გამოვაყოლეთ..
-ძალიან კარგი თაია..მადლობა..-რა თქმა უნდა, მე და დემნა გვერდიგვერთ დავსხედით..მრგვალი მაგიდის გარშემო კი ნანა ჩვენს პირდაპირ აღმოჩნდა..
-ლილე საითაა..?
-მეგობართან რჩება უკვე ორი დღეა..რაო ლილეს როდის უნდა გააგებინოთ..
-არ ინერვიულო იცის უკვე..
-იცის..?-გაკვირევებულმა გავხედე..
-ჩვენი ფოტო რომ დავდე მაშინვე მომწერა..
-რაო მერე რა თქვა..
-დებორას გაძლებას ვუსურვებ შენთან ყოფნა რომ აირჩიაო..არა რა გაცინებს..?
-რა უნდა მაცინებდეს..
-მაგას გეკითხები..
-მერე უნდა შევეხმიანო გამახსენე..
-თუ გამახსენდა აუცილებლად..
-ამმ ძალიან გემრიელია..მგონი კიდევ დავიმატებ..
-მიხარია თუ მოგეწონა..
-ისე დებ-გამომხედა თაიამ..
-გისმენ..
-შეგიძლია მარილი მომაწოდო..
-აა..კი ახლავე..აი აიღე..
-მადლობა..
-თაია..ახალი ყელსაბამი გაქვს…? რა ლამაზია..თან ფიფქის ფორმა აქვს..
-ჰოო ანდრიამ მაჩუქა ამასწინათ..
-ნამდვილად გიხდება დაო..
-მადლობა..-გავუღიმე და ლიმონათის ბოთლი ავიღე..ჯერ არავის გაეხსნა, ამიტომაც გახსნა დავიწყე..რატომღაც არ მიფიქრია ქაფის ამოსვლის საშშროება თუ გვემუქრებოდა..ნეტავ მეფიქრა..ვინაიდან არ ვიცოდი რაგამეკეთებინა, ბოთლი დემნასკენ გავწიე..ადგომა ვერც მოასწრო, რამდენიმე წამში ლიმონათით დაულაქავდა პიჯაკი..გაბრაზებული თვალები კი შემომანათა, თუმცა მალევე ყველას სიცილი აუტყდა..
ცოტა დავიბენი იმაზე იცინიან ფაქტობრივად ლიმონათი რომ გადავასხი თუ მის რეაქციაზე..სიცილი ვერც მე შევიკავე და ხმამღლა გამეცინა..დემნას რეაქციის შემდეგ ხელი კი ავიფარე თუმცა რას უშველიდა..
-აა საცინრად გაქვს საქმე..?-თავი დავუქნიე და უფრო ვუმატებდი სიცილს..
-გიხდება..
-დემნა შენი სახე უნდა გენახა..
-თაია ესეგი შეენც..?
-მაპატიე ვერ ვჩერდები..
-დებორა..
-რა იყო..
-იცი შენს კაბას ამ ლიმონათის ფერი როგორ დაამშვენებდა..?
-არ გაბედო..-უცებ წამოვხტი და მაგიდას შემოვუარე..-არ მომიახლვდე..
-არა საერთოდ არ ვაპირებ იმას რასაც ფიქრობ..-ნელ-ნელა ჩემკენ დაიწყო ნაბიჯების გადმოდგმა..
-დემნა არ გაბედო..
-ხომ გითხარი არათქო..
-ტყუილად იცინი მასე , ნახე დედაშენთან ვდგავარ ვერ მომეკარები..
-გგონია გამიჭირდება..?-კიდევ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და მივხვდი გამოკიდებას აპირებდა..ჯერ წრეზე შემოვაურეთ რამდენჯერმე..ბოლოს სამზარეულოსკენ გავიქეცი..
-ფრთხილად იყავით..-შორიახლოდან გავიგე წამოძახილი..
-დემნა..მგონი აუცილებელია არაა..
-იცი როგორ დაგამშვენებს..?
-იმდენად კარგად წარმოვიდგინე საჭირო არაა..
-და მაინც..-ბოთლს ორივე ხელი მოუჭირა და ზედ გადმომასხსა..ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ ყველაფერს შენელებულ კადრში ვხედავდი..-მართალი ვიყავი..გიხდება..
-ჰოო არაა..-ნიჟარასთან მივედი წყალი მოვუშვი და მას მივუშვირე..
-აი ამას არ ველოდი..კარგი სვლა იყო..თუმცა..-მომიახლოვდა და წყალს ჩემკენ შეუცვალა მიმართულება..
-დემნაა..-ამ კრანის გაწევაგამოწევაშ ბოლოს დავკეტე..-საკმარისია..
-კარგი კარგი..-სიცილი აგვიტყდა..
-რას ვაკეთებთ..?
-ვწუწაობთ..-გაღიმებულმა თავი გავაქნიე და მზერა ისევ დემნაზე გადავიტანე..მკრთალად გამიღიმა და რაღაც სხვანაირი მზერით შემომხედა..რამდენიმე წამიც არ დამჭირვებია იმის გასააზრებლად, ამ მზერისგან თავი უნდა დამეღწია..
-კარგი..საკმარისია..მეგობრებო დაგიბრუნდით..
-ვაიმე შვილო..არ გცივა..? სასწრაფოდ უნდა გამოიცვალო..
-არა ნანა კარგად ვარ..
-რა კარგად ხარ წამოდი ზემოთ ავიდეთ..
-დაო.. ნანა მართალია..გავიცინეთ კარგი იყო მაგრამ უკეთესი იქნება თუ გაყვები..ასე გაცვიდები..
-მობრძანდი ვაჟბატონო..შენი შეყვარებული მაინც არ იყოს.. ასე შეიძლებოდა წყლის გადასხმაა..?თუ რა ვიცი რაც გააკეთე..
-ზუსტადაც იმიტომ შეიძლებოდა რომ ჩემი შეყვარბულია დედა..
-რა გეშველება..მე კიდევ სერიოზული მგონიხარ..
-ხან იმაზე მედავები ზედმეტად სერიოზული ხარო და ახლაც რაო კიდევ გაგიჩნდა პრეტენზიები..?-გაიცინა..
-კარგი კარგი..წამოდი დებ ავიდეთ..
-კარგით…
-დებ ახლა რა მოგიძებნო..
-მე..
-იცი რაა..შენ ხომ გიყვარს სპორტულები..
-დიახ..
-ჰოდა შენს ძვირფას შეყვარებულს აქ აქვს დატოვებული ჰუდი და..ორეული მოკლედ..
-მე..
-წამოდი წამოდი..აბა ეს იყოს..?
-იყოს..
-ჰოდა აიღე..
-კარგი..
-მოდი მე ჩავალ..რამეში ხომ არ გჭირდები..მგონი ყველაფერი აქაა..
-არა არა მადლობა..-თავი დამქნია და გავიდა..მოვწესრიგდი და მალევე გამოვიცვალე..ბოლოს პირსახოცი შემოვიხვიე თმაზე და დაბლა ჩავედი..
-აი დებიც მოსულა..
-იმედია დიდხანს არ გალოდინეთ..
-არა რას ამბობ..-ზუსტად ამ დროს შემოვიდა ოთახში დემნა..სხვა ტანისამოსით..წამიერად თითქოს არაფერიო და ოდანვ გაკვირვებით ისევ შემომხედა..
-ეს..
-შენი ტანსაცმელი მივეცი..წინააღმდეგი ხარ..?
-არა..არა მე..გიხდება..
-მადლობა..
-კარგი აბა რამე განსხვავებულს დალევთ თუ როგორც ყოველთვის..
-მე არაფერი მინდა..-ანდრია
-როგორც ყველთვის
-კარგი დებორა და სხვები..?
-ჩაი..-დემნა..
-როგორც ყოველთვის..-თაია
-კარგით წყალს დავადგამ..
-დებ ბარემ გაგეშრო თმები..
-ჩემი ამბავი არ იცი..? ცოტახანი თუ არ დავაცადე საუკუნე მომიწევს ფენით გაშრობა..
-ეგეც მართალია..
-დებორაა..
-გისმენ ანდრია..
-ჩემი ძმას რა უყავი..
-რაზე ამბობ..
-რაც ჩამოხვედი თვალს ვერ გწყვეტს..-გაეცინა თუმცა დემნას მზერის შემხედვარე გაჩერდა..-შეყვარებულია ბოლობოლო, როგორც ეკატერინე იტყოდა..სატრფოსთან ხომ არ გარცხვენ ძმაო..
-ანდრია რაღაც მოგხვდება და პასუხს არ ვაგებ..
-ძალიანაც კარგი..დებორას იქით სად უნდა იყუროს..ისე დემნა ადგილს ვერ გამიცვლი..?
-რატომ..
-ქმრის გვერდით ვამჯობინებ ყოფნას..
-გოგო ქმარში მცვლი..? ეს არის ჩვენი მეგობრობა..?
-შეყვარებული გეჯდება გვერდით..რა პრეტენზიები გაქვს..? მადლობის მაგიერია..?
-მოღალატე ხარ..
-მაპატიე როგორმე..
-მობრძანდი სანამ გადავიფიქრე..
-თან როგორი სიხარულით მიდის.. თავი მაინც მოაჩვენე რომ ჩემი დატოვება გიჭირს..
-მალე გაიშრე რაა თმები..
-ხელს გიშლი..?
-გაცივდები..
-აქ თბილა..იყოს ჩაის მერე..
-როგორ ჯიუტი ხარ ხანდახან..
-მარტო ხანდახან არაუშავს..ისე რა კომფორტულია..მგონი დროა შენი ტანსაცმლის მოპარვის ოპერაციები განვაახლო..
-ჩემს პიჯაკებს შენ უფრო იხდენდი..
-დიდი ზომის ტანსაცმელი ძალიან მიყვარს..
-ვიცი..
-ყველაფერზე ვიცის რატომ მეუბნები..
-რაც ვიცი გეუბნები რომ ვიცი..
-ჩემზე ყველაფერი არ იცი..
-მიწვევ..?
-შესაძლოა..
-მოვედიი..ყველაფერი მზადაა..
-მოგეხმარებოდი…დაგეძახა..
-ვერ გამოვიტანე თუ..
-რომ არ გეწვალა..
-არ მიწვალია..-ნანას კარგი ხელი აქვს, ყველაფერს გემრიელს აკეთებს..მათ შორის ჩაისაც..
-ნან..ხომ დავლიეთ უკვე და ახლა დაგტოვებთ..
-თაია სად გეჩქარებათ..
-საქმეები არ იცდის..
-კარგი მოდი გაგაცილებთ..ისე არ მინდოდა ესე ადრე რომ წავიდნენ..
-არაუშავს სხვა დროს მოვლენ..
-ჭიქებს გავიტან..-უცებ ავალაგე, ოღონდ დიდი კონცენტრაციის მეშვეობით, შემეშინდა ემანდ არაფერი დამვარდნოდა…ნელ-ნელა ძლივს გავიტანე ძვირფასი ჭიქები..-დემნა..მიდიხარ..?
-საქმე გამომიჩნდა..სასწრაფოდ უნდა წავიდე..
-და მე..?
-სველი თმებით სად წამოხვალ..ამოგივლი..
-არ გინდა..დებორა არ გინდა დღეს აქ დარჩე..?
-დავრჩე..?
-მაინც მარტო ვარ..ხვალ კიდე ამოგაკითხავს დემნა და დაგაბრუნებს..შენც ხომ არ გაქვს საქმე..
-მგონი არა..
-ჰოდა დარჩი..
-ამმ კარგი დავრჩები..
-კარგი მაშინ მე წავალ..დედა ამ ქალბატონს უთხარი თავის დროზე გაიშროს თმები..
-ვეტყვი..შენი წასვლის დროა..-მომიახლოვდა..მივხვდი დედამისის გამო, რადგან შეყვარებულს უფრო თბილად უნდა ემშვიდობებოდეს ნორმალური ადამიანი..რამდენიმე წამით გაჩერდა, შემდეგ ლოყაზე მაკოცა..შემომხედა და როგორც ჩვეოდა მკრთალად გამიღიმა..
-აბა შენ იცი..
. . .
-გაიღვიძე..?
-ვაიმე რომელი სააათია..რამდენი ხანი მეძინა..
-არ იდარდო..ჯერ ადრეა..არ მინდოდა შენი გაღვიძება..რაღაც დამრჩა აქ და..
-არა რას ამბობ..
-ჰუდით გეძინა..?
-ჩამეძნა და..
-მართლა.. თუ გინდა გააგრძელე ძილი..
-არა ჩემი გაღვიძების დრო იყო ისედაც..ისე მიკვირს ამ ოთახში არაფერი რომ არ შეგიცვლიათ..
-დემნას გემოვნებითაა ხომ იცი..ისე რაღაცნაირად უჟმურ ფერებშია არჩეული თუმცა..მის ბავშობას მახსენებს და ვერ ვეკარები..
-გასაგებია..
-თუ ადგომას აპირებ მიდი გამოიცვალე..მე მანამდე ჩაის გაგიკეთებ..ერთად დავლიოთ..
-კარგი მალე ჩამოვალ..
-ძალიანაც ნუ იჩქარებ..-თავი დავუქნიე..გუშინ მოსვლის მეშინოდა და ახლა სად ვარ..რვა ახლა გამხდარა..კიდევ კაი ადრე გამეღვიძა..
-გუშინ რომ მოგეწონა ის ჩაია..
-მადლობა..
-რატომ არ ჭამ არაფერს..
-არ მშია და არ მინდა თავს დავაძალო..
-იქნებ გადაიფიქრო..
-მართლა არ მშია..
-რა გაეწყობა..შენ გააგრძელე ჩაის დალევა, ახლავე მოვალ ტელეფონი მქონდა შეერთებული და წესით დაიტენებოდა..
-კარგი..-ნანას გასვლისთანავე დარეკა ჩემმა ტელეფონმა..
-გისმენთ..
-მე ვარ..არ დახედე ვის პასუხობდი..?
-რა გინდა..
-არ მეგონა თუ გეღვიძა..
-მაშინ რატომ დარეკე..
-ყოველი შემთხვევისთვის..რამდენ ხანში მოვიდე..?
-უკვე შეგიძლია..
-კარგი..-გათიშა..მე კი ამასობაში ჩაის დალევაც მოვასწარი..მალევე კარების ხმაც გაისმა და გამიკვირდა ესე მალე ვერ მოვიდადათქო..თუმცა მალევე ლილეს რომ მოვკარი თვალი ყველაფერი გასაგები გახდა..
-დებორა..არ ველოდი შენს ნახვას..როგორ ხარ..
-კარგად შენ როგორ ხარ..
-რავიცი კარგად..აქ საიდან..თან ასე ადრე..
-გუშინ აქ დავრჩი..
-მართლა..? ნეტავ მცოდნოდა..
-სხვა დროს დავრჩები არ ინერვიულო..
-იცოდე ვიმახსოვრებ..
-კარგი..
-მოიცადე..ჩემი ძმის ტანსაცმელი გაცვია..?
-კი..აქ დარჩენა გეგმაში არ ყოფილა..
-ნუ შეყვარებულის ტანსაცმლის ჩაცმა გასაკვირი არცაა..
-ჰოო..
-მიხარია..
-რა..
-ჩემმა ძმამ როგორც იქნა თვალები გაახილა..-გამეცინა..
-მგონი ის უფრო უნდა გიხაროდეს ორივემ რომ გავახილეთ თვალები..
-ეგეც მართალია..ფოტოებით მოხიბლული ვარ//..
-მადლობა..-ჩანთა იქვე დივანზე დადო და თვითონაც დაჯდა..
-რაო დეე..გაერთე..?
-კი კარგი იყო..დებორა თუ აქ იყო რატომ არ მითხარი..
-მეგობართან იყავი, ხომ არ გამოგაქცევდი..
-კაი ჰოო..-ისევ გაისმა კარის გაღების ხმა და ამჯერად დარწმუნებუი ვიყავი, რომ დემნა უნდა ყოფილიყო..
-ოჰ ლილე დაბრუნებულა..
-დიახ..
-დებ..წავიდეთ..?
-წავიდეთ..-წამოვდექი და დემნას მივუახლოვდი..
-მოიცა უკვე მიდიხართ..?
-ისედაც დიდხანს დაგიტოვე..
-ოჰ..კარგი, დებორა ნახვამდის..კიდევ გვესტუმრე..
-აუცილებლად..გამიხარდა თქვენი ნახავა..მადლობა ყველაფრისთვის..
-რა მადლობა..რას ამბობ..
-ჰოო რა მადლობა..უკვე ოჯახის წევრი ხარ..რძალო..
-ლილე..
-ტყუილს ვამბობ..?-გაეცინა
-ჩვენი წასვლის დროა..
. . .
-რაო..გაერთე..?
-ცოტახანი ვილაპარაკეთ და მალევე დავიძინეთ..
-რაზე ილაპარაკეთ..?
-შენზე და გლობალურ დათბობაზე..
-გასაგები და ლოგიკურია..-ჩაიცინა
-ჰოო არაა..
-ისევ ჩემი ტანსაცმელი გაცვია..
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა..
-ვხედავ..
-აღარ მახსოვდა რამდენად კომფორტული სპორტულები გაქვს..
-ჩემდა სამწუხაროდ გაგახსენდა..
-ისეთი გამომეტყველება საერთოდ არ გაქვს თითქოს.. წუხარ..
. . .
-დებორა იცი მაინც რომელი საათია?
-ბოლოს რომ შევხედე საათს პირველი იყო..
-სამი საათია..ამ დრომდე კითხულობ..?
-დილის ექვსი საათიდან..თითქმის მოვრჩი..
-გადამრევ..არ დაიღალე..?
-როცა დამინახავ რომ წიგნი დავხურე, მერე დამელაპარაკე..
-ნება შენია..-მიყვარს წიგნის დაწყება და დამთავრება..გადაბმულად რომ კითხულობ და ისტორიას არ წყდები შენი ყოველდღიურობით..ჩვეულებრივ ნორმალური ადმიანივით წიგნის წაკითხვაც არაა ცუდი, თუმცა ასე სხვა სიამოვნებაა..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მეც ისტორიის ნაწილი ვარ..უბრალო პერსონაჟი რომელზეც არ ყვებიან..მიხარია დასასრულს მალე გავგიებ, თუმცა პერსონაჟებთან გამომშვიდობება მიჭირს..
-ემოციურად გამანადგურა, თუმცა კარგი იყო..
-მორჩი..?
-ასეა..რას მიირთმევ..
-უცებ გაკეთებულ სენდვიჩს..სხვა რას შევჭამ..
-თუ გინდა რამე გამოიძახე..
-მაგალითად..
-რავიცი..ატრია..
-იმდენ რამეს გამოვიძახებ სახლში რომ ვერ დაეტიოს..
-მგონი ცუდი იდეა მოგაწოდე..
-ძალიანაც კარგი იდეაა..სახლიდან გამსვლელი მე არ ვარ..თან ისე მშია მთლიან ხარს შევჭამდი..
-აუ დღეს არ მიჭამია..
-რას შეჭამდი..თვალების გახელის მომენტიდან წიგნს კითხულობ..
-რა ბედნიერი სახე გაქვს..უკვე გამოიძახე..?
-არჩევის პროცესში ვარ..აი..აი ახლა გამოვიძახე..ოც წუთში მოვა..-ეკატერინე უკვე ბოთლას ცემდა..-უხერხული ხომ არ არის ამდენი საჭმლის ასაღებად რომ გავალ?
-გეუხრეხულება..?
-მანიაკი რომ იყოს..მოდი ლეპტოპში ჩავრთამ იმ ხმებს ვითომ სამეგობროს შეკრებაა და ხალხი ხმაურობს..-ამან რეალური მანიაკის არსებობის შესახებ რომ იცოდეს მერე გენახათ..როგორი რეაქციები ექნებოდა..
-არ ხარ შენ ნორმალური..გულს თუ დაიმშბვიდებ ჩართე..არა ეკატერინე უკვე სერიოზულად მგონია რომ წვეულებას აწყობ..
-რეალური უნდა იყოს//
-5 წუთზე მეტი არ დაგჭრდება გამოსალაპარაკებლად..მგონი მუღამში შეხვედი..
-მაცადე..აი მალე აქ იქნება..ზარის ხმა გაიგე..? მგონი კურიერია..წავედი..
-თქვენი შეკვეთა..
-აი ინებეთ..დებორა მოდი რაა დამეხმარე..
-მოვდივაარ..
-აი ესენი აიღე..ნახვამდის..მადლობა..
-ნახვამდის..-სანამ კარები არ დაიკეტა ხმა არ ამოვიღე..
-ამისთვის მოაწყვე წვეულების იმიტაცია..?
-ვინაიდან მარტო ვცხოვრობ ყოველთვის ესე ვაკეთებ..საჭმლის დიდი რაოდენობაც არ უკვირთ და შემოჭრასაც არ ცდილობენ..
-გოგო მართლა რამდენი რამეა..რეები შეუკვეთე..
-ყველაფერი..
-ესეც ასე..მემძიმა..შენ არაა..
-კი კი..მეც..ახლავე ყველაფერის მოვაწესრიგებ და ჭამა დავიწყოთ..
-მოგეხმარები აქ არ ვარ..?-მგონი ჭამის დიდმა სურვილმა შეგვმატა ენერგია და 5 წუთში ყველაფერი დალაგებული იყო..მეგონა ხუმრობდა როცა თქვა რომ ყველაფერი შეუკვეთა თუმცა დამიჯერეთ სიმართლე უთქვამს..
-უგემრიელესიაა..აი ისეთია მალე გული წამივა..
-მართლა გემრიელია..ისე სუში რაღატომ შეუკვეთე..შენ არ ამბობ ხოლმე ეს რას დამანაყრებსო..?
-ჰოდა მაგიტომ შევუკვეთე.. დესერტად..
-სუში..?
-კი..
-მართლა გადამრევ ერთ დღეს..
-დღეს არ გადაირიო..ამ ყველაფერს მარტო ვერ შევჭამ..-სიცილი აგვიტყდა..ერთ ხმაში..
-კარგი ჩემი გადარევა სხვა დროისთვის გადაიდო..
-რაღაც გვაკლია..
-ფილმის თავი არ მაქვს..
-მაცადე..-დინამიკები გამოიტანა და სიმღერა ჩართო..
-everybody dance now..სერიოზულად..?
-არ მოგწონს..?
-პირიქით..-დიდად აღარ გაგვიგრძელებია ლაპარაკი, ეკატერინეს შეკვეთილ გემირელობებს მივირთმევდით და სიმღერებს ვუსმენდით ბოლო ხმაზე..პატარა სიამოვნება იყო, ვითომ არაფერი და ბედნიერად მოსაგონარი..
სიმღერის ჟანრები ისეთი რადიკალობთ იცვლებოდა თითქოს კიდევ ერთხელ მახსენებდა ეკატერინეს ხასიათს და მის სიტყვებს..ყველაფერს ვუსმენ იმის გარდა რასაც ვერ ვიტანო..
შერეულ თუმცა კარგი გემოვნების მქონე პატრონის არჩეულ სიმღერებს..მეც სიამოვნებით ვისმენდი და შიგადაშიგ ეკატერინეს ვყვებოდი ცეკვაში..
. . .
უცნაურ ხასაითზე გავიღვიძე, თუ ამას გაღვიძება ჰქვია..მგონი ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ რადგან მახსოვს სიზმრებს ვხედავდი თუმცა, ერთი კადრის გახსენებაც არ შემიძლია..
იმის მერე რაც სკოლის პერიოდში სადღაც მეშვიდე კლასში..?არა გატყუებთ ზუსტად არ მახსოვს მაგრამ დამამთავრებელი კლასები არ ყოფილა..ჰოდა იმის მერე რაც დამესიზმრა რომ ბაბუასთან ერთად ვიყავი და მანქანას ვმართავდი..ამის მერე ბედნიერი სიზმარი აღარ მინახავს..ახლაც მახსოვს გაღვიძებისას ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან..
მგონი ესაა მიზეზი მანქანის ტარება რომ არ ვიცი..დღემდე ყველას სატარებელი რომ ვარ..მგონი მეშინია ანდაც ზუსტად ვიცი რეალობა სიზმარში განცდილ ბედნიერებას ვერ გაუტოლდება..ამიტომაც დავნებდი..დარწმუნებული ვარ გაიფიქრეთ რა სისულელეაო..რა გითხრათ შესაძლოა..სამაგიეროდ ძალა კი აღმოაჩნდა მე დავემარცხებინე..
ბოლოს შევეშვი იმის გახსენებას რა დამესიზმრა და შევეცადე გამოვფხიზლებულიყავი..
წამოვდექი..ცივმა წყალმა გაჭრა..თავი უკეთ ვიგრძენი..ზოგადად ასე ვარ, დილით ყავა არ მაგრამ სახეზე ცივი წყლის შესხმა წამალივითაა..გეტყოდით მოვწესრიგდითქო თუმცა როდესაც ტანსაცმლით იძინებ, სახეზე ცივი წყალიც საკმარისია და ხალათი..მთლად იმით რომ არ ადგე რითიც გეძინა და არ გაცივდე..
საათისთვის არც კი შემიხედია, თითქოს მნიშვნელოვნად ვერ მივიჩნიე იმ მომენტში..ამრიგად არ ვიცი დღის რომელი მონაკვეთით დატკობის შესაძლებობას ვიყენებ ახლა..
ძილის წინ მაღლა აწეულ და უკვე საშინლად არეული თმისთვის ხელი არ მიხლია..დაე ებრძლათ ჩემს თმებს მანამდე სანამ საბოლოოდ არ ჩამოიშლებოდნენ..მაინტერესებს რამდენი ხანი დასჭირდებათ დასანებებლად..
იცით ახლა როგორ ვარ..?თითქოს სამყაროში არ არსებობს რამე რაც ამაღელვებს..მე.. უემეციურეს ადამიანს..
ჩაი და კარაქიანი პური მივირთვი, შაქარ მოყრილი..ისე გემრიელად როგორც ბავშობაში..
უცნაური შეგრძნებებით გავიღვიძე თუმცა არ ვიმჩნევ..მე ხომ ამ წამს სიტყვა მღელვარებას მნიშნელობა დავიწყებული მაქვს..
თმებთან ერთად მაინტერესებს ჩემი სიმშვიდე როდის ჩამოიშლება..
შემთხვევით მოვკარი თვალი საათს და აღმოჩნდა რომ ოთხი საათი ხდება..წესით რამდენიმე წუთი მაინც დაკარგული დღის საათები უნდა მეგლოვა..ის ყველაფერი ჩამომეთვალა რისი მოსწრებაც შემეძლო თუმცა მხრები ავიჩეჩე და მზადება დავიწყე..
სახლის კომფორტული ტანსაცმელის მაგივრად გარეთ ჩასაცმელი კომფორტული ტანსაცმელი მოვირგე და სახლიდან გავედი..
ცოტახნის შემდეგ სამეგობროს წყვილის სახლთან გავჩერდი..ზარი დავრეკე და დაველოდე...ჩემდა საბედნიეროდ თაია სახლში აღმოჩნდა..როგორც ჩანს სიძეც..
-მოგესალმებით..
-მშვიდობაა..?
-იმედია..როგორ ხართ..?
-კარგად..
-ასეთი დამფრთხალი თვალებით ნუ მიყურებ..ისე შემოგიარეთ, არ შეიძლება..? რაღაცნაირად გაფრთხილება არ მიფიქრია..დავიჯერო არ გცალიათ..?
-გვცალია გვცალია..მეთქი რამე ხდებოდა და..
-სიძევ ბატონო, როგორ ხარ..?
-შენ მეყოლები მალე რძლად ამიტომ გადასარევად..
-აი საიდან რა მოიტანე..
-ტყუილია თუ..
-ორი საათის წინ გავიჩინე შეყვარებული და შენი ქმარი რაზე მელაპარაკება..
-ორი საათის წინ გაჩენილი შეყვარებულის დედასთან ღამე არ ჩრებიან..
-საიდან..
-გეგონა ვერ გავიგებდით..?
-პრინციპში არც დამიმალია..
-ამის შემდეგ რძალი ხომ არ დაგიძახო..
-შენი ქმარი მაგრად მეღადავება და პასუხს არ ვაგებ რა მოუვა..
-კაი დებ რა იყო..შენი საყვარელი კომპოტია კაკრას გახსნილი..
-მოსათაფლი რომ გაგიხდები ანდრიაა..
-შენ ეგა თქვი..
-დებ რადგან აქ ხარ..ინფორმაციის გაცვლა გამოცვლის დრო ხომარ დადგა..
-თუ უფრო ჩემგან გინდა რამის გაგება და შენც ვითმ რამეს მთავაზობ..
-მე რატო მტეხავთ ვერ გავიგე..
-მე მეგონა ბატონი ანდრია გასვლას აპირებდა..
-ჩემი აუტანელი ქალბატონისთის სახლში ვრჩები..
-რა რომანტიკაა..სერიოზულად დებ არის რამე.. რაც უნდა ვიცოდე..?
-დეტალებში მაინტერესებდა რა მოხდა ჩვენი წასვლის შემდეგ..
-რა უნდა მომხდარიყო გოგო..ჩემი შეყვარებული სასწრაფოდ გახდა წასასველი და ამ დროს მე ხომ გასაშრობი მქონდა თავთმები რაა ჰოდა..რაღაცნაირად იდეა წამოჭრა ნანამ რომ დღეს დარჩიო..დემნას მეტი რა უნდოდა..გადამეკიდა ასე ხომ ვერ წამოხვალო..მოკლედ დავრჩი..
-ნანას თავიდანვე მოსწონდი რძლად..
-აი ეგ საიდან მოიტანე..
-მე რომ ცოტახანი მათთან ვცხოვრობდი ჰო იცი
-მერე.
-მაშინ წამოსცდა.
.-მართლა..? არა რაც გავიცანი ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან თუმცა მასეთი თვალით თუ მიყურებდა არ მეგონა..კომპოტს დავისხამ და მოვალ..-უცებ გავირბინე სამზარეულოშ და მივხვდი რომ კომპოტი აღარ მინდოდა, სამაგიეროდ იქვე ვაშლის წვენი მიმზერდა მაცდურად ამიტყომაც დავისხი..
-მოკლედ კი დაგირღვიეთ ეს იდილია მაგრამ..
-არა დანარჩენებიც მალე უნდა მოვიდნენ..
-რატომ..
-დღეს მაინც ვგეგმავდით მე დ შენი დაქალი შეკრებას, ახლა მივწერე ყველას..
-მიზეზი გაქვთ აშკარად..
-კი გვაქვს..
-მითხარით..
-არა, ყველასთან ერთად გეტყვით..
-აი დავინტრიგდი იციი..
-ყოველთვის მაშინ ვერ გაიგებ რაიმეს როცა მოგესურვება..ყველაფერს თავისი დრო აქვს..
-სიძე რა სიბრძნეების ხასიათზე ხარ რაც მოვედი..
-ძმობილი აღარ ვარ..?
-ორივემ კარგად ვიცით ჩემს დასთან უფრო ახლოს ვარ, ქორწილშიც მისი მხრიდან ვიყავი ასე რომ სიძე უფრო ხარ..მაგრამ არ იდარდო, თაია როცა გამაბრაზებს ძმობილი იქნები..
-როგორ მანუგეშე..-თაია სამზარეულოში გავიდა მე კი დრო ვიხელთე..
-მისმინე..ის საჩუქარი უკვე აჩუქე..?
-ჯერ არა..
-რას ელოდები..
-მომენტს..-მალევე დაბრუნდა თაია წვენით სავსე ჭიქით და ანდრიას მიაწოდა..ამანაც ღიმილით გამოართვა..
-სიძეს ხომ არ უთხოვია..რატომ მოუტანე..
-შენს ჭიქას ისე უმზერდა, მივხვდი გააზრებული არ ჰქონდა წვენი რომ უნდოდა..
-მოკლედ მეგობრებო..ბოლოს მაინც არ მეუბნებით ჰოო..
-ბოლო წამამდე დაინტრიგებული უნდა იყო..
-აუ ისე მაქსი სადაა..
-სძინავს..
-გავაღვიძო..?
-რა უნდა გგაღვიძო აცადე ცხოვრება..მალე გაიღვიძებს არ იდარდო..
-რამდენ ხანში მოვლენ..?
-ასე 15 წუთში..
. . .
-ყველა მოვიდა და დებორას სატრფო სადაა..?
-გზაში ვარო ეკატერინე დააცადე..
-ზარის ხმაა..
-ასეთი ენთუზიაზმიც არაა საჭირო მე გავალ..-თქვა ანდრიამ და ადგა..
-მეც მოვედი..გალოდინეთ..?
-დიახ..მთელი 10 წუთით..
-არ მეპატიება..?-ყველას გადახედა და მზერა ჩემზე გააჩერა..ქურთუკი ისე გაიხადა მზერა არ მოუშორებია..-იოანეე სხვაგან გადაჯექი..
-მოკლედ ამ წყვილების გარემოცვაში როგორ ვიჩაგრებიით..დაბრძანდით გეთაყვა..-გვერდით მომიჯდა..მზერა მოვაშორე..რამდენიმე წამში კი თვალები გამიფართოვდა..მარცხენა მხარეს ლოყა რატომ მიხურს..? იდიოტმა ისევ მაკოცა და როცა შევხედე ვითომ არაფერი საუბრის წამოყება სცადა..
-აბა ჩემო ძმაო..რძალო..რა ხდება..?
-დებორა ხედავ თაიას რეაქცია რომ არ აქვს..? დაფიქრდი კარგი ზედმეტსახელია..-ხელი ავწი და ვანიშნე..
-თითზე ბეჭედს ხედავ..? როცა დაინახავ ზედმეტსახელზე მერე ვილაპარაკოთ სიძე..
-ხელები ამიწევია..
-დაიწყეთ ახლა შემიწუხდა გული..
-მოკლედ მე და ჩემმა ძვირფასმა ცოლმა ესეთი რამ მოვიფიქრეთ..სამსახურებიდან რამდენიმე დღე დაეთხოვეთ და ბაკურიანში წავიდეთ..
-ბაკურიანში..?
-სანამ ზამთარი მიიწურა მოვასწროთ ერთად წავსლა..ზუსტად ვიცი მაგრად გავერთობით..
-მოულოდნელი შემოთავაზებაა..მე თანახმა ვარ..
-ვინმეა წინააღმდეგი..?
-ამმ..
-დებორა არ გაბედო..მოგკალვ..-შემდეგ კი დემნამ გადმომჩურჩულა..
-საქმე მაინც არაფერი გვაქვს..
-კარგი ჰოო წავიდეთ..
-ჰოდა მასე..
-ისე მიხარიაა..როდისთვის ვაპირებთ..?
-რავიცი ბარგის ჩაბარგება თქვი თორე ხვალვე წავიდოდით..
-მოდი ხვალინდელი დღე მოსამზადებლად გამოვიყენოთ და მერე ეგრევე წავიდეთ..
-ახლა კი ეკატერინეს ანუ მე მისმინეთ..არ მაინტერესებს..ჩემს ცოლთან მინდა და მსგავსი ფრაზე არ გამაგონოთ..გოგონები ცალკე ბიჭები ცალკე..
-უსამართლობაა..
-პრეტენზიები არ იყოს.. ასე უფრო გავერთობი..
-მე გემხრობი, ერთად ხშირად ვერ ვრჩებით..
-ჰოდა ასე..
-შენ წამობრძანდი და ვიზამ რამეს..
-ანუ რა გამოდის..მართლა მივდივართ ბაკურიანში..?
-დიახ..სამეგობრო ბაკურიანში მიდის..
. . .
გამოცდილებიდან გამომდინარე გონებაში თვალი გადავავლე ყველაფერს რაც შესაძლებელი იყო დამჭირვებოდა..
ახალი არაფერი შემიძენია რადგან ყველაფერი კარგ მდგომარეობაში აღმომაჩნდა და ჩალაგებას საჭიროებდა მხოლოდ.. საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შემოვუძახე მხოლოდ და მხოლოდ ის რაღაცები ჩამეწყო რაც დამჭრდებოდა..მცირედი პანიკის შემდეგ ერთ საშუალო ჩემოდანში ყველაფერი ჩაეტია..
ოჰ..შემთხვევით ხომ არ იფიქრეთ ეს ყველაფერი საწვლამდე ერთი დღით ადრე გავაკეთე, როცა წესით უნდა გამეკეთებინა..არა 2 საათით ადრე სანამ ყველა შევიკრიბებოდით..
-შენ შემყურე ავნერვიულდი..გუშინ რას აკეთებდი..?
-დამავიწყდა..
-მართლა..? გამაგიჟებ მეთქი მერამდენედ უნდა მათქმევინო..თუ ამას შენ მეუბნები ხოლმე..მოკლედ მთავარია პრობლემა გადაჭრილ არს..
-ჰოო რაღაც მასე..აუ ისე თავი მისკდება და მგზავრობას რა აიტანს..
-წამალს მოგცემ მოიცა..აი აიღე..-ჭიქა წყალთან ერთად თეთრი აბი გამომიწოდა..
-მადლობაა..
-რა მადლობა..ჩემს ოთახში გავალ..ასე 15 წუთშკი მოვლენ და გავდივართ..
-რა გაეწყობა..
. . .
პრეტენზიის გამოთქმაც რომ არ შეგიძლია შენს ვითომ შეყვარებულთან ერთად მგზავორობისას..ამაშია საქმე..
-სიძე..იცოდე წამალი დავლიე, თავი მისკდება და კარგად ატარე..
-რა მაკადრე..შენ არ იდარდო გაგითვალისწინებ..-გაეცინა..ამ დროს ჩაჯდა თაია მანქანაში..
-წყალი აქ მაქვს..რამე გვინდა..?
-აღარაფერი..დაძარი უკვე მანქანა..
-მაშ..წავედით..-როცა პატარა ვიყავი, რატომღაც მეგონა რომ სისხამ დილით ერთი ადამიანიც არ დადიოდა ქუჩაში..თითქოს ამ დროს ყველას უნდა სძინებოდა..შემდეგ კი აღმოვაჩინე რომ იმაზე მეტ ადამიანს ღვიძავს ვიდრე ჩემს წარმოსახვაში..
ამ პერიოდს სხვანაირი განწყობა მოაქვს..თითქოს ფილმებში რომ ვხედავთ ხოლმე, აი ისეთი ლურჯი ფერი გადაჰკრავს ყველაფერს..
თოვლი აღარ დევს და ის ყინვები უკვე გადავაგორთე თუმცა თავისებური სიცივე მაინც იგრძნობა..როგორი..? ზამთრის მიწურულს რომ სჩვევია ისეთი..
ამ ზამთარმა კიდევ შემახსენა თავი რატომ ვერ ვიტან და რატომ ვამჯობინებ ზაფულს//
ამ პერიოდში, ოღონდ განსაკუთრებული ყინვების დროს უმოქმედო ვხდები..პროდუქტიოლობის ნასახი არ მაცხია..ენერგია არასდროს მაქვს..ახლა კიდევ არაუშავს, თუმცა ნამდვილი მცხუნვარე ზაფხული მაინც სულ სხვაა..მეც ველოდები, სხვა რა დამრჩენია..
რატომ მგონია, თითქოს ზაფხულის პირველივე დღის მოსვლასთან ერთად ჩემი ყველა პრობლემა გაქრება არ ვიცი..
ბავშობიდან ასე ვარ..მგონი მთელი ცხოვრება ზაფხულის მოლოდინში მაქვს გატარებული..გაზაფხული კი იმ ბედნიერებასთან ასოცირდება, რომ ზაფხული ახლოსაა..დანარჩენ პერიოდებს არ ვაღიარებდი..დიდად არც ახლა..
საუბარი არავის დაუწყია..დაბალ ხმაზე ანდრიამ სიმღერა ჩართო და ეგ იყო..
ნახევარი საათი არ იყო გასული, როცა შევნიშნე დემნას ჩასძინებოდა..თავი ჩემკენ ჰქონდა გადმოწეული ისე რომ მის სახეს კარგად ვხედავ..სხვა მხარეს კი ვეღარ შევძელი გახედვა..
ნეტავ რაიმე სიზმარს ხომ არ ნახულობს..თუ ნახულობს კარგი სიზმარი უნდა იყოს ისეთი მშვიდი გამომეტყველება აქვს..
ეს სიმშვიდე მეც გადმომედო..ვეღარაფერზე ვფიქრობ გონებაში მისი სურათის ასახვის შემდეგ..
მოულოდნელად, კიდევ უფრო მეტად გადმოიწია და თავი მხარზე დამადო..წამიერად შევკრთი, თუმცა არ შემიძლია რამე შევიმჩნიო. მისი სუნთქვის ხმა ახლოდან მესმის, უფრო ახლოდანაც ვაკვირდები..მაგრამ არა..მზერა მოვაცილე..თვალები მაგრად დავხუჭე და გადვწყვიტე დამეძინა, ვინაიდან ასე თუ გავაგრძელებდი ბაკურიანამდე ცოცხალი ნამდვილად ვერ ჩავაღწევდი..
. . .
-დებორა დარასელიააა..გაიღვიძე..დემნა..რა გჭირთ..
-გათიშულები არიან..
-აქ ხომარ დავტოვოთ..კაი მასე ნუ მიყურებთ..-ჩემს გვერდით მოძრაობა მაფხიზლებს..თვალებს გაჭურვებით ვახელდა ვხედავ როგორ დამყურებს ყველა ზემოდან..რაღაცის თქმა დავაპირე დემნას ხმა რომ გავიგე და მისკენ გავიხედე..
-მოხდა რამე..?-თავი ჯერ კიდევ ჩემს მხარზე უდევს..
-იქნებ ინებოთ გადმოსვლა..მოვედით..-უკმაყოფილო სახით მომშორდა და მანქანიდან გადავიდა..მეც გადმოვედი..ბარგის გადმოღება დავაპირე დემნამ რომ აიღო და ისეთი მზერით შემომხედა თითქოს დანაშაულის ჩადენის მომენტში შემომისწრო..
-ეკატერინეს სურვილი ავუსრულე და ორი ნომერი ავიღე..ძირითადად მაინც ერთად უნდა ვიყოთ და გადავიტან როგომე თაიას გარეშე..
-შენ შენი გასაჭირი გაქვს ჰოო..-ანდრიამ თავი დაუქია და სასტუმროში შევაბიჯეთ..ნორმალური კარებს ისევ ბზრიალა ვარჩიეთ..ასე ვეძახი, რაიმე სახელი თუ აქვს არ ვფლობ ინფორმაციას.. შესვლამდე იგრძნობოდა სიცივე მაგრამ ისეთი ყინვა არ იყო მე რომ ველოდი, სასტუმროში შესვლისთანავე ვიგრძენი ტემპერატურის ცვლილება..
-ორი ნომერი ერთმანეთის გვერდით ჰომ..? გასაგებია ერთი წუთით..თქვენი ნომრები მეოთხე სართულზეა..55 და 56..
-მადლობთ..გოგონებო ინებეთ..-ეკატერინემ თავი დაუკრა და ბარათი გამოართვა..
-მოკლედ..ცოტახანი დავისვენოთ..აზრზე მოვიდეთ და შევიკრიბოთ რას გავაკეთებთ..
-კარგი..ტელეფონებზე ხმის ჩართვა არ დაგავიწყდეთ..
-გასაგებ არს..- შესვლისთანავე კუთხეში ჩემი ჩანთა იქვე დავდე და წამოვწექი..მგზავრობის მერე წესისამებრ ვერ ვფუნქციონირებ ..
-ვითომ ხომ მეძინა დაღლილი რატომ ვარ..?
-უფრო გათიშული იყავი და რა ვიცი..
-წესიერად არ მიძინია და მაშ როგორ გინდა..
-კაი მეც უნდა წამოვწვე..დავიღალე..
. . .
-საზოგადოებავ.. ყურადებას ვითხოვ..ანუ გავდივართ..?
-ჰო და შევხედოთ რა სიტუაციაა..
-გამზადება გინდათ..?
-სანამ დაგირეკავდით გავემზადეთ..
-ყოჩაღ თქვენ..მაშ წავედით რაღას ველოდებით..
-დებორა რა იყო უფრო ხმამაღლა ვერ მოხურე კარები?-მხრები ავიჩეჩე და მათთან ერთად გავაგრძელე გზა..ბზრიალას როგორც კი გავცდით წაქცევის საშიშროება 47% გაიზარდა..
-მოიცა საით უნდა წავიდეთ..
-მგონი მარჯვნივ..არ ვიცი ამ მხარეს არ ვცნობ..
-წავიდეთ და ვნახოთ, ლაპარაკით ვერ გავიგებთ..-გზას გავუყევით და რას ვხედავთ.. ღობეა..
-კაი რაა..არადა სწორად წამოვსულვართ..შეხედე რამდენი ხალხია..
-მოიცა..ცოტა აქეთ..ღობე მორღვეულია გასვლას შევძლებთ..
-ოღონდ..ცოტა დაღმართია ფრთხილად იყავით..-ჩასვლა პირველმა ვცადე და თავი რომ არ შემემეგრებინა წავეთხლაპებოდი ..ეს დაღმართი გადავხლახეთ და სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდით.. ბაკურიანისთვის დამახასიეთებლში..ოდანვ მოშორებით ვიყავით ხალხისგან რომელიც ერთმანეთში ირევა..უმეტესობა სასრიალოდ ემზადებოდა..აი მე კი არასდროს გამომიცდია როგორც თაია ამბობს უდიდესი სიამოვნება..
-აუ შეხედეთ იქით ციგურებით სრიალებენ..მეც მინდა..
-ანდრიაა წამოდი რა სრიალი ისე მინდა ვკვდები..-თაიამ ანდრიას ხელი ჩაკიდა და თხილამურების ასაღებად წავიდა..
-თქვენ რას აპირებთ..? მე ციგურები მეძახის..
-შენ იოანე..
-ჯერ მეზარება სრიალი და ეკატერინეს გავყვები..აბა თქვენ იცით..
-დებორა შენ რას აპირებ..
-არაფერს, ვისეირნებ..
-მხოლოდ სეირნობა..?
-კი..არაფერი მინდა..და შენ..
-მე რა უნდა მინდოდეს..
-სრიალი..?
-მოგვიანებით..
-კარგი რაა არ მითხრა რომ მე მიფრთხილდები და იმიტომ არ მიდიხარ..-ხმამაღლა გამეცინა..ის კი უცებ შემოტრიალდა და წინ გადამეღობა..
-და რა.. თუ არ მინდა შენი მარტო დატოვება..ისევ ხელს მკრავ..?
-რომც მინდოდეს ახლა არ შემიძლია..
-გასაგებია.. უბრალოდ მე რომ გართობა დავიწყო და შენ აქ დაგტოვო ჩვენები რას იფიქრებენ..დაფიქრდი..
-კარგი გავიგე..ახლა შეგიძლია ოდნავ შორს გაიწიო..?
-წამოდი..
-საით..
-თავად არ თქვი..? სასეირნოდ..
-ეჰ როგორ მსხვერპლზე გიწევს წასვლა ჩემგამო..მოიცა რა სახე გაქვს..
-რაზე ამბობ..
-რაღაც ცუდს გეგმავ და ასე მშვიდად იმიტომ ხარ ჰოო..??
-საიდან მოიტანე..
-გიყურებ..რაღაც ცუდს გეგმავ..
-გეჩვენება..
-კიი როგორ არა..
-ვაიმე დებორა შეხედე ბავშვი წაიქცა..
-რაა სად..-როდესაც სახეზე თოვლის გუნდა მომხვდა მივხვდი რას გეგმავდა დემნა..მალევე დავიხარე დაბლა გუნდის გასაკეთებლად..-ოო დემნა ვერ გადამირჩები..
-მაგასაც ვნახავთ-ვესროლე..აცდა მაგრამ ამ სირბილ სირბილში მეორე გუნდა კი დავაწიე და მოხვდა//
-რაო რას ამბობდი..?-აბა დამაცადე// ღიმილით რომ შემომხედა გავიქეცი თუმცა დამეწია და ბოლოს ისე გამოვიდა რომ 7 წლის ბავშვებისგან მათი ერთადერთი მიზანი ის რომ არის მოწინააღმდეგეს უფრო მეტი გუნდა ესროლონ არაფრით განვსხვავდებოდით..-დებორა..მგონი საკმარისია..
-რაო დანებდი..?
-თავადაც ხომ ხედავ სირბილის თავი არ გაქვს..
-ვის მე..?
-კარგი მეც დავიღალე და შენც..კიდევ ბევრი დრო გვაქვს ერთმანეთის გასაწამებლად…
-გაწამებულს რომ არ გევხარ..რა გაცინებს..
-ამ წამს პატარა ბავშვისგან არაფრით განსხვავდები..
-ნუთუ..
-საყვარელი კამფეტი არ გიყიდეს..?
-ისეთ გუნდას გავაკეთებ..მაგრად გაგამწარებს იცოდე..
-შენს ენაზე მეტად მწარე არ იქნება არ იდარდო..
-მენტალურად საკმარის ზიანს რომ გაყენებ ვიცი..ცოტა ფიზიკურადაც ხომ უნდა იგრძნო ტკივილი..-ჩვენს შორის მანძილი გადაფარა, რამდენიმე წამით მიყურა და ჩემი ქუდის გასწორებას შეუდგა..
-საერთოდ ხედავდი რამეს..?
-ვერა, მაგრამ შენც რომ ვეღარ დაგინახე რაღაც მესიამოვნა და ჩამოფხატებული ქუდი აღარ გავისწორე..
-ესეც ასე..-ხელი ჩამკიდა და საით მივყავდი გაუგებარი გახდა..
-რა საჭიროა..
-ყველაფერს რასაც ცაკეთებ იმიტომ, რომ საჭიროა..
-ამ სულელურ წინადადებას ცოტახნით დავივიწყებ და იქნებ ის მაინც მითხრა საით მივდივართ..
-სადმე დავსხდეთ..სხვა რა უნდა გავაკეთოთ..
-სასტუმროში ავიდეთ და დავიშალოთ..
-კი და შენ დარჩე ბედნიერი..?
-რეალურად უფრო ბედნიერი არ იქნები თუ ჩემთან ერთად ნაკლებ დროს გაატარებ..?
-იმაზე ბედნიერი არა როცა შენს ტანჯვას ვუყურებ..
-უჰჰ დადვანო ხანდახან რა ბოროტი ხარ..
-ხანდახან არაუშავს..-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას..თუმცა სახე მოექუფრა და ხელი გამიშვა..მანამ ვერ მივხვდი რა მოხდა სანამ დემნა არ დავინახე პატარა საყვარელ გოგონასთან ერთად..ჩაიმუხლა და ისე ჰკითხა..
-ჰეი აბა მითხარი რა გატირებს..
-მე მე..დედა..
-დედა დაკარგე..?-თავი დაუქნია..
-გინდა ერთად მოვძებნოთ..-კიდევ დაუქნია თავი..
-იცი დედას რა ჰქვია..?
-დედა..
-გასაგებია..როგორ გამოიყურება, რა აცვია..
-შენნაირი წითელი ქუდი..დანარჩენი შავი..
-შემომხედე შენ არ ინევიულო დედას ვიპოვით..-ამ დროს მე შემომხედა..მზერიდან გამომდინარე მივხვდი როგორ ნერვიულობდა და პატარასთან მეც დავიხარე..
-იმისთვის რომ დედა იპოვო აღარ უნდა იტირო..შეგიძლია ეს სურვილი შემისრულო..? კარგი მოდი წავიდეთ და დედა მოვძებნოთ..ოღონდ ყურადრებით უნდა იყო, თუ დაინახავ მალევე გვითხარი..-პატარამ ნამტირალევი თავლებით რომ შემომანათა უფრო მეტად ავნერვიულდი..ალბათ ახლა როგორ ნერვიულობს..რა ფიქრები უტრიალებს..ხელი გავუწოდე, ჩამკიდა და წავედით..იმდენი ვიარეთ.. წითელი ქუდით კი არავინ მოჩანდა..ნერვიულობა კი მატულობდა..
-დემნა-გადავუჩურჩულე..
-რა მოხდა..
-ასე არ შეიძლება, მგონი დროა პოლიციას მივმართოთ..
-მშობლები აქვე იქნებიან, პოლიცია უფრო გაანერვიულებს და გაართულებს სიტუაციას..
-აბა რა ვქნათ..
-კიდევ ცოტახანი თუ არადა, შენს მოსაზრებაზე დავიწყოთ ფიქ..
-დედა..-გოგონამ ხელი გაგვიშვა და ჩვენს წინ მდგომი ქალისკენ გაიქცა, რომელსაც წითელი ქუდი ეხურა..
-როგორ მანერვიულე დეე..სად წახვედი..გამარჯობა, ალბათ როგორ შეგაწუხეთ..
-არა რა შეწუხებაა რას ამბობთ, მთავარია თქვენი გოგონა თქვენთანაა..
-უღრმესი მადლობა..ისე ვინერვიულე..ორი წამით გავიხედე და აღარ იყო..
-ამის შემდეგ ეცოდინება ასე აღარ უნდა მოიქცეს..
-ნამდვილად..მშობლებმა ყურადღება არ უნდა მოადუნინ..თქვენ გყავთ შვილი..?-ერთმანეთს გადავხედეთ..
-ამმ არა..
-ნუ ჯერ ახალგაზრდები ხართ რა გეჩქარებათ..კარგი კარგი მადლობა..ნახვამდის..
-ვაიმე წარმოგიდგენია..? შვილი ხომ არ გყავთო..
-წარმომიდგენია, წყვილი ვეგონეთ და..
-და რაა..?
-არაფერი..
-მე და შენი შვილი..არაა წარმოუდგენელია..წამოდი დავბრუნდეთ..
-რატომ არის წარმოუდგენელი..
-ჩვენს შორის სიყალბის მეტი არაფერია, რომელ შვილზე მელაპარაკები დემნა..შენც ისე შეიცხადე თითქოს მართლა ერთად ვიყოთ..
- წარმოდგენის უნარი მაინც ხომ გაგქვს დარასელია… ერთი წამით დაფიქრდი..
-ბავშვი შენ დაგემსგავსოს.. არ იღიმებოდეს და დარჩენილი ცხოვრება იმაზე ვიწუწუნო როგორ არ მაქვს მისი პატარაობის ისეთი ფოტო სადაც იღიმის..?
-იქნებ დედას ემსგავსება..
-ზუსტად ვიცი შენ დაგემსგავსება.. უფრო სწორედ შენ დაგემსგავსებოდა..
-საკმარისი არგუმენტია რატომ არ შეიძლება მე და შენ შვილი გვყავდეს- დუმილის შემდეგ ხმამაღლა გაგვეცინა…
-მოხარული ვარ თუ დაგარწმუნე..
-კარგი გადაწყდა.. მე და შენ შვილი არ გვეყოლება.. High five? -გამეცინა თუმცა ხელი მაინც მივარტყი..
-შენ ის წარმოიდგინე რეალურად ერთად რომ ვიყოთ და სერიოზულ თემებს ესე ვწყვეტდეთ..
-ის რისი გადაწყვეტაც მარტივად შეიძლება რატომ უნდა გაართულო.. არასწორად არ გამიგო, ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცას არასერიოზულად უდგები..
- მივხვდი რასაც გულისხმობ.. და როდის გაგიგე არასწორად.. შენი ჩახლართული აზრები ჩემთან გასწორებული ძაფივით მოდის..
- რისი თქმა გინდა.. იფილტრება..?
-იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ და მარტივი მისახვედრია რა გინდოდა გეგულისხმა..
-დავიშალეთ თუმცა ჩვენმა მეგობრობამ მაინც ბევრს გაუძლო თავის დროზე..
-არ თქვა .. - საშნლად არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი გაგრძელებულიყო..- მოდი მე წავალ რაა…
-სად აპირებ წასვლას..
-ნომერᲨი დავბრუნდები..
- კარგი წავიდეთ..
-შენ სად მოდიხარ..
-ჩემს მიჯნურს მარტოს როგორ გავუშვებ.. - გამეცინა
-როგორც ადრე..
-აი აქ ცდები.. შენ წახვედი..
-შენ გამიᲨვი..
-როცა მოვედი უკვე წასული იყავი..
-რა..?
-მე. . რამდენიმე საათის შემდეგ შენს სახლთან მოვედი.. შენ უკვე წასული იყავი..
-სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი..
-რა..?
-თაიას სახლში ვიყავი ცოტა ხნით, შემდეგ ისევ ჩემსაში და ბოლოს წავედი..
-გინდა მითხრა..
-თუ კი გეცოდინებოდა აქ რომ ვიყავი.. მოხვიდოდი?
-შესაძლებელია.. თუმცა წარსული წარსულია.. ვინ იცის..
-დროა თან წავიდეთ..
-და მაინც.. შენი სიტყვების მერე..
-მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი..
-მაᲨინ აჯობებს ნაბიჯებს ავუჩქააროთ..
. . .
ბიჭების ნომერიში შეკრებილებს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.. ეტყობოდა პირველი დღის თავგადასავალმა როგორი ზეგავლენა იქონია..
-დებ იქ უნდა ყოფილიყავი.. იცი საერთოდ საიდან დავეშვი..?
-მოხარული ვარ თუ გაერთე თაია, მაგრამ ამ საშინელი სანახაობის მომსწრედ ყოფნას არ ვისურვებდი… ახლა მაგაზე მანერვიულე კიდე..
-როგორ იცი ხოლმე რაა..
-ეგ კაი და არ გშათ დავიჯერო..?
-მე ყავის მეტი არაფერი მინდა..
-მას შემდეგ რაც გემრიელად მიირთმევ..
-ანდრიაა..
-არანაირი ანდრია.. თავს უნდა მიხედო.. ასე თუ გააგრძელე სამოცდაათწლამდეც ვერ გაქაᲩავ.. გინდა მარტო დავრᲩე..?
-თურმე სინამდვილეში რაზე ნერვიულობს.. -თაიას ღიმილი შეეპარა და ეცადა ანდრიასგან დაემალა, თუმცა ანდრიამ მალევე შენიშნა და მასაც გაეღიმა..
-ანდრია მართალია.. წამოდით რაა..
-სადმე წასვლის თავი რომ არ მაქვს..?
-თქვენმა ღრმად პატივცემულმა მეგობარმა..ეკატერინემ სასუსნავებით გავსებული მთელი ჩანთა გამოაყოლა ყოველი შემთხვევისთვის..მიუხედავდ იმისა რომ მაღაზია ფაქტობრივად სასტუმროშია..მასეთი სახეებით ნუ მიყურებთ, მარტო ჩემთვის წამოვიღე მაგრამ გაგიყოფთ..
-როგორი გულკეთილი ხარ..
-ვცდილობ..-რამოდენიმე წუთში ეკატერინე დაბრუნდა იმ ჩანთით, რომელზეც ვიფიქრე ტანსაცმელებით იყო სავსე..
-ეს რა არის გოგო..
-მარტო ტკბილეული კი არაა..სენდვიჩებიც მაქვს გაკეთებული..მარტივი და გემრიელი..
-რა გაეწყობა..-არ ვიცი რისი ბრალი იყო..ძალიან რომ მშიოდა თუ მართლა გემრიელი სენდვიჩები იყო, თუმცა გემრიელად კი მივირთვით ყველამ..ბოლოს ცოტა ტკბილეულიც მივაყოლეთ და ლაპარაკსაც მოვყევით..სხვათაშორის გათენება არავის უფიქრია..დილიდან მოვიწადინეთ გასვლა..ამისთვის კი ძილი გვესაჭიროებოდა..საბოლოოდ კი ზოგი სალაპარაკო თემა ხვალ საღამოსთვის როცა გადავდეთ, მალევე დავიშალეთ კიდეც..
. . .
არ ვიცი ჩემი ასე ენერგიულ ნოტაზე გაღვიძება რას დავაბრალო თუმცა ფაქტია ყველას დავასწარი დილით ადრე ადგომა.. მოვწესრიგდი, საჭირო აღჭურვილობა მოვირგე და ნომერი დავტოვე.. ჰორიზონტზე არავინ მოჩანს, მეც ბედნიერად განვაგრძე წინსვლა..მგონი თავი მისიაზე მგონია და ადამიანურად უბრალოდ წასვლა არ შემიძლია..ან სად გამოვიპარე და ვის ვემალები ეგ ცალკე თემაა..
გულმა არ მომითმინა, ნომერში დავბრუნდი პატარა ფურცელზე დავწერე რომ არ ენერვიულათ და ისევ გამოვიპარე..თუ არ მინდა რომ ვიღაცამ ოთახში ჩემი შესვლა გაიგოს უპრობლემოდ შემიძლია 5-ჯერ ისე შევიდე და გამოვიდე ეჭვიც არ გაუჩნდეს ადამიანს..
მაგრამ არის რაღაც რასაც დღემდე ვერ ვხსნი..იმ პერიოდშიც კი როდესაც მეგონა დამალვის და ოთახში უჩინრად ყოფნაში დავნხელოვდითქო, მაინც იყო ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ერთი ნაბიჯის შედგმისას იცოდა რომ იქ ვიყავი..არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ ასე იყო..რამდენჯერ ვცადე შეპარვა მასთან ოფისში, თუნდაც სამეგობროს შეკრების დროს…ხალხთა სიმრავლის მიუხედავადაც..მოკლედ .აზრი არ ჰქონდა ყოველთვის ხვდებოდა რომ მე იქ ვიყავი..
დიდი ინტერესის მიუხედავად დემნასთან სიტყვა არ დამცდენია..პასუხის მიღება მინდოდა მაგრამ კითხვის დასმა არა..
ისე არც კი ვიცი ასე მძაფრად რატომ მქონდა სურვილი გარეთ გამოსვლის, მე ხომ არანაირი აქტივობა არ მიხმობს, რითაც შეიძლება ადამიანი გაერთოს..როცა გავედი მაინც დამხვდა ხალმხრავლობა ..რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა..
ის რაც ახლა მე სიამოვნებას მგვრის სიარულის დროს თოვლის ხრაშუნის ხმაა..გარკვეულწილად არ მინდა ჩემი ნაბიჯებით გადათეთრებული მიდამო დავაბიძურო, თუმცა ხრაშუნის ხმის სურვილის გაგონება წონის..
ქუდის დახურება დიდად არ მიყვარს მაგრამ მიწევს, მიუხედავად იმისა რომ არ ბარდნის შესამჩენვად თოვს და რაც მთავარია არ წყდება.. რაც იმის ნიშანია რომ თავი დამისველდება..მე კი გაციება ნამდვილად არ მაწყობს..ამასთანავე ის ფაქტიც გამაღიზიანებელია, ტელეფონის დაჭერა არ შემიძლია ათ წამზე დიდ ხანს ვინაიდან ფანტელები ხელს მიშლის გამოყენებაში..
მოკლედ დისკომფორტის მიუხედავად უკან დაბრუნების სურვილი არ მიჩნდება..მაინც განვაგრძნობ სეირნობას და გარშემო ხალხის დათვალიერებას..
ხალხზე დაკვირვება ჩემი ჰობი იყო..ნუ არის კიდეც თუმცა ბოლო დროს თითოეულში მანიაკის ამოცნობას უფრო ვცდილობდი..
იცით რის ამოცნობას ვცდილობ ადამიანის დაკვირვების დროს..? როგორი იქნებოდა ეს ადამიანი შეყვარებული..შეიძლება ახლა მოწყენილია გაბრაზებულია მნიშვნელობა არ აქვს ემოციას..როგორი იქნებოდა შეყვარებული..როგორი მზერით შეხედავდა საყვარელ ადამიანს..ახლა ის ადამიანი რომ გამოჩნდეს ვინც მთელი გულით უყვარს, როგორ შეეცვლება გამომეტყველბა..მისკენ წავა ჩასახუტებლად თუ მას დაელოდება..
არ ვიცი რატომ თუმცა ფიქრებში გართულს ხშირად აღმომიჩენია ამ და მსგავს კითხვებზე როგორ ვეძებდი პასუხს..
შემდეგ კი ისე შევთხზავდი ადამიანზე ისტორიას მისი სახელიც რომ არ ვიცოდი..მგონი არც მინდოდა გამეგო..ჩემი წარმოსახვის უარყოფა ხომ აუცილებლად მომიწევდა..
მინდოდა ჩემს გონებაში მაინც ჰქონოდათ ბედნიერი დასრული, რომ გამეგო ეს ადამიანი ბედნიერი არ იყო..ამით ის არარსებლი გამოგონილი ბედნიერებაც სამუდამო განადგურებისთვის იქნებოდა განწირული..ასე რომ თავს ვაჯერებდი თითქოს ჩემი ისტორიები სიმართლეს შეესაბამებოდა..
შთაგონება ყველაფრიდან შეიძლება მოვიდეს შენამდე..ისეთი რაღაციდან რომ ვერ წარმოიდგენ როგორ შეიძლება ამ უსულო საგანს შთაგონება მოეტანაო, თუმცა..ადამიანებზე დიდ შთაგონებას ვერაფერი მოგცემს..იმ ბიძგს რომელიც ასე ძალიან გესაჭროება..სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანს შეუძლია დაგანგრიოს კიდეც და აგაშენოს კიდეც..ასე რომ ისეთ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა უნდა აირჩიო, რომ იცი აგაშენებს და შენი შთაგონების პატარა წყაროდაც იქცევა..
მე თავის დროზე საკმაოდ გააზრებულად ავირჩიე ასეთი ადამიანები, თუმცა სრულიად უცნობსაც დაუდია პატარა აგური ჩემი სახლისთვის..
დაკვირვება ალბათ იმის წარმოდეგნის საშუელებას მაძლევს როგორ უდებს ერთი ადამიანი სხვას იმ აგურს რომელიც ასე ძალიან ესაჭირობოდა ერთსაც და მეორესაც..
შემდეგ კი ამ ფანტაზიიდან ძალიან შორს რეალობაში დაბრუნებულს მახსენდება ხოლმე..შენს თავზე თუ არ მუშაობ, ვიღაცის დადებულ აგურს ფასი რომ აქვს..ეს საყვარელი ადამიანი იქნება თუ მეგობარი..
ძალიან შორს გამიტაცა ფიქრებმა და თქვენც გაგიყოლეთ..
ბოლოს კი ვინაიდან სირულიც მომწყინდა და დაბრუნების სურვილიც დიდიად არ მაქვს, გადავწყვიტე ჩაი მაინც დამელია..
აქვე როგორც იტყვიან ორ ნაბიჯში უახლოეს კაფეს მივადექი..კიდევ ერთი უცნაურობა დღეს ის იყო რომ ჭამის არანაირი სურვილი არ მაქვს..
-რას ინებებთ..?
-ცივი ჩაი..შეიძლება..?
-ცივი..?
-დიახ..
-თუ გნებავთ.. რა საკვირველია..კიდევ..?
-მეტი არაფერი…
-ახლავე..-უცნაურია ზამთარი იმიტომ მახარებდა ამ პერიოდს ზედმეტაც კი უხდება ისეთი ცხელი ჩაი პირველი ყლუპის შემდეგ ისევ გაციებას რომ ამჯობინებ და ელოდები..ახლა კი პირველი რისი დალევის სურვილიც გამიჩნდა ცივი ჩაია..ვითომ არაფერი..როგორც აღმოჩნდა დღეს უკვე ნახსენები უცნაური დღე გამითენდა..
. . .
-სერიოზულად, დილიდან გასული ხარ..მშვიდობაა..?
-რატომ არ უნდა იყოს..
-ყველანი გამოსულები ვიყავით..ვერსად გნახეთ..
-ვსეირნობდი..შემდგ ჩაის დასალევად გავჩერდი და კიდევ სხვა წვრილმანებით დროს ისე გავიდა ვერ გავიგე..
-ჩაი აქვე რომაა იმ კაფეში დალიე..?
-კი რა მოხდა…
-არაფერი მანდ გემრიელი ჩაი აქვთ..
-მე ცივი ჩაი დავლიე..
-ცივი..?-დემნას სახეზე გამოსახა გაკვირვება..-გემრიელი მაინც იყო..?
-თანაც ძალიან..
-ამ დროს ცივი ჩაი რამ დაგალევინა..
-მოწყენილია..მისი ტვინი მოწყენილობას ვერ უძლებს და ისეთი რაღაცების გაკეთებას აიძულებს რაც არ სჩვევია..-დემნას დაეჭვებული მზერით გავხედე..
-ოჰ არ შემიმჩნევია..-თქვა ჩაფიქრებულმა თაიამ..მე კი ამ დროს დემნას მივუახლოვდი..ის დივანზე კომფორტულადაა მოთავსებული, ამომხედა მე კი მალევე გვერდით მივუჯექი..მზერა გამომაყოლა..რამოდენიმე წამში გავიაზრე ჩურჩულისთვის მაინც მოშორებით ვიჯექი და გვერდით მივიწიე..
-ასე მჩვევია..? ხშირად ვაკეთებდი ხოლმე თუ რაღაც სისულელე გამოიგონე..
-როგორც ჩანს ვარაუდი არ გაგიწევია..-ისიც გადმოიხარა ჩემკენ-საკუთარი თავისთვის..
-უბრალოდ ცივი ჩაი დავლიე..
-ამ სიცივეში დილით ადრე ადექი..სასეირნოდ..?
-სერინობა მიყვარს..
-მაგრამ არა თოვლში..
-ეს არაფერს ამტკიცებს..
-მთელი ერთი კვირა მხოლოდ შავი ტანისამოსით მე დავდიოდი..? წლების შემდეგ, გადასაგდები როლიკებით შემაღლებული ადგილიდან მე დავეშვი..? პარაშუტ..
-წვრილმანები..კარგად იცი სიახლებიი მიყვარს..
-შავი ფერი გიყვარს..?
-არა..
-როლიკები..?
-ვერ ვიტან..-რაღაცის თქმა მინდოდა თუმცა იოანემ გამაჩერა..
-შენ კი შეჭამდი რამეს და აი მე მაგრად მშია..
-ჭამა..დამავიწყდა..
-რას ნიშნავს დაგავიწყდა..-დემნას კმაყოფილი გამომეტყველება სიბრაზემ ჩაანაცვლა..
-დილით არ მშიოდა..მერე აღარ გამხსენებია..
-აღარ გახსენებია თურმე..რა გაეწყობა მივდივართ..
-სად..?
-პაემანზე..
-ახლა..? საჭირო არ არის..
-მხოლოდ საჭიროების გამო არ დადიან პაემნებზე დარასელია..
-როგორ მოგვტეხეს ნახე რაა..
-წადით სადმე..მე დაგიშალეთ თუ..
-გამოვიცვლი და მოვალ..-ადგომა დავაპირე რომ გამაჩერა..
-ისედაც მშენივრად ხარ..რამე მოიცვი და წავიდეთ..
-მე..
-გთხოვ..
-დემნა როდიდან გახდა რომანტიკოსი..
-სწორი ადამიანი გხდის რომანტიკოსს ჩემო იო..-უნებურად დავყევი დემნას..მოსაცმელი ავიღე და წავედით..მეგონა ისევ იმ კაფეში წავიდოდით, თუმცა სასიამოვნოდ შევცდი..ოდნავ მოშორებით, განმარტოებულ შენობას მივადექით..
-მართლა პაემანზე წამომიყვანე..?
-შენ როგორ ფიქრობ..?
-ხომ იცი კითხვაზე კითხვით რომ მპასუხობ ვერ ვიტან..
-ვიცი..ამასთანავე ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია და გამოყენებისგან თავს აღარ ვიკავებ..
-ოჰ აღარ..? სხვათაშორის აღარავინ გვიყუერებს..მასკარადი საჭირო არაა..
-გემრიელად მინდა მივირთვა..ახლა მანქანიდან უნდა გადავიდე..მოდიხარ..?
-სხვა გზას არ მიტოვებ..
-სხვა გზა ყოველთვისააო არ გაგიგია..?
-ზოგჯერ ბურუსით მოცულ მიდამოში სხვა გზას ვერ ხედავ..-მანქანიდან გადმოვედით და შენობაში შევაბიჯეთ..თავიდანვე ვიგრძენი მყუდრო ატმოსფერო.. დაბალ ხმაზე მშვიდმა მუსიკამ სასიამოვნოდ გაიჟღერა..გარემოს თვალი როცა მოვავლე გამოიკვეთა ყველაფერი როგორი სიმარტივით იყო მოწყობილი..გადატვირთულობის ნასახს არ იტყობს აქაურობა.. ყველაფერთან ერთად ჩვენს გარდა არავინ იყო..თუმცა მალევე ვიგრძენი სხვა ადამიანის მოახლოება..
-ოჰ დემნა..? არ გელოდი..
-მოგესალმები..როგორ ხარ..?
-რა მიჭირს..ვატყობ დღეს კომპანიონი გყავს..
-მახლავს კიი..გაიცანი დებორა დარასელია..
-სასიამოვნოა..ოჰ დემნა..რომელი საათია..ფაქტობრივად მოგვისწარი..
-მოხარული ვარ..-ამ დროს დემნას გადავუჩრჩლე..
-დაუკვირდი ამ ბოლო დროს ყველგან მაშინ მივდივართ, როდესაც მალე აპირებენ დაკეტვას..?
-მთავარია დაკეტილზე არ მივიდივართ..
-კარგი თქვენ დასხედით და ყველაფერს მალევე გავამზადებ..-შრიახლოს მდგომა გამოგვძახა..დემნამ თავი დაუქნია და მე მიბიძგა მის მიერ არჩეულ მაგიდასთან დავმჯდარიყავი..
-როგორც ჩანს ეს ადგილი შენთვის კარგად ნაცნობია..
-შენ ის უფრო გაინტერესებს ამ ადგილის შესახებ აქამდე რატომ არ მითქვამს არაფერი..
-მე..
-დიდი ხანი არაა რაც ეს ადგილი აღმოვაჩინე, თუმცა მალევე გავშინაურდი..
-რაც შენ არ გახასიათებს..
-ისევე როგორც ადამიანებს ადგილსაც შეუძლია მალევე გაგიშინაურდეს.
-ძალიან იშვიათად..
-ვხედავ მოხიბლული ხარ აქაურობით…
-მართალია..სიმარტივე და მყუდროება სუფევს..
-ორივეზე გიჟდები..
-ასეა..-ზუსტად ორმოცი წუთის შემდეგ სავსე ლანგრით დაბრუნდა..უცებ დაგვიწყო წინ ყველაფერი და ღიმილით გადმოგვხედა..
-ისიამოვნეთ..თუ რამეა აქ ვარ..
-მადლობა..
-რა მადლობა შენნაირი ადვოკატი რომ არ მყოლოდა, ვინ იცის რას უზავდნენ ამ შენობას..
-საჭირო არაა გავიარეთ..მე ჩემი საქმე შევასრულე..
-თანაც ძალიან კარგად..თავს აღარ მოგაწყენთ..გემრიელად მიირთვით..-ღიმილით გააცილა ქალბატონი და მზერამ ჩემკენ გადმოინაცვლა..
-გემრიელად გამოიყურება..
-გასინჯე..-იმდენად გემრიელი იყო ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა..
-ოჰ..ამას არ ველოდი..
-ჰო არაა..
-გემოვნებას არ უჩივი..-თავი დამიკრა..-ასე ნუ აკეთებ..
-რაზე ამბობ..
-თვალს არ მაცილებ..
-ჩემს წინ ზიხარ..სხვას რას ვუყურო..
-მშვენიერი მიზეზი მოგიფიქრებია და მაინც ნუ მიყურებ..
-სერიოზულდ მიკრძალავ შენს ყურებას..?
-ანუ აღიარებ რომ მიყურებ..?
-საიდან იცი რომ თვალი არ მომიცილებია..ანუ შენც მიყურებ..
-ვგრძნობ..ამისთვის შენი ყურება საჭირო არაა..
-ვითომ…?
-ასეთი კმაყოფილი გამომეტყველება რატომ გაქვს..
-შენ ხომ დებორა ხარ..ყველაფერი იცი..ჩემი ღიმილის მიზეზიც გეცოდინება..
-კარგ ადგილას მომიყვანე..მაგ გამომეტყველებას გაპატიებ როგორმე..აი მერე კი გირჩევნია საკუთარ თავს უშველო..
-შემაშინე..-ღიმილის მოუშორებლად ხმაში ირონია შეერია..
-მერე როგორ ილაპარაკებ იმას ვნახავთ..
-გამოწვევები არ მაშინებს..ეს ხომ გახსოვს..-კითხვა რიტორიკული იყო თუმცა პასუხი მაინც გავეცი..
-ძალიან კარგად..-ფართოდ გაეღიმა..აღარაფერი მითქვამს..როცა წინ გემრიელი საჭმელი გიდევს არამგონია საუბარი აუცილებლობას საჭიროებდეს..და მაინც მალევე დავასრულეთ..ჩვენს წინ მდგომი ნატურალური წვენიც დაიცალა..
