"ლილია" (2)
ლილია ყვავილის სახელია იგი უმწიკლოებასთან ასოცირდება, დედაჩემს ყვავილები უყვარდა, ალბათ მეც მისგან გამომყვა ყვავილების სიყვარული, განსაკუთრებით კი ლილიებზე გიჟდებოდა. ჩემი სახელიც სწორედ ლილიებს უკავშირდება, დედაჩემი სულ მეუბნებოდა რომ მისი საყვარელი ყვავილი მე ვიყავი. ამბობდა რომ აპირებდა ენახა როგორ გავიზრდებოდი როგორ დავმშვენდებოდი, მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. 12 წლის ვიყავი დედა და მამა რომ გაშორდნენ. მე მამასთან დავრჩი არა იმიტომ რომ წასვლა არ მინდოდა არამედ იმიტომ რომ დედას არ შეეძლო ჩემი წაყვანა. მას მერე არსად მინახავ, მას შემდეგ მასზე არაფერი მსმენია, ვიცი რომ გათხოვდა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს სამი შვილი ყავს და ბედნიერია. მიხარია და თან მწყინს, მისი წასვლით გულში ღრმა ჭრილობა დამრჩა, მაშiნ წავიდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და წამართვე „დედას“ დაძახების ბედნიერება. 11 წელია სიტყვა დედა არ მითქვამს არავისთვის დამიძახებია. ადრე ვფიქრობდი რომ დედა ჩემს გამო წავიდა, რომ მე არ ვიყავი კარგი შვილი, მეგონა რომ დაბრუნდებოდა და ყოველდღე მის მოლოდინში ფანჯარასთან ვათენებდი, ძილისწინს ზღაპრის წასაკითხად ველოდებოდი, სკოლაში მშობელთა კრებებზეც ველოდებოდი მაგრამ ის არ მოდიოდა. ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა როცა მისი არყოფნის ფაქტთან შეგუება დავიწყე. ახლაც ამდენი წლის შემდეგ გული საშინელი სევდით მევსება. ნეტავ ჩემზე ფიქრობს? ნეტავ ვახსოვარ? ან ვენატრები? ნეტავ ისევ ვარ მისი საყვარელი ყვავილი? ამ ფიქრებით გართულუ ვერ გეტყვით რამდენ ხანს დავბოდიალობდი ქუჩაში გათიშული გზა აბნეულივით. გონს მხოლოდ მაშინ მოვდივარ მანქანის დამუხრუჭების ხმა რომ მესმის რომელსაც ნიკას ხმაც ემატება. სწრაფად ჩნდება ჩემთა.ნ ქუჩიდან გავყავარ, მანქანის მძღოლს ბოდიშს უხდის ანიშნებს რომ კარგად ვარ. უცნობი მანქანას ქოქავს და გზას აგრძელებს -შენ ნორმალური ხარ? გზაზე რომ გადადიხარ წინ არიყურები ? რამე რომ დაგმართნოდა იმ კაცს დროულად რომ არ დაემუხრუჭებინა? თავი ასწიე და ხმა ამოიღე ? ჩუმად რატომ ხარ ? შენ რა ტირი? ლილია რა მოხდა ? ლილია- არვიცი რატომ მაგრამ ნიკას ძლიერად ვეხუტები და ხმამაღლა ვიწყებ ტირილს თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მდის. ალბათ დაგროვილი ემოციების ბრალია, მთელი ცხოვრება რომ ვითმენდი იმ ემოციების. ერთიანად გაარღვია ჯებირები მონატრებამ ტკივილმა იმედგაცრუებამ. მენატრება უღმერთოდ მენატრება ჩემი ნინია. -გთხოვ არაფერი თქვა სულ ერთი წუთი მჭირდება -რა გატირებს, თუ იმის გამო ტირი რომ გიყვირე მაპატიე არ მინდოდა უბრალოდ ხმა ვერ გავაკონტროლე ლილია დამშვიდდი- მოულოდნელად ნიკაც მხვევს ხელებს მის მლავებში მოქცეული თავს მშვიდად ვგრძნობ, გული ისევ სწრაფად იწყებს ცემას ლამისაა ამოვარდეს საგულედან და მეც ექიმთან მისვლის აუცილებლობაში მარწმუნებს. -კარგად