-როგორც ჩანს მართლა მოგეწონა..
-გემრიელი იყო..ისე ვარ თვალს რომ უნდა და კუჭს აღარ..
-სხვა დროსაც შეგვიძლია სტუმრობა..
-აქ ნამდვილად წამოვალ მეორე პაემანზე, მაგრამ შენთან ერთად არა..
-ჩემთან ერთად არა..? საინტერესოა ვისთან ერთად გეგმავ წამოსვლას..
-ჩემს ნამდვილ შეყვარებულთან ერთად..
-ეგ შენი ნამდვილი შეყვარებული ჯერ არ არსებობს შენს ცხოვრებაში..
-მალე იარსებებს..
-ყველას თვალში მაინც ჩემი..ჩემი შეყვარებული ხარ..ასე არ არის..?
-ახლა დაინტერესდი ყველას აზრით..?
-სამუშაოს გამო ვამბობ და არა პირადი ინტერესებისთვის..
-ვიცი..თუმცა კარგად იცი სანამ ყველა ფიქრობს რომ ერთად ვართ, სხვასთან გამოჩენით შეურაწყოფას არ მოგაყენებ..
-რა მნიშვნელობა აქვს..არარსებული შეყვარებული მაინც მოგყავს აქ..-ხმამაღლა გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე, იმ პატარა დემნასგან არაფრით განსხვავდებოდა ადრე სურათზე რომ ვნახე..
-კარგი არ იდარდო..ვეცდები ცდუნებას გავუძლო და აქ არ მოვიყვანო..ძალიან გემრიელმა საჭმელმა დაგანაყრა..ასეთი მოქუფრული სახე რატომ გაქვს..
-მეგობრებო..აქაურობა უნდა დავკეტო, თუმცა თუ დარჩენა გსურთ არაა პრობლემა, გასაღებს დაგიტოვებთ..
-სინამდვილეში წასვლას ვაპირებთ..
-ჩემგამო არ..
-არა არა არ იფიქრო..უბრალოდ წასვლის დროა..
-რა გაეწყობა..
. . .
-როგორ ჩაიარა პაემანმა..?-ეკატერინეს აშკარად ეტობოდა ინტერესი, თუმცა ახალ გაღვიძებულს მისი ინტერესისთვის დასაკმაყოფილებელი ენერგია არ აღმომაჩნდა..
-კარგად..
-ადრე თითოეულ თუნდაც არასაჭირო დეტალს უღრმავდებოდი…ყველაფერს ყვებოდი ამ ბოლო დროს კი მწირი ინფორმაციის ნახევრის ნახევარსაც აღარ ამბობ..
-სხვა დროს მოგიყვები, უნდა გამოვფხიზლდე..
-გირჩევნია გამოფხიზლება სწრაფად მოახერხო..ნახევარ საათში გავდივართ..-თაია
-მე რომ დავრჩე არაა..
-არ გამოვაა..კაი რაა..დებ აქ დროის კარგად გასატარებლად ვართ..ძილის გაგრძელებით კი ამას ვერ შეძლებ..-ეკატერინე
-კარგი კარგი..შეგიძლიათ ნომერი დატოვოთ..უცებ ჩავიცმევ და გამოვალ..
-ძილი რომ გააგრძელო..
-წამოვალთქო..გადით და გამოვალ..
-მაშინ დაბლა დაგელოდებით..-ეჭვნარევი მზერით შემათვალიერა თაიამ და ეკატერინესთან ერთად დატოვა ოთახი.. ჰქონდა კიდეც მიზეზი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ასეთ დროს არ მომნდომოდა..თუმცა ვიცი 15 წუთში მზად თუ არ ვიქნებოდი, ჩემს შესამოწმებლად აუცილებლად წამობრძანდებოდა..
სანამ დეპრესიას მივეცემოდი გამზადება დავიწყე..რატომღაც მომინდა თმები მაღლა ამეწია თუმცა გამახსენდა რომ ქუდის დაფარებას ვეღარ შევძლებდი..ამიტომაც ვიფიქრე გასვლისას გავიშლიდი..
არ მჯეროდა როცა ამბობდნენ რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვიო, თუმცა ახლახანს გავამართლე ეს სიტყვები..მგონი არც ვიყურებოდი ისე ავირჩიე ტანისამოსი..
გასვლა კი მინდა, მაგრამ ქუდს ვერ ვპოულობ..სწორედ ამ დროს გაისმა კაკუნის ხმა..როგორც ჩანს თაიამ მაინც ვერ მოითმინდა და ამოვიდა..თუმცა მოიცა, რატომ აკაკუნებს..კარი სასწრაფოდ გავაღე, ოღონდ არ შემიხედია ვინ იყო და ქუდის ძებნა განვაგრძე..
-მაინც ვერ მოითიმინე..? ხომ გითხარი ჩამოვალთქო..-ხმა არ გამიგონია, ძებნას ვაგრძელებდი თუმცა ნერვებმა მიმტყუნა და დავნებდი.. როგორც იქნა გავიხედე ჩემს უკან მდგარი სილუეტისკენ და სასოწარკვეთილი ხმით დავამატე..
-ვერ ვპოულობ..-დემნას დანახვისას საუბარი აღარ გამიგრძელებია, უფრო დავიბენი როცა კონკრეტული ემოცია ვერ დავინახე მის სახეზე..გაბრაზებას გაკვირვება შერეოდა..
-იმას როგორ ვერ იხსენებ ქუდი სად დადე..
-მოიცა..შენ რა იცი ქუდს რომ ვეძებ..
-წითელი ქუდის არ ქონა თვალიშისაცემია..ასე არ ფიქრობ..?
-წავიდეთ..თაიამ გამოგაგზავნა..?
-შენ წარმოიდგინე არა..სანამ ჩამოვიდოდი შევნიშნე იქ არ იყავი და ზუსტად ვიცოდი მე მომთხოვდნენ შენთან ამოსვლას..დრო დავზოგე..
-იმედია მომგებიანად..-ნომერი დავტოვეთ..ლიფტის გაღებისას ახალგაზრდა წყვილი დაგვხვდა..უხმოდ შევედით..
დემნამ მიყურა მიყურა და ბოლოს ქუდი მოიხადა და მე დამაფარა..თმები გადამიწია..ქუდი გაასწორა და ხელებთან ერთად მზერაც მომაცილა..
-და შენ..?
-სხვაც მაქვს..-ჩემი მზერიდან გამომდინარე მიხვდა გავრცობას რომ საჭიროებდა მისი სიტყვები.-მანქანაში..
-კარგი..
-ბოდიში ლაპარაკში გეჭრებით მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო..რამდენად საყვარელი წყვილი ხართ..
-ოჰ მადლობა..
-დიდიხანია ჩამოხვედით..?
-ახლახანს..
-ჩვენც..ოუ მე ნატა..
-დებორა..-მიხვდი დემნას გაცნობის დრო იყო..-ჩემი მიჯნუ..შეყვარებული დემნა..
-სასიამოვნოა..-დემნას რომ გავხედე ჩაეცინა..იმდენი იძახა მიჯნური მიჯნურია..აჰაა რა შედეგი გამოიღო..
-ჩემი ქმარი..ცოტნე..
-სასიამოვნოა..
-ასევე-დემნას ჩამოართვა ხელი..
-ახლა კი გაიყრება ჩვენი გზები მაგრამ თუ მოვახერხეთ შევხვდეთ..გავიაროთ..
-აუცილებლად..-გაღებისთანავე გავედით და ღიმილით დავემშვიდობეთ..
-აუ სად ხართ აქამდე..
-ახლა ხომ აქ ვარ..მომიტევეთ როგორმე..
-წავედით..დრო აღარ დავკარგოთ..მიჯნურო..
-დემნა..
-კარგი კარგი წავედით
. . .
-გამორიცხულია..ხვდები მაინც რას მთხოვ..?
-დებორა..მიიხედ-მოიხედე..ბაკურიანში ვართ..მარტო სეირნობით რატომ უნდა გაირთო თავი როდესაც შეგიძლია თხილამურებით ისრიალო..
-არ შემიძლია..
-შეგიძლია..
-დემნა..
-არ მესმის როგორ შეგიძლია ერთდროულოად ასეთი გამბედავი იყო და ასე გეშინოდეს..
-რაღაცას მოვიტეხავ..გამორიცხულიამეთქი..
-არ მოგეშვები..
-შენც დიდი სიმაღლეები კი არ უნდა დაიპყრო..ნახე საერთოდ არაა საშიში..-მხარი აუბა თაიამ დემნას..
-რამე რომ მომივიდეს სად მიდიხარ..
-სად წავალ..მოგივლი..
-ნახე რაა..ასე ცდილობ ჩემს თავიდან მოშორებას..?
-ხელის ან ფეხის მოტეხვით ვერ მოგიშრებ..მაგისთვის უკეთესი გეგმაა საჭირო..
-მაგალითად..
-გგონია ჩემს გეგმას გაგიმხელ..?
-ანუ თავისუფლად შემიძლია თხილამურებზე დავდგე, არ შემშინდეს..სამაგიეროდ პარალელურად ჩემი ჩაძირვის გეგმას აუმჯობესებდე..? იოცნებე..
-თავადაც ხომ კარგად ხვდები რამდენად დიდ სისულეებს ასახელებ იმის გამო, რომ თხილამურებზე დადგომის გეშინია..
-მე რას გიშლი..თავად დადექი და გაერთე..
-ზუსტად ვიცი მოგეწონება..წამო რაა..დებ..
-მე..-ისეთი ყოყმანი გაერია ჩემს ხმაშ დემნასათვის თანხმბას, რომ მოასწავებდა..
-ანუ თანახმა ხარ..?
-მაინც მგონია რომ ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობ..
-მაგას გავარკვევთ..-მიმანიშნა წინ წავსულიყავი..ოღონდ..
-ტაშს იმსახურებს შენი გამხნევების ხარისხი..შენი ხელის მოძრაობა და თავის დაკვრა.. ეს ახლა რევერანსი იყო თუ მომეჩვენა..
-რაღაც მსგავსი..
-მაინც იდიოტი ხარ..
-შენ ახლა შენს იდიოტს დათანხმდი თხილამურებით სრიალზე..
-ეტყობა მეც არ ვარ მთლად დალაგებული ..
. . .
-არ შეგიძლია ხელები გააჩერო და უბრალოდ იჯდე..?
-ჩემით..
-მე შეგიკრავ..უნდა დავრწმუნდე, რომ კარგად გაქვს..-საშიშროება წინ მელის და დაძაბულობა ჩემს სახეზე აისახება..ვუყურებ როგორ მიკრავს და ვერ გავიაზრე მზერა ჩემზე როდის გადმოიტანა..-.აბა ხომ არ გიჭერს..
-მე..-ვერ მივხვდი რატომ ვიბნევი..რატომ მიჭირს მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა..
-კარგად მაქვს..
-მთავარი დეტალი დაგვრჩა..
-რამხელააა..ამით რანაირად უნდა ვიმოძრაო..
-თავიდანვე ნუ პანიკდები..დაგეხმარები..
-უკვე ვნანობ რომ დაგთანხმდი..
-სინანული მერე ნახე..
-დემნა..
-კარგი ჰოო..წამოდექი ფეხი ჩადგი და დააწექი..
-ამმ-ხელები გამომიწოდა რომ დავყრდნობოდი..-რაღაცას არასწორად ვაკეთებ..
-ძლიერად უნდა დააწვე..აი ასე..ახლა მეორე..მორჩა..-ამოვიხვნეშე..უნებურად სახე დავმანჭე..
-მე..
-აბა უკან დავიხიო და შემოგხედო..
-შენთვის ეს სიტუაცია სახალისოა არაა..
-თანაც როგორ..-ტელეფონი ამოიღო და ფოტოების გადღება დამიწყო..
-რას აკეთებ..? გადაირიე..?
-გამომეკიდები თუ..
-აი როგორ ვერ გიტაან..
-გაბრაზებული ისეთი საყვარელი ხარ..-კამერა შეატრიალა და სელფი გადაიღო..
-საყვარელი..? ფრთხილად იყავი ახლა მშვენიერი არ გავხდე..
-არამგონია ამდენად გაბრაზდე..იმაზე იფიქრე ვინ დაგეხმარება გადაადგილებაში..
-არ არის პრობლემა..ვინმე სიმპატიურ ბიჭს ვთხოვ დახმარებას..
-კი გეჭრებით მაგრამ..-იქვე მდგომი გოგო მოგვიახლოვდა-ამაზე სიმპატიური ვინღა უნდა მონახო..
-ყველა შენს მხარეს რატომაა..სასწრაფოდ მოიშორე თვითკმაყოფილი გამომეტყველება და წავედით..უკვე ნერვებს მიშლი..
-როგორც მიბრძნებ მადამ..
-ხუმრობის დროა შენი აზრით..?
-ამაზე სწორ დროს ვერ შეარჩევს ადამიანი..-ვინც თხილამურებზე მდგარა მიხვდება რამდენად “კომფორტულია” გადაადგილება..გასასვლელამდე ძლივს მივაღწიე..თუმცა ახლა უარესი იწყებოდა..კიბეები უნდა გადამელახა..
-ჩემი სიკვდილი გინდა ჰოო..შეხედე მოყინულია..
-მოაჯირს მოეჭიდე..მეც აქ ვარ..-ფართხა-ფორთხით და წუწუნით კიბეები ჩავიარე..ჩასვლისთანავე ხელები ისე გავაშვებინე თითქოს უახლოეს მომავალში არ დამჭირდებოდა..
-აქ უნდა ავიდე..?
-ჯერ-ჯერობით, ბოლომდე ნუ ახვალ..კარგი რაა მარტივია შეხედე სხვები როგორ აკეთებენ..მაგრამ მანამდე აი ასეთი დგომით უნდა დაეშვა..მყარად იდექი და ეცადე წონასწორობა შეინარჩუნო..გაჩერება მარტივია ფეხები ერთმანეთს მიუახლოე..თუ მაინც ატყობ რომ ვერ ჩერდები თავად უნდა დაეცე..
-რას ნიშნავს ჩემი ნებით დავეცე..?
-ჯობია შენით დაეცე და შედარებით უსაფრთხოდ, ვიდრე წინ გადაეშვა და მართლა დაიზიანო რამე..
-როგორ წავიქცე სწორად..?
-გვერდით ან უკან..გააჩნია სიტუაცია როგორ მოიტანს..
-ვეცდები..
-მიდი აქ შედი..თავად გეტყვის როგორ მოეჭიდო ასასვლელად..
-მოიცა ხურდა არ მაქვს..
-წინასწარ გადავიხადე..ადი და ფეხით ამოვალ..იქაც რომ არ იფორთხიალო..
-როგორც ჩანს ხასიათი გამოგიკეთდა..გუშინ ვერ იყავი განწყობაზე..სამწუხაროა არადა ისე ვხალისობდი..
-იციი..ზოგისთვის მზე სინათლე და სითბოა, ზოგისთვის მზის დარტყმა..არ ვიცი როგორ ახერხებ მაგრამ..
-სამივეს ვითავსებ..?-გამეცინა..-მოიცა ახალა დროა ის ნაწილი განმარტო სადაც დადებით კოტექსში მომიხსენიე..
-აი ახლა რომ დაგცინი და შენი სასაცილო ფოტოები მაქვს ცოტა გავხალისდი..რას მახსნევინებ..შენი წასვლის დროა..-რიგში ჩადგომის შემდეგ ჩემი დრო ისე მალე მოვიდა ვერ გავიგე..
-პირველად..?
-დიახ..
-არ ინერვიულო ყველაფერი მარტივადაა..აი ეს აიღე და მოეჭიდე-რა თქმა უნდა, ჩემი შანსი გავუშვი და დამისხლტა..წაქცევასაც გადავურჩი.. კიდევ კაი მეორე ცადეზე გამომივიდა თორემ უკან გავბრუნდებოდი..
სამწუხაროა ამ რაღაცაზე სამუდამოდ რომ ვერ ვიქნები ჩამოკიდებული..
ნელნელა გაჩერების ადგილსაც მივუახლოვდი და სხვა გზას აღარ დამრჩა ხელი გავუშვი..დიდი მიხვედრა არ სჭირდება წონასწორობა რომ ვერ შევინარჩუნე და წავეთხლაპე..წამოდგომის მცდელობა კრახით სრულდებოდა, ვინაიდან თხილამურები იმაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი..მიუხედავად იმისა რომ ვერ წამოვდექი გაჩერება მაინც შევძელი და ქვემოთ დემნასკენ გავიხედე, რომელიც სანახაობით ტკბებოდა.. ადამიანს პოპკორნის მიტანის სურვილი გაგიჩნდება მისი შემხედვარე..
-დაგეხმაროთ..?
-უკაცრავად..
-დახმარება ხომ არ გინდათქო..
-არა რატომ..კომფორტულად ვარ წამოწოლილი..-ისე შევიცხადე თითქოს პლიაჟზე მყოფი უცნობი მაწყვეტინებდეს მზეზე მიფიცხებას..
-სერიოზულად უბრალოდ წამოგაყენებდით..
-მართლა კომფორტულად ვარ..შეგიძლიათ დაეშვათ..ისიამოვნეთ..
-რა გაეწყობა..-არა გთხოვს ადამიანი დაგეხმარებიო და მე რას ვაკეთებ..თხილამურები მამშვენებს და თან რა მდგომარეობაში მყოფს..რაც არის არის..უარი თავად თქვი ამიტომაც წამოდგომა უნდა მოახერხო.. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ წამოდგომა და წონასწორობის შენარჩუნება მოვახერხე..წუთზე ნაკლები ასე დავყავი..შემდეგ კი რა ძალით არ ვიცი საკუთარ თავს ვუბიძგე დაშვებისკენ..ადრენალინი ცხოვრებაში არასდროს მაკლდა, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული აღმოჩნდა..სამწუხაროდ გაჩერების შიშმა მძლია და დემნას სიტყვებისამებრ ვცადე გაჩერება..ვინაიდან ნახევარი გზა საკუთარი თავის გაჩერებას ვცდილობდი გავჩერდი..ნუ ასე მეგონა სანამ მსუბუქად ისევ არ წავფორთხიალდი..
-კარგად ხარ..?
-შესანიშნავად..-წამომაყენა..თუმცა მისთვის ზედ აღარ შემიხედავს ისე გავემართე და ჩავდექი რიგში.. თითქოს უფრო გართულდა, მაგრამ იმ წამიერი დაშვების სიამოვნებამ ზედმეტად მომიცვა..აქამდე მოვედი და როგორ შევძლებდი გაჩერებას..
-ისევ წავიქეცი..
-არაფერია..სამაგიერდ ოდნავ უკეთესი იყო..ორი საათი მიწაზე აღარ გიფორთხიალია..
-როგორ გამამხნევე..
-არა სერიოზულად..უბრალოდ ჩემი რჩვეა იქნება, დაშვებისას გაჩერებაზე ზედმეტად ნუ იქნები კონცენტრებული..ეს გაიძულებს სულ ამაზე იფიქრო..იმის მაგივრად რომ დაშვებისას გამოწვეული ადრენალინისგან სიამოვნება მიიღო..
-რთულია..
-მარტივიაო არავის უთქვმს..დასვენება გინდა..?
-არა მადლობა..-ისევ გავემართე რიგისკენ..ასე განმეორდა ორჯერ და შემდეგ ისე გავჩერდი რომ არ წავქცეულვარ..წონასწორობა შევინარჩუნე..
-დემნააა დაინახეე..
-დავინახე..
-აუ რა მაგარიაა..
-და შენ გეშინოდა თხილამურების..?
-ახლაც მეშინია..ყოველი დაშვებისას..
-საბედნიეროდ ეს არ გაჩერებს..წინსვლა კი უკეთესს გხდის..
-შენ რატომ არ სრიალებ..?
-დღეს მწვრთნელი ვარ..
-მგონი აღარ მჭირდები..
-უკვე პროფესიონალი ხარ და რამე..?
-მაგაზე ჯერ-ჯერობით პრეტენზია არ მაქვს.
-თუ ასე გააგრძელე მალე გექნება..
-დღეისთვის საკმარისია..
-დღეისთვის..? ანუ ხვალეც აპირებ..
-შენ რა გიხარია ის გამაგებინა ნეტა..წავედით..რას მიყურებ იმ კიბეებზე მარტო ამსვლელი არ ვარ..-გაიღიმა და გვერდით ამომიდგა..
. . .
-დებორა შენ გეძებდი..
-ანდრია..მშვიდობაა??
-კი უნდა დამეხმარო..
-გისმენ..
-თაიას უნდა უთხრა რომ კონკრეტულ ადგილას გჭირდება მიყვანა..თანაც სასწრაფოდ..
-ოუუ სიურპრიზი და ამბებიი..-თავი დამიქნია..
-აბა..
-რა სისულელეებს მეკითხები..რა თქმა უნდა, დაგეხმარები..
-ძალიან კარგი..
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემგან მეტი არაფერი გჭირდება..?
-ყველაფერი მოგვარებულია..მნიშვნელოვანია ვერაფერს მიხვდეს..
-კარგი..ზუსტი მითითებები მესაჭიროება..
. . .
-დებორა რა გატირებს გამაგებინე..შენ არ მითხარი გამოვეწყოთ და გოგონები გავერთოთო..?
-მე..მე..სასწრაფოდ უნდა წავიდე..
-გოგო სად მიდიხარ..მშვიდობაა..
-უნდა წავიდე..გამატარე..
-შენი აზრით ასეთ მდგომარეობაში მარტოს გაგიშვებ..?-everything goes according to plan..
-შორს მივდივარ..
-აუ რა დიდი დაბრკოლება ეგაა..-მოსაცმელი აიღო და წინ მიბიძგა..-ოღონდ გეხვეწები ტირილის გარეშე..
-გოგონებო ჩემს გარეშე სად მიდიხართ..?
-ნეტა ვიცოდე ეკატერინე..-ამოიხვნეშა თაიამ და ამ დროს სასტუმროც დავტოვეთ..
-სად წავიდე..
-გზას გაუყევი..
-გამაგიჟებ რაა..ან რა გატირებს ან სად მივდივართ..
-მეგობარს ვჭირდები..
-მეგობარს..? ვინმე ჩამოვიდა და არ ვიცი..?- შეიცხადა ეკატერინემ
-კარგი კარგი მივიდეთ და გავიგებთ..ახლა საით..
-მარჯვინ შეუხვიე..შემდეგ კიდევ ივლი სანამ შესახვევი არ დაგხვდება და ისევ მარჯვნივ შეუხვევ..
. . .
-სად მომიყვანე გოგო..ნორმალური ხარ..?
-თუ მომყვები ბოლომდე გამომყევი..
-მიდი ჰაა მოვდივარ..წესიერად ვერაფერს ვხედავ..
-არაუშავს მალე დაინახავ..
-ეს რა შენობაა..-გარეთ ერთი პატარა განათების მეტი გზას არაფერი გვიკვალავს..შენობის უკანა გასასვლელით ვისარგებლეთ და ისე შევედით..თაიას შეეტყო გაურკვევლობისგან მალე გადაირეოდა..მითუმეტეს როცა ვერ მიხვდა ამ ხნის განმავლობაში სად მიმყავდა სუსუტი განათების ფონზე..
შემდეგ კი დანიშნულების ადგილას შევაბიჯეთ..ისე ამოვიყანე საკამოდ დიდ სიმაღლეზე თაია, ვერაფერს მიხვდა..მის თვალწინ კი ახლა მხოლოდ სანთლით განათებული ოთახი გადაიშლა..ვარდის ფურცლების გარეშე..ოღონდ იცით როგორი სანთლები..? ძველად რომელიმე სასახლის გასანათებლად რომ გამოიყენებდნენ ისეთი..იქვე დგას მრგვალი მაგიდა გემრიელობებით გაწყობილი..დიდი ფანჯრები არ დაგავიწყდეთ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება, ოდნავ მოშორებით განათებული ქალაქის ფონზე..
თაია ჯერ კიდევ ოთახის თვალიერებაში იყო, ანდრია რომ მოგვიახლოვდა თაიას ხელი ჩასჭიდა და მადლობა მოაყოლა ჩემი მიმართულებით..თავი დავუქნიე..მე და ეკატერინე კი იქაურობას გავეცალეთ..
ერთია წარმოიდგინო ვიღაცის ბედნიერება და მეორე საკუთარი თვალით ხედავდე..
ახლახანს აღმოვაჩინე რომ ადამიანები, რომლებიც რომანტიკოსები არ არიან, თავიანთი რომანტიკა მაინც აქვთ..
. . .
-მოიცა რაა..ხუმრობთ..?
-რას ვხუმრობ..სერიოზული მზადება დავიწყე გოგონების საღამოსთვის და რას ვხედავ, დებორა და თაია ჩემს გარეშე ტოვებენ სასტუმროს..ავედევნე რაღათქმა უნდა..იქით დებორა ტიროდა და თაია ამშვიდებდა..სად მივდიოდით ხომ გაურკვეველი იყო და ბოლოს რა აღმოჩნდა..
-დებორა რომ დავინახე ტიროდა ავნერვიულდი..ფიქრები ყველანაირი ცუდისკენ წავიდა..არა რანაირად დადგი ეს ყველაფერი..ეჭვი არ შემიტანია არცერთი წამით..
-შინაგანი არტისტი გავაცოცხლე..-გამეცინა..
-კარგი სიურპრიზი კი გამოვიდა..
-ნამდვილად..-თქვა თაიამ და ანდრიას ღიმილით გადახედა..-აუ იცით რა მაჩუქა ანდრიამ..ალბომი იმ ფოტოებით სავსე რომ მეგონა დავკარგეთ..
-ვიცით..-ვუპასუხეთ მე და იოანემ..
-შენმა ქამრმა დაგასწრო თქმა..
-ფოტოები გამორჩეული საჩუქარია..
-წლების შემდეგ გადაშლით და შვილიშვილებს დაათვაიერებინეთ ახლაგაზრდობას..
-იოანე ირმის ნახტომი რა საჭიროა..ჯერ მაცადე შვილი მყავდეს და იმას დავათვალიერებინო ალბომები..-შეიცხადა თაიამ თუმცა ეს რეაქცია ჩაცინებამ მალევე ჩაანაცვლა..
-ისე ანდრია შენ რამდენი შვილი გინდა..?
-რამდენის გაჩენასაც თაია მოისურვებს..
-იქნებ საერთოდ არ მოისურვოს..
-მისი არჩევანია..
-ალბომებს ტყუილად არ ვაგროვებ..მაგრამ ამაზე ლაპარაკი მაინც ადრეა..
-შენ რას იტყვი დემნა..
-მე რა უნდა ვთქვა..მე და ანდრიამ საკუთარი თვალით დავინახეთ როგორი რთულია ორსულობა..ნანა ლილეზე რომ იყო მაშინ..მარტო შენ გინდოდეს შვილები ესე მარტივად არაა საქმე..ანდრიას აზრს ვიზიარებ.. ძალიან ადრეა ამაზე საუბარი..თუმცა იმდენი შვილი რამდენასც საყვარელი ქალი მოინდომებს..
-მიჯნური..
-კარგით მეგობრებო იდეა მაქვს..
-აბა გისმენთ ეკატერინე..
-დღევანდელი დღე კი გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ იქნებ ხვალ სამეგობროს საღამო მოგვეწყო და სასიამვნო ადგილას წავსულიყავით..
-აუ კიი..
-რა პრობლემაა წავიდეთ..
-ოღონდ სად../?
-არაა პრობლემა..მოვაგვარებ-უდარდელი ხმით თქვა დემნამ..
-მაშ კარგი..გადაწყვეტილია..
-აი ახლა კი შეგვიძლია გარეთ გავიდეთ..
. . .
ამასობაში ადგილი შევიცვალეთ და ბავშვებმა სხვა ადგილას გადაწყვიტეს სრიალი..რომელზეც მხოლოდ მსმენია..შემდეგ საკუთარი თვალით დანახულმა, შორიდან აღმართი რომ მოჩანდა უფრო შემაშინა..
-მზად ხარ..?
-არა..
-აქაურობასაც შეეჩვევი..დამიჯერე..
-კარგი რაა დემნა..ნახე როგორი აღმართია..
-აბუქებ..მოდი ესე გავაკეთოთ..მე წინ წავალ..ანდაც აღმართამდე ჩამოდი და ეგაა..
-კარგი წავიდეთ..ისედაც იმდენი ხალხია რიგში დრომა მეზარება..-ნელა დავიწყეთ სვლა..ჩემში შიშმა კი საგრძნობლად იმატა..თვითონ იმისიც კი შემემშინდა, რომ იმას რასაც ვეჭიდებოდი ხელი გამეშვა..ამ ფიქრში და ნერვიულობაში ისე მივყევი დემნას აღმართის თავზე ვერ გავიგე..
-დებორა რას აკეთებ..მეგონა აღმართის შეგეშინდა და..
-ახლაც მეშინია..თან საშინლად..რა გავაკეთო..საკუთარ თავს ის გავუჩალიჩე რაც აღმაშენებელმა დიდგორის ველზე მტრებს გაუკეთა..უკან დასახევი გზა ჩახერგილია..-ბოლოს ნათქვამზე დემნას კი გაეცინა, თუმცა როცა უკვე სხვები დაინახა ჩვენკენ მომავალი მითხრა..
-საკუთარ შეკითხვას თავად გაეცი პასუხი..თუ უკან დასახევი გზა ჩახერგილია წინ უნდა იარო..მოგიწევს აქედან დაეშვა..
-მე..
-დებორა დრო აღარ გვაქვს..-წამიერი ყოყმანის შემდეგ პანიკით მოცულმა საკუთარ თავს ვუბიძგე და სინათლის სისწრაფით დავეშვი ქვემოთ.. ის აღმართი კი გადავლახე თუმცა უფრო მეტად სწრაფად ვეშვები..ამან უფრო შემაშინა..ნერვებმა მიმტყუნა და წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ შევძელი..რომელი მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი ვერ გეტყვით თუმცა ფაქტია შედარებით ფრთხილი დაცემის მაგივრად, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა არ გამხსენებია და თავით გადავეშვი..სანამ აზრზე მოვიდოდი დემნა უკვე ჩემთან გაჩნდა..წამოდგომაში მომეხმარა..და საშინლად ანერვიულებულმა იმის გარკვევა დაიწყო როგორ ვარ..
-დებორა..დებორა მითხარი რომ კარგად ხარ..
-მე.. ალბათ..
-რადგან ლაპარაკობ საქმე არც ისე რთულადა..კიდევ კარგი..-ფეხზე დავიხედე და გავიაზრე რომ ცალი თხილამური ჩემს ფეხს აღარ ამშვენებდა..არც ქუდი მეხურა..ჩემს მზერას თვალი დემნამაც გამოაყოლა და მიხვდა რაშიც იყო საქმე..გარშემო მიმოიხედა და ის თხილამური. რომელიც მომძვრა მალევე მომიტანა..დიახ არ მოგესმათ..იმდენად გრაციოზულად დავენარცხე მიწას თხილამურმა ჩემი მიტოვება განიზრახა..
ჩაცმაში დამეხმარა..ქუდი დამახურა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა..
-თავს როგორ გრძნობ..
-ოდნავ თავი მტკივა..
-დაშვებას შეძლებ..?-წინ გავიხედე..გასავლელი გზა უსასრულობამდე გაიწელა..აჰ როგორც ჩანს ჯერ არაფერი დასრულებულა..
-ისევ ასე რომ წავიქცე..არა არ შემიძლია…
-იცი ახლა რას გავკეთებთ..? შენ მთელი დარჩენილი ძალით ეცდები პანიკას აღარ აყვე..მე კი შენზე ადრე დავეშვები..ისე რომ არც ძალიან გაგისწროდა დაგაზღვევ..
-სხვა გზა მაინც არ მაქვს..-მისი სიტყვებისამებრ მოვიქეცით..თავიდან მომყვებოდა თუმცა ბოლოს დაეშვა..მეც წესით უპრობლემოდ შემეძლო დაშვება..შეიძლება გაჩერება მომეხერხებინა კიდეც, თუმცა დაბლა დავიხედე, ისევ წინ გავიხედე..
წამიერად შენელებული კადრივით დავინახე დემნა, რომელსაც მთელი ყურადღება ჩემკენ ჰქონდა მომართული.. არ ვიცი ასე შორიდან რა შემაჩნია თუმცა ხელები გაშალა..თითქოს ჩემს დაჭერას აპირებდა..მართლა ეს ფიქრები ჰქონდა..? ვერ გეტყვით თუმცა თავს გაჩერება აღარ ვაიძულე..იმ მცირე მონაკვეთში ჩემი გონება გაჩერებაზე აღარ ფიქრობდა..თითქოს მინდოდა კიდეც რომ დემნას დავეჭრე..თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომც მეცადა ფეხები არ დამემორჩილებოდა..
მე კი მთელი ყურადღება მისკენ მივმართე..ასე მოულოდნელად შენელებული კადრი ძალიან აჩქარდა და ისე აღმოვჩნდი დემნასთან ვერ გავიაზრე..არ წავქცეულვართ..ჩემი დაშვების გამოგარკვეული მანძილით უკან ნამდვილად დავიხიეთ, საბედნიეროდ დემანამ გაჩერება მოახერხა..დამიჭირა..მან პირობა შეასრულა..დამაზღვია..
-მე..მე..
-დამშვიდდი ახლა აქ ხარ..-უფრო მეტად მიმიხუტა..თავი მის მხარს დავადე თითქოს გარშემო ხმაური ნელნელა მისუსტდა და ბოლოს საერთოდ შეწყდა..
-ვერ გავჩერდი..-სიჩუმე ისევ მე დავარღვიე..
-მნიშვნელობა არ აქვს..მე დაგიჭირე..
-დამიჭირე..მაგრამ დემნა..-გადმომხედა
-ისეთი შეგრძნება მაქვს..როგორ ვთქვა..მგონი ვკვდები..სიკვდილის წინ შოკოლადის ტორტს ხომ ვერ მომიტან..
-არ კვდები..
-მაინც..-რამდენიმე წამის შემდეგ ერთ ხმაში ისტერიული სიცილი აგვიტყდა..შოკოლადის ტორტზე და არსებულ სიტუაციაზე ისე ვიცინით გაჩერება წარმოუდგენელია..
ამასობაში მოვასწარით ყველას ყურადღება მიგვეპყრო..
-თეთრი შოკოლადი არ წავა..?-შიდა ჯიბიდან ის თხილიანი შოკოლადი ამოიღო მე რომ ძალიან მიყვარს და თვეებია არ მიჭამია..
-არ არსებობს..საიდან..
-გახსოვს ძალიან ადრე..თეთრი შოკოლადი ძალიან მოგინდა..მაგრამ თან არ მქონდა და არც მარკეტში შეგვეძლო შესვლა..
-კი მაგრამ..მას შემდეგ..მე..
-კი მას შემდეგ ყოველთვის თან მაქვს..ყოველი შემთხვევისთვის თუ ისევ მოგინდება..მოგინდებოდა..-მინდოდა შემეხედა თუმცა ვერ შევძელი..მის ხელებს და თეთრ შოკოლადს მივაშტერდი..
-ჩვენ ხომ..ახლა რატომღა..
-ჩვევაა..თან თუ არ მაქვს დისკომფორტს განვიცდი..-მანამდე ხელთათმანები მოხსნილი მქონდა..თუმცა..უკან გავიწიე და ხელთათმანი ისევ მოვირგე..
-მე..შეგიძლია აღარ ჩათვალო თავი ვალდებულად ამის ტარებისგან.. თავდაპირველი მიზანი ხომ დაკარგულია..-რაღაც უნდა ეთქვა და არ დავაცადე..-თუ მოინდომებ ჩვევებისაგნ გათავისუფრელბა შესაძლებელია..უნდა წავიდე..
-მოიცადე..
. . .
-დებორა..მოსაცდელში რას აკეთებ..შენ რა ტორტს ჭამ..?
-ანდრია..საკუთარ შეკითხვას თავადვე გაეცი პასუხი.. ტორტს ვჭამ..
-შუაღამეა..
-ვიცი..შენ რას აკეთებ..?
-მანქანაში რაღაც დამრჩა და..
-მიდი მაშინ..- რამოდენიმე წუთში ანდრია დაბრუნდა და ჩემს გვერდით დივანზე ჩამოჯდა..
-მეტყვი რა ხდება თუ ესე სიჩიმეში კიდე დიდხანს ვისხდეთ..
-ტორტი მომინდა ძალიან..რა უნდა მომხდარიყო..
-ნახევარზე მეტი შეგიჭამია..
-გემრიელია..თან პატარა ტორტია..
-დებორა..
-რა მოხდა..ვერ დავიძინე..დღეს მთელი დღეა ტორტი მინდა..ჰოდა აი აქ ვარ..
-დემნაა დამნაშავე..?-გაოცებულმა გავხედე..
-საიდან მოიტანე..
-ურთიერთობაში ლოგიკურად ვინ დააშავებდა რამეს..
-არ მითქვამს რომ ვიჩხუბეთ..
-იმისთვის რომ რაღაც გეწყინოს ჩხუბი საჭიროებას არ წარმოადგენს..
-რაღაც რიგზე არ არის..ოდესმე წარმოგედგინა მე თუ ვისრიალებდი..?
-დემნამ დაგარწმუნა ხომ..?
-კი..
-ნანობ..?
-სრიალი რომ ვისწავლე..ნუ ვსწავლობ.. რატომ უნდა ვნანობდე..
-შეიძლება რაღაცას კარგი მიზნით აკეთებდე..თუმცა ყველაფერი ისე როდია როგორც გვინდა და ვგეგმავთ..
-სრიალში ცუდი არაფერია..იმას თუ არ გავითვალისწინებთ რომ უამრავჯერ დავეცი..
-როდესაც სრიალს იწყებ ისიც უნდა იცოდე რომ უამრავჯერ დაეცემი..მთავარია წამოდგომა და წინსვლა განაგრძო..
-თუ ძალიან ძლიერად დავეცემი..
-არ გახსოვს თაიამ ადრე რომ მოგვიყვა ისტორია, როგორ დაეცა სრიალის დროს..? ახლა კი ღიმილით იხსენებს როგორ გადაურჩა..იმის თქმა მინდა რომ..თუ წამოდგომისთვის იბრძოლებ, შემდეგ ღიმილით შეძლებ გახსენებას როგორ გადაურჩი ძლიერ დაცემას..
-ასე ფიქრობ..?-თავი დამიქნია..
-ტორტის ჭამას ბოლომდე აპირებ..?
-ვნახოთ..
-ხვალინდელი გეგმები ხომ არ დაგავიწყდა..თუ არ დაიძინებ, წარმოგიდგენია რა მოხდება..?
-მალე წავალ დასაძნებლად..
-მაშინ დაგტოვებ..-წამოდა-ძილინების..
-ანდრია მოიცადე..-მოიხედა..-მადლობა-უბრალოდ გამიღიმა და წავიდა..მე კი დავრჩი ისევ ჩემს შოკოლადის ტორტთან და ფიქრებთან..
მოწოლილი ცრემლები ვეღარ შევიკავე და ამეტირა..დივანს მივეყრდენი..
საერთოდ რაზე ვფიქრობ..ამას რატომ განვიცდი..შენც ეს არ გინდოდა..? შენი სურვილით არ მოხდა..? ხომ იცოდი.. და მაინც.. რამდენჯერაც არ უნდა ატრიალო გონებაში, თეორიულ ცოდნას აზრი არ აქვს..მანამ სანამ პირადად არ შეეჩეხები..სანამ არ გამოცდი..და იცით მერე რა ხდება..? ან ძალიან გახარებული ხარ ან ძალიან გტკივა..
„ზოგჯერ ჩვენ ვქმნით საკუთარ გულისტკივილს მოლოდინით“.
. . .
-მმ რა ხდება..
-შენ რა კიდევ გძინავს..?
-მოიცა..თქვენ რა გასულები იყავით..?
-კი ვიყავით..გუშინ საერთოდ გეძინა..?
-ვაღიარებ, ძალიან გვიან დავიძინე ..
-გირჩევ მალე დაიწყო გამოფხიზლება..არ დაგავიწყდეს სამეგობროს შეკრებისთვის მზადება უნდა დავიწყოთ..
-მეგობრებო მიყვარხართ..მაგრამ ახლა ისე მეზარება ადექი გაემზადე ჩაიცვი..იარსებე ისუნთქე ჭამე..
-ბოდიში რომ ვარსებობთ ..ასე ხდება როცა მეგობრები გყავს მაგრამ 10 წუთში თუ არ აემიწები მაგ ლოგინიდან თავად მოვალ და ვნახოთ ვინ მოიგებს..
-თაია ჩემგან რა გინდა..?
-შენი კარგად ყოფნა, სხვა რა უნდა მინდოდეს..
-კიდევ ცოტახანი რომ დავიძინ..კარგი კარგი ავდგები..ეს რა ხალხია რაა//
-მესმის..
-ძალიან კარგი..-ადგომით კი ავდექი, მაგრამ მთელი სხულით ვგრძნობ, რომ ნახევრად მძინავს და ვერ ვფხიზლდები..აბაზანაში შევედი მოსაწესრიგებლად და სარკეში ჩახედვისას გული გამისკდა..საკუთარ თავს ვუმეორებ რომ ამის გამოსწორება შემიძლია..-გასვლა რომელზე იგეგმება..?
-ამმ ესე შვიდისკენ..-ანუ დრო მაქვს..დილის პროცედურები ჩავიტარე და სადღაც ერთი საათის შემდეგ სარკეში ჩახედვისას მივხვდი, რომ ადამინს დავემსგავსე..
-ეს რა არის გოგო პირსახოცი ვერ შემოიხვიე..? -ხელით ჩემი თმებისკენ მიმანიშნა-არ გაცვიდე..
-შეტანა დამავიწყდა და იქნებ მაცადო..
-მე ბოდიშ..-პირსახოცი შემოვიხვიე და მათ გვერდით დავჯექი..
-აბა თქვენ მაინც იცით რას იცმევთ.. თუ ერთი გასაჭრის მოზიარეები ვართ..
-მართალია არ იცი რას იცმევ, მაგრამ გასაჭირად ვერ ჩათვლი.. მითუმეტეს თუ დიზაინერი მეგობარი გყავა და შესაბამისი კაბა წამოგიღო..
-არ არსებობს..მანამდე ხომ დაგეგმილი არ გვქონია..
-შენი აზრით სადმე არ გავიდოდით..? ვიცოდი არ მოგაფიქრდებოდათ და ისევ მე წამოვიღე..
-ოქრო ხარრ..
-იქნებ არ მოგწონს რა გიხარია..
-კაი ერთი შენი ჭირიმე..მაგ საკითხშიც გამითვალისწინებდი შენი რომ ვიცი..
-ასეა ასე..ისე შენ ხო კარგად ხარ..
-კი მშვენივრად..
-დილით თვალები..
-ზედმეტი ძილის ბრალია..
-ჰოო..რავიცი რავიცი..
. . .
მგონია რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ვერადროს მიხვდებიან ერთად გამზადება ჩვენთვის რას ნიშნავს..
ერთმანეთისთვის საჭროებისამებრ ნიvთების გაზიარება..საუბრები..სიცილი და მუსიკა..
არამგონია რომელიმე კაცისთვის გამზადება ასეთი სახალისო იყოს..
ოთახიდან ოთახში დავდივართ, მზადება კი არ მთავრდება..დღეს საკუთარი თავისთვის მაკიაჟი არ დამნანებია..ამის განწყობაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ გოგონებმა ამიყოლიეს..თაია აქამდე იკეთებდა ხოლმე, თუმცა ბოლო პერიოდში ხელი დახვეწა და ის იპოვა ყველაზე მეტად რომ უხდება.. ეკატერინეზე აღარაფერს ვამბობ..ისე ზოგადად ხომ ლამაზი კულულები აქვს მაგრამ დღეს ძალიან კარგად აქვს//
-მშვენივრად ხარ გოგო რაზე წუწუნებ..
-ჰოო..?-ვითომ კი ვამხნევებ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს სარკეში ეპრანჭება და თვალს ვერ წყვეტს..
-ჰოო ეკატერინე ჰოო..თაიააა აბა მზად ხარ..?
-თითქმის..მაგიდაზე ორი საყურე დევს და აბა ნახეთ რომელი ჯობია..
-მოიცა..ამმ..მეორე მაინც საშენოა ..ამ კაბას ხომ იცი პატარა საყურეეები უხდება..
-რავიცი რავიცი..აუ ისე შენ უკან ბანტი როგორ მოგიხდა თმებზე..
-ვითომ.?
-ჰოო გოგო ძალიან მომეწონა..-ბოლო შტრიხები და..
-მგონი მზად ვართ..
-სამ საათზე მეტი თუ ემზადები, ბოლოს მგონი აღარ უნდა დაურთო..
. . .
-ცუდად ვარ..მართლა მასე მოხდა..
-თქვენ იცინეთ და დღემდე ტრავმად დამრჩა..
-ასაკოვანი ქალის აკიდება საიდან მოახერხე იო..-სიცილის ტალღამ არ დააყოვნა..ისევ..
-კარგით ნუ ახსენებთ..ძლივს მოვიშორე..
-ყოველთვის რაღაც სასწაული როგორ გაქვს მოსაყოლი არ ვიცი რაა..-მხრები აიჩეჩა..
-რა გითხრა..
-ისე ყოჩაღ დემნა..კარგი ადგილი აგირჩევია..რაც მთავარია გემრიელი საჭმელები აქვთ..
-ეკატერინეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია..არა რაა დიზაინერს ინტერირი რომ არ დაგაინტერესებს..
-საიდან სად..ეგ საკითხი მე არ მეხეება ჩემო კარგო..ისე მიხარია სხვები რომ არ მომშტერებიან და მშვიდად მივირთმევ..
-ხანდახან..
-ნუ ამბივერტი ვარ..ხან როგორ ხდება და ხან როგორ..
-ერთერთი მიზეზი რატომ ხარ ჩვენი არაოფიციალური ფსიქოლოგი..ყველას გვიგებ..
-შესაძლებელია..ეგ კაი და თქვენ ორი მიახწევთ იმ ასაკამდე ჟურნალით ხელში დივანხე რომ ისხდებით..გახალისდით რაა.. მოუხუც წყვილად ყოფნას მერეც მოასწრებთ..
-თქვენთან ერთად ვიცინი ეკ..მეტი რა გავაკეთო..ან რა შემატყე გახალისება რომ მჭირდებოდეს..
-დებორას ნაპერწკალი გაკლია..
-ნაპერწკალი..? აი საიდან რა მოიტანე..
-ბოლოს რომელ სამეოგობრო შეკრებაზე ვიცეკვეთ..? სკამს ხარ მიწებებული და კიდე მეუბნებო, რომელ ნაპერწკალზე მელაპარაკებიო..?
-მე დაგიშალე ცეკვა და გართობაა..აბრძანდი და ვიცეკვოთ.. რა პრობლემა შექმან ბიჯოოს..
-ნუ გამიკახელდი შენ..
-ეკატერინე მართალია..წამოთ რაა ვიცეკვოთ..ოღონდ სევდიანი და თვალებში ციმციმის გარეშე..მართლა ვიცეკვოთ..
-ეს სახეეები მოიშორეთ და აემიწეთ..თუ გართობაა გართობა იყოს..-თქვა თაიამ და ქმრის აყენებას შეეცადა..
-გამაგიჟებთ რაა..მაგრამ რაც არის არის..გვიცეკვია და ეგაა..
. . .
-დებორა საერთოდ რაზე ვკამათობთ..ადამიანები ვართ..არ შემიძლია რობორტივით გაწერილი სიტყვებით საუბარი..
-მათ ჰგონიათ რომ ვიჩხუბეთ..
-მგონი შეესაბამება კიდეც სიმართლეს..
-როგორც წყვილმა..
-რის გაკეთებას მთხოვ..არ შეიძლება უბრალოდ ვთქვათ, რომ არაფერი მომხდარაა..ეს ეჭვნაერვი მზერებიც გაქრება..
-არაფერს შეცვლის..ახლადშექმნილი წყვილი ჩვეულებისამებრ უფრო ბედნიერია..ჩვენმა სიტყვებმა და ქმედებებმა კი შეიძლება ყველაფერი გააუარესოს..
-ჰოდა მაგას ვამბობ მათ თვალში უფრო ბედნიერები წარმოვჩნდეთ და ვუთხრათ რომ არაფერი ხდება..
-ანდრია არ დაიჯერებს..უბრალოდ არ დაიჯერებენ..
-მოიცა მოიცა ანდრია ასე გამოკვეთილად რატომ..რამე მოხდა..? -რა მინდოდა..ახლა რითი აპირებ ახსნას ძალიან მაინტერესებს..
-რა მნიშვნელობა აქვს..
-შენთან ყველაფერს აქვს მნიშვნელობა..უბრალოდ არაფერს ამბობ..რატომ ახსენე ანდრია..-რატომ მიცნობს ასე კარგად..
-მე..შუაღამისას დამინახა როგორ ვჭამდი ტორტს მოსაცდელში და ჰგონია რომ რაღაც ისე არ ხდება..
-მარტივად რომ ვთქვათ ჰგონია რომ რაღაც დავაშავე..
-ასეა..
-გასაგებია..მანქანში დამელოდე..მარკეტში გადავირბენ და მოვალ..
-კარგი..-თუ მიცნიბთ მიხვდებით რომ მალევე მოვიწყინე და გადავწყვიტე გავყოლოდი..არაფერი განსაკუთრებული..კარები გავაღე და გადავედი.. ამ დროისათვის, როცა უკვე უნდა შვსულიყავი არცისე სასიამოვნო ხმამ გაიჟღერა..
-დებორა..ეს შენ ხარ..?
-ამმ ლუკა გამარჯობა..
-აქ რას აკეთებ..
-მარკეტში უნდა შევიდე..
-ბაკურიანი ვიგულისხმე..
-ვისვენებ..უკაცრავად უნდა წავიდე..
-სად გეჩქარება..-ჩემსკენ გადმოდადგა ნაბიჯი..მექანიკურად უკან გადავდგი..-შენ რა ჩემი გეშინია..?
-ლუკა მოდი არ გვინდა..
-რა არ გვინდა გოგო..იმის გახსენება როგორ საშინლად მომექეცი..?
-არ მომიახლოვდე..-ხელი ჩემსკენ წამოიღო..შიშისაგნ გავშეშდი..ვერც უკან გავიწიე..
-არც კი გაბედო მას შეეხო..
-ოუ შენი მაშველი რგოლი მოვიდა..-ჩურჩულით მითხრა..
-უკან დაიხიე..მეორედ აღარ გამამეორებინო..
-უბრალოდ ვსაუბრობთ..
-რა თქმა უნდა..-თითქოს ირონიას გაბრაზება გაუარა და ისე ალაპარაკდა..-დებ წავედით..?-თავი დავუქნიე..
-ამის გამო დამშორდი არაა..
-უკვე საკმარისზე მეტადაც კი ვისაუბრეთ, შენთან ლაპარაკი აღარ მსურს..
-მაგას ვნახავთ..-მანქანში ჩაჯდომისთანავე ამოვისუნთქე..
-კარგად ხარ..?
-კი..ასე ნუ მიყურებ..
-როგორ..
-ხომ გეუბნეობოდი გამომეტყველებით..
-მე არ..
-შევცდი კარგი..გიხარია..? მოძალადე არაკაცი აღმოჩნდა..
-რატომ გგონია რომ განგსჯი ადამიანო..არ შეგიძლია ჩემს მაგივრად ფიქრი შეწყვიტო..? რაც არცკი მითქვამს და არ მიფიქრია მე ნუ მომაწერ..
-სახეზე..
-დებორა..მგონია რომ უბრლაოდ ის გეჩვენება რისი დანახვაც გინდა..
-ჰალუცინაციებიც დამწყებია..
-არ ვაპირებ..
-რას..
-შენთან კამათის არანაირი სურვილი არ მაქვს..ყოველ შემთხვევაში დღეს..სასტუმროში მივალთ და მშვიდად დავიშლებით..-მანქანა დაძრა..ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული, ისე რომ არ შემოუხედავს მითხრა..-ნურავიზე ნუღარ იდარდებ..ჩათვალე პრობლემა არ არსებობს..მოვაგვარებ..
. . .
-დებორა დარასელია..?
-დიახ..
-თქვენთვის წერილია..ახლავე გადმოგცემთ..ქალბატონო კარგად ხართ..?-მექანიკურად გავიწოდე ხელი წერილის გამოსართმევად..მაშინვე გავხსენი..როდესაც მივხვი რა იყო, სუნთქვა შემეკრა..
. . .
-დებორა სადაა..
-ნომერშია..თავს კარგად ვერ გრძნობს..
-რას ნიშნავს თავს კარგად ვერ გრძობს.
-არც გაციებულია და არც სიცხე აქვს..უბრალოდ ასე გვითხრა და ვეღარაფერი ვუთხარით..ისევ დასაძინებლად წავიდა..
-წავიდა..?
-დემნა არ გინდა..მგონი აჯობებს მარტო დატოვო..
-მე დავრჩები..
-დემნა..
-არ მითქვამს რომ მასთან მისვლას ვაპირებ..
. . .
შუადღეა..ასე არ შეიძლება.. გარეთ გასასვლელად მოვწესრიგდი..ქვემოთ ჩავედი..უკვე გასვლას ვაპირებდი ხმამ რომ გამაჩერა..
-დებორა..
-აჰ დემნა..შემაშნე..აქ რას აკეთებ..გარეთ არ უნდა იყო..?
-გასვლა გადავიფიქრე..
-კარგი..დაგემშვიდობები და..
-დებორა..შეგიძლია მოხვიდე..?
-ამმ რატომ..? უნდა გავიდე..
-გავალთ კიდეც..ჯერ ჩემამდე მოდი როგორმე..-მის გვერდით დავჯექი..
-მშვიდობაა..?
-ომის გეშინოდეს..
-დემნა..რა ხდება..
-ეგ შენ უნდა მითხრა..
-ვერ მივხვდი..
-რაღაც რიგზე არაა..უნდა მითხრა რა ხდება..
-რაზე დაყრდნობთ ამბობ..გარეთ გასვლა რომ არ მოვინდომე ამ დილით..? რამე რომც მაწუხებდეს შენ რატომ გეტყვი დემნა..
-იმიტომ რომ ჩვენ..ჩვენ..
-ზუსტად..
-არ აქვს მნიშვნელობა.. ყოველთვის შეგიძლია დახმარებისთვის მომმართო..ჩვენი მეგობრ..
-დემნა..ის რომ კარგი მეგობრები ვიყავით წარსულია..არ შეგიძლია ყველაფერი ამ წლების ხარჯზე გააკეთო..
-არ შეიძლება ჩემს მიჯნურზე ვინერვიულო..?
-მდინარის პირას ჩამოჯექი და ბარემ ატირდი..-ერთნაირად გაგვეცინა..
-ჩვენი ურთიერთობის სტატუს მნიშვნელობა არ აქვს..მეტრი ხარ თუ მოყვარე შენზე ვღელავ..
-ლოგიკაში არ ჯდება..ჩემზე რატომ უნდა ნერვიულობდე არ მესმის..
-ადაამიანი რომელიც წლები მაღელვებდა..რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.. უბრალოდ არ შეიძლება რამოდნიმე თვემ ყველაფერი გააქროს..
-შეიძლება..
-ადამიანური ფაქტორია..
-უცნაურად იქცევი..
-შეიძლება..-დივანს მიეყრდნო და თავით ჩემკენ გადმოიხარა..-მაგრამ დაფიქრდი..როდის იყო ჩვენ ორთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალური და დალაგებული..
-ეგეც მართალია..
-ხან შენი კლდიდან გადაგდება მომინდება და გადაგაგდებ..ხან კი შენს გადარსაჩენად იმავე კლდიდან გადმოვხტები..ყველაფერი ლოგიკურია..ასე არ ფიქრობ..?-მის ნათქვამზე ხმამაღლა გამეცინა და მეც დივანს მივეყრდენი..
-ზედმეტად ლოგიკურიც კია..
-რა სახე გაქვს..
-თმაში რაღაც გაქვს..-ეცადა მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ადგილის გარდა ყველაფერის მიედო.
-კარგი მაცადე..-ოდნავ მივიწიე..
-ოჰ ორი გვრიტი აქ ყოფილა..-მომესმა თაიას ხმა, რომელიც ანდრიას გვერდით იდგა და მე და დემნას გვიმზერდა..
-რატომ დაბრუნდით..
-შიმშლმა თავისი გააკეთა..
-თქვენ რა აქ ყოფნას აპირებთ..?
-დიდი ხნით არა..
-კარგი მაშინ..გნახავთ..
-აბა თქვენ იცით..-ანდრიამ წასვლისა მოაყოლა..
-უჰჰ მეც არ ვიცი რატომ დავპანიკდი..
-ამ პანიას მივაწერო მათი გამოჩენის მერე ჩემს თმებში რომ ხლართავ ხელებს..?
-ოი ბოდიში არ გამიაზრებია..-მთელი ამ ხნის განმავლობაში დემნას თმებს ვეთამაშებოდი..კარგი რაა დებორა..კარგი რაა..
-მე არ ვარ წინააღმდეგი რო რამე..
-ნუ სულელობ..მე წავედი..
-საით..
-გარეთ ჰაერზე..
-მარტო..?
-ეს შეცხადბა რა იყო..
-მეც მოვდივარ..ერთად წავალთ..
-დაცვასავით უკან დევნის აუცილებლობას ვერ ვხედავ..
-კარგი..
-კარგი..?
-თუ არ გინდა..შეგიძლია მარტო წახვიდე..
-ერთი პრობლემა მაქვს..
-გისმენ..
-იცი დაცვას რამდენი ფული ესაჭიროება..? მე სად მაქვს მაგდენი..-გაეცინა..
-ფასდაკლებას თუ გაგიკეთებ..?
-შეიძლება დავფიქრდე..
. . .
-დღევანდელი დღეღა დაგვრჩა და კარგად გამოვიყენოთ..
-რა მალე გავიდა დრო.
-ძალიან..
-სანამ ნოსტალგიაში გაადაეშვებით იქნებ სჯობს დასვენება შევირგოთ..
-საღამოსთვის ჩვენთვის მე მაქვს გეგმები ..მანამდე კი რამე მოიფიქრეთ..-განვაცხადე მე..
-ოუუ დებორამ ინტრიგა შემოიტანაა..
-მე მაქვს იდეა..-თქვა ეკატერინე..
-გისმენ მის კრეატიულობა..
-გთავაზობთ ჩემი ჰობით ყველა დავკავდეთ..ციგურები..
-ამმ..
-კარგით რაა არ გაინტერესებთ როგორ დაეცემა ერთი მეორე..?
-მე თანახმა ვარ..
-ასევე..
-გადაწყვეტილია..მაშინ გადავუხვიოთ გზას მარცხნივ..
. . .
-როლიკებისგან ვერაფრით განვასხვავებ..იგივე ემოციებს მიტოვებს..
-დებ კარგი რაა..იქნებ ნორმალურად გესრიალა და არაფერს დაყრდნობოდი..
-ყინული მაინც ყინულია..არა ასე თავისუფლად რანაირად დასრიალებ..ზედეტად მსუბუქადაც კი..
-სრიალი მიყვარს..-მომღიმარ ეკატერინეს თაია რომ დაეჯახა სიცილი ვერ შევიკავე..კარგით ამას სიცილი არა უფრო გადახარხარება ეწყოდება, მაგრამ ვინ აკონკრეტებს..უფს..ამ წამს თავად დავაკონკრეტე..
-ცოცხლები ხართ..?
-დაგეძახა მაინც გოგო..
-მემეგონა შევძლებდი არიდებას..
-შენ რა გითხარიი..-თან ცდილობდა წამომდგარიყო და თან ეცინებოდა..-რადგან გადავრჩით ვინ ჩივის..-მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის სრიალი დიად სიამოვნებასთან არ ასოცირდება, სამაგიეროდ მეგობრებთან ყოფნა მივსებს ამ ნეგატივს..
მართლა გავერთეთ..ამ ლაპარაკის და ხუმრობების იქით რომელიმეს წაქცევა უფრო სახალისოს ხდიდა ყველაფერს..
ჯერ კარგად ვიცინოდით და მერე ვამოწმებდით დაშავებული მართლა დაზარელებულად თუ შეგვეძლო შეგვერაცხა..
წარმოიდგინეთ როგორი მოსაწყენი იქნებოდა, თითოეული ჩვენგანი ეკაგტერინესავით კარგად რომ სრიალებდეს..
ფოტოების გადაღების პროცესი კი მაქსიმალურად სახალისო გავხადეთ..ჩვენს იქით ორი-სამი კაცი სრიალებდა და ერთერთს ვთხოვეთ ყველასთვის ფოტოები გადაეღო..
ისე კი ფოტოებში კარგი საცეკვაო პარტიების შერულება არ დაგვიწყებია..მცდელობა მაინც იყო იმიტაცია შეგვექმნა და თავი ისე მოგვეჩენებინა თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყავით.. თავი მაღლა აწეუელი..ხელები ისე თითქოს სამაიას ვცეკვავდით და ფეხები ისე თითქოს ხანჯლურს..
რას არ გავცემდი ბიჭებისთვის ცალი თვალით მაინც შეგეხედათ..ამდენი ბოლოს როდის ვიცინე არ ვიცი..მუცელი ამტკივდა საშინლად…კარგი კარგი ღირდა ამ სანახაობად..
-დროის დამატება მგონი არ გვჭირდბა..რას იტყვით..?
-რაც იყო კარგად შევირგეთ..
-რაო იო.. იმ გოგომ არაო..?
-როგორ გეკადრებათ..ნომერი ჩაწერილ არს..
-მოკლედ..აბა წავედით..?
-წავედით..
. . .
-ესეც ასე, მოსაღამოვდა..აბა დებ რა დაგეგმე ჩვენთვის..?
-პირველ რიგში უარი არ გამაგონოთ..აქვე შეგვიძლია ციგები ვიქირაოთ და ზემოთ გაიხედეთ..იქიდან დავეშვათ..
-ციგით..?
-კარგით რაა გავერთობით..ბოლო დღეა, არ გინდათ უფრო მეტად დასამახსოვრებელი გახადოთ..?
-კარგი კარგი..წავიდეთ..-ვიქირავეთ და აღმართს ავუყევით..მართლა გადავეშვი ბავშობის მოგონებებში..ის აღტაცების განცდა და დაშვების მოლოდინი..თითქოს არც გავზდილვარ..თითქოს ეზოში ვარ ჩასული და სადაცაა დედა გამომძახებს ფანჯრიდან, რომ ჩემი სახლში წასვლის დროა..იმ დაპირებთ რომ უკან გამომიშვებს მაგრამ ეს დაპირება, რა თქმა უნდა, არ შესრულდება..
-ციგა მაშინვე ქვემოთ მიდის და დაჯდომას ვერ ვასწრებ..რა უბედურებაა..
-გოგო გაასწორე და უცებ დაჯექი..
-აუ იქ ჩაღრმავებას ხედავთ..? აი ახლა კი დაშვება საინტერესო გახდა..
-თავი ფორსაჟის პერსონაჟი ხომ არ გგონია.
-ციგას მანქანისგან როდიდან ვერ არჩევ..?-ზუსტად ამ დროს ჩასრიალდა ეკატერინე..და ჩემ მიერ აღნიშულ ჩაღრმავებიდან სულ პატარათი აფრენის მცდლეობაც იყო..
-ვერ არჩევო..თქვენ რა გგონიათ ფორსაჟის პერსონაჟები ნაკლებად დაფრინავენ ერთი შენობიდაან მეორეში..?
-მე მივდივარ, შემდეგიი..-ყველანი დავეშვით..ისეთი სიხარული განვიცადე კარგა ხანი რომ არ მიგვრძნია..სანამ კარგად არ დავიღალეთ ამ აღმართზე სიარულით არ გავჩერდით..
-ყოჩაღ დებორას..ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდით..ისე გავხალისდიი..
-მოხარული ვარ..
-თქვენ რა გეგონათ უსაქმოდ ვიყავი..? ფოტოების გადაღება მოვასწარი..
-აი გვაჩვენე რაა..
-თბილისში..
-ეს ინტრიგა რა იყო..საერთოდ არ გეთქვა..
-სიხალისეს ცოტა ტაჯვა თუ არ დაუმატე ისე რა მამული..
-ანდრია რას იღიმი..თქვენ რომ გიყურებთ ადამსების ოჯახი მახსენდება..გოგონა გაკლიათ ორი ნაწნავით და პატარა ბიჭი ზოლიანი მაიკით..-იოანეს ნათქვამის შემდეგ ერთდროულად აგვიტყდა ყველას სიცილი..
-ჰაჰჰ კარგი იყო..
-ნელნელა გზას გავუყვეთ..სასტუმროში დაბრუნების დროა..-და სახლში წასვლისაც..
ბოლო დღე ყველაზე ტკბილი და მწარე იყო ერთდროულად..მოსალოდნელ წასვლას კარგი მოგონებები მაინც დავურთეთ თან..შემდეგ კი სახლის გზას გავუყევით..
კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამ დღეებმა..მეგობრებთან გატარებული დრო საკმარისი არასდროსაა..
მიუხედავად იმისა რომ ასეთი მომენტების უფრო მეტი ფოკუსირებთ ვცდილობ დავიმახსოვრო..შევიგრძნო..მაინც ისეთი განცდები მრჩება რომ საკმარისად არ დავაფასე..
რაც არ უნდა ცდილობდე კარგი მომენტის დაფასებას, უნდა გახსოვდეს რომ, ეს მომენტიც ჩაივლის და მონატრება გარდაუვალია..სამაგიეროდ თუ დააფასებ სანანებელი არაფერი გექნება..
. . .
რამოდენიმე დღე დამჭრდა ჩვეულ გარემოსთან შეგუება..კალაპოტში ჩადგომას.ფიქრებშ გართულს ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენ..
-უნდა ვილაპარკოთ..ის გავრკვიე რაც მთხოვე..
-გასაგებია გამოვდივარ..
. . .
-მითხარი რა გაარკვიე..
-ყველაფერი უცნაურადაა..დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ამ გოგოს ცხოვრება გადავქექე..როგორ მივიდა იქამდე სადაც ახლაა..
-და..?
-სუფთაა..მონდომებულია, თავისი საქმის პროფესიონალი..
-მაგრამ..
-მაგრამ ვიღაც არ წყალობს..
-რას გულისხმობ..?
-როცა ჩავუღრმავდი ხაფანგებს გადავაწყდი..ვიღაცას უნდოდა მელისა დამნაშავედ გამოეყვანა..
-ეს ვის უნდა უნდოდეს..
-შესამჩნევად არავის..სავარაუდოდ უფროსს ნდობის მიზეზი აქვს..იქნებ მან იცოდეს რამე..
-მასთან ვერ მივალ..რა დონის ხაფანგებზე გვაქვს საუბარი..
-ხაფანგების ამოცნობა გამიჭირდა..
-გასაგებია..მადლობა დროის დათმობისთვის..
-შენ რამდენჯერ დამხმარებიხარ..ეს არაფერი იყო..
. . .
-ჩემთან შეხვედრა გინდოდა..?
-კი..დაჯექი..
-რა ხდება..?
-მელისა..შენზე ინფორმაცია მოვიძიე..ეჭვის საფუძველზე..
-ამას რატომ მეუბნები..
-გავარკვიე რომ ვიღაცას შენი ჩაძირვა უნდა..რამოდენიმე საქმის უფრო ღრმა გამოკვლევა რომ დაიწყოს, შენ გამოხვალ დამნაშავე..
-ამის თქმა რა სარგებელს გაძლევს..
-შესაძლოა ჩამშვები ის იყოს, ვინც დანაშაულის დაბრალებას ცდილობს..უნდა გავრკვიოთ ვინაა..
-თანამშრომლობას მთავაზობ..?
-ასეა..შენ დიდ სარგებელს ნახავ თუ გაიგებ ვინ გიპირისპირდება..თუ ჩემი ნდობა შეგიძლია ვითანამშრომლოთ..
. . .
-მას ელაპარაკე..?
-ასეა..
-გასაგებია..თუ უფროსმა ვერაფერი გაარკვია ამას ჩვენ როგორ მოვახერხებთ..-გამეღიმა..
-დემნა დემნაა..ამას თავად ნახავ..
-ვერ გავიგე, ბოლოს დაგთანხმდა..?
-მითხრა რომ თავის დროზე თავადაც გამოიკვლია ჩემზე რაღაცები..დამთანხმდა..
-კარგია..
-ვნახოთ რა გამოვა..
-გათხრა საიდან შეგვიძლია დავიწყოთ..?
-ვისთან ერთადაც მელისამ წვრთნები გაიარა..
. . .
-შენ რა მართლა იმ გოგოსთან ერთად მიდიხარ პაემანზე..?
-ასეა..ჩამოვიდა უკვე..
-მერე აქ რას აკეთებ გამახსენე..
-ეკატერინეს არაფერი უთქვამს..?
-ამმ არა..
-რაღაც უნდა დაეტოვა ჩემთვის..
-დარწმუნებული ხარ..?
-კარგი აბა დავურეკავ..შენთან ვარ..კარგი..კარგითქო მოვალ..
-რაო მშვიდობაა..
-თან აქვს და დაავიწყდა დარეკვა.კაი მაშონ წავედი..კარგი დღე გქონოდეს..
-მადლობა იო, ასევე..-იოანე გავაცილე და მუშაობა განვაგრძე..საშინლად დამლღლელი დღე გამოვიდა, მერე არაფრის თავი რომ არ გაქვს ისეთი..
ბოლოს კი ისეთი ეფექტი ქონდა ჩემს ნამუშევარს თითქოს დიდად არაფერი გაუკეთებიაო, თუმცა რაღას ვიზამდი..როდესაც ზარის ხმა გავიგონე, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალისხმევა დავახარჯე უბრალო ადგომას და ტელეფონის აღებას..
-გისმენთ..
-სასწრაფოდ მჭირდება..ხომ არ დაასრულე..?
-რომელი ერთი თორე კიი..
-პირველი რაც გადმოგიგზავნე..
-გაგიმართლა, პირველი მზადაა..
-სასწრაფოდ ჩამიგდე რაა..
-კარგი..
-ისე დამატებით რომ გადმოგიგზავნე გადახედე..? რას ფიქრობ ნაშრომზე..
-პოტენციალი აქვს თუ სწორი მიმართულებით წავა..ერთი არასწორი ნაბიჯი და..
-ვერ დამეხმარები..?
-რაც შემძლო გავაკეთე..მე თუ საქმეს მოვკიდე ხელი ბოლომდე უნდა მივიყვანო ხიმ იცი..აქა-იქ აზრის გამოხატვა საკმარისი არაა..
-პასუხი ვიცოდი თუმცა იმედი მქონდა..
-კარგი ერთადერთი რაც დამატებით შემიძლია ისაა, რომ გამოსაქვეყნებლად გამზადებული ვერსია გამომიგზავნო..
-გასაგებია მადლობა დებორა..დაგირეკავ..-ზარიც გაწყდა..ალბათ მალე ჩამეძინებოდა ისევ ზარის ხმა რომ არ გამეგო..არც დამიხედია ისე ვუპასუხე-ახლახანს არ ვისაუბრეთ..? კიდევ რამე გჭირდება..?
-ახლახანს ნამდვილად არ გვისაუბრია..
-ოჰ დემნა შენხარ..?
-გახლავართ..
-რა გინდა..
-ერთ ადამიანზე მოვახერხე ინფრმაციის მოძიება,
რომელსაც კრიმინალური წარსული აღმოაჩნდა.და..დებორა მისმენ..?დებორა..შენ რა ჩაგეძინა..? კარგი სხვა დროს ვილაპარაკოთ..
. . .
თვალების გახელა მიჭირს.. რა მოხდა..ჩამეძინა..? კარგი უნდა გამოვფხიზლდე..სასწრაფოდ..არ ვიცი რატომ მაგრამ დასაკარგი დრო არ მაქვს..
რამდენიმე წუთის შემდეგ როცა ძლივს ავდექი ფეხზე და მაშინვე თავბრუ დამეხვა აბაზანამდე ძლივ მივაღწიე..ცივმა წყალმა ოდნავ შემიმსუბუქა მდგომარეობა და გამოფხიზლების გზას დავადექი..
მალევე შემაწუხა ჩახუთულობამ, რამაც მაიძულა ამ სიცივეში ყველა ფანჯარა გამეღო და მანამ გაემნიავებინა სახლი სანამ გავიყინებოდი..
ვაიმე ბოლოს დემნას არ ველაპარაკებოდი..? რაღაცას მეუბნებოდა..მასთან საუბრისას ჩაემძნა..მშვენიერია..
საბოლოოდ გამოვფხზილდი, ვისაუზმე და გამზადება დავიწყე..გასვლისას ფანჯრები დავკეტე და გზას გავუდექი..
. . .
-მითხარი რომ აქ არის..
-აქ არის..
-შეხვედრა ხომ არ აქვს უახლოეს მომავალში..?
-არა..-თავი დავუქნიე და დემნას კაბინეტის კარიც შევაღე..
-მოგესალმებით..დიადი დებორა დაბრუნდა..
-შენ რა ცოცხალი ხარ..?
-შენმა ნათქვამმა იმედგაცრუებული ტონით რატომ გაიჟღერა..მაფიქრებინებ რომ არ მოგწონვარ..
-გუშინ მშვიდობა გქონდა..
-კი..არ მეტყვი რატომ მირეკავდი..?
-ჩემი ზარისთვის მოხვედი..? დაგერეკა..
-ბოლოს მაინც შეხვერდაზე მოგვიწევდა შეთანხმება..ორივეს დრო დავზოგე..აბა გისმენ..
-აი ეს..მოიცადე..იმ ადამიანის ფაილია რომელიც მელისასთან ერთად გადიოდა წვრთნას..როგორც აღმოავჩინე კრიმინალური წარსული აქვს..
-შესაძლებელია ამ საქმესთან კავშირი ჰქონდეს არა..?
-თუ მთავარი ჩამშვები არ არის, შესაძლებელია დამხმარეა..ასეთ საქმეებზე მარტო იშვიათად მუშაობენ..
-მელისას გადაუგზავნე..?
-თქვა რომ დიდად ურთიერთობა არ ჰქონია..
-მასე ვერ გავიგებთ..შეიძლება უბრალოდ არ მოსწონდა..
-ისღა დაგვრჩენია მისი ფაილი კარგად გამოვიკვლიოთ..თუ ოდნავ მაინც გამოჩნდა გზა, რომ ამ საქმესთან რაიმე კავშირი აქვს..კვალზე მაინც გავალთ..
-ოღონდ იცოდე.. ჩვეულებრივ მოთამაშესთან არ გვაქვს საქმე..რამდენიმე სვლით წინ იხედება.. სადაც მელისას საქმიანობა გააყალბა, შეიძლება დაზღვევის მიზნით სხვებსაც ასე მოექცა..
-იმედია ობიბის ქსელი არ შეუქმნია..
-ასეთებისაგნ უარესს უნდა ელოდე..
-კარგი..ამ ფაილს მივხედავ..თუ დამატებით რამეს გაიგებ დამირეკე..ან ესე მოულოდნელად შემოგლიჯე კარები..რომელიც გაწყობს..
-მოულოდნელობის ეფექტს სათანადოთ არ აფასებ..
-ადვოკატი ვარ დებორა..მოულოდნელობის ეფექტია რითაც საქმის მოგებაა შესაძლებელი..
-როგორც იტყვი..მე წავედი..
-ნუ იჩქარებ..-კაკუნის ხმაზე მივიხედე..
-შეიძლება..
-შემოდი..
-რომ დამიბარეთ ქალბატონისთვის ჩაი.. და თქვენი ყავა..
-მადლობა..-თავი დაუქნია და გავიდა..
-როგორც ჩანს შენი მოსვლა არც ისე მოულოდნელი იყო..-არასასიამოვნოა შენი სვლის გამოცნობას რომ ვიღაც ახრეხებს..თუმცა შანსი გაქვს შემდეგ სვლა გახადო ეფექტური..
-მიუხედავად იმისა როგორ ჩაი მიყვარს უარი უნდა გითხრა..-წამოვდექი-თუმცა შენგან სასიამოვნო ჟესტი იყო..
-როგორც გენებოს.. მაგრამ..
-ჩაის განსაკუთრებულობას მნიშვნელობა აქ აქვს..ახლა არა..მოკლედ მე წავედი, აბა შენ იცი..
. . .
-და აი დადგაა ჟამიი.. ბაკურიანის ფოტოებს იხილავთ..
-ვეღარ ვითემენ..
-ცალკეც ჩაგიყრით თუმცა ჯერ ერთად ვნახოთ..
-თაია იჩქარე..-შუქები ჩააქრო და კედელზე ჩვენი ფოტოები გამოჩნდა, ღიმილად დავიღვარე მათი დანახვისას..ყველა ისეთი თბილი იყო.. როგორ ვცდილობთ ყველა ერთ დიდ ციგაზე დავეტიოთ და ისე დავეშვათ..რამე როგორ არ მოვიტეხეთ არ ვიცი..
გაღიმებულ ეკატერინეს ჩემთვის აქვს ხელი ჩაკიდებული და მე დაჯღანული სახით მივყვები ყინულის მოედანზე..მცდელობა ყველა ერთად ავმხტარიყავით და ჩაშლილი კადრები..
მგონი თითოეულის წაქცევა და სასაცილო სახე დააფიქსირა..როგორ ვეშვებით..დაშვების დროს სელფები გადაუღია..როგორ ვტოვებთ ნომერს ჩაფუთნულები..
რესტორანში გადაღებული ფოტოები ცალკე თემა იყო..ფილმებში ჯგუფი ნელი კადრით რომ მოემართება ისეთი ხასიათის მატარებელი..
სიცილი, მომენტის გახსენება..სასაცილო კომენტარები არ წყდება..
შემდეგ კი..შიგადაშიგ ისეთი ფოტოები გამოჩნდა გავოცდი..ესენი როდისღა დააფიქსირა..
როგორ მახურებს დემნა ქუდს..როცა ის ბავშვი დაიკარგა და მის მშობელს ვეძებდით..ოჯახურ ფოტოებს მოგაგონებდათ..ამაზე ფიქრისას კედელზე გადავიტანე ყურადღება.. როგორ მასწავლის სრიალს.. ის ცნობილი წაქცევა შემდეგ..როგორ ვყავარ მიხუტებული.. როგორ ვზივართ მოსაცდელში და როგორ ვეთამაშები მის თმებს..
ყველამ იცის რომ წყვილივართ..მათ კი არ უკვირთ ეღიმებათ..მე კი დემნას ვერც კი ვუყურებ..თითქოს ფაქტზე გამომიჭირეს და არ ვიცი სად წავიდე..
-იმედია მაპატიებთ ჩემს პაპარაცულ ფოტოებს..
-შეგიძლია გამოგვიგზავნო..?
-რა თქმა უნდა დემნა..ყველას ყველაფერს ჩაგიგდებთ..საერთოდაც ჩვენს საერთო ჩატშიც ჩავაგდებ ფოტოების ლინკს..
-ძალიან კარგი..
-ერთმანეთის სასაცილო ფოტოების ატვირთვას არ ვართ..
-კაი რაა.. რაღაც ჩამწყდა..აი აქ-ხელი გულთან მიიტანა და სევდიანი სახე მიიღო იოანემ..
-ოსკარი სასწრაფოდ..-გამეცინა..სხვებსაც..
-მოხარული ვარ სამეგობროს ალბომი რომ განვაახლეთ..ოღონთ ხალხო..ტემპი არ უნდა დავაგდოთ..
-როგორ გეკადრება..
-წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ როგორები ვიქნებით..იმედია ასე თუ არა ხშირად მაინც შევიკრიბებით..
-ჯერ არ მომხდარს წინასწარ ნუ იგლოვებ, შენი ჭირიმე..
-აუცილებლად გამოვნახავთ დროს ერთმანეთისთვის.. ამ და სხვა ფოტოებსაც დავათვალიერებთ..
-დიდი იმედი მაქვს..სხვანაირად წარმოდგენაც არ მინდა..
. . .
-ეს ფოტოები ნახე..?
-რაზე ამბობ..
-დემნამ რომ დადო..შენ რატომ არ დებ არაფერს..
-მაჩვენე აბა..ოჰ..
-წარწერა ნახე..?
-”her”
-დემნას მოკლე სათაურები სჩვევია..
-ორმეტრიანი სასიყვარულო პოსტები არც მძალუძს..ასე ჯობია..გამომართვი შენი ტელეფონი..
-პოსტს დებ..?
-შეამოწმე..
-მოიცა..”almost fallin for him”..სერიოზულად..?-მხრები ავიჩეჩე..
-ახლა მე დამაცადე..
-რას აპირებ..
-იმ ფოტოს დადებას თავი რომ აარიდე გამოიცანი ვინ დადებს..
-ეკატერინეეე..
. . .
-აქეთ შემოდით..
-აშკარად სიახლეებით დაგვიბრუნდი..
-ასეა..წყვილი გამოჩნდა რადარზე..
-სერიოზულად..?
-კი..იმაზე ადრე, ვიდრე ვიფიქრებდით..ეტყობა რაღაც შეიცვალა, ტყუილად არ დააჩქარებდნენ საქმეებს..
-ჩვენი გეგმა როგორია..
-გამოფენაზე უნდა წახვიდეთ..ისე უნდა მოიქცეთ, ვითომ არც იცით მათი არსებობის შესახებ..მოკლედ თქვენს შეხვედრას გავათამაშებთ..
-ეს როდისა..?
-ძალიან მალე..მათთვის ერთი ღირებული ნახატი გამოაქვთ..
-ჩვენ უნდა დავასწროთ..
-მათ უნდა ეგონოთ რომ ასე გინდათ..
-გასაგებია..
-ოღონდ ნამდვილი წყვილივით უნდა მოიქცეთ..ის რაც ბოლოს ატვირთულ ფოტოებში იყო..ნამდვილს გავდა..ეს გვჭირდება..
-მოსაწვევები არ არის საჭირო..?
-მაგაზე არ იდარდოთ..მარტივი დავალება გაქვთ..თქვენ თუ არ გაართულეთ..
-ვეცდები..
-კიი როგორ არა..
-წინასწარ რომ გამოგყავარ დამნაშვე ხვდები ჰოო..
-რაღაცას მაინც ჩახლართავ..
-იქნებ ჯერ შენს თავზე გეფიქ..
-ჰეი ჰეი..დაწყნარდით რაა..აი ეს არ გვჭირდება..გგონიათ ოდნავი სახის გამომეტყველების ცლილება და ეჭვი არ შეეპარებთ..? უნდა დაიჯერონ რომ ნამდვილები ხართ..რასაც ფოტოებზე დაინახავენ ორმაგად ნამდვილი წყვილი უნდა იხილონ რეალობაში..საქმე არ ჩააგდოთ, თქვენი უაზრო კინკლაობების გამო..
-ვეცდებით..
-დეტალები გავიაროთ..
. . .
იცოდით რომ საკუთარ სახლსაც კი შეიძლება ადამაინი გაუუცხოვდეს..? საკუთარ სახლში ყოფნა მეხამუშა და ეს ნორმალრი არ უნდა იყოს..წესიერად აღარაფრისთვის შემიხედავს..გარდერობისკენ გავემართე..ბოლო წამს გახსნებული კაბისთვის მოვედი, რომელიც არ მახსოვდა სად წავიღე..მხოლოდ მას შემდეგ ვიპოვე, ყველაფერი რაც გამაჩნდა იატაკზე, რომ აღმოჩნდა.. მილაგების დრო არ მქონდა, ამრიგად ცარიელ სახლში მცირე არეულობა კვლავ შევიტანე..
გამზადების შემდეგ, დემნასთან გავემართე..მას ჰგონია რომ მომაკითხა..სინამდვილეში იქ არ ვარ..სახლთან მისვლის შემდეგ მომლოდინე დემნა დავინახე..მანქანში აპირებდა ჩაჯდომას მე რომ დამინახა..
-დებორა..? მე მეგონა-მექანიკურად მაღლა აიხედა..-კარგი მნიშვნელობა არ აქვს..წავედით..?
-წავედით..
. . .
უკვე შენობაში უნდა შევსულიყავით საშინლად რომ ავნერვიულდი..
-მოიცადე..
-რა მოხდა..
-ზუსტად მაგ კითხვის დასმა მქონდა დაგეგმილი..რა განერვიულებს..
-მე..
-დებორა..
-ვერ გაიგე მელისამ რა თქვა..?
-მერე..
-რა მოხდება თუ ყველაფერი ისე არ ჩაიავლის როგორც საიჭროა..მათთვის თუ საეჭვოდ მოვიქცევით..ყველაფერს თუ წყალში ჩავყრით..აღოჩნდება რომ ყველაფერი არაფრისთვის იყო..
-ასე არ მოხდება..
-შენ რა იცი..
-ამას არ დავუშვებ..ისე მოვიქცევით როგორც საჭიროება მოითხოვს..დღევანდელ დავალებას ბოლომდე მივიყვანთ..თუ გინდა ასე მოხდეს, ასე არ უნდა აღელდე..ვიცი რთულია მაგრამ შენს გვერდით ტყუილად არ ვარ..-შევედით..გარემო იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი..
-ის ნახატი ჯერ არც გამოუტანიათ..მანამდე სხვა ნახატები უნდა დავათვალიეროთ..ტელეფონი სად გაქვს..
-არ მახსოვს..
-ისევ..?
-ხომ იცი რომ ვერ ვიმახსოვრებ..რაში გჭირდება..
-ყოველი შემთხვევისთის..-ნელნელა სვლა დავიწყეთ ნახატებისკენ..
-ისე ასეთ ადგილებში დიდად არც დავდიოდით..
-მერე გიკვირს..?აქაურობა ისეთ ადგილს გავს შეყვარებულთან ერთად რომ წახვალ და არა მეგობართან ერთად..მითუმეტეს თუ ძლიერი ინტერესი არცერთს გვქონია..
-შესაძლოა..
-მგონი არ ჩანან..
-ჯერ ადრეა..
-ვიცი მაგრამ მაინც..
-ისე უცნაური წყვილია..განსხვავებული მისწრაფებები აქვთ..
-ერთმანეთი უყვართ..შენ მონდომება თქვი თორე..თან არცისეთი განსხვავებული..როგორიც გგონია..
-მაგას მალე გავიგებთ..-ნელა სვლა გავაგრძელეთ..-დებორა..დებორა..
-ჰმმ რაა..
-რამ ჩაგაფიქარა..
-აბსურდია თუმცა..საინტერესოა როგორი წყვილი ვიქნებოდით ერთმანეთი მართლა რომ გვიყვარდეს..
-არის რაღაცები, რაზე პასუხის მიღება ცოტა არ იყოს და..
-ვიცი..უბრალოდ ჩავფიქრდი..
-მაგრამ.. უფრო ისეთები ვართ სახლში კომფორთულ ტანსაცმელში გამოწყობილნი ბურგერს რომ შეექცევიან და ფილმს უყურებენ..
-კაი მე თავი გამანებე..ისე მე ის უფრო მაინტერესებს, როგორია შეყვარებული დემნა დადვანი..
-მე ხომ..
-გინდა მითხრა რომ აქამდე შეყვარებული ყოფილხარ..? ვისაც ვიცნობდი რომელიმე გიყვარდა..? კარგიი..
-რამდენიმე წამით ვაგივიანებ პასუხს და უკვე საკუთარ თეორიებს თხზავ..
-ჰოდა პასუხს ნუ დააგვიანებ..
-საინტერესეოა რაზე ბრაზდები..იმის ალბათობა რომ ვიღაც შესაძლოა მართლა მიყვარდა თუ ის რომ პასუხის გაცემას გიგვიანებ..-კმაყოფილი მზერით გადმომხედა..
-სერიოზულად დემნა..? იაფასიანი სვლა იყო..
-შენ სახეს რომ შეხედო ახლა..დამიჯერე ღირდა..
-ჰოო არაა..
-არა გინდა სერიოზულად გიპასუხო..?- დაინტერესებულმა გავხედე რის თქმას აპირებდა..
-მიდი აბა ახლა რა მოიფიქრე..
-კარგი თუ პასუხის მოსმენა გინდა..დაწყებით კლასებში იყო ერთი გოგო..-ძლივს შევიკავე ხმამაღლა რომ არ გადამეხარხარა..
-სამწუხაროა თქვენმა დიადმა სიყავრულმა ისტორიას დიდხანს ვერ გაუძლო..
-შემ დამცინი და იცი მაშინ როგორ განცდებში ვიყავი..?-ცდილობდა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა თუმცა ღიმილი მაინც შეეპარა..
-გული დამეწვა..არა კაი სერიოზულად.. ნეტა ცალი თვალით მაინც დამენახაე მაშინ..
-დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს წაგიყვანდი..
-დემნა შეხედე..
-რა მოხდა..
-აქ არიან..
-დამშვიდიი ყველაფერი სახეზე გაწერია..
-მართალი ხარ..-სვლა განვაგრძეთ, ისე თითქოს ჩვენს გარშემო ვერაფერს ვამჩნევთ..
-მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგესალმებით..გვიხარია თქვენი ხილვა, რაც უფრო მნიშვნელოვანია ამ ძვირფასი ნამუშევრის თქვენთან გაზიარების საშუალება გვაქვს.. გთხოვთ ისიამოვნოთ..-ნახატს მივუახლოვდით..
-იმაზე მშვენიერია ვიდრე ეკრანიდან ჩანდა..
-გეთანხმები..ჩვენს მომავალ სახლს ნამდვილად დაამშვენებს..-დემნას სიტყვებით გაკვირვებულმა მალევე მივხვდი რატომ თქვა, როცა ჩვენთან ახლოს მყოფი წყვილი დავლანდე..
-ასეთი შანსი ხელიდან გასაშვები არაა..
-რაც შეიძლება მალე უნდა შევიძინოთ..
-რომ დაგვასწრონ..
-როგორც მახსოვს ასეთი იაფიც არაა..არ იდარდო..-ნახატის გარშემო დავიწყეთ სიარული..იქვე მყოფ წყვილს არ ვიმჩნევთ და ველოდებით..
დიდი დრო არ იყო გასული როცა ნახატის საყიდლად გადავინაცვლეთ..
-შეგიძლიათ აგვიხსნათ რა პრობლემაა..?
-ნახატი გაყიდულია..
-კი მაგრამ ასე მალე..
-დიახ..
-კარგით რა გაეწყობა..-ძველ ადგილს დავუბრუნდით..
-ასე მალე ვის უნდა ეყიდა..
-სამწუხაროა..დიდი დანაკარგია..
-მომავალში შანს არ გავუშვებთ..რა თქმა უნდა..იქნებ წავიდეთ..?
-დარწმუნებული ხარ..?
-ნახატს ვეღარ ვუყურებ..
-როგორც გინდა..
-როგორც ჩანს მართლა დაგწყდათ გული ნახსტის შეძენა რომ ვერ მოასწარით..-შუა ხნის ქალბატონის ხმაც გაისმა..ანკესზე წამოეგო..
-ასეა მაგრამ რას ვიზამთ..
-ჩვენც რომ არ გვქონოდა შეძენის სურვილი გულს არ დაგწყვეტდით..
-თქვენ შეიძინეთ..?
-დიახ..
-გილოცავთ..მაგრამ უნდა წავიდეთ..
-თუ არ იშლით..რა გაეწყობა..
-ნახვამდის..-შენობა დავტოვეთ..
-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის..
-ასეა..
-ხედავ..? სანერვიულო არაფერი იყო..
-როდესაც ტალღა გადაივლის და გაიაზრებ, რომ შენი წაყვანა ვერ მოახერხა, მერე თქმა ადვილია..მაგრამ აბა მანამდე იკითხე..
-რაც არ უნდა იყოს გავუმკლავდით..-თავი დავუქნიე..და მანქანაში ჩავჯექი..
-მოიცა საით..
-სახლში არ უნდა მიგიყვანო..?
-ჩემს სახლში უნდა მიმიყვანო..
-ჰოო..?
-ასეა..ახლა კი გადუხვიე, თუ გზა უკვე დაგავიწყდა..
-როგორ გეკადრება..უნდა დარჩე..?
-ვნახოთ..
-რას ნიშნავს ვნახოთ..
-რასაც ნიშნავს..ჯერ არც ისე გვიანია დაბრუნება, რომ ვერ მოვახერხო თუ მომინდება..
-დაგელოდები..
-არა მადლობა..
-შანსი არაა ტაქსით წამოხვიდე..ახლა მაგაზე მადარდე კიდე..
-ზრდასრული ადამიანი ვარ..როგორმე თავად მოვიფიქრებ..
-დებორა..ნება მომეცი დაგელოდო..
-ბოლოს თუ გადავიფიქრე და დავრჩი..?
-მშვიადად წამოვალ..
-ასე რა განერვიულებს..
-ხომ იცი ცუდად ვხდები..იმდენი შემთხვევა ხდება..შენს ადგილას ნებისმიერზე ასე ვინერვ..
-ვიცი..გასაგებია მადლობა განმარტებისთვის..-ხმაში უსიამოვნება აშკარად იგრძნობოდა თუმცა დემნას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია..ჩემს სახლთან მალევე მივედით..
-რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ..კარგად გამოიყურება..
-მივალაგე თორე, შენ მანამდე უნდა გენახა რას გავდა..
-მაინც ვერ ვხვდები რატომ ცხოვრობ ეკატერინესთან და არა აქ..
-ყველაფერხე პასუხს ვერ მიიღებ..-მისივე სიტყვები წინ დავუხვედრე ..
-კარგი..
-იქნებ უბრალოდ იქ მინდა ცხოვრება..ყველაფერში ქვეტექსტებს რატომ ეძებ..?
-შენთან ასე მარტივად არ იქნება საქმე..ახლართული ძაფივით ხარ..
-რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იხლართება..
-რა..?
-არაფერი..შეგიძლია საკუთარ თავს მოემსახურო, მაღლა უნდა ავიდე..
-შენ დალევ რამეს..?
-კი..-მაღლა ავედი ზედაპირულად მივალაგე ტანსაცმელი და ის ტანსაცმელიც გამოჩნდა რასაც ახლა ჩავიცმევ..რაც მთავარია კომფორტულია და სიტუაციასთან შესაბამისობაშიც მოდის..
იქნებ გავრისკო დაბრუნება..შევძლებ დაძინებას..? ყოველდღე იმ შიშს გავუმკლავდები რო შეიძლება ვიღაც შემომივარდეს..?..ცუდი ფიქრების შემოტევისას მექანიკურად თავი გავაქნიე..თმები მაღლა ავიწიე და დაბლა ჩავედი..
მალევე ჩაის გემრიელმა სურნელმაც მოაღწია ჩემამდე..
-ჩაი გააკეთე..?
-მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს..
-ასეა და მაინც მწვანე ჩაი მოამზადე..
-შენი საყვარელია..სხვას რას ელოდი..
-არაფერს..შენც აპირებ დალევას..?
-შენ წარმოიდგინე და ორივე ჭიქა შენთვისაა..
-ვიხუმრეთ..?-ვინაიდან ჩემი პასუხი დააიგნორეს..ჩაი ავიღე და დავაგემოვნე..გემრიელია..
-დღის ბედნიერი დასასრული..
-დასასრულისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის..
-დღეს მაშინ დაასრულებ როცა მოგინდება..თუმცა მზად უნდა იყოს, რომ ყველაფერი შენს გარეშე გაგრძელდება..სულ ესაა..
-შენი დღე დასრულებულია..?
-ასეა..
-ანუ რჩები..
-ეკატერინეს გაღვიზება არ მინდა რამდენადაც არ უნდა მეშინოდეს..-რამდენიმე წამის შემდეგ გავაანალიზე ნათქვამი..
-რას ნიშნავს გეშინოდეს..?
-არაფერს..
-როდის იყო მარტო დარჩენის გეშინოდა..
-დრო იცვლება..-ვიცოდი კიდევ უნდოდა კითხვების დასმა, მაგრამ არაფერი აღარ უკითხავს..ჩაის დალევა გააგრძელა..
შემდეგ კი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა წავიდა..მე დამამშვიდებელები მივიღე და ოთახში ჩავიკეტე..ბოლოს რაც იქნება იქნებას პრინციპით გავიმხნევე თავი და როგორღაც ჩამეძინა..
. . .
გაღვიძებისთანავე მალევე წამოვდექი..დღეს გადავრჩი და სანამ ყველაფერი ასე მშვიდობიანად გრძელდება უნდა დავტოვო აქაურობა..ისე უბრალოდ მაინც გავიხედე ფანჯრიდან და რას ვხედავ..დემნას მანქანა..მოიცაა არ წასულა..? აქ რას აკეთებს..ყველაფერი დავკეტე და გარეთ გავედი..
მივუკაკუნე და ოდნავ გამოფხიზლდა..კიდევ ერთხელ მივუკაკუნე და თვალები გაახილა..მე რომ დამინახა ფანჯარას ჩაუწია..
-შენ რა სულ გადაირიე..?აქ რას აკეთებ..? სახლში რატომ არ წაწახვედი..
-შენ ხომ თქვი რომ გეშინოდა..
-მერე რაა..დიდი გოგო ვარ როგორმე გადავიტანდი..
-მანქანში ჩავჯექი, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი..
-ვალდებული არ ხარ მდარაჯობდე..-მანქანას შემოვუარე და მის გვერდით დავიკავე ადგილი..-რას მიყურებ..ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულხარ..? წავედით..
-საით..?
-ეკატერინესთან დამტოვე..
-კარგი..
. . .
გამაყრუებელი ხმა გაისმა..ამ დილა ადრიან ვის გავახსენდი..რომ არ ვუპასუხო გაჩუმდება ვითომ.?
-დებორააა..აიღე ეგ ტელეფონი თორემ ფანჯრიდან გადავისვრიი..-შემომესმა ეკატერინეს ხმა..
-კაი ჰოოო მაცადე..გისმენთ..
-დებორა დარასელიას ვესაუბრები..?
-დიახ..
-საუბრისთვის გცალიათ../?
-გააჩნია რასთან დაკავშირებით და ვისთან ერთად..
-დარწმუნებული ვარ ეს თემა თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება..
-პირდაპირ საქმეზე რომ გადახვიდეთ..
-მე ის ქალბატონი ვარ ცოტახნისწინ გამოფენაზე რომ შეხვდით..-თვალები დავაჭყიტე და დაფეთებული წამოვჯექი..
-გასაგებია, მაგრამ ჩემთან რაზე გსურთ საუბარი..
-საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც პირადად მინდა ვისაუბროთ თქვენს ქმართან ერთად თუ არ ვცდები..
-ცდებით, შეყვარებულია..
-მომიტევეთ..ასე მომეჩვენა უბრალოდ..ანუ შეხვედრას შეძლებთ..?
-როდის გნებავთ..?
-რაც მალე მით უკეთესი..
-დემნას გავესაუბრები და დაგიკავშირდებით..
-რა თქმა უნდა, ნახვამდის..-რაღა დამაძინებდა.. მოვწესრიგდი, ტანისამოსი მოვირგე და სახლი დავტოვე..
-გისმენ..
-ოფისში უნდა შევხვდეთ..მელისას დაურეკე..
-მოხდა რამე..?
-შენთან მიზეზის გარეშე არ დავრეკავდი..
-რა თქმა უნდა..
. . .
-აბა გაგვიმხელ შეკრების მიზეზს თუ ასე ვიჯდეთ..
-ქალბატონმა დამირეკა..
-მოიცა..რა..?
-შეხვედრა უნდა, საქმე მაქვსო..დემნაც მოიხსენია.. ქმარი ეგონა..
-ოჰოო..საქმე იმაზე კარგად წავიდა ვიდრე ვიმედოვნებდით..რა უთხარი..
-რომ ჯერ დემნას გავეასაუბრებოდი..
-კარგი..დღეს არ უპასუხო..ხვალ აჯობებს, დაახლოებით დღის იმ მონაკვეთში როცა თავად დაგირეკა..-თავი დავუქნიე..-დებორა..მასთან შეხვედრისას გეგმას მიყევი..ერთი არასწორი ნაბიჯი და..
-გასაგებია..ამის სეხსენება საჭირო არ იყო..
-დამატებით გავაიროთ რამოდნეიმე საკითხი..
-კარგი რაზე გინდა საუბრი..-ჰკითხა დემნამ მე კი ხვალინდელმა დღემ ჩამაფიქრა/..თამაში ხომ ჯერ მხოლოდ ახლა იწყება..
. . .
-შეგიძლია შენი სიტყვები განმიმარტო..?
-რას გულისხმობ..
-გეგმას მივყვე..? გგონია საქმეს ჩავაგდებ..?
-ყოველთვის ახერხებდი მიზნამდე მიღწევას, მაგრამ შენი გზებით..რაც მე პირადად მომწონს მაგრამ უფროსაობას ნაკლებად..მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ერთი პატარა შეცდომაც არ გვეპატიება..
-ზედმეტად კარგად გამოგიკვლევია ჩემი ფაილი..
-არ მინდოდა ცუდად მიგეღო..მეტი სიფრთხილეა საჭირო..
-შენი მესმის..მაგრამ მიზნებს თავაიანთი გზები აქვთ.. ნაბიჯ-ნაბიჯ თუ არ მიყევი დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევ..
-დებორა მე..
-ვეცდები გაგითვალისწინო..
-მადლობა..
. . .
-მიხარია თქვენთან შეხვედრა..
-ასევე..
-გთხოთ დასხედით..-უკვე მჯდომმა კაცმა სკამებისკენ მიგვითითა..
-კარგი..რას შეუკვეთავთ..
-მხოლოდ წყალს და მადლობელი დაგრჩებით პირდაპირ საქმეზე თუ გადახვალთ..
-მომწონხართ..თქვენში თავიდანვე შევნიშნე რაღაც..რადგან ასე გსურთ დავიწყებ..თქვენი ბოლოს შეძენილი ნახატით ვართ მე და ჩემი ქმარი დაინტერესებულნი..მისი შეძენა გვსურს..ვიცი შეიძლება უტიფრობაში ჩამომართვათ ბოლო ბოლო გუშინ თქვენთვის სასურველი ნახატი ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ასე მოხდა..
-რამდენად დაინტერესებული ხართ..?-კითხავ დასვა დემნამ..
-ფასი დაასახელეთ..
-ყველაფერი ასე მარტივად არაა..ამ შემოთავაზებას არ ველოდით..
-დრო გჭირდებთ..?
-ვერ ვიტყოდი..საქმე მაშინ უნდა მოგვარდეს როცა შესაძლებელია..
-ეს რას ნიშნავს..მოკლედ ფანტაზიის მორევში, რომ არ გადავეშვათ ფასი დაგვისახელეთ..
-ჩვენ თუ ფასს დავსახელებთ, ამით გაიგებთ ჩვენთვის რამდენად ღირებულია ნახატი..რაც არ გვაწყობს..
-გასაგებია-ჩაეცინა კაცს..
-ჩვენი ვარაუდით..-ფურცელი გამომიცურა..
-რას იტყვით..-დემნას გავხედე..
. . .
-კონკრეტული არაფერი უთქვამთ..
-არა..მოხიბლული ჩანდა..მიუხედავად იმისა რომ ნახატი არ მივყიდეთ..
-დემნა მანდ არის..?
-კი..მოხდა რამე..?
-ხმამაღალზე ჩართე რაა..
-გისმენთ..
-აქ აღარ მოხვიდეთ..გეგმები შეიცვალა..
-მმ გასაგებია..
. . .
-როგორ ხარ დეე..
-კარგად დე რა მიჭირს..თქვენ როგორ ხართ..?
-კარგად..ბებიას ქალაქი შემოვატარე..
-ძალიან კარგი..მასეც უნდა იყოს..
-როგორ არ ელევა დედაშენს სასიარულო ადგილი არ ვიცი მე..დამქანცა ამხელა ქალი..
-კარგი რაა ბეე..სიარულს რა ჯობია..მითუმეტეს კარგ ადგილებში..
-შენ ახალგაზრდა ხარ და მასე მაგიტო ფიქრობ..
-ნუ იბერებ თავს შენი ჭირიმე..სხვათაშორის ფოტოები ძალიან მაომეწონა..
-მართლა..?
-კი..საყვარელი დედაშვილი ხართ..
-დეე..ნეტა შენც აქ იყო..
-სხვა დროს..აუცილებლად..
. . .
რამდენიმე წუთით ვერ ვასწრებ გაჩერებას, რომ იმაზე დავფიქრდე რაც ჩემს გარშემო ხდება..გულის სიღრმეში თითქოს არც მინდა გავაანალიზო არსებული მდგომარეობა..
ის რაც ხდება გარეთ..მაგრამ რაც ჩემს შიგნით ხდება..რაც მხოლოდ მე ვიცი..ხანდახან მიკვირს როგორ ვახერხებ ყოველდღიურად ფუნქციონირებას..
ხანდახან მოზღვავებულ ძალას ვგრძნობ, რომ ნამდვილოად შემიძლია რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა..შემდეგ კი თავადაც არ ვიცი რა ხდება..
ტელეფონის გაფუჭებული ბატარეასავით ვარ..დასატენად რომ გაქვს შეერთებული და პროცენტები იკლებს..
როგორ მინდა ამ ფიქრებისგან გათავისუფლება შემეძლოს..ყველასა და ყველაფერს შეგიძლია გაექცე, მაგრამ არა იმისგან ვისგანაც ყველაზე მეტად გსურს გაქცევა..საკუთარი თავისგან..
თავი მაგიდაზე მაქვს ჩამოდებული და ველოდები მომენტს როდესაც შემეძლება საკუთარ თავს გადავაბიჯო..ძალა მოვიკრიბო და წამოვდგე..კიდევ ცოტახნით..სულ რამდენიმე წამია საჭირო..
-მშვიდობაა..
-ომის გეშინოდეს..
-მელისამ დამატებით გადმომცა ფაილები..მე გავეცანი..შენი დროა..
-რა გაეწყობა..-თავი წამოვწიე..რამოდენიმე წამში გავაიზრე, რომ დემნა დამცინოდა..
-რა მოხდა..რა გაცინებს..
-შენი შუბლი..
-ჩემს შუბლს რა ჭირს..
-იმდენი ხანი გედო მაგიდაზე გაწითლდა..
-სასაცილოა კიი..მომეცი ფაილები..]
-ინებე..მანამდე კი კოლას დავლევ..გინდა..?
-არა..ხომ იცი კითხვის დროს არ შემიძლია..ხელი მეშლება..
-მაინც შემოგთავაზე..
-ის რაზეც იცი რომ უარს გეტყვი ნუ შემომთავაზებ..
-მთლად შენს თავში კი არ ვზივარ ყველაფერი ვიცოდე..
-ხანდახან კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მართლა ჩემს თავში ზიხარ..
-ვითომ..?
-კარგი დალიე შენი კოლა..შენც ხელს მიშლი..
. . .
-აბა რამე ახალს მეტყვი..
-აზრებს რომ თავს რომ მოვუყრი მერე..
-შეგიძლია სიტყვები ჰაერში ისროლო..მაინც გავიგებ..
-ნუ ჩქარობ..ახლა კი მომეცი კოლა..მეც მინდა..-ხმის ამოუღებლად დამისხა და ჭიქა გამომიცურა..-გმადლობთ..
-არაფრის..სხვათაშორის ის პირი ვიზეც ვიეჭვეთ რომ შესაძლოა რაიმე კავშირში ყოფილიყო, უკვე გამოვრიცხავ..
-ჰოო..
-საფუძვლიანად გამოვიკვლიე..
-კარგი რა გაეწყობა..
-არ ჩამეძიები..?
-თუ ამბობ რომ საფუძვლიანად გამოიკვლე ესე იგი ასეცაა..რას მახსნევინებ მოკლედ..ვიღაც მაინც გამოვრიცხეთ..
-ამდენი ადამიანის შემოწმებას ვერ შევძლებთ..ადამიანების რაოდენობა კიდევ უნდა შევამციროთ, მაგრამ რა ნიშნით..
-რაღაც ისეთს ვერ ვამჩნევთ რაც ჩვენს წინაა..რაღაც უნდა მოვიფიქროთ..ასე არასაჭირო ადამიანებზე საჭირო დროს ვხარჯავთ..
-გეთანხმები თუმცა სხვა რა გზა გვაქვს..
-როგორც თავად თქვი არეალი უნდა შევამციროთ..აი როგორ ეგეც მალე უნდა გავიგოთ..რას მიყურებ დაჯექი.. ჩემთან ერთად უნდა ფიქრობდე.
-შენი აზრით რიდესაც ვდგავარ ფიქრის უნარს ვკარგავ თუ..
-ასეთი შეგძნება მაქვს..არ შეგიძლია დაჯდე..?
-დამღალე უკვე მაგრამ.კარგი აჰაა..დაისვენე..?-თავი დავუქნიე და ისევ ფიქრებმა წამიღო..რას ვერ ვამჩნევ.?
. . .
ნელნელა ამინდებიც გამოდის..მზე მართლა რომ ათბობს ადამიანებს ეგ მიხარია..
ქუჩაში მელისასთან ერთად მივაბიჯებ, მაგრამ მასთან საქმიანი ვიზიტით არ ვარ..ბოლოს რომ ველაპარაკე შევატყე, რომ რაღაც რიგზე არ იყო..
-ისევ დაგირეკა თუ რა ხდება..
-არა..ისე მოვედი შენთან..
-რატომ..?
-მინდა გავიგო როგორ ხარ..
-კარგად..ცუდად რატომ უნდა ვიყო..
-კარგი რაა, მე მაინც როგორ მატყუებ..მითხარი რა ხდება, ხომ იცი თუ შემიძლია აუცილებლად დაგეხმარები..
-ვერ დამეხმარები..
-მოსმენა მაინც შემიძლია..
-კარგი..საიდუმლოს შენახვა გეხერხება არაა..
-რა მაკადრე..ვისთან რა უნდა ვთქვა, მითხარი გულს ნუ მიხეთქავ..
-გეგი ხომ იცი..
-მერე..
-პაემანზე ვიყავი მასთან ერთად..მხოლოდ ერთხელ..
-პრობლემა რაშია..?
-მეც არ ვიცი..მეორედაც მეპატიჟება მაგრამ ფეხს ვითრევ..
-კონკრეტული რამე შენიშნე რაც არ მოგწონს..?
-არა..კარგი ადამიანი ჩანს..
-უთიერთობები გაშინებს..?
-შესაძლოა..ჩემთვის ახლა სამუშაოა პრიორიტეტი..საერთოდ ისიც არ ვიცი მინდა თუ არა რომ ვინმეს ვხვდებოდე..
-ეგ შენი გადასაწყვეტია..მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდე..ერთი რამ გახსოვდეს..თუ მოგინდება ყველაფერია შესაძლებელი..
-ალბათ..
-სერიოზულად დაფიქრდი..რაც იცი რომ კარგად არ დასრულდება არც უნდა წამოიწყო..თუმცა ესეც სიტუაციაზეა დამოკიდებული..
-მაგრამ შენი მუშაობის დროს..
-მერე მე რას მიყურებ.. გამბედაობამ და თავგანწირვამ სადამდე მომიყვანა რო..
-შენზე დღემდე დადის ხმები..
-მართლაა..
-კი ათასი ვერსიაა რატომ წახვედი..საბუთებს არ უჯერებენ..
-რა მნიშვნელობა აქვს რატომ..მთავარია იქ აღარ ვარ..
-მას შემდეგ რაც შენს შესახებ გავიგე, შენი ყველა საქმე დეტალურად გამოვიკვლიე..რადგან რეალურად არ შეგეძლო რამის სწავლება..მე..
-გასაგებია..თუმცა ახლა ერთად ვმუშაობთ…
-ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ დაბრუნდებოდი..თუნდაც დროებით..
-ვერც მე.. ისე რომ გამოვიჯახუნებთ კარს, თითქოს სამუდამოდ მივდიოდეთ იმ ადგილიდანო მაგრამ..ასე გამომივიდა..მაინც მომიწია..
დაბრუნება..გარკვეულწილად..
-რაც არ უნდა იყოს..მოხარული ვარ..
-რისი თქმაც შემიძლია ისაა რომ პატარა მომენტები ქმნის ჩვენს მთელ ცხოვრებას..
-როგორც წყლის წვეთებისგან შედგება ზღვა..
-ზუსტად..ჰოდა არ უნდა გააკეთო ის რაც არ გსურს..შენ უნდა მიიღო ის პატარა გადაწყვეტილებებიც..მერე სანანებელი რომ არ გქონდეს ან სათქმელი, ნეტა საკუთარი თავისთვის დამეჯერებინაო..
-მადლობა..
-გეგი შეიძლება კარგი ადამიანია მაგრამ არა შენთვის განკუთვნილი..არის ის ამოუხსნელი როცა ამას გრძობ და თუ ასე არაა..უნდა უთხრა..
-ურთიერთობები ისეთი ჩახლართულია..
-იმიტომ რომ ადამიანები ვართ ჩახლართულები..
-ამაზე ვიფიქრებ..მადლობა რომ ჩემთან მოხვედი..
-როცა დაგჭირდები..-სასაცილოა არაა..სხვის ურთიერთობებში ყველაფერი როგორი მარტივი ჩანს..საქმე როცა საკუთარ ურთიერთობებს ეხება ყველაფერი საშინლად რთულდება..ნეტა ასევე შემეძლოს საკუთარი თავისგან რჩევების მიღება..
. . .
-მითხარი რომ არ ხუმრობ..მათთან მიგვიწვია..?
-ასეა..მეც გამიკვირდა..
-მხოლოდ ჩვენ..?
-აჰამ..
-როდის..
-კვირის ბოლოს..
-კარგი..რა გაეწყობა..
-მელისასაც ველაპარაკე..
-რაო მშვიდობა აქვს..?
-ექნება..სანერვიულო არაფერია..
-გასაგებია..მამაკაცი ფიგურირებს მაგ პრობლემაში ჰოო..
-საიდან..კარგი დაივიწყე..
-რა ურჩიე..
-მნიშვნელობა არ აქვს კარგი ადამიანაია თუ არა.. როდესაც სწორ ადამიანს ხვდები ამას გრძნობ..თუ ასე არაა ყველაფრის დაწყების გარეშე დასრულება აჯობებს მეთქი..რაღაც მსგავსი -მულოდნელად ვიგრძენი, რომ მომიახლოვდა..მექანიკურად მისკენ შევტრიალდი..
-კარგი რჩევაა..-თავი დავუქნიე..
-დაველოდოთ მოვლენების განვითარებას..
-დალოდებით კი დაველოდებით, მაგარამ მთავარია ლოდინად ღირდეს..-ისევ მელისაზე მელაპარაკება..?
-ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული..
-იქნებ არის კიდეც..-თითქმის შეუმჩნევლად მომიახლოვდა..ისევ..
-მელისას საკმარისად ველაპარაკე..ამაზე მეტად ჩარევა დანაშაულიც კია..
-შესაძლოა..
-რას აკეთებ..?
-რას ვაკეთებ..?
-რატომ მიახლოვდები..
-რამ აგაღელვა..შემ უკან რომ დევს იმის აღება მსურდა..
-მერე აიღე.. მე რა ხელს გიშლი..?
-კიი სხვათაშორის..-ხელები მაღლა ავწიე და გამოვერიდე..
-საკმარისია თუ კიდევ უფრო შორს წავიდე..
-კიდევ უფრო..? თავს ნუ შეიწუხებ..საკმარისი მაინც არ იქნება..
-ჰოო არაა..-ნერვები მომეშალა მისი სიტყვების გამო და იმაზე მეტად მივუახლოვდი ვიდრე მანამდე თვითონ..სიტყვებს ფორმულირებას თუ შევუცვლით, საზღვრამდე ორი ორი ნაბიჯი მაკლდება..
-რას..
-დემნა..თავს როგორ გრძნობ..?-თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა..თავი ოდანვ გადახარა და ჩემი ყურება განაგრძნო..მინდოდა უკმაყოფილება გამოეხატა, მაგრამ არა..ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მახეში გავები.. იმაზე მე რომ საკუთარი თავი ჩავაგდე ამ პოზიციაში ორმაგად მომეშლა ნერვები.. უთქმელად დავაპირე წასვლა მაგრამ ხელშეუხებლად გადამეღობა..
-სად წავიდა შენი თავდაჯერებულობა..
-შენზე დროის დახარჯვა გადავიფიქრე..
-ვითომ..?
-დემნა რა გინდა..
-არ გსურს შენს კითხვაზე პასუხი მიიღო..?
-რიტორიკული შეკითხვა იყო..გამატარე..
. . .
-გისმენ..?
-სად ხარ დებ..
-მაღაზიებში დავწოწიალობ..რა ხდება..?
-შეგიძლია რამოდინმე ინგრედიენტი გამოაყოლო ხელს..?.
-რა თქმა უნდა..ოღონდ მომწერე რაა..
-კაი გაგითიშავ და მოგწერ..თუ გსურს რომ გემრიელობა მიირთვა არაფერი არ დაგავიწყდეს..ნუ მთავარი უკვე გუშინ გავაკეთე მაგრამ რაღაცეები დამაკლდა..
-მე რა უნდა დამავიწყდეს..კარგი მიდი აბა.. -დიდი ხანი გაჩერებას არ ვაპირებდი..რაც მომწერა ყველაფერი ვიყიდე და უკვე წასვლას ვაპირებდი ლუკა რომ დავინახე..აქ რას აკეთებს..ოღონდ ეს არა..თითქოს უკვე გამოხედვას აპირებდაა სასწრაფოდ რომ შემოვტრიალდი..ახლა რომ გავიდე დამინახავს და შეიძლება ამეკიდოს..რავიცი, თავიდ დროზე მეგონა მშვიდობიანად დავშორდით, იმ შემთხვევის გარდა სადაც მიყვირა და მე გამოვიქეცი..ბოლოს რაც მე ვნახე სულ გადასულა ჭკუიდან..
გამოკიდებული ავი ძაღლის არ მეშინია ისე, როგორც შეშლილი მამრობოთი სქესის მანიაკის..რომელსაც დიდად გულზე არ ვეხატები..
კარგი დროა გაქცევის გეგმაზე ვიფიქრო..თმები გავიშალე..ქურთკი მოვიცვი და იმ მომენტს დაველოდე როდესაც ვიღაც გამოივლიდა და შევძლებდი თავი ისე მომეჩვენებინა თითქოს ამ ადამიანთან ერთად ვიყავი..
რაღაცნაირად დაემეთხვა, ლუკამ რომ სვლა დაიწყო და ვიღაცაც გამოჩნდა..ამ ადამიანს ავედევნე სანამ მარკეტიდან არ გავედი..
ამოვისუნთქე..სანერვიულო აღარაფერია..გადავრჩი ჰოო..ყველაფერი რიგზეა და..
-დებორა..ეს შენ ხარ..-სვლას თუ განვგარძობ მიხვდება რამეს..?-დამელოდე..
მოიცადე სად გარბიხარ..
-რა გინდა..ჩემგან რას ითხოვ..
-წინაზე ცუდად გამომივიდა..-მხოლოდ წინაზე..ერთადერთი შეცდომა შენს ცხოვრებაში..კიი როგორ არა..გვჯერა..
-მნიშვნელობა არ აქვს, მეჩქარება..
-მართლა ერთად ხართ..?
-ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა..უკვე აღარ..
-მიპასუხე..
-ვალდებული არ ვარ..არა..არც კი გაბედო შეხება..ჩემათნ მიმართებით არანაირ უფლება არ გაქვს..
-დარწმუნებული ხარ..?
-გინდა საქმე სამართალდამცავებთან ერთად ვარკვიოთ..?
. . .
-ეკატერინეე სახლში ხარრ..
-კიი
-ვერ წარმოიდგენ რა მოხდა დღეს..ჩემი ყოფილი შემხვდა..მეთქი ჩამოვიშორეე.. გადარჩენილის ფიქრებით ვარ უკვე და ჩემი სახელი არ მესმიის..მაინც დავუნახივარ იმ დეგენერატს და ამეკიდა..საკანონმდებლო კოდექსის ყველა მუხლი წავუკითხე..მგონი ნაწილობრივ დემნას დამსახურებით და ალბათ გარშემო ხალხი რომ იყო თავი გამანება..ეკატერინე მისმ..ენ..დემნა..აქ რას აკეთებ..
-შენ აქ ხარ და კიდე მეკითხები აქ რას ვაკეთებ..?- გამომეტყველების მიხედვით კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს..
-კარგიი..აი ინებე..ყველაფერია რაც დამაბარე..
-ჰოო..-პარკებში ჩაიჭყიტა გადასამოწმებლად..ეკატერინეს ჩვევაა..არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გენდობა..თუ რამე დააგაბარა უნდა გადაამოწმოს რომ ყველაფერი ადგილზეა..-მადლობაა..ოქრო ხარ..
-ბაჯაღლო და ვერცხლი კიდე..-ეკატერინემ ყველაფრის ამოლაგება დაიწყო..დემნა კი გაბრაზებულ მზერას არ მაცილებს..
-რა მოხდა..-გადავჩურჩულე..
-კიდევ მეკითხები რა მოხდა..? რატომ არ დამირეკე..
-ყოველჯერზე როცა საფრთხეს ვიგრძნობ შენ უნდა დაგირეკო..?
-დიახაც უნდა დამირეკო..
-რატომ..
-შენს გარეშე..შენს გარეშე საქმე ჩავარდება..-თავიდან სერიოზული და წარბებშეკრული შევჩერებოდი..შემდეგ კი სიცილი ამიტყდა..
-ეჰჰ ჩემო დემნა..მეტი სადარდებელი არ გქონოდეს..
-შენ რომ მყავხარ მეტი სადარდებელი რაღად მინდა..
-არა უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მოხუცი წყვილისგან არაფრით განსხვავდებით..სულ ეჯუჯღუნებით ერთურთს..-ისევ მისკენ გავიხედე..ეტყობა გაბრაზებამ შედარებით გადაუარა..ჩამოყრილი თმა გადამიწია.. ხელი მომკიდა..მისკენ მიმწია და ლოყაზე მაკოცა..-ზედმეტად საყვარლები ხართ, ხელი მეშლება..
-მე მაპატიე..ბოლოს რას აკეთებ..?
-ჯერ არ ვიცი..რამეს გამოვაცხობ..დებორა..დებორა აქ ხარ..?
-რაა..ჰმმ კი კი..
-სად დაფრინავ..
-ღრუბლებში..მე წავალ გამოვიცვლი..გინდა მოგეხმარო..?
-მიუხედავად ჩემი შენდამი გრძნობებისა გინდა რომ მოვიწამლოთ..? აცადე ეკატერინეს თავისი საქმის კეთება..
-შენ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან…აურიე..-ოთახში შევედი.. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი ვერ გავიაზრე..დემნას ჩემი საუბარი არ უნდა მოესმინა..ახლოს არ უნდა მივეწიე..არ უნდა ეკოცნა.. რა აუცილებელი ეგ იყო..ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცებს აკეთებს რაც არ უნდა გააკეთოს.. ჩვენი ყალბი ურთიერთობა რომ უფრო დამაჯერებელი ჩანდეს..? ალბათ, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი..
ფიქრებმა წამიღო..შემდეგ კი გავიაზრე რომ იმაზე ხმამაღალი ხმაური მესმოდა ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო.. დაინტერესებულმა უფრო დავაჩქარე მოწესრიგება და ოთახში შევედი..სადაც მთელი სამეგობრო დამხვდა..
-აქ რა..მშვიდობაა..
-ომის გეშნოდეს-მიპასუხა დემნამ..
-არ მეგონა დღეს თუ ვიკრიბებოდით..
-არც ვაპირებდით რამეს, მაგრამ შემდეგ ეკატერინემ დარეკა..გემრიელობები გამოვაცხე და მოეთრიეთ თუ გინდათო..
-იმდენად თავაზიანი შემოთავაზება იყო, უარი ვერცერთმა ვთქვით..
-ჰმმ საინტერესოა..
-შენ რა გგონია ესენი ტკბილეულს მიეკარებიან თუ არ დანაყრდნენ..? საჭმელი გამოვიძახე..მანამდე ჩემს საქმეს მოვრჩები..
-ეკატერინე რა გათვლებშია ნახე რაა..
-გვიცნობს ადამიანი და აბა როგორ.. -გამოძახებული საჭმელი მალე მოვიდა..მალევე მივირთვით კიდეც..თან რომ გგონია რომ არ გშიოდა და ჭამის დაწყების შემდეგ გაიაზრებ მშიერი ყოფილხარ მასე გამოგვივიდა.. ამასობაში კი ეკატერინემ თავისი საქმე დაასრულა..
-ესეც ასე.. ელვის პრესლის საყვარელი ბისკვიტი თქვენს წინაშე..
-ელვის პრესლი..?
-ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი, ამბობენ, რომ ელვისს ძალიან უყვარდა.
-ოო ახლა კი ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ..
-თან შაქრის პუდრით..ვგიჟდებიი ისე მიყვარს..
-მახსოვს.. მცირე არჩევანი მქონდა და მაინც შენმა შაქრის პუდრისადმი სიყვარულმა გადაწონა..
-მადლობელი ვარ..-გავუღიმე და ჩემს კუთვნილ ნაჭერს დაველოდე..
-მმ გემრიელია..
-კარგი ხელი გაქვს..მგონია რომ რაც არ უნდა გამოაცხო კარგი გამოვა..
-კარგი ნუ მაქებთ..
-სერიზულად კულინარია უნდა სცადო..
-რასაც ვაკეთებ ჯერ-ჯერობით მაკმაყოფილებს..
-ეკატერინეე..
-მეტი შაქრის პუდრი..?
-მეტი შაქრის პუდრი..-ეკატერინეს წყალობით არც ისე სასიამოვნო დღეს კარგი დასასრული ახლდა თან.. ასეთ მომენტებში უფრო მეტად ვაფასებ რომ მეგობრები მყავს..რომლებსაც შეუძლიათ დღე გამიხალისნ..გვერდში დამიდგნენ..
მეგობრები ჩვენთან არიან და ჩემი აზრით უფრო მეტად უნდა ვეცადოთ, შეიძლება მათთვის არც ისე კარგი დღე გავუხალისოთ..იგრძნონ რომ შეიძლება რაღაც ისე არ არის როგორც მათ სურთ, მაგრამ თქვენ ყავხართ..
თუნდაც მცირედით..მათ არ დაავიწყდებათ, თუნდაც უბრალო მცდელობა იყოს..
. . .
-გაიღვიძე ჩქარა..უნდა წავიდეთ..დებორააა..
-რა მოხდა გოგო..მშვიდობაა..
-სამწუხაროდ არა…რომ მივალთ გაიგებ..ახლა ნუ ამახსნევინებ..
-კარგი კარგი ახლავე..- როგორ მოვახერხე არ ვიცი მაგრამ ხუთ წუთში მზად ვიყავი და დამატებით ორ წუთში უკვე მანქანში.. იმის კითხვაც დამვიწყდა სად მივდიოდით, მაგრამ მალევე გაირკვა რომ თაიას და ანდრიას სტუმრები გახლდით…
წესიერად არ ჰქონდა მანქანა გაჩერებული ლამის გადმოფირნდა მანქანიდან და ეზოში შევარდა შემდეგ სახლში მეც მივყევი..
-ხალხო ამიხსენით რა მოხდა..თაია რა გატირებს..
-არ შემიძლია..
-გავგიჟდები მითხარით რა მოხდა..
-ნინა იპოვეს მოკლული..
-ნინა..ნინა თაიას ასისტენტი..?
-კი..
-თაიი ძალიან ვწუხვარ..-მასთან მივედი და ჩავეხუტე..ნელნელა დივანთან მივიყვანე და დავეხმარე დამჯდარიყო..-კი მაგრამ..როგორ მოხდა..
-საკუთარ ბინაში იპოვეს..ქირის გადაუხდელობის გამო მეპატრონეს გამოუძახია..შემდეგ კი ის საზარელი სურატი დახვდათ..
-რა საშინელებაა..
-აი ნახე ყველა ახალ ამბავში ამას აჩვენებენ..-იოანემ შავი პულტი აიღო და ტელევიზორს ხმა აუწია..
-მოკლულს აღენიშნება ჩალურჯებები, მას სასტიკად გაუსწორდნენ და ბოლოს ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში.. მკვლელის ვინაობა უცნობია..თუმცა ვარაუდობენ რომ წლების წინ მივიწყებული სერიული მკვლელი დაბრუნდა.. დამატებით ინფორმაციას შეძლებისთანავე მოგაწვდით..გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს..
-რა ხდება ჩვენს თავს ხალხო, რა სერიული მკვლელი..-ამ დროს შემოვიდა ანდრია..როგორც ჩანს ამბავი ახალი გაგებული აქვს..თვალებით ეძებდა თაიას და როდესაც იპოვა მიუახოვდა და უსიტყვოდ მიიხუტა..მე გამოვერიდე..
-ბედნიერი იყო.. მას ოცნებები და მისწრაფებები ჰქონდა..არ..არ მინდა დავიჯერო..
-მომისმინე..ასე არ შეიძლება ვიცი შენთვის ბევრს ნიშნავდა ეს ადამიანი, მაგრამ ასე საკუთარ თავს დამართებ რამეს..დებორა წყალს ვერ მომაწვდი..?
-ახლავე..აი აიღე..
-მადლობა..-წყალი დაალევინა და ჭიქა მაგიდაზე დადო..
-მისი მშობლები..ეცოდინებათ უკვე..არაა?
-ახალგაზრდა გოგო დაკარგეს..ნეტა როგორ გადაიტანენ..
-ანდრია..უნდა დავეხმაროთ..როგორც ვიცი ნინა ეხმარებოდა ოჯახს..
-აუცილებლად დავეხმარებით..შენ მათზე არ იდარდო..
-და-ძმა ჰყავდა..?
-კი ორი და..
. . .
ბოლო ორი დღეა მკვლელობის იქით ვერაფერზე ვფიქრობ..ჩვენ ყველა ვიცნობდით..კარგი ადამიანი იყო..რატომ უნდა სდომოდა ვინმეს მისი მოკვლა..
-ვიცი რთულია, თუმცა უნდა წავიდეთ..
-მესმის..
-შეგვიძლია გადავდოთ ან..
-არა..არ გამოვა..შეიძლება საერთოდ გადაიფქირონ..ასეთი სახე ნუ გაქვს..გასაგებია რომ უნდა ვიმუშაოთ, უბრალოდ ზედმეტად იმოქმედდა ნინას ამბავმა..
-ვიცი..ვწუხვარ და მაინც არაფრის გაკეთება არ შემიძლია..
-შენ ხომ ადვოკატი ხარ..
-მერე რაა დებორა..რას გავაკეთებ..ვინღაა დასაცავი..
-იქნებ გამოძიებაში ჩაგრთონ..მეტად გავიგებთ რა ხდება..
-კარგი ამ თემას მივუბრუნდებით..ახლა წასვლის დროა..
-კარგი..
. . .
-მიხარია აქ რომ ხართ..
-ასევე..ეს საჩუქარი კი ჩვენგან..
-მადლობა..შეიძლება გავხსნათ..?
-როგორც გენებოთ..
-კარგი..ვაიმე..არ არსებობს..
-ასე რამ გაგაკვირვა..
-ის ნახატია, ყიდვა რომ დავაპირეთ და არ მოგვყიდეს..
-ოჰჰ ეს უკვე მოულოდნელი იყო..
-მივხვდი თქვენთვის ძვირფასი იყო..იმედია გაგახარეთ..
-თანაც როგორ..
-მგონი დროა მაგიდას მივუსხდეთ..
-მართალი ხარ დროა..გთხოვთ..-დრო საშინლად იწელება იმ ადგილას გაჩერებით სადაც ყოფნა არ გსურს..ვდილობდი მაქსიმალურად თავაზიანი ვყოფილიყავი და თავი მომეწონებინა..მათი მდიდრული საჭმელი ძლივს შევჭამე..კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ხალხს გემოვნება არ გააჩნია..ამის შემდეგ კიდევ დავყავით ცოტახანი და წამოვედით იმ პირობით, რომ მომავალში დავგეგმავდით შეხვედრას..
მიხვდებით რამდენად გამიხარდა.. ახალს ვერაფერს ვიგებთ..ვიცი, რა თქმა უნდა, ჯერ ნდობა უნდა მოვიპოვოთ მაგრამ საქმე ასე თუ გაგრძელდა..ბოლოს თუ რამეს გავიებთ ალბათ გვიანი იქნება..
. . .
-მეგობრებო არ მესმის..რამდენი დღე გავიდა..ახალი არაფერია..?
-როგორც ამბობენ მკვლელს კვალი არ დაუტვებია..
-ვინ იცის გამოძიება როგორ გაგრძელდება..
-ფაქტობრივად არაფერი აქვთ..
-დაველოდოთ..ხომ იცით ასე მალე არაფერი მოგვარდება..
-ახლა უფრო მეტად ნინას მშობლებზე ვდარდობ..
-შეხვდი..?-თავი დამიქნია..
-განადგურებულები არიან..ნინას სხეული ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ..გამოძიების ბოლომდე ასე იქნებაო..მეტი რაღა უნდა იპოვონ..
-ასეთი წესია..სამწუხაროდ..
-რაც მთავარია ხარჯებზე დარდი აღარ მოუწევთ..ეს ის მცირედია რაც შეგვიძლია გავაკეთოთ..
. . .
გაზაფხულდა..ეს პერიოდი ყოველთვის მაბედნიერებდა, ვინაიდან წინ ზაფხული მელოდებოდა..ჩემთვის წიგნის შესავალივით იყო.. ყოველთვის..
ისე დამახასიათებელი არეული ამინდებია..ერთ დღეს რომ ისეთი სითბოა ზაფხული გეგონება..მეორე დღეს წვიმს და მდგომარეობა ზამთარს წააგავს..
და მაინც..თითქოს ყველაფერი ცოცხლდება..რაც არ უნდა ციოდეს იცი რომ გაზაფხულია და იმდენად აღარ განიცდი..ამ სიტუაციას სდევს თანმდევი ფრაზა..”მალე დათბება”..
ახლა კი თავს ისე ვგრძნობ გაზაფხულის ცოცხალი აროტომატი და ზაფხულის მოლოდინიც კი ვერ მშველის..
არ ვიცი რა მემართება.. თითქოს ყველაფერს იმაზე მძაფრად აღვიქვამ ვიდრე საჭიროა..ვიდრე უნდა იყოს..
მე და იმ ქალბატონმა ყავა დავლიეთ ერთად..ისევ თავად მიმიწვია..არ მოგესმათ ყავა დავლიე..თავს ვაჩვენებ რომ ვგიჟდები..ასეა საჭირო..
მეგობრებიც ვერ ვიკრიბებით..უფრო მგონი არ..შეიძლება ახლა ასე უკეთესიც კი იყოს..
თაია ასეთია..მსგავსი ტკივილის დროს მარტო ურჩევნია ყოფნა..ახლა კი მხოლოდ ანდრიასთან ერთად ყოფნით შეუძლია შემოიფარგლოს..ისიც ყოველთვის არა ..
თითქოს ადამიანთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ და მაინც ყველა განვიცდით..შეიძლება იმის გამო რომ ახალგაზრდა იყო და მოკლეს..? თანაც სასტიკად..?
ყოველთვის თბილი მზერით და ღიმილით მესალმებოდა..ხანდახან გავჩერდებოდით და ორი წუთის განმავლბაში რასაც ვასწრებდით გამოველაპარაკებდით ერთმანეთს.. გარდა იმ შემთხვევისა სვანეთში შედარებით მეტი დროის გატარება რომ მოგვიწია ერთად.. მორცხვი მაგრამ ხალისიანი.. ეს შთაბეჭდილება გამყვა ბოლომდე.. სამწუხაროდ, რეალურად ამ ადამიანს არ ვიცნობდი..რაც ვიცი ისაა რომ კარგი ადამიანი იყო..
. . .
ახლა რას ვაკეთებ არ ვიცი..რაზე ვმუშაობ..თითქოს ჩემი და დემნას ყალბი ურთიერთობა აბსურადათ მეჩვენება..უარი უნდა მეთქვა..? რატომ ვერ შევძელი..
ამაზე ფიქრი არ მინდა..
ისე არ მინდა იფიქროთ, რომ ყველა ისეთი სახის დეპრესიაში ჩავცვივდით, სახლიდან რომ არ გამოვდივართ..არა..ყოველდღიური რუტინა დიდად არ იცვლება..
უბრალოდ ყველას დაგვეტყო ეს ამბავი, რომ განვიცადეთ ან განვიცდით..
თაიამ კი განსაკუთრებით..
ისეთი გრძნობა მაქვს რომ ველოდები ყველაფერი თავისით როდის დალაგდება..აი თითქოს ზუსტად ვიცოდე რომ ასე იქნება..სამწუხაროდ ვერც ჩემს თავს ვუმტკიცებ ამას და ვერც დანარჩენებს..
-ისევ სადღაც დაფრინავ..?-შემომესმა ეკატერინეს ხმა..
-შესაძლოა..-რამდენიმე წამის შემდეგ გვერდით მომიჯდა..
-ბავშობაში ყოველთვის მიკვირდა უფრო მეტად რატომ განცდიდნენ ახალგაზრდის დაღუპვას..ახლა ვხვდები..მიუხედავად იმისა რომ ძალიან მტკინვეულია, თავს იმით იმხნევებ, რომ ადამიანმა თავისი პატარა ცხოვრება გაიარა..ახალგაზრდის სიკვდილის შემდეგ კი.. ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორი ცხოვრება შეიძლებოდა ჰქონოდა..
-ალბათ ყველა ჯერ კიდევ ამ ფიქრებში ვართ..რა გინდა რომ გააკეთო..
-რთულია..
-დებორა..მართალი ხარ, მის ვერ განვლილ ცხოვრებას ვგლოვობთ..რისი გაკეთება უნდოდა, რა ვერ მოასწრო..ვგლოვობთ მის საყვარელ საჭმელს რომ ვეღარ შეჭამს და საყვარელ სმღერებს ვეღარ მოუსმენს..ვერ ისიამოვნებს იმ ცხოვებით, რომელიც წაართვეს..
. . .
-შენთან საუბარი მართლაც სასიამოვნოა..შევუკვეთავ..
-არა მე წავალ..ჩვეულებრივ ხომ..?
-კი მადლობა..-წამოვდექი და შესაკვეთად გავემართე..
-ათი წუთიც არ დაგვჭრდება..
-პრობლემა არაა..
-დამატებით აიღებთ რამეს..?
-მოგვიანებით..
-აი ინებეთ ორი ყავა..
-მადლობა-ჩვენი მაგიდისკენ გავემართე..ისე იჯდა რომ ვერ მხედავადა..უკვე ყალბ ღიმილს ვამზადებდი ხმა რომ გავიგე, რამაც გაჩერება მაიძულა..
-თავადაც კაგად უნდა ხვდებოდე რამდენს ნიშნავს ეს საქმე..არ მაინტერესებს მიზეზები..აქვე და ახლავე..კარგი მაგრამ ფასი არ დააკლდება..ხომ იცი ეს ჩემი წესია..-ისე გავაკეთე თითქოს ახლახანს მივედი და მისი ხმა ვერ გავიგე..
-მეც მოვედი..შენი ყავა..ხომ არ დავაგვიანე..
-არა..არა რას ამბობ..
-დამატებით რამეს ხომ არ აიღებ..?
-არაა..ყავა საკმარისია..-ვეცადე უფრო შესამჩნევად გამეღიმა..-მიხარია დრო რომ გამონახე..
-რას ამბობ..ისეთი არეული გრაფიკი მაქვს..
-მესმის შენი..სიზმარშიც კი ნახატებს ვხედავ.-.ორივემ გავიცინეთ..
-რაც არ უნდა იყოს, მუშაობა მაინც მუშაობაა..
-ჩვენ კი იმაზე მეტი შრომა გვიწევს ვიდრე კაცებს..რატომღთაც დღევანდეობაშიც კი შემორჩა აზრი, რომ რადგან კაცია საქმეს თავს უკეთ გაართმევს..გამოიცანი ბოლოს ვის აწინაურებენ..?
-გეთანხმები..-ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც ისეთი თქვა, რაც საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არაა..
-მიხარია ისეთ ადამიანს რომ შვხვდი, რომელსაც ჩემი ესმის..
-ასევე..-ყავა დავლიეთ და მალევე დავიშალეთ.. მე კი მისმა საჭვო ზარმა ჩამაფიქრა.. ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო არაფერს ვიფქრებდი, მაგრამ საეჭვო ხალხთან აქვს კავშირი..რა ვიცით რომ მათ არ ეხმარება..ამ შემთხვევეაში საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ ყველაფერში ეჭვი შეიტანოს..
სახლში წასვლის შემდეგ იმის გარკვევა დავიწყე მისი ქმარი საკუთარი კოლექციიდან რაიმეს ხომარ ყიდდა..პასუხი უარყოფითია..
აბა რაზე ლაპარაკობდა..რას არ დააკლდება ფასი..
ის ხომ ფონდის ხელმძღვანელია..ამ ფონდზე მეტი უნდა გავიგო..
. . .
-აბა გისმენ დემნა..ჩემთან შეხვედრა რატომ გინდოდა..?
-წყვილი ამდენი ხანის განმავლობაში, რომ არ ხვდება შენი აზრით საეჭვოდ არ გამოიყურება..?
-იქნებ მითხრა რა გინდა..
-იმ ქალთან ერთად ყავა დაგილევია რამდენჯერმე..არაფერიი გაგიგია..?
-საიდან..კარგი რა მნიშველობა აქვს..კი დავლიე მერე რაა..
-ახალი ვერაფერი გაიგე..?
-დამაფიქრებელი ზარის მეტი არაფერი..
-მეტად რომ დაკონკრეტდე..
-არ ვიცი რაღაც საქმეზე ლაპარაკობდა..იმაზე რომ რაღღაცას ფასი არ დააკლდებოდა..
-ოჰ მეგონა ახალი გაიგე რამე..
-იცოდი..?
-დაახლოებით..მისი ქმარი ლაპარაკობდა რომ ერთ ნახატში საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ და უნდა დათანხმდეს//
-იცი რა არ მესმის..? მისი ქმარი არ არის კოლექციონერი..? ქალი რატომაა ამ საქმეში ჩართული..
-რადგან ფონდის ხელმძღვანელია არ შეიძლება ხელოვნებთ იყოს დაინტერესებული..? გარდა ამისა ალბათ იმდენი ხნის განმავლობაში უყურებდა ქმრის ჰობს თავადაც დაინტერესდა..
-შესაძლოა..ანუ ნახატზეა საუბარი და სხვა არაფერზე..?
-სხვა რა უნდა იყოს..
-არ ვიცი..ისე ვერ შევძელი ინფორმაციის მოიძიება თუ რამის გაყიდვა დააპირა..
-შენ უბრალო კოლექციონერი ხომ არ გგონია..საქმეებს ისე აგავრებენ..თუ მოინდომეს ვერავინ გაიგებს..
-იქნებ გაიგო ვის უნდა მიჰყიდოს..იმ ადამიანს გამოვიკვლევდით..
-ვეცდები..
-ასე რატომ მიყურებ..
-როგორ..
-არ ვიცი..რაღაცნაირად..
-გელანდება..ჩვეულებრივად გიყურებ..
. . .
-გეგი მოხდა რამე..?
-რომ არ მოხდა საქმეც მაგაშია..
-მელისა..?
-არ ვიცი რა არ მოსწონს..იქნებ ცუდი პირველი პაემანი იყო..
-იქნებ უბრალოდ იგივეს არ გრძნობს..
-არა..ასე არ იქნება..-well..
-რა გითხრა..იქნებ დრო მისცე..
-ამდენი დრო არ მაქვს..-თავისთვსი ჩაილაპარაკა..
-რა თქვი..?
-არაფერი..დავფიქრდები..
-კარგი აქ საქმე მქონდა..მალე უნდა წავიდე..
-ნახვამდის..
. . .
-ერთი ზარის უფლება გაქვს..სწორად გამოიყენე..
-გასაგებია..-ნომერი ავკრიფე..გთხოვ აიღე..
-დებორა რა ხდება..ეს რას..
-უნდა მოხვიდე..
-რა დააშავე..მეხუმრები ჰოო..
-ნეტავ ვხუმრობდე..ადვოკატი მჭირდება სასწრაფოდ..ვინმე კარგს ვერ მიშოვი..?
-ოჰოო ხუმრობის ხასიათზე ვართ..? მოიცადე სერიოზულად დაგაკავეს..?
-კი..მოხვალ..?
-რა თქმა უნდა..შარს მაგნიტივით რატომ იზიდავ..?
-დრო აღარ დამრჩა..იცი სადაც უნდა მოხვიდე…
. . .
ერთმანეთს უკვე რამდნიმე წუთია ვუმზერთ მაგრამ არცერთი არ ვიღებთ ხმას..რას ელოდება..
-დემნა ხვდები მაინც ამდენი დრო რომ არ გვაქვს..?
-აქ თავად შემოპარულხარ..იქნებ თავად ამიხსნა რას ეძებდი..
-ინფორმაციას..
-კარგი ერთი..ინფორმაციას ეძებდა თურმე..იცი მაინც რომ შენმა აქ ყოფნამ შეიძლება იმაზე მეტი დრო წაიღოს ვიდრე 24 საათია..?
-შეცდომა დავუშვი..
-განყოფილებაში რომ მოხვედი..
-რომ გამომიჭირეს..
-დებორა..იმედია მხოლოდ ჩემთან ხარ დიგულზე და სხვებს ასე არ ელაპარაკები..
-დამეხმარები თუ არა..-ამ დროს გაიღო კარი..ორივე შემოსულ კაცს გავხედე..
-მოგესალმებით..-თავის დაკვრით მივესალმე..-რთული შემთხვევაა..
-მარტივად მოგვარებადი..
-მაგას ვნახავთ..შეიძლება ქალბატონ დებორას აქ ყოფნა დიდხანს მოუწიოს..იქ არ უნდა იქექო შვილო სადაც არ გესაქმება..
-ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში..-ისეთი დამაჯერებელი ტონით დაამთავრა ლაპარაკი, ჩვენს წინ მყოფი კაცი ციტა გაკვირვებული დატოვა..
-და მაინც..
-დიდი პატივისცემის მიუხედავად..რომ აღარ გაწვალოთ მოსამართლეს უკვე დავუკავშირდი.. განცხადებას მალე მიიღებთ..
-რა იცი ყველაფერი როგორ გაიწელოს..
-როგორც თავად ახსენეთ მაგას ვნახავთ..
-ესენი სასწრაფოდ უნდა შეავსოთ..
-გასაგებია მადლობთ..-კაცი მალევე გავიდა..
-აქ რა მართლა იდიდ ხანი უნდა მაყურყუტონ..?
-გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.. ვიმედოვნოთ რომ ასე მარტივად გამოვძვრებით..
. . .
-ქალბატონო მოსამართლე..
-დემნა დემნა..ახლა რა მოხდა პირდაპირ მითხარი..
-საქმეს გაეცანი..?
-დიახ..
-რას იტყვი..
-როგორც არ უნდა მინდოდეს დახმარება მინიმუმ ერთი სასამართლო მაინც ელოდება შენ მეგობარს..
-მესმის..
-ვივარაუდებ რომ თანხა დაეკისრება..
-დიახ..
-რამდენიმე საათი უნდა მომცე..პირველადი განხილვა ჩათვალე წარმატებით დამთავრდა..
-მადლობა..
. . .
48 საათის შემდეგ როგორც იქნა გამოვაღწიე..პატარა შეცდომამ სადამდე მიმიყვანა..
-როგორ გრძნობ თავს მსჯავრდებულო..
-მსჯავრდებულის კვალობაზე შესანიშნავად..-მანქანში ჩავჯექით..
-დაიღლებოდი..
-შენც ასევე..
-ეს ჩემი საქმეა..
-მადლობა შენი საქმის შესრულებისთვის..
-საჭიროა არაა..
-ჩვენებს რა უთხარი..
-მხოლოდ ეკატერინე გავაფრთხილე რომ ცოტახნით წასვლას აპირებდი..
-კარგია არ მომიწევს იმის ახსნა თუ რას ვაკეთებდი..თან მათთან რთული იქნებოდა..
-სამაგიეროდ ჩემთან მოგიწევს დეტალურად ახსნა რას აკეთებდი..
-ვიცი..
-კარგია თუ იცი..
-ასე რამ გაგაბრაზა..არა მესმის არ იყო მარტივი სიტუაცია მაგრამ..
-რამ გამაბრაზა..? ამას სერიოუზულად კითხულობ..?
-კი..მე..
-მიუხედავდ იმისა მესმის როგორ რთულ მდოგომარებობაში ამოყავი თავი..მე..იცი მაინც როგორ…მნიშვნელობა არ აქვს..თუ რამეა სხვა დროს ვიალაპარაკებთ..დასვენება გჭირდება..
. . .
-შენს სატრფოზე უკვე ვნერვიულობ..
-მოხდა რამე..
-უფრო მეტად შეეტყო ხასაითზე რომ არაა და სულ ძინავს..
-ალბათ გადაიღალა..
-შესაძლოა..
-იყოს კიდეც ცოტახნით..არამგონია რამე სერიოზული იყოს..
-რაც ჩამოვიდა..იმასთან შედარებით არაფერია..
-რას გულისხმობ..
-არ იმჩნევდა თუმცა აშკარად ეტყობოდა ცუდად იყო..ნელნელა თითქოს გამოვიდა მდგომარეობიდან..არ მინდა ისევ ისე იყოს..
-შეგიძლია კონკრეტულად მითხრა, რას გულისხმობ..?
-მის ოთახში ვიყავი და აბები ვნახე.. დაძინებისთვის იყენებდა ალბათ..ან ახლაც იყენებს არ მიკითხავს..თავიდანვე ვცადე დალაპარაკება და აშკარა იყო არ სურდა..
-გასაგებია..მადლობა რომ მითხარი..
. . .
"პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ, როდესაც უარს ამბობ იმ გარემოს ტყვეობაზე, სადაც შენი თავი პირველად იპოვნე." -მარკ კეინი