ვარ -რა მოხდა არ მეტყვი -ასე ახლოსაც არ ვართ ერთმანეთთან -ამაზე ახლოს შეუძლებელია ყოფნა-ამბობს და კიდევ ერთხელ მახსენებს რომ მასზე მიწებებული ვარ, -ბოდიში დისკომფორტი თუ შეგიქმენი-ვამბობ და გათავისუფლებას ვცდილობ -ხანდახან მგონია რომ განზრახ აკეთებ -იდიოტო -ანუ არ მეტყვი რა გატირებდა ჩემს მკლავებში -წავედი დეიდა ნატო მელოდება -უსამართლობაა, მოდიხარ მეხუტები ცრემლებით მაისურს მისვრი მერე კიდევ შუა ქუჩაში მტოვებ, თავს გამოყენებულად ვგრძნობ -მომეცი და გაგირეცხავ -აიღე- გონზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე ჩქარა იხდის მაისურს და ხელში მაწვდის -გაგიჟდი იდიოტო აიღე და ჩაიცვიი ყველა შენ გვიყურებს -მე მხოლოდ შენ გიყურებ-მაისურს იცვამს და ჩემს წინ აგრძელებს გზას მე კიდევ მტოვებს უკან აწ უკვე უფრო არეულს -არ მოდიხარ? -მოვდივარ ვერ გეტყვიტ რამოხდა მაგრამ ასე მგონია ჩახუტებამ ჩვენს შორის უხერხულობა გააქროო, თითქოს რაღაც უხილავი კედელი დაანგრია, ვუყურებ წინ ღიმილიანი სახით მიმავალ ნიკას და მეც მეღიმება, უხდება ღიმილი, საერთოდ უნდა ითქვას რომ ძალიან სიმპათიურია . შავგრემანი შავი თვალებითა და წამწამებიტ სწორი ცხვირი დაბალი წვერი დიდი ტუჩები. სიმპათიურია??? ეს მე გავიფიქრეე ? ჯანდაბა ლილია გონს მოდი -ლილია ჩემო გოგო მოდი, ნიკა შენ აქ რასაკეთებ -ღმერთო დეიდაჩემი ხართ თუ დედინაცვალი, ის მიიღო უკითხავად და მე რას ვაკეთებ თურმე -მორჩი დრამას? შეგიძლია წახვიდე - მივდივარ არ გამომპარვია დეიდა ნატო როგორ ანიშნებდა ნიკას ჩემზე. მიხვდა რომ კარგად არ ვიყავი მიხვდა რომ საუბარი მჭირდებოდა, მისი თანდასწრებით კი არაფერზე ვისაუბრებდი, ამიტომ წავიდა. -ჩემო გოგო მომიყვები რა მოხდა ? -რატომ ტოვებენ მშობლები შვილებს ნატო დეიდა? -ფიქრობ დედაშენმა მიგატოვა? -აბა ამას რა ჰქვია? -მისი მოძებნა ოდესმე გიცდია? კარგი მაშინ პატარა იყავი და არ შეგეძლო, ახლა რა გიშლის ხელს? ლოდინის რეჟიმი ჩართე ზიხარ ელოდები როდის მოვა და პატიებას გთხოვს. იმაზე არ გიფიქრია რომ მოსვლას ვერ ბედავს, იქნებს შორიდან გადევნებს თვალს. იქნებ ისიც გელოდება. იქნებ ისიც შენგან ელის პირველი ნაბიჯის გადადგმას. რომე მერე მოვიდეს და ერთიანად გაანათოს შენს ცხოვრებაში. იქნებ გონია რომ შეიძულე და ეშინია შენი გაყინული თვალების დანახვის -ამაზე არასდროს მიფიქრია - სახლიდან რომ წამოვედი და აქ გადმოვცხოვრიდი ძალიან მიჭირდა, ყველა ძალიან მენატრებოდა მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ ვბედავდი იცი რატომ? მათ ჩემკენ ნაბიჯი არასდროს გადმოუდგამთ, არასდროს უცდიათ ჩემი დაბრუნება. მეც დღემდე ვთვლი რომ მათ არ ვჭირდები. იქნებ დედაშენიც ასე ფიქრობს . თუ გჭირდება უნდა უთხრა, თუ გენატრება უნდა ნახო, ხუთის წლის აღარ ხარ გესმის. ბედნიერება გინდა ? ადექი და მოიპოვე. ამ სამყაროში ყველას ჩვენი წილი ბედნიერება გვაქვს რომელსაც ლანგარზე დადუბულს არავინ მოგართმეს. უნდა იბრძოლო გესმის ნახავ რომ ეს ბრძოლაც