საშინელმა კოშმარმა გამომაღვიძა..სუნთქვა მიჭირს და გული მაქვს აჩქარებული..ეს..ეს რა იყო..
წყალი..წყალი უნდა დავლიო..სამზარეულოში უნდა გავიდე..
გამჭირვალე ჭიქა ავიღე და წყალი დავისხი..დღემდე არ მესმის შუა ღამისას წყალი უფრო გემრიელი რატომაა..
ნუ შეიძლება ითქვას..მალე გათენდება.. მნიშვნელობა არ აქვს..ის ვიცი ვეღარ დავიძინებ..
აბაზანაში შევედი, ახლა ცივი წყალი თუ მიშველის..დაახლოებით ერთი საათი დავყავი შემდეგ შესაბამისი ტანისამოსი მოვირგე და სახლი დავტოვე..
სიმშვიდეს მანქანების ხმაური არღვევს..
უახლოეს მარკეტამდე მივედი..დიდი ხანი არ გავჩერებულვარ..რაც მჭირდბოდა ვიყიდე და სახლში წავედი..თავიდან მინდოდა მეფრთხილა ეკატერინე არ გავაღვიძოთქო თუმცა შესვლისთანავე მომესმა ხმაური..
-თაია..? აქ რას აკეთებ..?
-არ შეიზლება მეგობრებს ვესტუმრო..
-კი უბრალოდ არ გელოდი..თან ასე ადრიანად..
-ვიცი როდის გადის ეკატერინე და მინდოდა მომესწრო..საღამოს აღარ მცალია..
-კიბატონო..
-აბა მომიყევით როგორ ხართ..?
-ნორმალურად როგორ ვიქნებით..
-საწოლიდან რომ არ ამდგარხარ 5 წუთზე მეტი ამას ნორმალურს ეძახიან დღესდღეობით და არ ვიცი..?-ჩემი მიმართულებით..მკაფიოდ გააჟღერა ეკატერინემ..
-რა..? შენ რაღა გჭირს გოგო..-თაია..
-ახლა ხომ ავდექი..
-რა მოგეპრიანა..
-აი..-პარკები ავწიე..--ან აქამდე რატომ არ დავდე..
-შენ როგორ ხარ..შენ..
-მოვდივარ ნელნელა აზრზე..უბრალოდ ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვს…ჯერ კიდევ ვერ ვხარშავ..
-ასეა..მძიმეა მაგრამ რას ვიზავთ..
-მალე თუ არ გამოიძიეს გავიგჟდები..
-გამოძიებით კი გამოიძიებენ, მაგრამ ნინას ამით რა..
-მცირედი ნუგეში მაინც იქნება მშობლებისთვის…მეტი რა უნდა იყოს..
-კარგით, ისედაც სულ ან თემაზე მეფიქრება..სხვა რამეზე ვისაუბროთ..
-მართალია თაია..
-გშიათ..?
-ხომ იცი დილით ვერ ვჭამ..
-ჰოო უცებ ამომივარდა გონებიდან..მაშინ ყავას გაგიკეთებ..
-უარს ვერ გეტყვი..
-შენ ეკატერინე..?
-მეც მინდა..
-ახლავე..აუ ისე უცებ გამახსენდა..სესილი როგორაა..რამდენი ხანია არ შევხმიანებივართ..
-ძალიან ახლო კი არ ვარ მე პირადად, თუცა ამას წინათ მოვიკითხე..იცით რა მითხრა..? სწავლას ვაგრძელებო..
-რაა..რას იძახიი..
-აუუ როგორ გამიხარდა..
-დემნამ შემომთავაზა და საბუთების გაკეთებაში დამეხმარაო..
-მართლა..? არ ვიცოდი..
-ხედავ როგორი სატრფო გყავს..?
-ვხედავ კიი.. სესილი ამას ნამდვილად იმსახურებს..
-თან ეგ ხომ ფრჩხილებს აკეთებს და კლიენტები საკმაო რაოდენობით მყავს..სწავლა რომ დამეწყება შევუთავსებო..
-მაგან თუ მოინდომაა..ნახეთ როგორი წარმატებული იქნება..
-დიდი იმედი მაქვვს..
-მიცადეეთ..ინებეთ..ყავა..
-მადლობაა..-ერთხმაში გამოუვიდათ..
-შენ არ გინდაა..?
-უი..ჩაის დავისხამ..ისე თაია..შენი ფოტოგრაფიის კარიერა როგორ მიდის..
-შესანიშნავად..ჩემი უფროსი ჩემი მოგზაურობის ფოტოებით დღემდე მოცულია..
-ასეც უნდა იყოს..
-ისე მინდა მადლობა მეთქვა თქვენთის..
-რატომ თაია..
-მიცნობთ და იცით ასეთ მომენტებში დიდად არ ვგრძნობ კარგად თუ ადამიანების გარემოცვაში ვარ..მადლობა გაგებისთვის..
-რას ამბობ გოგო..
-ვალდებულები ვიყავით..მეგობრობის კონვენციის მიხედვით ასეა..-ორივეს გაეცინა..
-ამას რაღაც ძალიან შეეტყო დემნას სატრფო რომაა..
-რას ვიზამ..
-თქვენთან ყავის დალევას რა სჯობს..-ჩავახველე და ჩემს წინ მდგარ ჩაიზე მივუთითე..
-ყავა-ჩაის დალევა..-ღიმილით დავუკარი თავი..
. . .
-დებორა აბა დაფიქრდი.. გიცნობ ახლა ცდილობ ისე მელაპარაკო განამრტებაში რომ ჩაგეთვალოს და რეალურად არანაირი სახის ინფორმაციას არ მაწვდი..
-სხვანაირად როგორ გითხრა, ინფორმაციას ვეძებდი..
-რა სახის ინფორმაციას..
-რომ დავინახავი მივხვდებოდი სახის ინფორმაციას..
-შენ მე გადამრევ რაა…
-უმოქმედოდ ყოფნა აღარ შემეძლო..
-თავი საფრთხეში ჩაიგდე..
-მესმის..
-მიაგენი რამეს..?
-ესე იგი..მივაგენი რამეს თუ არა..?
-ნუ წელავ..
-არაფერი გამოსადეგი..
-ციხეში ტყულად არაფრის გამო მიდიოდი..?
-მე ხომ არ ვიცოდი იქ რომ არაფერი დამხვდებოდა..
-როცა შემოგისწრეს რა უთხარი..
-საბუთების თვალიერებაში ისე გავერთე, რაიმე მიზეზის მოფიქრებას რა აზრი ჰქონდა..
-მაგრად ხარ გადარჩენილი..
-ვიცი..
-დარწმუნებული ხარ საჭირო რომ არაფერი შეგინიშნავს..?
-მგონი არა..
-კარგი ამაზე შეიძლება კიდევ ვილაპარაკოთ..მანამდე კი ახალი ამბავი მაქვს..
-გისმენ..
-როგორც იქნა მივაღწიე გამომძიებლამდე..ზედაპირულად მაინც მოვახერხე საქმეში ჩართვა..
-მართლა..?
-კი..იმედია რამეს მოგვცემს..
-კარგად გიცნობ და ვიცი შენ მხოლოდ ზედაპირს არ დაჯერდები..დარწმუნებული ვარ წინ წავალთ..
-ესე იგი რა გამოდის..ამ საქმესაც შევეჭიდეთ..?
-მცდელობა მაინც გვაქვს..
. . .
დრო გამოშვებით ვმუშაობ..რადგან დანაზოგის დახარჯვა აღარ მინდა..რა იცი რაში გამომადგება.. ნუ კარგით დრო გამოშვებითს როცა ვამბობ, ვგულისხმობ რომ ხანდახან ღამეს ვათენებ..
ბუნებით მოუთმენელი ვარ..მიუხედავად იმისა რომ ამ საკითხში თითქმის ჩემი გააზრებული ცხოვრებაა საკუთარ თავს ვებრძვი..ვეღარ ვითმენ ხოლმე და სანამ საქმეს არ მოვრჩები ვერ ვისვენებ..მეორე დღეს გადადებულ საქმეზე რამეს თუ ვერ ვიტან..ახლა არ მახსენდება..
რა თქმა უნდა, ვიაზრებ..ყველაფერი რაც გვსურს წამებში არ გაჩნდება ჩვენთან..რასაც გვსურს რომ მივაღწიოთ მოთმინება უნდა ვიქონიოთ..
დიდი მცდელობის მიუხედავად ხანდახან ჩემი მოუთმენლობა მაინც იჩენს ხოლმე თავს..
-დამუშავებული ვერსია..?
-კი, რამე არ მოგწონს..?
-მეგონა რომ წიგნს აჩქარებით ვკითხულობდი..თითქოს რაღაც მომენტები გამოტოვებული იყო..
-გასაგებია..
-იქნებ კიდევ ერთხელ გადაეხედა ნამუშევრისთვის..
-შევატყობინებ..ისე რა მალე გადმომიგზავნე თარგმანი.. მშვიდობაა..თუმცა კი ვიცი თუ მოინდომე რა სწრაფად მუშაობ..
-კიდევ გჭირდება რამე..?
-ჯერ-ჯერობით სულ ესაა..
-კარგი მაშინ ნახვამდის..
-ნახვამდის..-ზარიც გაწყდა.. რაც ხელში მომხვდა მოვიცვი და გარეთ გავედი დაღლილობის მიუხედავად.. ამჟამად ოდნავ მოშორებით მომიწია ფეხით წასვლა, რადგან ამას წინათ უახლოეს აფთიქაში საჭირო მედიკამენტები ვერ ვიშოვე..
-კიდევ ინებებთ რამეს..?
-არა მადლობა..
-ჯანმრთელობას გისურვებთ..
-მადლობა თქვენც ასევე..ნახვამდის..
-ნახვამდის..-ამ დღეებს თუ გადავხედავთ წამლები აუცილებლად მჭირდება რომ დავიძინო.. ალბათ მცირე დროით იმ 48 საათმაც იმოქმედა..
ვიცი საშინელებაა რასაც ვაკეთებ..საძილე წამლებზე ასე დამოკიდებული არ უნდა ვიყო..იმის თავიც არ მაქვს რომ ამ პრობლემაზე ვიფიქრო, როცა სხვა პრობლემებთან შედარებით ძილის პრობლემა უკანასკნელია რაც მაწუხებს..
მარკეტშიც შევიარე.. უმარტივესი და საყვარელი სალათის გაკეთება გადავწყვიტე..ზოგადად დიდად არ გამომდის არაფრის კეთება, მაგრამ კიტრის და პომიდორის დაჭრას ვახერხებ როგორმე..
ბებია როცა მხედავს სამზარეულოში სულ მეკითხება, ამ დღემდე ცოცხალი რომ მოაღწიე მიკვირს, საჭმლის კეთება არანაირად არ გამოგდისო..
ვერ შეედავები..ერთადერთი რაც მისაგნ ვერ ვისწავლე გემრიელი საჭმლის კეთებაა..თავს იმით ინუგეშებს ხოლმე რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა..მე კი მის ბუზღუნზე ყოველთვის მეცინება…
დღეს მარტო გახლავართ..ეკატერინე საქმეშია გადაშვებული და ჩემთვის არ სცალია..მასზეც მაინც ვნერვიულობ, ძნელია რაღაცის კეთება გინოდედეს და იმ შედეგს ვერ ხედავდე რაც გსურს..რისთვისაც ასე წვალობდი..
იმედია ყველაფერი დალაგდება..
როგორ შეიძლება მე სხვის ცხოვრების დალაგებაზე ვდარდობდე..უბრალოდ რა ლოგიკით, მაგრამ მეგობარია და მაინც..
ბოლოს ტელევიზორში რაღაც ფილმი ჩავრთე და ჩემებური სალათი წინ დავიდე..ისეთი ჩემებური ჩემს გარდა არავის რომ ეგემრიელება..
. . .
დრო მიფრინავს..ისე სწრაფად რომ წესიერად ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებ..ნინას საქმე ნელნელა ყველას ავიწყდება..წყვილთან დაკავშირებით კი მგონია რომ მათთვის გასართობ მეგობრებად ვიქეცით..როცა უნდათ კომპანიონი, ყავისთვის ან სასეირნოდ..მგონია რომ ასეთი სასწრაფო და საგანგაშო არაფერია, მათთან მართლა ვკარგავთ დროს..
ვთქვი მაგამ უნდა განვმეორდე..მე და დემნა ტყულად დაგავწყვილეს..მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი წყვილის ძიძები რომ ვიყოთ ..
-ესეც თქვენი ლიმონათი..არა რა გასმევთ ძალიან მაინტერესებს..ნატურალური წვენი არ ჯობიაა..
-არც ეგაა ნაკლებად საზიანო..
-შენი ხელით გაწურულ წვენზე მაქვს ლაპარაკი სულელო..
-ეკატერინე..სიტყვებს დავუკვირდეთ თუ შეიძლება რაა..ჩემი ლიმონათი მომაწოდე..
-ოჰ იოო რა გეშველებათ რაა..მშია ხალხო რა გავქვს..?
-მალე შაურმას მოგვიტანენ..
-ოჰოო ეგ უკვე კაია..რამდენ ხანში..?
-მალე..
-ეგ მალე რამდენია..
-10 წუთი..
-რას მაწვალებ, პირდაპირ გეთქვა…
-დამღალე რაა..ჭიქებს მოვიტან, გინდათ?
-ყველას გვინდა იო..
-დებ მე მაინც ვიკითხე..
-რა იცი რა ხდება ჰოო..
-ზუსტად..
-ანდრია ტელევიზორს აუწიე..სწრაფად..
-გამოძიების მიხედვით დადასტურდა, რომ ორი საათით ადრე, მსხვერპლის ბოლო გამოჩენიდან, ის შეხვდა ორ უცნობს, რომლების ვინაობასაც მალე დაადასტურებენ..სიახლეებს დაელოდეთ..
-ძლივს რაღაც ხელჩასაჭიდი..
-იმედია გამოსადეგია..
-მე კიდევ ის არ მინდა, გამომძიებლები ნინას მშობლებს რომ აწუხებენ..
-რით ვერ დაამთავრეს დაკითხვა..
-მაგათი ამბავი ჰომ იცი..
-საქმე წინ რომ ვერ მიდის წრეზე მიდიან
-მაგრამ.. მშობლები მაინც რთული თემაა..
-გეთანხმები..
-შენთვის რამე ხომ არ უთქვამთ..
-რა უნდა ეთქვათ..
-შეიძლება მათ ვერ გააცნობიერეს რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ..
-არა დებ..მსუბუქად მაინც ვკითხე რაღაცები მაგრამ..
-მესმის..
-კარზე ზარია..ვის უნდა გასვლა..
-კარგით გავალ რა იყო..
-იოო მადლობელი ვარრ.
-ნუ მთაფლავ..აი თქვენი კუთვნილი შაურმები..ოღონდ გთხოვთ თემა შეცვალოთ..
-აუ ისე დებორა..ზაფხულის მოსვლა გახარებს..?
-რას ეკითხები.. გაახარებს, რა თქმა უნდა..
-დებორა ხარ..?
-ვაიმეე მე..
-გთხოვთ რაა..ჩხუბის თავი არ მაქვს..
-მომიტევეთ..
-ზაფხული..? რა გითხართ, ბოლო დროს ჩეულებრივთან შედარებით, შეუსაბამო ზაფხული იყო..ახლა რა იქნება, ვი იცის..
-ვიმედოვნოთ მხოლოდ კარგი..უმეტესად მაინც..-ბოლო ზაფხული არც ისე სასიამოვნო იყო..ამიტომაც იმ ზაფულის გახსენება დავიწყე როცა თაია ჩამოვიდა..რა თქმა უნდა, ცუდი იყო მაგრამ კარგი წონიდა..რამდენი რამ მოხდა.. მე და გოგონები რომ ზღვაზე წავედით..დღემდე ტკბილად მახსენდება..მე..მე და გოგონები ზღვაზე..გონებაში ამ კონკრეტულ პერიოდს უნებურად გადავავალე თვალი..
შეუძლებელია..გონებაში დიდი ასოებით ამომიტივტივდა იმ წიგნის სახელი, რომელსაც მაშინ ვკითხულობდი.. “watching you”.. უცებ გამახსენდა შინაარსიც..აქამდე როგორ ვერ მივხვდი..უნდა დავრწმუნდე..
-თაია..
-ჰოუ..
-გახსოვს ადრე წიგნი რომ გათხოვე..
-წიგნი..? აუ ის წიგნი საუკუნე რომ არ დამიბრუნებიაა..ყოველთვის მავიწყდებოდა..
-რამდენიმე წუთით მჭირდება..ცოტახნით ვერ მომიტან..?
-ახლავე..საერთოდაც რამდენიმე გვერდის მერე მივხვდი ჩემი არ იყო და აქამდე როგორ ვერ მოგიტანე მიკვირს..-ათი წუთის შემდეგ თაია წიგნით ხელში დაბრუნდა..სასწრაფაოდ გამოვართვი და მკვლელობის სცენაზე გადავშალე..როგორ მდგომარეობაში დატოვეს მსხვერპლი..დატოვებული ნათურა.. ეს არის..
-სამწუხარო ამბავი მაქვს..
-რა მოხდა..
-გული ამიჩქარდა..ავნერვიულდი..სწრაფად თქვი..
-კიდევ..კიდევ ორ მკვლელობას უნდა ველოდოთ..
-რა..?
-საიდან მოიტანე..
-მეგობრებო..ზაფხულში გოგონები რომ წავედით გახსოვთ..?
-ზღვაზე..?
-კი..
-მერე..
-მაშინ ერთი წიგნი წავიკითხე..ნუ ეს–ხელი მაღლა ავიწიე, რომ ყველას დაენახა..-წიგნის შინაარსი ზუსტად ემთხვევა ნინას მკველობის მცირე დეტალებსაც კი..
-იქნებ დამთხვევაა..
-არ არის..ვიცი რასაც ვლაპარაკობ..
-დებ..დამშვიდდი შენი გვჯერა..
-ბოდიში მე..იმას ვამბობ რომ..მკვლელობის სცენა..როგორ მდგომარეობაშიც დატოვა..წიგნში მკველი შუქს ყველგან აქრობს .. ერთი ნათურის გარად რომელიც თავად მიიტანა..
-თავად..?
-თაია ძალიან გთხოვ..დედამისს უნდა ჰკითხო..
-რა ვკითხო გოგო, თქვენი შვილის სახლში სანათი ხომ არ გეუცხოვათო..?
-თუ გინდა გაიგო, ნინას მკველი ვინ არის..მაშინ კი..
-არ ვიცით როგორ გამოიყურება..
-დედაა..დარწმუნებული ვარ მიეხმარა გადაბარგებაში..ეხმარებოდა..ხომ იცი დედები როგორები არიან..დარწმუნებული ვარ ეცოდინება..
-მოიცადე მე შემიძლია იმის გაგება როგორია ეს სანათი..
-დემნა შენ საიდან..
-მცირე დოზით მოვიპოვე საქმეში ჩართვის უფლება..
-მაპატიეთ ყველას მადა დაგიკარგეთ..თავი ვერ შევიკავე..
-რას ამბობ, იქნებ შევძლოთ რამის გაგება..დემნა შენ გაიგე როგორი სანათია..მე ვიკითხავ..
-მადლობა თაი..
-პირიქით..
. . .
-შეძელი რამის გაგება..?
-აიღეთ ფოტოა..
-შეგატყობინებთ რას მეტყვის..-დემნამ თავი დაუქნია და მე შემომხედა..ამასაობაში თაია წავიდა..
-რა მოხდა..
-მათთნ ისე წამოვროშე ყველაფერი..აჯობებდა არაფერი მეთქვა..
-სხვანაირად შენი თეორიის დამტკიცება გაგვიჭრდებოდა..არაუშავს..
. . .
-მეგობრებო..დედამისთან ვიყავი..
-მერე..
-ყველაფერი ისეა როგორც დებორამ თქვა..ნინას გადაბარგებაში დედა და დები დაეხმარნენ..თითოეული ამბობს რომ ეს სანათი ნინას არ ეუკთვნის..ბოლო პერიოდშიც არ ყოფილა, როცა მასთან იყვნენ და ასევე თქვეს, რომ ამ ვერ იტანდა და უბრალოდ არ იყიდდა..
-კარგი მოიდი წიგნის შინაარსი მოგვიყევი..ზოგადად მაინც..
-წიგნში სამი მკვლელობა ხდება..სამივე ქალია..ერთმანეთისგან განსხვავებულნი..
-მეორე მკველობაზე რას იტყვი..?
-სინამდვილეში სამივე მკვლელობას ის საერთო აქვს რომ ქალებს თავიანთ სახლებში კლავს..თავს აჯერებს რომ ეს ქალები მართლა უყვარს..
-რანაირად დამეთხვა, წარმოიდგინე, რომ შენ ზუსტად ის წიგნი გაქვს წაკუთხული, რომლითაც მკვლელი ხელმძღვანელობს..
-ამას ყველაფერი აქვს წაკითხული მაგრამ..
-ეს წიგნი ქართულად არ თარგმნილა..შეიძლება იფიქრა, რომ უმეტესობას წაკთხული არ ექნებოდა და ყურადღებას არ მიაქცევდნენ..
-ახლა რა უნდა გავაკეთოთ..გამომძიებელს შევატყობინოთ..?
-ერთი სანათით რა უნდა დაამტკიცო..სასაცილოდ არ ეყოფი..უფრო ძლიერი არგუმენტები კი ამჟამად არ გვაქვს..სამაგიეროდ ერთი რამ არის კარგი..
-რა..?
-ერთი მკვლელობიდან მეორე მკვლელობამდე დიდი შუალედია..მანამდე გამოიძებენ კიდეც, თან ვიღაცაც ხომ შენიშნეს ორი საათით ადრე..
-იმედი ვიქონიოთ..
. . .
-სანამ გადახვალ..წიგნი მათხოვე..
-რატომ..
-მასალას თავად უნდა გავეცნო..
-ინებე, მაგრამ მალე დამიბრუნე..
-ეგზემპლარს გავაკეთებ და ხვალვე დაგიბრუნებ..
-კიბატონო..
. . .
-რას ქვია რატომ გირეკავ..მიჯნურს თუ არ დავურეკე სხვა ვის..
-მაიმუნობის დროა..?
-შენც შემოგათენდა..?
-შესაძლოა..
-წიგნიდან ან საბუთებიდან თავი აგიწევია..?
-არა..
-ჰოდა ასე გადაიწვები, არ შეიძლება..გაემზადე, ნახევარ საათში მანდ ვიქნები..
-რაა არა..არ მცალია..
-შენი მიჯნურისთვის როგორ ვერ იცლი..
-დემნა..
-კარგი ჰოო..ჩემს პოზიციას მაინც არ დავთმობ..გაემზადე მანდ ვიქნები..მგონი უფრო მალე..
-სწრაფად არ ატარო..-არც დავფიქრებულვარ ისე წამოვროშე..
-ოო ჩემზე ღელავ..?
-შენი ჭირიმე..მე დამბრალდება ჰო ვიცი..არ მაქვს შენი ნერვები..
-ჩემგან დასვენება შეგიძლია 25 წუთის მანძილზე..აბა შენ იცი, კარგად გამოიყენე..
-მე არ..-გათიშა..არა ეს ნორმალურიაა რა გავემზადო..თან ვიცი რომ არ ხუმრობს..თუ ამბობს რომ მოვა, ესე იგი მოვა..
. . .
-ოო მადლობა დემნა..ლამაზია..
-რა მადლობა..-მომესმა ხმა სხვა ოთახიდან და მალევე გავედი..
-აქ რა ხდება..
-ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ..-სიცილი ვეღარ შეიკავა ეკატერინემ..
-შენთვის ყვავილები არ მომიტანია..
-ტაში დაგიკრა თუ რას ელოდები..
-არ შეწუხდე..
-დემნა..უკვე მაბრაზებ..
-შეგიძლიათ მალე წახვიდეთ..
-შენ რა მაგდებ..? რა იცი სად მივყავარ..?
-უკვე მომთაფლეს..ხმას ვერ ამოვიღებ შენს სასარგებლოთ..მაპატიე-ყვავილებზე მიმანიშნა..
-სინანულის არაფერი გეტყობა..
-ისეთი ლამაზი ყვავილებია, რომელ სინანულზე მელაპარაკები..
-მეგობარი ნახე რაა…
-ჩემს კრიტიკას ჯობია თავის დროზე გაყვე შენს სატფოს..უკვე დამღალეთ..
-კიბატონო ახლავე..აბა წავედით..?-დემნამ თავი დამქინია და სახლი დავტოვეთ..
. . .
-ის მაინც მითხრაი სად მივდივართ..?
-აი ეს წამლები დალიე..დღე ხომ ჭამე..?
-კი მაგრამ..
-მგზავრობის დროს ცუდად რომ ხდები იმისთვისაა..
-რა საჭიროა..
-შენ რა გგონია ხუთი წუთის სავალზე მიმყავხარ..?
-აბა სად..? -რა იცი რა ხდებათქო და წამალი მართლა დავლიე..
-ბათუმში..
-რა..? საიდან..რაა..
-რა მოხდა..იდეა არ მოგწონს..? არ იდარდო..ვინაიდან დილაა დროის მოგება შეგვიძლია და იქიდან შუა ღამისას წამოვალთ..-ამ დროს დამამთქნარა..
-ხედავ..? ახლა დაგეძინება და ისე იმგზავრებ ვერაფერს გაიგებ..
-მე არ..-ისევ დამამთქნარა..რამაც დემნას სახეზე ღიმილი მოჰგვარა..
-ეცადე დაიძინო..შენთვის უკეთესი იქნება..
. . .
ტელეფონის გამაყრუებელი ხმა მაიძულებს თვალები გავახილო..ძლივს ვპოულობ და ესევე ვპასუხობ..
-გისმენთ..
-დებორა ჩემი გესმის..?
-აჰჰ გისმენ..
-იმეილი არ შეგიმწმებია..?
-არა..
-მინდოდა საქმე..
-მაპატიე მაგრამ დღეს არ გამოვა..მთლიანი დღე დაკავებული მაქვს..გეჩქარება..?
-არა ხვალ იყოს მაშინ..
-კიბატონო..ვეცდები მოვასწრო..ხვალინდელს არ გადავაცილებ..
-კარგი აღარ მოგაცდენ..
-მოგესალმები..-მალევე მომესმა დემნას ხმა..
-ოჰ..სალამი..-თითქოს ახლა მოვედი აზრეზე და ფანჯრიდან დავინახე ზუსტად ის ხედი, შორიდან რომ მშვენიერი ბათუმი გიმზერს..-უკვე მოვსულვართ..
-ზუსტ დროს დაგირეკა..ვინც არ უნდა ყოფილიყო..
-სამსახური სად მოგცემს დასვენების საშუალებას..მორჩა ტელეფონი უნდა გავთიშო..კიდევ ერთ ზარს ვერ გადავიტან..
-მაშინ ჩემი ტელეფონიც გათიშე..თანაბარ პოზიციაში რომ ვიყოთ..
-კიბატონო..ინებე..
-მანდვე დადე რაა..
-საინტერესოა, რაიმე გეგმა გაქვს…?
-ჩვენი ამბავი რომ ვიცი, თუ რამეს დავგეგმავთ ისე არაფერი გამოვა და იმედგაცრუებულნი დავრჩებით…ამრიგად დრო და შემთხვევა სადაც მიგვიყვანს იქ წავალთ..
-შენ ხომ გზები კარგად არ იცი..
-გიდი აქ არ მყავს..?
-ჩემს იმედზე თუ ჩამოხვედი, დავკარგულვართ და ეგაა..
-გზა კი ადვილად გერევა ხოლმე, მაგრამ აქ არ გაიზარდე..?
-დღემდე ვფიქრობ იმ ტურისტებზე რამე ხომ არ დაემართათ მე რომ გზა მივასწავლე..რომელ გზის ცოდანზე მელაპარაკები..
-კარგი მაგრამ ტელეფონს ვერ ჩავრთავ..ვერც შენ..რაიმე უნდა მოვიფიქროთ..
-კარგი შეიძლება გარკვეული გზები ვიცოდე..
-ჩაგერთო განგაშის სიგნალი..?
-შესაძლოა..მოდი პირველ როგში სანაპიროზე წავიდეთ..
-შენ იქ ყოფნა არ მოგბეზრდება და ამდენ ხანს ვერ გავატარებთ..
-იქამდე სანამ რაიმე ახალს არ მოვფიქრებთ..
-კარგი..
. . .
-მოიცდე მაინც სანამ მანქანას გავაჩერებ..ნახე რაა უკვე გადადის..
-ვეღარ ვითმენ..
-მიბრძანდი..-გაჩერებისთანავე გადმოვედი მანქანიდან და სანაპიროსკენ გავემართე..მიყვარს ეს ხმაური..რაც უფრო ახლოს მივდივარ, რომ ძლიერდება..დემნა მალევე დამეწია.. და გვერიდთ ამომიდგა..
-შეხედე რა მშვენიერია..
-ნამდვილად..-ღიმილით გავხედე…ის უკვე მიყურებდა..-წამოდი შეზლონგია აქვე და იქ ჩამოვჯდეთ..
-ესეც ასე..თან როგორ თბილა..
-სანამ მზე საგრძნობლად შეგვაწუხებს..
-ახლანდელ დროში მელაპარაკე..მზე რომ შეგვაწუხებს მაგაზე მერე ვიდარდოთ..-არ უპასუხია, მზერა ზღვისკენ მიმართო..
-რეალურად ზღვა ძალიან გგავს..-ჩემკენ არ გამოუხედია, ისე მითხრა..
-თუ ზღვას ვგავარ..?-ჩამეცინა მის ნათქვამზე..
-ვიცი რაც ვთქვი..ზღვა გგავს.. - მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ არაფერი მომაფიქრდა, ამიტომაც გაჩუმება ვამჯობინე....ცოტახანი ასე ჩუმად ვიყავით, შემდეგ კი ისევ დენამ გააგრძელა საუბარი..-იცი ხუან ორტიზმა რა თქვა..?
-საიდან უნდა ვიცოდე..
-ზუსტი ციტირება არ შემიძლია მაგრამ დაახლოებით ასეთი რამ თქვა ..ხუან ორტიზმა..”მარილის სიტკბო მხოლოდ მათ იციან, ვისაც ზღვასთან უცხოვრია..:
-შენ არ გიცხოვრია..
-შენთან ერთად მაქვს საკმარისი დრო გატარებული..-ვიგრძენი როგორ მოაშორა მზერა ზღვას და როგორ შემომხედა.. ჯიუტად არ გავიხედე მისკენ..
-დროა წავიდეთ..
-სად..?
-არ გშია..?
. . .
-აჭარული ხაჭაპური ასე თუ გიყვარს ასე იშვიათად რატომ ჭამ..?
-იცი დღემდე მახსოვს პირვლად რომ გავსინჯე..ისეთი აღტაცებული ველოდებოდი და მოლოდინები რომ გამიმართლდა საერთოდ..ტრადიციათ ვაქციე რომ როცა აქ ჩამოვალ..რაც ხშირად არ ხდება..მონატრებული ქალაქის ნახვას მონატრებული ხაჭაპურის დაგემოვნება აგვირგვინებს..
-აუცილებელი არ არის რაღაც ან ვიღაც შორს იყოს რომ მოგენატროს..
-დღეს რა ბრძნული ფრაზებით მოძრაობ..მშვიდობა გაქვს..?
-თანაც როგორ..
-შენ გირჩევნია ჭამა გააგრძელო..
-შენ ისე ნელა ჭამ, მე რომ ჭამას მოვრჩები მაინც უნდა გიყურო და აზრი..
-ახლა რაა ფორას მაძლევ..?
-დაახლოებით..
-როგორი სიკეთეა შენი მხრიდან..
-დღეს როგორი სიტყვებით მამკობ..ბრძენი კეთილი..შენ თუ გაქვს მშვიდობა..?
-თანაც როგორ..
. . .
-ახლა საით..
-შენი ჯერია..
-კიბატონო..აქვე ჩამოვჯდეთ ცოტახნით..
-კარგი..ისე მაინც არ მესმის როგორ გადადე შენი საბუთები და აქ როგორ წამომიყვანე..
-ისევე როგორც შენ, მეც მჭირდებოდა მაგ საბუთებისგან ცოტახნით დასვენება..
-ზღვაზე შენი ნებით დაასასვენებლად არასდროს წახვიდოდი..
-რაღაცები იცვლება..ვიცი სად უნდა ავიდეთ..ცოტა შორს არის მაგრამ..
-რა მოიფიქრე..
-9 კილომეტრი შენთვის რამეს ნიშნავს..?
-ბოტანიკური ბაღი დემნა..სერიოზულად..? მცენარებიი ამდენად არც კი გიყვარს..
-რადგან არ მიყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მომწონს.. ჯერესერთი და მეორე შენ ხომ გიყვარს..
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ მივდივართ..
-მე კი თანახმა ვარ, თუმცა იქამდე როგორ მივალთ..
-რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ვინმეს ვკითხავთ..
-სულ გადარეულხარ..
-მაგრამ..
-იდეა მომწონს..
. . .
-სამწუხაროდ ფოტოების გარეშე დავრჩებით..
-ცდები..
-შეიძლება ჩაგეძიო..?
-ჩამეძიე..
-რას გულისხმობ..?
-გახსოვს ადრე პოლაროიდი რომ იყიდე..? სულ თან დაატარებდი და აქ დაგრჩა..ბოლოს დაბრუნება ვეღარ მოვასწარი..სიმართლე რომ გითხრა არსებობა არც მახსოვდა..სანამ დღეს დილით შემთხვევით არ გადავაწყდი..
-ზუსტ დროს ზუსტ ადგილას..როგორ მომენატრაა..სად დევს..
-აი შენს წინ.. გამოხსენი..
-კარგი..არ არსებობს..როგორ მიხარია..
-ხომ იცი რომ შენს ჩახუტებას ვერ გრძნობს..
-შენ რა იცი ნეტა..
. . .
-დრო მალე გადის უკვე მივედით..ზუსტად რამდენ ადამიანი გავაჩერეთ გზა და გზა..?
-ვერც კი ვითვლი..სამაგიეროდ რამდენი ადამიანი გავიცანით და რამდენმა დაგვილოცა გზა..?
-ნუ იტყვი.. აბა წავედით..?
-სერიოზულად ამდენი რაღაც გიჭირავს..არ გაწუხებს..?
-როგორც ჩანს არა.. გადმოსვლას არ აპირებ..?
. . .
ალბათ ნახევარ საათზე მეტი მივუყვებოდით ჩუმად..
ჩემდა გასაკვირად ის უცხო ყვავილი რომ დავინახე, რომლის ნახვასაც ნამდვილად არ ველოდი და რომლის არსებობაც დიდი ხნის მივიწყებული მქონდა..
-შეიძლება გავიგო რამ მიიქცია შენი ყურადღება..?
-შეხედე..პროტეა..
-პროტეა..?
-მიუხედავად იმისა რომ ბოტანიკურ ბაღში ვართ.. მაინც არ ველოდი აქ თუ ვნახავდი..
-როგორი უცხოა..შენ რატომ მოგწონს..?
-სწრაფვის.. უკეთესი ცვლილიებისკენ და სიძლიერის სიმბოლოა..
-რა თქმა უნდა..
-რა თქმა უნდა..ანუ..?
-შენ ხომ გიყვარს სიმბოლოები..როდესაც რაღაცას დატვირთვა აქვს..როდესაც რაღაცას მნიშვნელობა აქვს..შენთვის პროტეა უბრალო ყვავილი კი არაა, რომელიც სილამაზის გამო მოგწონს..არამედ იმის გამო რა დატვირთვასაც ატარებს..
-მართალი ხარ..
-მომესმა..?
-თავში არ აგივარდეს..
-ვეცდები.. ისე დავიჯერო ფოტოს გადაღება არ გინდა..?
-შესაძლოა.. კარგი მოდი გადავიღოთ..ჩვენი რა მიდის..ჯერ შენ გადაგიღებ..მერე ერთადაც შეიძლება..-პოლაროიდი გამომართვა და მიმანიშნა დგომა შემეცვალა..
-კარგია..?
-დიახ..მაცადე..აჰამმ მორჩა..ახლა ერთად..-სელფის გაადაღების შემდეგ ერთი ფოტოს გადაღება უცნობს ვთხოვეთ..შემდეგ კი გზა განვაგრძეთ..შიგადაშიგ გარემოს სილამაზეზე შეიძლება გვეთქვა ორი სიტყვა..მოკლედ ამ მცირედი დიალოგით შემოვიფარგლებოდით..
მე ისევ აღვფრთოვანდი ზღვის ხედები რომ გამოჩნდა..
-ყოველთვის როცა გხედავ როგორ უყურებ ზღვას, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ პირველად ხედავ..
-შინაგანად მეც იგივეს განცდა მაქვს..ზღვის ხედი საკმარისი არასდროაა..მოიცა ახლა შენ რა ფოტო გადამიღე..?
-შენ არა..
-აბა ვის..
-პატარა დებორას..ზღვა რომ პირველად ნახა და ძალიან გახარებულია..
-შენი დასაცინი ვარ..?
-როგორ გეკადრება..კარგი ფიტო კი გამოვუდა..
-გზა გავაგრძელოთ..? ასე ვერაფერს მოვასწრებთ..
-თუ შენ გინდა..
-მაშინ წავედით..-ჩენს წინ მომავალი სამეგობროს ჯგუფი დავინახე..ყველა რაღაცაში იყო გართული..ზოგი ათვალიერებდა ,ზოგი ფოტოს იღებდა, ზოგი კი ლაპარაკობდა..მაინც ეტყობოდათ, რომ უხაროდათ ერთად ყოფნა..ნეტა ჩვენი სამეგობრო როგორ გამოიყურება შორიდან..რას ფირობს ხალხი როდესაც ერთად გვხედავენ..ან რას ფიქრობს ხალხი როდესაც მე და დემნას გვხედავს ერთად..
-რამ ჩაგაფიქრა..
-ისე..ზაფხულში არ გინდა სამეგობრო წამოვიდეთ აქეთ..?
-წამოვიდეთ რა პრობლემაა..-სიარული განვაგრძეთ..ახლა უფრო მეტს ვვლაპარაკობდით და ვიცინოდით..სხვებს ვაკვირდებოდით..ერთად..
-არა..საიდან მოიტანე მითხარი…
-დავიჯერო არ ეტყობათ დებორაა..კარგი რაა..
-პირველ პაემანზე ხალხი ბოტანიკურ ბაღში არ დადის..
-შენ რა იცი..
-გოგო გასაქცევს სულ იტოვებს, მეგობრის გადაუდებელი ზარი იქნება თუ ორი წუთით აბაზანაში გავალ..აქ კიდე რანაირად უნდა გაიქცეს თუ ბიჭი არ მოეწონება..გეუბნები პირველი პაემანი არაა..
-კარგი ახალი უთიერთობა მაინც იქნება..
-ეგ უფრო ლოგიკური ვერსიაა..როგორი მორცხვიაა და საყვარელი აშკარაა როგორ მოსწონს..
-აჰამ..მოდი ამ რაღაცას გავყვეთ თორემ ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებთ ისედაც ბევრი ვიარეთ..-მიმანიშნა გოლფის მანქანის სტილს მქონე მიმავალ მანქანაზე..
-კარგი..ცოტა გადავიღელე..
. . .
-მოგეწონა..?
-ძალიან.. ნეტა ჩემი სახლი ოდნავ მაინც გავდეს აქაურობას..სეზონი მაინც არაა ჯერ და ხალხი არ აკლდა..
-მართალია..მოკლედ წავედით..
-საით..?
-დრო მიდის..რაღაც უნდა მოვასწროთ..
. . .
-მზის ჩასვლა სანაპიროზე..?
-ნაყინთან ერთად..თბილა და საკუთარ თავს უფელბა მივეცი..
-აუუ ამისთვის გახვედი..? მომეცი სწრაფად..
-შენია არავინ არ გართმევს..-ნაყინი მოვიმარჯვე და უფრო მეტი სილამაზის დასანახად მოვემზადე..
-ასე მგონია გასაოცარ სანახობას ვუყურებ..არა გასაოცარი არა უფრო სწორი სიტყვაა..ამმ..
-სასწაული..?
-სასწაული..
-,,მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა..თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია”-ჯემალ ქარჩხაძის ნაცნობი სიტყვების გაგონებისას ღიმილი ვერ შევიკავე..-დღის ბოლო სიბრძნე იყო პირობას გაძლევ..
-ბოლო..?
-ბოლო..-ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა..
-მოიცადე მოიცადე..წინ იყურე..ის..ის მომენტია..
. . .
-შენ საერთოდ როდის მოხვედი..?
-შუაღამეს ცოტაღა აკლდა..
-სად იყავი ამდენი ხანი, მე მეგონა მაქსიმუმ საღამომდე წახვედით სადმე..
-ბათუმში..
-რაა..
-აი შენი ფოტოები..
-მანახე მანახე..არ არსებობს..დემნამ ბათუმში წაგიყვანა..?
-მეც გამიკვირდა..
-რა ერთი სენი გჭირთ სამეგობროს..ვითომ არ არიან რომანტიკულები და მერე..
-რა გითხრა.. მეც გამიკვირდათქო..
-ეს.. სად იყავით..?
-ბოტანიკური ბაღია ჩემო კარგო..
-ცოტა შოკი მაქვს ხო იცი..
-ჰოო არაა..
-კარგი იყო..? თუმცა ფოტებიდან გამომდინარე თუ კი ვიმსჯელებთ..
-ძალიან..ყველაფერი კარგი იყო..
-ახლა დაახლოებით ვიაზრებ, რომ მართლა ერთად ხართ..მითუმეტეს რომ ორივე მინახავხართ სხვადასხვა პარტნიორებთან..ასეთი მზერით სხვებისთვის ნამდვილად არ შეგიხედავთ..- გეჩვენება ეკატერინე..გეჩვენება..
-მე წავალ..მეძინება..
-კარგად არ გეძინა აშკარაა..თუმცა ხომ იცი..მოზღვავებული ემოციების ფონზე დაძინება რთულია..
-ნუ მამასხარავებ შენი ჭრიმე..
-ასე და..მიდი მიდი მიბრძანდი..
. . .
მთელი ღამე ვიწრიალე..გონება გაფუჭებული კასეტასავით ატრიალებდა ყველაფერს რაც გადაგხვდა..სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემეძლო..ვერ დავწყნარდი და ვერ დავიძინე..
მხოლოდ მაშინ როდესაც ყველაფერი დამდავრდა..მხოლოდ მაშინ გამიელვა ფიქრმა..რატომ გააკეთა ეს ჩემთვის..? ერთი დღე..თან ზღვა არ უყვარდა და მაინც ჩეთან ერთად იჯდა რამოდენიმე საათით სანაპიროზე..
მე რატომ წავყევი და ისე რატომ ვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა..თან კატასტოფა ისაა, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.. ვერ ვხვდები ასე მოქცევის უფლებას საკუთარ თავს რატომ ვაძლევ..?
ამ ფიქრებმა დაძინების საშუალება არ მომცა..ამიტომაც ეკატერინესთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა მქონდა რომ გამომეძინა..
წამალი დავლიე და დასაძნებლად გავეშურე..
. . .
მე და დემნა ზღვასთან ძალიან ახლოს ვდგევრთ..ის მიღიმის..შემდეგ ვიღაც მოემართება ჩვენკენ.. მოულოდნელად კი წერილები წვიმასავით ცვივა..გაქცევა მინდა მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი..სანამ უცნობი მოგვიახლოვდება მეღვიძება..
ოფლში ვცურავდი თურმე..გული საშინლად მაქვს აჩქარებული..ისევ..მე..მოიცადე, ახლა ოთახში ეკატერინე შეშფოთებული სახით რატომ მიყურებს..
-დებ კარგად ხარ..?
-მე.. კი უბრალო კოშმარი იყო..
-ამითომ სვამ წამლებს..კოშმარებს ხედავ..?
-შენ რა..
-მე რას გამომაპარებ..
-ნაწილობრივ კი..
-ახლა ამის თქმის დრო არაა, მაგარამ შესაძლოა დემნასთვის მითქვამს..
-ეკატერინე..
-მაპატიე, მერე დავფიქრდი შეიძლება საერთოდ არ გინდოდა სცოდნოდა..ხომ იცი, ესეთები არ მჩვევია..
-კარგი მნიშვნელობა არ აქვს..
-რაზე გადავიტანე ლაპარაკი..წყალი გინდა..?-თავი დავუქნიე- ახლავე..აი აიღე..
-მადლობა..
-კიდევ გინდა რამე..?
-არა, დრო მჭირდება უბრალოდ..შენ აქ რას აკეთებ..
-რაღაც დამრჩა და მოვბრუნდი..მთელი სახლი გადავქექე და ბოლოს აქ შემოვედი..გეძინა და არ მინდოდა შენი გაღვიძება..
-კარგი..-ეკატერინემ ოთახი დატოვა.. მე კი სასწრაფოდ უნდა გამოვიცვალო..ადგომისთანავე აბაზანას მივეშურე..ისეთ მდგომარეობაში ვარ საკუთარი თვის გამხნევების ძალაც აღარ შემწევს..ამიტომაც დროს აღარ ვხარჯავ გამამხნევებელი სიტყვების წარმოთქმისათვის..
. . .
ერთი დღე ვიყავი წასული და რამდენიმე დღე დამჭირდა რეალობას რომ დავბრუნებოდი..თანაც არც თუ ისე სახარბიელო რეალობას..
თითქოს ყველაფერმა თანაც საშინელმა ერთიანად შემახსენა თავი..არ შეიძლება ბრძოლის უნარს მაშინ ვკარგავდე როდესაც ყველაზე მეტად მესაჭროება..
იცით ხანდახან როგორი ცუდია როდესაც რაღაცასეთან დაკავშრებით ინფორმაციას ფლობ..? ახლა მე ვიცი რომ მკვლელი შემდეგ მსხვრპლს კი არ ეძებს..დიდი ხნით ადრე დაგეგმა ვინ იქნებოდა შემდეგი..სანამ ნინას მოკლავდა მანამდე იცოდა სამივეს ვინაობა..
ამრიგად ყოველთვის კარგი არაა, როდესაც რჩეული ხარ.. რჩეული ფლობდე ინფორმაციას, რომელიც თითქმის არავინ იცის..
მე კი არ ვიცი როგორ დავეხმარო იმ უცნობს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს როგორ გეგმავს სხვა ადამიანი მის მოკვლას.. ამ ფიქრებში გართულს დემნას ზარი მაფხიზლებს..
-სად ხარ..
-გამარჯობა..
-სად ხარ..
-ჩვენს კაფეში..
-კარგი მალე მოვალ..-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ზარის დასრულებ ისთანავე შემოაღო კარი.. ასე მალე როგორ მოვიდა..უბრალოდ ახლოს იქნებოდა, რა გჭირს დებორა..
-გამარჯობა..-წამით დაყოვნდა და ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი..
-მოხდა რამე..?
-წიგნი წავიკითხე..
-მერე..
-საქმესაც გადავხედე და უფრო მეტად დავრწმუნდი კავშირი რომაა..
-აბა მე დამესიზმრა..? ნეტა ვცდებოდე მაგრამ..მოიცა შენ აქ ტყუილად არ მოხვიდოდი..რამე გაიგე..?
-ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით რა იარაღი გამოიყენა მკვლელმა..სამაგიეროდ წიგნშია ნახსენები..
-ვიცი დანა მაგრამ ეს რას გვაძლევს..
-ჩველებრივი დანა არ არის..იშვიათია.. იქნებ მოვიძიოთ ვის შეიძლებოდა მსგავსი ჰქონოდა..
-კარგი..მე ვერ ვისხენებ..რატომაა დანა იშვიათი ანაც სახელი თუა ნახსენები..
-თეოდორ რუზველტის დანა..
-პრეზიდენტი..?
-პირველი და შეიძლება ითქვას ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუმა დანით მოკლა..ვერცხლისაა.. 1884 წლით დათარიღებული..
-ყალბი აქვს..
-ზუსტად ის დანა ვერ ექნება, მაგრამ წესით იდენტური უნდა იყოს..
-კარგი..დავიწყოთ მოძებნა..
-შენ თუ გაიგე რამე..
-შემდეგ მსხვერპლზე ვფიქრობ..უკვე შერჩეული ეყოლება..
-მოვასწრებთ..
-რომ ვერ მოვასწროთ წარმოგიდგენია რა მოხდება..?
-მესმის..მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია იმას გავაკეთებთ..ის ქალი არ დაგკავშრებია..?
-რატომ..?
-მისმა ქმარმა მიმიწვია..გამოდის მხოლოდ მე..
-წარმატებები..
-ამ ერთხელ გაგიმართლა..
-როგორც ჩანს დიდად არ მოგწონს..
-საზოგადოების უმეტესობას არ მოეწონებოდა.. არ მინდა ეს სიტყვა გამივიყენო..ნუ კარგი ვერ დავუმუღამე..
-შენ არ გეჩქარება..?
-როდის ვთქვი რომ მეჩქარება..
-ზუსტად..
-ოჰ დებორა დარასელიაა.. კარგი მე წავალ როგორც აღმოჩნდა მეჩქარება..
-ნახვამდის..-მალევე გრეტა მომიახლოვდა..
-კლიენტები მაინც არ არიან..შეიძლება..?
-მოდი მოდი დაჯექი..
-ხელს ხომ არ გიშლი..
-არა რას ამბობ..შიგადაშგ შესვენება თუ არ ავიღე ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებ..
-შენი მესმის..ისე მხოლოდ დილის საათებშi რატომ მსტუმრობ..?
-საღამოს ხომ ბევრი ხალხი გყავს..
-შეიძლება ასეც ითქვას..
-ზუსტადაც მაგიტომ.
-გასაგებია..
-შენ როგორ ხარ..?
-რავიცი..ნორმალურად..
-რამე გაწუხებს..?-თითქოს წამიერად დაფიქრდა, ეთქვა თუ არა რაც უნდოდა..
-განა დიდი ვარ..შენზე ალბათ ორი-სამი წლით ვიქნები უფროსი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვერაფერს ვაკეთებ..
-ღირებულს..?
-ზუსტად..მომწონს აქაურობის მართვა, მომსახურება..მაგრამ ამ ბოლო დროს არ ვიცი რა მჭირს..
-იქნებ შესვენება გჭირდება..24/7-ზე აქ ხომ არ იქნები გამოკეტილი..
-შეიძლება..
-ეს იმას არ ნიშნავს რომ აქურობას მიატოვებ..დროებით სხვას დანიშნავ და შემდეგ ისევ დაბრუნდები..
-მართალი ხარ ამაზე უნდა დავფქრდე..
-თანაც ნელნელა ამინდებიც გამოვა..ნეტა ისევ ბავშობაში ვიყო, სადაც ზაფხულის მოსვლა ყველა პრობლემას შველის..
-ეჰ ნუ იტყვი..მაგრამ რას იზავ..დღევანდელობას ვერ გაექცევი..რომც ეცადო პრობლემები არსად წავა..თუმცა მათგან შეგვიძლია რაღაც ახალი მაინც ვისწავლოთ..
-"ყველაფერი გაკვეთილი არაა. ხანდახან უბრალოდ მარცხდები"..
-რაა..-გაეცინა- თუ დავფიქრდებით სწორი შენიშვნაა..საიდან..
-რომელიღაც სერიალიდან.. ისე მეც მაგრად გაგამხნევე ჰო იცი..
-ყოველთვის ფრთიანი ფრაზების წარმოთქმა როდი შეცვლის რამეს..
-მაინც გვჭორდება ვიღაცამ გვითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება..
-იქნება კი..?
-ჩვენ ვიმედოვნოთ მაინც..
. . .
მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს შევიშალე..თქვენ რას იტყვიით, ჩემი ქმედებები ნორმალური ადამიანის ქმედებებს შეესაბამება..?
თუმცა როგორც კაპიტანმა ჯეკ ბეღურამ თქვა..’’-გიჟებმა არ იციან,რომ ისინი გიჟები არიან. მე ვიცი რო გიჟი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გიჟი სულაც არ ვარ!
სიგიჟეა არა?”
კარგით თავის შეცოდების და გამხნევის ეტაპი გადავლახეთ..შემდეგი რა მოდის..? იქნებ რელობაში დაბრუნების და საქმის გაკეთების..
თქვენ რას აკეთებთ ხოლმე..
მომიტევეთ..ხანდახან საკუთარ თავს თუ არ ვაიძულე გაჩერება..ფიქრებით შეუძლია დედამიწას რამდენჯერმე შემოუაროს და არ დაიღლება..
მე კი დამღლის მაგრამ თავად არა..
ვიცი საქმეს უნდა მივხედო მაგრამ, ხანდახან იმით უფრო ვისტრესები რამდენი მაქვს გასაკეთებელი, ვიდრე საქმის მართლა გაკეთებით..ხანდახან საქმის დაწყება უფრო რთულია ვიდრე შესრულება..თქვენთვის ნაცნობი სიტუაცია..? მაშინ ვწუხვარ..მაგრამ საბოლოოდ მაინც მიხვალთ და მაინც შეასრულებთ..თუ დავფიქრდებით იმათთვის უფრო უნდა ვწუხდე ვინც ამ სტრესის ტალღის შემდეგ საბოლოოდ ნებდება, რომ რამე გააკეთოს..
ისევ გამიგრძელდა საუბარი..? მაშინ მოქმედებებს დავუბრუნდეთ..სადაც რაღაცას მართლა ვაკეთებ..
მთელს ოთახში საბუთები მიმოვფანტე..საწოლზე ავედი და ყველაფერს თვალი გადავავლე.. მთლიანი სურათის დანახვას ვცდილობ.. რეალობას რომ შევუსაბამო, წიგნში აღწერილი მკვლელის თვისებების აღწერას და ჩაწერას ვიწყებ..
თუ გაიგებ მკვლელი როგორია შემდეგ შეგიძლია ისიც გათვალო როგორ მომენტში როგორ მოიქცევა..
მეორე მკვლელობამდე დიდი მოსამზადებელი პერიოდია..როგორ იქცევა ამ დროს..? ზედმეტად ფოკუსირებულია, გეგმას ზედმიწევნით მიყვება… გეგმას მიყვება..მისთვის გეგმაა მნიშვნელოვანი..რა მოხდება თუ შევეცდები გეგმა ავურიო..
. . .
-დემნა..დაფიქრდი..მისთვის აუცილებელია გეგმას მიყვეს..
-მერე..
-მას რა სურს..ყურადღება..მისმა ქმედებებმა ხალხის ყურადღება უნდა მიიქციოს..
-ჩვენ ვერ შევაჩერებთ..
-რა იქნება თუ სხვისკენ მივმართავთ..მაგალითად თუ..
-გამოაცხადებენ რომ მკვლელი დააკავეს..?
-კარგ იქნებოდა მაგრამ ამას როგორ შევძლებთ..ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებაა..? მალე დადგინდება სიმართლე..
-ტელევიზიაზე რას იტყვი..
-შესაძლოა..უკეთესი ვერსიაა..
-ახლა იმ ორ ეჭვმიტანილს კითხავენ..ჩვენ კი ისე მოვაწყობთ რომ ინფორმაცია გავრცელდეს..ოდანვ შეცვლილი სახით..
-ვცადოთ..
. . .
-დებორა გაიგე..?
-რა უნდა გამეგო..?
-მკვლელი დაიჭირეს..
-ყველაფერს ნუ დაუჯერებ რასაც გაიგებ..
-ყველა არხი ამაზე ლაპარაკობს..
-არ მკითხო როგორ მაგრამ დაზუსტებით ვიცი რომ სიმართლეს არ შეესაბამება და თაიასაც უთხარი..
-კი მაგრამ მე..
-უნდა წავიდე მეჩქარება..
. . .
-იქნებ მითხრა განყოფილებაში რას ვაკეთებთ..
-წერილი გამოქვეყნდა..
-რა წერილი..
-ამონარიდია წიგნიდან.. “სანამ ისინი სიმართლეს გაიგებენ კიდევ ერთი ადამიანი მოკვდება..”
-მეტი არაფერია ნათქვამი..?
-არა..გამომძიებელს მოკლედ ვუთხარი წიგნზე..ჩვენი ვალდებულება იყო მაინც გვეთქვა..დარწმუნებული არაა და მტკიცება არც დამიწყია..
-კარგი..შევძელით და მის გეგმას გადუხვია..მთავარია სიტყვები სიტყვებად დარჩეს და ვიღაცას არ მოუსწრაფოს სიცოცხლე..
-იმდენი გავაკეთეთ რომ კონტაქტზე გამოვიდა მაგრამ მალე გაუშვებენ ეჭვმიტანილებს..
-კარგია..ეგონება რომ ყველაფერი მის გეგმას უბრუნდება..
. . .
უცნობ სერიულ მკვლელზე უკვე ყველა ალაპარაკდა..გაცნობებთ რომ მცდარი ინფრმაცია გავრცელდა და ეჭვმიტანილები, რომლებიც დაკითხეს მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ..მათი განცხადებით დაღუპულის და მათი შეხვედრა ერთ საათზე მეტი არ გაგრძელებულა, რაც კამერებმა დაადასტურა.. გამოძება ამ დრომდე მიმდინარეობს..დაგველოდეთ..
. . .
-დარწმუნებული ვარ რომ მის სიტყვებს ძალა არ აქვს..
-რატომ..?
-დუმილის დარღვევით მისი მაქსიმუმი გააკეთა..გეგმას ვერ ღალატობს..
-ვიმედოვნოთ მართალი ხარ..
-შეხვედრამ როგორ ჩაიარა..
-ვერ დავუმუღამე…-წამიერი ღიმილი და იმის გააზრება რომ წესით არ უნდა იღიმოდე..-სერიოზულად ..ეს ჩვენი ვითომდა უფროსი მაგრად გვაღადავებს თუ მეჩვენება..
-პირველადი ფიქრები მეც ასეთი მქონდა..
-მაგრამ..
-უფროსი ხომ ტყუილად არაა.. შეიძლება წყვილი არც ისეთი მოსაწყენია როგორებიც ჩანან..რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს..
-შეიძლება რაღაც ისეთი რამაა რაც არ ვიცით..
. . .
მოვლენები უცნაურად განვითარდა მომავალი რამოდენიმე დღის განმავლობაში..წყვილისგან სიტყვაც არ გვსმენია..მგონი იმათაც მოგვიწყინეს..გამოძიებაზე კი რა გითხრათ..ნეტავ ჩემი და დემნას მაგივრად და კიდევ უმეცარი გამომძიებლების გარდა პუარო იძიებდეს ამ საქმეს..იმაზე მალე კი გამოიძებდა ყველფერს ვიდრე ჩვენ..მოკვდავები..
მგონია რომ იმ როლის მორგებას ვცდილობ რომლის თამაშიც კარგად არ გამომდის..ვინც ჩემს წარსულს ეზიარა საპირისპიროს გიპასუხებენ..მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს კარგად..შეიძლება მართლა დაშავდეს ვინმე..ვიღაც დაზარალდეს..ვიღაცის ოჯახში დატრიალდეს უბედურება..სამწუხაროდ wonder woman არ ვარ.. მისგან მხოლოდ სიმართლის საინტერესოდ გაგების ძალას გადავილოცავდი სხვა თუ არაფერს..
-დემნა, მგონია რომ ჩემს ძალებს ზედმეტად აფასებ..
-ახლა უკვე ეჭვი მეპარება დებორა დარასელიას ველაპარაკები თუ არა..
-ახლა რა მოიბოდიალე ..
-როდესაც რაღაცაში ეჭვი შემეპარებოდა..წარბებს მაღლა აქაჩავდი..თავს ოდანვ მარჯვინ გადახრიდი და თვითდაჯერებით ამბობდი.. მე ხომ დებორა ვარ..ახლა კი საკუთარ თავში ეჭვი შეგაქვს..რატომ?
-ახლა რომ გითხრა ფრენა შემიძლია მეთქი.. კი არ უნდა დამიჯერო..
-სერიოზულ ეჭვს მაინც შევიტან რომ ფრენისთვის გზა გამონახე..
-ახლა მინდა რამოდენიმე თავი წუკითხავად გადავფურცლო..
-რეალობაში თითოეული სიტყვის წაკითხვა გვიწევს..ახლაც რამდენადაც მოტივაციური წინადადებიები არ უნდა მოგაშველო..თუ საკუთარ თავში არ იპოვი ძალას, ყველა უძლური იქნება..
-რეალურად ვიცი რაღაც გამოსადეგს რომ ამბობ..
-ვერ ითავისებ..რეალურად კი უარესებიც გადაგიტანია..
-ვიცი..
-იქნებ გაიღო მოწყალება და საკუთარ თავს დაეხმარო..?
-წეღან რას ამბობდი უნდა წავიდეო..?
-მკვლელის იარღათან დაკავშირებით..შავ ბაზარზე აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც იშვიათ იარაღებს ყიდდა..შემდეგ კი მივედი ადამიანამდე, რომელიც შეკვეთით ამზადებს მსგავს იარაღებს..
-საშინელი კაცი იქნება..
-ქალია..
-ოჰოო..go girl..არა არსწორი რეაქიცა იყო..რამდენ ხანში მიბრძანდები..?
-უკვე გავდივარ..
-მეც მოვდივარე..
-შენ რაღა გინდა..
-მედანე ქალი უნდა გავიცნო..თანაც თანაბრად ვართ გამოძიებაში ჩართული..
-ვინ უნდა გაიცნო..?
-მედანე ქალი..ის ვინც დანებს ამზადებს..რეებს მახსნევინებ..
-მასეთი სიტყვა საერთოდ გვაქვს ლექსიკონში..?
-მე მაქვს..კარგი ლექსიკონია თუ გინდა გათხოვებ..
-თავს შევიკავებ..
. . .
-იცის სტუმრები რომ უნდა ყავდეს..?
-შენ წარმოიდგინე..-ზარის დარეკვის შემდეგ კარი გაიღო..
-მობრძანდით..აქეთ..კარგი მოდი პირდაპირ დავიწყოთ..მითხრეს ჩემთან საუბარი გსურდათ..-გრაციოზულობას აფრქვევს ეს ქალი..მაქსიმუმ 35 წლის.. ჯერ ვერ გადამიწყვეტია რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს..
-ერთ კონკრეტულ დანზე მსურს თქვენთან საუბარი..რომელიც რა თქმა უნდა თქვენ დაამზადეთ..
-მოიცადე დანის შეკვეთა არ გსურთ..?
-არა..უკვე შექმნილზე გვინდოდა საუბარი..
-იქნებ ამიხსნათ რა ხდება..
-ეს დანა გეცნობათ..?-ტელეფონში გახსნილი ფოტო გაუწოდა..
-ჩემი ყველა ნამუშევარი ზეპირად ვიცი..
-გვინდა ამ დანის მფლობელის შესახებ გვიამობოთ..
-პირადულია..
-არა მაშინ, როდესაც ამ დანით ახლაგაზრდა გოგოს კლავენ..
-რა..? საერთოდ რაზე ლაპარაკობთ..?
-იმას რაც გესმით.. ახლა გვეტყვით ვინაობას..?
-ეს დანა გოგონამ შეიძინა..თქვა რომ საჩუქარი იყო..
-გოგონამ..? დებორა იქნებ მოძებნო ფოტოები სადაც სხვებთან ერთად აქვს გადაღებული..
-ახლავე..აი დაათვალიერეთ..
-ეს გოგოა..
-აბა..აი ეს..
-ნინა..? დარწმუნებული ხართ..?
-დიახ.. რა მოხდა..
-ეს გოგონა მოკლეს,..ეს.. რომელმაც თქვენთან ეს დანა შეიძინა..
-არ მჯერა..ამბობთ რომ გოგონა იმ იარაღით მოკლეს, რომელიც თავად შეიძინა..? თითქოს ფილმის სიუჟეტს აღწერთ და არა რეალობას..
-ქალბატონი დამატებით არაფერი უთქვამს..?ხომ იცით თითოულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს..
-არაფერ მახსენდება..მართლა..
-კარგით თუ რამეს გაიხსენებთ დაუყონებლი შეგვატყობინეთ..
-აუცილებლად..- ის ქალიც გაკვირვებული დავტოვეთ და ჩვენც იმავე მდგომარეობაში ამოვყავით თავი..
-ახლა უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა..
-სამაგიეროდ..ახლა ერთი რამ ზუსტად ვიცით..
-რას გულისხმობ დებორა..
-საკუთარ მკვლელს იცნობდა..
. . .
აღარ მინდოდა თაიას ჩარევა..სხვა ხერხი უნდა გამომენახა..მისი პროფილი გადავქექე..რამოდინიმე ადამიანთან აქვს ფოტო დადებული..გამოკვეთილად აშკარაა არავისთან მეგობრობდა..დასთან ახლო ყოფილა..თუმცა როგორც თაისგან ვიცი სოფლიდან ახლახანს ჩამოვიდა და გაფიქრებაც არ მსურს რომ ის შეიძლება ამ საქმეში გარეული იყოს.. თუმცა სამწუხაროდ ასეთი საქმის დროს არაფერია გამორიცხული..
ყველასთან რომ კარგად ხარ თუმცა საუკეთესო მეგობარი არ გყავს თითქოს ისე იყო ნინა..ის მამხნევებს რომ ოჯახთან მაინც იყო ახლოს ..
თავს უბედურად ვთვილით უმეგობრობის გამო, თუმცა გვავიწყდება, რომ ოჯახი გვყავს..
ახლა მყავს სამეგობრო, რომელზეც გადარეული ვარ თორემ მანამდე..თაია რომ წავიდა აღარავინ მყავდა..საშინელი მარტოობას ვიგრძვგრძნობდი..როცა სხვებს ვხედავდი მეგობრებთან ერთად საშინლად ვსევდიანდებოდი. სამაგიეროდ ახლა ისეთი მეგობრები მყავს, მათი ნდობაპრობლემას, რომ არ წარმოადგენს..
თუ უმეგობრობას უჩივი, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში, შენი მესმის..მაგრამ სანამ ისეთ მეგობრებს გაიჩენ როგორსაც ახლა ნატრობ, ეს დრო გამოიყენე.. სანამ სხვებს დაუმეგობრებდი ჯერ საკუთარ თავს დაუმეგობრდი..გამოიყენე ეს დრო საკუთარი თავის გაცნობისთვის და განვითარებისთვის..აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებს…
მეგობრები..ოჯახი..ნინა.. აღარ მინდა დასევდიანება და ნინაზე ფიქრი.. ვინ იცის რა გამოიარა სიკვდილის ბოლო წუთებში..რა იყო მისი ბოლო ფიქრი..
. . .
თვეზე მეტი ისე გავიდა ვერც კი გავიგე..ნუ თავისი კოშმარებით, აქეთ-იქით სიარულით რამის გაგებიც მიზნით..დემნასთან კამათებითურთ..
ცნობილ წყვილთან ერთხელ ვიყავით ვახშამზე და ეგ იყო. სიტუაცია უფრო მეტად მიწყნარდა გამოძიების კუთხით რაც დიდად არ მხიბლავს..ხალხი არც ლაპარაკობს მომხდარზე..რაც მოასწავებს იმას რომ ნელნელა ივიწყებენ..თითქოს ნინას არც უარსებია..
-დებორა რას აკეთებ..
-ოჰ გრეტა..რას უნდა ვაკეთებდე.. არაფერს..
-მეც მაგას ვამბობ..თითქმის მთელი დღეა აქ ხარ და მაგიდას თავ ჩამოდებული ფანჯარას თვალს არ აშორებ..ცუდად ხომ არ ხარ..?
-არა..საქმე არაფერი მაქვს..შეიძლება ითქვს უნიტერესოდ ვარ..
-მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაშიც კი შეუძლებელია ყოველი გვერდი საინტერესო იყოს..
-რა..?
-თითოეული ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების მთავარი პერსონაჟები არ ვართ..?
-ვფიქრობ მართალი ხარ..
-უკაცრავად..ორი წუთით თუ შეიძლება–ოდანვ მოშორებით მაგიდიდან მოსწვდა უცხო ადამიანს ხმა ჩემს ყურამდე..
-ახლავე..დებორა ისე მოიქეცი როგორც მთავარ პერსონაჟს შეეფერება..
-და როგორ უნდა მოვიქცე დაზუსტებით..?
-იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია..-რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული..
-გრეტა მოიცადე..
-რა მოხდა..
-მადლობა..-გამიღიმა და კლიენტისკენ გაეშურა..
. . .
-ეკატერინე..შენი დაქალი ხომ კარგადაა..
-რატომ კითხულობ..?
-სამზრეულოშია..რაღცის მომზადებას ცდილობს, რატომ უნდა გეკითხებოდე..
-არ იკითხო.. მთელი დღეა ასეა..
-რას ამზადებ..?
-თქვენი საქმე არაა..
-აქაურობა კი გავს ნაომარს და..
-დაასრულე საოცარი კომენტარები ჩემი სამზარეულოში ყოფნასთან დაკავშირებით..?
-არამგონია..ვნახოთ..პრინციპში რომ გიყურებ მეძალება კომენტარები..
-ასე არაა..- ჩემს წინ დაჯდა..წამიერად იმ აზრმა გამიელვა აქ ტყუილად არ მოვიდოდა ანუ რამე მოხდათქო..ამიტომ ვკითხე..-მშვიდობა..?
-ომის გეშინოდეს.. ასე ნუ მიყურებ..ყველაფერი რიგზეა..იმდენად რამდენადაც ამ სიტუაციაშია შესაძლებელი..
-აქ რას აკეთებ..?
-შენი მიჯნურის ნახვა არ გინდოდა..
-დემნა..-ვეცადე ხმა მაინც დამესერიოზულებინა, ვინაიდან ახლა როგორც გამოვიყურები, ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს..
-არ შეიძლება უბრალოდ შენს სანახავად მოვიდე..?
-არ შეიძლება..შენ რა თავი მართლა ჩემი შეყვარებული ხომ არ გგონია..?
-შესაძლოა..
-დემნა ხუმრობების ხასაითზე არ ვარ..
-აბა სახლის გადაწვის ხასიათზე ხარ..?
-რა..?
-უკან გაიხედე..
-ვაიმე სულ დამავიწყდა..-სასწრაფოდ გადმოვდგი ტაფა და გაზი გავთიშე..
-ხედავ რამდენად საჭირო ვყოფილვარ..?
-შენ რომ არა, ყურადღება თავიდანვე არ გამეფანტებოდა..
-ამბობ რო ყურადღებას გიფანტავ..?
-ვამბობ რომ ხელს მიშლი..
-რა გაეწყობა..
-წასვლას აპირებ..?-ზედმეტად სწრაფად და ზედმეტად აშკარა..
-გინდა რომ დავრჩე..?
-უბრალოდ ვიკითხე..სერიოზულად დემნა რა ხასითზე ხარ..თავი მართლა შენი მიჯნური მგონია..
-გეგონოს..ამდენი ხანი ისედაც ამას არ ვაკეთებთ..?
-არამგონია დიდი ხნით გაგრძელდეს..
-რატომ..
-წყვილის საქმე დიდხანს აღარ უნდა გაიწელოს..და მერე..რამე გვაჩერებს “ერთად”..?
-შენ რა იცი გაიწელება თუ არა..
-უფროსი მიხვდება არაფერს, რომ წარმოადგენენ და..
-შენ არ იცი რა მოხდება და რა არა..მტკიცებით ფორმაში ტყუილად ლაპარაკობ..
-ვითომ..? ისე შენ რა გაბრაზებს..არ გინდა ჩემგან დაისვენო..?
-სანამ ორივე პლანეტა დედამიწაზე დავაბიჯებთ, შენგან მოსვენება არ მეღირესება..
-ვითომ რატომ..
-უბრალოდ და მარტივად რომ გითხრა შეუძლებელია..
-სერიოზულდ დავფიქრდი შენს ჯანმრთელობაზე..სიცხე ხომ არ გაქვს შემთხვევით..აქ მოსვლის წამიდან რებს მებოდიალები..
-დებორა..
-არაა.. გავერთე მეყოს..მომზადება ჩემი არაა..
-მიხვდი მაგას ბოლო ბოლო..?
-შემეშვი რაა..საერთოდ შენთვის არ მცალია საქმეს თუ არ ეხება..
-რა თქმა უნდა, აქ შენს სანახავად არ მოვსულვარ..მელისამ ვერ მოახერხა და ეს საბუთები გამომატანა..
-რასთან დაკავშირებით..
-თავად მთხოვაო..არ დაუკონკრეტებია..
-აა იმ ქალბატონის ფონდზე ვთხოვე დამატებითი კვლევის ჩატარება..
-თუ რაიმე საინეტერესოს ნახავ დამიკავშირდი..როგორც აღმოჩნდა მეჩქარება..
-მომინდომე მუსაიფის გამართვა და დაგაგვიანდება აბა რა იქნება..
-ნახვამდის დებორა..-წამით..თითქოს შეუმჩნევლად დავინახე ყოყმანი..თითქოს რაღაცას ელოდებოდა..თითქოს რაღაც დააპირა..არ ვიცი..რაც არ უნდა ყოფილიყო გადაიფიქრა..წეღან აშკარად ხალისობდა მოძალებული იუმორის ფონზე და ახლა დამშვიდობებისას..სანამ გავიდოდა და ჩემს თვალთახედვას მოეფარებოდა..ძალდატნებით გამიღიმა..არადა იცის, რომ ამ ძალდატანებას აუცილებლად შევამჩნევ..
. . .
დავიჯერო როდესაც რთულ სიტუაციაში ყოფილხართ არავის უთქვამს თქვენთვის “თუკი ცხოვ­რე­ბა ლი­მონს გაძ­ლევს, გა­ა­კე­თე მის­გან ლი­მო­ნა­თი.”..ნაცნობი სიტყვებია არაა.. მე სხვა ვარინტს შემოგთავაზებთ და დაფიქრდით რამდენად გიღირთ ნაცნობი ლომინათისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა..
იმის მაგივრად რომ ამდენი იწვალო და ჩვენს დროში როდესაც შაქარი არც ისე იაფია.. დამერწმუნეთ ლიმონათის გაკეთების დროს დაგჭრდებათ.. ამდენი წვალების მაგივრად მოკლე ხერხი ასეთია..შაქარი და ყველაფერი რაც ლიმონათის გაკეთებას ესაჭიროება გვერდით გადადოთ და თუ ცხოვრება ლიმონს მოგცემთ პირდაპირ შეჭამეთ..აი ასე შეჭამეთ..თავიდან არასასიამოვნოდ მჟავე იქნება, თუმცა თუ საკმარისი რაოდენობით ლიმონს შეჭამთ შეიძლება შეგიყვარდეთ კიდეც..ანდაც შეიძლება არ შეგიყვარდეთ თუმცა ისეთი სასაცილო სახე აღარ გექნებათ როდესაც თქვენს რეცეპტორებამდე სიმჟავე მიაღწევს..