გაგაბედნიერებს. -მიყვარხართ ნატო დეიდა -მე ვიცი რომ გიყვარვარ, მაგრამ დედაშენმა იცის ეს? -არ ვიცი უკვე არაფერი აღარ ვიცი -როდემდე აპირებ მტირალა ბავშვის როლში ყოფნას? როდემდე აპირებ პასუხისმგებლობისაგან გაქცევას. მსხვერპლის როლის თამაში არ მოგბეზრდა? ყველაფერში სხვისი დადანაშაულებით საკუთარ თავს უდანაშაულობას უმტკიცებ? -მე... მე.. -აქამდე ჩუმად ვიყავი ჩემო გოგო რადგან ვფიქრობდი რომ ყველამ თავისი ცხოვრების წიგნი თვითონ უნდა დაწეროს, მაგრამ ვეღარ გავჩუმდებოდი. ძალიან რომ მიყვარხარ ამას იმიტომ გეუბნები ხომ იცი ეს არაა. არ მინდა ცუდად გამიგო. მესმის რომ უდედოდ გაიზარდე მესმის რომ წნეხის ქვეშ იყავი ლილია, მაგრამ ობლობაში გაზრდილი ბავშვიც კი შენზე მეტს აკეთებს ბედნიერებისთვის, ზოგს მშობელი უკვდება და მაინც ცდილობს ცხოვრების გაგრძელებას. შენ კიდევ მომაკვდავი თევზივით მინდობილი ხარ დინებას, რომელიც ხან ერთ ლოდს გახეთქებს ძლიერად, ხანს მეორეს ამით კი ჭრილობას უფრო გიღვივებს. -მართლა ასე ჩანს ყველაფერი -ასეა ლილია. მოდი ჩამეხუტე. იტირე ჩემო გოგო მაგრამ არსებობა შეწყვიტე კარგი, იბრძოლე საკუთარი წილი ბედნიერებისთვის, იცხოვრე გესმის, და ჩემსავით ნუ შეგეშინდება, იცოდე რომ ყველამ ზურგიც რომ შეგაქციოს და გაგკიცხოს, შენი ნატო დეიდა ყოველთვის დაგელოდება ხელგაშლილი სიმშვიდის კაფეში, ერთი ჭიქა სიმშვიდით და დესერტით. -მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში ხართ. საუბარმა დამამშვიდა ვერავღწერ რა ვიგრძენი ამ შესანიშნავი ქალბატონის სიტყვების შემდეგ. ამბობენ ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ყავს რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მასთან რჩება, მე ადამიანებს შორის ვიპოვე ჩემი ანგელოზი და ყველაფერს გავაკეთებ რომ, ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მომენტში ჩემს გვერდით იყოს. ცრემლები შევიმშრალე და ბაღში გავედი. ლილიებს გავხედე ურცხავს რომ გაშლილიყვნენ და თავს იწონებდნენ. ნინია გამახსენდა. და გონებაში ამოტივტივდა ფრაზა რომელსაც ძილის წინ მიმეორებდა დედა. „ნინიას ლილია უყვარს“ -ლილიასაც უყვრას ნინია-ჩემდაუნებურად ამდენი წლის შემდეგ პირველად უნებლიედ დამცდა ასე ხმამაღლა სიტყვები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ნატო დეიდას სიტყვების სისწორეში. -ნინია ვინ არის?-მესმის ნიკას ხმა -სიმშვიდე მინდოდა მაგრამ როგორც ჩანს სანამ აქ ხარ ვერ ვეღირსები - თვალებს ეგრე ნუ ატრიალებ, - შენ არ გკითხავ -მე გაგაფრთხილე -რომ ვისუნთოქო შეიძლება? -კი ეგ შეიძლება -ხოდა წადი რომ გიყურებ სული მეხუთება, სუნთქვაში ხელს მიშლი -დღეს უკვე მეორედ ცდილობენ ჩემს მოშორებას, მეტისმეტია ჩემთვისაც კი -მასხარა ხარ -კინაღამ დამავიწყდა ოპერა გიყვარს? -არა -ჩემთან ვალში ხარ უარს ვერ მეტყვი. ოპერის თეატრში უნდა გამომყვე ორი ბილეთი მაქვს -ვალში? -დაგავიწყდა რომ გამომიყენე? -ბევრჯერ აპირებ ამის გახსენებას? -სიცოცხლის ბოლომდე -არ მიყვარს