ახლა რას იტყვით..ლიმონათი თუ პირდაპირ ლიმონი..რომელს ირჩევ..
-დებორა რამ ჩაგაფიქრა..
-რა..არა ისეთმა არაფერმა..რა მოხდა..?
-არაფერი გოგო..იმდენი ხანია გეძახი..კაი ეგ არაფერი გავდივარ და რამეს ხომ არ დამაბარებ..?
-იყოს, მადლობა შემოთავაზებისთვის..
-კაი მაშინ წავედი..
-მოიცადე მარტო მიდიხარ..
-აბა..? მასეთი თვალებით ტყუილად მიყურებ, ჯერ დღეა არაფერი მომივა..თან მანქანით მიდი მოდი ამბავია..
-აუ ფრთხილად იყავი რაა ძალიან გთხოვ..
-კარგი შენ არ ინერვიანო, ხომ იცი სხვები რომ ჩემზე ნერვიულობენ არ მეპიტნავება..
-ასეა რას იზამ..კარგი აბა შენ იცი-ეკატერინეს წასვლის შემდეგ ისევ ფიქრებმა წამიღო, თუმცა წყალი ადუღებულა და გამაყრუებელმა ხმამ ჩემი გამოფხიზლება ნამდვილად მოახერხა..
მაცივრიდან სპეციალურად ნაყიდი ლიმონი გადმოვიღე..ცოტა ჭიქაში ჩავაწურე და დიდი ნაჭერიც ჭიქაში მოვათავსე..მწვანე ჩაის მერე ლიმონი მიყვარს ძალიან..თუმცა არ ვიცი რატომ, ბავშობიდან დამთავრებული ჩაის ჭიქაში დარჩენილ ლიმონს ყოველთვის გემრიელად მივირთმევდი..სპეციალურად სწრაფად ვსვამდი ყელი მეწვებოდა თუმცა ლიმონი აქარწ....ბდა ტკივილს..აჰა აქაც ჩემი მოუთმენლობა გამოიკვეთა ჩემს უცნაურობასთან ერთად..
ჩაის დალევის და ლიმონის ჭამის შემდეგ მალევე წამოვდექი.. გამოვიცვალე დაა გარეთ გასავლელად მოვემზადე..
. . .
-ისე დავინტერესდი თქვენი ფონდით..
-მართლა..? რამ დაგაინტერესა..?
-კონკრეტულად რას აკეთებ..დარწმუნებული ვარ საინტერესო საქმეა..
-არ გაგიკვირდება რომ ჩემი ფონდიც ხელოვნებას ეძღვნება..მე ვიძენ ნამუშევრებს, ჩემი ქმრისგან განსხვავებით კონკრეტულ დროში გასაყიდად და ამისთვის ფულს მიხდიან.
-ზედმეტ ინტერესს გამოვიჩენ თუ დეტალურად მოყოლას გთხოვ..ძალიან დამაინტერესა, ამ საკითხში გარკვეული არ ვარ..
-ოჰ არა ძვირფასო პირიქით, საუბარი საყვარელ საქმეზე მუდმივად შემიძლია.. ხელოვნების ფონდის ინვესტიციები ეფუძნება ხელოვნების ფონდის მენეჯერის რწმენას.. გარდა ხელოვნების ფონდის, მენეჯერების მიერ, ფონდის შეთავაზების დოკუმენტაციაში, გამოვლენილი ხელოვნების ფონდის წინასწარ განსაზღვრული შეძენის შემთხვევისა, ხელოვნების ფონდის ინვესტორს არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხელოვნების კონკრეტულ ნიმუშებს შეიძენს ფონდი და აქვს მხოლოდ შესაძლებლობა უარი თქვას კაპიტალის დახარჯვაზე ხელოვნების კონკრეტულ შენაძენზე..
-ნამდვილად იმაზე საინტერესო ყოფილა ვიდრე მეგონა..-მარტო მე ვარ აქ დაბნეული..?
-ჰოდა ჩემო დებორა.. შედეგად, არტ ფონდის ინვესტორები ძირითადად უნდა დაეყრდნონ საინვესტიციო სტრატეგიებს, პორტფელის შეზღუდვებს და საინვესტიციო კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია ფონდის კერძო განთავსების მემორანდუმში, ასევე ფონდის ხელოვნების ფონდის მენეჯერისა და საინვესტიციო პროფესიონალების გამოცდილებასა და მუშაობას.-გასაგებ ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია..?
-ხშრად აწყდები უარს ინვესტორებისაგნ..?
-უკვე აღარ, ეს ადრე იყო..ახლა უკვე მიცნობენ და მენდობიან..
-ნდობის მოპოვება რთულია..
-ნამდვილად ნამდვილად..კი ღირს მოთმენად..
-გეთანხმები..
-კიდევ გაინტერესებს რამე..?
-არა ამომწურავი პასუხი იყო.. სანამ ნახატებს გაყიდი უნდა მაჩვენო..
-აუცილებალად მოვიცლი მაგისთვისაც..ის კი არა ჩემი ქმრის კოლექცია უფრო საინტერესოა ამ ეტაპზე.. მე საინტერესო ნახატები მაკლდება მას კი ემატება..
-უცანაური ცოლ-ქმარი ხართ..კარგი გაგებით, რა თქმა უნდა..ერთი ნახატებს ყიდის მეორეს კოლექცია აქვს..
-რას იზავ..ასე მოიტანა ცხოვრება..
. . .
-ეჭვი ხომ არ შეიტანა..
-არამგონია.. ისე ვახსენე ლაპარაკის დროს..ზოგადად მესაუბრა..მის კოლექციაზე როდესაც დავიწყე საუბარი მისი ქმრის კოლექციაზე გადაიტანა ყურადღება, მას უფრო საინტერესო აქვსო..
-ეჭვი გამიმყარდა..
-მეც მელისა..მეც..ქმარი არ ვიცი და ეს ქალი ნამდვილად ხლართავს რაღაცას..
-ყველაფერი გაირკვევა..დემნას უთხარი..?
-ჯერ არა..ისე თქვა რომ ინვესტორების ნდობაა აქვს მოპოვებული..
-შენც იმას ფიქრობ რასაც მე..?
-ინვესტორებზე უნდა გავიგოთ მეტი ინფორმაცია..
. . .
-აქამდე რატომ არ მითხარი..
-ახლა გეუბნები..
-კარგი..ესე იგი ამ ქალის ფონდია საეჭვო..?
-კი გადარიცხვებშა არევები..დიდის ამბით ყვება როგორი მნიშნელოვანია და ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება თითქოს მფლობელს ეს ფონდი არც აინტერესებს..
-მხოლოდ ინვესტირებზე ინფორმაციის მოძიება არაფერს უშველის..
-რატომ ვითომ..
-შენ რა გგონია არ დაიშვება ის, რომ ინვესტორებს ატყუებს..?
-აბა რა უნდა გავაკეთოთ..
-აუცილებელია ეგ მხარეც გამოიძიო, მაგრამ მაინც ვფიქრობ გადარიცხვებშია გასაღები..
-კარგი მაგას ვნახავთ..
-გადარიცხვებს მე მივხედავ..შენ ინვესტორებს მიხედე..
-კარგი ასე იყოს.. სხვა ახალი ხომ არაფერია..
-რამე რომ იყოს გეტყოდი..
-ვითომ..?
-შენნაირად დაგვიანება არ მჩვევია..
-ნახე რაა როგორ მელაპარაკება..ხელთ ერთი წესიერი არგუმენტი არ მქონდა..რა უნდა მეთქვა..
-კარგად იცი ჩემთან არგუმენტები არ გჭირდება..
-მეგონა ყველაზე მეტად შენთან იყო საჭირო..
-ძალით აკეთებ არაა..
-რას..
-შველის თვალები არაფერს შველის..-გამეღიმა..შემდეგ გაიაზრა რა იყო ჩემი ღიმილის მიზეზი..ამაზე უკვე ხმამაღლა გამეცინა..
-ვითომ..?
-უკვე ნერვებს მიშლი, ჩემი წასვლის დროა..
-სანამ ჩემთან შესახვედრად გამოემართებოდი..დამამშვიდებლის დალევაზე არ გიფიქრია..?-მიბრუნებული დემნა ისე მოვაბრუნე, როგორც 1795 წლის 8 სექტემბერს კრწანისის ბრძლაში მოღალატემ აღა-მაჰმად-ხანი თავისი ჯარით..
-რადგან არ გყვები დიდ გულზე ხარ..?-ნელნელა მომიახლოვდა..როგორც ფილმებშია, წესით ნელნელა მეც უკან უნდა წავიდე მაგრამ გავშეშდი..-შენ ხომ არ მოგიტანო დამამშვიდებელი..
-რეებს..რეებს ბოდიალობ..-უფრო ფართოდ გაიღიმა..
-ნეტავ შენი თავი დაგანახა ახლა რა სახე გაქვს..
-რას მამასხარავებს ამხელა კაცი..შენ მგონი მიდიოდი რაა..
-თუ მთხოვ დავრჩები..-მითხრა ირონიულად.
-გადი მიდი მოდი რაა გამანებე თავი..ეს ირონიული ფლირტი რამე ახალი სახეობაა..
-სერიოზულად მაინტერესებს ეს ლექსიკა საიდან მოგაქვს..
-შენ ხარ ზედმეტად ჩვეულებრივი და ოდნავ განსხვავებული რამ ამიტომ გეჩვენება სასწაულად განსხვავებული..
-ზედმეტად ჩეულებრივი არაა..-ხელი ავწიე და ისე გავშალე თითქოს მისი გაჩერება მინდა..პრინციპში ასეცაა.
-არ გაბედო მოკარება თორემ..
-თორემ რა..-დემნამ ხომ არ იცის სინამდვილეში თავის დაცვა კარგად რომ გამომდის..ასე ჩემმა ტვინმა გაყინვა თუ არ მოინდომა იმ შემთხვევის გარდა..
-დემნა დამღალე..მიბრძანდი არ გინდა..? ასეთი თავისუფალი განრიგით როდიდან მოძრაობ..
-შენი ნახვის მეტი შესაძლებლობა მაქვს.. არ გიხარია..?
-გამასწარი..
-კიბატონო..თუ ესაა შენი სურვილი..
-დემნაა..-სიცილით დატოვა ჩემი ტერიტორია..თუ დავაკონკრეტებთ ასკარად ჩემი მიმართულებით, მაგრამ არ ვაკონკრეტებთ..
. . .
-ანდრიას ვახლავარ..
-მოგესალმები დაო..-მე და თაია ასე მივმართავთ ერთმანეთს და ახლა ვითომ დაგვცინა..
-მეორე მასხარა..
-პირველი ვინაა.. შენი შეყვარებული..?
-გახლავთ..თაია საითაა..
-მუშაობს..
-მართლა..? არ მეგონა..
-შედარებით კი გადაუარა, მაგრამ მაინც სჭირდება დრო..გულს გადააყოლებს და..
-თავისთავად..
-რამე სერიოზული საქმე ხომ არ გქონდა..გეჩქარება..?
-არა რა მეჩქარება, მეთქი ისე ვნახავდი..
-რადგან შენი ძვირფასი და აქ არაა მე გიმასპინძლებ..
-მაცივარი გამოვაღო თუ არც ღირს..
-საჭიროება არაა..საჭმელი გაკეთებული მაქვს..
-მერე რას ელოდები მიმასპინძლე..-გაეცინა და მიმანიშნა სამზარეულოსკენ წავსულიყავი..-ოჰოო პასტა..კარგია რომ მოვედი..
-პასტის გამო არაა..-თეფში წინ დამიდო..
-აჰამ..
-რაო შენკენ რა ხდება..დაუბრუნდი მთარგმნელობას თუ აღარც აპირებ..
-შიგადაშიგ..წიგნებს აღარ ვთარგმნი ოღონდ..
-დიდი დრო მიაქვს არაა..
-ხომ იცი მე ესე უგულოდ თარგმნა არ შემიძლია..ისე ვთარგმნი თითქოს მე ვწერდე..
-შრომატევადი საქმეა.ამიტომაც მოსწონთ შენი თარგმნილი წიგნები..
-ჰოო..და შენკენ რა ხდება..ბოლო პერიოდი არაფერი მსმენია..
-სიახლეები აუცილებლად იქნება..ახალ კოლექციაზე ვმუშაობ..
-დამაინტრიგე..გელი..თუ შეიძლება გაგვიმხილოთ ვინ არის ბატონი ანდრიას შთაგონების წყარო..-იქვე ხის კოვზი მომხვდა ხელში და როგორც მიკროფონი ისე გავუწოდე..
-დიახ კარგი შეკითხვაა.. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რომ პასუხი ჩემი ცოლია..
-კონკრეტული ნამუშევარი ხომ არ განასახიერებს მას..
-ამდენ ნათელ ფერში ერთი საშინლად მუქი ტყუილად არ გამორევია..
-ოჰჰ გაგიგოს რაა..-გამეცინა..
-თუ მინდა რომ ჩაიცვას შესაბამისი ფერიც უნდა ავარჩიო..-კოვზი თავის ადგილას დავაბრუნე..
-ეჰ რა მალე გადის დრო..ვინ იფიქრებდა შენ თუ ცოლს მოიყვანდი და თან ჩემს დაქალს..
-ახლა ჩემს ძმასთან ხარ.. ბარი-ბარში ვართ..
-თქვენ იყავით კარგად..რას დავეძებ..
-განწყობაზე არ ხარ თუ მეჩვენება..
-რა გითხრა..ჩვეულებრივად ვარ..
-შენთვის ჩვეულებრივი არ არსებობს..ან ძალიან კარგი ან საშინელი..
-ეკატერინეს ფუნქციის მითვისებას ცდილობ თუ რა ხდება..?
-შენთვის მეგობრობის გაწევას ვცდილობ დებორა..ეს თუ მხოლოდ ეკატერინეს ფუნქცია იყო არ ვიცოდი..
-იცი რაც ვიგულისხმე..
-და შესაბამისი პასუხიც მიიღე..რა თქმა უნდა, ეკატერინეს სხვანაირად ლაპარაკი ეხერხება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემთან საუბარი არ შეგიძლია..
-სულ რატომ გგონია რომ რაღაც მჭრს..
-როცა ბოლოს რაღაც მეგონა, არ შევმცდარვარ..
-ალბათ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმოქმედა..
-ალბათ..-ჩაიალაპარაკმა ჩემმა მაზლმა ორაზროვნად..
. . .
-რანაირად..
-რა გითხრა..ყველაფერი სუფთაა..
-ინვესტორებთანაც არაფერია..
-ხომ ვიცით რომ უბრალოდ ცუდ წრეში ტრიალებენ..იქნებ თავდ არ აშავებენ არაფერს..
-მელისა..ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე..
-მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ..ამის თქმას აპირებდი..? ან რაიმე მსგავსის..?
-სიმართლე რომ გითხრა არა..ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა საჩემო არაა და ამით თავს არ ვიზღუდავ..მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ რა შეიძლება იყოს დიდი ალბათობა და რა არა..ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ერთმანეთისგან რადიკალური გემოვნების თუ შეხედულების ადამიანები მეგობრობენ და ეს საწაული სულაც არაა..აღარ..იმის თქმა მინდა, რომ იმის ალბათობა დიდია, ეს წყვილი ასეთ გარემოში ტყუილად არ ტრიალებს..ყველთვის უნდა დავუშათ რომ ვცდებით თუ ზუსტი არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუ რამეს ვვარაუდობთ გამორიცხვაც უნდა შეგვეძლოს..
-ამას როგორ ვაპირებთ..
-როგორმე მოვახერხებთ..ის ადამიანები უნდა შევისწავლო ვისთანაც მეგობრობენ..
-მე მაქვს მათზე ფაილები და საინტერესო არაფერია..მოსაწყენი კრიმინალური წარსულის გარად ვერაფერს ამოიკითხავ..
-მხოლოდ ფაილებს თუ დაეყრდნობი უბრალოდ კარგ აგენტად დარჩები..თუ გინდა შესანიშნავი იყო, იქამდე გათხარე სანამ დედამიწის ბირთვის სიმხურვალეს არ იგრძნობ..
-საოცარი შედარება იყო..
-საოცარი ირონიის დართვით..მიმხვედრი მიხვდა რაც მთავარია..დამატებით კვლევა არ გვაწყენს..თუ გვინდა საბოლოო გამორიცხვის მეთოდის გამოყოენება.
-შენ უკეთ იცი..
-დებორამ უკეთ რატომ იცის..
-იმიტომ რომ დებორაა..-ვუთხარი..წამოვდექი და გასასვლელისკენ გავემართე..სანამ საბოლოოდ წავიდოდი დავემშვიდობე..
-იმედია ჩვენი უკანასკნელი შეხვედრებიდან ერთ-ერთია..მშვიდობიანი დღე..
-ასეთი თბილი შეყვარებული მყავს..-მომესმა დემნას ხმა..
. . .
“the sun was warm but wind was chill. you know how it is with an april day.” -robert frost
მარტში მგონია ამაზე უცნაური ამინდები არ დადგებათქო და შემდგომ მოდის აპრილი..
-სერიოზულად გაუგებარია რა ჩავიცვა..დილით საშინლად ცივა შემდეგ საშინლად ცხელა შემდეგ კიდევ უფრო საშინლად ცივა..
-ვერ გაიგებ დებორა გამართლებაზეა..
-არასდროს არ მიმართლებს..
-გესწავლა ტარება და ტანსაცმელს შენს მანქანში მიაგდებდი..
-ზოგი ადამიანი ტარებისთვის არ გაჩენილა..
-მართლა არ აპრებ სწავლას..? ბერდები..
-ამმ მადლობა ეგ რომ აღნიშნე..ხანდახან მომინდება ხოლმე მაგრამ არა იმდენად რომ მართლა დავიწყო სწავლა..როგორც იტყვიან ყველაფერს თავისი დრო აქვს..
-კარგი სად მიდიხარ..?
-ისეთი თავისუფალიც აღარ ვარ როგორც გეგონა..
-მიბრძანდი ჩემო ბატონო..
-ეკატერინე..მისმინე..ვიცი რთული იქნება მაგრამ უნდა გაუძლო..
-რაზე ლაპარაკობ..
-მე რომ წავალ და სახლშ მარტო დარჩები..უჩემოდ მოგიწევს და უნდა გაუძლო..
-ვეცდები..-წამიერი სიჩმის შემდეგ ერთნაირად აგვიტყდა სიცილი..ნელნელა გასასვლელისკენ დავიძარი..
. . .
-მოიცა რა..?
-ასეა.. პატარა წვეულებას ვაწყობთ და გეპატიჟებითო..
-კარგი რაა დებორა..
-მე რა შუაში ვარ ნეტა..გგონია მახარებს..?
-როდის..?
-ზუსტად სამ დღეში..
-სამი დღე საკმარისი არაა ფსიქოლოგიუად რომ მოვემზადო მათთან დროის გასატარებლად..-გამეცინა..შემდეგ გამახსენდა რომ მეც იმავე დღეში გახლდით და არარსებული ცრემლი საწყლად ჩამომიგორდა..
-გავუძლებთ რამენაირად..ჩვენი შანსია რეალურად რაიმე ინფორმაცია მოვიპოვოთ..
-მათი მეგობრებიც იქნებიან არა..?
-როგორც მელისა ამბობს მოსაწყენი კრიმინალური წარსულით..
-სულ ესა..?
-სხვა რას ელოდი.. თუ საქმე არ გაქვს მე წავედი..
-ვინ გაკავებს..-უკან მივბრუნდი და ისევ დემნას წინ დავჯექი..-რამის თქმა დაგავიწყდა..?
-გრეტა ორი წუთით შეგიძლია მოხვიდე..?
-ახლავე..აბა გისმენთ..?
-შეგიძლია პეპსი მომიტანო..?
-ახლავე..-დემნამ თითქოს დაგვიანებით გაიგონა ჩემი ნათქვამი..გამომეტყველება კარგს არაფერს მეუბნება..
-რა დაგიშავე ასეთი ადამიანო..-მხრები ავიჩეჩე..
-თუ ვერ გაუძლებ შეგიძლია წახვიდე..არავინ გაკავებს..
-ასე არაა..პირიქით სიამოვნებით ვნახავ მაგ საშნელებას როგორ დალევ..-გრეტამ მალევე მომიტანა ავად სახსენებელი პეპსი..მეც ვითომ ბედნიერმა ჭიქა ავიღე და ბოლოს ერთი ყლუპი ძლივს გადავყლაპე..-მიყვარს ჩემს გაწირვას სიხარულით რომ გეგმავ და კლდის პირას შენ რომ აღმოჩნდები ხოლმე..
-ესეც რამეა..-ორი ყლუპის მერე დავნებდი..-როგორც არ უნდა მინდოდეს შენთვის ნერვების მოშლა ასე თავს ვერ გავწირავ..
-პატარა ხელის კვრა და წყალში აღმოჩნდები..
-გგონია ჩემთვის ცუდის მომასწავლებელია..?
-ზუსტად მაგ მიზეზით ხელის კვრისგან თავს ვიკავებ..
. . .
-თაია..?
-სალამი..
-არ გელოდი..
-ასე ადრიანად საით..თან ასე გამოწყობილი..
-მე და დემნა მიგვიწვიეს ნაცნობებმა..პატარა შეხვედრაზე..
-ოჰოო..ესე ადრე..?
-ჰოო რავიცი..ეკატერინე სახლშია..?
-კაი მაშინ გამაგებინე როგორ ჩაივლის..
-კიბატონო..გამიხარდა შენი ნახვა დაო..
-გიხდება..ულამაზესი ხარ..
-მადლობაა.. აბა შენ იცი..
. . .
-მობრძანდით..
-ხომ არ დავაგვიანეთ..?
-რას ამბობ..აი აქეთ..-როგორც ჩანს წვეულება ღია ცის ქვეშაა..
-როგორი ლამაზია აქაურობა..
-აქ ხშირად არ ვართ..თუმცა გვინდოდა სასიამოვნო ადგილი ყოფილიყო..
-გამოგივიდათ კიდეც..
-მეგობრებო გაიცანით..დებორა დარასელია და დემნა დადვანი..
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც..
-ფეხზე ნუ დგახართ რაა..
-კი კი აქეთ მობრძანდით..
-თქვენზე გვიყვებოდნენ..
-იმედია ცუდს არაფერს..
-რას ამბობ..ჩემს გოგოს ძალიან მოეწონე..-თქვა ქალბატონმა..
-მიხარია..ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ..?
-საკმაოდ..აღარც კი მახსოვს როდის გავიცანით..
-ბავშობის მეგობრობა მაინც სულ სხვანაირია არა..?
-ასეა.. თქვენც გყავთ ასეთი მეგობრები..?
-მხოლოდ ერთი, თუმცა საკმაოდ ძვირფასი..
-მესმის..მიხარია..
-მეგობრებო რამეს ხომ არ დალევთ..? ნუ ვისაც ხელში არაფერი უჭირავს მათ მივმართავ..
-მარტინი..
-მარტინისთვის ადრე ხომ არ არის..?
-მარტინისთვის ადრე არასდროაა..-ვუპასუხე მე..
-ეს გოგო მომწონს..
-დებორა შენც მარტინი გინდა..?
-იყოს მარტინი..დემნა შენ..?
-საჩვენო სასმელი მაქვს არ იდარდო..-საწყლად გავხედე გვერდით მჯდომ დემნას..როცა ვიცი რამდენად არ უყვარს დალევა..
-ამმ დემნა შენ ხომ წამალს სვამ..სასმელი არ შეიძლება..
-წამალს..?
-კი ბოლო პერიოდში იყო ექიმთან, თავს კარგად არ გრძნობდა და ახლა 3 სახეობის წამალს სხვამს..-ჩემი ჩანთიდან ჩემივე წამლები ამოვიღე მათთვის დასანახად..
-ამდენად სერიოზულადაა საქმეე..?
-არ მაგრამ სერიოზულად რომარ გახდეს, იმისტვის უფრო..
-იყოს მაშინ კოლა გვაქვს და ის დალიე-სიცილით თქვა..
-დავლევ რატომაც არა..-შემდეგ გადმომჩურჩულა-მადლობა..-მე კი თავი დავუქნიე ღიმილთან ერთად..
-ისე როცა თქვენზე მიყვებოდანენ, ინტერესმა მძლია და ინსტაგრამზე შევიჭყიტე..თქვენს ფოტოებზე გადავირიე..-მითხრა მარტინის გოგონამ..
-დემნას დიდად არ უყვარს ფოტოების გადაღება მაგრამ..
-ცდები ძვირფასო მე შენთან ერთად მიყვარს ფოტოების გადაღება..
-როგორი რომანტიული ყოფილხარ..
-დებორას დამსახურებით..
-ასეა..ყველა კაცი რომანტიული ხდება როცა საქმე საყვარელ ქალს ეხება..
-მაგრამ თავისებურად..
-ამიტომაც ფიქრობენ ქალები რომ რომანტიულები არ ვართ..-ლაპარაკი გაგრძელდა მე კი დიდად აღარც დამილევია..მალევე დავრწმუნდი რომ აქ შეკრებილი საზოგადოება არც ისე მოსაწყენია..
თემები იცვლებოდა ამასობაში კი მოსაღამოვდა..შიგნით შესვლას არ ვაპირებდით თუმცა ამინდი საგრძნობლად გაუარესდა.. საშინელი ქარი და წვიმა თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ჰორიზონტზე..
წინა სახლთან შედარებით გარემო სულ სხვანაირი დაგვხვდა.. ეს სახლი უფრო დიდი იყო..დიზიანი კი უფრო კლასიკურისკენ იხრებოდა..გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაგიდასთან მიგვიწვიეს..ყველა სიხარულით გაემართა..მგონი ყველას მოგვშივდა..გემრიელად მივირთვით და აქაც ვილაპარაკეთ..თითქოს საქმეზე იწყებდნენ საუბარს და ავიწყდებოდათ რომ ჩვენც აქ ვიყავით, შემდეგ ყურადღება სხვა თემაზე გადაჰქონდათ..თავისთავად არ ვიმჩნევდი..
ადგილმდებარება მისაღებს დაუბრუნდა, შემდეგ კი წამოვჭერი იდეა..
-სახლს არ დამათვალიერებინებ..? ისეთი ლამაზია აქაურობა ყველაფრის ნახვა მომინდა..
-დემნა შენ არ წამოხვალ..
-არა იყოს რასაც ვხედავ საკმარისია..
-კარგი წამოდი დებორა უცებ ჩაგიტარებ ტურს..-ღიმილით წამოვდექი და მას გავყევი..
-აქაურობა ნახატებს აქვს დაპყრობილი..შესანიშნავია..
-მართლაც-რამოდენიმე ოთახი მაჩვენა შემდეგ კი ერთ საინტერესო ოთახში შემიყვანა..
-რამდენი ნახატია..
-ჩემი ქმრის კოლექციის მცირედი ნაწილია..
-გაოცებული ვარ..
-ძვირფასო ორი წუთით არ შეგიძლია ჩამოხვიდე..?-გავიგონეთ ხმა
-ახლავე..ჩემს გარეშე ვეღარ ძლებს..თუ გინდა დაათვალიერე..
-კარგი კიდევ ცოტახანი გავჩერდები..-საკამოდი დიდი ოთახის გარშემო დავიწყე სიარული.. ვიცი ერთი ადამიანი ვისაც გაუხარდებოდა აქ ყოფნა, სამწუხაროა აქ რომ არ იმყოფება..
უკვე წასვლას ვაპირებდი რაღაც უცნაური რომ შევნიშნე..რამოდეინიმე ყუთი იყოს გავსებული ნახატებით..ზოგი ცარიელი ზოგი დახურული..ჩემი ყურადრება კი ერთმა კონკრეტულა ყუთმა მიიქცია.. ყუთის გვერდით კი გამჭირვალე ცელოფანში თეთრი ფხვნილი..ნახატებს მივუახლოვდი..ნახევრად გადაფარული იყო, ფრთხილად გავწიე გვერდით და რას ვხედავ.. ძნელად შესამჩნევად ნახატებს უკან იგივე შეკვრა ჰქონდა მიკრული.. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება..არ არსებიბს,,
თავის ადგილად დავაბრუნე და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე..ახლა ყველაფერი ცხადი გახდა..არც ეს ქალია უბრალო ფონდის ხელმძღვანელი და არც კაცი კოლექციონერი..
ნარკოტიკული ნივთიერებების გადასატანადაა ეს ფარსი საჭირო..ეს მათი გზაა კონტრაბანდისთვის..
-დავბრუნდიი.. თითქოს შეგაგვიანდა..
-ამმ კიი ახლა ვაპირებდი წამოსვლას, მაგარამ ამ ნახატმა ჩემი ყურადღება მიიპყრო..ძალიან გავერთე ყურებაში ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა..
-ჩემს ქმარს გამორჩეულად უყვარს ეს ნახატი..
-მართლა..? შესანიშნავია..
-წავიდეთ..?
-კი კი წავიდეთ..
-დაგიბრუნდით..
-ტურმა როგორ ჩაიარა..
-გადასარევად..-კი განსაკუთრებით იმ ნაწილს გამოვარჩვდი როცა აღმოვაჩინე რომ ნარკოტიკი გადაგაქვთ და თქვენს მეგობრებს არაფრით არ ჩამოუვარდებით..უბრალოდ ამ ყველაფრის დამალვას შესანიშნავად ახრეხებდით..აქამდე..
გამორიცხულია არაფერი არ უნდა შემეტყოს..დემნასაც ვერაფერს ვანიშნებ..უნდა მოვიცადო სანამ წასვლის ჟამი არ მოვა..
იქნებ რამეს მიხდვა როცა თქვა დაიგვიანეო..15 წუთი არ იქნებოდა გასული დემნას ტელეფონი რომ ახმაურდა..
-გისმენთ..რას ამბობ..კარგი გასაგებია გამოვდივართ..
-რამე მოხდა..
-სასიამოვნო იყო აქ ყოფნა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ..
-ჩვენი დახმარება ხომ არ არის საჭირო..?
-არა მადლობა შემოთავაზებისთვის..დებორა ადექი უნდა წავიდეთ..
-ახლავე ახლავე..
. . .
-ნახვამდის აქამდეღა გაცილებთ..
-არცაა მეტი საჭირო..კარგი დრო გავატარეთ.
-ნადვილად, ჩვენს მეგობრებრს მოეწონეთ..
-ასევე..
-კარეგი აშკარაა ძალიან გეჩქარებათ..აღარ დაგაყოვნებთ, ნახვამდის..
-ნახვამდის..-სწრაფი ნაბიჯებით ჩავჯექით მანქნაში და ასე სწრაფი სიჩქარით გააგრძელა მანქანმ სვლა..
-დემნა იქნებ მითხრა რა ხდება..მშვიდობაა..
-ომის გეშნოდეს..
-დემნა მოვკვდი ნერვიულობით მითხარი რა ხდება..
-არაფერიც არ ხდება..
-რას ნიშნავს არაფერი არ ხდება..
-ცოტა დადგმაა მეტი არაფერი..
-რატომ..?
-შეიძლება ისინი ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ მე გამომაპარებდი შენს აღელვებას..? ანერვიულდი მას შემდეგ რაც ტურიდან დაბრუნდი..ვერაფრის თქმას მოახერხებდი ამიტომაც ისე მოვაწყე თითქოს ვიღაც მირეკავდა რომ მიზეზი გვქონდა წამოსასვლელად..ახლა შენ მითხარი რა ხდება..
-საიდან მიხვდი..
-ხელებს ხლართავდი ერთმანეთში და წამდაუწუმ დაუწყე თმას თამაში..გავაგრძელო..?
-გგონია სხვებმა შეამჩნიეს..
-არამგონია…
-კარგია..
-არ მეტყვი რა მოხდა ასეთი..?
-წყვილი უბრალოდ კი არ მეგობრობს კრიმილალებთან..თავად არიან კრიმინალები..
-ეს რას ნიშნავს..
-ნარკოტიკები გადააქვთ კონტრაბანდით..
-რა.?/-მოვუყევი რაც მოხდა..-ახლა ყველაფერი გასაგებია..?
-ამოცანა ამოხსნილია..კითხვა..შემდეგ რას გავაკეთებთ..? მტკიცებულება არ გვაქვს..
-ვინ თქვა რომ არ გვაქვს..-წინ გადაღებული ფოტოები და ის შეკვრა ნარკოტიკი მეჭირა დაბლა რომ ეგდო..შემდეგ კი მკვეთრად გადაუხვია..-ფრთხილად..
-ეგ რაღატომ წამოიღე..
-შენი აზრით მეორე დღეს დაბლა დაგდებული ნარკოტიკის შეკვრას რომ დაინახავს იმას ვერ მიხვდებოდა რომ შევამჩნიე..? სად მიდიხარ..
-მელისა ოფისში არაა..?
-მგონი..
-ძალიანაც კარგი..
. . .
-მოიცა რა..? სერიოზულად..
-ჩვენც არ გვჯერა..
-გილოცავთ საქმე გახსენით..
-დახურვაც მალე გვინდა..
-ხომ იცი ყველაფერი სწრაგად არ ხდება..დროა საჭირო..წამოდის უფროსი სანამ წავა..
. . .
-ვიცოდი სწორი წყვილი რომ შევარჩიე..მელისა ეს შეკვრა პირადად შენ წაიღე ყოველი შემთხვევისთვის, ექსპერტიზაა საჭირო..
-ახლა რა იქნება..
-რადგან თქვენი სახით მოწმეები გვყავს, ჩხრეკის ორდერსაც მალე მივიღებთ..დღეს გავაგზავნი მოთხოვნას და ვნახოთ..
-ანუ დააკავებენ..?
-დროებით..რაც არ უნდა იყოს საქმე აღიძვრება მათ წინააღმდეგ..
-მიხარია..
. . .
-დებორა თავი გამისკდება მალე გააჩერე შენი ტელეფონი..აი მერამდენედ..?
-ბოდიშიი..გისმენთ..
-დებორა მელისა ვარ..
-გისმენ..
-მოკლედ ამ დილით უფროსმა თანხმობა მიიღო ჩხრეკასთან დაკავშირებთ..მეც იქ ვიყავი მთელი სახლი გავჩხრიკეთ.. რა თქმა უნდა, ნარკოტიკები აღმოვაჩინეთ..სხვა განყოფილებაც ჩაერთო და მოკლედ დავაკავეთ..საქმე აღძრეს..
-სერიოზულად..? რა მაგარია..
-სასამართლოზე თქვენი ჩვენება იქნება საჭრო..
-რა თქმა უნდა..მელისა რა მაინეტერსებს..იციან ჩვენ რომ გავეცით ინფორმაცია..?
-დაკითხვა მიმდინარეობს.. თქვენი სახელი ჯერ არ გაჟღერებულა..
-შეიძლება დაკითხვას დავესწრო..?
-დალაპარაკება გინდა..?
-თუ შესაძლებელი იქნება..
-ვნახავ რის გაკეთებას შევეძლებ..
-მადლობა..
-კარგი ნახვამდის..
-დროებით..-ვიცი დაძინებას ვეღარ მოვახერხებ, საერთოდ ის მიკვირს აქამდე როგორ არ გამეღვიძა.. თავი ძლივს ავწიე და სამზარეულოში გავედი..გაზზე წყალი დავადგი და სანამ წყალი ადუღდება ჭიქა წყალი დავლიე.. საუზმეც უცებ მოვიმზადე და წყლის ადუღებას დაველოდე..ამასობაში ეკატერინემაც გაიღვიძა..
-სალამიი..ვეღარ დაიძინე..?
-ვეღარ დავიძინე კი არა კიდე კაი გავიღვიძე.
-რატომ..?
-პერიოდის ჟამი დამდგარა..ხომ იცი მე როგორ რთულ ფორმებში მაქვს..
-შე საწყალო, წამალი დალიე..?
-ეგრევე..სანამ კედლებზე დავიწყებ სიარულს..სალათი გააკეთე..?
-ჰო გინდა..?
-აჰამმ..მიკვირს კარაქინ პურს არჭამ..
-მართალია, სად სალათი და სად ჩაი..შეიძლებოდა ეგ ჯობდა კიდეც, მაგრამ არ მეპურქარაქიანება და ასე ვამოჯობინე..ყავას დალევ..?
-როგორც ვიცი ამ დროს არ შეიძლება..არ შეიძლება რაა..რეკომენდირებული არაა..ჩაი დამისხი..
-მართლა..? არ გამიგია, რომ ვსვამდე გავითვალსწინებდი..
-აი თაია სულ რომ მოკვდეს, ამ პეროდშიც არ წყვეტს ყავის დალევას..
-მაგას ჰქონია გამძლეობა თუ ჰქონია..არ გადამრიო ვარჯიშს აპირებ..?
-საიდან მოიტანე..
-თმები მაშინ გაქვს აწეული, როცა სავარჯიშდ მიდიხარ..
-სპეციალურად პერიოდის ვარჯიშები უნდა გავაკეთო..მომაკვდინებელ ტკივილებთან გამკლავებაში მეხმარება..
-არა მეც მტკივა ხოლმე, მაგრამ შენ ნამეტანი ხარ რაა..
-ვაიმე ერთმა გოგომ მითხრა ტკივილები საერთოდ არ მაქვსო და სერიოზულად შემშურდა..
-ნამდვილად შესაშურია ვერ შეგეწინააღდეგები..აი ინებე შენი ჩაი..
-მადლობაა..აუ ისე რა გემრიელი სალათია..ნუთუ შენ გააკეთე..
-ცეცხლთან არ მაქვს საქმე და ალაბათ მაგიტომაა ნორმალური..
-მოკლედ შენ სამზარეულო კიდევ ბრძოლაში ხართ ჩაბმულნი არაა..
-ნუ იტყვი..ისე დედაჩემს სულ უკვირს, აქამდე ცოცხალი როგორ ვარ, ჩემი უნიჭობის გამო კულინარიაში..
-ელემენტარულს შენც აკეთებ, მოიცა რაა..
-დედაჩემს უნდა ისე ვამზადებდე, რომელიმე რესტორნის შეფობას მთავაზობდნენ..სადაა მასე..-ორივეს გაგვეცინა..-ისე დღეს შენ სახლში რჩები..?
-არა გოგო სად მცალია..მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ჩემი ახლანდელი ტკივილი, გულის შეტევისგან დიდად არაფრით განსხვავდება..არავის აინტერესებს..სამუშაო მიხმობს..
-უნდა გაუძლო..წამალი გაიყოლე და შოკოლადი..
-ნეტა გუშინ მაინც გამომეცხო რამე..
-კრუასანები არ გინდა..?
-აუ გვაქვს..? წავიღებ მაგრამ მანამდე უნდა ვივარჯიშო..
-მე გასვლას ვაპირებ..
-კაი მაშინ გასაღები გაიყოლე..ჩემი ამბავი ხო იცი..როდის დავბრუნდები კაცმა არ იცის..
-სად დევს..?
-გასასვლელშ დავტოვე..
. . .
-შენ აქ რას აკეთებ..
-გამარჯობა სასიამოვონოა შენი ნახვა დემნა..ამის თქმა გინდოდა..?
-ზუსტად.. სიტყვა სიტყვით..აქ რას აკეთებ..?
-მელისამ დამირეკა..მაინც ვამჯობინე მოსვლა და სიტუაციაში უკეთ გარკვევა..შენ რას აკეთებ..აქ..
-შენი რა საქმეა..კარგი ჰოო..ნაწილობრივ იმავე მიზეზით..
-და ნაწილობრივ..?
-იმასთან მინდა გასაუბრება..
-რაღა გაქვს სალაპარაკო..
-ვნახოთ..მელისამ მითხრა თქვენი სახელები არ უხსენებიათო..დავიჯერო ვერ მიხვდნენ ვერაფერს..?
-ვერ გეტყვი..მაგ ორ ადამიანს ვერაფერი გავუგე..
. . .
-დემნა..შენ რაღა გინდა..
-დღეს რა პირი შეკარით, რომ ადამიანურ მისალმებას არ ვიმსახურებ..?
-დაახლოებით..
-მოკლედ ახალი არაფერია.. დაკითხვები მიდის ჯერ-ჯერობით..ისე კარგია რომ მოხვედით..
-რატომ..?
-უფროსს უნდოდა თქვენთან გასაუბრება..
-მშვიდობა..?-სახე უფრო მეტად დაუსერიოზულდა დემნას..
-ომის გეშინოდეს..-არც ისე ხმამაღლა გადავულაპარაკე..
-წამოდისთ, რას დგეხართ..
. . .
-შეიძლება..?
-შემოდით..
-მელისამ გვითხრა, რომ ჩვენთან გინდოდა გასაუბრება..
-კი ვუთხარი მაგრამ ასე მალე თუ გნახავდით არ მიფიქრია..
-აბა გვეტყვი რა ხდება..?
-იქნებ ჯერ დასხდეთ..
-კიბატონო..ახლა გისმენთ..
-მოკლედ მელისა გეტყოდათ რა ხდება..დაკითხვები ჯერ კიდევ მიმდინარეობს..
-გვითხრა..
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის..იმისთვის რომ საქმეს ამდენად სერიოზულად მოეკიდეთ.. როგორც ნაწილობრივ ინფორმაცია მაქვს..ნარკოტიკს საქართველოში და საქართველოსა გარეთაც ასაღებდნენ..თქვენ განსაკუთრებით ახალგაზრდები დაიცავით და მხოლოდ ამის გამო მიხრაია საქმე რომაა მათზე აღძრული..
-მათ მეგობრებზე რა ისმის..
-ზუსტად არ ვიცით, რომელიმე თუა გარეული..ეგ გაირკვევა..
-გასაგებია..
-მთავარ თემას მინდა შევეხო..ვინაიდან თქვენ თქვენი მოვალეობა შეასრულეთ და სიმართლე გაიგეთ.. შეგიძლიათ ოფიციალურად დაშორდეთ..ჩვენ ერთად ყოფნას აღარ გავალდებულებთ..ვინაიდან მიზანს მიაღწიეთ..-სანამ ეს სიტყვები არ მოვისმინე მანამდე ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა..ვერ გავიაზრე რომ ამ საქმის მერე მე და დემნას ერთდ ყოფნის მიზეზი არ აქვს..ეს აზრები საერთოდ არ მომსვლია..ვერ ვხდები გუშინვე..ან ამ დილით როგორ მოხდა რომ ერთხელაც არ გამიელვა ამ აზრმა..
-გასაგებია..
-კარგით სულ ეს იყო..მადლობა კიდევ ერთხელ, თანაშრომლობისთვის..
დეტალებზე ყოველი შემთხვევისთვსი მელისა დაგიკავშირდებათ..
. . .
-მოიცადე დებორა, სად მიდიხარ..
-სახლში სად წავალ..
-სალაპარაკო გვაქვს..
-მშორდები..?-გაეღიმა..მაგრამ ეს ლაღი ღიმილი სულაც არ იყო..
-მინდა დავილაპარაკოთ..ვინაიდან სახლში მიდიხარ ეს იმას ნიშნავს რომ დრო გაქვს..
-იქნებ..
-დებორა..გთხოვ..
-კარგი..მითხარი რისი თქმაც გინდა..
-აქ არა..
-კარგი სად წავიდეთ..
-სადაც ყოველთვის..
. . .
-ჩემი კუთვნლი ჩაიც აქაა..შეგიძლია ილაპარაკო..
-ვიცი შეთანხმებისამებრ უნდა დავშორდეთ..მაგრამ..
-რა მაგრამ..
-ვიცი რამდენად გინდა როგორც ამბობ ამ ფარსის დასრულება, მაგრამ კიდევ დაგვრჩა საქმე..
-მკვლელობას გულისხმობ..?-თავი დამიქნია..
-გამოძიება არ ხდის ვალდებლს ერთად მოვაჩვენოთ თავი მაგრამ..
-მარტივს ხდის..?
-ზუსტად..რამდენი ახნა და საუბარი დაგვჭირდება ყველაფრის ასახსნელად.. ამ დროს კი მთავარზე ვეღარ შევაჩერებთ ფოკუსს..
-თანაც ყველა სხვანაირად დაგვიწყებს ყურებას..
-სწორად გამიგე..
-გიღირს..?
-რა..შენთან ყოფნა..კი თუ შევძლებთ გავიგოთ ვინაა მკველელი..
-გამოძება თუ გაიწელა..?
-მგონია დრო უკეთ გვჩვენებს როგორ მოვიქცეთ..
-არ ვიცი შენთან ყოფნას კიდევ თუ გავუძლებ..
-ასეთი ცუდი შეყვარებულიც არ ვყოფილვარ..-გამეცინა..
-ზოგიერთს რომ კითხო საუკეთესო ხარ, მაგრამ მასე სადაა..
-მაინტერესებს ჩემი მიჯნური რას ფიქრობს..და არა ზოგიერთი..
-ხანდახან მგონია, რომ სერიოზულად ამბობ, იმდენად კარგად თამაშობ..
-რა იცი, იქნებ საერთოდ არ ვთამაშობ..
-დემნა..
-კარგი კარგი..
-ჩაის მალე თუ არ დავლევ გამიცივდება..-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე..
-რა გამოდის..ერთად ვრჩებით..?
-ერთად ვრჩებით..-ხელ გავუწოდე..
-ვერ მივხვდი..
-ჩამომართვი–გაკვირვებუი სახე მიიღოდა ისე ჩამომაღტვა..
-ეს რისთვის..
-შეთანხმების შემდეგ ასე არ იქცევიან..?
-ადამიანები გვაკლია, რომლებიც ხელის ჩამორთმევის პროცესს დააფიქსირებდა და ეგაა..
-ვაიმე ადრე იცი რა გავაკეთე..? რაღაც თემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა..ბევრი იყო სხვა ქვეყნიდან..სხვადასხვა აქტოვებები იყო და მოკლედ სერთიფიკატები გადმოგვცეს ჩართულობისთვის..ოღონდ აცხადებდნენ მივდიოდით და ვიღებდით.. იცი მე როგორ ავიღე..? ჩემი სახელი გამოაცხადეს მივედი და ვუთხარი თავი ისე მოეჩვენებინა თითქოს ფოტოებს გვიღებდნენ..
-არ მოგეპოვება ფოტოები..?
-სადღაც უნდა მქონდეს..თუმცა მგონი არ იყო საჭირო ამ ისტორიის მოყოლა..
-რატომაც არა..თუმცა იქ რომ ვყოფილიყავი უფრო საინტერესო იქნებოდა..და სასაცილო..
-სასაცილო..?
-კარგი სახალისო, მეტად შესაფერისი სიტყვაა..
-ახლა წარმოვიდგინე როგორ ვუყვებით ჩვენებს რაც მოხდავ და გული მიწვრილდება..უსამართლოდ მოვექცეით მეგობრებს და ამის კეთებას ვაგრძელებთ..
-ისეთ სიტიაციაში ამოვყავით თავი აცერთს, რომ არ გვსურს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა..შენთვისაც რთულია, მესმის..
-ჩაი მაინცაა გემრიელი..არა როგორმე ვეცადოთ სწრაფად დავეხმაროთ გამოძიებას და მერე სერიოზულად მოგვიწევს დალაპარაკება..
-თავისთავად..საუბარს ვერ ავცდებით..
-სამწუხაროდ..
-ასეც ნუ ნერვიულობ, არამგონია საშინელი რეაქცია ჰქონდეთ..
-მაგას ვნახავთ..
-შენი ძმა მეკითხება ხოლმე ხომ არ მაბრაზებ და ნელნელა ხომ არ დავიწყო შეპარაება როგორი საშინელი შეყვარებული ხარ..
-აღარც დამელაპარაკება ეგ რომ გაიგოს..მაგისთავი მაქვს..? მოიცა რაა.
-კარგი კარგი ვეტყვი რომ შენზე კარგი შეყვარებულს ვერც ვნახავდი..
-ეს სიტყვა მებავშურება..
-შეყვარებული? ვითომ რატომ დაქორწინებულ წყვილსაც კი შეიძლება შეყვარებული ეწოდოს..
-ეგ კი მაგრამ მაინც..
-კარგი მოკლედ შევთანხმდით დროებით ერთად ყოფნას ვაგრძელებთ..დავიშალოთ..?
-მოიცადე..
-კიდევ რამეა..?
-ასე მალე ხომ არ დავიშლებით..
-რატომაც არა.. რომელი ჩვენი მეგობარი აქაა..
-კიდევ ორი წუთი მოგკლავს..?
-თუ ამ ჩაიში რამე ჩამიყარე კი.. ორ წუთში აღარ ვიქნები…
-ნუ მემასხრები შენი ჭირიმე..
-ოო ჩემი სერიოზული.. ჩემი ლექსიკონი ნამდივლად გჭირდება, სხვათაშრის იქ იუმორის განმარტებაცაა..
-ჰოო არაა..
-მეგობრებო კიდევ ხომ არ მოგიტანოთ რამე..
-არა გრეტა მივდივართ უკვე..
-კარგი მაშინ..-წამოვდექი და გრეტას მივუახლოვდი-ბედნიერი დღე, ჩვენი საუბარი არ დაგავწყდეს..
-დროებით..-გრეტამ ყურადღება სხვა მომხმარებლისკენ გადაიტანა..
-ნახვამდის შეყვარებულო..
-იცი რომ ნერვებს მიშლი არაა..
-აბა რატომ დაგიძახებდი..-ოდნავ მოშორებით მდგომმა ჩურჩლით ვუთხარი-შეყვარებულოო..ვინ არის ჩემი შეყვაერბულიი..-გამეცინა..-კარგი კარგი უნდა წავიდე..ხო გაუძლებ..?
-რა..?
-მე რომ ახლა მივიდვარ..შენთვის რთული იქნება..მოკლედ ვიცი რომ შეძლებ..
-მასხარა თავად ყოფილხარ..მიდი მიდი თუ მიდიხარ.. ნუღარ გაჩერდები..
-როგორ მიყვარს რომ ვეღარ მიძლებ..წავედიიი..
. . .
-ისე გამიხარდა მელისა..რომ დამირეკე..
-მე აქ ვიქნები..ძალიან ცოტა დრო გაქვს და მაქსიმალურად გამოიყენე..
-კარგი..ანუ დასკითხ ოთახში ჰყავტ..?
-კი კი გზას მიგასწავლიან..
. . .
კარი ფრთხილად შევაღე და შევედი..იქ მხოლოდ გაოცებული სახით დამხვდა ქალბატონი..ვერ მიხვდა იქ რას ვაკეთებ..
-დებორა..-ვეცადე გამეღიმა და მის წინ დავჯექი..
-გამარჯობა..
-შენ აქ რა გინდა..როგორ შემოგიშვეს..
-მეგობარს ყავს ნაცნობი და შემოვაღწიე..
-ყველაფერი გაიგე..?
-ასეა..და მაინც არ მესმის ეს ყველაფერი რაში გჭრდებოდა..არცერთს არ გიჭირთ ფული..ამდენი ნახატების მფლობელები ხართ..
-შენი აზრით ფული რითი ვიშოვეთ..
-აქამდე როგორ ვერ დაგიჭირეს..
-დამალვა კარგად გვეხერხება..ხომ არ იცი ჩემი ქმარი სადაა..
-როგორც შენზე ისე მასზე მითხრეს რომ გკითხავდნენ..
-გასაგებია..იცი შენს გარდა აქ არავინ მოსულა..
-კი მაგრამ შენი მეგობრები..
-როცა გაკავებენ ვის რაში ჭირდები..არადა შემილძია რამდენიმეს სახელის დასახელებით აქ ვაყურყუტო ჩემთან ერთად..
-შენი მეგობრებიც გეხმარებოდნენ..?
-მეხმარებოდნენ კი არა ჩემს დაქვემდებარებაშ იყვნენ..ანდაც გგონია ზოგიერთს ჩემთან მეგობრობა სურდა..?
-ყველა კარგად გექცეოდა..არაფერი შემინიშნავს,..-ჩემდა გასკვირად მარტინის გოგონა დაასახელა..
-საერთოდ ვფიქრობ რომ მან ჩამიშვა..საქმეში არც არასდროს გარეულა..საერთოდ ისიც არ ვიცი ჩვენთან რას აკეთებდა..
-მასზე გაქვვ ეჭვი..?
-ასეა..და სერთოდ შენ აქ რას აკეთებ..?
-შენს სანახავად მოვედი..მაინც არ მჯერა რომ რასაც შენზე ყვებიან სიმართლეა..
-სჯობს დაიჯერო..-კიდევ ცოტახანი გაგრძელდა ჩვენი საუბარი და მალევე გამოვედი..მელისას ყველაფერი მოვუყევი და გაუკვირდა როდესაც ვერ მიხვდა რომ მარტინის გოგო დაადანაშაულა ჩემს მაგივრად..რატომ არ უთხარი არაფერიო ასე მითხრა..რა მეთქვა მე ვარ მოღალატე და ჩემს გამო ხარ აქთქო..? რეალურად არც ვმეგობრობდი, თუმცა მაინც განვიცდი..
მიხარია რაც გავაკეთე და არ ვნანობ, უბრალოდ განვიცდი და იმედგაცრუებული ვარ..მაინც მქონდა იმედი რომ დამნაშავე არ იქნებოდა..
არ შეიძლებოდა რელურად ჰქონოდათ ხელოვნებისმიმართ სიყვარული..?
. . .
-გინდა მითხრა რომ არ იციან რეალურად რაც მოხდა..?
-ან ზედმეტად კარგად თამაშობს..ვერ ვხდები როგორ ვერ მიხვდა..
-რაში უნდა სჭირდებოდეს თორე..
-მეც მაგას ვამბობ..უბრალოდ ყველა ვარიანტზე მეფიქრება..
-ეგ კარგი და ჩემ ფირმასთან რას აკეთებ..? მომაცილე თუ რა იყო ეს..
-არ შემომესვლება თუ რა..?
-პირიქით მიბრძანდი..დილის სეირნობა კი გამოგივიდა..
-გამოგვივიდა..
-როგორც არის..-სალაპარაკოდ დემნას ფირმაში მოვედი თუმცა შესასვლელიდან ოდნავ მოშორებით შემხვდა და შემომელაპარაკა..ახლა კი აღარ გავიტეხე და რისთვის მივყები ამ ფირმაში ჯერ ვერ გამირკვევია..
ოფისში რომ შევედით მაშინ უკვე ავნერვიულდი..თან არც მეკითხება არაფერს..თითქოს იქ არ ვარ..უჯრიდან რამოდინიმე ფურცელი ამოიღო და რაღაცის წერა დაიწყო..მალევე კი თანაშემწეს დაუძახა..
-გისმენთ..
-ეს საბუთები შენ რომ დამიტოვე ხელი მოვაწერე..დღეს რა მაქვს გეგმაში..?
-შეხვედრა გაქვთ 25 წუთში..
-გასაგებია მადლობა..დებორა..
-გისმენ..ხომ მოისმინე დიდი დრო არ დაგრჩენია, მითხარი აქ რა გინდა..
-მე მაინტერესებდა, ხომ არ მოგინახულებია..
-კოლექციონერი..?არა რა მინდა..
-დარწმუნებული ხარ რომ მეტს ვერაფერს გავიგებთ..?
-რაც საჭირო იყო გავიგეთ..შენ რამეზე გაქვს ეჭვი..?
-მგონი არა..
-რაღაც არ ჩანხარ დარწმუნებული..
-იქნებ მიხვიდე..ოღონდ არ შეიმჩნიო არაფერი თითქოს მისი მონახულება გინდა..
-გგონია ისეთ რამე მეტყვის რაც არ ვიცით..?
-სცადე..წახვალ..?-მზერა ჩემკენ გადმოიტანა..
-კარგი ერთხელ მივალ..
-მადლობა..თუ რამეს გაიგებ დამირეკე..აღარ მოგაცდენ..
-ზედმეტად ადამიანურად მექცევი..მშვიდობაა..?
-ომის გეშნოდეს.. წავედი..
. . .
სახლში დაბრუნებულს გავიაზრე რომ გარკვეული რაოდენობის ტვირთი მოვიშორე თუმცა თავს მსუბუქად საერთოდ ვერ ვგრძნობდი..
ამ ბოლო დროს ეკატერინე მეუბნება ჩაის ზედოზირებას უჩივიო, არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ დალევა გავაორმაგე..ჯერ რამდენს ვსვამდი და ახლა საერთოდ..
ჯგუფურ თერაპიას ხომ არ მივმართო..”გამარჯობა მე დებორა ვარ..ჩაიზე დამოკიდებული” რა მოხდა ცუდად ჟღერს..? დავფიქრდები..
ნეტავ ეს იყოს უკანასკნელი სადარდებელი..თუმცაღა ადამიანი 100% თავისუფალი არ მინახავას საფიქრალისგან და მგონი არც არსებობს..
უკვე ფიქრისგან რომ თავი ამტკივდა გადვწყვიტე დასაძინებლად წავსულიყავი..საერთოდ დღეს არ უნდა ავმდგარიყავი.. მეტი საქმე რომ არ გაქვს დებორა..ან დემნასთან რაღას მიხვედი..
საბოლოოდ გადავწყვიტე დამეძინა..წამალი დავლიე ჩაბნელებულ ოთახში შევაბიჯე..და წამოვწექი..მალევე ჩამეძინა..კარგი გატყებთ.. წამალმაც კი დააგვიანა მოქმედება..ჩემს ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი აგვიანებს..მიუხედავდ იმისა რომ ვერ ვიტან ლოდინს..
. . .
იცით ზოგიერთი თქვენგანი რატომ ალაგებს თუნდაც სახლს როდესაც ცუდადა..? იმიტომ რომ შინაგანდ ვერ უხერხებს თავს ვერაფერს, შიგნით სრულ ქაოსში მყოფს მცდელობა აქვს გარეგნულად მაინც შეძლოს უსულო ნივთებზე კონტროლის დამყარება..
ეს თინეიჯერობის ასაკში შევნიშნე ჩემს თავში..თავიდან დედაჩემს უბრალოდ კი არ უხაროდა ამაყობდა კიდეც..შემდეგ მიხვდა რომ ეს ჩემი პასუხი იყო შინაგან განცდებზე, რომლებსაც ვერაფესრ ვუხერხებდი..
ვიზრდებით და ზოგი რამ არ იცვლება..
ვინც კარგად მიცნობს არეულ სახლზე ნაკლებად იდარდებს..მაშინ აღელდება თუ ჩემი სახლი წკრიალებს..
არა უბრალო სისუფთავეს და მოწესრიგებას არ ვგულისხმობ..ცუდად მყოფი სახლს სხვანაირად ვალაგებ..სასაცილოდ ჟღერს..? ამ საკითხში სუბიექტური ვარ და არ ვიცი უნდა გამეცინოს თუ არა..
დილიდან ვალაგებდი..რომ გამოვფხიზლდი მაშინ გავაიზრე რომ იატაკს მთელი მომდომებით ვხეხავდი..მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე, გასაკეთებელი იყო თუ არა..ეკატერინე რომ დაბრუნდა მკითხა რამე ხომ არ მოხდა..მადლობელი იყავი სახლი დალაგებულია და არაფერი მკითხო მეთქი ვუპასუხე..
არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა მაგრამ არ ვიცი რის გამო ვარ ცუდად..კონკრეტული პასუხი არ მაქვს..არა ბევრი ნეგატიური რამ ხდება ჩემს გარშემო..ადრინდელივით ლოგინდან არ უნდა ვდგებოდე წესით..ის კი ვიცი ასე რომ აღარ უნდა მოვიქცე, მაგრამ იმას ჯერ ვერ მივმხდარვარ კონკრეტულად რა გავკეთო..
როცა მგონია ის მანიაკი მომეშვა მეთქი მაშინ მიგზავნის ახალ წერილს, რომელიც გარკვეულწილად საშინლად მოქმედებს..ამდენი ხანი გავიდა და ჯერაც ვერ გამირკვევია რა მოვუხერხო..ჩემი ცხოვრება შიშშ რომ არ მინდა გავატარო ეგ კი ვიცი..ცალკე ნინას მკვლელი..
იმდენი პაზლის ნაწილი მაქვს სასწრაფოდ თუ არ შევაერთე შეიძლება ვიღაც დაიღუპოს..რა თქმა უნდა, სხვებიც იძებენ ამ საქმეს თუმცა როდის იყო დებორა დარასელია სხვას ენდობოდა თუ თავადაც შეეძლო რაღაცის გაკეთება..
არ უნდა იფიქრო მე შენს სიტუაციაში სხვანაირად მოვიქცეოდიო თუ გამოცდილი არ გქვს..მეც ასე მეგონა თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა რა გავაკეთე..? ჩემზე გამარჯვების საშუალება მივეცი..იმ მანიაკს..მოკლედ თუ სახლის გარდა ამ ყველაფერსაც არ დავალაგებ, უახლოეს მომავალში შევიშლები..
. . .
-სამსახურში რა ხდება ახალი..
-ვაიმეე ამ ბოლო დროს საკუთარ თავსაც ვჯობნი იმდენს ვმუშაობ..
-მერე ქალბატონო ეკატერინე არ იცით დასვენების აუცილებლობა..?
-სად მაქვს დრო..მოიცა მოსაცმელს დავკიდებ საერთოდ დამავიწყდა გახდა..ვაიმე დებორა ეს ნახე..
-რა მოხდა..?
-ვიღაცამ კონვერტი დატოვა..ნეტა რა წერ..
-არა მომეცი..ჩემთვისაა არ უნდა წაიკითხო-ფაქტობრივად გამოვგლიჯე ხელიდან..
-დებორა დამშვიდდი, არ ვაპირებ წაკითხვას თუ შენია..
-მე..ბოდიში ავღელდი..
-ასეთი რა წერილია..არა მგონია დემნასგან იყოს..
-არ დაგაინტერესებს..-მანიაკი უფრო მეტად შეშლილა წერილი რომ შემოაცურა კარში..
-მაინტერესებს მაგრამ შენ არ გაქვს იმის სურვილი მაჩვენო..-ძალდატანებით გავუღიმე და ოთახში გავედი..”ეს მხოლოდ დასაწყისია..მხოლოდ კარს მიღმა ყოფნას არ დავჯერდები..საინტერესოა რითი გამიმასპინძლდები როცა გესტუმრები..”
ამ წერილს არ მივცემ უფლებას ცუდად გამხადოს..მიზანს ვერ მიაღწევს..თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე..წერილი დავკეცე და შევინახე..ყოველი წერილი დაბეჭდილია..არ შემიძლია ხელწერა ამოვიცნო..თქვენ წარმოიდგინეთ და იმას თუ როგორი სტილით წერ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღება შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე..ხელნაწერის ანალიზი უნიკალური, სპეციალიზებული და განვითარებადი მეცნიერული პროცესია. თავის დროზე ამ თემაზე ზედაპირული ინფორმაცია მივიღე, თუმცა მალევე შევეშვი ღრმა კველევას..
“შიში საქანელას ჰგავს, რაღაცას გაძლევს, მაგრამ შორს არ მიგიყვანს.”-ჯოდი პიკულტი
მოკლედ პანიკა არაფერს მომცემს..არც ყოველწამიერი თავდასხმის შიში..რა შემიძლია გავაკეთო.. რადგან ჩემში უკვე ღრმად გადგმულ შიშს ოდნავი საფუძველიც მიეცა რომ დაიჯეროს ამ შიშის ახდენა, რაღაც ცვლილება ნამდვილადაა საჭირო..
შემოსავლელში ის ჭიქა საკამრისი არაა… სახლში მარტო აღარ უნდა დავრჩე..მოიცადე მოიცადე..ანდაც პირიქით ხომ არ მოვიქცე..საკუთარი თავის უსაფრთხო ბუშტში მოქცევის მაგივრად ეს ბუშტი ხომ არ გავხეთქო..ვინც არ უნდა მოვიდეს თუ შეძლებს მოვიდეს..თუ ვერ შევაჩერე მერე რა ხდება..? სინამდვილეში ფსიქოლოგიურად უნდა ვიყო მზად რომ სწორად ვიმოქმედო და არ დავპანიკდე ან უმოქმედო არ გავხდე..საკითხავი ის არის როგორ მოვემზადო და რამდენად გაამართლებს ჩემი შიშის გამართლების შემთხვევაში..
-სერიოზულად კარგად ხარ..?-მითხრა ეკატერინემ როდესაც ოთახიდან გავედი..
-უკეთესად არც კი ვყოფილვარ..
-ბოლო პერიოდში ხშირად მაშინებ..ასე სულელივით რატომ ვზივარ და გიყურებ არ ვიცი..
-რა გინდა რომ გააკეთო..
-ზუსტად..მითითებებს თუ მომცემ როგორ დაგეხმარო საქმე გამიადვილდება..
-საკუთარ თავს დავეხმარები როგორმე, შენ არ იდარდო..
-რატომ უნდა გადალახო მარტომ როცა შემიძლია მოგეხმარო..
-არის ისეთი გადასალახი, რომელიც მარტომ უნდა გადალახო..
-შენთვის ყველაფერი მარტო გადასალახია და არამგონია ეგ ჯანსაღი იყოს..
-ჩემგან რას ითხოვ..?
-როცა საჭიროა დახმარება ითხოვე..
. . .
-იცი რამდენი ხანია გირეკავ..?- ტელეფონი გამოვწიე და საათს დავხედე..
-დემნა..დილის 7 საათია..
-მერე..?
-ამ დროს წესით არ უნდა გეძინოს..? ანდაც კაი შენი არ ვიცი და წესით მე უნდა მეძინოს..სიმშვიდეს რატომ მირღვევ..
-რატომაც არა..
-სანამ გაგითიშავ არ მეტყვი რატომ ამიფეთქე ტელეფონი..?
-ჩამოდი და გეტყვი..
-სად ჩამოვიდე..?
-ეზოში ვარ და გელოდები..
-სერიოზულად ფიქრობ რომ ახლა ავდგები და შენ გამოგყვები სადმე დასალიერში..?
-დიახ..
-რა მიზეზით..
-თუ მე ვერ ვიძინებ შენ რაღატომ უნდა გეძინოს..? თან ტკბილად..
-საოცარი ლოგიკა გაქვს..
-მადლობა კომპლიმენტისთვის..აბა კიდევ დიდხანს უნდა გელოდო..?
-მთელი ცხოვრება..
-შემიძლია მთელი ცხოვრება დაგელოდო, თუ მეცოდინება რომ ჩამოხვალ..
-რეებს ბოდიალობ ამ სისხამ დილით..-თავი ბალიშზე დავდე და ტელეფონი ყურზე დავიდე..
-შენ მართლა არ აპირებ ჩამოსვლას..-მტკიცებით ფორმაში თქვა, ამიტომაც ვკითხე..
-საიდან დაასკვენი არ გამანდობ..?
-თავი ბალიშზე გაქვს დადებული და ტელეფონის ჭერით რომარ დაიღალო ყურზე გაქვს დადებული..
-საიდან მოიტანე..
-მართალი არ ვარ..?
-ზოგადად ცხოვრებაში..? არა.. თავი ბალიშზე რომ დავდე..? დიახ..
-თუ გეტყვი, რომ ისეთ ჩაის გაგასინჯებ, რომელიც აქამდე არ დაგიგემოვნებია..?
-საიდან უნდა იცდე მე რომელი..
-გიიოკუროზე რას იტყვი..-ტელეფონი ხელში ავიღე და თავი წამოვწიე..
-სერიოზულად..?
-სერიოზულად..
-მოვდივარ..-გაინტერესებთ ასეთი რეაქცია რატომ მაქვს..? იაპონური ჩაის ერთ-ერთი ელიტური ჯიშზეა საუბარი..მწვანე ჩაის სახეობაა..იპონურიდან თარგმნისას კი გიიოკურო ნიშნავს `მარგალიტის ცვარს.
ჩქარი ტემპით გავემზადე და დაბლა ჩავედი..სამწუხაროდ სიცივემ იმწამსვე არასასიამოვნო აღმოჩნდა, როდესაც გარეთ გამოვედი..
დემნას მანქანა დავინახე თუ არა მისკენ დავიძარი და ჩავჯექი..
-ჩაის მონა ხარ..
-მადლობა კომპლიმენტისთვის..ჯგუფურ თერაპიაზე ვაპირებ მისვლას, როგორც ჩაიზე დამოკიდებული..-ხმამღლა გაეცინა..
-სახალისო იქნბეოდა შენი ყურება..
-სერიოზულად ვნერვიულობ რას გააკეთებ როცა დავშრდებით..მერე ვის ატარებ აქეთ-იქით და ვის მოუშლი ნერვებს..შენი მიჯნურის ძებნა მართლა ხომ არ დავიწყო.. მგონი ადრეც შემოგთავაზე..ამ თემაზე არ დაფიქრებულხარ..?
-ჩემს თავს თავად მივხედავ, მადლობა..არ მჭირდებათქო შემცვლელი, თუმცა იმდენს იზავ მართლა რომ იპოვო ვინმე.. მერე სად მიდიხარ..?
-შენს ქორწილში, სად წავალ..
-ქორწილი დამიგეგმე უკვე..?
-თაფლობისთვეც..
-ჰო..? მაინც სად..?
-პატარა კუნძულ ლამპედუზაზე..იტალიაში..დავკონკრეტდები და სიცილიიდან სამხრეთ-დასავლეთით..ითვლება, რომ ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროა თუმცა უცნაური სახელით..
-აქაც რომ დაკონკრეტდე..
-Rabbit Beach..
-კურდღლის სანაპირო..? მართლაც უცნაურია..თუმცა ის უფრო უცნაურია ასეტი კარი ადგილისთვის რომ მიმეტებ..
-მერე არ იცი რატომ..? იქნებ ისე მოგეწონოს იაქურობა სულ იქ დარჩე და მე აქ დამასვენო..
-მშვენიერი გეგმაა..დავფიქრდები..
-სად მივდივართ..
-ჩვენს ადგილას..
-გრეტა ამ დროს არ აღებს..
-ვიცი..გასაღები მაქვს..
-ისიც გააღვძე არაა..
-სხვა ზა არ მქონდა..-საბოლოოდ მანქანა გაჩერდა..წამიერად ვერ მივხვდი რატომ მითხრა არ გადმოხვიდეო, შემდეგ კი კარები გაიღო..გადმოვედით და შესასვლელთან დავდექით..გასაღები ამოიღო და კარი გააღო..
-შემოსვლას არ აპირებ..-შევედი..დასჯილი ბავშვივით დაველოდე დემნა რას გააკეთებდა..წინ წავიდა და ბარის მაგიდას შემოუარა..ხელით მიმანიშნა ახლოს მივსულიყავი..ალბათ იფიქრა რომ მის წინ დავჯდებოდი თუმცა მეც მის გზას გავუყევი და ბარის მაგიდას შეოვუარე..გვერდით ამოვუდექი და მომლოდინე რეჟიმში მყოფი, უბრალოდ ველოდები რას მოიმოქმედებს..-მოგეწონება..
-სერიოზულად მიმზადებ ჩაის..ანაც რა იცი მომეწონება თუ არა..
-როგორც ამბობენ ზღვის ელფერი გადაჰკრავს.
-საერთოდ რა იცი ამ ჩაიზე..
-ჩაის საიდუმლო ისაა, რომ ახალგაზრდა ყლორტები იზრდებიან ჩრდილში (სპეციალურად დაჩრდილულ პლანტაციებში), რის გამოც განსაკუთრებით არომატული ნივთიერებებით ივსებიან. ჩაის ამზადებენ ადრეული მოსავლის ყველაზე ნორჩი ფოთლებისგან, რომელსაც კრეფენ ხელით. გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ არ იდარდო..
-და მაინც დაყენებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა..
-..60-70 c
-გცოდნია..ხმას აღარ ვიღებ..-კეთების პროცესში ზედმეტადაც კი იყო ფოკუსირებული..სანამ კეთება არ დაასრულა არაფერი უთქვამს და არც გამოუხედავს ჩემკენ..მე კი ამ დროის განმავლობაში თვალი არ მომიცილებია..
-ჩემს ყურებას არ გირჩევნია ადგილი დაიკავო..?
-იმას ვუყურებ როგორ აკეთებ ჩაის..სურათს ფართოდ შეხედე..
-კი, რა თქმა უნდა..-პოდნოსზე ჩაი მოათავსა და მიმითითა წინ წავსულიყავი..შორს აღარ წავსულვარ და იქვე დავჯექი. დემნამ ჩაის ჭიქა დამიდო წინ, შემდეგ თავად დაიდო და დაჯდა.. ლამაზი ფინჯნიდან ლიმონისფერი-მომწვანო სითხე ისე მიმზერს..რას ველოდები დასაგემოვნებლად არ ვიცი..ორი წუთი არ იქნებოდა გასული ფინჯანი რომ ავიღე ხელშ და ინტერესით დავაგემოვნე..მსუბუქი სიცხარე მალევე ვიგრძენი, რომელიც შემდგომ ენის წვერზე დარჩა..
-მოგწონს..?
-ჩემი მწვანე ჩაის გარე ბიძაშვილია, რა თქმა უნდა, მომეწონება..-თავადაც დააგემოვნა..-ის არის რაც გინდოდა..?;
-პირველად ვსინჯავ..აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მგონი სწორად მოვამზადე..
-აქამდე რატომ არ გასინჯე..იქნებ სასწაულად ცუდი გემო ჰქონდა..
-ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა..
-გაგიმართლა რომ მომეწონა..
-რა მნიშვნელობა აქვს როგორი გემო ექნებოდა..შენ ხომ გასინჯვა გინდოდა არაა..მთავარი ესაა..
-ეგეც მართალია..
-ნუ კარგი შენ რომ მოგეწონა ჩემთვის ბონუსია..
-მიიცადე..არ მჯერა ამ დროს წამოსვლაზე ასე მარტივად რომ დაგთანხმდი..
-მე კი არა წინ რომ გიდევს იმ ჩაის დათანხმდი..ეგ რომ არ მეხსენებინა სად წამოხვიდოდი..-თავი დავუქნიე და ამჯერად აღებული ფინჯანი მაგდაზე აღარ დამიდია..
-დემნა სერიოზულად აქ რატო ვართ..უბრალოდ ასე არ გეძინებოდა და მოულოდნელად იმ ჩაის ჩემთან ერთად დაგემოვნება მოგინდა, რომელიც მე დიდი ხანია მინდოდა გამესინჯა..?
-რატომ გგონია რომ ყველაფერი ცხოვრებაში ძაფის ახლართული გორგალივით უნდა იყოს..არ შეიძლება ქვე ტექსტების გარეშე მოქმედება..?
-თუ სხვა მიზეზი არ გაქვს, ჩემთვის რატომ აკეთებ ამას..
-არა მგონია ჩაის მომზადება ასეთი მნიშვნელოვან..