ოპერა -გაყევი ლილია, ცოტა დამშვიდდები, თან ვიცი რომ არასდროს ყოფილხარ ოპერაში, - მორჩა გადაწყვეტილია ხვალ ექვსი საათისთვის გამოგივლი -მე არ მეკითხებით ? იქნებ ხვალ ვმუშაობ . -ვიცი რომ ისვენბ -ნატო დეიდაა -მე არაფერი მითქვამს ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ -შეგიძლია ის გოგო წაიყვანო ცოტა ხნის წინ რომ ეწებებოდი. ან სხვა ვინმე -შესწორებას შევიტან თვითონ მეწებებოდა -რა მნიშვნელობა აქვს -მექალთანეს იარლიყი არ მომწონს, მინდა იცოდე რომ ჩემი გულიც და გონებაც ერთ ქალს ეკუთვნის -მერე ის ქალი რატომ არ მიგყავს -ჯიუტია, თან ოპერა არ უყვარს -სწრაფად დანებებულხარ -დანებება არ მიყვარს მიზანს ყოველთვის ვაღწევ. კარგი ხვალ გამოგივლი ნიკა მიდის. ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტა ოპერაში წასვლა ან ამასაც თავი რომ დავანებოთ მე რატომ მითხრა, არ მინდა ფიქრიი... ვხედავ როგორ მიყურებს ნატო დეიდა და ეღიმება -რა ხდება ნატო დეიდა? -ის გოგო მეცოდება ვინც ნიკას მოეწონა -თუ გეცოდებათ რატომღა იღიმით -მეც მომწონს ეგ გოგო რძლად და იმიტომ. ხვალ რას იცმევ -არვიცი ოპერაში არასდროს ვყოფილვარ -მაშინ ნინას კაბას გათხოვებ, ასე სწრაფად კაბას ვერ იშოვი ვერსად. უარი არ მიიღება და ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ. გამიხარდა ნიკამ ოპერაში რომ დამპატიჟა, ასე თუ ისე ერთმანეთის ნახვა ხშირად მოგვიწევს და ასე შეიძლება ურთიერთობა გამოვასწოროთ და დავმეგობრდეთ,მაგრამ სულაც არ გამხარებია ის ფაქტი რომ მის გულსა და გონებაში უკვე არსებობს ვიღაც ქალი. ასე არუნდა იყოს. რა მჭირს. დეიდა ნატოც იცნობს. ანუ მართლა სერიოზულობით ეკიდება იმ გოგოსთან ურთიერთობას. მაგრამ რა მჭირ?ს რატომ ვარ ასე უცნაურად? რატომ არ მახარებს ეს ამბავი? ამაზე ფიქრი არ მინდა. დღეისათვის საკმარისია. -შენს ტანზეა შეკერილი, შენი იყოს გჩუქნი -მაგრამ -არანაირი მაგრამ ეს ნინას დაბადების დღის საჩუქარი იყო და როგორც დაინახე ყუთიც კი არ გაუხსნია ჩაცმაზე საუბარი ხომ ზედმეტია, გამიხარდება მას შენ თუ ჩაიცვამ. იდეალურია აბა დატრიალდი, ძალიან ლამაზი ხარ ხვალ ყველას დაჩრდილავ, შეიძლება ვიღაცამ მეტყველების უნარიც კი დაკარგოს. - დეიდა ნატო ისევ იცინით - არაფერია. არაფერს ამბობდა და ყველაფერს გულისხმობდა, აშკარაა რომ რაღაცაზე ფიქრობდა რაღაცას წარმოიდგენდა რაც მას ახალისებდა. მუხტი მეც გადმედო. სახლში წასვლა სულაც არ მინოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო . სახლი სადაც არავინ გელის და შენი დანახვა არავის უხარია ციხეა და მეტი არაფერი . სახლისკენ მიმავალ გზაზე გონეაში რაღაც ფიქრმა გამიელვა რომელიც არადა არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას . გადავწყვიტე ამაზე ოპერიდან რომ დავბრუნდებოდი მერე მეფიქრა. სახლში მივედი შხაპი მივიღე და დავწექი. პირველად ვიძინებდი გრძნობით სახელად „ხვალ რაღაც კარგი მოხდება“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.