-ჩემთვის არის და შენ ეს იცი..
-რატომ ბრაზდები..
-გაურკვევლობას ვერ ვიტან..
-აქ გასარკვევი არაფერია..მინდოდა და გავაკეთე..
-ზედმეტად ამარტივებ ყველაფერს..
-იქნებ შენ ართულებ..ზედმეტი კითხვების გარეშე ისიამოვნე..ასეთი რთულია..?
-შენ წარმოიდგინე ძალიან..-წამოდგა, სკამი აიღო და ჩემს გვერდით დაჯდა..-რას აკეთებ..
-რას ვაკეთებ..
-დემნა უკვე ნერვებს მიშლი..ჩემს გვერდით რატომ ზიხარ..ვერ იყავი იქ სადაც იყავი..?
-ვერ ვიყავი..
-ჩემი წასვლის დროა..
-ჩაი არ დაგიმთავრებია..
-რა მნიშვნელოვბა აქვს..
-მოიცადე..ჩაი დაამთავრე და წავალთ..
. . .
სახლში არეული ფიქრებით დავბრუნდი..თითქოს ჩემში ორი ადამიანი ებძოდა ერთმანეთს და დაღლილს მათი მოსმენა მიწევდა.. დემნას კარგი მეხსიერება აქვს, უბრალოდ მარტივად გაახსენდებოდა ოდესღაც რომ ვახსენე ეგ ჩაი მინდა გავსინჯოთქო.. არ შეიძლება ესე უბრალოდ ახსოვდეს..
სხვის მაგივრად ვერ ვიფიქრებ..ვერ ვიტყვი რა იგულისხმა და რა არა..შეიძლება არასწორი დასკვები გამოვიტანო..ადრე მივიღე მწარე გაკვეთილი..რაც არ უნდა აშკარა იყოს შენთვის..როცა ფიქრობ სხვა რას ფიქრობს გარკვეულ საკითხზე..შეიძლებ მაინც ცდებოდე..
სანამ სხვის აზრს არ მოისმენთ სხვის მაგივრად არ უნდა იფიქროთ.. სწორედ ამიტომაც თავს ვაიძულებ ფიქრი შევწყვიტო..რატომ ახსოვდა რატომ წამიყვანა..მთავარი ისაა რომ მე წავედი..შემეძლო უარის თქმა თუმცა წავედი..ეს იმას ნიშნავს, რომ წასვლა მინდოდა..
. . .
-იმედია ხელს არ გიშლი..
-არა გოგო რა ხელს მიშლი..მარტო ყოფნა მომიწევდა დიდიხანი..მე კი არ მაქვს პრობლემა თუმცა..ხანდახან იწყენ ადამიანი..რაო რა ქარმა გადმოგაგდო..
-არ მინდოდა მარტო ყოფნა..
-მერე დემნას ვერ დაურეკე..? ამ დროს ეკატერინე რომ გახსენდება ცოტა უხერხულია..
-კაი რაა მარტო შეყვარებული ხომ არაა..მეგობრებიც საჭიროა..
-24-7ზე კი მხედავ და ..
-წავიდეე თუ რა გინდა..
-კაი რა იყო..ისე დემნა სადაა დილის რომელი საათი იყო ვითომ ჩუმად რომ წახვედი.. იმის მერე არ გამოჩენილა..
-გცოდნია და რას მეკითხები..ან მოიცა რა იცი დემნასთან ერთად რომ წავედი..
-აბა ისე დილით შენ რა აგაყენებს.. ჰოდა სად დაიკარგა..?
-დაკავებულია..
-იმდენად თავი ასე რომ მოგანატრაა..
-საერთოდ არ მენატრება..
-არა რას ამბობ.. იმიტომ ჩამოგტირის სახე..
-საიდან მოიტანე..შენ ფრთხილად იყავი შეგეშლება მანდ რამე.
-შეყვარებულია და მაინც არ აღიარებს..რა უნდა ველაპარაკო..
-მესმის..
-ძალიან კარგი..რამე მომიტანე..?
-თავისთავად..ისე რაზე მუშაობ..
-მნიშვნელოვანი არაფერია..
-რამდენ ხანში მორჩები..?
-სხვათაშორის მალე…
-რატომ არ მოგწონს ახლა რასაც აკეთებ..?
-საიდან მოიტანე..
-ერთი სული გაქვს დაამთავრო ზოგ დეტალს არც უკვირდები..უკვე დასასრულისკენ რომ არ იყოს საეთოდ გადააგდებდი..
-ყოჩაღ შენ..შერლოკის თვალები გაქვს..საშინელი პიჯაკია, მაგრამ ყველა აღფრთოვანებულია და თავს ვერ ვანებებ..
-სხვებს რატომ უყურებ..ან ისე გადააკეთე შენ რომ მოგეწონოს ან არადა გვერდით გადადე..
-აბა ჩაიცვი..
-რა..?
-მაინტერესებს როგორ მოგერგება..
-მეგონა მეჩვენებოდა..გადასაგდებია..
. . .
-დებორა აუცილებელია გამოძებასთან დაკავშირებით ქუჩაში ვილაპარაკოთ..?
-სხვა რა ვარიანტი გაქვს..მითხარი რაც გინდოდა..
-მოკლედ ნინას სავარაუდოდ ისეთი ნაცნობია ალბათ დიდად არ ჰქონდა ურთიერთობა..
-ჰოო და ისე ნაცნობმა მოკლა..?
-მისი სანაცნობო გადავქეეთ გოგო და არფერია..
-სხვა კუთხით უნდა ვეძებოთ მაშინ..
-მაინც..
-იქნებ ზედმეტად ადრე გამოვრიცხეთ შესაძლო მკვლელი..
-ყოფილი აგენტი შენ ხარ და შენ უკეთ იცი, მაგრამ ოჯახის წევრები პირადად მე გამოვრიცხე და მიბრუნებას არ ვაპირებ
-მოიცადე მოიცადე..შენ რა ახლახანს ახსენე რომ აგენტი ვიყავი..?-ახლა გაიაზრა რაც თქვა..
-მე..
-შენ ეს იცოდი..რამდენი ხანია..?
-თითქმის თავიდანვე..
-მეგონა კარგად ვმალავდი..
-შეიძლება ყველა გააცურე მაგრამ მე..შუეძლებელია შენთან მიმართებით რამე არ შემემჩნია..
-რატომ არ მითხარი..
-მინდოდა თავდა გეთქვა..ამასობაში კი საკმარისი დრო გავიდა..
-არც კი ვიცი რატომ არ გითხარი..არადა სულ მინდოდა..ალბათ შემეშიდა..
-რისი..
-არ ვიცი..შენი რეაქციის..ის რომ სხვანაირად შემომხედავდი..
-არ ვიცი მსგავსი ფილმები თუ გაქვს ნანახი მაგარამ როდესაც იგეებენ, რომ აგენტი მეგობრები ყავთ ამით ამაყობენ კი არ გარბიან..-გამეცინა..
-ვფიქრობიდი ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა..თუმცა დიდი ხნის წინ იყო..საქმეს დავუბრუნდეთ..
-აქ პროფესიონალი შენ ხარ..მოკლედ ..თუ მკვლელობის მიზეზს ვიპოვით გავიგებთ ვის ჰქონდა მოტივი.
-საქმეც ამაშია..განზრახ მკვლელობაზე გვაქვს საუბარი, რომელიც წიგნის მიხედვით განხორციელდა..კონკრეტული მიზანს ვერ ვიპოვით..ნინა უბრალოდ ფსიქოპათის მსხვერპლია..
-შემთხვევითი მსხვერპლი არაა..საჩუქრის გაკეთება უნდოდა..
. . .
შუადღეა მე კი სახლშ მარტო გახლავართ..ზარის ხმამ გამომაფხიზლა..
შემოსასვლელისკენ გავემართე..კარის გაღება არ დამჭრვებია ისევ კონვერტი დამხვდა..
მისმა წერილებმა საგრძნობლად მოუხშირა..სასწრაფოდ ავიღე და გავხსენი..თვალებს ვერ დავუჯერე როდესაც გავაცნობიერე, რომ ხელით იყო დაწერილი..ეს რაღაც ახალია..დიდად გამორჩეული და დამახასეთებელი ხელწერა არ ჩანს..”გონება ამბიციების გარეშე იგივეა, რაც ჩიტი ფრთების გარეშე. სალვადორ დალი” ეს რას უნდა ნიშნავდეს.. იმას გაუსვა ხაზი რამდენად გამბედავია..? ზიზღის გრძნობა დამეუფლა.. საშინლად მომინდა წერილი გამენადგურებინა მაგრამ ასე არ მოვიქეცი.. ოთახში შევინახე და სამზარეულოს დავუბრუნდი.. ირონიაა ამ სახლში იქ რომ ვატარებ დიდ დროს სადაც წესიერად არაფერი გამომდის ..
ამ დროს ისევ გაისმა ზარი, ამჯერად ჩემს ტელეფონზე..
-დაიხ გისმენთ..
-დებორას ვესაუბრები..?
-დაიხ..
-ის ქალი ვარ..ვინც დანებს ამზადებს..
-ოჰ დიახ გისმენთ..
-მითხარით დამერეკა რამე თუ გამახსენდებოდა..
-დიახ, რა თქმა უნდა..განაგრძეთ..
-როდესაც ნინა ჩემთან იყო ცოტახანი ვისაუბრეთ ზოგადად, მაგრამ ახლა გამახსენდა ახსენა გოგონა..ალბათ ახლო მეგობარი იქნებოდა..რომელზეც გაბრაზებული იყო..სახელს ვერ ვისხენებ..მაგრამ თქვა რომ იმდენად ჩამოცილდა ახლო ვეღარ იქნებოდა..
-როგორ გამოიყურებოდა..
. . .
-არ გესმის მეჩქარება..
-რა მოხდა..
-მედანემ დამირეკა..
-მერე..
-თქვა რომ ნინამ ვიღაც გოგო ახსენა, რომელზეც გაბრაზებული იყო..
-მერე..
-როგორ გამოიყურებოდა მეთქი..თქვენ რომ გოტოები მაჩენეთ ორი რომ დგანან მოკლე თმითო..
-შენ მიხვდი ვისზეა საუბარი..
-კი გადამკვდარი მეგობრები არ იყვნენ როგორც ვიცი მაგრამ კარგად იყო..
-ანუ შეიძლება ეძჭვმიტანილად ჩავთვალოთ..
-მედანე სერიოზულად იყო აღელვებული..არამგონია ისე გაკვრით ეხსენებინა..
-შენ გადმომიგზავნე ვინაობა და ვეცდები რამე გავიგო..
-კარგი მაშინ გაგითიშავ და..
-მოიცადე..
-გისმენ..
-მეტი არაფერი..?
-გამითიშა თუ არა შენ დაგირეკე..მეტი რა უნდა იყოს..
-რა გაეწყობა..მაშინ..
-ისე..ეკატერინემ მოგიკითხა ამას წინათ..
-მომიკითხა..?
-კი დილით რომ წახვედი მასთან ერთად იმის მერე არ გამოჩენილაო..
-ამას ახლა მეუბნები..?
-ახლა გამახსენდა..
-და რა იცოდა ჩემთან ერთად რომ წამოხვედი..უთხარი.?
-არა..დილით სხვა მიზეზით არ ადგებოდიო-გაცინების ხმა გავიგე..
-ჩაის მონა ვარო არ უთხარი..?
-არა..დამოკიდებული ადამიანები ესე საჯაროდ არ ვსაუბრობთ..მხოლოდ თერაპიაზე..
-დაიწყე უკვე სიარული..?
-მაშ..
-კიდევ რაო..
-სისულელები..კარგი ვთიშავ..
-მოიცადე მითხარი..
-დემნა მოგენატრაო და უშედეგოდ უარვყავი..-ტელეფონი გავთიშე.. ეს რა წამოვროშე..
. . .
-მიკვრს აქამდე არ დამეკონტაქტე..
-შენ გელოდებოდი დებ..
-ჰოდა აი აქ ვარ..
-კონკრეტული მიზეზით..?
-რამდენი ხანია არ შევხმიანებივართ.. ხომ უნდა მომეკითხე..
-რა თქმა უნდა..
-კარგი რაა ასე ნუ იღიმი..
-რძალი ხარ ბოლო ბოლო..არც გაგიღიმო..?
-რა რძალი გოგო ბეჭედს სად ხედავ..
-ეგეც იქნება..ჩემი ძმა დამგვიანებელი არაა მითუმეტეს შენთან..რაც აქამდე აგვიანა ისიც კმარა..
-ისე რატომ არ მეკითხები რა როგორ იყო და ასე შემდეგ..შენგან გასაკვირია..
-დემნამ ყველაფერი მომიყვა..
-მოგიყვა..?
-აბა შენ ეგა თქვი..ისე უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ საშველი არ დაგადგებოდათ..კიდევ კარგი იმედი გამიცრუეთ..
-ჩვენს ერთად ყოფნაზე ფიქრობდი..? კარგი რაა..
-აბაა რაც გაგიცანით და ერთად გნახეთ მას შემდეგ..
-ეგ როდის იყო აღარც მახსოვს..
-მე მახსოვს დეტალურად..სკოლიდან გამომიყვანა და მეგობარიც უნდა გავაყოლოვო რომ მითხრა ბიჭს ველოდი..ისე გამიკვირდა შენი დანახვა..
-იმედია კარგი შთაბეჭდილებები დაგიტოვე-გამეცინა..
-თავისთავსდ..დემნამ მაშნვე მკითხა მომეწონე თუ არა..
-რა უთხარი..
-შენ უკვე იმდენად მოგწონს მე რაღას მეკითხებითქო..თუმცა დადებითად დაგახასიათე..ბოლო ბოლო დემნა შენ დაითანხმე ნაყინზე წავსულიყავით..მაშინ ძალიან გამიხარდა..
-ყველაფერი თვალწინ დამიდგა..კარგი დღე იყო..
-ნამდვილად..უკვე შეუკვეთე რამე..?
-შენი საყვარელი წვენი..მე კლასიკურად ფორთოხალი..მოიტანენ და დავამატოთ რამე..
. . .
უკვე ძილს ვაპირებდი ტელეფონის ვიბრაციამ რომ მიიქცია ჩემი ყურადღება
-რა მოხდა..
-რაღაც გავარკვიე..
-გისმენ..
-ის გოგო შენ რომ მთხარი ნინა იყო გაბრაზებულიო იცი ვინ აღმოჩნდა..? აი ორი ეჭვმიტანიიდან ერ-ერთი..
-ბოლოს მაგათ არ ნახეს..?
-ზუსტად..
-სერიოზულდ დავფიქრდი რომ შეიძლება ეგ გოგო იყოს დამნაშავე..
-კრიმინალური წარსული არ აქვს..ვნახოთ რა იქნება..ჩვენი მედანე კი გამოგვადგა-თავისით გამეღიმა ჩემი ლექსიკონიდადნ რომ ისესხა სიტყვა..
-გამომძიებლისთვის ხომ არ გითქვამს რამე..
-ისედაც დაკითხვებზე ყავდათ ეს გოგო და ვერაფერი გაიგეს თუმცა კიდევ მინდა გარკვეული ინფორმაციის მოპოვება და ვაპირებ..
-კარგია იქნებ რამეში დაეხმაროს..
-ისე საიდან იცნობდა ნინა ამ გოგოს..
-ჩემი გამოძიებიდან გამომდინარე ძველი სამსახურიდან..
-გასაგებია..მოკლედ სულ ეს იყო თუ რამეა დაგირეკავ.
-კარგი..
-ძილინების..
-ძილინების..
. . .
“სიმართლე ზოგჯერ იკეცება, მაგრამ არასოდეს ირღვევა და ცურავს ტყუილების თავზე, როგორც კარაქი წყლის თავზე.”- მიგელ დე სერვანტესი
-გაიღვიძე ბოლოს..?
-ზედმეტად ცუდად მიეჩვიე ჩემს გაღვიძებას..არ შეგიძლია ძილი მაცალო..?
-არა..საქმე მაქვს..
-სწრაფად მითხარი..
-უნდა შეგხვდე..
-ახლა..?
-რაც შეიძლება მალე..იცოდე ძილი არ გაგრძელო..
-სად მოვიდე..
-არსად, მე მოვალ..
-სანამ მოხვალ ვიძინებ..
-25 წუთი გაქვს..
-ასე მალე..?
-შენკენ მოვიჩქარი..უფრო მალეც შეიძლება.
-მასხარა ხარ რაა., მოსვენება არ გექნება ადამიანს..მობრძანდი..
-როგორი გულთბილი მოწვევა იყო..
-ვარდებს დაგიყრი და ისე შემოდი არ გინდა.?
-დავფიქრდები..-ტელეფონი გავუთიშე ..რამოდენინმე წუთი გამოსაფხიზლებლად დამჭირდა..აზროვნების უნარი წართმეული მაქვს..ცივმა წყალმა დიდი დახმარება გამიწია..ამ გამოფხიზლება მოწესრიგებაში იმდენი დრო გავიდა, ოთახი რომ დავტოვე დემნა უკვე აქ დამხვდა..
-მოგესალმები..მე..
-ერთი წუთით, მე ისევ გამოფხიზლების პროცესში ვარ..რას დალევ..?
-მე..
-წვენი გასაგებია..
-არაფერი მითქვამს..
-დამიჯერე ასე ჯობია, არაფრის გაკეთების ენერგია არ მაქვს..
-იყოს წვენი..-სამზარეულოში შევედი, მაცივარი გამოვხსენი, წვენი ავიღე დავასხი და გავიტანე..
-ინებე..
-მადლობა..
-კარგი ახლა შეგიძლია მითხრა რა საქმე გქონდა..-რატომღაც დაჯდომა გადავიფიქრე და დემნას პასუხს დაველოდე..
-გგამომძებელს ველაპარაკებოდ და იცი რა მითხრა..? ახალი სამხილი აღმოაჩნეს..
-სამხილი..?
-სახლში..
-კი მაგრამ მთელი სახლი არ გადაქექეს..? კარგი მნიშვნელობა არ აქვს..რა სამხილზეა ლაპარაკი..
-იდენტური ასლი მაქვს..წერილია..ნინას მიმართ მუქარის შემცველი..-ფურცელი გამომიწოდა..”ტყუილად მკრავ ხელს..ისევ შემიძლია შენს ცხოვრებაში დავბრუნდე როგორც ადრე..ძალიან მალე გესტუმრები ნინა”..ძალიან სწრაფად გადავიკითხე თუმცა მალევე გავიაზრე ნაცნობ ხელწერასთან რომ მაქვს საქმე..ვგრძნობ როგორ მიჭირს სუნთქვა..გული მიჩქარდება ისე თითქის ამოვარდნას მქონდეს..
-დებორა კარგად ხარ..?
-არ მო..მოხვიდე ახლოს..-ისეთი დაბალი ტონალობით გავჟღერე, მეც ძლივს გავიგე..
-ეცადე ღრმად ისუნთქო..ეს ყველაფერი დროებითია..გაივლის თუ ამის საშუალებას მისცემ..-ვეღარ გავუძელი და ძალაუნებურად ჩავიკეცე..
-არ მოხვიდე..
-არ მოვდივარ..ისე იქნება როგორც შენ გინდა..- დივანს მივეყრდენი..-თვალები დახუჭე და შენს სუნთქვაზე კონცენტრირდი..
-მე..-თვალები მაგრად დავხუჭე და სუნთქვასთან ერთად დათვლა დავიწყე, ჩურჩულით..-1..2..3..4..5..
-ასე გააგრძელე..-თავი ვერ შევიკავე და ცრემლები მაინც წამომივიდა..ნელნელა სუნთქვასთან ერთად ვიგრძენი როგორ ქრებოდა იმის შეგრძენაბ რომ რამე დამემართებოდა..თანდათან სუნთქვაც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა..თვალები გავახილე და დავინახე დემნა, რომელიც ოდნავ მოშორებით ჩამუხლულიყო და შიშნარევი მზერით მიყურებდა.. დივანს დავეყრდენი და წამოვდექი..აივანზე გავედი სადაც დემნაც გამომყვა..
-რატომ არ მეკითხები არაფერს..
-მაქვს კი უფლება..?
-არ ვიცი..
-რაც მე ბოლოს ვნახე ამის გარდა, რა თქმა უნდა..მერამდენედ განმეორდა..
-ასეთი ფორმით არაფერი ყოფილა..
-მაინც ვერ ვხვდები უბრალო წერილმა როგორ აგაღელვა..
-რთული ასახსნელია..
-თუ ამიხსნი რთული არაფერია..-რამდენიმე წუთის შემდეგ შიგნით შევედი და დივანზე დავჯექი..დემნა შემოვიდა..სახეზე ეწერა რამდენი კთხვის დასმა სურდა და არაფერს ამბობდა..სამზარეულოში გავიდა, წყალი დაასხა და მომიტანა..-დალიე..
-მადლობ..-ათ წუთზე მეტი გავიდოდა.. ჩუმად ვიყავით..მთელი სხეულით ვგრძნობდი ხმა უნდა ამომეღო, თუმცა ვერ გავბედე..
-მგონი მარტო ყოფნა გინდა..წავალ და მერე ვილაპარაკოთ..
-მე..მოიცადე..ახლა..ახლა ვილაპარაკოთ რაა.
-დებორა..
-არ წახვიდე..საქმე ვერ მოიცდის..-არ დამტოვო..ოღონდ ახლა არა..
-არამგონია ახლა შეგეძლ..
-შემიძლია..-ჩემს წინ დივანზე დაჯდა..
-სამაგიეროდ მე არ შემიძლია..სანამ არ ამიხსნი რა ხდება შენს თავს..ვინაიდან ახლა არ ვფიქრობ ამაზე ლაპარაკი გინდა ან შეგიძლია..დღეს უნდა დაგტოვო..
-რატომაა აუცილებელი იცოდე..
-უნდა ვიცოდე..არ შემიძლია საქმეზე გელაპარაკო, როცა ვიცი ამ დონემდე შეიძლება მიგიყვანოს, ჩემთვის გაურკვეველმა მიზეზმა..
-ასე გაფრთხილება საჭირო არაა..
-ძალიანც საჭიროა..თუ საერთოდ ვერ შეძლებ ლაპარაკს თუნდაც მომავალში, საერთოდ უარს ვიტყვი ამ საქმეზე.. არ ვცდილობ გამომეიკდო, მარტოც გაართმევ თავს დარწმუნებული ვარ.. უბრალოდ..უბრალოდ უკვე დიდი ხანია ვხვდები რომ შენს თავს რაღაც ხდება..სკუთარ თვას ვარწმუნებდი, რომ მეჩვენებდოდა და ნორმალურია თუ ადამიანს შენთან მეგობრობა აღარ უნდა..შემდეგ..რაც ბათუმიდან დამიბ..დაბრუნდი..მივხვდი რომ ისეთი რაღაც ხდება რასაც არ ამბობ. რაღაც ისეთი სერიოზული რის გამოც პანიკური შეტევები გაქვს..წესით უნდა შემეძლოს საქმის და პირადის განცალკევება, მაგრამ ეს უკვე ზღვარია..მეტი აღარ შემიძლია..ისე ვერ ვიმუშავებ როდესაც ვიცი შენი ჯანმრთელობაა საფრთხის ქვეშ..-...მთელი ამ დროსი განმავლობაში მეგონა ყველაფრს კარგად ვმალავდი..პანიკური შეტევების გარდა..მწარედ შევმცდარვარ..რაღაცას ხვდება..ახლა რა გავაკეთო..ის სიმართლე როგორ ვუთხრა რაც მხოლოდ მე ვიცი..არა..არ შეიძლება..ის..არ შემიძლია..ცრემლები დაუკითხავად მიდიან თავის გზაზე..ხელით ვიმშრალებ თუმცა..
-ასე არ შეიძლება, არ უნდა გადარდებდე..ვერ უნდა მიტანდე..ჩემთან ერთად ერთ ოთახშიც კი არ უნდა გინდოდეს გაჩერება..-გაუაზრებლად..ემოციებს აყოლილმა ავუწიე ხმას..
-დებორა საკუთარი თავის თუ გესმის საერთოდ..რატომ გაქვს ამოჩემებული, რომ აუცილებელია ერთმანეთი გვძულდეს..რატომ არ შეგიძლია მითხრა რა ხდება..ეს შენ არ გგავს..
-საერთოდ რა იცი როგორ..
-თავადაც კარგად იცი რომ მოლეკულურ დონეზე გიცნობ..აღარ ვიცი რისი გაკეთება შემიძლია..რა უნდა გითხრა..რა აჯობებს..სხვა დროს ვილაპარაკოთ თუ სურვილი გექნება..-წამოდგომა დააპირა ..იქნებ..გარკვეული წამის შემდეგ თითქოს ფიქრი შევწყვიტე..ოთახში შევედი და ბოლოს გამოგზავნილი წერილი გამოვტანე..კიდევ ერთხელ დავხედე, მაინც გამკრა გონებაში რამდენად შეიძლებოდა ამის გაკეთება..არ ვიცი რა ძალით ეს ფურცელი გავუწოდე..-ეს რა არის..
-ყველაფერზე პასუხი..-წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა, შემდეგ ის ასლი რომელიც დაბლა ეგდო აიღო და ერთმანეთს შეადარა..მალევე ამომხედა..
Adele - Easy On Me????
-დებორა..-მის წინ დივანზე დავჯექი..
-კიდევ გაქვს კითხვები..?
-შენ..იგივე ადამიანი გემუქრება, რომელმაც ნინა მოკლა..? რამდენი ხანია..
-თაიას დაბრუნებიდან მალევე..
-ამდენი ხანია..? როგორ უძლებდი..ან ახლა როგორ უძლებ..
-ვუძლებდი რომ..? თავიდან ბოროტი ხუმრობა მეგონა..შემდეგ მივხვდი საქმე იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე თავიდან ვფიქრობდი..
-ბათუმში ამიტომ წახვედი..?- თავი დავუქნიე..-ჩემგან ამიტომ..ამიტომ წახვედი..
-დემნა მე..ის..-თითოს ხმა ჩამიწყდა, რეალურად რამდენიმე წამით, მაგრამ ვიგრძენი თითქოს უსასრულოდ გაიწელა..მისკენ გახედვა აღარ შემიძლია.-დამემუქა..თუ არ ჩამოგშრდებოდი რამეს დაგიშავებდა..
-დებორა შემომხედე-ხმაში სიმკაცრე იმაზე მეტად იგრძნბოდა ვიდრე ვისურვებდი..-ეს არ უნდა გაკეკეთებინა..ჩემს გამო..? ჩემს გამო ასე იტანჯე..არ უნდ გაგეკეთებინა..რატომ არ მითხარი..
-დამემუქრა მეთქი ადამიანო..შენი სიცოცხლით დამემუქრა..ისეთი ახლოდან მიგზავნიდა ფოტოებს..იცი შენთან რამდენად ახლოს იყო..? მე..გგონია შევძლებდი გადატანას რამე თუ დაგემართებოდა..მითუმეტეს ჩემს გამო..?
-დებორა..ჩემი დაცვა ასეთი გზით..? არა, ეს საკუთარი თავის გაწირვა იყო..არ უნდა..-ხმაში ეტყობა აღელვება, თითქოს ხმის ტონალობის ცვლილებას ვერ აკონტროლებსო.. მე კი ვეღარ მოვითმინე..
-იგივეს გავაკეთებდი..-თითქმის ყვირილზე გადავედი-მუქარები ჩემი მიმართულებით..ძალიან რთული იყო..საშინელება..მაგრამ შენ..ბოლო წვეთი აღმოჩნდი..ახლაც კი არ ვიცი რამდენად სწორადე ვიქცევი ამას, რომ გიყვები..შეიძლება..
-არა აქამდე უნდა გეთქვა..არ მინდა ისეთი დაცვა სადაც შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ..არ მჯერა..ამდენი ხნის განმავლობაში თურმე რა ხდებოდა და მე არაფერ ვიცოდი..ის..ის ჭიქა იმიტომ გედო სახელურზე რომ იმ ფსიქოპატის შემოჭრის გეშინოდა..? ამიტომ ხარ ეკატერინესთან..ამიტომ გიჭირს დაძინება..არ მჯერა..-დემნა ისე ალაპარაკდა თითქოს თავსატეხის ყველა ნაწილი გააერთიანა..-დებორა მაპატიე..
-პატიებას რისთვის ითხოვ,, შენ არაფერი..
-ამ ყველაფრის გადატანა მარტოს რომ მოგიწია..-წამოდგა და გვერდით მომიჯდა..-ნეტავ მცოდნოდა..
-რას შეცვლიდი..
-რას ქვია რას შევცვლიდი..აუცილებლად დაგიცავდი..
-ეს რა გავკეთე..რომ გაიგოს გითხარი-სახე ხელებში ჩავრგე..
-პირიქით მან ძალა დაკარგა..ამით ვეღარ შეგაშინებს..ვერაფერს დაგიშავებს..
-დემნა ნუთუ ვერ ხვდები..მე მისი მორიგი მკვლელობიდან ერთ-ერთი გავხდები..ოდესღაც მომადგება და სიცოცხლეს გამომასალმებს..-მას გავხედე..
-ამას არ დავუშვებ..არაფრის დიდებით..-ამ წამს..უზარმაზარი შიში და იმედის პატარა სხივი პატარა ყუთში ძლივს ჩავატიე..
რა იქნება ახლა..?
-ისე დებ..- კარების ხმა გავიგე, რომელსაც მალევე ეკატერნეს ხმა მოჰყვა..
-უი გღვიძავთ..? სარბენად ვიყავი და..რა იყო ხალხო მოხდა რამე..? რა სახეები გაქვთ..თქვენ რა დაშორდით..’
-ნუ სულელობ..
-კარგი დანარჩენს ეშველება..მე ოთახში შევალ..თქვენ გააგრძელეთ-ხელების მოძრაობით თითქოს წრე შემოხაზა ჩვენი მიმართულებით..-რაც არ უნდა იყოს ეს..
-მოდი ახლა ნუ დავიწყებთ კვლევას..დღეს დაისვენე..მოკლე დროში ბევრი რამ მოხდა..
-უნდა წახვიდე..?
-დასვენება გჭირდება დებ..
-შენგან არა.. ვგულისხმობ..რომ..
. . .
ერთი დღის კვალობაზე დრო საშინლად გაიწელა..თითქოს ძლივს გადავაგორე..ფიქრების დიდ ტალღასაც შეძლებისდაგვარად გადავურჩი..
მაინც ვერ ვიჯერებდი რომ დემნამ ყველაფერი გაიგო.. არც იმის არ მჯეროდა რომ ამდენი ხანი მოვახერხე არაფერი მეთქვა..ძნელია საიდუმლო შეინახო იმ ადამიანისგან, რომელიც შენს ნამდვილ მეს იცნობს..
ყველაფერი კი სასურველზე მეტადაა ჩახლართული.. თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ კი არ მითვალთვალებს ვიღაც, ჩემს მოკვლას გეგმავს..დიახ დიახ ყველა სიკეთესთან ერთად.. ნინას მკვლელობა კი უფრო საშიშს და რეალურს ხდის..თუ ერთხელ გამოუვიდა მეორედ რა შეუშლის ხელს..
იმანაც დამაფიქრა ვინ შეიძლება იყოს მესამე მსხვერპლი..უცნაურია და გარკვეულწილად მიხარია მე რომ ვარ და არა სხვა ჩემს ადგილზე..იმ ადამიანს დიდი ალბათობით არ ეცოდინებოდა რა ხდება, მე კი ვიცი..
მეორე დღე კი ძალიან ადრე დაიწყო ჩემთვის..გაღვძებისთანავე აივანზე გასული ვცდილობ საკუთარი თავი ხელში ავიყვანო..შეძლებისდაგვარად დავმშვიდდე, რომ საღი აზრვნების მეშვეობით დავლააგო ფიქრები..კონკრეტულად კი რისი გაკეთება შემიძლია..ამ სიტუაციაში..
წიგნს დეტალურად ვიხსენებ..მკვლელს როგორც დომინანტობა ასევე მსხვერპლის როლის თამაშიც მოსწონს..თითქოს ვინც მას უარყოფს, გულს იმ დოზენე უტეხს რომ ამის გაკეთებას აიძულებს..
ისიც გამახსენდა, რომ სამივე მკვლელობა ერთი იარაღითაა განხორციელებული..ანუ თუ ჩემამდე მოაღწევს მეც იმ რუზველტის დანით მომკლავს..
ვიცით რომ მისთვის გეგმა მნიშვნელოვანია..კი მაგრამ როგორ გავიგო მანიაკის შემდეგი ნაბიჯი..
. . .
რამდენიმე დღე გავიდა..გაურკვევლობაში ყოფნა ახლა უფრო გართულდა..როცა არ იცი ფარდის მიღმა ვინ იმალება..ფიქრები კი იმაზე საშინლად წარმოსახავს ყველაფერს ვიდრე რეალურადაა..აი ხომ იცით ჩრდილი რომ ზარმაზარი ჩანს და თავად ობიექტი თაგვზე დიდი არ აღმოჩნდება..თუმცა სანამ ის გაირკვევა რომ სინამდვილეში ჩრდილი უბრალოდ ჩრდილია და სინამდვილეში თაგვის ზომის ობიექტია შენს წინ, მანამდე იმდენად მოცული ხარ ამ ჩრდილის შიშით, ჩათვალე ამ თაგვის ზომის ობიექტს უფლება მიეცი ნაწილობრივ მაინც გაემარჯვა..
მეც ასე ვარ..სინამდვილეშ არ ვიცი წინ რა მელოდება და მითუმეტეს იმ ადამიანის ვინაობა..
ამას წინათ მე და დემნამ იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ის ეჭვმიტანილი მკვლელი ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენთვის ჩამოყალიბებულ ფსიქოლოგიურ ტიპაჟთან შეუსაბამობაშია..
ამ რამდენიმე დღის შემდეგ კი საკუთარ სახლში გადავწყვიტე წასვლა..არავისთვის მითქვამს.. ეკატერინე სახლშ აღარ იყო..ყველაფერი რაც კი მანიაკს ჩემთვის გამოუგზავნია ამ სახლში შევინახე..მინდოდა თითოეული წერილი გადამეკითხა..იქნებ რამე აღმომეჩნა..ამ წერილებმა იმაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა ვიდრე აქამდე..თან არაფერი წამიღია..
სახლში შევლისას თაიამ დამირეკა..რაც შემეძლო მალევ გავუთიშე, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე რომ ფეხს ვითრევ..იმ წერილებამდე ვეღარ მივდივარ..არადა თითქოს სანამ სახლში შემოვაბიჯებდი დიდ გულზე ვიყავი..ახლა კ გამბედაობის ნატამალიც აღარ მაცხია.. საკუთარ თავს გაუაზრებლად ვკითხე “ სულ ეს იყო შენ გამბედაობა..?” პასუხმა დააყოვნა..რა უნდა მეპასუხა..ვერც უკან გავბრუნდი ვერც წინ..დიდი უბედურება უფრო დიდ უბედურებად მაშინ გდაიქცევა ხოლმე როცა ერთ კონკრეტულ ადგილს ტკეპნი..
არ ვიცი რატომ მეშინია ასე იმ წერილებთან მიახლოება..? შეიძლება იმიტომ რომ იმ განცდების ხელმეორედ გავლა აღარ მინდა..? იმ მანიაკს ჩემზე ამდენად დიდი გავლენა აქვს..? არ ვიცი..
ახლა დივანზე ვზივარ და ველოდები მომენტს როდესაც შევძლებ ადგომას და გადამალულ წერილებთან მისვლას..
. . .
-დემნა აქ რას აკეთებ..?
-მელისა კიდევ კარგი აქ ხარ..შენ გეძებდი..
-მე რატომ..კარგი აქ არ გვინდა ჩემს კაბინეტში წავიდეთ..
-კიბატონო..
-აბა მითხარი რით შემიძლია შენი დახმარება..
-მოკლედ…
-საქმე ძალზედ სერიოზულადაა დემნა..ეჭვი მაინც გაქვთ ვინაა მკვლელი..?
-არა..ამის გაგებას ვცდილობთ..
-აქამდე რატომ არ მითხარით, დაგეხმარებოდით..
-მე და დებორამ დავიწყეთ საქმეზე მუშაობა..თუმცა ხომ გითხარი არაა ახლა როგორ მდგომარეობაშია..
-მე რისი გაკეთება შემიძლია..
-ვიცით რომ ნინა მკვლელს იცნობდა..იქნებ გაიგო ვინაობა..
-ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია..სამწუხაროდი ჩემი დამხმარე აქ არაა..
-დამხმარე..?
-კი გეგი..
-რატომ..
-დღეს ადრე გაშვება მთხოვა..სიმართლე რომ გითხრა იმდენად შევწუხდი სიამოვნებით გავუში..
-გეგი..რამდენი ხანია აქ მუშაობს..
-სადღაც 3 წელი..
-3..? მე როგორც ვიცი ერთი წლის წინ ახალი ჩამოსული იყო.
-ალბათ გეშლება..
-არ მეშლება..შენთან ერთად დააწინაურეს არაა..
-კი რაც საქმე მარტო ჩამაბარეს, ჩემი დამხმარეა იქიდან მოყოლებული..
-ანუ შენი განრიგი ყოველთვის იცოდა..?
-კი მაგრამ ვერ ვხვდები საით მიგყავს საუბარი..
-ახლა ყველაფერი ნათელია..გახსოვს იმაზე რომ ვლაპარაკობდით ვიღაც როგორ გიგებდა მახეებს..?
-მახსოვს თუმცა..თუმცა..
-გახსოვს დებორას მეგობრის საქმე სადაც ბავშვის ვინაობა ვიღაცამ გასცა..
-მახსოვს..შენი აზრით..
-ჩემი აზრით გეგია ის ვინც შენ და შენი უფროსი ეძებთ..
-ჩამშვები..აი ის საბუთები ჩემს მაგიდაზეა..მან მომიტანა..ამ ბოლო დროს ყოველთვის აგვიანბედა საბუთების შევსებას.
-შეიძლება ვნახო..?
-თქვენ რომ მუშაობდით იმ წყვილის საქმეზეა რამოდენიმე საბუთი..შეგიძლია ნახო..აიღე..აქამდე როგორ ვერ მივხვდი..არადა არასდროს გამიფიქრია თუ კი გეგი..
-მელისა გაჩუმდი..
-რა მოხდა..
-ეს გეგის ხელწერაა.?
-მერე..
-მელისა..ის არის..
-ჩამშვებია.. გავიგე..
-არა.. ის არის..მკვლელი..
-დემნა..
-მელისა.. ნინა გეგიმ მოკლა..
. . .
იქნებ ცოტა დავმშვიდდე მეთქი და ჩაის გაკეტება გადავწყვიტე..ჯერ მხოლოდ ფინჯანში მქონდა ცხელი წყალი დასხმული ხმა, რომ გავუგე..ნელა მოვტრიალდი..ჩემს წინ ოდანვ მოშორებით გეგი დამხვდა..
-გეგი..აქ რას აკეთებ.. შემაშინე..
-მაპატიე..
-უკვე აღარც ვაკაკუნებთ..?
-მგონი არ იყო საჭირო..მე ხომ გაგაფრთხილე რომ მოვიდოდი..
-არა არც მოგიწერია და არც დაგირეკავს..
-როგორ არა მოგწერე..
-არა ტელეფონზე არანაირი შეტყობუნება არ მომსვლია..
-ტელეფონზე არც გამომიგზავნია..
-აბა..
-კონვერტი არ მიგიღია..?-ფინჯანი ხელიდან გამივარდა..თითქოს ის წვაც ვერ ვიგრძენი ფეხზე რომ გადამესხა..შეუძლებელია..არა..გამორიცხულია..
რანაირად..ეს არის ის ბოლო ტალღა, რომელიც მშთანთქავს და გამანადგურებს..ეს ის ტალღაა..მორჩა მეტს ვეღარ გავუძლებ..მეტს ვეღარ გადავიტან..ვგრძნობდი ყოველი ტალღის შემდეგ, ნებისმიერი შეიძლებოდა საბოლოო ყოფილიყო..უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი ეს თუ დღეს მოხდებოდა..მას ვუყურებ და ვგრძნობ როგო მოემართება ჩემკენ უზარმაზარი ტალღა..დროის საკითხია ბოლოჯერ როდის ამოვისუნთქებ..
-არა..მე..შენ არ..
-როგორც ჩანს მიმხვდარხარ ვინ ვარ..
-გეგი..ჩვენ ხომ ვმეგობრობდით..შენ..
-ამას არ გავაკეთებ..? მაგას ოდნავ მოგვიანებით ნახავ..
-მთელი ამ დროის განმავლობაში..? წერიელბი.. შეტყობინებები ტელეფონზე..შენ იყავი..?
-გახლდით..ხომ არ შეგაშინე..გაინტერესებს ყველაფერი როგორ დაიწყო..?
-თაია..
-კარგი რაა..თაია ხომ შენამდე მოსასვლელად გამოვიყენე..
-შენ ის მოგწონდა..
-არასდროს..თავიდანვე ვიცოდი ანდრია რომ მოსწონდა..მე თუ მასთან ვეცდებოდი რამეს მალევე მეტყოდა რომ ჩემთან მეგობრობა უნდოდა..ეს იყო ჩემი გეგმაც..ამით ის გამიცნობდა როგორც კარგ ადამიანს..ისევე დავტოვებდი მასზე კარგ შთაბეჭდილებას როგორც შენზე..შენი აზრით რაც ბათუმიდან ჩამოხვედი რატომ დამიმეგობრდი..რადგან თაიასგან იცოდი რომ კარგი ადამიანი ვარ..-წინ წამოვიდა და დივანზე დაჯდა..
-ნინა..
-შემთხვეით შევხვდი ქუჩაში, შემდეგ კომპანიაში..ისეთი მოსაწყნი გოგო იყო.. მაინც გაბედა და უარი მითხრა..
-ამიტომ მოკალი..?
-სანამ ურთიერთობას დავიწყებდით მანამდე მქონდა მისის მკვლელობა გეგმაში..წიგნის პერსონაჟებს იდეალურად შეესაბამებით..
-ყველაფერი სულელური წიგნის გამო გააკეთე..
-როგორც ჩანს მიმხვდარხარ საიდან გაჩნდა იდეა..აბა მითხარი სიკვდილამდე რა გინდა იცოდე..
-კიდევ ვის მკვლას აპირებ..
-ოჰ მესამეს ვინაობა გაინტერესებს..? კარგი გეტყვი..მელისა..ის შემდეგია..
-მახეები შენ დაუგე..?
-გაოცებულიც კი ვარ რამდენი რამ გცდონია..კი მე ვიყავი..სიკვდილის შემდეგ ცუდი სახელი გარანტირებულოი აქვს..
-არ მჯერა..შენ კარგი ადმიანი ჩანდი..
-ბევრი ჩანას კარგი, მაგრამ დამიჯერე 90% ჩემზე უარესია..
-ამით იმართელბ თვას..?
-თავის გამართლეაბ არ მჭირდება გაიგეე..
-კარგი კარგი..-ახლა.. რამდენ ხანში მოვკვდები..დრო რამდენი დამრჩა..
-არ შემეხვეწები რომ შენი მოკვლა გადავიფიქრო..?
-არა.. დროს არ დაგაკარგვინებ..ვიცი რომ მაინც გააკეთებ და ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებ..-ხმამაღლა გადაიხარხარა..
-როგორი კეთილი ხარ..იცი რომ სინამდვილეში საქმეს მიადვილებ..?- ადგა და ჩემკენ წამოვიდა..ხელით უკანა ჯიბიდან ნელნელა დანა ამოიღო..თვალები მაგრად დავხუჭე არაფრის დანხვა არ მინდა..მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ყველაფერი მალე დამთავრდეს..ვერც გავრბივარ..ნაბიჯს ვერ ვდგამ..გაყინული ვარ..მოულოდნელად კი ისეთი ხმა იყო თითქოს კარები შემოამტვრიეს..რამდენიმე ადამიანი ერთად შემოვიდა..შემდეგ კი დემნა და მელისა შემოვიდნენ..რა ხდება..
-გეგი..გირჩევნია ეგ დანა დააგდო..
-კარგით რაა მეგობრებო..თქვენ ხომ მიცნობთ..
-წაიყვანეთ..-მომესმა უცნობის ხმა..ვერ მივხვდი ყველას fbi ფორმა რატომ აცვია..როგორც კი ყველა წავიდა დემნა მომიახლოვდა..
-კარგად ხარ..? გთხოვ მითხარი რომ კარგად ხარ..
-საიდან მიხვდი აქ რომ ვიქნებოდი..
-თაიამ მითხრა..ვერ წარმოიდგენ როგორი მადლობელი ვარ რომ მოგისწარი..
-დამთავრდა..? მითხარი რომ დამთავრდა..
-ყველაფერი რიგზეა, უსაფრთხოდ ხარ..
. . .
რამდენიმე საათი გავიდა..მოსაღამოვდა..სამეგობრო ისევ შეიკრიბა ჩემს სახლში..ამდენი ხნის შემდეგ..ის რაც მათ იციან ისაა, რომ ჩემი მოკვლა სცადეს..
-ვერ წარმომიდგენია რა გადაიტანე..
-დებ რაც მთავარია კარგად ხარ..წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლებოდა მომხადრიყო..-ამ დროს ჩამოვიდა მელისა კიბეებიდან..
-ნახე ..?
-კი ყველა წერილი აქ არის..შენი ტელეფონიც უნდა წავიღო გადამოწმებისთვს..
-აი აქ დევს..
-მადლობა..გამოძებას გადავცემ..ის წერილი რაც ნინას სახლში აღმოაჩნეს ზუსტად ემთხვევა..ძლიერი სამხილია..
-კარგი..
-დებორა..მადლობა..შენი გამბედაობისთვის..შენ და დემნას რომ არ დაგეწყოთ საქმის გამოძიება, შემდეგი მე ვიქნებოდი..
-საჭრო არაა..
-საჭიროა..შენი თავიც გადაარჩიე და მეც..-დემნამ გააცილა და დაბრუნდა..
-მოიცადე გემუქრებოდა კიდეც..? რამდენ წერილი იყო.. ამდენი ხნის განმავლობაში..?
-დემნა შენ აუხსენი..
. . .
-რაა..დაუჯერებელია..ნუთუ ეს რეალურად მოხდა..
-ასეა..
-არაფერი თქვი..?
-ჩემს დაცვას ცდილობდა…
-ხალხო ვერაფერი გავიგე..დემნა შენ რაღა შუაში ხარ ..-ჩემგან ოდნავ მოშრებით მჯდომმა გამომხედა..თავი დავუქნიე და მიხვდი ახალ ჩემი დრო იყო მოყოლა გამეგრძელებინა.
-მეგობრებო ბევრ რამეს გილამავდით და გატყუებდით რისთვისაც ბოდიში მინდა მოგიხადოთ..თქვენნაირ მეგობრებს არ ვიმსახურებ..ვისურვებდი ყველაფერი სხვანაირად გამეკეთებინა..
-დებორა საერთოდ რაზე ლაპარაკობ..
-მე დიდი ხნის წინ ცენტრალური სადაზვერვოს სპეციალური აგენტი ვიყავი..ამას ვმალავდი თუმცა რის ფასად..მივხვდი რომ აღარ მინდოდა ამის კეთება და ეს საიდუმლოებები.. ამიტომაც წამოვედი..
-სწორად მესმის რასაც ამბობ..?
-გთხოვ დამასრულებინეთ..ჩემი მოვალეობა კონკრეტულ ადამიანებზე ინფორმაციის შეგროვება და იმის გარკვევა იყო რადენად წარმოადგენდნენ საფრთხეს..წამოვედი..ეს არ იყო ის საქმე რომლის კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მინოდად…რადგან რაღაცაში კარგი ხარ აუცილებელი არააა საკუთარ თავს დააძალო, კეთება განაგრძოს.. თქვენთვისაც მინდოდა აღარ მომეტყუებინა..მეგონა იმით რო არ გეუბენობდით გიცავდით.
-ვერ ვიჯერებ..შენ აგენტი იყავი..? ხუმრობ ხო..?
-ვერც კი ვიაზრებ რას მეუბნები..
-გვატყუებ ხო..?
-მაპატიეთ..
-მეგობრებო მერე ვუსაყვედუროთ ახლა ამ გეგიზე მოყევი რა ხდება..
- დაახლოებით მაშინ როდესაც თაია ჩამოვიდა წერილები მომდიოდა..მუქარის შემცველი..თავიდან აარაფრად ჩავაგდე თუმცა, შემდეგ მივხვდი რამდენად სერიოზული იყო.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა..შემდეგ დემნას სიცოხლით დაიწყო მუქარა..მეუბნეობდა რომ თუ არ გავცილდებოდი როცა რამე დაემართებოდა ჩემი ბრალი იქნებოდა.. რაღაცები მოვიგონე და დავშორდით როგორც მეგობრები..ბათუმში ამიტომ წავედი..
-მოიცადე შენ არ თქვი რომ ერთად იყავით თუმცა იჩხუბეთ..?
-რეალურად ერთად არასდროს ვყოფილვართ..
-რააა..
-ბოლოში გავალ და მიხვდებით..ბათუმში სადაზვერვოდან დარეკეს საქმისთვის ვჭრდებოდი, მიუხედავად იმისა რომ იქ აღარ ვმუშაობდი..თბილისში ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ დემნასთან ერთად მიწევდა მუშაობა.. ამ კონკრეტული საქმის სადაც ჩემი მეგობრის გამო დავთანხმდი..მერე ისევ მოგვიწია თანამშრომლობა ოღონდ წყვილის როლი უნდა გვეთამაშა..
-შენი მეგობარი ამიტომ იყო ჩამოსული..?
-ზუსტად..
-მთელი ეს პერიოდი თავას აჩვენებდით..?
-ასეა..
-შეუძლებელია..
-არაფრის თქმის უფლება არ გვქონდა..მითუმეტეს, რომ შეიძლებოდა თქვენ შეგქმნოდათ საფრთხე..
-დებორა არ გესმის..შეუძლებელია ამ ყველაფრის თამაში..თქვენი მზერა..სითბო..ასეთ ქიმიას ვერ ითამაშებ..
-ეკატერინე ასე მოხდა..
-მერე..
-მერე ის რომ ნინას მკვლელობის გამოძიება დავიწყეთ და აღმოჩნდა რომ ეს მეც მიკავშირდებოდა.. წიგნის ამბავი თქვენც კი იცით..და რაც შემდეგ მოხდა ისიც..
-ერთნაირად ამდენ ინფორმაციასს ვერ ვხარშავ..
-არ მჯერა ამდენი ხნის განავლობაშო არაფერი თქვი..?ვიცი ახლა ცუდ მდგომარეობაში ხარ მაგრან საშინლად ვბრაზობ..
-თაია..
-მოკლედ მეგობრებო თუ სწორად გავიგე..შენ წლები იყავი აგენტი..ამას მალავდი..შემდეგ ახლახანს გარკვეული ინფორმაციით გითვალთვალებდა გეგი, რომელიც მკვლელი აღმოჩნდა და შენს მოკვლას აპირებდა.. ამ ყველაფერთან ერთად შენ და დემან ერთად მუშაობდით და თან თავს გვაჩვენებდით რომ ერთად იყავით..?
-ყველაფერი სწორად ჩამოაყალიბე..
-დაუჯერებლის მეტი, გონებაში არანაირი სიტყვა არ მომდის..
-ჩემს ტვინი eror-ს წერს დიდი შრიფტით..
-არც კი ვიცი რა ვთქვა..
-მეგობრებო..კიდევ ერთხელ გთხოვთ მაპატიოთ, თუმცა ასე გამოვიდა და სამწუხაროდ წარსულის შეცვლა არ შემიძლია..ახლა კი მარტო მინდა ყოფნა.. მე ზევით ავალ..კარგი ამბავი ისაა რომ ძილში მაინც არავინ მომკლავს..
. . .
კოშმარებს თუ არ ჩავთვლით მომავალი დღეები კარგად გადავაგორე..დემნა მხოლოდ მირეკავდა..მამოწმებდა როგორ ვიყავი, შემდეგ კი თიშავდა..
მესამე დღეს რაც ეს ამბავი მოხდა..ისევ კოშმარმა გამაღვიძა..წამლების შეწყვეტას ვცდილობ..რთული საკითხია..
დაბლა საღამოსღა ჩავედი..მისაღებში დივანზე ვზივარ და ტელევიზორი უაზროდ მაქვს ჩართული, ვერც ვიაზრებ რას ვუყურებ..კარების ხმა გავიგე..დავიზაფრე..ათასმა ფიქრმა გაირბინა გონებაში..შემდეგ კი ყველას ხმა გავიგე..ლაპარაკით და დიდი თეთრი ცელოფნის პარკებით შემოვიდნენ..
-ბოდიშიი ვიცი უნდა დაგვეკაკუნებინა, თუმცა თაიამ ცდუნებას ვერ გაუძლო და შემოვედით..
-აქ რას აკეთებთ..
-არ გიკვირს აქამდე რომ არ მოვედით.?.-მაგიდაზე დაალაგეს ყველაფერი და ყველა დივანზე დასხდა..
-დებ..პირველ რიგში ბოდიში გვინდა მოგიხადოთ..
-რატომ..?
-შოკის და ბრაზის მიუხედავად ასე არ უნდა მოვქცეულიყავით.. შენ ჩვენი მეგობარი ხარ..მანამდე მე და ანდრიამაც დაგიმალეთ ერთად, რომ ვმუშაობდით, თუმცა ასეთი რექცია არ გქონიათ.. უსამართლობა იყო.. არცერთი ჩვენგანი არ ისურვებდა ასე რომ მომხადარიყო..რაც შენ გადაიტანე, ამის გამო ძალიან ვწუხვართ.. ამაზე ყველამ ვიფიქრეთ და მივხვდით წარსული წარსულია..
-მართალია, შენ ჩვენი დაცვა გინდოდა და შენი გვესმის..
-ბავშვებო..
-არა მართლა..გვესმის რომ ნანობ თუმცა ჩვენც ვნაონთ..მეგობარს ასე არ უნდა მოვქცეოდით..
-ხომ გვაპატიებ..?
-საპატიებელი არაფერია..-თაია გადამეხვია..წარმოიდგინეთ თაია..-მადლობა მეგობრებო თქვენი სიტყვებისთვის..ჩემთვის ბევრს ნიშნავს..
-ახლა კი მოდი..შენი გადარჩენა აღვნიშნოთ და იმედია მსგავსი ბოლო აღნიშვნაა იქნება..სამეგობროში..
-დემნა რა ისმის ახალი..?
-იარაღი ჭრილობებს დაემთხვა..ეს წერილები მისი ხელწერა.. ამბობენ, რომ კიდევ გრძელდება გამოძიება მეტი მტკიცებულებისთვის, თუმცა დააკავეს და მალე სასამართლოა..
-ძალიანაც კარგი..უმძიმესი ფორმების გათვალისწინებით უნდა წაბრძანდეს ციხეში..
-წავა კიდეც..
-კარგით რაა მაგაზე ნუღა ლაპარაკობთ..გემრიელობები მივირთვათ და კარგზე ვილაპარაკოთ..არ ჯობია..?
-ჯობია ჯობია..აბა დავტრიალდეთ..
-საქმეები გადავინაწილოთ და მალე მოვრჩებიით..- ყურადღება გადამატანინეს..მათთან ერთად ამ ხუმრობების ფონზე თავი უკეთ ვიგრძენი.. თითქოს ზღვა დამშვიდდა და დიდი ტალღებიც აღარ გამოჩენილა..
ძალიან გვიან დავიშალეთ.. მხოლოდ თაია დარჩა ჩემთან..ბევრი ვილაპარაკეთ..ისე როგორც ადრე..თითქოს არაფერი შეცვლილიყოს..მივხვდი დღეს ის დღე იყო, როგორც იქნა ამოვისუნთე..ტვირთი აღარ მამძიმებდა, თუმცა მაინც მქონდა ფიქრი რომ რაღაც მაწუხებდა..სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხვდები ეს რა არის..
შემდეგ დღეს თაია წავიდა..ყველას დავუბარე, რომ ძიძა არ მჭირდებოდა და ვიღაცის დარჩენა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.. დიდისამბით კი უარყვეს, მაგრამ ბოლოს დავითანხმე რომ მარტოც გავძლებდი..ახლა როცა ვიცოდი რომ ციხეში იყო შედარებით მშვიდად ვახერხებდი დაძინებას..კოშმარები კი არსად წასულ,ა თუმცა მგონია ამასაც ეშველება..ბოლობოლო ადამიანი ვარ და არა რკინა..ასეთი ტრამვული გამოცდილება დიდხნას რჩება ადამიანთან..კარგად მესმის ესე მალე, რომ არ გავლის..
აპრილის დანარჩენმა დღეებმა და მაისმა როგორ გაიარა ვერ გავიგე..ვხუმრობდი ხოლმე მგონი სამეგობრო უფრო მეტად შევკარი მეთქი ისე გააძლიერეს შეხვედრების რაოდენობა.. ვხუმრობდი ზედმეტად ხშრად ვხვდებით მეთქი, თუმცა გულის სიღრმეში ვხვდებოდი რამდენად მეხმარებოდა.. წამლის დალევა საგრძნობლად შევამცირე..ხანდახან როცა ფიქრების საშინელ შემოტევას ვგრძნობ მხოლოდ მაშინ ვსვამ, თუმცა ესეც აღარ მინდა..
მე და დემნას არ გვილაპარაკია..როგორც იტყვიან მხოლოდ სამეგობროს ფარგლებში..ან რაზე უნდა ვილაპარაკო არც კი ვიცი.. ძველ კალაპოტს ნელნელა კი ვუბრუნდებით.. ძალაუნებურად.. იმაზე მტკიცე მეგობრობა გვქონდა და ალბათ ისევ გვექნება ვიდრე ვისურვებდი..თუ სწორად გამიგებთ..
ზაფხულის მოსვლით კი ვიხალისებ განწყობას..საკუთარ თავს განკურნებას თუ არ დააცდით მდგომარეობა გაგიუარესდებათ.. მეც ვცდილობ საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვიყო..
გამიგრძელდა საუბარი თუმცა ესეც უნდა დავამატო..დედაჩემი გადაირია..როცა ყველაფერი გაიგო..ჩემს აგენტობაზე მაგრად იცინა..ის რომ თურმე მკვლელი ავიკიდე საერთოდ მოყოლას აზრი არ აქვს, იქ უნდა ყოფილიყავით..ანერვიულდა გაბრაზდა..მე რაც ამდენი ხნის განმავლობაში გავიარე ერთ დღეში ერთიანად გადაიარა მის თავს..მთავარია ახლა კარგად ხარ დედი გენაცვალოთი დამემშვიდობა..
ჰოდა აი ახლა ისევ ჩვეული შეკრება გვაქვს..არ ვიცი ყველა აჟიტირებულია..თან ვაბრალებ ამ ზაფხულს თან მახსენდება რომ ზაფხულზე გადარეული მხოლოდ მე ვარ.. შიგნით ვართ შეყუჟულები და ეკატერინე გემრიელობებს აცხობს..მე მალე მოთმინების უნარი აღარ შემრჩება..
-ამმ თაიაა ეს ნაჭერი რათ გინდა.. თან ჩემთან რომ მოდიხარ მზაკვრული ღიმილით, მართლა მაშინებ..
-აგენტ ქალს რა გაშინებს?
-ეს ხუმრობა როდის მოძველდება..
-ჯერ სიახლეა.. შეგვარგე..
-სერიოზულად რა ხდება..?
-სიურპრიზი გვაქს შენთვის და საჭიროა მაცადე..-ისე შემომახვია და ისე მომიჭირა გაურკვეველი წარმომავლობის ნაჭერი, თუ არ მომხსნის სერიოზული საშიშროებაა მხედველოა დამიზიანოს..
-ბედნიერი ხარ..? მითხარით რა ხდება..
-მოთმინება..დებორა ნუ ცქმუტავ..
-15 წუთი არ გავიდაა ..
-25 სხვათაშრის..
-მერე რა გიკვირს..
-ოო ასეა საჭირო და თუ არ გაჩუმდები დაგაბავ..
-სხვათაშორის მარტივად შემიძლია გავხსნა..
-ეს ნახე კიდე მეტლიკინება..5 წუთი და მორჩა..
-აბა..ვერაა.
-კარგი მოემზადე ჯერ გარეთ გაგიყვან..1..2..3..სიურპრიზიი..
-დედა..? დედაა არ მჯერა..ბეეე..-მათკენ წავედი და ორივეს ერთად ჩავეხუტე..სადაც უკანა ფონიც გაეფორმებინათ..ახალ გასაგებია რატომ იყვნენ აჟიტირებულნი..
-დეე დამენახე..რეალურად მაინც სულ სხვა ქალი ხარ..როგორ შეცვლილხარ..
-ჩემი გოგო..
-ბეე…ისე გამახარეთ..
-არ შევიდეთ შიგნით..? ჩემი გემრიელობები უნდ გაგასინჯოთ..
-თან წავიდეთ..
-აბა როდის ჩამოხვედით..
-დღეს დილით..შენთან დასევენებულები მოვედით..
-მაინც არ მჯერა აქ რომ ხარ დეე.. ბებო კი ვიცი ჩაოვიდოდა მალე..
-ძალიან გვიან თუმცა აგისრულე სურვილი..
-მე კი ჩამოვდიოდი ბოლო პერიოდში, მაგრამ აქ რომ ხარ არ გიხარიაა..
-ისე მივეჩიე იქ ცხოვრებას დეე..
-როდის მიდიხარ..
-დიდი ხნით ავიღე შვებულება..უკან წასასვლილი ბილეთი არც ამიღია..დრო როგორ გვიჩვენებს..-ბებიას გადახედა..შემდეგ კი ეკატერინემ გამოიტანა მისი ნამუშევრები.. რა თქმა უნდა, საოცრება გამოვიდა..ყველას მოგვეწონა..საუაბარი დიდხანს გაგრძელდა..ამ გემრიელობების თანხლებით ბევრი ვიცინეთ კიდეც და ისტორიები მოვაყოლე მთელი ეს დრო როგორ გაატარეს..
-არა მართლა ესე იცოდა ბავშობიდან..ისე არ დამაძინებდა რამე ისტორიას თუ არ მომოაყოლებდა..
-კარგი ისტორიებს მიყვებოდი და იმიტომ..
-ერთი ისტორია არ გყოფნიდა და ვერც ვიზოგავდი შემდეგისთვის-ყველას გაეცინა..
-კარგი დრო იყო..
-ნამდვილად..არ იცით რატომღაც დებორა ფიქრობდა, რომ განსაკუთრებული მზრუნველობა მჭრდებოდა..ერთ დღეს გავცივდი მსუბუქ ფორმებში და არ იცით რეები ჩაიდინაა..ისე მაფარებდა საბანს ვეღარ ვსუნთქავდი..ისეთი მზერით გამომხედავდა ორი სანტიმეტრტითაც კი თუ გადავწევდი თითქოს რამეს ვაშავებდი..
-მეგონა კარგს ვაკეთებდი..
-მაშინ ვეღარ ვსუნთქვდი თორე ახლა ისე ტკბილად მახსენდება..
-კარგი ჩემზე აღარფერი მოყვე საკმარისია..
-შენი მეგობრები არიან..
-ბეე..და ნარჩენი სხვა დროს..
-სხვათაშორის შენი მეგობრები იყვენენ ჩართულნი ჩვენი ჩამოსვლის ამბებში..
-ჩვენ ძალიან გავიხარდა რომ მოხერხდა ეს ყოველივე..
-არა მართლა ბავშვებო ისეთი გახარებული ვარ.. მადლობაა..-ვთქვი მე..
-რა მადლობა გოგო..შენზე ნაკლებად არცერთს არ გვიხარია..
. . .
ისევ სიცილითურთ დავიშალეთ..რაც არ უნდა ყოფილიყო ნამგზავრები იყვნენ და მალევე წვიდნენ დასაძინებლად..მაინც ვერ ვიჯერებდი რომ ჩამოვიდნენ..უკვე ყველაფერი დავგეგმე რას გავაკეთებთ ერთად..
მომავალი დღეებიც ასე გაგრძელდა..ერთ კვირაზე მეტი არ იქნებოდა გასული ბათუმში, რომ მოიწადინეს წასვლა და მეც დავყევი მათ ნებას..ჩვენ სამნი როგორც ადრე ისევ ბათუმის გზებს გავუყევით..ნელნელა უფრო დათბა კიდეც.. ერთად ვატარებდით ძალიან დიდ დროს..დილიდან მე ვაღვიძებდი ორივეს..ვსაუზმობდით.. ვსაუბრობდით..სასაცილო გადაცემებს ვუყურებდით..თითქოს არაფერს და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით..ანდაც უფრო სწორი ფორმულირება ის იქნება თუ ვიტყვი, შეიძლება არც არაფერი გევკეთებინა, თუმცა ერთად ყოფნა გვიხაროდა..
ბებიას გაახსენდებოდა რომელიმე მეზობელი და უყვებოდა დედას სად იყო ახლა, სად მუშაობდა..დედაც ინტერესით უსმენდა..
-სულ გკითხულობენ დეე..
-ვერ მივეცი დავიწყებას ამათ თვალში ჰოო..
-შენ ვინ დაგივიწყებს სიხარულო..-სამწუხაროდ მათ ასეთ საუბარებს მოკლებული ვარ..გულს უხაროდა მათი დანახვა..
ერთ დღესაც გავიღვუძე და არცერთი დამხვდა სახლში..ზარზე კი არ მპასუხობენ..ცოტა კი შემეშნდა, ბოლოს გავიფიქრე უბრალოდ გასულები იქნებიან და არ გამაღვძესთქო..მალე მოსაღამოვდებოდა რომ დაბრუნდნენ..დედას ორი პატარა პარკით შემოვიდა ოთახში..
-ამდენი ხანი ამის გამო იყავით ასულები..? მშვიდოაბაა..
-გავისეირნეთ..-მითხრა ბებიამ..
-მე დამივიწყეთ თუ რა ხდება..
-დღეს ასე მოხდა დეე..
-ნება თქვენია..
-ბეე დაღლილი ვარ და დავწვები..
-კიბატონო..-მეუცნაურა სიტუაცია და მაინც არაფერი მიკითხავს..შემდეგ დღემდე..ასინათი რომ არ ადგა მივხვდი რაღაცაში იყო საქმე..
-დედა რა ხდება..სერიოზულად მიპასუხე..ეს პერიოდი ზედაპირულად გამჩნევთ, რომ უცნაურად იქცეოდით, თუმცა გუშინ და დღეს საგრძნობლად ვხდავ რაღაც ხდება..
-ბებიას სძინავს, მოდი გარეთ გავიაროთ..
-კარგი..აბა ახლა მაინც მითხარი უკვე მაშინებ..
-დეე დედაჩემის სიტყვებს გადავდივარ ახლა, თუმცა ვიცი მერე ვინანებდი..მაპატიე შორიდან ვერ შევძელი თქმა..მინდა საკუთარი თავი აიყვანო ხელში და გაიაზრო რასაც გეტყვი..
-მაშინებ..
-ბებია ავადაა..გუშნ ექიმთან ვიყავით..გადასამოწმებლად..იტალიაშიც მყავდა თუმცა აქ მაინც მივედით ბებიაშენეს აქაურობა ეიმედებოდა.. ნაცნობი ექიმების გამო..
-რა ხდება..
-სიმსიმვნის ბოლო სტადია აღმოაჩნდა..საქმე იმაზე ცუდად ყოფილა ვიდრე გვეგონა..ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი დეე..ამას რომ ვამბობ გული მეხლიჩება..
-რას ნიშნავს ცოტა აქვს დარჩენილი..მითხარი რომ ბოროტად მეხუმრები..
-ნეტავ..ნეტავ სახუმაროდ გვქონდეს საქმე..
-არ..არა..არა..არ მინდა დავიჯერო..-გვერდიდან მიმიხუტა..
-ვიცი რაა რთულია..შენი ბებიაა ჩემი დედა..მან გამაჩნა..შენც გაგზარდა და მეც..შენზე უდიდესი ამაგი აქვს..ის რომარ მყოლოდა არ ვიცი რას გავაკეთებდი..
-და ახლა..ახლა რომ აღარ გვეყოლება რას ვიზამთ..
-ამაზე ვერ ვფიქრობ..
-რამდენი დარჩა..
-იქაც და აქაც დაახლოებით ერთი თვე გვითხრეს..
-კი მაგრამ საერთოდ არ გამოიყურება..
-ცუდი სიტყვაა ახლა მაგრამ შესაბამისად..?-თავი დავუქნიე..
-გვიან გაიგო..როგორც მითხრა სიბერეს აბრალებდა რა სიმპტომებიც ჰქონდა..ხომ იცი ექიმთან წასვლა არასდროს უყვარდა..სანამ უკიდურესი მდგომარეობა არ შეექმნა არ მივიდა.. რომ ჩამოვიდა ძალით წავიყვანე..თითქოს დროს გვაძლევდნენ..ბოლოს რომ მივედით საგრძნობლადაა პროცესი დაჩქარებულიო..თაიას და ანდრიას დავუკავშირდით და ყველა დაგვეხმარა ჩამოსვლაში..
-ამიტომაა სუსტად არაა..
-ასეა..
-არ შემიძლია..არ მინდა ამ ყველაფრის გადატანა..
-ვიცი დეე..არც მე მინდა..სხვა გზა არაა..მოწყენილი არ დაენახო, ძალიან გთხოვ..ამიტომარ უნდოდა თქმა..მე ვერ მოვითმინე..
-სწორად მოიქეცი..-შინაგანად ვინგრეოდი და ვერც ავტირიდი..ამის ძლიერი სურვილის მიუხედავად..არ მინდოდა გააზრება..არ მინდოდა გადატანა..ჩემი და ბებიას მოგონებები ბავშობიდან..ყველაფერი ამომიტივტივდა..შიშმა მთლიანად მომიცვა..-უნდა ვუთხარ დამალვას ვერ შევძლებ..
-ოღონდ დღეს არა..ძალიან განიცდის..
-კარგი, დღეს არა..
. . .
-დებორა..
-გისმენ ბეე..
-რა სახე გაქვს..
-რა სახე მაქვს..
-ვერ მოითმინდა არაა დედაშენმა და ჩაგიკაკლა ყველაფერი..
-უნდა სცოდნოდა..
-მაშინდელივით არ დაიწყო ჩემზე ზრუნვა, თორემ არ ვიცი რას გიზავ..
-ვერ შეგპირდები..
-მომისმინე..მე შევეგუე..გავითავისე..განა ახლა არ მეძნელება, თუმცა ვიცი სხვა გზა არაა.. ყურადღებით მომისმინეთ ორივემ..მიგლოვეთ იტირეთ..როგორც გინდათ ისე მოიქეცით, თუმცა ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს..ჩემს მაგივრად იცხოვრეთ ორივემ..ბევრი იცინეთ..იმოგზაურეთ..გემრელი კერძები გასინჯეთ..ცხოვრება ჩემით არ სრულდება..თქვენთვის საშინლად ჟღერს, მაგრამ მე ასე ვთვლი..დეპრესია არ გამაგნოთ..რაც შეიძლება მალე გააგრძელეთ ცხოვრება.. სანამ გახსოვართ..ორივეს..მე არ მოვკვდები..გამიხსენეთ ხოლმე მაგრამ ღიმილით და არა ცრემლებით.. კარგი შვილი გავზარდე და კარგი შვილიშვილის აღზრდაში მივიღე მონაწილეობა..ჩემი ნაწილი გაქვთ ორივეს და ეს გახსოვდეთ..თქვენი ბედნიერების მეტი არაფერი მდომებია..როცა აღარ ვიქნები გახსოვდეთ რომ სხვებს არ უსმინოთ და საკუთარ თავს უთხარით, რომ მე არ მენდომებოდა თქვენი ცუდად ყოფნა..
-ბეე
-ჯერ აქ ვარ, რა გატირებს გოგო..
-ძალიან მიყვარხარ..ძალიან..
-მეც მიყავრხართ ორივე ბეე..-ორივეს გვანიშნა მის გვერდით დავმჯარიყავით..და მიგვიხუტა..-ყველაფერი კარგად იქნება.. ჩემო გოგონებო..
. . .
მომიწია დამეჯერებინა მოცემულობა..ვეცადეთ დრო მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.. რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია დროს..სიტყვები უბრალო სიტყვებად რჩება სანამ იმდენად დიდ მნიშვნელობას არ შეიძენს რომ გულს დაგისერავს..
ივნისის ბოლო კვირაც დადგა..მთხოვა ჩემი მეგობრები ჩამოსულიყვნენ..
ადგომაც უჭირს ისეა..ეტყობა როგრი გამოფიტულია..აქამდე არ მითქვამს და ძლივს გავანდე მათ ჩემს გარშემო კიდევ ერთი დატრიალებული უბედურება..
იგივე შოკი მიიღეს რაც მე..თუმცა ალბათ ჩემზე ფიქრში უფრო ძლიერებიც ჩანდნენ..
. . .
-ბავშვებო..დებორა გეტყოდათ ყველაფერს..
-დიახ..
-ამდენი წელია გიყურებთ..ისე მიგიღეთ როგორც ჩემი შვილიშვილები..ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ.. ზუსტადაც იმიტომ რომ ჩემი გოგო გიყვართ..დრო იმაზე მალე გავა ვიდრე გგონიათ..დააფასეთ ეს მეგობრობა და არ დაკარგოთ..თუ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი..ეცადეთ ერთად იდგეთ..თუ არადა ისე ჩამოგშორდება ყველაზე ახლო მეგობარი მერე გაიაზრებ და სანანებელი გექნება..მეტს არაფერეს გთხოვთ..ერთმანეთს გაუფრთხილდით,
პატივი ეცით და გიყვარდეთ..
. . .
ყველაფერი იმაზე სწრაფად მოხდა ვიდრე მეგნა..სულ ერთი წამი და ბებია აღარ მყავდა..ისე ჩაიარა პანაშვიდმა და დაკრძალვამ არ მახოსვს..არ ვიცი როგორაა შესაძლებელი თუმცა არ მახსოვს..
რამდენიმე დღე გავიდა და ყოველჯერზე როდესაც სახლში მივდივარ მგონია რომ იქ დამხვდება..ისეთ გემრიელობებს გამიკეთებს როგორც სჩევია და მწვანე ჩაის დავლევთ ერთად.. იმედგაცრუება იმაზე მწარე აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე ვფიქრობთ..მგონია ახლა ნაკლებად მეტკინებატქო და საშინლად ვცდებოდი..
ბავშვები მიმოსვლაში არიან..დიდი ხანი მოუწიათ აქ ყოფნა, შემდეგ საქმე რომ აღარ იცდის მიდან და მალევე ბრუნდებიან..ვგრძნობ ისინი ჩემს გვერდით არიან ..
სანაპიროზე ყოფნა მეხმარება..ოდნავ უკეთ ვგრძნობ თავს..ტალღაც მიაქვს დარდი თუმცა ძალიან მცირე დროით..შემდეგ უკან მიბრუნდება..
-დედაშენმა მითხრა აქ იქნებოდი..
-დემნა.. არ გელოდი..
-როგორ ხარ..
-როგორც შესაძლებელია ახლა ვიყო..
-მესმის რამდენად რთულია..-ვცდილობ თავი შევიკავო ტირილისგან..თუმცა მოწოლილი ბურთი ამის საშუალებას არ მაძლევს და თავისით წამოსულ ცრემლებს მალევე ვიწმენდ..-ასე არ შეიძლება..შენს თავს მიეცი დრო გამოჯანმრთელდეს..თავი არ უნდა შეიკავო.. უარესად იგრძნობ თავს..
-ხანდახან ვფიქრობ რომ ვეღარ გავუძლებ..ხანდახან მგონია რომ ჩემი ერთ-ერთი კოშმარებიდან ყველაზე საშინელში მოვხვდი, თუმცა ვერ ვიღვიძებ..-ცრემლებმა გაუჩრებელად დაიწყეს დინება..ვერ ვაჩერებდი და მალევე აღარც მქონდა მცდელობა გამეჩერებინა..
-ასე უკეთესია..იტირე ეს დაგეხმარება..დაიცლები..-ჩავიკეცე..უფრო საშინლად ამიტყდა ტირილი..რაც აქამდე არ მიტირია თითქოს ერთიანად ვინაზღაურებ..დემნა მალევე დაიხარა თმები გადამიწია..
-დემნა ის აღარაა.. მეგონა რადგან ცოტა ადრე გავიგე გამიმარტივდებოდა..მაგრამ ძალიან მტკივა..იმაზე რთულია ვიდრე წარმომედგინა..
-არ აქვს მნიშვნელობა როდის გაიგე..სიკვდილი სიკვდილია..საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივიილი არ იცვლება..-თითქოს ვარიდებდი თავს თვალებში შემეხდა, ბოლოს მაინც გავხედე..როგორ შეიძლება ერთ მზერაში ყველაფერი ჩაატიოს ადამიანმა..ალბათ ამ მზერამ მიბიძგა ჩავხუტებოდი..არ მეგონა ზღვაზე მეტად დემნა თუ შეძლებდა ჩემს დამშვიდებას..
. . .
-დეე ეს რა კონვერტებია..
-გაიგებ დეე..
-ბავშვებო თქვენს ყურადღება ვითხოვ..
-რამე მოხდა..?
-ამ კონვერტებში წერილებია..თითოეულისთვის ინდივიდუალური..
-ბებიასგან..?
-ბებიასგან..მისთვის მნიშვნელოვანი იყო მაშინ წაგეკითხათ როდესაც ცოცხალი აღარ იქნებოდა.. არ ვიცი რა წერია..მაგრამ ზუსტად ვიცი ის სიტყვებია ჩაწერილი, რომელიც სულ უნდა გახსოვდეთ..
. . .
“ბეე.. ჩემო სიხარულო..არაერთხელ მითქვამს როგორ მოყვარხარ..ბოლოს კიდევ მინდა ცოტა გელაპარაკო.. როცა დედაშენი აქ არ იყო მე მყავდი ჩაბარებული..რაც სწორად მიმაჩნდა რაც მეგონა შენთვის უკეთესი იქნებოდა იმას ვაკეთებდი..იმედია გამოუსწორებელი შეცდომები არ დამიშვია..თუ ვცდები მაპატიე..
შენი სახელის მნიშვნელობაზე აქამდე გვილაპარაკია და შეგახსენებ..ყოველთვის ამართლებდი და დარწმუნებული ვარ კიდეც გაამართლებ..გახსოვდეს რომ მომავალში მიღწეული წარმატებები შეიძლება ვერ ვნახო, თუმცა ვამაყობ..შენ არ გჯერა და ჩემს წარმოსახვაში ყველაფერი ნათლად ჩანს.. მაინც მინდა მიგულო შენთვის მნიშვნელოვან დღეებზე, შენს გულში..
ვიცი რთულია მაგრამ როგორც უკვე გითხარი შენი დანახვა ბედნიერი გამიხარდებოდა..გააკეთე რასაც საჭირდ ჩათვლი, რომ ბედნიერი იყო..
დედაშენს გაუფრთხილდი..ჩემთვის ორივე ძირფასები ხართ..( გარკვეული ნაწილის გაზიარება თქვენთვის არ შემიძლია..)
მიყვარხარ ბეე..ჩემო სიცოცხლე, რადგან გთხოვე ჩემს მაგივრადაც გეცხოვრა ორმაგად ბედნიერად მოგიწევს ყოფნა..
არც კი ვიცი რამდენი ხანი ვტიროდი..ისიც ვერ გავიგე როდის ჩამეძინა..ამხელა მხარდაჭერის მიუხედავად საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი..სულ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო..
. . .
-დეე რადგან არავინაა რაღაცაზე მინდა გელაპარაკო..
-რა მოხდა..პირველ რიგში ის, რომ ბებიამ ეს სახლი შენ დაგიტოვა..თავად თქვა რომ განხილვას არ ექვემდებარება და როგორც გინდა ისე უნდა გამოიყენო..
-ამაზე არც მიფიქრია..
-მისი დიდი სურვილი იყო აქაურობა შენი ყოფილიყო..მეორე იტალიაში მინდა დაბრუნება..
-შენი მესმის აქ ყოფნა რთულია..
-შენთან ერთად დეე..
-ჩემთან ერთად..?
-ვფიქრობ მოგიხდება ცოტახანი აქედან წასვლა..ამდენი რამ გადაიტანე ბებიას დაკარგვასთან ერთად..მოიფიქრე რაა ძალიან გთხოვ..
-ფიქრი არ მჭირდება..წამოვალ..
-მართლა..?
-მართლა..აქაურობას მივხედოთ და თბილისიდან გავფრინდეთ..იქ სახლი უნდა დავკეტო და მოკლედ საქმები დამრჩა..
-კარგი დეე როგორც გინდა ისე გავაკეთოთ..
. . .
ყველაფერი მოვაწესრიგე რაც მინდოდა..ბოლოს კიდევ ერთი შეკრებისთვის გადავწყვიტე მემასპინძლა..
-ბავშვებო..სანამ დავიშლებით, რაღაც უნდა იცოდეთ..
-მეტ ამბავს ვეღრ გადავიტან..
-იტალიაშ მივდივარ, დედასთან ერთად..
-რაა..მართლა..?
-რადენი ხნით..
-ზუსტად არ ვიცი..
-როგორც შენთვის იქნება კარგი დებ ისე მოიქეცი..-ვეცადე გამეღიმა..
-დარწმუნებული ვარ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი..
-იმედია..-ყველა მაგულიანებს რაღაცს მეუბნება დემნას გარდა..
-როდის მიდიხარ..
-ზეგ შუადღისით..
-ასე მალე..?
-ასე გამოვიდა..მეგობრებეო..ყველაფრისთვის მადლობა.. ისეთი მადლიერი ვარ თანადგომისთვის და თქვენი სიყვარულისთვის..
-რას ამბობ..სალაპარაკო არაფერია..
-კარგი გავაატროთ დარჩენილი დრო ხალისიანად სახეები ნუ ჩამოგტირით..-მაინც ვეცადეთ ეს დღე კარაგად დასრულებულიყო და ასეც მოხდა..რამხელა სიმდიდრეა ნამდვილი მეგობრები როცა გყავს..
. . .
მეორე დღეს ზარმა გამაღვიძა..
-გისმენთ..
-დებ გცალია..?
-ანდრია..კიი რა მოხდა..?
-შენთან სალაპარაკო მაქვს..
-კიბატონო..
-თავსატეხში წავიდეთ..
-კარგი ახლავე გამოვალ..
. . .
-აბა მშვიდობაა..
-მაგას ვნახავთ..
-რა ხდება ..
-დებ მთელი ეს დრო რაც ვმეგობრობთ..შეიძლება იმდენად ვერ გამომიხატია, რამდენადაც საჭირო იყო, თუმცა დაზე ნაკლებად არ გთვლიდი..შენთვის ის მინდა რასაც შენ ჩათვლი საუკეთესოდ.. ვიცი არც ისე მარტივი გზა გაიარე.. ბოლო პერიოდი მარტივი გადასალახი ნამდვილად არ ყოფილა.. იმის თქმა მინდა, რომ რასაც გეტყვი ცუდად არ მიიღო.. არა პასუხი არ მინდა..ერთადერთი რასაც შენგან ვითხოვ დაფიქრებაა..მოკლედ გაკვირდებოდით შენ და ჩემს ძმას.. გულის სიღრმეში ვგრძნობდი რაღაც რიგზე არ იყო, თუმცა როცა გიყურებდით..ეჭვები მიქარწყლდებოდა.. ისე უყურებდით ერთმანეთს ისე ექცეოდით.. ამას ვერ ითამაშებ დებორა.. ორ ადამიანს ეს ან აქვს ან არა.. მე ჩემი თვალიდან დანახულს გიყვები და არაფერს ვამტკიცებ.. საბოლოოდ რისი თქმაც მინდა ისაა, რომ თუ რამეს გრძნობ..ოდანვ მაინც..უარი არ თქვა.. მე ვიცი როგორი ბედნიერები შეიძლება იყოთ ერთად..ამას ვხედავდი ამდენი წლის განმავლობაში.. უბრალოდ თქვენ პირადში ჩარევა ზედმეტი იქნებოდა ჩემი მხრიდან..
-ამას მე რატომ მეუბნები..
-მას შენთვის საუკეთესო უნდა..თუ თვლის რომ წასვლა შენთვის საუკეთესო რამაა სიტყვას არ გეტყვის.. დარჩენას არავითარ შემთხვევაშ არ გთხოვს და ამას არც მე გთხოვ.. დიდი ხანი ამის თქმას ვერ მოვახერხებ და ამიტომ გადავწყვიტე ახლა სწორი დრო იყო.. როცა წასული იქნები ამაზე იფიქრე.. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ.. სინანული არ თქმული სიტყვებია..
. . .
დილიდან ჩაბარგებაში ვარ..ვითომ ჩალაგებული მქონდა და მაინც აქეთ-იქით სირბილში ვარ..
-დეე სტუმარი გყავს..
-ბავშვების მოსვლამდე ჯერ ადრეა.. ვინაა..?
-მოდი და ნახე აუცილეებლია ყვირილით ვილაპარაკოთ..?
-კარგი მოვდივარ..დემნა..? აქ..
-რას ვაკეთებ..? აეროპორტში ყველას თვალწინ ლაპარაკს აქ არ გირჩევნია..?
-კი მაგრამ..სალაპარაკო გვაქვს..?
-გვაქვს..წამოდი გარეთ გავიდეთ..
-კარგი..აბა გისმენ..
-ბოლო პერიოდი..რამდენიმე თვე გასაგები მიზეზების გამო ჩახლართული ურთიერთობა გვქონდა და მინდა ამაზე ვილაპარაკოთ.. აქამდეც დაგელაპარაკებოდი თუმცა არ მეგონა ესე ნაუცბათევად თუ მოიფიქრებდი წასვლას თან..არც ისე სახარბელო სიტუაციაში..
-არ მესმის..
-დღემდე ვფიქრობ რა გავაიარეთ და არ მჯერა..ზედმეტად უცნაურად აეწყო ყველაფერი..
-მართალია.. ახლა რმ ვფიქრობ სხვანაირად მოვიქცეოდი..ყველაფერმა ჩაიარა და მარტივისათქმელია, თუმცა მაშინ სანამ ბათუმში წავიდოდი მეგონა ერთადერთი გამოსავალი იყო.. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და საშინელი ფიქრები მჭამდა.. გვიან გავიაზრე ბათუმშიც რომ არ გაუჭრდებოდა ჩემი მოგნება..თან როგორც აღმოჩნდა თანაშემწეზე მეტი შესძლებია და თავის მდგომარეობას ცუდად იყენებდა..მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მეგონა თუ გაგეცლებოდით.. განსაკუთრებით შენ..ყველაფერი მოგვარდებოდა..
-მაგრამ გაუარესდა..ვგრძნობდი რომ მშორდებოდი თუმცა ვამბობდი რომ მეჩვენებოდა..შემდეგ ის დღე როდესაც ვიჩხუბეთ..ძალიან გავბრაზდი ვფიქრობდი შენზე, შემდეგ მივხვდი საკუთარ თავზე.. როცა ჩემი წილი შეცდომა გავიაზრე გვიანი იყო..
-დემნა ჩვენი სიძულვილის ფაზა გარკვეულწილად ჩვენი მეგობრობის ფაზაშიც არ იყო ნაკლებად თუნდაც ხუმრობით.. საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ ვერ გიტანდი და შენგანაც იგივე უნდა მიმეღო..აღარ მინდა ეს ფარსი გაგრძელდეს..არ მინდა ერთმანეთზე ცუდი მოგონებებით დავიშალოთ..
-ასე არც იქნება..
-მეგობრები..?
-მეგობრები..
. . .
-ჩვენი წასვლის დროა..კარგით რაა ნუ დამტირით.. ჩამოვალ რამდენიმე წელში მაინც..-გამეცინა
-როგორ გაგვამხნევე..
-გამიჭირდება ოთახის მეზობლის გარეშე..
-ასევე..მოკლედ მეგობრებო დამშვიდობების დროა..
-ნახვამდის ბავშვებო..გამიხარდა თქვენი ნახვა..-თქვა დედამ და ყველას თბილი მზერით გადახედა..
-ჩვენც ასევე..
-სხვა დროს კარგი მიზეზით შევიკრიბოთ..დეე ჯერ მე ავალ და ამოდი მალე..
-კარგი მიდი..აბაა..-ყველას დავემშვიდობე და წავიდნენ..დემნა დარჩა..წიგნი გამომიწოდა, რომლის სახელის წაკითხვა ვერ მოვასწარი..სამაგიეროდ ვერ მოვითმინე და პირველი გვერდი იქვე გადავშალე..ვიცი ცარიელს არ დატოვებდა..დაწერილი ხმამაღლა გავაჟღერე..
-ოდესმე..?
-ოდესმე..-მიპასუხა დემნამ..
Too Good At Goodbyes - Sam Smith????
. . .
მგზავრობა როგორც ყოველთვის დამღლელი იყო..გაუბედაობის მომენტი მქონდა თუ უბრალოდ მზად არ გახლდით ვერ გეტყვით, თუმცა წიგნი ჩანთაში ჩავდე და აღრაც ამომიღია..ზოგადად აუცილებლად მიმაქვს მგზავრობისას თან 6 საათიან ფრენას ხომ არ ეხუმრები..რატომღაც ეს ფრენა გამონაკლისი აღმოჩნდა მიუხედავდ იმისა რომ წიგნი მქონდა..
ეს პროცედურები ცალკე მოსაცმელი და დამატებით ყველა ნივთი რომ უნდა დააგდო დასასკანირებლად.. პირდაპირი რეისი თუ არაა ვკვდები ჩვეულებრივად..
მოკლედ დამღლელეი დეტალები რომ გამოვტოვო 6 საათი გადავაგორეთ..რა თქმა უნდა, დახვედრით არავინ დაგვხვედრია..ბარგიბარხანით გავეშურეთ სახლის გზაზე სადაც დედა ქირით ცხოვრობს.. ძალიან კი მეძვირა თუმცა ტაქსით..
მივედით..პირველ რიგშ ბარგისგან გავთავისუფლდი..
-როგორც იქნა..აქ ვართ..
-ძალიან დაღლილი ვარ..მოვწესრიგდები და უნდა დავიძნო..
-მიდი მეც მინდა მოვწესრიგდე და საღამოს გავიდეთ პროდუქტებზე..
-კაი დეე..
. . .
ყოველთვის როცა სადმე მივდივარ თითქოს მოსწრებაზე ვარ.. ეს ვნახო.. იქ წავიდე და მსგავსი აზრებით თავს ვისტრესავ.. ახლა კი ცოტა უცნაური შეგრძნებაა უკან დაასაბრუნებელი ბილეთი რომ არ მაქვს..და კაცმა არ იცის როდის ავიღებ..
პირველი დღეები შეგუება იყო.. ყველაფერთან.. შემდეგ გამიმარტივდა.. მივხვდი საჭიროც კი ყოფილა რომ წამოვედი.. უფრო მეტად მომეცა საშუალება საკუთარ თავში გავრკვეულიყავი..წარსული სწორად გამეაზრებინა, რომ რეალობაში აღარ შეეშალა ხელი.. იმის მაგივრად რომ ფურცელი უბრალოდ დამეკუჭა და ისე გადამეგდო..ისე მინდოდა დამეკეცა, რომ აღარ შვეწუხებინე..
ბებიას სიტყვებს ვახსენებდით მე და დედა ერთმანეთს, რომ არ შეიძლებდა ასეთი ჩაკეტილობა..როგორც ასინათი გახვეწნინებდა გარეთ გასვლასზე ისე უნდა გავაკეთო მეცთქო ვეხუმრებოდი..
იცით წარსულში როდესაც გზის გადაკვეთა მარტო მინდოდა და ამ დროს დედა შემაშველებდა ხელს ან რაიმეს მეტყოდა და მე შემეტყობოდა რომ არ მესიამოვნა სულ მეუბნებიდა.. ბებიაშენი დღემდე მარიგებს და ეს დარიგება მიხარიაო..სიხარულით უნდა უსმინო როგორ ზრუნავს ადამიანი შენზე სანამ შესაძლებელიაო..ვერ ვწვდებოდი ამ აზრს დღემდე.. ახლა როცა სადმე წავალთ..პროტესტის გრძნობა აღარ მიჩნდება დედის დარიგებაზე.. უფრო ვიტყოდი.. ვაფასებ..
სევდა და ფიქრები როცა შემომიტევდა საკუთარი თავის გახალისებას კი არ ვცდილობდი..არამედ დედის..როცა დედას რაღაცაზე გაეცინებოდა..საკუთარი თავით ვიყავი კმაყოფილი..ისე გამოვიდა რომ მე და დედა ერთმანეთს ვეხმარებოდით ამ ტკივილის გადატანაში..
ასე დასრულდა ზაფხულიც..გარეგნულად დიდად ვერ ვიგრძენი ამინდის ცვლილება...შინაგანად კი მივხვდი დრო იყო წერას დავბრუნებოდი..არ მოგესმათ..წერას..
წარსულში..ღრმა ბავშობიდან ვწერ, მაგრამ არავის ვაკითებდი ბებიის გარდა..ძალიან მიწონებდა, მეუბნეობდა უკეთესად შეგიძლია ამისთვის კი ბევრი უნდა იკითხოვო..მე კითხვაც მიყვარდა და პირიქით გამხარდა ასეთი რჩევა.. ბოლოს არ ვიცი რამ განაპირობა წერა შევწყვიტე..დიდი ხანი ვიყავი წერის გარეშე შემდეგ სკოლის დასასრულს განვაახლე…მხოლოდ ჩემთვის.. სამწუხაროდ ხშირად ვიწყებდი და ვერ ვამთავრებდი..ან აღარ მომწონდა იდეა..მოკლედ სულ მქონდა მიზეზი რომ არ დამემთავრებინა..
ასე გრძელდებოდა მანამ სანამ უნივერსიტეტში კონკურსში არ მივიღე მონაწილეობა და პატარა მოთხრობა დავწერე..რეალურად წიგნი, რომლის დაწერაზე ასე ვოცნებობდი..არ არსებობს..
იცით რატომ მომინდა წერის განახლება..? მინდა ყველაფერი დავწერო რაც მაწუხებდა..მაწუხებს.. ჩემი განცდების..მონატრების..ყველაფრის დატევა მინდა ფარატინა ფურცლებზე..უკაცრავად თუ ჩამეძიებით, ფურცლებზე არარ გამოდის..
ამიტომაც დავიწყე..სულ თავიდან.. დედაჩემის ლეპტობის გამოყენება მიწევდა..ვწერდი ზოგჯერ საათობით ზოგერ რამოდნიმე დღე ისე აუყვებოდა ერთი სიტყვა არ მომდიოდა თავშ როგორ უნდა გამეგრძელებინა..
ამ დროს მე და დედა ხშირად ნაცნობ ადგილებს ვნახულობდით..
ვლაპარაკობდით..დრო კი გადიოდა..მე ვწერდი..ისევ ვწერდი..დედამ მუშაობა განაახლა და დღის ნახევარი მარტოს მიწევდა ყოფნა..ამიტომაც ან რაიმეს ვკითხულობდი ან ვუყურებდი.. უმეტესად კი ვწერდი..როგორ შეიძლება ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე მეწერა არ ვიცი თუმცა ასე გამოდიოდა..
ასე გავიდა კიდეც რამოდინიმე თვე.. აპრილი როგორ მოვიდა დანამვილებით შემიძლია გითხრათ ვერე გავიგე..
არ ვიცი სად მეჩქარებოდა თუმცა ღამეებს ვათენებდი ნაწერის გასწორებაში.. არადა წერას სიჩქარე არ უყვარს..სინამდვილეში არაფერს უყვარს სიჩქარე თუ გვინდა კარგი გამოვიდეს..
არ ვიცი ამხელა გამბედაობა საიდან თუმცა რამოდენიმე გამომცემლობას პირველი ორი თავი გადავაგზავნე ელექტრონულად.. მათ შორის იმ გამომცემლობას, რომ შემომთავაზა რაიმე სერიოზულზე თუ იმუშავებ სიამოვნებით გავეცნობიო... მაინტერესებს პასუხი მაგრამ თან მინდა არ ნახონ.. მას შემდეგ რაც გაგზავნას დავაჭირე ოთახიდან გავედი მისაღებში..ისე თითქოს რაიმე სამარცხვინო გამეკეთებინოს..მალევე მივხვდი ზედმეტად ბავშური საქციელი იყო,თავი კი იმით ვიმართლე ასე მალე რას გაეცნობოდნენთქო.. ვეღარ მოვითმინე და ბოლოს ნელი ნაბიჯებით დავბრუნდი ოთახში..ასე ოცი წუთიც არ იქნებოდა გასული..გამიკვირდა მესიჯი რომ დამხვდა..”დამირეკე როგორც კი შეძლებ”.. იმ კაცისაგნ ასე მალე მესიჯს არ ველოდი..ვიფიქრე კი აქვს ადრე შემოთავაზებული, თუმცა ასე რატომ მოვწონვარ ვერ გამირკვევია.. რა თქმა უნდა მაშინვე დავრეკე..
-გამარჯობა..
-გამარჯობა დებორა..როგორ ხარ..
-მადლობა თავად..?
-კარგად..შენი შეტყობინება გასაკვირი იყო..
-თუმცა..
-თუმცა ნაწერით მოხიბლული ვარ..ნამუშევარი დასრულებულია..?
-დიახ..
-რამდენი გვერდია..
-თითქმის 300..
-გასაგებია..გადმომიგზავნე..ანუ დაბეჭდვას აპირებ..?
-დიახ..რაც შეიძლება მალე..
-მე გადავხედავ, მანამდე ყდის დიზაინზე თუ გაქვს ნაფიქრი..?
-როგორც ვიცი გყავთ ადიმიანები, რომლებიც ჩემს დახმეარბას შეძლებენ..
-რა საკვირვლია..მოდი მე წავიკითხავ და ზუსტად გეტყვი ვინ შეძლებს შენ დამხარებას..
-რამდენხანში შეძლებთ..
-დაკავებული ვარ თუმცა მოვახერხებ რამდენადაც სწრაფად შევძლებ..4 დღე მაქსიმუმ..
-კარგით დაგელოდებით..
-ნახვამდის..
. . .
-დეე რამ ჩაგაფიქრა..მოხდა რამე..?
-გახსოვს რომ გეუბნეონბოდი წერა დავიწყეთქო..
-რა თქმა უნდა..ბოლობოლო თვალები არ მაქვს..? კარგი მერე..
-ერთ გამომცემლობას გადავუგზავნე.. შეიძლება რამე გამოვიდეს..
-შეიძლება არა აუცილებად გამოვა.. შენ ღამეებს ათენებ.. რამდენჯერ შემოვსულვარ ოთახში და ვერ შეგიმჩნევივარ ისე იყავი წერაში გართული..
-ვნახოთ..
-დეე შენ ყველაფერი გამოგივა თუ მოინდომე.. ახლა რომც ისე არ წავიდეს როგორც შენ გინდა, სხვა გზას მოძებნი..- კიდევ დიდი ხანი გავაგრძელებდით სიჩუმეში ყოფნას ტელეფონზე ხმა, რომ არ გამეგო..
-მალე მოვალ..გისმენთ..
-გამარჯობა..ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ..?
-არა რას ამბობთ..
-მოკლედ იმედია არ დავაგვიანე..თქვენი წიგნი წავიკითხე..რა თქმა უნდა, კიდევ მინდა დამატებითი დეტალების გავლა..შესწორებები და ასე შემდეგ, თუმცა მთლიანობაში ძალიან მომეწონა.
-მართლა..?
-დიახ..თუ დეტალებზე შევჯერდებით, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან..
-კიბატონო გავისაუბროთ რისი დაზუსტება გსურთ..
-სახელში დარწმუნებული ხართ?
. . .
ვიცოდი რომ ადვილი არ იყო და მაინც,ასეთი რთულიც არ მეგონა.. ყოველი შემთხვევისთვის.. რედაქტორს გადავუგზავნეთ..ისეთი რაღაც შეიძლება გამოგეპაროს აუცილებელიც კია გადამოწმება.. დავიწყეთ ყდაზე მუშაობა.. რთული იმ კუთხით არის, გადაწყვიტო შენს წიგნს რითი გაიცნობენ..რომ ყდამ თავად უნდა მოყვეს პატარა ისტორია..შეჯამება..რითაც მკითხველს ეტყვის რომ ძებნა შეწყვიტოს და აუცილებლად დაინტერესოს..
მოკლედ მრავალი დეტალის შეთანხმების შემდეგ..მაგალითად რამდენი პროცენთი ეკუთვნით მათ გაყიდვებიდან და ასე შემდეგ.. როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და ჩემი წიგნი..არც კი მჯერა ამის თქმის საშუალება, რომ მაქვს..ჩემი წიგნი გაყიდვებში ჩაეშვა..
დედის გარდა არავისთვის მითქვას..გარკვეულწილად სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა.. ნაწილობრივ ვერ გავბედე..
მას შემდეგ რაც გარკვეული ტირაჟი გამოვიდა..შემდეგ დაანონსდა, რომ იცით რაა ესეთი წიგნია.. ასეთი შინაარსის მატარებელი და შეგიძლიათ შეძენაო.. ამ პერიოდში ხელების კანკალი არ გამნელებია..
მალევე სამეგობროს წევრებისგან მივიღე შეტყობინება და შემდგ ერთობლივი ზარი..(დემნას გარდა) აქ იყავი მაშინ არაფერი გაგვიგია, იტალიაში მყოფმა კი წიგის გამოცემა როგორ მოახერხეო.. ყველაზე მეტად მათგან გამიხარდა მოლოცვები.. ვგრძნობდი რეალურად რომ იზიარებდნენ ჩემს სიხარულს..
აი მაინც დამწყდა გული დემნას რომ სიტყვა არ დასცდენია..
რამოდენიმე დღე გავიდა და არაფერი ისმის.. მას შემდეგ რაც გამომაცილა სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და სანამ სასწაულ ფიქრებში გადავიდოდა ჩემი გონება აქვე ვეცადე გაჩერებულიყო..
მოლოცვის შემდეგ კი თაიასგან მივიღე კიდევ ერთი ზარი..
-დებიი შენ არ იცი აქ რა აბებია..
-რა მოხდა..
-სასწაული სისწრფით იყიდება შენი წიგნი..ამას წინათ სხვისთვის მინდოდა მეყიდა და აღარ იყო.. მოკლედ არ ვიცი რაა..
-ტალღა რომ გადაივლის მერეა მთავარი..
-მგონი ადგილები გავცავალეთ და ახლა მე ვარ პოზიტიური..ჯერ სად ფიქრობ დაო, დატკბი ამ მომენტით..
-ვეცდები..მადლობა ზარისთვის..
-შორეული ნაცნობი ვარ თუ..მადლობას რისთვის მიხდი..
. . .
დილიდან გასული დასათვალიერებლად მაინც დამიგვიანდა.. აი ახალა ის პერიოდია ბოლო წუთები რომაა და მოსაღამოვდება.. უკვე ნაცნობ ქუჩებში მივაბიჯებ.. ზოგს უკვე თავიდ დაკვრით ვესალმები და ამ დროს უცნაური გრძნობ დამეუფლა..თითქოს რაღაც მნიშნელოვანს ჩავუარე..ორი ნაბიჯი შემდეგ გავჩერდი..უკან მივიხედე და ეს რაღაც ვიღაც აღმოჩნდა..
-დემნა..აქ რას აკეთებ..? მშვიდობაა..?
-ომის გეშიოდეს..-ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა..- ცნობილი მწერლის დებორა დარასელიას ავტოგრაფი შეიძლება..?
-ეს რა..-ჩემი წიგნი რომ გამოაჩინა ვერ დავიჯერე..მაინც გამეცინა..-იცი რომ რეალურად ხელში არ მჭერია..?
-ჩემია..სამწუხაროდ ვერ გისახსოვრებ..
-როგორმე გადავიტან..
-წაიკითხე..?
-ჯერ გამოსული არ იყო..პირველი ეგზემპლარი ჩემი გახლდათ..
-რანაირად..
-ის გამომცემლობა რომელთანაც უკვე თანამშრომლობ.. შენი თავი მე გავაცანი..
-რაა..?
-ადრე შენი ნაწერები მივიტანე..
-დემნა..
-არ გაბრაზდე რაა.. მითხრეს რომ კარგი იყო, მაგრამ მუშაობა სჭრდებოდა და თან სრული ვერსია არ ჰქონდათ.. არ მახსოვს სახელი თუმცა წერა შეწყვიტე და დავრჩი ესე..
-მთლიანი ვერსია რომ გქონოდა გამოსცემდი..?
-შენი ახლანდელი გაბრაზების პერსპექტივის საფუძველზე ვიტყოდი რომა არა რას ამბობ..შენი ნებართვის გარეშეე..
-მასხარა ხარ..
-შენთან ერთად როცა ვარ, მეძალება ეს იუმორი..
-იცი დანარჩენმა გამომცემლობებმა..უარით გამისტუმრეს..
-ძალიანაც შემცდარან.. მგონი დაცვით მომიწევს შენი წაყვანა..
-ჩემს წაყვანას აპირებ..?
-ეს ისე სიტყვის მასალად..
-შენ სიტყვის მასალად არაფერს არ ამბობ.
-რამდენი ხანია არ მინახავხარ..შენი წაყვანის სურვილიც არ შეიძლება მქონდეს..?
-ახლა ხომ მხედავ..
-შემდეგ უარესად გავხდები..
-მერე რას ჩამოდიოდი..შეეჩვეოდი ჩემგან შორს ყოფნას..
-რამდენჯერმე ვცადე და არ გაამართლა..შენ რომ ბათუმიდან არ ჩამოსულიყავი მაშინ ალბათ მალევე მე ჩამოგაკითხავდი..
-საინტერესო სცენარის განვითარება იქნებოდა..ზედმეტად დიდი ხანი გავჩერდით..თან ხომ არ გვევლო..-თავი დამიქნია..სვლა გავაგრძელეთ-სერიოზულად ჩემამდე როგორ მოხვედი..
-დედაშენის დახმარებით..
-ახლა რას აპირებ..
-რამეს უნდა ვაპირებდე..?
-კითხვაზე კითხვით რომ მპასუხობენ არ მიყვარს..
-ვიცი..
-მაშინ მიპასუხე..
-მართლა არ ვიცი.. იმ წერტილამდე მოვედი სადაც ყოფნა ძალიან მინდოდა..მერე რა ხდება არ ვიცი..
-გასაგებია..თუმცა მალე მოგიწევს მოიფიქრო შენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება..-მისკენ გავიხედე..უკვე მიყურებდა თანაც ისე რამდენიმე წამი ვერ გავუძელი და ისევ წინ გავიხედე..-ასე ნუ მიყურებ..
-ჩველებრივად გიყურებ..
-საერთოდ ნუ მიყურებ მაშინ..
-აი ამ წამს..შეუძლებელს მთხოვ..
-რამდენი ხნით ხარ აქეთ..ან საერთოდ სად რჩები..
-სასტუმრო მაქვს დაჯავშნილი, არ იდარდო..
-კიდევ კარგი მითხარი, თორმე ვიდარდებდი..
-ისე როგორ ხარ..?
-როგორ ვარ..?
-რეალურად..
-ბევრად უკეთ..
-კარგია..
-იცი რაღაც გავიაზრე..როცა პრობლემას საკუთარ თავში ვკლავდი,
მანადგურებდა, მაგრამ შემდეგ რაც ბებია გარდაიცვალა..მიუხედავად იმისა რომ იმ პერიოდშც თავს საშინლად ვგრძნობდი.. საყვარელი ადამიანების გვერდით დგომის გამო ყველაფერი გაადვილდა..რა თქმა უნდა, ტკივილი შეუცვლელია..მაგრამ მაინც..
-საყვარელი ადამიანები ზუსტად იმისთვის არიან, რომ ერთმანეთს გადავალახინოთ..წინ წავწიოთ..დახმარების ხელი გავუწოდოთ..მხოლოდ ბედნიერების გაზიარება არ კმარა..თუ გინდა ვიღაცის ნამდვილი მეგობარი იყო ტკივილიც ისევე თანაბრად უნდა გაიზიარო..
-შენი დრო გავიდა..იმედია შენი სასტუმრო ახლოსაა, რადგან მე სახლში უნდა ავიდე..-შევბრუნდი თუმცა ნაბიჯის გადადგმა არ მეცალა ძლიერი ბიძგი რომ ვიგრძენი..ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ეს ყველაფერი შენელებული კადრი ყოფილიყოს..მალევე კი ისეთი სითბო ვგირძენი თვალები მიმელულა..
-არ ვიცი როგორ გავუძელი აქამდე..თითოეული გადმოდგმული ნაბიჯი მტკიოდა..სხვათაშორის ჩემი დრო ჯერ არ გასულა....თუ გინდა რომ ელემენტარული სუნთქვა და ნაბიჯების გადაგმა შევძლო.. კიდევ რამდენიმე წუთი უნდა მაცალო..
. . .
ჩქაროსნული მატარებელივით ჩაიქროლა რამდენიმე დღემ..რა მოხდა..? ვერ გეტყვით სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ აი ამ წამს როგორ ვიცინი ბოლო ხმაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემმა ძირფასმა ნაყინმა დემნას სახე დაამშვენა..ღიმილი ეპარეაბა..მაინც აუღიარებლად დგას და მელოდება როდის გავჩერდები..
-ასე არა..?- დავუქნიე თავი..
-ხომ არ გავიწყდება რომ მეც მიჭირავს ხელში მარწყვის უგემრიელესი ნაყინი..არ გინდა გასინჯო..?-ვითომდა შეუმჩნევლად უკან სვლით დავიწყე სიარული..-კარგი მცდელობაა..თუმცა არ გამოგივა..-ზედმეტად სწრაფად მოიახლოვდა და ნაყინი “დამაგემოვნებინა”..
-ეს რა..
-გემრიელია..?-ფართოდ გაეღიმა..
-გაგიმართლა, მარწყვი მიყვარს..
-დადებით განწყობას არ კარგავ და რამე..?
-საპასუხოდ ნაყინი არ მაქვს..-თითქოს გავბრაზდი, თუმცა რატომღაც მაინც მეცინება..ალბათ საკუთარ თავს დავცინი..
-რა გაეწყობა თეთრი დროშები ავაფრიალოთ..
-არასოდეს..იცოდე ეს დასასრული არ არის..
-მაშინ მალე მოგიწევს რამე მოიფიქრო..
-რატომ..
-მივდივარ..
-რა..?
-აი ახლა ნამდვილად დაგეწყო სახეზე ცვლილება..
-ნუ სულელობ..როდის..?
-არსებითი მნიშვნელობა აქვს..?
-დემნა..
-ხვალ დილით..
-კარგი..
-სერიოზულად ხელსახოცი არ მოგეპოვება..? დიდი ხანი ასე ვეღარ ვივლი..
-არა..-ახლა მართლა გავბრაზდი..მალევე როცა გავიაზრე, საერთოდ რასთანდაკავშრებით ვბრაზდები, ნერვები მეშლება და საკუთარ თავზეც ვბრაზდები..
. . .
-დეე..გულწრფელად შენ რას ფიქრობ..? მომავალშიც არ განიხილავ..?
-როგორ არა დეე..ზაფხულში..
-მანამდე..
-ვიცი რაც გინდა და გვერდიდან რატომ მივლი..?
-მე უბრალოდ..
-არა დეე..ჩემთან არ გჭრდება ესეთები..შენი მესმის, ისედაც მიკვირს ამდენი ხანი რომ გაჩერდი..-მიმიხუტა..-დასაკარგი დრო სად გვაქვს დედას სიცოცხლევ..ბედნიერები უნდა ვიყოთ..
. . .
ნეტავ გენახეთ რეები ჩავიდინე.. ის მაინც მოვახერხე ფრენაზე დამეგვიანა..ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გადავსებულ თვითმფრინავში კიდევ კარგი უბარგოდ შევედი.. დედას ვაგზავნინებ..
ნელა მივაბიჯებ განა იმიტომ რომ ჩემს ადგილს ვეძებ..მას ვეძებ..ისე რომ არ ვიცი მისი ადგილი.. თვითმფრინავიშ შუა ზოლს ოდნავ გავცდი როცა შევამჩნიე..ყურსასმენები უკეთია და თვალები დახუჭლი აქვს.. გამართლებაა მაშ რა არის, მის გვერდით ორი ადგილი თავისუფალი რომ აღმოჩნდა..მხარზე დავადე ხელი..ჯერ ყურსასმენი მოიხსნა და თვალები შემდგომ გაახილა..
-უკაცრავად ფანჯარასთან ადგილს ვერ დამითმობთ..?-წამით შეკრთა..თუმცა მართლა ადგა და ადგილი დამითმო..
-აქ რას აკეთებ..
-რასაც შენ.. საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას..
-ოჰ მართლა..? დებორა..
-საინტერესოა ჩემგან როგორ პასუხს ელოდები..
-საერთოდ როდის მოიფიქრე წამოსვლა..
-გუშინ ღამე..
-და ბილეთები მაინც იშოვე..?
-ვაიმე რა უნდა მოგიყვე.. როგორც ჩანს ზედმეტად გვიან მოვინდომე ბილეთები და ამბები ჰოდა..აეროპორტში მაინც მოვედი მეთქი რამე მოვიფიქრებ სხვას გავყვებითქო.. ამასობაში ერთი ტიპი გავიცანი.. მოკლედ იმან გააუქმა ჯავშანი, მე მისი ადგილი ავიღე და ახლა აქ ვარ..
-რაა.. როგორ დაარწმუნე..
-ეგ ცალკე დრამაა მოგიყვები დრო გვაქვს..
-ბარგი..?
-უბარგოდ ვარ..ახლა კიდე რამე მეთრიაა.. რას ამბობ, მაგის თავი მქონდა..? რას უსმენდი..? ყურსასმენები კი წამოვიღე, მაგრამ..
-ისე ნუ იქცევი თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა..
-რამე მოხდა და გამომრჩა..?-ჩაეცინა და თავი გააქნია..
-ასე გინდა..? ასე იყოს..
. . .
-როგორც იქნა..ისე დავიღალე..
-რამ დაგღალა..4 საათი გეძინა..
-მართლა..? არადა ფრენის დროს ვერ ვიძინებ ხოლმე..
-სახლში მიდიხარ..?
-სხვაგან სად წავალ..
-რა გაეწყობა..მაშინ წავედით..
. . .
დარჩენილი დღე არ ვიცი როგორ მოვახერხე თუმცა მთელი დღე მეძინა..რა თქმა უნდა, მოვწესრიგდი და ისე..სხვანაირად 5 წუთითაც ვერ გავძლებდი..შემდეგი დღე როცა გათენდა მივხვდი ისე ვეღარ მოვიქცეოდი პირვლად თაია რომ საქართველოში დაბრუნდა და მგონი 1 კვირის მერე რომ მომაკითხა..
ამიტომაც ვინაიდან ყველამ იცოდა რომ დემნა ჩამოდიდოა და ზუსტად ვიცი შეიკრიბებიან.. მომენტი ვიხელთე და დემნას ვუთხარი მათთვის არაფერი ეთქვა და სიურპირიზიც გამომივა..
ასეც მოხდა..საღამოს თაიასთან და ანდრიასთან გადაწყვიტეს შეკრება.. ყველას ხმა არეულად მესმის და დემნას ვანიშნე პირველი ის შესულიყო.. რა თქმა უნდა, თბილად მოიკითხეს და საუბარი უნდა გაეგრძელებინათ ვითომც არაფერი ისე რომ შევედი ოთახში..
-ჩემთვის ჭიქა რატომ არ დევს..წვენი მეც მინდა..
-არ არსებობს..
-დებორააა..-ეკატერინე ჩემკენ გამოფრინდა და ჩამეხუტა..სხვებიც ვნახე..
-დაგიბრუნდიით..
-აუ რა მაგარია..
-არ მჯერა..მე მეგონა უახლოესი პერიოდი მაქსიმუმ ზაფხულში თუ ჩამოხვიდოდი და უკვე მაგასაც ვეჭვობდი..
-მაინც მოახერხე მისი ჩამოყვანა..?
-სხვათაშორის არც კი უთხოვია..თავად წამოვედი..
-აქ შენი სურვილით უნდა იყო და არა ჩემი..
-როგორ ჭიკჭიკებს ნახეთ რაა.. არადა შენს ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი..
-დემნას ჯანმრთელობა რა შუაშია..?
-როგორც თავდ მითხრა..
-კარგი არაა საჭრო დეტალები გაასაჯაროვო..-მისი ჩამოსვლის დღის გახსენებას ვაპირებდი..კარგი კარგი გადავიფიქრე..
-სულ ჩემს დაინტრიგებაზე რატო ხართ გადასული..?
-შენ ხარ ინტრიგანი ეკატერინე ჩვენი რა ბრალია..
-მე..? ნახეთ რაა.. ბრალდებებზეც გადავდივართ..?
-მალე დემნას გასაშველებლები გახდებით..
-ადვოკატი ვარ.. მე მოსამართლე კი არა..
-სიტყვის მასალდ ვთქვი..-დემნას გადავხედე..მზერიდან გამომდინარე მიხვდა..
-კარგით რაც არ უნდა იყოს.. მომიყევით რა გამოვტოვე..
-პირიქით ზუსტ დროს ჩამოხვედი..ანდრიაც ახალ კოლექციას უშვებს მალე..
-ძალიანაც კარგი..დრო მოდის უკვე სამაგისოდ..
-ვერ ვიტან ვიღაც რომ გვაკლდება..აი ახლა უკეთესია-თქვა ეკატერინემ..
-თავისთავად.. თითოეული წვერის არ ყოფნა იგრძობა..
-აბა ქალბატონო მწერალო, რა გეგმები გაქვთ..?
-შესვენება.. თუ მინდა რაიმე ახალი დავწერო.. იმავე ნოტაზე წიგნის დაწერა კარგი არ იქნება..
-რაც წიგნებთანა კავშირში ხომ ყველაფერი შენც გიკავშირდება..კითხვა გიყვარს, თარგმნიდი..აი იმას კი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ წერდი ..
-არც მე მჯერა, როგორ მოცემულობაშიც დღეს ვარ.. მიხარია ესე რომ გამოვიდაა..
-ვიღაცას თავის დროზე არ სჯეროდა საკუთარი თავის..ახლა კი..
-მოიცადე დემნამ იცოდა შენი წერის ამბები..?
-ვიცოდი..
-ანუ რა გამოდის სულ რამდენმა კაცმა იცოდა..
-დემნამ ბებნიამ და დედამ..
-როგორ მიცირე წრეში მოხვდი ნახეე..
-მოხარული ვარ..- ვითომ არფერი და ბოლოს მაინც მოვაყოლე ყველას რაღაც რაცები.. მონატრებული საღამო იყო..ისეთრი შეგრძნება დამეუფლა თითქოს საუკუნე გავიდა და ამავდროულად არც გასულა დრო ვინაიდან არაფერი შეცვლილა, ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულბაშ ერთმანეთთან..
. . .
-რადგან აქ ხართ არ ფიქრობთ რომ კარგი იქნება..?
-წიგნის პრეზენტაცია..?
-დიახ.. ხომ მითხარით დავფიქრდებიო..
-მე.. დიახ..
-და რა მოიფიქრეთ..
-კარგით დავიწყოთ მზადება..
-ძალიან კარგი.. ყველაფერს მივხედავ.. ასე 1 კვირაზე ოდნავ მეტი დაგვჭირდება.. დღესვე დავაანონსებთ..
-კიბატონო..-მალევე გავთიშე..არ ვიცი, მზად ვარ მკითხველთან შესახვედრათ..? მიყვარს მათი აზრის მოსმენა, მაგრამ მაინც ვნერვიულობ..
-დებ ხომ კარგად ხარ..?
-რაა..
-რაღაც შეწუხებულოი სახე გაქვს..
-მე..არაფერი ისეთი.. მოვიდა ბოლოს ყველა..?
-დემნა მოვიდა თუ ეს გაინტერესებდა..
-თაია..
-რაა.. მართალი არ ვარ თუ..?
-წამოდი წამოდი გავიდეთ..
-მეგობრებო აბა ვინ მთხოვა წყალი..?
-მეე..-ეკატერინეს ჭიქა მიაწოდა.. მეც იქვე ჩამოვჯექი..
-თაი კარტი დაგავიწყდა..?
-უი..არა..აი აქ მაქვს..
-ძალიან კარგი ანუ ჯოკერი გადაწყდა..?
-6 ვართ..
-მე არ მინდა კარტი..ჯოკერი კარგი ვარიანტია..
-დიდად არც მე მინდა თამაში..
-დემნაც გამოგვეთიშა..მაშინ ვითამაშოთ..- ზოგადად მხოლოდ ყურება არ მიყვარს, თუმცა ამათი მხოლოდ ყურებაც კი მართობს.. დრამას + კომედია… 20 წუთი არ იქნებოდა გასული სახლში, რომ შევედი ვითომდა ისე წყალი ძალიან მწყურიდა.. უბრალოდ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები..ჭიქა გადმოვიღე და დასხმა დავიწყე..თუმცა ვინ დაგაცდის მოულოდნელად ხმა გავიგე..
-ყველაფერი რიგზეა..? - წყალი დამეღვარა..
-დემნაა შემაშინე..-ტილო უნდა ამეღო დემნამ რომ დამასწრო და უცებ მოწმინდა..
-კითხვა გავიმეორეო..?
-რა გინდა../?
-რაღაცამ ჩაგაფიქრა..რა ხდება..?
-მე..გამომცემლობიდან დამირეკეს..
-მერე..
-წიგნის პრეზენტაცია დავგეგმოთო და დავთანხმდი..
-მერე ასეთი მოჟამული სახე რატომ გაქვს..
-მოჟამოული..?
-მთავარზე გადადი..რა გაწუხებს..
-ვნერვიულობ..
-მკითხველის რექციაზე..როგორ ჩაივლის ყველაფერი..?-თავი დავუქნიე..-წარმოიდგნე უკიდურესი რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ არავინ მოვიდეს..ან ყველამ უკამყოფილება გამოთქვას.. ან ჩაეძინოთ შენი საუბრისას..
-როგორ მამხნევებ..
-ეს ხუმრობით.. სანერვიულო არაფერი გაქვს..ყველაფერი კარაგად ჩაივლის..
-რა იცი..
-შენ გიცნობ და შენი წიგნი მაქვს წაკითხული..
-შენ შენ ხარ..
-იცი მგონია ყველაფერი ისე ვერ წავა როგორც შენ გინდა..
-აბა..უარესი იქნება..?
-იმაზე კარგად ვიდრე წარმოგიდგენია.. შენი საყვარელი საქმე უნდა გააკეთო..ადამიანებს უნდა ესაუბრო წიგნზე..თანაც რამოდენიმე საათის განმავლობაში..
-ჩემს წიგნზე..
-კიდევ უკეთესი.. შეგიძლია და კარგად იცი რამდენად ვერ ვიტან საკთარ თავში ეჭვი რომ შეგაქვს..
-რაღცა იქნება..
-რაღაცაზე მეტი იქნება.. არ ინანებ..- გარეთ გასვლისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს შუაგულ ომში ამოვყავი თავი..კარგით კარგით ვაბუქებ..
-რა გამოვტოვე..?
-პროფესიონალი მოთამაშეები აგებენ-ღიმილით თქვა თაიამ..
-დაგვაცადეთ..
-წეღანაც ასე იყავით დიდ გულზე..-თამაში კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ გოგონებმა გაიმარჯვეს..
-დღეს თქვენი დღე არ არის..?-ვთქვი მე..
-ასე გამოვიდა..
-მოგაგებინეთო და მსგავსი რაღაცები, არ დაიწყოთ..
-დამარცხების აღაიარება შეგვიძლია ეკატერინე..
-ძალიანაც კარგი..
-მეგობრებო თქვენთვის სიახლე ამქვს..
-გისმენთ..
-როგორმე უნდა მოიცალოთ ასე 1 კვირის თავზე და უნდა გამომყვეთ..
-სად გვეპატიჟები..
-ჩემი წიგნის პრეზენტაცაზე..
-სერიოზულად..?
-ძალიან ძალიან მიხარია.. აუცილებლად მოვალთ..-იოანეს დამარცხება საერთოიდ დავიწყდა და ჩემთან მოვიდა მოსალოცად..
-ძალიან კარგი საღამო გამოვა..რომელზეა..
-დეტალები არ ვიცი..შეგატყობინებთ..
. . .
-მგონი ვერ გავალ..შეხედეთ რამდენი ხალხია..
-აბა რა გეგონა, მართლა ჩვენ მოვიდოდით მარტო..?
-რაც არის არის..-სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, მომიწია ხალხში გავრეულიყავი..-მოგესალმებით.. მიხარია თქვენთვის ძვირფასი დრო მე რომ დამითმეთ.. იმედია არც ინანებთ..-ტაშის ხმაც გაისმა..- რა თქმა უნდა, დავიწყებ გაცობით.. ზოგიერთი თქვენგანი მიცნობთ, განსაკუთრებით აქ მყოფი ხუთი ადამიანი.. მაგრამ მათთვის ვისაც წარმოდგენა არ აქვს ვინ ვარ.. გაგეცნობით.. მე ვარ დებორა დარასელია..მთარმგნელი და ახლა უკვე დამწყები მწერალი.. წიგნი, რომელიც გაქვთ ან იმაზე დაყრდნობით აპირებთ შეძენას მე რას გეტყვით, ვფიქრობ მოკლე პერიოდში მოხერხდა მისი დაწერა.. ეს იყო დაცლა ყველანაირი ემოციებისგან..და მცდელობა ყველაფერი დამეწყო სუფთა ფურცლიდან..ამას კი მომავალში ვნახავთ როგორ გამომივა..
. . .
-არა გეთანხმებით..სწორად შენიშნეთ..სახელი ზუტად იმას მოიაზრებს რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენს გზაზე მივდივართ.. შემდეგ კი ისე ხდება რომ დამთხვევით და შეიძლება ითქვას სასწაულით ერთმანეთის გზებს ვკვეთთ.. ეს აღნიშნავს ისევე როგორც თავად წიგნის პერსონაჟების ცხოვრებას, ისე თითოეული ჩვენგანის..დიახ თქვენ..
-ანუ ფიქრობთ რომ ახლა ვინც ჩვენს გვერდითაა დამთხვევაა..?
-თუ არაკორეკტულობაში არ ჩამომართმევთ.. გყავთ საყვარელი ადამიანი..?
-დიახ..
-როგორ შეხვდით..?
-უნივერსიტეტში, შემთხვევით წვენი გადავასხი..- ყველას გაეცინა..
-ამას ვამბობ.. თქვენ ზუსტად იმ მომენტში რომ არ ყოფილიყავით და მეორე ადამიანიც ზუსტად იქ რომარ ყოფილიყო..დამიჯერეთ, შეიძლება ვერასდროს ვერ მომხადრიყო თქვენი შეხვედრა..შეიძლება შორიდან დაგენახათ, მაგრამ ამ დროისთვის ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა..დიახ..
-მათზე რას იტყვით ვისზეც ვისუვებდით არ შევხვედროდით..
-ასეთი ადამიანები გვმატებენ გარკვეულ გამოცდილებას.. ის გაკვეთილები არიან, რომლის სწავლას ყველაფერი გვირჩევნია, მაგრამ ბოლოს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვხვდებვით, რომ შეიძლება აღარასოდეს მომინდეს ამ გაკვეთილს გამეორება, თუმცა იმ ერთხელ კარგიც კი აღმოჩნდა..
-მთავარი პერსონაჟის მთავარ სიყვარულზე რას გვეტყვით..უფრო კონკრეტულად კი.. შთაგონების წყარო არსებობს.?.- წამიერად მისკენ გამეპარა მზერა..
-შესაძლოა.. შემიძლია გითხრათ ის, რომ მთავარ პერსონაჟზე დიდი გავლენა მოახდინა..გარკვეულწილად წინსვლაშიც და გაზრდაშიც დაეხმარა.. ვფიქრობ ყველას ისეთი ადამიანები უნდა გვყავდეს გარშემო, რომელბიც წინ წაგვწევენ..განსაკუთრებით კი ის უნდა იყოს ასეთი, ვინც ჩვენი ცხოვრების მთავრი სიყავრულია..
-მადლობა..და მაინც.. კითხვის მეორე ნაწილს არ უპასუხებთ..?
-მომიტევეთ, ამ ერთხელ თუ პასუხგაუცემელს დაგტოვებთ..
. . .
-არ მჯერა..ეს დღეც დამთავრდა..
-ჯერ არ დამთავრებულა..უნდა აღვნიშნოთ..
-რეალურად მითხართ, როგორი იყო..?
-თავიდან გეტყობოდა ნერვოულობა, მაგრამ მერე..მერე ის შეგეტყო, როგორ გსიამოვნებდა მათთან საუბარი..
-ახლაც მიკანკალებს ხელები..
-ეგ არაფერი.. კარგი საღამო გამოვიდა..გარემო.. შენ..ყველაფერი ერთმანეთთად შესაბამისობაში..
-მადლობა..აბა სად მივდივართ..?
-სადაც ყოველთვის..თავსატეხში..-ამ დროს დემნა მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა..
-ხომ გითხარი.. იმაზე კარგი იქნება ვიდრე შენ გაქვს მოლდინითქო..
-ასეც გამოვიდა.. კიდევ კარგი..
-მე დარწმუნებული ვიყავი ასე რომ გამოვიდოდა..
. . .
იმაზე ადრე დათბა ვიდრე წარმოვიდგენდი..ივნისი დაიწყო და უკვე ძალიან ცხელა..აგვისტოში ალბათ ცხელ წყალში ჩავარდნილი ხოხბების გარდა ცოცხალი აღარავინ გამოიხედავს თბილისისკენ..
ვიცი რაც გაინტერესებთ..არა მე და დემნას სერიოზული საუბარი არ გვქონია..არცერთს გამოგვიჩენია ამის ინიციატივა..ისე ვიქცევით როგორც დასაწყიში..თითქოს არაფერი შეცვლილა..
ადრე ნამდვილად მქონდა რაღაც გრძნობა მის მიმართ..ახლა..? საკუთარ თავს მაინც არ ვუტყდები რა ხდება..წესით კარგა ხნის გაანალიზებული უნდა მქონდს, თუმცა მარტივია ფიქრებს გაექცე როცა კარგი მორბენალი ხარ ასეთი შემთხვევებისთვის..
მაინც ვერ ვხვდები ძალზედ მშვიდად რატომ შევხვდი ამ ყველაფერს..დუმილს თუ დავკონკრეტდებით.. ჩემთან ერთად დაელოდებით ეს დუმული როდის დაირღვევა..?
. . .
-საზოგადოებავ სერიოზულად განვიხილავთ სადმე წასვლას რამოდენიმე დღით..?
-რატომაც არა..
-კარგი და სად..
-უკვე დათბა..ზღვაზე რატომაცა არა..-მე შემომხედა ყველამ.. ხმას რომ არ ვიღებდი ვითომ მაგიტომ..?
-რას მიყურებთ..იყოს ზღვა..სადაც თქვენ იქაც მე..
-შენ დემნა..?
-სადაც თქვენ იქაც მე..
-სიტყვებს ნუ მპარავ..
-თუ ზუსტად იმავეს ვფიქრობ..
-სხვანაირი ფორმულირება გაუკეთე..
-მოკლედ არ ვიმჩნევთ..ვინაიდან ყველა თანახმაა მივდივართ ზღვაზე..
. . .
ახლა მეგობრებთან ყოფნა უფრო მიხარია ვიდრე ზღვა..ვიცი წესით ზღვაც უნდა მახარებდეს..ალბათ ბებიას ამბავი მაინც მოქედებს.. რატომღაც ამ კონკრეტული ეპიზოდისთვის არ ვიყავი მზად იმ სახლში დასარჩენად.. ამიტომაც სასტუმროსკენ გავეშრეთ..
არ ვიცი ამ ბოლო დროს მგზავრობა ყველას რატომ გვანადგურებს, თუმცა ასეა.. ჩასვლის დღე იქ ყოფნად არ ითვლება..მგონი ნომრიდამ არც არავინ გამოვსულვართ..როგორც კი მგზავრობის რამოდენიმე საათი მოვიშუშეთ..მეორე დღეს საღამოს სასეირნოდ გავედით..
აი შუა ზაფხულისთვის დამახასითებელი გადაჭედილობა არ იყო, თუმცა ვერ ვიტყოდი მარტო ჩვენ გახლდითქო..
ჩვეულებისამებრ ვართობდით ერთმანეთს..მოკლედ თუ ვიტყვი სასიამოვნოდ ვატარებდით დროს..
ეს დღეც ამ ნოტაზე დავასრულეთ..
დილით კი როცა ყველა გასვლას აპირებდა და მე უარი განვაცხადე მალევე შემოგიერთდებითთქო..ეკატერინმე ცოტა არ იყოს და ჩემდა გასაკვირად , საერთოდ სხვა თემაზე გადაუხვია..
-დებიი.. თქვენ ორს შორის რა ხდება..?
-რა..?
-რა ხდებათქო..ვერაფერს ვერ გამჩნევთ..საერთოდაც მგონია ერთმანეთს არ იმჩნევთ..მშვიდობაა..
-მშვიდობაა..
-ანუ არაფერი არ ხდება..?
-რა უნდა ხდებოდეს..
-რა ვიცი.. შენს გამო იტალიაში ჩამოვიდა..მხოლოდ იმიტომ რომ ენახე..იქ რა მოხდა არ ყვები..ეგ კაი.. მას გამოყევი..ის რომ არა როდის გნახავდით კაცმა არ იცის..ზუსტად ვიცი მის გამო ბრძანდები აქ.. და ისე შეიცხადე ჩემი კითხვა, ბოდიშის მოხდა მომინდა.. ეს რა კითხვა დავსვითქო..
-თავისთავად..უბრალოდ ასე განვითარდა მოვლენბი.. სხვა რა გითხრა მართლა არ ვიცი..
-გადამრევთ რაა..კარგი მაშინ გვაღირსე ჩამოსვლა..
-ვეცდები..
-ეცდება თურმე..-გამოიცანით რა მოხდა..? ჩამეძინა..საღამოს როცა დაბრუნდნენ..თუ დავაზუსტებთ, ეკატერინეს შემოსვლამ გამაღვიძა.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ..? აგიფეთქე ტელეფონი..
-რა ხდება..
-უკვე არაფერი..რა დროს ძილია გოგო..შეირგე აქ ყოფნა..თან ის მაკვირვებს ზღვის მოყვარსულს..სისიხლის მაგივრად მარილიანი წყალი რომ დაუდის ვენებში.. მესამე დღეა აქ ვართ და წესიერად არ გინახავს ზღვა ..
-კარგი ხვალიდან აღარ ვიზარმაცებ, ოღონდ ნუ დამყვირი შენიჭრიმე..-საკუთარ თავს შემოვუძახე, რომ კალაპოტში ჩადგომა აუცილებელი იყო და არსად წასვლაზე პრეტენზია არ მექნებოდა..
ამრიგად დილით ზღვაზე გასვლაზეც არ მითქვამს უარი.. სამაგიეროდ დემნა არ გახლდათ.. სახლში დაბრუნებისას კი შორტზე დიდი ზომის მაიკა გადავიცვი და ჩემი თმებით თუ ვიმსჯელებთ გაწუწულ ინდაურზე ნაკლები გარეგნობა ნამდვილად არ მქონია.. ზუსტად ამ მომენტში შემომხვდა დემნაც..
-უკვე მოდიხარ..?
-დიახ..-სათვალეები მოიხსნა და გამიკეთა..
-გიხდება..-კარგი სათვალე რომ არ ყოფილიყო უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, მაგრამ..სიტყვა არ დამცდენია..სასტუმრომდე მისულს მივხვდი საშინლად მომშიებია..ამიტომაც სასწრაფოდ უნდა მეღონა რამე და ასეც მოვიქეცი.. როგორღაც მივაღწიე გემრიელობამდე.. ნაადრევად მარტო მე წამოვედი და მარტოც გახლდით.. მას შემდეგ რაც გემრიელად მივირთვი, ნომერში ავედი და ტელევიზორი ჩავრთე..იქნებ რაიმე კარგი შემომხვდესთქო ხელთ..მას შემდეგ რაც უაზროდ გადავდიოდი არხიდან არხზე მაინც გამოვნახე ფილმი.. სულ რომ საშინელი ფილმი ყოფილიყო მაინც უყურებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა..ნორმალური ჩანს და ჩემი რა მიდის გენაცვალე..იმათ მოსვლანდე თავი ხომ უნდა გავირთო..
. . .
-აქ ბრძანდება ქალბატონი..?
-სად წავიდოდა..
-თქვენი მესმის რო რამე..
-ვიცით..აბა ინებე აბრძანება.. მივიდივართ..
-სად..
-ბარში.. ბიჭები ამბობენ ფეხბურთია მალე და სადმე ვუყუროთო..
-ამ პერიოდში..?
-აუ აზრზე არ ვარ და გაემზადე რაა მალე..
-ვის ეწუწუნები.. თავდაც არ ხარ მზად..
-აა ჰო..კარგი მაშინ გავემზადოთ მალე..-ჩვეული არეულობა დავატრიალეთ.. სად რა ეგდო ვერ გაიგებდი..ერთ დიდ გარდერობად ქცეულ ნომერში.. როგორღაც მოვახერხეთ გამზადება..ორ საათზე ცოტა ნაკლები დაგვჭირდა..
გარეთ რომ გავედით ბიჭები ამდენი ხანი რას აკეთებთ სახეებით გვიცქერდნენ, თუმცა სიტყვა არ დასცდენიათ..
-წავედით..?
-წავედით..
. . .
-აუ რა კარგი ადგილიაა..
-ძალიან..
-რამდენ ხანში იწყება..?
-ძალიან მალე..
-აი ლუდიც მოვიდაა..
-მოიცა ყველა ვსვამთ..?
-ყოველი შემთხვევისთვის იყოს..
-გასაგებია..
-მე რამე წვენიც მინდა.. მალე მოვალ..-ისე დარწმუნებით მივედი, თითქოს ვიცოდი რაც მინდოდა..
-ვერ არჩევ..?-გავიგონე დემნას ხმა და მისკენ მივტრიალდი..
-ცოტაღა მაკლია ცხელი ჩაის შეკვეთამდე..-ვთქვი სიცილით..
-აქ შენთვის საინტერესო არაფერი აქვთ..
-რას გულისხმობ..
-ყველაფერი დაგემოვნებული გაქვს..სიახლე არაა და რათ გინდა..
-შენ რა იცი..
-დაივიწყე..
-არა მითხარი საიდან იცი რა მაქვს დაგემოვნებული და რა არა..ეს კითხვა უკვე დიდიხანია მაინტერესებს..
-უბალოდ კარგად გიცნობ..
-შეუძლებელია ყველა სახეობის ჩაი გახსოვდეს.. რაც დამილევა..
-ყველა სახეობის ჩაიც მახსოვს, რაც არ დაგილევია..
-შეუძლებელია.. არსებობს ჩაის..
-3000-ზე მეტი სახეობა.. ვიცი..
-მოიცადე.. შეუძლებელია შენ რა თითოეულს ცნობ..?
-საკუთარი სპეციფიკური მახასიათებლებით..
-შენ ჩაი არც კი გიყვარს..რატომ..
-სამაგიეროდ შენ გიყვარს..
-უკაცრავად საუბარს რომ გაწყევტინებთ..სხვებსაც უნდათ შეკვეთა და ვერ მეტყვით რა მოგართვათ- წინ მივტრიალდი..
-ორი კოკა-კოლა..
-ახლავე..აი ინებეთ..
-მადლობა-დემნას რამოდენიმე ნაბიჯით გავუსწარი..შემდეგ დავჯექი და კოკა-კოლა წინ დავუდე..თავი დამიქნია, მადლობის ნიშნად..მე კი დაპროგრამებულიღა ვასრულებ მოქმედბეებს.. ვცდილობ ის სიტყვები გადავხარშო, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მოვისმინე..
-მობილიზდით.. იწყება..- მეფეხბურთებაა.. აბა მკითხე.. თავი გავაქნიე და მაინც ვეცადე თამაშზე გადამეტანა ყურადღება.. ნაწილობრივ კი გამომივიდა..
-აი მასეეე არ დაეტიე ერთ ადგილზეე..? ჰოდა ჯარიმაა..
-მოიცადეთ , საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა..?
-ცოტახანში აგიხსნი..
-გამოდის ჯერ კიდევ შორს ვარ ფეხბურთის დამუღამებისაგან..
-კარგი ჩუმად დაძაბული მომენტია..- ვითომ უნიტერესო თამაშმა ისე ჩაგვითრია თავი სტადიონზე გვეგონა.. სხვა ხიბილი აქვს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურებას.. განწყობა სხვანაირია და რატომღაც ყველა კომენტატორი ხდება..
. . .
-მოვიგეთ.. ისე მიხარია..
-კიდევ კარგი დღევანდელი დღე ისე დასრულდა როგორც საჭირო იყო..
-არაა როგორც არუნდა დასრულებულიყო ერთად ვიყავით და მე ამან უფრო გამახარა..- სასტუმროს გზას დავადექით.. თუმცა ფეხით, რადგან ვიღაცამ ახსენა ახლოსააო.. გამოიცანით რა მოხდა ახლოს სულაც არ იყო, მაგრამ ამ სეირნობა სერნობაშც იმდენი ვიცინეთ ვპატიობ..
მომავალმა დღეებმაც კარგად ჩაიარა და არაფერს გამოვკლებივარ..ძირითადად ისე ვათვალიერებდით ბათუმს თითქოს პირველად ვიყავით.. საბოლოოდ მაინც მიხარია ამ დეგენერატს რომ გამოვყევი გაურკვეველი მიზეზით.. ბოლობოლო მეგობრებთან გატარებულ კარგ დროს რა შეედრება..
. . .
თუ შეგიშვა ზღვამ, იგი არასოდეს არ დაგახრჩობს. ზღვამ არ იცის ღალატი. მაგრამ, ზღვას არ უყვარს, როდესაც მისი არ ეშინიათ, იგი თვითონ გაფრთხილებს, გეუბნება, გთხოვს, ღრიალებს, ქვეყანს ანგრევს, სახლისოდენა ტალღებით გაწვება ხმელეთისაკენ, ხელს გკრავს არ მოხვიდეო და თუ შებედე, ზღვას არ უყვარს – როდესაც მისი არ ეშინიათ. ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოხცალია და როდესაც ზღვა ლაპარაკობს, ზღვას უნდა უსმინო.
ნ. დუმბაძე, “მზიანი ღამე”
ჩემეულად ვერ დავტკბი ზღვით და ის რაღაც ვერ მივიღე რაც მსურდა..ამიტომაც წამოსვლის დღეს დილით ძალიან ადრე ავდექი მოვემზადე და გარეთ გავედი..
სანაპროზე არავინ გახლდათ..ქალაქი თავისებურად კი ხმაურობს, მაგრამ ჩემთვის ზღვის ხმა ფარავს..რაღაცნაირად ამოვისუნთე ზღვასთან ასეთი სიახლოვის გამო.. იქვე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე..რამოდენიმე წუთით მხოლოს ზღვის მოსმენა მინდა….მე ნამდვილ მოსმენაზე მაქვს საუბარი..იმდენად კარგად როცა უსმენ რომ გესმის რას ლაპარკობს..და დამიჯერეთ სათქმელი ბევრი აქვს..
როგორ ავხნა არ ვიცი..ასე ყოფნა მმუხტავს..იმ რაღაც ენერგიას მაძლევს რაც მჭირდება..გარკვეული პერიოდის შემდეგ.. ნაბიჯების ხმა გავიგე და თვალები გავახილე..
-დილა მშვიდობის..
-დემნა..დილა მშვიდობის..-რამდენად მშვიდობიანი იქნება ამას მალე გავიგებთ..
-არ მეტყვი აქ რას აკეთებ..?
-არა..აი მე კი დაახლოებით ვხვდები.. სავარაუდოდ ვერ დაიძინე..
-სწორია..
-უნდა გეთქვა.. ყური ორია პასუხი სწორია..-გაეცინა..
-ჩემს პროფესიაშიც გამოვიყენებ მიკი მაუსის დიად სიტყვებს..
-რამ არ დაგაძინა..?
-შენ..
-მე რა შუაში ვარ..?
-რა ვიცი, შენ რა შუაში უნდა იყო..?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ..
-ვეცდები..რამდენად გამომივა ეგ ცალკე თემაა..
-ეცდება თურმე..
-იცი რაც წასული იყავი,რამდენჯერ ვიყავი აქ..? ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ერთად აღებული..
-არ მესმის შენ ზღვა არ გიყვარს..
-ეგ შეიცვალა.. მას შემდეგ რაც ზღვასთან გაგაიგივე-თვალები დავჭყიტე..
-ზღვასთან რატომ? არა, გასაგებია მე ზღვა მიყვარს, მაგრამ..
-ერთდროულად მასზე წყნარი და ბობქარი მხოლოდ შენ ხარ..
-აქაურობას მხოლოდ იმიტომ სტუმრობდი რომ ზღვას ვგავარ..?
-ზღვა გგავს შენ.. აქაურობას კი იმიტომ ვსტუმრობი რომ საშინლად მენატრებოდი..-არ მინდოდა ღიმილი დაენახა და სხვაგან გავიხედე..-სინამდვილეში ბევრს რამესთან ხარ ასოციაციაში..
-მაგალითად..
-მზესთან..ქოქოსთან..
-ქოქოსიი..?
-რაც გიცნობ მას შემდეგ ქოქოსის ექსტრაქტით იყენებ შამპუნს და კიდევ მეკითხები რატომ ქოქოსი..?
-ბევრი დეტალისთვის მიგიქცევია ყურადღება..
-რა თქმა უნდა..როცა საქმე შენ გეხება..
-უცნაური მეგობრები ვართ დემნა.
-კარგი რაა ვის ვატყუებთ..მეგობრების არაფერი გვაცხია..
-მოვლენების საინტერესო განვითარებაა, ახლა შენს მეგობრადაც აღარ ვიწოდები..?
-რას ვიზამთ ასეა..
-კარგი..რა უნდა გიპასუხო ამ განაცხადზე არც კი ვიცი..
-ნუ ბრაზდები..არ მომწონს ჩემს შეყავრებულს გაბრაზებულს რომ ვხედავ..მიუხედავად იმისა რომ ძალიან საყვარელი ხარ..
-რაა..? შეყვარებულები როდიდან ვართ..
-ამ მომენტიდან..
-აიწყე ჰოო ცხოვრება..
-ვცდილობ..
-ასე არ შეიძლება.. ჩვენ უნდა..
-საკმარისზე მეტი ვიფიქრე..
-რომ არ გამოვიდეს..?
-მე და შენ.. ამაზე მეტად არაფერში ვარ დარწმუნებული..ასე რომ არ იყოს არაფერს გეტყოდი..
-შენ..შენ..არც კი იცი..
-რამე გინდა მითხრა..?
-თუ გვინდა სერიოზული ურთიერთბა გვქონდეს მომავალშ..
-სერიოზულს რას უწოდებ.. იმ დროს როცა შენი ქმარი ვიქნები და შენ ჩემი ცოლი..?
-დემნაა//
-კარგი განაგრძე..
-ამაზე შენთან არ მილაპარაკია..საერთოდ არც არავისთან.. მე არ მინდა შვილები მყავდეს..არც ახლა და ვერ შეგპირდები რომ ოდესმე მენდომება..
-კარგი.. თუ ასე გინდა..
-არ შეიძლება ყველაფერი ასე მარტივად მიიღო..ეს სერიოზული საკითხია..
-ხედავ, რა კარგი ურთიერთობა გვაქვს..? ხუთი წუთიც არაა რაც ერთად ვართ და უკვე ჩენს მომავალს ვგეგვამთ..
-მე სერიოზულად გელაპარაკები..
-მეც..შენ უნდა ატარო ბავშვი 9 თვით და არა მე.. დიდი პასუხისმგებლობაა თუ ამის გაკეთება არ გინდა, არც არავინ გაძალებს..პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას..
-მე..არ..
-გგონია შენზე მხოლოდ იმიტომ ვიტყვი უარს,მ რო ბავშვის ყოლა არ გინდა..?
-მომავალში რომ მოგინდეს..
-კარგად მიცნობ და იცი ჰაერზე არაფერს ვამბობ.. შენ საკმარისზე მეტიც ხარ..
-ზედმეტად სწრაფად ხომ არ ვითარდება მოვლენები..
-არა..დამიჯერე დაგვაგვიანდა კიდეც..ამდენი დრო არ უნდა გამეფლანა..თუმცა გონს მოვეგე და არცერთი წამის დაკარგვას აღარ ვაპირებ..ისე მალევე მოგვიწევს ფიქრი სახლის აშენებაზე და იმედია დაკავებული არ იქნები..
-ჩვენი სახლი..?’
-დიახ.. მინდა ორივემ ერთობილვად მივიღოთ მონაწილეობა და სახლი ავაშენოთ..
-შენ რა უკვე ყველაფერი დაგეგმილი გაქვს..?
-არა, დარჩენილი ცხოვრების დაგეგმავს შენთა ერთად ვაპირებ..-ისევ ზღვისკენ მივმართე მზერა..შემდეგ დაბლა დავიხედე და მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ჩემთვის ხელი ჩაეჭიდა..შევკრთი..-რა მოხდა..?
-არაფერი..ანდაც..საერთოდ როდის გაიაზრეეს ყველაფერი..რაც მითხარი..
-გახსოვს ადრე აქ ვსეირნობდით და მითხარი.. როდესაც ზღვასთან ძალიან ახლოს იქნები..თვალებს დახუჭავ..პირველი ვინც გაგახსენდება მასზე ხარ შეყვარებულიო..? ჰოდა გამოიცანი რა მოხდა.. აღმოჩნდა რომ შენზე ვარ შეყვარებული.. -ვიგრძენი ცრემლებმა როგორ გაიკვალა გზა.. თუმცა მაინც გამეღიმა..
-რა იდიოტი ხარ.. - ხმამაღლა გაეცინა.-რა გაცინებს..?
-ნორმალურ ადამიანს უხარია როცა გრძნობებზე იმავეთი პასუხობენ..
-მოიცადე..სერიოზულად.. ახლა რაა.. ერთად ვიქნებით.. თან ბედნიერები..?
-შენ წარმოიდგინე დიახ..შენს თავს უნდა მისცე საშუალება ბედნიერი იყო..ჩემთან ერთად..
-ასე მარტივად..?
-ასე მარტივად..

შენთან - ინოლა გურგულია????



№1 სტუმარი სტუმარი ტატა

ძალიან კარგი იყო ❤️ ეკატერინეს ისტორიას არ დაწერთ?

 


№2  offline წევრი Edna

სტუმარი ტატა
ძალიან კარგი იყო ❤️ ეკატერინეს ისტორიას არ დაწერთ?

მიხარია თუ მოგეწონათ.. აუცილებლად იხილავთ ეკატერინეს ისტორიასაც, თუმცა როგორც მეოთხე ნაწილს..

 


№3 სტუმარი Maria

ველოდები შემდეგ ნაწილს.ძალიან მომწონს ორივე ნაწილი,მინდა რომ დემნას და დებორას ისტორია გაგრძელდეს.აღფრთოვანებული ვარ შენი ნამუშევრებით და მიხარია რომ კიდე აგრძელებ.
რაც მალე დადებ შემდეგ ისტორიას მით უკეთესი.

 


№4  offline წევრი Edna

Maria
ველოდები შემდეგ ნაწილს.ძალიან მომწონს ორივე ნაწილი,მინდა რომ დემნას და დებორას ისტორია გაგრძელდეს.აღფრთოვანებული ვარ შენი ნამუშევრებით და მიხარია რომ კიდე აგრძელებ.
რაც მალე დადებ შემდეგ ისტორიას მით უკეთესი.

მადლობა ასეთი შეფასებისთვის, დებორას და დემნას კვლავ იხილავთ შემდეგ ნაწილებში, თუმცა ცალკეული ისტორია აღარ ექნებათ.. როგორც კი შევძლებ შემდეგ ნაწილსაც დავდებ.. თქვენი კომენტარით ნამდვილად გამახარეთ.. <3

 


№5 სტუმარი ნესტან

ძალისნ მაგარი იყო მომეწონა როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ერთად ყოფნა ეშველათ საინტერესო იყო თითეული სიტყვა და ქცევა ისე გქონდათ გათვლილი ყოჩაღ ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????

 


№6  offline წევრი Edna

ნესტან
ძალისნ მაგარი იყო მომეწონა როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ერთად ყოფნა ეშველათ საინტერესო იყო თითეული სიტყვა და ქცევა ისე გქონდათ გათვლილი ყოჩაღ ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????

მადლობა დროის დათმობისათვის.. ვეცდები შემდეგი უკეთესი იყოს.. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent